წარმატებული ადვოკატირების...

16
1 #1 საინფორმაციო ბიულეტინი მომზადებულია პროგრამის ` მომავლის თაობა ~ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. სამოქალაქო კლუბ `ამბიონის~ ინიციატივით შპს `კავკასიის ბიზნესის სკოლამ~ მიმართა თხოვნით . ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს. სკოლის წინ მაიაკოვსკის ქუჩაზე დაემონტაჟებინათ გადასასვლელი წარმატებული ადვოკატირების კამპანია (მწოლიარე პოლიციელი) და ამავე ქუჩის მხარეს მოეწყოთ მოსაცდელი. ჩვენი მიმართვის საფუძველზე მიმდებარე ქუჩაზე მოხერხდა სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნის დაყენება და `ზებრა გადასასვლელი~

Transcript of წარმატებული ადვოკატირების...

Page 1: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

1 #1

საინფორმაციო ბიულეტინი მომზადებულია პროგრამის `მომავლის თაობა~ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

სამოქალაქო კლუბ `ამბიონის~ ინიციატივით

შპს `კავკასიის ბიზნესის სკოლამ~ მიმართა თხოვნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს. სკოლის წინ მაიაკოვსკის ქუჩაზე დაემონტაჟებინათ გადასასვლელი

წარმატებული ადვოკატირების კამპანია

(მწოლიარე პოლიციელი) და ამავე ქუჩის მხარეს მოეწყოთ მოსაცდელი.

ჩვენი მიმართვის საფუძველზე მიმდებარე ქუჩაზე მოხერხდა სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნის დაყენება და `ზებრა გადასასვლელი~

Page 2: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

2 #1

2015 წლის 7 დეკემბერს, ქედქედის საჯარო სკოლის სამოქლაქო კლუბი აქტიურად ჩაერთო შშმ პირებისთვის დაგეგმილ კონცერტში. სამოქლაქო კლუბის წევრებმა კონცერტზე შეასრულეს ხალხური სიმღერების და შშმ ბავშვებთან ერთად

ცკევის ნომრები. კონცერტზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა შემსრულებლების, ცეკვის ანსამბლების ნომერები. კლუბის წევრებმა დახმარება გაუწიეს კონცერტში მონაწილე შშმ ბავშევბ გადაადგიებაში.

საქველმოქმედო კონცერტი შშმ ბავშვების მხარდასაჭერად

2015 წლის 20 ნოემბერს, შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია. კლუბის წევრებმა მოაგროვეს ალუმინის, შუშის და

პოლიეთილენის ბოთლები, ქაღალდები და ერთჯერადი პარკები. საზოგადოებას მოუწოდეს ნარჩენების სწორად მართვისკენ.

დასუფთავების აქცია

Page 3: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

3 #1

2015 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ცართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა - სემინარი საგზაო უსაფრთხოების თემაზე. სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს მიეწოდათ

ინფორმაცია საგზაო წესები დაცვის აუცილებლობის და საგზაო შემთხევევბის სატტისიკის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია პარტნიორმა ორგანიზაციამ არასამტავრობო ორგანიზაციასთან «პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის» თანმშრომლობით მიიღო. ასევე მიიღო ბროშურები და «ამრეკლი» ნიშნები, რომლებიც მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ.

სემინარის შემდეგ მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები და ბროშურები «დაიცავი საგზაო წესები და დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე». ქ.ბათუმში მოაწყვეს საინფომაციო აქცია. დადგნენ ფეხით მოსიარულეთატვის განკუთვნილ მონაკვეთზე (ზებრა) და მძღოლებს მოუწოდებდბნენ ფეხითმოსაიარულეთა უფლებების დაცვისკენ.

აქცია «დაიცავი წესები, დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე»

Page 4: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

4 #1

2015 წლის 21 ნოემბერს, მოეწყო ვაჟთა ბანაკი აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების წევრი ვაჟებისთვის. ბანაკში მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონის სამოქალქო კლუბების 31-მა მოსწავლემ. ბანაკი მოეწყო ლიკანში, სასტუმროში `ლიკანი პალასი~ და 4 დღე გაგრძელდა. ბანაკის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოზარდებში და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა.

ანაკის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სპორტულ - გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ლაშქრობა ბორჯომ - ხარაგაულის ტყე - პარკში. ჩაუტარდათ

`ვაჟთა ბანაკი~ პროგრამის `მომავლის თაობა~ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის

ტრენინგ - სემინარები სხვადასხვა თემებზე: მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სწორი კვება, აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია, ალკოჰოლის და თამბაქოს მავნე ზეგავლენა და ასევე მოხალისეობა, ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, კონფლიქტოლოგია და ადვოკატირების პროცესში მონაწილეობა.

ბანაკის დახურვის დღეს, მონაწილეებმა მოაწყვეს `ტალანტ შოუ~ სადაც წარმოაჩინეს ბანაკში შეძენილი უნარ - ჩვევები. ბანაკის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატებით. გამოვლინდენენ საუკეთესო გუნდი, რომელიც დაჯილდოვდა სპეციალური მედლებით.

Page 5: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

5 #1

ტრენინგებს ფასილიტაციას უწევდენენ მშვიდობის კორპუსის 4 მოხალისე და ბათუმის განათლების განვითარების და დასქმების ცენტრის ტრენერები. ბანაკში ფასილიტატორებად და ლიდერებად ასევე მოწვეული იყო სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა

გადამზადების პროგრამის აქტიური ბენეფიციარი მოსწავლეები.

ვაჟების ბანაკი განხორციელდა ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ `დემოკრატიის ხელშეწყობის გრანტის პროგრამის~ ფარგლებში. პროგრამა დაფინანსდა ამერიკის საელჩოს მიერ.

Page 6: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

6 #1

2015 წლის 23ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი~ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა~ ფარგლებში, პარტნიორი სკოლების (შპს „კავკასიის ბიზნეს სკოლა~ და სოფ.წინსვლის საჯარო სკოლა) სამოქალაქო კლუბების ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ჩვენი სახლი~ გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტის მიზანი აღსაზრდელებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო.

ინიციატორი მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში მოხალისეობრივ საქმიანობას ასრულებდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლში. კარგად გაიცნეს იქ მცხოვრები აღსაზრდელები, სთავაზობდენენ სხვადასხვა სახის დახმარებას გაკვეთიელების მომზადებში, შემეცნებით-გასართობი

ღონისძიებების მოწყობაში, სხავადასხვა დაწესებულებებში სტუმრობა და სხვა. მოხალისე მოსწავლეებისთვის სახლში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სახლს ესაჭიროება გადაუდებელი სარემონტო რეაბილიატაცია; სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კი არ არის სახლემწიფო პროგრამაში გათვალისწინებული.

ამის შემდეგ, კლუბის წევრებმა დაგეგმეს საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა. მოსწავლეების ძალისხმევით, სასტუმროს „რედისონ ბლუ-ბათუმი~ ადმინისტრაციამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კონცერტის ჩასატარებლად დარბაზი უსასყიდლოდ გამოჰყო. მოსწავლეებმა, ასევე, აქტიურად ითანამშრომლეს აჭარაში მოქმედ სამთავრობო და

„ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სახლი~

Page 7: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

7 #1

არასამთავრობო სტრუქტურებთან, ბიზნეს სექტორთან, რომლებმაც როგორც ფინანსური ასვე მატრიალური დახმარება გაწიეს.

საქველმოქმედო კონცერტი წარმატებით ჩატარდა. კონცერტის დასაწყისში მოეწყო ნახატების გამოფენა - გაყიდვა. ნახატები, საქველმოქმედო აქციაში ჩართულმა, სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ნახატების კონკურსის „ჩემი საოვნებო სახლი~ განხორციელების შედეგად წარმოადგინა. ნახატები მოწვეულ სტუმრებს შორის სიმბოლურ ფასად გაიყიდა. (102 ლარი)

კონცერტზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოაგდოებისთვის მათ მიერ მომზადებული ფილმი წარუდგინეს. ფილმი ასახავდა სახლის საჭიროებებს, რამაც თითოეულ მონაწილეს ნათლად დაანახა სახლის გადარჩენის აუცილებლობა. კონცერტზე ასევე საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა ბევრი საინტერესო ნომერი შეასრულა. კონცერტს 200-მდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის აჭარის სამთავრობო,

არასამთავრობო, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის პარტნიორი სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები იყვნენ. კონცერტს მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებიც ესრწებოდნენ.

კონცერტის შედეგად 1000 ლარი შემოვიდა, რომელიც სრულად მოხმარდება სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტზე

მოწვეულმა სტუმრებმა მათ სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ქალაქის ვიცე- მერმა მუნიციპალიტეტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა გამოაცხადა. ასევე მხრადაჭერა აღნიშნა უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა. ინიციტორმა მოსწავლეებმა კი მათ მიერ დაწყებული კეთილი საქმის კვლავ გაგრძელებაზე ისაუბრეს. ამჯერად, ახალი მხარდაჭერების მოძიების მიზნით ფილმს სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ.

საქველმოქმედო ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედდიის, რადიოს და პირველი არხის გადაცემის „რეალური სივრცე~ პირდაპირ ეთერში.

Page 8: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

8 #1

2015 წლის 21 დეკემბერს,

აჭარის განათლების, კულტურის

და სპორტის სამინისტროში

გაიმარტა პროგრამის

შუალედური ღონისძიება.

ღონისძიებას პროგრამის

პარტნიორი სკოლების

მოსწავლეები, პედაგოგები და

განათლების სამინისტროს

წარმომადგენლები დაესწვრნენ.

ღონისძებაზე შეჯამდა

პროგრამის ფარგლებში

შესრულებული სამიანობა.

ანგარიში წარმოადგინა ბათუმის

განათლების განვითარების

და დასაქმების ცენტრის

დირექტორმა, მაია ქათამაძემ.

პროგრამის ფარგლებში

განხორციელებულ აქმიანობაზე

ისაუბრეს პარტნიორმა სკოლების

სამოქალაქო კლუბებმა.

კავკასისიის ბიზენს სკოლის,

წინსვლის საჯრო სკოლის,

სალიბაურის #1 საჯარო სკოლის

და სკოლა `არილი~ სამოქლაქო

კლუბებმ,ა საუკეთესო

ინიციატივების პრეზენტაციები

გააცნეს მოწვეულ სტუმრებს.

ბათუმის რესურსცენტრის

ხელმძღვანელმა პროგრამის

ფარგლებში მიღწეული

წარმატება დადებითად შეაფასა

და პარტნიორ სკოლებს კიდევ

უფრო მეტი წარმატება უსურვა.

ღონისძიება ტელეარხის `ერა~

მიერ გაშუქდა.

პროგრამის შუალედური ღონისძიება

Page 9: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

9 #1

2015 წლის დეკმებრის თვესი სკოლა არილის სმაოქლაქო კლუბმა განახორციელა კამპანია ხეების მოჭრის წინააღმდეგ. კლუბის წევრებმა მოამზადეს პერფორმანსი ხეების მოჭრის წინააღდმეგ გაავრცელს სოციალურ ქსელებში. საზოგადოებაში გაავრცელს ინფორმაცია ხეების მოჭრის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. მათ მიერ მომზადებული პერფორმანსი ვიდეორგოლი გააგზავნეს სატყეო სააგენტოში, და მუშაობენ ერთობლივი რგოლის მომზადებაზე, რომელიც სოციალური რეკლამის სახით გავა ტელევიზიაში.

აქცია «ტყე შევუნახოთ შვილებსა»

Page 10: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

10 #1

2015 წლის 20 ნოემბერს, აჭარის სამოქლაქო კლუბების მოსწავლეები ბათუმში მოქმედ ტელევიზიებს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი, ტელევიზიის საერთაშორისო დღის მილოცვა და თანმშრომლობისთვის მადლობის გადახდა იყო.

სამოქალაქო კლუბების 20 წევრი `აჭარის ტელევიზიას~, `ტელეარხი 25~-ს ა და ტელეარხი `ერა~-ს ეწვია. მოსწავლეებმა ტელევიზიების ხელმძღვანელობას პროფესიული დღე მიულოცეს და თანამშრომლობისთვის მადლობა გადუხადეს. შეხვედრებზე მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციასა

ბათუმში, სამოქალაქო კლუბებების მოსწავლეებმა ტელევიზიისსაერთაშორისო

დღე ტელევიზიებს მიულოცეს

და პროგრამის `მომავლის თაობა~ ფარგლებში განხორციელებული მოსწავლეთა ინიციატივების აქტიურად გაშუქების საქმეში, ტელევიზიების მიერ გაწეულ წვლილზე ისაუბრეს.

Page 11: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

11 #1

ვიზიტისას მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ, თუ როგორ მუშაობენ ჟურნალისტების, როგორ მიმდინარეობს გადაცემების ჩაწერა და სტუდიები დაათვლიერეს, სატელევიზიო წამყვანებს გაესაუბრნენ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ბატონმა სოსო სტურუამ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, კარგი ჟურნალისტის თვისებებზე ისაუბრა და მოსწავლებს მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივების მხარდაჭერა გამოუცხადა.

ტელეარხის `ერა~ ხელმძღვანელობამ

მოსწავლეებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა. სამოქალაქო კლუბების 5 მოსწავლე მომავალი თვიდან სტაჟირების პორგრამაში ჩაერთვება.

2015 წლის 11 დეკემბერს, აჭარის სამოქლაქო კლუბების წევრები ვიზიტით იმყოფებოდნენ სატყეო სააგენტოში. მოსწავლეებს შეხვდა სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძეს. მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ დაგეგმილი ინიციატივები ეკოლოგიური

ვიზიტი სატყეო სააგენტოშიპრობლემების მოგვარების მიზნით. ასევე გააცნეს ინიციატივა წინა საახალწლოდ ნაძვის ხის მოჭრის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ. ისაუბრეს სამომავლო ტანამშრომლობაზე. მასპინძელმა მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვა სანერგე ხეების მიწოდებაზე და ასევე ერთობლივ სარეკლამო რგოლის მომზადებაზე ხეების მოჭრის წინააღმდეგ.

Page 12: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

12 #1

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროგრამის `მომავლის თაობა~ ფარგლებში პარტნიორი სკოლებისთვის გამოცხადდა კვირეული `თანატოლები თანატოლებისთვის~. კვირეულის მიზანი შშმ პირების უფლებებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. კვირეული 3 დეკემბერს დაიწყო, მასში მონაწილეობა აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების 50 მოსწავლემ მიიღო.

სამოქალქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა. ქ. ბათუმში მოეწყო საინფორმაცია აქცია შშმ პირთა უფლებებზე. ჩატარდა საინფორმაციო შხვედრები, ტრენინგები, კონფერენცია სკოლებში შშმ ბავშვების უფლებების შესახებ და შშმ პირების მხარდაჭერის მიზნით. განხორციელდა საქველმოქმედო აქცია `ვეხმარებით თანატოლებს~. აქციის შედეგად კლუბების მოსწავლეებმა შეაგროვეს საახლწლო საჩუქრები და ტკბილეული, რომელიც ბათუმის შშმ ბავშვების დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადაეცათ.

განხორციელდა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ვიზიტი შშმ პირების დღის ცენტრში. მოსწავლეებმა აღსაზრდელებს შესთავაზეს შემეცნებით - გასართობი აქტივობები, განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და აღსაზრდელებთან ერთად ცენტრში გამოაკრეს უსაფრთხოების ნორმების აღმნიშვნელი სტიკერები.

ქედქედის საჯარო სკოლის სამოქლაქო კლუბი აქტიურად ჩაერთო შშმ პირებისთვის დაგეგმილ კონცერტში. კონცერტი გაიმართა ა. წ 7 დეკემბერს სასტუმროს `ინტურისტი~ დარბაზში. სამოქლაქო კლუბის წევრებმა კონცერტზე შეასრულეს ხალხური სიმღერების და შშმ ბავშვებთან ერთად ცკევის ნომრები. კონცერტზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა შემსრულებლების, ცეკვის ანსამბლების ნომერები.

კვირეული „თანატოლები თანტოლებისთვის“

კონცერტს დაესწრო ქ. ბათუმის მერი, საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის შშმ ბავშვების დღის ცენტრის და ორგანიზაცია `თანა~ აღსაზრდელები.

კონცერტი გენდერის მედიაცენტრის, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის და ინკლუზიური სწავლების ჯგუფის მხარდაჭერით ჩატარდა.

გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ.

Page 13: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

13 #1

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!!

ცნება შშმ პირი, არ ნიშნავს უნარშეზღუდულ ადამიანს. შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ) მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა - ანუ შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს ადამიანის შინაგან მახასიათებელს ეს, ერთგვარად, გულისხმობს გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის დონეს. შესაბამისად, შშმ პირებს შესწევთ ძალა, გაუწიონ კონკურენცია ჯანმრთელ ადამიანებს, თუნდაც შრომით საქმიანობაში. ისტორია იცნობს ცნობილ, წარმატებულ, განსაკუთრებული ბედისა და მნიშვნელობის მქონე პიროვნებებს, რომელებიც მიუხედავად მათი ფიზიკური თუ ინტლექტუალური დარღვევებისა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გააკეთეს საზოგადოებისთვის იმდენი, რამდენიც მრავალმა `სრულფასოვანმა~ ადამიანმა ვერ შეძლო. მათი მოგონებები და ცხოვრებისეული გამოცდილება ფასდაუდებელი მაგალითია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სირთულეების დაძლევა უწევს.

ჩვენ, თანაბარი უფლებები გვაქვს!!!

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!!ცნება შშმ პირი, არ ნიშნავს უნარშეზღუდულ ადამიანს. შეზღუდულიშესაძლებ

ლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ) მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა - ანუ შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს ადამიანის შინაგან მახასიათებელს ეს, ერთგვარად, გულისხმობს გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის დონეს. შესაბამისად, შშმ პირებს შესწევთ ძალა, გაუწიონ კონკურენცია ჯანმრთელ ადამიანებს, თუნდაც შრომით საქმიანობაში. ისტორია იცნობს ცნობილ, წარმატებულ, განსაკუთრებული ბედისა და მნიშვნელობის მქონე პიროვნებებს, რომელებიც მიუხედავად მათი ფიზიკური თუ ინტლექტუალური დარღვევებისა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გააკეთეს საზოგადოებისთვის იმდენი, რამდენიც მრავალმა `სრულფასოვანმა~ ადამიანმა ვერ შეძლო. მათი მოგონებები და ცხოვრებისეული გამოცდილება ფასდაუდებელი მაგალითია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სირთულეების დაძლევა უწევს.

ჩვენ, თანაბარი უფლებები გვაქვს!!!

Page 14: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

14 #1

აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებისთვის ნაადრევი ქორწინების

თემაზე კონფერენცია მოეწყო

2015 წლის 13 ნოემბერს, ქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა კონფერენცია `ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მათი პრევენციის გზები~. კონფერენციის მიზანი მოზარდებში ნაადევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კომპეტენტური პირებისგან პრობლემის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იყო.

კონფერენციას ფასილიტაციას გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამილა დოლიძე უწევდა. კონფერენციაზე სამოქლაქო კლუბების მოსწვლეებმა ნაადრევის ქორწინების თემაზე მათი შეხედულებები ვიდეო

რგოლების და ესეების პრეზენტაციებით მოახდინეს. კონფერენციის ფასილიტატორმა მოსწავლეების დამოკიდებულება პრობლემის მიმართ დადებითად შეაფასა და ერთობლივი სოციალური რგოლის მომზადება შესთავაზა, რომელიც ტელევიზიის მეშვეობით გაშუქდება და ხელსშეუწყობს საზოგადოების ფართო მასის ცნობიერების ამაღლებას ნაადრევის ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ.

კონფერენციაზე ასევე ისაუბრა ფსიქოლოგმა, რომელმაც არაერთი მაგალითი მოიყვანა ნაადრევი ქორწინების შედეგად მოზარდებში გამოწვეული

Page 15: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

15 #1

ფსიქოლოგიური მძიმე მდგომარეობის. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე მოსწავლე, პედაგოგი და მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ რეგიონში ნაადრევი ქორწინება ნამდვილად პრობლემაა და მათი მხრიდან ასეთი შეხვედრებში მონაწილეობა და განხორციელება ერთერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება პრობლემის მოგვარებისთვის.

კონფერენციაში 70 მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, არასამთავრობო ორგანიზაციების

და საკრებულოს წევრებმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ.

Page 16: წარმატებული ადვოკატირების ...civics.ge/uploads/let/Newsletter 2 Adjara region...#1 6 2015 წლის 23ოქტომბერს,

16 #1

2015 წლის 3 დეკმებერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა «არილი» სამოქლაქო კლუბმა განახორციელა განხორციელდა საქველმოქმედო აქცია `ვეხმარებით თანატოლებს~. აქციის შედეგად კლუბების მოსწავლეებმა შეაგროვეს საახლწლო საჩუქრები და ტკბილეული. შემდეგ ესტუმრნენ ბათუმის შშმ ბავსვების დღის ცენტრს და შეგროვილი ნივთები დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადასცეს.

აქცია «ვეხმარებით თანატოლებს»

კლუბის წევრებმა სკოლაში ასევე მნოაწყვეს საინფორმაციო შეხბვდერა. შეხვედრაზე გააკეთეს პრეზენტაცია შშმ პირების უფლებებზე და შეხვედრის

მონაწილეებმა და კლუბის წევრებმა ერობლივად გამართეს საინფორმაციო აქცია. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცი შშმ პირების უფლებებზე და მოუწოდეს მათ მხარდაჭერისკენ და თანადგომისკენ. კლუბის ინიციატივა სმხარი დაუჭირა სკოლის დრექციამ.