გზამკვლევი ტრენერების და...

92
უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვის სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია თბილისი, 2016

Transcript of გზამკვლევი ტრენერების და...

Page 1: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია

არაფორმალური განათლების აქტივობებში

გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვის

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

თბილისი, 2016

Page 2: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

ISBN:

უსინათლო და მცირემხედველი პორების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში - გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვის

ავტორები: სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი, ზაზა ადანაია

კონსულტანტები: მარიამ მიქიაშვილი, ანა მიქიაშვილი

ტექსტის რედაქტირება: მარინე კვესელავა

ტექნიკური უზრუნველყოფა: ირმა ჯიშკარიანი

ბეჭდვა: გამომცემლობა ინნოვა

მომზადებულია ააიპ მარიანის მიერ DVV-International-ის თბილისის პროექტთა ბიუროს მხარდაჭერით

© უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

თბილისი, 2016

Page 3: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

3

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

პროექტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი” 2012 წლიდან მუშაობს მცირემხედველი და უსინათლო ადამიანების განათლების, რეაბილიტაციისა და გარემოს ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანია მხედველობის დარღვევის მქონე ნებისმიერი ასაკის პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მათი ოჯახების გაძლიერება და, ამ გზით, მათი საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდა.

პროექტი „უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში” მხარდაჭერილია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გაერთიანების _ DVV International-ის მიერ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა წინამდებარე გზამკვლევი იმ ტრენერებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობენ. თუმცა მისი გამოყენება ფორმალური განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებსაც შეუძლიათ. მრავალი საკითხი, რომელთაც გზამკვლევში მიმოვიხილავთ, უნივერსალური და საყურადღებოა საზოგადოების სხვადასხვა ფენისა თუ პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

იმედი გვაქვს, ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, თქვენ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სრულფასოვანი ჩართულობა უზრუნველყოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

Page 4: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

4

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ავტორების შესახებ

სულხან ჩარგეიშვილი

განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშა-ობის მიმართულებით.

აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება. არის ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ტრე-ნერთა ბაზის წევრი.

ასევე, არის რამდენიმე ახალგაზრდული პროგრამის კოორდინატორი. ხელმძღვანე-ლობს არაფორმალური განათლების სასწავლო პროგრამებს.

აქვს ახალგაზრდებთანტრენერად მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს მონა-წილეობდა სახელმწიფო ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შემუშავების, განხორციელების და შეფასების პროცესში.

გავლილი აქვს ტრენინგები არაფორმალური განათლების მუშაკთათვის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრებში სტრასბურგსა და ბუდაპეშტში.

ჩართულია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამებში. ინკლუზიური ახალგაზრდული პროექტების განხორციელების თემაზე დაგეგმილი და ჩატარებული აქვს ტრენინგები. ამჟამად ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრ-დებისათვის ინკლუზიური არაფორმალური განათლების სერვისები კონცეფციის შემუ-შავების პროცესში.

იყო არაერთი საზაფხულო სკოლისა და კონგრესის მონაწილე განათლების ხელმი-საწვდომობის საკითხზე.

გურანდა ჯამათაშვილი

14 წელზე მეტია მუშაობს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებთან და ზრდასრუ-ლებთან. 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს უსინათლოთა კავშირის წამყვანი სპეციალისტი. მიღებული აქვს განათლების დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს პრო-ფესიული გადამზადების არაერთი კურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლის თავისებურებებისა და სწავლის სტრატეგიების განხრით.

სისტემატურად მონაწილეობს განათლების სფეროში ჩატარებულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით.

არის შემდეგი პუბლიკაციების ავტორი და თანაავტორი: 1. „მხედველობის დარღვევის

Page 5: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

5

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

მქო ნე მოსწავლეების სწავლება”. 2. „კეთებით სწავლების ეფექტი უსინათლო ბავშვთა სასწავლო პროცესში”. 3. „როგორ დავძლიოთ უსინათლო ბავშვთა სწავლების პროცესში ადაპტირებული მასალის უქონლობით გამოწვეული სირთულეები”. 4. „უსინათლოთა ვიზუალური კომუნიკაციის შეზღუდვის კომპენსაცია განათლების პროცესში”.

არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი.

ზაზა ადანაია

არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „პრობლემები უსინათლოთა პროფესიულ განათლებაში”.

მონაწილეობდა განათლების პრობლემებისადმი მიძღვნილ არაერთ კონფერენციაში.

მისი სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში. არის შემდეგი პუბ-ლიკაციების ავტორი და თანაავტორი:

1. „მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება”.

2. „კეთებით სწავლების ეფექტი უსინათლო ბავშვთა სასწავლო პროცესში”.

3. „როგორ დავძლიოთ უსინათლო ბავშვთა სწავლების პროცესში ადაპტირებული მასალის უქონლობით გამოწვეული სირთულეები”.

4. „უსინათლოთა ვიზუალური კომუნიკაციის შეზღუდვის კომპენსაცია განათლების პროცესში”.

არის შშმ პირთა თემაზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციის მმართველი გუნდის წევრი. ასევე არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი.

Page 6: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

6

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

სარჩევი

1. რა არის არაფორმალური განათლება - მიზნები და ძირითადი მიდგომები .........................8

რა ანიჭებს არაფორმალურ განათლებას განსაკუთრებულობას .............................................8

საგანმანათლებლო მიდგომები არაფორმალურ განათლებაში ............................................... 11

რა არის არაფორმალური განათლების აქტივობა ....................................................................13

არაფორმალური განათლების სამიზნე ჯგუფები .....................................................................14

არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პროვაიდერი? ................15

რას გულისხმობს არაფორმალური განათლების ინკლუზიურობა ..........................................16

როგორ ვაჩვენოთ მონაწილეებს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით? ......17

რას გულისხმობს შერეული შესაძლებლობის აქტივობები?

- ინკლუზიური არაფორმალური განათლება შესაძლებებლია! ................................................19

შერეული შესაძლებლობების არაფორმალური განათლების აქტივობების

ორგანიზატორთა ზოგადი კომპეტენციები ..............................................................................24

არაფორმალური განათლების აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა

და შეფასების ეტაპები ...............................................................................................................25

2. არაფორმალური განათლების აქტივობების იდეის ფორმირება და დაგეგმვა ..................27

შესავალი და მოკლე მიმოხილვა ..............................................................................................27

რა უნდა გაითვალისწინოს ორგანიზატორმა დაგეგმვის

პროცესში აქტივობების ხელმისაწვდომობის ხელშესაწყობად ...............................................28

იდეის ფორმირება .....................................................................................................................28

ორგანიზატორთა გუნდის შედგენა ..........................................................................................29

ინკლუზიის აღიარება და მონაწილეობსი ხარისხი ..................................................................29

საორგანიზაციო ჯგუფში უსინათლო და მცირემხედველი პირების მოწვევა .........................31

იდეის ფორმირებიდან აქტივობის ორგანიზებამდე .................................................................32

პრაქტიკული რჩევები ორგანიზატორებისთვის .......................................................................32

მონაწილეთა ინფორმაირება პროექტის შესახებ .....................................................................33

Page 7: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

7

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

სააპლიკაციო კითხვარი - როგორ მივიღოთ ინფორმაცია

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების საჭიროებების შესახებ .................................35

3. არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელება ................................................41

შესავალი და ზოგად მიმოხილვა ...............................................................................................41

პროგრამული ნაწილი ................................................................................................................42

დამოკიდებულებითი ნაწილი გარემოს ხელმისაწვდომობა ....................................................44

დამხმარე საშუალებები და ადაპტირებული მასალები ...........................................................52

ადაპტირებული მასალები .........................................................................................................54

ბარიერები და გამოწვევები - გადალახვა შესაძლებელია ........................................................56

ურთიერთობები და ეფექტიანი კომუნიკაცია მონაწილეებს შორის .......................................56

პრაქტიკული რჩევები აქტივობის განხორციელების პერიოდში გარემოსა

და პროგრამული ნაწილის ინკლუზიურობის წასახალისებლად ..............................................58

არაფორმალური განათლების აქტივობის პროგრამის განვითარება ......................................79

• „ენერჯაიზერები” და ყინულის გალხვობის სავარჯიშოები ...............................................81

• გაცნობისა და ჯგუფის მშენებლობის/ფორმირების სავარჯიშოები .................................82

• როლური თამაში ...................................................................................................................84

არაფორმალური განათლების მეთოდები - იდეები ტრენერებისთვის ....................................86

4. არაფორმალური განათლების აქტივობების შეფასება და მდგრადობა .............................86

შერეული შესაძლებლობის პროექტებით სწავლა

- შეცდომებზე რეფლექსია და შემდეგი ნაბიჯები ....................................................................86

ორგანიზაციული განვითარება: როგორ შეიძლება ინკლუზიური მიდგომების

ორგანიზაციის გრძელვადიან სტრატეგიაში ასახვა .................................................................87

შერეული შესაძლებლობის პროექტები გადამდებია: როგორ შთავაგონოთ

სხვები და მიღწეული შედეგები საზოგადოებისთვის უფრო

მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ............................................................................................88

ბიბლიოგრაფია ..........................................................................................................................90

Page 8: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

8

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

1. რა არის არაფორმალური განათლება -

მიზნები და ძირითადი მიდგომები

სანამ დეტალურად განვიხილავთ, როგორ შევუწყოთ ხელი უსინათლო და მცირე მხედველი მონაწილეების არაფორმალური განათლების აქტივობებში თანაბარ შესაძ-ლებლობებზე დაფუძნებულ ჩართულობას, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, რას გულის-ხმობს არაფორმალური განათლება.

არაფორმალური განათლება არის ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც მის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ან შეიძინონ ღი-რებულებები/დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა. აღნიშნულ სამ მიმართულებას შეგვიძლია, სხვაგვარად კომპეტენციებიც ვუწოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ არაფორ-მალური განათლების პროცესში ღირებულებების/დამოკიდებულებების, უნარებისა და ცოდნის შეძენა/განვითარება მაქსიმალურად თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი, რომ მხოლოდ ერთ რომელიმე კომპონენტს არ მიენიჭოს უპირატესობა.

მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე კომპეტენცია, რომლებიც მონაწილეებს არაფორმალური განათლების მეშვეობით შესაძლოა განუვითარდეთ: ინტერპერსონა-ლური კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობის, კონფლიქტის ეფექტუიანად გადაჭრის, ლი-დერობის, დაგეგმვისა და ორგანიზების, დისციპლინის, კრიტიკული ანალიზისა და სხვა. არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობა, შესაძლოა, სხვადასხვა კომპეტენ-ციებს ავითარებდეს / აყალიბებდეს.

რა ანიჭებს არაფორმალურ განათლებას

განსაკუთრებულობას

არაფორმალური განათლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მონაწილის/პიროვნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სწორედ საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად ჩართული ინდივიდები არიან არაფორმალური განათლების მთავარი სუბიექტები. არაფორმალური განათლების მეთოდები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიური ჩართულობის შედეგად უნარები და დამოკიდებულებები განივითარონ. არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია „კეთებით/გამოცდილებით სწავლება”. მაგალითად, არაფორმალური განათლების აქტივობისას მონაწილე შესაძლოა როლურ თამაშში ჩაერთოს, სადაც რეალურ პრობლემაზე დაფუძნებული გამოგონილი სიუჟეტის გმირი ხდება და, სხვა მონაწილეებთან ერთად, წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა უწევს. შედეგად მონაწილეები აანალიზებენ, რა სიტუაციაში აღმოჩნდნენ როლური თამაშის დროს და აქტივობიდან გამომდინარე დასკვნები ერთობლივად გამოაქვთ.

Page 9: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

9

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „არაფორმალური” არ ნიშნავს არასტრუქტურირებულს. ის უფრო მეტად მიანიშნებს საგანგებოდ დაგეგმილ პროცესზე, რომელიც ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მონაწილე უნარების, ცოდნისა და ღირებულებების „არქიტექტორი” თავად ხდება. ამ მიდგომის თანახმად, არაფორმალური განათლების პროცესში ვერ შეხვდებით მასწავლებელს, რომელიც მიუთითებს, რა არის სწორი და რა - არასწორი. არაფორმალური განათლების პროცესი წარიმართება იმგვარად, რომ მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა, აქტივობაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე დასკვნები თავად გამოიტანოს.

არაფორმალური განათლების სტრუქტურირებული და მიზანზე ორიენტირებული ბუნება შესაძლოა ის თვისებები იყოს, რომლებიც მას განათლების დანარჩენი ორი ტი-პის - ფორმალური და არაოფიციალური - განათლებისგან განასხვავებს.

საქართველოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც 2012 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, არაფორმალური, ფორმალური და არაოფიციალური განათლების ტიპების განმარტებას გვთავაზობს. დოკუმენტის მიხედ-ვით:

ფორმალური განათლება არის სტრუქტურული საგანმანათლებლო სისტემა დაწყე-ბული ზოგადი განათლებით და დამთავრებული უმაღლესი განათლებით, რომელმაც შეიძლება პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამებიც მოიცვას.

არაფორმალური განათლება არის ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნე-ბისმიერი დაგეგმილი, ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი არ არის და მიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვე-ვებისა და დამოკიდებულებების) განვითარებას.

არაოფიციალური (იგივე ფორმალურს გარე) განათლება არის მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი დამოკი-დებულებებსა და ფასეულობებს საგანგებო ძალისხმევის გარეშე, წინასწარ დაუგეგმა-ვად ითვისებს, უნარებსა და ცოდნას კი საკუთარი გარემოცვის გავლენითა თუ ყოველდ-ღიური გამოცდილების საფუძველზე იძენს.

ხშირად არაფორმალური ან/და ფორმალური განათლების ორგანიზების პროცესში ჩართული პირები ფიქრობენ, რომ ჩამოთვლილი განათლების ტიპები იმდენად განსხ-ვავდება ერთმანეთისგან, რომ მათ შორის თანამშრომლობა შეუძლებელია. რეალურად, განათლების ამ ორი ტიპის თანამშრომლობა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ მი-ზანშეწონილიცაა. არაფორმალური და ფორმალური განათლების მიზნების თანხვედრა ხელს უწყობს უფრო მეტად განვითარებული უნარების, ღირებულებებისა და ცოდნის მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებას. არაფორმალური და ფორმალური განათლების სფეროების წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევა არაფორმალური განათლების მეთოდების ფორმალურ განათლებაში პილოტირების შესაძლებლობასაც უწყობს ხელს. მაგალითად, სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ (ფორმალური განათლება) მონაწილე სასკოლო კლუბში საქმიანობს და კლუბის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს

Page 10: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

10

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

(არაფორმალური განათლება) ესწრება. თუ ამ ორ პროცესს შორის შეთანხმებული და გააზრებული თანამშრომლობა არსებობს, მაშინ მონაწილეს, რა თქმა უნდა, მეტი შესაძ-ლებლობა ექნება, ის უნარები, ცოდნა და ღირებულებები განივითაროს, რომლებიც მას უფრო რეალიზებულ მოქალაქედ ჩამოყალიბების საქმეში დაეხმარება.

აღნიშნული ცხრილი დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ არაფორმალური და ფორმალური განათლების ძირითადი განსხვავებები

ფორმალური განათლება არაფორმალური განათლება

მიზნები გრძელვადიანი და ზოგადი

შეფასებაზე დაფუძნებული.

მოკლევადიანი და სპეციფიკური

არ არის შეფასებაზე დაფუძნებული.

დრო გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

სრული განაკვეთით დატვირთვა

გრძელდება მოკლე ხნის განმავლობაში.

არასრული განაკვეთით დატვირთვა

შინაარსი სტანდარტული/მონაწილეს ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი აწვდის.

ინდივიდუალური/ინფორმაცია გაზიარებულია მონაწილეთა მიერ.

სწავლების მეთოდები

წარმართული ინსტიტუციაში, გარემოსგან იზოლირებული; მკაცრად სტრუქტურირებული; ძირითადი რგოლი - მასწავლებელი; სასწავლო რესურსებით/თეორიით დატვირთული.

წარმართული გარემოში; თემზე ორიენტირებული; მოქნილი; ძირითადი რგოლი - მონაწილე/ინდივიდი; სასწავლო რესურსებით/თეორიით დატვირთული არ არის.

კონტროლი გარეგანი, იერარქიული შიგა, დემოკრატიული

(ადაპტირებულია ფორდჰაიმის მიერ, 1993წ.)

Page 11: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

11

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

საგანმანათლებლო მიდგომები არაფორმალურ განათლებაში

უკვე ვახსენეთ, რომ არაფორმალური განათლება სტრუქტურირებული ანუ დაგეგმი-ლი საგანმანათლებლო პროცესია. ეს კი ნიშნავს, რომ, როდესაც//სანამ მონაწილე არა-ფორმალური განათლების აქტივობაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას იღებს, ორგა-ნიზატორებს, ტრენერებსა და ფასილიტატორებს უკვე ნაფიქრი და მომზადებული აქვთ არაფორმალური განათლების აქტივობის დეტალური პროგრამა, რომელიც, როგორც წესი, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით არის გაჯერებული.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ არაფორმალური განათლების პროცესში მნიშვნე-ლოვანია მონაწილის აქტიური ჩართულობა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება; ვცდილობთ, წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რას აითვისებს/ისწავლის მონაწილე არაფორმალური განათლების აქტივობის დასრულების შემდეგ. მნიშვნელო-ვანია გავიაზროთ, რომ პროცესის წარმატებული შედეგი დიდ წილად თავად მონაწილის სურვილსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შედეგი მიიღწევა, თუ ჯერ კიდევ არაფორმალური განათლების აქტივობის დაგეგმვის პროცესში აქტივობის შინაარსი გარკვეულ საგანმანათლებლო მიდგომებს დაეფუძნება. აღნიშნული საგანმანათლებლო მიდგომები სხვადასხვა პედაგოგიურ თეორიას ემყარე-ბა და არაფორმალური განათლების ბუნებას ზედმიწევნით ითვალისწინებს. ეს მიდგო-მებია: ყოვლისმომცველი სწავლება, გამოცდილებით/კეთებით სწავლება, თანამშრომ-ლობითი სწავლება, ღირებულების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.

როგორ წესი, არაფორმალური განათლების აქტივობებში გამოყენებულია გამოცდი-ლებით სწავლების მოდელი, რომელიც დევიდ კოლბმა 1984 წელს გამოაქვეყნა. კოლ-ბის თეორიის მიხედვით, სწავლის პროცესი 4 ძირითადი ფაზისგან შედგება.

Page 12: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

12

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორები თავიანთ აქტივობებს

ხშირად სწორედ გამოცდილებით სწავლის კოლბის დიაგრამის მიხედვით აგებენ. ეს

მიდგომა ორგანიზატორებსა და ტრენერებს იმაში დარწმუნების საშუალებას აძლევს,

რომ მონაწილეებს შეეძლოთ, გაეანალიზებინათ სიტუაცია და ეფიქრათ, რა ახალი

სასწავლო გამოცდილება შესძინა მათ აქტივობამ.

არაფორმალური განათლების პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების

გათვალისწინების შესახებ ლაპარაკისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ კარგი

დაგეგმვისა და ორგანიზების შედეგია. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება

ჯგუფის მდგრადობისა და მისი ეფექტიანი დინამიკის საწინდარია. ჯგუფის ეფექტიანი

დინამიკის საშუალებით კი არაფორმალური განათლების აქტივობის სპეციფიკური

სასწავლო ამოცანები ძალიან მარტივად მიიღწევა.

ეს კითხვარი1 იმის შეფასებაში დაგეხმარებათ, რამდენად წაახალისებს სწავლისა

და განვითარების პროცესს თქვენ მიერ ორგანიზებული არაფორმალური განათლების

აქტივობები.

გარემო

¾ აქვთ თუ არა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების ერთმანეთისთვის

გაზიარების შესაძლებლობა?

¾ არის თუ არა სივრცე, სადაც აქტივობა ტარდება, კეთილგანწყობილი?

¾ მიმდინარეობს თუ არა სწავლება ბუნებრივად?

¾ გრძნობენ თუ არა მონაწილეები ზეწოლას არჩევანის გაკეთების პროცესში?

¾ გათვალისწინებულია თუ არა მონაწილეთა აზრი საერთო გადაწყვეტილებების

მიღების პროცესში?

სწავლის პროცესი

¾ არის თუ არა სწავლის პროცესი სახალისო?

¾ წახალისებულია თუ არა კეთებით/გამოცდილებით სწავლების პროცესი?

¾ აქვთ თუ არა მონაწილეებს შესაძლებლობა, გლობალური ან/და თემის

პრობლემების გადასაჭრელად გზების საკუთარი ვერსიები შეიმუშავონ?

1 კითხვარი ადაპტირებულია კარლსონისა და მაქსის ნაშრომის „პედაგოგიური მიდგომის დანერგვა არაფორმალურ განათლებაში“ მიხედვით.

Page 13: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

13

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

¾ აქვთ თუ არა მონაწილეებს სიახლის დამოუკიდებლად აღმოჩენის შესაძლებლობა?

¾ უკავშირებენ თუ არა მონაწილეები თავიანთ სასწავლო შედეგებს ცხოვრებისეულ

რეალობას?

¾ იღებენ თუ არა მონაწილეები პასუხისმგებლობას თავიანთი ინდივიდუალური

სწავლის პროცესზე?

ფასილიტირება

წაახალისებს თუ არა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ფასილიტირების პროცესში

დასმული კითხვები?

¾ უზრუნველყოფილია თუ არა მიღებულ გამოცდილებაზე დაფიქრებისა და

გაანალიზების შესაძლებლობა აქტივობის შემდეგ?

¾ ადაპტირებულია თუ არა აქტივობის შინაარსი მონაწილეთა საჭიროებების და

შესაძლებლობების შესაბამისად?

¾ გამოყენებულია თუ არა ინდივიდუალური მიდგომები და მეთოდები მონაწილეთა

თანაბარი ჩართულობის წასახალისებლად?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაფორმალური განათლების აქტივობების

ორგანიზატორები შესაძლოა ხშირად მოხალისეები ან ამ სფეროში დამწყები

ფასილიტატორები/ტრენერები იყვნენ, წარმოდგენილი კითხვარი მათთვის ერთგვარი

დახმარება იქნება, რათა თავიანთ აქტივობებში ინდივიდუალური საჭიროებებისა და

მონაწილეობითი პრინციპები სწორად გამოიყენონ.

რა არის არაფორმალური განათლების აქტივობა?

გზამკვლევის დასაწყისში ხშირად შეხვდებოდით გამოთქმას „არაფორმალური

განათლების აქტივობა”. რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში. ქვემოთ მოცემულია

არაფორმალური განათლების აქტივობის რამდენიმე მაგალითი:

• ტრენინგკურსი (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი)

• სემინარი

• ბანაკი

• სასწავლო სესია

• რეკრეაციული აქტივობა ღია სივრცეში და სხვა

Page 14: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

14

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არაფორმალური განათლების აქტივობა

ყოველთვის ორიენტირებულია მონაწილეთა აქტიურ ჩართულობაზე სწავლების

პროცესში; ფორმალური განათლებისგან განსხვავებით, ის მონაწილეებს საშუალებას

აძლევს, არსებულ კითხვებს თავად უპასუხონ, არაფორმალური განათლების გზით

მიღებული გამოცდილება გააანალიზონ და განვითარებული უნარები, ღირებულებები/

დამოკიდებულებები და ცოდნა თავადვე შეაფასონ. რაც მთავარია, არაფორმალური

განათლების აქტივობების მონაწილეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს

და ყველას თანაბარი, აქტიური მონაწილეობისკენ წაახალისებს!

არაფორმალური განათლების სამიზნე ჯგუფები

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი არის მისი

მოქნილობა; შესაბამისად, არაფორმალური განათლების ნებისმიერი აქტივობა

შესაძლოა მორგებულ იქნეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის სასწავლო საჭიროებებს,

მათ სოციალურ გამოცდილებასა და იმ ადგილობრივ პრობლემებს, რომლებიც

სამიზნე ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია. სწორედ ამიტომ რთულია იმ

კონკრეტული ჯგუფების გამოყოფა, რომლებიც არაფორმალური განათლების ძირითად

სამიზნედ მოიაზრება. არაფორმალური განათლება ითვალისწინებს ცხოვრების

მანძილზე სწავლის პრინციპს და, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მონაწილეს

საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

თუმცა არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზებისას მნიშვნელოვანია,

მონაწილეთა ასაკობრივი თავისებურებები, მათი კულტურული, სოციალური და

პირადი გამოცდილება გავითვალისწინოთ. შეგვიძლია რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის

გამოყოფა, რომელთათვისაც არაფორმალური განათლების ცალკეული პროგრამები

მზადდება:

1. ბავშვები (18 წლამდე)

2. ახალგაზრდები (18-30 წელი)

3. მოზრდილები (30 წლიდან ზევით)

როდესაც არაფორმალური განათლების აქტივობებში ზრდასრულთა მონაწილეობაზე

ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ პირებს 18 წლის ასაკიდან, მათ, ვისაც შესაძლებლობა

აქვთ, ამა თუ იმ აქტივობაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად

მიიღონ.

გამონაკლისია ისეთი აქტივობები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის

წარმომადგენლებს არაფორმალური განათლების ერთსა და იმავე აქტივობაში

Page 15: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

15

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, საზაფხულო ბანაკში, რომელიც

სკოლაში მოხალისეობის განვითარებას ისახავს მიზნად, პედაგოგები და მონაწილეები

ერთად არიან. მონაწილეებისადმი ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა ის

მთავარი პრინციპია, რომელიც თითოეული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში უნდა იქნეს

გათვალისწინებული.

არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია არაფორმალური

განათლების პროვაიდერი?

ეს კითხვები შესაძლოა დაგეხმაროს პასუხის გაცემაში:

1. ახორციელებს თუ არა შენი ორგანიზაცია ისეთ საგანმანათლებლო

აქტივობებს, რომლებიც პერსონალურ განვითარებასა და მონაწილეთა

გაძლიერებას ისახავს მიზნად?

2. აქვთ თუ არა შენი ორგანიზაციის წევრებს ან/და მოხალისეებს

შესაძლებლობა, განივითარონ უნარები და მიიღონ ცოდნა თქვენ მიერ

ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად?

3. ითვალისწინებთ თუ არა თქვენ მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო

პროგრამების დაგეგმვის პროცესში მონაწილეთა ინდივიდუალურ

მახასიათებლებსა და საჭიროებებს?

4. არიან თუ არა თქვენ მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო აქტივობების

მონაწილეები სწავლების პროცესის ცენტრში?

5. სწავლობენ თუ არა თქვენი საგანმანათლებლო აქტივობების მონაწილეები

ერთმანეთისგან და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შედეგად?

6. ახასიათებს თუ არა თქვენ მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო

პროგრამებს მობილურობა, მოქნილობა და გარემოს მრავალფეროვნება?

7. ისახავს თუ არა თქვენ მიერ ორგანიზებული აქტივობები კონკრეტულ

მიზნებსა და საგანმანათლებლო ამოცანებს?

თუ მოცემული კითხვების უმეტესობას დადებითად უპასუხეთ, ეს იმას ნიშნავს,

რომ თქვენ და თქვენი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების აქტივობების

პროვაიდერები ხართ.

Page 16: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

16

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

რას გულისხმობს არაფორმალური განათლების

ინკლუზიურობა

არაფორმალური განათლება, თავისი არსით, გულისხმობს, რომ აქტივობებში

მონაწილეობას იღებენ ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულები

არიან.

წარმოვიდგინოთ ტრენინგკურსი, რომელშიც ჩართულია 30 მონაწილე, რომლებთანაც

4 ტრენერი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობს. გარეშე დამკვირვებელი შესაძლოა

ვერ მიხვდეს, რითი განსხვავდებიან მონაწილეები ერთმანეთისგან. პრაქტიკაშიც

ასეა: ხშირად რთულია გარკვევა, რატომაა 30-ვე მონაწილე განსხვავებული. თუ

დავუკვირდებით, მივხდებით, რომ ყოველი მათგანი განსხვავებულია, თუნდაც იმიტომ,

რომ სხვადასხვა ოჯახში აღიზარდნენ, ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვაგვარი

ხედვა აქვთ, განსხვავებული კულტურული თუ სოციალური ნორმები ახასიათებთ,

გარკვეულწილად, მათი ღირებულებებიც განსხვავდება. თუ ყურადღებით

დავაკვირდებით, ასევე დავასკვნით, რომ, თითოეულის უნიკალურობის მიუხედავად,

როგორც ჯგუფს, გააჩნია საერთო მახასიათებლები, მიზნები, შეიძლება ზოგიერთებს

საერთო ჰობიც კი აღმოაჩნდეთ და ა. შ.

წარმოვიდგინოთ იგივე ტრენინგი, რომელშიც 30 მონაწილეა ჩართული. სიტუაცია

ოდნავ შევცვალოთ და ახლა წარმოვიდგინოთ, რომ 30 მონაწილიდან 2 ეტლით

სარგებლობს, 1 უსინათლოა, 3 - შავკანიანი და 1-ც - მუსულმანი, რომელიც ჰიჯაბს

ატარებს. ამ შემთხვევაში, გარე დამკვირვებლისთვის უფრო მარტივი იქნება პასუხი

კითხვაზე, განსხვავდებიან თუ არა ერთმანეთისგან ტრენინგის მონაწილეები?

არაფორმალური განათლების ინკლუზიურობის პრინციპი თავისი არსით

გულისხმობს, რომ არაფორმალური განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს

ნებისმიერ პირს, რომელსაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, არაფორმალური

განათლების ორგანიზატორებმა და ტრენერებმა ხელი უნდა შეუწყონ აქტივობის

გარემოს, პროგრამის, მეთოდებისა და დამოკიდებულებების იმგვარ განვითარებას,

რომ არაფორმალური განათლების თითოეული მონაწილის ინდივიდუალური

საჭიროებები გათვალისწინებული იყოს. ამ პრინციპის დაცვით ხელს ვუწყობთ თანაბარი

მონაწილეობისა და არაფორმალური განათლების ინკლუზიურობის იდეის პრაქტიკაში

დანერგვას.

ხშირად სიტყვა „ინკლუზიის” გაგონებისას ადამიანები იმაზე ფიქრს იწყებენ, რომ

საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მნიშვნელოვანია იმის

Page 17: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

17

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

გააზრება, რომ ინკლუზია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების

მონაწილეობას არ გულისხმობს. სოციალური ინკლუზია არის ტერმინი, რომელიც

შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთელი რიგი პოზიტიური ქმედებების აღსაწერად,

რომელთა შედეგადაც შესაძლებელი გახდება, რომ ყველა ადამიანს თანაბრად

მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვა რესურსსა და მომსახურებაზე. იგი ხელს უწყობს

ყველა ინდივიდის მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხარს უჭერს

ყველა ადამიანს, საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ თუ კულტურულ

ცხოვრებაში, გაიაზროს დისკრიმინაციის შესაძლებლობა და ნებისმიერი ფორმით მის

გამოვლინებას წინ აღუდგეს. მარგინალური და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების

გაზრდილი მონაწილეობის უზრუნველყოფით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

მათ საშუალება ეძლევათ, ზოგადი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ და საზოგადოებრივ

თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ.

ამგვარად, როდესაც ინკლუზიურ არაფორმალურ განათლებაზე ვლაპარაკობთ,

ხაზს ვუსვამთ არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობას

მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეების შეზღუდული შესაძლებლობის

არმქონე მონაწილეებთან ერთად არაფორმალურ განათლებაში ჩართულობა არის

არაფორმალური განათლების ინკლუზიურობის ერთ-ერთი კარგი ნიმუში. არსებობს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე პირების არაფორმალური განათლების

აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა მრავალი წარმატებული მაგალითი.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, არაფორმალური განათლების აქტივობების

ორგანიზატორებს გვახსოვდეს, რომ ყოველთვის გვაქვს შანსი და შესაძლებლობა,

დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა, ჩვენი აქტივობები უფრო მეტად ინკლუზიური

გავხადოთ. ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მრავალი შესაძლებლობა და

რესურსი გვაქვს, სურვილი რეალობად ვაქციოთ და, შესაბამისად, არაფორმალური

განათლების აქტივობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეების აქტიურ

ჩართულობას შევუწყოთ ხელი.

როგორ ვაჩვენოთ მონაწილეებს, რომ ჩვენ ყველანი

განსხვავებულები ვართ?

არაფორმალური განათლების აქტივობების მონაწილეები შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე მონაწილეებს ხშირად განსხვავებულ მონაწილეებად თვლიან.

მნიშვნელოვანია, ფასილიტატორებმა/ტრენერებმა აქტივობის დასაწყისში, ჯგუფის

Page 18: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

18

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ჩამოყალიბებისა და ერთმანეთის გაცნობის დროს, შესთავაზონ საგანგებო სავარჯიშო.

ამ სავარჯიშომ მონაწილეებს უნდა დაანახვოს ერთმანეთის ინდივიდუალური

მახასიათებლები და კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ არა მხოლოდ შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე მონაწილეები განსხვავდებიან შეზღუდული შესაძლებლობით

ჯგუფის დანარჩენი წევრებისგან, არამედ, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა,

ისინი, როგორც ინდივიდები, განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

აღნიშნული მიზნის მიღწევა ტრენერებს/ფასილიტატორებს სხვადასხვა გზით

შეუძლიათ. მაგალითად: შესაძლებელია ამ მიზნის ჯგუფის ჩამოყალიბების აქტივობებში

ინტეგრირება. გვინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი სავარჯიშო სახელწოდებით „ხახვი”,

რომელიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ,

რომ თქვენ, როგორც ორგანიზატორებს, ამ თვალსაზრისით სხვა სავარჯიშოების

გამოყენება ან რაიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენებაც შეგიძლიათ.

სავარჯიშო „ხახვი“

ყველა ადამიანი ხახვივითაა. მათი იდენტობა ბევრი სხვადასხვა ელემენტისგან

შედგება. მაგალითად: ეს ადამიანი არა მარტო მცირემხედველია, არამედ, ამავე დროს,

არის ქალი ან კაცი, დაოჯახებული ან დაუოჯახებელი, ჰომოსექსუალი ან ტრადიციული

სექსუალური ორიენტაციის მქონე, პროგრესული ან კონსერვატიული. ჩამონათვალის

გაგრძელება თითქმის უსასრულოდ შეიძლება. ამ ელემენტებთან დაკავშირებული

ზოგიერთი ღირებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა, ისევე როგორც,

მაგალითად, ხახვის ფურცლები. გარეთა ფურცლების შემოცლა უფრო მარტივია,

ვიდრე შიგნითა ფურცლებისა. ზუსტად ასევეა ადამიანიც: უფროა დვილად იტყვის

უარს ეროვნული კერძების დაგემოვნებაზე, ვიდრე, ვთქვათ, პირადი ჰიგიენის წესების

შეცვლაზე.

თქვენი „ხახვი” - აქტივობის ინსტრუქცია

მონაწილეებისთვის

დახატეთ ხახვის სიგრძივი ჭრილი ისე, რომ შემადგენელი ფენები ჩანდეს. შემდეგ

თამაშის მონაწილეებს სთხოვეთ, მიაკუთვნონ თავი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს (მაგ.:

სქესი, ეროვნება, ჰობი, ასაკი) და ამ ჯგუფებთან დაკავშირებულ ღირებულებებს/ქცევებს.

Page 19: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

19

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

შეადარეთ და იმსჯელეთ:

•რამსგავსებებიდასხვაობებიათქვენსხახვებსშორის?

•თქვენიაზრით,ყოველთვისშესაძლებელიათუარაორადამიანსშორისსაერთოს

პოვნა?

• თქვენი „ხახვის” რომელი ნაწილია ყველაზე მეტად/ნაკლებად მნიშვნელოვანი

თქვენთვის?

• რა მოხდებოდა, ორ სხვადასხვა ხახვს ერთად ცხოვრება ან მუშაობა რომ

დასჭირვებოდა?

•როგორშეუწყობდაამასხელსთანამშრომლობა?

•როგორგამოიყენებდით„ხახვის”იდეასიმისდასასაბუთებლად,რომჩვენ,როგორც

ინდივიდები, ყველანი განსხვავებულები ვართ? (არა ბარიერებს, არა საზღვებს, 2014,

SALTO Inclusion) უსინათლო მონაწილებისთვის რომ უფრო მეტად თვალსაჩინო

გახდეს სავარჯიშო, შეგიძლიათ თან იქონიოთ ნამდვილი ხახვი, რომელსაც გაჭრით

შუაზე და ამგვარად ჩამოატარებთ მონაწილეებს შორის, რათა თითოეულმა მათგანმა

შეძლოს, ახლოდან დააკვირდეს მას. ამგვარად, თქვენ არამარტო უსინათლო მონაწილის

სრულფასოვან ჩართულობას შეუწყობთ ხელს, არამედ პირდაპირი მინიშნების გარეშე

მისცემთ სხვა მონაწილეებს ინკლუზიური აქტივობის ჩატარების მაგალითს.

რას გულისხმობს შერეული შესაძლებლობის

აქტივობები? - ინკლუზიური არაფორმალური

განათლება შესაძლებელია!

შერეული შესაძლებლობების არაფორმალური განათლების აქტივობები

განისაზღვრება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებშიც შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე და არმქონე ახალგაზრდები ერთად მონაწილეობენ თანასწორ და

ადაპტირებულ გარემოში. საქართველოში შერეული შესაძლებლობის არაფორმალური

განათლების აქტივობების განხორციელების გამოცდილება არც ისე მდიდარია, თუმცა

არაფორმალური განათლების მესვეურ ორგანიზაციებს აქვთ სურვილი, აქტივობებში,

შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე მონაწილეებთან ერთად, შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე მონაწილეების ჩართულობას შეუწყონ ხელი.

არასწორი იქნება, თუ შერეული შესაძლებლობების არაფორმალური განათლების

აქტივობებზე ლაპარაკისას ვიგულისხმებთ, რომ აღნიშნული ტიპის აქტივობების

ორგანიზება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის ან ინკლუზიის თემაზე

შეიძლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ისევე როგორც შეზღუდული

Page 20: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

20

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შესაძლებლობის არმქონე პირებს, სურვილი აქვთ, თავიანთი კომპეტენციები

არაფორმალური განათლების დახმარებით სხვადასხვა მიმართულებით განავითარონ.

ასე რომ შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების აქტივობები შესაძლოა

დაიგეგმოს როგორც ეკოლოგიის, ასევე მოხალისეობის, დემოკრატიული მოქალაქეობისა

და უამრავ სხვა თემაზე, რომლებსაც ზოგადად არაფორმალური განათლება მოიცავს.

არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორებისთვის შერეული

შესაძლებლობის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება შესაძლოა მარტივი

პროცესი არ აღმოჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზატორებმა მზადებისა და

განხორციელების პროცესში უნდა გაითვალისწინონ რიგი კრიტერიუმები, რათა მათი

აქტივობები ხელმისაწვდომი და ინკლუზიური გახდეს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, არაფორმალური განათლების აქტივობების

დაგეგმვისა და განხორციელების თითოეულ ეტაპზე ორგანიზატორებმა გაითვალისწინონ

ინკლუზიის მხარდამჭერი სხვადასხვა მიდგომა და პრაქტიკაში მათ გამოყენებას

შეუწყონ ხელი.

შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების აქტივობების

განხორციელება შესაძლებელია! აღნიშნული გზამკვლევი არაფორმალური განათლების

ორგანიზატორებს შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების

აქტივობების დაგეგმვაში დაეხმარება.

გზამკვლევი ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური განათლების აქტივობებში

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობის საკითხებზე.

თუმცა მასში წარმოდგენილი რჩევები ან/და მოყვანილი მაგალითები შესაძლოა

ორგანიზაციებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს, რათა შემდგომ მათ შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა თემის სხვა წარმომადგენელთა ჩართულობას შეუწყონ

ხელი.

სასარგებლო მასალა: იმ შემთხვევაში, თუ სურვილი გექნებათ, მიიღოთ ზოგადი

რჩევები, როგორ ჩართოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის სხვა

წარმომადგენლები თქვენ მიერ დაგეგმილ არაფორმალური განათლების აქტივობებში,

შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმძღვანელოს „არა ბარიერებს, არა საზღვრებს” შემდეგ

ბმულზე - https://www.salto-youth.net/downloads/4-17-3023/NoBarriersNoBordersGE.pdf)

ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძოდ,

უსინათლო და მცირე მხედველი პირები, აწყდებიან არაფორმალური განათლების

აქტივობებში აქტიური მონაწილეობის პროცესში

გზამკვლევის შემდეგ ნაწილში შევეცდებით განვიხილოთ ისეთი თემები, როგორებიცაა:

Page 21: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

21

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს პარამეტრები

- უნივერსალური დიზაინი და გონივრული მისადაგება, დამხმარე საშუალებები და

ადაპტირებული მასალები, გამცილებელი პირის ქცევის ეთიკა უსინათლოსთან,

ტრენინგის ორგანიზებისა და მიმდინარეობის პროცესში უსინათლოსთან ქცევის ეთიკა.

ვიდრე ჩამოთვლილ თემებზე მსჯელობას შევუდგებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,

მოკლედ განვიხილოთ საკუთრივ უსინათლობის საკითხი და მისი შედეგები. იყო დრო,

როცა მკვლევართა შორის უსინათლობის შედეგზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო

შეხედულება დომინირებდა. თანახმად პირველისა, უსინათლოები რადიკალურად

განსხვავდებიან მხედველებისგან, რასაც ადამიანის ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე

უსინათლობის ძლიერი გავლენა განაპირობებს. ამ თვალსაზრისს იზიარებდა

უსინათლობის ცნობილი მკვლევარი ბიურკლენი. მეორე შეხედულების მიმდევრები კი

ამტკიცებდნენ, რომ უსინათლობა არის ადამიანის მხოლოდ ფიზიკური დეფექტი. ამ

მიმდინარეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ექიმი კონი წერდა:

„ დაკარგული მხედველობის საკომპენსაციოდ უსინათლოს იმდენი შესაძლებლობა

აქვს, რომ მასზე გაბედულად შეიძლება ითქვას: მას ყველაფერი აქვს, გარდა

ადგილმონაცვლეობის განუსაზღვრელი საშუალებებისა”. თანამედროვე პერიოდში

მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც: მხედველობის

დარღვევის მქონე და მხედველობის შეზღუდვის არმქონე ადამიანების გონებრივ

განვითარებაში ფუნქციური განსხვავება არ არსებობს; განსხვავებულობა შეინიშნება

მხოლოდ განვითარების საშუალებებში. ეს შეხედულება, სხვადასხვა დროს და

სხვადასხვა ხარისხით, გაიზიარეს ცნობილმა მეცნიერებმა: ტროშინმა, კონიუხინმა,

უილიამ გუდიმ,ჯეიმს იანმა, სიუზან ბურდენმა და სხვებმა.

თავის მხრივ, უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ადამიანები ხასიათის

თვისებებით, ფიზიკური განვითარებით, ინტელექტითა თუ ტემპერამენტით ისევე

გამოირჩევიან ან ჰგვანან სხვებს, როგორც მხედველობის შეზღუდვის არმქონე

ადამიანები. აგზნება-შეკავების თანშობილი მიდრეკილებები და ტემპერამენტის

ტიპები, როგორებიცაა: ქოლერიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი

მხედველობადაქვეითებულ ადამიანებშიც ისევე ვლინდება, როგორც მხედველობის

დარღვევის არმქონე ადამიანებში.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხედველობადაქვეითებული ადამიანი ასეთი

შეზღუდვის არმქონე პირისგან მხოლოდ განვითარების საშუალებების ხელმისაწვდომობის

თვალსაზრისით განსხვავდება. უსინათლოსთვის რომ განვითარების მაქსიმალურად

ხელსაყრელი პირობები შეიქმნას, სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებლად

Page 22: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

22

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

გათვალისწინებულია მისი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები. ჯანდაცვის

მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფენ მხედველობის

დარღვევის სამ კატეგორიას: მცირემხედველი, ფუნქციური უსინათლო და უსინათლო

(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია). წინამდებარე დოკუმენტში ფუნქციურ

უსინათლო და უსინათლო ადამიანებს ერთსა და იმავე კატეგორიად განვიხილავთ,

რადგან საგანმანათლებლო სისტემაში მათ დაახლოებით მსგავსი საჭიროებები აქვთ.

ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავთ საკითხს, თუ რომელი კატეგორიის მხედველობის

დარღვევის მქონე ადამიანს რა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს.

ამჯერად კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივ, საქმიან თუ საგანმანათლებლო

აქტივობებში მხედველობადაქვეითებული ადამიანების სრულფასოვანი მონაწილე-

ობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას. როცა

კონკრეტული კატეგორიისთვის მიკუთვნებული მხედველობადაქვეითებული პირის

სპეციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია, უსინათლოსთან ქცევის ეთიკით

განსაზღვრული ნორმები დაცულია, გარემო და საგანმანათლებლო მასალები მისი

სპეციალური საჭიროებების შესაბამისად არის ადაპტირებული, ხელი მიუწვდება

დამხმარე საშუალებებზე და, რაც მთავარია, მის სამოქალაქო უფლებებს არავინ ზღუდავს,

მაშინ უსინათლო ადამიანის ინტელექტუალური განვითარება, როგორც წესი, არაფრით

ჩამორჩება შესაბამისი ასაკის მხედველი ადამიანის გონებრივი განვითარების ტემპს.

ხშირად, რიგი მიზეზების გამო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაწილეები

იმაზე ნაკლებს აკეთებენ, ვიდრე სინამდვილეში შეუძლიათ. არაფორმალური

განათლების აქტივობებში მონაწილეობა ზოგიერთი უსინათლო ან/და მცირემხედველი

მონაწილისთვის გარემოში სოციალიზაციის პირველი მცდელობაც შეიძლება იყოს.

რეალურ მაჩვენებელსა და პოტენციალს შორის ეს დაშორება სხვადასხვანაირად

შეიძლება აიხსნას:

• გარემოს ზედმეტი მზრუნველობა (მშობლები, ტრენერები, ფასილიტატორებიდა ა.

შ.);

• უსინათლო/მცირემხედველ მონაწილეებს არ ეძლევათ საშუალება, გარკვეული

საყოფაცხოვრებო საქმიანობის განხორციელებაში ჩაერთონ, რადგან მათ

განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობა აქვთ. ყურადღება არ ექცევა იმას,

რომ ამ საქმის გაკეთება მათ თავისუფლად შეუძლიათ, თუ სამუშაო გარემოს მათ

საჭიროებებს მოვარგებთ ან შესაბამის დამხმარე საშუალებებს შევარჩევთ.

• დასწავლილი უმწეობა: უსინათლო/მცირემხედველ მონაწილეს შეიძლება ეგონოს,

რომ მას რაღაც კონკრეტული საქმის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ამის შანსი

არასდროს ჰქონია და არც თავისნაირი ვინმე სხვა ადამიანი უნახავს, ამ საქმით რომ

დაკავებულიყო.

Page 23: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

23

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

• სტერეოტიპები და სტიგმა: გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული დამოკიდებულება

უსინათლო/მცირემხედველი ადამიანების მიმართ, რომლის დროსაც მათ განვითარების

უფრო დაბალ საფეხურზე აყენებენ.

• ხელმიუწვდომლობის შიში: უსინათლო/მცირემხედველი ადამიანები ყოყმანობენ,

ვიდრე აქტივობებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, რადგანაც დარწმუნებული არ

არიან, რომ ამას შეძლებენ (მაგ.: ინფორმირებული არ არიან აქტივობის ადგილის,

ტრანსპორტირების შესახებ და ა. შ.).

• ხელშემწყობი ტექნოლოგიების უქონლობა: ხშირად ასეთი მოწყობილობები ძალიან

ძვირი ღირს ან უსინათლო ადამიანს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ან კიდევ

საქართველოში მათი ყიდვა შეუძლებელია, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ

მათ შეძენას. მაგრამ, მცირეოდენი იმპროვიზაციის უნარის შემთხვევაში, ყოველთვის

შეიძლება რაიმე დამხმარე კონსტრუქციის შექმნა ან თავად უსინათლო/მცირემხედველ

მონაწილესთან კონსულტაცია.

• ცუდად ადაპტირებული აქტივობები: უსინათლო/მცირემხედველი მონაწილეებისთვის

აქტივობების ადაპტაციისთვის სულ მცირე კრეატივიც საკმარისია, თუმცა ცუდად

ადაპტირებული, ხშირ შემთხვევაში კი არაადაპტირებული, აქტივობები უსინათლო/

მცირემხედველი მონაწილეების არაფორმალური განათლების აქტივობებიდან

გამოთიშვის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

• არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორთა მხრიდან

განსხვავებულობის’’’’ მიმართ დაბალი მიმღებლობა - ხშირად, როდესაც უსინათლო/

მცირემხედველი მონაწილეები ცდილობენ, ორგანიზატორებს თავიანთი საჭიროებები

აუხსნან, ორგანიზატორთა მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას ან ერთგვარ

შიშს აწყდებიან, შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ, უსინათლო/მცირემხედველ

მონაწილეებს თავიანთ აქტივობებში მონაწილეობისთვის ადგილი შესთავაზონ.

ეს მხოლოდ რამდენიმე ბარიერია იმ ხელშემშლელი ფაქტორებიდან, რომელთა

ჩამოთვლაც შეგვიძლია. შერეული შესაძლებლობების არაფორმალური აქტივობების

განხორციელებისას პირველი ნაბიჯი სწორედ ამ ბარიერების იდენტიფიცირება

და, შესაბამისად, მათი გადაჭრის გზების ძიება უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ

ბარიერებსა და პრობლემებზე ღიად ისაუბრონ როგორც არაფორმალური განათლების

პროვაიდერებმა, ასევე უსინათლო და მცირემხედველმა პოტენციურმა მონაწილეებმა.

Page 24: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

24

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შერეული შესაძლებლობების არაფორმალური

განათლების აქტივობების ორგანიზატორთა

ზოგადი კომპეტენციები

• ჩართულობის პრინციპის უზრუნველყოფა - ორგანიზატორს აქტივობის ორგანიზების

დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უნდა შეეძლოს, მაქსიმალურად შეუწყოს

ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეების აქტიურ ჩართულობას სხვა

მონაწილეებთან ერთად.

• არადისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება - ორგანიზატორს უნდა შეეძლოს,

აქტივობის განხორციელების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

მონაწილეებთან კომუნიკაციისთვის არადისკრიმინაციული ტერმინოლოგია

გამოიყენოს.

• ემპათიური დამოკიდებულება და თანაგანცდა - ორგანიზატორს უნდა შეეძლოს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილის თვალთახედვის, გამოცდილების

პატივისცემა, მისი ემოციური მდგომარეობის გააზრეება და თანაგრძნობა.

• შერეული შესაძლებლობის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება - ორგანიზატორს

უნდა შეეძლოს, რეალისტურად, რესურსების შესაბამისად განსაზღვროს, რა სახის

შეზღუდვის მქონე პირთა მონაწილეობაა შესაძლებელი პროექტში. ორგანიზატორს

ასევე უნდა შეეძლოს, სხვა პარტნიორებთან ერთად, შეარჩიოს ადაპტირებული ადგილი

აქტივობის ჩასატარებლად, დაგეგმვის პროცესში კი შესაბამისი გამოცდილების

მქონე პირები ჩართოს.

• მონაწილეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამის დაგეგმვა - მნიშვნელოვანია,

ორგანიზატორმა აქტივობის პროგრამის ისე განვითარება შეძლოს, რომ ის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეების შესაძლებლობებსა და ძლიერ

მხარეებზე მორგებული იყოს.

• თანამშრომლობა და ეფექტიანი კომუნიკაცია - ორგანიზატორმა შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა შეძლოს.

ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოცდილება შერეული

შესაძლებლობის პროექტის წარმატებით დაგეგმვისა და განხორციელების

საწინდარია.

Page 25: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

25

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

არაფორმალური განათლების აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, უსინათლო და

მცირემხედველი მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი, ინკლუზიური არაფორმალური

განათლების აქტივობების ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა. არაფორმალური განათლების

აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი რამდენიმე ნაბიჯისგან

შედგება: იდეის ფორმირებით დაწყებული, აქტივობის შეფასებით დამთავრებული.

სწორედ ამიტომ გზამკვლევის შემდეგ თავებში არაფორმალური განათლების

აქტივობის დაგეგმვის თითოეულ მნიშვნელოვან ეტაპს დეტალურად განვიხილავთ

და შევეცდებით, ის ზოგადი რჩევები და პრინციპები წარმოვაჩინოთ, რომლებიც

არაფორმალური განათლების ორგანიზატორებმა რეალური, ხარისხიანი შერეული

შესაძლებლობების აქტივობების ორგანიზების თითოეულ ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ.

სანამ შემდეგ თავზე გადავიდოდეთ, გავეცნოთ არაფორმალური განათლების

აქტივობის დაგეგმვის ციკლს, რომელიც არაფორმალური განათლების ხარისხის

სტანდარტის შემადგენელი ნაწილია.

არაფორმალური განათლების აქტივობის დაგეგმვის, განხორციელებისა და

შეფასების ციკლი

Page 26: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

26

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მოცემულ მოდელში ხაზგასმულია ხარისხიანი და ეფექტიანი არაფორმალური

განათლების აქტივობის ორგანიზების კრიტერიუმები; კიდევ ერთხელ წარმოჩინდება,

რომ არაფორმალური განათლების აქტივობის ორგანიზება კომპლექსური და

გრძელვადიანი პროცესია.

შესაბამისად, გზამკვლევის შემდეგ თავებში განვიხილავთ, თუ რა მიდგომები და

კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ არაფორმალური განათლების აქტივობის

დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე, რათა უსინათლო და

მცირემხედველი მონაწილეებისთვის ჩვენ მიერ ორგანიზებული არაფორმალური

განათლების აქტივობის ხელმისაწვდომობას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

Page 27: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

27

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

2. არაფორმალური განათლების აქტივობების იდეის ფორმირება და დაგეგმვა

შესავალი და მოკლე მიმოხილვა

ნებისმიერი არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელება იდეის

ფორმირებითა და მის განსახორციელებლად მზადებით იწყება. ხშირად თქვენ მიერ

ორგანიზებული აქტივობის მონაწილეებს უკვე დაგეგმილ ღონისძიებაში უწევთ ჩართვა,

თუმცა ღონისძიების უშუალო განხორციელებამდე უამრავი დეტალის გათვალისწინება

გიწევთ, დაწყებული აქტივობის ტექნიკურ მხარეზე ზრუნვით, დამთავრებული

ღონისძიების შინაარსობრივი მხარის სრულყოფით.

ამ თავში უფრო დეტალურად განვიხილავთ, რას უნდა მიაქციონ პირველ რიგში

ყურადღება არაფორმალური განათლების ორგანიზატორებმა ღონისძიების იდეის

ფორმირებისა და დაგეგმვის პროცესში ანუ აქტივობის უშუალო განხორციელებამდე,

რათა, შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე მონაწილეებთან ერთად, პროექტებში

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების სრულყოფილი ჩართულობა იქნეს

უზრუნველყოფილი.

შეიძლება არაფორმალური განათლების აქტივობის ზოგიერთ ორგანიზატორს ეს

დიდ პრობლემადაც მოეჩვენოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს: შერეული შესაძლებლობის

საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება შესაძლებელია! შეგვიძლია „დიდი

პრობლემა” გამოწვევად აღვიქვათ და, შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის,

რომ ჩვენ მიერ ორგანიზებული შერეული შესაძლებლობის პროექტი წარმატებული და

სხვისთვის კარგი მაგალითი გამოდგეს.

რა თქმა უნდა, გზამკვლევში ვერ შევძლებთ ისეთი რჩევების მოცემას, რომლებიც

ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტიანად იმუშავებს. მთავარია, გვახსოვდეს, ყველა

ადამიანი, მათ შორის, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებიც, განსხვავებულები

არიან. შესაბამისად, არ არსებობს უნივერსალური რჩევა, რომელიც ყველა შემთხვევაში

გამოსადეგი იქნება. ჩვენი რეკომენდაციაა, აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ, როგორც

მხარდაჭერის მექანიზმი და იფიქროთ, როგორ შეძლებთ ამ თავში მოცემული ზოგადი

რჩევების თქვენს კონკრეტულ პრაქტიკაში ინტეგრირებას.

გისურვებთ წარმატებას!

Page 28: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

28

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

რა უნდა გაითვალისწინოს ორგანიზატორმა დაგეგმვის

პროცესში აქტივობების ხელმისაწვდომობის

ხელშესაწყობად?

იდეის ფორმირება

ნებისმიერი პროექტის, მათ შორის არაფორმალური განათლების აქტივობის,

განხორციელებაც იდეის ფორმირებით იწყება. თქვენ და თქვენი კოლეგები იწყებთ

იმაზე ფიქრს, თუ:

• რა თემაზე გსურთ დაგეგმოთ არაფორმალური განათლების აქტივობა.

• რა პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა გსურთ თქვენი აქტივობის

განხორციელებით.

• რა საგანმანათლებლო მიზნებს ისახავს თქვენი აქტივობა.

• ვისთვისაა განკუთვნილი ის და ვინ არიან აქტივობის პოტენციური მონაწილეები.

• როგორ აპირებთ აქტივობის განხორციელებისთვის დაფინანსების მოპოვებას

• და ა. შ.

ხშირად, როდესაც ორგანიზატორები იდეის ფორმირების პროცესში შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე მონაწილეთა მათ აქტივობაში ჩართულობით დაინტერესდებიან,

ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ აქტივობა აუცილებლად შეზღუდული შესაძლებლობის

თემატიკაზე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეები

ასევე მონაწილეობენ აქტივობებში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის

თემატიკას ეძღვნება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე მონაწილეები, პირველ რიგში, პიროვნებები, ინდივიდები არიან.

აუცილებელი არ არის, აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე იყოს,

რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილე ღონისძიებით დაინტერესდეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეებს შესაძლოა ისევე აინტერესებდეთ

ან არ აინტერესებდეთ არაფორმალური განათლების სხვადასხვა თემატიკა, როგორც

ნებისმიერ სხვა მონაწილეს. შესაბამისად, იდეის ფორმირების პროცესში კონცენტრაცია

მოახდინეთ იმაზე, თუ რა თემებზე ისურვებდით თქვენ და თქვენი გუნდი აქტივობის

ორგანიზებას. ნუ შეეცდებით თემები მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების ფიზიკურ ან სოციალურ მდგომარეობას მოარგოთ. აირჩიეთ თემა

და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი, რა გჭირდებათ საიმისოდ, რომ, სხვა

მონაწილეებთან ერთად, აქტივობაში უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებიც

ჩაერთონ.

Page 29: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

29

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ორგანიზატორთა გუნდის შედგენა

სანამ აქტივობის უშუალო დაგეგმვას დაიწყებთ, ლოგიკური იქნება, რომ თქვენ ან/და

თქვენმა ორგანიზაციამ იზრუნოს იმაზე, რომ დასაგეგმი არაფორმალური განათლების

აქტივობის ორგანიზატორთა გუნდი შეარჩიოს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ

აქტივობის ორგანიზატორთა გუნდის თითოეულ წევრს გააზრებული ჰქონდეს ის

ფაქტი, რომ აქტივობაში უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ჩართვას

გეგმავთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები

ცუდ გამოცდილებას იღებენ ისეთი ტიპის აქტივობებში მონაწილეობისას, სადაც

ორგანიზატორებს მათი მხარდაჭერისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის

სურვილი არ აქვთ.

ნუ შეშინდებით! სავალდებულო არ არის, გუნდის თითოეული წევრი ინკლუზიის

ექსპერტი იყოს! მთავარია, ყოველ მათგანს ჰქონდეს მზაობა, რომ უსინათლო და

მცირემხედველი მონაწილეების აქტივობის განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას

შეუწყოს ხელი. ეს თქვენი გუნდისთვისაც ახალი და საინტერესო გამოცდილება იქნება.

მთავარია, ორგანიზატორებს ჰქონდეთ მოტივაცია და სურვილი, თავიანთი აქტივობა

ხელმისაწვდომი გახადონ.

შესაძლოა ორგანიზატორთა გუნდის რამდენიმე წევრი თავს ნაკლებად

კომპეტენტურად თვლიდეს და არ იცოდეს, შერეული შესაძლებლობის აქტივობის

ორგანიზებაში რა მონაწილეობა მიიღოს. არ დანებდეთ! აქტივობის განხორციელებამდე

საკუთარ და კოლეგების მომზადებაზე იზრუნეთ. საინტერესო და საჭირო ინფორმაცია

ინტერნეტით მოიძიეთ; უსინათლო და მცირემხედველ პირთა ორგანიზაციებთან სამუშაო

შეხვედრები დაგეგმეთ; უსინათლო და მცირემხედველ პირებს იმ საკითხების შესახებ

ესაუბრეთ, რომლებიც თქვენ, როგორც ორგანიზატორს, გაინტერესებთ. ამ გზით

ხელს შეუწყობთ როგორც საკუთარ განვითარებას, ასევე თქვენ მიერ ორგანიზებული

შერეული შესაძლებლობის პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

ინკლუზიის აღიარება და მონაწილეობის ხარისხი

ზოგ შემთხვევაში ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეების

თავიანთ აქტივობებში ჩართვას გადაწყვეტენ, მაგრამ განა ყველანაირი მონაწილეობა

შესაძლოა ვაღიაროთ ნამდვილ მონაწილეობად? არა, რადგან არსებობს მაგალითები,

როდესაც, ორგანიზაციების სურვილის მიუხედავად, აქტივობებში შეზღუდული

Page 30: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

30

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა მხოლოდ დეკორაციულ სახეს ატარებს.

მონაწილეთა შორის გყავდეს უსინათლო ან/და მცირემხედველი მონაწილეები არ ნიშნავს

ღირსეულ და თანაბარუფლებიან მონაწილეობას.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შერეული შესაძლებლობის აქტივობების ორგანიზატორებს

თავიდანვე ჰქონდეთ გააზრებული, რომ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები

და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეები ვერ მიიღებენ

აქტივობებში სრულყოფილ მონაწილეობას, თუ ორგანიზატორებმა ისინი სრულყოფილ

პიროვნებებად არ აღიარეს და მათი რეალური მონაწილეობა არ წაახალისეს.

მაგალითი. 22 წლის ქეთი დაბადებიდან უსინათლოა. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ის

ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე ორგანიზებულ 5-დღიან ტრენინგში მონაწილეობის

მისაღებად მიიწვია. როდესაც ქეთი ტრენინგის ჩატარების ადგილზე ჩავიდა, აღმოჩნდა,

რომ პირველ და მეორე დღეს ის ვერ შეძლებდა აქტივობებში ჩართვას, რადგან იმ

დღეს მოწვეულ ტრენერს მისთვის ხელმისაწვდომი აქტივობები დაგეგმილი არ ჰქონდა.

პარარელურად, ორგანიზაცია Facebook-ის გვერდზე აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ

მათი პროექტი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე იყო მორგებული. როდესაც

ტელეფონით საუბრისას ქეთის მეგობარმა თეამ ჰკითხა, როგორ დროს ატარებდა

ტრენინგზე, ქეთიმ უპასუხა: მას შთაბეჭდილება დარჩა, ის ტრენინგზე მხოლოდ იმიტომ

მიიწვიეს, რომ უსინათლო იყო...

მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია, აქტივობის

ორგანიზებაში ჩართული ნებისმიერი რგოლი ინკლუზიის პრინციპსა და უსინათლო

და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობის მნიშვნელობას აცნობიერებდეს.

ორგანიზატორთა მხარდასაჭერად გთავაზობთ ინკლუზიის აღიარების რამდენიმე

ინდიკატორს. გაეცანით ამ მასალას და გააანალიზეთ, რამდენად აღიარებს თქვენი

პროექტის საორგანიზაციო გუნდის თითოეული წევრი აღნიშნული ინდიკატორების

მნიშვნელობას. არ გაგიკვირდეთ, თუ მათ შორის აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც

კარგად არ ესმით ან ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება მოცემული ინდიკატორების

პრაქტიკაში დანერგვა. ამ შემთხვევაში შეეცადეთ, მათ კონკრეტული მაგალითების

მეშვეობით აუხსნათ და დაარწმუნოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირთა პროექტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.

დეკორაციული მონაწილეობა კი პროექტის წარმატებისთვის ერთ-ერთი ხელშემშლელი

ფაქტორია.

სოციალური ინკლუზია საზოგადოებაში, ორგანიზაციაში, პოლიტიკაში შეიძლება

გაიზომოს შემდეგი ინდიკატორების მიხედვით:

• წარმომადგენლობა – ყველა იმ ადგილზე ყოფნა/დასწრება, სადაც არიან

Page 31: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

31

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირები, სესიის ოთახის, საღამოს

შეკრებების, წვეულებებისა და სხვა ღონისძიებების ჩათვლით;

• არჩევანი – მრავალმხრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველი

აქტივობების არჩევა და მათში ჩართვა;

• კომპეტენცია – ძლიერი მხარეების აღიარება და დაფასება;

• პატივისცემა და ღირებული როლები - პიროვნებად აღქმა/დანახვა/ჩათვლა, ისევე

როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ღირებულ პიროვნებად აღქმა და

არა როგორც ნორმიდან გადახრად ან „გაუგებრობად” მიჩნევა;

• მონაწილეობა – სხვა ადამიანებთან ურთიერთკავშირი, მრავალფეროვანი

ურთიერთობები, ერთმანეთის გაცნობა, ღონისძიებაში მონაწილეობა და არა

მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსში ყოფნა;

• კუთვნილება – ძლიერი გრძნობა, რომ ადამიანს სხვები აფასებენ და შესაბამისი

სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნილობის განცდა.

საორგანიზაციო ჯგუფში უსინათლო და

მცირემხედველი პირების მოპატიჟება

ერთ-ერთი მეთოდი თქვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შერეული შესაძლებლობის

არაფორმალური განათლების აქტივობის ორგანიზების პროცესში იმის უკეთ

გასააზრებლად, თუ როგორ უნდა გაითვალისწინოთ უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების საჭიროებები, მათთან უშუალო კომუნიკაციაა. შეგიძლიათ, მაგალითად,

ითანამშრომლოთ უსინათლო და მცირემხედველთა ორგანიზაციებთან და მათი ერთი ან

რამდენიმე წარმომადგენელი თქვენი პროექტის საორგანიზაციო გუნდშიც მიიწვიოთ.

ამ გზით თქვენ შეძლებთ, უშუალოდ უსინათლო და მცირემხედველი პირისგან მიიღოთ

პასუხები კითხვებზე, რომლებიც დაგეგვის პროცესში გაგიჩნდებათ. იმ შემთხვევაში, თუ

თქვენ შეზღუდული რესურსების პირობებში გიწევთ მუშაობა, შეგიძლიათ უსინათლო

და მცირემხედველ პირთა ორგანიზაციას სთხოვოთ კონსულტაცია მოხალისეობრივ

საწყისებზე. დაითანხმეთ რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრაზე. შეხვედრამდე

კი საორგანიზაციო ჯგუფი შეჯერდით იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხები თავად

უსინათლო და მცირემხედველი თემის წარმომადგენლებისგან გინდათ მოისმინოთ.

Page 32: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

32

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

იდეის ფორმირებიდან აქტივობის ორგანიზებამდე

თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ უკვე გააანალიზეთ, რა ტიპის აქტივობის ორგანიზება

გსურთ, შექმენით აქტივობის აღწერა, განსაზღვრეთ მისი მიზნები, საგანმანათლებლო

ამოცანები, აქტივობის პოტენციური მონაწილეები განსაზღვრეთ. თქვენი არაფორმალური

განათლების აქტივობის იდეა უკვე ჩამოყალიბებულია. თქვენ ირგვლივ არიან პროექტის

საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომელთაც ესმით შერეული შესაძლებლობის

პროექტების არსი და სურვილი აქვთ, თქვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებში უსინათლო

და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობას შეუწყონ ხელი. ახლა უკვე დროა,

აქტივობის განსახორციელებლად დასაგეგმი და მოსამზადებელი მუშაობა დავიწყოთ.

როგორც წესი, არაფორმალური განათლების აქტივობის მოსამზადებელი ფაზა

საორგანიზაციო ჯგუფის რამდენიმე შეხვედრისგან და დისტანციური მუშაობისგან

შედგება. ყალიბდება ფასილიტატორთა და ტრენერთა ჯგუფი, რომელიც პროგრამული

ნაწილის დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი, ასევე იქმნება ქვეჯგუფი, რომელიც აგვარებს

აქტივობის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად:

ლოჯისტიკა, მასალების მომზადება და სხვა.

ქვემოთ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ინფორმაციას, თუ რა უნდა

გაითვალისწინონ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა არაფორმალური განათლების

აქტივობის საორგანიზაციო ეტაპზე უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების

ხარისხიანი ჩართულობის მხარდასაჭერად. ამ ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია

ძირითადად ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და იმ საორგანიზაციო საკითხებს ეხება,

რომლებიც უკავშირდება მონაწილეთა შერჩევასა და აქტივობის შესახებ მათ

ინფორმირებას. მომდევნო თავებში აქტივობის პროგრამულ ნაწილზე ვილაპარაკებთ.

პრაქტიკული რჩევები ორგანიზატორებისთვის

უსინათლოთა არაფორმალური განათლება არამხოლოდ სასწავლო-საგანმანათლებლო

პროცესია, არამედ დაკავშირებულია უსინათლოების გარკვეული სახის ფიზიკურ

აქტივობებთანაც, ზოგ შემთხვევაში კი - ფიზიკურ დატვირთვასთანაც. ყურადღებას

გავამახვილებთ იმ სპეციფიკური ხასიათის საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც

აუცილებელია, რათა უსინათლოთა არაფორმალური განათლების მიმართულებით

გაწეული ძალისხმევა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს.

Page 33: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

33

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

• რა წინასწარი სამუშაოებია ჩასატარებელი იმისათვის, რომ უსინათლოთა

არაფორმალური განათლების პროცესს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს?

• რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ტრენერი იმისათვის, რომ ტრენინგი

კვალიფიციურად ჩაატაროს?

• როგორ უნდა წარიმართოს ტრენინგი ისე, რომ მასში ჩართულმა უსინათლო

ადამიანმა მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია მიიღოს?

• ეს გახლავთ ის საკვანძო საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც უთუოდ

საჭიროა, რათა ტრენინგის ფარგლებში დასახული მიზნები და ამოცანები

შესრულდეს. ჩვენი შემდგომი მსჯელობაც,ძირითადად ამ საკითხებთან იქნება

დაკავშირებული.

მაშ, ასე! რა წინასწარი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ უსინათლოთა

არაფორმალური განათლების პროცესს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს?

უპირველეს ყოვლისა, ტრენინგის ორგანიზატორებმა და ტრენერებმა სამუშაო

პროცესის დაწყებამდე ტრენინგში მონაწილე უსინათლოების ინტერესების, უნარებისა

და შესაძლებლობების შესახებ უნდა მიიღონ ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის

მოსაპოვებლად გარკვეული სამუშაო წინასწარ უნდა შესრულდეს. საჭიროა, შეირჩეს

ან შეიქმნას ინფორმაციის შეგროვებისა და კლასიფიცირების მექანიზმი. შესაძლოა

ინფორმაციის მოსაპოვებლად ან დასაზუსტებლად ორგანიზატორებმა მხედველობის

დარღვევის მქონე მონაწილესთან სატელეფონო ინტერვიუ გამოიყენონ ან სპეციალური

საჭიროებების განსასაზღვრად მას ანკეტა გაუგზავნონ. კვალიფიციური ინფორმაციის

არსებობა დიდ წილად განაპირობებს ტრენინგის შედეგს.

მონაწილეთა ინფორმირება პროექტის შესახებ

არაფორმალური განათლების აქტივობის მონაწილეთა შესარჩევად ორგანიზაციები,

ძირითადად, ორ გზას მიმართავენ: მონაწილეთა ღია საკონკურსო გზით შერჩევა,

როდესაც მონაწილეობის განაცხადი საჯაროდ ვრცელდება და მიღებული აპლიკაციების

საფუძველზე შესაფერისი კანდიდატები შეირჩევიან; ან/და მონაწილეთა შიგა გზით,

უკონკურსოდ შერჩევა, რომელიც აქტივობაზე ორგანიზაციის აქტიური წევრების ან

ორგანიზაციის პარტნიორების მიწვევას გულისხმობს.

თქვენ მიერ ორგანიზებულ აქტივობაში უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების

ჩასართავად რამდენიმე გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ:

Page 34: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

34

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

• თუ მონაწილეებს ღია კონკურსის საფუძველზე არჩევთ, საკონკურსო განაცხადს

თან დაურთეთ რამდენიმე წინადადება, სადაც უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისთვის ინკლუზიური, ხელმისაწვდომი პირობების შესაქმნელად

თქვენსა და თქვენი ორგანიზაციის მზაობას დააფიქსირებთ. შესაძლოა უსინათლო

და მცირემხედველმა აპლიკანტებმა განაცხადის გამოგზავნისგან ხშირად თავი

შეიკავონ, რადგან მათ არ იციან, აქტივობის გარემო მათთვის ხელმისაწვდომი

იქნება თუ არა.

• შეეცადეთ კონკურსის/მონაწილეთა შესარჩევი პერიოდის განმავლობაში

დაუკავშირდეთ უსინათლო და მცირემხედველი, შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე პირთა ორგანიზაციებს და იმ სტრუქტურებს, რომელთაც უსინათლო,

მცირემხედველ პირებთან მუშაობისა და თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.

მათ თქვენ მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ და

სთხოვეთ, სამიზნე ჯგუფში ინფორმაციის გავრცელებაში დაგეხმარონ.

• თუ დრო შეზღუდული არ გაქვთ, მოაწყვეთ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც

დაინტერესებულ უსინათლო და მცირემხედველ პირებს კონკურსის პირობებს და

აქტივობის მიზნებს პირადად გააცნობთ. ხშირად პოტენციურ მონაწილეებთან

უშუალო კომუნიკაცია მათი მოტივირებისა და დაინტერესებისთვის ყველაზე

ეფექტიანი გზაა. საინფორმაციო შეხვედრაში დახმარება შეუძლიათ უსინათლო

და მცირემხედველ პირთა ორგანიზაციებს, სკოლებსა და სხვა სტრუქტურებს;

• შესაძლოა უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების დამოუკიდებლობის

ხარისხი არც ისე მაღალი იყოს. ზოგჯერ უსინათლო და მცირემხედველი პირების

გადაწყვეტილებებზე შეიძლება მშობლებმა და ოჯახის წევრებმა იქონიონ

გავლენა. ამგვარი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, შეეცადეთ საინფორმაციო

შეხვედრაზე მათი მშობლებიც და ოჯახის წევრებიც მოიწვიოთ ან პირადად

აუხსნათ მათ, რატომ იქნება მათი შვილებისთვის (უსინათლო და მცირემხედველი

პირების) თქვენ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობა სასარგებლო და

დადებითი შედეგის მქონე.

• იმედს ნუ გადაიწურავთ, თუკი პირველ ჯერზე არც ისე ბევრი უსინათლო და

მცირემხედველი პირი გადაწყვეტს თქვენს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

დაიმახსოვრეთ, მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარია, შესაძლებლობა მისცეთ

მათ, ვისაც აქტივობაში მონაწილეობის სურვილი აქვს. როგორც წესი, უსინათლოთა

და მცირემხედველთა თემში წარმატებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია

სწრაფად ვრცელდება. თუ ერთ-ერთი უსინათლო ან/და მცირემხედველი მონაწილე

თქვენ მიერ ორგანიზებული აქტივობის ხელმისაწვდომობით კმაყოფილი დარჩა,

მომავალში თქვენს პროექტში ბევრად მეტი დაინტერესებული გეყოლებათ.

Page 35: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

35

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

• აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა შერჩევისას უსინათლო და

მცირემხედველ აპლიკანტს უპირატესობა არ მიანიჭოთ მხოლოდ შეზღუდული

შესაძლებლობის გამო. შეაფასეთ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით,

ისე როგორც შეზღდული შესაძლებლობის არმქონე კანდიდატს შეაფასებდით.

სააპლიკაციო ფორმა - როგორ მივიღოთ ინფორმაცია

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების

საჭიროებების შესახებ?

არაფორმალური განათლების აქტივობის მონაწილეების შესარჩევად ხშირად

სააპლიკაციო ფორმებს იყენებენ. სააპლიკაციო ფორმაში, როგორც წესი აპლიკანტი

ავსებს ველებს თავისი პერსონალური ინფორმაციით, ორგანიზატორებს კი აწვდის

მათთვის საინტერესო ინფორმაციას გამოცდილების, მოტივაციისა და მოლოდინების

შესახებ.

თქვენი, როგორც ორგანიზატორის, ფუნქციაა, აქტივობის დაწყებამდე თავი

მოუყაროთ ინფორმაციას მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ.

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, მონაწილეებს აქტივობის განხორციელების დროს

ღირსეული და ხელმისაწვდომი გარემო შეუქმნათ.

თქვენ, როგორც ორგანიზატორს, აუცილებლად დაგჭირდებათ უსინათლო და

მცირემხედველი აპლიკანტებისგან ინფორმაციის მიღება საჭიროებების შესახებ. ეს

საჭიროებები შესაძლოა იყოს როგორც ტექნიკური, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის,

მაგალითად: ვრცელი სატრენინგო დარბაზი, მცირემხედველი მონაწილეებისთვის

დიდი ზომის შრიფტით დაბეჭდილი სამუშაო მასალა, უსინათლო მონაწილეებისთვის

აქტივობის ჩატარების ადგილის წინასწარ გაცნობა და ა. შ. დაიმახსოვრეთ, უსინათლო

და მცირემხევდელი ადამიანებს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, ინდივიდუალური

საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, თქვენი მიზანი უნდა იყოს ამ საჭიროებების შესახებ

რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება. (საჭიროებათა ზოგადი ჩამონათვალი იხილეთ

ქვემოთ).

ასეთი ინფორმაცია აქტივობის განხორციელების პერიოდში გამოგადგებათ, რათა

მონაწილეთა საჭიროებები გაითვალისწინოთ და მათ ხელმისაწვდომი და თანაბარი

შესაძლებლობების გარემოში მუშაობა/სწავლა შესთავაზოთ.

ამისათვის სააპლიკაციო ფორმაში შეგიძლიათ ცალკე გრაფა გამოყოთ ინდივიდუალური

საჭიროებების შესახებ და ამ გრაფის მეშვეობით აპლიკანტსგან შეიტყოთ რაიმე სახის

Page 36: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

36

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა სპეციალური საჭიროების შესახებ. სთხოვეთ მათ,

დააკონკრეტონ, რა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ და რა ტიპის მხარდაჭერას

საჭიროებენ აქტივობის განხორციელების პერიოდში. მნიშვნელოვანია, ტექსტი ისე

იყოს, ჩამოყალიბებული, რომ უსინათლო და მცირემხედველმა მონაწილემ თქვენთან

თანამშრომლობის პირველ ეტაპზევე იგრძნოს მხარდაჭერისა და მათი პიროვნების

აღიარების სურვილი.

თუ უსინათლო და/ან მცირემხედველმა ადამიანმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით

გაიარა და თქვენ აქტივობაზე მისი მოწვევა გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია აპლიკანტს

დაუკავშირდეთ ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სთხოვოთ,

ინდივიდუალური საჭიროებების შესახებუფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ.

შესაძლოა უსინათლო ან/და მცირემხედველი მონაწილისთვის თქვენი აქტივობა პირველი

არაფორმალური განათლების აქტივობა იყოს, ამის გამო შესაძლოა არაფორმალური

განათლების აქტივობის სტრუქტურასა და მიდგომებს არ იცნობდეს. სწორედ ამიტომ,

ინდივიდუალური საჭიროებების დასახელებისას გარკვეულ საკითხებს რომ თავი

არ აარიდოს, რეკომენდებულია, პოტენციურ მონაწილეს გაუგზავნოთ წინასწარ

მომზადებული კითხვარი, სადაც იგი შეძლებს, უპასუხოს გარკვეულ კითხვებს საკუთარი

საჭიროებების შესახებ. კითხვარში ასევე უნდა იყოს გამოყოფილი ღია სივრცე, რომლის

მეშვეობითაც მოგაწვდით სხვა დამატებით ინფორმაციას, რისი ცოდნაც, მისი აზრით,

თქვენთვის გამოსადეგი იქნება.

გახსოვდეთ, კითხვარი ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ვერ იქნებით დაზღვეული, რომ უშუალოდ აქტივობის

განხორციელების პროცესში თავს არ იჩენს ისეთი საკითხები, რომლებიც კითხვარში

აღნიშნული არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ამიტომ მოსამზადებელ პერიოდში მონაწილის

ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევა მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი

გზაა თქვენი აქტივობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

მონაწილის ინდივიდუალური საჭიროებების კითხვარის მაგალითი შეგიძლიათ

იხილოთ ქვემოთ. თუმცა ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიაა; ორგანიზაციის საჭიროებებისა

და აქტივობის მიზნების გათვალისწინებით მისი ადაპტაცია შეგიძლიათ. ასევე

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა ტრენინგის პოტენციურმა მონაწილემ

საერთოდ გამოტოვოს შეკითხვა სპეციალური საჭიროებების შესახებ, მიუხედავად

იმისა, რომ რეალურად ეს საჭიროებები გააჩნია. ტრენინგის დღეს კი აღმოაჩენთ, რომ

აქტივობის ერთ-ერთ მონაწილეს სპეციალური საჭიროებები აქვს. ამ შემთხვევაში,

რა თქმა უნდა, მასშტაბური ცვლილებებისთვისა და ფიქრისთვის დრო თითქმის

Page 37: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

37

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

აღარ გექნებათ. მაქსიმალურად შეეცადეთ, საჭიროებების შესახებ ინფორმაცია

თავად მონაწილისგან მოიპოვოთ და მის ჩართულობას, შესაძლებლობის ფარგლებში,

მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი. თუმცა შეგიძლიათ უთხრათ, რომ ინფორმაციის

წინასწარ არქონის გამო მისთვის საჭირო პირობების შექმნა ვერ შეძელით. მართალია,

ეს არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ მხედველობის დარღვევის

მქონე ადამიანისთვის შესაძლოა ეს გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

Page 38: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

38

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მონაწილის ინდივიდუალური საჭიროების კითხვარი

1. სახელი, გვარი:

2. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა):

3. საჭიროებთ თუ არა პირადი ასისტენტის მხარდაჭერას?

ა) კი

ბ) არა

4. თუ კი, დაესწრებით თუ არა აქტივობას თქვენ მიერ შერჩეულ პირად

ასისტენთან ერთად?

ა) კი

ბ) არა

გ) დამჭირდება პირადი ასისტენტის გამოყოფა ორგანიზატორთა მხრიდან.

5. დაგჭირდებათ თუ არა დიდი შრიფტით დაბეჭდილი სამუშაო მასალები?

ა)კი (მიუთითეთ, შრიფტის ზომა)

ბ)არა

6. დაგჭირდებათ თუ არა აქტივობაზე გამოყენებული პრეზენტაციების ასლების

წინასწარ მოწოდება?

ა) კი

ბ) არა

მიუთითეთ, ელექტრონული მასალის რომელი ფორმატია თქვენთვის

მისაღები: MS Word, PDF, Power-Point Presentation, RTF, MS Excel; (მონიშნეთ

ყველა სასურველი ვარიანტი)

გესაჭიროებათ თუ არა დახმარება კვების დროს, საკვების შერჩევაში, თავისუფალი

მაგიდის პოვნაში და მისთ.? მიუთითეთ, რა სახის დახმარება გესაჭიროებათ.

გესაჭიროებათ თუ არა დახმარება არასამუშაო დროს, დასვენებისას და მისთ.?

მიუთითეთ ზუსტად, რა სახის დახმარება გესაჭიროებათ.

სხვა ინფორმაცია (გთხოვთ, ამ გრაფაში აღწეროთ სხვა დამატებითი ინფორმაცია,

რომელიც ორგანიზატორებმა უნდა იცოდნენ აქტივობაში მონაწილეობისას თქვენთვის

თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.)

Page 39: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

39

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

პირადი ასისტენტი

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები ხშირად აქტივობებს პირად

ასისტენტებთან ერთად ესწრებიან. პირადი ასისტენტი შესაძლოა იყოს უსინათლო ან

მცირემხედველი მონაწილის ოჯახის წევრი, მეგობარი ან სპეციალურად დაქირავებული

პიროვნება, რომლის ძირითადი ფუნქცია არის უსინათლო და მცირემხედველი პირის

მხარდაჭერა ყოველდღიური სოციალური ფუნქციონირების პროცესში. აუცილებლად

გაითვალისწინეთ, რომ, თუ უსინათლო და/ან მცირემხედველი მონაწილე პირად

ასისტენთან ერთად ესწრება თქვენ მიერ ორგანიზებულ აქტივობას, თქვენი მოვალეობაა,

გაითვალისწინოთ აქტივობაში პირადი ასისტენტის მონაწილეობისთვის საჭირო

ხარჯები.

ასევე გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა ეთიკის ნორმების შესახებ, რომლებიც

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ასისტენტებთან კომუნიკაციის პროცესს

ეხება:

• პირადი ასისტენტი უსინათლო და/ან მცირემხედველი მონაწილის მხარდამჭერია,

შესაბამისად, ისინი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, თქვენ მიერ

ორგანიზებული აქტივობის რომელ ნაწილს დაესწროს პირადი ასისტენტი და

რომელს არა;

• პირადი ასისტენტი არ არის თქვენ მიერ ორგანიზებული აქტივობის მონაწილე,

ამიტომ, თუ ის აქტივობის სამუშაო პროცესის გარკვეულ ან სრულ ნაწილს

ესწრება, აღიქვით ის არა როგორც მონაწილე, არამედ როგორც პროფესიონალი,

რომელიც უსინათლო ან/და მცირემხედველ მონაწილეს ჩართულობის ხარისხის

გაზრდაში უჭერს მხარს;

• პირადი ასისტენტიც პიროვნებაა, ამიტომ მხოლოდ ასისტენტობის ფუნქციის

მქონედ ნუ აღიქვამთ. უსინათლო ან/და მცირემხედველ მონაწილესთან და

მის ასისტენტთან შეთანხმებით, ასისტენტს მისი ფუნქციის სრულფასოვნად

შესრულებაში დაეხმარეთ.

Page 40: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

40

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

საინფორმაციო პაკეტი

საინფორმაციო პაკეტის მომზადება ეფექტიანი გზაა, რათა მონაწილეებს თქვენ

მიერ ორგანიზებული აქტივობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ საჭირო ინფორმაცია

ღონისძიების უშუალოდ დაწყებამდე მიაწოდოთ. შეეცადეთ, საინფორმაციო პაკეტში

აქტივობის ჩატარების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეიტანოთ. თუ

მონაწილეებს თავად უწევს აქტივობის გამართვის ადგილამდე გადაადგილება, მაშინ

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის რაც შეიძლება დეტალურად აღწერეთ

აქტივობის ადგილამდე მისასვლელი გზა. შესაძლოა უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილე პირადი ასისტენტის მხარდაჭერის გარეშე გადაადგილდებოდეს ღონისძიების

ჩატარების ადგილას, ამიტომ საინფორმაციო პაკეტში აღწერილი დეტალური

ინფორმაცია მისთვის სასარგებლო და გამოსადეგი იქნება. საინფორმაციო პაკეტში

ასევე დაწვრილებით აღწერეთ, რა სახის აქტივობებში მოუწევთ მონაწილეებს ჩართვა

და რისი წამოღება სჭირდებათ მათ ადგილზე. დაბოლოს, სთხოვეთ მონაწილეებს, რომ

მოკლე ინფორმაცია მოგაწოდონ, ღონისძიებაში ჩასართავად სხვა სახის მხარდაჭერას

თუ საჭიროებენ. მოუწოდეთ მათ, კითხვების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება

არ მოერიდოთ. ეს არა მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს,

არამედ უკლებლივ ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ

მონაწილეებთან უშუალო შეხვედრამდე საინფორმაციო პაკეტის გაგზავნა, როგორც

წესი, მოსამზადებელი სამუშაოს ერთ-ერთი ბოლო ეტაპია. ამიტომ როგორც მათთვის,

ისე თქვენთვის მათ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია

სასარგებლო და საინტერესო იქნება.

Page 41: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

41

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

3. არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელება

შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების ფაზა უშუალოდ დაგეგმილი

აქტივობის პრაქტიკულ შესრულებას გულისხმობს. წარმოიდგინეთ, რომ იდეის

ფორმირების ფაზაში 7-დღიანი ტრენინგკურსის ჩატარება გადაწყვიტეთ; მოსამზადებელი

ფაზის პერიოდში თქვენი ძირითადი ფუნქცია იყო ტექნიკური და პროგრამული საქმიანობა,

რათა ჩაფიქრებული ტრენინგკურსი კარგად დაგეგეგმათ. განხორციელების ფაზა კი ის

მომენტია, როდესაც 7-დღიანი ტრენინგკურსი უშუალოდ ხორციელდება. მაშასადამე,

არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების ფაზა აქტივობის ორგანიზების

პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ პერიოდში

მონაწილეებს საშუალება აქვთ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ, ჩაერთონ და მონაწილეობა

მიიღონ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობაში, იმუშავონ და იმსჯელონ

აქტივობის მიზნების შესაბამისად წარმოჩენილ თემებსა თუ საკითხებზე და ა. შ.

როდესაც თქვენ მიერ განსახორციელებელ აქტივობაში, სხვა მონაწილეებთან

ერთად, უსინათლო და/ან მცირემხედველი მონაწილეებიც ერთვებიან, მნიშვნელოვანია

რიგი საკითხების გათვალისწინება, იმისათვის რომ მათ ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ

გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების დროს ხელმისაწვდომობაში

არ იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ხელმისაწვდომობა, რაც, მაგალითად, აქტივობის

ჩატარების ადგილის უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის ადაპტაციას

ნიშნავს. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება როგორც პროგრამული ნაწილის

ხელმისაწვდომობა, ასევე დამოკიდებულებითი და გარემოს ხელმისაწვდომობა.

მთლიანობაში, უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების სრულფასოვანი, აქტიური

მონაწილეობის პროცესში აქტივობის ორგანიზატორთა მხარდაჭერა, მონაწილეთა

ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის შემდეგ, კონკრეტული ქმედებების

განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული.

მოდით, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ, რას ვგულისხმობთ არაფორმალური

განათლების აქტივობის განხორციელების ეტაპზე უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ

პროცესზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას:

Page 42: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

42

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

1. პროგრამული ნაწილი - აქტივობის განხორციელება დაგეგმილი პროგრამის,

აქტივობის შინაარსობრივი მხარის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ტრენერები

და ფასილიტატორები დიდ დროს ხარჯავენ იმისათვის, რომ აქტივობის პროგრამა

ყველა მონაწილის ინდივიდუალურ საჭიროებებს მაქსიმალურად მოარგონ. პროგრამა,

როგორც წესი, მოიცავს, გარკვეული სტრუქტურით განლაგებულ სესიებს, რომლებიც

სხვადასხვა მეთოდების მიხედვით არის აგებული. ეს მეთოდები შესაძლოა იყო: დებატები,

როლური თამაში, სიმულაციური აქტივობა, პრეზენტაცია და სხვა. მნიშვნელოვანია,

აქტივობის ორგანიზატორებმა და პროგრამის შემუშავებაში ჩართულმა ტრენერებმა/

ფასილიტატორებმა პროგრამა ისე შეადგინონ, რომ უსინათლო და მცირემხედველ

მონაწილეებს თითოეული შემოთავაზებული სესიის განხორციელების პროცესში

სრულფასოვნად ჩართვაში ხელი არ ეშლებოდეთ.

მაგალითი. ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში, რომელშიც, სხვა მონაწილეებთან ერთად,

მცირემხედველი ახალგაზრდაც იღებდა მონაწილეობას, ტრენერმა მონაწილეებს

შესთავაზა სესია, სადაც მონაწილეებს სთხოვდნენ, სლაიდზე დატანილი ინფორმაცია

წაეკითხათ და მის მიხედვით საკუთარი შთაბეჭდილებები დაეხატათ. პროგრამის

შედგენის დროს ტრენერმა ამ ეპიზოდში ვერ მოახერხა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ

მცირემხედველი მონაწილისთვის სლაიდზე პატარა შრიფტით დატანილი ინფორმაციის

წაკითხვა ძალიან რთული იქნებოდა. შესაბამისად, მცირემხედველი მონაწილე სესიის

მიმდინარეობას გამოეთიშა.

შესაბამისად, არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების

პროცესში პროგრამული ნაწილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასში მონაწილეობა

შეუფერხებლად შეეძლოს აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, უსინათლოთა

და მცირემხედველთა ჩათვლით. რა თქმა უნდა, პროგრამული ნაწილის ადაპტაციის

პროცესში თავად უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებთან კონსულტაცია, თუ

რა ფორმით იქნება მათთვის პროგრამის ადაპტაცია უფრო მისაღები, პროგრამული

ბარიერებისთვის თავის არიდების საუკეთესო გზაა.

ამ თავში მოგვიანებით განვიხილავთ სხვადასხვა მიდგომებსა და მეთოდებსაც: როგორ

შეგვიძლია ჩვენი აქტივობის პროგრამული ნაწილი უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ.

2. დამოკიდებულებითი ნაწილი - არაფორმალური განათლების აქტივობის

განხორციელებისას დამოკიდებულებითი ნაწილი უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისადმი სხვა მონაწილეებისა და ორგანიზატორების დამოკიდებულებას

გულისხმობს. შესაძლოა ორგანიზატორებს არ ჰქონდეთ კომპეტენცია უსინათლო

Page 43: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

43

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

და მცირემხედველი მონაწილეებისთვის პროგრამული ნაწილის ხელმისაწვდომობის

მაქსიმალურად გასაზრდელად, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ მზადობა უსინათლო და

მცირემხედველი მონაწილეების უკუკავშირი მიიღონ და მათი რჩევები უშუალოდ

განხორციელების პერიოდში გაითვალისწინონ. თუმცა ხანდახან არაფორმალური

განათლების ორგანიზატორები არ აკეთებენ აქცენტს უსინათლო და მცირემხედველ

მონაწილეებზე, როგორც სრულფასოვან მონაწილეებზე, და აქტივობის განხორციელების

დროს მათ სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას არ აღიარებენ. შესაბამისად,

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის ამ ტიპის აქტივობებში ჩართულობას

მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი გამოცდილების მოტანა და მოტივაციის შემცირება

შეუძლია. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების აქტივობის ორგანიზატორები

უნდა იზიარებდნენ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების აქტიური ჩართულობის

მნიშვნელობას არა მარტო პროგრამულ, არამედ სრულად, აქტივობის განხორციელების

თითოეულ ნაწილში.

ზოგჯერ აქტივობის ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ, უსინათლო და

მცირემხედველ მონაწილეებს სრულად ადაპტირებული პროგრამული და ტექნიკური

ნაწილები შესთავაზონ, მაგრამ სხვა მონაწილეების მხრიდან არასწორი დამოკიდებულების

გამო უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობის ხარისხი მცირდება.

მაგალითად, ისეთ აქტივობებში, რომლებიც ტრენერის მიერ არაა კოორდინირებული

(მცირე ჯგუფში მუშაობა, წვეულების მოსამზადებელი შეხვედრა), სხვა მონაწილეები

უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს წამყვანი პოზიციების დაკავების

საშუალებას არ აძლევენ ან, სიბრალულით განმსჭვალულები, მათ სრულფასოვან

მონაწილეებად არ აღიქვამენ. ამგვარი დამოკიდებულება ისეთი ქვეყნებისთვის,

სადაც ჯერ კიდევ ბევრი ბარიერიერია, ხოლო უსინათლო და მცირემხედველი პირები

საზოგადოებაში სრულყოფილ სოციალიზაციას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ, შეიძლება

ბუნებრივადაც ჩაითვალოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, არაფორმალური განათლების

აქტივობის ორგანიზატორებმა აქტივობის განხორციელების ეტაპის დასაწყისშივე

ჯგუფის დინამიკის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. საჭირო არ არის, ორგანიზატორებმა

ცალკე გამოყონ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობის საკითხი.

ეს პროცესს უფრო ხელოვნურს გახდის. პირიქით, ორგანიზატორებმა ჯგუფის დინამიკის

ჩამოყალიბების პროცესის ორგანიზება იმგვარად მოახდინონ, რომ სხვა მონაწილეებმა

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება

შეძლონ.

მაგალითი. აქტივობის განხორციელების პირველ დღეს, როდესაც მონაწილეებს

ერთმანეთის უკეთ გაცნობის დრო აქვთ, შესაძლებელია ტრენერებმა შესთავაზონ

Page 44: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

44

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

აქტივობა, სადაც მონაწილეებს თავიანთ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბრის

შესაძლებლობა ექნებათ. ჯგუფის მშენებლობის წასახალისებლად შესაძლებელია

მონაწილეებს შესთავაზოთ აქტივობა, რომლის დროსაც მათ რაღაც საერთო პრობლემა

ერთობლივად უნდა გადაჭრან და ა. შ. ამ ტიპის სავარჯიშოები ხელს უწყობს გუნდურობის

ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, თქვენ შეძლებთ, სპეციფიკური აქცენტების გარეშე

ხელი შეუწყოთ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების მიმართ სტერეოტიპული

დამოკიდებულების შეცვლას.

3. გარემოს ხელმისაწვდომობა - გარემოს ხელმისაწვდომობა გულისხმობს

არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების პერიოდში აქტივობის

ჩატარების ადგილის იმგვარად შერჩევას, რომ უსინათლო და მცირემხედველ

მონაწილეებს დამოუკიდებლად ან პირადი ასისტენტის მხარდაჭერით შეეძლოთ

აქტივობის განხორციელების პერიოდში შეფერხებების გარეშე მონაწილეობა.

მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას,

თუ როგორ გარემოში უწევთ მათ ცხოვრება და განათლების მიღება. როცა გარემო მათი

სპეციალური საჭიროებების შესაბამისად არის ადაპტირებული, მათთვის ბევრად უფრო

ადვილია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და იმ ბარიერების დაძლევა,

რომლებიც საგანმანათლებლო პროცესში მათ სრულფასოვან ჩართვას აფერხებენ.

აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს მათი შესაძლებლობები და საჭიროებები, რათა

ისინი არაფორმალური განათლების პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები გახდნენ

და საკუთარი განსხვავებულობა არაფერმა აგრძნობინოთ.

სასწავლო დაწესებულებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი სსსმ პირების ყველა

აქტივობაში ჩართვას. ამ საკითხის გადასაჭრელად გასათვალისწინებელია მრავალი

ფაქტორი. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გარემოს მოწყობა. ამ შემთხვევაში

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ გარემო პროფესიული განათლების

პროცესში ჩართული უსინათლო და მცირემხედველი მონაწილისთვის. გარემო იმგვარად

უნდა იყოს ადაპტირებული, რომ ასეთი საჭიროების მქონე პირმა სასწავლებლის შენობაში

თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლად, თავისუფლად და უსაფრთხოდ

გადაადგილება შეძლოს. ამაზე ზრუნვა მართებს როგორც საკუთრივ სასწავლებლის

ადმინისტრაციას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებსაც

ამ საკითხის გადაწყვეტა ევალებათ.

2006 წლის 13 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო „შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, რომელსაც 2013 წელს შეუერთდა

საქართველოც. ეს დოკუმენტი ავალდებულებს მის ხელმომწერ სახელმწიფოებს,

Page 45: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

45

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

რომ გაატარონ ღონისძიებები, იმისათვის რომ შეზღუდული შესაძლებლობების

მქონე პირებისათვის ამ ქვეყნებში გარემო ხელმისაწვდომი გახდეს. „კონვენციაში”

დაფიქსირებულია, რომ:

„მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში

რეალიზებისთვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური

განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების

მიღების მისაწვდომობას” („გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია”, მუხლი 24).

ამ მიმართულებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაშიც იდგმება ნაბიჯები.

პროფესიული განათლების დარგში თანდათანობით მკვიდრდება „ უნივერსალური

დიზაინის” პრინციპი.

„უნივერსალური დიზაინი” გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და

მომსახურების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მისი მაქსიმალური

გამოყენების საშუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების

აუცილებლობის გარეშე. „უნივერსალური დიზაინი”, საჭიროების შემთხვევაში, არ

გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ

დამხმარე საშუალებების გამოყენებას”. („გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია”,

მუხლი 2).

ტერმინი „უნივერსალური დიზაინი” პირველად არქიტექტურაში გაჩნდა. რონალდ

მეისმა გადაწყვიტა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მხოლოდ მომხმარებელთა

უმრავლესობაზე გათვლილი არ იქნებოდა და უმცირესობის საჭიროებებიც იქნებოდა

გათვალისწინებული. კოლეგებთან ერთად, მან უნივერსალური დიზაინის პრინციპები

შეიმუშავა, რომელიც ჩანაფიქრიდანვე პროდუქტის ან გარემოს დიზაინში უფრო ფართო

სპექტრის - ნებისმიერი ასაკისა თუ საჭიროების მომხმარებელს ითვალისწინებდა

(Burgstahler, 2012). იგივე პრინციპების განათლების სისტემაში დანერგვა კი გულისხმობს

რაც შეიძლება განსხვავებული საჭიროების სტუდენტებისთვის გამოსადეგი და მაღალი

ხარისხის სასწავლო გარემოს, მასალის, სასწავლო გეგმის, შეფასების სისტემის,

რესურსების შექმნას” („საქართველოს პროფესიული განათლების გზამკვლევი“).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათ შორის, უსინათლოებისა და

მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის ამაღლების

თვალსაზრისით, „უნივერსალური დიზაინის” პრინციპებთან ერთად, აუცილებლად

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კიდევ ერთი პრინციპი. ეს არის „გონივრული

მისადაგება”.

„გონივრული მისადაგება” გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ

Page 46: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

46

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც

დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს არ იწვევს და შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა

რეალიზებას უზრუნველყოფს”. („გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია”, მუხლი 2).

სწორედ ხსენებული ორი პრინციპის გათვალისწინებით ხდება გარემოს ადაპტაცია

შშმ პირების, მათ შორის, უსინათლოების სპეციალური საგანმანათლებლო თუ

საყოფაცხოვრებო საჭიროებების შესაბამისად. იმის გასარკვევად, აკმაყოფილებს

თუ არა სასწავლო დაწესებულება ყველა იმ მოთხოვნას, რაც სპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული

პირისათვის აქტუალურია, ბევრ კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.

• შეუძლია თუ არა უსინათლოს ან მხედველობადაქვეითებულ ადამიანს, უსაფრთხოდ

მივიდეს შენობის შესასვლელთან?

• შეუძლია თუ არა მისთვის საჭირო ყველა ოთახის მოძებნა?

• არის თუ არა სასწავლებლის ეზო და სპორტული მოედანი მისთვის უსაფრთხოდ

აღჭურვილი? შეუძლია თუ არა უსინათლო ან მხედველობადაქვეითებულ ადამიანს

ამ აღჭურვილობის გამოყენება?

• შეუძლია თუ არა უსინათლო ან მხედველობადაქვეითებულ ადამიანს, სწრაფად

დატოვოს შენობა საგანგებო მდგომარეობის (მიწისძვრა, ხანძარი და ა. შ.) დროს?

• რომ დაკმაყოფილდეს ყველა ეს მოთხოვნა, საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე

საკითხი: განათება, კონტრასტები, აკუსტიკა, ნივთების განლაგება და სხვ

გარემო თუ შესაბამისად ადაპტირებული არ იქნება, მხედველობის დარღვევის მქონე

ადამიანი ყველა დაგეგმილი აქტივობისა თუ ღონისძიების სრულფასოვანი მონაწილე

ვერ გახდება და ხარისხიან განათლებას ვერ მიიღებს. საჭიროებისამებრ ადაპტირებული

გარემო სასწავლო პროცესის წარმართვას გააიოლებს. მიღებული დადებითი შედეგი კი

მონაწილეთა მიღწევებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის ხარისხიანი პროფესიული

განათლების მისაცემად, პირველ რიგში, საჭიროა მათი სრულფასოვანი ჩართვა

სასწავლო პროცესში. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია გარემოს მოწყობა

მათი საჭიროებების შესაბამისად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასწავლებელი და

შენობის ოთახები მოსახერხებლად და უსაფრთხოდ არის მოწყობილი, უსინათლო და

მცირემხედველ მონაწილეებს შეუძლიათ ისევე სწრაფად გადაადგილება და ყველა

საჭირო ადგილისა თუ ნივთის გამოყენება, როგორც მხედველობის შეზღუდვის არმქონე

მათ თანატოლებს.

Page 47: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

47

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის გარემოს მოწყობისას უნდა

გავითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ან, პირიქით,

ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესში მათ ჩართვას და სივრცეში ორიენტირებას.

ასეთი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს: აკუსტიკა, განათება, კონტრასტები,

ნივთების განლაგება, მონაწილის პოზიცია და სხვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ

ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან და

დიდ სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. ხშირად გარემოს გასაუმჯობესებლად

მხოლოდ მცირე ძალისხმევაა საჭირო.

პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ, რა საჭიროებები გააჩნია უსინათლო ან

მცირემხედველ ადამიანს. უნდა დავაზუსტოთ მხედველობის დარღვევიდან გამომდინარე

საჭიროებები და შესაფერისი გარემოსა და აქტივობების მორგების სტრატეგიები

შევარჩიოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს მხედველობის

დარღვევის სამი კატეგორიას. ეს კატეგორიებია: მცირემხედველი, ფუნქციური

უსინათლო და უსინათლო.

მცირემხედველი ადამიანები ნარჩენ მხედველობას მაქსიმალურად იყენებენ.

შესაძლოა მათ სჭირდებოდეთ გადიდებული შრიფტით ნაბეჭდი მასალა, კონტრასტული

ფერები, სწორი განათება, გამადიდებლები ან ჩამოთვლილთაგან ერთი თუ რამდენიმე

ხელშეწყობა. შეიძლება წერისა და კითხვისას საკითხავ და საწერ მასალასთან და

შედარებით ნელა მუშაობდნენ და ამით განპირობებული სირთულეები შეექმნათ.

ფუნქციური უსინათლოები, ძირითადად, ბრაილის შრიფტს იყენებენ. მათ აქვთ იმდენი

მხედველობა, რომ ოთახში ან ქუჩაში დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილება

შეუძლიათ, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა (ტრანსპორტით გადატვირთული

მაგისტრალის გადაკვეთა, დაზიანებულ საგზაო საფარზე მოძრაობა, უსწორმასწორო

ლანდშაფტზე გადაადგილება და სხვა). უსინათლობაში შედის თითქმის უსინათლო და

ტოტალური უსინათლო. მათ შეიძლება უმნიშვნელო მხედველობა ჰქონდეთ, მაგალითად:

ხედავდნენ სინათლეს; ტოტალური უსინათლობის შემთხვევაში კი მხედველობა

საერთოდ არ ჰქონდეთ. ისინი სხვა შეგრძნებებზე არიან დამოკიდებული. მხედველობის

ხარისხის შესაბამისად განსხვავდება მათი საჭიროებებიც.

მცირემხედველი ადამიანის შემთხვევაში საჭიროა ვიცოდეთ, რა მანძილიდან, როგორი

განათებაში და რისი დანახვა შეუძლია. რამდენად ეხმარება მას შრიფტის გაზრდა და

კონტრასტის შექმნა? ან რა დამხმარე საშუალებებს იყენებს?

მხედველობის ხარისხის შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ, საჭიროა

მიზანმიმართული მუშაობა გარემოს ადაპტაციისთვის.

Page 48: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

48

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

უსინათლო ან მცირემხედველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია დაფასთან,

მონიტორთან, პროექტორთან თუ სასწავლო პროცესის ფასილიტატორთან ახლოს

ჯდომა. ამგვარად, აუდიტორიაში განთავსებისას საჭიროა მათი საჭიროებების

მაქსიმალურად გათვალისწინება. მაგალითად, მცირემხედველი მონაწილის ადგილიდან

დაფა ან ფლიპჩართი ისე უნდა ჩანდეს, რომ ის არ ირეკლავდეს შუქს, მისი ყველა

კიდე იყოს ხილვადი, ტრენერი და ნაწერი თანაბრად იყოს განათებული. სასურველია,

მცირემხედველი მონაწილე სხვა მონაწილეებსაც ხედავდეს, ამისთვის კი ოთახის ყველა

მონაკვეთი თანაბრად განათებული უნდა იყოს. მცირემხედველი მონაწილისთვის

შესაძლოა დასადგამი წიგნის დასადები დაგვჭირდეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში,

წიგნის თვალთან მიახლოება შეძლოს.

მნიშვნელოვანია, უსინათლო ადამიანს გარეშე, ზედმეტი ხმაური არ აწუხებდეს.

უსინათლო მონაწილისთვის გასათვალისწინებელია ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი მასალა

და ტაქტილური (შეხებითი) მაკეტები. თუმცა უკითხავად ნურასდროს გადაწყვეტთ, რომ

ნებისმიერ უსინათლო მონაწილეს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი ტექსტი ან რელიეფური

მაკეტები თუ ნახაზები დასჭირდება ან გამოადგება. ეს საკითხი აუცილებლად

ინდივიდუალურად უნდა დააზუსტოთ.

მხედველობის დარღვევის თავისებურებიდან გამომდინარე, მცირემხედველ

ადამიანს შესაძლოა განსაკუთრებული განათება დასჭირდეს. მას, ვისაც გამოსახულების

აღქმაში კონტრასტი ეხმარება, ჭარბი სინათლე დასჭირდება, რათა უკეთ დაინახოს

ხელოვნური განათების პირობებში, ვიდრე ბუნებრივ სინათლეზე. შესაძლებელია

პირიქით, მონაწილეს ჭარბმა ან არეკლილმა სინათლემ ხელი შეუშალოს. ასეთ

შემთხვევაში ის არახელსაყრელი განათებისგან უნდა დაიცვათ. ზოგჯერ ერთსა და

იმავე ადამიანს სხვადასხვა დროს განსხვავებული განათება ესაჭიროება. ამიტომ

განათების რეგულირების საშუალება თავად უნდა მისცეთ. სასურველია, გამოვიყენოთ

რეგულირებადი სანათი, ფარდა-ჟალუზი და სხვა. მცირემხედველი პირისთვის

ხელსაყრელი განათება უნდა უზრუნველყოთ. ამისათვის რაიმე დამატებითი ხელსაწყო

შეიძლება საჭირო არც გახდეს და არსებულ სინათლესთან მონაწილის მხოლოდ სწორად

განთავსება აღმოჩნდეს საკმარისი. მონაწილეს, რომელსაც ნარჩენი მხედველობა აქვს,

ოთახში კონტრასტების არსებობა დაეხმარება. თუკი მას რბილი შუქ-ჩრდილის აღქმა

უჭირს, კონტრასტების შესაქმნელად მკვეთრად განსხვავებული ტონალობები უფრო

თვალსაჩინო იქნება. გამოიყენება მკვეთრად განსხვავებული ინტენსივობის ფერები,

აქრომატული (თეთრი და შავი) ფერები და მათი უკიდურესად ნათელი და მუქი ტონები.

შავ-წითლის და მათი მსგავსი კომბინაციების გამოყენება არაეფექტიანია.

კონტრასტებით შეიძლება გამოიყოს ოთახის ზონები, კედლის კუთხეები, კარისა და

Page 49: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

49

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ფანჯრის სახელურები. კონტრასტული მაჩვენებლები მაგრდება საფეხურების კიდეებზე,

შემაღლებული ან ჩაღრმავებული ადგილების მოსანიშნად, რაც მცირემხედველ

ადამიანს მათი დროულად შემჩნევისა და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას

აძლევს. კონტრასტებს ასევე ვიყენებთ გზის მაჩვენებლების, სხვადასხვა აბრისა და

მანიშნებლების დასამზადებლად. სასურველია, სასწავლო სივრცეში კონტრასტის

გამოყენების ტიპი შეთანხმებული იყოს. შეიძლება შეთანხმდეთ მონიტორის მუქ ფონზე

თეთრი შრიფტით წერაზე ან პირიქით: თეთრ დაფაზე მუქი მარკერით ან, საერთოდ,

ნეიტრალურად დავწეროთ: მუქ ფონზე თეთრი საწერი საშუალებით ან ბაც ფონზე -

მუქი საწერი საშულებით.

მხედველობადაქვეითებულ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება თავად შეარჩიოს

სამუშაო ფურცლისა და კალმის ფერი, კომპიუტერის ეკრანის პარამეტრები, შრიფტისა

და ფონის ზომა თუ ფერი. კონტრასტების გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა,

რათა გარემო არ გადაიტვირთოს და უგემოვნო და გამაღიზიანებელი არ გახდეს.

თუ უსინათლო ან მცირემხედველი ადამიანები ხშირად სტუმრობენ ამა თუ იმ

შენობას, მაშინ საჭიროა მეტი ფაქტორის გათვალისწინება და ისეთი გარემოს შექმნა,

სადაც თქვენი ბენეფიციარების საჭიროებები უკეთ იქნება დაკმაყოფილებული, ხოლო

თუ, მაგ., ტრენინგს ნაქირავებ ფართში ატარებთ, მაშინ შესაძლოა ყველა დეტალი

ვერ გაითვალისწინოთ, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყოს, ამიტომ შეეცადეთ, არსებულ

გარემოში შესაძლებელი მოდიფიკაციებით დაკმაყოფილდეთ. ოღონდ თქვენს მონაწილეს

აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ, რათა მას ცრუ მოლოდინები არ გაუჩნდეს.

უსინათლო პირისთვის აბრებსა და სხვა მანიშნებლებზე კონტრასტების ნაცვლად

საჭიროა ბრაილის შრიფტის ან სხვა ტაქტილური ნიშნების გამოყენება. მნიშვნელოვანია,

სასწავლო დაწესებულების შენობაში ყველა ოთახის კარს ჰქონდეს წარწერა ბრაილის

შრიფტით. სასურველია, ორივე, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანისათვის,

ერთდროულად კონტრასტული და ტაქტილური ნიშნები გაკეთდეს. აუდიტორიების,

სახელოსნოებისა თუ სხვა ოთახების კარებზე წარწერები უნდა გაკეთდეს კარის

სახელურიდან ზემოთ, არა უმეტეს 30 სმ-ის მანძილზე, ბრაილის შრიფტით და ბრტყელი,

გადიდებული 24-იანი შრიფტით.

უსინათლო ადამიანი აკუსტიკურ ინფორმაციას კარგად იყენებს. ამისთვის მას

შესაბამისი გარემო სჭირდება. როგორც ცნობილია, რბილი ავეჯის, ფარდებისა

და ხალიჩების არსებობა ხმაურს ახშობს და ორიენტირებისთვის უკეთეს პირობას

ქმნის. დიდ, გაშლილი და ცარიელი ოთახის კედლებსა და ბრტყელ ზედაპირზე ბგერა

მრავალგზის ირეკლება და გარდატყდება. შესაბამისად, ასეთ სივრცეში გადაადგილება

რთულდება. სამუშაო ოთახში წესრიგი უნდა უზრუნველყოთ,რათა უწესრიგოდ

Page 50: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

50

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მიმობნეულმა საგნებმა უსინათლო ადამიანს გადაადგილებაში ბარიერი არ შეუქმნას.

მცირემხედველ ადამიანს სურათის ახლოდან, კარგად დათვალიერების საშუალება

უნდა მიეცეს. მცირემხედველი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია სივრცის განათების

საკითხი. გარემოს ადაპტაციის თვალსაზრისით, საგანგებოდ უნდა მიექცეს ყურადღება

განათების სისტემას: როგორია ბუნებრივი და ხელოვნური განათების დონე ოთახში;

ხომ არ ხდება მისი მკვეთრი ცვლილება სასწავლო დღის განმავლობაში; შესაძლებელია

თუ არა განათების საშუალებების დამატება; მაგალითად: მაგიდის სანათი. არის თუ არა

შესაძლებელი განათების სისტემის რეგულირება, ბუნებრივი განათების შემთხვევაში -

სხვადასხვა სისქის ფარდებით, ხელოვნური განათების შემთხვევაში - სანათის სიკაშკაშის

მაკონტროლებელი სპეციალური ჩამრთველის დაყენებით.

სასურველია საერთო ფონიდან ოთახის კარისა და ფანჯრების გამორჩევა. თუ

არის შესაძლებლობა, მიზანშეწონილია, იმ ოთახების წინ, რომლებითაც უსინათლო

ან მცირემხედველი პირი ხშირად სარგებლობს, გავაკეთოთ როგორც კონტრასტული

ფერის ნიშნული, ასევე რელიეფური მიმანიშნებლები კედელზე ან უმჯობესია - იატაკზე.

ამ შემთხვევაში უსინათლო ადამიანისთვის იატაკს პრიორიტეტი ენიჭება, რადგან იგი

განსხვავებას ფეხით შეიგრძნობს და კედელ-კედელ ხელის ცეცებით სიარული არ

მოუწევს. რელიეფურ მიმანიშნებლებად შეგვიძლია პლასტმასის ან რეზინის ფირფიტების

გამოყენება. მათი მეშვეობით მოინიშნება კიბის საფეხურების დასაწყისი, დერეფნის

სხვადასხვა მონაკვეთი და იმ ადგილებთან მისასვლელები, რომლებითაც ადამიანი

უფრო ხშირად სარგებლობს. რასაკვირველია, მათი არსებობისა და დანიშნულების

შესახებ უსინათლომ უნდა იცოდეს.

თუ ადამიანი მცირემხედველია, მაშინ შეიძლება ოთახის კარზე, სახელურის გარშემო

შემოვავლოთ ყვითელი ფერის ლენტი ან შევღებოთ ყვითლად. ამგვარ სახელურს იგი

უფრო ადვილად შეამჩნევს. აუცილებელია სახელური და კარი კონტრასტული ფერებით

განსხვავდებოდნენ. ასევე, კარის სახელურიდან ზემოთ, არა უმეტეს 30 სმ-ის მანძილზე

უნდა გაკეთდეს წარწერა როგორც გადიდებული, ბრტყელი შრიფტით, ასევე ბრაილით.

სტანდარტულად, შრიფტის ზომა დიდდება 24-მდე, თეთრ ფონზე შავად, მის ქვეშ კი

ბრაილის წარწერის გაკეთება შეგვიძლია. თუ სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ

ერთი მხედველობადაქვეითებული მონაწილეა, შეგიძლიათ, წარწერები უშუალოდ

მის მხედველობას მოარგოთ, მხედველობის ხარისხისა და ტიპის გათვალისწინებით.

შესაძლოა რომელიმე მონაწილეს

36-იანი ან უფრო დიდი ზომის შრიფტი დასჭირდეს, სხვისთვის კი 12-იანიც საკმარისი

იყოს.

ზოგიერთ მხედველობადაქვეითებულ ადამიანს ურჩევნია, შავ ფონზე ყვითელი

Page 51: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

51

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ასოებით იკითხოს, სხვები შავზე თეთრს ან თეთრზე შავს ამჯობინებენ და ა. შ.

დაწესებულების დერეფანი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მცირემხედველი პირის

უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდეს. უნდა არსებობდეს სხვადასხვა სახის

მიმანიშნებლები. რეკომენდებულია, უსინათლო ადამიანისთვის შეიქმნას ოთახსა და

შენობაში გადაადგილების, ოთახისა და შენობის ტაქტილური რუკა. უსინათლოსა და

მცირემხედველ პირს უნდა გაეწიოს დახმარება იმაში, რომ მან სასწავლო თუ სხვა

დანიშნულების ისეთი შენობის შესწავლა შეძლოს, რომელშიც ყოველდღიურად ან ხშირად

მოუწევს ყოფნა. სასურველია, უსინათლო ან მცირემხედველი ადამიანის სამუშაო მაგიდა

მისი სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით დამზადდეს. მაგალითად: პირის

მხედველობის საჭიროებებთან მისადაგებული იყოს მაგიდის ფერი, მისი ზომა, ფორმა,

სიმაღლე და სხვა პარამეტრები. ასეთი მაგიდის დამზადებისას გათვალისწინებული

უნდა იყოს ისიც, რომ მან სამუშაო ან სასწავლო პროცესში ჩართულ სხვა პირებს

ხელი არ შეუშალოს. გარემოს მოწყობისა და ადაპტაციის საკითხთან დაკავშირებით

აუცილებელია შემდეგი პრინციპის დაცვა: მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირებს ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე

ადამიანების უფლებები და კანონიერი ინტერესები არ შეილახოს.

Page 52: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

52

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

დამხმარე საშუალებები და ადაპტირებული მასალები

ხელმისაწვდომი გარემო უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების მობილობისთვის

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

ამასთან ერთად საჭიროა კიდევ დამხმარე საშუალებები, რომელთაც ახლა გავეცნობით.

გარემოში ორიენტაციის საშუალებებს შორის უსინათლოსთვის უმთავრესია თეთრი

ხელჯოხი. მისი მეშვეობით მას გამცილებელი ადამიანის ან გამყოლი ძაღლის გარეშე

გადაადგილება შეუძლია. ხელჯოხი უსინათლო ადამიანს დაახლოებით ორი მეტრის

დაშორებით მდებარე ბარიერების შესახებ აწვდის ინფორმაციას და საშუალებას იძლევა,

მათ გვერდი უსაფრთხოდ აუაროს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის, მასალის, სიმძიმის ხელჯოხები. მაგალითად,

კომპაქტური საკეცი ხელჯოხი. იმ შემთხვევაში, როცა მისი გამოყენება საჭირო აღარ

არის, უსინათლოს მისი დაკეცვა და შალითაში შენახვა შეუძლია. აგრეთვე არსებობს

მყარი კონსტრუქციისა და სტრუქტურის ხელჯოხი, რომლის სიგრძეც რეგულირდება

და გამოიყენება არა მხოლოდ გზის გასაკვლევად, არამედ როგორც საყრდენ-საბჯენიც.

ხელჯოხი უნდა შეესაბამებოდეს იმ უსინათლო ადამიანის სიმაღლეს, ვინც მას

იყენებს.

„თეთრი ხელჯოხი უსინათლო ადამიანს მხრამდე უნდა წვდებოდეს. იგი უსინათლოს

ობიექტების ამოცნობაშიც ეხმარება. მიკაკუნებისას გამოცემული ხმის მიხედვით

შესაძლებელია ობიექტის ფაქტურის განსაზღვრა. ასევე

შეიძლება ბარიერის სიმაღლისა და სიგანის გაზომვა, უსაფრთხოდ გვერდის ავლის

საშუალების მოძებნა”.

თეთრი ხელჯოხის ეფექტიანად გამოყენებისთვის შემუშავებულია გარკვეული

მეთოდიკა. ტარდება სპეციალური ტრენინგები, სადაც უსინათლო ადამიანებს ხელჯოხის

გამოყენების ტექნიკას ასწავლიან. მისი სწავლება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის

ქონის შემთხვევაში შეუძლია სპეციალურად მომზადებულ სივრცითი ორიენტაციისა და

მობილობის ტრენერს.

სხვა საორიენტაციო დამხმარე საშუალებებიდან აღსანიშნავია ბარიერების

დეტექტორი. მისი მეშვეობით უსინათლო ინფორმაციას იღებს მის წინაშე არსებული

ბარიერების შესახებ. დეტექტორი ვიბრირებას იწყებს იმ მანძილიდან, რომელსაც

უსინათლო წინასწარ მონიშნავს. ძალიან ეფექტიანია მაღალი ბარიერების ამოსაცნობად

და რიგში დგომისას.

Page 53: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

53

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

მცირემხედველი ადამიანებისთვის ერთ-ერთ ძირითად დამხმარე საშუალებად

სათვალეები ითვლება. არსებობს სხვადასხვა სახისა და დანიშნულების სათვალე.

მაგალითად: კითხვისთვის, კომპიუტერთან მუშაობისთვის, ახლო ხედვისთვის, შორი

მხედველობის რეგულირებისთვის და სხვა. ასევე არის სპეციალური ფილტრიანი

სათვალეები, რომლებიც სინათლის ისე მობილიზებას უზრუნველყოფენ, რომ არც

ჭარბი იყოს და არც ნაკლები. როგორც წესი, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში

სათვალის შერჩევა ადამიანის მხედველობის ხარისხის მიხედვით ხდება. ამის შესახებ

გადაწყვეტილებას ექიმი-ოკულისტი იღებს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში

სულ უფრო პოპულარული ხდება მხედველობის გაუმჯობესებისა და, შესაბამისად,

ორიენტაციაში დამხმარე ისეთი საშუალება, როგორიცაა ლინზა. ამ შემთხვევაშიც

გადამწყვეტი სიტყვა ექიმ-ოკულისტს ეკუთვნის, სწორედ მისი დანიშნულების მიხედვით

ხდება ამ დამხმარე საშუალების შერჩევა.

საგანმანათლებლო აქტივობის პროცესში მხედველობადაქვეითებული ადამიანები

კითხვის ან სურათის დასათვალიერებლად არცთუ იშვიათად იყენებენ გამადიდებელ

შუშას. იგი იმითაა მოხერხებული, რომ კომპაქტურია და, როგორც წესი, დროის

შედარებით მოკლე მონაკვეთის განმავლობაში გამოიყენება.

მცირემხედველი ადამიანების დამხმარე საშუალებათა შორის აღსანიშნავია ისეთი

ხელსაწყოები, როგორებიცაა: სპეციალური მანათობელი მარკერებით აღჭურვილი

სახაზავები, ფარგლები და სხვა ამგვარი ინსტრუმენტები. განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია ელექტრული გამადიდებელი მოწყობილობა CCTV. არსებობს

სტაციონარული და პორტატული CCTV-ები. ისინი გამადიდებელ შუშასთან და

სათვალესთან შედარებით უფრო კომფორტულია, რადგან ფონსა და ნაწერს

შორის კონტრასტის რეგულირება არის შესაძლებელი. ასევე ადვილად შეიძლება

განათებისა და ფერების რეგულირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს

გამადიდებელი აპლიკაციების ფართო სპექტრი ანდროიდისა და აიფონის მობილური

ტელეფონებისათვის, რომლებიც საკმაოდ მოსახერხებელია დროის მოკლე მონაკვეთში

გამოსაყენებლად, თუმცა მათი საშუალებით ხანგრძლივად სარგებლბა არც თუ ისე

კომფორტულია, ტელეფონის ეკრანის ზომის სიმცირიდან გამომდინარე.

საგანმანათლებლო პროცესში უსინათლოებისთვის ერთ-ერთი ძირითადი დამხმარე

საშუალებაა ბრაილის შრიფტით წერის მოწყობილობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როგორც დამხმარე საშუალებას, უსინათლოები

ინტენსიურად და ეფექტიანად იყენებენ კომპიუტერული ეკრანის წამკითხველებს _

ხმოვან პროგრამებს.

Page 54: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

54

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ადაპტირებული მასალები

სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობაში უსინათლო და მხედველობადაქვეითებული

ადამიანების სრულფასოვანი მონაწილეობისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო

მასალის ადაპტაციის საკითხი. მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებს სპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ და სასწავლო მასალაც, სწორედ კონკრეტული

ადამიანის საგანმანათლებლო საჭიროების მიხედვით ადაპტირებული უნდა იყოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” 24-ე მუხლში - „განათლება”

დაფიქსირებულია:

„მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში

რეალიზებისთვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური

განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების

მიღების მისაწვდომობას” („გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია”, მუხლი 24 -

„განათლება“).

საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა და ამ დოკუმენტზე ხელმომწერი

სახელმწიფო, ვალდებულია, შშმ პირთა განათლებისათვის შექმნას პირობები. ამ

თვალსაზრისით კი, გარემოს მოწყობასთან ერთად, პრიორიტეტული უნდა იყოს

სასწავლო მასალების ადაპტაცია.

რა თქმა უნდა, თქვენს მიერ ორგანიზებული აქტივობის ჩატარების ადგილი შესაძლოა

გარემოს ადაპტაციის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ,

ერთი მხრივ, გარემოს ხელმისაწვდომობის საკითხები შეათანხმოთ და კონსულტაცია

მიიღოთ უსინათლო და/ან მცირემხედველი მონაწილეებისგან, მეორე მხრივ კი, თქვენ

მუდმივად ცდილობდეთ ისეთ დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომლებიც

უსინათლო და/ან მცირემხედველი მონაწილეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ

გარემოს შემოგთავაზებენ.

მაგალითად, საქართველოში, ერთ-ერთ კურორტზე პიროვნული განვითარების თემაზე

3-დღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ერთ-ერთი მონაწილე უსინათლო სტუდენტი

იყო. აქტივობის დასრულების შემდეგ, მან ორგანიზატორებს რეკომენდაციით მიმართა,

შემდგომში გარემოს ადაპტირების საკითხი გაეთვალისწინებინათ და იმაზე ეზრუნათ,

რომ სემინარის ჩატარების ადგილი ხელმისაწვდომობის სტანდარტებთან უფრო

მეტად მიახლოებული ყოფილიყო. ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ სტუდენტის

Page 55: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

55

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

რეკომენდაციების მიზეზი ტრენინგის ხელმისაწვდომობით მისი უკმაყოფილება

იყო. სტუდენტმა ორგანიზატორებს განუმარტა, რომ ის სემინარის განმავლობაში

თავს კომფორტულად გრძნობდა, როგორც მონაწილე და როგორც პიროვნება,

თუმცა ისურვებდა, რომ მისი დადებითი დამოკიდებულება ორგანიზატორების

თვითკმაყოფილების მიზეზი არ გამხდარიყო და არ გადაეწყვიტათ, რომ მომავალში

უფრო მეტად ხელმისაწვდომი გარემოს შერჩევა აღარ დასჭირდებოდათ. შესაბამისად,

ორგანიზატორებმა გააანალიზეს, რომ უსინათლო მონაწილის კმაყოფილება არ

ნიშნავდა, რომ მომავალი აქტივობებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გარემოს

შერჩევა არ უნდა ეცადათ.

აღნიშნული მაგალითი კარგად წარმოაჩენს ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას

აქტივობების განსახორციელებელი ადგილის შერჩევის პროცესში. შესაბამისად,

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივობის განხორციელების პროცესში ხელმისაწვდომი

გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შერეული შესაძლებლობის პროექტების

სრულყოფილად განხორციელებისთვის.

უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირებს შეზღუდული აქვთ ვიზუალური

კომუნიკაცია, ამიტომ ვიზუალური სასწავლო მასალის ინტერპრეტირება და ადაპტაცია

მათთვის ხელმისაწვდომ ფორმატშია საჭირო. მაგალითად: უნდა მომზადდეს ბრტყელი

შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოს აუდიოვერსია, ციფრულ-ელექტრონული

ვარიანტი ან იგი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდოს. როცა სახელმძღვანელო

დასურათებულია, ადაპტირებულ ვარიანტში თითოეულ სურათს მისი წერილობითი

აღწერა უნდა ახლდეს. თუ სასწავლო მასალა გეომეტრიულ ფიგურებს ან ნახაზებს

შეიცავს, სავსებით შესაძლებელია, მათი ტაქტილური ტვიფრულ-რელიეფური ასლები

დამზადდეს. თანამედროვე საშუალებებით არც ისე რთულია სამგანზომილებიანი

მასშტაბური საგნების მინი-მაკეტებისა თუ მოდელების დამზადება. ასეთი მოდელები

უსინათლოს რეალურთან მიახლოებულ წარმოდგენას შეუქმნის იმ მასშტაბურ საგნებზე,

რომელთა ტაქტილურად ანუ შეხებით სრულად აღქმაც მათ არ შეუძლიათ. უსინათლოთა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებული

მასალებით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ამ კატეგორიის პირებისთვის სხვათა

თანაბარ მიღწევებს განაპირობებს.

საერთო ჯამში, არაფორმალური განათლების აქტივობის ორგანიზატორებმა

აქტივობის განხორციელების პერიოდში თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმონ

პროგრამული, გარემოსა და დამოკიდებულებითი ფაქტორების გათვალისწინებას,

რადგან თითოეული ფაქტორი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

Page 56: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

56

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ბარიერებისა და გამოწვევების გადალახვა

შესაძლებელია

არაფორმალური განათლების აქტივობის განხორციელების პროცესში თქვენ,

როგორც ორგანიზატორი, შესაძლოა ბევრ მოულოდნელობას წააწყდეთ. შესაძლოა

მაქსიმალური რესურსი ჩადოთ თქვენი აქტივობის უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად, მაგრამ განხორციელების

პროცესში მაინც იჩინოს თავი ისეთმა საკითხებმა, რომელთა გათვალისწინებაც ან

დაგავიწყდათ, ან მათზე საერთოდაც არ გიფიქრიათ. მიიღეთ ეს, როგორც გამოცდილება,

და ნუ დაიხევთ უკან. გახსოვდეთ, არსებული გამოცდილების საფუძველზე უსინათლო

და მცირემხედველი მონაწილეებიც თქვენთან ერთად სწავლობენ. შეეცადეთ,

გულახდილად იმსჯელოთ არსებულ წინააღმდეგობებზე და მათი დაძლევის საუკეთესო

გზების შესახებ ერთობლივად მიიღოთ გადაწყვეტილება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო რჩევასა და მეთოდს,

რომლებიც აქტივობის განხორციელების პროცესში უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნასა და ჯგუფის დინამიკის

შენარჩუნებაში გამოგადგებათ.

ურთიერთობები და ეფექტიანი კომუნიკაცია

მონაწილეთა შორის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენი მცდელობის მიუხედავად, მონაწილეთა შორის

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ჩართულობამ შესაძლოა გარკვეული

დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს ბუნებრივია, დღესდღეობით, სამწუხაროდ,

მრავალი მიზეზის გამო, არაფორმალურ განათლებაში არც ისე ბევრი უსინათლო

და მცირემხედველი ადამიანია აქტიურად ჩართული. არის შემთხვევები, როდესაც

მონაწილეები ლაპარაკობენ იმაზე, რომ არ იციან, როგორ დაამყარონ ურთიერთობა

უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებთან, რა ტერმინები გამოიყენონ შეზღუდულ

შესაძლებლობაზე საუბრისას და ა. შ.

როგორც წესი, აქტივობის მეორე-მესამე დღეს ეს „პრობლემა” გადალახულია და

სწორად შერჩეული გაცნობისა და ჯგუფის მშენებლობის აქტივობების შედეგად

მონაწილეებიც კომფორტულად გრძნობენ ხოლმე თავს. იმ შემთხვევაში, თუ

თქვენ როგორც ორგანიზატორი, ამჩნევთ, რომ ჯგუფის წევრები საკმარისად ვერ

Page 57: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

57

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

დამეგობრდნენ ან ჯგუფი კარგად შეკრული არ არის, უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეები თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ ჯგუფის სრულუფლებიან წევრებად,

გთავაზობთ საინტერესო მეთოდს, რომლის განხორციელების დროს აუცილებელია

მშვიდი, კომფორტული და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა. ამ მეთოდის

საშუალებით მონაწილეები შეძლებენ, უკეთ გაეცნონ ერთმანეთს და ყველა იმ ბარიერისა

თუ დაბრკოლების გადალახვა გაუადვილდებათ, რაც მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა.

ამ მეთოდის გამოყენება არ გულისხმობს მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების ჩართულობას, არამედ ყველა იმ მონაწილის აქტიურ დასწრებას, ვისაც

აქტივობაში მონაწილეობის სურვილი ექნება.

გახსოვდეთ, აქტივობა ტრენერის მიერ დელიკატურად უნდა იყოს ფასილიტირებული

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზატორები დარწმუნდებიან, რომ მსგავსი

ტიპის სავარჯიშოს გამოყენებისათვის ჯგუფი მზადაა. მნიშვნელოვანია მეთოდის

გამოყენებისას, ასე ვთქვათ, არ გადაამეტოთ.

„ცნობისმოყვარე კითხვების ოთახი” - ტაბუების მსხვრევა

ხშირად ადამიანებს ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საქმიანობასთან

დაკავშირებით შეკითხვები უჩნდებათ, მაგრამ, რადგან ამ კითხვების დასმისთვის

შესაფერისი გარემო არ არსებობს, ისინი პასუხგაუცემელი რჩება. „ცნობისმოყვარე

კითხვების ოთახი” არის მეთოდი, რომელიც აძლევს საშუალებას მსურველებს,

ნებისმიერი რამ იკითხონ, გაეცნონ ერთმანეთის წარმატების ისტორიებსა და ძლიერ

მხარეებს, გაიგონ იმ წინააღმდეგობების შესახებ, რაც მათ ცხოვრებაში ხვდებათ.

პირველ რიგში, მოძებნეთ კითხვებზე პასუხის გაცემის მსურველები, აუცილებელი

არ არის, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იყვნენ მთავარია,

დასმულ კითხვებზე პასუხისთვის მზადყოფნა. შეარჩიეთ კომფორტული ადგილი (რბილი

სკამებით ან სავარძლებით, მკრთალი განათებით, სასმელებითა და სასუსნავებით...).

„ცნობისმოყვარე კითხვების ოთახში” ორი წესი მოქმედებს.

1. დაშვებულია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პირადული, უცნაური ან გამაოგნებელი

კითხვის დასმა.

2. მოპასუხეებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, უპასუხონ თუ არა დასმულ შეკითხვას.

როდესაც მონაწილეებს ეძლევათ კითხვის დასმის სრული თავისუფლება,

ძალიან მალე წინა პლანზე გადმოდის ღრმად პირადული საკითხები, როგორებიცაა,

მაგალითად, ურთიერთობები და სექსუალობა. ეცადეთ, ეს აქტივობა თქვენი ჯგუფის

Page 58: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

58

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ასაკობრივ კატეგორიას მოარგოთ. თავდაპირველი მორიდების დასაძლევად შეიძლება

სტანდარტული კითხვებით დაწყება (მაგ.: „როგორ გგონიათ, დაფასებული ხართ?” ან თუ

მონაწილე უსინათლოა: „ცნობთ თუ არა ადამიანებს შეხებით?“). თავად მოპასუხეებსაც

შეუძლიათ, მეტად პირადულ საკითხებს შეეხონ.

არ დაგავიწყდეთ: ატმოსფერო არ უნდა იყოს დაძაბული!

ამ სავარჯიშოს ორგანიზება შესაძლებელია საღამოს პროგრამის დროს, როდესაც

მონაწილეებს კომფორტულ გარემოში განტვირთვის სურვილი აქვთ. გახსოვდეთ,

რომ მოპასუხე პირები საკუთარი სურვილით მონაწილეობენ თამაშში და ეს არავითარ

შემთხვევაში არ უნდა იყოს ტრენერის მიერ დასახელებული მონაწილე.

პრაქტიკული რჩევები აქტივობის განხორციელების

პერიოდში გარემოსა და პროგრამული ნაწილის

ინკლუზიურობის წასახალისებლად

გახსოვდეთ, თუ თქვენს აქტივობაში უსინათლო და/ან მცირემხედველი პირები

მონაწილეობენ, თქვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი მათი საჭიროებების

იდენტიფიცირებაა. როგორც წინა თავში უკვე ვახსენეთ, საჭიროებების იდენტიფიცირების

ერთ-ერთი გზა არის ინდივიდუალური საჭიროებების კითხვარის შემუშავება და ამ გზით

ინფორმაციის მიღება. შესაბამისად, აქტივობის განხორციელების დროს თქვენ მიერ

დაგეგმილი პროგრამისა თუ გარემოს ადაპტაცია სწორედ ამ საჭიროებების მიხედვით

უნდა მოხდეს.

ტრენინგის, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთი სახეობის, ძირითადი

დანიშნულება, ამოცანა და მიზანი სწორედ ის არის, რომ მონაწილეებმა რაც შეიძლება

მეტი სარგებელი მიიღონ. ამისათვის კი, პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ, რომ ტრენინგში

მონაწილე უსინათლოები სამუშაო პროცესში სრულფასოვნად იყვნენ ჩართული. უკვე

აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია სამუშაო მასალისა და გარემოს ადაპტაცია მხედველობის

დარღვევის მქონე ადამიანების საჭიროებების შესაბამისად. მაგრამ მხოლოდ ეს არ

არის საკმარისი. საგანმანათლებლო თუ სამუშაო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს

ისეთი მიდგომები, რომლებიც უსინათლო და მცირემხედველი პირების სპეციალურ

საჭიროებებთან მაქსიმალურად მისადაგებული იქნება.

ჩვენი ქვეყნის პროფესიულ განათლებაში, უნივერსალური დიზაინის პრინციპის

გამოყენებასთან ერთად, პრიორიტეტი სასწავლო პროცესის დივერსიფიკაციას ენიჭება.

Page 59: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

59

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

„საქართველოს პროფესიული განათლების გზამკვლევში” ნათქვამია, რომ ასეთი

მიდგომის შემთხვევაში:

„მთავარი ელემენტი არის განათლების არა დაცალკევება (ინდივიდუალიზაცია),

არამედ გაფართოება (დივერსიფიკაცია) - სწავლა-სწავლების საერთო გამოცდილების

თითოეულ სტუდენტამდე მიტანა, რათა ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით

ყოველი მათგანის თანამონაწილეობის ხარისხი გაიზარდოს. ეს ყველაფერი კი

განათლებაში უნივერსალური დიზაინის დანერგვას გულისხმობს,რომელშიც სწავლა-

სწავლების პროცესი და სასწავლო გეგმა თავიდანვე სტუდენტების საჭიროებების

მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას ითვალისწინებს, საპირისპიროდ

ისეთი მოდელისა, რომელიც „საშუალო” შესაძლებლობის სტუდენტზეა გათვლილი

და შემდეგ განსხვავებული საჭიროების სტუდენტზე მოსარგებად სპეციალურად

ინდივიდუალიზებულ მომსახურებას მოითხოვს.

უნივერსალური დიზაინის განათლების სისტემაში დანერგვისთვის საჭიროა ისეთი

სასწავლო გეგმა და სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც მოქნილია და სხვადასხვა

საჭიროების მქონე სტუდენტებსა და მათ სასწავლო კონტექსტს ერგება” („საქართველოს

პროფესიული განათლების გზამკვლევი“).

ვფიქრობთ, ასეთი მიდგომის გამოყენება ტრენინგის ორგანიზებისა და სამუშაო

პროცესის წარსამართად მისაღები იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მიდგომის

გამოყენება დაუშვებელია. უმთავრესი ხომ ის გახლავთ, რომ სამუშაო პროცესი

უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული პირების სპეციალურ საჭიროებებთან

მაქსიმალურად მისადაგებული იყოს, ხოლო თუ რომელი მიდგომის გამოყენება

უფრო მიზანშეწონილია ამისთვის, ეს შეიძლება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით

გადაწყდეს. არაფორმალური განათლების ერთ-ერთი უპირატესობაცსწორედ ისაა, რომ

მეთოდებისა და მიდგომების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

როგორ უნდა წარიმართოს ტრენინგი ისე, რომ მასში ჩართულმა უსინათლომ

მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია მიიღოს?

ამ კითხვაზე პასუხი სრული არ იქნება,თუ უფრო მეტ ყურადღებას არ დავუთმობთ

იმ საკითხების განხილვას, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება უსინათლოსთან ქცევის

ეთიკას ტრენინგის ორგანიზებისა და მიმდინარეობის პროცესში.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ორგანიზაცია ან ჯგუფი, რომელიც ტრენინგს ატარებს,

როგორც წესი, მასში მონაწილე პირების თაობაზე ინფორმაციას წინასწარ მოიპოვებს

და აანალიზებს. ინფორმაციის შეგროვების პროცესში ორგანიზატორებმა აუცილებლად

უნდა გაითვალისწინონ პირის სპეციალური საჭიროებები. თუ მონაწილეთა შორის

მხედველობის დარღვევის და ამით განპირობებული სპეციალური საჭიროებების მქონე

Page 60: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

60

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

პირი აღმოჩნდება, ტრენინგის ჩამტარებელმა ორგანიზაციამ ან ჯგუფმა უნდა იზრუნოს,

რომ უზრუნველყოს უსინათლო ან მცირემხედველი პირის სრულფასოვანი ჩართულობა

სამუშაო პროცესში.

ტრენინგში უსინათლოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია სამუშაო

მასალების ადაპტაცია უსინათლოს სპეციალური საჭიროებების შესაბამისად. ამისთვის

ორგანიზატორები ასეთი საჭიროებების მქონე პირს წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ და,

მასთან კონსულტაციის შემდგომ, სამუშაო მასალების ადაპტაცია მოახდინონ.

თუ „შერეული შესაძლებლობების ჯგუფში”, სპეციალური საჭიროებების

არმქონე პირებთან ერთად, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე უსინათლოა (ანუ ჯგუფის

შემადგენლობაში უსინათლოთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია), ხშირად სამუშაო

მასალის ადაპტაცია არ ხდება, რადგან ეს დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის

დაკავშირებული. თუ სამუშაო მასალა უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირის

სპეციალური საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებული არ არის, მაშინ მიზანშეწონილია,

ტრენინგის დაწყებამდე დამზადდეს ე. წ. განმარტებითი ბარათები, სადაც მოკლედ და

ნათლად იქნება მოცემული ტრენინგის გეგმა და სამუშაო პროცესის აღწერა. ბარათები

მონაწილე პირის შესაძლებლობებთან და სპეციალურ საჭიროებებთან უნდა იყოს

მისადაგებული. მაგალითად, თუ პირი უსინათლოა, ასეთი ბარათი მისთვის შეიძლება

ბრაილის შრიფტით დაიბეჭდოს ან მისი აუდიოვერსია ჩაიწეროს, ან ელექტრონულ-

ციფრულ ფორმატში მომზადდეს. ხოლო თუ პირი მცირემხედველია, ჩამოთვლილ

ვარიანტებთან ერთად, მას შეიძლება შესთავაზოთ მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი

როგორც განმარტებითი ბარათები, ასევე სამუშაო მასალა სრულად. იმ შემთხვევაში,

როცა არც მასალაა ადაპტირებული და არც განმარტებითი ბარათებია მომზადებული,

ტრენერმა ან ტრენინგის ფასილიტატორმა დაწვრილებითი სიტყვიერი კომენტარი უნდა

გაუკეთოს იმ ვიზუალურ მასალას, რომელიც ტრენინგის მიმდინარეობისას იქნება

წარმოდგენილი.

სასტუმროს შერჩევისას სასურველია, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:

• არის თუ არა დაწესებულებაში წინაღობები, რომლებსაც უსინათლო ადამიანი

შეიძლება შეეჯახოს და დაშავდეს?

• დაბეჭდილია, თუ არა- ბრაილის შრიფტით სასტუმროს შენობისა და საცხოვრებელი

ოთახის დაწვრილებითი გეგმა და/ან საევაკუაციო სქემა, არსებობს, თუ არა მისი

ციფრული ან ხმოვანი ვერსიები? თუმცა შესაძლოა ეს პუნქტი საქართველოში

არსებულმა ვერც ერთმა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილოს ამ ეტაპზე.

• მიმაგრებულია თუ არა შენობის ოთახების კარებზე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი

წარწერები (ოთახის ნომრები).

Page 61: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

61

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

• არის თუ არა შენობაში სპეციალური ორიენტირები და მინიშნებები (საფეხურების,

ზღურბლების შესახებ) უსინათლო ადამიანებისთვის?

• დამონტაჟებულია თუ არა ლიფტებში ხმოვანი სისტემა, არის თუ არა ლიფტის

ღილაკებზე წარწერები ბრაილის შრიფტით?

• არის თუ არა მოაჯირები აივნებსა და კიბეებზე?

• როგორ მოხერხდება უსინათლო ადამიანების ევაკუაცია კრიტიკულ სიტუაციაში?

(Salto-ს ტრენინგკურსიდან „Enable’)

ტრენინგის ორგანიზატორებმა უსინათლო მონაწილეებს დაწვრილებით უნდა

აღუწერონ და პრაქტიკულადაც დაათვალიერებინონ ის ადგილები, სადაც მათ მუშაობა

და ცხოვრება მოუწევთ. თუ შესაძლებელი,ა მიზანშეწონილი იქნება საცხოვრებელი და

სამუშაო სივრცის სამგანზომილებიანი მაკეტის დამზადება.

ამგვარი მაკეტის დამზადება ხელითაც შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით.

მაგ., ჩავთვალოთ, რომ მუყაოს ყუთი შენობაა, ხოლო შიგნით მუყაოს ნაჭრებითვე

მოვაწყოთ ოთახები, დაკეცილი ქაღალდით დავამზადოთ საფეხურები, მავთულით

აღვნიშნოთ მოაჯირები და ა. შ. მთავარია, უსინათლო ადამიანს მაკეტით ნაჩვენებ

ადგილზე ნათელი წარმოდგენა შეექმნას.

რაც შეეხება ტრენინგს, რომლის მონაწილეთა უმრავლესობას უსინათლო ან

მხედველობადაქვეითებული პირები შეადგენენ, მისი მასალები და ტრენინგის

მიმდინარეობაც მთლიანად ამ კატეგორიის პირთა უნარებისა ა სპეციალური

საჭიროებების შესაბამისად უნდა იყოს ადაპტირებული. გარდა ამისა, სამუშაო

პროცესის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გადაწყდეს საკითხები, რომლებიც

უსინათლო მონაწილეების ტრანსპორტირებას, მობილობასა და სივრცით ორიენტაციას

უკავშირდება.

ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ტრენერი,

რათა სახელობო ტრენინგი კვალიფიციურად ჩაატაროს. გეგმაზომიერი და პროდუქტული

მუშაობისთვის აუცილებელია, რომ ტრენერი ფლობდეს ინფორმაციას ტრენინგში

მონაწილე უსინათლო ადამიანების მოლოდინების, ინტერესების, მოთხოვნებისა თუ

რეალური საჭიროებების შესახებ. სამუშაო პროცესის დაწყებამდე მას უკვე უნდა

ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:

რა სახის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები გააჩნიათ ტრენინგში

მონაწილე უსინათლოებსა და მხედველობადაქვეითებულ პირებს?

როგორია ამ ადამიანების უნარები და შესაძლებლობები?

Page 62: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

62

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

რამდენად შეესაბამება მათი უნარები და შესაძლებლობები ტრენინგის ფარგლებში

დაგეგმილ აქტივობებს?

რამდენად შეესაბამება ტრენინგის ფორმატი მასში ჩართული უსინათლოების

რეალურ საჭიროებებს, მოთხოვნებსა და ინტერესებს?

ტრენერისთვის

თუ ჯგუფში, რომელთანაც ტრენინგს ატარებთ, ჩართულია უსინათლო მონაწილე,

ტრენინგის დაწყებამდე გამონახეთ დრო, მიუახლოვდით მას და გაეცანით. თუ უსინათლო

ადამიანს ახლავს ვინმე, მასაც გაეცანით. როცა მხედველობის დარღვევის მქონე პირთან

საუბრობთ, უნდა მიმართოთ მას და არა მის თანმხლებ პირს. მასთან დიალოგის დროს

სასურველია, თავად მასვე უყურებდეთ. გაითვალისწინეთ, რომ იგი თავს უხერხულად

გრძნობს, როცა ვინმე მასთან საუბრობს და მას არ უყურებს ან საუბრობს მასზე და

მიმართავს მის თანმხლებს. შეეცადეთ, იმგვარად ელაპარაკოთ, რომ ირგვლივ მყოფთა

ყურადღება ნაკლებად მიიპყროთ! სასურველია, გაცნობის საუბარი დაახლოებით ორი

წუთის განმავლობაში მაინც გრძელდებოდეს, რათა უსინათლო ადამიანმა შემდგომში

ადვილად იცნოს თქვენი ხმა და, შესაბამისად, თქვენ.

• აღუწერეთ სივრცე, სადაც ტრენინგი ტარდება.

• გააცანით ფართზე მაგიდებისა თუ სხვა მოწყობილობების განლაგების

კონფიგურაცია!

• აჩვენეთ სათადარიგო ან საევაკუაციო გასასვლელი (არსებობის შემთხვევაში).

• ავტომატურად ნუ ჩათვლით, რომ იგი აუცილებლად ყველაფერში დახმარებას

საჭიროებს; ჰკითხეთ, რა სახის დახმარება სჭირდება, და შესთავაზეთ, რომ

დახმარებისთვის მოგმართოთ თქვენ ან თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადამიანს,

ასეთის არსებობის შემთხვევაში. გახსოვდეთ, ამ შემთხეევაში, უსინათლო ადამიანს

უნდა გააცნოთ მისი პოტენციური დამხმარეც და მიაწოდოთ ინფორმაცია იმის

შესახებ, თუ სად იმყოფება ეს ადამიანი ტრენინგის განმავლობაში ან შესვენებებზე,

ე.ი. სად შეიძლება მისი ნახვა საჭიროების შემთხვევაში. თუ ატყობთ, რომ უსინათლო

ადამიანს რეგულარულად დასჭირდება დახმარება ან იგი დამოუკიდებლად არ

გადაადგილდება, უზრუნველყავით ასისტეტის მის გვერდით ყოფნა მუდმივად ან

დროის უმეტესი ნაწილის განმავლბაში.

• მიეცით უსინათლო ან მცირემხედველ მონაწილეს მისთვის ხელსაყრელი მაგიდის ან

პოზიციის შერჩევის შესაძლებლობა.

Page 63: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

63

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

• თუ მას ექნება სურვილი, რომ ტრენინგს მისი თანმხლები პირიც დაესწროს, მასაც

მიეცით ამის საშუალება. ხოლო თუ მას არავინ ახლავს ან არ სურს, რომ თანმხლები

პირიც დაესწროს ტრენინგს, თქვენ ან თქვენმა თანაშემწემ (თუ გეყოლებათ)

საჭიროებისამებრ გაუწიეთ დახმარება მუშაობის პროცესში!

საჭიროა, რომ უსინათლოებისა და მცირემხედველებისთვის სამუშაო მასალა წინასწარ

იყოს ადაპტირებული ან გაკეთდეს განმარტებითი ბარათები, ხოლო იმ შემთხვევაში,

თუ არც მასალაა ადაპტირებული და არც განმარტებითი ბარათებია მომზადებული,

გააკეთეთ იმ ვიზუალური მასალის დეტალური კომენტარი, რომელიც ტრენინგის

მიმდინარეობისას იქნება წარმოდგენილი. კომენტირებისას საგანგებოდ ნუ აღნიშნავთ,

რომ კომენტარები კეთდება ტრენინგში მონაწილე უსინათლო პირის საჭიროების გამო

ასეთი ხაზგასმის შემდგომ იგი თავს უხერხულად იგრძნობს. სიტყვიერად ახსენით

დიაგრამები, გრაფიკები, ვიდეო ან სხვა ვიზუალური მასალა. თუ გყავთ ასისტენტი,

რომელსაც მოვლენების კომენტირება ევალება, კითხულობს დაფაზე დაწერილს

და ა. შ. მიეცით მას საკმარისი დრო, რათა თითოეული ფრაზა დაასრულოს! დაფის

გამოყენებისას წერეთ მსხვილი და დიდი ასოებით, რომ მცირემხედველმა მონაწილეებმა

ადვილად გაარჩიონ. ამასთანავე, დაფაზე წერისას სიტყვიერადაც გამოთქვით ის, რასაც

წერთ! მხედველობადაქვეითებული პირის საჭიროების შესაბამისად დაარეგულირეთ

სლაიდების შრიფტის ზომა და ფონის ფერი, გამოიყენეთ კონტრასტული ფერები (თეთრი

შავზე, შავი თეთრზე და ა. შ.). მწვანე და წითელი ფერები გვერდიგვერდ მხედველობის

ზოგიერთი დარღვევის შემთხვევაში ძნელად გასარჩევია; ამიტომ ნუ გამოიყენებთ მათ

ერთმანეთის ახლოს, თუ მათი მეშვეობით სხვადასხვა რამის აღნიშვნას ცდილობთ. თუკი

მასალა უსინათლოს სპეციალური საჭიროებების მიხედვით ადაპტირებული არ არის,

მისთვის ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა პრობლემური იქნება. გაითვალისწინეთ ეს

გარემოება და დაეხმარეთ, თუ შეატყობთ, რომ ეს საჭიროა! ამით ჯგუფის სხვა წევრებს

მაგალითს მისცემთ და შემდგომში ისინი იზრუნებენ იმისთვის, რომ უსინათლო მონაწილე

ჯგუფურ აქტივობაში მაქსიმალურად იყოს ჩართული. მხედველობის დარღვევის

მქონე მონაწილეებსაც უნდა ჰქონდეთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციის

შესაძლებლობა. ხელი შეუწყეთ ამ საქმეში და საშუალება მიეცით, რომ პრეზენტაცია

მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით ჩაატარონ!

როცა აუდიტორიაში მყოფ უსინათლოს მიმართავთ, ყურადღება მიაქციეთ იმ

გარემოებას, რომ საერთო ხმოვანი ფონი არ იყოს გამაღიზიანებლად მომატებული

(სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დარწმუნდით, რომ თქვენს პარალელურად სხვები არ

ლაპარაკობენ)! სასურველია, აქტივობის ყველა მონაწილემ გარკვევით ილაპარაკოს.

ხმოვანი ფონის მოწესრიგება უსინათლოს საუბარში ჩაბმას გაუადვილებს. საწყის

Page 64: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

64

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ეტაპზე უსინათლოს სამუშაო პროცესში ჩართული სხვა მონაწილეების ხმის მიხედვით

ამოცნობა გაუჭირდება. ამიტომ ყველას სახელებით უნდა მიმართოთ. საჭიროა

თითოეული მონაწილის აქტივობის აღწერა და იმის აღნიშვნა, თუ რომელი მონაწილე

რას აკეთებს. მიუახლოვდით და სახელით მიმართეთ, რათა იგი დარწმუნდეს, რომ

თქვენ სწორედ მას ესაუბრებით. ჯგუფური დისკუსიების მიმდინარეობისას თქვით, ვის

მიმართავთ. ჯგუფის წესებში დაამატეთ პუნქტი, რომ ყველა მონაწილემ, ლაპარაკის

დაწყებამდე საკუთარი თავი უნდა წარადგინოს, ყოველ შემთხვევაში, აქტივობის

მიმდინარეობის პირველ და მეორე დღეს მაინც, სანამ მხედველობის დარღვევის მქონე

მონაწილეები ყველა დანარჩენს ხმით დაიმახსოვრებენ. სავარჯიშოებზე მუშაობისას

ან სხვა აქტივობების პროცესში აღწერეთ მოვლენები, მაგალითად: ვინ ასწია ხელი.

აღნიშნეთ, თუ რომელიმე მონაწილე ადგილს შეიცვლის. სამუშაო პროცესში უსინათლო

მონაწილეს, თუ ამის სურვილი ექნება, ბრაილის შრიპტით წერისათვის განკუთვნილი

მოწყობილობის გამოყენების საშუალება მიეცით. როცა იგი კომპიუტერის მეშვეობით

მუშაობს, რომელშიც ჩატვირთულია ხმოვანი პროგრამები, უკეთია ყურსასმენები და

ასე ჩაინიშნავს მასალებს, შესაძლოა ვერ გაიგოს, რომ მას მიმართავენ. ამ შემთხვევაში მიუახლოვდით და მსუბუქად შეეხეთ მხარზე. მიმართულებების მისათითებლად ისეთ გამოთქმებს ერიდეთ, როგორებიცაა: აქეთ, იქით, ამ მხარეს, იმ კუთხეში და სხვა; ნაცვლად ამისა, გამოიყენეთ შემდეგი მიზანმიმართული მინიშნებები: მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვენა კუთხეში, მარცხენა მხარეს და ა. შ. გაითვალისწინეთ, რომ მინიშნებებისას იხელმძღვანელეთ უსინათლო ადამიანის მიმართებით მისანიშნებელ ობიექტთან, ანუ უთხარით, რომელ მხარეს არის ობიექტი მისგან და არა თქვენგან.

ცნობილია, რომ ადამიანს სმენითი ყურადღების უწყვეტად მიზანმიმართული კონცენტრაცია შეუძლია დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. დროის ამ

ინტერვალის გასვლის შემდეგ მისი სმენითი ყურადღება მხოლოდ ფრაგმენტულად არის

ფოკუსირებული საგანზე. ისიც ცნობილია, რომ უსინათლო ადამიანები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს სმენის საშუალებით იღებენ. როცა უსინათლო მონაწილე სამუშაო ვითარებაში ძირითადად მსმენელის როლით შემოიფარგლება და ნაკლებად ერთვება ინტერაქტიულ პროცესში, იგი თანდათანობით კარგავს კონცენტრაციას. ასე რომ არ მოხდეს, პერიოდულად მას კითხვით მიმართეთ და საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა შესთავაზეთ. ამგვარად, საწყის ეტაპზე მას გაუცხოების ბარიერის დაძლევაში დაეხმარებით. ასეთი ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტრავერტი ადამიანებისთვის, რომლებიც უცნობ გარემოში მოხვედრისას ემოციურ შებოჭილობას

განიცდიან; აგრეთვე მისთვის, ვისაც საკმარისი ინტელექტუალური რესურსი აქვს,

მაგრამ წარმოჩენა უჭირს. (www.salto-youth.net/

თუ აუცილებელი არ იქნება, ნუ გადააადგილებთ ავეჯს. როცა ავეჯის განლაგების

კონფიგურაციის შეცვლა საჭიროებით არის გამოწვეული, ამის შესახებ დროულად

Page 65: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

65

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

აცნობეთ უსინათლოს. თუ დაუძლეველი დაბრკოლება არ არსებობს, ისიც წაახალისეთ

და ავეჯის განლაგების კონფიგურაციის ცვლილებასთან დაკავშირებულ აქტივობაში

ჩართეთ. ეს ჯგუფში მის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და სივრცით ორიენტაციაში

დაეხმარება. როცა ტრენინგის მონაწილეთა უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული

პირია, კონფიგურაციის ხშირი შეცვლა სასურველი არაა; თუ ეს მაინც საჭირო გახდება,

ამისთვის გაითვალისწინეთ დამატებითი დრო. დროის ფაქტორზე ყურადღება მაშინაც

უნდა გაამახვილოთ, როდესაც სამუშაო პროცესში შეტანილი აქტივობა დინამიკური

ხასიათისაა და მასში ჩართული პირების გადანაწილება-გადაჯგუფებას მოითხოვს. ამ

შემთხვევაშიც საჭიროა მეტი დროის გამოყოფა. შეეცადეთ, საგნების ადგილმდებარეობა

სტაბილური საორიენტაციო პუნქტების საშუალებით აღწეროთ, მაგალითად:

პროექტორი განთავსებულია შემოსასვლელი კარიდან მარჯვენა კედელზე, ტრენერის

სამუშაო მაგიდა დგას შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ და ა. შ.

როცა ტრენინგში მხოლოდ უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირები

მონაწილეობენ, მათთან ერთად განიხილეთ საკითხი, რა სახის სავარჯიშო აქტივობებში

შეუძლიათ მათ ჩართვა და როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული სასწავლო სიტუაციისთვის

აქტუალური ამა თუ იმ სავარჯიშოს უსინათლოთა სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროებების შესაბამისად ადაპტაცია. იმის გამო, რომ ტრენინგს უსინათლო ადამიანი

ესწრება, აუდიტორიასთან საუბრისას ნუ მოერიდებით ისეთი გამოთქმების გამოყენებას,

როგორებიცაა: შეხედეთ, უყურეთ, და სხვა, რადგან ეს გამოთქმები სასაუბრო ენაში

დამკვიდრებულია და უსინათლოები მათ საკუთარი თავისადმი არაკორექტულობად არ

განიხილავენ.

(www.salto-youth.net/inclusion/forall).

შესვენებებზე უსინათლოს, თუ თანმხლები პირი ან ასისტენტი არ ჰყავს, სჭირდება

დახმარება. უცნობ გარემოში მისთვის პრობლემატურია საუზმის არჩევა, ორიენტირება,

თვითმომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

თუ უსინათლო ადამიანს ჭამის დროს ეხმარებით, მაგიდაზე კერძებისა და ჭურჭლის

განლაგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ საათის ციფერბლატის მაჩვენებლების

მიხედვით (მაგ.: 3 საათი აღნიშნავს მარჯვენა მხარეს, 9 საათი _ მარცხენას და ა.

შ.). დაეხმარეთ დელიკატურად, ხელი შეუწყეთ ჯგუფში მისი ინტეგრაციის პროცესს!

ინტეგრირების საკითხს ყურადღება მიაქციეთ მაშინაც კი, თუ მას თან ახლავს ვინმე,

ვინც ასისტენტობას უწევს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ უსინათლო ჯგუფის სხვა

წევრებისგან მოწყვეტილი დარჩეს და ურთიერთობა ძირითადად თანმხლებ პირთან ან

ასისტენტთან ჰქონდეს.

Page 66: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

66

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ზოგად რჩევას უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეებისთვის თქვენი აქტივობების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად:

• მონაწილეს ის ადგილები, სადაც იგი დაიძინებს ან იმუშავებს, გააცანით (შეხებით);

გააკეთეთ საორიენტაციო მინიშნებები (ასევე შეხებით აღქმადი).

• ხმამაღლა აღწერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, წერთ და ა. შ. უსინათლო

მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია აქტივობის მიმდინარეობის ყველა უმნიშვნელო

პროცესშიც კი იყვნენ ჩართულები. მაგალითად, მონაწილეთა მიერ ფლიფ-ჩარტზე

საერთო ნამუშევრის კედელზე გაკვრა, პრეზენტაციის მოსამზადებლად პროექტორის

დამონტაჟება და სხვა.

• შეგიძლიათ, დაამზადოთ სამგანზომილებიანი მასალები (მაგ., სქელი საღებავის

გამოყენებით) _ უსინათლო ან/და მცირემხედველი მონაწილე წარწერის შინაარსს

შეხებით გაიგებს. სამგანზომილებიანმა მასალებმა სულაც არ უნდა ჩაანაცვლოს

თქვენი სიტყვიერი კომენტარები, პირიქით, სიტყვიერი განმარტება კიდევ უფრო

შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილე აქტივობის მიმდინარეობის პროცესში

ჩაერთოს.

• სუსტი მხედველობის მქონე ან უსინათლო ადამიანებთან შეხვედრისას გამოეცნაურეთ

მათ მანამდე, სანამ ისინი თქვენს ცნობას ხმის მიხედვით შეძლებენ.

• ჯგუფური დისკუსიებისას აუცილებლად თქვით, ვის მიმართავთ. ამ გზით

უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს მოცემულ მომენტში მოლაპარაკის

იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ.

• აღნიშნეთ, თუ რომელიმე მონაწილე ადგილმდებარეობას იცვლის ან თუ ყველა

ერთად ხუჭავს თვალებს და ა. შ.

• აუცილებლად გააფრთხილეთ უსინათლო ადამიანი, როდესაც სადმე გადიხართ!

• თუ ადამიანთა მცირე ჯგუფი საუბრობს და ოთახში ვინმე უხმოდ შემოვიდა,

აუცილებლად დაასახელეთ, ვინ მოვიდა.

• არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორებიც არის „იქ” ან „აქ”. ეცადეთ, აღწეროთ

საგნების ადგილმდებარეობა ორიენტირების საშუალებით, ან კიდევ შეგიძლიათ, იმ

ადგილას დადგეთ, რომლის მითითებაც გსურთ, და თქვათ: „აქ”. ეს უკანასკნელი

რჩევა ეხება უსინათლო მონაწილეებთან ურთიერთობას არა მხოლოდ სესიების

მიმდინარეობის პროცესში, არამედ სესიის გარეთაც, მაგალითად, სადილობისას,

საღამოს წვეულების დროს და ა. შ.

• ჰკითხეთ, სურთ თუ არა რაიმეს დამატება ან შეკითხვის დასმა (რადგან ხშირად

ადამიანები ერთმანეთს თვალით ანიშნებენ ხოლმე, რომ რაღაცის თქმა სურთ.

უსინათლო ადამიანის ჯგუფში ყოფნისას შეიმუშავეთ წესი, რომელსაც დისკუსიებში

ყველა მონაწილისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსის მისაცემად გამოიყენებთ.

Page 67: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

67

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ეს შესაძლოა იყოს ხელის აწევით მინიშნება ან, უბრალოდ, შემდეგი ფრაზა: ‘თუ

შეიძლება, რაღაცას დავამატებ’ და მისთ.

• უსინათლო და/ან მცირემხედველ მონაწილეს ნებისმიერ სავარჯიშომდე გარკვეული

დროით ადრე მიაწოდეთ დიდი შრიფტით დაბეჭდილი ან სპეციალური წამკითხველი

პროგრამისთვის ხელმისაწვდომი საკითხავი მასალები. ასევე შეგიძლიათ,

უსინათლოთა მხარდამჭერ ადგილობრივ ორგანიზაციას (თუ ასეთი არსებობს)

ტექსტური მასალების ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა სთხოვოთ.

• აქტიურად ჩართეთ ხელები და შეხება თქვენს აქტივობებში. უნდა შეიძლებოდეს

პრეზენტაციების როგორც მოსმენა, ასევე შეგრძნება (მაგ.: თიხისგან გამოძერწილი

ფიგურები, ცოცხალი ქანდაკებები და ა. შ.); ასევე შეგიძლიათ უსინათლო ან/და

მცირემხედველ მონაწილეებს პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია წინასწარ

დაურიგოთ. ისინი პრეზენტაციის გაცნობას კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით

შეძლებენ. შეეცადეთ პრეზენტაცია სურათებით არ დატვირთოთ. სურათების

არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად სიტყვიერად განმარტეთ, თუ რა არის

გამოსახული მათზე.

• მცირემხედველი მონაწილეებისთვის მიმართულებები სხვადასხვა ფერით აღნიშნეთ

(გასასვლელისკენ, სამუშაო ოთახისკენ და ა. შ.).

• თუ დამხმარე სპეციალისტი გყავთ, რომელსაც მოვლენების კომენტირება ევალება,

კითხულობს დაფაზე დაწერილს და მისთ., მიეცით მას საკმარისი დრო, თითოეული

ფრაზა დაასრულოს. აუცილებლად შეამოწმეთ, ყოფნის თუ არა დრო საკუთარი

მოვალეობის შესასრულებლად.

• უსინათლო ადამიანები კონცენტრირებას ხმაზე ახდენენ, ამიტომ ეცადეთ,

აქტივობების ხმაურიან ადგილებში ჩატარებას თავია არიდოთ. აქტივობაში მონაწილე

ყველა ადამიანი ხმამაღლა და გარკვევით უნდა ლაპარაკობდეს.

• თუ დაფას იყენებთ, წერეთ მსხვილი, დიდი ასოებით, რათა მცირემხედველმა

მონაწილეებმა ნაწერი გაარჩიონ. გამოიყენეთ კონტრასტული ფერები (თეთრი

შავზე, შავი თეთრზე და ა. შ.).

• გასასვლელებში არ უნდა ეყაროს ნივთები, ეს მცირემხედველ და უსინათლო

ადამიანებს მოძრაობას გაუძნელებს. არსებობს რთულად შესამჩნევი წინაღობები

(რომელთა შემჩნევაც თეთრი ხელჯოხის გამოყენებითაც ძნელია). ასეთი

წინაღობებია, მაგალითად, მაგიდები, რომლებსაც ფეხები კიდეების ნაცვლად

ცენტრში აქვს, კედელზე დამაგრებული საგნები, გასასვლელები კიბეების ქვეშ.

ნებისმიერი საგანი, რომელიც ადამიანს წელამდე არ სწვდება, რთულად შესამჩნევი

იქნება, თუ იგი წინაღობებს ხელებით სინჯავს (იატაკზე მოთავსებული ყუთები,

დაბალი ღობეები, საფეხურები და სხვ).

• თუ ოთახში საგნებს ადგილმდებარეობას უცვლით, ამის შესახებ უსინათლო და

Page 68: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

68

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მცირემხედველი მონაწილეები აუცილებლად გააფრთხილეთ (მაგ., სკამების

გადაადგილებისას ან იმპროვიზებული სცენის მოწყობისას).

• უკითხავად ნუ უბიძგებთ უსინათლო ადამიანს რომელიმე მიმართულებით. ჯერ

ჰკითხეთ, სჭირდება თუ არა მას დახმარება ან მიმართულების მითითება. უსინათლო

ადამიანების უმეტესობა გამყოლს ხელს ჰკიდებს იდაყვში ან მკლავზე. ამგვარად,

მათ შეუძლიათ, ნახევარი ნაბიჯით ჩამორჩნენ გამყოლს და წინაღობებზე რეაგირება

დროულად მოახერხონ. აუცილებლად თქვით, რა მიმართულებით მოძრაობთ, როგორ

და ა. შ. (საფეხურების რაოდენობა, რომელიმე ორიენტირთან ჩავლა და სხვა).

• თუ უსინათლო მონაწილეს გამყოლი ძაღლი ჰყავს, არ დაუშვათ, რომ სხვა

მონაწილეებმა მისი ყურადღება ზედმეტი თამაშით გაფანტონ (თუ პატრონს ამის ნება

არ დაურთავს). არ დაგავიწყდეთ, ძაღლის დროდადრო გარეთ გაყვანა (ტუალეტი და

ჭამა.

• დღის განმავლობაში უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს შესაძლოა პირადი

ასისტენტის მხარდაჭერა დასჭირდეთ. შესაბამისად, მონაწილეებთან წინასწარ

შეათანხმეთ, სურთ თუ არა, რომ აქტივობის მიმდინარეობის მანძილზე პირადი

ასისტენტი ყოველთვის მათ გვერდით იყოს. შესაძლოა უსინათლო და მცირემხედველ

მონაწილეებს პირადი ასისტენტის მხარდაჭერა მთელი დღის განმავლობაში

სულაც არ სჭირდებოდეთ, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი აუცილებლად თავად

მონაწილეებთან შეათანხმეთ.

(ადაპტირებულია სახელმძღვანელოდან „არა ბარიერებს, არა საზღვრებს”, 2014)

Page 69: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

69

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

შინაარსობრივი ნაწილი / სხვა დეტალები

უსინათლოსთან ქცევის ეთიკა გამცილებელი პირისთვის

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც აფერხებს მხედველობადაქვეითებულ

ადამიანს როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო

თუ საქმიან აქტივობებში, შეზღუდული დამოუკიდებლობა გადაადგილებისას. ეს

პრობლემა, მეტ-ნაკლები სიმწვავით, ყველა მხედველობადაქვეითებულ ადამიანს

აწუხებს, იქნება ის მცირემხედველი, ფუნქციური უსინათლო თუ უსინათლო. ამჯერად

ყურადღებას ვამახვილებთ გადაადგილებასთან დაკავშირებულ იმ სირთულეებზე,

რომლებსაც მხედველობის დარღვევის მქონე პირები ურბანულ გარემოში, ქალაქებსა

და მეგაპოლისებში აწყდებიან. უსინათლო ადამიანთა დიდ უმრავლესობას, გარკვეული

მიზეზების გამო, სწორედ ასეთ გარემოში უწევს ცხოვრება. თუმცა ეს იმას არ

ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის პირებისთვის ბუნებრივ ლანდშაფტზე გადაადგილება

ყოველგვარი პრობლემების გარეშეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის,

რომ უსინათლო ადამიანის გადაადგილების საკითხზე მსჯელობა, რომელსაც ქვემოთ

შემოგთავაზებთ,ერთნაირად აქტუალურია როგორც ურბანული გარემოს, ასევე

ბუნებრივი ლანდშაფტის შემთხვევაში.

რაც მეტად მისადაგებულია გარემო მხედველობის დარღვევის მქონე პირების

სპეციალურ საჭიროებებთან, მით ნაკლებ ბარიერებს აწყდებიან ისინი გადაადგილების

პროცესში. ამიტომ აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ გარემოს ადაპტაცია მხედველობის

შეზღუდვის მქონე პირების სპეციალური საჭიროებების შესაბამისად მოხდეს. ამ

საქმეში უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. საქართველომ, ეს

პასუხისმგებლობა 2013 წელს იკისრა, როცა იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებმაც

ხელი მოაწერეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს

მიღებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას”. ამ

დოკუმენტში დაფიქსირებულია:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და

ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისთვის მონაწილე

სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური

გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა

და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის

ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის,

ასევე სოფლის პირობებში” (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული

Page 70: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

70

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, მუხლი 9, პუნქტი 1

-„მისაწვდომობა“).

დღესდღეობით საქართველოში რეალობა იმგვარია, რომ არც დედაქალაქში და არც

რომელიმე სხვა ქალაქში გარემო მხედველობადაქვეითებული ადამიანების სპეციალური

საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებული არ არის. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას,

რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა და გარემოს მისადაგების პროცესი

დაიწყო. მიუხედავად ამისა, საქართველოში დღემდე არ გვაქვს შემთხვევა, როცა

უსინათლო გამცილებლად ამ მიზნით საგანგებოდ გაწვრთნილ ძაღლს იყენებს.

სამწუხაროდ, ამ სახის მომსახურება აქ მცხოვრები უსინათლოებისთვის ფაქტობრივად

მიუწვდომელია. ამიტომ გამყოლი ძაღლის თანხლებით მოძრავ უსინათლოსთან ქცევის

ეთიკაზე მსჯელობას თავს ავარიდებთ.

ასეთ ვითარებაში უსინათლო ადამიანის მობილობის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად

გამცილებელი პირი რჩება. იმისთვის რომ უსინათლო საზოგადოებრივ აქტივობებში იყოს

ჩაბმული, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ისეთი ხასიათის საგანმანათლებლო

პროცესებში, როგორებიცაა, მაგალითად, არაფორმალური ან პროფესიული განათლება,

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მისი გამცილებლის კვალიფიკაციას. კვალიფიკაცია

გულისხმობს, თუ რამდენად მომზადებულია პირი იმისთვის, რომ იტვირთოს ურბანულ

გარემოში ან ბუნებრივ ლანდშაფტზე უსინათლოს გაცილების ანუ მისი გადაადგილების

სწორად წარმართვის ფუნქცია. აქვე მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირზე,

რომელიც თანახმაა, უსინათლო ადამიანის გამცილებელი იყოს, დაუშვებელია რაიმე

სახის ზეწოლა, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს იგი. გამცილებელი თავისუფალია

არჩევანში და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით

Page 71: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

71

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

აკეთებს.

გამცილებელი ადამიანის უმთავრესი ამოცანაა, დანიშნულების პუნქტამდე

უსინათლოს უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა დროის განსაზღვრულ

მონაკვეთში. რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამცილებელმა ეს ამოცანა წარმატებით

შეასრულოს? უპირველეს ყოვლისა, მისთვის უცხო არ უნდა იყოს ისეთი გრძნობა,

როგორიცაა ემპათია _ თანაგანცდა. გარდა ამისა, ადამიანებთან კეთილგანწყობილი

ურთიერთობის დამყარება უნდა შეეძლოს და, რაც მთავარია, უნდა ფლობდეს ცოდნას

იმის შესახებ, როგორ შეუწყოს ხელი უსინათლოს გადაადგილებაში.

ეს ცოდნა დაფუძნებულია გამოცდილებაზე, რომელიც უსინათლოებსა და მათ

გამცილებლებს შორის არსებული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას

ეყრდნობა. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე პირობებში, ურთიერთობის ამ გამოცდილ

პრაქტიკას გარკვეული ახალი შტრიხებიც დაემატა, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს

ყურადღება. შევეცდებით, ეს ინფორმაცია კომპაქტურად, რჩევების ან რეკომენდაციების

სახით მოგაწოდოთ.

Page 72: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

72

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ურთიერთობის ღირსეული დასაწყისი

როცა შემთხვევით შეხვდებით უსინათლო ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ და

შეატყობთ, რომ მას დახმარება სჭირდება, მიესალმეთ და ჰკითხეთ, დახმარება ხომ არ

სურს. დაელაპარაკეთ ბუნებრივი, სასაუბრო ტონით! ადამიანის ამოძრავება და აქეთ-

იქეთ მართვა მანამ, სანამ მასთან ვერბალურ (სიტყვიერ) კონტაქტს არ დაამყარებთ,

დაუშვებელია, რადგან ეს მისთვის დამაბნეველია. ნუ ჩაავლებთ ხელს მის მკლავს,

არამედ ჰკითხეთ, ხომ არ სურს, რომ თქვენ გამოგყვეთ. მისი თანხმობის შემთხვევაში,

გაარკვიეთ, თქვენგან რომელ მხარეს დგომა იქნება მისთვის უფრო მოსახერხებელი

და მკლავი შესთავაზეთ. ეს ყველაზე ეფექტიანი და ღირსეული გზაა იმისთვის, რომ

უსინათლო ადამიანს გაუძღვეთ.

(ჯუდი კოენი, 2004).

მხარდამხარ სიარული

თუ აპირებთ უსინათლოს გაცილებას, მის სადმე გაყოლას ან ერთად გასეირნება

გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, ჰკითხეთ, თქვენგან რომელ მხარეს ურჩევნია დგომა,

მარჯვნივ თუ მარცხნივ. ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო:

პირველი - უსინათლოს, რომლის გაცილებასაც აპირებთ, შეიძლება მარჯვენა

ან მარცხენა თვალში მცირე ნარჩენი მხედველობა ჰქონდეს. თუ იგი ცოტას ხედავს

მარჯვენა თვალით, მაშინ ისურვებს, რომ თქვენგან მარჯვნივ დადგეს, რათა მარჯვენა

თვალში არსებული ნარჩენი მხედველობის მეშვეობით მისგან მარჯვნივ, ახლო არეში

სიტუაცია აკონტროლოს; შესაბამისად, როცა მას ნარჩენი მხედველობა მარცხენა

თვალში აქვს, იმავე მიზნით, იგი თქვენგან მარცხნივ დგომას მოინდომებს.

მეორე - ის შესაძლოა არის ცაცია. ასეთ შემთხვევაში, მისთვის უფრო კომფორტული

იქნება თქვენგან მარჯვნივ დგომა, რადგან მარცხენა ხელი თავისუფალი ექნება და მას

სურვილისა და საჭიროების მიხედვით გამოიყენებს.

მესამე - თავისუფალი არჩევანი. ის იმ მხარეს დადგება, რომელიც კონკრეტულ

სიტუაციაში მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.

ხშირად უსინათლოს გამცილებლის ფუნქციას საკუთარ თავზე მცირემხედველი პირი

იღებს. ასეთ ვითარებაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ თავად

გამცილებელი მცირემხედველი პირის უნარები და შესაძლებლობები გარკვეულწილად

შეზღუდულია. მაგალითად: ის უკეთესად ხედავს მარჯვენა თვალით ან უკეთესად აქვს

Page 73: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

73

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

განვითარებული მარცხენა ხელი. საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ

გამცილებლის როლში მყოფ მცირემხედველ ადამიანსაც აქვს გადაადგილებასთან

დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ საკითხის გადაწყვეტისას, თუ რომელ მხარეს

უნდა იდგეს გასაცილებელი პირი, პრიორიტეტი გამცილებლის აზრს ენიჭება, რადგან

ისაა პასუხისმგებელი როგორც საკუთარ, ასევე იმ უსინათლო პირის უსაფრთხოებაზე,

რომლის გამცილებელიც არის.

ხელის ჩაჭიდება ერთად სიარულის დროს

როგორც წესი, უსინათლო გამცილებელს ხელს ჰკიდებს იდაყვის ოდნავ ზემოთ

ან ქვემოთ. ეს რეგულირდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია უსინათლოსა და მის

გამცილებელს შორის სიმაღლეების თანაფარდობა. როცა გამცილებელი შედარებით

მაღალი ტანისაა, გადაადგილების პროცესში უსინათლოსთვის კომფორტული არ იქნება

მისი იდაყვის ზემოთ ხელის ჩაჭიდება, რადგანაც ასე მალე დაიღლება. ამ შემთხვევაში

იგი გამცილებელს ხელს ჰკიდებს იდაყვს ქვემოთ, ხოლო თუ გამცილებელი მასზე

დაბალია, უსინათლოსთვის უფრო მოხერხებულია, მას ხელი იდაყვს ზემოთ მოჰკიდოს.

ხელის ჩაჭიდებისას უსინათლოს ოთხი თითი (ცერა თითის გარდა) გამცილებლის

მკლავისს შიდა მხარეს ექცევა. შეხება უნდა იყოს ზომიერი, არ უნდა აწუხებდეს

გამცილებელს. აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა, რომლებიც ქალსა და მამაკაცს

შორის ურთიერთობას აწესრიგებენ. როცა გამცილებელი ქალია, ხოლო უსინათლო -

მამაკაცი, მიზანშეწონილია, მამაკაცმა ხელი გამცილებელი ქალის მკლავის იმ ნაწილს

მოჰკიდოს, რომელიც სამოსითაა დაფარული. იმ შემთხვევაში, თუ წელიწადის ცხელი

სეზონია და ჩაცმულობა ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უმჯობესია, უსინათლო

მამაკაცმა გამცილებელ ქალს ხელი იდაყვს ქვემოთ ჩასჭიდოს. შეხება უნდა იყოს

მსუბუქი. ურთიერთობის იმავე ნორმების დაცვა საჭიროა მაშინაც, როცა უსინათლო

ქალია, გამცილებელი კი - მამაკაცი. არცთუ იშვიათად უსინათლო და მისი გამცილებელი

ერთად გადაადგილებისას ერთმანეთის მოძრაობის რეგულირებისთვის ე. წ. ხელკავსაც

იყენებენ.

მანევრირება ერთად სიარულის დროს

გადაადგილების დროს უსინათლო ერთი ნაბიჯით, სულ მცირე მანძილით, ჩამორჩება

გამცილებელს. ეს ინტერვალი საჭიროა, რათა შეჩერებისა და რიაგირებისთვის ჰქონდეს

დრო. ვიწრო სივრცეში ან ხალხმრავალ ადგილებში ძალიან ძნელია, ზოგჯერ კი -

Page 74: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

74

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შეუძლებელიც, უსინათლოსა და მისი გამცილებლის მხარდამხარ ერთად სიარული.

ამგვარ სიტუაციაში უსინათლოს წინ წაუძეხით, თქვენი ხელი, რომელზეც უსინათლოს

ხელი უკიდია, ზურგს უკან წაიღეთ, მხედველობის არმქონე ადამიანი თქვენს უკან დგება,

ხელზე გეხებათ და ასე მოგყვებათ. ის შედარებით მოკლე-მოკლე ნაბიჯებს დგამს, რომ

თქვენს ქუსლებზე არ მოუხვდეს - ან ფეხი არ დაგაბიჯოთ.

როცა უსინათლოს გაცილებისას საჭიროა, აუცილებელი ან, უბრალოდ, გსურთ

მიმართულების მინიშნება, ხელით ნუ მიუთითებთ, მოერიდეთ ისეთი სიტყვების

გამოყენებას, როგორებიცაა: იქით, აქეთ, იქ, აქ და სხვა. უმჯობესი იქნება, თუ

კონკრეტულ მიმართულებას დაუსახელებთ: მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, ქუჩის

მეორე მხარეს და ა. შ.

კარში გასვლა

თუ გასაცილებელ პირთან ერთად შენობაში ან ოთახში შესვლა გსურთ, უმჯობესია,

კართან ანჯამების მხრიდან მიხვიდეთ, კარი გამოაღოთ ან შეაღოთ იმ ხელით, რომლის

მხარესაც უსინათლო ადამიანი მოგყვებათ. იგი კარის სახელურზე თავისუფალი ხელის

მოკიდებას შეძლებს, საჭირო ზომით გააღებს და, შესვლის ან გასვლის შემდეგ, ზურგს

უკან მოიხუროს კიდეც.

თუ კართან მიახლოებისას გასაცილებელი ადამიანი კარის ანჯამების მხარეს

არ დგას, სთხოვეთ, რომ მხარეები გაცვალოთ. ის ნაბიჯს უკან გადადგამს, მეორე

ხელს მეორე მკლავზე მოგკიდებთ და თქვენს მეორე მხარეს დადგება. ეს რომ უფრო

მარტივად მოხდეს, ხელი იდაყვში მოხარეთ და ოდნავ უკან გასწიეთ, რაც უსინათლოს

ორიენტირების განსაზღვრას გაუადვილებს. თუ რაიმე მიზეზით მოუხერხებელია თქვენს

შორის მხარეების გაცვლა, კართან ანჯამების მხრიდან მიახლოება და მისი იმ ხელით

გაღება, რომლის მხარესაც უსინათლო ადამიანი დგას, კარი მეორე ხელით გააღეთ და,

შესვლის ან გასვლის შემდეგ, იმავე ხელით დახურეთ.

საფეხურები

ყოველთვის ეცადეთ, რომ კიბის საფეხურებს პირდაპირ და არა დიაგონალურად

მიუახლოვდეთ. როცა პირველ საფეხურამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი,

კომპანიონი უსინათლო ამის შესახებ გააფრთხილეთ, გასაგებად უთხარით, ასასვლელია

თუ ჩასასვლელი; აუცილებლად აცნობეთ, საფეხური თუ სტანდარტულზე მაღალი ან

Page 75: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

75

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

დაბალია. უსინათლო ადამიანი კიბეზე ასვლისას თუ ჩასვლისას მოაჯირის მხარეს ისე

უნდა იდგეს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, თავისუფალი ხელი მოაჯირს ააყოლოს ან

ჩააყოლოს. საჭიროების შემთხვევაში ანიშნეთ, სად მდებარეობს კიბის მოაჯირი, ხელის

მტევნის ზემოთ თუ ქვემოთ. დარწმუნდით, რომ ის მზად არის, შემდეგ კი კიბეს დინჯი

ნაბიჯებით აუყევით ან ჩაუყევით. ყოველთვის აღნიშნეთ, როცა კიბის თავს ან ბოლოს

მიუახლოვდებით და სვლის სიჩქარე ოდნავ შეანელეთ. თუ კიბის მოაჯირი მარცხნივ

არის, მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანი კი მარჯვნივ დგას, ადგილები ისე

გაცვალეთ, როგორც კარში გასვლის შემთხვევაში აღვწერეთ.

დაჯდომა და ტრანსპორტი

თუ უსინათლოს დაჯდომას შესთავაზებთ, კონკრეტულად მიანიშნეთ, რომელ

მხარესაა მისგან სკამი, უმჯობესი იქნება, თუ სკამის საზურგეზე ხელს დაადებინებთ,

მაშინ იგი, დამატებითი მინიშნებების გარეშე, თავად შეძლებს დაჯდომას.

ტაქსში ან მსუბუქ მანქანაში ჩაჯდომისას აუხსენით მას, რომელ მხარესაა ავტომობილის

წინა ნაწილი, შემდეგ ხელი კარის სახელურზე მოაკიდებინეთ; კარს თვითონ გააღებს

და მანქანაში ჩაჯდება. იმ შემთხვევაში, თუ მის ჩასაჯდომად ავტომობილის კარს

თავად თქვენ აღებთ, უთხარით, სად სთავაზობთ დაჯდომას: სალონის წინა თუ უკანა

სავარძელზე.

როცა ავტობუსში, ტრამვაიში, ტროლეიბუსში ან მსგავსი ტიპის სხვა რომელიმე

საქალაქო მიწისზედა ტრანსპორტში ასვლას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ

ორი ადამიანი ერთად მხარდამხარ სვლით ამას ვერ შეძლებთ. ამიტომ სულ ერთი

ნაბიჯით წინ წადით, ოღონდ ისე, რომ გასაცილებელმა, რომელიც მოგყვებათ,

თქვენთან შეხებითი კონტაქტი არ დაკარგოს. იგი თქვენს ზურგს უკან მოექცევა და

სატრანსპორტო საშუალებაში ადით. მისთვის ორიენტირი თქვენი მოძრაობა იქნება და

ისიც ამოგყვებათ. შემდგომ ამისა, ის ხელი, რომელზეც უსინათლო ადამიანს თავისი

ხელი აქვს მოკიდებული, სატრანსპორტო საშუალების სალონში დამონტაჟებულ დგომის

შენარჩუნებისთვის განკუთვნილ სახელურს ჩასჭიდეთ და თქვენი ხელის მიხედვით

ხელმოსაჭიდ სახელურს ისიც იპოვის. თუ სალონში დასაჯდომი ადგილი თავისუფალია,

იგი სკამთან ისე მიიყვანეთ, რომ სკამის კიდეს მუხლით შეეხოს. ეს საკმარისი ორიენტირი

იქნება იმისათვის, რომ მან არასასურველი შეფერხების გარეშე დასაჯდომი ადგილი

დაიკავოს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ უსინათლოს, რომელსაც თქვენ

აცილებთ, სატრანსპორტო საშუალებაში სტაბილური და უსაფრთხო პოზიცია უკავია,

სამგზავრო ბილეთის აღებისთვის იზრუნეთ.

Page 76: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

76

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

მეტროპოლიტენით მგზავრობა გამშვები პუნქტის გავლით იწყება. მასში ჯერ

უსინათლო გაატარეთ, შემდეგ თქვენ გაიარეთ. ესკალატორს რომ მიუახლოვდებით,

ერთი მოკლე ნაბიჯით დაწინაურდით, ოღონდ ისე, რომ უსინათლომ თქვენთან შეხებითი

კონტაქტი არ დაკარგოს. ესკალატორზე შედექით, ისიც თქვენი მოძრაობის შესაბამისად

იმავეს გააკეთებს. ასევე მოიქეცით ესკალატორიდან გადასვლის დროსაც. უსინათლო

მოძრავი ესკალატორის მარჯვენა მხარეს ისე უნდა იდგეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,

უძრავ სახელურზე დაყრდნობის საშუალება ჰქონდეს. ელექტრომატარებლის ბაქანზე

შეჩერებისა და კარების გაღების შემდეგ, ნახევარი ნაბიჯით დაწინაურდით, ვაგონში

ისე შედით, რომ უსინათლომ რომელიც მოგყვებათ, ბაქნის კიდესთან გაკეთებული

რელიეფური ორიენტირი ფეხით შეიგრძნოს და ვაგონში უსაფრთხოდ შესასვლელად

ნაბიჯი მოზომოს.

თუ სატრანსპორტო საშუალებაში შესასვლელად ან იქიდან გამოსასვლელად ტრაპი

გამოიყენება (მაგ., გემი ან თვითმფრინავი), ტრაპზე ასვლისას ან იქიდან გადმოსვლისას

მცირე მანძილით დაწინაურდით, ოღონდ ისე, რომ უსინათლომ თქვენთან შეხებითი

კონტაქტი არ დაკარგოს და ისიც გამოგყვებათ.

უსინათლოს უსაფრთხოებისთვის

უსინათლო ადამიანი მარტო არ დატოვოთ ისეთ მდგომარეობაში, როცა მას რაიმე

ხელშესახები ორიენტირი ან საყრდენი არ გააჩნია! მისთვის საჭიროა, რომ საკუთარ თავს

გარემოსთან კონტაქტში აღიქვამდეს. ეს მას ორიენტაციაში უწყობს ხელს. ხელშესახები

ორიენტირის გარეშე მან შესაძლოა თავი უხერხულად იგრძნოს. მაშინაც კი, როცა

მასთან ერთად სადმე დგახართ და არ გადაადგილდებით, მისთვის მნიშვნელოვანია,

გეხებოდეთ ან ზუსტად იცოდეს, თუ მისგან რომელ მხარეს იმყოფებით და რა მანძილით

ხართ დაშორებული.

დაუშვებელია უსინათლოს მარტო, ხელშესახები ორიენტირის ან საყრდენის გარეშე

დატოვება შემაღლებულ ადგილებზე, კიბეზე, მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობებისა

და მეტროს ელექტრომატარებლის ბაქანზე, რკინიგზის ლიანდაგებთან და სხვა ისეთ

გარემოში, სადაც მისი უსაფრთხოება ნაკლებად იქნება დაცული.

Page 77: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

77

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ღირსეული ურთიერთობისთვის

თქვენი, როგორც გამცილებლის, ურთიერთობა უსინათლოსთან მოზომილი უნდა

იყოს. შეეცადეთ, რომ მისთვის ყველაფერი ზედმეტი ხმაურისა და არასასურველი

ყურადღების მიპყრობის გარეშე გააკეთოთ. უსინათლოს ისე უნდა დაეხმაროთ, რომ მისი

ღირსება არ შეილახოს. მას საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება უნდა მისცეთ.

საჭიროების შემთხვევაში, მისი ინტერესების დაცვაში თქვენც მიიღეთ მონაწილეობა.

არაფორმალური განათლების მეთოდების ადაპტაცია შერეული შესაძლებლობის

ჯგუფებისთვის;

რატომ გვჭირდება მეთოდების ადაპტაცია

თქვენ, როგორც არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორები,

შესაძლოა ამა თუ იმ სახელმძღვანელოში, ინტერნეტით ან თუნდაც თქვენს

ორგანიზაციაში სხვადასხვა საინტერესო მეთოდს გაეცნოთ, რომელთა გამოყენებაც

თქვენ მიერ ორგანიზებულ აქტივობაში გადაწყვიტოთ, მაგრამ ნუთუ არაფორმალური

განათლების აქტივობის დროს ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი?

როგორც აქტივობის ორგანიზატორებს, მეთოდების შერჩევის პროცესში

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ მონაწილეთა თითოეული ჯგუფი, რომელთანაც

მუშაობა გიწევთ, უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ სხვაობას

ჯგუფის შემადგენლობა, თავად მონაწილეთა ინდივიდუალურობა და მრავალფეროვნება

ქმნის. შესაბამისად, თქვენი როგორც არაფორმალური განათლების ორგანიზატორის,

ფუნქციაა, მეთოდების შერჩევისას იფიქროთ, თუ როგორ შეგიძლიათ, ესა თუ ის უკვე

აპრობირებული და წარმატებული მეთოდი მონაწილეთა თქვენი ჯგუფის საჭიროებებსა

და სპეციფიკას მოარგოთ.

ალბათ, ნათელია, რომ არაფორმალური განათლების აქტივობაში მონაწილე

თითოეული ჯგუფისთვის საჭიროა მეთოდების ადაპტაცია და მათ საჭიროებებზე

მორგება.

თუ ეს მეთოდი ყველა ჯგუფისთვის საჭიროა, მაშინ რატომ გვჭირდება მეთოდების

ადაპტაციაზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება არაფორმალური განათლების

ისეთი აქტივობების განხორციელებისას, სადაც უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეები სხვა მონაწილეებთან ერთად არიან ჩართული? ორგანიზატორების მიზანია

პროგრამის ისე დაგეგმვა, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. შესაბამისად,

Page 78: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

78

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის სრულფასოვანი და ინკლუზიური

საგანმანათლებლო სივრცის შეთავაზება პროგრამული ნაწილის, კერძოდ _ მეთოდის,

ადაპტაციის გზითაა შესაძლებელი. უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის

მეთოდების ადაპტაციას პროგრამული ნაწილის მეთოდების შერჩევის ზოგადი

ნაწილისგან არ გამოვყოფთ. პირიქით, მნიშვნელოვანია მეთოდების ადაპტაციის

კომპონენტში მოისაზრებოდეს მეთოდების ადაპტაცია არა მხოლოდ უსინათლო და

მცირემხედველი მონაწილეებისთვის, არამედ მთლიანი ჯგუფისთვის, რომელშიც

თითოეულ წევრს შერჩეული მეთოდების გამოყენებით ორგანიზებულ სესიებში

სრულფასოვნად ჩართვა შეეძლება.

ისეთი არაფორმალური განათლების აქტივობებისთვის, რომლებშიც უსინათლო,

მცირემხედველი და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე მონაწილეები ერთობლივად

მონაწილეობენ, მეთოდების შერჩევის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის

გათვალისწინებაა აუცილებელი:

მეთოდების შერჩევის პროცესში გააანალიზეთ უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების მიერ შევსებული/გაზიარებული ინდივიდუალური საჭიროებების

კითხვარი, დარწმუნდით, რომ მასში მოცემული ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეულ

მეთოდს შეესაბამება.

ნუ დაიძაბებით იმის გამო, რომ გარკვეული მეთოდის შერეული შესაძლებლობის

ჯგუფზე ადაპტაციას ვერ ახერხებთ. შეეცადეთ, კოლეგებისგან კონსულტაცია

მიიღოთ. უკიდურეს შემთხვევაში, შერჩეული მეთოდის ალტერნატიული ვარიანტით

ჩანაცვლებაზე იფიქრეთ.

თუ ეჭვი გეპარებათ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვენ მიერ შერჩეული

მეთოდი უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის, აუცილებლად ჰკითხეთ

მათ. ხშირად თავად უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები შესაძლოა საუკეთესო

ექსპერტები აღმოჩნდნენ.

მეთოდების შერჩევისას არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ შერეული შესაძლებლობის

ჯგუფთან მუშაობთ და არა მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებთან.

მეთოდების შერჩევამდე დაფიქრდით, რამდენად გაქვთ შესაძლებლობა, მოიპოვოთ

ყველა საჭირო რესურსი, რომელიც შერჩეული მეთოდის პრაქტიკაში განხორციელებას

სჭირდება. ნუ დაიბნევით! ყოველთვის შესაძლებელია მეთოდის ინტერპრეტაცია, მისი

უშუალოდ განხორციელების პროცესშიც კი.

თუ მეთოდის განხორციელების დროს მიხვდით, რომ შეუძლებელია მეთოდის

ადაპტაცია შერეული შესაძლებლობის ჯგუფისთვის და ფიქრობთ, რომ სიტუაციიდან

გამოსავალი არ არსებობს, კონსულტაციისთვის თავად მონაწილეებს მიმართეთ.

Page 79: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

79

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ჰკითხეთ, რა წინადადებები აქვთ აღნიშნული მეთოდის ჯგუფის საჭიროებებზე

მოსარგებად.

გახსოვდეთ: უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ორ სხვადასხვა ჯგუფში

ჩართულობა არ ნიშნავს, რომ ერთი ჯგუფისთვის ადაპტირებული მეთოდი მეორე

ჯგუფთანაც აუცილებლად გამოდგება. მეთოდების ადაპტაციის პროცესში აუცილებლად

გაითვალისწინეთ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების რაოდენობა და მათი

ინდივიდუალური საჭიროებები.

მაშ ასე, მეთოდების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესი არაფორმალური განათლების

აქტივობის განხორციელების პროცესის წინმსწრები მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორად

შერჩეული მეთოდები და დაგეგმილი პროგრამა არაფორმალური განათლების

აქტივობის წარმატებით განხორციელების ჩატარებული სამუშაოს თითქმის ნახევარს

უდრის. მეთოდების ადაპტაციის პროცესში შესაძლოა დაგეხმაროთ სესიის დიზაინის

ფორმა, რომელიც წინა თავში შემოგთავაზეთ. სესიის დიზაინის ფორმა თითოეული

მეთოდის ადაპტირებული ვერსიის ერთ სტრუქტურირებულ დოკუმენტში ასახვის

შესაძლებლობას იძლევა და აქტივობის ორგანიზებაში ჩართულ პირებს საშუალებას

აძლევს, ერთმანეთის მიერ შერჩეულ და ადაპტირებულ მეთოდებს გაეცნონ.

არაფორმალური განათლების აქტივობის პროგრამის განვითარება

არაფორმალური განათლების აქტივობის პროგრამა შესაძლოა სხვადასხვა

ხანგრძლივობისა და სტრუქტურის იყოს. პროგრამა ყოველდღიურად და საათობრივად

გაწერილი აქტივობებისგან შედგება, რომელიც გარკვეული მეთოდების შერჩევის

საფუძველზე იგეგმება. თუმცა როგორც მეთოდების, ასევე ტრენინგის პროგრამა

გარკვეული ლოგიკით ვითარდება. პროგრამის განვითარება უკავშირდება

არაფორმალური განათლების აქტივობის სპეციფიკას, კონტექსტს და მის მიზნებს. ის

გარკვეულ მიდგომასაც ეფუძნება. მაგალითად: თუ ღონისძიების სრულ პროგრამას

წარმოვიდგენთ, დაუშვებელია, პირველ და მეორე დღეს მონაწილეები ეფექტიანი

კომუნიკაციის ხელშემშლელ ფაქტორებზე მსჯელობდნენ, მხოლოდ მესამე დღეს კი

ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

შესაბამისად, არაფორმალური განათლების აქტივობის პროგრამის განვითარება

ყოველთვის გარკვეულ ლოგიკას გულისხმობს.

არაფორმალური განათლების აქტივობების პროგრამის განვითარების ეტაპები,

როგორც წესი, შემდეგ ფაზებს მოიცავს:

Page 80: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

80

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

(ადაპტირებულია სახელმძღვანელოდან „Training Essentials”, EU/CoE Youth

Partnership 2002)

პროგრამის განვითარება იწყება აქტივობის ოფიციალური გახსნით, ერთმანეთის

გაცნობით, ჯგუფის მშენებლობით, გრძელდება არსებული გამოცდილების გაზიარებით,

ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებით, მიღებული ახალი გამოცდილების

საფუძველზე გარკვეული ქმედებების დაგეგმვით და აქტივობის შეჯამებითა და

შეფასებით მთავრდება.

თითოეული ეტაპის განხორციელებას არაფორმალური განათლების ორგანიზატორები

სხვადასხვა დროს უთმობენ, არჩევენ სხვადასხვა ტიპის მეთოდებს და, შესაბამისად,

აქტივობის სრულყოფილ პროგრამას ქმნიან.

ჩვენი სურვილია, გზამკვლევის შემდეგ ნაწილში თქვენ მიერ ორგანიზებული შერეული

შესაძლებლობის პროექტების პროგრამის განვითარების რამდენიმე საფეხურის

განსახორციელებლად მეთოდების ადაპტაციისთვის საჭირო რჩევები შემოგთავაზოთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ ვერ მოგცემთ უკვე

გამზადებულ ინსტრუქციებს, როგორ გახადოთ თქვენი აქტივობის პროგრამა

უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის სრულად ხელმისაწვდომი, რადგან

ყველა აქტივობის მონაწილეები ინდივიდუალური საჭიროებებითა და მახასიათებლებით

გამოირჩევიან. ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ რეკომენდაციები და რჩევები და,

რაც მთავარია, მოგიწოდოთ, რომ გადადგათ ნაბიჯი და მხარი დაუჭიროთ თქვენს

აქტივობებში უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.

ქვემოთ მოცემული მეთოდების დახასიათება და მაგალითები შეგიძლიათ, თქვენს

აქტივობებშიც გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ეს მეთოდები სფეროში არსებული სხვადასხვა

საგანმანათლებლო მასალების მიხედვით არის შემუშავებული, ამიტომ მათი

გამოყენებისას სავალდებულოა საავტორო უფლებების დაცვა.

გისურვებთ წარმატებას!

Page 81: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

81

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

„ენერჯაიზერები” და ყინულის გალხვობის სავარჯიშოები

„ენერჯაიზერები” და ყინულის გალხვობის სავარჯიშოები არაფორმალური

განათლების აქტივობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ამ ტიპის სხვადასხვა სავარჯიშოს ძირითადი ფუნქცია ჯგუფის დინამიკის ჩამოყალიბება

და მისი წევრების ენერგიულობის მომატებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯგუფს რთულ

სავარჯიშოში მონაწილეობის შემდეგ განტვირთვა სჭირდება. „ენერჯაიზერები” და

ყინულის გალხვობის სავარჯიშოები ხშირად ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს. როდესაც

ჩვენს ჯგუფში, სხვებთან ერთად, უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებიც არიან,

მნიშვნელოვანია, წინასწარ შეარჩიოთ ის „ენერჯაიზერები” და ყინულის გალხვობის

სავარჯიშოები, რომლებშიც ჩართვას ჯგუფის თითოეული წევრი შეძლებს.

მსგავსი სავარჯიშოების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ აქტივობა

ვიზუალურად დატვირთულ დავალებებს არ შეიცავდეს. კარგი იქნება, თუ თქვენი

„ენერჯაიზერი” ან ყინულის გალხვობის სავარჯიშო მაქსიმალურად მოძრაობაზე ან

შეხებაზე იქნება ორიენტირებული, მაშინ უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები,

სხვებთან ერთად, სავარჯიშოს პროცესში აქტიურ მონაწილეობას შეძლებენ.

მაგალითი. გთავაზობთ ერთ-ერთი „ენერჯაიზერისა” და შერეული შესაძლებლობის

ჯგუფისთვის მისი ადაპტაციის მაგალითს. მანამდე კი დაიმახსოვრეთ: არ არსებობს

გამზადებული ფორმულა, როგორ შეგიძლიათ „ენერჯაიზერის” ჯგუფისთვის ადაპტაცია.

ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი უსინათლო და/ან მცირემხედველი

მონაწილე გყავთ ჯგუფში, რამდენია საერთო მონაწილეების რაოდენობა, სად

განახორციელებთ ამ კონკრეტულ სავარჯიშოს და ა. შ.

აქტივობა „ჩიკი-ჩაკა“

დრო: 7 წუთი (ახსნა და განხორციელება ერთად);

მიზანი: მონაწილეებში ენერგიულობის გაზრდა და ჯგუფში პოზიტიური განწყობის

წახალისება.

აღწერა:

1. მონაწილეები წრეზე უნდა დადგნენ და ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდონ.

2. წრის გარშემო შეკრებილი მონაწილეები იატაკზე ფეხებს აბაკუნებენ და ხმამაღლა

ყვირიან: „ჩვენ ვართ სიყვარულის მატარებელი”, ხელებს მაღლა სწევენ, შემდეგ ისევ

Page 82: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

82

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ერთმანეთს ჩაჰკიდებენ.

3. როდესაც ტრენერი დაიყვირებს „ჩიკი”, ყველა ერთად ხელჩაკიდებული ერთ

ნახტომს აკეთებს წრის შიგნით, როდესაც ტრენერი დაიყვირებს „ჩაკა”,ერთი ნახტომით

ისევ უკან ბრუნდებიან;

4. შეგიძლიათ „ჩიკი” და „ჩაკა” რამდენჯერმე გაიმეოროთ.

ეს სავარჯიშო უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების საჭიროებებზე

მაქსიმალურად არის ორიენტირებული, მონაწილეთა მიერ „ენერჯაიზერის” ერთობლივ

შესრულებას უზრუნველყოფს. მაგრამ გახსოვდეთ, ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე,

შესაძლოა ამ ადაპტირებული სავარჯიშოს კიდევ ერთხელ მოდიფიცირება მოგიწიოთ.

(სავარჯიშო მოდიფიცირებულია სახელმძღვანელოდან „You(th)r work and Erasmus+?”,

Szeget, Hungary, 2014)

გაცნობისა და ჯგუფის მშენებლობის სავარჯიშოები

გაცნობისა და ჯგუფის მშენებლობის სავარჯიშოების ეფექტიანად წარმართვა

მონაწილეთა ჯგუფის წარმატებული დინამიკისა და ურთიერთობის საწინდარია. ჯგუფის

წარმატებული დინამიკა კი შედეგიანი აქტივობისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.

გაცნობისა და ჯგუფის მშენებლობის სავარჯიშოები, როგორც წესი, არაფორმალური

განათლების აქტივობის დაწყებისას ხორციელდება ხოლმე. არაფორმალური

განათლების აქტივობების ორგანიზატორები ამ ტიპის სავარჯიშოების სწორად და

პროფესიონალურად წარმართვას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ,

რადგან სწორედ გაცნობის სავარჯიშოების შედეგად ექმნებათ მონაწილეებს პირველი

შთაბეჭდილება ზოგადად მასპინძელი ორგანიზაციის, არაფორმალური განათლების

აქტივობისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ.

უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს, სხვების მსგავსად, შესაძლებლობა

უნდა ჰქონდეთ, წარადგინონ თავიანთი თავი, სხვა მონაწილეებს გააცნონ ინფორმაცია

თავიანთი ყოველდღიური პროფესიული და პირადი საქმიანობის შესახებ. მოდით,

შევეცადოთ, უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეებისთვის ადაპტირებული და

ხელმისაწვდომი ჯგუფის მშენებლობის ერთ-ერთი აქტივობის განხილვა.

აქტივობა „შეუსრულებელი მისია“

მიზანი: მონაწილეთა მიერ ერთმანეთის უკეთ გაცნობა, ჯგუფის დინამიკის

მშენებლობის ხელშეწყობა.

Page 83: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

83

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

დრო: 2 საათი (10 წუთი წარდგენა, 60 წუთი ჯგუფში მუშაობა, 20 წუთი პრეზენტაციები,

20 წუთი დისკუსია).

აღწერა:

1. ტრენერი ჯგუფს 2 მცირე ჯგუფად ყოფს.

2. თითოეული ჯგუფი ერთსა და იმავე 3 დავალებას მიიღებს, რომელთა შესასრულებლად

ორივე ჯგუფს 60 წუთი აქვს.

3. 20 წუთის შემდეგ თითოეული ჯგუფი შესრულებულ დავალებას ჟიურის (ტრენერების)

წინაშე წარადგენს, გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც დავალებას ყველაზე

სრულყოფილად შეასრულებს.

4. ჯგუფების დავალებებია: შექმნან სიმღერა შემდეგი სიტყვების გამოყენებით: ბანანი,

არაფორმალური, გზა, ავტობუსი და მრავალფეროვნება; შეადგინონ ელექტრონული

ენციკლობედია, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის ჰობი იქნება აღწერილი და

დაწერონ მეორე ჯგუფისადმი მიძღვნილი 2-სტროფიანი ლექსი.

5. სავარჯიშოს ასრულებს ტრენერი, როდესაც გამარჯვებულს გამოაცხადებს და

მონაწილეებთან ერთად განხორციელებული აქტივობის შესახებ დისკუსიას

წარმართავს.

ხელმისაწვდომობა:

რა თქმა უნდა, წინასწარ განსაზღვრული არ არის, უსინათლო/მცირემხედველი

მონაწილეები რომელ ჯგუფში მოხვდებიან (შესაძლოა თითო ჯგუფში 1 უსინათლო/

მცირემხედველი წევრი მაინც იყოს). სავარჯიშო მონაწილეებს კომფორტულ და თანაბარ

გარემოს სთავაზობს, რათა აქტივობაში ყველამ მაქსიმალურად აქტიურად მიიღოს

მონაწილეობა. მონაწილეთათვის მიცემული დავალებები ვიზუალურ მასალებთან

ურთიერთობას არ გულისხმობს. დავალების შესრულებისას კომპიუტერის გამოყენების

აუცილებლობა ჯგუფის ნებისმიერ წევრს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, აქტივობაში

მიიღოს მონაწილეობა. გახსოვდეთ, თუ ამ სავარჯიშოს თქვენს ჯგუფთან გამოყენებას

გადაწყვეტთ, შესაძლოა მისი მოდიფიკაცია დაგჭირდეთ ჯგუფის საჭიროებების

მიხედვით.

Page 84: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

84

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

როლური თამაში

როლური თამაშები არაფორმალური განათლების აქტივობების განხორციელებაში

მას შემდეგ გამოიყენება, რაც მონაწილეები ერთმანეთს კარგად გაიცნობენ და ჯგუფშიც

პოზიტიური და დინამიკური ატმოსფერო შეიქმნება. შესაძლებელია როლური თამაშის

შერჩევა არაფორმალური განათლების აქტივობის მიზნებისა და თემატიკის შესაბამისად.

როლური თამაშები ხელს უწყობს გარკვეული საკითხებისადმი მგრძნობელობის ზრდას,

მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მოირგონ სხვადასხვა როლი, რომლებიც, ერთის

მხრივ, მათთვის სახალისოა, მეორე მხრივ კი, გარკვეული პირისა თუ პრობლემური

სიტუაციის შემეცნებასა და უკეთ გათავისებას უწყობს ხელს.

შესაძლოა იმაზე დაფიქრდეთ, ისურვებენ თუ არა უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეები როლურ თამაშებში ჩართვას? რატომაც არა, ისინიც ხომ ისეთივე

მონაწილეები არიან, როგორიც სხვები. უბრალოდ, უნდა ეცადოთ, როლური თამაშის

პრინციპები და წესები ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მაგალითად

განვიხილოთ შემდეგი აქტივობა:

აქტივობა „ფორუმ-თეატრი“

მიზანი: მონაწილეები დააფიქროს ადგილობრივ პრობლემებსა და თემში არსებულ

გამოწვევებზე.

დრო: 1 სრული სამუშაო დღე.

აღწერა:

1. მონაწილეები იყოფიან მცირე ჯგუფებად (თითოეულში მაქსიმუმ 6 მონაწილე).

2. თითოეულმა ჯგუფმა მათ გარშემო არსებულ პრობლემებზე უნდა იმსჯელოს და

მათგან ერთი ყველაზე მწვავე უნდა შეარჩიოს.

3. რეკომენდებულია, თითოეულ ჯგუფს განსახილველად განსხვავებული პრობლემა

ჰქონდეს.

4. მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები მათთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს

შეარჩევენ, უნდა დაწერონ „სცენარი” (1-2 გვერდი), რომელიც წარმოაჩენს გარკვეულ

სიტუაციას, სადაც პრობლემის აქტუალობა ყველაზე კარგად აისახება.

5. სცენარის შექმნის შემდეგ მცირე ჯგუფის წევრები სცენარის მიხედვით სპექტაკლის

Page 85: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

85

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

დასადგმელად ემზადებიან: ინაწილებენ როლებს და სცენარით გათვალისწინებულ

დიალოგებს სწავლობენ. მნიშვნელოვანია, რომ სცენარი მაქსიმალურად აქტუალური

პრობლემის ირგვლივ იყოს აგებული.

6. მონაწილეებს სპექტაკლის დასადგმელად გარკვეული დრო მიეცემათ. შემდეგ,

საღამოს საათებში ისინი ერთად იკრიბებიან (ყველა ჯგუფი + ტრენერები) და სპექტაკლის

წარსადგენად ემზადებიან.

7. ფორუმ-თეატრში მოქმედებს შემდეგი წესი: თითოეული ჯგუფი თავის დადგმულ

სპექტაკლს ერთხელ წარმოადგენს, ყველა სპექტაკლის ჩვენების შემდეგ გუნდები

ხელახლა წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, ოღონდ ამჯერად სპექტაკლები იმ

მომენტში შეწყდება, როდესაც პრობლემა ყველაზე უფრო მწვავედ არის წარმოჩენილი.

ამ ეტაპზე დარბაზში მყოფ მაყურებელს (სხვა ჯგუფების წევრებს ან ტრენერებს)

შეუძლიათ, მსახიობები ჩაანაცვლონ და წარმოჩენილი პრობლემის გადაჭრას შეეცადონ.

8. ღონისძიების შემდეგ იმართება დისკუსია და მსჯელობა ფორუმ-თეატრის

მსვლელობის გარშემო.

ხელმისაწვდომობა

ეს აქტივობა საკმაოდ კომპლექსური სავარჯიშოა და ტრენერების მხრიდან ზუსტ და

სწორად დაგეგმილ მუშაობას მოითხოვს. უსინათლო და მცირემხედველ მონაწილეებს

სავარჯიშოში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის შესაძლოა ასისტენტის მხარდაჭერა

დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, თავად მონაწილეს ამის შესახებ წინასწარვე ჰკითხოთ.

მონაწილეებს აუცილებლად სთხოვეთ, სპექტაკლების დადგმის პროცესში აუდიო

და ხმოვანი მეთოდები მაქსიმალურად გამოიყენონ და ვიზუალური მასალებით

არ გადატვირთონ. ამ შემთხვევაში უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეები

აქტივობაში უფრო სრულფასოვნად ჩართულები აღმოჩნდებიან. სავარჯიშოს დისკუსიის

წარმართვისას აუცილებლად იკითხეთ, სავარჯიშოს განხორციელების პროცესში

რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს თითოეული მონაწილე.

Page 86: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

86

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

არაფორმალური განათლების მეთოდები - იდეები ტრენერებისთვის

მეთოდების ადაპტაციის პროცესში შესაძლოა ერთ-ერთი გამოწვევა მრავალფეროვანი

მეთოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იყოს. სწორედ ამიტომ არაფორმალური

განათლების ორგანიზატორები მუდმივად ცდილობენ, გამოცდილი და აპრობირებული

მეთოდების შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ. პროფესიული ცოდნის

გაცვლა მეთოდების მრავალფეროვნებაში გზის გაკვლევის ერთ-ერთი საშუალებაა.

არსებობს რამდენიმე ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც გაეცნობით ბევრ საინტერესო

მეთოდს, რომელთა ადაპტაციის იდეებიც შესაძლოა ძებნის პროცესშიც მოგივიდეთ. ეს

ვებ-გვერდებია:

არაფორმალური განათლების მეთოდთა ბაზა, „სალტოს რესურს-ცენტრი”,

ევროკომისია - www.salto-youth.net/tools/;

სახელმძღვანელო „კომპასი”, ევროპის საბჭო - www.coe.int/compass/

4. არაფორმალური განათლების აქტივობების შეფასება და მდგრადობა;

შერეული შესაძლებლობის პროექტებით სწავლა - რეფლექსია და შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა

თქვენი არაფორმალური განათლების აქტივობა უკვე შედგა. მაგრამ ის ჯერ ისევ

სიცოცხლისუნარიანია და ახლა მისი შედეგების შეფასებასა და განხორციელების

პროცესის ანალიზს უნდა დაუთმოთ დრო. ძალიან ხშირად არაფორმალური

განათლების აქტივობების ორგანიზატორები თავიანთი ღონისძიების დასასრულად

უშუალოდ განხორციელების პროცესის დასასრულს მიიჩნევენ. ეს სულაც არ არის

ასე. მნიშვნელოვანია, აქტივობის განხორციელების შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფმა

იზრუნოს იმაზე, რომ შეაჯამოს აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

მიღებული შედეგები, შეაფასოს აქტივობის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა და

ის მიზანი გააანალიზოს, რომელსაც აქტივობამ მიაღწია. გახსოვდეთ, არაფორმალური

განათლების აქტივობის შეფასება გრძელვადიანი პროცესი და საკმაოდ კომპლექსურიცაა.

გაიხსენეთ, მაგალითად, მონაწილეთა მიერ ყოველდღიური პროგრამის შეფასება. ეს

Page 87: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

87

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

უკანასკნელიც გრძელვადიანი შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია.

მომდევნო ინკლუზიური საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით დაგეგმვისთვის

მნიშვნელოვანია, შეფასების პროცესში გააანალიზოთ ის დაშვებული შეცდომები და

გამოწვევები, რომელთაც უკვე განხორციელებული აქტივობის ჩატარების პროცესში

იჩინა თავი. შეცდომებზე რეფლექსია მომავალი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

შეეცადეთ:

• აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საორგანიზაციო ჯგუფიდან

გამოყოთ ერთი ადამიანი, რომელიც აქტივობის მიმდინარეობის პროცესში

მნიშვნელოვან საკითხებსა და მოსაზრებებს ჩაინიშნავს.

• სამუშაო შეხვედრების დროს დაშვებულ შეცდომებზე გულახდილად ილაპარაკოთ

და საუკეთესო გამოსავალი ერთად მოძებნოთ.

• უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეების ხარისხიანი მონაწილეობის გაზრდაში

მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ, თუ შეფასების დროს თავად უსინათლო და

მცირემხედველ მონაწილეებს ჰკითხავთ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ შემდეგ

პროექტებში.

• გააანალიზოთ ყველა დაუგეგმავი ხარჯი, რაც უსინათლო და მცირემხედველი

მონაწილეების ჩართულობას უკავშირდებოდა და, შესაბამისად, ეს ინფორმაცია

შემდეგი პროექტებისთვის გაითვალისწინოთ.

• გააანალიზოთ აქტივობის განხორციელების დროს წარმოჩენილი მნიშვნელოვანი

გამოწვევები. შესაძლებელია თქვენი მომავალი პროექტი სწორედ მათ საპასუხოდ

დაიგეგმოს.

აქტივობის მოკლე ანგარიში აუცილებლად გაუზიარეთ მონაწილეებს და იმაზე ფიქრი

დაიწყეთ, თუ როგორ შეგიძლიათ არსებული ადამიანური რესურსი (გაძლიერებული

მონაწილეები) შერეული შესაძლებლობის შემდეგი პროექტების ორგანიზებისთვის

გამოიყენოთ.

ორგანიზაციული განვითარება - როგორ შეიძლება ინკლუზიური მიდგომების ორგანიზაციის გრძელვადიან სტრატეგიაში ასახვა

ზოგჯერ ხდება, რომ თქვენ მიერ განხორციელებული შერეული შესაძლებლობის

პროექტი ერთჯერადი ინიციატივა აღმოჩნდება ხოლმე; ზოგჯერ შერეული

Page 88: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

88

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

შესაძლებლობის პროექტების განხორციელების ინტერესი მხოლოდ ინდივიდებს აქვთ

და არა ორგანიზაციებს. შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების

აქტივობების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, ორგანიზაციები დაინტერესებული

იყვნენ, ჩამოიყალიბონ ხედვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების

თავიანთ აქტივობებში არა მხოლოდ ერთჯერად, არამედ გრძელვადიან, მეინსტრიმულ

ჩართულობას შეუწყონ ხელი.

თქვენ, როგორც შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების

ორგანიზატორს, შესაძლებლობა გაქვთ, ორგანიზაციების ინკლუზიური ხედვა უფრო

მეტად სტაბილური და მდგრადი გახადოთ. ამისთვის:

• ესაუბრეთ ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს იმ დადებით შედეგებზე,

რაც შერეული შესაძლებლობის პროექტების განხორციელებას მოაქვს. დაუსახელეთ

კონკრეტული მაგალითები და ფაქტები.

• შეეცადეთ, დაიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ თქვენმა ორგანიზაციამ ინკლუზიურობის

სტრატეგია შეიმუშაოს. ხშირად ორგანიზაციებმა არ იციან, როგორ გაზარდონ

ინკლუზიურობა. ამისთვის სტრატეგიის დოკუმენტის ან სამოქმედო გეგმის

შემუშავება ეფექტიანი საშუალებაა. იყავით ინიციატორები, თქვენს ორგანიზაციაში

შეიქმნას მსგავსი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ტიპის დოკუმენტის შექმნაზე

იმუშავებს. თუ ექსპერტული დახმარება გჭირდებათ, სამუშაო ჯგუფში მოიწვიეთ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან შეზღუდული შესაძლებლობის

საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.

• შეეცადეთ, ხელი შეუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობას

არა მხოლოდ მონაწილის როლში, არამედ ორგანიზატორის/ლიდერის ფუნქციითაც.

ამ ტიპის ჩართულობა ორგანიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ხარისხიან

მონაწილეობაზე დაფუძნებული ინკლუზიური გარემო განავითაროს.

შერეული შესაძლებლობის პროექტები გადამდებია - როგორ შთავაგონოთ სხვები და

მიღწეული შედეგები კი საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ

არაფორმალურ განათლებაში აქტიურად ჩართულ ძალიან ბევრ ადამიანს ძნელად

წარმოუდგენია, როგორაა შესაძლებელი არაფორმალური განათლების აქტივობებში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე მონაწილეების ერთობლივი ჩართულობა.

თუ არ გამოსცადე, წარმოდგენა, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა ჩვენ ირგვლივ არიან

პროფესიონალები, რომლებიც კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას შესაძლოა უბრალოდ

ვერ ბედავენ. ზოგს შეიძლება თავდაჯერება აკლია, ზოგი სტერეოტიპულად აზროვნებს

და ინკლუზიის არ სჯერა, ზოგსაც კი ჰგონია, რომ ეს უკანასკნელი უამრავი ენერგიის

Page 89: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

89

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

ხარჯვას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც თავად დარწმუნდებით, რომ შერეული შესაძლებლობის პროექტების

ორგანიზება შესაძლებელია, დროა თქვენი კოლეგებიც და არაფორმალურ განათლებაში

ჩართული მოხალისეებიც შთააგონოთ, რომ თავიანთი აქტივობების ინკლუზიურობის

წახალისება მათაც სცადონ.

შეგიძლიათ, მაგალითად:

• მოაწყოთ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც კოლეგებს სხვადასხვა კარგი

პრაქტიკის მაგალითებზე ესაუბრებით.

• შერეული შესაძლებლობის პროექტების ორგანიზებით დაინტერესებულ პირებს

შეზღუდული შესაძლებლობის, ინკლუზიისა და შერეული შესაძლებლობის

პროექტების შესახებ სხვადასხვა საკითხავი და საილუსტრაციო მასალა გაუზიაროთ.

• თავად უზრუნველყოთ სხვადასხვა საინფორმაციო მასალისა და დამხმარე

სახელმძღვანელოების მომზადება-გამოცემა, რომელთაც ბევრი დამწყები

სიამოვნებით გამოიყენებს.

ამ პროცესში გქონდეთ სურვილი, მოტივაცია და ენთუზიაზმი, საზოგადოებაში

უსინათლო, მცირემხედველი და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირების ნამდვილ ინკლუზიას შეუწყოთ ხელი. საზოგადოებაში ინკლუზიის პროცესი კი

რატომაც არ დავიწყოთ არაფორმალური განათლებით?!

Page 90: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

90

სულხან ჩარგეიშვილი, გურანდა ჯამათაშვილი,ზაზა ადანაია

ბიბლიოგრაფია1. Buldioski, G., Grimaldi, C., Mitter, S., Titley, G., & Wagner, G. (2002). Training

Essentials. Strasbourg: Council of Europe publishing.

2. Cohen, J., Mondor, C., & Trabucco, S. (2009). Adapting Existing Non-Formal Education

Techniques to Confort to Universal Design. CSIRO Education .

3. Geudens, T. (No Barriers No Borders). 2006. Brussels: SALTO Inclusion Resource

Center.

4. McGivney, V., & Murray, F. (1991). Adult Education in Development. Methods and

approaches from changing societies. Leicester: NIACE.

5. Michael Ardito, J. R. (2007). A Catalog of Physical Activities for Visually Impaired

Youth. WPI.

6. Porcaro, G. (2013). Quality Assurance of Non-Formal Education Manual: A Framework

for Youth Organisations. Brussels: European Youth Forum.

7. Smith, M. K. (2001). What is Non-formal education?

8. Team, C. o. (2012). COMPASS - the manual on human rights education with young

people. Strasbourg: Council of Europe, Youth Department.

9. შაღაშვილი, მ. (2015). ტრენერთა სახელმძღვანელო “შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის და დამოუკიდებელი ცხოვრების

ხელშეწყობა”. თბილისი: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

2006

დამატებითი რესურსები

http://www.who.org

http://www.salto-youth.net/inclusion/forall/toolbox

https://www.salto-youth.net/rc/inclusion/inclusionresources/inclusiongroups/

inclusiondisability/

Page 91: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3

91

უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზია არაფორმალური განათლების აქტივობებში

გზამკვლევი იბეჭდება მცირე ტირაჟით.

ელექტრონული ვერსიის მისაღებად, დაგვიკავშირდით:

ა.ა.ი.პ „მარიანი”

ელ.-ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: http://www.facebook.com/NGOMariani

Page 92: გზამკვლევი ტრენერების და ორგანიზატორებისთვისdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/189838/1/UsinatloDaMciremxedveliPirebisInkluziaAra...3