პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის...

24

Transcript of პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის...

Page 1: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა
Page 2: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

პროექტის შესახებ

პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების-თვის საქართველოში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, როგორც პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების 50 ქალ მეწარმესთან, უზრუნველყოფს რა მათ გაძლიე-რებას სხვადასხვა ტექნიკური და თეორიული ცოდნის მიწოდებით.

მიმდინარე წლის ბოლოს საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორს გადაეცემა მცირე გრანტი, 2019 წელს კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით მოხდება ქალთა მცირე ბიზნესების დაკავშირება მსგავსი მიმართულების მსხვილ ბიზნესებთან, რათა ქალებმა შეძლონ ახალი შესაძლებლობების პოვნა (ახალი გასაღების ბაზარი, გამოცდი-ლების გაზიარება) საკუთარი ბიზნესის განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად.

Page 3: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ქალების ქართული სტარტაპი „ენკენი“

შპს ფით ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს 3 სტუდენტის მიერ. თამარ შეითნიშვილმა და ნონა ნონიაშ-ვილმა საქმიანობა გორის რაიონის სოფელ დიცში დაიწყეს, რო-მელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ამ ეტაპზე, კომპანია

აწარმოებს ერთი სახეობის პროდუქტს - ვაშლის ჩიფსს „ენკენი“. თამარი და ნონა პრო-დუქტს ამზადებენ ინოვაცი-ური ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით, ამიტომ ვაშლში არსებული სა-სარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი შენარჩუნებუ-ლია. „ენკენი“ მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის, ვინც ირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს ან/და უყვარს სასუსნავი.

+995 598 332069

Page 4: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ქეთევან დიაკონიძე

ქეთევანი ზესტაფონის რაიონ სოფელ ბოსლევში სხვადასხვა ხი-ლისგან, გემოვნური თვისებებით გამორჩეულ მრავლფეროვან ჩირს ამზადებს. თავისი ტექნოლოგია შეიმუშავა გამხმარი ხი-ლის -„ცუკატების“ დასამზადებლად. ხელით შექმნილი შავი ქლი-ავის და ლეღვის ტკბილეული არ შეიცავს კონსერვანტებს და საიმედო პროდუქტია. ქეთე-ვანს კონდიტერის პროფესია ეხმარება საკუთარ საქმეში, მუდმივად ფიქრობს ახლის შექმნაზე, ხილის რულეტიც მისი ერთ-ერთი ახალი ნაწარ-მია. მისი სამომავლო გეგმებია გაყიდვების მოცულობის გაზ-რდა და პროდუქციის ბრენ-დირება.

+995 598 172781

Page 5: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ირმა ჩხაიძე

ირმა რუხ პურს აცხობს ჩოხატაურის სოფელ ფარცხმაში, რომელ-იც მოწონებით სარგებლობს ჩოხატაურსა და ოზურგეთში. დღე-ში 500 პურს აცხობს და მის სრულ რეალიზაციას ახერხებს. დღე-სასწაულებზე სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმით არის წარმოდ-

გენილი და პურთან ერთად სა-აღდგომო პასკასა და ნამცხვ-რებსაც სთავაზობს მომხმარე-ბელს.

+995 599 278040

Page 6: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ეკატერინე გოგატიშვილი

ეკატერინე მეფუტკრეობით რამდენიმე წელია რაც დაინტერეს-და. შეისწავლა დარგი და აკაციის, მაისის, წაბლის და მინდვრის ყვავილების თაფლს აწარმოებს. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზ-თან სოფელ პერევში თავის პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ მომხმა-რებელზე ყიდის. მაღალმთიან რეგიონში მოწეული ნატურა-ლურ და სასარგებლო თაფლ-თან ერთად ეკატერინე მომ-ხმარებელს თაფლის არაყსა და დინდგელსაც სთავაზობს.

+995 551 436629

Page 7: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

რუსუდან თევდორაძე

რუსუდანს ოჯახური მარანი აქვს ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში. საკუთარი ტექნოლოგიით სხვადასხვა სახეობის ღვინოს ამზადებს (ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, ოჯალეში). რუსუდანის სამომავლო გეგმები წარმოების გაფართოება და

მეღვინოებაში განათლების გაღრმავებაა.

