აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია...

49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა და თეზისები 27-28 Tebervali 2017 weli

Transcript of აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია...

Page 1: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

აკადემიკოს ა კ ა კ ი შ ა ნ ი ძ ი სდაბადებიდან130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის

პროგრამა და თეზისები

27-28 Tebervali2017 weli

Page 2: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

საიუბილეო ღონისძიებების პროგრამა

27 თებერვალი

10.00.10.30 - აკადემიკოს აკაკი შანიძის საფლავის ყვავილებით შემკობა(თსუ პანთეონი)

10.30-11.00 - ფოტოგამოფენის „აკაკი შანიძე - 130“ გახსნა (თსუ, საგამოფენოდარბაზი, I კორპუსი, III სართული)

11.00-18.00 - აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნი-ლი სამეცნიერო კონფერენცია (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 107)

10.30 - 10.55 - კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია (თსუ, I კორპუსი,აუდიტორია N 107)

11.00 - კონფერენციის გახსნა და მისალმებები11.30-13.00 - კონფერენციის I სხდომა13.00-13.30 - აკაკი შანიძის ნაშრომების გამოფენის გახსნა (თსუ ბიბლიოთე-

კა, სამკითხველო დარბაზი, I კორპუსი)13.30-14.30 - შესვენება14.30- 17.00 - კონფერენციის II სხდომა

28 თებერვალი

აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილისამეცნიერო კონფერენცია

(თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)

10.00- 12.00 - III სხდომა (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)12.00-12.30 - შესვენება12.30-14.30 - IV სხდომა (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)14.30-15.00 - შესვენება15.00 – 17.00 - V სხდომა (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)

Page 3: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

2

კონფერენციის პროგრამა

27 თებერვალი(თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 107)

11.00 – 11.30 - კონფერენციის გახსნა და მისალმებები11.30-13.00 - I სხდომა

(სხდომის თავმჯდომარე - პროფ. დარეჯან თვალთვაძე)

1. თამაზ გამყრელიძე (თსუ) - აკაკი შანიძე – ახალი ქართული ენათმეც-ნიერების ფუძემდებელი

2. მზექალა შანიძე (თსუ) - შენიშვნები ოშკის ბიბლიის შესახებ3. სალომე ომიაძე (თსუ) - „მცირით დაწყებული დიდი საქმე“ - დისერ-

ტანტ აკაკი შანიძის შესავალი სიტყვა4. ქეთევან ასათიანი (საქართველოს ეროვნული არქივი) - ნაცნობი და

უცნობი აკაკი შანიძე (მეცნიერის პირადი არქივი)5. დარეჯან თვალთვაძე (თსუ) - „აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკა

და ტექსტკორპუსი“ - პროექტის კონცეფცია და განხორციელების გზები6. მანანა თანდაშვილი (გოეთეს უნივერსიტეტი) - აკაკი შანიძის კვლევი-

თი კონცეპტიდან დიგიტალურ ქართველოლოგიამდე

14.30 - 17.00 - II სხდომა(სხდომის თავმჯდომარე - პროფ. რამაზ ქურდაძე)

1. ზურაბ ჭუმბურიძე (თსუ) - სიტყვა იუბილე ქართულში2. დამანა მელიქიშვილი (თსუ) - სამი დიათეზისა და სამი სერიის

ურთიერთმიმართებისათვის3. მარიკა ჯიქია (თსუ) - თებერვლის 26-ს ვამჯობინეთ 26 თებერვალი4. რამაზ ქურდაძე (თსუ) - სხვათა სიტყვის (-მეთქი, -თქო, ო) ნაწილა-

კების შემცველი მეტყველების აქტი ევიდენციალობის თვალსაზრისით5. ნანა ლოლაძე (ენათმეცნიერების ინსტიტუტი) - აგებულების მიხედვით

ზმნათა შენაცვლება ტიპოლოგიურ კონტექსტში6. მაია ლომია (თსუ) - მეგრული გაშაირების ტექსტის ექსტრალინგვის-

ტური და ლინგვისტური მახასიათებლები7. ქეთევან მარგიანი (თსუ) - სვანური ენის კოდორული მეტყველების

ერთი სპეციფიკური მოვლენისათვის8. მარინე ივანიშვილი (თსუ) - ქართულ ენათმეცნიერებაში სტრუქტურა-

ლიზმის განვითარების სათავეებთან: აკაკი შანიძე

Page 4: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

3

28 თებერვალი (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)10.0- 12.00 - III სხდომა

(სხდომის თავმჯდომარე - ასოც. პროფ. რუსუდან ზექალაშვილი)

1. ნინო დობორჯგინიძე (ილიაუნი) - სალიტერატურო პროცესების კონ-ცეპტუალიზაციისთვის ძველ ქართულ ტრადიციაში

2. კარინა ვამლინგი (მალმოს უნივერსიტეტი), მაკა თეთრაძე (თსუ) - ჰანსფოგტის ქართველოლოგიური კვლევის დასაწყისი და აკაკი შანიძე

3. რუსუდან ზექალაშვილი (თსუ) - კოლოკაციათა სახეები და ფუნქციაორენოვან თარგმნითს ლექსიკონებში

4. ნინო შარაშენიძე (თსუ) - გრამატიკალიზაცია ქართულში5. მარინე ბერიძე (ენათმეცნიერების ინსტიტუტი) - ქართული სამეცნი-

ერო მეტაენის კორპუსი - სამეცნიერო და სასწავლო პოტენციალი6. ლიანა ლორთქიფანიძე (თსუ) - ქართული ენის ლექსიკური სისტემა

GEWORDNET თესაურუსში7. ლია ქაროსანიძე (ენათმეცნიერების ინსტიტუტი) - ანტიკურ-ბიზანტი-

ური თეორიები ბრუნვათა შესახებ და მათი კვალი ქართულში8. ციური ახვლედიანი, ქეთევან გაბუნია (თსუ) - ფრანგულ პარემიო-

ლოგიურ ერთეულთა სემანტიკური სპეციფიკა

28 თებერვალი (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)12.30-14.30 - IV სხდომა

(სხდომის თავმჯდომარე - ასოც. პროფ. მაია ლომია)

1. ნუგზარ პაპუაშვილი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) - აკაკი შანიძისრეკომენდაცია არნოლდ ჩიქობავას

2. ნინო ჭუმბურიძე, მარიამ კიკონიშვილი (ენათმეცნიერების ინსტიტუ-ტი) - დიმინუტიური ფორმები მხატვრულ ლიტერატურაში

3. მერი ნიკოლაიშვილი (თსუ) - პერფექტული სემანტიკის ზმნებისა დამესამე სერიის ფორმათა საკითხისათვის ქართულში

4. როზეტა გუჯეჯიანი (თსუ) - მერი გუჯეჯიანის ეთნოგრაფიული მემ-კვიდრეობა

5. ნარგიზ ახვლედიანი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი) - ტოპონიმ„კაპანდიბი“-ს განმარტებისათვის

6. ნინო ხახიაშვილი (ენათმეცნიერების ინსტიტუტი) - სიტყვა ცა დამასთან დაკავშირებული სიტყვა-თქმანი

7. ნიკო ოთინაშვილი (გორის უნივერსიტეტი) - სოფელ ცხავატის ონომას-ტიკური მასალები

Page 5: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

4

8. იგორ კეკელია (ქუთაისის უნივერსიტეტი) - ძიებანი აფხაზეთის ტოპო-ნიმიიდან (ბაბუშარა, კინდღი, შხურღაჭი, ჩეგემი)

9. გიორგი ყუფარაძე, ციური ახვლედიანი (თსუ) - კონცეპტი „ინვექტივი“ფრანგულ და ინგლისურ პარემიებში

28 თებერვალი (თსუ, I კორპუსი, აუდიტორია N 206)15.00 – 17.00 - V სხდომა

(სხდომის თავმჯდომარე - ასოც. პროფესორი ქეთევან მარგიანი)

სტუდენტური სექცია

1. მარიამ აბესაძე (თსუ) - უქონლობისა და უარყოფითნაწილაკიან ფორ-მათა მოდელები და სემანტიკური ანალიზი (სალიტერატურო ქართუ-ლისა და დიალექტების მიხედვით)

2. გიორგი ჯღარკავა (თსუ) - ზოგიერთი ენობრივი საკითხის ანალიზილაზურ ანდაზებში

3. ელენე ლურსმანაშვილი (თსუ) - „არ“ ნაწილაკის სტილური დანიშნუ-ლების კონკრეტული შემთხვევა „ვეფხისტყაოსანში“

4. ნინო აბესაძე (თსუ) - „უტოპიური ანბანის“ შექმნის იდეა და მისი გან-ვითარების გზა

5. სალომე გეგეჭკორი (თსუ) - ვა- „არ“ ნაწილაკის დაწერილობისა დაფუნქციის საკითხი მეგრულში

6. სალომე სუხიაშვილი (თსუ) - საიქიო და მისი ბინადრები ქართულზეპირსიტყვიერებაში

7. სოფია შამუგია (თსუ) - ნატვრითობის გამოხატვა მეგრულში და სა-მეტყველო კოდების შერევის საკითხი

8. სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიცია ლაზეთსა და სვანეთში (ანგარიში)სოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა, სოფიო ბერულავა,სალომე გეგეჭკორი, მარიამ მამფორია, ნინო ყოჩიშვილი (ხელ-მძღვანელი ასოც. პროფ. მაია ლომია);გიორგი ჯღარკავა, მარიამ აბესაძე, ნათია ბოტკოველი, ელენე ლურ-სმანაშვილი, ლიკა შონია, მზისადარ ჯოჯუა (ხელმძღვანელი ასოც.პროფ. ქეთევან მარგიანი)

Page 6: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

5

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა თ ა თ ე ზ ი ს ე ბ ი

ქეთევან ასათიანისაქართველოს ეროვნული არქივი

ნაცნობი და უცნობი აკაკი შანიძე (მეცნიერის პირადი არქივი)

მოხსენებაში განხილული იქნება აკაკი შანიძის პირადი არქივის ცალკე-ული ნაწილები, მის მიერ მიკვლეული, სამეცნიერო საზოგადოებისთვისსრულიად უცნობი ძველი ხელნაწერები (დღემდე მეცნიერის პირად არქივშიდაცული), მოგონებები და დღიურები, რომელთაც დიდი სამეცნიერო ღირე-ბულება აქვთ და ასევე მნიშვნელოვანია აკაკი შანიძის პიროვნების განსხვა-ვებული რაკურსით დასანახად.

ნარგიზ ახვლედიანიბსუ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ტოპონიმ „კაპანდიბი“-ს განმარტებისათვის

კაპანდიბი სოფელია ხელვაჩაურის რაიონში. ადგილობრივი ინფორმა-ტორების - ლევან გორგოშაძისა და მისი მეუღლის ნაზი აბაშიძის ზეპირი ინ-ფორმაციით, აქ ადრე დუქნები, სასტუმრო, პურის საცხობი, სავაჭრო ცენტრი. . . ყოფილა. თურქეთიდან ნავებით მოჰქონდათ თურმე ყველაფერი: ზეთის-ხილი, ყურძენი, სამშენებლო მასალები, სურსათი. ამ ადგილას (კაპანდიბში)შორი სავაჭრო გზიდან მოსულებს დაასვენებდნენ, ცხენებს ნალებს შეუც-ვლიდნენ. აქ ადრე ბორანი ყოფილა, სადაც ნავები შემოდიოდნენ. თედო სა-ხოკია მიუთითებს, თუ როგორ ათევდნენ ღამეს და აგრძელებდნენ გზას შო-რი გზიდან მოსულები. კაპანდიბი ბუნებრივი ნავმისადგომი ყოფილა. აქ,როგორც ჩანს, ადგილობრივ მკვიდრთ ასე შემოჰქონდათ სამშენებლო მასა-ლები. 1934 წლამდე კაპანდიბი სასოფლო საბჭო იყო, მერე ხელვაჩაურის რა-იონის შემადგენლობაში შევიდა. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია ოქროს ფირფი-ტები და ვერცხლის მუზარადი. 2012 წლის 12 ივნისს კირნათში, ე. წ.„ინტერნატის“ ტერიტორიის მიმდებარედ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმაიპოვეს ნავი (4 მეტრი სიგრძის) კარგ მდგომარეობაში, რომელიც ბათუმისარქეოლოგიურ მუზეუმში გადაიტანეს. ამბობდნენ, ამ ნავით კირნათიდან

Page 7: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

6

კაპანდიბამდე გადაადგილდებოდნენ ხოლმე მენავეები (ინფორმატორი მინ-დია ცინცაძე).

კაპანი - სულხან-საბასთან ასეა განმარტებული: ქვა ღოჯი (საბა 1991:351). ღოჯი - დიდი კბილი პილოსა და მისთანა (საბა 1993: 255). კაპანი-სა-გან არაერთი ადგილისა თუ სოფლის სახელია ნაწარმოები აჭარაში. ასე მა-გალითად: კაპნისთავი-სოფელი აჭარისწყლის სასოფლო საბჭოში, კაპანდი-ბი-სოფელია ხელვაჩაურის სასოფლო საბჭოში (სიხარულიძე 1958:145), კა-პანი-სათესი ქედის რაიონში, სოფელი ასამბაძჲები (იქვე:60)... რაც შეეხება„კაპანდიბი“-ს ეტიმოლოგიას, იგი რთული სიტყვა ჩანს, რომელიც შედგება„კაპანი“-ისა და „დიბი“-საგან. კოპოზიტის მეორე ნაწილი „დიბი“/დიბაჲშ. ნიჟარაძესთან განმარტებულია, როგორც თამბაქოს მცენარის ძირა ფოთ-ლები; მისგან დაბალი ხარისხის თამბაქო მზადდება. „დიბა“ სულხან-საბასთან ჰქვია „დებაგს“, რაც ნაქსოვს ნიშნავს (საბა 1991:214). ძველქართულში გვაქვს სიტყვა „დება“, რომელიც სულხან-საბასთან ასეაგანმარტებული: „დება“- მდებარეობა(ჲ) არს ქონება დადების, ვითარ იგისხეული იდვის, ანუ მიყრდნობით, ანუ ჯდომით, ანუ დგომით (საბა1991:213). კაპანდიბში ჩვენი ინფორმატორის, ლევან გორგოშაძის, საკარ-მიდამოში თავად ვიხილეთ მიწაში ჩაფლული უზარმაზარი ქვები;სავარაუდოდ, ეს ის ადგილებია, სადაც ბუნებრივი ნავმისადგომი უნდაყოფილიყო. აქ დღესაც მთელს ზოლზეა მიწაში ჩაფლული დიდი ქვები.ამდენად, კაპანდიბის ეტიმოლოგია, შესაძლოა, ასე განიმარტოს: დიდიქვებით შემოსაზღვრული, შემოფენილი მოსასვენებელი ადგილი, რომელიცდანიშნულების ბოლო პუნქტს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, „კაპანდიბი“ბუნებრივ-გეოგრაფიული დანიშნულების ტოპონიმთა რიგში უნდაგანვიხილოთ.

ციური ახვლედიანი, ქეთევან გაბუნიაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფრანგულ პარემიოლოგიურ ერთეულთა სემანტიკური სპეციფიკა

ფრანგული პარემიოლოგიური ერთეულების სემანტიკური თავისებურე-ბების განხილვისას აღსანიშნავია, რომ მრავალი პარემიისათვის ჩვეულია სე-მანტიკური გარდაქმნის ფორმის შერწყმა მეტაფორულ, იშვიათად კი – მეტო-ნიმიურ გადააზრებასთან. მეტაფორული გადააზრება წარმოადგენს რა ფრან-

Page 8: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

7

გული ენის ანდაზური ფონდის გამდიდრების მნიშვნელოვან წყაროს, გამოი-ხატება მნიშვნელობის გადატანით, რომელიც ეფუძნება ორი საგნის ან ორიმოვლენის მსგავსებას. მეტონიმიური გადააზრება, მეტაფორულთან შედარე-ბით, ნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ წარმოადგენს სემანტიკური გარ-დაქმნის საკმაოდ პროდუქტიულ ფორმას. იგი გამოიხატება ისეთი მნიშვნე-ლობის გადატანით, რომელიც ეფუძნება არა მსგავსებას, არამედ საგნების,მოვლენებისა და ცნებების მომიჯნავეობას, ასოციაციურობას.

ფრანგული ანდაზები და თქმები ქმნიან თემატურ ჯგუფთა და სინონი-მურ რიგთა მნიშვნელოვან რაოდენობას. ლოგიკურია, პარემიოლოგიურ ერ-თეულთა სემანტიკური კლასიფიკაცია წარმოვადგინოთ ასეთი სახით: I. მონ-დომების აუცილებლობა; II. მოვლენის თანადროულობა; III. დამსახურები-სადმი მიზღვა; IV. შეგუების აუცილებლობა; V. გულგრილობა სხვისი უბე-დურების მიმართ; VI. მიმდინარე უბედურებათა ციკლურობა; VII. მსგავსიმიისწრაფვის მსგავსისაკენ, ანუ სულიერი ნათესაობა; VIII. კოლექტივიზმისსულის გაგება; IX. უკეთესის იმედი; X. ფატალიზმი; XI. გარეგნობა მაცდუ-რია; XII. მცირედით დაკმაყოფილება; XIII. სრულყოფილების მიღწევა შრო-მით; XIV. პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე; XV. შვილები მემკვიდრე-ობით იღებენ მშობლების ხასიათს.

ფრანგულ ანდაზებსა და თქმებს გააჩნია მრავალი თავისებურება. მათშიუფრო ხშირად გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი, ვიდრე განუსაზღვრე-ლი. ერთეული საგნის მისათითებლად, ანდაზები და თქმები იყენებენ ერთ-ერთ თავიანთ ძირითად ფუნქციას – რიცხობრიობის ფუნქციას. ზოგჯერგვხვდება არტიკლის გამოტოვების შემთხვევები, რაც აიხსნება ან გრამატი-კული წესებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია ენის ევოლუციის მანძილზე,ან იმ მიზეზით, რომ ზოგიერთი ანდაზა და თქმა ენაში გაჩნდა გაცილებითადრე, ვიდრე არტიკლი, როგორც დეტერმინაციის გრამატიკული კატეგო-რია. პარემიები იხმარება როგორც აწმყო დროში, ასევე მომავალ დროშიცროგორც თხრობით, ასევე ბრძანებით და პირობით კილოებშიც.

სინტაქსურ პლანში, წინადადების მთავარი წევრები ანდაზებში წარ-მოდგენილნი არიან არსებითი სახელებით, რიგობითი რიცხვითი სახელე-ბით, ან არსებითი სახელის მნიშვნელობის მქონე განუსაზღვრელი ნაცვალ-სახელებით; მარტივი ან შედგენილი ზმნით; თვით პარემიები კი წარმოდგე-ნილნი არიან თხრობითი, ძახითი ან წამქეზებელი წინადადებების სახით.

სემანტიკური თვალსაზრისით, პარემიოლოგიური ერთეულები უფრომეტად მეტაფორულნი არიან, ვიდრე მეტონიმიურნი. ანდაზებისა და თქმე-

Page 9: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

8

ბის ფორმირების ძირითადი წყარო თვით ცხოვრებაა და ამიტომაც ისინი და-კავშირებულნი არიან ადამიანთა ცხოვრების მრავალფეროვან მხარეებთან.პარემიები, თავიანთი თემატური ჯგუფებით, ასახავენ ხალხის გამოცდილე-ბასა და სიბრძნეს.

მარინე ბერიძეთსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი - სამეცნიეროდასასწავლო პოტენციალი

პროექტი „ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი“ გულისხმობსქართული სამეცნიერო დისკურსის კორპუსული დოკუმენტირებისა დაკვლევის ინსტრუმენტის შექმნას. შექმნილია რთული არქიტექტურისპლატფორმა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტექსტურ კორპუსს, ტიპურისაძიებო სისტემით, არამედ ტექსტების ბიბლიოთეკას და სამენოვანგლოსარიუმს. კორპუსი იძლევა დარგობრივი ტერმინოლოგიის მრავალ-მხრივი ლინგვისტური კვლევისა და ლექსიკოგრაფირების შესაძლებლობას.

კორპუსის მართვის სისტემა (კორპუსის მენეჯერი) ითვალისწინებს ყვე-ლა სამეცნიერო დარგის (ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო) სამეცნიე-რო ტექსტების კორპუსული დამუშავების შესაძლებლობას.

მეტამონაცემების მართვის ბლოკი ისეა სტრუქტურირებული, შესაძლე-ბელია, ერთი და იმავე ავტორის სხვადასხვა დარგში შესრულებული ნაშრომე-ბის დეტალური აღწერა. ნაშრომები აღიწერება ქრონოლოგიური, ენობრივი,ჟანრობრივი და სხვა მახასიათებლებით.

ინფორმაციის წარმოდგენა კორპუსში ხდება ე.წ. სტრიქონული კონტექ-სტით, თუმცა ახალ ვერსიაში იგეგმება KWIC (საკვანძო სიტყვა კონტექსტში)ტიპის კონკორდანსის მიწოდებაც.

კორპუსში ამოქმედდა მორფო-სინტაქსური ანოტირების რედაქტორი,რომელიც არსებული ანალიზის ტესტირებისა და ახალი მარკერების დამატე-ბის სწრაფ და ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ამჟამად კორპუსი მზადაა ნებისმიერი დარგის სამეცნიერო ტექსტებისმისაღებად დასამუშავებლად. ყველა ახალი სუბკორპუსის მომზადება ცალ-კე მეცნიერული ამოცანაა. მასში შესაძლოა ჩაებას უმაღლესი სკოლის ყველარგოლი.

Page 10: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

9

სამუშაოთა ციკლი, რომელიც უმაღლესი სკოლის სხვადასხვა საფე-ხურზე შეიძლება განხორციელდეს, როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი,ასეთია:

1. ტექსტური კოლექციის მომზადება (ციფრული ფორმატის ტექსტე-ბის შეგროვება, ტექსტოლოგიური და სარედაქციო პრობლემების გადაწყვე-ტა, საბიბლიოთეკო ფაილების მომზადება (PDF), კორპუსში ასატვირთი ფა-ილების უნიფიცირება (გრაფემული, სტრუქტურული, ორთოგრაფიული,შინაარსობლივი....), TXT ფაილების მომზადება.

2. ტერმინთა გლოსარიუმის მომზადება, მრავალენოვანი გლოსარიუ-მის განვითარება (ენების დამატება, ახალი ტერმინების თარგმნა)

3. ლინგვისტური ანალიზის სრულყოფა: ახალი სიტყვების ანალიზი,არსებული ანალიზის ტესტირება, ომონიმიის დაძლევა.

ამ სამუშაოებში ეფექტურად შეიძლება სხვადასხვა სასწავლო საფეხუ-რის სტუდენტების ჩართვა. განსაკუთრებით წარმატებული და პერსპექტი-ული იქნება – ლინგვისტური და კომპიუტერული მეცნიერებების წარმო-მადგენელთა თანამშრომლობა.

ამჟამად სამეცნიერო მეტაენის კორპუსში ინტეგრირებულია ბესარიონჯორბენაძის ნაშრომების სუბკორპუსი; მიმდინარეობს არნოლდ ჩიქობავასნაშრომების უნიფიცირება, დაწყებულია აკაკი ბაქრაძის ნაშრომების ტექ-სტური კოლექციის მობილიზება. გვაქვს წარმატებული ავანპროექტებისხვადასხვა დარგის კორპუსების გამოქვეყნებაზეც.

თამაზ გამყრელიძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი შანიძე – ახალი ქართული ენათმეცნიერებისფუძემდებელი

ქართული მეცნიერების ისტორიაში აკაკი შანიძე განსაკუთრებულმოვლენას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას პეტერბურგის უნი-ვერსიტეტში კლასიკური თეორიულ-ლინგვისტური მომზადება არ გაუვ-ლია (იგი უფრო როგორც ფართო პროფილის ფილოლოგოსი გადიოდამომზადებას, ვიდრე საკუთრივ ლინგვისტ-თეორეტიკოსი), აკაკი შანიძე,მის მიერ შექმნილი ქართული გრამატიკული სისტემის წყალობით, ენათ-მეცნიერებაში, ფაქტობრივად, იმ თეორიულ-ლინგვისტური მიმდინარეო-

Page 11: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

10

ბის წინამორბედი აღმოჩნდა, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორცსტრუქტურულ-ფუნქციური; მიუხედავად იმისა, რომ აკაკი შანიძეს არ მო-უცია თავისი ლინგვისტური კონცეფციისა და მეთოდოლოგიის მთლიანიფორმულირება, ენისადმი (ამ შემთხვევაში ქართული ენისადმი) მთელითავისი მეცნიერული მიდგომითა და ენობრივი ანალიზის გამოყენებულიხერხებისა და მეთოდების მიხედვით, აკაკი შანიძის ლინგვისტური თეო-რია უნდა განვიხილოთ, როგორც სტრუქტურულ-ფუნქციური და ენათმეც-ნიერების ისტორიაში იგი იმ მიმდინარეობებს შევადაროთ, რომლებიც შემ-დგომ ფერდინანდ დე სოსიურის სინქრონიული თეორიისა და პრაღის საე-ნათმეცნიერო სკოლის სტრუქტურალიზმის სახით ჩამოყალიბდა.

როზეტა გუჯეჯიანიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მერი გუჯეჯიანის ეთნოგრაფიულიმემკვიდრეობა

მერი გუჯეჯიანი იყო ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. მას დიდი წვლი-ლი მიუძღვის სვანეთის ეთნოგრაფიისა და სვანური მეტყველების შესწავ-ლის საქმეში.

მერი გუჯეჯიანს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო წერი-ლი, ექსპედიციათა ანგარიშები და სვანური ლექსებისა თუ ლეგენდა-გად-მოცემების არაერთი ნიმუში. მან საფუძვლიანად იცოდა სვანურის ყველაკილო.

განსაკუთრებულია მისი დამსახურება „სვანური პოეზიის“ (ტფ., 1939)შედგენასა და სვანური ლექსებისა და სიმღერების ტექსტების სტანდარ-ტულ ქართულ ენაზე გადმოტანაში. წიგნში შეტანილია უშუალოდ მერიგუჯეჯიანის მიერ ჩაწერილი 30-მდე ლექსი (/სიმღერა).

თვალსაჩინოა მერი გუჯეჯიანის წვლილი 1939 წელსვე გამოქ-ვეყნებულ „სვანური პროზაული ტექსტების“ პირველი ტომშიც, რომელშიცსვანური მეტყველების ბალსზემოური კილოს ნიმუშებია წარმოდგენილი.აგრეთვე, მერი გუჯეჯიანის მიერ შეკრებილი მასალები, შესულია 1978წელს გამოცემულ კრებულში „სვანური ენის ქრესტომათია“ (ნომრებით184-190).

მნიშვნელოვან და სრულიად უცნობ ეთნოგრაფიულ მასალას გვაწ-ვდის მერი გუჯეჯიანი 1939 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „საანგარიშო

Page 12: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

11

მოხსენება აფხაზეთის სვანეთში (დალში) მივლინების შესახებ (22.X-10.XI.1938)“. სტატიის მცირე მოცულობის მიუხედავად, იგი მეტად ინფორ-მაციულია. ავტორი გვაცნობს ექსპედიციის მიზანს: „დალის ხეობაში სვა-ნური მეტროლოგიური, ანუ საზომ-საწყავ-საფასურის მასალების შეკრება-შესწავლა და ჩემ მიერ თავმოყრილი ცნობების შემოწმება“. წერილშიმოთხრობილია დალის მხარის გეოგრაფიისა, ეთნოკულტურული პროცე-სებისა და კულტურულ-სამეურნეო მახასიათებლების შესახებ, აღწერილიამარშრუტი, საკვლევი სოფლები და უბნები. მისი კვლევის შედეგები:„1. სივრცის საზომები, 2. ნართის საზომები, 3. მცენარეულობის, სახელ-დობრ: მარცვლეულის და მასთან ერთად საზიდი საზომები, 4. სითხისსაწყავები, 5. საჭმლისა, 6. დროის საზომები, 7. გამომცხვარი პურის სახე-ლები. მიმოხილულია სისხლის საფასურის - „წორ“-ის მატერიალურიანაზღაურების (თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ - საპროცესოგარიგების) შესატყვისები სვანეთის თემების მიხედვით.

მეცნიერთაგან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი მერიგუჯეჯიანის საარქივო მასალა. მისი არქივის ნაწილი დაცულია ივანეჯავახიშვილის ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაცულია ორი შეკვრამერი გუჯეჯიანის „სვანური მასალებისა“, პირველი მოიცავს 52 ხელნაწერგვერდს და დათარიღებულია 1940 წლით, ხოლო მეორე 146 გვერდია დადათარიღებულია 1946 წლით.

არქივი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სვანეთის ტრადიციულიყოფისა და კულტურის შესახებ: საგვარეულო ისტორიები, ლეგენდები, სა-ისტორიო გადმოცემები და სხვ.; მიმდინარეობს ამ მასალის ციფრულ ფორ-მატში გადაყვანა და იგეგმება მისი გამოცემა.

ნინო დობორჯგინიძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სალიტერატუროპროცესების კონცეპტუალიზაციისთვისძველ ქართულტრადიციაში

ძველი ქართული ენისა თუ ლიტერატურის განვითარების კანონზო-მიერებათა შესწავლამ, მათი ქრონოლოგიური და ჟანრობრივ-სტილურითავისებურებების კვლევამ პირველად აკაკი შანიძის, ივანე ჯავახიშვილისადა კორნელი კეკელიძის ფუნდამენტურ ნაშრომებში მიიღო სამეცნიეროსისტემატიკის სახე. ეს ნაშრომები დღესაც ამოსავალ დებულებებად რჩება

Page 13: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

12

ამ ტრადიციის მრავალმხრივი პრობლემატიკის კვლევაში. ამასთანავე, სწო-რედ ისინი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, ახალი მეთოდოლოგი-ური პერსპექტივებიდან ვიკვლიოთ ეს მართლაც უმდიდრესი ენობრივ-ლიტერატურული მემკვიდრეობა.

ამ პოზიციიდან თუ შევხედავთ ძველი ქართული სამწერლობო ენისისტორიას, აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს სხვა ენებთან ერთად, მი-სი განვითარების ძირითად კანონზომიერებებს სამართლიანად აკავშირე-ბენ, მეტიც, აიგივებენ მთარგმნელობითი საქმიანობის ისტორიასთან(Keipert, Sprachgeschichte als Übersetzungsgeschichte, 1982). სწორედ ამ ტრა-დიციის სრული კომპენდიუმია კორნელი კეკელიძის უმნიშვნელოვანესიწიგნი: უცხოელი ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში (ეტიუდები, ტ.V), რომელშიც ძველი ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურა კონცეპ-ტუალიზებულია, როგორც უცხოური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი,ტექსტების ისტორიისთვის მეტად ღირებული საცავი.

კორნელი კეკელიძის ეს ამოსავალი დებულება აუცილებლად გულის-ხმობს ამ ტრადიციის შესწავლას, გააზრებას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვა-ნი პერსპექტივებიდან. პირველ ყოვლისა, იგულისხმება ქართული მთარ-გმნელობითი ტრადიციის, როგორც სალიტერატურო პროცესების დოკუ-მენტირება, შესაბამისად, მისი კონცეპტუალიზება და კვლევა; ეს უკანასკნე-ლი ამ ლიტერატურის არანაკლებ საინტერესო მხარეა უცხოელი ავტორე-ბის ქართულად არსებული რედაქციების შესწავლასა და ტექსტის ზოგადიისტორიისთვის მათი მნიშვნელობის წარმოჩენასთან ერთად. სტატიაშიძველი ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ამგვარად გააზრებისპრობლემებია განხილული.

კარინა ვამლინგი, მაკა თეთრაძემალმოს უნივერსიტეტი, თსუ დოქტორანტი

ჰანს ფოგტის ქართველოლოგიური კვლევის დასაწყისიდააკაკი შანიძე

ცნობილი ნორვეგიელი ენათმეცნიერის ჰანს ფოგტის კავკასიური ენე-ბით დაინტერესება 1920-იანი წლების ბოლოს ქართულით დაიწყო. 1932წელს მან მოიპოვა ნორვეგიის მთავრობის სტიპენდია და საქართველოშიჩამოვიდა, სადაც ქართული და სვანურის შესწავლას შეუდგა. ძველ დაახალ ქართულს მას აკაკი შანიძე ასწავლიდა, ხოლო სვანურს – ვარლამ თო-ფურია.

Page 14: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

13

ჩვენი მოხსენების მიზანია ქართულ საზოგადოებას წარვუდგინოთოსლოში 2016 წლის 27-29 აპრილს კვლევითი ვიზიტის1 ფარგლებში მოპო-ვებული საარქივო მასალის ნაწილი, რომელიც ეკუთვნის ჰანს ფოგტს დადაცულია ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სახელმწიფო არქივში.

ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო განყოფილებაში დაცულ ჰანსფოგტის არქივში, სხვა მნიშვნელოვან მასალასთან ერთად, დაცულია მისისამუშაო რვეულები თანამედროვე და ძველი ქართულისთვის. სავარაუ-დოა, ეს რვეულები ასახავდეს მის მიერ თბილისში ყოფნის დროს გაკეთე-ბულ კონსპექტებს. სამუშაო რვეულებში ფონეტიკიდან დაწყებული მორ-ფოლოგიური კატეგორიებით გათავებული განხილულია ქართული ენისთავისებურებები, გაკეთებულია დამატებითი შენიშვნები და კითხვები.როგორც ცნობილია, ჰანს ფოგტის სადისერტაციო ნაშრომი „ქართული ენისგრამატიკა“, რომელიც 1936 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოიცა, აკაკიშანიძის 1930 წლის ქართული ენის გრამატიკას ეყრდნობა. ეს რვეულები შე-იძლება საინტერესო მასალას შეიცავდეს ა. შანიძის 1930 წლის გრამატიკისადა ჰ. ფოგტის მონოგრაფიის შესადარებლად. ამიტომაც, რვეულების დაწ-ვრილებითი შესწავლა საშური საქმეა.

გარდა ამისა, მოხსენებაში წარმოვადგენთ ნორვეგიის სახელმწიფო არ-ქივში დაცულ ჰანს ფოგტის ანგარიშებს, რომლებსაც თბილისიდან 1932-1933 წწ.-ში სისტემატურად გზავნიდა ოსლოს შედარებითი კვლევების ინ-სტიტუტის დირექტორთან ფრედრიკ სტანთან. წერილებში ხშირად მოხსე-ნიებულია აკაკი შანიძე, როგორც მისი პედაგოგი.

ჰანს ფოგტის წერილებიდან ჩანს, რომ აკაკი შანიძე ხელმძღვანელობ-და მის მუშაობას საქართველოში ყოფნისას და მუდმივად რჩევებს აძლევ-და. მაგალითად, ფრედრიკ სტანისადმი 1932 წლის 29 ოქტომბრით დათა-რიღებულ წერილში ფოგტი წერს, რომ პროფესორი შანიძის დახმარებით ისდაუკავშირდა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ასწავ-ლონ ქართული და ქართულის დიალექტები. შანიძისავე რჩევით, ფოგტიმოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და კრებდა დიალექ-ტურ მასალას.

1 სამეცნიერო ვიზიტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიეროფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეო-რიები და ზოგადი ენათმეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები:1918-1950 წლები“ (№ FR/503/1-30/14) - ფარგლებში.

Page 15: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

14

რუსუდან ზექალაშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კოლოკაციათა სახეებიდა ფუნქცია ორენოვან თარგმნითსლექსიკონებში

(ქართულ-გერმანული ლექსიკონის მიხედვით)

თარგმნითი ლექსიკონების უპირველესი დანიშნულებაა ლექსიკურერთეულთა სრული გრამატიკულ-სემანტიკური და სტილისტური დახასი-ათება, რომ მომხმარებელმა შეძლოს მათი სწორი გამოყენება ზეპირ თუ წე-რით მეტყველებაში.

ორენოვანი ლექსიკონის მთავარი საშუალებაა თარგმნითი ეკვივალენ-ტების მოძებნა, მაგრამ ძალზე მცირეა ისეთი ლექსიკური ერთეულები,რომლებიც აბსოლუტურ სინონიმებად მიიჩნევა სხვადასხვა ენაში; ამიტომლექსიკოგრაფი იშველიებს დამხმარე საშუალებებს სიტყვის დეფინიციისშესავსებად და დასაზუსტებლად.

ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა კოლოკაცია - სინტაქსურად და სემან-ტიკურად მთლიანი ერთეულის ნიშნების მქონე სიტყვათშეხამება. მისი ერ-თი კომპონენტის არჩევა ხდება შინაარსის მიხედვით, მეორე კი უკვე პირ-ველზეა დამოკიდებული.

კოლოკაციების მითითება ყველაზე გავრცელებული ხერხია განმარ-ტებითს ლექსიკონებში (განსაკუთრებით, სასწავლო ლექსიკონებში). ესაასემანტიკური შეხამებულობის ჩვენება, რაც ხელს უწყობს ლექსიკურ ერთე-ულთა მნიშვნელობის დაზუსტებას.

კოლოკაციებს განარჩევენ შედგენილობისა (კომპონენტებისა) და სე-მანტიკის მიხედვით:

I. პირველ ჯგუფში ერთიანდება ზმნურ-სახელური, ატრიბუტული დაადვერბული (ზმნიზედური) კოლოკაციები (ე. ბიალეკი), ზოგჯერ გამოყო-ფენ მხოლოდ ორ ტიპს: ზმნურსა და სახელადს კოლოკაციებს. მათი კლასი-ფიკაცია ხდება ძირითადი (უცვლელი) კომპონენტის მიხედვით.

ა. ატრიბუტულ კოლოკაციებში შედის შეთანხმებულ- და მართულ-მსაზღვრელიანი შესიტყვებები: Adj+N; N(Gen)+N.

ბ. ზმნურ-სახელურ კოლოკაციათა ტიპში ზმნასთან დაკავშირებულიასუბიექტი ან ობიექტი (უთანდებულო და თანდებულიანი სახელები):V+N(Nom); V+N(Dat); V+N(Inst);

Page 16: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

15

გ. ადვერბულ კოლოკაციებში ზმნასთან დგას ზმნიზედა ან მისიფუნქციით გამოყენებული თანდებულიანი სახელი: V+N(+Post); Adv+V.

ქართულ-გერმანულ ლექსიკონში თვალში საცემია კოლოკაციათა სიმ-რავლე არსებით სახელებთან, რაც განაპირობა გერმანულ ენაში ისეთ კომ-პოზიტთა არსებობამ, რომლებსაც ქართულ ენაში სინტაგმები შეესაბამება.

დ. მუდმივკომპონენტიანი კოლოკაციები იგივე იდიომატური გამოთ-ქმებია, რომელთა კომპონენტების ჩანაცვლება არ შეიძლება.

II. კომპონენტური კლასიფიკაციის გარდა, იყენებენ კოლოკაციის ფუნ-ქციურ-სემანტიკურ ანუ შინაარსობრივ ტიპებსაც: ტრადიციულს, ექსპრე-სიულს, ოკაზიურს, ეთნოკულტურულსა და ტერმინოლოგიურს (მ. ვლა-ვაცკაია).

ქართულ-გერმანულ ლექსიკონში უპირატესობა მიენიჭა ტრადიცი-ულ, ეთნოკულტურულსა და ტერმინოლოგიურ კოლოკაციებს.

ლექსიკონში გამოყენებულია ყველა ტიპის კოლოკაცია, როგორც თარ-გმნითი ეკვივალენტების შემავსებელი საშუალება. ხშირად ასეთი კოლოკა-ციები ასახავს ლექსიკურ ერთეულთა სისტემურ მიმართებას, ტაქსონომი-ურ დამოკიდებულებას. ჰიპერონიმებთან ჰიპონიმთა დასახელება ავსებსდა აზუსტებს სალექსიკონო ერთეულის, ლემის, სემანტიკას. ასეთკოლოკაციათა ნაწილი ტერმინოლოგიური შესიტყვებაა.

მაგ., სიტყვა აბრეშუმ-თან დასახელებულია კოლოკაციები: ხელოვ-ნური, ~ის დახვევა, ~ის პარკი, ~ის სართავი ქარხანა , ~ის სარჩულიანი, ~ის(საქსოვი) ფაბრიკა, ~ის ქსოვილი, ~ის ძაფი; სიტყვასთან აბსოლუტური:სიდიდე, სიჩქარე, უმრავლესობა, უფლება; აკადემია: მეცნიერებათა,სამხედრო, ხელოვნების, ~ის წევრი; ამოღება: კარტოფილის/ხახვის, წყლის,მადნის, იარაღის, ვალების, კენჭის, ნახველის, (მიმოქცევიდან) ფულის,ფესვის; მყარი შესიტყვებები: ხმის, ხმარებიდან, ნიშანში, მიზანში, თვალში.

მანანა თანდაშვილიფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი

აკაკი შანიძის კვლევითი კონცეპტიდანდიგიტალურქართველოლოგიამდე

მეცნიერების განვითარება 21-ე საუკუნეში სინერგეტიკულობით ხასი-ათდება. ციფრული ტექნოლოგიების გაჩენამ და კვლევის თანამედროვე მე-თოდოლოგიის დანერგვამ დიდი მოცულობის ემპირიული მასალის (BIG

Page 17: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

16

DATA) ავტომატური დამუშავების შესაძლებლობები შექმნა და ჰუმანიტარუ-ლი კვლევების თვისებრივად ახალ ფორმატს დაუდო სათავე - ინტერდის-ციპლინური კვლევებიდან მეცნიერება ტრანსდისციპლინურ კვლევებზე გა-დავიდა.

მოხსენებაში განხილული იქნება ენათმეცნიერებაში აკაკი შანიძისკვლევითი კონცეპტის დიგიტალურ ჰუმანიტარიაში ტრანსფორმირების სა-კითხი და დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების აუცილებლობა.

დარეჯან თვალთვაძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკადა ტექსტკორპუსი“ -პროექტის კონცეფცია და განხორციელების გზები

დღეს, როცა დიგიტალურმა ეპოქამ მეცნიერების ყველა დარგი„გააციფრა“, ენის ელექტრონულ დოკუმენტირებას და თანამედროვე ტექ-ნოლოგიების გამოყენებას ლინგვისტური კვლევების განსახორციელებლადგანსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, დღეს საგანმანათ-ლებლო სისტემაში ელექტრონული რესურსების არსებობის გარეშე თით-ქმის შეუძლებელია სწავლების თანამედროვე მეთოდების შემოტანა და და-ნერგვა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისსასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორთა და სტუდენტთა ერ-თობლივი პროექტი „აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკა დატექსტკორპუსი“ სწორედ ამ საჭიროებებს მორგებული მრავალფუნქციურიპროექტია, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, თანამედროვე ციფრულ ეპოქაშიუზრუნველყოს აკაკი შანიძის შრომების ელექტრონული სახით ხელმისაწ-ვდომობა და ამით დაეხმაროს სტუდენტებს თავიანთი საგანმანათლებლოამოცანების შესრულებაში, მეორე მხრივ, აკაკი შანიძის სამეცნიერო შრომე-ბის ტექსტურ მონაცემთა ბაზის შექმნით ხელი შეუწყოს ქართული სამეცნი-ერო მეტაენის კორპუსლინგვისტური კვლევების განვითარებას. პროექტიხორციელდება ქართული ფილოლოგიის სხვადასხვა საფეხურის საგანამან-თლებლო პროგრამების სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, რაც გამოკ-ვეთს მის კიდევ ერთ - დიდაქტიკურ მიზანს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის კონცეპტუალურიხედვა, რა რესურსებს უნდა მოიცავდეს აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიო-

Page 18: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

17

თეკა და ტექსტკორპუსი, ვინ უნდა იყოს მისი მომხმარებელი, რა სამომხმა-რებლო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და როგორი იქნება პრო-ექტის განხორციელების გზები.

მარინე ივანიშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართულ ენათმეცნიერებაში სტრუქტურალიზმისგანვითარებისსათავეებთან: აკაკი შანიძე

ყოველი მეცნიერული თეორია არის განსახილველი ობიექტის ამა თუიმ თვალსაზრისით შესწავლის შედეგად მიღებულ დებულებათა მწყობრისისტემა. დროთა განმავლობაში იცვლება ხედვა საკვლევ ობიექტზე, იქმნებაახალი თეორიები, ახალი პარადიგმა ცვლის ძველს და პარადიგმათა ამგვარიმონაცვლეობა განაპირობებს მეცნიერების განვითარებას, მის ახალ საფეხურზეასვლას. მეცნიერების ისტორია განისაზღვრება იმ იდეების საფუძველზე, რომ-ლებიც მკვიდრდება. ახალ თეორიას ძველი თაობა, როგორც წესი, ძნელადიღებს, მაგრამ ესეც ბუნებრივია. საზოგადოდ, ასეა მეცნიერების ყველა დარ-გში, ასეა - ენათმეცნიერებაშიც.

ენათმეცნიერების განვითარების გზაზე იცვლებოდა მიდგომები ენისშესწავლისადმი, შესაბამისად, ენობრივი ანალიზიც სხვადასხვა თვალსაზრი-სით ხდებოდა, სხვადასხვა დონეზე და განსხვავებული რაკურსით. თამაზ გამ-ყრელიძე თეორიული ენათმეცნიერების ისტორიას განიხილავს, როგორც„მეცნიერულ პარადიგმათა“ ერთგვარ მონაცვლეობას დროსა და სივრცეში დაწარმოდგენილი შვიდი პარადიგმიდან IV პარადიგმის ფარგლებში ასახელებსფერდინანდ დე სოსიურის „სინქრონიულ ლინგვისტიკას“:

ა) სტრუქტურული ლინგვისტიკა (ნ. ტრუბეცკოი, რ. იაკობსონი);ბ) დესკრიფციული ლინგვისტიკა (ლ. ბლუმფილდი და ამერიკელი

სტრუქტურალისტები...);გ) ენობრივი ტიპოლოგია და ლინგვისტური უნივერსალიები

(ჯ. გრინბერგი, გ. კლიმოვი...) (თ. გამყრელიძე 2008).სტრუქტურული ლინგვისტიკის დიფერენციალური ნიშან-თვისებები

შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ოთხი პრინციპის მიხედვით:1. დისკრეტულობის პრინციპი: ენა შედგება სასრული რაოდენობის დის-

კრეტული ელემენტებისგან;

Page 19: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

18

2. სტრუქტურულობის პრინციპი: ენა წარმოადგენს დისკრეტული ელე-მენტების არა რაღაც მოუწესრიგებელ სიმრავლეს, გროვას, არამედ გარკვეულიწესით ორგანიზებულ სისტემათა ერთობლიობას, ანუ სტრუქტურას, სადაცთითოეული ერთეულის ფუნქცია განისაზღვრება არა იზოლირებულად, არა-მედ სხვა ერთეულებთან მიმართებაში;

3. ფუნქციონალური ეკვივალენტობის პრინციპი: ენის თვალსაზრისითიდენტურია ის, რაც ფუნქციურად ეკვივალენტურია. ფორმალური იგივეობა(ე.ი. იგივეობა გამოხატულებისა) არ არის საკმარისი და აუცილებელი პირობაენობრივი ერთეულის იდენტიფიკაციისთვის;

4. სინქრონიულობის პრინციპი: ენობრივ ერთეულთა გამოყოფა, მათი გა-ერთიანება სტრუქტურულ კლასებში და მათ შორის ფუნქციონალურ დამოკი-დებულებათა დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სინქრონიული ანალიზის სა-ფუძველზე. დიაქრონია განიხილება როგორც ცალკეულ სინქრონიულ ჭრილ-თა თანმიმდევრობა დროში, ანუ, უფრო ზუსტად, როგორც პროცესი გადას-ვლისა ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში.

ზემოხსენებულ ოთხ პრინციპს ემყარება ენის სტრუქტურული ანალიზისმთელი პროცედურა, რომლის საშუალებითაც მკვლევარი ცდილობს გამოყოსენობრივი ერთეულები და კატეგორიები და აღმოაჩინოს მათ შორის არსებუ-ლი ფუნქციონალური დამოკიდებულებანი (გ. მაჭავარიანი 1967).

მოხსენებაში წარმოვადგენთ აკ. შანიძის მიერ ენის კვლევის სტრუქ-ტურალისტური მიდგომების ძირითად ასპექტებს.

იგორ კეკელიააკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ძიებანი აფხაზეთისტოპონიმიიდან(ბაბუშარა, კინდღი, შხურღაჭი, ჩეგემი)

მოხსენებაში წარმოვადგენთ აფხაზეთის რამდენიმე ტოპონიმის ის-ტორიას და ეტიმოლოგიურ ანალიზს.

ბაბუშარა ეწოდება სოფელს აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, სამურ-ზაყანოს დაბლობზე. სოფელი მდებარეობს შავ ზღვასთან მდ. პატარაკოდორის შესართავთან. ვ. ზუხბაიას განმარტებით, სოფლის სახელწოდებაბაბუშარა მეგრულად ,,ბაბუას გზას“ ნიშნავს. როგორც ჩანს, -შელ, -შერსაერთოქართველური ფუძე უნდა ყოფილიყო. თ. მიბჩუანის მოსაზრებით,

Page 20: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

19

ტოპონიმი ,,ბაბუშერა“ სვანური წარმომავლობისაა. შერა სვანურში საკუთრე-ბის ფორმის გამომხატველია. პ. ცხადაია შენიშნავს, რომ დასავლეთ საქარ-თველოში საიჯარო მიწა შეიძლებოდა ყოფილიყო თანაბარსაზიარო, სამესა-მედო, სამეოთხედო. თანაბარსაზიაროდ, სანახევრო წილით დასამუშავებე-ლი საიჯარო მიწა საშელოდ იწოდებოდა. ამ სამეურნეო-სამიწათმოქმედოტერმინის ამოსავალი ფუძე შელ- შინაარსით ქართული ზიარ- ფუძის შე-სატყვისია, მასალობრივად კი იმერულ ,,სეულნ მორფემოიდს შეიძლებაუკავშირდებოდეს. მაშასადამე, შელი ზიარია, წილია. ამასთანავე, -შერვისიმე ოჯახისადმი კუთვნილების გამომხატველი სუფიქსია სვანურში.

კინდღი სოფელია ოჩამჩირის რაიონში, შავიზღვისპირა დაბლობზე.პ. ინგოროყვა აღნიშნავს, რომ შუასოფლის მხარეში, ტამუშის დასავლეთით,მდ. ლაგუაშის ნაპირზე მდებარე სოფელ კინდღის ძველი სახელწოდებაიყო კანდახი. მდ. ლაგუაშს კანდახა რქმევია. მკვლევარი იმოწმებს აგრეთვესაინგილოში, ზაქათალის რაიონში მდებარე სოფლის სახელწოდებას - კან-დახი, მაგრამ არაფერს ამბობს თვით ტოპონიმის ეტიმოლოგიაზე. კინდღისმოტივაციაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია და საყურადღებოა სა-მურზაყანოს მეგრულში კინდღის, როგორც საზოგადო სიტყვის, ორგვარიმნიშვნელობა, რაც მოცემულია მეგრულის სალექსიკონო მასალებში: 1. და-ბალი, რამდენადმე მოსწორებული ადგილი; 2. ეკალ-ღიჭი, ჩაგვერა.

შხურღაჭი. ვ. ზუხბაია მთის სახელწოდებად მიუთითებს ტოპონიმს -შხურიღაჭი და სიტყვასიტყვით თარგმნის: ,,ცხვარი გაკრიჭე“. სინამ-დვილეში შხურღაჭი უნდა გავიაზროთ, როგორც ,,ცხვრის საკრეჭი (ად-გილი)“. შდრ.: შხურიშ ოღაჭუე ,,ცხვრის საკრეჭი (ადგილი)“ – 1. დავაკებაკოხორის საზღვართან, სოფ. მუხურში; 2. დავაკება ოისირეში, სამურ-ზაყანოს მთაში; 3. ვასასართა// შხურიშ ოღაჭუე - დავაკება სოფ. ნარჯხეუში;შხურნაღაჭა - მინდორი ტალერის სატყეოში.

ჩეგემი. ვ. ზუხბაია სოხუმის რაიონში ასახელებს ქედს ჩედიმისსახელწოდებით, იმოწმებს ხალხურ მოტივაციასაც: ერთ ადგილას ქედითეთრია და ჰგავს დევს. ჩედემი მეგრ. ,,თეთრი დევი“ შემდეგ, თითქოს,ჩედიმით შეიცვალა. ჩვენი აზრით, ტოპონიმის თავდაპირველი ფორმაჩეგემი უნდა ყოფილიყო. ჩეგემი მეგრულში იგივეა, რაც ,,უფსკრული“.შდრ.: ჩეგემი//წიფრონა - ტყე-ხევი სოფ. ფახულანში; 2. ხეობა და მდინარესოფ. დიხაზურგაში. აქვე მოედინება ღელე ჩეგემღალ. ჩაგ’ამ ეწოდება სოფ.ჯგერდის ერთ უბანს, ჩრდილოეთ კავკასიაში კი მდ. ყუბანის აუზში არისჩეგემის ხეობა.

Page 21: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

20

ნანა ლოლაძეთსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

აგებულების მიხედვითზმნათა შენაცვლება ტიპოლოგიურკონტექსტში

აკაკი შანიძე თავისებურ ზმნათა დახასიათებისას გამოყოფს აგებულებისმიხედვით შენაცვლებას. იგი მიუთითებს, რომ მეშველი ზმნა არის აბსოლუ-ტური აგებულებისაა, რელატიური ფორმები არ გააჩნია და ამ ნაკლს მაქვს,მყავს ზმნებით ივსებს. არის ზმნიან ფორმებს აკაკი შანიძე მიუმართავ ფორ-მებს უწოდებს, ხოლო ქონა-ყოლის ზმნიან ფორმებს – მიმართებითს:

მიუმართავი ფორმები მიმართებითი ფორმებიჩემი სადილი დამზადებულია. სადილი დამზადებული მაქვს.დავითის მამა ავადმყოფია. დავითს მამა ავადმყოფი ჰყავს.

არის ზმნიანი და ქონა-ყოლის ზმნიანი კონსტრუქციები დიდ ფუნქციურსიახლოვეს გვიჩვენებს სხვა შემთხვევებშიც და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდქართულისათვის არაა დამახასიათებელი. საუბარია კონსტრუქციებზე, რომ-ლებიც მქონებლობას, კუთვნილებას გამოხატავს (პოსესიური კონსტრუქ-ციები):

(1) წიგნი არის ბიჭის.(2) ბიჭს აქვს წიგნი.ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ჯ. ლაიონზმა და აჩვენა გარკვეული

პარალელიზმი, რომელიც არსებობს ეგზისტენციალურ, ლოკატიურ და პოსე-სიურ კონსტრუქციებს შორის.

ლაიონზის ნაშრომმა სათავე დაუდო აღნიშნული პრობლემატიკის კვლე-ვას და შემდგომში მყოფობა-არსებობა-მქონებლობის სემანტიკური ველი აქ-ტიურად შეისწავლებოდა სხვადასხვა კუთხითა და მეთოდოლოგიით. უკანას-კნელ ხანს კვლავ გააქტიურდა ამ საკითხებით დაინტერესება, მათ შორის, კოგ-ნიტიური ლინგვისტიკისა და კონსტრუქციული გრამატიკის ფარგლებში.

არსებობისა და მქონებლობის კონსტრუქციათა კვლევისას ფუნდამენ-ტურ ტიპოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მქონებლობის სემანტი-კურ სტრუქტურაში განირჩევა საკუთრივ კუთვნილებისა და ფლობის სემან-ტიკა, ერთი მხრივ, და არსებობის სემანტიკურ სტრუქტურაში – მყოფობისა(ლოკატიური) და არსებობისა (ეგზისტენციალური), მეორე მხრივ.

მოხსენებაში განხილულია, თუ რა ტიპის კონსტრუქციებით აისახება ესსემანტიკური სტრუქტურები სხვადასხვა ენაში.

Page 22: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

21

მაია ლომიაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეგრული გაშაირების ტექსტის ექსტრალინგვისტური დალინგვისტური მახასიათებლები

მოხსენებაში საუბარია მეგრული გაშაირების ტექსტზე, რომლის სამივერსია არსებობს; ერთ-ერთი ვარიაციის სახელდებაა ჯამუ დო კოკეიხეშლერსი „ჯამუ და კოკაიას ქალის (ასულის) ლექსი“. გაშაირების ექსტრა-ლინგვისტური მონაცემები საინტერესოდ წარმოაჩენენ ტექსტის ჩაწერისისტორიას, ტიპოლოგიურ და თემატურ მახასიათებლებს. ცნობილია, რომმეგრულში, ენობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გამოიყოფააღმოსავლური, ცენტრალური და დასავლური არეალისთვის დამახასიათე-ბელი დიალექტური მეტყველება. საანალიზო ტექსტის ვარიაციები სამსხვადასხვა არეალშია ჩაწერილი, დროში მცირეოდენი სხვაობით. ამ შემ-თხვევაში ტექსტის ენობრივი მრავალფეროვნების განმსაზღვრელია არაქრონოლოგიური, არამედ არაეალური სხვადასხვაობა, რომელსაც ემყარებამეგრულის დიალექტური დაყოფა საერთოდ; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ,რამდენადაც გაშაირება ლექსად დაწერილი ფოლკლორული ნიმუშია, რო-გორც ენობრივი ანალიზი გვიჩვენებს, მეგრული ლექსწყობის მკაცრად მო-წესრიგებული სისტემის გამო, ტექსტში ყოველთვის არ არის ასახული დია-ლექტური სხვაობა; იგი ზოგჯერ ნიველირებულია.

გაშაირების ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, ლინგვისტური მახასიათებ-ლების გამოსაყოფად და საბოლოო სანდო დასკვნებისთვის რამდენადმნიშვნელოვანია ექსტრალინგვისტური მონაცემებიც.

ლიანა ლორთქიფანიძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ენის ლექსიკური სისტემა GEWORDNETთესაურუსში

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში WordNet ყვე-ლაზე ფართოდ გავრცელებული ლექსიკურ მონაცემთა ბაზაა. მას საფუძ-ვლად დაედო 1996 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის კოგნიტიურ მეცნი-ერებათა ლაბორატორიაში დამუშავებული ადამიანის მენტალური ლექსი-

Page 23: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

22

კონის მოდელი, რომელიც დღეს ყველაზე ავტორიტეტული და ფართო გა-მოყენების სტანდარტია ლექსიკო-სემანტიკური მონაცემების ბაზის ასაგე-ბად. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისფარგლებში ჩვენ მიერ ხორციელდება ქართულ სიტყვათა ქსელის კომპაი-ლერი - GeWordNet.

WordNet სახის ლექსიკონებში სიტყვათა ქსელისთვის დამახასიათებე-ლია ორი სახის სემანტიკური მიმართება: ლექსიკური (სიტყვა – სიტყვა) დაკონცეპტუალური (კონცეპტი – კონცეპტი). მოხსენებაში შევეხებით ქართუ-ლი ენის ლექსიკური სისტემის წარმოდგენას კონცეპტების ლექსიკონში CD(Concepts Dictionary). განვიხილავთ GeWordNet თესაურუსისთვის CD-სკონსტრუირების მეთოდებს. აღვწერთ ლექსიკონის ერთეულების და მათიურთიერთკავშირების ძირითად პრინციპებს. მართალია, GeWordNet ლექ-სიკონი მჭიდროდაა დაკავშირებული პრინსტონის WordNet ლექსიკონთან,მაგრამ ის, როგორც დამოუკიდებელი რესურსი, საკმაოდ ღირებულია სა-მეცნიერო და გამოყენებითი ლინგვისტური ამოცანების გადასაჭრელად.ჩვენ შეძლებისდაგვარად აღვწერთ სხვადასხვა სფეროში GeWordNet-ის გა-მოყენების შესაძლებლობებს.

ქეთევან მარგიანიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სვანური ენის კოდორული მეტყველების ერთისპეციფიკური მოვლენისათვის

კოდორის (resp. დალის) ხეობაში საუკუნე-ნახევრის წინ ზემო სვანე-თიდან საცხოვრებლად გადასული ბალსზემოური და ბალსქვემოური კი-ლოს წარმომადგენლები, ტერიტორიის ოკუპაციამდე, სოფლების მიხედ-ვით უმთავრესად ერთმანეთში იყვნენ შერეული, რამაც გამოიწვია მათმეტყველებაში ერთი დიალექტის მიმსგავსება მეორის მიერ; ინტერფერენ-ციამ ადსტრატის (ბ. ჯორბენაძე) სახე მიიღო – განვითარდა ცოცხალი, აქ-ტიური პროცესი ერთი ენის ორი დიალექტის თავისუფალი ურთიერთშეღ-წევადობისა.

ინტერფერენცია შეეხო ლექსიკას, ფონეტიკას (გრძელი ხმოვნებისუგულებელყოფა წარმოშობით ბალსზემოელი მთქმელების მიერ და პირი-ქით), მორფოლოგიას (ბალსქვემოური დიალექტისთვის უჩვეულო ორფუ-

Page 24: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

23

ძიანი ნათესაობითის ფორმების ინტენსიური გამოყენება ბალსქვემოელე-ბის შთამომავალ კოდორელთა მიერ, მწკრივთა წარმოება...), თუმცა გამოიკ-ვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც კილოთა შერევით ვერ აიხსნება;როგორც ცნობილია, სვანურ ენაში არსებობს ინკლუზივ-ექსკლუზივისმორფოლოგიური კატეგორია, რომელიც აისახება არა მარტო ზმნაში, არა-მედ კუთვნილებით ნაცვალსახელშიც.

ამ კატეგორიის მორფოლოგიური გამოხატვა თანამედროვე სვანურდიალექტებში განსხვავებულია: ქვემოსვანურში ინკლუზივ-ექსკლუზივისმიხედვით დაპირისპირებას მხოლოდ სუბიექტური პირის ფორმებში აქვსადგილი, ზემოსვანურ დიალექტებში კი – როგორც სუბიექტური, ისე ობი-ექტური პირის ფორმებში.

კოდორის ხეობაში მოსალოდნელი არ იყო ინტერფერენციული ცვლი-ლებები ზმნის ინკლუზიურ და ექსკლუზიურ ფორმათა გამოყენებისთვალსაზრისით, ვინაიდან აქ მხოლოდ იმ კილოთა წარმომადგენლები მო-სახლეობდნენ, რომლებმაც ეს კატეგორია ცოცხლად შემოგვინახეს. აღმოჩ-და, რომ, საანალიზო კატეგორია, ენგურის ხეობის სვანურისაგან განსხვავე-ბით (სადაც ინკლუზიური და ექსკლუზიური ფორმები დღემდე მკაცრადგამიჯნულია), კოდორელ სვანთა მეტყველებაში რყევას განიცდის – ისინიხშირად ურევენ ერთმანეთში ზმნის ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორ-მებს, რაც კატეგორიის პოზიციათა შესუსტების გამოვლინებად მიგვაჩნია(და არა იდიოლექტად)1.

კოდორელ სვანთა მეტყველებაში ინკლუზიური და ექსკლუზიურიფორმების `აღრევა~ ინოვაციის იერს ატარებს და ფორმათა უნიფიკაციისპროცესს წააგავს, რომლის ხელშემწყობი ფაქტორი, შესაძლოა, ქართულთანანალოგია იყოს (ხეობის მაცხოვრებლებს 2008 წლის მოვლენებამდეც ყო-ველდღიური და საქმიანი ურთიერთობა სწორედ აფხაზეთის ქართულენო-ვან მოსახლეობასთან ჰქონდათ, ახლა კი ისინი კომპაქტურად მხოლოდ ერ-თეულ ადგილებშიღა ცხოვრობენ); ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გვ- O1ქართულ და gñ Oi სვანურ პრეფიქსთა მატერიალური მსგავსება: ანო-მალიის შემთხვევაში სწორედ ობიექტის ინკლუზიური gñ პრეფიქსიანიფორმა იკავებს ექსკლუზიური _ ნ’პრეფიქსიანი ფორმის ადგილს;

2 ეს მოვლენა დადასტურდა როგორც 2008 წლმადე საკუთარ საცხოვრისში, ასევეუკვე დევნილობის პირობებში მცხოვრებ კოდორელ სვანთა ჩვენ მიერ ჩაწერილმეტყველების ნიმუშებში; ჯერჯერობით ტენდენცია ეხება მხოლოდ ზმნას დამხოლოდ ობიექტური წყობის ექსკლუზივს.

Page 25: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

24

ჩვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ კოდორელ სვანთა მეტყველება-ში ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ის პროცესი, რაც ჯერ კიდევ ძველ ქარ-თულში დაიწყო.

დამანა მელიქიშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამი დიათეზისა და სამი სერიის ურთიერთმიმართებისათვის

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება სამი დიათეზისა და სამი სერიისმიხედვით მორფოსინტაქსური კლასიფიკაციის თანაზომიერება და დია-თეზებისა და სერიების თითოეულ ჯგუფში გრამატიკული და სემანტიკუ-რი კატეგორიების ურთიერთმიმართება: კერძოდ, სემანტიკური მარკირე-ბის ისტორიული განვითარებისა და მარკერების გრამატიკული და სემან-ტიკური ფუნქციების.

მერი ნიკოლაიშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პერფექტული სემანტიკის ზმნებისა და მესამე სერიის ფორმათასაკითხისათვის ქართულში

ცნობილია, რომ ქართული ზმნის III სერიის ყველა მწკრივი პერფექ-ტული სემანტიკისაა, ფორმით კი ძალიან მრავალფეროვანია. გარდამავალიზმნები ინვერსიას განიცდიან, გარდაუვლები აღწერით აწარმოებენ ფორ-მებს, გარდამავალი ზმნებისათვის დამახასიათებელია დატიური კონ-სტრუქცია, გარდაუვალისათვის - ნომინატიური და ა შ.

არნ. ჩიქობავას აზრით, დატიური კონსტრუქციის გარდაუვალი ინ-ვერსიული ზმნები (ჰგავს, ჰყავს, სძულს ...) უფრო ძველია, ვიდრე დატიუ-რი კონსტრუქცია გარდამავალ ზმნებთან, უფრო ძველია, ვიდრე ნომინატი-ური და ერგატიული კონსტრუქცია, იმავე გარდამავალი ზმნებისა (არნ. ჩი-ქობავა). რაც შეეხება ინვერსიას, ჩვენი აზრით, საკითხი ეხება აქტანტთა ანუ„პირთა ვითარების“ გარკვევას. თ. უთურგაიძე აქტანტთა მარკირებას ქარ-თული ზმნის ფორმებში კაუზატივის კატეგორიის მიხედვით განსაზღ-ვრავს. სუბიექტის ნიშანს ატარებს ინციატორი აქტანტი. სუბიექტი შეიძლე-

Page 26: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

25

ბა მოქმედი იყოს ან არ იყოს მოქმედი, მაგრამ ინციატორობა მისთვის აუცი-ლებელია. სიტუაციის შემქმნელი გათანაბრებულია ინციატორთან დაზმნის ფორმაში სუბიექტის ნიშნით გამოიხატება. ის აქტანტი კი, რომელ-საც სიტუაცია ექმნება, ირიბი ობიექტია (თ. უთურგაიძე). წინადადებაში:ნიკოს მოსწონს თინა თინა სიტუაციის შემქმნელია, ანუ სუბიექტია; ნიკო,რომელსაც ექმნება სიტუაცია, ირიბი ობიექტია. ამ ტიპის ზმნები ხასიათ-დება პერფექტული სემანტიკით: ჯერ თინა არსებობს, ხოლო შემდეგ ნიკოსდამოკიდებულება. ცნობილია, რომ სტატიკური ზმნები პერფექტული სე-მანტიკისაა.

გარდამავალი ზმნის I თურმეობითის ფორმები გარდაუვალი სტატი-კური ზმნების აწმყოს სრული ანალოგიაა. გარდამავალი ზმნის I თურმეო-ბითის წარმოებაში არ გვხვდება არც ერთი ისეთი ყალიბი, რომელიც არგვქონდეს სტატიკური ზმნის აწმყოში, ხოლო გარდამავალი ზმნის II თურ-მეობითი და III კავშირებითი პრეფიქსიანი ვნებითის შესატყვის რელატი-ურ ფორმებს ემთხვევა, რომლებიც იმ სტატიკური ზმნების შენაცვლებულფორმებს წარმოადგენენ.

მაშასადამე, გარდამავალი ზმნის III სერია მიღებული ჩანს სტატი-კური ვნებითის აწმყოსა, ნამყოსა და კავშირებითისაგან, მხოლოდ მნიშ-ვნელობის ევოლუციის შედეგად (ნ. ნათაძე).

როგორც აღნიშნული იყო, სტატიკური ზმნები პერფექტული სემან-ტიკისაა და, როდესაც ენას დასჭირდა პერფექტული ფორმების წარმოება,გამოიყენა ენაში არსებული პერფექტული სემანტიკის ზმნების ყალიბი დააწარმოა აღნიშნული ფორმები შესაბამისი კონსტრუქციით (ამიტომაა უძვე-ლესი დატიური კონსტრუქციის გარდაუვალი ზმნები, ხოლო III სერიისფორმები შედარებით ახალი). ისინი სინამდვილეში I სერიის სტატიკურიზმნების კონსტრუქციას მიჰყვებიან (S-სახ.ბრ., Oირ.-მიც.ბრ. Oპირ.-მიც.ბრ.,ფორმით გათანაბრებულია პაციენსი და რეციპიენტი).

ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ ე. წ. III სერია არ წარმოად-გენს I და II სერიის გაგრძელებას. ეს არის ზმნათა სისტემის ცალკე რგოლი,კერძოდ, პერფექტი (ისე, როგორც ეს არის სხვა ენებში) და მისი კონსტრუქ-ცია არ არის დამოკიდებული I და II სერიაზე.

Page 27: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

26

სალომე ომიაძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„მცირითდაწყებულიდიდი საქმე“ –დისერტანტ აკაკი შანიძის შესავალი სიტყვა

1920 წლის 9 მაისს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დი-სერტაციის დაცვისას აკაკი შანიძის მიერ წარმოთქმული სიტყვა მნიშვნე-ლოვან მასალას შეიცავს კონცეპტ „ქართული ენის“ აღსაწერად.

დისერტანტი, ეროვნული სამეტყველო ეტიკეტისა და სამეცნიეროეტიკეტის სრული დაცვით, თავმდაბლად აღნიშნავს: „ბედნიერი ვარუზომოდ, მაგრამ ამასთანავე ერთად მაფიქრებს ერთი გარემოება: ვაი თუჩემი პატარა შრომა არ შეეფერებოდეს იმ მნიშვნელოვან მოვლენას,როგორიცაა სამეცნიერო ხარისხის მოპოვების დაწყება ჩვენში. მაფიქრებს ესგარემოება, მაგრამ თანაც ის მაძლევს გამბედაობას და მიმატებს მხნეობას,რომ დიდი საქმე საზოგადოდ მცირით დაწყებულა და ამიტომ ეგების ჩემიმცირედი შრომა, რამდენადმე მაინც, აკმაყოფილებდეს დღევანდელი დღისმოთხოვნილებას“. მცირედად შეფასებული შრომა გახლდათ „სუბიექტურიპრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულზმნებში“, ნაშრომი, რომელშიც ქართული ზმნის სტრუქტურა პირველადარის განხილული როგორც სისტემა, ნაშრომი, რომელმაც არა მხოლოდმაშინდელ მოთხოვნებს უპასუხა, არამედ „მცირით დაწყებულ დიდსაქმედ“ იქცა.

მოხსენებაში ვრცლად იქნება გაანალიზებული აკაკი შანიძის შესავალსიტყვაში დადასტურებული ის ინფორმაცია, რომელიც კონცეპტ„ქართული ენის“ ნომინაციურ ველს შეავსებს სხვადასხვა მიმართულებით,სახელდობრ:

გააფართოებს საინფორმაციო-ენციკლოპედიურ ზონას; გამოკვეთს ქართული ენის შესწავლა-გამოკვლევის მნიშვნელობას; პრაგმატიკული ველის ერთ-ერთ უბნად წარმოაჩენს ქართული

ენის, როგორც თარგმანის ენის, მნიშვნელობას, როგორც დაკარგული უცხ-ოენოვანი ძეგლების შემნახველს;

დაადასტურებს ქართული ენის დამსახურებულ ადგილს კულტუ-რულ ენათა შორის;

ახალ ელფერებს შესძენს კონცეპტის ემოციურ კომპონენტს.

Page 28: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

27

ნიკოლოზოთინაშვილიგორის სასწავლო უნივერსიტეტი

სოფელ ცხავატის ონომასტიკური მასალები

სოფელი მდებარეობს ქსნის ხეობაში მარცხენა მხარეს, მთისფერდობზე. სოფლის მთელი რიგი საკითხების, მათ შორის ონომასტიკურიმასალების შესასწავლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ივანეჯავახიშვილის „საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, წიგნი I,დემოგრაფიული ძეგლები“, რომელშიც მოცემულია „ქსნის ხეობის 1774-1781 წლების ხალხის აღწერის დავთრები“. აღნიშნულ დოკუმენტშისოფელი ცხავატი ცხაოტის სახელით არის მოხსენიებული, მრავალ-რიცხოვანი მოსახლეობით და ანთროპონიმული მასალით. ზემოხსენე-ბული დავთრების მიხედვით სოფლის ძირითადი მოსახლეობა 1774 წლისაღწერით იყო ბუნტურები და ჟივიძეები, ხოლო 1781 წლის აღწერით მათდაემატათ სუხაშვილები, ჟურულები, გოგიჩაშვილები. სოფელი დღესდაყოფილია უბნებად; მდ. ცხავატურას მარჯვნივ სახლობენ გოგიჩა-შვილები - გოგიჩაანთუბანი და ჩხიკვაძეები, სუხაანთუბანში - სუხაშვი-ლები, ბურდულები და მელითაურები; მარცხენა მხარეს გოგიაანთ უბანშიანუ გოგიაანთში - გოგიაშვილები; წინუბანში - ხურიშვილები, ბასილა-შვილები და სხვა.

დღეისათვის გადაშენებული გვარებია: ბასილაშვილი, ბაშარული,მელთაური, ობგაიძეები, ღარიბაშვილები, ჟურულები, ჩხიკვაძეები, ქიმსა-ძეები. მიუხედავად ამისა, შემორჩენილა მათი ნასახლარები და ენობრივადმათი გვარების გაფორმება -ან, -ანთ სუფიქსებით. დღეისათვის სოფელშიცხოვრობენ: ბუნტურები, გოგიჩაშვილები, გოგიაშვილები, ჟივიძეები, სუ-ხაშვილები, ქენქაძეები, ხურიშვილები. ბუნტურები გადმოსულები არიანხევსურეთიდან, ჟივიძეები - იმერეთიდან, ბურდულები და მელითაურებიმოსულები არიან არაგვის ხეობიდან.

ტოპონიმებიდან დადასტურებული 150-ზე მეტი ერთეული სხვადასხვაშინაარსისა და წარმოშობისაა და კარგად ასახავს ამ ძველი სოფლის ყოფითრეალობას. ტოპონიმებთან მეორე კომპონენტად გვხვდება: ახო, წყარო, წყა-ლი, ხევი, ქედი, კარი; მაგალითად, თეთრი წყარო, წისქვილების წყალი დასხვა. ტოპონიმები გაფორმებულია ნა-არ, ნა-ევ, სა-ე და სხვა აფიქსებით, რომ-ლებიც ძველი და ახალი ქართულის მაწარმოებელი პრეფიქს-სუფიქსებია.

Page 29: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

28

ნუგზარ პაპუაშვილიკორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აკაკი შანიძის რეკომენდაცია არნოლდ ჩიქობავას

საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ფონდში, დაცულია საქაღალდე, რომელშიც მოიპოვება სხვადასხვაფორმისა და შინაარსის დოკუმენტები. მათში ასახულია უნივერსიტეტისსასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 1923 წელს. ამ დო-კუმენტის ნაწილი შეიცავს ახსნა-განმარტებათა ტექსტებს, რემინგტონზე და-ბეჭდილთ, უნივერსიტეტის რამდენიმე კურსდამთავრებულის აკადემიურიმოსწრების თაობაზე. ირკვევა, რომ ახსნა-განმარტებები შედგენილი არის გა-ნათლების სახალხო კომისარიატის მოთხოვნით 1923 წლის სექტემბერში დაწარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე: რა ნიშნით შეარჩია უნივერსიტეტმა ესათუ ის კურსდამთავრებული „საპროფესოროდ მოსამზადებლად?“

ერთ-ერთი ახსნა-განმარტება შეეხება „ბენედიქტე ჩიქობავას“. ეს არისმისი შემოქმედებითი პროფილის ერთობ დადებითად დახასიათება. მასშიაღნიშნულია, რომ ხსენებული პიროვნება ამჟღავნებს დიდი ინტერესს რო-გორც ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიისადმი, ისე (და განსაკუთრებით)ენათმეცნიერებისადმი; სწავლობს ქართული ენის დიალექტებს; ამ მიმარ-თულებით კითხულობს მოხსენებებს და გამოქვეყნებული აქვს ერთი სტა-ტია. უნივერსიტეტის საბჭო მის მომავალს იმედით უყურებს.

ამ დოკუმენტის ტექსტი საქმეში წარმოდგენილია სამი სრული და ერ-თი ნაკლული ეგზემპლარის სახით, მაგრამ მათგან არც ერთი ხელმოწერილიარ არის. უნდა ვიფიქროთ, რომ ხელმოწერილი ეგზემპლარი ადრესატს, გა-ნათლების სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობას, წარედგინა. იმის მი-უხედავად, გამოვლინდება თუ არა ეს ეგზემპლარი, ტექსტის ატრიბუციაჩვენ თავისუფლად შეგვიძლია. ბენედიქტე ჩიქობავას (იგივე არნოლდ ჩიქო-ბავას) ამ დახასიათების ავტორი, ამავე ტექსტის რეალიების გათვალისწინე-ბით, არის პროფ. აკაკი შანიძე.

Page 30: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

29

ლია ქაროსანიძეთსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ანტიკურ-ბიზანტიურითეორიები ბრუნვათა შესახებ და მათიკვალი ქართულში

ანტიკური აზროვნებისათვის სიტყვა მთლიანია მორფოლოგიურად,ბრუნება-უღლება და სიტყვათწარმოება კი - საწყისი მდგომარეობიდან გა-დახრა. პლატონის „კრატილოსში“ სახელად მხოლოდ სახელობითი ბრუნვაითვლება. სიტყვების წარმომავლობის ძიებისას სახელები მხოლოდ წრფე-ლობით (//სახელობით) ბრუნვაშია აღებული. წრფელობითი ბრუნვაა საგ-ნის არსის (oujsiva) გადმომცემი. არისტოტელე პირველ ბრუნვას სახელ-დებითს უწოდებს, სხვა ფორმებს კი - გადახრას, დავარდნას, დაცემას (სტო-ელებმა სახელობითსაც ბრუნვა უწოდეს, რაც კრიტიკას იწვევდა ყოველ-თვის: როგორ შეიძლება პირდაპირი (წრფელობითი, სახელდებითი, მარ-ტივი, ადვილობითი) ერქვას და ამავე დროს ბრუნვაც იყოს. შესაძლოა, სწო-რედ ამიტომ ტერმინ სახელობითს ენიჭებოდა მეტად უპირატესობა.

ბერძნული ფონეტიკის, მეტყველების ნაწილთა თანმიმდევრობის,ბრუნვათა თუ სხვა მრავალ საკითხთა შესახებ არსებული ფილოსოფიურითუ შუა საუკუნეების, ფილოსოფიისაგან მეტ-ნაკლებად გამიჯნული, თეო-რიები ენის შესახებ დაწვრილებითაა გადმოცემული დიონისიოს თრაკიე-ლის გრამატიკის საკმაოდ ვრცელ კომენტარებში, რომლებსაც, როგორც თან-დათან იკვეთება, ზედმიწევნით იცნობდნენ ძველი ქართველი მთარგმნელე-ბი. ძველ ქართულ გრამატიკულ ტრაქტატში, ამონიოს ერმისის თხზულება-თა ქართულ თარგმანებში შემონახულია ბერძნულ ბრუნვათა ზუსტი ქარ-თული შესატყვისები, რომლებშიც სწორედ ეს თეორიებია ასახული. ანტი-კურ-ბიზანტიური თეორიები იკითხება ასევე ქართულ გრამატიკულ თხზუ-ლებებში. ანტონ კათალიკოსის გრამატიკაში წრფელობითი „არსისა არსის“გადმომცემი და „თვითმდგომარეა“, რომელსაც „უფრორე სამართალ არს“სახელობითი ეწოდებოდეს, სახელთა სხვა ფორმები კი არსს ვერ გად-მოსცემენ, ისინი „ბრუნვილნი“ და „ქუემდებარენი“ არიან. სწორედ ანტიკუ-რობიდან მომდინარე თეორია გახდა შემასმენელობითის ბრუნვათა რიგშიდატოვების საფუძველი: შემასმენელობითი, მართალია, ფორმით სახელო-ბითის მსგავსია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, „არსებისა არსის გადმომცემი“არ არის.

Page 31: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

30

როგორ განიხილავდნენ იმავე საკითხს ქართველი მთარგმნელები?ხშირია შემთხვევები, როცა ისინი, მაგალითად, ბერძნული სიტყვისაკუზატივუსის ფორმას მიიჩნევენ ამოსავალ ფორმად და არა სახელობითს.რა თქმა უნდა, ეს გამართლებულია ბერძნული თეორიების მიხედვით,მთარგმნელი სახელობითის ფორმას არ გამოიყენებს ამ თვალსაზრისისგათვალისწინებით. აქ, ბუნებრივია, ისმის საკითხი, ფუძისა და სახე-ლობითის ფორმის განსხვავებულობა ძველ ქართულ თარგმანებში ხომ არუნდა დავუკავშიროთ წრფელობითისა (//სახელობითის) და აკუზატივუსისფორმების გარჩევის მცდელობას.

რამაზ ქურდაძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვათა სიტყვის (-მეთქი, -თქო, ო) ნაწილაკების შემცველიმეტყველების აქტი ევიდენციალობისთვალსაზრისით

ცნობილია, რომ ევიდენციალობა უპირველესად ტექსტის კატეგორიაადა ტექსტში გადმოცემულ ინფორმაციასა და ინფორმანტს შორის დამოკი-დებულებას გადმოგვცემს. ევიდენციალობა მთქმელის სუბიექტურ მიმარ-თებას გულისხმობს კონტექსტთან, ანუ ინფორმაცია მთქმელისათვის პირ-დაპირი აღქმის შედეგია, თუ სხვა წყაროდანაა მიღებული. ამის მიხედვითპირდაპირ აღქმული (ან მასთან გატოლებული) ინფორმაცია არაევიდენცია-ლურია, ხოლო სხვა წყაროზე დამყარებული – ევიდენციალური.

სხვა ენობრივ საშუალებებთან ერთად ევიდენციალურობის გამომხატ-ველად მიიჩნევენ სხვათა სიტყვებსაც. ეს საკითხი ქართულშიც მნიშვნელო-ვანია, კერძოდ, ევიდენციალობის თვალსაზრისით საინტერესო ენობრივსურათს წარმოგვიდგენს -მეთქი, -თქო, ო ნაწილაკების შემცველი მეტყვე-ლების აქტი.

როგორც ცნობილია, -მეთქი ნაწილაკი გამოიყენება მაშინ, როდესაცმთქმელი თავისივე ნათქვამს თუ ჩანაფიქრს იმეორებს ან გადასცემს მეორეპირს. -თქო ნაწილაკი გამოიყენება მაშინ, როდესაც მთქმელი პირი ავალებსმეორე პირს, რომ მან გადასცეს ნათქვამი მესამე პირს. -ო ნაწილაკი გამოი-ყენება მაშინ, როცა მთქმელი მესამე პირის ნათქვამს გადმოგვცემს.

მოხსენებაში არის ცდა სხვათა სიტყვის ნაწილაკების შემცველი მეტ-ყველების აქტი გაანალიზდეს სამი წევრის მიხედვით; ესენია: I. მთქმელი,

Page 32: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

31

II. ინფორმაციის მიმღები-განმმეორებელი-გადამცემი, III. ინფორმაციისმიმღები. ამ წევრებისათვის ნათქვამის მნიშვნელობა ევიდენციალობისთვალსაზრისით გარკვეულია იმის მიხედვით, თუ ვის მიემართება ნათქვა-მი და ინფორმაციის რა წყაროს ეყრდნობა იგი.

ზემოთქმული ცხრილის სახით შეგვიძლია ასე წარმოვადგინოთ.

მთქმელი ინფორმაციისმიმღები-

განმმეორე-ბელი-

გადამცემი

ინფორმაციისმიმღები

ნათქვამიევიდენციალობისთვალსაზრისით

I პირი თავისივენათქვამსგადმოგვცემს-მეთქი ნაწილაკით

I პირი მხოლო-ბითში

არაევიდენციალური

II პირი ორსავერიცხვში

ევიდენციალური

I პირი თავისივენათქვამს გად-მოგვცემს -თქონაწილაკით

II პირი ორსავერიცხვში

ევიდენციალური

III პირი ორსავერიცხვში

ევიდენციალური

I პირი III პირისნათქვამს გადმოგვ-ცემს ო ნაწილაკით

I, II პირი ორსავერიცხვში

ევიდენციალური

განზოგადებულადყველა

ევიდენციალური

გიორგი ყუფარაძე, ციური ახვლედიანიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონცეპტი „ინვექტივი“ ფრანგულდა ინგლისურ პარემიებში

ფრაზეოლოგიური ერთეულები გამოხატავენ ადამიანური ცივილიზა-ციის განვითარების გამოცდილებასა და შედეგს; მათში თავმოყრილიამსოფლიო ხალხთა ძირითადი ცხოვრებისეული ეტაპების მთელი სიბრძნე.ფრაზეოლოგიური ერთეულები ასახავენ იმ მენტალურობის ფორმატს, რო-მელიც საერთოა ერთი ლონგვოკულტურის წარმომადგენელთათვის. ის,რაც აერთიანებს ყველა ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს, არის შემფასებელიკომპონენტის არსებობა (უარყოფითის ან დადებითის). ამ თვალსაზრისით,უარყოფითობის უმაღლეს ხარისხს ფლობენ ეგრეთ წოდებული პეჟორატი-ული (კნინობითი) ფრაზეოლოგიური საქცევები, რომლებიც გამოხატავენ

Page 33: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

32

ერთი პიროვნების მიერ სხვა პიროვნების ნეგატიურ შეფასებას (მისი გარეგ-ნობისა, ქცევისა, ცხოვრების წესისა და ა. შ. მიხედვით) ან ნეგატიურ შეფა-სებას განსაზღვრული ცხოვრებისეული სიტუაციის მიმართ. სრული ნეგა-ტიური შეფასება ვლინდება ე. წ. პეჟორატიულ ფრაზეოლოგიურ ერთეუ-ლებში, რომლებიც შეიცავენ დამამცირებელი ან ტაბუირებული მნიშვნე-ლობის ენობრივ ერთეულებს. როგორც კვლევამ აჩვენა, პეჟორატიულიმნიშვნელობის ფრაზეოლოგიური ერთეულები გადმოგვცემენ არა კონცეპტ«ინვექტივს» (ლანძღვა, სალანძღავი სიტყვა), როგორც ასეთს, არამედჰიბრიდული ხასითის კონცეპტ «ინვექტივს». კვლევისას გამოვყავით შემ-დეგი მაკროკონცეპტები და მათი სეგმენტები – კონცეპტუალური დონორე-ბი კონცეპტ «ინვექტივისათვის». ესენია ისეთი ონთოლოგიური და ან-თროპოცენტრული კონცეპტუალური სფეროები, როგორებიცაა «ადა-მიანი», «გასტრონომია», «ლოკატიურობა», «ფერი», «ცხოველთა სამყარო».

კონცეპტუალური სფერო «ადამიანი» შეიძლება დაიყოს სამ ზონად:«ადამიანის გარეგნობა», «სხეულის ნაწილები», «აზრობრივი უნარები».მეორე კონცეპტუალური სფერო-დონორია – გასტრონომია, რომელიც ასა-ხულია კიდეც „გასტრონომიულ“ ენობრივ ერთეულებში, სხვადასხვაენობრივ პლასტებში, მათ რიცხვში, პარემიაშიც. შემდეგი კატეგორია, რომე-ლიც ფორმირდება უარყოფითშეფასებიანი ფრაზეოლოგიური ერთეუ-ლების კონცეპტუალურ მახასიათებლებთან ერთად, არის „ცხოველთასამყარო“. ამ კატეგორიაში შეინიშნება კონცეპტუალურ მახასიათებელ-დონორთა – ერთი და იმავე ცხოველთა აქტუალიზაციის ტენდენცია სხვა-დასხვა ლინგვოკულტურაში. „ლოკატიურობის“ კონცეპტუალური მახასია-თებელი ხდება კონცეპტ „ინვექტივის“ დონორი იმ პეჟორატიული ფრა-ზეოლოგიური ერთეულების ფორმირებისას, რომლებიც დაკავშირებულიასაზოგადოების მიერ გასაკიცხ საქმიანობასთან. კონცეპტუალური მახა-სიათებელი „ფერი“ მონაწილეობს ფრაზეოლოგიური ერთეულების შექ-მნაში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გარეგნობის აღსაწერად; ეს ისეთიმნიშვნელობებია, რომლებიც ახასიათებენ განსაზღვრულ ადამიანურმდგომარეობას.

მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტ „ინვექტივით“ ნაწარმოები ფრაზეო-ლოგიური გამონათქვამები აშკარად ნეგატიური და ტაბუირებულია, ისინი,სხვა ენობრივი ერთეულების მსგავსად, შედიან ნაციონალურ ლინგვო-კულტურათა საერთო კულტუროლოგიურ ფონდში.

Page 34: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

33

მზექალა შანიძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შენიშვნები ოშკის ბიბლიის შესახებ

ძველ ქართულ სასულიერო მწერლობაში ბიბლიური კრებულების(ძველი და ახალი აღთქმის) შედგენილობისა და წიგნთა თანმიმდევრობისსაკითხები საკმაოდ ხშირად არის ნახსენები. ეს მასალა უმთავრესად ნა-თარგმნია (გვხვდება ბიზანტიელი ავტორების თხზულებათა თარგმანებში)და ძირითადად არაქართულ – ებრაულ, ბერძნულ – კრებულებს შეეხება.

ქართულ ბიბლიურ კრებულთა შესწავლას ამ თვალსაზრისით ართუ-ლებს მასალის სიმცირე და ამგვარ კრებულთა უმრავლესობის არასრული(დაზიანებული) სახე.

ქართული უძველესი კრებული – ოშკის ანუ ათონის ბიბლია (978 წ.),როგორც ცნობილია, ნაკლულია და ხელმეორედ აკინძული; სამეცნიეროლიტერატურაში მისი თავდაპირველი სახის შესახებ გამოთქმული მოსაზ-რებანი განსხვავებულია.

წინამდებარე მოხსენებაში წარმოდგენილია ავტორის შენიშვნებიოშკის ბიბლიის ხელნაწერში თავდაპირველად შემავალ წიგნთა რაო-დენობისა და მათი თანამიდევრობის შესახებ.

ნინო შარაშენიძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრამატიკალიზაცია ქართულში

ენობრივი ცვლილებები ენის განვითარების თანამდევი და მნიშვნე-ლოვანი პროცესია; ამასთანავე, იგი გარკვეულ როლს ასრულებს ენის გრა-მატიკული სისტემის ჩამოყალიბებაში. ენობრივი ცვლილებების ერთ-ერთიმთავარი პროცესი არის ლექსიკური ერთეულების გარდაქმნა გრამატიკუ-ლი ფუნქციის მქონე ფორმებად. ეს მოვლენა თანამედროვე ლინგვისტიკაშიგრამატიკალიზაციის ტერმინითაა ცნობილი. გრამატიკალიზაცია ენის ის-ტორიას უკავშირდება და ენაში მომხდარი ცვლილებების დიაქრონიულიასპექტით გაანალიზებას ითვალისწინებს. ამდენად, იგი ისტორიული ლინ-გვისტიკის კვლევის საგანს წარმოადგენს, მაგრამ ამასთანავე ენის მონაცემ-თა სინქრონიული კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტიცაა.

Page 35: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

34

ქართულ ენაში გრამატიკალიზაციის პროცესის შედეგად მნიშვნელო-ვანი ცვლილებები მოხდა. მოდალობის კატეგორიის ჩამოყალიბება სწორედგრამატიკალიზაციის პროცესს უკავშირდება. მოდალობის კატეგორიის ერ-თ-ერთ მთავარ მაწარმოებლად თანამედროვე ქართულში გვევლინება„უნდა“ მოდალური ელემენტი. „უნდა“ ფორმა გრამატიკალიზაციისპროცესის შედეგად ზმნური ფორმიდან იქცა ნაწილაკად. ის არის „ნდომა“ზმნის ობიექტური უღლების მესამე პირის ფორმა. ეს ფორმა თანამედროვექართულში ახლაც ასრულებს დამოუკიდებელი ზმნის ფუნქციას. ზმნისამოსავალი მნიშვნელობა არის „სურვილი, ნდომა“, მაგრამ თანამედროვექართულში იგი პოლიფუნქციური ნაწილაკია. იგი აწარმოებს მოდალობისსამივე სახეს (ეპისტემურ, დეონტურ და დინამიკურ მოდალობას).ამასთანავე, გვევლინება კავშირის სახითაც და გამოხატავს არჩევითობისსემანტიკას.

მოხსენებაში განხილული იქნება „უნდა“ ფორმის გრამატიკალიზციაქართულში, მისი სემანტიკური დიფერენციაცია და მისი გამოყენებითშექმნილი კონსტრუქციების ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი ქართულიენის კორპუსის მონაცემებზე დაყრდნობით.

ზურაბ ჭუმბურიძეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიტყვა იუბილე ქართულში

იუბილე ქართულში კარგად ცნობილი და ფართოდ გავრცელებულისიტყვაა მისგან ნაწარმოებ მეორე სიტყვასთან - იუბილართან ერთად. იგი მი-ხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეა განმარტებული: ძვ. ებრ.ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, დაწესებულების, ორ-განიზაციის არსებობის, რაიმე მნიშვნელოვანი ამბის ან მოვლენის წლისთა-ვი, რომელსაც საზეიმოდ აღნიშნავენ; ასეთი წლისთავის აღსანიშნავად მოწყ-ობილი ზეიმი.

იმის შესახებ, თუ როდიდან გაჩნდა იუბილე ჩვენს ენაში, საინტერესოცნობას გვაწვდის პროფ. ბ. გიგინეიშვილი თავის ფრიად საყურადღებო ნაშ-რომში „ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი (ა-მ)“,რომელიც ახლახან გამოიცა. როგორც აქ არის აღნიშნული, ეს სიტყვა ძველქართულში დასტურდება მე-12 საუკუნეში ე. წ. „გელათის ბიბლიის“

Page 36: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

35

კატენებში: „ამის მიზეზისათვის იობილისაცა უქმებაჲ შჯულ-უდვა,რომლისა სახელი თავისუფლებასა და მიტევებასა დაჰნიშნავს, ხოლოიობილეად მეერგასესა სახელ-სდებენ წელსა...“ (Ga 74r, Gb 28v).

სიტყვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერა-ტურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი უკავშირდება ძველებრაულსიტყვას jobel („ვერძის რქა“). აქედანვეა ლათინური jubilaeus „თავისუფ-ლების წელი“ (Фасмер, IV, 1973, 525); ასეთად დადგენილი იყო ყოველი 50-ეწელი, როცა ხდებოდა მონების გათავისუფლება და ქონების დაბრუნებაპატრონებისათვის.

ბ. გიგინეიშვილის აზრით, ახალი ქართული ფორმა იუბილე რუსუ-ლიდან ჩანს შემოსული და ზემოთ განხილული იობილესაგან არ მოდის,რადგან საშუალი ქართულის ძეგლებში ეს სიტყვა აღარ გვხვდება.

ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იობილე შემდეგი დროის ტექ-სტებში აღარ ჩანს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ის ენაში არ არსებობდა. ამასადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში წარმოდგენილისიტყვა იობელიან „ერგასი“, თუმცა, ჩვენც ვფიქრობთ, რომ მე-19 საუკუნეშიეს სიტყვა სწორედ რუსულის გავლენით გააქტიურდა.

საინტერესოა ამ ფუძიდან ნაწარმოები ფორმების (იუბილეი, იობილე)ხშირი გამოყენება მე-19 საუკუნის ქართველი მწერლების: ილიას, აკაკის,ვაჟას შემოქმედებაში.

ნინო ჭუმბურიძე, მარიამ კიკონიშვილითსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

დიმინუტიურიფორმები მხატვრულლიტერატურაში

დიმინუტივები ქართულში (როგორც ძველ, ისე თანამედროვესალიტერატურო ენაში) ნაკლებად გვხვდება. ამ ფორმების სიმცირეს ძველქართულში იმით ხსნიან, რომ V–XI საუკუნეების სალიტერატურო ენასასულიერო მწერლობის ენა იყო და მის სტილს კნინობითი ფორმები არშეეფერებოდა. თანამედროვე სალიტერატურო ქართულშიც დიმინუტივებინაკლებად გვხვდება, სამაგიეროდ აქტიურად გამოიყენება ისინი ცოცხალ,სასაუბრო მეტყველებაში. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული დი-მინუტივები დიალექტებში. სხვადასხვა დიალექტი ამ მხრივ სხვადასხვატენდენციას ამჟღავნებს, მაგრამ უმეტესობას ამ ფორმების სიხშირე და მა-

Page 37: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

36

წარმოებელთა მრავალფეროვნება ახასიათებს. ენის შესაძლებლობები დი-მინუტივთა წარმოქმნის თვალსაზრისით, ცხადია, წარმოჩნდება მხატ-ვრულ ლიტერატურაშიც.

ამჯერად განვიხილავთ დიმინუტივების გამოყენების შემთხვევებს მხატ-ვრულ თარგმანში, კერძოდ, ცნობილი მთარგმნელის - დავით წერედიანის მი-ერ გადმოქართულებულ გრიმების ზღაპრებში. გერმანული ენა, როგორც ცნო-ბილია, დიმინუტივების სიხშირით გამოირჩევა და ისინი ფართოდ არის წარ-მოდგენილი ზღაპრებში. საინტერესოა, რომელ ფორმებს მიმართავს მათ შე-სატყვისად დ. წერედიანი.

ბუნებრივია, მთარგმნელი ხშირად იყენებს სასაუბრო მეტყველები-სათვის დამახასიათებელ ფორმებს და დიალექტიზმებს: დათუჩელა, ვირუ-კელა, თავჯირკა, გოჯა-ბიჭი...

არც თუ იშვიათად დ. წერედიანი მიმართავს ინოვაციებს: რწყილუკა,კარუკა, ალვუკა, ნეშუკა, დედლუკა, ძეხუკა...

ზოგჯერ იგი ქმნის იმ ტიპის კომპოზიტებს, რომლებიც ფუძის რე-დუპლიკაციით და ფუძეში ხმოვნის ან თანხმოვნის შეცვლით მიიღება. ასე-თი სახელები, როგორც ვიცით, ექსპრესიულობით გამოირჩევა და ირონიუ-ლი, დამცინავი დამოკიდებულების გამომხატველია. სწორედ ამ ფუნქციასასრულებს მთარგმნელის მიერ გამოყენებული ინოვაციური ფორმები: ფარ-თალ-ფურთალა, ჯილდო-მილდო, ჯილღო-მილღო...

რომელ ფორმას ირჩევს მთარგმნელი ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვე-ვაში, ეს, რა თქმა უნდა, მის ნიჭსა და ენობრივ ალღოზეა დამოკიდებული,მაგრამ ჩვენთვის ამჯერად მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ როგორვლინდება ენის შინაგანი პოტენცია და შესაძლებლობები დიმინუტიურიფორმების წარმოქმნისას.

ნინო ხახიაშვილითსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

სიტყვა ცადა მასთან დაკავშირებულისიტყვა-თქმანი

ცა სულხან-საბას „სიტყვის კონაში“ არის: „ზე აღსახედი (1,1 დაბად.).ცაჲ არს გარე-შემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივ-თიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფეველისაგან, სადა არს საყოფელიანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა

Page 38: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

37

შემცველი და გარე-შემოუწერელი...“ ცა სიტყვის ბუდეში ჩამოთვლილია:ზეციერი, მეცხრე ცაჲ, საქანელნი ცათანი, ცათ მოხილვა, ცანი ცათანი,ცისად-ცისად, ცისარტყელა, ცისიერი, ცისკრის-ვარსკულავი, ცის-მშვილდი, ცის-ნატეხა, ცის-ფერი, ცისხეული... ზეციერი ცათა მყოფი;ცისიერი ესე არს ჰაერთა შინა რაიც იქმნების: ელვა, ქუხილი, მეხი, ტატანი,ვარსკვლავკუდედი, სეტყვა, და რაიც შუქი და ნიშანი გამოჩნდების;ცისარტყელა ცის-მშვილდი, ცის-მშვილდი რა ნისლი ამაღლდების დაღრუბელთამდე მიიწევის, მზის შარავანდედისაგან ნისლთა ცვარნიგაზრქელდებიან და შეიმკობიან (+ და ფერად-ფერადად გამოჩნდებიან)..;ცისკრის-ვარსკულავი მთიები; ცისხეული ლურჯი; მეცხრე ცაჲ ამასუწოდენ ბროლის ცასა, რომლის მოქცევასა ფილასოფოსნი ორმეოცდაცხრაათასთა წელიწადთა შინა იტყვიან... და ამის ცის მოქცევისა შემდგომადსოფლისა აღსასრულსა და ყოველთა ცათა სამკაულისა მოშლასა დამაშინღა სასჯელსა“... და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ქართულში ცა სიტყვისაგან უამრავილექსემაა წარმოქმნილი, და ასევე უამრავი – ხატოვანი სიტყვა-თქმაც:ცისმარე, ცისქვეშეთი, ცისპირი, ცისკიდური, ცის დასალიერი, ცის-იკანკლედი, თვალღია ცა, ცისფერი, ცისთვალა, ცის ფოლიო, ცის ნამი, ცათასწორი, ცის გუშაგი... ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ცას ექვსიმნიშვნელობა აქვს, აქვეა დამოწმებული ხატოვანი თქმებიც: ცა ქუდად არმიაჩნია და დედამიწა ქალამნად; ცას სწვდება სიხარულით, სიხარულითმეცხრე ცაზეა, ცის გახსნა, ცის გაწითლება; ცის დაქცევა (დანგრევა), ცაფეხად ჩამოდის, ცა ძირს მოიდგამს; ცას შეაბერდება; ცა მაღალია, მიწამაგარი...

საყურადღებოა აკაკი შანიძის „მთის კილოთა ლექსიკონში“დადასტურებული ცა სიტყვიდან წარმოქმნილი ლექსიკური ერთეულებიდა მათთან დაკავშირებული გადმოცემები: ცარგვალი ფშ. ცის კამარა; ცასწავალა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტოროლა ფრინველისათვის ფშავლები იტყვიან:ტოროლა რომ მაღლა წავა გალობით, ის ამბობს: „ცას წავალ, ცას წავალ, ცასწავალ“. მერე ისევ დაეშვება: „ვტყუი, ვტყუი, ვტყუიო“... ცის კაკანა ჴ.ბროლის მსგავსი ქვა (ციდან ჩამოვარდნილს ამბობენ); ცის პირის ძვრა ჴ.რიჟრაჟი; ცის გიდელ-გიდელ, ცის კიდელ-კიდელ ჴ., ცის ტატანთ თ.ჰორიზონტზე; ცა-ღურბელთ ომობა „ცა-ღურბლის მეომართ ჴევსურეთში

Page 39: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

38

ვინც ძალიან გვარ-ძლიერნია, ბევრნი, იტყვიან: ის ხალხნი ცა-ღურბელ-თანაც შაიძლებენ ომობასაო“ (ბეს.)...(შანიძე ტ. I, 1984).

სიტყვა ცა და მასთან დაკავშირებული სიტყვა-თქმანი, როგორც მოყ-ვანილი ნიმუშებიდანაც ჩანს, მრავალი თვალსაზრისით, საინტერესო დასაყურადღებო ინფორმაციას შეიცავს.

მარიკა ჯიქიაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თებერვლის 26-ს ვამჯობინეთ 26 თებერვალი

XIX საუკუნიდან ქართულ სინამდვილეში ფაქტობრივად დაკანონდათვის რიცხვის რაოდენობითი რიცხვითი სახელით გამოხატვა (გამონაკლი-სით - პირველი). ჩვენი ცხოვრება წელიწადის 12-თვიანი ციკლით არისსტრუქტურირებული, ჩამონათვალში ყოველი თვე ერთგზის სახელდება.იანვარი ერთია და 31 ვერ იქნება, აპრილი ლურჯი აუცილებლად შეიძლე-ბა, მაგრამ არა 27... უცხოენოვანი – ანუ: აზერბაიჯანული, არაბული, ბერ-ძნული, გერმანული, ებრაული, თურქული, ინგლისური, ლათინური, ოს-მალური, ოსური, სირიული, სომხური, სპარსული, რუსული, ფრანგული,ქურთული – გავლენა გამოვრიცხეთ; არც ძველსა და საშუალ ქართულშიმსაზღვრელ-საზღვრულის უპირატესად პოსტპოზიციური წყობა არ უნდაიყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რადგან ახლისათვის დომინანტურინათესაობითიანი ფორმის პრეპოზიციულობა ბუნებრივია ყველა ეპოქისქართულისათვის.

მივმართოთ წერილობით წყაროებს:„აღსრულებაჲ მისი თთვესა – ოკდონბერსა ათჩვიდმეტსა...“ („შუშა-

ნიკის წამება“ (V ს.);„...განვაწესეთ სახსენებელი... ოკდონბერსა ოცდაცხრასა...“ („სერაპიონ

ზარზმელის ცხოვრება“ (X ს.); „...იმსახურებოდის თვესა მაისსა იგ…“(„იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება“(XI ს.).

ამ მაგალითებში წყობა კი არის პოსტპოზიციური, მაგრამ საზღ-ვრული მოსალოდნელი ნათესაობითის ნაცვლად შეთანხმებულ მიცე-მითშია. ასევეა ამ მაგალითებშიც: ...ივნისსა კ, მამაჲსი (იადგარი, XI ს.),თუესა აგჳისტოსა (საწინასწარმეტყველო, 1085), აპრილსა კე (დავითნი, XVს.), თვესა მარტსალა (კურთხევანი, XVII ს.)

Page 40: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

39

ნათესაობითიანი ფორმები: ...ფებერვლის ი ...(წერილი ერეკლე II-ისა,1770), სრულ იქმნა ...დეკენბრისა თვისა გ (თეიმურაზ II-ის წერილი,1753).სრულ იქმნა...დეკემბრის ა (ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი, 1756). ...ენკენის-თვის კგ („ვეფხისტყაოსნის“ გადამწერის ანდერძი, 1671). გრიგოლ ორბე-ლიანი – ნოემბრის 7 დღესა, მარტის 8-სა, ასევე – 23 სეკდემბერი. ნიკოლოზბარათაშვილი – მაისის 28-სა დღესა, ასევე – 21 აგვისტოს, და ოქტომბრის31-სა. გიორგი წერეთელი – 186... წლის ოქტომბრის 20-ს, 186... წლის დე-კემბრის შუას და აპრილის გასულს, დეკემბრის 15 იყო, ასევე: 1888 წლის 22დეკემბერი. ილია ჭავჭავაძე – 1860 წელსა ნოემბრის 5-სა დღესა, 1861წ. 15თიბათვისას(?), 12 მკათათვისა. უპირატესად დღევანდელ ნორმას იყენებს.ასევე – ვაჟა-ფშაველაც.

ტერენტი გრანელი ხშირად აფიქსირებს ლექსის თხზვის თუ ამ„ლექსად ყოფნის“ თვესა და რიცხვს და ხან გენიტიურ კონსტრუქციას იყე-ნებს – დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი (“Memento mori“), ხანაცექვემდებარება არამართლზომიერ, თუმცა გაბატონებულ ტენდენციას: რვასექტემბრის ქარიანი დღეა („ირას“).

ამრიგად, ქართველებმა თებერვლის 26-ს ვარჩიეთ 26 თებერვალი.

Page 41: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

40

ს ტ უ დ ე ნ ტ უ რ ი ს ე ქ ც ი ა

მარიამ აბესაძეთსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი

ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი რუსუდან ზექალაშვილი

უქონლობისადა უარყოფითნაწილაკიანფორმათა მოდელებიდა სემანტიკური ანალიზი

(სალიტერატურო ქართულისა და დიალექტების მიხედვით)

სხვადასხვა ენაში უარყოფის გამომხატველი საშუალებები მრავალფერო-ვანია. თანამედროვე ქართულ ენაში საკმაოდ ბევრია უარყოფის გამომხატვე-ლი დამოუკიდებელი სიტყვები, მაგრამ გვაქვს უარყოფითი ნაწილაკებისა დაპრეფიქსების შემცველი ერთეულებიც.

სალიტერატურო ქართულში უარყოფის მაწარმოებლიანი სიტყვებიდანგვხვდება სხვადასხვა მეტყველების ნაწილი: არსებითი და ზედსართავი სახე-ლები (მიმღეობები), ნაცვალსახელები და ზმნიზედები.

ჩვენი მიზანი იყო, ქართული ენის დიალექტური მასალის მიხედვითშეგვესწავლა უარყოფის გამოხატვის საშუალებები და დერივაციის საკითხები,გამოგვერკვია მსგავსება-განსხვავებები სალიტერატურო ქართულთან შედარე-ბით. კვლევის დროს ვეყრდნობოდით ქართული ენის დიალექტური კორპუ-სის ტექსტებს (corpora.co). განვიხილეთ თითქმის ყველა დიალექტის მასალაროგორც საქართველოს ტერიტორიაზე (ქართლურის, კახურის, თუშურის,ფშაურის, მთიულურ-გუდამაყრულის, იმერულის, გურულის, რაჭულის, აჭა-რულის, სამცხურ-ჯავახურის), ისე მის ფარგლებს გარეთ (ინგილოურის,იმერხეულისა და ფერეიდნულის ტექსტები).

დიალექტური ტექსტების ანალიზით გამოვლინდა, რომ უარყოფის წარ-მოების ძირითადი მოდელები თითქმის არ განსხვავდება ქართული სალიტე-რატურო ენისაგან, თუმცა უფრო მრავალფეროვანია ნაწილაკდართული ფორ-მები.

დიალექტებში, სალიტერატურო ქართულის მსგავსად, გავრცელებულიაუარყოფის გამომხატველი შემდეგი მოდელები:

I. უ-პრეფიქსიანი უქონლობის სახელები და მიმღეობები:ა. კონფიქსიანი ზედსართავი ან არსებითი სახელები:უ+ სახელური ფუძე+ ოუ+ სახელური ფუძე+ ურ

Page 42: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

41

ბ. მიმღეობები - ოდენპრეფიქსიანი ან კონფიქსიანი:(ზმნისწინი)+ უ+ზმნური ფუძე(ზმნისწინი)+უ+ზმნური ფუძე+არ(ზმნისწინი)+უ+ზმნური ფუძე+ელII. უარყოფითნაწილაკიანი კომპოზიტები:არ ნაწილაკი + (ზმნისწინი)+ სახელზმნავერ(ა) ნაწილაკი + სახელზმნაარ(ა) + სახელური ფუძეგანსხვავებული წარმოება დადასტურდა მხოლოდ საქართველოს ფარ-

გლებს გარეთ არსებულ დიალექტებში (ინგილოურში, იმერხეულსა და ფე-რეიდნულში), კერძოდ, ზმნისწინამდე უ- პრეფიქსიანი მიმღეობები (უგაწყ-ვეტილი, უგაკეთებული), ასევე ორმაგპრეფიქსიანი მიმღეობური ფორმები(უმოუხვნელი, უგაუგონარი) და სხვ.

როგორც ფიქრობენ, უქონლობის აფიქსებით ნაწარმოები და უარყო-ფითნაწილაკიანი სიტყვები სალიტერატურო ქართულში დიაქრონიულადსინონიმური მნიშვნელობისა იყო, მაგრამ შემდგომ ზოგიერთმა ლექსიკურ-მა ერთეულმა განსხვავებული სემანტიკა შეიძინა (მაგ.: კაცი - არაკაცი,უზომო - არაზომიერი, უჩვეულო - არაჩვეულებრივი და სხვ.). მსგავსი პა-რალელური ფორმები საკმაოდ იშვიათია დიალექტებში, თუმცა ყველა გან-ვიხილეთ (არმოსაზდელი/არგასაზრდელი - გაუზრდელი, არმოხნული -მოუხნავი, არდანამუშავი - დაუმუშავებელი და სხვ.). მათ შორის იშვიათადშეიმჩნევა სემანტიკური განსხვავება და პარალელურ ფორმებად აღიქმება.

ნინო აბესაძეთსუ, დოქტორანტი

„უტოპიური ანბანის“ შექმნის იდეა და მისი განვითარების გზა1

კავკასიაში გავრცელებული ენებისათვის ანალიტიკურ სისტემაზე და-ფუძნებული „უტოპიური ანბანის“ შექმნის იდეა 1931 წელს საზოგადოებასგააცნო იური მარმა. მანამდე, როგორც ვიცით, ნიკო მარმა აფხაზური ენი-

1 მოხსენება მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისმიერ დაფინანსებული პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები დაზოგადი ენათმეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები: 1918-1950წლები“ (№ FR/503/1-30/14) - ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი თსუ ასოც.პროფ. თ. ბოლქვაძე).

Page 43: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

42

სათვის შექმნა ე.წ. ანალიტიკური ანბანი (1926-1928 წწ), რომელსაც თვი-თონვე იყენებდა სამეცნიერო მიმოქცევაში.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ენის, ისტორიისა და მატერი-ალური კულტურის ინსტიტუტის საარქივო მასალებზე მუშაობისას მივაკ-ვლიეთ დამწერლობის კომისიის სხდომის ოქმებს, რომლებშიც სხვადასხვასამეცნიერო ღონისძიებასთან ერთად განხილულია „უტოპიური“, მაგრამ„სისტეტიური“ ანბანის შექმნის იდეა.

1931 წლის 16 სექტემბრის დამწერლობის კომისიის სხდომის ოქმისმიხედვით კომისიამ დაადგინა, რომ:

„მუშაობა ანალიტიკურ წერაზე უნდა გაგრძელდეს სამი მიმართუ-ლებით:

ა) სამეცნიერო ჩანაწერებისათვის აუცილებელი სისტემის დაზუსტებადა დახვეწა დეტალურად;

ბ) ანალიტიკური დამწერლობის მოხერხება პრაქტიკული მიზ-ნებისათვის ლათინიზაციიდან გადახვევის გარეშე;

გ) ანალიტიკურ სისტემაზე დაფუძნებული უტოპიური ანბანის მომ-ზადება, მაგრამ უკვე სისტეტიურისა, რომელიც გაითვალისწინებს კაცობ-რიობის ანბანურ გამოცდილებას, მაგრამ არ დაემსგავსება არც ერთ აქამდეარსებულ და აწ არსებულ ანბანს“ (დამწერლობის კომისიის სხდომის ოქმი№1. 16.09.1931 წ.).

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა შემდეგი ენებისათვის: მეგრული, ჯავახე-თური (თურქული), ჭანური, ინგუშური, თურქული, თალიშური, თათური,ოსური, სვანური, უდიური, ქართული, სომხური, წოვა-თუშური, ფრან-გული, ესპანური, იტალიური, ინგლისური, გერმანული, ბერძნული/კავ-კასიური/ ასურული, ქურთული, სპარსული, რუსული, ინდური, ტაჯი-კური.

მოხსენებაში შევეცდებით, ავხსნათ, თუ რა იყო საფუძველი ენობრივიპოლიტიკის შემუშავების ამგვარი მეთოდისა. რეალურად, რომელი ენები-სათვის შეიქმნა უტოპიური ანბანები და მიღებული იყო თუ არა სამეც-ნიერო მიმოქცევაში, ისე, როგორც აფხაზურის შემთხვევაში.

Page 44: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

43

სალომე გეგეჭკორითსუ ბაკალავრიატის სტუდენტი

ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მაია ლომია

ვა- „არ“ ნაწილაკის დაწერილობისადა ფუნქციის საკითხიმეგრულში

ვა- „არ“ უარყოფითი ანუ უკუთქმითი ნაწილაკი მეგრულში ვარ „არა“ნაწილაკისაგან მომდინარეობს ბოლოკიდური რ-ს ჩამოცილების შედეგად.ფორმობრივ-აზრობრივი სიახლოვის მიუხედავად, სხვადასხვაგვარად გა-ნიხილება ვარ და ვა- ნაწილაკების დაწერილობის საკითხი მეგრულში;კერძოდ, ვარ ნაწილაკი ცალკე იწერება, ხოლო ვა- ნაწილაკის დაწერილობასხვადასხვაგვარად არის ასახული ბეჭდურად გამოცემულ მეგრულ ტექს-ტებში. ზოგჯერ იგი ცალკეა დაწერილი მაშინაც კი, როცა ფონეტიკურიტრანსფორმაციის შედეგად ვე ვარიანტი დასტურდება.

ვა- „არ“ ნაწილაკის დაწერილობა მეგრულში მჭიდროდ უკავშირდებამისი ფუნქციური განაწილების საკითხს. მოხსენებაში არის ცდა, წარ-მოვაჩინოთ ვა- ნაწილაკი, როგორც ნაწილაკ-მორფემოიდი. მისი ამგვარიფუნქციური დატვირთვა იძლევა მომდევნო სიტყვასთან ერთად დაწერი-ლობის საფუძველს.

ელენელურსმანაშვილითსუ ბაკალავრიატის სტუდენტი

ხელმძღვანელი პროფესორი რამაზ ქურდაძე

„არ“ ნაწილაკის სტილურიდანიშნულების კონკრეტული შემთხვევა„ვეფხისტყაოსანში“

უარყოფა ქართულში გადმოიცემა უქონლობისა და არ(ა) ნაწილაკიანირთული სახელებით. არ(ა) ნაწილაკიანი რთული სახელი ძველ ქართულშივედასტურდება. როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, ნაწილა-კიანი რთული სახელების გამოყენება ახალ ქართულში აქტიურდება კატე-გორიული უარყოფის გამოსახატად სწორედ არ(ა) ნაწილაკის მეტი გამომსახ-ველობითი ძალის გამო.

Page 45: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

44

მოხსენებაში გაანალიზებულია „ვეფხისტყაოსანში“ „არ“ ნაწილაკისსტილური ფუნქციით გამოყენების ერთი კონკრეტული შემთხვევა:

(1) „მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურველია (158,1);(2) კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“ (952,4).(3) უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი“ (1084,4).ავტორი აცალკევებს არ ნაწილაკიან რთულ სიტყვას და მასში ტმესის

წესით სვამს იმ სახელურ ერთეულს, რომლის უარყოფაზეც აკეთებსაქცენტს. უარყოფის აქტუალიზება ხდება პოზიციურადაც, რაც ხელსუწყობს ინტონაციური მახვილის დასმას სამიზნე ლექსიკურ ერთეულზე.ამგვარი მაგალითები უხვადაა „ვეფხისტყაოსანში“. აღსანიშნავია ისიც, რომავტორი ამგვარ სტილურ ხერხს იყენებს ერთ მაგალითშიც, ოღონდ „არ“ნაწილაკის გამომსახველობით ძალას უფრო მეტად ზრდის უქონლობისსახელის უარყოფის ხარჯზე:

(4) არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი (928,3).

სალომე სუხიაშვილითსუ ბაკალავრიატის სტუდენტი

ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი

საიქიო და მისი ბინადრები ქართულზეპირსიტყვიერებაში

ქრისტიანობამდე საუკუნეებით ადრე მივიდა ადამიანი იმ კითხვამდე,რა არის სიკვდილი, შეიძლება თუ არა უკვდავების მოპოვება. გმირები,რომლებსაც ამგვარი აზრი უჩნდებათ, ცდილობენ ცოცხლები ჩავიდნენ დაეწვიონ მიღმურ სამყაროს, მაგრამ იქ ადვილად ვერ მოხვდები. უკვდავებისმოპოვებასა და მიღმურ სამყაროში სტუმრობის არსს პირველად ვხვდებით„გილგამეშის ეპოსში“, იგივე „გილგამეშიანში“, რომელიც არის ბაბი-ლონური ეპოსი.

მოხსენების მიზანია, ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, როგორ წარმოუდ-გენიათ ქართველებს საიქიო და მისი ბინადრები. ვაჟა-ფშაველას ეთნოგრა-ფიულ ჩანაწერებში მოცემულია ცნობები, როგორ წარმოუდგენიათფშავლებს საიქიო. ბესარიონ ნიჟარაძე გვაწვდის ცნობებს სვანების წარ-მოდგენებზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ა. შანიძის მიერ არისჩაწერილი და გამოცემული „ხევსურული პოეზია“. ამ ლექსების მიხედვით,

Page 46: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

45

საიქიოს სულეთი ეწოდება. მას აქვს ციხის კარები, რომელსაც უსამარ-თლოდ დაღუპული გმირები ხან ფეხით აღებენ, ხანაც კივილით შედიან.ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ იქ ხვდებათ ნათესავები, ზოგშემთხვევაში - მთლიანად თემი, ნარჩევი ვაჟკაცებისაგან შემდგარი ჯარი.ისინი ერთად ცდილობენ სამზეოზე გამოსვლას, მაგრამ მათ ღმერთიაკავებს და ეუბნება, რომ ცოცხლებში აქედან არავინ გასულა. ისინი კიმუდამ ცდილობენ ცოცხალთა სამყაროში დაბრუნებას და შურისძიებას.

სოფია შამუგიათსუ დოქტორანტი

ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მაია ლომია

ნატვრითობის გამოხატვა მეგრულშიდა სამეტყველო კოდებისშერევის საკითხი

მეგრულში, როგორც ცნობილია, ნატვრითობის სემანტიკის ენობრივიგამოხატულება დიფერენცირებულია არეალების მიხედვით; კერძოდ,აღმოსავლურ არეალში გადმოიცემა თხრობითი კილოს აორისტისმწკრივის ფორმით, ხოლო დასავლურში - II კავშირებითის ფორმით. რო-გორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში S პირი იკარგება:

1. ქომუჩუ თიქ(s) მა(indO1) თინა(dirO3) (აღმ. არეალი) „მომცა მან მე ის“შდრ.: ქომუჩუნი თინა მა „მომცა მე ის“;

2. ქომჩას თიქ(s) მა(indO1) თინა(dirO3) (დას. არეალი) „მომცეს მან მე ის“შდრ.: ქომჩას მა თინა „მომცეს მე ის“

რადგან სალიტერატურო ქართულში ნატვრითობა გადმოიცემათხრობითკილოიანი წყვეტილის ფორმით, მეგრულში არსებული ზემოხსე-ნებული დიფერენცირება ქართულ თარგმანში ყოველთვის არ არის შენარ-ჩუნებული; შესაბამისად, აღრევისას დასავლური მეგრულისთვის დამახა-სიათებელი ფორმა იცვლება, თუმცა მეგრულისთვის დამახასიათებელიარეალური დიფერენცირება შენარჩუნებულია სამეგრელოს დასავლურიარეალის წარმომადგენელთა ქართულ მეტყველებაში, რომელიც საინტერე-სო მასალას იძლევა სამეტყველო კოდების შერევის თვალსაზრისით.

Page 47: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

46

გიორგი ჯღარკავათსუ მაგისტრანტი

ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მაია ლომია

ზოგიერთი ენობრივი საკითხის ანალიზილაზურ ანდაზებში

როგორც ცნობილია, ანდაზა ერთი მთლიანი, ადვილად წარმოსათქმე-ლი და დასამახსოვრებელი ლინგვისტური ერთეულია. ღრმაშინაარსიანისათქმელის ლაკონიურად გადმოცემა ბევრად არის დამოკიდებული ენობ-რივ მახასიათებლებზე.

მოხსენებაში გაანალიზებულია ორი ტიპის რთული აგებულების ან-დაზა, რომელთაგან: I. შედგება ავტორის ნათქვამისა (მთავარი წინადადება)და სხვისი ნათქვამისაგან, რომელსაც ახლავს მაქვემდებარებელი კავშირიდა III პირის აღმნიშვნელი სხვათა სიტყვის ნაწილაკი(დამოკიდებული წი-ნადადება); II. შედგება ოდენ დამოკიდებულისაგან, რომლის მთავარ წინა-დადებად ივარაუდება ქართული თქმის ფარდი ზმნები ლაზურში აწმყო ანწარსული დროის ფორმებით: ამბობენ, ნათქვამია, უთქვამთ და სხვა.

I. (1) ბუტკუჯიქ თქვერენ: მა-ნა მებუჭკომარე კოჩი დოღურატუკონ-ნა,არ კოჩიშენი არ ფუთი თოფური დობიქომტია „ფუტკარს უთქვამს: ჩემგანდაკბენილი კაცი რომ მომკვდარიყო, ერთი კაცისთვის ერთ ფუთ თაფლსგავაკეთებდიო“ (შერ. მემ. 198);

(2) მთუთიქ თქვერენ: ბერეფე ნა მაყუჭკულე, პიჯის ნოსთონი ქე-მაზდუ-ჲა „დათვს უთქვამს: რაც შვილები შემეძინა, იმის შემდეგ პირშიგემო დამეკარგაო“ (იქვე, 233);

(3) ჩხომიქ თქვერენ: ოთქუში დიდო მიღუნ, ჰამა პიჯი წკარითენმიღუნ ჲოფშა-ჲა „თევზს უთქვამს: სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირიწყლითა მაქვს სავსეო“ (იქვე, 260);

II. (1) იგბალი მომჩი დო გზაში წალე მისთოლია „იღბალი მომეცი დაგზიდან გადამაგდეო“ (შერ. მემ. 219);

(2) ოხოიშ თოსუმი ბოღა ვა იყვენჲა „სახლის მოზვერი ბუღა არიქნებაო“ (იქვე, 246);

(3) ჯუმუ ოჩამუშენი ხოჯი ჭეიშა ჲოჭაფტერენან-ჲა „მარილისსაჭმელად ხარი ჭერში აჰყავდათო“ (იქვე, 267);

სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ირიბი ნათქვამიისტორიულად მეორეულია და იგი პირდაპირი ნათქვამის დახვეწისშედეგადაა მიღებული (იხ. მაგ.(3)). გამოიყოფა ერთგვარი შუალედური

Page 48: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

47

პერიოდიც, რომელიც წარმოადგენს „პირდაპირსხვისნათქვამიანი წინადა-დებიდან ირიბსხვისნათქვამიანზე გარდამავალ საფეხურს“ (ლომია 2005).ეს საფეხური სწორედ კავშირიანი და სხვათა სიტყვის ნაწილაკიანი დამო-კიდებულით გადმოიცემა (იხ. მაგ. I (1), (2) და მნიშვნელოვანია ენის ისტო-რიის კუთხით.

სხვათა სიტყვის ნაწილაკიანი კონსტრუქციების განხილვა საინ-ტერესოა აგრეთვე ვერბალური ევიდენციალობის თვალსაზრისითაც.

სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციალაზეთსა და სვანეთში -ანგარიში

სოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,სოფიო ბერულავა, სალომე გეგეჭკორი,მარიამ მამფორია, ნინო ყოჩიშვილი

(ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მაია ლომია)

გიორგი ჯღარკავა, მარიამ აბესაძე,ნათია ბოტკოველი, ელენე ლურსმანაშვილი,

ლიკა შონია, მზისადარ ჯოჯუა(ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ქეთევან მარგიანი)

ბუნებრივი ენების ლინგვისტური ანალიზი, როგორც წესი, მდიდარემპირიულ მასალას ემყარება. საანალიზო მასალის მოპოვების ერთ-ერთიგამოცდილი და სანდო გზა არის ველზე მუშაობა. უმწერლობო ქართველუ-რი ენების, ქართული ენის დიალექტების შესწავლას ამგვარი მეთოდითადა ხერხით ქართულ საენათმეცნიერო სივრცეში მდიდარი ტრადიცია აქვს.ცნობილია, რომ ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტიდან, ხოლო შემდგომახალგახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინტენსიურადახორციელებდნენ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათშორის თურქეთის ლაზეთში ქართველი სტუდენტები და პროფესორები. ესტრადიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღესაც გრძელდება.

მოხსენებაში საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისქართველური ენათმეცნიერების პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუ-დენტთა მონაწილეობით გასული წლის აგვისტო-სექტემბერში ლაზეთსადა სვანეთში განხორციელებული სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციის შე-დეგებზე.

Page 49: აკადემიკოს აკაკიშანიძის ... (2).pdfსოფია შამუგია, ნინო ქებურია, გიორგი ჯღარკავა,

48