თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო...

28
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თემატური სემინარი ,,პარტიების პოლიტიკური ლანდშაფტი პოსტსაბჭოთა საქართველოში“ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი არინა თავაქარაშვილი ხელმძღვანელი: სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი: სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე თბილისი 2018 წ

Transcript of თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო...

Page 1: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თემატური სემინარი

,,პარტიების პოლიტიკური ლანდშაფტი პოსტსაბჭოთა

საქართველოში“

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

პოლიტიკის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი

არინა თავაქარაშვილი

ხელმძღვანელი: სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი:

სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე

თბილისი

2018 წ

Page 2: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

,,პარტიების პოლიტიკური ლანდშაფტი პოსტსაბჭოთა საქართველოში“

საქართველო, როგორც თანამედროვე სახელმწიფო 28 წელს ითვლის და

მთლიანობაში მისი დაარსებიდან მიმდინარე წელს ასი წლის იუბილეა. მაგრამ

პოლიტიკურ პარტიათა ისტორია არცთუ ისე ხანგრძლიავია, თუ არ ჩავთლით იმას,

რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმოშობა და განვითარება მე-20

საუკუნის დასაწყისში მოხდა. რუსეთის ფარული ანექსიის შემდეგ პოლიტიკური

პარტების საქმიანობა შეჩერდა და ხელმეორედ არენაზე გამოსვლა დაიწყეს 20-ე

საუკუნის 90-იანი წლებიდან. ძირითადად, პოლიტიკური ორგანიზაციების

ჩამოყალიბების პროცესი კომუნისტურ და საბჭოურ ხელისუფლების დაპირისპირების

პროცესში მიმდინარეობდა და მთავარ მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენდა

დამოუკიდებლობის აღდგენა.მცირედი გამონაკლისის სახით, რომელსაც

წარმოადგენდნენ რესპუბლიკური პარტია და 90-ია წლებში პირველი დემოკრატიული

არჩევნების ჩატარების დროს ჩამოყალიბებულ ბლოკ "თავისუფლებაში" შემავალი

პარტიები, რომლებიც ფაქტიურად იმჟამად ჩამოყალიბებულნი იყვნენ, როგორც

არაფორმალური მოძრაობები და შესაბამისად იმჟამინდელი ვითარებისა ისინი

რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები არ იყვნენ. საკმაოდ განსხვავდება გზა

პოლიტიკური პარტიებისა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

არადა ორივე ნაწილში პარტიები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლითა და

დამოუკიდებლობის მოთხოვნით ერთმანეთს გვანან. საქართველოში თქვენს

ყურადღებას შევაჩერებ რამოდენიმე ნიშანზე. 1.საქართველოში პოლიტიკური

პარტიები რომელიმე სოციალური ჯგუფის სოციაური ინტერესების გამომხატველად არ

ჩამოყალიბებულან დღემდე. გაონაკლისს წარმოადგენს ლეიბოლისტური პარტია,

რომელსაც თავის პროგრამაში მითითებული აქვს მშრომელთა ინტერესების დაცვა და

გამოხატავს სოციალურად მძიმე ფენის ინტერესების დაცვას.

Page 3: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

2. ქართული პოლიტიკური პარტოკრატიის ისტორიაში პოლიტიკურ-იდეოლოგიური

ორიენტაციები ნაკლებად და არასრულყოფილად შეინიშნება და თითქმის არანაირ

როლს არ თამაშობდნენ. დღესაც მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკური

იდეოლოგია ნაკლებად გამოკვეთილია და თითქმის არანაირ როლს არ ასრულებს.

3. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამარჯვეული პოლიტიკური პარტია და

ხელისუფლებაში მყოფი ლიდერთან და ფინანსებთან ასოცირდება. პირველი

მრავალპარტიული არჩევნებისას 1990-იან წლებში ხელისუფლებაში მოვიდა მრგვალი

მაგიდა, რომლის მმართველი და სახე გახდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი

მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია. მისი ხელისუფლებაში ყოფნა მოკლე ხნიანი

პერიოდით გამოირჩევა, რასაც მოჰყვა სამხედრო და სახელმწიფო გადატრიალებით

ხელისუფლების დამხობა, რაც გამოწვეული იყო სუსტი და თითქმის არ არსებული

პოლიტიკური ინსტიტუტებით ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეუთანხმებლობით ქართულ-

აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, ამ ხელისუფლებამ

შეძლო სამი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ეს იყო: 1. 31 მარტის

რეფერენდუმი, რომლითაც გამოიხატა საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ

საქართველო იყვეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რასაც დაეყრდნო მეორე

გადაწყვეტილება. ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 2. საქართველოს

დამოუკიდებლობა აღდგა 9 აპრილს და 3. ესაა ის, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ

გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აღნიშნული საკითხი დღემდე

ექსპერტების ერთ ნაწილისთვის სადავო საკითხად იქცა და ნაწილობრივ გახდა

საფუძველი იმისა, რომ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე გაღვივებულიყო ქართუ-

ოსური კონფლიქტი. რა თქმა უნდა ამ კონფლიქტის ინსპირატორად დღემდე

გვევლინება რუსეთი.

4. პოლიტიკური ლიდერების ამბიციებითა და ნაკლები სახელმწიფოებრივი ხედვით,

პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკური კონსოლიდაციის არ არსებობით (თუმცა

Page 4: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია თავიდან მოხდა კომუნისტური

ხელისუფლების დამხობისთვის) პოლიტიკური თამაშის წესების არ ცოდნითა და

ელემენტარული წესების შეუთანხმებლობით კონკურენციის ნაცვლად,

ურთიერთმიმართ მტრობით. შევარდნაძის ხელისუფლება თავისი მოქალაქეთა

კავშირით და საბჭოური სისტემიდან წამოსული ინტელიგენციით (ინტელიგენცია

საბჭოთა გაგებით არსებობს მხოლოდ, როგორც სუბიექტი) მმართველობის არც თუ

ისე დემოკრატიული პრინციპებით გამოირჩეოდა, რომლისთვისაც დამახასიათებელი

იყო კლიენტერიზმი. ეყრდნობოდა რა საბჭოთა დროიდან ცნობილ სახეებს

ხელოვნებასა თუ საზოგადოებაში ნაკლებად ქმნიდა პირობებს ნამდვილი

პოლიტიკური კონკურენციისა და მონაწილეობისათვის. ეს იყო ჰიბრიდული

პოლიტიკური სისტემა.1

მოგვიანებით შევარდნაძემ მიმართა ბალანსის სისტემას და შემოიყვანა

ახალგაზრდების გუნდი, რომლებიც მიიჩნეოდნენ შევარდნაძის ხელისუფლების

მემკვიდრეებად. იმავდროულად ეს გუნდი ცდილობდა რეფორმების გატარებას,

მაგრამ ეს პრაქტიკულად ვერ შეძლეს. ერთადერთი, რაც შევარდნაძის ხელისუფლების

მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ეს იყო 1995 წლის 24 აგვისტოს

კონსტიტუცია, რის შემდეგაც საქართველო გახდა კონსტიტუციური სახელმწიფო. თუმცა

პირველ ეტაპზე შევარდნაძის სახით ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯდომარეც

იყო და სახელმწიფოს მეთაურიც, ანუ არ იყო გამიჯნული საკანონმდებლო და

აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ სახელმწიფოში მაინც მიიღებოდა ქვეყნის

უმნიშვნელოვანესი კანონები, როგორიცაა სამოქალაქო, ზოგადაადმინისტრაციული,

სისხლის, საგადასახადო კოდექსი და სხვა. მთლიანობაში პოლიტიკური პროცესი მაინც

ერთი პიროვნების გარშემო ტრიალებდა და გადაწყვეტილების მიღებიბსას, როგორც

ერთპიროვნული მმართველი დიდ როლს თამაშობდა, რაც აისახა საქართველოს

,,ესენგე“-ში (დსთ-ში) შესვლით და მხარდამჭერებიც რა თქმა უნდა გამოუჩნდა.

Page 5: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ყველა დროის გადასახედიდან დღემდე ეს არ იყო საქართველოსთვის წარმატებული

პოლიტიკური ნაბიჯი და უქადდა პოსტსაბჭოთა სივრცეში დარჩენას. პარალელურად

მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ შეძლო სასამართლო სისტემის

რეფორმირება არასრულყოფილად, მაგრამ მაინც, რაც იძლეოდა შანსს საბჭოთა

დროინდელი სამოსამართლო კორპუსის შეცვლისა და გადაიდგა პირველად ნაბიჯი

მერიტოკრატიული გზით მოსამართლეების დანიშვნისა. ამ პროცესების

პარალელურად სახელმწიფოში მძვინვარებდა კორუფცია და კლიენტერიზმი, რაც

განსაკუთრებით აისახებოდა საარჩევნო პროცესზე, არჩევნების გაყალბების გზითა და

მაჟორიტარული წესით საკმაოდ მდიდარი, გავლენიანი და თითქმის არანაირი

პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების მოსვლით ხელისუფლებაში. ეს იყო

უუნარობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებმაც ვერცერთხელ ვერ შეძლეს

საარჩევნო ხმების დაცვა და არჩევნების გაყალბების პროცესის შეჩერება.

კორუფციით და უპერსპექტივობით გადაღლილმა ქართველმა ამომრჩევლებმა 2003

წელს შეცვალა ვარდების რევოლუციით შევარდნაძის ხელისუფლება დ არენაზე

გამოიყვანა სააკაშვილი-ჟვანიას გუნდი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ

მოქალაქეთა კავშირის წიაღში იშვა იდგა რეფორმატორულ რელსებზე და

დასავლურ ღირებულებებზე. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალურ

ცვლილებაში დიდი როლი შეასრულა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც

მართალია შევარდნაძის ხელისუფლების წიაღში იშვნენ, მაგრამ კრიტიკულ,

რადიკალურად განსხვავებულ პოზიციების დაფიქსირებასა და ქმედებაზე უარი

არასოდეს უთქვამთ და მოსახლეობის ინფორმირებულობა პოლიტიკურ პროცესებზე

ხდებოდა რეგიონებში და ინფორმაციის გავრცელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები

რეგიონალური მედია საშუალებები. რადიკალურად განსხვავებული ხედვები ჰქონდათ

და სერიოზულ ოპონირებასაც უწევდნენ პოლიტიკურ არენაზე. აქტიურად

გამოდიოდნენ გაბატონებული კორუფციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც მათ

Page 6: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

მიმართ საზოგადოების ნდობა გაზარდა და პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის

მქონენი გახდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა ხელისუფლების

სატავეში მოსვლისთანავე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს, რომელთაგან

მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში ერთიანი ეროვნული გამოცდები

სამართალდამვცავი სისტემის რეფორმები, თანამედროვე პოლიციური და

საპატრულო სისტემის შემოღება, იუსტიციის სახლები მოქალაქეზე მორგებული

ერთიანი სამართლებრივი სივრცისათვის, თავდაცვის სისტემის სრული

რეორგანიზაცია. სხვადასხვა გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების

განხორციელება. მოგვიანებით მმართველი ძალის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები

ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ, კანონის უგულებელყოფით მიღებული

გადაწყვეტილებები გახდა მესამედ საქართველოში პოლიტიკური პროცესების სათავე

და ხელისუფლებაში მოვიდა ბიზნესზე და ოლიგარქიაზე დაფუძნებული საარჩევნო

კოალიცია ,,ქართული ოცნება“ რომელიც დღესაც ხელისუფლების სათავეშია. ამ

მმართველი გუნდის მოღვაწეობის შეფასება რაიმე გამორჩეულს არ ეფუძნება და არ

გამოირჩევა და არ გამოირჩევა რადიკალურ-ინოვატორული პოლიტიკური

ქმედებებით. თავიდან დაიწყეს საქმიანობა, როგორც საარჩევნო კოალიცია და 2016

წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააგრძელეს მოღვაწეობა,

როგორც პოლიტიკურმა პარტიამ.

საერთოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებისას მნიშველოვანია: 1.

პარტიული იდეოლოგია, 2 პარტია, როგორც იდეოლოგიური ორგანიზაცია, 3.

არჩევნებიდან არჩევნებამდე პარტიული მდგრადობა და ამომრჩეველთან

ურთიერთობა და 4. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო

ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ და

პოლიტიკის წარმოება ოკუპანტ რუსეთთან.

Page 7: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

• გამსახურდიას რეჟიმის დროს პოლიტიკური პარტიები ნაკლებად

გამოირჩეოდნენ პოლიტიკური იდეოლოგიით და მათი მიზანი იყო

დამოუკიდებლობის მიღწევა.

• შევარდნაძის ხელისუფლების დროს აქცენტები კეთდებოდა სტაბილურობაზე.

• სააკაშვილის რეჟიმის დროს კი აქცენტები გაკეთდა სახელმწიფოებრივ

მშენებლობაზე და ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე და ქვეყნის

დემოკრატიზაციის პროცესებზე რაც ვ ერ დასრულდა. ამას ხელი შეუშალა

პენიტენციალურ სისტემაშ არსებულმა მდგომარეობამ და კერძო სექტორის

შევიწროვებამ, რაც 2012 წლისათვის აღქმულ იქნა ადამიანის უფლებების

დარღვევად რამაც ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის არჩევნებში

გამარჯვების შანსი დაუკარგა.

გამსახურდიამ კოალიციურად ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ ვერ შეძლო

დამოუკიდებელი პარტიული სტრუქტურის შექმნა და მისი ხელისუფლების

სამხედრო და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ვერ შეძლო მომავალში

არსებობის გაგრძელება როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა.

შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი აქცენტირებული იყო მხოლოდ შევარდნაძეზე

და არჩევნებში გამარჯვებაც მის სახელს უკავშირდებოდა ფართო მასებზე

დაყრდნობით. ამ პარტიამაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ

იგივე ბედი გაიზიარა.

ნაციონალური მოძრაობა წინა ორი ხელისუფლებისგან განსხვავებით საკმაოდ

განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტი აღმოჩნდა. მან შეძლო ქართულ

პოლიტიკაში საზოგადოებაში ახალი ფენების ჩართვა, რამაც განაპირობა მისი,

როგორც მასობრივი პარტიის გაჩენა და შექმნა პარტიული სტრუქტურები,

რომელიც აგებული იყო დასავლური პრინციპების გათვალისწინებით. მიიმხრო რა,

Page 8: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

საზოგადოების ფართო ფენები დაიწყო და შეითავსა თავისი ხედვებით

პოლიტიკური განათლების ფუნქცია. მისი საგარეო პოლიტიკა და ხედვები

მთლიანად აგებული იყო ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე. ხოლო შიდა

პროცესების მართვისას მასიურად ჩართო ახალგაზრდობა, განსაკუთრებით 40

წლამდე ასაკის და შექმნა საკუთარი პოლიტიკური ამომრჩეველი. დღემდე პარტია

რჩება, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ 2012

წლიდან პარტიას გამოეყო პოლიტიკური ჯგუფები და ჩამოყალიბდნენ

დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტებად - არჩამოიშალა და დღემდე

აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. რაც სეეხება ქართულ ოცნებას - 2012 წელს,

როგორც საარჩევნო სუბიექტი ისე მოვიდა ხელისუფლებაში. 2016 წელს კი ის

არჩევნებში სხვა პარტიებთან ერთად კოალიციაში არ გამოსულა.

ამ 28 წლის მანძილზე გამარჯვებულ თუ არსებულ პოლიტიკური პარტიებს

ნაკლებად აქვთ შიდა დემოკრატია განვითარებული. პრაიმერი ანუ შიდა არჩევნები

საკმაოდ სუსტია და არ არის ზეგავნელის მქონე.

ყველა გამარჯვებულ სუბიექტს გამარვებამდე ახასიათებდა საზოგადოების ფართო

ფენებთან აქტიური ურთიერთობა, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ

საზოგადოებასთან აქტიურად მცირდებოდა კონტაქტი.

პოლიტიკურად მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო მერიტოკრატიული

მმართველობის შემოტანა. ქართულმა ოცნებამ პირველ ეტაპზე საჯარო

მოხელეების დანიშვნისათვის საკონკურსო წესი გამოიყენა, მაგრამ რეალობამ

აჩვენა, რომ ეს იყო არასრულყოფილი და მყარად დამკვიდრდა პოლიტიკური

ნეპოტიზმი.

ოთხივე ხელისუფლების მცდელობა იყო ოკუპანტი რუსეთისგან თავის დაღწევა და

დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია. პოლიტიკურად ეს ვერ მოასწრო ზვიად

Page 9: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

გამსახურდიამ. შევარდნაძის ხელისუფლების დროს საქარველო გახდა გაეროსა

და ევროსაბჭოს წევრი. სააკაშვილის ხელისუფლებამ გაზარდა რა, საქართველოს

სახელმწიფოებრივი ცნობადობა საერთაშორისო არენაზე, მიიღო პოლიტიკური

ტრიბუნა. მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა დიდი გავლენა მოახდინა

პოლიტიკურ პროცესებზე. ერთის მხრივ აღმოცნდა ქვეყნის 20 % -ზე მეტი

ოკუპირებული, ხოლო მეორეს მხრივ მსოფლიოს პოლიტიკოსების და

სახელმწიფოების მზარდი ინტერესი გაჩნდა მაგრამ პოლიტიკური პროცესები

საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, წინ ვერ წავიდა. თუმცა ომი გახდა

მიზეზი იმისა რომ შექმნილიყო აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული პლატფორმა,

რომელშიც გაწევრიანდნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორულია

და სასომხეთი. და რიგ საკითხებში სახელმწიფოებს შორის არის შეთანხმებული

ქმედებები. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ვიზალიბერალიზაციის

მიღება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული.

ვიზალიბერალიზაცია საშუალებას იძლევა ევროპული სივრცის გაცნობისათვის.

ვერვერთი ხელისუფლების დროს ვერ იქნა მიღწეული საქართველოს

კონსტიტუციაში ღიად დატოვებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე

სახელწიფო მოწყობის საკითხი. ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო

თვითმმართველობის კოდექსი და სახელმწიფოში ვერ ჩამოყალიბდა

თვითმმართველობა, როგორც მყარი ინსტიტუტი.

საარჩევნო კოდექსი, როგორც მყარი მექანიზმი, საარჩევნო პროცესების

ცვლილებებისა ყველა ხელისუფებამ ცვალა და არ გადაიქცა ამომრჩეველზე

მორგებულ ინსტიტუტად.

არ ერთი ხელისუფლების დროს არ იქნა დაწყებული გრძელვადიანი

სტრატეგიული ხედვის შემუშავებისა, რომელიც მოაგვარებს აფხაზეთსა და

ცხინვალში მომხდარ კონფლიქტებს და შეძლებს საქართველოს გაერთიანებას.

Page 10: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ყველა ხელისუფლებას განსხვავებული მიდგომა აქვს ევროპულ ინტეგრაციისაკენ,

რაც ჯერ-ჯერობით არ არის სრულყოფილი.

საქართველოში საპარლამენტო კულტურა ჩამოყალიბდა, მაგრამ ის

არასრულყოფილია და არ იძლევა შესაძლებლობას სახეების ცვლილებისა და

ახალგაზრდა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების პოლიტიკური ხედვების

მიხედვით ჩაბმისა.

ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი პარტიული სისტემით იმართება

სახელმწოფო და როგორია საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო. ძალიან

მნიშვნელოვანია საქართველოში განისაზღვროს პოლიტიკური სისტემის ხასიათი და

მისი მდგრადობა, რომელიც სისტემატიურად არ უნდა იცვლებოდეს ხელისუფებაში

პარტიების ცვლილებასთან ერთად. როცა პარტიულ სისტემებზე ვსაუბრობთ,

მიღებულია, რომ გამოყენებულ იქნას თუ რამდენი პარტიაა ჩაართული ქვეყნის

პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორია მათი ურთიერთობა საზოგადოებასთან,

ამომრჩევლებთან, ყავთ თუ არა წარმომადგენლები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

როგორია მათი შედეგები თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნების

შემდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყვეს პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური

მრავალფეროვნება ქვეყნის პრობლემების მოგვარებისა და ქვეყნის სტრატეგიულ

განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. ჯერ-ჯერობით საქართველოში მოქმედებს

სისტემა, როდესაც გამარჯვებული პარტია ისეთი უმრავლესობითაა მოსული, რომ

ერთპიროვნულად აკომპლექტებს ქვეყნის მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს და

გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად ან თითქმის არ იყენებს ოპოზიციისა და

არასაპარლამენტო ორგანიზაციების რეკომენდაციებს პოლიტიკური საკითხების

გადაწყვეტისას. ფაქტიურად ასეთ პოლიტიკურ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ

დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემა, როცა თითქმის არ არის განსხვავება

Page 11: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

პარტიულ და სახელისუფლებო ბიუროს შორის, რაგან გადაწყვეტილების

დომინანტურად მიმღები არის მმართველი პარტია და სტაბილურობა დამოკიდებულია

მმართველობაშ მყოფი პოლიტიკოსების ნებასა და უნარებზე. ასევე

შესაძლებლობებზე თუ როგორ აღწევს კომპრომისებს სხვადასხვა პოლიტიკურ

პარტიებთან და სუბიექტებთან.

ზოგადად მნიშვნელოვანია ურთიერთობა მმართველ ძალასა და ოპოზიციურ

პარტიებს შორის. დიდი უმრავლესობით წარმოდგენილი მმართველი ძალა იყენებს

რა რიცხობრივ შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებების მიღებისას არ

ითვალისწინებს საპარლამენტო ოპოზიციას და უგულებელყობს არასაპარლამენტო

პოლიტიკურ პარტიების რეკომენდაციებს.

90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში არიან მაჟორიტარი

დეპუტატები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე, თუ პროცესებს უწყვეტ რეჟიმში განვიხილავთ

დავინახავთ, რომ მაჟორიტარები მხოლოდ სახელისუფლებო ძალას აძლევენ ხმას,

იშვიათი გამონაკლისების გარდა რომელთაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა არ

აქვთ. მთლიანობაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება დიდი

უმრავლესობით და რიგ შემთხვევაში ნეგატიურ შემთხვევებსაც იწვევს. საფრთხე

შესაბამისად ექმნება სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

ილუსტრაციისთვის ავღნიშნავ, რომ ასე დაემართა ზვიად გამსახურდიას

სახელისუფლებო პარტიას, ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ასე

დაემართა შევარდნაძის ხელისუფლებას, მოქალაქეთა კავშირის ახირებულ ქცევებს,

რასაც მოყვა ვარდების რევოლუცია. ამ პროცესის მიღმა არ დარჩა არც სააკაშვილის

ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა, რომელთაც სახელმწიფოს რიგ

გამოწვევებზე არ მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეგირება და 2012 წელს

ხელისუფლებაში მოვიდა ,,ქართული ოცნება“. ახლა ,,ქართული ოცნება“

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და

Page 12: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ანალოგიურად არ ითვალისწინებს ოპოზიური პარტიის შენიშვნებს და განსხვავებულ

ხედვებს. ვერ ხედავს ურთიერთსაჭიროების მნიშვნელობას ოპოზიციასთან.

შესაბამისად პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობაზე სახელისუფლებო და

დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა მყიფეა და ვერ ხერხდება.

პოლიტიკური ვითარების სტაბილურობისთვის პოლიტიკური პარტოკრატიიის

განვითარებაა საჭირო და ორ პარტიულ ან მრავალპარტიულ მმართველობაზე

გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 180 პარტიაზე მეტია

რეგისტრირებული ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული სრულყოფილად

არსებობს და მოქმედებს, რომლის დასტურადაც შეგვიძლია ითქვას, ყველა

ცვლილებისას სხვადასხვა პარტია და პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი.

მოვლენები რომ უკეთ აღვიქვათ ავღნიშნავ, პირველი მრავალპარტიული არჩევნების

ჩატარების ჩატარებისას გამარჯვება მოიპივა პოლიტიკურ პარტიამ ,,მრგვალი მაგიდა“.

ძირითად ოპოზიციურ სუბიექტებს წარმოადგენდნენ კომუნისტური პარტია და იმჟამად

მოქმედი პოლიტიკური პარტია ,,სახალხო ფრონტი“. შემდგომ ეტაპზე კი ორივე მხარე

უმრავლესობა და უმცირესობა გაქრა პოლიტიკური არენიდან. ასე მოხდა

შევარდნაძის მმართველობის დროსაც. მოქალაქეთა კავშირი როგორც პოლიტიკური

სუბიექტი გაქრა არენიდან და ვერც მისი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა

მემარჯვენეების სახით აღარ არის ზეგავლენის მქონე სუბიექტი პოლიტიკურ სივრცეში.

დაკარგა რა ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობა ნაციონალურმა მოძრაობამ,

დაიწყო, მისგან დისტანცირების პროცესი და ნაწილ-ნაწილ გამოეყო გარკვეული მცირე

ჯგუფები. ხელისუფლებაში მყოფ ქართულ ოცნებასაც, რომელიც კოალიციიურად

მოვიდა ხელისუფლებაში, ჩამოშორდა ასევე პოლიტიკური ჯგუფები და ერთი მათგანი

,,ევროპული საქართველოს“ სახით იქცა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიად.

ამდენად, რეალოაა ის ფაქტი, რომ მრავალი პარტიის დარეგისტრირება რეალურად

არ ნიშნავს მრავალპარტიულობას და შესაბამისად მდგრად პოლიტიკურ ლანდშაფტს.

Page 13: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

სისემატიურად უმრავლეოსობასა და ოპოზიციას შორის არაკონსტრუქციული

ურთიერთობაა, რაც ვნებს სახელმწიფოებრივი ხედვების განვითარებასა და

დამკვიდრებას. ამ ყველაფრის შეცვლას კი სჭირდება დემოკრატიული სახელმწიფო

ინსტიტუტების გაძლიერება, ქვეყნის დეცენტრალიზაცია ანუ კონსტიტუციაში

განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო მოწყობა. ხელისუფლების შტოებს

შორის ბალანსი და ურთიერთ ჩაურევლობის პოლიტიკა რეალური

თვითმმართველობა, თვითმმართველი ერთეულებით და მდგრადი საარჩევნო

კოდექსი, რომელიც გახდება პირობა მყარი პარტიული გარემოს ჩამოყალიბებისა და

იქნება სტრატეგიული ხელშემწყობი სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესების

განვითარებისა. თუ საარჩევნო კოდექსი ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე არ

მოირგო ეს გახდება ხელის შემწყობი, რომ არენაზე დარჩნენ ის პარტიები,

რომლებიც აქცენტირებულები არიან იდეოლოგიაზე და არა ერთ პიროვნებაზე. აქვთ

გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა სახელმწიფოს განვითარებისა, მყარი შიდა

პარტიული სტრუქტურები. მოპოვებული აქვთ ნორმალური დაფინანსება. ადგილებზე

პარტიული წარმომადგენლობითი ინსტიტუტები დაფუძნებულია არა პარტიის

გამარჯვებაზე და დამარცხებაზე, არამედ პარტიულ იდეოლოგიასა და სტრატეგიულ

განვითარების გეგმაზე. ჩემი აზრით ეს იქნება პოლიტიკური პარტიების განვითარების

თანასწორ გარემოში არსებობის შესაძლებლობა. მთელი ამ ხნის მანძილზე დრო და

ვითარებამ გვაჩვენა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს

ამომრჩეველთა მდგრადი მხარდაჭერით და თვით ქართველი ამომრჩეველი

იდეოლოგიებს კი არა გარემოს შესაბამისად მოსულ ლიდერებს მათი პარტიების

ჩათვლით აძლევს ხმას. თითქმის ყველა გამარჯვებული პარტია კოალიციურადაა

მოსული და დროთა ვითარებაში მას შორდებიან სხვა დანარჩენი პარტიები.

პოლიტიკოსები სისტემატიურად მოძრაობენ ერთი პარტიიდან მეორეში. ხშირად

იცვლება პარტიების პარტნიორული გარემოც, არ არის შიდა პოლიტიკური პრაიმერი,

Page 14: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

რომელიც გამოიწვევს პარტიაში ახალი სახეების წარმოჩენას, შესაბამისად არ ხდება

პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ასევე მთლიანობაში ქვეყანაში არ არის

პოლიტიკური კულტურის განვითარების ტენდენცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ

გამონაკლისს წარმოადგენს ,,ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ 2016 წელს შეძლო დარჩენილიყო

მთავარ ოპოზიციურ საპარლამენტო ძალად, მაგრამ პარლამენტში შესვლისთანავე

მას გამოეყო დიდი ნაწილი დეპუტატებისა, რომელთაც შექმნეს დამოუკიდებელი

ოპოზიციური ფრთა ,,ევროპული საქართველოს“ სახით. დღესაც მიმდინარეობს

საქართველოში პარტიების ჩამოყალიბება-განვითარების რთული პროცესი.

პოლიტიკური პარტიები, რამდენადაც არჩევნებში აქტიურად თანამშრომლობენ

ამომრჩევლებთან, იმდენად ასუსტებენ ურთიერთობას არჩევნების შემდგომ პერიოდში

ამომრჩევლებთან. დრომ აჩვენა, რომ პარტიებისადმი მხარდაჭერა საზოგადოებაში არ

არის გამოწვეული მათი იდეოლოგიითა და სტრატეგიული ხედვებით. მეტწილად

ლიდერზე და ფინანსებზე აქცენტირებულობა იწვევს გამარჯვება-დამარცხებას.

თვითონ პარტიული სისტემის არასტაბილურობაც განაპირობებს მმართველობაში

ძლიერი პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკური არენიდან ან გაქრობას ან შერწყმას

სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც პარტიაში წევრობის

ინსტიტუტია. ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ ,,მოქალაქეთა კავშირის“ წევრები,

,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ახლა კიდევ ,,ქართულ ოცნებაშიც“ მოგვევვლინნენ.

ეს განპირობებულია არამდგრადი პოლიტიკური გარემოთი, კლიენტერისმიზ

არსებობით და იმითაც რომ ადგილზე დასაქმების საშუალებად იქცა საჯარო სივრცე.

ამიტომაც მთელი სიმძიმე ამ პროცესისა გადადის არჩევნებზე. ამომრჩეველი ცდილობს

რომ საარჩევნო პროცესი გამოიყენოს შემოსავლის საშუალებად, ხოლო შემდგომში კი

დასაქმების გზად. რაც ხელს უშლის მდგრადი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და

არაპირდაპირი გზით და სხვადასხვა ფორმით არჩევნების გაყალბებას. სამართლებრივ

Page 15: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

სივრცეში მოქცეული მეთოდებით ხშირად იყენებენ სახელმწიფოში ადამიანურ

რესურსებს ამომრჩეველზე ზეწოლის საშუალებად და პარტიული ინტერესების

გასატარებლად.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით საჯარო მოხელეები საარცევნო პროცესებში

ებმევიან შვებულების და არასამუშაო საათების ხარჯზე. გერმალური პოლიტიკური და

საკანონმდებლო სისტემა ასეთ მეთოდებს არ ახორციელებს და არ ცნობს, რაც გახდა

გერმანიის სახელმწიფოს ძლიერებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.

რაც უფრო მეტი პარტიაა და მეტი კანდიდატი წარმოჩენილი საარჩევნო პროცესებში,

მაჟორიტარი, თუ საპრეზიდენტო უფრო მეტად არის დაფანტული ამომრჩეველთა

ხმები და უფრო მეტად ვართ დაშორებული მდგრად საარჩევნო გარემოსა და

პროცესებს. ეს პროცესი აიძულებს ამომრჩევლებს, რომ ისარგებლონ ვითარებით და

გამოიყენონ პროცესი ფინანსურად და დასასაქმებლად.

დროთა განმავლობაშ ქვეყანაშ უნდა ჩამოყალიბდეს ორ პარტიული ან სამ პარტიული

სისტემა და შესაბამისად პარტიების რიცხვი დაარეგულიროს პოლიტიკურმა ბაზარმა,

რაც მომგებიანი გახდება სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის და ქვეყანაში

დამკვიდრდება პარტიები იდეოლოგიებით და არა პარტიები პიროვნებებით.

პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას მთავარი ლოზუნგი იყო

დამოუკიდებლობის მიღწევა (სხვათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი იყოს ის

რომ მრგვალ მაგიდასაც და კომპარტიასაც პარტიულ სიაში ჰყავდა სამღვდელო პირი,

არადა კომპარტიის მმართველობის 70-იანი წერიდი გამოირჩეოდა ქრისტიანობის და

ზოგადად რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლით. შემდეგი ხელისუფ;ება ,,მოქალაქეთა

კავშირის“ სახით მიანიშნებდა მოქალაქეთა დასაქმებასა და სახელმწიფოს

სტაბილურობაზე. შემდეგომი პერიოდი სააკაშვილის რეჟიმი გამოირჩეოდა

სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობით და საერთაშორისო არენაზე ცნობადობის

Page 16: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

მკვეთრი ზრდით, რასაც თან ახლავდა ადამიანის უფლებათა დარღვევის მთელი

ციკლი, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ხშირად დანაშაულის რანგშიც ასულა.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა განპიროებული იყო

ამომრჩევლისათვის სამართლიანობის აღდგენის შეთავაზებით, რაც მათი

ხელისუფლებაშ მოსვლიდან დღემდე არ განხორციელებულა. დღეს-დღეობით

პარტიები შემოკრებილები არიან ლიდერების გარშემო და ზოგადად ორ ნაწილად

არიან გაყოფილი დასავლური ღირებულებების ან რუსული იდეოლოგიის

მომხრეებად. ამომრჩეველი კი გაორებულია, რადგან დღეს იდეოლოგიურად,

სტრუქტურულად, სტრატეგიულად და წარსრულში დაშვებული შეცდომების გარეშე

არც ერთი პოლიტიკური პარტია არაა და ამიტომაც ორი რთული პრობლემის წინაშე

დგას ქვეყანა. პირველი სახელისუფლებო პარტია დაღმასვლაშია, დანაპირები ვერ

შუსრულა ამომრჩეველს, პარტია განიცდის შიდა პოლიტიკური რესურსების სიმცირეს.

საერთაშორისო არენაზე მის მიმართ ინტერესი ნაკლებად აქტუალურულია რაც

განაპირობებს ქვეყნისადმი ნაკლებ ინტერესს საერთშორისო არენაზე

თანამეგობრობის ქვეყნების მხრიდან. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება

ადგილობრივი თვითმმართველობა და საზოგადოებრივი პრობლემების

მოუგვარებლობა. ხოლო წინა ხელისუფლების გარშემო შემოკრებას ნაწილი

ერიდება წარსულში დაშვებული პოლიტიკური გადაცდომების გამო და ნაწილი

მიიჩნევს დანაშაულებრივადაც მათ ქმედებებს, წარსულში მმართველობისას

დაშვებული გადაცდომების გამო, ამიტომაც ჭირს პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის

მხარდაჭერის მოპოვება და პოლიტიკური აღმასვლის გზაზე კვლავ სახელმწიფოებრივ

მშენებლობის პროცესში განვითარების მიზნით ჩართვა.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს - ,,მრგვალი მაგიდა“ მოვიდა კომუნისტების მიერ

დანიშნული პირველი მრავალპარტიული არჩევნებით, სადაც განსაზღვრული იყო

პროპორციული და მაჟორიტარული წესის გამოყენება, სადაც განსაზღვრული იყო 4 %-

Page 17: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

იანი ბარიერის გადალახვა. ხელისუფლების გადატრიალების შემდგე,

ხელისუფლებაში ჯერ იყო სამხედრო საბჭო და შემდეგ სახელმწიფო საბჭო,

რომელმაც დანიშნა 1992 წლის არჩევნები პოლიტიკური პარტიებისათვის

პროპორციული წესით ბარიერის დაწესების გარეშე. რაც განპირობებული იყო იმით,

რომ ყველა პარტია მოხვედრილიყო პარლამენტში და პრობლემები ნაკლებად

შექმნოდა შევარდნაძის მმართველობას.

გამარჯვებულმა მოქალაქეთა კავშირმა ჯერ დააწესა 5 %-იანი გადალახვის ბარიერი

(1995 წლიდან) და შემდეგ 7 %-მდე გაზარდა ბარიერი (1999 წლიდან) და ისევ 2003

წელს მიუბრუნდა 5 % -იან ბარიერს, რაც გაგრძელდა ნაციონალური მოძრაობის

ხელისუფლების პირობებშიც. ახლა უკვე 4 %-იან ბარიერზეა აქცენტირებული

პოლიტიკური სპექტრი, რადგან მაჟორიტარები ყოველთვის ხელისუფლების

მმართველი ძალის მომხრეებად აღიქმებიან და თან ყოველთვის ეკონომიურად

ძლიერი ადამიანები ხდებიან მაჟორიტარები, სამართლებრივად კონსტიტუციაში

აისახა, რომ ქევეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. თუმცა

სახელისუფლებო მმართველი ძალა, რომელიც დაპირდა ამომრჩეველს ამ სიახლეს,

დღემდე არ გადასულა ასეთი წესით არჩევაზე. რაც შეეხება ადგილობრივი

თვითმმართველობის არჩევნებს ყველა მას ცვლიდა ყველა ადგლობრივი არჩევნების

წინა ეტაპზე და დღემდე ვერ იქნა ის მოდელი მიღებული, რომელიც ადგილობრივი

საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ზოგადად ამომრჩეველთა მიერ ხმის

მიცემა განსაზღვრავს დამოკიდებულებას სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალის

მიმართ და ნაკლებად ჩანს ის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემების

გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამა. ეს თავისებურად

პოლიტიკური ნიჰილიზმია და სახეზე გვაქვს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმის მიცემის

შკალის ვარდნა. ამასთანავე, პარტიებს ადგილებზე წარმომადგენლების წევრების

სახით არ ყავთ პროგრესულად ან საზოგადოებისთვის საინტერესო სახეები,

Page 18: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

რომლებიც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრასა და სიახლეების შემოტანაზე

იმუშავებენ. არადა მათ რიგებში არიან ადამიანები რომლებიც უფრო მეტად აქტიური

მხარდაჭერით გამოირჩევიან.

ეს პროცესი იმავდროულად ხასიათდება იმით, რომ ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკა

საკუთარი პრობლემების მოგვარების საშუალებად წარმოუდგენიათ, რადგან

სახელმწიფოშიც ასეთი მიდგომები აქვთ. ორივე ფაქტორი ქმნის გარემოს, სადაც

ღირებულებები, პოლიტიკური ორიენტაცია, იდეები, პროგრესულობა, პრობლემების

გამოვლენა და მათ გადაჭრაზე მუშაობა მერიტოკრატიული მმართველობის

წარმოჩენა უგელებელყოფილია.

პოლიტიკურ პარტიებს შორის იდეოლოგიური და ღირებულობითი განსხვავებულობა

პოლიტიკური პოლარიზაციით ფასდება. თუ შეხედულებები რადიკალურად

განსხვავდება, მაშინ პოლარიზაციის მაღალი დონეა. საქართველოში კი

მოსახლეობას ძალიან უჭირს პარტიებს შორის განსხვავებულობა დაინახოს, ისინი

პარტიებს ერთმანეთისგან არცევენ ვინ რომელ პარტიაშია. რიგ შემთხვევაში ესეც

პრობლემურია, რადგან პოლიტიკოსები იცვლიან პარტიებს და ამომრჩეველს უჭირს

განსხვავებულობის აღქმა. რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსი იმდენად განსხვავებულ

ძალებშია რომ განსხვავება უჭირთ თუ რომელი პოლიტიკური ორიენტაციის მომხრეა.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით ეს მაჩნებელი დიდია და

2007 წლიდან დღემდე 40 %-მდე მერყეობს. ძირითადა პარტიები განსხვავდებიან

ერთმანეთისაგან პოლიტიკური ორიენტაციებით, კერძოდ დასავლურ თუ რუსულ

პოლიტიკური ორბიტისკენ არის მიმართული. სოციალურ საკითხებში მემარცხენე,

მემარჯვენეობა დიდად არ ხასიათდება განსხვავებულობის ელემენტებით. მათ

ახასიათებთ ბევრი საერთო ელემენტები სოციალურ გარემოსთან მიმართებაში.

პარტიების მკვეთრი პოლარიზაცია შეიმჩნევა სახელისუფლებო პარტიებსა და

დანარჩენებს შორის. მუდმივად არის დავა არა გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვებში,

Page 19: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

არამედ კონკრეტული პროცესების შეფასებისას. ეს ახასიათებდა წინა სამ

პოლიტიკური პარტიებს. ეს ელემენტი ახასიათებს ოთხივე მმართველობის პერიოდში

მმართველ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის, პოლიტიკის საკითხებში

პოლარიზაცია, ეს არის პოლიტიკური კონფრონტაცია. დღევანდელი ვითარება

მკვეთრად წარმოაჩენს პარტიათა თანამშრომლობის და დაპირისპირების

ფორმებს.ძირითადად საქართველოში პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა

წინა საარჩევნო ეტაპზე ხდება ბლოკებისა თუ ალიანსების შექმნით. ყველა

გამარჯვებული ძალა ხელისუფლებაში საარჩევნო ბლოკით მოვიდა და ვადის

ამოწურვის ბოლო პერიოდში ის სხვა ყველა დანარჩენების გარეშე დარჩა. ეს ყველა

პოლიტიკური სპექტრის საერთო ნიშანია. ერთი ნაწილი იმიტომ შედის ალიანსში რომ

უჭირს საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ამის ნიმუშს წარმოადგენს რესპუბლიკური

პარტია, რომელიც სხვადასხვა ალიანსებით სხვადასხვა არჩევნების დროს შევიდა

პარლამენტში. დამოუკიდებლად ვერც ერთხელ ვერ შეძლო პარლამენტში

წარმომადგენლობის გაყვანა, რაგან ალიანსში ყოფნა იყო პარლამენტში მოხვედრის

ერთადერთი შანსი.

დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ასეთია - წარსულიდან შემორცენილი წვრილ-

წვრილი პარტიები დასავლეთზე სწორების მიზნით დაახლოებულნი არიან

ნაციონალურ მოძრაობასთან. საზოგადოების ერთი ნაწილი მცირედად, მაგრამ მაინც

თანამშრომლობენ ,,ევროპულ საქართველოსთან“. კლიენტერიზმზე და ნეპოტიზმზე

აგებული ამომრჩევლები ისევ ხელისუფლებასთან არიან. ღრმად გამოკვეთილი

პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთთან ურთიერთობისა მხოლოდ ბურჯანაძის

პოლიტიკურ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს გააჩნია. 2016 წლის არჩევნებმა

აჩვენა, რომ ასეთი ამომრჩეველი ცოტაა. ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია ვერ

მოხვდა პარლამენტში და მხოლოდ ბარიერი გადალახა პატრიოტთა ალიანსმა.

Page 20: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ამიტომაც, არის, რომ ალიანსები ჩვენთან მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯების გადადგისას

იქმნება და როდესაც ამის საჭიროება აღარ არის იმავდროულად იშლება. ძირითადი

განმასხვავებელი ნიშანი პოლიტიკურ სპექტრში არის, როგორ დაძლიონ

პრობლემები, თორემ ის, თუ რა პრობლემებია, ამას აღიარებენ ხელისუფლება,

საპარლამენტო ხელისუფლებაც და პარლამენტს გარეთ დარჩენილი

არასაპარლამენტო პარტიებიც. პოლიტიკური შეჯიბრებითობა პარტიული ცხოვრების

განუყოფელი ნაწილია და სისტემატიურად ხორციელდება თვით პოლიტიკურ

სივრცეში. ეს ძალიან კარგად ჩანს წინა საარჩევნო პერიოდში და რიგ შემთხვევებში

დაძაბულობა პიკსაც აღწევს. შემდგომი ეტაპი არის პარლამენტში ბიუჯეტის მიღებისა,

თუ საკონსტიტუციო მნიშვნელობის კანონებისა და პროცესის მიღებისა. ბოლო ექვსი

წლის მანძილზე შეჯიბრებითობა ასევე, ეხება საქართველო - რუსეთის პოლიტიკურ

საკითხებსაც. საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების

განხილვისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თანამშრომლობაც ახასიათებს, ეს

განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ვიზალიბერალიზაციის მიღების საკითხებთან

დაკავშირებით. მაგრამ ასეთი ურთიერთობა ფრაგმენტულია და თანამშრომლობის

საკითხებს ნაკლებად შეიცავს. ძირითადად პოლიტიკური სივრცე ხასიათდება მკვეთრი

დაპირისპირებებით და დაფისქრირებულა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც.

გარკვეულ ეტაპზე ეს მხოლოდ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს

ახასიათებდა, მაგრამ უკვე ადილი აქვს თვით სახელისუფლებო პარტიაში შიდა

დაპირისპირებებს თვით ოპოზიურ პარტიატა შორის. ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად

იბნევა ამომრჩეველი და უჭირს გაერკვეს პოლიტიკურ სამართლიანოაში. ასეთ

პროცესებს თან ახლავს უკვე ადგილებზე საკრებულოებში ხელისუფლებასა და

ოპოზიციას შორის მკვეთრი დაპირსპირება, რომელიც სცილდება პოლიტიკურ

დებატების თემას და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. სხვადასხვა საკრებულოში

დავის საკითხები სხვადასხვაა. ზოგადად ეს უფრო ეხება სოციალური პრობლემებს და

Page 21: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას. ასეთ პოლიტიკურ დავებში მეტწილად

ჩართულები არიან პარტიის წევრები, ამომრჩეველი კი ნაკლებად და კონსტრუქციული

დიალოგის ფორმატში დაბრუნება ჭირს. ამომრჩევლის ჩაბმა ხდება პროცესებში,

მხოლოდ წინა საარჩევნო ეტაპზე, მეტწილად გამოკვეთილი ძლიერი პოლიტიკური

სუბიექტის სასარგებლოდ.

ერთ-ერთი მთავარი სადემარკაციო ხაზი პარტიის არსებობისათვის გადის პარტიის

ფინანსებზე. პარტია, რომელიც ფინანსურად კარგად არის უზრუნველყოფილი უფრო

მეტი შესაძლებლობები აქვს. ამასთანავე, კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს

ავალდებულებს, რომ თავისი ფინანსები გაასაჯაროვონ, ანუ ამომრცეველი

ინფორმირებული იყვეს პარტიის შემოსავლებსა და დანახარჯებზე. საჯაროობა

მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა დაიცვას საარჩევნო

კოდექსით განსაზღვრული ფინანსების ხარჯვასა და შემოსავლებზე. პოლიტიკური

პარტიებისათვის ფინსნური საჯაროობა ნიშანია იმისა, რომ როგორი

შემოწირულობებით და როგორი პოლიტიკური შემოსავლებით ცხოვრობს

პოლიტიკური სუბიექტი და როგორია მათი პოლიტიკური ფინანსური

შესაძლებლობები. იმავდროულად საჯაროობა საშუალებას იძლევა იმისა, რომ

პარტიის ფინანსური შემოსავალი კანონიერად შეძენილი ქონებიდან ხვდებოდეს

შემოწირულობების სახით და არა უკანონო და არა დამალული ქონების გათეთრების

საშუალებად იქცეს. თუ რაიმე დამალული ან უცნობი დეტალები არსებობს ყველა

პარტია ვალდებულია დეტალური ანგარიში გამოაქვეყნოს ხარჯებისა და

შემოსავლების შესახებ და ეს ანგარიშ ხელმისაწვდომი იყვეს საზოგადოებისათვის. ამ

პროცესებს ისიც ემატება, რომ საპარლამენტო პარტიები ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და

ხარვითი ნაწილი აქაც გამჭვირვალე უნდა იყოს. ქართული კანონმდებლობით

პლიტიკური პარტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს

აერთიანებენ მოქალაქეობის პრინციპის დაცვით და ამდენად, მათ კანონის

Page 22: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ფარგლებში აქვთ უფლებამოსილება ყავდეთ რეგიონებში წარმომადგენლები და

პარტიის წესდების თანახმად ქონდეთ რეგიონალური ოფისებიც. მათმა წევრებმა კი

შეძლონ თავიანთი იდეოლოგიის გატარება, თუ საზოგადოებისათვის მიწოდება.

პოსტსაბჭოთა სივრცის საქართველო ამ შემთხვეაში ერთი საერთო ნიშნით

ხასიათდება, ამის შესაძლებლობა აქვს მმართველ ძალას და კონკრეტულ

საპარლამენტო ოპოზიციას. სხვა დანარჩენი პარტიები ამ შესაძლებლობას

მოკლებულნი არიან და ინტერესიც საზოგადეობის მხრიდან ნაკლებია. ეს ყველაფერი

ვერ წარმოშობს სრულყოფილ პოლიტიკურ გარემოს, სადაც პარტიათა მდგრადობა

იქნება შენარჩუნებული. ამომრჩეველიც იქნება ორიენტირებული ღირებულებებზე და

არა მარტო ღირებულებებზე. შესაბამისად იქნება სტაბილური პოლიტიკურ პარტიული

ლანდშაფტი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას და

ამომრჩევლის ინფორმირებულობას, ეს კი თავისთავად არის გზა სახელმწიფოებრივი

ხედვის დასამკვიდრებლად. პოლიტიკური პარტიებისათვის და

სახელმიფოსათვისათვისათვის ურთულესი პრობლემაა სირარიბის პრობლემა,

რომელმაც კვლავ იჩინა თავი. დასაქმების შკალა მერყეობს, შესაბამისად ცხოვრების

დონეც მერყეობს. ამდენად, ამომრჩეველიც იხრება იქითკენ, სადაც მეტი ფინანსებია. ეს

კი შესაძლებლობას არ იძლევა, რომ ამომრჩეველი იდეოლოგიურად იყოს ხმის

მიმცემი. თვითონ პოლიტიკური პარტიებიც ტრადიციულ პოლიტიკურ დაყოფას

სცილდებიან და სიღარიბის პრობლემის გარშემო ტრიალებენ. შესაბამისად ისინი

ნაკლებად განირჩევიან მემარცხენე თუ მემარჯვენე ორიენტაციის მიმდევრები არიან.

ქვეყანაში დასაქმებულობა ძირითადად უკავშირდება მსხვილ ბიზესსა და

სახლისუფლებო ვერტიკალში ჩაბმას. ეს კი იწვევს მოსახლეობის ორიენტირებას

სახელისუფლებო ძალებზე და თავისებურად პლიტიკური თავისებურებისა და

განსხვავებულობის ნაკლებად წარმოჩენას. სახელისუფლებო ვერტიკალი კი

ძირითადად დასაქმებულია აქტიური მომხრეებით და არა პროფესიონალებით.

Page 23: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ამიტომაც საჯარო სივრცეში კვალიფიკაციის დაბალი დონე გვაქვს. მკვეთრი

უთანასწორობაა ქვეყანაში სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის. რის გამოც

პოლიტიკური აჩრდილივითაა კლიენტერიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი. გარემოს

შესაცვლელად ევროპული გამოცდილება სრულყოფილად არ არის გამოყენებული

და არც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება.

ასეთი საკითხების გამოვლენას და პრობლემებზე ორიენტირებული რეკომენდაციების

შემუშავებას საქართველოში ემსახურება არასამთავრობო სექტორი. რომელიც

გარკვეული სფეროების მიხედვით სწავლობს რა საჯარო სივრცეს, ავლენს საჯარო

სივრცეში არსებულ პრობლემებსა თუ დარღვევბს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

თან ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე და ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი.

გავრცელების საშუალებად კი ქსელური სივრცეა გამოყენებული.

პოლიტიკური პარტიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი

შემადგენელი ნაწილია კონსტიტუციის განხილვა. მიღებიდან, 1995 წლის 24

აგვისტოდან დღემდე, კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილებები და დამატებები.

მეტწილად, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდა საჯარო განხილვებზე

შეთავაზებული წინადადებების უგულებელყოფით. ნამდვილად ხდება საჯარო სივრცეშ

კონსტიტუციის განხილვა, განსაკუთრებით 2017 წელს კონსტიტუციის განხილვა მოხდა

მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. მოსახლეობა ჩერთო ამ პროცესში. განხილვისას

მონაწილეთა დიდი ნაწილი იყვნენ საჯარო მოხელეები. ე.ი ადამიანები, რომლებიც

პირდაპირ მხარდამჭერნი იყვნენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებებისა. კონსტიტუციის

განხილვას არც ერთხელ არ მოჰყოლია შეტავზებული იდეის ან აზრის გატანა და არც

უარყოფა მანამდე პროექტში არსებული წინადადების, რადგან მმართველი ძალა

საგრძნობი უმრავლესობითაა წარმოდგენილი, ხოლო ოპოზიციის რეალური გავლენა

არ არსებობს, ეს კი დემოკრატიის პრინციპების სრულად განხორციელებად ვერ

ჩაითვლება.

Page 24: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

როცა პოლიტიკურ პარტიებს განვიხილავთ უნდა ვთქვათ, რომ იერარქიულად

რიგითი წევრების გავლენა მითუმეტეს ლიდერებზე პრაქტიკულად არ შეიმჩნევა, რაც

კარგად ჩანს უმაღლესი დონის ხელმძღვანელების არჩევისას. როცა რიგითი წევრების

მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურია და წინასწარ არის განსაზღვრული მათ მიერ

კონკრეტული პიროვნების მიმართ ხმის მიცემა. ეს ქართული პარტოკრატიის

პოლიტიკური სენია და მისგან განთავისუფლება არც თუ ისე იოლია. შესაბამისად

ლიდერთა ცვლილებაც უკავშრდება ხელისუფლებაში ყოფნა არ ყოფნას და

არასოდესაა გათვალისწინებული შიდა პარტიული დემოკრატია და შიდა პარტიული

პრაიმერი. (გამონაკლისის სახით ეს ერთხელ სცადა საქართველოს კონსერვატიულმა

პარტიამ). დღესაც პარტიები ლიდერებზე არიან აქცენტირებული და მათი წარმატება

თუ წარუმატებლობა ამ ლიდერებზე ზეგავლენაში გამოიხატება. შიდა პარტიული

დაწინაურებები ჯერ-ჯერობით საქართველოში მოქმედ პარტიებს არ ახასიათებს.

ერტ მთავარი მახასიათებელი თანამედროვე საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს

გამოარჩევს ჩამოყალიბების საწყისი ეტაპიდან. მათი ცნობადობა საერთაშორისო

არენაზე და გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციებში, ურთიერთობა

ევროსაბჭოში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან. ურთიერთობა ნატოსა და

ევროკავშირთან. რიგი პოლიტიკური პარტიების ურთიერთობა ევროპულ მონათესავე

პარტიებთან და ხელისუფლებისაგან გაეროს მაღალი ტრიბბუნის გამოყენება.

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოსთან პარტიული თუ სამოქალაქო

ურთიერთობა.

არ შეიძლება არ ვახსენოთ პოლიტიკური სპექტრის მედია საშუალებებთან

ურთიერთობა, რაც საზოგადოების ინფორირების საუკეთესო საშუალებას

წარმოადგენს მთელს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში მოქმედი

ტელევიზიები გარკვეულწილად გვაცნობენ პარტიების საქმიანობას. ბოლო

არჩევნებისათვის პოლიტიკური სპექტრის პარლამენტში მოსვა მედია საშუალებების

Page 25: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

მაღალი მხარდაჭერით იყო განპირობებული. რეალობაა, რომ პარლამენტში

წარმოდგენილ სამივე სუბიექტს ,,ქართულ ოცნებას“, ,,ერთიან ნაციონალურ

მოძრაობას“, და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა სატელევიზიო

სივრცეში აქტიური მხარდაჭერა (ინდივიდუალურად სამისვეს სხვადასხვა).

ძირითადად სემინარში განხილულია ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც

პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნით წარმოჩინდა,

რადგან 180-ზე მეტი რეგისტრირებული პოლირიკური ორგანიზაციებიდან ყვეა არ არის

აქტიური. არენაზე უფრო ჩანს დომინანტი პოლიტიკური პარტია და პარლამენტშ

მოხვედრილი ოპოზიციური სპექტრი. ძირითადად პოლიტიკური პაექრობა ასეთ

ძალებს შორის მიმდინარეობს. დღემდე სრულყოფილად არ არის პოლიტიკური

სისტემა ინსტიტუციონალიზირებული და ხშირად იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი.

დრომ და ვითარებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური პარტიები და სისტემა

ლეგიტიმაციის დაბალი დონით სარგებლობს. რამდენადაც დიდია ხელისუფლებაში

მოსვლისას ამომრჩევლლის მხარდაჭერა გარკვეული დროის შემდეგ ეს რესურსი

პოლიტიკურად გაფლანგულია და მხარდაჭერის დონის შკალა ვარდება. პარტიული

ლიდერებისადმი პოლიტიკური სიმპატია არამდგრადია და ახალი სახელისუფლებო

ძალის არენაზე გამოჩენისთავანვე სუსტდება.

ძირითადა ხელისუფლებაში უფრო კოალიციები და ბლოკები მოდიან, შემდეგ კი

ხდება პარლამენტში მოხვედრისთანავე მათი თანდათანობით გამოყოფა და ვადის

ამოწურვისას მხოლოდ ერთი სახელისუფლებო პარტია რჩება და ეს მოსახლეობასა

და ამომრჩევლში ნიჰილიზმს იწვევს, რაც არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობის

კლებით ხასიათდება.

რეალობაა, რომ საქართველოში ორ პარტიული თუ მრავალპარტიული სისტემა ჯერ

ჩამოყალიბებული არ არის და პარტიების ერთი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას

ჩამოშორდება ქრება ან ხორციელდება ნაწილობრივი ჩამოშლის პროცესი. არც

Page 26: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

ოპოზიციურ სპექტრს ახასიათებს მყარი ამომრჩეველი, მიუხედავად ამ ყველაფრისა

როცა შევადარებთ პირველ დემოკრატიულ არჩევნებს საქარტველოში და 2016 წლის

არჩევნებს განსხვავებულობა საკმაოდ დიდია. რადგან პოლიტიკური პარტიები

პროგრამების შემუშავებაზე და გრძელვადიან ხედვებზე უფრო მეტად

ორიენტირებულნი არიან. ამომრჩეველიც გაიზარდა, გაიზარდა პოლიტიკური

ცნობიერება და ინფორმირებულობა.

სემინარში აღწერილია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში

მოქმედი პოლიტიკური პარტიების (სახელისუფლებo და ოპოზიციაში მყოფი)

საქმიანობა. მათი ურთიერთობა ამომრჩევლებთან და საზოგადოებასთან

ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ. არსებულ პოლიტიკურის

სპექტრის თავისებურებები, მათი ურთიერთობები საზოგადოების სხვადსხვა ფენასთან.

შედარებითი ანალიზი საქართველოში მოქმედ პოლტიკური პარტიების კულტურა,

მათი მუშაობის სპეციფიკასა და პარტიების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების შესახებ.

არჩევნებში პარტიების წარმატებისა და დამარცხების შემდეგ მათი ურთიერთობები

საზოგადოებასთან.

პარტიების ასოცირება ლიდერებთან და ხელისუფლებაში წარუმატელობის დროს

მათი ჩამოშლის პროცესები.

სემინარში აღწერილია ყველა პოლიტიკური ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლისა და

დამარცხების შემდეგ მათი პარტიების წარმატება და წარუმატებლობა. ნაშრომში

განხილულია საქართველოს ოთხივე პრეზიდენტის მმართველობისას პოლიტიკური

პარტიების მუშაობის სტილი, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ველზე და

ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ამასთანავე, სემინარში ნაჩვენებია სამოქალაქო საზოგადოებასთან მათი

ურთიერთობა და პარტიების პოლიტიკური კურსი.

Page 27: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

მთლიანობაში ნაჩვენებია დემოკრატიულ საქართველოში პარტიების წარმატებები და

წარუმატებლობა, როგორ პასუხობენ ისინი ახალ გამოწვევეს და როგორია მათი

სამომავლო პერსპექტივები.

Page 28: თბილისი 2018 წ...კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და სოციალურ

გამოყენებული ლიტერატურა:

• საქართველ-ოს პოლიტიკური ლანდშაფტი 2006. 17 გვ.

• საქართველოს კონსტიტუცია 1995 24 აგვისტო

• საქართველოს პარლამენტი - დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

• პოლიტიკური პარტების პროგრამები.

• პარტიები და თვითმმართველობა, 2007 წ. თბილისი

• პარტიული სისტემა საქართველოში, 2007 წ. თბილისი.

• წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი

პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, 2016 წ 8 ივნისი -16 ნოემბერი. 2017 წ.

თბილისი.