+995 599 613561

Page 8: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ქეთი ნინიძე

ქეთი ახალგაზრდა მეღვინე ქალია, რომელსაც მარტვილში ქმარ-თან ერთად გადაშენების პირას მყოფი მეგრული და აფხაზური ჯიშის ყურძნის კალმებისგან ნერგები გამოჰყავს. მათ მიერ დაყენებული ღვინო იყიდება როგორც თბილისის, ქუთაისის და ბათუმის, ისე აშშ-ის რამდე-ნიმე ბუტიკური ღვინის ბარ-ში, ასევე შეკვეთებს იღებს ევ-როპის ქვეყნებიდანაც: ბრიტა-ნეთიდან, პოლონეთიდან და უკვე იაპონიიდანაც. გარდა ღვინის წარმოებისა მარტვი-ლის ტურისტულ ზონაში ქე-თი აგროტურიზმსაც აქტიურ-ად ავითარებს.

+995 598 900379

Page 9: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ინდირა ჯაფარიძე

ინდირა 90-იანი წლებიდან საოჯახო მარანს უძღვება აჭარაში. 100 ძირი ჩხავერი და 20 ძირი ცოლიკოური ვენახის ღვინო ადგი-ლობრივ ბაზარზე ცნობილია და ინდირა მის რეალიზაციას მარ-ტივად ახდენს. თუმცა, იმისათვის, რომ მისი წარმოებული ღვინო

მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი, შვილთან ერთად, რომელსაც მეღვინეობა შეას-წავლა, ახლა ბოთლისა და ეტი-კეტის დიზაინზე მუშაობს. ინ-დირას მიზანია, აჭარის აგრო-ტურიზმის განავითარებაში მეტი ენერგია ჩადოს და პოპუ-ლარიზაცია გაუწიოს ამ მიმა-რთულებას თავის რეგიონში.

+995 591 988763

Page 10: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

თამარ ღვალაძე

თამარის მეღვინეობასთან ურთიერთობა შორეული ბავშვობი-დან იწყება. ოჯახური გატაცება როგორც ბიზნესი, 2015 წლიდან მისი შვილების დახმარებით იქცა. ტექნოლოგიების გაუმჯობე-სებით დღეს ბაიას და გვანცას სახელობითი თეთრი და წითელი ღვინო მთელი საქართველოს-თვის ცნობილია. წარმოების გაზრდასთან ერთად ხარის-ხის შენარჩუნებას დღემდე ახერხებს და მუდმივად ზრუ-ნავს საოჯახო ბიზნესის გა-ფართოებაზე. მარნის ასორ-ტიმენტს წელს ცქრიალა ღვი-ნოები შეემატება. მეღვინეო-ბისა და აგროტურიზმის სა-შუალებით ბაღდათის რაიო-ნის სოფელ ობჩას ყოველ-წლიურად 1000 ტურისტი სტუ-მრობს.

+995 591 988763

Page 11: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ნანა ყირმელაშვილი - ნაგომარი

ნანამ ჩაის ე.წ „მწვანე ოქროს“ წარმოება ოზურგეთის სოფელ ნა-გომარში სპონტანურად გადაწყვიტა. დღეს უკვე ჩაის და ხელოვ-ნების სინთეზით ოთხი სახეობის ჩაის აფასოებს და სეზონურად ამრავალფეროვნებს. ჩაი „ნაგომარი“ აქტიურად არის ჩართული

ადგილობრივ და ქვეყნის საი-მიჯო საერთაშორისო გამო-ფენებში.

+ 995 599 215396

Page 12: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ნანა მელაშვილი

ნანა ჩაის სპეციალისტია და გურიის სოფელ დვაბზუში გაველუ-რებული ჩაის პლანტაციები გააკეთილშობილა. გურულ ქალებ-თან ერთად ამხანაგობა „სამეულის“ სახელით აღდგენილ დვა-ბზუს ჩაის მომხმარებლებს ადგილობრივ ბაზარზე გამოფენების საშუალებით აცნობს. ნანა ერთ-ერთი პირველი იყო მის მხარეში, რომელმაც დაიწყო ტრადიციული საქმიანობის აღდგენა და სათავეში ჩაუდგა ქალებს, რომლებსაც სურთ დვაბზუსთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა. ნანა ორი-ენტირებულია ხარისხზე და შესაბამისად მის ჩაიზე მოთ-ხოვნა მზარდია. ჩაის შეფუთ-ვა და ბრენდირება მისი სამო-მავლო გეგმებია.

