მუჟავასთემისეკონომიკური...

52
მუჟავას თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა 2012 წელი

Transcript of მუჟავასთემისეკონომიკური...

Page 1: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

1

მუჟავას თემის ეკონომიკური

განვითარების გეგმა

2012 წელი

Page 2: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

2

წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული

დახმარების შედეგად. Eდოკუმენტი შემუშავებულია ტერიტორიული ორგანოს სამუშაო

ჯგუფის მიერ და მისი შეხედულებების გათვალისწინებით. ეკონომიკური განვითარების

გეგმა არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების

სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოსაზრებებს.

Page 3: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

3

შინაარსი

პროცესის მიმოხილვა ................................................................................................................................ 5

რეზიუმე ....................................................................................................................................................... 7

1. ზოგადი ინფორმაცია მუჟავას თემის შესახებ................................................................................. 10

2. სექტორების ანალიზი.......................................................................................................................... 14

2.1 სოფლის მეურნეობა ....................................................................................................................... 14

არსებული მდგომარეობა ................................................................................................................ 14

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................ 18

პროექტები ......................................................................................................................................... 23

2.2 არასასოფლო–სამეურნეო ბიზნესი ............................................................................................. 26

არსებული მდგომარეობა ................................................................................................................ 26

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................ 27

პროექტები ......................................................................................................................................... 32

2.3. ინფრასტრუქტურა ........................................................................................................................ 35

არსებული მდგომარეობა ................................................................................................................ 35

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................ 36

პროექტები ......................................................................................................................................... 42

2.4 სოციალური სექტორი ................................................................................................................... 45

არსებული მდგომარეობა ................................................................................................................ 45

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................ 45

პროექტები ......................................................................................................................................... 50

Page 4: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

4

სამუშაო და ფოკუს ჯგუფის წევრები, რომლებმაც იმუშავეს თემის წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე:

1. მამუკა ჩხაპელია თემის რწმუნებული, საკონტაქტო ინფორმაცია - 599 74 24 77

(სოფლის მეურნეობა)

2. დათო ფიფია (ინფრასტრუქტურა)

3. სულიკო თარბაია (ინფრასტრუქტურა)

4. ფლორა შამუგია (ინფრასტრუქტურა)

5. ლაშა არქანია (ინფრასტრუქტურა)

6. გოჩა შონია (ინფრასტრუქტურა)

7. ირმა ფიფია (სოციალური)

8. ლელა ეზუგბაია (სოციალური)

9. ელისო ბენდელიანი (სოციალური)

10. მაკა ლემონჯავა (სოციალური)

11. ზოია უბილავა (სოციალური)

12. მაია ხასაია (სოციალური)

13. ლეილა ყოლბაია (სოციალური)

14. ლევან ჩხაპელია (სოფლის მეურნეობა)

15. ნანა წყაროზია (სოფლის მეურნეობა)

16. ჯანო გეთია (სოფლის მეურნეობა)

17. ლაშა მატუა (სოფლის მეურნეობა)

18. სოფო ხასაია (სოფლის მეურნეობა)

19. ვალერი ანთია (სოფლის მეურნეობა)

20. ერეკლე ფიფია (კერძო/ბიზნესი)

21. იზოლდა შონია (კერძო/ბიზნესი)

22. მაჟარა არქანია (კერძო/ბიზნესი)

23. მახო გეთია (კერძო/ბიზნესი)

24. ბორის გეთია (კერძო/ბიზნესი)

25. ლელა ეზუგბაია (კერძო/ბიზნესი)

26. მარიზა ხასაია (კერძო/ბიზნესი)

Page 5: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

5

პროცესის მიმოხილვა

მუჟავას ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში თემი) 2011 წლის ნოემბერში მუშაობა დაიწყო

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა - ახალი

ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (USAID/NEO). აღნიშნული პროექტის

ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და მუჟავას თემთან მჭიდრო თანამშრომლობით

შეიქმნა თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაში აქტიურ

მონაწილეობას იღებდა თემის რწმუნებული და ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობის

ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჩატარდა სათემო შეხვედრა, შეირჩა სამუშაო და ფოკუს

ჯგუფების წევრები, რომლებიც დაკომპლექტდა თემში მცხოვრები შესაბამისი პროფესიის და

გამოცდილების ადამიანებით და დაინტერესებული პირებით (ფერმერები, აგრონომები,

მასწავლებლები, სამედიცინო მუშაკები, მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების

წარმომადგენლები); დაზუსტდა მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაგეგმარების

პროცესში და ჩართულობის სიხშირე. სამუშაო და ფოკუს ჯგუფების შეხვედრებისას მოხდა

თემის არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, პრობლემების

დაზუსტება და პრიორიტეტული პროექტების რანჟირება სექტორების მიხედვით შემდეგი

მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება,

ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო. გეგმის შედგენის სრული პროცესი სქემატურად

შეიძლება ასე გამოიხატოს:

თემის შეხვედრა

სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფის წევრების განსაზღვრა

Page 6: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

6

ინფრასტრუქტურის სექტორის

ფოკუს– ჯგუფისშეხვედრები

სოციალური

სექტორისფოკუს–

ჯგუფისშეხვედრები

სოფლისმეურნეობის

სექტორისფოკუს– ჯგუფის

შეხვედრები

არასასოფლო-სამეურნეობიზნესისსექტორის

ფოკუს-ჯგუფისშეხვედრები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისკონსულტაციები

სამუშაო/ფოკუს ჯგუფებთან და ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები

თემის შეხვედრა

გეგმის წარდგენა, მოსაზრებების/უკუკავშირის მოპოვება

სამუშაო ჯგუფის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისშეხვედრა

ფოკუს–ჯგუფების მუშაობის განხილვა, მუნიციპალიტეტისსტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა, გეგმის პროექტის

შემუშვება

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

გეგმაში ცვლილებების შეტანა და საბოლოო სახითჩამოყალიბება

სამუშაო ჯგუფი

გეგმის მიწოდება/გავრცელება ხელისუფლებასა და დონორორგანიზაციებში

Page 7: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

7

რეზიუმე

მუჟავას თემი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის

მუნიციპალიტეტში. თემში სუსტადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა, სოციალური სექტორი და

ინფრასტრუქტურა. აღნიშნული კი პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ-

ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტის ზონასთან

სიახლოვე (თემი ესაზღვრება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს).

წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიქმნა თემში არსებული სოციალურ-ეკონომიკური

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ხელისუფლებამ

შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები სხვა კუთხით, მოიძიონ პარტნიორები და დაფინანსების

ალტერნატიული გზები, მათი თემის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. თემის

ეკონომიკური განვითარების გეგმა მომზადდა ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო

მონაწილეობით. გეგმა ეფუძნება ოთხი ძირითადი სექტორის ანალიზს: სოფლის მეურნეობა,

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და სოციალური სექტორი. თითოეული ამ

სექტორისათვის შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა, განხორციელდა პრობლემების ანალიზი

და გამოვლინდა განვითარების შესაძლებლობები.

სოფლის მეურნეობის სფეროში მუჟავას თემის მოსახლეობის მიერ ძირითად პრობლემად გამოიკვეთა

თემში მექანიზაციის საშუალებების არქონა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი

ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. თემში არ არის საკმარისი ტექნიკა, ამასთან

არსებული ტექნიკა ხასიათდება დაბალი ეფექტიანობით. შესაბამისად მოსახლეობა ვერ ახერხებს

აგროვადების ზუსტად დაცვას და ასევე დაბალია მიწის პროდუქტიულობა. გარდა ამისა მუჟავას

თემში ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა

აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, პესტიციდებისა და

სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ. რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის მეურნეობის

განვითარებისთვის. თემში პოტენციალთან შედარებით სუსტად არის განვითარებული მეფუტკრობა.

თემის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მესაქონლეობა. ძირითადად განვითარებილია

მერძევეობის მიმართულების მესაქონლეობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული მსხვილფეხა

რქოსანი პირუტყვი ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით.

Page 8: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

8

აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით განისაზღვრა შემდეგი რეკომენდაციები:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

მეფუტკრეობის დარგის განვითარება;

ახალი ჯიშების დანერგვა მესაქონლეობაში.

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის განვითარების დონე თემში პრაქტიკულად ძალიან დაბალია. ამ

მხრივ მოსახლეობა ძირითადად ასახელებს თხილის გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს არ

არსებობას, რის გამოც მოსახლეობას დიდ მანძილზე უხდება მიღებული პროდუქციის

ტრანსპორტირება. თემში პრობლემას წარმოადგენს ასევე მომსახურების სფეროს ობიექტების:

საპარიკმახერო, ბენზინგასამართი სადგური, და ა.შ. არ არსებობა. მოსახლეობას ამგვარი

მომსახურების მისაღებად უწევს მუნიციპალიტეტის ცენტრში ჩასვლა, რაც დიდი დროის და

დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს. ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ძირითად

შემაფერხებელ ფაქტორად მოსახლეობა ასახელებეს ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონას.

შესაბამისად არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად

შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

თხილის გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნა;

მომსახურების მცირე ზომის საწარმოების განვითარება (დალაქი, მკერავი, დურგალი, მეწაღე,

მჭედელი, კომპიუტერული მომსახურება და ა.შ.);

ბიზნესუნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის.

ინფრასტრუქტურის სფეროში მუჟავას თემის მოსახლეობის მიერ ძირითად პრობლემად გამოიკვეთა

თემში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა. აღნიშნული მიზეზის გამო

სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან ამოღებულია 100 ჰა მიწის ფართობი, რაც მნიშვნელოვნად

აბრკოლებს სოფლის მეურნეობის განვითარებას მუჟავას თემში. სხვა პრიორიტეტებიდან დასახელდა

მუჟავას თემში წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა რომელიც წყლით ამარაგებს 298 ოჯახს და

თემში ბუნებრივი გაზის არარსებობის საკითხი, რაც იწვევს ტყის რესურესების შემცირებას, ასევე ელ.

ენერგიის მოხმარების ზრდას და ნეგატიურად აისახება თემის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გარდა

ამისა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის მდ. ოლორზე ხიდის არარსებობა, რის გამოც 18 ოჯახი

მოწყვეტილია თემის ცენტრს და თემის 22 ოჯახი ვერ სარგებლობს საყანე მიწებითა და საძოვრებით.

Page 9: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

9

პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა შემდეგი რეკომენდაციები:

შიდა გზების რეაბილიტაცია;

წყალმომარაგების სისტემის აღდგენა;

მუჟავას თემის გაზიფიკაცია;

ხიდის აღდგენა მდ. ოლორზე.

სოციალურ სექტორში მუჟავას თემის მოსახლეობის მიერ ძირითად პრობლემად გამოიკვეთა თემში

საბავშვო ბაღის არარსებობა. მუჟავა დღესდღეობით ერთადერთი თემია მუნიციპალიტეტში, სადაც

1994 წლიდან აღარ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ბაღის შენობაში

შესახლებულია აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი. გარდა ამისა, ბაღის შენობა სტიქიური მოვლენების

შედეგად დაზიანებულია. ასევე მნიშვნელოვანია თემში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია,

რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ამასთან აქაც შესახლებულია დევნილი ოჯახები.

პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა ასევე თემში სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

შესაბამისად სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა შემდეგი რეკომენდაციები:

სკოლამდელი აღზრდის სისტემის გაუმჯობესება;

თემის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია;

სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

Page 10: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

10

1. ზოგადი ინფორმაცია მუჟავას თემის შესახებ

მუჟავას თემი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, წალენჯიხის

მუნიციპალიტეტში, მდინარე ოლორის ნაპირას, ჩრდილოეთ განედის 42 42’0’’N (42. 6977800) და

აღმოსავლეთ გრძედის 41 58’12’’E (41.9713900). ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სახელმწიფო

ტყის მიწები, ხოლო სამხრეთ-აღმოასვლეთით ჭალეს თემი. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია

ოხაჩქუეს მთა - 1216 მ, უდაბლესი - 360 მ. თემის ტერიტორია 29,75 კვ.კმ-ს შეადგენს. მანძილი

ადმინისტრაციულ ცენტრამდე 30 კმ-ია, რეგიონულ ცენტრამდე - 40 კმ, თბილისამდე - 380 კმ.

უახლოესი საპორტო ქალაქი ფოთი 90 კმ-ში მდებარეობს, უახლოესი აეროპორტი - ქუთაისი

(კოპიტნარი) კი 120 კმ-ში. მუჟავას თემში შემავალი დასახლებებია: მუჟავა, ოლორი, ნაშამგუ.

ძირითადი ტოპონიმები/ადგილის სახელებია: ხუმათია, ლეხამულა, საჩხაპელიო, სალემონჯიო,

საშონიო, საარქანიო.

ისტორიულად მუჟავას თემში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, კერძოდ

მესიმინდეობა და მეცხოველეობა. თუმცა ბოლო პერიოდში ასევე საკმაოდ სწრაფად ვითარდება

მეთხილეობა, ვინაიდან მისი მოყვანა საკმაოდ ადვილია და ამავე დროს მეტ-ნაკლებად

მოგვარებულია პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა. თემში არსებული ბუნებრივ-კლიმატური

პირობები და ნაყოფიერი ნიადაგი იძლევა მეთხილეობის დარგის განვითარების შესაძლებლობას.

მუჟავას თემის საერთო მიწის ფონდი შადგენს 576 ჰა-ს, საიდანაც 420 ჰა სახნავი-სათესი ნაკვეთებია,

რომელთაგან ყოველწლიურად მუშავდება მხოლოდ 323 ჰა. დანარჩენი 97 ჰა. (სახნავი მიწების 23%)

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის უქონლობის გამო რჩება დაუმუშავებელი. თემის ტერიტორიაზე

არსებული საძოვრები, რომელთა საერთო ფართობი 156 ჰექტარია მთლიანად სახელმწიფო

საკუთრებაში იმყოფება, თუმცა მისი გამოყენება თემის მთელი მოსახლეობისათვის არის

შესაძლებელი. მუჟავას თემში მცხოვრები 298 ოჯახიდან ყველა მათგანს აქვს საკუთრებაში სასოფლო-

სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, 133 ოჯახს საკუთრებაში აქვს 1 ჰა-მდე მიწის

ნაკვეთი, ხოლო 163 ოჯახს - 5 ჰა-მდე.

მუჟავას თემში მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 1170 ადამიანს. სქესობრივი სტრუქტურის

მიხედვით მთლიანი მოსახლეობიდან 46,2% კაცია (540), ხოლო 53,8% - ქალი (630). ამჟამად თემში

გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა ცხოვრობს ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული

Page 11: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

11

201 პირი. ცხრილ №1-ში წარმოდგენილია მუჟავას თემის მოსახლეობის განაწილება ასაკის, სქესისა და

ეთნიკური უმცირესობების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ თემში უმუშევრობის დონე მაღალია (ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ძალის

11,1 პროცენტი უმუშევარია), რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის

შემოსავლების ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, თუმცა წარმოების მასშტაბი

ძალიან მცირეა და პროდუქციის დიდი ნაწილი საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენება და არა

გასაყიდად. ერთადერთი კულტურა, რომელსაც ეს არ ეხება არის თხილი, რომლის 95% სწორედ

სარეალიზაციოდ არის განკუვნილი. სულ თემში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 525 ადამიანს

(მთლიანი მოსახლეობის 44,9%-ს), მათ შორის ყველაზე დიდი წილი (66,7%) მოდის სოფლის

მეურნეობის პირველად წარმოებაზე. დასაქმების კუთხით მეორე ადგილზე არის საჯარო სექტორი,

ცხრილი №1. მოსახლეობის განაწილება სხვადასხვა ჭრილში

დემოგრაფიული მონაცემები რაოდენობა %

6 წლამდე ასაკის ბავშვები 40 3,4

6–იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები 90 7,7

ახალგაზრდები (19–30 წლის ასაკის) 95 8,1

30–65 წლის ასაკის მოსახლეობა 487 41,6

65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა 458 39,2

ქალები 630 53,8

მამაკაცები 540 46,2

ეთნიკური უმცირესობები: 1

იძულებით გადაადგილებული პირები 201 17,2

მოსახლეობის რაოდენობა სულ: 1170 100

Page 12: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

12

რომელზეც მოდის დასაქმებულითა საერთო რაოდენობის 7,6%. ცხრილ #2-ში წარმოდგენილია თემში

სამუშაო ძალის განაწილება.

ცხრილ #2. დასაქმებულთა განაწილება სექტორების მიხედვით

სექტორისულ

დასაქმებული

მთლიანის

% წილი

სოფლის მეურნეობა (წარმოება) 350 66,7

სოფლის მეურნეობა (გადამუშავება) 0 0

მეტყევეობა 35 6,7

სამთო საქმე, კარიერების დამუშავება 0 0

საჯარო სამსახური 40 7,6

საგანმანათლებლო სექტორი 25 4,8

ჯანდაცვის და სოციალური სექტორი 10 1,9

ბინაში განთავსება, საკვები და

სასმელი0 0

სამშენებლო მრეწველობა 20 3,8

ტრანსპორტი და კომუნიკაცია 20 3,8

საცალო ვაჭრობა 10 1,9

მომსახურების სექტორი 15 2,8

სულ დასაქმებული: 525 100,0

მუჟავას თემში ამჟამად არის 228 საცხოვრებელი ერთეული (მართალია თემში ცხოვრობს 298 ოჯახი,

თუმცა მათი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია და არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი),

რომელთა დიდი უმრავლესობა (213 ერთეული) დაკავებულია მუდმივად, დანარჩენი კი

Page 13: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

13

შეუსახლებელია, ან გამოიყენება მხოლოდ სეზონურად. ცხრილ #3-ში მოცემულია სტატისტიკური

ინფორმაცია თემში არსებულ საცხოვრებელი სახლების შესახებ.

ცხრილი #3. საცხოვრებელი სახლები მუჟავას თემში

საცხოვრებელი სახლები რაოდენობა პროცენტული წილი

სულ საცხოვრებელი სახლები 228 100%

დაკავებული საცხოვრებელი სახლები 213 89,5%

შეუსახლებელი საცხოვრებელი სახლები 8 3,5%

სეზონური, დასასვენებლად ან

არარეგულარულად გამოყენების მიზნით7 7%

მუჟავას თემი, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის სოფლები, რთული სოციალურ-ეკონომიკური

პრობლემების წინაშე დგას. თემში სუსტადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა, სოციალური

სექტორი და ინფრასტრუქტურა. აღნიშნული კი პირდაპირ გავლენას ახდებს მოსახლეობის

სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

Page 14: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

14

2. სექტორების ანალიზი

მუჟავას თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავს ოთხი ძირითადი

სექტორის ანალიზს: სოფლის მეურნეობა, ბიზნეს–სექტორი, ინფრასტრუქტურა და სოციალური

სექტორი. თითოეული ამ სექტორისათვის შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა, განხორციელდა

პრობლემების ანალიზი და გამოვლინდა განვითარების შესაძლებლობები.

2.1 სოფლის მეურნეობა

არსებული მდგომარეობა

მუჟავას თემში, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 66,7% სოფლის მეურნოების სექტორზე მოდის,

შესაბამისად ამ სფეროს განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თემში სასაოფლო-

სამურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 576 ჰექტარია, აქედან 156 ჰა (27,1%) საძოვრებია, 420 ჰა

(72,9%) სახნავ-სათესი მიწებია. აღსანიშნავია, რომ საძოვრები თემში მთლიანად სახელმწიფო

საკუთრებაშია, ხოლო სახნავი მიწები კი მთლიანად კერძო საკუთრებაში.

მუჟავას თემში მაცხოვრებელ ყველა ოჯახს (298 ოჯახი) აქვს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწები. ამასთან ოჯახების 44,6 პროცენტს საკუთრებაში აქვს მხოლოდ 1 ჰექტარამდე

მიწა. ოჯახების 53,4 პროცენტს კი აქვს 1-იდან 5 ჰექტარამდე სახნავი მიწა. სახნავი მიწების მხოლოდ

77,0% მუშავდება ყოველწლიურად. ცხრილ №4-ში წარმოდგენილია მუჟავას თემში არსებული მიწის

მიმოხილვა და მისი გამოყენება.

ცხრილი №4. მუჟავას თემში არსებული მიწის განაწილება

მიწა

კერძო

საკუთრებაში

(ჰექტარი)

სახელმწიფო

საკუთრებაში

(ჰექტარი)

სულ

ჰექტარი

საძოვარი _ 156

576სახნავი, ურწყავი 420 _

სახნავი, სარწყავი _ _

სახნავი სადრენაჟე სისტემის _ _

Page 15: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

15

გარეშე

სახნავი სადრენაჟე სისტემით 420 _

ყოველ სეზონზე ხდება დამუშავება 323 _

მიწის განაწილება ოჯახები ოჯახების მთლიანი რაოდენობის % წილი

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც მიწა არ აქვთ საკუთრებაში:

0 0

1 ჰექტარამდე მიწა: 133 44,6

1–იდან 5 ჰექტარამდე მიწა 165 55,4

5–იდან 10 ჰექტარამდე მიწა 0 0

10 ჰექტარზე მეტი მიწა 0 0

სულ ოჯახების რაოდენობა 298 100

მუჟავას თემში ფერმერი ოჯახები ძირითადად მესიმინდეობას და მეთხილეობას მისდევენ. სიმინდს

უკავია 178 ჰექტარი, ხოლო თხილს 73 ჰექტარი. სიმინდის საშუალო წლიური მოსავალი შეადგენს 445

ტონას, სარეალიზაციოდ გამოიყენება 40%, ძირითადად იყიდება რეგიონალურ და რაიონულ

ბაზარზე, დაახლოებითი შემოსავალი შეადგენს 190,460 ლარს.

მეთხილეობაში დასაქმებულია 250 ადამიანი, გაშენებულია 73 ჰა-ზე, საშულაო წლიური მოსავალი

შეადგენს 87,6 ტონას, სარეალიზაციოდ გამოიყენება 95%, ძირითადად ყიდულობენ თხილის

გადამამუშავებელი ქარხნები საექსპორტოდ, შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 290,000ლარს.

მუჟავას თემში მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოების დატალები წარმოადგენილია

ცხრილში №5.

Page 16: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

16

ცხრილი №5. მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოება მუჟავას თემში

ძირითადიკულტურები

ჰექტარი

მოსავალიერთ

ჰექტარზე(კგ)

რამდენითვის

განმავლობაში

მოჰყავს

სულმოსავალი

(კგ)

რა პროცენტიაგანსაზღვრული

გასაყიდად

მრავალწლიანი კულტურები

თხილი 73 ჰა 1.2ტ 12 თვე 87,6 ტ 95%

ვაშლი 2 ჰა 5ტ 12 თვე 10 ტ 20%

ხურმა 2 ჰა 6.5ტ 12 თვე 13ტ 50%

მსხალი 2 ჰა 9 ტ 12 თვე 18 ტ 20%

ვენახი 7 ჰა 3.5 ტ 12 თვე 24.5 ტ 25%

ტყემალი 2 ჰა 1.8 ტ 12 თვე 3.6 ტ 50%

ერთწლიანი კულტურები

სიმინდი 178 ჰა 2.5ტ 6 თვე 445ტ 40%

ლობიო 15 ჰა 1ტ 6 თვე 15ტ 30%

სოიო 7 ჰა 0.5ტ 6 თვე 3.5 ტ 5%

ბოსტნეული 20 ჰა 1.6ტ 6 თვე 32ტ 20%

ბაღჩეული 15 ჰა 2.3ტ 6 თვე 36ტ 10%

როგორც №5 ცხრილიდან ჩანს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე

არცთუ ისეთი მაღალია (საშუალოდ თხილი - 1.2 ტონა; სიმინდი - 2.5 ტონა; ბოსტნეული - 1.6 ტონა),

რაც ერთის მხრივ გამოწვეულია სიმინდის და ბოსტნეულის თანამედროვე ჯიშების

გამოუყენებლობით, ხოლო მეორეს მხრივ თხილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების

არცოდნით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ხშირად არ მიუწვდება ხელი ხარისხიან შხამ-

Page 17: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

17

ქიმიკატებზე და სასუქებზე. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირის და არსებული მოძველებული

ტექნიკის გამოუყენებლობის შედეგად, მოსახლეობა ვერ ახერხებს აგროვადების დაცვას და შედეგად

მოსავლიანობა დაბალია (30-40 პროცენტით დაბალი პოტენციურთან შედარებით). აქვე უნდა

აღინიშნოს, რომ მარცვლეული კულტურების თესვა ხდება ხელით, რადგან თემში არ არსებობს

სათესი აგრეგატი.

მუჟავას თემში სუსტად არის განვითარებული სარძევე მეცხოველეობა. საშუალოდ, მეწველი ძროხა

იძლევა 3–4 ლიტრ რძეს დღეში. ასეთი დაბალი რაოდენობის მიზეზი, პირველ რიგში, არის ჯიში,

რომელიც არ გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით, მეორე მიზეზი კი პირუტყვისათვის მაღალი

ხარისხის საკვების უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების სიმწირეა.

ცხრილში №6 წარმოდგენილია მუჟავას თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სფეროს

მაჩვენებლები.

ცხრილი №6. მუჟავას თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სექტორში წარმოება

ცხოველები რაოდენობა

ყოველთვიურიწარმოება

(ლიტრი, კგ. დაა.შ.)

რამდენითვის

განმავლობაშიაწარმოებს

სულპროდუქცია

(ლიტრი, კგ., და ა.შ.)

რა პროცენტიაგანსაზღვრული

გასაყიდად

მეწველი საქონელი

420 44100 ლ 7 თვე 308700 ლ 80%

სახორცე ჯიშისსაქონელი

26 2000 კგ 12 თვე 24000 კგ 80%

ღორი 45 10 კგ 12 თვე 120 კგ 15%

ქათამი 3500 400 კგ 12 თვე 4800 კგ 15%

ცხვარი 177 20 კგ 12 თვე 240 კგ 80%

თხა 248 80 კგ 12 თვე 960 კგ 80%

ფუტკარი 120 240 ლ 6 თვე 1440 ლ 90%

Page 18: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

18

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ზემოაღნიშნულ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მუჟავას თემში სოფლის მეურნეობის

სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის

გზები მოცემულია №7 ცხრილში. აღსანიშნავია, რომ პრობლემების იდენტიფიკაცია და რანჟირება

ეფუძნება უშუალოდ თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.

ცხრილი №7. მუჟავას თემში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე და დაბალი ეფექტიანობა.

მექანიზაციის ბაზისგანუახლებლობა.

აგროვადებისდარღვევა, მეურნეობისგანვითარებისშეფერხება დადაბალიპროდუქტიულობა.

ტექნიკის ბაზისგანახლება.

ცენტრალური და ადგილობრივიხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

2. თანამედროვე ტექნოლოგიების არ ცოდნა.

ინფორმაციის სიმწირე, ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის არ არსებობა, ფერმერთა ინტენსიური ტრენინგის არარსებობა.

სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა, აგრო რისკების ზრდა და აგროვადების დარღვევა.

ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინტენსიური ტრენინგების ჩატარება.

ადგილობრივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები;

კერძო სექტორი.

3. მეფუტკრეობის დარგის განუვითარებლობა.

ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნა.

მეფუტკრეობისგანუვითარებლობისგამო მიუღებელიშემოსავალი.

მეფუტკრეობისგანვითარება.

ადგილობრივიხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები;

კერძო სექტორი.

Page 19: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

19

4. მეცხოველეობაშიახალი ჯიშებისარარსებობა.

გამოცდილების, განათლების დაინფორმაციისარქონა.

მეცხოველეობაშიდაბალიპროდუქტიულობა.

ახალი ჯიშებისდანერგვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები; დონორი ორგანიზაციები.

5. მიწების სიმწირე. სასოფლო-სამეურნეო სავარგულამდე მიუვალი გზები.

მიწის ფართობი აუთვისებელია.

გზის გაყვანა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტრო; დონორი ორგანიზაციები;

მუნიციპალიტეტი.

სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა მუჟავას თემში სოფლის მეურნეობის

სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოფლის მეურნეობა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

ნაყოფიერი ნიადაგი; ერთწლიანი და მრავალწლიანი

კულტურების არსებობა; მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო

ბუნებრივი პირობები.

მეთხილეობაში, მემარცვლეობასა დამეცხოველობაში დაბალი პროდუქტიულობა;

სასოფლო-სამეურნეო სფეროშისაკონსულტაციო მომსახურებაზე დაბალიხელმისაწვდომობა;

ახალ ჯიშებსა და ტექნოლოგიებზე დაბალიხელმისაწვდომობა;

მოძველებული მექანიზაციის საშუალებები; ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და სასუქებზე

დაბალი ხელმისაწვდომობა; ვეტერინარისა და აგრონომის

კვალიფიციური მომსახურებაზეხელმისაწვდომობის არ არსებობა.

Page 20: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

20

O - შესაძლებლობები T - საფთხეები

საკონსულტაციო მომსახურების გამოყენება; ხარისხიანი სასუქებითა და

შხამქიმიკატებით უზრუნველყოფა; მექანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული

საძოვრების პრივატიზება.

სტიქია: სეტყვა, გვალვა, და ა.შ. ახალი ჯიშების ადაპტაციის რისკი; მწარმოებლურობის შემცირება.

სოფლის მეურნეობის სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

თემში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის საშუალებების არქონა, რაც ერთ-ერთი

ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მექანიზაციის

საშუალებების არქონის გამო ფერხდება როგორც მემცენარეობის ასევე მეცხოველეობის განვითარება.

ტექნიკის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აგრო ვადების დროული დაცვა და სახნავ-სათესი მიწების

სრული დამუშავება, რაც ამცირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას.

მუჟავას თემის საერთო მიწის ფონდი შეადგენს 576 ჰა-ს, მათგან 420 ჰა სახნავ-სათესი მიწებია, მათგან

178 ჰა უკავია სიმინდს. ყოველწლიურად მუშავდება მხოლოდ 323 ჰა, ხოლო დანარჩენი 97 ჰა. (სახნავი

მიწების 23%) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობის გამო რჩება დაუმუშავებელი. მართალია

მუნიციპალიტეტში არსებობს მექანიზაციის ცენტრი მცირე რაოდენობის ტექნიკით და მისაბმელებით,

მაგრამ ის მუნიციპალიტეტში შემავალი თემებისთვის არასაკმარისია. ამასთან არ ხდება მათი

ეფექტურად მართვა. აუცილებელია თემში არსებობდეს თანამედროვე და მრავალფეროვანი ტექნიკა,

რაც მოსახლეობას გაუმარტივებს შრომას და მიწის დამუშავების პროცედურას. აღსანიშნავია, რომ

ეკონომიკური თვალსაზრისით თემში მექანიზაციის ცენტრის შექმნა, რომელშიც მხოლოდ ორი

ერთეული ტექნიკა იქნება გაერთიანებული არ არის გამართლებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე,

რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საჭიროება იგივე სიმწვავით დგას მეზობელ თემებშიც,

მიზანშეწონილად მიგვაჩნია რამდენიმე მომიჯნავე თემისათვის შეიქმნას ერთი მომსახურების

Page 21: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

21

ცენტრი, რომლის მენეჯმენტის განხორციელება გაცილებით მცირე ხარჯებით იქნება შესაძლებელი,

ვიდრე ერთ ან ორ ერთეულიანი რამდენიმე ცენტრისა.

თუ გავითვალისწინებთ თემში შემავალი სოფლების და ასევე მომიჯნავე თემების (ფახულანი, ჭალე)

სახნავი მიწის ფართობებს პრობლემის მოსახსნელად საკმარისია ცენტრს გამოეყოს შემდეგი

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:

ტრაქტორი (80-90 ცხ.ძალა 4WD) - 2 ცალი;

გუთანი - 2 ცალი;

მისაბმელი - 2 ცალი;

თითებიანი ფარცხი - 2 ცალი;

სასუქის შემტანი - 2 ცალი;

ტრაქტორზე მისაბმელი შხამქიმიკატების შემტანი - 2 ცალი;

სათიბი - 2 ცალი.

აღნიშნული ტექნიკის არსებობა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მკვეთრად

შეამცირებს დაუმუშავებელი მიწის ფართობებს და შეცვლის თემში მცხოვრები მოსახლეობის

ეკონომიკურ მდგომაროებას.

2. თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

მუჟავას თემში ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფორმაციის მიღებას

სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები,

პესტიციდებისა და სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ. რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. თემში აგრო-სერვისის ცენტრის ჩამოყალიბება ხელს

შეუწყობდა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესების დაგეგმვა-განხორცილებაში.

ამასთან ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად შეიძლება შეთავაზებულ იქნას

ინტენსიური ტრეინინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე

ტექნოლოგიებზე. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სიმინდის, თხილის, თაფლის წარმოების

ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რადგან სწორედ ეს დარგებია ყველაზე

პერსპექტიული მუჟავას თემში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ასევე სასურველი

იქნება, რომ თემში მოეწყოს ერთი ან რამდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთი (რეკომენდირებული

Page 22: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

22

ფართობი 1000-5000m2), სადაც მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება

(დამზოგველი მიწათსარგებლობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისა და მოსავლის

აღების პროცესების ზუსტი მართვა, მინერალური სასუქის გამოყენების ტექნოლოგიები) და

ფერმერები პრაქტიკულად გაეცნობიან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს.

