ჯაჭვის ანალიზი კახეთის...

56
ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში თბილისი, 2016

Transcript of ჯაჭვის ანალიზი კახეთის...

Page 1: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი

კახეთის რეგიონში

თბილისი, 2016

Page 2: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 2

კვლევა განხორციელდა PMC კვლევითი ცენტრის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პროექტის „თანამედროვე კვლევითი

პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო

ინსტიტუტებში“ ფარგლებში. პროექტი დაფინასებულია ევროკავშირი

საქართველოსთვის ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების

ხელშეწყობა მიერ და ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა

ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამნეტის მიერ, კავკასიის

გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC

კვლევით ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის ბენეფიციარები არიან: ბათუმის

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის

სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის

სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კვლევის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირის, GIPA-სა და CENN-ის შეხედულებას.

Page 3: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 3

შინაარსი 1. შესავალი ................................................................................................................................................. 7

2. კვლევის მიზანი ..................................................................................................................................... 8

2.1 პროექტის ზოგადი მიზანი ............................................................................................................ 8

2.2 ატმის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის მიზანი ....................................................................... 8

3. კვლევის მეთოდოლოგია ..................................................................................................................... 9

3.3.1 პროდუქტის შერჩევა ................................................................................................................ 9

3.3.2 საოფისე სამუშაოები ................................................................................................................ 9

3.3.3 საველე სამუშაოები .................................................................................................................. 9

4. კვლევის შეზღუდვები ........................................................................................................................ 11

5. სექტორის მოკლე მიმოხილვა ........................................................................................................... 12

5.1 ატმის წარმოება მსოფლიოში ...................................................................................................... 12

5.2 ატმით ვაჭრობა მსოფლიოში ....................................................................................................... 14

6. კვლევის არეალი .................................................................................................................................. 15

6.1 კახეთის რეგიონი .......................................................................................................................... 15

6.1.1 ზოგადი დახასიათება ............................................................................................................ 15

6.1.2 კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობა ............................................................................ 16

7. საქართველოს ატმის სექტორის ანალიზი ...................................................................................... 18

7.1 საქართველოს ატმის მწარმოებელი რეგიონები ...................................................................... 18

7.2 ატმის სახეობები და ჯიშები........................................................................................................ 18

7.3 ატმის ექსპორტ-იმპორტი ............................................................................................................ 19

7.3.1 ატმის ექსპორტი საქართველოდან ...................................................................................... 19

7.3.2 ატმის იმპორტი საქართველოში .......................................................................................... 23

8. კვლევის შედეგები .............................................................................................................................. 27

8.1 ატმის წარმოება კახეთში .............................................................................................................. 27

8.1.1 ატმის მწარმოებელი ფერმერები ......................................................................................... 27

8.2 კახეთის ატმის ღირებულებათა ჯაჭვის აღწერა ...................................................................... 28

8.3 კახეთში ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ასახვა ....................................................................... 29

8.3.1 ატმის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეები კახეთში ................................ 31

8.4 ატმის ღირებულებათა ჯაჭვზე მოქმედი გარე ფაქტორები................................................... 35

Page 4: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 4

9. ხარჯებისა და ნამატების ანალიზი .................................................................................................. 38

9.1 მწარმოელთა დანახარჯები და შემოსავლები ..................................................................... 38

9.2 დამატებული ღირებულების ანალიზი ................................................................................. 40

10.1. ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ჰორიზონტალური კავშირები ................................. 42

10.2. ღირებულებათა ჯაჭვში ვერტიკალური კავშირები ............................................................. 43

11. ატმის სექტორის „SWOT“ ანალიზი კახეთში ............................................................................... 45

12. ატმის სექტორის პოტენციალი ....................................................................................................... 46

12.1 დასაქმების პერსპექტივები ....................................................................................................... 46

12.2 შემოსავლების გენერირება ........................................................................................................ 46

12.3 გარემოზე ზეგავლენა.................................................................................................................. 46

13. დისკუსია და რეკომენდაციები ...................................................................................................... 47

13.1 ატმის სექტორის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები ................................................... 47

13.1.1 წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები........................................................................ 47

13.1.2 დასაწყობება-გადამუშავების ხელის შემშლელი ფაქტორები ...................................... 47

13.1.3. გასაღების ხელის შემშლელი ფაქტორები ....................................................................... 48

13.2 რეკომენდაციები .......................................................................................................................... 48

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................ 50

დანართი ................................................................................................................................................... 51

Page 5: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 5

გრაფიკები გრაფიკი 1: ატმის მწარმოებელი რეგიონები მსოფლიოში (2013 წლის მონაცემები) .................. 12

გრაფიკი 2: ატმის წარმოების მოცულობა მსოფლიოში (2003-2013 წლებში) ................................ 13

გრაფიკი 3: ქვეყნები ატმის ყველაზე მაღალი მოსავლით 1 ჰექტარზე (2013 წელი) ................... 13

გრაფიკი 4: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი საქართველოდან, 2009-2016* წლებში

(ათასი აშშ დოლარი)............................................................................................................................... 19

გრაფიკი 5: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი საქართველოდან, 2009-2016* წლებში,

თვეების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) .......................................................................................... 21

გრაფიკი 6: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი საქართველოდან, 2009-2016* წლებში,

ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) ........................................................................................ 22

გრაფიკი 7: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი საქართველოდან, 2009-2016* წლებში,

სახეობების მიხედვით (ტონა) ............................................................................................................... 23

გრაფიკი 8: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი საქართველოში , 2009-2016* წლებში

(ათასი აშშ დოლარი)............................................................................................................................... 24

გრაფიკი 9: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი საქართველოში, 2009-2016* წლებში,

თვეების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) .......................................................................................... 25

გრაფიკი 10: ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი საქართველოში, 2009-2016* წლებში,

ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) ........................................................................................ 26

გრაფიკი 11: ატმის ფართობების გადანაწილება კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს

შორის (2016 წელი) .................................................................................................................................. 27

გრაფიკი 12: ატმის პლანტაციების განაწილება კახეთში, ფართობების მიხედვით .................... 32

გრაფიკი 13: ატმის მწარმოებელთა ფასები საქართველოში, 2006-2014 წლებში

(დოლარი/ტონა) ...................................................................................................................................... 38

გრაფიკი 14: ატმის მწარმოებელის ფასები საქართველოსა და მსოფლიოს ატმის ძირითად

მწარმოებელ ქვეყნებში, 2006-2014 წლებში (დოლარი/ტონა) ......................................................... 38

გრაფიკი A 1: ატმის წარმოების მოცულობა საქართველში, 2006-2015 წლებში (ათასი ტონა) ... 51

გრაფიკი A 2: ატმის (კახური ყვითელი) ჩასაბარებელი ანუ საბითუმო ფასი გურჯაანის

მუნიციპალიტეტში (ივლისი-აგვისტო, 2016) .................................................................................... 53

გრაფიკი A 3: ატმის (კახური ყვითელი) საშუალო ფასი საცალო ბაზარზე, რეგიონების

მიხედვით (ივლისი, 2016) ..................................................................................................................... 53

ცხრილები ცხრილი 1: ატმის ძირითადი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები 2015 წელს

(ღირებულების მიხედვით) ................................................................................................................... 14

ცხრილი 2: ერთწლიანი კულტურების წარმოების მდგომარეობა კახეთში, საქართველოს სხვა

რეგიონებთან შედარებით (2014 წლის მონაცემების მიხედვით) ................................................... 16

ცხრილი 3: შინაური ცხოველების პოპულაცია კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონებთან

შედარებით ( 2014 წლის მდგომარეობის მიხედვით) ....................................................................... 17

Page 6: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 6

ცხრილი 4: მრავალწლიანი კულტურების წარმოება კახეთში, საქართველოს სხვა

რეგიონებთან შედარებით (2014 წლის მონაცემების მიხედვით) ................................................... 17

ცხრილი 5: ატმის წარმოება საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2011-2015 წლებში (ტონა)

.................................................................................................................................................................... 18

ცხრილი 6: მარჟინალური მოგების შედარება ატმის ექსტენსიური და ინტენსიური ბაღების

შემთხვევაში ............................................................................................................................................. 39

ცხრილი 7: ჰორიზონტალური კავშირები ატმის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეთა შორის

.................................................................................................................................................................... 42

ცხრილი 8: ვერტიკალური კავშირები ატმის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეთა შორის .... 43

ცხრილი 9: კახეთის რეგიონის, ატმის სექტორის „SWOT” ანალიზი ............................................. 45

ცხრილი A 1: ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება სენსიტიური ანალიზის მეშვეობით

(ექსტენსიური ანუ კახეთში გავრცელებული უმეტესი ბაღებისთვის) ......................................... 51

ცხრილი A 2: ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება სენსიტიური ანალიზის მეშვეობით

(ინტენსიური ბაღებისთვის) .................................................................................................................. 52

ცხრილი A 3: ატმის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია ........................................................ 54

ცხრილი A 4: ატმის ბაღის გაშენების ინვესტიციის გაანგარიშება კახეთის რეგიონის

მაგალითზე ............................................................................................................................................... 55

დიაგრამები დიაგრამა 1: ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ასახვა (Grid Map) ....................................................... 29

დიაგრამა 2: ატმის სექტორის ძირითადი მოთამაშეები კახეთში .................................................. 35

დიაგრამა 3: დამატებული ღირებულება ჯაჭვში, როდესაც ატმის რეალიზაცია ხდება

ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებისთვის ........................................................................................... 41

დიაგრამა 4: დამატებული ღირებულება ჯაჭვში, როდესაც ატმის ექსპორტი ხორციელდება 41

რუკები რუკა 1: საქართველო და მისი რეგიონები .......................................................................................... 15

რუკა 2: კახეთი და მისი 8 მუნიციპალიტეტი .................................................................................... 16

Page 7: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 7

1. შესავალი

სოფლის მეურნეობის დარგს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობა რეგიონების განვითარებისთვის,

სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბევრი

რეგიონის შემთხვევაში, სწორედ სოფლის მეურნეობაა ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი.

ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს, კახეთის რეგიონში, ატმის ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზი, რაც გულისხმობს ამ სექტორის დეტალურად შესწავლას და განვითარების

სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრას.

კახეთის ნიადაგი და კლიმატური პირობები ხელსაყრელია ატმის წარმოებისათვის. სწორედ

ეს იყო მთავარი ფაქტორი გასულ საუკუნეში, როდესაც აქ ატმის ფართობების გაშენება

დაიწყეს. დღეს, კახეთი გვევლინება ატმის მთავარ მწარმოებელ რეგიონად, სადაც

მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა არის დასაქმებული და შესაბამისად, შემოსავლებსაც ამ

სექტორიდან იღებს.

ადგილობრივი მოხმარების გარდა, ატამი წარმოადგენს ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქტსაც,

რომელსაც ყოველ წლიუად შემოსავლები მოაქვს საქართველოს ეკონომიკისათვის.

მიუხედავად ამისა, დარგში არსებობს უამრავი გამოწვევა, რაც საჭიროებს კომპლექსურ

მიდგომებს ამ დარგის ღირებულებათა ჯაჭვის ყოველ რგოლში, იმისათვის რათა დარგი კიდევ

უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი დამატებული ღირებულება შექმნას ქვეყნის

ეკონომიკისათვის.

Page 8: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 8

2. კვლევის მიზანი

2.1 პროექტის ზოგადი მიზანი

პროექტის ზოგადი მიზანია, რომ რეგიონული უნივერსიტეტები გაძლიერდეს სოფლის

მეურნეობის მიმართულებით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც სანდო კვლევითი

პარტნიორი ორგანიზაციები, როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოსა და დონორი

ორგანიზაციებისთვის. უფრო კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავდა შერჩეულ

უნივერსიტეტებში ჩატარებულიყო ტრენინგების თეორიული კურსი, ხოლო თეორიის

პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, დაიგეგმა თითოეულ უნივერსიტეტში ცალ-ცალკე თითო

აგროსასურსათო პროდუქტზე ჩატარებულიყო ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა. ეს

უკანასკნელი საშუალებას აძლევდა პროექტში მონაწილე ბენეფიციარ უნივერსიტეტის

პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, რომ მიღებული თეორიული ცოდნა

გამოეყენებინათ რეალურ ცხოვრებაში და კიდევ უფრო განემტკიცებინათ თავიანთი ცოდნა იმ

საკითხებისადმი, რასაც თანამედროვე ეკონომიკური კვლევა გულისხმობს.

როგორც ტრენინგების დროს, ისე კვლევის ჩატარებისას, უნივერსიტეტის პროფესორ-

მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესებში, დაწყებული

მისი დაგეგმვიდან, დამთავრებული უშუალოდ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში. მათ

კავშირები დაამყარეს დარგის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან, რაც პროექტის ერთ-

ერთ მიზანს წარმოადგენდა. იმედი გვაქვს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალშიც

გაგრძელდება.

