ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა...

8
ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე

Transcript of ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა...

Page 1: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე

Page 2: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

World Vision-ის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების გუნდის საქმიანობა ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი სერვისები (პრევენცია, დაცვა და რეაბილიტაცია) მომსახურებას სთავაზობს კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ოჯახებს, მარტოხელა დედებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს და სხვადასხვა ინტერვენციის საშუალებით ახორციელებს მათზე ზრუნვასა და განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილებას. მდგრადი ცვლილებების მისაღწევად ჩვენი ძალისხმევა მიმართულია პირდაპირი სერვისების მიწოდებაზე, თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე ადვოკატირებაზე.

2

ჩვენ გვსურს შევუქმნათ ყველა ბავშვს საუკეთესო პირობები

ლამაზი და ბედნიერი ცხოვრებისათვის.

Page 3: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან/გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, კრედოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე” ფარგლებში, World Vision საქართველომ თბილისსა და ქუთაისში დააარსა სამი დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის.

სამმა მობილურმა გასვლითმა გუნდმა (2 თბილისში და 1 ქუთაისში) ჩაატარა ქუჩაში გასვლითი სამუშაოები, ბავშვებთან დაახლოების, მათთვის პირდაპირი დახმარების აღმოჩენის და სხვადასხვა სერვისებში რეფერირების მიზნით.

“აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ; მე სახლი დიდი ხნის წინ დავტოვე.

დედის გარდაცვალების შემდეგ მოვედი აქ და ძალიან მომწონს. ძალიან მიხარია, რომ ვსწავლობ

კითხვას და წერას, რადგან დედას არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში ვეტარებინე,” - ირაკლი, 15 წლის.

3

Page 4: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

სამი დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება; ქუჩაში ცხოვრების ალტერნატივის შეთავაზება და ეტაპობრივი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

4

ბავშვთა კეთილდღეობის გაძლიერება მომსახურების და

სისტემების განვითარების გზით

Page 5: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

60 ბავშვი იღებს სარგებელს შემდეგი მომსახურებით:

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება (ჯანდაცვა, კვება, ჰიგიენა, ტანსაცმლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა, ა.შ.);

ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე მიმართული ინდივიდუალური განვითარებისა და ზრუნვის გეგმის მიზნების დასახვა;

ბავშვების წიგნიერების, მათემატიკური და ყოფითი უნარ-ჩვევების შეფასება;

ბავშვებში სკოლისა და განათლებისადმი ინტერესის გაღვივება ფორმალური და არაფორმალური აქტივობების გზით;

ჰოლისტიკური ფსიქო-სოციალური განვითარება და რეაბილიტაცია ისეთი აქტივობების საშუალებით, როგორიცაა ხატვითი თერაპია, ხელსაქმე, ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, სულიერი განვითარება.

“მე დროის უმეტეს ნაწილს შარდენის ქუჩაზე

ვატარებდი. იქ ხატებს ვყიდდი. ადამიანები World Vision-იდან

მიყვებოდნენ ცენტრის შესახებ. ერთხელ ჩემთვის ვიფიქრე, წავალ ცენტრში და მივატოვებ

ქუჩას. მე უკვე აღარ მინდა ქუჩაში ყოფნა. ახლა დღის განმავლობაში მე ცენტრში ვარ, საღამოს კი სახლში მივდივარ,”

- თემო, 17 წლის.

5

Page 6: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

სამმა მობილურმა გასვლითმა გუნდმა დაიწყო მუშაობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესაფასებლად და მათი სხვადასხვა სერვისებში ჩართვისათვის მოსამზადებლად.

ქუჩაში მცხოვრებმა და მომუშავე 350-მა ბავშვმა მიიღო სხვადასხვა მომსახურება მობილური გასვლითი გუნდის მეშვეობით. მათთვის გაწეული მომსახურება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური ფონდის მიერ, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის მოპოვება, ტანსაცმელის, მედიკამენტების მიწოდება და სახლის მცირე შეკეთება. ასევე ხდებოდა ბავშვების რეფერირება დღის ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრებში, სკოლებსა და სხვადასხვა სერვისებში.

6

ბავშვებისათვის. ცვლილებისათვის. სიცოცხლისათვის

Page 7: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

ჯანმრთელობისა და სოციალური ფონდი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური ფონდის მიზანია, დახმარება გაუწიოს ყველაზე დაუცველ ბავშვებს პირველადი სამედიცინო ზრუნვით და განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, უსაფრთხოება, იდენტიფიცირება, საცხოვრებლითა და საკვებით უზრუვლყოფა, ა.შ.

ფონდი იმართება World Vision საქართველოს მიერ, მჭიდრო კოორდინაციაში ჯანმრთელობისა და სოციალური ფონდის საბჭოსთან, სადაც წარმოდგენილი არიან: გაეროს ბავშვთა ფონდი, სერვისების სააგენტო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფონდი მოემსახურება ბავშვთა დაცვის სერვისებისა და ადვოკატირების პროგრამის მობილური გასვლითი გუნდების ბენეფიციარებს და ასევე დღის ცენტრების/კრიზისული ინტერვენციის ცენტრების ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს.

“ეს ცენტრი რომ არ იყოს, მე ქუჩაში ვიცხოვრებდი. მე ძალიან მომწონს

მასწავლებლები და ბავშვები. ჩემი მიზანია, გამოვიდე იურისტი და ვეტერინარი, როდესაც სკოლას დავამთავრებ,”

- ლევანი, 14 წლის.

7

Page 8: ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე · სამმა მობილურმა

World Vision საქართველო

საქართველო, თბილისი, 0102 დ. აღმაშენებლის პროსპექტი, 61

World Vision Georgia http://www.wvi.org/georgia