საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა...

12
საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის კონფლიქტებში ალექსანდრე კვახაძე

Transcript of საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა...

Page 1: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

საქართველოს მკვიდრი ქალები

სირიისა და ერაყის კონფლიქტებში

ალექსანდრე კვახაძე

Page 2: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

1

ავტ ო რ ი: ალექსანდრე კვახაძე

რედაქტორი: რუსუდან მარგიშვილი

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების

კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადაიბეჭდოს

არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექანიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და

დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო

ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2018 წელი

ალექსანდრე კვახაძე 2018 წლის მარტიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების

კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) მკვლევარი. სხვადასხვა დროს იგი იყო: მთავარი სპეციალისტი ჩერქეზულ

კულტურის ცენტრში (2011-2014), დეპუტატის თანაშემწე საქართველოს პარლამენტში (2014-2016) და მკვლევრის

თანაშემწე ბირმინგემის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი (აგვისტო, 2017), 2010 წელს მოიპოვა ბაკალავრის

ხარისხი თურქოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2012 წელს - მაგისტრის ხარისხი

კავკასიოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2017 წელს - მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო

ურთიერთობებში, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის განხრით (ბირმინგემის უნივერსიტეტი). 2016

წელს იყო ბრიტანული სახელმწიფო პროგრამის - ჩივნინგის სტიპენდიანტი. 2011 წელის ზაფხულში ქ. ბურსაში

(თურქეთის რესპუბლიკა) გაიარა თომერის უნივერსიტეტის თურქული ენის საზაფხულო სკოლა. ამის გარდა,

გავლილი აქვს არაერთი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში. არის

ენათმეცნიერების, კავკასიისა და ტერორიზმის შესახებ ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენოვანი

არაერთი პუბლიკაციის ავტორი. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევითი ექსპედიცია თურქეთსა და პანკისის

ხეობაში.

წინამდებარე კვლევა შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო გავნითარებისა და

თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს

სააგენტოს თვალსაზრისს.

Page 3: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

2

სარჩევი

შესავალი ................................................................................................................................... 3

მეთოდოლოგია და მონაცემთა შეგროვება ............................................................................... 3

დეფინიციის პრობლემა ............................................................................................................ 3

საქართველოს მოქალაქეები სირიის კონფლიქტში .................................................................. 6

ქალების ფუნქციური როლის ანალიზი .................................................................................... 7

საქართველოს მოქალაქე ქალთა მომავალი ისლამური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ......... 9

დასკვნები და რეკომენდაციები ...............................................................................................10

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................11

Page 4: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

3

შესავალი

სირიის კონფლიქტში მონაწილეობა სხვადასხვა დროს საქართველოს ათობით

მოქალაქემ მიიღო. ქართველ მებრძოლთა სირიაში ყოფნას უამრავი აკადემიური ნაშრომი თუ

ექსპერტული წერილი მიეძღვნა, თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სირიის

კონფლიქტში მონაწილე ქალების პრობლემას. საქართველოდან სირიაში წასული ქალების

შესახებ ინფორმაცია ძალზე მცირეა. ამრიგად, ჩვენი ნაშრომის მიზანია ვაჩვენოთ სირიის

სამოქალაქო ომში საქართველოს მოქალაქე ქალების მონაწილეობის საკითხი და შევეცდებით

ამ სფეროში გარკვეული სიცხადე შევიტანოთ.

მეთოდოლოგია და მონაცემთა შეგროვება

კვლევაზე მუშაობისას ჩვენ ჩავედით პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლისა და კახეთის

აზერბაიჯანულ სოფლებში, რათა ჩაგვეწერა ინტერვიუები კონფლიქტის მონაწილე ქალების

ოჯახების წევრებისაგან. გენდერთან დაკავშირებული კულტურული ბარიერების

გადალახვის მიზნით პანკისის ხეობაში ინტერვიუების ნაწილს იწერდა ჩვენი თანაშემწე,

ადგილობრივი საშუალო სკოლის მასწავლებელი ლუიზა მუთოშვილი, ვისი დახმარების

გარეშეც ჩვენი კვლევა არსებულ სახეს ვერ მიიღებდა. რესპონდენტებისათვის დასმული

ძირითადი კითხვები იყო: რამ უბიძგა ქალებს წასულიყვნენ სირიაში? რა იყო მათი უშუალო

როლი სირიის კონფლიქტში? რა ბედი ეწიათ მათ ისლამური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ?

არიან თუ არა უკან დაბრუნებული და თუ კი, არიან თუ არა ჩართული ჯიჰადთან

დაკავშირებულ საქმიანობაში?

დეფინიციის პრობლემა

ტერმინის - უცხოელი მებრძოლი (ინგლ. foreign fighter) - განსაზღვრას უამრავი

აკადემიური პუბლიკაცია მიეძღვნა. უცხოელ მებრძოლთა ფართოდ მიღებული განმარტებაა

„კონფლიქტის მონაწილე საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არაადგილობრივი,

კონკრეტულ ტერიტორიაზე არმიბმული მებრძოლები, რომლებიც უფრო მეტად

მოტივირებული არიან რელიგიით, ნათესაობით და/ან იდეოლოგიით, ვიდრე ფინანსური

ანაზღაურებით“.1 მიუხედავად ამისა, ამ განმარტებაში რთულია ჯიჰადში მონაწილე ქალთა

ჩასმა, ვინაიდან არ არიან ‘მებრძოლები’ და არ იღებენ მონაწილეობას ‘საბრძოლო

მოქმედებებში’. საბრძოლო მოქმედებებში არმონაწილეობა თავისთავად წარმოშობს

არამებრძოლსა და მშვიდობიან მოქალაქეს შორის არსებული დიქოტომიის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე განმარტებას აერთიანებს კონფლიქტში არმონაწილეობა, მათ

Page 5: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

4

შორის ასევე საგრძნობი განსხვავებაცაა. მშვიდობიანი მოქალაქის ფართოდ მიღებული

განმარტებაა: „პირი, რომელიც ცხოვრობს სამოქალაქო ცხოვრებით, არ არის სამხედრო

შენაერთის, პოლიციის ან კონფლიქტის მხარის წევრი“.2 ამავდროულად კონფლიქტის

მონაწილის უფრო ზუსტი განმარტება მოცემულია ჰააგის კონვენციაში, რომლის

მიხედვითაც, კონფლიქტის მონაწილე:

1. უნდა იყოს იმ პირის მეთაურობის ქვეშ, ვინც პასუხისმგებელია თავის

დაქვემდებარებულ პირებზე:

2. უნდა ატარებდეს განმასხვავებელ ნიშანს, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია

შორი მანძილიდან;

3. ღიად უნდა ატარებდეს საბრძოლო მასალას;

4. უნდა ატარებდეს საბრძოლო ოპერაციებს ომის კანონებისა და წესების მიხედვით.3

ჯიჰადის ქალ მონაწილეებთან დაკავშირებით არსებობს დილემა: მიუხედავად იმისა,

რომ ეს ქალები არ არიან ჩართული კონფლიქტში, ჯიჰადის სხვადასხვა ჯგუფთან მათი

სრული თუ ნაწილობრივი აფილირების გამო, ისინი ვერ ჩაითვლებიან მშვიდობიან

მოქალაქეებად.

ქალთა ტერორიზმის შესახებ ლიტერატურა არ არის ბევრი და ძირითადად მხოლოდ

კონკრეტული შემთხვევების ანალიზს მოიცავს. მკვლევართა უმეტესობა იზიარებს

მოსაზრებას, რომ მეამბოხე ან ტერორისტულ ჯგუფებში ქალები ძირითადად დამხმარის

ფუნქციებს ასრულებენ.4 მარგარეტ გონსალეს პერესი თავის შედარებით ანალიზში ასკვნის,

რომ საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების წევრი ქალები ნაკლებად მონაწილეობენ

საბრძოლო მოქმედებებში და თითქმის არ გვხვდებიან მეთაურ ან მმართველ პოზიციებზე.

მისი აზრით, ორგანიზაციის მამაკაცი წევრების გენდერული კონტროლი არის

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს ქალთა ფუნქციას ორგანიზაციაში.5

ჩარლზ რასელი და ბოუმან მილერი ხაზს უსვამენ ქალების ეფექტურობას ისეთ

დამხმარე პოზიციებზე, როგორიცაა თავშესაფრის შიდა მოწყობა, იარაღის შენახვა-

დასაწყობება და საბუთების დახარისხება.6 კატარინა ფონ კნოპი კი ალ-კაედაში ქალის

როლის ანალიზისას ყურადღებას ამახვილებს ქალთა ჯიჰადში ჩართულობის ტაქტიკურ

უპირატესობებზე: ერთი - მოულოდნელი თავდასხმისა და სიურპრიზის ეფექტი - ვინაიდან

ქალის სტერეოტიპი არ ასოცირდება ძალადობასთან; მეორე - ქალთა თვითმკვლელ

ამფეთქებლებად გამოყენება ზრდის მებრძოლთა რიგებს; მესამე - ქალთა მონაწილეობა

ოპერაციებში ხელს უწყობს ინფორმაციის ფართო მასებში გავრცელებას და ზრდის

ოპერაციის ფსიქოლოგიურ ეფექტს.7

ჯესიკა დევისის უახლესი ნაშრომი „ქალი თანამედროვე ტერორიზმში: ეროვნულ-

განმათავისუფლებელი ომებიდან გლობალურ ჯიჰადამდე და ისლამურ სახელმწიფომდე“

ეხება ქალის ფუნქციურ როლს სირიისა და ერაყის კონფლიქტებში. ავტორი გამოყოფს

რამდენიმე ძირითად ფუნქციას: პირველი - მამაკაც მებრძოლთა უზრუნველყოფა ოჯახური

სიმყუდროვითა და საყოფაცხოვრებო საკითხებით. ავტორი მიიჩნევს, რომ ისლამური

სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასულ ქალებს სწრაფი დაქორწინებისკენ

უბიძგებენ. მეორე - ისლამურ სახელმწიფოში ქალებს საშუალება ეძლეოდათ

დასაქმებულიყვნენ ადგილობრივ „სამართალდამცავ“ უწყებებში, სადაც მათ რეგულატორის

Page 6: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

5

და აღმასრულებლის ფუნქცია ჰქონდათ. დავისს მაგალითად მოჰყავს ქალებისგან შემდგარი

ალ-ხანსაას ბრიგადა, რომელიც პატრულირებდა ქალაქ რაკას ქუჩებში და აკონტროლებდა

ქალთა ჩაცმულობას მათ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. მესამე -

ისლამური სახელმწიფოს მომხრე ქალები, განსაკუთრებით, კონფლიქტის ზონის მიღმა,

იყვნენ ჩართული მებრძოლთა მატერიალურ-ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში, სხვა ქალთა

რეკრუტირებაში მებრძოლებზე დასაქორწინებლად და პროპაგანდაში სოციალურ მედიაში.8

ომში ქალის როლის შესახებ აკადემიური სფეროში გამოთქმული მოსაზრებების

გარდა, მნიშვნელოვანია ჯიჰადის იდეოლოგების აზრის ცოდნაც. ნელი ლაჰუდი

მიმოიხილავს ალ-კაიდას მთავარი იდეოლოგების მოსაზრებებს. ალ-კაიდას ერთ-ერთი

დამფუძნებელი, აბდულაჰ აზამი, ქალებს ჯიჰადში მონაწილეობის ნებას რთავდა - მათ

შეეძლოთ საჭმლის მომზადება, ექიმობა და სხვა ამგვარი აქტივობა. მეორე მხრივ, კიდევ ერთ

გავლენიან „ავღანელ არაბს“ - დოქტორ ფადლს მიაჩნდა, რომ ქალებს საკუთარ ქალაქზე

შეტევისას ჰქონდათ თავდაცვის უფლება. არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-კაიდას ერთ-

ერთი ლიდერი იუსუფ ალ-უიაირი მიიჩნევდა, რომ ქალი აუცილებელია ჯიჰადის მორალურ,

მაგრამ არა ფიზიკურ ნაწილში. მისი აზრით, ქალის უმთავრესი მოვალეობა უნდა იყოს

ჯიჰადში მამაკაცთა მონაწილეობის წახალისება. ალ-კაიდას ცნობილი იდეოლოგი ანვარ ალ-

ავლაკი ხაზს უსვამდა ომის დროს ქალთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჯიჰადში ქალთა

ჩართულობას მიესალმებოდა: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ჯიჰადი ძირითადად

კაცთა ფუნქციაა, ჩვენმა დამაც მეუღლესთან ერთად მუჯაჰიდის ცხოვრებით უნდა

იცხოვროს. მან მას მხარი უნდა დაუჭიროს, თუკი ის ჯიჰადში მიდის. უნდა იყოს

კმაყოფილი, თუკი ის შაჰიდი გახდება და მომთმენი - თუკი ის ტყვედ აიყვანეს.9

მართალია, კლასიკური ისლამური წყაროები არ ემხრობიან სამხედრო მოქმედებებში

ქალთა მონაწილეობას მამაკაცების გვერდით, მაგრამ თანამედროვე ჯიჰადის მომხრე

ავტორები ცდილობენ იპოვონ შარიათის არგუმენტი ქალის ჯიჰადში მონაწილეობის

გასამართლებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე თვითმკვლელი-ამფეთქებლის

ოპერაციებს ეხება.10

რაც შეეხება ჯიჰადის კავკასიელ მომხრეებს, ქალთა ჯიჰადში მონაწილეობასთან

დაკავშირებული ერთადერთი პუბლიკაცია ეკუთვნის აბდულ-ჰალიმ ალ-შიშიანის, ჯეიშ ალ-

მუჰაჯირინ ვალ-ანსარის შარიათის კომიტეტის წევრს. წერილი გამოქვეყნებულია 2014 წელს

„კავკაზცენტრის“ ვებგვერდზე. წერილის დასაწყისში ავტორი გამოხატავს წუხილს, რომ

უამრავი რუსულად მოლაპარაკე ქალი გაემგზავრა სირიაში მაჰრამისა და ნათესავების

ნებართვის გარეშე. იგი აღნიშნავს, რომ სირია არ არის გადასახლებისთვის იდეალური

ადგილი და ამიტომ არ იწონებს ქალთა იქ დასახლებას. „იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვერ

მოვახერხეთ ტერიტორიების ერთი მეოთხედის განთავისუფლებაც კი, ჰადისების მოხმობა

და შამში ჰიჯრისკენ მოწოდება ნაადრევია“. მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს ქალთა

სირიაში წასვლას, თუკი „ჩვენი და არის რელიგიური დევნილი და თავისუფლად ვერ

მისდევს ისლამის ნორმებს. ნაცვლად სადღაც გამგზავრებისა, უმჯობესია, რომ ის

დაქორწინდეს ყურანისა და სუნის მიმდევარ ისეთ ძმაზე, ვისაც აქვს განზრახული ჯიჰადში

მონაწილეობა და ჰიჯრა. მადლობა ღმერთს! ასეთები ბევრი არიან კავკასიასა და შუა

აზიაში“.11

Page 7: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

6

საქართველოს მოქალაქეები სირიის კონფლიქტში

კვლევისას მოვიპოვეთ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე 17 ქალის შესახებ,

რომლებიც იმყოფებოდნენ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა (12 ქალი)

არის ეთნიკურად ქისტი პანკისის ხეობიდან, ხუთი კი აზერბაიჯანელი - ერთი - კახეთიდან

(სოფელი ყარაჯალა, თელავის მუნიციპალიტეტი) და ერთი - ქვემო ქართლიდან (სოფელი

აღთაკლია, გარდაბნის მუნიციპალიტეტი). ასევე დაფიქსირდა ეთნიკურად ქართველი ერთი

ქალი, რომელმაც შემდგომ მიიღო ისლამი. კვლევისას არ გამოვლენილან აჭარის მკვიდრი ან

აჭარელი ეკომიგრანტების დასახლებებში მცხოვრები ქალები. სირიაში წასულ ქალთა

საშუალო ასაკი 26 წელია. მათ უმეტესობას ჰქონდა საშუალო განათლება, ხოლო ერთს -

უმაღლესი.

საკმაოდ მნიშვნელოვანია მოტივაციის საკითხი. მია ბლუმის მიხედვით, არსებობს

მოტივაციის ხუთი ძირითადი საკითხი, რაც უბიძგებს ქალებს გაწევრიანდნენ ტერორისტულ

ორგანიზაციებში. ესენია: შურისძიება, ცოდვებისგან განწმენდა, პირადი ურთიერთობა,

პატივისცემა და გაუპატიურება.12 რესპონდენტების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ქალთა

რადიკალიზაცია არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი ქალების სირიაში გადინებისა. მთავარ

ფაქტორად დასახელდა ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები. ქალთა უმეტესობა ახლო

აღმოსავლეთში საკუთარ მეუღლეებთან ერთად გაემგზავრა. ერთ-ერთი ქალის დედამთილმა,

რომელმაც თავისი შვილი სირიაში მოინახულა, განაცხადა: „ისინი [ქალები] თავიანთ

ქმრებთან ერთად იყვნენ. ქისტური ტრადიციები კრძალავს ქალის ომში გაშვებას. ქალებს არ

შეეძლოთ სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა, მხოლოდ - თავიანთ ქმრებთან. ქალები და

ბავშვები ცხოვრობდნენ რაკაში, კერძო სახლებში. თუმცა, ისინი ხშირად იცვლიდნენ ადგილს

იმისდა მიხედვით, თუ სად იყო ომი. თავიანთ მეზობლებსაც კი არ იცნობდნენ. ისინი

ძირითადად სახლში იყვნენ, ალაგებდნენ, საჭმელს აკეთებდნენ".13

ზოგიერთმა ინფორმატორმა ხაზი გაუსვა, რომ ქმრებმა აიძულეს ქალები წასულიყვნენ

სირიაში. ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ როცა ერთ-ერთი მებრძოლი სირიაში დედამ

მოინახულა, შვილს დედის დატოვება უცდია.

პანკისელი რესპონდენტები ცდილობდნენ აეხსნათ სირიაში წასვლის მოტივაცია.

როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, ეს ფაქტორები იყო მეამბოხეების მიერ

კონტროლირებადი დიდი ტერიტორიები და ფინანსური უზრუნველყოფა. ერთ-ერთმა

ინფორმატორმა წუხილით აღნიშნა, რომ კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს ბევრ

უფროსკლასელ გოგონას ჰქონდა სიმპათია სირიაში მებრძოლო ბიჭების მიმართ.

მნიშვნელოვანია აგრეთვე სირიაში დაქვრივებული ქალების საკითხიც. ორი

რესპონდენტი თავად იყო ნამყოფი ქალაქ ალეპოსა და რაკაში, ქვრივების სახლში. ერთ-ერთი

მათგანი შემდეგნაირად აღწერს ამ სახლს:

„ჩემი რძალი ქვრივების სახლში ცხოვრობდა. ქალები და ბავშვები ცხოვრობდნენ იქ.

ამ სახლს ელემენტარული პირობები ჰქონდა, თუმცა რთული იყო იქ ცხოვრება იმიტომ, რომ

ბევრი ბავშვი ტიროდა და ვერ იძინებდნენ. ქმარი როცა მოუკვდებოდათ, ქალები სხვა

მებრძოლზე ქორწინდებოდნენ, რათა მარჩენალი ჰყოლოდათ. თუმცა ძალით არავინ

გაუთხოვებიათ“.14

Page 8: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

7

ქვრივების მეორედ გათხოვებას მებრძოლებზე ხელს უწყობდნენ. თუმცა, ერთ-ერთმა

რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ერთ ქისტ მებრძოლსა და დაქვრივებულ ქისტ ქალს შორის

ფიქტიური შარიათული ქორწინება იყო, რათა ქალი სხვა მებრძოლზე არ დაექორწინებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ქალების უმრავლესობა სირიაში

ქმრების დაყოლიებით გაემგზავრა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში

წასვლის მიზეზი იდეოლოგიური ინდოქტრინაციაც გამხდარა. მაგალითისათვის გამოდგება

სოფელ ყარაჯალის მკვიდრების - ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას შემთხვევა,

რომლებმაც სირიაში გასამგზავრებლად საკუთარი ქმრები მიატოვეს იმ მოტივით, რომ მათი

ქმრები არ იყვნენ რელიგიურები და, როგორც განაცხადეს, ქმრებს უფრო საკუთარი

ბიზნესიადარდებთ, ვიდრე ჯიჰადი.15

ჩვენმა კვლევამ ასევე გამოავლინა შემთხვევა, როცა ქალის სირიაში წასვლა ოჯახურმა

ძალადობამ განაპირობა. აზერბაიჯანელებით დასახლებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის

მკვიდრი რესპონდენტის თანახმად, „ჩვენი სოფლის მკვიდრი ქალი ერთ-ერთ აზერბაიჯანელ

მამაკაცზე დაქორწინდა და ერთად გადასახლდნენ პეტროზავოდსკში. ქმარი ალკოჰოლზე

დამოკიდებული იყო. ის სისტემატურად სცემდა და ამცირებდა ცოლს. იმ დროს ქალმა

გაიცნო ადგილობრივი „ვაჰაბიტები“, რომლებმაც დაიწყეს მისთვის თავიანთი მოძღვრების

სწავლება. ქალმა მიიჩნია, რომ სირიაში გადასახლება ქმრისგან თავის დაღწევის ერთადერთი

საშუალება იყო. საბოლოოდ შეძლო გაქცევა და სირიაში სხვადასხვა დროს რამდენიმე

მებრძოლზე იქორწინა“.16

არსებული მედიაწყაროები და ჩვენი საველე სამუშაო ცხადყოფს, რომ მთავარი

ფუნქცია, რომელიც ქალებს ჯიჰადის მებრძოლებმა მიანიჭეს, იყო დამხმარე პოზიციები.

ჩვენმა ინფორმატორებმა დაასახელეს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საჭმლის მომზადება,

სახლის დალაგება, სარეცხის რეცხვა და ბავშვების მოვლა. ყველა რესპონდენტმა აღნიშნა,

რომ ქალები უმეტესწილად დროს ბავშვებთან ატარებდნენ. კონფლიქტის გამო ბავშვებს არ

ჰქონდათ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ქალების როლს.

ერთმა ინფორმატორმა აღნიშნა, რომ ექიმებს შორის იყო კავკასიელი ქალი.

ქალების ფუნქციური როლის ანალიზი

კვლევამ სირიაში წასულ საქართველოს მკვიდრ ქალებთან დაკავშირებული

მნიშვნელოვანი დეტალები გამოავლინა. სირიაში წასულ ქალთა რიცხვი ნაკლები იყო

მამაკაცთა რაოდენობაზე. ეს შესაძლოა აიხსნას მამაკაცი მებრძოლების მხრიდან არსებული

ძლიერი გენდერული კონტროლით. საქართველოდან წასული ქალები არ არიან

დაფიქსირებული გადაწყვეტილების მიმღებ რაიმე თანამდებობებზე. ქალთა ფუნქციას

განსაზღვრავდა შარიათის კანონების ჯიჰადისტთა ინტერპრეტაცია. სხვა ქვეყნების

წარმომადგენელი ჯიჰადისტი ქალებისაგან განსხვავებით, ქართველი ქალები არ წერდნენ

პროპაგანდისტულ პოეზიასა და პროზას. ძლიერი გენდერული კონტროლის გამო

შეზღუდული ჰქონდათ ურთიერთობა უცხო პირებთან, რის გამოც სხვა ჯიჰადისტებთან

კავშირის დამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. მამაკაც მებრძოლებზე ძლიერი

Page 9: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

8

დამოკიდებულება ნათლად გამოჩნდა, როდესაც ქალებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად

არსებობა სირიასა და ერაყში სასათბურე პირობების, ე.წ. ხუთვარსკვლავიანი ჯიჰადის

გარეშე. მას შემდეგ, რაც ჯიჰადისტურმა ჯგუფებმა ტერიტორიები დაკარგეს, ათობით

კავკასიელი ქალი დაატყვევეს.

ჩვენი მოლოდინის საპირისპიროდ, რადიკალიზაცია და იდეოლოგიური

ინდოქტრინაცია არ იყო ქალებისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა. გარდა რამდენიმე

ცალკეული შემთხვევისა, ქალთა უმეტესობა საკუთარ მეუღლეებს გაჰყვა.

მნიშვნელოვანი კითხვაა: რა დონეზე იყვნენ საქართველოს მოქალაქე ქალები

ჩართული სირიის კონფლიქტში? იმის გამო, რომ არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული

მეთოდოლოგია და თეორია, რომელიც განმარტავდა ტერმინ „მებრძოლს“, ჩვენ ავიღეთ

ჰააგის კონვენციის ზემოთ ნახსენები ოთხი კრიტერიუმი: შეიარაღებულ პირთა

დაქვემდებარებაში ყოფნა, განსხვავებული უნიფორმის ტარება, იარაღისა და საბრძოლო

მასალის ფლობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.

მეამბოხეთა დაქვემდებარებაში ყოფნა - სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ქალები აბსოლუტურად ექვემდებარებოდნენ სხვადასხვა ჯიჰადისტური ჯგუფის

კონტროლს. მათი კონტროლი უშუალოდ მათი მეუღლეების მეშვეობით ხდებოდა - ისინი

აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებასა თუ სხვა ქცევას. გადაადგილება ხდებოდა მხოლოდ

ქმრების სურვილის მიხედვით. ქალთა დამხმარე ფუნქციებიც მიმართული იყო მამაკაცთა

მხარდასაჭერად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი ქვრივდებოდა და სახლდებოდა

ქვრივების სახლში, მას იცავდნენ მამაკაცი მებრძოლები. მიუხედავად ამისა, გენდერული

კონტროლი არ აძლევდა ქალებს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიეღოთ სამხედრო

ოპერაციებში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ქალები სრულად შეესაბამებიან ამ

კრიტერიუმს.

განმასხვავებელი უნიფორმის ტარება - ჩვენ მიერ ჩაწერილი ინტერვიუების მიხედვით,

მებრძოლთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ყველა ქალი ვალდებული იყო

ეტარებინა ჰიჯაბი. ალ-კაედას იდეოლოგი აზ-ზავაჰირის მეუღლის, უმაიმა აზ-ზავაჰირის

მიხედვით, ჰიჯაბის ტარება არის ქალის მთავარი ფუნქცია ჯიჰადის დროს.17 მიუხედავად

ამისა, ჰიჯაბი არ შეიძლება მივიჩნიოთ სამხედრო უნიფორმად. საქართველოს მოქალაქე

ქალებისა და სხვა არაადგილობრივი ქალების ჩაცმულობა დიდად არ განსხვავდებოდა

ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების

ჩაცმულობისგან. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ქალები შეესაბამებიან ამ

კრიტერიუმს.

იარაღის ტარება - იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების ნებართვა მხოლოდ

ქალთა შეზღუდულ რაოდენობას ჰქონდა. ეს აიხსნება არა სამხედრო ოპერაციებში

მონაწილეობით, არამედ იმით, რომ შეძლებოდათ დატყვევების შემთხვევაში თავიდან

აეცილებინათ წამება და არაადამიანური მოპყრობა. კვლევის პროცესში არ გამოვლენილა

საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც იარაღი ექნებოდა. შესაბამისად, საქართველოს

მოქალაქე ქალები ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა - თვითმკვლელი ტერორისტის - დიანა

რამაზანოვას გარდა, კავკასიის რეგიონის არც ერთი მკვიდრი ქალი არ დაფიქსირებულა

Page 10: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

9

საბრძოლო მოქმედებებში. ქალთა შეზღუდული რაოდენობა ჩართული იყო პროპაგანდასა და

რეკრუტირებაში. საქართველოს მკვიდრი ქალები ამგვარ ქმედებებში არ დაგვიფიქსირებია.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ქალები ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს.

საქართველოს მოქალაქე ქალთა მომავალი ისლამური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი ტერიტორიებზე,

გაურკვეველია იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე ქალების ბედი. ისინი არიან მოწყვლადები,

განსაკუთრებით, მეუღლეების სიკვდილის შემდეგ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც

კავკასიის რეგიონის მკვიდრი ქალები დატყვევებული ჰყავდათ ქურთულ და ერაყულ

შენაერთებს.18 მაგალითად, ერაყის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 19

რუსულენოვან ქალს, რომელთა დიდი ნაწილიც, სავარაუდოდ, კავკასიიდან იყო.19 მათ შორის

იყო ერთი ქალი საქართველოდან, რომელიც საკუთარ შვილებთან ერთად იყო

დაპატიმრებული.20 აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა

ორგანიზება გაუწია სირიიდან და ერაყიდან ათობით კავკასიელი ქალის რეპატრიაციას.21

ჩეჩნეთისაგან განსხვავებით, დაღესტნის ხელისუფლებამ დაბრუნებული ქალები

ჩამოსვლისთანავე დააპატიმრა.22 რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში ნამყოფი

ზოგიერთი ქალი კვლავაც მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე რჩება, მაგრამ ვერ ჩამოდის

საქართველოში შესაძლო დაპატიმრების შიშით. ჩვენი კვლევა და მედიის რეპორტაჟები

ცხადყოფს, რომ დაბრუნებული ქალები ჩამოცილებული არიან ჯიჰადთან დაკავშირებულ

ყველანაირ საქმიანობას. რაც შეეხება დაბრუნებულებს, რამდენიმე რესპონდენტმა ახსენა

ორი დაბრუნებული ქალი, რომლებიც დაბრუნდნენ საკუთარ შვილებთან ერთად. ის, რომ

სირიიდან დაბრუნებული ქალები გამოთიშული არიან ყოველგვარ ჯიჰადისტურ

საქმიანობას, პირად საუბარში დაგვიდასტურა კავკასიოლოგმა ეკატერინა სოკირიანსკაიამ,

რომელიც ანალოგიურ კვლევას ატარებს ჩრდილოკავკასიელ ქალებთან დაკავშირებით.

იბადება კითხვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა იმ

ქალების მიმართ, ვისაც საქართველოში უნდათ დაბრუნება. დაბრუნებული ქალების მიმართ

არსებობს სახელმწიფოს მიდგომის ორი მაგალითი: ერთი - ჩეჩნეთისა და მეორე -

დაღესტნისა.

ჩეჩნეთის მაგალითი - მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური

რამზან კადიროვი ცნობილია მისი შეუწყნარებელი პოლიტიკით სალაფიტებისა ან ჯიჰადის

მონაწილეების წინააღმდეგ, მისი პოლიტიკა დაბრუნებული ქალების მიმართ არნახულად

რბილი იყო. როგორც თავად კადიროვმა აღნიშნა, „ერაყიდან და სირიიდან ბავშვების

დასაბრუნებლად დღე და ღამე ვმუშაობ. მე დამეკონტაქტნენ ის ქალები და ბავშვები, ვინც

ამჟამად დაღესტანში იმყოფება. მათ თავიანთი ქმრები დაკარგეს და არ იციან ვის მიმართონ

დახმარებისთვის. ისინი თავიანთი შვილების სიცოცხლეზე ფიქრობენ“.23 კადიროვმა

ორგანიზება გაუწია სირიიდან და ერაყიდან ქალების ჩეჩნეთში ტრანსპორტირებას. ჩეჩენი

ქალების გარდა, ის ჩართული იყო დაღესტნელი და რუსეთის სხვა მოქალაქე ქალების

დაბრუნების საკითხშიც.24 დაბრუნების შემდეგ ჩეჩნეთის ხელისუფლებას არ დაუწყია

Page 11: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

10

დაბრუნებულ ქალთა სამართლებრივი დევნა და ცდილობს მათ საზოგადოებაში

რეინტეგრირებას.25 კადიროვის ეს პოლიტიკა შეიძლება აიხსნას სხვა ჩრდილოკავკასიელების

თვალში მშვიდობისმყოფელის იმიჯის შექმნის მცდელობით.

დაღესტნის მაგალითი - მეზობელი ჩეჩნეთისაგან განსხვავებით, დაღესტნის

ხელისუფლების პოლიტიკა დაბრუნებულ ქალთა მიმართ დევნას ეფუძნება. მედიაში

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დაღესტნელი ქალი ჩამოსვლისთანავე

დააპატიმრეს.26 აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებულ დაღესტნელ ქალთა ნაწილი დაღესტანში

კადიროვმა დააბრუნა.27 ასეთი პოლიტიკა შეიძლება ეფექტური იყოს მოკლევადიან

პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს რადიკალიზაციასა და

უკმაყოფილების ზრდას.

დასკვნები და რეკომენდაციები

როგორც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, საქართველოდან სირიაში წასულ ქალებს

შეზღუდული ფუნქციები ჰქონდათ და ისინი არ იყვნენ უშუალოდ საბრძოლო პოზიციებზე.

ეს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო ქმრებზე დამოკიდებულებით. უმეტეს შემთხვევაში,

მთავარი მოტივაცია იყო მებრძოლზე დაქორწინება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე ქალი საქართველოში დაბრუნდა რამდენიმეს

კი უნდა დაბრუნება.

წარმოვადგენთ კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელთაც

ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაბრუნების სურვილის მქონე ქალთა რაოდენობა არის ძალიან მცირე. იმის გამო, რომ

მათ შეზღუდული ფუნქციები ჰქონდათ, მათ არ შეუძლიათ საკუთარ

გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ

უნდა დააბრუნოს ისინი თავიანთ ოჯახებში. ამ ნაბიჯს შეუძლია დიდი როლი

ითამაშოს ეთნიკურ უმცირესობებში ნდობის აღდგენის საქმეში, განსაკუთრებით კი,

პანკისის ხეობაში.

იმ ქალების შვილები, ვინც იმყოფებოდა სირიაში, ასევე უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ

უახლოეს ნათესავებს. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი

ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს ამ

ახალგაზრდების რესოციალიზაციას და რეინტეგრაციას.

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაბრუნებული ქალები რადიკალიზაციის

პრევენციის მიზნით გამოიყენოს. კერძოდ, ქალებს შეუძლიათ მოუთხრონ საკუთარი

ისტორიები სხვა ქალებს, რათა იმათ აღარ გაუჩნდეთ სურვილი მსგავს

კონფლიქტებში მონაწილეობის მიღებისა.

Page 12: საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის … · 5 და აღმასრულებლის

11

ბიბლიოგრაფია

1 Moore, C. and Tumelty, P. (2008). Foreign Fighters and the Case of Chechnya: A Critical Assessment. Studies in Conflict &

Terrorism, 31(5), p. 412 2 Gade, E. (2010). Defining the Non-Combatant: How do we Determine Who is Worthy of Protection in Violent Conflict?

Journal of Military Ethics, 9(3), p. 227 3 Corn, G. and Jenks, C. (2010). Two Sides of the Combatant COIN: Untangling Direct Participation in Hostilites from

Belligerent Status in Non-International Armed Conflicts. SSRN Electronic Journal, p. 319 4Georges-Abeyie, D. (1983). Women as Terrorists. Perspectives on Terrorism; Reif, L. (1986). Women in Latin American

Guerrilla Movements: A Comparative Perspective. Comparative Politics, 18(2); Cunningham, K. (2003). Cross-Regional Trends

in Female Terrorism. Studies in Conflict & Terrorism, 26(3), pp.171-195 5 Gonzalez-Perez, M. (2009). Women and terrorism. London: Routledge, p. 128 6 Russel, C. and Miller, B. (1978). Profile of a Terrorist. Contemporary Terrorism: Selected Readings, p. 85 7 Von Knop, K. (2007). The Female Jihad: Al Qaeda's Women. Studies in Conflict & Terrorism, 30(5), p. 401 8 Davis, J. (2017). Women in modern terrorism: From Liberation Wars to Global Jihad and Islamic State. 1st ed. Rowman &

Littlefield 9 Lahoud, N. (2014). The Neglected Sex: The Jihadis’ Exclusion of Women From Jihad. Terrorism and Political Violence, 26(5),

p. 10 Cook, D. (2005). Women Fighting inJihad?. Studies in Conflict & Terrorism, 28(5), p. 383 11 Shishani, A. (2014). Abdul Khalim Shishani: O Khukme Khijri Sester v Sirii. [online] Kavkazcenter. ხელმისაწვდომია:

https://www.kavkazcenter.com/russ/content/2014/01/03/102599/abdul-khalim-shishani-o-khukme-khidzhry-sestyor-v-

siriyu.shtml [Accessed 3 Oct. 2018] 12 Bloom, M. (2011). Women and Terrorism. Bombshell. Pennsylvania Press. pp.234-235 13 ინტერვიურესპონდენტ N1-თან. ჩაწერილია 22 აპრილს, 2018 14 ინტერვიურესპონდენტ N1თან. ჩაწერილია 22 აპრილს, 2018 15 Rustavi2. (2015). სავაჭროდ არიან წასულები. [online] ხელმისაწვდომიაt: http://rustavi2.ge/ka/news/16437 [Accessed 3

Oct. 2018]. 16 ინტერვიუ რესპონდენტ N2-თან. ჩაწერილია 20 მაისს, 2018 17 Lahoud. (2004) გვ. 790 18 Gazdiev, M. and Smirnov, V. (2017). Zalozhniki Voini: Korrespodent RT Pobival v Sekretnom Lagere Gde Derzhat Semyi

Boevikov. [online] Russia Today. ხელმისაწვდომია: https://russian.rt.com/world/article/428886-lager-semi-boeviki-ig

[Accessed 3 Oct. 2018]. 19 Gostev, A. (2018). Zhena Jihadista. Pozhizneniy Prigovor Rosiyankam v Irake. [online] Radio Svoboda. ხელმისაწვდომია:

https://www.svoboda.org/a/29200799.html [Accessed 3 Oct. 2018]. 20 1TV. (2018). Eraqis Tsikheshi Mqopi Sakartvelos Ori Mokalake Sakartveloshi Dabrundeba. [online] ხელმისაწვდომია:

https://1tv.ge/news/erayis-cikheshi-myofi-saqartvelos-moqalaqis-ori-shvili-saqartveloshi-dabrundeba/ [Accessed 3 Oct. 2018]. 21 Novaya Gazeta. (2017). Zhiteli Chechni Smogli Vernutsya iz Sirii posle Soglasiya na Ugolovnoye Presledovaniye. [online]

ხელმისაწვდომია: https://www.novayagazeta.ru/news/2017/11/14/137010-kavkazskiy-uzel-zhiteli-chechni-vernulis-iz-sirii-

posle-soglasiya-na-ugolovnoe-presledovanie [Accessed 3 Oct. 2018]. 22 Gordienko, I. (2017). Zamanili, Obmanuli. [online] Novaya Gazeta. ხელმისაწვდომია:

https://www.novayagazeta.ru/articles/2017/10/28/74362-zamanili-obmanuli [Accessed 3 Oct. 2018].

23 Tass (2017). Vlasti Chechni Reshayut Vopros Vozvrasheniya Okazavshikhsya v Afganistane Rosiiskikh Zhenshin I Detei.

ხელმისაწვდომია: https://tass.ru/obschestvo/4839289 [Accessed October 3, 2018] 24 Regnum (2017). “Otstavka Kadyrova, Poiski Geyev I Vozvrasheniye Detey iz Sirii”. ხელმისაწვდომია: https://regnum.ru/news/2364520.html [Accessed October 3, 2018] 25 Kavkazskii Uzel (2018). “Dozhd” Raskazal o Raznoglasiyakh Mezhdu Dagestanom I Chechney iz-za Sudeb Bivshikh Zhiteley IG”.

ხელმისაწვდომია: http://www.kavkaz-uzel.eu/articles/317563/ [Accessed October 3, 2018] 26 Gordienko (2017) 27 BBC (2018).” Spasennaya iz Dagestana Devushka Poluchila v Dagestane 4,5 Goda.“ ხელმისაწვდომია :_https://www.bbc.com/russian/news-42792965 [Accessed October 3, 2018]