წლის ნოემბერი ქ...

61
#1983 2014 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული: ა) „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1); ბ) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2).

Transcript of წლის ნოემბერი ქ...

Page 1: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

#1983 2014 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში

გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014

წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის

შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის

პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების

ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს

მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს

ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული:

ა) „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი

ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ ჩამოყალიბდეს

თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი

საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური

აღწერილობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი

№2).

Page 2: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

2

2. ეს განკარგულება, გარდა დანართი N1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის

„ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლისა და

დანართი N2-სა ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ განკარგულების დანართი N1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“

ქვეპუნქტი, მე-7 მუხლი, მე-10 მუხლი, მე-11 მუხლი და დანართი N2

ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

Page 3: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

3

„დანართი №1

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი

ღონისძიებების დეტალური აღწერილობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ითვალისწინებს ორ

კომპონენტს: „შეღავათიან აგროკრედიტს“ და „შეღავათიან

აგროლიზინგს“, რომელთა მიზანია მეწარმეთა/ფერმერთა

უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და

შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის

პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

3. ამ პროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის

დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ა) აგროსაქმიანობა – სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა

მიმართულებით;

ბ) ანუიტეტი - სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს დროის

თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი

თანხა და პროცენტი) გადახდას;

გ) არასტანდარტული გრაფიკი – ინდივიდუალურად შემუშავებული

სესხის დაფარვის გრაფიკი;

დ) ბენეფიციარი - პირი/მხარე, რომელიც დასახელებულია (მაგ.

ხელშეკრულებით) მატერიალური სარგებლის მიმღებად;

Page 4: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

4

ე) გირავნობა - მოძრავი ქონების დაგირავება ამა თუ იმ

ვალდებულებების უზრუნველსაყოფად;

ვ) გირაო - სესხის უზრუნველყოფა მოძრავი ქონებით;

ზ) დეპოზიტარი - დეპოზიტის მფლობელი;

თ) დეპოზიტი (ანაბარი) - გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა,

რომელიც მომხმარებელს, გარკვეული ვადით, განთავსებული აქვს

საფინანსო ინსტიტუტში, საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით;

ი) ეფექტური განაკვეთი - არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის

გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური

ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი;

კ) თავდაპირველი სესხი - სესხი, რომელიც არის გაცემული, სანამ

მოხდება მისი რეფინანსირება, ან რესტრუქტურიზაცია;

ლ) თავდები (თავდები პირი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი,

რომელიც მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის

შემთხვევაში პასუხისმგებელია ამ ვალდებულების შესრულებაზე;

მ) ინვენტარი - ნივთების, საგნების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება

წარმოების, დამუშავების და რეალიზაციის დროს;

ნ) ინფრასტრუქტურა - მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც

ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და

განაპირობებს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფართო გაგებით,

იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების

შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც

მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის დარგებს;

ო) იპოთეკა - სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;

პ) იურიდიული პირი - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი,

საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც

თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს, საკუთარი სახელით

იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და დებს გარიგებებს;

Page 5: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

5

ჟ) კრედიტის ვადა - კრედიტის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ

ფინანსურ ორგანიზაციასა და კრედიტის მიმღებს პირს შორის

დადებული ხელშეკრულებით დადგენილი დროის შესაბამისად;

რ) კრედიტის მიზნობრიობა - კონკრეტულ პროდუქტზე, პროექტის

მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი;

ს) მეორადი უზრუნველყოფა - სესხის უზრუნველყოფა, რომლის

გადახდის ალტერნატივად გამოყენება ხდება, პირველადი

უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ დარჩენილი დაუფარავი

ვალდებულების შემთხვევაში;

ტ) მიწის ნორმატიული ფასი – სახელმწიფოს მიერ სასოფლო – სამეურნეო

მიწაზე სახეობის შესაბამისად დადგენილი სარეალიზაციო ფასი;

უ) მომწოდებლები – საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელი

სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ პროექტის ბენეფიციარებისთვის

სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

ფ) მსესხებელი - კრედიტის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ქ) პარალელური სესხი – ერთი მსესხებლის მიერ, ორი ან მეტი

დაუფარავი სესხი ერთი კომპონენტის ფარგლებში;

ღ) საბაზრო ღირებულება - ქონების ღირებულება შეფასების

პერიოდისთვის ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით;

ყ) საბრუნავი საშუალებები – ფულადი სახსრები და ის მიმდინარე

აქტივები, რომელთა ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო

ციკლის განმავლობაში;

შ) საგრანტო თანადაფინანსება – ბენეფიციართან საგრანტო შეთანხმების

საფუძველზე, შეთანხმებული წესით გამოყოფილი დაფინანსება;

ჩ) საკრედიტო რესურსი - კრედიტების გასაცემად განსაზღვრული თანხა;

ც) საკრედიტო პორტფელი - ყველა აქტიური სესხის სრული ჯამური

ბალანსი;

ძ) სალიკვიდაციო ღირებულება - ქონების მოკლე ვადაში სარეალიზაციო

ღირებულება;

Page 6: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

6

წ) საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო ინსტიტუტის მიერ

განსაზღვრული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხვის განაკვეთი;

ჭ) სასაქონლო კრედიტი - გამსესხებლის მიერ მსესხებელზე გაცემული

სესხის ფორმა, რომელიც მსესხებელზე გაიცემა შემავსებლების სახით;

ხ) სასოფლო-სამეურნეო დამატებული ღირებულების რგოლი -

პროდუქციის გასაღების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის

ინფრასტრუქტურა; დამატებითი ღირებულების შემქმნელი

ინფრასტრუქტურა;

ჯ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები –

მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები;

ჰ) სასოფლო-სამეურნეო შემავსებლები - სათესი, სარგავი და

გასანაყოფიერებელი მასალა, პესტიციდები, სასუქები, ვეტ. პრეპარატები

და სასოფლო – სამეურნეო ცხოველთა საკვები, სასოფლო–სამეურნეო

დანიშნულების ინვენტარი;

ჰ1) საფინანსო ინსტიტუტი – ბანკები და მიკროსაკრედიტო

ორგანიზაციები;

ჰ2) საშეღავათო პერიოდი - პერიოდი, რომლის განმავლობაში მსესხებელს

სავალდებულო წესით არ მოეთხოვება სესხის ძირითადი თანხის და/ან

მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა;

ჰ3) სესხი/კრედიტი - საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი

სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტით და

მიზნობრიობით;

ჰ4) სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიო - საფინანსო ინსტიტუტის

მიერ დაწესებული ტარიფი, რომელსაც კლიენტი იხდის სესხის

გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;

ჰ5) სესხის დაფარვის გრაფიკი - სესხის თანხისა და მასზე დარიცხული

პროცენტის წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით

დაფარვის განრიგი;

ჰ6) სესხის რეფინანსირება - მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი

დაფარვა ახალი სესხით;

Page 7: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

7

ჰ7) სესხის საგარანტიო თანხა – საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის

მოცულობა განისაზღვრება გამსესხებლის მიერ მსესხებელთა სამეწარმეო

პროექტების მიხედვით სესხის დაბრუნების რისკის დონის შესაბამისად;

ჰ8) სესხის წინსწრებით დაფარვა - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ

ვადაზე ადრე სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა;

ჰ9) სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებები - საწარმოს ქონება,

რომელიც განკუთვნილია წარმოების პროცესში გამოყენებისთვის და არ

არის გათვალისწინებული გასაყიდად (გამოსაყენებელი ქონება);

ჰ10) ტრანში - საკრედიტო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების

საფუძველზე გასაცემი სესხის ნაწილი;

ჰ11) უზრუნველყოფა - მსესხებლის მიერ წარმოდგენილი საფინანსო

ინსტიტუტისთვის მისაღები ნებისმიერი ქონება, რომლის რეალიზაციით

საფინანსო ინსტიტუტი აინაზღაურებს კრედიტის დაუბრუნებლობით

მიღებულ ზარალს;

ჰ12) უზრუნველყოფის კოეფიციენტი - ქონების სალიკვიდაციო

ღირებულების თანაფარდობა გასაცემი სესხის თანხასთან;

ჰ13) ფიზიკური პირი - საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია

თავისი ნებითა და მოქმედებით, სრული მოცულობით შეიძინოს და

განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები

(ქმედუნარიანობა);

ჰ14) ფინანსური თავდებობის წერილი (თავდებობა) - ვალდებულების

უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც თავდებობის გამცემი

წერილობით უდასტურებს საფინანსო ინსტიტუტს, მსესხებლის მიერ

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოქმნილი ვალდებულების

შესრულებას;

ჰ15) ფინანსური საშუალებები – (კაპიტალ დაბანდება, სესხი, ფასიანი

ქაღალდები);

ჰ16) ჩამოწერილი სესხი – სესხი, რომლის დაფარვა ვერ მოახერხა

მსესხებელმა;

Page 8: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

8

ჰ17) ძირითადი საშუალება - მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი

იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების

გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და

ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო

გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

ჰ18) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმო - საწარმო, რომელიც

ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;

ჰ19) საგრანტო პროექტი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის

ფარგლებში სააგენტოს მიერ გაცემული თანმხვედრი დაფინანსება.

მუხლი 3. შეღავათიანი აგრო კრედიტის მიზანი და კომპონენტები

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიზანს წარმოადგენს სოფლის

მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-

რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით,

ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა იაფი და

ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ასევე ფერმერების გამსხვილების

და კოოპერაციის ხელშეწყობა.

2. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის

პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის

მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ ორი

სახის შეღავათიან კრედიტს:

ა) შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

ბ) შეღავათიანი აგრო კრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის.

მუხლი 4. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის

პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

საბრუნავი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული

Page 9: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

9

საპროცენტო განაკვეთების გარკვეული ნაწილის დაფინანსებას

სააგენტოს მიერ.

2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი

საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების

საფუძველზე. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო

ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს

დარღვევებზე.

3. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტით სარგებლობა შეუძლია შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, მათ შორის ინდივიდუალურ

მეწარმეებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ

იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით

შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივებს.

4. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის

მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

5. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის

დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით:

ა) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი

საშუალებების დაფინანსება, მათ შორის:

ა.ა) მემცენარეობისთვის:

ა.ა.ა) ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე

ხარჯების დაფინანსება;

ა.ა.ბ) პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა

დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

Page 10: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

10

ა.ა.გ) შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო

სამუშაოებისთვის;

ა.ა.დ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა

და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რემონტის და საწვავ-საცხები

მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

ა.ა.ე) სათბურების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების

მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

ა.ა.ვ) სასოფლო–სამეურნეო მიწების დაქირავება, მათი, ერთწლიანი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად, გამოყენების

მიზნით;

ა.ა.ზ) სარწყავი სისტემების რემონტი (მილების გამოცვლა/აღდგენა და

სხვა);

ა.ბ) მეცხოველეობისთვის:

ა.ბ.ა) არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის (გარდა მსხვილფეხა და

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა), ფრინველის, თევზის შეძენა;

ა.ბ.ბ) პირუტყვის, ფრინველის, თევზის საკვების (მათ შორის, ორგანული

საკვების) მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

ა.ბ.გ) ვეტ–პრეპარატების (მათ შორის, ორგანულის) მიმდინარე ხარჯების

დაფინანსება;

ა.ბ.დ) შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო

სამუშაოებისათვის;

ა.ბ.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა

და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რემონტის და საწვავ-საცხები

მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

ა.ბ.ვ) სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების

მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;

ა.ბ.ზ) საძოვრების, სათიბების და მეცხოველეობის ფერმის შენობების

დაქირავება, სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდით.

Page 11: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

11

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების

დასაფინანსებლად, კერძოდ:

ბ.ა) ყურძნის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით;

ბ.ბ) მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების

მიზნით;

ბ.გ) ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით;

ბ.დ) არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების

მიზნით;

გ) დასაშვებია მიმდინარე სესხის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი

გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესაბამისი

მიზნობრიობის ფარგლებში;

დ) დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური

სესხების ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და

თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო

თანხაზე ნაკლები;

ე) რესტრუქტურიზებული სესხის საგრანტო თანადაფინანსება ხდება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის

ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის

გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა

რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით

გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას.

6. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტში სესხები არ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, მანქანა-

დანადგარების, ტბორების, თევზის ავზების და მიწის შეძენა;

ბ) სავაჭრო დანიშნულების საბრუნავი საშუალები (გარდა ატმის და

მანდარინის გადამამუშავებელი/რეალიზატორი კომპანიებისთვის

განკუთვნილი სესხებისა);

გ) სხვა არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება;

Page 12: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

12

დ) იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნების დაფინანსება;

ე) იმ პირობებით, რომელიც ეწინააღმდეგება პროექტში მონაწილეობის

კრიტერიუმებს.

7. პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი

საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე გაცემული

შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 100

000 ლარამდე.

8. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების

დაფინანსების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე ერთი მიზნობრიობის

ფარგლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა

განისაზღვრება 20 000 ლარიდან 10 000 000 ლარამდე, ან ეკვივალენტი

თანხა აშშ დოლარში.

9. კრედიტის ვადა დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე და

განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი

საშუალებების დაფინანსების მიზნით - მაქსიმალური ვადა 18 თვე;

ბ) ყურძნის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით - მაქსიმალური

ვადა 15 თვე;

გ) მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით - მაქსიმალური

ვადა 6 თვე;

დ) მანდარინის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით - მაქსიმალური

ვადა 12 თვე;

ე) ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით -

მაქსიმალური ვადა 6 თვე;

ვ) არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით -

მაქსიმალური ვადა 12 თვე.

10. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტში სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი

მოცულობიდან გამომდინარე.

Page 13: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

13

11. საფინანსო ინსტიტუტის მიერ პირველადი სასოფლო-სამეურნეო

საწარმოებისთვის დადგენილი უნდა იყოს შემდეგი საპროცენტო

განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

20 000 ლარიდან 50 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 15%

50 001 ლარიდან 100 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 14%.

12. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო

განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ,

სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად.

13. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა

აღემატებოდეს:

ა) 50 000 ლარამდე 0.5%-ს,

ბ) 50 000 ლარი ან მეტი 0.2%-ს.

14. სესხის საკუთარი სახსრებით ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში,

მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არ წარმოეშვება

წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

15. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების

შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი

შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

16. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის

გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია

მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კლიენტს ჯარიმა.

ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს

ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

Page 14: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

14

17. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით,

შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს,

როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე, განსაზღვრავს სესხის

გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

18. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ

სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის

განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის

დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო

ინსტიტუტებთან და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით

გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და

პროცედურების შესაბამისად.

19. სააგენტოს თანადაფინანსება წყდება შემდეგი გარემოებების

დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა;

ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ ვადაგადაცილების დროს

საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის

მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების

შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;

დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების

გაცემა;

ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების

პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული

ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;

ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში.

ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება თუ პირველადი

სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება

Page 15: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

15

განხორციელდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის

მიზნობრიობათა ფარგლებში.

20. თანადაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას

იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების

შესაბამისად.

21. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის განსაზღვრული სესხების

გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები

მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით.

საბრუნავი საშუალებების კომპონენტსა და სპეციალურ პირობებს შორის

წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალურ

პირობებს.

მუხლი 5. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები ყურძნის

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

1. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი

საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ ყურძნის შესაძენად

შეღავათიანი პირობებით.

2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი

საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 15 აგვისტოდან - 1

ნოემბრამდე.

3. კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ - ღვინის ეროვნული

სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა

ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგრო კრედიტის ჯამური

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს, ხოლო კრედიტის

ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 თვეს.

5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის

Page 16: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

16

მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ყურძნის შესაძენად აღებული

კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ

განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული

კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს

ყურძნის შეძენას.

7. ყოველი წლის 15 ნოემბრამდე სააგენტო სსიპ - ღვინის ეროვნული

სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ

ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის

საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს,

ბენეფიციარი საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის

მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

შედარების აქტის გაფორმების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი, პარალელური სესხების

გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს

მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ თანხას.

9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის

თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი

სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და

რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.

10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება,

თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და

სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა

სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში

გაცემული სესხ(ებ)ისა.

12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

Page 17: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

17

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

100 000 ლარამდე არა უმეტეს 15%

100 000 ლარიდან 1 000 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 14%

1 000 000 ლარიდან 10 000 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 13%.

13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება

სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 9%-ის ოდენობით, რომელსაც

სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად,

მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.

14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი

როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე

მიცემული უნდა იქნეს ყოველი წლის 1 დეკემბრამდე. 1 დეკემბრის

შემდეგ საშეღავათო პერიოდს როგორც ძირითადი თანხის, ასევე

საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი

საფინანსო ინსტიტუტი.

15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო

მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 4 500 000 ლარს, რომელიც

იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური

პორტფელის (50 000 000 ლარი) წლიური საპროცენტო სარგებელი

(განაკვეთი 9%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (15 თვე)

და გამრავლებული ანუიტეტის სავარაუდო კოეფიციენტზე (0.8).

მუხლი 6. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები ატმის

ან/და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის

1. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტი ატმისა ან/და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის

Page 18: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

18

შემსყიდველი საწარმოებისათვის მიზნად ისახავს ატმის შემსყიდველი

(მათ შორის ატმის დამხარისხებელი და შემფუთავი, ასევე ატმის

ექსპორტიორი საწარმოებისთვის) ან/და არასტანდარტული ვაშლის

გადამამუშავებელი საწარმოების მიერ მხოლოდ ატმის ან/და

არასტანდარტული ვაშლის შესასყიდად საჭირო საბრუნავი სახსრების

შეღავათიანი პირობებით დაფინანსებას.

2. კრედიტი გაიცემა: ატმის შემთხვევაში 20 ივნისიდან 20 აგვისტოს

ჩათვლით, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში 10

სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით.

3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ

საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტრო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგრო სესხების ჯამური

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს. სესხის ვადა არ უნდა

აღემატებოდეს 6 თვეს ატმის შემთხვევაში, ხოლო 12 თვეს

არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში.

5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის

მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ატმის ან/და არასტანდარტული

ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის

თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო

სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე,

რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ატმის ან/და

არასტანდარტული ვაშლის შეძენას.

7. სააგენტო ატმის შემთხვევაში ყოველი წლის 20 სექტემბრამდე

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღებს

ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ ატმის შესაძენად

Page 19: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

19

გადახდილი თანხების შესახებ, ხოლო „არასტანდარტული ვაშლის

რეალიზაციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფისგან“ 15 დეკემბრამდე

მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ

არასტანდარტული ვაშლის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ

ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო აცნობებს პროექტში მონაწილე

საფინანსო ინსტიტუტებს მათი ბენეფიციარების მიერ ამ კომპონენტის

ფარგლებში მიღებული აგროკრედიტის მიზნობრივი ხარჯვის

მოცულობას.

8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი, პარალელური სესხების

გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს

5 000 000 ლარს.

9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის

თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი

სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და

რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.

10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება,

თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და

სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებით სხვა

სესხების რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში

გაცემული სესხებისა.

12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

100 000 ლარამდე არა უმეტეს 15%

100 000 ლარიდან 1 000 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 14%

1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის

ჩათვლით არა უმეტეს 13%.

Page 20: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

20

13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს

მიერ, სესხის ძირითადი თანხის 9 %-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ

სესხის მომსახურების პარალელურად.

14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი

როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე მიცემული

უნდა იქნეს არა უადრეს ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე ატმის

შემთხვევაში, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში მომდევნო

წლის 15 იანვრამდე.

15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო

მაქსიმალური მოცულობა ატმის შემთხვევაში შეადგენს 1 125 000 ლარს,

რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (25 000 000 ლარი)

წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 9%) გადაანგარიშებული

სესხის მაქსიმალურ ვადაზე (6 თვე).

16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინასების სავარაუდო მაქსიმალური

მოცულობა არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში შეადგენს 450 000

ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო

მაქსიმალური პორტფელის (5 000 000 ლარი) წლიური საპროცენტო

სარგებელი (განაკვეთი 9%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ

ვადაზე (12 თვე).

მუხლი 7. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები

მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

1. „შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ -

კომპონენტი მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი

საწარმოებისთვის მიზნად ისახავს მანდარინის შემსყიდველი ან/და

Page 21: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

21

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მხოლოდ მანდარინის შესასყიდად

საჭირო საბრუნავი სახსრების შეღავათიანი პირობებით დაფინანსებას.

2. კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის

ჩათვლით.

3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ

საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგრო სესხების ჯამური

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს, ხოლო სესხის ვადა

არ უნდა აღემატებოდეს:

ა) სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში 6 თვეს;

ბ) არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში 12 თვეს.

5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის

მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ მანდარინის შესაძენად აღებული

კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ

განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული

კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს

მანდარინის შეძენას.

7. მომდევნო წლის 15 იანვრამდე სააგენტო აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღებს

ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მანდარინის შესაძენად

გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე

გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ

საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის

მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე. შედარების აქტის

გაფორმების ბოლო ვადაა მომდევნო წლის 31 იანვარი.

Page 22: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

22

8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი, პარალელური სესხების

გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს

ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ თანხას.

9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის

თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი

სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და

რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.

10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება,

თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და

სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა

სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში

გაცემული სესხ(ებ)ისა.

12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით, ან

ექვივალენტი თანხა აშშ დოლარში არა უმეტეს 15%

50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით,

ან ექვივალენტი თანხა აშშ დოლარში არა უმეტეს 14%

100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით,

ან ექვივალენტი თანხა აშშ დოლარში არა უმეტეს 13%

400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის

ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა აშშ

დოლარში

არა უმეტეს 12%

1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის

ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა აშშ

დოლარში

არა უმეტეს 11%

Page 23: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

23

5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის

ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა აშშ

დოლარში

არა უმეტეს 10%.

13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს

მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8 %-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ

სესხის მომსახურების პარალელურად.

14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი

როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე მიცემული

უნდა იქნეს არა უადრეს მომდევნო წლის 1 თებერვლამდე.

15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო

მაქსიმალური მოცულობა სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში

შეადგენს 1 200 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (30 000 000 ლარი) წლიური

საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის

მაქსიმალურ ვადაზე (6 თვე).

16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინასების სავარაუდო მაქსიმალური

მოცულობა არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში შეადგენს 800

000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: სავარაუდო

მაქსიმალური პორტფელის (10 000 000 ლარი) წლიური საპროცენტო

სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ

ვადაზე (12 თვე).

მუხლი 8. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებების

დაფინანსებისთვის

1. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებების - კომპონენტი

ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის

პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

Page 24: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

24

ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული

საპროცენტო განაკვეთების გარკვეული ნაწილის დაფინანსებას

სააგენტოს მიერ.

2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი

საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების

საფუძველზე.

3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო

ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს

დარღვევებზე.

4. ამ კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი - მხოლოდ 12 000 აშშ

დოლარიდან 30 000 აშშ დოლარამდე სესხების შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე)

- ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული

იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით

შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

- ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში.

5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის

მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

6. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებების კომპონენტში

სესხი გაიცემა ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნისა და

არსებული საწარმოების გაფართოების დასაფინანსებლად შემდეგი

მიზნობრიობით:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

ა.გ) ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;

Page 25: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

25

ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;

ა.ვ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

ა.ზ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის

წარმოება;

ა.თ) თამბაქოს წარმოება;

ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;

ა.ლ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და

თევზების საკვების წარმოება;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე

მეურნეობები;

ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

გ) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები:

გ.ა) მეცხოველეობის ფერმა. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის

შემთხვევაში სააგენტო შეიმუშავებს ფერმის კრიტერიუმებს;

გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

გ.ვ) თევზის წარმოება;

გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

Page 26: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

26

გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და

სხვა.

7. შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო–სამეურნეო

მიმართულების საქმიანობა:

ა) არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების

მოწყობა, რემონტი;

ბ) ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება,

მოწყობა, რემონტი;

გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და

აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი

აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარების და სხვა შეძენა,

მონტაჟი, რემონტი;

დ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა

ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

ე) წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ-ენერგიის და ბუნებრივი

აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება;

ვ) შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:

ვ.ა) ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი

ხის, მუყაოს და პლასტმასის ყუთები;

ვ.ბ) ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინის და თიხის

ბოთლები, საცობები;

ვ.გ) საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის

მინის, თუნუქის, მუყაოს ასეპტიკური და პლასტმასის ტარა, ხუფები;

ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკის და

მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-

მიმწოდებლის და სხვა) შეძენა, რემონტი;

თ) სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის, თევზის,

ძვირფასბეწვიანი ცხოველების, ფუტკრის ოჯახის შეძენა. მსხვილფეხა და

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში სააგენტო შეიმუშავებს

ყიდვა-გაყიდვის პროცედურას;

Page 27: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

27

ი) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა,

მათ შორის:

ი.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები;

ი.ბ) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;

ი.გ) კაკლოვანი კულტურები;

ი.დ) კენკროვანი კულტურები;

ი.ე) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;

ი.ვ) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;

ი.ზ) მრავალწლიანი ყვავილები;

ი.თ) მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობები;

კ) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა;

ლ) სარწყავი სისტემების მოწყობა;

მ) მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები)

რემონტი;

ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა

(ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე);

ო) მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის

ინვენტარის შეძენა.

8. დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) მიწის შეძენა;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და

სხვა შეძენა;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა),

ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და

სხვა) შეძენა, რემონტი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა,

რემონტი;

ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა.

Page 28: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

28

9. ამ კომპონენტით შესაძლებელია დაფინანსდეს ასევე სოფლის

მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.

10. „საგრანტო პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული

საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის,

პარალელური სესხების) მოცულობებს, საბრუნავი და ძირითადი

საშუალებების დაფინანსების პროპორციებს, მიზნობრიობას (მათ შორის

ისეთ მიზნობრიობას, რომელიც არ არის ამ მუხლით განსაზღვრული ან

აკრძალული) და ტრანშების გაცემის ვადებს განსაზღვრავს საგრანტო

პროექტი.

11. ამ კომპონენტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც

გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ

ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების

დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული

ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი

რესურსების გამოყენებაზე.

12. დასაშვებია მიმდინარე სესხის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი

გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში.

13. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური

სესხების ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და

თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო

თანხაზე ნაკლები.

14. რესტრუქტურიზებული სესხის საგრანტო თანადაფინანსება ხდება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის

ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის

გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა

რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით

გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას.

15. ამ კომპონენტით სასესხო თანხა განისაზღვრება 12 000 აშშ

დოლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე ან მისი ექვივალენტი თანახა

Page 29: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

29

ლარში, ვადა - არაუმეტეს 84 თვე. ლარის და აშშ დოლარის გაცვლითი

კურსი უნდა შეესაბამებოდეს სესხის დამტკიცების დღეს არსებულ

ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსს.

16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან

გამომდინარე. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს

შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

12 000 აშშ დოლარიდან 30 000 აშშ დოლარის

ჩათვლით ან ექვივალენტი თანხა ლარში

არა უმეტეს 15%

30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის

ჩათვლით ან ექვივალენტი თანხა ლარში

არა უმეტეს 14%

100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის

ჩათვლით ან ექვივალენტი თანხა ლარში

არა უმეტეს 13%

200 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის

ჩათვლით ან ექვივალენტი თანხა ლარში

არა უმეტეს 12%.

17. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო

განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ,

სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად.

18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა

აღემატებოდეს:

ა) 50 000 ლარამდე 0.5%-ს,

ბ) 50 001 ლარი ან მეტი 0.2%-ს.

19. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კლიენტს საფინანსო

ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის

საკომისიო/ჯარიმა.

Page 30: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

30

20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის

გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია

მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კლიენტს ჯარიმა.

ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს

ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების

შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი

შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

22. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით,

შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს,

როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე, განსაზღვრავს სესხის

გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

23. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ

სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის

განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის

დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო

ინსტიტუტებთან და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით

გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და

პროცედურების შესაბამისად.

24. სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების

დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა;

ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ ვადაგადაცილების დროს

საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის

მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების

შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;

Page 31: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

31

დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების

გაცემა;

ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების

პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული

ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;

ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში.

ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება თუ პირველადი

სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება

განხორციელდა მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში;

ზ) როდესაც ძირითადი საშუალებებისთვის დაფინანსებისთვის

აღებული სესხით ხდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება,

ბენეფიციარს შეუწყდება სააგენტოს თანადაფინანსება სესხის თანხის იმ

ნაწილზე, რომელიც გამოიყენა საბრუნავი საშუალებებისთვის და

მოეთხოვება თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის

სააგენტოსთვის დაბრუნება. აღნიშნული არ ვრცელდება საგრანტო

პროექტის ბენეფიციარებზე.

25. თანადაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას

იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების

შესაბამისად.

26. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის

განსაზღვრული სესხების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და

შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე

დოკუმენტის სახით. ძირითადი საშუალებების კომპონენტსა და

სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში

უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.

მუხლი 9. შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროლიზინგის სპეციალური

პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი

საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული

საწარმოებისთვის

Page 32: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

32

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროლიზინგის სპეციალური

პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი

საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული

საწარმოებისათვის მიზნად ისახავს მხოლოდ აღნიშნული პროექტის

ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი

საწარმოების შექმნის დაფინანსებას როგორც შეღავათიანი საბანკო

სესხით, ასევე შეღავათიანი სალიზინგო პირობებით.

2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო საწარმო - ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან

მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საწარმო - ,,მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის

აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა თვითმმართველი

ერთეული;

გ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო - სახელმწიფო,

თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საწარმოს შვილობილი საწარმო, ან სახელმწიფოს, თვითმმართველი

ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო

სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები

სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით

დაფინანსებული საწარმოები. ასევე სახელმწიფოს, თვითმმართველი

ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები

რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.

3. ბენეფიციარები არიან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული

პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოპოვებული ექნებათ

საგრანტო თანადაფინანსება.

Page 33: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

33

4. ერთი განსახილველი პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს 200 000

აშშ დოლარზე ნაკლები.

5. სესხის/ლიზინგის გასაცემად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

ა) სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის

პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) არ უნდა

აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50 (ორმოცდაათი)%-ს,

ამავდროულად სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ

შორის პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში)

შეადგენს მაქსიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან ექვივალენტს

ეროვნულ ვალუტაში;

ბ) გაცემულ სესხზე / ლიზინგზე ვადა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ

84 თვეს;

გ) საშეღავათო პერიოდი ძირითადი საშუალებების შესაძენ სესხზე/

ლიზინგზე არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე და

24 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, ხოლო საბრუნავი საშუალებების

შესაძენად გაცემულ სესხზე - არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები

საპროცენტო განაკვეთზე და 18 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, თუ

ბანკი და მეწარმე სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.

6. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროკრედიტით/აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს

საფინანსო ინსტიტუტის/სალიზინგო კომპანიის პირობებს და

წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

7. შეღავათიანი აგროკრედიტის/აგროლიზინგის გაცემა შესაძლებელია

შემდეგი მიზნობრიობით:

ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“)

წარმოება;

ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“)

წარმოება;

გ) რძის გადამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება;

დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

Page 34: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

34

ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ი) ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება

(კომბინირებული საკვების წარმოება);

კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);

ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.

8. სესხები/ლიზინგი არ გაიცემა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ

საწარმოებზე:

ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);

ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;

გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).

9. სესხი/ლიზინგი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მიწის (მათ შორის

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად, ხოლო სესხის

თანხით შენობა ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო

უწყებებისგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან,

სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.

10. ამ კომპონენტით დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო

განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო

განაკვეთი

12 000 აშშ დოლარიდან 30 000 აშშ

დოლარის ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა

ლარში

არა უმეტეს 15%

30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ

დოლარის ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა

ლარში

არა უმეტეს 14%

100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ არა უმეტეს 13%

Page 35: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

35

დოლარის ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა

ლარში

200 001 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ

დოლარის ჩათვლით, ან ექვივალენტი თანხა

ლარში

არა უმეტეს 12%.

11. ექვივალენტი თანხა იანგარიშება სესხის დამტკიცების დღისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური

გაცვლითი კურსის მიხედვით.

12. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს

მიერ, სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ

სესხის მომსახურების პარალელურად.

13. სესხის ან ლიზინგის გამცემის მიერ სესხის/ლიზინგის

უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან

შეძენილი ნებისმიერი აქტივით (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო

მარაგები და სხვა). მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია ბანკის მიერ

მოთხოვნილ იქნეს დამატებითი გირაო.

მუხლი 10. შეღავათიანი აგროლიზინგი

1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიზინგი

ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის

მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების

ხელშეკრულებაში დათქმული ვადით

სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის

უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე,

ლიზინგის მიმღების მიერ დადგენილი

პერიოდულობით საზღაურის გადახდის

Page 36: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

36

სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე

მუხლით;

ბ) ლიზინგის გამცემი

პროექტში მონაწილე სალიზინგო კომპანია,

რომელთანაც სააგენტო გააფორმებს შესაბამის

ხელშეკრულებას;

გ) ლიზინგის მიმღები ნებისმიერი მეწარმე ფიზიკური პირი, ან

მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც

წარმოადგენს ლიზინგის მიმღებს სალიზინგო

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების

საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს

შეღავათიანი აგროლიზინგის მოთხოვნებს;

დ) ლიზინგის

ხელშეკრულება

ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს

შორის გაფორმებული ლიზინგის

ხელშეკრულება, ყველა დანართით,

ცხრილებით, ცვლილებებითა და დამატებებით;

ე) ლიზინგის საგანი

ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის

მიმღებისთვის ლიზინგის ხელშეკრულების

საფუძველზე გადაცემული ქონება;

ვ) ლიზინგის ვადა ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს

შორის შეთანხმებული ვადა, რომლითაც

ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგანს

გადასცემს ლიზინგის მიმღებს;

ზ) მომწოდებელი

ლიზინგის საგნის მომწოდებელი;

თ) შეღავათიანი

აგროლიზინგის

სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები,

რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც

Page 37: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

37

გაცემის

კრიტერიუმები

სააგენტო მოახდენს ლიზინგის გამცემსა და

ლიზინგის მიმღებს შორის არსებული

ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო

საზღაურის თანადაფინანსებას;

ი) ლიზინგის საგნის

ღირებულება

ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს

შორის ლიზინგის საგნის ხელშეკრულებით

დადგენილი ღირებულება;

კ) ლიზინგის მიმღების

თანამონაწილეობა

ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის

ღირებულებიდან ავანსად გადასახდელი თანხა;

ლ) ლიზინგის

გამცემის ინვესტიცია

ლიზინგის გამცემის მიერ დაფინანსებული

ლიზინგის საგნის ღირებულების ის ნაწილი,

რომელსაც დაერიცხება წლიური სარგებელი;

მ) სალიზინგო

საზღაური

ლიზინგის მიმღების მიერ პერიოდულად

გადასახდელი თანხები ლიზინგის

ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით;

ნ) დარიცხული

სარგებელი

ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე

დარიცხული წლიური სარგებელი;

ო) მიზნობრივი

თანადაფინანსება

სააგენტოს მიერ ლიზინგის მიმღებისთვის

გადასახდელი სალიზინგო საზღაურის

თანადაფინანსების თანხა;

პ) საგრანტო პროექტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების

გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსების პროექტი, რომელსაც

ახორციელებს სააგენტო;

ჟ) გრანტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების

გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში

სააგენტოს მიერ გაცემული თანმხვედრი

დაფინანსება.

Page 38: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

38

2. აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის

პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი

ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის

დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან

სასოფლო სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე

მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის

ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან

აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე

ის საწარმოები რომელთაც საგრანტო პროექტის ფარგლებში

დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

3. აგროლიზინგის კომპონენტი დაფინანსდება შეღავათიანი

აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ბიუჯეტიდან

(არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ

აგროლიზინგზე).

4. სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის

თანადაფინანსებას ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.

5. სააგენტო, ლიზინგის გამცემთან გააფორმებს ხელშეკრულებებს და

დაადგენს ლიზინგის გამცემისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს,

ვადებსა და პირობებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა უნდა

დააკმაყოფილოს, სააგენტოს თანამონაწილეობის სანაცვლოდ.

6. პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო

განახორციელებს შეღავათიანი აგროლიზინგის მიმღების

(ბენეფიციარის) მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს

დარღვევებზე.

7. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული

ფიზიკური პირი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული

იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით

Page 39: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

39

შექმნილი საწარმოებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა).

8. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი

აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ

ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე

პროექტის მოთხოვნებს.

9. ამ კომპონენტით ისარგებლებენ ის სასოფლო–სამეურნეო საწარმოები,

რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ

ადგილობრივ შრომით რესურსებს.

10. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული

სასოფლო–სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის

დაფინანსება, მათ შორის:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (არ ვრცელდება საგრანტო

პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე);

ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;

ა.დ) ხილის, ბოსტნეულის და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;

ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების

გადამუშავება;

ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის (არ ვრცელდება საგრანტო

პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე) წარმოება;

ა.თ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის

წარმოება (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ

აგროლიზინგზე);

ა.ი) თამბაქოს წარმოება;

ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის

ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე);

Page 40: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

40

ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და

თევზების საკვების წარმოება;

ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის

წარმოებისა), მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული

აგროლიზინგის შემთხვევაში;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები (არ ვრცელდება საგრანტო

პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე):

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე

მეურნეობები;

ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის.

გ) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები (არ ვრცელდება

საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე):

გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

გ.ვ) თევზის წარმოება;

გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და

სხვა.

11. შეღავათიანი აგრო ლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს

ლიზინგის გამცემის მიერ:

ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;

Page 41: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

41

ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-

დანადგარების შეძენა;

გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-

დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ

ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან

დაკავშირებული პირისგან.

12. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი

სახის ლიზინგი:

ა) მიწის ლიზინგი;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა),

ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და

სხვა) ლიზინგი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;

ე) საოფისე ფართის ლიზინგი.

13. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია

მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე ან

არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

14. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა

განისაზღვრება არანაკლებ 12 000 აშშ დოლარითა და არაუმეტეს 600 000

აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა - 84 თვით, ხოლო

საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში

მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 500 000 აშშ დოლარით.

15. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ

ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ

შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა

უნდა იყოს არანაკლებ 12 000 აშშ დოლარი და არაუმეტეს 600 000 აშშ

დოლარი, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის

შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარი.

Page 42: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

42

16. პროექტის ფარგლებში დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე

ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი

აგროლიზინგის თანადაფინანსება, იმ პირობით, რომ ამგვარი

ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 000 აშშ

დოლარს, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის

შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარს.

17. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში

გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა

აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.

18. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის

გამცემის ინვესტიციის 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო

გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი

სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო

საზღაურის გადახდის შემდეგ.

19. შეღავათიანი აგრო ლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ

ვადაზე ადრე, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის

განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის

საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით

გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო

ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგრო

ლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის

შემთხვევაში - სალიზინგო საზღაურის 2%-ს.

20. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე

გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის

შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30

კალენდარულ დღეს.

21. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში

ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის

შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია დაარიცხოს

ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო

Page 43: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

43

საზღაურის არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ

დღეზე.

22. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და

ლიზინგის მიმღებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.

23. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში

თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების

ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ლიზინგის

გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით

გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან

გაფორმებული ხელშეკრულებით.

24. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე

დარიცხული სარგებლის 12%–ის ოდენობით, სააგენტოს მიერ

დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც

ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება

ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს

სალიზინგო საზღაურის გადახდას.

25. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის

განხილვას, მას შეუძლია სააგენტოს მიმართოს თხოვნით მიიღოს

ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა

საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ

ამავდროულად, ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის

შესახებაც. ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის

შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის

გარეშე.

26. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი

გარემოებების დადგომისას:

ა) ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად

გადახდა;

Page 44: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

44

ბ) ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს

მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის

მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში – წყდება;

გ) ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ

რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი

ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების

თანხა.

დ) ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ

დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო

უფლებამოსილია ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და

მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

ე) საგრანტო პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის

შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის

განმავლობაში საწარმოს შეეცვალა პროფილი. პროფილის შენარჩუნება

გულისხმობს საგრანტო პროექტის ფარგლებში შესაბამისი ბიზნეს

გეგმით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის შესრულებას;

ვ) ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს

საფინანსო ინსტიტუტს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ჯარიმა. ამასთან სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე

გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და

პროცედურების შესაბამისად.

27. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში,

ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად

ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოახდინოს ლიზინგის საგნის

პირველადი გირავნობით/იპოთეკით დატვირთვა სააგენტოს

სასარგებლოდ. უზრუნველყოფა ვრცელდება ლიზინგის მიმღების მიერ

სააგენტოსთვის თანადაფინანსების თანხისა და გრანტის თანხის (მ.შ.

თანამდევი ზიანის) დაბრუნების ვალდებულებაზე.

Page 45: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

45

28. ამ მუხლის 27-ე პუნქტში მითითებული უზრუნველყოფის

რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით უპირველეს ყოვლისა

დაკმაყოფილდება ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ლიზინგის მიმღების

მიმართ, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარება სააგენტოს მოთხოვნა.

29. სააგენტო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ლიზინგის საგნის

რეალიზაცია 28-ე პუნქტში მითითებული პირობის დაცვით.

აღნიშნული მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია განათავსოს ლიზინგის

საგნის რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია საკუთარ (ან კონტრაქტორი

პირის) ვებ-გვერდზე სალიზინგო კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული

ფასით.

30. ამ მუხლის 27-ე პუნქტში მითითებული უზრუნველყოფა ძალაშია

საწარმოს ამოქმედებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.

31. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში,

განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი რომელიც უნდა შეადგენდეს:

ა) მომსახურების წლიური სარგებლის თანხაზე არანაკლებ 12 თვეს, თუ

ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ

შეთანხმდებიან;

ბ) აგროლიზინგის ძირითად თანხაზე - არანაკლებ 24 თვეს, თუ

ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ

შეთანხმდებიან.

32. დაუშვებელია ამ მუხლის 31-ე პუნქტში მითითებული საშეღავათო

პერიოდის განმავლობაში ლიზინგის გამცემის მიერ გადასახდელი

თანხის კაპიტალიზაციის წესით დაანგარიშება.

33. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში,

ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს

დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა.

34. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის

განსაზღვრული ლიზინგების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი

ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ,

ცალკე დოკუმენტის სახით. შეღავათიანი აგროლიზინგის პირობებსა და

Page 46: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

46

სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში

უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.

მუხლი 11. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის

დაფინანსება

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების

შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365

დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე

საქართველოში“ II თავით გათვალისწინებული მეწარმე

სუბიექტებისთვის სესხი გაიცემა აღნიშნული პროგრამით

გათვალისწინებული პირობებით.

Page 47: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

47

დანართი №2

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების

თანადაფინანსება (შემდგომში „პროექტი“) ითვალისწინებს სოფლის

მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების ან

უმოქმედო საწარმოს ამუშავებით დაინტერესებული საწარმოებისთვის

(მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის) ფინანსური

დახმარების გაწევას.

2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის

პროექტების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

3. ამ პროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის

დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 2. პროექტის მიზნები

პროექტის მიზნებია:

ა) მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და

უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაცია;

ბ) გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების

გაუმჯობესება;

დ) სანედლეულო ბაზრის განვითარება;

ე) სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

Page 48: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

48

ა) სახელმწიფო საწარმო - ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ამ

მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

ბ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო - სახელმწიფო,

თვითთმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საწარმოს შვილობილი საწარმო, ან სახელმწიფოს, თვითმმართველი

ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო

სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები

სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით

დაფინანსებული საწარმოები. ასევე სახელმწიფოს, თვითმმართველი

ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები,

რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.

მუხლი 4. პროექტის მიზნობრობა

1. პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა

მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი

თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი,

ბათუმი, ფოთი.

2. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის

გადამამუშავებელი საწარმოები:

ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“)

წარმოება;

ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“)

წარმოება;

გ) რძის გადამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება;

დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

Page 49: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

49

თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ი) ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება

(კომბინირებული საკვების წარმოება);

კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);

ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.

3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ახალი

გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება

უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარს.

4. სააგენტო შეიმუშავებს იმ სტანდარტებს, რომელსაც უნდა

აკმაყოფილებდეს ახალი გადამამუშავებელი საწარმოები.

5. პროექტის გეოგრაფიული დივერსიფიცირებისა და დაფინანსების

თანაბარი გადანაწილების მიზნით, სააგენტოს თანმხვედრი

თანადაფინანსების ჯამური მოცულობა ერთ მიზნობრივ

მუნიციპალიტეტში შეადგენს მაქსიმუმ 1 000 000 ლარს. ამასთან, იმ

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არის როგორც

მუნიციპალიტეტი ისე თვითმმართველი ქალაქი, დაფინანსების ოდენობა

განისაზღვრება ჯამურად 1 000 000 ლარის ოდენობით.

6. პროექტით გათვალისწინებული მასტიმულირებელი მექანიზმები არ

გავრცელდება შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:

ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);

ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;

გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).

მუხლი 5. ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები

პროექტის ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ბ) ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;

გ) სათანადო შინაარსისა და ფორმის მქონე წერილობით შედგენილი

პროექტი;

Page 50: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

50

დ) წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობა „სასოფლო სამეურნეო

პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“

პროექტის მიზნობრიობასთან;

ე) მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობის შესაბამისობა პროექტით

დადგენილ საზღვრებთან;

ვ) პროექტის კრედიტით ან ლიზინგით დაფინანსების გეგმის

შემთხვევაში, პროექტში მონაწილე საბანკო და სალიზინგო

დაწესებულების გადაწყვეტილება წარმოდგენილი საწარმოს პროექტის

დაფინანსების შესახებ;

ზ) ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა

ითვალისწინებდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი,

გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, ან უმოქმედო საწარმოს

რეაბილიტაციას;

თ) წარმოდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი

ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების

გამოყენებაზე.

მუხლი 6. დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების პროცედურა

1. ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და

მათზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის გადაწყვეტილება მიიღება

შემდეგი პროცედურების მიხედვით:

ა) პოტენციურ ბენეფიციარებს ეცნობებათ წინამდებარე პროექტის

შინაარსის, მიზნობრიობისა და ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების

შესახებ;

ბ) პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღებას ახორციელებს სააგენტო

ელექტრონული ფორმით, საკუთარი ვებ გვერდის - www.apma.ge

(შემდგომში „ვებ გვერდი“) საშუალებით;

გ) განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების

შემთხვევაში, პოტენციური ბენეფიციარი ადგენს პროექტს. პროექტის

Page 51: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

51

შედგენისას ბენეფიციარი ხელმძღვანელობს სააგენტოს მიერ

შემუშავებული სტანდარტული კითხვარით;

დ) წარმოდგენილ პროექტს განიხილავს წინასწარი განხილვის კომისია

და იღებს პროექტის შემდგომ ეტაპზე დაშვების გადაწყვეტილებას, რაც

გულისხმობს ბიზნეს გეგმის შედგენას და ბენეფიციარის მიერ მის

კომერციულ ბანკში/სალიზინგო კომპანიაში წარდგენას

გათვალისწინებული დაფინანსების მოსაძიებლად. გადაწყვეტილების

მიღებისას წინასწარი განხილვის კომისიის წევრები ხელმძღვანელობენ

წინასწარი განხილვის კომისიის დებულებით;

ე) წინასწარი განხილვის კომისიის დებულებას შეიმუშავებს და

ამტკიცებს სააგენტო;

ვ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის

ექსპერტიზის აუცილებლობის შემთხვევაში, ექსპერტიზას

განახორციელებს შესაბამისი დარგის ექპერტი. ექსპერტი განიხილავს

ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ პროექტს და წარმოადგენს დასკვნას,

რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი; ექსპერტიზა შესაძლოა

განხორციელდეს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი

პროექტის / ბიზნეს გეგმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ყველა

ცალკეულ შემთხვევაში ექსპერტიზის აუცილებლობას, ექსპერტის

ვინაობას და მის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო;

ზ) წინასწარ განხილვის კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების

მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია შეადგინოს სააგენტოს

მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისი ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა

შეესაბამებოდეს პროექტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ბიზნეს

გეგმას ადგენენ სააგენტოს მიერ შერჩეული საკონსულტაციო კომპანიები;

თ) ბიზნეს გეგმის შედგენის შემდგომ სააგენტო შეიმუშავებს

სტანდარტულ წერილს, სადაც მითითებული იქნება ის ძირითადი

პარამეტრები, რომელთა გათვალისწინება უნდა მოხდეს კომერციული

ბანკის მიერ ბიზნეს გეგმის / პროექტის განხილვისას;

Page 52: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

52

ი) კომერციული ბანკი განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ

წარმოდგენილ ბიზნეს გეგმას სააგენტოს წერილთან ერთად და იღებს

გადაწყვეტილებას პირობადადებული სესხის დამტკიცების შესახებ -

სესხი დამტკიცებული იქნება იმ პირობით, თუ პოტენციური

ბენეფიციარის პროექტი დამტკიცდება საგრანტო კომიტეტის მიერ.

2. პოტენციური ბენეფიციარი წარმოადგენს სააგენტოში შემდეგ

დოკუმენტებს:

ა) ბანკის მიერ სესხის დამტკიცების სტანდარტულ წერილს;

ბ) შეთანხმებული ფორმატის ბიზნეს გეგმას;

გ) სხვა დამატებით დოკუმენტაციას რომელსაც განსაზღვრავს წინასწარი

განხილვის კომისია, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის

სპეციფიკიდან გამომდინარე.

3. წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარმოდგენილ ბიზნეს

გეგმას და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი წინამდებარე

პროექტით განსაზღვრულ პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის

შემთხვევაში, წარუდგენს დასკვნას და ბიზნეს გეგმას საგრანტო

კომიტეტს დასამტკიცებლად.

4. საგრანტო კომიტეტის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს

სააგენტო. საგრანტო კომიტეტის შემადგენლობას განსაზღვრავს და

ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა. საგრანტო კომიტეტი განიხილავს

სააგენტოს მიერ წარდგენილ ბიზნეს გეგმებს და გადაწყვეტილებას იღებს

მათზე პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების

გამოყოფის თაობაზე. სააგენტო უზრუნველყოფს ასეთი ბენეფიციარების

თანადაფინანსებას პროექტით დადგენილი პირობებით.

5. სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანადაფინანსების მშენებლობის ან/და

რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ,

საგრანტო კომიტეტზე ბიზნეს გეგმის / პროექტის დამტკიცების შემდგომ,

წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც

გაივლის ექსპერტიზას. ასევე სამუშაოების დასრულების შემდეგ,

განხორცილებული უნდა იქნეს შესრულებული სამუშაოების

Page 53: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

53

ექსპერტიზა. აღნიშნულ ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ

განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ–ერთი, ბენეფიციარის შერჩევით.

6. სააგენტოს და შემდგომ საგრანტო კომიტეტის მიერ ბიზნეს გეგმისა და

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის რიგითობა განისაზღვრება

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში

მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენის თარიღით.

მუხლი 7. მიზნობრივი პროექტების დაფინანსება

1. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ახალი საწარმოების

შექმნისათვის აუცილებელი შემდეგი დანახარჯების დაფინანსება:

ა) ძირითადი საშუალებების შეძენა ან ლიზინგით მიღება;

ბ) საწარმოს საბრუნავი სახსრები, მათ შორის საოპერაციო ხარჯები;

გ) სწავლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯები.

2. პროექტით განსაზღვრულია ახალი საწარმოების დაფინანსების სამი

წყარო:

ა) შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან ლიზინგი;

ბ) თანმხვედრი სააგენტოს თანადაფინანსება;

გ) პროექტის ბენეფიციარების თანადაფინანსება.

მუხლი 8. შეღავათიანი და გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან ლიზინგი

1. პროექტით განსაზღვრულია შეღავათიანი და გრძელვადიანი

კრედიტით ან ლიზინგით დაფინანსების შემდეგი პირობები:

ა) სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის

პარალელური სესხების / ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) არ უნდა

აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50 (ორმოცდაათი)%-ს;

ბ) სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის

პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) უნდა

შეადგენდეს მაქსიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან

ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

2. სესხის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთებია:

Page 54: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

54

ა) 12 000 აშშ დოლარიდან – 30 000 აშშ დოლარის ჩათვლით - 15%

ბ) 30 001 აშშ დოლარიდან – 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით- 14%

გ) 100 001 აშშ დოლარიდან – 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით– 13%

დ) 200 001 აშშ დოლარიდან – 500 000 აშშ დოლარის ჩათვლით– 12%.

3. სესხის მაქსიმალური ვადაა 84 თვე.

4. საშეღავათო პერიოდი განისაზღვრება (თუ ბანკი და ბენეფიციარი სხვა

პირობებზე არ შეთანხმდებიან):

ა) საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:

ა.ა) საპროცენტო სარგებელი - არანაკლებ 12 თვისა;

ა.ბ) ძირითად თანხაზე - არანაკლებ 18 თვისა;

ბ) ძირითადი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:

ბ.ა) საპროცენტო სარგებელი - არანაკლებ 12 თვისა;

ბ.ბ) ძირითად თანხაზე - არანაკლებ 24 თვისა.

5. სააგენტოს თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება

წლიური 11% - ის ოდენობით, მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა

სესხის გამოყენება საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, თუ

ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად;

6. სესხი არ შეიძლება იქნას გამოყენებული მიწის (მათ შორის

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად, ხოლო სესხის

თანხით შენობა ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო

უწყებებისგან, სსიპ–ებისგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული

საწარმოებისგან.

მუხლი 9. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსება

1. საკრედიტო და სალიზინგო დაფინანსებასთან ერთად, პროექტით

განსაზღვრულია ბენეფიციართა დაფინანსება სააგენტოს

თანადაფინანსებით, შემდეგი პირობებით:

ა) პროექტის ბენეფიციარებზე სააგენტოს თანმხვედრი

თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს

პროექტში მონაწილე საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ

Page 55: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

55

ბენეფიციარის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება, ანუ სესხის ან

ლიზინგის გაცემა, ან პროექტის მესვეურთა მიერ საკუთარი კაპიტალით

სრულად დაფინანსების შემთხვევაში, სათანადო თანხით საწარმოს

უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის

ჯამური ღირებულების 40% (ორმოცი)-ით, ამავდროულად სააგენტოს

თანმხვედრი თანდაფინანსების მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ

80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ

ვალუტაში და არ უნდა აღემატებოდეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.

სააგენტოს თანმხვედრი თანდაფინანსება შეიძლება შეადგენდეს

პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება 1 250 000

(ერთი მილიონ ორასორმოცდაათი ათასი) ლარს.

2. სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო

დაფინანსების პარალელურად.

3. სააგენტო, თითოეული დასაფინანსებელი პროექტისათვის,

ინდივიდუალურად დაადგენს სააგენტოს თანადაფინანსების

თითოეული ტრანშის გახარჯვისთვის აუცილებელ წინაპირობებს.

4. სააგენტოს თანადაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ

ძირითადი საშუალებების შესაძენად და/ან სწავლებისა და

ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯების დასაფინანსებლად.

5. დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება:

ა.) საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის საოპერაციო ხარჯების

დასაფინანსებლად;

ბ) მიწის (მათ შორის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების)

შესაძენად;

გ) შენობა ნაგებობების შესაძენად გარდა შემთხვევებისა, როდესაც შეძენა

ხორციელდება სახელმწიფო ან აფილირებული კომპანიებისაგან.

6. სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანადაფინანსების მშენებლობის ან/და

რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ

Page 56: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

56

წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც

გაივლის ექსპერტიზას. ასევე სამუშაოების დასრულების შემდეგ

განხორცილებული უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების

ექსპერტიზა. აღნიშნულ ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ

განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ–ერთი, ბენეფიციარის შერჩევით.

მუხლი 10. პროექტის ბენეფიციარების მიერ თანადაფინანსება

1. პროექტის საკრედიტო (სალიზინგო) დაფინანსებისა და სააგენტოს

თანადაფინანსებასთან ერთად, განსაზღვრულია პროექტის

ბენეფიციართა მიერ თანადაფინანსება, შემდეგი პირობებით:

ა) ბენეფიციარის ფულადი თანადაფინანსება - პროექტის ჯამური

ღირებულების არანაკლებ 10%-ისა, საწარმოს კაპიტალში შენატანის

სახით. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობა აღემატება

125 000 (ასოცდახუთი ათასი) ლარს, მას აქვს უფლება გადაჭარბებული

თანხა არ შეიტანოს საწარმოს კაპიტალში;

ბ) თანადაფინანსება სავალდებულოა განხორციელდეს მხოლოდ

ფულადი სახსრების შენატანის სახით.

2. სააგენტოს თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მიღებამდე

აუცილებელია, რომ პროექტის ბენეფიციარებმა განახორციელონ

საკუთარი თანადაფინანსების შესაბამისი ფულადი სახსრების შეტანა.

3. პროექტში მონაწილე კომერციული ბანკის მიერ შეღავათიანი

აგროკრედიტის უცხოურ ვალუტაში დამტკიცების შემთხვევაში,

პროექტის დაფინანსების წყაროების პროცენტული თანაფარდობის

დადგენა განხორციელდეს კომერციული ბანკის მიერ შეღავათიანი

აგროკრედიტის დამტკიცების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის

ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებით.

მუხლი 11. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების დამტკიცებისა და

გაცემის პროცედურა

Page 57: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

57

1. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების გაცემის

გადაწყვეტილებას იღებს საგრანტო კომიტეტი მისი დებულებით

განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. სააგენტო წარმოადგენს თანადაფინანსების გამცემ პირს და ის გასცემს

თანადაფინანსებას მასსა და ბენეფიციარს შორის, სათანადო წესით,

დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საგრანტო კომიტეტის მიერ სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის

შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს

ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და მათი საგრანტო

კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის

შემთხვევაში, იწყებს პროექტის თანადაფინანსებას.

4. თანადაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და

ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 12. ტექნიკური დახმარება პროექტის მონაწილეთათვის

1. სააგენტო უზრუნველყოფს კონსულტირების მიზნით საკონსულტაციო

ჯგუფების ჩართვას პოტენციურ ბენეფიციართა მიერ ბიზნეს გეგმების

მომზადების პროცესში.

2. სააგენტო მოამზადებს ბიზნეს გეგმების დარგობრივ, გარკვეულ

დონეზე სტანდარტიზირებულ შაბლონურ დოკუმენტებს და

სტანდარტიზირებულ ფინანსურ მოდელებს, რაც გააიოლებს

წარმოდგენილი პროექტების განხილვასა და შეფასებას, ასევე ფინანსური

ინფორმაციის პოტენციურ ბენეფიციარებსა და დამფინანსებლებს შორის

სწორ კომუნიკაციას.

3. სააგენტო ბიზნეს გეგმების მომზადებაში დახმარებას გაუწევს

პოტენციურ ბენეფიციარებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიხილავს მათ

მიერ წარმოდგენილ განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის

შემდგომი განხილვის შესახებ.

მუხლი 13. დახმარება დანადგარების მოძიებასა და შერჩევაში

Page 58: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

58

1. სააგენტო პოტენციურ ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სხვადასხვა

ტიპის მანქანა-დანადგარების მომწოდებლების შესახებ ინფორმაციით და

საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს მათ დანადგარების შერჩევასა და

შესყიდვის პროცესში.

2. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად სააგენტო პროექტში

ჩართავს სათანადო კვალიფიკაციის კონსულტანტებს.

მუხლი 14. კომუნიკაცია ნედლეულის პოტენციურ მომწოდებლებთან

სააგენტო ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივ არეალში მაცხოვრებელი

მოსახლეობის ინფორმირებას დაგეგმილი პროექტის შესახებ და

მათთვის, როგორც პოტენციური მიმწოდებლებისათვის, ახალი

შესაძლებლობების ჩვენებას. ამ მიზნით, სააგენტო პოტენციურ

ბენეფიციარებთან ერთად დაგეგმავს სპეციალურ, მცირე საინფორმაციო

კამპანიებს თითოეული პროექტის არეალში მაცხოვრებლებისათვის.

მუხლი 15. კონსულტანტების მომსახურების უზრუნველყოფა

სააგენტო დახმარებას გაუწევს ბენეფიციარებს და უზრუნველყოფს მათ

სათანადო დარგებისა და მენეჯმენტის სისტემების სფეროს

კონსულტანტების მომსახურებით, მათ შორის:

ა) ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში;

ბ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სისტემების დანერგვაში;

გ) ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის სისტემებში;

დ) გაყიდვებსა და მარკეტინგში.

მუხლი 16. პერსონალის მომზადება

1. სააგენტო ბენეფიციარებს დახმარებას გაუწევს და დააფინანსებს ახალი

საწარმოების პერსონალის მომზადების საქმეში. ამისთვის სააგენტო

შექმნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარ

სამუშაო ჯგუფს, ან დაიქირავებს პროფესიონალურ კომპანიას, რომელიც

Page 59: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

59

უზრუნველყოფს პერსონალის მომზადების პროცესის ეფექტიანად

წარმართვას.

2. სააგენტო შეიმუშავებს, პროექტის ბენეფიციარ საწარმოთა საკვანძო

პერსონალისათვის როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, დარგის

გამოცდილების მქონე ქვეყნების საწარმოებში საწარმოო პრაქტიკის

გატარების პროგრამას, აუცილებელი თანამედროვე გამოცდილების

მისაღებად.

მუხლი 17. პროექტის ბენეფიციარის ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი საწარმოს

ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმოს ამოქმედების თარიღი

განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტით

გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის სააგენტოს

თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის

თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის

დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის.

მუხლი 18. პროექტის ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

1. პროექტის ბიუჯეტის შედგენის მიზნებისათვის დაშვებულია, რომ

პროექტის ფარგლებში შეიქმნება 50 ახალი საწარმო და ერთი საწარმოს

პროექტის მთლიანი დაფინანსების საშუალო მოცულობა იქნება

დაახლოებით 600,000 აშშ დოლარის ტოლი.

2. საწარმოთა დაფინანსების საერთო სავარაუდო მოცულობა ტოლია 30

მილიონი აშშ დოლარისა, საიდანაც:

ა) სესხითა და ლიზინგით დაფინანსდება არაუმეტეს 15 მილიონი

დოლარისა;

ბ) სააგენტოს თანადაფინანსების სახით გაიცემა არაუმეტეს 12 მილიონი

დოლარისა;

გ) ბენეფიციართა შენატანით დაფინანსდება არანაკლებ 3 მილიონი

დოლარისა.

Page 60: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

60

მუხლი 19. პროექტის მონიტორინგი და შეფასება

1. სააგენტო განახორციელებს პროექტის მონიტორინგს.

2. მონიტორინგი განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

ა) პროექტის ბენეფიციარების მიერ ფულადი სახსრების პროექტით

გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ხარჯვა;

ბ) ახალი საწარმოების მოსამზადებელი სამუშაოების პროგრესი და

პროექტის დასრულება;

გ) მიღებული თანადაფინანსების ფარგლებში საწარმოს მიერ პროფილის

ორი წლის ვადით შენარჩუნება;

დ) ახალი საწარმოების მუშაობისა და მათ მიერ ადგილობრივ სოციალურ

და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასება;

ე) პროექტის მონაწილე საბანკო და სალიზინგო დაწესებულებების მიერ

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

ვ) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე საკონსულტაციო

მხარდაჭერისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

3. პროექტის დასრულების შემდეგ (იგულისხმება საწარმოთა შექმნის

პროცესის დასრულება), უნდა განხორციელდეს პროექტის შედეგების

პერიოდული შეფასება.

მუხლი 20. პროექტის შედეგების შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტის შეფასების ძირითადი რაოდენობრივი კრიტერიუმებია:

ა) პროექტის ფარგლებში ახლად შექმნილი საწარმოების რაოდენობა;

ბ) იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა რომლებშიც შეიქმნა ახალი

საწარმო;

გ) ახალი საწარმოების შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის

მოცულობა;

Page 61: წლის ნოემბერი ქ თბილისიgov.ge/files/381_45479_960692_1983031114.pdf2 2. ეს განკარგულება, გარდა დანართი

61

დ) წარმატებული საწარმოების (საწარმოები, რომლებიც აგრძელებენ

ოპერირებას შექმნიდან 2 წლის თავზე) რაოდენობა, წილი შექმნილი

საწარმოების რაოდენობიდან;

ე) ახალი საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება;

ვ) ახალი საწარმოების მიერ შესყიდული სოფლის მეურნეობის

პროდუქცია;

ზ) ახალი საწარმოების ნედლეულის მომწოდებელთა რაოდენობა;

თ) ახალი საწარმოების მიერ შექმნილი ნამატი ღირებულება (ამ

მაჩვენებლის დასაანგარიშებლად შესამუშავებელია მეთოდოლოგია და

შესაქმნელია საწარმოთა სტატისტიკური მონაცემების ბაზა);

ი) ახალ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა;

კ) ახალ საწარმოში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა.

2. პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია

განისაზღვროს პროექტის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები.“.