საკვლევ არეალში ტურიზმის...

17
ესა „აქოლისი“ საკვლევ არეალში ტურიზმის მდგომარეობა და განვითარების ხედვა. . მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების I ეტაპის საბოლოო ვერსია დანართი # A.I.T.-2 ავტორი: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - კოლიერსი ტურიზმის კონსულტანტი - ივანე ვაშაყმაძე 21.06.2019

Transcript of საკვლევ არეალში ტურიზმის...

ესა „აქოლისი“

საკვლევ არეალში ტურიზმის მდგომარეობა და განვითარების ხედვა. ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის

დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების I ეტაპის

საბოლოო ვერსია

დანართი # A.I.T.-2

ავტორი:

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - კოლიერსი

ტურიზმის კონსულტანტი - ივანე ვაშაყმაძე

21.06.2019

1

საკვლევ არეალში ტურიზმის მდგომარეობა და განვითარების

ხედვა

სარჩევი

საკვლევ არეალში ტურიზმის მდგომარეობა და განვითარების ხედვა .......................................... 1

რეზუმე ...................................................................................................................................................... 2

თავი 1. ტურიზმის სექტორის მიმოხილვა .................................................................................... 3

თავი 2. საქართველოს ტურიზმის განვითარების ინდიკატორები ............................................... 12

თავი 3. ისტორიულ ქალაქებში ტურიზმის განვითარების მიმოხილვა ...................................... 13

თავი 4. ქალაქ მცხეთის ტურისტული პოზიციონირება ................................................................ 16

2

რეზუმე

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის

სექტორია საქართველოში. შესაბამისად ის მცხეთის სივრცით-ტერიტორიული

განვითარების მართვის დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი დარგობრივი

მიმართულებაა და აუცილებელია საკვლევ არეალში ტურიზმის მდგომარეობის

შესწავლა და განვითარების ხედვის შესაბამისად ჩამოყალიბება. ამისათვის პირველ

ეტაპზე განხორციელდა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა საერთაშორისო კომპანია

Colliers International Georgia-ს მიერ, რომელიც თავისმხრივ იყენებს საქართველოს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალურ მონაცემბს. შემდგომ, გაანალიზდა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ინდიკატორები. მომდევნო ეტაპზე მოხდა

მსგავსი ქალაქების მოძიება/შესწავლა და მათი განვითარების მაგალითზე ძირითადი

პრინციპების გამოყოფა რითაც უნდა განისაზღვროს მცხეთის განვითარების მთავარი

მიმართულებები. ამ ყველაფრის შედეგად ჩამოყალიბდა მცხეთის როგორც

ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირება.

როგორც ტურიზმის კვლევამ აჩვენა, საქართველოში ტურისტული ვიზიტების

რიცხვი ბოლო 10 წლეულში შთამბეჭდავად იზრდება და 2018 წელს 4.76 მილიონი

შეადგინა. თბილისი, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქია: 2018 წელს

2.9 მლნ ტურისტი ეწვია დედაქალაქს. მცხეთა, დედაქალაქიდან 20 კმ დაშორებითაა

და მისი მონახულება თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე

პოპულარული აქტივობაა: 2018 წელს 683,000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

მცხეთა. არსებული სიტუაციის გაანალიზებით ტურიზმის ეროვნული სტრატეგიული

პრიორიტეტია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და შედეგად უფრო

მაღალხარჯიანი ვიზიტორთა ბაზრების მოზიდვა. მცხეთასთან მსგავსების გამო

პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა შემდეგი ქალაქები : ნესებრი (ბულგარეთი) ტრაკაი

(ლიეტუვა), სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი) და ეჩმიაძინი (სომხეთი), რის

შედეგადაც გამოიკვეთა რომ ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებები

უნდა დაეყრდნოს: ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული გარემოს შენარჩუნებას,

ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღებას,

მუნიციპალურ სერვისებთან წვდომის გაადვილებას და საცხოვრებელი გარემოს

გაუმჯობესებას.

ამ ყველაფრის შედეგად განისაზღვრა რომ მცხეთა უნდა პოზიციონირდეს როგორც

უნიკალური მიმზიდველობის ადგილი, რომელიც სარგებლობს ზოგადსაკაცობრიო

მნიშვნელობის ძეგლების და ურბანული გარემოს დაცვის უმაღლესი სტატუსით და

ამასთანავე წარმოადგენს ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ქალაქს, რომელსაც

სტუმრობენ მოკლევადიანი პერიოდით დასვენებისა და შემეცნებითი

აქტივობებისთვის.

3

თავი 1. ტურიზმის სექტორის მიმოხილვა

საერთაშორისო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ტურისტული ვიზიტების1 რიცხვი შთამბეჭდავად იზრდება და 2018

წელს 4.76 მილიონი შეადგინა. 2017 და 2018 წლებში ტურისტული ვიზიტების რიცხვი,

მნიშვნელოვნად, 23% და 17%-ით გაიზარდა. ტურისტულ ნაკადებში მეზობელი

ქვეყნების რეზიდენტების წილს, ტრადიციულად, წამყვანი ადგილი უჭირავს.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს რუსეთი, 1 მილიონზე მეტი

ვიზიტით, მას მოსდევს აზერბაიჯანი 697,782, თურქეთი 589,340 და სომხეთი 510,542

ვიზიტით. ჩვენი მოლოდინია, რომ 2019 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5

მილიონს გადააჭარბებს.

ტურისტული ნაკადების სეზონურობას თუ დავაკვირდებით, ვიზიტების რიცხვი პიკს

აგვისტოში აღწევს. 2018 წელს ზაფხულის თითოეულ თვეში საქართველოში ნახევარ

მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. ტურისტული თვალსაზრისით

ყველაზე პასიური დეკემბერი, იანვარი და თებერვალია. ტურისტული ვიზიტების

რიცხვი მინიმალური - 236,000 თებერვალში იყო.

1 ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.

1,83

2,46

2,88 2,94 3,013,30

4,07

4,76

34%

17%

2% 2%

9%

23%

17%

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

0,0

0,5

1,0

1,5

2,0

2,5

3,0

3,5

4,0

4,5

5,0

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ცვლილება %

ილ. 1 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, მილიონი

4

წყარო: GNTA, Colliers International Georgia

ტურისტული ვიზიტების 54% პროცენტი გართობის, დასვენებისა და რეკრეაციის

მიზნით განხორციელდა. საინტერესოა, რომ ამ კატეგორიის წილი 2015 წელთან

შედარებით 12.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოს,

როგორც დასვენებისა და გართობის ადგილის (destination) მომხიბვლელობა

გაიზარდა. მეორე ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მიზანი მეგობრებისა და

ნათესავების მონახულებაა, რომელსაც 27% უჭირავს. ტურისტების 80%-ზე მეტი

ზემოთაღნიშნული ორი მიზნით სტუმრობს საქართველოს.

წყარო:GNTA, Colliers International Georgia

ტურისტული ვიზიტების რიცხვი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან ზრდის ტრენდით

ხასიათდება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთის რეზიდენტების

ვიზიტები 31%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს რომ ტურისტული ვიზიტების მთლიან

ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურისტული ნაკადები რუსეთიდან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და

ბელორუსიდან ტურისტული ნაკადების მაღალი ზრდის ტემპი (30% და მეტი)

დაფიქსირდა.

289

236

315

335

360

400

565

737

536

407

307

270

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერიილ. 2 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, ათასი

5

2017 წლის ბუმის შემდეგ, ირანიდან ტურისტული ვიზიტების რიცხვი 2018 წელს

მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. დაბალი ზრდის ტემპი ფიქსირდება თურქეთიდანაც, რაც

ძირითად ლირის საგრძნობმა გაუფასურებამ გამოიწვია.

წყარო:GNTA, Colliers International Georgia

289

236

315

335

360

400

565

737

536

407

307

270

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

54%

27%

9%

4%

2%

4%

გართობა, დასვენება, რეკრეაცია

მეგობრების, ნათესავების მონახულება

ბიზნესი, პროფესიული საქმიანობა

ტრანზიტი

მკურნალობა, გაჯანსაღება

სხვა

ილ. 4- საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, თვეების მიხედვით, ათასი

ილ. 3 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების განაწილება მიზნების მიხედვით

6

ტურისტული ვიზიტების რიცხვი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან ზრდის ტრენდით

ხასიათდება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთის რეზიდენტების

ვიზიტები 31%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს რომ ტურისტული ვიზიტების მთლიან

ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურისტული ნაკადები რუსეთიდან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და

ბელორუსიდან ტურისტული ნაკადების მაღალი ზრდის ტემპი (30% და მეტი)

დაფიქსირდა.

თუ ტურიზმიდან შემოსავლებს ხუთი წლის დინამიკაში შევხედავთ, 2014 წელთან

შედარებით, 2018 წლის მონაცემი 1.4 მილიარდი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ტურიზმის შემოსავლების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 19.6%-ია.

აღსანიშნავია უცხოელი ვიზიტორების გართობაზე გაწეული წლიური ხარჯის 35%-ით

ზრდა. ხარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებზე მოდის, ხოლო შემდეგი ადგილი

განთავსებაზე გაწეულ ხარჯს უჭირავს.

1 084

698589

511

0

500

1 000

1 500

რუსეთი თურქეთი აზერბაიჯანი სომხეთი

2016 2017 2018

ილ. 5 - წამყვანი ოთხი ქვეყანა ტურისტული ვიზიტების მიხედვით, ათასი

1,51,3

1,1

0,8

0,50,6

2,3 1,9 1,4 1,1 0,6 0,7

54%

40%

35% 36%

16% 17%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

0,00

0,50

1,00

1,50

2,00

2,50

საკვები და

სასმელი

განთავსება გართობა საყიდლები ადგილობრივი

ტრანსპორტი

სხვა

2017 2018 ცვლილება %

ილ. 6 - უცხოელი ვიზიტორების წლიური ხარჯი, მილიარდი ლარი

7

წყარო:GNTA ,

წყარო:GNTA , Colliers International Georgia

2018 წლის მონაცემებით, ტურისტების დარჩენის ხანგრძლივობით სამეგრელო-ზემო

სვანეთი რეგიონების ჭრილში მეოთხე ადგილზეა. საშუალოდ ტურისტები 4.4 დღეს

რჩებიან. ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მაღალია აჭარაში, გურიასა და

თბილისში.

ვიზიტების მიხედვით, ყველაზე პოპულარული თბილისია, შემდეგ აჭარის რეგიონი

მოდის. სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების

რაოდენობით სხვა რეგიონებს საგრძნობლად ჩამორჩება. 2018 წელს სამეგრელო-ზემო

სვანეთში 150,000 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ

ბოლო ოთხის წლის განმავლობაში ეს მინიმალური მაჩვენებელი იყო. ოთხი წლის

საშუალოს თუ ავიღებთ, წლიურად სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალოდ 182,336

ტურისტული ვიზიტი ხორციელდება.

ილ. 8 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა

3,6

4,64,1

4,56,5

3,5 3,4

4,4

2015 2016 2017 2018

თბილისი სამეგრელო - ზემო სვანეთი

1 720 1 787 1 865 2 111 2 704 3 203

10,7% 10,8%

13,4%14,7%

17,9%

19,6%

0%

2%

4%

6%

8%

10%

12%

14%

16%

18%

20%

-

500

1 000

1 500

2 000

2 500

3 000

3 500

2013 2014 2015 2016 2017 2018

აშშ დოლარი, ათასი მშპ-სთან შეფარდება

ილ. 7 - შემოსავლები ტურიზმიდან, ათასი აშშ დოლარი

8

წყარო: GNTA, Colliers International Georgia

ილ. 9 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები რეგიონების მიხედვით, ათასი

წყარო: GNTA, Colliers International Georgia

საერთაშორისო ტურიზმი თბილისში

2018 წელს თბილისში საერთაშორისო ტურისტების რიცხვი წინა წელთან შედარებით

24.6%-ით გაიზარდა და 2.67 მილიონს მიაღწია. თბილისში ჩამოსვლის ძირითადი

მიზეზი ტრადიციულად დასვენება, გართობა და რეკრეაციაა. ტურისტული

ვიზიტების უმრავლესობა რუსეთიდან ხორციელდება, სხვ წამყვან ბაზრებს

აზერბაიჯანი და თურქეთი წარმოადგენენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსული

საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი 2018 წელს 1.6 მილიონი იყო.

წყარო: Geostat, Colliers International Georgia

2 908

1 490

1 042

628

554

544

345

226

150

91

8

თბილისი

აჭარა

მცხეთა - მთიანეთი

ქვემო ქართლი

კახეთი

სამცხე - ჯავახეთი

იმერეთი

შიდა ქართლი

სამეგრელო - ზემო სვანეთი

გურია

რაჭა - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

1 2681 570

2 144

2 670

0

500

1 000

1 500

2 000

2 500

3 000

2015 2016 2017 2018

ილ. 10 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები თბილისში, ათასი

ილ. 11 - წამყვანი ქვეყნები ტურისტული ვიზიტების მიხედვით, ათასი

9

წყარო: Geostat, Colliers International Georgia

წყარო: Geostat, Colliers International Georgia

61,37%

16,32%

13,38%

4,45%

2,43%

2,05%

62,1%

17,1%

12,7%

3,5%

3,0%

1,7%

Leisure, Shopping

Visiting friends/family

Business

Transit

Health and medical care

Other

2017 2018

დასვენება, გართობა და

რეკრეაცია

ოჯახის წევრებისა და

მეგობრები მონახულება

ბიზნესი და

პროფესიული საქმიანობა

ტრანზიტი

მკურნალობა და

გაჯანსაღება

სხვა

ილ. 12 - ტურისტული ვიზიტების გადანაწილება მიზნების მიხედვით

10

წყარო: Geostat, Colliers International Georgia

ადგილობრივი ტურიზმი თბილისში

თბილისი ყველაზე პოპულარულია საქართველოში მონახულებულ ადგილებს შორის

როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის. 2018 წელს 1.5

მილიონზე მეტი ადგილობრივი ტურისტი ჰყავდა თბილისს, რაც 11%-იანი ზრდა იყო

წინა წელთან შედარებით. ადგილობრივი ტურისტებისთვის თბილისში ვიზიტის

ძირითადი მიზეზი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულებაა.

4,4

5,24,5

4,9

2015 2016 2017 2018

1 369 268

1 519 574

-

200 000

400 000

600 000

800 000

1 000 000

1 200 000

1 400 000

1 600 000

2017 2018

11%

ილ. 13 - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა, დღე

ილ. 14 - ადგილობრივი ტურისტული ვიზიტები თბილისში

11

მცხეთა

მცხეთა, დედაქალაქიდან 20 კმ დაშორებით, ისტორიულ-რელიგიური ცენტრი და

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მცხეთის მონახულება თბილისში

ჩამოსული ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. როგორც ქვედა

სურათზეა მოცემული ვიზიტორების რაოდენობა წლიდანწლამდე საგრძნობლად

იზრდება და მცხეთა ნელნ-ნელა პოზიციონირდება როგორც თბილისიდან

ერთდღიანი ტურების ყველაზე პოპულარულ მიმართულებად. აქ ჩამოსული

სტუმრების ძირითადი აქტივობაა ისტორიული და რელიგიურ-კულტურული

ძეგლების დათვალიერება და ისტორიის გაცნობაა. ასევე განვითარებულია კვების

ობიექტების ჯაჭვი და ტურისტები მრავლად სტუმრობენ ამ ტიპის დაწესებულებებს.

ჯერჯერობით ქალაქის არასრულყოფილი ინფასტრუქტურიდან გამომდინარე

ვიზიტორები ვერ ახერხებენ დარჩენას და ამჯობინებენ რომ ღამის გასათევად ისევ

თბილისში დაბრუნდნენ. სამომავლოდ ტურისტული კონცეფციის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი განვითარების მიმართულება იქნება ისეთი ტიპის

ინფრასტურქტურის და აქტივობების შექმნა რომ ტურისტებმა დაიწყონ ღამის

გასათევად მცხეთაში დარჩენა.

წყარო: Geostat, Colliers International Georgia

განთავსების საშუალებები: ჩატარდება სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა კვლევის

არეალში. ეს მოიცავს ამჟამინდელი და სამომავლო მიწოდების, დატვირთულობისა და

საშუალო ფასების შესწავლას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ნაწილობრივი

აღრიცხვა გაკეთებული. ჩვენ დამატებით გავაკეთებთ სამაგიდო კვლევის

საფუძველზე სასტუმროების ჩამონათვალის მომზადებას და სატელეფონო ზარების

საშუალებით კვლევას სასტუმროს ოთახების რაოდენობის, განაკვეთებისა და

დატვირთულობის შესახებ. საერთაშორისო ბრენდების შემთხვევაში კი გამოვითხოვთ

ინფორმაციას სასტუმროების სეტზე საერთაშორისო კვლევითი კომპანია STR-სგან.

225 012256 589

404 849

683 637

2015 2016 2017 2018

ილ. 15 - საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მცხეთაში

12

პროგნოზირება 2022 წლისათვის: საქართველოში საერთაშორისო ტურისტული

ნაკადების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ 2022

წლისათვის ტურისტთა განთავსების ადგილების რაოდენობა გაორმაგდება, ხოლო

ტურისტთა რიცხვი 5.4 მილიონიდან 8,8, მილიონს მიაღწევს (წყარი: G&T Tourism

research, 2018 I half, Georgia). შესაბამისად, საჭიროა ტურისტული მიმზიდველობის

ადგილების რაოდენობის ზრდა, ტურისტული შეთავაზების დივერსიფიკაცია,

სერვისისადმი წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესება, სატრანსპორტო და

მუნიციპალური ინფრატსრუქტურული რესურსის ზრდა და განთავსებისა და

მიმზიდველობის ახალი ადგილების შექმნა.

თავი 2. საქართველოს ტურიზმის განვითარების ინდიკატორები

სტრატეგია 2015-2025, რომელიც გაზიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ,

წარმოადგენს 10-წლიან სტრატეგიულ გეგმას. გეგმა შემუშავდა მსოფლიო ბანკის

მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური

თანამშრომლობით. ტურიზმის სტრატეგიული პრიორიტეტია მაღალი ხარისხის

შეთვაზება და მაღალხარჯიანი ვიზიტორთა ბაზრების მოზიდვა. მათ შორის

ტურისტული მიმართულებების განვითარება: კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი,

ზამთრის აქტიური დასვენება, სათავგადასავლო ტურიზმი, დასვენება-რეკრიაცია,

ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმი და საკონვენციო ტურიზმი.

შედეგად, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50% ზრდა,

არსებულ დონესთან (383 მილიონ აშშ დოლარიდან - 500 მილიონ აშშ დოლარამდე)

შედარებით;

სამიზნე რეგიონებია: დასავლეთ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის შედარებთ

მაღალგადამხდელუნარიანი ბაზრებიდან ჩამომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობის

გაორმაგება და ტურისტების მთლიან რაოდენობაში მათი წილის გაზრდა 12

პროცენტიდან 15 პროცენტამდე.

ტურისტთა რაოდენობის თანაფარდობა მოსახლეობათან ქვეყანაში ტურიზმის

ინდუსტრიის მნიშვნელობის ერთ-ერთი მახასიათებელია. ტურიზმის ეროვნული

ადმინისტრაციის მიერ პროგნოზირებადი ზრდის გათვალისწინებით 2018 და 2022

წლის მოსალოდნელი შედეგების მიხედვით შესაძლოა ქვეყნის შედარებითი

კონკურენტუნარიანობის შეფასება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

განვსაზღვროთ საქართველოს პოზიციონირება სხვა ევროპის ქვეყნების მიმართ.

მაგალითად: უნგრეთი (ტურისტთა რიცხვი * 1.6 ჯერ აჭარბებს მოსახლეობას),

13

სლოვენია (*1.5), ალბანეთი (*1.4) ბულგარეთი (*1.2). საქართველო ჩამორჩება

ხორვატიას (*3.3) და კვიპროსს (2.7).

თავი 3. ისტორიულ ქალაქებში ტურიზმის განვითარების

მიმოხილვა

ქალაქ მცხეთის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის მომზადების პროცესში

გასათვალისწინებელია ურბანულ გარემოში ტურიზმის განვითარების საუკეთესო

პრატიკა გამოსაყენებელია ინტეგრირებული მიდგომები (ტურიზმი, ტრანსპორტი,

კომუნიკაცია, ბინათმშენებლობა, სხვა). ამ ეტაპისთვის შერჩეულია შემდეგი

შესადარისი ქალაქები, თუმცა სამომავლოდ სია დაზუსტდება:

ნესებრი, ბულგარეთი - (ეკონომიკური მოდელი)

ტრაკაი, ლიტვია - (მმართველობითი და ეკონომიკური მოდელი;

მცხეთასთან დაძმობილებული ქალაქი)

სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი - (პილიგრიმული ტურიზმი)

ეჩმიაძინი, სომხეთი - (რელიგიური ცენტრი და პილიგრიმული ტურიზმი).

მთავარი პრინციპები: ისტორიული გარემოს შენარჩუნება, ეკონომიკური

შესაძლებლობების განვითარება, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღება, მუნიციპალურ

სერვისებთან წვდომა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. საერთაშორისო

გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით რეკომენდირებულია მსოფლიო ბანკის

გამოცდილების გაზიარება „Investment into urban heritage, World Bank, Urban Series,

2012“.

ისტორიული ქალაქების გამოცდილება:

ისტორიული ქალაქებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

განხილული უნდა იყოს როგორც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან

რესურსი. ამ რესურსის გონივრული გამოყენება ხელს შეუწყობს ინვესტიციების

მოზიდვას ტურისტთა განთავსების ადგილებისა და სერვისების შესაქმნელად, რაც,

თავის მხრივ განავითარებს ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს

დასაქმების, ვაჭრობისა და ტრადიციული წარმოების ზრდას.

ზემოქმედების ძირითად ინდიკატორები:

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ისტორიულ ურბანულ გარემოში

ტურიზმის განვითარების პროცესი შესაძლოა შეფასდეს შემდეგი ინდიკატორებით:

14

თვლადი ინდიკატორები:

1). ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობის ზრდა (საშუალო, მცირე და ინდ.

მეწარმეთა რაოდენობა),

2). გადასახადების ზრდა (ადგილობრივი და ცენტრალური), განსაკუთრებით ის

გადასახადები/მოსაკრებლები, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში შედის - ქონების,

მიწის, რეკლამის, ეკონომიკური საქმიანობის, სხვა..

3). მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა,

4). უძრავი ქონების ღირებულების ზრდა,

5). კომერციული მიზნით დაქირავებული ფართობების საიჯარო ღირებულების

ზრდა,

6). დასაქმების ადგილების რაოდენობა და დასაქმებული პირების ანაზღაურების

ზრდა,

7). მუნიციპალურ სერვისებთან წვდომა - წყალი, კანალიზაცია, ენერგომომარაგება,

კომუნიკაცია, განათება, სხვა.

თვისობრივი (არათვლადი) სოციალური ინდიკატორები:

1). ურბანული ისტორიული გარემოს გეგმარებითი ცვლილება;

2). ფუნქციური ცვლილებები ურბანულ გარემოს ელემენტებში (განსაკუთრებით

ისტორიული შენობების პირველი სართულები, საჯარო სივრცეები, სატრანსპორტო

გეგმარება, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, სხვა);

3). ცვლილებები სოციალური გარემოსა და განსახლებაში (მოსახლეობის სოციალურ-

დემოგრაფიული სტრუქტურის გაჯანსაღება).

ეკონომიკური ინდიკატორები:

ეკონომიკური ნაწილი გულისხმობს წლების მიხედვით დაგეგმილი შემოსავლებისა

და ხარჯების ანალიზს და შეთავაზებული კონცეფციის ხარჯსარგებლიანობის

დასაბუთებას.

1. მცხეთის დღევანდელი საბიუჯეტო შემოსავლების შეფასება. ეს ეტაპი

გულისხმობს არსებული საბიუჯეტო შემოსავლების, განსაკუთრებით კი

გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ანალიზს.

15

2. განსავითარებელი კომერციული ფუნქციების შედეგად გენერირებული

საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზი.

3. უძრავი ქონების განვითარების და ინფრასტრუქტურული კაპიტალური

დანახარჯების პროგნოზი.

4. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, სახელმწიფოს მიერ გასაწევ ხარჯსა და

გადასახადებიდან მიღებული ნაზრდი შემოსავლების შეპისპირებით.

გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ანალიზი და ასევე, კონცეფციის

დეველოპმენტის ხარჯის ანალიზი იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ ამ

პროექტის ხარჯსარგებლიანობა.

დასაქმების ინდიკატორი:

1). დასაქმებულთა საერთო რიცხვი და ზრდის ტენდენცია (კატეგორიები -

პირდაპირი და ირიბი; მუდმივი, სეზონური და დროებითი);

2). ხელფასის დონის ცვლილელბა, ხელფასის შედარებითი ანალიზი იგივე

პოზიციაზე სხვა მსგავს რეგიონებთან შედარებით (სადაც ტურიზმის განვითარებას

ადგილი არ აქვს;

3). სამუშაო კადრების მიგრაციის ინტენსივობა;

4). კარიერული ზრდა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მაჩვენებელი.

ინვესტიციების ინდიკატორი:

1). პირდაპირი ინვესტიცია ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის (საჯარო,

დონორი, კერძო);

2). კერძო ინვესტიციებით ტურისტულ ინფრატსრუქტურაში;

3). საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობით გამოწვეული ინვესტიციები;

4). ინვესტიციის ეფექტიანობა -RRI (rate of return on investment);

მოსალოდნელი შედეგი

ისტორიულ არეალში ნიშანდობლივია ნაგებობების პირველი სართულების

ფუნქციონალური გამოყენების ცვლილება, კერძოდ ტურისტული ბიზნესების

განთავსება:

- სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი;

- საკვებისა და ადგილობრივი პროდუქციის მაღაზია;

- ღვინის მარნები და ტრადიციული პროდუქტი;

- სუვენირები და სახელოსნოები;

16

- აქსესუარები და ტანსაცმელი;

- საგამოფენო სივრცეები;

- ტურისტული სააგენტოები.

ზემოთ აღნიშნული მეთოდიკა და ინდიკატორები არ წარმოადგენს განაშენების

რეგულირების გეგმის შემადგენელ ნაწილს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის

მიხედვით. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია მათი გააზრება და ინტეგრირება

განვითარებაზე ორიენტირებული გეგმარებითი დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

თავი 4. ქალაქ მცხეთის ტურისტული პოზიციონირება

მცხეთა ტურისტული თვალსაზრისით კულტურულ-შემეცნებითი და სამოგზაურო

ტურიზმის ძირითადი კვანძია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-

აღმოსავლეთის სატრანსპორტო ღერძების გადაკვეთაზე მდებარეობს დედაქალაქიდან

20 კმ დაშორებით. როგორც ისტორიულ-რელიგიური ცენტრი და იუნესკოს მსოფლიო

მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების მოსანახულებელი მიმართულება, მისი

მონახულება ყველა სამოგზაურო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად,

დედაქალაქთან ახლო მდებარეობა განაპირობებს მის მიწვდომადობას ერთდღიანი ან

რამოდენიმე საათიანი პროგრამის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის

ერთდღიან ვიზიტორთა რაოდენობას, თუმცა ამცირებს ღამისთევით ვიზიტების

რაოდენობას და საჭიროებას.

ტურისტული დანიშნულება (Heritage Destination)

მცხეთა წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ისტორული წარსულის

განსახიერებას. აქ არსებული ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები (ანტიკური

ხანის (ძვ.წ. IV ს.-დან გვიან შუა საუკუნემდე) და შუა საუკუნეების ქრისტიანული

არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის

საგანძურშია შეტანილი. შესაბამისად, ისტორიული ქალაქი განიხილება, როგორც

უნიკალური მიმზიდველობის ადგილი, რომელიც სარგებლობს ეროვნული და

საერთაშორისო მნიშვენელობის ძეგლის და ურბანული გარემოს დაცვის უმაღლესი

სტატუსით. მცხეთის ტურისტული პოტენციალის ეკონომიკური განვითარება

სწორედ ამ პერსპექტივაში უნდა იყოს განხილული.