ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General...

20
1 ციფრული წიგნიერება შესავალი ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და შექმნის გზით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების სწავლება მათ შორის ინტეგრაციით არის მოაზრებული. თუ თითოეული საგანი მოსწავლეებს სპეციფიკურ ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებას უვითარებს, ინტეგრაციის დანიშნულება იმ ზოგადი უნარების გამოკვეთაა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს. ინფორმაციულ- საკონიმუკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ინტეგრაცია მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის შემდეგი ზოგადი უნარებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას: გაგება - ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებებისა და იდეების ცოდნა, მათი დანიშნულების ინტერპრეტირება და ერთმანეთთან შედარება კომუნიკაცია - ისტ-ის საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა და გაცვლა/გაზიარების მიზნით ანალიტიკური აზროვნება - ისტ-ის საშუალებათა შეფასება, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის კანონზომიერებების დადგენა, შემადგენელი კომპონენტების ამოცნობა, ფრაგმენტების ორგანიზება სინთეზური აზროვნება - ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევა და მათი ერთმანეთთან მიზნობრივი დაკავშირება შემოქმედებითი აზროვნება - ისტ-ის საშუალებების გამოყენებით რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა, ახალი კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოძიება კრიტიკული აზროვნება - უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასება შინაარსის, დანიშნულების, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტის ორგანიზება სასწავლო დისციპლინებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება წარმოდგენილია ხუთი მიმართულების მისაღწევი შედეგების სახით. ეს მიმართულებებია: 1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა 2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება 3. ახალი პროდუქტის შექმნა 4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია 5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა შედეგები კი სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე განსაზღვრულია დონეების მიხედვით: დონე I: მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს დონე II: მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს დონე III: მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს დონე IV: მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

Transcript of ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General...

Page 1: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

1

ციფრული წიგნიერება

შესავალი

ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული

ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენების

შესაძლებლობას იძლევა, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და შექმნის გზით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების სწავლება მათ შორის ინტეგრაციით არის მოაზრებული. თუ თითოეული

საგანი მოსწავლეებს სპეციფიკურ ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებას უვითარებს, ინტეგრაციის

დანიშნულება იმ ზოგადი უნარების გამოკვეთაა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს. ინფორმაციულ-

საკონიმუკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ინტეგრაცია მიზნად ისახავს

მოსწავლეთათვის შემდეგი ზოგადი უნარებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას:

• გაგება - ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებებისა და იდეების

ცოდნა, მათი დანიშნულების ინტერპრეტირება და ერთმანეთთან შედარება

• კომუნიკაცია - ისტ-ის საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა და

გაცვლა/გაზიარების მიზნით

• ანალიტიკური აზროვნება - ისტ-ის საშუალებათა შეფასება, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ

ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის კანონზომიერებების დადგენა, შემადგენელი

კომპონენტების ამოცნობა, ფრაგმენტების ორგანიზება

• სინთეზური აზროვნება - ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო

ფრაგმენტების ამორჩევა და მათი ერთმანეთთან მიზნობრივი დაკავშირება

• შემოქმედებითი აზროვნება - ისტ-ის საშუალებების გამოყენებით რეალობიდან მომდინარე

პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა, ახალი კითხვების დასმა და მათზე პასუხების

მოძიება

• კრიტიკული აზროვნება - უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასება

შინაარსის, დანიშნულების, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით

ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტის ორგანიზება

სასწავლო დისციპლინებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება წარმოდგენილია

ხუთი მიმართულების მისაღწევი შედეგების სახით. ეს მიმართულებებია:

1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით

გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა

2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება

3. ახალი პროდუქტის შექმნა

4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია

5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა

შედეგები კი სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე განსაზღვრულია დონეების მიხედვით:

დონე I: მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს

დონე II: მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს

დონე III: მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს

დონე IV: მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

Page 2: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

2

დონე V მიღწევადია მეათე კლასის ბოლოს

დონე VI მიღწევადია მეთორმეტე კლასის ბოლოს

სულ გვაქვს 6 დონე და თითოეული მათგანი მოიცავს ორწლიან პერიოდს. შედეგები რომლებიც განსაზღვრულია

სხვადასხვა დონეზე ერთმანეთის მსგავსია, განსხვავებულია მხოლოდ მათი მიღწევის ხარისხი და სიღრმე.

ყველა დონეზე თითოეული შედეგისთვის მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რაც დაეხმარება მკითხველს

შედეგების უკეთ გააზრებაში.

სკოლებს და კონკრეტულად მასწავლებლებლებს, შეუძლიათ წინამდებარე დოკუმენტი გამოიყენონ, როგორც

მეგზური ისტ-ის საშუალებების სასწავლო დისციპლინებში დასანერგად, ამ საშუალებებით სასწავლო

დისციპლინების ერთმანეთთან ინტეგრირებაზე ორიენტირებული აქტივობების, გაკვეთილის გეგმების,

პროექტების შესაქმნელად. წინამდებარე სტანდარტი მიზნად ისახავს ისეთი შინაარსისა და მასალის შექნის

ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის მოთხოვნებს და შეესაბამება მის ინტერესებს, რომელიც

მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩამოუყალიბებს და განუვითარებს სასიცოხლო უნარებს.

სტანდარტის სტრუქტურა ასეთია

1. სოციალური, ეთიკური და

უსაფრთხოების ნორმების დაცვა და

ისტ-ის პასუხისმგებლობით

გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა

1.1. შეიცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას

1.2. იცავს პერსონალურ მონაცემებს და უსაფრთხოდ იყენებს

ციფრული ინფორმაციას

1.3. აცნობიერებს ისტ-ის გავლენას საზოგადოებაზე

2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება

2.1. აცნობიერებს ტექნიკური უზრუნველყოფის დანიშნულებას,

შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას

2.2. აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას,

შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას

2.3. ინახავს და იყენებს ციფრულ მონაცემებს

3. ახალი პროდუქტის შექმნა

3.1. აყალიბებს იდეებს და ამუშავებს გეგმებს

3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებსა და

სასწავლო ამოცანებზე

4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია

4.1. მუშაობს კოლაბორაციულად, უზიარებს/ცვლის ინფორმაციას

4.2. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებს

5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა

5.1. გეგმავს ინფორმაციის ძიებას

5.2. განსაზღვრავს ინფორმაციის ადგილმდებარეობას, ღებულობს

და ახარისხებს საჭირო ინფორმაციას

5.3. არჩევს და აფასებს ინფორმაციას

Page 3: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

3

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ზოგადი უნარების სტანდარტი

1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა

დონე I:

მიღწევადია მეორე

კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე

კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე

კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე

კლასის ბოლოს

დონე: V

მიღწევადია მეათე

კლასის ბოლოს

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე

კლასის ბოლოს

1.1. შეიცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას

აცნობიერებს

საკუთრების უფლებას

მის შექმნილ ციფრულ

ნამუშევარზე

აცნობიერებს

საკუთრების უფლებას

ციფრულ ნამუშევარზე,

იაზრებს მისი

გამოყენების სწორ და

არასწორ

შესაძლებლობებს

აღიარებს, როდესაც

იყენებს სხვის შექმნილ

ციფრულ

ნამუშევარს/პროდუქტს

და ასახელებს წყაროს

ამოიცნობს ციფრული

ნამუშევრის/პროდუქტე

ბის საკუთრებისა და

გამოყენების

სამართლებრივ

ვალდებულებებს

პრაქტიკაში ავლენს

ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც

შესაბამისობაშია

ციფრული

პროდუქტების

საკუთრებისა და

გამოყენების

სამართლებრივ

ვალდებულებებთან

ამოიცნობს და აღწერს

ეთიკურ საკითხებთან

დაკავშირებულ

პრობლემებს,

გაცნობიერებულად

იცავს

ინტელექტუალურ

საკუთრებას

მაგალითები:

იცის, რომ მისი

შექმნილი ტექსტები,

ნახატები, მარტივი

მუსიკალურ-

რიტმული

კომპოზიციები

(აუდიო ჩანაწერი),

გადაღებული

სურათები და

ვიდეოები მისი

საკუთრებაა

მაგალითები:

იყენებს

თანაკლასელის

ნამუშევარს მხოლოდ

მისი ნებართვით

აქვეყნებს საკუთარ

ნამუშევარს დაცულ

გარემოში

მაგალითები:

ციფრული მასალის

გამოყენებისას

უთითებს საიდან

გადმოწერა ეს მასალა,

ითვალისწინებს

ავტორის უფლებებს

და საჭიროების

შემთხვევაში

უთითებს ავტორს

თავს არიდებს

პლაგიატს

მაგალითები:

ამოწმებს რომელი

ინფორმაციის

კოპირება/გაზიარება/

რედაქტირებაა

ნებადართული და

რომლის არა

საკუთარ

ნამუშევარში/პროდუქ

ტში გამოყენებული

მასალების

წყაროებს/ავტორებს

უთითებს

გამოყენებული

ლიტერატურის სახით

მაგალითები:

საკუთარ

ნამუშევარს/პროდუქტ

ს მისი

მნიშვნელობიდან

გამომდინარე ანიჭებს

საავტორო უფლების

დაცვის ნიშანს

მაგალითები:

იცავს სოციალურ და

ეთიკურ ნორმებს

რესურსების

მოძიებისას და

გამოყენებისას

მსჯელობს, თუ

როგორ უშლის ხელს

ნამუშევრის

(მაგალითად

მუსიკალური

ნაწარმოები,

კინოფილმი)

არაკანონიერად

გავრცელება მის

ავტორს სათანადო

ჰონორარის მიღებაში

ესმის რას ნიშნავს

ციფრული

ნამუშევრის/პროდუქტ

Page 4: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

4

ის ერთობლივად

ფლობის ნებართვა

1.2. იცავს პერსონალურ მონაცემებს და უსაფრთხოდ იყენებს ციფრულ ინფორმაციას

იცავს საკლასო წესებს

ციფრული

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გამოყენების შესახებ და

ახდენს მარტივი

სოციალური ნორმების

ცოდნის

დემონსტრირებას

აცნობიერებს საკლასო

წესებს ციფრული

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გამოყენების შესახებ,

ახდენს სოციალური

ნორმების ცოდნის

დემონსტრირებას

ნაცნობ

საზოგადოებასთან ისტ-

ით კომუნიკაციისას

აყალიბებს ციფრული

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გამოყენების წესებს

მასწავლებლის

დახმარებით და ახდენს

შესაბამისი სოციალური

ნორმების ცოდნის

დემონსტრირებას,

სასკოლო

საზოგადოებასთან ისტ-

ით კომუნიკაციისას

ისტ-ის გამოყენებისას

აცნობიერებს საკუთარი

იდენტობის,

კონფიდენციალურობის

ა და ემოციური

უსაფრთხოების

კუთხით შესაძლო

წარმოქმნილ

პრობლემებს და

ონლაინ გარემოში

ინფორმაციის

გაზიარებისას ახდენს

ზოგადი სოციალური

წესების ცოდნის

დემონსტრირებას,

მხედველობაში იღებს

სხვადასხვა სოციალურ

და კულტურულ

კონტექსტს

მიყვება სტანდარტულ

ინსტრუქციებს

პერსონალური

მონაცემების

უსაფრთხოების

დასაცავად

დამოუკიდებლად

ავითარებს ციფრული

ინფორმაციის

უსაფრთხოებისა და

დაცვის სტრატეგიებს,

აცნობიერებს ონლაინ

ისტ-ის გამოყენებისას

აცნობიერებს და

აფასებს, როგორც

საკუთარ ისე სხვების

იდენტობის,

კონფიდენციალურობის

და ემოციური

უსაფრთხოების

კუთხით შესაძლო

წარმოქმნილ

პრობლემებს და ახდენს

ზოგადი სოციალური

წესების ცოდნის

დემონსტრირებას,

როდესაც იყენებს ისტ-ს

ნაცნობ ან უცნობ

საზოგადოებასთან

სათანამშრომლოდ

დამოუკიდებლად

აფასებს ინფორმაციას

მისი

ადგილმდებარეობის

მიხედვით და ონლაინ

გარემოში ავითარებს

ინფორმაციის

ადეკვატურად დაცვის

სტრატეგიებს

ისტ-ის გამოყენებისას

დამოუკიდებლად

აყალიბებს შესაბამის

სტრატეგიებს სხვათა

იდენტობის, პირადი და

ემოციური

უსაფრთხოების

უფლებების დასაცავად,

განასხვავებს

სხვადასხვა

საზოგადოებაში მოქმედ

ეთიკურ ნორმებს

ნაცნობ ან უცნობ

საზოგადოებასთან

კომუნიკაციისას

იყენებს სხვადასხვა

სტრატეგიას

ინფორმაციის დაცვისა

და

უსაფრთხოებისთვის.

აცნობიერებს ონლაინ

გარემოსთან

დაკავშირებულ რისკებს

და იმუშავებს დაცვის

შესაბამის

სტრატეგიებსა და

ქცევის კოდექსებს

Page 5: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

5

გარემოსთან

დაკავშირებულ რისკებს

მაგალითები:

იყენებს მხოლოდ მისი

ასაკობრივი

ჯგუფისთვის

საინტერესო და

სასარგებლო ციფრულ

ინფორმაციას: ვებ

გვერდები, თამაშები,

ანიმაციური ფილმი

და ა.შ.

მაგალითები:

კლასის მართვის

პროგრამით

მასწავლებელს/თანაკ

ლასელებს უგზავნის

ტექსტურ

შეტყობინებებს,

სურათებს

იღებს სურათებს,

იწერს აუდიო/ვიდეო

ინფორმაციას და

უზიარებს მხოლოდ

ნაცნობ აუდიტორიას:

თანაკლასელებს,

ოჯახს,

მასწავლებლებს

ავტორიზაციის დროს

იყენებს საკუთარ

მომხმარებლის

სახელს და პაროლს

ინახავს ინფორმაციას

საკუთარ

საქაღალდეში

მაგალითები:

შეტყობინებების

გამოქვეყნებისას

იყენებს თავაზიან

ფორმას

უზიარებს

შეტყობინებებს,

ფოტოებს და

ვიდეოებს

თანატოლებს/მასწავლ

ებლებს

მონაწილეობს

საკლასო დისკუსიაში

პერსონალური

მონაცემების

გასაჯაროების

შესახებ, მსჯელობს

კიბერ ძალადობის

ფორმებზე

იცის, რომ ქსელში

ან/და ინტერნეტ

სივრცეში ზოგიერთი

მასალის ნახვასთან/

გადმოწერასთან

დაკავშირებით

არსებობს გარკვეული

შეზღუდვებს

მაგალითები:

აცნობიერებს

პერსონალური

მონაცემების

გასაჯაროებასთან

დაკავშირებულ

საფრთხეებს

ამოიცნობს, რეაგირებს

და თავიდან ირიდებს

კიბერ ძალადობის

ფაქტებს

აქვეყნებს

ფოტოსურათებს

მხოლოდ მათი

ავტორების

ნებართვით

არ იყენებს აგრესიულ

ენას საზოგადოების

გარკვეული ჯგუფების

მიმართ

ამოწმებს რამდენად

აქვს მეგობარს

წვდომა მისთვის

გაზიარებულ

ინფორმაციაზე

ამოწმებს სხვას თუ

აქვს წვდომა მის მიერ

გამოქვეყნებულ

შეტყობინებებზე

ირჩევს ძნელად

გამოსაცნობ პაროლს

მეილზე ან სხვა პირად

სივრცეში

ავტორიზაციას გადის

პირადი

მომხმარებლის

მაგალითები:

პირად კომუნიკაციას

მხოლოდ მათთან

შეთანხმებით

უზიარებს გარეშე

ადამიანებს

ელექტრონული

მიმოწერისას იყენებს

Cc და Bcc ველს

ამოიცნობს, როდესაც

სხვა ხდება კიბერ

ძალადობის

მსხვერპლი

არ აქვეყნებს პირად

ინფორმაციას საჯარო

ონლაინ სივრცეში

აცნობიერებს, რომ

ციფრულ

მოწყობილობაზე

ავტორიზაციის

გავლის შემდეგ,

წვდომა ექნება

მხოლოდ საკუთარ

საქაღალდეებსა და

ფაილებზე

მაგალითები:

აცნობიერებს

მოსალოდნელ

შედეგებს

პერსონალური

მონაცემების

სოციალურ ქსელში

გამოქვეყნებისას

ელექტრონული

შეტყობინებების

გაგზავნისას იყენებს

ოფიციალური

მიმართვის ფორმებს

დამოუკიდებლად

იმუშავებს ანტი კიბერ

ძალადობრივ

სტრატეგიებს

იყენებს კომპლექსურ

დაცვას ონლაინ

საიტებზე მუშაობისას

იცის როგორ ცვალოს

სოციალური ქსელის

საიტზე სხვადასხვა

პარამეტრი

Page 6: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

6

სახელით და

პაროლით

1.3. აცნობიერებს ისტ-ის გავლენას საზოგადოებაზე

იცის როგორ

გამოიყენება ისტ-ი

სკოლასა და სახლში

აცნობიერებს ისტ-ის

ღირებულებასა და

როლს სკოლასა და

სახლში

ავლენს დადებით

დამოკიდებულებას

ისტ-ის მრავალმხრივი

გამოყენების მიმართ

სკოლაში, სახლსა და

თემში

აცნობიერებს ისტ-ის

გამოყენებას ადამიანის

საქმიანობის სხვადასხვა

სფეროში, მის

პოზიტიურ და

ნეგატიურ

ზემოქმედებას

ცხოვრებაზე

განმარტავს ისტ-ის

გამოყენების სარგებელს

და რისკებს სახლსა და

სამუშაო გარემოში

აფასებს ისტ-ის

გავლენას მთლიანად

საზოგადოებაზე.

ფიქრობს მის როლზე

და დანიშნულებაზე

მომავალში

მაგალითები:

თამაშობს

საგანმანათლებლო

თამაშებს,

ათვალიერებს

სურათებს, უყურებს

ვიდეოებს, ანიმაციურ

ფილმებს და ა.შ.

ეცნობა და ასრულებს

დავალებებს

ელექტრონულ

ფორმატში

მაგალითები:

კითხულობს

ელექტრონულ

წიგნებს

აკვირდება რეალურ

მოვლენებს

სიმულაციების

გამოყენებით

აფასებს ისტ-ს

როგორც

ინფორმაციის

მოძიების სწრაფ

საშუალებას

მაგალითები:

იყენებს ისტ-ს ცოდნის

გაღრმავებისა და

სიახლეების მოძიების

მიზნით

იყენებს ისტ-ს

კომუნიკაციის

მიზნით

იაზრებს ისტ-ის

გამოყენების

შესაძლებლობებს

საყოფაცხოვრებო

ამოცანების

გადაწყვეტისას

რეალურ დროში

აკვირდება სხვადასხვა

მოვლენას, შეიცნობს

სამყაროს

ვირტუალური

ტურების

საშუალებით

მაგალითები:

გაიაზრებს და

ასაბუთებს ისტ-ის

გამოყენების დადებით

მხარეებს:

ყოველდღიურ

ცხოვრებაში,

განათლებასა და

მეცნიერებაში,

ჯანდაცვასა და

სოციალურ სფეროში,

ხელოვნებასა და

კულტურაში,

მეწარმეობასა და

ბიზნესში და ა.შ.

მაგალითად ?????

კამათობს არსებული

და მომავლის

ტექნოლოგიების

გავლენაზე, როგორც

კონკრეტულ

ინდივიდზე, ისე

საზოგადოებაზე და

ზოგადად მსოფლიოს

ხალხებზე

(კაცობრიობაზე)

მაგალითები:

განმარტავს, რომ VoIP

(Voice Over Internet

Protocol) ტექნოლოგია

ხალხს ერთმანეთთან

კომუნიკაციის

საშუალებას აძლევს

ზოგიერთი ადამიანის

სამუშაო მთლიანად ან

ნაწილობრივ

ჩაანაცვლა

კომპიუტერმა

მსჯელობს თუ

რამდენად უწყობს

ხელს პროცესების

ავტომატიზაცია

წარმოების

პროდუქტიულობის

გაზრდაზე

მაგალითები:

აცნობიერებს, რომ

ისტ-ის საშუალებით

შესაძლებელია

შეზღუდული

შესაძლებლობის

მქონე პირების უფრო

მეტად ჩართვა

საზოგადოებრივ

ცხოვრებაში

აანალიზებს

შესაძლებლობებსა და

შეზღუდვებს

არსებულ და

მომავლის

ტექნოლოგიურ

რესურსებზე და

აფასებს მათ

პოტენციალს

პერსონალური,

სოციალური, მთელი

სიცოცხლის მანძილზე

სწავლისა და

კარიერული

საჭიროებებისთვის

Page 7: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

7

გაიაზრებს

ინფორმაციული

ტექნოლოგიების

მსოფლმხედველობრი

ვ და ეკონომიკურ

ასპექტებს

2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება

დონე I:

მიღწევადია მეორე

კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე

კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე

კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე

კლასის ბოლოს

დონე: V

მიღწევადია მეათე

კლასის ბოლოს

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე

კლასის ბოლოს

2.1. აცნობიერებს ტექნიკური უზრუნველყოფის დანიშნულებას, შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას

აცნობიერებს

ზოგიერთი ციფრული

მოწყობილობის

დანიშნულებას და

ახდენს მათი

უსაფრთხოდ

გამოყენების

დემონსტრირებას

აცნობიერებს

სხვადასხვა ციფრული

მოწყობილობის

დანიშნულებას,

ასახელებს მათ

ფუნქციებს და იყენებს

უსაფრთხოდ.

ამოიცნობს, ადარებს და

აჯგუფებს ციფრულ

მოწყობილობებს.

მათი გამოყენებისას

მხედველობაში იღებს

ერგონომიკას,

დამოუკიდებლად ეძებს

გამოსავალს პრობლემის

წარმოქმნისას.

აცნობიერებს

კომპიუტერული

ქსელის დანიშნულებას.

ამოიცნობს და ადარებს

სხვადასხვა ციფრული

საშუალების

ერთიდაიგივე

დანიშნულების

კომპონენტებს.

ირჩევს და უსაფრთხოდ

იყენებს სხვადასხვა

მოწყობილობას

სპეციფიკური

ამოცანების

გადასაჭრელად, იყენებს

მარტივი

დიაგნოსტირების

მეთოდებს პრაქტიკაში

ხშირად წარმოქმნილი

პრობლემების

გადასაჭრელად

ამოიცნობს და ადარებს

ქსელურ სისტემების

ტექნიკურ

მახასიათებლებს

დაზუსტებით ირჩევს

მოწყობილობას და

ოპტიმიზირებას

უკეთებს შერჩეულ

ოპერაციებს

კონკრეტული

ამოცანების

გადასაწყვეტად,

სხვადასხვა მიზნისა და

სოციალური

კონტექსტის

გათვალისწინებით

მაგალითები:

ამოიცნობს და

ასახელებს ზოგიერთ

ციფრულ

მოწყობილობას

მაგალითები:

ამოიცნობს და

ასახელებს ციფრულ

მოწყობილობებს

მაგალითად:

მაგალითები:

ესმის ინფორმაციის

შემტან-გამომტანი,

დამმუშავებელი და

შემნახველი

მაგალითები:

სამაგიდო

კომპიუტერზე მაუსის

გამოყენებას ადარებს

მობილურზე ან

მაგალითები:

ამოიცნობს და

ადარებს ერთმანეთს

ლოკალურ ქსელს,

სერვერი-კლიენტ

მაგალითები:

ცვლის

კონფიგურაციებს და

დიაგნოსტირებას

უკეთებს ტექნიკურ,

Page 8: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

8

მაგალითად:

სამაგიდო

კომპიუტერი,

ნოუთბუქი,

კლავიატურა, მაუსი,

ყურსასმენი,

მიკროფონი და ა.შ.

უსაფრთხოების

წესების დაცვით

წყვეტს მარტივ

ამოცანებს

(მაგალითად:

ნეტბუქის

ელექტროენერგიით

დამუხტვა,

კომპიუტერის ჩართვა/

გამორთვა,

გადატვირთვა,

ყურსასმენების

მიერთება

კომპიუტერზე და ა.შ.)

ციფრულ

მოწყობილობებთან

მუშაობისას

პრობლემის

წარმოქმნის

შემთხვევაში

მიმართავს სხვას

(მასწავლებელს,

მშობელს)

დასახმარებლად

იცის, რომ ციფრული

მოწყობილობების

გამოყენება

ხანგრძლივი დროის

განმავლობაში

უარყოფითად

მოქმედებს

ჯანმრთელობაზე

პრინტერი, სკანერი,

ვებ-კამერა,

პროექტორი და ა.შ.,

საუბრობს მათ

გამოყენებაზე

ინფორმაციის

ამოსაბეჭდად,

დასასკანერებლად,

ვიდეოს ჩასაწერად

იცის მყარი დისკის

როგორც

ინფორმაციის

შემნახველი

მოწყობილობის

არსებობის შესახებ

იყენებს მაუსს, ფლეშ

მეხსიერებას, ციფრულ

კამერას სურათის

გადასაღებად ან

პრინტერს

ინფორმაციის

ამოსაბეჭდად და ა.შ.

ციფრულ

მოწყობილობებთან

მუშაობისას ცდილობს

დამოუკიდებლად

გადაჭრას

წარმოქმნილი

პრობლემა,

საჭიროების

შემთხვევაში

მიმართავს სხვას

(მასწავლებელს,

მშობელს)

დასახმარებლად

მოწყობილობების

მნიშვნელობა და

როლი

იცის ლოკალური და

გლობალური ქსელის

დანიშნულება.

იყენებს კამერას,

მიკროფონს

სწორად მართავს

მაუსსა და

კლავიატურას

კომპიუტერისა და

სხვა ციფრული

მოწყობილობის

გამოყენებისას იცავს

ჯანმრთელობის

უსაფრთხოების

ნორმებს (მაგალითად:

სხეულის მდებარეობა

კომპიუტერთან

ჯდომისას, ეკრანზე

კადრების ცვლილების

სიხშირის

გათვალისწინება და

ა.შ.)

პლანშეტურ

მოწყობილობაზე

სენსორული ეკრანის

ფუნქციონირებას.

იყენებს სკანერს,

პრინტერს, ციფრულ

კამერას

ქსელს, cloud

სისტემებს, ფაილების

შენახვას ისეთ

ფორმატში, რომ

თავსებადი იყოს

სხვადასხვა

პროგრამული

უზრუნველყოფის

მქონე პლატფორმაზე

პროგრამულ და

ქსელურ სისტემებს

მათი

ფუნქციონირების

ოპტიმიზაციისა და

სწავლებაში უფრო

პროდუქტიული

გამოყენების კუთხით

Page 9: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

9

(იწვევს თვალის,

მაჯისა და კიდურის

არეში დაძაბულობას,

ტკივილს კისრისა და

ზურგის არეში, და

სხვა)

2.2. აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას, შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას ირჩევს და უსაფრთხოდ იყენებს ტექნიკურ

და პროგრამულ უზრუნველყოფას

აცნობიერებს

ზოგიერთი პროგრამის

დანიშნულებას, ფლობს

მასთან დაკავშირებულ

ძირითად ცნებებსა და

ოპერაციებს

აცნობიერებს

სხვადასხვა პროგრამის

დანიშნულებას,

ასახელებს მათ

ფუნქციებს და იყენებს

სხვდასხვა ბრძანებებს

ამოცანების

გადასაჭრელად

პროგრამებთან

მუშაობისას იყენებს

სხვადასხვა ფუნქციას

და ბრძანებას

და იყენებს

უსაფრთხოდ

დამოუკიდებლად

ირჩევს და იყენებს

სხვადასხვა

მოწყობილობას

შესაბამისი ფუნქციების

გამოყენებით

კონკრეტული

ამოცანების

გადასაჭრელად.

დამოუკიდებლად

იყენებს

დიაგნოსტირების

მეთოდებს პრაქტიკაში

ხშირად წარმოქმნილი

პრობლემების

გადასაჭრელად

ახდენს ქსელური

სისტემების

ცოდნის

დემონსტრირებას, მათ

ფუნქციონირებაში და

პროცესებში

ცვლილებების შეტანის

კუთხით, დასახული

მიზნის მისაღწევად

მაგალითები:

ამოიცნობს ზოგიერთ

პროგრამულ

უზრუნველყოფას

(ტექსტური

რედაქტორი,

გრაფიკული

რედაქტორი და ა.შ.)

და ასხვავებს მათ

დანიშნულებას

ასრულებს

მოქმედებებს

ფანჯრებზე,

ხსნის/ხურავს

პროგრამებს და

მაგალითები:

ხვდება განსხვავებას

ტექნიკურ

მოწყობილობასა და

პროგრამულ

უზრუნველყოფას

შორის

ირჩევს და იყენებს

სხვადასხვა

პროგრამებს/თამაშებს/

სიმულაციებს

მონაცემებზე

დასაკვირვებლად,

მოსაგროვებლად,

მოსაწესრიგებლად,

მაგალითები:

იყენებს

საპრეზენტაციო

პროგრამას

პრეზენტაციის

შესაქმნელად

აცნობიერებს

სხვადასხვა სახის

პროგრამული

უზრუნველყოფის

დანიშნულებას და

ფუნქციებს და

ეფექტიანად იყენებს

მათ (მაგალითად:

მაგალითები:

იყენებს დიაგრამის

აგების ხელსაწყოს

მაგალითები:

ირჩევს

ელექტრონული

ცხრილების

პროგრამას ბიუჯეტის

მოდელის

შესაქმნელად ან

ირჩევს უფრო სწრაფი

პროცესორის მქონე

კომპიუტერს ვიდეო

ფაილების

დასამუშავებლად

სურვილისამებრ

ცვლის ციფრული

კამერის პარამეტრებს

მაგალითები:

ავლენს ცოდნას

არჩევანის

გასაკეთებლად cloud

სისტემის

გამოყენებასა და

ლოკალური

ინფორმაციის

შემნახველი

მოწყობილობის

გამოყენებას შორის

აკეთებს არჩევანს

კონკრეტული

სიტუაციიდან

გამომდინარე

Page 10: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

10

ირჩევს ბრძანებებს

სხვადასხვა

მოქმედების

შესასრულებლად

ახდენს

საგანმანათლებლო

თამაშებში ნავიგაციის

უნარის

დემონსტრირებას

გასააზრებლად და

გასაანალიზებლად

მონიშვნა, კოპირება,

ჩასმა, ფორმატირება)

გაიაზრებს

ჰიპერტექსტური

დოკუმენტის

შემადგენელი

ელემენტების

დანიშნულებას და

იყენებს მათ

ახდენს ვირტუალურ

გარემოში (მაგ.:

ელექტრონული

წიგნები,

სიმულაციური

პროგრამები და ვებ

საიტები) ნავიგაციის

უნარის

დემონსტრირებას

დამოუკიდებლად

ავითარებს და იყენებს

სტრატეგიებს ხშირად

გამეორებადი

პროგრამული თუ

ტექნიკური

პრობლემების

აღმოსაჩენად და

აღმოსაფხვრელად

მაგალითად, ვებ

კამერის გამოყენება

ჯობია თუ ციფრული

ვიდეო კამერის

საჭიროებებიდან

გამომდინარე ირჩევს

შესაბამის პროგრამას,

ონლაინ ინსტრუმენტს

ან HTML რედაქტორს

ვებ გვერდის

შესაქმნელად

2.3. ინახავს და იყენებს ციფრულ ინფორმაციას

ინახავს და პოულობს

ციფრულ ინფორმაციას

სხვისი დახმარებით

ინახავს და პოულობს

ციფრულ ინფორმაციას

დამოუკიდებლად,

ინფორმაციის შესანახად

იყენებს სისტემურ

საქაღალდეებს

ორგანიზებულად

ინახავს ციფრულ

ინფორმაციას სათანადო

ხერხით

ორგანიზებულად

ინახავს ციფრულ

ინფორმაციას ზოგიერთ

ფორმატში და

მოწყობილობაზე

ორგანიზებულად

ინახავს ციფრულ

ინფორმაციას

მომხმარებელთა

ჯგუფებისთვის,

სხვადასხვა

მეთოდებისა და

სისტემების

გამოყენებით

ორგანიზებულად და

უსაფრთხოდ და ინახავს

ციფრულ ინფორმაციას

სხვადასხვა ფორმატში

და მოწყობილობაზე

მაგალითები:

იცის შენახვისა და

გახსნის ბრძანებების

(Save და Open)

დანიშნულება

ახერხებს

ინფორმაციის შენახვას

მასწავლებლის

დახმარებით

მაგალითები:

შექმნილ/მოძიებული

ინფორმაციის

შენახვისას ირჩევს

სისტემურ

საქაღალდეს

(დოკუმენტების,

სურათების,

აუდიო/ვიდეოების)

მაგალითები:

ციფრული

მონაცემების

დასამახსოვრებლად

იყენებს სიებს,

ფავორიტებს,

სანიშნეებს,

საქაღალდეებსა და

ფაილებს

მაგალითები:

მონაცემებს

ინახავს/აექსპორტებს

სხვადასხვა ფორმატის

ფაილში

ახდენს მონაცემების

ბექაპირებას

მაგალითები:

ქმნის და სხვებს

უზიარებს

საქაღალდეებს

მაგალითები:

ქმნის შეზღუდვებს

მონაცემებზე

პაროლის დადებით

Page 11: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

11

და ფაილს არქმევს

სახელს

იყენებს ფაილის

შენახვის და გახსნის

სტანდარტულ

ბრძანებებს Save, Save

as, Open

სწორად მოიხმარს

შემნახველ

მოწყობილობებს

(მყარი დისკი,

კომპაქტ დისკი, ფლეშ

მეხსიერება და ა.შ.)

მონაცემები გადააქვს

ერთი ადგილიდან

მეორეზე

მათ შორის ქსელურ

გარემოში

3. ახალი პროდუქტის შექმნა

დონე I:

მიღწევადია მეორე

კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე

კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე

კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე

კლასის ბოლოს

დონე: V

მიღწევადია მეათე

კლასის ბოლოს

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე

კლასის ბოლოს

3.1. აყალიბებს იდეებს და ამუშავებს გეგმებს

საკითხის

გადაწყვეტისას იყენებს

ისტ-ს მარტივად

გაწერილი გეგმის

მიხედვით სამოქმედოდ

ამოცანის

გადაწყვეტისას იყენებს

ისტ-ს მარტივი

გეგმების

შესამუშავებლად

იყენებს ისტ-ს იდეების

ჩამოსაყალიბებლად და

გადაწყვეტილებების

მისაღებად

ეფექტურად იყენებს

ისტ-ს იდეების

ჩასაწერად, ნააზრევის

წარმოსაჩენად და

გადაწყვეტილებების

მისაღებად

იყენებს შესაბამის ისტ

ინსტრუმენტს იდეების

კოლაბორაციულად

შესამუშავებლად და

გეგმების დეტალურად

დასამუშავებლად

ირჩევს და იყენებს ისტ-

ს იდეებისა და ცნებების

მკაფიოდ

გამოსაკვეთად,

კომპლექსური გეგმების

შესამუშავებლად და

გადაწყვეტილებების

მისაღებად

მაგალითები:

იყენებს როგორც

ტექსტურ ასევე

მულტიმედიურ

მოკლე ინსტრუქციებს

მაგალითები:

შესაბამის პროგრამაში

აგებს მარტივ ცნების

რუკას

იყენებს გრაფიკულ

ორგანაიზერს

განსახორციელებელ

აქტივობებში

თითოეული

მაგალითები:

დაგეგმვისას იყენებს

ცხრილებს, ფოტოებსა

და ესკიზებს

მაგალითები:

სპეციალურ

პროგრამაში აგებს და

იყენებს აქტივობათა

დროში გაწერილ

გეგმას

ძირითადი იდეებისა

და ცნებების

ურთიერთდამოკიდებ

მაგალითები:

აზიარებს ტექსტურ,

გრაფიკულ და

მულტიმედიურ

ფაილებს

მაგალითები:

ქმნის ჰიპერბმულებს

ცხრილებსა და

დიაგრამებში

განმარტავს და აღწერს

პროცესებს

სიმულაციური

გარემოს ან

ვირტუალური

Page 12: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

12

საფეხურის

გამოსაკვეთად

ულებების

წარმოსაჩენად

ელექტრონულად

აგებს ცნების რუკას

იდეებს წარმოაჩენს

ტექსტური,

გრაფიკული და

აუდიო-ვიდეო

ინფორმაციის სახით

მოდელის

დახმარებით

3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებზე და სასწავლო ამოცანებზე

ისტ-ის გამოყენებით

ირჩევს მონაცემთა

გამოსახვის სასურველ

ფორმას, სხვისი

დახმარებით მარტივი

ამოცანის

გადასაჭრელად

ისტ-ის გამოყენებით

ირჩევს მონაცემთა

გამოსახვის სასურველ

ფორმას მარტივი

ამოცანის

გადასაჭრელად

ისტ-ის გამოყენებით

ქმნის და ხვეწავს

მონაცემთა გამოსახვის

ფორმებს სხვადასხვა

ამოცანის

გადასაჭრელად

დამოუკიდებლად ან

კოლაბორაციულად

ქმნის და ხვეწავს

ციფრულ

გადაწყვეტილებებს და

მონაცემთა

წარმოდგენის ფორმებს

განსაზღვრული

აუდიტორიისთვის და

სპეციფიკური მიზნების

გათვალისწინებით

ქმნის და ხვეწავს

მარტივ ციფრულ

გადაწყვეტილებებს, ან

კომბინირებულ

შემოქმედებით

შედეგებს ან მონაცემთა

წარმოდგენის ფორმებს

განსაზღვრული

აუდიტორიისა და

სპეციფიკური მიზნების

გათვალისწინებით

ქმნის, ხვეწავს და

მართავს კომპლექსურ

ციფრულ

გადაწყვეტილებებს, ან

კომბინირებულ

შემოქმედებით

შედეგებს ან მონაცემთა

წარმოდგენის ფორმებს,

რომლებსაც ცვლის

მიზნებიდან და

აუდიტორიიდან

გამომდინარე

მაგალითები:

ქმნის თავისი

ასაკობრივი

ჯგუფისთვის

შესაბამის ციფრულ

ნამუშევარს როგორც

ინდივიდუალურად,

აგრეთვე

თანაკლასელებთან

ერთად, ასევე

მაგალითები:

იყენებს შერჩეული

პროგრამის მარტივ

ფუნქციებს

ტექსტებთან,

ციფრებთან,

სურათებთან და

აუდიო/ვიდეო

მონაცემებთან

სამუშაოდ

მაგალითები:

ამუშავებს ტექსტებს,

სურათებს, აუდიო და

ვიდეო ფაილებს და

ახდენს მათ

კომბინირებას

ციფრული მასალის

შექმნისას

სიმულაციური

პროგრამების

გამოყენებით არჩევს

მაგალითები:

აერთიანებს

სხვადასხვა ტიპის

ფაილებს, ერთი

დოკუმენტის ან

პრეზენტაციის

საილუსტრაციოდ

ქმნის პოდკასტებს

იყენებს ისტ-ს

საგამომცემლო და

მაგალითები:

ქმნის ვიდეოებს,

ანიმაციებს,

ვებსაიტებს და

მუსიკას

აპროგრამებს თამაშებს

იყენებს

ელექტრონულ

ცხრილებს

მაგალითები:

მოდელირებას

აკეთებს

ელექტრონულ

ცხრილებში

იყენებს დამატებით

ფუნქციებს ციფრული

პროდუქტების და

სასურველი

ეფექტების მისაღებად

Page 13: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

13

მასწავლებლის ან

მშობლის დახმარებით

ამზადებს და

გამოსცემს მარტივ

ორიგინალურ

ნამუშევარს

ელექტრონულ

ფორმატში

მონაცემებს

გამოსახავს როგორც

რიცხვითი ისე

გრაფიკული სახით

მონაცემებს, ატარებს

ექსპერიმენტს და

აკვირდება

ცვლილებებს

სხვა შემოქმედებით

საქმიანობაში

მიზანმიმართულად

ახორციელებს

პროცესების

კორექტირებას და

განახლებას

აგროვებს მონაცემებს,

ცდის სხვადასხვა

ნიმუშებს და იყენებს

ინფორმაციას

გადაწყვეტილების

მისაღებად

იმუშავებს

კორექტირების

სტრატეგიებს

აუდიტორიისთვის

ქმნის მედიით

გამდიდრებულ

პრეზენტაციებს

ციფრული

ინსტრუმენტებისა და

რესურსების

სათანადო და

ეთიკური

გამოყენებით

4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია

დონე I:

მიღწევადია მეორე

კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე

კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე

კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე

კლასის ბოლოს

დონე: V

მიღწევადია მეათე

კლასის ბოლოს

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე

კლასის ბოლოს

4.1. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებს

იცის, რომ

შეტყობინებების

გაგზავნა და მიღება

შესაძლებელია

ელექტრონული

ფორმით

აცნობიერებს, რომ

ელექტრონული

კომუნიკაციის დროს,

მისი ინფორმაცია

შესაძლოა მოგვიანებით

ნახონ

აცნობიერებს, რომ

ელექტრონული

კომუნიკაცია

შესაძლებელია

მიზნობრივ

აუდიტორიასთან

აცნობიერებს

ელექტრონული

კომუნიკაციის

სხვადასხვა

საშუალებებს

აცნობიერებს, რომ

ელექტრონული

კომუნიკაციისას,

კოლაბორაციის

სხვადასხვა მეთოდების

გამოყენებაა

შესაძლებელი

აცნობიერებს, რომ

ელექტრონულ

კომუნიკაციას ისევე

როგორც კოლაბორაციას

აქვს გარკვეული

უპირატესობები და

ნაკლოვანებებიც

მაგალითები:

იყენებს ისტ-ს

თანატოლებთან,

მასწავლებლებთან და

მაგალითები:

ამოწმებს მიიღო თუ

არა ადრესატმა მისი

გაგზავნილი

მაგალითები:

უგზავნის

ელექტრონულ

შეტყობინებას ერთ ან

მაგალითები:

ასხვავებს სხვადასხვა

საკომუნიკაციო

პროგრამებს მათი

მაგალითები:

აცნობიერებს

ელექტრონული

სასწავლო გარემოს

მაგალითები:

აცნობიერებს

უპირატესობებს და

ნაკლოვანებებს

ვებსაიტებისა და

Page 14: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

14

მშობლებთან

კომუნიკაციისთვის

მასწავლებლის

შეკითხვებს პასუხობს

ონლაინ

ინსტრუმენტის

საშუალებით

ელექტრონული

ინფორმაცია

კომუნიკაციის

საშუალებების

გამოყენებით,

თანაკლასელების

მასწავლებლის ან

მშობლის დახმარებით

მოიპოვებს

ინფორმაციას და

სხვებს

უზიარებს/უცვლის

რამდენიმე ადამიანს

ერთდროულად

ვირტუალურ ჯგუფში

აქვეყნებს

ელექტრონულ

ინფორმაციას,

რომელიც

ხელმისაწვდომია

ჯგუფის ყველა

წევრისთვის

შესაძლებლობების

მიხედვით

ხვდება განსხვავებას

კომუნიკაციის

სხვადასხვა ფორმებს

შორის, მაგალითად

სინქრონული ან

ასინქრონული, ერთი-

ერთთან ან ჯგუფური

გამოყენებას

კოლაბორაციისთვის

ონლაინ გარემოს

გამოყენებისას

კოლაბორაციისთვის

4.2. მუშაობს კოლაბორაციულად, უზიარებს/ცვლის ინფორმაციას

ისტ-ის გამოყენებით

ათვალიერებს

მასწავლებლის

გამოქვეყნებულ/გაზიარ

ებულ ინფორმაციას.

ცვლის/აზიარებს

ინფორმაციას საკლასო

ოთახში

ისტ-ის გამოყენებით

უზიარებს/უცვლის

ინფორმაციას ნაცნობ

აუდიტორიას

იყენებს შესაბამის ისტ

ინსტრუმენტს,

აუდიტორიისთვის

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გასაზიარებლად/გასაცვ

ლელად

იყენებს შესაბამის ისტ

ინსტრუმენტს

კოლაბორაციული

მუშაობისთვის და

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გასაზიარებლად/გასაცვ

ლელად

ირჩევს და იყენებს

შესაბამის ისტ

ინსტრუმენტს

ინფორმაციის

გაზიარებისას/გაცვლისა

ს ჯგუფების

შესაქმნელად და

უსაფრთხოდ

სამართავად,

მონაწილეობს ფართო

აუდიტორიასთან

ონლაინ პროექტებში ან

კოლაბორაციულ

აქტივობებში

ირჩევს და

რაციონალურად

იყენებს სხვადასხვა ისტ

ინსტრუმენტს

ინფორმაციის

უსაფრთხოდ

გასაცვლელად და

გასაზიარებლად,

ახდენს ცოდნის

კონსტრუირებას

მიზანმიმართულად და

თანამშრომლობითად

მაგალითები:

ნახულობს

ელექტრონულ

ფორმატში

გამოქვეყნებულ

(ვირტუალურ

ჯგუფში, კლასის

მართვის პროგრამაში)

ინფორმაციას

მაგალითები:

ნახულობს სხვის

გამოქვეყნებულ

ელექტრონულ

შეტყობინებებს და

მასწავლებლის

დახმარებით თავადაც

აქვეყნებს (კლასის

ონლაინ კედელზე,

მაგალითები:

იყენებს

ელექტრონულ

ფოსტას და ონლაინ

სადისკუსიო კედელს

ელექტრონული

შეტყობინებების

წასაკითხად და

გამოსაქვეყნებლად

მაგალითები:

სხვებთან ერთად

ქმნის ბლოგს/საიტს

იყენებს დოკუმენტში

კომენტარების და

ცვლილებების

დაფიქსირების

ფუნქციებს

მაგალითები:

ქმნის ბლოგს ან ვიკის

მომხმარებელთა

შესაბამისი

ჯგუფისთვის

მონაწილეობს ონლაინ

სასწავლო სივრცეში

მართულ

თანამშრომლობით

სასწავლო პროექტში

მაგალითები:

იყენებს ონლაინ

აპლიკაციებსა და

მენეჯმენტის

ინსტრუმენტებს

(პორტალები, ვიკი და

ა.შ.)

თანამშრომლობითი

სასწავლო პროექტების

განსახორციელებლად

Page 15: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

15

მასწავლებლის/

მშობლის დახმარებით

უგზავნის

შეტყობინებას

მასწავლებელს

(მაგალითად კლასის

მართვის პროგრამით)

ვირტუალურ

ჯგუფში)

ავრცელებს საკუთარ

ციფრულ მასალას,

სხვების მიერ

განხილვისა და

უკუკავშირის მიღების

მიზნით, იყენებს

უკუგების შედეგს

პროდუქტის

გასაუმჯობესებლად

იყენებს სოციალური

ქსელების

ინსტრუმენტებს

სტრატეგიული

მიზნებისთვის

5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით

დონე I:

მიღწევადია მეორე

კლასის ბოლოს

დონე II:

მიღწევადია მეოთხე

კლასის ბოლოს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე

კლასის ბოლოს

დონე IV:

მიღწევადია მერვე

კლასის ბოლოს

დონე: V

მიღწევადია მეათე

კლასის ბოლოს

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე

კლასის ბოლოს

5.1. ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის დასაგეგმად

იყენებს ისტ-ს საჭირო

ინფორმაციის

მოსაძებნად

იყენებს ისტ-ს

ინფორმაციის

ვიზუალიზაციისთვის,

რა არის უკვე ცნობილი

და რა საჭიროებს

კვლევას

იყენებს ისტ-ს

მოსაძიებელი

ინფორმაციის

დასახარისხებლად.

იყენებს სხვადასხვა ისტ

საშუალებებს

ინფორმაციათა

სიმრავლიდან

სასურველი

ინფორმაციის

ამოსაცნობად და

წარმოსაჩენად, სვამს

საძიებო პროცესის

ხელშესაწყობ კითხვებს

იყენებს სხვადასხვა ისტ

საშუალებებს,

შედარებით ბუნდოვანი

ნიმუშებისა და

სტრუქტურების

გამოსაკვეთად,

ინფორმაციის ძიების

დასაგეგმად ან

დასახარისხებლად

ირჩევს და იყენებს

სხვადასხვა ისტ

საშუალებების, როგორც

დამოუკიდებლად ისე

კოლაბორაციულად,

აანალიზებს

ინფორმაციას

კითხვების

ჩამოსაყალიბებლად და

საძიებო სტრატეგიების

დასაგეგმად და

მონაცემთა

დასახარისხებლად

მაგალითები:

იყენებს სხვადასხვა

პროგრამების

მაგალითები:

თანმიმდევრულად

წარმოაჩენს კვლევის

მაგალითები:

ჩამოწერს რა

ინფორმაცია

მაგალითები: მაგალითები:

იყენებს გრაფიკულ

ორგანაიზერებს

მაგალითები:

იყენებს ვიკი საიტს ან

სხვა გაზიარებულ

Page 16: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

16

პიქტოგრამებს მათში

ინფორმაციის

მოსაძებნად

სხვადასხვა საფეხურს,

ინფორმაციის

ადვილად

აღსაქმელად ირჩევს

მათთვის

განსხვავებულ

ფორმატს

სჭირდება და სად

შეიძლება მისი

მოძიება

იყენებს

სიმულაციებსა და

გრაფიკულ

ორგანაიზერებს

პროცესების

აღსაწერად და

გამოსაკვლევად

ექსპერიმენტების

ჩასატარებლად

ქმნის/შეარჩევს

მონაცემთა ჩაწერის

ფორმებს

იყენებს, ცხრილებს,

ჩარტებს ან გრაფიკულ

ორგანაიზერებს

ძიების დასაგეგმად

ინფორმაციის

წყაროებთან

ბმულების

მითითებით

დოკუმენტებს,

საძიებო მონაცემთა

ბაზებს და ა.შ.

5.2. განსაზღვრავს ინფორმაციის ადგილმდებარეობას, ღებულობს და ახარისხებს საჭირო ინფორმაციას

საჭირო ინფორმაციის

მისაგნებად

პროგრამებში ირჩევს

შესაბამის/სხვადასხვა

პიქტოგრამებს

ეძებს ინფორმაციას

მოცემული ციფრული

რესურსებიდან

ეძებს ინფორმაციას

სხვადასხვა ციფრული

რესურსიდან,

ღებულობს და

ახარისხებს

ინფორმაციას

საზღვრავს საჭირო

ინფორმაციის

ადგილმდებარეობას,

ღებულობს და

ახარისხებს

ინფორმაციას საძიებო

სისტემების

გამოყენებით და

მარტივი საძიებო

ფუნქციებით ახდენს

ინფორმაციის აზრიან

კლასიფიკაციას

საზღვრავს საჭირო

ინფორმაციის

ადგილმდებარეობას,

ღებულობს ან

ახარისხებს

ინფორმაციის საძიებო

სისტემების

საშუალებით და

ორგანიზებას უკეთებს

ინფორმაციას

იყენებს საძიებო

ინსტრუმენტებს,

სიმულაციებსა და

ციფრულ მოდელებს

საჭირო ინფორმაციის

ადგილმდებარეობის

განსასაზღვრად,

ინფორმაციის

მისაღებად და

დასაზუსტებლად,

რომელიც ხელს

შეუწყობს ახალი

გააზრებების

განვითარებას

მაგალითები:

იყენებს ციფრულ

საგანმანათლებლო

რესურსებს

ამოცანების ამოხსნის,

ცნებებისა და იდეების

თვალსაჩინოდ

წარმოდგენის მიზნით

მაგალითები:

ეძებს ინფორმაციას

მოცემული

ჰიპერბმულების

გამოყენებით,

აკოპირებს/ბეჭდავს

საჭირო მასალებს

მაგალითები:

ეძებს ინფორმაციას

მოცემულ ვებ

საიტებზე, ინახავს

საჭირო ტექსტებსა და

სურათებს

მაგალითები:

ეძიებს ინფორმაციას

სასკოლო

საქაღალდეში

ეძებს ინფორმაციას

ვებზე

ინფორმაციას

ორგანიზებას უკეთებს

მაგალითები:

მონაცემებს ეძიებს

დოკუმენტებში

იყენებს საძიებო

სისტემებს

იყენებს სიმულაციურ

ინსტრუმენტებს

მაგალითები:

იყენებს ლოგიკურ

გადაწყვეტილებებს

როგორიც არის

ჭეშმარიტია/მცდარია

ინფორმაციას ეძიებს

ველებსა და

Page 17: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

17

(მაგალითად:

ვიზუალური მასალას,

საგანმანათლებლო

თამაშებს/სიმულაციებ

ს და სხვა)

(ტექსტებს, სურათებს

და ა.შ.)

ატარებს

ექსპერიმენტებს

სიმულაციურ

გარემოში და

აკვირდება მიღებულ

შედეგებს

აგროვებს მონაცემებს

სიმულაციური

გარემოდან

იყენებს საძიებო

სისტემას

ინფორმაციის

სხვადასხვა წყაროდან

მისაღებად

(მაგალითად მოიძიებს

ლექსის ტექსტს,

აუდიო ან ვიდეო

ფაილს)

საქაღალდეებში,

ცხრილებში,

მონაცემთა ბაზებში,

იყენებს რეალური

სამყაროს

მოდელირებასთან

დაკავშირებულ

სიმულაციებს

ჰიპოთეზების

გასატესტად

მონაცემთა

სტრუქტურებში

იყენებს ციფრულ

მიკროსკოპს

იყენებს ციფრულ

მოდელებს

ჰიპოთეზების

გასატესტად

5.3. არჩევს და აფასებს ინფორმაციას

განმარტავს რისთვის

გამოიყენა მოძიებული

მონაცემები ან

ინფორმაცია

განმარტავს თუ

რამდენად გამოდგება

მის მიერ მოძიებული

ინფორმაცია

კონკრეტული ამოცანის

გადასაწყვეტად

განმარტავს თუ რატომ

შეარჩია კონკრეტული

ინფორმაცია

მოცემული

კრიტერიუმების

მიხედვით აფასებს

მოძიებული

ინფორმაციის

სანდოობას

კონკრეტული მიზნიდან

გამომდინარე თავად

შეარჩევს

კრიტერიუმებს და

აფასებს მოძიებული

ინფორმაციის

სანდოობას

ავითარებს და იყენებს

კრიტერიუმებს

სისტემატიურად

მოძიებული

ინფორმაციის ხარისხის,

შესაბამისობისა და

ობიექტურობის

შესაფასებლად

მაგალითები:

აღწერს როგორ

გამოიყენა ციფრული

ინფორმაცია

კონკრეტული

აქტივობის დროს

მაგალითები:

ხსნის თუ როგორ

ეთანადება ციფრული

ინფორმაცია მის მიერ

დასმულ კითხვებს

მაგალითები:

განმარტავს რატომ

გამოიყენა

კონკრეტული წყარო

ინფორმაციის

მისაღებად

მაგალითები:

სხვადასხვა

ვარიანტიდან ირჩევს

უფრო გამოყენებად,

ობიექტურ და სანდო

ინფორმაციას

ახდენს მოძიებული

ინფორმაციის

ინტერპრეტაციას და

აფასებს

სარგებლიანობის,

ადეკვატურობისა და

სიზუსტის კუთხით

მაგალითები:

კრიტერიუმებს

იმუშავებს

კონკრეტული

პროექტიდან

გამომდინარე

მხედველობაში იღებს

ინფორმაციის

მხოლოდ ადეკვატურ

წყაროს

ინფორმაციის

სანდოობის

დასადგენად, ადარებს

სხვადასხვა წყაროდან

მოპოვებულ

ინფორმაციას

მაგალითები:

ადარებს სხვადასხვა

წყაროდან მიღებულ

მონაცემებს მათი

მოსალოდნელი

სარგებლიანობის

შესაფასებლად

Page 18: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

18

ტერმინთა განმარტებები:

ტერმინი ინგლისური

შესატყვისი განმარტება განმარტების წყარო

ისტ (ინფორმაციულ

საკომუნიკაციო

ტექნოლოგიები)

ICT (Information and

Communication

Technologies)

ისტ ინსტრუმენტი ICT tool ციფრული ინსტრუმენტია

ისტ მოწყობილობა ICT system

ციფრული საშუალება

ციფრული ნამუშევარი Digital work ნამუშევარი, რომელიც ციფრულ ფორმატშია შექმნილი,

მაგალითად ელექტრონული ბუკლეტი, მოსაწვევი,

ელექტრონული ჟურნალი, საპრეზენტაციო ფაილი და ა.შ.

ციფრული პროდუქტი Digital product უფრო მსხვილი ტიპის ციფრული ნამუშევარი, მაგალითად

კომპიუტერული პროგრამა, ელექტრონული წიგნი,

კომპიუტერული თამაში, ვებგვერდი და ა.შ.

ციფრული გადაწყვეტილება digital solution

ციფრული მონაცემები digital data

ციფრული ინფორმაცია digital information

ციფრული მასალა

ციფრული სისტემა digital system

ციფრული მოწყობილობა digital device ესენია მაგალითად სამაგიდო კომპიუტერი, ლეპტოპი, ნეტბუქი,

პლანშეტი, სმარტბორდი, მობილური ტელეფონი, პრინტერი,

სკანერი, პროექტორი, ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა და ა.შ.

ციფრული მოწყობილობის

კომპონენტები

ესენია მაგალითად მყარი დისკი, ვიდეო კარტა, ოპერატიული

მეხსიერება, ტაჩპედი, კლავიატურა, მაუსი და ა.შ.

ციფრული წყარო digital source

ციფრული მოდელი digital model

digital material

ციფრული მოქალაქეობა Digital citizenship

სამართლებრივი

ვალდებულება

legal obligation

ერთობლივად ფლობის

ნებართვა

Creative Commons

VoIP (Voice Over Internet

Protocol)

Page 19: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

19

ელექტრონული

კომუნიკაცია

Computer mediated

communication

კომუნიკაცია კომპიუტერის, მობილურის, პლანშეტური

მოწყობილობების და ა.შ. საშუალებით

პერსონალური მონაცემები Personal information საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის

შესაძლებლობას იძლევა

სასამართლო ჟურნალისტიკის

სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

ერგონომიკული სტრატეგია Ergonomic strategy

კიბერ ძალადობა cyber bullying

საკუთრების უფლება Ownership მესაკუთრის უფლება, კანონითა და სახელშეკრულებო

ვალდებულებით დადგენილ ფარგლებში თავისუფლად

ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა

პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით

არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა,

თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად

გამოყენებას.

ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს

კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის

[ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი

გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ

ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

საკუთრებისა და

გამოყენების

სამართლებრივი

ვალდებულებები

Legal obligations

regarding the ownership

and use

ინტელექტუალური

საკუთრება

intellectual property ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც

წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების

ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე შემოქმედებითი

საქმიანობის შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების

(მაგალითად, ტელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში,

საწარმოო ნიმუში და ა.შ.) საფუძველზე.

ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს

კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის

[ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი

გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ

ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

ეთიკური ნორმები Ethical protocols

სოციალური ნორმები Social protocols

უსაფრთხოების ნორმები

მარტივი სოციალური

ნორმები

Basic social protocols

ზოგადი სოციალური

წესების

generally accepted social

protocols

საკლასო წესები class rules

საკლასო ინსტრუქციები class guidelines

იდენტობა Identity პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი,

განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი,

საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური

კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი

გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი

ტიპის ჯგუფის მიმართ (მაგ., რასობრივი, ეთნიკური,

ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა,

[მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის

რესურსების განვითარების ფონდი,– რედ.

ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,–

2007.

Page 20: ციფრული წიგნიერებაncp.ge/files/subjects/ICT/ICT General capabilities.pdf2 დონე V მიღწევადია მეათე კლასის

20

სქესობრივი,რელიგიური, პროფესიული და სხვა სახის

იდენტობა).

პირადი და ემოციური

უსაფრთხოება

privacy and emotional

safety

ანტი კიბერ ძალადობრივი

სტრატეგია

anti-cyber bullying

strategy

ქცევის კოდექსი codes of conduct

პოდკასტი podcast

პლაგიატს Plagiarism სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების

გააზრებული მითვისება

http://ka.wikipedia.org/wiki/პლაგიატი

საავტორო უფლების დაცვის

ნიშანი

განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი

უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო

უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ

ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;

ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის

სახელი (დასახელება);

გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

საქართველოს კანონი საავტორო და

მომიჯნავე უფლებების შესახებ,

თავი II საავტორო უფლებები,

მუხლი 9. საავტორო უფლების

წარმოშობა

Cc და Bcc Carbon copy და Bling

carbon copy

cloud computing

technology

Technology that enables the utilization of various computer sources, such

as data, software, and hardware, via

the Internet

Users no longer have to process and save data on their own computer, but

can utilize data “anywhere, anytime,

and as much as they want,” so long as they are in an environment with access

to the Internet.

The Vision for ICT in Education

– Toward the Creation of a

Learning System and Schools

Suitable for the 21st Century –