+995 599 519160

Page 13: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

მარიამ ცხოვრებაშვილი

მარიამი მრავალშვილიანი დედაა. რამდენიმე წელია ტყიბულში სამკერვალო სალონი „მარიამი“ დააარსა. კერავს ინდივიდუალ-ურ ტანისამოსს, ჰყავს მოსწავლე გოგონები და მათ დასაქმებასაც გეგმავს. მისი სამომავლო გეგმები საქორწინო კაბების კერვას

უკავშირდება, რისთვისაც სა-ქარგი მანქანის შეძენა სურს, რათა პროდუქციის სრულყო-ფა შეძლოს.

+995 593 440680

Page 14: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

მაგდა კუპატაშვილი

მაგდა და მისი და სალომე შემოქმედებითი სახელოსნო, “მაგდა & სალომე„-ს დამფუძნებლები და დიზაინერები არიან. წლებია მათ სახელოსნოში საკუთარი დიზაინით შექმნილი ნაქსოვი/ შე-კერილი ტანისამოსი და აქსესუარები იყიდება. სახელოსნო ქუ-თაისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ადგილობრი-ვი მომხმარებელი ჭარბად ყავს, თუმცა დებისთვის მნი-შვნელოვანია საკუთარი შე-მოქმედების ქვეყნის ფარგ-ლებს გარეთ გატანა.

+995 597 505001

Page 15: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

შორენა ჯიჯავაძე

შორენა და მისი ქალიშვილი ქუთაისში დიზაინური სტუდიის მფლობელები არიან. ატელიე ადგილობრივებს საქორწილო სადიზაინო მომსახურებასაც სთავაზობს, შორენა თავის პროფესიას-მხატვრობას საქმიანობაში წარმატებით იყენებს. მი-

სი შვილი დიზაინის მიმარ-თულებით დასავლურ განათ-ლებას იღებს და თანამედრო-ვე ტენდენციებს ხშირად უზი-არებს დედას. შორენა კერავს როგორც ეროვნულ, ისე თანა-მედროვე სამოსს. იღებს ინდი-ვიდუალურ შეკვეთებს და თითქმის არასდროს იმეორე-ბს მოდელს. მუშაობისას იყენ-ებს იტალიურ მასალებს. შეკ-ვეთებს იღებს ევროპის სხვა-დასხვა ქვეყნიდან.

+995 558 346777

Page 16: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ქრისტინე ქუთათელაძე

ქრისტინემ ბავშვიბის ჰობი ბიზნესად აქცია და ქართული ხასია-თის სათამაშოების შექმნითაა დაკავებული. 2013 წელს სოცია-ლური ქსელის საშუალებით პირველად გაყიდა ნაქსოვი სათამა-შო. სათამაშოების შესაქმნელად ქრისტინე ბამბას, მაღალი ხა-რისხის ძაფს და აქსესუარებს იყენებს, დეტალებს ხელით ქარგავს და ქმნის ქართულ სათამაშოებს, უსაფრთხოს და გამძლეს ბავშვებისთვის. იმე-დი აქვს, მალე ბრენდირებულ პროდუქტს შესთავაზებს მომ-ხმარებლებს.

+995 579161640

Page 17: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ჩვენი სივრცე

„ჩვენი სივრცე“ თავიდან სოციალური საწარმო იყო, ახლა უკვე ბიზნესია (სოფ. ძველი სენაკი). ხელსაქმით 7 შშმ ქალია დაკავე-ბული. „ჩვენი სივრცე“ აწარმოებს სხვადასხვა სახის სუვენირებს, თექისგან, ხისგან, ქვებისგან და ყველა წვრილმანისგან რისგანაც

შეიძლება შეიქმნას გამორჩე-ული ნამუშევრებო. ქალები აქტიურად მონაწილეობენ გა-მოფენებში და პროდუქციას მთელი საქართველოს მას-შტაბით ყიდიან.

+995 551 099413

Page 18: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

თინათინ დავაძე

თინათინი ხარაგაულიდანაა. ტყავისგან ჩანთებს, საფულეებს, ბლოკნოტებს და სხვადასხვა აქსესუარებს ხელით ამზადებს. აქვს შემოქმედებითი და ინდივიდუალური მიდგომა რაც მის ნამუშე-ვრებს განსაკუთრებულს ხდის და დიდ მოწონებას იმსახურებს ადგილობრივ ბაზარზე. თინა-თინი მომხმარებელისთვის ქართული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზებას ცდილობს და სო-ციალური ქსელის საშუალებ-ით სხვებსაც უზიარებს საკუ-თარ გამოცდილებას.

+995 577 954983

Page 19: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ნონა გვაძაბია

ნონას დევნილობის პერიოდში „ტყავზე ჯადოქრობა“ ხელოვნე-ბის სიყვარულმა დააწყებინა. ძირითადად ტყავის ხელნაკეთ ჩან-თებს და აქსესუარებს ამზადებს, ამისთვის ძველ ქართულ ტრა-დიციულ მეთოდებს მიმართავს. ტყავის მოხატვა საკმაოდ შრომა-

ტევადი საქმეა და დღის გან-მავლობაში მხოლოდ რამდე-ნიმე ნამუშევრის დამზადებაა შესაძლებელი, ამიტომ ცდილ-ობს ეს საქმე ახალგაზრდა თა-ობასაც შეაყვაროს და მოსწავ-ლეების დახმარებით წარმოე-ბა გაზარდოს. მისი ნამუშევ-რები ადგილობრივი მოსახ-ლეობისთვის ხელმისაწვდო-მი არ არის, შესაბამისად მისი დაკავშირება გაყიდვების სხვა წყაროებთან ძალიან მნიშვნე-ლოვანია. გარდა ტყავის ნაწა-რმის, ნანას მხატვრობა, ჭედუ-რობა და ფარდაგის ქსოვასაც შეუძლია.

+995 571 205891

Page 20: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

თეონა მამარდაშვილი

თეონა აფხაზეთიდან დევნილია, ამჟამად ცხოვრობს სანატორი-უმ ''წყალტუბოში''. პატარა სახელოსნო სახლში აქვს მოწყობი-ლი, მკერავ-მოდელიერის და მხატვარ-მოქანდაკის პროფესიას სუვენირების დასამზადებლად იყენებს. საკუთარი დიზაინით ქმნის როგორც ქართულ ტრა-დიციულ, ასევე სხვადასხვა სა-ხის სუვენირებს. დიზაინს ხში-რად მომხმარებლის მოთ-ხოვნა კარნახობს, თუმცა ყვე-ლა ნივთს ქართული ორნამენ-ტები და შტრიხები დაყვება. ხელნაკეთ სუვენირებს ტუ-რისტულ ზონებში ყიდის, აქ-ტიურად მონაწილეობს გამო-ფენა-გაყიდვებში, მეტად რომ გააცნოს მომხარებლებს თავი-სი ნამუშევრები.

+995 557625900

Page 21: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

საკონტაქტო ინფორმაცია

იმერეთის რეგიონიქეთევან დიაკონიძე 598-172781ქრისტინე ქუთათელაძე 579-161640თინათინ დავაძე 577-954383ნონა გვაძაბია 571-205891თეონა მამარდაშვილი 557-625900შორენა ჯიჯავაძე 558-346777მაგდა კუპატაშვილი 597-505001მარიამ ცხოვრებაშვილი 593-440680თამარ ღვალაძე 591-988763რუსუდან თევდორაძე 599-613561

აჭარის რეგიონიინდირა ჯაფარიძე 591-988763

გურიის რეგიონიირმა ჩხაიძე 599-278040ნანა ყირმელაშვილი 599-215396ნანა მელაშვილი 599-519160

სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონიქეთი ნინიძე 598-900379ჩვენი სივრცე 551-099413

შიდა ქართლის რეგიონისტარტაპი ენკენი 598-332069ეკატერინე გოგატიშვილი 551-436629

Page 22: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ჩანაწერებისთვის

Page 23: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა

ბროშურა გამოცემულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ქალთა ეკონომიკური გაძლირების პროექტის ფარგლებში. პროექტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას, რომელსაც ქალები

უძღვებიან.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია[email protected]

2018 წელი

Page 24: პროექტის შესახებ - gfa.org.ge · პროექტის შესახებ პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა