ტროპარ კონდაკები საზოგადო...

54
LOMSADZE-KAKHABER +995032238533 www.sadakilo.ucoz.com 12/19/2015 ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი „მახათას მთაზე“ ტროპარ-კონდაკები, საზოგადო, მარხვათა, ზატიკისა.

Transcript of ტროპარ კონდაკები საზოგადო...

Page 1: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

LOMSADZE-KAKHABER +995032238533 www.sadakilo.ucoz.com

12/19/2015

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი „მახათას მთაზე“

ტროპარ-კონდაკები, საზოგადო, მარხვათა, ზატიკისა.

Page 2: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

2

სექტემბერი

(1) ინდიქტიონის ტროპარი (ხმა ბ)

ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო/ ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო/

აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო// დაიცევ ერი და სამწყსო

შენი/ რომელი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ/ დიდისაებრ წყალობისა შენისა//

ინდიქტიონის კონდაკი

რომელი მკვიდრ ხარ მაღალთა შინა/ ქრისტე მეუფეო ყოველთა ხილულთა/ და უხილავთა

შემოქმედო და დამბადებელო// რომელმან დღენი და ღამენი ჟამნი და წელნი ჰქმენ/ აკურთხე

გვირგვინი ამის წელიწადისა/ დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი ქალაქი და

ერი შენი მრავალმოწყალე//

(8) ღმრთისმშობლის შობის ტროპარი (ხმა ა)

შობამან შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო/ სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა/ რამეთუ შენგან

აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი// დაიხსნა წყევა და მოგვმადლა

კურთხევა/ და განაქარვა სიკვდილი/ და მოგვანიჭა ჩვენ ცხორება საუკუნო//

ღმრთისმშობლის შობის კონდაკი

იოაკიმ და ანა ყვედრებისაგან უშვილობისა/ ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკვდილისა/

განთავისუფლდეს უხრწნელო დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა// ამას

დღესასწაულობს ერიცა შენი/ თანამდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებენ შენდამი/ ბერწი

შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩვენისასა//

(13) წმ. ქეთევან დედოფლის ტროპარი (ხმა დ)

მოწყლულმან სურვილითა საღმრთოთა/ წყლულებანი მრავალი თავს ისხენ/ და ტანჯვათა

ფერადობანი ახოვნად დაითმინენ// ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევა ზეცისა

დაიმკვიდრე/ სამგზის სანატრელო ქეთევან/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა

ჩვენთათვის//

წმ. ქეთევან დედოფლის კონდაკი

ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის/ მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა

დედოფალსა/ ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ სანატრელსა ქეთევანს// დავითის

ტომით აღმოსრულსა/ რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული/ წინაშე

მისსა იღწვის ჩვენ ყოველთათვის//

Page 3: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

3

სექტემბერი

(14) ჯვართამაღლების ტროპარი (ხმა ა)

აცხოვნე უფალო ერი შენი/ და აკურთხე სამკვიდრებელი შენი/ ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა

ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე// და საფარველსა ქვეშე მისა დაიცევ/ რათა ვიტყოდეთ/

უფალო დიდება შენდა//

ჯვართამაღლების კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა/ მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა წყალობანი

შენნი მოგვანიჭენ/ ქრისტე ღმერთო ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა// და ძლევა

მომადლე მას მბრძოლთა მიმართ/ რომელსა თანაშემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა/

უძლეველი საძლეველი ჯვარი შენი ყოვლად ძლიერი//

(26) წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ტროპარი (ხმა ბ)

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყვარელო/ მსწრაფლ გვეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი/

რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ რომლისა მკერდსა მიეყრდენ// რომელსაცა ევედრე

ღმრთისმეტყველო/ რათა ნისლი ცოდვათა ჩვენთა განაქარვოს/ და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი

წყალობა//

წმ. იოანე ღმრთისმეტყველის კონდაკი

დიდებულბანი შენნი ქალწულო ვინმე მიუთხრნეს/ რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და

აღმოაცენებ კურნებათა და მეოხ ხარ სულთა ჩვენთათვის/ ვითარცა ღმრთისმეტყველი და

მეგობარი ქრისტესი//

(15) იოსებ ალავერდელის ტროპარი (ხმა დ)

იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა/ და თაყვანისცემასა შესწირვენ ღმრთისა/

რომელმან მოსცა ესე ვითარი მამა მზრუნველი და მეოხი// და შეიცვენ ლარნაკთა შენთა/ და შენ

მიერ მოიღებენ ღმრთისაგან/ მდიდრად წყალობასა ღირსო იოსებ//

იოსებ ალავერდელის კონდაკი

წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყვარე მამაო იოსებ/ ამისთვის ქვეყანასა ზედა/ ცხოვრებითა

შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი// და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა

სიყვარულისა ღმრთისათა/ ამისთვის გნატრით და გევედრებით/ რათა გვიოხო წინაშე მეუფისა//

Page 4: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

4

ოქტომბერი

(1) სვეტიცხოვლის ტროპარი

კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული/ სვეტისა წმიდისა და კვართისა საუფლოსა ნათელი

შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა/ და სანოვაგედ წმიდად მირონსა გვიწყაროებს// რომელნი

წმიდასა ღმრთისმშობელსა/ და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანისვსცემთ/ რათა ვპოვოთ

ცხოვრება სულთა ჩვენთა//

სვეტიცხოვლის კონდაკი

ზესთაბრძოლისა ჩემისათვის/ და შემწისა უძლეველისა/ სვეტისა წმიდისა და

ღვთისბრწყინვალესა// რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა/ და

ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა/ საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა

განაშვენებს// და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს/ რომელნი ქებასა შეასმენ/

გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო//

უპატიოსნესსას მაგივრად სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე:

ადიდებს სული ჩემი/ ცხოვრების მომცემელსა/ კვართსა საღმრთოსა უფლისასა//

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ დღეს/ განმზადენით დღესასწაული/ და მხიარულებით

მოვედით// და განვადიდოთ ქრისტე ბაიათა და რტოებითა/ ქების მეტყველთა/ კურთხეულ არს

მომავალი ჩვენდა სახელითა უფლისათა უკუნისამდე//

(2) მოწ.დავითისა და კონსტანტინეს ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო/ დავით კონსტანტინეს თანა ღვაწლთა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს

უხრწნელებისა/ შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა// რამეთუ აქვნდათ მათ შენმიერი ძალი/ და მძლავრი

დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი/ მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ

სულნი ჩვენნი// (5) გრიგოლ ხანძთელის ტროპარი

შენ შორის საკვირველო მამაო/ კეთილად დაცულ იქმნა ხატება/ რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ

ქრისტესა// და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა/ ვითარცა წარმავალისა/ ხოლო

ღუწასა სულისასა// ვითარცა უკვდავისა არსებისასა/ რომლისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებს/

სული შენი ნეტარო გრიგოლ//

გრიგოლ ხანძთელის კონდაკი

უღელი იგი ქრისტესი მიიღე გრიგოლ/ და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი/ ვნებათა

მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან//

რომლისათვის საღმრთოსა/ დიდებისა მისისა ზიარებად გამოსჩნდი/ მომგებელი ჯილდოდ

ღირსებისა მოსაგებელისა//

Page 5: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

5

ოქტომბერი

(6) თომა მოციქულის ტროპარი (ხმა ბ)

იქმენ მოწაფე ქრისტესი/ თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ/ ხოლო

ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომა გამოიძიე// და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა/

მორწმუნე იქმენ თომა ყოვლად ქებულო/ და აწ გვითხოვე ჩვენ მშვიდობა და დიდი წყალობა//

თომა მოციქულის კონდაკი

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან/ და ქრისტეს მოციქულმან და მსახურმან

საკვირველმან სინანულით ღაღადჰყავ შენ/ შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი//

(13) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტროპარი (ხმა ა)

წმიდისაგან ხატისა ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო/ სიმრთელენი და კურნებანი უხვად

მოეცემიან/ ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისთა მოლტოლვილთა// ამისთვის

ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ/ და შეიწყალე სული ჩემი სახიერო/ ხოლო ხორცით განმკურნე

მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო//

ივერიის ღმრთ-ის ხატის კონდაკი

დაღაცათუ ზღვად შთაგდებულ იქმნა წმიდა ხატი შენი/ ღვთისმშობელო ქვრივისა მიერ/

რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვა მისი მტერთაგან// გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა

და მეკარედ ივერიელთ სავანისა/ შიშად მტერთა ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა

შინა/ შენთა პატივისმცემელთა მხსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსვლათაგან//

(18) ლუკა მახარებლის ტროპარი

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა

მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

ლუკა მახარებლის კონდაკი

ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილმსახურებისასა/ და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა/

ვარსკვლავსა ეკლესიისასა საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ// რამეთუ სიტყვამან გამოაჩინა იგი/

პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა/ მოძღურად მხოლომან რომელმან უწყნის გულთა შინანი//

(23) იაკობ მოციქულის ტროპარი (ხამ ბ)

ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე მართალო სახარება/ და ვითარცა მოწამესა გაქვს აღსარება/ და

კადნიერება ვითარცა ძმასა ღმრთისასა// და მეოხება ვითარცა მღვდელსა/ ევედრე ქრისტესა

ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

Page 6: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

6

ოქტომბერი

იაკობ მოციქულის კონდაკი

მამისა მხოლოდ შობილმან ღმერთმან სიტყვამან/ უკანასკნელთა დღეთა ჩვენდა მომართ

მოსრულმან/ იაკობ ღმრთისმეტყველო// პირველად მწყემსად და მოძღურად

იერულისალიმელთა განგაჩინა შენ/ და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა/ ვინა

ყოველნი პატივს გცემთ შენ იაკობ//

(26) წმ. დიმიტრის ტროპარი (ხმა ბ)

შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან/ ღვაწლით შემოსილო მხედარო

უფლისაო დიმიტრი/ მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო

ქრისტიანეთაო// რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოისა ლეოსი დაამხვე/ და ბრძოლასა შინა

ნესტორ განაძლიერე აწცა ღმერთშემოსილო/ ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად სულთა

ჩვენთა დიდი წყალობა//.

წმ. დიმიტრის კონდაკი

სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი/ ეკლესია ღმრთისა პორფიროვანჰყავ/ რომელმან მოგცა

შენ ძლევა უძლეველი// დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად/ რამეთუ შენ ხარ/ სიქადულ მისსა//

(26) დიდი ძვრის ტროპარი

რომელი მოხედავ ქვეყანასა/ დაჰყოფ მას შეძრწუნებულ გვიხსენ ჩვენ საშინელისა შერისხვისა/ და

ძრვისაგან ქრისტე ღმერთო ჩვენო// და გარდამოგვივლინენ მდიდრად მოწყალებანი შენნი/

მეოხებითა ღმრთისმშობელისათა/ და გვაცხოვნენ ჩვენ//

(28) წმ. ნეოფიტე ურბნელის ტროპარი (ხმა დ)

საქმით მიემსგავსე მოციქულთა/ და საყდარსა მათსა ღირს იქმენ/ საქმეი მოიგე ნეტარო

აღმყვანებელი ხედვად// ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა/ მართლად აღმოიტყოდი და

სარწმუნოებით იღვაწე/ ვიდრე სისხლთა დათხევადმდე// წმიდაო მღვდელმთავარო ნეოფიტე/

ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.//

წმ. ნეოფიტე ურბნელის კონდაკი

ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა ნეოფიტეს ყოვლად სამღვდელოსა/

რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება/ მოისიბრძნა სამოსლისა მღდელობითისა// და

მისსა მიმართ ვხმობდეთ/ ითხოვე მამაო საწადელო/ ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა

ეკლესიათა მშვიდობა შეუძვრელი//

Page 7: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

7

ნოემბერი

(8) მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალთა კრების ტროპარი (ხმა დ)

ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოზნო/ გევედრებით უღირსნი ესე/ რათა მეოხებითა თქვენითა

შეგვზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთათა// და უხორცოსა მის დიდებისა თქვენისა

მიერ დაცულნი/ შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ/ ღელვათა და განსაცდელთაგან

გვიხსნენით ჩვენ დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო//

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალთა კრების კონდაკი

მთავარანგელოზნო ღმრთისანო/ მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო/ ანგელოზთა მთავარნო

და წინამძღვარნო შეცთომილთანო// უმჯობესისა ჩვენცა გვიოხენით/ და დიდსა წყალობასა/

უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო//

(10) წმ. გიორგის ტროპარი (ხმა დ)

