ბიურო კონტაქტი გახსენება, გერმანიის...

2
Bundesunmielbare Sſtung des öffentlichen Rechts გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი კრონენშტრასე 5 10117 ბერლინი ტელ.: +49 (0)30 31 98 95 0 ფაქსი: +49 (0)30 31 98 95 210 ელ. ფოსტა: [email protected] ვებგვერდი: www.bundesstiftung-aufarbeitung.de დირექტორი დოქ. ანა კამინსკი [email protected] საკონტაქტო პირები განყოფილებების მიხედვით: გამოფენები, ფილმები და მულტიმედია დოქ. საბინე კუდერი [email protected] საზოგადოებრივი გააზრება, პუბლიკაციები და არასასკოლო საგანმანათლებლო პროგრამები დოქ. რობერტ გრიუნბაუმი (დირექტორის მოადგილე) [email protected] სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამები დოქ. იენს ჰიუტმანი [email protected] მეცნიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა დოქ. ულრიხ მელერტი [email protected] პროექტის კოორდნატორი „კომუნიზმის გააზრება“ კატარინა ჰოხმუთი [email protected] დისიდენტების საერთაშორისო ლექსიკონი მარკუს პიპერი [email protected] მსხვერპლი და ხსოვნა ანა ფონ არნიმ-როზენტალი [email protected] არქივები, ბიბლიოთეკა და დოკუმენტაცია დოქ. მათიას ბუხჰოლცი [email protected] იურიდიული განყოფილება მირიამ გეგლერი [email protected] პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა თილმან გიუნტერი [email protected] ფონდის ვებგვერდი: www.bundesstiftung-aufarbeitung.de გახსენება, როგორც მისია www.bundesstiftung-aufarbeitung.de 2016 წლის ივლისის მონაცემები. ფოტო: გარეკანზე: გერმანიის მთავრობა/კლაუს ლენარცტი. მეორე გვერდზე, მარცხნივ: (1) ფოტო: Pralle Sonne; (2) ფოტო: ფონდის არქივი; (3): ფონდის არქივი, კლაუს მენერის ფოტოკოლექცია, ნომერი: 89-1007-POL_JT40_24; მეორე გვერდზე, მარჯვნივ: (1) ფოტო: ფონდის არქივი; (2) გერმანიის მთავრობა, 7053_1_48556(2), ფოტო: მარიონ ვენცელი; (3) ბერლინის სამხარეო არქივი; (4) ფოტო: გერმანიის მთავრობა, 45949_1_48556(2)/კლაუს ლენარცტი; დიზაინი: Pralle Sonne ბიურო კონტაქტი georgisch

Transcript of ბიურო კონტაქტი გახსენება, გერმანიის...

Bundesunmittelbare Stiftung des öffentlichen Rechts

გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი

გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიისდიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი კრონენშტრასე 510117 ბერლინი

ტელ.: +49 (0)30 31 98 95 0ფაქსი: +49 (0)30 31 98 95 210

ელ. ფოსტა: [email protected]ვებგვერდი: www.bundesstiftung-aufarbeitung.de

დირექტორი დოქ. ანა კამინსკი [email protected]

საკონტაქტო პირები განყოფილებების მიხედვით:

გამოფენები, ფილმები და მულტიმედია დოქ. საბინე კუდერი [email protected]

საზოგადოებრივი გააზრება, პუბლიკაციები და არასასკოლო საგანმანათლებლო პროგრამები დოქ. რობერტ გრიუნბაუმი (დირექტორის მოადგილე) [email protected]

სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამები დოქ. იენს ჰიუტმანი [email protected]

მეცნიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა დოქ. ულრიხ მელერტი [email protected]

პროექტის კოორდნატორი „კომუნიზმის გააზრება“ კატარინა ჰოხმუთი [email protected]

დისიდენტების საერთაშორისო ლექსიკონი მარკუს პიპერი [email protected]

მსხვერპლი და ხსოვნა ანა ფონ არნიმ-როზენტალი [email protected]

არქივები, ბიბლიოთეკა და დოკუმენტაცია დოქ. მათიას ბუხჰოლცი [email protected]

იურიდიული განყოფილება მირიამ გეგლერი [email protected]

პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა თილმან გიუნტერი [email protected]

ფონდის ვებგვერდი:www.bundesstiftung-aufarbeitung.de

გახსენება, როგორც

მისია

ww

w.b

un

des

stif

tun

g-au

farb

eitu

ng.

de

2016 წლის ივლისის მონაცემები.ფოტო: გარეკანზე: გერმანიის მთავრობა/კლაუს ლენარცტი. მეორე გვერდზე, მარცხნივ: (1) ფოტო: Pralle Sonne; (2) ფოტო: ფონდის არქივი; (3): ფონდის არქივი, კლაუს მენერის ფოტოკოლექცია, ნომერი: 89-1007-POL_JT40_24; მეორე გვერდზე, მარჯვნივ: (1) ფოტო: ფონდის არქივი; (2) გერმანიის მთავრობა, 7053_1_48556(2), ფოტო: მარიონ ვენცელი; (3) ბერლინის სამხარეო არქივი; (4) ფოტო: გერმანიის მთავრობა, 45949_1_48556(2)/კლაუს ლენარცტი; დიზაინი: Pralle Sonne

ბიურო კონტაქტი

geor

gisc

h

გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელ ფედერალურ ფონდს კანონის მიერ აკისრია მისია, ხელი შეუწყოს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ზონის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) დიქტატურების მიზეზების, ისტორიისა და შედეგების გააზრებას, გერმანიის ერთიანობის პროცესს და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მასშტაბით დიქტატურების გააზრებაში. სხვა ინსტიტუციებსა და მრავალრიცხოვან ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორთან ერთად ის მხარს უჭერს ოკუპირებულ ზონაში - გდრ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური დიქტატურებისშესწავლას - კომუნისტურ ძალადობრივ რეჟიმზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 1989 წლის მშვიდობიანი რევოლუციები გერმანული და ევროპული დემოკრატიის ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე მოვლენებად უნდა წარმოჩნდეს და დაფასდეს, რათა დაძლეულ იქნეს გერმანიისა და ევროპის დაყოფის შედეგები. გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი 1998 წელს დააფუძნა გერმანიის ბუნდესტაგმა.

ლოცვა და ყარაული ბერლინის პრენცლაუერ ბერგის გეთსემანიის ეკლესიაში, 1989 წელი

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ციხის საკანი, ამჟამად ბაუცენის მემორიალი

გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის პროპაგანდისტული ღონისძიება, 1989 წლის 7 ოქტომბერი

ფონდის მმართველი ორგანოა საბჭო, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. მასში შედიან ბუნდესტაგის, გერმანიის მთავრობისა და ბერლინის ფედერალური მიწის, ასევე წარსულის გააზრების სფეროს აქტიური წარმომადგენლები. გამგეობის თავმჯდომარეა მარკუს მეკელი, მისი მოადგილე - ჰარტმუტ კოშიკი (ბუნდესტაგის წევრი). საბჭოს დავალებით ფონდისსაქმიანობას უძღვება საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე გამგეობა რაინერ ეპელმანის თავმჯდომარეობით. ბიუროს დირექტორია დოქტორი ანა კამინსკი. ფონდს დახმარებას უწევს ცნობილი ადამიანებისგან შემდგარი დარგობრივი საბჭოები. ფონდი ექვემდებარება გერმანიის მთავრობის კულტურისა და მედიის ფედერალური სამმართველოს ზედამხედველობას.

გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდის სადამფუძნებლო კაპიტალი 77 მილიონ ევროს შეადგენს და ძირითადად მოდის გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის ყოფილი ქონებიდან. ფონდის ბიუჯეტი ივსება ქონების შემოსავლიდან და გერმანიის მთავრობის კულტურისა და მედიის ფედერალური სამმართველოს ყოველწლიური სუბსიდიიდან.

ბიძგის მიცემა და ხელშეწყობა, ინფორმირება და ქსელის შექმნა ფონდის საქმიანობის ლაიტმოტივია. ის მემორიალების, მუზეუმების, საისტორიო კავშირების, დამოუკიდებელი არქივების, გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის მსხვერპლთა გაერთიანებების, ფედერალური მიწებისა და კომუნების, მეცნიერების და პოლიტიკური განათლების, ასევე სასკოლო და არასასკოლო საგანმანათლებლო მუშაობის პარტნიორია და მათ პროექტებს შინაარსობრივად და, შეძლებისდაგვარად, ფინანსურად ეხმარება. გარდა ამისა, ფონდი ჰქმნის მრავალფეროვან საინფორმაციო მასალებსა და პუბლიკაციებს და თანამშრომლობისა და ქსელური მუშაობის პლატფორმას წარმოადგენს. საჯარო დისკუსიებით, ვორკშოპებითა და შეხვედრებით, თვითმხილველებთან საუბრებით, კოლოკვიუმებითა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებით ის ხელს უწყობს დებატებს და ამა თუ იმ საკითხზე დაფიქრებას, რომლებმაც ცოდნის გადაცემის, კომუნიკაციის და კონსულტაციების გზით ხელი უნდა შეუწყოს გააზრების პროცესებს. 1998 წლიდან ფონდმა 3000 სხვადასხვა პროექტს დაუჭირა მხარი ისტორიულ-პოლიტიკური განათლების, არქივებისა და დოკუმენტაციების,

გამოფენების, დოკუმენტური ფილმების, პუბლიკაციებისა და გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის მსხვერპლთა გაერთიანებების ინიციატივების სფეროში. 2001 წლიდან 100-მდე ახალგაზრდა მეცნიერი გახდა ფონდის სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარი.

ფონდს აქვს საგანგებო ბიბლიოთეკა და დოკუმენტების არქივი, რომელშიც თავმოყრილია წიგნები, დოკუმენტები და სხვა მასალები, მეტწილად ოპოზიციისა და დაპირისპირების თემაზე საბჭოთა რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ასევე პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების თემაზე. აქვე ფუნქციონირებს კარგად მოწყობილი საჯარო სამკითხველო დარბაზი. გარდა ამისა, ფონდის არქივების განყოფილება კონსულტაციებს უწევს, პირველ რიგში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოპოზიციის არქივებს.

მედიასთან ურთიერთობის განყოფილება ჟურნალისტებს აწვდის მრავალმხრივ ინფორმაციას, მაგალითად, „ისტორიული კალენდრის“ მეშვეობით, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოდის.

გერმანიის ყოფილი შიდა საზღვარი, ამჟამად აიხსფელდის სასაზღვრო მუზეუმი

დემონსტრაცია ლაიფციგის STASI-ს (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) ცენტრალურ ოფისთან, 1989 წელი

საბჭოთა ტანკი ლაიფციგის ქუჩებში, 1953 წლის 17 ივნისი

„კედლის კოდალები“ 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედლის სიმბოლური დანგრევის დროს

კომიტეტები და ხელმძღვანელობა

საქმიანობის სფეროები

დაფინანსება

გახსენება, როგორც მისია