შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი...

28
ააააააააააააა ააააააააააა ააააააა ააააააა ააააააააააააააააა – “აააააააა/ECOVISION” აააააააა ააააააააა აააააააააა ააააა ააააააააააა აააააააააააააა

Transcript of შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი...

Page 1: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

არასამთავრობო ორგანიზაცია

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”

კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმახელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

თბილისი 2016

სარჩევი

Page 2: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

შესავალი……………………………………………………………………………..3

I. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმოხილვა ……………………..5II. არსებული კლიმატი და მასთან დაკავშირებული რისკები………...10

III. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მომავალი რისკები…12 IV. მუნიციპალიტეტის მოწყვლადობის შეფასება კლიმატის

ცვლილებასთან და სხვა რისკებთან მიმართ………………………….14V. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შეფასება………………………16 VI. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასება ……………………17VII. რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის………………...19 VIII. რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის…………..23IX. რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებებისთვის……………….24

ანგარიშის საავტორო უფლებები და გამოყენება

ანგარიშის მფლობელობის უფლებით სარგებლობს ავტორი - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”. შესაბამისად, მისი ასლის გამოყენება შესაძლებელია ავტორის თანხმობის შემდეგ მხოლოდ არაკომერციული მიზებისთვის.

გამოყენების და გავრცელების თანხმობის მისაღებად დაუკავშირდით ავტორს შემდეგ ელექტრონულ მისამაერთზე: [email protected], ან [email protected], [email protected] .

შესავალიკლიმატის ცვლილება წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემას. მის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოქმედებს ადამიანის საცხოვრის გარემოსა და უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილებას ყველგან ერთნაირი გამოვლინებები არ აქვს, რაც განპირობებულია

2

Page 3: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

მრავალი ფაქტორით (რელიეფი, ადგილობრივი კლიმატი, სოციო-ეკონომიკური განვითარების დონე და სხვა).

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სუბტროპიკული ზონის უკიდურეს ჩრდილოეთში, გამოირჩევა რელიეფური მრავალფეროვნებით. აღნიშნული და აგრეთვე შავი ზღვის გავლენით ჩამოყალიბებული კლიმატი ბუნებრივად განაპირობებს ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების სიმრავლეს, რომლებიც კლიმატის ცვლილების პირობებში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაძლიერდებიან. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთიანი ხედვის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

კლიმატის ცვლილების და მისი უარყოფითი შედეგების შერბილება ან მათთან ადაპტაციის ქმედებების შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს როგორც ქვეყნის, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოწვევას და მიზანს. მათ შორისაა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც თავისი აქტიური ქმედება კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციისკენ დაიწყო ორგანიზაციის 2007 წლის საერთაშორისო კონფერენციის „ერთად კაცობრიობისთვის“ გადაწყვეტილებების შემდეგ. ორგანიზაციის სტრატეგიაში 2020 ნათქვამია: “ჩვენ აგრეთვე შეგვაქს წვლილი კლიმატის ცვლილების პროგრესირების შემცირებაში ადვოკატირებისა და სოცილურ მობილიზაციის გზით საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის და ნახშირბადის წვლილის შემცირებისთვის“ 1. ამჟამად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებებს ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში”, მეორე ფაზის რეგიონალური პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

საქართველოს წითელი ჯვრის მიერ გამოიცა რამოდენიმე პუბლიკაცია და საინფორმაციო ბუკლეტი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე2, აგრეთვე, პროექტის ფარგლებში მომზადდა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასების საქართველოს ანგარიში3.

ამ დოკუმენტის მთავარი სამიზნე ჯგუფია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებები (სსო) და საქართველოს წითელმა ჯვარის ინიციატივით, რეგიონალური პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული საქართველოს სსო ქსელის წევრები.

1 http://www.ifrc.org/Global/Publications/general/strategy-2020.pdf 2 http://www.redcross.ge/en/publication 3 კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასების საქართველოს ანგარიში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. 2014

3

Page 4: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

დოკუმენტის მიზანია გამოავლინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და დაეხმაროს ხელვაჩაურის ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო საზოგადოებებს კლიმატის ცვლილების საადაპტაციო პრიორიტრტების განსაზღვრასა და ღონისძიებების დაგეგმაში. დახმაროს მოსახლეობას კლიმატის ცვლილებების შერბილების და მისგან გამოწვეული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების დროს ქცევის წესების ათვისებაში.

დოკუმენტის შემუშავებისას გამოყენებული იქნა ამ ტიპის ანგარიშების შედგენის სტანდარტული მეთოდოლოგია:

1. ზოგადი ინფორმაციის მოპოვება2. ინფორმაციის მოპოვება ადგილობრივ დონეზე3. პრიორიტეტებისა და ღონისძიებების გამოკვეთა4. გეგმის პროექტის მომზადება5. გეგმის შეთანხმება ადგილობრივ დონეზე6. საბოლოო გეგმის მომზადება7. გეგმის განხორციელების მონიტორინგი

პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროექტის კოორდინატორს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური და ადილობრივი ოფისების წარმომადგენლებს ეფექტიანი დახმარებისთვის.

I. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმოხილვა

ზოგადი მონაცემები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 356.47 კმ2, მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 37 ადმინისტრაციული ერთეული და მათში შემავალი 64 სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ძირითადი ნაწილი მთა-გორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. მისი უმეტესი (2/3) ნაწილი დაფარულია შერეული ტყით (1,300-1,500 მ. ზღვის დონიდან სიმაღლემდე). ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი. ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და

4

Page 5: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად შავი ზღვის გავლენა კლებულობს და სანაპირო ზოლიდან 25 კმ-ის დაშორებით ტემპერატურა 1 გრადუსით მცირდება.

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს #08 დადგენილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფუნქციონირებს 9 სტრუქტურული ერთეული. ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია 5 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინსიტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში.

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის #24 განკარგულების თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ნაწილი გადაეცა ქალაქ ბათუმს: მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხელვაჩაური. ამიტომ მუნიციპალიტეტის მმართველობა ქალაქ ბათუმშია განთავსებული.

ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლიაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალიმიწების ათვისება პრაქტიკულად ამოწურულია . მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიულიდა კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავიზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახესხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი და ბუნება უმთავრესად განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღ.დ. 500-1200 მ-მდე გავრცელებული გახლავთ ტყის ზონა, რომელიც უმთავრესწილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხვდებით წიფელის ტყეებს.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 37 საჯარო და კერძო სკოლა, აგრეთვე საახელოვნებო და სპორტული სკოლები. 2014 წლის მონაცემებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესეულება.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 კულტურის სახლი და კლუბი (დაახლოებით 2000 ადგილი) და 1 კულტურის ცენტრი (460 ადგილი). მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილების გამო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული თოჯინების თეატრი მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრირების საზღვრებში.მუნიციპალიტეტში

5

Page 6: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

მოქმედებს რამოდენიმე შემოქმედებითი ჯგუფი, მათ შორის უხუცესთა ანსამბლი „მაჭახელა“. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ახალგაზრდობის ცენტრი.

დემოგრაფია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა4 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 51 189 ადამიანს, აქედან კაცი 25 612, ქალი - 25 577. მათგან 1,924 ეკონომიკურ სუბიექტში დასაქმებულია 2,454 ადამიანი. მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით შემცირებულია 44.7%-ით. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის სოფლებით გადაეცა ბათუმს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე შეადგენს 143.6 კაცს.

ეკონომიკა. დარგები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა) სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით განვითარებულია. 2015 წლის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით სამშენებლო სექტორში რეგისტრირებულია - 72, დამამუშავებელ მრწველობაში - 130, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში - 12, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობაში - 6 საწარმო. მუნიციპალიტეტში მრავლად არის ტექსტილის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გაგადამამუშავებელი საწარმოები.

ტყე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ რესურსს. ტყით დაფარული ფართობია 23,470 ჰა. გატყიანების პროცენტია 65.9%.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის „სენაკი–ფოთი სარფის“ საავტომობილო გზა. ხელვაჩაურის მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე მისი სიგრძე შეადგენს 3,4 კმ-ს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 634 კმ–ია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 69 ერთეული ხიდი, რომელთა საერთო სიგრძე 1 730 გრძ/მ–ია. ხელვაჩაურს არ გააჩნია მუნიციპალური ტრანსპორტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს IIIბ კლიმატურ ქვერაიონში5. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს „ენერგო პრო ჯორჯია“, ხოლო გაზის-შპს „აჭარის ბუნებრივი აირი“ (ხელვაჩაურის ნაწილი). 2014 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ საყოფაცხოვრებო სექტორისათვის შეადგენა 31,949,942კვტსთ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 34,397,125 კვტსთ. მუნიციპალიტეტში მდებარეობს მცირე ელექტროსადგური მაჭახელაჰესი 1.6 მვტ სიმძლავრის.

თურქული კომპანია ,,აჭარ ენერჯი 2007“ ანხორციელებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 3-საფეხურიანი კალაპოტური ტიპის ჰესების კასკადის (კირნათი, ხელვაჩაური I და ხელვაჩური II) მშენებლობასა და ექსპლუატაციას საერთო სიმძლავრით 105,7 მეგავატი. გაზიფიკაცია. 2015 წლის მონაცემებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში განხორციელებულია მთლიანი და ნაწილობრივი გაზიფიცირება. მოცემული მდგომარეობით ბუნებრივი აირით სარგებლობა შეუძლია 3000-მდე ოჯახს.4 http://census.ge/ge/results/census5 საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. დადგენილება №71 „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო

სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“

6

Page 7: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

სოფლის მეურნეობა . ხელვაჩაური აჭარის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სულ 5 352,8 (ჰა) სახნავი 1376,092 (ჰა) – 25.7% მრავალწლიანი ნარგავები 3976,675 (ჰა) – 74.3% .

ხელვაჩაურში არსებული 10 835 მეურნეობიდან, ყველაზე მეტია მეურნეობები რომელიც ფლობენ 0.2-0.49 ჰა-მდე მიწას (58.65%), ხოლო მეურნეობები რომლებიც ფლობენ 0.1-0.19 ჰა-მდე შეადგენს 10.8%-ს.

მემცენარეობა . სახნავი ფართობის 903.97 ჰექტარზე სიმინდის ნათესებია. სიმინდი მარცვლოვნებს შორის დომინანტი კულტურაა ხელვაჩაურში და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია როგორც საკვებად, ასევე აქტიურად გამოიყენება მეცხოველეობის საკვები ბაზის შექმნაშიც, რადგან არცერთი სხვა მარცვლეული კულტურა არ იძლევა ისეთი რაოდენობის ანარჩენს, როგორსაც სიმინდი.

ერთწლიანი კულტურები .პარკოსანი კულტურებიდან ხელვაჩაურში მემინდვრეობის ერთ-ერთი მთავარი დარგია ლობიოს მოყვანა. ლობიოს ნათესი ფართობი სუფთა სახით 80.48 ჰექტარია.

კარტოფილს ერთწლიან კულტურებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ეკონომიკისა და სურსათის ერთ-ერთ წამყვან წყაროს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის. ხელვაჩაურში კარტოფილის ნათესების საერთო ფართობი 131.69 ჰექტარია. სასურსათო და კვებითი ღირებულების გარდა აქვს დიდი ტექნიკური მნიშვნელობა. ის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია პირუტყვისათვის.

მრავალწლიანი კულტურები. სახნავი ფართობის ყველაზე მეტი წილი 134,77 ჰა უჭირავს თესლოვან კულტურებს, მას მოსდევს ხურმა 127,4 ჰა, კურკოვანი კულტურები - 125,89 ჰა, ჩაი - 113,373 ჰა, ვენახი - 48,17 ჰა და ა.შ.

ციტრუსი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მეციტრუსეობა ერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 7 ერთეული - ციტრუსის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმო. 2014 წლის მონაცემებით ციტრუსის მოსავალმა შეადგინა 21 ათას ტონამდე. 2014 წელს პირველად მოხდა ციტრუსის ნაყოფის დაზღვევა. ამ დაზღვევით ისარგებლა 2883 ბენეფიციარმა. ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 1000 კვ.მ-ზე 100%-იანი დაზიანების შემთხვევაში არის 1200 ლარი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სოფლის დახმარების პროგრამით, ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, 2014 წელს მოხდა სუბსიდიების გაცემა მოსახლეობისთვის სტანდარტულ ციტრუსზე.

მეცხოველეობა მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია

ცხრილი 1. მეცხოველეობის მონაცემები6

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

მათ შორის ფური

კამეჩი მათ შორის ფურკამეჩი

ცხვარი თხა ღორი

ფუტკრის ოჯახი (სკა)

6 http://census.ge/ge/results/agro-census

7

Page 8: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

8923 4616 29 20 186 212 107 3 823

2014 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ფრინველთა რაოდენობაა -46 334, მათ შორის ქათამი -44 205, აქედან კვერცხისმდებელი- 23 821.

2010 წლის მონაცემებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ ირიცხება 1 836 ჰა დამშრობქსელიანი ფართობი, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულია 1 093 ჰა. აქ დეგრადირებულია 27.23 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის დაჭაობებულია 5.0 ჰა, დანარჩენი 22.23 ჰა დაბინძურებულია სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენებით. შპს “საქართველოს მელიორაციის“ მონაცემებით მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა.

მოქმედებს მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა, 8 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 4 აფთიაქი და 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური.

2016 წლისთვის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს 14 პროგრამას.

ცხრილი 2 . მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (2016 წლის აპრილის მონაცემებით)7

რეგისტრირებულთა რაოდენობა

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

რეგისტრირებულთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან

საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი რეგისტრირებულებთან

საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

7,360

32,864

997 4,842

50.5 63.7 13.5 14.7 6.8 9.4

ტურიზმი

ტურიზმის სახეობებს შორის ეკოტურიზმი ითვლება ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტად. ეკოტურიზმისათვის საკმაოდ საინტერესოა მაჭახლის ხეობა და მისი ტყე- პარკი. ამ მიმართულების განვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება მაჭახელას და მტირალას ეროვნულ პარკებს, რომლებიც დიდი ნაწილით მოიცავენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს:

დაცული ტერიტორია

დაარსების წელი

კატეგორია (IUCN

ფართობი (ჰა)

მდებარეობა

7 http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1195

8

Page 9: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

მიხდვით)მტირალას ეროვნული პარკი

2006 II 15 806 ქობულეთი-ჩაქვის ქედი, შავი ზღვის სიახლოვეს (მანძილი ზღვიდან პარკის უახლოეს პუნქტამდე 12 კმ.-ია). ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის (ძალზედ მცირედ) მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

მაჭახელას ეროვნული პარკი

2012 II 8 733 მდინარე მაჭახელისწყლის აუზი. ხელვაჩაურისა და ქედის (ძალზედ მცირედ) მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

სასოფლო ტურიზმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კერძოდ კი მაჭახლის თემში განვითარებადი მიმართულებაა, რასაც მოწმობს ბოლო პერიოდში უცხოელი დამთვალიერებლის რაოდენობის ზრდა. ტურისტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თემში მცხოვრები მოსახლეობის ყოფით ცხოვრებას, თავიანთი ხელით მოამზადონ მაჭახლის ხეობისათვის დამახასიათებელი კულინარიული კერძები. სოფლის ტურიზმი საშუალებას იძლევა მთელი წლის განმავლობაში განხორციელდეს ტურისტული ტურები. აღნიშნული სახეობის ტურიზმი ხელს უწყობს სოფლად მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო ქვეყნისათვის იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას. სოფლის მეურნეობის ტრადიციული სახეობების განვითარებას.

ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის დაბლობსა და აჭარისწყლის თემში საკმაოდ აქტიურები არიან.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს მაჭახლის (ჩხუტუნეთის) ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლაზური ეთნოგრაფიული და სოფ. ახალშენის მუზეუმი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მატერიალურ-კულტურული ძეგლების რაოდენობა 115-ს შეადგენს. კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლები: გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი (გვიანი ანტიკური ხანა; XVII ს), ქოქოლეთის ხიდი მაჭახელაზე (XVIII ს) და სოფელ ცხემლარას ხიდი 8.

II. არსებული კლიმატი და მასთან დაკავშირებული რისკები

1961-1990 წწ. პერიოდისათვის, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +9.80C-ია, ზამთარში ის 3.60C შეადგენს, ხოლო ზაფხულში 19.00C-ს. აბსოლუტური მინიმუმი -7.50C-ია, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი

8 http://khelvachauri.ge/

9

Page 10: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

+40.80C. ნალექების ჯამური რაოდენობა 2,322 მმ-ია წელიწადში. მაქსიმალური რაოდენობა შემოდგომაზე მოდის 764 მმ. ცხელი დღეების რაოდენობა წლიურად საშუალოდ 65 დღეს შეადგენს, ხოლო ყინვიანი დღეებისა კი 57. მუნიციპალიტეტში თავსხმა წვიმების შემთხვევები საშუალოდ 40 დღეს უდრის წელიწადში. თოვლის საფარის საშუალო ხანგრძლივობა მთელი მუნიციპალიტეტისათვის 22 დღის ტოლია.9

როგორც აღინიშნა, ხელვაჩაურისა მუნიციპალიტეტი, როგორც ზღვისპირა რაიონი, გამოირჩევა ნალექების წლიური ჯამის მაღალი მაჩვენებლებით. კლიმატის ცვლილებით ანუ ნალექების ზრდით გამოწვეული და გააქტიურებული მეწყრების რაოდენობით ყველაზე უფრო მოწყვლადია აჭარის რეგიონში და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ერთად.

არასწორი ანთროპოგენური ჩარევისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შედეგად მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს მიწების მასშტაბურ დეგრადაციას. მიწები ძირითადად დეგრადირებულია მათი მეორადი დაჭაობების, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო, ნავთობპროდუქტების და სხვა ნარჩენებით დაბინძურების გამო. მიწების დეგრადაციას აძლიერებს ტყეების უკონტროლო ჭრა, არასწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (გადაჭარბებული ძოვება, ინტენსიური მიწათმოქმედება, დამრეც ფერდობებზე ხვნა), ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და კლიმატური პირობები. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესებიდან მიწის დეგრადაციაში განსაკუთრებული წვლილი თავსხმა ნალექებთან ერთად შეაქვს გვალვებს. სხვადასხვა მიზეზის გამო აჭარაში მწყობრიდანაა გამოსული სამელიორაციო სისტემების დიდი ნაწილი, რის გამოც მთიან მუნიციპალიტეტებში ნათესებზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს გვალვები, ხოლო დაბლობ მუნიციპალიტეტებში მოსული ჭარბი ნალექები ქმნიან ზედმეტ ტენიანობას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ჭარბტენიანი მიწების დაშრობისათვის საჭირო სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია.10

მუნიციპალიტეტში სტიქიური გეოლოგიური პროცესების წარმოქმნა-გააქტიურებას განაპირობებს მთა-გორიანი რელიეფის ამგებელი ზონის ძლიერი ქიმიური გარდაქმნა და მისი ლატერიტიზაცია, უხვი ატმოსფერული ნალექები და ადამიანის უკიდურესად მაღალი ზემოქმედება სენსიტიურ გეოლოგიურ გარემოზე. მოსახლეობისა და მისი სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებისათვის მაღალი საშიშროების რისკს წარმოადგენენ მეწყრები, მდინარეთა ნაპირების ინტენსიური გარეცხვები და მასთან დაკავშირებული დატბორვები, ნაწილობრივ გრავიტაციული პროცესები კლდეზვავებისა და ქვათაცვენების სახით და ეროზიულ წყალსადინარებში ტრანსფორმირებული ხრამის ტიპის ღვარცოფული ნაკადები. გეოლოგიური სამსახურის მიერ დამუშავებულ საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური დინამიკის ინფორმაციულ ბიულეტენში11 ხელვაჩაურის რაიონში დარეგისტრირებული იყო 69 მეწყრული სხეული, 10 კლდეზვავი, 21 მუდმივად განახლებადი ქვათაცვენის უბანი, 18 ღვარცოფტრანსფორმირებადი წყალსადინარი და მდინარეთა ნაპირების ეროზიული გარეცხვა, საერთო ჯამში 34.9კმ-ზე. მათი საშიშორების სივრცეში იმყოფებოდა 23

9 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016

10 აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია. UNDP. თბილისი-2013

11 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016.

10

Page 11: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზები 4 კმ-ზე. ბოლო პერიოდში მეწყრების გააქტიურების ნიშნები აღინიშნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს ატმოსფერული ნალექების ფონურ დონესთან. ამის მიზეზია ის, რომ მეწყერმაპროვოცირებელი ლატერიტული გრუნტები იმ პერიოდშიც ინარჩუნებენ მეწყერმაპროვოცირებელი „ტენიანობის ეფექტის“ სტრესულ მდგომარეობას, რაზედაც მნიშვნელოვნად მოქმედებს თავსხმა წვიმების დროს მოსული მცირე რაოდენობის ნალექების ინფილტრაციაც, მით უმეტეს, რომ ბათუმის მეტეოსადგურის მონაცემებით 1966-2010 წლებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების მაპროვოცირებელ თავსხმა წვიმების განმეორებას დროის ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა 16.7-ჯერ, მათ შორის 2003-2010 წლებში 5.4-ჯერ. ასეთი ექსტრემალური ხასიათის ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია 2008 წელს კატასტროფული ხასიათის მეწყრული მოვლენები, რასაც მოჰყვა 10 ადამიანის მსხვერპლი. 2014 წლის შემოდგომაზე ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მოხდა სტიქიური უბედურებები: მეწყერი, ღვარცოფი, ასევე მცირე და საშუალო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს. მიღებულმა ზარალმა შეადგინა 1 მილიონი ლარი.

2013 წლის მონიტორინგული მონაცემებით სტიქიის საშიშროების რისკის ზონაში იმყოფებოდა 58 დასახლებული პუნქტი (ანუ საერთო რაოდენობის 74%), მათ შორის მაღალში - 8, საშუალოში - 34, ხოლო დაბალში - 16. მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს მონაკვეთს მწვანე კონცხიდან მდ. ყოროლისწყალის შესართავამდე, დაახლოებით 6კმ. სიგრძით. მიეკუთვნება აბრაზიულ-აკუმულაციურ ტიპს. სანაპირო ბუნებრივ პირობებში წარმოადგენდა ჭოროხის ნაპირგასწვრივი ნაკადის ტრანზიტულ ზონას. ბათუმის პორტის აშენების შემდეგ, სანაპიროს გასწვრივ არსებული პლაჟების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მდ. ჭოროხის შესართავიდან სოფ. სარფამდე მონაკვეთი 9.5კმ სიგრძისაა. აქედან გონიოს მონაკვეთი გენეტიკურად აკუმულაციურია და კვარიათი-სარფის მონაკვეთი აბრაზიულია ზღვაში შეჭრილი კლდოვანი კონცხებით.

III. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მომავალი რისკები

2021-2050 წწ. და 2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, რომელიც დამუშავდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შემუშავებულ პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია"12 2021-2050 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +1.10C-ით გაიზრდება. ყველაზე მეტად ტემპერატურის მატება შემოდგომაზეა მოსალოდნელი (1.9 0C-ით), აბსოლუტური მინიმუმი თითქმის 3.6 გრადუსით უფრო თბილი იქნება,

12 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016.

11

Page 12: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

მაქსიმუმი კი 1.9 გრადუსით. ნალექების წლიური რაოდენობა ამ პერიოდისათვის თითქმის უცველი დარჩება (დაახლოებით 1.5 %-ით მცირდება). ნალექების სეზონური ჯამებიდან ყველაზე შესამჩნევი გარდამავალ სეზონებზე ნალექების რაოდენობის ცვლილებაა. კერძოდ, გაზაფხულზე ის მცირდება 6.5%-ით, შემოდგომაზე კი იმატებს (5.4%). შედეგად შემოდგომაზე მოსული ნალექის რაოდენობა 2-ჯერ და მეტად აღემატება გაზაფხულზე მოსულს. ცხელი დღეების რაოდენობა დაახლოებით 19 დღით გაიზრდება, ყინვიანისა კი 13-ით მცირდება. თავსხმა წვიმების რაოდენობის იკლებს უმნიშვნელოდ (10 წელში 2 დღით). ამ პერიოდისათვის თოვლის მაქსიმალური საფარი იკლებს 26 სმ-ით და მისი ხანგრძლივობაც მცირდება.

2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კიდევ +2.90C-ით გაიზრდება და 12.80C-ს გაუტოლდება. ეს მატება კვლავ ყველაზე მეტად შემოდგომის ტემპერატურის ხარჯზეა მოსალოდნელი (4.20C-ით), აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმი ამ პერიოდში საგრძნობლად თბება. განსაკუთრებით კი მინიმუმი (7.8 და 5.90C-ით). ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 5.6%-ით შემცირდება. ნალექების სეზონური ჯამები ყველა სეზონზე შემცირდება, ყველაზე მნიშვნელოვნად კი ზაფხულში (34%). დანარჩენ სეზონებზე ეს შემცირება 5-დან 7 %-მდე მერყეობს. ასეთი ცვლილებების შედეგად ნალექების წლიური განაწილება არ შეიცვლება, თუმცა, შემოდგომა-ზამთარში მოსული ნალექების წილი კიდევ უფრო გაიზრდება წლიურ რაოდენობაში. ცხელი დღეების რიცხვი დაახლოებით 54 დღით გაიზრდება, ყინვიანისა კი 27-ით მცირდება. შედეგად მუნიციპალიტეტში სადაც მათი რაოდენობა ერთმანეთს თითქმის ტოლი იყო ასეთი ცვლილების შემდეგ ცხელი დღეების რაოდენობა თითქმის 4-ჯერ გადაჭარბებს ყინვიანისას. თავსხმა წვიმების რაოდენობა ამ პერიოდში კიდევ 4.4 დღით შემცირდება. თოვლის საფარის სიმაღლის და ხანგრძლივობის ცვლილება ამ პერიოდისათვის მოსალოდნელი არ არის.

კლიმატის ცვლილების რისკები შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს. ცხრილი 7-ში მოცემულია მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგადი რისკები:

ცხრილი 7. კლიმატის ცვლილების რისკები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

რისკები1 ინფრასტრუქტურის დაზიანება და განადგურება2 ზემოქმედება პირველად სერივისებზე (ელექტროენერგიის და

წყალმომარაგების შეზღუდვა3 წყლის წყაროების დაკარგვა4 ხანძრების, მათ შორის ტყის ხანძრების ზრდა5 ეკოსისტემების დაკარგვა ან სახეცვლილება6 მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებზე)

უარყოფითი ზეგავლენა, მათ შორის თბური ტალღები.7 პრობლემები ეკონომკის დარგების განვითარებაში8 განვითარების პრიორიტეტების შეცვლა და ამისთვის დამატებითი რეურსების

მოძიება9 ზღვის სანაპირო ზოლის წარეცხვა

12

Page 13: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

IV. მუნიციპალიტეტის მოწყვლადობის შეფასება კლიმატის

ცვლილებასთან და სხვა რისკებთან მიმართდემოგრაფია. მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფში შემავალი ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია კაცების რაოდენობასთან, ხოლო ეკონომიკურად შეჭირვებული, შემწეობის მიმღებთა რიცხვი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებტან შედარებით ნაკლებია. ეს ფაქტი მუნიციპალიტეტს ნაკლებ მოწყვლადად წარმოაჩენს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა რომლებიც სტიქიური მოვლენების რისკის ქვეშ იმყოფება საკმაოდ დიდია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით მუნიციპალიტეტი შეიძლება განვიხილოთ როგორც საშუალო მოწყვლადად.

ეკონომიკა. გამომდინარე იქედან, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საწარმოების რიცხვი, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით დიდია, მაღალია კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული რისკ-ფაქტორებიც. ძალზე ძნელია მუნიციპალიტეტში სექტორის მოწყვლადობის ზუსტი პროგნოზირება, ვინაიდან ეკონომიკის დარგები კლიმატის ცვლილების მიმართ სხვადასხვაგვარად არის მოწყვლადი.

მუნიციპალიტეტი ბუნებრივი კატასტროფების მხრივ ხასიათდება მდინარეთა ნაპირების რეცხვით, დატბორვებით, კლდეზვავებით და ქვათაცვენებით . კლიმატური პირობებით ზომიერია, თუმცა ზოგადად აჭარის რეგიონისთვის პრობლემას წარმოადგენს უხვნალექიანობა. ყინვიანი და ცხელი დღეების რაოდენობა თითქმის თანაბარია. თავსხვმა წვიმების წლიური რაოდენობა თითქმის თვე ნახევარს შეადგენს. მომავალში კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, ჰაერის ტემპერატურა იზრდება. შესაბამისად, მცირდება ყინვიანი დღეების და იზრდება ცხელი დღეების რაოდენობა. გარდა ამისა, იკლებს, თუმცა უმნიშვნელოდ, თავსხმა წვიმების რაოდენობა. ბუნებრივ პირობებთან მიმართებაში, კლიმატის ცვლილება არ გამოიწვევს არსებული რისკების გაზრდას ეკონომიკის სექტორისთვის.

სოფლის მეურნეობა. 2015-2020 წწ. კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენები არ პროგნოზიდება. 2021-2050 წწ. და 2071-2100 წწ. კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ფონზე შესაძლებელია ეროზიული პროცესების გაძლიერება და ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება, აგრეთვე ქარისმიერი ეროზიული პროცესების განვითარება. წყლისმიერი ეროზია, ნალექების კლებასთან დაკავშირებით 2100 წლისთვის უნდა შემცირდეს. ქარისმიერი ეროზიის წარმოშობის რისკი 2050 წლისთვის არის 1.89%, 2100 წლისთვის კი - 1.29%.13

ზაფხულის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლების თანდათანობით მატებასთან და ამავე პერიოდებში ნალექების კლებასთან დაკავშირებით შესაძლებელია საჭირო გახდეს ლოკალური სარწყავი სისტემების მოწყობა. ტენის დაკლების რისკი 2050 წლისთვის არ არის, 2100 წლისთვის კი არის 2.08%. როგორც ძემოაღნიშნულიდან ჩანს პერსპექტივაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ამჟამინდელი მდგომარეობა: აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2013) მიხედვით,მუნიციპალიტეტი ნიადაგებისა და

13 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016.

13

Page 14: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

ბიომრავალფეროვნების მგრძნობიარობით კლიმატის ცვლილებების მიმართ ყველაზე მოწყვლადად არის აღიარებული აჭარის რეგიონში.

ამჟამად, სავეგეტაციო პერიოდში ტემპერატურული ჯამების ხშირ ნაკლებობას განიცდიან ისეთი სითბოს მოყვარული და მუნიციპალიტეტისთვის ისეთი მნიშვნელოვანი კულტურები, როგორებიცაა ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი და სხვა. ტემპერატურის პროგნოზული მატება, სავეგეტაციო პერიოდის თითქმის ერთი თვით გახანგრძლივება, სავარაუდოდ, ხელსაყრელ გარემოს შექმნის ხელვაჩაურის ციტრუსოვანი კულტურების მაღალხარისხოვანი და სტაბილური მოსავლის მისაღებად. ამ მიმართულებით ხელვაჩაური დახასიათდება დაბალი მოწყვლადობით.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. საავადმყოფოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ზამთრის პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობებში, ბათუმიდან მოშორებით მდებარე მოსახლეობას ექმნება პრობლემები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. პრობლემას წარმოადგენს გამოძახებიდან დანიშნულების ადგილზე დროული მისვლა ( განსაკუთრებით სოფლებში) და პაციენტთა კომფორტული ტრანსპორტირება.

პროგნოზის მიხედვით 2021-2050 წლებში, ისევე როგორც 2071-2100 წლებისთვის ექსტრემალური ტემპერატურის საშუალო მნიშვნელობა და ზაფხულის ცხელი დღეების რაოდენობა ძალიან უმნიშვნელოდ იზრდება, სავარაუდოა აგრეთვე გაიზარდოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და ეფექტურობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ხელვაჩაური დაბალი მოწყვლადობის მუნიციპალიტეტად რჩება.

ტურიზმი.. კლიმატის ცვლილებების ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები, ხელს შეუწყობს სეზონის გახანგრძლივებას. საჭიროა, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ტურისტების ინტერესის შექმნა, მედიასთან და ტურისტულ კომპანიებთან მუშაობა, სარეკლამო კამპანიის წარმოება, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებების, - სასოფლო ტურები, კონფერენციები, ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებების მოწვევა და მათი ორგანიზების ხელს შეწყობა.

მნიშვნელოვანი ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს ზღვის ნაპირების პერიოდული დესტრუქცია-დეგრადაცია, რომელიც დღესაც პრობლემებს ქმნის პლაჟების, ტურისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის მოშლის თვალსაზრისით, ხოლო მომავალში, ზღვის დონის აწევისა და გახშირებული შტორმების შედეგად, კიდევ უფრო პრობლემური გახდება.

V. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შეფასება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:

1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;

2. განათლების ხელშეწყობა;

14

Page 15: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

3. კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა;

4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

თვითეულ პრიორიტეტს თან ახლავს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი, თავისი პროგრამული კოდებით და საჭირო თანხებით წლების მიხედვით:

კოდი დასახელება 2016წელი

2017წელი

2018წელი

2019წელი

03 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 5662,2 9960,1 10015,1 5309,1

03 01საგზაო ინფრასტრუქტურის

მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა

203,0 2603,0 2493, 0 2618,0

03 02 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 581,1 1160,0 840,0 550,0

03 03 სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები 224,0 225,0 225,0 225,0

03 04 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები 1784,1 4 872,1 5544,1 974,1

03 05 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 2550,0 335,0 583,0 712,0

03 06სანიაღვრე არხებისა და

საკანალიზაციო სიტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა

210,0 645,0 200,0 90,0

03 07საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ნახაზების

შედგენა, აუდიტორიული მომსახურება

110,0 120,0 130,0 140,0

04 00 განათლების ხელშეწყობა 2165,2 3065,2 3140,0 2240,0

04 01 სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა 1990,2 3065,2 3140,0 2240,0

04 02 სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები 175,0 0 0 0

05 00კულტურის, რელიგიის,

ახალგაზრდობის და სპორტის სფეროს ხელშეწყობა

1950,0 1665,0 2070,0 2110,0

05 01 სპორტის სფეროს ხელშეწყობა 1180,0 895,0 1300,0 1025,0

05 02კულტურის, რელიგიის და ახალგაზრდობის სფეროს

განვითარების ხელშეწყობა770,0 770,0 770,0 1085,0

15

Page 16: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

06 00 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2767,0 467,0 432,0 457,0

06 01 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები 293,5 193,5 158,5 183,5

06 02 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა 2473,5 273,5 273,5 273,5

VI. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასება

2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით შესყიდული და მომზადებული იქნა განსახორციელებელ ღონისძიებაზე 235 საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, აქედან 2015 წელში განხორციელდა 69 ღონისძიება, ხოლო დარჩენილი 166 ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია 2016-2017 წლისათვის. უდიდესი ნაწილი ამ პროექტებისა დაკავშირებულია კლიმატის ცვლილები გამოვლინებებთან და წარმოადგენენ მოსახლეობასთან მისასვლელი გზებზე საყრდენი და ფერდდამცავი კედლების მშენებლობას, აგრეთვე სასმელი წყალის ინფრასტრუქტურის მოწყობას14

მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე წარმოდგენას გვიქმნის ქვემოთ მოყვანილი ფაქტორული (SWOT) ანალიზი:

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები აჭარის კლიმატის ცვლილების

სტრატეგიის არსებობა დაცული ტერიტორიების სიმდიდრე; დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმის

გამართული მუშაობა დაცული ტერიტორიების მიმართტურისტული ინტერესის ზრდა ამ სფეროში დასაქმებული კადრებისპროფესიონალიზმი კლიმატის ცვლილების ზოგიერთი

დადებითი შედეგები ბუნებრივ კატასტროფებზერეაგირებისთვის რეგიონშიშექმნილი დოკუმენტური ბაზა დასაგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურები ბუნებრივი კატასტროფებისრისკის შემცირების მიმართ სახელმწიფოსდა ასევე სამოქალაქო საზოგადოებისმხრიდან გაზრდილი ინტერესი სასოფლო და ეკოტურიზმის არსებობა

ტყის რესურსების მცირე მარაგები აჭარის ბიომრავალფეროვნების

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა

ტყის უკონტროლო გაჩეხვის ფაქტები სანერგე მეურნეობების სიმცირე ხელმისაწვდომი ელექტრონულირესურსების სიმცირე სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა საზოგადოებრივი მონიტორინგისსისტემის არარსებობა თანამედროვე სტანდარტებთანსრულ შეუსაბამობაში მყოფითვითნებური ნაგავსაყრელები ჰაერის დაბინძურება ავტომანქანების გამონაბოლქვით და

მოძველებული ავტოპარკი სტიქიური მოვლენების დროს ზარალისაღრიცხვის, გამოანგარიშების და

ფერმერთაკომპენსირების ეფექტური მოდელის

14 http://www.khelvachauri.ge

16

Page 17: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

არასათავრობო სექტორისაქტიურობა ახალგაზრდობის და ქალთა ცენტრები ადგილობრივი მოსახლეობადაინტერესებულია ალტერნატიულიენერგიების გამოყენებით განახლებადი (ჰიდრორესურსების)ენერგიის რესურსის ათვისება

სახელმწიფოპრიორიტეტს წარმოადგენს დონორთა ძლიერი აქტივობა კლიმატის

ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ეკონომიკურად ხელსაყრელი მდებარეობა

არარსებობა კვალიფიციური კადრებისა დატექნიკური რესურსის სიმცირე ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების

წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობა კლიმატის ცვლილების საკითხებში

მოსახლეობის გათვითცნობიერების დაბალი

დონე ფინანსური რესურსების სიმცირე გარემოსდაცვითი განათლება არ არისპრიორიტეტული მიმართულება შეუფასებელია ქარისა და განსაკუთრებით მზის ენერგიის პოტენციალი სრულყოფილად არ არის შეფასებულიკლიმატის ცვლილების რისკები

შესაძლებლობები საფრთხეები დაცული ტერიტორიების პოტენციალის

გამოყენებით ტურიზმის განვითარება ადგილობრივი პოტენციალის

გაძლიერება კლიმატ-დამოკიდებული დაავადებების რისკის შესამცირებლად

კლიმატის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ხელსაყრელი პირობების ეფექტური გამოყენება (განსაკუთრებით ტურიზმში და მეციტრუსეობაში)

კონტროლისა და სანქციების გამკაცრება ტყის უკანონო ჭრაზე

დაცული ტერიტორიების განვითარება თურქეთთან ტრანსსასაზღვროდაცული ტერიტორიების განვითარების

შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების მიმართმსოფლიო და ეროვნული საზოგადოებისინტერესის ზრდა კატასტროფების რისკების შემცირების,პრევენციისა და მართვის შესახებსაერთაშორისო გამოცდილების შესწავლა; ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა. გარემოსადაცვითი განათლებისმიმართ სახელმწიფოსა დაადგილობრივი თვითმმართველობებისდაინტერესებულობის ზრდა. რეგიონში ახალი მცირე ზომის ჰესებისმშენებლობის შესაძლებლობა; გარე განათებაზე და მუნიციპალურ

შენობებში ენერგოდამზოგავი და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მომუშავე ნათურების დამონტაჟება.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების უგულებელყოფა

მდინარეთა კალაპოტიდან ზღვის სანაპიროს მაფორმირებელი ინერტული მასალის ამოღება

გარემოს დაცვისა და დაცულიტერიტორიების განვითარებისპრიორიტეტულობის პოლიტიკის შესაძლო ცვლილება ატმოსფერული ჰაერის მართვისსაკითხის მნიშვნელობის უგულებელყოფა ავტომობილებისა და საწარმოებისმიერ ჰაერის დაბინძურების ზრდისსაშიშროება მდინარეებსა და ხევებზე ნაპირსამაგრისისტემის არასრულყოფილება სტიქიური უბედურების სიხშირე დადიაპაზონის ზრდა გარემოსდაცვითი პრობლემებისზრდისა და გარემოსდაცვითიგანათლების არაპროპორციულობა კლიმატის ცვლილების პირობებშიჰიდრორესურსების შემცირების ტენდენციადა არასტაბილურობა ჰესების შესაძლო არასასურველი

გვერდითი ეფექტები მცენარეთა შხამქიმიკატების არასორად

გამოყენება

17

Page 18: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

VII. რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვისამჟამად, ქვეყანაში ისე როგორც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სტიქიური პროცესების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მეტად ძნელია ფინანსურ-ტექნოლოგიური ბარიერების დაძლევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იქნეს ისეთი ხასიათის საადაპტაციო-პრევენტულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება შესწევთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მასში უმეტესად ჩაერთვებიან ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რაც თავის მხრივ ბუნებრივად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესს და აამაღლებს მათ ცნობიერებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საშიშროებებთან მიმართებაში.

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების ნაწილი წარმოადგენენ ამონარიდებს სხვადასხვა დოკუმენტებიდან: რეგიონის და ადგილობრივი მმართველობის გეგმებიდან, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიიდან, სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული კვლევებიდან, ჩატარებული მუნიციპალიტეტის ან რეგიონის დონეზე.

გეგმა-რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლებას ღონისძიება ვადა15 ღირებუ

ლება16შენიშვნა

I. პროექტებიინფრასტრუქტურული, ტურისტული და კერძო სექტორის ახალი ობიექტების მშენებლობა და განვითარება ნაპირდაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებულ ადგილებში

მოკლე დაბალი

ჭოროხი-სარფის მონაკვეთის ახალსოფელი-გონიო-კვარიათის უბანზე მასალის ხელოვნური შეტანა 15-20 ათასი მ³/წლ საშ.დიამეტრი 20-25 მმ.

პერიოდულობით

მაღალი

მსხვილ მასშტაბიანი სპეციალური რუკების შედგენა, სადაც სტიქიის საშიშროების შეფასებასთან ერთად ზონირებული იქნება გარემოს ანთროპოგენული დატვირთვის ამტანიანობის ხარისხი შესაბამისი კრიტერიუმებით და სტიქიის შემარბილებელი შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების ჩამონათვალი

საშუალო მაღალი

სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი მოკლე დაბალი

15 მოკლევადიანი: 1-3 წელი, საშუალოვადიანი: 3-5 წელი. გრძელვადიანი: 5-10 წელი.16 დაბალი; 10 000 ლ-მდე; საშუალო:10 000-50 000 ლ-მდე. მაღალი: 50 000 ლარზე მეტი.

18

Page 19: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადება ტურიზმის სექტორის ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფადდეგრადირებული სავარგულების აღდგენის ხელშეწყობა

გრძელვადიანი

მაღალი

მოსახლეობის სწავლება ორგანული სასუქების მართვის ტექნიკისა და გამოყენების შესახებ

მოკლე დაბალი

ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვაახალი მშენებლობებისათვის

მოკლე დაბალი

მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობებისთბოიზოლაცია

საშუალო მაღალი

არსებული ღვარცოფული ხევების რეგულარული გაწმენდა ჭარბი ნატანისგან და ხევებზე ნაპირდამცავი სამუშაოების ჩატარება

პერიოდულობით

მაღალი

საძოვრების ოპტიმალური დატვირთვა მსხვილფეხა პირუტყვით;ნაკვეთმორიგეობითი ძოვების, საძოვართბრუნვის და საძოვრების შესვენების აუცილებელობის დაკანონება;

საშუალო საშუალო

უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობა დაცულ ტერიტორიებზე მობინადრე ფლორასა და ფაუნაზე (რომლებიც არ განიცდიან ანთროპოგენურ ზემოქმედებას) იმ მიზნით, რომ დადგინდესეკოსისტემების ტრანსფორმაციასა და კლიმატური პირობების ცვლილებებს შორის კავშირი

გრძელვადიანი

მაღალი

აგროკულტრების შერჩევა და მომავალ კლიმატურ პირობებთან მათი ადაპტაციის უნარის შემოწმება

გრძელვადიანი

საშუალო

არსებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- გაფართოება, მისი ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალიწყალდამზოგავი სისტემებით აღჭურვა

გრძელვადიანი

მაღალი

მუნიციპალიტეტში თბური ტალღებისგან დასაცავი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებიც ძირითადად მოწყვლადი ჯგუფებისკენ იქნება მიმართული.

მოკლე დაბალი

ტყის ფართობების ინვენტარიზაციის და მის საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმების განხორციელების ხელშეწყობა;

გრძელვადიანი

დაბალი

მუნიციპალიტეტების გამოუყენებელ ფართობებზე სწრაფი ჭრის ბრუნვის მქონე სახეობების პლანტაციების გაშენება ტყეზე დატვირთვის შემცირებისა და მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით

გრძელვადიანი

მაღალი მაგ. პავლონია

სატყეო მიწებზე საქონლის ძოვების ხელმისაწვდომი ალტერნატივების გამოძებნა

გრძელვადიანი

დაბალი

19

Page 20: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

სტიქიური ბუნებრივი მოვლენების მიმართ (წყალდიდობა ღვარცოფი მეწყერი ნაპირების წარეცხვა), განსაკუთრებით მოწყვლად თემებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

გრძელვადიანი

მაღალი

საავტომობილო გზების მეწყერსაშიშ ჩამოჭრილ ფერდობზე ფერდსამაგრი კედლების აგება

პერიოდულად

მაღალი

სეზონური ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისათვის წინასწარი შეტყობინებების სისტემის დანერგვა.

საშუალო საშუალო

II. ინსტიტუციონალური განვითარება

სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება

მოკლევადიანი

საშულო

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სექტორების კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ მდგრადობის გასაზრდელად.

პერიოდული

დაბალი

მოსახლეობის, განსაკუთრებით,მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირება კლიმატის ცვლილებისა და მასთან შეგუების სხვადასხვა მეთოდების შესახებ. მაგალითად, მომრავლებული ბუნებრივი კატასტროფების, თბური ტალღების პირობებში ქცევის წესების შესახებ.

პერიოდული

დაბალი

მუნიციპალური თუ ცენტრალური ხელისუფლების სამსახურების (სასწრაფო დახმარება, საავადმყოფოები, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამაშველო სამსახურები და ა.შ.) ფუნქციონირების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისადმი უკეთეს მზადებასა და ადაპტაციას

პერიოდული

მაღალი

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაძლიერება მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, ადგილობრივი ტყეების მართვაში აღების განხორციელებისთვის.

გრძელვადიანი

საშულო

ე.წ. „არა წამგებიანი“ (no regret) საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

გრძელვადიანი

მაღალი

სკოლებში, ბაგა-ბაღებში და შიდამეურნეობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და კლიმატთან მეგობრული გარემოს შექმნა.

მოკლევადიანი

საშულო

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სფეროში კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება

მოკლევადიანი

დაბალი

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების საკითხებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება, სატრენინგო მოდულების შემუშავება და შესაბამისი

პერიოდული

დაბალი

20

Page 21: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

ტრენინგების სისტემატური ორგანიზებაკლიმატის ცვლილების საკითხებზე საჯარო სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ორგანიზება; ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორცილება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

პერიოდული

დაბალი

საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობაზე კლიმატის ვლილების ზემოქმედების თაობაზე.

მოკლევადიანი

დაბალი

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების ჩართვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში.

პერიოდული

დაბალი

კომუნიკაცია და თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან რომელთაც გააჩნიათ კარგი გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

პერიოდული

დაბალი

VIII. რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის

მსოფლიო აქტივობა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისკენ პირველ რიგში მიმართულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისკენ (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკულად დაავადებული პირები). მსოფლიო კვლევები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბუნებრივი კატასტროფების დროს 14-ჯერ მეტი დაღუპული ქალი და ბავშვია ვიდრე მამაკაცი17. ხანდაზმულები და ქრონიკულად დაავადებული პირები, მათი ფიზიკური მდგომარეობის გამო აგრეთვე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. აქედან გამომდინარე მოსახლეობამ, ოჯახის წევრებმა და შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ კატეგორიის მოსახლეობას. კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტირებისთვის მოსახლეობამ შეიძლება განახორციელონ მარტივი, მაგრამ ეფექტური ღონისძიებები:

ადრეული მომზადება ზამთრისთვის, მშრალი შეშის გამოყენება საწვავად და შესაბამისად წვის ეფექტურობის გაზრდა.

ენერგოეფექტურ შეშის ღუმლების შეძენა (ტრადიციულზე ბევრად ძვირი არ ღირს, წვის ეფექტურობა კი იზრდება დაახლოებით 30%-ით).

სახლის მარტივად დათბუნებით გათბობაზე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.

ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ენერგიის ოპტიმალური მოხმარება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას მათი „გარემოსთან მეგობრული“ პარამეტრების გათვალისწინება.

17 Women are the most vulnerable and the best poised to curb the effect of climate change. WEDO- 2007. http://www.genderaction.org/images/Gender%20Action%20Link,%20Climate%20Change.pdf

21

Page 22: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

ტელევიზორის ან სხვა ტექნიკის ელექტრო ქსელიდან გამორთვა. „მოლოდინის რეჟიმში“ ტექნიკის დატოვება დაახლოებით 2-3%-ით მეტ ენერგიას მოითხოვს.

ხეების დარგვა და გამწვანება საცხოვრებელ და მიმდებარე გარემოში. საქართველოს წითელი ჯვრის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან

თანამშრომლობა და საქართველოს წითელი ჯვრის მიერ მომზადებულ ბუკლეტების ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებზე (მეწყერი, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა) და მათ დროს მოქმედების წესები გაცნობა.

კატასტროფებისთვის მზადყოფნის და რეაგირების საოჯახო გეგმის შედგენა, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ მომზადებულ „საგანგებო სიტუაციათა საოჯახო გეგმის“ მიხედვით.

IX. რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებებისთვისსაქართველოში სამოქალაქო საზოგადოებების ორგანიზაციები (სსო) ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის შეფასების, საადაპტაციო სტრატეგიების გეგმების შემუშავების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების, მოწყვლადი თემების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორს გააჩნია გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკის შემუშავებაში მუნიციპალურ დონეზე.18

აქედან გამომდინარე სსო-ებს ეკისრებათ გასაკუთრებული როლი კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის აქტივობების განხორციელებაში. მიმდნარე ეტაპზე საჭიროა მათი გააქტიურება განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, სადაც საზოგადოება ნაკლებად გათვითცობიერებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებზე და სსო-ებიც სუსტადაა წარმოდგენილი. ადგილობრივ დონეზე სასურველია სსო-ების შემდეგი მიმართულებების გაძლიერება:

ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა პროცესებში ჩართულობის გზით. ცნობიერების ამაღლება და ტრეინინგები. ენერგოეფექტურობის მცირე საპილოტე პროექტების განხორციელება

სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში. საპროექტო წინადადებების მომზადება ადგილობრივ სსო-ებთან

თანამშრომლობით. ადგილობრივ დონეებზე, პოლიტიკურ დოკუმენტებში და განვითარების

სტრატეგიებში კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრირების ლობირება. უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების

საკითხებზე ფართო საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.

გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და მოწყვლად თემებზე მიმართული კამპანიები.

უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს სსო-ების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა ადგილობრივი საადაპტაციო გეგმების შემუშავებაში, მათ განსახორციელებლად რესურსების მობილიზებასა და განხორციელებაში.

18 http://climateforumeast.org/uploads/other/0/781.pdf

22

Page 23: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

სამოქალაქო საზოგადოებათა მოსახლეობასთან სიახლოვის გათვალისწინებით, სსო-ებმა უნდა აღმოფხვრან კომუნიკაციის ის ხარვეზები, რომლებიც არსებობენ გადაწყვეტილების მიმღებთა და მოსახლეობას შორის.

თანამშრომლობის გაღრმავება მას-მედიის საშუალებებთან კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ეფექტურად ადვოკატირებისთვის.

ვინაიდან მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალზე მწირედ არიან წარმოდგენილები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ კლიმატის ცვლილების სსო-ებს ქსელის წევრებს მართებთ მათი აქტიურობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ კლიმატის ცვლილების სსო-ებს ქსელის წევრებმა უნდა დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობროვ სსო-თან, განავითარონ მათი შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საჭიროებათა ცნობიერების ამაღლებაში, ადვოკატირებაში, მონიტორინგში და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკის შეფასებაში.

კლიმატის ცვლილების მიმართ მცირე საადაპტაციო/ საპილოტე პროექტების განხორციელება.

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და ადვოკატირება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯანმრთელი მოსახლეობა კი კლიმატის ცვლილების გამოწვევებს უკეთესად უმკლავდება.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფებთან (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკულად დაავადებული პირები) მუშაობას.

23

Page 24: შესავალი - Climate Forum East · Web viewერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული დარგია. 2015 წლის

ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION” და ის არავითარ

შემთხვევაში არ ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

24