ტყვეთა განმათავისუფლებელო/ და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო/ სნეულთა მკურნალო და

მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო// ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი/ ევედრე

ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმ. გიორგის კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ/ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი/ და

სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა// რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით

მოიმკე/ სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე/ და აწ მეოხებითა შენითა იხსნი

განსაცდელთაგან სულთა ჩვენთა//

(10) წმ. კონსტანტი კახის ტროპარი (ხმა დ)

მოწამემან შენმან უფალო/ კონსტანტინე ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა/

შენ მიერ ღვთისა ჩვენისასა// რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხვა/ და შემუსრა

კერპთა იგი უძლური ძალი/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

(13) იოანე ოქროპირის ტროპარი

პირისა შენისა მადლი ვითარცა ოქრო გამობრწყინდა/ და სოფელი განანათლა/ უპოვარებისა

საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ// არამედ ვითარცა

იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩვენ/ ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე/ მამაო

იოანე ოქროპირო შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.//

Page 8: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

8

ნოემბერი

იოანე ოქროპირის კონდაკი

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი/ და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანისცემა/ სამებისა

მხოლოსა ღმრთისა// იოანე ოქროპირო ყოვლადსანატრელო/ ღირსო ღირსად გაქებთ შენ/ რამეთუ

ხარ მოძღვარი ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული//

(16) მათე მახარებლის ტროპარი (ხმა გ)

მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულსმოდგინედ შეუდეგ/ დამტევებელი მეზვერეობისა/

რომელი გამოუჩნდა კაცთა ქვეყანასა ზედა სახიერებისათვის// და მოციქულად რჩეულად

გამოსჩნდი/ და ახარე სახარება სოფელსა ხმა მაღლად/ ამისთვის პატივს-ვსცემთ წმიდასა ხსენებასა

შენსა// მათე ღმრთის მეტყველო ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა

მოგვანიჭოს/ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

(17) გობრონ-მიქაელის და მის თანა 133 მხედართა ტროპარი (ხმა დ)

მოწამეთა შენთა უფალო/ ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ

ღმრთისა ჩვენისა/ რამეთუ აქვნდათ მათ შენ მიერ ძალი// და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს

კერპთა იგი უძლური ძალი/ მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო/ აცხოვნე სულნი ჩვენნი//

გობრონ-მიქაელის და მის თანა 133 მხედართაკონდაკი

ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროსაგან მადლიერისა/ ნიჭებ შემოსილსა მოწამესა მტკიცისა

მიერ/ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა// მოყვასთა

თანა ღმრთივ-შეერთებულთა გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვყოფდეთ/ რომელიცა

ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა/ და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად//

(19) წმ. ილარიონ ქართველის ტროპარი (ხმა ე)

მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა ღირსო/ და იხარებს ერი ქართველთა/ მის შორის

აღმოცენებისა შენისათვის// რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად/ რომელმან

ანგელოზებრ უხორცო აჩვენე ცხორება/ და სასწაულთა მოქმედებითა// შეიმკვე მოღვაწეთა

შვენიერებაო ილარიონ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

Page 9: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

9

ნოემბერი

წმ. ილარიონ ქართველის ტროპარი კონდაკი

სიყრმით შენითგან ღირსო/ იწყე აღსლვად ხარისხთა სათნოებისათა/ და სოფლისა დამტევებელმან

არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი// რომელი აღყვავდი სახელსა შინა ღმრთისასა მსგავსად

ფინიკთასა/ ილარიონ სამგზის სანატრელო/ ვინა ყოველნი ერნი ქალთველთანი პატივით გაქებთ

ვითარცა მამასა და მეოხსა ჩვენსა//

(21) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტროპარი (ხმა დ)

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს/ და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა

დაწყება/ რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების// და ქრისტესა ყოველთა

გვახარებს/ ამას უღაღადოთ ხმამაღლად/ გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო//

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების კონდაკი

ყოვლად წმიდა ტაძარი მაცხოვრისა მრავალ პატიოსანი იგი ქალწული/ სამღვდელო საუნჯე

დიდებისა ღმრთისა/ დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა// და მადლსა თანა შეიტანს სულისა

წმიდისასა/ რომელსა უგალობენ ანგელოსნი უფლისანი/ რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა//

(24) დიდმოწამე ეკატერინეს ტროპარი (ხმა დ)

ტარიგი შენი იესუ/ ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა/ შენდა მსურის სიძეო ჩემო// და შენითა

ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა/ და თანა ჯვარს ვეცმი/ და თანა დავეფლვი შენდა

ნათლისღებითა// და მელმის შენთვის რათა ვსუფევდე შენთანა/ და მოვსწყდები სახელისა

შენისათვის/ რათა ვიდიდოცა შენ თანა// არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე/

რომელი სურვილით მოვივლტი შენდა/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი

ჩვენნი//

დიდმოწამე ეკატერინეს კონდაკი

მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო/ აწ დაადგინენით მაქებელთა ყოვლად

ბრძნისა ეკატერინესა/ რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა

რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყვბლმან//

Page 10: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

10

ნოემბერი

(29) აბიბოს ნეკრესელის ტროპარი (ხმა დ)

აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო/ რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა/ სისხლითა

მღვდელმოწამისა აბიბოსითა// და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა/ და გვირგვინოსან

მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი/ რათა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩვენთა დიდი

წყალობა//

აბიბოს ნეკრესელის კონდაკი

საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა/ და მმარხველთა შვენიერებასა აბიბოს შევასხმიდეთ/ რომელმან

გვირგვინითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულება// და მცხინვარედ განუტევნა

ელვანი კურნებისა მადლთანი/ და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თვისთა/ და

მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა//

(30) წმ. ანდრია პირველწოდებულის ტროპარი (ხმა დ)

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული/ და ძმა უაღრესისა მათისა/ მეუფესა ყოველთასა

ევედრე ანდრია// რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს/ და სულთა ჩვენთა/ დიდი წყალობა//

წმ. ანდრია პირველწოდებულის კონდაკი

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა/ და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა/ პეტრეს თანა

შობილსა შევასხმიდეთ/ რამეთუ ვითარ იგი ძველად/ მას აწ ჩუენცა გვიღაღადა/ მოვედით

გვიპოვნიეს სასურველი//

(30) წმ. ვახტანგ გორგასლის ტროპარი

ძლევანი ყოვლადდიდებულნი/ საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ/

საწუთო სამეფო სიბრძნით განაგე და ეკლესია ქართლისა ღვაწლითა შენითა განაშვენე// და აწ

იხარებ წინაშე უკვდავისა მეუფისა/ წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ/ მეოხ გვეყავნ

ჩვენ ცოდვილთა//

წმ. ვახტანგ გორგასლის კონდაკი

ზესთამბრძოლო უძლეველო/ კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ/ რომელმან სადიდებლად ღმრთისა

იღვაწე// და ერსა შენსა ქრისტეს-მოყვარესა ანდერძად მიეც/ მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა

სდექით/ და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა// რათა წარუვალი დიდება მოიგოთ/

სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ/ გიხაროდენ ვახტანგ მეფეო წმიდაო

სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო//

Page 11: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

11

დეკემბერი

(2) ისე წილკნელის ტროპარი (ხმა დ)

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა/ და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან/

სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით// ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე/ და

სიგლახაკითა სიმდიდრე წმიდაო მღვდელმთავარო ისე/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად

სულთა ჩვენთათვის//

ისე წილკნელის კონდაკი

ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ მამაო ნათელი ეგე/ არა ხვიმირსა ქვეშე დაფარული/ და

განგვანათლენ ჩვენ ელვითა სწავლათათა// ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა

ნათელხმოვანსა გაქებს ღირსად/ ისე მღვდელმთავარო ითხოვე ერისათვის მორწმუნისა ხსნა

ფლობისაგან უცხო თესლთასა/ და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობა//

(5) ღირსი საბა განწმედილის ტროპარი

ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე/ და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად

შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ/ და იქმენ მნათობ// და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა

მიერ/ მამაო წმიდაო საბა/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.//

ღირსი საბა განწმედილის კონდაკი

სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ/ და კეთილითა მოქალაქობითა

ნეტარება მოიგე/ უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა

განმაშვენებელ ნეტარო საბა// რამეთუ უდაბნონი ქალაქჰყვენ ღირსო/ რომლისათვისცა

გიღაღადებთ შენ/ გიხაროდენ მამაო ყოვლადპატიოსანო.//

(6) წმ. ნიკოლოზ მღვთელმთავარისა (ხმა დ)

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა/ და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან/

სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით// ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და

სიგლახაკითა სიმდიდრე/ წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა

შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმ. მღვდმთ. ნიკოლოზის კონდაკი

მირონით გამო წმიდაო/ მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი/ რამეთუ შენ ქრისტეს სახარება

აღასრულე// და რა სდევ სული შენი ერისა მისთვის შინა/ და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან/

ამისთვისცა წმიდა იქმენ დიდი მესაიდუმლოე მადლისა ღმრთისასა//

(17) წინასწარმეტყველ დანიილის და სამთა ყრმათა,

წმიდა მამათა კვირიაკის ტროპარი (ხმა ბ)

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი/ რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა/ ვითარცა წყალსა

განსვენებისასა წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს// და წინასწარმეტყველი დანიილ ლომთა

მწყსად/ ვითარცა ცხოვართა გამოსჩნდა/ მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი

ჩვენნი//

Page 12: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

12

დეკემბერი

(24) წინადღესასწაულის ტროპარი (ხმა დ)

აღიწერებოდა ოდესმე მოხუცებულისა იოსების თანა/ ვითარცა თესლისაგან დავითისა/ ბეთლემს

შინა მარიამ// მიდგომილი უთესლოთა მით მიდგომილებითა/ ხოლო მორაიწია ჟამი შობისა/ და

ადგილ არა იყო მათდა სავანესა მას// არამედ ვითარცა ოქრო ბრწყინვალე პალატი/ ქვაბი

იცნობებოდა დედოფლისათვის/ ქრისტე იშვების აღმართებად პირველ დაცემულისა მის ხატისა//

წინადღესასწაულის კონდაკი

ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა/ შობად მოვალს ქვაბსა შინა გამოუთქმელად/ განეწყვე

სოფელო რომელსა გესმის/ ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა/ რომელმან ინება გამოჩინება

ყრმამან ახალმან/ იესო პირველ საუკუნეთა ღმერთმან//

(25) შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ტროპარი (ხმა დ)

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო/ აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა/ რამეთუ

რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ// ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემა შენი/ მზეო

სიმართლისაო/ რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად უფალო დიდება შენდა//

შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი კონდაკი

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის/ და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ/

ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყველებენ// ხოლო მოგვნი ვარკვლავისა-თანა

მოზაურობენ/ რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი/ პირველ საუკუნეთა ღმერთი//

(26) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კრების კონდაკი

რომელი პირველ მთიებისა მამისაგან იშვა უდედოდ/ ქვეყანასა ზედა უმამოდ/ განკაცნა დღეს

შენგან// რომელსა ვარსკვლავი ახარებს მოგვთა/ ხოლო ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების

მეტყველებენ/ უთესლოსა შობასა შენსა ღმრთივმიმადლებულო//

ქრისტეშობის შემდგომ კვირიაკეს

(26) დამწინდველის, დავით მეფის, და იაკობის, უფლის ძმის ტროპარი (ხმა ბ)

იხარებდ იოსებ ღმრთისა მამისა დავითის საკვირველებასა/ ქალწული იხილვე მიდგომილი/

მწყემსთა თანა დიდების მეტყველიქმენ// და მოგვთა თანა თაყვანისეც/ და ანგელოსთა მიერ

გამოცხადებასა ღირს იქმენ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

დავით წინასწამეტყველი

უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო/ უცხოდ ამაღლებულო მშვიდო/ მგალობელთა მთავარო დავით//

ქრისტეს მამობასა ღირსქმნილო/ მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა/ წინასწარმეტყველო და მეფეო//

Page 13: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

13

იანვარი

(1) წინადაცვეთა. ბასილი დიდის ტოპარი (ხმა ა)

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი/ რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი/ რომლითა

ღმრთივშვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება// ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ/ წესნი

კაცთანი განაბრწყინვენ/ და სამეფო იგი მღვდელობა განაშვენე// წმიდაო მღვდელ-მთავარო

ბასილი// ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

ბასილი დიდის კონდაკი

გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა/ და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა

საღმრთოთა/ რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქვეყანასა ზედა// და ბრწყინავ

ზეცათა შინა/ ყოვლად პატიოსანო/ მნათობო სოფლისაო ღირსო ბასილი//

წინადაცვეთის ტოპარი (ხმა ა)

რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა/ მაღალთა შინა მჯდომარე იყავ/ თანა დაუსაბამოსა

მამისა და სულისა წმიდისა// სათნო იყავ შობად ქვეყანასა ზედა/ ქალწულისა უქორწინებელისა

დედისა შენისაგან იესუ/ ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან//

დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა/ დიდება განგებულებასა შენსა/ დიდება გარდამოსლვასა

შენსა მხოლოო კაცთმოყვარე//

წინადაცვეთის კონდაკი

უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს/ და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი

განკვეთს/ და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა// ხოლო იხარებს მაღალთა შინა/ მაღლისა

მღვდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი/ საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი//

(6) ნათლისღების ტოპარი (ხმა ა)

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ უფალო/ მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა/ რამეთუ მამისა

ხმა გეწამებოდა// და საყვარელად ძედ სახელგვდა შენ/ და სული წმიდა სახითა ტრედისათა/

დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა// რომელი განსცხადენ ქრისტე ღმერთო/ და ყოველი

სოფელი განანათლე/ დიდება შენდა//

ნათლისღების კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო/ აწ მოისახა ჩვენ ზედა მეცნიერებით

მცნობთა მათ შენთა/ და განსცხადენ ნათელო შეუხებელო//

Page 14: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

14

იანვარი

(8) დიდმოწამე აბო ტფილელის ტროპარი

მოწამემან შენმან/ უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო/ უხრწნელებისა შენ მიერ

ღვთისა ჩვენისასა// რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხვა/ და შემუსრა კერპთა

იგი უძლური ძალი/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

დიდმოწამე აბოტფილელის კონდაკი კონდაკი

დღესასწაულობს დღეს ეკლესია/ ხსენებასა შენსა/ და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა// და

ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა/ და უძლეველისა ახოვნებისა ქებად/ და დიდებად თვალო

მოწამეთაო აბო//

(14) წმიდა ნინოს ტროპარი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო/ და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო/ ქართველთა

განმანათლებელო// და სულისა წმიდისა ქნარო ნინო/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად

სულთა ჩვენთათვის//

წმ. ნინოს კონდაკი

მოციქული ქრისტესგან გამოსრული/ ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული/ მახარებელი

ცხოვრებისა წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა// დედისა ღმრთისა

საკუთარი მოწაფე ნინო/ შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა/ მეოხი მხურვალე

მცველი დაუძინებელი//

(17) წმიდა ღირსი მამა ანტონი დიდის ტროპარი

მოშურნისა ილიას საქმეთა მიემსგავსე/ და იოანე ნათლისმცემელისა კვალსა შეუდეგ/ ღირსო

მამაო ანტონი// უდაბნოს მკვიდრ იქმენ/ და სოფელი განანათლე ლოცვითა შენითა/ ევედრე

ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმიდა ღირსი მამა ანტონი დიდის კონდაკი

მსოფლიონი შფოთნი განიშორენ და მყუდროებით ცხოვრება შენი აღასრულე/ ნათლისმცემელსა

მიემსგავსე ყოვლითავე სახითა ღირსო/ მისთანავე უკვე პატივსგცემთ მამაო მამათაო ანტონი//

(19) წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის ტროპარი

ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო/ არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი/ თვინიერ ხელითა

კაცთასა გამოსახულისა// რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა/ განხურვებულმან

შურითა საღმრთოთა/ იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა// და მოუძღვანე

ქართველთა ერსა/ მოღვაწეთა შვენიერებაო ანტონი/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად

სულთა ჩვენთათვის//

Page 15: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

15

იანვარი

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის კონდაკი

მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი/ მოძღვარნი

ყოვლისა სოფლისანი/ და შვენიერებანი უდაბნოთანი// ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი

იდიდებინ დღესა ჩვენ მიერ/ რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა ხელით უქმნელი/ მფარველად

მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა//

(19) ღირსი მაკარი დიდი მეგვიპტელის ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად/ და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი/

ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო მაკარი// მარხვის მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით

მოიგე/ და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა/ რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან//

დიდება რომელმან მოგცა შენ ძალი/ დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ/ დიდება რომელი

იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა//

ღირსი მაკარი დიდი მეგვიპტელის კონდაკი

სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ/ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი/

განმანათლებელად ყოველთა კიდეთა მამაო მამათაო ღირსო მაკარი//

(25) წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტროპარი (ხმა ა)

მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა/ რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა/ რამეთუ

სიღრმესა სულისასა მეძიებელთა სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ// ევედრე ქრისტესა ღმერთსა/

მამაო წმიდაო გრიგოლი// შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის კონდაკი

ღმრთისმეტყველითა ენითა შენითა/ თხზულება იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო/ და

მართლმადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულჰყავ ეკლესია ქრისტესი// რომელი იგი

შეიმოსა რა ხმობს ჩვენ თანა შვილთა შენთა/ იხარებდ მამაო/ ღმრთისმეტყველებისა გონებაო

ყოვლად ვრცელო//

(25) წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელის ტროპარი (ქიქოძე)

სოფელსა შინა მწუხარება დაითმინე/ ხოლო ქრისტესთანა მშვიდობა შეიძინე/ სიტყვითა შენითა

ქართველთა ერი განანათლე// და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე/ ღვაწლით

შემოსილო წმიდაო მღვდელმთავარო გაბრიელ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა

ჩვენთათვის.

Page 16: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

16

იანვარი

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელის კონდაკი

მოციქულთა თანამოსაყდრე და მღვდელმთავართა შვენიერება იქმენ გაბრიელ/ გაბრწყინდი

ვითარცა მზე/ და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა// ამისთვის

პატივს გცემთ შენ/ ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღვდელსა/ მესაიდუმლესა ქრისტესსა//

(26) წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელის ტროპარი

საკვირველება რომელი ქმენ უფალო წმიდისა შენისა შორის/ კეთილმორწმუნისა მეფისა

დავითისა/ ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა// რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის

შენისა/ ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა/ ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა//

ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა/ დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა/ რომლისა

ოხითა მოეც სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

წმ. დავით აღმაშენებლის კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს/ და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა/

ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა// ერნი და ქალაქნი შორის ხმისა გვირგვინსა

შეუთხზვიდეთ/ განმათავისუფლებელსა მას ჩვენსა ყოველთაგან ვნებათა/ და ვიტყოდეთ მისდამი

სიხარულით გიხაროდენ კმაო მფარველო ჩვენო//

(27) წმიდა იოანე ოქროპირის ტროპარი

პირისა შენისა მადლი ვითარცა ოქრო გამობრწყინდა/ და სოფელი განანათლა უპოვარებისა

საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა/ და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ// არამედ ვითარცა

იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩვენ/ ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა/ ევედრე მამაო

ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმიდა იოანე ოქროპირის კონდაკი

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი/ და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე/ თაყვანის-ცემა სამებისა

მხოლოსა ღმრთისა// იოანე ოქროპირო ყოვლადსანატრელო ღირსო/ ღირსად გაქებთ შენ რამეთუ

ხარ მოძღვარი/ ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული//

(28) ღირსი ეფრემ ასურის ტროპარი

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე/ და სიღრმით სულისათ/ სულთქმანი ასეულად

შრომანი ნაყოფიერჰყვენ// და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ/

მამაო წმიდაო ეფრემ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

Page 17: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

17

იანვარი

ღირსი ეფრემ ასურის კონდაკი

წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა/ და იგლოვდი მწარედ ეფრემ/ ვითარცა

დაყუდების მყარე// ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად/ ვინა

ყოვლადღირსო მამაო/ და ყოვლად შემკობილო უდებთა აღადგენ სინანულად//

(29) ეგნატე ღმერთშემოსილის ტროპარი

საქმით მიემსგავსე მოციქულთა/ და საყდარსა მათსა ღირს იქმენ/ საქმე მოიგე ნეტარო

აღმყვანებელი ხედვად// ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა/ მართლად აღმოიტყოდი/ და

სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე// წმიდაო მღვდელმთავარო ეგნატე/

ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

(30) წმიდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ტროპარი

ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი/ მაცხოვარსა ყოველთასა

ევედრენით/ რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

წმიდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ტროპარი

სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა/ სამ-მზეობისა ღმრთაებისათა/ რომელთა ყოველი

სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს// და თაფლთ-მწოლვარითა

მდინარითა სიბრძნისათა/ ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს/ ბასილის

დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი//

რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ/ მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ/

რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან//

კონდაკი:

სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა/ და მღვდელმთავართა თავთა უფალო/

კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება// რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ

უფროს ყოველთა/ მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ/ რომელმან ადიდენ წმინდანი შენი//

(30) სამი დიდი მღვდელმთავრის ტროპარი

ვითარცა მოციქულთა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი/ მაცხოვარსა ყოველთასა

ევედრენით/ რათა მოსცეს ყოველსა მშვიდობა და სულთაჩვენთა დიდი წყალობა//

(31) წმ. თამარ მეფის ტროპარი

წმიდათა შორის საკვირველო/ კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ/ რომელმან კლდეთა ზედა

მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა// ლოცვითა შენითა განაძლიერე

მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი/ ხოლო მარჯვენითა შენითა დაამხვენ სპანი

აგარიანთანი/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩვენნი//

Page 18: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

18

თებერვალი

(1) მირქმის წინადღესასწაულის ტროპარი

ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად/ და იხილეს ღმერთი ვითარცა ჩვილი/ ტვირთული

მოხუცებულისა მკლავთა ზედა// წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან

უქორწინებელისა/ და ჩვენთანა უგალობენ ანგელოზნი/ წინადღესასწაულსა ამას

ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა//

მირქმის წინადღესასწაულის კონდაკი

მამისა თანა სიტყვა უხილავი/ აწ უკვე იხილვების ხორცითა გამოუთქმელად/ ქალწულისაგან

შობილი// და ხელთა ზედა მოხუცებილისათა მიეცემის/ თაყვანს ვსცემთ მას/ ვითარცა ჭეშმარიტსა

ღმერთსა ჩვენსა//

(2) მირქმის ტროპარი (ხმა ა)

გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო/ რამეთუ შენგან განხორციელდა/ მხსნელი

სოფლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი// იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ/ რამეთუ

მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა/ რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა

წყალობასა//

მირქმის კონდაკი

საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა/ და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ

ვითარცა გშვენოდა/ უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო// დაამშვიდენ ბრძოლასა შინა

მოქალაქობა ჩვენი/ და დაიცვენ მეფენი/ რომელნი შეიყვარენ მხოლოო კაცთმოყვარე//

(12) ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი (მოსკოვში)

წმიდისაგან ხატისა ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო/ სიმრთელენი და კურნებანი უხვად

მოეცემიან/ ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისთა მოლტოლვილთა// ამისთვის

ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ/ და შეიწყალე სული ჩემი სახიერო/ ხოლო ხორცით განმკურნე

მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო//

Page 19: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

19

თებერვალი

(22) ცხრა ყრმა კოლაელთა ტროპარი

ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა ცხრა ყრმათა კოლაელთა/ ყოვლად ქებულთა

შეჰმუსრეთ ძალი იგი უშჯულოთა/ და განიძარცვეთ რა ხორცნი ესე მოკვდავი მაღლით გარდამო//

შეიმოსეთ სამოსელი უკვდავებისა/ და აწ კრებულსა თანა წმიდათასა განსცხრებით/ და მეოხხართ

მვედრებელთათვის თქვენთა//

(24) იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პოვნის ტროპარი (ხმა დ)

ქვეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა/ და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს

ყოველთა/ საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა// რამეთუ ზეცას აქებენ

სიმრავლენი ანგელოზთანი/ და ქვეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ/ ქრისტე ღმერთო

ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობა შენი ჩვენ ზედა//

იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პოვნის კონდაკი

წინასწარმეტყველო ღმრთისაო/ და წინამორბედო მადლისაო/ თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო

ვპოვეთ ქვეყანით// და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე/ რამეთუ კვალადცა ვითარცა პირველ

ქადაგებ/ სოფელსა შინა სინანულსა//

Page 20: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

20

მარტი

(9) 40 სებასტიანელ მოწამეთა ტროპარი (ხმა ა)