2.2 ატმის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია, კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-

სამეურნეო კულტურის - ატმის ღირებულებათა ჯაჭვის გაანალიზება, რათა განისაზღვროს,

თუ რა პოტენციალი გააჩნია ატმის წარმოება-გადამუშავების ინდუსტრიას საქართველოში,

განსაკუთრებით კი, კახეთის რეგიონში. კვლევის მიზანია, ასახოს ატმის ღირებულებათა

ჯაჭვი, ატმის წარმოებიდან მის საბოლოო მომხმარებლამდე, გამოკვეთოს დადებითი და

უარყოფითი მხარეები ატმის ღირებულებათა ჯაჭვში და მათზე დაყრდნობით შეიმუშავოს

დარგის განვითარების რეკომენდაციები.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კარგი გზამკვლევი იქნება ამ

დარგით დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და

მასში ჩართული მხარეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Page 9: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 9

3. კვლევის მეთოდოლოგია

3.3.1 პროდუქტის შერჩევა

უშუალოდ კვლევის დაწყებამდე, საინტერესო იყო საკვლევი სასოფლო-სამეურნეო

პროდუქტის შერჩევა. ამისათვის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის

უნივერსიტეტში,გაიმართა შეხვედრა კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობასთან

დაკავშირებული მხარეების მონაწილეობით. რამდენადაც, შერჩეულ პროდუქტზე

ჩატარებული კვლევა იქნებოდა პილოტური, რაც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის

პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის კვლევის თანამედროვე მიდგომების

შესწავლა-გაუმჯობესებას, პროდუქტის შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი გამოიკვეთა,

ესენია: დარგი უნდა ყოფილიყო ნაკლებად შესწავლილი, თუმცა რეგიონისათვის

მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე; კარგი იქნებოდა თუ პროდუქტი გაედინებოდა

ექსპორტზე ან ამის პოტენციალი გააჩნდა; ასევე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ იმპორტი

ჩანაცვლებულიყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. ამ კრიტერიუმებზე

დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ კახეთში ატმის წარმოების შესწავლა იყო მნიშვნელოვანი და

პრიორიტეტული, რამაც საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანა შეხვედრის დამსწრე

საზოგადოება, რომ ჩატარებულიყო ატმის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა.

3.3.2 საოფისე სამუშაოები

ეს კვლევა დაფუძნებულია საველე და საოფისე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების

ანალიზზე. კერძოდ, საოფისე სამუშაოებით მოხდა უკვე არსებული მონაცემების შეგროვება და

ანალიზი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სახის პუბლიკაციის შესწავლა-დამუშავებას, მათ

შორის სტატისტიკური პუბლიკაციებისას. შესწავლილ იქნა ატმის შესახებ არსებული

თანამედროვე ლიტერატურა, სტატია-ანგარიშები და სახელმწიფოს სტრატეგიული

დოკუმენტები.

3.3.3 საველე სამუშაოები

ივლისი-აგვისტოს თვეში, კახეთის რეგიონში ჩატარდა საველე სამუშაოები. თელავისა და

გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა თითო-თითო განხილვა ფოკუს-ჯგუფში, სადაც

ფერმერებმა ილაპარაკეს დარგის მიმდინარე მდგომარეობაზე, უპირატესობებსა და

გამოწვევებზე. თითოეულ ფოკუს-ჯგუფს ესწრებოდა 7-7 ფერმერი, რომლებიც შერჩეულ იქნენ

სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, როგორიცაა: ატმის პლანტაციის ზომა, პლანტაციის

ადგილმდებარეობა, გენდერი და სხვ.

ფოკუს-ჯგუფების გარდა, რეგიონში ჩატარდა ინტერვიუები , როგორც პირისპირ, ასევე

სატელეფონო, რომელიც მიმდინარეობდა წინასწარ შემუშავებული ნახევრად-

სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით.სულ ჯამში ჩატარდა 30-მდე ასეთი სახის

ინტერვიუ, რომლიდანაც 90% მოდიოდა პირისპირ ინტერვიუებზე, ხოლო 10% _

სატელეფონოზე.ინტერვიუები ჩატარდა ატმის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა

წარმომადგენელთან, რომლებიც არიან: შხამ-ქიმიკატების მიმწოდებელი, ფერმერი,

სამაცივრე-საწყობის ოპერატორი, გადამამუშავებელი, ექსპორტიორი, დაქირავებული

მუშახელი, ტრანსპორტიორი, ექსპერტი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სამსახურის

Page 10: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 10

წარმომადგენელი, საბაჟო გამშვები პუნქტის სპეციალისტი და სხვ. ამასთანავე მოეწყო

ადგილზე ვიზიტები, როგორც პლანტაციაში, ისე სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობებსა და

საბითუმო ბაზარში, სადაც გამოიკითხა მათი წარმომადგენლები.

საველე სამუშაოები ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებისა და იაკობ

გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ -

მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ.

ჩატარებული საველე და საოფისე სამუშაოების შედეგად, განხორციელდა მიღებული

ინფორმაციის დამუშავება-გაანალიზება და საბოლოო ანგარიშში შემდეგი საკითხების ასახვა:

ჩატარდა ატმის სექტორის ბაზრის კვლევა და შეფასდა დარგის მდგომარეობა

საქართველოსა და მსოფლიოში, როგორც წარმოების, ისე საერთაშორისო ვაჭრობის

კუთხით;

შეფასდა საქართველოს ატმის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე

შესაძლებლობები და საფრთხეები;

აისახა ატმის ღირებულება ჯაჭვის მთლიანი რგოლი, და მათი მონაწილეები;

იდენტიფიკაცია მოხდა რეგიონში არსებული სასაწყობო/სამაცივრე მეურნეობებისა;

აღიწერა ატმის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეების ერთმანეთთან ვერტიკალური

თუ ჰორიზონტალური ურთიერთობები;

შეფასდა დამატებული ღირებულებები ჯაჭვის თითოეულ რგოლზე;

ჩატარდა ეკონომიკური გაანგარიშებები ექსტენსიური და ინტენსიური ატმის ბაღების

შემთხვევაში;

გამოიკვეთა დარგის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორები და შემუშავდა

რეკომენდაციები.

Page 11: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 11

4. კვლევის შეზღუდვები

ისევე როგორც ზოგადად, ყველა კვლევას, ჩვენს კვლევასაც გააჩნია საკუთარი შეზღუდვები.

პირველ რიგში, მწირია არსებული ინფორმაცია ატმის დარგის შესახებ (მაგ: პლანტაციების

პროდუქტიულობა და გავრცელებული ჯიშები). კვლევისას ლიმიტირებული იყო დრო,

რადგან საველე სამუშაოების პერიოდი დაემთხვა ატმის მოსავლის აღების პერიოდს,

შესაბამისად, ფერმერები და ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეები ინტერვიუსთვის

დროში საკმაოდ შეზღუდულები იყვნენ (თუმცა ერთი მხრივ ეს პერიოდი დაგვეხმარა, რომ

უკეთ გაგვეგო ამ ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელოვანი დეტალები).

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კვლევა არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა, რათა აღიწეროს

და დოკუმენტად იქნეს წარმოდგენილი ატმის სექტორი საქართველოში. რეკომენდებულია

უფრო დეტალური კვლევის ჩატარება კონკრეტული საკითხისა თუ ღირებულებათა ჯაჭვის

კონკრეტული რგოლის უფრო ღრმად შესწავლისათვის.

Page 12: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 12

5. სექტორის მოკლე მიმოხილვა

5.1 ატმის წარმოება მსოფლიოში გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2013 წლის მონაცემებით,

მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს. მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ათეული კი ასე

გამოიყურება: ჩინეთი (12 მილიონი ტონა), იტალია (1,4 მილიონი ტონა), ესპანეთი (1,3

მილიონი ტონა), ამერიკის შეერთებული შტატები (1 მილიონი ტონა), საბერძნეთი (0,7

მილიონი ტონა), თურქეთი (0,6 მილიონი ტონა), ირანი (0,5 მილიონი ტონა), ჩილე (0,4

მილიონი ტონა), არგენტინა (0,3 მილიონი ტონა) და ეგვიპტე (0,3 მილიონი ტონა). ამავე წელს,

მსოფლიოს ატმის წარმოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 22 მილიონი ტონა.

რაც შეეხება მსოფლიოში ატმის მწარმოებელ რეგიონებს, მათი პროცენტული გადანაწილება

2013 წელს ასე გამოიყურებოდა (გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: ატმის მწარმოებელი რეგიონები მსოფლიოში (2013 წლის მონაცემები)

წყარო: FAOSTAT (მონაცემები მოცემულია 15 აგვისტოს მდგომარეობით)

მსოფლიოში ატმის წარმოების დინამიკა მზარდია, რომელიც კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ

გრაფიკზე (გრაფიკი 2).

აფრიკა

4%

ამერიკა

10%

აზია

67%

ევროპა

18%

ოკეანეთი

1%

Page 13: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 13

გრაფიკი 2: ატმის წარმოების მოცულობა მსოფლიოში (2003-2013 წლებში)

წყარო: FAOSTAT (მონაცემები მოცემულია 15 აგვისტოს მდგომარეობით)

მსოფლიოში ატმის წარმოების ზრდა განპირობებულია როგორც ატმის პლანტაციების

ზრდით, ისე საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდით. ქვემოთ მოცემულია ქვეყნები, სადაც ატმის

საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს.

გრაფიკი 3: ქვეყნები ატმის ყველაზე მაღალი მოსავლით 1 ჰექტარზე (2013 წელი)

წყარო: FAOSTAT (მონაცემები მოცემულია 15 აგვისტოს მდგომარეობით)

0.00

5.00

10.00

15.00

20.00

25.00

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013

მილ

იო

ნი ტ

ონა

წელი

40.3

26.424.2 23.2

21.3

10

20

30

40

50

ისრაელი ირანი თურქეთი საფრანგეთი აშშ

ტო

ნა/ჰ

ქვეყანა

Page 14: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 14

რაც შეეხება საშუალო მოსავლიანობას მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, იგი 2003-2013 წლებში

11,5 ტონიდან 15,5 ტონამდე გაიზარდა ერთ ჰექტარ ატმის პლანტაციაში.

5.2 ატმით ვაჭრობა მსოფლიოში ახალი ატმით ვაჭრობა ერთ-ერთი მიღებული ფორმაა მსოფლიოში. 2015 წელს მსოფლიოში

ახალი ატმით ვაჭრობამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (2,8 მილიონი ტონა ატამი).

ცხრილი 1: ატმის ძირითადი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები 2015 წელს

(ღირებულების მიხედვით)

ექსპორტიორი ქვეყნები იმპორტიორი ქვეყნები

ესპანეთი გერმანია

იტალია ბელარუსი

აშშ საფრანგეთი

ჩინეთი გაერთიანებული სამეფო

იორდანია რუსეთი წყარო: ITC – Trade Map

2015 წელს, ატმის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების წილად მოდიოდა ატმით მთლიანი

ვაჭრობის 70%. რაც შეეხება ახალი ატმის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, მათმა წილმა მთლიანი

ატმის იმპორტში 2015 წელს 43% შეადგინა.

Page 15: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 15

6. კვლევის არეალი

6.1 კახეთის რეგიონი

6.1.1 ზოგადი დახასიათება კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონია, რომლის მთლიანი ფართობი

შეადგენს 11,310 კმ2, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17,5%-ს მოიცავს. იგი საქართველოს

ყველაზე დიდი რეგიონია. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, კახეთის

მოსახლეობა შეადგენს 318,583 ადამიანს, რაც მთლიანი საქართველოს მოსახლეობის 9%-ია.

რაც შეეხება ეთნიკურ ჯგუფებს, კახეთის მოსახლეობის 85% ქართველები შეადგენენ, 10%-ს

აზერბაიჯანელი ქართველები, ხოლო 5% სხვა ეთნიკურ ჯგუფებს უკავიათ. რეგიონში

ურბანიზაციის დაბალი დონეა, რადგან მოსახლეობის 78% სოფლად ცხოვრობს.

რუკა 1: საქართველო და მისი რეგიონები

წყარო: ვიკიპედია

რეგიონი დიდად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე, რადგან მისი წილი მთლიან

გამოშვებაში 2014 წელს იყო 31%. ეკონომიკის სხვა დარგებიდან, რეგიონში აღსანიშნავია

მომსახურების სფერო (19%) და ინდუსტრია (13%).

საქართველოში მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%, ხოლო სახნავ-სათესი მიწების

35% მდებარეობს კახეთში. ერთ სამეწარმეო სუბიექტს საშუალოდ 3,6 ჰექტარი მიწის ფართობი

ეკუთვნის, რაც ყველაზე მაღალია საქართველოს რეგიონებს შორის. კახეთი ქვეყანაში

პირველია მარცვლეულის რაოდენობის წარმოებითა და წვრილფეხა საქონლის (ცხვარი და

თხა) რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ კახეთი ცნობილია მევენახეობით, არცაა გასაკვირი,

რადგან საქართველოში ვენახების დაახლოებით 70% თავმოყრილია კახეთის რეგიონში.

Page 16: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 16

რუკა 2: კახეთი და მისი 8 მუნიციპალიტეტი

წყარო: ვიკიპედია

6.1.2 კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობა რაც შეეხება კახეთში წარმოებულ ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, იგი

მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილებში.

ცხრილი 2: ერთწლიანი კულტურების წარმოების მდგომარეობა კახეთში საქართველოს სხვა

რეგიონებთან შედარებით (2014 წლის მონაცემების მიხედვით)

პროდუქტი ხორბალი ბაღჩეული ქერი სიმინდი ბოსტნეული

წარმოებული

პროდუქციის

მოცულობა

(ათასი ტონა)

25.9 66.3 6.4 75.0 46.0

საქართველოში წარმოებული მთლიანი მოცულობის % წილი

52% 77% 20% 22% 24%

მდგომარეობა რეგიონებს შორის

(#1) (#1) (#3) (#3) (#2)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2014 წლის მონაცემები)

Page 17: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 17

ცხრილი 3: შინაური ცხოველების პოპულაცია კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონებთან

შედარებით ( 2014 წლის მდგომარეობის მიხედვით)

მეცხოველეობა ცხვარი თხა ღორი შინაური ფრინველი

ფუტკრის ოჯახი

საქონელი

რაოდენობა 494.1 16.9 29.7 1263.3 55.1 119.5

საქართველოში არსებული მთლიანი პოპულაციის % წილი

57% 31% 15% 17% 14% 9%

მდგომარეობა რეგიონებს შორის

(#1) (#1) (#3) (#2) (#3) (#5)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2014 წლის მონაცემები)

ცხრილი 4: მრავალწლიანი კულტურების წარმოება კახეთში საქართველოს სხვა რეგიონებთან

შედარებით (2014 წლის მონაცემების მიხედვით)

პროდუქტი ატამი ყურძენი კაკალი (ნიგოზი)

ქლიავი ბალი

წარმოებული პროდუქციის

მოცულობა (ათასი ტონა)

18.4 171.3 1.2 0.9 0.3

საქართველოში წარმოებული მთლიანი მოცულობის % წილი

74% 76% 21% 8% 5%

მდგომარეობა რეგიონებს შორის (#1) (#1) (#2) (#4) (#4) წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2014 წლის მონაცემები)

Page 18: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 18

7. საქართველოს ატმის სექტორის ანალიზი

7.1 საქართველოს ატმის მწარმოებელი რეგიონები აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს და მათგან საქართველოს 47-ე

ადგილი ეკავა წარმოებული მოცულობის მიხედვით 2013 წელს (FAOSTAT).

საქართველოში ატმის წარმოება, ძირითადად, მცირე ფართობის ბაღებში ხორციელდება.

ატმის ბაღების უმეტესი ნაწილი კახეთსა და შიდა ქართლშია გაშენებული. სწორედ, ამ რეგიონებზე

მოდიოდა 2015 წელს, ატმის წარმოების დაახლოებით 90% (ცხრილი 2).

ცხრილი 5: ატმის წარმოება საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2011-2015 წლებში (ტონა)

რეგიონი/წელი 2011 2012 2013 2014 2015

იმერეთი 300 300 400 200 300

სამეგრელო და ზემო სვანეთი 200 400 500 400 500

შიდა ქართლი 4400 1100 4900 4800 4200

კახეთი 13700 4200 16700 18400 9900

ქვემო ქართლი 200 400 100 100 0

დანარჩენი რეგიონები 300 600 1100 900 300

7.2 ატმის სახეობები და ჯიშები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელ დარგთა სისტემაში მეხილეობას ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ხოლო მეხილეობის დარგის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი კულტურაა ატამი. საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები მეტად

ხელსაყრელია ატმის კულტურის სამრეწველო მიზნით განვითარებისათვის. იგი კარგად

ვითარდება ალუვიურ კარბონატულ, მსუბუქ ფხვიერ-ღორღიან ნიადაგებზე და კარგად

დრენირებულ თიხნარებზე. ვერ იტანს ზედმეტი მარილის შემცველ ნიადაგებს, ვერ ხარობს

მძიმე თიხნარებზე წყლის ცუდი გამტარობის გამო. ატამი ატმის საძირეზე ვერ იტანს ჭარბ

ტენიანობას. ტყემლის საძირეზე კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოს ნიადაგებზე. ნუშზე

ნამყენი ატამი ხარობს და ეგუება ძლიერ კარბონატულ, გაჯიან ნიადაგებს (ალექსიძე. გ., და

სხვები, 2016).

ატმის კულტურას საქართველოს მეხილეობაში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა,

რაზეც მიუთითებს ატმის სელექციური, ქართული ჯიშების მრავალფეროვნება, რომელიც

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აღარ ხდება.

საქართველოში გავრცელებული ატმის ჯიშები ძირითადად 3 ჯგუფად იყოფა: (1) ნამდვილი

ატმები (საპობი) - შებუსული ზედაპირით; (2) პავიები (სახრავი) - შებუსული ზედაპირით; (3)

ნექტარინები (ვაშლატამა) - შეუბუსავი ზედაპირით1. საქართველოში გავრცელებული ატმის

ჯიშებია:

1 http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/atami-atmis-baghis-gasheneba-da-ramodenime-jishi.html

Page 19: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 19

ქართული ატამი

გავაზური

კახური თეთრი

სკრის საადრეო

ხირსული

შაქარგულა

კახური ყვითელი

ხიდისთაური ვარდისფერი

ქონელა

ლოჟანიძე

და სხვ.

რაც შეეხება ნექტარინების სახეობებს, იგი საქართველოში მასიურად 1990-იანი წლებიდან

გავრცელდა და მას ფერმერები იტალიურ ვაშლატამას ეძახიან (ზუსტი სახელწოდების

დადგენა ვერ მოხერხდა).

7.3 ატმის ექსპორტ-იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში, ატმის ბაღების ფართობები და წარმოება მნიშვნელოვნად

გაიზარდა. გაზრდილია მისი საექსპორტო პოტენციალიც, ამის შესახებ ექსპორტის

პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული, რომელიც

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და გამოშვებული, 2015 წელს.

7.3.1 ატმის ექსპორტი საქართველოდან ამ ეტაპზე ატმის გადამამუშავებელი საწარმოების დეფიციტის გამო შეინიშნება პროდუქციის

სიჭარბე მოსავლის აღების პერიოდში, რაც განაპირობებს ატმის ექსპორტის

უალტერნატივობას.

ქვემოთ, გრაფიკ 4-ზე მოცემულია ახალი ატმის (ნექტარინების/ვაშლატამას ჩათვლით)

საექსპორტო მონაცემები წლების მიხედვით, 2009-2016 წწ., რომლიდანაც ჩანს, რომ 2013

წლიდან საგრძნობლად არის გაზრდილი ატმის ექსპორტი, რაც ძირითადად განპირობებულია

რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნით.

Page 20: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 20

გრაფიკი 4: საქართველოდან ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი 2009-2016* წლებში

(ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

გრაფიკი 5-ზე მოცემულია ატმის (ნექტარინების ჩათვლით) საექსპორტო მონაცემები თვეების

მიხედვით, რომლიდანაც ჩანს, რომ ატმის ექსპორტი ძირითადად, ივნისიდან სექტემბრამდე

გრძელდება (როდესაც ატმის მოსავლს იღებენ ხოლო ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობა

ივლისსა და აგვისტოში ხორციელდება. ეს აიხსნება შემნახავი სამაცივრე მეურნეობების

დეფიციტით, ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა აქტიურ სეზონზე მოწეული ატმის მოსავალი

შეინახოს და შედარებით არააქტიურ სეზონზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016*

ათასი აშშ დოლარი 598 186 133 627 1066 2520 1546 2127

ტონა 1512 204 323 1151 1746 3809 2797 4510

0

500

1000

1500

2000

2500

3000

3500

4000

4500

5000

წელი

Page 21: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 21

გრაფიკი 5: საქართველოდან ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი 2009-2016* წლებში,

თვეების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

გრაფიკი 6-ზე მოცემულია ინფორმაცია ატმის (ნექტარინების ჩათვლით), საექსპორტო

მონაცემები 2011-2016 წლებში, ქვეყნების მიხედვით, საიდანაც ჩანს, რომ ატმის ექსპორტი

ხორციელდება ძირითადად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. მოცემული ინფორმაციიდან ვხედავთ,

რომ 2011-2013 წლებში, ექსპორტი დინამიურად იზრდება: ყაზახეთში, ბელარუსში და

უკრაინაში, ხოლო 2014-2016 წლებში რუსეთის ბაზრის გახსნის (ემბარგოს მოხსნის) შედეგად,

ატმის ძირითადი რაოდენობა გადის რუსეთში.

ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი

2009 წელი 0 365 217 15

2010 წელი 0 82 103 0

2011 წელი 0 0 75 3

2012 წელი 43 498 85 1

2013 წელი 30 708 326 1

2014 წელი 106 1304 1015 90

2015 წელი 11 1292 240 3

2016 წელი (ივლისის თვის

ჩათვლით)645 1,478

Page 22: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 22

გრაფიკი 6: საქართველოდან ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი 2009-2016* წლებში,

ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

რაც შეეხება ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის თანაფარდობას, ვაშლატამას (ნექტარინი)

ექსპორტი 2011 წლიდან მოყოლებული მზარდია, მაშინ როდესაც ატმის ექსპორტის

მოცულობა ცვალებადი ტრენდით ხასიათდება. 2015 წლის საექსპორტო მონაცემებზე

დაყრდნობით, საქართველოდან 2100 ტონა ვაშლატამა (ნექტარინი) და 667 ტონა ატმის

ექსპორტი განხორციელდა (გრაფიკი 10).

0

500

1000

1500

2000

2500

2011 2012 2013 2014 2015 2016*

ათას

ი ა

შშ

დო

ლარ

აზერბაიჯანი ყაზახეთი ბელარუსია

უკრაინა სომხეთი რუსეთი

არაბ. გაერთ. ემირატები

Page 23: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 23

გრაფიკი 7: საქართველოდან ატმის (ნექტარინების ჩათვლით) ექსპორტი 2009-2016* წლებში,

სახეობების მიხედვით (ტონა)

წყარო: ITC (2016). *2016 წლის ივლისის ჩათვლით

7.3.2 ატმის იმპორტი საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ატამი საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება და

იგი ქვეყნის საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს, ქვეყანაში არსებული მოთხოვნილების

დაკმაყოფილება მთელი წლის განმავლობაში მაინც ვერ ხერხდება და ქვეყანაში ხორციელდება

ატმის იმპორტი მცირე რაოდენობით, თუმცა ისეთ დროს, როდესაც ატმის ფასი ბაზარზე

მაღალია.

გრაფიკი 7-ზე მოცემულია ატმის (ნექტარინების ჩათვლით) საიმპორტო მონაცემები 2009-2016

წლებში.რომლიდანაც ჩანს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ატმის იმპორტი გაზრდილია.

ქვეყანაში ატმის იმპორტის მაქსიმალური რაოდენობა აქამდე 2012 წელს დაფიქსირდა, რაც

სავარაუდოდ კლიმატური პირობების გავლენით უნდა აიხსნას, რადგან 2012 წელს კახეთში

სტიქიის შედეგად განადგურდა მოსავლის დიდი რაოდენობა.

0

500

1000

1500

2000

2500

3000

2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016*

ტო

ნა

ნექტარინი (ვაშლატამა) ატამი (ბუსუსიანი)

Page 24: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 24

გრაფიკი 8: საქართველოში ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი 2009-2016* წლებში

(ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

გრაფიკი 8-ზე მოცემულია ატმის (ნექტარინების ჩათვლით), საიმპორტო მონაცემები 2009-2016

წლებში, საიდანაც ვხედავთ, რომ საქართველოში ატმის იმპორტი ხორციელდება თითქმის

მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით, ატამი მაისი, ივნისი,

სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში შემოდის იმპორტზე.

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016*

ათასი აშშ დოლარი 26.3 31.8 50.3 123.6 67.3 113.0 100.2 132.1

ტონა 35 33 87 627 132 336 237 336

0

100

200

300

400

500

600

700

წელი

Page 25: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 25

გრაფიკი 9: საქართველოში ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი 2009-2016* წლებში

თვეების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

გრაფიკი 9-ზე მოცემულია ატმის (ნექტარინების ჩათვლით) საიმპორტო მონაცემები 2011-2015

წწ. ქვეყნების მიხედვით. რომლიდანაც ჩანს, რომ საქართველოში ატმის იმპორტი ძირითადად

ხორციელდება თურქეთიდან და სომხეთიდან, 2016 წელს კი უკვე საბერძნეთიდანაც.

იანვა

რი

თებე

რვალ

მარტ

აპრი

ლიმაისი

ივნის

ივლი

სი

აგვის

ტო

სექტე

მბერი

ოქტო

მბერი

ნოემბ

ერი

დეკემ

ბერი

2009 წელი - - 0.1 1 9 15 - - 2 - - -

2010 წელი - - 0.1 2 20 10 - - 0.2 0.1 - -

2011 წელი - 0.1 0.3 1 12 30 0.3 - 3 4 0.1 -

2012 წელი 0.1 0.3 4 9 21 22 - - 24 41 3 0.4

2013 წელი - 2 1 18 30 11 - - 1 3 - 1

2014 წელი 1 2 3 11 43 17 - 1 26 9 0.4 1

2015 წელი 0.1 1 3 8 26 46 0.2 1 5 9 - 1

2016 წელი* - 5 7 7 48 65 -

Page 26: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 26

გრაფიკი 10: საქართველოში ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი 2009-2016* წლებში,

ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი. *2016 წლის ივლისის ჩათვლით

4245

52

7073

94.9

8

68

4

27

15

00 0 0

10

0 00 0 0 04

30

0

11 116 8 7.2

0

10

20

30

40

50

60

70

80

90

100

2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი*

ათას

ი ა

შშ

დო

ლარ

თურქეთი სომხეთი ბულგარეთი საბერძნეთი ნიდერლანდები

Page 27: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 27

8. კვლევის შედეგები

8.1 ატმის წარმოება კახეთში

8.1.1 ატმის მწარმოებელი ფერმერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-

საკონსულტაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ოპერატიული მონაცემების მიხედვით,

კახეთის რეგიონში ფიქსირდება დაახლოებით 1000-მდე ატმის მწარმოებელი ფერმერი,

რომელთაც ატმის ბაღები 0,5 ჰექტარზე და მეტ ფართობზე აქვთ გაშენებული. ასეთი

ფერმერების ხელში, არსებული მთლიანი ფართობი შეადგენს 1800 ჰექტარ ატმის ბაღებს, რაც

საშუალოდ ერთ ფერმერზე 1,8 ჰექტარ ატმის ბაღს გულისხმობს. ერთი ფერმის ზომა კი 0,5

ჰექტრიდან 35 ჰექტრამდე მერყეობს.

კახეთის რეგიონში ატმის მწარმოებელი წამყვანი მუნიციპალიტეტებია გურჯაანი და თელავი,

რომელიც მთლიანი ფართობების 86% და 10%-ს ფლობენ შესაბამისად, სხვა

მუნიციპალიტეტებს კი უმნიშვნელო წილი უკავიათ.

გრაფიკი 11: ატმის ფართობების გადანაწილება კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის

(2016 წელი)

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი

8.1.1.1 გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რეგიონში ატმის მთავარი მწარმოებელია, რადგან მასზე მოდის

კახეთის მთლიანი ფართობების 86%. უშუალოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი, ერთი

გამოკვეთილი სოფელი ლიდერობს - ჩუმლაყი, სადაც იმავე მონაცემებზე დაყრდნობით

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ატმის ბაღების 55% მოდის (მთლიანად კახეთის ატმის

პლანტაციების თითქმის ნახევარი). ჩუმლაყის მცხოვრებ ოჯახთა უმრავლესობა სწორედ

ატმის წარმოებით არის დაკავებული.

გურჯაანი

86%

თელავი

10%

საგარეჯო

2%

ყვარელი

2%

სხვა

0%

Page 28: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 28

ამ მუნიციპალიტეტში ასევე გამოირჩევა შემდეგი სოფლები: ვაზისუბანი (9%), სოფელი და

ქალაქი გურჯაანი (9%), და ახაშენი (8%). გურჯაანის დანარჩენ სოფლებს კი აქ არსებული

ატმის ფართობების 11% ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ერთ ფერმერზე ყველაზე

დიდი ფართობებით ლიდერობს სოფელი და ქალაქი გურჯაანი (3,8 ჰა).

8.1.1.2 თელავის მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტზე მოდის კახეთის ატმის ფართობების 10% და მას მეორე ადგილი

უჭირავს რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ. თელავის მუნიციპალიტეტში

კი,ატმის მწარმოებელი გამორჩეული სოფლებია: ვანთა და აკურა, რომლებზეც ფართობების

შემდეგი წილი მოდის 45% და 24%, შესაბამისად.

სამწუხაროდ, გამოვლინდა, რომ რეგიონში არ არსებობს ხილის გადამამუშავებელი კომპანია,

რომელიც ატმისგან დაამზადებს წვენებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ. კახეთში ატმის გადამუშავება

საწარმოო დონეზე მთავრდება მხოლოდ მისი მცირე ხნით მაცივარში დასაწყობებით, რათა

საექსპორტოდ მოამზადონ, ხოლო რეგიონში რომ შეიქმნას დამატებული ღირებულების

პროდუქცია (ატმის კომპოტი, ჯერმი, მურაბა), ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. საოჯახო

პირობებში ამუშავებენ მცირე რაოდენობით ატამს გადამუშავება კომპოტების, მურაბებისა,

ჩირისა და სხვა სახით.

8.2 კახეთის ატმის ღირებულებათა ჯაჭვის აღწერა კახეთში წარმოებული ყველა ჯიშის ატმის მოსავალი (როგორც ატამი, ისე ვაშლატამა),

ძირითადად, იყოფა ორ ხარისხობრივ კატეგორიად - სტანდარტული და არასტანდარტული.

ამის განცალკევება ხდება სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, სადაც ძირითადად ქალები

მუშაობენ ატმის ხარისხობრივად გადარჩევაზე. პროცესი კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

მოკრეფილი ატამი მიდის ისეთ ადგილებში, სადაც თითოეული ატამი გადის გადარჩევის

ეტაპს და ხდება მათი ზემოთ აღნიშნულ ორ კატეგორიად დახარისხება.

არასტანდარტული ატამი

მთლიანი მოსავლიდან არასტანდარტული ატმის წილი წლიდან-წლამდე მერყეობს, რაც

ძირითადად, დამოკიდებულია ამინდსა და პლანტაციის მოვლაზე. 2015 წელს, ასეთი

არასტანდარტული ატმის წილი განისაზღვრა საშუალოდ 20%-ით. 2016 წელს კი, ჭარბმა

ნალექმა (მათ შორის სეტყვამაც) გამოიწვია არასტანდარტული ნაყოფის წილის 30%-მდე

გაზრდა. ასეთი ატმის ფასი წელს დაახლოებით 20 თეთრი იყო. თუმცა, როგორც კვლევამ

გვიჩვენა, არასტანდარტული ატმის დიდი ნაწილი იყრება/ნადგურდება, გარკვეული ნაწილი

წვენებისა და სპირტის მწარმოებელ კომპანიას მიაქვს, რომელიც სხვა რეგიონში ფლობს

საწარმოს (მიაქვს მხოლოდ ატამი, არა ვაშლატამა), ნაწილით ხდება არყისა და სპირტის

გამოხდა ოჯახებში, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყენება ღორების საკვებად. სამწუხაროდ,

მონაცემების სიმწირის გამო, შეუძლებელი იყო მათ შორის პროცენტული წილების გამოთვლა.

სტანდარტული ატამი

Page 29: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 29

სტანდარტული ხარისხის ატმის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო

ბაზრებზე. თუ ხილი საექსპორტოდ უნდა გაიგზავნოს, ხდება მისი გაცივება სამაცივრე

მეურნეობებში, დატვირთვა სპეციალურ მანქანა-კონტეინერებში (საშუალოდ 20 ტონა) და

ექსპორტზე გაგზავნა.

ზოგადად, ატმის მოსავლის უდიდესი ნაწილი მაინც ადგილობრივ ბაზარზე მოდის, სადაც მას

მოიხმარენ როგორც ხილს, ან ამუშავებენ, ძირითადად ოჯახურ პირობებში, იქნება ეს: წვენი,

მურაბა, ჩირი თუ კომპოტი.

8.3 კახეთში ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ასახვა ქვემოთ მოცემულია ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ასახვა, რომელიც შედგება შიდა და გარე

ფაქტორებისაგან. ორივე მათგანი, ისევე როგორც მთლიანი ჯაჭვის ასახვა, დეტალურად არის

განხილული ქვემოთ.

Page 30: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 30

დიაგრამა 1: ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ასახვა (Grid Map)

Page 31: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 31

8.3.1 ატმის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეები კახეთში ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ძირითადი მონაწილეები შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს:

აგროსაშუალებების მომწოდებლები

ატმის მოსაყვანად საჭიროა: ნერგები, შხამ-ქიმიკატები, საირიგაციო არხები და წყალი, და

შესაბამისი მიწის ნაკვეთი.

ნერგები. სამწუხაროდ ნერგების წარმოება საკმაოდ პრობლემურია რეგიონში, რადგან არ

არსებობს სერტიფიცირებული სანერგე და ნერგების კუსტარულ პირობებში გამოჰყავთ. მისი

ფასი ერთ ერთეულზე, 1,5 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს. ფერმერების უმეტესობა აღნიშნავს,

რომ უმჯობესია, ინტენსიური ბაღებისთვის, ნერგის საზღვარგარეთიდან შემოტანა.

შხამ-ქიმიკატები. დღეს, უკვე შხამ-ქიმიკატების საკმაოდ ბევრი შემომტანია რეგიონში. თუმცა

თვითონ პრეპარატების ხარისხი და ფასი ერთმანეთთან, ხშირ შემთხვევაში, შეუსაბამოა. ერთი

მხრივ, ფერმერები ცდილობენ, რომ იაფიანი პრეპარატებით შეწამლონ მცენარე, რაც რაც

ნაყოფზეც ახდენს გავლენას და შესაძლოა ხარჯი არაეკონომიური იყოს, რადგან მოსავლიანობა

არის დაბალი და უხარისხო (არასტანდარტული) ატმის წილი საკმაოდ მაღალია მთლიან

მოსავალში.

საირიგაციო სისტემა. კახეთის იმ ნაწილში სადაც ატმის ძირითადი ბაღებია გაშენებული

(გურჯაანისა და თელავის რაიონები), მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სარწყავი

სისტემის მთავარი არხი გაწმენდილია და წყალი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია იმ

ბაღებისთვის, რომლებიც არხის ახლოს მდებარეობს. ფერმერების გარკვეულ ნაწილს

საკუთარი სარწყავი ჭები აქვთ გაკეთებული, განსაკუთრებით ვისაც ინტენსიური ბაღები აქვს.

მიწა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახეთი საქართველოში მოწინავეა მიწის ფართობების

კუთხით. ასევე, ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით, კახეთს ყველაზე დიდი მიწები აქვს. ეს

დადებითად აისახება ატმის ბაღების გაშენებაზე, რამდენადაც იგი მოითხოვს საკმაოდ დიდ

ტერიტორიას. თუმცა პრობლემად მაინც რჩება მიწის დანაწევრება და მცირე ზომის მიწის

ნაკვეთები, განსაკუთრებით ატმის მწარმოებელ მუნიციპალიტეტებში. ასევე, პრობლემას

წარმოადგენს დაურეგისტრირებელი მიწები და ზოგადად, მიწის ბაზრის განუვითარებლობა.

ფერმერები

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული

წარმომადგენლობის მიერ შეგროვებული ოპერატიული მონაცემების მიხედვით, რეგიონში

1000-მდე ატმის მწარმოებელი ფერმერია, რომელთაც საკუთარი ატმის ბაღები გაშენებული

აქვთ არანაკლებ 0,5 ჰექტარი მიწაზე. მთლიანად პლანტაციების რაოდენობა შეადგენს 1800

ჰექტარს, რაც საშუალო პლანტაციის ფართობზე გადაანგარიშებით გამოდის 1,8 ჰექტარი.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ერთ ფერმერს ხშირ შემთხვევაში ეს პლანტაცია 2 და 3

სხვადასხვა ნაკვეთზე აქვს, რაც რაღა თქმა უნდა, ართულებს პლანტაციების მოვლა-

პატრონობას და ზრდის ხარჯებს.

Page 32: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 32

თუ ფერმერებს პლანტაციების ზომის მიხედვით დავყოფთ 3 კატეგორიად: მცირე ზომის (0,5 –

1,5 ჰა), საშუალო ზომის (1,5 – 5 ჰა) და მსხვილი ფერმერები (5 ჰა და ზემოთ), დავინახავთ რომ

ფერმების უმეტესობა წვრილი ფერმების კატეგორიაში გადის (გრაფიკი 12).

გრაფიკი 12: ატმის პლანტაციების განაწილება კახეთში ფართობების მიხედვით

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის საინფორმაციო-საკუნსულტაციო სამსახური

(2016)

აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ფერმერების (67%) ხელშია მთლიანი პლანტაციების

ფართობის 44%, ხოლო საშუალო ფერმერებს (31%) ეკუთვნით 41%, მსხვილ ფერმერებს (2%) კი

_ 15%.

სამუშაო ძალა

კახეთში და ზოგადად, მთელს საქართველოში, ატამს ხელით კრეფენ. ასევე შრომატევადია

ატმის გადარჩევა-დახარისხების პროცესი, რაც იწვევს სამუშაო ძალის მაღალ ჩართულობას

მოსავლის აღების პერიოდში. გარდა ამისა, ატმის ხის მოვლა ბევრი სახის აგროსამუშაოების

ჩატარებას მოითხოვს, რაც ასევე დიდად არის დამოკიდებული სამუშაო ძალაზე (მაგ:

გასხვლა). კვლევამ გვიჩვენა, რომ მართალია მოსავლის აღების სეზონზე სამუშაო ძალაზე

მაღალი მოთხოვნა არსებობს, თუმცა დეფიციტი მაინც ნაკლებად იქმნება, რადგან შედარებით

შორი, ატმის არამწარმოებელი სოფლებიდან ხდება სამუშაო ჯგუფების მობილიზება.

საშუალო დღიური ხელფასი ერთ მუშაზე მერყეობს 20-დან 30 ლარამდე.

რაც შეეხება მაღალკვალიფიციურ მუშახელს, როგორიც საჭიროა გასხვლის, შეწამვლისა და

სხვა აგრო-სამუშაოების ჩატარების დროს, მაინც პრობლემად რჩება რეგიონში.

სამაცივრე მეურნეობები

67.1%

30.5%

2.4%

მცირე ზომის ფერმერები (0.5-1.5 ჰა)

საშუალო ზომის ფერმერების (1.5-5 ჰა)

მსხვილი ფერმერები (5-35 ჰა)

Page 33: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 33

რეგიონში, დღეს უკვე არსებობს სამი თანამედროვე ტიპის სამაცივრე მეურნეობა. ისინი

ძირითადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდა, რომლებიც ნაწილობრივ

დაფინანსებულია სახელმწიფოს შეღავათიანი კრედიტით („აწარმოე საქართველოში“) ან

დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით (USAID/REAP).

სამივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:

ჩუმლაყი, ახაშენი და ველისციხე (ეს უკანასკნელი სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა) და

ატმის მოსავლის აღების პერიოდში ემსახურებიან ატმის ექსპორტს, ხოლო სხვა დროს

მუშაობენ სხვა ხილის დასაწყობებაზე (მაგ: სუფრის ყურძენი, ხურმა). სამივე სამაცივრე

მეურნეობის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1000 ტონას ერთ ჯერზე (სრული

დატვირთვით). როგორც კვლევისას გამოიკვეთა, სამაცივრე მეურნეობებს სრული

დატვირთვით მუშაობა უჭირთ, რაც ერთი მხრივ არასწორად დაგეგმილი მიწოდების ჯაჭვითა

და მეორე მხრივ ავტომატიზაციის დაბალი დონით არის გამოწვეული (განსაკუთრებით ერთ

სამაცივრეში, სადაც დამხარისხებელი ხაზი არ აქვთ). ატმის საექსპორტოდ გაგზავნისათვის

საჭიროა, რომ ატმის გულამდე გაგრილება მოხდეს გარკვეულ ტემპერატურაზე, რასაც

დაახლოებით დღედღე-ნახევარი სჭირდება.

თანამედროვე სამაცივრე მეურნეობების გარდა, რეგიონში არსებობს კუსტარულად

მოწყობილი მაცივრები, რომელთა ტევადობა არ აღემატება 10-15 ტონას ერთი ერთეულის

შემთხვევაში და გაციების ხარისხიც არ შეესაბამება სტანდარტებს, თუმცა შედარებით მცირე

მანძილზე არსებულ საექსპორტო თუ შიდა ბაზრებისთვის ხშირად გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა მიჩნეულია დარგის

განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად.

ექსპორტიორები

როგორც აღმოჩნდა, ორი სახის ექსპორტიორები არსებობენ. პირველი, რომელიც შედარებით

მოკლე მანძილზე აკეთებენ ექსპორტს, ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ სამაცივრე მეურნეობებს.

ისინი ატმის გადარჩევისა და ყუთებში ჩალაგების შემდგომ პირდაპირ მაცივარ-მანქანებში

ტვირთავენ და მიაქვთ საზღვარგარეთ. მეორე, ვინც შედარებით გრძელ მანძილზე მიაქვს

ატამი (ან მოკლე მანძილზე მიაქვს, მაგრამ ურჩევნია რომ უფრო დაზღვეული იყოს

გაფუჭებისაგან), იყენებენ სამაცივრე მეურნეობებს (როგორც თანამედროვე, ასევე

კუსტარულს).

უკვე მეორე წელია, გურჯაანში ატმის აღების სეზონზე გახსნილია „ერთი ფანჯრის

პრინციპით“ მოქმედი ოფისი, სადაც ექსპორტიორს შეუძლია საექსპორტო დოკუმენტაციის

(იხილეთ დანართში ცხრილი A3) მომზადება დაახლოებით 1 საათში, და ერთ კონტეინერზე

ეს ყველაფერი მხოლოდ 25 ლარი ჯდება (იხდის მხოლოდ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატში,

დანარჩენი უფასოა). ამ ოფისის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს, კახეთში სულ 20-მდე

ექსპორტიორი იყო რეგისტრირებული.

Page 34: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 34

საინტერესოა, რომ თვითონ სამაცივრე მეურნეობის მფლობელების უმეტესობა იყენებს

შუამავალს, ანუ ექსპორტიორს რათა ექსპორტზე გაიტანოს ატამი. რამდენიმე სამაცივრე

მეურნეობამ გაწყვიტა კონტრაქტი და ამბობს, რომ ურჩევნია ექსპორტიორის საშუალებით

გაყიდოს ატამი, ვიდრე თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა მის ტრანსპორტირებასა და

გასაღებაზე.

ტრანსპორტირება

სატრანსპორტო კომპანიები, მაცივარ-გადამზიდებით მოსავლის აღების პერიოდში მუშაობენ

ატმის გადაზიდვებზე. ერთი მზიდის ტევადობა არის დაახლოებით 20 ტონა, რომელიც არის

26 პალეტად შელაგებული, თითო 700-800 კგ. ექსპორტის უდიდესი ნაწილი გადის

ტრაილერებით, ხოლო ატამი უკრაინაში ექსპორტზე გააქვთ ფოთიდან ან ბათუმიდან შავ

ზღვაში მოძრავი ბორნის მეშვეობით.

გადამუშავება / საკონსერვო წარმოება

სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში არ არის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ატმისგან

დაამზადებდა წვენებს, ჯემებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ.

კახეთში, ატამს ერთადერთი გადამამუშავებელი კომპანია „კულა“ ყიდულობს, რომელსაც

საწარმო შიდა ქართლში აქვს და ატამი კახეთიდან მიაქვს მოსავლის აღების დროს (ფასი წელს

იყო 20 თეთრი/კგ). წვენების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო, „კულა“ ვერ

ახორციელებს დიდი რაოდენობით ატმის შესყიდვას. 2016 წელს მცირე რაოდენობით

არასტანდარტული ატამი შეისყიდა სპირტის ქარხანამ, რომელსაც საწარმო შიდა ქართლში

აქვს.

ასევე უნდა აღინიშნოს, , რომ ვაშლატამას ჯიშის შესყიდვას არ ახორციელებენ

გადამამუშავებლები, რადგან მასში შაქრის შემცველობა დაბალია და წვენების

დასამზადებლად მთლად კარგი არ არის. არადა კახეთის სოფლის მეურნეობის

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ცნობით, კახეთში ატმის პლანტაციების

უდიდესი ნაწილი სწორედ ვაშლატამას წარმოებაზე მოდის.

თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ ატმის წარმოების დიდი ნაწილი უბრალოდ

ნადგურდება, რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს არსებობა, ნაწილობრივ

მოაგვარებდა ამ პრობლემას.

საკონსერვო საწარმოს გარდა, კახეთში, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში,

გავრცელებულია ატმის კომპოტისა და მურაბა-ჯემის დამზადება საოჯახო პირობებში,

რომელზეც ატმის შიდა მოხმარების საკმაოდ სოლიდური წილი მოდის.

Page 35: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 35

დიაგრამა 2: ატმის სექტორის ძირითადი მოთამაშეები კახეთში

8.4 ატმის ღირებულებათა ჯაჭვზე მოქმედი გარე ფაქტორები ატმის ღირებულებათა ჯაჭვში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარე

ფაქტორებზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ან

მომავალში მოახდენენ ატმის ღირებულებათა ჯაჭვზე.

სახელმწიფო უწყებები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები

წარმოადგენენ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს

რეგიონში. ისინი, 4-5 შტატიანი გუნდით, წარმოდგენილნი არიან თითოეულ

მუნიციპალიტეტში და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა თუ დონორი ორგანიზაციის მიერ

ინიცირებული ნებისმიერი პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში.

გარდა ამისა, ისინი აგროვებენ ინფორმაციას ატმის პლანტაციების, მოსალოდნელი მოსავლისა

და ა.შ. შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებიდან უშუალოდ ატმის

სექტორს ეხება „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“

და „აგროდაზღვევა“, რომელთაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ახორციელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

სახელმწიფო უწყებებიდან ასევე აღსანიშნავია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და

შემოსავლების სამსახურის ერთობლივი მუშაობა ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

გურჯაანის სურსათის ეროვნული სამსახურის ოფისში მზადდება საექსპორტო დოკუმენტაცია

Page 36: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 36

„ერთი ფანჯრის პრინციპის“ მეშვეობით, რაც საკმაოდ დადებითად არის შეფასებული

ექსპორტიორების მიერ.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები

კახეთის რეგიონში, წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია

მუშაობდა. ამჟამადაც რამდენიმე ორგანიზაცია აგრძელებს თავის საქმიანობას სოფლის

მეურნეობის სფეროში. ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, ეხმარებიან ფერმერებს მანქანა-

დანადგარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში. ატმის მიმართულებით

აღსანიშნავია სამაცივრე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც USAID REAP-ის

პროექტის ფარგლებში ახორციელებს. ამ პროექტის მხარდაჭერით განვითარდა რეგიონში

არსებული სამაცივრე მეურნეობები.

ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო

კომპანიები)

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მრავლად არის ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილი,

კრედიტზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ფერმერების შემთხვევაში, ხშირად განიხილება

როგორც მათი საქმიანობისთვის ერთ-ერთი ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად. ამ

კუთხით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დანერგილი

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა მიჩნეულია როგორც კრედიტის ერთ-ერთი იაფი

წყარო, რომელსაც ბევრი ფერმერი მიმართავს. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს პროგრამა

მსხვილი მეურნეობებისათვის, ხოლო მცირე მეურნეობებს უჭირთ სესხის მიღება, ვინაიდან

ხშირ შემთხვევაში, მათ მოეთხოვებათ სესხის ქონებრივი უზრუნველყოფა, რომელსაც ბანკები

ითხოვენ. ამიტომაც მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონში.

რაც შეეხება აგროდაზღვევას, ამ მიმართულებით, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად,

რამდენიმე წელია რაც დაიწყო მოსავლის დაზღვევა და ახორციელებს სადაზღვევო პრემიუმის

სუბსიდირებას, რათა ფერმერებმა მოახერხონ რისკების შემცირება. მნიშვნელოვანია, რომ

რეგიონში გაგრძელდეს და განვითარდეს აგროდაზღვევა.

სექტორული ასოციაციები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ მრავლად არის ფერმერული ასოციაციები

წარმოდგენილი, ატმის მიმართულებით აქტუალური არც ერთი არ გახლავთ. ატმის

მწარმოებელი ფერმერებიც არ იჩენენ დიდად ინტერესს, რომ გაერთიანდნენ ფერმერულ

ასოციაციებში, ან თვითონ დააფუძნონ ატმის მწარმებელთა ასოციაცია.

საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ცენტრები

რეგიონში არის უნივერსიტეტი და ასევე კოლეჯები. იაკობ გოგებაშვილის სახელობის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და აგრარული

მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ უნივერსიტეტადაც ითვლება. თუმცა,

Page 37: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 37

გასაძლიერებელია ატმისა და ზოგადად, მეხილეობის მიმართულება. ასევე გასაძლიერებელია

ამ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრი.

კოლეჯი „აისი“, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში და აქვს

ფილიალები რეგიონის მასშტაბით, ქვეყანაში ითვლება აგრარული მიმართულებით, ერთ-ერთ

საუკეთესო კოლეჯად. მიუხედავად ამისა, ატმის სექტორზე (მის მოყვანა, შენახვა,

გადამუშავებაზე) აქცენტი ნაკლებად არის გაკეთებული, რაც ხელს უშლის რეგიონში, ამ

დარგის კიდევ უფრო განვითარებასა და თანამედროვე ცოდნის დანერგვას.

საერთაშორისო სავაჭრო გარემო

საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. მას აქვს შეღავათიანი

სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ, ნორვეგიასთან,

შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. 2016 წელს ასევე გაღრმავდა სავაჭრო

ურთიერთობები ჩინეთთან.

მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი ატმის წარმოების შემთხვევაში,

საქართველოს შეუძლია განახოციელოს ატმის ექსპორტი ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში დაბალი

ტარიფებით ან საერთოდაც უტარიფოდ. თუმცა უკეთესი იქნება, თუ ადგილზე

გადამუშავდება ატამი და უკვე ასეთი საბოლოო პროდუქტის სახით მიეწოდება უცხოურ

ბაზრებს. ასევე, მოსალოდნელია კონკურენციის ზრდა ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე,

ვინაიდან სავაჭრო შეთანხმებები ორმხრივ შეღავათებს გულისხმობს.

სერტიფიკატის გამცემი ორგანოები

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ექსპორტზე გასატანი საქონლის საბაჟო გაფორმებას

ახორციელებენ საბაჟო ორგანოები. ექსპორტის განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტს ეს

ყველაფერი შეუძლია უკვე გურჯაანში არსებულ ოფისში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“

განახორციელოს. რაც შეეხება ფერმერსა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის

საწარმოებში მაღალი სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემას, ამ

კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

Page 38: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 38

9. ხარჯებისა და ნამატების ანალიზი

9.1 მწარმოელთა დანახარჯები და შემოსავლები ატმის მწარმოებელთა დანახარჯები და შემოსავლები დამოკიდებულია ატმის მოყვანის

მეთოდზე. საბოლოო მოგება მნიშვენლოვნად განისაზღვება იმით, თუ რა მეთოდს იყენებს

ფერმერი: ექსტენსიურს (ძველი, მამა-პაპური მეთოდებით) თუ ინტენსიურს (თანამედროვე

მეთოდებით);

ფერმერის ძირითადი დანახარჯები მოდის ატმის პლანტაციის მოვლაზე (გასხვლა,

შხამქიმიკატების შეძენა-შესხურება), ასევე სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები

განსაკუთრებით მოსავლის აღებისას.

შემოსავალი კი განისაზღვრება ატმის მოსავლიანობითა (მათ შორის, ხარისხიანი მოსავლით)

და ფასით. ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში, საშუალო მოსავლიანობა არის 20 ტ/ჰა, ხოლო

ინტენსიური ბაღების შემთხვევაში - 40 ტ/ჰა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში 50 ტ/ჰა და მეტის

მოყვანაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ფასებს, მწარმოებელთა ე.წ. „ფერმის ჭირკართან” არსებული ფასების დინამიკა

ქვემოთაა მოცემული (გრაფიკი 13).

გრაფიკი 13: ატმის მწარმოებელთა ფასები საქართველოში, 2006-2014 წლებში (დოლარი/ტონა)

წყარო: FAOSTAT

საინტერესოა, რომ ქართველი მწარმოებლების ფასები საკმაოდ დაბალია წამყვანი ქვეყნების

მწარმოებელის ფასებთან შედარებით (გრაფიკი 14), რაც ქვეყანაში ამ დარგის კონკურენტულ

უპირატესობად უნდა ჩაითვალოს.

395 398376

263

456472

274

182

331

100

150

200

250

300

350

400

450

500

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014

დო

ლარ

ი /

ტო

ნა

წელი

Page 39: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 39

გრაფიკი 14: ატმის მწარმოებელის ფასები საქართველოსა და მსოფლიოს ატმის ძირითად

მწარმოებელ ქვეყნებში, 2006-2014 წლებში (დოლარი/ტონა)

წყარო: ავტორების გაანგარიშებები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAOSTAT)

მონაცემების საფუძველზე.

ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ატმის მოყვანის შედეგად მიღებული

საშუალო წლიური შემოსავალი ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში შეადგენს 10’000 ლარი/ჰა,

საშუალო დანახარჯი კი 5’000-6’000 ლარი/ჰა, ხოლო საშუალო მოგება 4’000-5’000 ლარი/ჰა. რაც

შეეხება ინტენსიური ბაღების შემოსავლებსა და დანახარჯებს, იგი შემდეგნაირად

გამოიყურება: საშუალო წლიური შემოსავალი 24’000 ლარი, საშუალო წლიური დანახარჯი

11’000 – 12’000 ლარი და შესაბამისად მოგება 12’000 – 13’000 ლარი.

ქვემოთ, ცხრილ 6-ში მოყვანილია გაანგარიშებების ერთ-ერთი ვარიანტი გარკვეული

მოსავლიანობისა და ფასების დაშვებით ატმის ექსტენსიური და ინტენსიური მეთოდებით

მოყვანის შემთხვევაში. დეტალური გაანგარიშებები სენსიტიური ანალიზის საშუალებით

შეგიძლიათ იხილოთ დანართში (ცხრილი A1 და A2).

ცხრილი 6: მარჟინალური მოგების შედარება ატმის ექსტენსიური და ინტენსიური ბაღების

შემთხვევაში

# ინდიკატორები ექსტენსიური

(ჩვეულებრივი მეთოდი)

ინტენსიური

(თანამედროვე მეთოდი)

0

200

400

600

800

1000

1200

1400

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014

დო

ლარ

ი /

ტო

ნა

საქართველო ჩინეთი საბერძნეთი

ესპანეთი აშშ თურქეთი

Page 40: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 40

1 მთლიანი ხარჯი (ლარი) 5’255 11’282

2 მოსავალი (კგ/ჰა) 20’000 40’000

3 საშუალო გასაყიდი ფასი

(ლარი/კგ)

0.50 0.60

4 შემოსავლები (ლარი) 10’000 24’000

5 მოგება (ლარი) 4’745 12’718

6 თვითღირებულება (ლარი/კგ) 0.26 0.28

7 მოგების მარჟა (ლარი/კგ) 0.24 0.32

8 მოგების მარჟა (%) 47% 53%

9 ნულოვანი მოგების წერტილი

(კგ/ჰა)

7’700 14’100

წყარო: ავტორების გაანგარიშება ინტერვიუებიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით. ასევე

გამოყენებულია შ. გონგლაძის ეკონომიკური გაანგარიშებები.

შენიშვნა: შ. გონგლაძის დეტალური ეკონომიკური გაანგარიშებები მოცემულია დანართის ცხრილ A4-

ში.

აღსანიშნავია, რომ ინტენსიური ბაღების გაშენებისას, საწყისი საინვესტიციო ხარჯები

შედარებით ძვირი ჯდება, ექსტენსიური ბაღების გაშენებასთან შედარებით. თუმცა, როგორც

ზემოთ მოცემულმა გაანგარიშებებმა გვაჩვენა, ინტენსიური მეთოდი უფრო მომგებიანია

ფერმერისათვის, რამდენადაც უფრო მეტ და უკეთესი ხარისხის პროდუქციას იძლევა, რაც

საბოლოოდ უფრო მეტ შემოსავლებს ნიშნავს.

9.2 დამატებული ღირებულების ანალიზი დამატებული ღირებულება ჯაჭვის თითოეულ რგოლზე წარმოადგენს, ჯაჭვის სხვადასხვა

რგოლს შორის ფასების სხვაობას. ქვემოთ მოცემული დიაგრამები (დიაგრამა 3 და 4), რომელიც

აფასებს ატმის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლებს შორის როგორ ნაწილდება

დამატებული ღირებულება. მოცემულია ორი შემთხვევა: (1) როდესაც ატამი მიეწოდება

ადგილობრივ ბაზარს და (2) როდესაც ატამი გადის ექსპორტზე.

Page 41: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 41

დიაგრამა 3: დამატებული ღირებულება ჯაჭვში როდესაც ატმის რეალიზაცია ხდება

ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებისთვის

წყარო: ავტორების გაანგარიშება

დიაგრამა 4: დამატებული ღირებულება ჯაჭვში როდესაც ატმის ექსპორტი ხორციელდება

წყარო: ავტორების გაანგარიშება

როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, ექსპორტზე მთლიანი მოსავლის დაახლოებით 15-20% გადის

ყოველწლიურად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე შედარებით მაღალი ხარისხის, ეგრეთ

წოდებული „სტანდარტული“ ხარისხის ატამი (ვაშლატამას ჩათვლით) გაედინება. ასეთი

ხარისხის ატამი კი მთლიანი მოსავლიდან დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს. სწორედ ამ

„სტანდარტული“ ხარისხის ატმის ფასზეა გაკეთებული ზემოთ მოცემული ორივე დიაგრამა

(დიაგრამა 3 და 4).

ფერმერი შუამავალი საცალო

მოვაჭრე მომხმარებელი

ფასი: 0.60 –

0,80 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,30-0,40

ლარი/კგ

ფასი: 0,90 –

1,00 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,20-0,30

ლარი/კგ

ფასი: 1,20 –

1,40 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,40-0,45 ლ/კგ

ფასი: 1,00 –

1,60 ლ/კგ;

საშუალო

ფასი: 1,30

ფერმერი შუამავალი /

სამაცივრე

ექსპორტიორი

მომხმარებელი

ფასი: 0.50 –

0,70 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,20-0,25

ლარი/კგ

ფასი: 1,20 –

1,30 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,60-0,70

ლარი/კგ

ფასი: 2,20 –

2,40 ლ/კგ;

დამატებული

ღირებულება:

0,90-1,00 ლ/კგ

ფასი: 2,50 –

2,60 ლ/კგ;

Page 42: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 42

10. მთავარი მონაწილეები და მათი ურთიერთობები

10.1. ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ჰორიზონტალური კავშირები ინტერვიუების დროს ატმის ღირებულებათა ჯაჭვში გამოვლინდა შემდეგი ჰორიზონტალური

კავშირები (ცხრილი 7).

ცხრილი 7: ჰორიზონტალური კავშირები ატმის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეთა შორის

კავშირი კავშირის აღწერა

აგროსაშუალებების

მიმწოდებლებს/მაღაზიებს

შორის

საქართველოში ბოლო პერიოდში აგროსერვისების მიწოდება

საკმაოდ გაზრდილია. ასევეა კახეთის რეგიონშიც, რაც იწვევს

მათ შორის კონკურენციის გამძაფრებას, ფასისა და

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ფერმერებს შორის

აღსანიშნავია, რომ დიდი რაოდენობით ატმის წარმოება

კახეთში თავმოყრილია მეტ-ნაკლებად ერთ ტერიტორიაზე

(გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში), რაც

ფერმერების თანამშრომლობას ხელს უწყობს. თუმცა,

ფერმერები არ არიან გაერთიანებული კოოპერატივებში და

მოსავლის შემდგომი მოვლა-დაბინავება სუსტად არის

განვითარებული და ფაქტობრივად, ფერმერები ამ

მიმართულებით არ მუშაობენ (მაშინ როცა დამატებული

ღირებულება სწორედ ამ რგოლებში იქმნება).

შუამავლებს (ბითუმად

მოვაჭრეებს) შორის

რეგიონში მრავლად არიან შუამავლები მოსავლის აღების

პერიოდში, თუმცა ატმის გასაღება მაინც გამოწვევად რჩება

(ხშირად დაბალი ფასის გამო). შუამავლებს შორის

კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ფერმერისთვის მათ მიერ

შეთავაზებული ფასები და ხარისხი დიდად არ განსხვავდება.

რაც შეეხება არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ატმისა და

ვაშლატამას ბაზარს, აქ სულ რამდენიმე შემსყიდველი

არსებობს და ფასების დაწესებაზეც ზეგავლენის მოხდენა

შეუძლიათ.

სამაცივრე მეურნეობები

რეგიონში სულ სამი კაპიტალური სამაცივრე მეურნეობა და

კიდევ რამდენიმე კუსტარული (ოჯახის პირობებში)

სამაცივრე მუშაობს. მათ შორის თანამშრომლობა არც თუ ისე

მჭიდროა, თუმცა არის თანამშრომლობის ცალკეული

შემთხვევები.

Page 43: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 43

ექსპორტიორები

ივნისის ბოლოდან, აგვისტოს შუა რიცხვებამდე ხდება ატმის

ძირითადი ექსპორტი საქართველოდან. ამ პერიოდში,

დაახლოებით ოცამდე ექსპორტიორი მუშაობს კახეთში და

კონკურენცია მეტ-ნაკლებად არსებობს. თანამშრომლობა მათ

შორის ფაქტიურად არ არის.

საცალოდ მოვაჭრეებს

შორის

საცალოდ მოვაჭრეების რაოდენობა საკმაოდ ბევრია,

დაწყებული ადგილზე არსებული ღია ბაზრობებით,

დამთავრებული ქალაქებში არსებული სუპერ და

ჰიპერმარკეტებით. როგორც წესი, ამ უკანასკნელში ფასი

შედარებით მაღალია.

მომხმარებლებს შორის

საქართველოში ატამი საკმაოდ პოპულარული ხილია

მოხმარების თვალსაზრისით. მომხმარებლები იძენენ

ძირითადად სეზონზე (მოსავლის აღების პერიოდში) და

მოიხმარენ ან ახალს, ან მისგან აკეთებენ მურაბებსა და

კომპოტებს ზამთარში მოსახმარებლად.

10.2. ღირებულებათა ჯაჭვში ვერტიკალური კავშირები კვლევის დროს ატმის ღირებულებათა ჯაჭვში გამოვლინდა შემდეგი ვერტიკალური

კავშირები (ცხრილი 8).

ცხრილი 8: ვერტიკალური კავშირები ატმის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეთა შორის

კავშირი კავშირის აღწერა

აგროსაშუალებების

მიმწოდებლებს/მაღაზიებსა

და ფერმერებს შორის

ფერმერთა აზრით, აგროსაშუალებებსა და სერვისებზე

ხელმისაწვდომობა იზრდება თუმცა ხშირად აღნიშნავენ,

შეძენილ საქონელსა თუ მომსახურების ფასებისა და ხარისხის

შეუსაბამობის შესახებ. კვალიფიციური კონსულტაცია ატმის

მოვლა-მოყვანაზე კვლავ გამოწვევად რჩება რეგიონში.

რაც შეეხება მუშა ხელს, განსაკუთრებით მოსავლის აღების

პერიოდში, მათზე კონკურენცია გამძაფრებულია, თუმცა

არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აკეთებენ მუშა

ხელის ორგანიზებას და ფერმერებისთვის მიწოდებას.

ფერმერებსა და

შუამავლებს შორის

ფერმერებსა და შუამავლებს შორის კავშირების უმეტესობა

არის არაფორმალური და არ ემყარება რაიმე სახის

ხელშეკრულებას (კონტრაქტს). ფერმერების უმეტესობას არ

Page 44: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 44

აქვს სტაბილური კავშირი შუამავლებთან და თავის ნაწარმს

ყიდის სხვადასხვა შუამავალზე.

შუამავლებსა და სამაცივრე

მეურნეობებს შორის

შუამავლებსა და სამაცივრე მეურნეობებს შორის კავშირი

ხშირად არაფორმალურია და არ ეფუძნება არანაირ

ხელშეკრულებას, თუმცა სტაბილურია. სამაცივრეების

უმეტესობა ერთსა და იმავე შუამავლისგან იძენს პროდუქციას

ზეპირი შეთანხმებების საფუძველზე.

სამაცივრე მეურნეობებსა

და ექსპორტიორებს შორის

სამაცივრესა და ექსპორტიორს შორის ფორმდება

ხელშეკრულება და ცდილობენ სახელშეკრულებო პირობების

შესრულებას. როგორც წესი, სამაცივრე მეურნეობები

რამდენიმე ექსპორტიორთან ერთად მუშაობენ.

შუამავლებსა

(ექსპორტიორები,

საბითუმოდ მოვაჭრეები)

და საცალოდ მოვაჭრეებს

შორის

ამ კავშირის ფორმალიზება დამოკიდებულია საცალოდ

მოვაჭრის ტიპზე, თუ ვაჭრობა ღია ბაზრობებზეა როგორც

წესი, არაფორმალურია შეთანხმება. ხოლო მინი-სუპერ და

ჰიპერმარკეტებში შეთანხმებები ფორმალიზებულია და

მხარეები ცდილობენ, რომ პირობები დაიცვან.

ბაზარში საცალო

მოვაჭრეებსა და

მომხმარებელს შორის

ბაზრებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს ქალაქებშიც და

სოფლადაც. სხვა საცალო ვაჭრობის ობიექტებთან

შედარებით, ბაზარში ფასი უფრო დაბალია, რაც

მომხმარებელთა გარკვეული სეგმენტისთვის არის

გადამწყვეტი. გარდა ამისა, არსებობს მომხმარებელთა

კატეგორია, ვინც მიიჩნევს, რომ ბაზარში შეძენილი საკვები

პროდუქტი არის უფრო ჯანსაღი და ნატურალური.

სუპერმარკეტებსა და

მომხმარებელს შორის

სუპერმარკეტები სთავაზობენ მომხმარებელს კომფორტულ

გარემოს საკვების შესაძენად და შესაბამისად, უფრო მაღალ

ფასს ვიდრე საცალო მოვაჭრეები ბაზარში. როგორც წესი,

სუპერმარკეტებს სხვა სამიზნე ჯგუფი ჰყავთ, რომელიც

მზადაა უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს.

Page 45: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 45

11. ატმის სექტორის „SWOT“ ანალიზი კახეთში კახეთის რეგიონში ატმის სექტორის ანალიზმა დაგვანახა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები,

ისევე როგორც შესაძლებლობები და საფრთხეები (ცხრილი 9).

ცხრილი 9: კახეთის რეგიონის ატმის სექტორის „SWOT” ანალიზი

ძლიერი მხარეები (S) სუსტი მხარეები (W) ატმის წარმოებისათვის კარგი

კლიმატური პირობები და ნაყოფიერი

ნიადაგები;

საექსპორტო პროდუქცია;

ატმის წარმოების ინსტიტუციური

გამოცდილება;

ადგილობრივების დასაქმებისა და

შემოსავლების წყარო.

დაბალმოსავლიანი პლანტაციები;

არასტანდარტული ატმის მაღალი

პროცენტული წილი მთლიან მოსავალში;

ჯიშების მრავალფეროვნება, რაც

ერთგვაროვანი პროდუქტის მიღებას

ართულებს;

სანერგეების განუვითარებლობა;

გადამამუშავებელი (საკონსერვო)

ქარხნის არარსებობა რეგიონში;

სამაცივრე მეურნეობების სიმცირე;

საექსპორტო ბაზრებზე დიდად

დამოკიდებულება

(არადივერსიფიცირებული ბაზრები);

თანამედროვე ცოდნისა და

გამოცდილების არქონა;

ხარისხის სუსტი კონტროლი (როგორც

წარმოებისას, ასევე დახარისხებისას).

შესაძლებლობები (O) საშიშროებები (T) ატმის პროდუქტიული ბაღების გაშენება

(ინტენსიური ბაღები);

ატმის გადამამუშავებელი ხაზების

განვითარება;

შიდა ბაზრის ათვისების შესაძლებლობა

(იმპორტის ჩანაცვლება როგორც ატმის

ასევე ატმის გადამუშავებული

პროდუქტების სახით);

პროგრამა „დანერგე მომავალი“;

საექსპორტო ბაზრების ათვისება

(განვითარება);

o ევროპული ბაზარი

o ყოფილი საბჭოთა

რესპუბლიკები

დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდა

დაავადებების გავრცელება;

ბუნებრივი მოვლენების (სეტყვა,

ქარიშხალი, ყინვა, ნალექი, გვალვა)

უარყოფითი გავლენა;

საექსპორტო ბაზრების დაკარგვა

(როგორც ემბარგო, ასევე კონკურენცია

აზერბაიჯანიდან, რომელიც

ინტენსიურად აშენებს ერთგვაროვანი

ატმის პლანტაციებს);

Page 46: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 46

12. ატმის სექტორის პოტენციალი

12.1 დასაქმების პერსპექტივები როგორც უკვე ვნახეთ, კახეთის რეგიონში არსებობს დაახლოებით ათასი ფერმერის ოჯახი,

რომლებიც ფლობენ ნახევარ ჰექტარზე მეტი ზომის ატმის ბაღებს. ამათგან

უმრავლესობისთვის ატმის ბაღების მოვლა-პატრონობა წარმოადგენს დასაქმების ძირითად

ადგილს. ამ ოჯახების გარდა, ატმის ღირებულებათა ჯაჭვში სეზონურად დასაქმებულია

უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით მოსავლის აღება-დაბინავებისას, როდესაც მუშა ხელის

დღიური ანაზღაურება შეადგენს 20-30 ლარს. იქმნება ეგრეთ წოდებული მუშათა ჯგუფები და

ხდება სხვადასხვა ფერმერისათვის მოსავლის აღებაზე მუშაობა, რაც სეზონურად ათასობით

ადამიანს ასაქმებს რეგიონში.

12.2 შემოსავლების გენერირება მართალია ქართველ ფერმერთა უმეტესობა შემოსავალს სხვადასხვა წყაროებიდან იღებს,

რადგან მცირე და საშუალო ფერმერების საქმიანობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და

ისინი შემოსავალს როგორც როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროდან

(მემცენარეობიდან თუ მეცხოველეობიდან), ასევე სხვა დარგებიდან იღებენ. თუმცა ატმის

პლანტაციების ფლობიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს, მთლიანი წლის

განმავლობაში, მიღებული შემოსავლების დიდ ნაწილს ატმის პლანტაციების მფლობელი

ოჯახებისათვის. ატმის პლანტაციების მფლობელი ოჯახების გარდა, ატმის ღირებულებათა

ჯაჭვში სეზონურად დასაქმებულია უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით, მოსავლის აღება-

დაბინავებისას, როდესაც მუშახელზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მრავალი

ოჯახისათვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე დარგის განვითარება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შემოსავალს ამ სექტორში

ჩართული ყველა რგოლისათვის.

12.3 გარემოზე ზეგავლენა გარემოზე ზეგავლენის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ატამი წარმოადგენს ერთ-ერთ

ისეთ აგროკულტურას, რომელიც გამოირჩევა შხამ-ქიმიკატების მაღალი მოხმარებით, რაც

გარემოზე ზემოქმედების კუთხით, არც თუ ისე სასურველია.

Page 47: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 47

13. დისკუსია და რეკომენდაციები

13.1 ატმის სექტორის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები ატმის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი

ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

წარმოების, დასაწყობება-გადამუშავებისა და გასაღებასთან დაკავშირებული ხელის

შემშლელი ფაქტორები.

13.1.1 წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები ატმის მოვლა-მოყვანის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი

უკავშირდება მოსავლის ხარისხის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია წარმოების რისკების

არასათანადო დაზღვევით. მოსავლის უხარისხობას განსაზღვრავს როგორც ბუნებრივი

კატაკლიზმები (სეტყვა, ყინვა, ჭარბი ნალექი), ისე დაავადებებთან ბრძოლის არასათანადო

ცოდნა და შესაბამისად, მკურნალობის არასწორი დაგეგმვა-განხორციელება.

კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი უკავშირდება კვალიფიციურ სამუშაო ძალას. მწირია

ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომების ცოდნა რეგიონში. ფერმერთა ძალიან მცირე

რაოდენობა მისდევს ინტენსიური ბაღების გაშენებას, არადა ექსტენსიური ბაღების დიდი

ნაწილი დაბალმოსავლიანია. ამასთანავე, ჯიშების მრავალფეროვნება შეინიშნება არსებულ

პლანტაციებში, რაც ერთგვაროვანი პროდუქტის მიღების შესაძლებლობას ხელს უშლის.

თანამდროვე ტექნოლოგიების, მათ შორის წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენების დონეც

დაბალია, ამ ეტაპზე.

გარდა ზემოთ აღნიშნული სირთულეებისა, აღსანიშნავია ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორი,

როგორიცაა დაზღვევის პრაქტიკის სიმცირე. მიუხედავად სახელმწიფო მხარდაჭერისა,

აგროდაზღვევა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული და შესაბამისად,

ფართოდ არ არის გავრცელებული ფერმერებს შორის.

13.1.2 დასაწყობება-გადამუშავების ხელის შემშლელი ფაქტორები ატმის მოკრეფის შემდეგ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მისი დროულად შენახვა

სათანადო პირობებში (ესაჭიროება სწრაფი გაციება 0 გრადუს ცელსიუსამდე), რადგან

მალფუჭებადი პროდუქტია. რამდენადაც სამაცივრე მეურნეობების მცირე რაოდენობა

არსებობს რეგიონში, ვერ ხერხდება ატმის დროულად და სათანადოდ გაციება, რაც

საბოლოოდ ამ პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას

ახდენს. უფრო მძიმე სიტუაციაა კუსტარულ სამაცივრეებში, სადაც სწრაფად ვერ ხერხდება

გაციების პირობების დაცვა. სამაცივრე მეურნეობებში გაციებული ატმის აბსოლუტური

უმეტესობა გაედინება ექსპორტზე, ხოლო ქართულ ბაზარზე მოსავლის აღებიდან მალევე,

თითქმის აღარ გვხვდება ქართული ატამი, არამედ შემოდის იმპორტირებული.

მეორე და უფრო მწვავე საკითხია ატმის გადამუშავება, რომელიც ინდუსტრიული წარმოების

სახით საერთოდ არ ხდება რეგიონში. ანუ კახეთში არ არსებობს საკონსერვო ქარხანა, რომელიც

ატამს გადაამუშავებს და მისგან სხვადასხვა სახის პროდუქტს დაამზადებს. ერთადერთი,

Page 48: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 48

ატმის გადამუშავება რეგიონში ხდება ოჯახის პირობებში, როდესაც ამზადებენ კომპოტებს,

ჯემებსა და მურაბებს, ესეც მხოლოდ ატმის შემთხვევაში, და ნაკლებად ვაშლატამას

შემთხვევაში.

რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ატმის შენახვა-გადამუშავებასთან დაკავშირებული

სირთულეების გამო, ურჩევნიათ მალევე გაასაღონ თავისი ნაწარმი, თუნდაც დაბალ ფასად.

13.1.3. გასაღების ხელის შემშლელი ფაქტორები როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ატმის გასაღების მოკლე პერიოდი არსებობს, რადგან რთულია

მისი შენახვა, ხოლო გადამამუშავებელი საწარმოები არ არსებობს რეგიონში. ამდენად,

ფერმერებს უხდებათ შუამავლების სახით ატმის გასაღება - ექსპორტზე ან შიდა ბაზარზე.

ექსპორტის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად

გვევლინება დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა. რაც

აჩერებს ატმის ექსპორტზე გატანას ან საუკეთესო შემთხვევაში, შემოვლითი გზების

გამოყენებისას, ერთი-ორად აძვირებს ტრანსპორტის ხარჯს ექსპორტიორისათვის, რაც

ფერმერისთვის გადახდილი ფასის კლებაზეც აისახება. ამ მოვლენის გარეშეც დიდ

საფრთხეებს შეიცავს რუსეთის ბაზარი, რამდენადაც ემბარგოს დაწესება უკვე პოლიტიკურ

ბერკეტად იქცა და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ამ ქვეყნის ხელისუფალმა.

რამდენადაც გადამუშავება არ ხდება, ატმის პროდუქტების დივერსიფიკაციაც არ ხდება და

ძირითადად, ბაზარზე გამოდის მხოლოდ ახალი ატმის ნაყოფი, როგორც ხილი.

13.2 რეკომენდაციები იმისათვის, რათა დარგი გაუმკლავდეს ზემოთ დასახელებულ გამოწვევებს და თან

განვითარდეს, საჭიროა, კომპლექსური მიდგომა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის

გაძლიერების კუთხით.

საჭიროა, არსებული პლანტაციების პროდუქტიულობის გაზრდა, მისი მოვლა-მოყვანის

ღონისძიებების გაუმჯობესებით. ასევე, უნდა წახალისდეს ინტენსიური ბაღების გაშენება,

რასაც თნ უნდა ახლდეს შესაბამისი ცოდნის მიწოდება-გადაცემაც. სასურველია,

სადემონსტრაციო ნაკვეთების გაკეთებაც, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ

და შეისწავლონ თანამედროვე მიდგომები. ამასთანავე, აუცილებელია, რომ გარკვეულ

ჯიშებზე მოხდეს კონცენტრაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთგვაროვანი პროდუქციის

მიღება.

აღსანიშნავია, ასევე მაღალი ღირებულების მქონე ატმის ბაღების გაშენების შესწავლა და

შემდგომ დანერგა (ბიო, ადგილწარმოშობის). მნიშვნელოვანია ასევე ატმის ბაღებში

აგროტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და შეთავაზებაც (მათ შორის, ატმის

ყვავილობის ულამაზეს პერიოდში), რაც ერთგვარი პასუხი იქნება იმ ტურისტული ნაკადების

ზრდისა, რასაც საქართველო ბოლო წლებია განიცდის.

ბაზრების დივერსიფიკაციაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ქვეყანა არ იყოს მხოლოდ

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ბაზარზე, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია და

Page 49: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 49

მაღალ მარკეტინგულ რისკებს შეიცავს. ამ კუთხით შესასწავლი და მოსაძიებელია ის ქვეყნები,

სადაც შეიძლება ქართული ატმის ექსპორტი (გასათვალისწინებელია თავისუფალი სავაჭრო

ურთიერთობებიც რიგ ქვეყნებსა თუ ქვეყნების გაერთიანებებთან). ამის მიუხედავად, ატმის

გადამუშავებასა და ამ სახით პროდუქტების ბაზარზე მიწოდებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი,

რაც ერთი მხრივ შეამცირებს ზემოთ დასახელებულ საექსპორტო რისკებს და მეორე მხრივ

უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნის ადგილობრივ ეკონომიკაში და რიგ

შემთხვევაში, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტებს, რომლებიც ატმის შემცველობით

არის დამზადებული. ამასთან ერთად, უკვე გადამუშავებული ატმისგან დამზადებული

პროდუქტების ექსპორტზე შეიძლება აქცენტის გაკეთება.

სამაცივრე მეურნეობებისა და გადამუშავების განვითარებისათვის რეკომენდებულია რომ

ფერმერებმა იფიქრონ კოოპერატივებში გაერთიანებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება

ატმის შენახვა-დასაწყობებაზე და შუამავალი რგოლის გარეშე ექსპორტიორებთან

თანამშრომლობაზე. ასევე, კოოპერატივის ფარგლებში შესაძლებელია გადამამუშავებელი

საწარმოს დაფუძნებაც, რაც დამატებული ღირებულების შექმნის გარანტიაა

ფერმერებისათვის. ამ კუთხით შესაძლებელია კერძო-საჯარო პარტნიორობის განხილვაც.

იმისათვის რათა ატმის სექტორმა და მისმა ღირებულებათა ჯაჭვის რგოლმა ეფექტიანად

იმუშაოს, აუცილებელია, ცოდნის ამაღლება თანამედროვე მეთოდებითა და მიდგომებით.

რეგიონში არსებულ უნიერსიტეტსა თუ კოლეჯებში უნდა გაძლიერდეს ატმის მოყვანა-

შენახვა-გადამუშავების სპეციალობები/კურსები, რომელიც უნდა დაეფუძნოს როგორც

თეორიულ, ისე პრაქტიკს სწავლებას.

Page 50: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 50

ბიბლიოგრაფია გ. ალექსიძე, გ. ბადრიშვილი და სხვები. „ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე

ტექნოლოგიები“, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2016;

ნ. მელაშვილი, „ატმის ზოგიერთი სელექციური ჯიშის ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლები

და შენახვის უნარიანობა“, დისერტაია, 2008;

შ. გონგლაძის ეკონომიკური გაანგარიშებები, თავიანი ხახვის მოყვანა, ატმის და კაკლის ბაღის

გაშენება, 2016;

კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის;

საქართველოს აგროსასურსათო სექტორი - თქვენი ინვესტიციისთვის, საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტრო, 2015;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, 2015;

საქართველოს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების მიერ

შეგროვებული ოპერატიული მონაცემები, 2016.

ინტერნეტ წყაროები:

http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/atami-atmis-baghis-gasheneba-da-ramodenime-jishi.html

http://faostat3.fao.org/browse/Q/QC/E

http://www.trademap.org/Index.aspx

https://www.scribd.com/doc/296802927/საქართველოს-აგროსასურსათო-სექტორი

Page 51: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 51

დანართი

გრაფიკი A 1: ატმის წარმოების მოცულობა საქართველში, 2006-2015 წლებში (ათასი ტონა)

ცხრილი A 1: ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება სენსიტიური ანალიზის მეშვეობით

(ექსტენსიური ანუ კახეთში გავრცელებული უმეტესი ბაღებისთვის)

#

ინდიკატორები დაბალი მოსავალი

(15 ტ/ჰა)

საშუალო მოსავალი

(20 ტ/ჰა)

მაღალი მოსავალი

(25 ტ/ჰა)

1 ფიქსირებული ხარჯი

(ლარი)

3’000 3’000 3’000

2 ცვლადი ხარჯი (ლარი) 1’740 2’255 2’770

3 მთლიანი ხარჯი (ლარი) 4’740 5’255 5’770

4 შემოსავლები (ლარი) 7’500 10’000 12’500

5 მოგება (ლარი) 2’760 4’745 6’730

6 მოგების მარჟა ერთ

ერთეულზე (ლარი)

0.18 0.24 0.27

7 მოგების მარჟა (%) 37% 47% 54%

5.3

8.2

13.7

17.6

6.9

19.1

7.1

23.724.7

15.2

0.0

5.0

10.0

15.0

20.0

25.0

30.0

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

ათას

ი ტ

ონა

წელი

Page 52: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 52

8 ნულოვანი მოგების

წერტილი (ტონა)

7.8 7.7 7.7

9 გასაყიდი ფასი 1 კგ-ზე 0.50 0.50 0.50

ცხრილი A 2: ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება სენსიტიური ანალიზის მეშვეობით

(ინტენსიური ბაღებისთვის)

#

ინდიკატორები დაბალი მოსავალი

(30 ტ/ჰა)

საშუალო მოსავალი

(40 ტ/ჰა)

მაღალი მოსავალი

(50 ტ/ჰა)

1 ფიქსირებული ხარჯი

(ლარი)

6’967 6’967 6’967

2 ცვლადი ხარჯი (ლარი) 3’285 4’315 5’345

3 მთლიანი ხარჯი (ლარი) 10’252 11’282 12’312

4 შემოსავლები (ლარი) 18’000 24’000 30’000

5 მოგება (ლარი) 7’748 12’718 17’688

6 მოგების მარჟა ერთ

ერთეულზე (ლარი)

0,26 0,32 0,35

7 მოგების მარჟა (%) 43% 53% 59%

8 ნულოვანი მოგების

წერტილი (ტონა)

14,2 14,1 14,1

9 გასაყიდი ფასი 1 კგ-ზე 0,60 0,60 0,60

Page 53: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 53

გრაფიკი A 2: ატმის (კახური ყვითელი) ჩასაბარებელი ანუ საბითუმო ფასი გურჯაანის

მუნიციპალიტეტში (ივლისი-აგვისტო, 2016)

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ოფისები

გრაფიკი A 3: ატმის (კახური ყვითელი) საშუალო ფასი საცალო ბაზარზე რეგიონების

მიხედვით (ივლისი, 2016)

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ოფისები

0

0.2

0.4

0.6

0.8

1

1.2

7/1

/20

16

7/3

/20

16

7/5

/20

16

7/7

/20

16

7/9

/20

16

7/1

1/2

01

6

7/1

3/2

01

6

7/1

5/2

01

6

7/1

7/2

01

6

7/1

9/2

01

6

7/2

1/2

01

6

7/2

3/2

01

6

7/2

5/2

01

6

7/2

7/2

01

6

7/2

9/2

01

6

7/3

1/2

01

6

8/2

/20

16

8/4

/20

16

8/6

/20

16

8/8

/20

16

8/1

0/2

01

6

8/1

2/2

01

6

8/1

4/2

01

6

8/1

6/2

01

6

8/1

8/2

01

6

8/2

0/2

01

6

8/2

2/2

01

6

ლარ

ი/კ

დღე

0.000.200.400.600.801.001.201.401.601.80

ლარ

Page 54: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 54

ცხრილი A 3: ატმის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვისათვის?

1. ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი;

2. სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს -

სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან (TIR)-წიგნაკი (ან წარადგენს სატრანსპორტო

ზედნადების ფორმას, ა/მ ტექ. პასპორტებს და მძღოლის პასპორტს ან ადგილზევე

ხდება შევსება, ეს ეხება TIR-წიგნაკსაც);

3. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარდგენა ნებაყოფლობითია) -

გასცემს შემოსავლების სამსახური;

4. საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი (წარდგენა ნებაყოფლობითია);

5. ავტორიზაცია საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაზე (თუ მანქანა ქართულია,

სომხური ან ყაზახეთის არ ესაჭიროება);

6. ფიტოსანიტარული სერთიფიკატი (წარდგენა ნებაყოფლობითია).

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის თერთმეტნიშნა

დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას,

მისამართსა და ქვეყანას);

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ საქართველოს

მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის #420 დადგენილების #4 დანართის შესაბამისად;

გ) კონტრაქტი (ხელშეკრულება);

დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ე) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილი პირის შემთხვევაში);

ვ) პროდუქციის შესყიდვის აქტი (წარდგენა ნებაყოფილობითია).

წყარო: გურჯაანის ატმის ექსპორტის ხელშეყწობის ბიურო. ივლისი, 2016

Page 55: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 55

ცხრილი A 4: ატმის ბაღის გაშენების ინვესტიციის გაანგარიშება კახეთის რეგიონის

მაგალითზე2

ატმის ბაღის გაშენება რეკომენდებულია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილ ფართობებში.

გაშენებიდან 1-ელ და მეორე წელს რიგებს შორის ნიადაგის დამუშავებას დიდი ყურადღება

უნდა მიექცეს. შესაბამისად, მართებული იქნება წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდეს

მოგვიანებით, რათა გაადვილდეს ნიადაგის დამუშავება, ძირებს შორის შესაბამისი ტექნიკის

გამოყენებით.

ცხრილ 5-ში მოცემულ გაანგარიშებებაში აღებულია:

ატმის ძირების გაშენების რაოდენობა - 400 ძირი/ჰა (დაშორებით 5X5).

მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი - დარგვიდან მე-3 წელი;

სრული მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი - მე-6, მე-7 წელი;

საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა სრული მსხმოიარობისას - 20 ტონა/ჰა.

ატმის ბაღის მოვლის ხარჯები და მოსავლიანობის სურათი (სამეურნეო წლების მიხედვით)

შემოსავლები წელი III წელი IV წელი V წელი VI წელი VII

ატმის ძირების რაოდენობა ძირი/ჰა 800 800 800 800 800

ატმის მოსავალი კგ/ძირი 6.0 15.0 35.0 45.0 50.0

ატმის მოსავალი კგ/ჰა 5,000 12,000 28,000 36,000 40,000

ატმის სარეალიზაციო ფასი (საშუალო) ლარი/კგ 0.40 0.40 0.40 0.40 0.40

შემოსავლები სულ ლარი/ჰა 960 2,400 5,600 7,200 8,000

დანახარჯები

დანახარჯები ლარი/ჰა 1,800 2,300 3,100 3,600 4,000

დანახარჯების წილი შემოსავალში % 188% 96% 55% 50% 50%

ქვემოთ, ცხრილში მოცემულია ატმის ბაღის გაშენების და ერთი წლის განმავლობაში ნერგის

მოვლის ხარჯები.

2 წყარო: შ.გონგლაძის ეკონომიკური გაანგარიშებები, თავიანი ხახვის მოყვანა, ატმის და კაკლის ბაღის

გაშენება (CENN-ის ანგარიში, 2016).

Page 56: ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონშიtesau.edu.ge/files/uploads/agrarul/proeqtebi_da_kvlevebi/atmis... · მილიონი ტონა),

გ ვ ე რ დ ი | 56

ატმის ბაღის გაშენების ხარჯთაღრიცხვა

დანახარჯები ლარი /ჰა

ნიადაგის მომზადება

ფართობის გასუფთავება (ტექნიკით) 1.0 - ჯერ x 100.00 ლარი = 100

ფართობის გასუფთავება (მუშახელით) 8.0 კაც.დღე x 25.00 ლარი = 200

ნიადაგის მოხვნა (საპლანტაჟე გუთნით) 1.0 - ჯერ x 550.00 ლარი = 550

ნიადაგის დამუშავება (მძ. დისკ. ფარცხით) 1.0 - ჯერ x 85.00 ლარი = 85

მინერალური სასუქის (NPK) შეძენა 300.0 კგ/ჰა x 0.90 ლარი/კგ = 270

სასუქის (NPK) შეტანა გამფანტველით 1.0 - ჯერ x 13.00 ლარი = 13

ხნულის ფრეზირება (ჰორიზ. ფრეზით) 1.0 - ჯერ x 130.00 ლარი = 130

ნერგის დარგვა

დაგეგმვა 6.0 კაც.დღე x 20.00 ლარი = 120

ნერგის შეძენა 400.0 ცალი x 5.00 ლარი/ც = 2,000

ორმოების მომზადება 8.0 კაც.დღე x 25.00 ლარი = 200

ნერგების დარგვა 6.0 კაც.დღე x 25.00 ლარი = 150

ინდივიდუალური საყრდენები ნერგებისთვის 400.0 ცალი x 0.20 ლარი/ც = 80

ინდივიდუალური საყრდენების მოწყობა 4.0 კაც.დღე x 20.00 ლარი = 80

რეზინის ზონარი (100მ ხვია) 2.0 ცალი x 20.00 ლარი/ც = 40

მორწყვა (პომპის გამოყენებით) 12.0 ლიტრი x 1.80 ლარი/ლ = 22

მორწყვა (მუშახელი) 1.0 კაც.დღე x 20.00 ლარი = 20

ნერგის მოვლა

ამონიუმის გვარჯილის შეძენა 300.0 კგ/ჰა x 0.90 ლარი/კგ = 270

ამონიუმის გვარჯილის შეტანა 2.0 კაც.დღე 20.00 ლარი = 40

ძირების გამოთოხნა 6.0 კაც.დღე 25.00 ლარი = 150

რიგთაშორისი დამუშავება (გუთან-გამაფხ.) 3.0 - ჯერ 110.00 ლარი = 330

ჰერბიციდის შეტანა 1.0 კაც.დღე 20.00 ლარი = 20

ჰერბიციდის ღირებულება 2.0 ლიტრი 20.00 ლარი/ლ = 40

ფუნგიციდის შეტანა 2.0 - ჯერ 20.00 ლარი = 40

ფუნგიციდის ღირებულება 4.0 კგ 35.00 ლარი/კგ = 140

მორწყვა (პომპის გამოყენებით) 60.0 ლიტრი x 1.80 ლარი/ლ = 108

მორწყვა (მუშახელი) 5.0 კაც.დღე 25.00 ლარი = 125

ნარგავების გასხვლა-ფორმირება 2.0 კაც.დღე 25.00 ლარი = 50

სარწყავი სისტემის მოწყობა

წვეთოვანი სარწყავი სისტემა 1.0 ცალი x 4,500.00 ლარი = 4,500

მონტაჟი (მუშახელი) 12.0 კაც.დღე x 25.00 ლარი = 300

გაუთვალისწინებელი ხარჯი

ბაღის გაშენება-მოვლის ხარჯიდან 3% 305

სხვა დანახარჯები

სარწყავი წყლის გადასახადი 70

მიწის გადასახადი 87

დანახარჯები სულ 10,635