ხშირად დასმული...

18
ხშირად დასმული კითხვები

Transcript of ხშირად დასმული...

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: წლის განმავლობაში შევქმენი 2 რესურსი, ორივე ჩამეთვლება და მომენიჭება შესაბამისი კრედიტები?

პასუხი: მასწავლებელს შეუძლია წლის განმავლობაში თითოეული აქტივობა განახორციელოს რამოდენიმეჯერ (გარდა გარე დსაკვირვებისა და საგნობრივი/პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა), მაგრამ უნდა გაითვალისწინოს რომ:

ESCHOOL-ის ბაზაში, სამოქმედო გეგმაში აქტივობების დასახელება არჩეული უნდა იყოს იმდენჯერ რამდენჯერაც იქნა გახორციელებული აქტივობა (თითოეული აქტივობა ატვირთული უნდა იყოს ცალ-ცალკე). ვინაიდან სისტემაში საშუალებას იძლევა დაიწეროს მხოლოდ 0 ან ის კრედიტქულა რომელიც აქტივობის გასწვრივ არის მითითებული.

კითხვა: აქტივობების შესაბამისი კრედიტები ავტომატურად გვესახება ESCHOL-ის ბაზაში?

პასუხი: მასწავლებელის მიერ არჩეული და შესრულებული აქტივობების შეფასება ევალება სკოლის შეფასების ჯგუფს.

გამონაკლისს წარმოადგენს, მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის, პროფესიული კომპეტენციის და გარე დაკვირვების აქტივობები, აღნიშნული აისახება ESCHOL-ის ბაზაში ავტომატურად.

კითხვა: მაინტერესებს, პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია თუ არა გამოცდის ჩაბარებამდე გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება ?

პასუხი: შეუძლია. ვინაიდან შიდადაკვირვების გავლა არ არის პირდაპირ დაკავშირებული კომპეტენციების დადასტურებასთან.

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინონ, რომ სტატუსის ფარგლებში მოგროვებული კრედიტქულები არ გადაყვებათ სტატუსის ცვლილების შემდეგ.

კითხვა: 2016-2017 სასწავლო წელს შესაძლებელია თუ არა უფროსმა/წამყვანმა მასწავლებლმა ჩაატაროს სამოდელო გაკვეთილი?

პასუხი: მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაატარონ სამოდელოგაკვეთილი, რომლის დადებითად შეფასების შემთხვევაში მიიღებენკრედიტქულას.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოდელო გაკვეთილისაქტივობა უნდა განახორციელოს „მასწავლებლის შიდა შეფასებისსტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისდირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის N39 ბრძანების შესაბამისად.

კითხვა: როგორ იქცევა მასწავლებელი, რომელსაც უნდა შეუფასდეს სამოდელო გაკვეთილი ან გაკვეთილი, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი?

პასუხი: აღნიშნული აქტივობების განსახორციელებულ პროცედურებს ადგენს სკოლა, სკოლის შიგნით არის გადასაწყვეტი რა ფორმით და რა ვადაში უნდა მიმართოს მასწავლებელმა შეფასების ჯგუფს და რა ვადაში უნდა აიტვირთოს გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული აქტივობები უნდა განახორციელოს „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის N39 ბრძანების შესაბამისად.

კითხვა: მაინტერესებს, ელექტრონულ საქაღალდეში, კრედიტების დაგროვების გეგმაში, უნდა მოინიშნოს თუ არა პედაგოგმა რაიმე ველი, როდესაც უნდა სტატუსის ამაღლება?

პასუხი: ESCHOOL-ის ბაზაში მასწავლებელი არ უთითებს სტატუსის შენარჩუნების ან წინსვლის შესახებ ინფორმაციას.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სტატუსის შესაბამისად აუცილებელია განსააზღვრულ ვადაში მინიმუმ სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებისა დაგროვება.

კითხვა: არის თუ არა შიდა საგაკვეთილო დაკვირვების შეფასების კრიტერიუმები რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე?

პასუხი: კი, აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია Tpdc.ge-ზე.

კითხვა: მასწავლებელმა გაიარა ინფორმაციული ტექნოლოგიების პირველი მოდული, შესაბამისად მიიღო სერტიფიკატი. სად და როგორ უნდა ატვირთოს მასწავლებელმა სერტიფიკატი კრედიტქულის მისაღებად?

პასუხი: ტრენინგების დამადასატურებელი დოკუმენტები იტვირთება შემდეგი

აქტივობების გასწვრივ:

პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის - „ პროფესიული უნარების ტრენინგების

გავლა“;

უფროსი და წამყვანი მასწავლებელებისთვის - „მასწავლებელთა პროფესიული

განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა

დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/ რეგისტრირებული

ტრენინგის გავლა“

კითხვა: წარადგენს თუ არა მასწავლებელი წლის ბოლოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას? და როგორ?

პასუხი: საქართველოს მთავრობის N 35 დადგენილების შესაბამისად

მასწავლებელმა უნდა წარადგინოს წლის ბოლოს პროფესიული განვითარების

ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაცია.

მასწავლებელის მიერ წლის ბოლოს პროფესიული განვითარების

ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას ფორმას, დროს, ადგილს

და ა.შ. განსაზღვრავს თავად სკოლა.

როგორ ირჩევს მასწავლებელი აქტივობას და როგორ ტვირთავს შესაბამის დოკუმენტს???

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

კრედიტქულების დაგროვების გეგმაში აქტივობის არჩევა

როგორ შეაფასოს სკოლის შეფასების ჯგუფმა მასწავლებელიმიერ ატვირთული დოკუმენტები eschol-ის ბაზაში???

იხილეთ ინსტრუქცია