წყლულებანი იგი უფალო წმიდათა შენთანი/ რომელნი შენთვის თავს ისხნეს მიიხუენ აწ მეოხებად

ჩვენთვის/ და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნე კაცთმოყვარე გევედრებით//

40 სებასტიანელ მოწამეთა კონდაკი

ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ/ და ზეცათა მეუფესა შეუვრდით/ ღვაწლით

შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო// ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო/ და

ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა/ და სიმრავლე გვირგვინთა//

(24) ყოვლადწმინდა ხარების წინადღესასწაულის ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამია წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს/

რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს მტვირთველი ქალწულისა ხარებისა/ და მისა მიმართ ხმობს

გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენ თანა//

ყოვლადწმინდა ხარების წინადღესასწაულის კონდაკი

დასაბამი იგი ცხოვრებისა ცვენ ქვეყანისათა ყოველთა შენ ხარ/ ღვთისმშობელო ქალწულო/

რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა// რომელ არს დიდი იგი

წესთმთავარი გაბრიელ/ და ხარება სახარულევანი მოგართვა შენ/ ამისთვისცა ყოველნი

გიღაღადებთ გიხაროდენ სძალო უსძლოო//

(25) ხარების ტროპარი

დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს/ და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა

გამოცხადება/ რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იწოდების// და გაბრიელ ახარებს მადლსა

მას/ რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადოთ/ გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენ თანა//

Page 21: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

21

მარტი

ხარების კონდაკი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის/ და მოღვაწისა უძლეველისა/ ვითარცა შენ მიერ ხსნილნი

განსაცდელთაგან// სამადლობელსა აღვწერთ ღმრთისმშობელო ქალწულო/ შენდა მომართ მონანი

შენნი/ არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი// ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ

ჩვენ/ რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო/ გიხაროდენ სძალო უსძლოო//

(26) გაბრიილ მთავარანგელოზის კრების ტროპარი (ხმა დ)

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო გაბრიელ/ გევედრებით უღირსნი ესე/ რაითა მეოხებითა

შენითა შეგვზღუდენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა// უხორცოსა მის დიდებისა შენისა

მიერ დაცულნი შეგივრდებით/ და ხელაპყრობით გიღაღადებთ ღელვათა და განსაცდელთაგან/

გვიხსენ ჩვენ დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო//

გაბრიილ მთავარანგელოზის კრების კონდაკი

ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა/ და ყოველთა შემოქმედისა ყოვლადგამოუთქმელისა/ და

საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი დიდებულო გაბრიელ// და მეოხი მვედრებელთა შენთა

წმინდაო/ აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა/

რაითა გიღაღადებდეთ შენ გიხაროდენ მფარველო მონათა შენთაო//

(30) იოანე კიბისაღმწერელის ტროპარი

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე/ და სიღრმით სულისათ/ სულთქმანი ასეულად შრომანი

ნაყოფიერჰყვენ// და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ/ მამაო წმიდაო

იოანე/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

Page 22: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

22

აპრილი

ღირსი მარიამ მეგვიპტელის ტროპარი

შენ შორის საკვირველო დედაო/ კეთილად დაცულ იქმნა ხატება/ რამეთუ აღიღე ჯვარი და

შეუდეგ ქრისტესა// და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა/ ვითარცა წარმავალსა/

ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა// რომლისა თვისცა ანგელოზთა თანა/

იხარებდეს სული შენი/ ნეტარო მარიამ//

ღირსი მარიამ მეგვიპტელის კონდაკი

მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა/ სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით

შეწყნარებულ იქმნა/ ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული// ეშმაკთა ჯვრისა

საჭურველითა უჩინო ჰყოფს/ ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა/ სძლად მარიამ დიდებული//

(23) წმ. გიორგის ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო/ და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო/ სნეულთა მკურნალო და

მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო// ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი/ ევედრე

ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმ. გიორგის კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ/ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი/ და

სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა// რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით

მოიმკე/ სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე/ და აწ მეოხებითა შენითა იხსნი

განსაცდელთაგან სულთა ჩვენთა//

(25) მოციქულ მარკოზის ტროპარი

მოციქულო წმიდაო მარკოზ მახარებელო/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა

მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

მოციქულ მარკოზის კონდაკი

მაღლით მოიღე მადლი სულისა და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე დიდებულო/ რამეთუ

ყოველნივე წარმართნი მოინადირენ მარკოზ ყოვლად ქებულო/ და მეუფესა შენსა მიუძღვანენ და

საღმრთო უქადაგე სახარება//

Page 23: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

23

აპრილი

(27) წმიდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონის ტროპარი (ხორციელი ძმა უფლისა)

ნათესავად ქრისტეს მღვდელმთავარო სვიმეონ/ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ

საცდურისა უჩინოდ მყოფელად/ და სარწმუნოებისა დამმარხველად// რომლისა თვისცა დღეს

ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა/ მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა/ მოველით ლოცვითა

შენითა//

წმიდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონის კონდაკი

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეონ/ და

ნათლისა მიმართ მიგიძღვისა რომელნი ვღაღადებთ/ გიხაროდენ მოწამეთა პატიოსანო

გვირგვინო//

(29) წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ტროპარი

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა/ მეუფესა ყოველთასა

ევედრე ანდრია/ რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

ტროპარი (2)

ანდრია მოციქული ვადიდოთ რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა/ და მით მოგვაქცივნა

წარმართნი/ თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა//

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის კონდაკი

სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრესთანა

შობილსა შევასხმიდეთ/ რამეთუ ვითარ იგი ძველად მას აწ ჩვენცა გვიღაღადა/ მოვედით

გვიპოვნიეს სასურველი//

Page 24: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

24

მაისი

(1) წმიდა თამარ მეფის ტროპარი

წმიდათა შორის საკვირველო კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ/ რომელმან კლდეთა ზედა

მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა/ ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი

ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი// ხოლო მარჯვენითა შენითა დაამხვენ სპანი

აგარიანთანი/ მისითა მეოხებითა/ ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩვენნი//

(7) ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი,

დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ

ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი

და შიო მღვიმელი

ტროპარი

ჰკამკამებ უდაბნოსა ნათობ ქართველთა უმეტეს მზისთვალისა/ მამო მამათაო იოანე მეოხ იქმენ

მათვის/ რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან//

კონდაკი

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი/ და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე/ ხოლო

მადლთა სულისა წმინდისათა გვიწყაროებ// და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ მამო

წმინდაო იოანე/ მოეც მშვიდობა მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა მორწმუნესა/ და ერნი

მადიდებელნი შენნი იხსნენ განსაცდელთაგან//

(9) შიო მღვიმელის ტროპარი

სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი/ ღმერთშემოსილო

და სასწაულთა ღვთისა მიერ მოცემულთა იღვწიდ ქართველთა ერსა/ ვინაცა მხედველნი შენ შორის

მადლითა სულიერითა ვადიდებთ შემოქმედსა ღირსო შიო// და აწ ძვალნი შენნი შიშველნი

მღვიმით ქვეშე ქვეყანით/ ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ/ მეოხად მორწმუნეთა და

კურნებად სულთა ჩვენთა//

მღვდელმთავარ ნიკოლოზის სასწაულმოქმედის ტროპარი (ხმა დ)

მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა/ და ქალაქი ბარავისა იხარებს/ და მის თანა ყოველი

სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა// რამეთუ დღეს უკვე საღმრთო დღესასწაული/

პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა/ წმიდისა და საკვირველთ მოქმედისა

ნიკოლოზისთა// ვითარცა მზე დაუვალი აღმობრწყინდა/ ბრწყინვალითა ნათლისა

შარავანდედითა/ რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა// სარწმუნოებით

მგალობელთაგან/ რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ გვაცხოვნენ ჩვენ/ ვითარცა შესავედრებელმან

ჩვენმან დიდო ნიკოლოზ//

Page 25: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

25

მაისი

მღვდელმთავარ ნიკოლოზის სასწაულმოქმედის კონდაკი

აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად ნაწილნი შენნი/ მღვდელ-

მთავარო ნიკოლოზ/ რამეთუ ზღვა განწმდა სლვითა შენითა// და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ

მიერ მიიღო/ ვინათგან ჩვენთვის გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად/ და საკვირველად

მოწყალედ//

შიო მღვიმელის კონდაკი

ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე/ და ჯვარისა აღმღებელმან დაუტევე ყოველივე

სოფლისა/ უდაბნოსა შვენიერებაო შიო// ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა/ და

ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ/ მამაო ნუ დააცადებ ოხასა

ჩვენთვის//

(10) წმიდა მოციქული სვიმეონ კანანელის ტროპარი

მოციქული წმიდაო სვიმეონ/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს

და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

წმიდა მოციქული სვიმეონ კანანელის კონდაკი

მტკიცედ დამდებელსა სულთა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა/ ქებითა

ვნატრიდეთ ყოველნი/ ვითარცა ღმრთის მეტყველსა სვიმეონს// რამეთუ საყდარსა დიდებისასა

წინაშე მეუფისა მდგომარე/ ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს/ დაუცხრომელად მვედრებელთა

ჩვენ ყოველთათვის//

(19) წმიდა ნინოს ტროპარი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო/ და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო/ ქართველთა

განმანათლებელო// და სულისა წმიდისა ქნარო ნინო/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად

სულთა ჩვენთათვის//

წმ. ნინოს კონდაკი

მოციქული ქრისტესგან გამოსრული/ ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული/ მახარებელი

ცხოვრებისა წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა// დედისა ღმრთისა

საკუთარი მოწაფე ნინო/ შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა/ მეოხი მხურვალე

მცველი დაუძინებელი//

Page 26: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

26

მაისი

(21) წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე

ტროპარი:

ჯვარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა/ და ვითარცა პავლე წოდება არა კაცთაგან მიიღო/ რომელი

იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა უფალო// და სამეუფეო ქალაქი ხელთა შენთა

შეგვედრა/ რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით/ მეოხებითა ღმრთისმშობელისათა გვაცხოვნენ

ჩვენ//

კონდაკი:

კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა/ თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს/ ყოველთა

იუდიანთა მარცხვენელად// ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა/ და ჩვენდა

გამოსჩნდა სასწაული დიდი/ და ბრძოლათა შინა სიქადული//

(25) იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა

ტროპარი:

ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა/ ქრისტემან გვიჩვენა ჩვენ თავი შენი/

წინამორბედო და ნათლისმცემელო// ყოველნი უკვე პოვნასა მისსა შემოკრებულნი/ გალობით

მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ/ რომელი აცხოვნებს სულთა ჩვენთა მეოხებითა შენითა//

კონდაკი:

წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო/ თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო

ვპოვნეთ ქვეყანით/ და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე// რამეთუ კვალადცა/ ვითარცა პირველ

ქადაგებ/ სოფელსა შინა სინანულსა//

Page 27: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

27

ივნისი

(11) ტროპარი მოციქულისა ბართლომესი

მოციქული წმიდაო ბართლომე/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა

მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა/ და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის

პირველად გამოსჩნდი/ და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი// და მიუთხარ ყოველთა

ქრისტე ღმერთი/ ამისთვისცა შესხმითა გალობათა/ საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ

ბართლომე//

(12) ღირსნი მამანი ჩვენნი ათონელნი: იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე

ტროპარი:

ღმერთო მამათა ჩვენთაო/ რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა/ კეთილსა სახიერებისა ჩვენისასა//

ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან/ არამედ მათითა მეოხებითა/ მშვიდობით განაგე ცხორება

ჩვენი//

კონდაკი:

უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვეთ შრომანი თქვენნი/ და ქვეყანა აღავსეთ

კეთილმსახურებისა წერილითა/ ანგელოზნი განკვირდეს თქვენითა უბიწოებითა// ხოლო კაცნი

ბაძვად თქვენდა აღადგინენით/ რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი/ მამანო ჩვენნო

იოვანე და გაბრიელ ქართველნო// იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო/ და ეფთვიმი და გიორგი

მთაწმინდელნო/ ყოვლისა სოფლისა მნათობნო//

(17) წმიდა შალვა ახალციხელის

ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო შალვა ახალციხელმან/ ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო/

უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა// რამეთუ აქვნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი

დაამხვა/ და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი მისითა მეოხებითა/ ქრისტე ღმერთო აცხოვნე

სულნი ჩვენნი//

Page 28: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

28

ივნისი

კონდაკი

ვარსკვლავი ელვარე აღმოხედ/ უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა/ შარავანდედთა მის მიერ

განათლებულო ღვაწლით შემოსილო შალვა ახალციხელო// სრულიად დაშრიტე სიმრავლე

საცთურისა/ და ჩვენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა/ და მეოხხარ დაუცხრომელად ჩვენ

ყოველთათვის//

(19) წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა

ტროპარი:

ნათესავად ქრისტესა ჰოი იუდა/ და მხნედ მოწამედ საღმრთოთ გქადაგებთ/ შენ საცთურისა

უჩინომყოფელად// და სარწმუნოებისა დამმარხველად/ რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა

ხსენებისა შენისა/ მედღესაწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა//

კონდაკი:

პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი მოციქულო/ და მას თანა ქადაგება მოგვითხრენ/ ჩვენ

საღმრთოსა მადლისა// საიდუმლოთა მეტყველო იუდა ნეტარო/ ამისთვის გიღაღადებთ შენ/ ნუ

დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩვენ ყოველთათვის//

(21) წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი და ლუარსაბი

ტროპარი არჩილ მეფისა:

სიბრძნისა ზეცით მომღებელმან/ სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე/ და საქიქელ ჰყავ მათი იგი

ამაო მსახურება// და დაიკალ მისთვის რომელი ჩვენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა/ და მეფობისა

წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი/ არჩილ სამგზის სანატრელო მეფეო მეოხ გვეყავ

სულთა ჩვენთათვის//

ტროპარი ლუარსაბ მეფისა:

იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა/ რამეთუ ქრისტესთვის

მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა/ და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი

სიმდიდრე სუფევისა მოიგო// მოწამეთა შორის საჩინომან/ ლუარსაბ და აწ მეოხ არს/ ჩვენ

მაქებელთა მისთათვის//

Page 29: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

29

ივნისი

კონდაკი:

ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან/ ახლად მოწამედ გამოჩინებულად/ სპარსთა

აღვირ აღმსხმელო// და მართლუკუნ მქცეველო ღვაწლით შემოსილო მეფეო/ რომელმან

უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ/ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩვენ

ყოველთათვის//

(24) შობა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა, იოანესი

ტროპარი:

წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო/ ღირსად ქებად შენდა ვერ

შემძლებელთ ვართ ჩვენ/ რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ// რამეთუ ბერწობა დედისა და

უტყვება მამისა დაიხსნა დიდებულითა/ და პატიოსნითა შობითა შენითა/ და განხორციელება

სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა//

კონდაკი:

მაღლით მოიღე მადლი სულისა/ და რიტორთა რწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედს/ მაღლით

მოიღე მადლი სულისა და რიტორთა// და იგი არს სავსება ყოვლისა/ წინასწარმეტყველთა

პირველვე ქადაგეს/ ამან იორდანესა შინა ნათელსცა// გამოსჩნდა ღმრთისა სიტყვისა/

წინასწარმეტყველად/ ქადაგად და წინამორბედად//

(27) წმიდა გიორგი მთაწმინდელი

ტროპარი:

მართლმადიდებლობისა წინამძღუარო/ და კეთილ-კრძალულებისა მოძღვარო გიორგი/ ყოვლისა

სოფლისა მნათობო და მონაზონთა კანონო// ღმრთივსულიერო ყოვლად ბრძენო სწავლითა

შენითა ჩვენ ყოველნი განგვანათლენ/ ვითარცა ქნარმან სულიერმან/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა

შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:

ათორმეტთა მზეთა შორის მნათობთა მათ სოფლისათა/ ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა/

ღმრთისმეტყველებისათა ბრძენო გიორგი// რამეთუ ადიდა მიცვალება შენი დღესასწაულსა

თვისთა მეგობართასა/ ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან/ რომელთა თანა გადიდებთ მეოხ გვეყავ

ჩვენ//

Page 30: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

30

ივნისი

(29) წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე

ტროპარი:

თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ/ მნათობნი ყოვლისა სოფლისანი პეტრე/ კლდე სიმტკიცისა

პავლე// პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა/ რათა ოხითა მათითა/ მოვიღოთ შენდობა

ცოდვათა//

კონდაკი:

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო/ მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით/

რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

სადიდებელი:

გადიდებთ თქვენ ყოვლადქებულნო/ მოციქულნო ქრისტესნო პეტრე და პავლე/ და პატივს ვცემთ

წმიდასა ხსენებასა თქვენსა// რამეთუ ყოველი ერი/ სწავლითა თქვენითა განათლდა/ და ყოველნი

კიდენი ქვეყანისანი ქრისტესმიერ მოაქციენით//

(30) კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა:

პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი,

თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი

ტროპარი:

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო/ მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით/

რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

შენ სარწმუნოებისა კლდესა გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ/ ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა

და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა/ რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი

სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ//

Page 31: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

31

ივლისი

(1) ტროპარ-კონდაკი კოზმა და დამიანესი ასიელთა უვერცხლოთა მკურნალთა

ტროპარი:

წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე/ მოიხილენით და

განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი/ უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და

უსასყიდლოთ მოგვცემდით ჩვენ//

კონდაკი:

რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით/ და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა/

საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო// მოხედვითა თქვენითა/ მბრძოლთაცა სილაღე

დააცხრვეთ/ სოფლისა მკურნალნო საკვირველებათა მიერ//

(2) დადება პატიოსნისა სამოსლისა ღმრთისმშობლისა ვლაქერნას

ტროპარი:

ღმრთისმშობელო ქალწულო კაცთა მფარველო/ სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა

შენისა/ მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა// რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა

მიერ/ განუხრწნელად ჰგიან მარადის/ რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა//

ამისთვის გევედრებით/ მშვიდობა სოფელსა მოანიჭე/ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო ღმრთივმიმადლებულო უბიწოო/ მოანიჭე

სამღვდელო სამოსელი შენი/ დაფარე სამოსელად კაცთა// ვინაცა დიდებასა მისსა

ვდღესასწაულობთ სურვილით/ და გიგალობთ შენ წადიერად უსძლოო/ გიხაროდენ ქალწულო

ქრისტიანეთა სიქადულო//

Page 32: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

32

ივლისი

(3) წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი

ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა/ და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან/

სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით// ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და

სიგლახაკითა სიმდიდრე/ წმიდაო მღვდელთმთავარო ანდრია/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა

შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

კონდაკი:

დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოსა გალობათასა/ და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა/ ყოვლად

ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა// ყოვლად ღირსო ანდრია/ ვინა ყოველნი გიღაღადებთ/

მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩვენ ყოველთათვის//

(4) ღირსი ათანასე ათონელი (ხმა გ)

ტროპარი:

ხორციელი ცხოვრება შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა/ რამეთუ ვითარცა უხორცო/

უხილავად შეერთე ყოვლადქებულო// და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი გაქარვენ ათანასე/

ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭნა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი/ მამაო ღირსო ევდრე ქრისტესა

ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩვენთა//

კონდაკი:

ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა/ მოქმედსა და მაუწყებელსა

ჭეშმარიტისასა/ გიწოდს შენ სამწყსო შენი ღმრთისმეტყველო// ნუ დასცხრები ვედრებად ჩვენ

ყოველთათვის/ ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან/ რომელნი გიხმობთ შენ გიხაროდენ

მამაო ათანასე//

Page 33: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

33

ივლისი

(12) ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი

და ექვთიმე

ტროპარი:

ღმერთო მამათა ჩვენთაო/ რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა/ კეთილსა სახიერებისა ჩვენისასა//

ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან/ არამედ მათითა მეოხებითა/ მშვიდობით განაგე

ცხოვრება ჩვენი//

კონდაკი:

უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვეთ შრომანი თქვენნი/ და ქვეყანა აღავსეთ

კეთილმსახურებისა წერილითა/ ანგელოზნი განკვირდეს თქვენითა უბიწოებითა// ხოლო კაცნი

ბაძვად თქვენდა აღადგინენით/ რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი/ მამანო ჩვენნო

იოვანე და გაბრიელ ქართველნო// იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო/ და ეფთვიმი და გიორგი

მთაწმინდელნო/ ყოვლისა სოფლისა მნათობნო//

(13) კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო გაბრიელ/ გევედრებით უღირსნი ესე/ რაითა მეოხებითა

შენითა შეგვზღუდენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა// უხორცოსა მის დიდებისა შენისა

მიერ დაცულნი შეგივრდებით/ და ხელაპყრობით გიღაღადებთ ღელვათა და განსაცდელთაგან

გვიხსენ ჩვენ/ დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო//

(16) ნიკეის პირველი კრების ღირსთა მამათა ტროპარი

უფროსად დიდებულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო/ რომელმან მნათობად ქვეყანასა ზედა/

მამანი ჩვენნი დააფუძნენ// და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ/ ჩვენ ყოველთა

წარგვიმართე/ მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო დიდება შენდა//

(19) წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველის ტროპარი

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე ნეტარო/ და მას მხოლოსა ემსახურე გულისთქმითა მხურვალითა/

დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნო მოიმუშაკე// ლმობიერითა გულითა

სიყვარული ქრისტესი მოიპოვე/ დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი/ ამისთვისცა

ვხმობთ შენდამო გვიხსენ ჩვენ ლოცვათა შენთა მიერ ჰოი ღირსო მამაო ჩვენო სერაფიმე//

Page 34: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

34

ივლისი

(20) წმიდა ილია მართალის ტროპარი

ღვაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნო იგი სოფლისა მოიმუშაკე/ და გონებითა

ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ/ ჭეშმარიტება სთესე და გვირგვინი

უკვდავებისა მოიპოვე// სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისა დაიმკვიდრე/

ძეო ქართველთა ერისაო ერისათვის წამებულო წმიდაო ილია მართალო ყოვლადდიდებულო/

ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი

ტროპარი:

ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყველთა თავმან/ ქრისტეს მოსვლისა მეორემან

წინამორბედმან/ ილია ყოვლად დიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა

ოტებად// და კეთროვანთა განწმენდად/ და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა/

და დიდსა წყალობასა//

კონდაკი:

წინასწარმეტყველო და წინასწარმხილველო/ დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩვენისათა/ ილია

დიდად სახელოვანო// რომელმან სიტყვითა შენითა/ დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი/ მეოხ

გვეყავ ჩვენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყვარისა//

(22) წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი

ტროპარი:

ქრისტეს ჩვენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ/ სანატრელო მარიამ მაგდალინელო/

რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარხენ// ამისთვისცა წმიდასა ხსენებსა შენსა/ სიხარულით

ვდღესასწაულობთ მორწმუნენი/ და წადიერად გაქებთ და გიგალობთ//

კონდაკი:

ჰსდგე რა წინაშე ყოვლად დიდებულისა მაცხოვრისა ჯვარისა სხვათა მათ მრავალთა თანა/ და

დედისა თანა უფლისა/ შენცა მწუხრებით მტკივნეული საცრემლეოდი// და ქებას ამას შესწირავდი

მეტყველი/ რა არს უცხო ესე და საკვირველი ვითარ მყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან/

ვნება თავსიდევ დიდება ძლიერებასა შენსა//

Page 35: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

35

ივლისი

(25) მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ტროპარი:

ცხოვრება შევ რომლისაგან იშვა ცხოვრება/ მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა/ რომელი

ღვთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნულ იყო// და აღვალს ზეცას სიხარულსა

წმინდათასა/ და მათ თანა დაემკვიდრების დიდებით/ ხოლო ვიხარებდეთ ყოველნი აწ

მიცვალებასა შენსა// და რომელნიცა სურვილით პატივს გცემთ შენ/ ცოდვათა შენდობასა

მოვიღებთ/ ვედრებითა შენითა//

კონდაკი:

პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსნება ვიდღესასწაულოთ/ და სარწმუნოებით ვითხოვოთ

მათგან შეწევნა/ რათა ვიხსნეთ ჩვენ თანა არს რომელმან ადიდნა ესენი ვითარცა სათნო იყო//

(27) წმიდა მკურნალი პანტელეიმონი

ტროპარი:

ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა

ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა/ და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო/

მოწამეო ქრისტეს ღვთისაო// ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ/ და განდევნენ

ეშმაკის საცთურნი ჩვენგან/ რომელნი ვღაღადებთ გვაცხოვნენ ჩვენ უფალო//

(29) წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი

ტროპარი:

ნათლითა ელვარითა შემკულო მხნეო მხედარო ქრისტესო/ მოწამეთა მთავარო ევსტათი ძით და

მეუღლით შენით/ მეოხ გვეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა//

კონდაკი:

მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდება უძლეველმან მოწამემან ევსტათი/

რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენტა უხილავთა ბრძოლთასა/ და ყოვლითურთ შემუსრა

სიმტკიცენი მათნი// ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშირთა/ რამეთუ ესე

ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა/ მხოლოსა მის მიერ

მეცნიერისა დაფარულთასა//

Page 36: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

36

ივლისი

(30) წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი

ტროპარი:

აღმსარებელმან შენმან უფალო ცოტნე/ რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა

განაცვიფრა მტერი ქართველთა/ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან// რამეთუ აქვნდა მას

შენმიერი ძალი/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო/ აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

კონდაკი:

დღესასწაულობს დღეს ეკლესია პატიოსანსა ხსენებასა შენსა/ წმიდაო აღმსარებელო ცოტნე და

შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა/ რომელნი ადიდებენ ღვრთივ-სათნოსა განზრახვასა

შენსა// რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა ვითარცა აღმსრულებელი მცნებისა/ ამისთვისცა

სიხარულით აღვასრულებდეთ სახსენებელსა შენსა/ წმიდაო აღმსარებელო საქართველოსთვის

თავდადებულო ცოტნე//

(31) წინადღესასწაული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელთა შემოყვანებისა

ტროპარი:

აცხოვნე უფალო ერი შენი/ და აკურთხე სამკვიდრებელი შენი/ ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა

ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე// და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ/ რათა ვიტყოდეთ/

უფალო დიდება შენდა//

Page 37: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

37

აგვისტო

(1) შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა

ტროპარი:

აცხოვნე უფალო ერი შენი/ და აკურთხე სამკვიდრებელი შენი/ ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა

ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე// და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ/ რათა ვიტყოდეთ/

უფალო დიდება შენდა//

კონდაკი:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა/ მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა წყალობანი შენი

მოგვანიჭე/ ქრისტე ღმერთო ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა// და ძლევა

მომადლე მას ბრძოლთა მიმართ/ რომელსა თანა შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა/

უძლეველი საძელველი ჯვარი შენი ყოვლადძლიერი//

(3) პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული

ტროპარი:

ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა/ ქრისტესთვის

მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა/ მოწამეთა შორის საჩინოსა საქართველოს მნათობსა// დიდსა

მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ/ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა/ რათა მეოხებითა მისითა

ვიხსნნეთ განსაცდელთაგან//

კონდაკი:

მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო/ და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო მონაო სარწმუნოო/

და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო// სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო/ დიდო

მოწამეო რაჟდენ/ გვიოხენ ჩვენ მაქებელთა შენთა//

(5) წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა

ტროპარი:

ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ/ სურვილით ბრწყინვალედ/ მედღესასწაულენი

მორწმუნენო// და ვხმობდეთ მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა/ რამეთუ აღვალს მთად

თაბორად მეუფე/ განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შვენიერებისათა//

Page 38: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

38

აგვისტო

კონდაკი:

დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა/ კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების/

და სიხარულით ღაღადებს იცვალებს ფერს ქრისტე მაცხოვარი ყოველთა//

(6) ფერისცვალება იესუ ქრისტესი

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო/ და უჩვენე მოწაფეთა შენთა/ დიდება შენი ძალისაებრ

მათისა// და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი/ მეოხებითა

ღმრთისმშობელისათა/ ნათლისა მომცემელო უფალო დიდება შენდა//

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო/ და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა/ დიდება შენი

უჩვენე// რათა რაჟამს იხილონ ჯვარცმა შენი გულისხმა ჰყონ/ ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს და

სოფელსა უქადაგონ/ ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა//

(9) წმიდა მოციქული მატათა

ტროპარი:

მოციქულო წმიდაო მატათა/ ევედრე მოწყალესა ღმერთსა რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს/

და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

სახედ ნათლისა ვითარცა მზე ყოველსა ქვეყანასა განხდა სიტყვა შენი/ და განანათლებს წარმართთა

ეკლესიასა/ მადლითა ღმერთ შემოსილო მატათა მოციქულო//

(13) აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა

ტროპარი:

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო/

მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო ყოვლისა სოფლისა მნათობო/ და მღვდელმთავართა

კანონო ღმრთივსულიერო ყოვლადბრძენო მაქსიმე// სწავლითა შენითა ჩვენ ყოველნი

განგვანათლენ/ ვითარცა ქნარმან სულიერმან ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა

ჩვენთათვის//

კონდაკი:

სამებისა წმინდისა მქადაგებელსა დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი/ რამეთუ სარმწუნოებაი

ღმრთისა ხმამაღლად იქადაგა/ ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა ორითა ნებითა და ორითა

საქმითა// და ღირსად სარწმუნოებით/ პატივს ვსცემდეთ მას და უღაღადებდეთ/ გიხაროდენ

მქადაგებელო სარწმუნოებისაო//

Page 39: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

39

აგვისტო

(14) ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული

ტროპარი:

ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით/ აღიპყრენით ხელნი თქვენი/ და სურვილით შემოკრებდით

და სიხარულით ღაღადებდით// რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების/ ქუეყნით ზეცად

ამაღლება/ რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ//

კონდაკი:

დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა შეიმკვების/ ხოლო

გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ/ გიხაროდენ ქალწულო ქრისტიანეთა სიქადულო//

(15) მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ტროპარი:

შობასა ქალწულება დაიმარხე/ და მიცვალებასა სოფელი/ არა დაუტევე ღმრთისმშობელო//

მიხვედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისა/ და აწ მეოხებითა შენითა/ იხსნი სიკვდილისაგან სულთა

ჩვენთა//

კონდაკი:

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი/ და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოება/

ღმრთისმშობელო სამარემან და სიკვდილმან ვერ დაგაბრკოლეს// არამედ ვითარცა დედა ეგე

ცხოვრებისა/ ცხორებად მიგცვალა/ რომელმან დაიმკვიდრა საშო მარადის ქალწულისა//

(16) ანჩისხატობა

ტროპარი:

უხრწნელსა ხატსა შენსა/ თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ/ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა

ჩვენთასა// ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო იყავ/ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა/ რათა იხსნე

რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა// ვინაცა მადლობით გიღაღადებთ/ სიხარულით აღმავსენ

ყოველნი ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან/ მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა//

კონდაკი:

გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა/ და კაცთა მომართსა განგებულებასა/ გარე შემოუწერელო

სიტყვაო მამისაო// ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა/

საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ/ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ//

(28) წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი

ტროპარი:

წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან/ დედოფალო წმიდაო შუშანიკ/ და

წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევა წარუვალი// და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ/

წინაშე სიძისა შენისა უკვდავისა ქრისტესა/ მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა სანატრელო//

Page 40: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

40

აგვისტო

კონდაკი:

დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის/ დედოფალო წმიდაო შუშანიკ/ და

ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი// ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა/ შენითა

სოფლისათვის მშვიდობასა/ და სულთა ჩვენთათვის დიდსა წყალობასა//

(29) თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და

ნათლისმცემელისა იოანესი

ტროპარი:

ხსენება მართლისა ქებით აღესრულების/ ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა წინამორბედო/

რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა// და რამეთუ ქადაგებულსა

მას შენ მიერ წყალთა შინა/ ღირს იქმენ ნათლისცემად/ და იწამე ჭეშმარიტებისათვის// და

სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული/ და აღმხმელი

ცოდვათა სოფლისათა/ რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა//

კონდაკი:

წინამორბედისა დიდებულისა თავის კვეთა/ განგებულება იქმნა საღმრთო/ რათამცა მყოფთა

ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსვლა მაცხოვრისა// გოდებდინ აწ იროდიადა უსჯულოსა მისთვის

მკვლელობისა/ რამეთუ არა შეიყვარა სჯული ღმრთისა ცხოველისა/ არცა სუფევა საუკუნო არამედ

საწუთო ესე ამაო//

(31) დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

ტროპარი:

ღმრთისმშობელო ქალწულო კაცთა მფარველო/ სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა

შენისა/ მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა// რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა

მიერ განუხრწნელად გიან მარადის/ რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა/

ამისთვის გევედრებით მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი ღმრთისმშობელო/ რომელი შეიცვა პატიოსანმან

სარტყელმან შენმან// არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა/ და საუნჯე კეთილთა

მოუკლებელი/ მხოლოო მშობელო მარადის ქალწულო//

Page 41: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

41

საზოგადო ტროპარი

ღირს მამათა ტროპარი (საზოგადო) (ხმა დ)

ღმერთო მამათა ჩვენთაო/ რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა/ კეთილსა სახიერებისა შენისასა// ნუ

განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან/ არამედ მათითა მეოხებითა/ მშვიდობით განაგე ცხოვრება

ჩვენი//

წმ. მღვდმთ. ნიკოლოზის ტროპარი (ხმა დ)

(წმიდა მღვდელმთვარათა საზოგ. ტროპარი)

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა/ და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან/

სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით// ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და

სიგლახაკითა სიმდიდრე/ წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა

შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

მღვდელმთავარ-მოწამის საზოგ. ტროპარი

საქმით მიემსგავსე მოციქულთა/ და საყდართა მათსა ღირს იქმენ/ საქმე მოიგე ნეტარო

აღმყვანებელი ხედვად// ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი/ და

სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე/ წმიდაო მღვდელ-მთავარო .....................

ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წინსაწარმეტყველის საზოგ. ტროპარი (ხმა ბ)

წინასწარმეტყველისა შენისა ......................./ უფალო სახსენებელსა ვდღესასწაულობთ/ მისითა

მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

ღირსი მამის ტროპარი (საზოგ) (ხმა ვ)

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე/ და სიღრმით სულისათ/ სულთქმანი ასეულად

შრომანი ნაყოფიერჰყვენ// და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ/

მამაო წმიდაო ................./ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

ღირსი დედის ტროპარი (საზოგ) (ხმა ვ)

შენ შორის საკვირველო დედაო/ კეთილად დაცულ იქმნა ხატება/ რამეთუ აღიღე ჯვარი და

შეუდეგ ქრისტესა// და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა ვითარცა წარმავალსა/

ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა/ რომლისათვისცა ანგელოზთა თანა

იხარებდეს სული შენი ნეტარო ....................//

Page 42: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

42

საზოგადო ტროპარი

ღირსი მამის ტროპარი (საზოგ) (ხმა ა)

უდაბნოსა მოქალაქე და ხორცითა ანგელოზად/ და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი/ ღმერთ

შემოსილო მამაო წმიდაო ......................// მარხვისა მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე/

და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა/ რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან// დიდება

რომელმან მოგცა შენ ძალი/ დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ/ დიდება რომელი იქმს შენ

მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა//

მღვდელმოწამის ტროპარი (საზოგ) (ხმა დ)

სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა/ და კეთილი გონება ღმრთივშვენიერად

შეიმოსე/ აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი// და სარწმუნოება

დაიმარხე და სწორი სრბა მისთანა აღასრულე/ მამაო წმიდაო ........................ / ევედრე ქრისტესა

ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

მოწამე დედის ტროპარი (საზოგ)

ტარიგი შენი იესო ......................... ხმობდა ხმითა მაღლითა/ შენდა მსურის სიძეო ჩემო/ და შენითა

ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა// და თანა ჯვარსვეცმი/ და თანადავეფლვი შენდა

ნათლისღებითა/ და მელმის შენთვის რათა ვჰსუფევდე შენთანა// და მოვსწყდები სახელისა

შენისათვის/ რათა ვიდიდოცა შენთანა/ არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე// რომელი

სურვილით მოვივლტი შენდა/ მისითა მეოხებითა/ ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

მოწამეს ტროპარი (საზოგ) (ხმა დ)

მოწამემან შენმან უფალო ................ / ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა/ შენ

მიერ ღვთისა ჩვენისასა// რამეთუ აქვნდა მას შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხვა/ და შემუსრა

კერპთა იგი უძლური ძალი/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

მოწამეთა ტროპარი (საზოგ) (ხმა დ)

მოწამეთა შენთა უფალო/ ღვაწლსა შინა თვისთა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა/ შენ მიერ

ღმრთისა ჩვენისა// რამეთუ აქვნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვეს/ და შემუსრეს

კერპთა იგი უძლური ძალი/ მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი//

მოციქულის საზოგ. ტროპარი (ხმა ბ)

მოციქულო წმიდაო ........................../ ევედრე მოწყალესა ღმერთსა/ რათა ცოდვათა შენდობა

მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

ღირსი მამის საზოგ. ტროპარი (ხმა ვ)

შენ შორის საკვირველო მამაო/ კეთილად დაცულ იქმნა ხატება/ რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ

ქრისტესა// და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა ვითარცა წარმავალსა/ ხოლო ღვწასა

სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა/ რომლისა თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული

შენი, ნეტარო .....................//

Page 43: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

43

ტროპარ-კონდაკი

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტროპარი (ხმა ა)

წმიდისაგან ხატისა ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო/ სიმრთელენი და კურნებანი უხვად

მოეცემიან/ ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისთა მოლტოლვილთა// ამისთვის ჩემსაცა

უძლურებასა მოხედენ/ და შეიწყალე სული ჩემი სახიერო/ ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა

შენითა ყოვლადწმიდაო//

ივერიის ღმრთ-ის ხატის კონდაკი

დაღაცათუ ზღვად შთაგდებულ იქმნა წმიდა ხატი შენი/ ღვთისმშობელო ქვრივისა მიერ/

რომელმანცა ვერ ძალ-იდვა დაფარვა მისი მტერთაგან// გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა

და მეკარედ ივერიელთ სავანისა/ შიშად მტერთა ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა

შინა/ შენთა პატივისმცემელთა მხსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსვლათაგან//

წმ. ანდრია პირველწოდებულის ტროპარი

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული/ და ძმა უაღრესისა მათისა/ მეუფესა ყოველთასა

ევედრე ანდრია// რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს/ და სულთა ჩვენთა/ დიდი წყალობა//

წმ. ანდრია პირველწოდებულის კონდაკი

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა/ და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა/ პეტრეს თანა

შობილსა შევასხმიდეთ// რამეთუ ვითარ იგი ძველად/ მას აწ ჩვენცა გვიღაღადა/ მოვედით

გვიპოვნიეს სასურველი//

წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ტროპარი (ხმა ბ)

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყვარელო/ მსწრაფლ გვეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი/

რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ რომლისა მკერდსა მიეყრდენ// რომელსაცა ევედრე

ღმრთისმეტყველო/ რათა ნისლი ცოდვათა ჩვენთა განაქარვოს/ და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი

წყალობა//

წმ. იოანე ღმრთისმეტყველის კონდაკი

დიდებულებანი შენნი ქალწულო/ ვინმე მიუთხრნეს რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა/ და

აღმოაცენებ კურნებათა// და მეოხ ხარ სულთა ჩვენთათვის/ ვითარცა ღმრთისმეტყველი/ და

მეგობარი ქრისტესი//

წმიდა ნინოს ტროპარი (ხმა დ)

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო/ და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო/ ქართველთა

განმანათლებელო// და სულისა წმიდისა ქნარო ნინო/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად

სულთა ჩვენთათვის//

წმ. ნინოს კონდაკი

მოციქული ქრისტესგან გამოსრული/ ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული/ მახარებელი

ცხოვრებისა წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა// დედისა ღმრთისა საკუთარი

მოწაფე ნინო/ შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა/ მეოხი მხურვალე მცველი

დაუძინებელი//

Page 44: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

44

ტროპარ-კონდაკი

წმ. ნიკოლოზ მღვთელმთავარისა (ხმა დ)

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა/ და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან/

სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით// ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და

სიგლახაკითა სიმდიდრე/ წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა

შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმ. მღვდმთ. ნიკოლოზის კონდაკი

მირონით გამო წმიდაო/ მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი/ რამეთუ შენ ქრისტეს სახარება

აღასრულე// და რა სდევ სული შენი ერისა მისთვის შინა/ და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან/

ამისთვისცა წმიდა იქმენ დიდი მესაიდუმლოე მადლისა ღმრთისასა//

წმ. გიორგის ტროპარი (ხმა დ)

ტყვეთა განმათავისუფლებელო/ და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო/ სნეულთა მკურნალო და

მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო// ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი/ ევედრე

ქრისტესა ღმერთსა/ შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

წმ. გიორგის კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ/ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი/ და

სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა// რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით

მოიმკე/ სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე/ და აწ მეოხებითა შენითა იხსნი

განსაცდელთაგან სულთა ჩვენთა//

მენელსაცხებლე დედათა ტროპარი

მენელსაცხებელთა დედათა/ საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა/ ნელსაცხებელი

მოკვდავთათვის სახმარ არს// ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა/ არამედ ღაღადებით

აღდგა უფალი/ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა//

მენელსაცხებლე დედათა კონდაკი

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ/ მიაგებე და გოდება პირველისა დედისა ევასი

სიხარულად/ გარდასცვალე აღდგომითა შენითა ქრისტე ღმერთო ჩვენო// და მოციქულთა ხარება

უბრძანე/ ხოლო იგინი ხმობდეს/ მხსნელი ჩვენი აღსდგა საფლავისაგან//

წმ. ალექსანდრეს ტროპარი (გურიის და სამეგრელოს ეპისკოპოსი)

ვითარცა მღვდელთმთავარსა პატიოსანსა/ და აფხაზთა მიერ მოციქულად მეორედ წოდებულსა/

უპოვარებისა მუშაკსა და მოწყალესა მოუწყინებელსა// და განმაახლებელსა ეკლესიათა და

მონასტერთასა/ გიცნობ ჰოი ალექსანდრე/ და ყოველნი ღმრთისა მიმართ მიგავლინებთ მეოხად//

Page 45: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

45

ტროპარ-კონდაკი

ღირსი გაბრიელის ტროპარი

უდაბნოთა მოქალაქედ იქმენ/ და განკაფული მოღვაწებითა სცხონდებოდი/ მოღვაწეთა სამკაულო

გაბრიელ// ვინაცა ღირს იქმენ სვლად ზღვასა ზედა/ ვითარცა ხმელსა და ტვირთად ხატი დედისა

ღვთისა/ რომელსა ევედრე ჩვენ მაქებელთა შენთათვის//

მსოფლიო კრების წმ. მამათა ტროპარი (ხმა ვ)

უფროსად დიდებულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო/ რომელმან მნათობად ქვეყანასა ზედა/

მამანი ჩვენნი დააფუძნენ// და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ/ ჩვენ ყოველთა

წარგვიმართე/ მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო დიდება შენდა//

წმ. იოსებ არიმათიელის ტროპარი (ხმა ბ)

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა/ უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი/ და არმენაკითა

წმიდაითა წარგარგნა// სუნნელებითა შემურველი ახალსა საფლავსა დაგდვა/ გარნა მესამესა

დღესა აღდეგ უფალო/ მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა//

წმ. ილია მართლის ტროპარი

ღვაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნო იგი სოფლისა მოიმუშაკე/ და გონებითა

ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ/ ჭეშმარიტება სთესე და გვირგვინი

უკუდავებისა მოიპოვე// სიმართლისათვის დაითმინე/ და ზესთა სოფელი დიდებისა

დაიმკვიდრე/ ძეო ქართველთა ერისაო ერისათვის წამებულო// წმიდაო ილია მართალო

ყოვლადდიდებულო/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის/ შეწყალებად სულთა

ჩვენთათვის//

წმ. ექვთიმე აღმსარებლის ტროპარი

მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი/ სიღრმით უმეცრებისათ აღმოიტაცენ/ და ხმითა მიერ

ანგელოზებრთა// ეკლესია ქართველთა კვალად განაშვენე/ გალობათა საღმრთოთა

გამომხატველო ღირსო მამაო ექვთიმე/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა

ჩვენთათვის//

წმ. დავით აღმაშენებლის ტროპარი (ხმა დ)

საკვირველება რომელი ქმენ უფალო წმიდისა შენისა შორის/ კეთილმორწმუნისა მეფისა

დავითისა/ ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა// რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის

შენისა/ ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა/ ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა//

ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა/ დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა/ რომლისა

ოხითა მოეც სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

Page 46: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

46

ტროპარ-კონდაკი

წმ. დავით აღმაშენებლის კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს/ და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა/

ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა// ერნი და ქალაქნი შორის ხმისა გვირგვინსა

შეუთხზვიდეთ/ განმათავისუფლებელსა მას ჩვენსა ყოველთაგან ვნებათა/ და ვიტყოდეთ მისდამი

სიხარულით გიხაროდენ კმაო მფარველო ჩვენო//

სამი მღვდელმთავრის ტროპარი

ვითარცა მოციქულთა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი/ მაცხოვარსა ყოველთასა

ევედრენით/ რათა მოსცეს ყოველსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა//

აღდგომის ტროპარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით/ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი/ და საფლავების შინათა

ცხოვრების მიმნიჭებელი//

აღდგომის კონდაკი

ნებსით თვისით დაფლავად შთახედ უკვდავო/ არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე/ და

აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო// ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიმადლე/ და

მოციქულთა მშვიდობა მიანიჭე/ რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა//

განზოგების ტროპარი (ხმა ვ)

განზოგებასა დღესასწაულსა/ წყურიელი სული ჩემი/ მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე//

რამეთუ ყოველთა უღაღადე მაცხოვარო ჩვენო/ რომელთა სწყუროდის მოვედინ ჩემდა და

სვემდინ/ წყაროო ცხოვრებისა ჩვენისაო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა//

განზოგების კონდაკი

განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა/ ყოველთა დამბადებელო და მეუფეო ქრისტე

ღმერთო/ ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა// მოვედით ჩემდა წყურიელნი/ და აღმოივსეთ

უკვდავებისა წყალი ცხოველსმყოფელი სულთა/ ვინაცა გევედრებით და ვხმობთ სარწმუნოებით//

წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ჩვენ ქრისტე ღმერთო/ რამეთუ შენ ხარ ცხოვრებისა ჩვენისა წყარო/

და უფსკრული სახიერებისა აღმხოცელი ცოდვათა სოფლისათა//

Page 47: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

47

მარხვათა

ხორციელის შაბათს

რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა/ კაცთ მოყვარებით ყოველსავე განაგებ/ რომელი

უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ მხოლოო დამბადებელო ყოველთაო// განუსვენე სულთა

მონათა შენთასა/ რამეთუ შენდა მომართ აქვნდათ სასოება/ შემოქმედისა ყოველთასა და

კაცთმოყვარისა ღმრთისასა//

დიდება, აწდა...

შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი/ და მეოხი კეთილად შემწყნარებელი მისა მიმართ/

რომელი შევ შენ ღმრთისმშობელო უსძლოო მორწმუნეთა ცხოვრებაო//

კონდაკი (წმიდათა თანა)

ყველიერის ხუთშაბათს

შიო მღვიმელის ტროპარი (ხმა დ)

სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან/ სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი ღმერთ

შემოსილო/ და სასწაულთა ღმრთისა მიერ მიცემულთა იღვწიდ ქართველთა ერსა// ვინაცა

მხედველნი შენ შორის/ მადლითა სულიერითა/ ვადიდებთ შემოქმედსა ღირსო შიო// და აწ

ძვალნი შენნი შიშველნი მღვიმით ქვეშე ქვეყანით/ ფრთე მღლობით აჭმოიწევის სიმაღლედ

მეოხად/ მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა//

შიო მღვიმელის კონდაკი

ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე/ და ჯვარისა აღმღებელმან დაუტევე ყოველივე

სოფლისა/ უდაბნოსა შვენიერებაო შიო// ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა/ და

ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ/ მამაო ნუ დააცადებ ოხასა

ჩვენთვის//

ყველიერის შაბათი

ყოველთა ღირსთა მამათა ტროპარი

ღმერთო მამათა ჩვენთაო/ რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა/ კეთილსა სახიერებისა შენისასა//

ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან/ არამედ მათითა მეოხებითა/ მშვიდობით განაგე

ცხოვრება ჩვენი//

Page 48: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

48

მარხვათა

კვირიაკეს მწუხრად

დიდი წარდგომა

(კვირამონაცვლეობით ენაცვლებიან ერთმანეთს კვირადღეს)

1. ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან რამეთუ მჭირს მე მსთვად შეგესემინ ჩემი

მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი

2. ეც მკვიდრობა მოშიშთა სახელისა შენისათა უფალო

მარხვის 1 შაბათი

დიდმოწამე თეოდორე ტირონის სასწაულის ხსენება

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი/ რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა/ ვითარცა წყალსა

განსვენებისა წმიდა მოწამე თეოდორე იხარება// რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური

ტკბილი/ და შეწირულ იქმნდა წინაშე სამებისა/ მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ

სულნი ჩვენნი//

მარხვის 1 კვირადღე

წინასწარმეტყველთა მოსე და აარონისი, პატიოსანთა ხატთა თაყვანისცემა

უხრწნელსა ხატსა შენსა/ თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ/ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა

ჩვენთასა// ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო იყავ/ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა/ რათა იხსნე

რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა// ვინაცა მადლობით გიღაღადებთ/ სიხარულით აღმავსენ

ყოველნი ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან/ მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა//

მარხვის 2 კვირიაკე

წმ. გრიგორი თესალონიკელის ტროპარი

მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო/ და მოძღვრაო მონაზონთა

სამკაულო/ ღმრთისმეყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო საკვირველმოქმედო გრიგორი//

თესალონიკისა სიქადულო/ მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო/ ევედრე მარადის ცხოვრებად

სულთა ჩვენთა//

მარხვის 3 კვირიაკე

ჯვრის ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი/ და აკურთხე სამკვიდრებელი შენი/ ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა

ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე// და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ/ რათა ვიტყოდეთ/

უფალო დიდება შენდა//

Page 49: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

49

მარხვათა

მარხვის 4 კვირიაკე

ღირ. იოანე კიბისაღმწერელისა

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე/ და სიღრმით სულისათ/ სულთქმანი ასეულად

შრომანი ნაყოფიერჰყვენ// და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ/

მამაო წმიდაო იოანე/ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის//

მარხვის 5 შაბათი

ღმრთისმშობლის დაუჯდომელის შაბათი

ბრძანებული საიდუმლო მიიღო გონიერად/ და მეყვსეულად კარვად იოსებისა მოიწია უხორცო/

და ეტყოდა უქორწინებელსა// რომელმან სიმდაბლით ცანი მოსდრიკნა/ ყოვლითურთ

უცვალებელად/ შენშორის დატევნილ იქმნების// რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა

ხატითა/ განვსცვიფრდებიდა გიღაღადებ/ გიხაროდენ სძალო უსძლოო//

მარხვის 5 კვირიაკე

ღირსი მარიამ მეგვიპტელისა

შენ შორის საკვირველო დედაო/ კეთილად დაცულ იქმნა ხატება/ რამეთუ აღიღე ჯვარი და

შეუდეგ ქრისტესა// და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა/ ვითარცა წარმავალსა/

ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა// რომლისა თვისცა ანგელოზთა თანა/

იხარებდეს სული შენი/ ნეტარო მარიამ//

6 ლაზარეს შაბათი

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა/ შენისასა მოასწავებდი/ ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე

მკვდრეთით აღადგინე ქრისტე ღმერთო// რომლისათვის ჩვენცა ვითარცა შვილნი ებრაელთანი/

შევსწირავთ შენდა ძლევისა გალობასა/ რომელმან დასრთგუნე სიკვდილი// ოსანა მაღალთა შინა/

კურთხეულ არს მომავალი/ სახელითა უფლისათა//

ბაიაობის კვირიაკე

ყოველთა აღდგომასა .... 2-გზის

ტროპარი (ხმა დ)

დაფლულნი შენთანა ნათლის ღებითა/ ქრისტე ღმერთო ჩვენო/ უკვდავსა ცხოვრებასა ღირს

ვიქმნენით აღდგომითა შენითა// და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ/ ოსანა მაღალთა შინა/

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა//

Page 50: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

50

მარხვათა

დიდ ორშაბათს (სამშაბათს, ოთხშაბათს)

ტროპარი:

აფა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა/ და ნეტარ არს მონა იგი რომელი იპოვოს მღვიძარედ/ ხოლო

ვაი არს მონისა მის რომელი იპოვოს უდებებით// იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის

ძილისათვის/ რათა არა გამოვარდე სასუფევლისაგან/ არამედ აღიმსთვე შუაღამესა// და ხმობდი

წმიდა ხარ წმიდა ხარ/ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო/ ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ

ჩვენ//

დიდ ხუთშაბათს (პარასკევს)

ტროპარი:

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი/ საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს/ მაშინ უსჯულო

იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა// და უსჯულოთა მსაჯულთა/ შე მართალსა

მსაჯულსა მიგცემდა/ იხილეთ ჰოი მორწმუნენო ტრფიალი იგი ვერცხლისა// რომელმან მისთვის

შიშთვილიბა/ ივლტოდე უძებისა მისგან სულისა/ რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი

იკადრა// არამედ რომელმან/ ყოველივე სიბრძნით განაგე/ კაცთ მოყვარე დიდება შენდა//

დიდ შაბათს

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა/ უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი/ და არმენაკითა

წმიდაითა წარგარგნა// სუნნელებითა შემურველი ახალსა საფლავსა დაგდვა/ გარნა მესამესა

დღესა აღდეგ უფალო/ მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა//

დიდ პარასკევს

ნუ მტირ მე დედაო/ მხილველი საფლავსა შინა ძისა/ რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა//

რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ/ და მაღალვჰყვნე დიდებით/ სარწმუნოდ და

სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი//

Page 51: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

51

ზატიკისა

აღდგომის კონდაკი

ნებსით თვისით დაფლავად შთახედ უკუდავო/ არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე/ და

აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო// ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიმადლე/ და

მოციქულთა მშვიდობა მიანიჭე/ რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა//

ახალსა კვირიაკესა

თომასაგან გვერდის განხილვა

დაბეჭდულით საფლავით/ ცხოვრება აღმობრწყინდი ქრისტე ღმერთო/ და კართა ხშულთა

მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა// და სული შენი წრფელი/ მათ მიერ ჩვენ შორის

განმიახლე/ დიდითა შენითა წყალობითა//

კონდაკი:

გამომეძიებელითა მარჯვენითა/ გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა/ ქრისტე

ღმერთო შერახვედ კართა დახშულთა// და სხვათა მათ თანა მოციქულთა ხმა ჰყო/ შენ ხარ უფალი

ჩემი და ღმერთი/ დიდება და ქება აღდგომასა შენსა ყოვლად ძლიერო//

მენელსაცხებელთა კვირიაკესა

ტროპარი:

რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკვდავი/ მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე/ ელვითა მით

ღმრთაებისა შენისათა// ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ/ მაშინ ყოველნი ძალნი

ცათანი ღაღადებდნენ/ ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა//

დიდება........

ტროპარი:

შვენიერმან იოსებ/ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი ქრისტე/ და არმენაკითა

წმინდითა წარგრაგნა// სუნელებითა შემურვილი ახლსა საფლავსა დაგდვა/ არამედ ხმავყოფთ

ვითარმედ აღსდგა უფალი/ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა//

აწდა........

Page 52: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

52

ზატიკისა

ტროპარი:

მენელსაცხებელთა დედათა/ საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა/ ნელსაცხებელი

მოკვდავთათვის სახმარ არს// ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა/ არამედ ხმავყოფთ

ვითარმედ აღსდგა უფალი/ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა//

კონდაკი:

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე/ და გოდება პირველისა დედისა ევასი/

სიხარულად გარდასცვალე// აღდგომითა შენითა ქრისტე ღმერთო ჩვენო/ და მოციქულთა ხარება

უბრძანე/ ხოლო იგინი ხმობდეს მხსნელი ჩვენი აღსდგა საფლავისაგან//

განრღვეულის კვირა

ტროპარი:

იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქვეყანა/ რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავთა თვისითა უფალმან/

დასრთგუნა სიკვდილითა სიკვდილი// და პირმშო ექმნა შესვენებულთა/ მუცლისაგან

ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩვენ/ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა//

კონდაკი:

სული ჩემი მეუფეო ყოველთა ცოდვათა მიერ/ და უჯეროთა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე/

საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა// ვითარცა ოდესმე განრღვეული იგი/ რათა მეც

ღაღადვყო ცხოვნებულმან/ ქრისტე მრავალწმოყალე დიდება სიმტკიცესა შენსა//

ოთხშაბათი, შუაზატიკობა

ტროპარი:

განზოგებასა დღესასწაულისა/ წყურიელი სული ჩემი/ მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე//

რამეთუ ყოველთა უღაღადე/ მაცხოვარო ჩვენო/ რომელთა აწყუროდეს// მოვედინ ჩემდა და

სვემდინ/ წყარო ცხოვრებისა ჩვენისაო/ ქრისტე ღმერთო დიდება შენდა//

კონდაკი:

განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა/ ყოველთა დამბადებელო/ და მეუფეო ქრისტე

ღმერთო// ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა/ მოვედით ჩემდა წყურიელნი/ და აღმოივსეთ

უკვდავებისა წყალი// ვინაცა გევედრებით და ვხმობთ სარწმუნოებით/ წყალობანი შენი

მოგვანიჭენ ჩვენ ქრისტე ღმერთო/ რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა ჩვენისა//

Page 53: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

53

ზატიკისა

სამარიტელის კვირა

ტროპარი:

ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგება/ ანგელოზისაგან ისწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა/ და

პირველი იგი წყევა განაგდეს// და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს/ დაიხსნა სიკვდილი

რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით/ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა//

კონდაკი:

სარწმუნოებით მოსრულმან/ წყაროსა ზედა სამარიტელმან/ გიხილა შენ წყალი სიბრძნისა//

რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა/ საუკუნოდ მაღალი იგი სუფევა/ ვითარცა მარადის

დიდებულმან//

შობიდან ბრმის კვირა

ტროპარი:

თანა დაუსაბამოსა მას სიტყვასა მამისა/ და ყოვლადწმინდისა სულისასა/ რომელი იშვა

ქალწულისაგან ცხორებად ჩვენდა// უგალობდეთ მორწმუნენო/ და თაყვანისვცემდეთ/ რამეთუ

სათნო იჩინა// აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა/ სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკვდარნი/

დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა//

კონდაკი:

თვალითა სულიერითა დაბრმობილი/ ქრისტე ღმერთო შენდა მოვივლტვი/ ვითარცა შობითგან

ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე//

აღდგომის წარგზავნა

ტროპარი:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით/ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი/ და საფლავების შინათა

ცხოვრების მიმნიჭებელი//

კონდაკი:

დაღაცათუ ნებსით თვისით/ დაფლავად შთახედ უკვდაო/ არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი

დაარღვიე// და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო/ ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება

მიმადლე/ და მოციქულთა მშვიდობა მიანიჭე რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა//

Page 54: ტროპარ კონდაკები საზოგადო ...sadakilo.ucoz.com/tropari2015.pdf5 ოქტომბერი (6) თომა მოციქულის

54

ზატიკისა

ამაღლების წარგზავნა

ტროპარი:

ამაღლდი დიდებით/ ქრისტე ღმერთო ჩვენო/ და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით

სულისა წმიდისათა// განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით/ რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა/

მხსნელი სოფლისა//

კონდაკი:

სრულჰყავ რა ცხოვრება ჩვენი/ და ზეცისათა შეაერთე ქვეყანისანი/ ამაღლდი დიდებით ქრისტე

ღმერთო// რომელი არა სადა განეშორები მხსნელო არამედ ჰგიე განუშორებელად/ და ეტყოდი

საყვარელთა მათ შენთა მე მხოლო ვარ თქვენ თანა/ და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა//

ყოველთა წმინდათა კვირა

ტროპარი:

მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩვენო/ ჯვარცმა თავს იდებ/ და სამისა დღისა დაფლვა// რათა

ჩვენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩვენთაგან/ ცხოვრებაო და აღდგომაო ჩვენო/ უფალო დიდება

შენდა//

ტროპარი:

მოციქულნო და წინასწარმეტყველნო მღვდელმთავარნო/ მოწამენო და ნეტარნო მამანო

მამამთავარნო და ქალწულნო/ და ყოველნო წმიდანო ღმრთისანო მეოხგვეყვენით წინაშე

ღმრთისა//

ტროპარი:

ყოვლისა სოფლისა/ წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი/ ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან

ეკლესიასა// და მათ მიერ გევედრებით ქრისტე ღმერთო/ მშვიდობა სოფელსა მოანიჭე/ და სულთა

ჩვენთა დიდი წყალობა//

კონდაკი:

სოფლისა შემოქმედისა/ პირველ ნაყოფად მხსნელო შესწირავს შენდა/ სოფელი მხნეთა მოწამეთა//

და გევედრების მათითა ოხითა მშვიდობა მომადლე ეკლესიასა/ და ერსა და ქალაქსა და სოფელსა

შენსა/ და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა//