დავით ჩომახიძე ვარსკვლავთკავშირის...

34
დავით ჩომახიძე ვარსკვლავთკავშირის ქრონიკა წიგნი პირველი კოსმოსელი მაწანწალა თავი 1 „სფინქსის სახე“ მოგესალმებით ბატონებო, მოგესალმები კაცობრიობავ, მოგესალმები მრავალმილიარდიანო ერო, ჩემი სალამი მხურვალეა და მრავლისმთქმელი, დიახ მრავლისმთქმელი, რამეთუ საუცხოო ამბები უნდა გიამბოთ, გაგაოცოთ არაჩვეულებრივი ისტორიებით, რომელთა მსგავსი სიზმრადაც არ მოგლანდებიათ. ალბათ გსმენიათ გამოჩენილი ვენერელი ფილოსოფოსის გასტონის საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: _ „ზოგჯერ არც საკუთარ ყურებს უნდა დაუჯერო და არც საკუთარ თვალებს“, მე მისი მოტრფიალე ვარ, ვაფასებ მის გონებრივ შესაძლებლობებს და მინდა გამოთქმას პატარა ციტატა დავუმატო: _ „გჯეროდეთ ჩემი ბატონებო, რამეთუ არმაზ გლორელი არასდროს ცრუობს“, ხომ შესანიშნავად ჟღერს? მგონი ჩემი ცოდვილი სულის სიღრმეშიც იმალება შორსმჭვრეტელი ფილოსოფოსი. მიხარია თქვენი სახით ასეთი უერთგულესი მსმენელი, რომ მყავს, მიხარია თქვენი კეთილშობილი სახეების დანახვა, თუმცა მომიტევეთ მეგობრებო მინდოდა მეთქვა მკითხველი-მეთქი, უკვე დავბერდი ერთ დროს დაუცხრომელი კოსმოსელი, მოხეტიალე მკვლევარი, ბევრის მნახველი ასტროარქეოლოგი და ვეღარც კი ვხდები რას ვლაპარაკობ, თქვენი კეთილშობილი სახეებიც მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემს მოკრძალებულ თავგადასავალს, მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები წაიკითხავენ. ღმერთო ჩემო რა უსასრულოდ მიხეტიალია კოსმოსში, რამდენი სამყარო მიხილავს ჩვენსას რომ არაფრით ჩამოჰგავს, რამდენი არამიწიერი ზეცისთვის შემივლია თვალი. ვერც კი წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა, როცა მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნდები, ხალხმრავალ ქალაქში, პაწაწინა კოტეჯში დასახლდები და გაიხსენებ ხიფათიანი თავგადასავლებითა თუ სასიყვარულო ისტორიებით გაჯერებულ წარსულს. ეეჰ ვერ შევეგუე წყნარ ცხოვრებას ბატონებო! როდესაც იმ შორეულ ამბებს ვიხსენებ, გული დამფრთხალი ჩიტივით მიფრთხიალებს და ძარღვებში სისხლი მიდუღს, დრომ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი, მე ახლა ჭაღარა, სახედანაოჭებული მოხუცი ვარ და არა ახოვანი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, ამიტომ მხოლოდ დანანებით ამოვიოხრავ, მწველი მზის სხივებით განათებულ ვერანდაზე, უზარმაზარ, ჭრაჭუნა სავარძელში მოვკალათდები და ქუჩაში უთავბოლოდ მოყიალე ხალხს ვუმზერ.

Transcript of დავით ჩომახიძე ვარსკვლავთკავშირის...

დავით ჩომახიძე

ვარსკვლავთკავშირის ქრონიკა

წიგნი პირველი

კოსმოსელი მაწანწალა

თავი 1

„სფინქსის სახე“

მოგესალმებით ბატონებო, მოგესალმები კაცობრიობავ, მოგესალმები

მრავალმილიარდიანო ერო, ჩემი სალამი მხურვალეა და მრავლისმთქმელი, დიახ

მრავლისმთქმელი, რამეთუ საუცხოო ამბები უნდა გიამბოთ, გაგაოცოთ არაჩვეულებრივი

ისტორიებით, რომელთა მსგავსი სიზმრადაც არ მოგლანდებიათ.

ალბათ გსმენიათ გამოჩენილი ვენერელი ფილოსოფოსის გასტონის საყოველთაოდ

ცნობილი გამოთქმა: _ „ზოგჯერ არც საკუთარ ყურებს უნდა დაუჯერო და არც საკუთარ

თვალებს“, მე მისი მოტრფიალე ვარ, ვაფასებ მის გონებრივ შესაძლებლობებს და მინდა

გამოთქმას პატარა ციტატა დავუმატო: _ „გჯეროდეთ ჩემი ბატონებო, რამეთუ არმაზ

გლორელი არასდროს ცრუობს“, ხომ შესანიშნავად ჟღერს? მგონი ჩემი ცოდვილი სულის

სიღრმეშიც იმალება შორსმჭვრეტელი ფილოსოფოსი.

მიხარია თქვენი სახით ასეთი უერთგულესი მსმენელი, რომ მყავს, მიხარია თქვენი

კეთილშობილი სახეების დანახვა, თუმცა მომიტევეთ მეგობრებო მინდოდა მეთქვა

მკითხველი-მეთქი, უკვე დავბერდი ერთ დროს დაუცხრომელი კოსმოსელი, მოხეტიალე

მკვლევარი, ბევრის მნახველი ასტროარქეოლოგი და ვეღარც კი ვხდები რას ვლაპარაკობ,

თქვენი კეთილშობილი სახეებიც მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, რადგან ვგრძნობ, რომ

ჩემს მოკრძალებულ თავგადასავალს, მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები წაიკითხავენ.

ო ღმერთო ჩემო რა უსასრულოდ მიხეტიალია კოსმოსში, რამდენი სამყარო მიხილავს

ჩვენსას რომ არაფრით ჩამოჰგავს, რამდენი არამიწიერი ზეცისთვის შემივლია თვალი.

ვერც კი წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა, როცა მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ

მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნდები, ხალხმრავალ ქალაქში, პაწაწინა კოტეჯში დასახლდები

და გაიხსენებ ხიფათიანი თავგადასავლებითა თუ სასიყვარულო ისტორიებით გაჯერებულ

წარსულს.

ეეჰ ვერ შევეგუე წყნარ ცხოვრებას ბატონებო!

როდესაც იმ შორეულ ამბებს ვიხსენებ, გული დამფრთხალი ჩიტივით მიფრთხიალებს

და ძარღვებში სისხლი მიდუღს, დრომ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი, მე ახლა ჭაღარა,

სახედანაოჭებული მოხუცი ვარ და არა ახოვანი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, ამიტომ მხოლოდ

დანანებით ამოვიოხრავ, მწველი მზის სხივებით განათებულ ვერანდაზე, უზარმაზარ,

ჭრაჭუნა სავარძელში მოვკალათდები და ქუჩაში უთავბოლოდ მოყიალე ხალხს ვუმზერ.

მაშინ მშვენიერი მეჩვენება ვენერა, ჩემი მშობლიური პლანეტა, მისი ხელოვნური

ატმოსფერო არომატული და გემრიელი ხდება, სოლეანიც, ეს პაწაწინა პროვინციული

ქალაქიც უშველებელი მგონია და თავი უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნია მთელ სამყაროში.

თუმცა სოლეანში, ამ ჭორის ბუდეში ჩემს თავგადასავლებს ბევრ გაუგონარ, არმომხდარ

ისტორიას უმატებენ, ზოგი არამცოდნე ცინიკოსი კი თავდაჯერებით გაიძახის, რომ არმაზ

გლორელი მოხეტიალე მკვლევარი კი არა ჩვეულებრივი კოსმოსელი მაწანწალა და მეკობრე

იყოო.

აღსანიშნავია, რომ მარტო სოლეანელები როდი გვიწოდებენ პატიოსან მოხეტიალე

მკვლევარებს _ კოსმოსელ მაწანწალებს, რადგან ჩვენი ცხოვრების უმეტესი წლები კოსმოსურ

სივრცეში ხეტიალში გადის. მეც და ჩემი მეგობრებიც ვაღიარებთ, რომ კოსმოსელი

მაწანწალები ვართ, მაგრამ ყოველთვის გვირჩევნია მოხეტიალე მკვლევარებად მიგვიღონ,

ვიდრე მაწანწალებად.

რაც შეეხება კოსმოსელ მეკობრეებს, აქ კატეგორიულად გთხოვთ ჭორებს არ დაუჯეროთ

ბატონებო, სად მე და სად კოსმოსელი მეკობრენი.

თუმცა, მოხეტიალე მკვლევარობიდან: _ მეკობრეობამდე ერთი ფეხის გადადგმაა

დარჩენილი, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი არასდროს აჰყოლია ცდუნებას.

შეიძლება ხუმრობენ თანაქალაქელები, ასეთმა ხუმრობამ უკვე თავი მომაბეზრა,

პირადად ვიცნობდი `შეშლილ ფოის~ მეკობრეს ფურუდის ვარსკვლავთსისტემიდან, ყოფილ

მოხეტიალე მკვლევარს, როდესაც მახსენდება თუ რა საზიზღრობებს სჩადიოდა, თავს

შეურაცყოფილად ვგრძნობ, რადგან მასთან მატოლებენ, ამიტომ ჩემი სულის სიღრმეში კვლავ

იღვიძებს მიძინებული ქართული პატივმოყვარეობა, ძირძველი წინაპრების გადმონაშთი და

მინდა დავიბრუნო ის წლები, მაგრამ წარსული მიუწვდომელია!

ერთადერთი უერთგულესი და უანგარო მსმენელი, რომელიც არაფერს ამატებს ჩემს

მონათხრობს, ჩემი პატარა, ბუნჩულა შვილიშვილი სესილიაა, როდესაც ამბის მოყოლას

დავიწყებ, ის დიდრონ, შავ თვალებს უფრო ფართოდ გაახელს და გულისყურით მისმენს.

უნდა ვაღიარო, რომ სესილია მხოლოდ ერთი წლისაა, მაგრამ ერთი ციდა ბავშვიც

გაიოცებს, როდესაც ჩემი მონათხრობიდან დაუჯერებელ ისტორიას გაიგონებს, ის

ვარდისფერ, პაწაწკინტელა ტუჩებზე თითებს ჩამოიკრავს და ჟღურტულა ხმით იძახის.

_ აღუ... აღუ... აღუ.

შემდეგ, ჩემსკენ ციდა ხელებს გამოიშვერს და ეჭვნარევი ტონით ამბობს.

_ ბაბუ.

მე კი ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, ამბის თხრობას თავს ვანებებ, სესილია ხელში ამყავს და

ვეფერები, მაშინ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი.

ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს, ქალაქში გავრცელებული ჭორებია. არ

მინდა პატარა სესილიამ საკუთარი ბაბუ მამაც მკვლევარად კი არა სისიხლისმსმელ მეკობრედ

წარმოიდგინოს, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თავგადასავალი წიგნად ავკინძო.

ნუ დამზრახავთ მეგობრებო, რადგან მჭერმეტყველობით ვერ დავიკვეხნი, არც კალამი

მიჭრის ზოგ-ზოგიერთებივით, მარტივად და უბრალოდ მოგითხრობთ ყოველივეს.

***

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო...

თუმცა, აჯობებს დროის დინებას არ გავუსწრო და თანმიმდევრობით მოვყვე, შევეცდები

თავბრუდამხვევ მოგზაურობაში გაგიტაცოთ... მაშ ასე.

მე ვენერაზე დავიბადე, ქალაქ სოლეანში, თუმცა მაშინ სოლეანი ქალაქი კი არა,

მოზრდილი სოფელი უფრო იყო, პაწაწინა თეთრი კოტეჯებით გაშენებული და

თვალუწვდენელი ნაკვეთებით დაფარული, რომელთაც სოლეანელები დაუზარლად

ამუშავებდნენ და ვენერას ნაყოფიერი ნიადაგიდან უხვ, ნოყიერ მოსავალს იღებდნენ.

სოლეანი ნელ-ნელა ფესვებს იდგამდა უცხო სამყაროში.

ღამის ორ საათზე მოვევლინე ქვეყნიერებას, ადგილობრივმა ექიმმა პირველი ტყეპა

მაგემა საჯდომზე, მეც პირველად ჩავისუნთქე ვენერას ხელოვნული, ჟანგბადით მდიდარი

ატმოსფერო და ავტირდი, რა თქმა უნდა ჩემი დაბადება დიდი ვერაფერი სიახლე იყო

კაცობრიობისათვის, უბრალოდ იმ ას ხუთ მილიარდიან (105 000 000 000) ერს, კიდევ ერთი

ადამიანი მიემატა.

მშობლები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ, მე ხომ მათი ერთადერთი ვაჟი ვიყავი,

ახლობლები და ნათესავები კი აღტაცებული გაიძახოდნენ... „ბედნიერ ვარსკვლავზე

დაიბადაო“... რადგან სწორედ იმ დღეს ვენერელები უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენის,

სატურნისა და დედამიწის შერწყმის მოწმენი გახდნენ.

მისი ხილვა მხოლოდ ოთხმოც წელში ერთხელ შეიძლება, ერთმანეთში შერწყმული

სატურნი და დედამიწა ვენერას ცაზე მოკაშკაშე მნათობად აენთება, რომელსაც ირგვლივ

ქარვისფერი შარავანდედი ერტყმის.

ადგილობრივები ამ ასტრონომიულ მოვლენას „ფერთაშერევას“ ეძახიან, ჩემს დაბადების

დღეს სოლეანის ქუჩები ხალხით იყო სავსე, ადგილობრივები ხმაურიანი კარნავალით

ეგებებოდნენ „ფერთაშერევის“ ღესასწაულს.

მამაჩემი ანტონ გლორელი სოლეანის საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა

დედამიწელ კოლონისტთა ბავშვებს, ზრდიდა მომავალ თაობას, ის ისტორიკოსი იყო, ფრიად

განათლებული ადამიანი, ორიგინალური შეხედულება გააჩნდა პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე,

მეცნიერებაზე და სახელიც ორიგინალური შემირჩია, ჩემი ძირძველი წინაპრების, რომლებიც

ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობნენ, წარმართული ღვთაების, მრისხანე მთვარის ღმერთის

მისტიკური სახელი დამანათლა.

ბედნიერი ვარსკვლავისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბავშვობამ მართლაც, რომ ბედნიერად

ჩაიარა, ანცი და მოუსვენარი ვიყავი.

ახლა მეცინება, როცა ვიხსენებ ჩემს ოინებს.

ერთხელ ჩვენს მებაღე დროიდს, რომელსაც ფოლადის კორპუსი ხორცისებრი

პლასტიკატის ფენით ჰქონდა დაფარული და სახედანაოჭებულ მოხუც ჩინელს ჰგავდა,

თვითნაკეთი შურდულით ფოტოელექტრული თვალი ჩავუმსხვრიე, რამაც მის რთულ,

ელექტრონულ ტვინში მოკლე ჩართვა გამოიწვია, რობოტი ჯერ აშიშინდა, აძაგძაგდა, შემდეგ

ოთხზე დაეშვა თავი რატომღაც ძაღლად წარმოიდგინა და მთელი სოლეანის გასაგონად ყეფას

მოჰყვა. მახსოვს როგორ განარისხა ამ ამბავმა მამა, მას ხომ ახალი შეძენილი ჰყავდა „მებაღე“.

მე კი შეშინებული ბუჩქებში დავიმალე და იქედან ვუმზერდი, როგორ ცდილობდა მამაჩემი

შეშლილი დროიდისთვის „გონება“ დაებრუნებინა.

მამა ყოველთვის მკაცრად მეპყრობოდა, თვლიდა რომ მშობლის მხრიდან სისუსტის

გამოჩენა ბავშვს აუზრდელებს, უტეხსა და უსწავლელს ხდის, ამიტომ ყოველთვის

მაიძულებდა მეკითხა, მესწავლა. მისი დიდი მადლიერი ვარ. მამაჩემის დამსახურება იყო

სოლეანის საშუალო სკოლა ფრიადზე რომ დავამთავრე.

დედა _ თამარ გლორელი მოსიყვარულე ადამიანი იყო, ყოველთვის მეალერსებოდა,

მეხვეოდა, მკოცნიდა. ღვთისნიერი ქალი გახლდათ, ქრისტეს მოშიში და მორწმუნე.

სიღარიბეში გაიზარდა, ვენერას პირველი კოლონიზატორების ოჯახში, ისეთ დროს, როცა

ფუფუნებისთვის არავის ეცალა, ამიტომ ცდილობდა, რაც მას ბავშვობაში დააკლდა, ჩემთვის

მოეცა. სურდა მხიარული ბავშვობა მქონოდა, თუმცა ზოგჯერ ისიც მამასავით ბრძნულ

დარიგებებს მაძლევდა. მისი ნატვრა იყო სასულიერო პირი გამოვსულიყავი, ჩამეცვა

მისიონერული ორდენის ლურჯი ჯვრებით მოხატული თეთრი ანაფორა და შორეული

სამყაროებისკენ გავფრენილიყავი, რათა არამიწიერი ბარბაროსები ქრისტეს რჯულზე

მომექცია.

მე კი, როგორც ყოველ თანამედროვე ახალგაზრდას, თავისებური შეხედულება გამაჩნდა

რელიგიის შესახებ. ვოცნებობდი შორეულ მოგზაურობებზე, არამიწიერ სამყაროებზე და

არაჰუმანოიდურ არსებებზე. ყველაზე მეტად კი წარსული მიტაცებდა, მიზეზი ალბათ გენები

იყო, რომელიც ისტორიის სიყვარულთან ერთად მემკვიდრეობით მამისგან მივიღე,

ვნატრობდი არქეოლოგი გამოვსულიყავი, ერთხელ მაინც საკუთარი თვალით შემეხედა

მარსის გიგანტურ პირამიდებისთვის, ამომექექა წითელი ქვიშით დაფარული ნიადაგი და

დიადი ცივილიზაციის ნარჩენები მეპოვნა.

მოგვიანებით, როდესაც ჭაბუკობის ხანაში შევედი, გონებაში აშკარად ჩამომიყალიბდა

ჩემი მოწოდება, ასროარქეოლოგია, არამიწიერი სამყაროების არქეოლოგიური ცოდნა.

პერსონალური პლანშეტური კომპიუტერის წყალობით, ათასჯერ მაინც შემიღწევია

ვარსკვლავთშორისო კავშირის გლობალურ ქსელში და ღმერთმა იცის რამდენჯერ

დამითვალიერებია „სფინქსის სახის“ სამგანზომილებიანი ფოტოსურათები, ვირტუალურად

მიმოგზაურია მის დახლართულ ლაბირინთებში.

შეპყრობილი ვიყავი მარსით, თავისუფალ დროსაც მის ისტორიას ვსწავლობდი.

ვიცოდი, რომ მარსის უძველესი ცივილიზაცია, რომელიც საკმაოდ გამოუცნობ

ვითარებაში გაქრა, მანამ არსებობდა სანამ დედამიწელები ბორბალს გამოიგონებდნენ.

