თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური...

120

Transcript of თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური...

Page 1: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 2: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 3: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თბილისი 2016Tbilisi 2016

გლობალიზაცია და ბიზნესი

GLOBALIZATION AND BUSINESS

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში

თეორია და პრაქტიკა

Scientific-Practical Journal

Actual Problems of Economy and

Business in Modern Globalization

Theory and Practice

Page 4: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და

ტექნოლოგიების ფაკულტეტის და გლობალიზაციის

ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის

ინსტიტუტის რეფერირებადი და რეცენზირებადი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

ამასთან, მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს ჟურნალის სარედაქციო

კოლეგიის მოსაზრებებს.

აკრძალულია ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამრავლება და

გავრცელება კომერციული მიზნებისათვის.

REFEREED AND PEER-REVIEWED INTERNATIONAL SCIENTIFIC-

PRACTICAL JOURNAL OF THE FACULTY OF BUSINESS AND

TECHNOLOGY AND OF THE INSTITUTE OF RESEARCH OF ECONOMIC

AND SOCIAL PROBLEMS OF GLOBALIZATION OF EUROPEAN

TEACHING UNIVERSITY

The each author is responsible for the accuracy of the article in journal. His

position may not coincide with the opinions of editorial board.

Reproduction on distribution of the materials published in this journal for

commercial purposes is strictly prohibited.

ISSN 2449-2396

Page 5: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული საბჭო:

ლაშა კანდელაკიშვილი (თავმჯდომარე); გოჩა თუთბერიძე (თავმჯდო-

მარის მოადგილე); ვახტანგ ქავთარაძე (თავმჯდომარის მოადგილე);

გივი ბედიანაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე); თამარ ზარგინავა;

მაია ხურცილავა; გივი ბაქრაძე; ნინო გადილია (მდივანი).

სარედაქციო კოლეგია:

ე.მ.დ., პროფესორი რამაზ აბესაძე; ე.მ.დ., პროფესორი იური ანა-

ნიაშვილი; ს.ა.დ., ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვი-

ლი (პასუხისმგებელი მდივანი); მ.ა.დ., პროფესორი ალექსანდრე

აპლაკოვი (მთავარი რედაქტორის მოადგილე); ე.ა.დ., პროფესორი,

თამილა არნანია-კეპულაძე; ე.ა.დ., პროფესორი იოსებ არჩვაძე; ბ.ა.დ.,

ასოცირებული პროფესორი გივი ბაქრაძე; ე.მ.დ., პროფესორი გივი

ბედიანაშვილი (მთავარი რედაქტორი); ე.მ.დ., პროფესორი თეიმურაზ

ბერიძე; ე.მ.დ., პროფესორი რევაზ გველესიანი; ე.ა.დ., ასოცირებული

პროფესორი ბადრი გეჩბაია; ე.ა.დ., ასოცირებული პროფესორი შალვა

გოგიაშვილი; ე.ა.დ., ასოცირებული პროფესორი ნინო დამენია; ე.ა.დ.,

პროფესორი ეკა დევიძე (მთავარი რედაქტორის მოადგილე); ე.ა.დ.,

პროფესორი ცისკარა ზარანდია; ბ.ა.დ., პროფესორი ლია ელიავა;

ე.მ.დ., პროფესორი გოჩა თუთბერიძე; მ.ა.დ., ასოცირებული პროფესო-

რი გოჩა თოდუა; ტ.ა.დ., პროფესორი თეა თოდუა (მთავარი რედაქტო-

რის მოადგილე); მიწვეული პროფესორი ინგა ქონიაშვილი (მთავარი

რედაქტორის მოადგილე ჟურნალის ინგლისურენოვან ნაწილში);

ე.მ.დ., პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, ე.ა.დ., ასოცირებული

პროფესორი გივი ლემონჯავა; ე.მ.დ., პროფესორი ელგუჯა მექვა-

ბიშვილი; ე.ა.დ., ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი; ე.ა.დ.,

ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი; ე.ა.დ., ასოცი-

რებული პროფესორი მურად ნარსია; ე.მ.დ., პროფესორი, საქართვე-

ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ

პაპავა; ე.მ.დ., პროფესორი ვახტანგ სართანია; ე.მ.დ., პროფესორი,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ავთანდილ სილაგაძე; ტ.ა.დ., პროფესორი თეიმურაზ სტურუა; ე.ა.დ.,

ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი; ე.ა.დ., პროფესო-

რი ლია ჩარექიშვილი; ე.ა.დ., პროფესორი ელენე ჩიქოვანი; ე.მ.დ.,

პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე; მ.ა.დ., პროფესორი გივი ფიფია;

ბ.ა.დ., ასოცირებული პროფესორი ლოიდ ქარჩავა; ე.ა.დ., ასოცირე-

ბული პროფესორი ნათია ხორგუაშვილი; ე.ა.დ., პროფესორი ჯამლეტ

ჯანჯღავა; ე.მ.დ., პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; ე.ა.დ., ასოცირებული

პროფესორი ვასილ ხუციშვილი; ასისტენტ-პროფესორი მარიამ ჩაჩუა.

სარედაქციო კოლეგიის უცხოელი წევრები:

ე.ა.დ., ასოცირებული პროფესორი მარინა ბარანოვსკაია (ოდესის

ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტი); ე.ა.დ., პროფესორი ტატიანა

ბორზდოვა (ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა

და სოციალური ტექნოლოგიების სახელმწიფო ინსტიტუტი); ე.ა.დ.,

ასისტენტ პროფესორი ფიტიმ დიარი (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი, მაკედონია), პ.მ.დ., დოცენტი ინტა ოსტროვსკა (დაუ-

გავპულსის უნივერსიტეტი, ლატვიის რესპუბლიკა); ე.მ.დ., პროფესორი

რიმა ტამოსიუნიენე (ვილნიუსის ეკონომიკისა და მიზნესის ინსტიტუ-

ტი); ე.ა.დ., ასისტენტ პროფესორი რეგინა დემიანიუკი (პოლონეთის

საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი);

ე.ა.დ., პროფესორი მარინა ოჩკოვსკაია (მ. ლომონოსოვის სახელობის

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის განყოფილება);

ე.მ.დ., პროფესორი, აკადემიკოსი იზეთ ზექირი (სამხრეთ-აღმოსა-

ვლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მაკედონია).

Organizational-administrative board: Lasha Kandelakishvili (Chairman); Gocha Tutberidze (Deputy Chairman);

Vakhtang Kavtaradze (Deputy Chairman); Givi Bedianashvili (Deputy

Chairman); Tamar Zarginava; Maia Khurtsilava; Givi Bakradze; Nino

Gadilia (secretary).

Editorial Board: Ramaz Abesadze, Professor, Doctor of Economic Sciences; Iuri Ana-

niashvili, Professor, Doctor of Economic Sciences; Maia Azmaifarash-

vili, Associated Professor, Doctor of Economics (Executive Secretary);

Alexander Aplakov, Professor, Doctor of Mathemathics (Deputy Chief

Editor); Ioseb Archvadze, Professor, Doctor of Economic Sciences; Tamila

Arnania-Kepuladze, Professor, Doctor of Economics; Givi Bakradze,

Associated Professor, DBA; Givi Bedianashvili, Professor, Doctor of

Economic Sciences (Chief editor); Teimuraz Beridze, Professor, Doctor

of Economic Sciences; Revaz Gvelesiani, Professor, Doctor of Economic

Sciences; Badri Gechbaia, Associated Professor, Doctor of Economics;

Shalva Gogiashvili, Associated Professor, Doctor of Economics; Nino

Damenia, Associated Professor, Doctor of Economics; Eka Devidze,

Professor, Doctor of Economic Sciences (Deputy Chief Editor); Tsis-

kara Zarandia, Professor, Doctor of Economics; Lia Eliava, Professor,

DBA; Gocha Tutberidze, Professor, Doctor of Economic Sciences; Gocha

Todua, Doctor of Mathemathics, Associated Professor; Thea Todua,

Professor, Doctor of Economic Sciences (Deputy chief editor); Mikheil

Tokmazishvili, Professor, Doctor of Economic Sciences; Inga Koniashvili,

Visiting Professor (Deputy Chief Editor in English Section of journal);

Givi Lemonjava, Associated Professor, Doctor of Economics; Elguja

Mekvabishvili, Professor, Doctor of Economic Sciences; Tea Munjishvili,

Associated Professor, Doctor of Economics; Ekaterine Natsvlishvili,

Associated Professor, Doctor of Economics; Murad Narsia, Associated

Professor, Doctor of Economics; Vladimer Papava, Professor, Doctor

of Economic Sciences, Academician of the National Academy of Sci-

ences of Georgia; Vakhtang Sartania, Professor, Doctor of Economic

Sciences; Avtandil Silagadze, Professor, Doctor of Economic Sciences,

Academician of the National Academy of Sciences of Georgia; Teimuraz

Sturua, Professor, Doctor of Technics; Shota Shaburishvili, Associated

Professor, Doctor of Economics; Elene Chikovani, Professor, Doctor of

Economics; Lia Charekishvili, Professor, Doctor of Economics; Nikoloz

Chikhladze, Professor, Doctor of Economic Sciences; Givi Pipia, Profes-

sor, Doctor of Mathemathics; Loid Karchava, Associated Professor, DBA;

Natia Khorguashvili, Associated Professor, Doctor of Economics; Jamlet

Janjghava, Professor, Doctor of Economics; Mikheil Jibuti, Professor,

Doctor of Economic Sciences; Vasil Khutsishvili, Associated professor,

Doctor of Economics; Maia Khurtsilava, Assistant-professor, Doctor of

Economics; Mariam Chachua, Assistant-Professor.

Foreign part of Editorial board members:Marina Baranovskaya, Associated professor, Doctor of Economics

(Odessa National Economics University); Tatiana Borzdova, Professor,

Doctor of Economics (Belarusian State Institute of Management and

Social Technologies of State University); Rima Tamosiuniene, Profes-

sor, Doctor of Economic sciences (Vilnius Institute of Economics and

Business); Regina Demianiuk, Assistant professor, Doctor of Economics

(Siedlce University of Natural Sciences and Humanities, Poland); Fitim

Deari, Assistant Professor, Doctor of Economics (South East European

University, Tetovo, Macedonia); Marina Ochkovskaya, Professor, Doc-

tor of Economics (Moscow M. Lomonosov State University Marketing

Department); Inta Ostrovska, docent, doctor of science in pedagogy

(Daugavpils University, Republic of Latvia); Izet Zeqiri, professor, Doctor

of science in economy, Academician (South East European University,

Tetovo, Macedonia).

Page 6: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სარჩევი CONTENT

4

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

In Commemoration of Iakob (Iasha) Meskhia

8 გამორჩეულ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს, ჩვენს კოლეგასა და მეგობარს 70 წელი

შეუსრულებოდა

10 კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები*

გლობალიზაცია, ევროკავშირი და საქართველო

Globalization, The European Union and Georgia

18 გლობალური გამოწვევები და საქართველოს რაციონალური არჩევანი

ვლადიმერ პაპავა

GLOBAL CHALLENGES AND RATIONAL CHOICE OF GEORGIA

Vladimer Papava

თეორია და მეთოდოლოგია

Theory and Methodology

30 გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის ერთიანობა –

თანამედროვე ეკონომიკური სისტემის განვითარების პარადიგმა

ელგუჯა მექვაბიშვილი

UNITY OF GLOBALIZATION AND MODERNIZATION –

THE MODERN ECONOMIC DEVELOPMENT PARADIGM

Elguja Mekvabishvili

37 სავალუტო რყევებისა და საგარეო ვაჭრობის დინამიკის პარადიგმა

მიხეილ თოქმაზიშვილი

PARADIGM OF CURRENCY EXCHANGE FLUCTUATIONS AND FOREIGN TRADE DYNAMICS

Mikheil Tokmazishvili

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები

Socio-Economic Sphere and The Systemic Problems

44 ინტერნაციონალური ტენდენციები უმაღლესი განათლების სისტემაში

ვახტანგ სართანია

INTERNATIONAL TRENDS IN HIGHER EDUCATIONAL SYSTEM

Vakhtang Sartania

Page 7: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სარჩევი CONTENT

5

52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მიხეილ ჯიბუტი

POLITICAL ARITHMETICS IN GEORGIA

Mikheil jibuti

60 პირობითობები მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშებისას

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში (საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის

მაგალითზე)

იოსებ არჩვაძე

CALCULATION OF CONDITIONALITY OF MACROECONOMIC INDICATORS IN THE CASE OF

GLOBALIZATION (ON THE EXAMPLE OF GDP OF GEORGIA)

Joseph Archvadze

68 გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის გააზრების ერთი საკითხისათვის

აკაკი ბაკურაძე

ABSTRACT CONCERNING THE ISSUE OF GLOBALIZATION AND REGIONALIZATION

Akaki Bakuradze

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები

Macroeconomics and Financial Markets

76 საქართველო მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემაში

დემურ ჩომახიძე

GEORGIA IN WORLD POWER SYSTEM

Demur Chomakhidze

81 მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმები

გივი ლემონჯავა

THE TRANSMISSION MECHANISM OF MONETARY POLICY

Givi Lemonjava

89 კვაზი ფისკალური აქტივობები და ინვესტიციების რაოდენობა ენერგეტიკის სექტორში

(საქართელოს მაგალითზე)

ირაკლი შალიკაშვილი

QUASI FISCAL ACTIVITIES AND INVESTMENTS IN ENERGY SECTOR (CASE OF GEORGIA)

Irakli Shalikashvili

96 ფულადი და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური გარემო

ვასილ ხუციშვილი

THE FORMATION OF THE MACRO-ECONOMIC ENVIRONMENT OF MONEY AND SECURITIES MARKET

Vasil Khutsishvili

Page 8: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სარჩევი CONTENT

6

ბიზნესი და ტექნოლოგიები

Business and Technology

102 ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის შეფასება

შოთა შაბურიშვილი

EVALUATION OF THE START-UP BUSINESS PROJECT

Shota Shaburishvili

106 უსადენო ქსელების ტიპები და მათი გამოყენების ასპექტები

იოსებ ქართველიშვილი, თეა თოდუა

TYPES OF WIRELESS NETWORKS AND SOME ASPECTS OF THEIR APPLICATION

Ioseb Kartvelishvili, Tea Todua

110 Windows 7-ის და Mac OS X Snow Leopard-ის ტექნოლოგიური პროცესების მართვის

შედარებითი ანალიზი

გიორგი კუჭავა, თეიმურაზ სტურუა

COMPARATIVE ANALYSIS ABOUT TECHNOLOGICAL PROCESSES MANAGEMENT OF WINDOWS 7 VS.

MAC OS X SNOW LEOPARD

George Kuchava, Teimuraz Sturua

კრიტიკა და რეცენზიები

Criticism and Reviews

116 საინტერესო და ინოვაციური გამოკვლევა

ბადრი გეჩბაია, გივი ბაქრაძე

Page 9: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

In Commemoration of Iakob

(Iasha) Meskhia

Page 10: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

8

გამორჩეულ ქართველ

მეცნიერსა და პედაგოგს,

ჩვენს კოლეგასა და მეგობარს

70 წელი შეუსრულებოდა

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნისადმი

გასული 2016 წლის დეკემბერში პროფესორ იაკობ

(იაშა) მესხიას 70 წელი შუსრულდებოდა...

ქართულმა ეკონომიკურმა მეცნიერებამ განიცა-

და დიდი დანაკარგი. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ

69 წლის ასაკში გარდაიცვალა იაშა (იაკობ) მესხია –

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-

მწიფო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი,

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და

ტექნიკის დარგში, საქართველოს ეკონომიკურ მეც-

ნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჩვენი ჟურნალის

რედკოლეგიის წევრი.

ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის განვითარების

უაღრესად საპასუხიმგებლო ეტაპზე, გამოაკლდა დიდი

მამულიშვილი, ნოვატორი მეცნიერი, მაღალი კომპე-

ტენციის მოღვაწე, თვალსაჩინო პედაგოგი, სიკეთით,

ადამიანებზე ზრუნვით გამორჩეული მეგობარი, ერო-

ვნული ტრადიციების ერთგული და დიდი ქომაგი.

ბატონი იაშას ცხოვრება რთული და წინააღმდე-

გობრივი იყო. იგი მეცნიერების წიაღში აღიზარდა და

გაიარა მეცნიერული საქმიანობის თითქმის ყველა

საფეხური – იყო წარჩინებული სტუდენტი, გამორჩე-

ული ასპირანტი, დოქტორანტი. იაშა მესხიამ საქმი-

ანობა დაიწყო უმცროსი მეცნიერმუშაკის თანამდე-

ბობაზე და წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ განვლო

გზა, ყველა საფეხური, საქართველოს ეკონომიკურ

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტამდე. დაბეჯი-

თებით შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ეკონო-

მიკურმა მეცნიერებამ, არამედ მთლიანად საქართვე-

ლოს სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიე-

რესი მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც ხშირად დროს

უსწრებდა ხოლმე, კარგად იცნობდა ეკონომიკური

მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, პრობლე-

მებს, ხედავდა მათი გადაწყვეტის გზებს, ფორმებს,

მიმართულებებს.

ბატონი იაშას მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი

როლი შეასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის

უნივერსიტეტმა, მსოფლიოში აღიარებულმა სსრკ

ნეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურმა ეკონომი-

კურ-მათემატიკურმა ინსტიტუტმა, მ. ლომონოსოვის

სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სწორედ დასახელებულ სამეცნიერო დაწესებულე-

ბებში დაამთავრა ასპირანტურა და დოქტორანტურა,

დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები

მან. ბატონი იაშას მეცნიერად ფორმირებაში დიდი

ღვაწლი აქვთ მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს,

მის მასწავლებლებსა და შემოქმედებით მეგობრებს:

ნობელის პრემიის ლაურეატ ლეონიდ კანტოროვიჩს,

აკადემიკოსებს – აბელ აგანბეგიანს, ნიკოლოზ ფედო-

რენკოს, სტანისლავ შატალინსა და სხვებს.

ბატონმა იაშამ სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო

საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ ინსტი-

ტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად და წლების მანძილზე

იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანე-

ლი, განყოფილების გამგე და დირექტორი.

ბატონი იაშა 1985 წელს დაინიშნა სსრკ სტატისტი-

კის სახელმწიფო კომიტეტის აღწიცხვის ინსტიტუტის

საქართველოს ფილიალის დირექტორად. სხვადა-

იაშა მესხია

Page 11: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

9

სხვა დროს მუშაობდა ეკონომიკისა და ფინანსთა

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ფინანსთა და

სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის

ხელმძღვანელად. აღნიშნულ თანამდებობებზე წარ-

მატებულმა საქმიანობამ განაპირობა ბატონი იაშას

აქტიური ჩართვა დამოუკიდებელი საქართველოს

ეკონომიკის ტრანსფორმაციის პრობლემების დაუშა-

ვებასა და გადაწყვეტაში. მისი მეცნიერული შრომების

დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ თემატიკას ეძღვნე-

ბა. ამ პერიოდში მკაფიოდ და მასშტაბურად გამო-

ვლინდა ბატონი იაშას უნიკალური ორგანიზატორული

თვისებები, სამეცნიერო პოტენციალის მობილიზებისა

და პრობლემების ფართო ხედვა, მეცნიერულ ლოგი-

კაზე დაფუძნებული მიდგომების მასშტაბები, რთულ

საზოგადოებრივ პროცესებში ღრმად წვდომის უნა-

რი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა – საზოგადოებამ

იგი ფართო ერუდიციის, ნოვატორული მიდგომებით

გამორჩეულ მეცნიერ-მკვლევარად აღიარა. იგი გახდა

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეც-

ნიერებისა და ტექნიკის დარგში (2004) და ორჯერაა

დაჯილდოებული ღირსების ორდენით (2001 და 2014).

ბატონ იაშას გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეც-

ნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე. მათ

შორის 35 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მას

მონაწილეობა აქვს მიღებული 40-ზე მეტ ადგილობ-

რივ საერთაშორისი სამეცნიერო კონფერენციაში, მათ

შორის ესპანეთში, თურქეთში, პოლონეთში, გერმა-

ნიაში და ა.შ.

სხვადასხვა წლებში იაშა მესხია იყო საქართველო-

ში გამომავალი თითქმის ყველა სამეცნიერო და ორი

უცხოური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიების წევრი.

მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცემოდა ჟურნა-

ლები: „გადასახადები„ და „ფინანსური კონტროლი“.

ბატონი იაშა სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის

პროცესში ახალგაზრდობიდან ჩაერთო. იგი ლექციებს

კითხულობდა ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელში.

იყო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადა-

მზადების ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი, თბი-

ლისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის რექტორი,

ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეყტის

კათედრის გამგე. უკანასკნელ წლებში ხელმძღვანე-

ლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზ-

ნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათად-

რას. პედაგოგიურ სამუშაოზე გამოავლინა ლექტორის,

აღმრზდელის საუკეთესო თვისებები: ღრმა ცოდნა,

გამჭრიახობა, კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა

და სხვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-მდე

საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ბატონი

იაშა სტუდენტ ახალგაზრდობაში მაღალი ავტორიტე-

ტით სარგებლობდა.

ბატონი იაშა მაღალი ნიჭის, ღრმა ცოდნის, კრეატი-

ული აქროვნების წყალობით მუდამ ავლენდა დროის

გამოწვევებით განპირობებულ სიტუაციებში ადეკვატუ-

რი მოქმედების უნარს. იგი თავისი ცხოვრების წესით

ყოველთვის დროის მოთხოვნების დონეზე იყო. ეს

კარგად გამოჩნდა უაღრესად რთულ სიტუაციაში სახე-

ლმწიფოს მართვის ერთ-ერთ ცენტრალურ რგოლში –

კონტროლის პალატის ხელმძღვანელად მუშაობისას.

აქ გამოვლინდა მისი პრინციპულობა, საქვეყნო საქ-

მისადმი ერთგულება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი

ინტერესების დაცვის სულისკვეთება, განსაკუთრებით,

ეკონომიკური უსაფრთხოების ყოველმხრივ დაცვის

უნარი. მუშაობის საკუთარი სტილით მან დაადასტურა,

რომ დიდი ერუდიციის მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

მაღალი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, პრინციპულო-

ბა, თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა საქმიანობის

ყველა ეტაპზე და სიტუაციაში, ადამიანებზე ზრუნვის

მომადლებული უნარი, ეროვნული ტრადიციებისადმი

ერთგულება ერთ მთლიანობაში ქმნიდა მის პიროვ-

ნულ მომხიბვლელობას, რაც ბატონ იაშას საზოგადო-

ებაში უქმნიდა ლიდერი პიროვნების სტატუსს. იაშა

მესხია ნდობის კაცი იყო.

ბატონმა იაშამ განვლო ღვთისა და განგების მიერ

მისთვის გამოყოფილი ცხოვრების გზა ღირსეულად,

როგორც ჭეშმარიტმა მეცნიერმა, აქტიურმა მოქალა-

ქემ, ერთგულმა მეგობარმა და უბრალოდ კაცად კაცმა.

გვჯერა, რომ იაშა მესხიასნაირ პიროვნებას ქვეყანა

არ დაივიწყებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი, ეკონონიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია.

ევროპის უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების

ფაკულტეტი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური

პრობლემების კვლევის ინსტიტუტი.

Page 12: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

10

კოლეგებისა

და მეგობრების

მოგონებები*1

ღირსეული მამულიშვილი, ნოვატორი

მეცნიერი, გამოჩენილი მოღვაწე

ბატონი იაშას ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღ-

ვაწეობის განვლილი გზა ადასტურებს, რომ, როგორც

პიროვნება, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იგი ერთ

მთლიანობაში წარმოადგენდა ღირსეული მამულიშვილის

თანამედროვე ტიპს, რომელსაც საზოგადოება ყოველთვის

ენდობოდა. იგი ნდობის კაცი იყო და ასეთად დარჩა.

ამიტომ გვჯერა, რომ იაშასნაირ მამულიშვილებს სამ-

შობლო არ დაივიწყებს.

ნოდარ ჭითანავა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შეუვსებელი დანაკლისი

ყველაზე დიდი სამეცნიერო აღიარება მას მოუტანა

მისმა ნაშრომებმა ეკონომიკური და სოციალური პროგ-

ნოზირების საკითხებზე...

განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება სტუ-

დენტებისადმი. ის ყოველთვის ცდილობდა სტუდენტურ

პრობლემებში კარგად გარკვევას, მისთვის მნიშვნელო-

ვანი იყო მათ გვერდით დგომა, რასაც სტუდენტები სიყვა-

რულით უფასებდნენ!

ვლადიმერ (ლადო) პაპავა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

აკადემიკოსი

იაკობ (იაშა) მესხიას ფენომენი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-

მწიფო უნივერსიტეტში მოგვიწია ერთობლივი საქმია-

ნობა (ბოლო ოთხი წელი). აქაც, სამეცნიერო და ადმი-

ნისტრაციული საქმიანობის დროს მისი შენიშვნები და

რეკომენდაციები ძალზედ ეფექტიანი იყო ჩემთვის.

ჩემს მომავალ ცხოვრებაში და საქმიანობაში ბატონი

იაშა ძალზედ დამაკლდება როგორც მეგობარი, მასწა-

ვლებელი და მრჩეველი.

თეიმურაზ ბერიძე,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

* კოლეგები და მეგობრები ბატონ იაშა მესხიაზე წიგნიდან: იაშა (იაკობ) მესხია. ტკივილითა და პატივისცემით გაჟღენთილი მოგონე-ბები. „ივერიონი“, თბილისი, 2016.

შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი იაშა მესხია

ერთ-ერთი პირველი ლექტორი იყო, რომელმაც ჩემზე

დიდი შთაბეჭდილება დატოვა...

იგი მრავალმხრივი მეცნიერი იყო. ის მაღალ დონე-

ზე იკვლევდა როგორც გამოყენებითი, ისე თეორიული

ხასიათის, განსაკუთრებით, მაკროეკონომიმური პროგ-

ნოზირების, ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის, ეკო-

ნომიკური უსაფრთხოების პრობლემებს...

რამაზ აბესაძე,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის

ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

არ მეგონა სიკვდილიც თუ დაამარცხებდა!

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პროფ. იაკობ მესხიას

მოღვაწეობა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე...

იგი ჩვენს ფაკულტეტზე მოვიდა როგორც ეკონომიკუ-

რი მეცნიერების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი, მეცნი-

ერების ორგანიზატორი, გამოცდილი სახელმწიფო მოღ-

ვაწე და განვლილი ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი

წვლილი შეიტანა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში...

ელგუჯა მექვაბიშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

იაშა ამქვეყნიდან დაუმარცხებელი წავიდა!

იაშა მესხია თავისი ნიჭიერებით, ცოდნით, ერუდიციით,

ადამიანური ხიბლით და თანადგომის უნარით უზარმაზარი

ავტორიტეტი იყო არა მარტო ეკონომისტებისთვის, არამედ

ყველასთვის, ვინც კი მას იცნობდა და ჰქონდა პროფესიუ-

ლი თუ ადამიანური ურთიერთობა. დრო რაც უფრო დაგვა-

შორებს იაშა მესხიას, მით უფრო სრულად გამოჩნდება ის

სიცარიელე, რაც მისი წასვლის შემდეგ დარჩა ქართულ

ეკონომიკურ მეცნიერებაში და მისი მეგობრების გულებში.

იოსებ არჩვაძე,

პროფესორი

„სალამი პატივცემულო“!

ეს სიტყვები ახლაც ექოსავით ყურში ჩამესმის და

დარწმუნებული ვარ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება!

ურთიერთობა არც შემდგომ გამიწყვეტია, რაც საჯარო

სამსახურში (მაშინდელ კონტროლის პალატაში) საკვა-

ნძო თანამდებობაზე დაინიშნა. ყველაზე მატად ის მიხა-

როდა, რომ იაშა მესხია იმავე იაშა მესხიად დარჩა – უშუ-

Page 13: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

11

ალო, თბილი, ყურადღებიანი. არ მახსოვს სატელეფონო

ზარისთვის არ ეპასუხოს ან თავად არ გადმოერეკოს.

ასე მხოლოდ დიდი ადამიანები იქცევიან. ბატონი იაშა

მართლაცდა დიდი ადამიანი იყო!

ზაურ ნაჭყებია,

ჟურნალისტი

საძმო-სამეგობრომ დიდი ადამიანი დაკარგა

ბატონი იაშა იშვიათი სილამაზითა და ბუნებრიობით

ათავსებდა ერთმანეთთან დაუღალავი მუშაობის უნი-

კალურ თვისებას ჩვეულებრივი ადამიანური სითბოს,

კეთილმოსურნე ხუმრობის, ყურადღების, თანადგომის

უჩვეულო უნართან.

ბატონი იაშა იყო გამორჩეული მეცნიერი, პედაგოგი,

აქტიური მოქალაქე, საქართველოზე უზომოდ შეყვარე-

ბული და მისი განვითარებისთვის მებრძოლი, მეცნიერე-

ბის შესანიშნავი ორგანიზატორი, ურთულეს სიტუაციებში

დინჯად, პრინციპულად, მაგრამ კეთილგანწყობით მოქმე-

დი პიროვნება. ბატონი იაშა მესხია იყო სოციალურ-ეკო-

ნომიკური პროგნოზირების პიონერი საქართველოში.

გივი ბედიანაშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ყოველთვის მიხაროდა შენთან საუბარი.

დღეს, დღეს კი ძალიან მიჭირს!

იაშასთან ჩემი მეგობრობა ხუთ ათწლეულს ითვლის.

სტუდენტობისას დავახლოვდით. მე პირველ კურსზე ვიყა-

ვი, ის კი ბოლო კურსზე სწავლობდა. ჯერ კიდევ მაშინ იგი

ყველას ამახსოვრებდა თავს თავისი პირდაპირობით,

სხარტი აზროვნებით, ნიჭიერებით და შემოქმედებითი

აქტივობით. მახსოვს საინტერესო შეხვედრები, დისკუსი-

ები, მსჯელობა ეკონომიკის თუ ცხოვრებისეული ყოფის

სხვადასხვა საკითხზე.

ვალერი შარიქაძე,

ეკონომიკის დოქტორი

იაშას უდროოდ წასვლამ მოუშუშებელი

ტკივილი დაგვიტოვა!

ბატონი იაშა მესხია ანალიტიკური აზროვნების მქონე

პიროვნება, მეცნიერების ფასდაუდებელი ორგანიზატო-

რი, სტუდენტთა და ახალგაზრდა სამეცნიერო ინტელი-

გენციის მასწავლებელი, სახელმწიფო მოღვაწე, საქმის

ერთგული და დაუღალავი შემოქმედი იყო.

იგი იყო მოქნილი, დიპლომატი, ასევე პრინციპული,

სამართლიანი, პირდაპირი და შეუვალი პიროვნება. ჰქო-

ნდა ადამიანების გამოცნობის იშვიათი უნარი. პირადი

ავტორიტეტითა და ხიბლით, უსაზღვროდ დიდი იუმორით,

ახერხებდა სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ სტრუქტუ-

რებში წარმატებული ადამიანების შეკრებასა და მათთან

ერთად მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას.

ზურაბ კეკელიძე

ეკონომიკის დოქტორი

„ფასს დაადებს ბოლოს ქვეყანა, ვისაც რა

დაგვითესია“ (ვაჟა)

მავანი იტყვის, იაკობ მესხია ქართული ეკონომიკური

მეცნიერების დიდი დანაკარგიაო, მე კი მგონია და ალბათ,

არ ვცდები, იგი ასევე საქართველოს მთელი სამეცნიერო

საზოგადოების და სრულიად საქართველოს აუნაზღაურე-

ბელი დანაკლისია. რა დიდებულად ბრძანებს ღმერთკაცი

კონფუცი – „მეცნიერთა მელანს ღმერთი ისე აფასებს,

როგორც წამებულთა სისხლს“.

დაბოლოს, ჩემო იაშა, შენ მარად აქაც ხარ და იქაც,

საითაც ბოლოს უსასრულო გზას დაადექი!

რევაზ გოგოხია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მან ბევრის გაკეთება მოასწრო...

იაკობ მესხიას მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელო-

ბის უნივერსიტეტში შევხვდი... იგი ამაყობდა იმით (სრუ-

ლიად სამართლიანად), რომ ნობელის პრემიის ლაუ-

რეატის ლეონიდ კანტოროვიჩის სკოლის მიმდევარი და

წარმომადგენელი იყო.

გულდაწყვეტილი ვწერ ყოველივე ზემოთქმულს,

ვინაიდან უკვე წარსულში ვიხსენიებთ იაშა მესხიას. მისი

ნაფიქრალი და ნაშრომი, წიგნების სახით დიდხანს გამო-

ადგება სამეცნიერო პედაგოგიურ სივრცეს...

ვახტანგ სართანია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ადამიანობის საზომი კაცი

იაკობ (იაშა) მესხია ასეთ შესადარ ადამიანს წარმოა-

დგენდა. ის იყო ჩვენს შორის ადამიანობის საზომი. ნასწა-

ვლი და წიგნიერი, ამბიციური და თავმდაბალი, მრავალი

კარიერული წარმატების მქონე და ყველასთვის ხელმი-

საწვდომი, თავისი პრობლემებით არავის აწუხებდა და

მაგრამ სხვისას ყოველთვის მოიკითხავდა. რა თქმა უნდა,

ჰქონდა სისუსტეებიც, რომელსაც არ მალავდა, ძალიან

იყო გახარებული მოსკოვიდან ვაჟიშვილის სტუმრობით,

ძალიან უყვარდა მეუღლე ლია.

მიხეილ ჯიბუტი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

Page 14: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

12

ჩემო იაშა, ძვირფასო მეგობარო!

მე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი შენი თანა-

კლასელი, უფრო მეტიც, თანამერხელი. იმ დროიდან

ყალიბდებოდა ჩვენი ურთიერთობა. შენ იყავი პედაგო-

გებისთვის საყვარელი მოწაფე, თანაკლასელებისთვის

შესანიშნავი მეგობარი, ყველაფერში განუმეორებელი

და მკაფიო ინდივიდუალობით გამორჩეული.

შენს მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თურმე

სავსებით შესაძლებელი ყოფილა პერიფერიულ სკოლა-

შიც მაღალი ხარისხის განათლების მიღება, რომელმაც

შემდგომში გზა გაგიკაფა დიდი მეცნიერების მწვერვა-

ლების დასაპყრობად...

შახი ლატარია,

წალენჯიხა

იაშა პიროვნული თვისებებით დროს ბევრად

უსწრებდა!

იაშა მესხია უდიდესი ადამიანი იყო, თავისი პიროვნუ-

ლი თვისებებით ბევრად უსწრებდა დროს. ვფიქრობ, რომ

იგი მომავლის, მაღალგანვითარებული საზოგადოების

ღირსეულ წევრად უნდა მოიაზრებოდეს. სამშობლოს,

ახლობლების, მეგობრების, ადამიანების სიყვარულში

დაიწვა და დაიფერფლა. ძნელია იმის ჩამოთვლა, თუ

რამდენი კეთილშობილური საქმე უკეთებია. უღალატო,

ვაჟკაცური ბუნების მატარებელი კაცი იყო. მას ვერც კი

წარმოედგინა ადამიანებისადმი სიმუხთლე. იაშა მესხია

საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვი-

დრებს.

დავით კურტანიძე,

ნიუ იორკი, 09 სექტემბერი, 2016 წ.

უპასუხოდ დარჩენილი ზარი!

იაშას დიდი მიზნები და ჩანაფიქრი ჰქონდა საქართვე-

ლოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისთვის.

მან ეს სრულად და ლაკონურად ჩამოაყალიბა ეკონო-

მიკური აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო სხდომაზე,

სადაც ჩვენ ერთხმად ავირჩიეთ აკადემიის პრეზიდენტად.

მის კოლეგებს გვჯეროდა, რომ იგი ამას ზედმიწევნით

პუნქტუალურად შეასრულებდა.

დემურ ჩომახიძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ამქვეყნად კაცობით მოსიარულე

ბატონი იაშა მადლიერებით ცხოვრობდა! მადლობდა

უფალს და მადლიერი იყო ყველასი – იცოდა, რომ უმადუ-

რობამ ღვთის ანგელოზი ეშმაკად აქცია და მადლმოსი-

ლებით მიჰყვებოდა ღვთისაგან მისთვის ბოძებულ სავალ

გზას – გზას, რომელმაც უამრავ ადამიანს გადაჰყარა...

გადაჰყარა დამნახავ-დაუნახავს, კეთილსა თუ ბოროტს,

თავმდაბალსა თუ ე.წ. დანინგ-კრუგერის ეფექტით

შეპყრობილთ, კაცსა თუ ლაჩარს. მაგრამ ყოველთვის

ამაყად, კაცურად, მხარზე ჩანთამოგდებული და პირში

მბოლავი სიგარეტით, ლაღი გულით მიუყვებოდა წუთი-

სოფლის ბილიკებს!

ნიკოლოზ ბაკაშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მსუბუქი იყო შენთვის ქართული მიწა!

ბატონი იაკობ (იაშა) მესხია იყო კარგი მენეჯერ-ორ-

განიზატორი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტო-

რიაში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ახალგაზრდა

მეცნიერ-ეკონომისტთა თანამედროვე პლეადის ჩამოყა-

ლიბებაში, ისე მეცნიერ-ეკონომისტთა „ძველი გვარდიის“

წარმომადგენელთა დასაქმებასა და ფიზიკურად გადა-

რჩენაში. დიახ, იგი გახლდათ ერთგვარი დამაკავშირებე-

ლი „ხიდი“ ძველი და ახალი თაობის ეკონომისტებისა –

მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს

მოსიყვარულე ერისკაცი!

ნარიმან ტერაშვილი,

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, შემოსავლების

სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი ექსპერტ-

აუდიტორი

გამორჩეული მეცნიერი და საზოგადო

მოღვაწე

არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც თავიანთი

პროდუქტიულობით და კვლევისადმი აკადემიური დამო-

კიდებულებით გამოირჩევიან არა მარტო ჩვენს ქვეყანაში,

არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასეთ ადამიანთა რიცხვს

მიეკუთვნებოდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტი, პროფესორი იაშა მესხია.

რევაზ კაკულია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გამორჩეულად კაცური კაცი

იაკობ (იაშა) მესხია იმ გამორჩეულ მეცნიერ-ეკო-

ნომისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც დიდი და

სასახელო საქმე უკეთებიათ თავიანთი ქვეყნისთვის და

ყოველთვის იქ და იმ დროს მდგარან, სადაც და როდესაც

ეს მის სამშობლოს დასჭირვებია...ღირსეულად დაფასდა

მისი ღვაწლი ქართული მეცნიერების განვითარებაში.

Page 15: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

13

იგი დამსახურებულად იყო საქართველოს სახელმწიფო

პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში,

ღირსების ორდენის კავალერი...

კარლო ღურწკაია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მოკრძალებაც მქონდა და პატივისცემაც!

სამწუხაროა, რომ პროფესორ იაშა მესხიაზე წარსულ-

ში გვიწევს საუბარი. იგი ქართველი სწავლული ეკონო-

მისტების თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელსაც

საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითა-

რებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. ახალგაზრდობის

დამკვალიანებელი და ქომაგი, ინდივიდუალურად გამო-

რჩეული პიროვნება, თავისი ქვეყნის პატრიოტი და პრო-

ფესიონალი მკვლევარი – ასეთად დარჩება იგი ჩვენს

მესხიერებაში.

ნუგზარ თოდუა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ღირსეული მეგობარი და კოლეგა, რომელსაც

ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს!

ბატონი იაშა ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ის დაუ-

ზარელი და მეგობრებზე თავგადადებული ადამიანი

გახლდათ. იგი ყოველთვის დაკავებული იყო, მაგრამ

ყოველთვის ეცალა მეგობრებისთვის. უნდა ვაღიაროთ,

რომ ცხოვრების წესით ყოველთვის დროის მოთხოვნების

დონეზე იდგა.

იაშა მესხია ნამდვილად ღირსეული მეგობარი იყო

და მისი დავიწყება შეუძლებელია!

სოლომონ პავლიაშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დიდი მეცნიერი, პედაგოგი და მოქალაქე

იაშა სტუდენტობის წლებშივე გამორჩეული იყო

როგორც უაღესად ზრდილი და სწავლას დაწაფებუ-

ლი ახალგაზრდა. ამაში მას ხელს უწყობდა ბუნებისგან

ნაბოძები ხალასი ნიჭი და საოცარი შრომისმოყვარეობა,

რომელიც მას შერჩა თავისი სახელოვანი ცხოვრების

ბოლომდე. იგი სტუდენტობის წლებში იყო არა მარტო

სანიმუშო ყოფაქცევისა და სწავლაში წარჩინებული სტუ-

დენტი, არამედ სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშა-

ობაში აქტიური მონაწილე...

ნუგზარ პაიჭაძე,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ძმა და მეგობარი

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტად ერთხმად იაშა მესხია ავირჩიეთ. მისი ხელ-

მძღვანელობით ჯეროვან დონეზე ჩატარდა საიუბილეო

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თბილისში და

გასვლითი სხდომა ქ. ბათუმში. იაშა მესხიას გარდაცვა-

ლება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული ეკონო-

მიკური მეცნიერებისთვის, მშობლიური უნივერსიტეტის,

მისი ოჯახისა და სამეგობროსთვის.

გიორგი შუბლაძე,

პროფესორი

ჩემო იაკობ!

შენ დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ბუმბე-

რაზი ადამიანი ბრძანდებოდი. ამავდროულად, ყველა-

ზე უბრალო და თავმდაბალი ჩანდი გარშემომყოფთა

შორის; ეს გამორჩეულობა, ეტყობა, გენეტიკურად გარ-

გუნა გამჩენმა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ამა-

ვდროულად შენი შეგნებულად გათავისებულ-შეძენილი

თვისება, შენი ცხოვრება-ქცევის კრედო იყო.

შენ ძალიან ბევრი გააკეთე, ბატონო იაკობ, ქვეყ-

ნისთვის, საზოგადოებისთვის; კიდევ ბევრის გაკეთება

შეგეძლო, რომ დაგცლოდა.

რევაზ ბასარია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დაუვიწყარო მეგობარო, ძვირფასო იაშა

შენ, ჩემო იაშა, სრულიად გამორჩეული იყავი მეც-

ნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა შორისაც... შენი,

როგორც ძვირფასი მეგობრის, გამორჩეული პიროვნების,

ცნობილი მეცნიერისა და მეცნიერების ორგანიზატორის,

ენერგიული სახელმწიფო მოღვაწის სახელი ესოდენ

ძვირფასი და დაუვიწყარია ყველა მეგობრისა და ახლო-

ბლისთვის, საზოგადოების ფართო წრისთვის.

გურამ ყუფუნია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

იგი ჩაქრა, როგორც სანთელი

იაშა ძალიან კეთილი, მეოცნებე, ფაქიზი სულის ადამი-

ანი, სხვისი ტკივილის გამზიარებელი, რომელსაც სიტყვით

არ გამოხატავდა, მაგრამ მთელი არსებით იცოდა გვერდში

დგომა. ნამდვილი მეგობრობაც იცოდა – უღალატო ადა-

მიანი იყო. ჩვენ, ქართველები ვამაყობდით, როცა სხვა

ეროვნების ასპირანტები მას ახასიათებდნენ, როგორც

ერთ-ერთ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას...

ლაურა კვარაცხელია

Page 16: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

14

შემოქმედის ცეცხლი

დიდ კონსტანტინე გამსახურდიას დავესესხები და

ვიტყვი: იაკობ (იაშა) მესხია პატარა მდინარის – ჭანი-

წყლის პირას დაბადებული კაცი იყო, რომელიც მიისწრა-

ფოდა, არ ჩამორჩენოდა დიდ მდინარეთა ახლოს დაბა-

დებულებს. მას კარგად ესმოდა, რომ ეს მხოლოდ ნიჭითა

და რუდუნებით, საქმის უანგარო სიყვარულითა და სამ-

სახურით შეიძლება!

ვინც იაშა მესხიას საფლავთან გაივლის, მათგან ბევრს

თვალწინ დაუდგება გამოჩენილი მეცნიერი, მოღვაწე,

გამორჩეული ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული

პიროვნება. ეს ხომ დიდი განძია ადამიანისთვის, ამაზე

მეტი რა იქნება!

მან აანთო შემოქმედის ცეცხლი, რომელიც არ ჩაქრე-

ბა!!

გიორგი მალაშხია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

იაშა ამ ქვეყნიდან დაუმარცხებელი წავიდა!

იაშა მესხია თავისი ნიჭიერებით, ცოდნით, ერუდი-

ციით, ადამიანური ხიბლითა და თანადგომის უნარით

უზარმაზარი ავტორიტეტი იყო არა მარტო ეკონომისტე-

ბისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც კი მას იცნობდა და

ჰქონდა პროფესიული თუ ადამიანური ურთიერთობა.

დრო რაც უფრო დაგვაშორებს იაშა მესხიას, მით უფრო

სრულად გამოჩნდება ის სიცარიელე, რაც მისი წასვლის

შემდეგ დარჩა ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში და

მისი მეგობრების გულებში.

იოსებ არჩვაძე,

პროფესორი

იაშა მესხია: აწ უკვე დიდების პანთეონის

ბინადარი

ზეგარდამო მინიჭებული კაცთადმი ძალი თითქმის

შვიდი ათეული წელი ზიდა. ყველა ღირსება და სისუსტე,

რაც ადამის მოდგმის ხვედრია მზისქვეშეთში, აღმართ-ა-

ღმართ ატარა. ისე, როგორც გამორჩეულს, მტერიც ბევრი

ჰყავდა, შური თან სდევდა ფეხდაფეხ, უწიწკნიდა ძარ-

ღვებს. მეტწილ, მუხლჩაუხრელი გარჯის ფასად, ოლიმპოს

სტუმრობდა და თაყვანისცემას უხვად იმკიდა...

ჩვენ გვქონდა ბედნიერება და გვერდში გვედგა დიდი

ადამიანი, მეცნიერი, მეგობარი, აწ უკვე დიდების პანთე-

ონის სამუდამო ბინადარი!

იური პაპასქუა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჭეშმარიტი მეცნიერი, პედაგოგი და მეგობარი

მას ადამიანის უპირველეს ღირსებად ყოველთვის

მიაჩნდა კეთილშობილება, მიმტევებლობა და გულისხ-

მიერება, ყველგან და ყველაფერში ამაღლებულს, მშვე-

ნიერსა და ლამაზს ეძებდა.

წავიდა ვალმოხდილი და პირნათელი ქვეყნისა და

ხალხის წინაშე, ათასობით აღზრდილისა და ცხოვრე-

ბის გზაზე საიმედოდ მიმავალი ახალგაზრდობის წინაშე,

წავიდა კეთილი საქმეებით ხელდამშვენებული ყველა-

სგან პატივცემული, მოკრძალების გრძნობით გამთბარი

და გაპატიოსნებული.

გედევან ხელაია,

პროფესორი

ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი

ბატონი იაშა პიროვნული ხიბლითაც იყო დაჯილდო-

ებული. მას გამოარჩევდა ის უბრალოება და სისადავე,

ასე რომ ამკობთ წარმატებულ და ამაგდარ ადამიანებს.

არაჩვეულებრივი მოსაუბრე მუდამ მზად იყო ამომწურავი

პასუხი გაეცა მისთვის დასმულ შეკითხვებზე, დოქტორა-

ნტებისთვის მიეცა ღირებული რჩევა, რომელიც ერთნაი-

რად საგულისხმო იყო მოცემულ მომენტში თუ მომავალ

საქმიანობაში.

გიორგი ღავთაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

არიან ადამიანები, რომლებიც სამარადჟამოდ

აღიბეჭდებიან ჩვენს მეხსიერებაში

ბატონი იაშა ყველას შემხიდებელი და ჭირვარამგა-

მზიარებელი იყო. თუმცა, მეჩვენება, რომ ქუთაისლების

დიდი ქომაგი და განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო

ყველა კეთილ და მამულიშვილურ საქმეში... მაღალი

ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ორგანიზა-

ტორს კონტროლის პალატის (სახელმწიფო აუდიტის)

ხელმძღვანელ თანამდებობაზეც ურთულეს პერიოდში

უწევდა მუშაობა. დიდი ზეწოლის მიუხედავად, მავანთა

შეკვეთები არ შეუსრულებია, კაცად, ადამიანად, პროფე-

სიონალად დარჩა.

ნიკო ჩიხლაძე,

პროფესორი

უნიჭიერესი კაცი

ბატონი იაშა უნიჭიერესი კაცი იყო. ძნელია მასზე წარ-

სულ დროში საუბარი. ძალიან ძნელია. მე იგი რამდენიმე

ათეული წლის წინ გავიცანი და ასე მგონია, მას სულ ვიც-

ნობდი. გარშემო მუდმივად სითბოს ასხივებდა. მაღალი

Page 17: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნას

15

ერუდიციით იყო დაჯილდოებული. ამასთან, დაუღალავი

და ენერგიული გახლდათ...

გონერ ურიდია,

პროფესორი

იაშა მესხია სიყვარულისთვის და

მეგობრობისთვის დაბადებული ადამიანი იყო

სამწუხაროდ, იაშა მესხია მაშინ დაგვემშვიდობა,

როცა თავის მოღვაწეობის ზენიტში იყო. მისი სახით

ქვეყანამ დაკარგა უდიდესი სტრატეგიული აზროვნების

ეკონომისტი, ახალგაზრდობამ – უბადლო ლექტორი და

აღმზრდელი, მეგობრებმა – უღალატო ადამიანი, ოჯახმა –

კარგი მამა და მეუღლე.

არონ სოხაძე

დიდ მეცნიერებასთან წილნაყარი!

ბატონი იაშა დიდ მეცნიერებასთან წილნაყარი,

ქართული ტრადიციული სუფრის დიდი პატივისმცემელიც

იყო. სიამოვნებდა ახლობელ ადამიანებთან ერთად საკუ-

თარ ოჯახში ზეიმის მოწყობა. ის ყოველთვის ცდილობდა,

მისულიყო სუფრის ყველა წევრთან და ფეხზე დგომით

მოფერებოდა თავის მეგობრებსა და ნათესავებს.

მას უფლისაგან მონიჭებული ჰქონდა ადამიანური

თანადგომისა და დახმარების განსაკუთრებული ნიჭი

ლხინში თუ გაჭირვების ჟამს, რაც მე არაერთხელ გან-

მიცდია.

დავით ჯალაღონია,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და

ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ჩემი მეგობარი იაშა მესხია

გულსატკენია, რომ სრულიად ახალგაზრდულ ასაკში

გამოაკლდა ბატონი იაშა თავის ოჯახს, მეუღლეს, თავის

მეგობრებსა და ნათესავებს...

ბუნებრივია, მისი ხსოვნა და მასთან გატარებული

წლები ყოველთვის ამოტივტივდება ჩემს მეხსიერებაში

ტკბილ მოგონებად და გამახსენებს იმ ურთიერთობე-

ბს, რომელიც მაკავშირებდა ამ დიდებულ და ჭეშმარიტ

ქართველთან.

რევაზ ხარებავა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ბატონი იაშა გულისხმიერი, კეთილშობილი და

სამართლიანი ადამიანი იყო!

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტი...

მისი რეგალიების სრულად ჩამოთვლა გამიჭირდება

კიდეც. მიუხედავად დიდი დამსახურებებისა და არაე-

რთი წოდებისა, თუ მაღალი თანამდებობისა, მისგან ვერ

იგრძნობდით ქედმაღლობას ან ამ რეგალიებით თავმო-

მწონებას – პირიქით, ურთიერთობისას იგი უშუალობით,

აკადემიურობითა და კორექტულობით გამოირჩეოდა და

ამით იმის მაგალითსაც კი აძლევდა ახალგაზრდა თაობას,

თუ როგორი ურთიერთობის სტილია უფრო მართებული

და მისაღები.

თამარ გოდერძიშვილი

დიდი კაცი დავკარგეთ!

ბატონი იაშა ჩემთვის და მისი დიდი საახლობლო

წრისთვის დიდი ადამიანი, უსაყვარლესი პიროვნება,

ერთგული მეგობარი, უბრალოდ, ლამაზი სულის კაცი იყო.

იგი მთელი ცხოვრება ეფერებოდა ყველას, სიკეთეს

და სიყვარულს აფრქვევდა, იმედად ედგა გაჭირვებუ-

ლებს.

და განა მარტო მე, დარწმუნებული ვარ, ყველაზე ასე

უშურველად გასცემდით სიკეთეს და სიყვარულს, ბატონო

იაშა.

ლამარა ქოქიაური,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჩვენი იაკობი!

მრავალმხრივ საინტერესო გახლდათ ბატონი იაშას

სახელმწიფოებრივი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღ-

ვაწეობა. ფაქტობრივად, სწორედ მის სახელს უკავშირ-

დება ქვეყანაში სტატისტიკისა და ფინანსების სამეცნიე-

რო-კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება. აღნიშნულ

ინსტიტუტში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები მრავალი

ეკონომისტის სამაგიდო წიგნად იქცა.

დავით კბილაძე,

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

კვალი ნათელი

არიან ადამიანები რომლებიც თავიანთი შეგნებული

ცხოვრების განმავლობაში მათი საქმიანობიდან გამო-

მდინარე, ნათელ კვალს ტოვებენ, რომლებსაც მათი

გარდაცვალების შემდეგ საზოგადოება დიდხანს არ

ივიწყებს. სამწუხაროდ, დღეს ასეთ პიროვნებაზე გვიხ-

დება უკვე წარსულში საუბარი, რამეთუ სულ ცოტა ხნის

წინ იგი ჩვენთან ერთად იყო და როგორც ყოველთვის,

აქტიურად საუბრობდა მომავლის გეგმებზე. იგი, როგორც

დიდი მეცნიერების ღირსეული მოწაფე, მთელი თავისი

Page 18: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

16

სიცოცხლის მანძილზე უანგაროდ ემსახურა მეცნიერებას

და სტუდენტ ახალგაზრდობის აღზრდას.

თეიმურაზ ბაბუნაშვილი,

პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა

აკადემიის პრეზიდენტი, ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე

ის იყო ნამდვილი „სიკვდილთან მებრძოლი

იაკობი“!

ბატონი იაშა უდაოდ ავტორიტეტული მეცნიერ-ეკო-

ნომისტი გახლდათ, რომელშიც საოცრად ჰარმონიულად

იყო შერწყმული როგორც შემოქმედებითი აზროვნე-

ბის, ისე ზეპირი და წერითი ფორმით გადმოცემის უნა-

რი, რაც გარკვეულ იშვიათობას წარმოადგენს. თავის

აზრს იგი ყოველთვის თამამად, არგუმენტირებულად და

მაღალპროფესიულად გამოხატავდა ყველგან, სადაც კი

უწევდა მოღვაწეობა – ეს იყო მისთვის ყველაზე საინტე-

რესო, სამეცნიერო-პედაგოგიური სფერო თუ საჯარო

სამსახური.

ანზორ აბრალავა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მე მას არ ვიცნობდი...

ბატონი იაშა ყველა საღად მოაზროვნე და უნარიანი,

მზარდი ახალგაზრდა პიროვნების მხარდამჭერი იყო.

აშკარად გამოხატავდა მხარდაჭერას ასეთი პიროვნებე-

ბის მიმართ, ყველანაირად ხელს უწყობდა მათ წინსვლა-

ში. მის მიერ რეკომენდირებული პიროვნებები ახლაც

წარმატებით საქმიანობენ საქართველოს სახელმწიფო

აუდიტის სამსახურში.

მურად ნარსია,

ეკონომიკის დოქტორი

ამაგდარი მეცნიერი და მოქალაქე

ბატონი იაშას პიროვნება ღვთაებრივისა და ბუნებ-

რივის შერწყმის დადასტურებაა, იმის საუკეთესო მაგა-

ლითია, თუ როგორ უნდა ემსახუროს ნამდვილი პატრი-

ოტი და მოქალაქე მშობლიურ ქვეყანას.

მისი ადამიანური კეთილშობილება ტრადიციულისა

და ზნეობრივისადმი ერთგულება იყო, როგორც მამუ-

ლიშვილს, მოქალაქეს, მეცნიერსა და აღმზრდელს, უდი-

დეს ავტორიტეტს უქმნის ინტელექტუალურ წრეებსა და

ფართო საზოგადოებაში. სიკეთის ქმედებისა და სხვათა

ტკივილების შემსუბუქებისთვის დაუცხრომელი ზრუნვა

მისი ადამიანური მოწოდება და უმაღლესი მიზანი იყო.

ვლადიმერ ღლონტი,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

დეკანი, პროფესორი. საქართველოს ეკონომიკურ

მეცნიერებათა აკადემიის წევრი

ბადრი გეჩბაია,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის

ნამდვილი წევრი

დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

მე მქონდა შესაძლებლობა, ხანგრძლივი დროის

განმავლობაში თვალ-ყური მედევნებინა დიდი მეცნი-

ერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონი იაშა მესხიას

მოღვაწეობისთვის. უდიდესი გულისტკივილის განცდა

მეუფლება, როცა წარმოვიდგენ, რომ ჩვენს გვერდით

არ არის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი

რამეების გაკეთება შეეძლო როგორც მეცნიერებაში, ისე

საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გურამ გუნავა

ბატონ იაშას და მისი მეუღლის ქალბატონ ლიას

ურთიერთობის განსაკუთრებული სილამაზისა და

უზომო ურთიერთსიყვარულის შესახებ ყველა მეგო-

ბარმა ვიცოდით, მაგრამ რაც ქალბატონმა ლიამ გაა-

კეთა თავისი უახლოესი ადამიანისთვის, ამაზე შეუძ-

ლებელია ისაუბრო აღელვების გარეშე. მან თითქმის

შეუძლებელი შეძლო და ბატონ იაშას თავისი თავგან-

წირვით ბოლო ოთხი თვის სიცოცხელე აჩუქა, რათა

მას ბოლომდე ეთქვა სათქმელი, თუ როგორ განსა-

კუთრებით უყვარს საკუთარი მეუღლე, როგორ ძვირ-

ფასია მისთვის ყოველი მისი მეგობარი და როგორ

უფრთხილდება ყოველ მათგანს, როგორ გულთან

მიაქვს ქვეყნის პრობლემები თუ მშობლიური უნივე-

რსიტეტის ცხოვრება, ფაკულტეტის თუ მისი კათედრის

ყოველდღიური საზრუნავი, საქართველოს ეკონო-

მიკურ მეცნიერებათა აკადემიის მომავალი გეგმები.

Page 19: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია, ევროკავშირი და

საქართველო

Globalization, The European Union and

Georgia

Page 20: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

18

2015 წელს ფუნქციონირება დაიწყო ახალმა

რუსულ-ყაზახურმა რეგიონულმა პროექტმა,

რომელსაც სახელად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი

ჰქვია. კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან ინტეგრაციუ-

ლი ეკონომიკური პროცესები ბელორუსს, ყაზახეთსა

და რუსეთს შორის რეგულირდება ხელშეკრულებით

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ. 2015 წლის 2

იანვრიდან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს მიუერთდა

სომხეთი, ხოლო 21 მაისს – ყირგიზეთი. საყურადღებოა,

რომ იდეა ასეთი კავშირის მიზანშეწონილობის შესახებ

ჯერ კიდევ 1994 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსუ-

ლთან ნაზარბაევმა წამოაყენა [Alpysbaeva 2014, Gleason

2001, Gleason 2002].

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არჩევანი

ევროპისაკენ (ასევე, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურე-

ბისაკენ) კარგა ხანია გაკეთებული აქვს [მაგალითად,

რონდელი 2001], ბოლო პერიოდში კვალავ გააქტიურდა

საქართველოს რუსეთთან დაახლოების თემაზე საუბა-

რი, რასაც ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ქართულ-რუსულ

ურთიერთობებში შექმნილმა გაურკვევლმა მდგომარე-

ობამ [რონდელი 2013, რონდელი 2013], ხოლო, მეორე

მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნამ და

მისმა აშკარა გააქტიურებამ.

იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს შეკითხვას, ევრაზი-

ულმა ეკონომიკურმა კავშირმა უნდა შეაცვლევინოს

საქართველოს ევროპული არჩევანი თუ არა, აუცილე-

გლობალური გამოწვევები

და საქართველოს

რაციონალური არჩევანი

ვლადიმერ პაპავაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, განზომილების ბარიერი

ბელია, განვიხილოთ თავად ამ კავშირის არსი. თანაც

იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ევროკავშირის შესახებ

და მასში გაწევრიანების გზის შესახებ საკმაო რაოდე-

ნობის ლიტერატურა არსებობს, მაშინ, როცა ევრაზიული

ეკონომიკური კავშირი ბევრად უფრო ახალი წარმონაქ-

მნია და მის შესახებ ინტენსიური კვლევა პრაქტიკულად

ამჟამად მიმდინარეობს.

ევრაზიიზმის ეკონომიკური მოდელის

შესახებ

მას შემდეგ, რაც 2011 წელს რუსეთის პრეზიდენტმა

მიერ განაცხადა ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ

[მაგალითად, Bryanski 2011], პოლიტიკოსთა და ექსპერტ-

თა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც რუსეთში ევრაზიიზმის

იდეოლოგიის საბოლოო გამარჯვება.

ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული

რუსული გეოპოლიტიკური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე

ძლიერი – ევრაზიისტული დოქტრინის მიზანია გეოგრა-

ფიულ ევრაზიაში რუსეთის განსაკუთრებული ისტორიუ-

ლი და კულტურული როლის დამკვიდრება [Lარუელლე

2008]. რუსეთში საზოგადოებრივი ინტერესი ამ თეორიაზე

გაიზარდა და მისი არსებითი მოდერნიზაცია XX საუკუნის

90-ან წლებში განხორციელდა, როცა საბჭოთა კავში-

რის დანგრევის შემდეგ რუსეთმა მისთვის ხელსაყრელი

ანტიდასავლური, იმპერიული, ინტეგრაციული დოქტრი-

ნის [Ismailov & Papava 2010; Papava 2013] ძებნა დაიწყო.

ევრაზიიზმის ეკონომიკური მოდელის თანახმად

Page 21: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია, ევროკავშირი და საქართველო ვლადიმერ პაპავა

19

[Dugin 2002] საბაზრო პრინციპი არ უნდა ემუქრებოდეს

იდეოკრატიის, ანუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხო-

ვრებაში იდეური საწყისის დომინირების საფუძვლებს.

ევრაზიისტებისთვის ბაზარი და კერძო საკუთრება განე-

კუთვნება პრაგმატულად დასაშვებ და პრაგმატულად

სასარგებლო სფეროს, რის საფუძველზეც ისინი აღი-

არებენ არა „საბაზრო ეკონომიკას“, არამედ „ბაზრის

მქონე საზოგადოებას“. შესაბამისდ, ევრაზიისტული ეკო-

ნომიკის ამოცანაა ევრაზიის სახელმწიფოში მცხოვრები

კონკრეტული ხალხების კულტურულ-ისტორიული გზის

ამსახველი ყველა ეკონომიკური სისტემის შენარჩუნება

და განვითარება. „საკუთრების პრინციპს“ ევრაზიისტები

ამჯობინებენ „ფლობის პრინციპს“, როცა მესაკუთრემ

უნდა იხელმძღვანელოს სოციალური პასუხისმგებ-

ლობით და ორიენტირება მოახდინოს საზოგადოებრი-

ვი კეთილდღეობის მიზნებზე, ანუ მესაკუთრე თავისი

საკუთრების გამოყენებისათვის პასუხისმგებელი უნდა

იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ამასთან

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნულ მეწარმე-

ობას, განახორციელოს პატერნალისტური პოლიტიკა,

თანაც გამოიყენოს სატარიფო და არასატარიფო პრო-

ტექციონიზმის მექანიზმები.

ძნელი წარმოსადგენია, თუ პრაქტიკულად როგორ

შეიძლება განხორციელდეს ევრაზიიზმის ეკონომიკური

მოდელის იმპლემენტაცია ამა თუ იმ ქვეყანაში თანამე-

დროვე გლობალიზაციის პროცესში მყოფ სამყაროში.

საყურადღებოა, რომ ევრაზიიზმის იდეების შეუთავსებ-

ლობა თანამედროვეობასთან აღიარებულია რუსი ეკო-

ნომისტების მიერაც [მაგალითად, Grinberg 2013].

ევრაზიისტების აზრით, რუსეთის გარშემო ზემოგანხი-

ლულ პრინციპებზე დაფუძნებული ევრაზიული ეკონომი-

კური გაერთიანება უნდა აყალიბებდეს დამოუკიდებელ

ეგრეთ წოდებულ „მეოთხე ზონას“, რომელიც არა მხო-

ლოდ არსით იქნება განსხვავებული დანარჩენი გიგანტუ-

რი ეკონომიკური ზონებისგან – ამერიკული, ევროპული

და წყნარი ოკეანის ზონებისგან, არამედ დაუპირისპირ-

დება კიდეც მათ [Dugin 2002].

საყურადღებოა, რომ ევარაზიიზმის ეკონომიკური

მოდელის ჩამოთვლილ თვისებებთან (ისეთებთან,

როგორიცაა, მაგალითად, „ბაზრის მქონე საზოგადოება“,

სახელმწიფო საკუთრება, როგორც საზოგადოებრივი

კეთილდღეობის მიზნის მიღწევის გარანტი) ყველაზე

ახლოს ქვეყნის მმართველობის რეჟიმიდან გამომდი-

ნარე ბელორუსის ეკონომიკაა, მაშინ როცა, განსაკუთ-

რებით, სომხეთსა და ყაზახეთში, ხოლო ყირგიზეთსა

და რუსეთში კი პოსტსაბჭოთა ეპოქის საწყის ეტაპზე,

უკვე ჩატარდა მეტ-ნაკლებად წარმატებული საბაზრო

რეფორმები.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმთავრესი ამო-

ცანა თანამედროვე ეტაპზე, მასში შემავალი ქვეყნების

სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებაა,

რაც თეორიულადაც კი არანაიარ კავშირში არ არის

ევრაზიიზმის ეკონომიკურ მოდელთან. უფრო მეტიც, ეს

დასკვნა არა მარტო ეკონომიკურ მოდელებს, არამედ

უფრო ზოგადად – ევრაზიიმზსა და ევრაზიულ კავშირზეც

ვრცელდება [Laruelle 2015].

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის

ფუძემდებლური მექანიზმი და

სირთულეები

უმთავრესი ეკონომიკური მოტივი, რაც ხელს უწყობს

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინტეგრაციულ პრო-

ცესს არის ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსა-

ვლების გადანაწილებითი მექანიზმის არსებობა. კერ-

ძოდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შიგნით საექ-

სპორტო ბაჟი (export duty) არ გადაიხდება, რის გამოც

ამა თუ იმ რესურსის ფასი მსოფლიო ფასზე ამ ბაჟის

ოდენობითაა შემცირებული, რის გამოც ხდება სამა-

მულო მრეწველობის სუბსიდირება. საექსპორტო ბაჟი

აიკრიფება მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავ-

შირის საზღვრის გადაკვეთისას, რის გამოც რუსეთის

მიერ მისაღები შემოსავლების ნაწილი გადანაწილდება

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრების სასა-

რგებლოდ. რადგანაც რუსეთის ძირითადი საექსპორტო

პროდუქცია ნავთობი და გაზია, სწორედ მათგან მიღე-

ბული შემოსავლების გადანაწილება არის ინტეგრაციის

უმთავრესი ეკონომიკური მოტივი.

მართალია, მოცემული სქემა, რასაც ევრაზიული

ეკონომიკური კავშირი ეფუძვნება რუსეთისათვის

ეკონომიკურად წამგებიანია, მაგრამ სწორედ ეს სქემა

უზრუნველყოფს მოსკოვის იმპერიული ამბიციის – საბ-

ჭოთა კავშირის თანდათანობით რეანიმაციას მოდერ-

ნიზებული ფორმით. ევრაზიული ეკონომიკური კავში-

რისადმი მოსკოვის ამგვარი მიდგომა სულაც არ არის

გასაკვირი, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ

ენერგეტიკული რესურსების გამოყენების საფუძველზე

[Hill 2004] რუსეთს აღებული აქვს კურსი არა ეკონომი-

კური განვითარებისაკენ, არამედ გეოპოლიტიკისკენ

[Appel & Gelman 2015].

საყურადღებოა, რომ დღეს ნედლეულზე, განსაკუთ-

Page 22: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

20

რებით კი ენერგომატარებლებზე, მსოფლიო ფასებს მკა-

ფიოდ გამოხატული კლების ტენდენცია აქვს, რის გამოც

ხსენებული გადანაწილებითი მექანიზმის ქმედითუნარი-

ონობა მცირდება.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ

რუსეთი განიხილავდა თავისუფალი ვაჭრობის ზონის

შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმების შესაძლებლობას

ცალკეულ ქვეყნებთან (მაგალითად, ახალ ზელანდიასთან

[მაგალითად, Ballingall 2010], ვიეტნამთან [მაგალითად,

Special Comrades’ Russia and Vietnam to Double Trade by

2015], ისრაელთან [მაგალითად, Keinon 2013], ინდოეთთან

[მაგალითად, It’s Time for Free Trade Pact with Russia,

Says India 2013], აშშ-თან [მაგალითად, Russia Looks To

Boost Bilateral Trade with US. 2013]) და რეგიონულ გაე-

რთიანებებთან (მაგალითად, ASEAN-თან [Lisovolik 2010],

EFTA-თან [მაგალითად, EFTA States Pursue Free Trade

Negotiations with Russia, Belarus and Kazakhstan 2013],

ევროკავშირთან [Maliszewska & Jarocinska 2010]). 2015

წლის 29 მაისს ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა ვიეტნა-

მთან [მაგალითად, Vietnam Signs Free Trade Agreement

With Russian-Led Economic Union. 2015], ხოლო დანარჩენ

ქვეყნებთან თუ რეგიონულ გაერთიანებებთან უმთავრე-

სად პოლიტიკურ მიზეზთა გამო შესაბამისი მოლაპარა-

კებები ან შეჩერებულია, ან არც კი დაწყებულა.

რუსი ეკონომისტების მიერ ჩატარებული პროგნოზუ-

ლი გათვლების (რომლებიც ჩატარდა ევრაზიული ეკო-

ნომიკური კავშირის შემქმნელი სამი წევრი ქვეყნისათ-

ვის – ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი) თანახმად, თავი-

სუფალი ვაჭრობის ზონის ხელშეკრულების გაფორმების

შემთხვევაში, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან

პერიოდებში, დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიმღები

არის მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი,

რუსეთი და ყაზახეთი, ხოლო ბელორუსი კი იზარალე-

ბს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე

იქნება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა [Knobel

2015]. დიდი ალბათობით ბელორუსის მსგავს მდგომარე-

ობაში შეიძლება აღმოჩნდეს სომხეთიც და ყირგიზეთიც.

იმის გთვალისწინებით, რომ ევრაზიული ეკონომიკური

კავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება,

ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის ხელშეკრულების

გაფორმების შემთხვევაში, იმ მიზნით, რომ ბელორუს-

მა და მის მდგომარეობაში მყოფმა სხვა ქვეყანამაც არ

გამოიყენოს ვეტოს უფლება აუცილებელია ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის შიგნით შემუშავდეს ხსენებუ-

ლი დადებითი ეფექტის ბელორუსის (და სხვა მსგავსი

ქვეყნების) სასარგებლოდ გადანაწილების მექანიზმი.

რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთებისა და უკრაინის

აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო 2014

წლის გაზაფხულიდან აშშ-მა და შემდეგ სხვა ქვეყნებმაც

რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედეს ეკონომიკური სან-

ქციები [მაგალითად, Koenig 2015]. ამან კი ახალი გამოც-

დის წინაშე დააყენა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი,

რადგანაც ეს სანქციები არ ვრცელდება ამ გაერთიანების

სხვა წევრ-ქვეყნებზე.

2014 წლის აგვისტოდან მოსკოვმა რუსეთის წინაა-

ღმდეგ არსებული სანქციების საპირისპიროდ შემოი-

ღო ეგრეთ წოდებული ანტისანქციები (anti-sanctions,

countersanctions) [მაგალითად, McHugh 2015] – აკრძა-

ლა რუსეთში სასურსათო საქონლის იმპორტი აშშ-დან,

ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, ნორვეგიიდან და

კანადიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ სანქციები მხოლოდ

რუსეთის წინააღმდეგაა მიღებული და არ ვრცელდება

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებ-

ზე, ამიტომ ეს უკანასკნელნი არ შეერთებიან რუსეთის

მიერ მიღებულ ანტისანქციებს. შედეგად ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის ამ ქვეყნებიდან შესაძლებე-

ლია რუსეთის ტერიტორიაზე შევიდეს ის საქონელიც,

რომლის იმპორტიც რუსეთში მოსკოვმა აკრძალა. ამ

შესაძლებობას არ გამორიცხავს ევრაზიული ეკონომი-

კური კავშირის ერთიანი საბაჟო ტერიტორია, რომელიც

ამ ორგანიზაციაში შემავალ ყველა ქვეყანას მოიცავს.

ანტისანქციების შემოღების გამოცდილებამ აჩვე-

ნა, რომ ამ ანტისანქციებით უწინარეს ყოვლისა თავად

რუსეთი ზარალობს.

აშკარაა, რომ შექმნილი ვითარება პრინციპულად

ეწინააღმდეგება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის

ერთიანი საბაჟო ტერიტორიის მთლიანობის პრინციპს.

ფაქტობრივად ეს ტერიტორია ანტისანქციების გამო

დაყოფილია ორ ნაწილად – რუსეთად და ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებად.

ალბათობა იმის, რომ მოსკოვის მიერ მიღებულ ანტი-

სანქციებს ნებაყოფლობით შეუერთდნენ ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნები დაბალია,

რადგანაც ეს ამ ქვეყნებისათვის ეკონომიკურად არა-

მიზანშეწონილია. თუ მოსკოვი ამ ქვეყნების მიმართ

გამოიყენებს ზეწოლის ამა თუ იმ მექანიზმს, ეს კიდევ

უფრო შეარყევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის

ისედაც მყიფე საფუძველს და კითხვის ქვეშ დააყენე-

ბს მის მომავალს. თანაც ისიც გასათვალისწინებულია,

Page 23: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია, ევროკავშირი და საქართველო ვლადიმერ პაპავა

21

მოსკოვის მხრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის

სხვა წევრ-ქვეყნებზე ზეწოლის რაიმე ფორმის გამო-

ყენება დააფრთხობს ამ გაერთიანების მიღმა მყოფ იმ

ქვეყნებსაც, რომელთაც მოსკოვი პერსპექტიულ გეგმებში

შეიძლება განიხილავდეს, როგორც ევრაზიული ეკონო-

მიკური კავშირის პოტენციურ წევრებს.

პოლიტიკური ამბიციების გამო თითქმის გარანტი-

რებულად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი არ იტყვის

უარს ანტისანქციებზე მანამ, სანამ რუსეთის წინააღმდეგ

მიღებული სანქციები გაუქმდება.

მაშასადამე, დღეს არსებული „სანქციები-ანტისანქცი-

ები“ სისტემის შეცვლის ალბათობა მოსკოვის მხრიდან

რაიმე დათმობის ხარჯზე ნაკლებ სავარაუდოა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიიზმის

ეკონომიკური მოდელის რეალიზაცია თანამედროვე

გლობალურ სამყაროში უტოპიაა, ხოლო ევრაზიული

კავშირის ეკონომიკური მოდელი კი არა მარტო არასტა-

ბილურია, არამედ არაადეკვატურიც არის, რაც ყველაზე

ნათლად გამოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული

სანქციებისა და მათ საწინააღმდეგოდ მოსკოვის მიერ

დაწესებული ანტისანქციების ფონზე [Papava 2015]. ამ

დასკვნას ისიც ამძაფრებს, რომ 2016 წელს, ერთი მხრივ,

სანქციებით გამოწვეული ზეწოლის ზრდის, ხოლო, მეო-

რე მხრივ – ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების

კლების ტენდენციის გაგრძელების გამო, რუსეთს ეკონო-

მიკური პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაუმწვავდება

[Dynkin & Baranovskii 2015].

საქართველოს ევროპული, თუ

ევრაზიული არჩევანის ეკონომიკური

შემადგენელი

როცა ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა ჯობია საქართველო-

სათვის ევროპული თუ ევრაზიული არჩევანი, აქ გასათვა-

ლისწინებელია ყველა ფაქტორი – როგორც ისტორიული

გამოცდილება, ისე განვითარების პერსპექტივა. ეკონო-

მიკური შემადგენელი კი არის სახელმწიფოთა ნებისმი-

ერი გაერთიანების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი,

რომლიც განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს.

მარტო იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ საბჭოთა კავ-

შირში საქართველო უკვე იყო იძულებით შეყვანილი, და

მეტი, იქ, თუნდაც მოდერნიზებულში, აღარ უნდა დაბ-

რუნდეს, საკმარისი არ არის. აუცილებელია იმის გაანა-

ლიზება, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს

ქვეყნის მომავალი. ეს კი მოითხოვს რიგი საკითხების

მეტ-ნაკლებად დეტალურად განხილვას.

უწინარეს ყოვლისა, კი ხაზი უნდა გაესვას იმას, თუ

რა არსებითი განსხვავებაა ევროკავშირსა და ევრაზიულ

ეკონომიკურ კავშირს შორის. განსხვავება კი საკმაოდ

მნიშვნელოვანია. განვიხილოთ თითოეული განმასხვა-

ვებელი მომენტი.

შექმნის მიზანი. ევროკავშირი თავიდანვე შეიქმნა,

როგორც ეკონომიკური გაერთიანება, ანუ გაერთიანე-

ბა რომლის მიზანი იყო წევრი ქვეყნების ეკონომიკური

განვითარების ხელშეწყობა. მართალია, ევრაზიული

ეკონომიკური კავშირი დასახელებაშივე შეიცავს ტერმინ

„ეკონომიკურს“, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა ეს

კავშირი არა იმდენად ეკონომიკური განვითარების ხელ-

შემწყობია, რამდენადაც ინსტრუმენტია მოსკოვის ხელში

ეკონომიკური (კერძოდ, არარუსეთის სასარგებლოდ

შემოსავლების გადანაწილებითი) მექანიზმით შეინარჩუ-

ნოს და გაზარდოს პოლიტიკური ზეგავლენა კავშირის

წევრ სახელმწიფოებზე.

თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა. მიუ-

ხედავად იმისა, რომ ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში

კრიზისული ვითარებაა შექმნილი, მთლიანად ევროკა-

ვშირი (ნაწილობრივ გამონაკლისს წარმოადგენს აღმო-

სავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა) არის განვითარე-

ბული ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება, მაშინ

როცა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შედიან პოსტ-

საბჭოთა ქვეყნები, თავისი არასრულყოფილი საბაზრო

ინსტიტუტებითა და ტექნოლოგიური ჩამრორჩენილობით

[მაგალითად, Papava 2010]. თუ ევროკავშირის წამყვანი

ქვეყნები პოსტინდუსტრიულია (ამ ტერმინის კლასიკური

გაგებით), ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემავალი

ქვეყანები (ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა,

გარდა ბალტიის ქვეყნებისა) კი – პოსტსაბჭოთა პოსტი-

ნდუსტრიალურია [Gorodezky 2013], რაც გამოწვეულია

ამ ქვეყნებში არა იმდენად მაღალხარისხიანი მომსა-

ხურების სფეროს განვითარებით, რამდენადაც სამრე-

წველო წარმოების ჩამორჩენილობით [Papava 2015].

შედეგად, თუ ევროკავშირი უმთავრესად ეკონომიკურად

განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა, ევრაზიული

ეკონომიკური კავშირში აშკარად გამოკვეთილი ინსტი-

ტუციურად და ტექნოლიგიურად ჩამორჩენილი ქვეყნების

გაერთიანებაა.

კორუფციის დონე. საერთაშორისო გამჭვირვა-

ლეობის (Transparency International) მიერ ჩატარებუ-

ლი კვლევის თანახმად, რომელიც აისახა კორუფციის

აღქმის ინდექსების რეიტინგში (Corruption Perceptions

Index ranks) [Corruption Perceptions Index 2014], 2014

Page 24: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

22

წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლებად

კორუმპირებული იყო დანია და ის მსოფლიოს 175 ქვე-

ყანას შორის პირველია, ხოლო ყველაზე მეტად კორუმ-

პირებული ევროკავშირში იყო რუმინეთი, რომელიც

მსოფლიოში საუკეთესოთა შორის 69-ეა, მაშინ როცა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირში საუკეთესო სომხე-

თია და ის მსოფლიოში მხოლოდ 94-ეა, ხოლო ყველაზე

უარესები კი არიან რუსეთი და ყირგიზეთი, რომლებიც

მხოლოდ 136 ადგილს იყოფენ. შედარებისათვის საქა-

რთველო 50-ეა და ის ამ მაჩვენებლით აშკარად ევრო-

კავშირის სტანდარტს უფრო შეესაბამება (ევროკავშირის

უახლოესი წევრი სახელმწიფოებიდან ლატვია 48-ეა,

ხოლო ჩეხეთი კი – 53-ე).

გაწევრიანების სირთულე. ევროკავშირში გაწევრი-

ანებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ აპლიკანტი

ქვეყნის სურვილი, რომ გახდეს მისი წევრი. აუცილებე-

ლია, რომ მოცემული აპლიკანტი ქვეყნა აკმაყოფილებ-

დეს ბრიუსელის მიერ აღიარებულ გარკვეულ სტანდა-

რტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული

ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამო-

ხატვის თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა. შესაბამისად,

აპლიკანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროპული

სტანდარტები ყველა ხსენებულ სფეროში, და მხოლოდ

ამის შემდეგ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ევროკა-

ვშირის გაფართოების საკითხი მოცემული ქვეყნის მასში

გაწევრიანებით. ევროკავშირთან დაახლოებისათვის

ბრიუსელის მიერ მიღებულია თანამშრომლობის სპე-

ციალური ფორმატები, როგორიცაა, მაგალითად, ევრო-

პული სამეზობლო პოლიტიკა (European Neighbourhood

Policy – ENP) და აღმოსავლეთის პარტნიორობა (Eastern

Partnership – EaP). საქართველო ორივე ამ ფორმა-

ტის წევრია [მაგალითად, Gogolashvili 2009]. სწორედ

აღმოსავლეთის პარტნიორობის ჩარჩოს გამოყენე-

ბით მოახერხა საქართველომ საკმაოდ რთული გზის

გავლა ევროკავშართან ღრმა და ყოვლისმომცველი

სავაჭრო სივრცის (Deep and Comprehensive Free Trade

Area – DCFTA) შეთანხმების მისაღწევად [მაგალითად,

Kakulia 2014], და ზოგადად ევროკავშირთან ასოცირების

შეთანხმების ხელმოწერა [Georgia, EU Sign Association

Agreement 2015].

ევროკავშირისგან განსხვავებით ევრაზიულ ეკო-

ნომიკურ კავშირში გაწევრიანებას პარქტიკულად არა-

ნაირი რთულადშესასრულებელი წინაპირობა არ აქვს

[მაგალითად, Evrazii’skii’ ekonomicheskii’ sojuz 2014],

პირიქით თავად მოსკოვის პოლიტიკური მიზანია რომ

ეს კავშირი გაფართოვდეს, რათა მასში შემავალ წევრ

სახელმწიფოებზე ეკონომიკური ბერკეტებით გააძლიე-

როს პოლიტიკური ზეგავლენა.

თუ კი შევაჯამებთ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკო-

ნომიკურ კავშირს შორის ზემოხსენებულ განმასხვავე-

ბელ მომენტებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს

უფრო ადვილად შეუძლია ევრაზიულ ეკონომიკურ კავ-

შირში შესვლა, ვიდრე ევროკავშირში. თუმცა აქვე იბა-

დება ლოგიკური კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა

შევიდეს კორუფციით მეტ-ნაკლებად ევროკავშირის

დონის მქონე საქართველო ბევრად (პირობითად ორჯერ

მაინც) უფრო კორუმპირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ

კავშირში, რომელიც ინსტიტუციურად და ტექნოლიგი-

ურად უფრო ჩამორჩენილია ვიდრე ევროკავშირი, და

თანაც ემსახურება მოსკოვის პოლიტიკურ მიზანს ეკო-

ნომიკური ბერკეტის გამოყენებით გააძლიეროს რუსეთმა

მასთან ერთ კავშირში მყოფ სახელმწიფოებზე კონტ-

როლი? აშკარაა, რომ პასუხი ვერ იქნება ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის სასარგებლოდ.

აქვე იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ევრაზიული ეკო-

ნომიკური კავშირისათვის ე.წ. „განზომილების ბარიერი“

ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ევროკავშირისათვის.

ცნობილი რუსი ეკონომისტი რუსლან გრინბერგი ამ

პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა დამოუ-

კიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (შემდგო-

მში თანამეგობრობა) ადარებს ევროკავშირს [Grinberg

2015]. კერძოდ, ქვეყნების ის გაერთიანება არის უფრო

გაადვილებული და თავად გაერთიანებასაც წარმატების

უფრო მეტი შანსი აქვს, როცა ეს ქვეყნები მეტ-ნაკლებად

თანაბარზომიერნი არიან. როდესაც იქმნება ქვეყნების

გაერთიანება, შესაბამისმა სახელმწიფოებმა უნდა მიი-

ღონ გადაწყვეტილება, თუ რაში დათმონ სუვერენიტეტის

ნაწილი და გადასცენ ის გაერთიანების მმართველო-

ბის ზესახელწმიფოებრივ ორგანოებს. როცა ქვეყნები

მეტ-ნაკლებად თანაბარზომიერნი არიან ამ საკითხში

კონსესუსის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე მაშინ,

როცა ერთი ქვეყანა და მისი ეკონომიკა ზომით რამდენ-

ჯერმე აღემატება გაერთიანებაში შემავალ სხვა ქვეყნებს

ერთად აღებულს. ამ შემთხვევაში ზომით ყველაზე დიდი

ქვეყნისათვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეი-

ძლება მან დათმოს სუვერენიტეტის ისეთივე ნაწილი,

როგორც მასზე ბევრად მცირე ქვეყნებმა. შედეგად ეს

დიდი ქვეყანა ცდილობს დათმოს სახელმწიფო საუვე-

რენიტეტის ბევრად ნაკლები ნაწილი, ვიდრე გაერთი-

ანების სხვა, მცირე ქვეყნებს აიძულოს დაათმობინოს,

Page 25: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია, ევროკავშირი და საქართველო ვლადიმერ პაპავა

23

და ამით შეინარჩუნოს გაერთიანებაში დომინანტური

მდგომარეობა.

ევროკავშირის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იმაში-

ცაა, რომ მასში გაერთიანებულია შედარებით მსხვილი

და იმავდროულად მეტ-ნალებად თანაბარზომიერი ისე-

თი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი,

იტალია და საფრანგეთი, და შედარებით მცირე და ასევე

მეტ-ნალებად თანაბარზომიერი ისეთი ქვეყნები, როგო-

რიცაა ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდები და სხვ.

გრინბერგის აზრით თანამეგობრობის ფუნქციონი-

რებისათვის „განზომილების ბარიერი“ საკმაოდ მაღა-

ლი იყო, რადგანაც რუსეთის ეკონომიკაზე მოდიოდა

მთელი თანამეგობრობის ეკონომიკის 67-70%. თუ კი

ავიღებთ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, მაშინ ეს

ბარიერი კიდევ უფრო მაღალია, რამეთუ რუსეთის ეკო-

ნომიკის წილი ამ კავშირის მთლიან ეკონომიკაში 82%-ს

აღემატება [Ob osnovnykh sotsial’no-ekonomicheskikh

pokazateljakh gosudarstv–chlenov Evraziiskogo ekonomi-

cheskogo sojuza 2015].

მაშასადამე, „განზომილების ბარიერიც“ იმის დამა-

დასტურებელია, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

არ აქვს წარმატებული განვითარების დიდი შანსი. მაშინ

კითხვა იმის შესახებ, თუ უნდა შევიდეს თუ არა ამ კავ-

შირში საქართველო, კიდევ უფრო ნაკლებად იძლევა

მასზე დადებითი პასუხის შესაძლებლობას.

ევროკავშირის წევრობა კი საქართველოსათვის არ

შეიძლება იყოს მიზანი, ის იმ მიზნის მიღწევის საშუალე-

ბაა, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნის მოსახლობას შეეძ-

ლოს ღირსეულად ცხოვრება, როცა სათანადო დონეზე

განვითარებული იქნება დემოკრატიული ინსტუტიტები,

როცა მაქსიმალურად დაცული იქნება ადამიანის უფლე-

ბები, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ

იქნება შეზღუდული, ხოლო საბაზრო ეკონომიკა იმდე-

ნად იქნება განვითარებული, რომ შექმნის ამ ღირსეული

ცხოვრების ეკონომიკურ საფუძვლებს. ამ მიზნის მისაღ-

წევად კი საქართველოსთვის აუცილებელია ევროკავ-

შირის სტანდარტების შემოღება და დამკვიდრება, რაც

საბოლოო ჯამში გამოიწვევს საქართველოს ევროკავ-

შირთან დაახლოებას.

დასკვნა

რუსული იმპერიული აზროვნების საყოველთა-

ოდ ცნობილი ევრაზიიზმის დოქტრინის ეკონომიკური

საფუძველია არა „საბაზრო ეკონომიკა“, არამედ „ბაზრის

მქონე საზოგადოება“. თანამედროვე გლობალიზაციის

პირობებში ქვეყნების გაერთიანება ევრაზიიზმის ეკონო-

მიკური მოდელის საფუძველზე თითქმის შეუძლებელია,

რამეთუ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი, რომლებშიც

დამკვიდრებულია ავტორიტარული მმართველობა იშვი-

ათი გამონაკლისის გარდა ბაზრის მქონე საზოგადოება-

სთან შედარებით უპირატესობა საბაზრო ეკონომიკას

ეძლევა.

ახლადშექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი

ეფუძვნება ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსა-

ვლების გადანაწილებით მექანიზმს, როცა რუსეთი სხვა

წევრი ქვეყნების სასარგებლოდ შეგნებით თმობს მისა-

ღები შემოსავლების ნაწილს, რათა არა მარტო ეკონო-

მიკურად დააინტერესოს ისინი, რომ იყვნენ ამ კავშირში,

არამედ ამ ეკონომიკური საფასურით შეინარჩუნოს და

გააძლიეროს მათზე პოლიტიკური ზეგავლენა.

ყირიმში შეჭრის და მისი ანექსიის, ასევე აღმოსა-

ვლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისათვის

სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის საწინააღმდე-

გოდ დასავლეთის მიერ რუსეთის მისამართით მიღე-

ბულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, და მათ საპასუხოდ

მოსკოვის მიერ უკვე დასავლეთის საწინააღმდეგოდ

ამოქმედებულმა ანტისანქციებმა, აჩვენა ევრაზიული

ეკონომიკური კავშირის სიმყიფე, მისი არასტაბილურო-

ბა. ეს უწინარეს ყოვლისა გამოიხატა იმაში, რომ ამ კავ-

შირის წევრი სახელმწიფოები არ არიან და ვერც იქნე-

ბიან რუსეთისადმი ეკონომიკურად სოლიდარულები.

ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავში-

რის შედარება არ არის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ,

რადგანაც ის პირველთან შედარებით ბევრად უფრო

კორუმპირებულია, საბაზრო ინსტიტუტები ნაკლებადაა

განვითარებული, ხოლო ტექნოლოგიურად აშკარად

ჩამორჩენილია. თანაც ევრაზიული ეკონომიკური კავში-

რის განვითარებისათვის შემაფერხებელია ე.წ. „განზო-

მილების ბარიერი“, რაც ხელს უშლის რუსეთს კავშირის

ზესახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანოების

სასარგებლოდ დათმოს სუვერენიტეტის იმდენივე ნაწი-

ლი, რაც სურს, რომ დაათმობინოს სხვა წევრ სახელ-

მწიოებს.

მართალია, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევ-

რიანება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ევროკავშირში,

მაგრამ ეს საქართველოსათვის ვერ იქნება მიმზიდველი

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ზემოხსენებული

უარყოფითი მხარეების გამო.

Page 26: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

24

გამოყენებული ლიტერატურა

1. Alpysbaeva Zh. (2014). “Nursultan Nazarbaev: Ot

idei evrazii’skogo sojuza k perspektivam evrazii’skoi’

integratsii [Nursultan Nazarbaev: From the Idea of the

Eurasian Union to the Perspectives of the Eurasian

Integration].“ zakon.kz, May 30, 2014, (In Russian), <http://

www.zakon.kz/4628189-nursultan-nazarbaev-ot-idei.

html>; Gleason G. (2001). “Kazakhstan’s Nazarbayev

Heads New EEC Organization.“ EurasiaNet, June 17,

2001, <http://www.eurasianet.org/departments/business/

articles/eav061801.shtml>; Gleason G. (2002). “Kazakhstan

Positioned as Locomotive of Eurasian Integration.“

EurasiaNet, February 10, 2002, <http://www.eurasianet.

org/departments/business/articles/eav021102.shtml>.

2. Rondeli A. (2001). “The Choice of Independent Georgia.“

In The Security of the Caspian Sea Region, G. Chufrin, ed.

New York, Oxford University Press, pp. 195-211.

3. Rondeli a. (2013). saqarTvelo-ruseTi: uaryofidan dadebiT

gaurkvevlobamde. eqspertis azri # 3. Tbilisi, saqarTvelos

strategiisa da serTaSoriso urTierTobaTa kvlevis fondi.

<http://gfsis.org/media/download/library/articles/Expert_

Opinion_GEO_3.pdf>; Rondeli, A. (2013). Georgia-Russia:

From Negative to Positive Uncertainty. Expert Opinion

No. 3. Tbilisi, Georgian Foundation for Strategic and

International Studies, <http://gfsis.org/media/download/

library/articles/Expert_Opinion_ENG_3.pdf>.

4. Bryanski G. (2011). “Russia’s Putin says wants to build

‘Eurasian Union’.“ Reuters, October 3, 2011, <http://www.

reuters.com/article/us-russia-putin-eurasian-idUS-

TRE7926ZD20111003>; Putin V. “A New Integration Project

for Eurasia: The Future in the Making.“ Permanent Mission

of the Russian Federation to the European Union, October

3. <http://www.russianmission.eu/en/news/article-prime-

minister-vladimir-putin-new-integration-project-eurasia-

future-making-izvestia-3->.

5. Laruelle M. (2008). Russian Eurasianism: An Ideology of

Empire. Washington, D.C., Woodrow Wilson Center Press.

6. Ismailov E., Papava V.(2010). Rethinking Central Eurasia.

Washington, D.C.: Johns Hopkins University-SAIS,

Stockholm: Institute for Security and Development

Policy. <http://www.silkroadstudies.org/resources/pdf/

Monographs/2010_MONO_Ismailov-Papava_Rethinking-

Central-Eurasia.pdf>; Papava, V. (2013). The Eurasianism

of Russian Anti-Westernism and the Concept of ‘Central

Caucaso-Asia. Russian Politics & Law, Vol. 51, No. 6, pp.

45-86.

7. Dugin A. (2002). “Ekonomicheskie aspekty neoevraziystva

[The Economic Aspects of Neo-Eurasianism],“ in Osnovy

Evraziystva [The Fundamental Principles of Eurasianism],

А. Dugin, ed. Moscow, Arktogeia-Tsentr, pp. 626-637. (In

Russian.)

8. Grinberg R. (2013). Kontury novoiy ekonomiki i shansy

evraziyskoiy integratsii [Contours of New Economy and

Chances of the Eurasian Integration]. Ekonomisi [Econo-

mist], No. 6, pp. 6-11. (In Russian.).

9. Dugin A. (2002). “Ekonomika: chetvertaia zona [The

Economy: The Fourth Zone],“ in Osnovy Evraziystva [The

Fundamental Principles of Eurasianism], А. Dugin, ed.

Moscow, Arktogeia-Tsentr, pp. 657-661. (In Russian.).

10. Laruelle M. (2015). Eurasia, Eurasianism, Eurasian Union:

Terminological Gaps and Overlaps. PONARS Eurasia Policy

Memo, No. 366, July. <http://www.ponarseurasia.org/

sites/default/files/policy-memos-pdf/Pepm366_Laruelle_

July2015.pdf>.

11. Hill F. (2004). Energy Empire: Oil, Gas and Russia’s Revival.

London, The Foreign Policy Centre. <http://fpc.org.uk/

fsblob/307.pdf>.

12. Appel, H., Gelman, V. (2015). “Revising Russia’s Economic

Model: The Shift from Development to Geopolitics.“

PONARS Eurasia Policy Memo, No. 397, November.

<http://www.ponarseurasia.org/sites/default/files/policy-

memos-pdf/Pepm397_Appel-Gelman_Nov2015.pdf>.

13. Ballingall J. (2010). New Zealand-Russia FTA: Another

BRIIC in the Wall.“ NZIER Insight, November 15. <http://

nzier.org.nz/static/media/filer_public/7d/c5/7dc503d6-

dda7-44b5-b9f1-2e00d613ca6e/nzier_insight_21_-_russia_

fta.pdf>.

14. „Special Comrades Russia and Vietnam to Double

Trade by 2015.“ RT Question More, November 12, 2013,

<https://www.rt.com/business/russia-vietnam-trade-

agreement-580/>.

15. Keinon H. (2013). Israel and Russia to Negotiate Free-

Trade Agreement. The Jerusalem Post, December 10.

<http://www.jpost.com/Diplomacy-and-Politics/Israel-

and-Russia-to-negotiate-free-trade-agreement-334603>.

16. “It’s Time for Free Trade Pact with Russia, Says India.“

The Hindu, April 2, 2013, <http://www.thehindu.com/

news/national/its-time-for-free-trade-pact-with-

russia-says-india/article4570802.ece>.

17. Russia Looks To Boost Bilateral Trade with US.“ RT

Question More, December 12, 2013, <https://www.rt.com/

business/russia-usa-trade-shuvalov-111/>.

18. Lisovolik Y. (2010). Is a Russia-ASEAN Free Trade Area

of Any Use?. International Affairs, Special Issue. <https://

interaffairs.ru/i/pdf_asean/11.pdf>.

19. “EFTA States Pursue Free Trade Negotiations with

Page 27: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია, ევროკავშირი და საქართველო ვლადიმერ პაპავა

25

Russia, Belarus and Kazakhstan.“ EFTA, April 12, 2013,

<http://www.efta.int/free-trade/free-trade-news/2013-

04-11-efta-rubeka-8th-rnd-fta-neg>.

20. Maliszewska, M., Jarocinska, E., (2010). Scasny M.

Modeling Economic, Social and Environmental Impli-

cations of a Free Trade Agreement Between the Euro-

pean Union and The Russian Federation. CASE Network

Reports, No. 93. <http://www.case-research.eu/upload/

publikacja_plik/29994065_CNR_93.pdf>..

21. Reuters. “Vietnam Signs Free Trade Agreement With

Russian-Led Economic Union. (2015). The Moscow Times,

May 29. <http://www.themoscowtimes.com/business/

article/vietnam-signs-free-trade-agreement-with-

russian-led-economic-union/522691.html>.

22. Knobel A. (2015). Evraziiskiy ekonomicheskiy sojuz: pers-

pektivy pazvitija i vozmozhnye prepijatstvija [Eurasian

Economic Union: Prospects and Challenges for Develop-

ment], Voprosy ekonomiki [Economic issues]. No. 3, pp.

87-108. (In Russian.)

23. Koenig P.(2015). Russia, The Circus of Economic Sanc-

tions Continues: Washington and Brussels Against

Moscow. Global Research, December 24. <http://www.

globalresearch.ca/russia-the-circus-of-economic-sanc-

tions-continues-washington-and-brussels-against-

moscow/5497752>.

24. McHugh J. (2015). Russian Sanctions: Putin Signs Decree

Ordering All Western Imported Food ‘Destroyed’.“ Inter-

national Business Times, July 30. <http://www.ibtimes.

com/russian-sanctions-putin-signs-decree-ordering-all-

western-imported-food-destroyed-2031380>.

25. Papava V. (2015). “Economic Models of Eurasianism and

the Eurasian Union: Why the Future is Not Optimistic.“

The Central Asia-Caucasus Analyst, October 29.

<http://cacianalyst.org/publications/analytical-articles/

item/13296>.

26. Dynkin, A., Baranovskii, V. (2015). eds. Rossija i mir: 2016.

Ekonomika i vneshnjaja politika. Ezhegodmyi prognoz

[Russia and the World: 2016. Annual Forecast: Economy

and Foreign Policy]. Moscow, IMEMO RAN. <http://www.

imemo.ru/files/File/ru/publ/2015/2015_024.pdf>.

27. Papava V. (2010). The Economic Challenges of the Black

Sea Region: the Global Financial Crisis and Energy Sector

Cooperation.“ Southeast European and Black Sea Studies,

Vo. 10, No. 3, pp. 361-371.

28. Gorodezky A.(2013). Antikrizisnoe regulirivanie i modeli

postkommunisticheskogo razvitija Rossii [Crisis Manage-

ment and the Post-Crisis Development Model for Russia].

Ekonomika Ukrainy [Economy of the Ukraine]. No. 5, pp.

66-74. (In Russian.)

29. Papava V. (2015). “Necroeconomics of Post-Soviet Post-

Industrialism and the Model of Economic Development of

Georgia and Russia.“ Journal of Business and Economics,

2015, Volume 6, No. 5, pp. 976-983, <http://www.

academicstar.us/UploadFile/Picture/2015-7/20157313847837.

pdf>.

30. “Corruption Perceptions Index 2014: Results.“ Transpar-

ancy International, <http://www.transparency.org/

cpi2014>.

31. Gogolashvili K. (2009). “The EU and Georgia: The Choice is

in the Context.“ In Mkrtchyan T., Huseynov T., Gogolashvili

K. The European Union and the South Caucasus. Three

Perspectives on the Future of the European Project from

the Caucasus. Europe in Dialogue 2009/01. Gütersloh,

Bertelsmann Stiftung 2009, <http://eeas.europa.eu/

delegations/georgia/documents/virtual_library/30_xcms_

bst_dms_en.pdf>.

32. Kakulia M.(2014). “Georgia’s Experiences on Developing

Trade and Trade Policy Relations with the European

Union.“ East European Studies, No. 5, pp. 137-160, <http://

vki.hu/files/download_772.html>.

33. “Georgia, EU Sign Association Agreement.“ (2015).

Civil.Ge, June, 27, 2015, <http://www.civil.ge/eng/article.

php?id=27417>.

34. Evrazii’skii’ ekonomicheskii’ sojuz (2014).. Voprosy i

otvety. Tsifry i fakty [Eurasian Economic Union. Questions

and Answers. Figures and Facts]. Moscow, Evrazii’skaja

ekonomicheskaja komissija [Eurasian Economic

Commission], 2014, <http://www.eurasiancommission.

org/ru/Documents/eaes_voposy_otvety.pdf>.

35. Grinberg R. (2015). “Kontury novoi’ ekonomiki i shansy

evraziyskoi’ integratsii [Contours of New Economy and

Chances of the Eurasian Integration].“

36. “Ob osnovnykh sotsial’no-ekonomicheskikh pokazatel-

jakh gosudarstv–chlenov Evraziiskogo ekonomichesk-

ogo sojuza [On the Main Social and Economic Indica-

tors of the Member States of the Eurasian Economic

Union].“(2015). Evraziiskaja ekonomicheskaja komissija

[Eurasian Economic Commission]. January-November,

2015, <http://www.eurasiancommission.org/ru/act/

integr_i_makroec/dep_stat/econstat/Documents/Indi-

cators201511.pdf

Page 28: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

26

Global challenges and rational

choice of Georgia

Vladimer PapavaDoctor of Economic Sciences, Professor of Ivane Javakhishvili Tbilisi State

University, Academician

Key words: European Union, Eurasian Economic Union, the dimension of the barrier

Georgia today stands at crossroads between two alter-

natives: to continue rapprochement with the Euro-

pean Union (EU) on a basis of the Association Agreement

(and to ultimately pursue membership through a lengthy,

drawn-out process), or to join the Eurasian Economic Union

(EAEU), a much simpler prospect. Georgia has long made

clear that it favors engagement with Europe and Euro-

Atlantic institutions; however, discussion of Georgia’s

rapprochement with Russia is becoming more and more

topical as a result of uncertainty in modern Georgia-Russia

relations and the establishment of the EEAU. This essay

clarifies the main differences between the EU and EAEU

in the wider context of Georgia’s future. The EAEU started

operations in 2015 and at present includes five member-

countries – Armenia, Belarus, Kazakhstan, Kyrgyzstan, and

Russia. Georgia is located between two member states –

Armenia and Russia – which creates new challenges for

Georgia’s development. Georgia and the EU signed the EU-

Georgia Association Agreement in June 2014. Despite this

agreement, talks on Georgia’s rapprochement with Russia

have recently reignited, largely sparked by the establish-

ment of the EAEU. When analyzing the suitability of these

two organization for Georgia, it is important to consider

the essential differences between them:

�� The EU was initially set up as an economic union,

with the aim of promoting the economic develop-

ment of its member states. Although the EAEU con-

tains the term “economic“ in its title, this union is

not so much a means of economic development as

it is a mechanism through which Moscow seeks to

maintain and increase its political influence on the

member states.

�� The EU is, with the partial exception of some Eastern

European member states, an association of devel-

oped economies, while the EAEU is comprised solely

of underdeveloped post-Soviet economies deficient

in their market institutions and lagging behind global

standards in technology.

�� Transparency International’s Corruption Perceptions

Index demonstrates an essential disparity between

the EU and EAEU on the issue of corruption. The

most corrupt state in the EU according to this rank-

ing is Bulgaria (75th of 175), while the least corrupt in

the EAEU is Belarus (79th). For comparison, Georgia

ranks 44th.

�� For a country to join the EU, it must meet certain

standards set by Brussels in areas such as demo-

cratic institutions, human rights, freedom of speech

and expression, and market economy. Furthermore,

only after an applicant country has met European

standards in the above areas is the issue of for-

mal membership placed on the agenda. In order to

Page 29: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Globalization, The European Union and Georgia Vladimer Papava

27

encourage rapprochement with the EU, Brussels

has adopted special formats of cooperation – for

instance, the European Neighborhood Policy (ENP)

instrument and the Eastern Partnership (EaP). Geor-

gia is a participant in both formats. It is through the

application of the EaP framework that Georgia has

managed to successfully traverse the rather difficult

path towards the entry into force of the Deep and

Comprehensive Free Trade Area (DCFTA) and the

Association Agreement. Unlike the EU, the EAEU

has virtually no complex preconditions for member-

ship. On the contrary, Moscow’s aim is to expand

the union in order to increase its political influence

on member-states via economic leverage, with no

concern for economic and political standards such

as those emphasized by the EU.

�� When the essential differences between the EU

and the EAEU are summed up, it can be concluded

that Georgia can more easily attain membership in

the latter than in the former. However, this evokes

a separate question: why would Georgia, a country

with a more or less EU-level standard of corrup-

tion, enter into the much more corrupt EAEU, which

lags behind the EU in institutional and technologi-

cal terms, and serves Moscow’s political objective

of strengthening Russian control over the member

states? The answer, of course, is that it would not be

in Georgia’s interest to pursue EAEU membership.

Moreover, it is important to emphasize that the so-

called “commensurability barrier“ for the EAEU is much

more significant than for the EU. Ruslan Greenberg, a

Russian economist, outlines this issue through the com-

parison of the Commonwealth of Independent States (CIS)

and the EU Greenberg shows that an alliance of countries

is streamlined and possesses a higher chance of success

when the commensurables (sizes) of the member coun-

tries are more or less comparable. When an alliance of

countries is formed, the states concerned should make a

decision on the areas where they are ready to relinquish

part of their sovereignty in favor of the supranational gov-

erning bodies of the association. When the commensura-

bility of the countries is more or less analogous, reaching

consensus on this matter is easier than when one country

and its economy are several times larger in size than those

of all the other constituents of the union put together. In

this case, the largest country finds it difficult to imagine

how it can be expected to yield a share of its sovereignty

equivalent to that of much smaller states. As a result, this

large country attempts to relinquish far less of its state

sovereignty than it obligates the other smaller member

states to surrender, thereby maintaining a dominant posi-

tion in the association.

One of the reasons of the EU’s success is also the fact

that it consolidates relatively large and simultaneously

commensurably more or less homogeneous countries, such

as Germany, Great Britain (before the implementation of

Brexit), Italy and France, and relatively small but commen-

surably comparable countries, such as Belgium, Ireland,

the Netherlands, and others.

According to Greenberg, the “commensurability barrier“

for the CIS was rather high, since the Russian economy

accounted for 67-70 percent of the entire economy of the

CIS. This barrier is even larger in the EAEU, as Russia’s

constitutes over 82% of the entire economy of the union.

The issue of, the “commensurability barrier“ is a further

indication that the EAEU does not have a high chance of

success and an additional.

Page 30: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 31: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია

Theory and Methodology

Page 32: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

30

გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის

ერთიანობა – თანამედროვე ეკონომიკური

სისტემის განვითარების პარადიგმა

1990-იანი წლების დასაწყისიდან მსოფლიო

ეკონომიკისა და პოლიტიკის განვითარების

მაგისტრალურ მიმართულებას გლობალიზაცია განსა-

ზღვრავს, რომელიც რთული, მრავალწახნაგოვანი, წინა-

აღმდეგობრივი პროცესია, მოიცავს რა თანამედროვე

საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა მხარეს

და მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც ცალკეული

ინდივიდების, ასევე მთელი სახელმწიფოების, რეგიო-

ნების ცხოვრების პირობებსა და განვითარების პერ-

სპექტივებს.

გლობალიზაციას გარდამავალი ხასიათის მქონე ორი

პროცესი დაერთო – ინდუსტრიულად განვითარებული

მოწინავე ქვეყნების პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე

გადასვლა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სისტე-

მური პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია. ამ პირობებში

უაღრესად აქტუალურია გლობალიზაციასთან პოსტი-

ნდუსტრიული მოდერნიზაციისა და პოსტკომუნისტური

ტრანზიტის თავსებადობის უზრუნველყოფის საკითხი,

რომლის ანალიზს ეხება წინამდებარე ნაშრომი.

ეკონომიკის გლობალიზაცია –

ზოგადცივილიზაციური

გლობალიზაციის საფუძველი

სამეცნიერო ლიტერატურაში ეკონომიკის გლობა-

ლიზაციის მრავალი განმარტება არსებობს, რომელთა

ერთგვარი შეჯერების საფუძველზე შეიძლება ჩამოვა-

ყალიბოთ მისი შემდეგი დეფინიცია: ეკონიმიკის გლო-

ბალიზაცია არის საქონლის, მომსახურების, სამუშაო

ძალის, კაპიტალის (ფინანსების) თავისუფალი, ტრან-

საზღვრითი გადაადგილების, საერთაშორისო ბაზრე-

ბის ურთიერთკავშირების გაძლიერებისა და ურთიერ-

თშერწყმის, ზესახელმწიფო დონეზე რეალური დროის

რეჟიმში ფუნქციონირებადი ეკონომიკური სისტემის

ანუ გლობალური ეკონომიკის შექმნის პროცესი. განსა-

კუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გლობალური

ეკონომიკა როგორც ეკონომიკის გლობალიზაციის პრო-

ცესის ობიექტური და კანონზომიერი შედეგი, არის არა

მასში შემავალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მეურ-

ნეობების მექანიკური ჯამი, არამედ მთლიანი სისტემა,

რომელსაც ფუნქციონირების საკუთარი კანონზომიერე-

ბები, ინსტიტუტები და მექანიზმები გააჩნია (მექვაბიშვი-

ლი, 2009). ამ თვალსაზრისით ეკონომიკის გლობალი-

ზაცია და გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირების

დაწყება გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნას

უკავშირდება.

ეკონომიკის გლობალიზაციამ ახალი სული შთაბერა

1970-იანი წლების ბოლოდან ინდუსტრიულად განვითა-

რებულ ქვეყნებში დაწყებულ პოსტინდუსტრიულ საზო-

გადოებაზე გადასვლის პროცესს, რომლის საფუძველს

ე.წ. „ახალი ეკონომიკა“ წარმოადგენს. განასხვავე-

ბენ „ახალი ეკონომიკის“ ვიწრო და ფართო გაგებას.

პირველი თვალსაზრისით, ამ ცნების ქვეშ მოიაზრება

ელგუჯა მექვაბიშვილიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია, საინფორმაციო რევოლუცია, ინოვაციური ეკონომიკა, მოდერნიზაცია, რეინდუსტრიალიზაცია.

Page 33: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია ელგუჯა მექვაბიშვილი

31

ზოგადად მაღალი ტექნოლოგიების, კონკრეტულად

კი საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების

სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკის სხვადასხვა

სფეროში მათი ფართო გამოყენების პროცესები. მას-

ში ასევე იგულისხმება კომპიუტერებით და ინტერნეტის

ქსელით ინფორმაციის შექმნის, შენახვის, გავრცელების

და მიღების ფუნქციონირებადი სისტემა. ფართო გაგებით

„ახალ ეკონომიკაში“ განიხილავენ ტექნოლოგიური სფე-

როს, ბიზნესის წარმართვის წესების, საქმიანი ეთიკის

და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მექანი-

ზმების ერთობლიობას. „ახალი ეკონომიკის“ ვიწრო და

ფართო გაგების დამაკავშირებელი არის ინფორმაცია

და ინფორმაციული ტექნოლოგიები, რის გამოც თანამე-

დროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში „ახალი ეკონომი-

კა“ ხშირად მოიხსენიება „საინფორმაციო ეკონომიკის“

სახელწოდებით. ინფორმაცია გლობალიზაციის ეპოქა-

ში წარმოების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გადაიქცა,

რომელიც პრინციპულად განსხვავდება ტრადიციული

მატერიალური რესურსისგან. ეს განსხვავება მდგომა-

რეობს შემდეგში:

�� მატერიალური რესურსისგან განსხვავებით, რომ-

ლის გაყიდვის შემდეგ მისი წინა მფლობელი მასზე

სრულიად კარგავს საკუთრების უფლებას, ინფო-

რმაციის გაყიდვისას, მისი გამყიდველი, როგორც

წესი, რჩება ამ ინფორმაციის მფლობელად და

ყოველთვის შეუძლია მისი ხელახალი გაყიდვა

(ა. გ. მოვსესიანი, ს. ბ. ოგნივცევი, 2004).

�� მატერიალურ რესურსზე შეზღუდულობის პრო-

ბლემა ვრცელდება, ინფორმაცია როგორც რესუ-

რსი კი პრაქტიკულად შეუზღუდავი და მრავალჯე-

რადი გამოყენებისთვის ვარგისია.

�� ინფორმაციის კვლავწარმოება ტრადიციული

რესურსისგან განსხვავებით დიდ დანახარჯებ-

თან არ არის დაკავშირებული ანუ „ინფორმაცია

წარმოებაში ძვირია, მაგრამ რეპროდუქციაში

იაფი“. ისეთ საინფორმაციო პროდუქტებს, როგო-

რიცაა პროგრამები, ვებგვერდები და ა.შ. ახასია-

თებს შედარებით მაღალი მუდმივი დანახარჯები

და საოცრად დაბალი ცვალებადი დანახარჯები,

რის გამოც მათ წარმოებაში ფართოდ გამოიყენება

მასშტაბის ეფექტი.

�� ინფორმაცია განუყრელად არის დაკავშირებული

ადამიანის გონებრივ და ინტელექტუალურ განვი-

თარებასთან. სწორედ ადამიანია ინფორმაციის

შემქმნელი, მატარებელი და მომხმარებელი. ეს

გარემოება განსაზღვრავს ე.წ. „ადამიანი-კაპიტა-

ლის“ გადამწყვეტ როლს თანამედროვე ეკონო-

მიკურ სისტემაში.

ინფორმაციასთან ერთად „ახალი ეკონომიკის“ და

„ინოვაციური ეკონომიკის“ სისტემაშემქმნელი ელემე-

ნტებია ცოდნა და ინოვაციები, რის გამოც ძალიან ხში-

რად „ახალ ეკონომიკასთან“ ერთად და მის გვერდით

განიხილება „ცოდნის ეკონომიკისა“ და „ინოვაციური

ეკონომიკის“ კატეგორიები.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასა-

წყისში, კერძოდ, 1962 წელს ამერიკელი მეცნიერის ჯ. მაჰ-

ლუპის მიერ გამოიცა წიგნი – „ცოდნის წარმოება და

გავრცელება აშშ-ში“, რომელშიაც ცოდნის ეკონომიკა

წარმოების დამოუკიდებელ სფეროდ იყო გამოყოფილი,

ხოლო თავად ცოდნა აღიარებული იყო ეკონომიკური

ზრდის მთავარ ფაქტორებად. შემდგომში ეს ტენდენცი-

ები არნახულად განვითარდა და უძველესმა სენტენცი-

ამ – „Sientia est Potentia“ – „ცოდნა ძალაა“ – სრულიად

ახალი შინაარსული დატვირთვა შეიძინა.[Neef 1998].

„ზრდის ახალი თეორიის“ ფუძემდებლის პ. რომერის

აზრით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი დროთა

განმავლობაში მაღლდებოდა ცოდნის გამოყენებიდან

გაზრდილი უკუგების წყალობით [Romer 1994]. მენეჯმე-

ნტის პრობლემების თვალსაჩინო ამერიკელი მკვლევარი

პ. დრუკერი წერს: „ცოდნის გამოყენება შრომის ორგა-

ნიზაციაში იწვევს შრომის მწარმოებლურობის ზრდის

ფეთქებად ეფექტს“ [Друкер 1993].

ახალი ეკონომიკის მესამე ელემენტი, როგორც აღვ-

ნიშნეთ, ინოვაციაა, რის შესახებაც პირდაპირ მიუთითე-

ბს ამ ფენომენის კვლევის აღიარებული სპეციალისტი

რ. ალკალი [Alkaly 2003].

ეკონომიკურ ლიტერატურაში დამკვიდრებული საე-

რთო მოსაზრებით, XX საუკუნე შედარებით სტაბილური

ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა, რომლის ძირი-

თად მიზეზს წარმოადგენდა რადიკალურ აღმოჩენებსა

და გამოგონებებზე დამყარებული ახალი ინოვაციური

სივრცეების ათვისება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრე-

ბით გამორჩეული იყო XX საუკუნის პირველი ნახევარი,

როცა აღმოცენდა ოთხი ინოვაციური საწყისი: ელექტ-

რობა, შიგაწვის ძრავა, ნავთობქიმია ახალი მასალების

შექმნის ჩათვლით და გართობა-კომუნიკაციის თვისო-

ბრივად ახალი საშუალებები: რადიო, ტელევიზია და

კინოინდუსტრია. ეკონომიკის განვითარების შინაარსს

განსაზღვრავდა მასობრივი მოხმარების პროდუქტთა

წარმოების სწრაფი განვითარება, რის საფუძველზეც

Page 34: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

32

ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში მოხდა ე.წ.

„მასობრივი მოხმარების საზოგადოების“ მოდელის

ფორმირება. მეორე ინოვაციური ტალღა მსოფლიოს

მოწინავე ნაწილში XX საუკუნის შუა პერიოდიდან დაი-

წყო და აღინიშნა ატომური ენერგეტიკის, სარაკეტო-კოს-

მოსური ტექნიკის წარმოებით და ახალი ტექნოლოგიური

რევოლუციის დაწყებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

მეორე ტალღამ ნაკლები ზეგავლენა იქონია ადამიანთა

ყოველდღიურ ცხოვრებაზე ინოვაციის პირველ ტალღა-

სთან შედარებით. 1980-1990-იან წლებში ინოვაციურმა

პროცესებმა სახეცვლილება განიცადა, რაც გამოიხატა

ინოვაციური აღმოჩენებიდან მათ ტექნოლოგიზაციასა

და კომერციალიზაციაზე პრიორიტეტის გადანაცვლე-

ბით. არნახულად გაიზარდა სამეცნიერო კვლევებისა და

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების პრაქტიკაში

დანერგვის სოციოეკონომიკური და განსაკუთრებით

კომერციული ეფექტიანობა. მეოცე და ოცდამეერთე საუ-

კუნეთა მიჯნაზე, რელიეფურად გამოიკვეთა მსოფლიო

(გლობალური) კვლავწარმოების სისტემის სპეციფიკური

შემდეგი გეოეკონომიკური სივრცეები:

�� ჩრდილოატლანტიკური რეგიონი აშშ-ს მეთაურო-

ბით, როგორც ინოვაციური პროცესების განმახო-

რციელებელი ერთგვარი „შტაბი“ – „გამრღვევი“

მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით, ადამიანური

რესურსის კაპიტალიზაციის არნახულად მაღალი

დონით, სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივით,

მაღალი ინოვაციური კულტურით და ა.შ.

�� ინდოჩინეთი და სამხრეთ ამერიკის ეკონომიკუ-

რად შედარებით წინწასული ქვეყნები, რომლებიც

იაფი მუშახელისა და ბუნებრივი რესურსის გამო-

ყენებით ტნკ-ებთან კოოპერაციით ახორციელებენ

ფართო მოხმარების საგნების სერიულ წარმოებას

და ექსპორტს.

�� აფრიკის, სამხრეთ ამერიკის შედარებით ჩამორჩე-

ნილი და დსთ-ს ბევრი ქვეყანა, რომელიც ეწევა

ნედლეულის მოპოვებას, ექსპორტს და ასრულებს

სატრანზიტო ფუნქციას.

მსოფლიო ამჟამად რეალურად დგას ახალი ტექ-

ნოლოგიური რევოლუციის აუცილებლობის წინაშე,

რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს გლობალიზაციის

მოთხოვნების შესაბამისი პოსტინდუსტრიული მოდერნი-

ზაციის დაწყებას. მან უნდა უზრუნველყოს გლობალური

ინოვაციური გარღვევა და ეკონომიკური სისტემის ახალ

თვისობრიობაში გადაყვანა.

მოდერნიზაცია და მისი პოლიტიკურ-

ეკონომიკური მდგენელი

„მოდერნიზაციის“ ცნების ვიწრო და ფართო გაგება

არსებობს. პირველი თვალსაზრისით, იგი ნიშნავს ტრა-

დიციული აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიულ

საზოგადოებაზე გადასვლას. ფართო გაგებით, მოდერ-

ნიზაციაში იგულისხმება სოციუმის ეკონომიკურ, სამა-

რთლებრივ და სხვა სფეროში ასინქრონული ცვლილე-

ბების განხორციელება და ამ კონტექსტით მოდერნიზაცია

გათანამედროვეობის, განახლების, საზოგადოებრივი

პროგრესის სინონიმად მიიჩნევა.

მოდერნიზაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელ-

შიაც რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს. პირველი

ეტაპი ევროპაში დაიწყო XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნა-

ზე და მოიცვა ჯერ ინგლისი, შემდეგ კი საფრანგეთი,

ნიდერლანდები და ბელგია. ამას მოჰყვა მოდერნიზაცია

გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. მოდერნი-

ზაციის მეორე ეტაპმა მოიცვა ევროპის პერიფერიული

ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აგრეთვე ლათინური

ამერიკის დიდი ქვეყნები – ბრაზილია და არგენტინა.

მოდერნიზაციის მესამე ეტაპი ქრონოლოგიურად უკავ-

შირდება 1970-1980-იან წლებს და მოიცავს სამხრეთ-ა-

ღმოსავლეთ აზიის ე.წ. „ახალ ინდუსტრიულ“ ქვეყნებს,

რომლებსაც ზოგჯერ „აზიურ ვეფხვებსაც“ უწოდებენ.

და ბოლოს, ინდუსტრიალიზაციის ახალი ეტაპი – ე.წ.

„პოსტინდუსტრიალიზაციის“ სახით იწყება 1990-იანი

წლებიდან ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებულ

ქვეყნებში, პირველ რიგში აშშ-ში და გლობალიზაციის

ძლიერ ზეგავლენას განიცდის.

ეკონომიკის მოდერნიზაცია არის მოდერნიზაციის

ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილი და მისი სხვა

მიმართულებების საფუძველი. იგი გულისხმობს: თანამე-

დროვე ეკონომიკური ზრდის მექანიზმის შექმნა-ამოქმე-

დებას, ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში სასოფლო-

სამეურნეო წარმოების ხვედრითი წილის შემცირებას

და მრეწველობის, განსაკუთრებით მისი გადამამუშავებე-

ლი დარგის, ასევე მომსახურების სფეროს წილის ზრდას,

ინდუსტრიული ეკონომიკის ინსტიტუციონალური კარკასის

ფორმირებას, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების

ახალი ფორმების, მეთოდების, ინსტრუმენტების, მექანი-

ზმების გამოყენებას, ეკონომიკური პოლიტიკის შერეული

ეკონომიკის განვითარებაზე კონცენტრირებას და ა.შ.

ეკონომიკური მოდერნიზაცია შეუძლებელია გარკვე-

ული პოლიტიკური უზრუნველყოფის გარეშე. ამ თვალ-

Page 35: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია ელგუჯა მექვაბიშვილი

33

საზრისით გამოიყოფა დემოკრატიული მოდერნიზაცია

და ავტორიტარული მოდერნიზაცია. ცალკე დგას ე.წ.

„ტოტალიტარული მოდერნიზაცია“, რომელიც ფაშისტურ

გერმანიასა და საბჭოთა კავშირში განხორციელდა.

დემოკრატიული მოდერნიზაცია ძირითადად ევროპის

ქვეყნებში წარიმართა და ინგლისი გვევლინება ამ თვა-

ლსაზრისით პიონერ ქვეყნად. დემოკრატიული მოდერ-

ნიზაცია მუდმივად მიმდინარეობს და განახლების პრო-

ცესს განიცდის. ამჟამად დღის წესრიგში ლიბერალური

(წარმომადგენლობითი) დემოკრატიის „მონიტორინგულ

დემოკრატიად“ ტრანსფორმირების ამოცანა [Kean 2009].

ავტორიტარული მოდერნიზაცია დამახასიათებელია

განვითარებადი სამყაროსთვის ე.წ. „სწრაფად მზარდი

ბაზრის“ (emergency market) მქონე ქვეყნებისთვის და

ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. გამოყოფენ

ავტორიტარული მოდერნიზმის რამდენიმე სახეობას:

„განათლებული“ ანუ „რბილი“ ავტორიტარიზმი – სინგა-

პურში, ტაივანზე, სამხრეთ კორეაში, „მკაცრი“ ავტორიტა-

რიზმი – ჩილეში გენერალ ა. პინოჩეტის მმართველობის

და ინდონეზიაში გენერალ სუხარტოს მმართველობის

პერიოდში; „პარტიული“ ავტორიტარული მოდერნიზმი –

ჩინეთში, „საპარლამენტო“ ავტორიტარული მოდერნი-

ზმი – ინდოეთსა და იაპონიაში.

ამჟამად მეცნიერებს შორის დისკუსია მიმდინარეობს

ეკონომიკური მოდერნიზაციის სხვადასხვა პოლიტიკური

ფორმის ურთიერთმიმართების საკითხზე. ზოგიერთი

მკვლევარი, მაგალითად, გ. ვაინშტეინი საერთოდ

უარყოფს ეკონომიკური მოდერნიზაციის პოლიტიკუ-

რი კონტექსტის მნიშვნელობას და აღნიშნავს: „ზოგჯერ

მოდერნიზაცია წარმატებით ხორციელდებოდა დემოკ-

რატიის, ზოგჯერ კი ავტორიტარიზმის პირობებში... საბო-

ლოო ანგარიშით, მისი წარმატებულობა განისაზღვრე-

ბოდა არა პოლიტიკური სისტემის ხასიათით, არამედ

საზოგადოების ხარისხობრივი პარამეტრებით და ადა-

მიანური კაპიტალის განვითარების დონით“ [Вайнщтеин

2010]. თუკი მოდერნიზაციის წარმატება არ არის დეტე-

რმინირებული მისი პოლიტიკური კონტექსტით, ნიშნავს

თუ არა ეს, რომ არსებობს არჩევანი დემოკრატიასა და

ავტორიტარიზმს შორის? ვაინშტეინის აზრით, „ბევრი

ქვეყნისთვის ეს მართლაც ასეა“. თავის მოსაზრებებში

კიდევ უფრო კატეგორიულია მეცნიერი ვ. სუმსკი, რომე-

ლიც წერს: „მოდერნიზაცია მოითხოვს ავტორიტარულ

პოლიტიკურ უზრუნველყოფას. დემოკრატია დამახა-

სიათებელია მხოლოდ მის დამამთავრებელ ეტაპზე“

[Сумски 2010]. აღნიშნული კანონზომიერება, ამ ავტორის

აზრით, გარდამავალი ეპოქებისთვისაა დამახასიათე-

ბელი, რომელთაგან ერთ-ერთში ამჟამად მსოფლიო

იმყოფება. ამიტომ „უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს

ათწლეულში ვერ მოხერხდება დემოკრატიის გლობა-

ლური ზეიმი და მსოფლიო ერთგვარად „გამოეკიდება“

ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის“.

ავტორიტარული მოდერნიზმის გარდაუვალ აუცი-

ლებლობაზე მიუთითებს ე.წ. „სინგაპურული ეკონო-

მიკური სასწაულის“ შემოქმედი, ამჟამად სინგაპურის

„დამრიგებელი მინისტრი“ ლი კუან იუ: „საზოგადოე-

ბის გარდამავალ ეტაპზე ობიექტური აუცილებლობაა

არჩევანის გაკეთება – ან დემოკრატია, ან ეკონომიკური

პროგრესი“ [artishev.com|html]. მისივე აზრით, დემოკ-

რატიაზე გადასვლა უნდა იყოს „კონტროლირებადი“

და „ეტაპობრივი“, რათა მან არ წარმოშვას ქაოსი და

კატასტროფა.

ზემოაღნიშნული ავტორებიდან დიამეტრულად

საპირისპირო მოსაზრება გააჩნია მკვლევარ ვ. შეინისს,

რომელიც კატეგორიულად მიუთითებს, რომ „ჩვენს

დროში მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის ერთ-

მანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია“ [Шейнис 2013].

წინამდებარე სტატიაში ჩვენს ამოცანას არ წარმოა-

დგენს ზემოთ მოყვანილ დისკუსიაში ჩაბმა. ერთადერთი,

რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, არის გლობალიზა-

ციის ზეგავლენა განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე

მოდერნიზაციაზე. გლობალიზაცია, რომელიც ნიშნავს

გახსნილობის მაღალ ხარისხს ეკონომიკურ ურთიე-

რთობებში, განვითარებად ქვეყნებში მოდერნიზაციის

პირობებში მსოფლიო რესურსის ფართო გამოყენების

შესაძლებლობას წარმოქმნის. ამ რესურსში განსაკუთ-

რებული ადგილი უკავია განვითარებული ქვეყნებიდან

შედინებულ ისეთ წარმოების ფაქტორებს, როგორი-

ცაა ცოდნა, ტექნოლოგიები და კაპიტალი. ამასთანავე,

გლობალიზაციას, რომელიც ხშირად „ვესტერნიზაცია-

სთანაა“ გაიგივებული, განვითარებად ქვეყნებში შეაქვს

დასავლური ფასეულობები: დემოკრატია, ადამიანის

უფლებებისა და პირადი თავისუფლების დაცვა, თავი-

სუფალი საბაზრო ეკონომიკა და ა.შ. ეს ფასეულობები

დიდ საფრთხეს წარმოადგენს ავტორიტარიზმისთვის,

განსაკუთრებით კი მისი „მკაცრი“ ფორმისთვის. პრო-

ბლემის მეორე ასპექტი ისტორიის გარკვეულ პერიოდში

ორი დაპირისპირებული სისტემის – კაპიტალიზმისა და

სოციალიზმის კონკურენციას ეხება. თავდაპირველად,

განვითარებად ქვეყნებში მოდერნიზაცია ხორციელდე-

ბოდა „ნაციონალური სპეციფიკის მქონე კაპიტალიზ-

Page 36: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

34

მის“ მოდელის ფარგლებში, რომელშიაც „ნაციონალური

შეფერილობის“ ავტორიტარული რეჟიმები თავისთავად

ითვლებოდა აშშ-ს სტრატეგიულ მოკავშირეებად და

ისინი მსოფლიოს ამ ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყ-

ნებიდან იღებდნენ სოლიდურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ

და სამხედრო მხარდაჭერას. 1990-იანი წლების ბოლო-

დან სიტუაცია არსებითად შეიცვალა. „მსოფლიო სოცი-

ალიზმის“ კრახით ორპოლუსიანი მსოფლიოს ადგილას

ერთპოლუსიანი მსოფლიო გაჩნდა და რადიკალურად

შეიცვალა დასავლეთის ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა,

აშშ-ს დამოკიდებულება ავტორიტარული მმართველო-

ბების მიმართ: წინა პლანზე გადმოვიდა რადიკალური

ეკონომიკური რეფორმების, ანტიეტატიზმის, ნაციო-

ნალური სახელმწიფოების მთავრობების ტნკ-ებთან

უფრო ლიბერალური დამოკიდებულების მოთხოვნები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ

ავტორიტარულ მოდერნიზმს ამჟამად „კარგი დღე არ

უდგას“, თუმცა მომავალში რას უნდა ველოდოთ – ავტო-

რიტარული მოდერნიზმის ისტორიის არენიდან გაქრობას

თუ ახალ რეალობასთან მის რაღაც ფორმით შეგუებას,

ჯერ კიდევ გაურკვეველია.

გლობალიზაცია, მოდერნიზაცია

და საქართველოს ეკონომიკის

პერსპექტივები

არც თუ შორეულ წარსულში, ყოფილი სსრ კავშირის

შემადგენლობაში მყოფ საქართველოს ჰქონდა აგრარუ-

ლ-ინდუსტრიული ტიპის ეკონომიკა. პოსტკომუნისტური

ტრანსფორმაციის პირობებში განვითარებულმა მოვლე-

ნებმა განაპირობა ტოტალური დეინდუსტრიალიზაცია,

სოფლის მეურნეობის არქაიზაცია და ნატურალიზაცია.

შედეგად მივიღეთ პოსტკომუნისტური საქართველოს

პოსტინდუსტრიული ეკონომიკა [Papava 2015], რომე-

ლიც არის ეკონომიკური რეგრესის და არა პროგრესის

სიმბოლო.

სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან

დღემდე საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებს

განვითარების ინერციული მოდელის ჩარჩოებში და

გარკვეული დროის მანძილზე იგი ემყარებოდა ძველი

დროიდან შემორჩენილ სამეურნეო კავშირებს და წინა

პერიოდში დაგროვილ (შენარჩუნებულ) პოტენციალს.

ამასთან იგი არის მოხმარებაზე, შემოსავლებზე და არა

წარმოებაზე ორიენტირებული სისტემა [ვ. პაპავა, 2013].

იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ გაჭიანურებულ ტრა-

ნსფორმაციულ ეკონომიკურ კრიზისს, აუცილებელია

საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების

პრინციპულად ახალი მოდელის შექმნა, რომელიც გაით-

ვალისწინებს გლობალიზებად მსოფლიოში მიმდინარე

პროცესებს და წარმოქმნილ რეალობას. ეკონომისტი

მკვლევარები მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე

განვითარებას განიხილავენ „როგორც კონკურენტუ-

ლი განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადას-

ვლის პროცესს“ [სამსონი 2006]. ამ პროცესში ადგილი

აქვს შიგა ბუნებრივ ან გარეგან ფინანსურ რესურსებზე

და იაფ მუშახელზე დაფუძნებული ეკონომიკიდან ჯერ

მწარმოებლურ კაპიტალდაბანდებებზე დაფუძნებულ

ეკონომიკაზე, ხოლო შემდეგ ინოვაციურ ეკონომიკაზე

გადასვლას. საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი

სტრატეგიული ამოცანის სირთულე და კრეატიულობა

იმაში მდგომარეობს, რომ დეინდუსტრიალიზებული,

პოსტკომუნისტურ-პოსტინდუსტრიული სისტემიდან,

ზემოთ მითითებული ორი საფეხურის გამოტოვებით

განხორციელდეს გადასვლა მესამე საფეხურზე, ანუ

შეიქმნას ინოვაციური ეკონომიკური სისტემა და მოხდეს

თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი პოსტინდუსტ-

რიული მოდერნიზაცია ქვეყანაში.

რა არის საჭირო ამისთვის? პირველ რიგში, მთავრო-

ბამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ინოვაციური სტრატე-

გიული მეგა პროექტი პირობითი სახელწოდებით „ინო-

ვაციური საქართველო – 2030“. მეგა პროექტი შეიძლება

დაიყოს შემდეგ ცალკეულ (ქვე) პროექტებად:

�� ინტელექტის ინსტიტუციონალიზაცია და კაპიტა-

ლიზაცია;

�� სტრატეგიული აზროვნებისა და ხედვის აღორ-

ძინება;

�� ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბებისთვის

ხელშეწყობა;

�� ეფექტიანად ფუნქციონირებადი, მაღალი საერთა-

შორისო სტანდარტების ადეკვატური საგანმანათ-

ლებლო სისტემის შექმნა;

�� მეცნიერების განვითარების ინსტიტუციონალურ-

სამართლებრივი, საორგანიზაციო და საფინან-

სო-ეკონომიკური უზრუნველყოფა.

ეროვნული ინოვაციური სტრატეგიული მეგა პრო-

ექტის პრაქტიკული რეალიზება შეიძლება განხორცი-

ელდეს სამ ეტაპად და თითოეულ ეტაპზე გადაწყდეს

კონკრეტული ამოცანა, კერძოდ: პირველი ეტაპი უნდა

დაეთმოს კოგნიტურ-ინოვაციური ეკონომიკისთვის

აუცილებელი ინსტიტუციონალური გარემოს შექმნას, რაც

გულისხმობს ინოვაციების მასტიმულირებელი საკანონ-

Page 37: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია ელგუჯა მექვაბიშვილი

35

მდებლო ბაზის მომზადებას. ამ ეტაპზე განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონო-

მიკური გარემოს უზრუნველყოფა. მეორე ეტაპზე უნდა

დაიწყოს თვისობრივად ახალი ეკონომიკური ზრდა პრი-

ნციპულად ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე და ბოლო,

მესამე ეტაპზე უნდა მოხდეს მაღალ ტექნოლოგიებზე,

ცოდნაზე, ინფორმაციაზე, წარმოების ქსელურ ორგანი-

ზაციაზე დამყარებული უმაღლესი სოციალურ-ეკონომი-

კური და ეკოლოგიური ეფექტიანობის მქონე სამეურნეო

სისტემის ფორმირება, რომელიც საქართველოს ღირ-

სეულ ადგილს დაუმკვიდრებს მაღალკონკურენტულ

გლობალურ ეკონომიკაში.

ზემოაღნიშნულ მეგა პროექტთან დაკავშირებით

ორ უმნიშვნელოვანეს გარემოებას გვსურს მივაპყროთ

მკითხველის ყურადღება. პირველი, ჩვენ აქ ვსაუბრობთ

ინოვაციური განვითარების არა კონცეფციაზე, არამედ

გეგმაზე, რომელიც კონცეფციისგან განსხვავებით კონ-

კრეტული შინაარსის მატარებელია და გულისხმობს გასა-

ტარებელი ღონისძიებების ვადებს, პასუხისმგებელ სუბი-

ექტებს, რესურსის და მონიტორინგის მექანიზმებს. მეორე,

განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ეკონომიკის ინოვა-

ციური განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის

მნიშვნელობას. უნდა შემუშავდეს ასეთი მხარდაჭერის

ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

�� ინოვაციური განვითარების საკანონმდებლო

უზრუნველყოფა;

�� ინოვაციური ბიზნესის სტიმულირებაზე ორიენტი-

რებული სპეციალური საფინანსო ინსტიტუტების

შექმნა, რომლებიც გრძელვადიან და დაბალი საპ-

როცენტო განაკვეთის კრედიტებს გასცემენ ინოვა-

ციურ ფირმებზე. აღნიშნული თვალსაზრისით მეტად

აქტუალურია განვითარების ბანკის შექმნა, რომლის

ფუნქციონირება შეიძლება დაემყაროს საჯარო და

კერძო სექტორის პარტნიორობის (PPP) პრინციპს;

�� ინოვაციური ფირმებისთვის საგადასახადო შეღა-

ვათების მიცემა, რომელიც გაითვალისწინებს ფუნ-

ქციონირების საწყის ეტაპზე მათ გათავისუფლებას

ყოველგვარი გადასახადისგან, აგრეთვე შეღავა-

თებს რეინვესტირებულ თანხებზე;

�� ინოვაციური ფირმების, განსაკუთრებით მცირე და

საშუალო ზომის საწარმოების ძირითადი კაპიტა-

ლის დაჩქარებული აღდგენის წესის შემოღება;

�� ინოვაციურ პროექტებთან დაკავშირებული რისკე-

ბის ნაწილის სახელმწიფოს მიერ საკუთარ თავზე

აღება;

�� ინოვაციური ბიზნესის სფეროში უცხოური კაპი-

ტალის მოზიდვის სტიმულირების დამატებითი

მექანიზმების შექმნა;

�� ინოვაციურ ბიზნესში დაკავებული ადამიანების

პროფესიული მომზადების და გადამზადების

ეფექტიანი სისტემის დანერგვა;

�� ახალგაზრდა მეცნიერებისა და სპეციალისტების

მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების გაფა-

რთოება;

�� მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების, „ფაბ-

ლაბების“ განშტოებული ქსელების შექმნა.

ზემოაღნიშნულმა და ბევრმა სხვა ღონისძიებამ უნდა

უზრუნველყოს სახელმწიფოს წამყვანი როლი ინოვაციუ-

რი ეკონომიკის შექმნაში, რაც იმის საფუძველი და საწი-

ნდარი გახდება, რომ საქართველოში ჩამოყალიბდება

მაღალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ეკონომიკა

და მოხდება მისი ღირსეული ინტეგრირება გლობალურ

ეკონომიკაში.

დასკვნა

ამრიგად, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის ფუნ-

ქციონირება-განვითარების კანონზომიერებებს გლო-

ბალიზაციისა და პოსტიუნდუსტრიული მოდერნიზაციის

დიალექტიკური ერთიანობა კარნახობს. გლობალიზაცია

არის მსოფლიო ეკონომიკის მაგისტრალური გზის განმსა-

ზღვრელი მთავარი ფაქტორი. სწორედ გლობალიზაციის

პირობებში ყალიბდება და ვითარდება მოდერნიზაციის

განსაკუთრებული ტიპი – პოსტინდუსტრიული მოდერნი-

ზაცია, რომელიც არ დაიყვანება ტრადიციული საზოგადო-

ების ჩამორჩენილობის დაძლევაზე, არამედ გულისხმობს

ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვ-

ლას. პოსტინდუსტრიალიზაციის კანონზომიერი შედე-

გია განათლებაზე, ცოდნაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე

დამყარებული, რესურსდამზოგავი და ეკოლოგიზებული

„ახალი ეკონომიკის“ წარმოშობა. ამ მოდელში მთავარი

აქცენტი გადატანილია არა ცხოვრების დონის ამაღლე-

ბაზე, არამედ ცხოვრების ხარისხის განვითარებაზე, რაც

ხელს უწყობს ადამიანის შემოქმედებითი უნარ-ჩვევების

ამაღლებას და მასთან ერთად საზოგადოებაში სოციალუ-

რი სოლიდარობის განმტკიცებას. „ახალ ეკონომიკაში“

ადგილი აქვს არამატერიალური ფასეულობების პრიო-

რიტეტს მატერიალურ ღირებულებებზე და ამიტომ იგი,

არსებითად, პოსტეკონომიკური სისტემაა.

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის, რეინდუსტ-

რიალიზაციის და პოსტინდუსტრიული მოდერნიზაციის

Page 38: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

36

კონტექსტში ამჟამად საქართველოს დეინდუსტრია-

ლიზებული ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმირება

პოსტინდუსტრიულ ინოვაციურ-კოგნიტურ ეკონომიკად

არქიაქტუალური ამოცანაა, რომლის წარმატებით გადა-

საწყვეტად აუცილებელია ხელისუფლების მტკიცე პოლი-

ტიკური ნება, საერთო-ეროვნული და ზოგადსაზოგადო-

ებრივი კონსენსუსი, სწორი და ეფექტიანი ეკონომიკური

პოლიტიკა. აღნიშნული ამოცანის გადაჭრა ჩვენი ქვეყნის

ეკონომიკას მისცემს საშუალებას შეავსოს გლობალური

ეკონომიკის ის სეგმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ არ

არის დაკავებული სხვა ქვეყნების მიერ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მექვაბიშვილი ე. (2009). ეკონომიკის გლობალიზაცია:

მიმართულებები, გამოწვევები. პერსპექტივები.

2. მოვსესიანი ა.გ., ოგნივცევი ს.ბ.(2004) მსოფლიო ეკო -

ნო მიკა.

3. Neef j. ced.),(1998). The knowledge Economy. Boston.

4. Romer P. M. The Origins of Endogenous Growth. The

Journal of Economic perspectives. 8(1). Pp.5-6.

5. Друкер П. (1993). Постэкономическое обшество.

6. Alkaly R.(2003). The New Economy. N.Y.

7. Kean j.(2009). Life and Death of Democracy. L.

8. artishev.com|html

9. Papava V. (2015). Necroeconomics of Post-soviet Post-

Industrialism and the Model of Economic Development

of Georgia and Russia.

10. პაპავა ვ. (2013). „პოსტვარდისფერი“ საქართველოს

ეკონომიკური განვითარების ძირითადი გამოწვევები.

„ექსპერტის აზრი“, 2013, №4.

11. სამსონი ი. (2006). განვითარების გზის ძიება: საქართვე-

ლოს ამოცანები. „საქართველოს ეკონომიკური ტენდენ-

ციები“, მარტი, №4.

Unity of Globalization and

Modernization – The Modern

Economic Development Paradigm

Elguja MekvabishviliDoctor of Economic Sciences,

Professor of Ivane Javakhishvili Tbilisi State University Head of Theoretical

Economy Department

The paper deals with the relationship between the economy globalization

and post-industrial modernism; justifies Georgia’s strategic economic

development’s main direction: transition from deindustrialized post-communist

economic system to the post-industrial knowledge economy and taking the

decent place in the global economy

Key words: economic globalization, information revolution, innovative economic, modernization.

Page 39: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია მიხეილ თოქმაზიშვილი

37

ეკონომიკური მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებუ-

ლია შეხედულება, რომლის თანახმად, გაცვლითი

კურსის არასტაბილურობას აქვს უარყოფითი გავლე-

ნა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებზე და ქმნის გაურ-

კვევლობას სამეწარმეო საქმიანობაში (Alam, S.. 2011);

კურსის რყევისას წარმოიშობა უარყოფითი ეფექტების

მოლოდინი (Caglayan, M..2010); კურსის დევალვაცია და

რყევები მტკივნეულად ზემოქმედებს ვაჭრობაზე, თუმცა

მას აქვს არაპირდაპირი ნეგატიური ეფექტი სავაჭრო

ნაკადებზე (Bahmani-Oskooee M.. 2009); კურსის რყევები

პირდაპირ არ ზემოქმედებენ სავაჭრო ბრუნვაზე, მაგრამ

გაურკვევლობა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს

საერთაშორისო ტრანზაქციებზე (Hudson, A. 2010). კვლე-

ვები ადასტურებენ, ასევე რომ კურსის ცვლილებების

შედეგი შეიძლება სხვადასხვა იყოს და ისინი განსხვა-

ვებულნი არიან დარგების, პერიოდების და ქვეყნების

შესაბამისად.

დისკუსია მიმდინარეობს იმის თაობაზეც, თუ რა

შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ეროვნული ვალუტის

რყევებს დადებითი ეფექტი.

სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მოხსენებაში აღნიშნუ-

ლია, რომ სავალუტო რისკების ზრდა ზრდის ექსპორტს

[De Grauwe 1988]. ქვეყანაში სადაც იზრდება გაურკვე-

ვლობა, მეწარმეები შეეცდებიან გავიდნენ ახალ ბაზრებ-

ზე, თუმცა ასევე შესაძლებელია საწინააღმდეგოც მოხ-

დეს და ეკონომიკა დაეცეს. იმის მტკიცება, რომ კურსის

რყევა გზას გაუხსნის ექსპორტს ახალი ბაზრებისაკენ,

ეფუძნება მხოლოდ გაურკვევლობის მომენტის გამოყე-

ნებას, რასაც შესაძლებელია ურთიერთსაწინააღმდეგო

შედეგი ჰქონდეს სხვადასხვა ბაზრებზე. სწორედ ამიტომ

მისი დადებითი თუ უარყოფითი ეფექტის განსაზღვრა

დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ რა დაშვებებია გაკე-

თებული პრობლემების ასახსნელად (Sercu P 1998).

ბრეტონ ვუდსის სისტემის შემდეგ კურსის რყევების

სიხშირე გაიზარდა და მისი ზემოქმედება გლობალურ

ვაჭრობაზე ნეგატიური იყო, მაგრამ იგი იყო ძალიან

სუსტი. ეს ემპირიული ფაქტი არ არის საყოველთაო (IMF).

თუმცა არსებობს იმის მტკიცებაც, რომ სრულყოფილი

ვაჭრობა ახდენს ვალუტის კურსის რყევების ნეიტრა-

ლიზებას და ამცირებს მათ [Mundell 1961].

ვალუტის ცვლლებების ნეგატიური ეფექტი საგარეო

ვაჭრობაზე დამოკიდებულია როგორც ვალუტის რეგუ-

ლირების წესზე, ასევე ქვეყნების ინტეგრაციის დონე-

ზე, სტრატეგიულ პოლიტიკაზე და სხვა. გარემოებებ-

ზე. როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, მას აქვს

მოკლევადიანი ეფექტი, მაგრამ მისი მოქმედების ეფექტი

განსხვავებულია დროის სხვადასხვა მონაკვეთში [Marc

Auboin 2011]. სხვა კვლევების თანახმად, მართლია გაც-

ვლით კურსის ზემოქმედებას აქვს ნეგატიურ ეფექტი,

მაგრამ იგი ზემოქმედებს არ ექსპორტზე, არამედ იმპო-

რტის შეზღუდვაზე [Staiger 2010].

ამდენად, სამეცნიერო ლიტერატურაში არ დგას

სავალუტო რყევებისა

და საგარეო ვაჭრობის

დინამიკის პარადიგმა

მიხეილ თოქმაზიშვილიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები: სავალუტო კურსი, საგარეო ვაჭრობა, სავალუტო პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა, საქართველო

Page 40: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

38

საკითხი ცალსახად გაცვლითი კურსის რყევების ნეგა-

ტიური ეფექტის შესახებ. კურსის რყევებმა სტაბილურ

და პროგნოზირებად ეკონომიკაში დადებითი როლიც

შეასრულოს, თუ კი კურსის ცვლილების რისკი მაღალ

უკუგებას მისცემს ქვეყანას. ამ თვალსაზრისით, მკვლე-

ვრთა გარკვეული ჯგუფი განასხვავებს კურსის რყევე-

ბის ზემოქმედებას ცალკეულ დარგებში და პროდუქტის

სახეობებზე ხანმოკლე და ხანგრძლივი პერიოდებში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, არსებობს კორე-

ლაციური კავშირი გაცვლითი კურსის რყევებს, ფასებს,

იმპორტზე მოთხოვნასა და ექსპორტს შორის ხანგრძლივ

პერიოდში [Ozturk 2009], ხოლო სხვა ნაშრომებში კი ეს

კავშირი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით დასტურდე-

ბა [Bahmani-Oskooee 2009]. ამ კვლევების ავტორების

აზრით, კურსის ცვლილება ხანმოკლე პერიოდში ახდე-

ნს გავლენას ეკონომიკაზე, იმპორტზე მოთხოვნაზე და

სავაჭრო ბრუნვაზე, თუმცა ისინი იმასაც აღნიშნავენ,

რომ ზემოქმედების ეფექტი დამოკიდებულია დარგის

მნიშვნელობაზე და როლზე ეკონომიკაში. ინტეგრაცია

და დარგობრივი ვაჭრობა ამცირებს სავაჭრო ნაკადე-

ბის მგრძობიარობას გაცვლითი კურსის ცვლილებებით

გამოწვეულ გაურკვევლობაზე.

სხვა მკვლევარები კი ამტკიცებენ, რომ კურსის ცვლი-

ლების ეფექტის პოზიტიური შესაძლებლობა იქმნება

მაშინ, როდესაც რისკებისადმი ტოლერანტობა მაღა-

ლია და ფასების ცვლილებისადმი მგძნობიარობა დაბა-

ლია [Ozturk 2009]; ვალუტის რყევებს აქვს პოზიტიური

ზემოქმედება დარგთაშორის ვაჭრობაზე და მას აქვს

ე.წ „გადასახადის ეფექტის“ როლი ექსპორტზე [Kumar

1992]. გაცვლითი კურსის რყევების დადებით ეფექტს

ამტკიცებენ სხვა ავტორებიც [McKenzie 1997]. როგორც ამ

ზოგიერთი ლიტერატურის ანალიზიდან ჩანს, გაცვლითი

კურსის რყევების ზემოქმედების ნეგატიურ ეფექტს

მრავალი ეკონომისტი აღიარებს, ხოლო მის დადებით

ეფექტს კი ცალკეული ფაქტორების ახსნით ცდილობენ

[Krugman 2010:450].

სხვა კვლევები აქცენტს სახელმწიფოს სიდიდეზე

აკეთებენ. ამ კვლევების თანახმად, გაცვლითი კურსის

ცვლილებები ზემოქმედებს მცირე ქვეყნებზე და ნაკლე-

ბად ზემოქმედებს დიდ ქვეყნებზე, რადგან მცირე ქვეყ-

ნებში ვაჭრობა ნაკლებად დივერსიფიცირებულია. თუმცა

ისიც არის აღიარებული, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მისი

ეფექტი დადებითი იყო და სხვა ქვეყნებში კი – უარყო-

ფითი; გარდა ამისა, ხანგრძლივ პერიოდში განვითა-

რებული ქვეყნების ექსპორტის გაზრდაში ვალუტის

გაუფასურებას ჰქონდა განმსაზღვრელი როლი [Freund

2010]. იგივეს ამტკიცებს სხვა ნაშრომებიც განვითარებადი

ქვეყნების მაგალითზე [Haddad 2010].

მთლიანობაში გაცვლითი კურსის რყევების ზემოქმე-

დება ვაჭრობაზე არ არის საყოველთაო და მასშტაბური

[Taglioni 2002]. მისი ზემოქმედება ზოგან დადებითია და

ზოგან კი უარყოფითი [Ozturk 2006]. მათი ეფექტი მცირ-

დება იმის მიხედვით, თუ რამდენად ფართო და დივერ-

სიფიცირებულია საერთაშორისო ვაჭრობა, რამდენად

მოქნილია სავაჭრო პოლიტიკა და სავალუტო კურსის

რეგულირება, ფირმებისა და ფასების ელასტიურობა,

რამდენად ღრმაა ქვეყნების ინტეგრაციას დონე და სხვა.

ამდენად ეს საკითხი არის საკმაოდ რთული და მრავა-

ლწახნაგოვანი.

მართალია, გაცვლითი კურსის რყევას აქვს კორელა-

ციური კავშირი ვაჭრობასთან, მაგრამ მისი დადებითი და

ნეგატიური ეფექტი მხოლოდ სხვადასხვა დარგებისა და

ქვეყნების მიმართ შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოკ-

ვლევაში აღნიშნულია, რომ 2004 წლამდე, მკვლევარების

აქცენტი გაკეთებულ იყო გაცვლითი კურსის და ვაჭრობის

კავშირზე, გაცვლითი კურსის რყევის ეფექტზე ვაჭრობა-

ზე, რაც გამომდინარეობდა ახალი სავაჭრო თეორიიდან

(“new-new“ trade theory), ხოლო 2005 წლიდან აქცენტი

გადავიდა გაცვლითი კურსის დონეზე, მისი რეგულირე-

ბის ზემოქმედებაზე სავაჭრო ურთიერთობებზე [Auboin

2011].

როგორც ლიტერატურის ზოგადი მიმოხილვიდან

ჩანს, ვაჭრობაზე გაცვლითი კურსის ზემოქმედება სხვა-

დასხვა ასპექტიდან განიხილება. თეორიულად კურსის

რყევების ზემოქმედება ვაჭრობაზე არის საკამათო და

კვლევის შედეგებიც საკმაოდ განსხვავებულია. იგი

დამყარებულია იმაზე, თუ რა დაშვებები აქვთ გაკეთე-

ბული მკვლევარებს მისი მოდელირებისას.

საერთაშორისო ვაჭრობაში შემოსავლების, ინფლა-

ციის, ფასების და საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების

ზემოქმედებს ვალუტის საერთაშორისო ღირებულებაზე.

თავის მხრივ საერთაშორისო ვალუტის გაცვლის კურსის

ცვლილებაც ზემოქმედებს საქონლისა და მომსახურების

მოთხოვნაზე ვაჭრობაში. როდესაც დოლარში გამო-

ხატული იმპორტი არის დაბალი ღირებულების, მაშინ

ყველა ამ ფაქტორის ზემოქმედების სიხშირე, ეფექტი

და ხარისხი არის განსხვავებული, ამიტომ დაშვებები

გაცვლითი კურსისა და ვაჭრობის მოდელში ხდება გან-

მსაზღვრელი კვლევითი შედეგების მიღებაში.

Page 41: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია მიხეილ თოქმაზიშვილი

39

ამ პრობლემის ერთ-ერთი ასპექტია სავალუტი რყე-

ვების სიხშირეებისა და ვაჭრობის დინამიკის შედარე-

ბითი ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა იმის გამოსა-

ვლენად, თუ რამდენად ძლიერია ვალუტის რყევების

ზემოქმედება საგარეო ვაჭრობის ცვლილებებზე.

გაცვლითი კურსის ცვლილებების ერთ-ერთი მნიშ-

ვნელოვანი კრიტერიუმია სავაჭრო ნაკადების სენსი-

ტიურობა გაცვლითი კურსის რყევებზე [Rey 2006]. სხვა

მნიშვნელოვანი დეტერმინანტებია სავაჭრო პოლიტიკა,

მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კაპიტალის შემოდი-

ნება და სხვა. როდესაც ეს ფაქტორები მგრძნობიარეა

ვაჭრობის მიმართ, მაშინ მათ შეუძლიათ შეამცირონ

გაცვლითი კურსის ცვლილების ზემოქმედების ეფექტი.

თავისუფალ სავაჭრო პოლიტიკასა და გაცვლითი კურსის

რეჟიმს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების

სავაჭრო ურთიერთობების დინამიურ განვითარებაში.

ვაჭრობაზე ზემოქმედებს როგორც გაცვლითი კურ-

სის სიხშირე, რომელიც განისაზღვრება ყოველდღიუ-

რი და ყოველთვიური ცვლილებებით წინა პერიოდთან

შედარებით, ასევე მისი მდგრადობა გაცვლითი კურსის

ხანგრძლივ პერიოდში დაფიქსირებულ წონასწორობის

დონესთან. ეს ეფექტები განსხვავებულია და მათ შესაძ-

ლებელია ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყო-

ფითი შედეგები.

ეროვნული ვალუტის კურსის რყევისა და ვაჭრო-

ბის ურთიერთკავშირის განხილვისას მხედველობაში

გვაქვს ისიც, თუ ექსპორტი რამდენად არის დივერსი-

ფიცირებული და გააჩნია თუ არა მათ სუბსტიტუტი. მას-

ზე მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორი არის ძირითადი

დეტერმინანტი.

საქართველოსა და თურქეთის მაგალითზე თურქუ-

ლი ლირას და ქართული ლარის რყევისა და ამ ქვე-

ყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობების

შედარების საფუძველზე ვლინდება, რომ: გრძელვადიან

პერიოდში თურქული ლირას რყევის სიხშირე აღემატე-

ბოდა ლარის რყევის სიხშირეს თითქმის 6 ჯერ, ხოლო

თურქული ლირას საშუალო წლიურმა ნომინალურმა

გაუფასურებამ აშშ დოლარის მიმართ 2016 წელს 1996

წელთან შედარებით შეადგინა 364 პროცენტი, ხოლო

ქართული ლარის შესაბამისმა მაჩვენებელმა კი – 195

პროცენტი.

სრულად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს სავაჭრო

ბრუნვასთან დაკავშირებით. ამავე პერიოდში ექსპო-

რტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი თურქეთიდან

საქართველოში 174 პროცენტით აღემატებოდა ექსპორტს

საქართველოდან თურქეთში. ამის შედეგად ქართული

ლარის რეალური კურსი თურქული ლირასთან გამყარდა

11.5 პროცენტით (ინდექსი 1995=100). თურქული ლირას

რეალური კურსის ფორმირება ქართულ ლართან განა-

პირობა ლირას გაუფასურების სიღრმემ და სიხშირემ.

ქართული ლარის შედარებით სტაბილურმა მდგომარე-

ობამ ლირასთან მიმართებაში ვერ მოახდინა მნიშვნე-

ლოვანი გავლენა საქართველოს ექსპორტის უპირატეს

ზრდაზე და თურქეთის სავაჭრო უპირატესობები (მას-

შტაბის ეკონომია, ლოჯისტიკა, წარმოების ტექნოლოგი-

ური დონე და სხვა) და თურქული ლირას გაუფასურება

აშშ დოლართან გახდა მისი ექსპორტის ზრდის პირობა,

რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს

საგარეო სავაჭრო დეფიციტის ზრდა თურქეთთან.

სავალუტი რყევების საშუალოვადიან ციკლებში გან-

სხვავებული იყო ეროვნული ვალუტების რყევის სიხში-

რეები. ქართული ლარი ყველა პერიოდში ნაკლებად

მერყეობდა თურქულ ლირასთან შედარებით. რყევების

მაქსიმალურ სიდიდე 1996-2000 წლებში აღინიშნებო-

და, ხოლო თურქული ექსპორტის მაქსიმალური ზრდა

2004-2008 წლებში იყო. ამასთან, სხვა პერიოდებისაგან

განსხვავებით, მართალია 1996-2000 და 2012-2016 წლებში

თურქული ლირას რყევების სიხშირე უფრო მაღალი იყო

ვიდრე ლარის, მაგამ ამ ციკლებში ქართული ექსპორტის

ზრდის ტემპები აღემატებოდა თურქეთიდან ექსპორტის

ზრდის ტემპებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პირდაპირი

კორელაციური კავშირი ვალუტის რყევებსა და ვაჭრობის

ცვლილებებს შორის არ შეინიშნებოდა.

1996-2004 წლებში, ლარი თურქულ ლირასთან რეა-

ლურად გამყარდა 22 პროცენტით, მაგრამ საქართველოს

ექსპორტის ზრდის ტემპმა შეადგინა 148.8 პროცენტი,

უფრო მეტი, ვიდრე გაიზარდა თურქეთიდან იმპორტი

(133.1 პროცენტი). (იხ. ცხრილი 1)1. 2004-1012 წლებში

ლარის რეალური კურსი შემცირდა ლირასთან მიმა-

რთებაში. ამავე პერიოდში თურქეთის ექსპორტის ზრდის

ტემპმა საქართველოში მიაღწია კულმინაციას, ხოლო

2008-2016 წლებში კი ლარისა და ლირას ცვლილებების

მიუხედავად, თურქეთის ექსპორტი კვლავ აჭარბებდა

საქართველოდან ექსპორტს. ეს გარემოება მეტყველებს

იმაზე, რომ საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიე-

რთობებში ლარი-ლირას რეალური გაცვლით კურსის

ფორმირების ეფექტი ნეიტრალურია.

1 აქ ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ამ ციკლში არ არის ასახული 1994 წელს თურქეთში სავალუტო კრიზისი, რომლის შედეგებიც მომდევნო წლებში გამოვლინდა.

Page 42: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

40

მიუხედავად გაცვლის კურსის ნეიტრალური ხასია-

თისა, გაცვლით კურსსა და სავაჭრო ბალანსის ურთიე-

რთკავშირი სავალუტი ციკლების პერიოდებში J-მრუდის

ეფექტის ფორმის არის1. ამდენად, საქართველო-თურქე-

თის სავაჭრო ურთიერთობებზე ზემოქმედებს ეროვნული

ვალუტების სუბსტიტუტ ვალუტასთან გაცვლითი კურსის

რყევები.

ამდენად, საქართველო-თურქეთის ვაჭრობისა და

გაცვლით კურსების რყევების ემპირიული შეფასებით,

შეიძლება დავასკვნათ ჰიპოთეზურად:

გრძელვადიან პერიოდებში თურქეთსა და საქართვე-

ლოს შორის საგარეო ვაჭრობა არის მდგრადი და ორის

ქვეყნის ეროვნული ვალუტების რყევები მის ცვლილე-

ბებზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ ახდენს.

მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდებში

ექსპორტ-იმპორტის ტემპების ახსნა ეროვნული სავა-

ლუტო კურსის ცვლილებებით არ ავლენს მათ შორის

მკაცრ კორელაციურ კავშირებს. ლარი-ლირას კურსის

შედეგად არ ხდება შესაბამისი ცვლილებები ვაჭრობაში.

გაცვლითი კურსის ცვლილებების ზემოქმედება

ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობაზე და ერო-

ვნული ვალუტის გამყარება არ იწვევს მყისიერად

ექსპორტის გაუარესებას ან იმპორტის სტიმულირებას.

ეს გარემოება არც სავალუტო ციკლების პერიოდებში

აღინიშნება.

ვაჭრობის განვითარება დამოკიდებული ხდება

ეროვნული ვალუტის სუბსტიტუტ ვალუტასთან კურსის

1 იმ შემთხვევაში, თუ მას ეროვნული ვალუტების აშშ დოლართან მიმა-რთებაში განვიხილავთ.

ცვლილებაზე და ქვეყნების მიერ გატარებულ საერთო

ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Alam, S. And Ahmad, Q. (2011). “Exchange Rate Volatility

and Pakistan’s Bilatera Imports from Major Sources: An

Application of ARDL Approach“, International Journal of

Economics and Finance, Vol. 3, No. 2.

2. Caglayan, M. and Di, J. (2010) “Does Real Exchange

Rate Volatility Affect Sectoral Trade Flows?“ Southern

Economic Journal 2010, 77(2).

3. Bahmani-Oskooee, M. and Hegerty, S. W. (2009). “The

Effects of Exchange-Rate Volatility on Commodity Trade

between the United States and Mexico“, Southern

Economic Journal, 2009, 75(4).

4. Hudson, A. and Straathof, B. (2010) “The Declining Impact

of Exchange Rate Volatility on Trade“, De Economist 158,

No.4, 2010.

5. De Grauwe, P. (1988), “Exchange Rate Variability and the

Slowdown in Growth of International Trade“, IMF Staff

Papers, 35.

6. Sercu, P. and Uppal, R. (1998), “Exchange Rate Volatil-

ity, International Trade: A general Equilibrium analysis“,

Mimeo, University of British Colombia. http://facultyre-

search.london.edu/docs/SercuUppal.pdf

7. Exchange Rate Volatility and Trade Flows – Some New

Evidences, IMF (2004), Occasional Paper 235.

8. Mundell, Robert (1961), A Theory of Optimum Currency

Areas, American Economic Review, 51, (September).

https://www.aeaweb.org/aer/top20/51.4.657-665.pdf

9. Auboin Marc and Ruta Michele, The Relationship

1996-2000 2000-2004 2004-2008 2008-2012 2012-2016

საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ზრდის ტემპი 115.7 133.1 128.0 100.3 100.3

თურქეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდის ტემპი 105.9 125.2 154.7 116.9 102.7

ქართული ლარი (რყევის წლიური სიხშირე) 0.13 0.04 0.06 0.04 0.14

თურქული ლირა (რყევის წლიური სიხშირე) 0.55 0.13 0.29 0.38 0.26

ლარი-თურქული ლირას რეალური გაცვლითი კურსის

ცვლილება (ციკლის დასაწყისი= 100)80 98 115 126 70

ცხრილი 1 . ეროვნული ვალუტების რყევები და ვაჭრობის ზრდის ტემპები ( საშუალო წლიური)

Page 43: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

თეორია და მეთოდოლოგია მიხეილ თოქმაზიშვილი

41

bet ween Exchange rates and International Trade: a

Re view of Economic Literature. Staff Working Paper

ERSD-2011-17 27, WTO, October 2011.

10. Staiger, Robert W. and Alan O. Sykes (2010), “Currency

manipulation“ and world trade, World Trade Review 9(4).

11. Ozturk, I. and Kalyonju, H. (2009), “Exchange Rate Vola-

tility and Trade: An Empirical Investigation from Cross-

Country Comparison“, African Development Review, Vol.

21, No. 3.

12. Bahmani-Oskooee, M. and Hegerty, S.W. (2009) “The

Effects of Exchange-Rate Volatility on Commodity Trade

between the United States and Mexico“, Southern

Economic Journal, 2009, 75(4).

13. Ozturk, I. and Kalyonju, H. (2009), “Exchange Rate Vola-

tility and Trade: An Empirical Investigation from Cross-

Country Comparison“, African Development Review, Vol.

21, No. 3.

14. Kumar, Vikram (1992), The Real Effects of Exchange Rate

Risk on International Trade, Working Paper 92/5, Federal

Reserve Bank of Atlanta.

15. McKenzie, Michael D. and R. Brooks (1997), “The Impact

of Exchange Rate Volatility on German – US Trade Flows,“

Journal of International Financial Markets, Institutions

and Money, 7.

16. Klein, M. (1990), “Sectoral Effects of Exchange Rate Vola-

tility on United States Exports“. Journal of International

Money and Finance, 9.

17. Adnan Kasman, Saadet Kasman (2005), “Exchange rate

uncertainty in Turkey and its impact on export volume“,

METU Studies in Development, 32 (June).

18. Krugman P., Obstfeld M., Melitz M. (2012), International

Economics: Theory & Policy.

19. To What Extent Do Exchange Rates and Their Volatility

Affect Trade? The Case of Two Small Open Economies,

China and New Zealand, TAD/TC/WP (2011).

20. Freund, Caroline and Martha Denisse Pierola, (2010),

Export entrepreneurs: evidence from Peru, Policy Research

Working Paper Series, # 5407, The World Bank.

21. Haddad, Mona and Cosimo Pancaro (2010), Can Real

Exchange Rate Undervaluation Boost Exports and Growth

in Developing Countries? Yes, But Not for Long, Economic

Premise, # 20. World Bank.

22. Taglioni, Daria (2002), Exchange Rate Volatility as a Barri-

er to Trade: New Methodologies and Recent Evidences,

Economie Internationale (CEPII), Quarter 1-2.

23. Ozturk, Ilhan (2006), Exchange Rate Volatility and Trade: A

Literature Survey, International Journal of Applied Econo-

metrics and Quantitative Studies, Vol. 3.

24. Auboin Marc and Ruta Michele (2011), The Relation-

ship Between Exchange rates and International Trade:

a Review of Economic Literature. Staff Working Paper

ERSD-2011-17 27, WTO.

25. Rey S. (2006), Effective Exchange Rate Volatility and

MENA countries Exports to the EU, Journal of Economic

Development, 2, Volume 31, Number 2, December. http://

www.jed.or.kr/full-text/31-2/2.pdf

Page 44: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

42

Paradigm of Currency Exchange

Fluctuations and Foreign Trade

Dynamics

Mikheil TokmazishviliDoctor of Economic Sciences, Professor St. Andrew the First-Called Georgian

University of the Patriarchate of Georgia, Ass. Professor Ivane Javakhishvili Tbilisi

state University

Key words: foreign exchange, foreign trade, monetary policy, trade policy, Georgia

This paper focuses on the currency rate changes and the impact of the cur-

rency fluctuations on trade flows. Through the empirical estimation of trade

relations and exchange rate fluctuations, it is concluded, that the frequency of

the foreign exchange fluctuations and the currency cycles were not reflected on

Georgia-Turkey trade relations sufficiently. Trade flows were relatively dynami-

cally. This case does not fully correspond to the widespread opinion according

to which the exchange rate instability has a negative impact on trade relations,

creates uncertainty and gives rise to the adverse effects of the expectations

of business activity.

Impact of the exchange rate fluctuations on the countries’ trade relations

changes in the short and long term has different characteristics. Explanation

of the export-import changes in short and medium term through the national

currency exchange rate cycles does not show the correlation between them;

and in the long-term – the national currency devaluation effect on dynamics

of the trade relations was very slow. Foreign trade was sustainable, and the

country’s national currency fluctuations did not have a significant role in the

trade changes. Moreover, impact of the exchange rate on the ratio of export

and import and national currency appreciation has not led to the deterioration

of export conditions.

Page 45: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო

და სისტემური პრობლემები

Socio-Economic Sphere and The

Systemic Problems

Page 46: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

44

უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების დინა-

მიკა გლობალიზაციის პროცესმა ძლიერ დააჩქარა.

ის გამოწვევები რასაც გლობალიზაცია ეკონომიკის წინა-

შე აყენებს განათლების სისტემაზეც აისახება. პროცესი

აძლიერებს კონკურენციას არა მარტო ბიზნესკომპანიებს

შორის, ასევე მოქმედებს უმაღლესი სასწავლო დაწე-

სებულებების საქმიანობაზეც, რაც საგანმანათლებლო

მომსახურების ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს განაპი-

რობებს. უმაღლესი სასწავლებლებისთვის აქტუალური

ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილება,

ერთობლივი პროგრამების ამუშავება, ერთობლივი

კვლევების ჩატარება, სტუდენტთა და აკადემიური პერ-

სონალის მობილობა და სხვა. აღნიშნულმა ცვლილებებ-

მა თავის მხრივ განაპირობა ის, რომ ბაზარზე უმაღლესი

სასწავლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანო-

ბა შესაბამისად განსხვავებულია, მათ კონკურენციის

ხარისხის გაძლიერებასთან ერთად ეფექტიანობის მაჩ-

ვენებელიც განსხვავებული აქვთ. ეს განსაკუთრებით

პრობლემაა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ

გლობალიზაციის პროცესის, ინტერნაციონალიზაციის

პროცესის გავლენის და უმაღლესი სასწავლო დაწე-

სებულების მართვის საკითხების შესწავლა უმაღლე-

სი განათლების სფეროში დღეს მეტად აქტუალური და

პრობლემურია.

საქართველოს ბოლონიის პროცესის დეკლარაციის

მონაწილე ქვეყნებთან გაერთიანების შემდეგ, ქართული

საგანმანათლებლო სივრცე გახდა ევროპული საგან-

მანათლებლო სივრცის ნაწილი. 2005 წელს ბერგე-

ნის სამიტზე საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

ბოლონიის პროცესს, შესაბამისად 2005 წლიდან საქა-

რთველოს საგანმანათლებლო სისტემაზე ვრცელდება

ყველა ის სტანდარტები და მოთხოვნები, რაც ევრო-

პულ სივრცეს გააჩნია. ეს როგორც უნივერსიტეტების

განვითარების, ასევე ახალი ერთობლივი პროგრამების

ამუშავების საფუძველს წარმოადგენს და კოოპერაციის

საფუძველზე ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძ-

ლებლობას ქმნის.

ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნების შეთა-

ნხმებამ ხელი შეუწყო უნივერსიტეტების ურთიერთა-

ნამშრომლობას. გაზარდა ევროპული საგანმანათლებ-

ლო დაწესებულებების დაინტერესება საქართველოს

საგანმანათლებლო სივრცისა და ქართული უნივერსი-

ტეტების საქმიანობისადმი. გაიზარდა დონორი და საქ-

ველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსება

და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის

რეორგანიზაციის საქმეში. შესაძლებელი გახდა სტრუქ-

ტურული ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად

ამისა, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა კვლავ პრო-

ბლემების წინაშეა: კვლავ პრობლემად რჩება სამუშაო

ძალის ბაზარსა და საგანმანათლებლო ბაზარს შორის

კავშირურთიერთობის საკითხი, სასწავლო პროცესში

დამსაქმებელთა მონაწილეობის პრობლემა და მათი

ინტერნაციონალური

ტენდენციები უმაღლესი

განათლების სისტემაში

ვახტანგ სართანიაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, უმაღლესი განათლების სისტემა, ინტერნაციონალური ტენდენციები

Page 47: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები ვახტანგ სართანია

45

ჩართულობა კვალიფიკაციური კადრების მომზადების

საქმეში, სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწი-

ლეობა. უპირველესად მოსაწესრიგებელია საგანმა-

ნათლებლო დაწესებულებების ფინანსირების საკითხი.

უმაღლესი განათლების სფეროს დაფინანსება, მრავა-

ლი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია.

უმაღლესი განათლების დაფინანსების სხვადასხვა

სახის (საგრანტო, მიზნობრივი თუ სხვა) გამოყენებამ

უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომ-

ზადება, რაც ხშირად არ ხდება. შესასწავლია ფინან-

სირების უკუგების, განათლების სფეროს მონიტორინგის

ჩატარების, კადრების მომზადების დონესა და ბაზარზე

სამუშაო ძალაზე მოთხოვნას შორის კავშირურთიერთო-

ბის საკითხები.

ყოველივე აღნიშნულის გარდა მეტად მნიშვნელოვა-

ნია საგანმანათლებლო სფეროს ხარისხის ამაღლების

და საგანმანათლებლო მომსახურების თანამედროვე

ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევა. ეს

კი უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების და ამ

სფეროს ინტერნაციონალიზაციის გარეშე შეუძლებელია.

ლუვენის კონვენციამ, 2009 წელს, ხელშეკრულების

მონაწილე ქვეყნებისთვის, განვითარების სრულიად

ახალი პრიორიტეტები განსაზღვრა: სწავლების მეთო-

დების სრულყოფა და სწავლების ხარისხის ეტაპობრივი

ზრდა; უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესების აუცილებლობა; განათლების ხელმისა-

წვდომობის ეტაპობრივი ზრდის ხელშეწყობა; შრომის

ბაზრის გაზრდილი მოთხოვნებისა და სტანდარტების

დაკმაყოფილება შრომითი რესურსების კვალიფიკაციის

ზრდის ხარჯზე; კვლევებისა და სამეცნიერო ინოვაციების

ხელშეწყობა.

2015 წლის ერევნის კომუნიკემ თანამშრომლობის

ფარგლებში განსხვავებული მიმართულებები განსა-

ზღვრა. კომუნიკეში აღნიშნულ იქნა, რომ საგანმანათ-

ლებლო პროგრამები კურსდამთავრებულებს უზრუნვე-

ლყოფს ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციით, რათა

მათ სწავლა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში

და შეუერთდნენ ევროპის შრომის ბაზარს. ბოლონიის

ხელშეკრულების თანახმად გაიზარდა სტუდენტების და

კურსდამთავრებულთა მობილობის შესაძლებლობე-

ბიც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ფარგ-

ლებში. ყოველივე აღნიშნულთან ერთად აუცილებელი

გახდა, რომ წახალისდეს სტუდენტზე ორიენტირებულ

სასწავლო გარემოში პედაგოგიური ინოვაციების განვი-

თარება და სწავლება-სწავლის პროცესში ციფრული

ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციური სარგებლის

მიღწევა.

ამრიგად, ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნების

თანამშრომლობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის

პროცესი მრავალი საერთაშორისო ასპექტების გათ-

ვალისწინებას გულისხმობს განათლების სისტემაში.

კერძოდ, სწავლებაში, კვლევებში, სასწავლო დაწესე-

ბულებების ადმინისტრირებაში, საერთაშორისო თანამ-

შრომლობაში. ეს პროცესი თითოეული მიმართულებით

გარკვეული სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს:

1. სტუდენტებთან მუშაობის მიმართულებით – გაც-

ვლითი პროგრამების ამუშავებას, უცხოელი სტუ-

დენტების მიღებას, სტუდენტთა ინდივიდუალური

მობილობის მართვას, სტუდენტთა საზაფხულო

სკოლების მოწყობას.

2. აკადემიური პერსონალის მიმართულებით – პრო-

ფესორთა და მკვლევართა გაცვლას, ერთობლივი

კვლევითი სამუშაოების ჩატარებას, საზღვარგა-

რეთ უნივერსიტეტებში სტაჟირებას, ერთობლივი

პროგრამების შექმნას, ინტენსიური კურსების და

საზაფხულო სკოლების მოწყობას.

3. სასწავლო პროცესის და კვლევების ადმინისტრი-

რების მიმართულებით – სტუდენტთა შეფასებას,

მიღებული ცოდნის აღიარებას და სერტიფიცირე-

ბას. პრობლემურია და საკანონმდებლო რეგული-

რებას საჭიროებს მიღებული ცოდნის აღიარების,

ორმაგი დიპლომების გაცემის, განათლების დოკუ-

მენტების საერთაშორისო აღიარების, განათლების

ხარისხის შეფასების საკითხები.

4. საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით –

ადმინისტრაციისთვის გაცვლითი პროგრამების

ამუშავებას, მატერიალური და შრომითი რესურ-

სების მართვის რეგულირებას, საინფორმაციო და

საკონსულტაციო სამსახურების შექმნას, შეფასების

პროცედურას, ინფრასტრუქტურის სრულყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების ინტერნაცი-

ონალიზაციის საკითხები მრავალი ავტორის კვლევის

ობიექტია, ჯერ კიდევ არ არსებობს ჩამოყალიბებული

ერთიანი შეხედულება ამ პროცესის განხორციელების

შესაძლებლობების და წინააღმდეგობების შესახებ. ის

რომ ხელი უნდა შეეწყოს ერთობლივი პროგრამების

ამუშავებას ან კვლევების ჩატარებას ეს ზოგადი პოსტუ-

ლატია და ამიტომ სასურველობის სახით რჩება.

ინტერნაციონალიზაცია არის სტრატეგიული პრო-

Page 48: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

46

ცესი, რომელსაც მივყავართ წინასწარ განსაზღვრულ

სტრატეგიულ მიზნამდე. საერთაშორისო განათლების

ევროპული ასოციაციის მიერ განათლების ინტერნა-

ციონალიზაცია განსაზღვრულია როგორც პროცესების

ერთობლიობა, რომლის შედეგადაც განათლება ხდება

ნაკლებად ლოკალური და მეტად საერთაშორისო საქ-

მიანობაზე ორიენტირებული. მაგალითად, ამერიკულ

უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციას განიხილავენ

როგორც პიროვნების განვითარების მძლავრ იარაღს,

თვით ინტერნაციონალიზაცია კი მიიჩნევა როგორც

დამატებითი ღირებულების მომტანი პიროვნებისთვის.

რაც ჩვენი აზრით მთლიანად განსაზღვრავს ევროპუ-

ლი საგანმანათლებლო სივრცის თავისებურებებს, და

რომელიც აისახა ბოლონიის დეკლარაციასა და მის

შემდგომ მიღებულ რიგ დოკუმენტებში. ევროპული

უმაღლესი განათლების სივრცე პირდაპირ კავშირშია

ტრანსნაციონალურ განათლებასთან თავისი დადებითი

და უარყოფითი მხარეებით. ტრანსნაციონალურ განათ-

ლებას როგორც ახალი შესაძლებლობები მოაქვს, ასევე

საფრთხეებსაც აჩენს. ეს კი განპირობებულია იმით, რომ

ევროპული საგანმანათლებლო სივრცე არ არის გამიჯ-

ნული არაევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან.

ბოლონიის დეკლარაციის მონაწილე ქვეყნების ერთო-

ბლივი შეთანხმებები მიზნად ისახავს ევროპული ერო-

ვნული საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერებას.

რაც გულისხმობს ამ სისტემების ურთიერთკავშირების

განმტკიცების, განათლების ხარისხისა და კონკურენტუ-

ნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მაგრამ ეს არ

უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ თავისებურებებს.

ცალკეული უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერნა-

ციონალიზაციის პროცესი დამოკიდებულია მისი საქმი-

ანობის თავისებურებაზე, და შესაბამისობაში უნდა იყოს

უნივერსიტეტის მისიასთან, უნივერსიტეტის შრომით და

ფინანსურ რესურსებთან, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა-

სთან, სამეცნიერო პოტენციალთან. უნდა ითვალისწინებ-

დეს სტუდენტთა რაოდენობას და შესაბამისობაში იყოს

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.

დღეისათვის განათლების ინტერნაციონალიზაცი-

ის პროცესი და მისი მართვა კონკურენტუნარიანობის

ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსოფლიოში

არ არსებობს უმაღლესი განათლების საერთაშორი-

სო სისტემა. საყოველთაოდ აღიარებული განათლების

ამერიკული, ბრიტანული თუ გერმანული მოდელი სხვა

ქვეყნების მიერ გამოიყენება საკუთარი საგანმანათლებ-

ლო სისტემის შესაქმნელად.

გლობალიზაციის და ეკონომიკის ინტერნაციონა-

ლიზაციის პროცესის განვითარებამ უმაღლესი სასწა-

ვლებლების წინაშე ახალი ამოცანები დააყენა – პრო-

ფესიული კადრების მომზადება, რომლებიც ეფექტიანად

იმუშავებდა სწრაფად ცვალებად გლობალურ ბაზარზე.

ინტერნაციონალიზაციის პროცესებში ჩართვა მრავალი

ფორმით არის შესაძლებელი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს

უნივერსიტეტებისთვის ფინანსირების დივერსიფიკა-

ცია, უნდა გაზარდოს უნივერსიტეტების დაფინანსება

უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მეშვეობით, სრულყოს

სასწავლო პროგრამები, აამუშაოს ერთობლივი პროგ-

რამები უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად,

ერთობლივი კვლევები განახორციელოს, რომელშიც

ჩართული იქნებიან პროფესორები და სტუდენტები სხვა-

დასხვა უნივერსიტეტებიდან და სხვა. ყოველივე აღნიშ-

ნული გულისხმობს ერთობლივი კვლევითი პროექტე-

ბის შემუშავებას, გაცვლითი პროგრამების ამუშავებას

სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, სოციალური

პროგრამების შემუშავებას უცხოელი სტუდენტებისთვის.

ინტერნაციონალიზაციის პროცესი შეიძლება განვი-

ხილოთ, როგორც სისტემატური ინტეგრაციის პროცე-

სი საერთაშორისო თანამშრომლობის ასპექტებით. ამ

პროცესს მუდმივი მუშაობა ესაჭიროება. ამიტომაა რომ

მრავალი უნივერსიტეტი არ მიიჩნევს ინტერნაციონალი-

ზაციას უნივერსიტეტის სტრატეგიისთვის საჭირო მნიშ-

ვნელოვან ფაქტორად.

21-ე საუკუნის უმაღლესი განათლების სისტემა საჭი-

როებს სწავლების ორგანიზაციის პროცესის გარდაქმნას

და ცვლილებებს. ეს პროცესი ასე იყო მუდამ. მაგრამ

მეოცე საუკუნის ბოლოდან ეს ცვლილებების ტემპი

დაჩქარდა, ამიტომ საჭიროა ცვლილებების მართვის

სისტემის ფორმირება. თანამედროვე ეტაპზე ცვლილე-

ბების განხორციელების მასშტაბი და მიმართულებების

შერჩევა წარმატებული საქმიანობის გარანტი გახდა.

უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოებაც – ეკონომიკის

განვითარებაში სისტემატურმა და სწრაფმა ცვლილე-

ბებმა განაპირობა ის, რომ ვიდრე სტუდენტი დაამთა-

ვრებს სწავლას და მიიღებს დიპლომს, მისი ცოდნა უკვე

ასწრებს „დაძველებას“. ამან წარმოშვა პროფესიული

ცოდნის მუდმივად განახლების საჭიროება, ე.წ. უწყვეტი

განათლების ქსელის შექმნის საჭიროება.

ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის, თუნდაც უნი-

ვერსიტეტების საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია

არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც შესაბამისი

დაგეგმვა სჭირდება. ამიტომ ამ საკითხებს ყოველთვის

Page 49: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები ვახტანგ სართანია

47

სტრატეგიული დაგეგმვის ჭრილში და სტრატეგიული

ხედვის შესაბამისად უნდა განხილვა.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება ყოვლად

წარმოუდგენელია შემდეგი საკითხების გარეშე, როგო-

რიცაა: ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევების

აუცილებლობა; სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა;

ცენტრალიზებული მენეჯმენტის, მთლიანად მენეჯმენტის

პროცესის და ლიდერობის მნიშვნელობის ზრდა; ინვე-

სტიციების და რისკების შეფასება; თანამედროვე ტექნო-

ლოგიების დანერგვა; მარკეტინგის როლის გაძლიერება;

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადა-

მზადების აუცილებლობა და სხვა. ყოველივე აღნიშნული

საჭიროებს ორგანიზაციულ ცვლილებებს და აქტივობების

ზრდას. ეს კი დამატებით რესურსებს საჭიროებს, რაც

სტრატეგიის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია.

გარდა ამისა ინტერნაციონალიზაციის პროცესი მოი-

თხოვს არსებული სიტუაციის ანალიზს, უნივერსიტეტების

საქმიანობის შიდა შესაძლებლობების და გარე ფაქტო-

რების შეფასებას, სტრატეგიული მიმართულებების ჩამო-

ყალიბებას და გრძელვადიანი სტრატეგიული მოქმედე-

ბის გეგმის შემუშავებას თანამედროვე გამოწვევების

შესაბამისად.

საჭიროა სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის

იმპლემენტაცია. უნივერსიტეტებისთვის საჭიროა სტრა-

ტეგიების იმპლემენტაციის სარგებლის აღქმაც. ის უნივე-

რსიტეტები, რომლებსაც აქვთ ინტერნაციონალიზაციის

ცალკეული თუ ინტეგრირებული სტრატეგიები, ფიქრობენ

რომ სტრატეგიების არსებობა მათ დაეხმარება ახალი

პარტნიორების შეძენაში, მეტი საკუთარი სტუდენტის

საზღვარგარეთ გაგზავნაში, მეტი უცხოელი სტუდენტის

მოზიდვაში, მეტი ერთობლივი და ორმაგი ხარისხის

პროგრამების ამოქმედებაში და ა.შ. რეალური სტატისტი-

კა კი აჩვენებს, რომ უნივერსიტეტებისთვის უფრო პრი-

ორიტეტული უცხოელი სტუდენტების მოზიდვაა.

ბევრი ქართული უნივერსიტეტი უკვე მუშაობს განათ-

ლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე. დასრუ-

ლების პროცესშია ტემპუსის პროექტი „ინტერნაცი-

ონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთის

პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელშიც ივ. ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და

გორის სასწავლო უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობს

ოთხი ევროპული უნივერსიტეტი, რომელთაც ინტერნა-

ციონალიზაციის მეტი გამოცდილება გააჩნიათ. პროექტი

მიზნად ისახავს გაუზიაროს ევროპული გამოცდილება და

ჩაატაროს ტრენინგები უნივერსიტეტის ინტერნაციონა-

ლიზაციის სტრატეგიების ჩამოყალიბების და განხორცი-

ელების მიმართულებით. ჩვენი აზრით კვლევის შედე-

გები დახმარებას გაუწევს ქართულ უნივერსიტეტებს ამ

საკითხების გადაწყვეტაში.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,

ერთობლივი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამები, და

შესაბამისად, ერთობლივი ხარისხის მინიჭება დაშვებუ-

ლია. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მუშა-

ობს ერთობლივი პროგრამებიც, მაგრამ ნაკლებობაა

სრული ინგლისურენოვანი პროგრამების. ბოლონიის

პროცესის შესაბამისად საქართველოში ყველა უმაღლე-

სი სასწავლებელი იყენებს ECTS საკრედიტო სისტემას.

ყველა უმაღლესი სასწავლებელი გასცემს დიპლომის

დანართებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაგრამ

მონიტორინგი არ მიმდინარეობს თუ როგორ იყენებენ

მას დამსაქმებელი ორგანიზაციები. ბოლონიის ხელშე-

კრულებით განსაზღვრულია და მის ფარგლებში ხდება

აღიარება უცხოეთში მიღებული განათლების, სასწავლო

კრედიტების, რასაც საქართველოს განათლებისა და მეც-

ნიერების სამინისტრო ახორციელებს. კვალიფიკაციების

შესაბამისობის საკითხებს არეგულირებს საქართვე-

ლოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. უმაღლეს

სასწავლებლებში სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის

მიზნით შექმნილია სპეციალური სამსახურები – ხარისხის

უზრუნველყოფის მართვის სტრუქტურული ერთეულები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენ-

ტრი მუდმივად მუშაობს განათლების ხარისხის უზრუნ-

ველყოფის გარე მექანიზმების სრულყოფაზე. ხარისხის

უზრუნველყოფის გარე პროცედურებში ჩართულნი არიან

და მონაწილეობენ სტუდენტები და აკადემიური პერსო-

ნალი. მიუხედავად აღნიშნულისა, განათლების ხარისხო-

ბრივი გაუმჯობესების, მიღებული ცოდნის აღიარების და

განათლების დამადასტურებელი დიპლომების მოქმე-

დების და აღიარების საკითხები კვლავ პრობლემურია.

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ

ჩატარებული კვლევების მასალები ადასტურებს, რომ

კოლაბორაციული პროგრამები უფრო აქტიურად მუშა-

ობს მაგისტრატურის საფეხურზე, ნაკლებად – დოქტო-

რანტურის საფეხურზე. კვლევებში ასევე მითითებულია,

რომ ორმაგი და ერთობლივი პროგრამები ძირითადად

მუშაობს ბიზნესის და მენეჯმენტის, საინჟინრო, სოცია-

ლურ მეცნიერებათა სპეციალობებზე. მაგრამ ბოლონი-

ის პროცესი ერთობლივი პროგრამების ამუშავებასთან

ერთად ერთობლივი კვლევების ჩატარების ხელშე-

წყობასაც გულისხმობს. ამდენად კოლაბორაციულმა

Page 50: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

48

პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს დოქტორანტურის

საფეხურზე კვლევებში მონაწილეობა, სხვადსხვა უნივე-

რსიტეტების ჩართულობა, და შესაბამისად სამეცნიერო

კვლევის შედეგების გავრცელება. ეს დაეხმარება ეროვ-

ნულ უნივერსიტეტებსაც შეიმუშაონ კვლევების ჩატარე-

ბის ერთიანი მიმართულება, რომლის ნაწილიც გახდება

დოქტორანტების ჩატარებული კვლევები. ეს აამაღლებს

კვლევების ხარისხს, გაადვილებს კვლევის შედეგების

შემოწმების და კონტროლის პროცესს, გაზრდის კვლევის

შედეგების გამოყენების ეფექტიანობას და რაც მთავარია

დაეხმარება მეცნიერების მართვის ორგანოებს მეცნიე-

რების განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სპეციალობებს, ერთო-

ბლივი პროგრამების ამუშავებას დიდწილად ხელს

უწყობს ბოლონიის დეკლარაციის საფუძველზე შემოთა-

ვაზებული სპეციალობათა საკვალიფიკაციო ჩარჩო,

რომელშიც აღნიშნული სპეციალობების მიხედვით უფრო

მეტად არის დაახლოებული შემოთავაზებულ საკვალიფი-

კაციო ჩარჩოსთან ეროვნული კვალიფიკაციების ნუსხა.

სწავლების ინტერნაციონალიზაციის საკითხების

განხილვა წარმოუდგენელია სტუდენტთა მობილობის

გარეშე.

მობილობის პროცესი. მობილობის პროცესი უმთა-

ვრესად სტუდენტებისთვის ქმნის კარგ შესაძლებლობე-

ბს. რას გულისხმობს სტუდენტთა მობილობა? ეს არის

შესაძლებლობა სტუდენტმა თავისუფალი არჩევანი

გააკეთოს სწავლის პროცესშიც. ე.ი. შეძლოს საკუთა-

რი ინტერესების მიხედვით შეიცვალოს სპეციალობა და

უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის

ფარგლებს გარეთ. ამას უნდა ემსახურებოდეს ეროვნუ-

ლი საკვალიფიკაციო ჩარჩოს ფორმირება და სტუდენ-

ტთა შეფასების ერთიანი სისტემის ამუშავება.

სტუდენტების მობილობა სტუდენტთა მოძრაობის

ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მრავა-

ლი წელია გამოიყენება. სტუდენტთა მობილობის ხელ-

შემწყობი ბევრი საერთაშორისო პროგრამა მუშაობს,

როგორიცაა ERASMUS MUNDUS (რომელიც 2014 წელს

ჩანაცვლდა პროგრამით ERASMUS+), SOCRATES,

TEMPUS-ის პროგრამები. ERASMUS MUNDUS-ის პრო-

ექტით დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში სტუდენ-

ტთა და პროფესორთა მონაწილეობა წლების მიხედვით

თითქოს იზრდება. რაც ინტერნაციონალიზაციის პროცე-

სის გაგრძელების და გაფართოების კარგ საშუალებას

წარმოადგენს. მაგრამ ეს პირობები ყველა უნივერსიტე-

ტისთვის მისაღები არ არის.

ევროპის მრავალ ქვეყანას შექმნილი აქვს სოცია-

ლური პროგრამები და სტიპენდიები სტუდენტების ქვე-

ყნის გარეთ სწავლების დაფინანსების მიმართულებით.

იუნესკოს მონაცემებით ბოლო 25 წლის განმავლობა-

ში სტუდენტთა მობილობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით ეს რაოდენობა 2025 წლისთვის

გაორმაგდება. სტუდენტთა ინტერესს იწვევს, რა თქმა

უნდა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები. ენობრივი

და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით

სტუდენტებისთვის მიმზიდველია ბრიტანეთის, ამერიკის,

საფრანგეთის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო

პროგრამები. დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და კანადის

წამყვან უნივერსიტეტებში სტუდენტთა რაოდენობის 80%

უცხოელი სტუდენტები არიან.

უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტები ცდილობენ,

არეგულირონ უცხოელი სტუდენტების ნაკადის მიღება.

ისინი ცდილობენ, შეამცირონ სტუდენტთა მობილო-

ბის ნაკადი, რათა საფრთხე არ შეექმნას და ხელი არ

შეეშალოს მათ ეროვნულ პროგრამებს. ისინი ხსნიან

ფილიალებს სხვადსხვა ქვეყნებში. უნივერსიტეტების

ფილიალები მუშაობენ იმავე პროგრამით და სტუდენტები

მიიღებენ იმავე უნივერსიტეტის დიპლომებს, რომელი

უნივერსიტეტის ფილიალსაც ისინი დაამთავრებენ. ასეთი

ფილიალების გახსნა უმთავრესად დამახასიათებელია

განვითარებადი ქვეყნებისთვის.

საქართველოში სტუდენტთა მობილობის პროცესი

ძირითადად სტუდენტთა ქვეყნის შიგნით მოძრაობას

გულისხმობს. დამაფიქრებელია თვით მობილობის

მიზეზებიც. სტუდენტთა ნაკადების მოძრაობა სუსტია

უცხოეთის უნივერსიტეტიდან ქართულ უნივერსიტეტებში.

უფრო აქტიურია სტუდენტთა გასვლა ქვეყნის ფარგლე-

ბს გარეთ. ამის მიზეზად შეიძლება განხილული იქნეს

ის გარემოება, რომ ქართულ უნივერსიტეტებს არ აქვთ

ინგლისურენოვანი პროგრამები, რაც გაზრდის კურს-

დამთავრებულთა დასაქმების არეალს. ინტერნაციონა-

ლიზაციის ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა უნივერ-

სიტეტებში უცხოენოვანი პროგრამების ამუშავება, რაც

უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კარგი შესაძლებლო-

ბაა. მაგრამ ასეთი პროგრამები ბევრ ქართულ უნივერ-

სიტეტს არ გააჩნია. სტუდენტთა მობილობის პროცესს

მრავალი ბარიერი უშლის ხელს: ენობრივი, სამართლებ-

რივი, ფინანსური. ამ მიმართულებებითაც აუცილებელია

გარკვეული მუშაობის ჩატარება.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პრო-

ცესის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება – პროფე-

Page 51: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები ვახტანგ სართანია

49

სორთა მობილობაა. განათლების ინტერნაციონალიზაციის

პროცესი ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებელთა

მობილობას, მათ მოძრაობას ორი მიმართულებით: ქვე-

ყნიდან უცხოეთში და უცხოეთიდან ქვეყანაში. მართა-

ლია, ეს საკითხები უფრო ნაკლებად არის ექსპერტთა

კვლევის საგანი ვიდრე სტუდენტების მობილობის, მაგრამ

მას საკმაოდ დიდი როლი აქვს მიმდინარე პროცესებში.

პროფესორთა მობილობა უზრუნველყოფს მათი ცოდნის

გამდიდრებას, ახალი კვლევების გაცნობას, საკუთარი

კვლევების სხვებისთვის გაზიარებას, და რაც მთავარია

ხელს უწყობს პროფესორთა კვალიფიკაციის ზრდას, მათი

პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენებას.

პროფესორთა მობილობის საკითხები ასახული უნდა

იყოს უნივერსიტეტების სტრატეგიაში. უნივერსიტეტის

სტრატეგიის შემუშავებაში უშუალოდ უნივერსიტეტის

ხელმძღვანელობა იღებს მონაწილეობას და ნაკლებად

არიან ჩართულები სტრუქტურული ერთეულები, აკადე-

მიური და ადმინისტრაციული პერსონალი. რაც უნივერ-

სიტეტის საქმიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუ

რომელი სტრატეგიის ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული

უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პროცესის

უზრუნველსაყოფად, ეს დღეისათვის კვლავ დისკუსიის

თემას წარმოადგენს.

უნივერსიტეტებს სტრატეგიული განვითარების გეგ-

მაში ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია ხშირად არ

აქვთ, ან ერთმანეთისგან გამიჯნული არ აქვთ სტრატე-

გიის მიმართულებები და სტრატეგიის განხორციელების

საშუალებები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის როგო-

რც ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ასევე ქართული

უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული სტრატეგიების

განხორციელებაში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

პროფესორთა მობილობა ძირითადად კვლევითი

საქმიანობა ან სამეცნიერო მუშაობაა. მრავალ ქვეყა-

ნაში შემუშავებულია ახალგაზრდა მასწავლებლების

და მკვლევარების საერთაშორისო გადამზადების და

სწავლების სპეციალური სქემებიც. ჩვენი მოსაზრებით

ასეთი სქემების შემუშავება ქართულ უნივერსიტეტებსაც

დიდ დახმარებას გაუწევს.

ინტელექტუალური მიგრაცია. ინტელექტუალური

მიგ რაცია ეს არის მაღალკვალიფიციური მკვლევარების

და პროფესორების მიგრაცია. მიგრაცია არის დროებითი

და მუდმივი. დროებითი მიგრაცია საერთაშორისო თანა-

მშრომლობის ფორმაა, ხოლო ე.წ. მუდმივი მიგრაცია

გულისხმობს კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გას-

ვლას, რამაც მიიღო სახელწოდება „ტვინების გადინება“.

დღეისათვის ინტელექტუალური მიგრაციის ორი კონ-

ცეფცია არსებობს:

1. ცოდნის და გამოცდილების გაცვლის კონცეფცია.

ადამიანები ეძებენ ახალ ადგილს და პირობებს

თავისი ცოდნის გამოყენებისთვის.

2. კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება,

რაც ამცირებს სამუშაო ძალის ექსპორტიორი ქვე-

ყნის ცხოვრების დონეს.

იმ შემთხვევებში, როდესაც სპეციფიკური პროფესი-

ის კადრები გადიან ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უნდათ

გამოცდილების მიღება, რაც საკუთარ ქვეყანაში შეუძ-

ლებელია, არის ასევე ინტელექტუალური მიგრაცია. ამ

შემთხვევაში უმაღლესი განათლებისთვის ინტეგრირე-

ბული სისტემა მასტიმულირებელი ფაქტორია.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის

ერთ-ერთი ინსტრუმენტია საერთაშორისო ქსელებში

გაწევრიანება, რისკენაც უნივერსიტეტები უნდა მიისწრა-

ფოდნენ. ასეთ ორგანიზაციებში გაწევრიანება ხელს

უწყობს და სტიმულირებს გაცვლითი პროგრამების

ამოქმედებას. გაცვლითი პროგრამების რამოდენიმე

ფორმა არსებობს: ორმხრივი ურთიერთობები უნივე-

რსიტეტებს შორის, მრავალმხრივი ურთიერთობები

ორგანიზებული ამა თუ იმ ასოციაციაში წევრობით და

სპეციალურ პროექტებში მონაწილეობით. უნივერსი-

ტეტებს საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული უნდა ჰქო-

ნდეთ დეტალური ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების

თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტებისთვის

სტუდენტთა და აკადემიური გაცვლები პრიორიტეტულია.

უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივ

კვლევით პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობაც.

დღეისათვის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციებისა

და სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებული სამეც-

ნიერო მიმართულებების სხვადსხვა პროგრამები ფუნ-

ქციონირებს. შესაბამისად მრავალი სამეცნიერო-კვლე-

ვითი ხასიათის პროექტები სრულდება. კოოპერაციის

საწყისებზე კვლევით საქმიანობას დიდად ეხმარება

ევროკავშირის ახალი პროგრამა „ჰორიზონტი 2020“. ეს

არის უმსხვილესი კვლევების და ინოვაციების პროგრამა,

რომლის ბიუჯეტი 80 მლრდ ევროს შეადგენს. პროგრა-

მამ მუშაობა დაიწყო 2014 წელს და გაგრძელდება 2020

წლამდე. პროგრამა კარგ შესაძლებლობებს ქმნის სამეც-

ნიერო ორგანიზაციებისთვის, უნივერსიტეტებისთვის,

ცალკეული მკვლევარებისთვის ინოვაციური ხასიათის

კვლევების დაფინანსების მოპოვების და ხელშეწყობის

მიმართულებით. პროგრამის მიზანია ევროპის კვლე-

Page 52: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

50

ვითი არეალის გაფართოება, ინოვაციური ხასიათის

ერთიანი კვლევითი სივრცის ფორმირება. პროგრამაში

მითითებულია, რომ ინოვაციური კვლევები მომავალი

განვითარებისთვის კარგი ინვესტიციაა.

ამრიგად, უმაღლესი სასწავლებლების მომავალი

განვითარებისთვის, მათი საქმიანობის ინტერნაციო-

ნალიზაციის მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია

სასწავლო პროცესისა და კვლევითი საქმიანობის ურთი-

ერთშერწყმა. ამ ორი მხარის განვითარების მიმართუ-

ლებები უნდა აისახოს უმაღლესი სასწავლებლის სტრა-

ტეგიაში. უნივერსიტეტები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ

საქმიანობაში ახალი მეთოდების გამოყენებასა და ინო-

ვაციების დანერგვაზე.

დასკვნა

თანამედროვე განათლების სისტემის განვითარების

მრავალი შესაძლებლობები გააჩინა გლობალიზაციის და

ინტერნაციონალიზაციის პროცესებმა. მაგრამ ამასთან

ერთად ცვლილებებმა სწავლების პროცესში წარმოშვა

სხვა მრავალი წინააღმდეგობაც.

�� სტუდენტები, რომელნიც განათლებას უცხოეთის

უნივერსიტეტებში იღებენ, თავის ცოდნას იყენებენ

და მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანში. ამით კი ერო-

ვნული ეკონომიკა და მისი დარგები ზიანდება.

ეს პრობლემა არა მარტო განვითარებადი ქვეყ-

ნებისთვის არის მტკივნეული, არამედ ევროპის

მრავალ ქვეყანაშიც აქტუალურია.

�� თანამედროვე განათლების სისტემის თანმდევია

ეროვნული განათლების სისტემის და მსოფლიო

სისტემის წინააღმდეგობა. წინააღმდეგობებია

გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაცი-

ის შედეგებთან დაკავშირებით. წინააღმდეგობა

ვლინდება სხვადასხვა პრობლემის სახით: უნი-

ვერსიტეტების გაცემული დიპლომების აღიარე-

ბის საკითხებში; სპეციალიზაციების და შეფასების

ფორმების თავსებადობაში; ხარისხის შეფასების

საერთაშორისო ფორმების დინამიურ განვითარე-

ბასა და ეროვნული ინსტრუმენტების შესაბამისო-

ბაში; პრობლემურია პროგრამების საერთაშორი-

სო აკრედიტაციის განხორციელების საკითხებიც.

�� გართულებულია განათლების საერთაშორისო

ინსტიტუტებისა და ეროვნული მკაცრად რეგული-

რებადი ინსტიტუტების თანამშრომლობა;

�� თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების მიუხე-

დავად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

ინფორმაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობა.

რეკომენდაციები, რაც დაეხმარება ეროვნული უმა-

ღლესი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს:

�� ბაზრის მოთხოვნების და სპეციალისტთა მომზა-

დების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესაბა-

მისობის მიღწევა;

�� უმაღლესი განათლების რეგულირების საკანონ-

მდებლო ბაზის სრულყოფა;

�� სწავლების დაფინანსების თანამედროვე მოდე-

ლების შესწავლა და გამოყენება;

�� უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კვალი-

ფიციური დონის მუდმივი მონიტორინგი ბაზრის

მოთხოვნების შესაბამისად;

�� უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების მომ-

ზადებაში დამსაქმებელთა მონაწილეობა;

�� სტუდენტთა სწავლების პროცესში დამსაქმებელთა

ჩართულობა;

�� უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება, მათი

გაერთიანებისა და შერწყმის მეშვეობით;

�� ეროვნული უნივერსიტეტების საქმიანობის ინტერ-

ნაციონალიზაციის მიმართულებების განსაზღვრა;

�� მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების ინფრასტრუქ-

ტურის გაუმჯობესებაზე;

�� მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების საქმიანო-

ბაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და

დანერგვაზე.

ლიტერატურა

1. სართანია, ვ. (2001). განათლების ეკონომიკა (ისტო-

რია, თეორია, პერსპექტივა). თბილისის სულხან-საბა

ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის გამო-

მცემლობა, თბილისი.

2. სართანია, ვ. (2010). გლობალიზაცია და უმაღლესი

განათლების როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორ-

მირებაში . თბილისი.

3. სართანია ვ., თოქმაზიშვილი მ., მაღლაკელიძე შ.

(2004). გა ნათ ლების ეკონომიკის პრინციპები, თბილისი.

4. ალფენიძე ო., (2014). უმაღლესი განათლების ინტერნა-

ციონალიზაცია გლობალიზაციის ეპოქაში, ეკონომისტი,

თსუ-ს ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო რეფე-

რირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკუ-

ლი ჟურნალი, #1.

5. ნარმანია დ. (2012). უმაღლესი განათლების სისტე-

მა საქართველოში. (http://ciesr.org/files/education_

georgia_dr_davit_narmania.pdf)

Page 53: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Socio-Economic Sphere and The Systemic Problems Vakhtang Sartania

51

6. ტაბატაძე ლ. (2016). საქართველოს უმაღლესი საგანმა-

ნათლებლო მომსახურების ბაზარზე კერძო სექტორის

კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემები და

მათი გადაწყვეტის გზები, თბილისი.

7. ბაქრაძე ლ. (2013). უმაღლესი განათლებისა და მეცნი-

ერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში,

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის

საერთაშორისო ინსტიტუტები. თბილისი.

8. გომელაური ბ. თავხელიძე მ. (2004). უმაღლესი განათ-

ლების ხარისხის მართვა აკრედიტაცია, თბილისი.

9. კაჭკაჭიშვილი ი. მაჭარაშვილი ნ. გოგსაძე გ. (2015).

სტუ დენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათ-

ლების ხელშეწყობა, სოციალური კვლევისა და ანალი-

ზის ინსტიტუტი, (საქართველო, ფონდი „ღია საზოგადო-

ება საქართველო“).

10. კიკუტაძე ვ. (2015). უმაღლესი განათლების ხარისხის

მართვა საქართველოში. თბილისი.

International Trends in Higher

Educational System

Vakhtang SartaniaDoctor of Economic Sciences,

Professor St. Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of

Georgia University, Academician of the Academy of Economic Sciences of Georgia

Globalization process has brought many changes in

certain branches of Economics, including Higher

Education. Competition increased among Higher Educa-

tion Institutes, conducting joint programs and researches

became more relevant, as well as mobility of students and

academic staff, etc. Globalization process accelerated the

process of internationalization in education system, which

means changes in teaching, researches, in administration

of higher education institutes and International coopera-

tion. The Article defines the positive aspects of the future

work necessary to be carried out in these four fields, at the

same time indicating to problematic spheres. The article

also emphasis the significance of merging teaching and

research work at this stage, which should definitely be

reflected in the strategy of higher education institute. They

are presenting recommendations, based on the analy-

sis, for insuring the competitiveness in high educational

system: defining the direction of the internationalization

work by National Universities; Achieving the relevance of

quality and quantity of specialist preparation in accordance

with market demands; Integrating employers into teaching

process, etc.

Key words: globalization, higher educational system, international trends

11. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესა-

ხებ (21.12.2004).

12. ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელ-

მძღვანელო პრინციპები ევროპის უმაღლესი განათ-

ლების სივრცეში უმაღლეს განათლებაში ხა რის ხის

უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია, (2005),

(http://eqe.gov.ge/res/docs/xarisxisuzrunv_evrop_

standartebiESG.pdf).

13. ლუვენის კომუნიკე (2009), (http://eqe.gov.ge/res/docs/

Luveniskomunike2009.pdf)

14. ერევნის კომუნიკე (2015), (http://eqe.gov.ge/res/docs/

yerevancommuniqueGeorgian.pdf)

15. http://erasmusplus.org.ge/ge/he- in – georgia

16. http://www.mes.gov.ge/

17. http://eqe.ge/geo/static/89/register/heis

18. http://www.naec.ge

19. http://www.economy.ge/ge

20. http://www.geostat.ge

Page 54: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

52

ცნება „პოლიტიკური არითმეტიკა“ („Political arith-

metic“) ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ პეტიმ

(1623-1687 წწ.) დაამკვიდრა. პეტის მიხედვით ის გამო-

იყენებოდა აუცილებელი და პოლიტიკურად მნიშვნე-

ლოვანი სტატისტიკური მონაცემების აღსანიშნავად. შემ-

დგომში მისი მნიშვნელობა სხვადასხვა ეკონომიკური

მეცნიერებისა და ძირითადად, სტატისტიკის ცნებებსა

და ტერმინებში განვითარდა. ახლა მას იყენებენ უფრო

პოლიტიკური მოვლენების რაოდენობრივი გამოხატვი-

სას ისეთი პროცესების დროს, როგორიცაა საპარლამე-

ნტო საქმიანობა, დებატები, არჩევნები და სხვა. მრავალი

ცვლილების მიუხედავად, პოლიტიკური არითმეტიკის

განმსაზღვრელი შინაარსი დღესაც, ისევე როგორც პეტის

დროს, ციფრების ენით საუბარია.

ციფრების ენით საუბარი „არ ახალია“, თანაც „სიძვე-

ლის“ მიუხედავად მეცნიერებაში ცნობილი, გამოყენება-

დი და საპატიოა.

სამწუხაროდ, მონაცემებს, სტატისტიკას დღევა-

ნდელ საქართველოში ოფიციალურად პატივს არ სცე-

მენ. (საქმეს არ ცვლის, რომ მას 6 წლით ნაკლებ პატივს

სცემენ, ვიდრე ეკონომიკას: სტატისტიკის სამსახურის

შენობა 6 წლით ადრე გაიყიდა, ვიდრე ეკონომიკის სამი-

ნისტროს შენობა (?!).

სტატისტიკას პატივს არ სცემენ არა მარტო ინსტიტუ-

ციონალურად, არამედ შინაარსობრივად: დარღვეულია

მოსახლეობის აღწერის სინქრონულობა, არასრულფა-

სოვანია სტატისტიკის მიერ ინფორმაციის შეგროვება

ტერიტორიულ ჭრილში, მაღალია მისი აგრეგირების

დონე, არასაკმარისია თემატური კვლევები (მაგალითად,

სურსათის უსაფრთხოების სტატისტიკა), არასაკმარისია

კადრები, მწირია დაფინანსება და სხვა.

ვერც ერთი ორგანიზაციური ფორმა – დაწყებული

ოჯახითა და დამთავრებული სახელმწიფოთი – საერთოდ

ვერ იფუნქციონირებს ინფორმაციის გარეშე და შედე-

გიანად ვერ იმოქმედებს სწორი ინფორმაციის გარეშე.

მართალია, დაობენ იმაზე თუ ვის ეკუთვნის სიტყვე-

ბი: „ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს მსოფლი-

ოს“ (ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ის

ეკუთვნის ნატან როტშილდს. ყოველ შემთხვევაში, ამ

სიბრძნით მან ყველაზე ხელშესახებად იხეირა ნაპო-

ლეონის დამარცხების შესახებ ინფორმაციის ყველაზე

ადრე გაგებით ლონდონში საბირჟო და უძრავი ქონების

ოპერაციებში), მაგრამ არავინ არ დაობს ამ სიტყვების

სისწორეზე.

თანამედროვე გაგებით იგივე მნიშვნელობა აქვს

ლათინურ გამოთქმას: „Praemonitus, praemunitus“ –

„გაფ რთ ხილებულია (ინფორმირებულია) – ე.ი. შეია-

რაღებულია“.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პითაგორას აზრით

კი – რიცხვები მართავენ სამყაროს/მსოფლიოს.

ეს აზრი შემდგომში (2400 წლის შემდეგ!) იოჰან ვოლ-

ფგანგ ფონ გოეთემ (1749 – 1832 წწ.) დააზუსტა: „რიცხვე-

პოლიტიკური არითმეტიკა

თანამედროვე

საქართველოში

მიხეილ ჯიბუტი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა

ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი,

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

საკვანძო სიტყვები: სოლოკრატია, პოლიტიკური არითმეტიკა, სტატისტიკით მანიპულირება, არჩევნების ფალსიფიცირება

Page 55: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები მიხეილ ჯიბუტი

53

ბი არ მართავენ სამყაროს/მსოფლიოს, მაგრამ ისინი

უჩვენებენ, თუ როგორ იმართვის ის“.

ეს თეზისი სწორია სახელმწიფოსა და მასში მართულ

სხვა პროცესებთან მიმართებაში.

ამიტომ არ უყვარს ოფიციოზს ციფრები (ნიშნები

რომლითაცაა ჩაწერილი რიცხვების მნიშვნელობა). ამი-

ტომაა დემოკრატიის ხარისხი დამოკიდებული ინფორ-

მაციის ღიაობასა და საჯაროობაზე.

ის, რაც დაკავშირებულია დღევანდელი საქართვე-

ლოს პოლიტიკურ არითმეტიკასთან, შეიძლება დახასი-

ათდეს ერთი სიტყვით: უწესრიგობა, ან ორი სიტყვით:

სრული უწესრიგობა.

ციფრების დამახინჯება და ფალსიფიცირება საბ-

ჭოთა წყობილების დამახასიათებელი ნიშანი იყო. ის

მომდინარეობდა თავდაპირველად პირველი თაობის

ბოლშევიკების კომპლექსისაგან, ჰქონოდათ უკეთესი

სამეურნეო-ეკონომიკური შედეგები, ვიდრე ნიკოლოზ

მეორის მეფობის დროს, პირველი მსოფლიო ომის

დაწყების წინ 1913 წელს. შემდგომში კი კომუნისტური

პარტიის კომპლექსისაგან – გაემარჯვათ კაპიტალიზმთან

შეჯიბრში და ამ მიზნით ყველანაირად ალამაზებდნენ

სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგ-

მების შესრულების მაჩვენებლებს.

სამწუხაროდ, ამ მემკვიდრეობაზე უარი ვერ თქვა

დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა მთავრო-

ბამ 25 წლის მანძილზე. ასე გრძელდება დღესაც. ხდება

ციფრებით/ფაქტებით მანიპულირება იმის მიხედვით თუ რა

პოლიტიკური დასკვნა უნდა დამტკიცდეს ამ მონაცემებით.

ციფრებით მანიპულირება აყალიბებს შესაბამის

პოლიტიკურ აზროვნებას, რაც თვითდაჯერების თავისე-

ბურ ფორმას იღებს – როდესაც ნათქვამის მსმენელს არ

სჯერა და თვით მთქმელსაც არ სჯერა ის რასაც ამბობს.

თუმცა მთქმელისა და მსმენელის როლში უცვლელად

და შესაბამისად ხელისუფალი და ხალხია.

ციფრები კარგად წარმოაჩენენ მსგავს შემთხვევებს.

თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ციფრების მანიპუ-

ლირებას და როგორ აისახება ის ქვეყნის ცხოვრება-

ზე ამისათვის საკმარისია საქართველოს 2016 წლის 8

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ისტორია.

ნებისმიერი არჩევნებისათვის საჭიროა ხმების გარ-

კვეული რაოდენობის მიღება და შესაბამისად, მნიშვნე-

ლოვანია ამომრჩეველთა რაოდენობა.

აღნიშნული 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ოფი-

ციალურად გამოცხადდა ამომრჩეველთა რაოდენობა

საქართველოში – 3 473 316 კაცი.

საერთოდ, ამომრჩეველთა რაოდენობა და სიები

საქართველოს ახალი სახელმწიფოს 25 წლის მანძილზე

გადაუჭრელი პრობლემაა.

თუმცა არც ერთ ეტაპზე ამომრჩეველთა რაოდენობას

ისეთი უნდობლობა არ გამოუწვევია, როგორც 2016 წლის

საპარლამენტო არჩევნების წინ დასახელებულ ციფრს.

ამას ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძველი.

2014 წლის შემოდგომაზე (5 -19 ნოემბერს) საქართვე-

ლოში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

(ის ჩატარდა გაეროს მიერ ოპტიმალურად მიჩნეული 10

წლიანი ციკლის დარღვევით. უნდა ჩატარებულიყო 2012

წელს). აღწერის შედეგად დადასტუდა ქართველების

ერთი უბედურების (ტერიტორიების ოკუპაცია) გვერდით

მეორე დიდი (დემოგრაფიული) უბედურება. აღმოჩნდა,

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემით,

მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის 1 იანვრისთვის

თუ შეადგენდა 4 490,5 ათას კაცს, 2014 წლის ნოემბრის

აღწერის მიხედვით მან შეადგინა 3 713,8 ათას კაცს (1).

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

766,7 ათასით (17,07%). ბუნებრივია ეს ცვლილება ერთ

წელიწადში ვერ მოხდებოდა, მაგრამ ხელისუფლების

ყველა გაანგარიშება, ყველა პროგრამა და ინდიკატორი

მთელი წლების განმავლობაში ხომ ეფუძნებოდა ამ არა-

სწორ მონაცემებს? წინა აღწერის (2002 წ.) შედეგებთან

შედარებით (4 371 535 კაცი) მოსახლეობის რაოდენობა

2014 წლის აღწერის მიხედვით შემცირდა 3 713 804 კაცა-

მდე (657 731 კაცით, ანუ 15%-ით)(2). რამდენს შეადგე-

ნდა რეალურად მოსახლეობის რიცხოვნობა 2008, 2012

წლების საპარლამენტო არჩევნების (ისევე როგორც

სხვა წლებში თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო

არჩევნების ) დროს, უცნობია.

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის

რიცხოვნობა შეადგენს 3 720,4 ათას კაცს (1).

ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 8 ოქტო-

მბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საბოლო-

ოდ ოფიციალურად შეადგენდა 3 513, 9 ათას კაცს (3

513 884) (3,11). ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა შეა-

დგენდა მთლიანი მოსახლეობის 94,45 %-ს. მართა-

ლია მოსახლეობის აღწერის მეთოდიკა განსხვავდება

ამომრჩეველთა აღრიცხვის მეთოდიკისაგან, მაგრამ ამ

მონაცემების ასეთი დაახლოება ერთმნიშვნელოვნად

მათ უზუსტობაზე მიუთითებს.

2008, 2012 წლებში შესაბამისად მოსახლეობის

რიცხოვნობა ოფიციალურად შეადგენდა 4 382,1 და

4 497,6 ათას კაცს (6), ხოლო საპარლამენტო არჩევ-

Page 56: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

54

ნების ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2008 წლის 21

მაისისათვის 3 465,7 (3465736 კაცი) (7) და 2012 წლის 1

ოქტომბრისათვის 3 613,9 (3 613851 კაცი)(6) ათასი კაცი

, ანუ 79,08 და 80,35 %.

1991 წელს 3 594 810 ამომრჩეველი იყო საქართვე-

ლოში. ამ რაოდენობაში შედიოდა დღევანდელი ოკუ-

პირებული ტერიტორიების მოსახლეობაც. 1989 წლის

მოსახლეობის აღწერით საქართველოს რიცხოვნობა

5,4 მლნ კაცს შეადგენდა.

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ

საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს

საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21

წლის ასაკიდან (მუხლი 49, პუნქტი 2) (4).

ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით გამოდის,

რომ 21 წლამდე მოსახლეობა, თუ მხედველობაში არ

მივიღებთ ზემოთ მითითებულ მეთოდიკურ სხვაობას,

შეადგენდა 2008 წელს – 916,4 ; 2012 წელს – 883,7; 2016

წელს – 206,5 ათას სულს. მოსახლეობის ოფიციალური

სტატისტიკის მიხედვით (შესაძლო უზუსტობა უმნიშვნე-

ლოა და დაკავშირებულია იმასთან, რომ 20-24 წლების

ასაკობრივი ჯგუფიდან აღებულია მეხუთედი) 21 წლამდე

მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 2008 წელს –

1 211,45 ; 2012 წელს -1 511,1 ; 2016 წელს – 1 226,76 ათას

კაცს (8).

2008 და 2009 წლების მონაცემების უზუსტობა მოსა-

ხლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებმაც დაადასტურა.

თუმცა ტენდენცია ამ მონაცემებითაც გამოხატულია და

დასტურდება აღწერის შედეგებშიც.

აღწერის შედეგებისა და არჩევნების მონაწილეთა

რიცხოვნობის „შეთანხმება“ შეუძლებელია. მოსახლეო-

ბის აღწერა მაღალი სანდოობის ინფორმაციადაა მიჩნე-

ული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსახლეობის

აღწერის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობაში

საარჩევნო ასაკის იყო ( 3720,4 -1226,8) = 2293,6 ათასი

კაცი. ანუ გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე

(3 513, 9-2293,6)= 1220,3 ათასი კაცით ნაკლები.

ამ შეუსაბამომებთან დაკავშირებით რაიმე ოფიცია-

ლური ვერსია არ არსებობს.

8 ოქტომბრის (2016 წ.) არჩევნებზე მოსულთა რაოდე-

ნობა იყო 1 814 276 კაცი, რაც შეადგენდა ამომრჩეველთა

ოფიციალურ სიასთან შეფარდებით 51,63 %-ს, ხოლო

აღწერის მიხედვით 21 წელს ზევით მოსახლეობასთან

მიმართებაში 79,1 %-ს.

მონაცემების ასეთი შეუთავსებლობა უკვე ფალსი-

ფიკაციაა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-

ში არჩევნების ფალსიფიცირება კანონმდებლობითაა

დაშვებული.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „პროპო-

რციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად

პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ

პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს

შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამო-

მრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც“ (მუხლი 50.პუნქტი 2) (4).

მივაქცეიოთ ყურადღება კონსტიტუციის ნორმას:

„არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს

მაინც“.

ვინ შეიძლება იყოს არჩევნებში მონაწილე?

კონსტიტუციიდან გამომდინარე პასუხი მარტივია:

საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა ის პირი, რომე-

ლიც მივა არჩევნებზე და მიიღებს მონაწილეობას კენ-

ჭისყრაში – დარეგისტრირდება, შეავსებს ბიულეტენს და

ჩაუშვებს საარჩევნო ყუთში.

თუმცა საქართველოს ორგანული კანონით (საქა-

რთველოს საარჩევნო კოდექსი (2011 წლის 27 დეკემ-

ბერი), საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები

იყოფა არა მარტო არჩევნებში მონაწილე და არჩევნებ-

ში არამონაწილე მოქალაქეებად, არამედ არჩევნებში

მონაწილე მოქალაქეები თავის მხრივ კიდევ იყოფა ორ

კატეგორიად: ერთი, რომელიც ითვლება არჩევნებში

მონაწილედ და მეორე, რომელიც არ ითვლება არჩევ-

ნებში მონაწილედ.

თუ არჩევნებში მონაწილე მოქალაქე ხმას აძლე-

ვს ყველას წინააღმდეგ, მაშინ ასეთი პიროვნება არ

ითვლება არჩევნებში მონაწილედ. ის უარყოფილია

და სათვალავში არ მიიღება.

„მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაით-

ვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდი-

დატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე

მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების

რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საა-

რჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების

რაოდენობა“ (მუხლი 125, პუნქტი 3) (9). იგივეა პროპო-

რციული სისტემისათვის „საქართველოს პარლამენტის

წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ

სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმე-

ბის არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილე-

თა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად

ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების

რაოდენობა.“ (მუხლი 125, პუნქტი 4) (9). ფაქტია, რომ ეს

Page 57: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები მიხეილ ჯიბუტი

55

ნორმა კოლიზიაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

საკონსტიტუციო სასამართლო რომ ძირითადად კონ-

სტიტუციის დაცვით იყოს დაკავებული, ალბათ დიდი ხნის

წინ გააუქმებდა ამ დისკრიმინაციულ ნორმას. უამრავი

ადამიანის უფლება დაირღვა ამ ნორმით. არჩევნებზე

მისულ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა ყველას წინა-

აღმდეგ დაეკარგა „ნების თავისუფალი გამოხატვის“

უფლება. განხორციელდა მისი დისკრიმინაცია. ის

ელემენტალურად სათვალავშიც კი არ მიიღება. უფრო

ზუსტად – ადამიანად არ ითვლება! ამრიგად, მრავალი

ადამიანის უფლებები დაირღვა. 2016 წლის 8 ოქტომბრის

საპარლამენტო არჩევნებზე მისული 54 873 მოქალაქე

სათვალავშიც არაა ჩათვლილი, პირდაპირი მნიშვნე-

ლობით ადამიანადაც არ არის მიჩნეული მხოლოდ იმ

მიზეზით, რომ მათ ხმა მისცეს ყველას წინააღმდეგ.

მიღებული ხმების პროცენტები დაიანგარიშეს

არჩევნებზე მისული რაოდენობიდან აღნიშნული რაო-

დენობის გამოკლებით.

სულ არჩევნებზე მივიდა 1 8142 76 ადამიანი ( 927069-

51,1% ქალი, 887207-48,9% კაცი), აქედან 54 873 არ ჩაით-

ვალა და არჩევნებში მიღებული ხმები დათვლილ იქნა

1 759 403 ამომრჩევლიდან.

საარჩევნო სუბიექტებმა მიიღეს შემდეგი რაოდე-

ნობის ხმები (14):

1. „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხის თ ვის“

60687 (3.45 %) {3,35%}

2. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენ-

გან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!“) 1060 (0.06 %)

3. „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“

62167 (3.53 %) {3,43%}

4. „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ 2182 (0.12 %)

5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 476948 (27.11

%) {26,28%}

6. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ 27266 (1.55 %)

{1,5%}

7. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

2805 (0.16 %)

8. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქა-

რთველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული

ოპოზიცია“ 88100 (5.01 %) {4,85%}

10. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბო-

რისტული პარტია“ 55209 (3.14 %) {3.04}

11. „სახალხო ხელისუფლება“ 809 (0.05 %)

12. „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალი-

ნელები“ (ივანე წიკლაური) 1773 (0.1 %)

14. „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათ-

ვის“ 3823 (0.22 %)

15. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ 679

(0.04 %)

16. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“

1468 (0.08 %)

17. „საქართველო“ 1547 (0.09 %)

18. „ქართული იდეა“ 2934 (0.17 %)

19. „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ 13801

(0.78 %)

22. მერაბ კოსტავას საზოგადოება 975 (0.06 %)

23. „ჩვენები – სახალხო პარტია“ 1595 (0.09 %)

25. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბ-

ლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“ 700

(0.04 %)

26. ეროვნული ფორუმი 12786 (0.73 %)

27. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატე-

ბი“ 81415 (4.63 %) {4,49%}

28. „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ 1466 (0.08 %)

30. „ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის

საარჩევნო შტაბი) 802 (0.05 %)

41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვე-

ლო“ 856406 (48.68 %) {47,20}

თუ არ იქნებოდა ზემოთ აღნიშნული, ჩვენი აზრით,

დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური ნორმა მაშინ

1%-ის წონა იქნებოდა 18143 ხმა, ნაცვლად ამჟამინდელი

17594 ხმისა. თუ რა შედეგი იქნებოდა ასეთ შემთხვევა-

ში მითითებულია იმ პარტიების/ბლოკების გასწვრივ

ფიგურულ ფრჩხილებში, რომელთაც 1%-იანი ბარიერი

გადალახეს. ასეთ შემთხვევაში 5%-იან ბარიერს გადა-

ლახავდა მხოლოდ ორი პარტია.

ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა განსხვავდება

პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისათვის.

საპარლამენტო არჩევნებში (პროპორციული) 2016 წ. 8

ოქტომბერს მონაწილეობდა 1825054 კაცი, ბათილად იქნა

ცნობილი 62678 (3,43%) ბიულეტენების. საპარლამენტო

მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ

შეადგინა 1500226 კაცი, ხოლო ბათილმა ბიულეტენებ-

მა – 43371 ცალი (2,8%) (10). სხვაობა პროპორციულ და

მაჟორიტარულ არჩევნებზე მისულთა შორის არის 324 828

კაცი. ასახსნელია, როგორ მოხდა რომ ადამიანი მივიდა

საარჩევნო უბანზე, დარეგისტრირდა, აიღო საარჩევნო

ბიულეტენი და შემდგომი მოქმედებებისა და გადაწყვე-

ტილებების მიუხედავად, როგორ მოხდა, რომ მისულთა

რაოდენობა განსხვავდება მაჟორიტარული და პროპო-

Page 58: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

56

რციული არჩევნებისათვის? მეორე ტურის შემთხვევაში

გასაგებია, მაგრამ პირველი ტურის შედეგებში ციფრე-

ბის აცდენა მასშტაბური არ უნდა ყოფილიყო.

ეს იმ ისტორიის გამეორებაა, პროპორციული

არჩევნების შედეგები რომ გააუქმა სასამართლომ

და დატოვა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები

„ვარდების რევოლუციის“ დაკვეთით 2003 წლის არჩევ-

ნების შეფასებისას.

საქართველოს 2015 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო

კოდექსში ცვლილება იქნა შეტანილი და განისაზღვრა

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები მოსახლეობის

კრიტერიუმითა და მუნიციპალური საზღვრების დაცვის

მოთხოვნის გარეშე. პოლიტიკური არითმეტიკა აქ გამო-

ყენებულ იქნა სახელისუფლებო პარტიის, ქართული

ოცნების, სასარგებლოდ. 73 მაჟორიტარული ოლქიდან

თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად შეიქმნა

22. სხვა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შეიქმნა

მუნიციპალიტეტების გაერთიანება-გაყოფის გზით. რამო-

დენიმე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრე-

ბი დაემთხვა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ

საზღვრებს (საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, მესტიის,

საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის მაჟო-

რიტარული საარჩევნო ოლქები).

საარჩევნო ოლქების ზომის საფუძვლად აღებული

იყო 47 522 ამომჩეველი (73 მაჟორიტარულ ოლქზე= 73.

47 522 =3469106). გადახრა შეიძლება ყოფილიყო 10-15 %.

13 საარჩევნო ოლქში ეს კრიტერიუმები დაცული არაა.

თანაც ამ დაყოფის დროს არ გამოიყენეს მოსახლეობის

2014 წლის აღწერის მასალები. ამ უკანასკნელის მიხედ-

ვით მაჟორიტარული ოლქის საბაზო დონე იქნებოდა

(2293600:73)= 31419. რაც მთლიანად ცვლიდა მაჟორი-

ტარული ოლქების კონფიგურაციას.

შექმნილი სიტუაციის კიდევ უფრო კარგად აღსა-

თქმელად მოვიყვანთ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს.

სამტრედიაში მაჟორიტარულ საარჩევნო #59 ოლქში

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 50226 კაცით იყო

განსაზღვრული(11). მოსახლეობის საყოველთაო აღწე-

რის მიხედვით სამტრედიის მოსახლეობის რიცხოვნობა

შეადგენდა 48562 კაცს (13). მაჟორიტარულ არჩევნებში

41-მა მიიღო 15253 , ანუ 54,09% ხმა. აქედან გამომდინა-

რე მთლიანად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა

რაოდენობა იყო 28199 კაცი.

საჩხერეში აღწერის მიხედვით მოსახლეობის რიცხო-

ვნობა შეადგენდა 37 775 კაცს (13). საარჩევნო სიაში

საჩხერის მაჟორიტარულ საარჩევნო #53 ოლქში 43172

კაცი იყო (11). მაჟორიტარულ არჩევნებში 41-მა მიიღო 21

378 , ანუ 85,04% ხმა. აქედან გამოდის, რომ არჩევნებსი

მონაწილეობდა (ასე ჩათვალეს) 25139 კაცი.

როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ დათვლის მეთო-

დიკით ავხსნათ საარჩევნო სიაში ადამიანთა რაოდენო-

ბასა და აღწერით მიღებულ მონაცემებს შორის სხვა-

ობა – ეს შეუძლებელია ზემოთ მოყვანილი ფაქტების

შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო სიაში რაოდენობა

აღემატებოდა მოსახლეობის რაოდენობას!!!!!!!

ასეთ სიტუაციაში, როდესაც ასეთი დიდია სხვაობაა

ამომრჩეველთა რაოდენობასა და მოსახლეობის რაო-

დენობას შორის, არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა

ციფრებით, ანუ არჩევნების ყველანაირი მანიპულირე-

ბისა და ფალსიფიცირებისათვის. თანაც ამის განხორცი-

ელება არ მოითხოვს მოქმედებას საარჩევნო უბნებზე

და უშუალოდ საარჩევნო ურნებთან. ეს ყველაფერი

შეიძლება გადაწყდეს რამოდენიმე კაცისა და ოპერა-

ტორის მიერ. შესაძლებელია რამოდენიმე საარჩევნო

სუბიექტმა ურთიერთშეთანხმებულად პროპორციულად

ის დაიმატონ ხმები და გაზარდონ 5%-იანი ბარიერის

აბსოლუტურ სიდიდეს ისე, რომ ყველა არასასურველი

სუბიექტი დატოვონ ბარიერ გადაულახავი. მეორე ძლი-

ერი ინსტრუმენტი ამისათვის არის ბიულეტენების გაფუ-

ჭება/გაბათილება ამ რაოდენობის ხმების 5% ბარიერის

გათვლაში მხედველობაში მიუღებლობის ჩათვლით1.

თუ ამომრჩეველთა რაოდენობას ავიღებთ მოსა-

ხლეობის აღწერის რიცხოვნობიდან გამომდინარე

2 293,6 ათასი კაცის ოდენობით, მაშინ არჩევნებზე

ფაქტობრივად მოსული 51,63% -იდან და მიღებული

ხმების მიხედვით გადაანგარიშებით , 5% ბარიერს

დღევანდელი სამი პარტიის ნაცვლად გადალახავდა

კიდევ სამი ან ოთხი პარტია. (მით უმეტეს თუ გაირკვე-

ოდა ბათილი ბიულეტენების საიდუმლო.)

ამომრჩეველთა რაოდენობის სტატისტიკის მოუწეს-

რიგებლობა და არჩევნებში ხმების დათვლის ნორმე-

ბი წარმოადგენენ არჩევნებისათვის უნდობლობის

საფუძველს. ის თავისი შინაარსით შეესაბამება საარჩევ-

ნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) კლასი-

1 საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები დაემთხვა აშშ საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშს. 2016 წლის 8 ნოემბერს აშშ 45-ე პრე-ზიდენტად არჩეულ იქნა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ტრამპმა წინა-საარჩევნო ბატალიების დროს უმკაცრესად გააკრიტიკა აშშ საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული ფალსიფიცირების მეთოდები – „მკვდარი სულები“, შეხვედრებზე ფულით ხალხის მოყვანა,მასმედიის მოსყიდვა და სხვ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან ამერიკის საარჩევნო სისტემაში ვერ დაასახელა ვერც ერთი ნეგატივი, რომელიც საქართველოში არჩევნების დროს არ იყო ცნობილი. პირიქით კი ბევრი რამ შეიძლება დასახელდეს. მათ შორის, ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევა.

Page 59: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები მიხეილ ჯიბუტი

57

ფიკაციით განსაზღვრულ სისტემური მანიპულირების

კატეგორიას. IFES-ის შესაბამისად სისტემური მანიპული-

რება ესაა „სამართლებრივი ნორმების ან/და საარჩევ-

ნო პროცედურების იმგვარი გამოყენება, რაც ფართოდ

აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპებსა და საერთაშო-

რისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის და რაც

მიზანმიმართულად ზემოქმედებს ამომრჩეველთა ნების

დამახინჯებაზე“ (12,3) . თუ დავუშვებთ, რომ ამომრჩეველ-

თა სიები სპეციალურადაა მოუწესრიგებელი, მაშინ ის

IFES-ის შესაბამისად შეიძლება კლასიფიცირდეს გაყალ-

ბებადაც. რამეთუ ფონდის მიხედვით გაყალბება ესაა

„საარჩევნო მოხელის ან საარჩევნო პროცესში ჩართული

სხვა მხარის მიერ ჩადენილი მიზანმიმართული ქმედება,

რომელიც მიმართულია ამომრჩევლის ინდივიდუალური

თუ კოლექტიური არჩევანის დამახინჯებისკენ“ (12,3).

საქართველოს სახელმწიფო ვერ გათავისუფლდა

საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული სტა-

ტისტიკური მონაცემების პოლიტიკური მიზნით მანი-

პულირებისაგან. ასეთი პოლიტიკური არითმეტიკით

ოფიციოზი ალამაზებს რეალობას, ახდენ წარმატებულ

ხელისუფლებად პოზიციონირებას, იწერს დროებით

პოლიტიკურ ქულებს მოსახლეობის თვალში, თუმცა ეს

ქვეყანას ეფექტიანი მმართველობის ბერკეტს (სწორ

ორიენტირებს) უკარგავს. ზოგჯერ შედეგები უფრო შორს

მიდის. არასწორი (გაბერილი რიცხოვნობის) ამომრჩე-

ველთა სიებისა და მოსახლეობის რიცხოვნობის არა-

სწორ მონაცემებზე დაფუძნებული მაჟორიტარული

ოლქების მეშვეობით, დისკრიმინაციული საარჩევნო

კანონმდებლობის გამოყენებით, არჩევნების მანიპული-

რების გზით შესაძლებელი გახდა 2016 წლის 8 ოქტომ-

ბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბე-

ბულიყო საქართველოში მმართველობის უნიკალური

მოდელი – სოლოკრატია. სოლოკრატია – („Solokratia“:

„solo“ იტალიური – ერთი; „kratoV“ – ბერძნული – ხელი-

სუფლება, მმართველობა). – ეს არის ერთი კაცის (ბიძინა

ივანიშვილის) მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და

სრულად მმართველობის, ძალაუფლების ხელში ჩაგ-

დება, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ

კაცზეა დამორჩილებული, მის წინაშეა ვალდებული,

რადგანაც მის მიერაა „დანიშნული“, დაწინაურებული.

სოლოკრატია ჯერ არაა ჩამოყალიბებული კვლა-

ვწარმებად სისტემად, ამიტომ რამდენ ხანს და საით

განვითარდება „სოლოკრატია“ საქართველოში ძნელად

საპროგნოზოა.

ნებაყოფლობით:

ის შეიძლება განვითარდეს დემოკრატიისაკენ, თუ

არაფორმალური მმართველი უარს იტყვის ძალაუფლე-

ბაზე და „სოლოკრატიაზე“.

ის შეიძლება განვითარდეს „სოლოკრატიის“ გაღრმა-

ვების – ერთი კაცის მმართველობის ცნობილი ფორმების

მიმართულებით.

სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც

საპარლამენტო უმრავლესობა „სოლოკრატიის“ სისტე-

მის ნაწილი ხდება და კონსტიტუციური ცვლილებების

განხორციელება ერთი კაცის ნება-სურვილითაა შესაძ-

ლებელი, იქმნება ქვეყნის შიდა ფაქტორებს შორის

განვითარების, კეთილდღეობისა და სოციალური სიმ-

შვიდისათვის ყველაზე დიდი საფრთხე.

გაუძლებს ერთი კაცი საქართველოს წინაშე უახლო-

ეს პერიოდში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის,

საქართველოს ფედერალიზაცია-რეგიონალიზაციის,

თუ უნიტარული განვითარების, მიწის კანონმდებლობის

მოწესრიგების, შავ ზღვაში ნატოსა და რუსეთის ინტერე-

სების დაპირისპირების, მმართველობის დეცენტრალი-

ზაცია-დეკონცენტრაციის განხორციელების, ბუნებრივი

რესურსების ნეოკოლონიალური სისტემის დაძლევის,

საქართველოს უქართველებოდ დარჩენის პროცესის

გამოწვევებსა და ამოცანებს იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტ

ზეწოლის დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც მისივე თქმით

(2016 წლის 29 სექტემბერს გორში მედიასთან შეხვედრის

დროს) დათანხმდა „კოჰაბიტაციას“ იმ დროს, როდესაც

ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდა? (16).

სოლოკრატიის საფრთხეების პრევენციის მიზნით

აუცილებელია მმართველობის ამ მოდელის გაუვნებე-

ლყოფა და პერსპექტივაში დემოკრატიულ მოდელში

ტრანსფორმაცია. ამისათვის უნდა განხორციელდეს

სახელმწიფო საქმეებში ჩარევაზე, სახელმწიფო საი-

დუმლოებეზე ხელმისაწვდომობის შესახებ კანონმდებ-

ლობის გამკაცრება2, როგორც უცხო სახელმწიფოებისა

2 ამ სტატიის მომზადების პერიოდში მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში მასობრივი გამოსვლები ქვეყნის პრეზიდენტის – ქალბატონ პაკ გინ ჰეს (Park Geun-hye) გადადგომის მოთხოვნით. საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტი იყო მეგობრების გავლენის ქვეშ, რომელ-თათვისაც ხელმისაწვდომი იყო სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტები. ამასთან, ის ადმინისტრაციისა და ექსპერტების აზრების იგნორირებას ახდენდა. ყველაზე დაახლოებული მეგობარი, ქალბატონი ჩოი სუნ სილი (Choi Soon-sil), დააკავეს. პრეზიდენტმა მოიხადა ბოდიში ერის წინაშე. ამანაც რომ არ შეანელა 2016 წლის ოქტომბერში დაწყებული პროტესტი, 29 ნოემბერს მიმართა პარლამენტს გადადგომის მოთხოვნით. თუმცა ეს მიმართვა ოპოზიციზმ გააკრიტიკა და ის შეაფასა როგორც იმპიჩმე-ნტიდან გაქცევის ცდა (17). ეს ისტორია უდაოდ პრეზიდენტის წასვლით დამთავრდება, თუმცა რა ფორმით ამასაც აქვს მნიშვნელობა. ამ უცხო ქვეყნის ცხოვრებიდან რამდენი გაკვეთილია საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრების შესაფასებლად! თუმცა პრაგმატული თვალსაზრისით უფრო მნისვნელოვანია ამ გაკვეთილების სამომავლო საქმეებში გამოყენება.

Page 60: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

58

და უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისათვის,

ისე საქართველოს მოქალაქეებისათვის. დეტალურად

უნდა გაიწეროს სახელმწიფო და საჯარო მოხელეების

უფლებები და ვალდებულებები სამსახურეობრივ საქმი-

ანობაში კერძო და სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნის

დაცვის შესახებ.

ამასთან, უნდა მოიშალოს სოლოკრატიის საფუძვლე-

ბი, მათ შორის არსებული დამახინჯებული პოლიტიკური

სტატისტიკა და დისკრიმინაციული ნორმები საარჩევნო

კოდექსში.

ნათქვამიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ

სოლოკრატიიდან დემოკრატიაზე გადასვლისათვის

ღონისძიებებს შორის აუცილებელია პოლიტიკურ არი-

თმეტიკაზე უარის თქმა, რისთვისაც

1. უნდა დადგინდეს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდე-

ნობა მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან

შესაბამისობაში;

2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა დაე-

ფუძნოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებს და

მათი გამოყოფის კრიტერიუმები უნდა ითვალისწი-

ნებდეს როგორც ამომრჩეველთა რიცხოვნობას,

ასევე ტერიტორიულ ფაქტორს – მუნიციპალიტეტში

მინიმუმ ერთი მანდატის არსებობას;

3. უნდა გაუქმდეს საარჩევნო კოდექსის დისკრიმი-

ნაციული ნორმები არჩევნების შედეგების შეჯა-

მებისას იმ მონაწილეთა იგნორირების ნაწილში,

რომლებმაც ხმა მისცეს ყველას წინააღმდეგ

გამოყენებული წყაროები

1. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=

geo (ბოლო ნახვა 1.12.2016)

2. http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.

pdf

3. http://cesko.ge/res/docs/monacileqalebi.pdf

4. საქართველოს კონსტიტუცია. https://matsne.gov.ge/

ka/document/view/30346

5. http://www.geostat.ge/?action=page&p_

id=472&lang=geo

6. http://cesko.ge/res/docs/shemajamebeli2012.pdf

7. http://www.geostat.ge/?action=page&p_

id=472&lang=geo

8. საქართველოს საარჩევნო კოდექსი. https://matsne.

gov.ge/ka/document/view/1557168

9. ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2002 წლის ად გი-

ლობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემ-

დე. http://cesko.ge/res/docs/batiliadgilobriviGEO.pdf

10. მაჟორიტარ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა

საერთო რაოდენობა. http://cesko.ge/res/docs/20161003

235031AMOMRCHEVELTA_TAODENOBA_OLQEBSHI.pdf

11. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნე-

ბის სანდოობის რისკების მართვის გეგმა. მაისი, 2016.

ცესკო. http://cesko.ge/res/docs/A5geo-Web.pdf

12. http://census.ge/ge/results/census

13. http://results20161008.cec.gov.ge/#

14. http://results20161008.cec.gov.ge/proporciuli.html

15. http://iverioni.com.ge/16256-mikheil-jibuti-yvaryvareebi-

da-kvatcebi-saparlamento-archevnebze.html

16. https://www.theguardian.com/world/2016/nov/29/south-

koreas-president-calls-on-parliament-to-arrange-her-

exit

Page 61: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Socio-Economic Sphere and The Systemic Problems Mikheil Jibuti

59

Georgian officials haven’t set free from Soviet herritage to manipulate and

twist statistical data for political purposes.Such political arithmetics is used

to embellish reality in order to show off success. This situation is damaging

effective ruling of the country as the right orientation is lost. Sometinmes these

conseguences go further. We can assume that a new ruling modal SOLOKRA-

TIA (Constitutional majority of Parliament relies on one individual who is out

of government) has been created after 8, October, 2016 Parliamentary election.

Conseguentry, analizing statistical data having been created at different places

with different reasons is the result of falsified elections.

Political arithmetics

in Georgia

Mikheil JibutiDoctor of Economic Sciences,

Professor St. Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of

Georgia University, Prezident of the Academy of Economic Sciences of Georgia

Key words: Solokratia, political arithmetic, statistics manipulation, falsification of elections

Page 62: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

60

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) დანერგვისა

და მისი ძირითადი კომპონენტის – მთლიანი შიგა

პროდუქტის (მშპ) აღრიცხვის სრულყოფის პროცესები,

ათეული წლებია, პარალელურად მიმდინარეობს. მეორე

მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო

სავალუტო ფონდის ეგიდით მოხერხდა ასეთი სისტე-

მის დამკვიდრება და დროთა განმავლობაში მისი ერთი

მეორეს მიყოლებით სულ უფრო სრულყოფილი რედაქ-

ციების მიღება. 2008 წლიდან მოქმედებს უკვე მეოთხე

რედაქცია (წინა რედაქციები, შესაბამისად, 1953, 1968 და

1993 წლებში იქნა მიღებული).

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი

რამ დაზუსტდა და დაიხვეწა, სრულყოფილებისაგან ჯერ

კიდევ საკმაოდ შორსაა როგორც მთლიანად ეროვნულ

ანგარიშთა სისტემა, ისე მშპ-ის აღრიცხვისა და შეფა-

სების მეთოდიკა. ეკონომიკური პროცესების ცალკეული

ელემენტების გაანგარიშებისას, ზუსტ აღრიცხვიანობასა

და შეფასებასთან ერთად, გვხვდება არაერთი პირობი-

თობა, რაც ამ სისტემასაც და მთლიან შიგა პროდუქტსაც

სულ უფრო აშორებს საბუღალტრო აღრიცხვიანობისა

და ორმაგი ჩაწერის პრინციპთან. თანაც თანამედრო-

ვე საზოგადოების წევრთა მოთხოვნილებების დაკ-

მაყოფილების სოციალურ-ეკონომიკური ფორმები და

საშუალებები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე

ამის „დაჭერას“ მოქმედი მეთოდიკით ახერხებს თანა-

მედროვე სტატისტიკა. რეალობაა, რომ მშპ, რომელიც

დღემდე რჩება ქვეყნების განვითარების და მოსახლე-

ობის კეთილდღეობის მახასიათებელ მთავარ ინდიკა-

ტორად, სულ უფრო ნაკლებად ასახავს საზოგადოებაში

მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მოსახლე-

ობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სპექტრის

გაფართოებას. მშპ-ის გაანგარიშებისას მხედველობაში

ვერ თუ არ, ან არასრულად გაითვალისწინება ისეთი

ასპექტები, როგორებიცაა დაგროვილი სიმდიდრის ელე-

მენტების მოხმარება (ამორტიზაცია), გარემო (ეკოლო-

გია), მომსახურების ხარისხი და ა.შ.

ამის გამოსასწორებლად სერიოზულ ზომებს მიმა-

რთავენ სტატისტიკოსები. მაგალითად, 2008 წლის შემდეგ

საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო მშპ-ში ისე-

თი კომპონენტების ჩართვა, როგორებიცაა სამხედრო

აქტივები, ხარჯები სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-

საკონსტრუქტორო სამუშაოებზე, საკუთარი საცხოვრისის

პირობითი რენტა, კაპიტალიზებული ინტელექტუალური

საკუთრება... მაგალითად, სტატისტიკოსთა საერთაშო-

რისო კონსენსუსის საფუძველზე ბომბები და ჭურვები

მიეკუთვნება საბრუნავ კაპიტალს, ხოლო მათი „დანიშ-

ნულების ადგილამდე“ მიტანის საშუალებები – ძირითად

კაპიტალს. ამისდა მიუხედავად, საკმაოდ დიდი ლაგია

მოვლენის, პროცესის წარმოშობიდან მათ ოფიციალურ

სტატისტიკურ ინდიკატორებში ასახვამდე, რაც სერიო-

ზულად აკნინებს მიღებული მონაცემების გამოყენებით

ღირებულებასა და ობიექტურობას.

პირობითობები მაკროეკონომიკური

ინდიკატორების გაანგარიშებისას

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში

(საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის მაგალითზე)

იოსებ არჩვაძეეკონომიკის დოქტორი,

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი

საკვანძო სიტყვები: მთლიანი შიგა პროდუქტი, შინამეურნეობებში ქალთა შრომის ღირებულება

Page 63: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები იოსებ არჩვაძე

61

ბუნებრივია, რაც უფრო მილიტარიზებულია ეკონო-

მიკა, ან რაც უფრო დიდია წინა თაობების მიერ შექმ-

ნილი დოვლათის (სიმდიდრის) მოხმარება მიმდინარე

პერიოდში (მაგალითად, აშენებული საცხოვრისის წილი

მთლიან საცხოვრებელ ფონდში), მით უფრო დაშორებუ-

ლია მშპ-ის ოფიციალური წლიური მოცულობა რეალური

სახალხო-სამეურნეო დანიშნულებით გათვალისწინებუ-

ლი დამატებული ღირებულების – გამოყენებული მშპ-ის

მოცულობისგან. ამასთან, რადგანაც 2008 წლის ეას-ის

მიხედვით მშპ-ში უნდა აისახოს წარმოებული ფინანსური

ინსტრუმენტებიც, ეს ერთგვარად ზრდის ამ უმთავრეს

მაკროეკონომკურ ინდიკატორში განმეორებითი აღრი-

ცხვისა და მისი მოცულობის ზრდის ალბათობას.

შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული საბაზრო

ეკონომიკა და მოწესრიგებული აღრიცხვიანობა, მოქმე-

დი მეთოდოლოგიის ფარგლებში, ორგვარად მოქმე-

დებს მაკროეკონომიკური ინდიკატორების, პირველ

რიგში, მშპ-ის რაოდენობრივ პარამეტრებზე. ნაწილი

ფაქტორებისა ხელს უწყობენ შესაბამისი მონაცემების

ოფიციალურ ზრდას, სხვები კი პირიქით, ამცირებენ ამა

თუ იმ ფაქტორის გავლენას, წონას. მაგალითად, რაც

უფრო განვითარებულია ქვეყანა, მისი აღრიცხვის სისტე-

მა მნიშვნელოვნად ამცირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის

და აქ შექმნილი (წარმოებული) დამატებული ღირებუ-

ლების მასშტაბებს. ბუნებრივია, მაკროეკონომიკურ

ინდიკატორებში ჩართული ჩრდილოვანი ეკონომიკის

წილი დაბალგანვითარებულ ქვეყნებს უფრო მაღალი

ექნებათ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარე-

ბით. შესაბამისად, აღრიცხვიანობის მოწესრიგება იწვევს

ეკონომიკის ამ ნაწილის ჩრდილიდან გამოყვანას, ლეგა-

ლიზებას და შესაბამისად, მშპ-ის სტრუქტურის არსებით

ცვლილებას. ასევე, რაც უფრო მეტადაა წარმოდგენილი

ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალი, მით მაღალია

მათი მეშვეობით მიღებული მოგების წილი შესაბამისი

ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში, თუმცა მოგების რეპა-

ტრიაციის შემთხვევაში ეს მოგება ზრდის ინვესტიციების

წარმომავლობის და არა მიმღები ქვეყნის მოქალაქეთა

კეთილდღეობას.1

დღემდე არალეგიტიმურად ითვლება მშპ-ში საქმი-

ანობის ისეთი სახეობების ასახვა, როგორებიცაა ჩრდი-

ლოვანი ბიზნესი – ნარკობიზნესი, პროსტიტუცია, კონ-

1 ამის მკაფიო მაგალითია ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მონაცემების შედარება. – მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ ირლანდიაში შეადგენს გაერთიანებული სამეფოს ანალოგიური მაჩვენებ-ლის 134.3 პროცენტს, მაშინ როდესაც მოხმარების მიხედვით – მხოლოდ 84.1 პროცენტს.-იხ.: http://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/File:Volume_indices_per_capita,_2012-2015_(EU-28%3D100)vJune.png

ტრაფაქტი, იარაღის გაყიდვა, არალეგალური აბორტები

და სხვ... ამასთან, თუკი ნარკობიზნესისა და იარაღით

ვაჭრობის სფეროში დახარჯული „შრომის“ მშპ-ში რაიმე

ფორმით ასახვის შესაძლებლობა აპრიორი გამორი-

ცხულია, პროსტიტუციასა და კონტრაფაქტული პრო-

დუქციის ბრუნვაზე ასეთი ერთსულოვნება უკვე აღარ

არსებობს. უფრო მეტიც, ევროკავშირის ხელმძღვანე-

ლობის დირექტივა პირდაპირ მოითხოვს თავისი წევრი

ქვეყნებისაგან 2016 წლისთვის დაადგინონ სექსუალური

მომსახურების ბრუნვის მოცულობა და ამის საფუძველზე

მოახდინონ ქვეყნის მშპ-ის არსებითი კორექტირება.

უკვე დღეისათვის ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბე-

ბის გათვალისწინებით, რომლის დიდი ნაწილი სწორედ

რომ პროსტიტუციაზე მოდის,2 შეიძლებოდა ბალტიის

ქვეყნებს, რუმინეთსა და პოლონეთს მშპ გაეზარდოთ

თითქმის 1 პროცენტით; ჩეხეთს, სლოვაკიას და სლო-

ვენიას – 2 პროცენტამდე; ბელგიას, დანიას, გერმანიასა

და საფრანგეთს – 2-3 პროცენტით; ავსტრიას, ნიდერ-

ლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოს – თითქმის 4

პროცენტით.3

მოქმედი მეთოდიკით, მშპ-ში ჩაირთვება კანონით

დაშვებული ნებისმიერი ანაზღაურებადი შრომითი

საქმიანობა (შრომის ანაზღაურება), რის გამოც ეკო-

ნომისტებს უყვართ გამოთქმა, რომ „მშპ-ში აისახება

ხიდის როგორც აშენება, ისე დანგრევა“. თითქმის პარა-

დოქსთან გვაქვს საქმე: მშპ-ში ასახვას ვერ პოულობს

საკუთარი ძალისხმევით (დამხმარე, ანაზღაურებადი

შრომის მონაწილეობის გარეშე), მაგალითად, ლოჯიების

მიშენება, სხვა ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ მასში

აუცილებლად აისახება მათ მოშლაზე გაწეული ხარჯები

(ამ ღონისძიებებში ჩართულ პირთა შრომის ანაზღაუ-

რება); ჩვენი ქვეყნის მშპ-ში ასევე სრული ასახვა ჰპოვა,

მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში სახალხო

მღელვარების ჩახშობაში მონაწილე სპეცრაზმელების

ხელფასებმა და პრემიებმა.

ამრიგად, მშპ-ში აღრიცხვის კურსით გვაქვს, სულ

ცოტა, ორი „ანომალიური“ მიდგომა: ერთი მხრივ, მასში

არ აისახება ცოცხალი შრომის ის დანახარჯები, რომლე-

ბიც რეალურად ზრდიან მოსახლეობის კეთილდღეობას

(ეკონომიკური საქმიანობა შინამეურნეობებში, არალე-

2 ჩრდილოვან ეკონომიკაში, პროსტიტუციისა და ნარკოტიკების ბრუნვათა თანაფარდობა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შეადგენს პროპორციას 55/45-ზე. – იხ. Бордели как средство от экономического спада. – «Независмая газета». 11.06.2014

3 იხ.: Бордели как средство от экономического спада. – «Независмая газета». 11.06.2014

Page 64: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

62

გალური ეკონომიკური საქმიანობა, და სხვ.) და მეო-

რე მხრივ, მასში აისახება ის ელემენტები, რომლებსაც

ნაკლები შეხება აქვთ მშპ-ის წარმოებასთან და მხოლოდ

მოხმარების ასპექტით არიან მიმდინარე პერიოდთან

დაკავშირებული (მაგალითად, საცხოვრისის პირობითი

რენტა).

მშპ-ის ამჟამინდელი გაანგარიშების კონცეფცია

ეფუძნება ვარაუდს, რომ ყოველივე, რაც იწარმოება და

მოიხმარება, მუდმივი, უცვლელი ხარისხისაა. მაგრამ

ეს კონცეფცია წარმოიშვა 1930-იან წლებში, როდესაც

ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომით მიყენებუ-

ლი ზარალის დაძლევასა და დიდ დეპრესიას. თავი-

სი შინაარსითა და ძირითადი ელემენტებით (პირადი

მოხმარება, სამთავრობო ხარჯები და ინვესტიციები) იგი

წარმოადგენს არსებობის შესაძლებლობის დროინდელ

მაჩვენებელს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქონლისა და

მომსახურების შეძენის შესაძლებლობას ერთიანი სისტე-

მის უცვლელი პარადიგმის ფარგლებში, კრიზისისა და

გაჭირვების პერიოდში. შესაბამისად, აპელირება იმაზე,

რომ წარმოებული და მოხმარებული დოვლათი ერთნა-

ირი ხარისხისა და სამომხმარებლო დიაპაზონის არიან,

შეიძლება გამართლებული იყო მხოლოდ საქონლის

მასობრივი სტანდარტიზებული წარმოების დროს, მაგრამ

ამჟამად, როდესაც მშპ-ში სულ უფრო დიდ წილს იკავე-

ბენ მომსახურება, ამგვარი მიდგომა თანდათან კარგავს

არგუმენტაციას. თანამედროვე წარმოება და მომსახუ-

რება უფრო მეტადაა ორიენტირებული არა მასობრივ,

არამედ კონკრეტულ მომხმარებელზე. დღეს ფირმებს

აქცენტი გადააქვთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე, რომ-

ლებიც უფრო ძვირადღირებულია, მაგრამ უფრო მეტად

ითვალისწინებენ ინდივიდუალურ გემოვნებას. მეორე

მხრივ, სამომხმარებლო ეფექტის სრული ასახვა ვერ

ხდება ფასების დეფლირებისას და ადგილი აქვს მშპ-ის

დაუმსახურებელ შემცირებას. დაუმსახურებლად იმიტომ,

რომ მართალია ხერხდება ადამიანთა ნატიფი მოთხო-

ვნილებების უფრო სრული დაკმაყოფილება, მაგრამ

ფასწარმოქმნა ადექვატურად ვერ ასახავს ხარისხის

ზრდისა და მოთხოვნილებების უფრო სრული დაკმაყო-

ფილების ასპექტებს. მაგალითად, მსოფლიოში სისტემა-

ტურად მცირდება კომპიუტერული ტექნიკის ფასი, რაც

იწვევს ერთეულ სამომხმარებლო დოვლათზე ცოცხალი

შრომის დანახარჯების შემცირებას, რაც შემდეგ აისახება

მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირებაში. მაგალითად, აშშ-ში

კომპიუტერული ტექნიკის წარმოების გაიაფებამ მეოცე

საუკუნის მიწურულს ახალ საბაზისო ფასებში ძველ საბა-

ზისო ფასებთან შედარებით ამ ქვეყნის მშპ და ეკონომი-

კური ზრდის ტემპი ათწლიან პერიოდში შესაბამისად, 0.3

და 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა1, ხოლო ინფლა-

ციის მაჩვენებელი პირიქით, 0.6 პროცენტით გაზარდა.2

შესაბამისად, იაპონიის ეკონომიკური ზრდის შედარებით

დაბალი ტემპები ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე

გამოწვეულია არა მარტო ეკონომიკური კრიზისითა და

გაჭიანურებული დეპრესიით, არამედ ტექნოლოგიური

გარღვევების ფონზე ერთეულ სამომხმარებლო დოვ-

ლათის წარმოებაზე შრომითი დანახარჯების მნიშვნე-

ლოვანი შემცირებით, რაც ადექვატურად ვერ აისახება

მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში (მთლიან შიგა პრო-

დუქტსა და მისი ზრდის ტემპში).

შრომით დანახარჯებს, ტრანზაქციულ ხარჯებს და,

შესაბამისად, დამატებულ ღირებულებას ერთეულ სამო-

მხმარებლო ეფექტზე მნიშვნელოვნად ამცირებს უნაღდო

ანგარიშსწორება და ხელფასების ნაღდი ანგარიშს-

წორებით გაცემაც, რაც, მშპ-ის მოქმედი მეთოდიკით

გაანგარიშების პირობებში, ასევე ამცირებს აღნიშნული

ინდიკატორის სიდიდეს.

დასახელებული და ზემოთ მოტანილი მაგალითები

სავსებით მაინც ვერ ამოწურავენ მშპ-ის გაანგარიშებაში

არსებული ატიპიური და ანომალიური მიდგომებისა და

ფორმალობების ჩამონათვალს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე 2008 წლის

მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, საფრანგეთის

პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ინიციატივით, შეიქმნა

სამუშაო ჯგუფი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის

ლაურეატების ჯოზეფ სტიგლიცისა და ამარტია სენტის,

აგრეთვე ფრანგი ეკონომისტის ჟან პოლ ფიტუსის

შემადგენლობით, რომელსაც სთხოვეს, შეეფასებინათ,

რამდენად საიმედო ინდიკატორია მშპ ეკონომიკური და

სოციალური პროგრესის დასახასიათებლად. საკითხი

დგას შემდეგნაირად:

თუ გვინდა საზოგადოების ეკონომიკური განვითარე-

ბის დახასიათება „ტრადიციული“ ფორმით, მაშინ პირადი

მოხმარების, სამთავრობო ხარჯებისა და ინვესტიციების

ჯამური სიდიდე საკმარისი იქნება (აბსტრაგირებას ვახ-

დენთ იმპორტ-ექსპორტის სალდოსაგან):

GDP = C + G + I

1 იხ.: Chain-weighting: The New Approach to Measuring GDP Charles Steindel. – http://users.wfu.edu/cottrell/ecn207/readings/chained.pdf

2 იხ.: [Stiglitz, Fitoussi 2009: 22].

Page 65: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები იოსებ არჩვაძე

63

GDP – მშპ

C – მოსახლეობის მოხმარება

G – სამთავრობო ხარჯები

I – ინვესტიციები.

მაგრამ, თუ გვინდა მთლიან შიგა პროდუქტში ავსა-

ხოთ იმ სამომხმარებლო ეფექტის სრული ღირებულე-

ბაც, რომელსაც საზოგადოების წევრები ღებულობენ,

მაშინ უნდა გავაფართოვოთ მშპ-ის კომპონენტების წრე,

„ტრადიციულ“ კომპონენტებს „არატრადიცული“ ელემე-

ნტებიც დავუმატოთ. მაგალითად, დღის წესრიგში დგას

მთლიან შიგა პროდუქტში იმ კომპონენტის ღირებულე-

ბის სამომხმარებლო ეფექტის ასახვა, რომლის ზღვრული

დანახარჯები ფაქტობრივად ნულს უტოლდება. კერძოდ,

საუბარია გლობალური საკომუნიკაციო ქსელის განვი-

თარების საფუძველზე მოხმარების სოციალიზაციასთან

დაკავშირებულ საზოგადოებრივ საქონელზე (სოციალუ-

რი ქსელები facebook, google, twitter და სხვ.) და მათგან

მიღებულ მომსახურებასა და სამომხმარებლო ეფექტზე.

მშპ-ში ასევე არ გაითვალისწინება ინტერნეტით ისეთი

ღირებული საგნებისა და მომსახურების უფასო ხელმი-

წვდომობა, როგორებიცაა მუსიკალური და მხატვრული

ნაწარმოებების გავრცელება და გამოყენება, სანავიგა-

ციო რუკების გაცნობა და ა.შ.

საქონლის შეძენა ინტერნეტქსელით ასევე ამცირებს

ტრანზაქციის ხარჯებს ერთეულ სამომხმარებლო დოვ-

ლათზე და უზრუნველყოფს მოთხოვნილების დაკმაყო-

ფილების დონის ზრდას მშპ-ის შემცირების პირობებში.

ამ „ახალი საზოგადოებრივი საქონლის“ მზარდი

სამომხმარებლო ეფექტისა და მის წარმოებაზე ხარჯების

პრაქტიკული არარსებობის გამო ვერ იზრდება საზოგა-

დოებრივი პროდუქტის ღირებულება, თუმცა აღრიცხვის

ამჟამინდელი პარადიგმის პირობებში ფორმალურად

შედავების საფუძველიც კი არ არსებობს. მაგრამ როდე-

საც საზოგადოებრივ დოვლათში, მშპ-ში შეგნებულად

არ შეაქვთ არასაბაზრო ურთიერთობების პროცესში

გაწეული რეალური შრომითი ხარჯების ღირებულებითი

მაჩვენებელი, საკითხი იმსახურებს სერიოზულ განსჯას.

საუბარია შინამეურნეობებში ოჯახის წევრების მიერ

გაწეულ შრომაზე, რომელიც ყველა ქვეყანაში, განსაკუთ-

რებით ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში, საკმაოდ

მასშტაბურადაა წარმოდგენილი.

შინ, საკუთარ ოჯახში, გაწეული შრომითი დანახარ-

ჯები, ეროვნულ ანგარიშთა მოქმედი კლასიფიკაცი-

ით არ ექვემდებარებიან მშპ-ში ჩართვას. ვაწყდებით

პარადოქსს: თუ თქვენ ცხოვრობთ პაპის დანატოვარ,

50-60 წლის წინ აშენებულ სახლში და თითი თითზე არა

გაქვთ დადებული მის აშენებასა და რემონტზე, ასეთი

საცხოვრისის პირობითი ქირის (რენტის) ფასი მონაწი-

ლეობს მშპ-ის ფორმირებაში. მაგრამ თუ თქვენ შვებუ-

ლება ზღვაზე ან მთაში დასვენების ნაცვლად საკუთარი

სახლის რემონტს დაუთმეთ, თქვენი გაწეული თავდა-

დება „შეუმჩნეველი“ დარჩება მოქმედ სტატისტიკას

და ასეთ „პერსონალურ ღვაწლს“ არ ასახავს მშპ-ში.

მაგალითად, საქართველოში საკუთარი საცხოვრისის

პირობითი რენტის თანხა მიმდინარე ფასებში 2016 წელს

მილიარდიან ზღვარს მიუკაკუნებს, გაიზარდა რა ბოლო

15 წლის მანძილზე თითქმის სამჯერ (გრაფიკი 1).

ამავე დროს, იმის გამო, რომ მშპ-ის სხვა კომპო-

ნენტები (პირველ რიგში, მომსახურება) უფრო სწრა-

ფად იზრდებოდნენ, საკუთარი საცხოვრისის პირობი-

თი რენტის წილი მშპ-ში იმავე პერიოდში შემცირდა 8.5

პროცენტიდან 3.3 პროცენტამდე (გრაფიკი 2).

გრაფიკი 1

Page 66: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

64

მშპ-ის გაფართოებული ვერსიის მიხედვით მუშაობა

უახლოეს წლებში, მაღალი ალბათობით, უნდა წარი-

მართოს შემდეგი ორი ძირითადი მიმართულებით:

პრველი – გლობალური საინფორმაციო და სოციალუ-

რი ქსელების სამომხმარებლო ეფექტის ღირებულების

განსაზღვრა და მეორე – შინამეურნეობებში გაწეული

შრომის ღირებულების შეფასები. და თუ სოციალური

ქსელების მეშვეობით სამომხმარებლო ეფექტის მიღების

თაობაზე ჯერ მხოლოდ ახლა იწყება დისკუსია, ოჯახში

გაწეული შრომის ელემენტების მშპ-ში ასახვის აუცილებ-

ლობაზე ეკონომისტები ფაქტობრივად არა თუ თანხმდე-

ბიან, არამედ უკვე იძლევიან შესაბამის რაოდენობრივ

პარამეტრებსაც ცალკეული ქვეყნების მიხედვით. ამას

განსაკუთრებულად პრინციპული მნიშვნელობა აქვს

ჩვენი ქვეყნისათვის, რამეთუ საქართველოში შინამე-

ურნეობებში შრომა განსაკუთრებით აქტუალურია – მის

წილად მოდის სამომხმარებლო დოვლათის და ადამია-

ნთა გაწეული შრომითი დანახარჯების უდიდესი ნაწილი.

შინამეურნეობა დემოეკონომიკური კატეგორიაა. მას-

ში გაწეულ შრომას აქვს თავისი კონკრეტული შედეგი

როგორც ნატურალურ-ნივთობრივი ფორმით, ისე მომ-

სახურების გაწევით. ოჯახებში შრომობენ მამაკაცებიც

და ქალებიც, მაგრამ რადგანაც დროის უმეტეს ნაწილს

შინამეურნეობებში (როგორც საქართველოში, ისე სხვა

ქვეყნებში), ტრადიციულად ქალები, დიასახლისები ატა-

რებენ, განსაკუთრებით აქტუალურია ქალების მიერ ოჯა-

ხებში დახარჯული შრომის ღირებულებითი შეფასება.

ჩვენი აზრით, შინამეურნეობებში ქალთა შრომის

ღირებულების განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს

ოჯახებში გაწეული შრომის ალტერნატიული ღირებულე-

ბა, ანუ რა რაოდენობის შემოსავალს მიიღებდნენ ქალე-

ბი, ოჯახებში საქმიანობის ნაცვლად დაქირავებით რომ

ემსახურათ? ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემო-

ებაც, რომ დაქირავებითი შრომითი საქმიანობა ქალებს,

როგორც წესი, არ ათავისუფლებს ოჯახური საქმიანობი-

საგან. საკითხის ამგვარ დასმას შემეცნებითთან ერთად

აქვს მაღალი გამოყენებითი ღირებულებაც. კერძოდ, იგი

საშუალებას გვაძლევს არა მარტო სრულად ავსახოთ

საზოგადოების წევრთა მიერ არასაბაზრო ურთიერთო-

ბების შედეგად გაწეული მომსახურების ღირებულება,

არამედ გამოვასწოროთ მოქმედი მეთოდიკის ცალმხ-

რივობა, რომლითაც ერთი და იმავე სახის მომსახურება,

რომელიც ხორციელდება საბაზრო ურთიერთობების

საფუძველზე აისახება მაკროეკონომიკურ ინდიკატო-

რებში, ხოლო არასაბაზრო (საოჯახო) ურთიერთობების

საფუძველზე გაწეული იგივე მომსახურება – არა.

აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, საქა-

რთველოს მაგალითზე შემდეგნაირ სურათს ვღებულობთ:

სამუშაო დღის ხანგრძლივობა დიასახლისებისათ-

ვის – 8 საათი, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმე-

ბული (დაქირავებით მომუშავე) ქალებისათვის – ნორ-

მალური სამუშაო დროის ნახევარი – დღეში 4 საათი.

2015 წლისთვის საქართველოში დაახლოებით 750

ათასი დიასახლისი და ეროვნულ მეურნეობაში დასაქმე-

ბული 841 ათასი ქალია.

დიასახლისებისა და დაქირავებით დასაქმებულ

ქალთა ნახევრის1 ჯამური მაჩვენებელი 1169.4 ათასია,

1 იგულისხმება, რომ დაქირავებით დასაქმებულ ქალთა მიერ ოჯახებში ყოველდღიური ოთხსაათიანი შრომის ხანგრძლივობა იგივეა, რაც სრული სამუშაო დღის მანძილზე დაქირავებით დასაქმებული ქალების ნახევარის ოჯახებში შრომის სრული, რვასაათიანი ხანგრძლივობა.

გრაფიკი 2

Page 67: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები იოსებ არჩვაძე

65

ხოლო ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულ ქალთა

საშუალო ხელფასი – 700.9 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წელს ქალთა

მიერ შინამეურნეობებში გაწეული შრომის პირობითი

ღირებულება შეადგენს 7.9 მლრდ. ლარს, რაც შესაბამისი

წლის მშპ-ის თითქმის მეოთხედია (24.8%).

ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა ხელფასის

მატებისა და ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური პოტენცი-

ალის ზრდის გამო ქალთა მიერ ოჯახებში დახარჯული

შრომის პირობითი ღირებულება 2015 წელს 2000 წელთან

შედარებით 12.2-ჯერ გაიზარდა (გრაფიკი 3).

ამასთან, ქალთა მიერ ოჯახებში გაწეული შრომის

ღირებულება გაცილებით სწრაფად მატულობს, ვიდრე

მშპ, რის გამოც ასეთი შრომის ჯამური ღირებულება

ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში სულ უფრო იზრდება:

2000 წ. – 10.7%, 2010 – 21.4%, 2015 წ. – 24.8%.

ცნობილი ინგლისელი სოციოლოგის ენტონი გიდან-

სის (Anthony Giddens, Baron Giddens; დაიბ. 1938) მონა-

ცემებით, განვითარებულ ქვეყნებში შინამეურნეობებში

იქმნება 25-დან 40 პროცენტამდე ეროვნული პროდუქტი2.

დაახლოებით იმავე ზომის პარამეტრზე (მშპ-ის 30%)

საუბრობენ ჯ. სტიგლიცი და ჟ-პ.ფიტოუსიც3. იმის გათ-

ვალისწინებით, რომ ამ მაჩვენებელში უკვე ჩართულია

შინამეურნეობებში გაწეული შრომის ღირებულება, შეი-

ძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი შრომის ღირებულება

2 იხ.: [Гидденс 1999] – წყარო: http://www.owl.ru/gender/064.htm

3 იხ.: [Stiglitz, Fitoussi 2009] Report by the Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress, p. 23. მათივე შეფასებით, საფრანგეთში შინამეურნეობებში ოჯახის ყველა წევრის მიერ შესრულე-ბული სამუშაოს ღირებულება შეადგენს მშპ-ის 35 პროცენტს, ფინეთში – 40 პროცენტს, ხოლო აშშ-ში – 30 პროცენტს. – იხ. იქვე, გვ. 36.

ოფიციალურ მშპ-ს ზრდის დაახლოებით 18-29 პროცე-

ნტით, მათ შორის ქალების შრომის ხარჯზე – 16-20 პრო-

ცენტით. ასეთ პირობებში საქართველოში დიასახლი-

სების მიერ ოჯახებში გაწეული შრომის ღირებულების

ზემოთ მოტანილი შეფასება (მშპ-ის დაახლოებით 25

პროცენტი), ჩვენთან, ოჯახური შრომის შესაბამისი საყო-

ფაცხოვრებო ტექნიკით შედარებით ნაკლები უზრუნ-

ველყოფის გამო, აბსოლუტურად კორექტულად უნდა

ჩაითვალოს4.

მთლიანობაში, ბოლო 15 წლის მანძილზე მშპ-ის,

საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტისა და ქალთა

მიერ შინამეურნეობებში დახარჯული შრომის დინამიკა

შემდეგნაირად გამოიყურება (გრაფიკი 4).

ამ ორი კომპონენტის (რომელთაგან ერთი – საცხო-

ვრისის პირობითი რენტა, წესით არ უნდა შედიოდეს

მშპ-ის ღირებულებაში, მაგრამ შედის; ხოლო მეორე –

ქალთა მიერ შინამეურნეობებში შრომის ღირებულება –

უნდა შედიოდეს, მაგრამ არ შედის), ჯამობრივი ღირებუ-

ლება დაახლოებით 8.8 მილიარდი ლარია, რაც მშპ-ის

27.8 პროცენტია.

შინამეურნეობებში, დიასახლისების გარდა, ოჯახის

სხვა წევრების მიერ გაწეული შრომითი დანახარჯების

კორექტული შეფასებისათვის აუცილებელია შინამეურ-

ნეობათა დროის ბიუჯეტის კვლევის ორგანიზება, რაც

საქართველოში ბოლოს 1985 წელს ჯერ კიდევ ერთიანი

სსრკ-ის ფარგლებში ჩატარდა.

4 ჩვენ საერთოდ აბსტრაგირებას ვახდენთ იმ გარემოებისაგან, რომ დია-სახლისთა უმრავლესობისათვის, ისევე როგორც დაქირავებით დასაქმე-ბულებისათვის, როგორც წესი, “გამოსასვლელი“ და „დასვენების“ დღე არ არსებობს. უფრო მეტიც, მათო ოჯახური საქმიანობა განსაკუთრებით ინტენსიური სწორედ ასეთ დღეებშია.

გრაფიკი 3

Page 68: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

66

თუ მშპ-ის ოფიციალურ მონაცემს გამოვაკლებთ

საცხოვრისის პირობით რენტას და დავუმატებთ შინა-

მეურნეობებში დიასახლისების მიერ დახარჯული შრო-

მის ღირებულებას, მივიღებთ მშპ-ის კორექტირებულ

მაჩვენებელს, რომელიც 22.1 პროცენტით მეტი იქნება

მის ოფიციალურ მაჩვენებელზე (2015 წელს – 38.7 მლრდ.

ლარი ნაცვლად ოფიციალური 31.7 მლრდ. ლარისა). ამ

„მშპ+“ მაჩვენებელში ძირეული, რეალური მშპ-ის წილი

(ანუ საცხოვრისის პირობითი რენტის გამორიცხვით

მიღებული მშპ, „მშპ+“-ის მხოლოდ 4/5-ია).

აღნიშნული პრინციპის გამოყენებამ შეიძლება მნიშ-

ვნელოვნად შეცვალოს არა მარტო ქვეყნის შიგა, არამედ

ქვეყანათაშორისი შეფარდებითი მაჩვენებლებიც.1

ზემოხსენებული მაგალითები ნათლად ადასტურებს,

თუ რამდენად მაღალია პირობითობა მშპ-ის გაანგარი-

შებაში და რამდენად შეიძლება იგი შეიცვალოს, თუ სხვა

კომპონენტებიც, რომლებიც ამჟამად არ შედიან მშპ-ში,

შესაბამისი მეთოდიკის შემუშავებისა და საერთაშორისო

თანამეგობრობის მიერ მოწონების შემდეგ, გამოყენე-

ბული იქნებიან ამ უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომი-

კური ინდიკატორის გაანგარიშებაში. ყველა მათგანის

გათვალისწინება ალბათ, სერიოზულ კორექტივებს შეი-

ტანდა არა მარტო მაკროეკონომიკური ინდიკატორების

აბსოლუტურ მონაცემებში, არამედ არსებითად შეცვლი-

1 მაგალითად, 2005 წელს შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე საფრა-ნგეთში შეადგენდა აშშ-ის ანალოგიური მაჩვენებლის 66 პროცენტს. თუ ამ მაჩვენებელს დავუმატებთ სამთავრობო ხარჯებს ჯანდაცვასა და განათლე-ბაზე, აღნიშნული თანაფარდობა გაიზრდება 79 პროცენტამდე, ხოლო თუ შინამეურნეობებში დახარჯულ შრომისა და დასვენების ალტერნატიულ ღირებულებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ეს თანაფარდობა 87 პრო-ცენტს მიაღწევს. – იხ ჯ. სტიგლიცისა და ჟ.-პ. ფიტიუსის დასახელებული ნაშრომი, გვ. 38.

და მსოფლიო ქვეყნების შესაბამისი რეიტინგ-ლისტის

სტრუქტურასაც.

ჭეშმარიტად, მაკროეკონომიკური ინდიკატორების

გაანგარიშების მეთოდიკის სრულყოფის პროცესს საკუ-

თარი თავგადასავლებით აღსავსე ისტორია და გამო-

წვევები აქვს...

გამოყენებული ლიტერატურა:

1. System of National Accounts 2008 – 2008 SNA/ Система

национальных счетов 2008 – N.-Y, 2012.

2. Stiglitz J., Fitoussi J.(2009). Report by the Commission on

the Measurement of Economic Performance and Social

Progress.

3. Гидденс Э. (1999). Социология. М.: Эдиториал УРСС.

4. Chain-weighting: The New Approach to Measuring GDP

Charles Steindel. – http://users.wfu.edu/cottrell/ecn207/

readings/chained.pdf

5. Бордели как средство от экономического спада. – «Неза-

висмая газета». 11.06.2014

გრაფიკი 4

Page 69: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Socio-Economic Sphere and The Systemic Problems Joseph Archvadze

67

Calculation of Conditionality of Macroeconomic

Indicators In the Case of Globalization

(On the example of GDP of Georgia)

Joseph ArchvadzeDoctor of economics, Kutaisi State University professor

The important macroeconomic indicator-Calculation of the Gross Domestic

Product (GDP) is characterized with some systematic lacks, although having

its progress too: First of all, there is not pointed out such quality parameters,

which will help complete satisfaction of individual demands of the population

that will be expressed in the growth of consumption and welfare, even in the

conditions of reduced labor costs.

The second thing is, that there are not reflected in the household labor costs

of family members, that they have to create their own consumer goods and to

improve their welfare condition. The Third thing is, that it is artificially taken

into the housing optional rent, which represents not the results of the current

year labor activities, but the indicator of deprecation of capital goods created

in the previous period.

Accordingly, for perfection of the methodology of GDP calculation, it is nec-

essary to minimize such conditionality. There is proposed in the article the

methodology of calculation of value of homemakers’ labor in the household,

according to which the Georgian GDP should be raised by 1/4. At the same time,

the housing optional rent (3.3%) should be deducted from the GDP. After adding

and deducting such components, the corrected GDP is called “expanded GDP“

by the Author („GDP +“).

Key words: Gross Domestic Product, value of homemakers’ labor in the household

Page 70: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

68

ფაშიზმისა და კომუნიზმის იდეის გაქრობასთან

ერთად წამომიტივტივდა სრულიად ახალი მსო-

ფლიო იდეოლოგიური პროექტი, პლანეტის მოწყობის

ახალი სისტემის შექმნის მცდელობა, რომლის სახელია

„გლობალიზაცია“, რაც პოლიტიკური, ეკონომიკური,

სოციალური და რელიგიური დაახლოების ინტეგრაცი-

ული პროცესების შედეგი უნდა გახდეს.

თავიდანვე ვთქვათ სიმართლე: გლობალიზაციის

უმთავრესი ამოცანაა მთელი მსოფლიოს მოსახლეო-

ბის, ყველა ადამიანის „ერთ მთელად“ გაერთიანება, რაც

გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ,

რელიგიურ და ცხოვრების სხვა ერთიან ასპექტებს...„გლო-

ბალიზაციამ უნდა მოახდინოს ერთიანი მსოფლიო ხელი-

სუფლების დამყარება; ეროვნული თვითშეგნებისა და

ეროვნული ღირსების სრული განადგურება; რელიგიების

დამხობა „რელიგიათა თავისუფლების“ ხარჯზე და ახალი

ერთიანი რელიგიის (ე. წ. „მონდეალიზმის“) შემოღება;

მსოფლიო ეკონომიკაში საყოველთაო კრიზისის გამო-

წვევა და შემდგომში ვინმე „ერთი პირის“ მიერ მისი შეჩე-

რება და აღკვეთა; მსოფლიო ტერორის ტუ ლი აპარატის

ორგანიზაცია, დაფინანსება და ა. შ.“, ანუ გლობალიზაციის

რეალური ლოზუნგია: ახალი მსოფ ლიო წესრიგი, გლობა-

ლური მსოფლიო წესრიგის, ნაციონალური კონტინიუმის

ხარჯზე, ანუ ეს იქნება ერთი „სოფელი“, სადაც „ყველამ

ყველას შესახებ ყველაფერი იცის და ყველას ყველაფერი

ეხება“ [გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი 2008:7].

საშიშროების საფუძველს ქმნის დაჩქარებული

გლობალიზაციის ტემპები: ჩრდილოეთიდან რუსეთის

„Самодержава“ ხელისუფლების ნეგატიური სურვილები

(რაც გამოიხატა აფხაზეთის, სამაჩაბლოს და სხვა ისტო-

რიული ნაწილების ოკუპაციით...), ან „ტერიტორიების

მიტაცებით“ არანაკლებად დაინტერესებული ამერიკულ-

ევ როპული სხვადასხვა გაერთიანებები, რომ აღარაფერი

ვთქვათ თურქეთის მზაკვრულ პოლიტიკაზე აჭარაში.

ეკონომიკური თვალსაზრისით, გლობალიზაცია

წარმოადგენს „საერთაშორისო მასშტაბის ისეთ პროცესს,

როცა ტექნიკურად შესაძლებელი იქნება სწრაფად მიაღწი-

ონ სხვადასხვა ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების თავი-

სუფალ განთავსებას“ [ჯონსონი, 2003, გვ. 67], ხოლო უფრო

გლობალურად, იგი მსოფლიო მასშტაბით წარმოების,

ვაჭრობის, კომუნიკაციის და ფინანსების მზარდი ინტეგრა-

ციაა, რომელიც გულისხმობს, ცალკეულ ქვეყნებს შორის

შიდა და გარე საბაზრო ძალების ურთიერთშერწყმის გაძ-

ლიერებას... და მსოფლიო მეურნეობის გარდაქმნას ერთ

სასაქონლო, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტა-

ლის ბაზრად. საბოლოო ჯამში, იგი „სხვადასხვა ქვეყნების

ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდის პრო-

ცესია, რომლის შედეგად შეუზღუდავად გადაადგილდება

საქონელი და მომსახურება; განხორციელდება კაპიტალის

ექსპორტი, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ინტენსი-

ური გაცვლა; სამუშაო ძალის მიგრაციის დაჩქარება და ა.

შ.“ [www.vokable.ru/20.03.2009/]

გლობალიზაციისა და

რეგიონალიზაციის გააზრების

ერთი საკითხისათვის

აკაკი ბაკურაძეეკონომიკის აკადემიური დოქტორი,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ქრისტიანობა, რეგიონალიზაცია, სამხრეთ კავკასია

Page 71: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები აკაკი ბაკურაძე

69

„სახელგანთქმული გლობალისტის“ უ. ბეკის სიტყვე-

ბით, რომ ვთქვათ: „არც ერთ ქვეყანას, ან ქვეყანათა

ჯგუფს არ შეეძლება გამოწყდეს ამ მთლიანს („ახალ

მსოფლიო წესრიგს“ -ავტ.), რადგან ეს პროცესები

გულისხმობს ურთიერთობათა კულტურის სფეროზე

ეკონომიკის სრულ ზემოქმედებას და აიძულებს მას

იცოცხლოს მხოლოდ ბაზრის კანონებით, ანუ ძლიერ

შესუსტდება ის მხარეები, რომლებიც ვერ გამოიყენებენ

ახალ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და ამ ბაზრის

მექანიზმებს...“ [პატრიარქი ილია II, 2004, გვ. 132]

აშკარაა, რომ ცალკეულ სახელმწიფოთა ხელი-

სუფლებას ჩაენაცვლება ახალი ტიპის პლანეტარული,

გლობალური ძალაუფლება (ძირითადში, ეკონომიკურ-

ფინანსური, სამხედრო-პოლიციური თუ მეცნიერული. ამ

პროცესის შესახებ ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ

წმ. წერილის მრავალია დგილით; შედარ.: გამოცხ. 13,

6-8, 11,7 და 17,8…; დან. 7, 21 და 12,17; ფილ. 4, 3 და ა. შ.).

„გაერთიანებული“ ხელისუფლების სურვილი უკვე ცხა-

დია: „თავისი ფრთების“ ქვეშ „დაიცვას“ მცირე ერები,

ხელი შეუწყოს სახელმწიფოებრივი მართვის ეროვნული

ინსტიტუციების ნაცვლად, შენიღბული დემოკრატიული

ინსტიტუტების განვითარებას და გააძლიერებას. საბო-

ლოოდ სახეზეა „დიდი საიდუმლო გარიგებები“ და ვის

„ხელში აღმოჩნდება“, ანუ ვისი „ზედამხვედველობის

ქვეშ“, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა, ბოლომდე არაა გარ-

კვეული...

ამერიკის კონფედერაციის წარმოშობით, შემდე

იაპონია-ჩინეთისა და რუსეთ-იაპონიის ომებით იწყება

გლობალიზაციის მცდელობის პირველი თვალშისაცემი

ისტორიული კრიზისი, რასაც მცირე ხანში მოჰყვა მეორე

კრიზისიც – პირველი და მეორე მსოფლიო ომი. ამ პრო-

ცესებმა დააჩქარა მე-20 საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყა-

ლიბებული ოლიგარქების ე. წ. ანგლო-ამერიკული ჯგუ-

ფი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მსოფლიო ინტეგრაციის

სადავეები და მეცნიერეთა აზრით მსოფლიოს ყველაზე

გავლენიანი ფინანსური გაერთიანების ცენტრი ვაშინგ-

ტონსა და ლონდონში განთავსდა [www.larouchepub.

com/04.11.2015/].

რამდენადაც თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნები

განსხვავდება მასშტაბებითა და სოციალურ-ეკონომი-

კური განვითარების დონით, შეიძლება ვივარაუდოთ,

რომ მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების უარყო-

ფითი გავლენა სხვადასხვაგვარი იქნება, ისეთ მცირე

შესაძლებლობების სახელმწიფოებზე, როგორიც საქა-

რთველოა. დასავლეთის ცნობილი ეკონომისტები ფ.

ჰაიეკი, მ. ალე, ლ. ლარუში და ჯ. სტიგლიცი და სხვები

„გლობალიზაციის“ პროცესს აფასებენ, როგორც „საშიშ

ტენდენციას“, „ეროვნული დასაქმებისა და ეკონომიკური

ზრდის დამანგრეველ პირობას“, „მოსახლეობის შემოსა-

ვლებისა და კეთილდღეობის დონის არა გათანაბრება,

არამედ მკვეთრი ვარიაცია“, „ეროვნული ეკონომიკის

განვითარების კონტრრევოლუციურ მიდგომას“ და ა. შ.

[www.vokable.ru/20.03.2009/]

ის, რომ დღეს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქ-

ტური კერაა (ერაყი, ავღანეთი, სირია და ა. შ.) არის

პირდაპირი შედეგები „ანგლო-ამერიკული ჯგუფის“

ინტერესებისა, რომელსაც დაუპირისპირდა რუსული

(?!), თურქული ინტერესები და, მცირე ხანში, ყველა იხი-

ლავს ჩინეთის საჯარისო ფორმირებების მონაწილეობის

დაწყებასაც... ერთი ნიშანიც, კონფლიქტს იწყებს დიდი

ქვეყნები, რომელშიც „პარტნიორების“ სახით ითრევს

მცირე ქვეყნებს, რაც, ამ უკანასკნელებისთვის, სავალა-

ლო შეიძლება აღმოჩნდეს.

ამდენად, გლობალიზაციის უარყოფითი მხარეე-

ბია: ცალკეულ ქვეყნებში კრიზული სიტუაციის სწრაფი

გავრცელება; მოკლევადიანი კაპიტალის მოძრაობის

შევიწროება; საერთაშორისო ფინანსური თაღლითე-

ბის მომრავლება; განვითარებადი და გარდამავალი

ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის წინააღმდეგობები

ეროვნული ეკონომიკის, ადმინისტრაციული მმართვის,

სამართლებრივი სისტემის არასათანადო მდგომარეო-

ბის გამო; ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო

მასშტაბებით გაძლიერება; ეროვნული სპეციფიკურობის

უგულებელყოფა; არალეგალური მიგრაციისა და ტრე-

ფიკინგის გაძლიერება და ა. შ. [ვოიფელი, 2003, გვ. 67]

დღეს ჩვენი ეკონომიკა განიცდის სერიოზულ კრი-

ზისს, რაზეც მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს

საგარეო ფაქტორებიც, რადგან „მტკიცება არ სჭირდება

იმ ფაქტს, რომ სამეურნეო საქმიანობა არასოდეს არ

არის ინდივიდუალური, როგორც გენეტიკური არსე-

ბა, მემკვიდრე და მასზე წინ არსებულ თაობათა სამე-

ურნეო გამოცდილებისა და ამავე დროს მუშაობისას

თანამედროვე კაცობრიობის გავლენასაც განიცდის“

[ბულგაკოვი, 1980, გვ. 275]... მოკლედ, თუ გაიმარჯვებს

„მსოფლიოს ახალი წესრიგი“, მაშინ ჩვენ აღმოჩნდებით

ისეთ სამყაროში, სადაც ადგილებს გაცვლის სიკეთე და

ბოროტება, ადამიანებს მოუწევთ დაივიწყონ ტრაციუ-

ლი ღირებულებები, ოჯახის მთლიანობა და სიმტკიცე,

„ლეგალიზირდება“ სექსუალურ უმცირესობათა ინტერე-

სები (იგი საპატიოც კი გახდება), დაკანონდება უიმედო

Page 72: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

70

ავადმყოფთა ევთანაზია და ა. შ. ამდენად, ანგლო-ამე-

რიკული გლობალიზაციის ხილული და უხილავი ნაყო-

ფია – ეროვნული, კულტურული, სახელმწიფოებრივი

საზღვრების წაშლა და ცივილიზაციის ტრანსფორმირება

საერთო უნივერსალურ ღირებულებათა ერთ მსოფლიო

სისტემად... ერთიც, გლობალიზაციის მთავარი მიზანი,

შენიღბულად, მართლმადიდებლური სამყაროს გამო-

წვევაა.

თუმცა ქრისტიანებს გვაქვს უნიკალური ისტორიული

გამოცდილებაც. გლობალიზაციას წინ უნდა აღვუდგეთ

ერთიანობით, გამოვხატოთ ჩვენი თავისუფალი ნება,

აუხილოთ თვალი, გავაცნოთ და მოვაქციოთ ჭეშმარიტ

ქრისტიანობაზე რაც შეიძლება მეტი „დიდი ქვეყნის“

მოქალაქე. „ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ პირველი

ქრისტიანებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის

გლობალურ იმპერიაში. ვინაიდან ეს პროცესი გარდა-

უვალია, მაშინ ჩვენი საუკეთესო პასუხი მისიონერული

მოღვაწეობა იქნება...“ [www.cfin.ru/25.09.2016]. შეიძლება

ითქვას, რომ გლობალური გაერთიანების ნებისმიერი

პროექტი წარმოადგენს რომის იმპერიის მემკვიდრეობის

აღდგენას! შესაბამისად, იგი გულისხმობს ქრისტიანუ-

ლი აზროვნების მიზანმიმართულ დეკონსტრუქციას და

საბოლოო ნგრევას ახალი რელიგიის – „მონდეალიზმის“

სასარგებლოდ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

თავის ქადაგებებში გვაფრთხილებს, რომ საქმე ეხება ამ

ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და

ეროვნული გრძნობებისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ,

ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის

ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატო-

მღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას

ნიშნავს და მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ,

როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას“. იგი მოუწოდებს

ხელისუფლებას გამოსავლის მოძებნისკენ, კერძოდ:

„მსოფლიოში ამჟამად რომ დიდი გარდატეხის პროცესი

მიმდინარეობს, ყველამ ვიცით... ეკლესიამ უნდა გაითვა-

ლისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები,

რომელსაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, უპირველეს

ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ შესაძ-

ლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს მიმდინარე

პროცესებს“... [პატრიარქი ილია II, 2004, გვ. 207]

თუკი საქართველო ინტენსიურად ჩაერთვება მსოფ-

ლიო ინტეგრაციის პროცესებში, მაშინ ის ძირითა დად

დარჩება წაგებული! რადგან აბსოლუტურად მოუმზა-

დებელი და უუნაროა! მით უმეტეს, რომ ამ პროცეს-

ში ბევრი რამ უხილავია, თუმცა „ხე ნაყოფით შეიც-

ნობაო“ – „მისი შედეგები აშკარაა და რეალური და

ყველაფერი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე,

რომლებიც მიიღება სხვათა მიერ ათასობით კილომე-

ტრის დაშორებით... და მოხდება ღარიბი ქვეყნებისა

და მათი ერების წარმომადგენლების, სამუშაო ძალის

ექსპლუატაცია მსხვილი ინდუსტრიული ძალების მიერ,

ხოლო სამუშაოს მიტოვების შემთხვევაში, ეს მათთვის

შიმშილისა და სიკვდილის ტოლფასი იქნება; მოხ-

დება წარმოების შეცვლა მომსახურების სფეროთი;

სამამულო წარმოების პროდუქცია „ჩაწვება“ მაღალ

კონკურენტუნარიან და იაფ უცხოურ პროდუქციასთან

მიმართებაში; შესაბამისი უნარების მქონე და არმქონე

მუშაკებს შორის შემოსავლების მიხედვით მოსალოდ-

ნელია მათი პოლარიზაცია; „კონტინენტური სამუშაო

ადგილების“ მომრავლება, რადგან გლობალიზაცია

გამოიწვევს მათ ოკეანის მიღმა გადატანას, რასაც თან

მოჰყვება სამუშაო ძალის „უკონტროლო“ მიგრაცია,

გაიზრდება ოჯახთა დანგრევის ალბათობა; დამძიმდება

მცირე ერების დემოგრაფიული სიტუაცია და ა. შ. [www.

globalization.kof.ethz.ch/2010/]

„ეს დასასრული არ არის“! არსებობს მეორე გამო-

რჩეული ალტერნატიული იდეაც: „სამხრეთ კავკასიის

რეგიონის“ შექმნა (შესაძლოა, შემდგომში „კავკასიის“),

რაც „ერთიანი კავკასიური სახლის“ ხორცშესხმაა! თანა-

მედროვე მსოფლიო გლობალურმა პროცესებმა განსა-

ზღვა დაკონკრეტებულიყო „რეგიონის“ ცნება, რომლის

მიხედვით სახელმწიფოთა ერთ რეგიონში გასაერთია-

ნებლად აქტიურდება რიგი საკითხები, როგორიცაა: საე-

რთო ისტორიული წარსული; მათთვის მახასიათებელი

მატერიალური და სულიერ კულტურულ მემკვდრეობათა

მსგავსება; გეოგრაფიულ ადგილმდებარეობათა მია-

ხლოება-ერთიანობა, ეკონომიკის განვითარების შესაბა-

მისობა და საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციებში

ერთობლივი მონაწილეობის მიღება, მასში მუშაობის

გამოცდილება და სხვ.

კიდევ ერთი – აშკარა გახდა, რომ „ახალი მსოფლიო

წესრიგის“დამყარებას ერთმანეთს ეცილება ორი დიდი

ძალა. ერთი მხრივ, ამერიკისა და დასავლეთ ევროპის (ე.

წ. „ცივილიზირებული სამყაროს“), ნება-სურვილის წინა-

აღმდეგ წასვლა ძვირი უჯდებათ განვითარებად სახელ-

მწიფოებს (მათ შორის, გლობალიზაციის პროცესებში

ინტენსიურ ჩართვაზე უარის თქმის გამოც), მით უმეტეს,

„ტრადიციული მენტალიტეტის“ მოსახლეობით დასახლე-

ბულ ქვეყნებს (საკმარისია სერბეთის მაგალითი), ხოლო,

Page 73: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

სოციალურ-ეკონომიკური სფერო და სისტემური პრობლემები აკაკი ბაკურაძე

71

მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის „Влади+мир“-ული

ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასიის ქვეყნებს ემუქ-

რება დიდი საშიშროება „ჩრდილოეთიდან“, ამიტომ ამ

ეტაპზე „თავის გადასარჩენად“ და საერთო მომავალი-

სათვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მოუწევთ სერიოზუ-

ლი მსჯელობების წამოწყება ერთიანი პოლიტიკური და

ეკონომიკური პროგრამების ძირითად მიმართულებებზე

შეჯერებისათვის... ინიციატორად აუცილებლად უნდა

გამოვიდეს საქართველო, რადგან ყველაზე მძიმე მდგო-

მარეობაში სწორედ იგი აღმოჩნდა, „შეშფოთებული“

დასავლეთიდან რუსეთის ცივსისხლიან ხელისუფლებაზე

მიყიდვის გამო (მიუხედავად იმისა, რომ დღეს „რუსეთი,

ძალზედ სუსტია იმისათვის, რომ საკუთარი სურვილები

თავს მოახვიოს დანარჩენ ქვეყნებს, როგორც თავისი

შიდა პოტენციალით, ისე გავლენის ცენტრების ჩამონათ-

ვალით პოსტსაბჭოურ სივრცეში მოთამაშე სუბიექტებზე,

თუმცა არის ძალიან ძლიერიც იმისათვის, რომ საკუთარი

შესაძლებლობების გამო არ გამოიწვიოს გარკვეული

საშიშროება სხვა მეზობელ ქვეყნებში [Либман 2009:200]).

რეგიონი ადამიანთა საზოგადოებების სიცოცხლი-

სუნარიობის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და

კულტურული ასპექტების ბუნებრივი, ორგანული პრი-

ნციპით ტერიტორიული გაერთიანებაა. ანუ, თუ შეიქმნება

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მაშინ მასში შემავალ ქვე-

ყნებს, ერებს უნდა გააჩნდეთ: ეთნიკურიდა ენობრივი

საერთო ან დაახლოებული ჯგუფი, მსგავსი სოციალუ-

რი ქცევა,რესურსების გარკვეული პროპორციულობა;

საერთო ღირებულებათა – კულტურულ, რელიგიურ და

ისტორიულ ტრადიციათა – უკონფლიქტო ურთიერთო-

ბადა ა. შ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის შექმნისათვის საქა-

რთველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ძირითადში,

აკმაყოფილებენ სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლო-

გიური განვითარების კომპლექსულობის, საწარმოო და

სოციალური ინფრასტრუქტურის და მოსახლეობის გეოგ-

რაფიული განფენილობის სისტემის ხასიათის მსგავსე-

ბას; მცხოვრები მოსახლეობის ჰარმონიული განვითარე-

ბის პირობების შექმნის და იმ რაოდენობის საქონელის

წარმოებას და მომსახურების გაწევას, რომელსაც შეეძ-

ლება დააკმაყოფილოს არა მარტო მოცემული რეგიონის,

არამედ სხვა რეგიონის მოთხოვნის ნაწილი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები საბოლოოდ

უნდა შეთანხმდნენ სხვა პირობების შესრულებაზეც,

როგორიცაა რეგიონის მართვის ტერიტორიული სისტემა;

სატრანსპორტო თანამშრომლობა; საქონლისა და მომ-

სახურების შეუზღუდავად საზღვრების გადაკვეთა; ერო-

ვნული, ეკოლოგიური და კულტურული უსაფრთხოება;

ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლება; შიდა

საომარი კონფლიქტების კერების სრული აღმოფხვრა

და ისტორიულად წარმოშობილი ტერიტორიული თუ

სხვა სახის პრეტენზიების განხილვა და შეთანხმებათა

საბოლოო მიღწევა (მიუხედავად მისი „სიმძიმისა“) და ა.

შ. ამდენად, მათ ერთობლივად მოუწევთ გადაწყვიტონ

რეგიონული ხასიათის სოციალურ-ეკონომიკური პრო-

ბლემები (ბუნებრივ და ეროვნულ-ეკონომიკურ თავი-

სებურებათა გათვალისწინებით). „სამხრეთ კავკასიის

რეგიონის“ შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა

აუცილებლად შეთანხმებული იქნება მასში შემავალი

ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების საწყისი პოზი-

ციები. სწორედ ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონული

ნიშნით ერთობრივი შეთანხმებების დამაჩქარებელი;

ამასთან, მათ უნდა შეძლონ ერთიანი და მომქმედი ეკო-

ნომიკურ-პოლიტიკური ინსტიტუტებისა და, შესაბამისად,

საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

ამდენად, რეგიონალიზაცია უნდა ვაქციოთ გლობა-

ლიზაციური პროცესებისადმი წინააღმდეგობის გაწევის

მექანიზმად, ერთგვარ „ბრძოლის იარაღად“, რომლის

გაძლიერების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოდგეს ისეთ

ბარიერად, რომელიც შეძლებს გარკვეული ხნით მაინც

აგვაცილოს თავს გლობალიზაციის უარყოფითი გავლე-

ნის მოსალოდნელი შედეგები. შედეგად, „რეგიონალიზმი

უნდა გახდეს პოლიტიკურ მოთხოვნათა (მიზნების) გაე-

რთიანება, რომელიც მიმართულია ტერიტორიულ-გეოგ-

რაფიულ თავისებურებათა ინსტრუმენტალიზაციისკენ,

სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო-პო-

ლიტიკური და სხვა უპირატესობების მიღწევის მიზნით“

[www.ecsocman.edu.ru/ 15.03.2010/].

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძ-

ლებლობა გადის სამი პირობის დაცვაზე, როგორიცაა

მონაწილეთა რესურსები და ინტერესები; მათი ურთიე-

რთშეკავშირების პროცესების მიმდინარეობის სრულ-

ყოფა და ამ კავშირების მართვისა და რეგულირების

ინსტიტუციური გარემოს შექმნა (ამ საკითხების უფრო

ფართო სპექტრი წარმოდგენილია შრომებში [Schueler,

Kruesselberg 2004; Фундаменталная экономика: Динамика

2007]). სრული ანალიზისათვის უნდა გადაწყდეს შემდეგი

საკითხები: ეროვნული ეკონომიკების განვითარების

დონისა და ტემპების შესაბამისობა; ტერიტორიული

სტრუქტურების ტიპების დაახლოება; მოსახლეობის

სიმჭიდროვის, მექანიკური და ბუნებრივი მოძრაობის

Page 74: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

72

ტემპების ყველასათვის სასარგებლო გათანაბრება; საწა-

რმოო განვითარების სპეციალიზაციისა და ხასიათის

მიმართულების პრიორიტეტების ზუსტი განსაზღვრა;

შიდა და გარე ბაზრის ტევადობის უწყვეტი კვლევა და ა.

შ. აქვე ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ერო-

ვნულ ბაზრებს შორის „შეთანხმების მიღწევა“, მათი

დაზარალების გარეშე, მათ შორის „საერთო“ ვალუტაზე

ფიქრი ...

რეგიონალიზაცია ჩვენთვის უნდა გახდეს რეგიონის

ჩარჩოში ეროვნულ ეკონომიკებს შორის დაახლოების

და განვითარების პროცესი. ასეთ შემთხვევაში დიდი

ეკონომიკური ინტერესის მატარებელი იქნება რეგიონა-

ლიზაციის მომავალი ეფექტურობის ინდექსის გამოთვლა

ფორმულით:

I =I1

I0

სადაც I1 დაჯგუფებაში მონაწილეობის (რეგიონში

გაერთიანების) შემდეგ და I0 დაჯგუფებაში მონაწილე-

ობამდე (რეგიონში გაერთიანებამდე) რომელიმე ეკო-

ნომიკური მაჩვენებლის ინდექსებია (მაგალითად, 1 სულ

მოსახლეზე მშპ-ს მოცულობისათვის).

„რეგიონალიზმის“ და „რეგიონალიზაციის“ პრობლე-

მატიკის თეორიული ასპექტები მეცნიერულად ჯერ-ჯე-

რობით ზუსტად არ არის დამუშავებული არსებული

პრობლემების (ეთნიკური და აღმსარებლობითი კონ-

ფლიქტები, სოციალური და რეგიონული იერარქიების

გამოვლენა, სადაო პოლიტიკური საზღვრები, საერთო

ბაზრების და საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, მიგრაცი-

ული პროცესების მართვა, უსაფრთხოების საკითხების

მოწესრიგება და ა. შ.) დონეზეც კი. ამისათვის აუცილებე-

ლია დაიწყოს მეცნიერული მსჯელობები ყველა შესაძლო

ვარიანტზე და მოსალოდნელ შედეგებზე გათვლით. ასეთ

შემთხვევაში სამივე რესპუბლიკამ უნდა შეძლოს, რომ

რეგიონი, როგორც ტერიტორია, გამოვიდეს ატრაქტორის

(„atraqtor“ – შიდა და გარე პირობების ერთობლიობა,

რომელიც „არჩევინებს“ თვითორგანიზებულ სისტემას

მდგრადი განვითარების ერთ რომელიმე ვარიანტს;

ან წარმოადგენს ისეთ საბოლოო იდეალურ მდგომა-

რეობას, რომლისთვისაც ისწრაფვის სისტემა თავისი

განვითარებით [https://en.wikipedia.org/wiki/Attractor/]).

ამით თავიდან ავიცილებთ მსოფლიო გლობალიზა-

ციის მავნე გავლენებს და აქტიურ მონაწილეობას არ

მივიღებთ სამყაროს „ახალი წესრიგის“ დამყარებაში,

რადგან ჩვენს გადარჩენაში „პატრონი“ დასავლეთი

ვერ გახდება და, მით უმეტეს, ჩრდილოეთი, როგორც ეს

ზოგიერთს ჰგონია... ამდენად, ჩვენ არათუ „თავით უნდა

ჩავეშვათ“ გლობალიზაციის პროცესში, არამედ უნდა

ვეცადოთ ყოველგვარი ხერხით დავიჭიროთ ზომიერი

დისტანცია ამ გარდაუვალ პროცესთან, რადგან მასზე

სრული დამოკიდებულება ხვალ დამღუპველი იქნება!

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბულგაკოვი ს. (1980), მეურნეობის ფილოსოფია, თბ.

2. გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი (2008). თბ.

3. ვოიფელი ჩ. (2003). ფინანსებისა და საბანკო საქმის

ენციკლოპედია, თბ.

4. უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს

პატ რიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური გან -

ვი თარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-

2004 წწ.) (2004). თბ.

5. ჯონსონი ბ., სიდუელი ჰ. (2003). ფინანსები: ოქსფორდის

განმარტებითი ლექსიკონი.

6. www.cfin.ru

7. www.ecsocman.edu.ru

8. www.globalization.kof.ethz.ch

9. www.larouchepub.com

10. www.vokable.ru

11. Либман А.(2009). Модели экономической интеграций:

мировой и постсоветский опит, М.

12. Schueler A., Kruesselberg H.(2004). Grundbegriffe der

Ordnungtheorie und der Politischen Oekonomik, Marburg.

13. Фундаменталная экономика: Динамика,(2007). М.

Page 75: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Socio-Economic Sphere and The Systemic Problems Akaki Bakuradze

73

Abstract Concerning the Issue of

Globalization and Regionalization

Akaki BakuradzeDoctor of Economics, AkakiTsereteli State

University associated professor

Key words: globalization, Christianity, regionalization, the South Caucasus

Along with the disappearance of the idea of communism completely new

ideological project sprung with the name of ‘globalization’. To be candour,

the main aim of globalization is unification of the people of the world into a

single, whole one (?!) that covers political, cultural, religious and other unified

aspects of life and etc. According to the dictionary definition, ‘integracio’ is the

unification of different parts into a single unit. T. Levit was the first to use this

term with its economic connotation.

The disadvantages of the globalization are as follows: fast spread of crisis

situation in certain countries; hindering the movement of short-term capital,

increasing the number of international financial swindlers; drawbacks due to

improper condition of a national economy, administrative government, legal

system for the developing countries and the states with transitive economy;

intensifying international organized crime; ignoring national peculiarities; inten-

sifying illegal migration and trafficking and etc.

If Georgia is intensely drawn into the processes of world integration it will

be a loser in a general sense because Georgia is absolutely unprepared in terms

of aforementioned resources. In this process a lot remains to be invisible but

its results are obvious and realistic. Everything depends on the decision made

by others being thousand miles away.

The way-out is building ‘The South Caucasian Region’. In order to reach

the aim it is necessary to scientifically evaluate and analyze the attempts of

‘unifications’ of historical neighbours and their results among which Russia’s

annexation period is included; optimal ways of moving to a new culture of

political and economic existence should be chosen and the main item_ the role

of Georgia and ‘its function as a middleman’ should be defined in planning and

implementing a new idea of building an unified Caucasian House.

Page 76: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 77: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური

ბაზრები

Macroeconomics and Financial

Markets

Page 78: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

76

საქართველო მსოფლიო

ენერგეტიკულ სისტემაში

საერთაშორისო შეზღუდვების თანამედროვე პირო-

ბებში შეუძლებელია ეროვნული ეკონომიკის მართ-

ვის დამოუკიდებელი სტრატეგიის განხორციელება. შესა-

ბამისად, საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა,

ჩართულია მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო-

მიკური, პოლიტიკური, კულტურული, მეცნიერულ-ტექნო-

ლოგიური და ა.შ., მათ შორის, ენერგეტიკულ პროცესებ-

ში. ეკონომიკის სხვა დარგებთან ერთად საქართველოს

მჭიდრო ენერგეტიკული კავშირები აქვს ყველა მეზობელ

ქვეყანასთან, ხოლო მათი გავლით ამ სფეროში ურთი-

ერთობა აქვს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთანაც.

მყარ საგარეო ენერგეტიკულ კავშირებს კი დიდი როლი

ეკუთვნის ქვეყნის საიმედო ენერგოუზრუნველყოფის

და მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

ამას განაპირობებს მინიმუმ შემდეგი ოთხი ფაქტორი:

1. დანახარჯების ეკონომია ელექტროენერგიის

წარმოებაში. ელექტროენერგიის ექსპორტ-იმ-

პორტი ელექტროსადგურებს საშუალებას აძლევს

იმუშაონ საათობრივი დატვირთვით და ყოველწ-

ლიური მოთხოვნით იმ ვარაუდით, რომ გამოი-

ყენონ ელექტროენერგიის წყაროების ნაკლებად

ძვირადღირებული კომბინაციები. ელექტრო-

ენერგიის ექსპორტ-იმპორტი შესაძლებლობას

იძლევა ენერგოსისტემამ შეამციროს დანახარჯები

ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ნებისმიერი

12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. დანახარ-

დემურ ჩომახიძეეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

საკვანძო სიტყვები: ექსპორტი, იმპორტი, ელექტროენერგია, ენერგია, ბალანსი

ჯების ეკონომია, საბოლოო ჯამში, გამოვლინდება

უფრო დაბალ ფასებში მყიდველისათვის ან დიდ

კაპიტალურ დაბანდებათა შემცირებაში, რომელიც

საჭირო იქნებოდა სისტემის გაუმჯობესებისათვის.

ყველა შემთხვევაში მყიდველი უნდა იყოს მომგე-

ბიან სიტუაციაში.

2. მაკროეკონომიკური უპირატესობანი. ელექტრო-

ენერგიის წარმოებაში უფრო მცირე დანახარჯები

მიმწოდებელს საშუალებას აძლევს ელექტრო-

ენერგია მყიდველს მიაწოდოს ნაკლებ ფასებში.

უფრო დაბალი ფასები ელექტროენერგიაზე კი

ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითა-

რებას. ქვეყნები, რომლებსაც უპირატესობა აქვთ

ელექტროენერგიის წარმოებაში, ელექტროენე-

რგიის ექსპორტს აწარმოებენ იმ ქვეყნებში, რომ-

ლებსაც აქვთ უპირატესობანი ეკონომიკის სხვა

სფეროებში. ასეთი საერთაშორისო ვაჭრობა ხელს

უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, იმ შემთხვე-

ვაში თუ იმპორტული და ექსპორტული ფასები არ

რეგულირდება სახელმწიფოს მიერ ხელოვნური

გზით.

3. ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესაძლებ-

ლობა. კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის

ბაზრის შექმნა უფრო ადვილია დიდ ქვეყანაში.

რაც უფრო მეტია ელექტროენერგიის მწარმოებე-

ლი სადგურების რაოდენობა, მით მეტია სარგებ-

Page 79: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები დემურ ჩომახიძე

77

ლობა მომხმარებლისათვის, სადაც ენერგეტიკული

რესურსები კონტროლდება მონოპოლიური ძალა-

უფლების მქონე ფირმის მიერ.

4. ევროკავშირის შიდა ბაზარში მონაწილეობის

შესაძლებლობა. ექსპორტ-იმპორტის განვითა-

რება, როგორც წესი, აჩქარებს ენერგეტიკული

სექტორის რეფორმას; შედეგად ქვეყანა შეძლებს

ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს ევროკავ-

შირის ტერიტორიაზე, ხოლო სისტემის ოპერატო-

რები იმუშავებენ ევროპული გადაცემების სისტემის

ოპერატორების წესებით და შემოღებული იქნება

ურთიერთქმედების ხელსაყრელი პრინციპები.

გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემებს შორის

არსებობს ვაჭრობის სამი შესაძლო ფორმა:

5. იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი ქვეყნებს შორის.

ამ სიტუაციაში ქვეყანას შეუძლია ელექტროენე-

რგიის იმპორტირება არამეზობელი ქვეყნიდან.

რამდენადაც დიდია ტერიტორია, შესაძლოა იმპო-

რტული და ექსპორტული ტრანსაქციების რაოდე-

ნობაც იმდენად დიდი იყოს. ელექტროენერგიის

ნაკადების ხელშესაწყობად საჭიროა ერთი დიდი

სინქრონული გაერთიანებული სისტემის შექმნა.

6. იმპორტ-ექსპორტული ოპერაციები მეზობელ ქვე-

ყნებს შორის. ეს ტრანსაქციები შეიძლება განხო-

რციელდეს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტე-

მათა შორის.

7. სინქრონული გაერთიანება ექსპორტ-იმპორტული

სავაჭრო ურთიერთობების გარეშე. მეზობელი ენე-

რგეტიკული სისტემების მაღალი ძაბვის გადაცემის

ქსელების გაერთიანებები ხელს უწყობს სიხშირისა

და ძაბვის სტაბილიზაციას და ამცირებს უშუალოდ

რეზერვებისა და გაერთიანებული ენერგოსისტემე-

ბის საბრუნავი რეზერვების ღირებულებას.

ენერგეტიკული რესურსების ექსპორტ-იმპორტის

განხორციელება მჭიდროდ უკავშირდება ენერგეტიკული

ბალანსის მდგომარეობას. ბალანსი თუ დეფიციტურია,

ცხადია, ქვეყანა იძულებულია ენერგორესურსები გარე-

დან შემოიტანოს და, პირიქით, რესურსების სიჭარბის

პირობებში, მას შეუძლია, მათი ექსპორტი განახორცი-

ელოს.

საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი ტრადიციუ-

ლად დეფიციტურია.

ამის გამო ქვეყანა იძულებულია, დიდი რაოდენობით

განახორციელოს ენერგორესურსების შემოტანა. (იხ.

ცხრილი1).

ცხრილის მონაცემები გვიჩვენებს, რომ იმპორტით

შემოტანილ ენერგორესურსებში მთავარი ადგილი

(„ლომი სწილი“) უჭირავს ბუნებრივ გაზსა და ნავთო-

დასახელება

2010 წ. 2015 წ.

ექსპორტი იმპორტი ექსპორტი იმპორტი

ქვანახშირი, ტ. 151.2 17859.7 1743.8 109608.2

ნედლი ნავთობი, ტ. 56803.9 6448.6 240405.3 127100.8

ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ტ. 3596.8 936594.9 12547.5 1231356.9

მათ შორის

საავტომობილო ბენზინი, ტ. 491.9 435891.2 612.5 441161.7

ნავთი, ტ. 0.3 64296.9 0.5 64628.8

დიზელი, ტ. – 415263.7 631.8 595058.1

მაზუთი, ტ. 2808.5 4475.2 10443.8 106568.8

საპოხი და სხვა ზეთები, ტ. 296.0 14581.6 658.9 19938.9

სხვა, ტ. 0.1 2086.3 200.0 4000.6

ბუნებრივი გაზი, მლრდ. კუბ. მ – 1.094 – 2.39

ელექტროენერგია, მლნ. კვტ. სთ 1524.2 222.0 659.9 699.2

ცხრილი 1. ენერგეტიკული რესურსების ექსპორტ-იმპორტი საქართველოში

Page 80: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

78

ბპროდუქტებს, რომლებსაც ზრდის ტენდენცია აქვთ.

კერძოდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი

გაზის მოცულობა 2,2 ჯერ, ხოლო ნავთობპროდუქტების

რაოდენობა 31,5%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტებში

მაღალი ხვერდი წონით გამოირჩევა დიზელი (48,3%,

2015 წ.), საავტომობილო ბენზინი (35,8%), აგრეთვე მაზუ-

თი (8,6%). აღნიშნულ პერიოდში დიზელის რაოდენობა

43,3%-ით, საავტომობილო ბენზინის რაოდენობა – 1,2%-

ით, ხოლო მაზუთისა – ყველაზე უფრო მეტად – 23,8-ჯერ

გაიზარდა. მნიშვნელოვანი რაოდენობით შემოაქვს ქვე-

ყანას ისეთი ნავთობპროდუქტები როგორიცაა: რეაქტი-

ული საწვავი (ნავთი), საპოხი და სხვა ზეთები. ამასთან

მათი შემოტანაც წლების განმავლობაში ზრდის ტენდენ-

ციის ხასიათდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისი

იმპორტიც საკვლევ პერიოდში 3,1-ჯერ გაიზარდა და 2015

წელს 699,2 მლნ კვტ. სთ შეადგინა. იმპორტით შემოიტა-

ნება აგრეთვე ქვანახშირი და ნედლი ნავთობი. პირველი

2010-2015 წლებში 6,1-ჯერ, ხოლო მეორე 19,7-ჯერ გაიზა-

რდა. ნედლი ნავთობის აღნიშნულ რაოდენობაში შედის

ჩვენი ტერიტორიის გავლით გატარებული ნავთობიც.

იგი შედის ექსპორტის რაოდენობაშიც (რეექსპორტი).

საქართველო კი ამ წლებში ნავთობის მხოლოდ 40-50

ათასი ტონის ფარგლებში მოიპოვებდა.

ენერგეტიკული რესურსების საექსპორტო პროდუქ-

ციაში წამყვანი ადგილი ელექტროენერგიას უჭირავს.

ელექტროენერგიის ექსპორტმა საქართველოს ისტო-

რიაში რეკორდულ მაჩვენებელს 2010 წელს მიაღწია

(1524,2 მლნ. კვტ. სთ). თუმცა 2015 წლისთვის ეს რაო-

დენობა 699,2 მლნ კვტ. სთ-მდე, ანუ 2,2-ჯერ შემცირდა.

დანარჩენ ენერგეტიკულ რესურსებს ჩვენს საექსპორტო

პოტენციალში მოკრძალებული პოზიციები უჭირავთ. ეს

არის ქვანახშირი, ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები.

ცხრილი 2-ში ნაჩვენებია პარამეტრები ენერგეტიკის

მაჩვენებლებიგანზ.

ერთეული

2005 წ. 2014 წ. 2014 წ. %-ით 2005 წ.-თან

მსოფ. საქართ. მსოფ. საქართ. მსოფ. საქართ.

ენერგეტიკული პროდუქციის

წარმოება, სულმლნ. ტპს 11468 1.27 13805 1.43 120.4 112.6

მათ შორის

ელექტრო ენერგიამლრდ.

კვტ. სთ16695 6.9 21963 10.02 131.5 145.2

ენერგეტიკული პროდუქციის

მოხმარება, სულმლნ. ტპს 11434 3.21 13699 4.14 119.8 129.0

მათ შორის

ელექტრო ენერგიამლრდ.

კვტ. სთ16695 7.48 21963 10.4 131.5 139.0

ჯამური ენერგიის მოხმარება

მოსახლეობის 1 სულზეტპს 1.78 0.74 1.89 0.97 106.2 131.1

ელექტრო ენერგიის წარმოება

მოსახლეობის 1 სულზეკვტ. სთ 2596 1672 3030 2311 116.7 138.2

ენერგიის ჯამური ხარჯი

მშპ-ის ერთეულზე

კგ. პს / 1 აშშ

დოლარზე0.32 0.24 0.19 0.31 59.4 129.2

ცხრილი 2. ენერგეტიკის განვითარების ზოგიერთი მაჩვენებლების დონე და დინამიკა საქართველოში და მსოფლიოში

მაჩვენებლები 2005 წ. 2014 წ.

წილი ენერგიის წარმოება – მოხმარებაში; %

ელენერგიის წარმოება

ელენერგიის მოხმარება

ენერგიის ჯამური წარმოება

ენერგიის ჯამური მოხმარება

0.041

0.045

0.011

0.028

0.045

0.047

0.010

0.3

ძირითადი მაჩვენებლების დონე ანალოგიურ პარამეტრებთან, %

ელენერგიის წარმოება 1 სულზე

ელენერგიის მოხმარება 1 სულზე

ენერგიის ჯამური მოხმარება 1 სულზე

ენერგიის ხვედრითი ხარჯი მშპ 1 დოლარზე

60.0

64.4

41.6

75.0

72.6

76.3

51.3

163.2

ცხრილი 3. საქართველოს ენერგეტიკა მსოფლიო ენერგეტიკაში

Page 81: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები დემურ ჩომახიძე

79

ბპროდუქტებს, რომლებსაც ზრდის ტენდენცია აქვთ.

კერძოდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი

გაზის მოცულობა 2,2 ჯერ, ხოლო ნავთობპროდუქტების

რაოდენობა 31,5%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტებში

მაღალი ხვერდი წონით გამოირჩევა დიზელი (48,3%,

2015 წ.), საავტომობილო ბენზინი (35,8%), აგრეთვე მაზუ-

თი (8,6%). აღნიშნულ პერიოდში დიზელის რაოდენობა

43,3%-ით, საავტომობილო ბენზინის რაოდენობა – 1,2%-

ით, ხოლო მაზუთისა – ყველაზე უფრო მეტად – 23,8-ჯერ

გაიზარდა. მნიშვნელოვანი რაოდენობით შემოაქვს ქვე-

ყანას ისეთი ნავთობპროდუქტები როგორიცაა: რეაქტი-

ული საწვავი (ნავთი), საპოხი და სხვა ზეთები. ამასთან

მათი შემოტანაც წლების განმავლობაში ზრდის ტენდენ-

ციის ხასიათდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისი

იმპორტიც საკვლევ პერიოდში 3,1-ჯერ გაიზარდა და 2015

წელს 699,2 მლნ კვტ. სთ შეადგინა. იმპორტით შემოიტა-

ნება აგრეთვე ქვანახშირი და ნედლი ნავთობი. პირველი

2010-2015 წლებში 6,1-ჯერ, ხოლო მეორე 19,7-ჯერ გაიზა-

რდა. ნედლი ნავთობის აღნიშნულ რაოდენობაში შედის

ჩვენი ტერიტორიის გავლით გატარებული ნავთობიც.

იგი შედის ექსპორტის რაოდენობაშიც (რეექსპორტი).

საქართველო კი ამ წლებში ნავთობის მხოლოდ 40-50

ათასი ტონის ფარგლებში მოიპოვებდა.

ენერგეტიკული რესურსების საექსპორტო პროდუქ-

ციაში წამყვანი ადგილი ელექტროენერგიას უჭირავს.

ელექტროენერგიის ექსპორტმა საქართველოს ისტო-

რიაში რეკორდულ მაჩვენებელს 2010 წელს მიაღწია

(1524,2 მლნ. კვტ. სთ). თუმცა 2015 წლისთვის ეს რაო-

დენობა 699,2 მლნ კვტ. სთ-მდე, ანუ 2,2-ჯერ შემცირდა.

დანარჩენ ენერგეტიკულ რესურსებს ჩვენს საექსპორტო

პოტენციალში მოკრძალებული პოზიციები უჭირავთ. ეს

არის ქვანახშირი, ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები.

ცხრილი 2-ში ნაჩვენებია პარამეტრები ენერგეტიკის

მაჩვენებლებიგანზ.

ერთეული

2005 წ. 2014 წ. 2014 წ. %-ით 2005 წ.-თან

მსოფ. საქართ. მსოფ. საქართ. მსოფ. საქართ.

ენერგეტიკული პროდუქციის

წარმოება, სულმლნ. ტპს 11468 1.27 13805 1.43 120.4 112.6

მათ შორის

ელექტრო ენერგიამლრდ.

კვტ. სთ16695 6.9 21963 10.02 131.5 145.2

ენერგეტიკული პროდუქციის

მოხმარება, სულმლნ. ტპს 11434 3.21 13699 4.14 119.8 129.0

მათ შორის

ელექტრო ენერგიამლრდ.

კვტ. სთ16695 7.48 21963 10.4 131.5 139.0

ჯამური ენერგიის მოხმარება

მოსახლეობის 1 სულზეტპს 1.78 0.74 1.89 0.97 106.2 131.1

ელექტრო ენერგიის წარმოება

მოსახლეობის 1 სულზეკვტ. სთ 2596 1672 3030 2311 116.7 138.2

ენერგიის ჯამური ხარჯი

მშპ-ის ერთეულზე

კგ. პს / 1 აშშ

დოლარზე0.32 0.24 0.19 0.31 59.4 129.2

ცხრილი 2. ენერგეტიკის განვითარების ზოგიერთი მაჩვენებლების დონე და დინამიკა საქართველოში და მსოფლიოში

მაჩვენებლები 2005 წ. 2014 წ.

წილი ენერგიის წარმოება – მოხმარებაში; %

ელენერგიის წარმოება

ელენერგიის მოხმარება

ენერგიის ჯამური წარმოება

ენერგიის ჯამური მოხმარება

0.041

0.045

0.011

0.028

0.045

0.047

0.010

0.3

ძირითადი მაჩვენებლების დონე ანალოგიურ პარამეტრებთან, %

ელენერგიის წარმოება 1 სულზე

ელენერგიის მოხმარება 1 სულზე

ენერგიის ჯამური მოხმარება 1 სულზე

ენერგიის ხვედრითი ხარჯი მშპ 1 დოლარზე

60.0

64.4

41.6

75.0

72.6

76.3

51.3

163.2

ცხრილი 3. საქართველოს ენერგეტიკა მსოფლიო ენერგეტიკაში

განვითარების შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში,

ხოლო ცხრილი 3-ში – საქართველოს მონაწილეობა

მსოფლიო ენერგიის წარმოება მოხმარებაში. ამ ცხრი-

ლებიდან ჩანს, რომ საქართველოს წილი ენერგიის მსო-

ფლიო წარმოებაში ერთობ მოკრძალებულია (0.1-0,04%),

მაშინ, როცა მოხმარებაში გაცილებით მეტია (0.3%).

ასევე დიდად ჩამოვრჩებით ენერგეტიკის განვითარების

ძირითადი მაჩვენებლების დონის მიხედვითაც. კერძოდ,

ელექტროენერგიის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე

ანალოგიური საშუალო მსოფლიო მაჩვენებლის მხო-

ლოდ 72.6%-ია, თუმცა ენერგიის ხვედრითი ხარჯი მშპ-ის

ერთ დოლარზე 63,2%-ით მეტია. საქართველოსთვის

დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ 2005-2014 წლებში ჩვენი

ენერგეტიკის განვითარების მაჩვენებლების ზრდის ტემპი

ძირითადად უკეთესია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში.

ცხადია, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩ-

ვენებლები საქართველოში გაცილებით უარესია.

ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე

დროში აღმოიფხვრას ზემოთ აღნიშნული ჩამორჩენები

ენერგეტიკის განვითარების სფეროში. ამის ერთ-ერთი

აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ენერგორესურსე-

ბის უკეთ ათვისების ხარჯზე ენერგო წარმოების გაზრდა.

ლიტერატურა:

1. ჩომახიძე, დ., ცხაკაია, ქ. (2016). ენერგეტიკული რესურ-

სების ექსპორტ-იმპორტი საქართველოში. ქუთაისი. IV

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები.

2. Chomakhidze, D. Energy balance of Georgia. http://www.

science direct.com/science/article/pii/S1512188716300537

3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

(საქსტატი). საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი

(2015). სტატისტიკური პუბლიკაცია, გვ. 54.

4. www.geostat.ge

5. www.gnerc.org

Page 82: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

80

Georgia in World

Power System

Demur ChomakhidzeDoctor of Economic Sciences, Georgian Technical University Professor Academician

of the Academy of Economic Sciences of Georgia

Key words: export, import, electric energy, energy, balance

The article deals with Georgia’s role and place in World Power System. It

introduces export and import of our country carried out for the past five

years (2010-2015). Within the period of time mentioned it is said that there was

an increase in the volume of import-respectively in natural gas and oil products.

Here is represented the place Georgia occupied in World Power System. Con-

cretely, it is Georgia that produces 0,045 and consumes 0,047 of world power

production . That is 0,01 of total power production and 3% of its consumption.

The article also refers to the level rates of development of plural energetics

and dynamics in the world and Georgia as well.

In this respect the article highlights current unsatisfactory condition in Geor-

gia and recovery principles .

Page 83: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები გივი ლემონჯავა

81

მონეტარულ პოლიტიკას დიდი გავლენის მოხდენა

შეუძლია ეკონომიკაზე. ის მოქმედებს გადაცემის

კონკრეტული არხების საშუალებით და გავლენა აქვს

საპროცენტო განაკვეთებზე, გაცვლით კურსებზე, აქცი-

ებისა და უძრავი ქონების ფასებზე, საბანკო სესხებსა

და ფირმის ბალანსებზე [Mishkin,2009]. აქტივებში აქ

იგულისხმება კაპიტალის ბაზარზე ვაჭრებადი აქციები,

უძრავი ქონება და გაცვლით კურსები. თავის მხრივ,

აქტივების ფასების ცვლილებას გავლენა აქვს მონე-

ტარულ პოლიტიკაზე და მის შედეგებზე, ამიტომ აუცი-

ლებელია, პოლიტიკის ფარგლებში სათანადოდ იყოს

გაცნობიერებული და გათვალისწინებული გადაცემის ეს

მექანიზმები. კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობა თუ სხვა-

გან ძალიან დიდია, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე,

სადაც ეს ბაზარი იმდენად სუსტად არის განვითარებული,

რომ მისი როლი თითქმის ნულის ტოლია მონეტარუ-

ლი პოლიტიკის გადაცემის მექანიზმებში. რაც შეეხება

უძრავი ქონების ბაზარს, ის არ არის ძალიან მასშტაბუ-

რი და სათანადოდ ლიკვიდური, მაგრამ საპროცენტო

განაკვეთის ცვლილება გარკვეულ გავლენას ახდენს ამ

ბაზარზე. სავალუტო ბაზარი საკმაოდ მასშტაბური და

განვითარებულია საქართველოში. აქ არის ორი მექნიზმი

– წმინდა ექსპორტი და ფირმის ბალანსები, რომლებ-

ზეც პირდაპირ აისახება გაცვლითი კურსის ცვლილება.

ნაშრომის მიზანს შეადგენს მონეტარული პოლიტიკის

აღნიშნული გადაცემის მექნიზმის შესწავლა და გარკვე-

ვა იმის თუ როგორ მუშაობენ ისინი ზოგადად, და მათ

შორის საქართველოს პირობებში.

მონეტარული პოლიტიკის გადაცემის

მექანიზმები

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ადგენს მოკლე-

ვადიან საპროცენტო განაკვეთს. საბოლოო ჯამში, ეს

გავლენას ახდენს ინფლაციაზე, რომელიც ხორციე-

ლდება რამდენიმე არხის საშუალებით [Bank of Ingland

2016], რომელთა სტრუქტურა და კავშირები ნაჩვენებია

ნახ. 1-ზე.

მონეტარულ პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს მთლიან

მოთხოვნაზე და ძალიან მცირე ეკონომიკის მიწოდების

მხარეზე. გრძელ ვადაში, მონეტარული პოლიტიკა განსა-

ზღვრავს ფასების დონეს, ფულის ღირებულებას. ფასის

საერთო დონის ცვლილება უჩვენებს თუ რამდენით

შეიცვალა ფულის მსყიდველობითი უნარი. ამ გაგებით

ინფლაცია არის მონეტარული ფენომენი. გარდა იმისა,

რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება პირდაპირ

გავლენას ახდენს საქმიანობის რეალურ სფეროებზე,

აქ არის სხვა მრავალი ფაქტორი, რმლებიც გავლენას

ახდენენ თვით ფასების ცვლილებაზე შედარებით უფრო

მოკლევადიან პერიოდებში.

ტიპიურად, მონეტარული პოლიტიკა იწყება ცენტრა-

ლური ბანკის ქმედებით, რომელიც ცვლის სარეზერვი

ფულის მასას. განვითარებული ფინასური სისტემის მქო-

ნე ქვეყნებში ეს ხდება ღია ბაზრის საშუალებით. მოკლე

მონეტარული პოლიტიკის

გადაცემის მექანიზმები

გივი ლემონჯავაეკონომიური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები: მონეტარული პოლიტიკა, გადაცემის მექანიზმები

Page 84: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

82

დროში, სახაზინო ვალდებულებების ყიდვა-გაყიდვის

გზით, ძალიან მაღალი სიზუსტით ხდება სარეზერვო

ფულის სასურველ რაოდენობით ცვლილება; ყიდვა

იწვევს ბანკების ფულადი რეზერვების ზრდას, ხოლო

გაყიდვა – შემცირებას.

ინფლაციის მოსალოდნელი პროგნოზი განსაზღვრა-

ვს ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციის მოცულობას და მის

ხასიათს. როდესაც ინფლაციის პროგნოზი დასაშვებზე

დაბალ მნიშვნელობას აჩვენებს, მოქმედებას იწყებს

ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა – ცენტრალური

ბანკი იწყებს სახაზინო ვალდებულებების შეყიდვას;

ხოლო თუ პირიქით, პროგნოზი აჩვენებს ინფლაციის

დასაშვებზე მაღალ დონეს, სრულდება საპირისპირო

ტრანზაქცია, სახაზინო ვალდებულებების გაყიდვით

მცირდება საბანკო რეზერვები.

საქართველოში გამოიყენება ნაკლებად საბაზრო

მექანიზმი – მონეტარული პოლიტიკის სათათბირო,

რომელიც იკრიბება თვეში ერთხელ და ადგენს მონე-

ტარულ პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთს. ამ გადა-

წყვეტილების შედეგი არ არის საბანკო რეზერვების

დაუყოვნებელი ცვლილება. რეფინანსირების განა-

კვეთის ცვლილებას შეუძლია რეზერვის მოთხოვნაზე

მოახდინოს გავლენა – მაგალითად, თუ ეს განაკვეთი

მცირდება, ბანკებს რეზერვის ფლობის ალტერნატიუ-

ლი ხარჯი ეზრდებათ, რაც ქმნის არარეგულირებადი

რეზერვების მინიმუმამდე შემცირების და საკრედიტო

პოლიტიკის განაკვეთი

საბაზრო განაკვეთი

აქტივების ფასი

შიდა მოთხოვნა

მთლიანი მოთხოვნა

ინფლაცია

წმინდა გარე მოთხოვნა

შიდა ზეწოლა ინფლაციაზე

იმპორტის ფასები

მოლოდინები / ნდობა

გაცვლითი კურსი

ნახ. 1 მონეტარული პოლიტიკის გადამცემი მექანიზმები

პორტფელის გაფართოების მონომოტივაციას; თუ რეფი-

ნანსირების განაკვეთი გაიზრდება, მაშინ საპირისპირო

შედეგია მოსალოდნელი. მართალია, ამ ცვლილებებს

შეუძლია სარეზერვო ფულის მასის ცვლილება, მაგრამ

ძნელად პროგნოზირებადია თუ რამდენი შეიძლება იყოს

ეს ცვლილება.

ქვემოთ უფრო დეტალურად იქნება განხილული,

თუ როგორია და როგორ მოქმედებენ მონეტარული

პოლიტიკის გადაცემის არხები, რომელთა ერთობლი-

ობა „გადაცემის მექანიზმად“ იწოდება.

საბაზრო საპროცენტო განაკვეთები

ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგი უნდა

იყოს საბანკო რეზერვების ზრდა და საპროცენტო განა-

კვეთის შემცირება. ოფიციალური საპროცენტო განაკვე-

თის შემცირება აისახება მცირე და საშუალო ბიზნესებზე,

რომელთათვის დაფინანსების თითქმის ერთადერთი

წყაროა საბანკო კრედიტები; ფართოვდება მათი საინ-

ვესტიციო შესაძლებლობები, რადგან საპროცენტო

განაკვეთის შემცირების შემდეგ მათ შეუძლიათ განა-

ხორციელონ ისეთი ბიზნეს პროექტები, რომლებიც ადრე

იქნებოდა უარყოფილი. ინვესტიციების ზრდის საერთო

შედეგი კი იქნება ერთობლივი მოთხოვნისა და წარმო-

ების საერთო დონის ზრდა.

საპროცენტო განაკვეთის შემცირება დიდ გავლენას

ახდენს მომხარებლების ქცევაზე. საპროცენტო განა-

კვეთის შემცირება ნიშნავს მიმდინარე მოხმარების

Page 85: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები გივი ლემონჯავა

83

ალტერნატიულ ღირებულების შემცირებას, რაც მომხ-

მარებელს უბიძგებს გაზარდოს მიმდინარე მოხმარება.

არაინფლაციურ გარემოში, ამის შედეგი იქნება ერთო-

ბლივი მოთხოვნის ზრდა და ამის შესაბამისად მიწოდე-

ბის, ანუ წარმოების ზრდა.

ერთობლივ მოთხოვნაზე საპროცენტო განაკვეთის

შემცირება კიდევ ერთი არხით ახდენს გავლენას. კერ-

ძოდ, საპროცენტო განაკვეთის შემცირების თანმდევია

ფინანსური და რეალური აქტივების ფასის ზრდა. ამის

შედეგად, ამგვარი აქტივის პორტფელის მფლობელი

ინდივიდი უფრო მდიდრად იგრძნობს თავს და მეტი

არგუმენტი ეძლევა მიმდინარე მოხმარების გასაზრდე-

ლად.

რა რაოდენობრივი გავლენა აქვს ოფიციალური განა-

კვეთის ცვლილებას სახვა საპროცენტო განაკვეთებზე,

და ზოგადად ფინანსურ სექტორზე? ამ გავლენის ზომა

დამოკიდებული იქნება ცვლილების გაცნობიერების მას-

შტაბზე და იმაზეც, თუ მომავალი ცვლილების რა მოლო-

დინებს ქმნის მოცემული ცვლილება. თუ ამ ცვლილება-

ში მომავალი ცვლილებაც იკითხება, ან თუ არსებობს

ვარაუდი შემდგარი ცვლილების მომავალში განულების,

მაშინ ცვლილების შედეგის განჭვრეტა არ იქნება ადვი-

ლი საქმე. გავლენის მასშტაბი აგრეთვე დამოკიდებული

იქნება ფულადი ბაზრის დოლარიზების მაჩვენებელეც,

რაც ძალიან დიდია საქართველოს შემთხვევაში – დეპო-

ზიტებში ის არის 67%, ხოლო სესხებში – 63%. ცხადია,

ასეთი შეზღუდული მასშტაბი ამცირებს მონეტარული

პოლიტიკის გადაცემის მექანიზმების შესაძლებლობას

იყოს სათანადოდ მოქნილი და ეფექტური.

მოკლევადიანი საპროცენტო

განაკვეთი

ოფიციალური საპოცენტო განაკვეთის ცვლილება

შედარებით სწრაფად აისახება ფულადი ბაზრის სხვა

მოკლევადიან განაკვეთებზე. მაგრამ, აქ გასათვალისწი-

ნებელია ის, რომ ამ განაკვეთების ცვლილება ზუსტად

იმდენი არ იქნება, რამდენიც იყო ოფიციალური საპ-

როცენტო განაკვეთის ცვლილება. როგორც კი ოფიცი-

ალური საპროცენტო განაკვეთი იცვლება, ბანკები ამ

ცვლილების შესაბამისად ცვლიან სესხების საპროცენტო

განაკვეთებს. განსაკუთრებით სწრაფად ეს აისახება იმ

სეხებზე, რომლებზეც ბანკებს დაწესებული აქვთ ცვა-

ლებადი საპროცენტო განაკვეთი. სხვა შემთხვევებში

სეხების საპროცენტო განაკვეთები შეიცვლება, მაგრამ

გარკვეული დაგვიანებით. საქართველოს შემთხვევაში,

ასეთებია მხოლოდ ლარში დენომინირებული იპოთეკუ-

რი სესხები, რომელთა წილი მცირეა, ამიტომ ეს გავლენა

ვერ იქნება ძალიან სწრაფი და მასშტაბური.

ოფიციალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილება

ასევე გარკვეული დაგვიანებით აისახება დეპოზიტე-

ბის განაკვეთებზე. რამდენი იქნება დაგვიანება, ამას

განსაზღვრავს დეპოზიტის პორტფელის სტრუქტურა

ვადიანობისა და საპროცენტო პირობების მიხედვით.

საქართველოში ბანკებს აქვთ ფიქსირებული ვადისა

და პოროცენტის დეპოზიტები, ამდენად დეპოზიტების

საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ვერ იქნება სწრაფი.

ცხადია, დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილე-

ბის მიზანი იქნება სასურველი წმინდა საპროცენტო მარ-

ჟის შენარჩუნება. თუმცა ეს მარჟა ვერ იქნება მუდმივი,

ის დამოკიდებულია კონკურენტულ პირობებზე, რაც არ

არის მონეტარული პოლიტიკაზე დამოკიდებული.

ისეთ დოლარიზებულ გარემოში, როგორც საქა-

რთველოშია, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო

განაკვეთის ცვლილების გავლენის სისწრაფე და მას-

შტაბი ძალიან შეზღუდულია. ამის გამო საქართველო-

ში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების

გავლენის ხარისხი სხვა ვალუტებში ნომინირებული

სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებზე

უმნიშვნელოა.

გრძელვადიანი საპროცენტო

განაკვეთი

მონეტარული პოლიტიკის ოფიციალური საპროცე-

ნტო განაკვეთის ცვლილების გავლენა მოკლევადიან

საპროცენტო განაკვეთებზე თუ ცალსახაა, ის ასეთი

არ არის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებთან

მიმართებით. ამის მიზეზია ის, რომ მასზე გავლენას

ახდენს როგორც მიმდინარე მოკლევადიანი საპროცე-

ნტი განაკვეთები, ასევე მოკ ლევადიანი საპროცენტო

განაკვეთების სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირე-

ბული მოლოდინები. მაგალითად, ოფიციალური განა-

კვეთის მიმდინარე ზრდას შეუძლია გამოიწვიოს მისი

შემცირების მოლოდინი მომავალში, რაც გამოიწვევს

გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

გრძელვადიან განაკვეთზე გავლენის ხარისხი ასევე

დამოკირებული იქნება ინფლაციური მოლოდნის ცვლი-

ლებაზეც, რომელზეც გავლენას ახდენს ოფიციალური

საპროცენტო განაკვეთის შემდგარი და მოსალოდნელი

ცვლილებები.

Page 86: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

84

აქტივების ფასი

მონეტარული გადაცემის მექანიზმში მნიშვნელოვა-

ნია უძრავი ქონების ფასების არხი. ის გავლენას ახდენს

ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე. ეს გავლენა ხორცი-

ელდება სამი გზით: 1) პირდაპირი გავლენა, რომელიც

ხდება სახლების მშენებლობაზე, 2) გავლენა შინამეურ-

ნეობების სიმდიდრეზე, და 3) გავლენა ბანკების ბალა-

ნსებზე.

მონეტარული ექსპანსია ამცირებს საპროცენტო განა-

კვეთს, რაც ამცირებს სახლების მშენებლობის დაფინა-

ნსების ხარჯებს და ზრდის ფართების ფასს. ფასების ეს

ზრდა კი იწვევს სამშენებლო ფირმების მომგებიანობას,

რაც თავის მხრივ აფართოებს ახალ მშენებლობას და

ამით იზრდება ერთობლივი მოთხოვნა. მეორე გავლე-

ნა რეალიზდება შინამეურნეობების ბალანსის ხაზით,

რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. მესამე გავლენა

აისახება ბანკის ბალანსზე. ბანკის აქტივების ღირებულე-

ბის ზრდა და ბანკის საკრედიტო დანაკარგების შემცი-

რება ზრდის ბანკის კაპიტალს. კაპიტალის ზრდა ბანკს

აძლევს საშუალებას გასცეს მეტი სესხი, რაც დადებითად

აისახება ინვესტიციებისა და ერთობლივი მოხმარების

საერთო დონეზე.

კაპიტალის ბაზრის ფასები

მართალია, მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტ-

რუმენტია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მისი გავლენა

ეკონომიკაზე ხორციელდება აგრეთვე სხვა აქტივების

ფასების ცვლილებით. აქ გვაქვს ეკონომიკაზე გავლე-

ნის სამი ტიპის არხი: 1) კაპიტალის ბაზრის ფასები, 2)

რეალური აქტივების ფასები და 3) გაცვლითი კურსები,

რომელიც არის ფულის ფარდობითი ღირებულება.

კაპიტალის ბაზრის ფასები: კაპიტალის ბაზარი ქმნის

გავლენის ოთხ არხს, რომელთა საშუალებით ის გავლე-

ნას ახდენს ინვესტიციებზე, კომპანიების ბალანსზე, მოსა-

ხლეობის ლიკვიდურობაზე და ქონებაზე.

ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა იწვევს საპ-

როცენტო განაკვეთების შემცირებას, ზრდის აქციებზე

მოთხოვნას და მაღლა წევს მათ ფასებს. ამას მოსდე-

ვს ინვესტიციების ზრდა. ტობინის q – თეორიის თანახ-

მად [ Tobin, 1969], იზრდება ფირმების საბაზრო ფასის

ფარდობა კაპიტალის აღდგენის ფასთან. ამ კოეფიციე-

ნტის სიდიდეზე გავლენას ახდენს ფირმის აქციების ფასი.

თუ ის მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საწარმოო

სიმძლავრეების შექმნის ფასი ნაკლები იქნება ფირმების

საბაზრო ფასზე. სხვა სიტყვებით, მცირდება დამატებითი

კაპიტალის მოზიდვის ხარჯი. შედეგად, ფირმებს ეძლევა

საშუალება გამოუშვან და გაყიდონ დამატებითი აქციები

უფრო მაღალ ფასად, რაც ზრდის ინვესტიციების განხო-

რციელების სურვილს და შესაძლებლობასაც. ინვესტი-

ციების ზრდის საბოლოო შედეგი კი იქნება ერთობლივი

მოთხოვნისა და შესაბამისად წარმოების საერთო დონის

ზრდა.

როგორც ცნობილია, საკრედიტო ბაზარი ხასიათ-

დება ინფორმაციის ასიმეტრიულობით. ამ პრობლემის

არსებობა ქმნის მონეტარული პოლიტიკის კიდევ ერთ

გადამცემ მექანიზმს, რომელიც მოქმედებს აქციის ფასე-

ბის საშუალებით. ეს გავლენა აისახება ფირმის ბალა-

ნსზე, მის წმინდა ღირებულებაზე და ამიტომ იწოდება

გავლენის ბალანსურ არხად. როდესაც ფირმების წმნიდა

ღირებულება მაღალია, ადვილდება წვდომა საკრედიტო

რესურსებთან, რაც ზრდის ინვესტიციებს ბიზნესებში და

ერთობლივ მოთხოვნას; პირიქით, როდესაც ის დაბა-

ლია, ბანკის მხარეს იზრდება ცუდი საკრედიტო არჩე-

ვანის გაკეთების რისკი, ხოლო მსესხებლების მხარეს,

ჩნდება მოტივაცია, მიღებული ფინანსური რესურსი

გადაამისამართონ არამიზნობრივი დანიშნულებით –

უფრო რისკიან პროექტებში. ორივე ამ რისკის ზრდა,

უარყოფითად აისახება დაკრედიტების პროცესზე და

ამცირებს მის მასშტაბებს.

ფირმების ბალანსის გარდა, ყურადღებას იმსახურებს

შინამეურნეობების ბალანსი. აქციების ფასის ზრდისას

აგრეთვე იზრდება ფინანსური აქტივების ღირებულე-

ბა და შინამეურნეობების ბალანსი უფრო ლიკვიდური

ხდება. როდესაც ფინანსური აქტივების ღირებულება

მაღალია, მცირდება ფინანსური სირთულეების დადგო-

მის ალბათობა. შედეგად, შედარებით დაბალი ლიკვიდუ-

რობის რისკის პირობებში, შინამეურნეობების მხრიდან

იზრდება გრძელვადიანი მოხმარების საქონლებზე და

საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა. ეს კი იწვევს ინვე-

სტიციებისა და ერთობლივი მოთხოვნის ზრდას.

და ბოლოს, კიდევ ერთი ბალანსის არხი მოქმედე-

ბს შინამეურნეობების სიმდიდრის ცვლილების გავლე-

ნით. მოდიგლაინის (Modigliani’s) სიცოცხლის ციკლის

მოდელის თანახმად [Modigliani 1986], მოხმარებას გან-

საზღვრავს მომხმარებლების ხელთ არსებული სასი-

ცოცხლო რესურსები. ცხადია, აქციების ფასების ზრდა

გამოიწვევს შინამეურნეობების სიმდიდრის ზრდას, რაც

მათ უბიძგებს მიმდინარე მოხმარების ზრდისკენ. ანუ, ეს

გამოიწვევს ინვესტიციებისა და ერთობლივი მოთხოვნის

ზრდას.

Page 87: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები გივი ლემონჯავა

85

გაცვლითი კურსი

ოფიციალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას

შეუძლია გავლენა იქონიოს გაცვლით კურსზე. თუმცა

ეს გავლენა არ არის ცალსახა. ამის მიზეზია ის, რომ ეს

გავლენა დამოკიდებულია მოლოდინებზე იმის შესახებ,

თუ როგორი იქნება ადგილობრივ და უცხოური საპრო-

ცენტო განაკვეთები, და აგრეთვე ინფლაცია მომავალში.

ამ მოლოდინებზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას

ახდენს თვით მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები.

როგორც წესი, ოფიციალური კურსის მოულოდნელი

აწევა იწვევს სავალუტო კურსის აწევას, და საპირისპირო

შედეგს იგივე განაკვეთის დაწევა.

სავალუტო კურსის ცვლილება იწვევს ადგილობრი-

ვი და უცხოური საქონლის ფასების ფარდობით ცვლი-

ლებას. ამგვარი ცვლილება გარკვეული დაგვიანებით

შემდეგ აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე, ხოლო

უფრო მეტი დრო დასჭირდება მას მოახდინოს გავლენა

მოხმარების არსებულ მოდელზე. აქ გვაქვს გავლენის

ორი ხაზი, რომლებიც მოქმედებენ გაცვლითი კურსის

საშუალებით. ერთი არის გაცვლითი კურსის გავლენა

წმინდა ექსპორტზე, ხოლო მეორე – გავლენა ინდივიდე-

ბისა და ფირმების ბალანსზე, რაც იწვევს ეკონომიკური

სუბიექტების წმინდა ღირებულების ცვლილებას.

ექსპორტზე გავლენა: მაგალითად, ექსპანსიური

მონეტარული პოლიტიკა იწვევს ვალუტის გაუფასურე-

ბას, რაც იწვევს ადგილობრივი წარმოების საქონლის

გაიაფებას უცხოური საქონლებთან შედარებით და

იზრდება წმინდა ექსპორტი. საბოლოო ჯამში, იზრდება

ერთობლივი მოხმარება. გადაცემის ამ არხის სიძლიერე

დამოკიდებულია ქვეყნის გაცვლითი კურსის რეჟიმზე. თუ

კურსი ფიქსირებულია, ეს არხი არ მუშაობს. ზოგადად,

ამ არხის სიძლიერე დამოკიდებულია ქვეყანის გახსნი-

ლობის ხარისხზე.

გაცვლითი კურსის გავლენა ბალანსებზე: ამ გავლე-

ნის სიძლავრე დამოკიდებულია ფირმების ბალანსის

სავალუტო სტრუქტურაზე. ვალუტის გაუფასურების შემ-

თხვევაში, როცა ფირმების ვალდებულებების რაღაც

ნაწილი დენომირებულია უცხოურ ვალუტაში, მათი

წმინდა ღირებულება მცირდება. ეს გამოიწვევს ინვე-

სტიციების შემცირებას, რადგან ფირმებს ეზღუდებათ

სესხების მიღების შესაძლებლობები. სესხების შემცირება

კი გამოიწვევს საერთო მოთხოვნის შემცირებას.

საქართველოში ფირმების უმეტესობას სესხები

აქვთ უცხოურ ვალუტაში – დოლარში, ამდენად ლარის

გაუფასურება მათ საქმიანობაზე ვერ აისახება დადები-

თად. ვალუტის გაუფსურების რაღაც დონეზე, ჯამრთელი

კომპანიებიც კი შეძლება გახდნენ გადახდის უუნარო.

ვალუტის გაუფასურება არანაკლებ მწვავედ აისახება

ბანკებზეც. მაგალითად, რადგან საქართველოს ბანკე-

ბის ვალდებულებების დიდი ნაწილი დოლარიზებულია,

ამიტომ ლარის გაუფასურება შესაბამისად გამოიწვევს

ვალდებულებების ზრდას. გარდა ამისა, ის კუმშავს ბალა-

ნსის აქტივების მხარეს, რადგან ვალუტის გაუფასურების

შედეგად გარდაუვალია სესხების არ გადახდის მაჩვენებ-

ლის ზრდა. ბანკების წმინდა ღირებულების შემცირება

ბოჭავს მათ, რადგან უმცირდებათ კაპიტალი, და ამცი-

რებს მათ ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობებს.

ასე რომ, განვითარებად ქვეყნებში ექსპანსიური

მონეტარული პოლიტიკა დიდი რისკის მატარებელია,

რადგან გარკვეულ პირობებში გაცვლითი კურსის

არხით შეუძლია ერთობლივი მოთხოვნაზე უარყოფი-

თად იმოქმედოს. განვითარებადი ქვეყნის ცეტრალური

ბანკები, თუნდაც მიზნობრივ ინფლაციაზე ფოკუსირებუ-

ლები, ვერ გაექცევიან გაცვლითი კურსის ფლუქტუაციის

პრობლემას, რადგან მკვეთრი გაუფასურების შედეგი

ფინანსურ კრიზისამდეც კი შეიძლება მივიდეს. თუმცა,

ისიც ფაქტია, რომ ვალუტის კურსის სტაბილურობის

შენარჩუნება მხოლოდ საპროცენტო არხის მონეტარუ-

ლი პოლიტიკით შეუძლებელია.

გარდა ამისა, თუ გარკვეული ზომით იმპორტის ჩანა-

ცვლებას ეკონომიკა ვერ მოახერხებს შიდა წარმოებით,

ვალუტის კურსის გაუფასურება შესაძლებელია დააწვეს

ინფლაციას. ამ რისკის ზომა დამოკიდებულია ქვეყნის

იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხზე, რაც ძალიან

დიდია საქართველოს შემთხვევაში, განასაკუთრებით

მიმდინარე სამომხმარებლო კალათის ნაწილში. გაც-

ვლითი კურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონეტა-

რული პოლიტიკის საზრუნავი აუცილებლად უნდა იყოს

ვალუტის კურსის სტაბილურობა. მაგრამ, ისიც უნდა

გვახსოვდეს, რომ ის სრულად ამ პრობლემას დამო-

უკიდებლად ვერ მოაგვარებს. ამის მიზეზია ის, რომ

მონეტარული ფაქტორების გარდა, გაცვლითი კურსზე

გავლენას ახდენს შემდეგი არამონეტარული ფაქტორე-

ბიც [Boykorayev 2008; Twarowska 2014]: ქვეყნებს შორის

ფარდობითი ინფლაცია, რეცესია ან ეკონომიკის ნელი

ზრდა, გადახდების მიმდინარე ბალანსი, ვაჭრობის

პირობები – ექსპორტის ფასების თანაფარდობა იმპო-

რტის ფასებთან, მთავრობის ვალების ბალანსი, ბიუჯეტის

დეფიციტი და პოლიტიკური სტაბილურობა.

ფაქტია, რომ მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნებისთვის

Page 88: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

86

გაცვლითი კურსის ვოლატილობა შედარებით მაღალია

და ძალიან რთულია ამის გამო სავალუტო კურსის ცვლი-

ლების დაკავშირება მონეტარული პოლიტიკის გადაცე-

მის მექანიზმებთან, რაც ართულებს გაცვლით კურსებზე

გავლენების შედეგების პროგნოზირებას[Gali, 2005). ხში-

რად, ამის შედეგია შეცდომები მონეტარული პოლიტიკის

გადაწყვეტილებებში, რაც ამცირებს მისდამი ნდობას და

ცვლის მოლოდინებს. მოლოდინების ცვლილება გადა-

ცემის მექანიზმების შემადგენელი ნაწილია და გავლენას

ახდენს პოლიტიკის მთავარი მიზნის მიღწევაზე. ამდე-

ნად, მოლოდინების მართვა მონეტარული პოლიტიკის

მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს.

მონეტარული პოლიტიკის შესაძლო

შედეგები: მთლიანი შიდა პროდუქტი

(მშპ) და ინფლაცია

ინდივიდებისა და ფირმების ქცევის ზემოთ განხილუ-

ლი ცვლილებები აისახება ერთობლივ მოხმარებაზე და

ინფლაციაზე. ეკონომიკის ზრდას განსაზღვრავს მიწოდე-

ბის მხარის ფაქტორები, რომლებზეც გავლენა შეიძლება

ჰქონდეს ზოგიერთ სამთავრობო პოლიტიკებს, მაგრამ –

არა მონეტარულ პოლიტიკას. განმარტების თანახმად,

საერთო მოხმარება ტოლია კერძო მოხმარებას დამატე-

ბული სამთავრობო და საინვესტიციო ხარჯები. შემდეგ,

საერთო მოხმარებას დამატებული წმინდა ექსპორტი

ტოლია მშპ-ს მიმდინარე ფასებში. მშპ-ს ზრდაზე მოქმე-

დებს მიწოდების მხარის ფაქტორები, როგორიც არის

არსებული სიმძლავრეები – ტექნოლოგიები, აკუმლირე-

ბული ფიზიკური კაპიტალი, შრომითი რესურსების რაო-

დენობა და ხარისხი. ამ ფაქტორებზე მონეტარული გადა-

ცემის მექანიზმებს არა აქვთ პირდაპირი გავლენა. ამდე-

ნად, დროის კონკრეტულ მომენტში, ჩვენ გვაქვს მშპ – ს

ორი საზომი: ფაქტიური მშპ და პოტენციური მშპ. ბოლო

შედარებით ფიქსირებული სიდიდეა და ვერ შეიცვლება

მოკლე ვადაში. ეს არის წარმოების ის დონე, რომელსაც

ქმნიან ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე ფირმები, ინფლა-

ციის მოსალოდნელი განაკვეთის გადაჭარბების გარეშე.

როდესაც ეს ორი შესაბამისობაშია, ზეწოლა ინფლაციასა

და შრომის დანახარჯებზე მინიმალურია და, შეიძლება

ითქვას, ეკონომიკა წონასწორობაშია. ამ მდგომარეობას,

რომელიც მიღწევადია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე,

უნდა ემსახურებოდეს მონეტარული პოლიტიკის ყველა

გადაწყვეტილება.

ფაქტიური მშპ-სა და პოტენციური მშპ-ს შორის სხვა-

ობა არის წარმოების „გეპი“, რომლის ზუსტად გაზომვა

შეუძლებელია. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ეკონო-

მიკა შედგება ბევრი ეთეროგენული სექტორებისაგან,

რომელთა ქცევები აღმავლობისა და დაღმავლობის

საფეხურებზე ძალიან განსხვავებულია [McCallum 1999].

ბიზნეს ციკლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი ძალიან

განსხვავებულია ერთმანეთისაგან და ზოგიერთი სექტო-

რები ფართოვდებიან უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩე-

ნები. გარდა ამისა, გეპის გაზომვის სიზუსტეზე მოქმედებს

ინსტუციონალური ფაქტორები. გაზომვაზე არანაკლებ

რთული საქმეა, ამ გეპის გავლენის შეფასება ინფლაცი-

აზე. ამის გათვალისწინებით, უმჯობესია პოტენციურ მშპ

ავიღოთ წერტილი, სადაც მთლიანი მოთხოვნა ბალანს-

დება მთლიანი მიწოდებით – წონასწორობის წერტილი.

ეს იქნება ნიშნული, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას

მისცემს ინფლაციის კონტროლის მკაფიო ორიენტირს.

მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა დიდწილად

დამოკიდებულია ინფლაციური მოლოდინის მართვაზე.

ეს გავლენას ახდენს რეალურ საპროცენტო განაკვეთ-

ზე, ფასებზე და ხელფასებზე. რეალური საპროცენტო

განაკვეთი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას

გავლენა აქვს ინდივიდების ქცევებზე, რომლებიც ვლი-

ნდება მათი დაზოგვის თუ საინვესტიციო გადაწყვეტილე-

ბებში. თუ ინფლაციის მოლოდინი მოცემულია და არა-

ცვალებადია, მაშინ ერთნაირად იცვლებიან ნომინალური

და რეალური საპროცენტო განაკვეთები. პრობლემაა,

როდესაც ინფლაციური მოლოდინი ცვალებადია, რაც

გამოიწვევს რეალური და ნომინალური განაკვეთის

სხვადასხვა სიდიდით ცვლილებას.

რაც შეეხება ხელფასის განაკვეთის ზრდას, ის

ყოველთვის არ არის პრობლემა. მაგალითად, თუ შრო-

მის ანაზღაურების განაკვეთი უფრო ნელა იზრდება

ვიდრე შრომისნაყოფიერება, მაშინ ეს ზრდა წარმოე-

ბული პროდუქციის ფასში არ გადავა. მაგრამ, პრობლე-

მაა ინფლაციის მოლოდინის ან მოთხოვნის ზეწოლის

შედეგად გაზრდილი შრომის დანახარჯები, რაც აუცი-

ლებლად იწვევს ფასების ზრდას. ეს მოხდება იმ შემ-

თხვევაშიც კი, როდესაც შრომით რესურსებზე მოთხოვნა

დაბალანსებულია, რადგან ფირმებს და მშრომელებს

შეთანხმება უწევთ რეალური ხელფასებზე. როდესაც

ფაქტიური მშპ რის პოტენციალის დონეზე, გამორიცხუ-

ლია დიდი დისბალანსი შრომითი რესურსების მიწოდე-

ბასა და მოთხოვნას შორის. ამ შემთხვევაში, ფაქტიური

ინფლაცია უნდა იყოს ტოლი ინფლაციის მოლოდინის,

რაც უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის

მიზნობრივი განაკვეთი.

Page 89: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები გივი ლემონჯავა

87

ფულის როლი

როგორც დავინახეთ, მონეტარული პოლიტიკა

გავლენას ახდენს საერთო მოთხოვნასა და ინფლაციაზე.

ეს პოლიტიკა ეფუძნებოდა ოფიციალური საპროცენტო

განაკვეთის ცვლილებას და არა ფულად აგრეგატებს.

თუ ვაღიარებთ, რომ ინფლაციის წყარო არის ფულის

ჭარბი რაოდენობა, მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა

გაუგებარია, რატომ არ ენიჭება ყველგა და ყოველთვის

უპირატესობა ფულადი აგრეგატების მიზნობრიობას

ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაში. მიზეზი არის ის,

რომ ფულის რაოდენობა არის სხვა ცვლადების შედეგი,

ხოლო, რაც შეეხება ინფლაციის კონტროლს, ის ყოველ-

თვის გულისხმობს მონეტარულ აგრეგატებზე შესაბამის

კონტროლს.

ფულის რაოდენობის კორექტირება ხდება მონეტა-

რული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმების ფარგლებ-

ში. მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება,

განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის განა-

კვეთის შემცირებით, გამოიწვევს კომერციულ ბანკე-

ბის სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს სესხებზე მოთხოვნის

ზრდას, რაც გაზრდის ფულის მიწოდებას. თუ ეს ხდება

მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში, ამან უნდა გაზა-

რდოს ერთობლივი მოხმარება. ერთობლივი მოხმარე-

ბის ზრდა, რა თქმა უნდა, გაზრდის ფულზე მოთხოვნას,

რომელიც დაბალანსებული იქნება პოლიტიკით განხო-

რციელებული ფულის მიწოდების ზრდით. ინფლაციის

სტაბილურობის მიზანი ითხოვს, მონეტარული ზრდა არ

აღემატებოდეს ეკონომიკის ზრდით გამოწვეულ მოთხო-

ვნებს ფულზე.

მონეტარული პოლიტიკის შერბილების თუ გამკაცრე-

ბის შედეგი ყოველთვის არ არის ცალსახა, და ამგვარი

ცვლილების შედეგი რთულად პროგნოზირებადია. ეკო-

ნომიკა მუდმივად არის მრავალგვარი შოკის გავლენის

ქვეშ, და მონეტარული პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს

დააბრუნოს ეკონომიკა წონასწორობაში და არა თვი-

თონ შექმნას დამატებითი შოკები. პრობლემაა ის, რომ

პოლიტიკის ცვლილების გავლენების პროგნოზი ეფუძნე-

ბა დაშვებას, რომ სხვა პირობები, რომელთაც გავლენა

აქვთ შედეგებზე, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებიდა

ცვლილებამდე უცვლელია. რადგან სხვა პირობები მუდ-

მივად ცვალებადია, ხშირად მონეტარული პოლიტიკის

ცვლილების შედეგი აცდენილია ნავარაუდევს. პოლი-

ტიკის ცვლილების ფაქტიური შედეგი დამოკიდებულია

იმაზე თუ რამდენად სრულადაა გათვალისწინებული

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის შედეგებ-

ზე – ისეთები, როგორიც არის ბიზნესისა და მომხმარებ-

ლის ნდობა, ფისკალური პოზიცია, მსოფლიო ეკონომი-

კის საერთო მდგომარეობა, ნდობა თვით მონეტარული

პოლიტიკის მიმართ. ამ მიზეზის გამო, ძალიან რთულია,

თუ შეუძლებელი არა, წინასწარ გაწერილი წესებით და

გეგმებით ეფექტური მონეტარული პოლიტიკის წარმოება.

მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა დამოკიდებუ-

ლი იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად და სწორად არის

გააზრებული და პროგნოზირებული კავშირები მის გადა-

ცემის მექანიზმებსა და ინფლაციას შორის. უნდა ითქვას,

რომ განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის

წარმოებას ხშირად ართულებს სუსტი ფისკალური პოზი-

ცია, ფინანსური სისტემის განვითარების დონე, ცენტრა-

ლური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი, პოლიტიკის

მრავალმიზნობრიობა, მონეტარული პოლიტიკის ტრანს-

ფარენტულობისა და ანგარიშვალდებულების ბუნდოვა-

ნება [ლემონჯავა 2016]. ანგარიშვალდებულება ეფექტური

რომ იყოს, საჭიროა პოლიტიკის ყოველი ცვლილების

მიზანი იყოს მკაფიოდ გაცხადებული და ხდებოდეს ამ

ცვლილებების შედეგების ფართოდ გამჟღავნება და

განხილვა. ფისკალური პოზიციის ზოგიერთ ცვლილებას

შეუძლია გავლენა მოახდინოს მონეტარული პოლიტიკის

გადაცემის მექანიზმებზე და გაზარდოს ზეწოლა ინფლა-

ციაზე. როდესაც ქვეყნის ფისკალური პოზიცია სუსტია და

მისი ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი

არასათანადოა, მონეტარულ პოლიტიკაზე მთავრობის

მხრიდან არასასურველი გავლენების რისკი მაღალია.

განვითარებად ქვეყნებში ფინანსური სისტემის განვი-

თარების დონეც შორს არის სასურველისაგან. მაგა-

ლითად, საქართველოში კაპიტალის ბაზარი, შეიძლება

ითქვას, არც არსებობს, რაც თითქმის სრულად ხურავს

საპროცენტო განაკვეთის ინვესტიციებზე გავლენის არხის

მოქმედების შესაძლებლობებს. ამდენად, საპროცენტო

განაკვეთის ცვლილებას მხოლოდ საბანკო არხების

გავლით შეუძლია მოახდინოს გავლენა ინვესტიციების

ნაკადზე. ამ ნაკადის სიძლიერე დამოკიდებულია ბანკე-

ბის მდგომარეობაზე – კერძოდ, თუ საბანკო სექტორში

კაპიტალის დეფიციტია, საპროცენტო განაკვეთის შემცი-

რება ვერ გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას ეკონომი-

კაში.

და ბოლოს, როგორც დავინახეთ, საქართველოში

განხილული მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექა-

ნიზმები ჯერკიდევ სუსტია, ამიტომ ეროვნული ბანკის

მონეტარული პოლიტიკა სრულად ვერ დაეყრდნობა

Page 90: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

88

ზემოთ აღწერილ პოლიტიკის გადაცემის მექნიზმებს.

მარტო ოფიციალური საპროცენტო განაკვეთის არხი ვერ

შეძლებს სტაბილურად დაბალი ინფლაციის მიზნის მიღ-

წევას. დამატებით, ამის პარალელურად, აუცილებელია

სათანადო ყურადღება მიექცეს ფულად აგრეგატებსა,

და მათ შორის სარეზერვო ფულის მასის ცვლილებებს.

ამდენად, პოლიტიკის ფარგლებში უნდა იყოს ფულის

მასის კონტროლის სათანადო მექანიზმები ჩადებული.

გარდა ამისა, ამ პროცესში, ეროვნულმა ბანკმა უნდა

გაითვალისწინოს ხაზინის ანგარიშის ბალანსის ცვლი-

ლების ტენდეციები და სათანადოდ ასახოს ისინი ფულა-

დი აგრეგატების კორექტირების მექანიზმში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Boykorayev, B. (2008). Factors that determine nominal

exchange rates and empirical evidence of cross-sectional

analysis, Aarhus School of Business. Retrieved from:

http://pure.au.dk/portal /files/3262/Bahodir_Boykorayev._

Master_thesis.pdf.

2. Gali, J., & Monacelli, T. (2005). Monetary policy and

exchange rate volatility in small open economy. The

review of Economic Studies, 72(3), 707-734.

3. ლემონჯავა, გ. (2016). მონეტარული პოლიტიკის როლი

და ამოცანები. ჟურნალ ეკონომისტი, ტომი IX, # 2, 26-35.

4. McCallum, B. & Nelson, E. (1999). An Optimizing IS – LM

Specification for Monetary Policy and Business Cycle

Analysis. Journal of Money, Credit, and Banking 31:

296-316.

5. Mishkin, F. (2009). Monetary Policy Strategy. The MIP

Press, Cambridge, Massachusetts, London, England.

6. Modigliani, F. (1986). Life cycle, individual thrift, and the

wealth of nations. The American Economic Review, vol.

76, # 3, pp. 297-313.

7. The transmission mechanism of monetary policy. The

Monetary Policy Committee, Bank of England. Retrieved

from: http://www.bankofengland.co.uk.

8. Tobin, J. (1969). A General Equilibrium Approach To

Monetary Theory. Journal Of Money, Credit and Banking.

1(1): 15-29.

9. Twarowska, K., & Kakol, M. (2014). Analysis of factors

affecting fluctuations in the exchange rate of Polish ZLOTY

against EURO. Retrieved from: http://www.toknowpress.

net/ISBN/978-961-6914-09-3/papers/ML14-652.pdf.

The Transmission Mechanism of

Monetary Policy

Givi LemonjavaAcademic Doctor of Economic Sciences,

Associate Professor University of Georgia

Key words: Monetary policy, transmission mechanism.

The transmission mechanism’s work is a very complex process which varies from time

to time to meet objective of monetary policy. Official interest rate variations via trans-

mission mechanism of monetary policy effects economic outputs and inflation, with some

lags and the results deviate from policy objectives. The extent of variations depend on many

factors but key factors are: level of financial system development, expectations and confi-

dence, central bank’s independence, and country’s fiscal position. Because of weaknesses

of these factors in developing countries like Georgia, Central bank on top of the transmission

mechanism should employee strict control over monetary aggregates’ expansion process.

Page 91: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Macroeconomics and Financial Markets Irakli Shalikashvili

89

Methodologies of QFA calculation

In the working paper Petri, Tsyvinski and Taube (2002)

discuss methodological and measurement issues in order

to estimate energy sector QFAs, which usually depend

on the quality of data, which itself in many former soviet

union countries still remains as a problem. The lack of

data transparency, in some cases, may be driven from the

perspective of rent seeking. Methodologically, energy

quasi fiscal activities related to the payment of arrears

are somewhat easier to measure if data about payment

for enterprises and other end users is available. Arrears

that are directed towards energy sector companies may

theoretically be considered as QFAs, because toleration

to them equals implicit subsidy to consumers of energy.

Martin Petri et al. (2002) discuss two methodologies

of how to measure energy sector quasi fiscal activities.

These methodologies are applied in the case studies of

Ukraine and Azerbaijan. In the case of Ukraine, data avail-

ability was limited and they used quite simple method

that depends on appropriate energy prices together with

consumption volume (End Product Approach). In the paper,

there is provided the methodof End Product Approach by

the following way:

Let: V = the quantity of energy product sold

P(m) = the cost recovery output price

P(a) = the actual price

c = the collection ratio

Quasi Fiscal Activities and

Investments in Energy Sector

(Case of Georgia)

Irakli ShalikashviliInvited Lecturer, MA in Economics,

ISET (International School of Economics),

GEORGIA, TBILISI

Key words: quasy fiscal activities, energy, government, subsidies, actual and market prices

1. Arrears at actual prices = V * P(a) * (1-c)

= Value at actual prices minus collections

2. Mispricing of output = V * (P(m) – P(a))

= Value at market prices minus value at actual prices

3. Total QFAs = V * P(a) * (1-c) + V * (P(m) – P(a))

= Arrears at actual prices plus mispricing of products

= V *P(m) – V * P(a) * c

= Value at market prices minus actual collections

According to formula, quasi fiscal activities consist of

two parts: mispricing of output and arrears at actual prices.

In the second part of the formula, if actual price is close

to the market price (or cost recovery price), the QFA from

mispricing of output tends to zero. In the first part of the

formula, arrears at actual price, tends to zero as collection

rate increases to one. To sum up, in the final expression,

it is easily seen that if collection rate increases, total QFA

decreases. Moreover, if P(a) approaches to P(m), total

QFAs decreases, because actual price tends to reflect

market (or cost-recovery) price.

Literature Review

Martin Petri and Gunther Taube (2003), is based on

(1996) International Monetary fund (IMF) working paper

“Energy sector quasi-fiscal activities in the countries of

the Former Soviet Union“. It presents descriptive analy-

sis of quasi-fiscal activities of the energy sector in FSU

countries. They analyze QFAs that arise from low energy

Page 92: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

90

prices and arrear toleration. Among former Soviet Union

countries, Azerbaijan has the largest energy QFA which

was around 20 percent of GDP in 1999-2000.

According to the data from IMF staff estimates, the

authors infer that quasi fiscal activities in energy have

been reduced in some energy importing countries (e.g.

Ukraine, Georgia, Armenia), but significantly increased in

energy abundant countries (e.g. Russia, Azerbaijan), mainly

because of higher international energy resource prices.

Because Russia and Azerbaijan are energy abundant coun-

tries, the prices they set for energy goods are very low

compared to competitive prices. QFAs in the energy sec-

tor, more precisely, below cost-recovery prices and low

enforcement of payments (arrears), can lead to overcon-

sumption and insufficient investments. By reducing prices,

consumers are implicitly subsidized by producers, but these

subsidies represent implicit tax for producers. Thus, inap-

propriate low prices can be regarded as an implicit tax

for producers and an implicit subsidy for consumers. Thus

resources are transferred from the producers to the con-

sumers of energy. Consequently, if the tariff is set below

the cost-recovery levels, the energy distributing company

will face a lack of resources for investments.

Low prices and inefficient consumption of energy

resources were important drivers of QFAs in FSU coun-

tries. After breakup of the Soviet Union, prices were set

below cost-recovery or international levels, and per capita

energy consumption remained at high level according to

international standards, especially if consumption is seen

relative to per capita levels. This suggest that energy con-

sumption prices are inappropriate.

In figure 2, GDP and total primary energy consumption1

are measured in USD. It is easily seen that consumption of

energy in FSU countries is quite high compared to West-

ern Europe. According to Martin Petri and Gunther Taube

1 1 ft3 of natural gas yields ≈ 1000 BTU; 1000 BTU/hr ≈ 0.293071039 kW

(2003), the main reason of this problem is the fact that

FSU countries’ citizens were used to consuming energy

goods at low prices during Soviet Union times. Prices were

low because Soviet Union was one whole system with

low transmission costs and without borders, also there

were not free market conditions. Because of low per capita

income, inappropriate infrastructure and less efficiency

in the consumption of energy sources the governments

of the FSU countries’ ran quasi fiscal activities in terms

of low energy prices and toleration of arrears in order to

satisfy their citizens’ demand for low prices. Thus, they

made implicit subsidies for consumers that, in turn, led to

implicit tax for energy producers.

Case study of Georgia

Measuring QFAs in the energy sector of Georgia gives

opportunity to analyze the dynamics of investments made

by private enterprises. Observing the amount of invest-

ments in energy market over the given period is impor-

tant to find out if QFAs’ burden decreases2 (But also there

might be the case of profit distribution policies). In the

case of Georgia there is used end-product approach to

calculate QFAs in electricity and gas sector, because of

limited availability of data. In order to analyze situation in

gas sector, Kaztransgaz Tbilisi was chosen as a represen-

tative of a given sector.3 It has to be noted that there are

nearly 45 small distributing private companies operating

on the gas market of Georgia, but availability of data from

these companies was limited by the reason of inconsistent

2 QFAs cause decrease in revenues of operating companies, as far as, it includes mispricing and toleration of arrears.

3 „Kaztransgaz“ serves approximately 400 000 households.

Fig. 1. QFA as a Percent of GDP

Fig. 2. Ratio of Total Primary Energy Consumption (in thousands of

BTUs) to GDP for 1999 year

Page 93: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Macroeconomics and Financial Markets Irakli Shalikashvili

91

accounting system. In the case of electricity, there is cho-

sen Energo-pro and Telasi4 as representatives of electricity

sector. Moreover, there is also one operating distributing

company Kakheti that distributes electricity in the Kakheti

region, but the data could not be provided by them because

this company is on the way of bankruptcy. Kakheti has got

inefficient management in terms of collection of bill pay-

ments from households. Furthermore, this company has not

provided counters for households and nowadays the bill

payment is fixed for all households in the Kakheti region.

It is noteworthy that prices of gas and electricity are regu-

lated by GNERC (Georgian National Energy and Water

Supply Regulatory Commission). Tariffs that are charged

to households by GNERC are cost-recovery and it tries to

catch prices as lower as it is possible, because Georgia

represents FSU country and majority of citizens demand

low tariffs from government on energy goods. Moreover,

price for gas is very low compared to commercial prices,

because Georgia gets free gas from pipeline connecting

Russia and Armenia (nearly 10% of transmitted volume).

In the electricity sector prices are set step wisely.5

Moreover, tariffs for these three steps are different from

2010 to 2014 years. In the Figure 6 there is provided the

dynamics of electricity tariffs for this period for Telasi and

Energo Pro Georgia.

The actual price for calculating quasi fiscal activities in

energy sector for Telasi and Energo pro Georgia is taken

volume weighted average tariff of three steps6. Market

price is also calculated by volume weighted average price.

It takes into account the tariffs that are measured by given

companies before discussing it by GNERC (See Appendix

II). For electricity case, QFAs are calculated according to

simple sensitivity analysis including mid-point between

upper and lower bound prices. Upper bound price (market

price) is defined as the price that is measured by electric-

ity companies before discussing tariffs by GNERC. On the

other hand, lower bound price (actual price) is defined

4 „Energo-pro“ serves 942 958 households in the west part of Georgia and „Telasi“ serves 418 312 households.

5 For Telasi, tariff for step1 (0 kw\h -101 kw\h) is 8.034 Georgian Tetri, for step2 (101 kw\h – 301 kw\h) tariff is 10.560 Georgian Tetri and for step3 (301 kw\h – and higher) tariff is 14.998 Georgian Tetri (Without value added tax).For Energo Pro Georgia, tariff for step1 (0 kw\h -101 kw\h) is 7.630 Georgian Tetri, for step2 (101 kw\h – 301 kw\h) tariff is 11.000 Georgian Tetri and for step3 (301 kw\h – and higher) tariff is 14.830 Georgian Tetri (Without value added tax).

6 Tariffs are calculated by GNERC for three different steps.

as the price that is set by GNERC. According to this ana-

lyzes we observe how QFAs decrease when market price

approaches to zero. If tariff set by GNERC is appropriate

and market price equals to actual price, QFAs do not tend

to zero in 2010-2014 years, as far as QFAs include tolera-

tion of arrears and mispricing of output for both sectors.7

In gas sector actual price is the tariff that is set by GNERC

for Kaztransgas Tbilisi for households and market price

is chosen according to the tariff that is deregulated for

commercial sector.8

In this work QFAs are calculated separately for electric-

ity and gas sectors in terms of mispricing and toleration

of arrears (See Appendix I and II). Thus it makes possible

to observe which sector has got higher share in QFAs. In

electricity sector QFAs are calculated separately for Telasi

and Energo pro Georgia.

According to the Figure 7, QFAs caused by “Telasi“ are

increasing in 2013 and 2014 years. The main reason for

this trend is that tariff for step1 and step2 decreased in

these years. Consequently, actual price fell farther below

the market price. Decreases in tariff for those steps are

caused by change of government in 2013 year. New gov-

7 Mispricing of output equals to zero if price is appropriate but as far as collection ratio does not equal to one during 2010-2014 years, QFAs do not tend to zero.

8 42.898 Georgian Tetris per cubic meter in 2010-2013 years and 38.661 Georgian Tetris per cubic meter in 2014 year. Deregulated tariff for commercial sector is 71.652 Georgian Tetris per cubic meter (Without value added tax).

Fig. 6. Georgian Tetris per kw\h from „Telasi“ and „Energo Pro Georgia“

Page 94: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

92

ernment promised citizens to decrease energy prices.

Thus new government triggered increase of QFAs. It is

noteworthy, that in the first and fourth quarters QFAs are

higher compared to the second and third quarters. That is

because in these periods citizens use more electricity for

heating. As far as tariff was lower in 2013 and 2014 years

citizens consumed more electricity and QFAs increased

significantly. Moreover, mispricing has got higher share

in total quasi fiscal activities compared to toleration of

arrears, because collection ratio is high for Telasi1 (See

Appendix II). In the Figure 7 it is easily seen that there

exists QFA even when actual and market prices are equal.

Thus there is the problem of collection process. Moreover,

arrears at actual price increased in the first quarter of 2013

year. The main reasons of increased arrears are increased

consumption of electricity and decreased collection ratio.

In 2014 year, arrears at actual price decreases, mainly due

to increased collection ratio.

The same pattern applies in the case of Energo Pro

Georgia. In 2013-2014 years’ consumption of electricity

increases in the first and fourth quarters. Compared to

2010-2012 years, tariffs are lower that leads to a further

decrease of actual price. Consequently, QFAs in terms of

mispricing increase.

Furthermore, it has to be noted that with increase in

the volume of consumed electricity, there was problem

of arrears at actual price. In the QFAs that are caused by

Energo Pro Georgia, toleration of arrears’ share is increas-

ing in 2013-2014 years. Generally, in total QFAs of Energo

Pro Georgia the share of mispricing is higher than tolera-

tion of arrears, because of decrease in electricity tariff

of step1 and step2 (by the same reason as in the case of

Telasi).

1 Collection ratio varies from 0.9264 to 0.9994 for „Telasi“.

In the gas sector, commercial tariff is not under regula-

tion of GNERC and Kaztransgas decides by itself at what

tariff to supply gas to private enterprises. Actual price2 that

is set for households’ consumption is very low compared

to the commercial tariff. This could be due to the market

power of Kaztransgas Tbilisi. Consequently considering

commercial price as the market price can overestimate

QFAs of gas sector. It would be better to have data about

costs of „Kaztransgas Tbilisi“, in order to find alternative

measure for market price. However, by the reason of lim-

ited availability of data I used commercial price as a mar-

ket price. Thus, as far as the gap between actual and mar-

ket price is high, QFAs that are caused in gas sector is

higher compared to electricity one.

According to the Figure 9, it is seen that QFAs are

almost the same during 200-2013 years. In 2014 there is

increase in quasi fiscal activities of Kaztransgas compared

to previous years. The reason of increased QFAs is that in

2014 tariff for households decreased from 42.729 Georgian

Tetris to 38.661 Georgian tetri per cubic meter. Thus the

gap between actual price and market price increased that

led to higher QFAs in gas sector. Furthermore the share of

gas sector in total quasi fiscal activities is higher compared

2 Tariff that is set by GNERC.

Fig. 9. QFAs of Kaztransgas

Fig. 7. Telasi QFAsFig. 8. QFAs of Energo Pro Georgia

Page 95: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Macroeconomics and Financial Markets Irakli Shalikashvili

93

to electricity sector in first and fourth quarters during 2010-

2014 years mainly by the reason of seasonality.3

In the Figure 10 there is the dynamics of the share of

gas sector QFAs in the total QFAs.

Besides, it is important to analyze the portion of total

quasi fiscal activities in the GDP. Low share of QFAs in the

GDP implies that gap between actual and market prices

is small and also collection ratio is close to one. The oppo-

site logic applies to the case when the share of QFAs is

high in the GDP of a given country. In the Figure 11 there is

provided the share of QFAs in the GDP of Georgia over

2010-2014 years.

The above figure shows how the share of total QFAs in

GDP changes over time. It is easily seen that QFAs share

has got the seasonal fluctuation. The main reason for this

type of seasonality is that in the first and fourth quarters

households use more electricity and gas for heating com-

pared to second and third quarters. Moreover, the share

increased in 2014 year compared to previous years, because

3 Here QFAs of electricity sector are calculated using upper bound price as a cost-recovery market price.

Fig. 10. Kaztransgas share in Total QFAs

Fig. 8. QFAs of Energo Pro Georgia

there was decrease in the tariff of gas in 2014 year that

caused increase in QFA of “Kaztransgaz“. As far as gas sec-

tor has got higher share in total QFAs of Georgia (mainly

in first and fourth quarters), it influenced the total share of

QFAs in GDP and in 2014 year’s first quarter the share is the

highest, compared to 2010-2013 years. Taking into account

that Georgia represents FSU country, the share of QFAs in

GDP is not high compared to other energy importing FSU

countries where QFAs were calculated according to end

product approach.4

After observing the dynamics of total QFAs and its

share in GDP it is important to analyze how investments

are affected. In the Figure 11 there are represented invest-

ments made by Telasi, Energo Pro Georgia and Kaztransgas

during 2010-2014 years.

According to the Figure 12, investments decreased in

2013 year and slightly increased in 2014 year. As far as there

was decrease in the tariff of electricity sector, both com-

panies QFAs increased and by the reduction of prices they

lost revenues that in turn could be used for investments.

Moreover there should be noted that decrease in invest-

ments is caused by the fact that they already had done

enough investments (e.g. for improvement of efficiency

in transmit ion) or by the reason of dividend distribution.

In the gas sector decrease in investments could also be

caused by increased amount of QFAs. From this figure

it is visible, that electricity sector made higher invest-

ments compared to gas sector. The highest share has got

“Energo pro Georgia“, because it invested money in order

to increase efficiency in collection process.5

According to the dynamics of QFAs and investments

the burden of QFAs over investments increased in 2013 and

4 In 2000 year QFAs as a percent of GDP in Ukraine was 6%, in Moldova was 5% and in Armenia was 2%.

5 „Energo Pro Georgia“ started to install individual counters to each household under its service. Source: http://www.energo-pro.ge/ka/?s=investments

Fig. 12. Investments of „Telasi“, „Energo Pro Georgia“ and „Kaztransgaz“

Page 96: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

GLOBALIZATION AND BUSINESS, #2 / 2016 International Scientific-Practical Magazine

94

2014 years. The major reason of increased burden was that

GNERC decreased tariffs for electricity and gas sectors.

Consequently, mispricing part of quasi fiscal activities

increased because the gap between actual and market

prices became larger.

Conclusion

This paper discussed the causes and implications of

energy sector quasi fiscal activities. Moreover, there was

discussed two methodologies the end product and finan-

cial balance approaches with the examples of Ukraine and

Azerbaijan. The choice of market price for both method-

ologies is a critical issue. There exist several alternative

measures as a market price (e.g. export, import, and cost-

recovery) in order to measure the mispricing part of QFAs.

The chosen benchmark price can have significant effect on

the results. Thus, in order to get valid results one should

undertake sensitivity analyses through alternative prices.

Therefore, more research is needed in order to determine

appropriate gas and electricity cost-recovery prices.

Due to the limited availability of data, end product

approach was used in the case study of Georgia. Quasi

fiscal activities in Georgia were lower compared to other

energy importing FSU countries. According to Martin Petri

et.al (2002), quasi fiscal activities are higher for energy

exporting countries compared to energy importing coun-

tries due to high international prices.

After analyzing QFAs in the electricity and gas sector

of Georgia, it turned out that the gas sector has the high-

est share in QFAs, due to the large gap between actual

and market prices. According to the data, QFAs increased

after 2012 because of tariff reductions in both sectors. As

tariff reductions reduce revenues companies cannot invest

money appropriately. Consequently, the burden of QFAs

on investments increased in 2013-2014. Moreover, in order

to reduce the QFAs of a given country, the energy price

increase should be mixed with better enforcement of pay-

ment discipline. In the case of Georgia, the main problem

concerning QFAs was a mispricing of output, because the

collection ratio for both sectors is close to one. In this

case, a reduction of QFAs can be reached by approximating

actual and market prices.

References

1. Moore T.G. (1970) . "The Effectiveness of Regulation of

Electric Utility Prices ." Southern Economic Journal. P.

365-375.

2. (WGEM), UNECE Working Group on Environmental

Monitoring (2003). Waste Classification & Inventory

Systems In South Caucasus. Draft Background Paper, EU:

United Nations Economic Commission For Europe.

3. Schmelz A., Masood, A. (2012). Georgia: Report on

Observance of Standards and Codes – Data Module.

Washington, D.C.: International Monetary Fund.

4. Hall, D., Lobina E., Robin de la Motte (2005). "Public

resistance to privatization in water and energy."

Development in Practice (Taylor & Francis, Ltd) 15, No.

3/4 (2005).

5. Freinkman, L.,Gyulumyan, G., Kyurumyan. A. (2003).

Quasi-Fiscal Activities, Hidden Government Subsidies,

and Fiscal Adjustment in Armenia. Washington, D.C.: The

World Bank.

6. Linich, C. (2006). Tbilisi Municipal Waste Management

System. Research Report, Tbilisi: Green Alternative.

7. Looking Beyond the Core Budget. Guide to Transparency

in Public Finances (2008). New-York City, February 18.

8. Mackenzie G., Stella P. (1996). Quasi-Fiscal Operations

of Public Financial Institutions. Washington, D.C.:

International Monetary Fund, No. 142.

9. Mali Chivakul, Robert C. (2006). Implications of Quasi-

Fiscal Activities in Ghana. Washington, D.C.: International

Monetary Fund.

10. Martin Petri and Gunther Taube. "Fiscal Policy Beyond

the Budget (2003)." Emerging Markets Finance and Trade

(M.E. Sharpe, Inc.) 39, No. 1 (2003). P. 24-42.

11. Martin Petri, Gunter Taube, and Aleh Tsyvinski.

Energy Sector Quasi-Fiscal Activities in the Countries

of the Former Soviet Union (2002). Washington, D.C.:

International Monetary Fund, 2002.

12. The European Union's ENPI Programme for Georgia.

Twinning Project Fiche (2010). European Union.

Page 97: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Macroeconomics and Financial Markets Irakli Shalikashvili

95

Quasi Fiscal Activities and

Investments in Energy Sector

(Case of Georgia)

Irakli ShalikashviliInvited Lecturer, MA in Economics,

ISET (International School of Economics),

Georgia, Tbilisi

Key words: quasy fiscal activities, energy, government, subsidies, actual and market prices

The mainstream hypothesis in the literature is that the countries of the for-

mer Soviet Union use quasi-fiscal activities, in order to implicitly subsidize

households. The aim of this paper is to test the hypothesis and analyze the

quasi-fiscal subsidies and their effect on fiscal performance during 2010-2014,

in case of Georgia. Using the end product approach I estimated the level of the

quasi-fiscal activities and found that the level of QFAs in Georgia is significant.

Moreover, in the paper it is shown that major subsidiaries are households, rather

than private sector. Finally, sustainable fiscal adjustment is needed to eliminate

the quasi-fiscal activities, which requires consolidation of accounting, financial

control and reporting in the public sector with the policies that approximates

actual and market prices.

Page 98: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

96

მაკროეკონომიკას საქმე აქვს ერთიან მთლიან ეკონო-

მიკასთან, იგი იხილავს კავშირთა რთულ სისტემას,

რომელიც საბაზრო მექანიზმად არის ცნობილი. მაკრო-

ეკონომიკა და მიკროეკონომიკა ურთიერთ ზემოქმე-

დებენ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკის

მაკრომოძრაობის გაანალიზებისათვის საჭიროა, უწი-

ნარეს ყოვლისა, ამა თუ იმ ინდივიდუალური მოვლენის

მიკრომექანიზმის შესწავლა.

მსოფლიოს განვითარებული ცივილიზებული ქვეყ-

ნების გამოცდილების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ამა

თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება

გაუმჯობესდეს, თუ გონივრულად შევუხამებთ მაკრო-

ეკონომიკური სტაბილიზაციის პრინციპებს მიკროეკო-

ნომიკური გარდაქმნების ეფექტიან პრინციპებთან და ამ

გზით უზრუნველვყოფთ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ

აღმავლობას.

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის ხანგრძლი-

ვი პერიოდისათვის განსაზღვრულ პერსპექტივაში

მაკროეკონომიკური პოლიტიკა ორ ძირითად მიზანს

ისახავს: 1.სწრაფი ეკონომიკური ზრდა და 2. შრომის

მაღალი ნაყოფიერების მიღწევა. ეკონომიკური ზრდა

ნიშნავს მოცემული ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობე-

ბის წლიდან წლამდე ზრდას 1 სულ მოსახლეზე, ხოლო

შრომის მწარმოებლურობა გვიჩვენებს გამოშვებული

პროდუქციის რაოდენობას დახარჯული რესურსების

ყოველ ერთეულზე.

როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების

გამოცდილება გვიჩვენებს, სახელმწიფო არა მარტო ეკო-

ნომიკის ეფექტიანობისა და სოციალური სამართლიანო-

ბის დაცვას უწყობს ხელს, არამედ თავის თავზე იღებს

მაკროეკონომიკურ ფუნქციასაც, რათა უზრუნველყოს

ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობა.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბები-

სას, ამ ქვეყნებმა კურსი აიღეს ეკონომიკურ ზრდაზე და

შრომის ნაყოფიერების გადიდებაზე, რის შედეგადაც

ფორმირდება ისეთი საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა,

რომელიც მიმართულია, უწინარეს ყოვლისა, წარმოე-

ბის სტიმულირებისაკენ. საყურადღებოა, რომ საბაზრო

ეკონომიკის ქვეყნების უმეტესობამ საგრძნობლად შეა-

მცირა და შეზღუდა საბიუჯეტო ხარჯები, მეტი ყურადღება

მიაქცია საბიუჯეტო დანაზოგების მეოხებით სიახლეე-

ბის დანერგვას. ეს ქვეყნები შეეცადნენ შეემცირებინათ

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რათა გაზრდილიყო

ეკონომიკის განვითარებისათვის გამოყოფილი კაპი-

ტალდაბანდებანი. ამავე დროს საბაზრო ეკონომიკის

ქვეყნებში გააქტიურდა ფულად-საკრედიტო პოლიტი-

კა, რათა მომხდარიყო წარმოების, უმუშევრობისა და

ინფლაციის არასასურველი რხევების დაძლევა. ჩვენი

აზრით, ანალოგიური გამოცდილება მიზანშეწონილია

გამოყენებული იქნას საქართველოს სინამდვილეში.

ამჟამად ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს

შერეული ეკონომიკა, სადაც საბაზრო მექანიზმი განსა-

ფულადი და ფასიანი

ქაღალდების ბაზრის

ფორმირების

მაკროეკონომიკური გარემო

ვასილ ხუციშვილიეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური

უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები: ფულადი ბაზარი, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მაკროეკონომიკური გარემო

Page 99: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრები ვასილ ხუციშვილი

97

ზღვრავს ფასების უმეტესობასა და საქონლის რაოდე-

ნობას, სახელმწიფო კი საგადასახადო განაკვეთების,

ხარჯებისა და ფულად-საკრედიტო ურთიერთობების

რეგულირებით ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, ეკონომიკის რეგულირების, საე-

რთო ეკონომიკის განვითარების ძირითად კანონზო-

მიერებებზე ერთობლივი მიწოდებისა და მოთხოვნის

ზეგავლენის თეორიული დასაბუთება და ანალიზი განსა-

კუთრებით ღრმად და საფუძვლიანად არის წარმოდგე-

ნილი კეინზიანურ და მონეტარულ თეორიებში.

კეინზიანური თეორია გამოდის იქიდან, რომ აუცილე-

ბელია სახელმწიფოს მონაწილეობა ამა თუ იმ ქვეყნის

სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში, კერძოდ, წარმო-

ების მაკროსტრუქტურის რეგულირებაში. კეინზიანური

თეორიის მიხედვით ეკონომიკური ციკლის სახელმწიფო

რეგულირების ძირითადი არსი მდგომარეობდა სახე-

ლმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობის გადახდისუნარი-

ანი მოთხოვნის უკმარისობის კომპენსაციაში, რაც იმას

გულისხმობს, რომ წარმოებასთან შედარებით, როგორც

კი დაეცემოდა მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნა,

მაშინვე ჩაერეოდა სახელმწიფო, რომელიც გადასახა-

დების შემცირებით ან ბიუჯეტის გასავლების გადიდებით,

ან ერთობლივი ღონისძიებებით, ამაღლებდა მოსახლე-

ობის გადახდისუნარიან მოთხოვნასა და აფართოებდა

წარმოებას, რითიც ეკონომიკაში აღადგენდა სრულ

დასაქმებას.

მონეტარული თეორია, რომლის ფუძემდებელია

ამერიკელი ეკონომისტი, „ჩიკაგოს სკოლის“ ლიდერი

მილტონ ფრიდმენი, კეინზიენური თეორიისგან განსხვა-

ვებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღ-

მდეგია. ფრიდმენის აზრით, სახელმწიფოს სოციალური

დანახარჯები, ერთი მხრივ, ზრდიან ბიუჯეტის დეფიციტსა

და ინფლაციას, ხოლო, მეორე მხრივ, შრომისადმი სტი-

მულირების დაცემით აქვეითებენ წარმოების ეფექტია-

ნობას. მისი შეხედულებით ფულადი მასა გადამწყვეტ

გავლენას ახდენს ფასების დონეზე.

მაკროპროპორპციების დარღვევის მთავარ მიზეზად

მონეტარისტები თვლიან ფულის რაოდენობის ცვლილე-

ბას, რაც გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე, რის

გამოც, სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა მათი აზრით,

არის უწინარეს ყოვლისა, ფულზე მოთხოვნის სტაბილუ-

რობის უზრუნველყოფა. ამ თეორიის მიხედვით, ფულის

მასის ზრდა სტაბილური მარაგების დროს წარმოადგე-

ნს ეკონომიკის ზრდის სტიმულს, ხოლო სახელმწიფოს

კონტროლი ფულადი მასის ცვლილებაზე საკმარისია

საბაზრო ეკონომიკის სტაბილური ფუნქციონირების

უზრუნველყოფისათვის.

თანამედროვე მონეტარული თეორია ითვალისწინე-

ბს ინფლაციას, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის

არსებობას. ამასთან, მათი კეთილდღეობის ზრდა მია-

ჩნიათ ფულზე მოთხოვნილების განსაზღვრულ ფაქტო-

რად.

განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში სახელ-

მწიფო ზემოქმედება ამა თუ იმ სისტემაზე -კეინზიანუ-

რსა თუ მონეტარულზე – ხორციელდება ეკონომიკაში

კონკრეტულ სიტუაციაზე მკაცრად დამოკიდებულების

პირობებში და მისი განსაზღვრული ფაქტორის წინა-

სწარი ობიექტური ანალიზის საფუძველზე. ამგვარად,

აუცილებელია, დადგინდეს ეკონომიკური განვითარების

ციკლურობის კონკრეტული ფაზა, რაც ყოველ განვითა-

რებად ეკონომიკურ სისტემას ორგანულად ახასიათებს.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

მაკროეკონომიკური რეგულირების სფეროს პრობლე-

მის სისტემურ შესწავლას. საქართველოს ეკონომიკური

და სოციალური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორე-

ბს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღა-

ლდების ბაზრის ფუნქციონირება. ამ ბაზრის მეშვეობით

წარმოებს მოსახლეობის, საწარმოებისა და სახელმწი-

ფოს თავისუფალი ფულადი სახსრების მობილიზაცია და

კრედიტის სახით მისი განთავსება წარმოების განვითა-

რებისა და სახელმწიფოს სტრატეგიული ღონისძიებების

დასაფინანსებლად.

ფრიად საჩქარო და საშური საქმეა საქართველოში

თვითრეგულირებადი საბაზრო ურთიერთობის გონივ-

რული ორგანიზაცია და მისი დამკვიდრება. აქ დაყოვნება

დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუშლის მისი

კრიზისიდან გამოსვლასა და ეკონომიკურ აღორძინე-

ბას. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, საბაზრო

ეკონომიკა შეუთავსებელია წარმოების დაცემასთან,

მისი მასშტაბების სისტემატიურ შემცირებასთან. აქედან

გამომდინარეობს დასკვნა, რომ საქართველოს წინაშე

მდგომი გადაუდებელი და პირველხარისხოვანი ამოცა-

ნაა საქართველოში წარმოების ვარდნის შეჩერება და

მისი დაძლევა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან

გამოყვანა.

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის არა-

საკმარისად აქტიური მოქმედების ერთ-ერთი მიზეზია

ვაჭრობის ობიექტის, ანუ ფასიანი ქაღალდების არარ-

სებობა.

ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების

Page 100: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

98

ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნე-

ლოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის სრულყოფილი

ფუნქციონირება. მისი მეშვეობით უნდა მოხდეს მოსა-

ხლეობის, საწარმოებისა და სახელმწიფოს თავისუფალი

ფულადი სახსრების მობილიზაცია და კრედიტის სახით

მისი განთავსება წარმოების განვითარებისა და სახე-

ლმწიფოს სტრატეგიული ღონისძიებების დასაფინან-

სებლად.

პირველ რიგში საკითხი ეხება ქვეყნის ფულის მიმოქ-

ცევის განმტკიცებას.

ეკონომიკური მეცნიერების მიერ და მსოფლიო

ცივილიზებული ქვეყნების განვითარების პრაქტიკით

დადგენილია, რომ ფრთხილი და გონივრული საბიუ-

ჯეტო და ფულად-საკრედიტო ღონისძიებებით სახელ-

მწიფოს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს წარმოე-

ბის, დასაქმების და ინფლაციის დონეზე. სახელმწიფოს

საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა – ეს არის გადასახ-

დელების განსაზღვრისა და სახსრების გაანალიზებისა

პრეროგატივა, ხოლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

გულისხმობს ბუნებაში მყოფი ფულის რაოდენობის

რეგულირებას, რომელიც გავლენას ახდენს სესხის

საპროცენტო განაკვეთზე, კაპიტალდაბანდებაზე და

კრედიტის პირობებზე დამოკიდებულ სხვა საფინანსო

ოპერაციებზე. სწორედ მაკროეკონომიკური პოლიტიკის

ამ ორი მექანიზმით სახელმწიფო არეგულირებს მთლი-

ან ხარჯებს, გავლენას ახდენს წარმოების დონეზე და

ზრდის ტემპებზე, დასაქმებისა და უმუშევრობის დონეზე,

აგრეთვე ფასების მდგომარეობასა, ინფლაციის დონესა

და ტემპებზე.

საყურადღებოა, აღინიშნოს, რომ ეკონომიკურად

განვითარებული ქვეყნები უკანასკნელი 50 წლის გან-

მავლობაში წარმატებით ახორციელებენ ცხოვრებაში

ფულად-საკრედიტო და საფინანსო-საბიუჯეტო პოლი-

ტიკას, რომლის მეოხებითაც ამ ქვეყნებმა ეკონომიკური

აღმავლობის შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს.

დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყნების

გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ფასიანი ქაღა-

ლდების მიმოქცევა მიმართულია ქვეყანაში ფულად-

საკრედიტო სტაბილურობის მიღწევისაკენ. ამ მოვლენის

ესეოდენ ფართო გაგების პირობებში შესაბამისი სახე-

ლმწიფოებრივი ორგანოები, რომლებიც პასუხს აგებენ

ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ვალდებულნი არი-

ან, განსაზღვრონ კონკრეტული მიზნები და გამოიყე-

ნონ მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუტები. ქვეყნების

უმრავლესობისათვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის

საბოლოო მიზანია დაბალი და სტაბილური ინფლაციის

უზრუნველყოფა.

საბაზრო ეკონომიკური სისტემის პირობებში

ფართოდ გამოიყენება ფულად-საკრედიტო პოლიტი-

კის ის ინსტრუმენტები, რომლებიც უკეთესად უზრუნვე-

ლყოფენ საბაზრო სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ

არაპირდაპირ ბაზარზე ორიენტირებული ინსტრუმე-

ნტების გამოყენება უფრო მომგებიანია, ვიდრე ადმი-

ნისტრაციული კონტროლის ღონისძიებათა პრაქტიკული

გამოყენება. ამ უკანასკნელთ შეუძლიათ დროებით, გარ-

კვეულ პერიოდში იმუშაონ, მაგრამ ახასიათებთ საბაზრო

ურთიერთობათა ძირითადი მომენტების გაყალბების

ტენდენცია. იმ სამ ძირითად არაპირდაპირ მექანიზმს

(სარეზერვო მოთხოვნები, ოპერაციები ღია ბაზარზე და

მუდმივი მექანიზმები) შორის ბოლო ორი მიეკუთვნება

საბაზრო (ნებაყოფლობით) ოპერაციებს. ოპერაციები

ღია ბაზარზე ხორციელდება ცენტრალური ბანკების

აქტივობით, მაშინ, როდესაც სახსრების გასესხების ან

დეპონირების მექანიზმები იქმნება რა ბანკების მიერ,

განსაზღვრულია ცენტრალური ბანკის ლიმიტებით და

გამოიყენება კომერციული ბანკების ინიციატივით.

საქართველოში მაკროეკონომიკური რეგულირე-

ბის პირობებში ობიექტურად აუცილებელია, ჩატარდეს

და შემდგომ განვითარდეს სახელმწიფო მართვის ყვე-

ლა დონეზე ფულადი და ფასიანი ქაღალდების ბაზრის

ეფექტური მოქმედება, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის ეკო-

ნომიკურ მდგომარეობას, რაც გადაწყვეტს მოსახლეობის

მწვავე სოციალურ პრობლემებს.

Page 101: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Macroeconomics and Financial Markets Vasil Khutsishvili

99

The article analyzed the experience of developed countries, macroeconomic

policy, economic regulation, the overall economic development of the main

aspects of the laws. Discussed the urgent and essential problems and tasks,

such as in the production of its downturn and overcome the economic crisis, the

perfection functioning of the securities market, cautious and prudent fiscal and

monetary measures, and the scope of legislative acts to regulate.

The formation of the macro-

economic environment of money

and securities market

Vasil KhutsishviliDoctor of Economics, Georgian Technical University Associated Professor

Key words: money market, securities market, the macroeconomic environment

Page 102: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 103: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ბიზნესი და ტექნოლოგიები

Business and Technology

Page 104: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

102

ინვესტორები ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის შეფა-

სების პროცესს განსაკუთრებული სერიოზულობით

უდგებიან, რადგან წინასწარ უცნობია, თუ რომელ პრო-

ექტს გააჩნია მეტი შანსი გახდეს მაღალი კლასის ინო-

ვაციური საწარმო და მოგვევლინოს ბაზრის ლიდერად.

ამერიკული საინვესტიციო-კონსულტაციური კომპანია

Baganov International Group-ის შეფასებით, ათიდან მხო-

ლოდ ერთი ბიზნესწინადადება იღებს დაფინანსებას.

ვენჩურული ფონდების განუვითარებლობის გამო დაფი-

ნანსებული პროექტების წილი საქართველოში გაცილე-

ბით მცირეა. ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის ანალი-

ზის და შეფასების პროცედურა შეძლება იცვლებოდეს

იმის მიხედვით, თუ როგორია კონკრეტული ინვესტორის

მისწრაფებები და ჩვევები. აღნიშნულის მიუხედავად,

ჩვენ გამოვყავით საწყისი სტადიის ბიზნესის პროექტის

შეფასების სტანდარტული სქემა, რომლითაც ინვესტო-

რების უმრავლესობა ხელმძღვანელობს.

შესავალი

თანამედროვე „იდეებზე დაფუძნებული ბიზნე-

სის“ განვითარების ძირითად კანონზომიერებად იქცა

სასტარტო დაფინანსებაზე მოთხოვნის ზრდა და მცი-

რე მოცულობის, მაგრამ გრძელვადიანი და სარისკო

კაპიტალის მიწოდება არაფორმალური ინვესტორების

მიერ, რამაც სამეცნიერო და სპეციალურ ლიტერატუ-

რაში ვენჩურული ინვესტიციების სახელწოდება მიი-

ღი [შაბურიშვილი, 2009 : 15]. ერთი შეხედვით, იდეებზე

დაფუძნებული ბიზნესის მექანიზმი საკმაოდ მარტივია:

როდესაც არსებობს ორიგინალური და კომერციულად

გამართლებული იდეა, საჭიროა მხოლოდ ინვესტორის

პოვნა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია. ამაზე

მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პოტენციური გარიგებების

უდიდესი ნაწილი დამწყები მეწარმისა და ინვესტორის

პირველივე შეხვედრაზე იშლება. ეს იმიტომ, რომ მხარე-

ები ვერ აღწევენ კონსენსუსს, ზოგჯერ კი საერთოდ სხვა-

დასხვა ენაზე საუბრობენ და არც აქვთ სურვილი გაუგონ

ერთმანეთს. ხარისხიანად მომზადებული პროექტი და

ყველა წესით დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება,

რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს,

დიდი შრომის და უამრავი მრავალასპექტიანი საკითხის

საფუძვლიანი დამუშავების შედეგად მიიღწევა. ამიტომ

ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტების შეფასება ძალზედ

რთულია და უამრავი თავისებურება ახასიათებს. ზოგჯერ

ესაა მსუბუქი გასაუბრება, ხოლო უმეტეს შემთხვევაში

დროში გაწელილი და ფორმალიზებული პროცესი, ამ

დროს დამწყებ მეწარმეს ფინანსურ გაანგარიშებებთან

ერთად მოეთხოვება პროექტის დეტალური აღწერა.

ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის შეფასების პროცესი

შედგება ორი თანმიმდევრული სტადიისაგან: deal flow

და due diligence [Каширин... 2008 : 204].

Deal flow

Deal flow – ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის შერჩე-

ვის პირველი ეტაპია, როდესაც ხდება კონკურენტუნა-

ბიზნესის საწყისი ფაზის

პროექტის შეფასება

შოთა შაბურიშვილიეკონომიკის დოქტორი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები: პროექტის შეფასება, ვენჩურული ინვესტიციები, deal flow, due diligence.

Page 105: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ბიზნესი და ტექნოლოგიები შოთა შაბურიშვილი

103

რიანი იდეის მოძიება. ამ დროს ინფორმაციის მთავარ

წყაროს პროექტის აღწერა წარმოადგენს, რომელსაც

ეცნობა ინვესტორი. თავის მხრივ ინვესტორი პერსპექტი-

ულ სამეწარმეო იდეებს ეძებს სარეკლამო განცხადებე-

ბის, პრესის, გამოფენების და ვენჩურული ბაზრობების,

ბიზნეს-ანგელოზთა ასოციაციების მონაცემთა ბაზის,

სამეცნიერო სექტორში მიმდინარე კვლევების შესახებ

არსებული ინფორმაციისა და პირადი კონტაქტების ანა-

ლიზის საშუალებით.

ინვესტორის პირადი მისწრაფებების მიუხედავად

გადაწვეტილების მიღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს

პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

�� შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებს თუ არა

კონკურენტუნარიანი და რეალური მოთხოვნის

მქონე პროდუქტის შექნას?

�� არსებობს თუ არა რეალური წინაპირობები მომგე-

ბიანი პროექტის განხორციელებისათვის?

�� ინვესტიციებიდან მიღებული უკუგება მნიშვნე-

ლოვნად გადააჭარბებს თუ არა ბაზრის საშუალო

მაჩვენებელს?

Deal flow-ს პროცესში პროექტის ანალიზის პრო-

ცედურა მცირე დროს საჭიროებს. გადაწყვეტილების

მიღებისას ინვესტორი ეყრდნობა ინტუიციას, რომე-

ლიც პირველად შთაბეჭდილებებს ეფუძნება. ამ ეტაპზე,

როგორც წესი, ხდება განხილული პროექტების უმრა-

ვლესობის უარყოფა. დამწყებ მეწარმეს უნდა ახსოვდეს

ეს და თავიდანვე დადებითი შტაბეჭდილების შექმნას

შეეცადოს. ამ დროს მეწარმე ინვესტორთან ბოლომდე

გულახდილი უნდა იყოს და მოახდინოს რეალური, მყა-

რად არგუმენტირებული უპირატესობების დემონსტრი-

რება. ყოველგვარი მცდელობა, ინვესტორს შეექმნას

გადაჭარბებული მოლოდინი, შემდგომში შეიძლება

უარის საფუძველი გახდეს, რადგან გამოცდილი ინვე-

სტორები, როგორც წესი, ამას სწრაფად აცნობიერებენ.

თუ რეალობა ინვესტიციის განხორციელების შემდეგ

გამოვლინდა, მაშინ შედეგი მეწარმესა და ინვესტორს

შორის დროში გაწელილი კონფლიქტური სიტუაცია

იქნება [Мазерлис... 2009: 64].

Due Diligence

Due diligence – არის პროექტის კომპლექსური

შემოწმების პროცესი. ეს სტადია შეიძლება რამდენი-

მე თვე გაგრძელდეს და დასრულდეს ინვესტირების

შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევა-

ში განიხილება ბაზრის მდგომარეობის ყველა ასპექტი

და ის შესაძლებლობები, რასაც პროექტის რეალიზაცია

იძლევა. due diligence პროცესში ძირითადი ამოცანებია:

�� ბიზნესისა და საწარმოს ღირებულების ზრდის

პერსპექტივის გაგება;

�� რისკების შეფასება;

�� პროექტის ფინანსური პერსპექტივების ანალიზი;

�� ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა;

�� მეწარმის მიერ ბიზნესის ეფექტიანი მართვის

შესაძლებლობებში დარწმუნება;

�� ბიზნეს-მოდელში, მოგების გენერაციის მექანიზმსა

და საბაზრო რისკებში გარკვევა;

�� ინტელექტუალური საკუთრების მდგომარეობისა

და არსებული აქტივების შესწავლა.

რამდენადაც საქმე გვაქვს განვითარების საწყის

სტადიაზე მყოფ საწარმოებთან ანუ ბიზნესიდეებთან,

გამოკვლევებთან და პროექტებთან, რომელთა რეალი-

ზება მხოლოდ ახლა იწყება, ფინანსური ოპერაციების

მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არსებოობს და პროგ-

ნოზები მცირე სიზუსტით ხასიათდება. უმეტეს შემთხვე-

ვაში არ არსებობს ბიზნესგეგმაც. ამიტომ, due diligence

უპირველეს ყოვლისა, არის თვით ბიზნესისა და ბაზრის

პერსპექტივების, აგრეთვე, პროექტის განხორციელე-

ბის ნიადაგისა და წინაპირობების შესწავლა, საქონლის

წარმოების და რეალიზაციის მთელი ჯაჭვის ცალკეული

რგოლების, შესაქმნელი საწარმოს მმართველობითი

ასპექტების ანალიზი. ძირითადი ყურადღება ეთმობა

მეწარმის მიერ ფორმულირებულ მთავარ იდეას და პერ-

სპექტივების საერთო ხედვას. due diligence-ს მსვლე-

ლობისას წარმოებს პროექტის ტექნოლოგიური მხარის

დეტალური ანალიზი, ამისათვის შეიძლება მოწვეულ

იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტები. თუმცა ფინანსური

მხარის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს: ინვესტორი

აუცილებლად მოისურვებს ნახოს საწყისი ფინანსური

პროგნოზი და განიხილოს ციფრები დამწყებ მეწარმე-

სთან ერთად.

მკაცრი კონტროლის გამო არაკომერციული სახე-

ლმწიფო ფონდებიდან დაფინანსებისას due diligence

პროცედურა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. მისთვის

დამახასიათებელია ფორმალიზაციის მაღალი დონე და

სხვადასხვა ფორმების შევსების აუცილებლობა.

Due diligence-ის ეტაპზე ინვესტორს შეუძლია დიდი

დახმარება გაუწიოს მეწარმეს პერსპექტიული იდეის

მკაფიო ბიზნესპროექტად გარდაქმნის პროცესში, ამიტომ

საწყისმა ბიზნესწინადადებამ შესაძლოა გარკვეული

ცვლილებები განიცადოს.

Page 106: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

104

ტერმინი „due diligence“ ასევე ფართოდ გამოიყენება

საწარმოთა შერწყმების და შთანთქმების სექტორში.

მაგრამ ამ შემთხვევაში ფირმებს გააჩნია ისტორია და

აწყობილი ბიზნესპროცედურები. ამიტომ due diligence

ეფუძნება ფინანსური და მმართველობითი ანგარიშ-

გების, იურიდიული დოკუმენტაციის, მმართველობითი

გადაწყვეტილებების ანალიზს. ეს პროცესი ხორციელდე-

ბა სპეციალიზებული იურიდიული, აუდიტორული, კონსა-

ლტინგური კომპანიების დახმარებით და შესაძლოა 50-70

ათასი დოლარი დაჯდეს, ხოლო ხანგრძლივობამ ნახე-

ვარ წელიწადს გადააჭარბოს. ბიზნესის საწყისი ფაზის

პროექტების შეფასების დროს due diligence პროცედუ-

რა ნაკლებად ფორმალიზებულია და უფრო სწრაფად

მიმდინარეობს [Хилл... 2008 : 244].

Deal flow-დან due diligence-ზე გადასვლად გვევლი-

ნება ინვესტორსა და მეწარმეს შორის „პირველი შეხვე-

დრა“, რომლის მსვლელობისას ორივე მხარე ეცნობა და

აკვირდება ერთმანეთს, ცდილობს იგრძნოს შემდგომი

ურთიერთობის „ქიმია“. პირველი შეხვედრის შემდეგ

იმართება სხვა უამრავი შეხვედრა. მათ შორის ინვესტი-

ციის მაძიებლის ოფისში, ლაბორატორიაში ან მომავალ

საწარმოო შენობაში, სადაც ინვესტორი ათვალიერე-

ბს საწარმოო დანადგარებს და პროდუქციის საცდელ

ნიმუშებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესის

საწყისი ფაზის პროექტის შეფასების პროცესი შეიძლება

დავყოთ რამდენიმე ეტაპად:

1. არსებული განაცხადის შესწავლა (deal flow);

2. პირველი შეხვედრა (ერთმანეთის შესწავლა);

3. Due diligence:

ა) პროდუქტის, ბაზრის, პერსპექტივების, გუნდის

განხილვა;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების საკითხების

განხილვა;

ვ) საწარმოო პროცესის შესწავლა;

გ) ინვესტირების პირობების და ფინანსური მაჩ-

ვენებლების განხილვა;

4. ფინალური შეხვედრა.

ფინალური შეხვედრა ინვესტორის უარის შემთხვე-

ვაშიც კი ძალიან სასარგებლოა მეწარმისათვის, რადგან

მისი მსვლელობისას ინვესტორმა შეიძლება ბევრი ფასე-

ული რჩევა გაიმეტოს მომავალი მოქმედების სტრატეგიის

შესახებ. ხშირ შემთხვევაში პირველი წარუმატებელი

due diligence პროექტის ძირეული გადახედვის და მომა-

ვალში დაფინანსების მოძიების საფუძველი გამხდარა.

Due diligence-ის პროცესში, როდესაც გარიგება ჯერ

კიდევ დადებული არ არის, მეწარმემ უნდა შეისწავლოს

პოტენციური ინვესტორი – მისი ბიოგრაფია, ქონების

წარმომავლობა, მუშაობის სტილი და მის მიერ დაფინა-

ნსებული პროექტების ისტორია. ეს სამუშაო კვალიფიცი-

ურად, ინვესტორისათვის საიდუმლო ვითარებაში უნდა

ჩატარდეს, რომლისთვისაც პირდაპირ მხოლოდ ისეთი

კითხვების დასმა შეიძლება, რომელიც არ დააფრთხობს

მას და არ გააფუჭებს შემდგომ ურთიერთობას. გარი-

გების გაფორმების მომენტისათვის მეწარმეს კარგად

უნდა ესმოდეს თუ ვინ იქნება მისი პარტნიორი ბიზნესში.

დასკვნა

ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის შეფასების პრო-

ცესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემფასებლის

მოლოდინზე. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქმიანობის

საწყის ეტაპზე საწარმოს ჯერ არ გააჩნია ბაზარი და ეკო-

ნომიკური საქმიანობის ეფექტიანობის მაჩვენებლები,

ხოლო მათი ზუსტი პროგნოზირება თითქმის შეუძლე-

ბელია. პროექტის განვითარების შესახებ ფაქტობრივი

მონაცემების უქონლობის გამო, შეფასებისას გამოიყე-

ნება მარტივი მეთოდები. ამ მიზეზების გამო პროექტის

ღირებულება მთლიანად მხარეების სურვილზეა დამო-

კიდებული. ბიზნესის საწყისი ფაზის პროექტის ღირე-

ბულების შეფასებისას და ინვესტორის წილის განსა-

ზღვრისას მთავარი ამოცანაა კომპრომისის მიღწევა.

მისი მიღწევისათვის კარგი წინაპირობაა, თუ მხარეების

შეხედულებებს შორის განსხვავება 20%-ს არ აღემატება.

საწყისი ფაზის პროექტის შეფასების პროცესი მოლაპა-

რაკების ხელოვნება უფროა, ვიდრე ზუსტი მეცნიერება.

რაოდენობრივი მეთოდები მხოლოდ დამატებითი არგუ-

მენტების მოსაყვანად თუ გამოდგება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. შაბურიშვილი შ., (2009). ბიზნეს-ანგელოზები, არაფო-

რმალური ინვესტორების მოძიების ქართული გამოც-

დილება. თბილისი „უნივერსალი“.

2. Каширин А., Семенов А., (2008) В Поисках бизнес-ангела,

М., «Вершина».

3. Мазерлис У. Д., Уотсон Б. Дж., Фаст Ф., Гедеон С. А., (2009).

Эпоха Бизнес-ангелов. Практика работы бизнес-ангелских

сетей, М. «Вершина».

4. Б. Хилл., Д. Пауэр, (2008) Бизнес-ангелы, М. «Эксмо».

5. www. baganov.com

Page 107: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Business and Technology Shota Shaburishvili

105

Evaluation of the Start-up

Business Project

Shota Shaburishvili Doctor of Economics,

Associated Professor Ivane Javakhoshvili Tbilisi State University

Keywords: Project Evaluation; Venture investments; deal flow; due diligence.

One of the most important factors of success is in the field of venture capital

to select right investment project. Investors consider this process more

precisely, because it is uncertain what project will have more chance to become

a high-class innovative enterprise and emerge as a leader. According to the

assessment of the American investment consulting company „Baganov Inter-

national Group“ out of the ten business proposals only one project gets funding.

Thus, evaluation of a project at the start-up stage is rather difficult and often

a long process.

Project analysing and selection procedure may vary in terms of

investors’goals and approach. It is sometimes a simple interview but mostly

it’s time-consuming and formalised process of project selecton. In some cases

aplicants are required to write up a project including financial statements.

Although there are many approaches, this article will focus on the standard

scheme of early stage of investment project evaluation.

Page 108: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

106

უსადენო ქსელები უდიდეს როლს თამაშობს თანა-

მედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ეს ტექნოლო-

გია ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, რათა

მომხმარებელთა დიდი რაოდენობის საკომუნიკაციო

მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

დღეისათვის ბევრ ქვეყანაში უსადენო ტექნოლო-

გიები უფროა გავრცელებული, ვიდრე ტრადიციული

კაბელური კავშირის ტექნოლოგიები. ბოლო პერიოდ-

ში უსადენო მოწყობილობების ფასი საგრძნობლად

შემცირდა, რაც მომსახურების პროვაიდერს საშუალებას

აძლევს, მნიშვნელოვნად შეამციროს უსადენო სერვისის

ღირებულება და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს იგი

მომხმარებლისთვის.

მომხმარებლების, სერვერებისა და მონაცემთა ბაზე-

ბის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად უსადენო

ქსელები, როგორც გადამცემი საშუალება, იყენებს რადი-

ოტალღებს ან ინფრაწითელ გამოსხივებას. ინფორმა-

ციის გადაცემის ეს არეალი უხილავია ადამიანისათვის.

დღეისათვის მწარმოებლების უმრავლესობა ქსელური

ინტერფეისის პლატებს (Network Interface Card, NIC)

და ანტენებს კომპიუტერულ მოწყობილობებში ინტე-

გრირებას უკეთებს ისეთი სახით, რომ ისინი შეუმჩნე-

ველია მომხმარებლებისთვის. ყოველივე ეს უსადენო

მოწყობილობას უფრო მობილურს და მოხერხებულს

ხდის გამოყენებაში.

უსადენო ქსელები, სხვადასხვა ზომის ფიზიკურ ზონა-

ში კავშირის უზრუნველყოფის მიხედვით შემდეგ კატე-

გორიებად იყოფა:

�� უსადენო პერსონალური ქსელი (Wireless Personal

Area Network, WPAN);

�� უსადენო ლოკალური ქსელი (Wireless Local Area

Network, WLAN);

�� უსადენო რეგიონალური ქსელი (Wireless

Metropolitan Area network, WMAN);

�� უსადენო გლობალური ქსელი (Wireless Wide Area

Network, WWAN);

უსადენო პერსონალური ქსელები გამოირჩევა ინფო-

რმაციის მცირე მანძილზე გადაცემით (17 მეტრამდე).

კომპიუტერულ მოწყობილობებს შორის სადენიანი ქსე-

ლებით შეერთების უსადენო ქსელებით შეცვლა მეტად

სერიოზული უპირატესობაა, რაც მნიშვნელოვნად აად-

ვილებს კომპიუტერული მოწყობილობების სამონტაჟო

სამუშაოებს აუცილებლობის შემთხვევაში მათი სხვა

ადგილას გადატანის დროსაც.

უსადენო პერსონალურ ქსელებს შეუძლია უზრუნვე-

ლყოს ნოუთბუქებისა და პერსონალური კომპიუტერე-

ბის ურთიერთქმედება ინტერნეტში მათი ერთობლივად

ჩართვის მიზნით. ასეთი ქსელების მოქმედების არეალი

განისაზღვრება ერთი ოთახით. უსადენო პერსონალური

ქსელების უმრავლესობაში ინფორმაციის გადაცემისათ-

ვის გამოიყენება რადიოტალღები.

ზოგიერთ უსადენო პერსონალურ ქსელში ინფორმა-

უსადენო ქსელების ტიპები

და მათი გამოყენების

ასპექტები

იოსებ ქართველიშვილიევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

თეა თოდუაევროპის სასწავლ უნივერსიტეტის პროფესორი

საკვანძო სიტყვები: უსადენო ქსელები, უსადენო პერსონალური ქსელი ( WPAN), უსადენო ლოკალური ქსელი (WLAN), უსადენო რეგიონალური ქსელი (WMAN), უსადენო გლობალური ქსელი (WWAN), უსადენო სენსორული ქსელი (WSN).

Page 109: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ბიზნესი და ტექნოლოგიები თეა თოდუა

107

ციის ერთი წერტილიდან მეორეში გადასაცემად გამო-

იყენება ინფრაწითელი გამოსხივება. სპეციფიკაცია,

რომელიც დაფუძნებულია ინფრაწითელ დიაპაზონზე

(Infrared Data Association, IrDA), რეგლამენტირებას

უკეთებს მიმართული ინფრაწითელი სხივების გამოყე-

ნებას ინფორმაციის 1 მეტრამდე მანძილზე გადასაცემად,

გადაცემის სიჩქარეა 4 მბ/წ. ასეთი ხერხით ინფორმაცი-

ის გადაცემის უპირატესობა მისი რადიოხარვეზებისგან

დაცვაა, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპიუტერული მოწყო-

ბილობების განლაგება აუცილებელია ერთმანეთის

პირისპირ, ახლო მანძილზე.

ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ უსადენო ტექნო-

ლოგიას წარმოადგენს IEEE 802.11 სტანდარტზე დაფუძ-

ნებული უსადენო ლოკალური ქსელი (WLAN). იგი უმე-

ტესწილად გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებსა

და ლეპტოპებს შორის მონაცემთა უსადენოდ გადაცე-

მისთვის შენობის ფარგლებში. მოცემული ტექნოლოგია

მოწყობილობებს საშუალებას აძლევს კავშირი პოტენცი-

ურად ძალიან მაღალი სიჩქარით დაამყარონ, თუმცა ეს

შედარებით მოკლე მანძილებს ეხება (ნახ. 1). მთელ რიგ

ორგანიზაციებში, უსადენო ლოკალური ქსელი გამართუ-

ლია იმ მიზნით, რომ მან უზრუნველყოს ნოუთბუქებიდან

წვდომა კორპორატიულ სისტემებზე. ასეთი სახის სისტე-

მებში მომხმარებელს, რომელიც, ვთქვათ, იმყოფება

საკონფერენციო დარბაზში ან შენობის სხვა ადგილას,

თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს ქსელი.

უსადენო ლოკალური ქსელი თავისი თვისებებით,

კომპონენტებით და ოპერაციების შესრულებით წააგავს

Ethernet-ის ტიპის ტრადიციულ სადენიან ლოკალურ

ქსელს. დღესდღეობით უსადენო ლოკალური ქსელების

ადაპტერები ნოუთბუქების უმრავლესობაშია ჩაშენე-

ბული.

უსადენო ლოკალური ქსელებისთვის სტანდარტი

არის IEEE 802.11. ამ სტანდარტის სხვადასხვა ვერსია

არსებობს. სტანდარტის ძირითადი პრობლემა მდგო-

მარეობდა იმაში, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდა სტა-

ნდარტის სხვადასხვა ვერსიის მქონე კომპიუტერული

მოწყობილობების ურთიერთქმედებას. მაგალითად,

კომპიუტერული მოწყობილობის ადაპტერები, რომლე-

ბიც შეესაბამებოდა 802.11a სტანდარტის უსადენო ლოკა-

კლიენტის კოპიუტერი

მონაცემთა ბაზა

უსადენო სვიჩი / როუტერი

Wi-Fi სიგნალი

კლიენტის კოპიუტერი

კლიენტის ნოუთბუკი

სერვერი

ნახ. 1 უსადენო ლოკალური ქსელი

Page 110: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

108

ლურ ქსელებს, ვერ უკავშირდებოდა 802.11b სტანდარტის

შესაბამის კომპიუტერულ მოწყობილობებს. იმისათვის,

რომ აღმოფხვრილიყო 802.11 სტანდარტთან დაკავში-

რებული პრობლემები, ორგანიზაციამ Wi-Fi Alliance

ყველა შესაბამისი ფუნქცია შეიყვანა ერთ სტანდარტში,

რომელიც ცნობილია სახელწოდებით – Wireless Fidelity

(Wi-Fi). აქედან გამომდინარე, თუ კომპიუტერული

მოწყობილობები შეესაბამება სტანდარტ Wi-Fi-ს, მაშინ

მათი ურთიერთქმედება გარანტირებულია.

უსადენო რეგიონალური ქსელები (WMAN) ემსახუ-

რება ქალაქში შემავალ ზონებს. უმრავლეს შემთხვევაში,

სისტემის რეალიზაციის დროს ფიქსირებული შეერთე-

ბაა საჭირო. მაგალითად, საავადმყოფოში ასეთი ქსელი

უზრუნველყოფს ძირითად კორპუსსა და დაშორებულ

კლინიკებს შორის მონაცემთა გადაცემას; ენერგეტიკულ

კომპანიას ქალაქის მასშტაბით შეუძლია გამოიყენოს

ასეთი ტიპის ქსელები ძირითად შენობასა და დაშორე-

ბულ ენერგეტიკულ პუნქტებს შორის დასაკავშირებლად.

შედეგად, უსადენო რეგიონალური ქსელები დააკავშირე-

ბს არსებულ ქსელურ ინფრასტრუქტურებს, ან საშუალე-

ბას მისცემს მობილურ მომხმარებლებს დაუკავშირდნენ

უკვე არსებულ ქსელურ ინფრასტრუქტურას.

სამომხმარებლო ბაზარი გვთავაზობს სხვადასხვა

დაპატენტებულ გადაწყვეტილებას უსადენო რეგიონა-

ლური ქსელებისთვის, მაგრამ მწარმოებლები ყოველ-

თვის სტანდარტებს ეყრდნობიან. ზოგიერთი მომწოდე-

ბელი იყენებს 802.11 სტანდარტს უსადენო რეგიონალუ-

რი ქსელების შექმნისთვის, მაგრამ ასეთი სტანდარტის

სისტემები ოპტიმალურია და აკმაყოფილებს მოთხოვნე-

ბს შენობის შიგნით. შენობის გარეთ კავშირის დამყარება

მათ მიმართული ანტენების დახმარებით შეუძლიათ.

უსადენო გლობალური ქსელი (WWAN) უზრუნვე-

ლყოფს ინფორმაციასთან წვდომას ქვეყნისა და კონტი-

ნენტის მასშტაბით. მათ მოქმედების შეუზღუდავი არეალი

აქვთ. სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მიერ მიღწე-

ული შეთანხმებები როუმინგთან დაკავშირებით შესაძ-

ლებელს ხდის კავშირების დამყარებას დიდ მანძილზე და

უზრუნველყოფს მონაცემების სწრაფ გადაცემას მობი-

ლურ მომხმარებლებს შორის. მხოლოდ ერთ სატელე-

კომუნიკაციო კომპანიასთან ანგარიშსწორების შემდეგ

მომხმარებელს უსადენო გლობალური ქსელის მეშვე-

ობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია

კავშირის დამყარება ინტერნეტის სხვადასხვა სერვისთან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და ბოლო

პერიოდში დიდ ინტერესს იწვევს უსადენო სენსო-

რული ქსელი (Wireless Sensor Network). ის შედგება

მინიატურული კვანძებისგან, რომლებიც აღჭურვილია

მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემებით, მიკროპრო-

ცესორით და სენსორით. უსადენო სენსორულ ქსელებს

შეუძლიათ დააკავშირონ გლობალური კომპიუტერული

ქსელი და ფიზიკური სამყარო. მათ გამოყენების დიდი

შესაძლებლობები აქვთ. უსადენო სენსორული ქსელები

შეიძლება გამოვიყრნოთ, მაგალითად, მოწყობილობის

მტყუნების პროგნოზირებისთვის აეროკოსმოსურ სისტე-

მასა და შენობის ავტომატიზაციაში. თვითორგანიზაცი-

ის, ავტონომიურობის და მაღალი მტყუნებამედეგობის

უნარის გამო ასეთი ქსელები აქტიურად გამოიყენება

უსაფრთხოების სისტემებსა და სამხედრო საქმეში. უსა-

დენო სენსორული ქსელების წარმატებით გამოყენება

მედიცინაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის

მონიტორინგისთვის დაკავშირებულია სენსორული კვა-

ნძების ინტეგრალურ სქემებთან თავსებადი ბიოლოგიუ-

რი სენსორების შემუშავებასთან. უსადენო სენსორული

ქსელები ასევე ფართოდ გამოიყენება გარემომცველი

გარემოსა და ცოცხალი არსებების მონიტორინგისთვის.

სენსორულ ქსელებში მონაცემთა გადაცემის ძირი-

თად სტანდარტს წარმოადგენს IEE802.15.4. სენსორული

ქსელების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში

რაიმე სახის სტანდარტი არ არსებობს. არსებობს მონა-

ცემთა დამუშავებისა და გადაცემისთვის რამდენიმე ასე-

ული სხვადასხვა პროტოკოლი, ასევე კვანძების მართვის

სისტემა. ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტე-

მაა TinyOS, რომელიც ღია კოდის სისტემას წარმოადგე-

ნს. ბევრი დეველოპერი (განსაკუთრებით ეს კომერციულ

სისტემებს ეხება) საკუთარ მართვის სისტემას ჟავაზე

წერს. სენსორული კვანძის მართვის სისტემა, TinyOS

ოპერაციულ სისტემაში, nesC ენაზე იწერება.

უსადენო სენსორული ქსელების გამოყენების დიდ

უპირატესობას კაბელურ ქსელებთან შედარებით წარმო-

ადგენს ის, რომ ისინი შეიძლება ადამიანისთვის რთუ-

ლად მისაღწევ ადგილებში განთავსდეს, ასევე ამ ტიპის

ქსელები ბევრად საიმედოა – რომელიმე ელემენტის

მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ინფორმაცია

გადაეცემა მეზობელი ელემენტების მეშვეობით; შესაძ-

ლებელია, ქსელს დაემატოს ან გამოაკლდეს მოწყობი-

ლობების ნებისმიერი რაოდენობა. სენსორულ ქსელებს

აქვთ ასევე დაბრკოლებაში (კედელი, ჭერი) შეღწევის

მაღალი დონე და ელექტრომაგნიტური შეშფოთებები-

სადმი მედეგობა სისტემის მაღალ სიხშირეზე მუშაობის

გამო.

Page 111: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Business and Technology Ioseb Kartvelishvili

109

უსადენო სენსორული ქსელები თავისი არსით ინტე-

ლექტუალურ ქსელებს წარმოადგენს. სენსორული ქსე-

ლების ბაზაზე ბევრი სხვადასხვა სახის სისტემის რეალი-

ზებაა შესაძლებელი, მაგალითად: ელექტროენერგიის,

წყლით მომარაგებისა და გათბობის ხარჯის აღრიცხვა,

საწარმოოს მიმდებარე ტერიტორიის დაცვის სისტემა,

ამინდის მონიტორინგი, საგზაო ტრაფიკის მონიტორინგი,

შენობის ავტომატიზაცია და ა.შ.

უსადენო სენსორული ქსელები ჯერ კიდევ არ არის

ბოლომდე კარგად შესწავლილი, არსებობს ბევრი ამ

დროისთვის გადაუჭრელი პრობლემა და შეზღუდვა,

თუმცა ამ ტიპის ქსელების უპირატესობა კომპანიებს

სტიმულს აძლევს მის ბაზაზე შექმნას საინტერესო, გამო-

ყენებითი სისტემები.

გამოყენებული ლიტერატურა

1. შონია ო., ნარეშელაშვილი გ., ქართველიშვილი ი.,

(2009). უმავთულო ქსელების უსაფრთხოება. საქართვე-

ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი.

2. Mishra, A. (2008). Security and Quality of Service in Ad

Hoc Wireless Networks, Cambridge University Press.

3. Sohraby, K., Minoli, D., Znati, T. (2007). Wireless Sensor

Networks. Technology, Protocols and Applications. John

Willey & Sons, Inc.

Types of wireless networks and

some aspects of their application

Ioseb KartvelishviliDoctor of Technics, European Teaching University Associate Professor

Tea ToduaDoctor of Technics, European Teaching University Associate Professor

Key words: Wireless Networks, Wireless Personal Area Network (WPAN), Wireless Local Area Network (WLAN), Wireless Metropolitan Area network (WMAN), Wireless Wide Area Network, (WWAN), Wireless Sensor Network (WSN)

IN this article the basic concepts about components and technology of wire-

less sensor networks are provided; all types of wireless networks are

considered (personal, local, regional, global, sensor); features of their structures

and methods of application are described.

Page 112: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

110

Apple-ის თანადამაარსებელმა და ყოფილმა აღმას-

რულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა ასე აღწერა Mac

OS X Snow Leopard Client-Server (თოვლის ლეოპარდის

კლიენტ-სერვერული სისტემა) ოპერაციული სისტემა: “ეს

არის ყველაზე მძლავრი პლატფორმა ისტორიაში“. ეს

სიტყვები არ გახლავთ მარკეტინგული ხრიკი. როგორც

ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერული ჟურნალი PCWorld

წერს: „Snow Leopard Client-Server არის წლის ყველა-

ზე ჩქარი და საიმედო კლიენტ-სერვერული ოპერაციუ-

ლი სისტემა“. კომპანია Apple-ი გაერთიანდა კომპანია

Hazard-თან და მათ 2010 წელს შექმნეს ახალი ოპერაცი-

ული სისტემა. მომხმარებლებმა მას უცხოპლანეტელის

სისტემა დაარქვეს, რადგან მისასალმებელ ფანჯარაში

ორი უცხოპლანეტელი მონსტრი ჩანს.

აღნიშნული ოპერაციული სისტემა მძლავრ ტექნიკურ

პარამეტრებს არ ითხოვს:

შექმნის თარიღი: 2010

ვერსია: 10.6.2

შემქმნელები: Apple/Hazard

პლატფორმა: PC

Processor: Intel/AMD

RAM: 1GB

Video card: 128 MB

Free disk space: 6-8 GB (Best 20+)

DVD-ROM

ინტერფეისის ენა: ინგლისური/მრავალენოვანი

Windows 7-ის და Mac OS X Snow Leopard-ის

ტექნოლოგიური პროცესების მართვის

შედარებითი ანალიზი

გიორგი კუჭავასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.

თეიმურაზ სტურუასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის

პროფესორი, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

საკვანძო სიტყვები: ოპერაციული სისტემები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, Windows, Apple, Microsoft, სტივ ჯობსი, MAC

ლიცენზია: freeware (უფასო)

როგორც ვხედავთ მნიშვნელოვანი არ არის, რომელი

ტიპის პროცესორის არქიტექტურაზე მუშაობს კომპიუტე-

რი, Snow Leopard ადვილად ინტეგრირდება, როგორც

Intel-ის, ასევე AMD-ს პროცესორთან.

Windows 7-ის მოთხოვნები ტექნიკურ მოწყობილო-

ბების მიმართ შემდეგია:

შექმნის თარიღი: 2009

ვერსია: 6.1.7601

შემქმნელი: MicroSoft

პლატფორმა: PC

Processor: 1 GHz Intel/AMD

RAM: 1 GB RAM

Video Card: 128 MB

Free disk space: 16 GB

DVD-ROM

ინტერფეისის ენა: ინგლისური/მრავალენოვანი

ლიცენზია: Home Premium გამოცემის ღირებულება

$159.99-ს შეადგენს; Business გამოცემის $199.99; Ultimate

გამოცემის $259.99.

ქვემოთ წარმოდგენილია Windows 7-ის და Mac OS

X Snow Leopard-ის შედარებითი ანალიზი.

Snow Leopard-ის ინსტალაცია ბევრად უფრო რთუ-

ლია, ვიდრე Windows 7-ის. იმისათვის, რომ Snow

Leopard დავაყენოთ, ჩვენ Mac OS-ის განსაკუთრებუ-

ლი მოდიფიკაცია Hackintosh გვჭირდება, ჩვენ აგრეთვე

Page 113: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

ბიზნესი და ტექნოლოგიები თეიმურაზ სტურუა

111

ტექნიკური მოწყობილობების ტიპების ღრმად ცოდნა

გვესაჭიროება. ამასთან, სანამ ინსტალაციას დავიწყებთ,

ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით შესაბამისი

პერსონალური კომპიუტერი უნდა ავაგოთ:

DualCore Intel Pentium D 915 2.8 GHz (2+2 Mb) SSE2

SSE3

Asus P5L 1394 (945P, ICH7 (JMicron JMB36X), DDR II

667 MHz, Attansic L1Ethernet, Realtek ALC883, 1394)

DDR II 1+1 Gb 667 MHz (Dual Channel)

Asus Radeon EAX1600Pro Silent 256 Mb 128 bit

Samsung HD160JJ 160 Gb SATA

Sony-Nec Optiarc DVD-RW AD-7173S SATA

PCI C-Media CMI 8738 Audio Device

PCI LAN Surecom EP-320X-R 100/10/M (чип RTL 8139)

Creative WebCam VF0470 Live! USB

PS/2 Keyboard & PS/2 Mouse

Snow Leopard-ისგან განსხვავებით Windows 7-ის

დასაყენებლად მისი არანაირი ჰაკერული მოდიფიკაციე-

ბი არ გვჭირდება. იგი პრაქტიკულად ნებისმიერი მწარმო-

ებლის მიერ შექმნილ პერსონალურ კომპიუტერს ერგება,

მათ შორის Apple-is Macintosh-ის კომპიუტერებსაც.

დრაივერების ინსტალირება

Windows 7-ს კომპიუტერული მოწყობილობის მრა-

ვალნაირი სახეობისთვის დრაივერების ბევრად უფრო

დიდი პაკეტი აქვს, მაგრამ ყველა არც მას გააჩნია.

Snow Leopard C/S-ის შემთხვევაში ბევრად უფრო

ძნელია მოვარგოთ დრაივერი კომპიუტერული ტექნიკის

სხვადასხვა ტიპებს, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად

Mac-ის კომპიუტერი არ გვაქვს.

დაცვის სისტემა

დრაივერების და პროგრამების ინსტალაციის და

სისტემური პარამეტრების შეცვლის დროს Mac OS X

Snow Leopard ადმინისტრატორის პაროლის შეტანას

გვთხოვს.

Windows 7-ში დაცვის სისტემა ნაკლებად შემაწუხებე-

ლი გახდა, ვიდრე ეს იყო Windows Vista-ში, მაგრამ საუ-

კეთესოსაგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა. პროგრამების

დაყენების დროს იყო ადმინისტრატორის უფლებით,

ეს ძალიან კარგია, მაგრამ რატომ უნდა იყოს საჭირო

ადმინსტრატორის უფლებების ქონა, იმისათვის რომ

პროგრამის მონაცემებში ძირეული ცვლილებები შევიტა-

ნოთ, მაშინ როდესაც ეს პროგრამა ოპერაციულ სისტემას

საერთოდ არ ეხება, აბსოლუტურად გაუგებარია.

თამაშები

უნდა ვთქვათ რომ Mac-ი თამაშებისთვის არ არის

განკუთვნილი, თამაშების შემქნელები გვერდს უვლიან

Mac OS X-ს, თუმცა ზოგიერთმა ენთუზიასტმა წარმატე-

ბით აამუშავა თამაშები ნახსენები ოპერაციული სისტემის

გარემოში.

Windows-ის მომხმარებლები ამ მხრივ საკმაოდ

კმაყოფილები არიან, ვინაიდან აქ ყველაფერია ნების-

მიერი გემოვნებისა და ასაკის მომხმარებლისთვის.

ვირუსები

ეს ალბათ ყველამ ისედაც კარგად იცის, რომ Mac

OS-ზე არანაირი ვირუსები არ ვრცელდება. ამით უკვე

ყველაფერია ნათქვამი.

Windows-ს კი დღეში ასობით ვირუსი უტევს.

ვიზუალური ეფექტები და სამუშაო

გარემო

Snow Leopard-ში დამატებულია საინტერესო ფუნ-

ქცია, რომელიც პროგრამის ნიშნაკის (icon) დაპატარა-

ვებას ახდენს, მას გორილას ოპტიკა ეწოდება. ამ ვიჯეტის

გააქტიურება შესაძლებელია Doc-ში icon-ზე დაწკაპუ-

ნებით.

Windows 7-ის მშვენიერება საკმარისზე მეტია, გამ-

ჭირვალე ლურჯი დიზაინი, საჰაერო ეფექტს ქმნის.

სტაბილურობა

პერსონალურ კომპიუტერში დაყენებული Hackin-

tosh-ი დიდი დროის განმავლობაში ყოველგვარი რყე-

ვების გარეშე მუშაობს.

Windows 7 ინსტალაციის პროცესი, Windows-ის წინა-

ნდელ ვერსიებთან შედარებით, არაჩვეულებრივად სწრა-

ფია. იგი მუშაობს უფრო სწრაფად, ვიდრე XP. თუმცა, არის

მტკიცებულება, რომ ინსტალაციიდან დაახლოებით 3 თვის

შემდეგ Windows 7-ი შესამჩნევად ნელა მუშაობას იწყებს.

ჩაშენებული პროგრამები

რა სჭირდება ჩვეულებრივ მომხმარებელს, მას

შემდეგ რაც ოპერაციულ სისტემას დააყენებს? ეს არის:

მუსიკა

Mac OS-ში დაინსტალირებულია iTunes, რომელიც

მუსიკის მთელ მრავალფეროვნებას, ჟანრის, რაოდე-

ნობის და გემოვნების მიხედვით გვთავაზობს.

Windows 7-ში კი Windows Media Player-ს, მხოლოდ

ერთი სიმღერით აღმოვაჩენთ.

Page 114: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

112

ვიდეო

როგორც Mac OS-ში და Windows 7-ში ყველაზე

მეტად გავრცელებული ფორმატების წასაკითხად, ჩაშე-

ნებულია კოდეკები.

გრაფიკული ფაილების დათვალიერება

Mac OS-ი შეიცავს Prostor-s. მისი საშუალებით მომხ-

მარებელს შეუძლია დაათვალიეროს სურათები და PDF

დოკუმენტები, ხოლო Finder-ი საშუალებას გვაძლევს

სწრაფად გადავათვალიეროთ ყველაფერი.

Windows 7-ში, პირადად მე ძალიან გამაკვირვა, როცა

აღმოვაჩინე, რომ აქ არ არსებობდა PDF-ის წამკითხვე-

ლი საშუალებაც კი.

ოპერაციული სისტემის

კონფიგურირება

ოპერაციული სისტემის ყველა პარამეტრი Mac OS

Snow Leopard-ში ერთ კონკრეტულ ადგილას, რომლის

სახელიცაა System Settings, არის თავმოყრილი. ყველა-

ფრის გაკეთება შეიძლება ინტუიციით. კონფიგურირება

მოხდება, რამოდენიმე დაწკაპუნებით.

Windows 7-ის კონფიგურირებისთვის Windows-ის

გარსში სულ ცოტა რამდენიმე წლიანი მუშაობის გამოც-

დილება უნდა გქონდეს.

დასკვნა

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეი-

ძლება დავასკვნათ:

1. Windows 7 არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მისი

ადრეული ვერსიები (Vista, XP da sxva), მისი ვიზუ-

ალური ეფექტები, ნამდვილად იზიდავს მომხმა-

რებელს. მისი სუსტი წერტილი დაცვის სისტემაა.

ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრმა მომხ-

მარებელმა უარი ვერ თქვა Windows XP-ზე და

Windwos 7-ის დიზაინი მოარგო XP-ს.

2. Mac OS ნაკლებად ჰგავს Windows, თუმცა Snow

Leopardზე გადასვლა, საინტერესო გამოცდილებად

უფრო გექცევათ, ვიდრე დამღლელ საქმიანობად,

რადგან მის გარემოში მუშაობა ძალიან სასიამო-

ვნოა, არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. რაც შეე-

ხება Windows 7-ის გრაფიკული სამომხმარებლო

ინტერფეისის Aero Effect-ს, შესაძლებელია, რომ

მსგავსი Mac OS-ისთვისაც შეიქმნას.

3. ხალხში გავრცელებულია არასწორი ინფორმა-

ცია, რომ პროფესიონალური და მნიშვნელოვანი

პროგრამები მხოლოდ Windows-ის გარემოსთვის

იქმნება და Mac OS არანაირი სერიოზული პროგ-

რამა არ გააჩნია. ეს მცდარია, მაგრამ სამწუხა-

როა, რომ ასეთი აზრია გავრცელებული. Mac OS

ყველა ის პროგრამა გააჩნია, რომელიც სჭირ-

დება HomeUser-ს და რომელიც აუცილებელია

OfficeUser-ისთვისაც.

4. ისიც საკმარისია ვთქვათ, რომ Mac OS X-ის შესა-

ხებ „ბესთ სელლერი“ წიგნების ავტორი დავიდ

პოგუე (David Pogue) თავის წიგნში – Mac OS X

Snow Leopard 300 ახალ ფუნქციას აღწერს, რომე-

ლიც ნახსენებ ოპერაციულ სისტემას დაემატა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Mark L. Chambers-Mac OS X Snow Leopard All-in-One

for Dummies Book

2. Andy Rathbone. Windows 7 for Dummies Book

3. David Pogue. Mac OS X Snow Leopard: The Missing

Manual Book

4. PC World №12 (December 2010) Magazine

Page 115: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

Business and Technology George Kuchava

113

Comparative analysis about technological

processes management of Windows 7 vs.

Mac OS X Snow Leopard

George KuchavaPh.D degree in Georgian Technical University

Teimuraz SturuaAssociate Professor at Georgian Technical University,

Professor at European Universi, Academician at Social Sciences Academy of Georgia

Key words: Operating Systems, Information Technologies, Windows, Apple, Microsoft, Steve Jobs, MAC.

The work introduce small description about instalation and system require-

ments of two operating systems: Windows 7 and Mac OS X Snow Leopard.

You can find the comparative analysis main options of that operating systems

and there is also final result.

Page 116: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 117: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

კრიტიკა და რეცენზიები

Criticism and Reviews

Page 118: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

გლობალიზაცია და ბიზნესი. #2 / 2016 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

116

ეკონომიკის დოქტორის, აღიარებული მკვლევა-

რის, პროფესორ გურამ ჯოლიას კალამს უამრავი

საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო

ნაშრომი ეკუთვნის, რომელთა შორისაა ინოვაციურ

მიდგომებზე დაწერილი მონოგრაფიები, სახელმძღვა-

ნელოები და სამეცნიერო პუბლიკაციები. სარეცენზიო

ნაშრომი „კრეატიული განვითარება: განათლება, ცოდ-

ნა, ქმედებაც“ სისტემურ ხასიათს ანიჭებს მეცნიერის

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გაწეულ შრომას.

ამასათან ერთად, პროფესორ გურამ ჯოლიას წინამდე-

ბარე მონოგრაფიას მკვეთრად გამოხატული თეორი-

ულ-მეთოდოლოგიური ხასიათი გააჩნია და საკვლევი

პრობლემისადმი ინოვაციურ-ლოგიკური მიდგომების

ერთიანობას ემყარება.

ნაშრომის შედგება ხუთი ნაწილისაგან, სადაც დეტა-

ლურადაა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხე-

ბი, როგორებიცაა: კრეატიული განვითარების თეორი-

ული ასპექტები; განათლება და ცოდნა – კრეატიული

განვითარების საფუძველი; ინოვაციურად არის განხი-

ლული პირველად ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში

ქალაქი, როგორც კრეატიული განვითარების მთავარი

მამოძრავებელი ძალა. მოყვანილია უცხოური გამოცდი-

ლება და მისი წარმატებული ქმედებების იმპლემენტაცია

საქართველოსათვის. მონოგრაფიის მეოთხე ნაწილი

ეთმობა ახალი იდეების წარმოშობისა და განვითარების

საკითხებს. ამავე თავში ავტორი აანალიზებს და ასა-

ბუთებს კრეატიულობის აუცილებლობას, მითებსა და

შეცდომებს კრეატიულობის შესახებ.

მონოგრაფიის მეხუთე ნაწილი „მერმისის ნათელი და

პირქუში გამოწვევები“ ეთმობა ისეთი მნიშვნელოვანი

საკითხების კვლევას როგორებიცაა: ხალხთა დასაქმება,

სოციალურ ეკონომიკური განვითარების გათანაბრება;

ტოტალური ვიდეო ზედამხედველობა; საბრძოლო-საყო-

ფაცხოვრებო რობოტები და დრონები, სხვა მნიშვნელო-

ვანი საკითხები.

როგორც მოცულობით, ასვე შინაარსობრივად

მონოგრაფია ინფორმაციატევადია, მისი მოცულობა აღე-

მატება 440 გვერდს და წარმოადგენს საკვლევ სფეროში

უახლეს მეცნიერულ მიღწევათა წარმატებული გადმო-

ცემის ავტორისეულ მცდელობას. ნაშრომის სტრუქტურა

თანმიმდევრულად ასახავს საკვლევი მასალის რიგითო-

ბას. აღნიშნული მონოგრაფიის გაცნობით ქართველი

მკითხველი პირველად გაეცნობა საზოგადოების კრეა-

ტიული განვითარების თეორიულ და მეთოდოლოგიურ

ასპექტებს, შემდეგ ყურადღებას გადაიტანს განათლე-

ბასა და ცოდნაზე, როგორც კრეატიული განვითარების

საფუძველზე. გაერკვევა ქალაქის, როგორც კრეატიული

განვითარების, მთავარ მამოძრავებელ ძალაში, შემდეგ

კი ახალი იდეების წარმოშობისა და განვითარების

მეთოდებში, დასკვნითი ნაწილის თემატიკის კრიტი-

კული გააზრებით შეძლებს გააცნობიეროს მომავლის

გლობალური პრობლემები და გამოწვევები.

ილია ჭავჭავაძე წერდა: „მეცნიერება ცხოვრებისა-

გან იბადება და ცხოვრებისათვის არსებობს. ცხოვრე-

ბის გამო ის წინ მიდის და მერე თავის რიგზე თვითონვე

წინ მიჰყავს ცხოვრება“. ალბათ ყველაზე მეტად ეს აზრი

მიესადაგება პროფესორ გურამ ჯოლიას მიერ წარმო-

დგენილ მონოგრაფიას. იგი მართლაც გამორჩეული

ნაშრომია თავისი მენიერული სიღრმით, საკითხთა

ფართო სპექტრის მომცველობით და ინოვაციური იდე-

ების სიმრავლით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ

იგი მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს მსგავსი პრო-

ბლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მასშტაბით

აღიარებულ მეცნიერულ გამოკვლევებს შორის.

(გ. ჯოლია „კრეატიული განვითარება: განათლება,

ცოდნა, ქმედება“. თბილისი, 2016, 445 გვ.)

საინტერესო და ინოვაციური

გამოკვლევა ბადრი გეჩბაიაეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გივი ბაქრაძებიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი

Page 119: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში
Page 120: თბილისი 2016 - eugb.ge · content 5 52 პოლიტიკური არითმეტიკა თანამედროვე საქართველოში

რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო –

პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“

ქართული ტექსტის კორექტორი: ნინო ჭანკვეტაძე

ინგლისური ტექსტის კორექტორი: ინგა ქონიაშვილი

გარეკანის დიზაინი: ლიზა ჯალაღონია

დიზაინი: გიორგი კევლიშვილი

თბილისი, 0141, დ. გურამიშვილის გამზ. № 76

ტელეფონი: (+995 32) 2 000 171;

(+995 599) 96 94 59

ფაქსი: (+995 032) 214 35 83;

ელ-ფოსტა: [email protected]

გამომცემლობა „დანი“

Refereed and Peer-Reviewed International Scientific-Practical Journal

Globalization & Business

Proof-reader of Georgian text: Nino Chankvetadze

Proof-reader of English text: Inga Koniashvili

Cover Design: Liza Jalaghonia

Design: Giorgi Kevlishvili

76 D. Guramishvili ave,Tbilisi, 0141, Georgia

Phone: (+995 32) 2 000 171;

(+995 599) 96 94 59

Fax: (+995 032) 214 35 83;

E-mail: [email protected]

„Dani“ LTD Publishing