ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში,...

35
ებრაელი ათას ცხრას თორმეტი წლის ოცდახუთი აგვისტო... კვირა... ჰაერში ბებერი და დაღლილი დედამიწის სუნი დგას... სიჩუმეა... სადღაც მოკვდავებს ღრმად სძინავთ, სიზმრებში შფოთი სიმშვიდეს ებრძვის... სადღაც თენდება... მოხუცი ქალი ცდილობს დაჟანგებული ძვლების ჭრაჭუნით ადგეს საწოლიდან... სადღაც, მამაკაცი ბოლთას სცემს დერეფანში, თავისი ახალგაზრდა ცოლისგან შვილის მოლოდინში... სადღაც, ღვთისგან მიყრუებულ ადგილას, ვიღაცამ ბოლოჯერ ამოისუნთქა, დასნეულებული სხეული ჯერ კიდევ ნორჩმა სულმა დატოვა... სადღაც, მაღლა მთებში დაუღალავად თოვს... გაცრეცილი, ძველი გემის ჩასანთქმელად ემზადება შეშლილი ოკეანის ტალღები და მოხუც კაპიტანს ეთამაშება სახიფათოდ... სადღაც სიცხისგან, დაუნდობელი მზისგან გამომშრალი ნიადაგი ცას მოწყალებას სთხოვს... ამ დროს ვიღაცა, კოკისპირულ წვიმას ბნელ და ცივ ქოხში თავს აფარებს... ვიღაცა დილაადრიან დღის საკვების გამო პლანტაციბს თოხნის... სადღაც ქერა ლამაზმანი ღამის ბარში ცეცკვავს... სადღაც კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი იარაღიდან ისვრის... სადღაც ეს-ესაა ვიღაცა დაობლდა, ვიღაცა დაქვრივდა... ვიღაცას ღრმად ჩაწყდა გულში რაღაცა... აქ კი ათას ცხრაას თორმეტი წლის ოცდახუთი აგვისტოა... კვირა... ჰაერში ბებერი და დაღლილი დედამიწის სუნი დგას... სიჩუმეა... ღია ფანჯრის ჩარჩოებს ქარი კედლის კუთხეებს ანარცხებს დრო და დრო... მე კი უკვე ორი საათია გულაღმა ვწევარ საწოლში და ჭერს მიშტერებული, ვცდილობ გავაჩერო აზრები, რომლებიც ხელს მიშლის დაძინებაში. ფიქრს ვერ ვწყვეტ. ვცდილობ დავიძინო და თავიდან ამოვიგდო ყოველი ეგზისტენციალური აზრი, რომელიც მაიძულებს მაზოხისტურად ჩავყვე ფიქრს და დავძაბო გონება.

Transcript of ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში,...

Page 1: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

ებრაელი

ათას ცხრას თორმეტი წლის ოცდახუთი აგვისტო...

კვირა...

ჰაერში ბებერი და დაღლილი დედამიწის სუნი დგას...

სიჩუმეა...

სადღაც მოკვდავებს ღრმად სძინავთ, სიზმრებში შფოთი სიმშვიდეს ებრძვის...

სადღაც თენდება...

მოხუცი ქალი ცდილობს დაჟანგებული ძვლების ჭრაჭუნით ადგეს საწოლიდან...

სადღაც, მამაკაცი ბოლთას სცემს დერეფანში, თავისი ახალგაზრდა ცოლისგან

შვილის მოლოდინში...

სადღაც, ღვთისგან მიყრუებულ ადგილას, ვიღაცამ ბოლოჯერ ამოისუნთქა, დასნეულებული სხეული ჯერ კიდევ ნორჩმა სულმა დატოვა...

სადღაც, მაღლა მთებში დაუღალავად თოვს...

გაცრეცილი, ძველი გემის ჩასანთქმელად ემზადება შეშლილი ოკეანის ტალღები და მოხუც კაპიტანს ეთამაშება სახიფათოდ...

სადღაც სიცხისგან, დაუნდობელი მზისგან გამომშრალი ნიადაგი ცას მოწყალებას სთხოვს...

ამ დროს ვიღაცა, კოკისპირულ წვიმას ბნელ და ცივ ქოხში თავს აფარებს...

ვიღაცა დილაადრიან დღის საკვების გამო პლანტაციბს თოხნის...

სადღაც ქერა ლამაზმანი ღამის ბარში ცეცკვავს...

სადღაც კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი იარაღიდან ისვრის...

სადღაც ეს-ესაა ვიღაცა დაობლდა, ვიღაცა დაქვრივდა...

ვიღაცას ღრმად ჩაწყდა გულში რაღაცა...

აქ კი ათას ცხრაას თორმეტი წლის ოცდახუთი აგვისტოა...

კვირა...

ჰაერში ბებერი და დაღლილი დედამიწის სუნი დგას...

სიჩუმეა...

ღია ფანჯრის ჩარჩოებს ქარი კედლის კუთხეებს ანარცხებს დრო და დრო...

მე კი უკვე ორი საათია გულაღმა ვწევარ საწოლში და ჭერს მიშტერებული,

ვცდილობ გავაჩერო აზრები, რომლებიც ხელს მიშლის დაძინებაში. ფიქრს ვერ

ვწყვეტ. ვცდილობ დავიძინო და თავიდან ამოვიგდო ყოველი ეგზისტენციალური

აზრი, რომელიც მაიძულებს მაზოხისტურად ჩავყვე ფიქრს და დავძაბო გონება.

Page 2: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

უაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას. თან დილით

ადრე უნდა გავიღვიძო და ამაზე ფიქრი ნერვებს უფრო მიშლის. უკვე სუნთქვითი

ვარჯიშები დავიწყე, იქნებ კონცენტრაცია ძილზე გავაკეთო. სხეული და გონება უნდა

მოვადუნო, მაგრამ უშედეგოა ყოველი მცდელობა. კიდევ ნახევარ საათიანი ბორგვის

მერე, უჩვეულო სიბრაზე მიპყრობს და საწოლიდან ვდგები. ვაკეთებ აზიდვებს და

ტრუსების ამარა დავბოდიალებ სახლში, ოთახიდან ოთახში დავეძებ სასმელს,

რომელიც წესით გასულ ღამეს უნდა დარჩენილიყო რომელიმე ბოთლში. და აი,

მისაღებ ოთახში მაგიდის ქვეშ ვპულობ ნახევრად დაცლილ ღვინის ბოთლს,

რომელიც წესით მაგიდაზე უნდა დამხვედროდა. დავიხარე ასაღებად და ვხედავ

ხალიჩას მწვანე, რუხ და მუქ შინდისფერ ფერბთან ერთად ახალი ფერი ადევს,

რომელიც ჯერ კიდევ სველია. რა იქნება თუ არა ღვინო, რომელსაც ალბათ, ჩემი კატა

გამოედო მაგიდაზე და საკმაოდ ძირადღირებული ებრაული ხალიჩა დამისვარა. თან

ისე, რომ ნახევრად დამიცარიელა ბოთლი. ისედაც გაბრაზებული უფრო ვბრაზდები.

ჯერ იმიტომ, რომ ვერ ვიძინებ, მერე კი ხალიჩა დაისვარა და საძილე ღვინის დოზაც

შემცირდა. ბრაზს ბრაზი ემატება და ვცდილობ როგორმე დავმშვიდდე, ხსნას ერთ

მესამედ ღვინის ბოთლში ვეძებ. ამასობაში სიგარეტსაც მივაგენი და გავუკიდე.

დავდივარ სახლში ისევ ტრუსების ამარა, ვეწევი სიგარეტს, ვწრუპავ ღვინოს,

სარკესთან ყოველი ჩავლისას ვჩერდები და ვიჯღანები, როგორც მსახიობი იჯღანება

სარკესთან სპექტაკლის წინ. მაგრამ მე უფრო არაადამიანურ სახის გამოვლინებებს

ვეძებ მიმიკებში. ვხედავ თუ რა საოცარი გარდაქმნაა ჩემი სახის, რომელსაც მერე

მთელი ტანით ვყვები და ვხედავ საშინლად მახინჯ არსებას, რომელსაც ალბათ უფრო

ჩემი სულის მატერიალურ გამოვლინებას ვარქმევ. დავდივარ ოთახიდან ოთახში და

ვღიალებ, ვღრიალებ უაზროდ, რომელიც მერე სიცილში მეზრდება, საზარელ

სიცილში. როგორც კი სიცილით გულს ვიჯერებ სევდა მიპყრობს და ისევ სარკეში

ვუყურებ ჩემს თავს თუ როგორი სახე მაქვს ტირილისას. მერე თითქოს რაღაც

უხილავი დამცინის და მის ჯინაზე ისევ სიბრაზეს ვაფრქვევ დაკრუნჩხული

ხელებით და სახის მიმიკებით, რომლებიც ნერვული შეტევისას სახის კუნთებისა და

ყბების დაუმორჩილებლობას უფრო ჰგაქვს. ღრიალის, დაკრუნჩხული ხელების და

ტანის ფონზე, თითქოს, ჩემს თავს რაღაც ამაზრზენი, რაღაც დემონური არსება

ემუქრება სარკიდან ცოფიანი სახითა და თვალებით, დემონური თვალებით. კაცმა

რომ შემომხედოს, ეგონება რაღაც უხილავი, ძალიან მძიმე ნივთი მიჭირავს ხელში და

ეს ძალიან მტანჯავს. არა, უფრო გიჟი ვეგონები. ფიქრს ვერ ვწყვეტ იმაზე, თუ

როგორი მარტოსული ვარ. არც ერთი სულიერი არ იქცევა ღამის სამ საათზე ასე.

სამყაროზე ვბოროტდები. სრულ სიმარტოვეში ვარ. ხმის გამცემიც კი არ მყავს. ჩემს

კატასაც არ შეუძლია ხმის ამოღება. მას მხოლოდ ღვინის დაქცევა შეუძლია. უკვე

Page 3: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

დასანახად ვერ ვიტან, ერთადერთ სულიერ არსებას, რომელიც გვერდით მყავს.

ვუახლოვდები ძველ პიანინოს და ვცდილობ დავუკრა. სულ ერთია რას დავუკრავ,

ოღონდ დავუკრა, მე მოცარტი მაინც არ შემიძლია და ვიწყებ ჩემი დაბრეცილი

თითების უაზროდ ქნევას ზევით ქვევით, ისე თითქოს ბეთჰოვენის მეხუთე

სიმფონიას ვუკრავდე და ამასობაში ვაანალიზებ, რომ ქაოსური ნოტები ისმის ჩემი

ოთახიდან. ვინაიდან ზაფხულია და ფანჯრები ყველას ღია აქვს, მორალი და

კულტურა არ მაძლევს საშუალებას ბოლომდე ამოვანთხიო ბრაზი პიანინოზე და

უფრო მეტად ვბრაზობ ახლა მეზობლებზე. რატომ არ შეიძლება ღამის სამ საათზე

პიანინოზე დავუკრა ისე როგორც მინდა. მერე რა მოხდება თუ რამდენიმე იდიოტს

გაეღვიძება. ეს ჩემი უფლებაა! მორალი, ეთიკა რისთვისაა საჭირო, როცა არაფერი

შეგიძლია. არ შეგიძლია დაიძინო, არ შეგიძლია ღვინით სავსე ბოთლი დაიტოვო შავი

დღისთვის, არა უფრო სწორი იქნება თეთრი ღამისთვის, არ შეგიძლია შენს კატას

ელაპარაკო, არ შეგიძლია პიანინოზე დაუკრა, ისე როგორც გინდა და როცა გინდა,

რადგან ვიღაცა მუტრუკი არ ამოგივარდეს სახლში და გინებით არ მიგითითოს

სიმშვიდისკენ. აჰა სიგარეტიც ჩაიწვა, ისე ვერც მივხდი მოვწიე თუ არა. ახალს

გავუკიდე, თან ღვინო მივაყოლე და ამ ფიქრებში გართულმა უხერხულად დავიწყე

ცეკვა. მგონი მართლა შევიშალე. ვინ იქცევა ასე, ღმერთო ჩემო, რა სირცხვლია.

შიგნიდან ჩემი მეორე მე მეუბნება. მე, მე კი მომწონს სიგიჟე. ვხვდები ბრაზი როგორ

მივლის. ვაკეთებ იმას რაც მინდა ზრდილობის, ეთიკის, მორალისა და ყველა

გაურკვეველი სულის შემბოჭველი ჩარჩოსგან ვთავისუფლდები. თავისუფლებას

ვგრძნობ. გავალ გავისეირნებ ქუჩაში, ვეუბნები ჩემს თავს. ცარიელი ქუჩები უფრო

დაგამშვიდებს. გოთიკური სტილის არქიტექტურა, ასე ლამაზად რომ ჩაუყვებიან

ქუჩას. შენებობები, რომლებზეც ლომის თავებია გამოკვეთილი, რომელთაც რქები

აქვთ და საოცრად მისტიკურნი არიან. მიქელანჯელოს დავითები, რომლებიც ისე

დააპატარავეს რომ თეთრ ახალდაბადებულ ჩვილს უფრო დაამსგავსეს. კიდევ რაღაც

ფრთიანი არსებები ქიმერას ჰგავს, მაგრამ სახელი დამავიწყდა. არსება ფრთებით,

ლომის ტანით და გესლიანი კუდით ბერძნული მითოლოგიიდან. გამახსენდა,

მანტაკორა. მოკლედ, გარეთ ცოცხალი მუზეუმი მელოდება, არქიტექტურის ნიუშები.

მაშ, გადაწყდა, გარეთ გავდივარ. ვიცვამ შარვალს, იქვე მიყრილ ფეხსაცმელს,

ზევიდან პერანგს, პიჯაკს და ქუდს ვაყოლებ.

- მაგრამ ამ შუა ზაფხულში ვინ დადის შუაღამის სამ საათზე ქუჩაში პიჯაკით და

ქუდით?!

- ვინ დადის თუ არა ებრაელი - ისევ ჩემი მეორე მე ჩერთო საუბარში.

-დიახ, მე ხომ ებრაელი ვარ და ზუსტადაც, გავალ ისე როგორც შემეფერება !

Page 4: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-მაგრამ ებრაელებიც რომ არ დადიან ასე ?

დავდუმდი ჩემს მეორე მესთან კამათში, ენამოსწრებულია როგორც ჩანს. ვიხდი ისევ

პიჯაკს და ქუდსაც ვისვრი, ისე რომ არც მაინტერესებს სად დავარდა. ბოლოჯერ

ვიჯღანები სარკეში, რომელიც სახლიდან გასავლელ კარზე კიდია. ღრმად

ჩავისუნთქე და ღვინის ბოლო წვეთებს ველოდები, როდის ჩამოსრიალდება

ბოთლის ბოლოდან, თან გული მიგრძნობს ვერ გამოაღწევს და ენით ვტლოკავ უკვე

ბოთლის ნაპირებს... და აი, საოცრება, ესღა მაკლდა ნევროზიან ებრაელს, ცოტა

დამშვიდებული გონება ისევ ამემღვრა. მეზობლის ბავშვმა ღრიალი მორთო. ამას

მერე წივილი მოაყოლა და სანამ ძილში გართული დედამისი დააწყნარებს უნდა

გავიქცე სახლიდან. მეტი აღარ შეიძლება უძილობის, უღვინობის, დასვრილი

ხალიჩის, მუნჯი კატისა და არასრულყოფილი სონეტების ხარჯზე მეზობლის ჩვილი,

ალბათ, ჩასვრილი ბავშვის ღრიალი მეტისმეტია, რომელიც ბგერებად კი არ ჩამესმის,

არამედ თითქოს მატერიალიზდება გზაში და თავში უროს სახით მხვდება.

- შეიძლება შენ გააღვიძე, გიფიქრია მაგაზე ჩემო ამადეუს? - ისევ მეორე მე ჩაერთო

საუბარში, ამჟამად სარკაზმითა და ირონიით.

- არა! არა, მე რომ გამეღვიძებინა მაშინვე დაიწყებდა ტირილს.

- ლოგიკურია, ჩემო ღრმა ინტელექტით გამსჭვალულო გენიოსო, მაგრამ მაინც

სულელი ხარ, არანორმალური, გიჟი არ გეთქმის საწუხაროდ თორემ... შეშლილი,

სრული იდიოტი, მე თუ მკითხავ, ჩემო მეგობარო. ახლა კი ისააკ, გადი სახლიდან

თორემ რახანია მესაუბრები და სისულელეებს აკეთებ.

უკვე აგრესიაც მოყვა ცინიზმს და მეჩხუბება მეორე მე. დიახ, მეორეს მეს ვესაუბრები.

გიჟი არ გეგონოთ, მართლა შინაგანი ხმაა. წარმოსახვითი მეგობრები არ მყავს.

ვაცნობიერებ სიტუაციას. ყველა ჩვენთაგანს ჰყავს ასეთი მეგობარი. უბრალოდ, მე

უფრო ვერთობი საკუთარ თავთან შიდა დიალოგით.

აი, როგორც იქნა ვაიძულე ჩემი თავი, სიგარეტის ნამწვი ბოთლში ჩავაგდე,

უშედეგო ლოდინის მერე და უკვე დავტოვე ჩემი მოკრძალებული რეზიდენცია.

რეზიდენცია რა, დიდი არაფერია. კარი თეთრია, ჩვეულებრივი ხის, სწორი

ზედაპირით, შესვლისას პატარა ჰოლია, ჰოლს სამი კარი აქვს, ერთი საძინებლისკენ

გადის, ერთი სასტუმრო ოთახისკენ და მესამე კარი მეორე საძინებლისკენ, სადაც

კიდევ ერთი კარია, რომელიც სამზარეულოში გადის. ესაა და ეს. რა თქმა უნდა

ნივთებიც მაქვს სახლში, მაგრამ მეზარება ახლა გონებაში ჩემი სახლის

დათვალიერება, ნივთების და ავეჯის ნუსხის გაკეთება. მთავარია იცით, რომ პიანინო

Page 5: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

მაქვს და ბევრი სარკე. მიხვდებოდით ხალიჩაც რომ მაქვს, რომელიც ჩემმა სიამის

კატამ დასვარა. იდიოტი. მოკლედ გავდივარ ჩემი ბინიდან და როგორც კი

საცხოვრებელი სახლის მთავარი შემოსასვლელს ვტოვებ სახეში ცივი ქარი მიბერავს,

რაღაც სასიამოვნოდ, თითქოს ტვირთი ჩამომხსნა მხრებიდან და სახეზე მომეფერაო.

ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი სასიამოვნო შეგრძნება. მაგრამ, „მადლობა

ღმერთოს“, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ქარს უცებ მტვერი მოაქვს და სახეში

მაყრის ისე, რომ პირშიც ვგრძობ ძალიან პატარა შაქრის ოდენა სილის ნამცეცებს,

თვალებშიც და თმაშიც. ეს უკვე პიკია. ვიფურთხები, თვალებს ვისუფთავებ და

ვიგინები უკვე გამწარებული. მგონია, რომ სამყარო მებრძვის. გარდატეხის ასაკში

მგონია თავი, როცა ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს. ქარმა კი

ჩამიარა დამცინავად, თითქოს თავხედი ბავშვივით შემომიბრუნდა და მითხრა შენი

კარმის ნაწილი ვარო. მე კიდევ მოწევა მინდა და სიგარეტი, როგორც ჩანს, სახლში

დამრჩა. ვერ ვასწრებ გაბრაზებას, ისედაც გაბრაზებული ვარ და ხელებს და ფეხებს

ვიქნევ გინებით სახლის შესასვლელთან. აი, აქ კი მართლა გიჟს ვგავარ, მაგრამ კიდევ

მახსენდება, რომ საათიც დამრჩა ბინაში, რომლითაც დრო უნდა ვაკონტროლო

გათენებამდე და ვმშვიდდები. უკვე ორი საბაბი მაქვს უკან ავბრუნდე. თან მეორე

მიზეზი საკმაოდ სერიოზულია. მაინც გინებით ავდივარ სახლამდე, საბოლოოდ

ვწესრიგდები და აჰა, ისევ ქუჩაში ვარ. სრული სიმშვიდე. თითქოს ყველაფერი უკან

დარჩა და ჩემი წადილის ასრულების საწყისს სიგარეტით ვიწყებ. მივუყვები ქუჩას

ფართო ტროტუარზე, რომელსაც მწკვრივად განათებული ლამპიონები ანათებენ და

მშვენიერებას ჩაბნელებული სახლები სძენენ. მივუყვები ქუჩას და ვცდილობ

გავიხსენო უფრო მყუდრო, დაბურული და ჩაბნელებული სკვერი, რომ

კომფორტულად დავისვენო სეირნობის მერე. თან ვუყურებ სამ სართულიან სახლებს

ლამაზი ორნამენტებით და ვფიქრობ, ნეტავ მიქელანჯელოს თუ მოეწონებოდა

თავისი გინანტური ქმნილების ასეთი პატარა და ამდენი უსიცოცხლო ასლი, ან ეს

არქიტექტურა თუ მოეწონებოდა გენიოსს, ის ხომ მამაა არქიტექტურის.

მიქელანჯელო, ეეჰ, ამდენი საუკუნის მერეც რომ ღამის სამ საათზე ახსენდები

ადამიანებს, ტიტანო. შენ უკვდავი ხარ! ვაქებ მიქელანჯელო ბუანაროტს და

ყურადღება ისევ სახლებზე გადამაქვს. ვცდილობ ამოვხსნა ფიგურების განლაგების,

ფორმების და თანაკვეთის არსი, მინდა გავიგო რა ჩადო აქ არქიტექტორმა. მეტყოდა

ნეტავ? ან ცოცხალია? ასეთი უძლიერესი ხელოვანი სად უნდა იყოს ახლა... ალბათ,

ცოლთან ერთად სძინავს, ან რა მნიშვნელობა აქვს სადაა, მე მაინც ვერ ვნახავ.

ვფიქრობ, პესიმისტურად და გზას ვაგრძელებ უბრალოდ. გადავწყვიტე დავტკბე

სილამაზით, რასაც თვალები ნახავენ და იმას იქით არ წავიდე.

- სასიამოვნო ღამეა არა იცხაკ? - მეორე მემ ისევ დამირღვია მყუდროობა.

Page 6: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-ნამდვილად, სასიამოვნო იქნება თუ მეტს აღარ შემაწუხებ შენი ბრტყელ-ბრტყელი

აზრებით!

-მე კი არ გაწუხებ, შენ არ შეგიძლია არ მომიხმო, ეს შენ ვერ აჩერებ შინაგან დიალოგს

იცხაკ!

ისევ მართალია. არა, არა ჩემს თავზე ვეღარ გავბრაზდები, ეს ნორმალურია, შინაგანი

დიალოგი, ეს ნორმალურია. ჩემს თავს ვეჩხუბები. მოდი უფრო სასიამოვნოს გავხდი

საღამოს და ჩემს მეორე მეს სახელს მოვუფიქრებ, თან დავამცირებ.

-მშვენივრად მიდიხარ იცხაკ. რა ალტერნატივები გაქვს? გამაცანი.

-ჩემი კატის სახელი რომ დაგარქვა? კარგი იქნება, ალბათ. თან კარგად ჟღერს ,,ბულე’’.

აბა რას იტყვი?

-ბარემ ბუკეფალი დამარქვი, დიდი ალექსანდრეს საპატივსაცემოდ. იდიოტი. თავისი

თავისთის სახელიც კი ენანება.

-ჩემთვის რატომ?

-იდიოტო, მე ვარ შენ. შენც შენ ხარ და მეც შენ ვარ, ჩვენ შენ ვართ, თან შენ ბულეს ვერ

იტან... - არა, აშკარად მჯობნის ,,ბულე’’.

-კარგი, შენ დაირქვი მაშინ სახელი. - კომპრომისზე წავედი და უცებ, ვიღაცის

ხრინწიანი ხმა მაფხიზლებს....

-თუ შეიძლება გაჩერდით და შემობრუნდით. - ვბრუნდები და ოფიცერი ჰანსი

მხვდება.

-ოო, ბატონო ისააკ, მაპატიეთ ვერ გიცანით. ხომ მშვიდობაა?

-დიახ ჰანს. უბრალოდ უძილობას ვუჩივი.

-მესმის თქვენი, ბატონო იცხაკ. ღამით ქუჩებში სიარული საშიშია და იქნებ შატოთი

გეცადათ ძილის მოხმობა! - ღმერთო ჩემო, რა ტუტუცია ეს ,,არიული რასის

წარმომადგენელი’’.

-მადლობა რჩევისთვის ჰანს, მაგრამ არ ვსვამ ხომ იცი. თან ასე კარგად ემსახურებით

ქალაქს და ვფიქრობ საშიში არაფერია... - იდიოტი, ყბედი, ერთი სული მაქვს თავიდან

მოვიშორო. უზრდელი. საუბარსაც კი არ გაცდის საკუთარ თავთან.

- მადლობა, ბატონო ისააკ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

Page 7: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-ნახვამდის ჰანს.

როგორც იქნა მოვიშორე. კიდევ კარგი თავის ცოლზე არ დამიწყო საუბარი, სულ რომ

ღალატობს ჰგონია, სულ გავაფრენდი. სწრაფი ნაბიჯებით ვეცლები ჰანსს, რომ

ყველანაირი შანსი მოვსპო კონტაქტის და უცბად მესმის, ვიღაცა ჩუმად, ხრინწიანი

ხმით როგორ მეძახის, თუ ხმადაბლა ყვირის, ვერ მივხვდი.

- ბატონო ისააკ, ბატონო ისაააკ.

გავიხედე და ჰანსი მორბის, არა კი არ მორბის, მოხტის ბალერინასავით, თითქოს

ფეხები არ უმოძრავებდეს კოჭებში. ამის დანახვა და ჩემი ალეწვა ერთია. უკვე

ტირილი მინდა ჩემი უძლურებით. რატოომ ღმერთო, რა კარმა მაქვს ასეთი?! სანამ

ღმერთს ვადანაშაულებ მე ყოველივე მომხდარში, ჰანსიც მიახლოვნება ქოშინით.

გავისწორე სახე და არისტოკრატიული მიმიკით შემოვბრუნდი. ჰანსი კი სულს

ითქვამს ჯერ და ენა გადმოგდებული სწორდება და მეუბნება:

-ბატონო ისააკ, დიდი ბოდიში მყუდროებას თუ გირღვევთ, მე სიგარეტი მინდა

გთხოვოთ, დამიმთავრდა და ჩემი ცვლა კი ერთ საათშია.

-ინებეთ ჰანს. - ვეუბნები ჰანსს ისეთი ტონით, რომ მივანიშნებ,საუბრის გაგრძელება

მეტად აღარ მსურს. ჰანსი კი ხვდება ამას და მადლობისა და ბოდიშის მოხდით

მეცლება.

- ხო და რაზე შევჩერდით?

- რაზე და ჩემს სახელზე ბატონო ისააკ, პატივცემულო ისააკ, სიგარეტის მაგნატო

ბატონო ისააკ, მაინტერესებს რამდენ ხანს გეყოფა კიდევ ცხრა ღერი სიგარეტი.

- თავი მომაბეზრე უკვე შენი ირონიით, იყავი შენთვის და მოიფიქრე სახელი, მე კი

დავითს დავაკვირდები.

უცბად გონება მინათდება და აი, მოვიფიქრე სახელიც.

- ,,დი’’ მოგწონს?

- ,,დი’’ ? ნუთუ მიქელანჯელო ბუონაროტი ,,დი’’ სიმონი?

- დიახ.

- გენიალურია, ჩემო ისააკ, გაფასებ. - ჩემი სიმპატია მოვიპოვე როგორც აღმოჩნდა.

ახლა კი დროა სადმე სკვერი მოძებნო და მშვიდად განვაგრძო ფიქრი...

Page 8: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

რამდენიმე ნაბიჯის მერე მოსახვევში ჰიმლერის ქუჩის ბოლოს გამოჩდნა სკვერი,

რომელსაც ლამპიონის შუქი ძლივს ანათებდა და უსათუოდ ვერავინ შემამჩნევდა.

ახლა, ხომ მაინც ვიქნები მშვიდად და არავინ და არაფერი შემაწუხებს, რომ

განვარტოვდე, თან სიბრაზემაც თითქმის გამიარა. ნაბიჯების სისწრაფეს მოვუმატე,

რომელიც სირბილში გადამეზარდა და სანამ ვფიქრობ, რომ რომელიმე ღამის

პატრულმა არ დამინახოს, ცელქი ბავშვივით მორბენალი და ქურდი არ ვეგონო, უკვე

სკვერში ვარ ტირიფის ხის ქვეშ გაკეთებულ სკამთან და ისე ვქოშინებ, როგორც

ჩემნაირ მწეველს შეეფერება. ამის გააზრებამ ბავშვურად გამახალისა. თითქოს

ბავშვობაში დავბრუნდი, ერთი-ორჯერ ჩავიცინე ჩემთვის, სიგარეტს გავუკიდე და

სკამზე ჩამოვჯექი. წამიერად ცხოვრება მშვენიერი მეჩვენა. გადავხედე სახლიდან

სკამამდე მანძილსა და მომხდარს, ჩემი უძილობა, ღვინით დასვრილი ხალიჩა,

იდიოტი ბულე, არ შემდგარი „სონეტი“, თავის ძიება სარკეში, მეზობლის ბავშვის

ტირილი, ევროპის შუაგულში თავხედურად მოსეირნე ქარი, გზა სახლიდან

სკვერამდე, ჰანსი და „დი“. ვხვდები, რომ ძალიან შორს დარჩა ყოველივე ეს. თითქოს

ბუნდოვნად მახსოვს, ბუნდოვანი სიზმარივით და იმ შეგრძნებების ნატამალიც კი

აღარ მაქვს. სრულიად დავმშვიდდი. უფრო მეტიც, უკვე ვაფასებ იმ მიზეზებს,

რომელმაც აქამდე მომიყვანა. მართლაც, რომ მშვენიერია ცხოვრება. ღმერთო ჩემო, რა

სიმშვიდეა, ნუთუ ასე ცოტაც კმარა ჰარმონიისთის. ფიქრებში გართულს მავიწყდება

სიგარეტი, რომელიც პირში მაქვს და ბოლისგან თვალს მიწვავს. ცალწარბაწეული

ვზივარ და უკვე წარსულში დარჩენილ ორმოცდახუთ წუთს ვიხსენებ. ვაფერფლებ

სიგარეტს და თავისით მოდიან, უკვე წმინდა გონებაში, აზრები, ფიქრები, რომელნიც

არც თუ ისე წააგვანან კანტის წმინდა გონების კრიტიკას. მაგრამ მაინც ძალიან

მომწონს და აი, პირველმა ღრმად ტრანსცენდენტალურმა აზრმაც იფეთქა, უფრო

შეკითხვამ.

ვინ ვართ ჩვენ? ღვთის შვილები რომელნიც შემოქმედმა შეგქმნა თავის ხატად? თუ

ევოლუციის შედეგად მაღალგანვითარებული ცხოველები? მოსული არსაიდან.

საუკუნეებია უკვე ამ კითხვაზე პასუხს ეძებს კაცობრიობა. მას მერე რაც

ეგზისტენციალიზმი და ტრანსცენდენტალიზმი გაჩნდა მსოფლმხედველობის

ფართო თვალსაწიერის ასპარეზზე ბევრი რამ შეიცვალა, რაც აქამდე

ფუნდამენტურად მყარი იყო. უკვე საფრთხე გაჩნდა რელიგიის სიმყარეში. აქეთ

პანთეიზმიო, იქით აკოსმიზმიო. ყველაფერს მოედო, ფილოსოფიას, რელიგიას,

ფსიქოლოგიას, ხელოვნებას. ჩვენ საუკუუნებია ვცდილობთ ადამიანის არსისა და

მისიის გაგებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაუმთავრებელი ომია. ომი ადამიანის

გონებას და არსებულ რეალობას,მითოლოგიასა და ისტორიას შორის, ფაქტებსა და

რწმენას შორის. უკვე ასეული წლებია ფილოსოფიის ტიტანები ცდილობენ ჩაწვდნენ

Page 9: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

სამყაროსა და ადამიანის არსს. ასევე საუკუნეებია რელიგიები ცოცხლობენ და

მსოფლიოს მამოძრავებელ ღერძად აქციეს რელიგია და ღმერთი. სრული

მონოპოლია. საბედნიეროდ ჩვენ აღარ ვიმყოფებით ინკვიზიციის იმ ბნელ ეპოქაში,

სადაც, ალბათ, უმეტესობას კოცონი ემუქრებოდა. დღეს უკვე მეცნიერები,

ფილოსოფოსები და ფსიქოლოგიის მამები თამამად ედავებიან „სულიერებას“

სიცრუეში. ასევე მათი ნაწილი ამტკიცებს იგივე გზებით საპირისპიროს და არამარტო

ისინი. უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი აზრი.

მართალია ას წელზე მეტი გავიდა, რაც კანტი გარდაიცვალა. როგორც წერდნენ მისი

სიკვდილის მერე მისი თმისგან ბეჭდები გააკეთეს, სიძვირით კი წმიდანთა ნაწილებს

გაუტოლეს. დღეს უკვე აღარც სიორენ კირკეგორია ცოცხალი და აი უკვე ათწელზე

მეტია რაც ფრიდრიხ ნიცშეც გარდაიცვალა. ძნელია იცნობდე ამ ადამიანს და

ცხოვრების ბოლომდე არ იფიქრო მასზე, მეცხრამეტე საუკუნის ტიტანზე, ადამიანზე

რომელსაც არავისი და არაფრის ეშინოდა. თვით ღმერთისაც კი, ან მას როგორ

შეეშინდებოდა ღმერთის, როგორ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს იმის რაც მისთვის არ

არსებობს. მას მხოლოდ თავისი თავი აშინებდა, ის იყო ღმერთი. მაგრამ მე ვფიქრობ

ნიცშეს სწამდა ღმერთის, უფრო მეტიც მას სტკიოდა ღმერთი. ის ცდილობდა

ადამიანებისთვის ღმერთი დაენახვებინა. ამაზე ვრცლად უფრო ქვემოთ ვისაუბრებ

როცა მის ზარადუსტრას შევეხები, ასეთ გენიალურ ქმნილებას. ახლა კი ვფიქრობ,

ჩემი გონება ჯერ უნდა გავხსნა ამ თემებისთვის მოთელვის სახით. სულ დამავიწყდა

გაგცნობოდით.

წარმომავლობით ებრაელი ვარ. მამაჩემმა, სიმონ იცხაკმა, როგორც თორას

მიმდევარმა და ჭეშმარიტად ებრაელმა, ისააკი შემარქვა და ის მზრდიდა როგორც

ებრაელს შეეფერება. სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ჩვენ დავკარგეთ აღთქმული მიწა,

მაგრამ არ დაგვიკარგავს თორა, რწმენა და ჩვენი ღმერთი. მოვა დრო და ისევ

დავუბრუნდებით ქანაანს და ასე შემდეგ... რომ მე ვიყავი ებრაელი და არ

შეიძლებოდა სუსტი ვყოფილიყავი, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რომ ებრაელები

ისევ რჩეული ხალხი ყოფილიყო მსოფლიოში. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ

მოსეს ჯიში არ გამწყდარიყო და მოკლედ, როგორც ებრაელს შეეფერება. სამწუხაროდ

მამაჩემთან უკვე რამდენიმე თვეა არ მისაუბრია. მას შემდეგ რაც ,,არაებრაელი’’ ქალი

შემიყვარდა და სახლიდან წამოვედი. არა, მე მიყვარს ებრაელები. ჩემი წარსულიც,

ჩემი ფესვებიც, ისტორიაც და თორაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ უნდა ვიყო

ჩემი თავი და არ ავყვე ეპოქალურ დინებას. მოკლედ თქვენს წინაშეა რიგითი

ებრაელი: ისააკ იცხაკი, რომელიც გიყვებათ თავის ცხოვრებას, მსოფლმხედველობას,

ცხოვრების თავის ფილოსოფიას და ....

Page 10: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-ისააკ, იცი რა გამახსენდა ებრაელზე ?

-დი, ხომ შეიძლება დამამთავრებინო აზრი?!

ღმერთო ჩემო, რა ქაოსი მაქვს თავში. აზრებიც ვერ გამიკონტროლებია. არა, ეს

ნორმალურია აზრიდან აზრზე გადასვლა. მითუმეტეს როცა თემატიკა უფრო

საინტერესო თემას წარმოშობს, მაგრამ სასურველია, დი, ვისწავლოთ აზრის

ბოლომდე მიყვანა და მერე ეტაპობრივად გაყოლა...

-ხომ იცი რომ სულსწრაფი ვარ და მწადია უფრო საინტერესოსკენ გავიწიო. ეს ხომ

მაზოხისტურ სიამოვნებას გვანიჭებს. ფიქრი ეგზისტენციალიზმზე და

დიდებულებზე. აი, მაგალითად ისეთ ადამიანზე როგორიცაა ზიგმუნდ ფროიდი...

როგორც ჩანს დიმ მაინც მომწყვიტა ჩემს დოსიეს და ისევ იმ მაზოხისტურ მორევში

მისროლა, რომელიც წამოუდგენლად ძაბავს გონებას და გასაოცარ მენტალურ

სიამოვნებას მანიჭებს. მითუმეტეს უკვე უძილობაც მოვინელე და ზუსტად

ენერგიისგან დასაცლელად მოვედი აქ.

-ისააკ, ისააკ მორჩი ახლა მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვას. რას ფიქრობ

ფროიდზე? იფიქრე ისააკ იფიქრე...

დიმ ასე იცის მანამდე არ მომეშვება სანამ არ ავყვები და ბოლომდე მის ,,ეგოს’’ არ

დავაკმაყოფილებ.

-დი, იცი რა გამხსენდა? მართალია დამღალა საკუთარმა პრანჭია და ნარცისმა

მენტალურმა შესაძლებლობებმა, მაგრამ მაინც გავიხსენებ. გახსოვს ჩვენი მეზობელი,

ფრიად პატივცემული „სუფთა არიული რასის წარმომადგენელი“ ალისია. სახელიც

რა დიადი აქვს. ალისია, ნიშნავს ამაღლებულს, უფრო მეტიც კეთილშობილს. ხოდა ეს

გამოტუტუცებული ფრიად ამაღლებული და კეთიშობილი არიელი მესაუბრებოდა

ფროიდზე. წარმოგიდგენიათ ?

-იჩიით რაა ბატონოო ისააკ, მე ვფიქრობ ფროიდი მეტად ტუტუცი, ამპარტავანი,

გარყვნილი ,ცოდვილი და, და, და ფლიდი კაცია.

ჩლიფინა, ენაბლუ შინაბერა. ნეტავ საერთოდ თუ ფიქრობს. როცა ვხედავ სულ მგონია

რომ თავში ტვინის მაგივრად ყურებს შუა ძაფი აქვს და რომ გადაჭრა ეს ძაფი ყურები

ჩამოუცვივდება.

-რატომ ფიქრობთ ასე ფროილაინ?

Page 11: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

მართალია, არ ესმიამოვნა როცა ფროილაინი დავუძახე. შეიძლება უზრდელობაშიც

ჩამომართვა, მაგრამ არ მაინტერესებს. ჩემს შეკითხვაზე კი თითქოს ფრანსუა-ოგიუსტ

რენე როდენის შესანიშნავი ბრინჯაოს მოაზროვნესავით ჩაფიქრდა და მიპასუხა.

-იცით რაშია საქმე? მე წავიკითხე მისი 1899 წელს გამოცემული წიგნი, სახელად თუ

არ ვცდები „სიზმრების ახნა“ ჰქვია. იქ ის ყოვლად ამაზრზენი კაცი საუბრობს

სიზმრებზე და უამრავ სისულელეზე: აი, მაგალითად ის საუბრობს „ოიდიპოსის

კომპლექსზე“ და ამბივალენტურ გრძნობებზე. როგორ შეიძლება ადამიანმა დაუშვას

ის რომ იმ ნათელ წერტილს, რომელსაც მშობელი ჰქვია, ასეთი რამ აკადროს, მისი

წარმოდგენაც ხომ ცოდვაა, ბატონო ისააკ, მაგრამ მას ხომ ღმერთი არ სწამს.

ჯოჯოხეთში დაიწვება. ეს ყოვლად მიუღებელი, სრული აბსურდია. შეუძლებელია

ასეთი რამე სიმართლე იყოს და რომც იყოს, როგორ შეიძლება ამის დაჯერება,

ბატონო ისააკ, მძულს ეგ....

აღარ დაამთავრა. ალბათ აპირებდა ეთქვა მძულს ეგ ძაღლი ებრაელიო და გაახსენდა

რომ მის წინაშეც ებრაელი იდგა, მაგრამ ახლა ვისღა უკვირს რომ გერმანიაში

ებრაელები სძულთ. მე კიდევ მის პანტა-პუნტა დაულაგებელ სიტყვებს რამდენიმე

სიტყვაში მოვუღე ბოლო:

-პატივცემულო ფროილაინ, ვშიშობ ვერ დაგეთანხმებით და ფროიდი სიმართლეს

ამბობს.

-ეგ როგორ ბატონო იცხაკ?

-აი, წარმოიდგინეთ ღმერთი არ არსებობს და ეს იყოს სიმართლე ფროილაინ.

-არა, ბატონო ისააკ, ეგ ცოდვაა, მაგას ვერ წარმოვიდგენ. მე არასოდეს უარვყოფ

ღმერთს.

- წარმოიდგენთ, წარმოიდგინეთ ფროილაინ. ვიცი რომ წარმოიდგინეთ, მე ვიცი რომ

თქვენ უკვე წარმოიდგინეთ და ახლა უბრალოდ აღიარეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ

მაგალითია, მე თქვენს ცდუნებას და თქვენთვის ჯოჯოხეთის ბილეთის დაჯავშნას არ

ვცდილობ.

- კარგი, დავუშვათ და ასეა, ბატონო ისააკ.

- აი, წარმოიდგინეთ ღმერთი არ არსებობს და ეს სიმართლეა, მაგრამ თქვენ გჯერათ

ღმერთის. გჯერათ იმის რაც რეალურად არ არსებობს. მე თქვენ გეუბნებით: ალისია

ღმერთი არ არსებობს და ეს ჭეშმარიტებაა. მაგრამ თქვენ ამის რა თქმა უნდა არ

Page 12: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

გჯერათ. მაგრამ მე თქვენ გეუბნებით სიმართლეს, თქვენთვის მიუღებელ

სიმართლეს, რომელიც თქვენი რწმენისთვის, მსოფლმხედველობისთვის,

მენტალიტეტისთვის, ეთნიკური და რასაბროვი მენტალიტეტისთვის მიუღებელი

სიმართლეა, ასეა ბატონი ფროიდიც, ის ამბობს სიმართლეს, რომელიც ჩვენთვის

მიუღებელია. ახლა მიხვდით, როგორ შეიძლება იყოს სიმართლე ეს ყოველივე?

-მაგრამ ღმერთი ხომ არსებობს, ბატონო ისააკ?

ღმერთო რა იდიოტია, აშკარაა რომ გაუთხოვარია, აი, კიდევ ერთი მტკიცება

ფროიდისა, მაგრამ ამას როგორ გავუბედავ ასეთ „ამაღლებულს“ ...

-მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ათეისტს ეუბნებით შებრუნებულად. ახლა ხომ მისაღები

მაგალითია?

-დიახ, ახლა გასაგებია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მე ვერ ვიღებ ამ სიმართლეს ?

არადა დარწმუნებული ვარ რომ, უკვე მის რეგვენ თავში ნათურა აინთო და არა თუ

გაიგო არამედ დამეთანხმა.

-არამარტო თქვენ.

-მაგრამ ბატონო ისააკ, თქვენ რატომ იღებთ ამას ? ნუ, ნუ, ნუ, ნუთუ თორა ამას

ამბობს? - რა ცინიკოსია ეს „კეთილშობილი“.

- თორა არ ამბობს ამას ალისია, მაგრამ ბატონი ფროიდი ამბობს. მგონი აქ მკაფიოდ

აგიხსენით ჩემი შეხედულება, ბატონ ზიგმუნდზე, ფროილაინ და ვფიქრობ, კამათი

ამით უნდა დავამთავროთ. თქვენ კი იფიქრეთ იმაზე რაც გითხარით და კიდევ

ერთხელ გადახედეთ მის ნაშრომს. სხვა თუ არაფერი სოფოკლეს უკვდავება მაინც

გაამყარა ამ „ოიდიპოსით“. ასე არ არის ფროილაინ?

-თქვენც ა, ა, ა არანაკლებ ცბიერი ბრძანდებით ისააკ. ძალიან კარგი მაგილითი იყო.

ვიფიქრებ ამაზე. - მომღიმარი სახით მითხრა გაუთხოვარმა ქალბატონმა. რომელიც

აშკარად ჩემს დალაგებულ საუბარს და მშვიდ ტონს მოეხიბლა და სიმპათიას ვერ

მალავდა უკვე.

- ძალიან გთხოვთ ამის შესახებ არავის უთხრათ ბატონო ისააკ. ახლა უნდა გავიქცე

და იქნებ სხვა დროს გვესაუბრა კიდევ? ვიფიქრებ თქვენს არგუმეტზე.

- სიამოვნებით.

Page 13: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

მაგრამ გულის სიღრმეში საერთოდ არ ვაპირებდი მასთან საუბარს მითუმეტეს ასეთ

ღრმა თემაზე, მითუმეტეს მაშინ როცა ვხდებოდი, რომ ის აბსოლუტურად

იზიარებდა ჩემს არგუმენტს და გაუცნობიერებლად აღიარა კიდევაც. მძულს

გაუცნობიერებელ თეისტებთან საუბარი. ყველგან ღმერთს ახსენებენ. უკვე მეცოდება

„ელ შადდაი“, მართლა გული მტკივა. ყოველი უწიგნური, რომ აწუხებს წამდაუწუმ

და მისით მანიპულირებს იქ, სადაც საერთოდ არაფერ შუაში არ არის. არ შეიძლება

ღმერთით მანიპულირება. უბრალოდ, უბრალოდ ნასიამოვნებმა გამარჯვებით,

ვიფიქრე რომ თავაზიანობით არაფერი დაშავდებოდა.

- ეს კარგი არგუმენტი იყო დი, მაგრამ მგონია რომ იმ დღეს მაინც ვერ შევძელით

ჩვენი მაქსიმუმი. დანაკლისის შეგრძნება არ დაგრჩა?

- დიახ, დამრჩა მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. ისე წარმოგიდგენია ალისია ნიცშეზე

საერთოდ რას ფიქრობს? ალბათ ნება რომ მისცე ამოთხრის საფლავიდან და კოცონზე

დაწვავს „იმ“ ერეტიკოსს, ეს ფრიად „ღვთის მოშიში“ ქალი.

- ოო ნიცშე, ნიცშე. გასაოცარია, ნიცშე. იცი, დღეს ყოველი ცხვირმოუხოცავი

ლაწირაკიც კი ფილოსოფოსობს და ფსიქოლოგობს. განიკითხავენ ნიცშეს თუ სხვათა.

ძალიან მარტივად საუბრობენ და აძაგებენ. ის ხომ ათესტი იყოო. აი, დი, გიფიქრია

იმაზე რომ ნიცშე საერთოდ არც კი ყოფილა ათეისტი? მეტიც მას ყველაზე მეტად

სტკიოდა ღმერთი, ის უყვარდა. აი, მაგალითად ნიცშე სვამს კითხვას: არის ადამიანი

ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი? ეს

პარადოქსია. ის ვერ ჩამოყალიბებულა თავის „ათეიზმზე“ ეს თავისთავშივე იმას

ნიშნავს, რომ ფრიდრიხი ორმოცდაათ პროცენტს უშვებს იმის ალბათობას, რომ

ღმერთი არსებობს, მაგრამ როცა ის ამბობს, სამოთხეში ვერც ერთი საინტერესო

ადამიანი ვერ მოხვდებაო, ანდაც ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყოო, მიუხედავად

იმისა რომ ქალს საერთოდ შეცდომად არ ვთვლი, ის უკვე პირდაპირ ეწინააღმდეგება

თავის „ათეიზმს“ და აღიარებს ადონაის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს სიტყვები

შეიძლება ცინიზმი და ირონია იყოს. გიფიქრია იმაზე, რომ მისი არაცნობიერი

შეიძლება აღიარებდა შემოქმედს. ეს ჩემი არგუმენტია, დი, რომელსაც ისევ და ისევ

შენ გეუბნები. მე არაფერს ვამტკიცებ. შენთან მე უბრალოდ ვსაუბრობ, განვიხილავ

და ვფიქრობ. ან როგორ შეიძლებოდა ნიცშე ათეისტი ყოფილიყო, როცა თავს

დიონისეს უწოდებდა, ან როგორ შეიძლებოდა ღმერთის არსებობა არ დაეჯერებინა

როცა ვაგნერს უსმენდა და შოპენჰაუერით ტკბებოდა. ის ხომ მართლაც ღვთაებრივია

და ამას არც ფრიდრიხი უარყოფდა. მისი ნიჰილიზმი კი, რომელსაც „ათეიზმს“

უწოდებენ, როგორც სპინოზას მოძღვრებასაც უწოდებდნენ ერთ დროს, ზუსტად

თეიზმიდან მოდის...

Page 14: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-შენ ამბობ, რომ ნიცშემ შეიძლება რაღაც კარმული მისიის მაგვარი იტვირთა საკუთარ

თავზე ?

-დიახ, დი. ზუსტად მასეა. წარმოიდგინე ნიცშე. იპოვა ღმერთი, ის ამომავალი,

წმინდა წერტილი, რომელსაც ხალხი ასე უნდა გაუფრთხილდეს და ხედავს, რომ

ადამიანებმა მოკლეს ღმერთი. ის გულისხმობს, რომ ღმერთი არსებობს და ის ჩვენ

ადამიანებმა მოვკალით. ამით გვიბიძგებს რომ ისევ პატივი ვცეთ მას. ისევ ავიყვანოთ

დიდების ზენიტში, ნიცშეს, საკუთარი თავის გაწირვის ხარჯზე. წერს ნაშრომებს

რათა ადამიანებში რწმენა გაამყაროს ათეიზმით. ეს ომია დი. ათეიზმს ებრძვის

ათეიზმის საშუალებით, ოღონდ პრაქტიკაში და ასეც შეიძლება იყოს, თუ

დაუკვირდები. წარმოიდგინე, ათეისტები ვერ ჩაწვდნენ მის კარმულ მისიას და

პირდაპირად და ლაკონურად გაიგეს. ვიწრო თვალსაწიერით. არაფილოსოფიურად...

-არ არის ცუდი არგუმენტი ისააკ. ნამდვილად საინტერესო აზრია, ჩემო გენიოსო.

იშვიათი და მართლაც რომ სასიამოვნო აზრია. აი, ამას ქვია ისააკ ფიქრი. ისევ

გაიღვიძა ჩემში მენტალური თვითგანდიდების და კმაყოფილების შეგრძნებამ. მაგრამ

ჩვენ შეგვწევს კი ამის გაგება, როცა ის უკვე თორმეტი წელი მკვდარია და მისი

ზრახვებიც თან ჩაიყოლა. მიუხედავად იმისა რომ როგორც მან თქვა, მაინც აჯობა

„ნაზარეველმა“.

-აქ კი ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ვინც ქრისტეს ებრძოდა სრულიად

არასწორად ფიქრობდა. იმიტომ კი არა, რომ ეწინააღმდეგებოდნენ მას, არამედ

არასწორად იგებდნენ ქრისტეს. ამასაც აგიხსნით, თან მე ვერანაირად ვერ

დავეთანხმები მის ძე ღმერთობას, მე ხომ ებრაელი ვარ. მაგრამ ვფიქრობ რომ ქრისტე

მაინც ის ნათელი წერტილია, რომელიც სამყაროს მოევლინა. ის უდიდესი

ცნობიერების მატარებელი ადამიანი იყო. სამყაროს ექიმი, აი ძალიან უხეშად, რომ

ვთქვათ ძალიან მაგარი სოციალისტი იყო, რომელსაც ვერ გაუგო ჩემმა ერმა,

რომელსაც დღემდე ვერ გაუგო კაცობრიობამ და იმის გამო რომ სადღაც მესამე

საუკუნეში ერთეულმა პიროვნებებმა ამ უდიდესი ცნობიერების გამტარი ადამიანის

ცნობიერება მოირგეს, სასიკეთოდ დაამახინჯეს და დოგმებში მოაქციეს, იმის გამო

რომ ათას ორმოცდათოთხმეტ წელს, ორმა ძვირფასი კაბით შემოსილმა ადამიანმა ვერ

გაუგო ერთმანეთს, ისევ დაამახინჯეს დიო და მონოფიზიტობად. მას მერე

ცნობიერება კი არა დამახინჯებული რელიგია მოდის. ამის გამო არ შეიძლება იმ

უდიდესი ცნობიერების გამტარს ებრძოლო და აუგად მოიხსენიო. ის არაფერ შუაშია

იმაში, რომ მას ვერ გაუგეს. ის ხომ იმ რელიგიას არ ქადაგებდა, რაც ახლა გვაქვს. ის

საერთოდ არ ამბობდა ჩემზე ილოცეთ და სანთლები აანთეთო, პირქით ის

ერთმანეთის პატივისცემაზე საუბრობდა და არა ჩემი სახელით ერთმანეთი

Page 15: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

დახოცეთო. მამის პატივისცემაზე საუბრობდა. იმ მამაზე რომელიც ზუსტად ჩვენია

ებრაელების, ადონაიზე. მაგრამ სადაა ახლა ადონაი? სულ მიჩქმალეს სადღაც...

ქრისტე შეიძლება მასზე ალეგორიულად საუბრობდა დი. მაგრამ მე არ მწამს, დი,

ათეისტის, რომელიც ქრისტეში ვერ ხედავს ცნობიერებას და აღიქვამს ისე ვიწრო

თვალსაწიერად როგორც „ქრისტიანობაა“, დასცინის უდიდესი ცნობიერების გამტარს

მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაზეა დაბოღმილი და ცდილობს თავისი ცხოვრების

წარუმატებლობა რაღაცით გაამართლოს, მიჩქმალოს.

-ღმერთო ჩემო, ეს არსად არ თქვა თორემ შეგწვავენ ისააკ, შეგწვავენ ერთნიც და

მეორენიც. მოუხედავად იმისა რომ სიმართლეს ამბობ. ისე შეწვაზე გამახსენდა,

მგონი მშია, თან უკვე ხუთის ნახევარია და დროა ისევ სახლში დავბრუნდეთ,

დავიღალე და მგონი მეძინება.

მართალია ამ შემთხვევაში დი. ნამდვილად ნაყოფიერი ღამე იყო. ნერვები უკვე

დაწყნარებული მაქვს საიმისოდ, რომ ორი საათი მაინც დავიძინო. დილით ადრე

უნდა ავდგე. თვითკამყოფილი ისევ და ისევ საკუთარი გონებრივი მონაცემებით

ვდგები სკამიდან და ვგრძნობ, თუ როგორ მიტკაცუნებს ძვლები ძილის

მაპროგნოზირებადი სასიამოვნო ტკაცუნით. ახლა უკვე ერთი სული მაქვს ჩემს

საწოლამდე მივიდე. მოკლედ ვდგები სკამიდან, ვუკიდებ დარჩენილი რვა ღერიდან

ერთს და ისევ სახლისკენ მივეშურები.

მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დილის სიცივე როცა ტირიფს გავცდი. მივაბიჯებ ახლად

გაკრეჭილ ბალახზე და ვგრძნობ თუ რა სასიამოვნოა დილით მარტოდ ყოფნა

შუაგულ ქალაქში. არანაირი ხმაური, არც უაზრო ყაყანი. ვიცი, რომ ხალხს სძინავს და

არც დაბალი, მაღალი, გამხდარი, მსუქანი ადამიანების უჟმური და ჰარმონიული

სახეები არ მხვდება თვალში. ვგრძნობ მთელ სამყაროს, ვგრძნობ სამყაროს

სისუფთავეს, ვგრძნობ განთიადს, ვგრძნობ, რომ სადაცაა მზე ამოვა. უკვე ლურჯია

მიდამო. მე კიდევ მარტო ვარ სკვერში და გზას მივიკვლევ სახლისკენ თან

გაწმენდილ დილის ახალ ჰაერს ვსუნთქავ და ერთადერთი ადამიანი ვარ

მიდამოებში, რომელიც ამ სუფთა მშვენიერ ჰაერს აბინძურებს სიგარეტის ბოლით,

მაგრამ მგონია, რომ ატმოსფეროს ესმის ჩემი, ესმის მისი უძღები შვილის. ღმერთო, რა

სასიამოვნოა დილის სიმშვიდე. არა, ნამდვილად სჯობს ამ დროს გარეთ ისეირნო,

ვიდრე გეძინოს და უაზროდ იკრუნჩხებოდე საწოლში, უამრავ უაზრო სიზმარს

ხედავდე, რომელიც დილით მაინც არ გემახსოვრება, ან თუ გემახსოვრება შუა დღეს

მაინც დაგავიწყდება და არაფერს მოგცემს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ბატონი

ზიგმუნდის არ გჯერათ და ჩემსავით არ იწერთ ყოველ სიზმარს და მერე საათებს არ

ხარჯავთ მის გაანალიზებაში. საოცარია, დედამიწა მისი ქმნილებით. საოცარია, მისი

Page 16: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

ჯაჭვური ბმა სულიერის და უსულოს თანაკვეთის ხარჯზე. აი, თუნდაც ახლა

დაახლოებით სამ ნაბიჯში ჩემს გერმანულ ტყავის ფეხსაცმლის ძირს მწვანე ახლად

გაკრეჭილ ბალახს ისევ ხუთკუთხედი, დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრის ზომის,

ბეტონის ფილები შეცვლის და ეს მართლაც სასიამოვნოა, ცოცხალ ორგანიზმს ცვლის

ცივი ფილა, რომელშიც იგრძნობა სიცოცხლე. წარმოვიდგენ მუშას, რომელმაც ამის

გაკეთებაში მთელი გული, ემოცია ჩადო და ამ ცივ ბეტონის ფილებს სიცოცხლე

ჩაჰბერა, საერთო ჯამში ეს ფილებიც ერთ მშვენიერ ქუჩას ქმნის, ესეც ხომ

ხელოვნების ნიმუშია. ღმერთო ჩემო, მთელი სამყარო ხელოვნების ნიმუშია.

-ანუ გამოდის, რომ ადამიანი და სამყარო ერთად მშვენიერ სიმბიოზში ცხოვრობენ

არაა, ისააკ?

-მართალია დი მართალია.

-რა ოტიმისტი ხარ ისააკ. რას იტყვი საპირისპირო მოვლენაზე. ადამიანი, რომელიც

ანგრევს ყველაფერს და ანადგურებს თვით უმაღლეს ქმნილებას ადამიანსაც კი.

-რას გულისხმობ?

-მარტივად, მიწისძვრა, წყალდიდობა, ტყის გაჩეხვა, ომი, ძალიან მარტივად გეუბნები

ისააკ, სად არის აქ სიმბიოზი?

დი მართალია, აქ ბალანსია და არა სიმბიოზი, მე ვხედავ იმას რაც ახლა მახარებს,

მაგრამ ამ წუთას შეიძლება სადღაც ვიღაცა კვდება იმიტომ, რომ დედაბუნება

განაწყენებულია მასზე, ან გამწარებული მეკუბოე ხეს ჭრის, რათა მისგან კუბო

გააკეთოს იმ ახლაგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც მისმა თანატოლმა მოკლა, თავისი

უაზრო პატივმოყვარეობის გამო. არა, არა ახლა ამის დრო არ არის. არ უნდა მივცე

დის იმის უფლება, რომ ისევ ამიმღვრიოს გონება, უნდა მოვიშორო ეს აზრი, რომ არ

ჩამითრიოს ისევ ნეგატივში. უნდა მოვიშორო! ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი,

ჩაისუნთქე ისააკ! ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი, ამოისუნთქე ისააკ!

Freude, schöner Götterfunken

Tochter aus Elysium,

Wir betreten feuertrunken,

Himmlische, dein Heiligtum!

Deine Zauber binden wieder

Page 17: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

Was die Mode streng geteilt;

Alle Menschen werden Brüder,

Wo dein sanfter Flügel weilt

ოო, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მეოთხე ტაქტი საოცრებაა. მართლაც, რომ

საოცრებაა ბეთჰოვენი, აღარაფერს ვიტყვი შილერზე. უკაცრავად, იოჰან კრისტოფ

ფონ ფრიდრიხ შილერზე და მის გასაოცარ ქმნილებაზე სიხარულის ოდაზე,

რომელიც გენიოსმა გამოიყენა თავის უკანასკნელ დასრულებულ ქმნილებაში მეცხრე

სიმფონიად და შექმნა ვოკალური სიმფონია. ღმერთო რა დიდებული ადამიანები

იყვნენ. რას არ მივცემდი, რომ ყველა ერთად მენახა. რა საოცრება იქნებოდა ერთად

ერთ დარბაზში: მოცარტი, რაფაელ სანტი, ბეთჰოვენი, ტიციანი, სიორენი,

რემბრანტი, ვეროკიო, გოეთე, არქანჯელო, იოჰან კრისტიან ბახი, იოჰან სებასტიან

ბახი, დიდებული კანტი, სიორენ კირკეგორი. ყველა თავისი საქმის კეთების

პროცესში და ყველა თავისი ეპოქის რეალობაში განცალკევებით ერთმანეთისგან

იზოლირებულად და შუაგულ დარბაზში მე, ღმერთო ჩემო, ნეტავ როგორი სანახვი

იქნებოდა გენიოსი მოცარტი, როცა „ლაკრიმოსას“ ქმნიდა, გოეთე, რომელიც

მეფისტოფელს ესაუბრება ბუხართან, დიდებული კანტი თავისი სიდიადით,

რომელიც სასეირნოდ ემზადება და წამებს განსაზღვრავს, რაფაელი, რენესანსის

ჰუმანიზმი და პატიოსნება, როგორ ხატავს ტიტანური სიმშვიდით „მადონებს და

იესოს“, შეშლილი გენიოსი, როგორ ანთხევს თავის ბოღმას და აგრესიას, როგორ

ქმნის კლასიკური მუსიკის შავი ღმერთი „ვალკირიას“, დიახ, ვაგნერს ვგულისხმობ.

გაოცებული ვეროკიო, როცა საკუთარ ქმნილებაში „ქრისტეს ნათლობა“ და ვინჩიმ

ანგელოზი დაუხატა, შეშლილი ნიცშე, რომელიც კუთხეშია ჩაკეცილი და სიგიჟისგან

თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს, როგორც განრისხებული ლუციფერი ჯონ მილტონის

ქმნილებაში „დაკარგული სამოთხე“, ღმერთო, მათი წარმოდგენაც კი არ შემიძლია,

რამდენი გამორჩა დის და რამდენის წარმოდგენაც კი უჭირს ჩემს გონებას. არაფერს

ვამბობ ლეონარდოზე, ყველა დროის უდიდეს გენიაზე და ჩემს დიზე, მიქელანჯელო

დი ლუდოვიკო ბუანაროტი სიმონზე და აი, ისევ ეს პატარა თეთრი უსულო ჩვილი

ბავშვები მეჩხირებიან თვალში, რომელსაც დავითს ეძახიან, ნუთუ ამის გამო მოხვდა

ჩემს გენიას ცხვირში ტორიჯანის მძლავრი მუშტი, როცა გენიამ მას შენიშვნა არა თუ

მისცა, არამედ ტორიჯანის ქმნილება სრულიად შეურაცხყო როცა უთხრა:

-რომელ მითოლოგიურ ქმნილებას აქვს ასეთი ნაკვთები და ასეთი ცხვირი?

Page 18: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-აი, რომელს! - მიქელანჯელოს პიეტრო ტორიჯანი ცხვირის ხრტილს უმტვრევს. ეგ

სულით მახინჯი ხელოვანი. როგორ გაუბედა დის!!! იდიოტი! ზუსტადაც, მხოლოდ

ამის გამოც კი იყო ღირსი, როცა ინკვიზიციამ კოცონზე შეწვა ესპანეთში.

-არა, ისააკ დამშვიდდი. შენც იცი , რომ პიეტრო ამას არ იმსახურებდა. მგონი

მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი ინკვიზიციაზე. ნუ აყვები ემოციებს რატომ

შფოთავ ასე?

-შენ არ გესმის. არ გესმისეს ტკივილი დი, არ გესმის ეს ყვირილი დი. არ გესმის

მიქელანჯელოს ბორკილები. მისი სულის კივილი არ გესმის......

და დიმ არ მაცალა დაცლა და ისევ ბეთჰოვენს მიუბრუნდა:

-Freude, schöner Götterfunken, Tochter aus Elysium, Freude, schöner Götterfunken, Tochter

aus Elysium. ისააკ, მოვედით სახლში და ვგფიქრობ, მხოლოდ ეს გიტრიალებდა

ტირიფთან სკვერში.

რა დრო გავიდა, ისე გავიარე მთელი გზა ერთი სულიერი არსება ან ნიშანიც კი ვერ

შევნიშნე. ისე ინსტიქტურად აღმოვჩდი ჩემი სახლის კიბეებზე და აი, უკვე კარს

ვაღებ. შევდივარ ოთახში, ვუყურებ სარკეში ჩემს ენერგია დაცლილ სახეს და ვამჩნევ,

რომ ფიქრებში გართულს პერანგი მაქვს დამწვარი სიგარეტის ნამწვით, ეს ალბათ

მაშინ დავიწვი, როცა სიგარეტის ბოლი თვალს მიწვავდა. ღმერთო, რა თარსი ღამე

მაქვს ნეტავ დღე რა იქნება? ჯერ იყოდა .... არ მინდა ამის გახსენება.

-დიახ, ისააკ ჯერ იყო: უძილობა, მერე დაქცეული ღვინო, შენი ძვირფასი ებრაული

ხალიჩა, მერე ვაი და ამადეუსი ვარო, აი, ის იდიოტი ბულე, სამყარო რომ არ

ანაღვლებს და ფანჯარაზე სძინავს, მერე ეს ჩასვრილი ღრიალა ბავშვიო, მერე არიქა

სუფთა ჰაერიო და თავხედი ქარი, მერე ჰანსი, ჩემო სიგარეტის მაგნატო, მერე

სიმშვიდე ისააკ, რომელიც შეენ დაარღვიე არიქა ჩემი მიქელანჯელოო, სიმბიოზიო,

გენიებიო და ახლა კიდევ გახვრეტილი და გამოუსადეგარი პერანგი, ახლა კი უნდა

დაიძინო.

-დი სიმართლეს გეტყვი, ისე ვარ დაღლილი ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა , და

ასეც მოვიქცევი, საერთოდ არაფერი მანაღვლებს, თავს ვიტყუებ შეიძლება, მაგრამ

ვიძინებ.

მოკლედ არ ავყევი დის და მივდივარ საწოლისკენ, ვაყენებ მაღვიძარას შვიდ საათზე

და გულაღმა ვეშვები საწოლზე.

Page 19: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

დაახლოებით, ერთ საათში სანამ ჩემი მაღვიძარა დარეკავდა, ისევ მესმის

მეზობელი ბინიდან ბავშვის გაუთავებელი კივილი. ვხვდები, თუ როგორ

გადავდივარ ძილის მდგომარეობიდან ძილბურანში და ბავშვის კივილზე

გაღიზიანებული, ბინდგადაკრული თვალებით, ვცდილობ დავხედო მაღვიძარაზე

მითითებულ საათის ისრებს. აი, უკვე ექვსს აკლია ხუთი წუთი. სულ რაღაც

ორმოცდათხუთმეტი წუთი მეძინა. ჩემი პუნქტუალურობა და მაღალი მორალური

შეგნება არ მაძლევს საშუალებას ისევ განვაგრძო ძილი. პატარა ჩასვრილ შტრაუსს

მადლობას ვუხდი და საწოლიდან ვდგები, გაუბრუებისა და გულისრევის

შეგრძნებით, რომელიც თან ახლავს უძილობას. ინსტიქტურად ვიღებ დარჩენილი

შვიდი ღერიდან ერთ-ერთს და მოძველებულ გერმანულ ფირსაკრავზე ვრთავ

ვაგნერის ვალკირიას, რათა ამ დაწყევლილ ძილბურანს დავაღწიო თავი. ვუსმენ

ვაგნერს, მიუხედავად იმისა, რომ ძილბურანში ვარ, მისი უკვდავყოფილი ქმნილება

მესმის სუფთად და უნაკლოდ, განსხვავსებით ორმოცდათოთხმეტი წლის

ბეთჰოვენისგან. არადა წარმოგიადგენიათ? ამ ყრუ კომპოზიტორმა, მიუხედავად

ყველა სირთულისა, მაინც შეძლო ტიტანურად გაძღოლოდა ვენის თეატრში თავის

ღვთაებრივ მეცხრე სიმფონიას, რომელიც ლონდონის ფილარმონიულმა

საზოგადოებამ შეუკვეთა. წარმოგიდგენიათ, მაშინ იმპერატორს ტაშს სამჯერ

უკრავდნენ, მაესტროს კი ხუთჯერ დაუკრეს. ამასობაში, ვაგნერსა და ბეთჰოვენზე

ფიქრში გართულმა, საპირფარეშოც მოვითავე და აბაზანაში შესვლისას კარს ვტოვებ

ღიას, რათა კარგად მესმოდეს მუსიკა. სიგარეტის ნამწვს მოშვებულ ონკანში ვაქრობ

და იქვე პირსაბანზე ვტოვებ. მე კი თქვენი მონა მორჩილი აბაზანის მიღებას ვიწყებ.

ვინ თქვა, რომ ებრაელები არასდროს ბანაობენ და სუნი ასდითო?! ამასობაში

ბოლომდე ვფხიზლდები. როგორც წესი, ვცდილობ სუფთა ტანსაცმელი ვიპოვო და

დროულად მივიდე დანიშნულების ადგილას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მეც მაქვს

სახლში ავეჯი და მათ შორის, გარდა მაგიდისა, ხალიჩისა და პიანინოსი, მაქვს რა

თქმა უნდა ტანსაცმლის კარადაც. ის უფრო ძველმანების შესანახ ყუთს გავს,

რომელიც ჯერ კიდევ ასრულებს თავის ფუნქციას, იმის გათვალისწინებით, რომ

ცალი ფეხი მომტვრეული აქვს და მის აღმატებულებას დაყრდნობა უწევს

დოსტოევსკის იდიოტსა და ძმებ კარამაზოვებზე. და მაინც, კარადის რომ

შეგშურდება ადამიანს. სწორედ ეს ქმნის კარადას, როგორც აღმატებულს, ყველა

კარადას ხომ არ აქვს ასეთი განსაკუთრებული ფეხი. მოკლედ ამ ძვირფასი

კარადიდან, გამომაქვს მუქი ყავისფერი შარვალი და საყელოსთან გაცრეცილი,

თეთრი პერანგი. ვიმოსები ,,მეფურად’’, ისე რომ თვით ალექსანდრე დიდსაც კი

შეშურდება ჩემი. სარკის წინ კვლავ მიწევს ჩემი ყოველდღიური რეპეტიცია და ისევ

მიწევს წუთიერი შეხვედრა ჩემს დაკრუნხჩხულ მეგობართან. კარიდან გასულს

Page 20: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

სადარბაზოში, მესმის ბულეს კნავილი, მაგრამ ეგ იდიოტი ამჟამად არ იმსახურებს

ჩემგან ყურადღებას და შურნაძიები კატაზე ჩემი უყურადღებობით, ვტოვებ

საცხოვრებელ ბინას. გავდივარ მთავარი შემოსასვლელი კარიდან და ამჟამად, უკვე

თავხედი ქარის ნაცვლად, თვალში მეჩხირება ახლად გაღვიძებული უსისოცხლო და

უჟმური გერმანული სახეები. აი, თუნდაც ერთერთი, ჩემი ფრიად აღმატებული და

ზრდილობიანი მაღალჩინოსანი, ჰანსის მეუღლე - ლაურა, რომელიც როგორც

გათხოვილ ქალბატონს შეეფერება მოკრძალებულად მესალმება. აი, უკვე ქუჩის

მეორე მხარეს, ჩემს მოპირდაპირე ბინაში მცხოვრებ ლილისაც გამოუფენია თავის

,,ორანჟერიაში’’ გამოყვანილი ყვავილები. ღმერთო ჩემო, რომელი იდიოტი იყიდის

ამ დროს ყვავილებს?! ჯერ ხომ მხოლოდ დილის შვიდი საათია. რადგანაც ჩემი

სამსახური სულ რაღაც ათი წუთის სავალზეა, ფეხით მივუყვები ჩემთვის კარგად

ნაცნობ ქუჩებს, სადაც უკვე სახურავებიდან მიყურებენ ახლადგაღვიძებული, პატარა,

თეთრი, ჩვილი ბავშვები..

-ჯერ ერთი, ეგ თეთრი ჩვილი ბავშვები მიქალანჯელოს ქმნილებაა, სახელად

დავითი, მეორეც მათ არ სძინავთ, ისინი ხომ მარად გაშეშებულნი არიან,

პატივცემულო ისააკ.

-დილა მშვიდობისა დი. არ მეგონა ასე გვიან თუ გაიღვიძებდი.

როგორც წესი, თავისი უჟმური და უტაქტო გამოხტომებით ჩამეჭრა მონოლოგში დი.

ახლა მხოლოდ სამსახურზე და ჩემს თერთმეტ საათიან რუტინაზე ვფიქრობ, ამიტომ

დისთან საუბრის სურვილი საერთოდ არ მაქვს. ისე ცნობისთვის ვაგნერის ქუჩაზე

ვცხოვრობ. დიახ, დიახ, რიჩარდ ვაგნერის ქუჩაზე. ის ხომ ლაიფციგში დაიბადა ათას

რვაას ცამეტი წლის ოცდაორ მაის. ჰოროსკოპით ტყუპები, ნადვილად ნიჭიერბი

არიან ტყუპები...

-ისააკ, ოღონდ ახლა ვაგნერის ნატალურ რუკას ნუ გააკეთებ. ხომ არ დაგავიწყდა

მთელი თერთმეტი საათი მოსაწყენი სამსახური გელოდება წინ. თან რატომ მიდიხარ

სასახურში გოეთეს ქუჩის გავლით ვერ ვხვდები, როცა რიტერის ქუჩიდან უფრო

ახლოსაა შენი „ცოდნის ტაძარი“.

აქ დის ირონია უადგილოა, რადგან, ჯერ ერთი, მაგ ცოდნის ტაძარს ლაიფციგის

უნივერსიტეტი ქვია, რომელიც უკვე მეხუთე საუკუნეა არსებობს და მეორე, მაგ

ცოდნის ტაძარში სწავლობდა გენია, რომელმაც ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე

დიდი სოლო არია და ოპერა დაწერა. დიახ, ვაგნერზეა აქ საუბარი. იღბლიანი უნდა

იყო ადამიანი ცხოვრობდე ქალაქში, სადაც ვაგნერი დაიბადა და უფრო მეტიც, მისი

Page 21: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

სახელობის ქუჩაზე გქონდეს ბინა, ებრაული კვარტლიდან რამდენიმე ნაბიჯში. თან

ახლა გოეთეს ქუჩაზე მივაბიჯებ გაბღენძილი მედიდურად.

-მგონი სულ გამოგაშტერა შენ უძილობამ. ისე საუბრობ, თითქოს წმინდა არიული

სისხლი გიჩქეფდეს ძარღვებში. ისააკ გამოფხიზლდი!!! ებრაელი ხარ!!! ებრაელი!!!

არა, რა ხომ ვამბობდი იდიოტი ხარ მეთქი, ბულე კატას კი არა შენ უნდა გერქვას!!!

-ჯერ ერთი გოეთეც და ვაგნერიც მსოფლიოს ეკუთვნის და არა ლაიფციგს და

გერმანელებს, რაც კარგია და დასაფასებელი ვაფასებ, ასე რომ მოკეტე დი და შენთვის

დაიტოვე რასისტულ-ნაციონალური გამოხტომები.

მაოცებს ჩემი აზრების ასეთი დაბალი გამოვლინებები, რომელსაც ისევ ჩემი ჯანსაღი

აზრები ფარავენ. თუმცა ეს ნორმალურია, როცა შენსავე სუსტ აზრს შენივე ძლიერი

აზრით ამსხვრევ, ზუსტად ეს მგონია ფიქრის ძალა.

-ამაში კი გეთანხმები ისააკ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენი ერთიანობა ქმნის ჩვენს

გენიას, მაგრამ გამოფხიზლდი უკვე უნივერსიტეტის კართან ხარ, გაისწორე სახე,

გაბღენძილო!

ხო, ხო, აქ კი მე ვეთანხმები დის, ვისწორებ სახეს, რომელსაც უნივერსიტეტის კარის

მინის ანარეკლში ვხედავ გამჭვირვალედ. ვაღებ კარს და „ცოდნის ტაძარი“ ჯერ

ჯერობით ცარიელია. მხოლოდ ყარაულია, რომელიც ჩემსავით გაბღენძილი გამოდის

თავისი ოთახიდან, ისე თითქოს მთელი ღამე არ სძინებია, აფერისტი, ხომ ვიცი, რომ

უეჭველად გამოთვრა გვარიანად და მთელი ღამე ხვრინავდა, ახლა კი სახლში მიდის.

-გამარჯობა ბატონო ისააკ ,როგორ ბრძანდებით, ბედნიერ დღეს გისურვეთ.

ისე ჩამიარა გვერდით, გამომებურტყუნა და გავიდა კარიდან, არც მაცადა მეთქვა,

კარგად ვარ, ამაზე უკეთესად ყოფნას ვერც ვიოცნებებ და სულ ჩემსავით ბედნიერს

გევლოს-მეთქი. მორიგი იდიოტი. წყნარად ავუყევი კიბეებს მეორე სართულისკენ.

მაგრამ რა მინდა მეორე სართულზე მე ხომ პირველზე ვმუშაობ? ნეტავ რატომ

ავყავდი არაცნობიერს მეორე სართულზე? რას მიმზამდებს განგება? იმის

გათვალისწინებით რომ ქვეცნობიერში ინახება ყველა ინფორმაცია, რაც კი რამე

არსებობს სამყაროში, თუ დავუჯერებთ არც თუ სახარბიელო ფსიქიკის მქონე

ოკულტისტებს. ოკულტიზმი, ეს კიდევ ერთი, მეტად საინტერესო თემაა,

განსხვავებით ოკულტისტებისგან. არა, არა, უნდა ამოვიგდო ეს უაზრო ფიქრები

თავიდან, ახლა მაინც. ჯობია ჩემს მაგიდასთან დავჯდე, უკვე რვის ნახევარი ხდება

Page 22: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

და სადაცაა ხალხი დაიწყებს მოსვლას, ხალხი რა, ფრიად პატივცემული

საზოგადოება, „მენტალური ელიტა“.

- ვინ მოვა პირველი, შენი აზრით, ისაკ?

- არ ვიცი დი. შეიძლება, ოთხთვალა ალბერტი ან სამფეხა იოზეფი, თუმცა სანამ ეგ

მოჩანჩალდება... ნეტავ მეტი საფიქრალი არ მქონდეს ახლა, მაგაზე მაფიქრე ვინ

დაიგვიანებს და ვინ არა. გერმანელები ხომ პულქტუალურები არიან და ერთ დროს

მოვა ყველა.

რა არის ჩემი მოვალეობა? ჩემო მოვალეობა ძალიან ადვილია, ვზივარ კართან

კუთხეში პატარა მაგიდასთან, წინ მიდევს თითქმის მაგიდის ზომის ჟურნალი,

ფრიად აღმატებული, პროფესორების სახელებით და გვარებით. ჩემი მოვალეობა კი

არის ამ ჟურნალისთვის თვალყურის დევნება, როცა ვინმე მოვა ან გავა ჩავიწერო

ზუსტი დრო და თარიღი, შემდეგ კი პიროვნება, რომელსაც აღვრიცხავ ხელს აწერს,

ხო და კიდევ ვითავსებ დაცვის როლს, რათა სიმშვიდე იყოს მისაღებში, მოკლედ

დამლაგებელზე და ყარაულზე დიდი თამდებობა მაქვს, შეიძლება ითქვას „დიდი

კაცი“ ვარ. ისე ყელში მაქვს ამოსული ეს სამსახური, მაგრამ ფული მჭირდება, რომ

სწავლა განვაგრძო, მე, სულ რაღაც ერთი წელია, სწავლა დავამთავრე და სანამ

სამსახურს ვიშოვი თავის რჩენა მიწევს, ბინის ქირის გადახდა და ასე შემდეგ.

მართალია, მანამდე ბამბის სამრეწველო ქარხანაში ვმუშაობდი და ხელფასიც

მაღალი მქონდა, მაგრამ მე ხომ ლაიფციგი დავამთავრე და იმის გათვალისწინებით

რომ, თეოლოგი ვინტლი ძლიერ მოხუცებულია და მალე ვეღარ შეძლებს საქმიანობის

გაგრძელებას, დეკანმა შემომთავაზა ეს სამსახური, რადგან იცოდა ჩემი

მდგომარეობა. ვიფიქრე, სარფიანი იქნებოდა ყველას გავეჩხირები თვალში და

როგორც კი პატივცემული ვინტლი, რომელიც უდაოდ უნაკლო თეოლოგია ,შეწყვეტს

საქმიანობას, რა თქმა უნდა გაჭრის ის ფაქტი, რომ ყოველდღე მთელი საპროფესორო

მხედავს და ყველა მიცნობს, რა თქმა უნდა ამას თან დაერთვება პროფესორი

ვინტლის რეკომენტაციაც, მე ხომ მისი საყვარელი მოსწავლე ვარ. მოკლედ

ველოდები როდის გამიღიმებს ბედი. ამასობაში კი სანამ ჩემი დრო მოვა, უკვე მოდის

პროფესორი იოზეფი და თან მოათრევს ყავარჯენს, თუ ფეხს, ვერ გაიგებს კაცი.

შემოვიდა მე კი დრო აღვნუსხე.

- გამარჯობა, ბატონო პროფესორო. - მივესალმე თავაზიანად.

- დილა მშვიდობისა ისააკ, ხომ არ დავიგვიანე?

- არა, პროფესორო ოცდასამი წუთით ადრე მოხვედით. შვიდი საათი და

ოცდაჩვიდმეტი წუთი.

Page 23: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

- ისააკ ვშიშობ თქვენი საათი ორი წუთით წინ არის. ჩემთან ჯერ კიდევ შვიდი საათი

და ოცდათხუტეთი წუთია.

- როგორც გენებოთ, ახლავე გადავაკეთებ.

- არა, არა, ნუ შეწუხდები, ვიხუმრე მოხუცებს ხომ გვაშინებს დრო.

უღიმღიმო ხუმრობას ღიმილი მოაყოლა. მეც თავაზიანად გავუღიმე, სამფეხა

პროფესორმა კი ხელი მომიწერა ჟურნალში და დამტოვა ისევ ჩემს ფიქრებთან, მაგრამ

ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ვხედავ ახლა უკვე პროფესორ ადელაიდას,

ქალბატონი მართლაც რომ ამართლებს სახლეს. ადელაიდა ანუ სიკეთით მბრწყინავი,

მართლაც ერთადერთია მგონი მთელს ლაიფციგში, ვისაც ყველა და ყველაფერი

უყვარს და აი, კარს ვუღებ გაბადრული და ვესალმები, პროფესორი, კი შვიდი წლის

ბავშვივით მხიარული მიდის ჩემს მაგიდასთან, თვითონვე წერს სახელს, გვარს

გვერდით საათს და თარიღს აწერს, იქვე ხელმოწერას ტოვებს, მიღიმის ბავშვურად,

მერე კი მოწყენილი სახით მეუბნება:

- ისააკ ძალიან მენანები, შენ აქ არ უნდა იჯდე, ეს უსამართლობაა, ძალიან მწყინს,

იღონე რამე, თორემ ყოველ შემოსვლაზე გული მიკვდება .

მართლაც სუფთა გულის პატრონია და შორიდან ვეტრფი, ახალგაზრდა რომ იყოს

უთუოდ ხელს ვთხვოვდი, მართალია მისი აღზრდის, სოციუმის და მენტალიტეტის

გამო ებრაელს მაინც არ გამომყვებოდა ცოლად, მაგრამ მე მაინც ვთხოვდი ხელს.

ამჟამად კი გულზე თბილ-სევდამორეულმა გავუღიმე და მორცხვად თავი დავუკარი,

ადელაიდა მშორდება და გზას მიიკვლევს საპროფესოროსკენ, სადაც იოზეფი

დახვდება, მე კი მეძინება, არადა რომ ჩავთლიმო და მძინარე მნახონ უსათუოდ

შენიშვნას მივიღებ, თან ყველა ახლა იწყებს მოსვლას და სტუდენტები რას იფიქრებენ,

ლაიფციგ დამავრებული კარისკაცად მუშაობს თუ ჟურნლისკაცად ვერ გაუგია და

ესეც არ კმარა სძინავსო. არა, არა, თავს ამ ღლაპებს ვერ დავამცირებინებ, მითუმეტეს

მომავალი მათი მასწავლებელი ვარ. გავალ სუფთა ჰერზე გამოვფხიზლდები და თან

სიგარეტს მოვწევ. გავდივარ გარეთ, მაგრამ უძილობისგან გამოწვეული

თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება მიკარგავს სიგარეტის მოწევის სურვილს

და ზიზღით ვეწევი, მე ხომ უკვე გავუკიდე. მეტი აღარ შემიძლია უნდა დავიძინო.

საღამოს მოვალ. შევდივარ ისევ შიგნით, ვიღებ ფურცელს, მელანს და ვწერ:

„პატივცემულნო, მოწიწებით გთხოვთ, აღნუსხოთ თავი ჟურნალში, მომიტევეთ

თქვენს მონა-მორჩილს თავხედობა, გთხოვთ გამიგოთ, უეცრად შეუძლოდ გავხდი და

სახლში მომიწია წასვლა, მომიტევეთ კიდევ ერთხელ. პატივსცემით, ისააკ იცხაკი.“

Page 24: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

ფურცელს გადაშლილ ჟურნალში ვდებ და საჩქაროდ ვტოვებ ლაიფციგის

უნივერსიტეტს, რომ არავინ დამინახოს. ახლა უკვე გრიმმაიშის ქუჩას მივუყვები,

საიდანაც გოეთეს პარალელურ რიტერის ქუჩაზე ვუხვევ და ლამის ბარბაცით,

თვალებზე ბინდგადაკრული მივიკვლევ გზას, ბრუჰლთან მიწევს გავლა, ბრუჰლი

ებრაული კვარტალია, სამეწარმეო ქარხნებით, რომლებიც მეტწილად ებრაელებს

ეკუთვნით, ჩემი ოჯახიც აქ ცხოვრობს, თითქმის „ავტონომიურ ქანაანში“. ბრუჰლის

და რიტერის კვეთას სწრაფი ნაბიჯებით ვეცლები, რომ რომელიმე ჩემმა

სათვისტომოს წარმომადგენელმა არ დამინახოს. ორიოდე წუთში ისევ ვაგნერის

ქუჩაზე ვარ და აი, ნანატრი ბინაც. როგორც იქნა საწოლში ვარ, ბულე ისევ კნავის

მაგრამ დასჯილია, მაღვიძარას ვასწორებ ჩვიდმეტ საათზე, სხეულის

მოდუნებისთანავე ვგრძნობ როგორ მიექანება ჩემი გონება ამოუცნობ სამყაროში.

შუადღისას მაღვიძარა მაღვიძებს, მე ისევ გაბღენძილი ვდგები ტანზევე ვისწორებ

ტანსაცმელს, მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ის ფისრაკრავი დამთავრებულა,

რომელიც დილით დამრჩა და მხოლოდ ღრჭიალი ისმის პლასტინკის, ვთიშავ

ფირსაკრავს, ისევ აბაზანა, ისევ ტანსაცმელი და სწრაფად უკვე გამოძინებული

მივეშურები ცოდნის ტაძრისკენ, ამჟამად რიტერის ქუჩას ჩავუყვები, გამოძინებულზე

უფრო ლამაზი მეჩვენება ბაროკოს ეპოქის გოთიკური სტილის არქიტექტურა. თვალს

ვავლებ არქიტექტურას ,რომელიც მრავლადაა ქალაქში ,ბრუჰლი და ჩემი უბანი კი

ამით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და აი, სამან გრიმმაიშის ქუჩას გადავკვეთ თვალში

მხვდება ზუსტად გოთიკური სტილის წმინდა ნიკოლაის ეკლესია. აქ მოდიან ყოველ

შაბათ-კვირას ქრისტიანები, წირვა ლოცვის აღსავლენად და ერთი ნაბიჯით

უახლოვდებიან ედემის ბაღს. სანამ ეკლესიის ინტერიერზე ვფიქრობ, რომელიც

მართლა თვალწარმტაცია, უკვე კართან ვარ. ისევ, გულისფანცქალით მივდივარ

მაგიდასთან და სიამოვნებით ვივსები როგორც კი ჟურნალს ვხედავ, რომელშიც

ერთამეთის ქვემოთ წერია პროფესორების სახელი, გვარი დრო და ხელომწერა, ასევე

ჩემს დატოვებულ ფურცელზე პროფესორი ჰერმანის წარწერა: „მალე დაგვიბრუნდით

ისააკ, ცუდია რომ შეუძლოდ ხართ, მაგრამ კარგი ისაა, რომ ჩვენი პროფესორები

სახელის და გვარის დაწერას ისწავლიან, ვიმედოვნებ, ყველაზე ბოლო მოვედი და ამ

ხუმრობას მტარვალთ არ ჩაუგდებ ხელში“. შემდეგ ხელმოწერა. პროფესორი ჰერმანის

წარწერის ქვემოთ კი ფრანგი ლინგვისტის პროფესორი ფილიპ ფარნეს წარწერაა:

„მართლაც, რომ განსაკუთრებული იურმორი აქვს, ბატონ ჰერმანს, რასაც მის

ცხვირზე ვერ ვიტყვით, გამოჯანმრთლებას გისურვებ ისააკ, ვიმედოვნებ, რომ

საგანგაშო არაფერია.“ ისევ ხელმოწერა. პროფესორი ფილიპის წარწერის ქვემოთ კი

ჩემი კეთილი პროფესორის ადელაიდას წარწერაა: „გამეცინა“ და დიდი ასოებით

მიუწერია ადელაიდა. ალბათ ჩამოიარა და რომ ვერ დამინახა ჟურნალზე

დატოვებულ ფურცელს დახედა. ამ ყველაფრის მერე ძალიან გავხალისდი, ერთი

სული მქონდა როდის ვნახავდი ამ სამ ადამიანს ისევ, გულითადი მადლობა, რომ

გადამეხადა ჩემი ყალთაბანდობის შედეგად მიღებული კეთილი ემოცებისათვის.

Page 25: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

უკვე ექვსი ხდებოდა და ზუსტად ის დრო იყო, როცა სასწავლო საათები

სრულდებოდა ეს დრო ძალიან იწელებოდა მითუმეტეს იმ პროფესორების გამო,

რომლებსაც ჭორაობა ძლიერ უყვარდათ და იქამდე შემორჩებოდნენ ხოლმე, სანამ

ყარაული არ ეტყოდათ რომ ლაიფციგი უკვე იკეტებოდა. ისინი თითქოს დანაშაულის

შეგრძნებით იხდიდნენ ბოდიშს და ყარაულის „უტაქტო გამოხტომაზე“

განაწყენებულები ტოვებდნენ შენებას. აი, ისმის სწავლის დასრულების მანიშნებელი

ზარიც და დერეფნის სრულ სიმშვიდეს უკვე სტუდენტთა ზუზუნი და ქაოსური

ბგერები არღვევს, მიყვარს ამ ხმის მოსმენა, როცა ერთმანეთში ასობით სტუდენტის

სხვადასხვა ხმის ტემბრი და საუბრის შინაარსი ირევა, თუ კარგად დააკვირდებით

მთელი ემოციური დაძაბულობა მიაქვს ამ ქაოსურ ბგერებში ცალკეული სიტყვების

გამორჩევას. ახლა ზუსტად ეს მომენტია, კიბეებზე ჩემსკენ მოემართება ასობით

სტუდენტი, ასობით განსხავებული ჟღერადობით და მე როგორც ყოველთვის

სიამოვნებით ვუსმენ ქაოსს, ქაოსს ხომ ყველაზე მოწესრიგებული მოძრაობა ქმნის.

მაგალითად ატომი, ატომში ხომ მოლეკულები ქაოსურად მოძრაობენ და ქმნიან ქაოსს

ერთი შეხედვით, მაგრამ ყველა მათგანს განსაზღვრული ტრაექტორია აქვს და

განსაზღვრულ წესრიგს ქმნის. უბრალოდ, ცოტა რთულად აღსაქმელია და მე ეს

ქაოსური წესრიგი მიტაცებს ზუსტად. სანამ მე სტუდენტების მიერ გამოწვეული

„წესრიგით“ ვტკბები ამასობაში გაბღენძილი ყარაული არღვევს ჩემს მყუდროებას,

რომელიც ისევ ნასვამია. არა, არ ვასამართლებ, ალბათ მეც გავლოთდებოდი მის

ადგილას რომ ვიყო, ცოლი ჭლექით გარდაეცვალა, შვილი არ ყავს, ცხოვრებაზე ხელი

აიღო და მხოლოდ არსებობს. ერთი შეხედვით ადვილია ვუწოდო ლოთი, ხელიდან

წასული, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, მარტივად გვავიწყდება სხვისი ტკივილი,

აღარაფერს ვამბობ ამ ტკივილის გაგებასა და აღქმაზე. ძნელია ყოველი წამი

გტკიოდეს ცხოვრების, ყოველი ფაქტი.

- მართალი ხარ ისააკ, იყავი ადამიანი, ნუ განსჯი, მას სტკივა. ის, რაც შენთვის

წარმოუდგენელია არ ნიშნავს, რომ არ არსებობს.

დი მართალია, ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა ახლა ამ ადამიანს, უბრალოდ

ჩავეხუტო და ვაგრძნობინო რომ მეც მტკივა მისი ტკივილი, მაგრამ ისიც ხომ

გაუცნობიერებელი ადამიანია, მიუხედავად ტკივილისა და ვერ გაიგებს, ვიცი, რომ

ვერ გაიგებს, არავის უყვარს რომ ეცოდებათ, ძნელია ადამიანს დაანახო თანაგრძნობა,

როცა ის ტკივილს მალავს. უთუოდ გიჟი ვეგონები ან ჰომოსექსუალი. ის ვერც კი

წარმოიდგენს, რომ მე მის ტკივილს თანავუგრძნობ, რადგან ეს მისი ტკივილია და

ჰგონია რომ სხვა ვერასდროს დაინახავს. ის კი დგას ჩვეულებრივ ჩემს წინ და მიყვება

თავისი მეზობლის ამბავს, თუ როგორ ეჩხუბა ცოლი ქმარს და როგორ გააგდო

სახლიდან საწყალი კაცი. ამბავს, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. ამასობაში კი

ქაოსიც შეწყდა, სტუდენტებიც წავიდნენ, ყარაულმა კი თავის ოთახს მიაშურა და ისევ

სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვა, როგორც იქნა ეს უცნაური დღეც მიილევა. როგორც კი

Page 26: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

პროფესორებს გავისტუმრებ და ისევ ჩავდგები ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში,

საიდანაც გასულმა ღამემ, უძილობამ და შუადღის ძილმა ამომაგდო. რამდენიმე

წუთში პირველი იოზეფი და ალბერტი გამოჩნდნენ, ერთმანეთი მოყავდათ

ხელკავგამოდებულებს, აკადემიკურად მომიახლოვდნენ ?და ერთმანეთთან

საუბარში გართულებმა ისე მოაწერეს ხელი მითითებულ გრაფაში, რომ არც

შევუმჩნევივარ არცერთს. მათ მოყვათ პროფესორი ალდუსი, კონრადინი,

ბერნაჰარდი და დოცენტი ბლაზი. და აი, კიბეებზე ერთად ჩამოდიან ადელაიდა,

ჰერმანი და ფილიპე, თან სამივეს ღიმილი დასთამაშებს ერთმანეთთან ბავშვური

ხუმრობის გამო, მე კი სულმთლად გაბადრული დავხვდი. მომიახლოვდნენ და

თავაზიანად სამივემ ერთად მომიკითხა, მე კი მათი სახელებისა და გვარების

გასწვრივ დრო მივუთითე...

-ისააკ ხომ კარგადაა ყველაფერი? ექმის გაესინჯე ? - უკვე სერიოზული სახით მკითხა

პროფესორმა ფილიპემ, ადელაიდამ და ჰერმანმა კი მზერით მანიშნეს, რომ მათაც

იგივე საკითხი აწუხებდათ.

-დიახ პატივცემულო, შაკიკი მქონდა გაუსაძლისი, სერიოზული არაფერია, დიდი

მადლობა, რომ ასეთი კარგები და კეთილები ხართ. მადლობა ამ დიდი

პოზიტივისთვის.

ვუღიმოდი გაბადრული და ემოციებს ვერ ვიკავადები, რასაც ისინიც გრძნობდნენ და

ჩემი ბედნიერი სახე მათაც ბედნიერს ხდიდა. დასაფასებელია ასეთი უბრალო და

უშუალო ადამიანები, რომლებიც თავიანთ სტატუსს არ ეფარებიან და არიან ისინი

ვინც არიან. მათ კი ალბათ ჩემი შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, ამ ნიჭის გამოყენება

და პერსპექტივა მოსწონთ. სამივემ ხელი მომიწერა, თავაზიანად დამემშვიდობნენ და

გავიდნენ, მე კი ისევ ყურებამდე გაღიმებული ვუცქერდი მათ, სიტყვები საჭირო არ

იყო, ისედაც ყველაფერს ხვდებოდნენ, მთელი დღის სტრესი სამ წინადადებაში

გამიქრეს, ზოგჯერ მართლაც მცირდშია თავისუფლება და ჰარმონია, მაგრამ ამან არ

უნდა გვიბიძგოს იმისკენ რომ სამყაროს ობიექტური აღქმა დავკარგოთ, რაც თან

ხშირად სდევს ამ უკანასკნელს, დავიწყება ყველა პრობლემის და დროებით გვერდზე

გადადება, სანამ ისევ მელანქოლია არ შეგვაწუხებს. ჩემს სამ მუშკეტერს, იმედია

დარტანიანი მე ვიქნები, უკან მოყვა მშვიდი და გაწონასწორებული გეოფი. ადამიანმა,

რომ შეხედავს ეგონება არასდროს გაბრაზებულა ცხოვრებაში, სასწაულად მშვიდია,

მოკლედ გერმანელები ნამდვილად ამართლებენ სახელების შინაარსებს. აი, მის მერე

კი თითქმის ყველა ერთად გამოვიდა, თითქოს პირი შეკრესო. მას მერე რაც ყველა

აღვნუსხე და მხოლოდ ჭორაობის მოყვარული აილისი, ბერდინა და გუნელი

შემორჩნენ ყარაულს ვთხოვე გარეთ დალოდებოდა ჭორიკანა განმანათლებლებს. მე

კი ისევ შედარებით წყნარი რიტერის ქუჩიდან სახლს მივაშურე, დღეს ფრედა უნდა

Page 27: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

ვნახო, ფრედა ჩემი საცოლეა, ადამიანი რომელმაც მიმიღო ის რაც ვარ, ადამიანი

ვისთანაც არ მიწევს თამაში და ნიღბები, ადამიანი, რომლისთვისაც სამყაროს

დავთმობდი და დავთმე კიდეც, მან კი იმ სამყაროზე ლამაზი სამყარო გადამიშალა.

ფრედაზე და ჩვენს დღევანდელ გეგმებზე ფიქრში სულ დამავიწყა, რომ უკვე ბრუჰლს

მივუახლოვდი, ბრუჰლმა კი ავტომატურად გადამრთო ისევ ჩემს თვისტომსა და

ოჯახზე.

- მამა და დედა მენატრებაა ისააკ, აშირაც, ალბათ უფრო გაიზარდა, შეიძლება

გათხოვდა კიდეც.

მე კი ყოველთვის გავურბოდი მათზე ამბებს და ყოველთვის თავს ვარიდებდი,

არადა ასე ახლოს მყვანან და არაფერი ვიცი მათზე, გარდა იმისა, რომ ჩემი უმცროსი

და აშირა ამერიკაში წავიდა, მამას მას მერე არ ველაპარაკები რაც არჩევანის წინაშე

დამაყენა. ჩემი ეთნოსის ტრადიციებსა და ჩემ არჩევანს შორის, მე არჩევანი ფრედაზე

გავაკეთე, მამამ ვერ მიიღო არაებრაელი ქალი ჩემს გვერდით, ისევ და ისევ თორას,

ადონაის, ქანაანისა და ებრაელობის გამო, არც მას გაემტყუვნება, მისი რწმენა და

მსოფლმხედველობა ასე მოითხოვს, მაგრამ ვაი, რომ განსხვავდება ჩვენი აზრები, ჩვენ

ებრაელები არ ვართ სამყაროს ამომავალი წერტილი და ეს ეგოცენტრულობა

ზედმეტია, მაგრამ ვაღიარებ, რომ ღმერთმა ნამდვილად გვიბოძა ის რაც არ დაანათლა

სხვა ერებს, ბოლო-ბოლო მთელს მსოფლიოს ებრაელები აკერია პირზე, ალბათ

მაგიტომ გვდევნიდა რომიც, მაგრამ გადავრჩით, გადავრჩით და მამაჩემის აზრით, მე

ფრედას არჩევით ზუსტად ამ გადარჩენას ვაყენებდი ეჭვქვეშ, თითოეული ებრაელი

ძვირფასია ახლაო, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს. ღმერთს თუ გაწერილი აქვს ებრაელთა

ბედი, მაშინ ის მათ დაღუპვას არ დაუშვებს და ერთი უზომოდ შეყვარებული ისააკით

არაფერი დააკლდება კაცობრიობას. დედა? დედა არ ვიცი, დედამაც ვერ მიიღო

ფრედა, ისიც ხომ იმავე ფესვებმა გაზარდეს, რომელებმაც მამა გაზარდა. დი, მათ

ფრედა ვერ მიიღეს და არჩევანის უფლება დამიტოვეს, არჩევანი არაფერ შუაშია, მათ

მე ვერ მიმიღეს, ისინი ჩემზე მეტად ტრადიციებს სცემენ პატივს, შვილის არჩევანი

არაფრად ჩააგდეს. თორა, თორა, თორა და ისევ თორა, მოდგმა და ის დაწყევლილი

ქანაანი, როცა შვილის შეყვარებულს არ სცემ პატივს, მხოლოდ იმიტომ რომ

გერმანელია. ესე იგი ჯერ შვილს არ სცემ პატივს, მითმეტეს, როცა ადამიანი უკვე

შემდგარია და ბავშვი არ არის, მე ეს მეტკინა დი. მათ მე ვერ მიმიღეს, აბრაამს

მაგონებს მამაჩემი, რწმენის გამო ისე გამომისვამს ყელზე დანას არც დაფიქრდება.

მერე აქეთ აქვთ პრეტენზია, ნაციონალისტურ-დისკრიმინაციაზე. მიიღე სხვა და

მიგიღებს ისიც, მე ასე ვფიქრობ, მძულს რასისტები, ნაციონალისტები, სამყარო, რომ

მხოლოდ თავიანთი ჰგონიათ და იმის იქით ვერ იყურებიან. ასე რომ დავხუროთ ეს

თემა, მეტად აღარ მსურს ამაზე საუბარი. ისედაც გასაგებია ყველაფერი.

-ისააკ, მართალი ხარ , მაგრამ რას იტყვი იმაზე, რომ ფრედას მამა, რომელიც

ნამდვილი გერმანელი პატრიოტია, ფრედასგან განსხვავებით ის შენ ძაღლის ფასად

Page 28: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

არ გთვლის, შენი ებრაელობის გამო. ისინი ვერასდროს ვერ მიგიღებენ შენ. მაგრამ შენ

დათმე, ფრედამ არა, შეიძლება ვერა. მაგრამ ფრედა რა შუაშია!?

-არც არაფერში, იმის გამო რომ მისი ოჯახი ვერ მიმიღებს, მას ასე ვერ გამოვაცლი

ოჯახს და არჩევანის წინაშე ვერ დავაყენებ, როცა თავის რჩენაც კი არ შემიძლია, მას

არათუ ეშინია, არამედ ფაქტებს კარგად ხედავს დი. მანაც უარი თქვას და მე

ხელმოცარულ იდოტად დავრჩე მერე რა უნდა ვქნა ან მე ან მან, მთელი ცხოვრება

ტანჯვა იქნება.

- ამიტომ გააკეთე ყველაფერი, რომ ასე არ მოხდეს. ახლა კი გასაღები ამოიღე, უკვე

რამდენიმე წუთია კართან დგახარ გაშეშებული.

უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან და დაბნეულმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება ვინმემ

ხომ არ შემამჩნია, სასწრაფოდ ვაღებ კარს და თახში შევდივარ, ვგრძნობ გულზე უკვე

ლოდი მადევს, დავიღალე, დავიღალე ფიქრით, რამდენი რამით მაქვს თავი

გამოტენილი, ეს ტრანსცენდენტალიზმი, ეგზისტენციალიზმი, ფროიდი, იუნგი,

ვაგნერი, კანტი, ნიცშე, სიორენი, მოსე, ნოე, ატლანტიდა, ტროა და მხდალი პარისიც

კი წარმომიდგენია. დავიღალე, დავიღალე ფიქრით, ეს უკვე მენტალური რუტინაა

დი, მეტი აღარ შემიძლია დასვენება მინდა. დამღალა ყველამ და ყველაფერმა. სული

დამიმძიმდა.

- იმედია სულში იმ გამჭვირვალე რაღაცას არ გულისხმობ ქრისტიანებს, რომ

წარმოუდგენიათ.

- ხო სულს პიროვნულ მედ აღვიქვამ, ლამაზი სული მაგალითად, ლამაზი

პიროვნული თვისებებია, მარტივია.

უკვე შვიდი გახდა, მე კიდევ ორი საათი მაქვს მოსამზადებლად და რას ვაკეთებ ?

პირქვე ვგდივარ საწოლზე და ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი ჩემი უიღბლობით და

ამ აუტანელი ცხოვრებით. თავი ხომ არ მოვიკლა? იქნებ ასე ადვილია. წარმოგიდენია,

როგორ დავისვენებდი.

- შენ ხომ იცი, რომ ეს ყველაზე სულელური გამოსავალია. სისუტის სიჩლუნგის მეტი

არაფერია, როცა პრეტენზია გაქვს, პატივცემულო, შენს გონებრივ მონაცემებზე.

ჩაგდებენ, სადღაც თხრილში და მოგაყრიან მიწას. ორი სამი წელი გიგლოვებენ და

მერე უბრალო იშვიათ მოგონებად იქცევი ისააკ. იქ კიდევ არაფერია გარდა ცივი

მიწისა და ჟანგიანი კუბოსი. ნუ ქვითინებ ყოველთვის შენი სიკვდილის

წარმოდგენაზე.

-ეს ხომ მხოლოდ აზრია დი, ეს ხომ ნებისმიერს მოსდის თავში.

Page 29: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

-დიახ, ნებისმიერს და შენ მაგიტომ ხარ ძლიერი, რომ მხოლოდ აზრების დონეზე

გამოწვევაც გაკმაყოფილებს და გცლის ემოციურად, განსხვავებით ჩვენი ქვემოთა

ფსიქოპატი მეზობლისგან.

დი აქაც მართალია. ყოველთვის ვთლიდი, რომ ადამიანის ბუნების იმ ერთ-ერთი

გამოვლინებისგან, რომელსაც ფსიქოპატია ჰქვია, ეგრეთწოდებული „განვითარებული

გონება“ იმითაა ძლიერი, რომ ფსქიოპატმა უნდააგაკეთოს ის, რაც სურს მის

დამახინჯებულ გონებას, ხოლო მაღალგანითარებულ ფსიქოპატს კი მხოლოლ

აზრების დონეზე გამოწვევაც აკაყოფილებს. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, ეს ჰგავს ორ

ადამიანს, რომელებიც იცავენ მარხვას, ერთი ფიქრობს, მაგრამ მალევე იშორებს იმ

აზრს, რომ ხორცი უნდა შეჭამოს, ხოლო მეორე ვერ ითმენს და ჭამს, მაგრამ მარხვას

აგრძლებს და ყოველ ჯერზე ემორჩიელა სურვილს. ასეა დაბალ განვითარებული

ფსიქოპატიც.

-შენ ამბობ რომ, შენც ფსიქოპატი ხარ.

-მე კი არა, დი, ორი მილიარდი ადამიანია ფსიქოპატი. ყველა სახე და ტიპი, რაც

არსებობს სამყაროში, ეს ყველაფერი, ორი მილიარდი ინდივიდის, ორი მილიარდი

სახე, სხვადასხვა გამოვლინებაა ადამისა. ამჟამად დედამიწა ორ მილარდ ჰომო

საპიენსს იტევს და გააჩნია ვინ რა შინაგან მეს გახსნის თორემ, ჩემში ყველაფერია,

მაგრამ მე ჩემს ამ პიროვნულ ხასიათებს ჩავწვდი და სადღაც მაღალ განვითარებული

ფსიქოპატიც ვარ, როგორც ზემოთ აღვწერე. ახლა ცოტახანს დავიძინებ დი, თორემ

ასეთი უჟმური ვერ ვნახავ ფრედას. კიდევ კარგი ჩემთან მოდის და გარეთ გასვლა არ

მომიწევს.

ამჯერად შტრაუსის ნაცვლად კარზე მოკრძალებული კაკუნი მაღვიძებს და

ძილბურანში ისევ უსიმართო ბრაზი მიპყრობს.

ფრედაა, რომელიც ვინ იცის რამდენი ხანია დგას კართან...

უცებ გავიაზრე ყოველივე ეს: ფრედა, შეხვედრა, ჩემი სიყვარული კართან მელოდება,

მე კი მძინავს. ძილბურანიდან აფექტურ სიფხიზლეში ამომათრია დიმ და აი, უკვე

კარისკენ მივდივარ, გზად კი ჩემს ბინას თვალს ვავლებ და ვხედავ რომ მთლად

საამაყო წესრიგი არ არის. ცოტა მრცხვენია კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ

ფრედასთან სრულიად გახსნილი ვარ, კარს ვაღებ იმის მოლოდონში რომ უკვე წამის

მეათედში მალე სრულიად სხვა სამყაროს ვნახავ, იქ სადაც ყველა ტკივილი, სევდა,

სიმახინჯე, პათოლოგია და ეგოც კი ქრება.

- ეს რა უბედურებაა ისააკ!? რა ხდება? სად არის ფრედა? მგონი ისევ გვძინავს.

Page 30: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

დი გაოგნებულია, მეც გაოგნებული ვარ. კართან ფრედას ნაცვლად მისი ბიძაშვილი

ალფონსი მხვდება, რომელსაც დიდად გულზე არ ვეხატები და რას ვფიქრობ?

ვფიქრობ, ფრედა არ გამოუშვეს სახლიდან, რადგან იეჭვეს, რომ მე მნახავდა, ამას

მოყვა ჩხუბი, ყველაფერს ალფონსი შეესწრო, განერვიულებულია აშკარად, უნდა

მცემოს? ან იქნებ იარაღით მოვიდა და აქვე უნდა გამიხვრიტოს თავი? უნდა

შემეშინდეს, იქნებ რამე უარესი დაემართა? საშინელი შეგრძნება მეუფლება, გული

მტკივა უკვე.

-გული რა შუაშია? ხომ იცი, ყველაფერს ტვინი აღიქვამს ისააკ, სანამ მილიონ

ვარიაციას შექმნი დამშვიდდი და შემოუშვი, ნუ პანიკობ წინასწარ.

- მობრძანდით, ალფონს. არეულობისთვის ბოდიშს გიხდით, რამ შეგაწუხათ? ხომ

მშვიდობაა?

ისე დავიწყე საუბარი, რომ ვხვდები, ჩემ კითხვებს ფრედას შესახებ აზრი არ აქვს.

ალფონსი მაინც ისე მეტყვის, როგორც გონება ცივ გერმანელებს შეეფერებათ. თანაც

ხომ არ გავაგებინებ, რომ მისი ბიძაშვილი სახლში მსტუმრობს, ამაზე მართლა აქვე

მიმაკლავს.

- გამარჯობა ისააკ, ბოდიში თუ გაგაღვიძეთ, სერიოზული საქმე მაქვს, გესაუბრებით

და მალე წავალ.

რა სერიოზული საქმე უნდა ჰქონდეს? უკვე ათჯერ დამემუქრა მამამისი და ნუთუ

ახლა ისიც უნდა დამემუქროს? ან ფული შემომთავაზოს ისევ რომ ფრედაზე უარი

ვთქვა? დიახ, ფრედას ბიძამ მრავალჯერადი მუქარის მერე, ფული შემომთავაზა, რომ

ფრედაზე უარი მეთქვა. ალბათ, იფიქრა, არიქა, ებრაელია და ფული მასაც ძალიან

უყვარსოო, მაგრამ ვაი რომ არ ვარ ფულის მოყვარული ებრაელი.

- მობრძანდით, ალფონს, დაბრძანდით.

პიანინოსთან მდგომ სავარძელზე ვუთითებ, ის კი საპირისპირო კუთხეში,

სტანდარტული სკამისკენ მიემართება. ამ ჟესტით მაგრძნობინებს, რომ აქ ის არის ამ

სახლის უფროსი და ჩემი კეთილმასპინძლობა არ სჭირდება, რადგან აცნობიერებს,

რომ ებრაელი გერმანიაში ცხოვრობს და არათუ სავარძელი, არამედ სახლიც კი არ

მეკუთვნის მე. სკამზე გეომეტრიული მონახაზებით ჯდება, ისე თითქოს სკამის

ფორმა მიიღო, ფეხებს ერთმანეთს ისე აბჯენს იფიქრებ, ოფიციალური ლოდინის

რეჟიმშიაო. ყელზე მჭიდროდ მიბჯენილ ღია ყავისფერი პერანგის ღილს იხსნის.

ოთახს ათვალიერებს, ისე რომ გეგონება, სადმე დამალულ ადამიანს იპოვის და

როდესაც ყველა ეჭვს იქარვებს, რწმუნდება, რომ მარტონი ვართ, საუბარს იწყებს:

Page 31: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

- ისააკ, მიხვდებოდით ჩემი ვიზიტის აზრს..

- ვერა, ბატონო ჩემო, ვერ ვხვდები.

- ნუ მაწყვეტინებ ისააკ!!! არ შეგეფერება შენი განათლების მქონე „ებრაელს“ ეს... -

ჩვეული ირონია და ნაციონალიზმი. ამას არ მოვითმენ...

- ალფონს, თავი დაანებე ირონიას და პირდაპირ მითხარი სათქმელი, როგორც

ვხვდები აქ ებრაელებზე და საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ხარ, მიტუმეტეს

მაშინ, როცა არც შენ ხარ რამზეს მეორე და არც მე მოსე.

-მართალი ხარ, შენ მოსე არ ხარ და ვერც ოკეანეს დააშრობ ისააკ.

აშკარად რაღაცაზე მიმანიშნებს, ვიცი, ეს ფრედას ეხება და გული უკვე ამოვარდნას,

მაქვს, უკვე ვიცი, რომ რაღაც რიგზე არ არის, ჯერ იყო და ეს მუტრუკი მოვიდა

ცისფერთვალება ქერა ლამაზმანის ნაცვლად და ახლა ოკიანე რა შუაშია? ნუთუუ......

-მიხვედრილი კაცი ხარ ისააკ, ვფიქრობ, სწორად მიმიხვდი იმას, რაც გითხარი.

სახეზე გაწერია შენი ფიქრები. დიახ, ისააკ, აქ იმიტომ მოვედი, რომ ფრედამ მთხოვა

და მის ცრემლებს უარი ვერ ვუთხარი. მოკლედ ადამიანურ ვალს ვიხდი ბიძაშვილის

წინაშე.

უკვე კონტროლს ვკარგავ ლამის. ნერვებზე მეთამაშება. არა, არა უთოდ მეთამაშება

და ჩემი მწყობრიდან გამოყვანა სურს, რათა მერე თავის გარემოცვას მოუყვეს რიგით

ებრაელ მსხვერპლზე..

-დამშვიდდი ისააკ. არ მისცე საშუალება მწყობრიდან გამოგიყვანოს. მოუსმინე

ბოლომდე, ისე როგორც შეგეფერება. არავის ანახო სისუსტე! მოითმინე როგორმე.

გაყინე იმპულსები! არ აყვე...

დი მართალია. რაც გარდაუვალია ის მაინც მოხდება. მშვიდად მოვისმენ ... ვეშვები

სავარძელში, საჩველებელ და ნეკა თითს ვეყრდნობი ნიკაპით, დარჩენილი სამი

თითის გავლით და მივანიშნებ თავით, რომ ვუსმენ...

- მოკლედ გეტყვი, თავს არ შეგაწყენ. ვიცი, რომ ჩემს ნაცვლად ფრედას ელოდებოდი.

შენდა სამწუხაროდ, ფრედა უკვე ატლანტის ოკიანეშია და ამერიკაში მიემგზავრება

მამამისთან და მის საქმროსთან ჯოზეფთან ერთად. დიახ, არ მოგესმა მის

საქმროსთან, ჯოზეფ ჯეიმს-სმიტთან ერთად. სამი დღის წინ მან ბიძიას ფრედას

ხელი სთხოვა და ისიც დათანხმდა. ხვდები ალბათ, რომ ფრედაც შეეგუება ადრე თუ

გვიან ჯოზეფს. დანარჩენს შენით მიხვდები ჭკვიანი კაცი ხარ. ნუ წამოდგები, ჩემით

Page 32: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

წავალ. წარმატებები ისააკ. დარწმუნებული ვარ, ფრედა ბედნიერი იქნება... - კარს

მიღმა ალფონსის გულიანი სიცილი მაფხიზლებს...

- არ მჯერა, არ მჯერა, არ დაუჯერო ისააკ, გატყუებს. ვერ იქნება სიმართლე. ფრედა

ამას არ შეეგუებოდა. უთუოდ თავს მოიკლავდა და ამას არ შეეგუებოდა.მას

თავდავიწყებით უყვარხარ. ადექი ისააკ გაიქეცი, შეამოწმე, მიდი ფრედას სახლში...

დი მართალია. ვერც კი ვაცნობიერებ, რომ უკვე გარეთ ვარ და ქუჩაში მოსეირნე

ალფონსს ელვის სისწრაფით ვცდები. ვერავის ვამჩნევ. უბრალოდ, ინსტიქტურად

გავრბივარ გზაზე ფრედას სახლისკენ. ისე გადავკვეთე ბრუჰლი არავინ აღარ

გამხსენებია. არ მაინტერესებს გაოგნებული ებრაელები. არც ლაიფციგის

აღმატებული მოსახლეობა. ღმერთო, ოღონდ არ იყოს სიმართლე. ფრედა. ცუდად

ვარ. გული გასკდომას მაქვს. ღმერთოო გთხოვ, ოღონდ ეგ არა. ღმერთო, არ იყოს

ოღონდ სიმართლე. გეფიცები, ყველა წმინდას, რაც გამაჩნია, სიკვდილამდე

გამოგყვები შენ და თორას. არასდროს გადავუხვევ, ყოველ წესს დავიცავ, ოღონდ

ალფონსი ტყუოდეს. ღმერთო, გპირდები... ტირილი მინდა. არა, ღრიალი მინდა.

სანამ სახლამდე მივალ გული გამისკდება. ჰაერი არ მყოფნის. ყელში მიჭერს. სუნთქვა

მიჭირს. სევდანარევი ბოღმა მახრჩობს... ვერც დაღლილობას ვგრძნობ და ვერც

მწეველის ფილტვები მაფერხებს. მივრბივარ შუაგულ ქალაქში და ერთ ქუჩას მეორე

მოყვება. სრული აფექტი. თავში მხოლოდ ფრედაა, ჯოზეფი, გემი, ქორწინება,

ბუნდოვნად ჩამესმის, ვერ ვიაზრებ, ვერ ვიღებ... უკვე გუსტავ ადოლფის ქუჩაზე ვარ

და მაღალი სამსართულიანი სახლის კარზე ვაბრახუნებ გაბმულად. არავინ და

არაფერი არ მაინტერესებს, ფრედა უნდა ვნახო... კარი იღება და ის ის არის ფრედა

უნდა მოვიკითხო ... ვგრძნობ, რომ ვიღაცა თავში ძლიერად მირტყამს მუშტს, გონზე

მოსვლას და გააზრებას ვერ ვასწრებ, მეორედ მხვდება, აფექტიდან უკვე შოკში ვარ.

უკან ვიხევ და როგორც კი თვალებში სიბნელე ქრება ვხედავ ფრედას ბიძას, რომელიც

ისევ ჩემსკენ მოიწევს.

- როგორ გაბედე შე ვირთხავ აქ მოსვლა?!!! რამდენს ბედავ ?!!!

და ისე ძლიერად მხვდება სახეში, რომ ვეცემი. გამაყრუებლად ჩამესმის გინების

ნაწყვეტები. უკვე ფეხებს მირტყამს ...

- მოგკლავ... ნამდვილად მოგკლავ... ხომ შეგპირდიი... ნაბიჭვარო ... ბინძურო

ებრაელო... როგორ გაბედე... - კბილების ღრჭიალით ჩამძახის ფრედას ბიძა...

ახლა ცემა ნამდვილად მისწრებაა ჩემთვის, ნამდვილად უებარი წამალია... ვაგდივარ

შუა ქუჩაზე მოკრუნჩხული, ხელებსაც კი ვეღარ ვიფარებ სახეზე. თითქოს შევეჩვიე

უკვე დარტყმებს. ვხვდები რომ აღარ მტკივა. ვერ ვგრძნობ ვერაფერს. ექოდ ჩამესმის

Page 33: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

ქალების კივილი: „მოკლავს“ „უშველეთ“ „ნამდვილად მოკლავს“ ... „ებრაელია თავიი

დაანებეთ“...

დაიღალა შირლი. უკვე დარტყმის თავიც აღარ აქვს. ფრედა, ფრედა უნდა ვნახო ...

ვლუღლუღებ და ვგრძნობ როგორ მიხურს თავი. როგორ მითბება სახე სისხლით.

ვეღარ ვხედავ ერთი თვალით. არ მტკივა. გადახურებული ვარ.

-ფრედას ვერ ნახავ. წადი თორემ ნამდვილად მოგკლავ ისააკ !!! წადი, წადით თქვენს

ქვეყანაში და მწყემსეთ ცხვრები ... წადი აქედან ..!!! - მიყვირის შირლი ,რომელსაც

უკვე რამდენიმე „ჯენტლმენი“ აკავებს .

- ფრედა უნა ვნახო .

სისხლს, რომელიც წარბიდან, ცხვირიდან და ტუჩიდან მომდის, ცრემლები ერევა.

- ის აქ არ არის, რით ვერ გაიგე, არ უყვარხარ, თხოვდება. რომ უყვარდე მაინც არ

გამოგყვება ცოლად, შეეგუე და აქ აღარ მოხვიდე..

არ მჯერა ღმერთო არ მჯერა .. ნუთუუ...

უცებ იქვე მდგომ თვალცრემლიან მოახლეს ვხედავ, რომელიც თავს მიქნევს, ისე

თითქოს მანიშნებს, რომ შირლი მართალია. მზერას ორიოდე წამით ვაჩერებ მასზე და

უკვე ტუჩების მოძრაობით მანიშნებს, რომ სიმართლეა. ოღონდ ეს არა. არაფერია.

გაჩერდა ფიქრები. მხოლოდ სიცარიელე. ფრედა, ამას ვერ იზამდა. ისევ არ მჯერა.

ამას ვერ გამიკეთებდა. მტკივა, ყველაზე მეტად მტკივა. სული კივის. უთუოდ

მატყუებენ. არა, ეს თამაშია. უნდათ გამაგიჟონ. ფრედა ახლა ოთახში იქნება

გამოკეტილოი და ალბათ, ტირის. ალბათ, მე მელოდება. არ მჯერა, ვერ დავიჯერებ.

ასე ვერ შეეგუებოდა ბედს. ის, ის ხომ მპირდებოდა რომ, სულ ერთად და ბედნიერად

ვიქნებოდით. ნუთუ დაუშვა ღმერთმა ეს?!! აჰაა, მამაჩემის ოცნებაც ახდა. თუმცა ეს რა

შუაშია, მაგრამ ესეც სიმართლეა. არა, სახლში უნდა მოვხვდე! ტირილის თავიც კი არ

მაქვს. დაბნეული, გაოგნებული, თავზარდაცემული, შოკში ვარ. უნდა გამოფხიზლდე

ისააკ!!! აგონიაში ხარ, ვეუბნები ჩემს თავს. უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ფრედას

ვეძახი ბოლო ხმაზე. ბოლო წვეთ იმედს ვიტოვებ, რომ იკივლებს მაინც. მაგრამ

საპასუხოდ უკვე რიგითი დამსწრე გერმანელი ვეღარ ითბენს და ისედაც დაბეგვილს

კეფაში ფეხის ტერფი მხვდება, ისე თითქოს ჰაერიდან დაშვებულ ბურთს ურტყამსო.

რამდენიმე წამიანი არარას მერე ცივ წყალს ვგრძნობ სახეზე. ახლა კი ნამდვილად

გადამასხეს ცივი წყალი. წამიერად ყველაფერი სიზმარი მეჩვენა, მაგრამ სისხლიანი

ხელების და უკვე ამბავს შემოსწრებული ალფონსის დანახვზე, ისევ თავიდან მეწყება

Page 34: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

აგონია. უკვე ალფონსს მივვარდი საყელოში და მუქარით ვეუბნები, რომ ფრედას

ადგილსამყოფელი მითხრას. ის კი ცივი ღიმილით და ხელის კვრით მიშორებს

თავიდან და მამასახლისს ანიშნებს, წამიყვანოს აქედან, თორემ ან ის მომკლავს, ან

რომელიმე აქ მყოფთაგანი ... მამასახლისი ხელის კვრით მაგდებს გუსტავ ადოლფის

ქუჩის მეორე მხარეს. მე კი ვბორძიკობ და ყოველ ხელის კვრაზე ვეცემი. უკვე

ვეღარაფერს ვგრძნობ, ვერც ვფიქრობ. სრული ბურუსია თავში. მხოლოდ

დაღლილობა. დაცლილი ვარ. საერთოდ აღარანაირი ემოცია, აღარც გრძნობები.

გავქვადი, გავბოროტდი, მძულს სამყარო. ყველაზე საშინელი დღეა. ჩემი ეგო უკვე

გამოღვიძებას იწყებს, მაგრამ ფრედა წონის და ისევ ქვითინს ვიწყებ, რასაც ისევ

მამასახლისის მუჯლუგუნი მოყვება და ინერციით რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ. მზერა

კი ისევ ფრედას სახლისკენ მაქვს მიმართული. ყველა მე დამცინის. ზოგს ვეცოდები.

თითქოს ქრისტე ვარ, გოლგოთას გზაზე მიმავალი ჯვრის გარეშე. სახეები, ბრბო, ეს

კოშმარია. მინდა გავიქცე სახლში. ვბორძიკობ. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავეცე.

გიჟს ვგავარ, ომიდან გამოქცეულს. უკვე ყველა და ყველაფერი მაშინებს, რაც გზაზე

მხვდება. გზას მივიკვლევ, როგორც მთვრალი, ფეხარეული კვაზიმოდო. ისევ არავინ

მაინტერესებს, სახლში მინდა მივიდე. გზად ისევ ბრუჰლი უნდა გავიარო, სადაც

უკვე მთელმა დასახლებამ გაიგო მომხდარი და თითქმის ყველა ებრაელი

გამოფენილია ქუჩაში. გავრბივარ ბრბოში, თითოეულის სახე მეუცნაურება. გეგონება

მხეცი ვიყო, ისე გაოცებულები მიყურებენ. თითქოს ყველა გაოგნებულია და შოკშია.

ბრუჰლში, სადღაც ტკივილნარევი ხმა გავიგე ..

-ისააკ.... - აღმოხდა ვიღაცას...

ნუთუ დედაჩემია? დანაშაულის წამიერი შეგრძნება დამეუფლა. ნაცემს,

შერცხვენილს, ეგოდაკარგულს და ბოლომდე განადგურებულს. დედა! ალბათ

საშინლად სტკივა გაძაღლებულს რომ მხედავს. წამიერად მომინდა ჩავხუტებოდი და

მის კალთაზე მეტირა, მაგრამ უკვე გვიანია... მესმის ჩურჩული, მაგრამ ვერ ვარჩევ

ვერცერთ სიტყვას. მხოლოდ სახლში მინდა, დავემალო ამ თვალებს, ამ ხმებს, ძილი

მინდა. დაჭრილი ძაღლივით მივიკვლევ გზას ტურების გარემოცვაში. ლამის მართლა

ძაღლს დავემგვანო. ხელის თითებით მიწას ვეხები, უკვე იმდენად მიჭირს სიარული.

ახლოს მოსვლასაც კი ვერავინ ბედავს... დაცლილი ვარ... არაფერია ჩემში... ყველა

ემოცია გაქრა, ყველა ენერგია, რაც კი რამე შეიძლებოდა მქონოდა... საუკუნედ

მეჩვენება გასული ოცდაათი წუთი. ვერც კი ვასწრებ გააზრებას ალფონსიდან -

შირლამდე. აქვე მინდა დავეცე და გავითიშო, მაგრამ ეგო საშუალებას არ მაძლევს,

ისედაც ბოლომდე განადგურებულმა ისე გავიხადო საქმე, რომ ქალაქიდან გასაქცევი

გავხდე. სადარბაზოს კიბეები ოთხ ფეხზე მდგომმა ავიარე ისე, რომ კართან უკვე

Page 35: ებრაელი - Palitralუაზროდ ვბორგავ საწოლში, მაშინ როცა უნდა მეძინოს როგორც ყველას.

მუხლებზე დაჩოქილი მივხოხდი. სიმწრისგან ხმის ამოღებაც კი არ შემიძლია.

ყველაფერი მაგიჟებს. ფრედა - ბურუსად მესმის. ნაცემი ეგოს ბოლო წვეთები სინდისს

მაგლეჯს. კარს ვაღებ და საწოლამდე აბობღებას ძლივს ვახერხებ, ვითიშები.

ძალაუნებურად ხვალინდელ დღეზე მეფიქრება, მაგრამ არაფრის თავი არ მაქვს.

მითუმეტეს ხვალინდელი დღის ეგოზე, რომელიც უთუოთ სირცხვილის დიდი

შეგრძნებით დამასაჩუქრებს. ქვითნს და ტირილს კი შვება ისევ არ მოაქვს. ამასობაში,

მიუხედავად მშრალი სისხლის და მასში ცრემლშერეული სისველისგან გამოწვეული

უსიამოვნო შეგრძნებისა, უგონოდ ვითიშები ...