წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 ·...

8
რას მოხმარდა ხარაგაულის ბიუჯეტი 2012 წლის ცხრა თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმ- მართველი ერთეულის 2012 წლის ცხრა თვის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შემოსუ- ლობების ნაწილში შეადგინა 5017.0 ათ. ლარი. ფაქტიურად მიღებულია 5170.8 ათ. ლარი, რაც გასული 2011 წლის ანალოგი- ური პერიოდის ფაქტიურ შემოსულობებზე 1913.5 ათ. ლარით მეტია (2011 წლის ცხრა თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ. ლარის შემოსულობები). მიმდინარე წლის ცხრა თვის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103.1 % და გეგმის ზევით მობილიზებულია 153.8 ათასი ლარის შე- მოსულობები. გადასახადები ცხრა თვეში დაგეგმილი 85.7 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 105.0 ათ. ლარი, ანუ 19.3 ათ. ლარით მეტი. აქედან საწარმოთა ქონების გადასახადი დაგეგმილი 73.7 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 93.1 ათ. ლარი (მ.შ. სს ,,იმერი” 1.4 ათ. ლარი, შპს ,,მაგთიკომი” 13.6 ათ. ლარი, შპს „ჯეოსე- ლი” 8.9 ათ. ლარი, შპს „მობიტელი” 7.9 ათ. ლარი, სს „საქართველოს რკინიგზა” 40.0 ათ. ლარი, შპს „ხარაგაული 2011” 1.3 ათ. ლარი, „ენერგოპროჯორჯია” 2.3 ათ. ლარი, შპს „სამება” 2.1 ათ. ლარი, „ხარაგაულგაზი” 7.6 ათ. ლარი; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი დაგეგმილი 12.0 ათ. ლარიდან უკვე მიღებულია 11.9 ათ. ლარი (მშ სს ,,ავტოტრანსი” - 1.0 ათ. ლარი, ,,სოფლკოლმშენი” - 1.4 ათ. ლარი, ს.ს. ,,იმე- რი” - 1.5 ათ. ლარი, შპს ,,ფუშტა” - 0.6 ათ. ლარი, ,,ხარაგაულგაზი” - 2.8 ათ. ლარი, შპს ,,ნუნისი” - 1.0 ათ. ლარი, შპს ,,ელუბრა” - 0.2 ათ. ლარი, სპს ,,ივერია 92” - 0.3 ათ. ლარი, შპს ,,კოზმანი” - 0.4 ათ. ლარი). ცენტრალური ბიუჯეტიდან გამო- ყოფილი ტრანსფერები (დაგეგმილი 4751.1 ათ. ლარი) მიღებულია სრულად. გათანაბ- რებითი ტრანსფერი მიღებულია 2790.0 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელე- გირებული უფლებამოსილების განსახორ- ციელებლად მიღებულია 100.1 ათ. ლარი. სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი განვლილ ცხრა თვეში მიღებულია 1861.0 ათ. ლარი, მათ შო- რის რეგიონალური განვითარების ფონდის ფარგლებში 810.0 ათ. ლარი, სოფლის მხარ- დამჭერი პროგრამის ფარგლებში 655.0 ათ. ლარი და სხვა დანარჩენი პროექტებისათვის 396.0 ათ. ლარი (მ.შ. 380.0 ათ. ლარი პრე- ზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 16.0 ათ. ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან). სხვა შემოსავლები ცხრა თვეში განსაზ- ღვრული 179.2 ათ. ლარიდან ფაქტიურად მიღებულია 307.8 ათ. ლარი და გეგმა შესრუ- ლებულია 171.8% და გეგმის ზევით მობილი- ზებულია 128.6 ათ. ლარი. ამასთან, გასული 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარე- ბით აღნიშნულ სახეში შემოსულია 73.7 ათ. ლარით მეტი, 2011 წელში მიღებულია 234.1 ათ. ლარის სხვა შემოსავლები. გეგმის გადაჭარბებით შესრულება განპირობებუ- ლია მიმდინარე წელს მოსაკრებლებისა და ჯარიმებიდან მიღებული თანხების ზრდით. ბანკის მიერ პროცენტების სახით ცხრა თვეში 5.8 ათ. ლარის ნაცვლად შემოსულია 13.7 ათ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 ათ. ლარით მეტია. მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაგეგმილი 40.0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 51.9 ათ. ლარი და გეგმა შესრულებულია 129.8 %, გასულ წელთან შედარებით აღნიშნულ სახეში მობილიზებულია 11.3 ათ. ლარით მეტი. თანხის ზედმეტად შემოსვლა განაპირობა გასული წლის კუთვნილი თანხის მიმდინარე წელს ჩარიცხვამ. » მე-6 გვ. მოსახლეობის მოთხოვნით, 2 ნოემბერს ხარაგაულში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლებთან შეხვედრა შედგა » მე-3 გვ. დაზუსტება გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „გადაუდებელი სამედიცინო დახმარე- ბის გამოძახებაზე, შესაძლოა, ლიმიტი დაწესდეს,” წერილის ბოლოს უნდა ეწეროს: სხვა მუნიციპალიტეტში გადაყვანის შემთხვევაში პაციენტი იხდის ერთ კილომეტრზე ერთ ლარს და დამატებით 20 ლარს. სტატისტიკური მონაცემებით სახელმწიფო სერვისების განვითა- რების სააგენტოს ხარაგაულის სამოქა- ლაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, 2012 წლის ათ თვეში, მათი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 608 ახალ- შობილის დაბადება და 764 მოქალაქის გარდაცვალება. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის სამსახურმა დაბადება- გარდაცვალების შესახებ ბოლო ერთი თვის მანძილზე თბილისიდან მიღებული შეტყობინებებიც დაარეგისტრირა. შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, მათი სამსახურის მიერ, 2012 წლის ათ თვეში, რეგისტრირებულია 36 ქორწი- ნება და ორი განქორწინება; გაცემუ- ლია 2 011 პირადობის მოწმობა და 49 პასპორტი. ხარაგაულში კონკურსი „ლიდერი” გაიმართება ნოემბერში ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტში ინტელექტუალური კონკურსი „ლიდერი” გაიმართება. კონკურსს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმე- თა სამსახური ატარებს. სამსახურის წამყვანი სპეციალისტის, დავით ჩა- დუნელის, ინფორმაციით, მოსწავ- ლეთა შორის შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფად - VIII-IX კლასებისა და X-XI კლასების მოსწავლეთა შორის წარიმარ- თება. კონკურსი სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე თავად სკოლები გამოავლენენ ლიდერებს. მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებ- ში გაიმართება, საბაზო სკოლები ერთ, ხოლო საშუალო სკოლები - ორ-ორ ლი- დერს წარმოადგენენ. ფინალში, ასაკობ- რივი ჯგუფების მიხედვით, ერთმანეთს შეხვდებიან 9-9 საუკეთესო მონაწილე. კონკურსანტებისთვის შეკითხვები იქ- ნება სასკოლო პროგრამიდან. პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ხუნევის მოსახლეობას შეხვდა რამდენად ვახერხებთ ხარაგაულელები ზამთრისთვის მომზადებას ხარაგაულელი მოსწავლეები პროექტში „სპიკერი~ რას მოხმარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2012 წლის ცხრა თვეში 7 გვ. 6 გვ. 5 გვ. 5 გვ. რაზე იმსჯელა ხარაგაულის საკრებულომ 5 ნოემბრის სხდომაზე 4-5 გვ. დღეს ნომერშია ლეღვნის სკოლის ყოფილი დირექტორი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს ხანდებში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით მოსახლეობა ზარალდება ხარაგაულელები ვარაუდობენ, რომ სასმელი წყლის მიუწოდებლობის მიზეზები ხელოვნურია 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. ) YJTV,THB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #41 (516) www.chemikharagauli.com ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორ- მაციით, გამგეობის მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მიერ 2012 წლის 10 თვეში სოციალური დახმარება გაიცა 968 მოქალაქეზე. სულ, ჯამში, სოცდახ- მარების მიზნით 2012 წელს გაიცა 273 045,3 ლარი. ამ თანხიდან გაიცა: საოპერაციოდ - 83 422,96 ლარი; სამედიცინო გამოკვლევისათვის - 6 669 ლარი; მკურნალობისთვის - 28 872,34 ლარი; მედიკამენტებისთვის - 63 299,52 ლარი; მშობიარობისთვის - 14 225 ლარი; ტომოგრაფიისთვის - 1 841 ლარი; ვეტერანების დაკრძალვისთვის - 2 000 ლარი; უსინათლოებზე - 2 700 ლარი; სტიქიით დაზარალებულებზე - 6 500 ლარი; ერთჯერადი სოცდახმარება - 15 725 ლარი; ახალშობილთა საჩუქრებისთვის - 2 090 ლარი და ა. შ. გამგეობიდან მოპოვებულ ინფორ- მაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცა დანარჩენი 45 700,50 ლარი. ვეების მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გაცემულია: იანვარში - 15 983,8 ლარი; თებერვალში - 14 148,5 ლარი; მარტში - 15 929,65 ლარი; აპრილში - 13 607,35 ლარი; მაისში - 18 948,7 ლარი; ივნისში - 14 896,30 ლარი; ივლისში - 11 967 ლარი; აგვისტოში - 108 325,21 ლარი; სექტემბერში - 45 004,79 ლარი; ოქტომბერში - 14 234 ლარი. ამგეობიდან მიღებული ინფორ- მაციით, 2012 წლის ბოლომდე (ნოემბერი და დეკემბერი) ადგილობ- რივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 43,0 ათასი ლარის გაცემა. დგილობრივი ბიუჯეტიდან სოცდახმარების მიღების მიზ- ნით მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს: -განცხადება, -პირადობის მოწმობის ასლი, -ჯანმრთელობის ცნობა, -კალკულაცია, -ანგარიშფაქტურა, -ცნობა სუბსიდიების სააგენტოდან (პოლისით სარგებლობისა და ქულე- ბის შესახებ), -სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენ- ლობაზე; -საკონტაქტო ტელეფონი. წელს სოცდახმარების მიზნით ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 273 045,3 ლარი გაიცა

Transcript of წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 ·...

Page 1: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

რას მოხმარდა ხარაგაულის ბიუჯეტი

2012 წლის ცხრა თვეში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმ-მართველი ერთეულის 2012 წლის ცხრა თვის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შემოსუ-ლობების ნაწილში შეადგინა 5017.0 ათ. ლარი. ფაქტიურად მიღებულია 5170.8 ათ. ლარი, რაც გასული 2011 წლის ანალოგი-ური პერიოდის ფაქტიურ შემოსულობებზე 1913.5 ათ. ლარით მეტია (2011 წლის ცხრა თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ. ლარის შემოსულობები). მიმდინარე წლის ცხრა თვის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103.1 % და გეგმის ზევით მობილიზებულია 153.8 ათასი ლარის შე-მოსულობები.

გადასახადები ცხრა თვეში დაგეგმილი 85.7 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 105.0 ათ. ლარი, ანუ 19.3 ათ. ლარით მეტი. აქედან საწარმოთა ქონების გადასახადი დაგეგმილი 73.7 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 93.1 ათ. ლარი (მ.შ. სს ,,იმერი” 1.4 ათ. ლარი, შპს ,,მაგთიკომი” 13.6 ათ. ლარი, შპს „ჯეოსე-ლი” 8.9 ათ. ლარი, შპს „მობიტელი” 7.9 ათ. ლარი, სს „საქართველოს რკინიგზა” 40.0 ათ. ლარი, შპს „ხარაგაული 2011” 1.3 ათ. ლარი, „ენერგოპროჯორჯია” 2.3 ათ. ლარი, შპს „სამება” 2.1 ათ. ლარი, „ხარაგაულგაზი” 7.6 ათ. ლარი; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი დაგეგმილი 12.0 ათ. ლარიდან უკვე მიღებულია 11.9 ათ. ლარი (მშ სს ,,ავტოტრანსი” - 1.0 ათ. ლარი, ,,სოფლკოლმშენი” - 1.4 ათ. ლარი, ს.ს. ,,იმე-რი” - 1.5 ათ. ლარი, შპს ,,ფუშტა” - 0.6 ათ. ლარი, ,,ხარაგაულგაზი” - 2.8 ათ. ლარი, შპს ,,ნუნისი” - 1.0 ათ. ლარი, შპს ,,ელუბრა” - 0.2 ათ. ლარი, სპს ,,ივერია 92” - 0.3 ათ. ლარი, შპს ,,კოზმანი” - 0.4 ათ. ლარი).

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამო-ყოფილი ტრანსფერები (დაგეგმილი 4751.1 ათ. ლარი) მიღებულია სრულად. გათანაბ-რებითი ტრანსფერი მიღებულია 2790.0 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელე-გირებული უფლებამოსილების განსახორ-ციელებლად მიღებულია 100.1 ათ. ლარი.

სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი განვლილ ცხრა თვეში მიღებულია 1861.0 ათ. ლარი, მათ შო-რის რეგიონალური განვითარების ფონდის ფარგლებში 810.0 ათ. ლარი, სოფლის მხარ-დამჭერი პროგრამის ფარგლებში 655.0 ათ. ლარი და სხვა დანარჩენი პროექტებისათვის 396.0 ათ. ლარი (მ.შ. 380.0 ათ. ლარი პრე-ზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 16.0 ათ. ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან).

სხვა შემოსავლები ცხრა თვეში განსაზ-ღვრული 179.2 ათ. ლარიდან ფაქტიურად მიღებულია 307.8 ათ. ლარი და გეგმა შესრუ-ლებულია 171.8% და გეგმის ზევით მობილი-ზებულია 128.6 ათ. ლარი. ამასთან, გასული 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარე-ბით აღნიშნულ სახეში შემოსულია 73.7 ათ. ლარით მეტი, 2011 წელში მიღებულია 234.1 ათ. ლარის სხვა შემოსავლები. გეგმის გადაჭარბებით შესრულება განპირობებუ-ლია მიმდინარე წელს მოსაკრებლებისა და ჯარიმებიდან მიღებული თანხების ზრდით.

ბანკის მიერ პროცენტების სახით ცხრა თვეში 5.8 ათ. ლარის ნაცვლად შემოსულია 13.7 ათ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 ათ. ლარით მეტია.

მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაგეგმილი 40.0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 51.9 ათ. ლარი და გეგმა შესრულებულია 129.8 %, გასულ წელთან შედარებით აღნიშნულ სახეში მობილიზებულია 11.3 ათ. ლარით მეტი. თანხის ზედმეტად შემოსვლა განაპირობა გასული წლის კუთვნილი თანხის მიმდინარე წელს ჩარიცხვამ. » მე-6 გვ.

მოსახლეობის მოთხოვნით, 2 ნოემბერს ხარაგაულში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლებთან შეხვედრა შედგა » მე-3 გვ.

დაზუსტებაგაზეთ „ჩემი ხარაგაულის” წინა

ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „გადაუდებელი სამედიცინო დახმარე-ბის გამოძახებაზე, შესაძლოა, ლიმიტი დაწესდეს,” წერილის ბოლოს უნდა ეწეროს: სხვა მუნიციპალიტეტში გადაყვანის შემთხვევაში პაციენტი იხდის ერთ კილომეტრზე ერთ ლარს და დამატებით 20 ლარს.

სტატისტიკური მონაცემებითსახელმწიფო სერვისების განვითა-

რების სააგენტოს ხარაგაულის სამოქა-ლაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, 2012 წლის ათ თვეში, მათი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 608 ახალ-შობილის დაბადება და 764 მოქალაქის გარდაცვალება. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის სამსახურმა დაბადება-გარდაცვალების შესახებ ბოლო ერთი თვის მანძილზე თბილისიდან მიღებული შეტყობინებებიც დაარეგისტრირა.

შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, მათი სამსახურის მიერ, 2012 წლის ათ თვეში, რეგისტრირებულია 36 ქორწი-ნება და ორი განქორწინება; გაცემუ-ლია 2 011 პირადობის მოწმობა და 49 პასპორტი.

ხარაგაულში კონკურსი „ლიდერი” გაიმართება

ნოემბერში ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში ინტელექტუალური კონკურსი „ლიდერი” გაიმართება. კონკურსს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმე-თა სამსახური ატარებს. სამსახურის წამყვანი სპეციალისტის, დავით ჩა-დუნელის, ინფორმაციით, მოსწავ-ლეთა შორის შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფად - VIII-IX კლასებისა და X-XI კლასების მოსწავლეთა შორის წარიმარ-თება. კონკურსი სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე თავად სკოლები გამოავლენენ ლიდერებს. მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებ-ში გაიმართება, საბაზო სკოლები ერთ, ხოლო საშუალო სკოლები - ორ-ორ ლი-დერს წარმოადგენენ. ფინალში, ასაკობ-რივი ჯგუფების მიხედვით, ერთმანეთს შეხვდებიან 9-9 საუკეთესო მონაწილე. კონკურსანტებისთვის შეკითხვები იქ-ნება სასკოლო პროგრამიდან.

