მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი...

10
1 საერთაშორისო პრაქტიკისა და სამოსამართლო სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისათვის გაზიარება. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს ვთავაზობთ გაეცნონ, გაიზიარონ და განიხილონ ჩვენს ქვეყნებში, სამოსამართლო სწავლების სფეროში არსებული გამოწვევები. იუსტიციის უმაღლესი სკოლა მუდმივად მზადაა გაიზიაროს სხვადასხვა გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია საშუალებას მოგვცემს უკეთ გაგაცნოთ საქართველოს სასამართლო სისტემა. მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაარსდა 2006 წლის აპრილში. მისი დაარსების მიზანი იყო მოსამართლეების დანიშვნის ახალი, დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა და მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პროფესიული ტრენინგების ინსტიტუციონალიზაცია. დაარსების დღიდან დღემდე განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბება, რომლის მისიაც მართლმსაჯულების სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფაა. ბატონი ლაშა მაღრაძე , იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბენეფიციარი ქვეყნის პროექტის ლიდერი, პროექტი - ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება ტვინინგის მეშვეობით’’: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სახელით, მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება იმისათვის, რომ პატივი დაგვდეთ და მონაწილეობთ სკოლის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. კონფერენციის მიზანია საუკეთესო

Transcript of მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი...

Page 1: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

1

საერთაშორისო პრაქტიკისა და სამოსამართლო სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისათვის გაზიარება. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს ვთავაზობთ გაეცნონ, გაიზიარონ და განიხილონ ჩვენს ქვეყნებში, სამოსამართლო სწავლების სფეროში არსებული გამოწვევები. იუსტიციის უმაღლესი სკოლა მუდმივად მზადაა გაიზიაროს სხვადასხვა გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია საშუალებას მოგვცემს უკეთ გაგაცნოთ საქართველოს სასამართლო სისტემა.

მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ

იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაარსდა 2006 წლის აპრილში. მისი დაარსების მიზანი იყო მოსამართლეების დანიშვნის ახალი, დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა და მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პროფესიული ტრენინგების ინსტიტუციონალიზაცია. დაარსების დღიდან დღემდე განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბება, რომლის მისიაც მართლმსაჯულების სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფაა.

ბატონი ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბენეფიციარი ქვეყნის პროექტის ლიდერი, პროექტი - ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება ტვინინგის მეშვეობით’’:

იუსტიციის უმაღლესი სკოლის სახელით, მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება იმისათვის, რომ პატივი დაგვდეთ და მონაწილეობთ სკოლის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. კონფერენციის მიზანია საუკეთესო

Page 2: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

2

ბატონი ედვინს ბალშევიჩი, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის დირექტორი, წევრი სახელმწიფოს პროექტის ლიდერი, პროექტი - ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება ტვინინგის მეშვეობით’’.

ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციას აქვს პატივი, საფრანგეთთან და ხორვატიასთან პარტნიორობით, განახორციელოს ტვინინგის პროექტი და მხარდაჭერა გაუწიოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, ასევე მჭიდროდ

ითანამშრომლოს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შეთავაზებული სამოსამართლო სწავლების დახვეწა და სკოლის თანამშრომლებისა და მასწავლებლების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, ეს კონფერენცია წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ, გავაცნოთ და დავხვეწოთ ჩენი საქმიანობის მიმართულებები.

მოკლე ინფორმაცია პროექტის ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება ტვინინგის მეშვეობით’’ შესახებ

პროექტის ამოცანაა სამოსამართლო კანდიდატების (იუსტიციის მსმენელები) მომზადების პროგრამის განახლება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომელთა და ტრენერთა შესაძლებლობების გაძლიერება და დისტანციური სწავლების პროგრამების დანერგვა. უფრო ფართო პერსპექტივაში, მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა პროფესიონალიზმის გაძლიერების გზით, პროექტი ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას საქართველოში.

Page 3: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

3

დღის წესრიგი

დღე 1 - ხუთშაბათი, 19 აპრილი

10:00 - 10:30 რეგისტრაცია; ყავა/ჩაი

10:30 – 11:10

მისასალმებელი სიტყვა

• ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი

• ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

• პიტერ დანიში, ატაშე, პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

• ედვინს ბალშევიჩი, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი

• გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

11:10 - 11:30იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარება და მიღწევები

• ლაშა მაღრაძე; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი

11:30 - 11:50

იუსტიციის უმაღლესი სკოლა - პარტნიორი ფართო ევროპულ სწავლებაში; სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN) პრინციპები

• მოსამართლე ვოიჩეკ პოსტულსკი, გენერალური მდივანი, სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელი (EJTN)

Page 4: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

4

11:50 - 12:50

მოსამართლეთა კარიერა - კანდიდატების მიღება და პროფესიაში შესვლა• სარა დუპონი, სტაჟირების დირექტორი, საფრანგეთის ეროვნული სამოსამართლო სკოლა/ბორდო,

საფრანგეთი• მოსამართლე ფილიპ როსტანი, სამოსამართლო კოლეჯის ტრენერი, გაერთიანებული სამეფო• ირმა გელაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის

დამოუკიდებელი საბჭოს წევრი

12:50 - 13:10 კითხვები და შეფასებები

13:10 - 14:30 სადილი, რესტორანი „ფილინი“, სასტუმროს შენობა

14:30 - 15:50

მოსამართლეთა კარიერა - სამოსამართლო კანდიდატების ხარისხიანი მომზადების მნიშვნელობა• სარა დუპონი, სტაჟირების დირექტორი, საფრანგეთის ეროვნული სამოსამართლო სკოლა/ბორდო,

საფრანგეთი• მოსამართლე რაფ ვან რანსბიკი, ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის დირექტორი (IGO)• მოსამართლე თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი სკოლის

დამოუკიდებელი საბჭოს წევრი

15:50 - 16:10 კითხვები და შეფასებები

16:10 - 16:30 ყავის შესვენება

16:30 - 17:20

მხარდამჭერი მექანიზმები სამოსამართლო კანდიდატების მომზადებაში – მენტორობა, ხელმძღვანელობა, ინტერვიზია

• არიტა ფიზერსთოუნი, პროფესიონალი ქოუჩი და ხელმძღვანელი ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორი

• მოსამართლე თამარ ონიანი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

17:20 - 17:30 დღის შეჯამება

Page 5: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

5

დღე 2 - პარასკევი, 20 აპრილი

10:30 - 11:50

მოსამართლის პროფესიული უნარები. როგორ დავიცვათ ბალანსი სამართლებრივ და არასამართლებრივ სწავლებას შორის• მოსამართლე ფილიპ როსტანი, სამოსამართლო კოლეჯის ტრენერი, გაერთიანებული სამეფო• მოსამართლე რაფ ვან რანსბიკი, ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის დირექტორი (IGO)• სარა დუპონი, სტაჟირების დირექტორი, საფრანგეთის ეროვნული სამოსამართლო სკოლა• მოსამართლე ვოიჩეკ პოსტულსკი, გენერალური მდივანი, სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელი

(EJTN)

11:50 - 12:00 კითხვები და შეფასებები

12:00 - 12:30 ყავის შესვენება

12:30 - 13:50

ციფრული დრო – დისტანციური სწავლება • დიანა მანდიჩი, უწყვეტი სწავლების დეპარტამენტის დირექტორი, ხორვატიის სამოსამართლო აკადემია• ელის ჯოუნსი, ციფრული სწავლების შექმნის და განვითარების უფროსი მენეჯერი, სამოსამართლო

სწავლების კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო • გიორგი გიორგაძე, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის “საქართველოში

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება” უფროსი ოფიცერი

• ულდის პავულსი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი, განვითარების ტრენერი, ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრი (ჩართვა skype-ით)

13:50 - 14:00 კითხვები და შეფასებები

14:00 - 14:10

ღონისძიების დახურვა• სოლვიტა კალნინა-ცაუნე, ტვინინგის ადგილობრივი მრჩეველი, ტვინინგის პროექტი, ლატვიის

სამოსამართლო სწავლების ცენტრის დირექტორი• ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა

ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი

Page 6: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

6

სამოსამართლო სწავლების პრინციპები

მიღებულია ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელის (EJTN) მიერ, ამსტერდამი, 2016

1. სამოსამართლო სწავლება მულტიდისციპლინარული და პრაქტიკული ტიპის სწავლებაა, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან ერთად, პროფესიული უნარ-ჩვევების/ტექნიკის და ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება.

2. თანამდებობაზე დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე, თითოეულმა მოსამართლემ და პროკურორმა აუცილებელია გაიაროს კანდიდატების მომზადების პროგრამა.

3. თითოეული მოსამართლისა და პროკურორის უფლებაა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, რეგულარულად მიიღოს განგრძობითი განათლება და მათი პასუხისმგებლობაა ისარგებლონ აღნიშნული უფლებით. ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა და პროკურორთა მიერ ამ უფლებითა და პასუხისმგებლობით სარგებლობის შესაძლებლობას.

4. ცოდნის მიღება მოსამართლის და პროკურორის ჩვეული სამუშაო ცხოვრების ნაწილია. თითოეულ მოსამართლესა და პროკურორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიაროს სწავლება სამუშაო საათების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების განხორციელებას.

5. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, სამოსამართლო სწავლებაზე პასუხიმგებელი ეროვნული ინსტიტუცია თავად განსაზღვრავს სამოსამართლო სწავლების სტრუქტურას, შინაარსსა და მიწოდებას.

6. სწავლებას ძირითადად ის მოსამართლეები და პროკურორები უნდა უძღვებოდნენ, ვისაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება ამ მიზნით.

7. სამოსამართლო სწავლებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწავლების აქტიურ და თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.

8. წევრმა სახელმწიფოებმა სამოსამართლო სწავლებაზე პასუხისმგებელი ეროვნული ინსტიტუტები უნდა უზრუნველყონ საკმარისი დაფინანსებითა და სხვა რესურსებით, მათი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

9. სამოსამართლო სწავლება საჭიროებს უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერას.

Page 7: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

7

მოკლე ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ:

მოსამათლე ვოიჩეკ პოსტულსკი, 2014 წლიდან, ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელის (EJTN) გენერალური მდივანი. ბ-ნი პოსტულსკი მუშაობდა პოლონეთის ეროვნულ სამოსამართლო სკოლაში და სახელმწიფო პროკურატორაში.

[email protected]

ქ-ნი სარა დუპონი, საფრანგეთის ეროვნული სამოსამართლო სკოლის (ENM) კურსდამთავრებული. ორ წელზე მეტია, ქ-ნი დუპონი ხელმძღვანელობს სტაჟირების კომპონენტს ENM-ში. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, იგი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში, ხოლო სკოლაში მოსვლამდე, 10 წელი მუშაობდა პროკურორად.

[email protected]

მოსამართლე ფილიპ როსტანტი, 1981 წელს კარიერა დაიწყო, როგორც ადვოკატმა და 1995 წელს გახდა დასაქმების მოსამართლე. იგი საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია ტრენინგების სფეროთი. ბ-ნი როსტანტი არის ინგლისისა და უელსის სამოსამართლო სწავლების ფაკულტეტის წევრი და ასევე, კოლეჯის საერთაშორისო კომიტეტის წევრი. 2009 წლიდან, იგი მუშაობს სასწავლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში მოსამართლეებისათვის როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე საზღვარგარეთ.

[email protected]

Page 8: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

8

ქ-ნი ირმა გელაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი და სამართლის ასოცირებული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტში. ქ-ნი ირმა მონაწილეობს სამოსამართლო კანდიდატების შერჩევასა და დანიშვნაში. ასევე, სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამისა და მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეების გადამზადების პროგრამის დამტკიცებაში.

[email protected]

მოსამართლე რაფ ვან რანსბეკი, ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის (IGO) დირექტორი და ასევე, ლუვენის უნივერსიტეტის ბრიუსელის კამპუსის პროფესორი; იგი კითხულობს ლექციებს სამართლებრივ მეთოდოლოგიაში და სამართლებრივი წერის უნარებში. მას შემდეგ, რაც ბ-ნი რანსბეკი გახდა IGO-ს დირექტორი, იგი აქტიურად მონაწილეობს ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელის სხვადასხვა აქტივობებში.

[email protected]

მოსამართლე თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა პალატა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი და მასწავლებელთა საბჭოს წევრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ქ-ნი ზამბახიძე მონაწილეობს სამოსამართლო კანდიდატების მომზადების, ასევე მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში. იგი გახლავთ სამოქალაქო სამართლის (კერძო სამართალი) და სასამართლოს ეთიკის სფეროში ტრენერი/ექსპერტი.

[email protected]; [email protected]

Page 9: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

9

ქ-ნი არიტა ფეზერსტოუნი - მისი ძირითადი სპეციალობაა ორგანიზაციული კონსულტაციები, სწავლება, ტრენინგი და საკმაოდ ფართო სპექტრის სპეციალისტების პროფესიული ზედამხედველობა. გარდა ამისა, ქ-ნი ფეზერსტოუნი გახლავთ სასწავლო პროგრამების მიმწოდებელი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისათვის ლატვიის სასწავლო ცენტრში. მას ძალიან ხშირად იწვევენ ტრენინგების ჩასატარებლად ევროპის სამოსამართლო სწავლების ქსელში.

[email protected]

მოსამართლე თამარ ონიანი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ქ-ნ ონიანს სამოსამართლო კანდიდატების სტაჟირების კოორდინატორად (მენტორ მოსამართლედ) მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იგი მონაწილეობს სამოსამართლო კანდიდატების შერჩევასა და დანიშვნაში.

[email protected]; [email protected]

ქ-ნი დიანა მანდიჩი, განგრძობითი განათლების დეპარტამენტის უფროსი ხორვატიის მოსამართლეთა აკადამიაში. მისი მოვალეობათა სფერო მოიცავს სასწავლო პროგრამისა და ტრენინგის მასალების მომზადებას ლექტორებთან ერთად. ამასთან, ქ-ნი მანდიჩი მუშაობს დისტანციური სწავლების პროგრამების შემუშავებასა და მართვაზე.

[email protected]

Page 10: მოკლე ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ · 3 დღის წესრიგი

10

ბ-ნი ელის ჯოუნსი, დისტანციური სწავლების დიზაინისა და განვითარების მენეჯერი დიდი ბრიტანეთის სამოსამართლო კოლეჯში. ბ-ნი ჯოუნსი ხელმძღვანელობს დისტანციური სწავლების ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო კურსის მომზადებაზე სასამართლო სისტემის 25 000-ზე მეტი თანამშრომლისათვის.

[email protected].

ბ-ნი გიორგი გიორგაძე – ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში’’ პროექტის უფროსი მენეჯერი. ბ-ნი გიორგაძე გახლავთ ევროპის საბჭოს ევროპული პროგრამის ,,ადამიანის უფლებათა განათლება სამართლის სპეციალისტებისათვის’’ (HELP) წარმომადგენელი.

[email protected]

ბ-ნი ულდის პავულსი მაღალკვალიფიციური ორგანიზაციული ფსიქოლოგი, განვითარების ტრენერი და ფასილიტატორი. ლატვიის სამოსამართლო ცენტრში იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენერია.

[email protected]

ქ-ნი სოლვიტა კალნინა-ცაუნე თითქმის 15 წელია ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრს ხელმძღვანელობს. 2017 წლის სექტემბრიდან, იგი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტვინინგის პროექტის ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება ტვინინგის მეშვეობით’’ რეზიდენტი მრჩეველი.

[email protected]