ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... ·...

12
ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი ყოველკვარტალური 02, 2017 წელი ფინკა ბანკის გაზეთი გაზეთი ვრცელდება უფასოდ გაზეთი დაიბეჭდა შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით დაბალი სესხის პირობები ფინკა ბანკმა სპეციალურად შექმნა „დაბალი სესხი“ მათთვის, ვისაც აქვს შემოსავალი და თანხის სწრაფად და მარტივად აღება სურს. სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი-6თვემდე,რაცკარგისაშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ. სესხის ასაღებად საკმარისია სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი, რადგან სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადას- ტურება - არ მოითხოვება. დაბალი სესხის მიზნობრიობა შეზღუ- დული არ არის. იგი შეიძლება გამოყე- ნებული იყოს დასვენების ხარჯების დასაფინანსებლად, სახლის რემონ- ტისთვის, საოჯახო ტექნიკის შესაძენად და სხვა ნებისმიერი მიზნისთვის. როგორ ავიღო დაბალი სესხი? დაბალი სესხის ასაღებად არ გჭირდებათ არც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება და არც უზრუნველყოფის წარდგენა. დაბალი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ : 1. შეავსოთ ელექტრონული განაცხადი ვებ გვერდზე: www.dabali.ge 2. ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს 3. დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე: *4949 რა დრო სჭირდება სესხის აღებას? დაბალ სესხს სწრაფად და მარტივად აიღებთ! თუ უკვე გაქვთ ანგარიში ფინკა ბანკში, დამტკიცებული სესხის მისაღებად ფილიალში ვიზიტი არ დაგჭირდებათ. თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ ანგარიშზე! *ახალი მომხმარებლების შემთხვევაში თანხის მისაღებად მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ფილიალში მისვლა. რისთვის შეიძლება ავიღო დაბალი სესხი? დაბალი სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა, დააფინანსოთ დასვენების ხარჯები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, გაარემონტოთ ბინა, შეავსოთ ბიზნეს მარაგები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და სხვა. გაიგეთ მეტი www.Dabali.ge დაგვირეკეთ *4949 ფინკა ბანკში სესხის გაცემის ინოვაციური პროექტი დაინერგა. გვ.2 რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სესხს ავიღებთ. გვ.4 ფინკა ბანკი რეგიონული ფესტივალის – “ფუძეობის” – მხარდამჭერია. გვ.3 ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები. გვ.6 რატომ არის თანხის დაზოგვა ჩვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი. გვ.7 ნუ დაელოდები წარმატებას, თავად შექმენი იგი! გვ.10

Transcript of ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... ·...

Page 1: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი• ყოველკვარტალური • 02, 2017 წელი

ფინკა ბანკის გაზეთიგაზეთი ვრცელდება უფასოდ

გაზეთი დაიბეჭდა შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით

დაბალი სესხის პირობები

ფინკა ბანკმა სპეციალურად შექმნა „დაბალი სესხი“ მათთვის, ვისაც აქვს შემოსავალი და თანხის სწრაფად და მარტივად აღება სურს.

სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი - 6 თვემდე, რაც კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ.

სესხის ასაღებად საკმარისია სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი, რადგან სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადას-ტურება - არ მოითხოვება.

დაბალი სესხის მიზნობრიობა შეზღუ-დული არ არის. იგი შეიძლება გამოყე-ნებული იყოს დასვენების ხარჯების დასა ფი ნანსებლად, სახლის რემონ-ტისთვის, საოჯახო ტექნიკის შესაძენად და სხვა ნებისმიერი მიზნისთვის.

როგორ ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხის ასაღებად არ გჭირდებათ არც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება და არც უზრუნველყოფის წარდგენა. დაბალი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ :

1. შეავსოთ ელექტრონული განაცხადი ვებ გვერდზე: www.dabali.ge

2. ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს

3. დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე: *4949

რა დრო სჭირდება სესხის აღებას?

დაბალ სესხს სწრაფად და მარტივად აიღებთ!

თუ უკვე გაქვთ ანგარიში ფინკა ბანკში,

დამტკიცებული სესხის მისაღებად ფილიალში ვიზიტი არ დაგჭირდებათ. თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ ანგარიშზე!

*ახალი მომხმარებლების შემთხვევაში თანხის მისაღებად მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ფილიალში მისვლა.

რისთვის შეიძლება ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა, დააფინანსოთ დასვენების ხარჯები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, გაარემონტოთ ბინა, შეავსოთ ბიზნეს მარაგები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და სხვა.

გაიგეთ მეტი www.Dabali.geდაგვირეკეთ *4949

ფინკა ბანკში სესხის გაცემის ინოვაციური პროექტი დაინერგა. გვ.2

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სესხს ავიღებთ. გვ.4

ფინკა ბანკი რეგიონული ფესტივალის – “ფუძეობის” – მხარდამჭერია. გვ.3

ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები. გვ.6

რატომ არის თანხის დაზოგვა ჩვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი. გვ.7

ნუ დაელოდები წარმატებას, თავად შექმენი იგი! გვ.10

Page 2: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

2 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკში სესხის გაცემის ინოვაციური პროექტი დაინერგა

ფინკა ბანკი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განაგრძობს მუშაობას სესხების გაცემის ახალ ინოვაციურ მეთოდზე, რომელიც მომხმარებელთან ადგილზე მისვლასა და მისი მონაცემების ადგილზე პლანშეტით დამუშავებას გულისხმობს.

პროექტის მიზანია მაღალმთიან და ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, აღარ დასჭირდეთ ბანკში რამდენჯერმე მისვლა და ამისთვის რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა.

„ეს არის მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ უფრო ახლოს მივალთ ჩვენს მომხმარებლებთან და შევძლებთ მათთვის, ბანკში მისვლის გარეშე, პლანშეტების საშუალებით საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. ამას გარდა, ჩვენ დავზოგავთ მოსახლეობის დროსა და რესურსებს და გავხდებით უფრო ეფექტურები. უკვე თითქმის ყველა რეგიონში ფინკა ბანკის თანამშრომლები მომხმარებლებს ემსახურებიან პლანშეტებითაც და შესაბამისად, მომხმარებლებს ბანკში მისვლა მხოლოდ ერთხელ - სესხის თანხის ასაღებად დასჭირდებათ“ - აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორი.

ფინკა ბანკის ხელვაჩაურის და ვარკეთილის სერვის ცენტრები განახლდა

ფრიდონ ხავლაშის 350, ხელვაჩაური და 17 შინდისელი გმირის ქ. #17 - ეს ფინკა ბანკის ხელვაჩაურის და ვარკეთილის სერვის ცენტრების ახალი მისამართებია.

ფინკა ბანკის განახლებული დიზაინის მიხედვით შექმნილი სერვის ცენტრები მომხმარებლებს კომფორტულ გარემოსა და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებლებს შეუძლიათ რამდენიმე წუთში მიიღონ ან გააგზავნონ ფულადი გზავნილები, გადარიცხონ თანხა, აიღონ სესხი თუ გახსნან დეპოზიტი.

მომხმარებლებს მოსწონთ განახლებული სერვის ცენტრი და აღნიშნავენ იმ კომფორტულ გარემოს, რომელიც მათ ხვდებათ.

ფინკა ბანკი განაგრძობს სერვის ცენტრების განახლებას. წლის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე სერვის ცენტრის განახლება.

ფინკა ბანკი ჩაერთო ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაშიფინკა ბანკი შერუერთდა “პაშა ბანკის”, “ბიას” და “ტისუპეიპერის” ერთობლივ კამპანიას და დაიწყო მაკულატურის შეგროვება 2008 წლის ომის დროს დამწვარი ბორჯომის ტყის აღსადგენად. „ფინკა ბანკის“ ყველა სერვის ცენტრში დაიდგა მწვანე ყუთები, ხდება ქაღალდების შეგროვება. კომპანია “ტისუპეიპერი” თითოეული კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ 0.15 ლარს რიცხავს კამპანია „აღადგინეს“ ანგარიშზე, რაც ტყის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ფინკა ბანკი "თემობის" ტრადიციულ დღესასწაულზეაგვისტოს თვეში ჭია თუ რაში, სახალხო დღესას წაული "თემობა" გაი მარ თა, რომელიც ტრა დი ციულად ყოველ წელს აღინიშნება. ფინკა ბანკის წარმომად გენ-ლებმა ეს დღესასწაული ფესტივალის მონაწილეებთან ერთად აღნიშნეს.

Page 3: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

3ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ზარანდიამ მყინვარწვერზე ფინკა ბანკის დროშა აიტანა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ზღვის დონიდან 5047 მეტრზე ფინკა ბანკის დროშა აფრიალდა.

ფინკა ბანკმა მონაწილეობა მიიღო „აგრო ბათუმის“ გამოფენაში

ბათუმში ყოველწლიური აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017“ გაიმართა, რომლის მიზანიც რეგიონში წარმოდგენილი აგრო მეურნეობების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია იყო. ფინკა ბანკი გამოფენაში მონაწილეობდა თავის მომხმარებელთან ერთად. ფინკა ბანკის თანამშრომლებმა გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს ბანკის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, განსაკუთრებული აქცენტი აგრო სესხებსა და აგრო პროდუქტებზე გაკეთდა.

ფინკა ბანკის დროშა მყინვარწვერზე

ფინკა ბანკი რეგიონული ფესტივალის – “ფუძეობის” – მხარდამჭერია

2017 წელს ფინკა ბანკი რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობის“ მხარდამჭერია. ფესტივალი 29 ივლისს მესტიაში დაიწყო და ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში უკვე მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამოს კი ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართა. ფესტივალის მთავარი გზავნილია – გამოგვყევი შენს ფუძეზე!

გამოფენები და კონცერტები უკვე გაიმართა მესტიაში, ხაშურში, ბორჯომში, ასპინძაში, შემოქმედსა და ამბროლაურში. ფინკა ბანკის თანამშრომლები საფესტივალო ქალაქებში შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა თუ ფერმერებს, გადასცეს მათ საინფორმაციო მასალები და უპასუხეს შეკითხვებს. ფინკა ბანკმა საფესტივალო ქალაქებსა და რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ან სწავლობენ მეწარმეობას, გაუხნა დეპოზიტი, რათა მათ შეძლონ საკუთარი მიზნისთვის თანხის დაგროვების დაწყება.

ფესტივალი „ფუძეობა“ 7 ნოემბერს თელავში დასრულდება.

ფესტივალი კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, 2017 წელს „ფუძეობას“ პროქტი CHECK IN GEORGIA შეუერთდა.

Page 4: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

4 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ვიტალი თაქთაქიშვილი - ფინკა ბანკის საოპერაციო რისკების მართვის განყოფილების უფროსი

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სესხს ავიღებთ

ავტორი: ვიტალი თაქთაქიშვილი

ავტორის შესახებ: ვიტალი თაქთაქიშვილი რისკების მენეჯმენტის სპეციალისტია. ბოლო ათეული წელია საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. იყო საკრედიტო ოფიცერი, მცირე ბიზნესის დაკრედიტების ანალიტიკოსი, საკრედიტო რისკების სპეციალისტი, ამჟამად ფინკა ბანკში საოპერაციო რისკების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ვიტალის ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა, იგი სისტემატიურად ხვდება მომხმარებელს და ესაუბრება იმ რისკებსა და უპირატესობებზე, რაც სესხის აღებას ახლავს.

ფინკა როგორც საფინანსო ინსტიტუტი, უკვე თითქმის 20 წელია საქართველოში მუშაობს და ერთგულად ემსახურება თავის მისიას, აღმოფხვრას სიღარიბე, გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, შექმნას სამუშაო ადგილები და გაზარდოს ოჯახების შემოსავალი. ფინკა

ბანკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რადგან ჩვენ მომხმარებლებს განვიხილავთ როგორც გრძელვადიან პარტნიორებს, რომლებთანაც გვაქვს გამჭვირვალე და ნდობაზე ორინტირებული ურთიერთობა.

საქართველოში ამჟამად 16 კომერციული ბანკი მუშაობს, მოსახლეობის უმრავლესობას უკვე აქვს ერთი ან რამდენიმე სესხი, შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, თუმცა კვლავ რჩება უამრავი საკითხი და შეკითხვა, რომელზეც ყოველდღიურად გვიწევს ჩვენი მომხმარებლებისთვის პასუხების გაცემა.

ბანკების მიერ შემოთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა ხელს უწყობს მომხმარებელს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი გვეხმარება ჩვენ, შევიძინოთ გრძელვადიანი პარტნიორები.

ყოველთვის დაინტერესდით, რა ხარჯები ახლავს სესხის აღებას

სესხის აღებას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხარჯი. ჩემი საბანკო სექტორში 10 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ძალიან იშვიათად შემხვედრია მსესხებელი, რომელსაც სესხის აღებაზე გადაწყვეტილება სწორედ ამ ხარჯების გათვალისწინებით მიუღია. ყველაზე ხშირად მომხმარებელი ორი საკითხით ინტერესდება. ეს არის სესხის „ნომინალურ საპროცენტო განაკვეთი“ და „რამდენი იქნება ყოველთვიური შენატანი“. შესაბამისად, სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებების შედარება მხოლოდ ამ შეზღუდლი ინფორმაციის საფუძველზე ხდება.

ხშირად, როგორც წესი, რომელიმე ბანკს სხვა კონკურენტ ბანკებთან შედარებით, დაბალი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ ამავე დროს აქვს სესხთან დაკავშირებული მაღალი საკომისიოები, რის გამოც აღნიშნული ბანკის სესხი შეიძლება ყველაზე ძვირიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვადარებთ სხვადასხვა ბანკის შემოთავაზებებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ხარჯი, რაც სესხთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ბანკს აქვს სახვადასხვა საკომისიობი, თუმცა, ძირითადად, სესხთან დაკავშირებული ხარჯები არის შემდეგი:

• საპროცენტო ხარჯი• სესხის გაცემის საკომისიო• ანგარიშის მომსახურების საკომისიო• თანხის განაღდების საკომისიო• ვადაგადაცილების ჯარიმა• წინსწრებით დაფარვის საკომისიო

• სიცოცხლის დაზღვევა • ქონების დაზღვევა (გირაოიანი სესხის შემთხვევაში)• გირაოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯი (გირაოიანი სესხის შემთხვევაში)

გაითვალისწინეთ, რომ ხარჯების ნაწილი არის ერთჯერადი, რომელიც სესხის გაცემის დროს იხდით, ხოლო მეორე ნაწილი გადანაწილებულია და იხდით ყოველთვიურ შენატანთან ერთად. აქვე განვმარტავ, რომ სიცოცხლის და ქონების დაზღვევის ხარჯი დამოკიდებულია ბანკზე. არის ბანკები, რომლებსაც არ აქვთ მოთხოვნა დაზღვევაზე ან დაზღვევის ხარჯს თავად იხდიან.

რჩევა: ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა სესხთან დაკავშირებული დანახარჯების შედარებისთვის არის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, „ნომინალური საპროცენტო განაკვეთისგან“ განსხვავდება იმით, რომ იგი მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, 200 000 ლარამდე გაცემულ სესხებზე, ბანკები ვალდებულნი არიან სესხის ხელშეკრულებას გაუკეთონ თავსართი, სადაც სესხი სხვა მნიშვნელოვან პირობებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც. სწორედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარების შემდეგ, მიიღეთ გადაწყვეტილება რომელ ბანკში აიღოთ სესხი.

ზუსტად განსაზღვრეთ რისთვის გჭირდებათ და რაში დახარჯავთ თანხას

ყველაზე ხშირად, სესხთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზი სესხის არასწორი მიზნისთვის აღება ან აღებული სესხის სხვა მიზნისთვის დახარჯვაა.

სესხის მიზნობრიობები შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად: ბიზნეს მიზნობრიობა და სამომხმარებლო მიზნობრიობა.

ბიზნეს მიზნობრიობით აღებულ სესხებს ყოველთვის უპირობოდ მაღალი პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, რადგან სწორედ ამ ბიზნესის განვითარებაზეა დამოკიდებული თქვენი სამომავლო შემოსავლები, თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობა. ბიზნეს მიზნორიობით აღებული სესხი გამოიყენება ბიზნესის საჭიროებებისთვის და ჩადებული თითოეული თეთრი გამოიმუშავებს მოგებას. ბიზნეს სესხის წნეხი ბიზნესისთვის არის დაბალი, რადგან მხოლოდ სესხზე დარიცხული პროცენტი (საკომისოების ჩათვლით) არის თანხა, რაც ბიზნესისთვის ხარჯს წარმოადგენს, რომელიც იფარება სესხის თანხით მოტანილი მოგებით. როგორც წესი, სამომხმარებლო სესხი ბიზნესისთვის ტვირთია, როგორც სესხის თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი წარმოადგენს ბიზნესის ხარჯს და ამ ხარჯის დაფარვა ხდება ბიზნესის მოგებიდან.

რჩევა: თუ მოგიწიათ სამომხმარებლო მიზნობრიობით სესხის აღება, ეცადეთ აიღოთ მინიმალური თანხა და ეცადეთ შენატანი იყოს დაბალი, რომ ეს ვალდებულება დიდ ტვირთად არ დააწვეს თქვენს საქმიანობას და ბიზნესს ჰქონდეს ზრდისა და განვითარების საშუალება.

გონივრულად აღებული და გამოყენებული სესხი ეს არის ახალი შესაძლებლობა როგორც პიროვნებისთვის, ისე ბიზნესისთვის, რომ გაფართოვდეს და გაძლიერდეს. თუმცა, ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც სესხის გადახდა უჭირთ. იმისთვის რომ მიღებული სესხით ჩვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოვახდინოთ, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, სესხის საჭიროება და სესხის აღების შემდეგ, აუცილებლად მიზნობრივად დავხარჯოთ სესხის თანხა.

წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს აუცილებლად გავხდებით პარტნიორები, ფინკა ბანკი მომხმარებლებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც გულისხმობს, რომ ჩვენთან არ არსებობს დაფარული ხარჯები და სესხის აღებამდე ყველა მომხმარებლებს ვუხსნით საბანკო პროდუქტების პირობებს.

ფინკა ბანკის გაზეთის შემდეგ გამოშვებაში ვისაუბრებთ, როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სესხის გადახდის გრაფიკი.

ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა სესხთან დაკავშირებული დანახარჯების შედარებისთვის არის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“

Page 5: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

5ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

დაფიქრებულხართ რომელი გირჩევნიათ, მაღალ სართულზე ცხოვრება თუ დაბალზე? რომელი უფრო კომფორტულია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თუ დაბალქუსლიანი? მაღალი ბგერა სჯობს, თუ დაბალი?....

ფინკა ბანკმა დაბალი სესხის კამპანია დაიწყო, რომელიც სწორედ მაღალისა და დაბალის მარტივ შედარებაზეა აგებული. დიახ, როცა საქმე გემოვნებას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ რა არის ის, რაზეც არავინ კამათობს....ეს ფინკა ბანკის დაბალი სესხია, რომელსაც ირჩევს ყველა.

მარიკა ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: ბოლო 1 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბანკისთვის. გამარტივდა ბიზნეს პროცესები, დავნერგეთ ახალი სერვისები და მომხმარებლებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ, ერთ-ერთი კი სწრაფი სესხია, რომელსაც მარტივი პროცედურებით აიღებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს. როცა ამ პროდუქტის საზოგადოებისთვის გაცნობაზე ვფიქრობდით, გვინდოდა გვეპოვა ის უნივერსალური მესიჯი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგები და მარტივი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ დაბალი სესხი. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი მაღალი ჯობია დაბალს ისევე, როგორც მეტი ჯობს ნაკლებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში დაბალი ნამდვილად ჯობს მაღალს და ეს ფინკა ბანკის - დაბალი სესხია.

დაბალი სესხის მიზნობრიობა შეუზღუდავია. დაბალი სესხით მომხმარებლებს შეუძლიათ საოჯახო ტექნიკის შეძენა, დასვენების ხარჯების გადახდა, ბინის რემონტი, ბიზნეს მარაგების შევსება, კომუნალური გადასახადების გადახდა და სხვა. სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი - 6 თვემდეა, რაც კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ. სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება - არ მოითხოვება.

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის დაბალი სესხის კამპანია დაიწყო

როგორ ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხის ასაღებად არ გჭირდებათ არც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება და არც უზრუნველყოფის წარდგენა. დაბალი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ: 1. შეავსოთ ელექტრონული განაცხადი ვებ გვერდზე: www.dabali.ge 2. ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს3. დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე: *4949

რა დრო სჭირდება სესხის აღებას?

დაბალ სესხს სწრაფად და მარტივად აიღებთ!

თუ უკვე გაქვთ ანგარიში ფინკა ბანკში, დამტკიცებული სესხის მისაღებად ფილიალში ვიზიტი არ დაგჭირდებათ. თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ ანგარიშზე!

*ახალი მომხმარებლების შემთხვევაში თანხის მისაღებად მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ფილიალში მისვლა.

რისთვის შეიძლება ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა, დააფინანსოთ დასვენების ხარჯები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, გაარემონტოთ ბინა, შეავსოთ ბიზნეს მარაგები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და სხვა.

გაიგეთ მეტი www.Dabali.geდაგვირეკეთ *4949

Page 6: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

6 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ავტორი: მარიამ ესებუა

რა არის ფინანსური განათლება?

„ფინანსური განათლება არის მომხმარებელთა მიერ ფინანსური ცნებებისა და რისკების ცოდნა, უნარი და მოტივაცია, რომ ეს ცოდნა გამოიყენონ ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის დროს, რომლის მიზანია ინდივიდებისა და საზოგადოების ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება და ასევე, ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა (OECD)“.

რა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ განათლებას?

ფინანსური განათლების მქონდე საზოგადოება ნიშნავს მეტად ინფორმირებულ მომხმარებლებს, ქვეყანაში ჭარბვალიანობის შემცირებას და საზოგადოების ფინანსურ სტაბილურობას, რასაც, ქვეყნის განვითარებისა და წარმატებული მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ფინკა ბანკის როლი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელებაში ფინკა ბანკი აქტიურად ჩაერთო, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაში. ინფორმირებული მომხმარებელი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, დაცულია ჭარბვალიანობისაგან და ფინანსურად სტაბილურია.

ბანკი სხვადასხვა აქტივობებით გამოხატავს თავის ჩართულობას ამ საქმეში. მაგალითად, შარშან სპეციალური წიგნი „ჩემი კლასის წიგნი“ შევქმენით 7-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის, სადაც სახალისო ფორმითაა გადმოცემული მასალა დაზოგვის, ბიზნესის შექმნის, ბიუჯეტის მართვისა და სხვადასხვა ფინანსური თემების შესახებ. ბანკის თანამშრომლები უკვე მესამე წელია მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებენ გაკვეთილებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის თემებზე - ბიზნეს უნარ-ჩვევები, დაზოგვა, ბიუჯეტირება და ა.შ.

------------

როგორც კვლევებით დასტურდება, მცირე ასაკიდან ყველაზე კარგად ითვისებენ ბავშვები დაზოგვის, ბიუჯეტის მართვისა და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევებს. განსაკუთრებული მისია აკისრიათ ამ უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და ჩამოყალიბებაში მშობლებს. ვფიქრობთ რუბრიკა - „ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები“ - სახალისო და საინტერესო იქნება თქვენი შვილებისა თუ შვილიშვილებისათვის.

რუბრიკა - ფინანსური წიგნიერება

ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები

ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები

ბანკომატი - ბანკის სალარო-ავტომატი, რომლის დახმარებითაც, ხდება ანგარიშიდან სასურველი თანხის გამოტანა. ბანკომატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

ვალუტის კონვერტაცია არის ერთი ვალუტის (მაგ. ლარის) სხვა ქვეყნის ვალუტაში გადაცვლა (მაგ. აშშ დოლარი). ვალუტის კონვერტაცია აუცილებლად დაგჭირდებათ თუ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ.

ოპერატორი - ბანკის თანამშრომელი, რომელიც მომხმარებლებს ემსახურება. ოპერატორი მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საბანკო პროდუქტების შესახებ და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად, ანგარიშზე თანხის შეტანა.

ბალანსი - თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშზე გვაქვს, „ბალანსი“ ეწოდება.

მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში საბანკო პროდუქტია. მიმდინარე ანგარიშზე შესაძლებელია თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა, და კონვერტაცია (ანუ, ფულის გადაცვლა, მაგ. დოლარიდან ლარში).

იცოდით? - ინგლისურად ბანკომატი, ანუ ATM (Automated Teller Machine), იშიფრება, როგორც „ავტომატური სალარო მანქანა“. 1967 წელს ლონდონში გამომგონებელმა ჯონ შეფერდ ბარონმა პირველი ბანკომატი გამოიგონა. ამბობენ, რომ ჯონს ეს იდეა არქიმედეს მსგავსად აბაზანაში დაებადა!

იცოდით? 1874 წლის 5 სექტემბერს, თბილისის გუბერნიის სათვადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრებამ ილია ჭავჭვაძე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია და ის 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ბანკს.

მაგალითად, თუ ანგარიშზე 80 ლარი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბალანსი 80 ლარს უდრის. თუ ანგარიშზე კიდევ შეიტანთ 150 ლარს, მაშინ თქვენი ბალანსი გაუტოლდება 80+150 ლარს, ანუ 230 ლარს.

იცოდით? 1946 წელს ნიუ იორკში ბანკირმა ჯონ ბრიგსმა პირველი საკრედიტო ბარათი გამოიგონა.

ერთად შევავსოთ კროსვორდიამჯერად დაგეხმარებით და რამდენიმე ასოს ჩავწერთ კროსვორდში

ჰორიზონტალურად:1. მიმოცვლის, დაგროვებისა და გადახდის საშუალება2. ბანკის სალარო-ავტომატი,3. საბანკო პროდუქტი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება: თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და ა.შ.ვერტიკალურად:1. ადგილი ბანკში, სადაც ფულს ინახავს ოპერატორი 2. თანხა, რომელიც საბანკო ანგარიშზე გაქვთ3. ბანკის თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს

1 3

1 ლ

2 ნ ტ

3 რ შ

ნიკოლოზ ვარაზანაშვილი, ანანო და ნინა ხურცილავები

Page 7: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

7ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკი უკვე მესამე წელია მომხმარებლებს ანაბრებს სთავაზობს, რომლებიც მორგებულია მათ საჭიროებებზე, ინტერესებსა და ცხოვრების სტილზე. ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ ყველა ტიპის ანაბარზე საინტერესო პირობებს გთავაზობთ. ანაბრის გახსნა შესაძლებელია

მინიმალური თანხით, როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში.

რატომ უნდა გავხსნათ ანაბარი ფინკა ბანკში და რაში გვეხმარება ფულის დაგროვება, ამის შესახებ ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი ლიკა ხითარიშვილი გვესაუბრება.

ქალბატონო ლიკა, ფინკა ბანკში უკვე მე-3 წელია პერსონალურ საბანკო მიმართულებას ხელმძღვანელობთ და ანაბრების მიმართულებით მუშაობთ, როგორ ფიქრობთ, ვისწავლეთ დაზოგვა?

ადამიანებს უძველესი დროიდან აქვთ გამომუშავებული დაგროვების, დაზოგვის, მარაგების შექმნის უნარები. თუმცა, იგივე უნარის გამოყენება ფულთან მიმართებაში იმავე წარმატებით არ ხდება. დღევანდელ სამყაროში ხარჯვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, როგორც იტყვიან ბევრი „ცდუნებაა“, რაც ხელს გვიშლის მივიღოთ სამომავლო ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და ხშირად, ხვალისთვის თანხის დაზოგვასა და დღევანდელი დანახარჯით მიღებულ სიამოვნებას შორის არჩევანის გაკეთებისას, ამ უკანასკნელს ვანიჭებთ უპირატესობას.

სწორედ ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანაში ბავშვებს ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლიან ფულის დაზოგვის მნიშვნელობას და ხელს უწყობენ დაზოგვის უნარების განვითარებას. ფინანსური განათლების საკითხები სასკოლო პროგრამაში არის შეტანილი და მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება. განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით მართლაც აქტიურად მუშაობს და ამ პროცესებში ჩვენი ბანკიც არის ჩართული.

თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდეთ. საქართველოში მოსახლეობა ნელ-ნელა სწავლობს თანხის დაზოგვის მნიშვნელობას. ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემის განვითარებასთან ერთად, ჩვენი მოქალაქეები კომერციულ ბანკებს სულ უფრო მეტად ენდობიან და თავიანთ დანაზოგსაც ანდობენ, იმ მძიმე გამოცდილების შემდეგ, რომელიც 90-იან წლებში ყველამ ერთად გამოვიარეთ.

თანხის დაზოგვა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. რამდენად ხშირად აქვთ ეს მცირე მეწარმეებს გააზრებული და ზოგავენ თუ არა ისინი ფინკა ბანკში?

დანაზოგი გაუთვალისიწნებელ მოვლენებთან თუ ხარჯებთან გამკლავების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, ამ დროს ადამიანებს ნაკლებად აქვთ მომავლის და მოულოდნელობების შიში. ეს ყველაზე მეტად სწორედ მცირე ბიზნესებს ეხებათ, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური ან მატერიალური რესურსი, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯებს გაუმკლავდნენ. ალბათ, გახსოვთ, ოთარაანთ ქვრივის 5 ქისა, რომლებშიც ის თავის შემოსავალს ანაწილებდა და ამ ქისიდან ერთერთი სწორედ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის იყო გამოყოფილი.

ჩვენ ხშირად ვესაუბრებით მეწარმეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი შემოსავლის გარკვეული ნაწილის შენახვა. კონსულტაციას ვუწევთ მათ საჭიროებებზე, ბიზნესის ტიპზე მორგებული ანაბრის შერჩევასთან დაკავშირებით და ვეხმარებით მათთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში. ამ მხრივ გვაქვს ზრდის ტენდენცია, დღითიდღე იზრდება ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დანაზოგების კეთება და ჩვენს ბანკში განთავსების ტენდენცია.

რა სერვისებს და პროდუქტებს სთავაზობთ მათ, ვინც ფინკა ბანკში ანაბრის გახსნა გადაწყვიტა?

ჩვენს ბანკში ანაბრების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ჩვენი ანაბრების პირობები მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე. საპროცენტო სარგებლის მხრივაც, კლიენტებს ვთავაზობთ მაღალ და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია და

რატომ არის თანხის დაზოგვა ჩვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი

დაეხმარონ მათ მიმდინარე საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე მორგებული ანაბრის შერჩევაში.

ფინკა ბანკში ანაბრის გახსნა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან როგორც საქართველოს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მომხმარებლებს შეუძლიათ გახნან როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ანაბარი, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება მათ მიზანს, შემოსავლებს თუ ცხოვრების სტილს.

დასასრულს, იქნებ რამდენიმე რეკომენდაცია მოგვცეთ თანხის დაზოგვასთან და ანაბრის არჩევასთან დაკავშირებით?

დაგროვებას ნუ წარმოვიდგენთ, როგორც რთულ ან შეუძლებელს. ეს არის ჩვევა, რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი შემოსავლის ნაწილის დაზოგვა ისეთივე აუცილებელია, როგორც გადასახადების გადახდა, ან სხვა ვალდებულებების შესრულება. მცირე სახსრების შემთხვევაშიც კი უნდა ვცდილობდეთ გარკვეული წილით შევქმნათ დანაზოგი. დღევანდელ დღეს, დანაზოგის ბანკში განთავსება საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან ბანკში თანხა საიმედოდ ინახება და გარდა ამისა, საპროცენტო სარგებელიც ემატება.

სანამ ბანკში ანაბარს გახსნით, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, ცხოვრების წესი და საჭიროებები. • თუ გაქვთ კონკრეტული მიზანი და თანხის დაგროვება გსურთ, მაშინ ზრდადი ანაბარი საუკეთესო არჩევანია, რადგან მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. • ბავშვის უკეთესი მომავლისთვის თანხის დაზოგვა საბავშვო ანაბარზე ჯობია, ბავშვი თანხის გამოყენებას სრულწლოვნების შემდეგ შეძლებს. • თუ გსურთ დანაზოგის გარკვეული პერიოდით გადადება და ფიქსირებული მაღალი საპროცენტო სარგებელის მიღება, ვადიანი ანაბრის გახსნას გირჩევთ. • თუ გსურთ გქონდეთ ანგარიში, რომელზეც ნებისმიერ დროს შეძლებთ თანხის შეტანა/გამოტანას და ამავე დროს, მიიღოთ კონკურენტული საპროცენტო სარგებელი, მაშინ უმჯობესია გახსნათ შემნახველი ანაბარი.

ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია დღეიდანვე დავიწყოთ ჩვენი შემოსავლების გადანაწილება რამდენიმე კონვერტში ან თუნდაც ქისაში, რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება დანაზოგისთვის განკუთვნილი. გახსოვდეთ, რომ ფულის დაგროვება გვაძლიერებს და გვეხმარება, ვიყოთ უფრო მშვიდად...

ფინკა ბანკის ანაბარი „მეტი სარგებელი“

2017 წლის ზაფხულიდან ფინკა ბანკმა მომხმარებელს ახალი ტიპის ანაბარი „მეტი სარგებელი“ შესთავაზა. სტანდარტული ვადიანი ანაბრისაგან განსხვავებით, ვადიანი ანაბარი „მეტი სარგებელი“ და ზრდადი ანაბარი „მეტი სარგებელი“ - ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბრებია, რომელთაც გააჩნია ვადა და ამ ვადის განმავლობაში კლიენტს არ აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და თანხის გატანის უფლება. ამ ტიპის ანაბრებზე განთავსებულ თანხას ერიცხება ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომლის გატანა კლიენტს შეუძლია ყოველთვიურად, ან პერიოდის/ვადის ბოლოს.

ვალუტა: ლარი, დოლარიანაბრის ვადა: 12-დან 24 თვემდემაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი

ფინკა ბანკის ანაბარი „მეტი სარგებელი“მინიმალური შენატანი: • 20 ლარი - ზრდადი ანაბრის შემთხვევაში• 100 ლარი ვადიანი ანაბრის შემთხვევაში

ინტერვიუ ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელთან ლიკა ხითარიშვილთან

ლიკა ხითარიშვილი - ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი

Page 8: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

8 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ნიკოლოზ გეგეჭკორი - ფინკა ბანკის აგრო ბიზნეს განვითარების მენეჯერი

ავტორი: ნიკა გეგეჭკორი

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიცია უკვე მსოფლიოშია აღიარებული და სასიხარულოა, რომ ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება.

მსოფლიოში ვაზის 4 000-მდე ჯიშია ცნობილი, საქართველოში კი 500 მდე ადგილობრივი ჯიშია. საქართველოს ვენახების 70% კახეთშია, თუმცა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ყურძნის ჯიშებიც საკმაოდ პოპულარულია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო, ვაზის მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ვენახის ნაყოფიერებაში.

ვაზის გაშენება

ვაზი კარგად ხარობს და მაღალ მოსავალს იძლევა, როცა ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი pH6,0-8,0-ის ფარგლებშია. ამიტომ გირჩევთ, ვენახის გაშენებამდე აუცილებლად ნიადაგის აგროქიმიური კვლევა ჩაატაროთ.

ნიადაგის კვლევის გარდა, აუცილებელია მისი ტენით გაჯერება, ამიტომაც სანამ ვენახს გააშენებთ, რამდენიმე თვით ადრე საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება, ე.წ. პლანტაჟი. უმჯობესია ეს შემოდგომაზე გააკეთოთ და აუცილებლად, მიწა გაამდიდროთ ორგანული სასუქით (ნაკელით) 40-50 ტონა ჰა-ზე.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაახლოებით 2 თვეში უნდა მოხდებს ნაკვეთის ჯვარედინული გადახვნა 30-35 სმ-ის სიღრმეზე და შემდეგ უკვე, კულტივაცია, ფარცხვა, დაგეგმარება და ორმოების მომზადება. ორმო უმჯობესია იყოს 40 სმ-ის სიღრმის და 50 სმ-ის დიამეტრის. გამზადებულ ორმოში წინასწარ გახარებული (დაფესვიანებულ) ნერგი უნდა დაირგოს, ისე, რომ კალმის ზედა ნამყენი კვირტი 4-5 სმ-ით ზევით დარჩეს დარგული ნერგ-კალამი დაამაგრეთ ჭიგოზე და მორწყეთ დარგვისთანავე.

ვაზის მოვლა

ვაზის მთელი ვეგეტაციის პერიოდში აუცილებელია ნარგავების ძირების გამოთოხნა, რიგთაშორისების გაფხვიერება, მავნებელ-დაავადებათა და სარეველებთან ყოველდღიური ბრძოლა, მინერალური სასუქებით დამატებით გამოკვება და საჭიროების მიხედვით ნიადაგის მორწყვა.

როგორ გავაშენოთ და მოვუაროთ ვენახს

გაითვალისწინეთ, რომ მიწის მოხვნა უმჯობესია შემოდგომასა და გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში 2-3-ჯერ გაფხვიერება.

მსხმოიარე ვაზი მომთხოვნია მინერალურ-ორგანული სასუქების მიმართ. მათი შეტანის დოზები ყოველთვის განსხვავებულია და განისაზღვრება ყურძნის ჯიშიდან და ნაკვეთების ადგილმდებარეობიდან. ვაზი უფრო მეტად ითვისებს აზოტოვან და კალიუმიან სასუქებს, ვიდრე ფოსფოროვანს. გირჩევთ, ორგანული სასუქები შეიტანოთ ოთხ წელიწადში ერთხელ 40-60 ტ/ჰა ხოლო ყოლველწლიურად აზოტოვანი სასუქი 50-80 კგ/ჰა, კალიუმიანი 50- 100 კგ/ჰა და ფოსფოროვანი 30-60 კგ/ჰა.

უმნიშვნელოვანესია ვაზის გასხვლა-ფორმირება, მასზეა დამოკიდებული ვაზის რეგულარულად მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. გასხვლის ჩატარების დრო ყველა კონკრეტული ჯიშისა და რეგიონისათვის განსხვავებულია. გასხვლის საუკეთესო პერიოდად ითვლება ის დრო, როცა ყოველგვარი საგაზაფხულო წაყინვები არ არის მოსალოდნელი და მცენარეში წვენთა მოძრაობა არ არის დაწყებული. ვაზის მწვანე ოპერაციები აუცილებელია ვაზის ზრდა-განვითარების რეგულირებისათვის.

ვაზის მოსავალი დიდწილადაა დამოკიდებული მავნებელ-დაავადებებთან დროულ ბრძოლასთან. ამისთვის უნდა გამოიყენოთ როგორც ბიოლოგიური და ქიმიური, ისე აგროტექნიკური მეთოდები. მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ იწყება და მომდევნო წლის მოსავის აღებამდე გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი რეგულარულად გამოსცემს საინფორმაციო ბროშურებს, ვაზის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის შესახებ, სადაც დეტალურად წერია რომელ დაავადებასთან როგორ ჯობს ბრძოლა.

მოსავლის აღება

ყურძნის მოსავლის აღება უმჯობესია მშრალ ამინდში. ყველა ჯიშს თავისი აღების დრო აქვს, თუმცა მთავარი განმსაზღვრელი მაინც მტევნებში შაქრიანობის დონეა, როგორც კი ყურძნის მტევანი შესაფერის შეფერილობას მიიღებს, უმჯობესია რთველი დაიწყოთ.

ბარაქიან მოსავალს გისურვებთ.

ძვირფასო მკითხველებო, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ რომელ თემაზე გსურთ რუბრიკაში „აგრო რჩევები“ ვისაუბროთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ.

ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია: 2 24 49 49, [email protected]

Page 9: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

9ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს პრომოუტერების პროგრამას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას სამსახურის თუ სწავლის პარალელურად ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი (ხელფასი). ფინკა ბანკის პრომოუტერების

პროგრამა სექტემბრის თვიდან განახლდა და ამჟამად, საქართველოს 35 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ახალი პრომოუტერების შერჩევის პროცესი.

რას გულისხმობს ფინკა ბანკის პრომოუტერების პროგრამა და ვისთვის არის იგი განკუთვნილი, ამის შესახებ პროექტის მენეჯერი გია ჩხაიძე გვესაუბრება.

გია, მოგვიყევით, რას გულისხმობს ფინკა ბანკის პრომოუტერების პროგრამა?

ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია გახდეს ფინკა ბანკის კონტრაქტორი თანამშრომელი. არ აქვს მნიშვნელობა იგი უკვე მუშაობს თუ არა, მას შეუძლია ჩაერთოს პროექტში და თავისი სამსახურის პარალელურად ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. ჩვენს პრომოუტერებს შორის არიან მასწავლებლები, სავაჭრო ცენტრებისა თუ მაღაზიების გამყიდველები, სტუდენტები და ა.შ.

პრომოუტერები, ფინკა ბანკის კონტრაქტორი თანამშრომლები, ჩვენი პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს და ყოველი დამტკიცებული სესხიდან თუ გახსნილი ანაბრიდან, იღებენ კონკრეტულ ჰონორარს პროცენტის სახით.

როგორ ხდება პრომოუტერების შერჩევა?

პრომოუტერად დარეგისტრირება მარტივია. საკმარისია ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტი, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გახდი ფინკა ბანკის პრომოუტერიაღმოაჩინე ახალი შესაძლებლობა და მიიღე დამატებითი შემოსავალი!

ჩვენი მხრიდან გვაქვს მინიმალური მოთხოვნები: სასურველია გქონდეთ გაყიდვებისა და ადამიანების დარწმუნები უნარი და აუცილებელია დადებითი საკრედიტო ისტორია (ესეიგი არ უნდა გქონდეთ ბევრი დაგვიანება ან 30 დღეზე მეტი მიმდინარე ვადაგადაცილება არცერთ ბანკში). სერვის ცენტრის მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ ხდება განაცხადის შევსება და ხელშეკრულების გაფორმება. ანუ, თუ თვლით, რომ ზემოაღნიშნულ მარტივ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ გაქვთ შესაძლებლობა 1 დღეში გახდეთ ფინკა ბანკის პრომოუტერი და ყოველ თვე მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორ იღებენ პრომოუტერები ანაზღაურებას?

როგორც ჩვენი მკითხველი უკვე მიხვდებოდა, ანაზღაურება დამოკიდებულია თავად პრომოუტერის აქტიურობასა და მოტივაციაზე, ხელფასი/ჰონორარი არის გამომუშავებით, ე.ი. თუ რამდენი მომხმარებლის მოზიდვას შეძლებს პრომოუტერი იმის მიხედვით - ყოველ ახალ მოზიდულ კლიენტზე იღებენ 10 ლარს და უკვე მოზიდულ მსესხებლებზე გაცემული თანხის - 0,05%-ს პირველ თვეს, ყოველ მომდევნო თვეს სესხის დარჩენილი თანხის 0,05%. ორმოცი კლიენტის მოზიდვის შემდეგ, ბუნებრივია, პრომოუტერის ჰონორარი იზრდება.

არსებული გამოცდილებით, ყველაზე აქტიურ და წარმატებულ პრომოუტერს საშუალოდ თვეში 300-დან 500 ლარამდე ხელფასი გამოსდის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია პრომოუტერის აქტივობაზე, მის მიერ მოზიდული კლიენტების რაოდენობაზე. ამჟამად, ფინკა ბანკში 300-მდე პრომოუტერია დასაქმებული და აქტიურად ვაგრძელებთ მათთან მუშაობას. აქვე განვმარტავ რომ პრომოუტერებს ფინკა ბანკის მიმართ ვალდებულება არ აქვთ, მათი მიზანია მომხმარებლების მხოლოდ მოზიდვა, რითიც საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს დრო და სურს მიიღოს დამატებითი შემოსავლი, შეუძლია შემოუერთდეს ფინკა ბანკის პრომოუტერების პროექტს, ეს აქტიური და მოტივირებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლობაა.

გელოდებით ყველას ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

ნათია მიქელაძე ქობულეთელია და უკვე 1 წელზე მეტია ფინკა ბანკის პრომოუტერია. მისი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობაა, მაგრამ თავისი ყოველდღიური საქმის პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობს ფინკა ბანკთან და ახალი კლიენტების მოზიდვაში ეხმარება.

„მე ბევრი წელია თქვენი ბანკის კლიენტი ვარ და კმაყოფილი ვარ. კარგი მომსახურება, ყურადღებიანი თანამშრომლები, თბილი გარემო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პრომოუტერების პროექტში ჩართვა. ვინც კი ფინკა ბანკში მოვიყვანე, ისინიც კმაყოფილები არიან. ეს ჩემი მეორე სამსახურია და მშვენიერი შემოსავალიც მაქვს. საშუალოდ, კვირაში 5-6 კლიენტს ვურჩევ ისარგებლოს ფინკა ბანკის სესხით და დამტკიცებული სესხის მიხედვით გამოითვლება ჩემი ჰონორარიც. ბანკთან ურთიერთობა ყოველდღიურად გვიწევს, სესხიც სულ გვჭირდება, ამიტომ როცა ადამიანები მეკითხებიან, ვის მიმართონ, მე ყოველთვის ფინკა ბანკს ვურჩევ და მჯერა, რომ ამით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარები“ - გვიყვება ქალაბტონი ნათია.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს დრო და სურს მიიღოს დამატებითი შემოსავლი, შეუძლია შემოუერთდეს ფინკა ბანკის პრომოუტერების პროექტს, ეს აქტიური და მოტივირებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლობაა

გია ჩხაიძე - ფინკა ბანკის ბიზნესის განვითარების კოორდინატორი

ნათია მიქელაძე - ფინკა ბანკის პრომოუტერი

Page 10: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

10 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ავტორი: გვანცა კიკალიშვილი

„ბიზნესის დასაწყებად საჭიროა სწორად შემუშავებული ბიზნეს გეგმა, ბაზრის გულდასმით შესწავლა და, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომა“ - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ფინკა ბანკის წარმატებულმა კლიენტმა ლაშა გარუჩავამ. იგი 36 წლისაა და ბიზნესის კეთების 5 წლიანი გამოცდილება უკვე აქვს. თავის საწარმოში ამჟამად 7 ხელოსანს ასაქმებს და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე თანამშრომლის დამატებას გეგმავს.

ლაშა გარუჩავას მცირე საწარმო ფეხსაცმელებს და კალაპოტებს ამზადებს. რატომ აირჩია ეს ბიზნესი? მითხრა, რომ ფეხსაცმელები მის ცხოვრებაში ბავშვობიდან იყო, ფეხსაცმელებზე ამბების მოსმენა მისი ყოველდღიურობა იყო, რადგან მამა ფეხსაცმელების ქარხანაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამიტომ, როცა ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, იმით დაიწყო, რაც ყველაზე კარგად იცოდა, ანუ ფეხსაცმელი.

5 წლის წინ როდესაც კერძო საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, პირველი კაპიტალისთვის ფინკა ბანკში მივიდა. ზუსტად იცოდა, რა თანხა სჭირდებოდა და განსაზღვრული ჰქონდა, რაში გამოიყენებდა ამ თანხას.

„სესხი გამოვიყენე დაზგა-დანადგარების და ნედლეულის შესაძენად. შემდეგ ბიზნესის განვითარებისათვის კიდევ დამჭირდა დამატებით სესხი, რაც ასევე მომცა ფინკა ბანკმა. მიმდინარე წელსაც დავიმატე სესხი და ეს თანხა ამჯერად, ახალი ბიზნესის დასაწყებად გამოვიყენე. ჩემმა პროექტმა „‘სტარტაპ

რუბრიკა - წარმატების ისტორია

ნუ დაელოდები წარმატებას, თავად შექმენი იგი!

საქართველოს“ პროგრამაში გაიმარჯვა და ფინკა ბანკის და სტარტაპ საქართველოს დახმარებით შევიძინე ფეხსაცმლის კალაპოტების საჩარხი კომპიუტერული CNC დანადგარი, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია საქართველოში და იგი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელების კალაპოტების წარმოებას“ - გვიყვება ლაშა.

ლაშა გარუჩავას ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე სწორედ ფინკა ბანკი ეხმარებოდა. „როცა ფინკა ბანკს დავუკავშირდი, შეისწავლეს ჩემი საქმიანობა, ნახეს რა პოტენციალი ჰქონდა ჩემს ბიზნესს და სესხიც მომცეს. ბანკთან ურთიერთობის საწყის ეტაპზევე კრედიტ ოფიცრისგან ვიგრძენი ყურადღება და ჩემი საქმის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება. არ გამრთულებია საბუთების მოგროვება. ყოველ ეტაპზე ვგრძნობდი თანადგომას და ახლა მხოლოდ ფინკა ბანკთან ვთანამშრომლობ, უფრო სწორად, ვმეგობრობ. ფინკა ბანკმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ყოველი სესხის გატანისას არავითარი შეფერხება არ შემქნია, რამაც დიდი გავლენა იქონია ბიზნესის წარმატებით განვითარებაში“ - ამბობს ლაშა.

ლაშა გარუჩავას ფეხსაცმელების საწარმო სამგორის ქუჩის #3-ში მდებარეობს. აქ ყოველდღიურად ხდება კლიენტების მიღება და მათთვის მაღალი ხარისხის ფეხსაცმლის შეკერვა. კერავენ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ფეხსაცმელებს დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით. ასევე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ შეკვეთებზე და სერიულად კერავენ სამუშაო თუ სხვა სტილის ფეხსაცმელს. ცდილობს ნედლეული საქართველოში იყიდოს და ამით ქართულ ბიზნეს დაეხმაროს. ლაშას იმედი აქვს, რომ მისი ახალი დანადგარით კიდევ უფრო მეტი ფეხსაცმლის შეკერვას და იმპორტირებული ფეხსაცმელების ჩანაცვლებასაც კი შეძლებს. „ჩვენი ახალი დანადგარით შეგვიძლია სხვა საწარმოებისთვის გავაკეთოთ კალაპოტები, რითაც საქართველოში ფეხსაცმელების წარმოება გაიზრდება, ეს ყველასთვის კარგი იქნება“ - ამბობს იგი და იქვე ამატებს, რომ მისი მიზანია საწარმოს პროდუქცია იყოს უმაღლესი ხარისხის და კომფორტული, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ხელმისაწვდომ ფასად საწარმო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ყველას ვურჩევ, ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილებების მიღების და ნუ დაიზარებთ შრომას. მთავარია, ნუ დაელოდებით წარმატებას, თავად შექმენით იგი. მე მადლობელი ვარ ფინკა ბანკის დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. თუ სესხის გადახდის ვადებს ისე გათვლით, რომ ბიზნესის განვითარება არ შეაფერხოს, სესხი ყოველთვის დაგეხმარებათ განვითარებაში“ - ამ სიტყვებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. შემპირდა, რომ მისი საწარმოს სიახლეებს არ გამოგვაპარებს.

მსგავსი მცირე საწარმოები და ბიზნესები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტია. ლაშასნაირი ადამიანები გაძლევენ რწმენას, რომ მუშაობით და მონდომებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ლაშა დიდი გეგმებით აგრძელებს მუშაობას და იმედი აქვს, რომ მისი ახალი ინოვაციური დანადგარით შეძლებს ბევრი რამე შეცვალოს ფეხსაცმელების ბაზარზე.

წარმატებებს ვუსურვებთ ლაშას და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი წარმატების ისტორიები ჩვენი მკითხველისთვის შთაგონების წყარო გახდება.

თუ გსურთ, რომ თქვენი წარმატების ისტორია ფინკა ბანკის გაზეთში მოხვდეს, დაგვირეკეთ და ჩვენ აუცილებლად მოვალთ თქვენთან.

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების სისტემა საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მიიღოთ და გადარიცხოთ თანხა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, 500000-ზე მეტ ობიექტში.

ფინკა ბანკში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა წამყვანი ფულადი გზავნილის სისტემით, მათ შორის, ვესტერნ იუნიონით, ინტელექსპრესით, კონტაქტით, უნისტრიმით და ფულადი გზავნილების სხვა სისტემებით.

თუ ხშირად სარგებლობთ ფულადი გზავნილებით და 6 თვის განმავლობაში უკვე გაანაღდეთ სამი გზავნილი, ისარგებლეთ შესაძლებლობით, რომ ფინკა ბანკში სწრაფად და მარტივად მიიღოთ სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების რიცხვი ყოველთიურად იზრდება, რაც განპირობებულია საუკეთესო სერვისითა და პირობებით. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ზოლოტაია კორონა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სწრაფი გზავნილია, რომელიც ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში გამოიყენება, თუმცა უკვე თურქეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იგზავნება. ასევე ძალიან პოპულარულია ვესტერნ იუნიონი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ

მიიღე და გააგზავნე ფულადი გზავნილი ფინკა ბანკში

და გადარიცხოთ თანხები მსოფლიოს 490 000-მდე ობიექტში, დსთ-სა და ევროზონის ქვეყნებში.

ფულად გზავნილებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში, ტელ: *4949.

ლაშა გარუჩავა - ფინკა ბანკის კლიენტი, მცირე მეწარმე

Page 11: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

11ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

ფინკა ბანკმა 2 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ფერმერის მეურნეობა დააზღვია მისასალმებელია, რომ ამ

პროექტის შედეგად, ფერმერები ეჩვევიან მოსავლის დაზღვევის კულტურას, რაც ხელს უწყობს შესაძლო ფინანსური დანაკარგების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. შესაბამისად, უმჯობესდება მათი კეთილდღეობა და ცხოვრების პირობები

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან ფუნქციონირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომელიც ყოველდღიურად განიხილავს მომხმარებელთა პრეტენზიებს და აწვდის მათ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ.

2017 წლის 1-ლი ივნისიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციაში. ეროვნული ბანკის ახალი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ არამხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას სპეციალური წესების დაცვას.

გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გამოვყოთ, რომლებიც ეროვნული ბანკის ახალ წესშია გათვალისწინებული, და რომელთა ცოდნაც მომხმარებლებს დაეხმარება უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები:

საფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მომხმარებლებს მიაწოდონ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო აუცილებელი ინფორმაცია და გაუმჟღავნონ ძირითადი რისკები. სესხის აღებისას (300-დან 200 000 ლარამდე) ან დეპოზიტის გახსნისას (0-დან 200 000 ლარამდე) ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულებას გაუკეთოს თავსართი და მასში მიუთითოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია (მაგ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი), ასევე, მომხმარებელს განუმარტოს მნიშვნელოვანი რისკები (მაგ. უცხოურ ვალუტაში სესხის აღებასთან,

რუბრიკა - „მომხმარებელთა უფლებების დაცვა“, წარმდგენი საქართველოს ეროვნული ბანკი

სიახლეები საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში

ან ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკი).

მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტის ზუსტი ფასი, ამიტომ, სარეკლამო მასალებში, სადაც ფასია ნაჩვენები, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულოა.

ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, ვებგვერდზე ან ფილიალში ინფორმაციის გამოქვეყნება აღარ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ მომხმარებელს, მისთვის მისაღები მინიმუმ ერთი, უფასო პერსონალური შეტყობინების არხით ეცნობოს ცვლილების შესახებ.

ფინანსურ ინსტიტუტებს აეკრძალათ საკომისიოს დაკისრება 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იმ არასაკრედიტო/არასადეპოზიტო პროდუქტებზე (მაგალითად, მიმდინარე ანგარიშზე), რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.

სავალდებულო გახდა კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობისთანავე ინფორმაციის მიწოდება როგორც უშუალოდ მომხმარებლისთვის, ისე თანამსესხებლისთვის და/ან თავდებისთვის.

სესხის წინსწრებით დაფარვისას განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობები კრედიტის დარჩენილი ვადის მიხედვით, რომელიც 0-დან 2%-მდე მერყეობს.

ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საქმიან, კეთილსინდისიერებასა და ზნეობის აღიარებულ ნორმებზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის, ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ზეპირი, წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ პრეტენზია ორგანიზაციის მიმართ. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას ცხელ ხაზზე: 2 406 406, ან ელ-ფოსტით: [email protected]

„შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ“ „ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებსა და აგრო დაზღვევაზე“ პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტი 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა ფერმერებში აგროდაზღვევის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ფინანსური რისკების დაზღვევასთან დაკავშირებული ცოდნის გადაცემას. საქართველოში 800 000 მცირე ფერმერია, რომელიც 1 ჰა ნაკლებ მიწას ფლობს. პროექტის ბენეფიციარები სწორედ მცირე ფერმერები იყვნენ.

პროექტის შედეგად: დაინერგა პირველი სასაწყობე ფონდის ფინანსური სისტემა საქართველოში, 14 500 ფერმერმა მიიღო ინფორმაცია აგრო დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ, ტრენინგი გაიარა 90 სადაზღვევო აგენტმა.

ფინკა ბანკი 2 წელია პროექტის აქტიური მონაწილეა. პროექტში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა 2300 აგრო დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის აქტიური მონაწილეები ვიყავით. პროექტი სასარგებლო იყო ჩვენი კლიენტებისთვის, რომლებმაც აგრო დაზღვევის საშუალებით დააზღვიეს მოსავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები. პროექტის ფარგლებში კლიენტებს შევთავაზეთ ახალი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც, ვფიქრობ, კარგად იყო მორგებული მათ საჭიროებებზე. მისასალმებელია, რომ ამ პროექტის შედეგად, ფერმერები ეჩვევიან მოსავლის დაზღვევის კულტურას, რაც ხელს უწყობს შესაძლო ფინანსური დანაკარგების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. შესაბამისად, უმჯობესდება მათი კეთილდღეობა და ცხოვრების პირობები“ – აღნიშნა გიორგი სამადაშვილმა, ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორმა.

ფინკა ბანკი აქტიურად განაგრძობს აგრო სექტორის დაფინანსებას. აგრო დაზღვევის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დანაკარგები, რაც აუმჯობესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და პოზიტიურად აისახება მათ საქმიანობაზე.

Page 12: ყოველკვარტალური ფინკა ბანკის ... · 2018-09-22 · ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

12 ფინკა ბანკის გაზეთი. #02, 2017 წელი

სარედაქციო კოლეგია

გვანცა კიკალიშვილიმარიამ ესებუავიტალი თაქთაქიშვილილიკა ხითარიშვილინიკოლოზ გეგეჭკორი

დიზაინი: GT ჯგუფი

ფოტოგრაფი: სალვატორე კოსტა

ყველა უფლება დაცულია

გაზეთი ვრცელდება უფასოდ

ფინკა ბანკის სერვის ცენტრების მისამართები თბილისიგლდანიგლდანი, მუხიანის გადასახვევიდიდუბეწერეთლის გამზირი/საგურამოს ქ.2ვარკეთილი17 შინდისელი გმირის ქ. 17ლილოლილოს ბაზრობის ტერიტორიაპირადი საბანკო მომსახურების ს/ცჭავჭავაძის გამზ.52

აჭარაბათუმიგორგასალის ქ. 49

ქობულეთიაღმაშენებლის 133ხელვაჩაურიფრიდონ ხალვაშის 350ხულომამულაძის 2

იმერეთიბაღდათირუსთაველის ქ.15ზესტაფონიაღმაშენებლის ქ. 59სამტრედიაჯავახიშვილის ქ.7ასაჩხერეთამარ მეფის ქ.2ქუთაისითამარ მეფის 37

ჭიათურანინოშვილის ქ.13

კახეთიახმეტარუსთაველის ქ.42გურჯაანირუსთაველის ქ.4თელავიალაზნის ქ. 6 ლაგოდეხიქიზიყის 31საგარეჯოაღმაშენებლის ქ.39ყვარელიგურამიშვილის 2წნორიაღმაშენებლის ქ.28

რაჭაამბროლაურიმახალდიანის ქუჩა

სამეგრელოზუგდიდიკოსტავას 5სენაკირუსთაველის ქ.255ფოთიკოსტავას ქ.22ჩხოროწყუდ.აღმაშენებლის ქ. 14

სამცხე-ჯავახეთიახალქალაქირუსთაველის ქ.21ახალციხე49-51 კოსტავას ქუჩა.

ქვემო ქართლიბოლნისისულხან-საბას ქ. 112 დმანისიცხრა აპრილის ქუჩა 27 მარნეულირუსთაველის ქ.64რუსთავითოდრიას ქ.17 შიდა ქართლიგორიცხინვალის გზატკეცილი 9კასპიაღმაშენებლის 6ხაშურიიმერეთის ქ.3

საკონტაქტო ინფორმაცია