3. მეფუტკრეობის დარგის განვითარება

თემში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც განაპირობებს შესანიშნავი

ბუნებრივი პირობები, კერძოდ, თემში ფართოდაა გავრცელებული წაბლისა და აკაციის ტყეები და

ალპური მდელოები. ყოველივე ეს დიდი რაოდენობით, ბუნებრივად მაღალხარისხიანი და

ეკოლოგიურად სუფთა თაფლის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა თემის მოსახლეობის მიერ

ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნის გამო ეს დარგი

პოტენციალთან შედარებით სუსტადაა განვითარებული. დღესდღეობით თემში მხოლოდ 120

ფუტკრის ოჯახი ყავთ. შესაბამისი ტექნოლოგიების მოსახლეობისთვის მიწოდების შემთხვევაში,

მეფუტკრეობის განვითარებითა და თაფლის რეალიზაციით შესაძლებელია თემის მოსახლეობამ

საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში თაფლის რეალიზაციის

პრობლემა არ არსებობს, ის კარგად იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ასევე გადის ექსპორტზეც

(განსაკუთრებით წაბლის თაფლი).

4. ახალი ჯიშების დანერგვა მესაქონლეობაში

თემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მესაქონლეობა. ძირითადად განვითარებულია

მერძევეობის მიმართულების მესაქონლეობა (დღეის მდგომარეობით თემში 420 მერძევე ძროხაა).

თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხასიათდება დაბალი

პროდუქტიულობით. ამ პრობლემის გადასაწყვეტად და მესაქონლეობის განვითარებისათვის ერთ-

ერთი ხელშემწყობი და წარმატებული ნაბიჯი იქნება არსებული ჯიშების განახლება ხელოვნური

განაყოფიერების (დათესვლის) გზით. ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქონლის ჯიშობრივ

გაუმჯობესებას, ჯიშობრივ დაწმენდას, წველადობის მომატებას და სხვა. მესაქონლეობის

განვითარებისათვის აუცილებელია ასევე ერთის მხრივ დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწების

დამუშავება, რათა მიღებული იქნეს საკვები პირუტყვისათვის, ხოლო, მეორეს მხრივ, თემში

Page 23: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

23

არსებული ალპური საძოვრების გამოყენება, რაც თავის მხრივ საჭიროებს მისასვლელი გზის

გაწმენდას.

პროექტები

პრიორიტეტი 1: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა:

თემში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის საშუალებების არქონა. მექანიზაციის საშუალებების არქონის გამო ფერხდება როგორც მემცენარეობის ასევე მეცხოველეობის განვითარება. ტექნიკის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აგრო ვადებისდროული დაცვა და სახნავ-სათესი მიწების სრული დამუშავება, რაც მკეთრად აუარესებსსოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას. აუცილებელია თემში არსებობდეს თანამედროვე და მრავალფეროვანი ტექნიკა, რაც მოსახლეობას გაუმარტივებს შრომას და მიწის დამუშავების პროცედურას. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა არსებულიმექანიზაციის ცენტრის გაძლიერება, მათვის დამატებითი და ახალი ტექნიკის მიწოდებით. პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში მოხდება ფერმერთათვის შრომას პირობების გამარტივება, აგრეთვე ფერმერები შეძლებენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას რაც გამოიწვევს მოსავლიანობის ზრდას.პროექტის მიზანია თემში სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.მოსალოდნელი შედეგები: მოხდება სახნავი მიწების 90-100 პროცენტით

დამუშავება; მოსავლიანობა გაიზრდება დაახლოებით 30-40

პროცენტით; ფერმერები შეძლებენ აგროვადებში სამუშაოების

ჩატარებას.

სამიზნე ჯგუფი არსებული ფერმერები, რომლებიც

ამუშავებენ სახნავ მიწებს.

ბენეფიციარების რაოდენობა: 350 ფერმერი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა; კერძო კომპანიები, რომლებიც აქირავებენ ან/და

ვაჭრობენ სასოფლო სამეურნეო ტექნიკით.

რისკის ფაქტორები:

ტექნიკის შემდგომი არაეფექტური გამოყენება;

შესაბამისი ტექნიკის მოვლა-პატრონობა;

მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა ტექნიკის დასაქირავებლად.

პროექტის ბიუჯეტი: შესაძლო დაფინანსების წყაროები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

Page 24: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

24

პრიორიტეტი 2: თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა:

ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ინტენსიური ტრენინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. სასურველია ფერმერებს და დაინტერესბულ პირებს მიეწოდოს ინფორმაცია დარგში არსებულ სიახლეებზე და მიღწევებზე, ტრენინგები ჩატარდეს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ინტენსიური ტრენინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ფერმერებს და დაინტერესბულ პირებს მიეწოდოს ინფორმაცია დარგში არსებულ სიახლეებზე და მიღწევებზე, სასურველია ტრენინგები ჩატარდეს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში.

პროექტის მიზანია თემში სოფლის მეუნეობის განვითარების ხელშეწყობა აგროკონსალტინგის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.მოსალოდნელი შედეგები: ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთ

დაგეგმონ საკუთარი წარმოება, შეაფასონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაზარდონ პროდუქტიულობა.

სამიზნე ჯგუფი: 50-60 ფერმერი

ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემში, სოფლის მეურნეობის

სფეროში დასაქმებული 350 მოსახლე.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კერძო საკონსულტაციო კომპანიები; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

სასწავლო კურსები და მომსახურების სახეების არასათანადო ადაპტაცია უშუალოდ თემის საჭიროებებთან;

არასათანადო (ნეგატიური)დამოკიდებულება სიახლეებიის მიმართ;

მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა.

200 000 ლარი დონორი ორგანიზაცია; თემი; კერძო ინვესტორი..

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

Page 25: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

25

პროექტის ბიუჯეტი:

12 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო ინვესტორი.

განხორციელების პერიოდი: 12 თვე

პრიორიტეტი 3: მეფუტკრეობის დარგის განვითარება

პროექტის აღწერა:

თემში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც განაპირობებს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები, თუმცა თემის მოსახლეობის მიერ ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის არცოდნის გამო ეს დარგი პოტენციალთან შედარებით სუსტადაა განვითარებული მეფუტკრეობის განვითარებითა და თაფლის რეალიზაციით შესაძლებელია თემის მოსახლეობამ საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოს.პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა ფერმერებისათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირება, მათი სწავლება და დამატებითი ფინანსური რესურსების მიწოდება. ასევე, შესაძლოა მცირე სადემონსტრაციო მეურნოების მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც მუჟავას, ასევე მის მეზობელ თემებს.

პროექტის მიზანია თემში მეფუტკრეობის განვითარება.მოსალოდნელი შედეგები: ფერმერები შეძლებენ შემოსავლების გაზრდას

თაფლის რეალიზაციის გზით.

სამიზნე ჯგუფი/ ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის 50-მდე ფერმერები

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

ფუტკრის მოვლა-პარტონობის სირთულე და მეფუტკრეობაში არასაკმარისი გამოცდილება.

პროექტის ბიუჯეტი:

35 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; თემი.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

Page 26: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

26

პრიორიტეტი 4: ახალი ჯიშების დანერგვა მესაქონლეობაში

პროექტის აღწერა: თემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მესაქონლეობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით. ამ პრობლემის გადასაწყვეტად და მესაქონლეობის განვითარებისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი და წარმატებული ნაბიჯი იქნება არსებული ჯიშების განახლება ხელოვნური განაყოფიერების (დათესვლის) გზით.მოსალოდნელი შედეგები: მესაქონლეობის განვითარება, საქონლის

ჯიშობრივი გაუმჯობესება, ჯიშობრივი დაწმენდა, წველადობის მომატება.

სამიზნე ჯგუფი/ ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის ფერმერები - 300

ფერმერი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

ახალი ჯიშების გარემოსთან ცუდი შეგუება, კონფლიქტის ზონაში საქონლის დაკარგვის საფრთხე.

პროექტის ბიუჯეტი:

20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; თემი.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

2.2 არასასოფლო–სამეურნეო ბიზნესი

არსებული მდგომარეობა

მუჟავას თემში არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესი ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. თემში

არსებობდა 2 ხის მასალის დამამზადებელი მცირე საწარმო, თუმცა მოძველებული დანადგარების

გამო მათ ვეღარ შესძლეს მუშაობის გაგრძელება.

თემის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 მცირე სავაჭრო ობიექტი სადაც ძირითადად იყიდება

მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების მცირე ასორტიმენტი. აღნიშნული მაღაზიები

Page 27: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

27

მეტნაკლებად აკმაყოფილებს თემის მოთხოვნებს, თუმცა სასურველია მაღაზიების მფლობელებმა

მოსახლეობას შესთავაზონ პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი და არა მხოლოდ პირველადი

მოხმარების საგნები.

თემში არსებობს მხოლოდ ერთი მცირე ზომის წისქვილი, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს

თემის მოსახლეობის საჭიროებებს და მოითხოვს გადაიარაღებას და გაფართოებას. თემში არ

ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო მომსახურების ისეთი ობიექტები როგორიცაა სალონი, სამკერვალო

და ა.შ. შესაბამისად ასეთი მომსახურების მიღების მიზნით თემის მოსახლეობას უწევს წასვლა

მუნიციპალურ ცენტრში.

თემში ასევე არ ფუნქციონირებს შხამ-ქიმიკატების მაღაზია, სადაც თემის მაცხოვრებლებს ექნებოდათ

საშუალება შეეძინათ ხარისხიანი შესაწამლი საშუალებები და მიეღოთ ინსტრუქციები და რჩევები

მათი გამოყენების შესახებ.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის მუჟავას თემში არაერთი ხელისშემშლელი

ფაქტორი არსებობს. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის წინაშეც ისინი დგანან არის კაპიტალის

ნაკლებობა საქმის დასაწყებად. მართალია რეგიონში არსებობს ფინანსური ინსტიტუტები

(მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები), თუმცა პირობები, როგორიცაა პროცენტი და

უზრუნველყოფა, არახელსაყრელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამასთან კონფლიქტის

ზონასთან სიახლოვის გამო ბანკები უარს აცხადებენ კრედიტების გაცემაზე. პრობლემას წარმოადგენს

ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის არსებული მდგომაროება, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია

მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, რაც თავისთავად ხელს უშლის ეკონომიკური

ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ბიზნეს აქტიურობის გაძლიერებას.

თემში არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო იქნება გარკვეული დახმარების

გაწევა არსებული საწარმოებისათვის, ბიზნესის დაწყების მსურველთა უნარ-ჩვევების გაძლიერება და

მომსახურების მცირე ზომის საწარმოების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა.

მუჟავას თემში აღნიშნულ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები

და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია ცხრილში №8, რომელიც გამოვლენილი და

გაანალიზებული იქნა თემის მოსახლეობის მიერ.

Page 28: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

28

ცხრილი #8. მუჟავას თემში ბიზნესსექტორში არსებული პრობლემები

№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. თხილის ჩამბარებელი პუნქტის არარსებობა.

საწყისი კაპიტალის ნაკლებობა.

მაღალი ტრანსპორტირების ხარჯების გამო იზრდება თხილის თვითღირებულება.

თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა.

კერძო სექტორი;

დონორი ორგანიზაცია.

2. სავაჭრო ობიექტების სიმცირე.

თემში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა.

მოსახლეობას სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების ჩამოტანა უწევს რაიონული ცენტრიდან.

სავაჭრო ობიექტების მოწყობა.

კერძო სექტორი;

დონორი ორგანიზაცია.

3. მომსახურების საწარმოების არარსებობა(დალაქი, მკერავი, დურგალი და ა.შ.).

საწყისი კაპიტალის ნაკლებობა.

მოსახლეობა ადგილზე ვერ იღებს მომსახურებას.

დაინტერესებული პირების პროფესიული გადამზადება და მათთვის შესაბამისი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გადაცემა.

დონორი ორგანიზაცია;კერძო სექტორი.

4. ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონა.

საკონსულტაციო-ტრეინინგ მომსახურებაზე ხელმსაწვდომობის არ არსებობა.

არ ხდება ბიზნეს ინიციატივების განხორციელება და არსებულის განვითარება.

ბიზნესუნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის, ტრეინინგების გზით.

დონორი ორგანოზაცია;

კერძო სექტორი.

5. ბიზნეს კრედიტებზე ხელმიუწვდომლობა.

კრედიტებზე მაღალისაპროცენტო განაკვეთები.

არ ხდება დამატებითი ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვა.

სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.

ცენტრალური და ადგილობირივ ხელისუფლება;საკრედიტო ორგანიზაციები.

Page 29: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

29

ბიზნესსექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა სექტორის

”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა მუჟავას თემში ბიზნესსექტორის ძლიერი და სუსტი

მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT-ანალიზი

ბიზნეს სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

იაფი სამუშაო ძალა; საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის

ობიექტებისათვის საჭირო ფართისარსებობა;

თემის ტერიტორიაზე გადის აფხაზეთთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა;

საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვისსაჭირო ფართის არსებობა;

მცირე წისქვილის არსებობა.

უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი საყოფაცხოვრებო მომსახურების

ობიექტების არარსებობა; არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო

პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები;

თანამედროვე ბიზნესგანათლებისდაბალი დონე;

საბანკო კრედიტების მაღალი პროცენტი; ახალ ტექნოლოგიებზე

ხელმიუწვდომლობა; სავაჭრო ობიექტების ნაკლებობა.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

პროფესიული გადამზადება ბიზნესის წარმოებასა და ადმინისტრირებაში;

თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა;

მომსახურების მცირე ზომის საწარმოების განვითარება (დალაქი, მკერავი, დურგალი, მეწაღე, მჭედელი, კომპიუტერული მომსახურება და ა.შ.).

შესაბამისი ინვესტიციების ვერ მოძიება; ბიზნესის დასაწყებად მოსახლეობის

მხრიდან ინიციატივის არქონა; ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება

ქვეყანაში; კონფლიქტის განახლება; ბუნებრივი კატაკლიზმები.

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესსექტორის გაანალიზების შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნა

ბოლო პერიოდში, მუჟავას თემში, ისევე როგორც ზოგადად რეგიონში სოფლის მეურნეობაში, ერთ

ერთ მთავარ კულტურად იქცა თხილი, რომლის მიერ დაკავებული ფართობი დღითი დღე იზრდება,

Page 30: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

30

ვინაიდან მარტივია მისი მოყვანა სხვა კულტურებთან შედარებით და ამავე დროს საკმაოდ კარგად

ხდება მისი რეალიზაცია. თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობს საწარმო, სადაც მოხდება თხილის

დარჩევა (ნაჭუჭის მოცილება), ზომების მიხედვით დახარისხება და გამოშრობა, მოსახლეობას უწევს

მისი შედარებით უფრო დაბალ ფასად ჩაბარება. შესაბამისად, აღნიშნული საწარმოს შექმნა ხელს

შეუწყობს თემის მაცხოვრებელთა შემოსავლების ზრდას და ასევე დამატებით რამდენიმე ახალი

სამუშაო ადგილის გაჩენას თემში.

ამჟამად მუჟავას თემში თხილის ნარგავები 73 ჰა ფართობს იკავებს და საშუალო წლიური მოსავალი

შეადგენს 87,6 ტონას, თუმცა აღნიშნულმა საწარმომ შეიძლება უზრუნველყოს ასევე მეზობელ

თემებში მიღებული მოსავლის გადამუშავებაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება

საწარმოს ოპტიმალური სიმძლავრე, რომლის დათვლაც მოხდება თემთან მუშაობის შემდეგ ეტაპებზე

მუჟავასა და სხვა მეზობელ თემებში თხილის მოსავლის საშუალო წლიური ოდენობისა და თემებს

შორის მანძილის გათვალისწინებით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის ცალკეულ თემებში

გვხვდება მცირე წარმადობის კუსტარულად დამზადებული თხილის გადამამუშავებელი (გასარჩევი)

დანადგარები, თუმცა მათ არ გააჩნიათ თხილის საშრობი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოო

პროცესის ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, როგორც მსგავსი დანადგარის მფლობელები

აცხადებენ, თხილის შესყიდვის, გარჩევისა და რეალიზაციის შემთხვევაში მოგების ნორმა

დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ დანადგარის მუშაობის პრინციპის

სიმარტივეს, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ მისი დამზადება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი არც

თუ მაღალ ფასად.

2. მცირე ზომის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების შექმნა (დალაქი, მკერავი, მეწაღე და ა.შ.)

თემში შემავალ სოფლებში არ არსებობს საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები: საპარიკმახერო,

სამკერვალო და ა.შ. შესაბამისად მოსახლეობას ამგვარი მომსახურების მისაღებად უწევს წასვლა

მუნიციპალურ ცენტრში, რაც ბუნებრივია დიდ დროსა და მეტ დანახარჯებს მოითხოვს, ვინაიდან

მუჟავას თემი არის ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული თემი ცენტრიდან. ასეთ პირობებში, თუ თემში

იარსებებს მომსახურების ზემოთ აღნიშნული ობიექტები, მაშინ თემის მცხოვრებთა (1170 ადამიანი)

უდიდესი ნაწილი იქნება მათი მომხმარებელი.

Page 31: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

31

აღნიშნული ობიექტების შექმნა თემში ხელს შეუწყობს ასევე თემის რამდენიმე მცხოვრების

დასაქმებას. ამისათვის კი თავის მხრივ აუცილებელია მოხდეს თემის მაცხოვრებელთაგან შესაბამისი

დაინტერესების მქონე პირების პროფესიული მომზადება/გადამზადება და მათთვის შესაბამისი

ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გადაცემა.

3. ბიზნეს უნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის

სოფლის მეუნეობის სფეროს განვითარებისათვის, ასევე აუცილებლია ფერმერები ფლობდნენ

სათანადო ბიზნესუნარებს, რათა თუნდაც ახალი ტექნოლოგიებით მოყვანილი პროდუქცია

ეფექტიანად და სარგებლიანად მიაწოდონ ბაზარს, ასვე გამოავლინონ პროდუქციის გადამუშავების

შესაძლებლობები. ამასთან, მომსახურების და ვაჭრობის სფეროების განვითარება შეუძლებლი იქნება

საბაზისო ბიზნეს-უნარების გარეშე.

მუჟავას თემის ფერმერებისათვის სასურველია მოხდეს სპეციალური კურსების ჩატარება აგრო

ბიზნესის წარმოების კუთხით, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში ჩართული

პირებისათვის კი - მცირე ბიზნესის მართვის თაობაზე.

შედეგად მეწარმეები მიიღებენ საჭირო ცოდნას და უნარჩვევებს, რომელიც მათ დაეხმარებათ

საწარმოო პროცესის უკეთ დაგეგმარებაში და განხორციელებაში, ასევე კონკრეტულ ბაზრებზე ახალი

შესაძლებლობების გამოვლენაში და მათ გამოყენებაში. სპეციალური კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ

ძირითად თემებს: კონკრეტული აგრო პროდუქციის ბიზნესის წარმოების დაგეგმვა, საწარმოო

პროცესის მართვა და კონტროლი, ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, ბაზრებზე

შესაძლებლობების გამოვლენა, ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიები.

4. მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

მუჟავას თემში ჩაედინება მცირე მდინარე „ოლორი“, რომელზედაც შესაბამისი რელიეფის - მდინარის

კალაპოტის მკვეთრი დახრილობის გამო შესაძლებელია რამდენიმე მცირე ზომის ჰესის მშენებლობა.

აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ იდეის დონეზეა და მოითხოვს დეტალურ ტექნიკურ

კვლევას რათა მოხდეს ერთის მხრივ ტექნიკური დასაბუთება მშენებლობისა, ხოლო მეორეს მხრივ

გაკეთდეს ეკონომიკური გათვლების ჰესების მომგებიანობასთან დაკავშირებით. აღნიშული

გათვლების გაკთება ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმავდროულად საკმაოდ მაღალ ხარჯებთანაა

Page 32: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

32

დაკავშირებული. ამასთან ექსპერტები არ იზიარებენ ამ ინიციტივას, თუმცა თემის მოსახლეობის

მხრიდან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ცალსახა პრიორიტეტად სახელდება.

შესაბამისად, ეს საკითხი გეგმაში აისახება როგორც პრიორიტეტული მიმართულება.

თუმცა იდეის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები და

ზოგადად, მცირე ზომის ჰესები იძლევიან საშუალებას მინიმალური ზიანი იქნას მიყენებული

გარემოზე.

პროექტები

პრიორიტეტი 1: თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმოს შექმნაპროექტის აღწერა:

მუჟავას თემში სოფლის მეურნეობაში, ერთ ერთ მთავარ კულტურას წარმოადგენს თხილი, ვინაიდან მარტივია მისი მოყვანა სხვა კულტურებთან შედარებით და ამავე დროს საკმაოდ კარგად ხდება მისი რეალიზაცია. თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობს საწარმო, სადაც მოხდება თხილის დარჩევა (ნაჭუჭის მოცილება), ზომების მიხედვით დახარისხება და გამოშრობა, მოსახლეობას უწევს მისი შედარებით უფრო დაბალ ფასად ჩაბარება. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის მცირე საწარმოს შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე აღჭურვილი იქნება ერთი მცირე წარმადობის საწარმოო ხაზით, ხელს შეუწყობს თემის მაცხოვრებელთა შემოსავლების ზრდას და ასევე დამატებით რამდენიმე ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას თემში.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ახალი საწარმო, რომელშიც

დასაქმებულ რამდენიმე ადამიანს და მათ ოჯახებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავალი;

საწარმო შეძლებს სრულად მიიღოს თემში მოწეული თხილის მოსავალი, რა თავის მხრივ ფერმერებს თხილის პლანტაციების გაზრდისაკენ უბიძგებს

სამიზნე ჯგუფი თემის მოსახლეობა.

ბენეფიციარების რაოდენობა: საწარმოში დასაქმებული ადამიანიები; მუჟავას თემის მცხოვრებლები (1170

ადამიანი); მეზობელი თემების მცხოვრებლები.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

საწარმოს არაეფექტიანი მართვა; სიმძლავრის არასრულად ათვისება; დაბალი მოსავლიანობა.

