ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო...

8
ხარაგაულელი ქეთევან სხილაძე ბერლინში ისწავლის ჯამბულ გამცემლიძის წიგნის პრეზენტაცია ხარაგაულში კარგი სიტყვა „საგზლად” - როგორ შეასრულეს დეპუტატებმა დაპირებები ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირი” ლატვიაში მიიწვიეს რა შესრულდა და რა - ვერა, 2015-2017 წლებში დაგეგმილი პროექტებიდან ნარჩენების მოსაკრებლის გადახდის მექანიზმი არაეფექტურია ხარაგაულში მესაქონლეობაში ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ინერგება განცხადებები ამინდი 2-7 გვ. 3 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. 7 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. დღეს ნომერშია ივლისში გაირკვევა, ვინ დააგებს ღორეშა-ბაზალეთის გზას ვრცელდება ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის 1998 წლის მარტიდან ფასი 60 თეთრი ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის განსახლების გეგმა მუშავდება 20 ივნისს ხარაგაულში ძირულა-ჩუ- მათელეთის საავტომობილო გზის რე- აბილიტაციისთვის განსახლების გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები იმყოფებოდ- ნენ. „კოქს კონსალტის“ განსახლების სპე- ციალისტი იოსებ გოგოძე ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმო- მადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები საღანძილეში, ლაშესა და ძირულაში გაიმართა. ხარაგაულში ასევე იმყოფებოდნენ გეოდეზიისა და კომპიუტერული გრა- ფიკის სპეციალისტი გელა ლომიძე და აუდიტორიული კომპანია „ათოსის“ მთავარი შემფასებელი ავთანდილ ოქრომჭედლიძე. განსახლების გეგმა ამ ეტაპზე ძირუ- ლა-მოლითის 24 კილომეტრიან მონაკ- ვეთს შეეხება და მასში დაბა ხარაგაული არ შედის. იოსებ გოგოძის ინფორმაციით, ამ მონაკვეთში დაახლოებით 80 კერძო საკუთრება ხვდება. აქ შედის როგორც შენობები, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკ- ვეთები, კომერციული ფართები და სხვ. გზა ორზოლიანი იქნება და მისი ჯამური სიგანე 9 მეტრს შეადგენს. გზაზე ავტომანქანებმა 40 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაონ. მნიშვნელოვანია, რომ მოსახ- ლეობას ქონება საჯარო რეესტრში ჰქონდეს დარეგისტრირებული. თუ ქონება დასარეგისტრირებელია, მათ როგორც დოკუმენტაციის, ასევე აზომ- ვითი ნახაზების მომზადებაში „კოქს კონსალტი“ დაეხმარება. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კომ- პენსაციის გაცემისას გათვალისწინე- ბული იქნება როგორც ხეხილის სახე- ობები, ასევე მცენარეთა ასაკი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულის შემთხვევაში - ერთი წლის მანძილზე მისაღები მოსავლის რაოდენობა. მერქანი მესაკუთრეს რჩება, ისევე როგორც შენობა-ნაგებობის შემთხვევა- ში - სამშენებლო მასალები. შენობები შეფასდება ამორტიზაციის გაუთვალის- წინებლად და იმის მიხედვით, თუ რა დაჯდება დღეს ანალოგიური შენობის აგება, მუშახელის ჩათვლით. ბიზნესი კომპენსირდება საწარმოს მუშაკთა ხელფასისა და მოგების მი- ხედვით, რაც წინა წლის საგადასახადო დოკუმენტაციით დაითვლება. გარდა ამისა, კომპენსაციები გაიცემა გზის მშენებლობის ზემოქმედების სიმ- ძაფრის მიხედვით და ადგილმონაცვლე- ობის გამო. მოსახლე თუ საცხოვრებელ ადგილს იცვლის, მას ახლის მოძებნამდე სამი თვის მანძილზე ქირას გადაუხდიან, ასევე დაეხმარებიან საკუთრებაში არსე- ბული ნივთების გადატანაში. აზომვა-ინვენტარიზაციის პროცესში მესაკუთრესთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ყოფნა და შესა- ბამის დოკუმენტზე მათი ხელმოწერა. აღიწერება და კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მესაკუთ- რეს აღწერის დაწყების მომენტში აქვს. შესაბამისი საკომპენსაციო თანხა მესაკუთრეს პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე მიიჩნევს, რომ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ორზოლიანი გზის გავლა ძალიან რთუ- ლი იქნება. გამგებელი გეგმავს, რომ ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ცალკე განიხილოს. გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე აუცილებლად მიიჩ- ნევს, რომ გზის მშენებლობის დაწყე- ბამდე ექსპრეტიზამ ახლოს მდებარე სახლებისა და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა შეამოწმოს. საღანძილის მოსახლეობამ წუხი- ლი გამოთქვა იმის გამო, რომ ახალი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის არეალში, ე. წ. „წითელ ზოლში“ მოხვედ- რილ ქონებას ვერ ირეგისტრირებენ. ეს ქონება, ამავდროულად, საავტომობილო გზის მშენებლობის არეალშიც ხვდება. იოსებ გოგოძის განმარტებით, თუ მოქალაქეს საკუთრების დამადასტუ- რებელი რაიმე დოკუმენტი აქვს, მესა- კუთრე წაგებული არ დარჩება და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანხას აუნაზღაურებს. განსახლების დეტალური გეგმა, სავა- რაუდოდ, შემოდგომისთვის მომზადდება და მას ხარაგაულში მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა პროექტირების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. ნინო კაპანაძე 19 ივნისს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. „ჩემი იმერეთის“ რედაქცია დაუკავშირდა საბჭოს მდივანს ოთარ კონჯარიას. მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შე- ღავათებით კიდევ 7 000-მდე მოსახლე ისარგებლებს. მაღალმთიანი სოფლის სტატუსი იმერეთში სამ სოფელს მიენიჭება - ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვაშითსა და საჩხერის მუნიცი- პალიტეტის სოფელ ღოდორას. დღეისათვის ხარაგაულის მუნი- ციპალიტეტში მაღალმთიანი დასახ- ლების სტატუსი მინიჭებული აქვს რვა სოფელს: გოლათუბანი, გოლისი, გუ- დათუბანი, ნუნისი, პატარა სახვლარი, ფონა, წიფა და ბჟინევი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მა- ღალმთიანის სტატუსის მქონე 16 სოფელია: ვაკევისა, ვანი, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა ჭალოვანი, კვახაჯელეთი, მეჩხეთური, უსახელო, ქბილარი, ქვედა ბერეთისა, ჩხირაული, ხრეითი, ჯოლხეეთი, ბჟინევი, ქვედა ჭალოვანი და ხვაშითი. მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის რე- აბილიტაციას იწყებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 803 439 ლარია და გზის საფარის ცემენტ- ბეტონით დაგებას ითვალისწინებს. უნდა მოეწყოს ლითონის წყალამრი- დი მილების მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებში. მშენებელი ორგანიზაციებისგან სატენდერო წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გასტანს. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო ორგანიზაციამ ღორეშა- ბაზალეთის გზის მშენებლობა სამუ- შაოების დაწყებიდან 210 (ორას ათი) დღეში უნდა დაასრულოს. ღორეშა-ბაზალეთის გზის მშე- ნებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ფინანსდება, საქართ- ველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ნადაბურის საბავშვო ბაღს შპს TU-KA 174 444 ლარად ააგებს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის დირექ- ტორმა ომარ თოთაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება 21 ივნისს გააფორმა. სატენდერო პირობების თანახ- მად, მშენებელმა საბავშვო ბაღი 120 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. ასე რომ, ნადაბურელებს, სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბ- რის ბოლოს საბავშვო ბაღის შენობა უნდა ჰქონდეთ. ნადაბურში საბავშვო ბაღი არას- დროს ყოფილა. რამდენიმე თვეა, სოფელში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. მათი მშობლები საბავშვო ბაღის აგებას ელიან. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას იმერეთიდან სამი სოფელი შეემატება 23 ივნისი, პარასკევი, 2017 წ. 23 (737) www.chkh.org

Transcript of ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო...

Page 1: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

ხარაგაულელი ქეთევან სხილაძე ბერლინში ისწავლის

ჯამბულ გამცემლიძის წიგნის პრეზენტაცია ხარაგაულში

კარგი სიტყვა „საგზლად” - როგორ შეასრულეს დეპუტატებმა დაპირებები

ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირი” ლატვიაში მიიწვიეს

რა შესრულდა და რა - ვერა, 2015-2017 წლებში დაგეგმილი პროექტებიდან

ნარჩენების მოსაკრებლის გადახდის მექანიზმი არაეფექტურია

ხარაგაულში მესაქონლეობაში ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ინერგება

განცხადებები

ამინდი

2-7 გვ.

3 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

7 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

დღესნომერშია

ივლისში გაირკვევა, ვინ დააგებს ღორეშა-ბაზალეთის გზას

ვრცელდება ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის 1998 წლის მარტიდან ფასი 60 თეთრი

ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის

განსახლების გეგმა მუშავდება

20 ივნისს ხარაგაულში ძირულა-ჩუ-მათელეთის საავტომობილო გზის რე-აბილიტაციისთვის განსახლების გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები იმყოფებოდ-ნენ. „კოქს კონსალტის“ განსახლების სპე-ციალისტი იოსებ გოგოძე ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები საღანძილეში, ლაშესა და ძირულაში გაიმართა.

ხარაგაულში ასევე იმყოფებოდნენ

გეოდეზიისა და კომპიუტერული გრა-ფიკის სპეციალისტი გელა ლომიძე და აუდიტორიული კომპანია „ათოსის“ მთავარი შემფასებელი ავთანდილ ოქრომჭედლიძე.

განსახლების გეგმა ამ ეტაპზე ძირუ-ლა-მოლითის 24 კილომეტრიან მონაკ-ვეთს შეეხება და მასში დაბა ხარაგაული არ შედის. იოსებ გოგოძის ინფორმაციით, ამ მონაკვეთში დაახლოებით 80 კერძო საკუთრება ხვდება. აქ შედის როგორც

შენობები, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკ-ვეთები, კომერციული ფართები და სხვ.

გზა ორზოლიანი იქნება და მისი ჯამური სიგანე 9 მეტრს შეადგენს. გზაზე ავტომანქანებმა 40 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაონ.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახ-ლეობას ქონება საჯარო რეესტრში ჰქონდეს დარეგისტრირებული. თუ ქონება დასარეგისტრირებელია, მათ

როგორც დოკუმენტაციის, ასევე აზომ-ვითი ნახაზების მომზადებაში „კოქს კონსალტი“ დაეხმარება.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კომ-პენსაციის გაცემისას გათვალისწინე-ბული იქნება როგორც ხეხილის სახე-ობები, ასევე მცენარეთა ასაკი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულის შემთხვევაში - ერთი წლის მანძილზე მისაღები მოსავლის რაოდენობა.

მერქანი მესაკუთრეს რჩება, ისევე როგორც შენობა-ნაგებობის შემთხვევა-ში - სამშენებლო მასალები. შენობები შეფასდება ამორტიზაციის გაუთვალის-წინებლად და იმის მიხედვით, თუ რა დაჯდება დღეს ანალოგიური შენობის აგება, მუშახელის ჩათვლით.

ბიზნესი კომპენსირდება საწარმოს მუშაკთა ხელფასისა და მოგების მი-ხედვით, რაც წინა წლის საგადასახადო დოკუმენტაციით დაითვლება.

გარდა ამისა, კომპენსაციები გაიცემა გზის მშენებლობის ზემოქმედების სიმ-ძაფრის მიხედვით და ადგილმონაცვლე-ობის გამო. მოსახლე თუ საცხოვრებელ ადგილს იცვლის, მას ახლის მოძებნამდე სამი თვის მანძილზე ქირას გადაუხდიან, ასევე დაეხმარებიან საკუთრებაში არსე-ბული ნივთების გადატანაში.

აზომვა-ინვენტარიზაციის პროცესში მესაკუთრესთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ყოფნა და შესა-ბამის დოკუმენტზე მათი ხელმოწერა. აღიწერება და კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მესაკუთ-რეს აღწერის დაწყების მომენტში აქვს.

შესაბამისი საკომპენსაციო თანხა მესაკუთრეს პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე მიიჩნევს, რომ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ორზოლიანი გზის გავლა ძალიან რთუ-ლი იქნება. გამგებელი გეგმავს, რომ ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ცალკე განიხილოს.

გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე აუცილებლად მიიჩ-ნევს, რომ გზის მშენებლობის დაწყე-ბამდე ექსპრეტიზამ ახლოს მდებარე სახლებისა და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა შეამოწმოს.

საღანძილის მოსახლეობამ წუხი-ლი გამოთქვა იმის გამო, რომ ახალი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის არეალში, ე. წ. „წითელ ზოლში“ მოხვედ-რილ ქონებას ვერ ირეგისტრირებენ. ეს ქონება, ამავდროულად, საავტომობილო გზის მშენებლობის არეალშიც ხვდება.

იოსებ გოგოძის განმარტებით, თუ მოქალაქეს საკუთრების დამადასტუ-რებელი რაიმე დოკუმენტი აქვს, მესა-კუთრე წაგებული არ დარჩება და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანხას აუნაზღაურებს.

განსახლების დეტალური გეგმა, სავა-რაუდოდ, შემოდგომისთვის მომზადდება და მას ხარაგაულში მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა პროექტირების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

ნინო კაპანაძე

19 ივნისს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. „ჩემი იმერეთის“ რედაქცია დაუკავშირდა საბჭოს მდივანს ოთარ კონჯარიას. მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შე-ღავათებით კიდევ 7 000-მდე მოსახლე ისარგებლებს.

მაღალმთიანი სოფლის სტატუსი იმერეთში სამ სოფელს მიენიჭება - ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვაშითსა და საჩხერის მუნიცი-პალიტეტის სოფელ ღოდორას.

დღეისათვის ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტში მაღალმთიანი დასახ-ლების სტატუსი მინიჭებული აქვს რვა სოფელს: გოლათუბანი, გოლისი, გუ-

დათუბანი, ნუნისი, პატარა სახვლარი, ფონა, წიფა და ბჟინევი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მა-ღალმთიანის სტატუსის მქონე 16 სოფელია: ვაკევისა, ვანი, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა ჭალოვანი, კვახაჯელეთი, მეჩხეთური, უსახელო, ქბილარი, ქვედა ბერეთისა, ჩხირაული, ხრეითი, ჯოლხეეთი, ბჟინევი, ქვედა ჭალოვანი და ხვაშითი.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის რე-აბილიტაციას იწყებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 803 439 ლარია და გზის საფარის ცემენტ-ბეტონით დაგებას ითვალისწინებს. უნდა მოეწყოს ლითონის წყალამრი-

დი მილების მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებში.

მშენებელი ორგანიზაციებისგან სატენდერო წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გასტანს. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო ორგანიზაციამ ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა სამუ-

შაოების დაწყებიდან 210 (ორას ათი) დღეში უნდა დაასრულოს.

ღორეშა-ბაზალეთის გზის მშე-ნებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ფინანსდება, საქართ-ველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში.

ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ნადაბურის საბავშვო ბაღს შპს TU-KA 174 444 ლარად ააგებს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის დირექ-ტორმა ომარ თოთაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება 21 ივნისს გააფორმა.

სატენდერო პირობების თანახ-მად, მშენებელმა საბავშვო ბაღი 120 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. ასე რომ, ნადაბურელებს, სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბ-რის ბოლოს საბავშვო ბაღის შენობა უნდა ჰქონდეთ.

ნადაბურში საბავშვო ბაღი არას-დროს ყოფილა. რამდენიმე თვეა, სოფელში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. მათი მშობლები საბავშვო ბაღის აგებას ელიან.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას იმერეთიდან სამი სოფელი შეემატება

23 ივნისი, პარასკევი, 2017 წ. №23 (737)

www.chkh.org

Page 2: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

2 xtvb bvthtsb 23 ივნისი, 2017 წ.

კარგი სიტყვა „საგზლად“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევ-რები გივი თხელიძე და ქეთევან ზუმბაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაბა ხარაგაულის მაჟორიტარობისთვის იბრძოდნენ.

გივი თხელიძე დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა.

ქეთევან ზუმბაძე კი ამომრჩეველმა საკრებუ-ლოში ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობა“ სიით აირჩია.

გივი თხელიძე 2014-2016 წლებში საკრებუ-ლოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომი-სიას ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბრი-დან კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ქეთევან ზუმბაძე საკრებულოს ფრაქცია „ერთი-ანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე კოალიცია „ქართული ოცნების” კანდიდატი გივი თხელი-ძე და მისი თანაპარტიელები ამომრჩევლებს დაბა ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, 24-საათიან წყალმომარაგებას, მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებლებს სადარბაზოების გარემონტებას, ხარაგაულის

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს კი ხელფასების მომატებასა და სკოლამდელი აღზრდისადმი ყურადღების გაზრდას ჰპირდებოდნენ.

ოპოზიციური კანდიდატი ქეთევან ზუმბაძე ამომრჩევლებს, პარტია „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობის” უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, დაწყებული პროექტების გაგრ-ძელებას ჰპირდებოდა.

რამდენიმე თვეც და, საქართველოში 2014 წლის მოწვევის თვითმმართველობებს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურებათ.

რამდენად შესრულდა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები, კონკრეტულად რა ნა-ბიჯები გადადგეს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად, - ამ და სხვა საკითხებზე ერთი და იგივე შეკითხვებით საკრე-ბულოს დეპუტატებს გივი თხელიძესა და ქეთევან ზუმბაძეს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკი-

დებლად, მივმართეთ.მათი პასუხები მით უფრო საინტერესოა, რომ

ამ სტატიის ფორმატის შესახებ არც ერთი მათგა-ნისთვის ცნობილი არ იყო.

-რა შეიცვალა დაბა ხარაგაულში უშუალოდ თქვენი მონაწილეობით და როგორ?

-2017 წელს ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასები 10%-დან 40%-მდე შემცირდა. რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე?

გივი თხელიძე: -ყველაფერი, რაც მოაზრებული მქონდა ჩემი დეპუტატობის პერიოდში და რის გა-კეთებასაც ვაპირებდი, ვერ შევასრულე. ეს არც არის გასაკვირი. პატარა ხარაგაულში სამი კილომეტრი გზა მოასფალტდა. ჩემი ინიციატივით პატარა ხარაგაულში ყველა ქუჩაზე კანალიზაცია მოწესრიგდა. დევდარიანის, ელისო ჭიპაშვილის, გურამიშვილის, ჭავჭავაძის ქუჩების მეორე და მესამე ჩიხები მოას-ფალტდა. დაბა ხარაგაულში დარჩენილი ჩიხების მოასფალტებას დღემდე ვითხოვ.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ, ჩემი აქტიური ჩარევით, ხარაგაულში ადგილი შეარჩია ამბულატორიისა და საავადმყოფოს ასაშენებლად.

ელისო ჭიპაშვილის, გურამიშვილისა და დევდარიანის ქუჩების მცხოვრებ 70 ოჯახს წლების მან-ძილზე წყალი არ მიეწოდებოდა. ჩემი ჩარევით ახალი ხაზი გაკეთდა და ოჯახებს, ამბულატორიას, საავადმყოფოსა და ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღს წყალი 24 საათის განმავლობაში აქვს. ამჟამად შეფერხებაა, - ბოლო ორი კვირაა სისტემა დაზიანდა და მალე აღვადგენთ.

აქტიურად ვარ ჩაბმული ხარაგაულში წყლის სისტემის გამრიცხველიანების პროცესში. კერძო სახ-ლებში მრიცხველები ძალიან ცუდად დამონტაჟდა. არ ვარ გამრიცხველიანების წინააღმდეგი, მაგრამ წყალმომარაგების კომპანიამ მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობა, სადარბაზოსთან საერთო მრიცხველის დაყენებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს.

გულდასაწყვეტი და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ე. წ. „ღია ესტრადის“ საკითხი. უმნიშვნელოვა-ნესია, რომ განსახორციელებელი პროექტები კვალიფიციურმა სპეციალისტებმა მოამზადონ.

ქეთევან ზუმბაძე: -მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ დარჩენილა საკითხი, რომელიც არ გამიპროტესტებია. ოპოზიციაში ვარ და ჩემს წინადადებებსა და მოსაზრებებს ნაკლებად ითვალისწინებენ, რაც ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა. თუმცა, გარკვეულ შედეგს ვაღწევთ.

ჩემი და დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით წყალმომარაგების კომპანიამ მრავალბინიან კორპუსებში წყლის მრიცხველების დამონტაჟება შეაჩერა. მოქალაქეებს არ შეუძლიათ, რომ ბინებში მრიცხველების დასამონტაჟებლად გაყვანილობა საკუთარი სახსრებით შეცვალონ.

გავაპროტესტე უხარისხოდ შესრულებული ე. წ. „ღია ესტრადის“ პროექტი, ლეღვნის უთავბოლო ხიდი, რომელიც გამგეობამ ასასვლელ-ჩამოსასვლელის გარეშე ჩაიბარა. საკრებულოს სხდომაზე კიცხში მდინარაძეების უბანში ჩაწყვეტილ გზაზე ვისაუბრე და კეთდება. ბორითი-მარიამწყაროს საავტო-მობილო გზის პროექტის უხარისხოდ შესრულება გავაპროტესტე, თუმცა უშედეგოდ. დაბა ხარაგაულის ცენტრში ხიდი გაგვიკეთეს, რომელზე გადასვლისას ავტომობილები ზიანდება.

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაბა ხარაგაულში ბავშვებისთვის გასართობი ატრაქ-ციონების მოწყობა. უფასო სასადილოს ბენეფიციარების კვების გაუმჯობესების საკითხში ჩავერთე. პრობლემა სანახევროდ მოგვარდა, მაგრამ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის კვების ნორმების გასაზრდელად.

გივი თხელიძე: -წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სადაც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს ხელფასების მომატებასა და საბავშვო ბაღებისადმი ყურადღების გაზრდას დავპირდით, მარტო არ ვყოფილვარ, - იქ მაშინდელი გამგებელი და გამგეობის სხვადასხვა სამსახურების უფროსები იმყოფებოდნენ. გასულ წლებში საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 20%-ით გაიზარდა. 2017 წელს ხელფასების ზრდა ვეღარ შევინარჩუნეთ. უხერხულად ვგრძნობ თავს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციამდე მივიდოდით. ძირეულად ვერ ვისაუბრებ გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჩემი აქტიური ჩარევის შემდეგ საბავშვო ბაღებში დარაჯები, დამლაგებლები და ექთნები შევინარ-ჩუნეთ. არ ვაკადრებ ტყუილს არც ჩემ თავს და არც ჩემს მოსახლეობას, - ჩემი მოლოდინები ცოტა სხვა იყო, რეალობა სხვა აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებმა, რომლებმაც ჩემი შვილები და შვილიშვილები აღზარდეს, ეს ვითარება უნდა გვაპატიონ. საბავშვო ბაღებში გასულ წლებში ხელფასები მოვუმატეთ, მაგრამ ახლა ბოდიშს ვიხდით, რა ვქნათ. არც პოლიტიკიდან მივდივარ და არც ხარაგაული-დან. შევეცდები ყველანაირად, პირობას ვდებ, - თუ დამიჯერებენ, - რომ მომავალში ამ თემებზე ვიმუშავებ.

ქეთევან ზუმბაძე: -არაერთხელ მითქვამს, - ყველაფერი არასწორი პოლიტიკის შედეგია. პოლი-ტიკური პარტიები არ უნდა დაჰპირდნენ თავიანთ მხარდამჭერებს საბავშვო ბაღებში დასაქმებას, თუ ისინი არ იქნებიან პროფესიონალები. ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ზარალდებიან. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება არ შეუძლია. ახალი საბავშვო ბაღები ძველი თანამშრომლების ხელფასების კლების ხარჯზე არ უნდა გაიხსნას. თუ მდგომარეობის შეცვლა გვინდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვიკლოთ წარმომადგენლობითი, საწვავის ხარჯები და სკოლამდელ დაწე-სებულებათა გაერთიანების ბიუჯეტში გადავიტანოთ.

-იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა 2014 წელს ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების პირობა დადო. ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. კონკრეტულად თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით?

გივი თხელიძე: -ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე დავაყენე და მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამ-გებელსაც ვთხოვე, გარემონტებული ფასადი შეშის ღუმელების კვამლით არ გამურულიყო. ამ დრომდე ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების საკითხი, თანხის უქონლობის გამო, მოუგვარებელია.

ქეთევან ზუმბაძე: -პოლიტიკოსებმა კეკლუცობას თავი უნდა დაანებონ. პიარისთვის გაიცა ეს და-პირება. მაშინდელმა გუბერნატორმა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხზე ზრუნვა დაავალა. მე მაშინ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვიყავი და ბევრი ვიბრძოლე. „სოკარ გაზის“ რეგიონული სამსახურის დირექტორს მივაკითხე და გავარკვიე, რომ №1 საბავშვო ბაღის ეზოში ცალ-ცალკე შენობები უნდა აშენებულიყო საქვაბისა და სამზარეულოსათვის. ამ მშენებლობას და შენობამდე ბუნებრივი აირის შეყვანას 70 ათასი ლარი სჭირდებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხა არ აღმოაჩნდა.

გივი თხელიძე: -მოსახლეობა იმ ალვის ხეების მოჭრას ითხოვდა, რომლებიც მრავალსართულიან ბინებს, სკოლებსა და რკინიგზის სადგურის შენობას საფრთხეს უქმნიდა. მათი მოთხოვნა, ჩემი აქტი-ურობით, შესრულდა. სადარბაზოს კეთილმოწყობის მოთხოვნით ე. წ. რკინიგზის ბინის მოსახლეობამ მომმართა. დეპუტატი ასეთ თემებს მარტო ვერ გადაწყვეტს. გამგეობაში განაცხადი შევიტანე. ჩემთან ერთად დეპუტატი მარინე ვეფხვაძე აქტიურობს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ, რომ სადარბაზოების მო-წესრიგება განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში მოხვედრილიყო. ეს დიდ თანხებთან არ არის გადაკავშირებული, მაგრამ ამ მხრივ უძლური აღმოვჩნდი და ძალიან ვწუხარ.

ქეთევან ზუმბაძე: -ვფიქრობ, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატისგან. 2014 წელს მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტში 30 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოვახმარეთ. ამ თან-ხით ერთი კორპუსის პრობლემა მაინც მოგვარდებოდა. დეპუტატი სკამის დაკარგვის შიშით არ უნდა გაჩუმდე. მოსახლეობის პრობლემას თუ წამოწევ და შენს ძალებში დარწმუნებული იქნები, ყველაფერს შეძლებ. თუ თანამდებობის დაკარგვა გაშინებს, ვერაფერს გააკეთებ.

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების გასარემონტებლად, თანხა არ არის გათვალისწინებული. დღევანდელი თვითმმართველობის არჩევიდან სამი წელი გავიდა და

მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებელთა პრობლემა ვერ გვარდება. რა არის ამის მიზეზი?

გივი თხელიძე: -დაბა ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს და ეს უბედურებაა. სამჯერ ამოვიყვანეთ ქუთაისიდან სპეცმანქანა. ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის შესასვლელში, ფოსტის წინ, დეკა-ნოსიძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე ძველი საკანალიზაციო მილები შევცვალეთ. ამით საკითხი არ გვარდება. გამწმენდი ნაგებობა აღარ არსებობს. სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარზე მეტია საჭირო გამწმენდი ნაგებობის, გაყვანილობების, ჭებისა და შემდეგ გზის მოასფალტებისთვის. გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ, ჩემი მოსაზრებები ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმერეთის გუბერნატორს გავუზიარე. ღმერთმა ქნას, ყველა-ფერი კარგად განვითარდეს, მაგრამ დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა კიდევ დიდხანს ვერ მოეწყობა. ამიტომ სწორად მოვიქეცი, პატარა ხარაგაულში კანალიზაცია რომ შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე. იქ ახლა კანალიზაციის გარეშე გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახთა მხოლოდ ერთი ნაწილია დარჩენილი.

-რატომ ვერ გვარდება დღემდე ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის პრობლემა?ქეთევან ზუმბაძე: -საკრებულოს სხდომებზე რახიელას ღელისა და მდინარე ჯიხველას კალაპო-

ტების საფუძვლიანად გაწმენდას ვითხოვთ და ეს საკითხი ვერ გვარდება, რომელ საკანალიზაციო სისტემაზეა საუბარი?! დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება პრიორიტეტი არ არის.

-დაბა ხარაგაულში დღემდე პრობლემად რჩება მთელი წლის განმავლობაში 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ფაქტია, რომ ივლისიდან ოქტომბრამდე მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

წვიამიან ამინდში კი წყალი ისეთი ამღვრეულია, ვერ გამოიყენებ.გივი თხელიძე: -წვიამინ ამინდში წყლის ამღვრევას სათავე ნაგებობაში ფილტრების გაუმართაობა

იწვევს. სათავე ნაგებობის მოწესრიგებას, სავარაუდოდ, სამ მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება. რაც შე-ეხება ზაფხულზე წყლის გრაფიკით მიწოდებას, სპეციალისტებთან ერთად ეს საკითხი კარგად შევისწავლე. აღმოჩნდა, რომ ზაფხულზე სათავედან წამში 45 ლიტრი წყალი გამოდის. ეს დებეტი დაბა ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საკმარისია. გამოდის, რომ წყალს ვკარგავთ. საღანძილესა და დიდვაკეში მოსახლეობა წყალს ბაღებისა და საავტომობილო გზის სარწყავად იყენებს. დამერწმუნეთ, წყალი უყაირათოდ იხარჯება. აუცილებელია გამრიცხველიანება, რომ მოსახლეობამ წყალი დანიშნულე-ბისამებრ მოიხმაროს. არ მომწონს, უხარისხო მრიცხველების დამონტაჟებაში დიდი თანხა რომ დაიხარჯა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამრიცხველიანება 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ქეთევან ზუმბაძე: -მთავარი წყლის ხარისხის მოგვარებაა. პირველ რიგში, სათავე ნაგებობა უნდა მოწესრიგდეს და ფილტრები დაყენდეს. მოსახლეობას სუფთა წყალი უნდა მივაწოდოთ. როგორ შეიძლება მრიცხველების დადგმა ტალახიანი წყლით სარგებლობისთვის?!

გვ.7

Page 3: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

3xtvb bvthtsb23 ივნისი, 2017 წ.

ხარაგაულელი ქეთევან სხილაძე

ბერლინში ისწავლის

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზ-რდობის სახლში 16 ივნისს ჯამბულ გამცემლიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ლექსო, საიდან მოდიხარ,“ - ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ლექსები და პროზაული ნაწარმოებე-ბია შესული.

ღონისძიებას ხარაგაულის ლიტე-რატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა. მან დამსწრეთ ჯამბულ გამცემლიძის ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალე-ბი გააცნო.

„ძალიან კარგია, რომ წლების გან-მავლობაში შექმნილი ლექსები, ჩანახა-ტები და სხარტულები კრებულის სახით გამოიცა, - აღნიშნა იზა ვეფხვაძემ, - ჯამბულ გამცემლიძის შემოქმედება ნასაზრდოებია მშობლიური სოფლის, ლეღვნის, სამშობლოს, ხალხის სიყვა-რულით. ლექსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველ სიყვარულს და იმ დიდ სევდას, რომელსაც ბატონი ჯამბული შვილის, გიორგი გამცემლი-ძის, ვერაგული მკვლელობის შემდეგ ატარებს.“

ჯამბულ გამცემლიძის ბავშვობა და ლეღვნის სკოლაში მისი მოწაფეობა ლეღვნის საჯარო სკოლის ყოფილ-მა დირექტორმა ჯემსი ვეფხვაძემ გაიხსენა.

ლექსები და პროზაული ნაწარმო-ებები შეაფასეს ხარაგაულელმა პოეტ-მა ვალერი გოგნაძემ, ხარაგაულის №3

საჯარო სკოლის მასწავლებელმა მერი გიორგიძემ, ჯამბულ გამცემლიძის მე-გობარმა თემურ ბლუაშვილმა.

„ჯამბულ გამცემლიძის ლექსების მოტივი ხალხურია, - ასე აფასებს ვალერი გოგნაძე პირველ კრებულში შესულ ნაწარმოებებს. ეს არის ძალიან გულწრფელი, ხალასი ლექსები. არც ერთი ლექსი დათარიღებული არ არის, მაგრამ იგრძნობა, რომელი დაწერა მან ახალგაზრდობისას და რომელი - ბოლო პერიოდში. იქ, სადაც ფესვები ხალხურია, წიგნიც სასიამოვ-ნოდ იკითხება.“

ჯამბულ გამცემლიძე საზოგადოება „გადაარჩინე სიცოცხლეს“ გამგეობის წევრი და ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს დეპუტატია.

„პირდაპირი, მებრძოლი, სული-ერად ძლიერი, ვაჟკაცური, იუმორით სავსე ქართველი,“ - ასე დაახასიათეს კოლეგა საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ და საკრებულოს თავმჯდომა-რე მანანა ბარბაქაძემ.

„თუ რამ კარგია ჩემში, ეს ლეღვანში ცხოვრების, ჩემი თანასოფლელების, თანატოლების, მეგობრების, გამზრ-დელი ბაბუას დამსახურებაა, - აღნიშნა ჯამბულ გამცემლიძემ წიგნის პრე-ზენტაციაზე, - 50 წელია თბილისში ვცხოვრობ და თბილისზე სიზმარი არ მინახავს, სულ ლეღვნის ჭალები მესიზმრება. ვერც იმერულ კილოს გადავეჩვიე. ლექსი ეს არის რითმაში

აწყობილი აზრის გადმოცემა, ჩაღიღი-ნება, ლექსი უნდა ღიღინებდეს. ცხოვ-რებამ ერთი რამ მასწავლა - მთავარია სიყვარული.“

წიგნის რედაქტორი, პოეტი მზეო გოგოჭური ჯამბულ გამცემლიძის ლექსებს იმ მოულოდნელ საჩუქრებს ამსგავსებს, რომლებსაც არ ველოდე-ბით და ჩუმად მოგვიძღვნიან, ჩვენ კი გაკვირვების სიხარული აღმოგვხდება.

ლაღი პოეზიისა და შემოქმედების მოყვარულთათვის ჯამბულ გამცემლი-ძის წიგნი სწორედ რომ სასიამოვნო საჩუქარია.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინს-ტიტუტის გერმანული მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ქეთევან სხი-ლაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯ-ვა. ქეთევანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენ-დია მოიპოვა და აგვისტოში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გერმანულ ენასა და კულტურას შეისწავლის.

„გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია საკმაოდ პრეს-

ტიჟულია და მონაწილეთა შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, - ამბობს ქეთევან სხილაძე, - ძალიან მიხარია, რომ კონკურსში გავიმარჯვე.“

ქეთევან სხილაძე ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებუ-ლია. ის თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. შემდ-გომ წარმატებებს ვუსურვებთ ქეთევანს.

ფოტოზე: ქეთევან სხილაძე მარცხ-ნიდან პირველი DAAD-ის პროგრამის გამარჯვებულ თანაკურსელებთან ერთად

ოთარ აბაშიძის სახელობის ხარა-გაულის სახალხო თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალურ ფესტი-ვალზე მიიწვიეს.

„თამაში სიამოვნებისთვის“, - ასე ეწოდება ფესტივალს, რომლის ორგანი-ზატორია ლიმბაჟის თეატრის რეჟისორი ინტა კალნინა. ფესტივალი 3-8 ივლისს გაიმართება. ხარაგაულის თეატრი ლიმბაჟში ფესტივალზე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.

თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხე-იძის ინფორმაციით, წლევანდელ ფეს-ტივალში ლატვიის, ლიტვის, ესტონე-თის, უკრაინის, დანიისა და გერმანიის სახალხო თეატრები მონაწილეობენ.

ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟში მაყურებლის წინაშე პირვე-

ლად 1990 წელს წარსდგა, მეორედ - 2015 წელს.

„უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვდივართ, - ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, - მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომ ვნახავთ ევრო-პული თეატრების სპექტაკლებს და უცხოურ გამოცდილებას გავიზიარებთ.

ხარაგაულის სახალხო თეატრის ლატვიაში გამგზავრება სს „საქართ-ველოს რკინიგზამ“ დააფინანსა. ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ამ საქმეში თეატრს ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე დაეხმარა.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგა-ულის სახალხო თეატრს.

ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირი“

ლატვიაში მიიწვიეს

ქუთაისში 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ მიმდინარეობდა. თეატ-რალურ დასებს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა. ფესტივალში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატ-რებთან ერთად სოხუმისა და ჰერეთის თეატრები მონაწილეობდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით ჯილ-დოები 14 ნომინაციაში გაიცა. წლე-ვანდელი ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის მუნიციპალი-ტეტის სახალხო თეატრის სპექტაკლი „შერეკილები“ დასახელდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (რეჟისო-რი ირინე ჩხეიძე) გაიმარჯვა ნომინაცი-აში - საუკეთესო სცენოგრაფია.

ჟიურიმ ხარაგაულის თეატრისთვის სპეციალური პრიზი - „6+1“ - საუკეთესო სცენური სახეები - დააწესა. ამ სპექტაკლ-ში ეკას როლის შემსრულებელ მსახიობს ლუიზა კიკნაძეს ფესტივალის დაჯილ-დოების ცერემონიალის დღეს ქუთაისში ინკოგნიტო მაყურებლისგან საჩუქარი და შემდეგი შინაარსის წერილი გადასცეს:

„კაცთმოძულე“ ეკას როლის შემს-რულებელს! ჩემი ზედმეტი სიამაყის გამო ვერავის ვთხოვე პროგრამა, რომ გამეგო ამ მსახიობის სახელი და გვარი. მეგონა, რომ მის მაგივრად მე ვიდექი სცენაზე და ჩემს ცხოვრებას ვანსახი-ერებდი. მინდა, ჩემს მდგომარებაში მყოფ ყველა ქალბატონს ვუთხრა, - დაივიწყონ სიამაყე, ყოველი ღონე იხ-მარონ, რომ ბოლოს ჩემსავით მარტო არ დარჩნენ. მე არ ვიცი, „ქალბატონო

ეკა,“ გყავთ თუ არა ოჯახი. თუ გყავთ, აფერუმ, თქვენს ქალობას, ასე დამა-ჯერებლად რომ დამანახეთ ჩემი თავი.

კეთილი სურვილებით, უცნობი შინაბერა“

„ფესტივალი ძალიან მნიშვნელო-ვანია, - ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, - ეს ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაულია. ამ წლების მანძილზე შევძელით, რომ ქუთაისელი მაყურებლისთვის თავი შეგვეყვარებინა. ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს ცხრაასამდე მაყუ-რებელი ესწრებოდა. მათი ოვაცია და განწყობა იყო ყველაზე მთავარი. ბედნი-ერი ვარ, რომ პროფესიონალებმა ჩვენი სპექტაკლი მაღალ დონეზე შეაფასეს. სიახლე გახლდათ ის, რომ ჭიათურისა და ქუთაისის სახელმწიფო თეატრები კონკურსში არ მონაწილეობდნენ და ერთმანეთს კონკურენციას მხოლოდ სახალხო თეატრები ვუწევდით.“

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თეატრთმცოდნეები - მაკა ვასაძე, ლელა ოჩიაური, ნიკა წულუკიძე, იმე-რეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან - დავით გორდელაძე.

გამარჯვებულებს საჩუქრები სა-ქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა - გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

იმერეთის თეატრალური ფესტივა-ლი წელს მერვედ ჩატარდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერე-თის რეგიონის მუნიციპალიტეტები ფესტივალის მხარდამჭერები არიან.

6+1 - საუკეთესო სცენური სახეები

ჩემს სოფელს…მოდით და ნახეთ ედემის ბაღი,მყისვე სიტყვები აგელექსება,ეს ის ბაღია, სადაც კოიტიქვაზვინების მთას ეალერსება.გაღმა-გამოღმა ჩემო ედემო,შენ ჩემო ტყეო, ბუნაგო არჩვის,ნისლებში ჩაფლულს როცა გიყურებ,გული მიჩქროლავს პატარა ბავშვის.შენ ჩემო ჯიშის კერავ, აკვანო,მე შენს ბილიკებს ვეღარ ავცდები,სულ მაგონდება ჩემი ბავშვობადა ჩემი ჯილა ბერიკაცები.სანამ ღელეში ჭახჭახებს შაშვიდა თავში დაჰქრის ყრმობის ფიქრები,მე ლექსის წერას როგორ მოგაკლებ,სანამ ვიცოცხლებ, სანამ ვიქნები…

და კიდევ გაზაფხულდება...ქარი ცივი და დაუნდობელიერეკებოდა ჭაღარა ღრუბლებს,მინდოდა კიდევ ეწვიმა დიდხანსმეც და ჩემს ბაღში დამდგარ ალუბლებს...იქვე ცეცხლისფრად აფეთქებულიატმებს სტუმრობდა ჩიტი ღაბუა,ჰაუ, ჰაუო, ცად მონარნარექორებს აფრთხობდა ჩემი ბაბუა...

...გამამათხოვრა წუთისოფელმა,არც არავინ მყავს ჭირისუფალი,მოდი, უფალო, შორს წამიყვანე,ვიყო ყველასგან თავისუფალი.მერეე,რა მერე...მეც დავისვენებ...ვერ მოვესწრები სხვა მაისობას,წავალ და ჩემს შვილს მოვეფერები,შევუერთდები მარადისობას!..

...გზაზე დაგიყრი ლექსებს დაწერილს,იმ სკოლის გზაზე, შენთვის დაჯღაბნილს,შენს სადღაც შორს ხარ, გაფრინდი ჩემგან...მე კი ვდარაჯობ ისევ იმ ადგილს...

...არავითარი „რეცეპტების მე აღარ მჯერა,ესაა მხოლოდ უფლის ნება და ბედისწერა,სიტყვა „მიყვარხარ“ არის ნაღდი სულის წამალი,რაც მე ექიმმა არასოდეს გამომიწერა.

ჯამბულ გამცემლიძის წიგნის პრეზენტაცია ხარაგაულში

გთავაზობთ ლექსებს ჯამბულ გამცემლიძის კრებულიდან

სოფელ ღორეშის დასახლების საერთო კრებამ 29 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯ-დომარე მანანა ბარბაქაძეს განცხადე-ბით მიმართა და პეტიცია წარუდგინა. პეტიციაში აღწერილია კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზი-სა და კვადოურას უბნის სასაფლაოს შემოღობვის პროექტი. პეტიციაში გან-ხილული და დასაბუთებულია ამ პრობ-ლემების მოგვარებისა და ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსური რესურსების მოძიების გზები.

სასაფლაომდე მისასვლელი ალ-ტერნატიული გზის 150 მ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის

საჭირო რესურსი 1002,4 ლარით განისაზღვრა, ხოლო სასაფლაოს შემოღობვისთვის - 4058,5 ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიცია გამგეობას გან-სახილველად და კონკრეტული გადა-წყვეტილების მისაღებად გადაუგზავნა. აღნიშნული პეტიცია გამოქვეყნდა გა-ზეთ „ჩემი იმერეთის“ 9 ივნისის ნომერში.

საკრებულოს თავმჯდომარე მა-ნანა ბარბაქაძეს გამგებელმა ნიკო თოფურიძემ წერილობით აცნობა შემდეგი: „2017 წელს მოხდება ღორე-შაში კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო-კუმენტაციის შესყიდვა, 2018 წელს კი

განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება სასაფლაოს შემოღობვას, ვინაიდან 2017 წლის ბი-უჯეტში ამ მიმართულებით თანხები არ არის გათვალისწინებული, პრობლემა მოგვარებული იქნება 2018 წელს, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთ-ვის გათვალისიწნებული იქნება გარკ-ვეული თანხები.“

გამგებლის პასუხი კოლეგებს მანანა ბარბაქაძემ 19 ივნისის ბიუროს სხდო-მაზე გააცნო.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯე-ტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ღორეშაში სასაფლაოს შემოღობვას და გზის რე-აბილიტაციას მცირე თანხა სჭირდება და საგაისოდ ამ საქმის გადადებით ადგილობრივი ხელისუფლება სასა-ცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„გზების მოსაწესრიგებლად, - გარ-და იმ თანადაფინანსებისა, რაც რე-გიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელ პროექტებს უნდა მოვახმაროთ, - ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან არც ერთი თეთრი არ გახარ-ჯულა,“ - ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დე-მოკრატიული საქართველოს“ თავმ-ჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი ღორეშაში პროექტების დაფინანსების თანხებს ვერ ხედავს.

ბიუროს სხდომაზე მას უპასუხეს, რომ პეტიციაში კონკრეტულადაა გაწე-რილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ფინანსების გამოძებნის გზები.

„ბიუროს არც ერთი წევრი არ ვეთანხმებით გამგებლის ამ პასუხს პეტიციაზე, - ამბობს საკრებულოს თავ-მჯდომარე მანანა ბარბაქაძე, - ღორე-შელები ორი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. წელს მინიმუმ ერთი მაინც უნდა დაფინანსდეს.“

მანანა ბარბაქაძემ საკითხი განსა-ხილველად საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის; ეკონომიკის, ქონების მარ-თვისა და ინფრასტრუქტურის და საფი-ნანსო-საბიუჯეტო კომისიებს გადასცა.

საკრებულოს 3 ივლისის სხდომისთ-ვის კომისიებმა პეტიციის თაობაზე და-საბუთებული პასუხი უნდა მოამზადონ.

ღორეშაში დასახლების საერთო კრება კონკურსის „სტუდენტები თვით-მმართველობისთვის“ სტუდენტური ჯგუფის (გვანცა სალია, ნინო გვასალია, ზურაბ თაბუკაშვილი, შოთა ლომიძე) ხელშეწყობით გაიმართა. სტუდენტური კონკურსი არასამთავრობო ორგანი-ზაცია „მოქალაქესა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ადგილობრივი დემოკ-რატიის გაძლიერებისა და ახალგაზრ-დებში თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

ღორეშელთა პეტიციაზე გამგებლის პასუხი საკრებულოს ბიუროს არ აკმაყოფილებს

Page 4: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

4 xtvb bvthtsb 23 ივნისი, 2017 წ.

რა შესრულდა და რა - ვერა, 2015-2017 წლებში დაგეგმილი პროექტებიდან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ საკრე-ბულოს ბიუროს სხდომაზე ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში 2015-2017 წლებში რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესრულების მდგო-მარეობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

2015 წლისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სამოქმედო გეგმით, შვიდი პროექტი უნდა გან-ხორციელებულიყო, სავარაუდო თანხით 2,5 მილიონი ლარი.

კიცხი-ხიდარის გზის რეაბი-ლიტაცია (ღირებულება 672 058 ლარი);

ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია (ღირებულება 600 000 ლარი);

დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია - (ღირებუ-ლება 449 999 ლარი);

დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მისი მიმ-დებარე ქუჩების: დევდარიანი, გურამიშვილის და ჭიპაშვილის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება (ღირებულება 173 890 ლარი);

დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტე-რიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (ღირებულება 38 791 ლარი);

დაბა ხარაგაულში ცენტრა-ლური ბიბლიოთეკისათვის არ-სებული შენობის რეაბილიტაცია (ღირებულება 92 223 ლარი);

ზვარეს ახალგაზრდული ბანა-კის მოწყობა (საპროექტო ღირებუ-ლება 600 ათასი ლარი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაგეგმილი შვიდი პროექტიდან ექვსი პროექტი გან-ხორციელდა. ზვარეს ახალგაზრ-დული ბანაკის რეაბილიტაცია ვერ შესრულდა.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტე-ბის გარდა, 2015 წელს კიდევ ორი პროექტი განხორციელდა:

ბორითი-მარიამწყარო-ღორე-შის გზის რეაბილიტაცია (ღირე-ბულება 120 000 ლარი);

ხარაგაული-ფარცხნალი გზის რეაბილიტაცია - მეორე ეტაპი (ღირებულება 230 000 ლარი);

2015 წელს სულ განხორციელ-და 11 პროექტი თანხით 2 408 490 ლარი (საპროექტო თანხის - 31 529 ლარის ჩათვლით).

2016 წლისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო ექვსი პროექტის განხორცი-ელება, სავარაუდო ღირებულე-ბით 2 650 000 ლარის ფარგლებში.

უბისა-ღორეშის საავტომობი-ლო გზის რეაბილიტაცია (ღირე-ბულება 959 815 ლარი);

ხუნევი-გედსამანიის გზის რე-აბილიტაცია (2016-2017 წლების გარდამავალი პროექტი; ღირებუ-ლება 439 408 ლარი);

შშმ პირებისათვის და სოცი-ალურად დაუცველი მოქალაქე-ებისათვის დასაქმების ხელშეწ-ყობა (სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; პროექტი არ განხორციელებულა);

დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხების მოასფალტება (სავარა-უდო ღირებულება - 250 000 ლარი; პროექტი არ განხორციელებულა);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ-ში არსებულ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე შშმ პირებისათვის პანდუსების მოწ-ყობა (სავარაუდო ღირებულება

- 100 000 ლარი. პროექტი ით-ვალისწინებდა მუნიციპალიტეტში არსებულ 28 ობიექტზე პანდუსების მოწყობას. ისარგებლებდა 70-დე ეტლით მოსარგებლე; პროექტი არ განხორციელებულა);

სოფელ საღანძილეში საბავშ-ვო ბაღის მშენებლობა (სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი. პროექტით გათვალისწინებული იყო 250 კვმ ფართის საბავშვო ბაღის მშენებლობა 30 ბავშვზე; ეზოს შემოღობვა, საკანალიზაციო სისტემის, ეზოსა და სათამაშო მოედნის მოწყობა. პროექტი არ განხორციელებულა).

სამოქმედო გეგმით 2016 წელს გათვალისწინებული პროექტებიდან განხორციელდა 1 399 223 ლარი ღირებულების მხოლოდ ორი პროექტი.

როგორც მალხაზ ფხალაძე აღნიშნავს, შეუსრულებელი პროექ-ტების ნაცვლად 2016 წელს გან-ხორციელდა შემდეგი პროექტები:

ხარაგაულის №2 საბავშვო ბა-ღის რეაბილიტაცია (ღირებულება 99 999 ლარი);

ხევის საბავშვო ბაღის რეაბი-ლიტაცია (ღირებულება 70 169 ლარი);

სოფელ ღორეშის, წიფისა და მოლითის საბავშვო ბაღების რე-აბილიტაცია (ღირებულება 132 351 ლარი);

ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია ა/ცენტრიდან სო-ფელ ღარიხევის გადასახვევამდე (ღირებულება 230 249 ლარი);

გზის დამცავი კედლების მოწ-ყობა (ღირებულება 104 999 ლარი; 2016 წელს დაწყებული ეს პროექტი, მშენებელი ორგანიზაციის დისკ-ვალიფიკაციის გამო, 2017 წელს გრძელდება).

2016 წელს სულ განხორციელ-და 7 პროექტი თანხით 2 036 990 ლარი.

2017 წლისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგ-მის მიხედვით უნდა განხორციელე-ბულიყო 4 პროექტი, სავარაუდო თანხით 2 800 000 ლარის ფარგ-ლებში. კერძოდ:

ბაზალეთი-სარგვეშის გზის რეაბილიტაცია - ფონდიდან მოთ-ხოვნილი თანხა 1 000 000 ლარი; - პროექტი შეიცვალა და მის ნაცვ-ლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 30 მაისს 2 803 439 ლარი ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ბაზალეთი-ღორეშის გზის რეაბილიტაციაზე;

2. მარელისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია - განახორცი-ელა მუნიციპალური განვითარების

ფონდმა 2016 წელს;3. ვახანის გზის რეაბილიტა-

ცია - ფონდიდან მოთხოვნილი თანხა 650 000 ლარი; პროექტის ღირებულება 466 800 ლარი; გამო-ვლენილია გამარჯვებული მშენე-ბელი ორგანიზაცია - შპს „მიმდემი“ (დირექტორი ზურაბ მიქაძე);

4. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა - ღირებულება 174 444 ლარი; გამარჯვებული მშე-ნებელი ორგანიზაციაა შპს „ტუკა“ (დირექტორი ომარ თოთაძე).

მალხაზ ფხალაძის ინფორმა-ციით, 2017 წელს სამოქმედო გეგ-მით გათვალისწინებულ პროექ-ტებთან ერთად დამატებით ხორ-ციელდება 13 პროექტი, კერძოდ:

1. საღანძილის სოფლებში (ვანი 3760მ, ჩხერი 1000 მ,) გზების რეაბილიტაცია 4.8კმ; ტენდერი დასრულებულია მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება; პროექტის ღი-რებულებაა 981 281 ლარი;

2. წყალაფორეთის სოფლებში (ხონი 400 მ, ლახუნდარა 1500 მ) გზების რეაბილიტაცია 1900 მ; პროექტის ღირებულება 358 600 ლარი; ტენდერში გამარჯვებული შპს „მიმდემი“ (დირექტორი ზურაბ მიქაძე) ახლო მომავალში დაიწყებს მშენებლობას.

3. წაქვაში გზის რეაბილიტა-ცია 1,5 კმ; პროექტის ღირებულებაა 276 795 ლარი; შპს-მ „პემ“ (დი-რექტორი ზურაბ ბიბილაშვილი) დაიწყო აქტივობები გზის სარეაბი-ლიტაციოდ;

4. ვერტყვილაში სასოფლო გზის მობეტონება - ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პემ“ (დი-რექტორი ზურაბ ბიბილაშვილი) სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულებაა 124 909 ლარი;

4. მაქათუბანში გზის რეაბი-ლიტაცია - 2 კმ, ვაშლევის პირ-ველი უბნის (ტაძართან) გზის რეაბილიტაცია 0,880 კმ; პროექტის ღირებულებაა 474 038 ლარი; შპს-მ „დავითი“ (დირექტორი დავით კეღოშვილი) სამუშაოები დაიწყო;

5. ღარიხევში გზის რეაბილი-ტაცია 300 მ; პროექტის ღირებუ-ლებაა 69 997 ლარი; მშენებელია შპს „დავითი“ (დირექტორი დავით კეღოშვილი), პროექტი დასრულე-ბის ფაზაშია;

6. ქვების ცენტრალური გზის რეაბილიტაცია 1 კმ; პროექტის ღირებულებაა 160 822 ლარი; ტენდერში გაიმარჯვა ამხანაგობამ „ელიტ და კომპანია“ (ხელმძღვანე-ლი გიორგი დოლაბერიძე);

7. ნებოძირის გზის რეაბილი-ტაცია - პროექტის ღირებულებაა 159 970 ლარი; ტენდერში გა-

იმარჯვა ამხანაგობამ „ელიტ და კომპანია“ (ხელმძღვანელი გიორგი დოლაბერიძე);

8. ლაშის იგორეთის საავტო-მობილო გზის რეაბილიტაცია; პროექტის ღირებულებაა 262 577 ლარი; გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაციაა შპს „მიმდემი“ (დი-რექტორი ზურაბ მიქაძე);

9. ხიდარში სკოლასთან მისასვ-ლელი გზის მობეტონება; პროექ-ტის ღირებულებაა 65 000 ლარი; მშენებელი ორგანიზაციაა - შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ (დირექტო-რი რევაზ ჩირაძე); მიმდინარეობს აქტივობები.

10. ვარძიაში პირველი უბნის გზის მობეტონება (500 მ) - პროექ-ტის ღირებულებაა 62 660 ლარი; მშენებელი ორგანიზაციაა - შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ (დირექტორი რევაზ ჩირაძე);

11. გოლათუბანის ცენტრა-ლური გზის რეაბილიტაცია (500 მ-იანი მონაკვეთი); - პროექტის ღი-

რებულებაა 53 700 ლარი; სოფელ გოლათუბანში ცენტრალური გზა ორ ნაწილად იგება. რგფ-ის შემდეგ მთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხით ბოლომდე დას-რულდება ამ გზის რეაბილიტაცია. ტენდერში გაიმარჯვა შპს-მ „მიმდე-მი“ (დირექტორი ზურაბ მიქაძე).

12. გოლათუბნის სასოფლო გზის მობეტონება - პროექტის ღირებულება 170 274 ლარია; მთის ფონდის დაფინანსებით. ტენ-დერში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაცია ჩინურ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ბეტონი და ინერტული მასალები მათგან შეისყიდოს. სამუშაოები მალე დაიწყება.

მალხაზ ფხალაძის ინფორმა-ციით, სულ 2017 წელს განხორ-ციელდება 15 პროექტი (აქედან 1 მთის ფონდის დაფინანსებით) თანხით 3 892 012 ლარი.

2015-2017 წლებში სულ გან-ხორციელდა და მიმდინარეობს 8 337 492 ლარის სამუშაოები.

• ბიუროს სხდომაზე დეპუტატები საკრებულოსგან ახლახან მოწონე-ბული 17 პროექტის, საღანძილის დაპირებული საბავშვო ბაღის, მგფ-ში წარსადგენი პროექტის - ხარაგაულის ცენტრალური პარკის მოწყობის ბედით დაინტერესდნენ. საკრებულოს წევრ თორნიკე ავა-ლიშვილს აინტერესებს, რატომ ვერ ხერხდება ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის რეაბილიტაცია. რა არის ტენდერების ჩავარდნის მიზეზი, - რეალურად პროექტების ღირე-ბულება უფრო მეტი ხომ არ არის, ვიდრე ტენდერით გამოყოფილი

თანხაა. მანვე აღნიშნა, რომ გზები ხარისხიანად არ არის მობეტონე-ბული. ჯობია, დაიგოს ცოტა და ხარისხიანად, ვიდრე ბევრი და უხარისხოდ.

თორნიკე ავალიშვილმა ასევე ისაუბრა ფარცხნალში შარიქაძეების უბნის მოსახლეობის მოთხოვნებზე, - საუბნო გზის რეაბილიტაციისა და წისქვილის მოწყობის აუცილებ-ლობაზე.

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშ-ვილმა აღნიშნა, რომ გამგეობამ პროექტების პრიორიტეტულობა მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათ-ვალისწინებით უნდა დაადგინოს. მანვე ბაზალეთში ბუნებრივი აირის მაგისტრალის მოსახლეობაში დაქ-სელვის შეჩერების შესახებ ისაუბრა: -ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს დასრულდა ახალსოფელში, ჩხერ-ში, ბაზალეთსა და თეთრაწყაროში ბუნებრივი აირის ცენტრალური ხაზის მშენებლობა. 2017 წელს, რამდენიმე თვის წინ, დამთავრდა ეს პროცესი ისლარსა და ჯაფაროულ-ში. მივესალმები, რომ ამ სოფ-ლებშიც გაკეთდა, მაგრამ მთავარი ქსელზე დაერთებაა. ბაზალეთის მოსახლეობა, - ხომ არ გვატყუებე-ნო, - უიმედოდ მიჩერებია ბუნებ-რივი აირის ცენტრალურ მილებს. ნამდვილად არ ვატყუებთ, მაგრამ როდესაც დავინტერესდი, მიპასუ-ხეს, რომ პრიორიტეტულობა გამ-გეობასთან ერთად განისაზღვრა. ბაზალეთში შემოტანილი მასალა დასაწყობდა, ბრიგადამ მუშაობა დაიწყო; ამის შემდეგ მუშაობა შეწყ-ვიტეს და სხვა სოფელში წავიდნენ. ბაზალეთში პარალელურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, - ამბობს ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი.

საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა დაბა ხარა-გაულში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის, რახიელასა და ჯიხველას ღელეების გაწმენდის აუცილებლო-ბაზე გაამახვილა ყურადღება.

მალხაზ ფხალაძის განმარ-ტებით, ზვარეს ახალგაზრდული ბანაკისა და საღანძილის საბავშვო ბაღის პროექტები სამთავრობო კომისიამ დაიწუნა და ამიტომ არ დააფინანსეს. ტენდერების ჩავარ-დნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რამდენიმე ტენდერი, განმე-ორებით გამოცხადების შემდეგ, შედგა და ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ჩავარდნილი ტენდერი არ აქვს.

ფარცხნალში წისქვილისა და სხვა მცირეთანხიან პროექტებთან დაკავშირებით მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ „გამგეობაში ანა-ლოგიური მოთხოვნით ძალიან ბევრი განცხადება შედის. მათი დაკმაყოფილებისთვის კი, ჯამში, სერიოზული თანხაა საჭირო, რაც ბიუჯეტში არ არის. 2017 წლისთ-ვის ადგილობრივ ბიუჯეტში ინფ-რასტრუქტურის კუთხით რა თანხაც დაიგეგმა, რგფ-ის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის მიიმარ-თა. ფაქტობრივად, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა აღარ დარჩა ინფ-რასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ადამიანებს კონკრეტულ პრობლემებს ვერ ვუგ-ვარებთ. „ბიუჯეტში ფული არ არის“, - მათ ეს პასუხი და განმარტება კი არა, საქმის გაკეთება და პრობლე-მის მოგვარება სურთ. მაგრამ არ არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსური უზრუნველყოფა, სამ-წუხაროდ.

ნამდვილად არის მოლოდინი, რომ რაღაც თანხა გამოგვეყოფა და საკრებულოსგან მოწონებული პროექტები დაფინანსდება.“

Page 5: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

5xtvb bvthtsb23 ივნისი, 2017 წ.

„მთავრობამ ადამიანებს გზითა და ელექტროფიკაციით თანამედროვე სოფლის განცდა უნდა შეუქმნას“

ნარჩენების მოსაკრებლის გადახდის მექანიზმი არაეფექტურია

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელმა ნიკო თოფური-ძემ ადმინისტრაციული ერთეულე-ბის წარმომადგენლებს 19 ივნისის თათბირზე გააცნო, რომ ქვეყანაში 2018-2020 წლების ინფრასტრუქ-ტურული პროექტების პრიორიტე-ტების დოკუმენტი მუშავდება. მისივე ინფორმაციით, პრიორიტეტი არა საუბნო, არამედ სოფლების ცენტრა-ლურ გზებს მიენიჭება. თუ სოფელში ცენტრალური გზა მოწესრიგებულია, მაშინ პრიორიტეტად ის საუბნო გზები ჩაითვლება, სადაც მეტი მოსახლე-ობაა, სადაც კომპაქტურადაა დასახ-ლებული ხალხი, ახლოსაა ტაძარი

და სასაფლაო.„მოსახლეობას უნდა ავუხსნათ,

რომ ყველა პრობლემა ერთად ვერ მოგვარდება, - მიმართა ადმინისტ-რაციული ერთეულების წარმო-მადგენლებს ნიკო თოფურიძემ, - ამასწინათ ჩხერში ვიყავი, ბებიაჩემის სოფელში და მაგრად შემრცხვა, გამგებელი რომ ვარ. შეიძლებოდა ჩხერის ზედა უბნის გზა გაკეთებული-ყო, მაგრამ წელს ამ გზის მხოლოდ დასაწყისი კეთდება.

პრეტენზიები აქვთ „დაჩნიკებს,“ რომელთაც უყვართ აქაურობა და დასასვენებლად ჩამოდიან. მათაც უნდა ავუხსნათ, რომ ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის 78 სოფელში გზები დღესვე ვერ მოწესრიგდება. არჩევნები გვიახლოვდება. მე შევხ-ვდი „ქართული ოცნების“ უმაღლეს ხელმძღვანელობას. მთავრობას ერთადერთი მოტივაცია აქვს - ადამი-ანებს გზითა და ელექტროფიკაციით თანამედროვე სოფლის განცდა შეუქმნან.“

ნიკო თოფურიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, გამგებლის წარმომადგენლებისგან მიღებულ მასალებზე დაყრდონით, მუნიციპა-ლიტეტში არსებული მდინარეთა ჭა-ლა-კალაპოტების მწვავე ავარიული უბნების ნუსხა მომზადდება.

სკოლებში განსაკუთრებული ყუ-რადღება ექცევა აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ შესწავლას. ამ ნაწარმოების სრული ათვისება კი შესაძლებელია მეათე საუკუნის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ცოდნით.

ჩემი სტატიის მიზანია, წარმო-გიდგინოთ ამ პოემაში მოცემულ გეოგრაფიულ ტერმინ „ულუმბოზე“ ჩემი კვლევის შედეგად მიღებული ვარაუდი.

სიტყვა „ულუმბო“ სასკოლო სახელმძღვანელოში (მე-7კლ. „დი-ოგენე“) მოცემული განმარტებით, ნიშნავს „ოლიმპოს“, რომელიც მცირე აზიაში, ბითვინიაში მდება-რეობს. ჩემი კვლევით კი ულუმბა საქართველოში, დასავლეთსა და აღმოსავლეთის გზაგასაყართან მდებარეობს, ლიხის (ახლანდელი რიკოთის) გადასასვლელთან, სოფელ ხევის აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1062 მ-ზე.

ერთხანს ბევრი მეცნიერი და მკვლევარი ეცადა, მიეკვლია ულუმ-ბოს მთისა და მიქაელ ულუმ-ბოელის სავანესათვის, მაგრამ ამაოდ. ისინი ეძებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მდგარ შუა საუკუნეების ულუმბოს მონასტრებში. ცხადია, ვერ ნახავდ-ნენ იქ მიქაელის საძვალეს, რადგან მე-6 საუკუნის ულუმბოს მონასტერი ლიხის მცირე მთაზე იდგა. ლიხზე გაშენებული სოფლები, რომლებიც ხეფინის ხევის სახელწოდებით იყო ცნობილი, ხან აღმოსავლეთის და ხან დასავლეთ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყო. საბჭოთა კავშირში საძნელო შეიქმ-ნა მკვლევარებისათვის ულუმბოს მოძიება, რადგან იგი უკვე მივიწ-ყებული იყო, ხოლო მის მაგივრად იქ ქართლის ერისთავის - ქუცნა

ამირეჯიბის მიერ მე-15 საუკუნეში თითქმის ხელახლა აშენებული „ქუ-ცუმას“ ეკლესია იდგა, მერე კი - 1946 წელს გიორგი გრიგალაშვილისა და მისი თანასოფლელებისაგან აღდგენილი წმინდა გიორგის სა-ლოცავი. ულუმბოს მთას ლიხზე და ულუმბოს მონასტერს ამ დროს მოიხსენიებდნენ „ქუცუმას“ მთისა და „ქუცუმას“ ეკლესიის სახელით. ამან მეცნიერები, ცხადია, დააბნია და ძნელი მისაგნები გახადა მათთვის ახლა უკვე ტერიტორიულად დასავ-ლეთ საქართველოს მიკუთვნებული როგორც ულუმბოს მთა - ლიხზე, ისე ულუმბოს მონასტერი და თვით მიქაელ ულუმბოელის საფლავი.

საბჭოთა პერიოდში სასულიერო ცხოვრებას ჩამოშორებული ადამი-ანები, ობიექტური მიზეზების გამო, ერიდებოდნენ საეკლესიო თემებზე საუბარს. ვინც იცოდა საქმის ნამდ-ვილი ვითარება, კომუნისტური რეჟიმის გამო გაჩუმებას არჩევდა. ჩემი კვლევის მიზანი სწორედ ისაა, რომ დავასაბუთო, - ულუმბო ნამდ-ვილად საქართველოშია და არა მცირე აზიაში.

გავიხსენოთ ა. წერეთლის პო-ემის სტოფები, სადაც ულუმბოა ნახსენები:

„მხედართმთავარ-უხუცესადიყო მაშინ იოვანე,შემდეგში რომ ბერად შედგა,დღეს ულუმბოს აქვს სავანე.მაგრამ როცა საქართველონახა გმირმა დამშვიდებით,სხვა მაღალ მთას მიაშურა,გალობით და ღვთის დიდებით.“„აქვე მოსულა ულუმბოთ,იოვანეცა ქართველიდა მორჩილობის დროსავეგასთქმია დიდი სახელი“.„ულუმბოსავე გაითქვამათი სიწმინდის სახელი;არ ასვენებდნენ: დღითიდღეემატებოდათ მნახველი.“

პოემაში აღწერილ ფაქტებს მისი ისტორიული პირველწყარო, გიორ-გი მთაწმინდელის „იოანესა და ექვ-თიმეს ცხოვრებაც“, გვიდასტურებს: იმ დროს „დიდი თორნიკ თვისსა ქვეყანასა მონაზონ იქმნა „რადგან იოანეს შესახებ გაიგო, ვითარმედ ულუმბათა შინა არს, და, ვინაითგან ფრიადი სიყვარული აქვნდა მისსა მიმართ“, გაემგზავრა ულუმბოს... „ და ცნა, ვითარმედ მთაწმინდას არს და თვინიერ ცნობისა მეფეთასა იდუმალ მთაწმინდას მოვიდა და კურთხევაი მონაზონებისაი ხელთა-გან იოანესთა მიიღო“. სარდლად-ყოფილნი: ჯერ იოვანე, შემდეგ კი თორნიკე მოერიდნენ ქართლში თავიანთ გაზრდილ-ერთგულებს, რადგან ერიდებოდნენ „დიდებასა კაცთასა“ და ამიტომ საქართველოს ე.წ. მცირე მთიდან - ულუმბოდან უფრო დიდ მთას - მთაწმინდას მიაშურეს საბერძნეთში. რაც შეეხე-ბა ოლიმპოს, ვფიქრობ, საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს ტერმინ ულუმბოსთან. თანაც ცნობილია, რომ ტიმოთე გაბაშვილმა გამიზ-ნულად იმოგზაურა ოლიმპოში, მაგრამ მოგზაურობის შემდეგ ვე-რაფერს მიაკვლია იქ მოღვაწე ქართველების შესახებ. არადა, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მცირე მთაზე - ლიხზე მდებარეობს - ულუმბა, სადაც მე-6 საუკუნის შუაწლებში მონასტერი დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს, ერთერთ ასურელ მამას, რომელიც შემდეგ იქვე დაუკრძალავთ.

დასავლეთისა და აღმო-სავლეთის დამაკავშირებელი დიდი საქარავნო გზა ლიხის მთით სწო-რედ ულუმბოს მონასტერთან გადადიოდა („ძეგლის მეგობარი“ 43-44 , 38 გვ.).

„ქართლის ცხოვრებაში“ არაერ-თგზის არის ნახსენები მცირე მთა, მაგ.: „ფარნავაზ... ერთი გაგზავნა

მარგვს ერისთავად და მისცა მცი-რით მთითგან, რომელ არს ლიხი.“ (გვ. 24)... „და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა“ (გვ. 324) და ა. შ.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ჭერათხევის „ხევს ზეით არს მონას-ტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელი-გ მამათაგანის ქმნული და დაფლული არს მიქელ მუნვე. ზის წინამძღვარი.“

ვახუშტი ბატონიშვილის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართვე-ლოსა“, ვკითხულობთ: „სურამის დასავლით ლიხის მთას გასდის ხეფინის-ხევის წყალი და მიერთვის ძირულას აღმოსავლეთიდამ... და უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადა-ბურამდე ხეფინის-ხევსა, და მის ზეით არს ულუმბოს მონასტრისა, არამედ აწ მიხმულ აქუს იმერთაგან, გარნა აძლევენ ცვილისა,ზეთისა და საკმლის ფასსა აწცა (გვ. 379).

ივანე ჯავახიშვილი დაწვრი-ლებით გადმოგვცემს, თუ რა სა-ვალალო შედეგი მოჰყვა საშიში დამპყრობლის თემურ-ლენგის ლაშქრობას ლიხზე: „დაუნგრევია ულუმბოს მონასტერი, მასთანავე მასთან ახლოს მდებარე სოფელიც, რომლის მცხოვრებ გრიგალაშ-ვილებს, მეფესთან შეფიცულებს, მტერი ლიჩი-ღოდორა-შორაპნის მიმართულებით გადაურეკავთ. გადარჩენილებს აოხრებული ტე-რიტორიიდან ტყის შუაგულისაკენ გადაუნაცვლებიათ, სოფლისთვის გრიგალათი უწოდებიათ, რადგან გრიგალაანთი იყვნენ წარმოშობით. მამაპაპურ ადგილებზე კი პატარა ქოხები მოუფოხავთ, ნასოფლარზე ყანების და ხეხილის მოსავლელად ადიოდნენ (ხვნის დროს მოგვიანე-ბით ნაპოვნია მე-11 საუკუნის თიხის ნაკეთობანი მრგვლოვანი წარწე-რებით, რომლებიც ხარაგაულის მუზეუმშია დაცული).

ისტორიული წყაროებითა და ჩემი წინაპრების გადმოცემით, ულუმბოს დანგრეული მონასტრის ადგილას მე-15 საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბს თითქმის ხელახლა აუშე-ნებია ეკლესია. სწორედ ამიტომ შე-მორჩა მთას და ეკლესიას დღემდე მისი სახელი. „მანვე შესწირა ულუმ-ბოს მონასტერს დიდძალი ყმა-მამუ-ლი ლიხის ქედის ორივე მხარეს.“ (ქსე, ტ.10). ლეკიანობის ჟამს ქუცნა ამირეჯიბის მიერ აგებული ეკლე-სია კვლავ დაზიანებულა. მეორე მსოფლიო ომის დროს სანგარში მყოფ გიორგი გრიგალაშვილს გამოცხადებია წმინდა გიორგი და უთქვამს: -თქვენს ნასოფლარზე დაზიანებული სალოცავის ნაცვ-ლად ჩემი სახელობის ეკლესიას თუ ააშენებ, გადაგარჩენო. დასთანხ-მებია გიორგი. იმ დღეს დაუბომ-ბავთ სანგარი, მხოლოდ გიორგი და მასთან ერთად ჩახუტებული თანამებრძოლი გადარჩენილა. ომიდან დაბრუნებულ გიორგის დაურაზმავს მოსახლეობა, ასულან ლიხზე, ულუმბოს მთაზე და 1946 წელს გიორგი გრიგალაშვილის მზრუნველობით ეკლესიისთვის გამოუცვლიათ სახურავი, აღუდგე-ნიათ სალოცავის კედლები, ხოლო 1974 წელს 800 მეტრის მანძილი-დან გამოუყვანიათ სასმელი წყალი (მთქმელი მარიამ კონსტანტინეს ასული გრიგალაშვილი, 96 წლის).

გრიგალაანთ შთამომავლები ხშირად ამბობენ, რომ სალოცავს სწყინს „ქუცუმათი“ მოხსენიება, უნდა წარმოვთქვათ „სამების წმინდა გიორგი ჯვარპატიოსანი“ (მთქმელი ვარა გელაშვილი, ვერტყვიჭალა).

2006 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „გა-ნათლება მდგრადი განვითარები-სათვის“ მივიღე მონაწი-ლეობა თემით: „წმინდა

ხარაგაულის ცენტრალური ბიბ-ლიოთეკის ინოვაციების ცენტრში16 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ პრეზენტაცია გა-იმართა. როგორ მიმდინარეობს საქართველოში ნარჩენების მართ-ვა, რა საკანონმდებლო რეგულა-ციები მოქმედებს ქვეყანაში, რა საერთაშორისო ვალდებულებები გვაკისრია, როგორია სტიქიური ნა-გავსაყრელების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, - ამ საკითხებზე გარემოს მონიტორინგის ექსპერტ-მა, ბუნების მკვლევართა კავშირის წარმომადგენელმა ნუგზარ ბუაჩი-ძემ ისაუბრა.

პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა და მოსახლეობის პასუ-ხისმგებლობის ზრდა. ამ მიზანს ეტა-

პობრივად, ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებით, უნდა მივაღწიოთ.

თვითმმართველობებს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები აკისრია. ზედამხედველობის სამ-სახურმა გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი უნდა უზრუნველყოს და დამნაგვიანებელი დააჯარიმოს. დანაგვიანების ხარისხი და ჯარიმის ოდენობა „ნარჩენების მართვის კო-დექსით“ არის განსაზღვრული.

2018 წლიდან საქართველოში ცხრა ახალი ნაგავსაყრელის მშენებ-ლობა დაიწყება. დღემდე მოქმედი 39 ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაუქმდება.

ნუგზარ ბუაჩიძის ინფორმაციით, ხარაგაული ერთადერთი მუნიციპა-ლიტეტია იმერეთში, სადაც სტიქი-ური ნაგავსაყრელების ნიადაგი არ

შეუსწავლიათ. მისივე თქმით, წელს ხარაგაულში ერთ-ერთი სტიქიური ნაგავსაყრელის ნიადაგის სინჯს აიღებენ.

სიახლეა ის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი ნარ-ჩენებისგან მეორადი პროდუქციის მწარმოებლებზე გარკვეულ შეღავა-თებს დააწესებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მო-სახლეობისგან ნარჩენების მოსაკ-რებელის გადახდის ეფექტური მექა-ნიზმი უნდა შემუშავდეს. თვითმმართ-ველობის მიერ დაწესებული თანხის, - სულზე 50 თეთრის გადახდისას, მოქალაქეს ბანკში დამატებით ერთი ლარის გადახდა უწევს. დასადგენია, რას მოიმოქმედებს თვითმმართ-ველობა, თუ ოჯახი დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაიხდის.

2017 წლის ბოლოს ყველა მუნი-ციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ნარჩენე-ბის მართვის გეგმა. ნუგზარ ბუაჩიძე

მიიჩნევს, რომ გეგმაში გაწერილი ღონისძიებები ნარჩენების დახარის-ხება-შემცირებას ხელს შეუწყობს.

ტერმინ „ულუმბოს“ გაგებისათვის

გვ.6

Page 6: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

6 xtvb bvthtsb 23 ივნისი, 2017 წ.

ნამუსიც კარგი საქონელია

ბაღი პოლიტიკის გარეშე

გიორგის სალოცავი მტრისაგან განადგურებულ სოფელში“, რითაც გამარჯვება მოვიპოვეთ პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპზე ობიექტური მიზეზების გამო ვეღარ მივიღეთ მონაწილეობა; ასევე 2012 წელს სასწავლო-პრაქტიკულ კონფე-რენციაზე: „რწმენა ჩვენს ცხოვრე-ბაში“ წარმატებით ჩავებით თემით: „ულუმბოს მონასტრის ბედი“.

ულუმბოს მონასტრის ისტორიით დაინტერესდნენ სამების საკათედ-რო ტაძრის სასულიერო პირები. მამა პახუმის დიდი მონდომებით, გულმოდგინებითა და ღვთის შეწევ-ნით მცირე მთა ლიხზე (ულუმბოზე) მამათა მონასტრის გრანდიოზული შენობა წამომართეს. იქვე ულუმბოს მონასტრის ნანგრევები შემოგვც-ქერის, როგორც ჩვენი წინაპრების გმირული ისტორიის უტყვი მოწმე.

ყოველ 6 მაისს ლიხის ქედზე საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან გრიგალაშვილები და აღ-ნიშნავენ გიორგობას.

ძველი და ახალი მეცნიერული თუ ისტორიული წყაროები მოწ-მობენ იმას, რომ საქართველოში მე-9-მე-10 საუკუნეებში ჩქეფდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება და რა გასაკვირია, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვა-ნეს საქარავნო გზასთან მდებარე მონასტერ - ულუმბოში რომ მორ-ჩილობის დროსვე გაეთქვათ სახე-ლი დიდ იოვანეს და თორნიკეს; მითუმეტეს, „სამეფო სადგომთან, ე.ი. წაღვლის თავთან“ (ქ.ც. ტ. IV) ტერიტორიულად ახლოს იყვნენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლი-ხის მთათა შორის ყველაზე დიდი მთაა გლუ. ჩვენმა წინაპრებმა ეს სახელი, ალბათ, სწორედ სიდიდის გამო შეარქვეს. ულუ ხომ ყველამ იცის, რომ უფროსს ნიშნავს.

მთა გლუს თითქმის ებმის ულუმ-ბა, ანუ მცირე მთა. ჩემი მოსაზრებით, ტერმინი ულუმბა შესაძლებელია მიღებული იყოს შემდეგნაირად: გლუ+მბა=გულუმბა=ულუმბა. ზმნის საწყისი ფორმა „ბმა“ შეცვლილია „მბა“ იმერული დიალექტით, რის შედეგად მიღებულია: „გულუ+მბა“.

ფონეტიკური მოვლენების (გ ბგერის დაკარგვა, ბ და მ ბგერების გადასმა) შედეგად მივიღებთ ტერ-მინ ულუმბას.

მთა გლუ იმითაც არის აღსანიშ-ნავი, რომ მასზე არის ჩამქრალი ვულკანი. ასეთი ორი ვულკანი ყო-ფილა (ვახტანგ შუბითიძის თქმით) საჩხერის მუნიციპალიტეტში ულუმ-ბოსთან გორაძირს. ჩვენი წინაპრე-ბის გადმოცემით, უძველეს დროს ამ ვულკანების შიშით აყრილან აქედან და წასულან ესპანეთში. ისინი ბასკების სახელით არიან ცნობილნი. გიორგი მთაწმინდელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“ ვეცნობით, რომ იოვანესა და ექვთი-მესაც დაუპირებიათ ესპანეთში წასვ-ლა, მაგრამ სხვა საქმე გამოჩენიათ და გადაუფიქრებიათ იქ წასვლა.

ამ ინფორმაციის მოწოდება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვფიქ-რობ, ულუმბო და მასთან დაკავ-შირებული ისტორიები უცხო არ იქნებოდა მე-10 საუკუნეში მოღვაწე ბერებისათვის, როგორიცაა „თორ-ნიკ-ქართველი“ და „დიდ-იოვანე“.

გამოყენებული ლიტერატურა: ქართლის ცხოვრება, ტ. მე-4; ი. ჯავახიშვილი, ტ. მე-3; ქსე, ტ. 10; „ძეგლის მეგობარი“ N43-44; მთქმე-ლები: ირაკლი ხაჩიძე, მარიამ გრიგალაშვილი, ვარა გელაშვილი, ვახტანგ შუბითიძე.

ზაირა ხაჩიძევერტყვიჭალის საჯარო

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ტერმინ „ულუმბოს“

გაგებისათვისმეხუთე გვერდიდან

დღეს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის ეთერ კიკნაძის სახელო-ბის სკოლამდელ დაწესებულება-თა გაერთიანების ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ყველა რაღაცას იბრალებს, მაგრამ არა-ვინ ახსენებს, რა გააკეთა ყოფილ-მა ხელისუფლებამ გაერთიანებაში შემავალი ბაღებისთვის.

გაერთიანების დირექტორად ქეთევან ზუმბაძის დანიშვნის დღიდან ბევრი რამ შეიცვალა. მას საკმაოდ ბევრი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი. შეგახ-სენებთ მნიშვნელოვან პრობლე-მათა ნაწილს: გაერთიანებაში შემავალ ხუთ საბავშვო ბაღში იყო ელექტროენერგიის მიწო-დების პრობლემა (მოლითი, ვერტყვიჭალა, წყალაფორეთი, კიცხი, ბორითი).

გაერთიანებაში შემავალ არ-ცერთ საბავშვო ბაღს არ ჰქონდა: თეთრეული, ლოგინი, საწოლი, ფარდა, ხალიჩა, ჭურჭელი, ავეჯი, სათამაშოები. აღსაზრდელებს დაზიანებულ იატაკებში ეჭედებო-დათ ფეხი. მორყეული ფანჯრები ქაღალდებით იყო გამაგრებული. ცხელ წყალზე სად იყო საუბარი, როდესაც ცივი წყალიც არ მო-დიოდა ონკანში. საკანალიზაციო სისტემა გაუმართავი იყო. ბავშვებს არ ჰქონდათ სასწავლო ლიტერა-ტურა. თითქმის არცერთ საბავშვო ბაღში არ იყო მაცივარი, წყლის გამათბობელი ხელსაწყოები, არ ჰქონდათ საკანცელარიო ნივთები. ადმინისტრაცია ბნელ, გაჭვარტ-ლულ, იატაკმორყეულ ოთახში

იყო შესახლებული, რომლის კა-რებშიც, დასაკეტად, საწერკალამი იყო ჩატანებული. სოფლებისა და დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღე-ბის თანამშრომელთა ხელფასები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და ხელფასის ზედა ზღვარი 238 ლარი იყო.

მოსვლის დღიდან ქეთევან ზუმ-ბაძე პრობლემების მოგვარებას შეუდგა. ზემოთ აღნიშნული პრობ-ლემების კვალიც კი არსად დარ-ჩა. გარდა ამისა, მან გაათანაბრა სოფლებისა და დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღების თანამშრომელ-თა ხელფასები. მისი წამოსვლისას მინიმალური ხელფასი იყო 420 ლარი. გაერთიანების თანამშ-რომლები წელიწადში ოთხჯერ, დამსახურების მიხედვით, პრე-მიას იღებდნენ. მან ასევე დიდი ძალისხმევა გასწია სოფელ ხევის საბავშვო ბაღის გასახსნელად. მის გახსნას ახლანდელი ხელი-სუფლება ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შენობა გზის პირას მდებარეობდა. ხევის რწმუ-ნებულის გადმოცემით ვიცოდი, რომ მუნიციპალიტეტს ადგილი უნდა გამოეყო და პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა აეშენე-ბინა ბაღი და ამ ამბით დიდად აჟიტირებულნი იყვნენ. როგორც ვიცი, ხევის საბავშვო ბაღი ისევ ხელისუფლებისგან დაწუნებულ შენობაშია განთავსებული. ვითომ-და, ხევის საბავშვო ბაღის თანამშ-რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულნი, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა მართალი და

ამ ხალხის პროფესიონალიზმით დღეს სამართლიანად ამაყობთ. ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც გეთანხმებით და თითოეულ მათ-განს დიდ პატივს ვცემ.

ქეთევან ზუმბაძემ, თქვენგან განსხვავებით, ტელევიზიებისა და გუბერნატორების გარეშე გახსნა ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში დამატებით ორი ჯგუფი. ასევე, პირველად გაერთიანების ისტორი-აში, თანამშრომლები კონკურსით შეარჩია. გაერთიანების თანამშ-რომლების გადამზადებას, ეზო-ების მოპირკეთებას, ფასადების შეღებვას, თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას, სასწავ-ლო პროგრამების განახლებას, საბავშვო ბაღების სათამაშოებითა და ინვენტარით შევსებას თანამ-დებობიდან ქეთევან ზუმბაძის გათავისუფლება მოჰყვა. არადა, ნამდვილი მიზეზი კობა ლურს-მანაშვილის მხრიდან ბაღისთვის მიუღებელი დირექტივები იყო. ისი-ნი ქეთევანმა სამართლიანად არ შეასრულა და დარჩა გამზადებუ-ლი განუხორციელებელი პროექ-ტები. გამგეობამ მისი შედგენილი ხარჯთაღრიცხვით გამოაცხადა ტენდერი და ზვარის ბაღი სწორედ ამ პროექტით გაკეთდა.

რა მივიღეთ დღეს?დღევანდელმა ხელისუფლე-

ბამ, საბიუჯეტო კრიზისიდან გამო-მდინარე, ხელფასების ზრდის მა-გივრად კლება განახორციელა. ეს არ იკმარა და შეხედულებისამებრ, თანამშრომლების გარკვეულ ნა-წილს ჩუმად მოუმატა ხელფასები.

მე არ ვარ ხელფასების მატების წი-ნააღმდეგი; პირიქით -დანარჩენმა თანამშრომლებმა რა დააშავეს? რატომ აქვთ ნაკლები ხელფასი სოფლებში აღმზრდელის თანა-შემწეებს, მზარეულებს, მედდებს, გამგეებს?

გაერთიანების დირექტორი წერს, რომ პრობლემების მოსაგვა-რებლად და „ნისიების“ გასასტუმ-რებლად 7000 ლარი სჭირდება. ბატონო მამუკა, ჩემდა გასაკვირად, თქვენ საგაზეთო სტატიაში აღნიშ-ნეთ, რომ გაერთიანებაში ბევრი პრობლემაა. სხვა რამ არც თქვენს თანამშრომელს, ქალბატონ მედუ-ლი ბოგვერაძეს, გაუპროტესტებია საკრებულოს სხდომაზე. თუმცა თქვენი და თქვენი შვილების აღმ-ზრდელს სასამართლო მოუწყვეთ თათბირის სახით, პატივი არ ეცით მის ასაკსა და ღვაწლს; ცილი დას-წამეთ, თითქოსდა „ერთიანი ნაცი-ონალური მოძრაობის“ მხარდამჭე-რია. ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი წარსული, საიდან მოდიხართ? მე თქვენს ადგილას ქალბატონ მედუ-ლის ბოდიშს მოვუხდიდი.

თქვენ, საგაზეთო სტატიით, პრობლემების გადაჭრა მთლი-ანად მუნიციპალიტეტის გამგეობას დააკისრეთ, ხოლო პოლიტიკო-სობანა ეთამაშეთ საკუთარ თანამშ-რომლებს პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

თორნიკე ავალიშვილიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

თავმჯდომარე

დაფინანსებული ფართი

დაფინანსებული ფართი

ამ წერილის დაწერა 2017 წლის 14 ივნისს ხარაგაული-ბაღ-დათის მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლამ გადაგვაწყვეტინა. საკითხი თვითმ-მართველობის რეფორმას შეეხე-ბოდა. გამოსვლისას კობა ლურს-მანაშვილმა თავი კიდევ ერთხელ მოიწონა უმრავლესობისა და ხელისუფლების წინაშე, თვითმ-მართველობის განვითარებაში შეტანილი იმ ღვაწლისა და ამაგის გამო, რაც მას მიუძღვის.

ხარაგაულელებს კარგად მო-გეხსენებათ, ბატონმა კობამ რო-გორც გააძლიერა თვითმმართ-ველობა და როგორც აღმოჩნდნენ რაიონის მკვიდრნი მის მიერ გა-ტარებული პოლიტიკის შედეგად გაჭირვებაში.

კობა ლურსმანაშვილმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მოახდინა სიცრუის ტირაჟირება, თითქოსდა, მაშინდელი საკრებუ-ლოს თავმჯდომარე და გამგებე-ლი რიკოთის უღელტეხილზე ნა-ციონალური მოძრაობის ერთ-ერ-თმა მაღალჩინოსანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე ხის ქვეშ გაათავისუფლა. ასევე აღნიშნა, რომ მაშინდელი თანამდებობის პირები მეტ პრემიასა და დანამატს იღებდნენ, ვიდრე მისი გამგებლო-ბისას. ჩვენ გადავწყვიტეთ, აღნიშ-ნულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.

ვინ, თუ არა კობა ლურსმანაშ-ვილმა, კარგად იცის სინამდვილე, რადგან აღნიშნული პროცესების თანამონაწილეა. ის თვითონ იყო მონდომებული, რომ 2007 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობიდან“ გამხდარიყო გამგებელი. მან ყველაფერი გააკეთა ამისთ-ვის, მაგრამ ენმ-ს ლიდერებიდან უარი მიიღო.

ბატონო კობა, რადგან თქვენ მეხსიერება გღალატობთ, შეგახ-

სენებთ რამდენიმე მაშინდელ ფაქტს.

სწორედ თქვენ საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის ღო-ნისძიებაზე გამგეობის დარბაზში მიბრძანდით და უკვე მილოცვებს ღებულობდით, ანუ თავი გამგებე-ლი გეგონათ „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობიდან,“ ზოგიერთს დასაქმებასაც კი დაპირდით. აგ-რეთვე ცნობილია თქვენი ვოიაჟე-ბი ქუთაისსა და თბილისს შორის მაშინდელ ენმ-ს ლიდერებთან, მაგრამ თქვენი ოცნება აუხდენელი დარჩა 2013 წლამდე. თუმცა გამ-გებლად თქვენი არჩევა დღემდე ბურუსითაა მოცული.

პარლამენტის სხდომაზე გამო-სვლაში ბევრი ისაუბრეთ თვითმ-მართველობის განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გასაოცარია თქვენი ოპტიმიზმი. გაიხსენეთ, საკრებულოს როგორი სხდომები ჩაატარა ოცნების ხე-ლისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გასაუქმებლად. რაც შეეხე-ბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სწორედ თქვენი მონაწილეობით ხელის ბიჭებმა (უმრავლესობა) - დაკრძალვაზე დაუპატიჟებლობის გამო გადააყენეთ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ საკრებულოს მრავალი სხდომა გვინახავს, სადაც თქვენს მიერ უთავბოლოდ მომზა-დებულ პროექტებს ფრაქცია „ერ-თიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად უმრავლესობის წევრებიც არ ეთანხმებოდნენ და სახელდახე-ლოდ გამოცხადებულ შესვენებაზე უკვე „მიჯირყვნილი“ უმრავლესობა თავდახრილი წევდა ხელს.

ბატონო კობა, თქვენ ნამდ-ვილად ვერ მოიწონებთ თავს, როგორც ხარაგაულის სიყვარუ-ლით, ასევე თქვენი გამგებლობისას შექმნილი ინფრასტრუქტურული „შედევრებით“. საკრებულოს სხდო-მაზე თავის დაძვრენის მიზნით ვერ

ახდენდით ჩვენს მიერ წარმო-დგენილი დაუსრულებელი და უხა-რისხოდ შესრულებული პროექტე-ბის იდენტიფიკაციას და ამბობდით, რომ ფოტოები ზოგი სურამში იყო გადაღებული და ზოგი, ალბათ, - ხიროსიმასა და ნაგასაკში.

რადგან თქვენ თქვენს „შედევ-რებს“ ვერ იხსენებთ, შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს. დაბა ხარა-გაულში „ამფითეატრი“; ლეღვ-ნის უთავბოლო ხიდი, რომელიც ისე ჩაიბარეთ, არც ასასვლელი ჰქონდა და არც ჩამოსასვლელი; თეთრაწყაროში მიტოვებული წყლის პროექტი; წიფაში დაკარ-გული წყლის ავზი; ხემაღალში უწყლოდ დარჩენილი სათაო ნაგებობა; ორ-ორჯერ გარემონ-ტებული საბავშვო ბაღები, რომ-ლებსაც დღესაც პრობლემები აქვს; წყალაფორეთის სანიაღვრე არხები; გარე განათებები წაქცეულ ბოძებზე; ბორითი-მარიამწყაროს წყალში გადაყრილი თანხა; დაბა ხარაგაულში გაქცეული ინდმეწარ-მე და უპატრონოდ დატოვებული საყრდები კედლები; ნადაბურის სტადიონი, სადაც ზამთარში თევ-ზაობაც შეიძლება, რადგან მდი-ნარე ფარავს; ვარძიის ტაძრამდე მიმავალი საფეხურები. დანარჩენს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

თქვენ ასევე ხაზი გაუსვით 2012 წელს ჩვენს მიერ გაცემუ-ლი ხელფასებისა და პრემიების რაოდენობას. ჩვენ გაცემული გვაქვს პრემიები, მაგრამ თქვენ-გან განსხვავებით პრემია წლის ბოლოს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე მუნციპალი-ტეტში თანაბრად მიიღო ყველა თანამშრომელმა, გამგებლიდან დარაჯამდე.

პრემიებზე თქვენ რომ არ საუბ-რობდეთ, უკეთესია. გაიხსენეთ თქვენს მიერ ქუთაისობა ორმა-ისობის დღესასწაულში აქტიური

მონაწილეობისთვის ხელფასის ოდენობის ჯილდო. თურმე ქუთა-ისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება წარმატებით ჩაგიტა-რებიათ თქვენ და თქვენს მოად-გილეს თეიმურაზ ჩხეიძეს. რაც შეეხება ხელფასს, მაქსიმალური დაინიშნეთ. ასეთი მაღალი ანაზ-ღაურება არცერთ წინამორბედს არ ჰქონია. თქვენს ადგილას არც იმას დავივიწყებდი, თუ როგორ გადმოიტანეთ სოციალური ხარ-ჯიდან სახელფასო ფონდში წლის ბოლოს თანხა და მოსახლეობა მედიკამენტებისა და დახმარების გარეშე დატოვეთ.

ალბათ თქვენი მენეჯერული და ინტელექტუალური შესაძ-ლებლობები თქვენ თვითონ და-აფინანსეთ? თქვენ გაიზარდეთ ანაზღაურება, მაგრამ ააიპ-ის თანამშრომლებს ხელფასები გა-უნახევრეთ, ზოგი კი შეამცირეთ.

რაც შეეხება სპექტაკლებსა და მსახიობობას, პოლიტიკაში თქვენი გამოჩენის დღიდან, იაფფასიანი წარმოდგენები და ტაკიმასხა-რაობა არ მოჰკლებია რაიონს. მაგალითად, კარგად გვახსოვს თქვენს მიერ ჩატარებული არჩევ-ნები, გადამალული და გაქცეული კომისიის წევრები, პერანგის ქვეშ დამალული ბიულეტენები.

ბატონო კობა! ყველაზე დიდი წარმოდგენა კი ბაღდათსა და ხარაგაულს ერთად დაუდგით, ხარაგაულის მთელი საბიუჯეტო სახსრები ხალხს ხელიდან გამო-გლიჯეთ და პოლიტიკურ „უმაღ-ლეს ლიგაში“ გადაბარგდით. ახლა კი პარლამენტიდან გვმოძ-ღვრავთ. არადა, ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, თქვენს ნა-მოღვაწარს პროკურატურა უნდა სწავლობდეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

Page 7: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

7xtvb bvthtsb23 ივნისი, 2017 წ.

ნინო კაპანაძელაურა გოგოლაძე

კარგი სიტყვა „საგზლად“-რომელია ხარაგაულის მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემები და

თქვენ რა გააკეთეთ მათ მოსაგვარებლად?გივი თხელიძე: -ხარაგაულელების ყველაზე დიდი პრობლემა დაუსაქმებლობაა. ძალიან მტკივა გული,

ადამიანი სოციალურ დახმარებას რომ ითხოვს. ეჭვი მეპარება ფულადი შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმების სამართლიანობაში. ხშირად ვეხმარები მოქალაქეებს, თუ როგორ ისარგებლონ სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით. ბევრს უთქვამს, რომ კარგი სიტყვის გატანება იცი საგზლადო და ესეც არ არის ცუდი. შეიძლება ყველაფერი ვერ გაუკეთო ადამიანს, მაგრამ კარგად რომ დაამშვიდებ და დაწყნარებულს გაუშვებ, არც ეს არის ცოტა. რაც ვერ შევძელი, ბოდიშს ვუხდი ჩემს ამომრჩეველს. მათ ჩემს მიმართ ყველა არჩევნების დროს მაღალი ნდობა გამოხატეს. არჩევნები არასდროს წამიგია; გასაკვირია, მაგრამ ასეა.

დასაქმება, დასაქმება და კიდევ დასაქმება, - ამას ამბობს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ. იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ქეთევან ზუმბაძე: -მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ახალი ხელისუფლება ფაბრიკა-ქარხნების გახსნასა და ამოქმედებას დაგვპირდა, მაგრამ ხარაგაულში ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელება დიდი ტყუილი აღმოჩნდა. ხილისა და რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები რომ არსებობდეს ხარაგაულში, მოსახლეობა შეღავათს იგრძნობდა.

-აპირებთ თუ არა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და როგორ?გივი თხელიძე: -თქვენ წარმოიდგინეთ და ვაპირებ. ამჯერად თანამდებობაზე პრეტენზია არ მაქვს,

მაგრამ შემწევს უნარი, პოლიტიკაში ჩავერთო. დაბა ხარაგაულის მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი. თავდაპირველად პარტიის ცენტრალურ ოფისში დაბა ხარაგაულის მაჟორიტარად ჩემი კანდიდატურა გაიგზავნა. მე უარი ვთქვი. მყავს მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი და ძალიან კარგი ადამიანი, რომლის გამარჯვებისთვის თავგანწირვით ვიბრძოლებ. მის ვინაობას მალე გაიგებთ. გუნდი გადაწყვეტს, ვიყო თუ არა პარტიულ სიაში. მთავარია, რომ დაბა ხარაგაულს მაჟორიტარად ეყოლება აქ დაბადებული და გაზრდილი პიროვნება და ჩემზე ბევრად უკეთესი დეპუტატი.

ქეთევან ზუმბაძე: -არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვყალიბდებით პოზიციებზე და ყველაფერს პირველად „ჩემი იმერეთის“ რედაქციას გაცნობებთ.

მეორე გვერდიდან

ტარიელ და ბესო ფოცხვერაშვილები ოჯახით თანაუგრძნობენ ლერი კვინიკაძეს და მზია სახვაძე-კვინიკაძეს დისა და მულის

ეთერი კვინიკაძე-გოგოლაძისგარდაცვალების გამო.

მეზობლები ბიქტორ ჭიპაშვილი, გოჩა გურგენიძე, იზოლდა კურტანიძე, ნუნუ კამკამიძე, ვარდო სხილაძე, ლეილა ჭყო-იძე თანაუგრძნობენ თამაზი ბუაჩიძეს და დიანა კამკამიძეს სიდედრისა და დედის

ციცინო ცხადაძე-კამკამიძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგებს თამარ და ელისო არჯევანიძეებს საყვარელი დეიდის

მერი ნებიერიძე-ბერაძისგარდაცვალების გამო.

25 ივნისს, 13:00 საათზე, ხარაგა-ულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლო-გიის ახალი ჰორიზონტები დასავლეთ საქართველოში“.

ნევროლოგიისა და ნეიროფსი-ქოლოგიის ინსტიტუტის ხედვას ეპილეფსიის მართვის კუთხით და-სავლეთ საქართველოს რეგიონში დამსწრეთ გააცნობს სოფიო კასრაძე (ას. პროფ. ნევროლოგი, ეპილეპტო-ლოგი. ნნი-ს სამეცნიერო ხელმძღ-ვანელი, ეპილეფსიის სახელმწიფო პროგრამის დირექტორი, ეპილეფ-სიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების გენერალური მდივანი).

ნეიროფსიქოლოგიური მიმართუ-ლების პერსპექტივებზე დასავლეთ საქართველოში ისაუბრებს თამარ გაგოშიძე (სრული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ნნი-ს ნეიროფ-სიქოლოგიური სამსახურის ხელმძღ-ვანელი, ფსიქომეტრული და საკონ-სულტაციო ასოციაციის პრეზიდენტი).

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქო-ლოგიის ინსტიტუტის ხედვა ნევრო-ლოგიური პათოლოგიების მართვის საკითხებში - მომხსენებელი გიორგი ლომიძე (მედიცინის დოქტორი, ნევრო-ლოგი, ნევროლოგიისა და ნეიროფ-სიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი).

კონფერენციის ფორმატი გათვ-ლილია სამედიცინო თუ ჯანდაცვის

სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ფსიქოლოგების, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

კონფერენცია მიზნად ისახავს სა-ზოგადოებისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხების განხილვას. ასევე დამსწრე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას იმ სახელმწიფო პროგ-რამების შესახებ, რომელიც ინსტიტუ-ტის ბაზაზე ხორციელდება.

1. „ეპილეფსიის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა“;

2. 1-6 წლის ასაკის ბავშვთა განვი-თარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპ-როგრამა“;

კონფერენცია ორგანიზებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობის, ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულისა“ და „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლო-გიის ინსტიტუტის რეგიონული ცენტრის“ მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია!

„ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის

ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული

ცენტრის” შესახებქუთაისში, უკვე ერთი წელია, გაიხს-

ნა „ნევროლოგიისა და ნეიროფსი-ქოლოგიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი“ (ნნი-ქუთაისი). ცენტრის მიზანია რე-

გიონის მოსახლეობისთვის ხელმი-საწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ნევროლოგიური, ეპილეფტოლოგი-ური, ელექტროფიზიოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური მომსახურე-ბები. რეგიონული ცენტრის ძირითად პერსონალს გააჩნია ნნი-ს ბაზაზე ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება. ამასთან, ყოველკვირეულად ნნი-ს ცენტრალური ოფისიდან რეგიონულ ცენტრში ჩამოდიან ბავშვთა ნევრო-ლოგები, ეპილეფტოლოგები და ნეიროფსიქოლოგები, რომლებიც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერ-თად ახორციელებენ კვლევებსა და კონსულტაციებს.

ნნი-ქუთაისში ხორციელდება „ეპი-ლეფსიის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის“ სახელმწიფო პროგ-რამა, რომლის ფარგლებშიც მიმდი-ნარეობს ყველანაირი პაროქსიზმული მდგომარეობების სკრინინგი, ეპილეფ-სიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ერთჯერადად,

უფასოდ უტარდებათ:1. ეპილეფსიური გულყრის სკრი-

ნინგი;2. ნევროლოგიური კონსულტაცია

(ნევროლოგი ეთერ ტოგონიძე);3. სტანდარტული ელექტროენცე-

ფალოგრაფიული (ეეგ) კვლევა თანა-მედროვე 24 არხიანი ეეგ-აპარატით;

4. ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება (ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი);

5. ეპილეფტოლოგის კონსულტაცია (ეპილეფტოლოგები ნნი-ს ცენტრალუ-რი ოფისიდან);

6. ანტიკონვულსანტის შერჩევა/დანიშვნა ადეკვატური სქემებით;

7. პაციენტისა და მისი ახლობლების გათვითცნობიერება დაავადების თვით-მართვის საკითხებში.

პროგრამის ფარგლებში ეპილეფსიის დიაგნოსტიკა ხორციელდება მულტი-დისციპლინური მიდგომით, ტელემე-დიცინის ფორმატის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ხარჯთეფეტურობით.

რეგიონული ცენტრის ბაზაზე, სა-ხელმწიფო პროგრამის გარდა, შესაძ-ლებელია ბავშვთა და მოზრდილთა სხვადასხვა ნევროლოგიური დაავა-დებების დიაგნოსტირება და მართვა. კერძოდ:

• თავის/ წელის ტკივილი, თავბ-რუხვევა;

• სისხლძარღვოვანი პათოლო-გიები;

• ინსულტის შემდგომი მდგომა-რეობები.

ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობები:

• გაფანტული სკლეროზი,• მოძრაობის დარღვევები (ტიკები,

პარკინსონის დაავადება და სხვა)• ნერვკუნთოვანი დაავადებები• ძილ-ღვიძილის ციკლის დარღ-

ვევები, და სხვა.

ცენტრში ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა სრული ნეიროფსიქოლო-გიურინდიაგნოსტიკა და რეაბილიტა-ცია. კერძოდ:

• ბავშვთა ასაკის ნეიროგანვითა-რებითი დარღვევები (მეტყველების და მეხსიერების დარღვევები, ქცევის, დასწავლის პრობლემები, აუტიზმი და სხვა),

• დემენცია.• ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი

მდგომარეობა და სხვ.

ცენტრში შესაძლებელია მოზრ-დილთა ელექტრომიოგრაფიული კვლევების წარმოება და კვალიფი-ციური სპეციალისტის კონსულტაციის მიღება.

პაციენტთა კომფორტულად და ხარისხიანად მომსახურების მიზნით, კონსულტაციები და კვლევები წარმო-ებს წინასწარი ჩაწერით.

საკონტაქტო ინფორმაცია:შპს „ნევროლოგიისა და ნეიროფ-

სიქოლოგიის ინსტიტუტი დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი“

მისამართი:ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №70Tel: (0431) 24 08 70+995 598 550 535+995 599334365

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი

ხარაგაულში ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

26 ივნისს ორმოცი დღე სრულდება შენი გადანაცვლებიდან მარადიულ სა-სუფეველში, რომელსაც მეორენაირად წუთისოფლის სასტუმროსაც ეძახიან.

ბედისწერა მაცნეს არასდროს გვიგზავნის, ის საკმაოდ ბრძენი და ულმობელი ტირანია.

უცბად წახვედი, ჩვენო ლამაზო სიძე, მამუკა. მოწმენდილ ცაზე მეხის

გავარდნასავით გაისმა შენი სიკვ-დილი. ძალიან გვიჭირს ამ ფაქტთან შეგუება. გაუჭირდა შენს საყვარელ მეუღლეს, რუსუდანს, შენს შვილებს ვახოსა და ლელას, შენს ტკბილ დე-დას, თამრიკოს, შენს დებს. გვიჭირს უშენოდ ყოფნა ნიკას, ნატოს, შენს სიდედრ-სიმამრს ავთოსა და ნანას, მთელ სანათესაოს და სამეგობროს.

ბევრი ცრემლი გაგყვა იმქვეყნად, რო-მელიც მხოლოდ გულის მოოხებაა, თურ-მე. მე კი, მამუკა, ის მაიმედებს, ძალიან ბევრს ჰყვარებიხარ ამქვეყნად, თურმე.

შვილო, ცხოვრებით ტკბობის გემო ახლა შეიცანი, როცა მისი დასასრული მოახლოვებული გქონია, თურმე. ნათელში გვიმყოფოს უფალმა შენი ალალ-მართალი და სპეტაკი სული, კაცურო კაცო, მამუკა.მაინც რა იყავი ასე კეთილიყველა გიყვარდა, ყველას უყვარდი,წუხდი, დარდობდი თვითეულისთვის,განა ოჯახმა გიგლოვა მარტო?!ასობით ნაცნობს დაწყვიტე გული,ღმერთმა გინათლოს ლამაზი

სული!!!!დამწუხრებული მოყვრები -

სიმამრი ავთანდილ მჭედლიშვილი, სიდედრი ნანი გუდაძე,

ცოლისძმა ნიკა მჭედლიშვილი, რძალი ნატო არევაძე

მამუკა კაკიაშვილის ხსოვნას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია მომავალ კვირაში დაიწყება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ზაზა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სააგენტომ ეკლესიას ძეგლის სტა-ტუსი მიანიჭა და მის რესტავრაციაზე ნებართვა გასცა.

„ეკლესიის პროექტი არქიტექ-ტორ-რესტავრატორმა ნოდარ მინ-დორაშვილმა შეადგინა და საპატ-რიარქოს დასამტკიცებლად წარუდ-

გინა, - ამბობს ზაზა ჟორჟოლიანი, - პროექტი მოწონებულია. ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებს სა-ქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი აფინანსებს, ხოლო უშუალოდ სამუ-შაოებს სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია (დირექტორი ირაკლი ანდ-ღულაძე) შეასრულებს.“

ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში რესტავრაცია ჩაუტარდა ამაშუკეთის, მირონწმინდის, ბორითისა და მაქათუბნის ტაძრებს.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულში კიდევ ერთი ეკლესიის რესტავრაცია იწყება

შვილები ქეთინო, ნანა, ირაკლი, სიძე გოჩა კვანტრიშვილი, დედმამიშ-ვილები მერაბი, ნანი ბოგვერაძეები, რძლები ლიანა გუმბერიძე, ია ბეღე-ლაძე, შვილიშვილები მამუკა, ბესო ჭუმბაძეები, იური, მალხაზი კვანტრიშ-ვილები, დათო, დიანა ბოგვერაძეები, დეიდაშვილი, მამიდაშვილები ოჯა-ხებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დემური გიორგის ძე ბოგვერაძედაკრძალვა შაბათს, 24 ივნისს,

14:00 საათზე, ხარაგაულში

Page 8: ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/23-737-2017w.pdf · ამინდი

8 xtvb bvthtsb 23 ივნისი, 2017 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე577 68 39 87

დ. ხარაგაული23.06 - მზიანი დარი, დღე +25ºC,

ღამე +16ºC;24.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +17ºC;25.06 - მზიანი დარი, დღე +28ºC,

ღამე +17ºC;26.06 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +22ºC;27.06 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +21ºC;28.06 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +20ºC.

ბორითი23.06 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +14ºC;24.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +15ºC;25.06 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +17ºC;26.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +19ºC;27.06 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +20ºC;28.06 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +20ºC.

კიცხი23.06 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +14ºC;24.06 - მზიანი დარი, დღე +28ºC,

ღამე +16ºC;25.06 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +15ºC;26.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +20ºC;27.06 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +19ºC;28.06 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +19ºC.

მოლითი23.06 - მზიანი დარი, დღე +23ºC,

ღამე +12ºC;24.06 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +12ºC;25.06 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +15ºC;26.06 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +17ºC;27.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +18ºC;28.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +18ºC.

amindi

წარმატებებით გევლოთ

მოლაშქრეთა კლუბი „ამარათი“ გიწვევთ

დასრულდა კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი. გამოვლინდნენ ფინალურ ტურში გამარჯვებული და სხვადასხვა ხარისხის დიპლომის მფლობელი მოსწავლეები. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული აღნიშ-ნულ ოლიმპიადაში. წარმატებები არც წინა წლებში გვაკლდა, მაგრამ წელს განსაკუთრებით უხვ მოსავალს ვიმ-კით. ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლე გამარჯვებულთა პირველ შვიდეულში მოხვდა. ისინი სულ მალე შემეცნებით-გასართობ ბანაკში დაისვენებენ.

18 ივნისს ილიას უნივერსიტეტ-ში პირველ ადგილზე გასული 11 მოსწავლე განსხვავებული ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. ეს პა-ტივი წილად ხვდა ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელ ნინო ჭყოიძეს. მან ქართულის ოლიმპიადის მესამე ტურში 100 ქულიდან ასივე აიღო და ოლიმპიადაში მონაწილე ყველა მე-თორმეტეკლასელი უკან ჩამოიტოვა. იგი გამარჯვებულთა შორის პირვე-ლი ადგილის მფლობელია. მეორე ადგილზე 98 ქულით გავიდა ნინოს კლასელი და მეგობარი სალომე კვი-რიკაშვილი, მეორე ადგილზე მერვე კლასელთა შორისაა ანი მეიფარიანი 91 ქულით, ხოლო მეხუთე ადგილზე ანის კლასელი - ანა მაისურაძე 88 ქულით (პედაგოგი ნანა დევდარიანი). ერთი სკოლიდან ოთხი გამარჯვებული

მართლაც დიდი წარმატებაა.რაც შეეხება ოლიმპიადის დანარჩენ

მონაწილეებს, მათ შორის ქულები და დიპლომები შემდეგნაირად გადა-ნაწილდა:

მეორე კლასი: რატი დევდარიანი - ქართული - პირველი ხარისხი, 91 ქულა; მათემატიკა - მესამე ხარისხი, 25 ქულა;

ქრისტინე ორთოიძე - ქართული - მესამე ხარისხი, 64 ქულა; მათემატიკა - მესამე ხარისხი, 25 ქულა;

ნინი გელაძე - მათემატიკა - მესამე ხარისხი, 20 ქულა;

ლიზი კურტანიძე - ქართული - მესამე ხარისხი, 78 ქულა; მათემატიკა - მესამე ხარისხი, 20 ქულა;

პავლე ხომასურიძე - მათემატიკა - მესამე ხარისხი, 20 ქულა;

საბა თაბუკაშვილი - ქართული - მესამე ხარისხი, 63 ქულა;

მარიამ კეკელიძე - ქართული - მე-სამე ხარისხი, 64 ქულა;

თამუნა გიორგიძე - ქართული - მესამე ხარისხი, 77 ქულა.

მეორე კლასის ქართულის მასწავ-ლებელია ნანა ნებიერიძე, მათემატი-კის - ვენერა კიკნაძე.

მეოთხე კლასი: ლიზი დევდარიანი - ქართული - მესამე ხარისხი, 79 ქულა; მათემატიკა - მესამე ხარისხი, 20 ქულა (პედაგოგი ნინო ბუაჩიძე).

მეექვსე კლასი: გიორგი ლურსმა-

ნაშვილი - მათემატიკა, მესამე ხარისხი, 30 ქულა (პედაგოგი მაია გაგოშიძე).

მეშვიდე კლასი: ქრისტინე მაღ-რაძე - ქართული - მესამე ხარისხი, 67 ქულა,

გურამ ლურსმანაშვილი - ქარ-თული - მესამე ხარისხი, 69 ქულა, მათემატიკა - მესამე ხარისხი, 25 ქულა,

ლევან მანჯავიძე - მათემატიკა - მესამე ხარისხი, 25 ქულა.

მეშვიდე კლასის ქართულის პედა-გოგია ქეთევან ჩაჩანიძე, მათემატიკის - ნინო ბუხნიკაშვილი.

მერვე კლასი: ვაჟა მაღრაძე - ქართული - მესამე ხარისხი, 76 ქულა (პედაგოგი ნანა დევდარიანი);

ანი მეიფარიანი - მათემატიკა - მე-ორე ხარისხი, 35 ქულა;

ანა მაისურაძე - მათემატიკა - მე-ორე ხარისხი, 35 ქულა (პედაგოგი ნინო ბუხნიკაშვილი).

მეათე კლასი: ანა მაჭავარიანი - ქართული - მესამე ხარისხი, 80 ქულა;

მარიამ კიკნაძე - ქართული - მესამე ხარისხი, 76 ქულა;

მარიამ შარიქაძე - ქართული - მესამე ხარისხი, 76 ქულა (პედაგოგი ქეთევან ჩაჩანიძე).

სულ წარმატებებით გევლოთ, ჩვენო ძვირფასებო. ახალ-ახალი სი-მაღლეები დაგელაშქროთ.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ სოფელ ვარძიაში მცხოვრებ შორენა და გიზო მდივ-ნიშვილებს შვილის გაბედნიერებას. ახალდაქორწინებულებს, ჩვენს საყ-ვარელ ნანასა და გელას, ვუსურვებთ ბედნიერებას, გამრავლებას, ულევ სიხარულს. უფლის წყალობა და მფარ-ველობა არ მოკლებოდეს მათ ახლად შექმნილ ლამაზ ოჯახს.

რუსიკო, დათო, ლადო დეკანოსიძეები

ვულოცავთ ვარძიის საბავშვო ბაღის თანამშრომელ შორენა მდივნიშვილს შვილების, ნანა სახამბერიძისა და გელა მდივნიშვილის, ბედნიერებას. ახალდა-ქორწინებულ წყვილს ვუსურვებთ ულევ სიხარულს და შვილთა სიმრავლეს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ვარძიის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ ივნის-ში დაბადებულ ჩვენს თანამშრომლებს: მანანა ღონღაძესა და მარსელი ფანქ-ველაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, დიდხანს სიცოცხლეს, სიკეთესა და სიხარულს.

ზვარეს საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომელს ხათუნა ტალახაძის შვილების, სა-ლომე ტალახაძისა და ლაშა ხარაიშ-ვილის ბედნიერებას. ახლადშექმნილ ოჯახს ვუსურვებთ ულევ სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს, ჯანმრთელო-ბას, დღეგრძელობას, სიკეთესა და სიხარულს.

ზვარეს საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის უფროსს დავით კიკნაძეს ქალიშვილის - სალო-მე კიკნაძის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ღვთის წყალობას და სასახელო ქართველ ქალად გაზრდას.

საღანძილის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბა-ტონ დავით კიკნაძეს და მის მეუღლეს ქალბატონ ია ტაბატაძეს ვულოცავთ მესამე შვილის შეძენას. პატარა სა-ლომეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის მფარველობას.

მოლითის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი

ვულოცავთ ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის უფროსს დავით კიკნაძეს და მის მეუღლეს ია ტაბატაძეს ქალიშვილის - სალომე კიკნაძის ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა ანგელოზს ჯანმრ-თელობას, ულევ სიხარულს, ღვთის წყალობას, ლაღ, ბედნიერ ბავშვობას და საუკეთესო მომავალს.

ნადაბურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი

ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს - მარიკას, ოლეგის და ნათელა ბებოს ვულოცავთ ნინო ლაცაბიძის სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას. თავად ნინოს ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას, წარმატებებს და უფლის წყალობას. ნი-ნიკო, ბიბლიის ათი მცნება ყოფილიყოს შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი.

დიდი სიყვარულით მამიდა გულნაზი, მარიამი და

ბესო ოჯახით

ვულოცავთ ნინო და ანზორ ჩუბი-ნიძეებს შვილიშვილის, მონატრებულ სოფიო ჩუბინიძესა და ზვიად ფანჩუ-ლიძეს ვაჟკაცის დაბადებას. ვუსურვებთ პატარას ჯანმრთელობას, უფლის წყა-ლობას და ბედნიერ მომავალს.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის კოლექტივი

გამოსაშვებ ზეიმზე ვახანის საბავშვო ბაღში

ლაშქრობის მოყვარულებსა და მსურველებს მოლაშქრეთა კლუბი „ამარათი“ გიწვევთ სალაშქროდ. ჩვენთან ერთად თქვენ გელით და-უვიწყარი მოგზაურობა და საინტერესო თავგადასავალი, საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ულამაზესი ბუნების მონახულება საქართ-ველოს მასშტაბით.

გთავაზობთ ერთდღიან, ორდღიან და სამდღიან ტურებს მოლაშქ-რეთა სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.

ლაშქრობის მონაწილეების გასვლა შესაძლებელია როგორც ხარა-გაულიდან, ასევე თბილისიდან.

მომსახურებაში შედის:მიკროავტობუსით მგზავრობა გარკვეულ ადგილამდე;გამყოლისა და პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურება;კვება.დაგვიკავშირდით ტელეფონით 577 27 54 37 (შაკო ბერაძე).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში იყიდება მან-სარდის ტიპის, 100 კვმ ფართის სახლი ორ სართულზე, 1200 კვმ მიწის ნაკვეთით.

გზა, გაზი მიყვანილია. ხარაგაულის ცენტრიდან ორ კილომეტრშია. საწყისი ფასი 10 000 აშშ დოლარი. სახლის შეძენის მსურველები დაგვი-კავშირდით ტელეფონით: 555 18 22 19 (ნარგიზი); 557 41 35 55 (ზაირა).

ხარაგაულში იყიდება მაღაზიის ფართი, რომელიც მდებარეობს უნივერმაღის შენობაში ცალკე შესასვლელი კიბით (ყოფილი ავეჯის მაღაზია). დაგვიკავშირდით ტელეფონით: 577 671 690 (ჟუჟუნა).

იყიდება ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი ხარაგაულში, გამგეობის შენობის უკან. მისამართი 9 აპრილის მე-4 ჩიხი, №12. ფასი შეთანხმებით. სახლის შეძენის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფო-ნით 555 39 40 45.

იყიდება მეწველი ძროხა და ხბო. ფასი შეთანხმებით.ტელ.: 557 25 16 00

იყიდება

***

*** ***

*** ***

***

ახალი მთვარე 24 ივნისს