პარლამენტის

ხარაგაულის

მაჟორიტარი დეპუტატი

ხუნევის მოსახლეობას

შეხვდა

რამდენად ვახერხებთ

ხარაგაულელები

ზამთრისთვის

მომზადებას

ხარაგაულელი

მოსწავლეები პროექტში

„სპიკერი~

რას მოხმარდა

ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის

ბიუჯეტი 2012 წლის

ცხრა თვეში

7 გვ.

6 გვ.

5 გვ.

5 გვ.

რაზე იმსჯელა

ხარაგაულის

საკრებულომ

5 ნოემბრის

სხდომაზე 4-5 გვ.

დღეს ნომერშია

ლეღვნის სკოლის

ყოფილი დირექტორი

პოლიტიკურ ზეწოლაზე

საუბრობს

ხანდებში სარკინიგზო

გვირაბის მშენებლობით

მოსახლეობა

ზარალდება

ხარაგაულელები ვარაუდობენ, რომ სასმელი წყლის მიუწოდებლობის მიზეზები ხელოვნურია

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

) yjtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#41 (516)

www.chemikharagauli.com

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორ-მაციით, გამგეობის მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მიერ 2012 წლის 10 თვეში სოციალური დახმარება გაიცა 968 მოქალაქეზე. სულ, ჯამში, სოცდახ-მარების მიზნით 2012 წელს გაიცა 273 045,3 ლარი.

ამ თანხიდან გაიცა:საოპერაციოდ - 83 422,96 ლარი;სამედიცინო გამოკვლევისათვის -

6 669 ლარი;მკურნალობისთვის - 28 872,34

ლარი;მედიკამენტებისთვის - 63 299,52

ლარი;მშობიარობისთვის - 14 225 ლარი;ტომოგრაფიისთვის - 1 841 ლარი;ვეტერანების დაკრძალვისთვის -

2 000 ლარი;უსინათლოებზე - 2 700 ლარი;სტიქიით დაზარალებულებზე - 6

500 ლარი;ერთჯერადი სოცდახმარება -

15 725 ლარი;ახალშობილთა საჩუქრებისთვის

- 2 090 ლარი და ა. შ. გამგეობიდან მოპოვებულ ინფორ-

მაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცა დანარჩენი 45 700,50 ლარი.

თვეების მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე,

კომისიის დასკვნის საფუძველზე, გაცემულია:

იანვარში - 15 983,8 ლარი;თებერვალში - 14 148,5 ლარი;მარტში - 15 929,65 ლარი;აპრილში - 13 607,35 ლარი;მაისში - 18 948,7 ლარი;ივნისში - 14 896,30 ლარი;ივლისში - 11 967 ლარი;აგვისტოში - 108 325,21 ლარი;სექტემბერში - 45 004,79 ლარი;ოქტომბერში - 14 234 ლარი.

გამგეობიდან მიღებული ინფორ-მაციით, 2012 წლის ბოლომდე

(ნოემბერი და დეკემბერი) ადგილობ-რივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 43,0 ათასი ლარის გაცემა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოცდახმარების მიღების მიზ-

ნით მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს:

-განცხადება,-პირადობის მოწმობის ასლი,-ჯანმრთელობის ცნობა,-კალკულაცია,-ანგარიშფაქტურა,-ცნობა სუბსიდიების სააგენტოდან

(პოლისით სარგებლობისა და ქულე-ბის შესახებ),

-სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენ-ლობაზე;

-საკონტაქტო ტელეფონი.

წელს სოცდახმარების მიზნით

ხარაგაულის ადგილობრივი

ბიუჯეტიდან 273 045,3 ლარი გაიცა

Page 2: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

2 xtvb [fhfufekb ) yjtv,thb7 @_!@ o

6 ნოემბერს ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრში (უფრო-სი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები შეიკრიბენ და წლევან-დელი მეთორმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდების ჩასატარებ-ლად ერთიან მოდელზე შეთანხმდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2 ნოემბერს საგანმანათლებლო რე-სურსცენტრის უფროსებს შეხვდა და ესაუბრა. მაია მიმინოშვილმა საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრების ხელმ-ძღვანელებს სთხოვა დახმარებოდნენ სკოლებს წლევანდელი გამოსაშვები გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში და თავის მხრივ, საჭიროების შემთხ-ვევაში, მხარდაჭერასა და თანამშრომ-ლობას დაპირდა მათ.

საზოგადოებისთვის უკვე ცნო-ბილია, რომ 2012-2013 სასწავ-

ლო წელს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. გამოცდის ფორმატს ინდივიდუალურად შეარჩევს თავად სკოლა. სკოლის პრეროგატივა იქნება ნაშრომების შეფასებაც. მომავალი,

2013-2014 სასწავლო წლიდან კი გამოსაშვები გამოცდების ჩატარე-ბაში სიახლე დაინერგება. ახალი მოდელის მიხედვით, მე-11 კლასის მოსწავლეები, სასწავლო წლის ბო-ლოს, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარე-ბენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო-ური ენის, მათემატიკისა და ისტო-რიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრში სკოლების დირექ-ტორებმა გამოსაშვები გამოცდების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელეს, გააანალიზეს თითოეული ვარიანტის ნაკლოვანებები, უპირატესობები და საბოლოოდ, რესურსცენტრის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე შეჯერდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები შე-თანხმდნენ, რომ წლევანდელი მეთორ-მეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად. საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია), რო-მელთა სწავლებაც დასრულდა მეთერ-თმეტე კლასში, გამოცდები ჩატარდება დეკემბრის ბიოლოს, ხოლო დანარჩენ

ოთხ საგანში - ქართული ენა და ლი-ტერატურა, ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა, გამოცდები ჩატარდება 2013 წლის მაისში.

როგორც შეხვედრაზე რესურ-სცენტრის წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები შეთანხმდ-ნენ, შემუშავდება ერთიანი, 100-120 კითხვიანი, პაკეტი თითოეულ საგანში. ტესტების შემუშავებაში ჩაერთვებიან ყველა სკოლის შესაბამისი საგნე-ბის მასწავლებლები. შემუშავებული

კითხვა-პასუხები დაურიგდება ყველა მეთორმეტეკლასელს ნოემბრის ბო-ლოს. სწორედ ამ პაკეტიდან შეირჩევა 30 კითხვისგან შედგენილი საგამოც-დო ტესტი. მინიმალური ზღვარის (50%-ს+1 ანუ 16 და მეტი პასუხი) გადალახვის შემთხვევაში მოსწავლეს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუმცა ეს გამოცდა პირდაპირპრო-პორციულად არ მოქმედებს საგნის საბოლოო ნიშანზე.

თუ მოსწავლე დეკემბერში ვერ

გადალახავს მინიმალურ ზღვარს, მას შესაძლებლობა ექნება, განმეორებით მაისში ჩააბაროს გამოცდა კონკრე-ტულ საგანში.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც რომელიმე გამოსაშვები გამოცდა ვერ ჩააბარეს გასულ სასწავლო წელს, შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტ-რირდნენ შესაბამის სკოლაში და ანალოგიური წესით ჩააბარონ ის გამოცდა, რომელშიც წინა წელს ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი.

ხარაგაულელი მეთორმეტე კლასელები ოთხ გამოცდას დეკემბერში, დანარჩენ ოთხს კი მაისში ჩააბარებენ

ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები საგანმანათლებლო რესურსცენტრში

გამოსაშვები გამოცდების ერთიანი მოდელის შემუშავებაზე მსჯელობენ

2012 წლის 30 ოქტომბერს განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გაავ-რცელა მიმართვა: ,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტ-რის მიმართ უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექ-ტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამ-სახურიდან არიან გათავისუფლებულ-ნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლი-ტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოს.

მე, როგორც განათლებისა და მეც-ნიერების მინისტრი, ვთვლი, რომ იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელ-შიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტი-კა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფე-როში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თა-ობის აღზრდასა და განათლებას და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გა-რემოში. ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამო-ნახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თა-ვიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო გზა არ-სებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კი ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთ-მანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუ-ალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არ-სებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად. ამ კომისიის შექმნის მიზანია უმოკლეს დროში მოვაგვაროთ შექმ-ნილი პრობლემები. სხვა შემთხვევაში, დავის განხილვა საქართველოში მოქ-მედი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება.

იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმი-ანობას. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და რაც ყველაზე

მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომა-ვალ თაობას.”

ლეღვნის საჯარო სკოლის ყო-ფილი დირექტორი თამარ

ტაბატაძე თვლის, რომ ის პოლიტი-კური ნიშნითაა გათავისუფლებული: -2007 წლის 14 ნოემბერს დირექ-ტორთა შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპის გავლით დავინიშნე სკოლის დირექტორად, - გვიამბობს ქალბატონი თამარი. ლეღვნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ექვსი წლის ვა-დით ამირჩია ამ თანამდებობაზე. 2011 წელს, მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების შემდეგ, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიდან მოვიდა წერილი სამეურვეო საბჭოს სახელზე. წერილში მოითხოვდნენ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას, მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებზე დაბალი

შედეგების გამო. წერილი გულისხ-მობდა საკითხის 24 საათში განხილვას. დავუკავშირდი სხვა რაიონის ნაცნობ დირექტორებს საერთო სიტუაციის გასაცნობად. მირჩიეს ჩამოვსულიყავი რაიონში და მენახა გამგებელი. გამერკ-ვია, რა ხდებოდა და დახმარებისთვის მიმემართა. უარის შემთხვევაში, კოლე-გები მირჩევდნენ, - ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო.

რესურსცენტრის მაშინდელმა უფ-როსმა გია არევაძემ მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება რესურსცენტ-რის გვერდის ავლით მიიღეს, - „ჩვენ აბსოლიტურად არ ჩაგვრიეს და არ დაგვეკითხნენო.”

გამგებელმა თორნიკე ავალიშ-ვილმა კი მითხრა, რომ ჯობდა დავ-ყოლოდი ნებას და წინააღმდეგობა არ გამეწია. თორნიკე ავალიშვილმა ასეთი უცნაური ფრაზა წარმოთქვა - ,,თავის მართლება რომ არ დამჭირდესო.” რას ნიშნავდა ეს ფრაზა?! ჩავთვალე, რომ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის ანგარიშვალდებულება სხვის მიმართ ჰქონდა. თავისთავად ცრემლე-ბი წამომცვივდა. ვუთხარი, რომ სამი შვილი მყავდა და უსახსროდ ვრჩებო-დი. მან დახმარებაზე უარი მითხრა.

იმ დღესვე მივედი სკოლაში, სადაც უკვე შეკრებილი იყო სამეურვეო საბჭო. ყველა წევრი ეწინააღმდეგებოდა სამ-სახურიდან ჩემს გათავისუფლებას. სა-მეურვეო საბჭოს კატეგორიულად მოვთ-ხოვე ბრძანება სისრულეში მოეყვანათ. პედაგოგები მირჩევდნენენ, ცოტა ხანი დავლოდებოდი, რა მოხდებოდა. მაგრამ ირგვლივ დატრიალებული უსამართ-ლობა არ მაძლევდა იმის გარანტიას, რომ რაიმე მეშველებოდა. მომზადდა სხდო-მის ოქმი და მეორე დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თავად წაიღო სა-მინისტროში. დააგვიანდა სამინისტროში მისვლა და ატყდა ტელეფონზე რეკვა, თუ სად იმყოფებოდა წერილი აქამდე? შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი ხელმო-წერა აკლდა ოქმს და თავმჯდომარეს უკან გამოატანეს. მეორე დღეს მატარე-ბელის მთელი შემადგენლობა გააჩერეს კონკრეტული მიზეზისთვის, რომ ის ერთი ხელმოწერა დაფიქსირებულიყო.

გავთავისუფლდი და მოვალეობის შემს-რულებლად დანიშნეს ჩემი მოადგილე, რომელიც არანაკლებ პასუხისმგებელია განათლების კანონმდებლობით სასწავ-ლო პროცესზე. ის უშუალოდ მართავდა სასწავლო პროცესს. მისი დაწინაურება და ჩემი გათავისუფლება ყოველგვარ კანონს სცილდება. ეს კიდევ ერთხელ მი-უთითებს ჩემს მიზნობრივ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე.

სოფელში იყო ვაკანსია. თორნიკე ავალიშვილს მივუგზავნე მთხოვნელი, რომ დავესაქმებინე და არსებობისთვის მინიმალური შემოსავალი მქონოდა. ასევე განცხადებით მივმართე მანანა კიკვაძეს, რომ მოეცა ჩემთვის 5-6 კლა-სის მათემატიკის საათები, ან დაეშვა ბიბლიოთეკარის შტატი. ყველაფერზე უარი მითხრა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად ჩემი ოჯახიც იდევნებო-და. გაუქმებული სახერხის გამო 2000 ლარით დაგვაჯარიმეს, სასამართლო გადაწყვეტილებით. ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მივმართეთ, სადაც წარვადგინეთ რამდენიმე თვის განულებული ცნობა ელქსელებიდან, სურათები, სადაც ჩანს, რომ სახერხის ადგილზე ყანა გვქონდა. ამან არაფერი

შედეგი არ გამოიღო და სასამართლო გადაწყვეტილება იგივე დარჩა.

უსახსროდ დარჩენილებმა შევი-ტანეთ განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზაში. მოგვენიჭა 51 900 ქულა, გვეკუთვნოდა დახმარება. უმოკ-ლეს დროში მოცვივდნენ ჩემს ოჯახში და გვითხრეს, რომ საჩივარი იყო და-წერილი და ხელახლა გადაგვამოწმეს. მოგვივიდა უკვე საოცრად გაზრდილი 107 000 ქულა. დავრჩით ყველანაირი იმედის გაეშე.

რა დავარქვა იმ პროცესებს, რაც ჩემს ირგვლივ მიმდინარეობდა. ეს იყო სრული დევნა. ეს ყველაფერი თორნი-კე ავალიშვილისგან იმართებოდა. მე ნოდარ ებანოიძის ახლო ნათესავი ვარ. ახლოვდებოდა საპარლამენტო არჩევ-ნები და ჩემი შესაძლო მხარდაჭერის გამო თავი დაიზღვიეს წინასწარ.

წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გამომიგზავნეს, რათა მათ მხარეზე მემუშავა. მე კატეგო-რიულ უარს ვეუბნებოდი.

მინისტრის მიმართვის შემდეგ, 5 ნოემბერს მივედი საგანმანათლებლო რესურსცენტრში და ზეპირი განც-ხადება გავაკეთე, რომ მსურს სამ-სახურში აღდგენა მინისტრის მიერ

გაკეთებული მიმართვის საფუძველზე. მითხრეს, გავარკვევთ სამართლებრივ ჩარჩოებში როგორ უნდა მოექცეს ეს საკითხი და დაგიკავშირდებითო. მეორე დღეს დამირეკეს.

რესურსცენტრს მიუმართავს ლეღ-ვნის საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, მანანა კიკვაძისთვის და უკითხავთ, თუ იყო სკოლაში ვაკანსია. მანანას უთქვამს, რომ სკოლაში არის საქმის მწარმოებლის ვაკანსია, ხელ-ფასი არის 80 ლარი.

მე ვითხოვ აღდგენას იმ ადგილზე, რომელიც მეკავა. რესურსცენტრში მითხრეს, რომ ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს მანანა კიკვაძის გათავისუფლებისა. როგორც თქვენი გათავისულება მოხდა უკანონოდ, ისეთივე უკანონო იქნება დღეს მისი გათავისუფლებაო.

სამინისტროს უნდა მივმართო განცხადებით. ინერტულად ყოფნას და დანებებას არ ვაპირებ. თურმე მანანა კიკვაძე ამბობს, რომ თავის ადგილს არ დათმობს და ნოდარ ებანოიძესაც ვუჩივლებ, თუ ჩაერევა ამ საქმეშიო.

მე არ მიმიმართავს და არც ვაპირებ მივმართო ნოდარ ებანოიძეს. და თუ მაინც საჭირო გახდება მიმართვა, ასეც მოვიქცევი. ნოდარ ებანოიძე არის მაჟორიტარი დეპუტატი და მე, როგორც მოქალაქეს, უფლება მაქვს და შემიძლია მივმართო ჩემი პრობ-ლემის მოგვარების მოტივით და არა ხელდასმისთვის, რომ ვინმეზე ზეწოლა მოახდინოს.

სოფო ჭიპაშვილი

ლეღვნის სკოლის ყოფილი დირექტორი

პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და

სამსახურში აღდგენისთვის ბრძოლას აპირებს

Page 3: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

3xtvb [fhfufekb) yjtv,thb7 @_!@ o

31 ოქტომბერს დ. ხარაგაულის ხან-დების უბნის მაცხოვრებლებმა ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლო-ბით გამოწვეული პრობლემების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. „მო-სახლეობა პერმანენტულ აქციებს გეგ-მავდა, - ამბობს ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე, - ამიტომ შევთავაზეთ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ადგილზე შეხვედროდნენ მოქალაქეებს.”

2 ნოემბერს ხანდების უბნის, ბაზა-ლეთისა და ჯაფარეულის მაცხოვრებ-ლებს ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს ინჟინერი გია იშხნელი და კომპანიის წარმომადგენელი ზურა ნადირაშ-ვილი ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეხვდნენ.

ბაზალეთში მცხოვრებმა ვანო ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ დაირღვა რკინიგზის დეპარტამენტის წარმო-მადგენლებთან სამი კვირის წინ გა-მართულ შეხვედრაზე მიღებული პირობა, რომ აფეთქებები მხოლოდ დილის რვა საათიდან საღამოს რვა

საათამდე იწარმოებდა შესუსტებული ბიძგით. „აფეთქებები ისევ ღამით მიმ-დინარეობს, დაგვებზარა სახლები და ვინგრევით,” - განაცხადა მან.

ხანდების დასახლებაში მცხოვრები ელზა ბანცაძისთვის ყველაზე დიდი პრობლემა აფეთქებით გამოწვეული ხმაურია. ის ამბობს, რომ ამის გამო სტრესულ მდგომარეობაშია.

ბაზალეთში, დევდარიანების უბნის

მაცხოვრებლის, გივი მანჯავიძის თქმით, აფეთქებების გამო სახლი თავზე ენგრევა და თუ ერთ კვირაში არ იქნება რაიმე რეაგირება, მშენებარე გვირაბში აღარ შეუშვებენ მუშებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ფოტომასალა წარუდგინა, სადაც ასახულია, რომ ჩხერში ახალააშენებული სახლის კედლები ხანდებში ახალი სარკინიგ-ზო გვირაბის აფეთქებების შემდეგ დაიბზარა.

ბაზალეთის მოსახლეობამ შეხვედ-რაზე გააპროტესტა ის, რომ გვირაბის აფეთქების შემდეგ მიღებული ნარჩე-ნები გზაზე იყრება და მალე ღელეს ამოავსებს. წვიმის დროს კი ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.

როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ზურა ნადირაშ-ვილმა მოსახლეობას განუმარტა, აფეთქებების სიმძლავრე არ მოუმატე-ბიათ და უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით მუშაობენ. „დოკუმენტალურად გაწერილია ყვე-ლაფერი. შეგიძლიათ ეს დოკუმენტა-ცია გადაამოწმოთ. ერთადერთ პრეტენ-ზიას ვიღებთ იმაზე, რომ აფეთქებები არ იყოს ღამე,” - აღნიშნა მან.

რაც შეეხება აფეთქებების შედეგად მიყენებულ ზიანს, გია იშხნელმა აღნიშნა, რომ დასადგენია, ნამდვი-ლად გვირაბის აფეთქებამ გამოიწვია თუ არა სახლების დაზიანება. მანვე მოსახლეობას ურჩია, რომ დაბზარულ

კედლებზე ქაღალდი გადააკრან დღე-ვანდელი თარიღის მითითებით. თუ ქა-ღალდი გაიხა და ბზარები გაღრმავდა, მოიწვევენ ექსპერტებს საქართველოს რკინიგზასთან ერთად და შესაბამის კომპენსაციაზე იმსჯელებენ.

გია იშხნელმა აღნიშნა, რომ გვი-რაბის აფეთქების შედეგად მიღებულ ნარჩენებს მაქსიმუმ ერთ თვეში საღან-ძილეში წაიღებენ. „ერთ გრამ ნარჩენს არ დავტოვებთ ადგილზე. წავიღებთ საღანძილეში და იქ დაიფქვება.”

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანისა და გამგებლის მოად-გილე ლაშა ნიქაცაძის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა უნდა მოიწვიოს ექსპერტები, რომლებიც დაადგენენ მუხტის სიმძლავრეს და საცხოვრე-ბელი სახლების დაზიანების ხარისხს. მათ მოსაზრებას სამშენებლო კომპა-ნიის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

საკრებულოს წევრი რუსუდან გურგენიძე კი გარემოსდამცველი ექსპერტების მოწვევას აპირებს.

„ჩვენ ვართ შემსრულებლები, დამკ-ვეთი არის საქართველოს რკინიგზა. აფეთქების მუხტიდან დაწყებული, ყველაფერი ამ ორგანიზაციასთან არის შეთანხმებული. მე თქვენს პრე-ტენზიებს მას გადავცემ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება და-მოუკიდებლად მოიწვევს ექსპერტებს. გპირდებით, რომ აფეთქებები მხოლოდ დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იქნება. შევეცდებით, მი-ნიმალური იყოს აფეთქების მუხტის სიმძლავრე, მაგრამ თუ ვერ მივიღეთ შედეგი, მაშინ ხელახლა გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ,” - აღნიშნა მოსახ-ლეობასთან შეხვედრის ბოლოს ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს ინჟინერმა გია იშხნელმა.

ნინო კაპანაძე

5 ნოემბერს ხარაგაულის წყალმო-მარაგებაში არსებული პრობლემების განსახილველად ხარაგაულის მაჟო-რიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-სა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის მენეჯერს ალექსანდრე ზაბახიძეს და ხარაგაულის სერვის-ცენტრის მენეჯერს მამუკა ჭიპაშ-ვილს შეხვდნენ.

როგორც ალექსანდრე ზაბა-ხიძემ აღნიშნა, ახლა ხარაგაულში წყალმცირობის პერიოდია და წყალ-მომარაგებაში არსებული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. თუმცა, მისივე განცხადებით, თუ მოსახლეობა წყალს ყაირათიანად მოიხმარს, მოაწესრიგებს ონკანებს და წყლის გადასახადს გადაიხდის მრიცხველის მიხედვით, ხარაგაულის მოსახლეობას წყალი მუდმივად ექ-ნება. ალექსანდრე ზაბახიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მრიცხველის მიხედვით გადახდა იქნება. იგი ამბობს,

რომ მრიცხველის ჩართვიდან პირველ თვეს, როცა ოჯახს 30-40 ლარი მიუვა წყლის გადასახადი, იზრუნებს ონკანე-ბის მოწესრიგებაზე, გაუფრთხილდება წყალს და ეკონომიურად მოიხმარს. ეს, მისი თქმით, მუდმივი წყალმომარაგე-ბის ერთადერთი გარანტიაა. თუმცა იგი მოსახლეობის მხრიდან იმ მოსალოდ-ნელ პროტესტზეც საუბრობს, რაც მოხმარებული წყლის მრიცხველით გადახდის დაწესებას (50 თეთრი ერთ ტონაზე) შეიძლება მოჰყვეს. მან ისიც განმარტა, რომ მოწესრიგებული სისტემის პირობებში ოთხსულიან ოჯახს თვეში საშუალოდ 5 ლარის გადახდა მოუწევს. როგორც კომპანიის რეგიონალური ფილიალის მენეჯერი აცხადებს, წყალმომარაგების კომპა-ნია გამოცვლის ყველა დაზიანებულ მრიცხველს, მოაწესრიგებს სისტემას, დაარეგულირებს მილებში წნევას.

მრიცხველის მიხედვით მოხმარე-ბული წყლის საფასურის გადახდა საუკეთესო გადაწყვეტილებად არ მიაჩნია თამაზ ბერაძეს, იგი წყლის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებას ეჭვობს. მისივე თქმით, მოსახლეობა

ისე გამწარდება, რომ თავად მოითხოვს მრიცხველის ჩართვას, ოღონდ უწყ-ლობით არ დავიხოცოთო. „გუშინ, 5 ნოემბერს არ იყო 300 ტონიან ავზში საკმარისი წყალი და დღეს, 6 ნოემბერს მოვიდა? საიდან? არ გაწვიმებულა, მდგომარეობა არ შეცვლილა. ეს არის მოსახლეობის შეურაცხყოფა,” - ამ-ბობს თამაზ ბერაძე. იგი სამი წლის წინ ხარაგაულის წყალმომარაგების სის-ტემის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების არასწორად ჩატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროექტი და შემდგომ სამშენებლო სამუშაოები ცუ-დად შესრულდა. იგი ცდილობს, რომ

როგორმე მიაღწიოს და წყალი დღე-ღამეში ერთი საათი მაინც მიეწოდოს მას და მთლიანად გლუნჩაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერის მოსაზრება მე ასე გავიგე, - ვეღარ გადაიხდის ხალხი მრიცხველით წყლის გადასახადს და ამიტომ ხარჯს შეამცირებსო. თუ ქსელი მოუწეს-რიგებელი დარჩა და წყალი ქუჩაში დაიღვარა, წყალს მუდმივად მაინც ვერ მოგვაწოდებენ. ახლა სანამ არ გაწვიმდება, ჩვენი საშველი არ არის. სირცხვილია, რომ ხარაგაულში არ იყოს წყალი. ამას მუნიციპალიტეტის

ხელმძღვანელობა არ ეკიდება გულის-ყურით. რატომ გადასცეს ხარაგაულის წყალმომარაგების მართვა ქუთაისს?” - კითხულობს თამაზ ბერაძე.

„წყალმომარაგება აღარ არის თვითმმართველობის ვალდებულება, მაგრამ ჩვენი ვალია, მოვითხოვოთ კომ-პანიისგან, რომ მოსახლეობას მიაწო-დოს წყალი და შეასრულოს აღებული ვალდებულებები. საუბარი იმაზე, რომ წყალმომარაგება თვითმმართველობას დაუბრუნდეს სამართავად, კარგად დასათვლელი და დასაანგარიშებელია, რადგან თუ სისტემას ვერ მოვუვლით, რატომ უნდა გადმოგვეცეს. თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ყოფნის სიკეთესაც ვერ ვხედავთ, რადგან წყალი არ მოგვე-წოდება,” - აღნიშნავს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. მისი თქმით, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

„თუ მრიცხველის მიხედვით გადა-ხდა ერთადერთი გამოსავალია, ჩემი მოსაზრებით, სოციალურ საკითხთა კომისიამ უნდა იმსჯელოს იმის თაობა-ზე, რომ ერთი წლის ვადით ბიუჯეტმა აიღოს თავის თავზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული, გარკვეული ოდე-ნობის წყლის გადასახადის დაფარვა. ვთქვათ 5-7 ლარი ყოველთვიურად. ამაზე მეტი გადაიხადოს თავად მომხმა-რებელმა. ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმო-მადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად უნდა იმსჯელონ,” - ამბობს პარლამენ-ტარი ნოდარ ებანოიძე.

ნინო კაპანაძე

ხანდებში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით მოსახლეობა ზარალდება

სოფელ ჯაფარეულში მცხოვრები ლევან მეტრეველი ამბობს, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შედეგად

მისი საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. მისივე თქმით, სახლის გარე ფასადზე პირველი ბზარი 29 სექტემბერს ხანდებ-ში მშენებარე გვირაბის აფეთქების შედეგად გაჩნდა. „ვინიშნავ

თარიღს და დროს, როცა აფეთქებენ. 1 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე ისე ძლიერად ააფეთქეს, სახლი კინაღამ დაინგ-

რა. 31 ოქტომბერს სახლის ერთი კუთხე ჩამოინგრა,” - ამბობს ლევან მეტრეველი. ანალოგიური პრობლემა აქვს ამავე სოფლის

მკვიდრ ლალი ხომასურიძეს.

ჯაფარეულელი ლალი ხომასურიძე

შეწუხებულია სარკინიგზო

მაგისტრალის მშენებლობით

გამოწვეული ზიანით

მოსახლეობის მოთხოვნით, 2 ნოემბერს ხარაგაულში ახალი

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლებთან შეხვედრა შედგა

ხარაგაულელები ვარაუდობენ, რომ სასმელი წყლის

მიუწოდებლობის მიზეზები ხელოვნურიაპატარა ხარაგაულში, გლუნჩაძის ქუჩაზე მცხოვრები თამაზ

ბერაძე დღეღამეში წყლის ერთი საათით მიწოდებას ითხოვს. ივნისის შუა რიცხვებიდან გლუნჩაძის ქუჩის გარდა წყალმომა-

რაგება შეეზღუდა გრიშაშვილისა და გურამიშვილის ქუჩებსაც. ოქტომბერში, როგორც ამ ქუჩების მაცხოვრებლები აცხადებენ, განსაკუთრებით გაუჭირდათ, რადგან წყალი საერთოდ აღარ მიეწოდებოდათ. წყალმომარაგების პრობლემა დღეს პატარა

ხარაგაულში თითქმის ყველა ქუჩის მცხოვრებს აწუხებს.

მსჯელობენ ხარაგაულის სასმელი წყლით

მომარაგების პრობლემებზე

Page 4: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

4 xtvb [fhfufekb ) yjtv,thb7 @_!@ o

5 ნოემბერს ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკ-რებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე უძღვებოდა. სხდო-მის დაწყებისთანავე საკრებულოს პროცედურულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხა-ლაძემ საკრებულოს წევრებს გააცნო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრის იუზა კელენჯერიძის განც-ხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ. ამ ფაქტმა ფრაქციის გაუქმება გამო-იწვია. ნინო ფხალაძის ინფორმაციით, საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,მა-ჟორიტარები” შეიქმნა და ფრაქციის თავმჯდომარედ ზვარის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ მაღლაკელიძე დაინიშნა.

ნინო ფხალაძემ საკრებულოს წევ-რებს გააცნო ნოდარ ებანოიძის განც-ხადება საკრებულოდან გასვლის შესახებ, პარლამენტის წევრად მის არჩევასთან დაკავშირებით.

დეპუტატებმა სხდომაზე განიხი-ლეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2012 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპ-როგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობა. საკრებულოს სხდომაზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს გულნარა (გუ-ლიკო) ტოროშელიძეს შეახსენა ერთ-ერთი სტუდენტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ სწავ-ლებისთვის თანხის გადარიცხვის ფაქტი. „ქალბატონო გულიკო, ივნისში გამგეობა გვთავაზობდა საბიუჯეტო ცვლილებას სტუდენტის სწავლების დასაფინანსებლად. ივნისში სხდომა-ზე გამგებელმა თქვა, რომ საფინანსო სამსახურს შეეშალა. თქვენ მაშინ ხმა არ ამოიღეთ. ხელთ მაქვს აკაკი მაჭავარიანის მიერ 2012 წლის 24 მაისს ხელმოწერილი ბრძანება, სადაც წერია, რომ „სოფელ კიცხში მცხოვ-რებ ანი ჩხიკვაძეს გაეწიოს მატერი-ალური დახმარება გაეროს მისიაში სტაჟირებისთვის საჭირო სხვადასხვა ხარჯის დასაფარავად 1 500 ლარით. იმ დროს, როცა გამგეობა საბიუჯეტო ცვლილებას გვთავაზობდა, ბრძანება ხელმოწერილი ყოფილა. გამგებელი კი თავგამოდებით ადანაშაულებდა საფინანსო განყოფილებას. ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო გულიკო, რომ ამხელა შეურაცხყოფა გადაყლაპეთ,” - მიმართა გულნარა ტოროშელიძეს დეპუტატმა. როგორც გაირკვა, სტუ-დენტის დაფინანსების თანხა 2012 წლის 10 ოქტომბერს ხარაგაულის ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა.

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი თანხა აუთვისებელი რჩება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული ანგარიში სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გია არევაძემ წარმოადგინა. „ანგა-რიშში აქცენტი გაკეთდა იმ საკით-ხებზე, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინოთ. ეს გახლავთ საბავშვო ბაღის აღმზ-რდელებისა და მათი დამხმარეების, კულტურის მუშაკების ხელფასების ზრდა, მატერიალური ბაზის განვითა-რებაზე ზრუნვა.

ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც რაიონის წინაშე, ათეული წელია, დგას, არის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება. ოთხასამდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვ-რობს. წელს 30 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ამ კუთხით და მხოლოდ სამი ათას ლარამდეა გახარჯული. მო-მავალი წლის ბიუჯეტში, სასურველია,

უფრო მეტი თანხა გავითვალისწინოთ.პარლამენტარ ნოდარ ებანო-

იძის თქმით, ხარაგაულის ბიუჯეტში პრიორიტეტად არ არის მიჩნეული სტიქიით დაზარალებულთა დახმარება. კომისიამ უნდა იმუშაოს და კატეგო-რიებად დაყოს ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. „ზოგი გათვალისწინებული იქნება ამ წლის ბიუჯეტში და ზოგიც მომავალი წლის ბიუჯეტში. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ცრუ მოლოდინი. ვარძიაში უამრავი დაზარალებული ოჯახია. ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა ხელფასების მომატებაზე.”

დეპუტატ თემურ გამცემლიძის თქმით, „დადგება დრო, როცა ყველა ადამიანს დავეხმარებით. თუმცა სახლს ვერავის ავუშენებთ. სახლი ადამიანმა თავისი შრომით უნდა ააშენოს. ბო-რითში სამი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ორი ისეთი მოსახლეა, სახლი რომ აუშენო, ვერ მოუვლის მას. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ყველაფერს და ხალხს უსამართლობის განცდა აღარ გაუჩნ-დება.”

