ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი...

12
( ( ) ) - - - - / / 4 4 0 0 0 0 0 0 8 8 5 5 5 5 7 7 2 2 ( ( ) ) ( ( 7 72 2. . 1 1 3 3. . 2 28 8. . 6 66 6 5 5) ) - - - - 1 1 3 3 0 0 0 0 0 0 C CP PV V - - 7 71 12 20 00 00 00 0 0 0 - - - - 2 20 0 ( ( ) ) - - 2 20 01 15 5

Transcript of ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი...

Page 1: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

აა((აა))იიპპ -- სსააცცუურრააოო ააუუზზიი -- გგლლდდაანნიი

სს//კკ 440000008855557722

კკოონნკკუურრსსიისს მმეეშშვვეეოობბიითთ ქქაალლააქქ თთბბიილლიისსშშიი ((სსოოფფეელლიი გგლლდდაანნიი)) მმდდეებბაარრეე მმიიწწიისს ნნააკკვვეეთთზზეე

((სსააკკაადდაასსტტრროო კკოოდდიი 7722..1133..2288..666655)) აარრსსეებბუულლიი შშეენნოობბაა--ნნააგგეებბოობბეებბიისს სსააპპრროოეექქტტოო დდოოკკუუმმეენნტტააცციიიისს

შშეედდგგეენნიისს მმოომმსსაახხუურრეებბიისს შშეესსყყიიდდვვიისს გგაანნცცხხაადდეებბაა დდაა ტტეექქნნიიკკუურრიი დდაავვაალლეებბაა

სსააკკოონნკკუურრსსოო დდოოკკუუმმეენნტტააცციიაა

შშეესსყყიიდდვვიისს სსაავვაარრააუუდდოო ღღიირრეებბუულლეებბაა -- 1133 000000 ლლაარრიი

CCPPVV -- 7711220000000000 -- აარრქქიიტტეექქტტუურრუულლიი დდაა მმაასსთთაანნ დდააკკაავვშშიირრეებბუულლიი მმოომმსსაახხუურრეებბეებბიი

შშეესსრრუულლეებბიისს ვვაადდაა -- ხხეელლშშეეკკრრუულლეებბიისს დდაადდეებბიიდდაანნ 2200 ((ოოცციი)) კკაალლეენნდდაარრუულლიი დდღღეე

დდააფფიინნაანნსსეებბიისს წწყყაარროო -- თთბბიილლიისსიისს მმუუნნიიცციიპპაალლიიტტეეტტიისს აადდგგიილლოობბრრიივვიი ბბიიუუჯჯეეტტიისს სსაახხსსრრეებბიი

თთბბიილლიისსიი

22001155 წწეელლიი

Page 2: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

სს აა რრ ჩჩ ეე ვვ იი

11.. იინნფფოორრმმააცციიაა კკოონნკკუურრსსშშიი მმოონნააწწიილლეეთთაათთვვიისს დდაა ტტეექქნნიიკკუურრიი დდოოკკუუმმეენნტტააცციიაა .......... გგვვ.. 33 -- 44

22.. ტტეექქნნიიკკუურრიი დდოოკკუუმმეენნტტააცციიიისს დდაანნაარრთთიი -- NN11 .................. გგვვ.. 55

33.. ტტეექქნნიიკკუურრიი დდოოკკუუმმეენნტტააცციიიისს დდაანნაარრთთიი -- NN22 ................ გგვვ.. 66

44.. გგაასსააწწეევვიი მმოომმსსაახხუურრეებბიისს ფფაასსეებბიისს ცცხხრრიილლიი,, დდაანნაარრთთიი NN33................ გგვვ.. 77

55.. იინნფფოორრმმააცციიაა პპრრეეტტეენნდდეენნტტიისს გგაამმოოცცდდიილლეებბიისს შშეესსაახხეებბ -- დდაანნაარრთთიი NN44................ გგვვ.. 88

66.. ააფფიიდდაავვიიტტიისს სსააიილლუუსსტტრრააცციიოო ფფოორრმმაა -- დდაანნაარრთთიი NN55 -- გგვვ.. 99

77.. სსაახხეელლმმწწიიფფოო შშეესსყყიიდდვვიისს შშეესსაახხეებბ ხხეელლშშეეკკრრუულლეებბიისს პპრროოეექქტტიი,, დდაანნაარრთთიი NN66 ................ გგვვ.. 1100 -- 1122

Page 3: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

იინნფფოორრმმააცციიაა კკოონნკკუურრსსშშიი მმოონნააწწიილლეეთთაათთვვიისს

წწიინნაამმდდეებბაარრეე სსააკკოონნკკუურრსსოო გგაანნცცხხაადდეებბაა შშეედდგგეენნიილლიიაა „„სსაახხეელლმმწწიიფფოო შშეესსყყიიდდვვეებბიისს შშეესსაახხეებბ““ სსააქქაარრთთვვეელლოოსს კკაანნოონნიისსაა დდაა

„„კკოონნკკუურრსსიისს მმეეშშვვეეოობბიითთ სსააპპრროოეექქტტოო მმოომმსსაახხუურრეებბიისს სსაახხეელლმმწწიიფფოო შშეესსყყიიდდვვიისს პპიირროობბეებბიისსაა დდაა წწეესსიისს დდაამმტტკკიიცცეებბიისს

შშეესსაახხეებბ““ სსაახხეელლმმწწიიფფოო შშეესსყყიიდდვვეებბიისს სსააააგგეენნტტოოსს თთაავვმმჯჯდდოომმაარრიისს 22001155 წწლლიისს 2222 მმააიისსიისს №№77 ბბრრძძაანნეებბიისს სსააფფუუძძვვეელლზზეე --

hhttttpp::////pprrooccuurreemmeenntt..ggoovv..ggee//

ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი აცხადებს კონკურსს არქიტექტურული და საპროექტო მომსახურების სახელმწიფო

შესყიდვაზე და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2. კონკურსის მიზანია ქალაქ თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 72.13.28.665) არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწა და მასზე განთავსებული შენობა-

ნაგებობები N1; N2) გენერალური სივრცითი და ობიექტის რეაბილიტაციის საუკეთესო პროექტის გამოვლენა.

ტერიტორია წარმოადგენს ყოფ. კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული ცენტრის მიერ

დაკავებულ ფართობს და შემდგომშიც უნდა იქნას გამოყენებული და ადაპტირებული სპორტული პროფილითა და

ფუნქციური დატვირთვით. ძირითად შენობაზე უნდა მოხდეს დაახლოებით 20კვ.მ ფართობის ახალი მოცულობის

მიშენება (საშხაპისათვის). არსებულ უძრავ ქონებაზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზანია ამ

პროექტის საფუძველზე და დაყრდნობით, შემდგომ ეტაპზე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების

ხარჯთაღრიცხვის შედგენა და ობიექტის სრული რეაბილიტაცია.

3. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 13 000 (ცამეტიათასი ) ლარს.

4. წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება მოქმედებს კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების

დადებამდე.

5. საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე

დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ.

6. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა

მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის ჩათვლით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის

ობიექტის სავარაუდო ღირებულებას.

7. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ) ცნობა სასამართლოდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის

წარმოება;

გ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არქონის შესახებ.

ასევე:

ა) საკონკურსო წინადადების ხელმომწერისთვის გაცემული მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) კონკურსანტის საკონკურსო წინადადება აუცილებლივ უნდა შეიცავდეს დანართი N1-ში ასახულ

ინფორმაცია/დოკუმენტაციას და უნდა აკმაყოფილებდეს მასში მითითებულ მოთხოვნებს სრულად;

გ) კონკურსში მონაწილეს უნდა გააჩნდეს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში (2012 წლის 01 იანვრიდან)

ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ანალოგიური

მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულებ(ებ)ის და მიღება-ჩაბარების აქტებ(ებ)ის

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესით დამოწმებული ასლ(ებ)ი), ასევე ერთი ანალოგიური

ტიპის რეალიზებული პროექტი, რომელიც დაპროექტდა კონკურსანტი პრედენდენტის მიერ და მოხდა მისი

სამშენებლო სამუშაოების წარმოება (აშენება)-(შესაბამისი საპროექტო-სამშენებლო მიახლოებითი ღირებულებით).

8. საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს

ქართულ ენაზე და ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. არასრულყოფილად

ატვირთული დოკუმენტაციის შემთხვევაში პრედენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არარეზიდენტმა

იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თვიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ

გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს

ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. აღნიშნული მონაცემები შესაბამისი უწყებებიდან

მიღებული უნდა იქნას საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

9. ანგარიშსწორება გამარჯვებულ კონკურსანტთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ

ვალუტაში, საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ,

წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და

ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 20 კალენდარულ დღეში.

10. დოკუმენტაციის პირველად ექსპერტიზას შემსყიდველი უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. საჭიროების

(საპროექტო დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის წუნის გამოვლენის) შემთხვევაში განმეორებითი

ექსპერტიზის ღირებულებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

11. საკონკურსო წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

11.1. ხარისხის ჯამური შეფასების კოეფიციენტი შეადგენს - 0,7;

11.2. საკონკურსო წინადადების ფასის კოეფიციენტი - 0,3.

Page 4: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

12. საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და

მათი ხვედრითი წონები:

ა) საპროექტო შენობა/ნაგებობების არქიტექტურული დიზაინი/ვიზუალიზაცია - კოეფიციენტი - 0.7;

ბ) დასრულებული დოკუმენტაციის მიწოდების ვადა (მაქს. 20 კალენდარული დღე) - კოეფიციენტი - 0.3.

შენიშვნა:

- საპროექტო შენობა/ნაგებოებბის არქიტექტურული დიზაინი/ვიზუალიზაციის შეფასებისას კომისიის ყოველი

წევრი ცალ-ცალკე აფასებს კრიტერიუმს 0-10-ქულიან დიაპაზონში, ხოლო საბოლოო შეფასება განისაზღვრება

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით.

- მოწოდების ვადის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს.

13. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს,

ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

14. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის

გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი

ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის

გადამხდელი, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება საკონკურსო წინადადების ფასის

შესაბამისი დღგ-ის ოდენობა.

15. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე.

16. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება

საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები.

17. გამარჯვებული პრედენდენტი საკონკურსო ხელშეკრულების დადების შემდგომ ვალდებულია შემსყიდველს

გადასცეს საავტორო უფლება.

კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი (ელ. სისტემაში ასატვირთი) საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს.

დიზაინისა და საორიენტაციო პროექტის შესაფასებლად:

შენობების 3D ვიზუალი (რენდერები);

ტექნიკური დავალების შესაბამისად შედგენილ არქიტექტორულ-ესკიზური პროექტი (გეგმარება

გათვალისწინებული შენობებში განსათავსებელი მომუშავე პერსონალის მიხედვით);

ტერიტორიის კეთილმოწყობის ესკიზური გენგეგმა;

ფასადზე გამოყენებული მასალის ჩამონათვალი (ცენტრალურ ფასადებზე გამოყენებული მასალები, კლიმატური

პირობების გათვალისწინებით).

ზოგადი ინფორმაცია:

რეკვიზიტები დანართი №1-ს შესაბამისად;

ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების გაწევის შესახებ დანართი №3-ს შესაბამისად;

2. კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება. ალტერნატიული

წინადადებები არ განიხილება.

3. საკონკურსო წინადადება, რომლის ფასი აღემატება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, არ განიხილება.

4. ტექნიკური დავალება დანართის შესაბამისად;

შენიშვნა

1. გამარჯვებულმა კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 20 (ოცი)

კალენდარულ დღეში სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

2. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები რენდერებსა და სართულის

ესკიზური გეგმებში.

3. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის

პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური

მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, კონკურსანტს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან

დაკავშირებული ხარჯები.

4. საკონკურსო პირობებთან და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული განმარტებების მიღება კონკურსანტს

შეუძლია შემდეგი საკონტაქტო პირისგან: ირაკლი ფურცელაძე, ჯაბა დოჭვირი

ტელ.: 2 24-03-04; (5-57) 599-319.

Page 5: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი #1

რეკვიზიტები

გრაფა #1 გრაფა #2

(ივსება პრეტენდენტის მიერ)

პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და

დასახელება:

ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

პრეტენდენტის იურიდიული და

ფაქტიური მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი:

ელ-ფოსტა:

მომსახურე ბანკის დასახელება:

მომსახურე ბანკის კოდი:

ანგარიშსწორების ანგარიში:

P

პრეტენდენტის ხელმოწერა: ---------------------------------------------------

(ხელმძღვანელი)

დამოწმება ბეჭდით:

(მისი არსებობის შემთხვევაში)

Page 6: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

დანართი N2

ტექნიკური დავალება

ქალაქ თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 72.13.28.665) არსებული N1 და N2

შენობა-ნაგებობების სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება:

ძირითადი საპროექტო შენობების საერთო ფართობი საორიენტაციოდ შეადგენს 550 კვმ-ს (490კვ.მ დარბაზი + 60კვ.მ

დამხმარე ნაგებობა), რომლებიც გადანაწილებულია ერთ სართულზე. ძირითად შენობაზე უნდა მოხდეს

დაახლოებით 20კვ.მ ფართობის ახალი მოცულობის მიშენება (საშხაპისათვის). მიწის ნაკვეთის ტერიტორიის

ფართობი შეადგენს - 2 272.0 კვ.მ, რომელზეც უნდა დამუშავდეს ტერიტორიის კეთილმოწყობის და საპროექტო

შენობების მიბმის პროექტი, გასათვალისწინებელია რომ ტერიტორიაზე მოხვედრა ხორციელდება თიანეთის

გზატკეცილის მხრიდან არსებული გზით.

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის სიახლოვეს მდებარე გაზსადენის უსაფრთხოების

ნორმები. პროექტის მომზადებისას საპროექტო შენობებში განსათავსებელი კომპონენტების არქიტექტურული და

საინჟინრო ნაწილები უნდა მომზადდეს საერთო და ცალკე პუნქტების სახით.

თანდართული დოკუმენტაცია:

1. შენობებში განსათავსებელი სამუშაო კონტიგენტის რაოდენობა;

2. ტერიტორიის საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო-

მასალა;

შენობების პროექტირებისას კონკურსანტი ვალდებულია პროექტის გეგმარებითი საპროექტო სამუშაოები

დაამუშაოს დამკვეთთან (შემსყიდველთან) კონსულტაციების შედეგად და თანდართული დოკუმენტაციის

მიხედვით.

გამარჯვებული პროექტანტის მიერ წარმოსადგენი მუშა დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20

კალენდარულ დღეში:

1. საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.

2. ტოპოგრაფიული გეგმა ახალი ანაზომი 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-

კომუნალური ქსელების, არსებობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების განთავსების, მისასვლელი გზის, ღობის,

გამწვანების ჩვენებით) ხელმოწერილი და დამოწმებული შესაბამისი ფორმით.

3. არქიტექტურული პროექტი (მუშა დოკუმენტაციით/გეგმები, ფასადები, ჭრილები, კვანძები, სპეციფიკაციები,

ფასადებისა და ინტერიერის ფრაგმენტული რენდერები).

4. ტექნოლოგიური ნახაზები (საჭიდაო მოედნის, მაყურებელთა დასაჯდომებისა და ავეჯის განლაგების ჩვენებით).

5. ვერტიკალური გეგმარება.

6. კონსტრუქციული პროექტი.

7. ვენტილაციის პროექტი.

8. გათბობა-გაგრილების პროექტი (ცენტრალური გათბობა და ინდივიდუალური კონდიცირება)

9. ელექტრობის პროექტი (შიდა და გარე ქსელი, გარე და შიდა ვიდეოსისტმის მოწყობა, დაბალი ძაბვის

გაყვანილობა, სახანძრო სიგნალიზაცია).

10. წყალ-კანალიზაციის პროექტი.

11. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.

12. ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია:

ა) არქიტექტურული პროექტი; ბ) სანტექნიკური პროექტი.

13. საავტორო ზედამხედველობა.

14. ტერიტორიის გარე სანიაღვრე სისტემის პროექტი საბოლოო დაერთებით.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

ა) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია

A3 ფორმატზე 4-ეგზემპლარად.

ბ) CD - ვერსია (ელექტრონული) PDF - ფაილის სახით 4-ეგზემპლარად.

საკონკურსო წინადადების ფასში სრულად უნდა იყოს მოცემული კონკურსით გათვალისწინებული

დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა

გადასახადები.

დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე

კონკურში გამარჯვებულმა პრედენდეტმა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს

ყველა ტექნიკური ტოკუმენტაციის მომზადების შესაბამისობა შემდგომში ნებართვის გამცემ ორგანოებში

მისაღებად.

ხარვეზისა და წუნის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებული ვალდებული იქნება გაითვალისწინოს

აღნიშნული და წარმოუდგინოს შემსყიდველს სრულყოფილი დოკუმენტაცია.

Page 7: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

დანართი #3

გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი

პრეტენდენტის დასახელება ____________________________

N დასახელება საპროექტო მომსახურების

მიწოდების ვადები

1 საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა

2 ტოპოგრაფიული გეგმა ახალი ანაზომი 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო

საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, არსებობის შემთხვევაში

შენობა-ნაგებობების განთავსების, მისასვლელი გზის, ღობის, გამწვანების ჩვენებით)

ხელმოწერილი და დამოწმებული შესაბამისი ფორმით

3 არქიტექტურული პროექტი (მუშა დოკუმენტაციით/გეგმები, ფასადები,

ჭრილები, კვანძები, სპეციფიკაციები, ფასადებისა და ინტერიერის

ფრაგმენტული რენდერები)

4 ტექნოლოგიური ნახაზები

5 ვერტიკალური გეგმარება

6 კონსტრუქციული პროექტი

7 ვენტილაციის პროექტი

8 გათბობა-გაგრილების პროექტი (ცენტრალური გათბობა და ინდივიდუალური

კონდიცირება)

9 ელექტრობის პროექტი (შიდა და გარე ქსელი, გარე და შიდა ვიდეოსისტმის

მოწყობა, დაბალი ძაბვის გაყვანილობა, სახანძრო სიგნალიზაცია)

10 წყალ-კანალიზაციის პროექტი

11 ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია:

ა) არქიტექტურული პროექტი; ბ) სანტექნიკური პროექტი

12 საავტორო ზედამხედველობა-ექსპერტიზა

13 ტერიტორიის გარე სანიაღვრე სისტემის პროექტი საბოლოო დაერთებით

14

სულ, ჯამი

პრეტენდენტის ხელმოწერა --------------------------------------------------- (ხელმძღვანელი)

დამოწმება ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში)

Page 8: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

დანართი N4

ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ

№ მომსახურების

დასახელება

შემსყიდველის

დასახელება

CMR-ის

ნომერი

SPA- ნომერი

ხელშეკრულ

ების

ღირებულება

ფაქტიურად

გაწეული

მომსახურების

ღირებულება

ხელშეკრულე

ბის

გაფორმების

თარიღი

1 2 3 4 5 6 7

შენიშვნა:

ა) ცხრილის მე-4 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მომსახურება გაწეულია შემსყიდველი ორგანიზაციის

დაკვეთით და ხელშეკრულება ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ბ) შემსყიდველი უფლებამოსილია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების სახით პრეტენდენტისაგან

მოითხოვოს გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების/ან

სახვა სახის რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

პრეტენდენტის ხელმოწერა --------------------------------------------------- (ხელმძღვანელი)

დამოწმება ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში)

Page 9: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

დანართი N5

აფიდავიტი

საკონკურსო წინადადება

თარიღი: ––––––––––––––– წ. (კონკურსის ჩატარების თარიღი)

ვის:

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ვისგან: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(კონკურსანტის დასახელება)

გავეცანით რა საკონკურსო დოკუმენტაციას, თანახმა ვართ საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისად

განვახორციელოთ –––––––––––––––––––––––––––– და (შესყიდვის ობიექტის აღწერა)

ჩვენი საკონკურსო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ

მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვების

შესახებ ხელშეკრულების (,,შემდგომ ხელშეკრულება) ძალაში შესვლიდან –––––––––––––––– დღის

განმავლობაში.

ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილი ვართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს,

,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ’’ დებულებას და სახელმწიფო შესყიდვების

სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებას და კონკურსის მსვლელობის დროს

ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

Page 10: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

დანართი N6

ხელშეკრულების პროექტი

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

საკონკურსო განცხადების ნომერი: SPA

შენიშვნა - ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს

კონკურსში გამარჯვებულ პრედენდენტთან ხელშეკრულების დადების პროცესში

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც

დაიდება ელექტრონული კონკურსის ჩატარების შედეგად. წინამდებარე ხელშეკრულების პროექტის პირობების

დაზუსტება განხორციელდება გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად, რომელიც

ამავდროულად თანდართული ექნება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

თბილისი ------ ------------------------ 2015 წელი

ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი (ს/კ - 400085572, მის.: თბილისი, გლდანის V მ/რ. მე-8 კორპუსის მიმდებარედ,

სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22), შემდგომში - შემსყიდველი, წარმოდგენილი დირექტორის ირაკლი

ფურცელაძის სახით და „___________“ „შემდგომში - მიმწოდებელი, წარმოდგენილი მისი დირექტორის ----------

სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის და

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:

მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – „შემსყიდველისა“ და

„მიმწოდებლის“ მიერ ხელმოწერილი წინამდებარე ხელშეკრულება, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.

1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს „შემსყიდველმა“ „მიმწოდებლის“ მიერ

„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.

1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.

1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.

1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“

მიწოდებას.

1.6. „მომსახურება“ – „ხელშეკრულების“ მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.

1.7. „ინსპექტირება“ – „ხელშეკრულების“ პირობების შესრულების კონტროლი.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

2.1. ხელშეკრულების საგანია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით,

ელექტრონული კონკურსის საშუალებით CPV - 71200000 - არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული

მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების

შესაბამისად.

2.2. ხელშეკრულების ობიექტია: ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანის სარგებლობში არსებული, ქალაქ თბილისში,

სოფელ გლდანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 72.13.28.665)

არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები N1; N2) საუკეთესო საპროექტო

წინადადების გამოვლენა. პროექტის მომზადების მიზანია ამ პროექტის საფუძველზე და დაყრდნობით, სპორტული

პროფილითა და ფუნქციური დატვირთვით, შემდგომში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების

ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საბოლოოდ ობიექტის რეაბილიტაცია. (შესყიდვის ობიექტის კონკრეტული

აღწერილობა, მითითებულია დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ

ნაწილს).

მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება

3.1. „ხელშეკრულების ღირებულება“ შეადგენს ---------------------- ლარს.

3.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ მოიცავს როგორც გასაწევი „მომსახურების“ ღირებულებას, ასევე

„ხელშეკრულების“ შესრულებასთან დაკავშირებით „მიმწოდებლის“ მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მუხლი

4. მომსახურების მოწოდების ადგილი და ვადა

4.1. „მომსახურების“ მოწოდების ადგილია: ქალაქი თბილისი, სოფელი გლდანი.

4.2. „მომსახურების“ გაწევის ვადაა: -------------------------------------------------------------------

მუხლი 5. მხარეთა უფლება–მოვალეობები

5.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს „მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი

ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება.

Page 11: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

5.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გაწეული „მომსახურების“ ღირებულების ანაზღაურება „ხელშეკრულებით“

გათვალისწინებულ ვადებში;

ბ) „მიმწოდებლისაგან“ „მომსახურების“ გაწევის ნებისმიერ ეტაპზე, შეამოწმოს „მომსახურების“ ხარისხის

შესაბამისობა „ხელშეკრულებისა“ და საკონკურსო პირობებთან.

5.3. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსყიდველს“ გაწეული „მომსახურების“ ღირებულების

ანაზღაურება „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში.

5.4. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:

ა) განახორციელოს „მომსახურება“ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ხარისხიანად და სრულად;

ბ) შესაბამისი შეტყობინების შემთხვევაში, დროულად აღმოფხვრას გაწეული „მომსახურების“ შემოწმების

შედეგად გამოვლენილი წუნი საკუთარი ხარჯებით;

გ) „მომსახურების“ მიწოდებისას აცნობოს „შემსყიდველს“ ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ.

მუხლი 6. გარანტია

6.1. „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების

მიხედვით მიწოდებული მომსახურება იქნება ხარისხიანი და შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

მუხლი 7. ინსპექტირება

7.1. „შემსყიდველი“ ვალდებულია ჩაატაროს ინსპექტირება ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც გამოყოფს

უფლებამოსილ პირს, ხოლო „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელი შეუწყოს მას/მათ ინსპექტირების

განხორციელების დროს.

7.2. ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველის ლოჯისტიკის სპეციალისტი ჯაბა დოჭვირი;

7.3. „შემსყიდველის“ შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია

განახორციელოს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება ხარვეზი, „მიმწოდებელი“ ვალდებულია,

„შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში, გამოასწოროს აღნიშნული

ხარვეზი.

მუხლი 8. მომსახურების მიღება-ჩაბარება

8.1. „მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს

მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს.

8.2. „შემსყიდველის“ მხრიდან ამ მუხლის 8.1. პუნქტში აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს

„ხელშეკრულების“ მე-7 მუხლის 7.2. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

მუხლი 9. ანგარიშსწორება

9.1. შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი),

9.2. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით - ლარებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

ადგილობრივი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.

9.3. ანგარიშწორებ განხორციელდება მთლიანად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესაბამისი

დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 10. ფორს-მაჟორი

10.1. მხარეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების

შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისათვის, თუ შეუსრულებლობა

გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.

10.2 ფორს-მაჟორი ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო მხარისათვის ობიექტურად

შეუძლებელი იყო „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (სტიქიური მოვლენები, საომარი

მოქმედება, ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, მომსახურების მიწოდებაზე

ემბარგოს დაწესება, სახელწიფო გადატრიალება და სხვ.).

10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში „ხელშეკრულების“ მხარემ, რომლისთვისაც

შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე, შეტყობინების

ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია მეორე მხარეს, ასეთი გარემოებებისა და მათი

გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი

თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით, აგრძელებს

„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების

შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული

გარემოებებისაგან.

მუხლი 11. მხარეთა პასუხისმგებლობა

11.1. „ხელშეკრულებით“ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ

დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

11.2. „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული „მომსახურების“ მიწოდების ვადის

გადაცილების შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე

მიუწოდებელი „მომსახურების“ ღირებულების 0,2 %-ის ოდენობით.

Page 12: ა((აა))იიპპ სსააცურაოო აუუზზი გლლდანნიი ს//კკ ......ა(ა)იპ - საცურაო აუზი - გლდანი

11.3. „ხელშეკრულების“ მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში,

„მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების

0,2%-ის ოდენობით.

11.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი

ვალდებულებების შესრულებისაგან.

11.5. „მიმწოდებელს“, „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,

დაეკისრება ჯარიმა „ხელშეკრულების ღირებულების“ 5 %-ის ოდენობით.

მუხლი 12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

12.1. ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი

ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების

შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე

მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

12.3. „ხელშეკრულების“ პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად

იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება „ხელშეკრულების“ პირობები „შემსყიდველისთვის“,

გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„ხელშეკრულების“ პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „ხელშეკრულების

ღირებულების“ გაზრდა დაუშვებელია „ხელშეკრულების ღირებულების“ 10%–ზე მეტი ოდენობით.

მუხლი 13. დავების გადაწყვეტა

13.1. „ხელშეკრულების“ შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება

მოლაპარაკების გზით.

13.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში მხარეები ვერ უზრუნველყოფენ სადაო

საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს საერთო

სასამართლოს, დავის გადაწყვეტის მიზნით.

მუხლი 14. ხელშეკრულების შეწყვეტა

14.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს „ხელშეკრულების“ მოქმედება, იმ შემთხვევაში,

თუ „მიმწოდებელი“ ვერ უზრუნველყოფს ვალდებულებების შესრულებას, ასევე მოქმედი კანონმდებლობით

დადგენილ სხვა შემთხვევებში.

14.2. „ხელშეკრულების“ ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“

„ხელშკრულებით“ განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.

14.3. „ხელშეკრულება“ აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

15.1 „ხელშეკრულება“ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს ---------------------------.

მუხლი 16. სხვა პირობები

16.1. „ხელშეკრულებით“ გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

16.2. „ხელშეკრულება“ შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე

ეგზემპლარად, რომელთაგან 2 (ორი) ინახება „შემსყიდველთან“, ხოლო 1 (ერთი) - მიმწოდებელთან.

16.3. „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.

მუხლი 17. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები

შემსყიდველი: მიმწოდებელი: