საქართველოს...

417
ხელნაწერის უფლებით საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე სახელმწიფო, გამომცემლობა სასწ.-პედაგოგიური სექტორი თბილისი 1940 წინამდებარე წიგნი შედგენილია ავტორთა კოლექტივის მიერი უძვე- ლესი ხანიდან ეიდრე მე-10 საუკუნის დამლევამდე (გვ. 5-115) დას- წერა პროფ. . ჯანაშიამ, მე-10 საუკუნის დამლევიდან ვიდრე მე-16 საუკუნის დამდეგამდე (გვ. 116-284) აკადემიკოსმა ივანე ჯავახი- შვილმა მე-16 საუკუნის დამდეგიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე (გვ. 285-414) პროფ. . ბერძენიშეილმა. მე-I9 საუკუნის დამდე- გიდან ვიდრე ჩვენს დრომდე (გვ. 415-486) პროფ. . ხაჭაპურიძემ. საქართველო საქართველო საქართველო საქართველო და და და და ქართველი ქართველი ქართველი ქართველი ტომები ტომები ტომები ტომები უძველეს უძველეს უძველეს უძველეს ხანაში ხანაში ხანაში ხანაში სამშობლო ისტორია . ჩვენს სამშობლოში, საბჭოთა კავშირ- ში, მრავალი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის ხალხებმა დიდი ლენინისა და დიდი სტალინის ხელმძღვანელობით და ძმური საერთო ბრძოლით გა- ანადგურეს რუსეთის მეფე, ყველა მტარვალი და მუქთამჭამელა და ახა- ლი თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება გააჩაღეს. ბოლშევიკების, კომუნისტური პარტიის მეთაურობით, დიდი სტალინის ბელადობით, საბჭოთა კავშირის მოძმე ხალხებმა ააშე- ნეს სოციალიზმი. ჩვენი ქვეყანა პირველი და ერთადერთია დედამიწის ზურგზე, სადაც ადამიანები სოციალისტური წესით ცხოვრობენ და მუშაობენ.

Transcript of საქართველოს...

  • ხელნაწერის უფლებით

    საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე

    სახელმწიფო, გამომცემლობა

    სასწ.-პედაგოგიური სექტორი

    თბილისი

    1940

    წინამდებარე წიგნი შედგენილია ავტორთა კოლექტივის მიერი უძვე-

    ლესი ხანიდან ეიდრე მე-10 საუკუნის დამლევამდე (გვ. 5-115) დას-

    წერა პროფ. ს. ჯანაშიამ, მე-10 საუკუნის დამლევიდან ვიდრე მე-16

    საუკუნის დამდეგამდე (გვ. 116-284) — აკადემიკოსმა ივანე ჯავახი-

    შვილმა მე-16 საუკუნის დამდეგიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე

    (გვ. 285-414) — პროფ. ნ. ბერძენიშეილმა. მე-I9 საუკუნის დამდე-

    გიდან ვიდრე ჩვენს დრომდე (გვ. 415-486) — პროფ. გ. ხაჭაპურიძემ.

    საქართველოსაქართველოსაქართველოსაქართველო დადადადა ქართველიქართველიქართველიქართველი ტომებიტომებიტომებიტომები უძველესუძველესუძველესუძველეს ხანაშიხანაშიხანაშიხანაში

    ს ა მ შ ო ბ ლ ო ი ს ტ ო რ ი ა . ჩვენს სამშობლოში, საბჭოთა კავშირ-

    ში, მრავალი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს.

    საბჭოთა კავშირის ხალხებმა დიდი ლ ე ნ ი ნ ი ს ა და დიდი

    ს ტ ა ლ ი ნ ი ს ხელმძღვანელობით და ძმური საერთო ბრძოლით გა-

    ანადგურეს რუსეთის მეფე, ყველა მტარვალი და მუქთამჭამელა და ახა-

    ლი თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება გააჩაღეს.

    ბოლშევიკების, კომუნისტური პარტიის მეთაურობით, დიდი

    სტალინის ბელადობით, საბჭოთა კავშირის მოძმე ხალხებმა ააშე-

    ნეს სოციალიზმი.

    ჩვენი ქვეყანა პირველი და ერთადერთია დედამიწის ზურგზე, სადაც

    ადამიანები სოციალისტური წესით ცხოვრობენ და მუშაობენ.

  • საბჭოთა კავშირი მოწინავეა ყველა სხვა ქვეყანას შორის და უცხო-

    ეთის ხალხებს გზას უნათებს.

    როგორ მიაღწიეს საბჭოთა კავშირის ხალხებმა თავის დღევანდელ

    მდგომარეობას. აი, რა უნდა მოგვითხროს სამშობლო ისტორიამ.

    სამშობლო ისტორიამ უნდა გვიამბოს, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი

    წინაპრები ძველად, როგორ ებრძოდნენ ისინი გარემო ბუნებასა და ბო-

    როტ ადამიანებს, რომელთაც მათი დამონება უნდოდათ, რა შესძინეს

    მათ საკაცობრიო კულტურას.

    ჩვენ საქართველოს მიწაწყალზე დავიბადეთ, მისი ჰაერით ვსუნთქავთ.

    აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. საქართველო ჩვენი უშუალო სამშობლოა.

    მაგრამ საქართველოც ჩვენი დიდი სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის,

    განუყრელი ნაწილია, ერთი თორმეტ მოკავშირე რესპუბლიკათაგანი.

    საქართველოს ისტორიაც საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიის ნა-

    წილია.

    ჩვენ ვსწავლობთ საბჭოთა კავშირის ისტორიასაც მთლიანად და სა-

    ქართველოს ისტორიასაც კერძოდ.

    დიდი სტალინი გვეუბნება: ვისწავლოთ, კარგად შევისწავლოთ

    სამშობლო ისტორია. შევიყვაროთ იგი!

    საქართველოსსაქართველოსსაქართველოსსაქართველოს ბუნებაბუნებაბუნებაბუნება დადადადა მოსახლეობამოსახლეობამოსახლეობამოსახლეობა

    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი ს ტ ო რ ი ა. საქართველოს საბჭოთა სოცი-

    ალისტური რესპუბლიკა, თავისი ავტონომიური ერთეულებით —აფხაზე-

    თით, აჭარითა და სამხრეთ-ოსეთით —ამიერ-კავკასიაში, კავკასიონის ქე-

    დის სამხრეთით, მდებარეობს. საქართველოს ტერიტორია რომელიც 70

    ათას კვადრატულ კილომეტრსა და 3,5 მილიონ მცხოვრებს შეიცავს,

    გადაჭიმულია შავი ზღვიდან ალაზნის შესართავამდე, კავკასიონიდან

    ჭოროხამდე.

    ყოველთვის ასეთი იყო თუ არა საქართველოს საზღვრები?

    მდიდარი და მრავალფეროვანია საქართველოს ბუნება. ზღვისპირა

    დაბლობები, სადაც ჩაი, ლიმონი და ფორთოხალი ხარობს, ნოყიერი ხეო-

    ბები, სადაც საუკეთესო ყურძენი მწიფდება, ულამაზესი მთები ცაში

    აწვდილი მარადთოვლიანი მწვერვალებით, ჩქარი მდინარეები და ხშირი

    ტყეები ამკობს ჩვენს ქვეყანას. ათასნაირი ცხოველი და მცენარე გვხვდე-

    ბა საქართველოში.

    ხომ არ გამოიცვალა ჩვენი ქვეყნის ბუნება მას შემდეგ: რაც აქ ადა-

    მიანი ცხოვრობს?

    ქართველების გარდა ბევრი სხვა ხალხიც ცხოვრობს ეხლა საქართვე-

    ლოში: სომხები და აზერბაიჯანელები, აფხაზები და ოსები, რუსები,

    უკრაინელები ბერძნები და სხვები.

    ყოველთვის ასეთი იყო თუ არა საქართველოს მოსახლეობა? როგორ

    მოიყარა თავი ამდენმა ხალხმა ამ მიწაწყალზე?

    საქართველოში ისე ფეხს ვერ გასდგამ, რომ ძველი ნაშენები არ

    შეგხვდეს. ისტორიულ ციხე-დარბაზების, ხიდების, ტაძრების ნაშთებითაა

    მოფენილი ჩეენი ქალაქები და სოფლები. ხალხი ამ ნაშთებს უვლის

    და ინახავს, როგორც წარსულის უტყუარ მოწმეებს, თვითონ კი ახალ

    ცხოვრებას აშენებს. ჩვენს მინდვრებში ეხლა კოლმეურნეობის მხიარუ-

    ლი ტრაქტორი გუგუნებს. იქ, სადაც მტკვარს არაგვი უერთდება, მოგზა-

    ური ხედავს რომ მშვენიერი ძველი ძებლების გვერდით საბჭოთა ხალხს

    დიდი მდინარის ენერგია რკინა-ბეტონით შეუბოჭავს და სინათლის ქა-

  • ლაქი აუშენებია — ზაჰესი. ზაჰესის ძალით მძიმე მატარებლები სურა-

    მის ქედს ადვილად გადადიან, დიდი ქარხნები დაუღალავად მუშაობენ.

    ჩვენი დედაქალაქი გაჩირაღდნებულია.

    ვინ ააგო ან რისთვის ეს ძველი შენობები, როგორ გაიარა საქართ-

    ველოს ხალხმა ეს გრძელი გზა ჭრაქიდან და სახნისიდან ზაჰესამდე და

    კოლექტიურ მეურნეობამდე?

    აი, ამგვარ კითხვებზე უნდა გვიპასუხოს ჩვენ საქართველოს ისტორიამ.

    ვრცელია საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ გრძელია და მდიდარი

    ჩვენი ხალხის წარსული. ამხ. კ ა ლ ი ნ ი ნ მ ა სთქვა: „ქართველი ხალხი

    კულტურის მხრივ ერთერთი უძველესი ხალხია ჩვენს ქვეყანაში. ქართვე-

    ლი ხალხის კულტურა ჩაისახა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინა ხანაში.

    იგი ვითარდებოდა მსოფლიოს უძველეს და უახლეს კულტურებთან

    ურთიერთმოქმედებაში. ვგონებ, ჩვენს ქვეყანაში არც ერთ კულტურას

    არა აქვს ისეთი ხანგრძლივი ისტორია, როგორც ქართულ კულტურას".

    საჭიროა ამიტომ გულმოდგინედ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია.

    კავკასიაკავკასიაკავკასიაკავკასია დადადადა საქართველოსაქართველოსაქართველოსაქართველო უძველესუძველესუძველესუძველეს გეოლოგიურგეოლოგიურგეოლოგიურგეოლოგიურ ხანებშიხანებშიხანებშიხანებში....

    პალეოლითიპალეოლითიპალეოლითიპალეოლითი საქართველოშისაქართველოშისაქართველოშისაქართველოში

    მილიონი წლების წინათ მთელი კავკასია ზღვით იყო დაფარული. ნე-

    ლინელ და მძიმედ, უთვალავი საუკუნეების სივრცეზე, წყალმა ხმელეთს

    დაუთმო ადგილი. ჯერ კავკასიონის მთავარმა ქედმა ამოიწია ზღვიდან.

    შემდეგ თავი ამოჰყვეს სხვა მთაგრეხილებმაც. კასპიის ზღვა მოსწყდა

    შავს და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. მაღალი ქედების წარმო-

    შობას შემდეგში გამყინვარება მიჰყვა. ერთ დროს მყინვარები ბარშიაც

    ჩამოდიოდა, კავკასიონის ძირობაზე. ბო;ოს ისინი მწვერვალებს-ღა შე-

    მორჩნენ. მას შემდეგ რაც კავკასიაში გაჩნდა მცენარეულობა და ცხო-

    ველები, მათა შემადგენლობაც იცვლებოდა ხოლმე.

    გაჩნდა ადამიანიც. საქართველოში რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი

    ამ პირველყოფილი ადამიანის კვალთ ზემო-იმერეთში (გამოქვაბუ-

    ლი ',გვარჯილას კლდე" სოფ' რგანში' გამოქვაბული 7'დევის-ხვრელი"'

    ხარაგოულის მახლობლად და სხვ.), ქვემოიმერეთში (მოწამეთის გამო-

    ქვაბული, მდ. წყალწითელას ხეობაში და სხვ:), სამეგრელოში, აფხა-

    ზეთში (სოფ.. ეშთუხაში და სხვაგან) ნაპოვნია პირველყოფილი ადამი-

    ანის ისეთი სადგომები, რომლებიც ყველაზე ძველია მთელს საბჭოთა

    კავშირში. ამ უძველესი ადამიანის ნაშთებს!ხშირად გამოქვაბულებში,

    პოულობენ. მაშინდელს ადამიანს ჯერ კიდევ უჭირდა ხელოვნური ბი-

    ნის აგება და სიცივე-ავდრისაგან თუ საშიში მხეცებისაგან იგი თავს გა-

    მოქვაბულში იცავდა.

    ეს იყო 80-30 ათასი წლის წინათ. მაშინდელი ბუნება განირჩე

    ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბუნებისაგან. ჰავა იყო უფრო ცივი. ტყეები

    იყო ბევრად უფრო მეტი და ხშირი. მდინარეებიც უფრო წყალ-მრავა-

    ვალი. მცენარეებშიაც და ცხოველებშიაც მას შემდეგ ბევრი რამე გამო-

    იცვალა. ასე. მაგ.. მაშინ ჩვენში იყო გამოქვაბულის დათვი, რომელიც

    ეხლა უკვე აღარ გვხვდება. გადაშენდა მას აქეთ გარეული ხარიც. სა-

    მაგიეროდ, გაჩნდა ახალი ცხოველებიცა და მცენარეებიც.

    ძალიან უმწეო და განუვითარებელი იყო იმდროინდელი ადამიანი.

    მას არც მიწის დამუშავება შეეძლო, არც შინაური ცხოველი ჰყავდა.

    თავს ირჩენდა მხოლოდ ტყის ნაყოფითა და ნადირის ხორცით. იარაღიც

    ისეთი ჰქონდა, რომ ბუნებასთან ბრძოლაში ბევრს ვერაფერს გახდე-

  • ბოდა — კაჟისა და ობსიდიანის (მუქი შუშისმაგვარი მინერალია) ნამ-

    ტვრევები, წვეტიანი ძვალი, ხის კომბალი. იარაღის დამუშავების ტექ-

    ნიკა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ქვასა და ძვალს ადამიანი

    ტკეცავდა და ჩორკნიდა ისევ ქვით, მოსახმარ ფორმას აძლევდა მათ და

    ასე ამზადებდა საჭრისებს, საფხეკებს, სახვრეტებს. ქვის დამაგრებით ხის

    ტარზე ცულსაც აკეთებდა. ასეთი იარაღის ნაშთები ბლომად არის ნა-

    პოვნი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გამოქვაბულებში, მა-

    გალითად — „დევის-ხვრელში", ხარაგოულის მახლობლად.

    ცხოვრობდნენ მაშინ პატარ-პატარა ჯგუფებად, რომლებიც 15-20

    კაცისაგან შესდგებოდა. ეს ჯგუფები ერთად მიდიოდნენ სანადიროდ,

    რაკი იარაღი ისეთი სუსტი ჰქონდათ, რომ მარტოხელა კაცი ვერასგზით

    დიდ ნადირს ვერ მოერეოდა.

    ტანისამოსისათვის თავს არ იწუხებდნენ. როცა ძალიან ციოდა, ნადი-

    რის ტყავს ხმარობდნენ ტანის დასაფარავად.

    თიხის ჭურჭლის გაკეთება ჯერ არ იცოდნენ. იმდროინდელი ადამი-

    ანის ენაც სრულიად განუვითარებელი იყო. ამიტომაცაა რომ იმდრო-

    ინდელ ადამიანზე ჩვენ ვერ ვიტყვით, იგი ამათუიმ ტომს ეკუთვნოდაო.

    ტომები გაჩნდნენ ბევრად უფრო გვიან.

    ამ ხანას „ძველი ქვის" ანუ „პალეოლითის“ ხანას ეძახიან. შემდეგში

    ადამიანმა გააუმჯობესა თავისი ტექნიკა, თავისი მეურნეობა. კულტურა

    ახალ საფეხურზე ავიდა. ეს იყო უკვე „ახალი ქვის" ანუ „ნეოლითის"

    ხანა.

    ნეოლითინეოლითინეოლითინეოლითი საქართველოშისაქართველოშისაქართველოშისაქართველოში

    მრავალმა ათასმა წელმა გაიარა. ვიდრე ადამიანი პალეოლითისაგან

    ნეოლითზე გადავიდა. ნელ-ნელ ადამიანმა ისწავლა ქვის ხერხვა, ხვრე-

    ტა, ხეხვა და გაკრიალება. კაჟზე უფრო რბილი, რიყის ქვისაგან ის ეხლა

    აკოპიტებდა მშვენიერს დიდ ცულებს. გახვრეტილი ყურით ხის ტარი-

    სათვის, აკეთებდა აგრეთვე სატეხებს, ხერხებსა და ბევრს სხვა იარაღს,

    გამოიგონეს მშვილდ-ისარიც. ისარს უკეთებდნენ მაგარს წვერს, მეტ-

    წილად კაჟიდან, აგრეთვე ძვლიდან. მშვილდით გატყორცნილს ამგვარ

    ისარს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ცხოველის ძვალსაც კი ხვრეტდა.

    გაჩნდნენ იარაღის ოსტატები და მათი სახელოსნოები, რადგანაც ნეო-

    ლითური იარაღის გაკეთებისათვის კარგი დაოსტატება იყო საჭირო. ამ-

    გვარი ნეოლითური სახელოსნოს ნაშთი აღმოჩენილია სამეგრელოში,

    სოფ. ოდიშში.

    ქვის ცულით, ხერხითა და სატეხით ადამიანი უფრო კარგად ამუშავებ-

    და ხესაც. ხისას აკეთებდნენ შინაურ ჭურჭელს, მარხილებს, ნავებს, ძე-

    ლურს (ჯარგვალა) სახლებს.

    ადამიანმა ნეოლითის ხანაში ისწავლა კალათების წვნა, ქსოვილების

    ქსოვა, თიხის ჭურჭლის კეთება.

    ეხლა ადამიანი უფრო ძლიერი იყო ბუნებასთან ბრძოლაში. ვიდრე

    პალეოლითის დროს; ის ნადირსაც უფრო ადვილად ერეოდა და უსუ-

    ლო ბუნებასაც — ხე-ტყეს, საერთოდ მცენარეულობას, მდინარესა და

    ჭაობს.

    მონადირეობის წყალობით ადამიანმა თანდათან მოაშინაურა ცხოვე-

    ლები, ყველაზე ადრე — ძაღლი, შემდეგ — ხარი და ირემი, თხა და ცხვა-

    რი, ღორი. შინაურ საქონელს ადამიანი ხმარობდა თავდაპირველად შე-

    საბმელად (ძაღლი, ირემი, ხარი) და ხორცად. შემდეგში წველაც

  • ისწავლეს.

    თანდათან შეითვისა ადამიანმა მიწისმოქმედებაც. ეს იყო მებოსტნეობა

    ჯერ და შემდეგ — მემინდერეობა. წვეტიანი ჯოხისა და სადა თოხის სა-

    შუალებით ამუშავებდნენ მიწას და სთესდნენ ქერს, ფეტვს, ხორბალს.

    კოლხეთის დაბლობში, ღრმად მიწაში, არქეოლოგებმა იპოვნეს ფეტვისა

    და ხორბლის ნაშთები. ეს მცენარეები საქართველოში ამ 4-5 ათასი

    წლის წინათ უშენებიათ.

    ნეოლითური იარაღები ნაპოვნია იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-

    ლეჩხუმში.

    ნეოლითური ხანის მეურნეობის წყალობით ადამიანი უფრო ადვილად

    იკვებავდა თავს და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა. მოსახლეობა

    გახშირდა და ერთ ადგილას დაბინავდა. ხალხი ეხლა სოფლებად ცხოვ-

    რობდა. ჩამოყალიბდნენ ტომები. თვითეულ ტომს საკუთარი ენა ჰქონდა.

    ბევრი ეხლანდელი ენა იმდროინდელი ენების განვითარებით წარმოიშვა.

    ტომები ცალკე გვარებისაგან შესდგებოდა. გვარში მხოლოდ ნათესა-

    ვები შედიოდნენ. ერთ გვარს ერთი სოფელი ეჭირა ჩვეულებრივად. გვა-

    რის მეთაური გვარის უფროსი ქალი იყო, დიასახლისი. გვარის ქონება

    საერთო იყო, მუშაობდნენ აგრეთვე ერთად. მოწეულ მოსავალს, ნანა-

    დირევს, სხვა შენაძენ საქონელსაც მეტნაკლებად თანასწორად იყოფდნენ.

    ასეთ წყობილებას ჩვენ პირველყოფილ-თემურ წყობილებას ვეძახით,

    ასეთი იყო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ამ 10-5 ათასი წლის

    წინათ.

    საქართველოსსაქართველოსსაქართველოსსაქართველოს უძველესიუძველესიუძველესიუძველესი მოსახლეობამოსახლეობამოსახლეობამოსახლეობა დადადადა ლითონისლითონისლითონისლითონის ხანახანახანახანა

    ნეოლითის ხანაში საქართველოს მიწაწყალზე სხვა მოსახლეობა იჯდა.

    ეს მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ქვის იარაღს ხმარობდა. შემ-

    დეგში საქართველოს ამ ძველმა მოსახლეობამ ლითონის იარაღიც შე-

    მოიღო. ჯერ სპილენძის, შემდეგ ბრინჯაოსი. მაგრამ ბრინჯაოს იარა-

    ღის განვითარება მას აღარ დასცალდა. მის ცხოვრებაში დიდი ცვლი-

    ლებები მოხდა, რადგანაც მას სამხრეთიდან ახალი ხალხები მოაწვნენ.

    ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოსულმა ხალხებმა დამხდური ტომების

    მიწაწყალი დაიჭირეს. მოსულნი უმთავრესად ქართულ მოდგმას ეკუთვ-

    ნოდნენ. ქართველობამ ძველი მოსახლეობა ნაწილობრივ შეიერთა, ნა-

    წილობრივ უფრო ჩრდილოეთისაკენ გადასწია.

    ქართველობაქართველობაქართველობაქართველობა

    ქართველი ერი სხვადასხვა მოძმე ტომისაგან შესდგა. ძირითადი მათ

    შორის იყვნენ: ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები. არსებობდნენ სხვა

    ქართველი ტომებიც, რომლებიც ადრე გაქრნენ ისტორიული სარბიელი-

    დან, რადგანაც ისტორიული პირობების უკუღმართობას ვერ გაუძლეს.

    ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანებიც ძველად ცალკე თემებად იყო-

    ფოდნენ. ქართების თემები იყვნენ ქართლელები, კახელები, ფშავ-ხევ-

    სურები, მთიულ-მოხევეები, იმერლები, გურულები, რაჭველები, ლეჩხუ-

    მელები და სხვები. ამ დაყოფის ნაშთები დღემდე არის შენახული მაგ-

    რამ ისინი თანდათან ქრებიან. მთელი ქართველობა ეხლა საერთო სა-

    მეურნეო და კულტურულ საქმიანობაშია ჩაბმული. საერთო ლიტერა-

    ტურული ენა სწრაფად ვრცელდება და კუთხური კილოკავების ადგილს

    იჭერს. ქრება აგრეთვე ძველი კუთხური დრომოჭმული ზნე-ჩვეულება,

  • რომელიც ადგილს უთმობს ახალს, სოციალისტურ ყოფა-ცხოვრებას.

    ასეთი ცვლილებები გამოიარეს ჩვენმა ტომებმა თავის დღევანდელ

    ტერიტორიაზე. მაგრამ ხანგრძლივი ისტორია ჰქონდათ ქართველ ტო-

    მებს მათს ძველ სამშობლოშიაც.

    წინაწინაწინაწინა----აზიააზიააზიააზია უძველესუძველესუძველესუძველეს ხანაშიხანაშიხანაშიხანაში.... სუსუსუსუმმმმეეეერრრრიიიი

    ქართველები და მათი მონათესავე კავკასიელი ტომები — ქისტები

    (ჩაჩან-ინგუშები), დაღისტნელები, აფხაზ-ჩერქეზები წარმოშობით წინა-

    აზიის უძველეს, მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.

    წინა-აზიას აზიის იმ ნაწილს ეძახიან, რომელიც მომწყვდეულია ოთხ,

    ზღვას შუა — კასპიის, შავს, ხმელთაშუა ზღვებსა და სპარსეთის ყუ-

    რეს შორის. მთელს ამ უზარმაზარ მიწაწყალზე, ზღვიდან ზღვამდე,

    ძველთაძველ დროში, ამ ექვსი ათასი წლის წინათ, ერთი მოდგმის ხალ-

    ხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმას მეცნიერები სხვადასხვანაირად ეძახიან —

    ზოგი ალაროდიულს, ზოგი იაფეტურს. ზოგი აზიანურს. ამ მოდგმის

    ხალხებმა შეჰქმნეს ყველაზე ძველი კულტურული ცენტრები მსოფლი-

    ოში. კაცობრიობის კულტურისა და ცივილიზაციის აკვანი წინა-აზიაში

    დაირწა.

    წინა-აზიის ამ უძველესი მკვიდრი მოსახლეობის ერთი პირველი სა-

    ხელმწიფოთაგანი იყო ს უ მ ე რ ი. სემერს მესოპოტამიის სამხრეთი ნაწი-

    ლი ეჭირა და უკვე მე-4 ათასეულში, ძველი წელთაღრიცხვით, იგი დაწინა-

    ურებული ქვეყანა იყო მთელი რიგი ისეთი დიდი ქალაქებით, როგორიცაა

    ური, ურუკი, ერიდუ, ლარსი, ნიპური, ლაგაში და სხვები. სუმერებმა

    გამოიგონეს ლურსმული წერა, რაც შემდეგში მათგან სხვა ხალხებმაც

    შეითვისეს. სუმერებმა შეჰქმნეს მდიდარი ლიტერატურა. ცნობილია შე-

    სანიშნავი სუმერული ეპოსი გილგამეშის შესახებ. სუმერული თქმულე-

    ბები წარღვნისა და სიცოცხლის ხის შესახებ გავრცელდა მთელ მსოფ-

    ლიოში. დიდ სიმაღლეს მიაღწია სუმერულმა არქიტექტურამ და ხე-

    ლოვნებამ. საყურადღებო შედეგებს მიაღწიეს სუმერებმა ბუნების შე-

    სწავლაშიაც. მაგალითად — ვარსკვლავთმრიცხველობაში.

    სუმერის სახელმწიფო დაემხო მე-3 ათასეულის დამლევს, ძვ. წ., უცხო

    ხალხების შემოსევების გამო.

    უკვე მე-4 ათასეულის დამლევიდან, ძვ. წ., წინა-აზიაში დრო-და-დრო

    იჭრებიან უცხო, ველური ტომები, რომელთაც აქეთკენ მკვიდრი მოსახ-

    ლეობის სიმდიდრე იზიდავს. შემოსეულთა შორის განსაკუთრებით მრა-

    ვალრიცხოვანი და ძლიერი იყვნენ სემიტები, რომელნიც არაბეთის ნა-

    ხევარ-კუნძულიდან გადმოვიდნენ აქ. სემიტმა ტომებმა თანდათან დაიჭი-

    რეს ქვემო და შუა მესოპოტამია და აქ ორი სახელმწიფო შეჰქმნეს —

    ბაბილონეთი და ასურეთი.

    ბაბილონელებმა და ასურელებმა მთლიანად შეითვისეს ძველი სუმე-

    რული კულტურა და შემდეგში სხვა ხალხებსაც გადასცეს იგი.

    ბაბილონ-ასურელების ენა ანუ, როგორც მას ეძახიან, ა კ ა დ უ რ ი

    სემიტური ენაა. არაბულსა და ებრაულს ენათესავება.

    ჰარისჰარისჰარისჰარის ქვეყნებიქვეყნებიქვეყნებიქვეყნები. მითანისამითანისამითანისამითანისა დადადადა ხეთასხეთასხეთასხეთას სახელმწიფოებისახელმწიფოებისახელმწიფოებისახელმწიფოები

    მას შემდეგ, რაც ქვემო და შუა მესოპოტამიაში სემიტები გაბატონ-

    დნენ, წინა-აზიის ძველი, მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკურმა და

    კულტურულმა ცენტრებმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა,

  • ჩრდილო-დასავლეთ მესოპოტამიასა და მცირე-აზიაში. ამ დიდს ტერი-

    ტორიას და მასთან ერთად ვანის ტბის მიდამოებსაც იმ ხანაში ჰ ა რ ი ს

    ეძახდნენ. უძველეს ქართულს ხალხურ თქმულებაში დაცულია ხსოვნა

    იმის შესახებ რომ მცხეთის სამეფოს დამაარსებელი ქართველი ტომები

    ამ ჰარის ქვეყნიდან არიან გამოსულნი. ამ გადმოცემით, ა რ ი ა ნ -

    ქ ა რ თ ლ ი ს (ე. ი. ჰარი-ქართლის) მეფის შვილმა აზომ წამოიყვანა თა-

    ვის სამშობლოდან ა რ ი ა ნ-ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ს 18 სახლი ანუ საგვა-

    რეულო, დაასახლა ისინი მტკვრის ხეობაში. თვითონ რეზიდენციად ძვე-

    ლი მცხეთა აირჩია და ამრიგად მცხეთა-არმაზის ანუ ქართლის (კავ-

    კასიური ქართლის) სამეფო დააარსა. ეს გარდმოცემა შეტანილია უძვე-

    ლეს ქართულ საისტორიო თხზულებაში, „ქართლის მოქცევაში".

    ჰარის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად დაწინაურდა მითანის სახელმწი-

    ფო, რომელიც ასურეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. მეორე

    ათასეულის პირველ ნახევარში მითანი იყო წინააზიის ყველაზე ძლი-

    ერი და ყველაზე კულტურული სახელმწიფო. მითანიმ დაიპყრო ასურე-

    თი და რამდენიმე საუკუნე იგი მორჩილებაში ჰყავდა. ჰარიული კულტუ-

    რა, განსაკუთრებით ხელოვნება, რომლის კერა სწორედ მითანის სახელ-

    მწიფოში იყო, მთელ წინააზიაში გაბატონდა.

    მითანელების მონათესავე ხალხებმა ჯერ კიდევ მე-3 ათასეულში მცი-

    რე აზიაშიაც შეჰქმნეს თავისი კულტურული ცენტრი და სახელმწიფო.

    ეს იყო ხ ა თ ი ანუ ხ ე თ ა . მეორე ათასეულის პირველი ნახევრი-

    დან ხეთას მოსახლეობა რამდენადმე გამოიცვალა, მაგრამ გაბატონებუ-

    ლი მაინც ძველი, ადგილობრივი კულტურა დარჩა. მეორე ათასეულში

    ხეთაც ძლიერი სამეფო იყო.

    მალე ატყდა ბრძოლა პირველობისათვის ხეთასა და მითანის შორის,

    რამაც ხელი შეუწყო ჯერ მითანისა და შემდეგ ხეთას დასუსტებას. ამით

    ისარგებლა ასურეთმა და მე-15 საუკუნეში, ძვ. წ., თავი გაითავისუფლა

    მითანის ბატონობისაგან. მე-13 საუკუნისათვის ასურეთის სამეფომ თა-

    ვისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია და მეზობლებს შეუტია. თანდათან

    დასუსტდნენ და ბოლოს დაემხვნენ კიდევაც მითანისა და ხეთას სამე-

    ფოები.

    ჰარი-ქვეყნების, კერძოდ — მითანის, მოსახლეობა ს უ ბ ა რებად იწო--

    დებოდა, მათი ვნა კიდევ — ს უ ბ ა რულად. სუბარების ქვეყანას ასუ-

    რელები ს უ ბ ა რ თ უ-საც ეძახდნენ, რაც ს უ ბ ა რ ე თ-ს ნიშ-

    ნავს. ასურელების წარმოდგენით, მთელი მსოფლიო ოთხ ნაწილად იყო-

    ფოდა: აკადი (ე. ი. ბაბილონ-ასურეთი), ელამი (ასურეთისაგან აღმო-

    სავლეთით მდებარე ქვეყანა), ამურუ (ასურეთისაგან დასავლეთით მდე-

    ბარე ქვეყანა) და სუბართუ (ასურეთიდან ჩრდილოეთით). აქედან ჩანს

    თუ როგორი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სუბარეთს. სუბარების დაარ-

    სებულია ასურის სახელგანთქმული დედა-ქალაქიც.

    მითანის და ხეთას ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ნაშთია აღ-

    მოჩენილი. ისინი მოწმობენ ამ ქვეყნების მაღალ კულტურას. მითანე-

    ლებმა და ხეთელებმა საკუთარი მდიდარი ლიტერატურაც შეჰქმნეს. ეს

    ხალხებიც მეტ-წილად ლურსმულ დამწერლობას ხმარობდნენ, ზოგიერთ

    რაიონებში-კი — ხატოვანსაც. ამ მწერლობის ძეგლები ჯერ ბოლომდის

    ამოკითხული არ არის.

    თაბალებითაბალებითაბალებითაბალები დადადადა მუსკებიმუსკებიმუსკებიმუსკები

    მას შემდეგ, რაც მითანის სახელმწიფო დაეცა, მისი მოსახლეობაც

  • დაიქსაქსა უფრო წვრილ ტომებად. ამ სუმარული ტომებიდან, ევფრა-

    ტის დასავლეთით მდებარე რაიონში, მეორე ათასეულის დამლევისა და

    პირევლი ათასეულის დამდეგისათვის, ისევ გაძლიერდა ორი ხალხი —

    თაბალები და მუსკები, როგორც მათ ასურელები ეძახდნენ. მუსკები

    მერმინდელი მესხები არიან, სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის წი-

    ნაპარნი. თაბალი იგივე სუბარია. თაბალ-სუბარისაგან წარმოსდგა მერ-

    მინდელი ჰ ი ბ ე რ ი ანუ ი ბ ე რ ი , აღმოსავლეთ საქართველოს, ქარ-

    თლის სამეფოს, მოსახლეობის სახელი. ამ სახელს სხვადასხვა ენასა და

    კილოკავზე სხვადასხვანაირად გამოსთქვამდნენ ძველ დროში: იაბალი,

    იუბალი, თიბარენი და სხვა. თაბალ-სუბარები ქართველების უშუალო

    წინაპრები არიან. მუსკებს ასურელები უკვე მე-11 ს. დამდეგიდან ებრ-

    ძვიან. მაშინ მუსკები იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ზოგჯერ თვი-

    თონ იპყრობდნენ ასურეთის მიწაწყალს და დაუმარცხებელ ხალხად

    ითვლებოდნენ. მუსკები მისდევდნენ მაშინ მევენახეობასა და მესაქონ-

    ლეობას და აგრეთვე ლითონის დამუშავებას. მუსკების მეფე მიტა ანუ

    მიდასი განთქმული იყო ძველ დროში.

    უკვე მე-11 საუკუნეშივე იხსენიებენ ასურელები აგრეთვე სუბარების

    ქვეყანას ანუ სუბართის და „მისს ამაყსა და ურჩ ხალხს“. მაგრამ განსა-

    კუთრებით მრავლდება ცნობები სუბარ-თაბალების შესახებ მე-9 საუკუ-

    ნიდან. ამ დროიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ რომ სუბარ-თაბალებს

    რამდენიმე სამეფო-სამთავრო მოეპოვებათ.

    ევფრატის დასავლეთით მდებარე თაბალი დიდი ქვეყანა იყო. ასუ-

    რელების ცნობებით, რომლებიც ლურსმულ წარწერებშია შენახული,

    თაბალი 24 სამეფოსაგან შესდგებოდა. თაბალების ამ 24 სამეფოსა თუ

    სამთავროს განუწყვეტლივ ებრძოდნენ ასურელები. 836 წელს ასურე-

    თის მეფე სალმანასარ მე-3 მე-22-ჯერ გადასულა მდინარე ევფრატს,

    თაბალის ქვეყანას შესევია და იქაური 24 მეფისაგან ძღვენი მიუღია..

    827 წელს სალმანასარს დაულაშქრავს როგორც დასავლეთის თაბალი,

    ისე ჩრდილოელი სუბარების ოლქები — ჰუბუშკია, მუსასირი, ურარტუ,

    მანა, ანდია და სხვები, რომელთაც ვანისა და ურმიის ტბების მიდამო-

    ები, ევფრატის სათავეები, არაქსისა და მტკვრის ხეობები ეჭირათ. ჩრდი-

    ლოელი სუბარებისაგან ასურელებს ძღვნად უღელს შეჩვეული ცხენები,

    ცხვარი და სხვა შინაური საქონელი მიუღიათ.

    დასავლეთის თაბალებს ებრძოდა ასურეთის მეფე ტიგლათ-პილესარ

    მესამეც (745-727). ერთს თავის წარწერაში ის იკვეხის: თაბალის მეფე

    ვასურმე ასურეთს არაფრად აგდებდა და არც მე მეპუებოდაო. მის სა-

    მეფო ტახტზე მე სხვა დავსვი და ძღვენიც მივიღე — 10 ტალანტი ოქრო,

    1000 ტალანტი ვერცხლი, 2.000 ცხენიო და სხვა. ერთი მთავარი მათი

    ქალაქთაგანი იყო მილითი. მილითის ოლქის დედა-ქალაქი, შემდეგში

    ცნობილი მელიტენა. სხვა ქალაქებიც ბევრი ჰქონდათ.

    დასავლელი თაბალების ქვეყანა მთაგორიანი იყო. აქ ხალხი ფართოდ

    მისდევდა მესაქონლეობას. განსაკუთრებით განთქმული იყვნენ თაბა-

    ლები თავისი საუკეთესო ჯიშის მაღალი ცხენებით. გარდა ამისა, თაბა-

    ლები დახელოვნებულნი მეტალურგები იყვნენ და ვერცხლის ცნობილი

    მაღაროები ჰქონდათ.

    ცნობებიცნობებიცნობებიცნობები მუსკებისამუსკებისამუსკებისამუსკებისა დადადადა თაბალებისთაბალებისთაბალებისთაბალების შესახებშესახებშესახებშესახებ „„„„დაბადებადაბადებადაბადებადაბადება““““----შიშიშიში....

    ქართველებისქართველებისქართველებისქართველების უძველესიუძველესიუძველესიუძველესი კულტურაკულტურაკულტურაკულტურა

    ებრაელების განთქმული წიგნი „დაბადება" ანუ „ბიბლია" შეიცავს

  • კაცობრიობის ყველაზე ძველს საისტორიო თხზულებებს. ამ თხზულე-

    ბათა ავტორები ცდილობდნენ, რამდენადაც შეეძლოთ, აეხსნათ მათთვის

    ცნობილი ხალხების წარმოშობა და მონათესაობა, და მათი ისტორიული

    მდგომარეობის შესახებაც ხსოვნა შეენახათ შთამომავლობისათვის. „ბიბ-

    ლიის“ წიგნები იხსენიებენ მუსკებს მეშეხ-ების სახელით და თაბალებ-

    საც, სხვადასხვა სახელით. ამ წიგნების შემდგენელნი, ჩანს, თაბალების

    სამ დიდ ჯგუფს იცნობდნენ: იაბალებს, იუბალებს და თუბალებს ანუ

    თუბალ-კაინებს. იაბალის შესახებ „დაბადებაში" ნათქვამია: „ესე იყო

    მამაი მკვიდრთა კარვებისათა, საცხოვარისა მზდელთა"-ო. ეს ნიშნავს

    რომ თაბალების ეს ტომი განთქმული იყო თავისი მესაქონლეობით. იუბა-

    ლის შესახებ ნათქვამია, რომ ის „იყო გამომაჩინებელ საფსალმუნისა და

    ებნისა"-ო, ე. ი. თაბალების ეს მეორე ტომი თავისი ხალხური მუსიკით

    იყო განთქმული. მესამე ჯგუფი კი, თუბალი ანუ თუბალ-კაინი, მეტა-

    ლურგიული ხელოვნებით ყოფილა განთქმული: „ესე იყო კვერით ხუ-

    როი, მჭედელი რვალისა და რკინისა"-ო, ე. ი. აქ მჭედლობა, „კვერით

    ხუროობა", ყოფილა გავრცელებული და ამუშავებდნენ სპილენძსა და

    რკინას. „კაინ"-იც ამიტომ შეერქვა ამ ჯგუფს („კაინ" სემიტურად „მჭე-

    დელს" ნიშნავს).

    მართლაც, ქართველი ტომები, ძველთაძველი დროიდან მოყოლებული,

    ცნობილი იყვნენ დანარჩენი ხალხებისათვისაც თავიანთი მაღალი ჯიშის

    შინაური საქონლით — ცხენით, ძროხით, ცხვარით. კულტურული მცე-

    ნარეების გაშენებაშიაც ქართველ ტომებს დიდი ღვაწლი მიუძღვით კა-

    ცობრიობის წინაშე — ქართველები იყენენ ერთი პირველი ხალხთაგანი,

    ვინც ყველაზე ადრე მოაშინაურა პურეული მცენარეები და ვაზი. მე-

    ტალურგიაც ქართველებში იმდენად იყო განვითარებული, რომ ზოგი-

    ერთი მადნის სახელი სხვა ხალხებს ქართველებისაგან აქვთ შეთვისებუ-

    ლი. ბერძნული სიტყვა „ხალიფს", რაც „ფოლადს" ნიშნავს, ხალიბების

    ტომის სახელისგან არის ნაწარმოები. ევროპული ტერმინი „ბრონზა",

    „ბრინჯაო" სუბარების მადანს ნიშნავს.

    ჩრდილოეთისჩრდილოეთისჩრდილოეთისჩრდილოეთის სუბარებისუბარებისუბარებისუბარები.... ურარტუურარტუურარტუურარტუ.... მანამანამანამანა

    ჩრდილოეთისაკენ იმ ხანაში სუბარული ტომები უკვე კავკასიონამდე

    ვრცელდებოდნენ. აქ მათ რამდენიმე სამეფო-სამთავრო ჰქონდათ, რო-

    მელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყვნენ ბიაინასა და მანას სამე-

    ფოები. ბიაინას უმთავრესად მდ. ზაბის სათავეები და ვანის ტბის მიდა-

    მოები ეჭირა, მანა — კი მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ეს

    სამეფო-სამთავროები ებრძოდნენ ერთმანეთს პირველობისათვის. მე-9

    საუკუნის დამლევისათვის უპირატესობა ბიაინას დარჩა. განსაკუთრე-

    ბით გაძლიერდა ბიაინა მეფეების მენუასა და მისი შვილის არგიშტის

    დროს (მე-8 საუკუნის პირველი ნახევარი). არგიშტის დაემორჩილნენ

    ყველა სუბარული სამთავრო და მცირე-აზიელი ხეთებიც. არგიშტის

    მრავალრიცხოვანი ლაშქრობანი ასურეთის წინააღმდეგ აგრეთვე ყოველ-

    თვის გამარჯვებით მთავრდებოდა. ამ ახალს დიდს, გაერთიანებულ სა-

    ხელმწიფოს მეზობელი ხალხები, კერძოდ — ასურელები უ რ ა რ ტ უ ს

    ეძახდნენ. მე-8 საუკუნის დამლევიდან იწყება ურარტუს დაქვეითება

    მუდმივი ბრძოლის შედეგად როგორც შიგნით, ცალკე სამთავროებს შო-

    რის, ისე გარეშე მტრებთანაც — ასურელებთან და კიმერიელებთან. კი-

    მერიელების ანუ გიმირის ტომი მე-8 საუკუნის დამლევს შემოესია წი-

    ნა-აზიას და დიდი ცვლილებები მოახდინა აქ. დიდი ვნება მიაყენეს კი-

  • მერიელებმა, კერძოდ, ურარტუს ხალხებს.

    მე-8 საუკუნის დამლევიდან კვლავ დამოუკიდებელი ხდება მანას სა-

    მეფო, რომელსაც ადგილობრივ ს უ ბ ი -საც (-იგივე სუბარი) ეძახოდნენ.

    ურარტუ. საერთოდ, და განსაკუთრებით კი მანმა-სუბი მაღალ-კულ-

    ტუროსანი ქვეყნები იყო. ურარტუელები ანუ ხალდები (ზოგი მეცნი-

    ერი ფიქრობს რომ ურარტუელები თავიანთ თავს ხალდებს ეძახდნენო)

    კარგი მეტალურგები იყვნენ. რკინის დამუშავებაში მათ სხვა ხალხებ-

    საც-კი წააცილეს. რკინის იარაღით ურარტუელები კლდეში საუცხოო

    ციხე-დარბაზებსა და მთელ ქალაქებსაც ჰკვეთდნენ. ამ ხელოვნების ნი-

    მუშია საქართველოში ქალაქი უფლისიციხე. ურარტუელებმა იცოდნენ

    აგრეთვე დიდი შენობების აგება უდუღაბოდ. ასეთი ნაგებობანიც გვხვდე-

    ბიან ჩვენ საქართველოში. ურარტუელები არხების გაყვანის ოსტატებიც

    იყვნენ: მრავალრიცხოვანი არხებით რწყავდნენ ისინი თავიანთ მინდვ-

    რებს.

    ასეთივე იყო მანნა-სუბის სამეფოს კულტურაც საერთოდ. მაგრამ

    სოფლის მეურნეობა მანნაში კიდევ უფრო განვითარებული იყო. 714 წ.,

    ძვ. წ., ასურეთის მბრძანებელმა სარგონმ თავისი ლაშქრით გაიარა მან-

    ნას ქვეყნის უდიდესი ნაწილი. სარგონი გაკვირვებული დარჩა აქაური

    ხალხის კულტუროსნობითა და დოვლათიანობით. მანნაველების მდგო-

    მარეობას ჩვენც შეიძლება გავეცნოთ სარგონის აღწერილობის საშუა-

    ლებით. მანნას ქვეყანა დაფარული ყოფილა დიდი და პატარა არხებით,

    რომელნიც რწყავდნენ ნოყიერ მინდვრებს. აღმართებში არხებიდან წყა-

    ლი აჰყავდათ, როგორც ჩანს, ბორბლებით, რომლებსაც აქლემები ატრი-

    ალებდნენ. ხორბალი, ქერი და სხვა პურეული იმდენი მოჰყავდათ, რომ

    ძველი მოსავლით ბეღლები გატენილი ჰქონდათ, მარცვლად და ფქვი-

    ლად. სთესდნენ სპეციალურ ბალახებსაც კი, ცხენების საკვებს აშენებ-

    დნენ გულდაგულ ტყეებს, მაგ., ჭადრის ხმებისას და რგავდნენ დეკორა-

    ტიულ მცენარეებს, მაგ., კვიპაროზებს. მთელი ვანნა მოფენილი იყო

    ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, რომლებიც, სარგონის თქმით „წვი-

    მასავით უხვ ხილსა და ყურძენს" ისხამდნენ. სარგონის ჯარისკაცებს

    გული უჯერებიათ კეთილი ღვინით მანნას მარნებში, რომლებიც სავსე

    ყოფილა ღვინიანი გუდებით. მრავლად ჰყოლიათ მანნა-სუბიელებს ში-

    ნაური საქონელი — მსხვილი რქოსანი პირუტყვი: ცხვარი, ცხენი. გან-

    საკუთრებით განთქმული ყოფილან სუბიელები თავისი მეცხენეობით,

    აქაურ მცხოვრებთ მეცხენეობა-ცხენოსნობაში მეტოქე არა ჰყავთ მთელ

    ურარტუშიო, ამბობს სარგონი. ცხენებს აშენებდნენ როგორც ველზე გა-

    შვებულ ჯოგებად, ისე თავლაში დაბმითაც. ცხენებს მანნა-სუბიელები

    ხედნიდნენ უმთავრესად ეტლებში შესაბმელად (აქ უფრო საომარი

    ეტლები იგულისხმება). ამ მხრივ სუბიელების ოსტატობა აოცებდა ასუ-

    რელებს: ისე ჰყავთ სუბიელებს ცხენები გაწვრთნილი, რომ არას დროს

    არ გასტეხენ ეტლის უღელსო. ურარტუს სამეფო ჯარს აქედან მის-

    დიოდა ცხენები. მოსახლეობა ძალიან მჭიდრო ყოფილა: აქაური ციხე-

    ქალაქები ურიცხვია, როგორც ვარსკვლავნი ცისანიო, ამბობს სარგონი.

    თვითონ შენობებიც ხელოვნურად და მტკიცედ ყოფილა ნაგები, ქვისა

    და აგურის კედლებით და დიდი კვიპაროზის თავხეებით (კოჭებით). ქა-

    ლაქები გარსშემორტყმული ყოფილა მეტად განიერი, მაგარი კედლე-

    ბით, ბურჯებითა და ღრმა თხრილებით.

    თავის შრომას ხალხი თურმე „მხიარული სიმღერებით“ ახალისებდა,

    როგორც ამბობს სარგონი, მაგრამ ასურელებმა მათ ცეცხლი და მახვი-

    ლი მოუტანეს. ხალხი მტერს არც ერთ მტკაველს არ უთმობდა უბრძოლ-

  • ველად. სუბიელებს მთის მწვერვალებზე სვეტები ჰქონიათ აღმართული.

    რომლებზედაც ასურელების მიახლოებისას ცეცხლს ანთებდნენ და შო-

    რეულ თემებს ატყობინებდნენ: გაფრთხილდით და მოემზადეთ, მტერი

    შემოგვესიაო. სამხედრო სიგნალიზაციის ასეთი წესი აქვს აღწერილი

    რუსთაველს, როცა ამბობს: „კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი"-ო. გააფთრე-

    ბული ბრძოლა გაუმართეს ასურელებს მანნაველებმა, მაგრამ მტერი ბევ-

    რად უფრო მრავალრიცხოვანი იყო და გამარჯვებაც მას დარჩა. ქვეყანა

    აოხრდა, ხალხი-კი ზოგიერთი თემებიდან მთლიანად აიყარა და ჩრდილო-

    ეთისაკენ გადაიხვეწა. ასე ხდებოდა ხოლმე ხშირად მოსახლეობის გადა-

    სვლა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში.

    აი, როგორ ასწერს თვითონ სარგონი თავის მოქმედებას მანნას ერთ-

    ერთ თემში: „ასურის ჯარებით მე კალიასავით დავფარე მათი ქალაქები...

    მე დავწვი მათი მშვენიერი სადგომები... ქერისა და ხორბლის უშველე-

    ბელი ხვავები, რომელსაც ისინი მრავალი დღის განმავლობაში აწყობ-

    დნენ თავიანთ ბეღლებში ქვეყნისა და ხალხის შესანახავად, მე დავა-

    ტვირთინე ჩემს ჯარებს ცხენებსა, ჯორებსა, აქლემებსა და ვირებზე და

    დავაწყობინე ჩემს ბანაკში, როგორც მთები. ჩემს კაცებს უხვი საჭმელი

    ვაჭამე, რამდენიც შეეძლოთ. მათ შეაგროვეს სანოვაგის უხვი მარაგი

    უკან ასურეთში წასაღებადაც. მე ავჩეხე მათი დიდებული ხეხილის ბა-

    ღები და მათი ურიცხვი ვენახები, მე ბოლო მოვუღე მთელს მათ სას-

    მელს. მე ავჩეხე მათი დიდი ტყეები, რომლებიც ლელიანივით ხშირი

    იყო, უდაბნოდ ვაქციე ეს ქვეყანა და დავწვი მოჭრილი ხეები... 146 ქა-

    ლაქი მათს მიდამოში მე დავწვი, როგორც ბუჩქნარი, და, როგორც გრი-

    გალმა, კვამლით დავფარე პირი ზეცისა"-ო. ასე იკვეხის ეს ბარბაროსი.

    ქართველიქართველიქართველიქართველი ტომებისტომებისტომებისტომების დამკვიდრებადამკვიდრებადამკვიდრებადამკვიდრება ამიერამიერამიერამიერ----კავკასიაშიკავკასიაშიკავკასიაშიკავკასიაში

    იმ ხანაში, რომელსაც ეკუთვნის ცნობები თაბალ-სუბარების, მუსკები-

    სა და ურარტუელების შესახებ, ქართველი ტომები უკვე ამიერკავკა-

    სიაშიაც, კერძოდ — საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზედაც სხე-

    დან. ქართველი ტომები ყველანი ერთად არ შემოსულან ამიერ-კავკასი-

    აში. სხვებზე ადრე აქ სვანები მოვიდნენ, სვანებს მეგრელ-ჭანები მოჰყვ-

    ნენ, ყველაზე გვიან — კი აქ ქართები დამკვიდრდნენ.

    ქართველ ტომთა მოძრაობას ის დიდი ცვლილებები იწვევდა, რომლე-

    ბიც წინა-აზიის ცხოვრებაში ხდებოდა. ასეთი იყო, მაგ., მითანის სა-

    ხელმწიფოს დაშლა მეორე ათასეულის შუაში და შემდეგ ასურეთის გა-

    ძლიერება იმავე ათასეულის დამლევისათვის. სამხრეთიდან მოწოლილმა

    მძლავრმა და დაუნდობელმა მტერმა ქართველი ტომების ერთი ნაწილი

    დასავლეთისაკენ გადასწია, მეორე ნაწილი-კი — ჩრდილოეთისაკენ. მე-

    ორე ათასეულის დასასრულისათვის, ძვ. წ., ქართველ ტომებს უკვე მთე-

    ლი საქართველოს ტერიტორია უჭირავთ.

    ქართველქართველქართველქართველ ტომთატომთატომთატომთა უძველესიუძველესიუძველესიუძველესი კულტურულიკულტურულიკულტურულიკულტურული წრეებიწრეებიწრეებიწრეები

    საქართსაქართსაქართსაქართვვვველოშიელოშიელოშიელოში

    ქართველების უძველესი კულტურული წრეების შესახებ საქართვე-

    ლოში ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვმსჯელობთ. ჩვენი

    ნიადაგი ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის. მხოლოდ საბჭოთა

    მთავრობის დახმარებით მოახერხეს არქეოლოგებმა ფართო და წესიერი

    გათხრების მოწყობა საქართველოში. დიდმა გათხრებმა მცხეთა-სამთავ-

  • როში, კოლხეთის დაბლობში, წალკაზე ჩვენ უმდიდრესი მასალა შეგვძი-

    ნა. ნივთიერი კულტურის ეს ნაშთები წარსულის უტყუარი მოწმეა.

    ქართველმა ტომებმა ამიერ-კავკასიაში განვითარებული ბრინჯაოს

    კულტურა მოიტანეს. შემდეგში ეს კულტურა ვითარდებოდა უკვე ად-

    გილობრივ, მაგრამ წინა-აზიის მონათესავე კულტურასთან კავშირში. მე-

    ორე და პირველი ათასეულების მიჯნაზე (ძვ. წ.) საქართველოში უკვე

    ორი მაღალი კულტურის კერა არსებობდა — დასავლური და აღმოსავ-

    ლური. ეს ბრინჯაოს კულტურები იყო — იარაღის მასალად აქ უპირა-

    ტესად ბრინჯაო იხმარებოდა. ეს ორი კულტურული წრე ქართველი ტო-

    მების ორს გაერთიანებას შეესაბამება — დასავლურ ქართულსა და აღ-

    მოსავლურ ქართულს.

    ძველიძველიძველიძველი კოლხურიკოლხურიკოლხურიკოლხური ბრინჯაოსბრინჯაოსბრინჯაოსბრინჯაოს კულტურაკულტურაკულტურაკულტურა

    დასავლური კულტურული წრე შეიცავდა მთელს დასავლეთ საქარ-

    თველოს, ჩრდილოეთ-კავკასიის მთიანეთს მდ. თერგის დასავლეთით,

    მდინარე ჭოროხის ხეობასა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს (ამ კულ-

    ტურის ძეგლები ნაპოვნია ოსმალეთის ქალაქ ორდუშიაც). ეს ის ტერი-

    ტორიაა, რომელიც შემდეგში კ ო ლ ხ ე თ ა დ იწოდებოდა. ეს უძველე-

    სი კოლხური ბრინჯაოს კულტურა განვითარების მაღალ დონეზე იდგა.

    ბლომად არის ნაპოვნი იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო იარაღი —

    თოხი, ბარი, წალდი (ისეთი, დღესაც რომ დასავლეთ საქართველოში

    ხმარობენ). ბევრია აღმოჩენილი იმდროინდელი საბრძოლო იარაღი, ხან-

    ჯალი, შუბი, განსაკუთრებით — საომარი ცული. ეს ძველი კოლხური სა-

    ომარი ცული ძალიან ნიშანდობლივია ამ კულტურისათვის.კოლხური

    ბრინჯაო უმთავრესად იმ სპილენძისაგან კეთდებოდა, რომლის მადნე-

    ბი დღესაც არსებობს ჭოროხის ხეობაში.

    აღმოსავლურქართულიაღმოსავლურქართულიაღმოსავლურქართულიაღმოსავლურქარ