ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ...

39
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგი და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა რეგიონული განვითარების მესამე პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ აგვისტო, 2016

Transcript of ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ...

Page 1: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გერგეთში მისასვლელისაავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი

საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია

გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგი და გარემოზეზემოქმედების მართვის გეგმა

რეგიონული განვითარების მესამე პროექტიფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ

აგვისტო, 2016

Page 2: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ქვე-პროექტის აღწერა

ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეთშიმისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელისაფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძეა 1804 მ. გზის მონაკვეთი იწყება დაბასტეფანწმინდაში მდინარე თერგზე არსებული საავტომობილო ხიდის მარცხენასანაპიროდან და გადის სოფელ გერგეთში.

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოებისგანხორციელება:

- მიწის ვაკისისა (გრუნტის დამუშავება ექსკავატორით, პნევმატური ჩაქუჩებით,ხელით და ტრანსპორტირება ნაყარში);

- ცემენტობეტონის საფარის მოწყობა;- ღელეს გადაკვეთის ორ წერტილში არსებული რკინაბეტონის წყალგამტარი

მილების დაშლა და ახალი რკინა-ბეტონის ოთხკუთხა მილების მოწყობაკვეთით 4,0მ2.

- განივი წყალმიმღების მოწყობა თუჯის ცხაურებით (0,54X0,70მ);- მავთულბადის გაბიონის მოწყობა;- ბეტონის კიუვეტის მოწყობა (სანიაღვრე წყლების განტვირთვა თვითდინებით

მოხდება გზის მიმდებარე ხევებსა და ღელეებში);- საგზაო ნიშნების განთავსება, გზის შემოფარგვლა და გზის მონიშვნა.

გერგეთის სამებისაკენ მიმავალი საფეხმავლო გზა (1,4 კმ) გადის დაცულ ტყეზე. ქვე-პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკზე ციცაბო ადგილებში მოეწყობაბუნებრივი მასალის საფეხურები, ხის დასასვენებელი მერხები (20 ცალი), ცალკეულმონაკვეთებში დაპროფილდება ბილიკი და განთავსდება მაჩვენებელი ნიშნები.

(ა) ზემოქმედების შეფასება

აქვს თუ არა ქვე-პროექტსსაგრძნობი ზემოქმედებაგარემოზე?

ქვე-პროექტს ექნება მცირე მოკლევადიანი ზეგავლენაგარემოზე, ხოლო მისი გრძელვადიანი გავლენა იქნებაპოზიტიური. ქვე-პროექტის განხორციელებისშედეგად გაუმჯობესდება გარემო სოფელ გერგეთისმოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

რა მნიშვნელოვანისასარგებლო დაუარყოფითი ხასიათის

გარემოზე ძირითად ზემოქმედებას ადგილი ექნებამშენებლობის ფაზაში, რომელიც მოიცავს გზისსაფარის დაგებას, მძიმე ტექნიკის მოძრაობას დაექსპლუატაციას, მასალების მიწოდებას.

Page 3: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ზემოქმედებები ექნება ქვე-პროექტს გარემოზე? ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი

უარყოფითი ზეგავლენა არის მოკლევადიანი დადამახასიათებელი მცირე/საშუალო სარეაბილიტაციოსამუშაოებისათვის: ხმაური, მტვერი, ვიბრაცია დაემისიები მძიმე ტექნიკის მოძრაობისა დაექსპლუატაციის შედეგად, სამშენებლო ნარჩენებისწარმოქმნა, მოძრაობის დროებითი შეფერხება, ფეხითმოსიარულეთა მისადგომობის დარღვევა.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი სოფელ გერგეთშიორ ადგილას კვეთს მცირე ღელეს, რომელიცუერთდება მდინარე თერგს. ღელეზე არსებულიბეტონის ბოგირები (ბეტონის სავალი ნაწილი დასანაპირო ბურჯები) გამოფიტულია. დემონტაჟისსამუშაოებმა შესაძლოა გამოიწვიონ წყლისკალაპოტის დაბინძურება სამშენებლო ნარჩენებით.

სამუშაოებისათვის საჭირო ინერტული მასალების,ასევე, წარმოქნილი ნარჩენების ტრანსპორტირებაგამოიწვევს მიმდებარე საავტომობილო გზისდატვირთვის მცირედ გაზრდას და ტრანსპორტისმოძრაობის შეფერხებს, ასევე, ადგილობრივიმოსახლეობისა და ტურისტების შეწუხებას.

საფეხმავლო ბილიკის მცირე მონაკვეთი, რომლისრეაბილიტაციაც არის დაგეგმილი ქვე-პროექტისფარგლებში, მდებარეობს ყაზბეგის ეროვნული პარკისტრადიციული გამოყენების ზონაში. შესაბამისი მიწისნაკვეთის სპეციალური დანიშნულებითსარგებლობისათვის ერთი წლის ვადით გარემოსა დაბუნებრივი რესურსების მინისტრის 2016 წლის 29მარტის # ი-164 ბრძანებით მიერ გადაცემულიამუნიციპალური განვითარების ფონდისათვის. ერთიწლის შემდეგ დამატებით უნდა განისაზღვროსსუბიექტი, რომელიც ოპერირებას გაუწევსსაფეხმავლო ბილიკს.

ქვე-პროექტის განხორციელების შემდეგ ტურისტთაგაზრდილ ნაკადს შესაძლოა გარემოზე ჰქონდესარაპირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა - ნარჩენებისწარმოქნისა გაზრდისა და ვანდალიზმის კუთხით.

Page 4: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

(ბ) შემამსუბუქებელი ზომები

რა ალტერნატივები იქნაგანხილულიდაპროექტებისას

განხილული იქნა გზის რეაბილიტაცია ტროტუარებისმოწყობისა და მის გარეშე. ტროტუარების მოწყობა იქნაუგულვებელყოფილი, ვინაიდან დაკავშირებულია კერძოსაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისგაუმართლებელ ხარჯებთან.

ზემოქმედების შერბილებისრა ღონისძიებებიაგათვალისწინებული?

გზის რეაბილიტაციის ფაზაში მოსალოდნელი უარყოფითიზემოქმედებების შემცირება ადვილად შესაძლებელია.კონტრაქტორი პასუხისმგებელი იქნება, რომ ნარჩენებიგანათავსოს შეთანხმებულ ადგილას, გამოიყენოს მხოლოდლიცენზირებული კარიერებიდან მოპოვებული ინერტულიმასალა, თავიდან აიცილოს წყლისა და ნიადაგისდაბინძურება (საწვავის/ზეთების დაღვრა სატრანსპორტოსაშუალებებისა და მექანიზმების გაუმართაობის გამო,ასფალტისა და ბეტონის ნარჩენებით დაბინძურება),მოსახლეობის შეწუხება (ხმაურით, მტვერით და ემისიებით)შერბილდება მუშაობის/ მასალების მიწოდების განრიგისდაცვის გზით, მოძრაობის მართვით, სამშენებლომექანიზმების შესაბამისი მოვლით.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებმა დატვირთულიტურისტული სეზონის დროს (ივნისი-აგვისტო)შეიძლება შეაფერხოს ტურისტების ტრანსპორტირება.

შეიძლება თუ არა, რომ ქვე-პროექტს გააჩნდესმნიშვნელოვანი ხასიათისზემოქმედებაადგილობრივმოსახლეობასა დაზემოქმედების ქვეშ მყოფსხვა პირებზე?

გრძელვადიან პერსპექტივაში ქვე-პროექტისსოციალური ზემოქმედება იქნება დადებითი,გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობისა დატურისტების საცხოვრებელ და ტრანსპორტირებისპირობებს. სამების ტაძარი არის ერთ-ერთი ადგილისაქართველოში, რომელსაც ტურისტები ყველაზეხშირად სტუმრობენ. ვიზიტორთა რაოდენობისა დასოფელ გერგეთში ტრანსპორტის მოძრაობის მუდმივიზრდის გათვალისწინებით, გზის რეაბილიტაციისშედეგად მნიშვნელოვნად შემცირდებატრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები,ხმაური, მტვერის ემისია, გზის ეროზია დაადგილობრივი მეწარმეების სატრანსპორტოსაშუალებების ამორტიზაცია.ამასთან გაუმჯობესდება ადგილის ვიზუალურიმხარე. შემცირდება ზემოქმედება დაცულტერიტორიაზე, ვინაიდან ამჟამად საფეხმავლობილიკი ზოგიერთ ადგილას არის ძლიერ დახრამულიდა ტურისტები კვალავენ ახალ მიმართულებებს.

Page 5: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პერიოდშიაუცილებელია მოძრაობის ორგანიზაცია და სამშენებლომონაკვეთების შემოფარგვლა. სამუშაოების დაწყებამდეუნდა დაზუსტდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების განლაგებადა ჩალაგების სიღრმე კომუნიკაციების ფუნქციონირებაზეპასუხისმგებელი პირების თანდასწრებით დადაზუსტებული კომუნიკაციები შემოიფარგლოს.

ღელის გადაკვეთის ადგილებში სამუშაოებისგანხორციელებისას აკრძალული იქნება ნარჩენების ჩაყრაწყლის კალაპოტში.

ყველა მომუშავე იქნება გაფრთხილებული და აეკრძალებამცენარეული მასალების მოპოვება, ნარჩენების გადაყრა ანსხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებსმიმდებარე ლანდშაფტს.

წარსულშიგანხორციელებული მსგავსიპროექტებიდან მიღებულირა გამოცდილება იქნაგათვალისწინებული ქვე-პროექტის დიზაინში?

მგფ-ს ფართო გამოცდილება აქვს სხვადასხვა დონორიორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საშუალო და დიდიმასშტაბის გზების და ქუჩების რეაბილიტაციის ქვეპროექტების განხორციელებაში. წინა მსგავსი პროექტებისგანხორციელების გამოცდილებებიდან მიღებული ცოდნისსაფუძველზე პროექტი ითვალისწინებს არა მარტო გზისსაფარის რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხების დამილების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში გზისსაფარის მოვლა-შენარჩუნებას.

ჩართული იყო თუ არადაინტერესებული თემებიქვე-პროექტის მომზადებისპროცესში დაგათვალისწინებული იქნათუ არა მათი ინტერესები დაცოდნა სათანადოდ?

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტეფანწმინდისმუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთობლივად ჩაატარასაკონსულტაციო შეხვედრა მოსახლეობასთან 2016 წლის 15ივლისს. შეხვედრის ოქმი თან დართულია.

Page 6: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

(გ) კატეგორიზაცია და დასკვნა

გარემოსდაცვითი სკრინინგის დასკვნა:

1. ქვეპროექტი უარყოფილია2. ქვეპროექტი მიღებულია

ქვე-პროექტის მომზადება მოითხოვს:

1. მცირემასშტაბიანი სამშენებლო და სარეაბილიტაციოსაქმიანობების გარემოსდაცვითი ღონისძიებებისსაკონტროლო სიის შევსებას

2. გარემოზე ზეგავლენის განხილვას,გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადების ჩათვლით

Page 7: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ქვე-პროექტის სოციალური და კულტურულ რესურსებზე ზემოქმედების სკრინინგი

ინფორმაცია სოციალური უსაფრთხოების სკრინინგისათვის დიახ არა

1 არის თუ არა ინფორმაცია ქვე-პროექტის ობიექტებისმფლობელობისა და სარგებლობის შესახებ ხელმისაწვდომი დასარწმუნო? (სკრინინგი არ ჩაითვლება დასრულებულად თუაღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი)

X *

2 ქვე-პროექტის განხორციელება შეზღუდავს თუ არა მოსახლეობისხელმისაწვდომობას სამეურნეო რესურსებზე, როგორიცაა მიწა,საძოვრები, წყალი, კომუნალური სამსახურები ან სხვა რესურსები,რაზეც მოსახლეობაა დამოკიდებული?

X

3 გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება ცალკეულიინდივიდების ან ოჯახების ადგილმონაცვლეობას ან იქნება თუ არასაჭირო მიწის ნაკვეთის შეძენა (სახელმწიფო ან კერძო, დროებით ანმუდმივად) ?

X

4 გამოიწვევს თუ არა ქვე-პროექტის განხორციელება მოსავლის,ხეხილის და სამეურნეო ინფრასტრუქტურის (დამხმარე ნაგებობები,ღობე, არხი, ბეღელი, გარე ტუალეტები, სამზარეულოები და სხვა)დროებით ან მუდმივ დაკარგვას?

X

თუ რომელიმე შეკითხვაზე (გარდა პირველი შეკითხვისა) პასუხი არის „დიახ“, მაშინ უნდაამოქმედდეს OP/BP 4.12 საოპერაციო პოლიტიკა იძულებით განსახლების შესახებ,შემარბილებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს OP/BP 4.12-ისა და განსახლებისპოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით.

ინფორმაცია კულტურული რესურსების უსაფრთხოებისსკრინინგისათვის

დიახ არა

5 საჭიროებს თუ არა პროექტი მიწის სამუშაოებს ისტორიული,არქეოლოგიური ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისსიახლოვეს?

X

თუკი პასუხი კითხვაზე 5 არის „დიახ“, მაშინ გამოყენებული უნდა იქნას OP/BP 4.11ფიზიკური კულტურული რესურსები და შემთხვევით მოპოვებული მასალების მართვა უნდაგანხორციელდეს OP/BP-სა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოდოკუმენტში მოცემული პროცედურების შესაბამისად.

* ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება შიდასახელმწიფოებრივი გზის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიაშიდასახელმწიფოებრივი გზის (6 კმ) 1804 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზაარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე. მიღებულია გზის მომიჯნავე ნაკვეთებისმესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის თაობაზე, არსებულიგზის ფარგლებში.

Page 8: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

მიწის ნაკვეთები, რომელზეც გადის გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი,რეგისტრირებულია როგორც მუნიციპალური საკუთრება.

საფეხმავლო ბილიკის ნაწილი მდებარეობს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენებისზონაში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 29 მარტის# ი-164 ბრძანებით მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭა ყაზბეგის ეროვნული პარკისტერიტორიაზე მდებარე 4569მ2 მიწის ფართობზე სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულიტერიტორიებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება გერგეთის სამებასთანმისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაციის მიზნით.

Page 9: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ნაწილი A:ზოგადი ინფორმაცია პროექტისა და საპროექტო ტერიტორიის შესახებ

ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული საკითხებიქვეყანა საქართველო

პროექტის და სახელება რეგიონული განვითარების მესამე პროექტი

ქვე-პროექტის დასახელება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ გერგეთშიმისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთისსამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია

ქმედებების მოცულობა ქვე-პროექტის ფარგლებში

ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება ყაზბეგისმუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეთში მისასვლელისაავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთანმისასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძეა 1804 მ. გზისმონაკვეთი იწყება დაბა სტეფანწმინდაში მდინარე თერგზეარსებული საავტომობილო ხიდის მარცხენა სანაპიროდანდა გადის სოფელ გერგეთში.

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგისამუშაოების განხორციელება:

- მიწის ვაკისისა (გრუნტის დამუშავებაექსკავატორით, პნევმატური ჩაქუჩებით, ხელით დატრანსპორტირება ნაყარში);

- ცემენტობეტონის საფარის მოწყობა;- ღელეს გადაკვეთის ორ წერტილში არსებული

რკინაბეტონის წყალგამტარი მილების დაშლა დაახალი რკინა-ბეტონის ოთხკუთხა მილების მოწყობაკვეთით 4,0მ2.

- განივი წყალმიმღების მოწყობა თუჯის ცხაურებით(0,54X0,70მ);

- მავთულბადის გაბიონის მოწყობა;- ბეტონის კიუვეტის მოწყობა (სანიაღვრე წყლების

განტვირთვა თვითდინებით მოხდება გზისმიმდებარე ხევებსა და ღელეებში);

- საგზაო ნიშნების განთავსება, გზის შემოფარგვლა დაგზის მონიშვნა.

გერგეთის სამებისაკენ მიმავალი საფეხმავლო გზა (1,4 კმ)გადის დაცულ ტყეზე. ქვე-პროექტის ფარგლებშისაფეხმავლო ბილიკზე ციცაბო ადგილებში მოეწყობაბუნებრივი მასალის საფეხურები, ხის დასასვენებელი

Page 10: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

მერხები (20 ცალი), ცალკეულ მონაკვეთებშიდაპროფილდება ბილიკი და განთავსდება მაჩვენებელინიშნები.

ინსტიტუციონალური ორგანიზება(მსოფლიო ბანკი)

ჯგუფის ხელმძღვანელი:

ზარუჰ თოხმახიანი

უსაფრთხოებისსპეციალისტი:

დარეჯან კაპანაძე

განხორციელების ორგანიზება(მსესხებელი)

განმახორციელებელიერთეული:

მუნიციპალურიგანვითარების

ფონდი

სამუშაოთაზედამხედველი:

ერთობლივისაწარმო: "SoosungEnginnering Co.Ltd."(კორეა), "VoyantsSolutions Pvt. Ltd."

(ინდოეთი) SAMANCorporation"

(კორეა) და შპს„გზამშენპროექტი“

(საქართველო)

სამუშაოთაკონტრაქტორი:(----------------)

ადგილმდებარეობის აღწერა

ინსტიტუტის დასახელება, რომლისსაკუთრების რეაბილიტაციაც არის

დაგეგმილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ინსტიტუტის მისამართი, რომლისსაკუთრების რეაბილიტაციაც არის

დაგეგმილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საქართველო 0160,ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12

ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდაბა სტეფანწმინდა ალ. ყაზბეგის ქ.1

ვინ არის მიწის ნაკვეთისმფლობელი? ვინ არის მოსარგებლე(ოფიციალურად/არაოფოციალურად)

ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდებაშიდასახელმწიფოებრივი გზის სტეფანწმინდა-სამებისეკლესია შიდასახელმწიფოებრივი გზის (6 კმ) 1804მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც გადისსოფელ გერგეთში. აღნიშნული გზა საავტომობილოგზების დეპარტამენტის ბალანსზე.მიწის ნაკვეთები, რომელზეც გადის გერგეთის სამებასთანმისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, რეგისტრირებულიაროგორც მუნიციპალური საკუთრება.

გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზისნაწილი ხვდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციულიგამოყენების ზონაში, რომელსაც მართავს სსიპ დაცულიტერიტორიების სააგენტო. შესაბამისი მიწის ნაკვეთისპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვისგარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერგადაცემულია მუნიციპალური განვითარების

Page 11: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ფონდისათვის (გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის მინისტრის ბრძანების ასლი თანდართულია).

ფიზიკური და ბუნებრივი გარემო სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი იწყება დაბასტეფანწმინდაში მდინარე თერგზე არსებულისაავტომობილო ხიდის მარცხენა სანაპიროდან და გადისსოფელ გერგეთში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე.გზის ორივე მხარე განლაგებულია კერძო სახლები დასაკარმიდამო ნაკვეთები, რის გამოც გზა ვიწროვდება 6მეტრიდან 4 მეტრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვე-პროექტის ფარგლებში არ არის გათვალისწინებულიტროტუარების მოწყობა. სარეაბილიტაციო გზა ორ ადგილასკვეთავს ღელეს, რომელიც მცირე წყალდიდობებითხასიათდება. ამჟამად გზა ძლიერ დაზიანებულია, რაც ხელსუშლის ტრასპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდა კომფორტულ გადაადგილებას.

საფეხმავლო გზა გადის ტყის დაფარულ ტერიტორიებსა დამდელოებზე. აქ გვხვდება არყი, ვერხვი, ჩვეულებრივიიფანი, ცირცელი, მაღალმთის ნეკერჩხალი, ქაცვი.საფეხმავლო გზა მიუყვება ძველ, გაუქმებულ სატყეო გზას,ზოგიერთ ადგილას ძლიერ დახრამულია, რის გამოცტურისტები კვალავენ ახალ მიმართულებებს.

მასალების, მათ შორის ინერტულიმასალისა და წყლის მიწოდების

წყაროების მდებარეობა და დაშორებაქვე-პროექტის განხორციელების

ადგილიდან

უახლოესი ლიცენზირებული კარიერები მდებარეობსკობის დასახლებაში საშუალოდ 16-28 კმ-ში.

კანონმდებლობაეროვნული და ადგილობრივი

კანონმდებლობა და ქვე-პროექტისქმედებების განხორციელებისათვის

საჭირო ნებართები

მსოფლიო ბანკის პოლიტიკისა და ბუნებრივ დასოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოდოკუმენტის თანახმად ქვე-პროექტი კლასიფიცირდა,როგორც დაბალი რისკის B კატეგორიის პროექტი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა არსაჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას,დამტკიცებას ან ნებართვას.

ეროვნული კანონმდებლობის თანახმად:

(i) სამშენებლო მასალები შეძენილი უნდა იქნესლიცენზირებული მომწოდებლისაგან;

(ii) კონტრაქტორი ვალდებულია აიღოს სასარგებლოწიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ინერტული

Page 12: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

მასალის მოპოვებისათვის (თუ თავად გადაწყვეტსმოპოვებას, ნაცვლად შეძენისა);

(iii) კონტრაქტორი ვალდებულია მოამზადოსატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისსტაციონარული წყაროს ინვენტარიზაციისტექნიკური ანგარიში ბეტონის კვანძისათვის დაშეათანხმოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროსთან, თუ ბეტონს აწარმოებსთავად (ნაცვლად შეძენისა);

(iv) ზედმეტი გრუნტის განთავსების ადგილიკონტრაქტორის მიერ წერილობით უნდაშეთანხმდეს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან;

(v) თუ კონტრაქტორს სამუშაოების შედეგადწარმოექმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათონარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ანნებისმიერი ოდენობით სახიფათო ნარჩენი წლისგანმავლობაში, „ნარჩენების მართვის კოდექსის“შესაბამისად მომზადებული უნდა იქნეს დაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს წარედგინოს ინვენტარიზაციისანგარიში, ნარჩენების მართვის გეგმა, დანიშნულიუნდა იქნეს გარემოსდაცვითი მმართველი დაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს წარედგინოს ინფორმაცია მის შესახებ

დაცული უნდა იქნეს GOST და SNIP ნორმები.

საჯარო კონსულტაციასად და როდის ჩატარდა/ჩატარდება

საჯარო კონსულტაცია?მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტეფანწმინდისმუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთობლივად ჩაატარასაკონსულტაციო შეხვედრა მოსახლეობასთან 2016 წლის 15ივლისს. შეხვედრის ოქმი თან დართულია.

დანართებიდანართი 1: ქვე-პროექტის განხორციელების ადგილი და ფოტომასალადანართი 2: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება #ი-164, 29 მარტი, 2016დანართი 3: საჯარო კონსულტაციის ოქმიდანართი 4: ხელშეკრულება სამშენებლო ნარჩენების განთავსებაზე (იქნება მოწოდებული)

Page 13: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ნაწილი B: ინფორმაცია გარემოსდაცვითი უსაფრთხოების შესახებ

გარემოსდაცვითი/სოციალური სკრინინგი

მოიცავს თუ არაქვე-პროექტირომელიმემითითებულქმედებას/საკითხს?

ქმედება/საკითხი სტატუსი შემარბილებებლი ღონისძიებები

A. გზის რეაბილიტაცია [ ]დიახ [ ] არა იხ. ქვემოთ ნაწილიA

B. ახალი მშენებლობა [ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიA

C. ნარჩენი წყლების გადამუშავებისინდივიდუალური სისტემა

[ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიB

D. ისტორიული შენობ(ებ)ა და რაიონები [ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიC

E. მიწის შეძენა1 [ ] დიახ [ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიD

F. საშიში ან ტოქსიკური მასალები2 [ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიE

G. ზემოქმედება ტყეებზე და/ან დაცულტერიტორიებზე

[ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიF

H. სამედიცინო ნარჩენების დამუშავება/მენეჯმენტი

[ ] დიახ[ ]არა იხ. ქვემოთ ნაწილიG

I. სატრანსპორტო და ფეხით მოსიარულეთაუსაფრთხოება

[ ]დიახ [ ] არა იხ. ქვემოთ ნაწილიH

1მიწის შესყიდვა მოიცავს ადამიანთა გადასახლებას, საცხოვრებელი პირობების შეცვლას, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შელახვას - ეს ეხება მიწებს, რომელიცშეძენილი/გადაცემულია და ამ ქმედებას გააჩნია ზემოქმედება იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ან/და სახლობენ ან/და აწარმოებენ ბიზნესს (სავაჭრო ერთეულებს)შეძენილ მიწაზე.2ტოქსიკური/ საშიში მასალები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მასალებით: აზბესტი, ტოქსიკური საღებავები, მავნე ზემპოქმედების მქონე გამხსნელები, ტყვიისშემცველი საღებავის მოშორება და ა.შ.

Page 14: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ნაწილი C: შემარბილებელი ღონისძიებები

ქმედებები პარამეტრი ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებები საკონტროლო ჩამონათვალი

0. ზოგადიპირობები

ინფორმირებადა

უსაფრთხოება

(a) ინფორმაცია მომავალი სამუშაოების შესახებ მიწოდებული უნდა იქნეს ადგილობრივისამშენებლო და გარემოს დაცვის ინსპექციებისათვის და თემისათვის;

(b) ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იქნეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებმედიაში და / ან საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში (სამუშაოების განხორციელებისადგილის ჩათვლით) შესაბამისი შეტყობინების განთავსების გზით;

(c) მოპოვებული უნდა იქნეს მშენებლობისათვის და/ ან რეაბილიტაციისათვის საჭირო ყველანებართვა;

(d) კონტრაქტორი უნდა იქნეს თანახმა, რომ სამუშაოები განხორციელდება უსაფრთხო დამოწესრიგებული გზით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობასა და გარემოზე მინიმალურიზემოქმედების უზრუნველყოფით;

(e) მუშათა პირადი დამცავი აღჭურვილობა შესაბამისობაში უნდა იქნეს საერთაშორისო საუკეთესოპრაქტიკასთან (სამუშოების შესრულების დროს მუშებს უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, საჭიროებისშემთხვევაში ეკეთოთ ნიღბები, დამცავი სათვალე, უსაფრთხოების ქამრები და ჩექმები);

(f) მუშათა ინფორმირების მიზნით უსაფრთხოების ძირითადი წესები და რეგულირებებიგანთავსებული უნდა იქნეს შესაბამის მაჩვენებლებზე სამუშაოთა განხორციელების ადგილებზე.

A.ზოგადისარეაბილიტაციოდა / ანსამშენებლოქმედებები

ჰაერის ხარისხი (a) დემონტაჟის შედეგად წარმოებული ნარჩენების შენახვა უნდა მოხდეს კონტროლირებადტერიტორიაზე და აუცილებელია მისი წყლით დასველება, ნარჩენების მტვრის შემცირებისმიზნით;

(b) პნევმატური ბურღვის/კედლის ჩამონგრევის დროს წარმოებული მტვრის ჩახშობა უნდაგანხორციელდეს წყლის შესხურებით და/ან მტვრისგან დამცავი ეკრანის მოწყობით;

(c) აუცილებელია, რომ გარემომცველი გარემო (ტროტუარები, გზები) თავისუფალი იყოსსამშენებლო ნარჩენებისგან, მტვრის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

(d) სამშენებლო ტერიტორიაზე არ უნდა მოხდეს სამშენებლო ნარჩენების დაწვა - ღია სახით;(e) სამშენებლო ტერიტორიაზე არ უნდა იყოს სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებების

გადამეტებული - არამიზნობრივი მოძრაობა;(f) აუცილებელია ტვირთის სათანადოდ გადაფარვა გადაზიდვის დროს.

ხმაური (a) მშენებლობით გამოწვეული ხმაურის შეზღუდვა მოხდება ნებართვაში მითითებულიშეთანხმებული დროის შესაბამისად;

Page 15: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

(b) მუშაობის დროს აუცილებელია გენერატორების, საჰაერო კომპრესორების და სხვა ელ.მექანიკური აღჭურვილობის ძრავების სახურავების დახურვა, ხოლო აღჭურვილობის განთავსებაუნდა მოხდეს დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით;

(c) მექანიზმების მოძრაობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით;(d) აუცილებელია მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა;(e) აუცილებელია მექანიზმების შესაბამისი ტექნიკური კონტროლის და მოვლა-პატრონობის

პრაქტიკის გამოყენება;(f) სატრანსპორტო საშუალებების და მძიმე ტექნიკის ფუჭი მუშაობა ნებადართული არ არის.

მექანიზმებზე გამოყენებული იქნება სპეციალური დამხშობები.წყლის ხარისხი (a) კონტრაქტორი ვალდებულია, რომ ორგანიზება გაუწიოს და გადახუროს მასალის საწყობები;

აღნიშნული საწყობების გადახურვა უნდა მოხდეს წყალგაუმტარი მასალით, ძლიერი წვიმის დაწყალდიდობის დროს გამორეცხვის თავიდან აცილების მიზნით, ასევე აუცილებელია ეროზიისადა ნალექების ისეთი მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა მაგ. თივისზვინები და/ან ლამის შემოღობვები, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნალექებისსამშენებლო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გადასვლა, რამაც შესაძლოა ზედმეტად აამღვრიოსმახლობლად მდებარე მდებარე მდინარეები და ნაკადულები;

(b) კონტრაქტორი ვალდებულია დაგეგმოს ყველა სახის მიწის სამუშაოები და უზრუნველყოსნიადაგის ნაყოფიერი ფენის და ქვენიადაგის განთავსება ისე, რომ წყლის ჭარბი ჩამონადენისმოცულობა მინიმუმამდე იქნას შემცირებული;

(c) აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ზეთის და საპოხი მასალების გაჟონვისფაქტის არსებობის/არარსებობის დადგენის მიზნით. ყველა სახის მექანიზმების მოვლა-პატრონობადა მუშაობა უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა სახის გაჟონვა, ან დაღვრა, მინიმუმამდე იყოსშემცირებული; აუცილებელია ყოველდღიური შემოწმება (სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობის პროცედურების შესაბამისად), გაჟონვის, ან რაიმე სახის პრობლემის არ არსებობისდადასტურების მიზნით. სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, გასუფთავება,ცხიმისგან გაწმენდა განხორციელდება კონკრეტულ ადგილებში - ბეტონის საფუძველზე და არადაყრილ გრუნტზე. აღნიშნული მონაკვეთები არ უნდა იყოს განთავსებული მდინარიდან 50 მმანძილზე;

(d) საპოხი მასალები, საწვავი და გამხსნელები აუცილებელია განთავსდეს და გამოყენებულ იქნასმექანიზმების მომსახურების მიზნით - კონკრეტულ მონაკვეთებზე - სპეციალურად მოწყობილადგილზე, შესაძლო მუშაობის და აუცილებელი შემოსაზღვრის უზრუნველყოფით.აუცილებელია, რომ ისეთი მასალები, როგორიცაა მაგ. სორბენტი, ქვიშა, ნახერხი, ბურბუშელა დაა.შ. ხელმისაწვდომი იყოს სამშენებლო ტერიტორიაზე;

Page 16: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

(e) სველი ცემენტის და/ან ბეტონის ჩაშვება ნებისმიერ მდინარეში, რუში, ან თხრილში,დაუშვებელია;

(f) სამუშაოები ღელის გადაკვეთის ადგილებში. კონტრატორი ვალდებულია, რომ უზრუნველოსსაღებავების, ზეთის და საპოხი მასალების სათანადო მოვლა, მათი წყალში ჩაღვრის თავიდანაცილების მიზნით. პოტენციურად დამაბინძურებელი მასალების შენახვა მდინარიდან 50 მპერიმეტრში, აკრძალულია. არსებული ბოგირის დემონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდესისე, რომ მინიმუმადე იქნეს დაყვანილი წყლის კალაპოტის დაბინძურების საფრთხე.წარმოქმნილი ნარჩენების გატანილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ ოფიციალურადგამოყოფილ ადგილას.

ნარჩენებისმართვა

(a) საჭიროა ნარჩენების შეგროვების და გადაყრის გზების და ტერიტორიების იდენტიფიკაცია ყველაძირითადი სახეობის ნარჩენებისთვის, რომელიც მოსალოდნელია სადემონტაჟო და სამშენებლოსაქმიანობის პროცესში;

(b) მინერალური სამშენებლო და დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების სეპარაცია მოხდებაძირითადი, ორგანული, სითხის და ქიმიური ნარჩენების შესაბამისად, სამშენებლო ტერიტორიაზემათი დახარისხებით და შესაბამის კონტეინერებში განთავსებით;

(c) ნარჩენების გატანის ამსახველი ჩანაწერები წარმოადგენს მათი სათანადო მართვის საფუძველს;(d) შესაძლებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორი ხელმეორედ გამოიყენებს და გადაამუშავებს

შესაბამისი სიცოცხლისუნარიანობის მქონე მასალებს (აზბესტის გარდა).მასალებისმიწოდება

a) მასალები შეძენილი უნდა იქნეს იმ არსებული საწარმოებისა და კარიერებისაგან, რომელთაცგააჩნიათ სათანადო ოფიციალური ნებართვა, ან მოქმედი ლიცენზია საქმიანობისგანსახორციელებლად;

b) მოპოვებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზია, თუ საჭიროა ახალი კარიერის გახსნა;c) კარიერების ტერიტორიების გამოყენებული მონაკვეთების აღდგენა, ექსტრაქციის (მოპოვების)

გაგრძელების შემთხვევაში, ან მათი სათანადოდ დახურვა, ექსტრაქციის (მოპოვების) დასრულებისდა ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

d) მასალების გადაზიდვა არ უნდა მოხდეს პიკის საათებში;e) სიჩქარის მარეგულირებელი, მიმართულების შეცვლის აღმნიშვნელი და გამაფრთხილებელი

ნიშნების უზრუნველყოფა სატრანსპორტო საშუალებებისთვის - საჭიროების შესაბამისად.F ზემოქმედებისქვეშ მყოფიტყეები, ჭაობები

ბუნების დაცვა a) ყველა მუშას მკაცრად ეკრძალება მცენარეების მოპოვება, ნაგვის დაყრა, ნადირობა ან სხვა, საზიანოსაქმიანობები მიმდებარე დაცულ ტერიტორიებზე.

c) დაცული ტერიტორიის ფარგლებში არ უნდა მოხდეს ინერტული მასალების მოპოვება ანნარჩენების განთავსება.

Page 17: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

და/ან დაცულიტერიტორიები

H სატრანსპორტოსაშუალებებისადა ფეხითმოსიარულეთაუსაფრთხოება

სამშენებლოსაქმიანობისსახიფათო

პიდაპირი ანარაპირდაპირიზემოქმედება

საზოგადოებრივტრანსპორტზე

და ფეხითმოსიარულეებზე

- ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად კონტრაქტორი უზრუნველყოფს, რომ სამშენებლოტერიტორია შესაბამისად დაცულია და მშენებლობასთან დაკავშირებული ტრანსპორტისოპერირება რეგულირებულია. ეს მოიცავს მაგრამ არ არის ლიმიტირებული შემდეგით:

- განთავსებული უნდა იქნეს მოძრაობის გამაფრთხილებელი ნიშნები, ბარიერები და ტრანსპორტისმარშრუტის ცვლილების ნიშნები. საზოგადოება გაფრთხილებული უნდა იყოს ყველა შესაძლოსაშიშროების შესახებ;

- უნდა ჩამოყალიბდეს მოძრაობის მართვის სისტემა და ჩატარდეს თანამშრომელთა ტრენინგი,განსაკუთრებით ტერიტორიაზე შესვლასა და ტერიტორიის მახლობლად მძიმე ტექნიკისგადაადგილების შესახებ. ფეხით მოსიარულეთათვის უნდა მოეწყოს უსაფრთხო გადასასვლელებიიმ ადგილებში, სადაც მოძრაობს სამშენებლო ტექნიკა;

- სამუშაო საათები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ადგილობრივი ტრანსპორტისმოძრაობის განრიგთან, მაგ: ინტენსიური გადაზიდვები არ უნდა განხორციელდესსაზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში ან საქონლისგადაადგილების საათებში.

- სატრანსპორტო მოძრაობის მართვის სისტემა და პერსონალისთვის ტრეინინგის (სწავლების)ჩატარება, განსაკუთრებით სამშენებლო ტერიტორიაზე მისვლის და სამშენებლო ტერიტორიისმახლობლად არსებული გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის შესახებ. უსაფრთხოგადასასვლელების და გასასვლელების მოწყობა ფეხით მოსიარულეებისთვის იქ, სადაც ხდებასატრანსპორტო მოძრაობის შეჭრა;

- სიჩქარის შემამცირებელი ბარიერებისა და შესაბამისი ნიშნების მოწყობა (საგზაოისრები/ქვეითად მოსიარულეთათვის) სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის შემცირებისმიზნით, ადგილობრივ საგზაო პოლიციასთან შეთანხმების საფუძველზე.

Page 18: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ნაწილი D: მონიტორინგის გეგმა

ქმედება რა

პარამეტრის მონიტორინგიხდება?

სად

ტარდებამონიტორინგი

როგორ

უნდაგანხორციელ

დესმონიტორინგი

როდის

რასიხშირით/პერი

ოდულობითუნდა

განხორციელდესმონიტორინგი?

რატომ

ხდებაპარამეტრის

მონიტორინგი

ვინ

არისპასუხისმგებელიმონიტორინგზე?

სამშენებლო ფაზა

სამშენებლომასალებისმიწოდება

სამშენებლო მასალებისშეძენა მხოლოდოფიციალურადდარეგისტრირებულიმომწოდებლებისაგან

მომწოდებლიასოფისში, ანსაწყობში

დოკუმენტების შემოწმება

მოწოდებისკონტრაქტებისგაფორმებისას

ინფრასტრუქტურისტექნიკურიმდგრადობისდაუსაფრთხოებისუზრუნველყოფის მიზნით

მგფ, მშენებლობისზედამხედველი

სამშენებლომასალების დანარჩენებისტრანსპორტირება; სამშენებლომექანიზმებისგადაადგილება

სატრანსპორტოსაშუალებების დამექანიზმების ტექნიკურიმდგომარეობა;

სამშენებლო მასალებისა დანარჩენების გადაზიდვადახურული მანქანებით;

ტრანსპორტირეისათვისგანკუთვნილი დროისამარშრუტების დაცვა.

სამშენებლოტერიტორია

ინსპექტირება გაუფრთხილებელიინსპექტირებაროგორცსამუშაო, ასევეარა სამუშაოსაათებში

მიწისა დაჰაერისემისიებითდაბინძურებისშემცირება;

ხმაურით დავიბრაციითადგილობრივიმოსახლეობისშეწუხებისშეზღუდვა;

მგფ, მშენებლობისზედამხედველი,საპატრულოპოლიცია

Page 19: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ტრანსპორტისმოძრაობისდარღვევისმინიმუმამდეშემცირება.

ინერტულიმასალებისწყარო

მასალების შეძენაარსებული,ლიცენზირებულიმომწოდებლებისაგან, თუ ესშესაძლებელია;სასარგებლო წიაღისეულისმოპოვების ლიცენზიისმიღება კონტრაქტორის მიერდა ლიცენზიის პირობებისმკაცრი დაცვა;კარიერების დაყოფატერასებად, დამუშავებულიადგილების რეაბილიტაციადა ლანდშაფტთანჰარმონიზება;მდინარეში ქვიშა-ხრეშისმოპოვება წყლის ნაკადისგარეთ, დამცავი ბარიერებისმოწყობა ექსკავაციისადგილსა და წყლის ნაკადსშორის. დაუშვებელიამანქანების შესვლა

კარიერები დოკუმენტებისა დასამუშაოებისინსპექტირება

ინერტულიმასალისმოპოვებისპერიოდში

ეროზიისშემცირება დაეკოსისტემებისა დალანდშაფტებისდეგრადირებისმინიმიზაცია;სედიმენტებითწყლისდაბინძურების,ასევეჰიდრობიონტთა საარსებოპირობებისდარღვევისშემცირება.

მგფ,მშენებლობისზედამხედველი

Page 20: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

სამშენებლონარჩენებისწარმოქმნა

სამშენებლო ნარჩენებისდროებითი შენახვასპეციალურად გამოყოფილადგილებში;ნარჩენების დროულიგანთავსება ოფიციალურადგამოყოფილ ადგილებში.

სამშენებლოტერიტორია;ნარჩენებისგანთავსებისტერიტორია

ინსპექტირება პერიოდულადმშენებლობისპროცესში დაპრეტენზიებისშემთხვევაში

სამშენებლო დამის მეზობლადმდებარეტერიტორიებისმყარინარჩენებისაგანდაბინძურებისთავიდანაცილება

მგფ,მშენებლობისზედამხედველი,

მცენარეეებისადალანდშაფტისდაცვა

ყაზბეგის ეროვნული პარკისმიმდებარედ სამუშაოებისგანხორციელების ადგილიშემოღობილია.მრავალწლოვანი ხეები მონიშნულია,შემოღობილია და დაცულიამოჭრისაგან ან შემთხვევითდაზიანებისგან

სამუშაოებისგანხორციელების ადგილისმიმდებარედ დაცულიტერიტორია არ არისდაზიანებული დაექსპლოატირებული

სამუშოებისგანხორციელებისადგილიყაზბეგისეროვნულიპარკისმიმდებარედ

ინსპექტირება

პერიოდულადმშენებლობისდროს დასაჩივრისშემთხვევაში

მიმდებარელანდშაფტისადამცენარეულობის დაცვა

მგფ,მშენებლობისზედამხედველი

Page 21: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ტრანსპორტისმოძრაობისდარღვევა დაფეხითმოსიარულეთამიმოსვლისშეზღუდვა

სატრასპორტო მოძრაობისშეზღუდვის/მოძრაობისმიმართულების შეცვლისნიშნების განთავსება;სამშენებლო მასალებისა დანარჩენების დროებითიგანთავსება ისე, რომთავიდან იქნას აცილებულისატრანსპორტო საცობებიმისასვლელ გზებზე.

სამშენებლო დამიმდებარეტერიტორიები

ინსპექტირება სამშენებლოსამუშაოებისპერიოდში

სატრანსპორტოშემთხვევბისთავიდანაცილება

მგფ,მშენებლობისზედამხედველი

მუშებისჯანმრთელობადაუსაფრთხოება

მუშების ფორმებით დაინდივიდუალური დაცვისსაშუალებებით აღჭურვა;მუშების და პერსონალისინფორმირებამექანიზმებთან/აღჭურვილობასთან მუშაობისასინდივიდუალურიუსაფრთხოების წესების დაინსტრუქციების შესახებ დაასევე აღნიშნულიწესები/ინსტრუქციებისმკაცრი დაცვა

სამშენებლოტერიტორია

ინსპექტირება გაუფრთხიელებელი შემოწმებასამუშაოებისმსვლელობისას

უბედურიშემთხვევებისთავიდანაცილება

მგფ,მშენებლობისზედამხედველი

სამშენებლონარჩენებისწარმოქმნა

სამშენებლო ნარჩენებისდროებითი შენახვასპეციალურად გამოყოფილადგილებში;

ნარჩენების დროულიგანთავსება ოფიციალურადგამოყოფილ ადგილებში.

სამშენებლოტერიტორია;

ნარჩენებისგანთავსებისტერიტორია

ინსპექტირება პერიოდულადმშენებლობისპროცესში დაპრეტენზიებისშემთხვევაში

სამშენებლო დამის მეზობლადმდებარეტერიტორიებისმყარინარჩენებისაგანდაბინძურებისთავიდანაცილება

მგფ,მშენებლობისზედამხედველი

საოპერაციო ფაზა

Page 22: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

რებილიტირებული გზისმოვლა

გზის საიდენტიფიკაციონიშნებისა და სიჩქარისშემანელებელი ბარიერებისმოვლა-პატრონობა,სატრანსპორტო მოძრაობისუსაფრთხოებისუზრუნველყოფის მიზნით;არსებული ქუჩისმონაკვეთების დემარკაცია -შეკეთების პროცესში;ასფალტის და/ან სხვანარჩენების გატანამიმდინარე სარემონტოსამუშაოების ტერიტორიიდანგამოყოფილ ნაგავსაყრელზე

რეაბილიტირებული გზები

ინსპექტირება მოვლა-პატრონობისპროცესში

საგზაოშემთხვევებისდასატრანსპორტომოძრაობისდარღვევისთავიდანაცილება

სტეფანწმინდისმუნიციპალიტეტი

Page 23: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

დანართი 1. ქვე-პროექტის განხორციელების ადგილის სქემა და ფოტომასალა

სოფელ გერგეთის გზა

Page 24: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი

Page 25: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის
Page 26: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის
Page 27: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

საფეხმავლო ბილიკი

Page 28: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

დანართი 2: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება #ი-164, 29 მარტი, 2016

Page 29: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

დანართი 3. საჯარო განხილვის ოქმი

15 ივლისი, 2016

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საქართველო

საჯარო განხილვის ოქმი

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმისკომპლექსის რეაბილიტაცია

და სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთანმისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისსამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა

2016 წლის 15 ივლისს 13:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში(მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1) გაიმართა ქვე-პროექტების„დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმისკომპლექსის რეაბილიტაცია“ და „სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისადა გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ დასოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხებისსაჯარო განხილვა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქვე-პროექტისფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზემოსალოდნელი უარყოფითი/დადებითი ზეგავლენისა და მათი თავიდან აცილებისგზებისა და საშუალებების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები: მანანა მერაქიშვილი, იაუფხოშვილი, შოთა ბურდული, ანა ჩქარეული, თიკო სუჯაშვილი, ფიქრია გრიგოლაძე,ლელა ფიცხელაური, დავით გიგაური, მანუჩარ დვალიშვილი;

ელგუჯა ღუდუშაური - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისმოადგილე;

სოფელ გერეგეთის მცხოვრებლები: ლამარა ქუქიშვილი, ვახტანგ სუჯაშვილი, ბესიკსუჯაშვილი, შუბინ სუჯაშვილი, მანანა წიკლაური, დოდო სუჯაშვილი, ნონასუჯაშვილი, ნათელა სუჯაშვილი, მარეხი ხუციშვილი, ნინო ხუციშვილი, ზურაბხუციშვილი, ლევან გომიაშვილი, ვიქტორ სუჯაშვილი, თამაზ სუჯაშვილი, დავითსუჯაშვილი;

ყაზბეგის სახელობის მუზეუმის წარმომადგენლები: მანანა ხულელიძე, იაგოკაზალიკაშვილი, ნანა ფირანიშვილი, ლია კურკუმული;

Page 30: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ზურაბ სუჯაშვილი - შპსპ „სუჯა“, მარინა წიკლაური - ყაზბეგის გიმნაზია-პანსიონი;

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები:

გიგა გველესიანი - გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი;ანა რუხაძე - გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი;დავით ბახსოლიანი - კონსულტანტი განსახლების საკითხებში;ირაკლი ჯაფარიძე - კონსულტანტი განსახლების საკითხებში;ვასილ ფეხმაშვილი - საინჟინრო შეფასების სპეციალისტი.

შეხვედრა გახსნა გიგა გველესიანმა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდაინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდისა და შეხვედრის მიზნების შესახებ.

ა. რუხაძემ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია რეგიონულიგანვითარების მესამე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვე-პროექტების შესახებ დადეტალურად ისაუბრა ქვე-პროექტების „დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრეყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია“ და „სოფელგერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელისაფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებისა და მათთანდაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შესახებ. ა. რუხაძემგანიხილა ქვე-პროექტებისათვის მომზადებული გარემოზე ზემოქმედების მართვისგეგმა. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითიმოთხოვნები, განიხილა დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებები. აღნიშნა, რომაღნიშნული ქვე-პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოშიმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედებისნებართვას და სხვა სახის შეთანხმებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროსთან, ამიტომ ქვე-პროექტები განხორციელდება მსოფლიო ბანკისშესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების პროექტისთვისმომზადებული სამოქმედო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

ა. რუხაძემ აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა არის მშენებელკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი დაკონტრაქტორს ევალება უზრუნველყოს გეგმით გათვალისწინებული შემარბილებელიღონისძიებების განხორციელება. ასევე, ისაუბრა ქვე-პროექტის გარემოსდაცვითიმონიტორინგის და შესაბამისი ანგარიშგების პროცედურებზე.

ა. რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ,ვისთანაც საზოგადოებას საშუალება აქვს დაუკავშირდეს და საკუთარი მოსაზრებადააფიქსიროს გარემოს დაცვითი და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რაიმესახის უკმაყოფილების წარმოშობის შემთხვევაში.

Page 31: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცაგამოეთქვათ საკუთარი აზრი ან/და დაესვათ კითხვები წარდგენილ საკითხებთანდაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმული იქნა შემდეგი შეკითხვები:

შეკითხვები და შენიშვნები პასუხები და კომენტარებიიქნება თუ არა კონტრაქტორისვალდებულება ადგილობრივიმოსახლეობის დასაქმება?

შესყიდვების წესების თანახმადხელშეკრულებით ვერ განისაზღვრებაკონტრაქტორის ვალდებულება ადგილობრივიმოსახლეობის დასაქმების შესახებ. თუმცაკონტრაქტორების მიერ უმეტეს შემთხვევაშიხდება ადგილობრივი მუშა-ხელის დაქირავება.

მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტითგათვალისწინებულია თუ არა მუზეუმისეზოში არსებული გადაბერებული ხეებისმოჭრა? და გათვალისწინებულია თუ არაღობის რესტავრაცია?

პროექტით ხეების მოჭრა არ არისგათვალისწინებული. მუზეუმის ეზოშიშენარჩუნდება გაზონების წყობა, გაიწმინდებადა აღდგება აუზი, განათების სისტემა,განთავსდება სკამები, ურნები, მოეწყობასაზოგადოებრივი ტუალეტი, რესტავრაციაჩაუტარდება ღობეს.

უმჯობესი იქნებოდა მუზეუმისადმინისტრაცია დარჩენილიყო ყაზბეგისსახლ-მუზეუმში, ვინაიდან ისტორიულიმუზეუმის შენობაში არ არის შესაბამისიპირობები.

ადმინისტრაციის გადატანა ისტორიულიმუზეუმის შენობაში შექმნის დამატებითსაგამოფენო სივრცეს ყაზბეგის სახლ-მუზეუმში.რაც შეეხება ისტორიული მუზეუმის შენობას,პროექტით გათვალისწინებულია კაპიტალურიშეკეთების სამუშაოები, რომელიც შექმნისშესაბამის კომფორტულ გარემოს მუზეუმისადმინისტრაციისა და ტურისტებისათვის,შეილესება ფასადები, მოეწყობა ახალიგადახურვა ჰიდროსაიზოლაციო მასალით,მოეწყობა წყლის, კანალიზაციის, გათბობისა დავენტილაციის სისტემები, შენობის ირგვლივმოეწყობა წყალარინების სისტემა. პროექტისთანახმად, ამ შენობაში განთავსდება ტურიზმისრეგიონული საინფორმაციო ცენტრი, სივრცედროებითი გამოფენებისათვის დასაკონფერენციო დარბაზი. შესასვლელიდანმარცხენა ფლიგელში განთავსდება კაფე დასუვენირების პავილიონი, ხოლო მარჯვენაფლიგელში - მუზეუმის ადმინისტრაცია.

რა პერიოდის განმავლობაშიგანხორციელდება სოფელ გერგეტშიგზის რეაბილიტაცია?გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომთოვლიან ან ყინვების პერიოდში არმოხდეს გზის საფარის დაგება.

პროექტი განხორციელების ხანგრძლივობა არის6 თვე. მაგრამ, ამინდის პირობებიდანგამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდესსამუშაოების დროებით შეჩერება, რათა მათიშესრულება მოხდეს შესაბამისი ხარისხით.

Page 32: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

პროექტის მიხედვით ხომ არ მოხდებაგზის საფარის ამაღლება?გათვალისწინებული არის თუ არასანიაღვრე წყლების ჭების ამაღლება?

პროექტის თანახმად უნდა მოხდეს გზაზეგრუნტის მოჭრა და შემდგომ გზის საფუძვლისმოწყობა. საბოლოოდ გზის ზედაპირი აიწევსმხოლოდ უმნიშვნელოდ. პროექტითგათვალისწინებულია სანიაღვრე ჭებისა დაკიუვეტების მოწყობა.

ბეტონის მარკის შერჩევისასგათვალისწინებული იქნარეგიონისათვის დამახასიათებელიძლიერი ყინვები?

პროექტის თანახმად გზის საფარი უნდამოეწყოს მაღალი ხარისხის ბეტონით, რომელიცგაუძლებს ადგილობრივ მკაცრ პირობებს.

რატომ იქნა შერჩეული ცემენტო-ბეტონისსაფარი? მცირე დაზიანებისშემთხვევაშიც შესაძლოა წარმოიქმნასმტვერი და მოსახლეობა ისევ ცუდმდგომარეობაში აღმოჩნდება. ხომ არაჯობებდა ასფალტო-ბეტონის საფარისმოწყობა?

ცემენტო-ბეტონის საფარი შერჩეული იქნა იმთვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილიყოფილიყო გზის ხანგრძლივი ექსპლუატაციისშესაძლებლობა. გზის რეაბილიტაციისდასრულების შემდეგ, ერთი წლისგანმავლობაში კონტრაქტორი ვალდებულიიქნება აღმოფხვრას ნებისმიერი ხარვეზი.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისდროს, საჭიროებიდან გამომდინარე,მოსახლეობას ექნება მიწისქვეშაკომუნიკაციის შეცვლის შესაძლებლობა?

მოსახლეობამ, საჭიროების შემთხვევაში,მიწისქვეშა კომუნიკაცია უნდა განათავსოს იმსიღრმეზე, რომ არ შეიცვალოს გზის საფარისსიმაღლე.

ზამთარში გერგეტის გზის გაწმენდახდება მუხლუხიანი ტრაქტორით, ხომ არმოხდება გზის საფარის დაზიანება?

გზის გაწმენდითი სამუშაოები გზის საფარისდაზიანებას არ გამოიწვევს.

გარემოსდაცვითი დოკუმენტების განხილვის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეებსმიეწოდათ ინფორმაცია საკადასტრო მონაცემებში არსებული შესაძლო ხარვეზებისთაობაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ შესაძლოა გზის მომიჯნავე რამდენიმე ნაკვეთისსაკადასტრო საზღვარმა მცირედ გადაფაროს სსიპ საავტომობილო გზებისდეპარტამენტის ბალანსზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი გზის სტეფანწმინდა-სამების გარკვეული მონაკვეთები. აღნიშნული გამოწვეულია მიწის რეგისტრაციისპროცესში არსებული ხარვეზებით, როცა მიწის ნაკვეთების აზომვები ხდებოდაელემენტარული ხელსაწყოებით, რომელიც იძლეოდა საზღვრების გარკვეულცდომილებებს.

ნაკვეთების მფლობელებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ წერილობითინდივიდუალურად დაადასტურებდნენ თანხმობას გზის სარეაბილიტაციოსამუშაოების განხორციელებაზე.

შეხვედრის დასასრულს სოფელ გერგეთის მაცხოვრებლებმა მუნიციპალურიგანვითარების ფონდს წერილობით დაუდასტუროს გზის რეაბილიტაციის უმოკლეს

Page 33: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

განხორციელების მნიშვნელობა და მათი თანხმობა პროექტის განხორციელებაზეარსებული სახით.

შეხვედრის ფოტომასალა და შეხვედრაზე დამსწრეთა სარეგისტრაციო ფურცლის ასლითანდართულია.

ოქმი მომზადებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვისა და განსახლების სამსახურის სპეციალისტის ანა რუხაძის მიერ.

18 ივლისი, 2016

Page 34: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

შეხვედრის მონაწილეთა რეგისტრაციის ფურცელი:

Page 35: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის
Page 36: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის
Page 37: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის
Page 38: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის

ფოტომასალა:

Page 39: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...mdf.org.ge/storage/assets/file/documents 2016/murtazi...ქვე-პროექტის