Page 33: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

33

პროექტის ბიუჯეტი:

22000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი (ბანკები,

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები); მესაკუთრე.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე

პრიორიტეტი 2: მცირე ზომის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების განვითარებაპროექტის აღწერა:

თემში შემავალ სოფლებში არ არსებობს საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები: საპარიკმახერო, სამკერვალო და ა.შ. შესაბამისად თუ თემში იარსებებს მომსახურების ზემოთ აღნიშნული ობიექტები, მაშინ მოსახლეობის (1170 ადამიანი) უდიდესი ნაწილი იქნება მათი მომხმარებელი. შესაბამისად, პროექტი მიოცავს ორი ტიპის საქმიანობას - პროფესიულ გადამზადებასა და საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი ინსტრუმენტებით აღჭურვას.

პროექტის მიზანია დაინტერესებული პირების პროფესიული გადამზადება და მათთვის შესაბამისი ხელსაწყოებისა და სპეციალური აღჭურვილობის გადაცემა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ხარისხიან

მომსახურებას, რითაც დაზოგავენ დროს და დამატებით ხარჯებს;

დასაქმდება თემის რამდენიმე მოსახლე.

სამიზნე ჯგუფი: თემის მკვიდრი დაინტერესებული

პირები, დაახლოებით 10-მდე ადამიანი

ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის მოსახლეობა - 1170

ადამიანი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

თემში არ მიოძებნოს მოტივირებული პირები;

დაინტერესებული პირების უნარები არ აღმოჩნდეს საკმარისი ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის.

პროექტის ბიუჯეტი:

6 000 ლარი

(საქმიანობის დაწყების საშუალო ღირებულება ერთი ერთეულისათვის)

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

დონორი ორგანიზაცია; კერძო სექტორი; ბანკები და მიკროსაფინანსო

ორგანიზაციები.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

Page 34: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

34

პრიორიტეტი 3: ბიზნესუნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის

პროექტის აღწერა: თემში ბიზნესგანათლების დაბალი დონეა და მოსახლეობას არ გააჩნია ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევები. რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს ბიზნესის წამოწყებას და არსებულის გაფართოებას.პროექტის მიზანია ბიზნესუნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის, ტრენინგების გზით. სპეციალური კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად თემებს: კონკრეტული აგროპროდუქციის ბიზნესის წარმოების დაგეგმვა, საწარმოო პროცესის მართვა და კონტროლი, ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, ბაზრებზე შესაძლებლობების გამოვლენა, ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიები.

მოსალოდნელი შედეგები: თემში მოხდება ბიზნეს-ინიციატივების

განხორციელება და არსებული ბიზნესისგანვითარება.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ადგილობრივი ფერმერები და მცირე

მეწარმეები, დაახლოებით 50-60ადამიანი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: მეწარმეთა ტრენინგებში

მონაწილეობის დაბალი მოტივაცია; ტრენინგ-კურსების არასათანადო

ადაპტაცია კონტრეტულ საჭიროებებთან.

პროექტის ბიუჯეტი:

5000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; ფინანსური ინსტიტუტები.

განხორციელების პერიოდი: 1 თვე

Page 35: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

35

2.3. ინფრასტრუქტურა

არსებული მდგომარეობა

მუჟავას თემში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში ინფრასტრუქტურა უმეტეს შემთხვევაში

მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ქვემოთ მოცემულია მუჟავას თემში ყველაზე მნიშვნელოვანი

ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობის მიმოხილვა.

წყალმომარაგების სისტემა. მუჟავას თემს გააჩნია ერთიანი წყალმომარაგების სისტემა რომელიც

მოსახლეობის 40%-ს ემსახურება. აღნიშნული წყალმომარაგების სისტემა არის ძალიან ცუდ

მდგომარეობაში. თემს აღნიშნული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ შეუძლია

სახსრების უქონლობის გამო.

გარდა ცენტრალური წყალმომარაგების სისტემისა მოსახლეობა სარგებლობს მცირე წყალმომარაგების

სისტემით. სოფლის დახმარების პროგრამით მცირე წყალმომარაგების სისტემას 8 კმ-ზე გაუკეთდა

რეაბილიატაცია.

საგზაო ინფრასტრუქტურა. მუჟავას თემის ცენტრალური გზა რომელიც შეადგენს 8კმ-ს არის ძალიან

ცუდ მდგომარეობაში. ასევე ცუდ მდგომარეობაშია შიდა გზები. სახსრების უქონლობის გამო თემს არ

შეუძლია ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიატაცია.

ელექტროსისტემა. მუჟავას თემში ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფა ხორციელდება „ენერგო პრო

ჯორჯიას’’ მიერ, თემის მოსახლეობა ჯერჯერობით არ არის გამრიცხველიანებული,

ელექტროენერგიის საშუალო წლიური მოხმარება შეადგენს 286 ათას კილოვატს, ტერიტორიაზე

არსებული ელექტროქსელების სიგრძე 60 კმ-ს შეადსგენს, მათგან რეაბილიტირებულია 0,4%.

სხვა ინფრასტრუქტურა. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან აღსანიშნავია:

ადმინისტრაციული შენობა (რომელიც განთავსებულია ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის

შენობაში) და მთლიანად სარეაბილიტაციოა, შენობის ნაწილში ცხოვრობენ დევნილები: პირველ და

მეორე სართულზე სულ 5 ოჯახი, ასევე პირველ სართულზე გამოყოფილია ფართი ფოლკლორული

ანსამბლის სარეპეტიციოდ და ღონისძიებების ჩასატარებლად, მაგრამ ამ დარბაზში, სამწუხაროდ არ

არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ბიბლიოთეკის,

ამბულატორიის შენობები, სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი განლაგებულია სკოლის

შენობაში, მაგრამ სარეაბილიტაციოა. თემში არ არის სკვერი და დასასვენებელი პარკი.

Page 36: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

36

არ ხდება ნაგვის ორგანიზებული შეგროვება-გატანა, ტერიტორიაზე არაა განთავსებული ნაგვის

ბუნკერი.

ცხრილი №9. სტატისტიკური ინფორმაცია მუჟავას თემის ინფრასტრუქტურის შესახებ

ინფრასტრუქტურასიგრძე

(საჭიროებისამებრ)

რამდენ

ოჯახს

ემსახურება

მოქმედია

თუ არა*აღწერა

დაზიანებული

ინფრასტრუქტურის

% წილი

სასმელი წყალი 40კმ 298 დიახ ცუდი 60%

თემის მთავარიგზა

7 კმ 298 დიახ ცუდი 90%

შიდა გზები 18კმ 298 დიახ ცუდი 70%

მიწასთან დასაძოვრებთანმისასვლელიგზები

10კმ 70 დიახ ცუდი 80%

ელექტროსისტემა 25კმ 298 დიახ ცუდი 80%

გარე განათება 800მ 30 დიახ კარგი 0%

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

მუჟავას თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი

გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები დაფუძნებულია მოსახლეობის ინტესრესებზე და

მოცემულია №10 ცხრილში.

Page 37: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

37

ცხრილი №10. მუჟავას თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული პრობლემები

№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. მოუწესრიგებელი შიდა და მთავარი გზები.

დიდი ხანია არ შეკეთებულა.

გადაადგილების სირთულე. ტრანსპორტის სიძვირე, ცვეთა, დროის დანახარჯი

შიდა გზების, ხიდებისა და ბოგირების შეკეთება, წყალსაწრეტი არხების მოწყობა. მთავარ გზაზე ასფალტის საფარის დაგება.

დონორი ორგანიზაცია;

მუნიციპალიტეტი; საგზაო დეპარტამენტი.

2. უხარისხო სასმელი წყალი.

მილები ამორტიზირებულია, სათავე ნაგებობაზე არ არის დაცული სან-ჰიგიენური პირობები.

სასმელი წყლის დეფიციტი, ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება.

ახალი წყალსადენი მილების მოწყობა, წყალსაცავზე სან-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; რეგიონალური განვითარების სამინისტრო; მუნიციპალიტეტი.

3. მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზი არ არის ხელმისაწვდომი.

თემი არ არის გაზიფიცირებული.

ნადგურდება ტყე; ბუნებრივი რესურსების არაეკონომიური ხარჯვა ელ. ენერგიის გაზრდილ ხარჯები.

თემის გაზიფიცირება.

დონორი ორგანიზაცია;

სოკარი;

მუნიციპალიტეტი.

4. არასტაბილურიელ. მომარაგება.

ამორტიზირებული ელ მომარაგების სისტემა; არ არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

შეფერხება ელ. მომარაგებაში, საოჯახო ელექტრო ტექნიკის ხშირი დაზიანება.

ელ. მომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.

დონორი ორგანიზაცია;

ენერგო-პრო ჯორჯია;

მუნიციპალიტეტი.

Page 38: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

38

5. საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა.

თემში არ იყო კანალიზაცია.

სან-ჰიგიენური პირობების დარღვევა; ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგებისკომპანია.

6. მდინარე ოლორზე ხიდი არ არსებობს.

ადიდებულმა მდინარემ ხიდი მოშალა.

ნაშამგუს სოფელი მოწყვეტილია მუჟავას თემის ცენტრს, 11 ოჯახი მიგრირებულია. 18 ოჯახი სარგებლობს შემოვლითი გზით, 22 ოჯახი ვერ სარგებლობს საძოვრითა და საყანე მიწებით.

ხიდის აღდგენამდინარე ოლორზე.

საგზაო დეპარტამენტი: მუნიციპალიტეტი;

დონორი ორგანიზაცია.

7. თემის ადგილობრივ მმართველობას არ აქვს სათანადო სამუშაო პირობები.

შენობა დაკავებული აქვთ დევნილებს, 26 წელია რაც არ გარემონტებულა ადმინისტრაციული შენობა. არ გააჩნია საჭირო ინვენტარი.

თემის ადმინისტაციას ფუნქციონირებაში ხელ ეშლება, დაკავებული აქვს ამბულატორიის შენობის ერთი ოთახი.

შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა.

მუნიციპალიტეტი;

დონორი ორგანიზაცია.

ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა მუჟავას თემში ბიზნეს სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

Page 39: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

39

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები არსებული წყალმომარაგების სისტემა; ადმინიტრაციული შენობის არსებობა; ტრანსპორტის მოძრაობა; ინერტული მასალების მოპოვების

შესაძლებლობა; ხე-ტყის მოპოვებისთვის საჭირო

ბუნებრივი პირობები; სასმელი წყლის რესურსი; მცირე ენერგო-ჰესების მშენებლობისთვის

ბუნებრივი რესურსის არსებობა.

შეფერხება გადაადგილებაში ელ. მომარაგება არამდგრადია; არა არის ინდივიდუალური

გამრიცხველიანება; თემში არ არის საკანალიზაციო სისტემა; წყალომარაგების სისტემა ნაწილობრივ

მოშლილია: სოფელი არ არის გაზიფიცირებული; უბნებს შორის კავშირი გაწყვეტილია; ცუდი სამუშაო გარემო ადმინისტრაციულ

შენობაში.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები შიდა და ცენტრთან დამაკავშირებელი

გზის რეაბილიტაცია; სასმელი წყლის სისტემის სრულიად

გამართვა; ელექტროსადენების და ბოძების შეკეთება;

ასევე ინდივიდუალური გამრიცხველიანება;

კანალიზაციის სისტემის შექმნა და გარეგანათების მოწყობა;

თემის მხარდაჭერის პროგრამა; თემის გაზიფიცირების სახელმწიფო

სტრატეგია;

არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა;

ბუნებრივი მოვლენები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს არსებული ინფრასტრუქტურა;

ანტისანიტარია და თემის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.

მუჟავას თემში ინფრასტრუქტურის სექტორის გაანალიზების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების,

ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. შიდა გზების რეაბილიტაცია

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს თემის

ეკონომიკურ განვითარებას. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მასზე მოძრავი

სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან მაღალ ცვეთას და ხშირად გამოდიან მწყობრიდან. იზრდება

Page 40: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

40

დროითი და ფინანსური დანახარჯები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თემში

ნებისმიერი სფეროს განვითარებისათვის. აღნიშნული მიზეზის გამო სასოფლო სამეურნეო

ბრუნვიდან ამოღებულია 100 ჰა მიწის ფართობი, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს სოფლის

მეურნეობის განვითარებას მუჟავას თემში.

სავარგულებამდე მისასვლელი გზა, რომლის სიგრძე დაახლოებით 7 კმ.-ია არსებობს, თუმცა

რამდენიმე ადგილას ის დაფარულია მთის ჩამოშლილი ქანების დიდი მასით, რის გამოც ვერ

ხერხდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიყვანა მიწის ნაკვეთებამდე. გზის გაწმენდა არ მოითხოვს

დიდ ფინანსურ რესურსებს და შესაბამისად დიდი ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა, ვინაიდან

აღნიშნული ფართობების გამოყენება არის თემში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების

მოცულობის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. თემის ცენტრთან მისასვლელი გზა ავარიულ

მდგომარეობაშია და პრობლემის მოგვარება თემის რთული რელიეფის გამო დაკავშირებულია დიდ

ფინანსურ რესურსებთან (დაახლოებით 2 მლნ. ლარი). შესაბამისად პრიორიტეტის დაფინანსება უნდა

მოხდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე სხვა ხელმისაწვდომი

ფონდებიდან.

2. წყალმომარაგების სისტემის აღდგენა

მუჟავას თემში წყალმომარაგების სისტემა 70-იან წლებში დაპროექტდა და ემსახურებოდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას, ფახულანის და ჭალეს თემებს, ასევე ზუგდიდის

მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემს. მხოლოდ მუჟავას თემში აღნიშნული წყალმომარაგების

სისტემის მოსარგებლეები შეადგენს 298 ოჯახს. ამჟამად სისტემა მნიშვნელოვანად ამორტიზებულია,

მილების კოროზიის გამო ხდება წყლის დაბინძურება და არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური

პირობები, რის გამოც წყალი სასმელად უვარგისია და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ

ტექნიკური მიზნებისათვის. მილსადენის 24 კმ მონაკვეთს ესაჭიროება შეკეთება.

თემში არსებობს წყლის ალტერნატიული რესურსები, წყაროს წყლების სახით და ეს გარემოება,

მნიშვნელოვნად ამცირებს პრობლემის სიმწვავეს თემისათვის.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა

უნდა მოამზადონ გამართული პროექტები, მოახდინონ მათი ლობირება ცენტრალურ დონეზე და

Page 41: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

41

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კაპიტალური პროექტებისათვის მოხდეს დამატებითი

სახსრების მოზიდვა. აღნიშნულ ღონისძიებაში უნდა ჩაერთოს სამხარეო ხელისუფლება და დონორი

ორგანიზაციები.

3. მუჟავას თემის გაზიფიკაცია

მუჟავას თემში შეხვედრისას მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა თემში ბუნებრივი გაზის

არარსებობის საკითხი, რაც იწვევს ტყის რესურესების შემცირებას, ასევე ელ. ენერგიის მოხმარების

ზრდას და ნეგატიურად აისახება თემის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, თემის მთა-

გორიანი რელიეფის გათვალისწინებით ტყის რესურსების ინტენსიური გამოყენება არ არის

მიზანშეწონილი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

პრობლემის მოგვარება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებთან, მაგრამ მისი

მოგვარება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს თემს. გაზის ცენტრალურ მაგისტრალამდე

დაშორება დაახლოებით 30 კილომეტრია. დაფინანსების მოპოვება შესასძლებელია მოხდეს, როგორც

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე სოკარ-ჯორჯიას გაზიფიცირების

პროგრამაში ჩართვით, აგრეთვე სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით.

4. მდინარე ოლორზე ხიდის აღდგენა

მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის თემის განვითარების

კუთხით. სოფელი ნაშამგუ, რომელიც მუჟავას თემს მიეკუთვნება მოწყვეტილია თემის ცენტრს. ამის

გამო 18 ოჯახი იძულებულია ისარგებლოს შემოვლითი გზით, რაც ართულებს კომუნიკაციას და

ზრდის ხარჯებს. გარდა ამისა, სოფელი განიცდის მაღალ მიგრაციას (სოფელი დატოვა 11 ოჯახმა), რაც

მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღნიშნული პრობლემით. დამატებით მუჟავას თემის 22 ოჯახი

ვერ სარგებლობს საყანე მიწებითა და საძოვრებით, რაც აზარალებს თემის მოსახლეობას ფინანსური

თვალსაზრისით.

პრობლემის მოგვარება შესაძლებელია დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე. დაფინანსების

მოპოვება შესასძლებელია მოხდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე

სხვა დონორების მხარდაჭერით.

Page 42: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

42

პროექტები

პრიორიტეტი 1: ცენტრთან დამაკავშირებელი და შიდა გზების მოწესრიგება

პროექტის აღწერა:

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს თემში ეკონომიკურ აქტივობას. შიდა გზების მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თემში სოფლის მეურნეობის განვითარებაც. ცენტრთან დამაკავშირებელი გზა მთლიანადამორტიზირებულია და მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან მაღალცვეთას. ასევე რთულია მოყვანილი პროდუქციის გატანა ბაზრებზე. შესაბამისად საჭიროა მთავარი გზის (7 კმ.) და შიდა გზების (7 კმ.) რეაბილიტაცია.

პროექტის მიზანია თემში მთავარი გზის და შიდა გზების რეაბილიტაცია (მოასფალტება და მოხრეშვა)მოსალოდნელი შედეგები: თემში ეკონომიკური აქტივობის გაზრდა; ავტომობილების ცვეთის შემცირება.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის მოსახლეობა (298

ოჯახი); ფერმერები (70 ფერმერი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

რეაბილიტირებული გზების არასათანადო მოვლა;

სარეაბილიტაციო გზებზე მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის ბიუჯეტი:

2 500 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

პრიორიტეტი 2: სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მუჟავას თემში მცხოვრები

ოჯახებისათვის

პროექტის აღწერა:

მუჟავას თემში წყალმომარაგების სისტემა 70-იან წლებში დაპროექტდა და ემსახურებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას, ფახულანის და ჭალეს თემებს, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემს. მხოლოდ მუჟავას თემში აღნიშნული წყალმომარაგების

Page 43: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

43

სისტემის მოსარგებლეები შეადგენს 298 ოჯახს.

პროექტის მიზანია სასმელი წყლის სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და წყალსადენი მილების 60%-ის შეცვლა.მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა სრულად მიიღებს სათანადო

ხარისხის სასმელ წყალს.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის მოსახლეობა (298

ოჯახი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

რეაბილიტირებული სისტემის დაზიანება გზების შეკეთებითი სამუშაოებით.

პროექტის ბიუჯეტი:

70 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

პრიორიტეტი 3: მუჟავას თემის გაზიფიკაცია

პროექტის აღწერა: მუჟავას თემში შეხვედრისას მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა თემში ბუნებრივი გაზის არარსებობის საკითხი, რაც იწვევს ტყის რესურესების შემცირებას, ასევე ელ. ენერგიის მოხმარების ზრდას და ნეგატიურად აისახება თემის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, თემის მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით ტყის რესურსების ინტენსიური გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.პროექტის მიზანია თემის გაზიფიცირება.მოსალოდნელი შედეგები: ელ ენერგიის დანახარჯის შემცირება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემის მოსახლეობა (298

ოჯახი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

ხიდის დაზიანება სტიქიური მოვლენების დროს.

Page 44: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

44

პროექტის ბიუჯეტი:

500 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი:6 თვე

პრიორიტეტი 4: მდინარე ოლორზე ხიდის აღდგენა

პროექტის აღწერა: მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის თემის განვითარების კუთხით. სოფელი ნაშამგუ, რომელიც მუჟავას თემს მიეკუთვნება მოწყვეტილია თემის ცენტრს. ამის გამო 18 ოჯახი იძულებულია ისარგებლოს შემოვლითი გზით, რაც ართულებს კომუნიკაციას და ზრდის ხარჯებს. გარდა ამისა, სოფელი განიცდის მაღალ მიგრაციას (სოფელი დატოვა 11 ოჯახმა), რაც მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღნიშნული პრობლემით. დამატებით მუჟავას თემის 22 ოჯახი ვერ სარგებლობს საყანე მიწებითა და საძოვრებით, რაც აზარალებს თემის მოსახლეობას ფინანსური თვალსაზრისით.

პროექტის მიზანია სოფელ ნაშამგუს დაკავშირება თემის ცენტრთან.მოსალოდნელი შედეგები: ხიდის აღდგენა მდინარე ოლორზე.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: სოფელ ნაშამგუს მოსახლეობა (54

ადამიანი); ფერმერები (60 ადამიანი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

გაზსადენის დაზიანება.

პროექტის ბიუჯეტი:

50 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი:2 თვე

Page 45: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

45

2.4 სოციალური სექტორი

არსებული მდგომარეობა

სოციალური ინფრასტრუქტურა მუჟავას თემში სუსტადაა განვითარებული. ხელისშემშლელ ფაქტორს

წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც სოციალური ინფრასტრუქტურის

სწრაფად განვითარების საშუალებას ვერ იძლევა. ქვემოთ მოცემულია მუჟავას თემში სოციალური

ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები. მუჟავას თემში არსებობს ერთი საჯარო სკოლა,

რომელიც ემსახურება 110 მოსწავლეს, სკოლა 2011 წელს გარემონტდა, არის კარგ მდგომარეობაში,

თუმცა შესაცვლელია ძველი ინვენტარი.

საბავშვო ბაღი. თემში არსებობდა საბავშვო ბაღი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ საბავშვო ბაღის

შენობა დაკავებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ 1994 წელს, მას შემდეგ საბავშვო

ბაღი არ ფუნქციონირებს.

ჯანდაცვის დაწესებულებები. თემში ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, რომელიც ემსახურება

1200-მდე ადამიანს. ამბულატორიის შენობა არის ნორმალურ მდგომარეობაში, შესაძენია ინვენტარი.

სხვა სოციალური ინფრასტრუქტურა. თემში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც

განთავსებულია მუჟავას თემის ადმინისტრაციულ შენობაში. ბიბლიოთეკას დაკავებული აქვს ერთი

ოთახი, რომელიც არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გამოსაცვლელია ძველი ინვენტარი, წიგნები

ნორმალურ მდგომარეობაშია. მუჟავას თემის კულტურის ცენტრი განთავსებულია თემის

ადმინისტრაციულ შენობაში. 2011 წელს კულტურის სახლისათვის შეძენილ იქნა 100 ახალი

სკამი. შენობა არის ნორმალურ მდგომარეობაში, თუმცა შესაცვლელია ინვენტარი.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

მუჟავას თემში მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი სოციალურ სექტორში

არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები

მოცემულია №11 ცხრილში.

Page 46: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

46

ცხრილი №11. მუჟავას თემში სოციალურ სექტორში არსებული პრობლემები

№ პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1. სკოლამდელი აღზრდის სისტემა არ ფუნქციონირებს.

საბავშვო ბაღის შენობა დაკავებულია დევნილების მიერ.

ბავშვები მიდიან სკოლაში მოუმზადებელი, სხვა ბაღში შორ მანძილზე უწევთ წასვლა,

ამ პრობლემით შეწუხებულია 40 ოჯახი.

დევნილებითვის ალტერნატიული სახოვრებელი ადილის მოძიება. შენობის რებილიტაცია.

ახალი შენობის აშენება.

დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

2. სკოლაში განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები.

ინვენტარის სიძველე.

მოსწავლეთა ცოდნის დაბალი დონე.

ინვენტარის შეძენა. განათლების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

3. თემის

მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების შეზღუდული შესაძლებლობები.

თემში ინტერნეტ-კავშირი არ არსებობს.

თემის მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე.

ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფა და კომპიუტერების შეძენა.

დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

4. კვების ნორმის დარღვევა მუჟავას საჯარო სკოლაში.

სკოლას არ გააჩნია სასადილო ოთახი.

არაჯანსაღი კვება;

ბავშვები დროულად ვერ იკვებებიან, რაც მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.

სასადილო ოთახის კეთიმოწყობა, ინვენტარის შეძენა.

განათლების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

5. სკოლაში სპორტული გაკვეთილების

ჩატარების შეუძლებლობა.

მოუწყობელი სპორტული დარბაზი.

მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება დაკავდნენ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში.

სპორტული დარბაზის სრული რებილიტაცია და ინვენტარის შეძენა.

განათლების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

Page 47: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

47

6. თემში ამბულატორიული მომსახურების დაბალი დონე.

ამბულატორიას არ გააჩნია თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი.

მოსახლეობა ვერ ღებულობს სათანადო მომსახურებას, ხშირად უწევთ მუნიციპალურ ცენტრში ან მეზობელ რეგიონში წასვლა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად.

თანამედროვე სამედიცინო ინვენტარის შეძენა.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტი.

7. კულტურული ღონისძიებების ჩატარების შეზღუდული შესაძლებლობები.

კულტურის ცენტრს არ გააჩნია ინვენტარი.

თემის მოსახლეობისათვის კულტურულ ღონისძიებებზე ხელმიუწვდომელობა.

შენობის კოსმეტიკური რემონტი, ინვენტარის შეძენა.

მუნიციპალიტეტის გამგეობა;

დონორი ორგანიზაციები.

8. სკოლის მოსწავლეებს

ექმნებათ დაბრკოლება გადაადგილებაში.

სკოლას არ ჰყავს სასკოლო ავტობუსი.

ხშირია დაგვიანება და სასწავლო პროცესის გაცდენა, ცუდ ამინდში საფრთხე ემუქრება მოსწავლეების ჯანმრთელობას.

სასკოლო ავტობუსის შეძენა.

განათლების სამინისტრო; დონორი ორგანიზაციები; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

სოციალურ სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა

სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა მუჟავას თემში სოციალური სექტორის

ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოციალური სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები სპორტული მოედნების არსებობა; თემში კულტურის სახლის არსებობა; რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.

საბავშვო ბაღის არარსებობა; ადმინისტრაციული შენობის ცუდი

მდგომარეობა; სკოლაში სპორტული გაკვეთილების

ჩატარების შეუძლებლობა; ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა.

Page 48: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

48

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები საბავშვო ბაღის გახსნა თემში; ადმინისტრაციული შენობის

რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის რეკონსტრუქცია.

არსებული დაზიანებული; ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა; კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე.

მუჟავას თემში სოციალური სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების,

ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სკოლამდელი აღზრდის სისტემის გაუმჯობესება

მუჟავას თემის მაცხოვრებლებისთვის პირველი რიგის პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის

სისტემის გაუმჯობესება, რისთვისაც აუცილებელია საბავშვო ბაღის ფუნქციონირების აღდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ თემში ამჟამად ცხოვრობს 40 სკოლამდელი ასაკის ბავშვი, მუჟავა

დღესდღეობით ერთადერთი თემია მუნიციპალიტეტში, სადაც 1994 წლიდან აღარ ფუნქციონირებს

საბავშვო ბაღი. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ბაღის შენობაში შესახლებულია აფხაზეთიდან

დევნილი 4 ოჯახი. გარდა ამისა, ბაღის შენობა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულია,

თუმცა მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში სრულებით შესაძლებელია მისი

ფუნქციონირების აღდგენა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ლტოლვილთა და განსახლების

სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით მოხდეს იქ მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის

ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების მოძიება, რაც შექმნის შესაძლებლობას, შენობის

რეაბილიტაციის შემდეგ საბავშვო ბაღმა კვლავ გააგრძელოს ფუნქციონირება.

2. თემის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია

მუჟავას თემის ადმინისტრაციული შენობა დაკავებული არის აფხაზეთიდან იძულებით

გადაადგილებული პირების მიერ (სულ ხუთი ოჯახი). შენობას ბოლო 26 წელია არ ჩატარებია

რემონტი, რის გამოც ის მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. ამასთან, სოფლის რწმუნებულს და მის

Page 49: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

49

აპარატს არ გააჩნია შესაბამისი სამუშაო ადგილი და პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი

მოსახლეობისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მჭიდრო

კოორდინაციის გზით რათა დაცული იყოს შენობაში ჩასახლებული დევნილების ინტერესები,

კერძოდ მოხდეს მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, რაც მოგვცემს

საშუალებას განხორციელდეს შენობის რეაბილიტაცია. აღნიშნული პრობლემის მოგვარება

ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა

მოხდეს მისი პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი სახსრების გამოყოფა.

3. სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია

სპორტული დარბაზის შეკეთების შედეგად მუჟავას თემში მცხოვრებ 95 მოსწავლეს შესაძლებლობა

მიეცემა ჩაერთოს სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ

ხელმისაწვდომობა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ასევე არ აქვთ სრულფასოვანი

შესაძლებლობა დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მისი რეაბილიტაციით, მიეცემათ

შესაძლებლობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში თავიანთი უნარების გამოსავლენად.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა არ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, შესამაბისად ამ

რესურსების მოძიება და პრობლემის მოგვარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი

ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

რეკომენდაციები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესებისათვის

პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობისათვის

მუჟავას თემში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (რომლიც, თითქმის 20% -ს შეადგენს)

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი იქნება მათი პროფესიული

გადამზადება.

თემის წევრებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ თემში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საყოფაცხოვრებო

მომსახურებებზე, როგორიცაა სტილისტი, მეწაღე, მკერავი, მჭედელი, ელექტრიკოსი და ა.შ. აქედან

Page 50: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

50

გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის გადამზადება, რათა მათ აითვისონ აღნიშნული

პროფესიები და შემდგომში ადვილად დასაქმდნენ საკუთარ ან მეზობელ თემებში, ან წამოიწყონ

საკუთარი მცირე ბიზნესი.

ღარიბი მოსახლებისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყების ხელშწყობა

ღარიბი მოსახლეობისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებია:

სილამაზის სალონი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, მცირე სავაჭრო ობიექტები, მცირე

საოჯახო მეურნეობები - მეთხილოება, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა და ა.შ

საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეყობისათვის ეფექტიანი იქნება დაინტერესებულ ოჯახებს

ჩაუტარდეთ საბაზისო ბიზნეს-უნარების კურსი, ასევე გაეწიოთ კონსულტაცია/რეკომენდაცია

მიმართულების თაობაზე.

პროექტები

პრიორიტეტი 1: საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

მუჟავა დღესდღეობით ერთადერთი თემია მუნიციპალიტეტში, სადაც 1994 წლიდან აღარფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ბაღის შენობაშიშესახლებულია აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი. გარდა ამისა, ბაღის შენობა სტიქიურიმოვლენების შედეგად დაზიანებულია, თუმცა მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისშემთხვევაში სრულებით შესაძლებელია მისი ფუნქციონირების აღდგენა.

პროექტის მიზანია: ადგილობრივი მოსახლეობისათვის სკოლამდელი აღზრდისხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.მოსალოდნელი შედეგები: ადგილობრივი მოსახლეობას

შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს საბავშვო ბაღის მომსახურებით.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: მუჟავას თემში მცხოვრები სკოლამდელი

ასაკის 40 ბავშვი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: რისკის ფაქტორები:

Page 51: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

51

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

შენობაში შესახლებული დევნილებისათვის ალტერნატიული ფართების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები.

პროექტის ბიუჯეტი:

50 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

პრიორიტეტი 2: თემის თემის მრავალფუნქციური ცენტრისთვის შენობის რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

მუჟავას თემის ადმინისტრაციული შენობა დაკავებული არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ (სულ ხუთი ოჯახი). შენობას ბოლო 26 წელია არ ჩატარებია რემონტი, რის გამოც ის მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. ამასთან, სოფლის რწმუნებულს და მის აპარატს არ გააჩნია შესაბამისი სამუშაო ადგილი და პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

პროექტის მიზანია თემის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.მოსალოდნელი შედეგები: ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს თემის

ხელისუფლების მომსახურებებს შეუფერხებლად.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემის მოსახლეობა (1170 ადამიანი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

შენობაში შესახლებული დევნილებისათვის ალტერნატიული ფართების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები.

პროექტის ბიუჯეტი:

20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

Page 52: მუჟავასთემისეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Mujava_EDp__Tsalenjikha_39438.pdf7 რეზიუმე მუჟავას თემი

52

პრიორიტეტი 3: სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

სპორტული დარბაზის შეკეთების შედეგად მუჟავას თემში მცხოვრებ 95 მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთოს სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ასევე არ აქვთ სრულფასოვანი შესაძლებლობა დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მისი რეაბილიტაციით, მიეცემათ შესაძლებლობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში თავიანთი უნარების გამოსავლენად.

პროექტის მიზანი: სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.მოსალოდნელი შედეგები: თემის 95 მოსწავლეს შესაძლებლობა

მიეცემათ ჩაერთოს სპორტულ ღონისძიებებში და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემში მცხოვრები 95 მოსწავლე.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტი; თემის ხელისუფლება.

რისკის ფაქტორები:

შემდგომში სპორტული დარბაზის ოპერირებისა და ამორტზაციის ხარჯების დაფარვის, ასევე მოვლა-პატრონობის საკითხის გაურკევევლობა.

პროექტის ბიუჯეტი:

30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

განათლების სამინისტრო ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე