საქართველოს კომუნიკაციების ·...

Click here to load reader

  • date post

    19-Oct-2020
  • Category

    Documents

  • view

    1
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of საქართველოს კომუნიკაციების ·...

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 1

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

    წლიური ანგარიში 2006 წ.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 2

    თავი I ........................................................................................................................................ 3 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ......................................................... 3

    ანგარიშვალდებულება და სტრუქტურა .......................................................................... 4 კომისიის სტრუქტურული რეორგანიზაცია ................................................................ 4

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები ................................... 5 კომისიის ბიუჯეტი და ფინანსური რესურსები .............................................................. 8 მარეგულირებელი კანონმდებლობა ............................................................................... 10

    თავი II განხორციელებული სამუშაოების ანალიზი ........................................................ 11 კომისიის დადგენილებები .............................................................................................. 11 კომისიის გადაწყვეტილებები ......................................................................................... 16

    აუქციონები .................................................................................................................... 17 ავტორიზაცია-ლიცენზირება ....................................................................................... 17 რადიოელექტრონული საშუალებების სერტიფიცირება, სახმობების მინიჭება .. 18

    რადიოსიხშირული სპექტრის მართვა, რადიომონიტორინგი და კოორდინაცია .... 18 მომხმარებელთა უფლებების დაცვა ............................................................................... 20 საერთაშორისო ურთიერთობები .................................................................................... 21 ტელე-რადიო მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირება ..................................... 22

    თავი III ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების ბაზრის განვითარების მიმოხილვა ............................................................................................................................. 24

    დარგის შემოსავლების წილი ეკონომიკის მთლიან შიდა პროდუქტში .................... 26 ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტების განვითარების დინამიკა ............................................................................................................................. 27 ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება ............................................................... 28 მობილური საკომუნიკაციო მომსახურება ..................................................................... 31 ინტერნეტის ქსელით მომსახურება ................................................................................ 32 ტელე-რადიო მაუწყებლობა ............................................................................................ 33

    თავი IV. .................................................................................................................................. 35 სტრატეგიული გეგმა ............................................................................................................ 35

    სტრატეგიული მიზნები ................................................................................................... 35

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 3

    თავი I საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

    მისია საქართველოს მეგზური თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო

    ტექნოლოგიების ერაში ხედვა

    ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა კონკურენტული და ღია გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა საბაზრო ცვლილებებზე მოქნილი და ადეკვატური რეაგირების მექანიზმის

    შექმნა საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის მედიატორის როლის შესრულება საინვესტიციოდ მიმზიდველი და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნის

    ხელშეწყობა

    ღირებულებები:

    ჩვენ გვჯერა, რომ:

    ელექტრონული კომუნიკაციების განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ზრდას

    ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები ხელს უწყობს ბაზრის მონაწილეებსა და მომხმარებლებს შორის ნდობის გაღრმავებას

    გამჭვირვალე საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული რეგულირება და გადაწყვეტილების მიღებისას თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა არის ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა და ინოვაციების დამკვიდრების წინაპირობა

    ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება ხელს უწყობს მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლების უფლებების დაცვას

    სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საწინდარია

    რეგულირების მოქნილი მექანიზმი, ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე ორიენტირებულობა, მარტივი და გასაგები წესების დამკვიდრება, ეფექტიანობისა და შედეგიანობის მიღწევის საწინდარია

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 4

    შეზღუდული რესურსების ეფექტურად განაწილება ელექტრონული კომუნიკაციების დარგში კონკურენციის განვითარების წინაპირობაა

    ანგარიშვალდებულება და სტრუქტურა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

    იგი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, რაც ლოგიკურად გამომდინარეობს მისი ვალდებულებიდან იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. მისი საქმიანობა გამჭვირვალეა საზოგადოებისათვის; მისი სხდომები საჯარო და ღიაა დაინტერესებული პირებისათვის; იგი თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს.

    კომისია წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს. “მაუწყებლობის შესახებ” (მიღებული 2004 წლის 23 დეკემბერს) საქართველოს კანონის თანახმად კომისია შედგება ხუთი წევრისაგან. კომისია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით, იღებს სამართლებრივ აქტებს: დადგენილებას, გადაწყვეტილებას, აგრეთვე თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    კომისიის სტრუქტურული რეორგანიზაცია 2006 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასრულდა

    სტრუქტურული რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის აუცილებლობა განპირობებული იყო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე ჩამოყალიბებული პოზიტიური ტენდენციების გაფართოვებისა და რეგულირების ახლებური მიდგომების რეალიზების საჭოროებით. 2004 წლამდე, კომისიაში მოქმედებდა პროფესიული ნიშნით ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც შეიცვალა ფუნქციონალური ნიშნით დაყოფილი სტრუქტურული ერთეულებით. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, მათი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    დღეისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატი შედგება 8 დეპარტამენტის და ერთი სამსახურისაგან. ეს სამსახურებია: ადმინისტრაციული; სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის; სამართლებრივი; საფინანსო; მონიტორინგის; მაუწყებლობის რეგულირების; რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტები და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 5

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები

    კომისიის თავმჯდომარე - ბატონი დიმიტრი ქიტოშვილი

    დიმიტრი ქიტოშვილი დაიბადა 1979 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისში. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

    უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წლიდან იყო იურიდიული ფირმა “ოქრუაშვილი და პარტნიორების”

    პარტნიორი. 2003 წლის მარტიდან მუშაობდა შპს “ქართული იურიდიული ჯგუფის”

    დირექტორად; 2003 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

    კომისიის წევრად; მუშაობდა ამავე კომისიის მდივნად, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

    2004 წლის 9 ივნისს პრეზიდენტის N 479 განკარგულების თანახმად, დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ.

    ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.

    დიაგრამა 1

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 6

    კომისიი წევრი - ბატონი დავით პატარაია

    დავით პატარაია დაიბადა 1971 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1988 წელს, ქ. თბილისის 150-ე საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების

    შემდეგ, დავით პატრაიამ სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1993 წელს დავით პატარაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით.

    1992-1993 წლებში სწავლობდა ჯერ ნიურნბერგის, შემდეგ კი საარლანდის უნივერსიტეტებში.

    1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1997 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

    სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ჯერ მასწავლებლად, ხოლო 2004 წლიდან – დოცენტის თანამდებობაზე. კითხულობს ლექციებს და მიჰყავს სემინარების კურსი – „საერთაშორისო საჯარო სამართალი“.

    2005 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავს ლექციების კურსი – “საერთაშორისო საჯარო სამართალი”.

    1997 წლიდან 2000 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა რადიო „თავისუფლების“ პოლიტიკურ მიმომხილველად. პარალელურად, 1996 წლიდან ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას.

    2000 წლის 11 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის N596 განკარგულებით, დაინიშნა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პირველი შემადგენლობის წევრად, უფლებამოსილების 2 წლის ვადით. 2002 წლის 11 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის N751 განკარგულებით მეორე ვადით დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, უფლებამოსილების 6 წლის ვადით.

    2002 წლის 18 სექტემბრიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. ჰყავს ორი შვილი.

    კომისიის წევრი - ბატონი გიორგი ფრუიძე

    გიორგი ფრუიძე დაიბადა 1968 წელს 23 სექტემბერს ქ. თბილისში. 1985 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 102–ე საშუალო სკოლა. 1985-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე.

    2002-2004 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით - ფინანსები და საბანკო საქმე.

    1987-1989 წლებში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1993-1994 წლებში მუშაობდა სს „საქგვირაბმშენის“ საკონსტრუქტორო ბიუროში

    ინჟინრის თანამდებობაზე.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 7

    1994-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე.

    1996-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის სტრუქტურაში სხვადასხვა, ბოლოს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

    2001-2003 წლებში (ლიკვიდაციამდე) მუშაობდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, მინისტრის პირველ მოადგილედ.

    2003 წლიდან 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილედ.

    2004 წლის 19 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N 618 განკარგულებით დაინიშნა და დღემდე მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომისიის წევრის თანამდებობაზე.

    ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი. კომისიის წევრი- ბატონი ზურაბ ნონიკაშვილი ზურაბ ნონიკაშვილი დაიბადა 1957 წ. 6 ივლისს ქ. თბილისში. 1974 წელს

    დაამთავრა ქ. თბილისის რკინიგზის მე-2 საშუალო სკოლა. 1975-1980 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

    სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, სპეციალობით მრეწველობის მგეგმავი ეკონომისტი.

    1981 წ. მუშაობდა ს/გ “თემქის” სპეცსაკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრის თანამდებობაზე.

    1981-1989 წლებში მუშაობდა ს/გ “სამთო ქიმიაში” სხვადასხვა თანამდებობაზე (ბოლოს მთავარი ბუღალტრის მოადგილე).

    1989-1992 წლებში მუშაობდა “მე-4 მაცივარკომბინატში” საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად.

    1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში მთავარ ბუღალტრად.

    1993 წელს გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში, სადაც 2002 წლამდე მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სახაზინო-საბიუჯეტო სამმართველოს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ/ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსად.

    1998 წელს მივლინებულ იქნა გერმანიაში “NATO”-ს სკოლაში. არის თადარიგის ოფიცერი. 2003 წლის 30 ნოემბრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგ თანამდებობებზე: კომისიის წევრი, კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

    2005 წლის 5 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის N 533-ე განკარგულებით დაინიშნა კომისიის წევრის თანამდებობაზე.

    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 8

    კომისიის ბიუჯეტი და ფინანსური რესურსები 2006 წელს რეგულირების საფასურის დარიცხულმა შემოსავალმა, კომისიის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით დამტკიცებული 5,200,000.00 (ხუთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობის ნაცვლად, შეადგინა 6,386,423.11 ლარი (ექვსი მილიონ სამას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხას ოცდასამი ლარი და 11 თეთრი), რაც 1,186,423.11 ლარით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდა განაპირობა საანგარიშო წელს ავტორიზებული პირების მიერ განხორციელბული საქმიანობის გაფართოებამ და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების დარგის საერთო განვითარებამ. განვითარების ზემოაღნიშნულმა ტენდენციამ განაპირობა ახალი აქტუალური ამოცანების გადაჭრის და, შესაბამისად. მათი დამატებით დაფინანსების აუცილებლობა. აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანებიდან აღსანიშნავია ციფრული ტელერადიომაუწყებლობის თანამედროვე სისტემაზე გადასვლისას სიხშირული რესურსების განაწილების საერთაშორისო კოორდინირების ამოცანების გადაჭრა, აგრეთვე, ქვეყნის ტერიტორიაზე სიხშირული რესურსების ეფექტური მონიტორინგის სისტემის ინფრასტრუქტურის გაფართოება და სხვა. შესაბამისად, 2006 საანგარიშო წელს კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო ხარჯებმა გეგმით გათვალისწინებული 5,074,752.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 6,491,095.56 ლარი. რამაც საბოლოო ჯამში 2006 წლის მონაცემების მიხედვით გამოიწვია ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება 104 672 ლარით. დამატებითი ხარჯების დაფინანსება ძირითადად განხორციელდა კომისიის მიერ გასულ წლებში მიღებული ფინანსური რეზერვის ფონდიდან. ბიუჯეტის შესრულებისას ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს მუხლებში მიღებულია ეკონომია. 2006 საანგარიშო წელს კომისიამ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ცნო, რომ ცალკეულ მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ეკონომიის საფუძველზე გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსებით და გასულ წლებში მიღებული ფინანსური რეზერვის ფონდის საშუალებებით დაეფინანსებინა საანგარიშო წლის პრიორიტეტული და აქტუალური ამოცანების ხარჯების მუხლები, კერძოდ: კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების წლიურმა ხარჯმა ჯამში შეადგინა 191,433.61 ლარი. აღნიშნული ხარჯიდან კომუნიკაციის წილმა 149,549.30 ლარი შეადგინა. მასში აისახა კომისიის სიხშირული სპექტრის რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურების (ურთას მთა, ძეგვის მთა) მონიტორინგის ცენტრალურ სადგურთან კავშირისათვის თბილისი-ფოთის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური ციფრული არხის იჯარის მომსახურების დანახარჯები 42,073.75 ლარის ოდენობით, რომელიც არ იყო კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული. საანგარიშო წელს ბუნებრივი აირის ხარჯმა 4,902.92 ლარი შეადგინა, წყლის ხარჯმა - 5,042.30 ლარი, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯმა - 31,939.09 ლარი. საანგარიშო წელს მივლინების ხარჯების საერთო ოდენობის ზრდა განაპირობა კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით აუცილებელი მივლინებების

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 9

    ფაქტიურმა დაფინანსებამ. ამ მიზნობრივი მივლინებებიდან აღსანიშნავია ციფრული მაუწყებლობის ახალი ტექნოლოგიების და სამაუწყებლო სტანდარტების დანერგვასთან, აგრეთვე სიხშირული ზოლების საერთაშორისო კოორდინირებულ განაწილებასთან დაკავშირებულ სამუშაო კონფერენციებში და ჯგუფებში (რადიოკავშირის რეგიონალური კონფერენცია RRC, რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენცია ITU) მონაწილეობა. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველკვირეული მივლინებები, რომლებიც ძირითადად მიზნად ისახავდა სალიცენზიო რეესტრის სრულყოფის მიზნით ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგის, კონტროლისა და დაკვირვებების ჩატარებას, რადიოსიხშირული გამომსხივებლების პელენგაციას და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გრძელდება 2007 წელსაც. კომისიის სხვა საერთო ხარჯების მუხლით მიღებული გადახარჯვა განაპირობა კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით კომისიის მიერ ჩასატარებელი აუქციონების თაობაზე საჯარო განცხადებების გამოქვეყნების დაფინანსებამ, რამაც 2006 საანგარიშო წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგინა 50,067.40 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა – 31,680.00 ლარი, კონდიციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიურმა ხარჯებმა – 4,887.04 ლარი, სადაზღვევო ხარჯებმა - 53,253.23, სანიტარული მომსახურების ხარჯებმა - 2,934.00 ლარი, სამეურნეო ხარჯებმა - 42,470.02 ლარი, ავტო-მანქანებით მომსახურების ხარჯებმა -6,878.58 ლარი, ხოლო 2006 წლის გეგმით გაუთვალისწინებელმა ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 129,817.79 ლარი, რაც სიხშირული სპექტრის მონიტორინგისა და დაგეგმარების პროგრამულ-ტექნიკური სისტემის აღჭურვილობის ექსპლუატაციაში შესვლის ვადებთან დაკავშირებულ პირობებში შეტანილმა კორექტივებმა და აქედან გამომდინარე ტექნიკური მიზეზების გამო სამსახურის შეფერხებით ამუშავებამ განაპირობა. ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2006 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 140,545.72 ლარი. ხარჯვითი ნაწილის გაზრდა გამოიწვია კომისიის საჭიროებისათვის ავტომანქანების რაოდენობის გაზრდამ და რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მუდმივმა და რეგულარულმა მიმოსვლამ და მონიტორინგის ჯგუფების სამუშაო გასვლებმა. ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2,557,996.12 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 1,257,996.12 ლარით (96.77%-ით) მეტი შეადგინა, რაც ძირითადად, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენით და ექსპლუატაციაში შესვლით არის (ხელშეკრულების მიხედვით) განპირობებული; ამავე დროს, 2006 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში, წლიური შედეგების მიხედვით, მიღებულია ეკონომია. კერძოდ: საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების წლიურმა დანახარჯებმა 42,826.94 ლარი ანუ დაგეგმილზე 7,173.06 ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 12,418.45

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 10

    ლარი, საფოსტო ხარჯებმა - 9,143.19 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 9,151.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ხარჯებმა – 12,114.30 ლარი; კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტზე 2006 წელს ხარჯები არ გაწეულა, ამ მუხლით კომისიის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 60,000.00 ლარი. ეკონომიაა აგრეთვე შრომის ანაზღაურების ფაქტიურ წლიურ ხარჯებში, რომელმაც საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით დამტკიცებულზე 46,177.61 ლარით ნაკლები შეადგინა. შრომის ანაზღაურების დანახარჯების მუხლი აგრეთვე მოიცავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსებას; კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები წლიური ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგენს 31,478.55 ლარს, რაც 48,521.45 ლარით ანუ 39,35%-ით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე; სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა ბიუჯეტით დამტკიცებულთან შედარებით შეადგინა 6,500.00 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე 43.5%-ით ნაკლები; ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითადი ხარჯვითი ნაწილის ხვადასხვა მუხლებში (სამსახურის შრომის ანაზღაურების გამოკლებით), რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 40,000.00 ლარისა შეადგინა 1,425.62 ლარი. 2006 წლის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან ჩარიცხული თანხების ოდენობამ შეადგინა 6,203,769.08 ლარი, რომელიც მთლიანად იქნა გადარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მარეგულირებელი კანონმდებლობა

    კომისია მარეგულირებელი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე მის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტებით.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 11

    თავი II განხორციელებული სამუშაოების ანალიზი

    2006 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ

    განხორციელდა საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, ასევე ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული სადაო საკითხების დარეგულირებას.

    2006 წელს კომისიამ მიიღო 10 დადგენილება:

    კომისიის დადგენილებები დადგენილება 1 „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    დადგენილებაში ცვლილებების მომზადება განპირობება საქართველოს პარლამენტის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 28 დეკემბერს ცვლილებებისა და დამატებების შეტანამ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია გახდეს ლიცენზიის მაძიებელი და მოიპოვოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია.

    ამ დადგენილებით ცვლილებები შევიდა სალიცენზიო საფასურის გადახდის წესებში, ასევე დაზუსტდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა. დადგენილება 2

    “უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

    “უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” დადგენილების მიღება განპირობებულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-12 პუნქტით, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 18 იანვარს.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 12

    დადგენილება 3 „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”

    რეგლამენტის მიღება განპირობებულია სატელეფონო მომსახურების გაწევის თანამედროვე პირობების შესაბამისი წესების დანერგვის აუცილებლობით, რომელიც დაარეგულირებს, ერთის მხრივ, ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის პირობებსა და კომპანიის ვალდებულებებს და, მეორე მხრივ, მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს.

    იგი შეიცავს სიახლეებს მომსახურების სფეროში. კერძოდ, თუ მომხმარებელი სადავოდ ხდის დარიცხულ დავალიანებას და ასაჩივრებს მას, დაუშვებელია საჩივრის განხილვის მთელ პერიოდში მომსახურების შეწყვეტა ან შეზღუდვა.

    აღნიშნული რეგლამენტი ხელს შეუწყობს უკანონო ჩართვებისაგან დაზარალებული მომხმარებლების უფლებების დაცვას, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებიან დარიცხულ დავალიანებას, იძულებულნი არიან მომსახურების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად დაფარონ დავალიანება იმ მომსახურებაზე, რომელიც მათ არ მიუღიათ. ასევე დაუშვებელია კომპანიის მიერ მომხმარებლისაგან სააბონენტო თანხის მიღებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ აბონენტს გააჩნია სხვა მომსახურების დავალიანება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს გახდის აღმოიფხვრას ოპერატორების მიერ დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, როდესაც დავალიანების გამო, მათ შორის სადავო, კომპანიები არ იღებენ მომხმარებლებისგან სააბონენტო გადასახადს, რაც შემდგომ მომსახურების შეწყვეტის, სააბონენტო ნომრის ჩამორთმევისა და სხვაზე გასხვისების საფუძველი ხდება.

    ასევე სიახლეა ის, რომ მომსახურების შეზღუდვისას მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ის ფორმა, რომელიც უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლების ინტერესებს - ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით, რაც ასევე პრაქტიკაში დანერგილი იყო კომპანიების მიერ.

    ამდენად, რეგლამენტი აღნიშნული რედაქცია ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. დადგენილება 4 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე აღნიშნული დადგენილებით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 13

    დადგენილება 5 ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ

    მეთოდოლოგიური წესები შემუშავებულია “ელექტრონული კომუნიკაციების

    შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და 35-ე მუხლის 5-ე პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმატიული აქტის შემუშავებისას საფუძვლად აღებულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაში დანერგილი პრინციპები, ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციები და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისი პრინციპები.

    დებულებაში განსაზღვრულია დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვისა და განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული საქმიანობისას დანახარჯების აღრიცხვის, განაწილებისა და მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად.

    დებულება ხელს უწყობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირების მიერ მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურად გამართლებული, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და დაბალანსებული ტარიფების დადგენას. დადგენილება 6 რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ

    საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის რაციონალური გამოყენებისა და ეფექტური რეგულირების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეადგინა “საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და გამოყენების ცხრილი”, რომელიც “საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” საფუძველს წარმოადგენს.

    აღნიშნული გეგმა შემუშავდა მსოფლიოს პირველი რეგიონისთვის (რომელსაც მიეკუთვნება საქართველო), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU), ევროპის რადიოკომუნიკაციების კომიტეტის (ERC), აგრეთვე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციების ევროპის კონფერენციების (CEPT) რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე, ცხრილში მოცემული “შენიშვნების” გათვალისწინებით.

    საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სიხშირული ზოლების გამოყენების სავარაუდო ვადები და პერსპექტიული დანიშნულება განისაზღვრება საერთაშორისო მოთხოვნების და განვითარების ტენდენციების შესაბამისად.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 14

    დადგენილება 7 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 4 დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე დადგენილებით ცვლილებები და დამატებები შევიდა “მაუწყებლობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებთან დებულების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ცვლილებები შევიდა იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება კომისიის მიერ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით. დადგენილებაში დეტალურადა განისაზღვრა კომისიის მიერ მონიტორინგისა და შემოწმების ჩატარების წესები, ასევე დაზუსტდა შემოწმების აქტის ფორმა, რომელიც თან ერთვის დადგენილებას. იმის გათვალისწინებით, რომ სამოყვარულო რადიოკავშირის დასამყარებლად კომისია ახორციელებს მხოლოდ რადიოსახმობის მინიჭებას და გაუქმებულია ნებართვა, შესწორებები შევიდა მარეგულირებელი წესების 51-ე მუხლის პირობებში. დადგენილება 8 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

    რეგლამენტში შესული ცვლილებების შესაბამისად განისაზღვრა ინტერნეტ-მომსახურების, მობილური, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირობები. რეგლამენტის ცვლილებებით დაზუსტდა ერთის მხრივ, კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევის პირობები და ვალდებულებები და მეორეს მხრივ, მომხმარებლების უფლება-მოვალეობები. ცვლილებები შეეხო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფას და მისი ეფექტიანობის გაზრდას. აღნიშნული ცვლილებების შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება კომუნიკაციების ამ სახეების რეგულირებასთან დაკავშირებით. კომისიაში შემოსული მომხმარებელთა საჩივრების ხასიათიდან გამომდინარე, განისაზღვრა მთელი რიგი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა სტანდარტების შესაბამისი ხარისხით მომსახურება, მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაცვა, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანების დაცვა, კომპანიის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა, გასაჩივრების შიდა კორპორატიული მექანიზმების ამოქმედების წესები და სხვა.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 15

    დადგენილება 9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილების შეტანის თაობაზე

    “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილება შევიდა მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც განისაზღვრა საანგარიშო პერიოდის ინფორმაციის უფასოდ მიწოდების ვალდებულება, ხოლო შემომავალი ზარების ნომრებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაზე ტარიფის დადგენის უფლებამოსილება. დადგენილება 10 ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ

    საქართველოს ტერიტორიის საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად

    დაყოფა საეთერო მაუწყებლობისათვის ამჟამად გამოყენებული და ახალი ლიცენზიების გასაცემად გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის ზოლების სისტემიზაციის და ეფექტური რეგულირების საშუალებას იძლევა.

    საეთერო მაუწყებლობის ზონალური დაყოფა განხორციელდა სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, საქართველოს რელიეფის თავისებურებების, ელექრომაგნიტური ტალღების გავრცელების ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით რაც, თავის მხრივ, რადიოსიხშირული რესურსის ოპტიმალური გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.

    აღნიშნული დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიის საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად დაყოფით გამარტივდა ლიცენზირებული საეთერო მაუწყებლების გადამცემი სადგურების მიერ გამოყენებული სიხშირული რესურსის ტერიტორიული განაწილების რეალური სურათის სისტემატურად წარმოდგენის ამოცანა და შესაბამისად, შესაძლებელი გახდა დამატებითი სიხშირული რესურსის გამოყოფისა და ახალი გადამცემების ინტეგრირების შესაძლებლობის ობიექტური ანალიზი.

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 16

    კომისიის გადაწყვეტილებები

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2006 წელს მიიღო 582 გადაწყვეტილება, აქედან: ცხრილი 1 გადაწყვეტილების ტიპი რაოდენობა სხვა ქვეყნების სადგურებისათვის მინიჭებული

    სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

    36

    კომისიის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ 50 კომისიის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ

    გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

    24

    სიხშირეების მინიჭების შესახებ 157 რადიომოყვარულთათვის რადიოელექტრონული

    საშუალებებისა და მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

    84

    საზღვაო ხომალდებისათვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

    18

    სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

    25

    ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 3 აუქციონის/კონკურსის გამოცხადების შესახებ 25 აუქციონის ჩაშლილად გაცხადების შესახებ 5 აუქციონში/კონკურსში გამარჯვებულის

    გამოვლენის შესახებ 20

    ლიცენზიის გაცემის შესახებ 33 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ 9 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ 3 ლიცენზიის გადაპირების შესახებ 17 დავის განხილვის შესახებ 5 დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ 6 დავის განხილვის გადადების შესახებ 3 დავის შეწყვეტის შესახებ 3 კომპანიებისათვის დოკუმენტაციის წარმოდგენის

    ვადის განსაზღვრის შესახებ 8

    კომპანიების მოთხოვნით, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილის კომერციულ საიდუმლოდ ცნობის შესახებ

    3

    შემოსული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

    14

    გაფრთხილების შესახებ 8 სხვადასხვა 23

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 17

    უმეტეს შემთხვევაში (157) გადაწყვეტილებები სიხშირეების მინიჭების შესახებ შეეხო შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მათ გამოყენებას. სიხშირეების მინიჭების თაობაზე კომისიას მიმართეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა, ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, უცხო ქვეყნის საელჩოებმა, ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა და სხვა პირებმა. აუქციონები 2006 წელს კომისიის მიერ გამოცხადდა 24 აუქციონი და 1 კონკურსი. აქედან: ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად - 12 (2

    შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა) რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის

    ლიცენზიის მისაღებად - 1 მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად -1 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად – 10 (2

    შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა) კერძო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად - 1 კომისიამ ჩაშლილად გამოაცხადა 4 აუქციონი და 1 კონკურსი (აქედან ერთი შემთხვევა შეეხებოდა 2005 წელს გამოცხადებულ აუქციონს), ლიცენზიის მაძიებლების მხრიდან განაცხადების წარმოუდგენლობის გამო. ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულმა აუქციონებმა. საერთო ჯამში, ჩატარებული აუქციონებიდან შემოსულმა თანხამ 132,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა. ავტორიზაცია-ლიცენზირება 2006 წლის ბოლოსთვის, კომისიის უწყებრივი რესტრის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით:

    - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე გაცემულია 46 ლიცენზია - ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე გაცემულია 98 ლიცენზია - 194 პირმა გაიარა ავტორიზაცია. აქედან 2006 წელს, ავტორიზაცია გაიარა 148

    იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა. 2006 წელს ავროტიზაცია გაირეს შემდეგ საქმიანობის სახეებზე (თითო პირმა რამდენიმე მომსახურების სახეზე):

    o ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებაზე- 49 o ინტერნეტით მომსახურებაზე-51 o საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობაზე- 83 o საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე- 46 o მობილური საკომუნიკაციო მომსახურებაზე - 11 o საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე-44 o სამაუწყებლო მომსახურებაზე -1 o საკაბელო სატრანზიტო რადიომაუწყებლობაზე -12 o სხვა საკომუნიკაციო მომსახურებაზე -3

  • ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÖÍÉÊÀÝÉÄÁÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÊÏÌÉÓÉÀ

    ßËÉÖÒÉ ÀÍÂÀÒÉÛÉ 2006 18

    2006 წელს კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა 9 კომპანიამ და 2-მა ინდივიდუალურმა მე