ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი...

14
inglisuridan Targmna laSa gvelesianma მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი ტრილოგია

Transcript of ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი...

Page 1: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

inglisuridan Targmna

laSa gvelesianma

მ ო ხ ე ტ ი ა ლ ე ქ ა ო ს იწ ი გ ნ ი პ ი რ ვ ე ლ ი

ტ რ ი ლ ო გ ი ა

Page 2: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

ეძღვნება მიშელ კასს

Page 3: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

მახვილი თვალი რომ გვქონოდა

და სრუ ლად შეგვეგრძნო უბრალო ადა­მიანური ცხოვრების ყოველი გაფაჩუნება, ალბათ იმასაჭც გავიგონებდით, როგორ ამოდის ბალახი, როგორ უცემს ციყვს გული, და უდავოდ წაგვლეკავდა მთელი ის გუგუნი, რომელიც ჩვეულ სიჩუმეს ამოჰფარებია.

ჯორჯ ელიოტი, „მიდლმარჩი“

Page 4: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს
Page 5: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

11

როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს ისწავლის, ეგრევე აღმო­აჩენ, რომ თურმე ძაღლებს არც არაფერი ჰქონიათ სათქმელი. საერთოდ არაფერი.

– კაკუ მინდა, ტოდ. – მოკეტე, მანჩი. – კაკუ. კაკუ, ტოდ. – მოკეტე­მეთქი. ქალაქის სამხრეთ­აღმოსავლეთით დავსეირნობთ, აი იქ,

მინდვრები მდინარესთან რომ ჩადის და მერე ჭაობი იწყება. ბენმა გამომიშვა, ჭაობის ვაშლი მომიტანეო, და თან მანჩი გამომაყოლა. მართალია, ყველამ ვიცით, კილიანმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტო იყიდა, რო მერ პრენტისის გული მოეგო, ასე რომ, უცებ შარშან დაბადების დღეზე ეს ძაღლი მაჩუ­ქეს, არადა, სულ არ მითქვამს, ძაღლი მინდა­მეთქი, მარტო ის ვითხოვე, იქნებ, კილიანმა, ბოლოს და ბოლოს, ატომური ველოსიპედი შემიკეთოს, რომ ამ იდიოტურ ქალაქში ყველგან ფეხით არ მიწევდეს სიარული­მეთქი, მაგრამ არა, დაბადების დღეს გილოცავ, ტოდ, აი, შენ ლეკვი, ტოდ, და მერე რა, რომ არ გინდა და არასოდეს გითხოვია, აბა, გამოიცანი, ვინ უნდა აჭამოს და გაწვრთნას და დაბანოს და ასეირნოს და უსმინოს

Page 6: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

12

მის ბჟუტურს ახლა, მას მერე, რაც წამოიზარდა და ალაპარაკდა და ვეღარ გააჩუმებ? ხვდებით, ვინც?

– კაკუ, – დაიყეფა მანჩიმ, – კაკუ, კაკუ, კაკუ. – ჰა, ქენი შენი კაკუ და გეყო რა!ბილიკის პირას ბალახის გრძელი ღერო მოვწყვიტე და

ძაღლს მოვუქნიე. ვერ ვწვდები, არც ვუპირებდი რამეს, ის კი უბრალოდ იცინის თავისი მყეფარე სიცილით და მიუყვება ბილიკს. მეც მივყვები და ღეროს იქით­აქეთ ვიქნევ, გეგონება ბალახს ვთიბავო, მზისგან თვალებს ვჭუტავ და ვცდილობ, საერთოდ არაფერზე ვიფიქრო.

ჭაობის ვაშლი სულ არაფერში გვჭირდება, ისე, სიმართლე რომ ვთქვათ. ბენს შეუძლია ბატონი ფელფსის მაღაზიაშიც იყიდოს, თუ ძალიან მოუნდა. ჰო, კიდევ: ჭაობში ვაშლების გულისთვის სიარული არაა კაცის საქმე, იმიტო რო კაცებს ასეთი უსაქმურობა არ ეკადრებათ. ჰო, არა, ოფიციალურად კაცობამდე კიდევ ოცდაათი დღე მიკლია. თორმეტი ცამეტ­თვიანი წელი ვიცხოვრე და კიდევ თორმეტი თვე, ანუ ჩემს დიდ დაბადების დღემდე კიდევ ერთი თვე დამრჩა. გეგმები დაიგეგმა, სამზადისი მზადდება, წვეულებას მოაწყობენ. მართალია, რაღაც უცნაურ სურათებად წარმოვიდგენ უკვე მაგას, სულ ბნელი და თან ნამეტანი კაშკაშაა, მაგრამ მაინც კაცი გავხდები, ჭაობში ვაშლების კრეფა კი არც კაცის საქმეა და არც თითქმის კაცის.

მაგრამ ბენმა იცის, შეუძლია მთხოვოს, და ისიც იცის, ვეტყვი, კი­მეთქი, იმიტო რო ჭაობი ერთადერთი ადგილია პრენ­ტისტაუნთან, სადაც ცოტას მაინც შეისვენებ მთელი იმ ხმაუ­რისგან, რომელსაც კაცები შიგნიდან გადმოანთხევენ, მთელი იმ გრიალისა და ზუზუნისგან, რომელიც არ თავდება, მაშინაც კი, როცა სძინავთ, კაცებისგან და ფიქრებისგან, რომლებსაც ისე ფიქრობენ, თვითონაც არ იციან, მაშინაც კი, როცა ყველას შეუძლია მათი მოსმენა. კაცები და მათი ხმაური. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებენ, როგორც იტანენ ერთმანეთს.

Page 7: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

13

კაცი ხმაურიანი არსებაა. – ციყვი! – ყვირის მანჩი და ბილიკიდან განზე ხტება, თან

აზრი არ აქვს, რამდენიც გინდა, უყვირე, ამიტო მეც გადავდი­ვარ ბილიკიდან და შევდივარ (მიმოვიხედე, ხომ ნამდვილად არავინაა­მეთქი) მაგ წყეულ მინდორზე, იმიტო რო კილიანს შეტევა დაემართება, მანჩი რომელიმე წყეულ გველის სოროში რომ ჩავარდეს და, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალი იქნება, თუმცა, საერთოდაც არ მითხოვია ეგ წყეული ძაღლი.

– მანჩი! დაბრუნდი!– ციყვი!ბალახში ძლივს მივაბიჯებ, ფეხსაცმელზე მუხლუხები მეწე­

ბებიან. ერთი ფეხით რომ მოვისროლე, გასკდა და სპორტულ ფეხსაცმელზე მწვანედ შემესხა, ანუ ეგ ლაქა არ ამოვა, გამოცდილებიდან ვიცი.

– მანჩი! – უკვე ვბრაზდები.– ციყვი! ციყვი! ციყვი!ძაღლი ხეს წრეებს ურტყამს და ყეფს, ის ციყვი კი ხეზე წინ და

უკან დახტის და აჯავრებს. აბა, მოდი, ბზრიალა ცუგა, ამბობს მისი ხმაური. მოდი, აბა, დამიჭირე, აბა, დამიჭირე. ბზრიალა, ბზრიალა, ბზრიალა.

– ციყვი, ტოდ! ციყვი!ღმერთო, რა სულელები არიან ეს ცხოველები. მანჩის საყელურში ვწვდი და უკანა ფეხზე მაგრად მივარტყი. – აუ, ტოდ! აუ! – ისევ ვურტყამ. ისევ, – აუ! ტოდ! – წამო ახლა, – ვამბობ და ჩემი ხმაური ისე მძვინვარებს,

ძლივს მესმის საკუთარი ფიქრები, რასაც სულ მალე ვინანებ, აი ნახავთ.

