საქართველოს ენერგეტიკის...

22
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სამი წლის ანგარიში ოქტომბერი, 2015 წ.

Transcript of საქართველოს ენერგეტიკის...

Page 1: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

სამი წლის ანგარიში

ოქტომბერი, 2015 წ.

Page 2: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მოსახლეობისათვის ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება

საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირდა 115 ათასი აბონენტი.

2014 წლის მარტში დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში

მცხოვრები 13 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ 19 მილიონი ლარი

გამოყო.

2015 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 14 მუნიციპალიტეტის 76 სოფლის გაზიფიცირების

მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ. ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცირების

სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

გაზიფიცირებულ სოფლებში ქსელზე მიერთების საფასური შემცირდა 600-დან 400 ლარამდე.

დამტკიცდა 2015 წლის გაზიფიცირების გეგმა, რის შედეგადაც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ენერგეტიკის

სამინისტროსთან შეთანხმებით 71 სოფლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოებს

განახორციელებს.

სულ 2012 წელთან შედარებით მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარება 38%-ით არის გაზრდილი.

Page 3: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ინდივიდუალური გამრიცხველიანება და უშუქო სოფლების ელექტროფიცირების პროექტი

გასული სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 180 ათასამდე ოჯახს.

2013-2014 წლებში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი გახდა 22 სოფლისათვის. მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია დამატებით 7 სოფლის ელექტროფიცირება.

სოფელ მუცოს ელექტროფიცირების სამუშაოები ასევე გულისხმობს სოფლის მიმდებარედ 100 კვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

Page 4: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში გაშვებული ჰიდროელექტროსადგურები

სამი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰიდროელექტროსადგური:

ჯამური სიმძლავრე - 157 მგვტ.

მთლიანი საინვესტიციო ღირებულება - 264.4 მლნ. აშშ დოლარი.

N პროექტის დასახელება დადგმული სიმძლავრე, მგვტ.

1 ბახვიჰესი 3 9.8

2 არაგვიჰესი 8

3 შილდაჰესი 4.8

4 ხადორიჰესი 2 5.4

5 ლარსიჰესი 19

6 ახმეტაჰესი 9.1

7 ყაზბეგიჰესი 6

8 ფარავანიჰესი 87

9 ალაზანიჰესი 2 6

10 ფშაველაჰესი 1.9

Page 5: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გამარტივებული პროცედურები

2013 წლის 21 აგვისტოდან ძალაში შევიდა ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“.

ამოქმედდა პროექტის განხორციელების ორსაფეხურიანი სისტემა: წინასამშენებლო ფაზა და სამშენებლო ფაზა.

მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო გარანტიის მოცულობა.

ინვესტორი ვალდებული გახდა 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად რვა თვის გენერაციის რეალიზაცია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე განახორციელოს.

Page 6: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გამარტივებული პროცედურები

სანქცირების ახალი წესის თანახმად, ინვესტორი არ კარგავს საბანკო გარანტიის სრულ თანხას და პროექტის განხორციელების უფლებას.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად დადგინდა ადგილობრივ ბაზარზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი.

ახალი წესები შეეხო მხოლოდ ნუსხაში შეტანილ ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს.

Page 7: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გამარტივებული პროცედურები

2014 წლის 10 აპრილს ძალაში შევიდა ბრძანება №40.

ამოქმედდა ერთსაფეხურიანი სისტემა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით.

ერთსაფეხურიანი სისტემა არ გულისხმობს საბანკო გარანტიის წარდგენას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე.

.

Page 8: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

გამარტივებული რეგულაციების შედეგი

• მიმდინარე 104 პროექტის განხორციელება იმყოფება სხვადასხვა ეტაპზე. ჯამური დადგმული სიმძლავრე 3,000 მგვტ-ს აღწევს, მოსალოდნელი გამომუშავება დაახლოებით 12 მილიარდ კვტ.სთ-ს უდრის და პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4.1 მლრდ. აშშ დოლარია.

• 2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,600 მგვტ-ია. მოსალოდნელი გამომუშავება 7 მლრდ. კვტ.სთ-ია. პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.4 მლრდ. აშშ დოლრია.

• 2015 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა დებედა და დარიალი ჰესები. ჯამური დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია. მოსალოდნელი ჯამური გამომუშავება 543 გეგავატ სთ-ს შეადგენს. ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარია.

ამჟამად არსებული ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება სხვადასხვა ეტაპზე 6,000-მდე ადამიანის დასაქმებას ნიშნავს.

Page 9: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

პრიორიტეტული პროექტები და ინვესტორებთან თანამშრომლობა

• 2015 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა 280 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას. პროექტის ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კვტ.სთ. იქნება. ჯამური საინვესტიციო თანხა 1 მლრდ. აშშ დოლარია.

• 2015 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „ხუდონჰესის" პროექტში. ინვესტორი გახდა ვალდებული გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობა 1.5 მლრდ. კვტ.სთ. დატოვოს საქართველოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მლრდ. აშშ დოლარია.

• აქტიურად მიმდინარეობს ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის სამუშაოები.

• 2015 წლის 21 აგვისტოს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Page 10: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ენერგეტიკის სექტორის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

2012 წლის IV კვარტლიდან 2015 წლის II კვარტლის ჩათვლით ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 500 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 15% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.

1% 3%

11%

15%

13%

4%

27%

6%

10%

10%

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

სამთომოპოვებითი მრეწველობა

დამამუშავებელი მრეწველობა

ენერგეტიკა

მშენებლობა

სასტუმროები და რესტორნები

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

უძრავი ქონება

საფინანსო სექტორი

დანარჩენი სექტორები

Page 11: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ქარის პირველი ელექტროსადგური “ქართლი”

იგეგმება 20 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ქარის პროექტის განხორციელება, შემდგომში 200 მგვტ-მდე განვითარების პერსპექტივით.

2016 წლიდან პროექტი გადადის სამშენებლო ეტაპზე.

Page 12: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

დამთავრებული და მიმდინარე თბოელექტროსადგურების პროექტები

2015 წელს საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ერთობლივად გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურის პროექტი განახორციელეს.

მიმდინარეობს მუშაობა კომბინირებული ციკლის 500 მგვტ. დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტზე.

2014 წლის 16 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ტყიბულში ადგილობრივ ქვანახშირზე მომუშავე 100-150 მგვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით. საინვესტიციო ღირებულება 180-200 მლნ. აშშ დოლარია. მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

Page 13: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ინფრასტრუქტურული პროექტები

• 2015 წელს დამტკიცდა “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2015-2025”.

• დასრულდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზისა და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური “ახალციხის” მშენებლობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 283 მლნ. ევრო შეადგინა.

• დასრულდა 220 კვ. გადამცემი ხაზების “სენაკი 1-2” და შესაბამისი ქვესადგურების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. დაიხარჯა 18 მლნ. აშშ დოლარი.

• დასრულდა USAID-ის დახმარებით დაფინანსებული ქვესადგურების პირველადი მოწყობილობების, აგრეთვე დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაცია. დაიხარჯა 17 მლნ. აშშ დოლარი.

Page 14: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ინფრასტრუქტურული პროექტები

• დაიწყო 220/110 კვ. „ხორგა“, 500/220/110 კვ. „ქსანი“, 220/110 კვ. „მარნეულის“ და 220/110 კვ. „მენჯის“ ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის დასრულებაც იგეგმება 2016 წელს. ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგეს.

• გაფორმდა ხელშეკრულება 500/220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 500/220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის მიზნით. პროექტი 2016 წელს დასრულდება, დაგეგმილი ინვესტიცია 45 მლნ. ევროა.

• გაფორმდა ხელშეკრულება 220 კვ. „ახალციხე-ბათუმი“ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით. დაგეგმილი ინვესტიცია 40 მლნ. აშშ დოლარია.

• გაფორმდა ხელშეკრულება „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით. დაგეგმილი ინვესტიცია 23 მლნ .ევროა.

• მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 515 მლნ. აშშ დოლარს.

Page 15: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/გაფართოება

• დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება.

• შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

• 400 მლნ. აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.

• პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2,000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის.

• 2019 წლიდან საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასად.

Page 16: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

• 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდა „აბაშა-სენაკის“ 29 კმ-იანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.

• 2013 წლის ნოემბერში დასრულდა „ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი მონაკვეთის გაზსადენის მშნებლობა.

• 2014 წლის ზაფხულში დასრულდა „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია.

• 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა „ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.

• 2014 წლის ნოემბერში დასრულდა „რუსთავი-საგარეჯოს” 25 კმ-იანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.

• 2014 წლის დეკემბერში დასრულდა „გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.

• 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა „წითელი ხიდი-მარნეულის“ 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

• მიმდინარეობს მუშაობა 200 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე გაზის დარეზერვების მიზნით. მშენებლობის დაწყება 2016 წელს იგეგმება.

Page 17: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ნავთობისა და გაზის სექტორი

საქართველოში 23 კომპანია ახორციელებს 31 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის

ძებნა-ძიების სამუშაოებს.

გასული 3 წლის განმავლობაში გაფორმდა ხელშეკრულებები 4 სალიცენზიო ბლოკზე.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ნავთობის მოპოვებას 6 კომპანია ახორციელებს.

ხელმოწერის ბონუსის სახით ბიუჯეტში გადარიცხულია 1.6 მლნ. აშშ დოლარი.

განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 216 მლნ. აშშ დოლარი.

ნავთობის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 117 ათასი ტონა.

გაზის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 34 მლნ. კუბური მეტრი.

Page 18: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების პროექტები

2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნორვეგიის სახელმწიფომ

საქართველოს გამოუყო 1.8 მლნ. ევრო მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების

ელექტრონული სისტემის (GIS) დანერგვის მიზნით. პროექტი 2016 წელს სრულდება.

მიმდინარეობს „მდინარეების წყალშემკრები აუზების ეტაპობრივი შესწავლა და შეუსწავლელი

პოტენციალის გამოვლენა“. კვლევა ეტაპობრივად 2015 წლის ბოლომდე დამთავრდება.

Page 19: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური ღონისძიებები

• 2014 წლის 30 იანვარს ხელი მოეწერა „მერების შეთანხმებას“. პროექტის მონაწილე მსოფლიოს

5,460 მუნიციპალიტეტს შორის იმყოფება თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი,

ზუგდიდი და ბათუმი .

• „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება სუფთა

ენერგიის პროგრამა (LEDS)“.

Page 20: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია

2015 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა.

მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს საქართველო უმასპინძლებს ქარტიის ყოველწლიურ მაღალი

დონის კონფერენციას.

რეგიონალურ ენერგეტიკულ სისტემებთან ტექნიკური სინქრონიზაციის ხელშეწყობის მიზნით

გრძელდება მუშაობა ელექტროენერგიის ბაზრის ახალ მოდელზე „საქართველოს

ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელი და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“.

Page 21: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

გასული სამი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები

გამრიცხველიანდა 180 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 115 ათასამდე ოჯახი.

ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი.

ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია - 264.4 მლნ. აშშ დოლარი.

გაფორმდა 60 მემორანდუმი 88 საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტების

ჯამური დადგმული სიმძლავრეა 1,600 მგვტ.

ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 216 მლნ. აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა

ენერგეტიკის სექტორში: 500 მლნ. აშშ დოლარი.

Page 22: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროenergy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis...მიმზიდველი საინვესტიციო

მადლობა ყურადღებისთვის!