რუსუდან გურგენიძე: -როცა ამ-ხელა პრობლემაა და ბიუჯეტში თანხა გაქვს გაუხარჯავი, ეს საკრებულოს არაეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს. კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთონ მოქალაქეები. ეს პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. მაჟორიტარი დეპუტატი ნო-დარ ებანოიძე დაინტერესდა შეფასე-ბის კრიტერიუმით: -გავყვეთ კომისიის დებულებას, რა არის გაკეთებული და რა - არა. შექმნილა რაიმე პროდუქტი რომელიმე კომისიის მიერ?! მაშინ, როცა სტუდენტის დაფინანსების ფაქტ-ზე ვსაუბრობდი, თორნიკემ მომატყუა, გულიკოს შეეშალაო. თქვენ კი ხმა არ ამოიღეთ. გაუგებარია, რატომ უნდა შეფასდეს დადებითად კომისიის მუ-შაობა?!”

ახალი სპორტის სასახლე ახალი საზრუნავით

გაწეული მუშაობის შესახებ საკრე-ბულოს სხდომაზე გამგეობის კულტუ-რის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხე-

იძემ ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სამსახური არ აქვს დაფინანსება პროგრამების განსახორციელებლად. ამ დროს კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდება ყველა მნიშვ-ნელოვან თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება. ირინე ჩხეიძემ ისაუბრა ბიბლიოთეკის, კულტურის ცენტრის, მუზეუმის წინაშე არსებულ პრობ-ლემებზე.

„კინოთეატრის შენობა გარემონტ-დება. უკვე გამოყოფილია თანხა და არის პროექტი, რომელიც საჯაროდ უნდა განვიხილოთ. რემონტის დროს არ გვექნება მასშტაბური ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. შესაძლოა, გამოვიყენოთ სპორტსკოლის დარბაზი, ისიც მხოლოდ სპეციფიური ღონისძი-ებისათვის.

ხარაგაული ყოველთვის წარმო-ჩინდებოდა კულტურით, საშემსრუ-ლებლო ხელოვნებით, განათლებით. ძალიან კარგია, რომ დღესაც ასეა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის წარმატებები, რომლებსაც ჩვენ ვაღ-წევთ. წარმატება ხშირ შემთხვევაში დამყარებულია ენთუზიაზმზე. თეატრი არ ფინანსდება სათანადოდ. ელემენ-ტარული თანხა არ შეგვიძლია გადა-ვუხადოთ მსახიობებს. ეს მართლაც სახალხო თეატრია,” - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ და ისაუბრა ახალი სპორტული დარბაზის მრავალმხრივი დატვირთ-

ვის აუცილებლობასა და სხვადასხავა სპორტული ინვენტარის შეძენაზე. ირინე ჩხეიძის აზრით, ხარაგაული-სათვის ისეთი ტრადიციული სპორტის სახეობა, როგორიცაა ჭიდაობა, მეტ ყურადღებას საჭიროებს. მან ყურად-ღება გაამახვილა ახალი სპორტდარ-ბაზის ხარვეზებზე და დასძინა, რომ მშენებელი ვალდებულია, ხარვეზები წლის ბოლომდე გამოასწოროს.

როგორც ნოდარ ებანოიძემ აღ-ნიშნა, სირცხვილია, როცა ზარზეიმით გახსნილი სპორტდარბაზის შენობა ასეთ მდგომარეობაშია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ შენობის ჩაბარებამ-დე ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სპორტსკოლის მართვა ჩავაბაროთ სპეციალისტს, ვინც ამ საქმეს კარგად გაუძღვება. აქამდე ხშირად თანამდე-

ბობებზე პიროვნებები ახლობლობით, და არა პროფესიონალიზმისა და გამო-ცდილების ნიშნით, ინიშნებოდნენ.”

მოქალაქე ბიჭიკო მაისურაძემ ირინე ჩხეიძეს მადლობა გადაუხადა ნა-ყოფიერი მუშაობისთვის და ყურადღება კალათბურთის დარბაზის გაუმართა-ობაზე გაამახვილა. „კალათბურთის დარბაზში პარკეტის დაგება არ შეიძ-

ლება, ბურთი კარგად არ მოძრაობს. ფიცრის ძალიან მშრალი მასალით უნდა იყოს იატაკი დაგებული.”

დეპუტატმა თემურ გამცემლი-ძემ სოფლის ბიბლიოთეკარების და-ბალ ანაზღაურებასა და სასოფლო კლუბის ინვენტარით აღჭურვაზე ისაუბრა. ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უნიკალური წიგნადი ფონდის მქონე ბიბლიოთეკა ყველა სოფელში უნდა აღდგეს და ბიბლი-ოთეკარებმა ღირსეული ანაზღაურება მიიღონ, რადგან მათი დამსახურებაა წიგნადი ფონდის შენარჩუნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამსახურის ან-გარიში საკრებულოს სხდომაზე ამავე სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ წარმოადგინა.

საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე ბიჭიკო მაისურაძემ პრეტენზია გამოთქვა გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მისამართით. „გამოვიძახე სასწრაფო და მითხრეს, რომ არ მე-კუთვნოდა მომსახურება. მათი თქმით, უნდა მივსულიყავი ოჯახის ექიმთან. მითხარით, სიცხიანი კაცი, როგორ წავსულიყავი ოჯახის ექიმთან, რამ-დენად სწორია ეს მიდგომა.”

ალექსანდრე ტაბატაძის განმარ-ტებით, ოპერატორს უფლება არ აქვს, გამოძახება უყურადღებოდ დატოვოს.

მორიგ საბიუჯეტო ცვლილებას, რომელიც საფინანსო-საბიუჯე-

ტო სამსახურის უფროსმა გულნა-რა ტოროშელიძემ დეპუტატებს წარუდგინა, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცვლილების თანახმად, 22 ათასი ლარი უნდა მიეღო ხარაგაულის შს რაიონულ სამმართველოს, ხოლო 10,2 ათასი ლარი - ა(ა)იპ საფეხბურთო

კლუბს ,,ჩხერიმელა 2009.”,,პოლიციის ახალაგებული შენობის

ელენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურისა და გახარჯუ-ლი ელენერგიის საფასურის გადა-ხდაზე პასუხისმგებელია მუნიციპალი-ტეტის გამგეობა, რადგან სახელმწიფო ამ ეტაპზე გადართულია საარჩევნო რეჟიმზე, არ გვაქვს უფლება მოვახდი-ნოთ ბიუჯეტში ცვლილებები და თანხა გამოვყოთ აღნიშნული სამუშაოებისთ-ვის. გთხოვთ, როგორც გამონაკლისი, მოახერხოთ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, - აღნიშნულია გამგებლის მოადგილე ლაშა ნიქაცაძის მი-მართვაში „ენერგო პროჯორჯის” მისამართით.

დეპუტატი რუსუდან გურგენიძე დაინტერესდა, თუ რამდენად შედის პოლიციის ხარჯების დაფინანსება საკრებულოს უფლებამოსილებაში. „რამდენიმე დღის წინ ვიკითხე და მითხარით, რომ შენობის განათების თანხას მშენებელი გადაიხდიდა. დღეს კი ვგებულობ, რომ თურმე დაერთების ფულიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

რაც შეეხება ფეხბურთის გუნდს, მე ამ საკითხს მხარს ვერ დავუჭერ. შევდივარ ფეხბურთელების მდგომა-რეობაში, მაგრამ ჯერ შევამოწმოთ, როგორ გახარჯეს მიღებული თანხა 85 ათასი ლარი, რომელიც ერთ წელიწად-ზე იყო გათვალისწინებული. შეიძლება თანხა უკან აქვთ მოსატანი.”

რუსუდან გურგენიძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ხელფასი იანგარიშება ერთი წლის განმავლობაში და არა ცხრა თვეზე. საფეხბურთო გუნდს ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში უნდა ეკმარა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე გორგაძის თქმით, საფეხბურთო გუნდს აუდიტო-რული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მოქა-ლაქე მარინა ჭიპაშვილმა თავისი მოსაზრება გამოთქვა: -ბატონო კობა, კანონით, თუ მათი ბრალეულობა დად-გინდება, რატომ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა ფეხბურთელების ხელფა-სები. 85 ათასი ლარია გაცემული და კიდევ ფულს აძლევთ?! სასამართლო დააკისრებს ამ თანხის გადახდას მას, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება.

კობა გოგსაძე: -ვინაიდან შე-საბამისი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი სპორტსკოლის მიერ, ამ ეტაპზე არ გადავცემთ ა(ა)იპ სა-ფეხბურთო კლუბს ,,ჩხერიმელა 2009” მოთხოვნილ თანხას. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ წარმო-ადგინა მომართვა, თანხას ვერც მათ ჩავურიცხავთ.

საკრებულოს სხდომაზე დეპუ-ტატებმა განიხილეს ხარაგა-

ულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრ-დის საკითხი.

„ნუთუ მისცემთ თქვენს თავს უფ-ლებას, რომ ხელფასები გაიზარდოთ მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანია.

“სწორად უნდა დავგეგმოთ ბიუჯეტი დამართებულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები”

საკრებულოს სხდომაზე

» მე-5 გვ.

Page 5: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

5xtvb [fhfufekb) yjtv,thb7 @_!@ o

ნანა გლუნჩაძე: -ზამთრისთვის ვერანაირად ვერ ვემზადებით. წელს მოსავალი საერთოდ არ მოგვივიდა. არც ჩალა მოვიდა და არც სიმინდი. ხელფასი და სოციალური დახმარება მე და ჩემს მეუღლეს არ გვაქვს. არ ვიცი, რა იქნება და როგორ გავიტანთ ამ ზამთარში თავს. სამჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული და არანაირ დახმარებას არ ვიღებ. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს.

პაატა სვანიძე: -ზამთრისთვის ჯერ ვერ მოვემზადეთ. ამ ეტაპზე არაფ-რის საშუალება არ არის. მანქანით ყოველდღიურ ლუკმას ვშოულობ და შეშის ფულის შეგროვებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ. არც შეშა მაქვს და არც შეშის ფული. შეშას მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 500 ლარი სჭირდება. შეშის ფული რომ დავაგროვო, საჭმლის ფული აღარ იქნება. თუმცა, იმედი მაინც მაქვს, რომ რაღაც იქნება.

ცეზარ ნიქაცაძე: -ზამთრისთვის კარგად არა, მაგრამ საშუალოდ მომზა-დებული კი ვარ. შეშა მოტანილი მაქვს. ახლა მანქანით ვდგავარ „სატაქსაოდ” და კლიენტებს ველოდები, მაგრამ არა-ვინ ჩანს. სხვა შემოსავალი არ მაქვს.

თამთა ვეფხვაძე: -დედა პედაგო-გი მყავს, შესაბამისად აქვს დაბალი ხელფასი. ვარ სტუდენტი. დედამ ხელ-ფასი უნდა გაანაწილოს ყველაფერზე - სწავლის გადასახადზე და ჩემს სა-ხარჯო ფულზე. ბევრი რამ მჭირდება. ეს ყველაფერი დედას კისერზეა. შეშა უნდა ვიყიდოთ, რაც დიდ ხარჯებთა-ნაა დაკავშირებული. ზამთრისთვის მომზადება ძალიან ჭირს. ბუნებრივი გაზი ჯერ არ არის შემოსული, თუმცა ბუნებრივი გაზის სახლში შემოყვანაც დიდი თანხა ჯდება.

ფიქრია ჭიპაშვილი: -ოთხ-სულიანი ოჯახი დედაჩემის ხარჯ-ზე ვცხოვრობთ. დედა სკოლამდელ გაერთიანებაში მუშაობს და თავისი ხელფასით გვარჩენს. შეშას ან ვი-ყიდით, ან - ვერა. რისი საშუალებაც გვექნება, ისე გავაკეთებთ. ზოგჯერ ფიჩხს ვაგროვებთ და ასე ვწვალობთ. უამრავი პრობლემაა, რაც ზამთრის მოსვლასთან ერთად თავს იჩენს. ზამ-თრისთვის შეშა რომ ვიყიდოთ, ბევრი აუცილებელი რამ უნდა მოვიკლოთ. ეს კი შეუძლებელია.

მოამზადა სოფიკო ჭიპაშვილმა

საზოგადოების აზრით

როგორ ვემზადებით

ზამთრისთვის?

სართოდ ვერ ვგებულობ, ბიურომ ეს საკითხი აქ განსახილველად რატომ გამოიტანა,” - აღნიშნა პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ.

დეპუტატ თემურ გამცემლიძის აზრით „კორუფცია დამარცხდა ხელ-ფასების მომატებით.”

რუსუდან გურგენიძის თქმით, მოსახლეობას წამლის ყიდვის საშუ-ალება არ აქვს და სირცხვილია ხელ-ფასების მომატებაზე საუბარი.

ამ საკითხზე მოსაზრებები გამო-თქვეს საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მოქალაქეებმა.

მარინე გოგია: -ხარაგაულში ოჯახების უმრავლესობას არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. თუკი თანხა გაქვთ, ხომ შეიძლება გაკეთდეს ისეთი რამ, რომ ადამიანები დასაქმდნენ. ზოგი თქვენგანი თანამდებობებზე ვიღაცის ახლობლობით მოხვდით. ჩვენ რა ვქნათ, ვისაც გავლენიანი ახლობლე-ბი არ გვყავს?! საარსებო მინიმუმიც

აღარ უნდა გვქონდეს?! თუ ასე გააგ-რძელებთ, დაგრჩებათ მხოლოდ ამ შენობაში მომუშავე ოცდაათი ადამიანი და მათ მიღმა ათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი. ხარაგაულში ჭკუ-ასაკითხავი ადამიანი აღარ დარჩება. ყველა აქედან წასვლაზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, თქვენს ადგილზე, მორა-ლური უფლება არ მექნებოდა, ასეთ სიტუაციაში, ხელფასების მომატების. საბიუჯეტო სახსრებით სხვა კარგი საქმის კეთება შეიძლება. ჩვენც გვაქვს სურვილები და გეგმები.

ინგა მაღრაძე: -უამრავი ადამიანი მხოლოდ სოცდახმარების იმედით ცხოვრობს და ამ ფონზე რამდენად მი-ზანშეწონილია ხელფასების გაზრდა-ზე საუბარი, არ ვიცი. მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაიგეგმოს ბიუჯეტის პრიორიტეტები.

იზა ვეფხვაძე: -კულტურის დარ-გის მუშაკების ხელფასი არის 120 ლარიდან 160 ლარამდეა. სოფლის ბიბ-ლიოთეკარის ხელფასი 20-30 ლარია.

ამ შენობის გარეთაც არიან ადამიანები და მათზე უნდა ვიფიქროთ.

მალხაზ კუპრაძე: -ვარ უმუშევა-რი. სოციალური დახმარება არ დამე-ნიშნა. არ მაქვს სამედიცინო პოლისი და მჭირდება მკურნალობა. ჩემნაირი კიდევ უამრავია. კითხვას ვსვამ მო-ქალაქეების სახელით: რა ქნან ადამი-ანებმა, რომლებსაც არც სოციალური დახმარება აქვთ და არც პოლისი?

საკრებულოს თავმჯდომარის მოად-გილე კობა გოგსაძემ კოლეგებს მიმართა, რომ საჯარო მოხელეების-თვის ხელფასების გაზრდის საკითხი არ განეხილათ. ხოლო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების გაჩენის შემთხევევაში გადაწყვიტონ მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებისთვის ხელ-ფასების მომატება, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებუ-

ლი საკითხების შემდეგ დეპუტატებმა თემურ გამცემლიძემ, რუსუდან გურ-

გენიძემ და მოქალაქე ინგა მაღრაძემ საკრებულოს წინაშე რამდენიმე სა-კითხი დასვეს.

თემურ გამცემლიძემ საქასრი-აში ორი საცალფეხო ხიდის გაკეთება მოითხოვა.

რუსუდან გურგენიძემ მეტი აქტიურობა მოსთხოვა კოლეგებს ხანდებში რკინიგზის გვირაბის გაყვა-ნის გამო დაზარალებული ხანდების, ჯაფაროულისა და ბაზალეთის მო-სახლეობის ინტერესების დასაცავად. მან საკრებულოს შესთავაზა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ან კომისია, მოიწვიონ გარემოს დაცვის სეისმო-ლოგიური სამსახურიდან გეოლოგი, რომელიც დადებს დასკვნას, თუ რამ-დენად ზიანდება გვირაბის აფეთქების გამო საცხოვრებელი სახლები.

ინგა მაღრაძემ საკრებულოს წევ-რებს წარუდგინა საიჯარო ხელშეკრუ-ლება, რომელიც გაფორმებულია 2009 წლის 5 ოქტომბერს მუნიციპალიტე-ტის გამგებელ თორნიკე ავალიშვილსა

და ნაცმოძრაობის გენერალურ მდივან ზურაბ მელიქიშვილს შორის. ხელშეკ-რულებით ნაცმოძრაობამ ოფისისთვის დაიქირავა ფართი დ. ხარაგაულში. „ამ ხელშეკრულების თანახმადაც, 60 კვმ ფართობის ყოველთვიური საფასური შეადგენს 15 ლარს. ხელშეკრულება ორი წლის ვადითაა დადებული. გამ-გებლის მოადგილემ მომაწოდა ხელ-შეკრულების დამატებითი შეთანხმება, რომელიც 2012 წლის 1 იანვრითაა დათარიღებული, სადაც უკვე თვიური ქირა 150 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს დად-გინდა თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურები. გთხოვთ შეისწავლოთ, მოხდა თუ არა აღნიშნული ქონების ქირავნობით გაცემის დროს შესაბამისი პროცედურის დაცვა და მოხდა თუ არა კონკრეტული შერჩევის საფუძველზე აღ-ნიშნული ფართის გაქირავება,” - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ინგა მაღრაძემ.

სოფო ჭიპაშვილი

“სწორად უნდა დავგეგმოთ ბიუჯეტი და მართებულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები”მეოთხე გვერდიდან

პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე ხუნევის

მოსახლეობას შეხვდა„ყველა ერთად თუ მოვინდომებთ, ძა-

ლიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, - მიმართა ხუნეველ ამომრჩევლებს ხარაგაულის მა-ჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ შეხვედრაზე, რომელიც ხუნევის საჯარო სკოლის შენობაში 5 ნოემბერს გაიმართა, - მანდატი, რომელიც ჩამაბარეთ, ყველა თქვენგანისაა. იმდენად რთული სიტუაცი-აა და იმდენი რამ გვაქვს ჩვენ გადასატანი ერთად, რომ ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება.”

დეპუტატმა მოსახლეობას გააცნო, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სა-ფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯ-დომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს და ასევე იმუშავებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრად.

„მთავრობა ახლახან შეუდგა მუშაობას სერიოზული პრობლემების ფონზე, - აღ-ნიშნა ნოდარ ებანოიძემ და თქვა, რომ ეს პრობლემები იწყება თუნდაც იქედან, რომ პარლამენტარები უცნაურ სიტუაციაში მოყვნენ. ისინი მუშაობენ შენობაში, რო-მელიც არ არის მიღებული და იქ უამრავი პრობლემაა. ნოდარ ებანოიძე არის იმ კო-მისიის წევრი, რომელიც იკვლევს პარლა-მენტის შენობის მშენებლობის საკითხს.

დეპუტატმა შეხვედრაზე ისაუბრა იმა-ზე, რომ ადამიანებმა გადაიტანეს რამდე-ნიმე უმძიმესი წელი. ამ წლების სიმძიმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოხანს გაკეთდა უამრავი რამ (მაგალითად, ხარა-გაულში შემოვიდა ბუნებრივი გაზი, გა-კეთდა ქუჩები, ღობეები, აშენდა შენობები და ა. შ.), ფაქტი ერთია - არჩევნებზე ადა-მიანებმა საკუთარი ღირსება დააყენეს წინ.

„მე ვარ ძალიან ღრმა მოვალეობის გრძნობით აღჭურვილი თქვენს მიმართ,” - მიმართა ნოდარ ებანოიძემ მოსახლე-ობას და აღნიშნა, რომ საჭიროდ მიაჩნია დეპუტატის სტანდარტის ჩამოყალიბება. თანაც, ამ სტანდარტის შექმნაში მოსახ-ლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს. ოთხი წლის შემდეგ, როცა შემდგომი მოწვევის პარლამენტის არჩევის ჯერი დადგება, ხარაგაულელებს კარგად უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული, როგორი სტანდარტის

კანდიდატს უნდა გადასცენ პარლამენტა-რის მანდატი.

ნოდარ ებანოიძემ ხუნევში შეხვედრაზე შეკრებილთ აქტიური თანამშრომლობის-კენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია პირადად შეხვდეს პარლამენტში ან მიმართოს ხარაგაულში მოქმედი დე-პუტატის ბიუროს მეშვეობით ან თუნდაც, დაუკავშირდეს ტელეფონის საშუალებით.

შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდანაც გამოიკვეთა ადგილობრივ დონეზე ხელი-სუფალთა შეცვლის სურვილი და პარლა-მენტარმაც ვრცლად ისაუბრა ამ კუთხით უახლოეს მომავალში შესაძლო ცვლი-ლებებზე. მან აღნიშნა, რომ პარლამენტი განიხილავს გუბერნატორის დანიშვნის

წესის ცვლილების საკითხს და თქვა, რომ შეუძლებელია, გუბერნატორი იყოს ოპო-ზიციაში. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შესაცვლელია თვითმმართველობის მოდე-ლი. მომავალში სოფლის თავკაცს აირჩევს თავად მოსახლეობა.

„მე არ ვაპირებ თქვენს ხარჯზე მივი-ღო რაიმე სუბიექტური გადაწყვეტილება, - მიმართა ნოდარ ებანოიძემ შეკრებილთ, - თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი ჭორი გაგი-გიათ, - ამას აქ ნიშნავენ, იმას იქ ნიშნავენ. პირდაპირ ვამბობ - უთქვენოდ, თქვენთან კონტაქტის გარეშე, არავითარი გადა-წყვეტილება არ იქნება მიღებული.

ყველა შემთხვევაში ავიღებთ რეკო-მენდაციას იმ ადამიანებისგან, რომლებიც აქტიურნი იყვნენ ამ პროცესში. ხელმძღვა-ნელ თანამდებობებზე მოსული ადამიანები უნდა იყვნენ კვალიფიციურნი.

დღეს ხარაგაულში ჩანაფიქრებული აქვთ ის, რაც გააკეთეს ზესტაფონში, როცა გამგებლად აირჩიეს ყოფილი დეპუტატი ყოველგვარი წესების დარღვევით. განი-ხილავენ ვარიანტს ჯაბა მაღლაკელიძის გამგებლად დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე სხვა კანდიდატების ვარიანტებსაც. სულაც არ ვთვლი, რომ ასეთმა ადამიანებ-მა უნდა მართონ მუნიციპალიტეტი.

ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას იმ ხალხთან, რომლებიც თქვენ პირში გჩრიდ-

ნენ ბურთს, გავიწროვებდნენ და ჩადიოდ-ნენ სისხლის სამართლის დანაშაულს. საარჩევნო პერიოდში ბევრი სახელმწიფო მოხელე მოქმედებდა უკანონოდ.

საქართველოში ახლაც მოხდა რევო-ლუცია, რევოლუცია ადამიანთა გონება-ში. როცა წლები გავა, გაკეთდება ამის ანალიზი, თუ როგორ მოახერხა ამ დღეში ჩაგდებულმა საზოგადოებამ ამხელა ფუ-ლის, ამდენი დაშინების, პოლიციისგან სე-რიოზული მუქარის პირობებში საარჩევნო ყუთთან ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ შევძელით ყველამ ერთად ეს და მე, როგორც დეპუტატი, არ მინდა, შევრცხვე თქვენს წინაშე. ჩვენ უნდა შევქმნათ სულ სხვა რეალობა. ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და კრიტიკული შეხედულების გამოხატვის უფლება.”

ნოდარ ებანოიძემ შეხვედრაზე აღნიშ-ნა, რომ ხარაგაულშიც და მის გარეთაც მოიძებნებიან კომპეტენტური და ნიჭიერი ადამიანები, მათ შორის სამეცნიერო წრის წარმომადგენელები, რომელთაც შეუძ-ლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კვალიფიციურად მართვა. დღევანდელმა საკრებულომ უნდა გამოიჩინოს იმის გონი-ერება, რომ ხარაგაულში დანიშნოს ნორ-მალური გამგებელი.

პარლამენტარმა ისაუბრა იმაზე, რომ შე-საქმნელია სამუშაო ადგილები, შესაცვლე-ლია ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობაა. 2013 წლის ბიუჯეტის ფორ-მირების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვა-ნია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცეს-ში მოქალაქეების ჩართულობა.

მძიმე მდგომარეობაშია ხარაგაულში ჯანდაცვა. დასარეგულირებელია ბუნებ-რივი რესურსებით სარგებლობის საკითხი. გადასაჭრელია ეკოლოგიური პრობლემე-ბი და ა. შ.

შეხვედრაზე ნელი ლომიძემ ხუ-ნევში ბუნებრივი გაზის შეყვანისა

და კვირაცხოვლის ეკლესიის მშენებ-ლობაში ხელისუფლებისგან დახმარების სურვილი გამოთქვა. ნოდარი ლომი-ძემ სოფელში არსებულ გაჭირვებასა და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ნათელა ლომიძემ დასაქმების პრობლე-მებს გაუსვა ხაზი, ხოლო ალეკო ლომი-ძემ პარლამენტარს უმუშევრის სტატუ-სის დადგენასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვები. ხუნეველი ასმათ ლომიძე ხუნევის საჯარო სკოლის გედსამანიის კორპუსში ადმინისტრაციის აღდგენისა და სასკოლო ინვენტარის საჭიროებაზე საუბ-რობს. შეხვედრაზე ლია კალმახელიძე დაინტერესდა, თუ რა პერსპექტივები აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს განვითა-რების კუთხით. ავტობანის მშენებლობის საკითხებით დაინტერესდა ნოდარ ლო-მიძე. მოსახლეობას სოციალური დახმა-რების გაცემის საკითხებიც აღელვებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხარაგაულის საკრებულოს წევრი, ხუნევის მაჟორი-ტარი დეპუტატი მარიამ ნოზაძე, ხუნევის რწმუნებული კახა მაჭარაშვილი და მისი მოადგილეები ნანა ოსაძე და დალი ციც-ქიშვილი.

ლაურა გოგოლაძე

Page 6: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

6 xtvb [fhfufekb ) yjtv,thb7 @_!@ o

ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები დაგეგმილი იყო 2.4 ათ. ლარი და ფაქტიურად მიღებულია 17.8 ათ. ლარი, აქედან ადგილობრივი მოსაკრებელი დასახ-ლებული ტერიტორიის დასუფთავებისათ-ვის 2.4 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 3.8 ათ. ლარი და გეგმა შესრულებულია 158 %. ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასადების გეგმის დიდი გადაჭარბებით შესრულება გამოწვეულია სანებართვო მო-საკრებლისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის დაუგეგმაობით, სანებართვო მოსაკრებე-ლი შემოსულია 13.8 ათ. ლარი, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი შემოსულია 0.2 ათ. ლარი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელში სანებართვო მოსაკრებლის გეგმა არ შესრულდა. 2011 წელს აღნიშნულ სახეში დაგეგმილი იყო 0.8 ათ. ლარი, ფაქტიურმა შემოსავალმა შეადგინა 0.3 ათ. ლარი. მიმ-დინარე წელს შემოსული 13.8 ათ. ლარიდან გაზის მშენებლობის სანებართვო მოსაკრე-ბელი შეადგენს 12.3 ათ. ლარს.

შემოსავლები ჯარიმები, სანქციები და საურავებიდან დაგეგმილი იყო 131.0 ათ. ლარი, ფაქტიურად კი მიღებულია 222.9 ათ. ლარი და გეგმის ზევით მობილიზებუ-ლია 91.9 ათ. ლარი (მ.შ. ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შემოსულია 94.3 ათ. ლარი, სხვადასხვა ჯარიმები, რომელიც შედგება პატრულის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და აღმასრულებლის მიერ ამოღებული ჯარიმებიდან შეადგენს 109.5 ათ. ლარს, ჯარიმები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობიდან - 19.1 ათ. ლარს).

გასული წლის ცხრა თვესთან შედარე-ბით ჯარიმები, სანქციები და საურავები 43.1 ათ. ლარით მეტია შემოსული. 2011 წლის ცხრა თვეში მიღებულია 179.8 ათ. ლარი. შემოსული შერეული და არაკ-ლასიფიცირებული შემოსავალი გეგმით გათვალისწინებული არ იყო. შემოსულია 1.5 ათ. ლარის ოდენობით.

არაფინანსური აქტივების კლებიდან 1.0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 6.9 ათ. ლარი, მ.შ. მიწაზე უფლებების აღი-არებიდან 4.5 ათ. ლარი; მიწის იჯარიდან 0.1 ათ. ლარი; შენობა-ნაგებობების გაყიდ-ვიდან (დეისის კანტორა) - 4.9 ათ. ლარი. აღნიშნულ სახეში გასული წლის შესაბამის პერიოდში შემოსულია 9.5 ათ. ლარი 2.0 ათ. გეგმის პირობებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმ-მართველი ერთეულის 2012 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში განისაზღვრა 5410.2 ათ. ლარით, ფაქ-ტიურად კი გაწეულია 5142.6 ათ. ლარის ხარჯი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდში გაწეულ ხარჯებზე 1739.8 ათ. ლარით მეტია 2011 წლის ცხრა თვეში გაწე-ულია 3402.8 ათ. ლარის ხარჯი. მიმდინარე წლის ხარჯები დაფინანსებულია 95.1 %.

1) წარმომადგენლობითი და აღ-მასრულებელი ორგანოების ხარჯები ცხრა თვეში დაგეგმილი იყო 1620.9 ათ. ლარი, ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 1604.2 ათ. ლარი; აქედან: მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს შესანახი ხარჯები დაგეგმილი 231.3 ათ. ლარიდან დაფინანსდა 224.6 ათ. ლარით, 97.1 %.

მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები 759.9 ათ. ლარიდან დაფინანსდა 749.9 ათ. ლარით, ანუ 98.7 %.

აუდიტორული მომსახურების ხარჯები დაფინანსებულია სრულად 4.5 ათ. ლარით.

არქივის ადგილობრივი ორგანოს დაფი-ნანსებაზე გაწეულია 7.8 ათ. ლარი;

მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯები გაწეულია სრულად და დახარჯუ-ლია 7.4 ათ. ლარი;

2) საგანგებო სიტუაციების მართ-ვის სამსახურის ხარჯი დაიგეგმა 111.0 ათ. ლარი და ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 109.9 ათ. ლარი. გეგმა შესრულდა 99 %.

3) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების შესა-ბამისი სამსახურების დაფინანსე-ბაზე 41.7 ათ. ლარიდან გაწეულია 40.3 ათ. ლარის ხარჯი, აქედან 2.5 ათ. ლარი კავშირგაბმულობის, 19.1 კომუნალური მომსახურების და 18.7 ათ. ლარი ტრანს-პორტის ხარჯების გასაწევად.

4) თავდაცვის ღონისძიებებზე გაწეულია 40.1 ათ. ლარის ხარჯი 41.7 ათ. ლარის გეგმის პირობებში.

5) მუნიციპალიტეტის ინფრასტ-რუქტურის მშენებლობის, რეაბილი-ტაციის და ექსპლუატაციის ხარჯები-სათვის 2012 წლის ცხრა თვის ბიუჯეტით გამოყოფილი 1820.3 ათ. ლარიდან ფაქტი-ურად ათვისებული იქნა 1611.5 ათ. ლარი, ე.ი. 99.1 %. აქედან სახელმწიფო ბიუჯე-

ტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები შეადგენს 1341.4 ათ. ლარს, ფაქტიურად ათვისებულია 1137.0 ათ. ლარი.

აქედან: -გზების მშენებლობის, რეკონს-ტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები დაგეგმილი 391.8 ათ. ლარიდან დახარჯუ-ლია 330.8 ათ. ლარი,

მ.შ. 21.1 ათ. ლარი დახარჯულია ად-გილობრივი ბიუჯეტიდან. დანარჩენი 309.7 ათ. ლარი - სახელმწიფო ფონდებიდან. გარდა ამისა, გზების მოხრეშვაზე დახარ-ჯულია საქართველოს მთავრობის №41 განკარგულებით (13.01.2011) გამოყოფილი დარჩენილი თანხიდან 0.5 ათ. ლარი.

-სანიაღვრე არხების მოსაწყობად გამო-ყოფილი 3.6 ათ. ლარიდან დახარჯულია 3.2 ათ. ლარი. აქედან სახელმწიფო ფონდიდან დაიხარჯა 2.4 ათ. ლარი, 0.8 ათ. ლარი - ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

-ხიდებისა და ბოგირების მშენებლობასა

და რეკონსტრუქციაზე ცხრა თვეში გამო-ყოფილი 192.7 ათ. ლარიდან დახარჯულია 128.3 ათ. ლარი, მათ შორის საქართვე-ლოს მთავრობის №972 განკარგულებით (24.05.2012) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონ-დიდან გამოყოფილი 110.0 ათ. ლარიდან ათვისებულია 39.2 ათ. ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აღდგება სოფელ ხევში მდ. რიკოთულაზე გადებული ხიდი და სოფელ წიფაში მდ. ჩხერიმელაზე მოეწყობა გაბიონები. საქართველოს მთავ-რობის №162 განკარგულებით (31.01.2012) სოფლის პროგრამის ფარგლებში ხიდბო-გირების შესაკეთებლად გამოყოფილი 13.6 ათ. ლარიდან დახარჯულია 13.0 ათ. ლარი.

- ინფრასტრუქტურული და სოციალუ-რი პროექტების განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ღორეშისა და საბის ხიდების აღსადგენად გამოიყო 80.0 ათ. ლარი, ცხრა თვეში დახარჯულია 25.8 ათ. ლარი.

- ავტოსადგურთან არსებული რკინიგ-ზის ხიდის მოაჯირების აღსადგენად საქარ-თველოს მთავრობის №55 განკარგულებით (18.01.2012) გამოიყო 25.0 ათ. ლარი, საიდანაც დახარჯულია 16.8 ათ. ლარი.

- გრეიდერის და გუთნის დანის შეძენაზე სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგ-ლებში გამოყოფილია 154.0 ათ. ლარი და დახარჯულია 151.5 ათ. ლარი; ტრაქტორის დანის დასამონტაჟებლად საკუთარი სახს-რებიდან დახარჯულია 0.5 ათ. ლარი, ანუ სულ დახარჯულია 152.0 ათ. ლარი.

- სხვა არაკლასიფიცირებული საქმი-ანობა ეკონომიკის სფეროში, სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად (მ.შ. სა-რიტუალო შენობების მოწყობა, ჭურჭლის შეძენა, წისქვილების შეკეთება, თავშეყრის ადგილების მოწყობა, პოლიციის მშენებ-ლობისათვის ტერიტორიის მომზადება და სხვა) გამოყოფილი 158.3 ათ. ლარი ათვი-სებულია სრულად. აქედან ადგილობრივი სახსრებით დახარჯულია 7.2 ათ. ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის №162 (31.01.2012) განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში -

151.1 ათ. ლარი. -ქუჩების კეთილმოწყობაზე ადგილობ-

რივი ბიუჯეტიდან და სახელმწიფო ფონ-დებიდან გამოყოფილია 155.3 ათ. ლარი, დახარჯულია 125.1 ათ. ლარი, აქედან ფონდებიდან დახარჯულია 117.8 ათ. ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 7.3 ათ. ლარი.

- პარკებისა და სკვერების კეთილმოწ-ყობაზე გამოყოფილი 254.0 ათ. ლარიდან დახარჯულია 252.5 ათ. ლარი, აქედან ხა-რაგაულკეთილმოწყობის სუბსიდირებაზე მიმართულია 46.0 ათ. ლარი, ხოლო 206.5 ათ. ლარი დახარჯულია სკვერების კე-თილმოწყობაზე. მიმდინარე წელს გაკეთდა ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი, რაზეც დაიხარჯა 29.6 ათ. ლარი, სამოქალაქო რეესტრთან მდებარე სკვერზე დაიხარჯა 9.8 ათ. ლარი, 9 აპრილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაზე დაიხარჯა 72.3 ათ. ლარი, სპორტული კომპლექსის

ეზოს კეთილმოწყობაზე დაიხარჯა 86.4 ათ. ლარი, ს. ლაშეში მემორიალის მოსაწყობად დახარჯულია 8.4 ათ. ლარი.

-სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე დახარჯულია 7.7 ათ. ლარი.

-დასუფთავების ღონისძიების დაფი-ნანსებაზე 98.3 ათ. ლარი სრულად არის დახარჯული;

- სანაგვე ურნების შესაძენად 40.0 ათ. ლარიდან ათვისებულია 38.0 ათ. ლარი.

- უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლე-ბის იზოლაციაზე - 0.5 ათ. ლარი;

-ბინათმშენებლობაზე დაგეგმილი 221.0 ათ. ლარიდან დახარჯულია 177.9 ათ. ლარი; აღნიშნული პროექტით გადაიხურა დ. ხარაგაულში სოლომონ მეფისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე მრავალბინიანი სახლები, სოფლებში - დიდვაკე, მოლითსა და წიფაში თითო მრავალბინიანი სახლი, ფასადები შეუკეთდა დ. ხარაგაულში მდე-ბარე მრავალბინიან სახლებს. სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ორ მრავალბინიან სახლს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ორ მრავალბინინ სახლს.

-წყალმომარაგებაზე - სოფლის მხარ-დამჭერი პროგრამით წყლის მილების შესაძენად გამოყოფილი 57.6 ათ. ლარიდან დახარჯულია 56.7 ათ. ლარი.

-გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე დაგეგმილი 84.9 ათ. ლარიდან დახარჯულია 82.2 ათ. ლარი, აქედან გარე განათების სუბსიდირებაზე დახარჯულია 48.3 ათ. ლარი, ხოლო ელექტ-როგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციაზე (გარეგანათების მოწყობა) გამოყოფილი 36.6 ათ. ლარიდან დახარჯულია 33.9 ათ. ლარი;

6) საგანმანათლებლო ღონისძი-ების ხარჯები ცხრა თვეში დაგეგმილი 276.6 ათ. ლარიდან დაფინანსებულია 276.5 ათ. ლარით, აქედან: სკოლამდელი დაწესებულებები 194.8 ათ. ლარით, აქედან სუბსიდირებაზე დახარჯულია 182.0 ათ. ლარი, ხოლო 12.8 ათ. ლარი დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან საქართ-ველოს მთავრობის N№162 განკარგულე-ბით გამოყოფილი 27.1 ათ. ლარიდან ხევის საბავშვო ბაღის კაპიტალურ რემონტზე.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი დაფი-ნანსებულია 45.4 ათ. ლარით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 36.3 ათ. ლარით;

7) სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ცხრა თვეში განისაზღვრა 1129.4 ათ. ლარით, ფაქტი-ურად დაიხარჯა 1096.4 ათ. ლარი, აქედან: სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე დახარჯულია 1.7 ათ. ლარი; სპორტული სკოლის სუბსიდირებაზე დახარჯულია 59.2 ათ. ლარი, საფეხბურთო კლუბ „ჩხე-რიმელას” დაფინანსებაზე 85.0 ათ. ლარი; სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტი-დან გამოყოფილი და დახარჯულია 200.0 ათ. ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯე-ტიდან გამოყოფილია 405.1 ათ. ლარი და დახარჯულია 403.7 ათ. ლარი.

საქართველოს მთავრობის №162

(31.01.2012) განკარგულებით სოფლის პროგრამით სპორტული მოედნების მო-საწყობად დახარჯულია 3.1 ათ. ლარი, ად-გილობრივი ბიუჯეტიდან - 50.1 ათ. ლარი.

სამუსიკო სკოლა დაფინანსდა 54.4 ათ. ლარით, ხალხური შემოქმედების სახლი - 15.7 ათ. ლარით; კულტურის ცენტრის სუბსიდია - 78.0 ათ. ლარით; საქართველოს პრეზიდენტის №13/07/06 განკარგულებით კულტურის ცენტრის რეაბილიტაცი-ისათვის გამოყოფილია 30.0 ათ. ლარი, რაც არ არის ათვისებული. ცენტრალური ბიბლიოთეკა დაფინანსდა 53.0 ათ. ლარით, ისტორიული მუზეუმი - 36.0 ათ. ლარით, სა-ქართველოს მთავრობის №162 (31.01.2012) განკარგულებით სოფლის პროგრამით კულტურის სახლებისა და კლუბების შეკე-თებასა და ინვენტარით უზრუნველყოფაზე დახარჯულია 7.2 ათ. ლარი.

ტელერადიომაუწყებლობა და საგამომ-ცემლო საქმიანობა გაზეთი „ახალი ხარა-გაული” სუბსიდირების სახით დაფინანსდა 35.5 ათ. ლარით.

რელიგიური და სხვა სახის საზოგა-დოებრივი საქმიანობა დაფინანსდა 13.8 ათ. ლარით, აქდან 10.0 ათ. ლარი მიიმართა დაბის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე, ხოლო 3.8 ათ. ლარი ახალგაზრდული ღო-ნისძიებების დაფინანსებაზე;

8) სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ცხრა თვის ბიუჯეტით განი-საზღვრა 368.6 ათ. ლარით და ფაქტიურად დაიხარჯა 363.7 ათ. ლარი, ე. ი. დაფინანსდა 98% აქედან: საზოგადოებრივი ჯანმრთე-ლობის დაცვის ხარჯები დაგეგმილი 48.0 ათ. ლარიდან გაწეულია 44.4 ათ. ლარი;

სოფლის ამბულატორიების მშენებლო-ბაზე დახარჯულია 19.6 ათ. ლარი.

უფასო სასადილოს დასაფინანსებლად დახარჯულია 37.5 ათ. ლარი.;

სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობასა და დახმარებაზე დაიხარჯა 247.4 ათ. ლარი, აქედან 147.4 ადგილობრი-ვი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო 100.0 ათ. ლარი გამოყოფილია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების

დახმარებაზე დახარჯულია 2.1 ათ. ლარი;- ლტოლვილთა და ომის ვეტერანთა

დაკრძალვის ხარჯები დაგეგმილია 2.4 ათ. ლარი, დახარჯულია 1.7 ათ. ლარი;

- სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებამ შეადგინა 8.2 ათ. ლარი,

სტიქიით დაზარალებული სოციალუ-რად დაუცველი ოჯახისათვის საცხოვ-რებლი სახლის მშენებლობისათვის გამო-ყოფილი 3.0 ათ. ლარიდან დახარჯულია 2.8 ათ. ლარი;

სულ მუნიციპალიტეტში 2012 წლის ბიუჯეტით ცხრა თვის განმავლობაში და-გეგმილი 5410.2 ათ. ლარიდან მთავრობის სხვადასხვა განკარგულებებით სახელმ-წიფო ფონდების წილი შეადგენდა 1935.2 ათ. ლარს, ფაქტიურად გაწეული 5142.6 ათ. ლარიდან კი სახელმწიფო ფონდების ოდენობამ შეადგინა 1687.4 ათ. ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის ცხრა თვეში გაწეული 5142.6 ათ. ლარიდან შრომის ანაზღაურება-ზე დახარჯულია 713.6 ათ. ლარი, შტატგა-რეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 49.0 ათ. ლარი, მივლინებების ასანაზღაურებლად 13.5 ათ. ლარი, ოფისის ხარჯებისათვის 106.1 ათ. ლარი, წარმომადგენლობით ხარ-ჯებზე 11.4 ათ. ლარი, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციასა და მოვლა-შე-ნახვაზე გაწეულია 140.6 ათ. ლარის ხარჯი, სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურე-ბის ხარჯების ასანაზღაურებლად 522.7 ათ. ლარი, სუბსიდირებაზე მიმართულია 883.1 ათ. ლარი, გრანტების სახით მუნი-ციპალიტეტიდან გადარიცხულია 610.0 ათ. ლარი (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში), სოციალური უზრუნ-ველყოფის ხარჯების ანაზღაურებაზე 345.2 ათ. ლარი, სხვა ხარჯების დაფინანსებაზე 177.9 ათ. ლარი და არაფინანსური აქტივე-ბის ზრდაზე მიმართულია 1566.7 ათ. ლარი.

2012 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 78.9 ათ. ლარია. მიმდინარე წლის ცხრა თვეში სარეზერვო ფონდიდან სხვა-დასხვა ხარჯების დასაფინანსებლად უკვე მიმართულია 53.6 ათ. ლარი, აქედან მუ-ნიციპალიტეტში გზების გათოვლისათვის მიმართულია 15.2 ათ. ლარი, მეწყერისაგან დაზიანებული საავტომობილო გზების გასაწმენდად და გასამაგრებლად - 8.6 ათ. ლარი, წვიმებისაგან დაზიანებული სასოფლო გზების შესაკეთებლად საწვავის შესაძენად - 5.3 ათ. ლარი, საკანალიზაციო მილის გასაწმენდად - 0.2 ათ. ლარი, საპ-როექტო სამუშაოებისათვის - 4.0 ათ. ლარი, ომის მონაწილეთა დასაჩუქრებისა და ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალე-ბულთა დასახმარებლად მიმართულია 4.7 ათ. ლარი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯე-რის და ს. ლეღვანში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დასახ-მარებლად - 2.5 ათ. ლარი, სხვადასხვა სოციალური პროექტებისათვის - 3.1 ათ. ლარი, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს დაღუპული სოფელ ლაშეში მცხოვრები ნუგზარ კალანდაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის დადგმისათვის - 10.0 ათ. ლარი.

2012 წლის პირველი იანვრისათვის საბიუჯეტო სახსრების ნაშთი შეადგენდა 426.8 ათ. ლარს, მათ შორის სახელმწიფო ფონდების - 89.9 ათ. ლარს. ხარჯების და-საფარავად ცხრა თვეში მიმართულია 418.1 ათ. ლარი. აქედან თავისუფალი ნაშთიდან მიმართულია: სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასასრულებლად 200.0 ათ. ლარი, პარკებისა და სკვერების კეთილმოწ-ყობაზე 60.0 ათ. ლარი, ტრაქტორის დანის დამონტაჟებაზე 0.5 ათ. ლარი, ხიდების რეაბილიტაციაზე 0.7 ათ. ლარი, სარგვეშის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტა-ციისა და ყოფილი საფინანსო სამსახურის შენობის რემონტისათვის - 13.3 ათასი ლარი, საარქივო მომსახურებაზე 0.3 ათ. ლარი, კომპიუტერების შეძენაზე 5.3 ათ. ლარი, სოფ. ხევში სოფლის სახლის ეზოს მოსაწ-ყობად 50.0 ათ. ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე 4.3 ათ. ლარი, მოსწავლეთა სახლის სუბსიდირებაზე 2.4 ათ. ლარი.

გარდა ამისა, 2011 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და აუთვისე-ბელი თანხებიდან მიმართულია: ხიდების და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციაზე 48.5 ათ. ლარი, გზების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის 8.4 ათ. ლარი, სანიაღვრე არხებზე მიმართულია 1.9 ათ. ლარი, სხვადასხვა ღონისძიებებზე - 2.6 ათ. ლარი, წყლის მილების შესაძენად - 5.2 ათ. ლარი, ამბულატორიის მშენებლობაზე - 10.4 ათ. ლარი, სასაფლაოს მოწესრიგება - 4,3 ათ. ლარი.

გულნარა ტოროშელიძე საფინანსო-საბიუჯეტო

სამსახურის უფროსი

რას მოხმარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

2012 წლის ცხრა თვეში(ანგარიში განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 5 ნოემბრის სხდომაზე)

საკრებულოს სხდომაზე, 2012 წ. 5 ნოემბერი

Page 7: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

7xtvb [fhfufekb) yjtv,thb7 @_!@ o

მობილურის ზარი. მამაკაცის ხმა: „ხურციძეების თაობაზე ვრეკავ...”

ხურციძეები!!!ხურციძეებს ვეძებთ მას შემდეგ, რაც

რადიო თავისუფლების ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა რიჩარდ სოლაშმა პარა-ოლიმპიელი ვარსკვლავისგან, ელიზაბეთ სტოუნისგან ინტერვიუ აიღო. და ეს ამბავი რადიო თავისუფლების ვებსაიტზე გაჩნდა. ელიზაბეთმა რიჩარდს უთხრა, რომ ქართ-ველია და მისი ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძეა.

22 წლის ელიზაბეთ სტოუნი, რომე-ლიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მო-ცურავეა. 31 აგვისტოს, ლონდონის პა-რაოლიმპიურ თამაშებზე ქალებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში აშშ-ის

წარმომადგენელმა ელიზაბეთ სტოუნმა ბრინჯაოს მედალი აიღო. 2008 წელს, პე-კინის პარაოლიმპიურ თამაშებზე კი, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„როდესაც პირველად ჩავედი ამერიკა-ში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, ყოველთ-ვის ქართულად ვამბობდი - „ფეხი.” მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ „ფეხი” იქცა „ბეკიდ.” ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყა-იდაზე, „ბეკიდ” მოვიხსენიებ,” - უთხრა ელიზაბეთმა რიჩარდ სოლაშს.

ელიზაბეთი ცურვის დროს „ბეკის” ყო-ველთვის იხსნის და ნებისმიერ ასპარეზო-ბაზე, შინ თუ გარეთ, გულშემატკივართა ოვაცია საზღვარს გადადის, როცა იგი ეტ-ლით უახლოვდება საცურაო აუზს.

„შინ” - ანუ ამერიკაში. ყოველ შემთხ-ვევაში, აქამდე ასე იყო...

ახლა კი, ირკვევა, რომ ელიზაბეთ სტოუნი ქეთევან ხურციძეა. იცის, რომ ოთხ წლამდე ქუთაისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც იგი ამერიკელმა ფიზი-ოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა და იშ-ვილა. არაფერი იცის მისი ქართული ოჯა-ხის შესახებ, თუმცა ფიქრობს მასზე და, შესაძლოა, ოდესმე მოვძებნოო - ამბობს.

არც არაფრის იმედი გვქონია, უბრა-ლოდ, მაინც... გაკითხვა-გამოკითხვა: ბავშვთა სახლი ქუთაისში, ხურციძეები... ბევრნი ყოფილან!

და აი, მოულოდნელი ზარი მობილურ-ზე... მამაკაცის ხმა ამბობს, რომ ხურციძე-ების ნათესავია, რომ იცის ოჯახი. რომ ძმას

ლაშა ჰქვია და ქეთევანის მოძებნა უნდა. ან რატომ არ ენდომებათ - სახელოვა-

ნი ელიზაბეთ სტოუნი. არ იქნებოდა ური-გო ასეთი გოგოს ნათესაობა. კაცმა რომ თქვას, ბევრი ისურვებდა.

ცხადია, მაინც ვურეკავ ლაშას. უემო-ციო, მშრალი საუბარი - მოვალო. საიდან მოდის? ვანის რაიონი სოფელი დიხაშხო.

ადგილზე ჯობია ყველაფრის ნახვა. ადგილზე უფრო გამოჩნდება... სოფელი სხვაა. სოფელში ყველამ ყველაფერი იცის. სოფელში ძნელია სურვილების რეალობად წარმოჩენა.

ლაშა ქუთაისში გველოდება. საღო-რიას ტყის გადასახვევთან. მორიდებული, სიტყვაძუნწი. გზა ტყეზე გადის... და ხურ-ციძეების ამბავიც ამ გზაზე იწყება - დი-ხაშხო-ქუთაისის გზაზე.

ლაშა: „ის მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი სულ ტიროდა მაგაზე... რამდენი-მე წლის განმავლობაში სულ ტიროდა...”

ლაშა ტყუპისცალია. ჰყავს და თეონა.

ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს დედა ფეხ-მძიმედ რომ იყო. 5 წლისანი იყვნენ ტყუპები, როცა ქეთევანი გაჩნდა. მამა უკვე მაშინ იყო ავად უკურნებელი სენით. მალევე გარდა-იცვალა. დედა ცოცხალია. ლიანა ჰქვია.

რაღაცნაირი მშვიდი სიყვარულით ლაპა-რაკობს ლაშა ქეთევანზე. აი, ჩვეულებრივად რომ ილაპარაკებ დაზე, რომელთან ერთადაც გაიზარდე. იმ დაზე კი არა, თვალით რომ არ გინახავს და ამ წუთამდე არც კი გიცდია მისი მოძებნა. „მე მქონდა მაგის მცდელობა, მაგ-რამ არანაირად არაფერი გამოვიდა, ვერ ვნა-ხე... ვერ მოვიძიე ქუთაისში, სადმე... და მერე რა ვიცი...” - ამბობს ლაშა.

ტრასიდან დიხაშხოსკენ გადავუხვიეთ, მაგრამ ამას უკვე გზა აღარ ჰქვია. ბელ-ტებმოყრილ ციცაბო აღმართზე მივიწევთ. ასხლეტილი ქვის ბელტების ხმა ძროხებს

აფრთხობს და ეს თუ გვეხმარება, რომ მათ შორის გზა გავიკვლიოთ.

ლაშა წუხს: „ხომ გითხარით, მე ჩამო-ვალ-მეთქი” - თითქოს ბოდიშს იხდის. მაგ-რამ გარშემო ისეთი სილამაზეა, აქ ჩამოსვლა ამად ღირდა და არაფერი აქვს საბოდიშო.

ელიზაბეთმაც თქვა საქართველოში ჩასვლა მინდაო.

შეიძლება თუ არა, გენატრებოდეს ის, რაც არასოდეს გინახავს? ან ის, ვინც არასო-დეს გინახავს? „ბავშვობაში სულ ვიფიცებ-დით მაგას და სულ მეუბნებოდნენ ნუ იფიცე-ბო... ესაო, ისაო და რა ვიცი... - ამბობს ლაშა

„და რატომ იფიცებდი? შეგიძლია ახსნა?”„რა ვიცი... ჩემი დედმამიშვილია... და

ბავშვური რაღაც... არ ვიცი... ნუ რაღაც არ-სებობს ალბათ, გრძნობა რა თქმა უნდა...”

სოფელი მთის წვერზე. ჩვეულებრივი, იმერული სოფელი მთაში. სადაც პატარა იმერული ოდა - სასახლეს გირჩევნია. ეგ-ზოტიკაში გადასული სიღარიბე და ნათე-ლი სახეები ჭიშკრის მიღმა - „რითი გცეთ ახლა პატივი?”

მთელი სოფელი შეკრებილა - „ქეთევა-ნის ამბავზე ჩამოვიდნენ!”

აქაც ისე ლაპარაკობენ ქეთევანზე, თითქოს ამ ეზოში დარბოდა დღე და ღამე და ახლა დროებით, შეჯიბრზეა ამერიკაში წასული.

ეს ამბერკი ხურციძის ოჯახია. ჭიშ-

კართან დარბაისელი კაცი დგას, ზურაბ შარაშენიძე: „დიდებული, ბრწინვალე კაცი, რომელიც გარდაცვლილია - ამბერ-კი. შრომისმოყვარე, მერე მას ასეთი რამ შეემთხვა - ასაკოვანი იყო, მოიყვანა ეს ქალბატონი, შეეძინათ ტყუპები. მერე ამის შემდეგ შეეძინათ ელიზაბეთ სტოუნი...”

ეზოში შევდივართ, სოფელი თან მოგვ-ყვება, ვეღარ ეტევიან ეზოში და მერე: „ჰო, აცალეთ, ილაპარაკონ ახლა და გადევიპა-ტიჟოთ მერე...”

პირველი თეონა გვეგებება. მხიარული და ხალისიანი ლაშას ტყუპისცალი. გვე-გებება და პირდაპირ საქმეზე გადადის: „დიდი სურვილი მაქვს და იმედიც, რომ რა ვიცი... თუკი მოგვისურვებს და გვნახავს. ეს მასზეა დამოკიდებული. შეიძლება ახლა არც მოისურვოს, იმიტომ რომ თქვას - ასე-თი დამტოვესო. ძალიან დიდი გულისტკი-ვილი ექნება ეს მესმის. მეც ასე ვიქნებოდი და სხვანაირად ვერც გავუგებდი. და მისა-ღებიც არის ეს დიდი ტკივილი მისგან. და

შეიძლება არც კი გვაპატიოს... მაგრამ, მე როგორც მის დედმამიშვილს და მის სის-ხლსა და ხორცს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ვნახო...”

ეზოში თეთრი „გაზ-24” დგას, რომელიც თითქმის მთლიანად იკავებს სივრცეს ჭიშკ-რიდან პატარა სახლამდე და უცნაურ დისო-ნანს ქმნის ეზოს ველურ სილამაზესთან.

თითქოს დრო გაჩერდა: ძველებური ოდა, რომელსაც ალბათ საუკუნეა ხელი არ შევლებია, გაპრიალებული საბჭოთა „ვოლგა” და „ტომი ჰილფიგერის” მა-ისურში გამოწყობილი ბავშვი მობილუ-რით ხელში.

იმერული ესკიზები...და უცებ თვალები... ეს თვალები ფარავს

ყველაფერს - გადაქანებულ სახლსაც, მანქა-ნასაც, მთელი სოფლის ბავშვების ხმაურსა და გადარბენას. უფროსების პეწიან მონდომებას.

შუა ეზოში, დაბალ სკამზე, ქალბატონი ზის. ჯოხს ეყრდნობა ხელით, მაგრამ ჯოხი ხელთან ერთად კანკალებს. და თვალები...

დედა! „მოვრჩი... ცოცხალი რატომ გადამარჩინა ღმერთმა. ჩემი შვილი არ მყავს... სამი შვილი მყავდა, მერე წაიყვა-ნეს... ტყუპები მყავდა და ვერ მოუვლიო მითხრეს, წაიყვანეს და ბავშვთა სახლში დატოვეს, ვერ მოუვლიო ასე მითხრეს... სივიწროვეში ვიყავი, არ მქონდა საშუ-ალება, ტყუპები მყავდა, მოვლა უნდოდათ. შვილი დამებადა ფეხმტკივანი. რომ და-მებადა ასე მითხრეს შენ ვერ მოუვლი და გადააგზავნეთ ბავშვთა სახლშიო. ექიმმა და ყველამ მითხრა - ტყუპები გყავსო და ესენიც დაგეღუპებიან და ისიცო. შენ იმის საშუალება არ გაქვს, რომ მოუარო და ექიმთან წაიყვანოო.”

და ქალბატონი ლიანა თავისი ცხოვრე-ბის ამბავს ყვება, უფრო ქეთევანს უყვება... სულაც არ იცის ეს ის ელიზაბეთია თუ არა, ის თავის ამბავს - თავის ქეთევანს უყვება:

47 წლისა იყო, რომ გათხოვდა, მეუღ-ლეც ასაკოვანი ჰყავდა. გაჭირვებაში ცხოვრობდნენ თურმე, მაგრამ ტკბილი ოჯახი ჰქონდათ. ჯერ ტყუპები გაჩნდნენ, ძლივს წამოჩიტეს ლაშა და თეონა. თეონა-საც დაბადებიდან პრობლემა ჰქონია ფე-ხებზე - თეძოს ამოვარდნილობა და წელი-წადნახევარი თაბაშირში იყო, 4 წლამდე ფეხზე ვერ დადიოდაო. ძალიან უნდოდათ

კიდევ ერთი შვილი და 60 წლისა ყოფილა ამბერკი ქეთევანი რომ შეეძინათ. მაშინ უკვე ავად იყო...

„ჩემს ქმარს დატოვება არ უნდოდა, სამშობიაროში გვითხრეს ამას ფეხი გაუს-წორდებაო, პროტეზის ფეხი გაუკეთდებაო. აქ ვერ გაუკეთებენო, უნდა გადავაგზავნოთ და იქ გაუკეთებენო. მერე ჩემს ქმარს ავადმ-ყოფობა შეხვდა. მერე საწყალი ქე მოკვდა.”

ზაფხულის ცხელი დღეები იყოო ამ-ბობს. დედამ შვილი მხოლოდ ახლადდა-ბადებული ნახა. დანარჩენი მის გარეშე გადაწყვიტეს. ახსენებს ექიმებს და არ ახსენებს ქმარს - თითქოს არიდებს პასუ-ხისმგებლობას.

„ვთოხნიდით და ტყუპებს ასე ვაჭმევდით. მეტი საშუალება რა გვქონდა. მერე ჩემს ქმარს პენსია დაენიშნა და იმით ვზრდიდი. მერე ქმარი გარდამეცვალა და მერე რომ კვდებოდა ჩემი ქმარი, ასე მეუბნებოდა, ტყუ-პი შვილი არ მომიკლაო და ქეთინო ჩარჩა გულში - წასული რომ იყო. ჰოდა, მერე ვეხ-ვეწებოდი ღმერთს, რომ ისე ნუ მომკლავ, ქეთინია დამანახე ჩემს სამ შვილთან-მეთქი. ჰოდა, დღეს რა მომენტია, არ ვიცი!”

დედა, შვილები თუ მეზობლები ახსე-ნებენ კიდევ ერთ კაცს, ოჯახის მეგობარს, ვინმე გურამ ხურციძეს. მათი თქმით, ექი-მებთან ერთად მან დაარწმუნა მამა, რომ ქეთევანს ბავშვთა სახლში უკეთესად მოუვლიდნენ და პროტეზსაც გაუკეთებდ-ნენ. სწორედ მას წაუყვანია ქეთევანი ქუ-თაისის ბავშვთა სახლში, ის აკითხავდა შემდგომაც და მან იცოდა ბავშვის ასა-ვალ-დასავალი. შესაძლოა იცოდა მისი გაშვილების ამბავიც, მაგრამ ამას ახლა ვეღარავინ გაიგებს. მამა გარდაიცვალა, გარდაიცვალა გურამ ხურციძეც და ვერც დედამ და ვერც შვილებმა ვეღარ გაიგეს, რა ბედი ეწია ქეთევანს.

დედისთვის უთქვამთ, ცოცხალი აღარ არისო... „არასოდეს მჯეროდა ეს ამბავი, გული მეტყოდა, ასე რომ ყოფილიყოო”, ამბობს დედა.

მეზობლები იცდიან და დაიღალნენ, ყვე-ლას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ოჯა-ხის შესაძლო შეხვედრის ამბავში. დრო-დადრო სიტყვას ჩაურთავენ: „ამის ცოდვით შვილსაც ვერ ვეფერებოდი. რომ დაინახავ-და, ამოიოხრებდა და ვეღარ ვეფერობოდი ბავშვს”, - ამბობს დოდო დვალიშვილი.

მოსაღამოვდა. ეზო ნელ-ნელა იძირე-ბა სრულ სიბნელეში. გარეთ ნათურა არ არის. სახლში ისეთი მბჟუტავი შუქია, რომ ეზომდე ვერ აღწევს.

თეონა კი ჰყვება და ჰყვება... „სოფელ-ში აბა, რით უნდა იარსებო?! დღემდე ასეა ჩემი ოჯახი. სკოლაში დავდიოდი, სხვაზე ნაკლები არაფრით ვიყავი, სწავლა შემეძ-

ლო მაგრამ... ასაკის მშობლები იყვნენ. 47 წლის ასაკში რომ ქალი გათხოვდები და მითუმეტეს, ასეთ პირობებში, შვილის სწავლა-განათლებაზე ვერ იზრუნებ. რა ვიცი, ალბათ ბევრი რამ მაკლია, ასეთ პირობებში რომ გავიზარდე.... რა ვქნათ, ცხოვრებამ ასეთი ბედი მარგუნა მეც და თავისთავად იმასაც... მე უფრო ბევრი რა-ღაც მაკლია ახლა, ვიდრე მას. დარწმუნე-ბული ვარ ჩვენ ქვეყანასთან შედარებით, ის ისეთი ქვეყანა იქნება და არის... რომ არც არაფერი არ გაუჭირდებოდა...”

უცბათ მეხამუშა ეს სიტყვები, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სწორედ ეს უცნაური სიმსუბუქე და ალალობა, ეს უშუალობა სძენდა ყველაფერს, რაც გარშემო ხდებო-და, სულ სხვაგვარ ელფერს - დრამატულს, მაგრამ არა დამთრგუნველს.

„მაინც გამიმართლა, კარგი მეუღლე მყავს” - ამბობს თეონა და ქმარს მაცნობს, გიას. ბავშვს ცოტნე ჰქვია. „ცოლისდა მყოლია და არ ვიცოდი,” - იცინის გია.

სიბნელე კიდევ უფრო გულითადი საუბრისათვის განგაწყობს. ფრთხილად ვუახლოვდებით სინანულის თემას.

ლაშა: „სინანულის გრძნობა კი არა, რა ვიცი... იმხელა ტვირთი დამქონდა მთელი ცხოვრება. დედას გეფიცები რა... მთელი ცხოვრება. კაცი ვარ და ისეთი გრძნობა მქონდა... არც არავისთან მქონია ამაზე საუბარი, არც მეგობრებთან, არც არავის-თან, იმიტომ რომ რაღაცნაირი ტვირთი იყო დღემდე, და ახლა რომც ვერ ვნახო, აღარაფერს ვჩივი. ყველაზე დიდი ტვირთი მომეხსნა. ვიცი, რომ ცოცხალია და კარ-გად არის, და ბედნიერად არის, და ღმერთ-მა ბედნიერად ამყოფოს.”

რატომ არიან დარწმუნებული რომ ქე-თევანი ნამდვილად მათი დაა?

„...რა ვიცი მსგავსება ძალიან დიდია და ემთხვევა ყველაფერი. დაბადების წელი... ფოტოსურათიც... ვინც ნახულობს ახლო-ბელი, დიდ მსგავსებას ხედას ჩვენს შორის. რა ვიცი... ვნახოთ... ესეც ხომ დადგინდე-ბა?” - ამბობს თეონა.

„როგორ დადგინება?” „რა ვიცი, თუკი საჭირო გახდება ანალიზით და რაღაც... სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს...”

ლაშას განსაკუთრებით სახელი აიმე-დებს. მამაჩემმა დაარქვა ქეთევანი და

ბავშვთა სახლს სთხოვა არ შეუცვალოთ სახელიო. ყველაზე მეტად კი ერთი ქალბა-ტონის მადლობელია:

„და კიდევ, მალადეც იმას, ვინც წაიყ-ვანა, და უთხრა ქეთევანს - ვინ იყო და რა იყო. თორემ საიდან? სად გაიგებდა ის რა-მეს? და მეც ვერაფერს გავიგებდი ვერასო-დეს, და მთელი ცხოვრება უნდა მეტარები-ნა ეს ტვირთი.”