ბზრიალა ბიჭო, ბზრიალა ბიჭო, ფიქრობს ციყვი ჩემზე. აბა, დამიჭირე, ბზრიალა ბიჭო.

– შენც გააჯ... – ვამბობ, უფრო სწორად, „გააჯ...“ კი არ ვამბობ, არამედ რასაც ეგ „გააჯ...“ ნიშნავს.

Page 8: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

14

არადა, მართლა, მართლა ერთხელაც უნდა მომეხედა უკან.იმიტო რო იქვე თურმე აარონი დგას, გეგონება არსაიდან,

ბალახიდან ამოიზარდაო, დგას და სახეში მილაწუნებს, თან თავისი დიდი ბეჭდით ტუჩს მიკაწრავს, მერე ხელუკუღმა მუშტი გამომიქანა და ყვრიმალში მომხვდა, კიდევ კარგი ცხვირში არა, ბალახზე ვეცემი, ვცდილობ, დარტყმა ავიცილო და მანჩის საყელურს ხელს ვუშვებ, ისიც ისევ ციყვთან მირბის და ყეფით სკდება, მოღალატე, მე კი ბალახზე მუხლებითა და ხელებით ვეცემი და მთლიანად მუხლუხების წვენში ვიგანგლები.

მიწაზე ვრჩები და ვსუნთქავ. აარონი თავზე მადგას, მისი ხმაური წმინდა წერილისა და

მისი შემდეგი ქადაგების ნაწყვეტებად მატყდება თავს და Cveni metyveleba, axalgazrdav და Sesawiri და saTnoebis gzaze Semdgar wmindanTa და ufals esmis და ის უამრავი კადრი, რომლებითაც ყველას ხმაურია გადავსებული, ნაცნობი საგნები და ალაგ­ალაგ გამომკრთალი...

რა? ეგ რაღაა?..მაგრამ ქადაგების როხროხა ნაწყვეტმა გადაფარა და

თვალებში ავხედე და უცებ აღარც მინდა, ვიცოდე. უკვე ვგრძნობ სისხლის გემოს იქ, სადაც ბეჭედმა ტუჩი გამიხეთ­ქა და არ მინდა, ვიცოდე. აქ არასოდეს მოდის ხოლმე, კაცები არასოდეს მოდიან, კაცებს ხომ იცით, თავიანთი მიზეზები აქვთ, აქ მარტო მე და ჩემი ძაღლი ვართ ხოლმე, მაგრამ აი, ესეც აქ ყო ფილა და არა, არა, არ მინდა ვიცოდე.

ღიმილით დამყურებს, ულვაშებში ეღიმება, ბალახში ვგდი­ვარ, ეგ კი მიღიმის.

მოღიმარი მუშტივით. – ჩვენი მეტყველება, ახალგაზრდავ, – მეუბნება, – პატიმრის

ბორკილებივით გვბოჭავს. ეკლესიაში სიარულმა არაფერი გასწავლა, ბიჭო?

და მერე თავის ჩვეულ ქადაგებაზე გადადის:

Page 9: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

15

– თუ ერთი დაეცა, ყველანი დავეცემით. დიახ, აარონ, ვფიქრობ მე. – პირით, ტოდ. – დიახ, აარონ, – ვამბობ მე. – და „გააჯ...“? – ამბობს, – და ის წყ­წყ სიტყვები? ნუ გგონია,

არ მესმოდა. შენი ხმაური გაგცემს. ყველას გაგვცემს. ყველას არა, ვფიქრობ, მაგრამ ამავე დროს ვამბობ: – ბოდიში, აარონ. ჩემკენ იხრება, ტუჩები სახესთან ახლოს მომიტანა და მისი

სუნთქვის სუნს ვგრძნობ, მისი სიმძიმის სუნს, თითქოს თითები ჩამავლოო.

