საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... ·...

12
166 III. საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამები 1. ფაკულტეტი: საზოგადოებრივ მეცნიერებათა – 058 მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება – 02 Direction: Business administration სამაგისტრო პროგრამა: აგრობიზნესის მენეჯმენტი Agrobusiness Management მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში Master of Business Administration in Agrobusiness Management პროგრამის ხელმძღვანელი: იოსებ ფალელაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

Transcript of საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... ·...

Page 1: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

166

III. საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამები

1.

ფაკულტეტი: საზოგადოებრივ მეცნიერებათა – 058

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება – 02

Direction: Business administration

სამაგისტრო პროგრამა: აგრობიზნესის მენეჯმენტი Agrobusiness Management

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში Master of Business Administration in Agrobusiness Management

პროგრამის ხელმძღვანელი: იოსებ ფალელაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

Page 2: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

167

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

აგრობიზნესის მენეჯმენტი- Agrobusiness Management

მიმართულება

ბიზნესის ადმინისტრირება 02

ფაკულტეტი

საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური

მეორე საფეხური, მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი

აკადემიური

სწავლების ენა

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე

Page 3: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

168

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე, ორიენტირებულია სტუდენტზე და ემყარება სტუდენტის

აკადემიურ დატვირთვას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.

პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, აქედან – 65 კრედიტს სპეციალობის ძირითად კურსებს, 15 კრედიტს არჩევით

კურსებს, 10 კრედიტს პრაქტიკას და 30 კრედიტს კვლევით სამუშაოს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში

Master of Business Administration in Agrobusiness Management

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან დიპლომირებულ სპეციალისტს,

უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის

მოთხოვნათა შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს საერთო საუნივერსიტეტო პირობებს. დაშვება შესაძლებელია

მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სუხიშვილის

სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად. ასევე შესაძლებელია მობილობის წესით ჩარიცხვა

საქართველოს კანონმდებლობისა და სსუ–ის რეგულაციების შესაბამისად. რეკომენდებულია, მაგრამ არა სავალდებულო, რომ

კონკურსანტს ჰქონდეს საბაზო განათლება და პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისი პროფილით და უცხო ენაში.

Page 4: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

169

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია:

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის

აკადემიური ხარისხის მქონე მენეჯერული კადრების მომზადება აგრარულ სფეროში, რომელიც ორიენტირებული იქნება:

საბაზრო ეკონომიკის მუდმივად მზარდი კონკურენციის პირობებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა –

დასაქმებასა და აგრობიზნესის ადმინისტრირების საკითხებში აუცილებელი უნარ – ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

ინოვაციების სტარტეგიული მართვის, ინოვაციური პროცესების დაგეგმვისა და ფინანსირების ძირითადი პრინციპების;

შიდასაფირმო დაგეგმვის სისტემის; დანახარჯების მართვის, მათი დაგეგმვისა და კონტროლის მექანიზმების შესწავლაზე;

აგრარული სფეროში წარმოების შექმნის, ჩამოყალიბების, მოწყობის, მოწესრიგების, სისტემაში მოყვანის, ეფექტიანი

მენეჯმენტის და დაჩქარებული განვითარების მრავალმხრივი კანონზომიერებების შესწავლაზე. ასევე წარმოების ფაქტორების,

პროდუქციის წარმოების, სასაქონლო დამუშავება-გადამუშავების, დაფასოებისა და დისტრიბუციის ოპერაციების საფუძველზე

გარანტირებული მოგების (შემოსავლის) მიღების უზრუნველყოფის ხერხების შესწავლაზე.

აგრარულ სფეროში ინვესტირების ეკონომიკური შეფასების საფუძვლებისა და საპროექტო წინადადებების დამუშავების

მეთოდიკის შესწავლაზე, ასევე აგრობიზნესის ცალკეულ დარგებში საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამირების

განხორციელების შესაძლებლობათა და მათი ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებასა და დაგეგმვის საკითხების შესწავლაზე.

შეზღუდული რესურსების პირობებში სოფლის მეურნეობის განვითარების მრავალფაქტორული სიტუაციური ანალიზის

ჩატარებაზე და გარემოში მიმდინარე მუდმივად ცვალებად პირობებში ფერმერული მეურნეობების მართვაზე; კერძოდ კი

ფერმერულ მეურნეობებში ბიზნეს მენეჯმენტის ორგანიზაციის, ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტის სრულყოფის

სპეციფიკური ეკონომიკური მახასიათებლების და მათი გაანგარიშების მეთოდების შესწავლაზე.

