ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. ·...

20
ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრეობის პროგრამებისთვის

Transcript of ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. ·...

Page 1: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო

პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრეობის პროგრამებისთვის

Page 2: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია
Page 3: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

შესავალი

რა არის ჯარა?

ჯარას სკის აგებულება

საფუტკრისთვის გარემოს

შერჩევა და ჯარას სკების განლაგება

საფუტკრის მოვლა და ჩანაწერების წარმოება

ნაყარის მოთავსება ჯარაში

ჯარას თაფლის ამოღება

ჯარას თაფლი

ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები ჯარას მეფუტკრეთა მიმართ

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

4-5

6

7

8-9

12

13

13-14

14

16-17

18

სარჩევი

Page 4: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

შესავალი

4

¹ 2014 წლის ივნისი

² მოთხოვნების დაცვა ძირითადად გულისხმობს ნარჩენების მონიტორინგის გეგმის არსებობას, რაც საქართველოს

შესაძლებლობას აძლევს იყოს მესამე ქვეყნების სიაში თაფლისთვის, ხოლო იმპორტიორის მოთხოვნების დაკმაყოფილების

შემთხვევაში, სერტიფიცირებისა და ტესტირების თვალსაზრისით, შეძლოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირში. 2016 წლის

ნოემბერში საქართველო შევიდა მესამე ქვეყანების სიაში. ექსპორტის დეტალებისთვის იხილეთ თაფლის ექსპორტის გზამკვლევი.

მეფუტკრეობა საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული. არქეოლოგიური

კვლევებით აღმოჩენილი ნიმუშების ანალიზით დასტურდება 8000 წლით დათა-

რიღებული თაფლის არსებობის კვალი, რომელიც ტუტანხამონის სამარხში აღმო-

ჩენილ თაფლზე ძველია. არაერთი ლეგენდა და თქმულება გვხდება საქართველოს

სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც მოწმობენ საქართველოში შინაური მეფუტკრეო-

ბის განვითარების უძველეს ეტაპებს.

მეფუტკრეობის განვითარების პროცესში ძირითადად გამოყოფენ სამ ეტაპს: ვე-

ლური - როდესაც ადამიანები ტყეში სპეციალურად გადიოდნენ თაფლის შესაგ-

როვებლად; ნახევრად ველური (გეჯური) - როდესაც მონადირეებს ფუტკრის ძლიერი

ოჯახები ტყიდან სახლში მიჰყავდათ და შემდეგ ხისგან გამოთლილი მორით ან თი-

ხის სპეციალური ჭურჭლით ტყეში ან კლდეზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ათა-

ვსებდნენ და თანამედროვე - როდესაც ფუტკრისთვის სპეციალურად აშენებულ სახ-

ლში–სკაში ხდება მისი სასიცოცხლო ფაზებისა და მოსავლიანობის კონტროლი.

გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართვე-

ლოშიც მეფუტკრეები თანამედროვე და მოხერხებულ მეთოდებს ირჩევენ თაფლის

მისაღებად. მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია და დასავლეთ საქართვე-

ლოს სუბტროპიკული და ალპური ზონების ტყეებში, შორეულ სოფლებსა და დასახ-

ლებულ ადგილებში გვხდება, განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ მაღალმთიანი

აჭარაა. აქაური მკვიდრები “ფუტკრის მოშინაურების” რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრა-

დიციას აგრძელებენ. ხის მორისგან გამოთლილ სკას ადგილობრივები ჯარას უწო-

დებენ.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა

მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე დღითიდღე იზრ-

დება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის

შესახებ შეთანხმება (DCFTA)¹ საქართველოს აძლევს შანსს, შესაბამისი სტანდარ-

ტების² დაკმაყოფილების შემდეგ, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბა-

ზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეა-

ლითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს

ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარ-

ზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.

Page 5: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის³ აქტიური ჩართულობითა და მუშაობით, 2018 წელს პირველად მოხდა ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება ქართული თაფლის მწარ-მოებელი და ექსპორტიორი კომპანიის მიერ. ჯარას თაფლი, საერთაშორისო სტან-დარტების შესაბამისად შეფუთვისა და ეტიკეტირების შემდგ, ხელმისაწვდომი გახდაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი წარმატებული კომერციული შეგროვების შედეგად, მეფუტკრეებს შემოსავალი გაეზარდათ და მათი მო-ტივაცია ამაღლდა, რის შედეგადაც 2019 წელს მოწეული და რეალიზებული ჯარას თაფლის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 2020 წლის თებერვალში, პირველად სა-ქართველოში, თვრამეტი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. ექვსი მეფუტკრე, მათ შორის გოდერძის ალპური ბაღის ჯარას საფუტკრე ამჟამად გადიან სერ-ტიფიცირების პროცესს, რათა, 2020 წლის ბოლოს მიიღონ ბიო სერტიფიკატები. 2020 წლისთვის მოსალოდნელია ჯარას თაფლის მოწეულმა რაოდენობამ მიაღწიოს 3 ტონას⁴. მოთხოვნა ჯარას თაფლზე ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ჯარას თაფლის წარმოება გამოცდილი და დამწყები მეფუტკრეებისთვის მიმზიდველი ხდება.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს ჯარას მეფუტკრეობით დაინ-ტერესებულ დამწყებ თუ გამოცდილ მეფუტკრეებს მოაწყონ ჯარას საფუტკრე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ჯარას თაფლის წარმოების სტანდარტის მიხედვით. სახელმძღვანელოში აღწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ჯარას თაფლის წარმოებისას.

5

Page 6: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

რა არის ჯარა?

6

ჯარა – ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახ-ლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში ,,თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გააცნო-ბიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად ,,თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ, დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას.

მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ ჯარას სკების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, აჭარაში თანამედროვე სკების პარალელურად ჯარაც განაგრძობს არსებობას.

Page 7: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას სკის აგებულება

ჯარას სკები სხვადასხვა ზომისაა. სკის სიგრძე თაფლის წარმოების რაოდენობის

განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ჯარას სკის მიახლოებითი

ზომებია: სიგრძე: 80-120 სმ, გარე დიამეტრი: 40-60 სმ, შიდა დიამეტრი: 25-35 სმ. სკას

ძირითადად ამზადებენ წიწვოვანი ხის მასალისგან. ცაცხვის ხის (Tilia Caucascica)

მასალისგან დამზადებული ჯარა წონით მსუბუქია და არ აქვს სპეციფიკური სუნი.

ნაძვის ხის (Picea Orientalis) მასალისგან დამზადებულმა ჯარას სკამ შესაძლოა შეი-

წოვოს სინესტე, რაც ფუტკრის ოჯახებს დაიცავს დაავადებების გავრცელებისგან.

ამასთანავე, გვხვდება წაბლისა და თხმელას მასალისგან დამზადებული ჯარაც, თუმ-

ცა ასეთი სკები ცივია და ფუტკარს უჭირს მასში გამოზამთრება.

ჯარას სკის დამზადებისას ლურსმანი არ უნდა იქნეს გამოყენებული, ის დამ-

ზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხისგან. სკის ქვედა ნახევარს უნდა ჰქონდეს სამი ცა-

ლი 1 სმ. დიამეტრის ფუტკრის საფრენები. სკის ზედა ნახევარს უნდა ჰქონდეს ე.წ.

„გამყოფი“, რაც არის ზედა ნაწილში ჩაჭედილი ხის ჯოხი, რომელიც ფუტკრის

ოჯახისთვის განკუთვნილ ფიჭის წინა ნაწილს, რომელსაც მეფუტკრე არ უნდა შეე-

ხოს*, ჰყოფს მეფუტკრისთვის მოსავლის ასაღები ფიჭის უკანა ნაწილისგან. „გამ-

ყოფი“ არა მხოლოდ ჰყოფს ფიჭას ორ ნაწილად, არამედ, მას ასევე აქვს ჩრჩილის

საწინააღმდეგო დამცავი ფუნქცია. რეკომენდებულია „გამყოფის“ დამზადება ნაძვის

ხის ფესვისგან, რომლის სპეციფიკური სუნიც აფრთხობს და შესაბამისად იცავს სკას

ჩრჩილისგან. ჯარას სკაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სანთლიანი ჩარჩოები,

ჯარაში ფიჭა სრულად ჩამოშენებული უნდა იყოს ფუტკრის მიერ.

ფიჭის წინა ნაწილი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საჭიროებს განახლებას. ეს

ნიშნავს ძველი ფიჭის ჩამოჭრას მესამე და მეოთხე წელს, რომლის შემდეგაც ფუტკ-

რის ოჯახი იწყებს ახალი ფიჭის ჩამოშენებას. მესამე წელს, ფიჭის წინა ნაწილი,

რომელშიც არ არის ბარტყი უნდა ჩამოიჭრას, მეოთხე წელს კი დარჩენილი ძველი

ნაწილი. ორი წლის შემდეგ პროცესი კვლავ უნდა განმეორდეს. ფიჭის განახლება

ძირითადად ხდება თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მთავარი ღალიანობოს

დაწყებამდე.

7

ჯარას სკის მოდელი ფუტკრების ბუნებრივი საცხოვრებლის, ხის ფუღუროს მსგავსია. ის ორ ნაწილად გაყოფილი და გამოთლილი ხის მორისგან მზადდება.

სურათი 1: ჯარას სკის აგებულება

Page 8: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

საფუტკრისთვის

გარემოს შერჩევა და ჯარას სკების განლაგება

8

ჯარას სკები უნდაგანლაგდეს ბიომრავალ-ფეროვნებით მდიდარ გარემოში, ცენტრიდან დაშორებულ, ტყეებით გარშემორტყმულ სოფლებში. ჯარას სკები მინიმუმ 3 კმ-ით და-შორებული უნდა იყოს პოტენციური დამაბინ-ძურებლებისგან როგორებიცაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტ-რიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთები /ფერმე-ბი, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები.

ჯარას საფუტკრე მეურნეობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვანად არის დამოკიდე-ბული მისი ადგილმდებარეობის სწორად განსაზღვრაზე. საფუტკრე უნდა განთავსდეს მშრალ, მუდმივი და ძლიერი ქარისგან დაცულ ადგილას, მყარ და მდგრად გრუნტზე. ნოტიო და ცივ ადგილებში ფუტკრის ოჯახები სუსტდება, დიდია დაავადებების გაჩე-ნის რისკი და დაბალია ოჯახების გამრავლების მაჩვენებელი. არ არის მიზანშეწონი-ლი მისი განლაგება მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე-ვე, ჯარას სკები არ უნდა განთავსდეს ისეთ ზონებში, სადაც შესაძლებელი იქნება ფუტ-კრის კონტაქტი დაბინძურების პოტენციურ წყაროსთან, როგორიცაა: პირუტყვის სად-გომი, ღია საპირფარეშო და გამდინარე ნარეცხი წყლები.

Page 9: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

საფუტკრის განლაგებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ადგილს, სადაც დაახლოებით სამი კილომეტრის რადიუსში ფართოდაა გავრცელებული თაფლო-ვანი მცენარეები, რომლებიც ყვავილობენ სეზონის სხვადასხვა დროს, რაც უზრუნ-ველჰყოფს ხანგრძლივ ღალიანობას.

ფუტკრის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც მტკნარი გამდინარე წყალი, ასევე მარილიანი წყალი. მარილიანი წყლის მისაწოდებლად საფუტკრეში უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყულებელი.⁵

ჯარას სკები როგორც ფუტკრისთვის, ისე მეფუტკრისთვისაც მოხერხებულად უნდა განლაგდეს. მეფუტკრე კარგად უნდა ორიენტირებდეს საფუტკრეში, უნდა შეეძლოს ყველა სკასთან მისვლა; მათი დათვალიერებისას ხელი არ უნდა შეეშალოს სხვა სკის ფუტკრების ფრენას.

არ შეიძლება სკების განლაგება ისე, რომ საფრენები ერთმანეთისკენ იყოს მიმართული. მსგავსი განლაგება ფუტკრის ოჯახებში არეულობას გამოიწვევს. შესაძ-ლოა, ოჯახები ერთმანეთს თავს დაესხან, რასაც დედა ფუტკრის დაღუპვა მოჰყვება.

ჯარას სკების განლაგება საფუტკრის ფართობზეა დამოკიდებული. თუ ფართობი საკმარისია, მაშინ ჯარებს შორის დაშორება შესაძლოა რამდენიმე მეტრი იყოს. ასეთ შემთხვევაში თითოეულ ჯარას ინდივიდუალურად უკეთდება ხის სადგამი და ხის/მეტალის საფარი ჯარას წვიმისა და თოვლისგან დასაცავად. ხოლო, თუ საფუტკრე მცირე ფართობს მოიცავს, სკებს ერთმანეთის მიყოლებით, გვერდიგვერდ ათავსებენ. ასეთ შემთხვევაში ჯარების განთავსება ხდება სპეციალურად მოწყობილ საფარში. საფარი დამზადებული უნდა იყოს ხის მასალისგან. აღნიშნული საფარი ჯა-რას სკებს იცავს მკაცრი კლიმატური პირობებისგან. ჯარები მიწიდან დაშორებული უნდა იყოს 70-90 სმ-ით.⁶

ჯარას სკების ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში, ჯარები უნდა დაილუქოს თიხით და ფიჭის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გადატანა უნდა მოხდეს ამოყირავებულ მდგომარეობაში.

9

⁵ ფუტკრის ოჯახებს ესაჭიროება როგორც მტკნარი, ასევე მარილიანი წყალი. რათა თავიდან აცილებულ იქნეს ფუტკრის კონტაქტი

ღია საპირფარეშოებთან, პირუტყვის სადგომებთან და გამდინარე ნარეცხ წყლებთან მარილიანი წყლის მიღების მიზნით,

აუცილებელია, საფუტკრეში სპეციალური სარწყულებლის მოწყობა სტრატეგიულ ადგილას.

⁶ ნესტის შეწოვისგან თავის არიდების მიზნით, აუცილებელია ჯარების განლაგება მიწიდან გარკეულ დისტანციაზე.

Page 10: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

10

Page 11: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

11

Page 12: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

საფუტკრის მოვლა და

ჩანაწერების წარმოება

იმისთვის, რომ მეფუტკრემ ყოველწლიურად მიიღოს კარგი მოსავალი და მაქსიმალურად იქნეს პროდუქტიულობა მიღწეული თითოეულ ჯარას სკაზე, აუცილებელია გაითვალისწინოს მოვლის შემდეგი პრინციპები:

ჯარას სკის გახსნა: ჯარას სკები უნდა გაიხსნას მხოლოდ საჭიროების შემთხვე-ვაში, როგორიცაა ფუტკრის ოჯახების დათვალიერება/მკურნალობა და თაფლის ამოღება. საფუტკრის საგაზაფხულო შემოწმება იწყება მარტის თვიდან. ჯარები უნდა გაიხსნას კარგ ამინდში, როდესაც გარემო ტემპერატურა 10 °C აღემატება. მეფუტ-კრემ უნდა გაასუფთაოს სკის ძირი ჩამოცვენილი ფიჭისა და სხვადასხვა ნარჩენების-გან. ასევე, აღნიშნულ პერიოდში მეფუტკრემ უნდა მოახდინოს ჯარაში დარჩენილი საკვების რაოდენობის შეფასება, ზამთრის გასვლის შემდეგ დარჩა თუ არა ფუტკრის ოჯახს საკმარისი რაოდენობის საკვები.

დამატებითი კვება: ჯარაში ფუტკრის ოჯახების დამატებითი კვება აკრძალულია. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევები, როგორიცაა, მკაცრი კლიმატური პირობები, როდესაც საკვების ნაკლებობამ შესაძ-ლოა ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს, ან თუ ფუტკრის ოჯახი ახალია (გასული წელს მოხდა ოჯახის მოთავსება ჯარაში) და ღალიანობის სიმცირის გამო ფუტკარმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის თაფლის შეგროვება. მსგავს შემთხვევებში, საგაზაფხულო დათალიერებისას დაშვებულია ფუტკრის ოჯახის კვება მხოლოდ ჯა-რას თაფლით.

საგაზაფხულო მკურნალობა იწყება აპრილის დასაწყისიდან. ფუტკრის ოჯახები მუშავდება ბიოლოგიურად სუფთა⁷ პრეპარატით. აპრილის ბოლოდან (დამოკიდებულია ამინდზე და გარემო პირობებზე) მაისის ბოლომდე მეფუტკრე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს. აღნიშნულ პერიოდში ხდება ნაყარის გამოსვლა⁸. მეფუტკრეს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული ცარიელი ჯარები, რომლებშიც მოათავსებს გამოსულ ნაყარს. აუცილებელია, ჯარების წინასწარი მექანიკური დასუფთავება და ცხელი წყლითა და ცეცხლის ალით დეზინფექცია.

საშემოდგომო მკურნალობა: თაფლის ამოღების შემდგომ, გვიან შემოდგომით, უბარტყობის⁹ პერიოდში ხდება ვაროას ტკიპის საწინააღმდეგო დამუშავება მჟავე-ბით (მჟაუნმჟავა, ჭიანჭველამჟავა). მჟავების გამოყენებამდე რეკომენდებულია კვალიფიციურ სპეციალისტთან¹⁰ კონსულტაციის მიღება მჟავების დოზებსა და გამოყენების წესებთან დაკავშირებით. აუცილებელია, უსაფრთხოების ნორმების დაცვაც. მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს დამცავი ხელთათმანი, სათვალე და რეს-პირატორი.

ჩანაწერების წარმოება: საფუტკრის ეფექტური მართვისთვის რეკომენდირებუ-ლია საფუტკრეში განხორციელებული ყველა აქტივობის შესაბამისი დოკუმენტირე-ბა/ჩანაწერების¹¹ წარმოება. ჩანაწერებზე დაყრდნობით მეფუტკრეს საშუალება აქვს მოახდინოს ფინანსური ანალიზი, შეადაროს გასული წლების შედეგები და მეტი პრო-დუქტიულობის თუ ფინანსური მოგების თვალსაზრისით შესაბამისად დაგეგმოს სამომავლო აქტივობები. ჩანაწერები უნდა მოიცავდეს როგორც ზოგად სურათს, როგორიცაა ჯარების რაოდენობები წლების მიხედვით, მოწეული თაფლის რაოდე-ნობა, გამოყენებული პრეპარატები და გამოყენების თარიღები, საგაზაფხულო და საშემოდგომო დათვალიერებები, ასევე, ფინანსური ჩანაწერები, როგორიცაა შესყი-დული პრეპარატის, ჯარების, გამოყენებული მუშახელის თუ სხვა ფინანსური ხარჯები და გაყიდული თაფლით მიღებული შემოსავლები.

12

⁷ ფუტკრის დაავადებებისა და შესაბამისი ბიოლოგიური პრეპარატების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი 1-ში

„ბიოსერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისათვის“.

⁸ ნაყრიანობა ფუტკრის ოჯახების ბუნებრივი რეპროდუქციაა, რომელიც ძირითადად იწყება გვიან გაზაფხულზე ღალიანობის

პერიოდში.

⁹ ბარტყიანობის პერიოდში უჯრედები გადაბეჭდილია. მჟაუნმჟავა ვერ აღწევს გადაბეჭდილ უჯრედებში და ვერ ახდენს ზეგავლენას

უჯრედში არსებულ ვაროას ტკიპაზე. შესაბამისად, მჟაუნმჟავათი მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ბარტყიანობის პერიოდში

(გაზაფხული-ზაფხული). ასევე, მჟაუნმჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს გადაუბეჭდავი ჭუპრისა და ახალგაზრდა ფუტკრის დაღუპვა.

ამიტომ უბარტყობის პერიოდი, გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე, როდესაც გარემოში არ არის ნექტარი და დედა ფუტკარიც

ვერ ახდენს კვერცხდებას, საუკეთესოა პარაზიტების საწინააღმდეგოდ მჟაუნმჟავითი მკურნალობისათის.

¹⁰ ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის წევრები აღნიშნულ სერვისს იღებენ უფასოდ.

¹¹ მეფუტკრის ჩანაწერების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ დანართი 1-ში „ბიოსერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისათვის“.

Page 13: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ნაყარის მოთავსება ჯარაში

ჯარას თაფლის ამოღებაჯარადან თაფლის ამოღება ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბო-

ლომდე. გვიანი შემოდგომიდან სკებში ფუტკრის რაოდენობა იკლებს¹², რის შედე-გადაც მათ ურთულდებათ ჯარაში შემოსული მწერებისგან თავის დაცვა. ყველაზე მეტად პრობლემურ მწერს წარმოადგენს ცვილის ჩრჩილი (Galleria mellonella.). ჩრჩილის კვერცხი ფიჭაში ჩნდება ჭეოიანი (ყვავილის მტვერი) უჯრედებისგან, რომლებიც რჩება ჯარაში თაფლის ამოღების შემდგომ და კვერცხს საშუალება ეძლევა გაიაროს განვითარების ყველა ეტაპი. შესაბამისად, რეკომედებულია ჯარადან თაფლის დროული ამოღება, ზედმეტი ჭეოიანი¹³ უჯრედებისა და ფიჭის მოშორება, სათანადო მკურნალობის დროული ჩატარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ფუტკრის ოჯახები იქნება ძლიერი და მათ შეეძლებთ თავის დაცვა მწერებისგან. ყოველივე ეს შეამცირებს ფიჭებში ჩრჩილის გაჩენის საშიშროებას.

ფიჭის ამოღება სკიდან უნდა მოხდეს სკის შიდა ზედა ნაწილში არსებულ „გამყო-ფამდე“ (იხ. სურათი 1).

ჯარას სკიდან ფიჭიანი თაფლის ამოღებისას, მეფუტკრემ აუცილებელად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

თაფლის ამოღებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ფიჭების დათვალიერება, შე-ფასება. ფიჭები უნდა იყოს გადაბეჭდილი, არ უნდა შეიმჩნეოდეს ჩრჩილი, მატლი ან სხვა მწერი.

13

მეფუტკრეს, რომელსაც სურს ჯარას ოჯახე-ბის გამრავლება ან ახალი საფუტკრის მოწ-ყობა შეუძლია ეს მოახდინოს როგორც ბუნე-ბრივი ნაყარის, ასევე შეძენილი ოჯახების მეშვეობით. ფუტკრის ოჯახებიდან ბუნებ-რივი ნაყარის გამოსვლა განსხვავდება რე-გიონების მიხედვით და დამოკიდებულია გა-რემო ტემპერატურაზე. მეფუტკრეების დაკვირვებით, ვაშლის ხის აყვავება ახალი ნა-ყარის გამოსვლის მიმანიშნებელია. ვინაი-დან ჯარას სკების დათბუნება შეუძლებელია და მასში ფუტკარს საკმაო სივრცე აქვს, ნაყა-რი ჯარას სკიდან დაახლოებით ერთი კვირით დაგვიანებით გამოდის, ვიდრე ჩარჩოიანი სკიდან. ბუნებრივად გამოსულ ნაყარს ჯა-რას სკაში ათავსებენ წინა (საფრენის) მხრიდან. ფუტკრის ოჯახის შეძენის შემთხ-ვევაში კი მისი ჯარაში მოთავსება ხდება შემდეგნაირად: სპეციალურ გალიას, რო-მელშიც მოთავსებულია დედა ფუტკარი, მიამაგრებენ სკის შიდა ზედა ნაწილზე (იხ. სურათი 2: დედა ფუტკრის გალია), შემდეგ კი შეუშვებენ ფუტკრის ოჯახს. გალია ჯარას ზედა ნაწილზე მიმაგრებულია სტეპლერის მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე საათით, რათა ოჯახი შეეგუოს სკას და დაიწყოს ფიჭის ჩამოშენება. რამდენიმე საათის შემდეგ კი დედა ფუტკარს გამოუშვებენ გალიიდან და გალიას მოხსნიან ჯარას.

თაფლის ამოღება უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნე-ბის დაცვით, რაც გულისხმობს: მეფუტკრეს უნდა ჰქონდეს სუფთა ხელები, ეკეთოს ხელთათმანი, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ბუნებრივი შესაბოლებელი საშუა-ლებები (მაგ: გამხმარი სიმინდის ტარო), ფიჭების ამოღება უნდა მოხდეს უჟანგავი დანით, ამოღებული ფიჭები უნდა მოთავსდეს მხოლოდ სურსათთან შეხებაში დასა-შვებ ჭურჭელში.

¹² ფუტკრის ოჯახში ფუტკრების უმეტესობას შეადგენენ მუშა ფუტკრები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია

პერიოდზე თუ როდის გაჩნდნენ, რაც უფრო მეტს მუშაობენ ზაფხულის პერიოდში, მით უფრო ნაკლებია მათი სიცოცხლის

ხანგრძლივობა. ზაფხულში დაბადებული მუშა ფუტკრის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 35-55 დღე. შემოდგომით,

ღალიანობის დასასრულს, დედა ფუტკარი თანდათან ამცირებს კვერცხდებას, მუშა ფუტკარი თანდათან კვდება, შესაბამისად,

ფუტკრის ოჯახში ფუტკრების საერთო რაოდენობა მცირდება.

¹³ თაფლის ამოღების შემდეგ რეკომენდებულია იმ ჭეოიანი უჯრედების და ფიჭების ამოღება, რომლებიც ბუდის გარეთაა ან

ახლოსაა „გამყოფთან“ და შესაძლოა შეიცავდეს ჩრჩილის კვერცხს.

სურათი 2: დედა ფუტკრის გალია

Page 14: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას თაფლი

ჯარას თაფლი განსხვავდება ჩვეულებრივი ჩარჩოიანი სკებიდან მიღებული თაფლისგან. მისი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში არ არის ჩარჩოები ხელოვნური ცვილით და ფიჭა სრულად ბუნებრივად არის ჩამოშენებული ფუტკრის მიერ. ხელოვნური ცვილის მქონე ჩარჩოიანი სკების ფუტკარს შესაძლებ-ლობა აქვს დაიწყოს ნექტარის შეგროვება ღალიანობის დაწყებისთანავე, მაშინ როდესაც ჯარას სკების ფუტკარს თავდაპირველად უწევს ფიჭის მომზადება და შემ-დეგ იწყებს ნექტარის შეგროვებას. თუმცა, ხელოვნური ცვილი შესაძლოა შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებებს და გახდეს თაფლის დაბინძურების წყარო; ხოლო, ფუტკ-რების მიერ ბუნებრივად დამზადებული ფიჭა ამარტივებს ჯარას თაფლის გადასვ-ლას ორგანულ წარმოებაზე. ვინაიდან ჯარას თაფლის ამოღება ხდება ღალიანობის დასასრულს, ის ძირითადად შერეული ყვავილებისაა. თაფლს განსაკუთრებულობას ჰმატებს ჯარების ამჟამინდელი გავრცელების არეალი. ისინი გვხდება ეკოლოგიუ-რად სუფთა გარემოში, შორეულ მაღალმთიან სოფლებში, ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ტყეებთან ახლოს. დაშორება პოტენციური დამაბინძურებლებისგან, როგო-რიცაა მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტრიული ზონები და ქარხ-ნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთები/ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები საკმაოდ დიდია.

ბიო სერტიფიცირება: ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების გათვალისწინებით, ჯარას თაფლს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ორგანული. ბიო მეფუტკრეობა ეკო-ლოგიის ზრუნვაზე დაფუძნებული პრაქტიკაა, რაც უზრუნველჰყოფს მის სიჯანსაღეს, ცხოველთა კეთილდღეობასა და ადამიანთა ჯანმრთელობას სანიმუშო მენეჯმენტის პრაქტიკით. შპს „კავკასსერტი“ საქართველოში ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა, რომლის მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. კომპანია ხელმძღვანელობს „გრინ კაუკასუსი“-ს ხარისხის სისტემით, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის მიერ. ბიო სერტი-ფიკატის მოპოვებით დაინტერესებულმა მეფუტკრეებმა უნდა იხელმძღვანელონ შე-საბამისი სტანდარტით. გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია ქვემოთ და დანართში 1 „ბიოსერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისთვის“.

14

თაფლის ამოღების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ჯარების მექანიკური დასუფთავება, ჯარაში ჩამოცვენილი ფიჭის ნარჩენების ამოღება.

დაუშვებელია ჯარას თაფლის გაფილტრვა, პასტერიზება ან ჰომოგენიზება; მისი რეალიზება შეიძლება როგორც ფიჭიანი თაფლის სახით, ასევე გამოწურული. ჯარას თაფლის ერთ-ერთი უპირატესობა ფუტკრის მიერ ბუნებრივად დამზადებული ფიჭაა.

თაფლის გარდა ჯარა იძლევა დინდგელსა და ცვილს. ჯარას სკიდან ფუტკრის რძის ამოღება შეუძლებელია. ¹⁴

¹⁴ ფუტკრის რძე არის დედა ფუტკრის ბარტყის საკვები. ფუტკრის რძის წარმოების სტიმულირებას მეფუტკრე ახდენს ჩარჩოიან

სკებში ფუტკრის ოჯახიდან დედა ფუტკრის ამოღებით და ფუტკრების მიერ დედა ფუტკრის გამოყვანის სტიმულირებით. მეფუტკრე

ფუტკრის რძეს აგროვებს დაახლოებით 4 დღის დედა ფუტკრის ბარტყის უჯრედებიდან. იქედან გამომდინარე, რომ ჯარაში არ არის

ჩარჩოები და პროცესის მონიტორინგი რთულია, ფუტკრის რძის წარმოება ჯარებში შეუძლებელია.

Page 15: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

15

Page 16: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები

ჯარას მეფუტკრეთა მიმართ

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე დღითიდღე იზრდება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)¹⁵ საქართველოს აძლევს შანსს, შესაბამისი სტანდარტების¹⁶ დაკმაყოფილების შემდეგ, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშის ბაზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.

16

¹⁵ 2014 წლის ივნისი

¹⁶ მოთხოვნების დაცვა ძირითადად გულისხმობს ნარჩენების მონიტორინგის გეგმის არსებობას, რაც საქართველოს

შესაძლებლობას აძლევს იყოს მესამე ქვეყნების სიაში თაფლისთვის, ხოლო იმპორტიორის მოთხოვნების დაკმაყოფილების

შემთხვევაში, სერტიფიცირებისა და ტესტირების თვალსაზრისით, შეძლოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირში. 2016 წლის

ნოემბერში საქართველო შევიდა მესამე ქვეყანების სიაში. ექსპორტის დეტალებისთვის იხილეთ თაფლის ექსპორტის გზამკვლევი.

Page 17: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

17

გარემო:

ფუტკრებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით საკვები და მტკნარი წყალი.

სკები:

ჯარები დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან;

ჯარები უნდა იყოს იდენტიფიცირებული/დანომრილი.

ცვილი:

მკურნალობა:

აკრძალულია ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შემცველი პრეპარატებით

მკურნალობა;

კვება:

მართვა:

აკრძალულია დედა ფუტკრებისთვის ფრთების მოჭრა;

თაფლის ექსტრაქციისთვის აკრძალულია ბარტყიანი ფიჭის ამოღება.

ჯარას სკები უნდა განლაგდეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში ცენტრი-დან დაშორებულ, ტყეებით გარშემორტყმულ სოფლებში;

ჯარას სკები უნდა განთავსდეს მინიმუმ 3 კმ-იან დისტანციაზე პოტენციური დამაბინ-ძურებლებისგან, როგორიცაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტ-რიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთე-ბი/ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები;

აკრძალულია ხელოვნური ცვილის და ცვილიანი ჩარჩოების ჯარაში გამოყენება; ჯარაში ფიჭა ბუნებრივად უნდა იყოს ჩამოშენებული ფუტკრის ოჯახის მიერ.

დაშვებულია მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა: ჭიანჭველამჟავა, მჟაუნმჟავა, რძემჟავა, გოგირდი, ბუნებრივი ეთერზე-თები, მენთოლი, ევკალიპტი, თიმოლი.

ჯარას სკაში ფუტკრის ოჯახის დამატებით საკვებად დაშვებულია მხოლოდ ჯარას თაფლი;

ფუტკრის ოჯახის დამატებითი კვება თაფლით, დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრე-ბულ შემთხვევებში, როგორიცაა, მკაცრი კლიმატური პირობები, როდესაც საკვების ნაკლებობამ შესაძლოა ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს.

თაფლის ამოღებისას აკრძალულია ფუტკრების განადგურება;

თაფლის ამოღების დროს ქიმიური რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენე-ბა აკრძალულია;

შესაბოლებლის გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. შესაბოლებელი საშუალებები უნდა იყოს ბუნებრივი წარმოშობის (მაგ. სიმინდის ტარო);

რეკომენდებულია თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების ამოღება და დამუშავება დაბალ ტემპერატურაზე;

ჩანაწერები:

ჩანაწერების წარმოება აუცილებელია;

საფუტკრეში განხორციელებული ყველა აქტივობა დეტალურად უნდა იყოს აღწე-რილი მეფუტკის ჟურნალში.

¹⁷ თაფლის ექსტრაქცია უნდა დაიწყოს ადრე დილით, შუადღემდე, სანამ გარემო ტემპერატურა შედარებით დაბალია. მაღალი

ტემპერატურისას თაფლის სუნი უფრო მარტივად ვრცელდება, იწვევს ფუტკრის გაღიზიანებას, რის შედეგადაც შესაძლოა ფუტკრის

ერთი ოჯახი თავს დაესხას მეორე ოჯახს.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია აღწერს ბიო სერტიფიცირების ძირითად პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ბიო სერტიფიცირებით დაინტერე-სებულ მეფუტკრეთა მიერ.

Page 18: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ასოციაციაა, რომელიც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრია 2019 წლიდან. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია ჯარას მეფუტკრეების გაძლიერება, მათი წარმოჩენა და ინტერესების დაცვა, წევრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ბიო სერტიფიცირების პროცესში დახმარება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჯარას მეფუტკრეების ფინანსურ კეთილდღეობას.

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის სახელზე შეიქმნა ჯარას თაფლის საპრომოუშენო ვებ-გვერდი და კატალოგი, რომლის მიზანიცაა როგორც ჯარას www.jarahoney.com თაფლის, ასევე, ჯარას მეფუტკრეების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ასოციაცია აქტიურად ახდენს ჯარას თაფლის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ ფესტივალებზე, ასევე მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენაზე, რის შედეგადაც ჯარას თაფლზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უძველესი, ტრადიციული მეფუტკრეობის შენარჩუნებისა და ჯარას თაფლის ფალსიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ შეიმუშავა ჯარას თაფლის წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული სახელმძღვანელო. ასევე, ასოციაციამ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი (ლოგო) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტში“. მეფუტკრეებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს, მიეცემათ უფლება ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ, თავიანთ ეტიკეტზე დაიტანონ ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის სავაჭრო ნიშანი.

18

¹⁸ www.geobeekeepers.ge

Page 19: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

19

გზამკვლევი მომზადებულია ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის

მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის

სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს

ერთობლივი პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის

(ALCP) ფასილიტაციით, რომელსაც საქართველოში

ახორციელებს მერსი ქორფსი.

Page 20: ჯარას თაფლის წარმოების ... · 2020. 8. 13. · მეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

www.jarabeekeepers.org

www.jarahoney.com

[email protected]

+995 557 94 10 10

ქ. ბათუმი (6010), ა. მელაშვილის ქ. №26