CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს,...

10
CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი 1 საქართველოს კარიტასი 2017 წლის 7 იანვარს თავისუფალ თეატრში შედგა თეატრალურიდასის აზდაკისბაღი -ს სპექტაკლისსაახალწლოაურზაურიზღა პარეთშიპრემიერა. თეატრალურ დასში პროფესიონალიმსახიობებთან და ფიზიკურიდაინტელექტუალურიშეზღ უდვისმქონემსახიობებთან ერთად საქართველოს კარიტასი “-ს სოფელმარტყოფისმცირესაოჯახოტიპი სსახლისბენეფიციარებიარიან გაერთიანებულნი. პრემიერას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრო. 2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს კარიტასმა ახალი პროექტი – „დედათა და ბავშვთა თავშესაფარიოფიციალურად გახსნა. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება; ბავშვების უსაფრთხო, არაძალადობრივ და ოჯახურ გარემოში აღზრდა; ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება. ამჟამად ცენტრი ემსახურება 16 ბენეფიციარს: 7 დედას და 9 ბავშვს. ცენტრში შესაძლოა ერთდროულად 20 ბენეფიციარის მომსახურება. ცენტრი მთლიანად განახლდა და აღიჭურვა კინდერ მისიონს ვერკის” (კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაცია გერმანელი ბავშვების დასახმარებლად) დაფინანსებით. პროექტის ოპერაციული ნაწილი, ნაწილობრივ დაფინანსდება საქართველოს მთავრობისმიერ (43%) და საქართველოს კარიტასი სდონორების მიერ (57%). პროექტის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვისა და პროექტის წარდგენისშემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დედათა და ბავშვთა თავშესაფარიდა ენახათ საქართველოს კარიტასის ბენეფიციარების მიერ შესრულებული წარმოდგენა. ეს გამოცდილება არსებობს უამრავ ცივილურ ქვეყანაში. ჩვენთან ახლა ინერგება ასეთი ტიპის ინტეგრირებული დასი, სადაც იქნებიან სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები პროფესიონალ მსახიობებთ ანერთად. მე მხოლოდ სიხარულით მივესალმები ამ სიახლეს “,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. თავშესაფარი სხვადასხვა პრობლემის მქონე დედებს, 10 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად, 24 საათიანი საცხოვრებლით, უსაფრთხო გარემოთი, საკვებით, ტანსაცმლით, ჰიგიენური ნივთებით, ფსიქოლოგისა და სოციალურიმუშაკის მომსახურებით უზრუნველყოფს. აგრეთვე, ხელს უწყობს ბენეფიციარების პროფესიულ და არაფორმალურ განათლებას.

Transcript of CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს,...

Page 1: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

1

საქართველოს კარიტასი

2017 წლის 7 იანვარს „

თავისუფალ თეატრში “ შედგა

თეატრალურიდასის „აზდაკისბაღი “-ს

სპექტაკლის„საახალწლოაურზაურიზღა

პარეთში“ პრემიერა.

თეატრალურ დასში

პროფესიონალიმსახიობებთან და

ფიზიკურიდაინტელექტუალურიშეზღ

უდვისმქონემსახიობებთან ერთად „

საქართველოს კარიტასი “-ს

სოფელმარტყოფისმცირესაოჯახოტიპი

სსახლისბენეფიციარებიარიან

გაერთიანებულნი. პრემიერას

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრო.

2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს კარიტასმა ახალი

პროექტი – „დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“ ოფიციალურად

გახსნა. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და

მათი მშობლების დახმარება; ბავშვების უსაფრთხო, არაძალადობრივ

და ოჯახურ გარემოში აღზრდა; ბავშვთა მიტოვების პრევენცია და

ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება. ამჟამად ცენტრი ემსახურება 16

ბენეფიციარს: 7 დედას და 9 ბავშვს. ცენტრში შესაძლოა

ერთდროულად 20 ბენეფიციარის მომსახურება.

ცენტრი მთლიანად განახლდა და აღიჭურვა “კინდერ მისიონს

ვერკის” (კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაცია გერმანელი ბავშვების

დასახმარებლად) დაფინანსებით. პროექტის ოპერაციული ნაწილი,

ნაწილობრივ დაფინანსდება საქართველოს მთავრობისმიერ (43%)

და საქართველოს კარიტასი სდონორების მიერ (57%).

პროექტის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო

ორგანოების, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციების

წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვისა და

პროექტის წარდგენისშემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ

დაეთვალიერებინათ „დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“ და ენახათ

საქართველოს კარიტასის ბენეფიციარების მიერ შესრულებული წარმოდგენა.

„ ეს გამოცდილება არსებობს

უამრავ ცივილურ ქვეყანაში.

ჩვენთან ახლა ინერგება ასეთი

ტიპის ინტეგრირებული დასი,

სადაც იქნებიან სხვადასხვა

შეზღუდვის მქონე ადამიანები

პროფესიონალ მსახიობებთ

ანერთად. მე მხოლოდ

სიხარულით მივესალმები ამ

სიახლეს “,-აღნიშნა მაკა

ჩიჩუამ.

თავშესაფარი სხვადასხვა

პრობლემის მქონე დედებს,

10 წლამდე ასაკის

შვილებთან ერთად, 24

საათიანი საცხოვრებლით,

უსაფრთხო გარემოთი,

საკვებით, ტანსაცმლით,

ჰიგიენური ნივთებით,

ფსიქოლოგისა და

სოციალურიმუშაკის

მომსახურებით

უზრუნველყოფს. აგრეთვე,

ხელს უწყობს

ბენეფიციარების

პროფესიულ და

არაფორმალურ

განათლებას.

Page 2: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციოჟურნალი

2

,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი’’

ორგანიზაციაში მოქმედებს სამოქალაქო

აქტივიზმის ცენტრიახალგაზრდებისთვის,

რომელშიც ასევე ჩართულნი არიან შშმ

ახალგაზრდები. სამოქალაქო აქტივიზმის

ცენტრი ახორციელებს 2 პროგრამას.

ტოლერანტობის ცნობიერების ამაღლების

პროგრამა (PITA) და დემოკრატიული

ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა.

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია საქართველოს გაეროს

ასოციაციის მიერ (UNAG). USAID ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე მუშაობას თიხისა და კერამიკის სახელოსნო, სადაც მზადდება

სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ასევე მუშაობას აგრძელებს ტიხრული

მინანქრისა და სამკერვალო სახელოსნო, სადაც სწავლობენ როგორც

შშმ ახალგაზრდები, ასევე 9-10 კლასის მოსწავლეები.

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი

რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ

ცენტრში 2017 წლის 4 მარტს, გაიხსნა

საგაზაფხულო სკაუტური სკოლა,

რომელიც ივნისში ეკო სოფელ ფონაში

საზაფხულო ბანაკით დაიხურება. სკოლას

უძღვებიან ქვემო “ ქართლის სკაუტური

მოძრაობის ორგანიზაციის ” სკაუტები და

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური

ცენტრის ევროპული მოხალისეობის

სერვისის მოხალისეები. სამიზნე ჯგუფი

რუსთავის მეხუთე კლასელი მოსწავლეები,

ახლა, უკვე კაბ საკუტებად წოდებული

პატარები არიან. სკაუტურ სკოლას

სტუმრობს ჯამში 80 მოსწავლე, მათი

უმრავლესობა კი სოციალურად დაუცველი

ოჯახებიდან არის, შესაბამისად

საგაზაფხულო სკაუტური სკოლა,

დაგეგმილი ლაშქრობა და ბანაკი არის

უფასო. სკოლა საკვირაო ხასიათის არის.

მოსწავლეები შაბათ-კვირას ორ ჯგუფად

სტუმრობენ და აყოვნებენ დილის ან

,,კეთილდღეობისა და

განვითარების ცენტრ

“-ს ფილიალის დღის

ცენტრის გახსნა

ქარელში.

Page 3: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციოჟურნალი

3

შუადღის სამ ნაყოფიერ საათს. ახლა უკვე

კაბ სკაუტები სწავლობენ და ემზადებიან

საზაფხულო ბანაკისთვის, რომელიც მათი

უმრავლესობისთვის პირველი იქნება და

მოლოდინიც შესაბამისად მაღალია.

ბანაკამდე მოსწავლეები წავლენ ორდღიან

ლაშქრობაში. მზადების პროცესში

მოსწავლეებს უტარდებათ შემდეგი

ტრენინგები: მოლაშქრეობა, ორიენტირი,

პირველადი დახმარება, პიონერინგი,

საკომუნიკაციო ინგლისური და ხელსაქმე.

ასევე, კაბ სკაუტები ყოველი თვის ბოლო

შაბათს ესწრებიან საბავშვო კინოთეატრის „

ჯადოსნური ლამპარის “ კინოჩვენებებს.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა 10 წელიწადია

საქართველოში მუშაობს სკოლამდელი განათლების საკითხებზე.

პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR–თან

პარტნიორობით აღებული გვაქვს სამი მიმართულება:

ბავშვთა უფლებები;

ხარისხიანი სკოლამდელი განათლების დანერგვის ხელშეწყობა;

ხელმისაწვდომობის გაზრდა სკოლამდელ განათლებაზე.

ერთობლივი საქმიანობის შედეგად

საქართველოში 200-ზე მეტი სკოლამდელი

განთლების ცენტრია გახსნილი. ამჟამად

პოლონეთის საგარეო საქმეთა

სამინისტროს დაფინანსებით აჭარის,

იმერეთისა და სამეგრელოს რვა

მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ

პროექტს ,,საქართვე ლოში სკოლამდელი

განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა

და მისი ხარისხის გაუმჯობესების

მხარდაჭერა". პროექტის ფარგლებშიც

უკვე გახსნილია და მუშაობს ათი სასკოლო

მზაობისა და ათი სკოლამდელი

განათლების ცენტრი. ასევე დაგეგმილია

2017 წლის

„ ჩვენ, ძალიან გვიხარებს მათთან ერთად

გატარებული ყოველი შაბათ-კვირა და ველით

მათთან ერთად გასატარებელ ერთ

თავგადასავლებით სავსე საზაფხულო ბანაკს. “

Page 4: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციოჟურნალი

4

სექტემბრიდან დამატებით ექვსი სასკოლო

მზაობისა და ექვსი სკოლამდელი

განათლების ცენტრის გახსნა. სასკოლო

მზაობის ცენტრები ემსახურებიან 5–6

წლის ასაკის ბავშვებებს, ხოლო

ალტერნატიული სკოლამდელი

განათლების ცენტრებით სარგებლობენ 3–5

წლის ასაკის ბავშვები. აღნიშნული

ცენტრები ძირითადად გახსნილია ისეთ

დასახლებებში სადაც არ არსებობს

სკოლამდელი განათლების არანაირი

დაწესებულება. ბავშვები ცენტრებში

ატარებენ მხოლოდ ოთხ საათს დღეში,

ცენტრების მთავარი დანიშნულებაა

ბავშვებისთვის განათლების

უზრუნველყოფა და არა ბავშვების ,,

მიხედვა “ ამ ფუნქციას როგორც წესი

თავად მშობლები ასრულებენ.

აღსანიშნავია რომ ალტერნატიულ

სკოლამდელ ცენტრებს სოფლად არა

მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია

აქვთ, ისინი ადგილობრივი საზოგადოების

ინტეგრირებისა და სტიმულირებისათვის

მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

საქართველოს პარლამენტის მიერ,,

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და

განათლების შესახებ “ კანონის მიიღეთ

დაიწყოს რეფორმის ახალი ტალღა და

დარწმუნებული ვართ რომ ყველა

სექტორის ერთობლივი მუშაობით

სკოლამდელი განათლების სფეროში დღეს

არსებული ვითარება ძალიან მალე

გაუმჯობესდებ

ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა

2017 წლის მაისიდან ორგანიზაცია გახდა სახალხო დამცველთან

არსებული ბავშვთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის

საბჭოს წევრი.

ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული კანონის „მინდობით

აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ“ შემუშავებასა და

განხილვის პროცესში.

2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან ერთად

განხორცილდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა

ტრენინგები ბავშვზე ძალადობასა და არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო სოციალური მომსახურების

სააგენტოს იურისტები და უფროსი სოციალური მუშაკები.

ორგანიზაციის მისიაა

გააუმჯობესოს

საქართველოში ბავშვთა და

სოციალურად დაუცველ

ჯგუფთა სოციალურ-

ეკონომიკური

მდგომარეობა და ხელი

შეუწყოს დემოკრატიული

ინსტიტუტების

განვითარებას ქვეყანაში.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა 10 წელიწადია საქართველოში მუშაობს

სკოლამდელი განათლების საკითხებზე.

Page 5: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

5

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

2017 წლიდან საქართველოს სოციალურ

მუშაკთა ასოციაცია მცირე გრანტების

გაცემის პროგრამას ახორციელებს

თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის

საქართველოს რეგიონებში“. მცირე

გრანტების პროგრამის ფარგლებში

გამარჯვებულ იქნა საქართველოში მოღვაწე

სამოქალაქო საზოგადოების

ორგანიზაციები, რომელთაც 2017 წლის 2

ივნისს წარადგინეს მცირე გრანტების

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ

პროექტები.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის

და ავსტრიის განვითარების

თანამშრომლობის სააგენტოს მიერ

პროექტის „სოციალური მუშაკები

სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ

ევროპის ქვეყნებში(SWIC)“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ

პარტნიორთან თანამშრომლობით,

რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA),

სომხეთის სოციალურ მუშაკთა

ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის

სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი

კავშირი (ASWPU) და მოლდოვის

რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია(NARM).

დამოუკიდებელმა შემფასებელმა კომისიამ

16 საპროექტო განაცხადიდან შეარჩია 5

საუკეთესო განაცხადი, რომლებიც

საქართველოს 6 რეგიონს მოიცავს.

გამარჯვებული ორგანიზაციებია:

➢ ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC) – კახეთის რეგიონი

➢ ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო (ასოციაცია სოციალურ ქოლგასთან თანამშრომლობით) - გურიის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონები

➢ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ქვემო ქართლის რეგიონი

➢ ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი (ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან თანამშრომლობით) - გურიის რეგიონი

➢ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი– მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

ქვე–გრანტების პროგრამის მიზანია

სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი

ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ

შეძლონ, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში

და წვლილი შეიტანონ სოციალური

დაცვისა და ოჯახის შენარჩუნების

პრაქტიკის გაძლიერებაში. ეს გულისხმობს

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში

სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი

ორგანიზაციების როლის გაძლიერებას

მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით

კი ოჯახის გაძლიერების კომპონენტის

მხარდასაჭერად სოციალური მუშაობის

პრაქტიკის, თემის მონაწილეობისა და

სააგენტოთაშორისი, სექტორთაშორისი და

დისციპლინათაშორისი პარტნიორობის

ზრდის მეშვეობით.

Page 6: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

6

მცირე გრანტების პროგრამის

საშუალებით, სოციალური მუშაკები,

მასწავლებლები, მოწყვლადი ოჯახები,

მიმღები მშობლები და სხვა

პროფესიონალები ტრენინგის საინფორმაციო ჟურნალი

საშუალებით გაიუმჯობესებენ უნარებს

ბავშვზე ძალადობის და მისი პრევენციის,

პოზიტიური მშობლობის, ბავშვის დაცვის

და ოჯახის შენარჩუნების პრაქტიკის

გაძლიერების მიმართულებით.

ასევე, წახალისდება ბავშვის მიტოვების

პრევენციის მექანიზმების და ოჯახის

მხარდამჭერი

მომსახურებების პრაქტიკა ადგილობრივ

თვითმმართველობის, სამოქალაქო

საზოგადოების ორგანიზაციების, სკოლების,

საავადმყოფოების და აღმასრულებელი

ხელისუფლებას შორის სექტორთა შორის

თანამშრომლობის გაძლიერების და

ქსელების ჩამოყალიბების გზით.

ყველა პროექტი დაიწყება 2017 წლის

პირველ ივნისს და განხორციელდება 8-10

თვის განმავლობაში. პროექტების

განხორციელებისთვის გამარჯვებული

ორგანიზაციები მიიღებენ 180 000 ევრო.

დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯია (DFGR)

20 თებერვალს საგურამოში DCFG-ის ოფისი გაიხსნა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი

ბავშვების შესახებ მიმდინარე ახალი პროექტის პრეზენტაცია

გაიმართა.

პროექტი, “საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა

გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები,

სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით", საქართველოს

სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში

ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში თითოეულ რეგიონში ორი სოციალური

საწარმო შეიქმნება, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა

და მინდობით აღზრდაში მყოფ მოზარდებს დასაქმებისა და

პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, მოზარდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სოციალური

და სხვადასხვა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების

მიზნით.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ ბავშვთა საკითხებზე

“საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” მცირე გრანტების პროგრამის

საშუალებით მხარს უჭერს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების

ორგანიზაციებს გააუმჯობესონ ბავშვისა და ოჯახის მომსახურებები, საქართველოს

რეგიონებში. „

Page 7: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

7

მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

კახეთის რეგიონში პროექტის განხორციელებას ცენტრი „აფხაზეთი,“ შიდა ქართლში -

საზოგადოება „ბილიკი“, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ფორჯია“

უზრუნველყოფს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR-მა ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა

კავშირის” ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან

პროექტის ფარგლებში -,,მართლმსაჯულების

მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ სამუშაო

შეხვედრა გამართა, რომლის მიზანსაც ბავშვთა

უფლებების დაცვის მექანიზმებისა და პროცედურების

შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდების ფორმებისა და საშუალებების განსაზღვრა

წარმოადგენდა, რაც შემდგომში, აისახება აღნიშნული მიმართულებით ბავშვის გაზრდილ

ცნობიერებასა და სამოქალაქო განათლებაზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში მომზადდება

ვიზუალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები ბავშვებისათვის თბილისსა და

საქართველოს რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი.

PHR-მა ბავშვებისგან მიიღო რეკომენდაციები, რასაც ორგანიზაცია საინფორმაციო-

საგანმანათლებლო მასალების მომზადების პროცესში გაითვალისწინებს.

პროექტი ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება

ბავშვებისათვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით

რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ

არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „პარტნიორობა ადამიანის

უფლებებისთვის“ თანამშრომლობით.

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლები მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობასა და

მიზნებზე ესაუბრნენ. მოზარდებმა ისაუბრეს ბავშვებისთვის თავიანთი უფლებების

ცოდნის აუცილებლობაზე და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბავშვთა

მართლმსაჯულებისა და არსებული მექანიზმების შესახებ თავიანთი ცოდნა გაუზიარეს.

დისკუსიის რეჟიმში მოსწავლეებმა გამოჰყვეს კონკრეტული საკითხები, რის შესახებაც

მეტის გაგებას ისურვებდნენ.

Page 8: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

8

პირველი ნაბიჯი

პირველ ნაბიჯში 11 მაისს აუტიზმის ახალი ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც

ორგანიზაციამ სტუმრებს აუტიზმის, ქცევითი და ემოციური

სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მეთოდი

"DIR Floortime" გააცნო. პირველი ნაბიჯი უკვე წარმატებით

ახორციელებს ქცევით თერაპიას, კომუნიკაციის, ენისა და

მეტყველების, სენსორული და კვების თერაპიებთან ერთად.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის

მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, „ფონდი ღია საზოგადოება

საქართველო“-ს წარმომადგენლები. ასევე ორგანიზაციები,

რომლებმაც დახმარება გაუწიეს პირველ ნაბიჯს ცენტრის

გარემონტებასა და აღჭურვაში.

რუსუდან ბოჭორიშვილი, „პირველი ნაბიჯი“ - ს

ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების ხელმძღვანელი -

აუტისტური სპექტრის, ქცევითი და ემოციური დარღვევების

მქონე ბავშვებთან მუშაობა ABA თერაპიის გარდა, ახლა უკვე

ახალი მეთოდითაც გახდება შესაძლებელი, რომელიც პირველ

ნაბიჯში საერთაშორისო ექსპერტებისა და პროფესიონალების

დახმარებით ინერგება. DIR / Floortime-ზე დაფუძნებული

თერაპიის მიზანია ბავშვთან ეფექტური ურთიერთქმედება

მისი განვითარებისა და ინდივიდუალური თავისებურებების

გათვალისწინებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ თერაპევტისა

და ბავშვის პარტნიორული ურთიერთობით მიიღწევა.

მიუხედავად თერაპიის ხანგრძლივი და ინტენსიური

პროცესისა წარმატებულ შედეგებს ვაღწევთ, რაც გამოიხატება

ბავშვის უნარში მიიღოს, გადაამუშავოს და გაანალიზოს

სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თავად მიიღოს

გადაწყვეტილება, იმოქმედოს დამოუკიდებლად.

განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია მუშაობის

დროს მშობლებისთვის

თერაპიული ტექნიკების

სწავლება და მათი აქტიური

ჩართულობა, რაც პროცესს კიდევ

უფრო შედეგიანს ხდის. “

“პირველი ნაბიჯი 18

წელია ზრუნავს

განსაკუთრებული

საჭიროების მქონე

ბავშვებზე, რათა

უზრუნველყოს ბავშვებისა

და მათი ოჯახების

ღირსეული ცხოვრება.

პირველი ნაბიჯის

სპეციალისტები

რამოდენიმე

მიმართულებით მუშაობენ

ბავშვებთან და მეამაყება

რომ წარმატებული

შედეგები დღითიდღე

მატულობს.“

- თამარ ზაალიშვილი

Page 9: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

9

საქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისფონდი (PHF)

ნებისმიერი ადამიანი, ბავშვიც და მოზრდილიც, შეიძლება ისეთ

სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელიც მას თრგუნავს, აბნევს, აშინებს,

ძაბავს, აწუხებს, საკუთარ უმწეობას თუ მარტოობას აგრძნობინებს.

რასაკვირველია, ჩვენ გვყავს მეგობრები, ახლობლები, სანდო

ადამიანები. თუმცა, ზოგჯერ უბრალოდ არ ვიცით, როგორ მოვუყვეთ

მათ ჩვენი პრობლემების შესახებ. დაგვირეკე ნებისმიერ თემაზე

სასაუბროდ 116 111.

17 მაისს

ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო

დღე აღინიშნა.

საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზი

(Child Helpline International) არის

გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს

ბავშვთა დახმარების ხაზებს მსოფლიო

მასშტაბით. იგი აქტიურ როლს თამაშობს

ბავშვის უფლებების ადვოკატირებისა და

დაცვის კუთხით. საერთაშორისო ბავშვთა

დახმარების ხაზი აერთიანებს 181

ორგანიზაციას 142 ქვეყანაში და იღებს

მილიონობით ზარს წელიწადში

ბავშვებისგან და ახალგაზრდებისგან,

რომლებსაც სჭირდებათ დახმარება.

2008 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა

დახმარების ხაზი ევროპული

საერთაშორისო ნომრით 116 111. ბავშვთა

დახმარების ხაზი

არის მომსახურება, რომელიც სატელეფონო

კონსულტაციის საშუალებით დახმარებას

უწევს ბავშვებს, ახალგაზრდებს,

მოზრდილებს - მშობლებს,

პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს,

რომლებსაც სურთ ბავშვებთან

დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. ამ

მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ღირებულება ის არის, რომ ბენეფიციართან

საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია.

თავად ნომერი 116 111 არის სოციალური

ნომერი, რომელიც ევროპის მასშტაბით

ბავშვთა დახმარების ხაზებს განეკუთვნება.

ბავშვთა დახმარების ხაზი მუშაობს

ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 10

საათიდან 18 საათამდე.

ბავშვთა დახმარების ხაზი ბავშვთა დაცვის

სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბავშვზეძალადობაარასდროსარისგამართლებული!

https://www.youtube.com/watch?v=Yy6hqjw1mlY

Page 10: CCYccy.ge/wp-content/uploads/2016/06/news-letter-final.pdfსამეგრელოს, ქვემო ქართლის, მცხეთა- მთიანეთის, შიდა

CCY.GE საინფორმაციო ჟურნალი

10

SOS ბავშვთა სოფელი

30 მაისს შედგა ახალი პროექტის

„მენტორთა კლუბი -

დამოუკიდებელი ცხოვრების

შესაძლებლობების ხელშეწყობა“

გახსნის ღონისძიება. აღიშნული

პროექტის ფარგლებში, ჩვენი

პროგრამის ყოფილი

აღსაზრდელების მიერ დაფუძნდა ახალგაზრდული

ორგანიზაცია Youth Mind/ახალგაზრდული აზროვნება.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლებისა და

ჩართულობის გზით ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვის

სისტემაში მყოფი და უკვე გასული ახალგაზრდების დასაქმებას.

საქართველოს ბავშვები

2017 წლის მაისში "საქართველს ბავშვების" პროექტი

- "ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერვისების

გავრცელება რეგიონებში ტელემედიცინის გზით",

წარდგენილი იყო ქცევის ანალიტიკოსთა

საერთაშორის კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დენვერში, ორგანიზაციის

წარმომადგენლის - ანა ბარქაიას მიერ. "საქართველოს ბავშვები" მხარს უჭერს ბავშვებისათვის

მომსახურებების გავრცლებასა და განვითარებას, სპეციალისტების დატრენინგებასა და

სუპერვიზიას საქართველოს რეგიონებში, კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით

ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ მათ და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!