სოფლის მეურნეობის სამეურნეო რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრების და უკუგების ღონისძიებების განსაზღვრის

მეთოდოლოგიის შესწავლაზე; ასევე ფერმერული მეურნეობებში სამეურნეო რისკის მართვის მექანიზმის პირობებში

ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესწავლასა და მეურნეობების წარმატებით რეგულირებისათვის რისკების სწორად

დაგეგმვისა და მართვის პრინციპების შესწავლაზე.

პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კადრები შემდგომში კვლევით საქმიანობისათვის და დოქტორანტურაში სწავლის

გასაგრძელებლად.

Page 5: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

170

სწავლის შედეგები/ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები

ცოდნა და

გაცნობიერება

იცის:

• მაგისტრს ექნება:

• ზოგადად აგრობიზნესის სფეროს კომპლექსური, სიღრმისეული და სისტემური ცოდნა;

• ბიზნეს მენეჯმენტის, აგრობიზნესის, ფინანსური მენეჯმენტის, მარკეტინგის მენეჯმენტის,

საინოვაციო მენეჯმენტის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების სისტემური ცოდნა;

• აგრარულ საწარმოთა ბიზნეს საქმიანობის ანალიზის, წარმოების განვითარების და ეფექტიანობის

ამაღლების რეზერვების გამოვლენის, პროდუქციის შენახვა- გადამუშავების, ცალკეული

ტექნოლოგიური ღონისძიებების ეკონომიკური შეფასების მეთოდები.

• ფერმერული მეურნეობის ორგანიზების, ბიზნესის განვითარების კანონზომიერებების, მართვის

პრინციპების და მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა; ფერმერულ მეურნეობათა მენეჯმენტის

ტექნოლოგიის, კომუნიკაციის დამყარების და მენეჯერის საქმიანობის პრინციპების

სიღრმისეული ცოდნა;

• აგრობიზნესში საქმიანობისათვის გუნდური მართვის თანამედროვე და ეფექტიანი პრინციპებისა

და ინსტრუმენტების თეორიული ცოდნა;

• მიზნობრივ და კონკურენტულ ბაზრებთან ურთიერთობისა და ორიენტირების თეორიული

ცოდნა;

• მენეჯერული ქცევის, აგრობიზნესის ინფორმაციული სისტემების მართვის, ინვესტირების,

ბიზნეს-გეგმებისა და პროექტების შეფასების, აგრობიზნესის დაგეგმვის, პროექტირებისა და

მენეჯმენტის მეთოდების ცოდნა;

• სამეურნეო რისკის თეორიული საფუძვლების და რისკის განსაზღვრისა და შეფასების

მეთოდოლოგიური მიდგომების და კრიტერიუმების განსაზღვრის ღრმა და სისტემური ცოდნა;

მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომების და ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების და

მორგებული ეკონომიკური მექანიზმის გამოყენების თეორიული ცოდნა;

• შეეძლება გააცნობიეროს აგრარული პოლიტიკის ამოცანები და ძირითადი მიმართულებები

თანამედროვე ეტაპზე; მეცნიერების როლი და მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის მდგრადი

განვითარების და სასურსათო უსაფრთხოების საქმეში.

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

შეუძლია:

• მაგისტრი შეძლებს

• აგრობიზნესის არსებულ და ცვლად გარემოში მოქმედებას, პრობლემების კომპლექსური

გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას;

Page 6: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

171

• ბიზნესის მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბებას და დასახვას, რესურსების ეფექტიან მართვას,

ფინანსური შედეგების ანალიზს, ტექნიკური ანგარიშგებების მომზადებასა და გამოყენებას;

• აგრობიზნესში მიმდინარე პროცესებისა და პროცედურების ეფექტიანად დაგეგმვას და მართვას;

• მარკეტინგული სტრატეგიის პოლიტიკის დამოუკიდებლად შემუშავებას და შეფასებას;

• აგრობიზნესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად

გამოყენებას.

დასკვნის უნარი მაგისტრი შეძლებს:

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების საფუძველზე, ახალი ინფორმაციის მოპოვებას,

დამუშავებას და ანალიზს;

• შემოქმედებითი და ინოვაციური საქმიანობის წარმართვას;

რთული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე

დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას;

• გუნდური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობას და ინიციატივის საფუძველზე

კვალიფიციური დასკვნების ჩამოყალიბებას;

• მიზნების მისაღწევად ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიური რესურსების ეფექტიანად

გამოყენებას;

უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე დასკვნის გაკეთებას და

სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

კომუნიკაციის უნარი

მაგისტრი შეძლებს:

• საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით თავისი დასკვნების,

არგუმენტაციის და კვლევის მეთოდების გაზიარებას აკადემიურ და პროფესიულ

საზოგადოებასთან;

• მიზნების, ამოცანების, შედეგების, და ცვლილებების კომუნიკაციას კოლეგებთან და

საზოგადოებისათან;

• საქმიანი საერთაშორისო ურთიერთობების წარმოებას.

• პროექტის/ნაშრომის, წერილობითი ანგარიშის მომზადებას და პრეზენტაციას.

Page 7: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

172

სწავლის უნარი

მაგისტრს ექნება:

• სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების და

სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი;

• საკუთარი სწავლის პროცესის თანამიმდევრულად წარმართვის და შეფასების უნარი;

• დარგობრივი ინგლისურის ცოდნა და პროფესიულ საქმიანობაში მისი გამოყენების უნარი;

• საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრის, ცოდნისა და კვალიფიკაციის მუდმივად

განახლების უნარი.

ღირებულებები

მაგისტრი შეძლებს:

• ეროვნული და შიდა სამეურნეო-მმართველობითი ღირებულებების შეფასებას და ახალი

ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანას;

• აგრობიზნესის ღირებულებების და იმიჯის იდენტიფიცირებას და დიფერენცირებას;

• აგრობიზნესის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები

სწავლის პროცესში კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება სწავლების ისეთი მეთოდები/

ხერხები, როგორებიცაა სალექციო მეთოდი, წერითი მუშაობის მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატების

მეთოდი, ჯგუფური მუშაობის მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, როლური და სიტუაციური

თამაშების მეთოდი, ევრისტიკული, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, აგრეთვე

პრაქტიკული მეთოდები და სხვ კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები ასახულია

შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში.

სალექციო მეთოდი ლექცია წარმოადგენს შესასწავლი თემის შესახებ სისტემატიზებული ცოდნის, კონცეფციებისა და

თეორიების მომცველი ინფორმაციის სტუდენტური აუდიტორიისათვის სიტყვიერი გადაცემის ეფექტურ

მეთოდს.

დისკუსია/დებატები დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია

Page 8: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

173

შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ

დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების

უნარს.

ჯგუფური მუშაობა ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების

მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას

ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის

პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა

სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

წიგნზე მუშაობა შესაძლებელია ხორციელდებოდეს მასწავლებლის მეთვალყურეობით ან დამოუკიდებლად. არსებობს

წიგნზე მუშაობის სხვადასხვა ხერხები: კონსპექტირება, ტექსტის გეგმის შედგენა, ტესტირება, ციტირება,

ანოტაცია, რეცენზია, ცნობის შედგენა, ფორმალურ-ლოგიკური მოდელის შედგენა.

ლაბორატორიული გულისხმობს დავალების კეთებით ("learning through doing") სწავლებას, რაც ხორციელდება

განსაკუთრებულ გარემოში - ლაბორატორიაში, და უზრუნველყოფს თეორიისა და პრაქტიკის

ურთიერთკავშირის კონცეპტუალურად გააზრების შესაძლებლობას.

პრობლემაზე

დაფუძნებული

სწავლება

სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს

პრობლემას.

თანამშრომლობითი

სწავლება

იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ

შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი

მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

ევრისტიკული ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების

პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით

Page 9: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

174

ხორციელდება.

შემთხვევის ანალიზი პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც

ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა.

გონებრივი იერიში ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ

მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და

მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი

მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის

პირობებში.

როლური და

სიტუაციური

თამაშები

როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და

ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური

თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი

დაცვის უნარს.

დემონსტრირება ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით

ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური

გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს

როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო

მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს

დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

ინდუქცია,

დედუქცია, ანალიზი

და სინთეზი

• სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას,

როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან

განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს

კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

• სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ

ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს

წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

• სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,

Page 10: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

175

შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული

ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.

• სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების

დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის

დანახვის უნარის განვითარებას.

ახსნა-განმარტებითი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს

კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

ქმედებაზე

ორიენტირებული

სწავლება

მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც

განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

• შუალედურ შეფასებებს;

• დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტების ცოდნის შეფასებისათვის გამოიყენება როგორც ზეპირი, ასევე წერითი (ტესტი ღია და დახურული კითხვებით,

ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია, ქვიზი, ესსე და ა.შ) სახით.

შეფასების წესი, ფორმები, კრიტერიუმები და მათი ხვედრითი წილი, სასწავლო კურსის სპეციფიკიდან და სწავლების

მიზნებიდან გამომდინარე, განისაზღვრება სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ, რაც აისახება კონკრეტული სასწავლო

კურსის სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

პროგრამის განხორციელებისას და სასწავლო კურსის სწავლებისას სტუდენტის მოსწრება ფასდება ტრანსფერისა და

დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) და ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის

შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების

სისტემის შესაბამისად.

განვლილი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების ათვისება უნივერსიტეტში ფასდება 100

ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული შეფასების მეთოდების წილისგან შედგება. კრედიტის მისაღებად

საჭირო მინიმალური შეფასებაა 51 ქულა.

Page 11: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

176

დადებით შეფასებად ჩაითვლება:

• (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

• (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

• (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

• (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

• (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:

• (FX ) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება

და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

• (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის

საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასაქმების სფერო

პროგრამა შესაძლებლობას იძლევა კურსდამთავრებულებმა შეიძინონ ღრმა, სისტემური, სპეციალიზებული დარგობრივი

კომპეტენციები. ამ კომპეტენციების მეშვეობით კურსდამთავრებულს უფლება ექნება დასაქმდეს აგრარული სფეროს

დაწესებულებებში და რეგიონალურ აგროფირმებში, აგრობიზნესის მიმართულებით მაღალი რანგის მენეჯერებად. მათ

შეეძლებათ აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო სამუშაოები, ტრეინინგები და მმართველობითი კონსალტინგი. ამ

მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებს.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრი მომზადებული იქნება აგრარული სფეროს დოქტორანტურაში სწავლის

გასაგრძელებლად ან ნებისმიერ სხვა სფეროში თუ

მიღების წინაპირობა არ არის შეზღუდული.

Page 12: საზოგადოებრივ მეცნიერებათა 058 02ƒგრ... · 167 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

177

პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსი

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ ტექნიკურ ბაზას წარმოადგენს ორი კეთილმოწყობილი სასწავლო

კორპუსი ცენტრალური გათბობით, სათანადოდ აღჭურვილი კაბინეტ – ლაბორატორიები და ნათელი აუდიტორიები,

საინფორმაციო კომპიუტერული ცენტრი ინტერნეტით და კომპიუტერული სასწავლო ლაბორატორია მაღალი სიხშირის

კომპიუტერებით, მდიდარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, თანამედროვე სასწავლო წიგნადი ფონდით, რომლითაც

შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტებმა ნებისმიერ დროს და მოიძიონ სასურველი ინფორმაცია, სპორტული დარბაზი

სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის და სპორტული მოედანი სადაც სტუდენტები აქტიურად ვარჯიშობენ, ეწყობა

შეჯიბრებები ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

უნივერსიტეტში 5 დღიანი სასწავლო კვირაა. სწავლა იწყება დილის 10 საათზე. აუდიტორული მეცადინეობა მოიცავს 1

ასტრონომიულ საათს 10 წუთიანი შესვენებით.

სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირებისათვის ხდება სტუდენტები

სისტემატიური გამოკითხვები, რეკომენდაციები და კრიტიკა აისახება პროგრამაში. მონიტორინგის საფუძველზე ხდება

ცვლილებების შემუშავება და აისახება სასწავლო კურსებში. ხდება სასწავლო პრაქტიკის ტრენინგული ნაწილის გაძლიერება.

დისკუსის მოწყობა მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის. უცხოეთის გამოცდილების გაზიარება და სხვა. პროგრამის შეფასების

პროცესი მიმდინარეობს უწყვეტლივ.

სასწავლო პროცესის განხორციელების თავისებურებანი

სწავლება მოიცავს 2 აკადემიურ წელს (4 სემესტრი), ერთი აკადემიური წელი შედგება 40 კვირისაგან, აქედან 30 სააუდიტორიო

(სემესტრში 15 კვირა) და 8 სასესიო (სემესტრში 4 კვირა). მეოთხე სემესტრში გათვალისწინებულია პროფესიული პრაქტიკა და

სამაგისტრო ნაშრომის მომზადება − დაცვა.