საქართველოს...

20
აქართველოს უნივერსიტეტი "ღია კარის" დღე: 16 მარტი, 19:00 ამაგისტრო პროგრამები www.ug.edu.ge საქართველოს უნივერსიტეტი

Transcript of საქართველოს...

Page 1: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

საქართველოს უნივერსიტეტი "ღია კარის" დღე:

16 მარტი, 19:00 სამაგისტრო პროგრამები

www.ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტი

Page 2: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

გიული ალასანია

საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე, დამფუძნებელი

საქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა 2004 წელს. ამავე წელს,ოქტომბერში, მივიღეთ სტუდენტების პირველი ნაკადი. მე და ჩემს მეგობარს, მანანა სანაძეს, მანამდე უკვე გვქონდა გარკვეულიგამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობისა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოგვიყალიბდა საკუთარი ხედვა დაგაგვიჩნდა სურვილი დაგვეარსებინა უნივერსიტეტი, სადაც შევ-ძლებდით მოგვემზადებინა პროფესიონალები, რომლებიც არამარტოსაქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნებოდნენკონკურენტუნარიანები. ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები როგორც ა.შ.შ.-ის, ისე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს სწავლის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ.

მანანა სანაძე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, დამფუძნებელი

წარმატებული კარიერა, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისეპოქაში, მხოლოდ მრავალმხრივი ცოდნითა და მაღალპროფესიული უნარ-ჩვევებით მიიღწევა, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი და მეცნიერებისარჩეული დარგისადმი დიდი ინტერესი აქცევს რეალობად. თუ გსურთ ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონისქართულ უნივეტსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიცკონკურენტუნარიანად გაგცევთ თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნისშიგნით, თუ მის გარეთ — აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი.

Page 3: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

უნივერსიტეტის მოკლე ისტორია

2002 წლის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, გახსნა ამერიკამცოდნეობის ცენტრი, რომელსაც მაგისტრები უნდა მოემზადებინაამერიკამცოდნეობაში.

ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, შესწავლა და კვლევა. თავდაპირველად, შემუშავდა პროგრამები ამერიკათმცოდნეობის განხრით. იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტმა, ამერიკასა თუ ევროპის შესწავლასთან ერთად, სურვილისამებრ შეძლოს აითვისოსსაზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასვლური მოდელი. საჯარო ადმინისტრირების,ბიზნეს ადმინისტრეირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ .

2004 წლის 21 ივლისს, ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ.პ.ს „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“. იმავე წელს დაფუძნდა უმაღლესი საგანმანეთებლო დაწასებულება.

2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. მოგვიანებით, საერთაშორისო კავშირები დამყარდა და საერთაშორისო პროგრამები ამუშავდა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი, ვესფორდის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) და ლა საპიენსა (იტალია).

2010 წელს, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (`ამერიკის საზრვარგარეთული კერძოსაინვესტიციო კორპორაცია) საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელდა 8 მილიონი აშშ დოლარისინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მის დასვლურ და სტანდარტებთანშესაბამისობაში მოყვანას ხმარდება .

Page 4: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

საქართველოს უნივერსიტეტი დღეს

• საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა ეფუძნება თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს : • საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს : უმაღლესი პროფესიული, საბაკალვრო, სამგისტრო,

სადოქტორო პროგრამები და სხვადასხვა სასერტიფიკატო ტრეინინგ- კურსები; • საქართველოს უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კერძო სასწავლო

დაწესებულებაა,რომელშიც სწავლობს 2000-ზე მეტი სტუდენტი; • საქართველოს უნივერსიტეტში ასწავლიან, როგორც ქართველი,ისე უცხოეთიდან მოწვეული

საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები; • საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ

კომფორტულ აუდიტორიებს, კომპიუტერულ , ლინგაფონურ, მედია და ტელე-ცენტრებს .

Page 5: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

სამაგისტრო სწავლების სკოლები

• ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა ; • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა; • სამართლის სკოლა; • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა; • ჯანმრთელობის დაცვის სკოლა;

Page 6: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლა

პროგრამები:

• ბიზნესის მართვა • მარკეტინგი • ფინანსები და საბანკო საქმე • ტურიზმის მენეჯმენტი • ჰოსპიტალის მენეჯმენტი • ჯანდაცვის სადაზღვევო

სისტემების მართვა • საჯარო ადმინისტრირება

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

ერთი საგნის ღირებულება: 300 ლარი (მინიმუმ 3 საგანი სემესტრის განმავლობაში)

სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით

პროგრამის მიზნები: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი, ჰოსპიტალის მენეჯმენტი და ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემების მართვა - სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროში. შეუქმნას მყარი საფუძველი ბიზნესის მართვის სხვადასხვა მიმართულებებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, აღრიცხვა და ა.შ. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა მიიღოს სათანადო ცოდნა და უნარები, რაც დაეხმარება მას ჩამოყალიბდეს ეფექტურ ლიდერად. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე, ამისათვის მნიშვნელოვანი დრო ეთმობა ბიზნეს-ქეისებზე მუშაობას. კურსდამთვრებულებს ექნებათ მიკრო და მაკრო ეკონომიკის ღრმა ცოდნა, იქნებიან გარკვეულნი მარკეტინგის მენეჯმენტის საკითხებში, ექნებათ სტრატეგიულ დონეზე ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლების ცოდნა, ეცოდინებათ ბიზნესის ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მართვის თეორიული საფუძვლები. სტუდენტები გაეცნობიან ბიზნესის სამართლებრივ–ეთიკურ გარემოს. საფუძვლიანად ეცოდინებათ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდები, დანახარჯთაღრიცხვის, თვითღირებულების დადგენის და ბიუჯეტის შედგენის მეთოდები. ექნებათ ღრმა თეორიული სისტემური და ახალი ცოდნა ფინანსური ბაზრების, ინსტრუმენტების და ინსტიტუტების შესახებ. საჯარო ადმინისტრირება - სახალმწიფო პოლიტიკის, მართვის და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს თანამედროვე თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით სტუდენტების მომზადება პროფესიული კარიერის გასაკეთებლად ისეთ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო კომპანიებში, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის მართვაში

Page 7: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

პროგრამები: • საზოგადოებასთან

ურთიერთობა • საერთაშორისო

ურთიერთობები • რეკლამა • მედია მენეჯმენტი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

ერთი საგნის ღირებულება: 300 ლარი (მინიმუმ 3 საგანი სემესტრის განმავლობაში)

პროგრამის მიზნები: საზოგადოებასთან ურთიერთობა - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალპროფილიანი კუთხით, რადგან მათ შემდგომ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებსა და უწყებებში. პროგრამა აგებულია რთულ და კომპლექსურ დავალებებზე, სტუდნეტები გაივლიან სტაჟირებას სხავადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. რეკლამა - პროგრამის მიზანია საქართველოს მედია სივრცეში წამყვანი და მმართველი ადგილების დასაკავებლად სტუდენტთა მომზადება. ამისათვის, სტუდენტები ეუფლებიან თანამედროვე მედია ტექნოლოგიებს და ზოგად სავალდებულო საგნებთან ერთად სწავლობენ სპეციალურ პროფესიულ საგნებს. პროგრამის თითოეულ კურსში სტუდენტები შეასრულებენ რეალურ პროექტებს. საერთაშორისო ურთიერთობები - სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანსრეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. მედია მენეჯმენტი - პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტები დაახელოვნოს მედია მენეჯმენტის სპეციალობაში და გაზარდოს მათი პერსპექტივები. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე გარდაქმნები საჭიროებენ დემოკრატიული ჟურნალისტიკის მშენებლობის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მთავრობას და სხვადახვა უწყებებს შორის ინფორმაციის ნაკადების თავისუფალ მოძრაობას.

Page 8: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

სამართლის სკოლა

პროგრამა:

• სამოქალაქო სამართალი • სისხლის სამართალი • საჯარო სამართალი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

ერთი საგნის ღირებულება: 300 ლარი (მინიმუმ 3 საგანი სემესტრის განმავლობაში)

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზნები:

მაღალკვალიფიციური  სპეციალისტების  აღზრდა  სამოქალაქო, სისხლის, საჯარო  სამართლის  მიმართულებით,  რისთვისაც აუცილებელია ისეთი  ამოცანების დასახვა და გადაჭრა როგორიცაა: სწავლების  საბაკალავრო საფეხურზე  მიღებული ცოდნის გაღრმავება;  თეორიული  ცოდნის  განმტკიცება  კონკრეტული  სამართალშეფარდებითი  პრაქტიკის  შესწავლა‐გაანალიზების გზით; საქართველოსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი იურიდიული ცენტრების გამოცდილების გაზიარება სასწავლო და  კვლევითი  საქმიანობის  პროცესში;  სამართლის  სფეროში  არსებული  პრობლემატიკის  წარმოჩენა,  რეკომენდაციებისა  და წინადადებების შემუშავება კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოსასწორებლად.

Page 9: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

პროგრამა:

• კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია • საქართველოს ისტორია • ენა და კომუნიკაცია (ინგლისური) • ენა და კომუნიკაცია (გერმანული)

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

ერთი საგნის ღირებულება: 300 ლარი (მინიმუმ 3 საგანი სემესტრის განმავლობაში)

სწავლების ენა: ქართული, ინგლისური, გერმანული

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია - პროგრამა  მიზნად  ისახავს  მაგისტრანტების  ისეთი  თეორიული  და მეთოდოლოგიური  ცოდნით  უზრუნველყოფას,  რომელიც  დაეხმარება  მათ  სოციალური  და  კულტურული  პრობლემების მეცნიერულ  გაანალიზებასა  და  გადაწყვეტაში.  განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმობა  მაგისტრანტების  რეგიონალურ სპეციალიზაციას.  ისინი  თვითონ  დაგეგმავენ  და  განახორციელებენ  საველე‐ეთნოგრაფიულ  კვლევებს  უახლესი მეთოდოლოგიური  მიდგომების  გამოყენებით  საქართველოსა და  კავკასიის  ან  შავი ზღვის რეგიონის  კულტურულ  არეალებში. ინტერკულტურულ  ეთნოგრაფიულ  მასალებსა  და  თეორიაზე  დაყრდნობით  მაგისტრანტები  განივითარებენ  სოციალური ანალიზისა  და  კრიტიკული  აზროვნების  უნარს,  დაეუფლებიან  მულტიდიდისციპლინარული  კვლევის  პრინციპებს,  რაც დაეხმარება  მათ  ისეთი  პრაქტიკული  საქმიანობის  განხორციელებაში,  როგორებიცაა  სამეცნიერო  პროექტებში  მონაწილეობა, არასამთავრობო ორგანიზაციებში განსაკუთრებული პოზიციების დაკავება. 

ენა და კომუნიკაცია (ინგლისური ან გერმანული ენა) - საქართველოს  მსოფლიოს  ეკონომიკურად  მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესი ინტენსიური  ენათაშორისი პროფესიული  კომუნიკაციის ფონზე მიმდინარეობს. დღეს ჩვენი ქვეყნისათვის  მეტად  აქტუალურია  თემატურად  ახალი  ტიპის  კომუნიკაციისათვის  რელევანტური  უნარ‐ჩვევის  მქონე პროფესიონალ  კომუნიკატორთა  აღზრდა.  სამაგისტრო  პროგრამის  მიზანია იმ ტიპის ინგლისურენოვანი ან გერმანულონოვანი სპეციალისტის  ჩამოყალიბება,  რომელსაც  ექნება  ეფექტური  ვერბალური  კომუნიკაციისათვის  აუცილებელი  და  საკმარისი ლინგვისტური  და  ექსტრალინვისტური  კომპეტენცია.  სამაგისტრო  პროგრამა  წარმოადგენს  თეორიული  და  პრაქტიკული კურსების იმ ტიპის სინთეზს, რომელიც უზრუნველყოფს მაგისტრანტის მაღალ კომპეტენციას როგორც ენის ფილოლოგიურ, ისე გამოყენებით ასპექტში.

საქართველოს ისტორია: პროგრამა მიზნად ისახავს მოამზდოს საქართველოს ისტორიის სპეციალისტები, რომლებიც თავისუფალი იქნებიან წლების მანძილზე ქვეყანაში გაბატონებული კომუნისტური იდეოლოგიის გავლენისაგან. საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების შესწავლა მოხდება მსოფლიოს ისტორიულ პროცესებთან ინტეგრირებულად, რაც მაგისტრანტებს ქვეყნის ისტორიის ხედვისა და ანალიზის თანამედროვე უნარებს გამოუმუშავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნის სპეციფიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ დარგის პროფესიონალებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

Page 10: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

ჯანმრთელობის დაცვის სკოლა

პროგრამა: • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

და ჯანდაცვის პოლიტიკა • ჯანდაცვის ადმინისტრირება

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

ერთი საგნის ღირებულება: 300 ლარი (მინიმუმ 3 საგანი სემესტრის განმავლობაში)

სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით

პროგრამის მიზნები:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა - პროგრამა  მიზნად  ისახავს მაღალი  კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას საზოგადოებრივი   ჯანდაცვისა და  პოლიტიკის რეგულირების სფეროში. პროგრამა 2006 წლიდან ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით. მის შემუშავებაში მონაწილეობდა ტრომსოს უნივერსიტეტი (ნორვეგია). ამჟამად პროგრამის დახვეწა მიმდინარეობს ევროკავშირის საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილური სქემის (TEMPUS) ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობენ კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო), ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი (შვედეთი) და ბაიბის-ბოლიაის სოციალურ კვლევეთა უნივერსიტეტი (რუმინეთი).

ჯანდაცვის ადმინისტრირება - პროგრამა 2008 წლიდან ამზადებს კვალიფიციურ კადრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის, სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრირებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მენეჯმენტის მიმართულებით. მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სკრენტონის უნივერსიტეტი (პენსილვანია, აშშ) და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი (ფლორიდა, აშშ). სწავლება ითვალისწინებს კვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისა და დარგის ცნობილი სპეციალისტების ლექცია-სემინარებს, დავალებების, სიტუაციური ამოცანების, სამეცნიერო სტატიების კრიტიკული ანალიზების, დღის სიახლეების, საგნობრივი რეფერატებისა და პრობლემაზე ორიენტირებული ჯანდაცვითი პროექტების მომზადების გზით თეორიული ცოდნის მიღებას, პრაქტიკულ სამუშაოებსა და სტაჟირებას, როგორც ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებში, ისე საზღვარგარეთ, სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას და დაცვას.

Page 11: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი

სამაგისტრო პროგრამის დასახელება მისაღები კონტინგენტი ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, ფინანსები და საბანკო საქმე, ჰოსპიტალის მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემების მართვა

100 ადგილი

საჯარო ადმინისტრირება 25 ადგილი საზოგადოებასთან ურთიერთობა 15 ადგილი საერთაშორისო ურთიერთობები 20 ადგილი რეკლამა 10 ადგილი მედია მენეჯმენტი 10 ადგილი სამოქალაქო სამართალი 25 ადგილი საჯარო სამართალი 25 ადგილი სისხლის სამართალი 25 ადგილი საქართველოს ისტორია 5 ადგილი კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია 5 ადგილი ენა და კომუნიკიაცია (ინგლისური) 10 ადგილი ენა და კომუნიკაცია (გერმანული) 10 ადგილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა 8 ადგილი ჯანდაცვის ადმინისტრირება 10 ადგილი

Page 12: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

კონფერენციები და სემინარები daseminarebi

საქართველოს უნივერსიტეტის თითოეული სკოლა, სტუდენტთა სამცნიერო-კვლევით მუშაობაში მართვის მიზნით ახორცილებს სამეცნიერო პროექტებს: სტუდენტურ სამეცნიერო კონფრენციებსა და მუდმივმომქმედ სემინარებს.

საქართველოს უნივერსიტეტის თითოეული სკოლა ინივიდუალურად განსაზღრავს კონფერნციის თემას.სტუდენტების მიერ წარმოდგენილ ნაშრომებში ნათლად არის წარმოჩენილი სტუდენტთა შეხედულებები, ინოვაციური იდეები, მეცნირების სხვადასავა დარგის ახლებური ხედვა .

საქართველოს უნივერსიტეტის სკოლებში ყოველკვირეულად იმართება სემინარი. დაგეგმილი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან სტუდენტებს საშუალებას მისცემთ გაეცნონ და კითხვები დაუსვან სხვადასხვა დარგში მომუშავე მეცნირებსა და ექსპერტებს.

Page 13: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

კარიერული წინსვლა — დასაქმება

უნივერსიტეტის საიამაყე მისი წარამეტებული კურსდამთავრებულებია

• სწავლის პროცესში სტუდენტები იძენენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, ამასთანავე ისინი გადიან პრაქტიკა სტაჟირებას ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებში.

• კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია • • ჩვენი კურსდამთვარებულები წარმატებულ ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობზე მუშაობენ .

უნივერსიტეტი ფუნქციონირებს სტუდენტთა კარიერული წინსვლისა და დასაქმების სამსახური. მისი მიზანი სტუდენტებისათვის სამსახურის მოძიებაში ხელშეწყობა და კარიერულ წინსვლაში დახმარებაა.

Page 14: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

ახალი შენობა

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი შეძენილი შენობის სარემონტოსამუშაოები, რომელიც არსებული შენობის გვერდით არის განთავსებული. შენობა, რომელიც 8 სართული იქნება (15 000კვ. მეტრი), ნაწილობრივ დასრულდება 2011 წლის გაზაფხულზე, მთლიანად მოხმარებაში კი 2012 წლის ზაფხულში ჩაეშვება, სადაც 3 ათასი სტუდენტის ადგილი იქნება, რომლებიც ჩვენთან 2011 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხებიან, სწავლის მომდევნო სამ ან ოთხ ამ ახალ აშენებულ, პრესტიჟულ შენობაში.

ახალი შენობის დიზაინი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც გულისხმობს სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტრეულ ოთახებს, მედია ცენრტებსა და სხვა ხელსაყრელ პირობებს, რაც თანამედროვე უნივერსიტეტებისთვისაა დამახიათებელი. გარდა იმისა, რომ სტუდენტები ისწავლიანკომფირტულ გარემოში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა დამატებით აკადემიურ საქმიანობაში ჩაერთონ, როგორებიცაა კლუბებში შეხვდერებზე, სემინარებზე დასწრება, კარიერული წინსვლის ტრეინინიგებშიმონაწილეობა და ეს ყველაფერი საბურთალოს ცენტრში.

შენობის მშენებლობა დაფინანსებულია OPIC-სგან მიღებული სესხით. ოპეკი არის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა წვლილი შეიტანოს საქართველოს უნივერსიტეტის განვითარებაში, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშკარად შესამჩნევია საქართველოს უნივერსიტეტისგანვითარება.

Page 15: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

ბიბლიოთეკა და წიგნების მაღაზია

საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენეტბს სთვაზობს: სახელმძღვენელოებისა და სასწავლომასალების საქართველოში ყველაზე მდიდარ და თანამედროვე კოლექციას, მათ შორის ელექრონულ წიგნებსა და ჟურნალებს; საინფორმაციო სისტემებს საძიებო სისტემებს EBSCO; Cambridge University Press;

JSTOR.

ბიბლიოთეკას აქვს 200 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი და ჯგუფური და მუშაობისათვის განკუთვნილი ოთახი. ბიბლიოთეკა მთლიანად უზრუნველყოფილია 24 საათიანი უკაბელო ინტერნეტით.

ბიბლიოთეკა მუშაობს 9 საათიდან 21 საათამდე.

Page 16: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები

საქართველოს უნივერსიტეტის IT ცენტრში განთვსებულია 24 საათიანი უკაბელო ინტერნეტითუზრუნველყოფილი 100-ზე მეტი უახლესი კომპიუტერი.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გასხნილი აქვს პეროსნალურისაიფორმაციო გვერდი - ჩემი UG, საიდანაც მას შეუძლია მას მიიღოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების, სტუდენტური სხოვრებისა და სიახლეების შესახებ.

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს:

• თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლინგაფონურ ლაბორატორიებს; • უახლესი აუდიო და ვიდეო ტექნიკით აღჭურვილ მედია ცენტრსა და სატელევიზიო სტუდიას.

Page 17: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ

პროგრამაზე. პროგრამით გათვალისწინებულია:

• წაკითხულის გააზრება - კვირაში 2 საათი

• ანალიზიკუტი წერა - კვირაში 2 საათი

• უნარები - კვირაში 4 საათი

თითოეული ჯგუფი შედგება 10-15 მსმენელისგან. რეგისტრაცია იწარმოებს ა.წ 18 მარტის ჩათვლით პროგრამის ხანგრძლივობა - 21.03.2011 – 01.07.2011 საგანთა სრულ პაკეტზე დარეგისტრირების შემთხვევაში, მსმენელები ისარგებლებენ ფინანსური შეღავათით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: მისამართი: ქ.თბილისი, მ.კოსტავას 77ა ტელეფონი: 24 11 44 (შიდა 160) მობილური: 891 99 29 41 (თინათინ სიხარულიძე) ელექტრონული ფოსტა: [email protected] ვებ-გვერდი: www.eg.edu.ge

Page 18: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

სტიპენდია და სწავლის დაფინანსება

• საქართველოს უნივერსიტეტში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ენიშნებათ

ყოველთვიური სტიპენდია; • საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა სტუდენტურ, სამეცნიერო თუ

სპორტულ აქტივობებში აღწევენ წარმატებას, აჯილდოვებენ ფულადი პრემიით, ან სწავლის საფასურის შემცირებით;

• საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა უცვლელია სტუდენტის მიერ სწავლის დასრულებამამდე.

Page 19: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

 

Page 20: საქართველოს უნივერსიტეტიugschool.edu.ge/docs/master.pdfსაქართველოს უნივერსიტეტი დაარსდა

“ჩემი უნივერსიტეტი მაძლევს საფუძვლიან განათლებას და მიჩვენებს შეძენილი ცოდნის პარქტიკული რეალიზაციის გზებს. აქ მიღებული გამოცდიელბა მეხმარება ვიყო პროფესიონალი საკუთარ საქმეში, არ შევუშინდე სირთულეებს და დავამკვიდრო თავი ჩემი პროფესიის კუთხით”.

ნათია გოლიაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი.

“მშვიდი გარემო, არაჩვეულებრივი ლექტორები და რაც მთავარია, მოწესრიგებული სასწავლო სისტემა უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს“

მედეა გეგეჭკორი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი

საქართველოს უნივერსიტეტი

მ. კოსტავას ქ. #77ა ტელ: + 995 32 24 11 44

ელ.ფოსტა: [email protected]

www.ug.edu.ge