საქართველოში მცირე...

103
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო ფასები 13 მეგავატამდე სიმძლავრისთვის (ფასების დონე 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით) 2016

Transcript of საქართველოში მცირე...

Page 1: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი

საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო ფასები

13 მეგავატამდე სიმძლავრისთვის

(ფასების დონე 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით)

2016

Page 2: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

წინასიტყვაობა

საქართველოში არსებული ჰიდროპოტენციალის ინვენტრიზაციისა და მათ შორის პროექტის

განხორციელების და მშენებლობის ღირებულების დაანგარიშების მიზნით 2013 წელს

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა დაიწყო თანამშრომლობა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს ეროვნულ

სააგენტოსთან. თანამშრომლობა ითვალისწინებდა ეტაპობრივ მიდგომას, რის საფუძველზეც

შემდეგი აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა:

• ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავება და ხარისხის

კონტროლი

• მიწათსარგებლობის რუკების მომზადება და რელიეფის ციფრული მოდელის შექმნა

• საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის რუკის მომზადება

• ჰიდროენერგეტიკული ობიექტის განვითარებისათვის საჭირო ფასთა კრებული

• ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის კალკულაცია და მასთან დაკავშირებული

ხარჯები

ეს სახელმძღვანელო, რომელიც მომზადდა ქართული (შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“) და

ნორვეგიული (Norconsult AS) კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან

და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან თანამშრომლობით,

მოიცავს საქართველოში ჰიდროენერგეტიკული ობიექტების განვითარებისათვის საჭირო

ხარჯებს. იმედი გვაქვს, ეს სახელმძღვანელო იქნება სასარგებლო გზამკვლევი პოტენციური

ინვესტორისათვის საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში, ისევე როგორც

საქართველოს მთავრობისათვის შეასრულებს ინსტრუმენტის ფუნქციას

ჰიდროენერგეტიკული განვითარების შეფასებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში.

Page 3: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

13 000 კვტ-მდე გამომუშავების მქონე მცირე ჰიდროელექტრო სადგურების საბაზისო

ფასები

შინაარსი

1 ზოგადი თავი ................................................................................................................................................................ 1

1.1 ზოგადი ინფორმაცია ............................................................................................................ 1

შესავალი ......................................................................................................................................... 1 ისტორია .......................................................................................................................................... 1 ანგარიშის შინაარსი და გამოყენება ................................................................................................ 2 ფასების დონე................................................................................................................................. 2

1.2 სტრატეგია მცირე ჰიდროელექტრო სადგურებისთვის ...................................................... 2

საინვესტიციო უპირატესობანი ...................................................................................................... 3 ენერგეტიკული პოლიტიკა ............................................................................................................ 4

1.3 ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროცესები საქართველოში ........................................ 4

გარემოზე ზემოქმედების შეფასება ................................................................................................ 4 მიწების გასხვისება ......................................................................................................................... 4 მშენებლობის ნებართვა .................................................................................................................. 5 ლიცენზია ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ............................................................................ 5 ელექტროგადამცემი ქსელების გაერთიანების ხელშეკრულება .................................................... 5

2 მშენებლობა და საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოები .............................................................................. 6

2.1 ზოგადი ნაწილი .................................................................................................................... 6

მიწოდების მოცულობა ................................................................................................................... 6 ზედნადები ხარჯების შეფასება ..................................................................................................... 7 ფასთა შორის სხვაობა ..................................................................................................................... 7 საპროექტო ორგანიზაციების პირადი ძალისხმევის ღირებულებასთან დაკავშირებული

მოსაზრებანი ................................................................................................................................................. 8

2.2 კაშხლები ............................................................................................................................. 11

პატარა ქვანაყარი კაშხლები........................................................................................................ 11 ბეტონის კაშხლები........................................................................................................................ 12 ხის კაშხლები ................................................................................................................................ 14

2.3 წყალმიმღები ნაგებობები ................................................................................................... 20

2.4 ჰესები ................................................................................................................................... 23

მიწისზედა ჰესები ......................................................................................................................... 23 მიწისქვეშა ჰესები ......................................................................................................................... 23

2.5 სადაწნეო მილსადენები, არხები......................................................................................... 26

სადაწნეო მილსადენის საყრდენი ............................................................................................... 26 მილის ტრანშეები ......................................................................................................................... 28 არხები ........................................................................................................................................... 30

2.6 საინჟინრო-გეოლოგია და გეოტექნიკა ............................................................................... 33

გვირაბის მინიმალური პროფილი ............................................................................................... 33 დიდდიამეტრიანი ბურღილის ბურღვა ....................................................................................... 33 კლდოვანი ქანების ბურღვა .......................................................................................................... 37

2.7 ტრანსპორტირების საშუალებები ....................................................................................... 37

დროებითი გზები სამშენებლო მიზნებისთვის ........................................................................... 37

3 ელექტროტექნიკური სამუშაოები........................................................................................................................... 39

სიმძლავრის კოეფიცინეტი (COS Φ) ........................................................................................... 40

Page 4: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

3.2 გენერატორი ........................................................................................................................ 40

3.3 ტრანსფორმატორები ........................................................................................................... 44

3.4 გამანაწილებელი და მართვის სისტემები .......................................................................... 46

3.5 ელექტროგადამცემი ხაზები ............................................................................................... 50

4 საინჟინრო-მექანიკური სამუშაოები ....................................................................................................................... 51

4.1 ზოგადი ნაწილი .................................................................................................................. 51

მიწოდების მასშტაბი .................................................................................................................... 51 ფასების გაანგარიშება ................................................................................................................... 51

4.2 ტურბინები .......................................................................................................................... 52

პელტონის ტიპის ტურბინები ...................................................................................................... 55 ფრენსისის ტიპის ტურბინები ...................................................................................................... 56 კაპლანის ტიპის/კაფსულური ტურბინები ................................................................................... 57 სხვა ტექნიკური გადაწყვეტები და ტურბინები ........................................................................... 59

4.3 ფარები ................................................................................................................................. 65

4.3.2 ბორბლიანი ფარი ............................................................................................................................... 65 სრიალა ფარი ................................................................................................................................ 66 სარქველიანი ფარები .................................................................................................................... 67 რეზინის მამჭიდროებლები .......................................................................................................... 67

4.4 წყალმიმღების დამცავი გისოსები ...................................................................................... 71

4.5 ამწე მოწყობილობები .......................................................................................................... 74

ხიდური ამწე ................................................................................................................................. 74 ელექტროჯალამბარი ხიდური ელექტრო ამწით ......................................................................... 74 ალტერნატიული ამწე მოწყობილობები ....................................................................................... 74 მოძრავი ამწეები ........................................................................................................................... 74

4.6 წყალმიმღების დამცავი გისოსების ცხაურა ....................................................................... 77

4.7 მილები ................................................................................................................................. 78

პოლიეთილენის მილები .............................................................................................................. 79 მინა-ბოჭკოთი არმირებული პლასტიკის (GRP) მილები ............................................................ 80 სპირალურად შედუღებული ფოლადის მილები ........................................................................ 80 უნაკერო ფოლადის მილები ......................................................................................................... 81 ნაჭედი თუჯის მილები ................................................................................................................ 81 ხის მილები ................................................................................................................................... 82

5 სრული კომპლექტაციის ელექტრომექანიკური აღჭურვილობის მიწოდებები .............................................. 87

5.1 ზოგადი ნაწილი .................................................................................................................. 87

მიწოდების მასშტაბი .................................................................................................................... 87

5.2 500-დან 13,000 კვტ-მდე სიმძლავრის სრულად დაკომპლექტებული ჰიდრო ელექტრო

სადგური ........................................................................................................................................... 87

ფასების გაანაგარიშება .................................................................................................................. 87 მცირე ჰიდროელექტრო სადგურის გენერატორები..................................................................... 88

5.3 500 კვტ-მდე სიმძლავრის მიკრო და მინი ჰესები .............................................................. 89

ფასების გაანგარიშება ................................................................................................................... 89 მიკრო და მინი ჰესები .................................................................................................................. 89 პელტონის ტიპის ტურბინები ...................................................................................................... 92 ფრენსისის ტიპის ტურბინები ...................................................................................................... 92 კაპლანის ტიპის ტურბინა ............................................................................................................ 92 სხვა ტიპის ტურბინები ................................................................................................................. 93

Page 5: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

1

1 ზოგადი თავი

1.1 ზოგადი ინფორმაცია

შესავალი

წინამდებარე სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია იმ საშუალებების უზრუნველყოფა,

რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კონტრაქტორის (მშენებლობასთან

დაკავშირებული სამუშაოები) და მიმწოდებლის (ელექტრო-მექანიკური აღჭურვილობა)

საშუალო პროგნოზირებადი ხარჯების გაანგარიშება ადრეულ სტადიაზე 13 000

კილოვატამდე გამომუშავების მქონე მცირე ჰიდროელექტრო სადგურებისთვის. ეს

ხარჯები დამოკიდებული იქნება რამდენიმე ისეთ პირობაზე, რომლებიც შეიძლება

განსხვავდებოდეს თითოეული ჰესის მიხედვით და შესაბამისად, აუცილებელია, რომ

მომხმარებელს გააჩნდეს მყარი ტექნიკური ცოდნა. ეს კერძოდ ეხება ჰიდროელექტრო

სადგურთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებს. წინამდებარე სახელმძღვანელო

წარმოადგენს დიდი ჰესების პროექტებისთვის (>13 000 კვტ) ჩვენს მიერ მომზადებულ

საბაზისო ფასებზე დამატებას.

ისტორია

დღევანდელ დღემდე საქართველოში გამოიყენება ყოფილი საბჭოთა კავშირის

დროინდელი სტანდარტები, ასევე მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ

ყოველკვარტალურად გამოცემული სახელმძღვანელო.

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა (NVE) ნორვეგიულ

კომპანია Norconsult AS-ს დაავალა საქართველოსთვის NVE-სა და საქართველოს

ენერგეტიკის სამინისტროს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული

დავალების – „მცირე ჰიდროელექტრო სადგურების საბაზისო ფასების“ მომზადება (2015

წლის 1 იანვრის ფასების დონის მდგომარეობით). საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდება NVE-

სა (ასევე Norconsult-თან კონსულტაციით) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს

(ქართული საკონსულტაციო ფირმის –„გროს ენერჯი ჯგუფის“ მხარდაჭერით) მიერ

ერთობლივი განხილვისა და შესწორების საფუძველზე.

წინამდებარე სახელმძღვანელო საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარების

პერსპექტივის შეფასების ძალიან გონივრულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მომავალში

„საბაზისო ფასების“ შესწორება და განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე

განხორციელდება.

ელექტროსადგურები, რომელთა გამომუშავების სიმძლავრე 0-13 მგვტ-ს შორის მერყეობს,

ხშირად შემდეგ ტიპებად იყოფა:

- მიკრო ჰესები, რომლებიც წარმოადგენენ ჰესებს, რომელთა სიმძლავრე 100 კვტ-მდეა;

- მინი ჰესები, რომლებიც წარმოადგენენ ჰესებს, რომელთა სიმძლავრე 100 კვტ-სა და 1

მგვტ-ს შორისაა;

- მცირე ჰესები, რომლებიც წარმოადგენენ ჰესებს, რომელთა სიმძლავრე 1 მგვტ-სა და 13

მგვტ-ს შორისაა.

Page 6: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

2

ანგარიშის შინაარსი და გამოყენება

ანგარიში დაყოფილია სამ ძირითად თავად:

კონსტრუქციული და საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები

საინჟინრო-ელექტროტექნიკური სამუშაოები

საინჟინრო-მექანიკური სამუშაოები.

ანგარიშის მიზანს წარმოადგენს „ნორმალურ“ პირობებში არსებული ხარჯების წარმოდგენა

და მისი გამოყენება გათვალისწინებულია პროექტის ადრეული დაგეგმარების ეტაპებზე,

რათა სწრაფად მოხდეს პროექტის მიახლოებითი ღირებულების დადგენა და სხვადასხვა

ჰიდროელექტრო პროექტების ხარჯების ერთმანეთთან შედარება.

ფასების უმეტესობა წარმოდგენილია გრაფიკების სახით შესაბამის ტექსტთან ერთად.

ფასების დონე

ანგარიშში მოცემული ფასები მოყვანილია 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ყველა

ფასი მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების დოლარში, USD.

1.2 სტრატეგია მცირე ჰიდროელექტრო სადგურებისთვის

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა ახორციელებს თავისი ეკონომიკის

მოდერნიზაციისა და ლიბერალიზაციის მასშტაბურ პროგრამას. ინსტიტუციური

რეფორმები მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმოების

პრივატიზებას,გადასახადების რაოდენობისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირებას,

საგადასახადო და ფინანსური მართვის ინსტიტუტების გაუმჯობესებას, სალიცენზიო

მოთხოვნების რესტრუქტურიზაციას, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას

და ზოგადად, საქართველოში კომერციული საქმიანობის განხორციელების

გამარტივებისკენ მიმართულ ძალისხმევებს.

თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ საქართველო „ჰიდრო ენერგეტიკული“ ქვეყანაა.

ქვეყნის მთლიანი გამომუშავების საშუალოდ 85% ადგილობრივ ჰიდროელექტრო

სადგურებზე მოდის. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე ძირითადად წყლისგან და

წყლის რესურსებისაგან შედგება, ხოლო მისი ჰიდროელექტრო პოტენციალი ერთ სულ

მოსახლეზე ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. იგი საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და

წარმოადგენს რეგიონულ ენერგოკვანძს, რომელსაც ტრანზიტის მნიშვნელოვანი

პოტენციალი აქვს კასპიის ზღვის რეგიონიდან საერთაშორისო ბაზრებისთვის რესურსების

მიწოდების თვალსაზრისით.

პოტენციურად განახლებადი ენერგოპროექტების განხორციელება სამინისტროსთვის ერთ-

ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მის წყაროებს მნიშვნელოვანი წვლილი

შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენს და მეზობელ ქვეყნებში

Page 7: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

3

ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა სტიმულს აძლევს პოტენციურ ინვესტორებს, რათა

მათ სრულყოფილად გამოიყენონ ახალი მიდგომები და საინვესტიციო შესაძლებლობები

საქართველოს ენერგო სექტორში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობის მიერ განხორციელებული

ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ინვესტორებისათვის ხელსაყრელი გარემო, როდესაც მათ

შესთავაზეს ახალი სამშენებლო პროექტები მშენებლობა-ფლობა-ექსპლუატაციის (BOO)

პრინციპის საფუძველზე, მიმზიდველი საექსპორტო ბაზრები, მესამე მხარის მიერ

ენერგოსისტემასთან თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა და ეფექტური

სამართლებრივი და მარგულირებელი ბაზა.

ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და

განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, სწრაფად მზარდი საექსპორტო ბაზარი,

გამარტივებული პროცედურები და საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა და მის

მიერ აღებული ვალდებულება განახლებადი ენერგო წყაროების განვითარების მიზნით

ხელსაყრელ საქმიან ატმოსფეროს ქმნის პოტენციური ინვესტორებისთვის.

საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის პრიორიტეტების განუყოფელი ნაწილია.

ამჟამად საქართველოს ენერგომომარაგების სტრუქტურა 75-80%-ით დამოკიდებულია

თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ენერგიაზე და გარე წყაროებზე, რაც

შესაძლებელია მხოლოდ განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების ხარჯზე

შემცირდეს, უპირველეს ყოვლისა კი ჰიდრო და ენერგო ეფექტურობის ხარჯზე. ჩვენი

მიზანია გავზარდოთ ენერგო უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ მწვანე ეკონომიკის

განვითარებას. განახლებადი ენერგიის სექტორი წარმოადგენს ერთადერთ ადგილობრივ

ბუნებრივ რესურსს, რომელიც საქართველოს შიდა საჭირობებს აკმაყოფილებს.

ჩვენი მიზანია კიდევ უფრო განვითარდეს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ და „ჩრდილოეთი-

სამხრეთის“ ენერგოტრანსპორტირების ინფრაქტრუქტურა, რათა გაიზარდოს ქვეყნის

სატრანზიტო პოტენციალი. დამატებით მიზნებს წარმოადგენს სოციალური და

ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება განახლებად ენერგოპროექტებში ახალი

ინვესტიციების მოზიდვის გზით, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება

ახალი სამუშაო ადგილების და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებელობების შექმნის

გზით, თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ქვეყნის

ენერგო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზით და საერთაშორისო

ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამტკიცება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ

ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით.

საინვესტიციო უპირატესობანი

მშენებლობა-ფლობა-ექსპლუატაციის (BOO) პრინციპი;

ენერგო სექტორში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა;

Page 8: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

4

გამარტივებული პროცედურები;

დივერსიფიცირებული და მზარდი საექსპორტო ბაზრები, ევროკავშირის ქვეყნების

ბაზრების ჩათვლით;

ელექტროგადამცემ ქსელში უფასო ჩართვა;

ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობა;

ახალ ჰესებს აქვთ თურქეთის ახალი ელექტროდამაკავშირებელი ქსელის

სიმძლავრეზე უპირატესი წვდომა;

ელექტროენერგიის გამომუშავება და საექსპორტო საქმიანობა

განთავისუფლებულია დღგ-სგან;

ჰიდროელექტროსადგურის საერთო გამომუშავებული მოცულობის შესყიდვის 15

წლიანი გეგმა (PPA) სექტემბერი-აპრილის პერიოდში.

ენერგეტიკული პოლიტიკა

ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, საქართველოს

ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება და მარაგების შექმნა;

საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება;

საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის

კანონმდებლობასთან ;

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ენერგიით ვაჭრობის

მექანიზმების გაუმჯობესება;

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერება რეგიონში;

საქართველო –სუფთა ენერგიის წარმოებისა და ენერგიით ვაჭრობის რეგიონული

ცენტრი;

ენერგოეფექტურობის ერთიანი მიდგომის შემუშავება და განხორციელება;

გარემოს დაცვითი საკითხების გათვალისწინება ენერგეტიკული პროექტების

განხორციელებისას;

მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

1.3 ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროცესები საქართველოში

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

მოწონებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ არაუმეტეს

60 დღეში საჯაროდ განსახილველად და დაახლოებით 20 დღეში ეკოლოგიური კომიტეტის

მიერ დასამტკიცებლად.

მიწების გასხვისება

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის სამშენებლო უბანი სახელმწიფო საკუთრებაშია,

საქართველოს მთავრობა ინვესტორზე გრძელვადიანი (99 წელი) იჯარით გასცემს ან

ნომინალურ საფასურად (ნომინალურსაფასურს განსაზღვრავენ ადგილობრივი

მუნიციპალიტეტები პრივატიზების მიზნით და იგი ახლოს არის საბაზრო

Page 9: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

5

ღირებულებასთან) გაასხვისებს მიწის ნაკვეთს მიწის პრივატიზებისთვის პირდაპირი

მიყიდვის პროცედურის გზით.

მშენებლობის ნებართვა

გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2 მგვტ

ან მეტი სიმძლავრის მქონე ჰესებისთვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების მიერ. მიწის საკუთრების გადამოწმებას სჭირდება 30 დღე, მაქსიმუმ 20 დღე –

ტექნიკური პროექტის დამტკიცებას (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ჩათვლით) და

დაახლოებით 10 დღე კი ნებართვის გაცემას.

ლიცენზია ელექტროენერგიის გამომუშავებაზე

გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (შემდგომში – “„სემეკ“) მიერ და წარმოადგენს ელექტროენერგიის გამომუშავების

საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს და მისი მიღება უნდა მოხდეს 13 მგვტ ან მეტი

სიმძლავრის ჰესების ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ლიცენზიის მიღების ვადა

დაახლოებით 30 დღეა, მათ შორის, წარდგენილი განაცხადის სისრულის

დადასტურებისთვის საჭირო 5 დღე.

ელექტროგადამცემი ქსელების გაერთიანების ხელშეკრულება

ახლად აშენებული ჰესებისთვის საჭიროა ელექტროქსელების გაერთიანების

ხელშეკრულების გაფორმება ელექტროგადამცემი ხაზის/ქსელის მფლობელთან. ქსელში

ჩართვა უფასოა, ხოლო ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები განისაზღვრება სეწმეკ-ის

მიერ.

Page 10: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

6

2 მშენებლობა და საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოები

2.1 ზოგადი ნაწილი

მიწოდების მოცულობა

საბაზისო ფასები მოიცავს ყველა ხარჯს, როგორც მოყვანილია მშენებლობისა და

საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოების თითოეულ ნაწილში.

საქართველოში ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა ფასთა კლება, თუმცა არსებობს ფასები,

რომლებიც არ შეცვლილა სამშენებლო მასალების პრეისკურანტში მოყვანილ ფასებთან

შედარებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რეგულირებადი საბაზრო ფასების შესახებ.

„მცირე ჰესების საბაზისო ფასებში“ ისეთი საერთო ხარჯები, როგორიცაა დანადგარების

მონტაჟის, გამართვა-გაშვების, ზედნადები და საექსპლუატაციო (შემდგომში „ზედნადები

ხარჯები“ და „დანადგარების მონტაჟი, გამართვა-გაშვება“) ხარჯები, არ არის

გათვალისწინებული მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების ყველა კომპონენტში და

ისინი აუცილებლად უნდა დაემატოს პროექტის საერთო ღირებულებას. ზოგადად,

დანადგარების აღმართვისთვის საჭირო დამატებითი ხარჯები, რომლებიც უნდა

დაემატოს, შეადგენს ყველა სხვა სამუშაოს საერთო ხარჯის 30%-ს.

საბაზისო ფასებში არ არის გათვალისწინებული ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯები და ისინი

აუცილებლად უნდა შეფასდეს თითოეული პროექტისთვის:

ტრანსპორტირება და დროებითი გზები სამშენებლო მიზნებისთვის;

მიწისა და წყლის ხარისხის აღდგენა (ტყის გაკაფვა, სამოძრაო ტრასები,

ნაგავსაყრელები, მიწის ზედაპირის გათანაბრება);

სხვა საერთო ხარჯები: წარმოადგენს 10-15% დამატებით ხარჯებს და მათში

ჩვეულებრივ შედის:

- ტოპოგრაფიული აგეგმვა და საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოებისთვის

ბაზის მომზადება (ტოპო-რუკები, პროფილები და ა.შ);

- წყლის ნაკადების გაზომვა და ჰიდროლოგიური შეფასებები;

- ეკოლოგიური კვლევები;

- გარემოზე ზემოქმედების შეფასება;

- გრუნტების კვლევა;

- საპროექტო და კონსტრუქციული სამუშაოები. კაშხლის, წყალმიმღების,

სადაწნეო მილსადენის (დახრილ რელიეფზე), ჰესის შენობის (სიღრმე ძირითად

ქანებამდე და ა.შ) პირობებიდან გამომდინარე.

- კონტროლი, მშენებლობის მართვა, ხარისხის კონტროლი.

გადასახადები და მოსაკრებლები (დამატებული ღირებულების გადასახადი,

კაპიტალდაბანდების გადასახადი).

სამშენებლო კომპანიის ხარჯები (მიწის შეძენის, შეფასების, სამუშაო ანაზღაურების,

დაფინანსების ხარჯები).

Page 11: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

7

გაუთვალისწინებელი ხარჯები. ზოგადად რეკომენდებულია ხარჯის ყველა

კომპონენტზე 15-20%-ის დამატება ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯის

დასაფარად.

ზედნადები ხარჯების შეფასება

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზედნადები ხარჯები შეიძლება საგრძნობლად

განსხვავდებოდეს. მცირე ჰესების ხარჯები ჩვეულებრივ, 10-60%-ის ფარგლებში მერყეობს,

ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი უფრო მეტიც არის ხოლმე. ეს ხარჯები

აუცილებლად თითოეული პროექტისთვის ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს და

დამოკიდებულია პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობასა და არსებულ

ინფრასტრუქტურაზე. თუ პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა დიდი

მანძილით არის დაშორებული სოფლებიდან/ქალაქებიდან, მაშინ ზედნადები ხარჯები

მაღალი იქნება, რადგან იზრდება ტრანსპორტირების, სამივლინებო და საცხოვრებლით

უზრუნველყოფის ხარჯები. ხელშეკრულებისა და კონტრაქტორის შერჩევაც ასევე

გავლენას იქონიებს ზედნად ხარჯებზე, რადგან მსხვილი კონტრაქტორები, როგორც წესი,

ერთეულის დაბალ ფასებს გვთავაზობენ, მაგრამ უფრო მაღალ ზედნადებ ხარჯებს, ხოლო

ეს ყველაფერი პირიქითაა მცირე კონტრაქტორების შემთხვევაში. თუმცა, მთლიანი ფასი

ჩეულებრივ ერთნაირია ხოლმე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე სამუშაოს

ხასიათიც. ძირითადად, ერთი ტიპის სამუშაო, მაგალითად, გრძელი გვირაბის მშენებლობა,

უფრო ნაკლებ ზედნადებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე რთული სამუშაო,

რომელსაც მეტი კოორდინირება სჭირდება.

ფასთა შორის სხვაობა

მოცემული ერთეულის ფასები მშენებლობის თითოეული ნაწილისთვის წარმოადგენს

საშუალო შეწონილ ფასებს, რომლებიც შემუშავებულია სატენდერო დოკუმენტებიდან

აღებულ და გამოქვეყნებულ საჩვენებელ ფასთა შეჯერების შედეგად. შესაბამისად,

ითვლება, რომ თითოეული ერთეული არის „ნორმალური“ მისადგომობისა და სირთულის

(სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა). პრაქტიკულად ერთეულის ფაქტიურ

ფასებზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები ახდენს და შესაბამისად, მოსალოდნელია

ფასთა შორის სხვაობები, როგორც სხვადასხვა პროექტს შორის, ისე ერთიდაიმავე

პროექტში მშენებლობის სხვადასხვა ნაწილებს შორის.

ეს ფაქტორი გათვალისწინებულია განუსაზღვრელობის წარმოდგენილ ამპლიტუდაში.

მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, ძალიან ხელსაყრელ პირობებში სამუშაოს

შესრულებამ შეიძლება 20%-ით დაბალი ერთეულის ფასები მოგვცეს, ხოლო მძიმე

პირობებში სამუშაოს შესრულებამ კი შეიძლება 30%-ით გაზარდოს ერთეულის ფასები.

Page 12: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

8

საპროექტო ორგანიზაციების პირადი ძალისხმევის ღირებულებასთან

დაკავშირებული მოსაზრებანი

ზოგადი ნაწილი

„პირადი ძალისხმევა“ არის საპროექტო ორგანიზაციის მიერ პირადი წვლილის შეტანის

შესაძლებლობები, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილების

შესრულებას და დაქირავებული შრომის აუცილებლობის შემცირებას, რაც შეამცირებს

პროექტის საერთო ხარჯებს. არსებობს მრავალი ტიპის ეფექტური პირადი ძალისხმევა,

რომლებიც ჩვეულებრივ, მოსამზადებელ და მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

გულისხმობს. თუმცა, ტურბინების და სხვა მსგავსი დანადგარების მიწოდება, როგორც

წესი, აუცილებლად ერთი ან რამოდენიმე პროფესიონალი მიმწოდებლის მიერ უნდა

განხორციელდეს.

უამრავ შემთხვევაში, ჰესების სახელმწიფო პროექტებში არ დაიშვება პირადი

ძალისხმევების გამოყენება. ასევე არც დიდი კერძო ჰესები არ გამოდგება პირადი

ძალისხმევისთვის, რადგან განხორციელებას მნიშვნელოვანი მწარმოებლურობა და კარგად

ორგანიზებული შრომა სჭირდება გარკვეული დროის განმავლობაში. რთული იქნება

საპროექტო ორგანიზაციის პირადი ძალისხმევების კონტრაქტორის სამუშაოსთან

კოორდინირება. თუმცა, პროექტში მონაწილეობა, მაგალითად, კონტრაქტორის

სამუშაოებში, ჩვეულებრივი კომერციული წესით შეუძლიათ კერძო მიწის მესაკუთრეებს

და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

პირადი ძალისხმევების განხორციელების უფრო მეტი შესაძლებლობებია მცირე, კერძო

პროექტებში (მინი და მიკრო ჰესები) ასეთ პროექტებს ხშირ შემთხვევაში ერთი ან

რამდენიმე მიწის მესაკუთრე ფლობს და ჰესის მშენებლობა ხშირად ძალიან დიდი

იდეალიზმით მიმდინარეობს. მცირე პროექტებში პირადმა ძალისხმევებმა შესაძლებელია

მნიშვნელოვნად შეამციროს გარე ხარჯები და შეიძლება აუცილებელი გახდეს პროექტის

მისაღებ ფასად განხორციელება.

პროექტის კონცეფციის შემუშავების ფაზა

მიწის მესაკუთრეები და წყალვარდნილის გამოყენების უფლების მფლობელნი ხშირად იმ

აზრის არიან, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ჰესის მშენებლობა მათ ტერიტორიაზე და

სურთ ამ მოსაზრების შემდგომი განვითარება და მისი განხორციელების შესაძლებლობის

შეფასება. ხშირ შემთხვევაში პირველ ეტაპზე საჭიროა ხოლმე ხელისუფლების

ორგანოებიდან წერილობითი ინფორმაციის მოპოვება ამ პროცედურის თაობაზე და

შემდეგ ნეიტრალურ და გამოცდილ კონსულტანტთან დაკავშირება წყლის რესურსების

მართვის საკითხებზე. ასევე შეიძლება კარგი აზრის იყოს კონსულტანტის რამდენიმე

საათით დაქირავება პროექტის პროფესიონალურ დონეზე შესაფასებლად, კერძოდ,

პროექტის სავარაუდო მოცულობასთან და იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა

რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები (მაგალითად, გარემოს დაცვის კუთხით). პირადი

ძალისხმევა, ამ თვალსაზრისით შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი ინფორმაციის

შესყიდვას, პროცედურების შესწავლას და სხვა პროექტების შესახებ ცოტაოდენი

Page 13: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

9

ინფორმაციის მოპოვებას. დაწყებამდე საჭიროა დადგინდეს მთლიანი პროექტის

შემუშავებასთან დაკავშირებული უფლებები.

პროექტის შემუშავება

მიწის მესაკუთრეს მნიშვნელოვანი მოცულობის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება

შეუძლია; მას შეუძლია მოიპოვოს რუკები, დააზუსტოს საკუთრების უფლება, აცნობოს

მეზობლებს პროექტის სავარაუდო განხორციელების შესახებ, ჩაინიშნოს მათი

მოსაზრებები და შეხედულებები, აცნობოს მუნიციპალურ ორგანოებს პროექტის

კონცეფციის შესახებ და დააფიქსიროს ადგილობრივი ორგანოების შეხედულებები. მიწის

რამოდენიმე მესაკუთრის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მიწის მესაკუთრეთა

ორგანიზაციის შექმნა. შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პროექტის შემუშავებასთან

დაკავშირებული საკითხების შესწავლაზე წინასწარ შეთანხმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ

საკუთრების უფლებებთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხები საბოლოოოდ ჯერ არ არის

მოგვარებული. ყველა ამ ჩამოთვლილი შრომატევადი სამუშაოს შესრულება მიწის

მესაკუთრე(ებ)ს თავად შეუძლიათ (და რასაც ისინი ხშირად ძალიან კარგად აკეთებენ). ამ

ფაზის განმავლობაში ხშირად ბუნებრივია მოწვეულ კონსულტანტებთან მაგალითად,

პროფესიონალ საპროექტო ფირმებთან ურთიერთობა. ამის შედეგად ხშირად ვიღებთ

პროექტის დამოუკიდებელ შეფასებას, ასევე შესაძლებელია ჩატარდეს შემოწმებები და

შეხვედრები, რომლებშიც მიწის მესაკუთრეები მონაწილეობენ და გამოთქვამენ საკუთარ

მოსაზრებებს. თუ პროექტის განხორციელება რენტაბელურია, შემდეგი ფაზა იქნება უფრო

კონკრეტული გეგმების შემუშავება და პროექტის ძირითადი დამახასიათებელი

თავისებურებებისების აღწერა.

პროექტირებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოპოვება

ეს არის ფაზა, რომლის განმავლობაში მიწის მესაკუთრეს შეუძლია გარკვეული

სამუშაოების ჩატარება, სავარაუდოდ, კონსულტანტთან ერთად. მას შეუძლია ჩაატაროს

ტოპოგრაფიული აგეგმვა, დაადგინოს და შეაფასოს გრუნტის მდგომარეობა პოტენციური

კაშხლის, სადაწნეო მილსადენების და ჰესის მშენებლობის ადგილებზე, ასევე რუკაზე

მონიშნოს შესაბამისი ადგილმდებარეობები. მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოიპოვოს

ნებართვები შესაბამისი ორგანოებიდან და გაიყვანოს შურფები ან ტრანშეები გრუნტის

მდგომარეობის დასადგენად.

გარდა ამისა, მიწის მესაკუთრეს შეუძლია მდინარის სისტემის ფოტოგრაფირება კაშხლისა

და ჰესის მშენებლობის სავარაუდო ადგილებზე წყლის სხვადასხვა მოდინების პირობებში;

სასურველია გვალვის და ძლიერი წყალდიდობის პირობებში. ფოტოგრაფირება უნდა

მოხდეს წლის სხვადასხვა დროს და სურათებზე მითითებული უნდა იყოს მათი გადაღების

თარიღი. ფოტოსურათები ციფრული ფორმატის უნდა იყოს და გადაღებული ერთიდაიმავე

რაკურსით, უმჯობესია საკმაოდ შორიდან, რამდენიმე ასეული მეტრი მანძილიდან, იმის

მიხედვით, თუ რა სიდიდისაა პროექტი/მდინარე. მნიშვნელოვანია ისეთი ფოტოების

გადაღება, რომლებიც მშენებლობის ადგილის შესახებ საერთო წარმოდგენას შეგვიქმნის.

Page 14: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

10

ჰიდროლოგიური აგეგმვები, ტექნიკური წინა-საპროექტო, ეკოლოგიური აგეგმვები,

სალიცენზიო განაცხადები

ამ სამუშაოებს ჩვეულებრივ, პროფესიონალი კონსულტანტები ასრულებენ. მიწის

მესაკუთრემ შეიძლება მოამზადოს ისეთი სამუშაოების უმეტესი ნაწილის მუშა პროექტი,

რომლებიც დაკავშირებულია ძალიან მცირე მინი და მიკრო ჰესებს, ოფიციალური

სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში, შემოწმებასა

და დამატებითი სამუშაოების შესრულებაში დახმარება შეიძლება გაუწიოს

დაქირავებულმა კონსულტანტმა.

ტურბინებისა და სხვა აღჭურვილობის შესახებ მონაცემების შეგროვება და

სახარჯთაღრიცხვო ფასის განსაზღვრა საპროექტო ორგანიზაციის მიერ

განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხაში ხშირად პირველ ადგილზე დგას. თუმცა, ზემოთ

აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება რეალური

მონაცემების მოპოვება სამონტაჟო სამუშაოების ფაქტიური ფასების შესახებ.

როდესაც ხდება ლიცენზიის ან ლიცენზიის მიღების ვალდებულებიდან გათავისუფლების

ნებართვის გაცემა

ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტის ფაქტიური განხორციელება. ამის შემდეგ

სამონტაჟო სამუშაოების სხვადასხვა ნაწილისთვის მუშავდება დეტალური გადაწყვეტები

ლიცენზიაში, აგეგმვებში და ა.შ. მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად, ასევე

მზადდება ტენდერები აღჭურვილობასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული

სამუშაოებისთვის. ამის შემდეგ მზადდება გარემოსდაცვითი და ლანდშაფტის გეგმა და

დგება უსაფრთხოების დეტალური გეგმა. ამ დეტალური გეგმების შინაარსი უმეტესწილად

შედგენილია ლიცენზიის მოთხოვნების გათვალისწინებით. გარდა ამისა, გეგმები

მომზადებული უნდა იყოს ოფიციალური სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

რეკომენდებულია, რომ ეს სამუშაო შეასრულოს გარემოს დაცვის ტექნოლოგისა და

ჰიდროენერგეტიკის სფეროებში პრაქტიკული გამოცდილების მქონე კონსულტანტმა.

მრავალი საპროექტო ფირმა არსებობს, რომლებიც ასეთ საკონსულტაციო მომსახურებას

ეწევა. ისეთი კონსულტანტის შერჩევა, რომელსაც სხვადასხვა სამონტაჟო სამუშაოების

შესრულების პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გააჩნია, ოპტიმალურ გადაწყვეტებს

და პროექტის პროგნოზირებად და უსაფრთხო განხორციელებას უზრუნველყოფს, როგორც

ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

დაფინანსება

პროექტისთვის საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფა საპროექტო ორგანიზაციის ან

მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა.

განხორციელება და მშენებლობა

მინი ან მცირე ჰესების შემთხვევაში, მიწის მესაკუთრეს ექნება მოსამზადებელ სამუშაოებში

დახმარების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს კონტრაქტორებისა და აღჭურვილობა-

დანადგარებისთვის ობიექტთან მისადგომობის უზრუნველყოფას ისეთი სამუშაოების

Page 15: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

11

შესრულებით, როგორიცაა ტყის გაკაფვა, მისასვლელი გზების მშენებლობა, ტრანშეების

გაყვანა, დროებითი საცხოვრებელი შენობებისთვის შესაფერისი ადგილების და

სახელოსნო ბლოკების მოწყობა და ა.შ.

აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვების უზრუნველყოფა, ასევე ადმინისტრაციული

საკითხების საბოლოო მოგვარება სახელმწიფო ორგანოებთან, სახელმწიფო

ელექტროქსელში ჩართვა და ა.შ.

საექსპლუატაციო სამუშაოები

საექსპლუატაციო პერიოდში ხშირ ბუნებრივია ხოლმე, რომ მიწის მესაკუთრე იყოს

პასუხისმგებელი ყოველდღიური ზედამხედველობის განხორციელებაზე. ეს, პირველ

რიგში, გულისხმობს წყალმიმღების სისუფთავის უზრუნველყოფას და სავარაუდოდ, ზედა

ბიეფზე კაშხლების რეგულირებას ისე, რომ წყლის ნაკადი მიმართული იყოს შესაბამისი

ენერგო აგრეგატისკენ.

ელექტროენერგიის გაყიდვა

ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაყიდვა აუცილებლად ოფიციალური ფორმით,

ხელშეკრულებების საფუძველზე უნდა მოხდეს, ხოლო ელექტროენერგიის ოდენობის

გამოთვლა აუცილებლად ავტომატურად უნდა ხორციელდებოდეს. ზოგ შემთხვევებში,

ელექტროენერგიის გარკვეული ნაწილის გამოყენება შესაძლებელია პირადი

მოხმარებისთვის, ხოლო ენერგო აგრეგატის შეჩერების პერიოდებში ელექტროენერგიის

მიწოდება შესაძლებელია ქსელის მეშვეობით. ხელშეკრულებები და ასეთი პირობების

ორგანიზება შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკეული ჰესების მიხედვით და შეიძლება

დამოკიდებული იყოს ენერგო აგრეგატის მესაკუთრეზე და მის სიდიდეზე.

2.2 კაშხლები

პატარა ქვანაყარი კაშხლები

ფასების მრუდზე ნაჩვენებია ფასი კაშხლის ყოველი გრძივი მეტრისთვის.

კაშხლის მოცემული სიმაღლე გაზომილია კაშხლის ცენტრიდან მის თხემამდე.

ნავარაუდევია, რომ კაშხლის წყალგაუმტარი ბირთვის მშენებლობა განხორციელდება

მორენული წარმოშობის კლდოვანი მასალის გამოყენებით, 1 მეტრამდე სიმაღლით

კაშხლის თავიდან. წყალგაუმტარი ბირთვის გარედან, სავარაუდოდ, მოხდება

გეოტექსტილის ნაჭრის შემოხვევა და კლდოვანი ქანების ნამსხვრევების არმირებული,

სულ მცირე, 1 მ სისქის ფენის მოწყობა. კაშხლის ზედა ბიეფის დახრა 1:2.5-ზეა, ხოლო ქვედა

ბიეფისა კი - 1:2-ზე.

ზედა ბიეფის საიზოლაციო ტრანშეისთვის მოცემულია სხვადასხვა სიღრმე, D= 1.2 ან 3.5 მ,

რომლის ფსკერის სიღრმეა 0.5 (H+D), მინ. 3.0მ, სადაც H = წყალგაუმტარი ბირთვის

სიმაღლეა კაშხლის ცენტრში. ასევე ნავარაუდევია, რომ იყოს ცემენტაცია სიღრმით 0.5 (H +

D).

ქვედა ბიეფზე ნავარაუდევია, რომ იყოს სიღრმისეული D-სებური სადრენაჟე ტრანშეა,

რომლის ფსკერის სიგანე 2 მ-ია.

Page 16: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

12

კაშხლის თხემის სავარაუდო სიგანე 5 მ-ია, ბორდიურების ქვისა და ავტომობილების

გადაადგილებისთვის განკუთვნილი ხრეშის ჩათვლით.

საანგარიშო შეტბორვის დონე დაყენებული უნდა იყოს ზედა კაშხლის ქვევით სულ მცირე

2 მ-ზე.

გამოყენებულია შემდეგი ერთეულის ძირითადი ფასები:

ადგილობრივი მორანული მასალისგან

დამზადებული ჰერმეტული ტრანშეა 3.7 აშშ დოლარი/მ3

სადრენაჟე ტრანშეა 2.1 აშშ დოლარი/მ3

არმირებული ფენა / ფერდის დაცვა 3.4 აშშ დოლარი/მ3

გეოტექსტილის ნაჭერი 0.5 აშშ დოლარი/მ2

ბორდიურის და მოხრეშილი გზის მოწყობა კაშხლის თხემზე 6.3 აშშ დოლარი/მ

ჰერმეტიზაციის ზედაპირის მომზადება 5.7 აშშ დოლარი/მ2

საერთო ხარჯებს შეიძლება ასევე დაემატოს ცემენტაციის ხარჯები. ცემენტაციის საერთო

ხარჯები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ადგილობრივი პირობების მიხედვით. იგივე

ასევე შეეხება ბეტონის კაშხლებსაც.

ბეტონის კაშხლები

მცირე ბეტონის კაშხლების შემთხვევაში აღწერილიაშემდეგი სამი ტიპის კაშხალი:

გრავიტაციული კაშხალი, მონოლითური ბეტონის კაშხალი და თაღოვანი კაშხალი.

კაშხლის სამივე ტიპისთვის წყლის გადმოდინების დონე განსაზღვრულია 0.8 მ-მდე.

ბეტონის გრავიტაციული კაშხალი

ფასების მრუდზე ნაჩვენებია ფასები კაშხლის ყოველი გრძივი მეტრისთვის, 6 მ-მდე

სიმაღლის კაშხლის შემთხვევაში, რომელიც ჩაბეტონებულია 6.1 მ-იან მონაკვეთებში.

ნავარაუდევია, რომ კლდოვან ქანში კაშხლის ძირში ბეტონის ჩასხმა უნდა მოხდეს 0.5 x H

სიღრმეზე, სადაც H წყლის სიღრმეა წყლის უმაღლეს შეტბორვის დონეზე (TWL). კაშხლის

ქანობი წყალზედა მონაკვეთზე შეადგენს 1:1-ს. ნავარაუდევია, რომ 1 მ სისქის დაუტკეპნავი

მასალა გატანილი იყოს კაშხლის მთლიანი ტრასიდან.

გამოყენებულია შემდეგი ძირითადი ერთეულის ფასები:

გათხრა, დაუტკეპნავი მასალის გატანა 1.1 აშშ დოლარი/მ3

საძირკვლის მომზადება

(წვრილმასშტაბიანი დაყოფა) 2.6 აშშ დოლარი/მ2

შეფიცვრის მოწყობა 10.4 აშშ დოლარი/მ2

არმატურა 0.6 აშშ დოლარი/კგ

ბეტონი 48.0 აშშ დოლარი/მ3

Page 17: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

13

მონოლითური ბეტონის კაშხალი დახრილი ფილით (კონტრფორსული)

მონოლითური ბეტონის კაშხალი გარკვეული სიმაღლის ზემოთ შეიძლება უფრო

ეკონომიური იყოს, ვიდრე გრავიტაციული კაშხალი. მონოლითური ბეტონის კაშხალი

განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ისეთი ადგილებში, სადაც ბეტონის მიწოდება ძვირი

ჯდება.

მონოლითური ბეტონის კაშხლის შემთხვევაში ფასების მრუდზე ნაჩვენებია ფასი კაშხლის

ყოველი გრძივი მეტრისთვის, ჩაბეტონებული 5 მ-იან მონაკვეთებში. ბეტონის ეკრანი

ჩადის 0.5 x H სიღრმემდე, სადაც H წყლის სირღმეა წყლის უმაღლეს შეტბორვის დონემდე

(TWL). წინა მხარეს ფილის დაქანება 1:0.80-0.95-ის ფარგლებშია, ხოლო საყრდენი ფილის

ქანობი კი – 1:0.25-1.0-ის ფარგლებში. ქანობების მაქსიმალური დახრილობა ყველაზე

მაღალ კაშხლებს შეესაბამება. მონოლითური ბეტონის კაშხალს არა აქვს გაკეთებული

იზოლაცია წყლისზედა ნაწილზე. ნავარაუდევია, რომ კაშხლის ტრასაზე 2 მ სიგანეზე

მოხდეს დაუტკეპნავი მასალის გატანა, ხოლო სიღრმე კლდოვან ქანამდე უნდა იყოს 0-1მ.

გამოყენებულია შემდეგი ერთეულის ფასები:

გათხრა, დაუტკეპნავი მასალის ამოღება 1.1 აშშ დოლარი/მ3

საძირკველი კლდოვან ქანზე, წინა ფილა

(მასშტაბირებისა და ჰერმეტიზაციის ჩათვლით) 110.0 აშშ დოლარი/მ2

შეფიცვრის მოწყობა 10.4 აშშ დოლარი/მ2

არმატურა 0.6 აშშ დოლარი/კგ

ბეტონი 48.0 აშშ დოლარი/მ 3

ბეტონის თაღოვანი კაშხალი

თაღოვანი კაშხალი სავარაუდოდ საუკეთესო გადაწყვეტაა ვიწრო ადგილებისთვის.

ბეტონის თაღოვანი კაშხალი ნაკლებად მასიურია მის სიმაღლესთან მიმართებაში. აქედან

გამომდინარე, თაღოვანი კაშხლები ძალიან პრაქტიკულია შესაფერის ადგილებში

განსათავსებლად.

ფასების მრუდზე თაღოვანი კაშხლის მინიმალური სისქე დაყენებულია 0.6 მ-ზე. კაშხალს

არ აქვს იზოლაცია და გააჩნია ნაკადის რეგულირების ფუნქცია. მასთან დაკავშირებული

სხვა ხარჯები, როგორიცაა ხარჯები ფარებისთვის, საფეხმავლო ბილიკებისთვის,

შედარებით დიდი საყრდენებისთვის და ა.შ. არ არის გათვალისწინებული. კაშხლის

ძირიდან გამოცლილი კლდოვანი ქანის ჩანაცვლებულია ბეტონით.

საფუძვლის სახით გამოყენებულია შემდეგი ერთეულის ფასები:

საძირკვლის მომზადება (მასშტაბირება და ბეტონი) 80 აშშ დოლარი/მ 2

Page 18: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

14

შეფიცვრის მოწყობა 10.4 აშშ დოლარი/მ 2

არმატურა 0.6 აშშ დოლარი/კგ

ბეტონი 48.0 აშშ დოლარი/მ 3

ხის კაშხლები

ისეთ ადგილებში, სადაც იოლია კლდოვან ქანებთან მიდგომა, ხელმისაწვდომია ხე-ტყის

მასალა და კვალიფიციური მუშახელი, ხის კაშხლების მოწყობა ზოგჯერ უფრო

ეკონომიურია, ვიდრე ბეტონისა და ტრადიციული ქვანაყარი კაშხლებისა. გარდა ამისა, ხის

წყალსაშვიანი კაშხლების მშენებლობა შესაძლებელია პროექტში მნიშვნელოვანი

ცვლილებების შეტანის გარეშე. ეს არის მისი უპირატესობა უფრო ტრადიციულ ქვანაყარ

კაშხალთან შედარებით. თუმცა, ხე ცოცხალი სამშენებლო მასალაა, რომლის

ექსპლუატაციის ვადა შედარებით მოკლეა.

ხის კაშხლის შემთხვევაში, ფასების მრუდზე ნაჩვენებია ფასი კაშხლის ყოველი გრძივი

მეტრის მიხედვით. კაშხალი მოიცავს ჰერმეტულ ტრანშეას და ფიცრულისგან შეკრულ

ზღუდარს წყლისაგან დასაცავად.

ხის კაშხლის ფასში არ შედის წყალსაშვის ხარჯი. თუმცა, ფიცრულისგან შეკრული

წყალსაშვის ხარჯის შედგენილობა შედარებით მსგავსი იქნება. ფასების მრუდი

შედგენილია ემპირიული ციფრების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია ერთეულის

ჩვეულებრივი ფასები სხვადასხვა სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური

სამუშაოებისთვის. ხარჯების განსაზღვრა მეტწილად დამოკიდებული იქნება ადგილობრივ

პირობებზე.

Page 19: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

15

Page 20: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

16

Page 21: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

17

Page 22: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

18

Page 23: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

19

Page 24: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

20

2.3 წყალმიმღები ნაგებობები

მცირე ჰესების, კერძოდ კი მინი/მიკრო ჰესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მათი

პროექტის შემუშავების ხარჯების მაქსიმალურად შემცირება. აქედან გამომდინარე,

შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ისეთი წყალმიმღები ნაგებობების აშენება, რომლებიც

გაცილებით მარტივი და იაფია სხვა დიდ ჰესებთან შედარებით. ზოგადად, წყალმიმღები

ნაგებობების ასორტიმენტი და კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება

ერთმანეთისგან და ძალიან არის დამოკიდებული ადგილობრივ პირობებზე.

წყალმიმღები ნაგებობა მოიცავს წყალსაცავს, წყალმიმღების ეკრანს/ფილტრს და ჩამკეტ

მოწყობილობას. წყალსაცავი/ წყალმიმღები ნაგებობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ

მინიმუმამდე შემცირდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჩაყინვა/ნაკადის ყინულები,

წყლის ზედაპირზე მოტივტივე ჩამონაშალი მასალა და ნატანის ჩამოტანა. შეიძლება ასევე

მისი წყალმიმღებისგან მოცილება ოპტიმალური მოდინების პირობების შენარჩუნების

პირობებში. ჩვეულებრივ, ზედა ბიეფის წყალმიმღები უნდა იყოს წყლის დონიდან სულ

მცირე 2 მ-ით ქვემოთ (უფრო ქვემოთ შედარებით დიდი დიამეტრების შემთხვევაში).

შესაძლებელია პატარა წყალსაცავის მოწყობა ქანების მასების ამოღების/აფეთქების

მეშვეობით, რაც ფსკერის დადაბლების მიზნით კეთდება, ან ისეთი კაშხლის აშენებით,

რომლის მეშვეობითაც ხდება წყლის შეგუბება. შედარებით დიდი კაშხლების შემთხვევაში

იხილეთ თავი 2.2. ზოგადად, წყალმიმღების მოცულობა იზრდება იმ ნაკადის სიჩქარის

მიხედვით, რომელიც გამოიყენება წყალმიმღები ნაგებობისთვის და რომლის

საექსპლუატაციო საიმედობა ნაგებობაში უკეთესია. კაშხლის ხარჯები გამოთვლილია

ცალკე.

1 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა აშენდეს

ისეთი წყალმიმღები, რომელიც იმუშავებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

კონტროლის გარეშე (ნაგებობის შესაბამისი ნაწილი უნდა იყოს წყალქვეშ, თუმცა კარგად

უნდა სცდებოდეს მდინარის კალაპოტს და უნდა ჰქონდეს თვითწმენდის სისტემა), თუ

აშენდეს ისეთი წყალმიმღები, რომელიც უფრო ხშირად მოითხოვს ტექნიკურ

მომსახურებას ექსპლუატაციის პერიოდში (ფოთლების/ყინულის ხელით მოცილება და

ა.შ.). პირველ ვარიანტში წყალმიმღები ნაგებობის მინიმალური სიმაღლე 3.5–4 მ-ია, ხოლო

მეორე ვარიანტში კი წყალმიმღები კაშხალი უფრო დაბალია და ამდენად, ხარჯებიც

გაცილებით ნაკლებია.

წყალმიმღები ნაგებობები ხშირად კომბინირებულია წყალმიმღებ კაშხალთან. ძალიან

მარტივი კონსტრუქციის წყალმიმღებების შემთხვევაში ნაგებობებიც დაბალია და

შეიძლება უფრო ადვილად დაიშალოს. მშენებლისთვის შეიძლება ეკონომიური იყოს

კაშხლის/წყალმიმღები წყალსაცავის კაპიტალური სარემონტო/ტექმომსახურების

სამუშაოების ჩატარება ყოველი შეგუბების შემდეგ, რადგანაც წყლის მასები წყალმიმღების

ქვედა ბიეფზე არ იწვევენ დაზიანებას. ძალიან მარტივი კონსტრუქციის წყალმიმღები

კაშხალი შეიძლება აიგოს ადგილობრივი შემავსებელი მასალების და საიზოლაციო

ტექსტილის გამოყენებით, მაგალითად, მორებისგან აგებული კაშხლისთვის ან ბეტონის

წყალსაშვიანი ზღუდარისთვის, ან გამწმენდის/საგუბარის ბუნებრივი ზღუდარის

Page 25: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

21

გამოყენებით. არსებობს გარკვეული ტიპის კაშხლები, საიდანაც წყლის გადმოდინება

შეუძლებელია, რა შემთხვევაშიც საჭიროა ნაკადის გადაგდების ალტერნატიული

ღონისძიებების განხორციელება. მინი და მცირე ჰესებისთვის საჭირო იქნება უფრო

მძლავრი და დიდი წყალმიმღები ნაგებობები უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, ხოლო

ტრადიციული კაშხლები, როგორც 2.2 თავშია აღწერილი, ხშირად შეადგენენ ამ ნაგებობის

ნაწილს.

წყალმიმღები ნაგებობების უმარტივესი სტრუქტურები ზოგ შემთხვევებში შეიძლება

შედგებოდეს მხოლოდ ფილტრისგან, ხოლო შედარებით დიდი ჰესების შემთხვევაში,

რომლებსაც აბსორბაციის უფრო მაღალი უნარი აქვთ, უფრო ხელსაყრელი იქნება ბეტონის

წყალმიმღები ნაგებობის აშენება. ასეთ წყალმიმღებ ნაგებობას ხშირად აქვს ხოლმე

წყალმიმღები ეკრანი და შანდორის ძელის/მართვის ფარის, ჰაერშემკრების კონუსის და

ფარის/სარქველის მონტაჟის შესაძლებლობა წყლის სავალი გზის ჩაკეტვის მიზნით.

ფარების მართვის კაბინის მოწყობა ხშირად აუცილებელია ფარების სისტემის დასაცავად.

ასევე შეიძლება აუცილებელი იყოს სარეველების დამჭერი მოწყობილობის დაყენება და

მილსადენის საავარიო სარქველის დამონტაჟება იქ, სადაც ეს გათვალისწინებულია

მოქმედი ნორმების შესაბამისად, ასევე საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოები/

მონიტორინგის ხელსაწყოები და ა.შ.

წყალმიმღები ნაგებობების ფასების მრუდი დაკავშირებულია ნაკადის სიჩქარესთან და

ეხება სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკურ სამუშაოებს. ნავარაუდევია, რომ წყლის

რეგულირების აბსოლუტური ნიშნული იყოს მინიმალური/დაბალი, რადგან სიმაღლის

ნიშნული ძლიერ გავლენას ახდენს ხარჯებზე.

ეკრანებთან, ფარებთან, სარეველის დამჭერ მოწყობილობებთან და ა.შ. დაკავშირებული

ხარჯები არ არის გათვალისწინებული მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებში. ისინი

გათვალისწინებულია მე-4-ე თავში – საინჟინრო-მექანიკური სამუშაოები. თუმცა,

გათვალისწინებულია ჰაერშემკრების კონუსის და მარტივი სტრუქტურის მიწისზედა

ნაგებობის ხარჯები. ფასების მრუდი შედგენილია ემპირიული ციფრების საფუძველზე,

სადაც გათვალისწინებულია ჩვეულებრივი ერთეულის ფასები სხვადასხვა სამშენებლო და

საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოებისთვის.

Page 26: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

22

Page 27: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

23

2.4 ჰესები

სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები ჰესებისთვის

მოცემულია ფასების მრუდზე მიწისზედა ჰესებისთვის.

მიწისზედა ჰესები

მიწისზედა ჰესების ხარჯები მოცემულია ვალდებულების შესრულების მიხედვით 2.4.1

სურათზე.

თუმცა, ემპირიულ ციფრებში დიდი განსხვავებებიც გვხვდება. ეს იმიტომ, რომ ჰესები

ძალიან განსხვავებულია ადგილმდებარეობის, სიდიდის და ჰესისთვის მიღებული

ზოგადი სტანდარტის თვალსაზრისით. ხარჯები ასევე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ

ჩამოთვლილთაგან რომელი იქნა შერჩეული: ამწის რელსები თუ მოსახსნელი სახურავი,

ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ ღერძიანი მოწყობილობა, აგრეგატების რაოდენობა და

საძირკვლის მოწყობა კლდოვან ქანზე თუ დაუტკეპნავ მასალაზე. ზოგადად, ეს არჩევანი

უნდა გაკეთდეს ტურბინის ტიპის/პოტენციური დაწნევის მიხედვით, რაც ყველაზე

მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ჰესის დაპროექტების დროს.

შესაბამისად, ხარჯები წარმოდგენილია პოტენციური დაწნევის და აბსორბციის

უნარიანობის მიხედვით.

დაახლოებით 1 მგვტ-იანი ჰესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკითხის განსაზღვრა,

უნდა აშენდეს ისეთი ჰესი, რომელიც იმუშავებს ყოველდღიური მონიტორინგის (ტიპიური

ელექტროენერგეტიკული კომპანიის მიერ) გარეშე, თუ მაგალითად, ისეთი ჰესი, რომლის

მახლობლადაც ცხოვრობს ჰესის მფლობელი და რომელსაც შეუძლია ყოველდღიურად

ჩაატაროს ჰესის მონიტორინგი. თანდართულ მრუდებზე მოცემული ფასები შეესაბამება

იმ ჰესებს, რომელთა გამომუშავება 1 მგვტ-ზე მეტია.

მიწისქვეშა ჰესები

მინი, მიკრო და მცირე ჰესები, რომელთა სიმძლავრე 2-3 მგვტ-ზე ნაკლებია, არ გამოდგება

მიწისქვეშა/მთების შიგნით მშენებლობისთვის. უფრო მაღალი გამომუშავების მქონე მცირე

ჰესებისთვის ხარჯები განისაზღვრება დიდი ჰესების საბაზისო ფასებიდან მოცულობის

გაანგარიშების საფუძველზე. მოცულობაში მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედავად,

ვეცადეთ ჰესების განთავსებისთვის აუცილებელი ფართობი გამოგვეხატა მარტივი

ფორმულით, რომელშიც ვარდნის (დაწნევის) სუფთა სიმაღლე, საერთო მაქსიმალური

წყლის მოდინება ჰესისთვის და გენერატორების რაოდენობა გამოყენებულია

პარამეტრებად.

მიწისქვეშა ჰესებისთვის აფეთქების მოცულობის მაჩვენებელი შემდეგი ფორმულით

განისაზღვრება:

აფეთქების მოცულობა V = 78 x H0.5 x Q0.7 x n0.1

V = აფეთქების შედეგად მიღებული მასალის მოცულობა, მ3

H = სუფთა დაწნევა, მ.

Q = საერთო მაქსიმალური მოდინება, მ3/წმ

Page 28: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

24

n = ენერგო აგრეგატების რაოდენობა.

ამ ფორმულის გამოყენებით მიღებული გამოთვლის შედეგები მხოლოდ მიახლოებითი

იქნება. ამიტომ ყოველი მონტაჟო სამუშაოსთვის რეკომენდებულია მონახაზის გაკეთება,

რომელიც გამოიყენება აფეთქების შედეგად მიღებული მასალის მოცულობის

გამოსათვლელად.

მიწისქვეშა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საინჟინრო-ტექნიკური ხარჯების

გამოთვლა შესაძლებელია, თუ მთის სავარაუდო მოცულობას გავამრავლებთ იმ ერთეულის

ფასზე, რომელშიც მოიცავს აფეთქების და თვითონ ჰესის მშენებლობის ხარჯებს.

ამგვარად, ერთეულის ფასში შედის აფეთქება, შეფიცვრის მოწყობის სამუშაოები,

არმატურა, დაბეტონება, პრევენციული ღონისძიებები, აგურის ან ქვის წყობა, მობათქაშება,

შეღებვა და ა.შ. ამის შეფასების შედეგად, მიწისზედა ჰესების მშენებლობის ემპირიულ

ციფრებთან შედარებით, გაირკვა, რომ ერთეულის ფასი 2015 წლის იანვრის მდგომარეობით

შეიძლება განისაზღვროს 50 აშშ დოლარი/მ3 ოდენობით აფეთქების შედეგად მიღებული

მასალის მოცულობისთვის.

გაუთვალისწინებელი ხარჯები არ იქნა შეტანილი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ

ჰესების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მიწისქვეშა ჰესის შენობისთვის დამატებითი ხარჯები სავარაუდოდ დაკავშირებული

იქნება სადენისთვის თხრილის მქონე მიმყვან გვირაბთან, ცალკე გამყვან გვირაბთან, თუ

საჭირო იქნება, თავშესაფარ ოთახთან და ა.შ. ასეთი ხარჯების გამოთვლა უნდა მოხდეს

ცალკე, შდრ. საბაზისო ფასები დიდი ჰესებისთვის, NVE.

Page 29: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

25

Page 30: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

26

2.5 სადაწნეო მილსადენები, არხები

მილების და ჩამკეტი მოწყობილობების კლასიფიკაცია ხდება კაშხალის გარღვევის

შემთხვევაში მათი დაზიანების შესაძლებლობის მიხედვით. პროექტის მოთხოვნებში

ასახული იქნება დაზიანების პოტენციალი. იხილეთ ოფიციალური სახელმძღვანელო

მითითებები.

მილების შესაბამის ტიპებში შედის სპირალურად დადუღებული ფოლადის მილები, მინა-

ბოჭკოვანი გაუჟღენთავი პოლიესტერის მილები (GRP), პოლიეთილენის მილები (PE) და

ჩამოსხმული თუჯის მილები, რომელთაგან GRP და თუჯის მილები ყველაზე

გავრცელებულია.

ძირითადად, მილების საყრდენები შეიძლება მოთავსდეს მიწაში ან დალაგდეს

საძირკვლის ბლოკებზე. სხვადასხვა ტიპის მილებისთვის საჭიროა სხვადასხვა

საყრდენების მოწყობა, მაგალითად, მასალის ტიპის, გადაბმის მეთოდის და იმის

მიხედვით, თუ როგორ ხდება დარტყმის ძალების გადაცემა. ყველაზე ხშირად

გავრცელებული კომბინაციები იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

მილის ტიპი მიწისქვეშა საყრდენზე

ფოლადის მილები X

GRP მილები X X

PE მილები (X)

ჩამოსხმული თუჯის მილები (x) (x)

მინი და მიკრო ჰესების შემთხვევაში შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მილსადენის მიწის

ზედაპირზე გაყვანა და მისი მთაზე მიმაგრება. ეს არის მარტივი კონსტრუქციის მეთოდი,

რომელიც ძირითადად გამოიყენება მცირე დიამეტრიანი PE მილების და ფოლადის

მილების შემთხვევაში.

სადაწნეო მილსადენის საყრდენი

მილსადენები შეიძლება იყოს მიწისქვეშა ან ღია ცის ქვეშ საყრდენზე მოთავსებული.

ბეტონის საყრდენებს განსხვავებული დიზაინი გააჩნია და შეირჩევა მასზე მოქმედი

დატვირთვების, ასევე მილის ტიპების და იმის მიხედვით, არსებობს თუ არა მილსადენის

კონსტრუქციაში საყრდენი კოჭი ან უძლებს თუ არა იგი დარტყმის ძალებს მოხრის

ადგილში.

Page 31: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

27

ხარჯები სხვადასხვა ტიპის მილებისთვის მოცემულია შესაბამის თავში, საინჟინრო-

მექანიკური სამუშაოები.

მილის საყრდენის დიზაინი განსხვავდება მილების სხვადასხვა ტიპების მიხედვით.

ქვემოთ გამოთვლილია საშუალო ღირებულება. საყრდენის ტიპის შერჩევა შესაძლებელია

მილების მიმწოდებლის სამონტაჟო სახელმძღვანელოდან. გამოცდილი

კონსულტანტები/კონტრაქტორებიც ასევე მზად არიან დახმარების გასაწევად.

ქვემოთ მოყვანილ, სადაწნეო მილსადენის სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური

სამუშაოების სავარაუდო ხარჯებში გათვალისწინებულია საყრდენები ღია სადაწნეო

მილსადენისთვის შემდეგი სავარაუდო მონაცემებით:

ადგილის მომზადება, მათ შორის

კლდოვანი ქანების ამოღება/მოსწორება 1.1 აშშ დოლარი/მ2

ამოთხრა, დატვირთვისა

და გადატანის ჩათვლით 1.8 აშშ დოლარი/მ3

აფეთქება 4.4 აშშ დოლარი/მ3

საძირკვლის ჭანჭიკები 24.0 აშშ დოლარი/თითო

შეფიცვრა (ცალმხრივი) 10.4 აშშ დოლარი/მ2

არმატურა 0.6 აშშ დოლარი/კგ

ბეტონი (მცირე მობეტონება) 70.0 აშშ დოლარი/მ3

გარდა ამისა, გამოყენებულია შემდეგი საორიენტაციო მაჩვენებლები:

საყრდენებს შორის მანძილი: 9 მ (ფოლადი) / 6 მ (GRP)

საანკერო ბოძებს შორის მანძილი: 60 მ

საყრდენის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

მილების ძირამდე: 1 მ

ანკერული

საყრდენი ბლოკი საყრდენი ბლოკი

სადაწნეო მილსადენი

Page 32: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

28

ფასების მრუდი აგებულია საშუალო დახრილობის მქონე ფერდობებისთვის და

ხელსაყრელი საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისთვის.

სადაწნეო მილსადენის საყრდენის ხარჯები მეტწილად დამოკიდებულია საანკერო

ბოძების ზომაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს წყლის წნევაზე, მიმართულებების

ცვლილებასა და მილის დიამეტრზე. საანკერო ბოძის განთავსება კლდოვანი ქანის

პროფილის/მთაში გაკეთებეული ტრანშეის ჰორიზონტალურად მოხვეულ ნაწილში

მნიშვნელოვნად შეამცირებს ბეტონის მოცულობას.

მილის ტრანშეები

მიწის ტრანშეებისთვის და მიწის/კლდოვანი ქანების კომბინირებული ტრანშეებისთვის

მომზადდა ხარჯების ცხრილი, რომელიცგამოყენებულ უნდა იქნეს ბეტონში

დამონოლითებული მილების ხაჯთაღრიცხვაში. ცხრილებში მოცემული მონაცემები ეხება

შედარებით მარტივი ტოპოგრაფიული პირობების მქონე ტერიტორიაზე გაყვანილ

ტრანშეებს.

GRP და თუჯის მილები ყველაზე შესაფერისია ჩაშენებისთვის. PE მილების მიწისქვეშ

მოწყობაც ასევე შესაძლებელია, მაგრამ წყლის წნევა დაბალი უნდა იყოს, ხოლო

ტერიტორია – მარტივი ტოპოგრაფიული პირობების.

ქვემოთ მოცემულ ნახაზზე ნაჩვენებია ტრანშეის ტიპიური ჭრილი მიწისქვეშა მილების

შემთხვევაში:

ტრანშეის ფერდების დახრილობა დაყენებულია 1:1-ზე მიწის ტრანშეების შემთხვევაში,

ხოლო 5:1-ზე – კლდოვან ქანებში გაყვანილი ტრანშეების შემთხვევაში. ტრანშეის ძირის

სიგანე ტოლია მილის დიამეტრი პლუს 1.0 მ.

ცხრილებში მოცემულ ხარჯებში შედის კონტრაქტორის ყველა ის ხარჯი, რომელიც

დაკავშირებულია გათხრასთან, აფეთქებასთან და უკუამოვსებასთან მილების ზემოთ 300

მმ-ზე. ტრანშეების არმატურით გამაგრების ხარჯები არ არის გათვალისწინებული.

მილები

საძირკვლის მასალა

მილის გარშემო შემავსებელი მილის ტიპის

მიხედვით

უკუამოვსება ადგილობრივი

მასალით

Page 33: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

29

ფასებში გათვალისწინებულია მილების გარშემო შემავსებელი მასალის ჩაყრა. ფასები

დამოკიდებულია ადგილობრივი მასალის გამოყენებაზე. თუ ადგილობრივი მასალა

ხელმისაწვდომი არ არის, დაახლოებით 3.0 აშშ დოლარი/მ3 უნდა დაემატოს შემავსებელი

მასალის მოწოდებისთვის.

ფასებში არ არის გათვალისწინებული დროებითი გზის მოწყობა ტრანშეების

გასათხრელად და მილების გასაყვანად. ეს ხარჯი ცალკე უნდა დაითვალოს. გზის

მშენებლობის ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ

შესაბამისი ტერიტორიის დახრა 1:5-ზე მეტია.

კლდოვან ქანებში გაყვანილი ტრანშეების ხარჯი მიწის/კლდოვან ქანებში გაყვანილი

ტრანშეების კომბინაციის ხარჯების ტოლია.

ტერიტორიის პროფილი საჭიროა იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მილის ტრანშეების

ხარჯების გამოთვლა, ასევე ადგილობრივი პირობების სრულყოფილი შეფასებისთვის.

უსწორმასწორო და/ან ციცაბო ტერიტორია და რთულად მისადგომი ადგილი სერიოზულ

გავლენას მოახდენს მთლიან ხარჯებზე.

ცდომილება ხარჯების გაანგარიშებებში შედარებით მარტივი ტოპოგრაფიული პირობების

მქონე ტერიტორიის შემთხვევაში შეადგენს ± 30%.

გამოყენებულია ერთეულის შემდეგი ფასები:

- მცენარეული საფარის

- მოცილება 1.1 აშშ დოლარი/მ2

- გათხრა 1.1 აშშ დოლარი/მ3

- კლდოვანი ქანების ამოღება/მოსწორება 2.0 აშშ დოლარი/მ2

- აფეთქება 12.0 აშშ დოლარი/მ3

- ამოსავსები მასალა 3.6 აშშ დოლარი/მ3

(ადგილობრივი მასალის დამუშავება)

- უკუამოვსება 2.8 აშშ დოლარი/მ3

ტრანშეის მოწყობის ხარჯები (აშშ დოლარი /გრძ.მ). ტრანშეის სიგანე ძირში1.5 მ-ია.

ტრანშეის საერთო სიღრმე:

1.5 მ

2.0 მ

3.0 მ

4.0 მ

მიწაში გაყვანილი ტრანშეა 30 40 70 110

კლდოვან ქანში გაყვანილი

ტრანშეა ან მიწის/კლდოვან

ქანებში გაყვანილი

კომბინირებული ტრანშეა

40 55 85 120

Page 34: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

30

ტრანშეას მოწყობის ხარჯები (აშშ დოლარი /გრძ.მ) ტრანშეას სიგანე ძირში 2.5 მ-ია

ტრანშეის საერთო სიღრმე:

1.5 მ

2.0 მ

3.0 მ

4.0 მ

მიწაში გაყვანილი ტრანშეა 35 50 85 130

კლდოვან ქანში გაყვანილი

ტრანშეა ან მიწის/კლდოვან

ქანებში გაყვანილი

კომბინირებული ტრანშეა 60 80 120 170

არხები

იქ, სადაც პირობები ამის საშუალებას იძლევა, არხები შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს

მაგალითად, მილებისთვის. მრუდები აგებულია დაუტკეპნავი მასალის და კლდოვანი

ქანებისთვის. ნავარაუდევია, რომ მასალა/მასა უნდა იყოს წყალგაუმტარი და არ არის

საჭირო სარჩულის/არმირებული ფენის მოწყობა.

სავარაუდო ფასების მრუდი აგებულია მარტივი/საშუალო ტოპოგრაფიული პირობების

მქონე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შემდეგი ერთეულის

ფასების გათვალისწინებით:

ტერიტორიის გაწმენდა 1.1 აშშ დოლარი/მ2

გათხრა 1.1 აშშ დოლარი/მ3

აფეთქება 4.4 აშშ დოლარი/მ3

არხის ძირის სიგანე: 1-2 მ

მიწაყრილის ფერდობის გამაგრების/მოჭიმვის ხარჯები არ არის შეტანილი.

გაუთვალისწინებელი ხარჯები არ არის შეტანილი.

Page 35: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

31

Page 36: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

32

Page 37: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

33

2.6 საინჟინრო-გეოლოგია და გეოტექნიკა

კლდოვან ქანებთან მუშაობა ზოგჯერ აუცილებელია მცირე ჰესების მშენებლობის დროს.

შესაბამისად, ხარჯების გაანგარიშება მოხდა ეგრეთწოდებული „მინიმალური

პროფილისთვის“, ანუ გვირაბის სიგრძესთან მიმართებაში გვირაბის ყველაზე ნაკლებად

ძვირი პროფილისთვის.

განხორციელდა ასევე დიდი დიამეტრის ჭაბურღილის ბურღვასთან დაკავშირებული

სამუშაოების ხარჯების შეფასება.

კლდოვანი ქანების სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვანწილად

დამოკიდებულია კლდოვანი ქანის ხარისხზე და გეოლოგიურ პირობებზე, რაც შეიძლება

მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთ რომელიმე პატარა ტერიტორიაზე. კლდოვანი

ქანის ზედაპირის იოლ პირობებთან შედარებით, ქანებთან დაკავშირებული სამუშაოს

ხარჯები თავისუფლად შეიძლება გასამმაგდეს ან გაოთხმაგდეს იმ შემთხვევაში, თუ

კლდოვანი ქანის ზედაპირის პირობები რთულია, ხოლო ზოგ ადგილებში ეს ხარჯები

შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს. ქანის ზედაპირის პირობები შესაძლებელია

განსხვავებული იყოს, შესაბამისად, საჭიროა მათი დიდი სიფრთხილით გათვალისწინება.

ნაპრალები და ბზარები, რომლებიც რელიეფზე არსებულ გაშიშვლებებში ჩნდება, ხშირად

ცუდი ხარისხისაა და ამ ადგილებში უნდა მოერიდოთ გვირაბების მშენებლობას ან

ჭაბურღილების გაყვანას ნაპრალებისა და ბზარების მიმართულებით.

გვირაბის მინიმალური პროფილი

გვირაბებთან დაკავშირებული ხარჯები მცირე ჰესების შემთხვევაში საზოგადოდ უფრო

დაბალია, ვიდრე დიდი ჰესების პროექტების დროს. ამის მიზეზია ის, რომ მცირე ჰესების

მშენებლობის ბაზარზე დიდი რაოდენობით მეორეხარისხოვანი მონაწილე არსებობს.

ხარჯები შედგენილია პროფილებისთვის 10-22მ2-დან, რომლებიც მიმდინარეობს,

როგორც გვირაბის გაყვანის ტრადიციული სამუშაოები.

გვირაბის ხარჯებში გათვალისწინებულია ქანების გამაგრებასთან დაკავშირებული 40%-

იანი დანამატი. ეს ჩვეულებრივია ზედაპირის კარგი პირობების მქონე ქანებისთვის. მცირე

ჰესების შემთხვევაში, ქანების ცუდი ხარისხის გამო გვირაბის გაყვანა, როგორც ერთ-ერთი

ალტერნატივა, შეიძლება გამოირიცხოს.

დიდდიამეტრიანი ბურღილის ბურღვა

დიდდიამეტრიანი ბურღილის ბურღვისთვის არსებობს ხარჯების სამი მრუდი, ქანების

კარგი, საშუალო და ცუდი ბურღვადობის მიხედვით. ხარჯები ვრცელდება მიმმართველი

ჭაბურღილების ბურღვაზე, რომლებიც ფართოვდება (განივრდება) ბურღის თავის

ამოღების შემდეგ.

ფასთა მრუდებში გათვალისწინებული არ არის კლდოვანი ქანების გამაგრების ხარჯები..

კლდოვანი ქანების გამაგრება ჩვეულებრივ არ ტარდება ზედაპირის კარგი პირობების მქონე

Page 38: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

34

ქანების შემთხვევებში. თუმცა, მისი შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს

თითოეული შემთხვევისთვის ცალ-ცალკე.

ბურღვის ხარჯები ყოველ ერთ მეტრზე უფრო მეტია გრძელი ჭაბურღილის შემთხვევაში,

ვიდრე მოკლე ჭაბურღილის შემთხვევაში. შესაბამისად, ხარჯები უნდა ჩასწორდეს

კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც ხაზოვნად იზრდება 1.0-დან 1.25-მდე ბურღვის

სიგრძეებისთვის, რომლებიც დაახლოებით 200 მ-დან 500 მ-ის ფარგლებში იწყება .

იმ შემთხვევაში, თუ გაურკვეველია მიმმართველი ჭაბურღილის მიმართულება, ამ

მეთოდის გამოყენებით იშვიათად ხდება 500 მ-ზე მეტი სიგრძის გაბურღვა. ამ მომენტში

ბურღვის მაქსიმალური სიგრძე 3500 მ-მდეა. თუმცა, ამჟამად დიდი პროგრესია ამ სფეროში

და ასეთ სიგრძეებზე ბურღვა ბურღის თავის მიმართულების მართვას საჭიროებს. იხილეთ

პუნქტი 1.1.3.

Page 39: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

35

Page 40: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

36

Page 41: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

37

კლდოვანი ქანების ბურღვა

მყარ კლდოვან ქანებში სრული პროფილით ჰორიზონტალური ბურღვის ახალი

ტექნოლოგიის განვითარების მიღმა დგას ორი მთავარი აზრი – მთლიანად ელექტრული

დანადგარი და უძრავი საბურღი სვეტი. ჰიდროენერგო აგრეგატებისთვის სატურბინე

მილსადენების მშენებლობის მიზნით ბურღვითი სამუშაოები შეიძლება ეფექტურად

განხორციელდეს დისტანციური მართვის დანადგარით, რომელიც უარყოფით

ზემოქმედებას არ ახდენს გარშემო არსებულ ლანდშაფტზე. ამ ტექნოლოგიის მიხედვით

ბურღვითი სამუშაოები იწყება გვირაბის უკიდურესი ქვედა ბოლდან და მთავრდება

გვირაბის უმაღლეს წერტილზე იქ, სადაც უნდა განთავსდეს წყალმიმღები. იმ დანადგარის

მეშვეობით, რომელშიც კომბინირებულია ნავიგაციისა და მიმართულების მართვის

მექანიზმები, შესაძლებელია დახრილ ადგილას ბურღვა და წინასწარგანსაზღვრულ

ადგილში მაღალი სიზუსტით მიდგომა.

ამჟამად გამოყენებულ დანადგარს შეუძლია 0.7 მ-დან 1.5 მ-მდე დიამეტრის გვირაბების

ბურღვა დაახლოებით 1.5 კმ-მდე მანძილებზე და გვირაბის ბოლოების სიმაღლეებს შორის

დაახლოებით 1 კმ-მდე სხვაობების პირობებში.

ამჟამად გამოყენებული დანადგარით ხორციელდება დაახლოებით 4 ან მეტ გრადუსიანი

დახრის მქონე ფერდობებზე ზემოთ ბურღვა. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია

ჰორიზონტალური ბურღვისთვისაც. ეს დანადგარი მოდულური ტიპისაა იმისათვის, რომ

შესაძლებელი იყოს მისი თავისუფლად და ეკონომიურად ტრანსპორტირება, ასევე

ბურღვითი სამუშაოების ჩატარება მიუვალ ადგილებშიც კი.

სამუშაოები ჩვეულებრივ ტარდება ფიქსირებულ ფასებში ადგილობრივი პირობებიდან

გამომდინარე. დაგეგმარების თვალსაზრისით, სახარჯთაღრიცხვო ფასები 700 მმ

დიამეტრით სრულყოფილი ბურღვისთვის ერთ გრძივ მეტრზე სავარაუდოდ 1 400 აშშ

დოლარიდან 1 600 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. 1200 მმ-დან 1500 მმ-მდე

დიამეტრით ბურღვითი სამუშაოების შემთხვევაში, შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო ფასი

მერყეობს 2 100 აშშ დოლარიდან 2 700 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

სადაწნეო მილსადენის გვირაბები ხშირად სრულ სიგრძეზე ან ნაწილობრივ მოსახვას

საჭიროებენ. გვირაბის მოსახვისთვის არსებობს სპეციალური დანადგარი და ამ სამუშაოს

შესრულება გვირაბის ქვედა ბოლოდან უნდა დაიწყოს.

2.7 ტრანსპორტირების საშუალებები

დროებითი გზები სამშენებლო მიზნებისთვის

დროებითი გზების სამშენებლო ხარჯების გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა სხვადასხვა

ჰიდროენერგო აგრეგატების პროექტებიდან აღებული ემპირიული მონაცემები.

Page 42: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

38

ხარჯები შესაძლებელია მნიშვნელოვნად ვარირებდეს შესაბამისი ტოპოგრაფიული

პირობებისა და მასალების მისაწვდომობიდან, ასევე დროებითი გზების სტანდარტებიდან

გამომდინარე.

ნავარაუდევია, რომ დროებითი გზები ინარჩუნებს იმ სტანდარტს, რომელიც

(საქართველოს) ტყის გზის მე-3 კატეგორიის შესაბამისია.

ხარჯებში გათვალისწინებულია გზის მთლიანად მომზადება, მათ შორის, დაგეგმარება,

ტრასირება, გათხრა, აფეთქება, კულვერტების მოწყობა, საგების მოწყობა და მოხრეშვა.

თითოეული ისეთი სამუშაოს მოცულობა, როგორიცაა აფეთქება და მასალის

ტრანსპორტირება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ფასზე.

სრულად მომზადებული დროებითი გზის ხარჯებია:

დროებითი გზა გრუნტის კარგი პირობების მქონე ტერიტორიაზე: 20 აშშ

დოლარი/ გრძ.მ

დროებითი გზა გრუნტის საშუალო პირობების მქონე ტერიტორიაზე: 30 აშშ

დოლარი/გრძ.მ

დროებითი გზა გრუნტის ცუდი პირობების მქონე ტერიტორიაზე: 60 აშშ

დოლარი/გრძ.მ.

სავარაუდოდ, მშენებლობის პერიოდში დროებითი გზის სარემონტო სამუშაოების ხარჯი

დროებითი გზის საერთო ხარჯების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

პატარა და მარტივი კონსტრუქციის ხიდების მშენებლობის ხარჯები სავარაუდოდ

შეადგენს დაახლოებით 500 აშშ დოლარი/მ2 გზა (სავალი ნაწილი).

Page 43: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

39

3 ელექტროტექნიკური სამუშაოები

3.1 ზოგადი ნაწილი

ამ თავში მოცემულია მცირე ჰესებისთვის საჭირო ელექტროტექნიკური სამონტაჟო

სამუშაოების საშუალო შესაძლო ხარჯების გამოთვლის მეთოდი და საფუძველი.

თანდართული ფასების მრუდები განკუთვნილია იმ გენერატორების ელექტროტექნიკური

დანადგარებითვის, რომელთა სიმძლავრე 500 კვტ-ზე მეტია. 500 კვტ-ზე ნაკლები

სიმძლავრის მქონე გენერატორები ხშირად ტურბინების მიწოდების „სამუშაოს

მოცულობის“ ნაწილს წარმოადგენს და შესაბამისად, გათვალისწინებულია ტურბინების

ფასთა მრუდში.

მცირე ჰესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ელექტრომექანიკური დანადგარების

მაქსიმალურად სტანდარტულ ფორმაში შენარჩუნება, იმ პირობით, რომ ისინი კვლავ

ინარჩუნებენ ფუნქციონირებისა და საიმედოობის გარკვეულ დონეს. ამ თავში

გაანაგარიშებულ ფასებში გათვალისწინებულია მართვის სისტემები, რომლებიც

ჩვეულებრივად ჩაკეტილი კონტაქტის და ასინქრონულ გენერატორების პრინციპს

ეფუძნება იმ გენერატორების შემთხვევაში, რომელთა სიმძლავრე 1 000 კვა-ზე ნაკლებია.

ასევე ნავარაუდევია, რომ ამ ტიპის ჰესის შენობა უნდა ჩაერთოს გამანაწილებელ ქსელში.

ფასების საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც აგებულ იქნა ფასთა მრუდები,

შემუშავებულ იქნა ძირითადად საქართველოში უკვე არსებულ იმ მცირე ჰესების

საფუძველზე, რომლებიც ტენდერზე იქნა წარდგენილი, რომელთა მშენებლობისთვისაც

გაფორმდა კონტრაქტი ან რომლებიც აშენდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,

განსაკუთრებით კი ბოლო ერთი ან ორი წლის განმავლობაში. ზოგ შემთხვევებში

სახარჯთაღრიცხვო ფასები გარკვეული ნაწილებისთვის მოპოვებულ იქნა სხვადასხვა

კონტრაქტორებისგან. ზოგი ფასი ძლიერ ცვალებადია; ეს შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით,

რომ ზოგიერთი კონტრაქტორი სამუშაოს მოცულობაში ითვალისწინებს სამუშაოთა

დამატების შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით ზოგიერთმა კონტრაქტორმა შეიძლება

შემოგვთავაზოს ზედმეტად ძვირი შეთავაზება მაშინ, როდესაც სხვა კონტრაქტორებმა

შეიძლება ისეთი წინადადება შემოგვთავაზონ, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება

პროექტის ტექნიკური დავალებისგან ისეთი შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ მათი

წინადადება უფრო იაფია, ვიდრე მათი კონკურენტებისა. ზოგიერთმა სახარჯთაღრიცხვო

ფასმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან მათში ხშირად არ არის

გათვალისწინებული დაპროექტების, სამონტაჟო სამუშაოების და ექსპლუატაციაში

გაშვების ხარჯები.

მანქანა-დანადგარების ხარჯებს ძალიან აკონტროლებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული

მასალის ფასები, მაგრამ უფრო მეტადკონტროლდება ელექტროტექნიკური კომპონენტების

ხარჯები. როგორც ჩანს, ზოგადი ელექტროტექნიკური კომპონენტების ფასი ზომიერად

არის გაზრდილი 2010 წლიდან.

Page 44: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

40

მცირე სიმძლავრის გენერატორების ფასის ზრდა 0-დან 10%-ის ფარგლებში მერყეობს,

ხოლო ტრანსფორმატორების ფასი კი დაახლოებით 0-20%-ით დაეცა.

მცირე ჰესების ფასების წინა ვერსიებში გამანაწილებელი და მართვის მოწყობილობების

ფასები მოცემული იყო ორ თავში ორ შესაბამის დიაგრამასთან ერთად. მთავარ

კომპონენტთა ეს ორი ჯგუფი ჩვეულებრივ კომბინირებულ პაკეტში მიეწოდება კლიენტს

კონტრაქტორისგან. შესაბამისად, ეს ხარჯები ერთ ხარჯად გაერთიანდა მცირე

ჰიდროელექტრო სადგურების 2015 წლის საბაზისო ფასებში. ამ კომპონენტების წინა

ფასები ცოტა უფრო მაღალი იყო და ისინიც დაკორექტირდა ისე, რომ 2015 წლის ფასთა

დონის შესაბამისი გამხდარიყო.

ამ თავში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი კომპონენტები:

გენერატორი

ტრანსფორმატორი

მართვის სისტემები, დამატებითი დენის წყაროს ჩათვლით

საშუალო ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა

ელექტროგადამცემი ხაზები და ქსელში ჩართვა

სიმძლავრის კოეფიცინეტი (COS Φ)

ისეთი ელექტროტექნიკური კომპონენტების წარმოებული სიმძლავრე, როგორიცაა

გენერატორები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები, მოცემულია

კილოვოლტამპერებში (კვა) ან მეგავოლტამპერებში (მვა). „სამშენებლო“

,„კონსტრუქციული“ და „მექანიკური სამუშაოების“ თავებში გამომუშავების მაჩვენებლის

სახით ხშირად არის გამოყენებული კვტ. იმისათვის, რომ საბაზისო ფასების ეს თავები

ერთმანეთს დავუკავშიროთ, ქვემოთ ჩამოთვლილი ელექტროტექნიკური კომპონენტები

ასევე კვტ-ებში იქნება წარმოდგენილი.2 მვა-ზე მაღალი სიმძლავრის კომპონენტებისთვის

დაშვებული სიმძლავრის კოეფიციენტია 0,85, ხოლო 2 მვა-ზე დაბალის სიმძლავრის

კომპონენტებისთვის კი – 0.9. მაგალითად, მიღებული კვა წარმადობა 18-ია და იგი 11%-ით

მაღალია იმაზე, რომელიც კვტ-შია მოცემული შესაბამისად 2 მვა-ზე მაღალი და დაბალი

სიმძლავრის მქონე კომპონენტებისთვის.

3.2 გენერატორი

გამოყენების მასშტაბი

ამ თავში მოცემულია ფასები საჰაერო გამაგრილებლით აღჭურვილი გენერატორებისთვის,

რომელთა წარმოებული სიმძლავრე 500-დან 2000 კვა-მდეა და წყლის გამაგრილებლით

აღჭურვილი გენერატორებისთვის, რომელთა წარმოებული სიმძლავრე 2 000-დან 13 000

კვა-ს ფარგლებშია. გენერატორები, რომელთა წარმოებული სიმძლავრე 500 კვა-ზე

ნაკლებია, როგორც წესი, ტურბინასთან და ა.შ. ერთად სრულ კომპლექტში იყიდება.

ამ სიმძლავრის გენერატორების უდიდეს ნაწილში გამოყენებულია ჰორიზონტალური

ღერძის მქონე აპარატურა. საბაზისო ფასებში ეს მოცემულია, როგორც საყრდენი, რომლის

Page 45: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

41

თავისუფალ ლილვზე მოთავსებულია ტურბინა ბუნებრივი მქნევარა თვალის მასით და

მქნევარა თვალის გარეშე. ფასები ძირითადად მოცემულია 375-1,000 ბრ/წთ) სიჩქარის

მქონე გენერატორებისთვის (სინქრონული). ნელა მბრუნავი გენერატორები არ არის

სტანდარტიზებული და შესაბამისად, უფრო ძვირია. სურათში 3.2.1ა და 3.2.1ბ ნახატებზე

მოცემული ფასები მოცემულია გენერატორებისთვის, რომელთა სიჩქარე 500 და 750 ბრ/წთ-

ს -ს შორისაა. თუ შერჩეული გენერატორის სიჩქარე 750 ბრ/წთ-ზე მეტია, მისი ფასი

„დაბალი ფასის დონის“ ფარგლებში იქნება.

აგრეგატები, რომელთა სიჩქარე 375 ბრ/წთ ან ნაკლებია, არ არის გათვალისწინებული

საბაზისო ფასებში. ამ შემთხვევებში, წუთში ბრუნვების რაოდენობის გასაზრდელად,

როგორც წესი, უფრო ეკონომიური იქნება, თუ ტურბინასა და გენერატორს შორის

კბილანურ გადამცემს გამოვიყენებთ.

ვენტილაცია

ენერგო აგრეგატების ვენტილაციის სისტემის დანიშნულება გენერატორიდან ზედმეტი

სითბოს გაფანტვაა. ჰაერის გამაგრილებლიანი გენერატორისთვის ასეთი სითბო,

ჩვეულებრივ, ნომინალური ეფექტის 2-3%-ს შეადგენს. ზამთრის პერიოდში ამ სითბოს

გარკვეული ნაწილი შესაძლებელია სამანქანე ოთახის გათბობის მიზნით იყოს

გამოყენებული. შემავალი ჰაერის სავენტილაციო შახტები აღჭურვილი უნდა იყოს

შესაბამისი საჰაერო ფილტრით.

ფასთა დონე

ამ თავში მოცემული ფასები აღებულია ნორვეგიის იმ მცირე ჰესების პროექტებიდან,

რომლებიც გატანილი იყო ტენდერზე, რომლებისთვისაც გაფორმდა კონტრაქტი ან

რომლებიც აშენდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ორი წლის

განმავლობაში.

მომდევნო აბზაცებში აღწერილია ზოგიერთი შესაძლო ფასთა შორის სხვაობები ისეთი

სხვადასხვა ცვლილების/დამატების შეტანის შემთხვევაში, რომლებიც ამ ანგარიშის

ფარგლებს სცდება:

ვერტიკალური გასწორება +10%

ასინქრონული გენერატორი -5%

(არ გამოდგება გენერატორებისთვის, რომელთა სიმძლავრე დაახლოებით 1,000 კვა-

ზე მეტია)

გენერატორის ძაბვა დანადგარებისთვის, რომელთა წარმოებული სიმძლავრე 1,500 კვა-ზე

ნაკლებია, ჩვეულებრივ, 400 ვოლტია. დანადგარები, რომელთა წარმოებული სიმძლავრე

2500 კვა-ზე მეტია, როგორც წესი, მაღალძაბვიანი დანადგარებია, ხოლო საშუალოძაბვიან

დანადგარებს, როგორ წესი, 690 ვ ძაბვა აქვთ..

Page 46: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

42

ძაბვის რეგულატორების მიწოდება ხდება გენერატორთან ერთად სტანდარტული

კომპონენტის სახით.

Page 47: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

43

Page 48: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

44

3.3 ტრანსფორმატორები

ტრანსფორმატორები

წინამდებარე საბაზისო ფასებში გათვალისწინებულია ტრანსფორმატორები, რომლებიც

გამოიყენება ენერგოსისტემის გამანაწილებელ ქსელში ჩასართავად.

1600 კვა-ზე ნაკლები სიმძლავრის ტრანსფორმატორები ჩვეულებრივ სტანდარტულ,

ზეთით შევსებულ გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს წარმოადგენს. ამჟამად ხშირად

იყენებენ მშრალ, იზოლირებულ ტრანსფორმატორებს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს

ტრანსფორმატორები დაახლოებით 0-5%--ით უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული,

ზეთით შევსებული გამანაწილებელი ტრანსფორმატორები. უფრო დიდი სიმძლავრის

ტრანსფორმატორები არ არის იმავე დონეზე სტანდარტიზებული და შესაბამისად, უფრო

ძვირიცაა.

ტრანსფორმატორების რეგულირება, ჩვეულებრივ, ხუთი საფეხურით არის შესაძლებელი

საფეხურების დამაკავშირებლის საშუალებით. დატვირთვის ამომრთველები, რომლებსაც

შეუძლიათ ძაბვის რეგულირება ტრანსფორმატორის მუშაობის დროს, ძალიან ძვირია და

მისი გამოყენება ამ ტიპის ენერგო აგრეგატისთვის მიზანშეწონილი არ არის.

გაგრილება

ამ ზომის ენერგო აგრეგატების ტრანსფორმატორების უმეტესობა შეიძლემა მოთავსდეს

შენობის გარეთ ან სათანადო ვენტილაციის მქონე სათავსოებში, რომლებიც ბუნებრივად

გრილდება ჰაერით.

ფასთა დონე

ამ თავში მოცემული ფასები აღებულია ნორვეგიის იმ მცირე ჰესების პროექტებიდან,

რომლებიც გატანილ იქნა ტენდერზე, რომლებისთვისაც გაფორმდა კონტრაქტი ან

რომლებიც აშენდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ორი წლის

განმავლობაში.

მცირე ჰესების ტრანსფორმატორებისთვის კომპლექსური მართვის სისტემების გამოყენება

აუცილებელია არ არის. როგორც წესი, საკმარისია ტემპერატურის დამცველის დაყენება

გადატვირთვისგან დაცვის მიზნით. ყველაზე დიდი ტრანსფორმატორების

გადატვირთვისგან დასაცავად შეიძლება საჭირო იყოს აირის დამცველის დაყენება.

Page 49: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

45

eleqtroteqnikuri samuSaoebis sabaziso fasebi

# dasaxeleba

saxarjTaRricxvo

Rirebuleba, aSS dolari

1 3 4

mcire hesebisTvis saWiro eleqtroაპარატურის samontaJo

samuSaoebis saSualo ფასები

I. transformatorebi:

1 transformatori 200kv. 250/10 kva 9,130

2 transformatori 400kv. 400/10 kva 13,050

3 transformatori 600kv. 630/10 kva 15,500

4 transformatori 800kv. 1000/10 kva 24,000

5 transformatori 1200kv. 1250/10 kva 26,400

6 transformatori 1600kv. 1600/10 kva 32,600

7 transformatori 2000kv. 2500/10 kva 34,500

8 transformatori 4000kv. 4000/10 kva 55,700

9 transformatori 6000kv. 6300/10 kva 75,600

10 transformatori 8000kv. 10000/10 kva 82,000

11 transformatori 10000kv. 10000/10 kva 82,000

12 transformatori 12000kv. 2X6300/10 kva 98,700

Page 50: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

46

3.4 გამანაწილებელი და მართვის სისტემები

წინამდებარე საბაზისო ფასები მოცემულია გამანაწილებელი და მართვის

სისტემებისთვის, რომელთა მიწოდება ხდება იმ მცირე ჰესების პროექტებითვის,

რომლებიც გავიდა ტენდერზე, რომლებზეც დაიდო კონტრაქტი და რომლებიც აშენდა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასევე

იმ გამანაწილებელი და მართვის სისტემებისთვის, რომლებიც განკუთვნილია 10-35 კვ-

იანი გამანაწილებელი ქსელისთვის. ფასები, სავარაუდოდ, გაიზარდა დაახლოებით 10%-

ით 2010 წლის შემდგომ ფასთა დონეებთან შედარებით.

ქვემოთ მოცემულ ფასების მრუდებზე ნაჩვენებია ერთგენერატორიანი გამანაწლებელი და

მართვის სისტემების ფასების მიმოხილვა. დიაგრამაზე ასახულია ფასთა ორი დონე. ქვედა

მრუდი წარმოადგენს გამანაწლებელი და მართვის სისტემების ფასს 10-35 მგვ

ჰესებისთვის, ხოლო ზედა კი 10-35 მგვ ჰესების ფასთა დონეს. ამ ორს შორის არსებული

ფასთა დონე გამოწვეულია დიდ ჰესებთან დაკავშირებული სირთულის გამო არსებული

მნიშვნელოვანი განსხვავებით.

ფასები აგრეგატებისთვის, რომლებსაც ორი ან მეტი გენერატორი გააჩნია, არ არის

გათვალისწინებული, თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ ორი გენერატორი ფასს

დაახლოებით გააორმაგებს.

დამხმარე სისტემები, როგორიცაა საშუალო და დაბალი ძაბვის დამატებითი

ელექტრომომარაგება, დამატებითი ტრანსფორმატორი, საკაბელო სისტემები, დიზელ-

გენერატორი, აკუმულატორების სისტემა მუდმივი დენის კვების წყაროთი, დამიწება,

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, ბალობრივი და კომუნიკაციის სისტემები,

გათვალისწინებულია ფასში.

მაღალი ძაბვის გამანაწილებელი სისტემა

13 000 კვა-ზე ნაკლები სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის გამანაწილებელი სისტემა,

ჩვეულებრივ, საკმაოდ მარტივია.

საბაზო ფასების თვალსაზრისით, ნავარაუდევია, რომ სამუშაოთა მოცულობა მთავრდება

ელექტროსადგურის კედელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამანაწილებელი სისტემა

მიერთების გარეშეა მიყვანილი მაღალი ძაბვის საკაბელო სისტემასთან ან

ელექტროგადამცემ ხაზებთან.

ზოგ შემთხვევებში ქსელის გადამცემი სისტემის ოპერატორს (TSO) შეუძლია მოითხოვოს,

რომ ელექტროსადგურმა გამოიყენოს კონდენსატორი, რათა მოხდეს ფაზური კომპენსაცია

ასინქრონული დანადგარების მქონე ელექტროსადგურებში. ეს მრავალ სიტუაციაში

შეამცირებს სინქრონული დანადგარის ნაცვლად ასინქრონული დანადგარის არჩევით

მიღებულ ზოგიერთ დადებით ეფექტს.

Page 51: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

47

მართვის სისტემა

მართვის სისტემაში, ჩვეულებრივ, შედის:

ელექტროენერგიის მართვა

გენერატორის დაცვა

გამანაწილებელი სისტემის და საჭიროების შემთხვევაში, ტრანსფორმატორების

დამატებითი დაცვა

გამანაწილებელი სისტემის მართვის მექანიზმები

წყლის დონის რეგულირება

დისტანციური მართვა (SCADA)

აკუმულატორი გამმართველით

ძალიან მცირე და საშუალო ზომის ჰესები, როგორც წესი, არ არის განკუთვნილი იმისათვის,

რომ დამოუკიდებლად უზრუნველყონ საკუთარი გამომუშავებული დენის მიწოდება.

ამიტომ ხშირია კვების მარეგულირებლის გამოყენება. ქსელის გადამცემი სისტემის

ადგილობრივმა ოპერატორმა შეიძლება მოითხოვოს, რომ უფრო დიდი სიმძლავრის

აგრეგატებმა უზრუნველყონ ადგილობრივი ქსელის ელექტრო მომარაგება, მაგალითად,

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შემთხვევაში. ამაში იგულისხმება

სიჩქარის მართვა, რისი განხორციელებაც უფრო ძვირიანია. როგორც ელექტროენერგიის,

ისე სიჩქარის რეგულირება შეიძლება გაერთიანდეს ენერგობლოკის მართვის ერთ

სისტემაში, თუმცა უფრო დიდი გენერატორებისთვის მათი მოწოდება ხორციელდება

დამოუკიდებელი მართვის ბლოკების სახით.

გენერატორის მართვა მოიცავს ენერგობლოკის ჩართვისა და გამორთვის ფუნქციებს და მის

დამატებით ფუნქციებს. ჩვეულებრივ, ავტომატური სინქრონიზაციის აპარატი და წყლის

დონის რეგულირების მექანიზმი ინტეგრირებულია მართვის სისტემაში.

ენერგოაგრეგატის მუშაობა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ავტომატური უნდა იყოს.

წყალსატარის ტიპი და მისი ფუნქციონირების რეჟიმი, ჩვეულებრივ, განსაზღვრავს

ავტომატურობის შესაბამის დონეს.

მცირე ზომის ჰესების უმეტესობას, გარდა ძალიან უმცირესი ჰესებისა, უნდა გააჩნდეს

დისტანციური მართვის სისტემა. ამ სისტემის მიწოდება შესაძლებელია

სტანდარტიზებული სისტემების სახით, რომლებიც განკუთვნილია შედარებით მცირე

ჰესებისთვის. ამ სისტემებისთვის საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე სიგნალის გადაცემა

ტელეკომუნიკაციის ან კავშირგაბმულობის სხვა ალტენატიული პროტოკოლების

საშუალებით. ენერგო აგრეგატების უმრავლესობისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას

აწვდის ელექტროგადამცემ ქსელს, აუცილებელია, რომ მიწოდებული ელექტროენერგიის

ოდენობა აღირიცხოს ელექტროენერგიის მრიცხველში, რომელსაც შეუძლია ქსელის

გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირება.

Page 52: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

48

გენერატორის სარელეო სისტემაში შედის, სულ მცირე, შემდეგი კომპონენტები:

გადამეტძაბვისგან/მოკლე ჩართვისგან დაცვა

უკუდენისგან დაცვა

დიფერენციალური დენის ხელსაწყო

და სავარაუდოდ:

მაქსიმალური/მინიმალური ძაბვის რელე (მხოლოდ სინქრონული

დანადგარებისთვის)

დიფერენციალური ძაბვის რელე (ხშირია 2000 კვა-ზე მეტი სიმძლავრის

დანადგარებში)

და ა.შ.

სხვა სარელეო სისტემებში შეიძლება შედიოდეს:

გადამეტძაბვისგან/მოკლე ჩართვისგან დაცვა გამავალი ხაზებისთვის

დიფერენციალური ძაბვის ხელსაწყო გამავალი ხაზებისთვის

და ა.შ.

ენერგოაგრეგატებისთვის, რომელთა გენერატორის ძაბვა 400 ვ-ზე მეტია, საჭიროა

დამატებითი ტრანსფორმატორი დამატებითი ენერგო აგრეგატის სისტემის

ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების მიზნით. ეს მოცემულია 3.4.1 ნახ-ზე. ამ ტიპის

ტრანსფორმატორები, ჩვეულებრივ, მშრალი იზოლაციისაა და გამოიყენება ტუმბოების,

ვენტილატორების, აკუმულატორების დამტენების და ა.შ. ძრავების ელექტროკვებისთვის.

25-50 კვა წარმოებული სიმძლავრის მქონე ასეთი ტრანსფორმატორების ფასი, ჩვეულებრივ,

4000-8650 აშშ დოლარის ფარგლებშია.

III. Ggamanawilebeli da marTvis sistemebi

1 10kv 2000kvt-ს შემთხვევაში 74,500

2 10kv 4000kvt-ს შემთხვევაში 81,000

3 10kv 6000kvt-ს შემთხვევაში 88,000

4 10kv 8000kvt-ს შემთხვევაში 93,000

5 10kv 10000kvt-ს შემთხვევაში 99,000

6 10kv 12000kvt-ს შემთხვევაში 106,000

7 35kv 2000kvt-ს შემთხვევაში 272,500

8 35kv 4000kvt-ს შემთხვევაში 305,000

9 35kv 6000kvt-ს შემთხვევაში 340,000

Page 53: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

49

10 35kv 8000kvt-ს შემთხვევაში 365,000

11 35kv 10000kvt-ს შემთხვევაში 395,000

12 35kv 12000kvt-ს შემთხვევაში 430,000

Page 54: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

50

3.5 ელექტროგადამცემი ხაზები

ჰესის დაგეგმარების ეტაპის დროს პირველ რიგში შესწავლილი უნდა იყოს ის, თუ როგორ

უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის გადაცემა ადგილობრივ გამანაწილებელ ან

რეგიონულ ენერგოქსელში. ყველაზე იმედისმომცემი პროექტიც კი შეიძლება

არაეკონომიური აღმოჩნდეს, თუ მისთვის საჭიროა შედარებით გრძელი და ახალი

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ან თუ აუცილებელია არსებული გადამცემი ხაზის

განახლება-გაუმჯობესება.

ელექტროგადამცემი ხაზების (როგორც სააბელო სისტემის, ისე საჰაერო ხაზების სახით)

ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ტერიტორიისა და კლიმატური პირობების

მიხედვით. ამიტომ მნიშვნელოვანია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ადრეულ

ეტაპზევე მოხდეს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების კონტრაქტორისგან,

კონსულტანტისგან და ადგილობრივი ქსელის მფლობელისგან რეკომენდაციებისა და

განფასების მიღება. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ფასებმა 2010 წლის შემდეგ იმაზე

უფრო მეტად მოიმატა, ვიდრე ელექტრო სისტემის სხვა ნაწილების ფასებმა.

ელექტროგადამცემი ხაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ჰესების საბაზისო

ფასების ნაწილში იხილეთ თავი 3.7.

სურათში 3.5 გათვალისწინებულია გამანაწილებელი ქსელისთვის საჰაერო

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საერთო ხარჯები. ელექტროგადამცემი ხაზების

საბაზისო ფასები ასევე მოიცავს მასალისა და მუშახელის ხარჯებს.

საქართველოში ენერგოქსელში ჩასართავად გამოიყენება ორი ტიპის ელექტრო გადამცემი

ბოძი, ხის ან ლითონის. გასნხვავებულია გადამცემი ხაზის კვეთებიც; უფრო ხშირია

ერთწრედიანი ან ორწრედიანი ელექტროგადამცემი ხაზები. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში

მოცემულია ელექტროგადამცემი ხაზების ფასების აშშ დოლარებში რამდენიმე

ალტერნატივისთვის. ელექტროგადამცემი ხაზების საბაზისო ფასები ასევე მოიცავს

მასალებისა და მუშახელის ხარჯებსაც.

II. 1kmEeleqtro gadamcemi xazis მშენებლობის Rirebuleba (erTწრედიანი)

1 10kv EАС-35 mm2 xis boZze 22,000

2 10kv EАС-50 mm2 liTonis boZze 30,000

3 10kv АС-70 mm2 liTonis boZze 33,000

4 10kv АС-70 mm2 liTonis boZze (orწრედიანი) 52,000

5 35kv АС-95 mm2 liTonis boZze 86,000

6 35kv АС-150 mm2-mde liTonis boZze

(orწრედიანი 135,000

Page 55: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

51

4 საინჟინრო-მექანიკური სამუშაოები

4.1 ზოგადი ნაწილი

მიწოდების მასშტაბი

საინჟინრო-მექანიკური სამუშაოების მიწოდება, ზოგადად, მოიცავს სრულად

დამონტაჟებულ და მუშაობისთვის მზა დანადგარებს, თუ სხვაგვარად არ არის

განსაზღვრული ყოველი ცალკეული ფასის მრუდის შენიშვნებში.

თუმცა, მიწოდებაში არ შედის:

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

ვენტილაცია, ენერგო აგრეგატზე განათების და გათბობა/გაგრილების სისტემის

დამონტაჟება

სათადარიგო ნაწილები

დამატებითი ღირებულების გადასახადი

სამშენებლო კომპანიის დანახარჯები

გაუთვალისწინებელი ხარჯები

ფასების გაანგარიშება

ფასები გაანგარიშებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესყიდული აპარატურის

საფუძველზე და, თუ ეს საკმარისად დასაბუთებული იქნება, ბოლო ორი წლის

განმავლობაში დამონტაჟებული აპარატურის საფუძველზე. ზოგიერთი კომპონენტისთვის

გამოიყენება ძველი ფასები (ინდექსი კორექტირებულია) უფრო სრულყოფილი საფუძვლის

მიღების მიზნით. ფასების კორექტირება განხორციელდა ფასის მატების გათვალისწინებით

2015 წლის დონეების შესაბამისად. ნორვეგიული კრონი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი

დაფიქსირებულია 7.5-ზე.

2010 წელს ფასების ბოლო განახლებიდან მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰქონდა ადგილი

სხვადასხვა კომპონენტის ფასების ზრდაში. ზოგიერთი კომპონენტის ჯგუფების ფასმა 50%-

ზე მეტი ზრდა განიცადა, ხოლო სხვა კომპონენტებს ახლაც იგივე ფასები აქვთ, რაც ხუთი

წლის წინ.

ზოგადად, ტურბინების ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ტურბინის კომპონენტები მრავალ

ქვეყანაში იწარმოება და შესაბამისად, მათზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასების

ზრდა. შეიძლება აღინიშნოს, რომ უჟანგავი ფოლადის ფასი ბოლო ხუთი წლის

განმავლობაში 15-20%-ით გაიზარდა.

როგორც ვნახეთ, მომწოდებლების სახარჯთაღრიცხვო ფასებიც საკმაოდ მნიშვნელოვნად

განხვავდება. ზოგადად, ამგვარი სახარჯთაღრიცხვო ფასები დიდი სიფრთხილით უნდა

Page 56: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

52

იქნას გამოყენებული პროექტების ადრეულ ეტაპებზე. რეკომენდებულია წინამდებარე

საბაზისო ფასებში ფასთა მრუდებთან შედარების გაკეთება.

მცირე ჰესებიდან დიდ ჰესებზე გადასვლისას ფასთა მრუდებზე ადგილი ექნება წყვეტას..

ძირითადად არსებობს ორი ფაქტორი: განსხვავებები მშენებლობაში და ადგილობრივი

ქსელის მოთხოვნები. უფრო მცირე ზომის ობიექტები შედარებით მარტივად შენდება,

ჩვეულებრივ, მცირეგაბარიტული ობიექტების სახით, ხოლო შედარებით დიდი ზომის

ობიექტებისთვის საჭიროა უფრო გამძლე და ძვირი კონსტრუქციები. ქსელის მოთხოვნები

შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხავებული იყოს, სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდეს

ჰესების რეგულატორების მიმართ და შესაბამისად, ფასებიც მცირე ჰესების და დიდი

ჰესების შემთხვევაში შეიცვლება თითოეული ქვეყნის მიერ დაწესებულ ნორმებში

არსებული დატვირთვის ზღვრების შესაბამისად.

4.2 ტურბინები

ფასები მოცემულია აშშ დოლარი/კვტ ნომინალური ეფექტის სახით, ასევე მოდინების

მაქსიმალური ტევადობისა და სუფთა დაწნევის შესაბამისად.

ფასთა მრუდები აგებულია ბაზარზე ყველაზე მეტად გავრცელებული 500–10,000 კვტ

სიმძლავრის ტურბინების თითოეული ტიპისთვის.. 500 კვტ-მდე სომძლავრის

ტურბინებისთვისიხილეთ თავი 5.3 – მიკრო და მინი ჰესები.

წინამდებარე ფასთა მრუდებში გათვალისწინებულია ბრუნვის სიჩქარე იმ

ტურბინებისთვის, რომელთა სიმძლავრე 500-სა და 13 000 კვტ-ს შორისაა. იმ შემთხვევაში,

თუ ბრუნვის სიჩქარე იმაზე დაბალია, ვიდრე ეს ფასთა მრუდებზეა მოცემული, იმ

ტურბინებში, რომელთა სიმძლავრე 2-3 მგვტ-მდეა, გამოიყენება კბილანური გადამცემი

მექანიზმი.

ფასთა მრუდებზე მითითებული სუფთა დაწნევის გრაფიკები შეესაბამება პელტონის,

ფრენსისის და კაპლანის ტიპის მცირე ზომის ტურბინებისთვის მიღებულ დიაპაზონს.

ყველაზე მაღლა მდებარე გრაფიკები არავითა შემთხვევაში არ წარმოადგენს ამ ტიპის

ტურბინების გამოყენების ზედა ზღვარს.

ბრუნვის სიჩქარის გრაფიკებს მხოლოდ სადემონსტრაციო ხასიათისაა და ისინი შეესაბამება

კონკრეტულ კერძო მაჩვენებლებს (დაძირვის/შთანთქმის წნევა). თუ შერჩეული ტურბინის

ბრუნვის სიჩქარე განსხვავებულია მოდინების შესაბამის დიაგრამაზე მითითებული

სიჩქარისგან, დაწნევის მრუდის გამოყენება ერთ კვტ-ზე ფასის დასადგენად მაინც იქნება

შესაძლებელი.

ბრუნვის სიჩქარის გათვალისწინება შემდეგი სახით შეგიძლიათ:

იმ შემთხვევაში, თუ შეირჩევა ტურბინა, რომლის ბრუნვის სიჩქარე დიაგრამაზე

ნაჩვენებ სიჩქარეზე დაბალი იქნება და არა მოდინებისა და დაწნევის მოცემული

Page 57: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

53

სიჩქარის მქონე, ტურბინის ფასი საზოგადოდ, იმაზე რამდენადმე მაღალი იქნება,

ვიდრე ის ფასი, რომელიც ნაჩვენებია დიაგრამაზე, მოდინების სიჩქარისა სიდიდისა

და დაწნევის გრაფიკის საფუძველზე, და პირიქით იქნება, თუ შეირჩევა დიაგრამაზე

ნაჩვენებ სიჩქარეზე მაღალი ბრუნვის სიჩქარის მქონე ტურბინა. ამასთან,

დაბალსიჩქარიანი ტურბინის არჩევა უფრო უსაფრთხო ვარიანტი იქნება, იმდენად,

რამდენადაც მაღალსიჩქარიანი ტურბინაე ტექნიკური თვალსაზრისით უფრო

პრობლემურია.

ტურბინების ფასთა მოცემული დონე ასახავს იმას, რასაც ჩვენ ფასთა ნორმალურ დონეს

ვუწოდებთ. ბაზარზე არსებობს ისეთი ტურბინები, რომლებიც ფასთა მრუდებზე ნაჩვენებ

ფასებზე საგრძნობლად იაფიცაა და უფრო ძვირიც.

ჩვენ ავაგეთ ფასთა მრუდები შემდეგი ტიპის ტურბინებისთვის:

პელტონი (Pelton)

ფრენსისი (Francis)

კაპლანის ტიპი/კაფსულური ტურბინა

ცალკეულ მრუდებზე გათვალისწინებულია შემდეგი:

1–500 კვტ სიმძლავრის ტურბინები

იხილეთ თავი 5.3 – მიკრო და მინი ელექტროსადგურები.

500–13,000 კვტ სიმძლავრის ტურბინები

ფასთა მოცემული მრუდი შეესაბამება ტურბინას, ტურბინის რეგულატორს და შემშვებ

სარქველს (გარდა კაპლანის ტიპის ტურბინისა).

500 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის აგრეგატების ელექტრო აღჭურვილობის ფასების

მონაცემებისთვის იხილეთ ფასთა მრუდები მე-3 თავში - ელექტრო-ტექნიკური

სამუშაოები.

ზოგადი რჩევები ტურბინის მომწოდებლის შერჩევასთან დაკავშირებით

მიმწოდებლის შერჩევისას, ფასებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი

ფაქტორები:

რეკომენდაციები. დაეკონტაქტეთ იმ სხვა სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც

ისარგებლეს იგივე მომწოდებლის მომსახურებით.

Page 58: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

54

ენერგო აგრეგატის ავტომატიზაცია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ რა

მოცულობის სამუშაოა საჭირო ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის.

ტურბინის სამუშაო დიაპაზონი, უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო წყლის მოდინების

მაქსიმალური და მინიმალური სიჩქარე.. მნიშვნელოვანია მოდინების მაქსიმალურად

გამოყენებისთვის.

წარმადობა. კრიტიკულად შეხედეთ ტურბინის წარმადობის იმ მაჩვენებლებს,

რომლებიც არ არის დადასტურებული სანდო დოკუმენტაციით. თუ შესაძლებელია,

მოითხოვეთ გაზომვების შედეგები რეკომენდებული ჰესებიდან ან მოდელზე

ჩატარებული ცდების შედეგები.

საექსპლუატაციო საიმედოობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წარმადობის მაღალი

დონე.

ყველაფერი შედის თუ არა მიწოდებაში (ფასში)? გადაამოწმეთ, განფასებაში შეტანილია

თუ არა ყველა აუცილებელი დანადგარი/სამუშაო.

სქემა:

Q

ტურბინა გენერატორი

გადამრთველი

სადგური

ტრანსფორმა

ტორი

ავტომატური

რეგულირება

ელ. მრიცხველი

სარქველი

Page 59: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

55

პელტონის ტიპის ტურბინები

გამოყენების სფერო

დიდი ზომის დანადგარების შემთხვევაში გამოიყენება პელტონის ტიპის ტურბინები

მაღალი დაწნევისთვის. თუმცა, მცირე ზომის დანადგარების შემთხვევაშიც შეიძლება

პელტონის ტურბინების გამოყენება შედარებით დაბალ დაწნევაზე. პელტონის

ტურბინების გამოყენების სფერო ემთხვევა ფრენსისის ტურბინების გამოყენების სფეროს.

პელტონის ტიპის ტურბინის დადებითი და უარყოფითი მხარეები ფრენსისის ტიპის

ტურბინასთან შედარებით

დადებითი მხარეები:

მისი სამუშაო დიაპაზონი ვრცელია, მოდინების მაქსიმალური სიჩქარის დაახლოებით

10%-იდან. ფრენსისის ტიპის ტურბინები მუშაობს მოდინების მაქსიმალური სიჩქარის

დაახლოებით 40%-იდან.

აქვს ეფექტურობის სწორი მრუდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საუკეთესო

ეფექტურობის წერტილი უფრო დაბლა მდებარეობს მრუდზე, , ვიდრე ფრენსისის

ტიპის ტურბინისა, რომელიც უფრო მკვეთრ მრუდზე მდებარეობს.

არა აქვს წნევის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებული პრობლემები სატურბინე

მილსადენში დატვირთვის ვარდნის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დამონტაჟებულია

დეფლექტორები.

უარყოფითი მხარეები:

ტურბინის მუშა თვალი უნდა მდებარეობდეს გარკვეულ სიმაღლეზე, ქვედა ბიეფში

წყლის ყველაზე მაღალი დონის ნიშნულის ზემოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწნევის

გარკვეული ნაწილი იკარგება.

პელტონის ტიპის ტურბინები ტრადიციულად უფრო ძვირია, ვიდრე ფრენსისის ტიპის

ტურბინები.

ვრცელი სამუშაო დიაპაზონის გამო ხშირად ირჩევენ პელტონის ტიპის ტურბინას; ეს

შესაძლებელს ხდის წყლის მოდინების სერიოზული ცვლილებების მართვას მხოლოდ

ერთი დანადგარის მეშვეობით. ეს განსაკუთრებულად ხელსაყრელია იმ პირობებში,

როდესაც არ არის დიდი წყალსაცავი.

სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტები პელტონის ტიპის ტურბინების შემთხვევაში

საქშენების/ნემსების რაოდენობა. რამდენიმე საქშენის გამოყენება ზრდის ტურბინის

სამუშაო დიაპაზონს და ამავდროულად, შესაძლებელს ხდის ბრუნვის უფრო მაღალი

Page 60: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

56

სიჩქარეების გამოყენებას და ამდენად, აღწევს უფრო მცირე გაბარიტული ზომების

მქონე ტურბინებს. რაც მეტია საქშენები, მით უფრო ძვირია ტურბინა.

პელტონის ტიპის მცირე ზომის ტურბინების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული

გადაწყვეტაა მისი მოწყობა ჰორიზონტალური ლილვით და ერთი ან ორი ჭავლით.

რამდენიმე ჭავლიანი ვერტიკალური ლილვი გამოიყენება უფრო დიდი ზომის

დანადგარებისთვის. პატარა ზომის პელტონის ტიპის ვერტიკალურ ტურბინებს

მიმწოდებლების უმრავლესობა ამჟამად ისეთ ფასად სთავაზობს, რომელიც ხშირად

კონკურენციას უწევს ტრადიციული ჰორიზონტალური ტურბინების ფასს.

შედარებით მცირე ზომის ტურბინების უმეტესობის მოწყობისას ტურბინის მუშა

თვალი უშუალოდ გენერატორის ლილვზე მაგრდება.

ფრენსისის ტიპის ტურბინები

გამოყენების სფერო

ფრენსისის ტიპის ტურბინა ყველაზე ხშირად გამოიყენება ნაწილობრივ მთა-გორიანი

ტერიტორიების მქონე ქვეყნებში, სადაც ინტენსიურად გამოიყენება ხან პელტონის და ხან

კაპლანის ტიპის ტურბინები.

ფრანსისის ტიპის ტურბინის დადებითი და უარყოფითი მხარეები კაპლანის ტიპის

ტურბინასთან შედარებით

ფრენსისის ტიპის ტურბინა უფრო იაფია, ვიდრე კაპლანის ტიპის ტურბინა, ტურბინის

მუშა თვალის ნიჩბის მარეგულირებელი მექანიზმის ფასის გამო.

კაპლანის ტიპის ტურბინა, საზოგადოდ, უფრო მეტად დაძირვას საჭიროებს, ვიდრე

ფრენსისის ტიპის ტურბინა, კავიტაციის თავიდან აცილების მიზნით.

ფრენსისის ტიპის ტურბინა გამოსადეგია გაცილებით მაღალი დაწნევების დროს,

ვიდრე კაპლანის ტიპის ტურბინა.

უარყოფითი მხარეები

ფრენსისის და კაპლანის ტიპის ტურბინებს თითქმის ერთნაირი საუკეთესო

ეფექტურობა ახასიათებს, თუმცა, კაპლანის ტიპის ტურბინას ეფექტურობის უფრო

მეტად თანაბარი მრუდი აქვს. ფრენსისის ტიპის ტურბინას უფრო მცირე სამუშაო

დიაპაზონი გააჩნია, ვიდრე ორმაგი რეგულირების მქონე კაპლანის ტიპის ტურბინას.

Page 61: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

57

პელტონის ტიპის ტურბინასთან შედარებისთვის იხილეთ პელტონის ტურბინასთან

დაკავშირებული შენიშვნები.

ტექნიკური გადაწყვეტები ფრენსისის ტიპის ტურბინის შემთხვევაში

ბრუნვის ჰორიზონტალური/ვერტიკალური ღერძი.

სიმძლავრის ამ დიაპაზონის მქონე ფრენსისის ტიპის ტურბინების უმეტესობა

ჰორიზონტალური წყობისაა. ეს იმიტომ, რომ კონსტრუქცია უფრო მარტივია და

ჰორიზონტალური წყობის ტურბინები უფრო იაფია. გარდა ამისა, სარემონტო

სამუშაოებისთვის ჰორიზონტალურ ტურბინებთან მიდგომა უფრო იოლია.

ფრენსისის ტიპის მცირე ზომის ტურბინების ყველაზე გავრცელებულ შესრულებას

სტანდარტული სპირალური გარსები წარმოადგენს. ცილინდრული გარსის მქონე

ტურბინები დღესდღეობით ძალიან შესაფერისები არ არის, ძალიან მცირე ზომის

ტურბინების გარდა. ვერტიკალური ენერგოდანადგარი ცილინდრული გარსის მქონე

ტურბინით შეიძლება შესაფერისი იყოს ძალიან დაბალი დაწნევებისთვის.

მცირე ზომის ფრენსისის ტიპის ტურბინების უმეტესობა დამზადებულია უშუალოდ

გენერატორის ლილვზე დამაგრებული ტურბინის მუშა თვლით. კბილანა გადამცემიანი

შესრულებები შეიძლება ეკონომიური იყოს, თუ ბრუნვის სიჩქარე ძალიან დაბალი

იქნება.

კავიტაციის თავიდან აცილების მიზნით, ტურბინის მუშა თვალი აუცილებლად ისე

უნდა დამონტაჟდეს, რომ მას გააჩნდეს გარკვეული მინიმალური წნევა, შეწოვის

დაწნევის შეზღუდვის ან ტურბინის მუშა თვალის ქვედა ბიეფში წყლის დონეზე ქვემოთ

დაძირვის გზით. „გაძლიერებულ“ ტურბინას ექნება ბრუნვის უფრო მაღალი სიჩქარე და

უფრო მცირე გაბარიტული ზომები, მაგრამ ექნება შეწოვის დაწნევის უფრო ნაკლები

შესაძლებლობადა დასჭირდება უფრო მეტი დაძირვა, ვიდრე ნაკლებად

„გაძლიერებულ“ ტურბინას. მცირე ზომის დანადგარები ხშირად შენდება, ქვედა ბიეფში

წყლის დონის უმაღლესი ნიშნულის ზემოთ მოწყობილი სამანქანო დარბაზის

სართულით და გენერატორით, რათა თავიდან იქნას აცილებული ელსადგურის

დატბორვის საფრთხე. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ტურბინის მუშა თვლის

ცენტრალური ნაწილი აუცილებლად უნდა მდებარეობდეს ქვედა ბიეფში წყლის

ჩვეულებრივ დონეზე 2-3 მეტრით მაღლა. ფასთა მრუდზე ნაჩვენები ბრუნვის სიჩქარის

მრუდები აგებულია შეწოვის ამ დაწნევის შესაბამისი „გაძლიერების“ ხარისხის

გათვალისწინებით.

კაპლანის ტიპის/კაფსულური ტურბინები

გამოყენების სფერო

იმ დროს, როცა კაპლანის ტიპის დიდი ზომის ტურბინები გამოიყენება 60 მ-დე

დაწნევებისთვის, მცირე ზომის კაპლანის ტიპის ტურბინები იშვიათად გამოიყენება 25 მ-

Page 62: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

58

ზე მაღალი დაწნევისთვის. უფრო დაბალი დაწნევის ზღვარი ხშირად აშშ დოლარი/კვტსთ

ფასებით განისაზღვრება .

კაპლანის ტიპის ის ტურბინები, რომლებიც აშშ დოლარი/კვტ-შია გამოთვლილი,

შედარებით ძვირია. ეს იმის გამოა, რომ ისინი გამოიყენება მოდინების მაღალი სიჩქარეების

და დაბალი დაწნევების შემთხვევაში, რისთვისაც თავისი დადგმული სიმძლავრის

შესაბამისად საჭიროა დიდი გაბარიტული ზომების მქონე ტურბინა.

კაპლანის ტიპის ტურბინის დადებითი და უარყოფითი მხარეები

იხილეთ ფრენსისის ტიპის ტურბინების შესაბამისი ნაწილი.

ტექნიკური გადაწყვეტები

ბრუნვის ჰორიზონტალური/ვერტიკალური ღერძი.

კაპლანის მუშა თვლების მქონე ტურბინები შეიძლება სხვადასხვა შესრულების იყოს,

ბრუნვის როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ღერძებით. კაპლანის ტიპის

ვერტიკალური ტურბინები შედარებით ხშირად გვხვდება. თუმცა, ღერძული დინების

მქონე ჰორიზონტალური შესრულების ტურბინის ერთი უპირატესობა ის არის, რომ

ჰესის შენობის სიგანე შემცირებულია, რაც, საზოგადოს, მშენებლობის ხარჯებსაც

შეამცირებს. ღერძული დინების კაფსულური ტურბინა საკმაოდ ხშირად გამოიყენება

დიდ მდინარეებში დაბალი დაწნევის მქონე მდინარის ბუნებრივ რეჟიმში მომუშავე

აგრეგატის შემთხვევაში.

კაფსულურ ტურბინებს გააჩნია ჰორიზონტალური ან დახრილი კონსტრუქცია. S ტიპის

ტურბინა კაპსულიანი ტურბინის ერთ-ერთ სახესხვაობას წარმოადგენს იმ მთავარი

განსხვავებით, რომ გენერატორი მდებარეობს წყალსატარის გარეთ, ხოლო კაფსულური

ტურბინების შემთხვევაში, იგი მდებარეობს წყალსატარში.

ორმაგი და ერთმაგი რეგულირების მქონე კაპლანის/კაფსულური/S ტიპის ტურბინები.

ასეთი ტურბინების რეგულირების სამი მთავარი მეთოდი არსებობს.

1. ორმაგი რეგულირების ტურბინა, როდესაც შესაძლებელია როგორც მუშა თვალის

ნიჩბების, ისე მიმმართველი ნიჩბების რეგულირება. ეს ყველაზე ძვირი

გადაწყვეტაა, მაგრამ გვაძლევს ეფექტურობის თანაბარ და განიერ მრუდს

ვრცელი სამუშაო დიაპაზონის განმავლობაში.

2. ერთმაგი რეგულირების ტურბინა მხოლოდ რეგულირებადი თვალის ნიჩბებით.

ეს უფრო ეკონომიური გადაწყვეტაა და აქვს ეფექტურობის უფრო მკვეთრი

მრუდი. ამ აგრეგატს არ გააჩნია რეგულირებადი მიმმართველი ნიჩბის მართვის

Page 63: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

59

სისტემა. ჩართვა, სინქრონიზაცია და გამორთვა მიმდინარეობს წყალშემშვები

ფარის მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტა საკმაოდ იშვიათია.

3. ერთმაგი რეგულირების ტურბინა, როდესაც მხოლოდ მიმმართველი ნიჩბებია

რეგულირებადი, ხოლო მუშა თვალის ნიჩბები უძრავია (მას ასევე პროპელერულ

ტურბინასაც უწოდებენ). ეს, საზოგადოდ, ყველაზე ეკონომიური ტექნიკური

გადაწყვეტა იქნება. თუმცა, ეფექტურობის მრუდი ძალიან მკვეთრია.

კაპლანის ტიპის ტურბინების ბრუნვის დაბალმა სიჩქარემ შეიძლება აუცილებელი გახადოს

ტურბინასა და გენერატორს შორის კბილანა გადაცემა. დაბალი წარმადობის შემთხვევაში

კიდევ ერთ იშვიათად გამოყენებულ ალტერნატიულ ვარიანტს ღვედური გადაცემა

წარმოადგენს. როგორც კბილანა, ისეღვედური გადაცემააუცილებლად სწორად უნდა

დარეგულირებული უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. სწორად

დარეგულირების შემთხვევაშიც კი კბილანა და ღვედური გადაცემები ცვეთადი

შემადგენელი ნაწილებია, რომლებსაცჰიდროელექტრო სადგურის სხვა მთავარ

კომპონენტებთან შედარებით ექსპლუატაციის უფრო ხანმოკლე ვადა გააჩნია. სრულად

ბუნებრივია, რომ კბილანა გადაცემა ან კბილანა გადაცემის მექანიზმი უნდა შეიცვალოს

ათი წლის ექსპლუატაციის შემდეგ.. ღვედური გადაცემის ექსპლუატაციის ვადა შეიძლება

კიდევ უფრო ხანმოკლე იყოს (ამასთან, მისი ფასი, ჩვეულებრივ, საკმაოდ დაბალიც იქნება).

გადაცემების გამოყენების შეფასებისას სხვა გასათვალისწინებელი ასპექტებია ხმაური და

ენერგიის კარგვა (დაახლოებით 2-3%). გადაცემები იშვიათად გამოიყენება ტურბინებში,

რომელთა სიმძლავრე 2-3 მგვტ-ზე მეტია.

ფასთა მრუდებთან დაკავშირებული შენიშვნები

ფასთა მრუდები ეხება ორმაგი რეგულირების ტურბინებს. ერთმაგი რეგულირების

ტურბინის შემთხვევაში უფრო დაბალი ფასი იქნება. ჩვეულებრივ, ვერტიკალური და

დახრილი/ჰორიზონტალური ტურბინების მექანიზმების ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ

იქნება განსხვავებული. თუმცა, სამშენებლო ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვნად

განსხვავდებოდეს ტურბინის შერჩეული კონსტრუქციის შესაბამისად.

სხვა ტექნიკური გადაწყვეტები და ტურბინები

ზემოთ აღწერილი ტურბინები და ტექნიკური გადაწყვეტები, რამდენადაც ავტორებისთვის

არის ცნობილი, დღესდღეობით ტურბინების ყველაზე გავრცელებულია ტიპებია.

თუმცა, არსებობს სხვა, უფრო იშვიათად გამოყენებული ტურბინებიც და ტექნიკური

გადაწყვეტებიც. ისინი ადრე უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ან შეიძლება სხვა ქვეყნებში

უფრო გამოიყენებოდეს.

ზოგიერთი ტიპური მაგალითი ქვემოთ არის აღწერილი.

Page 64: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

60

„ორმაგი“ ტურბინები

ორმაგ ტურბინას გააჩნია ორი მუშა თვალი, რომლებიც ერთსადაიმავე გენერატორზეა

მიერთებული. ასეთი ტექნიკური გადაწყვეტა იშვიათად გამოიყენება ახალ ჰესებში.

ერთ-ერთი გადაწყვეტაა გენერატორის ორივე მხარეს სრულად დაკომპლექტებული

ტურბინის დამონტაჟება. ეს გადაწყვეტა გამოიყენება როგორც ფრენსისის, ისე პელტონის

ტიპის ტურბინების შემთხვევაში.

კიდევ ერთი ტექნიკური გადაწყვეტაა გენერატორის ერთსადაიმავე მხარეს ტურბინის ორი

მუშა თვალის დამონტაჟება. ადრე ეს გადაწყვეტა ხშირად გამოიყენებოდა ფრენსისის ტიპის

მცირე ზომის ტურბინების შემთხვევაში, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წყალმიმღები,

ტურბინის ორმაგი მუშა თვალი და ორი დამოუკიდებელი საქშენი მილი, ან რომლებსაც

ჰქონდათ მიმმართველი ნიჩბის მართვის ორი მექანიზმი საერთო დოლურაში ან კარკასში

და საერთო საქშენი მილი. პელტონის ტიპის ტურბინებიც ასე იყო დაპროექტებული.

ორმაგი ტურბინების მთავარი უპირატესობა ერთმაგ ტურბინასთან შედარებით, პირველ

რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ამ ტურბინის ბრუნვის სიჩქარის გაზრდა

(ორი კვადრატული ფესვით) იძულებითი სიჩქარის ან დაძირვის გაზრდის საჭიროების

გარეშე. ტურბინებში გადაცემების ფუნქციის გამო ეს გადაწყვეტა დღესდღეობით

იშვიათად გამოიყენება.

ბანკის (განივი ნაკადის მქონე) ტურბინები

ბანკის ტურბინის გამოყენების დიაპაზონი კაპლანის, ფრენსისის და პელტონის

ტურბინების გამოყენების დიაპაზონს ემთხვევა. ყველაზე პრაქტიკულ შემთხვევებში, იგი

იმავე დიაპაზონში გამოიყენება, როგორშიც კაპლანის და ფრენსისის ტურბინები.

ბანკის ტურბინები წარმატებით გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში მცირე ზომის,

მარტივი კონსტრუქციის დანადგარებისთვის.

ტურბინის მუშა თვალი წყლის ბორბალს წააგავს; წყალი განივად მიედინება ბორბალზე და

გაივლის ტურბინის მუშა თვალში ორჯერ, პირველად მაშინ, როცა წყალი ტურბინის მუშა

თვალისკენ მიედინება და შემდეგ როცა უკუმიმართულებით გამოედინება. ბანკის

ტურბინები ხშირად მოწყობილია გაყოფილი წყალმიმღებით, რაც დიდ სამუშაო

დიაპაზონს უზრუნველყოფს.

თუმცა, ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციული ტურბინებში და ხშირად

რთულიც ყოფილა მისი ეფექტურობის სათანადოდ დოკუმენტურად დადასტურება.

სხვადასხვა მომწოდებლების ფასები გარკვეულწილად განსხვავებულია. კონკრეტულ

დანადგარებზე ჩატარებულმა შედარებებმა აჩვენა, რომ ხარჯების სავარაუდო ეკონომია

Page 65: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

61

ფრენსისის ტიპის ტურბინასთან შედარებით ხშირად უმნიშვნელოა ხოლმე პროექტის

საერთო ხარჯების გათვალისწინებით.

დახრილღერძიანი ტურბინები

დახრილღერძიანი ტურბინა პარციალური ტურბინაა, როგორც პელტონის ტიპის ტურბინა.

ასეთი ტურბინა შესაფერისია საშუალო დაწნევის, 100-დან 300 მ-მდე, დიაპაზონისთვის. ის

განსაკუთრებით სასარგებლოა ქვიშით გამოწვეული ეროზიის პრობლემის შემთხვევაში.მას

გააჩნია მაღალი სწრაფმავლობა, რაც ბრუნვის უფრო მაღალი სიჩქარის განვითარების

შესაძლებლობას იძლევა, ამასთან, იგი უფრო მცირე ზომების ტურბინაა, ვიდრე მისი

მსგავსი პელტონის ტიპის ტურბინა. შესაბამისად, მცირდება გენერატორის ხარჯები. მისი

ეფექტურობა დაახლოებით 85%-ია.

Page 66: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

62

Page 67: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

63

Page 68: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

64

Page 69: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

65

4.3 ფარები

ფარის ფასები მოცემულია ფარის ზომის მიხედვით. ლილვისა და ფარის სიმაღლისთვის და

საანგარიშო წნევისთვის დადგენილია მუდმივი სიდიდე ფასთა თითოეული მრუდისა და

ფარის თითოეული ტიპის მიხედვით.

ფასთა მრუდები აგებულია იმ ტიპის ფარებისთვის, რომლებიც ყველაზე შესაფერისია

მცირე ჰესებისთვის:

ბორბლიანი ფარები

სრიალა ფარები

სარქველიანი ფარი

რეზინის მამჭიდროებელი ფარები

კაშხლის ფარები

კაშხლის ფარები მოიცავს კაშხალში განლაგებულ ფარებს. დიდი ზომის კაშხლების

შემთხვევაში ხშირად გამოიყენება წყალსაშვის ფარები და ძირის გამრეცხები. ფარების

დასახელებები მათი ფუნქციიდან ან შესაბამისი ფარის მდებარეობის ადგილიდან

გამომდინარეობს.

წყალმიმღების ფარები

წყალმიმღების ფარები შედგება ფარებისგან, რომლებიც მდებარეობს ტურბინის

წყალსატარის წყალშემშვებთან.

4.3.2 ბორბლიანი ფარი

პრინციპული სქემა:

გამოყენების სფერო

ბორბლიანი ფარები ხშირად წყალშემშვები ფარების სახით გამოიყენება.

ამწე მექანიზმი

ფარის ნიჩაბი

ამოსაწევი ზოლურა

ამწე მექანიზმი

ბორბალი

ამოსაწევი

ზოლურა

წყლის მხარე

Page 70: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

66

ამწე მექანიზმი შედგება ცალმხრივი მოქმედების ჰიდრავლიკური ცილინდრისაგან, ანუ

ფარი თავად იხურება. თვითდახურვადი ფარის გამოყენებისას ამოსაწევ ზოლურაში

მხოლოდ დაჭიმვის ძალა იქნება

ფარის ნიჩაბი

ფარის ნიჩაბი დამზადებულია ფოლადის მასიური ფილისგან, რომელიც მცირე

გაბარიტებისთვის და დაბალი დაწნევებისთვის გამოიყენება. უფრო დიდი ზომის

კაშხლების/დაწნევების შემთხვევაში ფარის ნიჩაბი მზადდება საყრდენებით არმირებული

ფრონტალური პანელისგან.

სრიალა ფარი

პრინციპული სქემა:

გამოყენების სფერო

სრიალა ფარები გამოიყენება წყალგამშვები ფარების, წყალსაშვის ფარების, ტურბინის

გამწოვი მილის ფარების, სათვალთვალო ფარების და წყალშემშვები ფარების სახით.

ამწე მექანიზმი

ამწე მექანიზმი შედგება ორმხრივი მოქმედების ჰიდრავლიკური ცილინდრისაგან ან

მექანიკური ჯალამბარისგან. გამხსნელი და ჩამკეტი ძალები უფრო დიდია სრიალა ფარზე,

ვიდრე ბორბლიან ფარზე.

ფარის ნიჩაბი

ფარის ნიჩაბი იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ბორბლიანი ფარის ნიჩაბი.

ამოსაწევი ზოლურა

ამწე მექანიზმი

ფარის ნიჩაბი

მოძრავი ზოლი

წყლის მხარე

Page 71: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

67

სარქველიანი ფარები

პრინციპული სქემა:

გამოყენების სფერო

სარქველიანი ფარები, ძირითადად, წყალსაშვის ფარებისა და გამრეცხი ფარების

პრინციპით გამოიყენება. სარქველიანი ფარები იშვიათად გამოიყენება მცირე ზომის

კაშხლების შემთხვევაში.

ამწე მექანიზმი

დახურვა ხორციელდება ცალმხრივი მოქმედების ჰიდრავლიკური ცილინდრის

მეშვეობით, რომელიც მიმაგრებულია ფარის თავზე ან მზიდ ღერძზე. სარქველიან ფარებს

გააჩნია წყლის დაწნევის ძალით თვითგაღების უნარი.

რეზინის მამჭიდროებლები

გამოყენების სფერო

რეზინის მამჭიდროებლები მცირე ჰესებზე ხშირად კაშხლების ნაცვლად გამოიყენება. დიდ

ჰესებზე რეზინის მამჭიდროებლები შეიძლება კაშხლის ნაწილებს წარმოადგენდეს.

დატბორვის შემთხვევაში ჰაერი/წყალი გამოვა რეზინის მამჭიდროებლიდან და წყალი

დანგრეულ ფარზე გადაივლის.

რეგულირება

რეზინის მამჭიდროებლების რეგულირება ხდება შეკუმშული ჰაერით ან წყლით.

კაშხალი

ფარი

მზიდი ღერძი

ამწე მექანიზმი

წყლის მხარე

Page 72: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

68

Page 73: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

69

Page 74: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

70

Page 75: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

71

4.4 წყალმიმღების დამცავი გისოსები

დამცავი გისოსების სინონიმია სალექარი. დამცავი გისოსების ფასები მოცემულია აშშ

დოლარში დამცავი გისოსების ფართობის მიხედვით. წყლის დაწნევა, გისოსების სიმაღლე

და სალექარის ძელების ცენტრებს შორის მანძილი მუდმივ სიდიდეზეა დაფიქსირებული.

გამოყენება

წყალმიმღების დამცავი გისოსის დანიშნულებაა, არ დაუშვას უცხო სხეულების,

როგორიცაა ხის მორების, ტოტების და კლდოვანი ქანების ტურბინის წყალსატარში

მოხვედრა და სარქველებისა და ტურბინების დაზიანება.

გაბარიტული ზომების კრიტერიუმები

წყლის მაქსიმალური სიჩქარე დამცავ გისოსში გავლისას არ უნდა აჭარბებდეს

დაახლოებით 1 მ/წმ-ს და გაყინვის რისკის არსებობის შემთხვევაში უფრო დაბალიც კი

უნდა იყოს. დამცავი გისოსი გათვლილი უნდა იყოს ჩამოზვავებაზე (სრულ დაბლოკვაზე)

იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება გათვალისწინებულია ტექნიკური

ზედამხედველობის სამუშაოების დროს.

დამცავი გისოსების სხვადასხვა მასალა

ჩვეულებრივ, დამცავი გისოსები მზადდება შავი ფურცლოვანი ფოლადისგან, რომელიც

ცხლად არის მოთუთიებული და შემდეგ შეღებილი. ალტერნატიულად, დამცავი გისოსი

შეიძლება დამზადდეს უჟანგავი ფოლადისგან ან სინთეტიკური მასალისგან, მაგალითად,

მინაბოჭკოთი არმირებული პლასტიკისგან (GRP).

უჟანგავი ფოლადისგან და სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული დამცავი

გისოსების დადებითი/უარყოფითი მხარეები

უჟანგავი ფოლადი:

დადებითი მხარეები

კარგად აპრობირებული ტექნიკური გადაწყვეტა, ღუნვამედეგი და არაკოროზიული,

ცვეთამედეგი, საყრდენებს (საყრდენ ძელაკებს) შორის უფრო მეტი მანძილი.

უარყოფითი მხარეები

მაღალი ფასი.

სინთეტიკური მასალა:

დადებითი მხარეები

არ იყინება, არაკოროზიული, ფასი, ამცირებს დაწნევის დანაკარგს იმ პირობით, რომ

გისოსის ძელაკები ძალიან სქელი არ არის.

უარყოფითი მხარეები

Page 76: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

72

ბაზარზე არ არის ინტენსიურად გამოცდილი, ძალიან დეფორმირდება, მოკლე

მანძილი საყრდენებს (საყრდენ ძელაკებს) შორის.

Page 77: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

73

Page 78: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

74

4.5 ამწე მოწყობილობები

ხიდური ამწე

ხიდური ამწეები დიდ ფართობზე მუშაობს და როგორც წესი, გამოიყენება შედარებით

დიდი ზომის მცირე ჰესების შემთხვევაში ამწე მოწყობილობების მიმართ მკაცრი

მოთხოვნების პირობებში.

ხიდური ამწეების ფასების მრუდი მოცემულია აშშ დოლარში ტვირთამწეობის მიხედვით.

ხიდის ბოლოებს შორის მანძილი, აწევის სიმაღლე და აწევისუნარიანობა ფასების მრუდზე

ფიქსირებული სიდიდეებია.

ელექტროჯალამბარი ხიდური ელექტრო ამწით

ელექტროჯალამბარების სამუშაო ფართობი ამწის რელსების გასწვრივ ფართობით

შემოიფარგლება. ელექტროჯალამბარები არსებობს ჯაჭვიანი ან ბაგირიანი. ჯაჭვიანი

ჯალამბარები გამოიყენება დაბალ სიმაღლეებზე და მცირე სიმძიმეების ასაწევად. ამწის

რელსების სიგრძე და აწევის სიმაღლეები ფასების მრუდზე ფიქსირებული სიდიდეებია.

ალტერნატიული ამწე მოწყობილობები

ყველაზე მცირე ჰესებისთვის შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ხელით სამართავი

ჯაჭვიანი ჯალამბარის გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს უძრავი ან ხიდური ამწით.

ფასთა მრუდები ასეთი ხელით სამართავი ჯალამბარებისთვის ჯერ არ არის აგებული.

მოძრავი ამწეები

მოძრავი ამწე შეიძლება იყოს ელექტროსადგურში სტაციონარული ამწე მოწყობილობის

ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი. მოძრავი ამწის გამოყენების შემთხვევაში უნდა

არსებობდეს შესაფერისი მისადგომი გზა და ჰესის შენობა, რომელსაც ექნება, მაგალითად,

მოსახსნელი სახურავი. ფასთა მრუდები მოძრავი ამწეებისთვის ჯერ არ არის აგებული.

Page 79: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

75

Page 80: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

76

Page 81: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

77

4.6 წყალმიმღების დამცავი გისოსების ცხაურა

წყალმიმღების დამცავი გისოსების ცხაურა გამოიყენება გისოსების უცხო სხეულებისაგან

გასაწმენდად და შესაბამისად, დაწნევის დანაკარგის შესამცირებლად. დამცავი გისოსების

ცხაურას მართვა შესაძლებელია ხელით ან ავტომატურად (კონტროლის გარეშე). მისი

ჩართვა ხდება დროის რელედან ჩართვის სიგნალის გაშვებით ან დამცავი გისოსების

გადაღმა დაწნევის დანაკარგების შეფასების საფუძველზე. დამცავი გისოსების ცხაურას

ფასი საგრძნობლად განსხვავებულია და დამოკიდებულია მომწოდებელზე, მუშაობის

რეჟიმზე, ავტომატიზაციის დონეზე, დამცავი გისოსების ფართობზე და სავარაუდო უცხო

სხეულების ტიპზე.

დამცავი გისოსების მცირე ზომის ცხაურების ფასი დამცავი გისოსების 15 მ2-ზე ნაკლები

ფართობების შემთხვევაში 20 000-დან 100 000 აშშ დოლარამდე ფარგლებში მერყეობს და

დამოკიდებულია ზემოხსენებულ საკითხებზე.

Page 82: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

78

4.7 მილები

ფასთა მრუდები აგებულია ყველაზე შესაფერისი მილების თითოეული ტიპისთვის.

პოლიეთილენის (PE) მილები

მინა-ბოჭკოთი არმირებული პლასტიკის (GRP) მილები

სპირალურად შედუღებული ფოლადის მილები

ნაჭედი თუჯის მილები

ფასების მრუდებზე მითითებულია ფასები მილების ყოველ ერთ გრძივ მეტრზე.

სამონტაჟო ხარჯები მოცემულია მილების ღირებულების პროცენტის სახით. ფასთა

მრუდებზე არ არის მოყვანილი ზოგიერთი ტიპის მილების სამონტაჟო ხარჯები. ასეთ

შემთხვევებში სამონტაჟო ხარჯები შეიძლება შეფასდეს, როგორც მილების ღირებულების

20-35%. ფასის მრუდები აგებულია იმ სატურბინე წყალსატარების საფუძველზე, რომელთა

სიგრძე მინიმუმ 150 მეტრია. ერთეულის ფასები სხვადასხვა იქნება უფრო მოკლე ან უფრო

გრძელი სატურბინე წყალსატარებისთვის. ერთეულის ფასები სხვადასხვა იქნება უფრო

მოკლე ან უფრო გრძელი მილებისთვის.

სამონტაჟო ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს რელიეფის

პირობებიდან და სატურბინე წყალსატარის ტრასის გასწვრივ ტრანსპორტირებიდან

გამომდინარე.

სხვადასხვა მიმწოდებლების ფასები სხვადასხვა ტიპის მილებისთვის შეიძლება

მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან.

წინამდებარე დოკუმენტში მითითებული თითოეული ტიპის მილების წნევის

ნომინალური სიდიდეები და ზომები ყოველთვის არ არის ნებადართული ყველა ტიპის

ჰესებში გამოსაყენებლად. ეს დამოკიდებულია მილის წნევისა და დიამეტრის

თანაფარდობაზე და შესაბამისი ენერგო აგრეგატის გაგლეჯვის შედეგის კატეგორიაზე.

თითოეულ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სახელმწიფო

ეროვნული სახელმძღვანელო მითითებები (ან მსგავსი) წნევის ქვეშ არსებული მილების

ზომების შესახებ, რათა გადამოწმდეს, რომ შერჩეული მილები შესაფერისია და

აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოქმედ ადგილობრივ ნორმებს.

400 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ფოლადის მილების დასამზადებლად შეიძლება

მომგებიანი იყოს უჟანგავი ფოლადის გამოყენება. ეს იმიტომ, რომ მცირე ზომების მქონე

მილების ტექნიკური მომსახურება (კოროზიისგან დაცვა) რთულია და ძვირი.

ბეტონის მილები არ არის შეტანილი საბაზისო ფასების ამ ვერსიაში, რადგან ამ ტიპის

მილები იშვიათად გამოიყენება მცირე ჰესების მშენებლობის დროს. ამრიგად, ფასების

კალკულაცია არასაკმარისად არის მიჩნეული.

Page 83: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

79

მსგავსი შედეგები გვაქვს ხის მილების შემთხვევაში. თუმცა, მოძველებული

ენერგოაგრეგატების განახლებისას სასარგებლო იქნება ზოგიერთი მოძველებული ხის

მილების ახალი ხის მილებით შეცვლა, რადგან სხვა ტიპის მილების დამონტაჟება

სამშენებლო ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მოყვანილი გვაქვს

ხის მილების მიახლოებითი ფასების ცხრილი.

პოლიეთილენის მილები

წნევის კოეფიციენტები და ზომები

ჩვეულებრივ, სათადარიგოდ ინახება შემდეგი წნევის კოეფიციენტებისა და ზომების მქონე

პოლიეთილენის მილები:

წნევის კოეფიციენტი ხელმისაწვდომია მოცემულ

ზომებში [ მმ ]

PN 4, PN 6, PN 10, PN 16 Ø 110-დან Ø 630-მდე

PN 25 Ø 110-დან – Ø 315-მდე

შეკვეთით PN 4 Ø 1,200-მდე

SDR-კლასი (ზომების სტანდარტული თანაფარდობა) არის ახალი პარამეტრი, რომელიც

გამოიყენება მილის გარე დიამეტრსა და კედლის სისქეს შორის თანაფარდობის

დასახასიათებლად:

SDR = [გარე დიამეტრი ] / [კედლის სისქე]

წნევის კოეფიციენტი PN დამოკიდებულია SDR-ზე და უსაფრთხოების შერჩეულ C

ზღვარზე.

EN 12201-1 სტანდარტი წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ამ საკითხს ახასიათებს.

წინამდებარე ხარჯთაღრიცხვაში პარამეტრების სახით გამოყენებულია მილის შიდა

დიამეტრები და წნევის კოეფიციენტი PN. .

მახასიათებლები

დადებითი მხარეები:

მასალა უძლებს სამშენებლო მოედანზე გამოყენების მძიმე პირობებს, ,

განსაკუთრებით ცივ ამინდში

მილების გაყვანა ხდება მილსადენის მთლიანშენადუღ სექციებში

წყალგამტარობისგან 100%-იანი დაცვით

მილების შემოგარსვა არ არის აუცილებელი

ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა

გაყინვასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემები

უარყოფითი მხარეები:

Page 84: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

80

მასალის დაბალი გამძლეობა და სიმტკიცე

მილის გადაბმის თითოეულ ადგილში შიდა ნაწიბურზე წარმოქმნილი შედუღების

შედეგები იწვევს წყალსატარში დაწნევის დანაკარგის ზრდას

მინა-ბოჭკოთი არმირებული პლასტიკის (GRP) მილები

მინა-ბოჭკოთი არმირებული გაუჟღენთავი პოლიეთერი

4.7.2.1 წნევის კოეფიციენტები და ზომები

ჩვეულებრივ, სათადარიგოდ ინახება შემდეგი წნევის კოეფიციენტებისა და ზომების მქონე

მინა-ბოჭკოთი არმირებული პლასტიკის (GRP) მილები:

წნევის კოეფიციენტი ხელმისაწვდომია მოცემულ

ზომებში [ მმ ]

PN 6 და PN 10 Ø 300-დან – Ø 2,000-მდე

PN 16 Ø 300-დან – Ø 1,600-მდე

PN 25 და PN 32 Ø 300-დან – Ø 1,400-მდე

მახასიათებლები:

დადებითი მხარეები:

მცირე წონა

გაყინვასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემები

ხელსაყრელია ტრანშეებისთვის

სჭირდება ძალიან მცირე ან არანაირი ტექნიკური მომსახურება

არ სჭირდება დამატებითი შემოგარსვა

დაწნევის მცირე დანაკარგი

ქიმიური ნივთიერებების მიმართ მედეგი

ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა

უარყოფითი მხარეები:

საჭიროებს შესაფერის საყრდენებს და ანკერებით გამაგრებას მილების გადაბმის

ადგილებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით

დაბალი დარტყმამედეგობა, მარტივად შეიძლება დაზიანდეს სატურბინე წყალსატარზე

ჩამონაცვენი კლდოვანი ქანებით და ა.შ.

ხარისხის მიმართ მგრძნობიარე; წარმოებასთან ან მონტაჟთან დაკავშირებულმა

უზუსტობებმა შეიძლება კატასტროფული ნგრევა გამოიწვიოს

სპირალურად შედუღებული ფოლადის მილები

წნევის კოეფიციენტები და ზომები

Page 85: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

81

სპირალურად შედუღებული ან გრძივად შედუღებული ფოლადის მილების მიწოდება,

ჩვეულებრივ, ხდება Ø 200 – Ø 1,400 მმ ზომების დიაპაზონში, თავის მხრივ, გრძივად

შედუღებული მილები გამოიყენება 500/600 მმ-ზე ნაკლები დიამეტრების შემთხვევაში. DIN

2458/1626 სტანდარტის შესაბამისად დამზადებული მილები წნევით შემოწმებულია 50

ბარზე (500 მ წყლის სვეტი). მასალის სისქის შერჩევისას დამატებით აუცილებლად

გათვალისწინებული უნდა იყოს მილის ორივე მხარეს ჟანგვის დასაშვები ნორმა.

მახასიათებლები

დადებითი მხარეები:

ძლიერ მტკიცე

უფრო ნაკლებად საჭიროებს ანკერებით გამაგრებას, ვიდრე მინა-ბოჭკოთი

არმირებული პლასტიკის მილები

უარყოფითი მხარეები:

საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას (შემოგარსვას)

მძიმეა

გადაბმის ადგილების შედუღებას ბევრი მუშაობა სჭირდება, განსაკუთრებით სქელი

კედლების შემთხვევაში

უნაკერო ფოლადის მილები

უნაკერო ფოლადის მილები არ არის შეტანილი ფასების მოცემულ მიმოხილვაში, რადგან

ამ ტიპის მილები იშვიათად გამოიყენება ჰესების სატურბინე წყალსატარებში. ეს იმიტომ,

რომ იგი ძვირია, დაახლოებით ხუთჯერ ძვირი, ვიდრე სპირალურად შედუღებული

ფოლადის მილები.

ნაჭედი თუჯის მილები

ზომები და წნევის კოეფიციენტები

ეს მილები არსებობს Ø1,800 მმ-მდე დიამეტრით და დაახლოებით 600 მ-მდე წნევისთვის,

მილის სტანდარტული სიგრძე კი 8 მეტრია.

მახასიათებლები

დადებითი მხარეები:

დაბალი სამონტაჟო ხარჯები და მაღალი კოროზიამედეგობა ტრანშეაში გაყვანის

შემდეგ;

მარტივი და მაღალი ხარისხის მილის გადაბმის ადგილები

უარყოფითი მხარეები:

მძიმე

Page 86: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

82

გასულ წლებში ნაჭედი თუჯის მილების დახარისხების მიზნით K კლასები

გამოიყენებოდა. ასეთი კლასიფიკაცია ახლა C კლასებმა ჩაანაცვლა. C-ში ნაგულისხმები

რიცხვი გამოხატავს საანგარიშო წნევას ბარებში.

1 ბარი = 10 მ წყლის სვეტი

ხის მილები

როგორც შესავალში იყო ნახსენები, ჩვენ აქ მოგვყავს ხის მილების ფასები ხის

მოძველებული მილების შეცვლის მიზნით. ფასებში არ შედის მილების ახალი საყრდენები,

შედის მხოლოდ მილების არსებული ცალუღების აღდგენა. თუ საჭირო გახდება ახალი

ცალუღების დამზადება, ხარჯები, სავარაუდოდ, შესაძლებელია გაიზარდოს დაახლოებით

20-30%-ით, რელიეფიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ფასებში შედის არსებული

მილსადენის დაშლა.

ხის მილების ფასი, დაახლოებით 20 მ წყლის სვეტი წნევა

დიამეტრი ფასი

[მმ] [აშშ დოლარი/მ]

1,800 1,533

2,200 2,133

2,500 2,533

Page 87: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

83

სურ.

4.6.1

Page 88: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

84

Page 89: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

85

სურ. 4.6.3

Page 90: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

86

სურ. 4.6.4

Page 91: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

87

5 სრული კომპლექტაციის ელექტრომექანიკური აღჭურვილობის

მიწოდებები

5.1 ზოგადი ნაწილი

მიწოდების მასშტაბი

ელექტრომექანიკური აღჭურვილობის სრული კომპლექტის მიწოდება, ჩვეულებრივ,

გულისხმობს ჰესისთვის აუცილებელ ყველა დამონტაჟებულ და ექსპლუატაციისთვის

მზად მყოფ ელექტრომექანიკურ აღჭურვილობას, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული

ფასების თითოეულ მრუდთან დაკავშირებით გაკეთებულ შენიშვნებში.

სრული კომპლექტაციის ელექტრომექანიკური აღჭურვილობის მიწოდებაში, როგორც

წესი, შედის შემდეგი:

ტურბინა

ტურბინის რეგულატორი

წყალმიმღები სარქველი

გენერატორი

მართვის სისტემა

საკომუტაციო სადგური

22 კვ-იანი ტრანსფორმატორი (იხილეთ ქვემოთ ცალკე შენიშვნა მიკრო და მცირე

ჰესების ნაწილებში)

ელექტრო სადგურშის არსებული ყველა შიდა საკაბელო გაყვანილობა

ტრანსპორტი, იმ პირობით, რომ არსებობს გასავლელი გზა

საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

თუმცა, მიწოდებაში არ იგულისხმება:

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

ჰესზე სავენტილაციო, განათებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი

სათადარიგო ნაწილები

დამატებული ღირებულების გადასახადი

სამშენებლო კომპანიის ხარჯები

გაუთვალისწინებელი ხარჯები

5.2 500-დან 13,000 კვტ-მდე სიმძლავრის სრულად დაკომპლექტებული ჰიდრო

ელექტრო სადგური

ფასების გაანაგარიშება

ფასთა მრუდები ძირითადად აგებულია ნორვეგიის ჰესების სატენდერო და

სახელშეკრულებო ფასების რეგრესული ანალიზის საფუძველზე. თუმცა, ფასების ეს

Page 92: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

88

დონეები მისაღებად მიიჩნევა, რადგან ეს ფასები საერთაშორისო ბაზარზეა მოპოვებული.

ეს ფასები კორექტირებულია 2015 წლის ფასთა დონის შესაბამისად. ნორვეგიულ კრონი/აშშ

დოლარის გაცვლითი კურსი დაფიქსირებულია 7.5-ზე.

ფასების გაანგარიშებაში მოცემულია ჰესებში ჩასატარებელი ელექტრომექანიკური

სამონტაჟო სამუშაოების მიმოხილვა და ასახულია ფასთა დონე დანადგარების მიწოდების

ჩვეულებრივი მასშტაბისთვის და ხარისხისთვის.

მცირე ჰესების შემთხვევაში მნიშვნელოვნია, რომ ელექტრო დანადგარები

შეძლებისდაგვარად მარტივი, მაგრამ მაინც გამოსადეგი და საიმედო იყოს. ფასების

გაანგარიშებაში ნავარაუდევია მოსვენების დენის პრინციპზე დაფუძნებული მართვის

სისტემა, ასევე სინქრონული გენერატორი 1 000 კვა-ზე მეტი სიმძლავრის გენერატორების

შემთხვევაში. ამის გარდა ვვარაუდობთ, რომ ჰესი გამომუშავებულ ელექტროენერგიას

გამანაწილებელ ქსელს მიაწვდის.

როგორც ვნახეთ, მომწოდებლების სახარჯთაღრიცხვო ფასებიც საკმაოდ მნიშვნელოვნად

განსხვავდება. ზოგადად, ამგვარი სახარჯთაღრიცხვო ფასები დიდი სიფრთხილით უნდა

იქნას გამოყენებული პროექტების ადრეულ ეტაპებზე. რეკომენდებულია წინამდებარე

საბაზისო ფასებში ფასთა მრუდებთან შედარების გაკეთება.

მცირე ჰესებიდან დიდ ჰესებზე გადასვლისას ფასთა მრუდებზე ადგილი ექნება წყვეტას.

ძირითადად არსებობს ორი ფაქტორი: განსხვავებები მშენებლობაში და ადგილობრივი

ქსელის მოთხოვნები. უფრო მცირე ზომის ობიექტები შედარებით მარტივად შენდება,

ჩვეულებრივ, მცირეგაბარიტული ობიექტების სახით, ხოლო შედარებით დიდი ზომის

ობიექტებისთვის საჭიროა უფრო გამძლე და ძვირი კონსტრუქციები. ქსელის მოთხოვნები

შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხავებული იყოს, სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდეს

ჰესების ოპერატორების მიმართ და შესაბამისად, ფასებიც მცირე ჰესების და დიდი ჰესების

შემთხვევაში შეიცვლება თითოეული ქვეყნის მიერ დაწესებულ ნორმებში არსებული

დატვირთვის ზღვრების შესაბამისად.

მცირე ჰიდროელექტრო სადგურის გენერატორები

ფასები მოცემულია აშშ დოლარი/კვტ ნომინალური სიმძლავრის, ასევე მაქსიმალური

მოდინებისა და მაქსიმალური ეფექტური დაწნევის შესაბამისად.

ფასთა მრუდები აგებულია 500-დან 10,000 კვტ-მდე სიმძლავრის, ბაზარზე ყველაზე

გავრცელებული ტურბინების თითოეული ტიპისთვის. ფასთა მრუდებზე მითითებული

სუფთა დაწნევის გრაფიკები შეესაბამება პელტონის, ფრენსისის და კაპლანის ტიპის მცირე

ზომის ტურბინებისთვის მიღებულ დიაპაზონს. ყველაზე მაღლა მდებარე გრაფიკები

არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ამ ტიპის ტურბინების გამოყენების ზედა ზღვარს.

Page 93: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

89

რაც შეეხება ტურბინის ტიპის, გენერატორის და ტრანსფორმატორის და ა.შ. შერჩევას,

შესაბამისი სფერობეის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და დეტალური ახსნა-

განმარტებისთვის იხილეთ მე-3 თავი – „ელექტროტექნიკური სამუშაოები“ და მე-4 თავი –

„საინჟინრო-მექანიკური სამუშაოები“.

5.3 500 კვტ-მდე სიმძლავრის მიკრო და მინი ჰესები

ფასების გაანგარიშება

საბაზისო ფასები ამ კატეგორიისთვის შეზღუდულია. ფასები დაკორექტირებულია იმავე

კოეფიციენტით, რომელიც გამოყენებული იყო მცირე ჰიდროელექტრო სადგურების

სრული კომპლექტისთვის, კერძოდ 30%-ით.

მიკრო და მინი ჰესები

ფასები მოცემულია აშშ დოლარი/კვტ ნომინალური სიმძლავრის, ასევე მაქსიმალური

მოდინებისა და მაქსიმალური ეფექტური დაწნევის შესაბამისად.

ფასთა მრუდები აგებულია 500 კვტ-მდე სიმძლავრის, ბაზარზე ყველაზე გავრცელებული

ტურბინების თითოეული ტიპისთვის. 10 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ტურბინების აშშ

დოლარიკვტ ფასები შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. პელტონის ტიპის ტურბინების ფასთა

მრუდები აგებულია ყველაზე დაბალი გამომუშავებული სიმძლავრეებისთვის, რადგან

მიკრო ჰესებისთვის, ჩვეულებრივ, გამოიყენება პელტონის ტიპის ვერტიკალური მრავალ-

ჭავლური ტურბინები.

ფასთა მრუდებზე არ არის მითითებული 1-დან 500 კვტ-მდე სიმძლავრის ტურბინების

ბრუნვის სიჩქარე. ბრუნვის დაბალსიჩქარიანი ტურბინების შემთხვევაში ხშირად

გამოიყენება კბილანა გადაცემები, ხოლო ზოგჯერ ღვედური გადაცემები.

ფასთა მრუდებზე მითითებული სუფთა დაწნევის გრაფიკები შეესაბამება პელტონის,

ფრენსისის და კაპლანის ტიპის მიკრო და მცირე ზომის ტურბინებისთვის მიღებულ

დიაპაზონს. ყველაზე მაღლა მდებარე გრაფიკები არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს

ამ ტიპის ტურბინების გამოყენების ზედა ზღვარს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიკრო ჰესების ფასთა მოცემული დონე ასახავს იმას, რასაც ჩვენ

ფასთა ნორმალურ დონეს ვუწოდებთ. ბაზარზე არსებობს ისეთი ტურბინები, რომლებიც

ფასთა მრუდებზე ნაჩვენებ ფასებზე საგრძნობლად იაფიცაა და უფრო ძვირიც.

ჩვენ ავაგეთ ფასთა მრუდები შემდეგი ტიპის ტურბინებისთვის:

პელტონის ტიპის

ფრენსისის ტიპის

კაპლანის ტიპის/კაფსულური

Page 94: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

90

ტურბინების სხვა შესაბამისი ტიპებია ბანკის (განივი ნაკადის მქონე) და დახრილღერძიანი

ტურბინები.

ცალკეულ მრუდებზე მოცემულია შემდეგი:

500 კვტ-მდე სიმძლავრის ტურბინები

ფასთა მოცემული მრუდი აგებულია სრული ელექტრომექანიკური კომპლექტაციისთვის,

ანუ: ტურბინა, ტურბინის რეგულატორი, წყალმიმღები სარქველი (კაპლანის ტიპის

ტურბინების გარდა), გენერატორი, მართვის სისტემა, საკომუტაციო სადგური და

ტრანსფორმატორი (აუცილებლობის შემთხვევაში).

ტრანსფორმატორები არ არის აუცილებელი ისეთი დანადგარებისთვის, რომლებიც

პირდაპირ არის ჩართული დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელში (240/400 ვ). ეს,

ჩვეულებრივ, ეხება იმ დანადგარებს, რომელთა გამომუშავებული სიმძლავრე

დაახლოებით 100 კვტ-ზე ნაკლებია.

Page 95: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

91

ზოგადი რჩევები ტურბინის მიმწოდებლის შერჩევასთან დაკავშირებით

მიმწოდებლის შერჩევისას, ფასებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი

ფაქტორები:

რეკომენდაციები. დაეკონტაქტეთ იმ სხვა სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც

ისარგებლეს იმავე მიმწოდებლის მომსახურებით.

ენერგო აგრეგატის ავტომატიზაცია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ რა

მოცულობის სამუშაოა საჭირო ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის.

ტურბინის სამუშაო დიაპაზონი, როგორიცაა უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო წყლის

მოდინების მაქსიმალური და მინიმალური სიჩქარე. მნიშვნელოვანია მოდინების

მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

წარმადობა. კრიტიკულად შეხედეთ ტურბინის წარმადობის იმ სავარაუდო

მაჩვენებლებს, რომლებიც არ არის დადასტურებული სანდო დოკუმენტაციით,

სასურველია მესამე მხარის დოკუმენტაციით.

საექსპლუატაციო საიმედოობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წარმადობის მაღალი

დონე.

ყველაფერი შედის თუ არა მიწოდებაში (ფასში)? გადაამოწმეთ, განფასებაში შეტანილია

თუ არა ყველა აუცილებელი დანადგარი/სამუშაო.

სქემა:

Q

ტურბინა გენერატორი საკომუტაცი

ო სადგური

ტრანსფორმატ

ორი

მართვის სისტემა

ელ. მრიცხველი

საქველი

Page 96: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

92

პელტონის ტიპის ტურბინები

გამოყენების სფერო

პელტონის ტიპის ტურბინები გამოიყენება დიდი დაწნევების დროს. თუმცა, უფრო მცირე

ზომის დანადგარებისთვისაც ასევე შეიძლება პელტონის ტიპის ტურბინების გამოყენება

შედარებით დაბალი დაწნევების დროს. პელტონის ტიპის ტურბინების გამოყენების სფერო

ფრენსისის ტიპის ტურბინების გამოყენების სფეროს ემთხვევა. 1-დან 6-მდე საქშენიანი

პელტონის ტიპის ტურბინები ხშირად გამოიყენება მოდინების ყველაზე დაბალი

სიჩქარეების და ყველაზე დაბალი გამომუშავებული სიმძლავრეების შემთხვევაში.

პელტონის ტიპის ტურბინის შერჩევის საფუძველი ხშირ შემთხვევაში მისი ვრცელი

სამუშაო დიაპაზონია, რადგან მას მხოლოდ ერთი აგრეგატით შეუძლია წყლის მრავალნაირ

მოდინებასთან გამკლავება.

მცირე ზომის პელტონის ტიპის ტურბინებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ ტრადიციული

გამანაწილებელი რგოლი და ისინი ხშირად ვერტიკალურადაა დამონტაჟებული. ყველაზე

მარტივი კონსტრუქციის პელტონის ტიპის ტურბინები შეიძლება აღჭურვილი იყოს

ნემსისებური საკეტით ერთ შემფრქვევზე და სფერული საკეტით დანარჩენ

საქშენებში/შემფრქვევებში. თუ წნევა 100 მ-ზე ნაკლები იქნება, მინი ტურბინებს შეიძლება

ჰქონდეთ კომპოზიტური მასალებისგან (პლასტმასი) დამზადებული მუშა თვლები.

ფრენსისის ტიპის ტურბინები

გამოყენების სფერო

ფრენსისის ტიპის ტურბინები ინტენსიურად გამოიყენება პელტონის და კაპლანის ტიპის

ტურბინების შემდეგ. ფრენსისის ტიპის ტურბინები, როგორც წესი, არ გამოიყენება ძალიან

დაბალი გამომუშავებული სიმძლავრეებისთვის, რადგან მრავალსაქშენიანი პელტონის

ტიპის ტურბინის გამოყენება უფრო პრაქტიკულია. ფრენსისის ტიპის ტურბინის

გამოყენება შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე პელტონის ტიპის ტურბინისა

დაბალი დაწნევების დროს, ანუ როდესაც დაწნევა 50 მ-ზე დაბალია. თუმცა, ეს

დამოკიდებულია დაწნევასა და მოდინების სიჩქარეს შორის თანაფარდობაზე.

კაპლანის ტიპის ტურბინა

გამოყენების სფერო

მცირე ზომის კაპლანის ტიპის ტურბინები იშვიათად გამოიყენება 25 მ-ზე მაღალი

დაწნევების დროს. უფრო დაბალი დაწნევის ზღვარი ხშირად განისაზღვრება აშშ

დოლარი/კვტსთ ხარჯის საფუძველზე.

კაპლანის ტიპის ტურბინები, რომლებიც აშშ დოლარი/კვტსთ-ებში გამოითვლება,

შედარებით ძვირია. ამის მიზეზია ის, რომ ისინი გამოიყენება მოდინებია მაღალი

სიჩქარეებისა და მცირე დაწნევების დროს, რის გამოც მის მიერ გამომუშავებული

სიმძლავრის შესაბამისად საჭიროა დიდი ზომების მქონე ტურბინის გამოყენება.

Page 97: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

93

სხვა ტიპის ტურბინები

ბანკის (განივი ნაკადის მქონე) და დახრილღერძიანი ტურბინები აღწერილია მე-4 თავში.

ასეთი ტიპის ტურბინების გამოყენება ასევე მიზანშეწონილია მიკრო და მცირე ჰესების

სახით და ისინი ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე დაბალი

გამომუშავებული სიმძლავრეებისთვისაც კი. დახრილღერძიანი ტურბინის უპირატესობა

იმაში მდგომარეობს, რომ იგი უფრო მცირე გაბარიტებისაა, ვიდრე პელტონის ტიპის

ტურბინა. მისი გამოყენება პელტონის ტიპის ტურბინასთან შედარებით ასევე უფრო

ხელსაყრელია, როდესაც არსებობს ნალექის ეროზიის რისკი. ბანკის ტურბინის

უპირატესობა იმაშია, რომ შედარებით იოლია მისი ტექნიკური მომსახურება და არც ძვირი

არ არის შესაძენად.

Page 98: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

94

Page 99: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

95

Page 100: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

96

Page 101: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

97

Page 102: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

98

Page 103: საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების საბაზისო …energy.gov.ge/projects/pdf/news/Sakartveloshi

99