ქართული ანბანი არის მსოფლიოში...

12

Transcript of ქართული ანბანი არის მსოფლიოში...

  • ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი

    უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემა.

    • .

  • • უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, თარიღდება V საუკუნით.

    • ბოლნისის სიონის ტაძრის (თბილისიდან 60-ოდე კილომეტრითაა დაშორებული) სამშენებლო წარწერას მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით. XX საუკუნის 50-იან წლებამდე ეს წარწერა ითვლებოდა უძველესად.

    • 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარწერით. ორი მათგანი თარიღდება V საუკუნის პირველი ნახევრით (428-432 წ.).

  • ანბანის ისტორიიდან

    • ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის – ლეონტი მროველის – ცნობას ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ლ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის – ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) – შემოღებულად მიიჩნევს.

  • ანბანის განვითარების საფეხურები

    ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო:

    1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი

    2. ნუსხური

    3. მხედრული.

  • ასომთავრული ანუ მრგვლოვანი

  • ქართული ანბანის ძეგლები

  • აი, ასე უმღერიან ქართველები ანბანს

    • http://www.youtube.com/watch?v=x3vILjL-QO4

    http://www.youtube.com/watch?v=x3vILjL-QO4http://www.youtube.com/watch?v=x3vILjL-QO4http://www.youtube.com/watch?v=x3vILjL-QO4

  • გალაკტიონ ტაბიძე