საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract...

50
0 თვითდასაქმებულის როლი საქართველოს ეკონომიკასა და განვითარებაში ხატია ტაბატაძე ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი ბაქრაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თბილისი, 2018

Transcript of საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract...

Page 1: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

0

თვითდასაქმებულის როლი საქართველოს ეკონომიკასა და

განვითარებაში

ხატია ტაბატაძე

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები

სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი ბაქრაძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

თბილისი, 2018

Page 2: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

1

Page 3: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

I

განაცხადი:

„როგორც ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ

ნამუშევარს,

ხოლო სხვა ავტორების მიერ შექმნილი მასალები არის მოხსენებული ან ციტირებული

სათანადო წესების შესაბამისად.“

ხატია ტაბატაძე. 06.06.19 წ

Page 4: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

II

აბსტრაქტი

ეს ნაშრომი აანალიზებს თვითდასაქმებულის როლს საქართველოს ეკონომიკაში, რა

მდგომარეობაა დღეს ამ კუთხუთ, რა შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნიათ

დააქმებულთა ამ კატეგორიას. რას ვგულისხმობთ თვითდასაქმებულებში და ვის

მოიცავს კონკრეტულად. დასაქმების კუთხით შევადარებთ სოფელსა და ქალაქში

არსებულ მდგომარეობას, დეტალურად განვიხილავთ სოფლის მეურნეობის ჭრილს,

ქვეყნისთვის როგორც „წარმატებულ“ თუ „წარუმატებელ“ მეწამეებს. რატომ გამოირჩევა

დაბალი პროდუქტიულობით სოფლის მეურბნებოა. განვსაზღვრავღ პროცენტულ

წილებს თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულ ადამიანების

გათვალისწინებით შრომით ბაზარზე. მიიჩნევენ თუ არა თვითდასაქმებული ადამიანები

თავს დასაქმებულად და როგორია მათი სუბიექტური აღქმა. აქედან გამომდინარე,

რამდენად სანდო და რელევანტურია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ჩატარებული

გამოკითხვები და შეგვიძლია, თუ არა ამ მონაცემებით პრობლემის იდენტიფიცირება და

აღმოფხვრა. რა იწვევს უთანასწორებას და შეგვიძლია, თუ არა შევცვალოთ და ზეგავლა

მოვახდინოთ ჯინის კოეფიციენტზე, რათა შემცირდეს უთანასწორობის დონე. რა

პრაქტიკა და გამოცდილება გააჩნიათ განვითარებად, განვითარებულ და

განუვითარებელ ქვეყნებს. უნდა გავიაზიაროთ, თუ არა მათი პრაქტიკა. მიკრო, მცირე

და საშუალო ბიზნესის როლი ეკონომიკაში და მათი წახალისების დადებითი და

უარყოფითი მხარეები.

Page 5: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

III

Abstract

This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy.

What is the situation nowadays via this occasion and what are the possibilities and

potentials of the people who are employed in this category.

What is the meaning of selfemployed and specifically who is included in this category.

In this thesis we compare the situation of employment in the village and the city.

We will discuss the part of agriculture as "successful" or "unsuccessful" entrepreneurs of the co

untry. Why has the agriculture such low productivity. We will determine the percentage

distribution in the labor market between the employed and self-employed people.

Selfemployers consider themselves as employed or not and what their subjective

perception is.

Therefore, how reliable and relevant is the survey conducted by the National Statistics

Office and is it possible, or not to identify and eradicate the problem by using these data.

What is the reason of inequality and is it possible to change the Gini coefficient to reduse

the level of inequality. What practices and experience have underdeveloped, developed,

and undeveloped countries and whether they should share their practice, the role of micro, sma

ll and medium business in the economy and pros and cons of their incentives.

Page 6: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

IV

სარჩევი

ცხრილების ჩამონათვალი .......................................................................................... V

შესავალი ......................................................................................................................... 1

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................. 3

სამუშაო ძალა.................................................................................................................. 13

მშპ, მნიშვნელოვანი ინდიკატორი ............................................................................. 15

კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძლები ................................... 18

თვითდასაქმებულთა რაოდენობა ............................................................................. 19

დასაქმება სექტორულ ჭრილში................................................................................20

დასაქმება გენდერულ ჭრილში................................................................................22

დასაქმება ასაკობრივ ჭრილში.................................................................................23

თვითდასაქმებულთა გადანაწილება სოფლად და ქალაქად.............................. 23

განათლება.....................................................................................................................25

კვლევის შედეგები..........................................................................................................26

ზოგადი დასკვნა............................................................................................................. 33

რეკომენდაციები............................................................................................................. 26

ბიბლიოგრაფია............................................................................................................... 38

Page 7: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

V

გრაფიკები :

გრაფიკი N1 უთანასწორობა სხვადასხვა ტიპის შემოსავლების მიხედვით .................. 7

გრაფიკი N2 დასაქმება და უმუშევრობის დონე.................................................................. 14

გრაფიკი N3 მთლიანი შიდა პროდუქტი.............................................................................................. 16

გრაფიკი N4 დასაქმებულთა განაწილება, %........................................................................................19

გრაფიკი N5 მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2018წ , %.............21

გრაფიკი N6 დასაქმების დონე სქესობრივ ჭრილში, %.........................................................22

გრაფიკი N7 უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში,%......................................................23

გრაფიკი N8 დაქირავებულების გადანაწილება სოფლად და ქალაქად.............................23

გრაფიკი N9 თვითდასაქმებულთა გადანაწილება სოფლად და ქალაქად.........................24

გრაფიკი N10. დასაქმებულთა წილი განათლების დონეების მიხედვით (%)...................25

გრაფიკი N11 თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები

განათლების დონის მიხედვით...................................................................................................26

Page 8: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

VI

Page 9: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

1

შესავალი და საკითხის აქტუალურობა

დღეის მდგომარეობით დასაქმების პრობლემა საქართველოსთვის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დღის წესრიგში დგას, ჩემი კვლევის საგანია

თვითდასაქმებულთა როლი საქართველოს ეკონომიკასა და განვითარებაში. ამიტომაც

თემიდან გამომდინარე შევეხებით ისეთ თემებს როგორიცაა: დასაქმება, შესაბამისი

სამუშაო ძალის არარსებობა ბაზარზე, შეზღუდული რესურსები სოფლის მეურნეობის

ჭრილში, არასაკმარისი განათლება, უთანასწორობა, არაფორმალური დასაქმება და სხვა.

რადგანაც პირადად ვარ თვითდასაქმებული (მიკრო ბიზნესის სტატუს მქონე).

გადავწვიტე, ეს თემა ამერჩია საკვლევად, დეტალურად გამერკვია ჩემი როლი ქვეყნის

ეკონომიკაში, ასევე მისი პერსპექტივები და შესაძლებლობები.

რეალობაა, რომ ადამიანები ძალიან სუბიექტურად აღიქვამენ დასაქმების თემას. რიგ

შემთხვევებში თვითდასაქმებულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს და

სამსახურის მაძიებელთა რიგებში მოიაზრებს თავს. მათთვის დასაქმება ნიშნავს

მხოლოდ სტაბილურ საქმიანობას და შემოსავლს. რეალურად უმუშევრად მიიჩნევა

პირი, რომელიც უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში არ არის დასაქმებული და არ აქვს

ანაზღაურება. ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელმაც კვლევის მომენტში

1 საათი იმუშავა და მიიღო ანაზღაურება, იგი ავტომატურად ჩაითვალა დასაქმებულად.

სინამდვილეში ასეთი ადამიანი მიიჩნევს, რომ არ არის დასაქმებული, ან მისი დასაქმება

არასაკმარისია. ამ კატეგორიაში ძირითადი პროცენტული წილი მოდის სოფლის

მეურნეობაში დასაქმებულებზე, მცირე მეწარმეებსა და სეზონურად დასაქმებულებზე.

თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ეძებს დამატებით შემოსავალს (მოიცავს

დაქირავებით დასაქმებულსაც). რადგანაც არ არის განსაზღვრული მათი შემოსავლის

ქვედა ზღვარი, რის ქვემოთაც იგი ჩაითვლება უმუშევრად, ამიტომ რთლია

Page 10: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

2

დავადგინოთ ზღვარი თვითდასაქმებასა და უმუშევრობას შორის.

დასაქმების დონის განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი,

რომლის როლიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასა და ზრდაში საყურადღებოა.