მარსმა ბევრი თავსატეხი გაუჩინა ვარსკვლავთკავშირის ისტორიკოსებს, არქეოლოგებსა

და მარსოლოგებს. სწავლულთა უმეტესობა თვლიდა, რომ მარსელები გენიალური

ატლანტიდელების შთამომავალები იყვნენ, ან პირიქით ატლანტიდელები იყვნენ

მარსელების შთამომავალნი. ეს იდეა თითქმის ყოველივეს პასუხი იყო, მარსს ძალიან ბევრი

რამ ჰქონდა საერთო დედამიწასთან, მარსელთა სკულპტურული ძეგლები ძალიან წააგვდნენ

ეგვიპტურ პირამიდებს, აკლდამებზე ამოქარგული ნახატები განთქმულ ნასკას ნახატებს

მოგაგონებდნენ და ბოლოს „სფინქსის სახე“, რომელიც დედამიწას მარსიდან კუშტად

შემოსცქეროდა, ეგვიპტური სფინქსის ტყუპისცალი იყო.

მარსი, წითელ ქვიშაში სანახევროდ ჩაფლული არამიწიერი ნაქალაქარებით,

ამოუხსნელი საიდუმლო იყო კაცობრიობისთვის, სადაც გაურკვეველი მიზეზით

უგვზოუკვლოდ გაუჩინარებულმა ცივილიზაციამ, მხოლოდ რამდენიმე ქალაქის და

გრანდიოზული აკლდამების აგებაღა მოასწრო, რომლებიც ულმობლად გაანადგურა დრომ.

მარსელებმა, ადამიანებს გიგანტური არქეოლოგიური სკულპტურები დაუტოვეს.

კაცობრიობა მხოლოდ და მხოლოდ უშველებელი პირამიდებისა და „სფინქსის სახის“

მდუმარე სკულპტურის წყალობით ცდილობდა ძველმარსელთა ცივილიზაციაზე

წარმოდგენა შეექმნა, რადგან მათ სხვა ხელჩასაჭიდი სამხილი არ გააჩნდათ, თითქოსდა ისინი

წინდახედულმა მარსელებმა გაანადგურესო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მარსი ჯიუტად დუმდა.

სრულყოფილად ვიცნობდი ყოველ მარსულ სკულპტურას, ვიცოდი თუ რა ფასეულობას

ინახავდა ყოველი პირამიდა, ყოველი სამარხი. თუმცა ისინი მარსელთა მთავარ საიდუმლოს

ვერ ხსნიდნენ და ისევე დუმდნენ, როგორც მარსი.

ერთადერთი რაც ჩემს ყურადღებას იქცევდა „სფინქსის სახე“ იყო, ის თავისებური

თავსაბურავით და იდუმალი, მომნუსხველი მზერით, თანამედროვე კოსმოსელის

პროტოტიპი გახლდათ. სფიქსმა დაჟინებული მზერით კარგა ხანია რაც მომაჯადოვა, მეექვსე

გრძნობით ვგრძნობდი, რომ ამ გიგანტური ნაგებობის ქვეშ, აურაცხელი საიდუმლო

იმალებოდა.

მარსი ისტორიის პატარა ნაგლეჯი იყო. ადამიანებს ვერ მოესწროთ მისი

სრულყოფილად ათვისება, ამიტომ ჯერ ისევ შერჩენოდა ძველებური, თითქმის

პირველყოფილი იერი. ალბათ გაგიკვირდებათ ბატონებო, რატომ მაინცდამაინც მარსი?

დედამიწა ხომ ჩვენი ისტორიის აკვანია, იქ ისევ ამაყად დგას სფინქსი, ისევ ნუსხავს

ტურისტებს კოლიზიუმი, ისევ აჯადოვებს სტოუნჰენჯი ვისაც ისტორია უყვარს. მაგრამ არა

მეგობრებო, დედამიწამ დაკარგა ისტორიული იერი, ეს არქეოლოგიური ძეგლებიც, თავიანთი

წინამორბედების, მხოლოდ და მხოლოდ კარგად რესტავრირებული დუბლიკატები არიან.

მათ აშკარად შეცვლოდათ ფორმა და საუბედუროდ დაეკარგათ ის პეწი და ლაზათი, რითაც

ადრე გამოირჩეოდნენ.

მარსი კი სულ სხვა გახლდათ: _ ველური, თითქმის დაუმორჩილებელი პლანეტა,

გადაშენებული ცივილიზაციის ნაკვალევით, ნანგრევებად ქცეული ქალაქებით, უშველებელი

პირამიდებით და „სფინქსის სახით“.

ღამ-ღამობით ზოგჯერ თვალებს დავაჭყეტდი ხოლმე, რადგან წითელ კლდეში

გამოკვეთილი „სფინქსის სახე“ მესიზმრებოდა.

ეტყობა მართლაც მაგიური ძალა გააჩნდა „ფერთაშერევის“ ასტრონომიულ მოვლენას,

მართლაც ბედნიერ ვარსკვლავზე ვიყავი გაჩენილი, ამას ახლა ვხვდები, როცა ვიხსენებ თუ

როგორ ამისრულდა ოცნებები, უფრო მეტიც მე არმაზ გლორლმა მარსის იდუმალი

ცივილიზაციის საიდუმლო ამოვხსენი, მაგრამ ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ყველაფერს მამაჩემმა შეუწყო ხელი, მან შეამჩნია ჩემი გატაცება არქეოლოგიის მიმართ

და პლანშეტში სპეციალური სასწავლო პროგრამა ჩამიწერა, შემდეგ აბურძგნული ქოჩორი

უფრო ამიბურძგნა და ლაკონურად მომიგო.

_ ისწავლე შვილო.

მეც ხარბად დავეწაფე ახალ პროგრამებს, გადავეშვი ისტორიის, არქეოლოგიის,

ასტროარქეოლოგიის და ასტრობიოლოგიის მორევში. მამაჩემის მიერ შერჩეულ საგნებს

ოსტატურად ვახამებდი სასკოლო საგნებსაც და ტრაბახად არ ჩამომართვათ მეგობრებო

სოლეანის საშუალო სკოლაში საუკეთესო ვიყავი საუკეთესოთა შორის.

კლასგარეშედ მოვახერხე ახლახან შექმნილი მეცნიერების, ისტორიის დამხმარე საგნის

კოსმოისტორიის შესწავლაც, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ვარსკვლავთშორისო

კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც კაცობრიობისა და ათობით სხვა არამიწიერ

ცივილიზაციას შორის შექმნილი მყარი ალიანსი გახლდათ.

ალბათ ძალიან კარგად იცით ბატონებო, რომ ვარსკვლავთკავშირში შემავალი 150

დამოუკიდებელი ცივილიზაციიდან, მხოლოდ 39 იყო არამიწიერი წარმოშობის, დანარჩენი

ბებერი დედამიწის კოლონიებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მრავალწლიანი

მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად აითვისეს.

იმედია დამეთანხმებით, რომ ვარსკვლავთკავშირი ძნელად სამართავი ერთეულია, მისი

მაშტაბები ადამიანთა ჩარჩოებში არ ჯდება, აქედან გამომდინარე მის სამართავად მხოლოდ

ადამიანური მიდგომა არ იყო საკმარისი, მართალია კაცობრიობა ვარსკვლავთკავშირში

უმრავლესობას წარმოადგენდა, მაგრამ რაოდენობით ბევრს ვერაფერს გადაწყვეტ.

პირველ ხანებში მართვის სადავეები ხელში დედამიწელ პლიტიკოსებს ეჭირათ, მათმა

50 წლიანმა მმართველობამ ვარსკვლავთკავშირი ჩიხში შეიყვანა, რადგან მმართველობის ის

სისტემა, რომელიც დედამიწაზე გამართლებული იყო, ვარსკვლავთკავშირში არ მოქმედებდა,

მოუწესრიგებელი გახლდათ ერებს შორის კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების სისტემა,

თითქმის არ მუშაობდა ეკონომიკა. უშიშროება, თავდაცვა და ჯანდაცვა კი საერთოდ

მიივიწყეს, მმართველი ორგანოები ვერ აკონტროლებდნენ ვარსკვლავთკავშირში შემავალ

ცივილიზაციებს, ხშირ-ხშირად პერიფერიულ პლანეტებზე შეიარაღებული კომფლიქტებიც

იფეთქებდა ხოლმე, რასაც ბოლოს და ბოლოს სრული ქაოსი და კრიზისი მოჰყვა.

დედამიწელმა პოლიტოლოგებმა მას „ერთაშორისი კრიზისი“ დაარქვეს,

კოსმოისტორიის სახელმძღვანელოში ეს დრო ყველაზე ცუდ ეტაპადაა აღწერილი: ყველგან

განუკითხაობა სუფევდა, უკონტროლო პლანეტებზე კრიმინალი პიკს აღწევდა, გალაქტიკის

პერიფერიებში მდებარე კოლონიებში კი შიმშლი მძვინვარებდა, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ

კოსმოსელი მეკობრეები, რომლებმაც თავიანთი თარეშით ქაოსი შემატეს

ვარსკვლავთკავშირს, მაგრამ მთავარი პალოინური შავი ჭირი იყო, რომელიც პირველად ერთ-

ერთ პაწაწინა კოლონიაში გაჩნდა, საიდანაც უკონტროლოდ მიგრირებული მოსახლეობის

წყალობით სხვა პლანეტებზე გავრცელდა და მილიონობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.

სწორედ მაშინ მიხვდნენ დედამწელი პოლიტიკოსები, რომ ვარსკვლავთკავშირში

მშვიდობის შესანარჩუნებლად მმართველობის განსხვავებული ხერხისთვის მიემართათ,

ამისთვის კი კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ცოდნასთან ერთად არამიწიერი

ცივილიზაციების გამოცდილებაც უნდა გამოეყენებინათ.

შეიქმნა ვარსკვლავთშორისო სენატი, რომელიც ორ: _ ზედა და ქვედა პალატად დაიყო.

ზედა პალატაში დედამიწისა და 39 არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი

გაწევრიანდა, მათ „ორმოცთა ალიანსს“ ეძახდნენ, ქვედა პალატა უფრო მრავალრიცხოვანი

გახლდათ, მის შემადგენლობაში ათვისებული პლანეტებიდან წარმოგზავნილი ორ-ორი

სენატორი შედიოდა, რომლებიც „ორმოცთა ალიანსს“ თავიანთი სამყაროს პრობლემებსა და

მიღწევებს აცნობდა, მოსახლეობის ინტერესებს ატარებდა.

ვარსკვლავთკავშირში რეალურად რესპუბლიკური მმართველობა ჩამოყალიბდა,

„ორმოცთა ალიანსი“ ქვედა პალატის ინტერესების გათვალისწინებით, უკვე რამდენიმე

საუკუნეა ექსესების გარეშე მართავს გალაქტიკას.

აღნიშნულმა სისტემამ გაამართლა, მშვიდობიანობამ დაისადგურა, თუმცა სანამ „ოქროს

ხანა“ დადგებოდა, ვარსკვლავთკავშირმა გრძელი, პოლიტიკური ქარ-ცეცხლით გაჯერებული

გზა განვლო, ჯერ მძლავრი კოსმოსური არმია შექმნეს, რომლის დახმარებით უპატრონოდ

მიტოვებულ პლანეტებზე, კრიმინალი და განუკითხაობა ამოძირკვეს, მერე კი

ვარსკვლავთშორისო ტაქტიკური ომი დაიწყო, რომელმაც კინაღამ ქვის ხანაში დააბრუნა

ყოველი პლანეტა.

ომის შემდგომი სტრესიდან გამოსვლას რამდენიმე წელი შეელია, „ორმოცთა ალიანსს“

უფრო აქტიური მუშაობა დასჭირდა, რათა ვარსკვლავთკავშირი ცხოვრების ძველ გეზს

დადგომოდა.

დედამიწელი პოლიტიკოსების ინიციატივით სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული

ქვეგანაყოფი ჩამოყალიბდა, რომელთა მისია ვარსკვლავთშორისო კავშირის სრული

კონტროლი იყო, რათა რომელიმე პლანეტაზე განვითარებული კონფლიქტი კოსმოსურ

მასშტაბებში არ გადაზრდილიყო, ისინი დღემდე ადევნებენ თვალს დასახლებულ

პლანეტებზე მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს.

„ორმოცთა ალიანსი“ არამიწიერი ცივილიზაციების ცოდნის გამოყენებით

წარმატებულად მართავს ვარსკვლავთკავშირს, ეკონომიკა არნიაკთა დახმარებით ააყვავეს,

რადგან მათი პრინციპი მარტივი და მისაღები იყო, თანაც მინიმალური დანახარჯიდან,

მაქსიმალური მოგება მოჰქონდა, ვარსკვლავთშორისო ვალუტა: _ ე. წ. ვავილი არსელებიდან

გადმოიღეს, რადგან ვალუტის მათებური ელექტრონული ფორმა ყველასთვის

მოსახერხებელი გახლდათ, თვით ვარსკვლავთშორისო საინფორმაციო გლობალური ქსელიც,

რომელიც დედამიწური „ინტერნეტის“ შთამომავალია, რიელი კიბერნეტიკოსების

დახმარებით დახვეწეს, არმიაში კი დღემდე აქტიურად იყენებენ არამიწიერ ტექნოლოგიებს.

მაშ ასე ბატონებო, კოსმოისტორია საფუძვლიანად შევისწავლე, ვარსკვლავთკავშირში

შემავალ ყველა დამოუკიდებელ ჰუმანოიდურ და არაჰუმანოიდურ ცივილიზაციაზე მქონდა

წარმოდგენა, დედამიწელთა კოლონირებული პლანეტების უახლესი ისტორიული

მოვლენებიც მოყვარულის დონეზე ვიცოდი და ბავშვობა თავბრუდამხვევი სისწრაფით

გარბოდა.

როდესაც სოლეანის საშუალო სკოლის ბოლო მეთოთხმეტე კლასი დავამთავრე, სწორედ

მაშინ შემისრულდა თვრამეტი წელი. მიხაროდა, უკვე სრულწლოვანი მამაკაცი ვარ თქო

ვფიქრობდი და პირთამდე გაწყობილ მაგიდასთან მოუთმენლად ვცქმუტავდი. დედამ

გადაწყვიტა ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახური ვახშამი მოეწყო და მშობლებთან

ერთად მივირთმევდი მის გამომცხვარ უგემრიელეს ღვეზელს.

და სწორედ მაშინ, როდესაც ღვეზელს მადიანად ჩავკბიჩე და ლუკმით პირგამოტენილმა

ენერგიულად ავამუშავე ყბა. მამამ ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა, ხელები მაგიდაზე

ჩამოაწყო და სერიოზულად მკითხა.

_ შვილო არმაზ დღეიდან თავისუფალი ადამიანი ხარ. დღეიდან თავად აგებ ყოველ

მოქმედებაზე პასუხს. მართალია საშუალო სკოლა ფრიადზე დაამთავრე, მაგრამ დღევანელ

დროში საშუალო განათლების მქონე ადამინი ცოდოა. სწავლა უნდა გააგრძელო შვილო.

იმედია შენს ბავშვურ ფანტაზიებს არ აჰყვები და კოსმოსელი მაწანწალასავით არ დაიწყებ

აქეთ-იქეთ ყიალს.

ძლივს გადავყლაპე ღვეზელის ნახევრად დაუღეჭავი ლუკმა და მამას თავის დაკვრით

დავეთანხმე.

_ რა თქმა უნდა მამა.

_ ძალიან კარგი შვილო არმაზ, ახლა კი მითხარი რას აპირებ მომავალში?

სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მქონდა რა მეპასუხა, მაგრამ თავს ვსძლიე და

რატომღაც ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ვუთხარი.

_ ალბათ ასტროარქეოლოგიურ აკადემიაში ჩავაბარებ.

_ ჰმ, _ მამამ ყბა დინჯად მოიფხანა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.

_ ანტონ ძვირფასო, რა საჭიროა ასეთი ფორმალობა? _ დედა, მამას მიუახლოვდა, _

ბავშმა ჯერ დაისვენოს, სამყარო ნახოს, გაარკვიოს თავისი როლი და მერე აირჩიოს მოწოდება.

_ ბავშვი დროზე უნდა გაერკვეს თავის აზრებში, თორემ შემდეგ გვიანი იქნება, _ მამა

მაგიდაზე გადმოიხარა, _ სწორი არჩევანი გაგიკეთებია შვილო, _ ის თვალებში მომაჩერდა, _

მაგრამ დედაშენიც მართალია, ჯერ უნდა დაისვენო, გაერთო... ამიტომ, _ მამა ფეხზე წამოდგა,

ჯიბიდან პლასტმასის თხელი ფირფიტა ამოაძვრინა, _ დღეს შენი დაბადების დღეა შვილო,

ამიტომ პატარა სიურპრიზი მოგიმზადეთ, _ მამამ და დედამ ერთმანთს შეჰღიმეს, შემდეგ კი

მამამ განაგრძო, _ არმაზ შვილო, შენ დღეიდან, ტურისტული სააგენტოს „მარს ინვესტის“

კლიენტი ხარ, ხვალ მარსზე მიფრინავ, როგორც ტურისტი.

გახარებული წამოვხტი ფეხზე, მამას და დედას მოვეხვიე და სიხარულიდან ჭკუიდან

გადასულმა დავიღრიალე.

_ მიყვარხართ, მიყვარხართ, ძალიან მიყვარხართ.

სწორედ იმ დღიდან დაიწყო ხორცშესხმა ჩემმა აჩრდილისებურმა ოცნებამ, მომეცა

საშუალება ჩამეხედა „სფინქსის სახის“ ჩაშავებულ თვალებში და მარსის გამქრალი

ცივილიზაციის ნანგრევებზე გამეარა.

***

კოსმოდრომში აუარება ხალხი ფუსფუსებდა, გაუთავებლად ლაპარაკობდნენ,

ერთმანეთში ირეოდნენ, სასურველი რეისის მოლოდინში უთავბოლოდ დაყიალებდნენ აქეთ-

იქეთ, ზოგჯერ ერთად თავშეყრილ ახალგაზრდებს პაწაწინა ავტომატური

ელექტრომობილები გაფანტავდნენ, რომლებიც უკნიდან მიბმული ციცქნა ვაგონეტებით

ბარგს მიახრიგინებდნენ.

მამა ნელა და დინჯად მარიგებდა, ერთი სული მქონდა როდის დაამთავრებდა გრძელ

ტირადას, ამიტომ სპორტულ ზურგჩანთას წამდაუწუმ ნერვულად შევიგდებდი ხოლმე ბეჭზე

თან თვალს ქურდულად ვაპარებდი ასაფრენ მოედანზე ფრთაგაშლილი წეროსავით

დასვენებულ ვერცხლისფერ ვარსკვლავმფრენისკენ.