– უფალს ესმის, – ჩურჩულებს, – უფალს ესმის. და ისევ აიქნია ხელი, შევკრთი, ის კი იცინის და მიდის, აი

ასე, ბრუნდება ქალაქისკენ და თავისი ხმაურიც თან მიაქვს. ვცახცახებ, გული მიდუღს დარტყმისგან, ისე ვცახცახებ იმის

გამო, რომ ასე ვღელავ, ასე გამიკვირდა, ასე გავბრაზდი და ასე მძულს ეს ქალაქი და მისი კაცები, რომ სანამ აზრზე მოვედი, წამოვდექი და ჩემს ძაღლთან მივედი, რაღაც დრო დამჭირდა. რა ჭირი უნდოდა ნეტავ აქ? ვფიქრობ და ისეთი დაქანცული ვარ, ისე მახრჩობს ბრაზი და სიძულვილი (და შიში, კი, შიშიც, მოკეტე ახლა), რომ არც კი ვიყურები, ხომ არ გაიგონა აარონმა ჩემი ხმაური. არ ვიყურები. არ ვიყურები.

და მერე ვიყურები და ჩემს ძაღლთან მივდივარ. – აარონ, ტოდ? აარონ? – მაგ სახელს ნუღარ ახსენებ, მანჩი. – სისხლი, ტოდ. ტოდ? ტოდ? ტოდ? სისხლი? – ვიცი. მოკეტე. – ბზრიალა, – ამბობს, გეგონება, არც არაფერი მომხდარაო.

თავცარიელი ძაღლი. გავაზე მოვცხე. – ეგეც აღარ გაიმეორო.

Page 10: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

16

– აუ! ტოდ! ვაგრძელებთ სიარულს, თან მარცხნივ მდინარეს ვერიდე­

ბით. ეგ მდინარე ჩვენი ფერმის ჩრდილოეთით იწყება და იქიდან ქალაქს აღმოსავლეთით ჩამოუყვება ხეობებით, ბოლოს კი დაბლობში ჩამოდის და ჭაობად იქცევა. მდინარეს უნდა ერი­დო, განსაკუთრებით იმ საფლობ ადგილს, სანამ ჭაობის ხეები იწყება, იმიტო რო მანდ ცხოვრობენ ნიანგები, თან იმხელები, რომ არც ჩემნაირი თითქმის კაცის და არც მისი ძაღლის შეჭმა გაუჭირდებათ. ზურგის აფრები ჭილის ღეროებს მიუგავთ და, თუ ძალიან ახლოს მიხვედი, დგაფ! – წყლიდან ამოხტებიან, დაგაფრინდებიან, ჩაგასობენ კლანჭებს, პირს ჩაგავლებენ და მერე უკვე შანსი აღარა გაქვს.

იმ საფლობს ჩავუარეთ და ვცდილობ მოახლოებული ჭაობის სიმშვიდე შევიგრძნო. აქ მართლა აღარაფერია სანახავი, ამიტომაც არ დადიან აქ კაცები. და სუნიც, ჰო, არ ვამბობ, სუნი არ მცემს­მეთქი, მაგრამ ისეთი ცუდი სუნიც არ აქვს, როგორც კაცები ამბობენ. მათ თავიანთი მოგონებების სუნი სცემთ, კი, ეგრეა, იმას კი არ ყნოსავენ, რაც იქ მართლა არის, არამედ იმას, რაც მაშინ იყო. ყველა იმ მკვდარს. სპაკებსა და კაცებს დაკრძალვაზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა ჰქონდათ. სპაკები უბრალოდ ჭაობის წყალში ისროდნენ თავიანთ მკვდრებს, რომ ჩაძირუ­ლიყვნენ, რაც კარგიც იყო, იმიტო რო ჭაობში დასაკრძალავად ზედგამოჭრილები იყვნენ, ალბათ. ბენი ასე ამბობს. წყალი, ლაფი და სპაკლის კანი ერთმანეთს კარგად უხდებოდა და არაფერს წამლავდა, უბრალოდ კიდევ უფრო ანოყიერებდა ჭაობს, აი, როგორც ადამიანები ნიადაგს ანოყიერებენ.

მერე უცებ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი სპაკი იყო დასამარხი, იმდენი, რომ ამხელა ჭაობიც ვერ ჩაყლაპავდა, არადა, კარგა მოზრდილი ჭაობია, ისე. თან ცოცხალი სპაკებიც აღარ დარჩნენ, ხომ ეგრეა? მარტო ჭაობში გროვად მიყრილი სპაკების ცხედრები, რომლებიც ლპებოდა და ყარდა. დიდი

Page 11: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

17

დრო დასჭირდა, სანამ ჭაობი ისევ ჭაობს დაემსგავსებოდა, მანამდე კი ერთი დიდი მყრალი ბუზებიანი ადგილი იყო და ვინ იცის, რამდენი ვირუსი და უბედურებაა იქ კიდევ შემორჩენილი.

აი, მთელ მაგ უბედურებაში დავიბადე მეც: გადავსებული ჭაობი, გადავსებული სასაფლაო და არცთუ გადავსებული ქალაქი, ასე რომ, არაფერი მახსოვს, ანუ არ მახსოვს სამყარო ხმაურის გარეშე. მამაჩემი ჩემ დაბადებამდე ავად გახდა და მოკვდა. დედაჩემიც, რა თქმა უნდა, მოკვდა, ეგ ცხადია. ბენმა და კილიანმა ამიყვანეს, გამზარდეს. ბენი ამბობს, დედაჩემი უკანასკნელი ქალი იყოო, მაგრამ ასე ყველას დედაზე მაგას ამბობენ. ბენი შეიძლება არ იტყუება, მას სჯერა, რომ ეგრეა, მაგრამ აბა რა ვიცით?

ისე, მთელ ქალაქში ყველაზე უმცროსი ვარ. ადრე მინდვრის ყვავებს ქვებს ვესროდით ხოლმე მე, რეგ ოლივერი (ჩემზე შვიდი თვითა და 8 დღით უფროსი) და ლიამ სმითი (ოთხი თვითა და 29 დღით უფროსი) და სებ მანდი, რომელიც ჩემ გარდა ყველაზე უმცროსი იყო, ჩემზე სამი თვითა და ერთი დღით უფროსი, მაგრამ ეგეც კი აღარ მელაპარაკება ახლა, რაც კაცი გახდა.

არც ერთი ბიჭი აღარ მელაპარაკება, მას მერე, რაც ცამეტის გახდნენ.

პრენტისტაუნში ასეა. ბიჭები ხდებიან კაცები და მერე დადიან თავიანთ მარტო კაცების შეკრებებზე, ვინ იცის რაზე სალაპარაკოდ, და ცხადია, ბიჭებს იქ არ უშვებენ, და თუ ქალაქში ბოლო დარჩენილი ბიჭი ხარ, უნდა ელოდო, აი ასე, მარტო.

ჰო, კაი, მარტო არა. შენს ძაღლთან ერთად, რომელიც არ გინდოდა.

მაგრამ ეგ არაფერი, აგერ ჭაობია და ჩვენც შიგ შევდივართ, იმ ბილიკებს მივუყვებით, რომლებიც ყველაზე საშიშ წყალს გვერდს უვლის, მიიკლაკნება დიდ, გამობერილ ხეებს შორის, რომლებიც ჭაობიდან ამოდის და მაღლა, მაღლა, წიწვებიანი

Page 12: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

18

ვარჯებით ჭერივით ეფარება აქაურობას. ჰაერი ნესტიანი, ბნელი და მძიმეა, მაგრამ საშიშად ნესტიანი, ბნელი და მძიმე კი არაა. აქ ბევრი სიცოცხლეა, ძალიან ბევრი. აქ, ქალაქიდან შორს, არიან ჩიტები, მწვანე გველები და ბაყაყები და კივიტები, ორივენაირი ციყვები და (მართლა ვამბობ) ერთი­ორი კასო­რიც და ზუსტად ვიცი, წითელი გველებიც იქნებიან და ჯობია ფრთხილად იყო, მაგრამ მართალია, ბნელა, მაინც სინათლის სხივები აღწევს აქ ჭერში ნახვრეტებიდან და, თუ მკითხავთ (რატომ უნდა მკითხოთ, ვითომ, მაგრამ მაინც), გეტყვით, რომ ჩემთვის ეს ჭაობი ერთი დიდი, მყუდრო, არც ისე ხმაურიანი ოთახივითაა. ბნელი, მაგრამ ცოცხალი, ცოცხალი, მაგრამ მეგობრული, მეგობრული, მაგრამ არა შემბოჭავი.

მანჩი თითქმის ყველაფერს აფსამს, სანამ, ეტყობა, ფსელი არ გამოელევა, და მერე ბუჩქის ქვეშ ძვრება და თან ბურტყუ­ნებს, ადგილს ეძებს, რომ მოისაქმოს, ალბათ.

მაგრამ ჭაობს არ ადარდებს. ანდა რატომ? აქ სულ სიცოცხლეა, ერთი მეორეს ენაცვლება, ბრუნდება, მუდმივ წრებრუნვაშია და საკუთარ თავს ჭამს და ასე იზრდება. ანუ განა აქაც არაა ხმაური. კი, არის, ხმაურს ვერ გაექცევი, საერთოდ ვერსად, მაგრამ აქ ქალაქზე უფრო სიჩუმეა. აქაური ხმაური სხვა ხმაურია, იმიტო რო ჭაობის ხმაური უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა, არსებები არკვევენ, ვინ ხარ და საფრთხეს ხომ არ წარმოადგენ. ქალაქმა კი შენზე ყველაფერი იცის და უნდა კიდევ მეტი გაიგოს და დაგსაჯოს იმით, რაც იცის, სანამ საბოლოოდ საერთოდ არაფერი აღარ დარჩება შენგან.

ჭაობის ხმაური კი, ჰო, ჭაობის ხმაური – ეს სულ ჩიტების პატარა ჩიტური მშფოთვარე ფიქრებია. სადაა საჭმელი? სადაა სახლი? სადაა ჩემი უსაფრთხოება? და მბზინავი ციყვები, ეგ პატარა ონავრები, სულ რომ გაჯავრებენ, თუ შენ დაგინახეს, და თუ ვერ დაგინახეს, თავის თავს რომ აჯავრებენ, და კიდევ ჟანგისფერი ციყვები, რომლებიც პატარა შტერი ბავშვებივით

Page 13: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

19

არიან, და ზოგჯერ ჭაობის მელიებიც იმალებიან ხოლმე ფოთლებში და გესმის, როგორ აყალბებენ თავიანთ ხმაურს, რომ ციყვებისას მიამსგავსონ, რომლებსაც მერე ჭამენ, და კიდევ უფრო იშვიათად მავენები მღერიან ხოლმე თავიანთ უცნაურ მავენურ სიმღერებს და ერთხელ, გეფიცებით, დავინახე, როგორ მირბოდა ორ გრძელ ფეხზე კასორი, მაგრამ ბენი ამბობს, არაფერიც არ გინახავს, იმიტო რო კასორები დიდი ხანია გაქრნენ ჭაობიდანო.

არ ვიცი, მე ჩემი თავის მჯერა. მანჩი ბუჩქებიდან გამოდის და ჩემ გვერდით ჯდება, იმიტო

რო ზუსტად შუა ბილიკზე გავჩერდი. გარშემო იყურება, რომ ნახოს, რასაც შეიძლება მე ვხედავდე, და მერე ამბობს:

– კარგი, კაკუ, ტოდ. – ჰო, მანჩი, აბა რა, კარგი იქნებოდა. იმედია, შემდეგ დაბადების დღეზე კიდევ ერთ დებილ ძაღლს

არ მაჩუქებენ. წელს მინდა სანადირო დანა, აი ისეთი, ბენს რომ აქვს ხოლმე ზურგზე ქამარში გარჭობილი. აი ეგ კი მართლა კაცის საკადრისი საჩუქარი იქნებოდა.

– კაკუ, – ამბობს მანჩი ჩუმად. ვაგრძელებთ გზას. ვაშლის ხეების მთავარი კორომი ცოტა

უფრო ჭაობის სიღრმეშია, რამდენიმე ბილიკით უნდა ჩაიარო და მერე წაქცეულ მორზე გადაძვრე, რაშიც მანჩის ყოველ ჯერზე დახმარება უნდა. იქ რომ მივდივართ, მუცელქვეშ ამოვდებ ხოლმე ხელს და ვსვამ მორზე. და კი იცის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მაინც ჩამოვარდნილ ობობასავით იქნევს თათებს და სულ არაფრის გულისთვის ყრის ტლინკებს.

– გაჩერდი, შე დებილო!– დამსვი, დამსვი, დამსვი! – წკმუტუნებს და ფართხალებს

ჰაერში. – იდიოტი ძაღლია, რა. მორზე შემოვსვი და ახლა მე თვითონ ვფოფხდები. მერე

Page 14: ტრილოგია მოხეტიალე ქაოსი წიგნი პირველი · 11 როგორც კი შენი ძაღლი ლაპარაკს

20

ორივენი მეორე მხარეს ვხტებით, მანჩი ყეფს „გადავხტი!“ სანამ დახტება და მერე ისევ ყეფს „გადავხტი!“ როცა უკვე მირბის.

მორზე რომ გადავხტებით, იმ ადგილიდან იწყება ჭაობის ნამდვილი სიბნელე და პირველი, რასაც ხედავ, ესაა სპაკლის ძველი შენობები, რომლებიც ჩრდილიდან თითქოს შენკენ იხრებაო და ნამზეურის ფერის დამდნარი ნაყინის ქოხისოდენა ნაჭრებს ჰგავს. არავინ იცის და ვერც იხსენებს, ეგენი რისთვის იყო, მაგრამ ბენის ვერსია – ბენს კი ყველაზე სანდო ვერსიები აქვს ხოლმე – ისაა, რომ მათი მკვდრების დაკრძალვასთან უნდა იყოს რაღაც კავშირში. შეიძლება, რაღაც ეკლესიის მაგვარიც კი. მართალია, სპაკებს არანაირი რელიგია არ ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ პრენტისტაუნიდან ვინმეს ეგეთი რელიგია სცოდნოდა.

არ ვუახლოვდები და ველური ვაშლის პატარა კორომში შევდივარ. ვაშლი მომწიფებულა, თითქმის შავია, თითქმის საჭმელად გამოსადეგია, როგორც კილიანი იტყოდა. ერთს ვწყვეტ და ვკბეჩ, წვენი ნიკაპზე ჩამომდის.

– ტოდ! – რა იყო, მანჩი? – უკანა ჯიბიდან დაკეცილ პოლიეთილენის

პარკს ვიღებ და შიგ ვაშლებს ვაწყობ. – ტოდ! – ისევ ყეფს და ამჯერად ვამჩნევ, რომ ამას მართლა

ყეფით ამბობს, და ვტრიალდები. ძაღლს ნაბული გაუკეთებია და სპაკლის შენობებს მიშტერებია, ზურგზე ბეწვი ყალყზე უდგას და ყურებს სულ იქით­აქეთ ათამაშებს.

წელში გავიმართე. – რა ხდება? უკვე ღრენს, კბილები მოუშიშვლებია. ისევ ვგრძნობ, როგორ

დამიარა ტანში მღელვარებამ– ნიანგია? – ვამბობ. – სიჩუმე, ტოდ, – ღრენს მანჩი. – კი მაგრამ რა არის?