სამოქალაქო...

928

Transcript of სამოქალაქო...

  • სამოქალაქო კოდექსის კომენტარი

  • თბილისი, 2014

    გერმანიის სამოქალაქო კოდექსი

    – სასწავლო კომენტარი –

    შეიმუშავა

    დოქტორ იან კროფჰოლერმა †ჰამბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

    მე‑12 გამოცემიდან გადაამუშავა

    დოქტორ ფლორიან იაკობმა ბილეფელდის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

    და

    დოქტორ მიხაელ ფონ ჰინდენმანოტარიუსი ჰამბურგში

    ჰამბურგის ბუცერიუსის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი

    მე‑13 გადამუშავებული გამოცემა

  • მთარგმნელები:თორნიკე დარჯანია (§241 – §675ბ)

    ზურაბ ჭეჭელაშვილი (§1 – §240, §675გ – §1296)

    რედაქტორები:ეთერ ჩაჩანიძე

    თორნიკე დარჯანიალევან თოთლაძე

    სტილისტური რედაქტორი:თამარ გაბელაია

    © GIZ, IRZ, 2014ISBN 978‑9941‑9348‑3‑4

    წიგნის ბეჭდვა უზრუნველყო საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა GIZ‑ის დავალებით

  • V

    Das vorliegende Buch wird von der Deutschen Gesellschaft fur Internationale Zusam‑menarbeit (GIZ) GmbH und Stiftung fur Internationale Rechtliche Zusammenarbeit e.V. (IRZ) herausgegeben.Die Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH ist ein weltweit tätiges Bundesunternehmen. Sie unterstützt die Bundesregierung in der in‑ternationalen Zusammenarbeit für nachhaltige Entwicklung und in der internationalen Bildungsarbeit. Die GIZ trägt dazu bei, dass Menschen und Gesellschaften eigene Perspektiven entwickeln und ihre Lebensbedingungen verbessern.Seit 1993 unterstützt die GIZ die Rechts‑ und Justizreformen in den Ländern des süd‑lichen Kaukasus. Damit sollen ein länderübergreifender Rechtsstaatsdialog etabliert und verfassungskonforme Rechtswesen gefestigt werden. In enger Zusammenarbeit von lokalen und deutschen Lang‑ und Kurzzeitexperten werden unter anderem Geset‑ze beraten, Fortbildungen durchgeführt und Erfahrungen ausgetauscht. Weiter wer‑den Fachpublikationen und Rechtspopularisierungsmaßnahmen unterstützt.Elektronische Fassungen vieler Publikationen des GIZ‑Vorhabens sind auf der Webseite www.giz.de/law‑caucasus kostenfrei abrufbar.

    წინამდებარე წიგნი გამოცემულია GIZ‑ის (Deutsche Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit) და IRZ‑ის (Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit e.V.) მიერ.Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) გერმანიის ფედერალური მთავ‑რობის დავალებით მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი მხარს უჭერს გერ‑მანიის ფედერალურ მთავრობას, განახორციელოს სხვადასხვა პროექტი საერთა‑შორისო თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. 1993 წლიდან GIZ‑ი ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციის რეფორმების გატა‑რებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი მიზანია სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხებზე ტრანსნაციონალური დიალოგის წარმართვა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სამართლებრივი სისტემის განმტკიცება. სხვა ღონისძი‑ებებთან ერთად, ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტების მჭიდრო ურთიერთ‑თანამშრომლობით ხორციელდება საკანონმდებლო კონსულტაციები, კვალიფიკა‑ციის ასამაღლებელი სემინარები და გამოცდილებების გაზიარება. გარდა ამისა, GIZ‑ი ხელს უწყობს იურიდიული ლიტერატურის შექმნას და სამართლის პოპულა‑რიზაციას.GIZ‑ის სამართლის პროგრამის პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიების ჩამოტ‑ვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.giz.de/law‑caucasus

    http://www.giz.de/law-caucasus

  • VI

    Seit ihrer Gründung im Jahr 1992 berät die Deutsche Stiftung für internationale recht‑liche Zusammenarbeit e.V. (IRZ) ihre Partnerstaaten im Auftrag des Bundesministe‑riums bei der Reformierung ihrer Rechtssysteme und der Justizwesen. Rechtsstaat‑lichkeit und Demokratisierung sind Voraussetzung und Garant, um grundrechtliche Freiheiten zu wahren, stabile staatliche und gesellschaftliche Strukturen zu stärken sowie wirtschaftliches Wachstum anzuregen. Diesen Entwicklungsprozess zu unter‑stützen ist Aufgabe der IRZ, wobei die Bedürfnisse des jeweiligen Partnerstaats immer im Mittelpunkt stehen. Die Zusammenarbeit der IRZ mit Georgien basiert auf einer gemeinsamen Erklärung zwischen dem georgischen Justizministerium und dem Bundesministerium der Justiz von 2005 und wurde im Jahr 2006 aufgenommen. Die Schwerpunkte der Tätigkeit liegen in der Umsetzung internationaler Abkommen in georgisches Recht, in der Be‑ratung im Straf‑ und Strafvollzugsrecht sowie der Aus‑ und Fortbildung von Rechts‑anwendern.

    გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოება (IRZ) შეიქმნა 1992 წელს და ამ დროიდან გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინის‑ტროს დაკვეთით დახმარებას უწევს პარტნიორ სახელმწიფოებს სამართლებრივი რეფორმების გატარებაში. სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია არის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სტაბილური სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება‑გამყარების და ეკონომიკუ‑რი ზრდის აუცილებელი წინაპირობა და იმავროულად გარანტი. სწორედ განვითა‑რების ასეთი პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს IRZ‑ის ამოცანას, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება ასევე შესაბამისი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესებს. საქართველოსთან IRZ‑ის თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოსა და გერ‑მანიის იუსტიციის სამინისტროთა 2005 წლის შეთანხმებას, რომლის განხორცი‑ელებაც 2006 წლიდან მიმდინარეობს. ამასთან, თანამშრომლობის მთავარი სფე‑როებია: საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულების იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სამართალში, საკონსულტაციო საქმიანობა სისხ‑ლის საართალში და სასჯელაღსრულების სფეროში და პრაქტიკოსი იურისტების განგრძობითი იურიდიული განათლება.

  • VII

    წინათქმა

    თქვენს ხელთ არსებული გამოცემა – „კროფჰოლერის” ქართული ვერსია, წარმოადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) სას‑წავლო კომენტარს. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ შეჩერდა ჩვენი არჩევანი ამ პუბლიკაციაზე. საქართველოს სამოქალაქო კო‑დექსს (სსკ), როგორც კერძო‑სამართლებრივი ურთიერთობის ძირი‑თად კოდიფიკაციას, აქვს გამორჩეული მნიშვნელობა საქართველოში სამართლებრივი პრაქტიკის თვალსაზრისით. ამასთან, სსკ და BGB (გერმანიის სამოქალაქო კოდექსი) საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთ‑მანეთთან. მათთვის, ვისთვისაც უცხო არ არის სსკ ან BGB, საკმაოდ იოლია სწრაფად გაერკვნენ სხვა კანონებშიც. ეს სარგებელი უფრო მრავლისმომცველიც კი შეიძლება იყოს: მაგალითად, ხშირად წააწყ‑დებით BGB‑სთან დაკავშირებულ ლიტერატურასა თუ სასამართლო პრაქტიკაში სსკ‑ით მუშაობისათვის საინტერესო და სასარგებლო იმ‑პულსებს. ეს განსაკუთრებით ეხება BGB‑ს კომენტარებს, ვინაიდან მოსამართლეები, ადვოკატები, მეცნიერები, სტუდენტები და სხვა სსკ‑ის მომხმარებლები, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ გარკვე‑ული ნორმებით, რომლებიც განსხვავებით სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიებისგან თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი კო‑მენტარებში. მაშასადამე, თქვენ შეგეძლებათ „კროფჰოლერის” ქარ‑თული ვერსიის საშუალებით უმოკლეს დროში დაადგინოთ, თუ რას გულისხმობს BGB‑ს შესაბამისი ნორმები, რომლებსაც დამატებით თან ერთვის სასამართლო პრაქტიკის მაგალითები, ისევე როგორც შესაბამისი თემატიკის შემცველი ინფორმაცია გერმანიაში არსებუ‑ლი აქტუალური სამეცნიერო დისკუსიის შესახებ.

    საქართველოში კლასიკური კომენტარის არსებობა ჯერ კი‑დევ შექმნის პროცესშია. „კროფჰოლერის” ქართული ვერსიით ჩვენ გვსურს დახმარება გავუწიოთ სსკ‑ის მომხმარებლებს მანამ, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის აქტუალური კომენტარი არ იქნება მათთვის ხელმისაწვდომი. ამასთანავე ვიმედოვნებთ, რომ „კროფჰოლერი” დაარწმუნებს ქართველ იურისტებს იმაში, თუ რა‑ოდენ სასარგებლოა თანამედროვე კომენტარები და შეძლებს მათთ‑ვის იტვირთოს ნიმუშის ფუნქცია, რათა ისინი მომავალში თავადაც მოეკიდნონ სსკ‑ის ან სხვა კანონების კომენტარების წერას.

    იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ორიენტაცია კომენტარს დავურ‑თეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი სსკ‑ის ნორმა რომე‑ლი BGB‑ს ნორმის შესატყვისია (ე.წ. სინოფსისი). უნდა აღინიშნოს,

  • VIII

    წინათქმა

    რომ წარმოდგენილ კომენტარში ზოგიერთ ნორმას აქვს დეტალური და ვრცელი კომენტარი, ზოგიერთს კი თან ერთვის მხოლოდ მწირი კომენტირება ან საერთოდ არ გააჩნია ასეთი. აღნიშნული გამომდი‑ნარეობს „კროფჰოლერის”, როგორც სასწავლო კომენტარის ბუნე‑ბიდან, რომელიც ორიენტირებულია ძირითად ნორმებზე, ხოლო იმ რეგულირებებს, რომლებიც პრაქტიკული თვალსაზრისით შედარე‑ბით ნაკლებად მნიშვნელოვანი და გამოყენებადია ადრეულ ეტაპზე – უკომენტაროდ ტოვებს.

    ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შე მოვფარგლულიყავით მხოლოდ ზოგადი ნაწილის – ვალდებულე‑ბითი და სანივთო სამართალი (BGB‑ს პირველი‑მესამე წიგნები) კო‑მენტარების თარგმნით და უარი გვეთქვა საოჯახო და მემკვიდრე‑ობითი სამართლის (BGB‑ს მეოთხე‑მეხუთე წიგნები) კომენტარების თარგმნაზე, ვინაიდან აქ სსკ‑სა და BGB‑ს ნორმები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება, რითაც ასევე შევძელით კომენტარის თარგ‑მანთან, რედაქტირებასა და გამოცემასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯების გონივრულ ჩარჩოებში მოქცევა.

    დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გამომცემლობა C.H.Beck‑ს, ისევე როგორც ავტორებს წიგნის თარგმანის გამოცემა‑გავრცელე‑ბის უფლების მონიჭებისთვის.

    მკითხველის პერსპექტივიდან კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული მსგავსი გამოცემის თარგ‑მნა, რედაქტირება და გამოცემა. აქედან გამომდინარე, განსაკუთ‑რებული მადლობა ეკუთვნის ქალბატონ ეთერ ჩაჩანიძეს, ისევე რო‑გორც ბატონ ზურაბ ჭეჭელაშვილს, თორნიკე დარჯანიასა და ლევან თოთლაძეს მათი ძალზედ კომპეტენტური და დაუღალავი შრომისთ‑ვის. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ „კროფჰოლერის” ქართული ვერ‑სია დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ სამართალმცოდნეებს მათი საქმიანობის განხორციელების გზაზე.

    თბილისი, 2013 წლის დეკემბერი

    დოქტორ ფოლკერ შტამპეGIZ‑ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი

    ტერეზა თალჰამერისამხრეთ‑კავკასიის სექტორის ხელმძღვანელიგერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ)

  • IX

    Vorwort

    Sie halten die georgische Ausgabe des „Kropholler” in Händen, ei‑nes deutschen Studienkommentars zum deutschen Bürgerlichen Ge‑setzbuch (BGB). Vielleicht fragen Sie sich, warum wir uns zu dieser Publikation entschieden haben. Das georgische Zivilgesetzbuch (ZGB) besitzt als grundlegende Kodifikation privatrechtlicher Verhältnisse für die Rechtspraxis in Georgien herausragende Bedeutung. ZGB und BGB sind in weiten Teilen miteinander verwandt. Wer mit ZGB oder BGB ver‑traut ist, findet sich rasch auch in dem jeweils anderen Gesetz zurecht. Mehr noch: Wer das ZGB anwenden möchte, wird in Rechtsprechung und Fachliteratur zum BGB oftmals auf hilfreiche Anregungen stoßen. Insbesondere in BGB‑Kommentaren: Denn Richter, Rechtsanwälte, Wissenschaftler, Studierende und andere Anwender des ZGB gehen in der Regel von bestimmten Vorschriften aus, und anders als Lehrbücher und Monographien erschließen Kommentare den Gesetzesinhalt gera‑de Vorschrift um Vorschrift. Als Anwender von ZGB‑Vorschriften können Sie mit der georgischen Ausgabe des „Kropholler” also rasch ermitteln, welchen Inhalt die entsprechenden BGB‑Normen haben, ergänzt um Rechtsprechungspraxis und Stand der wissenschaftlichen Diskussion in Deutschland.

    In Georgien befindet sich ein Kommentarwesen erst im Entstehen. Mit der georgischen Ausgabe des „Kropholler” möchten wir ZGB‑An‑wendern ein nützliches Hilfsmittel an die Hand geben, gerade auch so‑lange noch kein aktueller Kommentar zum ZGB vorliegt. Auch hoffen wir, dass der „Kropholler” georgische Juristen von der Nützlichkeit moder‑ner Kommentare überzeugen und ihnen als Muster dienen kann, selbst Kommentare zum ZGB, aber auch zu anderen Gesetzen in Angriff zu nehmen.

    Zur einfacheren Orientierung haben wir dem Kommentar eine Sy‑nopse vorangestellt, aus der hervorgeht, welche ZGB‑ welcher BGB‑Vorschrift entspricht. Zu manchen Vorschriften werden Sie ausführliche Kommentare finden, zu anderen nur knappe oder auch gar keine. Dies ist dem Charakter des „Kropholler” als Studienkommentar geschuldet, der sich auf wesentliche Vorschriften konzentriert und Regelungen mit gerin‑gerer Praxisrelevanz unkommentiert lässt. Auch haben wir entschieden, die Übersetzung auf Allgemeinen Teil, Schuldrecht und Sachenrecht (1.‑3. Bücher des BGB) zu beschränken und auf den Kommentar zum

  • X

    Vorwort

    Familien‑ und Erbrecht (4.‑5. Bücher des BGB) zu verzichten. So konn‑ten wir Zeit und Aufwand für Übersetzung, Redaktion und Produktion in angemessenem Rahmen halten.

    Es ist uns ein besonderes Anliegen, dem Verlag C.H.Beck und den Autoren – Dr. Florian Jacoby und Dr. Michael von Hinden dafür zu dan‑ken, uns großzügig die Rechte für diese Lizenzausgabe überlassen zu haben. Als Leser werden Sie ahnen, welche Herausforderung Überset‑zung, Redaktion und Produktion einer derartigen Lizenzausgabe dar‑stellen. Frau Eter Chachanidze sowie den Herren Zurab Chechelashvili, Tornike Darjania und Levan Totladze möchten wir für ihre ebenso kom‑petente wie unermüdliche Arbeit sehr herzlich danken. Wir alle hoffen, dass Sie die georgische Ausgabe des „Kropholler” mit großem Gewinn für Ihre Arbeit lesen werden.

    Tbilisi/Georgien, Dezember 2013

    Dr. Volker StampeTeamleiterRechts‑ und Justizreformberatung im Südkaukasus Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

    Teresa ThalhammerLeiterin des Projektbereichs SüdkaukasusStiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit e.V. (IRZ)

  • XI

    მთარგმნელისაგან

    გერმანიის სამოქალაქო კოდექსი 1900 წელს შევიდა ძალაში და მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე იმოქმედა 102 წელი მანამ, სა‑ნამ გერმანელმა კანონმდებელმა 2002 წელს არ ჩაატარა სამოქალა‑ქო კოდექსის დიდი რეფორმა, რითიც თანამედროვე სტანდარტებს მიუსადაგა მთლიანი ვალდებულებითი სამართალი და ამასთანავე ნაციონალურ კანონმდებლობაში დანერგა ევროკავშირის დირექტი‑ვები, რომლებიც უპირატესად მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ითვლება ერთ‑ერთ ყველაზე გამართულ, სტრუქტურირებულ კანონად, რომელიც პასუ‑ხობს თანამედროვე სამართლებრივ გამოწვევებს. სწორედ ეს იყო მი‑ზეზი იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს შექმნილმა სამოქალაქო კოდექსზე მომუშავე კომისიამ ქართული კოდექსის წყაროდ აიღო გერმანიის სამოქალაქო კოდექსი. ქართულ სამოქალაქო კოდექსში მრავლად შეხვდებით რეცეფცირებულ გერმანულ ნორმებს. აქედან გამომდინარე, გერმანიის სამოქალაქო კოდექსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ნორმების განმარტებისას. მისი ქართული თარგმა‑ნი გამოიცა 2010 წელს GIZ‑ის მხარდაჭერით, რამაც დიდი დახმარება გაუწია ქართველ კანონშემფარდებლებს ქართული ნორმების სრუ‑ლად გააზრებასა და გამოყენებაში. მოგვიანებით წარმოიშვა გერმა‑ნიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თარგმნის იდეაც. თარგმნის იდეა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მიზანს, ხელი შეუწყოს ქარ‑თული ნორმების გერმანული სამართლის ჭრილში დანახვას და გან‑მარტებას, თანამედროვე სამართლებრივი ინსტიტუტების შემოტანას ქართულ სამართალში და ასევე ქართული სამართლებრივი ენის გამ‑დიდრებას იურიდიული ტერმინოლოგიით. გარდა ამისა, კომენტარის თარგმნის მიზანია, გააცნოს ქართველ მკითხველს კომენტირების თანამედროვე სტანდარტები და ამით ხელი შეუწყოს მათ დანერგვას საქართველოში.

    გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შექმნიდან დღემდე უამრავი კომენტარი დაიწერა, რაც საფუძვლად დაედო კანონის კომენტირე‑ბის ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას. გერმანიაში შეხვდებით მოკლე სასწავლო, მხოლოდ პრაქტიკაზე ორიენტირებულ (მაგ. ადვო‑კატების მიერ დაწერილ), ან ღრმა სამეცნიერო და ვრცელ კომენტა‑რებს (მაგალითად, შტაუდინგერის (Staudinger) კომენტარში კეთილ‑სინდისიერების პრინციპის ამსახველი ნორმის (§ 242) კომენტარს ეძღვნება ცალკე აღებული ერთი ტომი). კომენტარი თავისი აგებუ‑

  • XII

    მთარგმნელისაგან

    ლებით და შინაარსით განსხვავდება სახელმძღვანელოს, მონოგრა‑ფიის, თუ სტატიისაგან. მის მიმართ ვრცელდება სხვა აკადემიური მოთხოვნები.

    პირველ რიგში, კომენტარი უნდა იყოს სტრუქტურირებული, ლა‑კონური, გასაგებად ჩამოყალიბებული და ასევე პრაქტიკული. იგი უნდა ასახავდეს სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო წრეებში მიმ‑დინარე სამართლებრივ დისკუსიებს და ამასთანავე აძლევდეს პრაქ‑ტიკოს იურისტს პასუხს სამართლებრივ პრობლემებზე. კომენტარის‑თვის უცხოა, ე.წ. ტექსტის „გაბერვის“ ან „გალამაზების“ ტენდენცია. კომენტარში არცერთი წინადადება არ არის ზედმეტი, უფრო მეტიც, ერთი და იგივე საკითხის გამეორების თავიდან აცილების მიზნით, კეთდება მითითებები სხვადასხვა ნორმების კომენტარებზე. კომენ‑ტარის ტექსტი დალაგებულია აზრობრივად, აბზაცების მიხედვით და ველებს მინიჭებული აქვს ნომრები. განსაკუთრებით დიდი მნიშვ‑ნელობა ენიჭება კომენტარში აქტუალური სასამართლო პრაქტიკის ციტირებას, ვინაიდან მხოლოდ ამის მეშვეობით იძენს კომენტარი პრაქტიკულ დანიშნულებას და სწორედ ეს განასხვავებს მას ზოგადი სახის მეცნიერული მონოგრაფიებისა თუ სახელმძღვანელოებისაგან. კომენტარი ასევე უზრუნველყოფს ერთიანი იურიდიული ტერმინო‑ლოგიის ჩამოყალიბებას, რაც აისახება კიდეც თანდართულ საგნობ‑რივ საძიებელში.

    სხვადასხვა კომენტარების მასშტაბების გათვალისწინებით, გა‑დაწყდა, რომ თარგმნილიყო კროპჰოლერის სასწავლო კომენტა‑რი. იგი მოცულობითა და სტილით განსხვავდება ისეთი კომენტა‑რებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, შტაუდინგერის (Staudinger Kommentar zum BGB), მიუნხენის (Münchener Kommentar zum BGB) ან პალანდტის კომენტარები (Kommentar zum Palandt zum BGB). ჩამოთვლილი კომენტარებისგან განსხვავებით, კროპჰოლერის სას‑წავლო კომენტარს ახასიათებს მარტივი ენა, ვინაიდან იგი განკუთ‑ვნილია სასწავლო მიზნებისთვის და კომპაქტურობა. სამწუხაროდ, ამავე მიზეზების გამო, მასში ყველა მუხლი არ არის კომენტირებული. მიუხედავად ამისა, წინამდებარე კომენტარი დიდი პოპულარობით სარგებლობს იურიდიულ წრეებში და მისი გაცნობა, იქიდან გამომ‑დინარე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მსგავსი სახის პუბლიკაცია, მეტად სასარგებლო იქნება ქართული იურიდიული სა‑ზოგადოებისათვის.

    კომენტარის თარგმნას დასჭირდა ერთი წელი და დაახლოებით წელიწადნახევარი – მის რედაქტირებას და გამოცემას. ამის მიზეზი იყო ის, რომ გერმანულ სამართალში ჩამოყალიბებულ და განვითა‑

  • XIII

    მთარგმნელისაგან

    რებულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და ტერმინებს ქართულ სა‑მართალში, რიგ შემთხვევაში, შესატყვისები არ მოეძებნებათ. მაგა‑ლითად, ხელშეკრულება მესამე პირის ინტერესების დაცვით (Vertrag mit Schutzwirkung für Dritte), ჩამოყალიბდა გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში და მისი კომპონენტები, როგორიცაა, მაგ. ზიანის გადა‑ნაცვლება (Schadensverlagerung), მესამე პირის ზიანის ლიკვიდაცია (Drittschadensliquidation) და ა.შ. უბრალოდ გაუგებარია, ქართულ სა‑მართალში მათი არარსებობის გამო. ამდენად, ხშირ შემთხვევაში სა‑ჭირო გახდა უცხო ინსტიტუტების დამატებითი ახსნა და ახალი ქარ‑თული იურიდიული ტერმინების შემუშავება. მაგალითად, რამდენიმე მათგანია: Anwartschaftsrecht – სამომავლო უფლების მიღების მოთ‑ხოვნის უფლება, Valutaverhältnis – სამართლებრივი ურთიერთობა შეპირების მიმღებსა და მესამე პირს შორის მესამე პირის სასარგებ‑ლოდ დადებულ ხელშეკრულებაში; Integritätsinteresse – თვითმყოფა‑დობის ინტერესი; Sicherungsabtretung – უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნის დათმობა; Durchgriffsfälligkeit – გამჭოლი ვადამოსულობა და ა.შ. ყოველივე ამან ხელი უნდა შეუწყოს ქართულ სამართალში ახალი ინსტიტუტების დამკვიდრებას და სამეცნიერო დისკუსიების წამოწყებას.

    კომენტარს თან ერთვის გერმანული და ქართული ნორმების მუხ‑ლობრივი შედარება, რომელიც, ერთი მხრივ, გაუმარტივებს მკითხ‑ველს კომენტირებული გერმანული მუხლის შესატყვისის პოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და მეორე მხრივ, სამართალშე‑დარებით დაინტერესებულ პირებს ქართული ნორმების შესატყვისი რეგულირებების გერმანულ კანონში მოძიებას.

    კომენტარს ასევე თან ერთვის ამონარიდი გერმანიის სამოქალა‑ქო კოდექსის შესავალი კანონიდან, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში აწესებს მომხმარებელთან ურთიერთობის თანამედროვე სტანდარ‑ტებს და დაცვის მექანიზმებს.

    უნდა აღინიშნოს, რომ უახლეს წარსულში გერმანიაში შეინიშნება ევროკავშირის დირექტივების ნაციონალურ კანონმდებლობაში და‑ნერგვის ტენდენცია. შესაბამისად, გერმანულ კოდექსში მომხმარე‑ბელთა დაცვის დირექტივების შემოტანა იწვევს ნორმების გაგების გართულებას. ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება ქართველ კანონმდებელს დააყენებს მსგავსი გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, გერმანელი კანონმდებლის მიდგომა ამ შემთხვევაში სა‑ყურადღებოა.

    თარგმანი ვერ შესრულდებოდა და წინამდებარე ნაშრომი ვერ იხი‑ლავდა დღის შუქს, რომ არა მთელი რიგი ადამიანების მიერ გაწეული

  • XIV

    მთარგმნელისაგან

    შრომა. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ ეთერ ჩაჩანი‑ძეს პროექტის კოორდინირებისა და გაწეული სარედაქციო საქმიანო‑ბისათვის. ტექსტის ენობრივი და სტილისტური რედაქტირებისათვის უღრმესი მადლობა ეკუთვნის ქალბატონ თამარ გაბელაიას. კომენ‑ტარის რთული კონსტრუქციების გაგება და გადმოქარ თულება შეუძ‑ლებელი იქნებოდა, რომ არა GIZ‑ის რეფერენდარების თანადგომა, დიდი მადლობა ქალბატონებს: Janina Kühnel‑ს, Evgenia Grigorieva‑ს, Julia Sackmann‑ს და ბატონებს Michael Flesch‑ს, Raffael Greiffenberg‑ს, Lucas Hammes‑ს. და ბოლოს, მადლობა ეკუთვნის ასევე თათია ქინქ‑ლაძეს კომენტარის საგნობრივი საძიებლის შექმნაში გაწეული დახ‑მარებისთვის.

    თბილისი, 17 მარტი, 2014

    თორნიკე დარჯანია, LL.M. თსუ‑ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სამართლის ექსპერტი, GIZ‑ის სამართლის პროგრამა

    ზურაბ ჭეჭელაშვილი, Dr. iurisადვოკატი

  • XV

    სარჩევი

    წინათქმა .......................................................................................................................... VII

    Vorwort ............................................................................................................................. IX

    მთარგმნელისაგან .......................................................................................................... XI

    აბრევიატურების სარჩევი ............................................................................................. XIX

    შემოკლებული ფორმით ციტირებული ლიტერატურის სარჩევი ............................ XXI

    წიგნი 1. ზოგადი ნაწილი ............................................................................................... 1

    ნაწილი 1. პირები ........................................................................................................... 1კარი 1. ფიზიკური პირები, მომხმარებლები, მეწარმეები ........................................ 1კარი 2. იურიდიული პირები ...................................................................................... 4

    ქვეკარი 1. კავშირები ............................................................................................. 4თავი 1. ზოგადი დებულებები ............................................................................ 4თავი 2. რეგისტრირებული კავშირები .............................................................. 16

    ქვეკარი 2. ფონდები ............................................................................................... 20ქვეკარი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები .......................................... 24

    ნაწილი 2. ნივთები და ცხოველები ................................................................................ 24

    ნაწილი 3. გარიგებები ................................................................................................... 29კარი 1. ქმედუნარიანობა ........................................................................................... 30კარი 2. ნების გამოვლენა ........................................................................................... 37კარი 3. ხელშეკრულება ............................................................................................. 70კარი 4. პირობა. ვადის განსაზღვრა .......................................................................... 77კარი 5. წარმომადგენლობა. მინდობილობა .............................................................. 79კარი 6. თანხმობა და მოწონება ................................................................................. 92

    ნაწილი 4. ვადები, თარიღები ........................................................................................ 93

    ნაწილი 5. ხანდაზმულობა ............................................................................................. 94კარი 1. ხანდაზმულობის საგანი და ხანგრძლივობა ................................................ 94კარი 2. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ხანდაზმულობის ვადის

    დენის შეწყვეტა და ხელახალი დენა ....................................................................... 98კარი 3. ხანდაზმულობის სამართლებრივი შედეგები .............................................. 102

    ნაწილი 6. უფლების განხორციელება, თავდაცვა, თვითდახმარება ........................... 104

    ნაწილი 7. უზრუნველყოფის წარდგენა ........................................................................ 105

    წიგნი 2. ვალდებულებითი სამართალი ....................................................................... 107

    ნაწილი 1. ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსი ................................................ 107კარი 1. ქმედების განხორციელების ვალდებულება ................................................ 107კარი 2. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება ....................................................... 180

    ნაწილი 2. სახელშეკრულებო ვალდებულებით‑სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ................................................................................................................... 184

    ნაწილი 3. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობები ........................................................................................................... 196კარი 1. წარმოშობა, შინაარსი და დასრულება ......................................................... 196

    ქვეკარი 1. წარმოშობა ........................................................................................... 196ქვეკარი 2. გასაღების განსაკუთრებული ფორმები ............................................. 204

  • XVI

    სარჩევი

    ქვეკარი 3. ხელშეკრულებების მისადაგება და დასრულება ................................ 216ქვეკარი 4. ვალდებულების შესრულების ცალმხრივად განსაზღვრის

    უფლებები ............................................................................................................ 220კარი 2. ორმხრივი ხელშეკრულება ........................................................................... 221კარი 3. ვალდებულების შეპირება მესამე პირის სასარგებლოდ ............................. 232კარი 4. ბე, პირგასამტეხლო ...................................................................................... 239კარი 5. ხელშეკრულებიდან გასვლა; ხელშეკრულებაზე უარის თქმის ან

    ნივთის უკან დაბრუნების უფლებები სამომხმარებლო ხელშეკრულებებში ........ 241ქვეკარი 1. ხელშეკრულებიდან გასვლა (ხელშეკრულებაზე უარის თქმა) .......... 241ქვეკარი 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის და შესრულების უკან

    დაბრუნების უფლებები სამომხმარებლო ხელშეკრულებებში ......................... 249

    ნაწილი 4. ვალდებულებითი ურთიერთობების შეწყვეტა ............................................ 261კარი 1. შესრულება .................................................................................................... 262კარი 2. დეპონირება ................................................................................................... 267კარი 3. გაქვითვა ........................................................................................................ 272კარი 4. ვალის პატიება .............................................................................................. 277

    ნაწილი 5. მოთხოვნის დათმობა .................................................................................... 277

    ნაწილი 6. ვალის გადაკისრება ...................................................................................... 294

    ნაწილი 7. კრედიტორთა და მოვალეთა სიმრავლე ...................................................... 300

    ნაწილი 8. ცალკეული ვალდებულებები ....................................................................... 311კარი 1. ნასყიდობა, გაცვლა ...................................................................................... 311

    ქვეკარი 1. ზოგადი დებულებები ........................................................................... 311ქვეკარი 2. ნასყიდობის სპეციალური სახეები ...................................................... 349

    თავი 1. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით ............................................. 349თავი 2. გამოსყიდვა ............................................................................................ 350თავი 3. უპირატესი შესყიდვის უფლება ............................................................ 351

    ქვეკარი 3. მეწარმესა და მომხმარებელს შორის მოძრავ ნივთთან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (სამომხმარებლო საქონლის ნასყიდობა) ........................................................... 353

    ქვეკარი 4. გაცვლა ................................................................................................. 361კარი 2. ტაიმშერის ხელშეკრულებები ...................................................................... 361კარი 3. სესხის ხელშეკრულება; ფინანსური დახმარებისა და განვადებით

    საქონლის მიწოდების ხელშეკრულებები მეწარმესა და მომხმარებელს შორის ....................................................................................................................... 365ქვეკარი 1. სესხის ხელშეკრულება ........................................................................ 365

    თავი 1. ზოგადი ნორმები ................................................................................... 365თავი 2. სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების განსაკუთრებული

    რეგულირებები ................................................................................................ 369ქვეკარი 1. სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება ........................................... 369ქვეკარი 2. ფინანსური დახმარება მეწარმესა და მომხმარებელს შორის ............ 384ქვეკარი 3. საქონლის ნაწილ‑ნაწილ მიწოდების ხელშეკრულება მეწარმესა

    და მომხმარებელს შორის .................................................................................... 388ქვეკარი 4. ხელშეკრულების პირობების შეცვლის დაუშვებლობა,

    ნორმების მოქმედების სფერო დამწყები მეწარმის მიმართ .............................. 389კარი 4. ჩუქება ............................................................................................................ 389კარი 5. ქირავნობის ხელშეკრულება, საიჯარო ხელშეკრულება ............................ 396

    ქვეკარი 1. ქირავნობის ურთიერთობებთან დაკავშირებული ზოგადი ნორმები ............................................................................................................... 396

    ქვეკარი 2. საცხოვრებელი ფართის ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა ....................................................................................................... 416თავი 1. ზოგადი დებულებები ............................................................................ 416

  • XVII

    სარჩევი

    თავი 2. ქირა ........................................................................................................ 418ქვეთავი 1. შეთანხმებები ქირის შესახებ ...................................................... 418ქვეთავი 2. ქირის თანხის გაზრდის რეგულირება ......................................... 420

    თავი 3. გამქირავებლის გირავნობის უფლება .................................................. 425თავი 4. ხელშეკრულების მხარეთა შეცვლა ...................................................... 429თავი 5. ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ................ 434

    ქვეთავი 1. ზოგადი დებულებები ................................................................... 434ქვეთავი 2. ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა განუსაზღვრელი

    ვადით ........................................................................................................... 436ქვეთავი 3. ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა განსაზღვრული

    ვადით ........................................................................................................... 440ქვეთავი 4. დაქირავებული პირებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი

    ფართები ....................................................................................................... 441თავი 6. გაქირავებულ საცხოვრებელ ბინებზე საკუთრების უფლების

    დადგენის თავისებურებანი ......................................................................... 442ქვეკარი 3. ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა სხვა ნივთებზე ............ 442ქვეკარი 4. იჯარის ხელშეკრულება ...................................................................... 444ქვეკარი 5. სასოფლო‑სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება ....................... 446

    კარი 6. თხოვება ......................................................................................................... 455კარი 7. ნივთის სესხის ხელშეკრულება .................................................................... 456კარი 8. მომსახურების ხელშეკრულება .................................................................... 457კარი 9. ნარდობა და მსგავსი ხელშეკრულებები ...................................................... 469

    ქვეკარი 1. ნარდობის ხელშეკრულება .................................................................. 469ქვეკარი 2. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება .................................... 489

    კარი 10. სამაკლერო ხელშეკრულება ....................................................................... 499ქვეკარი 1. ზოგადი ნორმები ................................................................................. 499ქვეკარი 2. სესხის მიღებაზე მეწარმესა და მომხმარებელს შორის

    შუამავლობის ხელშეკრულება ............................................................................ 502ქვეკარი 3. დაქორწინების მიზნით შუამავლობის ხელშეკრულება ..................... 503

    კარი 11. ჯილდოს საჯაროდ დაპირება ..................................................................... 505კარი 12. დავალება და სხვისი საქმეების შესრულების ხელშეკრულება ................. 506

    ქვეკარი 1. დავალება ............................................................................................. 506ქვეკარი 2. სხვისი საქმეების შესრულების ხელშეკრულება ................................ 511

    თავი 1. ზოგადი მიმოხილვა ............................................................................... 511ქვეკარი 3. ანგარიშსწორება .................................................................................. 514

    თავი 1. ზოგადი დებულებები ............................................................................ 514თავი 2. ანგარიშსწორების ხელშეკრულება ...................................................... 517თავი 3. ანგარიშსწორების მომსახურების გაწევა და მომსახურებით

    სარგებლობა ..................................................................................................... 521ქვეთავი 1. საანგარიშსწორებო ოპერაციების ავტორიზაცია;

    ანგარიშსწორების ავთენტიკურობის დადგენისინსტრუმენტები ............. 521ქვეთავი 2. საანგარიშსწორებო ოპერაციების განხორციელება .................. 523ქვეთავი 3. პასუხისმგებლობა ........................................................................ 527

    კარი 13. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება .................................... 532კარი 14. მიბარება (შენახვა) ...................................................................................... 544კარი 15. ნივთების შეტანა სასტუმროში ................................................................... 546კარი 16. ამხანაგობა .................................................................................................. 548კარი 17. საზიარო უფლება ........................................................................................ 561კარი 18. სამისდღეშიო რჩენა .................................................................................... 564კარი 19. არასრულყოფილი ვალდებულებები .......................................................... 564კარი 20. თავდებობა .................................................................................................. 565კარი 21. მორიგება ..................................................................................................... 576

  • XVIII

    სარჩევი

    კარი 22. ვალის შეპირება, ვალის აღიარება ............................................................. 577კარი 23. ორდერი ....................................................................................................... 581კარი 24. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი ............................................................. 583კარი 25. ნივთების წარდგენა .................................................................................... 588კარი 26. უსაფუძვლო გამდიდრება ........................................................................... 589კარი 27. დელიქტები .................................................................................................. 623

    წიგნი 3. სანივთო სამართალი ....................................................................................... 661

    ნაწილი 1. მფლობელობა ............................................................................................... 661

    ნაწილი 2. მიწის ნაკვეთებზე არსებული უფლებების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები ....................................................................................................................... 668

    ნაწილი 3. საკუთრების უფლება ................................................................................... 688კარი 1. საკუთრების უფლების შინაარსი .................................................................. 688კარი 2. საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა მიწის ნაკვეთებზე ................. 696კარი 3. საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა მოძრავ ნივთებზე ................. 699

    ქვეკარი 1. საკუთრების უფლების გადაცემა ....................................................... 699ქვეკარი 2. შეძენითი ხანდაზმულობა .................................................................... 718ქვეკარი 3. შეერთება, შერევა, გადამუშავება ....................................................... 719ქვეკარი 4. ნაყოფისა და ნივთის სხვა შემადგენელი ნაწილების შეძენა ............. 724ქვეკარი 5. მისაკუთრება ........................................................................................ 726ქვეკარი 6. ნაპოვარი .............................................................................................. 727

    კარი 4. საკუთრების უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები ................ 731კარი 5. საერთო საკუთრება ...................................................................................... 752

    ნაწილი 4. სერვიტუტები ................................................................................................ 753კარი 1. მიწის სერვიტუტები ...................................................................................... 753კარი 2. უზუფრუქტი .................................................................................................. 755

    ქვეკარი 1. უზუფრუქტი ნივთებზე ....................................................................... 755ქვეკარი 2. უზუფრუქტი უფლებებზე ................................................................... 762ქვეკარი 3. უზუფრუქტი ქონებაზე ........................................................................ 764

    კარი 3. შეზღუდული პირადი სერვიტუტი ................................................................ 765

    ნაწილი 5. უპირატესი შესყიდვის უფლება ................................................................... 766

    ნაწილი 6. სანივთო ტვირთი .......................................................................................... 768

    ნაწილი 7. იპოთეკა, მიწის ვალი, სარენტო ვალი ......................................................... 769კარი 1. იპოთეკა ......................................................................................................... 770კარი 2. მიწის ვალი, სარენტო ვალი .......................................................................... 795

    ქვეკარი 1. მიწის ვალი ........................................................................................... 795ქვეკარი 2. სარენტო ვალი ..................................................................................... 800

    ნაწილი 8. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებსა და უფლებებზე ............................ 801კარი 1. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებზე ...................................................... 801კარი 2. გირავნობის უფლება უფლებებზე ............................................................... 814

    საგნობრივი საძიებელი .................................................................................................. 819

    საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსები. მუხლობრივი შედარება .................................................................................................... 851

    დანართი: ამონარიდი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შესავალი კანონიდან ........................................................................................................................ 885

  • XIX

    აბრევიატურების სარჩევი

    ქართული აბრევიატურებიიხ. ............................ იხილეთმაგ. .......................... მაგალითადშდრ. ......................... შეადარე

    გერმანული აბრევიატურებიaA ............................ anderer Ansicht (სხვა მოსაზრების მიხედვით)aaO .......................... am angegebenen Ort (ტექსტში მითითებულ ადგილას)ABl ........................... Amtsblatt der Europäischen Gemeinschaften (ევროგაერთიანების

    ოფიციალური საუწყებო მაცნე)AcP .......................... Archiv für die civilistische Praxis (სამოქალაქო პრაქტიკის არქივი –

    პერიოდული გამოცემა)aE ............................ am Ende (ტექსტის, აბზაცის, ველის ბოლოს)aF ............................. alter Fassung (ძველი რედაქცია)Anm ......................... Anmerkung (შენიშვნა)Arg, arg .................... Argument, argumentum (არგუმენტი)

    BAG ......................... Bundesarbeitsgericht (შრომის სამართლის საქმეების ფედერალური სასამართლო)

    BAGE ....................... Entscheidungen des Bundesarbeitsgerichts (შრომის სამართლის საქმეების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებები)

    BB ............................ Betriebs‑Berater (საწარმოს მრჩეველი) BGB ......................... Bürgerliches Gesetzbuch (სამოქალაქო კოდექსი)BGBl ........................ Bundesgesetzblatt (ფედერალური საკანონმდებლო მაცნე)BGH ......................... Bundesgerichtshof (გერმანიის უმაღლესი ფედერალური

    სასამართლო)BGHZ ....................... Entscheidungen des Bundesgerichtshofes in Zivilsachen (გერმანიის

    უმაღლესი ფედერალური სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა გადაწყვეტილებები)

    BT‑Drucks ................ Drucksachen des Deutschen Bundestages (გერმანიის ბუნდესთაგის მასალები)

    BVerfG ..................... Bundesverfassungsgericht (ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო)

    BVerfGE ................... Entscheidungen des Bundesverfassungsgerichts (ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები)

    c. i. c. ....................... culpa in contrahendo (Verschulden beim Vertragsschluss) – ბრალეულობა ხელშეკრულების დადებისას

    EuGH ....................... Gerichtshof der Europäischen Gemeinschaften (ევროგაერთიანების სასამართლო)

    f, ff ............................ folgende (მომდევნო)FS ............................ Festschrift (საიუბილეო გამოცემა)

    GG ........................... Grundgesetz (გერმანიის ძირითადი კანონი)GmbH ...................... Gesellschaft mit beschränkter Haftung (შეზღუდული

    პასუხისმგებლობის საზოგადოება)

    JA ............................. „Juristische Arbeitsblätter” (სამართლებრივი ჟურნალი „იურიდიული სამუშაო ფურცელი”)

    JR ............................ „Juristische Rundschau” (სამართლებრივი ჟურნალი „სამართლის მიმოხილვა”)

  • XX

    აბრევიატურების სარჩევი

    JuS ........................... „Juristische Schulung” (სამართლებრივი ჟურნალი „იურიდიული სწავლება”)

    JZ ............................. „Juristen‑Zeitung” (პერიოდული გამოცემა „იურისტების გაზეთი”)

    LG ............................ Landgericht სამხარეო სასამართლო

    MMR ........................ „MultiMedia und Recht” (პერიოდული გამოცემა „მულტიმედია და სამართალი”)

    MüKo ....................... Münchener Kommentar zum Bürgerlichen Gesetzbuch (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიუნხენის კომენტარი)

    mwN ......................... mit weiteren Nachweisen (დამატებითი წყაროებით)

    nF ............................. neue Fassung (ახალი რედაქცია)NJW ......................... „Neue Juristische Wochenschrift” (სამართლებრივი ჟურნალი „ახალი

    იურიდიული საკვირაო გამოცემა”)NJW‑RR ................... NJW‑Rechtsprechungs‑ReportNr ............................. Nummer(n) (ნომერი)NZG ......................... Neue Zeitschrift für Gesellschaftsrecht (სამართლებრივი ჟურნალი

    „სამეწარმეო სამართლის ახალი გამოცემა”)

    OLG ......................... Oberlandesgericht (უმაღლესი სამხარეო სასამართლო)

    RA ............................ Bericht des Rechtsausschusses (იურიდიული კომიტეტის მოხსენება)RegBegr ................... Begründung zum Regierungsentwurf (მთავრობის კანონპროექტის

    დასაბუთება)RegE ........................ Regierungsentwurf (მთავრობის კანონპროექტი)RG ........................... Reichsgericht (რაიხის სასამართლო)RGBl ........................ Reichsgesetzblatt (რაიხის საკანონმდებლო მაცნე)RGZ ......................... Entscheidungen des Reichsgerichts in Zivilsachen (რაიხის

    სასამართლოს გადაწყვიტელებები სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით)

    RL ............................ Richtlinie der Europäischen Gemeinschaft (ევროგაერთიანების დირექტივა)

    Rz ............................ Randzahl (ველი)

    S, s ........................... Satz, Seite, siehe (კონტექსტის მიხედვით – „წინადადება”, „გვერდი” ან „იხილეთ”)

    SaR .......................... Sachenrecht (სანივთო სამართალი)SchR ........................ Schuldrecht (ვალდებულებითი სამართალი)SchRG ..................... Gesetz zur Modernisierung des Schuldrechts vom 26. 11. 2001 (BGBl

    2001 I 3138) – 2011 წლის 26 ნოემბრის კანონი ვალდებულებითი სამართლის მოდერნიზების შესახებ

    SEPA ....................... Single Euro Payment Area (ევროთი ანგარიშსწორების ერთიანი სივრცე)

    VersR ....................... Versicherungsrecht (სადაზღვეო სამართალი)

    VVG ......................... Gesetz über den Versicherungsvertrag (დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ კანონი)

    ZGS ......................... Zeitschrift für das gesamte Schuldrecht (პერიოდული გამოცემა ვალდებულებითი სამართლის შესახებ)

    ZIP ........................... Zeitschrift für Wirtschaftsrecht (პერიოდული გამოცემა ეკონომიკური სამართლის შესახებ)

    ZJS .......................... Zeitschrift für das Juristische Studium (პერიოდული გამოცემა იურიდიული განათლებისთვის)

    ZRP .......................... Zeitschrift für Rechtspolitik (პერიოდული გამოცემა სამართლის პოლიტიკის შესახებ)

  • XXI

    შემოკლებული ფორმით ციტირებული ლიტერატურის სარჩევი

    Bamberger/Roth-ავტორი Kommentar zum Bürgerlichen Gesetzbuch2 (2007 f) გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარი (მე‑2 გამოცემა, 2007 წ.)

    Baur/Stürner ��������������������� Lehrbuch des Sachenrechts18 (2009) სანივთო სამართლის სახელმძღვანელო (მე‑18 გამოცემა, 2009 წ.)

    Bork ���������������������������������� Allgemeiner Teil des Bürgerlichen Gesetzbuches3 (2011) სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი (მე‑3 გამოცემა, 2011)

    Brox/Walker ���������������������� Erbrecht24 (2010) სამემკვიდრეო სამართალი (24‑ე გამოცემა, 2010 წ.)

    Bülow/Artz ������������������������� Kommentar zum Verbraucherkreditrecht7 (2010) კომენტარი სამომხმარებლო კრედიტის სამართლის შესახებ (მე‑7 გამოცემა, 2010 წ.)

    Dethloff ............................. Familienrecht29 (2009) საოჯახო სამართალი (29‑ე გამოცემა, 2009 წ.)

    Erman-ავტორი ................. Handkommentar zum BGB12 (2008) სამოქალაქო კოდექსის პრაქტიკული კომენტარი (მე‑12 გამოცემა, 2008 წ.)

    Gernhuber/Coester-Waltjen Lehrbuch des Familienrechts6 (2010) საოჯახო სამართლის სახელმძღვანელო (მე‑6 გამოცემა, 2010 წ.)

    Hk-BGB-ავტორი �������������� Handkommentar BGB6 (2009) სამოქალაქო კოდექსის პრაქტიკული კომენტარი (მე‑6 გამოცემა, 2009)

    Jauernig-ავტორი �������������� Bürgerliches Gesetzbuch13 (2009) სამოქალაქო კოდექსის კომენტარი (მე‑13 გამოცემა, 2009)

    Köhler ������������������������������� BGB Allgemeiner Teil34 (2010) სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი (34‑ე გამოცემა, 2010 წ.)

    Kötz/Wagner ��������������������� Deliktsrecht11 (2010) დელიქტის სამართალი (მე‑11‑ე გამოცემა, 2010 წ.)

    Lange/Kuchinke ................ Lehrbuch des Erbrechts5 (2001) სამემკვიდრეო სამართლის სახელმძღვანელო (მე‑5 გამოცემა, 2001)

    Larenz SchR ..................... Lehrbuch des Schuldrechts I14 (1987), II/113 (1986) ვალდებულებითი სამართლის სახელმძღვანელო (მე‑14 გამოცემა, 1987 წ.), II/113 (მე‑13 გამოცემა, 1986 წ.)

    Larenz/Canaris SchR ........ Lehrbuch des Schuldrechts II/213 (1994) ვალდებულებითი სამართლის სახელმძღვანელო (მე‑13 გამოცემა, 1994 წ.)

    Larenz/Wolf ....................... Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts9 (2004) სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (მე‑9 გამოცემა, 2004 წ.)

    Leipold .............................. Erbrecht18 (2010) სამემკვიდრეო სამართალი (მე‑18 გამოცემა, 2010 წ.)

    Looschelders AT ............... Schuldrecht Allgemeiner Teil8 (2010) ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი (მე‑8 გამოცემა, 2010 წ.)

    Medicus/Petersen ............. Bürgerliches Recht22 (2009) სამოქალაქო სამართალი (22‑ე გამოცემა, 2009 წ.)

    Medicus AT ....................... Allgemeiner Teil des BGB10 (2010) სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი (მე‑10 გამოცემა, 2010 წ.)

    Medicus/Lorenz SchR I ..... Schuldrecht I19 (2010) ვალდებულებითი სამართალი I წიგნი (მე‑19 გამოცემა, 2010 წ.)

    Medicus/Lorenz SchR II .... Schuldrecht II15 (2010) ვალდებულებითი სამართალი II წიგნი (მე‑15 გამოცემა, 2010 წ.)

    MüKo-ავტორი .................. Münchener Kommentar zum Bürgerlichen Gesetzbuch5 (2006 ff) სამოქალაქო კოდექსის მიუნხენის კომენტარი (2006 წლის და შემდეგი გამოცემები)

  • XXII

    შემ