ბოლოს მამამ ხელი მეგობრულად ჩამომართვა და გამიღიმა, დედა კი ერთიორად

ალერსიანი ყელზე მომეხვია, შემდეგ ჯიბეში ბიბლიის პაწაწკინტელა, ძველებური

ეგზემპლარი ჩამიჩურთა და ნაზი ამბორით დამემშვიდობა.

მხიარულად დავშორდი მშობლებს, ვჩქარობდი რათა ბოლოს და ბოლოს საკუთარი

თვალით მეხილა ესოდენ ნანატრი სამყარო და გაბედულად შევაბიჯე ვარსკვლავმფრენის

ფართედ გამოღებულ ლიუკში.

ეს იყო ჩემი პირველი კოსმოსური მოგზაურობა რომელიც მე... არმაზ გლორელს...

კარგად დამამახსოვრდა, თუმცა შეუდარებელი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, უფრო მეტს

ველოდი, მეგონა ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც სათავგადასავლო რომანებშია

აღწერილი, მაგრამ ბატონებო ვაღიარებ, რომ ჩემი პირველი კოსმოსური მოგზაურობა მდორე

და უღიმღამო იყო.

ფრენამ ზუსტად ორი დღე გასტანა, ცხოვრება ვარსკვლავმფრენზე ნელა

მიიზლაზნებოდა, მგზავრები უფრო მეტად კაიუტებში იყვნენ გამოკეტილი, ერთმანეთს

მხოლოდ უშველებელ რესტორანში თუ შეხვდებოდნენ.

მეც წამიყოლია ვარსკვლავმფრენის მდორე ცხოვრების დინებამ, მეც გადმომედო

მგზავრების მელანქოლია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით კაიუტაში არ ჩავკეტილვარ, სულ

სხვა ხერხი ავირჩიე დროის მოსაკლავად.

ხომალდს ქვედა იარუსზე მრავალშრიანი გრაფენით1 შემინული დარბაზი ჰქონდა

მოწყობილი, რომელსაც მგზავრები „სათვალთვალო ბაქანს“ ეძახდნენ, აქედან კოსმოსის

ულამაზესი ხედი იშლებოდა.

„სათვალთვალო ბაქნის“ ჭერიც და იატაკიც გრაფენის გახლდათ, რაც კოსმოსის ჭვრეტას

უფრო აადვილებდა, მგზავრებს კოსმოსის სილამაზით ტკბობა სავარძლებზე

მოკალათებულებსაც შეეძლოთ, რომელსაც დარბაზის ნახევარი ეკავა.

მეც „სათვალთვალო ბაქნის“ ხშირი სტუმარი ვიყავი, ვიდექი და ვარსკვლავებით

მოჭედილ კოსმოსს ვათვალიერებდი, მაგრამ მიუხედავად ყოველი ჩემი ძალისხმევისა მაინც

მოვიწყინე, ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდი მარსს.

ფრენის დასაწყისში მარსი კოსმოსის სიღრმეში მოკაშკაშე ვარსკვლავად მოჩანდა, ორი

დღის შემდეგ კი უშველებელ წითელ სფეროდ გადაიქცა, რომელმაც სულ მთლად დაიკავა

„სათვალთვალო ბაქნის“ მიღმა სივრცე.

აღფრთოვანებული მივჩერებოდი ამ ფანტასტიურ სურათს და ვერ ვარჩევდი, როგორ

ივსებოდა „სათვალთვალო ბაქანი“ ხალხით, მგზავრები რატომღაც ჩურჩულით

ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თითქოსდა არ სურდათ ის საზეიმო სიჩუმე დაერღვიათ, რაც

„სათვალთვალო ბაქანზე“ გამეფებულიყო.

სამგზავრო ხომალდი ნელ-ნელა უახლოვდებოდა მარსს, წითელი ცდომილის

არამიწიერი უდაბნოებით დაფარული ზედაპირი მკვეთრად იძენდა მისთვის დასაბამიდან

ბოძებულ ფორმას.

1 გრაფენი (ინგ. graphene) — ნახშირბადის ორგანზომილებიანი ალოტროპიული მოდიფიკაცია, რომელიც წარმოიქმნება

ერთი ატომის სისქის ფენით, ჰექსაგონალური ორგანზომილებიანი კრისტალური მესერით. ის ჩვენთვის ცნობილ მასალათა

შორის ყველაზე თხელი, მტკიცე, ელასტიური და გამჭვირვალეა.

მოულოდნელად, ბაქანი ყოველი მხრიდან შემოღწეულმა შიშინმა აავსო, რომელშიც

არასასიამოვნო ტკაცანთან ერთად მკვეთრად გაისმა ავტოკომენტატორის სასიამოვნო ხმა.

_ გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები... ვიწყებთ დაშვებას...

ვომეორებ... გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

„სათვალთვალო ბაქანზე“ ხალხი აჩოჩქოლდა, ზოგი სავარძლებზე მოკალათდა და თავი

ფართე სამაგრებით დაიმაგრა, ზოგი იქვე საგულდაგულოდ მოწყობილ ელასტიკურ თასმებს

მოეჭიდა.

ხომალდი შეზანზარდა, რბილად გადაეშვა პლანეტისკენ.

თასმებს მოვეჭიდე და გრაფენის გამჭვირვალე კედელს სახით ავეკარი. ჩემს თვალწინ

პლანეტის მანათობელი ბურთი მომნუსხველად იზრდებოდა.

_ პლანეტშორისო მშვენებით ტკბებით? _ პირდაპირ ყურთან ჩამესმა ვიღაცის ხმა.

მივტრიალდი, ჩემს გვერდით სუსტი, მაღალი, ქერა თმიანი მამაკაცი იდგა, თეთრ

შარვალ-ხალათში გამოწყობილი, უთმო, ნაზი სახე ღიმილით გაბადროდა და წვრილი,

ცსფერი თვალებით კეთილად მომჩერებოდა. იყო მის გამოხედვაში რაღაც არამიწიერი,

უცნაური გრძნობა დამეუფლა და უეცრად შევამჩნიე რომ უცნობის ცისფერ თვალებში

გაურკვეველი ფერები გაკრთა, ის ჯერ გამუქდა, გაშავდა უვარსკვლავო კოსმოსს დაემსგავსა,

შემდეგ კი პირვანდელი ელ-ფერი მიიღო.

_ როგორც გატყობთ ძალიან გიზიდავთ მარსი ჭაბუკო, _ თავაზიანად მომმართა

უცნობმა.

_ მართალი ხართ, _ თავის დაკვრით დავეთანხმე, _ „ვენერელი არ უნდა იყოს“ _

გამიელვა გონებაში, _ „არც დედამიწელი“ _ ფიქრებით დავამატე.

მაშინაც რამდენიმე ათეული წლის წინათ შესანიშნავად ვიცნობდი სხვადასხვა რასის

წარმომადგენლებს, ეს კაცი კი არავის წააგავდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და უფრო

გულდასმით დავაკვირდი უცნობს.

_ მთელი ფრენის მანძილზე გაკვირდებოდით, თავიდანვე შეგატყვეთ რომ მარსი

გხიბლავთ, _ უცნობს სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, სულ ერთი ტონით საუბრობდა,

წყნარად, _ უტაქტობად არ ჩამომართვათ, მაგრამ, _ მან მხრები აიჩეჩა, _ ისეთი თვალებით

უმზერთ პლანეტას, თითქოს საკუთარ დედას უცქერდეთ, როდესაც თქვენს გვერდით

ვდგავარ ჩემი ჭაბუკობის ხანა მახსენდება, მეც ხომ თქვენსავით ვიყავი შეყვარებული მარსზე.

მის თვალებში ისევ გაკრთა უცნაური ელ-ფერი.

_ მართლა? _ გავიკვირვე, მაგრამ მეტი არაფერი მითქვამს, რა თქმა უნდა მთელს

ვარსკვლავთკავშირში ჩემსავით მარსზე შეყვარებული ადამიანი მილიონობითაა.

ვამჯობინე გავჩუმებულიყავი, უფრო სწორად ჩემი გაჩუმების მიზეზი „სათვალთვალო

ბაქნის“ წინ გადაშლილი სურათი იყო, ხომალდი პლანეტის ღამეული ნახევარსფეროდან

გამოიჭრა, მისი გიგანტური ჩრდილი ნაცრისფერი ღამურასავით გაკრთდა მეწამულ

ღრუბლებზე, ვარსკვლავმფრენი შხუილით დაეშვა კლდოვანი ნიადაგისკენ.

_ ხედავთ ჭაბუკო ქვემოთ „სფინქსის სახე“ ჩანს, _ მოულოდნელად თავი შემახსენა ჩემმა

უცნობმა თანამესაუბრემ, ის თითქოსდა ჩემს აზრებს კთხულობდა.

უფრო დაკვრვებით შევათვალიერე მოახლოვებული პლანეტის ზედაპირი და

დანახულისგან გახარებულს კინაღამ სიხარულის ყიჟინა აღმომხდა.

მარსიდან ჩამქრალი თვალებით მიმზერდა „სფინქსის სახე“, ათასჯერ მაინც

დამითვალიერებია ვირტუალურად მარსელების ეს უძველესი ქმნილება, მაგრამ სად

საკუთარი თვალით დანახული და სად მოჩვენებითი, რომელსაც ადამიანის წარმოსახვაც

აზვიადებს. ის ამჯერად უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა, რასაც ხელს მარსის უღრუბლო

ცა უწყობდა, მის შემხედვარეს ისევ ჩაფხუტით შემკული თავი მომეჩვენა, წარმოვიდგინე რომ

თანამედროვე კოსმოსელის სახე მიმზერდა. თუმცა „სფინქსის სახეს“ ორიგინალური

თავსამკაული, ფართე, ბრტყელი ცხვირი და თხელი მოკუმული ტუჩები მკაცრ, მიუკარებელ

იერს აძლევდა.

_ მშვენიერია არა ჭაბუკო, _ მშვიდი ხმით წარმოსთქვა უცნობმა, _ კაცობრიობა ვერც

წარმოიდგენს თუ როგორი გრანდიოზული სკულპტურის შექმნა შეუძლია მოაზროვნე გონს,

„სფინქსის სახე“ მარსელთა ერთ-ერთი შედევრთაგანია, მე როგორც მარსოლოგი ამას

თავგამოდებით ვამტკიცებ. აღსანიშნავია, რომ „სფინქსის სახე“ მარსელებმა 5300 წლის წინ

ააშენეს, ესე იგი მანამ სანამ დედამიწელები პირამიდების აგებას დაიწყებდნენ, ის ზუსტად

ორი კილომეტრის სივრცეს მოიცავს, სიმაღლე კი 2800 მეტრია, ამიტომ მასთან შედარებით

დედამიწელთა უდიდესი ხეოფსის პირამიდა ერთი ციცქნა მოგეჩვენებათ.

უტყვად, მხრების აჩეჩვით გამოვეპასუხე უცნობს, მისმა პროფესამ ძალიან

დამაინტერესა. მარსოლოგი იყო, ცოტა არ იყოს შურით მივაჩერდი, ერთ წამს კვლავ მომხვდა

თვალში მისი უცნაური, არამიწიერი იერი, ძლივს მოვწყვიტე მზერა მის მოვლილ სახეს და

გამჭვირვალე იატაკიდან, ქვემოთ კლდეში გამოკვეთილ „სფინქსის სახეს“ ჩავხედე.

_ ალბათ იცით ჭაბუკო, რომ „სფნქსის სახე“ მეცნიერთა აზრით მავზოლეუმიცაა, _

უცნობს ამჯერად ხელში პაწაწინა ჭოგრიტი მოემარჯვებინა და გულდასმით სწავლობდა

სფინქსს, _ კედლებზე უშველებელი იეროგლიფებია გამოსახული, რომლებიც დიდი

სიმაღლიდანაც გარკვევით ჩანს, წარწერების უდიდესი ნაწილი კარგა ხანია რაც გაშიფრულია

დედამიწელი მეცნიერების მიერ და იცით რას წერენ მარსელები ჭაბუკო? _ უცნობი წუთით

დადუმდა, შემდეგ კი იდუმალი ხმით წარმოსთქვა, _ „ქსოანტესი მთავარსარდალი ორმაგი

მზისა, შემოგყურებთ თქვენ“, „სფინქსის სახე“ არქეოლოგების აზრით მარსელთა

მთავარსარდლის ქსოანტესის სამარხია.

უცნობი მართალს ამბობდა, თუმცა ყოველივე ეს ღმერთმა იცის რამდენჯერ მქონდა

მოსმენილი და წაკითხული, ამიტომ ნერვულად მივტრიალდი მისკენ და ცოტა არ იყოს

უხეშად ვუთხარი.

_ საუბედუროდ ტყუილად ირჯებით ბატონო, მე ეს ყოველივე ძალიან კარგად ვიცი.

უცნობმა ხმადაბლა ჩაიცინა, თვალებიდან ჭოგრიტი მოიშორა და ალერსიანი ხმით

მომიგო.

_ ალბათ ისიც გეცოდინება ჭაბუკო „სფინქსის სახე“ იდუმალი სკულპტურა რომაა, მის

ლაბირინთებში ქსოანტესის ან ვინმე სხვა მარსელის საფლავი არ არის აღმოჩენილი, ამიტომ

მისი აგების მიზანი მარსოლოგებისთვის გაუგებარია.

_ რა თქმა უნდა ის ხომ მარსის ერთ-ერთი უმთავრესი გამოცანაა, _ გამომწვევად

გამოვეპასუხე და გამჭვირვალე იატაკიდან მარსს მივაშტერდი. „სფინქსის სახე“ ერთიორად

დაახლოებულიყო, მის წითელ ზედაპირზე მკვეთრად მოჩანდა დაკლაკნილი, ჩაშავებული

ღარები, რომელიც ზემოდან წლოვანებიდან გაჩენილ ნაოჭებს წააგავდა... სფინქსი თითქოსდა

დაბერებულიყო.

_ თქვენ მართალი ხართ ჭაბუკო „სფინქსის სახე“ ამოუცნობია კაცობრიობისთვის, თუმცა

არქეოლოგები მისი შექმნის შესახებ ათასგვარ ფანტასტიურ ვერსიებს აგებენ.

უცნობს სიტყვა „სათვალთვალო ბაქანზე“ ექოდ წარმოქმნილმა ავტოკომენტატორის ხმამ

შეაწყვეტინა.

_ გთხოვთ დაცვათ პირადი უსაფრთხოების წესები, ხომალდი კოსმოდრომზე ეშვება,

თქვენ სარგებლობდით სატრანსპორტო კომპანია „გალაქტიკ ექსპრესის“ მომსახურებით.

უცნობს ზრდილობიანად დავემშვიდობე, გამჭვირვალე კედელს მოვშორდი და

უშველებელ, ბუმბულა სავარძელში მოვკალათდი, მკერდზე სამაგრი ღვედი გადავიჭირე და

ქვემოთ ჩავიხედე.

ხომალდმა შხუილით გადაუფრინა „სფინქსის სახეს“, მის ირგვლივ უშველებელი წრე

დაარტყა და ნელ-ნელა იწყო დაშვება.

„სფინქსის სახის“ ირგვლივ კოხტა, თანამედროვე ქალაქი იყო გაშენებული,

ჩვეულებრივი ადამიანური და არა მარსული ქალაქი, სფინქსიტი ასე ეძახდნენ ქალაქს, ის

ერთ-ერთი მრავალმილიონიანი ქალაქი იყო მარსზე.

ხომალდი რბილად დაეშვა კოსმოდრომში, წითელი მტვრით დაფარული სასტარტო

მოედანზე მტვრის ბუღი დააყენა და მასიური ამორტიზატორებით უხეშად შეეხო უცხო მიწას.

***

ტურისტული სააგენტოს დაქირავებულმა აგენტმა, ვენერელი ტურისტები იმ დღესვე

მოგვაწყო სატუმროში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვენერელთათვის იყო განკუთვნილი.

სასტუმროში ხელოვნურად ვენერას შესაბამისი კლიმატი გახლდათ შექმნილი. მე

ლამაზი, პატარა ოთახი მერგო, სადაც ტკბილი, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, ოთახის

კედლები ადგილობრივი თეთრი ყვავილებით მოერთოთ, მრგვალ, პრიალა მაგიდაზე კი

პლასტმასის გამჭვირვალე ნიღაბი იდო. ამ ნიღბის შესახებ მამა წამოსვლის წინ მთელი საათი

მესაუბრებოდა.

მარსს ირგვლივ ხელოვნური ატმოსფერო ერტყა, რომელიც ძალიან თხელი,

გაიშვიათებული, ჟანგბადით ღარიბი იყო, რადგან ჯერჯერობით განვითარების პროცესში

გახლდათ, ამიტომ მისით სუნთქვა უცხოპლანეტელი ტუისტებისთვის რეკომენდირებული

არ იყო, მხოლოდ მარსელმა კოლონისტებმა მოახერხეს ადგილობრივ ატმოსფეროსთან

ადაპტირება, სხვა სამყაროებიდან მოსული სტუმრები კი განსაკუთრებული ფილტრის

საშუალებით ახერხებდნენ სუნთქვას, რომელიც ადგილობრივ ატმოსფეროს ჟანგბადით

ამდიდრებდა და უცხო მინარევებისგან ასუფთავებდა.

მაგიდაზე დადებულ ნიღაბს ხელი დავავლე და სასტუმროდან გავედი, რათა ქალაქი

დამეთვალიერებინა. პირველად ვცადე ფილტრის გარეშე მესუნთქა, მაგრამ მარსის

გაიშვიათებული ატმოსფერო და მშრალი, ქვიშიანი ქარები, ვენერას კრისტალურ

ატმოსფეროს შეგუებულ ფილტვებს საკმაო ზიანს აყენებდნენ, სუნთქვა მიჭირდა და მხოლოდ

იმას მივაღწიე, რომ კინაღამ გული წამივიდა ერთ-ერთ სუპერმარკეტთან.

მართალია კლიმატოლოგები ვარაუდობდნენ, რომ მარსის ატმოსფერო ათიოდე წელში

ყველა ადამიანისთვის ვარგისი გახდებოდა, თუმცა ამჟამად ის არაფრად ვარგოდა, ამიტომ

უაზრო ექსპერმენტის ჩატარებას შევეშვი, ცხვირ-პირზე ნიღაბი ავიფარე და ქალაქის ფართე

ქუჩებში გავუტიე.

ლამაზი ქალაქი იყო სფინქსიტი, საერთოდ არ წააგავდა ჩემს მშობლიურ სოლეანს.

პრიალა, სარკისებრი ცათამბჯენების გაუთავებელი რიგები თავ-ბრუს მახვევდნენ,

გოლიათებივით შემოსჯარვოდნენ ქალაქს, მეც ვუმზერდი მათ და თავი ზრაპრულ სამყაროში

გადასახლებული მეგონა.

უთავბოლოდ ვხეტიალობდი ქალაქის ცენტრალურ რაიონში, ღირშესანიშნაობებს

ვათვალიერებდი და თქვენ წარმოიდგინეთ სულ გადამავიწყდა „სფინქსის სახე“ და

გადაშენებული ცივილიზაციის ნაკვალევი. დღის ბოლოს მხოლოდ იმით ვინუგეშე თავი, რომ

გასტონის ერთ-ერთი გამოთქმა გავიხსენე... „არასოდეს არ არის გვიან“... ამბობდა უჭკვიანესი

ფილოსოფოსი.

უკვე საღამოვდებოდა, შედარებით დაპატარავებული, კაკლისოდენა მზე ჰორიზონტს

მიღმა იმალებოდა, ქალაქში ხეტიალს თავი ვანებე და სასტუმროსკენ გავეშურე, გადავწყვიტე

დილით პირველსავე ტურისტულ ჯგუფში ჩავწერილიყავი და მეხილა ესოდენ ნანატრი

„სფინქსის სახე“.

***

დილა ქარიანი იყო, პატარა ქარიშხალი, რომელიც თითქმის ყოველთვის

დამახასიათებელია მარსის მიზეზიანი მეტეოროლოგიური პირობებისთვის, სტვენით

დაჰქროდა სფინქსიტის ფართე ქუჩებში და წითელი ქვიშის ღრუბლებს აყენებდა.

დილაადრიან ფეხზე ვიდექი, „სფინქსის სახისკენ“ მიმავალ პირველსავე ტურისტულ

ჯგუფში ჩავეწერე, ბეჭზე სპორტული ზურგჩანთა მოვიგდე და კომფორტულ,

ტურისტებისთვის განკუთვნილ ყველგანმავალში მოვკალათდი. ალბათ არ დამიჯერებთ

მეგობრებო ბებერ კოსმოსელს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გული სიხარულისა თუ

მოულოდნელობისგან ძალუმად მიძგერდა, ამიტომ როდესაც ყველგანმავალი ზუზუნით

შეუყვა გზატკეცილს, პირდაპირ სალონში კინაღამ დავლურის ცეკვით ჩამოვიარე.

თხუთმეტწუთიანი მგზავრობის შემდეგ, წითელ უდაბნოში გავედით, რომლის

უსწორმასწორო დიუნებს მიღმა ძველმარსელთა ნაქალაქარების რუხი ნანგრევები მოჩანდა,

რომელთა სიღრმეში ალაგ-ალაგ ამოშვერილიყო ათიოდე პირამიდის ბუნდოვანი სილუეტი,

მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ამ უცნაურ სურათს იდუმალებას მატებდა „სფინქსის სახის“

კლდისმაგვარი სკულპტურა გახლდათ, ის ამაყად გადმოჰყუდებოდა ზემოდან უშველებელ

პირამიდებსა და მარსელთა ნაქალაქარებს.

გიდი ენაწყლიანი შეგვხვდა, ყოველ ტურისტს დაწვრილებით უხსნიდა უმნიშვნელო

წვრლმანსაც, პატარა ზემოთ აპრეხილ ცხვირს სააცილოდ აიშვერდა და წვრილი, ქალური

ხმით მოჰყვებოდა ტიკ-ტიკს, ახლაც ვიღაცის შეკითხვაზე თუ სად ვიმყოფებოდით, ჯერ

გრძელი, სველი ენით ტუჩები მოილოკა, შემდეგ ცხვირი ზემოთ ასწია და თავისებური

შემართებით დაიწყო.

_ სფინქის უდაბნო, ასე ეძახიან ამ ადგილს, სადაც ძველმა მარსელებმა უცნაური

ქალაქები და უშველებელი აკლდამები ააგეს, მისი ათვისება ჯერ კიდევ ოციან წლებში

დაიწყეს კოლონისტებმა, მაგრამ როგორც ხედავთ, ადამიანებმა ვერ მოახერხეს მისი

დამორჩილება, ისეთივე პირველყოფილი და ველური დარჩა, როგორიც დასაბამიდან იყო.

უდაბნო მართლაც ველურად გამოიყურებოდა, მითუმეტეს ახლა ქარიშხლის

წყალობით, აქოჩრილ წითელ ურჩხულ ჰგავდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქვიშიანი ქარბორბალა

ბზრიალებდა და წითელ ქვიშას ხვავრიელად აყრიდა ყველგანმავალის მინას.

მონუსხული ვუმზერდი უდაბნოს, ჰაერში მოფარფატე ქვიშის ნამცეცებს შორის, ძლივს

მოჩანდა არამიწიერი ქალაქის ნანგრევები, რომლებიც პირქუშად გაკრთებოდნენ

ყველგანმავალის ანთებული შუქფარების წინ.

ქვიშის ფარდის მიღმა აშკარად გამოჩნდა ნანგრევთა გაუთავებელი წყება, რომელთაც

უკან უშველებელი პირამიდის გრანდიოზული სილუეტი მოჰყვა, გარკვევით დავინახე

პირამიდის დრო-ჟამისაგან ჩაშავებული ზედაპირი, ყველგანმავალმა რწევით ჩაუარა მას

გვერდი და გზა „სფინქსის სახისკენ“ განაგრძო.

_ ფოორას პირამიდა, _ ცხვირის ქიცინით წამოიწყო საუბარი გიდმა, _ ის მარსულ

პირამიდებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა ხეოფსის პირამიდას მთელი თავით აღემატება,

მისი სიმაღლე 310 მეტრია. სხვათა შორის ის ერთ-ერთ ყურადსაღებ ნაგებობას წარმოადგენს,

რადგან სხვა პირამიდებისაგან განსხვავებით მისი აგება უცნაურმა გარემოებებმა განაპირობა,

პირამიდის კედლებზე გამოსახული იეროგლიფები იუწყებიან, რომ პირამიდა არის არა

აკლდამა არამედ ფოორას რიტუალური დარბაზი, _ გიდი გაჩუმდა, წვეტიანი ცხვირი უფრო

ზემოთ წამოსწია და ტურისტებს საშუალება მისცა მისი სიტყვები გაეთვითცნობიერებინათ, _

ფოორა, როგორც ამას ჩვენი მარსოლოგები ვარაუდობენ, მარსელთა ენაზე ვარსკვლავებით

მოჭედილ ცას ნიშნავს, უფრო ზუსტად რომ ავღნიშნო, პირამიდა ობსერვატორიაა, შიგ

აღმოჩენილია გაურკვეველი კონსტრუქციის ძლიერი ოპტიკური დანადგარების ნარჩენები,

რომლის ამოქმედება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა რესტავრატორებმა მას

პირვანდელი ფორმა დაუბრუნეს.

ყოველივე ეს ჩემთვის საიდუმლოს როდი წარმოადგენდა ბატონებო, რესტავრირებული

ოპტიკური დანადგარის სამგანზომილებიანი ფოტოსურათი დაწვრილებით მქონდა

შესწავლილი, მაოცებდა მისი უცნაური ფორმა, რომელიც საერთოდ არ წააგავდა

ადამიანისებურ ტელესკოპს.

დაფიქრებულმა ამოვიოხრე, მარსმა ნამდვილად დამაფიქრა, ღმერთმა იცის რამდენ

საიდუმლოს მალავენ ეს არამიწიერი პირამიდები მარსული გადაშენებული ცივილიზაციის

შესახებ, ძალა მოვიკრიბე უფრო დაჟინებით ჩავაცქერდი უდაბნოს და მობობოქრე ქვიშიანი

ქარიშხლის მიღმა აჩრდილისებურად გამოჩენილ შემხვერდ პირამიდებს სათითაოდ შევავლე

თვალი.

გიდი ტუჩების ლოკვით გვაცნობდა ყოველ მათგანს.

_ აი სეულმას პირამიდა. იქ განისვენებს სეულმას მუმიფიცირებული გვამი. ეს მუმია

ერთადერთია, რომელიც თითქმის დაუზიანებელი გადაურჩა ყოვლისსმმუსვრელ დროს. ის

საკმაოდ მდიდრულ სარკოფაგშია ჩასვენებული, ამიტომ მარსოლოგები ვარაუდობენ, რომ

სეულმა სიცოცხლეში წარჩინებული ოჯახიშვილი იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი

საიდუმლოებებითაა მოცული, როგორც ექსპერტმა თანატოლოგებმა2 დააზუსტეს, სეულმა

ახალგაზრდა გარდაცვლილა, ბაქტეროლოგები კი ყველაფერში დამნაშავედ არამიწიერ

ბაქტერიებს მიიჩნევენ, ზოგი მათგანი თვლის, რომ ბაქტერიებმა მარსის ცივილიზაციაც

გაანადგურა, თუმცა იმაზე არაფერს ამბობენ, რომ მარსელებს თუკი იმის ძალა შესწევდათ,

რომ პირამიდები ან „სფინქსის სახე“ აეგოთ, მაშინ ბაქტერიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის

საშუალებაც ექნებოდათ, თუმცა ბაქტეროლოგები მაინც ჯიუტად დგანან თავიანთ აზრზე,

მათ სეულმას პირამიდაში უცნობი მიკროორგანიზმების ბუნებრივად დაკონსერვებული

მარაგი აღმოაჩინეს, ექსპერიმენტებმა დააზუსტეს, რომ მიკრობებს შესწევთ უნარი ორ წამში

მოჰკლან ჯანმრთელი პრიმატი, თანაც ორგანიზმზე თავდასხმას პირდაპინ კანიდან ახდენენ.

ამჟამად სეულმას პირამიდა საკარანტინო ბრიგადის მიერ დალუქულია და შიგ ჩაბუდებულ

ბაქტერიათა კულტურის დაწვრილებით შესწავლას, განსაკუთრებულად შექმნილი ჯგუფი

ახდენს.

არ მსურდა ამ ენაჭარტალა გიდისთვის ყური დამეგდო, მაგრამ ყურებს თითებით ხომ არ

დავიცობდი? ამიტომ იძულებული ვიყავი მესმინა.

სეულმას პირამიდის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, იქ აღმოჩენილი მუმია დანარჩენი

ოცდაათი მუმიისაგან, რომელთა ამოთხრაც ჩვენმა ასტროარქეოლოგებმა მოახერხეს,

მკვეთრად განსხვავდებოდა, რადგან ის ერთადერთი გახლდათ მდედრობითი სქესის

წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში მარსოლოგები ასე ფიქრობდნენ,

გენორესტავრატორებმა სეულმას დამახინჯებული მუმიის ვირტუალური კოსმეტიკით

აღდგენა კარგა ხანია რაც მოახდინეს. მე ახლაც თვალწინ მიდგას სეულმას მშვენიერი სახე,

რომელიც პლანშეტის წყალობით ვიხილე. ის ქერა იყო, თეთრი ნაზი კანით, პაწია კოხტა

ცხვირით და პროპორციული ყურებით, საოცრად ადამიანური გახლდათ, ერთადერთი რაც

არამიწიერ, არაადამიანურ იერს აძლევდა დიდრონი თვალები იყო, ისინი ცისარტყელას

სპექტრის შვიდვე ფერს მოიცავდნენ.

ვიცოდი ძველი მარსელები ძალიან ჰგავდნენ დედამიწელებს, ისინი არქეოლოგების

აზრით ადამიანების შორეული წინაპრები იყვნენ, ვიცოდი ყოველივე ეს და მწყობრიდან

გამოვყავდი გიდის კომენტარებს, თქვენ წარმოიდგინეთ ბატონებო მაშინ ნატვრად მექცა

„სფინქის სახემდე“ მისვლა და მის დახლართულ ლაბირინთებში ძრომიალი.

_ აი რას პირამიდა, _ ენაგაუჩერებლივ განაგრძობდა გიდი, _ ალბათ გაგაკვირვათ მისმა

ასეთმა ნაცნობმა დასახელებამ, რა თქმა უნდა რა ხომ დედამიწაზე გავრცელებული ერთ-

ერთი უძველესი ცივილიზაციის... ეგვიპტის... მითოლოგიის მიხედვით მზის ღვთაებაა,

მარსელების ეს ქმნილება კი, _ გიდმა ცხვირი ყველგანმავალის წინ წამოჭიმული რას

პირამიდისაკენ გაიქნია, _ ისევ ადასტურებს არქეოლოგების მტკიცებას, რომ მარსელებს და

დედამიწელებს ერთი საერთო წინაპარი ჰყავდათ, კერძოდ კი ზვიადი ატლანტიდელები. რას

პირამიდაზე მკვეთრად არის აღბეჭდილი ძველეგვიპტური მზის ღვთაება, იეროგლიფებით

მითითებულია მისი დასახელებაც, ის უდიდესი მონაპოვარია არქეოლოგებისთვის, მაგრამ

მისი დათვალიერება სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა კი „სფინქსის სახეს“ მივხედოთ.

2 თანატოლოგია (ბერძნ: Thanatos _ სიკვდილი, logos _ მოძღვრება) _ მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში

მიმდინარე სიკვდილისწინა და სიკვდილისშემდგომ პროცესებს, აგრეთვე კლინიკურ და ბიოლოგიურ სიკვდილს,

სიკვდილის უშუალო მიზეზებს და სხვ.

რბილ სავარძელში ნებიერად გავიზმორე და საზურგეზე თავი გადავდე,

ყველგანმავალის აკვანისებურმა რწევამ თვლემა მომგვარა, თავს ვსძლიე, მილულული

თვალები გავახილე და უდაბნოს გავხედე, პირამიდების წყება დამთავრებულიყო,

ყველგანმავალი მარსული ნაქალაქარების გავლით „სფინქსის სახის“ ზეცამდე ატყორცნილ

სკულპტურას უახლოვდებოდა.

_ მარსის არაჩვეულებრივ ქმნილებათა შორის „სფინქსის სახე“ ერთადერთია, რომელიც

გვაოცებს თავისი ზომებით, დააკვირდით მის კოლოსალურ მაშტაბებს, ის ორ კილომეტრს

მოიცავს, სიმაღლით კი არაფრით ჩამოუვარდება დედამიწაზე არსებულ ეტნას მთაგრეხილს,

_ გიდმა წამით საუბარი შეწყვიტა, აპრეხილი ცხვირი მოუსვენრად შეაქანა და სხაპასხუპით

განაგრძო, _ მის შესაქმნელად თანამედროვე ადამიანს უახლესი ტექნიკის დახმარებითაც

წლები დასჭირდებოდა. ალბათ შეამჩნევთ ბატონებო, სფინქსი ძალიან ძველია, მაგრამ მასზე

დრო-ჟამს თითქმის არ დაუმჩნევია დაღი, მხოლოდ ერთი უშველებელი კრატერი ატყვია

„შუბლზე“, რომელიც 43 საუკუნის წინ ჩამოვარდნილმა მეტეორმა წარმოქმნა, ის პირდაპირ

ზემოდან დაენარცხა „სფინქსის სახეს“, ასე ფიქრობენ მარსელი კოსმოლითურ მეცნიერებათა

სპეციალისტები, მეტეორიტმა დაცემისას 200 მეტრის რადიუსის კრატერი წარმოქმნა, მას

ჭკუამახვლმა არქეოლოგებმა „მესამე თვალი“ უწოდეს. სხვათა შორის ისიც საკმაოდ

ორიგინალური ქმნილებაა, ახლა ქვემოდან არ ჩანს მის ნახვას სხვა დროს მოვახერხებთ

შვეულმფრენით, მაშინ დარწმუნდებით მის უცნაურობაში, კრატერის კედლები სარკესავით

პრიალაა, ბალისტიკური ექსპერტების აზრით, მსგავსი კრატერის წარმოქმნა კლდოვან

ნიადაგში, მხოლოდ ატომურ ჭუვრს შეეძლო. ამიტომ რიგი მეცნიერებისა ვარაუდობს, რომ

„სფინქის სახე“ რამდენიმე ათასი წლის წინ ატომური დაბომბვის მსხვერპლი იყო, _ გიდმა

ხმადაბლა ჩაახველა, ალბათ ბევრი ლაპარაკიდან პირი თუ გაუშრა, _ ეს მხოლოდ ვარაუდებია

ბატონებო, _ ისევ განაგრძო მან, _ ჭეშმარიტება ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუმცა აჯობებს

დავამთავროთ, რადგან უკვე მოვედით.

ყველგანმავალი შიშინით შედგა, უკვე „სფინქსის სახესთან“ ვიდექით, ადამიანებს ამ

არამიწიერი ქმნილების ერთ კედელში უზარმაზარი გვირაბი გაეკეთებინათ, საიდანაც

ელექტროშუქით განათებული დერეფანი იწყებოდა.

_ ჩავიდეთ ბატონებო, _ ქალური, წრიპინა ხმით შეგვახსენა გიდმა და ყველგანმავალის

კარი გააღო.

ტურისტები ჟრიამულით ჩაცვივდნენ ქვემოთ, აღფრთოვანებულნი შესცქეროდნენ

სფინქსს და ერთმანეთს განცდებს უზიარებდნენ. ყველგანმავალიდან წითელ ქვიშაზე

გადავხტი, ცოტა ხანი თვალი შევაჩვიე ქარიშხლისგან წამოშლილ ქვიშას, რომელიც თხელი

ფარდასავით ჩამოფარებოდა „სფინქსის სახეს“ და მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ

ძველმარსელთა სკულპტურა კლდესავით უშველებელია, რომლის მწვერვალს და ფუძეს

ერთად ვერ ვხედავდი.

თითქოსდა მთაგრეხილთან ვიდექი და არა არქეოლოგიურ ძეგლთან, სიხარულმა

ამიტანა, ბოლოს და ბოლოს მეღირსა მისი ნახვა. „სფინქსის სახე“ ავათვალიერ-ჩავათვალიერე,

ძალიან მომინდა შევხებოდი მარსელთა ცივილიზაციის ამ გადარჩენილ ნაგლეჯს, რამდენიმე

ნაბიჯი თავდაჯერებით გადავდგი და კედელს ხელი მივადე, საოცრად სრიალა და თბილი

აღმოჩნდა სფინქის კედელი, ამიტომ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ცოცხალ არსებას

ვეხებოდი, კედელს მოვშორდი და ზემოთ ავიხედე პირდაპირ ჩემს თავთან Uუშველებელი

დაგრეხილი იეროგლიფები იყო გამოყვანილი.

_ ძალიან გთხოვთ, ბატონებო ერთმანეთს არ ჩამოვრჩეთ, _ ეს სიტყვები ჩემს გასაგონად

იყო წარმოთქმული, გიდი ცხვირაწეული მომჩერებოდა.

ზურგჩანთა მოხერხებულად მოვიგდე ზურგზე, ცხვირ-პირზე აფარებული გამჭვირვალე

ფილტრი შევისწორე და ელექტროშუქით განათებულ დერეფანში მიმავალ ტურისტების

ჯგუფს ავედევნე.

ორი საათი დავხეტიალობდი სფინქის ლაბირინთებში, მაოცებდა მისი უნაკლო, უბზარო

კედლები, არაჩვეულებრივი ოსტატობით დამუშავებული იატაკი და საზეიმო განწყობა

მეუფლებოდა, ბოლოს გაუთავებელი ლაბირინთის გავლით, როგორც იქნა უზარმაზარ

დარბაზში აღმოვჩნდი, რომლის კედლებიც ფერადი ფრესკებით იყო მოხატული, ბევრი რამ

მქონდა ამ ფრესკების შესახებ წაკითხული.

_ ბატონებო თქვენს წინაშეა ძველმარსელთა ხელოვნების ნიმუშები, _ დარბაზში

შესვლისთანავე ენაწყლიანი გიდი ქალური ხმით ალაპარაკდა, _ მათი ეგრეთწოდებული

მღვიმური ფერწერის ორიგინალები, დააკვირდით მათებურ ხედვის მანერას, მათებურ

ხასხასა ფერებს, რომებმაც ეს სიხასხასე მთელი 5300 წელი შეინარჩუნეს. ნამუშევრებში

ყოველთვის გამოსახულია აყვავებული, მწვანით მოცული პლანეტა, ლამაზი პეიზაჟი

მთაგორიანი მხარისა, რომელიც არაფრით არ წააგავს მარს, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ

მარსელები თავიანთ მხატვრულ ნამუშევრებში ყოველთვის დედამიწას გამოსახავდნენ, ისინი

ხომ ოდესღაც ცხოვრობდნენ დედამიწაზე. თუმცა ვერ აუხსნიათ ერთი რამ, ტილოებზე

ხშირად გვხვდება ორმაგი ვარსკვლავით განათებული ველ-მინდვრები, დედამიწას კი

მხოლოდ ერთადერთი მზე დაჰნათის თავს, მაშ რატომ გამოსახავდნენ მარსელები თავიანთ

ნახატებში ორმაგი მზით განათებულ სამყაროს? იქნებ ისინი არ გამოსახავდნენ დედამიწას?

აქ უკვე ჩვენი მეცნიერების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზოგი ფიქრობს, რომ მარსელები

თავიანთ ნამუშევრებში სულ სხვა პლანეტას გამოსახავდნენ, რომელიც ორმაგი ვარსკვლავის

სისტემაში იმყოფებოდა, ზოგის ვარაუდით ადრე, დედამიწის ახალგაზრდობის ხანაში მის

თხელ, არამდგრად ატმოსფეროში ხშირი იყო ატმოსფერული მოვლენა ჰალო3, რომლის

შედეგად მზის გვერდით მეორე ცრუ მზის ილუზია აისახებოდა, მათი აზრით სწორედ ამ

მოვლენამ შეიყვანა შეცდომაში მარსელი მხატვრები, თუმცა უცნაურია როგორ? მარსელები

ხომ შესანიშნავად ერკვეოდნენ ასტრონომიაში?

არა... მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, გიდის გაუთავებელმა ლაქ-ლაქმა ლამის ჭკუიდან

გადამიყვანა, ვეღარ გავუძელი, არ მეგონა თუ ასეთი მოსაწყენი იქნებოდა ჩემი პირველი

მოგზაურობა, ამიტომ ფეხაკრეფით გავიპარე მშვენიერი ფრესკებით მოხატული დარბაზიდან

და კაშკაშა შუქით განათებულ ლაბირინთს შევუყევი.

მივდიოდი ფრთხილად, უხმაუროდ თან ხარბად ვათვალიერებდი გაპრიალებულ

კედლებს, „სფინქსის სახედან“ უფრო ბევრს ველოდი, მაგრამ მან ჩემი იმედები არ გაამართლა,

ახლანდელ მოგზაურობასთან შედარებით, ვირტუალური მოგზაურობა, რომელსაც საკმაოდ

ხშირად მივმართავდი ხოლმე, უფრო შთამბეჭდავი მეჩვენებოდა. მივდიოდი დაღვრემილი,

3 ჰალო _ ოპტიკური მოვლენა, თეთრი ან ცისარტყელასებრი წრეები (ცრუ მზე, ცრუ მთვარე), რომელიც ატმოსფეროში

შეტივტივებული ყინულის პაწაწინა კრისტალებში სინათლის გარდატეხისა და არეკვლის შედეგად ჩნდება.

რაღაცნაირად განაწყენებული და წვრილი დერეფნის ბოლო არც შემიმჩნევია, კინაღამ

შევეჯახე წითელ, მტვრიან კედელს.

გავჩერდი და კედელს დაბნეული მივაცქერდი, ჩიხში ვიყავი, გვირაბი აქ მთავრდებოდა,

ოღონდ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კედელზე ღრმად დაჩნეული იეროგლიფებით

რაღაც ეწერა, რამაც წამსვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ამდაგვარი რამ სხვა კედლებზე არ

შემინიშნავს.

კედელს მივუახლოვდი, ხელი გადავუსვი და იეროგლიფები წითელი მტვრიდან

გავასუფთავე, ძველ მარსულ დამწერლობაში ვერ ვერკვეოდი, ეს იეროგლიფები ჩემთვის

გამოუცნობი რებუსი იყო, _ „შეიძლება, რომელიმე შეუსწავლელ ციტატას წავაწყდი?“ _

გამიელვა უეცრად გონებაში, შემდეგ ზურგჩანთა მოვიხსენი, პლანშეტი ამოვიღე, კორპუსზე

დამოტაჟებული ფოტოაპარატით იეროგლიფები გადავიღე, სენსორულ ეკრანს თითი

გადავუსვი და საერთაშორისო ლინგვოპროგრამით, რომელიც ვარსკვლავთკავშირში

გავრცელებულ ყველა ენას ფლობდა იეროგლიფების გაშიფვრა დავიწყე.

წუთნახევრის შემდეგ პროგრამამ იეროგლიფები ყოველგვარი გართულების გარეშე

გადათარგმნა, აღმოჩნდა რომ კედელზე ძველ მარსელებს ორიგინალური რამ მიეწერათ.

„ცეცხლის ბილიკი, გზა რასკენ“ _ იუწყებოდა წარწერა.

ფეხზე წამოვდექი, პლანშეტი შევინახე და იეროგლიფებს მივაცქერდი _ „რას ნიშნავს

ყოველივე ეს?“ _ დაბნეული ვიდექი, კუშტარ აღმართულ კედელთან და ხელში ჩაბღუჯულ

წითელ, მარსულ კენჭს ვათამაშებდი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი

თავგადასავალი ამ კედლის მიღმა იწყებოდა, მაგრამ როგორ გადამელახა ის მე თვრამეტი

წლის ჭაბუკს, თუკი მისი გადალახვა პროფესიონალმა არქეოლოგებმა ვერ მოახერხეს?

უკნიდან ფრთხილი ნაბიჯის ხმა მომესმა, მივტრიალდი და ჩემი ადრინდელი

თანამესაუბრე დავინახე, რომელმაც ხომალდზე თავისი შეხედულებები გამიზიარა მარსის

შესახებ, ის ნელა მიახლოვდებოდა და თან კეთილად მიღიმოდა.

_ თქვენც აქა ხართ ჭაბუკო? _ ინტერესით მკითხა.

მხრები ავიჩეჩე და უტყვად დავუქნიე თავი, შევამჩნიე, რომ მის მომნუსხველ თვალებში

არამიწიერი მოყვითალო ცეცხლი გიზგიზებდა.

_ ალბათ გზა აგებნათ ლაბირინთებში? _ შემპარავად ივარაუდა უცნობმა.

_ ცდებით ბატონო, _ უარის ნიშნად ხელი ავიქნიე და თვალებში მივაცქერდი.

_ საინტერესოა, _ უცნობმა წაგრძელებულ ნიკაპზე ხელი ჩამოისვა, _ ესე იგი

ადგილობრივმა იეროგლიფებმა დაგაინტერესეს.

წამით მის თვალებში გამკრთალმა ფერებმა შემზარა, მივხვდი რომ ჩემი ფიქრები

წაიკითხა და უკან დავიხიე.

_ თქვენ როგორც მარსოლოგს ერთი რჩევა უნდა გკითხოთ, _ შევეცადე შემკრთალი სახე

უცნობისთვის ამერიდებინა და რიხიანად წარმოვსთქვი, _ ძალიან გთხოვთ ამიხსენით ამ

იეროგლიფის არსი, _ კედელს მივუახლოვდი და იეროგლიფებს საჩვენებელი თითი

გავაყოლე.

_ ცნობისმოყვარე ახალგაზრდა ყოფილხართ, თქვენგან შესანიშნავი მარსოლოგი

დადგება, _ უცნობი მომიახლოვდა და ისე, რომ იეროგლიფებისთვის არ შეუხედავს რბილი,

არამიწიერი ხმით ჩაილაპარაკა, _ ცეცხლის ბილიკი, გზა რასკენ.

შემდეგ კედელთან დაიხარა ჯიბიდან ვერცხლისფერი მონეტა ამოიღო და კედელზე

მიაწება, რამდენიმე წამი გარინდული ჩაცუცქულიყო, მერე კი გამჭოლი მზერით ამომხედა.

_ შენი დახმარება მჭირდება ჭაბუკო, _ მან შუბლი ავად მოწკურა, _ იმედია საიდუმლოს

შენახვა შეგიძლია? _ ეჭვიანად მკთხა.

მაშინ... ღმერთო ჩემო... მთელი სამოცი წლის წინ, თავგადასავლების მოყვარული

თავქარიანი ყმაწვილი ვიყავი, ამიტომ მთელ სულითა და გულით დავეთანხმე, არც

დავფიქრებულვარ რას ჩავდიოდი, ხომ შეიძლება ეს ტიპი ვიღაც გადარეული

აღმოჩენილიყო?

უცნობი კი ნელი მოძრაობით წამოდგა ფეხზე.

_ შენი ბიოველი მესაჭიროება ჭაბუკო, რათა „ცეცხლის ბილიკით“ რასკენ გზა

გავიკვლიო, _ ის კედელს ზურგით მიეყრდნო, _ მარტო ვერაფერს გავხდები, ორთავე კი... არ

შეგეშინდეს, უბრალოდ ხელს ჩაგკიდებ, რათა ენერგიის კონცეტრირება მოვახდინო, შენ კი

შეეცადე არაფერზე იფიქრო.

ალბათ მიხვდით რა აზრიც მომივიდა პირველად გონებაში, ჯერ ჩავთვალე ეს კაცი გიჟია

თქო, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია, როდესაც მომიახლოვდა და მაჯაზე ხელი

ჩამავლო, შემდეგ რაც მოხდა ნორმალურად ვერ აღვიქვი, პირველად თვალთ დამიბნელდა,

მერე კი ჩემს გონებაში ერთბაშად შემოიჭრა აურაცხელი ინფორმაცია, რომლის გაანალზებას

და განსაზღვრას დღესაც ვცდილობ.

ერთბაშად ვიგრძენი, რომ ჩემს წინ ადამიანი არ იდგა, არამედ რაღაც უცხო არამიწიერი

არსება, რომელიც ჩემს ტვინში ფანტასტიური ძალის წყალობით დაუპატიჟებლად იჭრებოდა,

მიპყრობდა და მის აზრებს გადმომცემდა, ის თითქოს მესაუბრებოდა გონებრივად.

რა... ატლანტიდა... ქსოანტესი...

უსასრულოდ იმეორებდა ჩემი გონება.

შემდეგ ერთბაშად შეწყდა ყოველივე, რეალობის შეცნობის უნარი და მხედველობა

ერთად დამიბრუნდა, პირველად თვალებდაჭყეტილმა კი ისევ უცნობი მამაკაცი დავინახე,

რომელიც ერთიანად შეცვლილიყო, დიდრონი თვალები ცისარტყელას ყველა ფერით

შეფეროდა, სხეულს სამოსის ნაცვლად უცნაუი შარავანდედი უფარავდა, რომელიც ტანზე

შემოტმასნოდა კარგად მომჯდარი კოსტიუმივით. უზარმაზარი დარბაზის ზღურბლზე იდგა,

წითელი კედელი უკვალოდ გამქრალიყო, მის ადგილას უშველებელი კარი გახსნილიყო,

რომლის მიღმა ფოსფორისებული შუქი იღვრებოდა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ბატონებო რა დღეში ჩავარდი მაშინ, დავიბენი და მხოლოდ ის

მოვახერხე, რომ პირდაღებული მივაჩერდი არაბუნებრივად ჭრელ თვალებში.

_ ჩემი სამშობლო, _ საოცრად მშვიდი ხმით დაიწყო უცნობმა, _ გემის ხერხემლის

თანავარსკვლავედში, ეტას ორმაგი მზის სისტემაში, როგორც თქვენ ადამიანები ეძახით

ორჯერად ვარსკვლავთსისტემაში მდებარეობს, ის თქვენგან 8000 სინათლის წელიწადითაა4

დაშორებული, მზეს ჩვენ რას ვეძახით, პლანეტას ატლანტიდას, ალბათ ნახულობთ რაღაც

4 სინათლის წელიწადი _ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განსაზღვრების თანახმად სინათლის წელიწადი უდრის

მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში, გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთი იულიუსისეულ

წელში. სწორედ ეს განმარტება გამოიყენება სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში, ერთი სინათლის წელიწადი უდრის

1013 კილომეტრს.

საერთოს დედამიწის შვილო, შენი მშობლიური პლანეტის წარსულსა და ჩემს სამშობლოს

შორის, რა თქმა უნდა ჩვენ ხომ თითქმის ერთი მიწის შვილები ვართ, _ მან მედიდურად

აღმართა ზემოთ ხელები და მჭექარე ხმით განაგრძო, _ უხსოვარ დროში ატლანტიდას, ჩემს

სამშობლოს, მომთაბარე დამპყრობლური არაჰუმანოიდური გონი დაესხა თავს, ისინი დრეეას

ერად იწოდებოდნენ. დრეეათა მრისხანე მეომრებმა გაანადგურეს ატლანტიდა და დაიწყო

სიკვდილის ხანა, იღუპებოდა მრავალმილიარდიანი ერი. ჩვენმა უხუცესებმა რათა

შეენარჩუნებინათ ატლანტიდა შეკრიბეს პლანეტის გადარჩენილი მოსახლეობა და გაიქცნენ,

ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ჩემმა წინაპრებმა მიატოვეს ატლანტიდა, _ უცნობი წამით

დადუმდა მის დიდრონ თვალებში ისევ გაკრთნენ მომნუსხველი ერთმანეთისგან მკვეთრად

განსხვავებული ფერები, _ კოსმოსში მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ დედამიწას

გადააწყდნენ და დასახლდნენ კიდევაც ზედ. დედამიწის ატმოსფერო, მისი გეოლოგიური

წყობა შესაფერი იყო ჩვენთვის და გაჩნდა თანამედროვე ქალაქები პირველყოფილ

პლანეტაზე. კონტინენტს სადაც ჩემი წინაპრები სახლობდნენ ატლანტიდა უწოდეს, რამეთუ

ძალიან უყვარდათ სამშობლო, მაგრამ დედამიწა არ იყო მათთვის განკუთვნილი, რადგან

ადგილობრივი აბორიგენები, რომლებიც პირველ ხანებში თითქმის შეუმჩნეველნი იყვნენ,

უკვე სერავდნენ ოკეანეებს, აგებდნენ ციხე-კოშკებს, ერთ ჭერქვეშ კი როგორც წესი ორი

ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებულ გონი ვერ იარსებებს, თუმცა ადგილობრივები სუფთა

სისხლის Homo-sapiens-ები იყვნენ, მაგრამ მათი სულის სიღრმეში აშკარად ბუდობდა

აგრესიის ნაპერწკალი. მათ ბევრი რამ გადმოიღეს ჩვენგან ატლანტიდელებისგან, ააგეს

ჩვენებური აკლდამები, ჩვენებური ქალაქები, ჩვენი წყალობით შეიქმნა დედამიწელო

ეგვიპტური პირამიდები და მდუმარე სფინქსი, წამოიჭიმა სტოუნჰენჯი და აღდგომის

კუნძულის იდუმალი მონუმენტები, ჩვენგან მოპარული ცოდნით ჩამოყალიბდა შუმერების,

მაიასა და ეგვიპტელების იმდროინდელი ძლევამოსილი ცივილიზაცია, ამიტომაც

ატლანტიდელებმა გარიდება განიზრახეს, არ დაარღვიეს გალაქტიკის ყველაზე უწმინდესი

წესი, ხელი არ შეუშალეს ადგილობრივი გონის დამოუკიდებელ განვითარებას, მიატოვეს

დედამიწა, ოღონდ წასვლის წინ ატლანტიდის კონტინენტი სადაც მთელი იმ ხნის მანძილზე

სახლობდნენ ბირთვული აფეთქებით გაანადგურეს, რადგან დედამიწელებს ბოროტად არ

გამოეყენებინათ იქ დარჩენილი ცოდნა. ისეთივე სინანულით ტოვებდნენ დედამიწას,

როგორც ადრე ატლანტიდას, თუმცა შორს არ წასულან იქვე მზის სისტემის რიგით მეოთხე

პლანეტაზე დასახლდნენ, იმ პლანეტას თქვენ მარს ეძახდით. მარსი ადრე არც თუ მთლად

მოსახერხებელი პანეტა იყო, ატმოსფერო ძირითადად ნახშირმჟავას გაზისგან შედგებოდა და

დღევანდელთან შედარებით 160-ჯერ მკვრივი გახლდათ, მიუხედავად ამისა ჩემი წინაპრები

შესანისნავად მოეწყვნენ ზედ, ააგეს ქალაქები, სამეცნიერო დაწესებულებები და ასე რომ

ვთქვათ გარემო პირობებს შეეგუენ. ატლანტიდელები მარსზე მყარად დასახლდნენ და

ლოდინი დაიწყეს, _ უცნობი დადუმდა, თავი ნაღვლიანად ჩაჰკიდა და ჩურჩულით დაამატა,

_ მათ დასვენება სჭირდებოდათ, რათა გაძლიერებულიყვნენ, გამრავლებულიყვნენ და

ბრძოლით დაებრუნებინათ მშობლიური პლანეტა. ჩემმა წინაპრებმა მარსზე საუკუნეები

დაჰყვეს, თუმცა ის წლები მათთვის ჯოჯოხეთის დარი იყო, რადგან მტრული გარემო

არასტუმართმოყვარედ ექცეოდათ, უცხო, შეუსწავლელი ბაქტერიები თუ დაავადებები,

მუსრს ავლებდნენ, ისინი კი მაინც ცოცხლობდნენ, ცოცხლობდნენ მტრების ჯინზე, თუმცა

ნოსტალგია ყოველთვის სტანჯავდათ, თავს ახსენებდათ სიყვარული მშობლიური

პლანეტისა, ამ სიყვარულს ყველგან და ყველაფერში გამოხატავდნენ, ატლანტიდელი

მხატვრებიც თავიანთ ტილოებზე ორმაგ მშობლიურ რას ხატავდნენ ხოლმე.

ატლანტიდელი მთელი ტანით შეირხა, მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება მის

კუნთოვან სხეულს, რომელსაც ფოსფორისებული შარავანდედი ფარავდა.

_ ხუთი საუკუნის შემდეგ, _ ისევ წამოიწყო საუბარი უცხოპლანეტელმა, _ გამრავლდა

ჩვენი ერი, დაიბადა ახალი თაობა, თაობა აღსავსე ენერგიითა და სიძულვილით დრეეათა

ტომის მიმართ, ისევ აღორძინდა ატლანტიდა და ისევ გაჩნდა იმედი სამშობლოს

დაბრუნებისა, შეიქმნა ძლიერი კოსმოსური ფლოტილია, რომელსაც სათავეში ქსოანტესი

ჩაუდგა და ატლანტიდელებმა დაიბრუნეს თავისი სამშობლო. მათ მიატოვეს მარსი, არ

გადაშენებულან, როგორც თქვენ დედამიწელები ფიქრობთ, უბრალოდ წავიდნენ მარსიდან,

თქვენ კი „სფინქსის სახის“ სახით უძლიერესი მთავარსარდლის ქსოანტესის ხატება

დაგიტოვეს, _ უცნობი დაჟინებით მომაცქერდა, _ ჩვენ გვიყვარს დედამიწა დედამიწელო,

რამეთუ სამშობლოდან ლტოლვილი ჩემი წინაპრები მან შეიკედლა პირველად.

სიტყვებს ვერ ვპოულობდი, თუმცა სიტყვების თქმაც საჭირო აღარ იყო, ისევ

ამოტივტივდა ჩემს გონებაში გასტონის ბრძნული გამონათქვამი... „რა საჭიროა სიტყვები,

როცა თვალები ლაპარაკობენ“... დიახ ბატონებო იმ წუთას ჩემს მაგივრად ჩემი თვალები

ლაპარაკობდნენ, რომლებიც მოუოდნელობიდან საოცდარ მეტყველნი და საცრისოდენა

გამხდომოდა.

_ მე ატლანტიდელთა ემისარი ვარ დედამიწელო, _ ბუბუნა ხმით განაგრძო

უცხოპლანეტელმა, _ აქ იმისათვის ვიმყოფები რათა კაცობრიობას ატლანტიდელთა რასის

არსებობა ვაუწყო, რამდენიმე წელი ვცხოვრობდი თქვენს შორის, მოვიარე

ვარსკვლავთკავშირში შემავალი ყველა სამყარო, ბევრი რამ შევისწავლე თქვენგან თუმცა

მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი და კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა წინდახედულმა წინაპრებმა

თქვენს ერს დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მისცა, თქვენ ჩვენს მოლოდინს

გადააჭარბეთ, ამიტომ ატლანტიდელებს დრო სჭირდებათ, რათა საბოლოო გადაწყვეტილება

მიიღონ.

ატლანტიდელმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, გამქრალი კედლიდან გამოჭრილ

ფოსფორისებულ შუქში შეაბიჯა და გაირინდა.

_ მშვიდობით დედამიწის შვილო, დაიხსომე ეს შეხვედრა და შეინახე საიდუმლოდ,

რამეთუ ჩემი და ჩემი ხალხის ძებნა ამ კედლის მიღმა არავითარ შედეგს არ მოგიტანთ,

ატლანტიდელებს უყვარხართ და მოვა დრო ატლანტიდელები თადად გამოგეცხადებიან.

ალბათ გაგეცინებათ ბატონებო და მე არმაზ გლორელი გაოცებული ვიდექი, თუმცა

სასაცილოც არაფერია, მაშინ ხომ სულ ყმაწვილი ვიყავი, ვიდექი და ვხედავდი როგორ

გადაფარა ატლანტიდელის მანათობელი ფიგურა ვარდისფერმა ნისლმა, რომელიც თანდათან

გამკვრივდა და წითელ, მტვრიან კედლად გადაიქცა, წამით სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ, თავი

საოცრად მარტოდ ვიგრძენი.

შემდეგ კი ხმადაბალი წკაპანით იატაკზე მბზინავი მონეტა დავარდა, ხელში ავიღე,

დავაკვირდი, მონეტაზე „სფინქსის სახე“ იყო გამოსახული, გონებაში კი მონეტის წკრიალთან

ერთად ატლანტიდელის ექოდ მეორებადი ხმა ჩამესმა.

_ რათა გახსოვდე დედამიწელო!

ასე დასრულდა ბატონებო ჩემი პირველი თავგადასავალი, ასე ამოვხსენი მე არმაზ

გლორელმა მარსელთა, ატლანტიდელთა თუ ღმერთმა იცის კიდევ ვისი საიდუმლო,

პირველად მივაგენი პასუხს იმ თავსატეხზე, რაზეც არქეოლოგები და მარსოლოგები წლების

განმავლობაში გონებას იჭყლეტდნენ, თუმცა ყოველივეს დღემდე საიდუმლოდ ვინახავდი,

ახლა კი თქვენც გახდებით ჩემი თანამესაიდუმლე.

მოგვიანებით როდესაც ასტროარქეოლოგიურ აკადემიაში ვსწავლობდი, ერთ-ერთ

სასწავლო წინგში შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას, საიდანაც შევიტყვე, რომ ჩემდაგვარი

მონეტა, რომელიც „სფინქსის სახეში“ ატლანტიდელმა მისახსოვრა 1997 წელს დედამიწაზე

ეგვიპტეშიც აღმოუჩენიათ, ტუტანხამონის პირამიდასთან, მეფეთა ველის გათხრების

შედეგად, მონეტა იქ მთელი 2000 წელი იყო ჩამარხული. მაშინ ვერავინ გაიგო მის

დანიშნულება, მე კი ახლა ძალიან კარგად ვხვდები, ალბათ ადრე უხსოვარ დროსაც

ესტუმრნენ დედამიწას ატლანტიდელი ემისრები, ვიღაც ჩემსავით თვალებგაფართოებულ

ბიჭუნას კი, რომელმაც ალბათ მისი ბიოველი მოახმარა უცხოპლანეტელის ზებუნებრივ

ძალას მონეტა უსახსოვრეს, ჩვეულებრივი მონეტა რათა არასდროს არ დაევიწყებინათ, მაგრამ

როგორც ჩანს მაინც დაივიწყეს.

თუმცა, ჩემი მოთხრობა ამით არ ამოწურულა. სფინქსიტში კიდევ ორი დღე დავრჩი, იმ

ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი პრესა სულ „სფინქსის სახიდან“ ამოტყორცნილ

კაშკაშა სხივზე ლაპარაკობდა, რომელიც „მესამე თვალის“ კრატერიდან წარმოიქმნა.

აღნიშნულმა სტატიამ „სფინქსის სახის“ ნამდვილი დანიშნულება მიმახვედრა, ის ჩემი

აზრით ეგრეთწოდებული ვარსკვლავთშორისო `ხიდი~ იყო, რომელიც მას შორეულ

ატლანტიდასთან აკავშირებდა, კრატერი კი ატლანტიდელების სხივური ტრანსპორტირების

მისაღები პლატფორმა გახლდათ.

მას შემდეგ სამოცი წელი გავიდა და ატლანტიდელები არ გამოჩენილან, ალბათ

კაცობრიობამ ჯერ ვერ მიაღწია იმ დონეს, რომ ზვიადი ატლანტების მოთხოვნები

დააკმაყოფილოს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ატლანტიდელები

გამოგვეცხადებიან, მაშინ წარსულის ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა და ჩემი... არმაზ

გლორელის თავგადასავალიც ზღაპრად არ მოეჩვენება მკითხველს.

თავი 2

„მთვარის ესკადრილია“

ვერც კი წარმოიდგენთ ბატონებო რაოდენ მტკივნეულია სიცოცხლით აღსავსე

წარსულის გახსენება მაშინ, როცა დაჩაჩანაკებული მოხუცი ხარ, თუმცა გასტონი ამბობს...

„ბებრები მოგონებებით ცხოვრობენ“... მაგრამ ამჯერად მას არ ვეთანხმები.

ეეჰ... წარსულს ისე ვიხსენებ, თითქოს ჩემი წინა ცხოვრება იყოს, ვზივარ ჭრაჭუნა

სავარძელში მზიან ვერანდაზე და ფინჯან ყავას ვხვრეპ, თან ვფიქობ როგორ დავიწყო ჩემი

მეორე თავგადასავლის თხრობა, რათა მკითხველის ყურადღება პირველსავე სტრიქონებიდან

მივიქციო.

სანამ ამბის თხრობას შევუდგებოდე, ისევ „სფინქსის სახეს“ უნდა დავუბრუნდე, რადგან

მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

როდესაც მარსიდან ვენერაზე დავბრუნდი, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჩემი

ცხოვრება ასტროარქეოლოგიისთვის მიმეძღვნა, ვგეგმავდი დედამიწის ასტროარქეოლოგიურ

აკადემიაში ჩამებარებინა და არქეოლოგიის დახშული კარი შემეღო, მაგრამ ჩემს გეგმებს

ახდენა არ ეწერა.

სახლში ერთი თვის დაბრუნებული გახლდით, ჯერ კიდევ მარსზე გადახდენილი

თავგადასავლის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, ოცნებებში თავი ასტროარქეოლოგიური

აკადემიის სტუდენტად წარმომედგინა, როცა ადგილობრივი კომისარიატიდან სამხედრო-

სავალდებულო სამსახურში გაწვევის ცნობა მომივიდა.

_ არმაზ შვილო, დროა შენც მოიხადო ვალი ვარსკვლავთკავშირის წინაშე, _ მამამ

დინჯად მითხრა, შემდეგ პლტმასის თხელი ფირფიტა გამომიწოდა, რომელზეც არმიაში

გაწვევის თარიღი ეწერა და დამაჯერებლად დაუმატა, _ ვარსკვლავთკავშირის ფლოტში

წვევამდელად გიხმობენ.

გასაკვირი არაფერი იყო, მე ხომ თვრამეტი წლის ჭაბუკი გახლდით, ეს ასაკი კი

იდეალურია სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოსახდელად.

მშობლებს თვალებში შევღიმე, შუბლზე ორი თითი მივიბჯინე და ჯარისკაცივით

გავიჯგიმე, ჩემმა საქციელმა დედა გაამხიარულა, მამამ კი უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი.

მისი ჟესტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გონებაში ჩემს მდგომარეობას ვწონიდი,

ათასობით აზრი მიტრიალებდა, ესე იგი დროებით გვერდზე უნდა გადამედო

ასტროარქეოლოგია, შევშვებოდი ბავშვობის ოცნებას და რიგითი სამხედროს ცხოვრებით

მეცხოვრა, პერსპექტივის რა მოგახსენოთ, მაგრამ საინტერესო თავგადასავალი ნამდვილად

მელოდა წინ.

ასე გავხდი ბატონებო ვარსკვლავთკავშირის ფლოტის რიგითი ჯარისკაცი.

***

მოსამზადებლად ერთი კვირა მქონდა, თუმცა ამ სიახლით, რომელიც შესაშურ

თავგადასავალს მპირდებოდა, იმდენად აჟიტირებული გახლდით, რომ მეორე დღეს უკვე

მზად ვიყავი გასამგზავრებლად.

ზურგჩანთაში ერთი ხელი ტანსაცმელთან ერთად, პლანშეტი და პირადი ჰიგიენის

ნივთები ჩავალაგე, შემდეგ მშობლებს გამოვემშვიდობე, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე

მეორედ ვემშვიდობებოდი მათ, დედა როგორც ყოველთვის თვალცრემლიანი მიმზერდა,

მამამ ხელი ჩამომართვა და მისთვის დამახასიათებელი ქარიზმატული ტონით გამამხნევა.

_ ძლიერი უნდა იყო შვილო, სუსტების ადგილი არმიაში არ არის.

ასმეთაურივით მელაპარაკებოდა, უცნაური იყო მისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა,

მამაჩემი ხომ უბრალო სკოლის მასწავლებელი გახლდათ, არანაირი შეხება არ ჰქონდა

სამხედრო საქმესთან.

_ ნუ ტირი დედა, ომში კი არ მივდივარ, მალე დავბრუნდები, _ დედას გადავეხვიე და

აცრემლებული თვალები დავუკოცნე, შემდეგ მკვეთრად მივტრიალდი და ქუჩაში გავვარდი,

არ მინდოდა დედის ცრემლიანი თვალებისთვის მემზირა.

უახლეს კომისარიატს მივაშურე.

კომისარიატი ჩემი სახლიდან ორიოდე კვარტალით იყო მოშორებული, ფეხით შევუყევი

ხალხმრავალ ქუჩას, მართალია სოლეანი პროვინციული ქალაქი გახლდათ, მაგრამ

მოსახლეობის სიმჭიდროვით სფინქსიტსაც არ ჩამოუვარდება, პატარა, კოხტა კოტეჯები,

ქუჩის განაპირას ლამაზად ჩამწკრივებულიყო, ნეტარი სახით ვათვალიერებდი ნაცნობ

ქუჩებს, მზერით ვემშვიდობებოდი მშობლიურ ქალაქს, სამხედრო სავალდებულო სამსახური

ერთი წელი გრძელდება, ასე რომ ერთი წელი ვერ ვნახავდი დედ-მამას, ნაცნობ-მეგობრებს,

სოლეანს და ვენერასაც.

კომისარიატის შენობა სოლეანის ინფრასტრუქტურას არ არღვევდა, ერთი შეხედვით

ისიც ჩვეულებრივი კოტეჯი გეგონებოდათ, დაბალი და გაპერტყნილი არქიტექტურა ჰქონდა,

ერთადერთი რაც სხვა ნაგებობებიდან განასხვავებდა, ფასადზე მიხატული გალაქტიკის

ვერცლისფერი სპირალი იყო, რომელიც ვარსკვლავთკავშირის ფლოტის ემბლემა გახლდათ.

შენობაში შევედი, დაბალჭერიანი დერეფნის მარცხენა მხარეს ოთხი კარი იყო

განთავსებული, ბოლოში კი ოდნავ შემაღლებულ პანდუსზე ლითონის მაგიდა იდგა,

რომელსაც ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი მამაკაცი მისჯდომოდა.

ნელა მივუახლოვდი და მოსაწვევი წერილი მაგიდაზე დავდე, მამაკაცი ხელში

ჩაბღუჯულ პლანშეტს ჩასჩერებოდა, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია.

ხმადაბლა ჩავახველე.

ოფიცერმა პლანშეტი გვერდზე გადადო და ჭროღა თვალები ინტერესით მომაპყრო.

_ უკაცრავად... _ რიხით ჩავილაპარაკე, მაგრამ უცნობმა სიტყვა ხელის აქნევით

გამაწყვეტინა.

_ მოთმინება გამოიჩინეთ ახალწვეულო გლორელი, _ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით

წარმოსთქვა მან, _ ერთ საათში ტრანსპორტი მოვა და მთვარის სამხედრო ბაზაზე

გადაგიყვანენ, _ არაფლისმეტყველი თვალებით ამათვალერ-ჩამათვალიერა და კვლავ

პლანშეტს მიუბრუნდა.

გამიკვირდა საიდან უნდა სცოდნოდა ჩემი სახელი? მას ხომ მოსაწვევზე არც კი

დაუხედავს, პირდაღებული ვიდექი პანდუსის წინ, ალბათ იმ მომენტში ძალიან სასაცილოდ

გამოვიყურებოდი, შემდეგ პლანშეტზე ჩემს გამოსახულებას მოვკარი თვალი, რა თქმა უნდა

ბატონებო, კომისარიატის შენობა თანამედროვე მგრძნობიარე სენსორებით იყო აღჭურვილი,

როგორც კი ოთახში შემოვაბიჯე, ჩემი საინდეტიფიკაციო მონაცემები, წამსვე გადაეგზავნა

მორიგე ოფიცერს, ალბათ ჩემი მსგავსი წვევამდელები დღეში ასობით მოდიოდა აქ, ამიტომ

გასაკვირიც არ იყო, რომ მორიგე ოფიცერი მელანქოლიური და უემოციო იყო.

ოფიცერს ზურგი ვაქციე, ესე იგი მთვარის სამხედრო ბაზაზე გადამიყვანდნენ, ბევრი რამ

მსმენოდა მის შესახებ, ის ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო ობიექტი იყო, ვარსკვლავთკავშირში

მიმობნეულ ათასობით ბაზას შორის.

ნელი ნაბიჯით გავუყევი დერეფანს და მოპირდაპირე კედელზე მიმონტაჟებულ

უზარმაზარ სენსორულ მონიტორს მივაცქერდი, ეკრანზე ათწუთიანი კლიპი ტრიალებდა,

რომელიც ვარსკვლავთკავშირის ფლოტის სიძლიერეს უჩვენებდა ახალწვეულებს, კლიპში

მხატვრულად იყო გადმოცემული ბრძოლის სცენა, სადაც ფლოტი უმოკლეს დროში

ანადგურებდა უცნობ მოწინააღმდეგეს.

რამდენიმე წუთი აღფრთოვანებული თვალით ვუმზერდი კოსმოსური

გამანადგურებლების უმაღლეს პილოტაჟს, რომლებიც მორიგეობით გადადიოდნენ

შეტევაზე, ლაზერული ქვემეხებით ასუსტებდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვას, შეჯავშნული

ლინკორები შუასაუკუნეების დროინდელი ტარანების მსგავსად სქელი ჯავშანის ხარჯზე,

მტრის წყობას არღვევდნენ, შტურმული ფრეგატები კი თვალისმომჭრელი სხივებით

ანადგურებდნენ დეზორიენტირებულ მოწინააღმდეგეს, ბოლოს გადამწყვეტ შეტევაზე

ვარსკვლავთკავშირის ფლოტილიის სიამაყე, შორეული კოსმოსის სახაზო კრეისერი

„ლევიაფანი“5 გადადიოდა, რომელიც მსხვილკალიბრიანი პროტონული ანიჰილატორებით

უსვამდა წერტილს, მისი ყოვლისმმუსვრელი სხივები ქაღალდივით ფლეთდა

მოწინააღმდეგის ზემყარი მატერიიდან შექმნილ ჯავშანს.

სანახაობა ნამდვილად თვალწარმტაცი იყო, კლიპმა მომაჯადოვა, მას როგორც

გასაცნობი ასევე სარეკლამო დატვირთვაც ჰქონდა, მეორეჯერ კიდევ ვუყურე, წყალი არ

გუავა, ახალბედა წვევამდელი ამ გრანდიოზული სურათის შემხედვარე არმიაში დარჩენას

მოინდომებს, ოღონდ ჩემზე ეს ფანდი არ მოქმედებდა, სენსორულ მონიტორს ხელი

გადავუსვი და მთვარის სამხედრო ბაზის შესახებ ინფორმაცია გამოვიხმე, ეკრანი აირია,

ზემოდან გადაღებული მთვარის სამხედრო ბაზა გამოისახა, რომელსაც გვერდიგვერდ

მიჯრილი წრეების ფორმა ჰქონდა, მოულოდნელად მონიტორიდან ავტოკომენტატორის

სასიამოვნო ხმა გაისმა.

შევამჩნიე როგორ ცივად ამომხედა მორიგე ოფიცერმა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ

მიმიქცევია და სმენად ვიქეცი.

_ მთვარის სამხედრო ბაზა 75 კილომეტრ რადიუსის მოედანს მოიცავს, _ ხავერდოვანი

ხმით ყვებოდა ავტოკომენტატორი, _ 15 ანგარიდან შედგება, თითო ანგარის ფართობი 5

კილომეტრია, ის სიდიდით მეორეა ვარსკვლავთკავშირში, პირველი კი ცენტავრის

ეპსილონის, ვარსკვლავ ბირდუნის სისტემაში პლანეტა ლუფტერაზე მდებარეობს,

ლუფტერას ბაზა ორჯერ აღემატება მთვარისას.

ავტოკომენტატორი დადუმდა, მართალია საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა, მარგამ

ცნობისმოყვარეობა ნამდვილად ვერ დავიკმაყოფილე, უფრო მეტის გასაგებად მონიტორს

მივაცქერდი ჩამოწერილ ტექსტს თვალი გადავავლე, რათა საჭირო გრაფა ამერჩია, მაგრამ

მორიგე ოფიცრის მელანქოლიურმა ხმამ, ეკრანს მომწყვიტა.

_ ახალწვეულო გლორელი, _ ნერვებმომშლელი ტონით მომმართა მან, _ ტრანსპორტი

გელოდებათ, _ აქ წუთიერი პაუზა გააკეთა და წყნარად დაუმატა, _ ხელი მოაწერეთ თუ

შეიძლება.

ოფიცერმა პლასტმასის ჩხირი ჩემკენ გამოაცურა და ხელით პლანშეტზე მანიშნა,

მაგიდას მივუახლოვდი, ჩხირით პლანშეტის სენსორულ მონიტორზე ხელი მოვაწერე და

მორიგე ოფიცერს თვალებში მივაცქერდი.

5 ლევიაფანი _ ზღვის ურჩხული, რომელიც მოხსენიებულია ბიბლიაში.

მან ერთხელ შემომხედა.

_ წარმატებებს გისურვებთ, _ ძალისძალად მომიგდო და პლანშეტს დასწვდა.

მხრები ავიჩეჩე, ჩემი პირველი შეხვედრა სამხედრო ოფიცერთან, სახარბიელო

ნამდვილად არ იყო, თუ სხვებიც მასავით სიტყვაძუნწი და მელანქოლიურები იქნებოდნენ,

მთვარის სამხედრო ბაზაზე ალბათ მოწყენილობიდან მოვკვდებოდი.

მორიგე ოფიცერს თავის დაკვრით გამოვემშვიდობე და კომისარიატიდან გავედი, გარეთ

სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორი მელოდა, ორიოდე ნაბიჯით მანქანასთან გავჩნდი, როცა

სქელი კარი ავტომატურად გაიღო, აღმოვაჩინე, რომ ტრანსპორტიორის კაბინა

ახალწვეულებით იყო სავსე, თავი კმაყოფილმა დავხარე ლიუკში შევედი და თავისუფალ

ადგილზე მოვკალათდი.

ჩემს ზურგსუკან მჭიდროდ დაიხურა ლიუკი, სწორედ მაშინ დაიხურა სამოქალაქო

ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ყველა კარი, უახლოესი ერთი წელი ჯარისკაცისთვის

შესაფერ, ყაზარმულ ცხოვრებას ვეწეოდი, ყოველდღიური ფიზიკური მომზადება, იარაღის

სროლასა და კონტაქტურ ორთაბრძოლებში ვარჯიში, სამხედრო სტრატეგიის თეორიული

სწავლება, აი ასეთი დაძაბული განრიგით შედგებოდა ჩემი ყოველი დღე, პირველად

გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე, ახლა კი მუდამ ღიმილით ვიხსენებ იქ

გატარებულ დღეებს.

***

საერთოდ სამხედრო სავალდებულო სამსახური „ორმოცთა ალიანსის“

გადაწყვეტილებით, აუცილებელი მხოლოდ ვარსკვლავთშორისო ტაქტიკური ომის

დასრულების შემდეგ გახდა.

როგორც მოგეხსენებათ ბატონებო ვარსკვლავთშორისო ტაქტიკური ომი, ჩვეულებრივ

ანტიმეკობრული ოპერაციიდან გადაიზარდა და სრულიად ვარსკვლავთკავშირი მოიცვა,

მაშინ მოაზროვნე, მშვიდობისმოყვარე ერი, ადამიანთა თაოსნობით, სასტიკად

დაუპირისპირდა მეკობრეთა კოსმოსურ დინასტიას, რომელთა კოსმოსური ხომალდების

მრავალათასიან ფლოტილიას, სადღაც დენების ვარსკვლავთსისტემაში ვარსკვლავეთის

ქალაქი მოეწყო და ძარცვა-გლეჯით ირჩენდნენ თავს. ათობით პლანეტა ააწიოკეს

მეკობრეებმა და ასობით სატვირთო ხომალდი გაძარცვეს, მათ სინდისს უამრავი

პირსისხლიანი დანაშაული ამძიმებდა.

მეკობრეთა თარეშმა შეაძრწუნა ვარსკვლავთკავშირი, ყოველი რასა, ყოველი ერი ერთ

მუშტად გაერთიანდა და ხუთწლიანი დამღლელი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა,

თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად, მაშინ ასობით პლანეტა გაანადგურეს მეკობრეებმა, ამის

მიზეზი კი მოუმზადებლობა გახლდათ, დამარცხებული პლანეტების მოსახლეობის 90%

(პროცენტი) ჩვეულებრივი კოლონიზატორები იყვნენ: გეოლოგები, აგრონომები,

არქეოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბოტანიკოსები და ასე შემდეგ, იარაღის ხელში

დაჭერაც არ იცოდნენ, არცერთ მათგანს არ ჰქონდა სამხედრო მომზადება გავლილი,

თავდასხმისას საბრძოლო ტექნიკაც ვერ გამოიყენეს, ამიტომაც დამარცხდნენ.

ომის შემდეგ, როცა მეკობრეთა კოსმოსური დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელიც

განადგურდა და ვარსკვლავთკავშირი კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სწორედ

მაშინ შემოიღეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რათა კოლონირებული პლანეტების

მცხოვრებლებს თავდაცვის ელემენტარული წესები ესწავლათ.

მართალია სავალდებულო სამხედრო სამსახური შედარებით გამარტივდა, მისი გავლა

სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც არ უჭირთ, მე თუ მკითხავთ ბატონებო, ის უბრალოდ

ერთწლიანი ტრენინგია, სადაც ახლადგამომცხვარი ჯარისკაცები, გამოცდილი

ინსტრუქტორების დახმარებით თანამედროვე ომის წარმოების ხელოვნებას ეუფლებიან,

რომელიც უმეტესად კოსმოსური შერკინებების სტრატეგირებაში და საბრძოლო ტექნიკის

ვირტუოზულ მართვაში გამოიხატება.

თუმცა რაც მთავარია, ის ამართლებს, ახლა გალაქტიკის პერიფერიაშიც შესანიშნავად

ერკვევიან სამხედრო საქმეში, კოლონიზატორებს დამოუკიდებლად შეუძლიათ პლანეტა

დაიცვან და თუ საჭირო გახდება კონტრშეტევაზეც გადავიდნენ.

შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ იმ ერთი წლის განმავლობაში იმდენად გავერკვიე

არმიულ ტექნიკაში, რომ ინსტრუქტორები, ბრწყინვალე სამხედრო კარიერას

მიწინასწარმეტყველებდნენ, მე კი არმიული ცხოვრება არ მიზიდავდა, მართალია

მოგვიანებით რამდენიმე სამხედრო ოპერაციაშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მაშინდელი

წარმატება ერთწლიანი სამხედრო სამსახურის დამსახურება კი არ იყო, არამედ ჩემი

მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,

ახლა კი მთვარის სამხედრო ბაზას მივუბრუნდეთ.

მთვარის ბაზაზე ჩემთან ერთად ორი ახალწვეული გაამწესეს ტყუპები იყვნენ რემზი და

დარეტი, ერთმანეთს წყლის წვეთებივით ჰგავდნენ, მათთან ჯერ კიდევ ჯავშანმანქანაში

დავმეგობრდი, ალგენიბის ვარსკვლავთსისტემაში კოლონირებულ პლანეტა ალგიაზე

ცხოვრობდნენ, მათი ვარსკვლავი თეთრი და მწველია, დედამიწიდან 466 სინათლის

წელიწადითაა დაშორებული, პირველად იმყოფებოდნენ მზის სისტემაში, ამიტომ

გაფართოებული თვალებით უმზერდნენ მზის ყვითელ ბადროს, როცა ვენერადან მთვარისკენ

მივფრინავდით.

ხომალდმა მე-10 ანგარის თავზე ორი წრე მოხაზა, შემდეგ დასაფრენ პლათფორმაზე

დაჯდა, რომელიც ჩუმი ზუზუნით ჩაეშვა ანგარში.

კაბინიდან გადმოსულს თვალწინ უცნაური სურათი გადამეშალა, მე-10 ანგარი

უშველებელი 5 კილმეტრიანი თაღი იყო, რომელიც მის ქვემოთ მთელ სამხედრო

სტრუქტურას მოიცავდა: _ თაღის განაპირას ოფიცრებისა და ახალწვეულებისთვის 5

უშველებელ შენობაში ყაზარმები მოეწყოთ, გულდაგულ მოსწორებულ მთვარის გრუნტზე

კაუჩუკის სპეციალური, სქელი ფენა გადაეგოთ, რაც სამხედროებს არამიწიერი

მიკროორგანიზმებისგან იცავდა, სიმეტრიულად ჩამწკრივებინათ ათამდე ანგარი, რომელთაც

სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, ზოგი იარაღის არსენალს ინახავდა, ზოგი საბრძოლო

რობოტების სადგომი იყო, ზოგი კი ჯავშანმანქანების გარაჟი, ანგარებს შორის კაფეტერია,

ლაზარეთი, საინსტრუქტაჟო მოდული და ორკილომეტრიანი სარბენი ბილიკიც

გაეკეთებინათ, მათ შორის კი დაუღალავად მოძრაობდნენ პატარა ელექტრომობილები.

ყველა ნაგებობა, შუაში მდებარე სასტარტო მოედანის ირგვლივ წრიულად

განლაგებულიყო, სწორედ ამ მოედანზე დაეშვა პლათმორმა, რომელზეც ჩვენი ხომალდი

იდგა, სასტარტო მოედანი საბრძოლო გამანადგურებლებით იყო გავსებული, მათ შორის

ჭიანჭველებივით დაძვრებოდნენ ტექნიკოსები, რომლებიც ხომალდების საბრძოლო

მდგომარეობას ამოწმებდნენ, მართალია ვარსკვლავთკავშირში ორ საუკუნეზე მეტია რაც

მშვიდობიანობა სუფევდა, მაგრამ ხშირი მანევრები და საცდელი გაფრენები კოსმოსური

არმადის ტექნიკურ გამართულობას მოითხოვდა.

ოფიცერმა, რომელსაც ახალწვეულები მიგვაბარეს დაწვრილებით გაგვაცნო სამხედრო

ბაზის შინაგანაწესი და ამუნიციის მისაღებად სარეგისტრაციო ნაკვეთურისკენ გაგვიძღვა.

რუხი კამუფლაჟით დაფარული უნიფორმა, რომლის ბეჭზე ვარსკვლავთშორისო

ფლოტის ემბლემა ამოექარგათ, იდეალურად მომერგო, უნიფორმასთან ერთად თხელძირა

სამხედრო ჩექმები და არმიული ზურგჩანთაც მომცეს, ჩანთაში მეომრისთვის საველე

პირობებში საარსებოდ საჭირო გაჯეტები ეწყო, დოკუმენტაციას ხელი მოვაწერეთ და

ჯანმრთელობის დონის გამოსაკვლევად ლაზარეთში გადავინაცვლეთ.

პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფის წევრებმა, სათითაოდ

გამოგვიკვლიეს და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად გვაღიარეს, მახსოვს, როგორ

სათუთად გვაწვენდნენ „სამედიცინო მოდულის“ ცილინდრისებულ კონტეინერში, რომელიც

ხმადაბალი ზუზუნით სწავლობდა ახალწვეულების ჯანმრელობის მდგომარეობას და

მონაცემებს ექსპერტების ჯგუფს პერსონალურ პლანშეტებზე უგზავნიდა.

სულ ოცდაექვსი ახალწვეული ვიყავით, კმაყოფილი ვტოვებდით ლაზარეთს და გრძელი

დერეფნის გავლით საინსტრუქტაჟო მოდულში მივდიოდით, როგორც ინსტრუქტორმა

გვითხრა უშუალო ხელმძღვანელობასთან გაცნობითი შეხვედრა გვქონდა, შეხვდრის შემდეგ

კი სწავლებები იწყებოდა, სწორედ იქ უნდა მოგვესმინა პირველი ლექცია

ვარსკვლავთშორისო ბრძოლის სტრატეგიის შესახებ და მიგვეღო პირველი დავალებები.

მთვარის სამხედრო ბაზის ადმირალი რეინოლდს ჰენდერლსონი, მუდამ დაკავებული

გახლდათ, ამიტომ არც გამკვირვებია, ერთი მუჭა ახალწვეულებთან შესახვედრად დრო, რომ

არ დაუკარგავს.

სამაგიეროდ მთავარმა ინსტრუქტორმა მთელი საათი დაგვითმო.

საინსტრუქტაჟო მოდული, რამდენიმე აუდიტორიისგან შედგებოდა, სადაც

ახალწვეულებს ლექციები უნდა ჩატარებოდათ.

ოთახი რომელშიც შევედით თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ უშველებელი მონიტორი

და იაფფასიანი სკამები ელაგა, მოუხერხებელ პლასტმასის სკამზე მოვკალათდი, დარბაზი

მოვათვალიერე, ის ოცდაათი კაცს თუ დაიტევდა, ალბათ ბაზაზე დამკვიდრებული იყო

ახალწვეულთა მცირე ჯგუფებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი.

მხოლოდ ხუთი წუთი მოგვიწია ლოდინი, შემდეგ აუდიტორიაში რუხ კამუფლაჟიან

უნიფორმაში გამოწყობილი ორი ოფიცერი შემოვიდა, ერთი მხარბეჭიანი, მკაცრი სახის

ახალგაზრდა იყო, რომელმაც შემოსვლისთანავე ახალწვეულებს თვალი მტრულად

გადაგვავლო, მეორე კი შუახნის მაღალი მამაკაცი გახლდათ, ჭაღარა თმით და მოკლე

ულვაშით საერთოდ არ ჰგავდა ჯარისკაცს.

ახალგაზრდამ ხელები ზურგსუკან შემოიწყო, სახე მოქუფრა და არმიელებისთვის

დამახასიათებელი სიმკაცრით გვითხრა.

_ მე თქვენი მთავარი ინსტრუქტორი მაიორი ლუი ბუშარი გახლავართ, პოლკოვნიკი

იუჯინ ფერჯი კი დამეხმარება თქვენისთანა ღლაპებიდან ჯარისკაცები შევქმნა, _ მან

გვერულად გადახედა ზურგსუკან მდგარ პოლკოვნიკს, რომელმაც ოდნავ დაგვიქნია თავი, _

ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი ზედამხედველობის ქვეშ იქნებით... გოგონებო!

ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოსთქვა, ხაზი გაუსვა ჩვენდამი დამამცირებელ

მომართვას, მსგავსი რამ როგორც მოგეხსენებათ არმიაში ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს,

ოფიცრები ახალბედების დამცირებით, თითქოსდა მომავალ მეომრებში მხეცის გაღღვიძებას

ცდილობენ, მხეცის რა მოგახსენოთ ბატონებო, მაგრამ თავი შეურაწყოფილად ნამდვილად

ვიგრძენი, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა არმიულ ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა ისიც არ

ვიცოდი, მსგავსი მიმართვა უხმოდ, რომ უნდა ამეტანა, სწორედ ამ უცოდინრობის გამო

მიმიხდა კომფლიქტი, თუმცა ამ თემაზე მოგვიანებისთ ვისაუბროთ.

ახლა კი თხრობას დავუბრუნდეთ.

მაიორმა ბუშარმა ერთხელ კიდევ გადმოგვხედა გამომცდელი მზერით, მერე ხელში

პლანშეტი მოიმარჯვა, ზედ ჩამოწერილ მონაცემებს თვალი გადაავლო და

მრავალმნიშვნელვნად წარმოსთქვა.

_ კოსმოსურ ფლოტს დისციპლინა უყვარს, პირველ რიგში მუდამ მოწესრიგებული

იქნებით: უნიფორმა გასუფთავებული, ჩექმები გაპრიალებული, საბრძოლო გაჯეტები

გამართული... გასაგებია!

_ დიახ, _ არეულად ვუპასუხეთ.

მაიორს სახე მოეღრუბლა.

_ აქ ბალაგანი6 კი არ არი! _ დაიღრიალა, _ უფროსთან მიმართვა უნდა ისწავლოთ,

წოდებებს შორის იერარქიას ყურადღება მიაქციოთ, თქვენ კურსანტებად ირიცხებით,

კურსანტი კი ყველაზე დაბალი რანგია, ისეთი დაბალი, რომ შემთხვევით რიგითს თუ

გადაეყარეთ სმენაზე უნდა დადგეთ... გასაგებია!

_ დიახ, მაიორო!

ამჯერედ უფრო ომახიანად და ხმაშეწყობით წარმოვსთქვით. მაიორ ბუშარს მკაცრი სახე

ოდნავ შეურბილდა.

ხელში ჩაბღუჯულ პლანშეტს დახედა და ისე ჩაილაპარაკა მონიტორისთვის თვალი არ

მოუშორებია.

_ ახალწვეულების ინტერნაციონალური ნაკრებია, _ პლანშეტის მონიტორს თითი

გადაუსვა, _ კურსანტები რემზი და დარეტ ფლ’ინები ორი ნაბიჯით წინ.

გვერდით მჯდომ ტყუპებს გადავხედე, შეშინებული თვალებით უმზერდნენ მაიორს,

შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ოფიცერს.

_ სმეეენა, _ მაიორმა გაწელილად წარმოსთქვა.

6 ბალაგანი _ სიტყვას რუსული ფესვები აქვს _ балаган და სახელდახელო, დროებით ნაგებობას ნიშნავს, თეატრალურ და

საცირკო სანახაობათათვის; (იცოდნენ ბაზრობაზე, სახალხო სეირნობაზე); როგორც წესი ასეთ ადგილებში მუდამ ხმაური და

ხალხის ორომტრიალი იყო.

გადატანითი მნიშვნელბით: უგემოვნოდ დადგმული წარმოდგენა; უხამსი სანახაობა;

ტყუპები სასაცილოდ გაიჭიმნენ, ბუშარმა ნელი ნაბიჯით ჩაუარა, თან დაკვირვებით

ათვალიერებდა ორთავეს.

_ პლანეტა ალგია, _ ნელ-ნელა დამარცვლა, _ გალაქტიკის პერიფერიიდან მოსულხართ,

_ მაიორი ზემოდან დააცქერდა ტყუპებს, მთელი თავით მაღალი იყო მათზე, _ თქვენი

პლანეტა გალაქტიის საზღვართან დგას, ასე რომ ვთქვათ ვარსკვლავთკავშირის მცველები

ხართ, კარგად უნდა აითვისოთ სამხედრო საქმე.

შემდეგ ტყუპებს წრე დაარტყა, დარეტს ბეჭებში ხელი ჩაავლო და მაგრად შეაქანა.

_ კარგი აგებულება გაქვთ, ჯარისკაცისთვის შესაფერი.

მაიორი მართალი იყო, რემზის და დარეტს პროპორციული აგებულება და კარგად

განვითარებული მუსკულატურა ჰქონდათ, თითქოსდა ჯარისკაცებად იყვნენ დაბადებულნი,

თუმცა შედარებით ტანმორჩილები გახლდნენ, საერთოდ ალგიელ კოლონიზატორთა

შთამომავლები დედამიწელებზე ბევრად დაბლები და ამტანები არიან, რაც პლანეტის

ძლიერი გრავიტაციის ბრალია, იქაური მიზიდულობა ერთნახევარჯერ აღემატებოდა

დედამიწისას.

_ თქვენგან შესანიშნავი „სპექტრები“ დადგება, _ მაიორმა კუშტად წარმოსთქვა, _

გალაქტიკის პერიფერიებში მცხოვრები „სპექტრი“ კი ვარსკვლავთკავშირის უსაფრთხოების

გარანტია, _ ბუშარმა რემზის ბეჭზე ხელი დაჰკრა და დაუმატა, _ ამ ერთწლიანი

სავალდებულო სამსახურის დროს დაგაკვირდებით, თუ ჩემს იმედებს გაამართლებთ,

შეიძლება „სპექტრთა“ კურსებზე ჩაგწეროთ.

ტყუპებმა მაიორს თავი თანხმობის ნიშნად დაუქნიეს და კმაყოფილი დაუბრუნდნენ

თავიანთ ადგილს.

მათი მხიარულება სულაც არ იყო გასაკვირი, „სპექტრი“ ვარსკვლავთკავშირის არმიის

გასაიდუმლოებული ქვედანაყოფი იყო, რომელიც ტაქტიკური ომის დასრულების შემდეგ

ჩამოაყალიბეს, რადგან ომმა „ორმოცთა ალიანსს“ მსგავსი ქვეგანაყოფის არსებობის

აუცილებლობა დაანახა.

სადღაც წაკითხული მქონდა, რომ „სპექტრის“ ინსტიტუტი, ადამიანებმა სკეპტონებიდან

გადმოიღეს, რომლებმაც თითქმის შვიდი საუკუნის წინ დაამყარეს კონტაქტი და პირველები

იყვნენ ვინც ვარსკვლავთკავშირის ჩამოყალიბებაში, ადამიანებთან ერთად აქტიურად

იღებდნენ მონაწილეობას.

ალბათ მოგეხსენებათ ბატონებო, სკეპტონები ორი მეტრი სიმაღლის რეპტილოიდებია,

ძლევამოსილი და მეომარი რასაა, კიდევ კარგი მათთან მეგობრული ურთიერთობა

დავამყარეთ, თორემ სკეპტონების მტრობა კაცობრიობისთვის ფატალური იქნებოდა, ომის

წარმართვის ხელოვნება უმაღლეს დონემდე აქვთ ათვისებული, მათმა ცივილიზაციამ

არსებობის მანძილზე იდეალურად განვითარებული სამხედრო სისტემა ჩამოაყალიბა,

რომელიც უმეტესად მებრძოლის ორგანიზმის ბიონიკურ აპარატებთან შერწყმაზეა

ორიენტირებული,

კონტაქტის დამყარების შემდეგ დედამიწელებმა აქტიურად იწყეს მათი საბრძოლო

ტექნიკის გამოყენება, სკეპტონებმა კი ჩვენგან მიწადმოქმედება ისწავლეს, რადგანაც პლანეტა

სკეპტონის 90% (პროცენტი) წყლითაა დაფარული, ისინი მიწადმოქმედებას არ იცნობდნენ.

პროგრამა „სპექტრი“ 190 წლის წინ ამოქმედდა და თავიდან მხოლოდ

ლაბორატორიული დატვირთვა ჰქონდა, პირველი მეომრების ორგანიზმში ნანორობოტების7

არმია შეჰყავდათ, რომელიც ჯარისკაცს იმუნიტეტს უძლიერებდა, ტკივილის მიმართ უფრო

ამტანს ხდიდა და რაც მთავარია, მუსკულატურის სტიმულირებას ახდენდა, ყოველი

„სპექტრი“ საშუალო ადამიანზე ბევრად ძლიერი, სწრაფი, ამტანი და გამძლე იყო.

თუმცა ეს დასაწყისში, ახლა თანამედროვე „სპექტრი“ ისეა გაჭყეპილი

კიბერნეტიზირებული გაჯეტებით, რომ საბრძოლო რობოტებს არაფრით ჩამოუვარდება,

ინპლანტირებული ბიონიკური კიდურები, რომელშიც გამანადგურებელი იარაღია

ჩამონტაჟებული და თანამედროვე ლოკაციის სისტემა, ჩვეულებრივი ამბავია.

აღნიშნული ქვედანაყოფი იდეალური საბრძოლო მანქანაა, მართალია ჩამოყალიბების

შემდეგ სერიოზულ შერკინებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ პატარ-პატარა

კონფლიქტებში, რომლებიც კრიმინალით მდიდარ პერიფერიულ პლანეტებზე იფეთქებდნენ

ხოლმე ფანტასტიური შედეგები აჩვენეს, „სპექტრებს“ დისტანციურად შეუძლიათ ყველა

სახის საბრძოლო ტექნიკასთან ინტეგრირება, ინპლანტირებული გაჯეტების დახმარებით

გლობალქსელიდან სასურველი ინფორმაციის მოპოვება მათთვის პრობლემას არ

წარმოადგენს, ბონიკური კამუფლაჟი მოწინააღმდეგისთვის ძნელად შესამჩნევია, ისინი

როგორც ძლევამოსილი მეომრები, ასევე შესანიშნავი სტრატეგები, მზვერავები და

ტექნიკოსები არიან.

„სპექტრის“ უმეტესობა იდეალური ფიზიკური აღნაგობის ადამიანია, თუმცა

უცხოპლანეტელებსაც შეუძლიათ მათ რიგებში გაწევრიანება, მთავარია ორგანიზმა

ინპლანტირებულ გაჯეტებთან შეგუება მოახერხოს.

ამიტომაცაა ყველა ახალწვეული „სპექტრობაზე“ ოცნებობს, ასე რომ სულაც არ

მაკვირვებდა რემზისა და დარეტის კმაყოფილი სახეების ხილვა, მათ ყველაზე მეტი შანსი

ჰქონდათ „სპექტრები“ გამხდარიყვნენ.

თუმცა მე იმ მიამიტ ახალწვეულთა ჯგუფს არ განვეკუთნებოდი, მართალია

ყმაწვილკაცური გატაცებები მეც მქონდა, მიზიდავდა „სპექტრის“ იდუმალებით მოცული

ცხოვრება, ვარსკვლავთშორისო საიდუმლოებებთან წვდომა, საიდუმლო მისიით გალაქტიკის

პერიფერიაში მიყრუებულ პლანეტებზე მოგზაურობა, რომლის შესახებაც ხშირად წერდნენ

თანამედროვე სათავგადასავლო რომანების ავტორები, მაგრამ „სპექტრობასაც“ ჰქონდა

თავისი ნაკლი, ჯერ ერთი სანამ ჯარისკაცი საბოლოო შედეგამდე მიაღწევდა ასობით რთული

ოპერაცია უნდა გადაეტანა და მეორეც „სპექტრი“ კიბერნეტიზირებული იარაღი უფრო იყო,

ვიდრე ჯარისკაცი.

მომიტევეთ ბატონებო ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მოგეხსენებათ დღევანდელმა

ყმაწვლკაცებმა „სპექტრების“ შესახებ ბევრი რამ იციან, რადგან ბულვარული პრესის

წყალობით მათი გმირული ისტორიებით ვართ განებივრებული.

რა თქმა უნდა არც მე გახლდით გამონაკლისი.

7 ნანორობოტი _ მოლეკულისხელა რობოტი, (100nm ნანომეტრზე პატარა), რომელსაც შეუძლია გადაადგილება,

ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გადაცემა. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი

მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. მას მომავლის

მედიცინაში დიდი როლი მიუძღვის.

იმას მოგახსენებთ ბატონებო, რომ „სპექტრების“ შესახებ ვფიქრობდი, როცა მაიორმა

ლუი ბუშარმა სხვა კურსანტები გაიხმო.

_ აბა ვის გაუღიმებს ბედი? „სპექტრობა“ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, _ მან პლანშეტს

დახედა და ორი ახალწვეულის სახელი ამოიკითხა, _ ფაბიან გაიერი და ჰანს ჰოფერი.

ორი სუსტი, ბეჭებში მოხრილი კურსანტი ფეხზე წამოდგა, მაიორს მიუახლოვდა და წინ

მონდომებით გაეჭიმა, დედამიწელები იყვნენ, ფერმკრთალი სახე და ზემეტად ნაზი სხეული

ჰქონდათ, არაფრით წააგავდნენ დაკუნთულ ალგიელ ტყუპებს.

როგორც მივხვდი მაიორი ბუშარი დედამიწელებით ვერ აღფრთოვანდა, თუმცა ის მინც

უთხრა, რომ სამხედრო სამსახურის დროს დააკვირდებოდა, ასე რომ უკან დაბრუნებული

კურსანტები, მართალია დადარდიანებულები იყვნენ, მაგრამ გულის სიღრმეში, იმედის

ნაპერწკალი მაინც უღვიოდათ.

ოფიცერი კიდევ ცხრა ახალწვეულს გაესაუბრა, რაშიც თითქმის ერთი საათი დაკარგა,

მოწყენილობიდან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ პლასტმასის იაფფასიან სკამზე რაც

შემეძლო მოხეხებულად გადავწექი და რომელიღაც უხამსი სიმღერის მელოდია ჩავიღიღინე.

იმდენად გავერთე, რომ ვერც კი გავიგონე მაორმა როგორ ამოიკითხა ჩემი სახელი,

შემდეგ გვერდით სკამზე მჯდომმა დარეტმა მუჯლუგუნი მკრა და თვალით გაცეცხლებულ

ოფიცერზე მიმანიშნა, რომელიც მოქუფრული სახით მიმზერდა.

_ ხელს ხომ არ გიშლით კუსანტო გლორელი? _ ბოღმით ჩაისისინა და გესლიანი მზერა

მომაპყრო.

კარგი დასაწყისი ნამდვილად არ ეთქმოდა, უშუალო ხელმძღვანელის გადამტერება

სახარბიელო არ იყო, მაგრამ უკვე ვერაფერს გამოვასწორებდი, ამიტომ ფეხზე ზლაზვნით

წამოვდექი და ცალყბად ჩავილაპარაკე.

_ არა მაიორო.

წამით გაყუჩულ დარბაზს მორიდებული ხთხითის ტლღამ გადაუარა, პოლკონიკმა

ფერჯიმაც ჭაღარა ულვაში ხელით ჩამოივარცხნა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დამალა,

იუმორის გრძნობა ზომიერად მაქვს, თუმცა ისეთი იდიოტიც არა ვარ უადგილო ადგილას

ვიხუმრო, მაშინ ხუმრობას საერთოდ არ ვგეგმავდი, უბრალოდ ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი,

თუმცა კურსანტებმა ჩემი სიტყვები რატომღაც ხუმრობად ჩათვალეს, მათმა ხმადაბალმა

ხითხითმა კი ლუი ბუშარი კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა.

სახე ჩაუმუქდა, ოთკუთხა ნიკაპი აუცახცახდა და არაადამიანურად დაიღრიალა.

_ ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება კურსანტო, _ გრძელი ნაბიჯით მომიახლოვდა, სახე-

სახესთან მომიტანა ისე რომ მისი გაბრტყელებული ცხვირით ლამის შემეხო და დამარცვლით

წარმოსთქვა, _ დაგავიწყდა ჯარისკაცის წმინდათაწმინდა კანონი? წესრიგი და იერარქია, _

შემდეგ პლანშეტს ჩახედა, _ ესე იგი ვენერადან ხარ?

თანხმობის ნიშნად თავი უტყვად დავუქნიე.

_ მაგ პლანეტაზე მხოლოდ ფერმერები იბადებიან, საიდან გაგიჩნდა ჯარისკაცობის

ამბიცია? _ წუთით პაუზა გააკეთა და დამცინავად დაუმატა, _ შენც „სპექტრობა“ გინდა?

_ არა მაიორო!

ბუშარმა პლანშეტს თავი ანება, გაოცებული თვალებით შემომხედა.

_ რა თქვი კურსანტო?

_ არ მინდა „სპექტრობა“ მაიორო, _ უემოციოდ გავიმეორე.

ლუი ბუშარი ზიზღით მიყურებდა, შემდეგ პლანშეტი უნიფორმის ჯიბეში შეინახა,

კეფაში ხელი ჩამავლო და სახეში ისე ხმამაღლა ჩამაყვირა, რომ მისი პირიდან ამოსულმა

სუნმა და დორბლმა თვალები ამიწვა.

_ მხდალი ნაბიჭვარი ყოფილხარ კურსანტო გლორელი, შენისთანების ადგილი არმიაში

არ არის, დაბრუნდი ვენერაზე და მიწა დაამუშავე, ყველამ ის უნდა აკეთოს რაც ეხერხება, _

კეფაზე ხელს მაგრად მიჭერდა და თვალს არ მაშორებდა, _ იქნებ ესეც არ გეხერხება და

უხერხემლო პედარასტი ხარ, არმიაში კაცების ტრაკების სანახავად რომ წამოვიდა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო, მისმა სიტყვებმა ყოველგვარი საზღვარი გადალახა, ბრაზი

ყელში მასხამდა, სურვილი გამიჩნდა ჩემი ხელით მიმეხრჩო.

მაიორი ჩემი სიმაღლის იყო, თუმცა გაცილებით ჩაფსკვნილი, დაკუნთული მკლავები

და ამოწეული მკერდი ჰქონდა, ეტყობოდა ბევრი დრო გაეტარებინა ტრენაჟორებთან, რა თქმა

უნდა ორთაბრძოლაშიც იქნებოდა გამობრძმედილი.

მე სკოლაშიც არასდროს მიჩხუბია, ყოველთვის უკომფლიქტო და მშვიდი ბავშვი ვიყავი,

თუმცა მაიორის სიტყვებმა ჩემი სიმშვიდე საბოლოოდ დაამსხვრია.

რომელიღაც შემეცნებით გადაცემაში სადაც აუცილებელი მოგერიების წესებს

ასწავლიდნენ, ნანახი მქონდა როგორ უნდა მოიცილო თავიდან ბოროტმოქმედი, რომელიც

ხელით გიჭერს. მარტივი ტრიუკი იყო, მარცხენა ხელს იდაყვში კრავ და მკერდში მსუბუქ

დაკვრას აყენებ, მოწინააღმდეგე იბნევა, შენ კი მარჯვენას პირდაპირ ყბაში ულაწუნებ.

ალბათ ფიქრობთ ბატონებო, რომ ჯობდა მომეთმინა და პირველსავე დღეს ოფიცერთან

კონფლიქტში არ შევსულყავი, მაგრამ უკვე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ჯერ ერთი მისი

არაჯანსაღი სუნთქვა მახრჩობდა და მეორეც კეფაზე ისე მაგრად მიჭერდა ხელს, რომ

ტკივილი აუტანელი იყო.

გადაწყვეტილება წამიერად მივიღე, მარცხენა ხელი იდაყვში დავკარი, როგორც კი

იდაყვი მოხარა მკერდზე მსუბუქად ვუბიძგე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელი

გაეშვა და უკან ერთი ნაბიჯი გადაედგა, მაიორის სახე ოდნავ გაიწია, სწორედ ამ შემთხვევით

ვისარგებლე მარჯვენა მთელი ძალთ მოვიქნიე და ყბაში გვარიანი ჰუკი ვთხლიშე.

ლუი ბუშარი ამას ნამდვილად არ ელოდა, რომ გითხრათ უძლიერესი დარტყმა იყო თქო

მოგატყუებთ, მაიორს ალბათ არც სტკენია, უფრო მოულოდნელობამ მოახდინა ეფექტი,

ოფიცერი შეტოტმანდა და რომ არ წაქცეულიყო ერთ-ერთ კურსანტს ბეჭებში ჩააფინდა,

გაოცებულმა ყბაზე ხელი მოისვა, მერე თვალებაციმციმებულ ახალწვეულებს გადახედა და

გესლიანი ხმით მომმართა.

_ ჰაუტბახტი არ აგცდება კურსანტო გლორელი, _ შემდეგ მიტრიალდა და ოთახიდან

გავარდა.

არ მეგონა მოვლენები ამგვარად თუ განვითარდებოდა, საპასუხო დარტყმას ველოდი,

ამიტომ მუშტებმოკუმული ვიდექი ერთ ადგილზე, მართალია ლუი ბუშარი ჩემზე კარგ

ფიზიკურ ფორმაში იყო და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამჩაგრავდა, მაგრამ გაცლა

ამჯობინა, ალბათ კურსანტების და პოლკოვნიკ ფერჯის თვალწინ მოერიდა კონფლიქტის

გაღვივებას.

მაიორს, უკან პოლკოვნიკი ფერჯიც მიჰყვა, სანამ აუდიტორიიდან გავიდოდა მის სახეს

თვალი ვკიდე და შევამჩნიე, რომ ოდნავ მიღიმოდა, შემდეგ ჩემი მზერა დაიჭირა, თვალი-

თვალში გამიყარა და ოთახიდან გავიდა. შვებით ამოვისუნთქე, გარინდებულ ახალწვეულებს

გადავხედე.

_ ინსტრუქტაჟი დასრულებულია, _ ფაბიენ გაიერმა ირონიულად ჩაილაპარაკა და

მეგობრულად გამიღიმა.

მისმა სიტყვებმა დადებითი ეფექტი მოახდინეს, კურსანტები გიჟებივით ახარხარდნენ,

ირგვლივ შემომეხვივნენ და მოწონების ნიშნად კომპლიმენტებით ამავსეს.

უეცრად გავაცნობიერე, რომ ფლოტში მოსვლის პირველსავე დღეს ერთ-ერთ გავლენიან

ოფიცერთან ვიჩხუბე, ეს კარგის მომტანი არ იყო, მაგრამ მეორეს მხრივ კურსანტების თვალში

ერთი-ორად ავმაღლი, ჩემთვის ჩავიცინე, გაგიკვირდებათ ბატონებო და მაშინ თავი

„სპექტრი“ მეგონა, რომელმაც ბოროტი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თუმცა გასაკვირიც

არაფერია მაშინ ხომ მხოლოდ და მხოლოდ თვარემეტი წლის ჭაბუკი ვიყავი.

***