განსაკუთრებით კი ისეთი პატარა და ჯერ კიდევ განვითარების საწყის საფეხურზე

მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, დასაქმების დონე საკმაოდ ფართო

ცნებაა, რომელიც უფრო მეტ დაკონრეტებასა და განხილვარ მოითხოვს.

ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, როგორც უშუალოდ

დასაქმების დონით, აგრეთვე საქმებულთა სტრუქტურული შემადგენლობითა და

სექტორული განაწილებით. აღსანიშნავია, რომ მიწითა და ბუნებრიცი რესურსებით

მდიდარ ქვეყნებში, ისეთში როგორიც საქართველოა, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი

წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის და მათ თვითდასაქმებულებად განვიხილავთ,

ვინაიდან სამუშაო ძალის თვითდასაქმებულ და დაქირავებულ მუშაკებად დაყოფა

საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებსა და სადავო შედეგებთან არის

დაკავშირებული. ვფიქრობ, მოცემული საკითხი აქტუალურია და მისმა ღრმა და

საფუძვლიანმა ანალიზმა საყურადღებო და საინტერსო დასკვნები შეიძლება

გაგვაკეთებინოს, რაც ხელს შეუწყობს ვიფიქროთ, არსებული რეგულაციებისა თუ

პროექტების შედგენის, ასევე მათი დანერგვისა და განხორცილების

მიზანშეწონილობაზე.

Page 11: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

3

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

თვითდასაქმებული პირი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით-

თანამედროვე საქართველოს კანონმდებლობაშო არ მოიძებნება თვითდასაქმებულის

ცნება. კანონმდებლობით იგი განსაზღვრულია, როგორც მეწარმე ფიზიკური პირი

საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით.1

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე2 მუხლის მიხედვით რეგისტრირებული

ინდივიდუალი მეწარმე და ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას. 2

თვითდასაქმება და მთლიანი შიდა პროდუქტი- ხშირ შემთხვევაში, სამთავრობო

პოლიტიკის გამტარებლები არასწორი კუთხით უყურებენ დამოკიდებულებას

თვითდასაქმებასა (მეწარმეობა) და მთლიან შიდა პროდუქტს შორის და ძირითადად,

მიიჩნევენ, რომ მეწარმეობის წახალისებისაკენ მიმართული პროგრამებით

რეზიდენტების შემოსავლების ბუმს შეუწყობენ ხელს. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტიც,

რომ არა ერთი ეკონომიკური კვლევა ასაბუთებს, რომ თვითდასაქმებასა და მთლიან

შიდა პროდუქტის ზრდას შორის ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. 2014 წელს

გამოქვეყნებულ კვლევაში, გალაპი ერთმანეთს ადარებს ერთ სულ მოსახლეზე მთლიან

1 საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 36.

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=146 2 ნადარაია.ლ. როგავა.ზ. რუხაძე.კ. ბოლქვაძე.ბ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარი, წიგნი

პირველი. 2012. 264გვ.

Page 12: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

4

შიდა პროდუქტსა და მოსახლეობის იმ წილს, რომლებმაც თავი თვით-დასაქმებულებად

გამოაცხადეს მსოფლიოს 135 ქვეყანაში. როგორც, აღნიშნულმა კვლევამ ცხადყო

თვითდასაქმებას ნეგატიური გავლენა აქვს მთლიან შიდა პროდუქტზე (ერთ სულ

მოსახლზე), რაც თავის მხრივ ნიშნავდა იმას, რომ თვითდასაქმების კოეფიციენტი

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უნდა ყოფილიყო დაბალი. გარდა აღნიშნული

კვლევისა, აღნიშნულ პერიოდში იგივე შედეგები გამოქვეყნა ეკონომიკური ანალიზის

ბიურომაც. ამერიკის ბიუროს მონაცემებით კი, რომელიც 1977-2011 წლებს განიხილავს,

ასევე აღსანიშნავია ნეგატიური ეფექტი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა

თვითდასაქმებაზე, რასაც ადასტურებს ამერიკის მაგალითი. განხილულ პერიოდში,

ქვეყანაში შემოსავლების დაახლოებით 79 %-იანმა ზრდის კვალდაკვალ 49%-თ

შემცირდა ახალი კომპანიების დაარსების სიხშირე3.

Gary D. Libecap-ის წიგნში თვითდასაქმება და განვითარება: თვითდასაქმებასა და

მთლიან შიდა პროდუქტს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცალმხრივია, ე.ი

პირველი გავლენას ახდენს მშპ-ზე, თუმცა მშპ-ს გავლენა თვითდასაქმებაზე, ამ კვლევის

მიხედვით სტატისტიკურად უარყოფილია. წრფივი რეგრესიის მოდელის გამოყენებით,

34 ქვეყნის 13 წლის მონაცემების საფუძველზე, დადგინდა, რომ თვითდასაქმება ზრდის

მთლიან შიდა პროდუქტს მოკლევადიან პერიოდში, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში

მას მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიური გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, მსგავსი

ანალიზი ძალიან საყურადღებოა, რადგან როგორც ჩანს თვითდასაქმება შეიძლება

მიმზიდველი ჩანდეს მოკლევადიანი პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა,

გრძელვადიან პერსპექტივაში მას ნეგატიური პროცესები შეიძლება მოჰყვეს.4

3 https://www.entrepreneur.com/article/237695 4 Sana El Harbi, , Gilles Grolleau, , Insaf Bekir, (2011), Chapter 4 Entrepreneurship and Growth: What Causes What?, in Gary D. Libecap, Sherry Hoskinson (ed.) Entrepreneurship and Global Competitiveness in Regional Economies: Determinants and Policy Implications (Advances in the Study of Entrepreneurship, Innovation & Economic Growth, Volume 22) Emerald Group Publishing Limited, pp.73 - 91

Page 13: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

5

თვითდასაქმება და უთანასწორობა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული

სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის

ტემპმა 4.8% შეადგინა 2017-2018 წლებში, თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ

აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტემპის უკან შემოსავლებისა და სიღარიბის

უთანაბრობით განპირობებული არასტაბილური და სოციალური ფონი იმალება,

რომელთა მხედველობაში მიღებაც აუცილებელია.

აისეტის კვლევაში ვკითხულობთ. „კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა

კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც

შეუძლია“ უფრო ზუსტად ავტორი ამბობს, რომ უთანასწორობა იწვევს ქვეყნის

პოლიტიკურ დეტაბილიზაციას. რაც რა თქმა უნდა, აბრკოლებს ნებისმიერი სახის

ინვესტიციას. როგორ ადგილობრივი, ასევე უცხოეილი ინვესტორი თავს შეიკავებს,

დააბანდოს თანხა ისეთ ქვეყანაში, სადაც არასტაბილურობის და არამდგრადობის რისკი

მაღალია. რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში? მაგალითად შემოსავლების და

ქონების დაბეგვრა (ჩვეულებრივ პროგრესული საგადასახადო განაკვეთით) და

გადანაწილება უფრო მდიდარი ფენიდან შეჭირვებულ ფენაზე პრაქტიკულად

შეუძლებელია, საქართველოში მისი დაბალშემოსავლიანი ბიუჯეტის გამო. დაბალი

გადასახადები ინვესტიციებისა და ზოგადი ეკონომიკური აქტივობების

წახალისებისთვისაა საჭირო. ზუსტად ეს ფაქტორი ზრდის საქართველოს

კონკურენტუნარიანობას განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. პრობლემის გადაჭრის

გზა პირველ რიგში მისი იდენტიფიცირებაა, რომელმაც უნდა დაადგინოს შემოსავლის

ის ტიპები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ უთანასწორობაზე, დადებითად თუ

უარყოფითად. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ უნდა გატარდეს საჭირო ღონისძიებები,

ეს იქნება: სუბსიდიები. გადასახადების რეგულაცია, უთანასწორობაზე ყველაზე

მძლავრად მოქმედი ფაქტორი შემოსავლების მანიპულაცია თუ სხვა.

სტატიაში გამოყენებულია, რობერტ ლურმანისა და შლომო იცჰაკის ნაშრომები, სადაც

Page 14: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

6

ისინი საუბრობენ ჯინის ინდექსის დათვლის შესახებ შემოსავლების სხვადასხვა

კომპონენტისთვის ცალ-ცალკე.5

ეს მეთოდი საქართველოს შემთხვევას მოარგო მსოფლიოს ბანკის წარმომადგენელმა

რუსლამ იემცოვმა 6 მან ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სწორედ

თვითდასაქმებულობაა მიზეზი, საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის, მას

შემდეგ რაც ერთამენთს შეადარა თვითდასაქმებულთა და მთლიანი მოსახლეობის

შემოსავლების სტატისტიკური გადანაწილებები. შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა,

რადგანაც თვითდასაქმებულთა კატეგორიაში ერთიანდებიან ერთმათისგან

რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები:

მაგალითად: ადვოკატი, რომელსაც უჭირს თავის შენახვა. გლეხი, რომელსაც მოჰყავს

პროდუქტი, რომელსაც თავადვე მოიხმარს. არქიტექტორი, რომელიც მცირეოდენ

საარსებო მინიმუმს გამოიმუშავებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) შტატგარეშე

სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია, საათში მინ 100 დოლარი გამოიმუშავოს დიდი

კომპანიების მიერ შეკვეთის მიღების შემთხვევაში. ამ სტატიაში ჩატარებულია კვლევა

საქსტატის მონაცემების მიხედვით და კვლევის საგანია, უთანასწორობა სხვადასხვა ტიპის

შემოსავლების გათვალისწინებით და თუ რა გავლენას მოახდენდა სხვადასხვა ტიპის

შემოსავლია 1 %-ით გაზრდა ზოგადად ქვეყანაში არსებულ უთანასწორობაზე. კვლევის

შედეგად, ავტორი ვარაუდობს, რომ ჯინის კოეფიციენტის დაახლოებით 10%-ით

5 (“Income Inequality Effects by Income Source: A New Approach and Applications to

the United States”,Review of Economics and Statistics 67, 1985, pp. 151-156). 6 1(“Inequality and Income Distribution in Georgia”, IZA Discussion Paper 252, 2001)..

Page 15: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

7

შემცირება მოხდება, თუ ტრანსფერების (სოციალურ დახმარება, ფულადი

გზავნილები, სოციალური დახმარება, პენსია და ნათესავებისგან მიღებული თანხები)

მიმღებთა შემოსავლებს გავზრდით 1%-ით, ამასთან, სოფლის მეურნეობის

პროდუქციიდან მიღებული შემოსავლების 1%-ით გაზრდა, 5%-ით შეამცირებდა

უთანასწორობას.

გრაფიკი N1 უთანასწორობა სხვადასხვა ტიპის შემოსავლების მიხედვით

წყარო: ISET , Sunday, 26 January 2014 Nino abashidze

დავუშვათ, მართლაც ამხელა ზეგავლენა აქვს ჯინის კოეფიციენტს უთანასწორობაზე,

მაშინ გამოდის, ისეთი ინდიკატორის გაზრდით, როგორიცაა სოციალური დახმარება

და პენსიები, როგორც გამოთვლებში გამოჩნდა, შესაძლოა უთანასწორობის შემცირება

გამოეწვია. ( რა თქმა უნდა, სანამ მსგავსი პოლიტიკა გატარდება, კვლევა თავიდან უნდა

ჩატარდეს უახლესი მონაცემების საფუძველზე) . ამ პრინციპით, თუ მოვახდენთ სოფლის

მეურნეობიდან ნატურით მიღებული შემოსავლის სუბსიდირებას, ამ კუთხითაც

შეგვიძლია, შევამციროთ უთანასწორობის მაჩვენებელი. თუ გაიზრდება შემოსავლის

ღირებულება წვრილი ფერმერების მიერ ნატურით მიღებული, მაშინ უთანასწორობაც

შესაბამისად პროპორციულად შემცირდება. ამ ყველაფერს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ,

Page 16: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

8

თუ ჯინის კოეფიციენტს მივიჩნევთ საიმედო ინდიკატორად არსებული უთანასწორობის. ამ

საკითხის შესახებ დღემდე დავობენ ეკონომისტები.7

არაფორმალური დასაქმება

აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული პროცენტული წილი

დასაქმებულია არაფორმალურ დასაქმებაში. ამიტომაც განივიხილავთ აისეტის

სამეცნიერო ნაშრომს არაფორმალური დასაქმების შესახებ, სადაც აღწერილია ამ

საკითხის შესახებ ზოგადი ცნობები და დღევანდელი მდგომარეობა. შრომის

საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) განმარტებით: „ დასაქმება, რომელიც შედგება

ერთეულებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან პროდუქციისა თუ მომსახურების

წარმოებაში ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის დასაქმებისა და შემოსავლის

მიცემის წინასწარი მიზნით. ეს ერთეულები, როგორც წესი, ორგანიზაციის დაბალ

დონეზე მოქმედებს, სადაც შრომასა და კაპიტალს, როგორც წარმოების ფაქტორებს,

შორის ცოტა ან თითქმის არავითარი გაყოფა არ არსებობს’’ .

არაფორმალურ დასაქმებას ახასიათებს: ნათესაური და პირადი კავშირები, შემთხვევითი

დასაქმება. ძირითადად შემთხვევაში არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი და

ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე ხელფასის დამადასტურებელი საბუთის

არსებობაც ეჭვქვეშაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შემცირდა ფორმალურ

სექტორში დასაქმება და ხალხის დიდი ნაწილი გადანაწილდა არაფორმალურ სექტორში

( სოფლის მეურნეობა, გარევაჭრობა, ტაქსის მომსახურება და სხვა). ერთ-ერთი მიზეზი,

რატომაც აითვისეს დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის სექტორი, საარსებო

7 http://iset-pi.ge/index.php/en/iset-economist-blog-2/entry/e1-83-a3-e1-83-a4-e1-83-a0-e1-83-9d-e1-83-97-

e1-83-90-e1-83-9c-e1-83-90-e1-83-a1-e1-83-ac-e1-83-9d-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-90-e1-83-a5-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-97-e1-83-95-e1-83-94-e1-83-9a?fbclid=IwAR1F97ZOXEo23wNMOEh4gMlPNmUp2OX95UYnjtbBeRLcCXfoKk5NskqbNpE.

Page 17: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

9

მინიმუმის დაკმაყოფილებაა, მას შემდეგ ისინი ძირითადად დასაქმებულნი არიან,

არაფორმალურ სექტორში. ზემოთ აღწერილი სურათი, არ არის ზუსტი და ამომწურავი.

რადგანაც, ბევრი კვლევა ამბობს, რომ არაფორმალური განათლება ხშირ შემთხვევაში

არის არჩევანი, რომელიც დამოკიდებულია არა საჭიროებაზე, არამედ საკუთარ

კეთილდღებაზე. (გადასახადების თავიდან აცილება) . მაგალითად ბევრი ხელოსანი

თავისი ნებით ირჩევს ამ სახის დასაქმებას და საკმაოდ კარგადაც ახერხებს თავისი

შესაძლებლობების გამოყენებას. ამ თეორიის არსებობამ გააჩინა ეჭვი, დგას თუ არა

ფორმალური სექტორის სამსახურის უპირატესობა. ფაქტია, არაფორმალური დასაქმების

ეს ორივე ტიპი (იძულებითიც და ნებაყოფლობითიც) ეკონომიკაში თანაარსებობს.

სტატიაში ავტორი იყენებს ავტორების ჰარტმუტ ლემანის და ნორბერტო პინატის (2007წ)

დასკვნებს. (შეისწავლეს უკრაინული შრომის ბაზარი). მათ იპოვეს შრომის ბაზრის

დაყოფის ფაქტები და მტკიცებეულებები არაფორმალურად დასაქმებულთა და

იძულებით არაფორმალურად დასაქმებულთა შორის. რომლებიც პარალელურად

მუშაობენ ორივე სფეროში. აღმოჩნდა, რომ ორივე შემთხვევაში ( თვითდასაქმებულების

და დაქირავებით ანაზღაურებადი თანამშრომლების) მათი არჩევანი იყო

არაფორმალური დასაქმება. მართალია არასტაბილური, თუმცა უფრო მაღალის

შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა. უკრაინული დასკვნები თითქმის ესადაგება ჩვენს

რეალობასაც. სტატიაში ასევე გამოყენებულია 1998-1999 წლებში საქართველოში

ჩატარებული შრომითი მობილობის შესახებ კვლევა (ბერბანესა და სტამპინის (2009 წ).

ირკვევა , რომ საქართველოშიც არსებობდა შრომით ბაზრის დაყოფა. უპირატესობა

ენიჭებოდა ფორმალურ დასაქმებას. უმუშევრობა წარმოადგენდა,უმაღლესი

განათლების მქონდე ადამიანების მოლოდინს, რომ გამოჩნდებოდა ფორმალური

სამსახური, სადაც ისინი დასაქმდებოდნენ. ზოგიერთი დასაქმებულისთვის ყველაზე

მნიშვნელოვანი საარსებო მინიმუმის მიღება იყო. ამ დროს სხვა დაქირავებით

დასაქმებულთა უმრავლესობა ჩართული იყო მაღალშემოსავლიან საქმიანობებში. ამავე

კვლევაში იკვეთება, რომ არაფორმალური დასაქმება ბუფერის როლსაც ასრულებდა

Page 18: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

10

რიგ

შემთხვევებში რეცესიის დროს. აღსანიშნავია, საჯარო მოხელეები ცდილობენ,

ებრძოლონ ასეთი ტიპის დასაქმებას. რადგანაც ამ შემთხვევაში მათი შემოსავლები

არაკონტროლირებადია და ამიტომაც შესაძლებელია გამოიწვიოს ნეგატიური შედეგენი

ეკონომიკისათვის. ირღვევა თავისუფალი კონკურენციის პირობები, რადგან ისეთი

კომპანიები, რომლებიც ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ასაქმებენ, თავიდან

ირიდებენ გადასახადებს.და მათი პროდუქტცია კონკრენტებთან შედარებით იაფია და

ხელმისაწვდომი. ამასთან, სახელმწიფო იღებს მცირე საგადასახადო შემოსავალს. ხშირ

შემთხვევაში არაფორმალური დასაქმებული ადამიანი ითვლება უმუშევრად და მასზე

გაიცემა მატერიალური შეღავათები. სტატიაში ავტორი ამბობს, რომ ჯერ არასაკმარისი

კვლევაა ჩატარებული ამ მიმართულებით, რისი მიზეზიცაა ამ საკითხთან

დაკავშირებული შესაბამისი მონაცემების სიმწირე. ISET-ის ეს სტატია ეფუძნება 2013

წლის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატერებულ შრომით ბაზრის კვლევების მონაცემებს.

რათა დადგინეს რეალურად როგორ მუშააობს არაფორმალური შრომითი ბაზარი. ასეთი

კვლევა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის. 8

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი-საშუალო კლასის არსებობა

ღია ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს პოტენციალი

სამომხმარებლო ბაზრის მოდერნიზაციის ინსტრუმენტად მოგვევლინოს.

საქართველოში ამ დარგის განვითარება გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:

საშუალო ფენის ფორმირება, მოსახლეობის დასაქმება, მშპ-ში წვლილის შეტანა,

კონკურენციის ზრდა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებს.

8 http://iset-pi.ge/index.php/en/iset-economist-blog-2/entry/2016-01-05-14-08-49?fbclid=IwAR2ZGFVG2IG-s8hg3sZkSQaZb1MBUsxNNhXk8gRmaY4-y8EWB9JrgHETC6Y

Page 19: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

11

სამუშაო ადგილები

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის საფუძველზე მცირე ბიზნესში დასაქმებულია კერძო

სექტორის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი და მოიცავს სამუშაო ადგილების ¾ მდე

ნაწილს. სამუშაო ადგილების ამგვარ ზრდას,

ძირითადად განაპირობებენ ისეთი მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანები,

რომლებიც აპირებენ მომავალში გარდაიქმნან საშუალო და მსხვილ საწარმოებად,

რადგანაც აღსანიშნავია რომ მიკრო და მცირე ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს,

საერთოდ არ ჰყავთ დაქირავებული თანამშრომლები.

ახალი ნაწარმის შექმნა

მოქნილია ყოველგვარი სიახლის დანერგვის კუთხით. აქედან გამომდინარე მისი

უპირატესობა ტექნოლოგიური განვითარების. მრავლფეროვანი საქონლისა თუ

მომსახურების შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. ზოგ შემთხვევაში თავად ქმნის ახალ

ტექნოლოგიებს, აფართოებს საკუთარი კომპანიის

საქმიანობას, ან მთლიან ბიზნესს ჰყიდის უფრო დიდ კომპანიაზე, რომელიც

დაინტერესებულია ამ ტექნოლოგიის დანერგვით და სჭირდება თავისი კომპანიისთვის.

აღსანიშნავია, რომ პრინციპულად ახალი ტექნიკის გამოშვება მნიშვნელოვანი ფაქტორია,

რადგანაც არღვევს მსხვილ მასშტაბიანი, სერიული წარმოების სტაბილურობას.

რისკი

შეუძლიათ წავიდეს ისეთ რისკზე, რომელზეც რიგ შემთხვევებში დიდი

Page 20: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

12

კომპანიები არ დათანხმდებოდნენ. მეწარმეები ზოგადად გამოირჩევიან როგორც

რისკიანი და სიახლისკენ ორიენტირებული ადამიანები. გამოუცდელი და ჯერ

ბოლომდე გაურკვეველი იდეების დანერგვის მსურველ ადამიანებს, შეუძლიათ დიდი

წვლილი შეიტანონ ეკონომიკაში. მცირე საწარმოს არსებობას, შეუძლია საბაზრო

ინფრასტრუქტურის ფორმირების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანი საბაზრო

ეკონომიკაზე გადასვლისთვის. იგი უზრუნველჰყოფს ისეთი ფუნქციების შესრულებას

ეროვნული მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზმისათვის, რასაც მსხვილი

კომპანიები უბრალოდ არ ახორციელებენ. მაგალითად : კადრების მომზადება, შერჩევის

და შეფასების ცენტრები. საწარმოო განვითარების და ტექნიკური მომსახურების

ფირმები, საინფორმაციო საკონსულტაციო და აუდიტორული ფირმები, სავალუტო და

საფონდი ბირჟები და ა.შ. მცირე საწარმო აგრეთვე სოციალური ფუნქციასაც ითავსებს,

მაგალითად, შეუძლია დიდ მასშტაბებში აითვისოს დაუსაქმებელი ადამიანთა

კატეგორია, რომელიც გათავისუფლდა მსხვილი საწარმოების მიერ, გამოსწროს,

განმუხტოს ან შეამციროს სოციალური დაძაბულობა ეკონომიკური კრიზისის დროს.

აქვე განვიხილოთ მცირე მეწარმეობის სუსტი მხარეები: იგი ხასიათდება ნაკლები

კონკურენტუნარიანობით, სუსტად მიუწვდება ხელი საკრედიტო რესურსებთან,

ნაკლები გამოცდილება საქმიანობის წასამართად. ბიზნეს-პარტნიორების მხრიდან

შედარებით ნაკლები სანდოობა. ამიტომაც სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა ჩადოს ამ

სფეროს წახალისებისთვის, რათა მან შეძლოს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის

ეკონომიკაში. ჩამოაყალიბოს საშუალო კლასი, ეკონომიკური კრიზის დაძლევაში

დაეხმაროს, შექმნას ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა.9

მიკრო და მცირე ბიზნესის დაბეგვრა:

9 https://atsu.edu.ge/en/images/pdf/disertaciebi/disertacia_gogiashvili.pdf

Page 21: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

13

მცირე ბიზნესი(დაბეგვრა) - 3% ან 5%-იანი განაკვეთით. დასაბეგრი შემოსავლის

დაბეგვრა ხდება 5%-ით. იმ შემთხვევაში თუ, მეწარმე წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც

მისი ხარჯი (გარდა დასაქმებულთათვის გადახდილი ხელფასის) ერთობლივი

შემოსავლის 60%ია ან მეტი, დასაბეგრი თანხა იქნება 3%. ხოლო მიკრო ბიზნესი

გათავისუფლებულია ყოველვგვარი საშემოსავლო და მიმდინარე გადასახადისგან. ამ 2

სტატუსის შემოღება და შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესება, წაახალისებს

ამგვარი ბიზნესების რეგისტრაციას და მათ შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მონაცემებით, ამ რეგულაციის

შემდეგ 83231 მიკრო და მცირე საწარმო დარეგისტრიდა, აქედან 37470 მიკრო, 43761 მცირე

საწარმოა.10

სამუშაო ძალა

სამუშაო ძალა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კატეგორიას. იგი მოიცავს

ქვეყნის დასაქმებულ და უმუშევარ მოსახლეობას, ე.ი ყველა იმ ადამიანს ვისაც შეუძლია

და სურს ჩართული იყოს საქონლისა თუ მომსახურების წარმოების პროცესში. ხოლო

სამუშაო ძალის ჩართულობის კოეფიციენტი გვაძლევს მეტად მნიშვნელოვან

10 http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია

2016-2020 წლებისთვის

Page 22: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

14

ინფორმაციას იმის შესახებ თუ მთლიანი მოსახლეობის რა ნაწილი არის

ხელმისაწვდომი სამუშაოსთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალი ჩართულობის

კოეფიციენტი, თუ ეს განპირობებულია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით (და არა

უმუშევართა რაოდენობის ზრდით), მიგვანიშნებს იმაზე რომ ეკონომიკა ოპტიმალურად

“ითვისებს” ადამანთა რესურსებს და წარმოების ზრდის გზას ადგას. სამუშაო ძალაში

მიკუთვნებული დასაქმებულთა კატეგორია მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს

ანაზღაურებად სამსახურში, საკუთარ ბიზნესსა თუ არაანაზღაურებად, საოჯახო

ბიზნესში. ასევე აქ განიხილებიან როგორც სრული, ასევე არასრული განაკვეთით

მომუშავე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო

დროებით არ მუშაობენ, იქნება ეს შვებულება, უამინდობა თუ სხვა.11 რაც შეეხება

საქართველოს, კანონი “დასაქმების შესახებ”,

დასაქმებულად მიიჩნევს ყველა “ფიზიკურ პირს, რომელიც პირად და საზოგადოებრივ

მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით ეწევა საქმიანობას, რომელიც კანონით

აკრძალული არ არის და ანაზღაურებას იღებს ფულადი ან ნატურალური ფორმით”. 12

გრაფიკი N2 დასაქმება და უმუშევრობის დონე

11 გრეგორი მენქიუ - ეკონომიკის პრინციპები

12 https://matsne.gov.ge/

Page 23: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

15

წყარო: საქსტატი 2018

მშპ , მნიშვნელოვანი ინდიკატორი

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთ სულ

მოსახლეზე შემოსავლების საშუალო დონით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ

Page 24: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

16

2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის

დოკუმენტზე დაყრდნობით, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში, კატარში, ერთ სულ

მოსახლეზე მთლიანი შემოსვალები (მშპ-პპპ ) დაახლოებით 185-ჯერ აღემატება ყველაზე

ღარიბი ქვეყნის, ბურუნდის, მაჩვენებელს. ქვეყნების მიხედვით შემოსავლების დონის

ამ დოზით ვარირება, თავის მხრივ ცხოვრების დონეებს შორის რადიკალურ

განსხვავებას იწვევს, რა თქმა უნდა, თითოეულ მოსახლეზე შემოსავლების მაღალი

დონე გულისხმობს უკეთეს კვებას, მაღალ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას,

დახვეწილ ჯანდაცვის სისტემას, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს და ა.შ. ეს ყოველივე

ისევე როგორც ცალკეული ინდივიდების შემთხვევაში, ქვეყნის დონეზეც პირდაპირ

კავშირშია შემოსავლებთან.

2003 წლიდან აღრიცხავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მთლიანი

შიდა პროდუქტის შემოსავლების მეთოდით გაანგარიშებას. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ

შემოსავლების გადანაწილება საქართველოს მაგალითზე თითქმის ემთხვევა

მსოფლიოში არსებულ და გავრცელებულ ტენდენციებს. როდესაც შეინიშნება

ეკონომიკური აღმავლობა, უმეტეს შემთხვევაში ხდება კაპიტალური შემოსავლის წილის

ზრდა, ხოლო იკლებს შრომითი შემოსავალი. საწინააღმდეგო პროცესებს აქვს ადგილი

შენელების შემთხვევაში13

ეკონომიკაში ცხოვრების დონის გაზომვის მთავარ ინდიკატორად გვევლინება მთლიანი

13 (ეკონომიკა და საბანკო საქმე , ტომი3, N3, 2015წ . გვ 32)

Page 25: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

17

შიდა პროდუქტი, რომელიც ქვეყნის წარმოების, მთლიანი გამოშვების შესახებ გვაწვდის

ინფორმაციას. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი ზრდის ტემპტი,

ეკონომიკური განვთიარების კარგი ინდიკატორია. საქართველოში ამ მხრივ

პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება.

გრაფიკი N3 მთლიანი შიდა პროდუქტი

*დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2019 წლის 15 ნოემბერს.

**ერთ სულზე გაანგარიშებულ კვარტალური და წლიური მაჩვენებლები დაზუსტდა 2014

წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საფუძველზე განახლებული

მონაცემების მიხედვით.

როგორც ვხედავთ, 2018 წლის მონაცემებით მშპ-ს რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე

შეადგენს 4.7 პროცენტს. რაც მხოლოდ 0.1 % -ით ჩამორჩება 2017 წელთან შედარებით,

ხოლო მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა 2 წლის მაჩვენებლისგან.

Page 26: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

18

კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები:

Page 27: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

19

კკვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თეორია, მცირე და

საშუალო ბიზნესის შესახებ სახელმწიფო კანონმდებლობა და, გამოყენებითი ხასიათის

ნაშრომები. კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა სადისერტაციო ნაშრომები, მეცნიერ-

ეკონომისტთა ნაშრომები და ნარკვევები და სამეცნიერო ნაშრომები. კვლევა ასევე

მოიცავს ეკონომიკური კვლევების სხვადასხვა მეთოდებს, მაგალითად როგორიცაა:

ფუნქციონალური, შედარებითი ანალიზი, ლოგიკური მსჯელობა, სტატისტიკური,

გრაფიკული, სხვადასხვა საკითხის ანალიზის და ა.შ

კვლება ეფუძნება ისეთ ინფორმაციულ მონაცემებს, როგორიცაა: საქართველოს

ეროვნული სტატისტიკის სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული

ბიბლიოთეკა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აგრეგირებული მონაცემები.

თვითდასაქმებულთა რაოდენობა;

Page 28: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

20

საქართველოში, 2017 წლის საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა უმრავლესობას

თვითდასაქმებულები წარმოადგენენ. მათი წილი 51,7 პროცენტს შეადგენდა, რაც

1,5 % ით ჩამორჩება წინა წელს.

გრაფიკი N4 დასაქმებულთა განაწილება, %

წყარო: geostat: 2017

შედარებისთვის 2018 წლის მონაცემებით საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის

მონაცემებით (ILO), დაადგინა, რომ თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში

ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში

27,1%-ია , ხოლო ამავე რეგიონის საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში -

Page 29: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

21

18.8%. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში , მაჩვენებელი 15.9%-ს შეადგენს 14

თუ ამას გავითვალისწინებთ, თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში მეტად

დიდია. თუმცა თვითდასაქმებულთა დიდი ოდენობა და ასეთი სხვაობა განვითარებადი

ქვეყნებისთვის ბუნებრივია და საშუალოდ ევროკავშირისაზე მნიშვნელოვნად მაღალია.

კოლუმბია - 51.3%, სამხრეთ აზია – 53 %, ბრაზილია - 32.9%.უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ

სკანდინავიის ქვეყნებში ფიქსირდება ყველაზე ნაკლები თვითდასაქმებულთა რაოდენობა,

თუმცა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში თვითდასაქმებულთა

პროცენტული წილი 10ზე ნაკლებია. რუსეთი - 7.5% აშშ - 6.4%, კანადა - 8.6%. 15

დასაქმება სექტორულ ჭრილში

დასაქმებულთა რაოდენობა სექტორების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება

ერთმანეთისგან, თვითდასაქმებულთა თითქმის ნახევარზე მეტი თავმოყრილია სოფლის

მეურნეობის სექტორში. თუმცა მისი წილი ბიზნეს სექტორში, მხოლოდ 2%-

ია. თვითდასაქმებულთა მაღალი მაჩვენებლის გამო. თუ შევადარებთ სხვა სექტორებს

სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე დაბალია პროდუქტიულობის მაჩვენებელი.

ერთ-ერთი მიზეზი წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილის შინამეორნეობისთვის

მოხმარებაა,რის გამოც სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში დაბალია. აქედან

გამომდინარე,, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების და კაპიტალის ფორმირების ზრდა და

აგრეთვე სამუშაო ძალის გადანაწილება სხვა სექტორში განვითარებისთვის .

14 გამოყნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აგრეგირებული მონაცემები - World Employment

and Social Outlook – Trends 2018.)

15 https://forbes.ge/news/4227/TviTdasaqmebulTa-raodenoba

Page 30: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

22

გრაფიკი N5 მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2018წ , %

წყარო: geostat. სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი სტატისტიკა.

საქსტატის მონაცემებით 2018 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში

7.7%ს შეადგენს. რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა დარგებს. ზემოთ აღნიშნული

ადამიანების კატეგორია სტატისტიკისთვის დასაქმებულად ითვლებიან, თუმცა მათი დიდი

ნაწილი მიიჩნევს რომ უმუშევარია. აქედან გამომდინარე საქართველოში სამუშაო ძალის

მიღმა ყოფნის მიზეზი ფარული უმუშევრობა და არასრული დასაქმებაა. დღეს არ ხდება ამ

კუთხით სტატისტიკის წარმოება, რათა ზუსტად შეფასდეს არსებული ზუსტი სურათი,

დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა არასრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდით და

ამასთან ერთად ხელს უშლის

ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას,რადგან არ არსებობს სათანადო

ინფრომაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად. უნდა, დაინერგოს

Page 31: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

23

ევროკავშირის სამუშაო ძალის შესწავლის სტანდარტი, რაც გვაჩვენებს გაცილებით

რეალურ სურათს. რადგანაც იგი მოიცავს ფარული უმუშევრობის და არასრული

დასაქმების შესწავლას, მათ შორის შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო ძალის მიღმა

დარჩენის მიზეზებს.16

დასაქმება გენდერულ ჭრილში

როგორც საქსტატის მიერ მოცემული გრაფიკიდან ვხედავთ მამაკაცის დასაქმების დონე,

საგრძნობლად მაღალია ყველა წლის მონაცემებით, რაც გამოწვეულია სამუშაო ძალაში

მამაკაცების მაღალი ჩართულობით. ქალთა დასაქმების დონე ზრდადი

ტენდენციით ხასიათდება, 2017 წელს ყველაზე მაღალ პროცენტულ ნიშნულს მიაღწია.

თუმცა 2018 წელს 1,5-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ამასთან მამაკაცების

ჩართულობის დონეც შემცირებულია 1.1 ფუნქტით.

გრაფიკი N6 დასაქმების დონე სქესობრივ ჭრილში, %

16 1 EU labour force survey (LFS) methodology - https://bit.ly/2OdCKMx

Page 32: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

24

წყარო: საქსტატი 2018 წელი

დასაქმება ასაკობრივ ჭრილში

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი დონე უმუშევრობის 20-24 ასაკობრივ

ჯგუფში აღინიშნება. (30.8%) ხოლო დაბალი 65+ კატეგორიაში, ძირითადად ამ ჯგუფში

აქტიურობის დაბალი მაჩვენებელია, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.

გრაფიკი N7 უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში,%

Page 33: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

25

წყარო: საქსტატი 2018 წელი.

თვითდასაქმებულთა გადანაწილება სოფლად და ქალაქად

ასევე ვფიქრობ, საინტერესოა, ქალაქად და სოფლად დასაქმებულთა განაწილების

წარმოდგენა გრაფიკულად.

გრაფიკი N8 დაქირავებულების გადანაწილება სოფლად და ქალაქად

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი N9 თვითდასაქმებულთა გადანაწილება სოფლად და ქალაქად

17

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს წინა წლებისგან განსხვავებით, შეცვლილია

დასაქმებულთა სტრუქტურა,რაც აისახება თვითდასაქემებულთა რაოდენობის

17 ყვითლად აღნიშნულია ქალაქი, წითლად -სოფელი

Page 34: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

26

კლებითა და დაქირავებულთა რაოდენობის ზრდით.შესაბამისად, გაზრდილია

დაქირავებულ მუშაკთა წილი დასაქმებულთა შორის, რამაც განაპირობა

თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილის კლება 2.5%-ით (წლიური მაჩვენებელი).

საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ დაქირავებულთა და თვითდასაქმებულთა განაწილება

ქალაქად და სოფლად მკვეთრად განსხვავებულია. დაქირავებულთა უმრავლესობა

(დიახ. 71%) ქალაქზე მოდის, ხოლო სოფლად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 29%-ია. რაც

შეეხება თვითდასაქმებულებს, ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად

განსხვავებულია და ამ კატეგორიის 77.7% სოფლად მოდის. როგორც გრაფიკებზეა

წარმოდგენილი, თვითდასაქმებულთა ძირითად ნაწილს, სავარაუდოდ, საარსებო

სოფლის მეურნეობით დასაქმებული გლეხები შეადგენენ. საქართველოს სამუშაო ძალის

მსგავსი სფეციკა გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის სამუშაო ძალაში მყოფ ინდივიდთა

უმეტესობა ეკონომიკის ფორმალურ სექტორში ამუშაოს ვერ პოულობს, რაც თავის

მხრივ დიდ გავლენას ახდენს სიღარიბეზე, უთანასწორობასა და მთლიან

პროდუქტიულობაზე.

განათლება

როგორც საქსტატის მონაცემებით ირკვევა, უმაღლესი განათლება მიღებული

ადამიანების წილი 4%-ით უსწრებს საშუალო განათლების მქონე პირების ჯგუფს.

ზოგადი განათლების დონის შემთხვევაში თვითდასაქმებულთა მაღალი რაოდენობა

მიუთითებს იმაზე, რომ მათში მაღალი ნიშნულია სასოფლო სამეურნეო საქმიანობით

დაკავებული ადამიანებისა.

გრაფიკი N10. დასაქმებულთა წილი განათლების დონეების მიხედვით (%)

Page 35: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

27

საქსტატის მონაცემებით თვითდასაქმებიდან მიღებული საშუალო შემოსავალი

უმაღლესგანათლებულთა შემთხვევაში, უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადი

(პროფესიული.საშუალო.საბაზო) განათლების მქონდე ადამიანთა შემთხვევაში. მაგრამ

ზოგადად, თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები დაქირავებით

მიღებულ შემოსავალს მკვეთრად ჩამორჩება.

გრაფიკი N11 თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები

Page 36: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

28

განათლების დონის მიხედვით

გრაფიკები აღებულია: 18

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა (გამოკითხვა) :

კვლევის მიზანია, შევადაროთ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ მოცემულ

მონაცემებს და დავინახოთ მათ შორის კავშირი.

როგორც ჩემს კვლევაში ჩანს, სამუშაო ძალის განსაზღვრისთვის, თვითდასაქმებულთა

რაოდენობის და მათი როლის განსზღვრისთვის ეკონომიკაში მნიშვნელობა ენიჭება

ისეთ ფაქტორებს როგორიცაა: სქესი, განათლება, სექტორი და ა.შ

ჩემი კითხვარიც სწორედ ასეთი ინფორმაციის მიღებაზეა ორიენტირებელი.

სულ გამოკითხულია 100 ადამიანი შემთხვევითი ხელმისაწვდომი შერჩევის პრინციპით.

(რესპოდენტებად არჩეული ყველაზე ხელმისწავდომი ინდივიდები, (ან უბრალოდ

მათთან იქვე აღმოჩნდა და იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი) პროცესი გრძელდება

მანამდე, სანამ არ მიაღწია საჭირო ნიშნულს. კვლევის ლოკაციას წარმოადგენდა

ქალაქად მცხოვრები ადამიანები და არ მოიცავს სოფლის მეურნეობის საქმიანობით

18 http://eprints.iliauni.edu.ge/1987/1/Return%20to%20tertiary%20education.pdf

Page 37: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

29

დაკავებულ პირებს, ამიტომაც თავიდანვე ცხადი იყო, თვითდასაქმებულთა შედარებით

დაბალ პროცენტულ მაჩვენებს მივიღებდით, რადგან საქსტატის მონაცემებით

თვითდასაქმებულთა ნახევარზე მეტი ამ სექტორზე მოდის. თუმცა შეგვიძლია

განვსაზღვროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ადამიანების წილი.

მათი დაქირავებული ადამიანების რაოდენობა.

100 გამოკითხულთაგან :

Page 38: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

30

ასაკი - 61% -18-25; 28%-26-35; 7% - 36-45; 4% - 46-55.

ხართ თუ არა დასაქმებული- 79%- დიახ; 13% - არა; 8%- ძიების პროცესშია.

დასაქმებულთა რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით- 74%- დაქირავებით დასაქმებული;

14%- ორივე; 12%-თვითდასაქმებული.

შედეგების მიხედვით, ძირითადი შედეგი ვრცელდება 18-25 წლის ჯგუფის

ადამიანებზე. სადაც ჩანს რომ მათ ჩართულობა მაღალია ამ გამოკითხვაში. საქტატის

მონაცემების მიხედვით, ამ ასაკობრიც ჯგუფში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონეა,

თუმცა ჩემ მიერ გამოკითხულთა ამ კატეგორიის ადამიანები (ინდივიდუალ შედეგებში)

აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი თვითდასაქმებული ან ორივე. კვლევისთვის საერთო

პროცენტულ წილებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინდივიდუალური შედეგები, სადაც

მკაფიოდ იკვეთება, რომელი ასაკობრივი ჯგუფია დასაქმებული და მათ შორის

თვითდასაქმებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი მათგანი გამოკითხვაში

ამბობს, რომ ძიების პროცესშია და დასქმების ტიპად უთითებს თვითდასაქმებას. როგორც

თავიდან აღვნიშნე და ჩემს კვლევაშიც დასტურდება, თვითდასაქმების აღქმა ძალიან

სუბიექტურია და უმრავლესობა მათგანი ფიქრობს რომ დაუსაქმებელია.

Page 39: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

31

სქესი- 74%- მდედრობითი, 26% -მამრობითი.

თუ გავითვალსწინებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება მდედრობითი

სქესის გააქტიურება სამუშაო ძალაში, მაინც, ფაქტია რომ (საქსტატის მონაცემებით)

სამუშაო ძალის უმეტესობას მამაკაცები შეადგენენ, ჩემს გამოკითხვაში კი 74% კი

ქალბატონი მოხვდა. ამიტომ ამ ფაქტორითაც რომ ვიმსჯელოთ, შედეგი არ არის ზუსტი და

სანდო.

Page 40: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

32

განათლება- 50% - ბაკალავრიატი; 33%- მაგისტრატურა; 16% -საშუალო; 1%-

დოქტორანტურა.

განათლების მაჩვენებლით ჭარბობენ ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანები,

თვითდასაქმების კუთხით შედეგები კი თანაბრადაა გადანაწილებული, რომელიმე

კონკრეტულის უპირატესობა არ იკვეთება, ამიტომ ამ გამოკითხვით ვერ ვიმსჯელებთ იმ

კავშირებზე, რაც განათლებასა და თვითდასაქმების შორის შეიძლება არსებობდეს.

Page 41: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

33

სტატუსი - 100 გამოკითხულიდან. ( 8 ადამიანი მცირე ბიზნესი; 4 ადამიანი ინდ.მეწარმე. 4

შპს; 4 მიკრო ბიზნესი.)

დაქირავებული ადამიანთა რაოდენობა- 5 ადამიანი - 2-5 მდე; 4 ადამიანი -1 ; 3 ადამიანი-

5. დანარჩენი 0.

ამ ორი მონაცემის საფუძველზე, საგადასახადო გადასახადების გადამხდელია 16

ადამიანი. ანუ უმრავლესობა ისეთი სტატუსის ადამიანი მოექცა, რომელსაც გააჩნია

საგადასახადო ვალდებულებები, რაც ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა

დაბალი მაჩვენებელია დაქირავებულ ადამიანთა რაოდენობაში, რაც არანაკლებ

მნიშვნელოვანია. როგორც ლიტერატურის მიმოხილვიდან და.კვლევიდან გაირკვა,

მიკრო და მცირე ბიზნესის მქონე პირებს ან საერთოდ არ ჰყავთ დაქირავებული, ან

მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ასაქმებენ. ამ შემთხვევაში ჩემი გამოკითვაც ამ შედეგს

გვაჩვენებს.

Page 42: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

34

ეკონომიკური საქმიანობა - 8% - სასოფლო სამეურნეო; 23%- კომპიუტერული

მომსახურება; 6% სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. 7%-ფოტოგრაფი. 3% საცალო

მოვაჭრე. 2% ადვოკატი. 1% არქიტექტორი. დანარჩენი დაქირავებით დასაქმებულები

არიან.

როგორც ვივარაუდეთ, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანების ჩართულობა ამ

გამოკითხვაში ძალიან დაბალია. ძირითადი პროცენტული წილი მოდის კომპიუტერულ

მომსახურებაზე. შემდეგია სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. ეს ორი შედეგი რომ

გავაანალიზოთ ეკონომიკური კუთხით, ჩვენი წინა კვლევების საფუძველზე დავასკნით,

რომ კომპიუტერული მომსახურება (IT) დიდად განსხვავდება შემოსავლების კუთხით სხვა

სახის თვითდასაქმებისგან, რადგან მას შეუძლია საათში 100$ გამოიმუშავოს, ხოლო

სამშენებლო-სარემონტო საქმიანობაში, როგორც გაირკვა ყველაზე მეტია

არაფორმალური სახით დასაქმება, რადგანაც ადამიანები ამით მეტ შემოსავალს იღებენ,

თუმცა თავს არიდებენ ზედმეტ გადასახადებს, ცვლიან კონკრენციის პირობებს და ა.შ.

Page 43: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

35

ზოგადი დასკვნა:

2016 წლის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის შეფასების მიხედვით,

საქართველომ მნიშნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის

შექმნილი გარემო, აღმოსავლეთ პატრნიორ ქვეყენებთან შედარებით. მიუხედავად

საგარეო მდგომარეობისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. დანერგა

მიმზიდველი ბიზნეს-გარემო, გამარტივებული რეგულაციები, განახორციელა მათი

მხარდაჭერის პროგრამები და ღონისძიებები.

დღეისათვის, შრომის ბაზარს ახასიათებს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

თვითდასაქმებულთა დაბალპროდუქტიულობა, საქართველოში დასაქმების

სექტორულ ჭრილში განხილვა, არ გვაძლევს სრულ სურათს სოფლის მეურნეობის

Page 44: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

36

კუთხით. ქალაქსა და სოფლად უმუშევრობის დონეებს შორის ასეთი სხვაობა,

განპირობებულია სოფელში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებით,

რომლებიც თვითდასაქმებულებად ითვლებიან. რაც გამოწვეულია სამუშაო ადგილების

სიმცირით, რაც ავტომატურად იწვევს მაღალ თვითდასაქმებას.

* საქართველოში ბოლო ოთხის წლის განმავლობაში მთლიან დასაქმებაში

თვითდასაქმებულთა წილი ხასიათდება კლების ტენდენციით, ყოველწლიურად

საშუალოდ 0,3% ით იკლებს. თუმცა აღსანიშნავია, როგორც ვახსენეთ ევროპის სხვა

ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. რადგანაც თვითდასაქმებულთა მიერ

წარმოებული პროდუქციის ნაწილი შინამეურნეობაში მოიხმარება, ხოლო მიკრო და

მცირე მეწარმებიის შემვევაშიც დაქირავებული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა,

ან საერთოდ 0ის ტოლია, მათი წვლილი მთლიან ეკონომიკურ პროცესებში ძალიან

დაბალია. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ

დასაქმებულთა ამ კატეგორიის საქმიანობა დაბალპროდუქტიულია და დაბალი

შემოსავლებით ხასიათდება. ამას ადასტურებს ჩემ მიერ წარმოდგენილი ცხრილები, სადაც

ჩანს რამდენად დაბალია სოფლის მეურნეობის მთლიანი შიდა პროდუქტის წილი

ქვეყნის ეკონომიკაში. საბოლოოდ, დასკვნის სახით, ყოველი ზემოთ აღნიშნული მიზეზები

შეიძლება იწვევდეს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს.19

* განათლების დონე მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთის და მისი ეკონომიკური

განვითარებისთვის. თუმცა, საქართველოში ისევე როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში,

უმაღლესი განათლების მქონე პირების თვითდასაქმებულთა წილი დაბალია, რაც ხელის

შემშლელია ფაქტორია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

* მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში არც თუ ისე მაღალია,

თუმცა დიდი პოტენციალი გააჩნია. მის განვითარებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის

19 „თვითდასაქმება განვითარებად მსოფლიოში“ , მსოფლიო ბანკი - https://bit.ly/2S49xZT

Page 45: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

37

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. ამასთან ამ კატეგორიაში დასაქმებული

ადამიანების არსებობას (წარმატებული ბიზნესის შემთხვევაში) შეუძლია, ქვეყანაში

შექმნას საშუალო ფენა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას ეკონომიკური

უთანასწორობა.

* ადამიანებმა უნდა გაიაზრონ რეალურად რას მოიცავს თვითდასაქმება და რა

საფრთხეებს უქმნის ეკონომიკას არაფორმალური დასაქმება.

* დღეისათვის თვითდასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს დაქირავებით დასაქმებულთა

რაოდენობას, აღსანიშნავია რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი სოფლის

მეურნეობაზე მოდის, აქედან გამომდინარე, თუ მოხდება ამ სფეროს ხელშეწყობა,

საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაუმჯობესდება. შეიცვლება წმინდა ექსპორტის

მაჩვენებელი .

* არის სექტორები, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტში ყველაზე ნაკლებ პროდუქტს

ქმნიან და მათი ზრდის ტემპიც წლების მანძილზე საკმაოდ დაბალია. ერთ-ერთი მათგანია

სოფლის მეურნეობა, თუ გავითვალისწინებთ რომ ამ დარგზე დასაქმებულთა ძალიან

დიდი რაოდენობა მოდის, თითქმის 67% და ყველაზე ბევრი თვითდასაქმებული ამ

სფეროშია. დავინახავთ, რომ ეკონომიკური ჩართულობა ძალიან დაბალია. თუ სამუშაო

ძალის ამ ნაწილს დასაქმებულად არ ჩავთვლით, მაშინ რეალური სურათი დასაქმების და

უმუშევრობის დონის მიხედვით, მეტად სავავალო იქნება. რაც ქვეყნის ეკონომიკის

განვითარებისთვის ძალიან ცუდი და სავალალო ფაქტია. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია

სახელმწიფოს მხრიდან სამუშაო ძალის პოტენციალის შესწავლა, რათა შეძლოს მათი

ეფექტიანად გამოყენება. ეს შეუწყობს ხელს საქართველომ გადაინაცვლოს დაბალ

შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან უფრო მაღალი შემოსავლის მქონე

კატეგორიაში.20

20 http://sab.ge/sites/default/files/ekonomikuri_zrda_7.pdf

Page 46: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

38

რეკომენდაციები

მცირე და საშუალო ბიზნესი- საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაზაზე შეიქმნას

ისეთი პლატფორმა, სადაც საფუძვლიანად გაივლიან კურსებს “მეწარმეობა” “ბიზნესის

საფუძვლები” “ეკონომიკა” და.ა.შ რაც ბევრი მეწარმის საწინადრი იქნება მომავალში.

სახელმწიფოს მხრიდან მეტი წახალისება და რესურსის ჩადება მეწარეებში, რადგან

მეწარმე საკვანძო ფიგურაა თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკაში. ამასთან საკუთარი

Page 47: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

39

სარგებლობის მოტანისთვის მომუშავე ადამიანს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი

ითამაშოს ეკონომიკაში.

სოფლის მეურნეობა- შედგეს ფინანსური გეგმა, შემოსავლების და ხარჯების

დაბალანსების მიზნით. აგრარულ სექტორში, აუცილებელია გააქტიურდეს ინვესტიციების

მოდინება, არამარტო საწარმოო , არამედ არასაწარმო სფეროებშიც (ნიადაგის დაცვა,

ეროზია, სამელიორაციო სისტემა). უნდა, აღდგეს პოზიციები საგარეო ბაზარზე, შიდა

ბაზრის ტევადობის გადიდებით, გაიზარდოს წმინდა ექსპორტის რაოდენობა. გამოიყოს

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები, სოფლის მეურნეობას სჭირდება როგორც სეზონური,

ასევე გრძელვადიანი რესურსები (კრედიტები). თანამედროვე დაკრედიტების სისტება არ

პასუხობს იმ გამოწვევს, რაც რეალურად დგას სოფლის მეურნეობით დაკავებული

ადამიანების წინაშე. უნდა

მოიცავდეს : შეღავათიან მიზნობრიც კრედიტებს, რათა დაინერგოს ძირითადი კაპიტალი,

მაღალმწარმოებლური ტექნიკა, პერსპექტიული ტექნოლოგიები და სხვა.

გასათვალისწინებელია ეფექტური საგადასახადო სისტემის შემუშავებაც, მაქსიმალურად

გამჭირვალე საგადასახადო სისტემა, გადასახადებმა უნდა მისცეს სტიმული, რათა

გაზარდონ წარმოება და არა პირიქით. 21

დასაქმებიდან შემოსავლების ზრდისთვის აუცილებლად მიმაჩნია ისეთი სტრატეგიული

ნაბიჯების გადადგმა როგორიცაა: უმაღლესი განათლების მქონე

ადამიანების წახალისება და სტიმულირება,რათა გახდნენ თვითდასაქმებულები. რაც,

როგორც აღვნიშნე, ხელს შეუწყობს ბევრ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, კონკრეტული

ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას: ყურადღების მეტი გამახვილება თვითდასაქმებისათვის

აუცილებელ კომპეტენციებზე. ასევე სკოლის დონეზე შემოღებული პროგრამები, სადაც

21 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165512/1/Disertacia.pdf

Page 48: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

40

სკოლიდანვე გაეცნობიათ თვითდასაქმებისთვის საბაზისო ცოდნას და წარმოდგენა

ექნებათ ამ საკითხის შესახებ.

ბიბლიოგრაფია :

* საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 36.

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=146

* ნადარაია.ლ. როგავა.ზ. რუხაძე.კ. ბოლქვაძე.ბ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის

კომენტარი, წიგნი პირველი. 2012. 264გვ.

Page 49: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

41

* https://www.entrepreneur.com/article/237695

* Sana El Harbi, , Gilles Grolleau, , Insaf Bekir, (2011), Chapter 4 Entrepreneurship and

Growth: What Causes What?, in Gary D. Libecap, Sherry Hoskinson (ed.) Entrepreneurship and

Global Competitiveness in Regional Economies: Determinants and Policy Implications (Advances in

the Study of Entrepreneurship, Innovation & Economic Growth, Volume 22) Emerald Group

Publishing Limited, pp.73 – 91

* (“Income Inequality Effects by Income Source: A New Approach and Applications to the United

States”,Review of Economics and Statistics 67, 1985, pp. 151-156).

* (“Inequality and Income Distribution in Georgia”, IZA Discussion Paper 252, 2001)..

* http://iset-pi.ge/index.php/en/iset-economist-blog-2/entry/e1-83-a3-e1-83-a4-e1-83-a0-e1-83-9d-e1-

83-97-e1-83-90-e1-83-9c-e1-83-90-e1-83-a1-e1-83-ac-e1-83-9d-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-90-

e1-83-a5-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-97-e1-83-95-e1-83-94-e1-83-

9a?fbclid=IwAR1F97ZOXEo23wNMOEh4gMlPNmUp2OX95UYnjtbBeRLcCXfoKk5NskqbNpE.

* http://iset-pi.ge/index.php/en/iset-economist-blog-2/entry/2016-01-05-14-08-

49?fbclid=IwAR2ZGFVG2IG-s8hg3sZkSQaZb1MBUsxNNhXk8gRmaY4-y8EWB9JrgHETC6Y

* https://atsu.edu.ge/en/images/pdf/disertaciebi/disertacia_gogiashvili.pdf

* http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020

წლებისთვის.

* გრეგორი მენქიუ - ეკონომიკის პრინციპები

* https://matsne.gov.ge/

* (ეკონომიკა და საბანკო საქმე , ტომი3, N3, 2015წ . გვ 32)

* გამოყნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აგრეგირებული მონაცემები - World

Employment and Social Outlook – Trends 2018.)

*https://forbes.ge/news/4227/TviTdasaqmebulTa-raodenoba

*EU labour force survey (LFS) methodology - https://bit.ly/2OdCKMx

* http://eprints.iliauni.edu.ge/1987/1/Return%20to%20tertiary%20education.pdf

*„თვითდასაქმება განვითარებად მსოფლიოში“ , მსოფლიო ბანკი - https://bit.ly/2S49xZT

Page 50: საქართველოს ეკონომიკასა და tabatadze.pdfIII Abstract This thesis analyzes the role of selfemployer in the Georgian economy. What is

42

* http://sab.ge/sites/default/files/ekonomikuri_zrda_7.pdf

* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165512/1/Disertacia.pdf