წყევლა სახელად რწმენა · წყევლა...

25
წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი ძაფები მან თვალები გაახილა... ან იქნებ არც კი? განსხვავება საერთოდ არ იგრძნობოდა. ყველაფერს წყვდიადის სქელი ფარდა გადაჰფარებოდა. შეუძლებელი იყო თვალს რომ რაიმე დაელანდა, ცხვირთან მიტანილი თითის სილუეტიც კი. ერთადერთი შეგრძნებაღა შეეძლო, ისიც ნესტიანი საკნის სასტიკი სიცივის, ძვალსა და რბილში უმოწყალოდ რომ ატანდა. “სიზმარია თუ ცხადი?” - როგორც ყოველთვის, თავში ახლაც ეს აზრი დაუტრიალდა. საერთოდ, ამ წყვდიადის საპყრობილეში, ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელი იყო. ან რა აზრი ჰქნოდა? ისინი ხომ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ძილი მას არ უქრობდა წყლულთაგან მოგვრილ მწვავე ტკივილებს და ყინვისგან ნაშობ კრუნჩხვებს, ცხადი კი არ აკლებდა გარდასულ დღეთა მოლანდებებს, გულში სინანულსა და თვითგვემის მთესავებს. “იქნებ მოვკვდი და ეს არის ჩემი ჯოჯოხეთი, რომელსაც ყველანი მპირდებოდნენ? იქნებ აქ უნდა გავატარო მარადისობა, ხრწნასა და სინანულში?” - ეს კითხვებიც უწყვეტლივ ტრიალებდნენ მის ცნობიერში. ან რა იყო გასაკვირი? მას ხომ უკვე თვლა აერია. ვერ იტყოდა თუ რამდენი ხანი მოუწია ამ საპყობილეში ლპობა. რამდენიმე წელი? ათწლეული? თუ საუკუნე? ხანდახან ისეც ხდებოდა, ავიწყდებოდა საერთოდ ვინ იყო, რას წარმოადგენდა იქამდე, სანამ ამ ცივ მარადისობაში გაიჭედებოდა. მაგრამ მაინც, შემდეგ ყველაფერი ბრუნდებოდა და ეს მოგონებები მას იმაზე მეტ ტანჯვას აყენებდა, ვიდრე აქამდე საპყობილის გუშაგებმა მოახერხეს, თავიანთი შანთებითა თუ დანებით. იგი იხსენებდა, რომ ერთ დროს იყო რაინდი... ძლიერი და მოხდენილი... იხსენებდა, რომ მას ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალის გული და ხელი ელოდა... ნამდვილი ღვთაების, ქალღმერთის... ახსენდებოდა თავისი სისულელეც... ამპარტავნება და ქედმაღლობა, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდა... ახსენდებოდა, თუ როგორ ატკინა გული ყველა თავისთვის ძვირფას ადამიანს... მოაგონდებოდა ისიც, თუ როგორ იქცა, თავის სიძულვილსა და რისხვას შორის ჩაძირული, საზარელ ურჩხულად... იმ არსებად, რის გამოც განუდგა საკუთარ თავს... უარყო იგი... მაგრამ მაინც, ყველაზე მწარედ, ყველაზე მტივნეულად აგონდებოდა ის, თუ როგორ ვერ შეძლო აღესრულებინა ფიცი, ოდესღაც დადებული... მან ვერ დაიცვა თავისი თვალის ჩინი... უძვირფასესი პატარა ბულბული... “ყველა ეს ტანჯვა... ტკივილი... მე დავიმსახურე” - გაუელვა მას თავში, - “არა, ეს საკმარისიც კი არ არის...” წყვდიადში მისი თითები გამოძრავდნენ. ისინი ყელისკენ აცურდნენ, როგორც მახრჩობელა გველი თავისი მსხვერპლისკენ. “მე ყველას გავუცრუე იმედი... ყველას ვუღალატე... ასეთი სიმდაბლე უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს...” დატეხილმა ფრჩხილებმა მის აბურდულ, გაჭაღარავებულ წვერში გზა გაიკვლეს და ხორხს შემოეჭდნენ. მხოლოდ ერთი მძლავრი ჩამოსმა და ამაზრზენი გროტესკა, სახელად მისი სიცოცხლე, დამთავრდებოდა. “დაე ყველაფერი აქ დამთავრდეს... ამ ჩამპალ სოროში... შესაფერისი დასასრული ჩემნაირი არარაობისათვის...” მან მთელი ძალა მოიკრიბა, რაც კი მის გამხმარ ძვლებს შერჩენოდათ, მაგრამ ამაოდ. მისი უსიცოცხლო მტევანი კანზე მსუბუქად ჩამოსრიალდა და კალთაში ჩაესვენა. გადაჭრილმა მყესებმა მისი, ოდესღაც შთამბეჭდავი ძალა მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ერთ-ერთ მოგონებადღა აქციეს. მას უნდოდა მწარედ შეეკურთხა საკუთარ უსუსურობაზე გამწარებულს, მაგრამ დაუძლურებულ იოგებს მხოლოდ სუსტი, ჩახლეწილი ოხვრა დასცდათ. “რა საცოდაობაა... იმის ძალაც კი აღარ შემომრჩა რომ კანი გავიფხაჭნო.” მან ჩავარდნილ ლოყაზე სისველე

Transcript of წყევლა სახელად რწმენა · წყევლა...

Page 1: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

წყევლა სახელად რწმენა

1. ბედისწერის უწყვეტი ძაფები

მან თვალები გაახილა... ან იქნებ არც კი? განსხვავება საერთოდ არ იგრძნობოდა. ყველაფერს

წყვდიადის სქელი ფარდა გადაჰფარებოდა. შეუძლებელი იყო თვალს რომ რაიმე დაელანდა,

ცხვირთან მიტანილი თითის სილუეტიც კი. ერთადერთი შეგრძნებაღა შეეძლო, ისიც ნესტიანი

საკნის სასტიკი სიცივის, ძვალსა და რბილში უმოწყალოდ რომ ატანდა. “სიზმარია თუ ცხადი?”

- როგორც ყოველთვის, თავში ახლაც ეს აზრი დაუტრიალდა. საერთოდ, ამ წყვდიადის

საპყრობილეში, ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელი იყო. ან რა აზრი ჰქნოდა?

ისინი ხომ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ძილი მას არ უქრობდა წყლულთაგან

მოგვრილ მწვავე ტკივილებს და ყინვისგან ნაშობ კრუნჩხვებს, ცხადი კი არ აკლებდა

გარდასულ დღეთა მოლანდებებს, გულში სინანულსა და თვითგვემის მთესავებს. “იქნებ

მოვკვდი და ეს არის ჩემი ჯოჯოხეთი, რომელსაც ყველანი მპირდებოდნენ? იქნებ აქ უნდა

გავატარო მარადისობა, ხრწნასა და სინანულში?” - ეს კითხვებიც უწყვეტლივ ტრიალებდნენ

მის ცნობიერში. ან რა იყო გასაკვირი? მას ხომ უკვე თვლა აერია. ვერ იტყოდა თუ რამდენი ხანი

მოუწია ამ საპყობილეში ლპობა. რამდენიმე წელი? ათწლეული? თუ საუკუნე? ხანდახან ისეც

ხდებოდა, ავიწყდებოდა საერთოდ ვინ იყო, რას წარმოადგენდა იქამდე, სანამ ამ ცივ

მარადისობაში გაიჭედებოდა. მაგრამ მაინც, შემდეგ ყველაფერი ბრუნდებოდა და ეს

მოგონებები მას იმაზე მეტ ტანჯვას აყენებდა, ვიდრე აქამდე საპყობილის გუშაგებმა

მოახერხეს, თავიანთი შანთებითა თუ დანებით. იგი იხსენებდა, რომ ერთ დროს იყო რაინდი...

ძლიერი და მოხდენილი... იხსენებდა, რომ მას ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალის გული და

ხელი ელოდა... ნამდვილი ღვთაების, ქალღმერთის... ახსენდებოდა თავისი სისულელეც...

ამპარტავნება და ქედმაღლობა, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდა... ახსენდებოდა, თუ როგორ

ატკინა გული ყველა თავისთვის ძვირფას ადამიანს... მოაგონდებოდა ისიც, თუ როგორ იქცა,

თავის სიძულვილსა და რისხვას შორის ჩაძირული, საზარელ ურჩხულად... იმ არსებად, რის

გამოც განუდგა საკუთარ თავს... უარყო იგი... მაგრამ მაინც, ყველაზე მწარედ, ყველაზე

მტივნეულად აგონდებოდა ის, თუ როგორ ვერ შეძლო აღესრულებინა ფიცი, ოდესღაც

დადებული... მან ვერ დაიცვა თავისი თვალის ჩინი... უძვირფასესი პატარა ბულბული...

“ყველა ეს ტანჯვა... ტკივილი... მე დავიმსახურე” - გაუელვა მას თავში, - “არა, ეს საკმარისიც

კი არ არის...” წყვდიადში მისი თითები გამოძრავდნენ. ისინი ყელისკენ აცურდნენ, როგორც

მახრჩობელა გველი თავისი მსხვერპლისკენ. “მე ყველას გავუცრუე იმედი... ყველას

ვუღალატე... ასეთი სიმდაბლე უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს...” დატეხილმა ფრჩხილებმა

მის აბურდულ, გაჭაღარავებულ წვერში გზა გაიკვლეს და ხორხს შემოეჭდნენ. მხოლოდ ერთი

მძლავრი ჩამოსმა და ამაზრზენი გროტესკა, სახელად მისი სიცოცხლე, დამთავრდებოდა. “დაე

ყველაფერი აქ დამთავრდეს... ამ ჩამპალ სოროში... შესაფერისი დასასრული ჩემნაირი

არარაობისათვის...” მან მთელი ძალა მოიკრიბა, რაც კი მის გამხმარ ძვლებს შერჩენოდათ,

მაგრამ ამაოდ. მისი უსიცოცხლო მტევანი კანზე მსუბუქად ჩამოსრიალდა და კალთაში

ჩაესვენა. გადაჭრილმა მყესებმა მისი, ოდესღაც შთამბეჭდავი ძალა მხოლოდ და მხოლოდ

წარსულის ერთ-ერთ მოგონებადღა აქციეს.

მას უნდოდა მწარედ შეეკურთხა საკუთარ უსუსურობაზე გამწარებულს, მაგრამ

დაუძლურებულ იოგებს მხოლოდ სუსტი, ჩახლეწილი ოხვრა დასცდათ. “რა საცოდაობაა...

იმის ძალაც კი აღარ შემომრჩა რომ კანი გავიფხაჭნო.” მან ჩავარდნილ ლოყაზე სისველე

Page 2: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

იგრძნო. წლების წინ, თვალქვეშ გადანახული ცრემლი ახლაღა ჩამოეშვა ანაზდად და წვერებს

შორის მორცხვად ჩაიმალა.

- თვლათაგან ცრემლი გდის, მკვლელო? - მოისმა ნაცნობი ხმა საკნის მეორე ბოლოდან. -

მაშინ, როდესაც გული განმიგმირე შენი მახვილით, მაშინ არ გდიოდა... არა, მაშინ

სისველის ნაცვლად ცეცხლი ენთო... სიშლეგითა და მძვინვარებით ნასაზრდოები

ცეცხლი...

მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რას წარმოადგენდა დილეგის მეორე მხრიდან მომდინარე

ხმა. მისი ერთ-ერთი მოლანდებათაგანი... მისი თვითმგვემი გონების ნაყოფი... “ჩემი ბრალია,

როუენ, ჩემი სისულელის...” - სცადა გაპასუხებოდა თავისივე შექმნილ აჩრდილს, მაგრამ

ამისთვისაც კი ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა.

- აღიარებ შენს ცოდვებს? - პრინცის ხმა ისევე დიდებულად და მომნუსხველად ჟღერდა,

როგორც ადრე, თითქმის უსასრულობის წინ... - მორჩილად ხვდები შენს სასჯელს?

მაგრამ რა აზრი აქვს, ჰა, ლეონარდ, ძველო მეგობარო? განა ეს გატეხილ გულებს

გაამთელებს? თუ დაკარგულ სიცოცხლეებს დააბრუნებს? რას შეცვლის?

- “ვერაფერს... ვერაფერს შეცვლის.”

- მართალია... ვეღარაფერს შეცვლი... ყველაფერი წარსულს ჩაბარდა... შენივე ხელით

გაითხარე ეს წყეული, ნესტიანი სამარე. შენი ცოდვების გამო დაკარგე შენი სამშობლო,

ოჯახი, მეგობრები... ახლა კი ამ ცოდვებით დამძიმებულმა დარჩენილი შენი არსებობა

აქ უნდა გაატარო ხრწნაში, სიკვდილის მომლოდინე... ოჰ, მაგრამ სიკვდილი

დასასრული არ იქნება... შენნაირი ურჩხულებისთვის იმ ქვეყნად მოსვენება არ

არსებობს... მენდე, მე უკეთ ვიცი... ხომ გახსოვს, აქეთ თავად გამომგზავნე...

უეცრად მოლანდება შეწყდა. პრინცის ხმა, იმქვეყნიდან რომ მოისმოდა, გაწყდა. მის

ნაცვლად კი სრულაიდ განსხვავებულმა, ჯაჯგურისა და აყალ-მაყალის ხმამ ჩამოაღწია

საპყრობილეში. თავიდან მან ვერ გაარჩია, ნამდვილი იყო ეს აურზაური, თუ მისი გონების

მორიგი ნაყოფი, სინანულის, ამ ნატანაჯი გრძნობის, ხელახლა გასაღვიძებლად მოხმობილი.

პასუხს მალევე მიხვდა, როდესაც უკუნითი სიბნელე სინათლის პირველმა სხივებმა

გაჰკვეთეს. ნათლის გაელვებამ მის ცნობიერში, უნებლიედ, მისგან დაუკითხავად, რაღაც

იმედის ნაპერწკალი გააკრთო. თუმცა ის იმედს არ ეძებდა, მხოლოდ სასჯელს.

ნათელიცა და ხმაურიც ერთად მოუახლოვდნენ მას. მონატრებულმა სინათლემ მას თვალი

მოსჭრა, ხოლო დავიწყებულმა ხმაურმა კი ყურები დაუგუბა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა,

რომ მის წინ, ალის ფონზე მოცეკვავე შავი ლანდები გაერჩია: სამნი, სავარაუდოდ გუშაგნი,

ახალ ტუსაღს მოათრევდნენ, თან გზად ხან შეუკურთხებდნენ, ხანაც წიხლებსა და მუშტებს

უშენდნენ, ურჩი ტყვე რომ დაეშოშმინებინათ. თავის მხრივ, შებორკილი კაციც არ ცხრებოდა,

მთელი ძალით ურჩობდა, ცდილობდა მპყრობელთა ხელები მოეცილებინა, თან აქა-იქ ისიც

ილანძღებოდა. მართალია, ექტორიანულად საუბრობდა, მაგრამ მისი მკაფიო, მირონიული

კილოს წყალობით სიტყვების გაგება ცოტა ჭირდა.

გუშაგები, თავის ტუსაღიანა, სწორედ მის საკანთან შეჩერდნენ. ცოტა ხანი ჩაჟანგებულ

საკეტს ეწვალნენ, ეჯაჯგურნენ, ამასაც ბევრი აგინეს და სამხრეთელსაც, ბოლოს კი, როდესაც

რკინის კარი ჭრაჭუნით გაიხსნა, ტყვეს შიგნით შემოუძახეს და თავადაც შემოყვნენ ხელ-ფეხის

ქნევით:

Page 3: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- აქედან ვეღარ გამოაღწევ, ულვაშა მირონიელო! - დაუღრიალა ერთ-ერთმა

ხელებგაკოჭილს, თან წიხლიც უთავაზა ფერდებში. - ახლა რაღას იტყვი?

- რას ვიტყვი? - მან სისხლი გადმოაფურთხა, შემდეგ კი დაიღრინა, - სამყარო ნამდვილად

უკეთესი იქნებოდა, მამაშენს საჭირო ხვრელი რომ ვერ ეპოვნა...

- ენა გრძელი გქონია... - წამოიწყო ერთ-ერთმა გუშაგმა.

- მალე დავამოკლებთ... - განაგრძო მეორემ.

- აცალეთ, აცალეთ... იცინოს, იხუმროს, - დაამატა მესამემ, მსხვილმა და

ჩამრგვალებულმა მეტუსაღემ, - ღმერთმა უწყის, ეს მისი ბოლო ბედნიერი ღამეა... ხვალ

დილიდან ბიჭები თავიანთ საქმეს შეუდგებიან... ოო, და მირონიელო, თავიანთი საქმე

ბიჭებმა კარგად იციან...

- ოო, ბიჭებო, ერთი ამას დამიხედეთ, - პირველი მედილეგე, ჯოხივით თხელი, ცოტათი

ფეხს რომ უთრევდა, მისკენ გამობრუნდა, საკნის წამხდარი მოჩვენებისკენ. - ეს ჯერ

კიდევ ცოცხალია... ვინ წარმოიდგენდა? რამდენხანსაა უკვე აქ? ჰა, ტოლი? შენ

გეცოდინება... რამდენიმე წელი?

- არ მახსოვს, - გამოეპასუხა მსუქანა. - ან რად გადარდებს? სადაცაა ავსულად იქცევა და

ამ სიმაგრეში დაიწყებს ხეტიალს...

- ჰა? მართლა? - მეორე გუშაგის ახალგაზრდა ხმას კანკალი შეპარვოდა, - ავსული

გახდება?

- რამ შეგაშინა შე რეგვენო, - ჩაიხარხარა ბუთხუზა გუშაგმა, - გავიხუმრე. აბა შეხედე, ამ

საცოდავის სულმა ვისზე უნდა ინადიროს? ლეშთან ერთად ჩალპება ამავე საკანში... შენ

კი, მირონიელო, ამ სანახაობას პირველწყაროდ შეესწრები, მოხარული უნდა იყო.

- ჰო, ვარ, - საკნის საპირისპირო კუთხიდან შორეულ სამხრეთული ნახევარ-კუნძულის

აქცენტი გაისმა, ზიზღით გაჯერებული, - მოხარული ვარ, რადგან ვიცი, მალე თქვენი

სისხლით მორწყულ მიწაზე ვივლი... მე არ ვიყო მარიო მარორი, დიადი ქალაქი

ნინტელიიდან, თუ თქვენი წყეული სიფათები ამ მირონიული ჩექმებით არ დავსრისე!

- ნუ მაცინებ ულვაშა! - გამოეპასუხა ჩხირივით გუშაგი თავის ამაზრზენი, ხრინწიანი

ხმით, - შენ ახლა რაღას იზამ? პატარა ჩიტივით ხარ, რომელიც კაკანათში გაება.

მხოლოდ იმას შეგიძლია ელოდო, მაგ ფრთებს როდის წაგაჭრიან...

- გეყოფა რევიკ, ამათთან ლაზღანდარობამ მომაშია, - განაცხადა მსუქანმა და თან

მრგვალ მუცელზე, თავისი ნაყროვანების მატერიალურ გამოხატულებაზე, ხელი

დაიკრა, - წამო ზედაპირს დავუბრუნდეთ...

მისი სიტყვები არავის გაუსაჩივრებია. ამ ჩამპალ მიწისქვეშეთში შეყოვნება თავად

გუშაგებსაც არ სიამოვნებდათ. ისინი სწრაფად გაიკრიბნენ საკნიდან, ჟანგიანი საკეტი

საგულდაგულოდ, ცოტაოდენი წვალების შემდეგ ჩაკეტეს და ზედაპირისკენ სვლას შეუდგნენ,

თან წყვდიადის სამეფოში მოკიაფე ერთადერთი ნათელიც წაიყოლეს. ამ მყრალ და გაყინულ

ბნელეთში მხოლოდ ორნი დარჩნენ, ოდესღაც რაინდი და მირონიელი ულვაშა. ცოტა ხანი

დილეგში კვლავ სიჩუმემ დაიდგა გვირგვინი. მხოლოდ მარიოს ჩუმი ოხვრა თუ არღვევდა,

ისიც იშვიათად. სამხრეთელმა ახლაღა მისცა თავს უფლება ცოტა მოდუნებულიყო და

დაბეჟილი ფერდების ტკივილი შეეგრძნო. თუმცა იგი სიჩუმის მოყვარული კაცი არ აღმოჩნდა.

საკნის მოპირდაპირე კუთხიდან ხმა მოისმა:

- ჰეი, მაქეთ ხარ ხომ ვიღაც? - იკითხა მირონიელმა, შემდეგ კი თავისთვის მორთო

ფუთფუთი. - მოიცა, ერთი წამით... სად წავიდა ეს წყეული... ამ ბორკილების მომგონს

Page 4: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

დავუწვი დედის კალთა... მიდი, მიდი შენი დედაც... აახ... სად წავიდა ეს წყეული

სანთელი... ოჰო, ეგაა...

სიბნელეში ნაპერწკალი გაჰკრთა და როგორც შემოქმედმა მოავლინა ნათელი პირველად ამა

ქვეყნად, ისევე ულვაშა მარიომაც შობა სუსტი ოქროსფერი სხივები სველ უკუნისობაში.

პატარა სანთელმა საკმაოდ მძლავრად გაანათა და უკან გასტყორცნა შავეთის ჩრდილები. ან

იქნებ მისმა თვალებმა, მარადიულ ღამეს შეჩვეულმა, აღიქვეს ასე. შებორკილ ხელებში

ნათლის წყაროთი აღჭურვილი მირონიელი წამოდგა და დილეგი გადმოჭრა;

- ესეიგი შენახარ ჩემი მეზობელი... - წარმოთქვა მარიომ, თან შავი ულვაში შეათამაშა, -

არ მიწყინო, მაგრამ კარგ ფორმაში ვერ ხარ... ჭაღარა თმა-წვერი, დამდნარ-

დასახიჩრებული სხეული... ამ ნაბიჭვრებს ბევრი უმუშავიათ. - მან ზიზღით

გადააფურთხა. - იმედია, ჩემი მომავალი ასეთი არ იქნება... უი, მაპატიე, ჯერ არც კი

გაგცნობივარ. მე მარიო მქვია, დიდებული ნინტელიური მარორთა ოჯახის თავკაცის,

ლემიონ ვერიო მარორის მესამე ძე. და თქვენ ვინ იქნებით?

საკნის ცივ და ნესტიან კედელს მიყუდებულმა სცადა, რომ პასუხი გაეცა

თანამოსაუბრისთვის, ეთქვა, რომ ის ოდესღაც სერ ლეონარდ არნ’როიედინი იყო,

წარღვნისწვერას სიმაგრიდან, ძლევამოსილი, თუმცა განდევნილი მხედარი, მაგრამ პირიდან

სიტყვების ნაცვლად, როგორც ყოველთვის, ისევ მხოლოდ სუსტი ოხვრაღა დასცდა.

- ლაპარაკის დიდი მოყვარული არა ხარ, არა? - ღიმილით შენიშნა მირონიელმა. იგი,

როგორც პატარა სანთლის ნათებამ დახატა, საკმაოდ ახალგაზრდა, თანაც წარმოსადეგი

აღმოჩნდა, გრძელი შავი თმითა და კოხტა ულვაშით. - ჯანდაბას... მაშინ ტვირთს

მთლიანად ჩემ მხრებზე ავიღებ. როგორღაც მაინც ხომ უნდა გავიყვანოთ არა ეს წყეული

დრო. - მარიო კვლავ ნესტიან კედელს მიუახლოვდა და მის ქვეშ ჩამოჯდა. - ჰმ, მოხუცო,

რახან საუბარი არ შეგიძლია, გამოდის საიდუმლოს შენახვასაც შეძლებ, არა? ძალიანაც

კარგი... ერთი სული მქონდა ვინმესთვის მეამბო თუ რა არის ჩემი პილიგრიმაჟის

მთავარი მიზანი... თუ რატომ მივატოვე ჩემი მზიანი ნინტელია და დავხეტიალობ ამ

უჟმურ მხარეებში... და მგონი მოწყალე ღმერთმა შესაფერისი თანამოსაუბრეც

გამომიგზავნა. - მარიომ მზაკვრულად ჩაიღიმა. - ტალღისმხვეველ დაშნაზე თუ გსმენია

რამე? თუმცა რა აზრი აქვს, მაინც ვერ მეტყვი... მოკლედ, სწორედ მის მოსაძებნად

გადმოვლახე ნახევარი კონტინენტი. - ახალგაზრდა წამით შეყოვნდა, თვალები საკნის

ჭერს მიაპყრო, თითქოს ოცნებებათა უძირო ზღვაში ჩაიძირაო. მან მალევე ამოყვინთა, -

ათასწლეულების წინ, ჯერ კიდევ, როდესაც სამყარო პირმშო იყო, ლეგენდის თანახმად,

ზღვათა ქალბატონს, ქალღმერთ სალიანსას, ერთ-ერთი მოკვდავთაგანი, ნექსაეონი

შეუყვარდა. ვერავინ იტყვის ზუსტად თუ ვინ იყო ეს ნექსაეონი, ადამინი, ელფი, თუ

ხიდისქვეშა ტროლი... მაგრამ ამას არც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... მთავარია, რომ

ქალღმერთს იგი ძლიერ უყვარდა. ყოველ ღამე ტოვებდა ზღვას და მზის ამოსვლამდე

დროს მიჯნურთან ერთად ატარებდა... მაგრამ მათი ტრფიალი დიდ ხანს არ

გაგრძელებულა. ერთი ვერსიის თანახმად, ნექსაეონი მოშურნეებმა მოკლეს, მაგრამ მე

სხვა ვარიანტი უფრო მომწონს... სადაც ნექსაეონმა თავის მოკვდავურ ცდუნებებს ვერ

გუძლო და ქალღმერთისთვის შეფიცული მარადიული სიყვარულის ფიცი გატეხა...

ზღვათა ქალბატონის რისხვა უსაზღვრო იყო, მან თავისვე სიმწრის ცრემლებით

გამოძერწა მახვილი – ტალღისმხვეველი დაშნა. მაგიური იარაღი, ქალღმერთის

შურისძიების განსახიერება, რომლის ერთი მოქნევით ჭაობის ყველაზე მდორე წყალიც

Page 5: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

კი ბობოქარ მორევად იქცევა... სწორედ ამ დაშნით მოიხმო სალიანსამ უკიდეგანო

ტალღები, რომლებმაც მოღალატე მიჯნურისა და მისი საყვარლის ქალაქი ზღვათა

ფსკერზე სამუდამოდ ჩაასვენეს. თუმცა შურისგებამ ვერ მოუტანა ქალღმერთს სულის

სიმშვიდე. პირიქით, იგი ჭკუიდან შესცდა, გადარეულმა დაიწყო თავისი სატრფოს

ძებნა, სტრფოს, რომელიც თავად გაგზავნა ზღვათა სიღრმეებში სამუდამოდ

დასაძინებლად. ლეგენდა აბობს, რომ ძიება სალიანსას არასდროს შეუწყვიტავს. ყოველ

დაღამებისას, ზღვის მოქცევასთან ერთად, იგი კვლავ ამოდის ხმელეთზე, დაეძებს

თავის მიჯნურს, რათა კიდევ ერთხელ დატკბეს, მის მკლავებში მოქცეული, მზის

ამოსვლით... მაგრამ ყოველი მცდელობა ამაოა, რადგან ნექსაეონისგან ძვლებიც კი აღარ

დარჩა ზღვის ფსკერზე მიმობნეული... - მირონიელი კვლავ გაჩუმდა, თვალები დახუჭა

და წამით ასე დარჩა, განაბული, შემდეგ კი განაგრძო - რაც შეეხება დაშნას, ქალღმერთის

ქურუმებმა გადაწყვიტეს, რომ იგი ზედმეტად საშიში იყო, მოკვდავთა ხელში თუ

მოხვდებოდა, ამიტომ რომელიღაც მიკარგულ კუნძულზე გადამალეს, იმ იმედით, რომ

ტალღისმხვეველი სამუდამოდ მივიწყებული დარჩებოდა კაციბრიობისგან...

მართალია, სამალავი ბრწყინვალე აღმოჩნდა, მაგრამ მახვილის შესახებ მაინც არავის

დავიწყებია. მრავალმა სცადა ბედი რომ ეპოვნა ეს იარაღი, თუმცა უშედეგოდ. დაშნა

კვლავ სადღაცაა გადამალული და ელოდება ახალ ბატონს, ღია ზღვათა მეფედ

საკურთხებლად... ტალღისმხვეველი ზღვათა მბრძანებლის ჭეშმარიტი რეგალიაა, ვინც

მას ჩაიგდებს ხელში, ის ტალღებს თავის ნებას დაუქვემდებარებს... და დიახ, მოხუცო,

სწორედ მე ვიქნები პირველი და უკანასკნელი მონარქი ოკეანეებისა... მე დავისაკუთრებ

ტალღისმხვეველ დაშნას... ოჰო, და ეს უბრალო ბაქი-ბუქი არაა, მე ვიცი სადაც ინახება

იგი... ნუ, ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით მაინც... - მარიომ მწარედ და

ორიგინალურად შეიკურთხა, როგორც ეს მირონილებს სჩვევიათ, შემდეგ კი ფეხზე

წამოხტა და აქეთ-იქით ნერვიული სიარული დაიწყო, თან თავისთვის ბუტბუტებდა, -

მაინც ვიპოვნი... აუცილებლად ვიპოვნი... მერე ხომ ნახავს მამაჩემი რომ ვიღაც

სულელეი მეოცნებე არა ვარ... სირიო და ბარტლომეოც ნახავენ, ამ “პატარა ნაცარქექიას”

რა შეუძლია... მთელი ნინტელია ჩემი იქნება... არა, მთელი მირონია და უფრო მეტიც...

ჩემი ანჟელიკას ხელიც...

მარიო გაუჩერებლად დუდღუნებდა რაღაც-რაღაცებს. ხან პერფექციონისტ მამას და

ამპარტავან ძმებს აძაგებდა, ხანაც თავის ანჟელიკას სილამაზეს ასხავდა ხოტბას. იგი იმდენად

დაუცხრომლად ასრულებდა ამ ყველაფერს, რომ საკნის აჩრდილად ქცეულ ლეონარდს სველი

საპყრობილის სასტიკი მყუდროება მოენატრა, თავისი თვითმგვემ მოლანდებებთან ერთად.

მართალია, საუბარი, თანაც მწარე, მოლანდებებსაც უყვარდათ, მაგრამ ასეთი შეუჩერებელი

ქოთქოთით მაინც არ ხვრეტდნენ ყურს. “იქნებ ეს კიდევ ერთ-ერთი სასჯელია?” - გაიფქრა მან,

- “ან იქნებ საერთოდაც იმედი ზეცით გზავნილი? იმედი იმისა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ

და ეს ჯოჯოხეთი არ არის, არამედ მხოლოდ პირქუში საკანი? თუმცა არა. რა აზრი აქვს?

როუენი მართალი იყო, ვერაფერს შევცლი... აზრი არაფერს აქვს... მე კაცი ვარ, რომელმაც

ყველაფერი დაკარგა... იმედი არაფერში მჭირდება...”

- დარწმუნებული ხარ? - მოისმა უცნაური, მაგრამ თითქოს ნაცნობი, ხმა დილეგის

საპირისპირო მხრიდან, რომელმაც ლეონარდი ფიქრებს მოსწყვიტა. ახალაღა შეამჩნია

მან, რომ მირონიელს ლაქლაქი მოულოდნელად დაემთავრებინა და მისგან მარჯვენა

კუთხეში მიეძინა. ეძინებოდა თითქოს მარიოს მიერ ანთებული სანთლის ალსაც. ნათება

თანდათან უფრო სუსტდებოდა, მომაკვდავი ნათელი კი სველ კედლებზე შემზარავ

Page 6: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

აჩრდილებს ბადებდა, რომელთა მიღმიდანაც, რაღაც მოლანდებებით, მარადიული

წყვდიადი იმზირებოდა.

- “ვინ არის მანდ?” - მისი ფიქრები ამ იდუმალ ხმას მიემართა, აჩრდილთმიღმეთიდან

რომ მოისმოდა.

- ვინ? ნუთუ ძველ მეგობარს ვეღარ სცნობ? - გამოეპასუხა ხმა მის ფიქრებს. ლეონარდი

გრძნობდა, რომ საკანი რაღაცნაირი, ენითაღუწერელი დაძაბულობით იმუხტებოდა.

თითქოს ნათების მიღმა დარჩენილი ჩრდილებიდან შემზარავი ენერგია იღვრებოდა და

მის წინ მატერიალიზდებოდა. ამ ენერგიის ნაკადი იმდენად მძლავრი იყო, რომ

დილეგის კედლის ქვეშ მიგდებული გამეტებით გრძნობდა საფეთქლებზე დაწოლას.

ყოველივე ამ შეგრძნებას, უცნაურზე უცნაურს, რაღაც არაადამიანიურის, უფრო

აღმატებულის ხიბლი ახლდა თან... და ლეონარდმა დარწმუნებით იცოდა, რომ ეს მისი

გონების ერთ-ერთ მოლანდებას არ წარმოადგენდა... არა, ეს ყველაფერი ნამდვილად

ხდებოდა... რადგან მას ეს ერთხელ უკვე გამოეცადა...

- “შენ? მაგრამ... როგორ? – გაულევა მას თავში... მისი აზრი ამჯერადაც არ დარჩენილა

უპასუხოდ, წყვდიადიდან მომდინარე ხმამ ახლაც გასცა პასუხი, უბრალოდ, ახლა ის

უფრო მეტი იყო ვიდრე ხმა... სანთლის ნათების დასუსტებასთან ერთად საკანში ბნელი

კვლავ გაბატონდა, და ისევე როგორც ჩვილი დედას, ბნელეთსავე გამოეყო

ლეონარდისთვის ოდესღაც ნაცნობი სახე, და ფორმა მიეცა...

- რა იყო ლეონარდ? გეგონა ვეღარასოდეს მნახავდი? ასე რამ გაგაკვირვა? - ვიწრო,

უევერულ სახეზე ღიმილი ათამაშდა. - განა ძველი მეგობრის ხილვამ არ გაგახარა? არა,

ამას რას ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტუმრობით გაგაბედნიერე, უბრალოდ,

მოულოდნელობამ წაგართვა ენა, განა ასე არაა?

- “აქ რა გინდა? ჩემგან რა გინდა?” - საკანში ჩაღვრილი უცნაური ენერგია სულ უფრო

ძლიერდებოდა, ხოლო ლეონარდის წინ აღმართული თხელი ფიგურის მიერ

ასხლეტილი ჩრდილები სანთლის ნათებას აუფერულებდა.

- ნუთუ რამე მიზეზი მჭირდება ჩემი ძველი ამხანაგის მოსანახულებლად? - როგორც

ჩანდა, ამ საზარელი ღიმილისთვის წლებს მზაკვრულობა, თუ არ შეემატათ,

ნამდვილად არ დაეკლოთ მაინც. - ხომ არ დაგვიწყებია, ლეონარდ, თუ როგორი...

საინტერესო... ურთიერთობა გვქონდა, წლების წინ.

- “ნეტავ შემეძლოს... ნეტავ შემეძლოს... შენი მოწამლული საჩუქრები დიდი ხანია

მოვისროლე, მაგრამ მათ მიერ შექმნილი წარსულის ზიდვა მარად მომიწევს... ჩემი

წყეული სიცოცხლის ბოლომდე... ეს არის ჩემი სასჯელი გარდასულ დღეთა

ცოდვათათვის...”

- ოჰ, ლეონარდ... ლეონარდ... გასულ წლებს საერთოდ არ შეუცვლიხარ, - საზარელი,

დამცინავი ღიმილი და ავად მოელვარე, ბნელი თვალები, მატყუარა სიბრალულით

გადმოჰყურებდნენ მას. - ისევ ის ბრიყვი ხარ, რაც ადრე იყავი... ისეთი...

განსაკუთრებული ბრიყვი, რომელიც ხვდება, რომ ბრიყვია, მაგრამ იმას კი ვერ აგნებს,

თუ სად ძევს ამ სიბრიყვის საფუძველი...

- “და ეს არის შენი მიზეზი? მოხვედი, რომ ისედაც არარაობად ქცეული კიდევ უფრო

გააცამტვერო? შენი მკვახე, მახვილგონივრული გამონათქვამებით მიწასთან გაასწორო?

არა. არ გამოგივა, ძველო მეგობარო, მიწასთან ვერ გამასწორებ, რადგან მე უკვე დიდი

ხანია, რაც მიწის ქვეშ ვარ...”

საზარელი ღიმილი ქედმაღლურ სიცილად იქცა:

Page 7: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- მოდი ჩემს შესაძლებლობებზე ნუ ვიმსჯელებთ, ლეონარდ... ბოლო-ბოლო ამ სოროში

შენი გონების მოსახარშად ხომ არ ჩამოვსულვარ... და დამიჯერე, არც შენი დაცინვა

დამისახავს მიზნად. თავად ხომ იცი, რომ მატლის სრესაზე უკეთესი საქმეებიც მაქვს...

- “ჰოდა მიხედე მაგ შენს უკეთეს საქმეებს, აღმატებულო არსებავ, და დატოვე ეს საწყალი

მატლი თავის ნესტიან სოროში, მისი წარსულის მტანჯველ მოლანდებებთან ერთად. ეს

დაცემულთა კლუბია, ძველო მეგობარო, საჯდომში-პეროგაყრილებს აქ არაფერი

ესაქმებათ...”

- ვხედავ, სიმამაცე ჯერ კიდევ არ დაგიკარგავს, - მზაკვრული ღიმილი კიდევ უფრო

ფართოდ აკაშკაშდა, - და არც შენი უკმეხობა გაგიყოლებია ზაფხულის ბრიზისთვის...

მაგრამ სხვა დანარჩენი... ეჰ, ძვირფასო ლეონარდ, მართლაც რა დაბლა დაცემულხარ...

ნეტავ სად გაქრა ის ძველი რაინდი, არნ’როიედინთა გვარიდან, თვალებში მობრიალე

მრისხანების ცეცხლებით? ნუთუ ამ არარაობად, ერთ ჩამპალ ჭაობში აგებულ, ერთი

მიმპალი ციხის, ერთი დამპალი საკნის, ერთ წამპალ ლეშად იქცა?

- “დიახ, ასე მოხდა, მაგრამ ერთი კი უნდა ითქვას, აქ საკანზე მეტად დამპალი შენ უფრო

ხარ...”

- ნუთუ დაგავიწყდა, - მომაკვდავ ნათელზე აპრიალებულმა მელოტმა სახემ ლეონარდის

აზრებს ყურადღება არ მიაქცია, - ოდესღაც, ათწლეულის წინ, როგორი დიადი მხედარი

იყავი... შენი მტკიცე მარჯვენა, შენი უშიში გული, შენი მწველი რისხვა... მირონიის

დაბლობებიდან დარას ჭალებამდე, ვერცერთი რაინდი, რა გინდ ჩაუქი, ტოლს ვერ

დაგიდებდა. მაგრამ ახლა? ამ საკანში მხოხავ მატლებზე უფრო უღირსი, უსუსური ხარ...

- წყვდიადისშობილმა თავი ვითომდა სევდიანად გააქნია, - ოდესმე თუ გიფიქრია,

ლეონარდ, თუ მისწვდომია შენი მარტივი ადამიანური გონება იმ ჭეშმარიტებას, თუ

რატომ დაკარგე ყველაფერი, თუ რატომ ჩაიფერფლა შენი, ოდესღაც მძვინვარე ცეცხლი?

- “ამ უკუნისობაში ფიქრისთვის იმაზე მეტი დრო მქონდა, ვიდრე მჭირდებოდა. პასუხი

მარტივია, ყოველივე ეს ტკივილი, ტანჯვა, დამცირება, სასჯელია ჩემი წარსულის

ცოდვათათვის. ამპარტავნობითა და სიკერპით დაბრმავებულმა, სიმართლის გზას

გადავუხვიე, მრავალს მოვუტანე გასაჭირი, მწუხარება და ცრემლები, ახლა კი თავად

ვიხდი საკადრის ფასს... ფასს, რომელიც მძიმეა, მაგრამ სამართლიანი...”

- წარსულის ცოდვები? სიმართლის გზა? არნ’როიედინ, ნუთუ მორწმუნე გახდი? -

წყვდიადისებრი თანამოსაუბრე ხარხარს ვერ იკავებდა, - არა, ნამდვილად არა,

უბრალოდ ისეთივე სულელი ხარ როგორც ადრე. ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხარ თუ

საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი, თუ რა არის შენი ერთადერთი და უმძიმესი

შეცდომა, ან ცოდვა, როგორც ადამიანები იტყვით ხოლმე, რამაც ძლევამოსილი

მხედარი მიხრწნილ ცხედრად გაქცია... არნ’როიედინ, შენ საკუთარი თავი უარყავი!

განუდექი მას! სწორედ მაშინ, როდესაც ჩემი ძღვენი მოისროლე ზღვათა სიღრმეებში.

გეგონა, ამით შენი წყვდიადი განაგდე? ჰა, ჰა, რა საცოდაობაა! საერთოდ, საცოდავი

არსებები ხართ ეს ადამიანები... მუდამ სინათლისკენ მიიწევთ, იქ ეძებთ ხსნას, იმედის

ნაპერწკლებს, უკეთეს მომავალს, სიბნელისა კი გეშინიათ, გაურბიხართ მას, ჭირივით

ერიდებით... თუმცა თითოეული თქვენგანი, სადღაც, გულის მიმალულ სიღრმეებში,

აცნობიერებთ, რომ სწორედ ბნელისგან იშვა თქვენი მოდგმა. რომ სწორედ თქვენში

არსებული წყვდიადი, უარყოფითობისა და ნაკლოვანების შავბნელი მორევი გაქცევთ

მათ, რასაც ადამიანს ეძახით. სწორედაც რომ შავია ადამიანობის ფერი... - ბნელეთის

ნაშიერი წამით შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო, უფრო ნაზი და მზრუნველი

ტონით, - აი, სწორედ ეს დაკარგე შენ, ძვირფასო ლეონარდ... შენ საკუთარ თავს

Page 8: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

უღალატე, შენს ფეხქვეშ ადავნებულ ჩრდილს, შენს მეს, იმ ტკივილს და ტანჯვას, იმ

ტვირთს, რომლის დაბადებიდან ზიდვამ შენს ცნობიერს ფორმა მისცა, ამიტომაც

დაიწყევლე...

- “ასეც რომ იყოს, რა აზრი აქვს? ეს აღარაფერს ცვლის, საერთოდაც არაფერს... ეჰ, არც

უნდა მოსულიყავი სურვილების მბრძანებელო, მე ხომ სურვილიც კი აღარ დამრჩა, მისი

ასრულება რომ გთხოვო. მე საბოლოოდ გავტყდი, საბოლოოდ... ჩემთვის უკან

დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს...”

- და მე თუ გეტყოდი, რომ გზა არსებობს, მაშინ რას მიპასუხებდი, ყოფილო რაინდო?

აიღებდი შესაძლებლობას? თუ შენში სიცოცხლის ერთი ნაპერწკალი მაინც დარჩა, მაშინ

იგი გაიძულებს, რომ აი ამ გუბესთან მოხოხდე და მასში ჩაიხედო... ვინ იცის, იქნებ

მასზე შენი მივიწყებული ბედისწერა ტივტივებს? - აჩრდილთშობილმა ლეონარდის

მოპირდაპირედ მყოფ ტყლაპოსკენ გაიშვირა ხელი, დამპალ კედელთაგან ნაჟურ

სინესტეს რომ დაეგუბებინა.

- “რა აზრი აქვს?” - გაუელვა მას თავში. “არანაირი... მაგრამ მაინც, მაშინ რაღაზედ

მივხოხავ იმ წყეული გუბისკენ? რატომ ვებღაუჭები ჩემს დაწყევლილ სიცოცხლეს?

ნუთუ რამე მიზიდავს კიდევ მასში?”

სხეული იმდენად უძლური ჰქონდა, რომ ტყლაპომდე მიხოხება მთელ მარადისობად

გაეწელა, რომლის განმავლობაშიც მას არ შორდებოდა წყვდიადიდან მობრჭყვიალე შავ

თვალთა ნათება, მისი ფორთხვის დაჟინებული დამკვირვებელნი. ძვლები სტკიოდა, კუნთები

ეწვოდა, მაგრამ მაინც, წინდაწინ მიღოღავდა, ლოკოკინაზე ნელა, მაგრამ უწყვეტად,

შეუჩერებლად. ჩაჟანგულ სულში ცეცხლი ჰქონდა დანთებული, გიჟური ჟინი სწვავდა იმისა,

რომ ჩაეხედა საკნის ამ მღვრიე წყალში, აინტერესებდა თუ რას დაინხავადა მასში... და აი ისიც

გამოჩნდა. ცოტაოდენი დაგვიანებით, მაგრამ მაინც აირეკლა გუბის ზედაპირმა შავი და

სისხლისფერი ნათება, საძულველი ხატება წარსულიდან, რამაც ლეონარდს ზიზღისა და შიშის

მორევი აღუზვირთა სულის სიღრმეებში:

- “არა, არა,” - ცდილობდა იგი, რომ ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ხრიალი დასცდა მის

მომაკვდავ იოგებს, - “მე ხომ იგი ზღვათა სიღრმეებში მოვისროლე, იქ სამუდამოდ რომ

მოესვენა, ეს ჯოჯოხეთური ნიღაბი, შენი მოწამლული ძღვენი...”

- დიახ, შენ ის მოისროლე, - დაემოწმა მელოტი კაცი, - ჩემი ძღვენი, რომელსაც

მოწამლულად მოიხსენიებ... ზღვათა უმზეო ფსკერზე ჩასაძირად გაიმეტე, რათა

აღარასდროს გეხილა, მაგრამ შენ ერთ რამეს ვერ ხვდები, არნ’როიედინ, ვერც ახლა და

ვერც მაშინ... ბედისწერას ვერ გაექცევი. მის მიერ გაბმულ უმტკიცესს ძაფებს ვერაფერი

გაწყვეტს, გინდ მოკვდავთა თავდადება, გინდაც ღმერთის ყოვლისშემძლეობა...

როგორც გაებმება ძაფები, მომავლის ყლორტებიც ისევე გაიშლებიან, ამას ვერაფერი

აღუდგება წინ... რაც უნდა მაღალ მთაზე მიატოვო ჩემი ძღვენი, რაოდენ ღრმა ფსკერზეც

უნდა ჩაძირო იგი, მთები დაეცემა, წყალი კი უკუღმა დაიწყებს დინებას, ნიღაბი კი

კვლავ შენთან დაბრუნდება... ეს არის შენი ბედისწერა...

- “არა, მე უარს ვამბობ,” - რაც კი სიმტკიცე და სიმამაცე შემორჩენოდა მას, ყველაფერი

მოიკრიბა, - “თუ ასე უნდა წარიმართოს ჩემი სიცოცხლე, ამ წყევლის ქვეშ, მაშინ მე უარს

ვამბობ მასზე... აი, საერნ ვისკარიონ, სურვილთა მბრძანებელო, ესაა ჩემი უკანასკნელი

სურვილი - დაასრულე ჩემი სიცოცხლე, აქ და ახლა”

- ეს არის შენი სურვილი? - წყვდიადის მანტია, რომელიც საზარლად ჰქონდა

შემოხვევული მხრებზე, ნელ-ნელა აორთქლდა და ლეონარდის წინ მდგარმა არსებამ

Page 9: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

არაფრით გამორჩეული, ყოველმხრივ უბრალო კაცის სახე მიიღო, - შენ მე მიცნობ,

არნ’როიედინ, იცი რომ მხოლოდ იმ სურვილის ასრულება შემიძლია, რომელიც

წრფელია, სულითხორცამდე სასურველი... ასე რომ ლეონარდ, სიკვდილი – ესაა შენი

ჭეშმარიტი სურვილი? - სანამ ლეონარდი რამის გაფიქრებას მოასწრებდა, ქოსამ სახეზე

მზაკვრული ღიმილი მოირგო და განაგრძო, - გახსოვს, ერთი პატარა გოგო რომ

დაგყვებოდა, შენი აღსაზრდელი, თეთრთმიანი, საყვარელი ბავშვი...

- “სელინა?! ნუთუ ის...” - ამ სახელის გონებაში გაელვებამ მისი გული სისხლის

მოვარდნილი ნიაღვრით კინაღამ გახეთქა.

- ცოცხალია? დიახ, დიახ... თანაც ჯანმრთელი და საღსალამათი, შეურყვნელი როგორც

ზამთრის პირველი თოვლი... პატარა გოგონა ამ წლების მანძილზე ულამაზეს

ახალგაზრდა ქალბატონად იქცა, მაგრამ ერთია, მის თავზე შავზე შავი ღრუბლები

იკრიბება, შენს სელინას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, საფრთხე რომლის შესახებაც

მას წარმოდგენაც კი არ ააქვს – მას თავად დემონი დაეძებს, ყველაზე საშინელი

ურჩხული რაც კი ოდესმე შეხებია ამ სამყაროს ზედაპირს, ბოროტების პირმშო, ეგრედ

წოდებული ბნელეთის მესია... - ქოსა შეყოვნდა, წამით დააკვირდა არნ’როიდენის

გაშტერებულ სახეს, შემდეგ კი განაგრძო, - და მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გითხარი

ლეონარდ, მინდა რომ კითხვა გაგიმეორო, სიკვდილია შენი ჭეშმარიტი სურვილი?

ლეონარდმა პასუხზე არც იფიქრა, პირდაპირ გუბიდან ავად მომზირალ შავ-სისხლისფერ

ნიღაბს ჩააშტერდა, საზარელი ეშვებით მორთულს: “როცა ამ წყეულ ნიღაბს ვირგებ სახეზე, იმ

ცოტაოდენ ნათელსაც ვკარგავ, რაც კი გამაჩნია, მეც ისეთივე ურჩხული ვხდები, როგორც

ნებისმეირი სხვა... მაგრამ... სელინა... ჩემი ძვირფასი გოგონა... ჯანდაბა, მე დავიფიცე, რომ

მისთვის ყველაფერს გავიღებდი, ჩემს დარჩენილ ადამიანობასაც კი...”

მან ცივ წყალში ხელი ჩაჰყო. ნიღაბს სანამ მოეპოტინებოდა, მხრამდე მოუწია ამ გუბეში

ჩაძრომა. ერთი შეხედვით უბრალო ტყლაპო რაღაც უძირო ჭად ქცეულიყო. იგი ძვლივს

მიწვდა ამ დაწყევლილ ძღვენს, მაგრამ როდესაც შეეხო, მისი გადაჭრილი მყესები სადღაც

გაქრა, წარსულს ჩაბარდა მისი დამჭკნარი სხეული. მან იმდენად ძლიერად მოუჭირა ნიღაბს

ხელი რომ კინაღამ მუჭშივე ჩაუტყდა იგი.

- აი, სწორედ ეს ლეონარდი მომწონს, - ცბიერი ღიმილით თქვა ქოსამ, შემდეგ კი დაამატა,

- მაგრამ გახსოვდეს, სერ ლეონარდ არნ’როიედინ, განდევნილო რაინდო, ეს ძღვენი არაა,

ეს გარიგებაა. შენ ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო...

- და რა არის შენი სურვილი, სურვილთა მბრძანებელო?! - ეს მომაკვდავის საწყალობელი

ხრიალი აღარ იყო, არამედ ძველი რაინდის იმაზე უფრო ძლიერი და მჭექარე ხმა, ვიდრე

ის ოდესმე ყოფილა.

- მე მინდა, რომ ვიღაც მოკლა... ყველაზე ბოროტი და ხრწნილი მხეცი რაც კი შობილა ამ

ქვეყნად... ურჩხული, რომლის არსებობაც ყველასათვის საშიშია, მათ შორის შენი

ძვირფასი სელინასთვის... სეანინ ვიაკარონეიტი, სავინ გვირგვენეტი, გაილეტინ

არკ’კროვინი, არადერონ ოვ’კინრეკაედანი, კარედარიან ავერიარიკი, კარადრას ვიერ

ითორონ დაგონირი... და კიდევ ათასი, უფრო მეტად უცნაური და პომპეზური

სახელებით ცნობილი არსება, რომელსაც სიმარტივისთვის შეიძლება წყვდიადის მესია

ვუწოდოთ...

Page 10: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

2. მხსნელი შედის ფუნდუკში...

ქალაქ ტილერის თავზე ამაყად მჯდომარე, მცხუნვარე მზემ, რომელსაც სადაცაა, ორიოდ

დღეში თავისი ზეობის ხანა - ზაფხული ელოდებოდა, თავისი ზეციური ტახტი ახალ

გამოღვიძებულ, მორცხვად მანათობელ მთვარეს დაუთმო. ციური ცეცხლის მიერ გზავნილი

ნათლით გავარვარებულ, ქვით-ნაგებ ქუჩებში აღმოსავლეთიდან, ედნიის მაღლობებიდან,

დაბერილმა ნიავმაც ჩამოაღწია და ქალაქში მდგარი სულისმხუთველი ოხშივარი ცოტაოდენ

შეამსუბუქა. თუმცა ფუნდუკ „სამეფო ბაყაყში“ შვება არავის უგრძვნია, მითუმეტეს

მეფუნდუკეს, რომელიც ურიცხვ მთხოვნელთა შეკვეთებს ვეღარაფრით აუდიოდა.

ჩვეულებისამებრ, „სამეფო ბაყაყში“ დღესაც ბევრს მოეყარა თავი. თუმცა კი არა, ეს,

შეიძლება ითქვას, ჩვეულებისამებრზე გაცილებით მეტი იყო. ამ დიდ და მოგრძო,

ორსართულიან, დარბაზისებურ შენობაში, ორსავე სართულზე ისეთი სიმჭიდროვე შეექმნათ

ცივ სასმელს მოწყურებულ ქალაქელებს, რომ ნემსის ჩასავარდნიც კი არსად დარჩენილიყო.

ასეთი ხალხმრავლობა კასიენს, ახალგაზრდა მეფუნდუკეს, ნამდვილად არ აკვირვებდა. განა

ვის არ მოუნდებოდა ამ უმოწყალო სიცხის მერე პირის გასველება? ტავერნისა თუ ფუნდუკის

მიმართ გულგრილნიც კი ვერ შეიკავებდნენ თავს, რომ „სამეფო ბაყაყის“ სახელგანთქმული,

მაგრად ჩაციებული, შავი ლუდი არ დაეგემოვნებინათ და აქ თავმოყრილთა საზეიმო

განწყობას არ შეერთებოდნენ. განწყობა კი მართლაც საზეიმო ტრიალებდა. ყველა მაგიდასთან

ისმოდა სალაღობო სიმღერა, ფუნდუკის არცერთ კუთხეში წყდებოდა ჟივილ-ხივილი.

მომავალი ზაფხული, დიდიან-პატარიანა ყველას ბედნიერ განწყობაზე აყენებდა, ჯერ მარტო

თავისი მზისთვის მიძღვნილი სადღესასწაულო დღეებისა და ფესტივალების სიუხვის გამო.

ვიღას ახსოვდა წითელ-მწვანეთა კინკლაობა? ან კიდევ ჩრდილოეთში, ძველსამეფოს

გვირგვინისთვის მომწიფებული კონფლიქტი? წყეული კუდიანი-ჰერცოგინიაც, ამ მხარეთა

მაოხრებელიც კი მიევიწყებინა ყველას და მხოლოდ კათხებში მოლივლივე ლუდზე

გადაერთოთ თავიანთი აზრები.

თავის მხირვ ახალგაზრდა კასიენიც, რომელსაც ეს ფუნდუკი მოხუცი მამისგან სულ რაღაც

მეორე წელია რაც მიეღო, ბედს ნამდვილად არ უჩიოდა. მართალია, მას და მის მუშახელს

ერთი-ორად უწევდათ გარჯა მოჭარბებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაინც, ცოდნა

იმისა, რომ დღეს დაღვრილი ოფლი ხვალინდელ ქისას დაამძიმებდა, ამ შრომას

სასიამოვნოსაც კი ხდიდა.

სწორედ თავისი ხელობაში იყო მთელი მონდომებით ჩართული, ხორბლისფერთმიანი და

მოხდენილი, ტიპური მედუქნესთვის ყველაფრით შეუსაბამო, კასიენი, როდესაც მის წინ ხუთი

შეჯავშნილი კაცი აიტუზა. მათთვის ყურადღების მიქცევა მეფუნდუკეს არ უჩქარია, ჯერ

თავის მიმტანს გასძახა დავალება მხიარული კილოთი:

- როზა, იქით მაგიდასთან სამი კათხა და შებოლილი თევზი გაუშვი სასწრაფოდ, თორემ

სადაცაა ჩანგლებს ერთმანეთს ატაკებენ!

- დიახ... ბატონო... - გამოეპასუხა პატარა და კოხტა სხეულის მქონე, წითური გოგონა, და

თან ზღვისფერი თვალები მორცხვად ააციმციმა.

„რას იტყვი როზა, ავჩეჩოთ ამ ღამით თივის ზვინები?“ - გაიფიქრა კასიენმა და ეს

ავხორცული აზრები გამომეტყველებაზედვე შეეტყო. კაცმა დახვეწილი ულვაში,

თმასავით ხორბლისფერი, თითით დაიწვნა და თან ტურფას მაცდურად გაუღიმა.

Page 11: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

თავის მხრივ, როზასგანაც მსგავს მინიშნებას ელოდა, თუმცა ამის მიღება არ აცალეს

სწორედ იმ შეჯავშნულმა ტიპებმა.

- ეი, ძმობილო... - წამოიწყო ერთმა ხრინწიანი ხმით, - მეფუნდუკე შენ ხარ, არა?

- თავისთავად. - ჩვეული ქარიზმით უპასუხა კასიენმა, თან მის დახლს მომდგარნი

შეათვალიერა. ხუთივე, მართალია რაინდებს ვერ შეედრებოდნენ, თუმცა კი მეომართა

კვალობაზე კარგა გვარიანად გამოწყობილიყო. ჯაჭვის პერანგები, საშუალოზე კარგი

ჩაჩქანები, ციხე-სიმაგრეში ნაჭედი ხმლები და ლამაზად მოხატული ფარები,

ყველაფერი ეს მათ სანდომიან შეხედულებას სძენდა. თუმცა, თვითონ ფარზე

გამოსახულმა გერბმა მეფუნდუკეს სახე აუმრიზა და ბრაზით ტუჩზე აკბენინა. წითელ

ველზე გამოსახული შავი ქალბატონის მოხდენილი ფიგურა - მთისწვერას ციხე-

სიმაგრის ახალთ-ახალი და საძულველზე-საძულველი სიმბოლო. „ნუთუ იმ ძუკნა-

ჰერცოგინიას ძაღლები ხართ ძაღლიშვილებო?“ გონში გავლებული მწარე აზრები მის

სიტყვებზე არ ასახულა, ისინი ისევ იმ ქარიზმატულ და ენაკვიმატ მეფუნდუკეს

ეკუთვნოდა. - აბა, ეს ღირსეული ბატონები აქ რა ქარს გადმოუგდიხართ შორეული

მთისწვერადან? ნუთუ თქვენკენ ახლო-მახლო გასაჟლეტი დასახლებები გამოგელიათ?

არ მითხრათ ახლა აღმოსავლეთში კაცი აღარ დარჩაო გასატყავებელი, ან ბავშვი მონად

წასასხამი, თორემ თქვენი საცოდაობით გული დამეწვება...

- სიტყვები შეარჩიე, მეფუნდუკევ, თორემ შეიძლება ინანო... - დაემუქრა ხრინწიანი, თან

ფერდზე მოგდებული ორლესულის ვადას ნაზად წაეპოტინა.

- ვინანო? მამაცო ხალხო, აბა აქეთ-იქით მიმოიხედეთ. - კასიენს ღიმილი სახედან კვლავ

არ მოსცილებოდა. - აგერ ამდენ ხალხს ხომ ხედავთ? თქვენ წარმოიდგინეთ და ყველანი

ცივ-ცივ ლუდს ელიან, უმეტესობა ზედმეტად სასოწარკვეთილადაც კი, ამ მცხუნვარე

დღის გადამკიდე... და ახლა ის წარმოიდგინეთ, ამათ რომ გაიგონ, მათთვის სანატრელი

ლუდი ვიღაც მთისწვერელი ხმლოსნების ფიცხი ხასიათის გამო დაგვიანდაო, მერე რას

იტყვიან? კარგს არაფერს, ალბათ...

მეფუნდუკის სიტყვებმა ხრინწისხმიანი კუთხეში მიაყენა. მან მხოლოდ

დამარცხებული ავი ძაღლივით დაიღრინა, საუბარი კი სხვამ განაგრძო, შედარებით

ტანდაბალმა, სახეზე დიდი ნაიარევი რომ გასდევდა დიაგონალურად. მას აღკაზმულობა

სხვებზე უკეთესი ჰქონდა, თან რაღაც სამკლაურიც ეკეთა წითელ-შავ ფერიანი.

სავარაუდოდ ამათი მეთაური უნდა ყოფილიყო:

- ამისითვის არ გვცალია, - მობეზრებული გამომეტყველებითა და კილოთი განაგრძო

მან. - ჩვენ ერთი კაცი გვინდა...

- ჰოო, მაშინ ბორდელი ქუჩის იქითა მხარესაა... იქ რურჟელი ავხორცა იკითხეთ და ის

დაგაკვალიანებთ.

- ჰაჰ, ხუმარა ხარ არა? - ბრაზინარევი ღიმილით ჰკითხა ნაიარევსახიანმა, თან ჯიბიდან

მომცრო, ჟღარუნა ქისა ამოაცურა და ხელში შეათამაშა. - იქნებ ამან დაგადინჯოს?

- ოჰ, - მეფუნდუკემ ნასროლი ქისა მარჯვედ მოიქცია მკლავებში, ნაზად ააჩხარუნა,

შემდეგ ერთი-ორი მონეტაც ამოაცურა, ჰესტორიანული ბრინჯაოს სახურდავო,

ყველაზე იაფფასიანი, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ფულის ერთეული უმეფო

მიწებზე და მის მიღმაც. - ნამდვილად, ნამდვილად... როგორც ამბობენ, ფული

ჯოჯოხეთს ანათებსო... ნუ რამოდენიმე ჰესტორიანული სახურდავო ამას ვერ

გასწვდება, თუმცა თქვენს მონა-მორჩილს კი წაუხდენს ოხუნჯობის წყურვილს... ასე

რომ გთხოვთ, განაგრძეთ.

Page 12: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- მოკლედ, ჩვენ ერთ კაცს ვეძებთ, - განაგრძო მთისწვერელთა რაზმის მეთაურმა, მას

შემდეგ რაც წვრილი, წაბლისფერი თვალები ფუნდუკში მყოფთ კიდევ ერთხელ

მოავლო. - დიდი, ზორბა, დაკუნთული, მოკლე შავი თმა-წვერით...

- იმედი უნდა გაგიცრუოთ, - უპასუხა მეფუნდუკემ ვითომდა სევდიანი ღიმილით. -

ვერაფერს გეტყვით... ამ ფუნდუკში ასობით გადი-გამოდის ყოველდღე და მაგ

აღწერილობას კი აქ შემოსულთა ნახევარი შეიძლება დაემთხვეს...

- არა, მეფუნდუკევ, - ჩაეჭრა ტანდაბალი მეომარი, - ეს ისეთი ტიპია, სხვებში ვერ

აგერევა... და თან არც შემთხვევით გამოგეპარება თვალსაწიერიდან... დიდია, ძალიან

დიდი და ძალიან დაკუნთული. ნამდვილი გოლიათია ეგ ძაღლიშვილი...

- ჰმ, მაშინ ეგეთი არავინ შემოსულა...

- კარგად დაფიქრდი, - თვალი ჩაუკრა ნაიარევსახიანმა, - იცოდე, ეს თვით ჰერცოგინიას

ბრძანებაა, თუ დაგვეხმარები მნიშვნელოვან ჯილდოსაც შეიძლება გამოჰკრა ხელი...

- ბიჭებო, ბიჭებო... - დამცინავად გაუღიმა კასიენმა მათ. - გულახდილად გეტყვით,

ტილერში თქვენ გულზე არავის ეხატებით, და მითუმეტეს თქვენი ძუკნა ქალბატონი.

რამე რომც ვიცოდე, თქვენი დახმარების დიდი სურვილი არ მაქვს... ჯილდო კი, თქვენ

ქალბატონზე მსმენია უხვად მხოლოდ ცეცხლსა და მახვილს გასეცმსო, ამიტომ მსგავსი

ჯილდო შეგიძლიათ უკან გაიკეთოთ... ახლა კი, თუ რამეს შეუკვეთავთ, ბრძანეთ.

სალაყბოდ მეტს ვეღარ გავჩერდები, ხალხი მყავს მისახედი.

კასიენის სიტყვებით გამოწვეული ბრაზი მთისწვერას ჰერცოგინიას შეფიცულებს

ნათლად დაეტყოთ, განსაკუთრებით იმ ხრინწის ხმიანს, თუმცა არც მას და არც სხვას

არაფერი უთქვამს. მხოლოდ ჩუმად შეიკურთხნენ თავისთვის და დახლს ზურგი აქციეს.

მეფუნდუკემ მათ შეჯავშნულ ზურგებს უკმაყოფილო მზერა გააყოლა. „ძაღლიშვილები,

აღმოსავლეთისკენ სოფლებში გლეხებს ატყავებენ და აქ კი მედიდურად დააბოტებენ,

გეგონება ღირსეული რაინდები იყვნენ... თფუი, წითლების საბჭოში ალბათ მართლა

ყაყაჩოები არიან ამათ ასე რო აპარპაშებენ...“

- რა ხდებოდა კასი? ვინები იყვნენ ეს ხალხი? - მეფუნდუკეს გვერდიდან, როგორც

ყოველთვის კატასავით უჩუმრად, შავგვრემანი მინევრა წამოპარვოდა და ახლა თავის

უფროსს მუქი თვალების ეჭვნარევი მზერით ათვალიერებდა.

- ვინები და სისხლიანი ჰერცოგინიას ძაღლები. - კაცმა გვერდით ამომდგარ ქალს

ღიმილით გადახედა.

- და მერე რა უნდოდათ მაგ ქოფაკებს?

- ვიღაც კაცს ეძებდნენ... ზორბას და დაკუნთულს...

- მერე შენ რა უთხარი?

- ღმერთმანი, რამდენ შეკითხვას სვამ? სხვა საქმე არ გაქვს? - სიცილით უთხრა კასიენმა.

- ამდენი ხალხი შემოგსვევია, ამ ჭორიკნობისთვის გცხელა ეხლა? მიდი, გაინძერი, ვერ

ხედავ, როზა როგორ ბეჯითად შრომობს?

- უჰ, როზას ერთი თავით ვჯობივარ, - უკმაყოფილოდ შემართა შავი წარბი ქალმა. -

მაგრამ ის თივის ზვინში შენთან ერთად ძვრება, ამიტომ მაგას ხელის გულზე ატარებ!

- მერე ქალო შენც ჩამოძვერი ერთხელ და იქნება შენც დაგიფასო შრომა, - გადაიხარხარა

კასიენმა. - ცუდს კი არ გიზამ რამეს. აგერ როზა კმაყოფილია... დანიელაც და ნატალიც...

ალბათ კარლაც...

- უჰ, იოცნებე მუსუსო! - სიცილითვე წასცდა ქალს. - შენგან არ გამიკვირდება ჩვენ

მზარეულსაც რომ დაუწყო ხელების ფათური.

Page 13: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- ვისაა? ჩვენ ჯეკს? ჭირსაც წაუღია! ეგ ჩემ გემოვნებაში არ ჯდება... ზედმეტად დაბალია,

- გაიხუმრა მეფუნდუკემ. - ჰო, და ჯეკზე კაი გამახსენე, მაგას უთხარი შებოლილი

თევზების ახალი პარტია ამოიღოს საკუჭნაოდან, ძველი გათავდება და აღარ გვეყოფა...

მიდი, მიდი არ დაიზარო.

მოიცილა თუ არა მთისწვერელი ჰერცოგინიას წყეული მსახურები ყველაფერი ისევ

ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. მინევრასთვის დავალებების მიცემის შემდეგ კვლავ მთხოვნელთა

მიერ შეკვეთების მიღება დაიწყო, თან ტილო მოიმარჯვა დახლის საწმენდად, რომელიც ვიღაც

შემთვრალი კაცის აკანკალებული მარჯვენის გამო ლუდით განიბანა.

- ჯარმონ, შე ბებერო გველთევზა, - მეფუნდუკემ თავის ერთგულ მომხმარებელს ფართო

ღიმილითა და ულვაში გრეხვით მიესალმა. - როგორც ყოველთვის?

- ჰო, როგორც ყოველთვის... - დაემოწმა ასაკოვანი ჯარმონიც, რომლის თმებსაც

მომთაბარეობა დაეწყოთ და ნათხემის პრერიები საფეთქელთა ფერდობებში

გაეცვალათ. იგი დახლს ნელა, მორიდებით მოუახლოვდა და თხელი, მისავსავებული

თითებით, გაცრეცილ გულისჯიბეში ჩხრიალა სახურდავოებს დაუწყო ძებნა. ჯარმონს

დღეს მთლად კარგი ფერი ვერ ედო და ცოტა დაბნეულადაც გამოიყურებოდა. ეს

დაკვირვებულ მეფუნდუკეს არ გამოჰპარვია.

- რა იყო ჯარმონ, მოჩვენება ხომ არ ნახე? სახეზე ფერი არ გადევს.

- ააჰ? არა, არა ბატონო, მარა მგონი რაღაც უბედურს მოვკარი თვალი... ვამპირი იქნებოდა

ან რამე ეშმაკი...

- რაო? დილიდანვე მოასწარი რამის ჩარტყმა თუ...

- არა, არა! - მკაცრად დაიცვა თავი მოხუცმა. - წვეთი არ გადამიკრავს ორი დღეა! ცოტა კი

დამკლდა ამ სიბერეში თვალს, მარა რაღაც მართლა დავინახე ღმერთია მოწმე. დიდი,

ღამეზე შავი რაღაც სახურავებზე კალიასავით დახტოდა!

- კაი, ძია, ახლა მე შენ კაი ცივ ლუდს გაჯახებ და მაგ კალია-ვამპირს წამში დაივიწყებ. -

თვალი ჩაუკრა ახალგაზრდა მეფუნდუკემ. - მიდი იგერ კიბეს აუყევი, და მინევრა

შემოგაწვდის სასმელს, ან კიდევ როზა... მიდი, თან ოსტი და კლოტიც იქ არიან.

კათხის მეგობართა სახელების გაგონებამ მოხუცს სახეზე ფერი დაუბრუნა. იგი

მეფუნდუკეს მოწიწებით დაემშვიდობა და მითითებულ კიბეს აუყვა. კასიენმაც, თავის მხრივ,

გაღიმებულმა ააყოლა თვალი აღმართზე გაჭირვებულ მსვლელობას. თან თავისთვის

ჩაილაპარაკა:

- ვამპირი, არა? აიტ, შე მოხუცო გველთევზა...

- უკაცრავაად... თქვენ... თქვენ ფუნდუკის გამგე ბრძანდებით, არა? - მორიდებული ხმის

მიერ ძლივს შეთხზულმა წინადადებამ კასიენი დახლის წინ მომდგარ ორ კაცს

მიუბრუნა.

თუმცა, ალბათ მათი კაცად მოხსენიება ზედმეტად გადაჭარბებული იქნებოდა. ესენი

უფრო იხვის ჭუკებს ჰგავდნენ, რომლებიც დედა იხვს დაჰკარგვოდნენ და ახლა, თავის კეხიან

ნისკარტებს აქეთ-იქით დაბნეულები აცეცებდნენ. თითქმის ტოლი სიმაღლისა და მსგავსი

სახის ნაკვთებისა თუ იდენტურად საბრალო თვალების მქონენი, კასიენმა ერთი შეხედვითვე,

თავის ფიქრებში, ძმებად მონათლა.

Page 14: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- ფუნდუკის გამგე? არა, სჯობს დუქანთა მბრძანებლად მომიხსენიოთ... - ყალბი

პომპეზურობით წარმოთქვა კასიენმა. - აბა, რა თხოვნით მოხვედით დუქნის

მბრძანებელთან? ცივი ლუდი? ცხელი სოსისი? თუ ორივე ერთად?

- არა... იცით... დუქნის მბრძანებელო, ჩვენ... - დაიწყო ლუღლუღი ძმათაგან ერთ-ერთმა,

შედარებით ტანმაღალმა და გრძელკისრიანმა.

- გისმენთ...

- ჩვენ კაცს ვეძებთ...

- კაცს ეძებთ? ღმერთო ჩემო, ამ ხანებში რა ყველა კაცს დაეძებს? - ონავრად შეათამაშა

გადაწკეპილი ულვაში მეფუნდუკემ. - თუმცა, რა ვიცი... როგორც ამბობენ ყველა სენს

თავის წამალი აქვსო...

ძმები ერთმანეთს ისევ ისეთივე დაბნეული სიფათებით გადახედეს, შემდეგ კი

მეფუნდუკეს მოუბრუნდნენ:

- იცით... - გააგრძელა ისევ იმ გრძელკისრიანმა გაჭირვებით. - ჩვენ აუცილებლად უნდა...

უნდა...

- ი-ი-ს უნ-და ვნახოთ... ჩვენმა ქა-ქა-ქალბატონმა და-გვ-გვა-ვალა - მეტყველება მეორე

ძმას, შედარებით დაბალსა და ლოყებ-ღაჟღაჟა პუტკუნას, გაცილებით უფრო მეტად

უჭირდა. თუმცა ბოლო სიტყვები - „ის ჩვენი მესიააა!!!“ გამართულად და ზედმეტად

მოჭარბებული ენერგიულობით შესძახა, ისე, რომ კასიენი ამ უეცარმა აფეთქბამ

შეაცბუნა კიდეც.

- დამშვიდდი, კვენტინ, დამშვიდდი... ამ ბატონს მშვიდად ავუხსნათ... - დააწყნარა ძმამ,

შემდეგ კი მეფუნდუკეს მოუბრუნდა. - ის კაცი გვჭირდება... აუცილებლად... ამიტომ...

- ჰმ, კაცი გჭირდებათ? - მეფუნდუკემ ძმები კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა, შემდეგ

ცბიერად გაიღიმა და განაგრძო: - ბიჭებო, ერთს გეტყვით და არ მიწყინოთ. თქვენ კაცი

კი არა, ქალი გჭირდებათ, თანაც სასწრაფოდ... ჰოდა, ამიტომ, ერთი-ორ შავ ლუდს

გირჩევდით, დაძაბული ყელის მოსადუნებლად, დაბმული ენის ასაშვებად, შემდეგ კი

ქუჩის გადაღმა გადაბრძანდით, ერთი მშვეინიერი დაწესებულებაა, „მატილდას

მტრედები“ ჰქვია... ჰოდა, ერთი-ორი იქაური მტრედი გააბით კაკანათში და

მერწმუნეთ, იქიდან სულ სხვანაირები გამოხვალთ, სამყაროს სხვა ფერებში

დაინახავთ... შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა დაიბადებით.

- იქ-იქ... იქ ხომ ბო-ბორდელია?! - შეიცხადა პუტკუნამ, კვენტინად წოდებულმა.

- თავისთავად. - დაემოწმა კასიენიც, პუტკუნას რეაქციით გაკვირვებული.

- ცო-ცოდვაა! - წარბები შეკრა კვენტინმა. - ბო-ბორდელი მრუშ... მრუშობის სახლია!

მრუშობა ცო-ცოდვაა!

- კვენტინ, დამშვიდდი... - აღელვებული კვენტინი კვლავ ძმამ დააწყნარა. შემდეგ იგი

კასიენს მოუბრუნდა და მორიდებული ღიმილით განაგრძო: - მადლობა რჩევისთვის...

თუმცა, თუმცა... ჩვენ...

- მაინც იმ კაცს ეძებთ? - განაგრძო კასიენმა იმ ახალგაზრდას სიტყვები, რომლისგანაც

თავის დაკვრით გამოხატული თანხმობა მიიღო. - ჰმ, და როგორია ეს... კაცი? ანდა

მოიცა, მოიცაა... გამოვიცნობ... დიდი, მაღალი, დაკუნთული, შავი-თმაწვერით?

ძმებმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს, დაბნეულობა და აღფრთოვანება მათ ჩერჩეტ

სახეებზე თანაბრად გამოსახულიყო.

- მან იცოდა? - პირდაფჩენილმა ჰკითხა გრძელკისრიანმა პუტკუნას.

Page 15: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- იქნებ, იქნებ მა-მანაც სიზმრებში ნა-ნახა, როგორც ჩვენმა ქა-ქალბატონმა? ჰა ედგარ? -

კითხვითვე გამოეპასუხა ძმას, მსგავსი გამომეტყველების მქონე კვენტინი, შემდეგ კი

ორივე ისევ მეფუნდუკეს მოუბრუნდა.

- მოიცათ, მოიცათ ბიჭებო, მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, - საჩვენებელი თითი

აღმართა კასეინმა, მეტი სიცხადისთვის. - მე კაცებზე არ ვნახულობ სიზმრებს, და თუ

ვნახულობ, წამსვე ვიღვიძებ ხოლმე. თქვენ კაცს რაც შეეხება კი, ასეთი კაცი ხუთი

წუთის უკან იკითხეს მთისწვერას დამქაშებმა... და მოიცა, ბიჭებო, თქვენ ვიღაც

ქალბატონი ახსენეთ. მართალია, არ გეტყობათ, მარა, თქვენც ჰერცოგინია ალინა

კლაირინის მსახურნი ხომ არ ხართ?

- არა... არა, ბატონო მედუქნევ, როგორ გეკადრებათ. ჩვენ... ჩვენი ქალბატონი, ჩვენი

სულიერი წინამძღოლი, ქალბატონი ელიანაა...

- ჰმ, კიდევ კარგი. თუმცა, მაინც იმედი უნდა გაგიცრუვოთ, იმას გეტყვით, რაც თქვენს

წინ მყოფებს ვუთხარი, მსგავსი არავინ შემოსულა.

- სამწუხაროა, - თქვა გრძელკისრიანმა ედგარმა. - თუმცა, ბატონო, იქნებ... თუ აქ

შემოვიდა... ქალბატონ ელიანას სიტყვები გადასცეთ? მადლობა, - განაგრძო მან, რაც

მეფუნდუკემ თახნხმობის ნიშნად თავი დაუკრა. - უთხარით... უთხარით, რომ

ქალბატონთან აუცილებლად დაბრუნდეს... ეს აუცილებელია... წინასწარმეტყველებისა

და მთლიანად სამყაროსთივს... ახლა კი წამოდი, კვენტინ, სხვაგან მოვძებნოთ...

ძმათა უნცაურმა დუეტმა დახლს ზურგი აქცია, მას შემდეგ რაც მეფუნდუკეს

უხერხულად დაეთხოვნენ და ფუნდუკის დიდ მუხის, კარებს მიაშურეს, რომელიც ამ საღამოს

ფართოდ შეეხსნათ, ნიშნად იმისა, რომ „სამეფო ბაყაყი“ ყველასთვის ღია იყო.

- უჰ, - ღრმად ამოისუნთქა კასიენმა, მას შემდეგ, რაც თვალებით ძმები თავისი

დაწესებულების ზღურბლს მიღმა გააცილა. - ვის არ შეხვდები კაცი... თუმცა ამისთვის

მცხელა ახლა? საქმე! საქმე თავზე საყრელად მაქ!

მისი ეს ბოლო სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარტიებას წარმოადგენდა. საღამოს ნელ-ნელა

ღამე ანაცვლებდა და უსაქმოდ დარჩენილი ტილერის მოსახლეობა თუ დროებით, სხვადასხვა

მხარეებიდან სტუმრად მყოფი ხალხი, თავშესაქცევად ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს:

ფუნდუკებსა, საროსკიპოებსა და სათამაშო სახლებს გამეტებით აწყდებოდა. ამიტომ,

გასაკვირი არ იყო, რომ სწორედ ამ ღირსშესანიშნაობებთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულს,

„სამეფო ბაყაყს“ მთხოვნელები ჯერ კიდევ ემატებოდა, მიუხედავად თითქმის გადავსებული

ადგილებისა.

კასიენმაც საკუთარვე გონების ხმას ყური უგდო და ხელობა განაგრძო. ჯერ რამოდენიმე

შეკვეთა მიიღო როგორც უკვე დაბინავებული, ისევე ახლად შემოსულ მთხოვნელთაგან. მადა

ყველას უსაზღვრო ჰქონდა. ცივი ლუდით სავსე კათხები და მასზე მისაყოლებელი შებოლილი

თევზები, სოსისები თუ ლორები ჰაერში ისე ფრინავდნენ, როგორც ბრძოლის ველზე

მოელვარე ისრები. ახალგაზრდა მეფუნდუკე კი მთელ ამ აურზაურში თავის ერთგულ

ჯარისკაცებს, მიმტანებსა თუ მზარეულებს როგორც მხედართმთავარი ისე წინამძღვარობდა,

ათასი დავალებებითა და მითითებებით.

- კასიენს გაუმარჯოს! - მეფუნდუკეს, რომელიც გარჯით დაღლილი თავის დახლზე

დასასვენებლად გადაწოლილიყო, ძველი ნაცნობი წამოადგა თავს - ქალაქის გვარდიის

სტაჟიანი მსახური, სახელად კოლისი. - რა ამბებია?

Page 16: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- ოჰ, კოლის, გამარჯობა შენი, - მეისალმა კასიენიც, - რა ამბებია და მგონი უნდა

მივაყიდო ეს ფუნდუკი თორე გავწყდი წელში.

- მესმის შენი, მესმის, - გადაიხარხარა კოლისმა და თან სახურდავოებს დაუწყო ძებნა

თავის სადა, ადგილ-ადგილ გაცრეცილ, შარვალში. - დღეს მეც მაგარ ორომტრიალში

ვიყავი. პასტორ მოულტიერს დაჟინებული ჰქონდა ვიღაც კაცის პოვნა და ჰა, გუშაგების

ნახევარი პატარა ბავშვებივით დავრბოდით აქეთ-იქით ქალაქში... ერთი მაგათი

ყველასიც, კიდევ კაი ჩემი ცვლა დამთავრდა, მიდი ცივი ლუდი გამოუშვი თორე

გავშრი კაცი...

- ახლავე... აგერ შენ, - კასიენმა ორი კათხა შემოდგა დახლზე, - და აგერ მეც... მეც არ

მაწყენდა ცივი ლუდი. ჰო, და რაო რას ამბობდი? ვიღაც კაცს დავსდევდიო?

- ჰო, რაღაც ეგეთი, - დაემოწმა კოლისი. - ბრძანება იყო ზემოდან, ვიღაც ტიპი უნდა

შეგვეპყრო, სერ რედმონმა დაგვგზავნა საძებრად. ჰოდა, დღეს მთელი დღე

პატრულირებაზე ვიყავი ქუჩებში, ამ სიცხეში... თუმცა, შენც არ მომიკვდე, სულ

ტყუილად.

- ვის დაეძებდით ამდენი, ვინმე ცნობილ დამნაშავეს?

- რავი, ბოლომდე არც ვიცი რის გამო დავსდევდით, და არც მადარდებს... მგონი

ზემდგომებიც გარტყმაში არ იყვნენ, მარტო ის გვითხრეს დიდია, შავთმიანი და და

დაკუნთულიო და ჰა... მიდი და ეძებე ეხლა ეგეთი მთელ ქალაქში. ეჰ, ტილერი

აუროლი არაა, მარა არც მთლად პატარა ქალაქია, ერთი კაცი, თუ ჭკვიანია, მარტივად

დაიმალება, მითუმეტეს როცა მაგის შესახებ თითქმის არაფერი იციან.

- ვაა, რას არ გაიგებს კაცი... - უეცრად მეფუნდუკეს თავისი უწინდელი სტუმრები

გაახსენდა. - ჰმ, მოიცა, რა თქვი, დიდი და დაკუნთულიო? საოცრება! ეგეთი კაცი

ჩემთან ჰერცოგინიას დამქაშებმა იკითხეს და კიდე ვიღაც ორმა დაცურებულმა.

- რა? იმ ძუკნას გოშიებს რაღა უნდოდათ ამ ვიღაცისგან? - გაიკვირვა კოლისმა.

- აბა მე რა ვიცი?

- ოჰ, თავში ქვა უხლიათ მაგ ძუკნასაც და ჩემს ზემდგომებსაც, თუ გინდა თავიანთი

ჩრდილებისთვის დაუწყიათ დევნა, ახლა მე ცვლაში აღარ ვარ და მარტო დასვენება

მაღელვებს... - გუშაგმა თავის კათხას დაავლო ხელი, - ის და, ზემოთ აივანზე

თავისუფალი ადგილი გექნება?

- ირგვლივ მიმოიხედე და ხელახლა დამისვი ეგ შეკითხვა. - გაიცინა კასიენმა.

- ოჰ, კაი, კაი, რაღაცას მაინც ვიპოვი, შენ კი ახალი კათხა გამოუშვი თევზთან ერთად, აჰა,

ესეც წინასწარ, - კოლისმა მეფუნდუკეს ბრინჯაოს სახურდავოები ჩაუთვალა. - და ჰო,

კარლას ამოატანინე, ხო იცი, სხვას არა. ხო იცი მაგ ქალის მკერდზე როგორ ვგიჟდები...

- ჰო, ჰო. - გაიცინა კასიენმა.

- მერე თუ იცი ამხელა მეფუნდუკე კაცმა რამე სიტყვა ჩაუგდე ჩემზე, - თვალი ჩაუკრა

გუშაგმა, თავის დიდი კათხა ორივე ხელში რომ მოექცია.

- კი ჩაუგდებ რამეს მარა, ძმობილო, მთავარი ბრძოლა მაინც შენი მოსაგებია, -

საპასუხოდ კასიენმაც ჩაუკრა თვალი და ფართოდ გაუღიმა.

- ოჰ, შე გაქნილო მეფუნდუკევ, - გაიცინა კაცმა. - მიდი, მიდი ავედი და არ დაივიწყო რაც

გთხოვე.

კოლისი მეგობარს გამოეთხოვა და მეორე სართულისკენ აღმავალი კიბის მიმართულებით

გაემართა. კასიენი კი თავის შავ ლუდს მიუბრუნდა, „სამეფო ბაყაყის“ მთავარ კოზირს.

დაღლილზე და დასიცხულზე ნაკადულის სიგრილემდე ჩაციებული ღამესავით ბნელი, საამო

სასმელი რომ ჩაცალა და გონება გამოუფხიზლდა, სწორედ მაშინ გაუელვა თავში აზრმა:

Page 17: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

„ჯანდაბა, მგონი ზედმეტად იაფად ვყიდით ამ სასმელს, ერთი-ორი სახურდავოთი ხომ არ

გავაძვირო?“ ამ ფიქრში გართულს, მეფუნდუკეს ახალი მთოხვნელი მოეპარა შეუმჩნევლად.

ლუდის მიერ მოტანილი სიამოვნებით ღრუბლებს მიღმა დაკარგული მიწას რომ დაუბრუნდა,

მის წინ აღმართულმა ფიგურამ კინაღამ გული გაუხეთქა. განა როგორ შეიძლებოდა მას ასეთი

კაცის შემოსვლა გამოპარვოდა? მისი სტუმარი ალბათ კასიენს, რომელიც თავის სიმაღლეს

არაფრით უჩიოდა, ერთი, ან არა, თითქმის ორი თავით აღემატებოდა, მხრები კი ორჯერ უფრო

ფართო ექნებოდა. მეფუნდუკის წინ აღმართულმა ნამდვილმა გოლიათმა, ჯერ არე-მარე

მოათვალიერა შავი კაპიუშონიანი მოსასხამით დაფარული თავის მოძრაობით, შემდეგ კი

ორივე, მორზე უფრო მსხვილი და დაკუნთული მკლავები დახლს შემოაწყო და სხეულის წონა

მათზე გადმოიტანა. საპასუხოდ, დახლმა აგონიური ჭრაჭუნი ამოუშვა.

- იცი, მეფუნდუკევ, - წამოიწყო გოლიათმა თავისი აღნაგობისთვის შესაფერისი, ღრმა და

ბოხი, თანაც ისეთ მბრძანებლური ხმით, რომლისაც ნებისმერ მონარქს შეშურდებოდა.

- ვიღაც უნდა დაისაჯოს...

- რა...რატომ?

- ეს სურნელი... წყეული სურნელი... ამ ფუნდუკის ყველა კუთხე-კუნჭულიდან საკვების

ისეთი მადისაღმძვრელი სურნელება იფრქვევა ნებისმიერს აცდუნებს, მათ შორის მას,

ვინც ჩრდილში ყოფნას ისურვებდა.

კასიენმა სიტყვების მოძიება თავიდანვე ვერ მოახერხა. მის წინ ამხელა ფიგურის უეცარმა

გამოჩენამ, მას თავისი, განთქმული მეტყველების უნარი წამით სადღაც გაუქრო, თუმცა,

შეამჩნია რა შავი წვერი, რომელიც შავ კაპიშონის ჩრდილს დახსნოდა, ახალგაზრდა

მეფუნდუკემ არეულ აზრებს თავი მოუყარა.

- ესეიგი, როგორც იქნა პატივი მერგო, რომ ტილერში ყველაზე მოთხოვნად კაცს

შევხვედროდი, - ჩაეღიმა კასიენს და თან ხორბლისფერი ულვაშიც ონავრად შეათამაშა.

- უკაცრავად? - კაცმა მეფუნდუკეს თვალი გაუსწორა. კასიენი ზუსტად ვერ იტყოდა,

დახლის წინ ატუზული უცნობის ღამესავით შავი თვალების უცნაური ელვარება,

ფუნდუკის მოციმციმე სანთელთა ნაშობი ონავარი ჩრდილების ბრალი იყო თუ

საერთოდ სხვა, ბევრად უფრო იდუმალი და ამოუცნობი მიზეზის.

- არა, ბოდიში საჭირო არაა მეგობარო, - თვალი ჩაუკრა მეფუნდუკემ, - შენი ბრალი ხომ

არ არი ამ საღამოს ვიღაცებმა შეკითხვებით რომ ამიკლეს? ნუ ბოლომდე მაინც...

- ოჰ, მინიშნებას მიგიხვდი, - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები გოლიათმა, მან მარჯვენა

ხელის თითები სხარტად და მოქნილად შეათამაშა და მის მუჭშიც, თითქოს რაღაც

ჯადოქრობით, ორი ვერცხლის მონეტა აბრჭყვიალდა. - საკმარისია შენი მდუმერების

საყიდლად? გოვარდის დამღითაა...

- აჰ, ეს ნამდვილად არ მიგულისხმია, თუმცაა... რატომაც არაა, უარს არ ვიტყვი, -

ვერცხლის ელვარებამ წვერცანცარა კასიენს თვალები აუციმციმა. - ამით, ძმობილო,

ამით ჩემს ენასაც იყიდი და ჩვენი ლუდისთვისაც დაგრჩება ხურდა.

- მაშინ გამოუშვი, ოღონდ ლუდი, და არა ენა, და საჭმელიც... საჭმელი აუცილებლად,

ომის ობოლზე მშიერი ვარ... - ამოიოხრა კაცმა, თან კვლავ აქეთ-იქით მიმოიხედა,

ამოწმებდა, ვინმეს ხომ არ შეეჩერებინა მასზე თვალი. თუმცა ამაოდ, ფუნდუკში

გაცხარებული სმა-ჭამა და გართობა გრძელდებოდა, უცხოთა შესათვარიებლად დრო

არავის ჰქონდა. - ამის დედაც, მთელი დღეა სახურავიდან სახურავზე დავხტივარ და

ნამცეცებს ვკენკავ მტრედივით... და შენი აზრით მტრედებთან რაიმე საერთო მაქვს

მეფუნდუკევ?

Page 18: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- აარა, ალბათ არა, - ყოყმანით გამოეპასუხა კასიენი, მას შემდეგ რაც წინ მდგარი

გოლიათი აათვალიერ-ჩაათვალიერა.

- არა, ერთი მაქვს, სხვების თავზე მოსაქმება მეც მეხერხება. - სრული სერიოზულობით

ბრძანა კაცმა და შავი წვერი მოიქავა.

- რა? ჰოო... მოკლედ ნუ ღელავ, ჩვენთან ეგ ხელობა არ დაგჭირდება. საჭმელიც გექნება

და სასმელიც, ოღონდ ერთია, აუცილებლად უნდა მომიყვე, როგორ მოახერხე ამდენი

მძებნელის აკიდება? არაფერი პირადული, უბრალოდ მე მეფუნდუკე ვარ,

ცნობისმოყვარეობა ჩემი ხელობის ნაწილია, - ამჯერად კასიენმა ნდობის აღმძვრელი

ღიმილი მოირგო სახეზე.

- ჰო, ასეა, - დაემოწმა გოლიათი სარკასტული გამომეტყველებით, - აი

ცნობისმოყვარეობით შეგროვებული ამბების გაცემა კი თქვენი თანდაყოლილი ჩვევაა...

მაგრამ, ეეჰ, არ მადარდებს, ვისაც გინდა მოუყევი...

- მშვენიერია! იცი, უკვე მომწონხარ. - გახარებულმა შესძახა მეფუნდუკემ, თან ულვაშიც

ააცანცარა, შემდეგ კი როზას გასძახა: - როზა! როზაა! შენ გადაიბარე ორი წუთით

აქაურობა, მე შესვენებას ვიღებ!

- კასი ახლა? - ცისფერთვალება გოგონას სახეზე სასოწარკვეთლების შავი ფარდა

გადაეფარა, თუმცა ამან იგი კიდევ უფრო საყვარელი გახადა. - ამდენი ხალხია...

- უფროსი მე ვარ... - მხრები აიჩეჩა კასიენმა. როზასაც რა გზა ჰქონდა? იგი თავის თავნება

უფროსს კვლავ ნაღველით დამძიმებული სახით დამორჩილდა და ახალი სტუმრის

მოსამსახურებლად გაემართა. თავად კასიენი კი თავის დამაინტრიგებელ

თანამოსაუბრეს მოუბრუნდა ლუდითა და შებოლილი ლორით ხელში. - აბა, მიამბე...

უბრალოდ, როგორ მოახერხე, რომ მთელი ტილერის გუშაგობა და ჰერცოგინია ალინაც

შენ გააფთრებული დაგეძებენ?

პასუხის გაძემა კაცს არ უჩქარია, მხოლოდ მსუბუქად ამოიოხრა, ლუდის მთლიანი კათხა

ერთ მოყუდებაში ჩაცალა, შემდეგ კი ლორს, როგორც დრაკონი თავის ნადავლს, ისე ჩაავლო

უზარმაზარი ტორი და გამგელებული ყბებისკენ მიმართა.

- რამე მოიპარე? ვინმე მოკალი? - ჩაეძია კასიენი როდესაც პასუხებმა დააგვიანეს. მისი

სტუმარი გემრიელი კერძით იმაზე მეტად გაერთო, ვიდრე ამას ცნობისმოყვარეობის

ცეცხლშენთებული მეფუნდუკე ისურვებდა. - მიდი ძმაო რა... მე ხომ ჩემი წილი

შევასრულე, ჰა მითხარი რამე.

- კარგი, კარგი, ოღონდ კიდე ერთი ლუდი გამოუშვი, ყელი გამიშრა. - დაიჩივლა

გოლიათმა. კასიენმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ სასმელისთვის კათხას დასწვდა, მისმა

თანამოსაუბრემ კი განაგრძო: - იცი, მეფუნდუკევ, ყველაფერი არც ისე მარტივად არის,

როგორც ერთი შეხედვით სჩანს... მითუმეტეს, რომ ბევრი რამ თავადაც არ ვიცი. აი

მაგალითად, რა ჩემი ფეხები უნდათ ჩემგან ტილერის ამალას? ვერაფერს ვიხსენებ

რითაც შეიძლება მათი წყენა გამომეწვია... - გოლიათი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი

განაგრძო. - აი ეგ ჰერცოგინია კი, ოო, აი აქ იყო პატარა გაუგებრობა.

- პატარა გაუგებრობა? - კასიენმა ცბიერი, ღია ცისფერი თვალები დაიწვირლა.

- ან იქნებ არც ისე პატარაც... მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, ნამდვილად არა! - თავი დაიცვა

კაცმა, თან შავი წვერი მოიქავა, - მაგ... მაგ ქალის... ნაბიჭვრები თავზე წამადგნენ ერთ-

ერთ ბორდელში, როცა ცხოვრების მიერ დაბეჩავებულ მანდილოსნებს

ვაბედნიერებდი, თანაც უსასყიდლოდ, როგორც ჭეშმარიტად ქველმოქმედი კაცი...

ჰოდა, სწორედ ამ გაბედნიერებისას შემომიცვივდნენ მთისწვერელები და მითხრეს

Page 19: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

ახლა ჩვენ ჰერცოგინიას ეკუთვნიო! და, ამის დედაც, მეფუნდუკევ, შენი აზრით

ჩემნაირი კაცის რეაქცია რა იქნებოდა ამაზე?

- ალბათ, უარი, არა?

- დიახ, უარი, - თავის დაკვრით დაემოწმა ახლაგაზრდა მეფუნდუკეს ახალგაზრდა

გოლიათი. - თუმცა, ოდნავ ხატოვნად... მე მათ თავიანთ დედებთან დაბრუნება ვურჩიე,

და თან ერთი-ორი პიკანტური დეტალიც ჩავურთე.

- მოდი იმ ძაღლიშვილების რეაქციასაც გამოვცნობ, - ჩაერთო კასიენი, - მათ ეს პასუხი

არ მოეწონათ?

- ოჰო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არადა თვითონ იმ მდგომარეობას მაგრად კი

მოუხდა... და შემდეგ კი...

- შემდეგ ძმობილი, ყველაფერი მარტივია, - ჩვევისამებრ, - შეხლა-შემოხლა,

მთისწვერელი დამქაშის სიკვდილი...

- მოიცა, მოიცა, მეფუნდუკევ, - შეაჩერა დაკუნთულმა მთხოვნელმა კასიენი და თან

ლუდის კათხას კიდევ ერთხელ დაეწაფა. - ასე ნუ გაქუსლე, მე არავინ მომიკლავს, ეს

ხომ ჩემს მორალურ ჩარჩოებს გასცდებოდა? მე უბრალოდ... ესეც თავდაცვის მიზნით,

ერთს ხუთი ნეკნი ჩავუფშხვენი და მხარ-ლავიწი ჩავუმსხვრიე, მეორეს... მეორეს მგონი

ხერხემალი გადაემტვრა, დამბლა კი დაეცემოდა, თუმცა წესით არ უნდა მომკვდარიყო,

მგონი... აი მესამე... ოო, აი ეგ მესამე სართულიდან გადავარდა. დაცემის ხმა კი

სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თითქოს რაღაცას ჩამოეხიაო... მაგრამ არ მოკვდებოდა,

ღვთის მადლით...

- ამის დედაც ძმობილიო, - დაბნეულმა კასიენმა ნათხემზე ხორბლისფერი თმა აიჩეჩა, -

მგონი ჯობდა, უბრალოდ... დაგეხოცა.

- ჰოო? ვითომ? მაგრამ, მე ხომ იმ საროსკიპოს მფლობელს ორი-სამი ვერცხლის

გოვარდელი დავუტოვე და გულწრფელად ვთხოვე რომ იმ საწყლებისთვის მიეხედათ.

- ხუმრობ?! - ახარხარდა კასიენი. - წყეული მთისწვერელი ქოფაკის გადასარჩენად თითს

ვინ გააძრევს? ეგ არაკაცები აღმოსავლეთისკენ, კადანიის მხარეებში ხალხს ცოცხლად

ატყავებენ, მათ შვილებს და ცოლებს კი მონებად მიათრევენ... ზოგი იმასაც ამბობს

რაღაც სისხლის და შავი მაგიის რიტუალებასც ატარებენო. მაგ შენს საწყლებს ალბათ

მართლაც მიხედავდნენ, თუმცა არა იმ გულწრფელობით როგორც შენ დაუბარე.

- ჰოო? სამწუხაროა... თუმცა მე ჩემი ვალი მოვიხადე და სინდისიც სუფთა მაქვს... -

მართალია, ტიტანის მსგავსი აღნაგობის მქონე კაცის ღიმილი ერთი შეხედვით უმანკო

იყო, თუმცა კასიენმა მის შავ თვალებში ცივად მოელვარე ცინიზმი ამოიკითხა.

- ნამდვილად შეშლილი ხარ! - სიცილით წარმოთქვა კასიენმა, საპასუხოდ შავგვრემანმა

გოლიათმა მას თვალი ჩაუკრა, თან ღიმილიანად დაურთო:

- მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ გიჟ სამყაროში საღად დარჩენისთვისაა

აუცილებელი.

- მაგარია, მაგარია, - განაგრძო გაბადრულმა კასიენმა, რომელსაც გადატვირთული

„სამეფო ბაყაყი“ და აუვალი სამუშაო სულ გადავიწყებოდა. - რა ხანია შენნაირი

თანამოსაუბრე არ მყოლია!

- რა გასაკვირია? განა საერთოდ ჩემნაირი თანამოსაუბე როგორ უნდა გყოლოდა? მე ხომ

ერთადერთი ვარ და გამორჩეული. - ამაყად განაცხადა ზორბამ, თან ფუნდუკის

დახუთული და ცხელი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, რითიც თავისი ხარზე ფართე მკერდი

კიდევ უფრო გაიდიდა. - ისე, ნუთუ ამ ყველაფერმა კიდევ ერთი ლუდის კათხა არ

დამამსახურებინა უფასოდ? ნუ, უფასოდ რა, იმ ვერცხლის ფასში...

Page 20: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - კასიენმა კიდევ ორი კათხა შემოდგა დახლზე,

მოლივლევ შავი სითხით გაპიპინებული. - მოდი, გადავკრათ... ისე, შენ სახელსაც თუ

გამანდობდი...

- აჰ, რატომაც არა, მე ეისი მქვია.

- ეისი? მხოლოდ ეისი?

- დიახ, განა მეტი რა საჭროა?

- მე კი კასიენი ვარ, ფლინის ძე, სასიამოვნოა.

- ჭეშმარიტად, - დაეთანხმა ეისი, - განა მეფუნდუკესთან მეგობრობაზე უკეთესი რაა?

უფასოდ ერთი-ორ ლუდს გამოკრავს ხოლმე ხელს კაცი. ისე, კასიენ, ეგ ლუდი რა ღირს?

- აჰ, ძმობილო, ჯობია არ იცოდე, - გაიხუმრა კასიენმა. - თორემ გული გაგისკდება, რომ

გაიგო ამდენი ვერცხლი ტყუილა გადაყარე.

- მაშინ ერთი კათხაც ჩამიციე წინასწარ, მორალური კომპენსაციისთვის...

- სიამოვნებით... - კასიენს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა როზამ არ დააცალა.

პატარა წითური მას გვერდში ამოუდგა და მოღუშული სახით წაიწუწუნა:

- კასი არ მოგირჩა შესვენება?? ძალიან ბევრი ხალხი მოგვადგა უკვე და...

- როზა, ძვირფასო, შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ეჭვი არ მეპარება

მარტოც გაართმევ თავს.

- ჰოო? - როზამ კოხტა ცხვირი აიბზუა, შემდეგ კი უმანკო ზღვისფერ თვალებში

ეშმაკობის ნაპერწკლები გააკრთო. - რა დამთხვევაა. მეც დარწმუნებული ვარ შენში

კასი, რომ ამ ღამის გადაგორებას მარტოც მოახერხებ...

- რაა?! - კასიენს ყბა თითქმის დახლზე დაუვარდა, - როზა, კარგი რა! გთხოვ... - თუმცა

თავნება მეფუნდუკის სიტყვებისთვის ქალს ყურადღება აღარ მიუქცევია. ამისთვის

ახლა ნამდვილად არ ეცალა, სამი მაგიდა მის სახელს ერთდროულად იხმობდა.

- რაო ძმობილო, - გაეცინა ეისს, - ცივ ლოგინში ხო არ მოგიწევს ამ ღამით ძილი?

- ჰმ, ჩემზე ნუ იღელვებ, - იხტიბარი არ გაიტეხა კასიენმა. - რაღაცას მოვახერხებ, თუ

როზა არა, იქვე კარლა, ან დანიელა... ან ნატალი... მინევრაც... არა მაგასთან აზრი არ

აქვს. მოკლედ, სამყარო რომც დაიქცეს, გადაღმა ქუჩაზე ბორდელია... ამის დედაც, -

თავში ხელი წაირტყა ახალგაზრდა მეფუნდუკემ. - ბორდელზე გამახსენდა. აქ ორი

დებილი იყო, ისინიც შენ გეძებდნენ... მაიცა, რა ერქვათ? ედვინი? ედარდი? ედ...

- ედგარი და კვენტინი? - გააწყვეტინა ეისმა გაკვირვებული სახით.

- ჰო, ჰო, ჰო... ზუსტად ეგენი. - კასიენმა თანხმობა თავის დაკვრით გამოხატა. - მათ რაღაც

დაგიბარეს, მგონი ჩვენთან დაბრუნდესო თუ ჩვენ ქალბატონთანო, ან რაღაც ეგეთი.

- დამცინი?! - შავგვრემანმა გოლიათმ მთელი გულით გადაიხარხარა. იმდენად

ძლიერად, რომ მთელს ფუნდუკში არსებული ეს აყალმაყალი თითქმის ბოლომდე

გადაფარა. - მთელი იმ დაცურებულთა კოლექტივიდან ორმა ყველაზე დაცურებულმა

მომაგნო?! ჰა, ჰა, ამის დედაც! ყოჩაღ მაგათ, დაბნეულ მაჩვთა დუეტი მაგრად გარჯილა!

- ეისმა ფერდზე მიბმული მცირე ქისისკენ წაიღო თითები და იქიდან კიდევ ერთი

ვერცხლი გამოაჩინა. - აჰა ეს, და კასიენ, რასაც ის მჟავე ქლიავები მოითხოვენ, მიეცი,

ნამდვილად დაიმსახურეს.

- მივცემ კიდეც, შენ ერთი ეს მითხარი, ასეთი ბოთეები საიდან აიკიდე? ან საერთოდ რა

კოლექტივი ახსენე?

- ა, ეგენი ჩემი სამწყსოა. - ამაყად განაცხადა გოლიათმა.

- რა?

- სამწყსო.

Page 21: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- ეგ გავიგე, უბრალოდ შენი სამწყსო? - გაიკვირვა მეფუნდუკემ და თავის ხორბლისფერი

ულვაში, ამის დასამოწმებლად, ცალ მხარეს ჩამოჰქაჩა.

- უი, რა თქმა უნდა, შენთვის ჩემ ხელობაზე არაფერი მიამბია. - ეისი ოდნავ უკან

გადაიწია, დიდი ხელები, რომელთა კუნთების უზადო შუქ-ჩრდილები უმკლავო

სამოსის გამო მკაფიოდ ჩანდნენ, ფართოდ გაშალა მხარ-ბეჭთან და ფართე მკერდთან

ერთად და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს, სადაცაა უნეტარესი წყალობის

გაცემას აპირებსო. - მე მესია ვარ! - განაცხადა მან უსაზღვრო პომპეზურობით.

- მეღადავები? - ხორბლისფერი წარბი სკეპტიკურად შეიმართა.

- რა თქმა უნდა არა! - მტკიცედ განაცხადა ეისმა, რომელსაც არც პოზა შეცვლია, არც

გამომეტყველება და მითუმეტეს არც პომპეზური ხმის ტონი.

- მოიცა, მოიცა, - სკეპტიციზმი დაბნეულობაში გადაიზარდა და მეფუნდუკემაც თავის

ულვაშს შეფიქრიანებულმა დაუწყო წვალება. - შენ ის მესია ხარ ვიზეც ჩვენი ტაძარი

საუკუნებია საუბრობს? ნათლის მხსნელი? ის ვინც კაცობრიობა უნდა წყვდიადისგან

უნდა იხსნას? არა, მოიცა, ნაღდად ღადაობ...

- მე მესია ვარ... რავი ქალბატონი ელიანა ასე ამბობს, მაგ ქალს კი წინასწარმეტყველების

ნიჭი აქვსო, ასე ამბობენ. - თავისი მტკიცების გასამყარებლად წარმოთქვა ეისმა, თან

თავის ვერტიკალური მოძრაობით ამ ყველაფრისთვის დამაჯერებლობის შეძენას

შეეცადა.

- ის ამბობს და შენ?

- რა მე?

- მართლა მესია ხარ?

- ჰმ, რავი, რატომაც არა... პოტენციალი ნაღდად მაქვს, უბრალოდ ზარმაცი ვარ.

- რაა?! იცი ღვთისმეტყველებაში ვერ ვერკვევი... - წამოიწყო კასიენმა, - თუმცა, მაინც

მგონია რომ მესიაობის თემაზე ყველაფერი ასე მარტივად არ არის...

საპასუხოდ ეისმა ომახიანად გადაიხარხარა, შემდეგ ეს ნეტარი და ამაღლებული პოზა

შეცვალა და ისევ დახლზე გადაწვა თავისი მძიმე იდაყვებით.

- დაიკიდე, - თქვა მან ღიმილით. - სიმართლე გითხრა, მე სულ მკიდია ეს მესიის

ზღაპრები და მსგავსი კვერცხობები. უბრალოდ, ამ ელიანამ და მაგის მიმდევრებმა

მიპოვნეს და ამ ქალის ხილვების საფუძველზე მესიად გამომაცხადეს. მეც პირნათლად

ავყევი მათ თამაშში, ბოლო-ბოლო მათ წრფელ იმედებს ხომ არ გავაცუდებდი? ეს რა

მხსნელის საქციელი იქნებოდა... თან სარგებელიც მქონდა: უფასო კვება, თბილი და

სუფთა საწოლი, შემოწირულობები, რომლებსაც აგერ არხეინად ვხარჯავ, მოწიწება და

პატივისცემა... და რაც მთავარია, მორწმუნე გოგონები, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენ

კასიენ, თუ რას არ იზამენ თავიანთი ნეტარი მხსენლის დასაკმაყოფილებლად...

- ამის დედაც, უკვე მშურს... - კასეინმა თავის წილი შავი ლუდი გადაჰკრა, მტევნის

ზურგით კი ულვაშს შერჩენილი ქაფი მოიშორა. - თეთრი შურით, ოღონდ... მაგრამ

მაიცა, თუ ასეთ პატივში იყავი, რატომ დაითესე? შენი სამწყსო რატომ გეძებს?

- ოო, ეს რთული საკითხია, - ეისმა ყვავზე შავი წვერით შემოსილი ნიკაპი ხელს

ჩამოაყრდნო. - იცი კასიენ რატომ წამოვედი? ყველაფერი წყეული ცრუ-რწმენების

ბრალია!

- ცრუ-რწმენები?

- ჰო, მაგის დედაც, ცრუ-რწმენები, აბსურდული, ილუზორული და სრულიად

იდიოტური რწმენა-წარმოდგენები, რომლებსაც ადამინიანები რაღაც სიგიჟით

Page 22: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

არსებულ რეალობას უქვემდებარებენ. - ეისმა დათვზე დიდი ტორი მტკიცე მუჭად

შეკრა. - რას არ მოვითმენდი, რას არ გავაკეთებდი... გინდა ძროხები დაგილოცო? ამის

დედაც, რატომაც არა! გინდა მოსავალი გიკურთხო? კარგი, თანახმა ვარ... გინდა მთელი

დღე ჩამუხლული ვიყო და ღრუბლებში მოპარპაშე, აბსტრაქტულ არსებას ჩვენზე

წვიმის გადმოფსმა ვეხვეწო? ჯანდაბას... თუ ძალიან მთხოვ, საღვთო რიტუალებზე

მთვრალი არ გამოვცხადდები... უბრალოდ... უბრალოდ ვინ დედამოტყნულმა

მოიფიქრა რომ მესია უბიწო უნდა იყოს?! ჰა, კასიენ?! ვინ გადამიწყვიტა რომ ჩემი

დრაკონი გალიაში უნდა იყოს?! ვინ გადაწყვიტა რომ რკინის საკეტიანი საცვლებით

უნდა ვიარო და ქალს ხუთი ნაბიჯის რადიუსში არ უნდა მივუახლოვდე?! ნათლით

მოსილი მხსნელი ვარ თუ მონაზონი?! გეუბნები, დასირებულია ეს ხალხი რა! არ

უნდოდათ ხომ ჩემი მართლზომიერი პროტესტის მოსმენა?! ჰოდა ეხლა ახალი მესია

ეძებონ მაგ ვირიშვილმა-მაიმუნებმა!

ეისის ემოციურმა გამოსვლამ კასიენს სიტყვეები წაართვა. იგი დაბნეული მისჩერებოდა

შავგვრემან გოლიათს, რომელიც კვლავ თავის საწმყსოს თათხავდა, რადგან, მისი თქმით,

ისინი ლამის დაკოდვასა და საყელოშებმულ საჭურისად ქცევას უპირებდნენ. ენის ტრიალმა,

ეტყობოდა, ეისს პირი გაუშრო. იგი ლუდის კათხისკენ დაიხარა, სწორედ ამ დროს კი, მისი

უზარმაზარი სხეულის მიღმა ნაცნობი სილუეტები დალანდა.

- ოჰ, ამის! ეის, დამავიწყდა რომ... - აზრის დამთავრება მას არ აცალეს. ფუნდუკში

დაბრუნებულ, ჰერცოგინა ალინას დამქაშთა ერთ-ერთმა წევრმა მათ გამოსძახა,

ამაზრზენი ტონით:

- ეი! მანდ, დახლთან, გოლიათო! აბა აქეთ გამოიხედე!

- ვინ იძახის? - ეისს მათკენ არც გაუხედავს, ისევ თავისთვის ლუდს ჩაჰკირკიტებდა.

- მშევნივრადაც იცი ძაღლო! - ახლა ხუთკაციანი რაზმის დაბალმა, სამკლაურიანმა

მეთაურმა წასდგა წინ ფეხი. - იცი ვინც გამოგვგზავნა და ისიც იცი, რაც

დაგვაბარა! შენ ლედი ალინას საკუთრება ხარ! ლედი ალინას კი ვერავინ ეურჩება!

- აი მანდ კი ცდები ბიჭუნი... - ძალიან წყნარი და მშვიდი ტონით გამოეპასუხა ეისი,

მთისწვერელ დამქაშებისკენ კვლავ ზურგით მდგარი.

- რა დამიძახე?! - მეთაურს ხმა დაეძაბა, მარჯვენა ხელი კი ფერდზე მოგდებული

ფოლადის ორლსეულისკენ გაექცა.

მთისწვერელ მეომარს ხმლის ვადაზე მტევნის ჩასავლებად წამიც არ დასჭირვებია, თუმცა

მახვილის ტყავის ქარქაშიდან ამოსრიალება ვეღარ მოახერხა. მისი მკლავი, იმავე წამს,

გოლიათის ფოლადზე მტკიცე თითების ტყვეობაში აღმოჩნდა, რომლებიც როგორც არწივის

კლანჭები ნადავლს, ისე შემოხვეოდნენ მას. დაბალ მეთაურს, ეისის უკიდეგანო ჩრდილქვეშ

მოქცეულს, ყბა ჩამოუვარდა. ვერ გაიაზრა, თუ როგორ მოახერხა ამხელა კაცმა ასე სწრაფად

ჯერ მობრუნება, შემდეგ კი დახლსა და მას შორის არსებული მანძილის თვალის

დახამხამებაში დაფარვა:

- ბიჭუნი... მე ბიჭუნი დაგიძახე... - უპასუხა სრულიად მშვიდი, აუღელვებელი და ოდნავ

დამცინავი კილოთი, მეომრის თავზე შავ ღრუბლად გადაფარებულმა ეისმა, შემდეგ კი

თავისი ტიტანის მარჯვენის ერთი მძლავრი მოქნევით მეტოქე ბადროს მსგავსად

გასტყორცნა.

Page 23: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

მიწას მოწყვეტილმა ჰერცოგინიას დამქაშმა ჰაერში ერთი ბრუნი გააკეთა და იქვე დიდ

მაგიდასთან მსხდარ ტილერელ მუშათა სუფრაზე დაენარცხა. მთელი დღეს აუტანელ სიცხეში

აღმოსავლეთის გალავნის მშენებლობაზე ნამუშევარი მუშები, „სამეფო ბაყაყის“ საფირმო შავმა

სასმელმა გვარიანად რომ შეათრო, თავიანთი წმინდა ნადიმის შებღალვას არავის

აპატიებდნენ, მითუმეტეს ავად განთქმული შავი ქალბატონის ალმის ქვეშ მსახურ კაცს. ჯერ

კიდევ დაცემით სუნთქვაშეკრულ გვარდიელს წამსვე სავსე თუ დაცლილი კათხები და

თეფშები მოხვდა სიფათში. სხვა დამქაშები ჯერ კიდევ ადგილს იყვნენ მიჯაჭულნი,

დაშტერებული სახეებით, თითქოს ეისის მოულოდნელმა ილეთმა მათ ფეხები ფუნდუკის ხის

იატაკს მიაყინაო. ეისს ამაზე უკეთესი შესაძლებლობა თავს დასასხმელად ალბათ არც

ექნებოდა, თუმცა მან თავი შეიკავა, ნაბიჯი უკან გადადგა და ის პომპეზური პოზა მოირგო,

როგორიც მაშინ, როდესაც თავი კაცთა მხსნელად გამოაცხადა.

- ტილერის კეთილო მოქალაქენო, - წამოიწყო მან ორატორის მომნუსხველი ხმით. - აი ეს

ბინძური ნაბიჭვრები თავისზე უფრო ბინძური და უფრო ნაბიჭვარი ალინას ძუკნები

არიან და აქ იმისთვის მოვიდნენ, რომ თქვენი ცოლები და შვილები მონებად წაასხან!

და თქვენი ლუდი დალიონ!

მთელი ფუნდუკი საბრძოლო ყიჟინად გასაღებულმა მთვრალთა ღრიალმა აიკლო. ამ

აურზაურში კი კასიენი შიშნარევი ყვირილი - „თქვე ჩათლახებო ფუნდუკი არ დამინგრიოთ“ -

სადღაც ბგერათა ქაოტურ უსასრულობაში ჩაიძირა. ჩანგლებმა, თეფშებმა, კათხებმა და მათში

მოთავსებული სასმელ-საჭმელმა ფრთები გამოისხეს და ბრძოლის ველად ქცეულ ფუნდუკში

აქეთ-იქით ფრენა დაიწყეს. მართალია, ტილერელთა რისხვა მეტწილად სწორედ ალინას

დამქაშებისკენ იყო მიმართული, თუმცა „სამეფო ბაყაყის“ ნაჟურით გაბრუებულებმა მტერ-

მოყვრის გარჩევის უნარი დაჰკარგეს და ერთმანეთსაც დაერივნენ. ამ ქაოსის შემოქმედი ეისი

კვლავ დახლს გადააწვა, ოღონდ ამჯერად ზურგით და კასიენს გადახედა:

- ვგიჟდები მთვრალ ხალხზე! - გადასძახა მან მეფუნდუკეს მთელი ძალით, რათა ამ

ყაყანში თავისი სიტყვები კასიენის ყურამდე მიეტანა.

- წადი შენი! - იმავე ტონით გამოსძახა კასიენმა. - შენ გამო ჩემს ფუნდუკს დალეწავენ ეს

იდიოტები!

- აჰა, ესეც კომპენსაციისთვის! - ეისმა კიდევ ორი ვერცხლი დაახეთქა დახლზე, .შემდეგ

კი, დაინახა რა მისკენ მორბენალი, ხმალშემართული მთისწვერელთა დამქაში,

დაამატა: - კარგი, ახლა არ მცალია!

ორლესულმა ჰაერი სწრაფად გაჰკვეთა. მის პატრონს ვერტიკალური დაღმავალი დარტყმა

ეისის თავისკენ ჰქონდა დამიზნებული. ერთი შეხედვით, სამიზნე საჭიროზე გაცილებით

დიდი იყო, თავად გოლიათს კი არაფერი ებადა, სისხლმოწყურებული ფოლადისთვის წინ რომ

გადაეღობა. სასიკვდილო შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა, რომ არა ერთი შეხედვით

მოუქნელი ეისის წარმოუდგენლად სხარტი მოძრაობა, რომლისთვის თვალის მიდევნება ვერც

კასიენმა მოასწრო და ვერც თავად მთისწვერელმა დამქაშმა. შავგვრემანი გოლიათი, რომელიც

მოძრაობის სისწრაფის და ამით უზარმაზარი შავი მოსასხამის გადღაბნის გამო, წყვდიადის

აჩრდილს დაემსგავსა, მახვილის ქვეშ ანაზდად გაძვრა და ერთ ნაბიჯში მეტოქის უკან

აღმოჩნდა. დიდი ტორი ალინას გვარდიელს კეფაში დაავლო და მძლავრი დაწოლით

პირდაპირ თავისი ორლესულის ფერდს დაახია, რომელიც, თავის მხრივ მეორე ფერდით,

გაცუდებული დარტყმის გამო, მეფუნდუკის დახლში იყო ჩასობილი.

Page 24: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- ესეც მეორე! - მხიარულად შესძახა ეისმა. იგი თავის კათხას მიუბრუნდა, რომ

გამარჯვება უკეთ აღენიშნა, თუმცა არ დასცალდა. მავანმა მას ზურგზე ხის სკამი

გადაამტვრია.

მომხდურს ეისი ელვის სისწრაფით, წარბ და მუჭშეკრული მიუბრუნდა, იქ კი,

მთისწვერელის ნაცვლად ერთ-ერთი შემთვრალი და მეტად უიღბლო ტილერელი დახვდა.

გოლიათს ხარხარი აუტყდა, მთვრალმა კი, თავის მხრივ, მუჭი მტკიცედ შეკრა და ერთი თავით

მაღალ მეტოქეს მუცელში მთელი ძალით გაუქანა. სიცილით დაჭიმულ მუცლის კუნთებზე,

ტილერელმა მავანმა კინაღამ ხელი იღრძო. საბოლოოდ კი მისი უიღბლობა იმით დამთავრდა,

რომ ეისმა უკუცემისგან ჩამუხლულს ქეჩოში ჩაავლო ხელი და ერთი მოქნევით იგი მეორე

სართულის ვერანდაზე აისროლა.

ჰერცოგინიას ძაღლებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ფხიზლად იყვნენ, ეისის დევნაზე ხელი

აიღეს, მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. გააფთრებული ბრბო, რომელსაც „სამეფო

ბაყაყის“ შავი ლუდი სიმამაცის ელექსირად შერგებოდა, სკამის ფეხებით და თავად სკამებით

შეიარაღებულნი, მთისწვერელ გვარდიელებს ზედ აფთართა გუნდივით ესეოდა. არც ეისი

დარჩა მოწინააღმდეგეთა გარეშე. მას ცალკე იმ უიღბლო, ცათნატყორცნი ტილერელის სამი

ამხანაგი დაუდგა წინ და ცალკე მეორე სართულიდან ჩამოცვენილი კაცებიც წაადგნენ,

რომელთაც თავზე სწორედ ის მთვრალი მავანი დაეცათ. მეტოქეთა სიმრავლემ სექტანტთა

მესია ვერ შეაშინა. ფართე და დამცინავი ღიმილით დამშვენებულმა გოლიათმა შესძახა:

- მოდით ძუკნებო! დროა თქვენმა მესიამ თქვენივე საწყალობელი სულები პირდაპირი

მარშრუტით სასუფეველში გაგზავნოს!

„ოქროს ბაყაყში“ გამართული ბრძოლა, რომლის შესახებაც შემდგომში ტილერში

ლეგენდებიც გავრცელდა, ალბათ, სულ რაღაც ათ წუთს გაგრძელდა. თუმცა ეს დროც

საკმარისი აღმოჩნდა უთვალავ ძვალთა ჩასამტვრევად, უამრავ თავთა გასატეხად და სკამთა

თუ მაგიდათა უსასრულო რაოდენობის დასამტვრევად. თუ ზემოაღნიშნულ ლეგენდებს

დავუჯერებთ, ამ სისხლისმღვრელ შერკინებაში ყველაზე მეტი მეომარი ერთმა

ენიგმატიკურმა წყვდიადის რაინდმა დასცა. ეს შავი მეომარი, რომელიც გადმოცემების

მიხედვით, თვით განკაცებული ომის ღმერითი და სიკვდილის მთესველი ტიტანი იყო, და

რომელიც მოგვიანებით, ტილერელი დედების საყვარელ ინსტრუმენტად იქცა ურჩი

შვილების დასაშინებლად, ყოველი დაცემული მეტოქის შემდეგ ამაყად და არხეინად

შესძახებდა: „თქვენ მესიას უკან უსუნეთ თქვე ნაბიჭვრებო!“

არეულობა ზუსტად ათ წუთს გაგრძელდა. თავად ეს ათი წუთი კი ბრძოლის ტრანსის ქვეშ

მყოფი ეისისთვის წამში გაილია. ცეცხლოვან ექსტაზს იგი მჭექარე ხმამ მოსწყვიტა, რომელიც,

როგორც შემდეგ გაარკვია, თავად სერ რედმონ ტელესს ეკუთვნოდა, დაისის რქის ორდენოსან

რაინდს. რეალობას დაბრუნებულმა გოლიათმა, რომელსაც, ჩატეხილ მაგიდაზე ჩამჯდარს,

თითო იღლიაში თითო მთვრალი ტილერელი მოეგდო კისრით, აღმოჩინა რომ თავზე ექვსი

წითელი ყაყაჩოს ალმიანი გუშაგი წარმოსდგომოდა თავს. ექვსივეს შუბი წვერი გოლიათის

ყელზე მიებჯინათ. ეისმა ხელები უკვე კარგა ხნის დამარცხებულ მეტოქეებს გაუშვა და ჰაერში

დანებების ნიშნად აღმართა. ამ ექვს გვარდიელს გვერდით სერ რედმონიც ამოუდგა,

მდიდრულ, ფოლადის მძმიმე აბჯარში შეჭურვილი, ზედ გადაფარებული ბინდისფერი

მოსასხამით, რომელზეც სპილოსძვლისფერი რქა ამოექარგათ. რაინდის მტკიცე, რისხვანარევ

მზერას ასეთივე სიტყვები მოჰყვა:

Page 25: წყევლა სახელად რწმენა · წყევლა სახელად რწმენა 1. ბედისწერის უწყვეტი

- თვითმარქვია მესიავ, ტილერის საბჭოს და მისი უწმინდესობა ბიშოპ ვინადრიელის

ბრძანებით, შენ დაპატიმრებული ხარ შარლატანობისა და ნათლის ტაძრის წმინდა

სახელის შებღალვის ბრალდებით! ხვალ ნათლის სახელით განისჯები!