ჯვარისთემისეკონომიკური...

42
1 ჯვარის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა 2012 წელი

Transcript of ჯვარისთემისეკონომიკური...

Page 1: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

1

ჯვარის თემის ეკონომიკურიგანვითარების გეგმა

2012 წელი

Page 2: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

2

წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული

დახმარების შედეგად. Eდოკუმენტი შემუშავებულია ტერიტორიული ორგანოს სამუშაო

ჯგუფის მიერ და მისი შეხედულებების გათვალისწინებით. ეკონომიკური განვითარების

გეგმა არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების

სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოსაზრებებს.

Page 3: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

3

შინაარსი

პროცესის მიმოხილვა ......................................................................................................................5

რეზიუმე ............................................................................................................................................7

1. ზოგადი ინფორმაცია ჯვარის თემის შესახებ .......................................................................9

2. სექტორების ანალიზი ................................................................................................................12

2.1. სოფლის მეურნეობა ................................................................................................................12

არსებული მდგომარეობა ..............................................................................................................12

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .................................................15

პროექტები.......................................................................................................................................18

2.2 არასასოფლო–სამეურნეო ბიზნესი.........................................................................................21

არსებული მდგომარეობა ..............................................................................................................21

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .................................................21

პროექტები.......................................................................................................................................25

2.3. ინფრასტრუქტურა ..................................................................................................................27

არსებული მდგომარეობა ..............................................................................................................27

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .................................................29

პროექტები.......................................................................................................................................33

2.4. სოციალური სექტორი .............................................................................................................35

არსებული მდგომარეობა ..............................................................................................................35

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .................................................36

პროექტები.......................................................................................................................................40

Page 4: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

4

სამუშაო და ფოკუს ჯგუფის წევრები, რომლებმაც იმუშავეს წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე:

1. ედიშერ მორგოშია თემისრწმუნებული, საკონტაქტოინფორმაცია - 577 95 92 32

(ინფრასტრუქტურა)

2. თამაზ შონია (ინფრასტრუქტურა)

3. მზია კუბლაშვილი (ინფრასტრუქტურა)

4. ალექსანდრე ჟვანია (ინფრასტრუქტურა)

5. პაატა წურწუმია (ინფრასტრუქტურა)

6. ცირა მორგოშია (ინფრასტრუქტურა)

7. ზურაბ ჭანტურია (ინფრასტრუქტურა)

8. ბორის თოდუა (ინფრასტრუქტურა)

9. მაია ჭანტურია (სოციალური)

10. გივი გაბედავა (სოციალური)

11. ციქვა ქარდავა (სოციალური)

12. თამუნა სალია (სოციალური)

13. მანონი ფიფია (სოციალური)

14. რუსუდან ცანავა (სოციალური)

15. ნუგზარ შანავა

16. ავთანდილ ქარდავა (სოფლის მეურნეობა)

17. იგორ ქრდავა (სოფლის მეურნეობა)

18. ემზარ ჭანტურია (სოფლის მეურნეობა)

19. დიმიტრი ჭანტურია (სოფლის მეურნეობა)

20. ოთარ ჯახაია (სოფლის მეურნეობა)

21. ელგუჯა აკობია (სოფლის მეურნეობა)

22. დანო გორდულავა (სოფლის მეურნეობა)

23. ჟანა თოლორაია (კერძო/ბიზნესი)

24. დემურ მატუა

25. თამაზ მატუა (კერძო/ბიზნესი)

26. იორამ აქუბარდია (კერძო/ბიზნესი)

27. მედეა ლეჟავა (კერძო/ბიზნესი)

28. ნანული შონია (კერძო/ბიზნესი)

29. თამაზ გოგოხია (კერძო/ბიზნესი)

Page 5: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

5

პროცესის მიმოხილვაჯვარის ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში თემი) 2011 წლის ოქტომბერში მუშაობა

დაიწყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა

- ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (USAID/NEO). აღნიშნული

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ჯვარის თემთან მჭიდრო

თანამშრომლობით შეიქმნა თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის

შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა თემის რწმუნებული და ადგილობრივი

მოსახლეობა. მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჩატარდა სათემო

შეხვედრა, შეირჩა სამუშაო და ფოკუს ჯგუფების წევრები, რომლებიც დაკომპლექტდა

თემში მცხოვრები შესაბამისი პროფესიის და გამოცდილების ადამიანებით და

დაინტერესებული პირებით (ფერმერები, აგრონომები, მასწავლებლები, სამედიცინო

მუშაკები, მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები); დაზუსტდა

მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაგეგმარების პროცესში და ჩართულობის

სიხშირე. სამუშაო და ფოკუს ჯგუფების შეხვედრებისას მოხდა თემის არსებული

რესურსებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, პრობლემების დაზუსტება და

პრიორიტეტული პროექტების რანჟირება სექტორების მიხედვით შემდეგი

მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და

მომსახურება, ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო. გეგმის შედგენის სრული

პროცესი სქემატურად შეიძლება ასე გამოიხატოს:

თემის შეხვედრა

სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფის წევრების განსაზღვრა

ინფრასტრუქტურისსექტორის ფოკუს–

ჯგუფისშეხვედრები

სოციალური

სექტორისფოკუს–

ჯგუფისშეხვედრები

სოფლისმეურნეობისსექტორის

ფოკუს– ჯგუფისშეხვედრები

არასასოფლო-სამეურნეობიზნესისსექტორის

ფოკუს-ჯგუფისშეხვედრები

Page 6: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

6

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისკონსულტაციები

სამუშაო/ფოკუს ჯგუფებთან და ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები

თემის შეხვედრა

გეგმის წარდგენა, მოსაზრებების/უკუკავშირის მოპოვება

სამუშაო ჯგუფის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისშეხვედრა

ფოკუს–ჯგუფების მუშაობის განხილვა, მუნიციპალიტეტისსტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა, გეგმის პროექტის

შემუშვება

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

გეგმაში ცვლილებების შეტანა და საბოლოო სახითჩამოყალიბება

სამუშაო ჯგუფი

გეგმის მიწოდება/გავრცელება ხელისუფლებასა და დონორორგანიზაციებში

Page 7: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

7

რეზიუმე

ჯვარის თემი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი რეგიონალური ცენტრიდან 28 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო წალენჯიხის

მუნიციპალიტეტიდან - 22 კმ-ით, ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზეა და მოცავს 67 კვ.კმ

ფართობს. საბჭოთა პერიოდში ქალაქის მოსახლეობის შემოსავლების წყაროს წარმოადგენდა ჩაის

წარმოება-გადამუშავება, მესაქონლეობა, თხილის, დაფნის, ტუნგოს, ხილის მოყვანა და

მესიმინდეობა. გადრა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურჰესის მშენებლობაზე იყო

დაკავებული. ამჟამად თემის მაცხოვრებელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს

სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები, პენსიები და სოციალური დახმარებები.

მოსახლეობის მხოლოდ მცირედი ნაწილი არის მუდმივ საჯარო და კერძო სამსახურში

დაკავებული.

წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიქმნა თემში არსებული სოციალურ-

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ და

ხელისუფლებამ მოიძიონ დამატებითი შესაძლებლობები, იპოვონ პარტნიორები და დაფინანსების

ალტერნატიული გზები, მათი თემის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესებისათვის. თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა მომზადდა ადგილობრივი

მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით. გეგმა ეფუძნება ოთხი ძირითადი სექტორის ანალიზს:

სოფლის მეურნეობა, არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და სოციალური

სექტორი. თითოეული ამ სექტორისათვის შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა,

განხორციელდა პრობლემების ანალიზი და გამოვლინდა განვითარების შესაძლებლობები.

სოფლის მეურნეობის სექტორში თემის მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად დაასახელა

მექანიზაციის საშუალებების არქონა, მოსახლეობის უმეტესობა ტექნიკის არქონის გამო

დროულად ვერ ახერხებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებას. ტექნიკის არარსებობის

გამო ვერ ხერხდება აგრო ვადების დაცვა და სახნავ-სათესი მიწების სრული დამუშავება. სოფლის

მეურნეობის განვითარებისათვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობაში

არსებულ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის სიმცირე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი

მეურნეობის დაბალმოსავლიანობას. მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრეთვე მეფუტკრეობის დარგის

სუსტი განვითარება პოტენციალთან შედარებით.

აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით განისაზღვრა შემდეგი რეკომენდაციები:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

Page 8: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

8

თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

მეფუტკრეობის დარგის განვითარება.

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის განვითარების დონე თემში არც თუ ისე მაღალია.

საბჭოთა პერიოდში, ენგურჰესზე დასაქმებული იყო ქალაქის ეკონომიკუტრად აქტიური

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარდა ამისა ჯვარში ფუნქციონირებდა 15-მდე ძლიერი

საწარმო, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის

დასაქმებას. გარდა ამისა, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები როგორიცაა

ჩაის წარმოება, მესიმინდეობა, მესაქონლეობა და ა.შ. ამჟამად თემში ფუნქციონირებს 50-ზე მეტი

მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტი, რამდენიმე პურის საცხობი, საყოფაცხოვრებო

მომსახურების ობიექტები და ა.შ. მიუხედავად ამისა თემში უმუშევრობის დონე მაინც მაღალია.

შემოსავლების მთავარ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, თუმცა წარმოების დონე

იმდენად დაბალია, რომ პროდუქციის უმეტესობა მხოლოდ შიდა საოჯახო მოხმარებისთვის არის

განკუთვნილი.

მოსახლეობის დაახლოებით 50% ეკონომიკური თვალსაზრისით აქტიურია, მაგრამ ფაქტიურად

დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მაჩვენებელზე.

ამჟამად თემში ფუნქციონირებს 50-ზე მეტი მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტი, რამდენიმე

პურის საცხობი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები და ა.შ. რომლებიც ძირითადად

აკმაყოფილებენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

ბიზნესის განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორებად მოსახლეობა ასახელებს საწყისი

კაპიტალის არ არსებობას, ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონას, ინფრასტრუქტურის

მოუწესრიგებლობას და ა.შ. შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით

პრობლემების მოსაგვარებლად შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;

თხილის გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნა;

ნახერხის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა.

ინფრასტრუქტურის სფეროში ჯვარის თემის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ აქ

არსებულ 25 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს აქვს გადახურვის პრობლემა. კორპუსებში

დიდი ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა სარემონტო სამუშაოები და სახურავები სავალალო

Page 9: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

9

მგომარეობაშია. წყალი აზიანებს ბინებს და საფრთხეს უქმნის მთლიანად კორპუსს. სხვა

პრობლემებიდან აღინიშნა კანალიზაციის ქსელის აღდგენისა და შიდა გზების რეაბილიტაციის

აუცილებლობა.

შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად შემდეგი რეკომენდაციები

ჩამოყალიბდა:

კორპუსების სახურავების შეკეთება;

კანალიზაციის შიდა ქსელის აღდგენა;

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

სოციალურ სექტორში, ჯვარის თემის მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის სისტემის გაუმჯობესება,

განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ქვედა ჯვარში მდებარე #1 საბავშვო ბაღში, სადაც

დაზიანებულია სახურავი, არ არის საკმარისი ინვენტარი, ასევე შეზღუდულია ოთახების

რაოდენობა, მთლიანად ამორტიზებულია სან-კვანძი და სველი წერტილები. თემის

მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია ასევე კულტურის ცენტრის ფუნქციონირება. თემში

არსებობს კულტურის ცენტრის შენობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად

მთლიანად დაზიანდა მისი სახურავი, რის გამოც კლიმატური პირობების გავლენით ზიანდება

მთლიანად შენობა. მოუწყობელია დარბაზი, არ არის სათანადო ინვენტარი. ასევე მნიშვნელოვან

პრობლემად გამოიკვეთა ჯვარის #1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

შესაბამისად სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა შემდეგი რეკომენდაციები:

თემში სკოლამდელი განათლების სისტემის გაუმჯობესება;

თემში კულტურულ ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

1. ზოგადი ინფორმაცია ჯვარის თემის შესახებ

ჯვარის თემი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი რეგიონალური ცენტრიდან 28 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო წალენჯიხის

მუნიციპალიტეტიდან - 22 კმ-ით, ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზეა და მოცავს 67 კვ.კმ

ფართობს. ქალაქში ჩამოდის მდინარეები ენგური და მაგანა. მრავლადაა მცირე ღელეები,

რომლებიც ძირითადად ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ.

Page 10: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

10

ჯვარის თემი წარმოადგენს სვანეთში მიმავალი გზის კარიბჭეს და მას ესაზღვრება სოფლები: ლია,

ჭალე, ჩქვალერი, ეწერი.

საბჭოთა პერიოდში ქალაქის მოსახლეობის შემოსავლების წყაროს წარმოადგენდა ჩაის წარმოება-

გადამუშავება, მესაქონლეობა, თხილის, დაფნის, ტუნგოს, ხილის მოყვანა და მესიმინდეობა.

გადრა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურჰესის მშენებლობაზე იყო დაკავებული. ამჟამად

თემის მაცხოვრებელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურეობიდან

მიღებული შემოსავლები. მოსახლეობის მხოლოდ მცირედი ნაწილია საჯარო და კერძო სექტორში

დასაქმებული. ცხრილ №1-ში მოცემულია ჯვარის თემში მოსახლეობის განაწილება სხვადასხვა

ჭრილში.

ცხრილი №1. მოსახლეობის განაწილება სხვადასხვა ჭრილში

დემოგრაფიული მონაცემები რაოდენობა %

6 წლამდე ასაკის ბავშვები 787 8,7

6–იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები 1745 19,3

ახალგაზრდები (19–30 წლის ასაკის) 3517 38,9

30–65 წლის ასაკის მოსახლეობა 1880 20,7

65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა 1121 12,4

ქალები 5878 65,0

მამაკაცები 3165 35,0

ეთნიკური უმცირესობები: 0 0

იძულებით გადაადგილებული პირები 3873 42,8

მოსახლეობის რაოდენობა სულ: 9043 100

უნდა აღინიშნოს, რომ თემში უმუშევრობის დონე მაღალია, რაც თემის ერთ-ერთი მთავარ

პრობლემას წარმოადგენს. სულ თემში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 1445 ადამიანს

(მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს), მათ შორის ყველაზე დიდი წილი (65,7%) მოდის

სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაზე, ანუ შიდა მეურნეობაზე საკუთარ საკარმიდამო

ნაკვეთებში. ცხრილ #2-ში წარმოდგენილია თემში სამუშაო ძალის მიმოხილვა.

ცხრილ #2. დასაქმებულთა განაწილება სექტორების მიხედვით

Page 11: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

11

სექტორი სულ დასაქმებული მთლიანის % წილი

სოფლის მეურნეობა (წარმოება) 950 65,7

სოფლის მეურნეობა (გადამუშავება) 0 0მეტყევეობა 70 4,8

სამთო საქმე, კარიერების დამუშავება 10 0,7

საჯარო სამსახური 6 0,4საგანმანათლებლო სექტორი 154 11

ჯანდაცვის და სოციალური სექტორი 93 6,2

ბინაში განთავსება, საკვები და სასმელი 0 0,0სამშენებლო მრეწველობა 0 0,0

ტრანსპორტი და კომუნიკაცია 18 1,2საცალო ვაჭრობა 114 7,9მომსახურების სექტორი 30 2,1საწარმოები (ზემოთ აღნიშნულის გარდა) 0 0

სულ დასაქმებული: 1445 100,0

ჯვარის თემში ამჟამად არის 2649 საცხოვრებელი სახლი, რომელთა დიდი უმრავლესობა (2138

ერთეული) მუდმივად არის დაკავებული, დანარჩენი კი არარეგულარულად გამოიყენება. ცხრილ

#3-ში მოცემულია სტატისტიკური ინფორმაცია თემში არსებული საცხოვრებელი სახლების

შესახებ.

ცხრილი #3. საცხოვრებელი სახლები

საცხოვრებელი სახლები რაოდენობა პროცენტული წილი

სულ საცხოვრებელი სახლები 2649 100%

დაკავებული საცხოვრებელი სახლები 2138 80,7%

შეუსახლებელი საცხოვრებელი სახლები 0 0%

სეზონური, დასასვენებლად ანარარეგულარულად გამოყენების მიზნით

511 19,3%

Page 12: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

12

2. სექტორების ანალიზი

ჯვარის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავს ოთხი

ძირითადი სექტორის ანალიზს: სოფლის მეურნეობა, ბიზნეს–სექტორი, ინფრასტრუქტურა და

სოციალური სექტორი. თითოეული ამ სექტორისათვის შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა,

განხორციელდა პრობლემების ანალიზი და გამოვლინდა განვითარების შესაძლებლობები.

2.1. სოფლის მეურნეობა

არსებული მდგომარეობა

ჯვარის თემში, მთლიანი დასაქმების მაჩვენებლის 65,7 პროცენტი სოფლის მეურნოების სექტორზე

მოდის, შესაბამისად ამ სფეროს განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჯვარის

თემში საერთო მიწის ფონდი შადგენს 635 ჰა-ს, მათგან 160 ჰა საძოვარია, სახნავ-სათეს მიწებად

გამოიყენება 475 ჰექტარი, მათგან 241 ჰექტარი უკავია ერთწლიან კულტურებს ხოლო 124 ჰა

მრავალწლიან კულტურებს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობის გამო დაუმუშავებელი

რჩება 110 ჰა მიწის ფართობი. აღსანიშნავია, რომ საძოვრები თემში მთლიანად სახელმწიფო

საკუთრებაშია.

ჯვარის თემში მაცხოვრებელი ოჯახების 37,3 პროცენტს (950 ოჯახი) აქვს საკუთრებაში სასოფლო-

სამურნეო დანიშნულების მიწები. ამასთან, ყველა ოჯახს საკუთრებაში აქვს მხოლოდ 1

ჰექტარამდე მიწა. სახნავი მიწების 76 პროცენტი მუშავდება ყოველწლიურად. ცხრილ №4-ში

წარმოდგენილია ჯვარის თემში არსებული მიწის მიმოხილვა და მისი გამოყენება.

ცხრილი №4. ჯვარის თემში არსებული მიწის განაწილება

მიწაკერძო

საკუთრებაში (ჰექტარი)

სახელმწიფო საკუთრებაში

(ჰექტარი)სულ ჰექტარი

საძოვარი _ 160635სახნავი, ურწყავი 475 0

სახნავი, სარწყავი _

სახნავი სადრენაჟე სისტემიის გარეშე

150

სახნავი სადრენაჟე სისტემით 73

საჭიროებს სადრენაჟე სისტემას 90

ყოველ სეზონზე ხდება დამუშავება 361

მიწის განაწილება ოჯახებიოჯახების მთლიანი რაოდენობის %

წილი

Page 13: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

13

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც მიწა არ აქვთ საკუთრებაში:

1600 62,7

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ საკუთრებაში 1 ჰექტარამდე მიწა

950 37,3

1–იდან 5 ჰექტარამდე მიწა 0 0

5–იდან 10 ჰექტარამდე მიწა 0 0

10 ჰექტარზე მეტი მიწა 0 0

სულ ოჯახების რაოდენობა 2550 100

ჯვარის თემში ფერმერი ოჯახები ძირითადად მისდევენ მესიმინდეობას და მეთხილეობას,

მათგან ყველაზე დიდი ფართობი სიმინდის კულტურაზე მოდის. სიმინდის ყანებს უკავია 223

ჰექტარი და მისი საშუალო წლიური მოსავალი შეადგენს 335 ტონას, საიდანაც სარეალიზაციოდ

გამოიყენება მხოლოდ 5%. თხილის კულტურა გაშენებულია 80 ჰექტარზე და საშუალო წლიური

მოსავალი შეადგენს 104 ტონას. მოსავლის 95% განკუთვნილია გასაყიდად. ჯვარის თემში

მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოების მასშტაბები წარმოდგენილია ცხრილში

№5.

ცხრილი №5. მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოება ჯვარის თემში

ძირითადიკულტურები

ჰექტარი

მოსავალიერთ

ჰექტარზე(კგ)

რამდენითვის

განმავლობაში

მოჰყავს

სულმოსავალი

(კგ)

რა პროცენტიაგანსაზღვრული

გასაყიდად

მრავალწლიანი კულტურები

თხილი 80 ჰა 1,3ტ 12 თვე 104ტ 95%ვაშლი 10 ჰა 5 ტ 12 თვე 50 ტ 0%მსხალი 10ჰა 6 ტ 12 თვე 60 ტ 10%ტყემალი 13 ჰა 4 ტ 12 თვე 52 ტ 10%ხურმა 5 ჰა 8 ტ 12 თვე 40ტ 60%

ერთწლიანი კულტურები

სიმინდი 233 ჰა 1,5 ტ 6 თვე 335ტ 5%

ლობიო 4 ჰა 1,5 ტ 6 თვე 6 ტ 0%სოიო 4 ჰა 1,8 ტ 6 თვე 7,2 ტ 0%ბოსტნეული 9 ჰა 4 ტ 6 თვე 36 ტ 10%

ბაღჩეული 1 ჰა 1 ტ 6 თვე 1 ტ 0%

Page 14: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

14

როგორც №5 ცხრილიდან ჩანს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე

არცთუ ისეთი მაღალია (საშუალოდ ჰექტარზე თხილი - 1,3 ტონა; სიმინდი - 1,5 ტონა), რაც ერთის

მხრივ გამოწვეულია სიმინდის თანამედროვე ჯიშების გამოუყენებლობით, ხოლო მეორეს მხრივ,

თხილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას

ხშირად არ მიუწვდება ხელი ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და სასუქებზე. სასოფლო-სამეურნეო

ტექნიკის უქონლობის და არსებული მოძველებული ტექნიკის გამოუყენებლობის შედეგად,

მოსახლეობა ვერ ახერხებს აგროვადების დაცვას და ამის გამო მოსავლიანობა, შესაბამისად

დაბალია (30-40 პროცენტით დაბალი პოტენციურთან შედარებით). აქვე უნდა აიღნიშნოს, რომ

მარცვლეული კულტურების თესვა ხდება ხელით, რადგან თემში არ არსებობს სათესი აგრეგატი.

მეცხოველეობის დარგი თემში მეტნაკლებად არის განვითარებული. აღსანიშნავია რომ, თემში

არსებული როგორც სარძევე, ისე სახორცე ჯიშის საქონელი არ გამოირჩევა მაღალი

პროდუქტიულობით. მიუხედავად ამისა, თემში არის 1600 ერთეული მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვი. ყოველწლიურად იწარმოება 8,4 ტონა ხორცი. თემში სუსტადაა განვითარებული

მეფრინველეობა.

ცხრილში №6 წარმოდგენილია ჯვარის თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სფეროს

მაჩვენებლები.

ცხრილი №6. ჯვარის თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სექტორში წარმოება

ცხოველები რაოდენობა

ყოველთვიურიწარმოება

(ლიტრი, კგ. დაა.შ.)

რამდენითვის

განმავლობაშიაწარმოებს

სულპროდუქცია

(ლიტრი, კგ., და ა.შ.)

რა პროცენტიაგანსაზღვრული

გასაყიდად

მეწველი საქონელი

600 72000 ლ 7 თვე 504000 ლ 30%

სახორცე ჯიშისსაქონელი

1000 700 კგ 12 თვე 8400კგ 90%

ღორი 80 50 კგ 12 თვე 600 კგ 60%

ქათამი 10000 800 კგ 12 თვე 9600 კგ 15%

თხა 200 150 კგ 12 თვე 1800 კგ 80%

ფუტკარი 300 2000 კგ 12 თვე 24000 კგ 90%

Page 15: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

15

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ჯვარის თემში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი

გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №7 ცხრილში. აღნიშნული

პრობლემები, თემში მისი სიმწვავის მიხედვით, დალაგებულ იქნა თემის წარმომადგენელთა მიერ

და ემყარება მათ პოზიციებს.

ზოგადად, თემში სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს

არასაკმარისი ტექნიკა, მეცხოველეობასა და მემცენარეობაში ახალი პროდუქტიული ჯიშების

არარსებობა და თანამედროვე ტექნლოგიების გამოუყენებლობა, ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე

დაბალი ხელმისაწვდომობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მცირეა წარმოების მოცულობა

რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე.

ცხრილი №7. ჯვარის თემში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე.

მექანიზაციისბაზისგანუახლებლობა.

აგროვადებისდარღვევა, მეურნეობისგანვითარებისშეფერხება დადაბალიპროდუქტიულობა.

ტექნიკის ბაზისგანახლება და მასზეხელმისაწვდომობისგაზრდა.

ცენტრალური და ადგილობირივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

2. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების არ ცოდნა.

ინფორმაციის სიმწირე, ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურეობის ხელმიუწვდომობა, ფერმერთა ინტენსიური ტრენინგის არარსებობა.

სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა, აგრო რისკების ზრდა და აგროვადების დარღვევა.

ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა,ინტენსიური ტრენინგების ჩატარება.

ადგილობრივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები;კერძო სექტორი.

3 მეფუტკრეობის დარგის განუვითარებლობა.

ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნა.

მეფუტკრეობისგანუვითარებლობისგამო მიუღებელიშემოსავალი.

მეფუტკრეობისგანვითარება.

ადგილობრივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები;კერძო სექტორი.

4. ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე დაბალი ხელმისაწვდომობა.

არსებული ოფიციალური დილერების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობა.

გლეხების დაკავშირება სხვადასხვა ოფიციალურ დილერებთან.

ადგილობრივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

Page 16: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

16

სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ჯვარის თემში სოფლის

მეურნეობის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოფლის მეურნეობაS - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწებისარსებობა;

იაფი სამუშაო ძალა; მოსავლიანი ნიადაგი; კვალიფიციური კადრები; სავარგულების არსებობა; მეფუტკრეობის განვითარებისთვის

პირობების არსებობა.

მეთხილეობაში, მემარცვლეობასა დამეცხოველობაში დაბალი პროდუქტიულობა;

სასოფლო-სამეურნეო სფეროშისაკონსულტაციო მომსახურებაზე დაბალიხელმისაწვდომობა;

ახალ ჯიშებსა და ტექნოლოგიებზე დაბალიხელმისაწვდომობა;

მოძველებული მექანიზაციის საშუალებები; ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და სასუქებზე

დაბალი ხელმისაწვდომობა; მავნე მწერებთან ბრძოლის შეზღუდული

შესაძლებლობა.O - შესაძლებლობები T - საფთხეები

საკონსულტაციო მომსახურების გამოყენება; მექანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული; სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება.

სტიქია: სეტყვა, გვალვა, და ა.შ.; კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე; ინფექციური და ინვაზიური დაავადებები; ეკონომიკური კრიზისი..

სოფლის მეურნეობის სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების,

ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ჯვარის თემში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის საშუალებების არქონა, რომელიც

ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის,

მექანიზაციის საშუალებების არქონის გამო ფერხდება როგორც მემცენარეობის ასევე

მეცხოველეობის განვითარება. ტექნიკის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აგრო ვადების დროული

დაცვა და სახნავ-სათესი მიწების სრული დამუშავება, რაც მკეთრად აუარესებს სოფლის

მეურნეობის პროდუქტების წარმოებას.

ჯვარის თემის საერთო მიწის ფონდი შეადგენს 635 ჰა-ს, მათგან 160 ჰა საძოვარია, სახნავ-სათეს

მიწებად გამოიყენება 471 ჰექტარი, მათგან 241 ჰა უკავია ერთწლიან კულტურებს, ხოლო 124

Page 17: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

17

ჰექტარი მრავალწლიან კულტურებს. დღესდღეობით კერძო ფიზიკურ პირებს მფლობელობაში

გააჩნიათ 2 ტრაქორი, თუმცა ისინი უკვე ამორტიზირებულია და ხშირ შემთხვევაში გამართულად

ვერ ფუნქციონირებენ.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა თემში სათანადო რაოდენობისა და სახეობის ტექნიკით

აღჭურვილი მექანიზაციის ცენტრის შექმნა. თუ გავითვალისწინებთ თემში სახნავი მიწის

ფართობებს, მექნიზაციის ცენტრის სათანადო აღჭურვისათვის საჭირო იქნება დამატებით შემდეგი

სახის ტექნიკა:

ტრაქტორი - 80-90 ცხ.ძალა 4WD - 3 ცალი;

თითებიანი ფარცხი - 3 ცალი;

გუთანი - 3 ცალი;

ფრეზი - 3 ცალი;

სიმინდის სათესი სასუქის შემტანით - 3 ცალი;

ზუსტი თესვის პნევმატური სათესი - 3 ცალი;

სასუქის შემტანი - 3 ცალი.

ასეთი ცენტრის არსებობა სათანადო მენეჯმენტთან კომპლექსში სავსებით დააკმაყოფილებს თემში

მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნას მექანიზებულ მომსახურებაზე და მკვეთრად შეამცირებს

დაუმუშავებელი მიწის ფართობებს.

2. თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

თემში ერთ-ერთ დიდი პრობლემად სახელდება სოფლის მეურნეობაში არსებულ ახალ

ტექნოლოგიებზე ინფორმაციის სიმცირე. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ

ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი

ტექნოლოგიები, პესტიციდებისა და სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ.

თემში არიან აგრონომები, ყავთ ვეტერინარი, თუმცა მათ დიდი ხანია არ გაუვლიათ

კვალიფიკაციის შესანარჩუნებელი ტრენინგები და გადამზადება. აქედან გამომდინარე

აუცილებელია მათი კვალიფიკაციის ამაღლება გადამზადების გზით, რომლებიც შემდგომში

მოსახლეობას გაუწევენ კვალიფიციურ და დროულ მომსახურებას. ასევე პრობლემის გადაჭრის

ერთ-ერთ გზად შეიძლება შეთავაზებულ იქნას ინტენსიური ტრეინინგ-კურსები სასოფლო-

სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პირველ რიგში თხილისა და

სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიაზე. ამ კუთხით პროექტმა NEO-მ პირველი ნაბიჯები უკვე

გადადგა და ფერმერებს თხილის მოყვანის ტექნოლოგიებზე მაღალკვალიფიციურმა

სპეციალისტებმა ჩაუტარეს უაღრესად საჭირო ტრენინგები დარგში არსებულ სიახლეებზე და

Page 18: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

18

მიღწევებზე. სასურველია ტრეინინგები ასევე ჩატარდეს სიმინდის მოყვანის თანამედროვე

ტექნოლოგიებზეც, რადგან სიმინდი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარცვლეულ

კულტურას რეგიონში. ტრენინგების კურსი ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას უკეთ დაგეგმონ

თავისი წარმოება, შეაფასონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაიუმჯობესონ

ეკონომიკური მდგომარობა.

3. მეფუტკრეობის დარგის განვითარება

თემში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც განაპირობებს

შესანიშნავი ბუნებრივი პირობები, კერძოდ, თემში ფართოდაა გავრცელებული წაბლისა და

აკაციის ტყეები და ალპური მდელოები. ყოველივე ეს დიდი რაოდენობით, ბუნებრივად

მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა თაფლის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა თემის

მოსახლეობის მიერ ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის

არცოდნის გამო ეს დარგი პოტენციალთან შედარებით სუსტადაა განვითარებული. დღესდღეობით

თემში მხოლოდ 300 ფუტკრის ოჯახი ყავთ. შესაბამისი ტექნოლოგიების მოსახლეობისთვის

მიწოდების შემთხვევაში კი მეფუტკრეობის განვითარებითა და თაფლის რეალიზაციით

შესაძლებელია თემის მოსახლეობამ საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოს. ამასთან აღსანიშნავია,

რომ ქვეყანაში თაფლის რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, ის კარგად იყიდება ადგილობრივ

ბაზარზე და ასევე გადის ექსპორტზეც (განსაკუთრებით წაბლის თაფლი).

პროექტები

პრიორიტეტი 1: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა: თემში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის საშუალებების არქონა, რომელიცერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მექანიზაციის საშუალებების არქონის გამო ფერხდება სოფლის მეურნეობის განვითარება, ვერხერხდება აგრო ვადების დროული დაცვა და სახნავ-სათესი მიწების სრული დამუშავება, რაცმკეთრად აუარესებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას. თემის მაცხოვრებლებიმწვავედ განიცდიან მცირე მექანიზაციის საშუალებების არქონას. პრობლემის მოგვარებისმიზნით უშუალოდ ჯვარის ან მის მომიჯნავე თემში სასურველია შეიქმნას მექანიზაციისცენტრი რომელიც მომსახურეობას გაუწევს თემის ფერმერებს. ეს ხელს შეუწყობს თემშიარსებული სავარგულების სრულად ათვისებას და მოსავლიანობის გაზრდას. პროექტის მიზანია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდმობის გაზრდა.

Page 19: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

19

მოსალოდნელი შედეგები: მოხდება სახნავი მიწების 80-90 პროცენტის

დამუშავება; მოსავლიანობა გაიზრდება დაახლოებით 30-40

პროცენტით; ფერმერები შეძლებენ აგროვადებში

სამუშაოების ჩატარებას.

სამიზნე ჯგუფი: არსებული ფერმერები, რომლებიც

ამუშავებენ სახნავ მიწებს.

ბენეფიციარების რაოდენობა: 950 ფერმერი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ტექნიკის შემდგომი არაეფექტური

გამოყენება; ტექნიკის არასათანადო მოვლა-

პატრონობა; მოსახლეობის დაბალი

გადახდისუნარიანობა ტექნიკის დასაქირავებლად.

პროექტის ბიუჯეტი:210 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო ინვესტორი.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

პრიორიტეტი 2. თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა: თემში ერთ-ერთ დიდ პრობლემად სახელდება სოფლის მეურნეობაში არსებულ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის სიმცირე. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, პესტიციდებისა და სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ.პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა ფერმერებისათვის მუდმივმოქმედი კონსულტაციების გაწევა და ინტენსიური ტრენინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების(განსაკუთრებით თხილის, სიმინდის და ბოსტნეული კულტურების) წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.პროექტის მიზანია: ფერმერებისათვის მუდმივმოქმედი კონსულტაციების გაწევა და დაინტერესებული ფერმერებისათვის ინტენსიური ტრეინინგების ჩატარება. მოსალოდნელი შედეგები: ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთ

დაგეგმონ საკუთარი წარმოება, შეაფასონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაზარდონ პროდუქტიულობა.

სამიზნე ჯგუფი: თემში მცხოვრები 50-60ბენეფიციარების რაოდენობა: თემში, სოფლის მეურნეობის

სფეროში დასაქმებული 950 ფერმერი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა;

რისკის ფაქტორები: სასწავლო კურსების და

მომსახურების სახეების არასათანადო ადაპტაცია უშუალოდ თემის საჭიროებებთან;

Page 20: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

20

პრიორიტეტი 3: მეფუტკრეობის დარგის განვითარებაპროექტის აღწერა: თემში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც განაპირობებს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები, თუმცა თემის მოსახლეობის მიერ ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნის გამო ეს დარგი პოტენციალთან შედარებით სუსტადაა განვითარებული. მეფუტკრეობის განვითარებითა და თაფლის რეალიზაციით შესაძლებელია თემის მოსახლეობამ საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოს.პროექტის მიზანია: დაინტერესებული პირების დატრეინინგება ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნური ფიჭების და ხის მასალების მიწოდება სკებისა და ჩარჩოების დასამზადებლად.მოსალოდნელი შედეგები:ფერმერები შეძლებენ შემოსავლების გაზრდას თაფლისწარმოების და რეალიზაციის გზით.

სამიზნე ჯგუფი: თემის 25-30 დაინტერესებული

მოსახლე.ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარი თემის ფერმერები - 950

ფერმერიპოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ფუტკრის მოვლა-პარტონობის

სირთულე და მეფუტკრეობაშიარასაკმარისი გამოცდილება

პროექტის ბიუჯეტი:30 000 ლარი(ტრეინინგების და საჭირო ინვენტარის მიწოდებისათვის)

შესაძლო დაფინანსების წყაროები: სოფლის მეურნეობის

სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; თემი.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

კერძო კომპანიები, რომლებიც აქირავებენ ან/და ვაჭრობენ სასოფლო სამეურნეო ტექნიკით.

არასათანადო (ნეგატიური)დამოკიდებულება სიახლეებიის მიმართ;

მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა.

პროექტის ბიუჯეტი:15 000 ლარი(კონსულტანტების შრომის ანაზღაურება)

შესაძლო დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; თემი; კერძო ინვესტორი.

განხორციელების პერიოდი: 12 თვე

Page 21: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

21

2.2 არასასოფლო–სამეურნეო ბიზნესი

არსებული მდგომარეობა

ჯვარის თემში არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების დონე არც თუ ისე მაღალია.

საბჭოთა პერიოდში, ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული იყო ენგურჰესის

მშენებლობაზე, თუმცა ამავე დროს თემში ფუნქციონირებდა 15-მდე ძლიერი საწარმო. გარდა

ამისა, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები როგორიცაა ჩაის წარმოება,

მესიმინდეობა, მესაქონლეობა და ა.შ. ამჟამად ქალაქში არცერთი გადამამუშავებელი საწარმო არ

ფუნქციონირებს, რის გამოც მაღალია უმუშევრობის დონე. შემოსავლების მთავარ წყაროს სოფლის

მეურნეობა წარმოადგენს, თუმცა წარმოების დონე იმდენად დაბალია, რომ პროდუქციის

უმეტესობა მხოლოდ შიდა საოჯახო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

ამჟამად თემში ფუნქციონირებს 50-ზე მეტი მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტი, რამდენიმე

პურსაცხობი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები და ა.შ. რომლებიც ძირითადად

აკმაყოფილებენ ადგილობრივი მოსახლების საჭიროებებს. თემში ასევე ფუნქციონირებს საზ.

კვებისა და მომსახურების სფეროს ობიექტები.

ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორებად მოსახლეობა ასახელებს

საწყისი კაპიტალის არ არსებობას, ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონას,

ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას და ა.შ

თემში არ არსებობს თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტი, რაც მოსახლეობის მიერ ერთ-

ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის ჯვარის თემში ისევე როგორც ზოგადად

მხარეში, არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. ერთერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება,

რომლის წინაშეც ისინი დგანან არის კაპიტალის ნაკლებობა საქმის დასაწყებად. მართალია

რეგიონში არსებობს ფინანსური ინსტიტუტები (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები), თუმცა

პირობები, როგორიცაა პროცენტი და უზრუნველყოფა, არახელსაყრელია ადგილობრივი

მოსახლეობისთვის, ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციები როგორც წესი, თავს იკავებენ

დააფინანსონ დამწყები ბიზნესები.

თემში არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული დახმარების

გაწევა ბიზნესის დაწყების მსურველთათვის, კერძოდ ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების

Page 22: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

22

გაძლიერება და საწყის ეტაპზე მაინც საკონსულტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფა მათთვის.

ჯვარის თემში აღნიშნულ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი

მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია ცხრილში №8, რომელიც გამოვლენილი და

გაანალიზებული იქნა თემის მოსახლეობის მიერ.

ცხრილი #8. ბიზნესსექტორში არსებული პრობლემები№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი1 ტურიზმის სფეროს

განვითარების უაღრესად დაბალი დონე

საოჯახო ტიპის სასტუმროების არარსებობა, ტურისტული ლაშქრობისათვის საჭირო ინვენტარის დეფიციტი.

მაღალი უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი

ტრენინგი ტურიზმის სფეროში, ოჯახური სასტუმროების მოწყობა, ტურისტული ინვენტარის შეძენა.

ბიზნესმენი;დონორი ორგანიზაცია.

2 თხილის ჩამბარებელი პუნქტის არარსებობა

თემში არა არის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა

იზრდება თხილის თვითღირებულება ტრანსპრტირების ხარჯებით.

თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობა.

კერძო სექტორი;დონორი ორგანიზაცია.

3 ბიზნესის მართვის გამოცდილების არ ქონა.

გამოცდილების ნაკლებობა.

ბიზნესის განვითარების დაბალი დონე.

ტრენინგები ბიზნესადმინისტრირებაში.

დონორი ორგანიზაციები.

4 სამშენებლო მასალების მწარმოებელი ობიექტების არარსებობა.

არ ხდება ნედლეულისშემოტანა.

მაღალი უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი.

სამშენებლო ბლოკის საამქროს მოწყობა.

კერძო ბიზნესი;დონორი.

ბიზნესსექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა

სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა თემში ბიზნესსექტორის ძლიერი და

სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT-ანალიზი

ბიზნეს სექტორიS - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

თემში სავაჭრო ობიექტების არსებობა; მომსახურების ობიექტების არსებობა; პროფესიული რესურსების არსებობა; პურსაცხობების არსებობა; კარგი გეოგრაფიული მდებარეობა (ცენტრალურ

მაგისტრალთან სიახლოვე); ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის არსებობა; აგრალური ბაზრის არსებობა;

არ არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგადამამუშავებელი საწარმო;

არ არის თხილისჩამბარებელი/გადამამუშავებელი პუნქტები;

ტურიზმის სფეროში კვალიფიციურიკადრების არ ყოლა (გიდი, გამყოლი; თარჯიმანი);

ახალ ტექნოლოგიებზე ხელმსაწვდომობის არ

Page 23: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

23

წისქვილების არსებობა; ხე-ტყის ბუნებრივი რესურსი; ჭარბი რაოდენობის თხილი; ტურიზმის განვითარებისთვის კარგი ბაზა.

არსებობა; უმუშევრობის მაღალი დონე.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები პროფესიული გადამზადება ბიზნესის

წარმოებასა და ადმინისტრირებაში; თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა; სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მცირე

საწარმოების შექმნა.

კონფლიქტის განახლება; ბიზნესის დასაწყებად მოსახლეობის მხრიდან

ინიციატივის არქონა; ბუნებრივი კატაკლიზმები; ეკონომიკური არასტაბილურობა.

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესსექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი

მხარეების, ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ

გამოვლენილ იქნა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

ჯვარის თემში საკმაოდ კარგი ბუნებრივი პირობები არსებობს ტურიზმისა და დასვენების

ბიზნესის განვითარებისათვის. თემის დიდი ნაწილი მაღალმთიანია და ხასიათდება უნიკალური

კლიმატით. თემში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლი,

რომელთაც ინტერესით სტუმრობენ ტურისტები. თემი მდებარეობს მესტიის გზაზე რაც

ტურისტების მოზიდვის კარგი საშუალება შეიძლება გახდეს.

თემში არის ბუნებრივი პირობები სამონადირეო და სათევზაო ტურიზმის განვითარებისათის.

არსებობს შესაბამისი მეურნეობები რომლებიც რეაბილიტაციასა და თანამედროვე

ინფრასტრუქტურის მოწყობას საჭიროებენ.

მესტიისაკენ მიმავალი გზის ჯვარის მონაკვეთზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასევე საზ. კვების

ობიექტების შექმნა, რომელთაც სწორი მენეჯმენტის პირობების შემთხვევაში საკმაოდ ბევრი

კლიენტი ეყოლებათ დასვენების სეზონზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული კარგ წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ თემში განვითარდეს

ტურიზმისა და დასვენების ბიზნესი საოჯახო სასტუმრო სახლების ბაზაზე. თუმცა, ამისათვის

უმნიშვნლოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტრენინგების გზით საჭირო განათლების

მიცემა ტურისტული ბიზნესის ორგანიზებისა და გაძღოლის შესახებ და ასევე

ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწესრიგება.

Page 24: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

24

2. თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნა

ბოლო პერიოდში, ჯვრის თემში, ისევე როგორც ზოგადად რეგიონში სოფლის მეურნეობაში, ერთ

ერთ მთავარ კულტურად იქცა თხილი, რომლის მიერ დაკავებული ფართობი დღითი დღე

იზრდება, ვინაიდან მარტივია მისი მოყვანა სხვა კულტურებთან შედარებით და ამავე დროს

საკმაოდ კარგად ხდება მისი რეალიზაცია. თუმცა იმის გამო, რომ თემში არ არსებობს საწარმო,

სადაც მოხდება თხილის გადამუშავება (დარჩევა - ნაჭუჭის მოცილება, დახარისხება ზომის

მიხედვით, გამოშრობა და ა.შ.), მოსახლეობას უწევს მისი შედარებით უფრო დაბალ ფასად

ჩაბარება. შესაბამისად, აღნიშნული საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს თემის მაცხოვრებელთა

შემოსავლების ზრდას და ასევე დამატებით რამდენიმე ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას თემში.

ამჟამად თემში თხილის ნარგავები 80 ჰა ფართობს იკავებს და საშუალო წლიური მოსავალი 1,3

ტონას შეადგენს ჰექტარზე. ამასთან, ჯვარი თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და

ფუნქციონალური დატვირთვის გამო წარმოადგენს ერთგვარ ცენტს მეზობელი თემებისათვის,

შესაბამისად აღნიშნულმა საწარმომ შეიძლება უზრუნველყოს ასევე მეზობელ თემებში მიღებული

მოსავლის გადამუშავებაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება საწარმოს ოპტიმალური

სიმძლავრე, რომელიც უნდა განისაზღვროს ჯვარსა და სხვა მეზობელ თემებში თხილის მოსავლის

საშუალო წლიური ოდენობისა და თემებს შორის მანძილის გათვალისწინებით.

3. ნახერხის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა

თემში არსებობს რამდენიმე ხის დამამუშავებელი საამქრო, რომლებიც საკმაოდ დიდი

რაოდენობით ხის მასალას ამუშავებენ, შესაბამისად არსებობს დიდი რაოდენობით ნახერხი,

რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საწვავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო,

რომ თემი არ არის გაზიფიცირებული და საწვავად ხდება ტყის რესურსების გამოყენება. ხოლო

ნახერხი კი რომელიც ნარჩენის სახით რჩება გარკვეული გადამუშავების შემდეგ შეიძლება

საწვავად იქნეს გამოყენებული თემის მიერ, რაც ერთის მხრივ შეამცირებს ნარჩენების (ნახერხის)

ბუნებაში გატანას (ძირითადად მისი გადაყრა ხდება მდინარეში) და შესაბამისად გარემოს

დაბინძურებას, ხოლო მეორეს მხრივ დაზოგავს ტყის რესურსებს.

საწარმოს შექმნა დამატებით დაასაქმებს თემში რამდენიმე ადამიანს. ამასთან, საწარმო

ტექნიკურად არ იქნება რთული და შესაბამისად მისი შექმნაც არ იქნება დაკავშირებული დიდ

დანახარჯებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა თემში არაერთი უფუნქციო შენობა არსებობს,

რომლებიც მცირე სარემონტო სამუშაოების შემდეგ წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული

აღნიშნული მიზნისათვის.

Page 25: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

25

პროექტები

პრიორიტეტი 1: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაპროექტის აღწერა: ჯვარის თემის დიდი ნაწილი მაღალმთიანია და ხასიათდება უნიკალური კლიმატით. თემში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლი, რომელთაც ინტერესით სტუმრობენ ტურისტები. თემი მდებარეობს მესტიის გზაზე რაც ტურისტების მოზიდვის კარგი საშუალება შეიძლება გახდეს.თემში არის ბუნებრივი პირობები სამონადირეო და სათევზაო ტურიზმის განვითარებისათვის. არსებობს შესაბამისი მეურნეობები რომლებიც რეაბილიტაციასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას საჭიროებენ.მესტიისაკენ მიმავალი გზის ჯვრის მონაკვეთზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასევე საზ. კვების ობიექტების შექმნა, რომელთაც სწორი მენეჯმენტის პირობების შემთხვევაში საკმაოდ ბევრი კლიენტი ეყოლებათ დასვენების სეზონზე.ყოველივე ზემოთ აღნიშნული კარგ წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ თემში განვითარდეს ტურიზმისა და დასვენების ბიზნესი საოჯახო სასტუმრო სახლების ბაზაზე. თუმცა ამისათვის უმნიშვნლოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტრენინგების გზით საჭირო განათლების მიცემა ტურისტული ბიზნესის ორგანიზებისა და გაძღოლის შესახებ და ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწესრიგება.

პროექტის მიზანი: ჯვარის თემში ტურიზმის განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდამოსალოდნელი შედეგები: ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს

თემის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის თემის მოსახლეობა.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: აფხაზეთის კონფლიქტის განახლება რაც

გამოიწვევს ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებას რეგიონში;

ბიზნეს ინიციატივების არ არსებობა ადგილობრივ მოსახლეობაში;

ფინანსური რესურსების ვერ მოძიება.პროექტის ბიუჯეტი:955 000 ლარი, მ.შ.:

ტრენინგების ღირებულება: 5000 ლ. 4 სასტუმრო სახლის მოწყობა: 650 000 ლ საზ. კვების ობიექტის მოწყობა 100000ლ. სათევზე და სამონადირეო მეურნეობის

მოწყობა: 200 000 ლ.

შესაძლო დაფინანსების წყაროები: დონორი ორგანიზაცია; ფინანსური ინსტიტუტები; საერთაშორისო ორგანიზაციები;

განხორციელების პერიოდი: 1 წელი

Page 26: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

26

პრიორიტეტი 2: თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნაპროექტის აღწერა: ჯვარის თემში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში, სოფლის მეურნეობაში, ერთ ერთ მთავარ კულტურას წარმოადგენს თხილი, ვინაიდან მარტივია მისი მოყვანა სხვა კულტურებთან შედარებით და ამავე დროს საკმაოდ კარგად ხდება მისი რეალიზაცია. თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობს საწარმო, სადაც მოხდება თხილის დარჩევა (ნაჭუჭის მოცილება) და გამოშრობა, მოსახლეობას უწევს მისი შედარებით უფრო დაბალ ფასად ჩაბარება. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის მცირე საწარმოს შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე აღჭურვილი იქნება ერთი მცირე წარმადობის საწარმოო ხაზით, ხელს შეუწყობს თემის მაცხოვრებელთა შემოსავლების ზრდას და ასევე დამატებით რამდენიმე ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას თემში.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ახალი საწარმო, რომელშიც

დასაქმებულ რამდენიმე ადამიანს და მათ ოჯახებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავალი;

საწარმო შეძლებს სრულად მიიღოს თემში მოწეული თხილის მოსავალი, რაც თავის მხრივ ფერმერებს თხილის პლანტაციების გაზრდისაკენ უბიძგებს.

სამიზნე ჯგუფი თემის მოსახლეობა.

ბენეფიციარების რაოდენობა: საწარმოსა დამფუძნებლები და

პერსონალი - 10 - 15 ადამიანი; ჯვარის თემის მცხოვრებლები (9043

ადამიანი); მეზობელი თემების მცხოვრებლები.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: საწარმოს არაეფექტიანი მართვა; სიმძლავრის არასრულად ათვისება; ბუნებრივი პირობების გამო მოსავლის

ვერ მიღება.

პროექტის ბიუჯეტი:35 000 ლარი (7-9 ტონა წარმადობის)

შესაძლო დაფინანსების წყაროები: სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი (ბანკები,

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები); მესაკუთრე.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე

პრიორიტეტი 3: ნახერხის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაპროექტის აღწერა: თემში არსებობს რამდენიმე ხის დამამუშავებელი საამქრო, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ხის მასალას ამუშავებენ, შესაბამისად არსებობს დიდი რაოდენობით ნახერხი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საწვავად. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს ტყის რესურსებსდა მოსახლეობას იაფი საწვავის გამოყენების საშუალებას მისცემს.თემში არის არაერთი უფუნქციო შენობა, რომელიც წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საწარმოს განსათავსებლად.

პროექტის მიზანია ნახერხის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა რომელიც მოსახლეობას

Page 27: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

27

უზრუნველყოფს იაფი საწვავით და ამავე დროს დაასაქმებს დამატებით რამდენიმე ადამიანს.

მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობას ექნება იაფი საწვავის

გამოყენების შესაძლებლობა; დასაქმდება თემის რამდენიმე მოსახლე.

სამიზნე ჯგუფი: თემის მკვიდრი დაინტერესებული

პირები, დაახლოებით 30-მდე ადამიანი (საწარმოს დამფუძნებლები და დასაქმებულები).

ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის თემის მოსახლეობა - 9043

ადამიანი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: თემში არ მიოძებნოს მოტივირებული

პირები; დაინტერესებული პირების უნარები არ

აღმოჩნდეს საკმარისი ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის.

პროექტის ბიუჯეტი:100 000 ლარი.

შესაძლო დაფინანსების წყაროები: დონორი ორგანიზაცია; კერძო სექტორი; ბანკები და მიკროსაფინანსო

ორგანიზაციები.განხორციელების პერიოდი: 3 თვე

2.3. ინფრასტრუქტურა

არსებული მდგომარეობა

ჯვარის თემში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში ინფრასტრუქტურა უმეტესწილად საკმაოდ

ცუდ მდგომარეობაშია. ქვემოთ მოცემულია ჯვარის თემში ყველაზე მნიშვნელოვანი

ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობის მიმოხილვა.

წყალმომარაგების სისტემა. ქალაქში მოწესრიგებას საჭიროებს წყალმომარაგების სისტემა,

რეაბილიტაციას საჭიროებს სათაო ნაგებობები. მოსაძიებელია წყლის მარაგის შესავსები

ალტერნატიული საშუალებები.

საგზაო ინფრასტრუქტურა. ქ. ჯვარში გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზატკეცილი,

რომელიც ქ. ზუგდიდს აკავშირებს სვანეთთან, 2010 წელს გზატკეცილს ჩაუტარდა

სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Page 28: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

28

ქალაქი დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. 2010 წელს მოხდა ჯვარზენის შიდა გზების

მოასფალტება, მაგრამ დარჩენილი გზები საჭიროებს რეაბილიტაციას.

საჭიროებს რეაბილიტაციას მდინარე ენგურზე გამავალი ხიდი, რომელიც მდინარის გაღმა

მდებარე სოფლების რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი საშუალებაა.

ელექტროსისტემა. ელექტროენერგია ქალაქს მიეწოდება რეგულარულად. ჩატარდა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მაგრამ დარჩენილია უბნები, სადაც ეს სამუშაოები

დასასრულებელია. ასევე ამორტიზირებულია და მოძველებულია ელსადენები, რომლებიც

მოითხოვს მთლიან გამოცვლას. სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ქალაქის

ცენტრალური ქუჩების განათება. ამავე პროგრამით ნაწილობრივ განათდა ქალაქის , ოჭანეს, ნაკას

უბნები.

სხვა ინფრასტრუქტურა. მდინარე მაგანას ზედა დინება საფრთხეს უქმნის ნაკას უბნის და ენგურის

ქუჩების მოსახლეობას, სადაც გაზაფხულის წყალმოვარდნის დროს მდინარე იტაცებს

მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს ამიტომ საჭიროა ნაპირსამაგრი ჯებირებისა და გაბიონების

მოწყობა.

2010 წელს ქალაქის ჯვარზენის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას ჩაუტარდა

სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოები აზრს კარგავს თუ ასევე არ იქნა

რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემები მრავასართულიან კორპუსებში, აგრეთვე საჭიროა

საკანალიზაციო სისტემის გაფართოება და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომ ფეკალური

მასები არ აბინძურებდეს მდინარე ენგურს. ქალაქში განლაგებული საცხოვრებელი კორპუსების

უმრავლესობა ამორტიზებულია და საჭიროებს რემონტს, განსაკუთრების საგანგაშო მდგომარეობა

აქვს საცხოვრებელი კორპუსების სახურავებს, სადაც ჩასატარებელია სარეაბილიტაციო

სამუშაოები.

ქ. ჯვარში კოსტავას ქუჩაზე რეაბილიტირებულ იქნა საცხოვრებელი სახლი ლტოლვილთა დანიის

საბჭოს დაფინანსებით და 70 დევნილ ოჯახს გადაეცა კეთილმოწყობილი ბინა.

გარემონტდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებს:

საერთო საცხოვრებელს და სასტუმროს, სადაც კეთილმოწყობილ ბინაში შესახლებულ იქნა 51

ოჯახი. ქალაქი მობილური კავშირ გაბმულობის დაფარვის ზონაშია, რომლის სერვისებით

სარგებლობს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ქალაქში განლაგებულია სახანძრო მომსახურეობის

ბრიგადა, რომელიც ემსახურება ქალაქს და მის მიმდებარე სოფლებს. ბრიგადას ემსახურება

მანქანა, რომელიც მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. ბრიგადას არ გააჩნია საკუთარი

შენობა, ამჟამად ისინი შეხიზნულები არიან პოლიციის ყოფილ შენობაში.

Page 29: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

29

ცხრილში №9 მოცემულია ინფორმაცია თემის ინფრასტრუქტურის შესახებ, რაც უფრო ნათლად

წარმოაჩენს არსებულ მდგომარეობას.

ცხრილი №9 სტატისტიკური ინფორმაცია ჯვარის თემის ინფრასტრუქტურის შესახებ

ინფრასტრუქტურასიგრძე

(საჭიროებისამებრ)

რამდენ

ოჯახს

ემსახურება

მოქმედია

თუ არა*აღწერა

დაზიანებული

ინფრასტრუქტურის

% წილი

სასმელი წყალი 30კმ 1355 დიახ დამაკმ. 25

თემის მთავარი გზა

30კმ 1150 დიახ კარგი 3

შიდა გზები 42კმ 1499 დიახ დამაკმ. 50

მიწასთან დასაძოვრებთანმისასვლელიგზები

- - - - -

ელექტროსისტემა 80კმ 2649 დიახ დამაკმ. 50

გარე განათება 12კმ 1766 დიახ კარგი 10

კანალიზაცია 10კმ 1538 დიახ ცუდი 60

გაზი - - - - -

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ჯვარის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი

გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები დაფუძნებულია მოსახლეობის ინტესრესებზე

და მოცემულია №10 ცხრილში.

ცხრილი №10. ჯვარის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული პრობლემები

№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. კორპუსების გადახურვის პრობლემა.

გადახურვის სიძველე. საფრთხე ექმნება საცხოვრებელ კორპუსებს, ზიანდება მაცხოვრებელთა ბინები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

სახურავის გადახურვა.

დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

2. კანალიზაციის შიდა ქსელი.

კანალიზაციის ძველი ქსელი (გაყვანილია 1963-64 წლებში).

ანტისანიტარია, კორპუსების სარდაფები სავსეა წყლით.

ამორტიზირებული საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; რეგიონალური განვითარების

Page 30: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

30

სამინისტრო; მუნიციპალიტეტი.

3. მოუწესრიგებელი შიდა გზები.

სანიაღვრე არხები მოშლილია, დაახლოებით 40% მოითხოვს რებილიტაციას. ოჭანეს უბნში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ტრანსპორტის სიძვირე, ცვეთა, დროის დანახარჯი, ფერხდება გადაადგილება.

შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

დონორი ორგანიზაცია;მუნიციპალიტეტი; საგზაო დეპარტამენტი.

4. არამდგრადი ელ. მომარაგება.

ამორტიზებული ელ-სადენები, ამორტიზებული ტრანსფორმატორები ქარის დროს ხშირად ითიშება.

შეფერხება ელ. მომარაგებაში, საფრთხე ექმნება ადამიანისა და პირუტყვის სიცოცხლეს, საოჯახოელექტრო ტექნიკის ხშირი დაზიანება.

ელ. მომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.

დონორი ორგანიზაცია;ენერგო-პრო ჯორჯია;მუნიციპალიტეტი.

5. მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზი არ არის ხელმისაწვდომი.

თემი არ არის გაზიფიცირებული.

ნადგურდება ტყე; ბუნებრივი რესურსების არაეკონომიური ხარჯვა ელ. ენერგიის გაზრდილ ხარჯები.

თემის გაზიფიცირება.

დონორი ორგანიზაცია;სოკარი;მუნიციპალიტეტი.

6. კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის არარსებობა.

ძველი იყო და მოიშალა. ფეკალური მასა ჩაედინება მდინარე ენგურში.

გამწმენდი ნაგებობის განახლება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; რეგიონალური განვითარების სამინისტრო; მუნიციპალიტეტი.

7. სასმელი წყალი მოსახლეობას მიეწოდება შეფერხებით.

მილები ამორტიზირებულია, არ ხდება წყლის გაფილტვრა.

სასმელი წყლის დეფიციტი, ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.

წყლის მილების გამოცვლა, სასმელი წყლის გაფილტვრა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; რეგიონალური განვითარების სამინისტრო; მუნიციპალიტეტი.

8. არ ფუნქციონირებს რკინიგზა.

90-იანი წლების დასაწყისში გაიძარცვა რკინიგზის ხაზი, ლიანდაგები ზოგ ადგილას აყრილია.

ვერ ხერხდება გადაადგილება რკინიგზით, გაიზარდა მგზავრობის ხარჯები.

რკინიგზის ხაზის სრული რეაბილიტაცია.

საქართველოს რკინიგზა.

Page 31: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

31

ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ჯვარის თემში

ინფრასტრუქტურის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურაS - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

კანალიზაციის სისტემის არსებობა; წყლის ქსელის არსებობა; არსებობს რკინიგზის ლიანდაგი; კარიერების არსებობა; თემის ცენტრალური გზა

ასფალტირებულია; სიახლოვე რაიონულ ცენტრთან.

კანალიზაციის შიდა ქსელიამორტიზებულია;

წყლის ქსელი სარეაბილიტაციოა; კანალიზაციის წყალგამწმენდი ქსელის

არარსებობა (მდინარე ენგურში ჩაედინებაფეკალური მასა);

ელ-ენერგიის შეფერხება; შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია; არ არის გაზი; არ ფუნქციონირებს რკინიგზა.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები შიდა გზის რეაბილიტაცია; სასმელი წყლის სისტემის სრულიად

გამართვა; ინდივიდუალური გამრიცხველიანება; კანალიზაციის სისტემის გამართვა; თემის გაზიფიცირება.

ბუნებრივი კატაკლიზმები; ეკონომიკური კრიზისი; კონფლიქტის განახლება.

ჯვარის თემის ინფრასტრუქტურის სექტორის გაანალიზებისა და არსებული ძლიერი და სუსტი

მხარეების, ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ

გამოვლენილ იქნა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):,

1. კორპუსების გადახურვის პრობლემა

ჯვარის თემში არსებულ 25 კორპუსს აქვს გადახურვის პრობლემა. კორპუსებში დიდი ხნის

განმავლობაში არ გაკეთებულა სარემონტო სამუშაოები და გადახურვა სავალალო მგომარეობაშია.

წყალი აზიანებს ბინებს და საფრთხეს უქმნის მთლიანად კორპუსს. მოცემული კორპუსებიდან 4-ზე

არის ბრტყელი გადახურვა, დანარჩენი ქანობიანი.

პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს 400-მდე ოჯახის საცხოვრებელ პირობებს

და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს ამ ოჯახებს. თითო კორპუსის გადახურვის

ღერებულება დაახლოებით 30 ათ. ლარია, რაც ჯამში 750 ათ. ლარს შეადგენს.

Page 32: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

32

2. კანალიზაციის შიდა ქსელის აღდგენა

ჯვარის თემში მოხდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა აღნიშნული პრობლემა

მაინც მწვავედ უდგას კორპუსების მაცხოვრებელთ, რადგან არ მომხდარა შიდა გაყვანილობის

რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე კორპუსების სათავსოები ივსება წყლით, იქმნება ეპიდემიის

გავრცელების საშიშროება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ეკონომიკურ და

სოციალურ მდგომარეობაზე.

პრობლემის მოგვარებისათვის უნდა მოხდეს კორპუსებში არსებული საკანალიზაციო სისტემის

რეაბილიტაცია. სულ სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს 58 კორპუსში და და მისი საერთო

ღირებულება შეადგენს 116 ათ. ლარს. აღნიშნული სამუშაოების დასაფინანსებლად ადგილობრივი

თვითმმართველობის ფინანსური რესურსები არ იქნება საკმარისი. უნდა მოხდეს გამართული

პროექტის მოამზადება, მათი ლობირება ცენტრალურ დონეზე და მუნიციპალური განვითარების

ფონდიდან კაპიტალური პროექტებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვა. აღნიშნულ

ღონისძიებაში უნდა ჩაერთოს სამხარეო ხელისუფლება და დონორი ორგანიზაციები.

3. შიდა გზების რეაბილიტაცია

ერთ ერთ მთავარ პრობლემას თემში წარმოადგენს გზის მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს ოჭანეს

უბანს თემის ცენტრთან. აღნიშნული 6 კმ-იანი მონაკვეთი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში და

მასზე ტრანსპორტით მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც 200 კომლი

მოწყვეტილია თემის ცენტრს. გზის აღდგენა კი თემში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,

რადგან ოჭანეში არსებობს ძველი სამონასტრო კომპლექსი, რაც შესაძლებელია ტურისტული

თვალსაზრისით იქნას გამოყენებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.

პრობლემის მოგვარება არ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს და მისი დაფინანსება უნდა

განხორციელდეს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ასევე სხვა

ხელმისაწვდომი ფონდებიდან.

4. გაბიონის მოწყობა მდინარე მაგანაზე

მდინარე მაგანას ზედა დინება საფრთხეს უქმნის ნაკას უბნის და ენგურის ქუჩების მოსახლეობას,

სადაც გაზაფხულის წყალმოვარდნის დროს მდინარე იტაცებს მოსახლეობის საკარმიდამო

ნაკვეთებს, ამიტომ საჭიროა ნაპირსამაგრი ჯებირებისა და გაბიონების მოწყობა.

Page 33: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

33

პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელია მდინარე მაგანას ზედა დინებაზე ჯებირებისა და

გაბიონების მოწყობა, რისთვისაც დაფინანსების მოპოვება შესასძლებელია მოხდეს როგორც

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე სხვა დონორების მხარდაჭერით.

პროექტები

პრიორიტეტი 1: კორპუსების სახურავის რეაბილიტაციაპროექტის აღწერა: ჯვარის თემში არსებულ 25 კორპუსს აქვს გადახურვის პრობლემა. კორპუსებში დიდი ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა სარემონტო სამუშაოები და გადახურვა სავალალო მგომარეობაშია. წყალი აზიანებს ბინებს და საფრთხეს უქმნის მთლიანად კორპუსებს. აღნიშნული კორპუსებიდან 4 არის ბრტყელი გადახურვა, დანარჩენი ქანობიანი.

პროექტის მიზანია კორპუსების სახურავის შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისა

გაუმჯობესება.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის თემის მოსახლეობა (400 ოჯახი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: რეაბილიტირებული სახურავის

დაზიანება სტიქიური მოვლენებისას.

პროექტის ბიუჯეტი:750 000 ლარი.

შესაძლო დაფინანსების წყაროები დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი:2 თვე

პრიორიტეტი 2: კანალიზაციის შიდა ქსელის აღდგენაპროექტის აღწერა: ჯვარის თემში მოხდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა აღნიშნული პრობლემა მაინც მწვავედ უდგას კორპუსების მაცხოვრებელთ, რადგან არ მომხდარა შიდა გაყვანილობის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე კორპუსერბის სათავსოები ივსება წყლით, იქმნება ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

პროექტის მიზანია კანალიზაციის შიდა ქსელის აღდგენა

მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა სრულად შეძლებს

საკანალიზაციო სისტემით სარგებლობას

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის თემის მოსახლეობა (900

Page 34: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

34

გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. ოჯახი)

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: სარეაბილიტაციო გზებზე მიმდინარე

სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას სისტემის დაზიანება.

პროექტის ბიუჯეტი:116 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

პრიორიტეტი 3: შიდა გზების მოწესრიგებაპროექტის აღწერა: თემში ერთ ერთ მთავარ პრობლემას თემში წარმოადგენს გზის მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს ოჭანეს უბანს თემის ცენტრთან. არსებული გზის მონაკვეთი რომლის სიგრძეც დაახლოებით შეადგენს 6 კმ-ს არის ავარიულ მდგომარეობაში და მასზე ტრანსპორტით მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც 200 კომლი მოწყვეტილია თემის ცენტრს.

პროექტის მიზანია შიდა გზების 6 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგები: თემში ეკონომიკური აქტივობის გაზრდა; მოსახლეობის სამგზავრო ხარჯების

შემცირება; ავტომობილების ცვეთის შემცირება.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის თემის მოსახლეობა (200

ოჯახი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: სტიქიური მოვლენების შედეგად გზის

დაზიანება. სარეაბილიტაციო გზებზე მიმდინარე

სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის ბიუჯეტი:500 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

Page 35: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

35

2.4. სოციალური სექტორი

არსებული მდგომარეობა

სოციალური ინფრასტრუქტურა ჯვარის თემში მეტნაკლებად არის განვითარებული.

ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც

სოციალური ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების საშუალებას ვერ იძლევა. ქვემოთ

მოცემულია ჯვარის თემში სოციალური ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები. ჯვარში არის 4 საჯარო სკოლა. I საჯარო სკოლაში

432 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 59 პედაგოგი. ამჟამად სკოლის შენობას უტარდება

სარეაბილიტაციო სამუშაოები. II საჯარო სკოლაში 154 მოაწავლე სწავლობს და დასაქმებულია 28

პედაგოგი. სკოლა ორსართულიანია და საჭიროებს რემონტს. III საჯარო სკოლაში სწავლობს 186

მოსწავლე და დასაქმებულია 24 პედაგოგი. სკოლა სამსართულიანია და საჭიროებს რემონტს.

ოჭანეს საჯარო სკოლაში 60 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 21 პედაგოგი. ამჟამად სკოლა

საჭიროებს ახალ შენობას.

საბავშვო ბაღი. ქალაქში ფუნქციონირებს 4 საბავშვო ბაღი, რომლებშიც 148 აღსაზრდელია, მათ

შორის არის დევნილთა ბაღი „ცხუმი“, რომლის პირველ სართულსაც ლტოლვილთა დანიის

საბჭოს დაფინანსებით 2010 წელს ჩაუტარდა რემონტი. ბაღის სრულყოფილი

ფუნქციონირებისათვის საჭიროა ბაღის მე-2 სართულის გარემონტებაც. მათივე დაფინანსებით

ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები #2 საბავშვო ბაღში. უკიდურესად მძიმე

მდგომარეობაშია და საჭიროებს რემონტს #1 და ოხარკალოს # 3 საბავშვო ბაღი.

ჯანდაცვის დაწესებულებები. ჯვარის თემში ფუნქციონირებს საავადმყოფო სამშობიარო,

საბავშვო, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებებით. გარდა ამისა, ქალაქში ფუნქციონირებს

პოლიკლინიკა, დევნილების ამბულატორია და სოფლის ამბულატორია. არის სასწრაფო

დახმარების ცენტრი, რომელიც ქალაქის გარდა ახლომდებარე სოფლებსაც ემსახურება.

თითოეული მათგანი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს და თანამედროვე სამედიცინო

აპარატურით აღჭურვას.

სხვა სოციალური ინფრასტრუქტურა. ჯვარში მდებარეობს ცენტრალური სტადიონი, რომელიც

სავალალო მდგომარეობაშია. საჭიროა მისი და მასთან მდებარე საცურაო აუზის რეკონსტრუქცია-

რეაბილიტაცია. ორსართულიანი კულტურის სახლის შენობა, რომელიც მდებარეობს ჯვარში,

აშენებულია ენგურჰესის მშენებლობის პერიოდში. კულტურის სახლი გარემონტებულია

ნაწილობრივ, ამჟამად მასში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო წრე.

Page 36: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

36

კულტურის სახლს გააჩნია დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და

საჭიროებს რემონტს. ასევე რემონტს საჭიროებს გამგეობის შენობასთან არსებული კულტურის

სახლი, რომელიც 200 კაცზეა გათვალისწინებული. კულტურის სახლის შენობაშია განლაგებული

საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები, რომელთა წიგნადი ფონდიც საკმაოდ დაცულია, მაგრამ

საჭიროებს განახლებას და შევსებას.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ჯვარის თემში, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად, სოციალურ სექტორში გამოკვეთილი

ძირითადი პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია

№11 ცხრილში.

ცხრილი №11. ჯვარის თემში სოციალურ სექტორში არსებული პრობლემები

№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი1. სკოლამდელი

განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები.

#1 ბაღის შენობა განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია, დაზიანებულია სახურავი, არ გააჩნია ინვენტარი, ოთახების რაოდენობა არასაკმარისია, სან-კვანძი და სველი წერტილები მოშლილია.

ირღვევა სან-ჰიგიენური პირობები, კონტინგენტი შეზღუდულია.

საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა.

დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

2. კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის არქონა.

კულტურის ცენტრის შენობის სახურავი დაზიანებულია, ოთახები მოუწყობელია, დარბაზში არ არის ინვენტარი.

ვერ ტარდება კულტურული ღონისძიებები, მოსახლეობას არ აქვთ საშუალება ჩაერთონ სახელოვნებო წრეებში.

შენობის სრული რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა.

მუნიციპალიტეტის გამგეობა; დონორი ორგანიზაციები.

3. სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპორტული ღონისძიებების ჩატარების შეუძლებლობა.

ჯვარის N1, N2 და N3 საჯარო სკოლებში სპრტული დარბაზები მოუწყობელია და არ გააჩნიათ სპორტული ინვენტარი.

ჯვარის N1, N2 და N3 საჯარო სკოლებში სრულყოფილად ვერ ტარდება სპორტული გაკვეთილები.

ჯვარის N1, N2 და N3 საჯარო სკოლებში სპორტული დარბაზების სრული რეაბილიტაცია და ინვენტარების შეძენა.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

Page 37: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

37

4. ჯვარის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობები.

თანამედროვე ინვენტარის არქონა;მოუწყობელი ოთახები.

ირღვევა სან-ჰიგიენური პირობები, მოძველებული ინვენტარის გამო ვერ ხდება კვალიფიციური მომსახურების გაწევა.

ოთახების მოწყობა, თანამედროვე ინვენტარის შეძენა.

შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

5. დევნილთა პოლიკლინიკაში სამედიცინო მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობები.

პოლიკლინიკას არ გააჩნია საკუთარი შენობა, მედ-პერსონლი გარკვეული ვადით შეკედლებული არიან ჯვარის N1 პოლიკლინიკაში.

გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ მედ-პერსონალი დაჩება შენობის გარეშე და ვეღარ გასწევენ სამედიცინო მომსახურებას.

ახალი შენობის აშენება.

შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

6. ჯვარის სახანძრო სამსახური გაუმართავია.

ოფისის არქონა, მოძველებული სახანძრო მანქანა.

საჭიროების შემთხვევაში სახანძრო სამსახური სათანადოდ ვერ ემსახურება მოსახლეობას.

შენობის აშენება და აღჭურვა, სახანძრო მანქანის შეძენა.

დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

7. თემის მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ მხატვრულ ლიტერატურაზე.

ჯვარის საბავშვო ბიბლიოთეკაში ოთახები მოუწყობელია და არ გააჩნია თანამედროვე ლიტერატურა.ჯვარის საჯარო ბიბლიკოთეკას არ გააჩნია თანამედროვე ლიტერატურა.

მკითხველთა სიმცირე.

ჯვარის საბავშვოდა საჯარო ბიბლიოთეკებში ოთახების კეთილმოწყობა და თანამედროვე ლიტერატურის შეძენა.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

სოციალურ სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად ჩატარდა

სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ჯვარის თემში სოციალური სექტორის

ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოციალური სექტორიS - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

ინტელექტუალური და შრომითირესურსები;

აქტიური და მოტივირებული თემი;

საგანმანათლებლო დაწესებულებებშიარასათანადო პირობები;

სკოლებში სპორტულ ღონისძიებებზე დაბალი

Page 38: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

38

საგანმანათლებლო ბაზის არსებობა; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების

არსებობა; პროფესიული განათლების

დაწესებულების არსებობა; მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა-

სტაციონარის არსებობა; სახანძრო სამსახურის არსებობა.

ხელმისაწვდომობა; კულტურულ ღონისძიებებზე დაბალი

ხელმისაწვდომობა.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები თემში სკოლამდელი განათლების

ხარისხის გაუმჯობესება; თემის კულტურის ცენტრის

რეაბილიტაცია; თემის სკოლებში სპორტული დარბაზების

რეაბილიტაცია.

არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა;

რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯების დაფინანსების გაურკვევლობა.

ჯვარის თემში სოციალური სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი

მხარეების, ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ

გამოვლენილ იქნა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სკოლამდელი განათლების სისტემის გაუმჯობესება

ჯვარის თემის მოსახლეობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის სისტემის

გაუმჯობესება. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ქვედა ჯვარში მდებარე #1 საბავშვო ბაღში,

სადაც 20 წელია არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები, დაზიანებულია სახურავი, არ არის

საკმარისი ინვენტარი, ასევე შეზღუდულია ოთახების რაოდენობა, მთლიანად ამორტიზებულია

სან-კვანძი და სველი წერტილები. შენობის მთლიანი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან

არის დაკავშირებული, თუმცა პირველ ეტაპზე აუცილებელია სან-კვანძების მოწესრიგება, რათა

შესაძლებელი გახდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა და საფრთხე არ შეექმნას ბავშვების

ჯანმრთელობას.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო რესურსების მოძიება და პრობლემის მოგვარება

შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციების

დახმარებით.

Page 39: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

39

2. თემში კულტურულ ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ჯვარის თემის მოსახლეობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია თემში კულტურის ცენტრის

არსებობა, რაც მათ საშუალებას მისცემთ მოაწყონ სხვადასხვა სახის კულტურული და სოციალური

ღონისძიებები, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს თემის კულტურულ განვითარებას.

თემში არსებობს კულტურის ცენტრის შენობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების

შედეგად მთლიანად დაზიანდა მისი სახურავი, რის გამოც კლიმატური პირობების გავლენით

ზიანდება მთლიანად შენობა. მოუწყობელია დარბაზი, არ არის სათანადო ინვენტარი.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო რესურსების მოძიება შესაძლებელია როგორც

ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

3. თემის სკოლებში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია

ჯვარის თემში ერთ-ერთი პრიოტიტეტია სკოლებში არსებული სპორტული დარბაზების

რეაბილიტაცია. თემში ამჟამად 4 სკოლაა, თუმცა არცერთი მათგანის სპორტული დარბაზი არ არის

სათანადო მდგომარეობაში, საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს თუნდაც ერთი მათგანის რეაბილიტაცია,

კერძოდ #1 საჯარო სკოლის, სადაც ყველაზე მეტი - 430 მოსწავლეა. სპორტული დარბაზის იატაკი

ამორტიზებულია და შეკეთებას საჭიროებს, ასევე საჭიროა შესაბამისი სპორტული ინვენტარი.

სპორტული დარბაზის შეკეთების შედეგად თემის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ

ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად მოსწავლეებს, ექნებათ სრულფასოვანი

შესაძლებლობა ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ და თავიანთი უნარები სპორტის სხვადასხვა

სახეობებში გამოავლინონ.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო რესურსების მოძიება და პრობლემის მოგვარება

შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციების

დახმარებით.

რეკომენდაციები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესებისათვის

1. პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობისათვის:

ჯვარის თემში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (რომელიც, თითქმის 20%-ს

შეადგენს) ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი იქნება მათი

პროფესიული გადამზადება.

Page 40: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

40

თემის წევრებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ თემში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა

საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე, როგორიცაა სტილისტი, მეწაღე, მკერავი, და ა.შ. აქედან

გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის გადამზადება, რათა მათ აითვისონ აღნიშნული

პროფესიები და შემდგომში ადვილად დასაქმდნენ საკუთარ ან მეზობელ თემებში, ან წამოიწყონ

საკუთარი მცირე ბიზნესი.

2. ღარიბი მოსახლებისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა

ღარიბი მოსახლეობისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყებისათვის პრიორიტეტული

მიმართულებებია: სილამაზის სალონი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, მცირე

სავაჭრო ობიექტები, ასევე მცირე საოჯახო მეურნეობები, მაგალითად მეთხილოება.

საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეყობისათვის ეფექტიანი იქნება დაინტერესებულ ოჯახებს

ჩაუტარდეთ საბაზისო ბიზნეს უნარების კურსი, ასვე გაეწიოთ კონსულტაცია/რეკომენდაცია

ბიზნესის პერსპექტიული მიმართულებების თაობაზე.

პროექტები

პრიორიტეტი 1: საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია პროექტის აღწერა: ქვედა ჯვარში მდებარე #1 საბავშვო ბაღში განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა, შენობას 20 წელია არ ჩატარებია სარემონტო სამუშაოები, დაზიანებულია სახურავი, არ არის საკმარისიინვენტარი, ასევე შეზღუდულია ოთახების რაოდენობა, მთლიანად ამორტიზებულია სან-კვანძიდა სველი წერტილები.

პროექტის მიზანია ბაღის შენობის რეაბილიტაცია

მოსალოდნელი შედეგები: გაიზრდება სკოლამდელი აღზრდის

ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემში მაცხოვრებელი სკოლამდელი ასაკის

148 ბავშვი .

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: რეაბილიტაციის შემდეგ მიმდინარე

ხარჯების დაფინანსების საკითხის გაურკვევლობა.

პროექტის ბიუჯეტი:20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე;

Page 41: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

41

პრიორიტეტი 2: თემში კულტურულ ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაპროექტის აღწერა: თემში არსებობს კულტურის ცენტრის შენობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად მთლიანად დაზიანდა მისი სახურავი, რის გამოც კლიმატური პირობების გავლენით ზიანდება მთლიანად შენობა. მოუწყობელია დარბაზი, არ არის სათანადო ინვენტარი. კულტურისცენტრის არსებობა საშუალებას მისცემს მოსახლეობას მოაწყონ სხვადასხვა სახის კულტურულიდა სოციალური ღონისძიებები, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს თემის კულტურულგანვითარებას.

პროექტის მიზანი: ჯვარის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია

მოსალოდნელი შედეგები: გაიზრდება კულტურულ

ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემის მოსახლეობა (9043 ადამიანი) .

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: რეაბილიტაციის შემდეგი მიმდინარე ხარჯების

დაფინანსების საკითხი.

პროექტის ბიუჯეტი:30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები მუნიციპალიტეტი დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე;

პრიორიტეტი 3: სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ რონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა # 1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის აღდგენის გზითპროექტის აღწერა: თემში ამჟამად 4 სკოლაა, თუმცა არცერთი მათგანის სპორტული დარბაზი არ არის სათანადომდგომარეობაში. საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს თუნდაც ერთი მათგანის რეაბილიტაცია, კერძოდ#1 სკოლის, სადაც ყველაზე მეტი - 430 მოსწავლეა. სპორტული დარბაზის იატაკიამორტიზებულია და შეკეთებას საჭიროებს, ასევე საჭიროა შესაბამისი სპორტული ინვენტარი. სპორტული დარბაზის შეკეთების შედეგად თემის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში.

პროექტის მიზანია ჯვარის #1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია

მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ

ატიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ჯვარის #1 საჯარო სკოლის 430 მოსწავლე

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია;

რისკის ფაქტორები: რეაბილიტაციის შემდეგი მიმდინარე

Page 42: ჯვარისთემისეკონომიკური განვითარებისგეგმაgeorgianeo.ge/failebi/Jvari_EDP__Tsalenjikha_65413.pdf4 სამუშაო

42

მუნიციპალიტეტი; თემის ხელისუფლება;

ხარჯების დაფინანსების საკითხის გაურკვევლობა

პროექტის ბიუჯეტი:20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ცენტრალური ხელისუფლება დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე