დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან...

67
დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ აააააა, აააააააააააააა, ააააააააააა ააააააააა: ააააააა ააააააა ააააა აააააააა აააა ააააააააა ააააააა ააა აა აააააააააააა აააააააა, აააააა ააააააააააა ააააააააა ააააა აააა აააააა ააააააა, ააააააა, ააააააააა ააააა, აა აააააა აააა. აა აა ააააააა, ააააააა აააააა აააააააააა აააა «აააააააააააააა», აა აააააა აააააა ააააააა, აა აააააა ააააააა აააააააა. აა ააააააა აააააა აა, ააა ააააა აააააა აა აააააა აა აა აააააააააა ააააა, «აააააააააააააა ააა ააააა, აააააა აააააა, ააააა–აააააა ააააააააა ააააააააა აააა ააა ააააააა, აააააააააა აააააააა ააააააააააააააა აააა, ააააა ააააააააა აა ააააააააააააა ააააააააა აააააააა, აააააააა ააააააააა აა ააააა აააა ააააა ააააა, ააა აა აააააა ააააააა ააააა აააააა აააააა ააააააააა, აააააა: ააააააააა – აააააა, ააააააა – ააააააააა, ააააააა – აააააა აა ააააააა ააააააა ააააააა აააააააააააააა ააააა, აააააააა აააააა აა აააააა. აა ააააა ააააააა აააა–ააააააა აააააააააა ააააააა ააააა აააააააა აააააააააა აააააააააააა აააააა ააააააა: 1

Transcript of დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან...

Page 1: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

დუმბაძე ნოდარ

ნაფიქრალი

აზრები,

გამონათქვამები,

ამონარიდები

მოამზადეს: ქეთევან დუმბაძე

თამარ მახარაძე

ჩემი რუსთაველი

არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე.

მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა «ვეფხისტყაოსანს», ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, «ვეფხისტყაოსანი რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად–ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც:

ავადმყოფს – წამალი,

ხეიბარს – ყავარჯენი,

მეომარს – იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო.

მე ახლაც მიკვირს წერა–კითხვის უცოდინარმა ბავშვმა როგორ ვისწავლე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზეპირად:

«აწ საყვარელსა მიუწერს გულ–ამოსკვნილი, მტირალი,

მისმანვე ცრემლმა დაუვსის, ვის ედებოდეს ვის, ალი.

დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,

1

Page 2: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროილ გამომჭვირვალოი.

ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნაღველსა ამონაწები,

მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;

გულო, შავ – გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!»

აღარაფერს ვამბობ «ავთანდილის ანდერძზე», რომელიც საერთოდ ჩემს მიერ ქვეყნად რომელიმე ლექსის შექების უნარის მიღმა დგას.

ცნობილია, რაბინდრანატ თაგორის ლექსებს ბენგალიელი წერა – კითხვის უცოდინარი მეთევზეებიც კი მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მათი შინაარსი არ ესმის, მაგრამ იმდენი ღვთიური, ზეციური მუსიკაა შიგ ჩაქსოვილი, იმდენი სითბო და ისეთი სულშიჩამწვდომი იდუმალება, და ყოველივე ამასთან ერთად ისეთი გასაოცარი უბრალოება, რომ ლექსი თავისთავად მღერის და ვისაც უსაუბრია ამ ბენგალიელ მეთევზეებთან, ამბობენ, რომ მეთევზეები ირწმუნებიან, ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვგრძნობთ, განვიცდით, ოღონდ ვერ ვამბობთო, და მე მჯერა მათი...

აბა ნახეთ, განა შეიძლება ქვეყნად იყოს რამე ამაზე გასაგები, ამაზე უბრალო, ამაზე სადა, ლამაზი და გენიალური?!

«იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ – მრავალი, ყმიანი,

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი, კვლა მოუბარი წყლიანი».

ასე უმარტივესი, უბრალო და განსაცვიფრებლად სადა აკორდებით იწყება ბეთჰოვენის «მთვარის სონატაც» და «აპასიონატაც», რასაც შემდეგ მოსდევს აბობოქრებული, ყოვლის უზენაესი, სულისა და გულის დამდუღებელი და წამლეკავი ოკეანის მოვარდნა და მოქცევა...

ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის, ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე – მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის «ვეფხისტყაოსანი» ასე გასაგები ყველა ქართველისათვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის?

2

Page 3: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურულ ქმნილებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ხალხის საკუთრებაა, რომ მხოლოდ ხალხია განმსჯელი ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა.

და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე, და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც.

და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე «ვეფხისტყაოსნის» გარშემო შექმნილ პოლემიკას და ნრძოლას მის წინააღმდეგ, ერთ – ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო, არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე «ვეფხისტყაოსანი». განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის, «ბაზრული» სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?!

აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი, ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებაც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს იმ კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

...

ერთ–ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათმოსკოვში ჩატარდა, ასეთი შეკითხვა მომცეს:

– როგორია როლი «ვეფხისტყაოსნისა» თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში?

– ნაწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე, ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ.

და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს «ვეფხისტყაოსანი», ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რუსულად. – ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს.

3

Page 4: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

...

კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს «ვეფხისტყაოსანი». თუ «ვეფხისტყაოსანი» არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ.

... კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!

დიდი ილია

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.

ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, – იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია არა.

ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.

ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს.

სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან.

როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.

აკაკი, ერის სინათლე და სიამაყე

მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი.

4

Page 5: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ახლა მე მზეზე კი არა, აკაკიზე მოგახსენებთ.

ალბათ, 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის «განთიადი» რომ მასწავლეს. ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კია არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსთვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისგან ვიცოდი და გამიკვირდა ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი–მეთქი... და აი უკვე 40 წელია ვეჯიბრები აკაკი წერეთელს, რომ განთიადის მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს.

და მე კიდევ ერთს მივხვდი, კერძოდ, იმას, რომ «განთიადი» კაცის დაწერილი არ არის, ასეთ ლექსებს ადამიანები არ წერენ, ეს მათ ძალღონეს აღემატება. დიახ, ეს ლექსი ღვთის ბაგიდან არის გამოსული და ნაკარნახევი.

ერი და ერისკაცი ზიარ ჭურჭელს ჰგავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.

როგორც დღე მისდევს დღეს, ისე მიდიან თაობები და ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ აკაკი, ბულბული საქართველოსი, შუამავალი ცისა და მიწისა, უცვლელია. იგი ყოველ დილას ამოდის საქართველოს ცაზე ბრდღვიალა მზესავით, რომ ნათელი მოჰფინოს სულ ახალ და ახალ თაობებს.

კონსტანტინე გამსახურდია

ზოგიერთი მწერალი ზღვას ჰგავს თავისი მღელვარებით, ზოგი მთას, დიდებულებითა და ზვიადობით, ზოგი კიდევ ნაირფერადი ყვავილებით მოჩითულ, თვალუწვდენელ, მშვენიერ ტრამალს.

გამსახურდია არც ერთ მათგანს არ ჰგავს.

იგი ცეცხლგამძლე აგურით ნაგები, მარადიული ცეცხლის შემნახველი, მკვიდრი ბუხარია.

როგორც ქარბუქში დამზრალსა და იმედგადაწყვეტილ კაცს მიწვდება ხოლმე შორეული საკვამურიდან აღმომხდარი კვამლის სასიცოცხლო სუნთქვა და მიაშურებს ხოლმე მას სულის გასათბობად, ისე დგას გამსახურდია თითქმის საუკუნეა თავისი ხალხის იმედად ქართულ ლიტერატურაში.

ხალხში მწერლებზე ასეთი წარმოდგენაა: მწერალმა ყოველ წუთს, ყოველ წამს სული უნდა უბეროს ქართულ კერას, რომ არ ჩაქრეს იგი, და არ განელდეს ცეცხლი ეროვნული.

გამსახურდია თავად არის ეს ცეცხლი, სახმილი, შეშა და ბუხარი მოგიზგიზე.

იგი ოქრომჭედელია ქართული სიტყვისა და თუმცა მის სიტყვას სინატიფე და სილამაზე არათუ აკლია, არამედ ზედმიწევნითაც აქვს მომადლებული, იგი დაზგას კი არ უზის, ზიზილპიპილოებს, საყურეებს, ბეჭდებს და სამაჯურებს კი არ ჭედს და აგვირისტებს, იგი მკლავებდაკაპიწებული, ცეცხლისაგან სახეგარუჯული

5

Page 6: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

გრდემლთან დგას უროთი ხელში და სამეფო მუზარადებს, საომარ აბჯარს, ჯაჭვის პერანგებს, სატევრებსა და ფარშიმშერს სჭედს ლურჯი ფოლადისაგან.

აი, ვინ არის კონსტანტინე გამსახურდია.

მცდარია აზრი, თითქოს რუსთაველიდან დღემდე ენის ხიდი გამსახურდიამ გადოო, – მცდარია იმიტომ, რომ რუსთაველიდან დღემდე ნაპრალი, ხრამი და უფსკრული არ ყოფილა, რომ ვინმეს ზედ ხიდები ეშენებინა. იყვნენ გურამიშვილი, საბა–სულხანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და სხვანი.

გამსახურდიას არ სჭირდება ხიდების მშენებლის მოგონილი პროფესია; იგი მარგალიტის მაძიებელი იყო და ქართული ენის უსაზღვრო ოკეანის ფსკერიდან სხვაზე მეტი მარგალიტი ამოჰქონდა და აბნევდა ქართული პროზის ნოყიერ ხნულში. ეს იმიტომ, რომ სხვაზე ძლიერი ფილტვები ჰქონდა და სხვაზე უფრო გამჭრიახი თვალი.

შემაძრწუნებელი სიმართლის თქმა იცოდა ბატონმა კონსტანტინემ: ისევ და ისევ ერის სასიკეთოდ: «ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა... პიპა....

მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები ...»

განსაცვიფრებელი იყო ოცდაათიანი წლების ქართულ პროზაში თანამედროვეობის ისეთი მძაფრი აღქმა, მხატვრულ ფერებში მოქცევა და მათი ლიტერატურაში გადმოტანა, როგორი გაბედულებითაც ამას გამსახურდია აკეთებდა.

სიტყვა პაოლო იაშვილზე

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.

მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.

რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ.

რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.

6

Page 7: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას – როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.

ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია. და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.

გალაკტიონი

გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა.

ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან, ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რახან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

* * *

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედის მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის მქონე კვაზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა თუ ბარში გაბნეულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად – «ვეფხისტყაოსნად» ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ, ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემლჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაჰქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავისით იფურცლება და რომ ქარმა

7

Page 8: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის – «აი რა მზის სიზმარიას» მსგავსად წაღმა–უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს.

რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა დაუთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო...

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

ჩემი გალაკტიონი

გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა... დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე – „ჩემი გალაკტიონი!“

ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან «მზიან ღამეში» აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.

ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.

– გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)

– გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?– ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.

– წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.

8

Page 9: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:

– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,

გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად...

...და მართლაც, რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ, და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად

მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

მიხეილ ჯავახიშვილი

ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.

ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის:

პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო ...

ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა...

მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა...

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.

ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.

ტკივილი ტკივილად დარჩა.

9

Page 10: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი.

ხლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.

ნიკო ლორთქიფანიძე

მცირერიცხოვან, ანუ, ეგრეთ წოდებულ, პატარა ერებს დიდი გული აქვთ. აქედან გამომდინარე, ტკივილებიც და სიხარულიც შესაბამისად დიდი გააჩნიათ, და ამიტომ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა იციან.

როგორც ირკვევა, მცირერიცხოვანი ერების ადგილი და ფუნქცია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ადრევე განსაზღვრა ბუნებამ, რაკი არ აღჭურვა ისინი გლობალური, ზებუნებრივი ფიზიკური თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით. სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი გაუგონარი თავდაცვის უნარით, სხვადასხვა ჭირთა და სენთა მიმართ მძლავრი იმუნიტეტით დააჯილდოვა – მისცა მათ ანბანი, ენა ხატოვანი, გონიერება და ძირითადად სულ სხვა მისია დააკისრა: კერძოდ ის, რომ სულიერი საზრდო მიეცათ ადამიანებისთვის.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერების რიგს მიეკუთვნება საქართველო.

სხვანაირად ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავასაბუთებდით ამ ერთ მტკაველ მიწაზე ფარნავაზ განმანათლებლის, იაკობ ცურტაველის, დავით აღმაშენებლის... რუსთაველის, გურამიშვილის, საბა–სულხანის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვათა დაბადებას.

ძნელი დასაჯერებელი და დასასაბუთებელი შეიქნებოდა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ქებათა ქებაც.

ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისა. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში:

«უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი».

საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვინმე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გიკვირს კიდევაც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! საქართველოს მიწაზე, სხეულით მის გატანჯულ სხეულს ეკვრის, თავი

10

Page 11: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

საქართველოს მკერდზე აქვს მისვენებული, ყური კი მის ჯიუტად მბორგავ გულზე აქვს მიყურებული. ის მძიმე, ღრმა, მაგრამ ძლიერი სუნთქვა ესმის და მისი პირით ლაპარაკობს.

ამიტომ არის იგი ნაწილი საქართველოს სხეულისა და ამიტომ არის იგი გენიოსი.

იქნებ სწორედ ამ გარემოების გამო შეძლო მან, ჩვენ შორის ყველაზე უკეთ დაეახლოვებინა საქართველოს წარსული დღევანდელობას.

... შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს.

გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.

ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს; მერე სრულიად ჭაბუკმა მაცხოვარივით შეიხედა მამამისის ტაძარში და, რა იხილა იგი სავეს ჩარჩებითა და მოვაჭრეებით, ასე შეიცხადა იგი:

« ... იყიდება საქართველო, მინდორ–ველით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე–ბედით, მშვენიერი ენით...

ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდით, გონებამახვილი ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით ... იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარით ...»

მერე მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად, გამორეკა ყველა ურჯულო, უმწეო და მოვაჭრე ამ ტაძრიდან, ჩადგა მის კარში და დღემდე დგას, რათა მის კარიბჭეს მორწმუნის, გამრჯის, კეთილშობილის და სპეტაკი სულის კაცის გარდა, არავინ გადააბიჯოს და არ შევიდეს ამ სათნოების ტაძარში.

მუხრან მაჭავარიანი

მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ.

მოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.

გვეგონა ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.

ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.

დაახლოებით ასე ილაპარაკა:

11

Page 12: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

– მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი ... მე მჯერა!

და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა.

ანა კალანდაძე

გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი «ლიტერატურა და ხელოვნება» გაეშალა და მეორეს უკითხავდა

– ნახე რას წერს – «ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო».

ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?

– არ გამიგიაო, – ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.

1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი «ლიტერატურა და ხელოვნება» გაწყდა.

ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს «ფულსა და კრედიტში», 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი «ლიტერატურა და ხელოვნება» გამომიწოდა და მითხრა: «читай думбадзе, вслух читай!» ვკითხულობდი:

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,

რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,

შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...

რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი.

ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე... და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა.

12

Page 13: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.

არჩილ სულაკაური

ოცდაათი წელიწადია ჩვენ ვუკითხავთ ერთმანეთს ლექსებსა და მოთხრობებს, და ოცდაათი წელია გაუთავებელი შინაგანი თრთოლვა და შეგირდის შიში მაქვს მის მიმართ. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსოვს არჩილის სუსტი ლექსი ან სუსტი მოთხრობა, ჩემი კი – რამდენიც გნებავთ.

ყოველი მისი ნაწარმოები, ჩვენს ყმაწვილკაცობაში ჩემზე რაღაც სულისშემძვრელ იდუმალ და რაღაც დიდი აღმოჩენის მაგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაშინ ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებდით, რაღაცის დაუცხრომელი ძიების სურვილი გვაწვალებდა, ეს დალოცვილი კი იდგა ტრიალ მინდორზე და სადაც დაჰკრავდა ბარს, ყველგან რაღაც განძი, ძვირფასი სამკაული ან მხოლოდ მისთვის ამოსაცნობი პალიმფსესტი და ეტრატი ამოჰქონდა.

მე იგი უკვე დაბრძენებული დამხვდა უნივერსიტეტში და როდესაც ლიტერატურულ წრეში გამოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილებები მექმნებოდა, თითქოს იგი მწერლობის დიდ ხელოვნებას კი არ ეუფლებოდა, არამედ აქეთ გვასწავლიდა და ყველაფერი ეს, სადღაც გულის სიღრმეში ეწყო ძალიან ღრმად და, როგორც კარგი მეურნე, იმ მძიმე ომის წლებში, იძულებულ ხელმომჭირნეობას დაჩვეული კაცივით, მშვიდად, წინდახედულად, გამიზნულად, მაგრამ კეთილი და ალალი გულით გვილაგებდა წინ.

მას შემდეგ, როდესაც მან თავის ხალხს სთხოვა, მაცალეთ მივდგებ – მოვდგები და ყველა ვალს გაგისტუმრებთო, მე მივხვდი რას წარმოადგენს ჩემთვის არჩილ სულაკაური და მე ჩავწვდი ისე, როგორც შემეძლო, მისი სულის არსსა და საიდუმლოს.

უკეთესი მეგობარი, უკეთესი ძმა, უკეთესი მესაიდუმლე, მასწავლებელი, შემოქმედი, წრფელი და მართალი კაცი ძნელად მოიძებნება ჩემს თაობაში.

ამას წინათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არჩილმა შესანიშნავი ლექსი წაიკითხა, რომელიც ასე მთავრდებოდა: «მიყვარხარ!» და როდესაც ტაშმა იგრიალა, არჩილმა აუდიტორიას მადლობა მოახსენა, გმადლობთ, რომ დამიჯერეთო.

მორის ფოცხიშვილი

არის წიგნები, რომელთაც წინასიტყვაობა საერთოდ არ სჭირდება. პირველივე ლექსი კრებულის წინასიტყვაობაა თავისთავად, ხოლო ყველა მომდევნო – ფიქრი, მსოფლმხედველობა და ბიოგრაფია ავტორისა.

13

Page 14: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ასეთ კრებულად მიმაჩნია მორის ფოცხიშვილის ეს კრებული და ასეთ პოეტად მიმაჩნია იგი თავად... მასთან ჩემი პირველი შეხვედრა (1950) ამაღელვებელი და ოდნავ სევდის მომგვრელი იყო: იდგა სცენაზე ახალგაზრდა კაცი და ათრთოლებული, ამღერებული ხმით სიყმაწვილეს ემშვიდობებოდა:

ენკი, ბენკი სიკლისა

ენკი, ბენკი ... და!

დღენი სიყმაწვილისა

გა ... ვი… და….

მახსოვს, როგორ აიჩუყა გული თვითონაც და როგორ აგვიჩუყა გული ჩვენ, მსმენელებს (მაშინ მეც ლექსებს ვწერდი). წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო, ტაში თითქმის ათ წუთს არ შეწყვეტილა – ათი წუთი ტაში ვისაც გამოუცდია, ძალიან ბევრია... და იმ დღიდან წარმატებას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია მორის ფოცხიშვილი.

მორის ფოცხიშვილი ერთ – ერთი იმათთაგანია საქართველოში, თუ არა ერთადერთი, რომელსაც საკუთარ ლექსებს ხალხი დარბაზიდან კარნახობს და ხმას აყოლებს კიდევაც ...

საქართველოში საოცარი რამ ხდება, დღემდე არც ერთი პოეტის იმდენი ლექსი ხალხს არ უმღერია, რამდენსაც მორისის ლექსებს მღერიან. მორის ფოცხიშვილი ქარაგმულად თუ ვიტყვი «ამღერებული ტალანტია». ხალხი მის თითქმის ყველა ლექსს მღერის, და განა იმიტომ, რომ იგი სასიმღერო მარტივ ტექსტებს წერდეს, არა, მისი ლექსი საოცრად მუსიკალურია და შინაგანი ჰანგით არის ზეაწეული.

მორის ფოცხიშვილის ლექსს შეხვდებით ყველგან, ესტრადაზე, მაგნიტოფონის ფირზე, რადიოში, ტელევიზიაში, ყველგან – სახლის სარდაფსა და ფანჯარაში, ყველა ოჯახში თითქოს ათას ხმაზე თბილისსა და მის მოქალაქეებზე უსაშველოდ შეყვარებული მკლავგაშლილი პოეტი დადიოდეს ქუჩაში და ქვეყანას ეალერსებოდეს.

მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მორისს მხოლოდ სასიმღეროდ და სალაღობოდ მოცლილს წარმოვიდგენთ, მას აქვს სულისშემძვრელი და როგორც ტიციანი იტყოდა, ისეთი მეწყერივით ლექსები, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს. ამ ლექსების მოყოლა არ შეიძლება, არც სიმღერა, ისინი ჩუმად უნდა იკითხო, შენთვის.

მე ამ ლექსებმა შურით ამავსეს, კეთილი შურით და ერთი გაელვება ასეთმა აზრმაც კი გამიელვა: ასეთი ლექსები რომ მეწერა თავის დროზე, ალბათ პროზის წერას არ დავიწყებდი – მეთქი.

შოთა ნიშნიანიძე

14

Page 15: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

თვრამეტი-ცხრამეტი წლის იქნებოდა შოთა ნიშნიანიძე რომ გავიცანი.

– როდესაც ლექსს ვწერ, საოცრად ვღელავ და შინაგან თრთოლვას გავნიცდი. შენ თუ გემართება მსგავსი რამ? – მკითხა ერთხელ უნივერსიტეტის ბაღში. მაშინ მეც ლექსებს ვწერდი, თუმცა არაფერს მსგავს არ განვიცდიდი. არა, რაღაცა განცდა კი მაწუხებდა, აბა სხვანაირად ლექსს რა დამაწერინებდა, მაგრამ შინაგანი თრთოლვა? ვიფიქრე, ალბათ ეგ ყველა პოეტს უნდა სჭირდეს–მეთქი და ვიცრუე.

უფრო გვიან, ლექსების წერას თავი რომ დავანებე და ერთ–ერთ ჩემს პროზაულ ნაწარმოებს ჩავუჯექი, შევკრთი, ზუსტად ის დამემართა, რაზედაც შოთა მელაპარაკებოდა. დამემართა და უზომო სიყვარული ვიგრძენი კიდეც.

უფრო დიდი ბედნიერება ვიგრძენი, როდესაც შოთას ცოტა უფრო გვიანდელი ლექსები წავიკითხე და იგივე განცდამ დამიპყრო. და რა მადლობელი ვარ ბუნების, რომ ამ თრთოლვას დღემდე არ მივუტოვებივარ, იმდენად არ მივუტოვებივარ, რომ მისმა ბრწყინვალე ლექსმა, ქართველი კაცის სევდიანმა და სულისშემძვრელმა სიმღერამ ხარზე მოთხრობა «კორიდაც» კი დამაწერინა.

აი ახლა, ამ წუთში წინ მიდევს შოთას ახალი ლექსები «შეშლილი პოეტის მონოლოგი სამი ფაბულით».

ყველა საიდუმლო მომპარა და გამომიმზეურა დალოცვილმა, და ახლა თავდაყირა სიარულს მთხოვს, – თავისი უკურნებელი სენი – ნიჭიერება უნდა გადამდოს.

ზოგს მწერლობა დღესასწაული ჰგონია. მწერლობა დაუსრულებელი ტკივილია, დღესასწაული ისაა, ეს ტკივილი რომ გაივლის, მაგრამ რომ არ გადის?! უნდა ვიფიქროთ, რომ მწერლობა მარადიული ტკივილის დღესასწაულია.

სხვანაირად აბა როგორ დაწერს ადამიანი ამ სტრიქონებს:

და როცა მიწას მივებარები,

ნაჯაფარი და ტანდაკირძილი,

შენზე დამრჩება ისევ თვალები

ანგელოსების ამოკოცნილი...

ირაკლი აბაშიძე

კაპიტან ბუხაიძეზე რომ სიმღერა მოვიდა ჩემს სოფელში, 14–15 წლის ბიჭი ვიყავი. მღეროდა ყველა: რადიო, ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ომში მიმავალი, ომიდან ჩამოსული. მეც ვმღეროდი, ვმღეროდი და ვნატრობდი,

15

Page 16: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მკვდარი ვყოფილიყავი და ჩემზე ყოფილიყო ეს სიმღერა. ვმღეროდი და ვნატრობდი, ჩემი დაწერილი ყოფილიყო ეს ლექსი. ვმღეროდი და ვნატრობდი, ამ ომში დაღუპული და მკერდზე მკლავდაკრეფილი ვაჟკაცის ან ძმა, ან შვილი, ან მეგობარი ან ჯარისკაცი ვყოფილიყავი. ვმღეროდი და ვნატრობდი, ამის დამწერი მენახა და მერე მოვმკვდარიყავი.

მერე ერთი ნატვრა «კაპიტან ბუხაიძის» ავტორმა ამისრულა: გააცოცხლა იგი, წამოაწევინა მხრები, ფრთები მისცა და სიმღერად აქცია მისი უკვდავი სული.

მერე მეორე ნატვრაც ამისრულა: ამ ახოვანი, ლამაზი და სახელოვანი კაცის მეგობარი გავხდი.

ღმერთმა უმრავლოს ჩემს მამულს ირაკლი აბაშიძის ბადალი ხალხი და მისცეს მას დღე გრძელი.

ვიცი, ეს ნატვრაც ამისრულდება.

მერაბ ბერძენიშვილი

რამდენიმე წლის წინ ვაჟა – ფშაველას ძეგლის პროექტების კონკურსის გახსნაზე გახლდით, ერთ – ერთი, კონკურსგარეშე პროექტთან კი არ გავჩერებულვარ, თავად გამაჩერა; ეს იყო კლდის ნაგლეჯივით შუბლდაღარული, მთის თაკარა მზით სახეგარუჯული, ჭიუხებიდან მოსხლეტილ ზვავებს გადარჩენილი უძილო ღამეებით ქუთუთოდამძიმებული, ფიქრსა და თვლემაში წასული, გოლიათი არწივის ფრთების ჩრდილში დასვენებული ვაჟა – დიდი ვაჟა.

და მოხდა უცნაური რამ, უნებურად ხმამაღლა ვთხოვე:

«მიამბე, ელიზბარაო,

რა ამბავ მოხდა ეღოსა?..»

... და ვაჟამ მიამბო ყველაფერი ის, რასაც ბავშვობაში მიკითხავდა დედა ყოველ ღამე, და რასაც ახლა ვუკითხავ ჩემს პატარა ბადიშს.

ასე დაიწყო ჩემი ნაცნობობა მერაბ ბერძენიშვილთან, როგორც მოქანდაკესთან, თორემ როგორც ვერელ ბიჭს აკვნიდან ვიცნობდი. და ასე გრძელდება იგი დღემდე, გურამიშვილის ნატიფი, კლდემამოსილი და განსაცვიფრებელი შინაგანი სიძლიერით სავსე მონოლოგის ხმაზე, რომელსაც იგი თავდახრილი ყოველდღე უკითხავს ჭავჭავაძის პროსპექტზე მის წინ მოსიარულე ქართველს.

...კასპის სადგურთან, მატარებლის გულისწამღებ კივილში, მე მესმის რონოდებს ადევნებული, მამულისათვის შვილშეწირული დიდი მოურავის ცხენის ფლოქვთა თქარუნი და ძლევის ყიჟინა.

16

Page 17: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მე თითქოს სიკვდილი მზარავდეს, ისე მეშინია მარნეულის გზაზე მდგარი ქართლის დედისა და მისი ორი მუხლჩაბიჟგული ტიტლიკანა, ალგეთელი მგლის ლეკვებისაკენ გახედვა, რომლებიც თითქოს მახვილს გაწვდიან და გეძახიან: «ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი არ შაშჭამონ მტრისანი». და მაინც კვირა არ არის, სიცოცხლესავით არ მომენატროს მათი ხილვა და არ წავიდე მათ სანახავად.

მე მუდამ მინდა მუხლის მოყრა გურჯაანში მთაზე გადმომდგარი, მკლავზე დაღუპული შვილის ფარაჯაგადაკიდებული ჯარისკაცის მამის წინაშე და დამნაშავესავით იმ ჯარისკაცთა გვარების ქვეშ საკუთარი გვარის მიწერა, რომლებითაც სავსეა შინმოუსვლელთა ფიქალის კედელი.

... და მე მიხარია ცაკალმახიან ღამის თბილისში ფეხით ხეტიალი, რადგან მელიქიშვილისა და ლენინის ქუჩის გასაყარზე უერთგულესი და უმშვენიერესი შეყვარებული, მკლავგაშლილი მწვანეთვალება მუზა მელოდება... ეს ყველაფერი და კიდევ მეტი მერაბ მერაბ ბერძენიშვილის მიერ ცის ქვეშ დაბნეული და მოფენილი ღვთიურ ნიჭში შეზავებული სიყვარულია.

მის სახელოსნოში კი ერის განძი დევს უამრავი და ფასდაუდებელი. როდის მოასწრო ამ მეგობრის, სპორტის, სიმღერის, ლექსის, ქეიფის მოყვარულმა 50 წლის ვაჟკაცმა ამდენის გაკეთება, ამდენი ფიქრის, ტკივილის და სიყვარულის ქვაში და ტილოზე გადატანა? ღმერთმანი, არ ვიცი. ეს ალბათ მხოლოდ მისმა ოდნავ გაკვირვებით მზირალმა უსაზღვროდ ჭკვიანმა თვალებმა, დაკოჟრილმა ხელებმა და ოცდახუთ საუკუნოვანმა სისხლმა იცის, მეტი არავინ.

ძმანო ხევსურნო

ძმანო ხევსურნო!

ჩემი დიდი მამულის კუთხევ, ძირო, შენახულო ენავ, ფარო, ხმალო, რჯულო, ვაჟკაცობავ, მხნეობავ, სარჩოვ და საბადებელო, ჩემო სისხლო და ხორცო.

ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინაც და რამაც თქვენ თავის დროზე მთიდან ბარში ჩამოგყარათ, ღმერთმა აკურთხოს ყველა, ვინც ახლა თქვენ კვლავ მთისკენ გიხმობთ და წინ მიგიძღვებათ.

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველა – მთები დგანან და ელიანო ... თქვენს დაბრუნებას ელიან მთები, ჩემო ძვირფასებო!

მთა უარწივოდ სად გაგონილა?! არწივმა მართვე საიდან გადმოაფრინოს, თუ მთაში ბუდე მოეშალა?! ციხე რის ციხეა, თუ შიგ მეციხოვნე არ დგას?! არაგვი და არღუნი რის მაქნისია, თუ შიგ ხევსურები ბედაურებს არ დაადგაფუნებენ?! სათიბი რის სათიბია, თუ შიგ ცელი არ მღერის, ცხვარ – ძროხა არ დადის და ნახირი არ ბღავის?! შატილი რის შატილია, თუ შიგ ხევსური არ ცხოვრობს?!

17

Page 18: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

თუ წინათ ბარი გეძახდათ ქუდზე კაცს, ახლა ქუდზე კაცს მთები გეძახიან, მთები, რომლებიც რა ხანია დგანან და გელიან.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, ეს დუმბაძე ვინ არის, საქართველოს რომ ჩემულობს, თვითონ ბარში დამჯდარა და ჩვენ მთაში გვერეკებაო.

ეგრე არ არის ძმებო!

ეს საქართველო კი თქვენიც არის და ჩემიც და ვერც ვერავინ შეგვეცილება, მაგრამ შატილიონი თქვენი სახლია და სახლში თუ მასპინძელი არ არის, ღობეზე მომდგარს ძაღლმა თუ არ შემომყეფა და მასპინძელმა თუ არ შემომძახა – მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო, ვისთან მივიდე?! თქვენ გეკითხებით, ხევსურებო! . .

ოღონდ თქვენ მანდ დაფუძნდით კვლავ, დამიძახეთ და, მომაკვდავიც რომ ვიყო, ჩოქვით გეახლებით.

მისი უდიდებულესი ორმოცდაათი წელი.

ვიდექი და ვუმზერდი მუქყავისფრად შეღებილს, ფანჯრებზე შავ ფარდებჩამოფარებულს და მაინც დიდსა და ზვიადს, შემდეგ ჩემს თვალწინ ჩამოხსნეს შავი ფარდები.

შეფეთქეს გედისფრად და მე შევედი შიგ ქედმოხრილი, მორჩილი და მოდრეკილი, როგორც მავედრებელი წმიდათაწმიდა ტაძარში. მან მიმიღო, როგორც შვილი, შეიწყნარა ყველა ჩემი ცოდვა, ისმინა ყველა ჩემი ვედრება და აღასრულა ყველა ჩემი ჭაბუკური ოცნება.

ჩემი კაცობის ყველაზე ნათელ საყუდარს, ჩემი კაცობის ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს, ჩემი კაცობის ყველაზე დიდ პატრონს – უნივერსიტეტს ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას

ათი უთბილესი და უნათლესი წლის გამო,

ჩემი მასწავლებლის გამო,

ჩემი ეკონომიკური ფაკულტეტის გამო,

ჩემი ლიტერატურული წრის გამო,

ჩემი მეგობრების გამო,

... ჩემს უნივერსიტეტს – ჩემი ცხოვრების ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს – ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას!

18

Page 19: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ამონარიდები

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:

– დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.

– სამშობლო...

სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და ...

– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი.

ძალიან დადხანს ვიფიქრე,

– დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.

– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე ...

სამშობლო ისეთი «უსაშველო» ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.

მაინც რა არის სამშობლო?

იქნებ რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, «როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!» მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?

ან იქნებ აკაკის «განთიადია» სამშობლო? . . .

ან ვაჟას სიმღერა – «სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!»

ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის «გალობანი სინანულისანი» არის, დემეტრე მეფის «შენ ხარ ვენახია», პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და «ვეფხისტყაოსანია» ...

იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.

კიდევ რა არის სამშობლო?

19

Page 20: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.

კიდევ?...

თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე ...

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

– მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?

– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში ...

– დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში ...

– ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება . . .

«სამშობლო»

... მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ?

– ყველანაირი!

– მაინც, მაინც?!

– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი... იმიტომ, რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო, სამშობლო ყველაფრიანად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად.

«ნუ გეშინია, დედა!»

... მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში... ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო

20

Page 21: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

სოხუმია, ვენეციის გზატკეცილის ჩალბაში, პეტია, კოკა, კურლიკა, ფემა... შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი... მიდა...

მიდა და შენც... გაიგე ახლა? – მკითხა იაგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

– კი მაგრამ ეგ რაღაა? ვკითხე. მკეინადზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოგვირგვინებული HH L L O S წავიკითხე ხმამაღლა.

– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით...

„HH L L O S»

მე ვარ თესლი ჩამოვარდნილი შენს მაცოცხლებელ ხნულში.

გამაღვივე, აღმომაცენე და მამძლავრე მამულო ჩემო.

«დედაო ქართლისა, მე ვარ პირმშო შენი, მასვი რძე შენი, დამაყენე ფეხზე, გამიმაგრე მუხლი და მატარე შენს კურთხეულ მიწაზე.

«ზეცაო ქართლისაო, არ ჩამიქრო მზე ცის ლაჟვარდებში, არ მომაკლო სითბო და სხივი მაცოცხლებელი მისი.»

უბის წიგნაკიდან

საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ – გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

უბის წიგნაკიდან

უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმრეცი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.

თეთრი ბაირაღები

21

Page 22: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!

ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კარია – ფრინველით და გული სათნოებით.

ააჟრიამულე ეზო – კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს!

მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!

«მამულის უკვდავება ვინატროთ»

ჩემი სტუდენტობის დროს გიორგი ლეონიძესთან გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტში. სხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ ბატონ გოგლას. მახსოვს, არჩილმა ასე დაამთავრა თავისი ლექსი:

«მე როგორ უნდა დაგლოცო,

დალოცვას შენგან მოველი»

ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი და გულწრფელი იყო, ბატონმა გოგლამ არჩილი გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნიდა.

ლოცავდა ალბათ

ასეა ახლა ჩემი საქმეც, მე როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო მამულო, როდესაც დალოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი.

განა არ იცი, შენი დარდი, ჩემი დარდია, შენი ავდარი, ჩემი ავდარია, შენი სიმართლე, ჩემი სიმართლეა. შენი სავეს ბეღელი, ჩემი ბეღელია, შენი უკვდავება კი ჩემი უკვდავებაა.

ასე რომ, შენი მოზიარე ვარ ყველაფერში და განა ძალით, არამედ ნებით, რადგან ასე გაგვაჩინა ბუნებამ. ე და შენ ერთი სხეული ვართ, ჩემო მამულო, უფრო სწორად, მე ერთი პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა... და რადგან გასული წელი დიდი აკაკის წელიწადიც იყო, ამიტომ მისებრ მუხლმოდრეკილი გევედრები: – ვიდრე ცოცხალი ვარ, მკურნალად შემეყარე, შენი მზისა და მთვარის, მოკაშკაშ – მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი არ მომიშალო, შენს

22

Page 23: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ფირუზის ცას ნუ გამომაკლებ, ზურმუხტის ხმელეთს ნუმომწყვეტ და როდესაც მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე.

აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი რომელ ქართველს ჰქონია, მე რომ მქონდეს.

ამისრულე ეს ნატვრა, ჩემო მამულო.

უბის წიგნაკიდან

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს – მინდა ისეთი ერის პატარა ქვეყნის შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას – ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი.

ო, რა ბედნიერება იქნებოდა ასეთი ყოფნა!

უბის წიგნაკიდან

დედაენა

დედაენას, რაკი დედა ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება, თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი – ენა დედაა შენი და მუდამ უნდა გახსოვდეს, უნდა უკვდავყო იგი, როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია.

ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი – რელიკვია ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის დედაენა» გახლდათ, «დედაენა», რომლითაც ჩემი დედა სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ «დედაენის» დაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა, იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ – ფურცელ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათუთ და სათნო მოპყრობას.

სწორედ ეს «დედაენა» წავიღე თან, 1968 წელს ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე.

ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.

– გურჯი ვარ! – მითხრა

თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.

23

Page 24: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

– ქართული რატომ არ იცი? – ვუსაყვედურე.

– ნენეი მომიკვდა! – იმართლა თავი.

ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.

სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი ოჯახის რელიკვია «დედაენა» ვაჩუქე.

– შენია, წაიღე, ოღონდ ისწავლე, – ვთხოვე.

თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო. წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და ის მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე.

ალალი იყოს, კი არ ვამადლი, უბრალოდ გავიხსენე. მე ისეთი კარგი დედა მყავდა, მთელ გათურქებულ ქართველებს ეყოფოდა დედად. და განა იმიტომ, რომ დედაჩემზე უკეთესი დედა სხვას არ ჰყავდა? არა, იმიტომ, რომ მან ქართული ენის ფასი იცოდა.

«ჩვენი საუნჯე»

ენა, რაც უნდა მდიდარი იყოს, პატრონი თუ არ ეყოლა, შეიძლება მოკვდეს და გაქრეს.

«ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბავშვებო!»

დედაენაში» შედედებულია, კონცენტრირებულია, განივთებულია და გამჟღავნებულია ჩვენი ერის სამათასწლიანი კულტურა.

«ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბავშვებო!»

დედაენა» სახარებაა ბავშვებისა, საქართველოს უწმინდეს მამათა მიერ დაწერილი, შექმნილი და შედგენილი, ამიტომ ერი და «დედაენა» ჩვენთვის ერთი და იგივეა.

რაოდენ დიდი ბედნიერებაა, ბავშვებო, რომ თქვენ, დედაქალაქში გაგაჩნიათ სვეტი, სადაც შეგეძლებათ მიხვიდეთ და დადოთ ფიცი ერთგულებისა ერისა და «დედაენის» წინაშე. დადოთ ფიცი მსგავსად ჯარისკაცებისა, რომლებიც ბრძოლის წინ ეამბორებიან ხოლმე ერის დროშის ფარჩას.

მაგრამ თქვენ, ბავშვებო, არავინ არ დაგიჯერებთ ამ ფიცს და სიყვარულს, თუ მსგავსი მოკრძალებით, სათნოებითა და სიყვარულით არ მოეპყარით სხვა ერებსა და ენებს, რადგან მზის ქვეშ არ არსებობს ხალხი და ენა, რომელიც ღირსი არ

24

Page 25: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

იყოს სხვათაგან მოკრძალებისა და პატივისცემისა. და ვიცი, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ მცნების შეთვისება, რადგან იგი თქვენი კეთილშობილი წინაპრების სისხლითა და საქმით გაქვთ ნაკარნახევი და გადმოცემული.

«ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბავშვებო!»

ლმობიერება და ჰუმანიზმი

არ ვიცი, სიტყვა ჰუმანიზმი რიგით მერამდენეა იმ ბიბლიურ უპირველეს სიტყვათა მწკრივში ან კაცობრიობის გაჩენის დღიდან პირველად რომელ ათასწლეულში იქნა წარმოთქმული ეს საოცარი სიტყვა, მაგრამ ერთი რამ კი ნაღდად უცილოა, ჰუმანური საქციელი დედამიწაზე პირველად თვით მაღალმა ღმერთმა ჩაიდინა სამოთხის ბაღში, როდესაც სულწაწყმედილი ადამი და ევა გააძევა თავისი სასუფევლიდან და არ გასწირა უშფოთველ, გაზულუქებულ და ნეტარ მარადიულ არსებობად.

მაშინ ეს საქციელი ღმერთს ზოგიერთმა, თვით ადამმა და ევამაც კი, აუწერლად და გაუგონრად მკაცრ საქციელად ჩაუთვალეს. ახლა, როდესაც ამ ამბავს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სიმაღლეებიდან ვჭვრეტ, პირადად მე ადამისა და ევას სამოთხიდან გაძევება, მათთვის მიწიერი და ხორციელი სიცოცხლის ბოძება, მათი ძარღვისა და უჯრედის სისხლითა და ოფლით გაჟღენთვა, სამოთხის ჰანგებითა და ჰიმნებით მიძინებული სულის გამოღვიძება და შეშფოთება დღემდე სწორუპოვარ ჰუმანურ კაცთმოყვარულ საქციელად და უდიდეს ღვთის წყალობად მიმაჩნია, რისთვისაც ჩვენი ზეციერი მამისთვის, ადამისა და ევას გონიერ ნაშიერთა სახელით, უმდაბლესი თაყვანი მიცია და უმაღლესი მადლი მომიხსენებია.

«მარადისობის კანონი»

ჰუმანიზმი, მე თუ მკითხავთ, თავის მხრივ უზარმაზარი ძალაა, რომელიც ბოროტებას უპირისპირდება და სძლევს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესი არ იქნებოდა ქვეყნად. საკაცობრიო მასშტაბით ჰუმანიზმი უფრო გლობალური ძალის იარაღითაა აღჭურვილი, ვიდრე ბოროტება.

ჩემი თაობის ლიტერატურის ერთ-ერთი ტონის მიმცემი მიმართულება ჰუმანიზმია, მაგრამ ჰუმანიზმსა და სიკეთეს, მოგეხსენებათ, რაღაც უპირისპირდება ბუნებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ, უსამართლობა და ბოროტება.

ჩემი თაობის მწერლობის ჰუმანიზმისადმი ლტოლვა და მისწრაფება უმიზეზოდ არ დაბადებულა, იგი ზემოთხსენებული მიზეზების არსებობის გამო გაჩნდა და მათი არსებობით იყო განპირობებული.

ლმობიერება და ჰუმანიზმი პროფესია არ არის

25

Page 26: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

იგი მოწოდებაა, ხან გენეტიკურად განპირობებული, ხანაც შეძენილი სწავლით, პირადი მაგალითით და სხვათა კეთილშობილური საქციელის მიბაძვით. იგი როგორც ყოველგვარი სიკეთე ღია ინსტიქტია და მისი უზომოდ გამდიდრება შეიძლება.

მაგრამ ჰუმანიზმს მარტო ქადაგება არ შველის. ალბათ ჰუმანიზმი ერთ–ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელსაც საქმით უნდა მტკიცება, თუმცა ამ საქმისა და საქციელის ფორმები იმდენად ძნელი დასადგენია, რომ კაცობრიობას დღემდე ვერ დაუდგენია და ალბათ კიდევ ბევრი, ბევრი თაობა და ცივილიზაცია დასჭირდება მის დადგენას.

ადამიანებმა წინასწარ რომ იცოდნენ რა მოჰყვება საბოლოო შედეგად მათ საქციელს, ან ისწავლონ სხვისადმი იმ შეცდომებისა და ცოდვების შენდობა, რასაც თავის თავს აპატიებენ და შეუნდობენ ხოლმე, ან თუნდაც ისევე გულმოდგინებით და მონდომებით იცავდნენ და ამართლებდნენ სხვის საქციელს, როგორი მონდომებით და სიშმაგითაც ამართლებენ ხოლმე საკუთარ საქციელს, ალბათ, კაცობრიობის ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

ლმობიერება და ჰუმანიზმი ადამიანთა ზნეობის ის კატეგორიებია, რომლებიც ხშირად მათგან დამოუკიდებლად, ბუნებაში არსებულ კანონებით არიან უხილავი ძაფებით დაკავშირებული, ამიტომ ლმობიერება და ჰუმანიზმი ის ზნეობრივი კატეგორიებია, რომელთა თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰარმონია, აუცილებლობა და სამართლიანობა. მის გარეშე არაფერს ფასი არ აქვს.

ყოველგვარი მოძღვრების სამსახური, რწმენის გარეშე, ან ფანატიზმია ან თვალთმაქცობა.

«სიტყვა წარმოთქმული ალკკ XXXII ყრილობაზე «

... და თუ უფალი ხარ შენ, თქვი რას წარმოადგენ შენ?

– მე ვარ რწმენა, იმედი, ძლიერება, სათნოება, ნიჭი სიყვარულისა და თავისუფლება – თქვა ახალგაზრდამ.

– მაშ, როგორღა გაგაყიდა იუდამ ოცდაათ ვერცხლად?! – ჰკითხა განცვიფრებულმა ბაჩანამ.

– იუდას უფალი არ გაუყიდია, იგი თავად მიეყიდა ფარისეველთ ოცდაათ ვერცხლად. ეს იყო ფასი მისი და იგი იყიდეს ამ ფასად. ფული, რომელიც გედო შენ სასთუმალს, არ იყო ფასი შენი და ამიტომ არ გაიყიდე შენ დღეს ... და რადგან არ გაიყიდე დღეს, ხვალ და ზეგ შემოგთავაზებენ შენს ნამდვილ ფასს.

– და თუ მაინც არ მივეყიდე?

– მაშინ შენ ამაღლდები და აღსრულდება ის რისთვისაც ვეწამე მე ამ ქვეყანაზე.

26

Page 27: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მარადისობის კანონი

– მამაო ღმერთო! წარმოთქვა მამა იორამმა ჩურჩულით და პირჯვარი გამოისახა – მაცხოვარო და წმინდაო მარიამ.

აჰა, მონა თქვენი ბაჩანა რამიშვილი წევს თქვენს წინაშე და თავად არ უწყის, რომ არის ძე თქვენი სული თქვენი და სათნოება თქვენი. ნუ უწყენთ მას, რამე თუ იგი საქმეს თქვენსას სჩადის სხვისი სახელით. ნუ უწყენთ მას, რამე თუ თავად არ უწყის, რომ ღმერთი იგი, რომელიც მან იწამა, თქვენს წიაღშია აღმოცენებული და არ რა არს ნებისა თქვენისა გარეშე... ღმერთო ძლიერო, გადააფარე შენი მფარველი კალათა და გაუგრძელე ვადა შენთან ხლებისა, რამეთუ რაც უფრო მეტ ჟამს დაჰყოფს იგი ამ ქვეყანაზე, მეტ სათნოებას და სიკეთეს დასთესს შენს მიერ შექმნილ ქვეყნიერებაზე და განა ღვთისათვის სულ ერთი არ არის, ვისი სახელით ივლის სიკეთე, პატიოსნება, სათნოება, უმანკოება და სამართალი დედამწაზე?! …

მარადისობის კანონი…

ლიტერატურე და ხელოვნება

დღეს აქა – იქ გაიგონებ ნიღილისტისაგან: «ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო», მართალია, მაგრამ ის ხომ უფრო მართალია, რომ არც გაზაფხულს მოჰყავს ერთი და ორი მერცხალი. გაზაფხულს ათასობით, ათიათასობით და მილიონობით მერცხლები მოჰყვებიან, რომლებიც შრომობენ, ბუდეს აშენებენ, ბარტყობენ და მრავლდებიან, რათა შემდეგ წელს ათასჯერ და ასჯერ უფრო მეტნი იყვნენ. ასე ყოფილა და ასე იქნება, ვიდრე გაზაფხული და მერცხალი არსებობს, ამას ვერაფერი ძალა ვერ შეცვლის. და მე ვამაყობ, რომ ჩემი ჯილაგი, ჩემი მოდგმა – ქართული მწერლობა – ამ მერცხლების გუნდს ეკუთვნის სისხლით და ხორცით, და მათთან ერთად საკუთარი ოფლითა და შრომით მოპოვებული თიხით იშენებს ბუდეს ერის სულიერი ტაძრის მაღალ და ნათელ ხარაჩოზე.

«მეორე იყო საქმე»

პარადოქსებით არის სავსე გენიოსების ცხოვრება.

27

Page 28: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ისინი ხშირად ფუსფუსებენ, საქმიანობენ, უამრავ დროს კარგავენ იმისათვის, რათა რაც შიეძლება სქელი პირადი საქმეები და რეგალიებით გადატვირთული ანკეტები იქონიონ. ბოლოს იწყება უკუპროცესი, ანკეტიდან უკვალოდ ქრება ყველაფერი, ხანდახან გვარიცა და მამის სახელიც, და რჩება ყოვლისმომცველი სახელი და სხვა არაფერი.

ხუთი ბედნიერი სახელი ვიცი მე საქართველოში. ასეთი ჯერჯერობით: შოთა, ილია, ვაჟა, აკაკი და გალაკტიონი.

«გალაკტიონი»

«მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა» – მთელი კაცობრიობის შემოქმედთა ოცნებაა გამოთქმული ამ ორ სტრიქონში, ლექსში კი – განხორციელებული.

უბის წიგნაკიდან

მე მაინცდამაინც არ მჯერა, რომ ოდესმე შევძლებთ დავარწმუნოთ ჩვენი შვილები, თითქოს ტახი, კურდღელი, ირემი, სპილო, ვეფხვი და მგელი ჩვენი ძმები არიან, მაგრამ თუ მოვახერხებთ ჩვენი წიგნებით ცოტათი მაინც დავაჯეროთ ბავშვები, მომავალი თაობა, რომ დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის დები და ძმები არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მისია შესრულებულია და უფლება გვაქვს მშვიდად წავიდეთ ამ ქვეყნიდან.

«რა არის საბავშვო ლიტერატურა»

როდესაც ერის, სახელმწიფოს, ხალხის სულიერ, ზნეობრივ და თუნდაც მატერიალურ ფასეულობათა ანალიზი, შეფასება და ხალხის სამსჯავროზე გამოტანა ხდება, მწერალი მოწმე არ არის, იგი პასუხს აგებს ხალხის და შთამომავლობის წინაშე ერის ყველა სიხარულის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის გამო.

ქართველი მწერლწბი არასოდეს მოწმეები არ ყოფილან, ქართული მწერლობა ყველაფერზე აგებს პასუხს ხალხისა და ერის წინაშე.

28

Page 29: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«პასუხისმგებლობა ხალხის, შთამომავლობის წინაშე»

ვერავითარი ძალა ქვეყანაზე ვერ შეუქმნის მწერალს ავტორიტეტს, მწერალმა თვითონ უნდა შექმნას ავტორიტეტი და თვალისჩინივით გაუფრთხილდეს იმ დიდ სახელს, რომელიც მას მისმა წინაპარმა დაუტოვა.

«მეორე იყო საქმე»

მწერლის შემოქმედება პერპენტუმ – მობილე არ გახლავთ. მწერლის ცხოვრებაშიც დგება კრიტიკული მომენტი, როდესაც იგი შემოქმედებითად იხარჯება და თავდება. მას სხვაზე უკეთ თვითონ მწერალი გრძნობს.

«მეორე იყო საქმე»

ყველა გენიოსის შემოქმედება მიწიერიცაა და ზეციურიც. იგი, როგორც ატმოსფერო, ისე აკრავს მთელს დედამიწას, ერთნაირად ჰკვებავს ყველა სულდგმულს და ერთნაირად იკვებება მათი სიცოცხლითა და ჰაერით.

ისინი ერთმანეთის სუნთქვით სუნთქავენ.

უბის წიგნაკიდან

არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის.

მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისივე სიბრძნესა და სიკეთეს.

«ვიყოთ, ვიმღეროთ, შევქმნათ»

ყველაფერი, რაც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია, გამოქვაბულისა და კელდის მხატვრობა იქნება ეს, ველურობის უცნაური ნიღბები, თუ რომისა და საბერძნეთის

29

Page 30: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

უზარმაზარი ამფითეატრები, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქმნებოდა.

ადამიანები ბავშვობიდანვე ქმნიდნენ თავისთვის ხელოვნებასაც, ლიტერატურასაც, ნაირნაირ სანახაობებსაც; ესაა, რომ, ბუნების მიერ მათთვის დაწესებული არსებობის მკაცრი რეგლამენტის გამო, ვერ ასწრებდნენ ყოველივე ამით თავის დროზე ესარგებლათ და ძალაუნებურად სიბერეში უხდებოდათ თამაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობებით თავის შექცევა. იქნება ამიტომაა, მოხუცებულობაში ასეთი გატაცებით და სიამოვნებით რომ მიველტვით ბავშვობას. მე ასე მგონია.

«რა არის საბავშვო ლიტერატურა»

საბავშვო ლიტერატურის საფუძველთა საფუძველი ეს არის უსაზღვრო უბრალოება, სიწმინდე, გამჭვირვალობა და გულახდილობა, გაზავებული იუმორით, ცრემლებით, სიცილით, ბავშვური გრძნობებისა და აღქმის გულუბრყვილობით. მე ასე მგონია.

«რა არის საბავშვო ლიტერატურა»

ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ქართველებს რუსთაველამდე რომ არ გვცოდნოდა, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. მაშინ არათუ ქართველი ერი, არამედ არც ქართული ენა, არც ქართული მწერლობა და არც თვით რუსთაველი არ იარსებებდა. მაშ, რაღაშია რუსთაველის დამსახურება? ან, როგორც ჯადოქარმა, მიაგნო ქართველი კაცის სულში ამ უკვდავების სათავეს, ერთ სიბრძნედ შეკრა, მარგალიტებად აკინძა, ხალხსვე დაუბრუნა თავისი გენია – და მისცა სულიერი საზრდო, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე კვებავს მას.

«ვიყოთ, ვიმღეროთ, შევქმნათ»

მწელობა სიმინდის ყანაა არ არის, შიგ თოხით რომ შევიდეთ, გლახა მოვჭრათ და მხოლოდ კარგი დავტოვოთ. იმ მიწაზე, რომელზეც ცუდი ბალახი არ ამოდის, კარგიც არ იხარებს.

მწერლობა უფრო მსხმოიარე ხეს ჰგავს, რომელზედაც მებაღე მკვახე ნაყოფს დამწიფებას აცლის, მწიფეს ჰკრეფს, დამპალი კი სცვივა და ნეშომპალად იქცევა, და, თუ კრიტიკა დროზე შეწამლავს ამ ხეს და არა ისე გვიან, როგორც წეღან

30

Page 31: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მოგახსენეთ, კარგი და გემრიელი ნაყოფი მეტი იქნება, ცუდი და უგემური კი – ნაკლები.

უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის.

ამ ბოლო დროს ერთობ მომრავლდა, ეგრეთ წოდებული, დოკუმენტური პროზა და სიმართლეს ამოფარებული ლიტერატურული წუნი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა სიმართლე და მართალი ამბავი ლიტერატურა როდია. სიმართლემ და ამბავმა, ვიდრე იგი ლიტერატურად იქცეოდეს, ისეთივე დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს, როგორიც იყო გზა გოლგოთისკენ ...

ჩემი ტიპის მწერალი არასოდეს არ ემშვიდობება თავის ტრადიციულ გმირს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში მწერალი იმავე გმირს სხვა მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აყენებს, თუ შეიძლება ასეთი ტერმინი ვიხმაროთ, ხდება გმირთა სულების გადასახლება.

ასეთ პირობებში გმირი სულ სხვა ხასიათსა და ჩვევებს იძენს, გმირში ცოცხლდება სხვა გარემოს შესაფერისი ვნებები, მასში იღვიძებს მისივე არსებაში მყოფი მეორე მე, რომელზეც ადრე მას წარმოდგენა არ ჰქონდა. შეხვედრა საკუთარ თავთან სულ სხვა გარემოში არ ნიშნავს წარსულის უარყოფას. გმირი კი არ ღალატობს საკუთარ თავს, არამედ, პირიქით, ამკვიდრებს მას, სრულყოფს და მონოლითურს ხდის საკუთარ არსებას.

ზოგიერთ ბრიყვს მწერალი მწვერვალთა დამპყრობი ჰგონია. მოვიდა მწერალი, შეუდგა თავის ოლიმპს თუ ჯომოლუნგმას, თუ დაიპყრო, ხომ კარგი, თუ არადა, ან მოკვდება, ან შუაგზიდან მობრუნდება, ანდა დაპყრობის შემდეგ დაუძლურებული და გაბითურებული დაბრუნდება უკან.

არა, მწერალი თავად აშენებს თავის პირამიდას, სვეტსა და მწვერვალს. და ქვევით იმიტომ კი არ ეშვება და ბრუნდება, რომ ბითურდება (ჯერ ერთი, ის რად ღირს, ქვეყანას რომ ზემოდან გადმოხედავ არწივივით), არამედ იმიტომ, რომ დაეშვას, განზე გადგეს, მისი და მის მიერ შექმნილის პროპორცია დაინახოს და ახლა ქვევიდან დატკბეს თავისი აშენებული ტაძრის, სვეტის თუ პირამიდის სიმაღლითა და მშვენიერებით. ეს, მხოლოდ ეს არის მწერლის მისია და მოვალეობა. ესეც რომ არ იყოს, ადამიანი რამოდენიმეჯერ აშენებს პირამიდებს და რამოდენიმეჯერ ადის და ჩადის.

იმ მწვერვალზე, სვეტზე, პირამიდაზე და ტაძრის გუმბათზე დარჩენა, დგომა და ჯდომა, პატივმოყვარე კრეტინთა ავადმყოფობა და ლტოლვაა.

ყველაფერი ეს მკვდართა, გარდაცვლილთა ხვედრია და ბედნიერია ის გარდაცვლილი შემოქმედი, რომელსაც შთამომავლობა მის მიერვე აშენებულ პირამიდაზე, სვეტზე, მწვერვალზე აიყვანს ან მის მიერ ნაგებ ტაძარში შეასვენებს. სხვა გზა არ არსებობს. მხოლოდ ასე.

უბის წიგნაკიდან

31

Page 32: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ჩვენ, თანამედროვენი ვერასდროს ვერ შევაფასებთ ჩვენი ეპოქის ნაწარმოებების აბსოლუტურ ღირებულებას და ვერ მივანიჭებთ მას ერის სულიერი ცხოვრების ამსახველ ფუნქციას. ეს შთამომავლობის საქმეა. ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მათთვის ობიექტური მატიანე და სულის საზრდო, პრემიებს და დანარჩენ რეგალიებს, რომლებსაც ახლა ჩვენ თავად ვურიგებთ ერთმანეთს, შთამომავლობა განსაზღვრავს, დაარიგებს და ყველა საგანს თავის ადგილს მიუჩენს.

ასეც რომ არ იყოს, მე არ მეგულება ლიტერატურა, რაც არ უნდა მაღალნიჭიერი იყოს იგი, ერის თუნდაც ერთი ეპოქის სულიერი ცხოვრების სურათი აესახოს, ეს ხელოვნების რომელიმე ერთი დარგის ძალ–ღონეს აღემატება. ამისთვის საჭიროა მთელი ერის ინტელექტუალური ენერგია, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოლექტიური მისწრაფება და თანამშრომლობა, მეცნიერება იქნება ის, მცხეთისა, ვანისა და ნოქალაქევის სამარხებში ნაპოვნი გამომწვარი ქოთნები, ჯვარი, ხახულის კარედი, «ვეფხისტყაოსანი», «შუშანიკის წამება», «ლილეო», «მრავალჟამიერი», ნიკორწმინდა თუ ატომური რეაქტორი, ყველაფერი ერთად აღებული.

რაც ჩემმა თაობამ თქვა, შთამომავლობამ იგი უნდა მიიღოს, როგორც გულწრფელი მემკვიდრეობა და შეგვინდოს, რამეთუ, რაც ვთქვით, ისე ვთქვით, როგორც შეგვეძლო, ხელოვნება და რუდუნება არ დაგვიკლია სათქმელისთვის, არც რაიმე მარცხენა ხელით გვიკეთებია.

როგორც მწერალი სავსე ვარ მოლოდინით და იმედით, რომ აუცილებლად მოვა უკეთესი მთქმელი, შევა ერის სულიერ ტაძარში, მივა მის ყველაზე დიდ სალოცავთან და წმინდა და მაღალ სანთელს დაანთებს.

ესაა სწორედ ერის სულიერი ცხოვრების მარადისობის კანონი.

რადგან ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოკიდებული მწერლობაზე, ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის.

«ვიყოთ, ვიმღეროთ, შევქმნათ»

შეუწყნარებლად დიდ უყურადღებობას და გულგრილობას ვიჩენთ ახალგაზრდა მწერლების მიმართ.

ვერაფერი ნუგეშია ახალგაზრდა მწერლისათვის ის, რომ ვაჟა – ფშაველას ბინა არ ჰქონდა და ჭლექით მოკვდა, ბარათაშვილი კი განჯაში მბჟუტავი სანთლის შუქზე წერდა თავის ქმნილებებს, ახალგაზრდობას ის უნდა გავახსენოთ, რომ, მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, არც ერთს, არც მეორეს არ უღალატია თავისი მრწამსისა, თავისი ხალხისათვის, თორემ ბარათაშვილის დროს იმპერატორიც სანთლის შუქზე წერდა, რადგან მაშინ საერთოდ არ იყო ელექტრონი.

«მეორე იყო საქმე»

32

Page 33: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

საქართველოს მწერლობა საუკუნეთა მანძილზე იბრძოდა ერის სულიერ ძალთა აღორძინებისთვის, ებრძოდა ყოველგვარ ბოროტებას სიტყვით, წიგნითა და თუ საჭირო იყო მახვილითაც კი, ქართულ მწერლობას არასოდეს გაუვლია ზღვარი პირადსა და ეროვნულს შორის. ამავე დროს, იგი ყოვლად კეთილი განზრახვით ამკვიდრებდა სათნოებას, სიყვარულს, ძმობასა და მშვიდობას ერთა შორის.

«სამშობლო»

ახლა, როცა ხელოვნება ასე დაშორდა სინამდვილეს, ჩემის აზრით, უდიდეს ხელოვნებას წარმოადგენს უკიდურესი ბუნებრიობა!!!

უბის წიგნაკიდან

საოცარია ხელოვნება – მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანსაც კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება – გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.

უბის წიგნაკიდან

თეატრი ყოველთვის იყო ერის ყველა სიხარულისა და წუხილის მაღალი ტრიბუნა და ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრიბუნიდან პირველ სიტყვას მუდამ ეროვნული დრამატურგია უნდა ამბობდეს. ეს ძალიან საპატიო და მძიმე მოვალეობაა.

ეროვნული დრამატურგია ძალიან ჰგავს ლოკოკინას, რომელიც საკუთარ სახლს – თეატრს – საკუთარი ზურგით დაათრევს. ეს სახლი კი ისეთი მშვენიერი რამ არის, საკმარისია ერთი წამით მიატოვო, რომ იმ წამსვე შიგ სხვა შეგისახლდება.

«მწერლობა და თეატრი»

ნამდვილი დრამატურგია ხალხში თავისი ფეხით მოსიარულე დიდი ლიტერატურაა. იგი ხელშესახებია, მას აქვს სხეული, სისხლი, ხორცი, ძვალი და რბილი, ძარღვი და კუნთი. ეს არის ფარდას ამოფარებული, ყალყზე შემდგარი მეცხრე ტალღა, რომელიც არ იცი, როდის მოვარდება და წაგლეკავს.

33

Page 34: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«მწერლობა და თეატრი»

პოეტისთვის დღე და ღამე, თვე და წელიწადი ერთია, დაუსაბამო და უსასრულო – პოეტს ხანი არ გააჩნია.

პოეტი, ხალხს თუ ახსოვს და ერთი ლექსი თუ იცის მისი ზეპირად – უკვდავია, და თუ არ ახსოვს, ესე იგი, არც ყოფილა.

«ოთარ მამფორია»

დღეს ფრიად მომრავლდა სამეცნიერო – პოპულარული ლიტერატურა. ზოგი მათგანი კარგია და უზომოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. ზოგი ისე მშრალია, როგორც იტყვიან – წყალი არ გაუვა. ზოგს კი იმდენი წყალი გასდის, ქოლგით უნდა იკითხო.

«ცხრათვალა მზის ქვეშ»

თითქმის ყველა ბავშვი თავის ფიქრს, ოცნებას და ლაპარაკსაც კი ფერადი ფანქრებით იწყებს.

მე არ მეგულება ოჯახი, რომელიც სავსე არ იყოს წვერწატეხილი და ბოლოდაღრღნილი ფანქრებითა და ფანტასტიკური ფიგურებით აჭრელებული ქაღალდებით. ეს ალბათ ის პირველყოფილი ინსტიქტია, ადამიანი იეროგლიფს რომ იგონებდა. და საოცარია, რომ ამ მილიონ და მილიარდ მხატვართაგან მხოლოდ ერთეულებს ენიჭებათ უმაღლესი ღვთიური ჯილდო – უჩვეულოდ ააჩქეფონ სისხლი ძარღვებში, ჩაასახლონ მზე თვალებში, გაათბონ სხეული და შეძრან ადამიანთა გულები.

«მხატვრობა რომ არ ყოფილიყო»

ზედმეტია მხატვრობის ძალაზე ლაპარაკი. მე ჩემი ყურით მაქვს «მოსმენილი» ტაძრების კედლებიდან ღვთის საგალობელი, ქრისტეს ტირილი და ბაბილონის გოდოლის ნგრევა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ქვად ქცეული სარდალთა ყიჟინა და ცხენთა ფლოქვების თქარუნი. ხოლო როდესაც პარიზში იმპრესიონისტთა დარბაზის კარი შევაღე, გაზაფხულში შევედი მეგონა. მერე ლუვრში მთელი საათი ვიდექი ვენერა მილოსელთან, ბოლოს და ბოლოს ხელი შევახე, არ შეიძლება ხელის ხლება, გამიჯავრდა ზედამხედველი, რომ ვუთხარი თბილია–მეთქი, გაეღიმა და კიდევ ერთხელ ხელის შეხების უფლება მომცა!

«მხატვრობა რომ არ ყოფილიყო»

ალბათ მხატვარი და მოქანდაკეა ის, ვისიც ყველაზე უფრო შურს მწერალს... ხშირად მივსულვარ საგამოფენო დარბაზში მაგიდაზე გაშლილ შთაბეჭდილებების წიგნთან ჩემი ფიქრებისა და შთაბეჭდილების ჩასაწერად და რამდენჯერაც მივსულვარ, იმდენჯერ უკან დავბრუნებულვარ, რადგან მხატვრობა

34

Page 35: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ხილვა არ არის, მხატვრობა უფრო შეგრძნებაა, რაღაც დიდი შინაგანი ფიზიკური შეგრძნება და ამის შთაბეჭდილების წიგნში შეტანა შეუძლებელია.

«მხატვრობა რომ არ ყოფილიყო»

კაცობრიობა ალბათ დედით ან მამით ობოლ ბავშვს დაემსგავსებოდა ქვეყნად მხატვრობა რომ არ ყოფილიყო.

«მხატვრობა რომ არ ყოფილიყო»

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

უბის წიგნაკიდან

მე მუდამ მანცვიფრებდა ქართული ცეკვა თავისი ღვთაებრიობით. ქართული ცეკვის ურთულესი ნახაზები ცაში მნათობთა და ვარსკვლავების მოძრაობისთვისაც კი შემიდარებია.

ეს არ გახლავთ კომპლიმენტი ქართული ცეკვის მიმართ, ეს ასეა. მას ინტუიციით თუ მიხვდება კაცი, თორემ ამის დამტკიცებაშეუძლებელია.

ზოგიერთი ცეკვა პირდაპირ შიშისმომგვრელი და სულისშემძვრელი იდუმალებით არის მოსილი. ცეკვა «ქართული» – რით არ ჰგავს დედამიწისა და მთვარის, დედამიწისა და მზის ერთმანეთის მიმართ მიახლოებას – განრიდების ფანტასტიკურ რიტუალს.

განა «სამაიას» პლასტიკაში გადაწყვეტილი ვარდის, მიხაკისა და გვირილის კოკრის აფეთქების და გაშლის საოცრება არ არის?

ვის გინახავთ ზღვისპირას, ბობოქარ ტალღებთან მოთამაშე თოლიების ნავარდი, ცის დაუფლების ზებუნებრივი ოსტატობის, სილაღისა და აღტკინებისისწერო რისკამდე მისული ფეიერვერკი? მე მინახავს სარფში და ეს ნამდვილი «განდაგანაა»!

ახლა «ალვანურზე»

მოგეხსენებათ მეცხვარეობა ბიბლიური პროფესიაა.

ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მწყემსის ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მაინც არსად მსოფლიოში მეცხვარეები ისე დიდი ხნით არ ტოვებენ ხოლმე ოჯახს, როგორც თუში მეცხვარეები...

35

Page 36: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

... ცხრა – ათი თვე ვერ ხედავს ხოლმე მეცხვარე თავის საყვარელ ცოლ – შვილს, სწორფერს, სატრფოსა და სანატრელ ადამიანს. ასე არიან შინ დარჩენილი ქალებიცა და სწორედ ამ ნოსტალგიას, მონატრების გამოძახილი და ნაშიერია ცეკვა «ალვანური». ალვანელმა ქალებმა მოიგონეს ეს უნიკალური ცეკვა.

საღამოობით გარმონის (ბუზიკის) და დოლის ხმაზე წრედ შეკრული ქალები გამოდიან და ვაჟურად ცეკვავენ.

ცეკვავს ყველა – პატარა, საშუალო, გასათხოვარი, გათხოვილი, ახალგაზრდა და მოხუცი. ცეკვავს ყოველგვარი ქორეოგრაფიული ნახაზის გარეშე: ლაღად, სტიქიურად, წარმართულად, პირველყოფილად, ისე, როგორც უნდა ... ეს უფრო როკვაა, ვიდრე ცეკვა. ყველა ვაჟურად ცეკვავს და აჯავრებს თუ ბაძავს ქმარს, ძმას, შვილს, საქმროს, მამას, ბიძას, თავმჯდომარეს, ბრიგადირს, მძღოლს, ლოთს, შფოთს, მოჩხუბარსა და აშიკს – ყველას.

ცეკვა «ალვანური» თავისი ბუნებით პაროდიულია, ამიტომ სავსეა იუმორით. სოფლის ქალები თავად იხოცებიან სიცილით, როდესაც ერთმანეთს უცქერენ.

უკეთეს ზეიმს ვერ ნახავ, ვერც შეესწრები და ვერც ინატრებ ...

... ცეკვა მიუხედავად თავისი თვალწარმტაცობისა საოცრად ინტიმურია, «ალვანური» ხალხის სულიერი, მაგრამ ინდივიდუალური გრძნობების იმპრესიონისტული აღქმის გამომხატველი ცეკვაა, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანი. აქ რაიმე ერთი, კლასიკური მოდელის შექმნა დაუშვებელია.

დაუშვებელი კი არა, შეუძლებელია, უცვლელი მხოლოდ ერთი რამ არის – გოგონები ცეკვავენ ვაჟურად.

«ალვანური»

ოშვარდო ვარაიდა... (მღერის) პირდაპირ განსაცვიფრელი ფენომენია ეს ქართული სიმღერა, თითქოს იწონება ოქროს ზოდივით.

მრავალჟამიერ... (მღერის) – მილიონ ტონას იწონის ოქროთი, აი, მაგალითად, გურული სიმღერა ოი, დელი, ოი და რაინეინეო და.

. . (მღერის) რომელიც გინდა, ახლა სვანური, – შინა, ვორგილ ვორგილ ვოდა... (მღერის) ყველას აქვს წონა, ყველა სიმღერას, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მეგრულ სიმღერას წონა არა აქვს, მზის სხივივითაა, ვარსკვლავის სხივივით საიდანღაც მოდის, ძალიან შორიდან. . . დილავოი ნანა... (მღერის) კვნესის – ამას ვერ აწონი, ამას წონა არა აქვს, ეს სხივია შორიდან, შორიდან მოსული სხივი, ამას რაღაც ინტუიციით თუ მიხვდება კაცი, ამას ვერავითარი მუსიკალური მეცნიერება და ვერანაირი სპეციალური განათლება ვერ დაადგენს ვერასდროს.

36

Page 37: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

(პირად დიქტოფონზე ჩანაწერიდან)

პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს,ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.

ეს რომ ასე არ იყოს, ანბანის ოცდაცამეტი ნიშანი ყველამ ვიცით და ორჯერ ორი რომ ოთხია, ყველა თორმეტფურცლიანი რვეულის ყრდაზე წერია.

მასწავლებლობა უდიდესი საიდუმლოს გამხელას უნდა ჰგავდეს. მოძღვარი შეგირდისთვის მისანი უნდა იყოს, მისანი, რომელიც მას ბუნების საიდუმლოს ანდობს.

«სიტყვა წარმოთქმული მასწავლებელთა ყრილობაზე»

როგორც მინიმუმი, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი:

1. – უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;

2. – უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის;

3. – ჰქონდეს უნარი – ეს სიყვარული სხვასაც შეაყვაროს, როგორც სენი

უკურნებელი;

4. – იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა–მადლის ანუ სამართლის

გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.

სხვაგვარად ყველა მცდელობა იმისა, რომ იყო მოძღვარი, ფუჭია, ყალბი და

უშედეგო.

37

Page 38: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«სიტყვა წარმოთქმული მასწავლებელთა ყრილობაზე»

ჩემი აზრით, თანამედროვე რომანი უფრო მტვერსასრუტსა ჰგავს, რომელიც საოცარი სიხარბით ისრუტავს ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრს და იზმს, რომელიც კი სჭირდება მას თავისი შინაგანი ვნებების, ბუნების არსის გამოსახატავად.

«ოდისევსის დაბრუნება»

ჩემთვის, როგორც ქართველი მწერლისთვის, გაუგებარია როდესაც აქ რომანის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, გარდაცვალებასა და გაქრობაზეა ლაპარაკი; რომანის უკვდავებას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ წელს ჩემს ქვეყანაში ათას ხუთასი წლის იუბილეს უხდიან პირველ ქართულ რომანს ‘შუშანიკის წამებას.

ვფიქრობ, ყოველი ჩვენთაგანი შინაგანად მზად უნდა იყოს, რათა საჭირო ჟამს ერისა ხალხის სახელით ილაპარაკოს. განა თქვენი ნაწარმოებებიდან არ ვიცნობ მე ამერიკას? პირადად ჩემზე ამერიკულმა ლიტერატურამ დიდი ზეგავლენა იქონია.

მე, გარდა ჩემი ეროვნული ლიტერატურისა, აღვიზარდე ბიჩერ სტოუს, მარკ ტვენის, ფოლკნერის, უიტმენის, ო-ჰენრის, ჰემინგუეის, კოლდუელის, სტეინბეკის, საროიანის და სხვათა წიგნებზე.

ის, რაც მე მომწონს ამერიკულ ლიტერატურაში, ჩემად და მშობლიურად მიმაჩნია, ხოლო რაც არ მომწონს, იმას ვერავითარი მრგვალი მაგიდა და დიალოგი ვერ მიმაღებინებს.

პირად კონტაქტებზე მოგახსენებთ. აი მე ახლა ვზივარ ბატონ ჯონ აპდაიკის გვერდით და მისი მხრის სითბოს ვგრძნობ. ეს სითბო ალბათ თან გამყვება საქართველოში და დიდხანს მეყოფა საგზლად.

აქ ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ამერიკული ლიტერატურა და ხელოვნება, ევროპული ცივილიზაციის ფესვებზეა აღმოცენებული. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ დღევანდელი ამერიკული ლიტერატურე ხელოვნება მაგონებს ოდისევსს, რომელიც ორასი წლის შემდეგ დაუბრყნდა თავის პენელოპეს ევროპას, ოღონდ უკვე სხვა, არანაკლებ ლამაზ ჯანმრთელ ქალზე ჯვარდაწერილი, უამრავი ლამაზი, ჭკვიანი და ღონიერი შვილების თანხლებით.

«ოდისევსის დაბრუნება»

38

Page 39: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«მარადისობის კანონი»

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი,სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.

სულ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული სიტყვა ლაზარეთი, რომელიც ლექსიკონში საველე ჰოსპიტალად არის განმარტებული, ლაზარედან მოდის. ამას რომ მიხვდე, აუცილებელი არ არის იყო ენათმეცნიერი ან ლინგვისტი. მერე ერთ ლინგვისტს გავუმხილე ვარაუდი, ალბათ ლაზარედანაა, ქრისტემ რომ გააცოცხლა ლაზარე – მეთქი. ძალიან გაუკვირდა.

შემდეგ ლექსიკონში ჩავიხედე, ბერძნულად «ლაზარე» – ღვთის წყალობას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობაა, კაცს რომ გააცოცხლებ. თქმა არ უნდა, ეს შეიძლება ლინგვისტმაც არ იცოდეს. ლაზარე რომ იცოდე, სახარება უნდა გქონდეს წაკითხული, ხოლო ჩვენი ლინგვისტების უმრავლესობას სახარება არა აქვს წაკითხული, თანაც უნდა გქონდეს წაკითხული ოთხთავი მთლიანად.

იმიტომ, რომ ლაზარეს სასწაული მარტო იოანეს სახარებაშია. ეს თუ არა გაქვს წაკითხული, ვერ მიხვდები. ასე რომ, ეს აღმოჩენა ჩემი უმეცრების ბრალი კი არ არის, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ოთხივე სახარება წაკითხული მაქვს და მივხვდი, ის ლაზარეა ... ამიტომ ვფიქრობ, რომ ოთხთავი ენათმეცნიერსა და ლინგვისტს უნდა ჰქონდეს წაკითხული, როგორც სავალდებულო წიგნი. ძველ აღთქმაზე აღარაფერს ვამბობ.

(პირად დიქტოფონზე ჩანაწერიდან)

მითიცა და ბიბლიაც ორთავე, მე თავად უდიდეს ლიტერატურად მიმაჩნია.

ვიდრე ბიბლიაცა და მითოსიც ავტორთა მიერ, როგორც პირველწყარო ან სიუჟეტის დამხმარე მასალა, მხოლოდ ისტორიულ რომანებში გამოიყენებოდა, მათდამი განსაკუთრებული პრეტენზია არავის არ გააჩნდა, მაგრამ, როგორც კი ბიბლია და მითოსი თანამედროვე ლიტერატურაში გადმოსახლდა და მის ორგანულ ნაწილად იქცა, ამან დიდი აურზაური, დაბნეულობა და მითქმა–მოთქმა გამოიწვია, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკაში.

მითოლოგიური და ბიბლიური თემების, სენტენციების და დოგმების გათანამედროვება მათი თემატიკისა და თუნდაც სიუჟეტური მომხიბვლელობით კი არ უნდა ავხსნათ, არამედ გაჩენის დღიდან ადამიანის ხასიათისა და მისი ბუნების სტაბილურობით.

39

Page 40: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

საკითხი გაცილებით უფრო ნათელია, ვიდრე ზოგს ჰგონია. საქმე იმაშია, რომ მითოსსა და ბიბლიაში ბიბლიურ გმირთა შორის აღწერილი ურთიერთობანი, ვნებები, ფსიქოლოგიზმი და, თუ გნებავთ, ფილოსოფიაც კი ზოგ შემთხვევაში იმდენად რეალურია, მიწიერი და აქედან გამომდინარე, თანამედროვე, რომ მათი მხოლოდ მითოლოგიურ და რელიგიურ ასპექტში წაკითხვა, ჩემის აზრით, შეცდომა და მკრეხელობაა.

ეს თემები უზომო სიმკვრივის კვაზალურ ვარსკვლავებს გვანან, რომლებიც თავის თავში გასაოცარ ენერგიასა და მასას იტევენ. უზარმაზარია მათი მაგნიტური ველი და მიზიდულობის ძალა. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, თუ ეს ძალა თანამედროვეობასაც მისწვდა. ტყუილად როდი თქვა თომას მანის პირადმა მდივანმა, როდესაც «იოსებისა და ძმათა მისთა» ხელნაწერი წაიკითხა:

– მადლობა ღმერთს, ძლივს არ გავიგე როგორ მოხდა ყოველივე ესო, –

– ასევე საოცარი დამაჯერებლობით არის დაწერილი მარკესის «ასი წელი სიმარტოვისა». მეოცე საუკუნის ეს ორი შედევრი ყოველივე ზემოთ თქმულის უტყუარი საბუთი და დადასტურებაა.

როდესაც მე «თეთრი ბაირაღების» მოდელად, ანუ სიუჟეტურ ჩარჩოდ ბიბლიური თემა, ნოეს კიდობანი გამოვიყენე, ეს ისე როდი უნდა გავიგოთ, თითქოს საკუთარი არ მქონდა და ამიტომ სხვისი მოურგებელი პერანგი ჩავიცვი, არა. მე, როდესაც ამას ვაკეთებდი, მშვენივრად ვიცოდი, რომ ნოეს კიდობანმა ადამიანთა მოდგმა გადაარჩინა და რომ მე თავად ვარ იმ გადარჩენილ ადამიანთა ერთ–ერთი ნაშიერი, მაგრამ მე ამ მოვლენაზე უფრო ის მაინტერესებდა, თუ რა მოხდა იმ ორმოც დღეში, რა განცდები აწუხებდა და რა მოლოდინით ცოცხლობდა კიდობანში ნოე და მისი «ეკიპაჟი».

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ ორმოცმა დღემ განსაზღვრა და განაპირობა ნოეს აქეთ არსებული კაცობრიობის მორალური და ზნეობრივი საქციელი.

შემთხვევით როდია ლექსიკონში კიდობანი ასე განმარტებული: – ფიცრის კოლოფი, რომელსა შინაცა იუდეანთა აქუანდათ დამარზულ ფიცარნი სჯულისანი; – სწორედ ის ორმოცი დღე გახლდათ დრო იმ სულიერი კათარზისისა, რომელიც განიცადა კაცობრიობამ, რამეთუ იმ ორმოც დღეში არ შეიძლება ნოეს ანალიზი არ გაეკეთებინა იმ შემზარავი სასჯელისათვის, რომლითაც დასაჯა გამჩენმა მის მიერვე შექმნილი და სულჩადგმული ადამიანი. მხოლოდ ასე და ამ ასპექტში უნდა იქნეს წაკითხული ყოველგვარი მითოლოგიური და ბიბლიური. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია და, ვფიქრობ, არც შეიძლება.

«მარადისობის კანონი»

... დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ.

ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა?

40

Page 41: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?..

მზიანი ღამე

ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.

«ვიყოთ, ვიმღეროთ, შევქმნათ»

არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ არ ითვლებოდა საქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია, და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს.

«მეორე იყო საქმე»

პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.

კაცობრიობას სილამაზე, სიყვარული და სათნოება გადაარჩენს

41

Page 42: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

(საუბარი ჩაწერილია პირად დიქტოფონზე გარდაცვალების წინა დღეს.

ლაპარაკობს ნელა, სუნთქვა უჭირს, ყოველი სიტყვის შემდეგ ისვენებს, ძალას იკრებს და აგრძელებს, ალბათ, აუცილებლად უნდა თქვას ის, რისი თქმაც შეიძლება ხვალ ვეღარ მოასწროს, რადგან «ხვალ» შეიძლება აღარ დადგეს.)

სანამ კაცობრიობა შეიცნობს საიდუმლოს თუ რატომ შექმნა ღმერთმა ესა თუ ის არსება, და რა დანიშნულება მისცა თითოეულ მათგანს, ჩვენ მუდამ გავანადგურებთ მწერებს, ცხოველებს, ქვეწარმავლებს – ეს შეუქცევადი, გარდაუვალი პროცესია, ჩვენ ერთმანეთსაც არ დავინდობთ – ეს იმდენად ხანგრძლივი პროცესია, რომ ძნელად წარმოსადგენიც კია ...

დოსტოევსკის ფორმულა – კაცობრიობას გადაარჩენს სილამაზე – სრულყოფილი არ მიმაჩნია. ჩემეული ფორმულა, რა თქმა უნდა, მისი ფორმულიდან გამომდინარე – კაცობრიობას სილამაზე, სიყვარული და სათნოება გადაარჩენს – უფრო სრულყოფილი მგონია.

რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს მისი აზრი, დოსტოევსკი გენიოსი იყო, მან გაათვითცნობიერა და მიხვდა, რომ სამყარო ვერასდროს მიაღწევს იმ დონეს, და ამიტომ აუცილებელია შეავსო, კვებო იგი ისეთი თვალსაჩინოებით, როგორიც სილამაზეა – თუნდაც ფიზიკური სილამაზე ...

რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც კითხულობენ მის თხზულებებს, სისასტიკეს უფრო ხვდებიან მათში, მათში ძალადობა უფრო მეტია, მაგრამ ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ განა სილამაზე, მშვენიერება არ არის? ამიტომ იგი ვერ დაელოდებოდა მომენტს, როცა კაცობრიობა გონს მოეგებოდა და ლმობიერი გახდებოდა, შეიგნებდა, რომ სიყვარული იგივე ღმერთია...,რომ სიყვარული თავად არს ღმერთი და რომ სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს სამყარო...

... ჩვენ უნდა ვეძებოთ უმოკლესი გზები, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ ერთმანეთის განადგურება ...

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვეთაყვანოთ სილამაზეს, იყოს ის, გნებავთ ფიზიკური, გნებავთ სულიერი, რადგან სილამაზის სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს და აახლოვებს მას ღმერთთან.

მარადიული თემები

დღევანდელმა ჩვენმა ცხოვრებამ ცხადყო – მარადიული თემები არა მარტო სიყვარული და სათნოებაა, არამედ მარადიული «ყვარყვარიზმი», გაიძვერობა, ნაძირალობა, მომხვეჭელობა, და მარადიული უნდა იყოს ბრძოლაც მათ წინააღმდეგ და უფრო მარადიული – იმედი მათზე გამარჯვებისა.

42

Page 43: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«მწერლობა და თეატრი»

ადამიანში ძლიერია თვითგადარჩენის თანდაყოლილი ინსტიქტი და ხშირად მორალური არჩევანის წინაშე მდგარი, ის ამ ინსტიქტის მორჩილია, აბა, დაფიქრდით რა ხშირად ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი ისეთი საქციელი, რომელსაც სხვას არასდროს არ ვაპატიებდით; რა ხშირად ვაფარებთ თავს ნახევარი სიმართლის ბურუსს, მაშინ, როცა დაუყოვნებლივ ვამხელდით სხვის ტყუილს...

ცხოვრების ჭეშმარიტება კი, ისაა, რომ არ მიუტევო საკუთარ თავს და მიუტევო მოყვასს, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.

«სუფთა ქვიშა»

კეთილი საქმის კეთება კაცისთვის სულიერი მოთხოვნილებაა. აქ იგი გამორჩენას არ მოელის, ხოლო თუ მაინც მოელის, ესე იგი, ფარისევლობს – საკუთარი თავის წინაშე, ადამიანების წინაშე.

მსოფლიოში სახელგანთქმულმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ ადამიანთაგან პირველმა ევერესტზე ფეხი რომ შედგა, არც «ვაშა» უყვირია, არც «მე ვარ და ჩემი ნაბადიო» და არც როკვას მოჰყოლია გამარჯვებულ და აღტაცებულ სპორტსმენთა მსგავსად.

მან მუხლი მოიყარა მწვერვალის წინაშე, დამსკდარი ტუჩებით ეამბორა მის მარადიულ ჭაღარას და უთხრა:

«გმადლობთ, ჯომოლუნგმა, რომ ამომიშვი»!

«ჩვენი საუნჯე»

ჩემთვისაც ბევრს შემოუქცევია ზურგი, ნათესავებსაც კი, იყო ასეთი წლები. თუმცა მერე ის ხალხი გონს მოვიდა...

მაგრამ სხვებიც იყვნენ, ნაცნობები თუ უცნობები, ვინც დამეხმარა, მე სამუდამოდ ვალში ვარ მათ წინაშე, არა იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ლუკმას მიყოფდნენ და, ხატოვნად რომ ვთქვათ, შიმშილით სიკვდილისგან მიცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ადამიანური სიკეთის, პატიოსნების, უანგარობის რწმენა შემინარჩუნეს. წარმოიდგინეთ, თითოეულ მათგანს რომ ეანგარიშა და დავთარში ჩაეწერა ნოდარ დუმბაძეს მივეცი ამდენი და ამდენი პური, ამდენი მარილი... მე ალბათ ვერ გავიზრდებოდი.

43

Page 44: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

«სუფთა ქვიშა»

სინდისი გმირობასა ჰგავს. მაგრამ გმირობად მე იმას არ ვთვლი, ვისაც არაფრისა არ ეშინია და ბაქიბუქობს. გმირობად შენთვის და შენი ხალხისთვის აუცილებელი საქმის აღსასრულებლად შიშის დათრგუნვა მიმაჩნია.

დადებითია ის, რაც დადებით ემოციებს და გრძნობებს იწვევს.

იწვევს არა მარტო ჩვენში, არამედ საზოგადოების უმრავლესობაში; დადებითია არა ის, რაც მხოლოდ ჩვენს გულს ახარებს, არამედ ის, რასაც სხვისთვისაც შეუძლია სიკეთისა და სიხარულის მოტანა.

«გვესმას მშობლისა»

სინდისი და ღირსება, რა უცნაური ცნებებია? ამბობენ ცხოველებს სინდისი არა აქვთო, მე კი მგონია არაა ასე. ყოველ სულდგმულს აქვს სინდისი. ქართველები ამბობენ: «კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო»

«სუფთა ქვიშა»

ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ.

და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო.

ძაღლი

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ, ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაც და ჩემს ტოლს დავინახავდი. რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა... მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა. რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს.

ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა...

44

Page 45: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს...

მე ვხედავ მზეს

სად მიდიხარ შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო და მე მადლიერი ვარ შენი. ახლა დადგა დრო ჩვენც წაგვიყვანო – მე და ხატია, წაგვიყვანო და გვიჩვენო სად თავდები.

და თუ სადმე თავდები, ჩვენ არ გაგათავებთ შენ, ვივლით ისე უსასრულოდ ხელიხელჩაკიდებული, შენ აღარ მოიტან ჩვენს ამბებს სოფელში სამკუთხა წერილებითა და ნაბეჭდი მისამართებით. ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ფეხით. პირს ვიზამთ აღმოსავლეთით, დავესწრებით ბაჯაღლო მზის ამოსვლას და მაშინ ხატია იტყვის ხმამაღლა:

ეს მე ვარ, ხატია, ხალხო, მე გხედავთ თქვენ. – მე ვხედავ მზეს.

თუ შეგიშვა ზღვამ, იგი არასოდეს არ დაგახრჩობს. ზღვამ არ იცის ღალატი. მაგრამ, ზღვას არ უყვარს, როდესაც მისი არ ეშინიათ, იგი თვითონ გაფრთხილებს, გეუბნება, გთხოვს, ღრიალებს, ქვეყანს ანგრევს, სახლისოდენა ტალღებით გაწვება ხმელეთისაკენ, ხელს გკრავს არ მოხვიდეო და თუ შებედე, ზღვას არ უყვარს – როდესაც მისი არ ეშინიათ. ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოხცალია და როდესაც ზღვა ლაპარაკობს, ზღვას უნდა უსმინო.

მზიანი ღამე

...დედამიწა თვითონ ცოცხალი სხეულია, დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე ზურგს დაშავებული ჯაგლაგივით, აგვყრის, დაგვყრის ბუზებივით, დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი, კვლავ არ მოიფხანს კეფას, კვლავ არ გამოიფხეკს ყურებს, კვლავ არ მოისრესს თვალებს და აი შეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ვინ იცის, იქნებ მართლაც ასეა?!

ნუ გეშინია დედა

45

Page 46: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

... ის რაღაა, რომ დგახარ მწვერვალზე, ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან მზე შენი გვირგვინი გგონია, დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია, დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია, ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია, და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია. და როდესაც ასე გგონია, კაცი ხარ მაშინ.

ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას.

ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა

ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით – გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს, ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა – ამას აღარაფერი ეშველებაო – და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.

უბის წიგნაკიდან

ცხოვრება რთულია და რაც არ უნდა ვირწმუნებდეთ თავს, რომ შეიძლება ყველაფერს უფრო იოლად, მარტივად მოეკიდო, ამაოდ ჩაგვივლის ცდა. მეტისმეტად ბევრ საკითხს წამოჭრის დრო, მეტისმეტად სარისკოა ამ საკითხებისათვის წაყრუება...

«სუფთა ქვიშა»

ყოველ ჩემს გმირში «ღვთაებრივ ნაპერწკალს» ვეძებ – მგრძნობიარობას, ტკივილს, უსამართლობის, სიცრუის მიმართ.

...მე მაღელვებს პიროვნების ჩამოყალიბების, აღზრდის პრობლემა, და ყველა ჩემი გმირი, როგორც წესი, იმ ასაკისაა, როცა ადამიანს ერთ მხარზე ანგელოზი უზის, მეორეზე – ეშმაკი. ვინ გაიმარჯვებს, რომელს მიენდობა იგი?...

«სუფთა ქვიშა»

46

Page 47: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ძალიან ნუ აჩქარდებით, ახალგაზრდობა ზღაპრულ ჯადოქარს, ალსა ჰგავს და ტყეში შეტყუება იცის. ღირსეულად, დინჯად მიიღეთ ტვირთი, რომელსაც ჩვენი თაობა გადმოგცემთ და ასევე დინჯად და ღირსეულად გადაეცით იგი მომავალ თაობას, რომელიც ფეხდაფეხ მოგყვებათ უკან.

...გაბრიელ მარკესის არ იყოს, მეც მყავს ჩემი მარადიული ბებია ოლღა, იმ ბებიამ მიანდერძა:

– ისე იცხოვრე, ნენა, დილით რომ მოკვდები, შენმა შვილებმა საღამოს არ დაგმარხონო და ნურც ისე იზამ, მთლად დაუმარხავი დაგტოვონო... თქვენდამი ჩემი ანდერძიც ეს არის.

«სიტყვა წარმოთქმული საქართველოს ალკკ XXXII ყრილობაზე»

ამ ბოლო დროს ქართული ენიდან გადაშენდა და დაიკარგა ერთი საოცრად საჭირო მცნება, კერძოდ, სიტყვა – გადადგა! აი, უკვე ორმოცდაათი წლის ვარ და ჯერ არ გამიგონია და არც წამიკითხავს ვინმე თავისი ნებით თანამდებობიდან გადამდგარიყოს, არათუ რაიკომის მდივანი, აღმასკომის თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე, მეეზოვეც კი. მე არ ვიცი საიდან გაგვიჩნდა ასეთი პატივმოყვარეობა, ამბიცია და თვითდაჯერება, ნუთუ ძნელია კაცმა დაწეროს განცხადება, ჩემზე დაკისრებულ საქმეს ვერ გავართვი თავი და გადადგომას ვაპირებო.

მე პირადად გაცილებით მეტ პატივს ვცემ გადამდგარ გენერალს, ვიდრე მოხსნილს.

«პასუხისმგებლობა ხალხის, შთამომავლობის წინაშე»

მე მეყოლება უამრავი შვილები, შვილისშვილები, შვილთაშვილები, იმათი შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასდროს აღარ დავიხოცებით, აღარ დავილევით და აღარ გავთავდებით.

«მე, ბებია, ილიკო და ილარიონი»

საოცარი ფრინველია მერცხალი.

ერთზც რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი – სიხალისით. ეს რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია.

47

Page 48: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

უბის წიგნაკიდან

რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი?

– იმიტომ, რომ მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.

უბის წიგნაკიდან

ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.

უბის წიგნაკიდან

დედამიწა ის სულელი სახედარი როდია, იმდენი აიკიდოს, რამდენსაც ვერ ზიდავს. არც ის ხეა, იმდენი მოისხას, რომ ტოტები დაემსხვრეს.

დედამიწა კანიბალია, იგი თვისივე სხეულით იკვებება.

რუსები ამას «самопожирание» –ს უწოდებენ.

პარადოქსი ის არის, რომ ეს კანიბალი კი არ ხდება, სუქდება.

უბის წიგნაკიდან

კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა უკვე ააშენა – სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია – იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც რომ წარმოდგენა არა აქვს.

უბის წიგნაკიდან

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.

უბის წიგნაკიდან

48

Page 49: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ყველა გლახა იესო ქრისტე არ არის.

უბის წიგნაკიდან

ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება.

«თეთრი ბაირაღები»

თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე უნდა მიუდგე და მოექცე.

«თეთრი ბაირაღები»

– ადამიანო! ყველაფერს თავის ადგილი აქვს საყაროში: ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინებმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს.

ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს... რა გახდა შენთვის ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში... ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და გინდა, ადამიანო? – აღმოხდა მზეს.

მზე

ადამიანის გული, მისი სული, ბუნების ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა.

«სუფთა ქვიშა»

... ადამიანის გამოსაცდელად ღმერთს ბევინი რამ გამოუგონია, – მე სამი რამ ვიცი: ჯარი, ციხე და მთა.

ზოგი მთის ნაცვლად ზღვას იტყვის, ზოგი ცას, ზოგი ტყეს, ზოგი უდაბნოს, ვის სად გასჭირვებია იმას იტყვის. პირველი ორი კი ნაღდია, ყველასათვის ერთია ჯარი და ციხე. თუ ჯარში გაფუჭდი – სიკვდილია, თუ ჯარში ძმაკაცს უღალატე – სიკვდილია, თუ ძმაკაცმა გიღალატა – სიკვდილია.

49

Page 50: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

ნუ გეშინია, დედა!

... არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.

თუ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიე, ცხოვრებაზე ადვილი არაფერია.

ნუ გეშინია, დედა!

ნუ მიგვატოვებ, მზეო ...

მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი, – ჰკითხა ტირილით ბულიკამ.

– დედამიწას მტკივა – თქვა მზემ, – დედამიწა!

– მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არი, დალოცვილო?. – უთხრა მამა იორამმა. მზეს ოდნავ გაეღიმა და უსიცოცოხლო ხელი მკერდზე დაიდო.

– დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს... ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! – გაუკვირდა მზეს.

– მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო? – ჰკითხა განცვიფრებუმა ბაჩანამ.

მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ.

ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს ... უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით ...

მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.

დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული... დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ.

«მარადისობის კანონი»

50

Page 51: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო ... ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ ...

მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას . ..

... – წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე

შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე ...

«მარადისობის კანონი»

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები – ცდომილები (შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით/ ცის ის ბინადარნი – რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო.

დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

უბის წიგნაკიდან

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს.

ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო –

ცაში წავიდე.

უბის წიგნაკიდან

... მზე ხატია მზიანი ღამისა – თან სასოებით ახედა მზეს.

– მზიანი ღამე რაღა ოხრობაა? – ჰკითხა თავის მხრივ მილიციელმა.

მღვდელი გაშრა.

51

Page 52: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

– ღმერთო, შეუნდე ცოდვილს, რამეთუ ბრიყვია, უმეცარი და არ ესმის რას ლაპარაკობს – შეავედრა უფალს მილიციელი მღვდელმა.

– მაინც რა არის მზიანი ღამე? – ჩააცივდა მილიციელი.

– ღმერთი.

– თან მზეა და თან ღამე?

– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე! – აუხსნა მღვდელმა.

მზე

... რა ამბავია? – ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.

– ადამიანი კვდება! – უპასუხა მზემ.

– ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? – ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.

– ექიმებმა უკვე მიატოვეს.

– თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.

– შენ ნუ მიატოვებ. – უთხრა ზღვამ.

– როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! – გაუკვირდა მზეს.

– ნუ მიატოვებ – გაუმეორა ზღვამ.

– მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.

– შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! – სთხოვა ზღვამ.

მზე

სიყვარული ფუჭია, თუ მას შემხვედრი სიყვარული არ ახლავს.

სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი მოძრაობა კარგია, ისიც საავტომობილო ტრასაზე. ცალმხრივი სიყვარულის ფასი კი კაპიკია.

«გვესმას მშობლისა»

52

Page 53: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია, ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.

«კუკარაჩა»

მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე... პირველად მე გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში ...

მეორედ მე გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვსდექი თვალთმაქცობაში ... მესამედ მე გარდავიცვალე თვალთმაქცობაში და აღვსდექი უდარდელობაში... მეოთხედ მე გარდავიცვალე უდარდელობაში და აღვსდექი სიძულვილში .

....მეხუთედ მე გარდავიცვალე სიძულვილით და აღვსდექი სიყვარულში ... მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები.... და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები. მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები ... მე აღარ მეშინია სიკვდილის . .

«მარადისობის კანონი»

ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა.

«თეთრი ბაირაღები»

დასაბამიდან ყველა დროშა თეთრი იყო, თეთრი, სპეტაკი. თეთრი ფერი უკეთილშობილესი ფერია დედამიწაზე, ხოლო თეთრი ბაირაღი უკეთილშობილესი ბაირაღი. იგი თავისი სისპეტაკით მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა. ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან. თეთრი დროშები, თეთრი, თოვლიანი მწვერვალების მსგავსად სამყაროს თავზე უნდა იყვნენ აღმართულნი. ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი თეთრი დროშა, ვებერთელა თეთრი ბაირაღი! . .

«თეთრი ბაირაღები»

53

Page 54: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

დაბადება – თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის.

ჩევნ ხშირად ვხდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

უბის წიგნაკიდან

ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა.

თეთრი ბაირაღები

სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს.

მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიედ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად კი თვითონ ითავისუფლებს თავს და, უკვე თავისუფალი, სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ცხოვრებაში და ლიტერატურაში ... ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია ...

მართალია ზოგი დიდია, ზოგი უფრო პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის ...

«კუკარაჩა»

ციხეს გაზაფხული არ ეკარება.

მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ. არავინ იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია, და ვერ უძლებს, ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ, რომ ციხეს შმორის, ბოროტების სუნი უდის, ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურებული და გადამწვარი ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნებათ და სული ეხუთებათ. იქნებ იმიტომ, რომ ციხე, კრაზანების ვებერთელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს და მერცხლები შიშით ვერ ეკარებიან. ან იქნებ, იმიტომ, ციხე ადამიანთა მუდმივი სამყოფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით მიდი–მოდიან და იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან, ერთ ადგილას იციან ერთ ადგილას მობინადრე ადამიანებთან.

54

Page 55: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

იმ ზომამდე, რომ სახეებსაც კი იმახსოვრებენ. ან იქნებ, იმიტომ, რომ მზე ციხეში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ვინ იცის, ერთი კი ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.

«თეთრი ბაირაღები»

თბილისი

თბილისი ისევ აციმციმდა დაბლა, და საოცრად გავდა გულაღმა ამობრუნებულ ზეცას. მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით. ყველგან ზეცა იყო, საითაც არ გაიხედავდი, დაუსაბამო ზეცა. და მე ვიტყავი დედამიწა, პაწაწინა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ნატანჯი, გადარჩენილი, უსაზღვდოდ ბედნიერი და გვერდით მედგა ყველა ჩემი ტკივილისა და სიყვარულის ბადალი, სიყვარულისა და ტკივილების მატარებელი, ცოცხალი მიწა, და მე აღარ ვიყავი მარტო, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.

მზიანი ღამე

არავითარი ჟუჟუნა და შხაპუნა წვიმებით – ჭექა ქუხილითა და თქეშით მოვიდა მაისი თბილისში.

დღეს სამჯერ იწვიმა და სამჯერ გამოიდარა. ფანჯარა გავაღე.

ოთახში აკაციის თეთრი ტოტი შემოვარდა. ერთხანს იქანავა, შემდეგ ლამაზი ქალის თეთრი ხელივით გაიმს სახესთან. მე მოკრძალებით გამოვართვი ხელის მტევანი და ფრთხილად ვაკოცე. თეთრი აცაცია შემოვიდა ჩემს ოთახში, თან შემოიტანა უზომო სურნელი მიწის, ჰაერის, წვიმისა და მზის. Pირველი, თეთრი აცაცია მოვიდა ჩემთან და მომილოცა დაბადების დღე – 14 მაისი. იგი ჩემთან ერთად გაიზარდა ამ ეზოში, იგი ჩემი ხნისაა და რა არის ამაში გასაკვირი, რომ უხარია ჩემი დაბადების დღე.

«მზიანი ღამე»

ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზემოდან დაგცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ

55

Page 56: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ–სამართალი, მარეხი, ირმის ნახტომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი.

შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავებივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქველ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, დაკარგული და გზააბნეული ...

«მზიანი ღამე»

ლოტკინის გორაზე ისევ გაზაფხულია, თბილისში კი გაგანია ზაფხულია. თბილისი იწვის, დნება, ასპჰალტს ოხშივარი ასდის, თაკარა მზე დადია თუნუქის სახურავებზე, იხედება ყველა სახლის ფანჯარაში, მერე, დალოცვილი დაეკიდება ქალაქს ზედ თავზე და ისე დიდხანს დასცქერის გეგონებათ წასვლას არ აპირებსო, მტკვარი ილევა, ილევა და ბოლოს ისე პატარავდება, რომ იმ დღეს ვიღაც თავხედი ფეხით გადადიოდა მუხრანის ხიდთან. ძაფხულია ახლა თბილისში და სახლში არ დაიდგომება.

«მზიანი ღამე»

რა ლამაზია თბილისი ღამით, სიწყნარეა სიწყნარე და ამ სიწყნარეს მტკვრის გაბმულ ჩუმ სიმღერაში მოულოდნელად არღვევს დაგვიანებული და შორეული ტრამვაის ბორბლების გრიალი.

ერე მოსახვევში გაბმული ჭრიალი და მოწმენდილ ცაზე ბიგელების ლურჟი ჰაელვება. ერე მილიციელების გადაძახილი სასტვენებით და ყოველივე ეს რაც ასე გღლის, გაშინებს, გაწუხებს და თავს გაბეზრებს დღე, საოცრებამდე უხდება ღამის თბილისს.

«მე, ბებია, ილიკო და ილარიონი»

ორი დღე თოვდა თბილისში განუწყვეტლივ. ორი დღე ბარდნიდა მშრალად, ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა ჩაკვდა და ქუჩებში ხმაურით, სიცილით, კისკისით ფეხდაცურებულ მოქალაქეების შემკრთალი შეკივლებებით, დაგუნდული გოგონების წიოკობითა და სახეგაღაჟღაჟებული ბიჭების როხროხით გაივსო. ჰაერი გაიწმინდა, გაიფილტრა, მსუბუქი და საოცრად გემრიელი გახდა. თეთრი თბილისი ულამაზესი დედოფალივით დასეირნობდა საკუთარ ქუჩებში და ნაადრევი, მოულოდნელი ჭაღარით თავს აწონებდა მოქალაქეებს.

56

Page 57: დუმბაძე ნოდარƒ“უმბაძე... · Web viewსხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ

57