შეთანხმება საქართველოსა...

20
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)

Transcript of შეთანხმება საქართველოსა...

Page 1: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)

Page 2: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

შესაძლებლობები და გამოწვევები ქართული ბიზნესისათვის

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს მოი-ცავს და საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარს ხსნის.

საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელთანაც ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს.

DCFTA საქართველოს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან შემდეგი სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება.

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით DCFTA როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხხმობს. გარდა ამისა, DCFTA საქართველოს ვაჭრობას-თან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალის-წინებს. საკანონმდებლო დაახლოების შედეგად შესაძლებელი გახდება არასატარიფო ბარიერების გადალახვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად ზღუდავს ვაჭრობას, ვიდრე ტარიფები.

DCFTA 15 თავს მოიცავს (ჩამონათვალი იხილეთ: economy.ge/ge/dcfta).

DCFTA02

ევროკავშირი

თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან

Page 3: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA-ის ამოქმედებით საქართველოში წარმოებულ საქონელ-სა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნება, რომე-ლიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორების-თვის, რაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებ-ლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების ევროპული, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარებას. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

2012 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ეკორისის და კეისის კვლევის თანახმად, DCFTA შემდეგ ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე: მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 1.7%-ით მოკლევადიან პერიოდში და 4.3%-ით ― გრძელვადიან პერიოდში. ექსპორტი გაიზრდება 9%-ით მოკლევადიან პ ე რ ი ო დ შ ი დ ა 1 2 % - ი თ ― გ რ ძ ე ლ ვ ა დ ი ა ნ პ ე რ ი ო დ შ ი . სამომხმარებლო ფასები გაიზრდება მოკლევადიან პერიოდში 1%-ით და 0.6%-ით ― გრძელვადიან პერიოდში.

03DCFTA

Page 4: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA გავლენა საქართველოზე

DCFTA04

ექსპორტი

გრძელ ვადაში

მოკლე ვადაში

იმპორტი მშპ ხელფასები0

5

10

15

-5-

+

სამომხმარებლოფასების ინდექსი

9%12%

4.4%7.5%

1.7% 4.3% 1.5% 3.6% -1% -0.6%

საქონლით ვაჭრობა (ტარიფები)შეთანხმების მიხედვით, არც ერთ მხარეს აქვს უფლება დააწესოს ან შეინარჩუნოს საბაჟო ან სხვა ეკვივალენტური გადასახადი საქონლის ექსპორტზე. რაც შეეხება იმპორტს, განსაზღვრულია ქვემოთ მოცემული პირობები:

ნულოვანი საბაჟო ტარიფი

იმპორტი საქართველოშიშეთანხმების ძალაში შესვლისთანავე (2014 წლის სექ-ტემბრიდან) ევროკავშირში წარმოებული საქონლის იმპორტზე საქართველოში საბაჟო გადასახადი გაუქმდე-ბა.

იმპორტი ევროკავშირში აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პრო-ცესში, სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით, ქართულმა მხარემ ევროკავშირთან უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორიკვოტის ფარგლებში) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქ-ციის ნაწილზე შემდეგი ღონისძიებებია განსაზღვრული:

1. ევროკავშირში „შესვლის ფასი“

28 სახეობის სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე (მთლიანი პროდუქციის 0 ,3%) , ევროკავშირში „შესვლის ფასი“ იმოქმედებს, რაც ამ პროდუქტების იმპორტზე მინიმალური ფასის ზღვარის დადგენას გულისხმობს.

Page 5: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

05DCFTA

შესვლის ფასი 2 კომპონენტისაგან შედგება: ადვალორული (პროცენტული) და სპეციფიკური (ფიქსირებული) საბაჟო გადასახადი.

შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ადვალორული საბაჟო გადასახადი უქმდება და მხოლოდ სპეციფიკური საბაჟო გადასახადი რჩება, რომელიც პროდუქციის საინვოისო ფასთანაა მიბმული.

თუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის საინვოისო ფასი, ევროკავშირში იმპორტისას, ევროკავშირის მიერ დადგენილ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორი სპეციფიკურ საბაჟო გადასახადს გადაიხდის. თუ თანაბარი, ან უფრო მაღალი იქნება, პროდუქცია „შესვლის ფასის“ მექანიზმისგან გათა-ვისუფლდება.

შესვლის ფასის გაანგარიშება იმპორტირებული პროდუქციის სეზონურობის მიხედვით იცვლება.

პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება "შესვლის ფასს"

პომიდორი კიტრიმრგვალი

არტიშოკები ყაბაყი

ტკბილიფორთოხალი კლემენტინები

მონრეალის და საცუმას ციტრუსები

მანდარინი და ვილკინგები

ტანჯელოები ორტანიკები ვაშლატამა ატამი

ლიმონი ვაშლიქლიავი და

ყურძნის წვენებისუფრის ყურძენი

მსხალი მჟავე ალუბალი ალუბალიგარგარი

Page 6: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

0702 00 00 პომიდორი, ახალი ან გაცივებული

ბაზარზე შესვლის ფასი 100კგ სუფთა წონისთვის:

სეზონური საბაჟო გადასახადი

1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე

არანაკლები € 52 6-ზე ; 14,4

არანაკლები € 51,5-ზე, მაგრამ ნაკლები € 52,6-ზე;

14,4 + 1,1 €/100 kg/net

არანაკლები € 50,5-ზე, მაგრამ ნაკლები € 51,5-ზე; 14,4 + 2,1 €/100 kg/net

არანაკლები € 48,4-ზე, მაგრამ ნაკლები € 49,4-ზე; 14,4 + 4,2 €/100 kg/net€

არანაკლები € 49,4-ზე, მაგრამ ნაკლები € 50,5-ზე; 14,4 + 3,2 €/100 kg/net

48,4-ზე ნაკლები; 14,4 + 29,8 €/100 kg/net

1-დან 31 ოქტომბრამდე

არანაკლები € 62,6-ზე; 14,4

არანაკლები € 61,3-ზე, მაგრამ ნაკლები € 62,6-ზე ; 14,4 + 1,3 €/100 kg/net

არანაკლები € 60,1-ზე, მაგრამ ნაკლები € 61,3-ზე ; 14,4 + 2,5 €/100 kg/net

არანაკლები € 58,8-ზე, მაგრამ ნაკლები € 60,1-ზე ; 14,4 + 3,8 €/100 kg/net

არანაკლები € 57,6-ზე, მაგრამ ნაკლები € 58,8-ზე ;

14,4 + 5 €/100 kg/net€

57,6-ზე ნაკლები ; 14,4 + 29,8 €/100 kg/net

მაგალითად, თუ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე ევროკავშირში ექსპორტირებული 1 კილოგრამი პომიდვრის ინვოისში მითითებული ღირებულება იქნება 0.53 ევროს (დაახლოებით 1.25 ლარი) ტოლი ან მეტი, იმპორტიორს არ მოუწევს შესვლის ფასის გადახდა.

2 . გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი

სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პრო-დუქციის 277 სახეობა (მთლიანი პროდუქციის 3%) გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს ექვემდებარება.

1. საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი - 4 400 ტ.;2. ფრინველის ხორცი - 550 ტ.;3. რძის ნაწარმი - 1650 ტ.;4. კვერცხი ნაჭუჭით - 6 600 ტ. (132 მლნ. ც);5. კვერცხები და ალბუმინები - 330 ტ.;6. სოკო - 220 ტ.;7. მარცვლოვანები - 200 000 ტ.;8. ალაო და ხორბლის წებოვანა - 330 ტ.;9. სახამებლები - 550 ტ.;10. შაქარი - 8000 ტ.;11. ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები - 2 200 ტ.;12. შაქრიანი სიმინდი - 1500 ტ.;13. შაქარი დამუშავებული - 6 000 ტ.;14. გადამუშავებული მარცვლეული - 330 ტ.;15. სიგარეტები - 500 ტ.;

DCFTA06

Page 7: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

07DCFTA

ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე, შეთანხმებაში, წლიური ფიქსირებული რაოდენობებია მოცემული. ეს რაოდენობები არ ა რ ი ს კ ვ ო ტ ა , რ ა დ გ ა ნ მ ა თ ი გ ა ზ რ დ ა მ ა რ ტ ი ვ ა დ ა რ ი ს შესაძლებელი. გაზრდის მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს:

როდესაც კალენდარული წლის დასაწყისიდან გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს ზემოთ მითითებული რაოდე-ნობის 70%-ს, ევროკავშირი აღნიშნულის შესახებ საქართველოს ატყობინებს. საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროკავშირს წარუდგინოს არგუმენტირებული დასაბუთება წლის განმავლო-ბაში იმპორტის შესაძლო გადაჭარბების შესახებ (მაგ. წარმოების მოცულობის გაზრდის, უხვმოსავლიანობის და ა.შ). ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია განახორციელოს მექანიზმით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე.

ფიქსირებული მოცულობა საქართველოდან ექსპორტირებულ 15 სახის პროდუქტზე

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

14.

15.

4 400 ტ 220 ტ

550 ტ

6 600 ტ

200 000 ტ

330 ტ

550 ტ

2 200 ტ

1 500 ტ

330 ტ

500 ტ330 ტ

1 650 ტ

8 000 ტ

13.

6 000 ტ

ევროკავშირმა დააწესა საქართველოდან იმპორტის წლიურიფიქსირებული მოცულობა 15 სახის პროდუქტზე, მაგრამ ამ 15 სახის პროდუქტის იმპორტის მოცულობის გაზრდა საქართველო- დან ევროკავშირში შესაძლებელია.

Page 8: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA08

3. სატარიფო კვოტა სატარიფო კვოტა დაწესებულია მხოლოდ ნიორზე - 220 ტონა. აღნიშნული რაოდენობის ფარგლებში კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში წარმოშობილი ნიორის იმპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე განხორციელდება. თუ წლის განმავლობაში ნიორის იმპორტი გადააჭარბებს 220 ტონას, გადაჭარბებული რაოდენობა საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.

ნიორი ნულოვანი საბაჟო ტარიფით, კვოტის ფარგლებში

ნიორის იმპორტი ნულოვანი საბაჟო ტარიფით საქართვე-ლოდან ევროკავშირში ვერ გაიზრდება

საქართველოდან წელიწადში 220-ზე მეტი ტონა ნიორის ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორს მოუწევს საბაჟო ტარიფის გადახდა.

საქონლის წარმოშობის წესები

იმისათვის, რომ საქონელმა ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრო-ბის რეჟიმით, მან უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშო-ბის კრიტერიუმები, რომელიც შეთანხმებაზე თანდართული ოქმით განისაზღვრება.

ეს კრიტერიუმები მოიცავს როგორც საქონლის დამუშავების აუცილებელ მინიმალურ პირობებს, ისე საქონლის წარმოშო-ბისთვის აუცილებელი მასალის ზღვრულ რაოდენობას, რო-მელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი ქვეყანაში წარმო-შობილი პროდუქციის სტატუსის მოსაპოვებლად. მაგალითად, თუ საქართველოში შემოვიტანთ კომპიუტერის ყველა დეტალს და ავაწყობთ კომპიუტერს, ეს კომპიუტერი არ ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად და, შესაბამისად, ევრო-კავშირში ექსპორტისას ვერ ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

საქონლის წარმოშობა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დგინდება:

• ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი საქონელი, მაგა-ლითად, ქვეყანაში მოყვანილი ან შეგროვებული ბოსტ-ნეული ან ხილი, გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები, ქვეყანაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული;

220 ტონა

Page 9: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

09DCFTA

• სასაქონლო პოზიციის (HS Code) პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილება - ამ კრიტერიუმის თანახმად, საექსპორტო პროდუქციის წარმოებაში დაუშვებელია პირველ ოთხნიშნა დონეზე მსგავსი იმპორტირებული მასალების გამოყენება. მაგალითად, იმისათვის რომ ქვევრმა, რომლის კოდი არის 6909, დააკმაყოფილოს წარმოების კრიტერიუმი, მის წარმოებაში არ უნდა იყოს გამოყენებული 6909 კოდში შემავალი იმპორტირებული კერამიკული მასალები;

• ადვალური (ღირებულებითი) წილი - ეს კრიტერიუმი საბოლოო პროდუქციაში იმპორტირებული მასალების წილს განსაზღვრავს. მაგალითად, იმისათვის, რომ კონდიციონერი ჩაითვალოს საქართველოში წარმოებუ-ლად, მის წარმოებაში დასაშვებია იმპორტირებული მასალების გამოყენება, რომელთა ღირებულება არ აღემატება საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის (EXW) ფასის 40%-ს.

• აუცილებელი პირობები, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციები - ამ კრიტერიუმის თანახმად, პროდუქციის წარმოების პროცესში იმპორტირებულ მასალაზე აუცილებლად უნდა განხორციელდეს გარკვეული ტექნოლოგიური ოპერაცია. მაგალითად, ხე-ტყის მასალა დახერხილი ან დაპობილი რომ ჩაითვალოს საქართვე-ლოში წარმოშობილად, მასზე უნდა განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები - გარანდვა, გახეხვა ან ტორსული შეერთება. აღნიშნული პირობა არ გამორიცხავს სხვა ოპერაციების შესრულებასაც. მაგალითად, ზემოთ აღწერილი ოპერაციების შესრულების შემდეგ, ხე-ტყის მასალის შეღებვა არ გამოიწვევს წარმოების კრიტერიუმის მოთხოვნების დარღვევას.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციისათვის წარმოშობის სტატუსის მისანიჭებლად შესაძლებელია ერთი ან (ერთდროულად) რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება იყოს მოთხოვნილი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ მოცემული ოპერა-ციები საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება, მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილებულია თუ არა საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც:

• კონსერვირების ოპერაციები ტრანსპორტირების და შენახვის დროს;

• ფუთების დაშლა და აწყობა;

• რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის მოცილება;

• ქსოვილის უთოობა ან პრესვა;

• ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;

• მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, გაუფერულება, გაპრიალება;

Page 10: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

• შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერა-ციები;

• ხილის თხილის და ბოსტნეულის თლა კურკის გამოცლა , , და ნაჭუჭის მოცილება ;

• თლა მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა, ;

• ცრა გაცხრილვა გადარჩევა კლასიფიცირება , , , , დაჯგუფება მისადაგება, ;

• შეფუთვის მარტივი ოპერაციები ;

• შტამპების იარლიყების ლოგოების მიმაგრება ან, , ბეჭდვა პროდუქციაზე ;

• პროდუქციის მარტივი შერევა ;

• შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან ;

• ნაკეთობის აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად ;

• ზემოთ მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება ; ცხოველების დაკვლა .

მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე DCFTA შესაძ-ლებელს ხდის ე.წ. კუმულაციის პრინციპის გამოყენებას საქარ-თველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის. აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი სტატუსი იმ შემთხვევაშიც მიენი-ჭოს, თუ მის წარმოებაში თურქეთის ტერიტორიაზე წარმოშო-ბილი არასასოფლო-სამეურნეო მასალებია გამოყენებული. აღნიშნული პრინციპის ამოქმედება თურქეთის მხარის თანხმო-ბაზეა დამოკიდებული.

DCFTA10

პროდუქტის წარმოშობა

ნულოვან საბაჟო ტარიფს ექვემდებარება საქართველოში წარმოშობილი პროდუქტები

თურქეთში ნაწარმოები ნედლეულით საქართველოში წარმოებულ პროდუქტს მიენიჭება ქართული წარმოშობა

+ =

იმპორტი თურქეთიდან

წარმოებასაქართველოში

დამზადებულიასაქართველოში

Page 11: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

11DCFTA

არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში

ნებისმიერი პროდუქტი სხვა ქვეყნის (მათ შორის ევროკავშირის) ბაზარზე შესვლისას ხვდება ორი ტიპის ბარიერს - სატარიფო და არასატარიფო. სატარიფო ბარიერი არის საბაჟო გადასახადი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, DCFTA-ის ძალაში შესვლის დღიდან ნულდება, ხოლო არასატარიფო ბარიერი არის პროდუქციის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი იმისათვის, რომ შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე.

DCFTA-ს ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არასატარიფო ბარიერების გაუქმებას უჭირავს. არასატარიფო ბარიერებია: ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, სტანდარტების მოთხოვნები და პროდუქტის/პროცესის შესაბამისობის შეფასება (სერტიფიკაცია).

სტანდარტი - კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული სტან-დარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს, მახასიათებლებს სხვადასხვა სფეროში ოპტიმიზაციის და თავსებადობის მისაღწევად;

ტექნიკური რეგლამენტი - სავალდებულოდ შესასრულებელი ტექნიკური ნორმების შემცველი აქტი; მიიღება საქართველოს მთავრობის დადგენილების ან კანონის ფორმით;

მეტროლოგია - ზომის, წონის, დროის და სხვა გაზომვის ერთე-ულების წარმოება და მათი გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე;შესაბამისობის შეფასება - პროდუქტის და მომსახურების შესაბამისობის დადგენა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვ-ნებთან ან/და სტანდარტებთან;

აკრედიტაცია - შესაბამისობის შემფასებელი პირების, სერტი-ფიკაციის ორგანოებისა და საინსპექციო ორგანოების კომპე-ტენტურობის შეფასება და შესაბამისი აკრედიტაციის მინიჭება.

ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანისათვის მეწარმემ უნდა მოახდინოს ევროპული ან/და საერთაშრისო სტანდარტის გამოყენება, რაც ნებაყოფლობითია და მისი პროდუქტის ან მომსახურების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს; ხარისხს და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მეწარმეებმა პროდუქტის ან სერვისის წარმოებაში გამოიყენონ მეტროლოგია, რაც პროდუქტის შექმნის პროცესში გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარებისა და სხვა ხელსაწყოების დაკალიბრებას და დამოწმებას უზურნველყოფს.

Page 12: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA12

მას შემდეგ, რაც მეწარმე მეტროლოგიურად დაკალიბრებული ან დამოწმებული ხელსაწყოებით და საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტის შესაბამისად აწარმოებს პროდუქტს ევროპის ბაზარზე შეტანისათვის, მას დასჭირდება შესაბამისო-ბის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ წარმოებული პროდუქტი მეწარმის მიერ გამოყენებულ სტანდარტს შეესაბამება.

მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემს, ევროკავშირის რომე-ლიმე წევრი ქვეყნის ან საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის ორგანოს მიერ იყოს აკრედიტირებული, რათა ეს სერიფიკატი ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ აღიაროს. იმისათვის, რომ ქართველი მეწარმეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის ან/და მომსახურების ექსპორტი კიდევ უფრო გამარტივდეს, საჭიროა საქართველოს აკრედიტაციის აღიარება ევროკავშირის მიერ. აღნიშნული მნიშვნელოვნად გააიაფებს ისეთი სერტიფიკატის გაცემას საქართველოში, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნება აღიარებული.

ეტაპობრივად ხორციელდება პროცესი იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს აკრედიტაცის სისტემა აღიაროს.

იმისათვის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მან სურსათის უვნებლობის შესაბამისი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები) სურსათი.

სურსათის უვნებლობა

Page 13: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

13DCFTA

მისი ძალაში შესვლიდან 6 თვეში საქართველომ ევროკავშირს უნდა წარუდგინოს ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოე-ბის პროგრამა, რომელიც პრიორიტეტული სფეროების მიხედ-ვით იქნება დაყოფილი. მაგალითად, თუ გვსურს, რომ თაფლი და თევზი გავიტანოთ ევროკავშირში, მაშინ, პირველ რიგში, თაფ-ლისა და თევზის მარეგულირებელი რეგულაციები უნდა ჩაიწე-როს. პრიორიტეტული სფეროები ბიზნესთან მჭიდრო თანა-მშრომლობით უნდა განისაზღვროს.

ევროკავშირში ექსპორტის მიზნით შესაძლებელია მოხდეს ცალკეული სექტორის, ქვესექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისათვის ინდივიდუალური ღონისძიების ან ღონისძიებების ჯგუფის ეკვივალენტობის დადგენა.

ეკვივალენტობის პროცედურა შესაძლებლობას იძლევა მთავრობა არ დაელოდოს მთელი საკონმდებლო პროცესის დასრულებას და პრიორიტეტული სექტორისათვის ეკვივალენ-ტურობის დადგენა მოითხოვოს.

გადამუშავებული და მაღალი რისკის სურსათის გატანისათვის საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყო-ფილოს:

1. პროდუქტის შიგთავსი უნდა შეესაბამებოდეს ევრო-კავშირის მოთხოვნებს;

2. ექსპორტის მსურველს აწყობილი უნდა ჰქონდეს პროდუქტის შესახებ ინფორმაციათა მთელი ჯაჭვი და აწარმოებდეს შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზებს საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად;

3. საქართველოში უნდა არსებობდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ) მსგავსი სისტემა.

აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის აუცილებე-ლია ქვეყანამ განახორციელოს საკანონმდებლო და ინსტიტუ-ციური დაახლოება ევროკავშირთან, რასაც DCFTA ითვალისწი-ნებს.

Page 14: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA14

მაგალითად, იმისათვის რომ მოხდეს თევზის გატანა ევრო-კავშირში, თევზმა უნდა გაიაროს ეკვივალენტურობის აღიარე-ბის პროცესი, რაც გულისხმობს შემდეგს:

1. შემოწმდება დოკუმენტურად ან ინსპექტირების გზით თევზის დაავადებების სტატუსი საქართველოში; თევზის საწარმოების ინსპექტირების და კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; თევზის შემადგენლობის შესაბამისობა ევროკავშირის მოთხოვნებთან; რამდენად ეფექტურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის მწარმოებლების ინსპექტირებას;

2. მხედველობაში იქნება მიღებული სააგენტოს მიერ გან-ხორციელებული კონტროლის შედეგები;

3. სანამ ეკვივალენტურობის აღიარება დაიწყება, მთავრო-ბამ უნდა მოახდინოს თევზთან დაკავშირებულ ევროკავ-შირის რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის დააახლოება.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი საფეხურები ევროკავშირში მაღალი რისკის სურსათის ექსპორტისთვის:

• საფეხური 1 - სურსათის მწარმოებელ საწარმოდ აღია-რება და რეგისტრაცია;

• საფეხური 2 - ზოგადი ჰიგიენის წესის მიხედვით საწარმოს მოწყობა;

• საფეხური 3 – HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემით მიკვლევადობის ჯაჭვის აწყობა;

• საფეხური 4 - მთავრობა ახორციელებს საკანონმდებლო დაახლოებას საქართველოში არსებული რეალობების გათვალისწინებით;

• საფეხური 5 - მთავრობა ქმნის ევროკავშირში არსებული კონტროლის სისტემის მსგავს სისტემას;

• საფეხური 6 - მეწარმეები აწარმოებენ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამის სურსათს;

• საფეხური 7 – სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების შედეგად გასცემს დადებითი დასკვნას პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

• საფეხური 8 - საქართველოს მიერ ეკვივალენტურობის მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტზე ან სექტორზე;

• საფეხური 9 - ევროკავშირის მიერ ეკვივალენტურობის შესწავლის დაწყება მოთხოვნის მიღებიდან 3 თვეში;

• საფეხური 10 - ეკვივალენტურობის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 360 დღეში ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა - გადის თუ არა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე.

Page 15: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

15DCFTA

• საწარმო დააკმაყოფილებს გადამუშავებული პროდუქტის უვნებლობისა და ჯანმრთელობის შესახებ ევროკავში-რის მოთხოვნებს;

• საწარმო აწყობილი იქნება ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად.

აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია საწარმოებმა ინდივიდუა-ლურად მოიპოვონ (და არ დაელოდონ მთლიანი სექტორის ეკვივალენტობის აღიარებას) ევროკავშირში მაღალის რისკის სურსათის ექსპორტის უფლება თუ:

სურსათის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს ასეთი საწარმოე-ბის სიას და ევროკავშირს წარუდგენს გარანტიებს, რომ ეს კომპანიები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ უვნებ-ლობისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანია, რომ ეკვივალენტობის აღიარების შედეგად მეწარმე არა მხოლოდ შეიტანს გარკვეულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე, არამედ ეს გამოიწვევს ფიზიკური შემოწმების შემცირებას საზღვარზე; ასევე პროდუქტის გაყიდვამდე განსაზღვრული პროცედურების გამარტივებას.

Page 16: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA16

ვაჭრობაში დაცვითი ზომები

შეთანხმება არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინ-გური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს. ვაჭრობაში დაცვითი ზომების გამოყენების შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შესაბამისი ხელშეკრუ-ლებებით.

მოცემული შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ვმო-ს შეთანხ-მებებით გათვალისწინებული პროცედურებით ვაჭრობაში დაცვითი ზომები გამოიყენონ. აღნიშნული ზომების გამოყენება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ექნება.

HACCP შედგება 7 პრინციპისაგან:

• საფრთხის ანალიზის განხორციელება (საფრთხის დადგე-ნა და შეფასება);

• კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა;

• კრიტიკული ზღვრების დაწესება;

• მონიტორინგის პროცესის დაწესება;

• მაკორექტირებელი ქმედებების დაწესება;

• გადამოწმების ქმედებების დაწესება;

• ჩანაწერების წარმოების პროცედურების დაწესება.

რა არის HACCP?

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 იანვრამდე HACCP-ის სისტემის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არ ისჯება. HACCP დანერგვა პირველად წარმოებაში საჭირო არ არის.

HACCP წარმოადგენს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონ-ტროლო წერტილების სისტემას, რომელიც ყველა პოტენციური სა-ფრთხის წინასწარ დადგენას და მათი პრევენციის, აღმოფხვრის ან მისაღებ დონემდე დაყვანისათვის საჭირო ქმედებების დაწესებას გუ-ლისხმობს.

საქონლის უვნებლობის გარანტია

Page 17: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA გავლენა ქართულ ბიზნესზე - კონკრეტული მაგალითები

საფეიქრო ინდუსტრია

ტექსტილის მზა ნაწარმის ექსპორტი საქართველოდან ევრო-კავშირში 2013 წელს: USD 8.7 მილიონი

საბაჟო სატარიფო ბარიერების წნეხი:

DCFTA ამოქმედებამდე

ექსპორტის გადასახადი (GEL)

იმპორტის გადასახადი (EU) -12%

0%

DCFTA ამოქმედების შემდეგექსპორტის გადასახადი (GEL)

იმპორტის გადასახადი (EU) 0%

0%

ექსპორტიორთა ხარჯიEU საბაჟოზე:

ექსპორტიორთა ხარჯიEU საბაჟოზე:

USD 1.04 მილიონი* USD 0

* თუ შეთანხმდება ნედლეულის მომწოდებლებთან კუმულაციური რეჟიმი

+ =

იმპორტი თურქეთიდან

წარმოებასაქართველოში

დამზადებულიასაქართველოში

17DCFTA

საჯარო შესყიდვები

შეთანხმება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ და თანმიმდევრულ გახსნას ითვალისწინებს. დღეისა-თვის ქართულ კომპანიებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში. ევროკავშირის შესაბამისი ბაზრის გახსნა ქართუ-ლი კომპანიებისათვის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მოხდება.

ბაზრის ეტაპობრივი და თანმიმდევრული გახსნა დაკავშირე-ბულია საკანონმდებლო დაახლოებასთან. სახელმწიფო შესყიდ-ვების შეთანხმება მოიცავს დანართს, სადაც კანონმდებლობის თანმიმდევრული დაახლოებისა და შესაბამისად, ბაზრის გახსნის ეტაპები და ვადებია გაწერილია.

Page 18: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA18

ჰოლანდიაში 1 ბოთლი ცქრიალა ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში

საბაჟო სატარიფო ბარიერების წნეხი:

DCFTA ამოქმედებამდე

იმპორტის გადასახადი (EU) 0% + USD 43.28/100 ლაქციზის გადასახადი USD 51.42/100ლდღგ 21%მთლიანი ხარჯი USD 6,91

1 ბოთლის ღირებულება USD 5

DCFTA ამოქმედების შემდეგ

იმპორტის გადასახადი (EU) 0%აქციზის გადასახადი USD 51.42/100ლდღგ 21%მთლიანი ხარჯი USD 6,52

1 ბოთლის ღირებულება USD 5

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.91

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.52

ექსპორტი - ღვინო

ჰოლანდიაში 1 ბოთლი (0.75) ქართული ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში

საბაჟო სატარიფო ბარიერების წნეხი:

ექსპორტი - ცქრიალა ღვინო

DCFTA ამოქმედებამდე

იმპორტის გადასახადი (EU) 0% + USD 20.83/100 ლაქციზის გადასახადი USD 51.42/100ლდღგ 23%მთლიანი ხარჯი USD 4,36

1 ბოთლის ღირებულება USD 3

DCFTA ამოქმედების შემდეგ

იმპორტის გადასახადი (EU) 0%აქციზის გადასახადი USD 51.42/100ლდღგ 23%მთლიანი ხარჯი USD 4,17

1 ბოთლის ღირებულება USD 3

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.36

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.17

Page 19: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,

DCFTA ამოქმედებამდე

ევროპული პროდუქცია 25%

იმპორტის გადასახადი (12%) - $0.7 მლნ.

იმპორტი სულ $20 მლნ. პროდუქცია

იმპორტი - სუპერმარკეტების ქსელი

DCFTA ამოქმედების შემდეგ

ევროპული პროდუქცია 25%+

იმპორტის გადასახადი 0%

იმპორტი სულ $20 მლნ. პროდუქცია

დაბალი ფასები

პროექტი „DCFTA შესაძლებლობები და გამოწვევები ქართული ბიზნესის-თვის“ ინიცირებული და დაფინანსებულია TBC ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.

ბროშურის ტექსტი შემუშავებულია ექსპორტის განვითარების ასოცია-ციასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://bit.ly/1EZem5f

19DCFTA

ექსპორტი - ყველი

ლიტვაში ყველის ექსპორტზე 40,000 კგ გატანის შემთხვევაში

საბაჟო სატარიფო ბარიერების წნეხი:

DCFTA ამოქმედებამდე

იმპორტის გადასახადი (EU) 0% + USD 300/100 კგდღგ 21%მთლიანი ხარჯი USD 387.200

პროდუქციის ღირებულება USD 200,000

DCFTA ამოქმედების შემდეგ

იმპორტის გადასახადი (EU) 0%დღგ 21%მთლიანი ხარჯი USD 242,000

პროდუქციის ღირებულება USD 3,500,000

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 187.200

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 42,000

Page 20: შეთანხმება საქართველოსა ...site-281606.mozfiles.com/files/281606/DCFTA_Brochure.pdf · 2015-10-25 · 0702 00 00 პომიდორი,