იმ ქალბატონს ლინდა სტოუნი ჰქვია და ის ქეთევან-ელიზაბეთის ნამდვილი დედაა. ცოტა წინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყ-ვით, რას ამბობს ნამდვილი დედა ქეთევანის ბიოლოგიურ დედაზე: „მან (ელიზაბეთმა), შეიძლება, არც იცის ამის შესახებ, მაგრამ არ ყოფილა 11 ივნისი, მისი დაბადების დღე, რომ მე არ მეფიქრა მის დედაზე. და ჩემს თავს ვეკითხებოდი, ის თუ ფიქრობდა

ქეთევანზე ამ დღეს. და მე ვლოცულობდი მის დედაზე, ვლოცულობდი, რომ კარგად ყოფილიყო. ასე, რომ ეს ხალხი ყოველთ-ვის იყო ჩემს გონებაში.”

ასევე, გეტყვით, რას ამბობს ქეთევა-ნი თავის სრულიად უცნობ ოჯახზე: „მეც ვგრძნობდი და ყოველთვის მჯეროდა - ალ-ბათ იმიტომ ვერ დამიტოვეს, რომ განსაკუთ-რებული დახმარება მჭირდებოდა და ამიტომ, არასოდეს მიფიქრია აუგი მათზე. ყოველთ-ვის მქონდა შეკითხვა - რატომ? მაგრამ არა-სოდეს ვბრაზობდი და ცუდად არასოდეს მი-ფიქრია ჩემს ბიოლოგიურ ოჯახზე.”

თბილისში დავბრუნდი თუ არა, რიჩარდ სოლაშს დავუკავშირდი. მერე დაწვრილე-ბით ვაცნობეთ ლინდას და ელისაბეთს დი-ხაშხოელი ხურციძეების ამბავი.

კარგა ხანს სრული სიჩუმე იყო მათ-გან. ნამდვილი შოკი. მერე ჯერ ლინდა ალაპარაკდა - „ორმაგი გრძნობა მქონდა, პირველად რომ გავიგე. ჩვენი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ხურციძე ძალიან გავ-

რცელებული გვარია საქართველოში და არ არის გამორიცხული, ვინმე იბრალებ-დესო,” - უთხრა მან რიჩარდ სოლაშს. თა-ვადაც არაერთხელ უცდიათ ხურციძეების მოძებნა ბავშვთა სახლისა და სოციალური მუშაკების მეშვეობით, მაგრამ ვერაფერს გახდნენ თურმე.

„ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვიტყ-ვი, რომ ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება და სისხლის სინჯები რას აჩვენებს, მაგრამ ვიცი, რომ მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს მისი ოჯახი. არ მინდა იმედგაცრუება იყოს და ეს კიდევ ერთხელ დაემართოს ელიზა-ბეთს. მაგრამ ის, რომ მათ უნდათ, რომ ის იპოვნონ, ჩვენც ასეთივე გრძნობას აღგვიძ-რავს. და მინდა, რომ დაკავშირდნენ. მე მგო-ნი, მათ უნდა ნახონ, რომ ის კარგადაა და ამანაც ნახოს, რომ ისინი კარგად არიან,” - უთხრა რიჩარდ სოლაშს ლინდა სტოუნმა.

ელიზაბეთს კი პასუხი გაუჭირდა. სამ-ჯერ დაიწყო საუბარი და სამჯერ გაუწყდა სიტყვა... მერე თქვა: „არ ვიცი... თავიდან ვერ დავიჯერე. მერე გამეხარდა, რომ დედა მყავს... და ცოცხალია!” და მერე კიდევ თქვა: „გავიგე რომ და-ძმა მყავს. ეს ძალიან მაგარი გრძნობა იყო, რადგან ეს ის არის, რაც არა-სოდეს მქონია. მე მარტო ვიზრდებოდი და ძა-ლიან მაგარი გრძნობაა, როცა და-ძმა გყავს.”

ლინდამ და ელიზაბეთმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს და ხურციძეების ოჯახის პირადად გაცნობა. ერთი რამ აწუ-ხებთ - ქართულად რომ ვერ ვლაპარაკობთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შეხვედრაო.

ელიზაბეთს ქართული სრულიად და-ავიწყდა, თუმცა ლინდას ახსოვს რამდენი-მე სიტყვა. და ლინდა სიცილით იხსენებს ელიზაბეთის ბავშვობისდროინდელ ამბებს: „პური... მუცელი... „სი ქენი” ნიშნავდა, კიდევ ერთხელ გააკეთეო (როგორც ჩანს, იგულისხმება „ისევ ქენი”). „ფისი,” - ამას ჩქარა ამბობდა, რაც ნიშნავდა, რომ საჭი-რო ოთახში უნდა. ამბობდა ხოლმე, „დალი მინდა,” მაშინ ამბობდა, როცა სწყუროდა.” (როგორც ჩანს, ამბობდა, წყალი მინდაო.)

და მერე ლინდა ჰყვება ამბავს: „ორი მეზობელი გოგონა გვყავდა და ერთად იზრ-დებოდნენ, ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში, როცა ელიზაბეთი სახლში მოვიყვანე, ვიფიქრე კარგი იქნება, მეგიმ და გრეისმა ელიზაბეთს ინგლისური რომ ასწავლონ-მეთქი. მაგრამ ელიზაბეთი ისეთი დაჟინებული იყო, რომ მათ ისწავლეს ქართული იმის ნაცვლად, რომ ელიზაბეთს ესწავლა ინგლისური. მოკლედ, მათ დაიწყეს სიტყვების თქმა -

„პური,” „დალი მინდა”... და მათი დედა მეკითხებოდა, რას ნიშნავს „დალი მინდა?” რას მეუბნებიან ჩემი შვილები? ძალიან სა-საცილო იყო, ცდილობდა მეზობელი ბავშ-ვებისთვის ქართული ესწავლებინა...”

იმერული ესკიზები - ახლა უკვე ამერი-კულად... არავინ იცის, ჩავლენ თუ არა, ან როდის, ლინდა და ელიზაბეთი დიხაშხოში. ჯერ იმასაც ვერავინ იტყვის გადაწყვეტით, რომ ეს ქეთევანი ნამდვილად ის ქეთევანია. მაგრამ ცხადი ერთი რამ არის - ელიზაბეთ სტოუნს ქართული სითბო და სიყვარული აღარასოდეს მოაკლდება.

აი, ასეთ სცენარებს წერს ხანდახან ცხოვრება. კინოში რომ ნახო, არ დაიჯე-რებ. იფიქრებ, რა თქმა უნდა, მოგონილია ეს ყველაფერიო: შიში, შეცდომა, კეთილ-შობილება, სინანული, მიტევება...

ფინალს კი ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი „ჰეპი ენდი”!

მარინა ვაშაყმაძერადიო თავისუფლება

იმერული ესკიზები ამერიკულად

ხურციძეების სახლ-კარი (სოფელი დიხაშხო, ვანის რაიონი).

თეონა და ლაშა ხურციძეები

ლიანა ხურციძე

ელიზაბეთ სტოუნი

Page 8: წელს სოცდახმარების მიზნით ... · 2014-02-17 · თვეში ფაქტიურად მიღებულია 3257.3 ათ.

8 xtvb [fhfufekb ) yjtv,thb7 @_!@ o

დ. ხარაგაული09.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +15ºC, ღამე +10ºC;10.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე 11ºC;11.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +9ºC;12.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +14ºC, ღამე +9ºC;13.11 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +8ºC;14.11 - მზიანი დარი, დღე +18ºC,

ღამე +10ºC.

ბორითი09.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +14ºC, ღამე +9ºC;10.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +11ºC;11.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +8ºC;12.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +13ºC, ღამე +9ºC.13.11 - მზიანი დარი, დღე +12ºC,

ღამე +8ºC.14.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +9ºC

კიცხი09.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +16ºC, ღამე +10ºC;10.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +12ºC;11.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +10ºC;12.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +10ºC.13.11 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +9ºC.14.11 - მზიანი დარი, დღე +18ºC,

ღამე +11ºC.

მოლითი09.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +7ºC;10.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +9ºC;11.11 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +6ºC;12.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +12ºC, ღამე +7ºC.13.11 - მზიანი დარი, დღე +10ºC,

ღამე +6ºC.14.11 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +7ºC.

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

ბორითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი სამძიმარს უცხადებენ მასწავლებელ მანანა გამცემ-ლიძესა და მეგობრებს ვალერი და ბექა მაჭარაშვილებს ბიძაშვილისა და ბიძის

ანდრო ტაბატაძისტრაგიკულად გარდაცვალების გამო. პასუხები

თარაზულად: 5. კოთელია; 8. ბომბორა; 9. ლაურა; 10. ცინია; 11. აზატი; 12. ლორნე-ტი; 15. ილიონი; 17. იდიოტი; 19. მალა; 20. მორფინისტი; 21. სანდრო; 23. გორდია; 26. ემბარგო; 29. ენოტი; 30. შარმი; 31. ცოცხი; 32. ათინათი; 33. არადანი.

შვეულად: 1. მორიელი; 2. კერია; 3. აბაზი; 4. ტროტილი; 6. ალიონი; 7. ფურ-ნიტურა; 8. ბარტყი; 13. კოკარდა; 14. სი-ნიორა; 16. ლიანა; 18. ტიტრი; 21. სვანეთი; 22. ორმოცი; 23. გაგრია; 24. არიმანი; 25. ატენი; 27. ანცი; 28. ლანდი.

ლევან ყრუაშვილისა და მეგი ფერაძის ოჯახს 4 ნოემბერს მესამე შვილი შე-ემატა. პატარა თეკლა 3 კგ და 300 გრამი წონის და 54 სმ სიგრძის დაიბადა. ორი ვაჟკაცის - ნიკოლოზისა და ერეკლეს შემდეგ ქალიშვილის დაბადება მათი ოჯა-ხისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. „ამ სიხარულს ისიც ემატება, რომ პატარას პატრიარქი მონათლავს. ერის გამრავლება აუცილებელია, დედობაზე დიდი ბედნიერება კი ამქვეყნად არ არსებობს. ყველა ქალს ვუსურვებ, დედობა განიცადოს,” - ამბობს თეკლას დედა მეგი.

ჯანმრთელობას, სიხარულს და ლამაზ მომავალს ვუსურვებთ პატარა თეკლა ყრუაშვილს.

ნინო კაპანაძესჩვენო თვალებხატულა, ლამაზი

ხმის ტემბრის მქონევ, შენზე მონ-დობილი ყველა როლის მაღალი პასუხისმგებლობით შემსრულებელო, უაღრესად პუნქტუალურო, კეთილი და სამართლიანი გულის პატრონო, ჩვენო საყვარელო სიფრიფანა ნინო, გილოცავთ დაბადების დღეს. გისურ-ვებთ ყველა ნატვრისა და ოცნების ასრულებას. უფალი ფარავდეს შენს გზა-სავალს. კვლავ მარავალი წარმა-ტებით გაახარე ყველა, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ.ხარაგაულის ოთარ აბაშიძის

სახელობის სახალხო თეატრის დასი

ნინო კაპანაძესკაცის სინსილას ნუ გაწყვეტ,მიენდე გულის კარნახსა,ლამაზი შექმენ ოჯახი,სილაღეს იგრძნობ სხვაგვარსა.იჯანმრთელე და იხარე,გრძნობებს გისურვებ ალალსა,სულ გიბრწყინავდეს თვალები,ვით გამარჯვებულ სარდალსა.

ნიკო წიკლაური***

პატიოსნებითა და ადამიანობით გამორჩეულ პიროვნებას გოგი ჯღა-მაძეს გულითადად ვულოცავთ 85 წლის იუბილეს. ჯანსაღ და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვესურვებთ მას.

ვეტერანთა კავშირიძვირფასო ოლეგი, თითებზე ვითვლით

უშენოდ გატარებულ ორმოც დღეს. უსაშ-ველო ტკივილი და მწუხარება დაგვრჩა შენგან. უზომო მონატრება დაგვიტოვე, ჩვენო ძვირფასო და უსაყვარლესო ძამიკო. სიცარიელემ და უსაშველო ტკივილმა მოიცვა შენი ძმების - გიას, გოჩას, კობას, კახას და ზვიადის გულები.

მხოლოდ მოგონებები და ოცნებები დაგ-ვიტოვე ყველას ძვირფასო, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს, მამიდაშვილებს, მთელ სანა-თესაოს და შენს ერთგულ ცოლ-შვილს თამ-რიკოს და რატის. არასოდეს წაიშლება ჩვენს გულებში შენი წმინდა სახელი და ხსოვნა. შენ ყოველთვის ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო. მხარი მოგვტეხე და განუკურნებელი ტკი-ვილი დაგვიტოვე. ნუნუ ბიცოლას არასოდეს გაუმთელდება შენგან მიყენებული ჭრილობა. ყოველდღე დაელოდება შენს გამოჩენას, დედა ხომ ვერასოდეს დაიჯერებს, რომ მისი საყვარელი შვილი აღარასოდეს დაბრუნ-დება. მაგრამ ისღა დაგვრჩენია, შენთვის ვილოცოთ და უფალმა გაგინათოს გზა, ია ვარდით მოფენილი სასუფეველი.

გვენატრები და გვიყვარხარ, ძამიკო.ღმერთო, ის ცოცხალი, გულთბილი ოლეგი, ყველას რომ სჩუქნიდა ღიმილს,სად არის ამდენ ხანს, რატომ მიგვატოვა,რატომ მიგვაჩვია ტირილს...შევდივართ შენს სახლში, მაგრამ შენ არ ჩანხარ,მხვდება დედაშენი ცარიელ ოთახში,სურათებს შეჰყურებს შენგან დატოვებულს,მოსთქვამს და თავს იკლავს ცრემლსა და ბოღმაში.მჯერა, უფალი არ მიგატოვებს,სამარეს მაინც გარგუნებს ნათელს,ჩვენ კი ყოველთვის ვილოცებთ შენთვისშენს სულს დავუნთებთ ყოველთვის სანთელს.

შენი გულნატკენი და გამწარებული დაიკო

ინგა კურტანიძე

ოლეგი კურტანიძის ხსოვნას

თარაზულად: 5. კოლიათე; 8. ბორა-ბომ; 9. ლარაუ; 10. იაცინ; 11. ტიააზ; 12. ლოტირნე; 15. ონიილი; 17. ტიო-იდი; 19. ალამ; 20. მორტიფინის; 21. სარონდ; 23. დიაგორ; 26. რგოემბა; 29. ეტინო; 30. რმიშა; 31. ცხიოც; 32. ნათიათი; 33. დანიარა.

შვეულად: 1. მოელირი; 2. იაკერ; 3. ზიაბა; 4. ტილიტრო; 6. ნიოალი; 7. ტურანიფურ; 8. რტყიბა; 13. კორდაკა; 14. სიორანი; 16. ანაილ; 18. რიტიტ; 21. სვათინე; 22. ორციმო; 23. გარიაგ; 24. ანიარიმ; 25. ანიტე; 27. ცინა; 28. ნდიალ.

ტვიხვრეტვორდი

ქირავდება სახლიქირავდება საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად ხა-

რაგაულში წერეთლის ქუჩის მეორე შესახვევში. სახლს აქვს ცენტრალური კანალიზაცია.

დაწვრილებითი ცნობებისთვის დაუკავშირდით მზია მარშანიას ტელეფო-ნით: 22 16 86.

„სპიკერი” ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის პროექტია. იგი წარმატებით ხორციელდება ევ-როპის ქვეყნებში. ერთი წლის წინ ეს პროექტი საქართ-ველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაინერგა. წელს ამ პროექტში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნინო დავაძე და ლევან გოგოლაძე მონაწილეობდნენ.

კონკურსის პირველი ეტაპი „ფრაზის დასრულება” სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაიმართა. ლევანმა ბედი სცადა და „მე მინდა გავხდე საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი იმიტომ, რომ...” ეს ფრაზა ლაკონურად, მოკლედ და ამაღელვებლად დაასრულა. ამან ლევანი შთააგონა, რომ საკონკურსოდ გაეგზავნა აპლიკაცია და თემა.

ნინო დავაძეს ლევანმა ურჩია პროექტში ჩართუ-ლიყო. ნინო ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მიიღო. შეიძლება არ იყო სპიკერი, მაგრამ შენი თვალსაზრისის ჩამოყალიბება და მისი დასაბუთება უნდა შეგეძლოს. სწორედ ამაში დამეხმარა პროექტი „სპიკერი,” - ამბობს ნინო.

კონკურსის პირველი ეტაპი ქუთაისში ჩატარდა. ნინოს და ლევანს ერთ წუთში უნდა წარედგინათ საკუ-თარი დასაბუთება კონკრეტულ თემაზე. ნინომ ისაუბრა ქართველ ემიგრანტებზე და მათი პრობლემების გადა-ჭრის გზებზე. ლევანის თემა მთლიანად აგებული იყო ფრაზაზე: „ადამიანის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი დღეა - როდესაც დაიბადა და როდესაც გაიგო - რისთ-ვის.” სამწუხაროდ, მორიგ ეტაპზე ნინო და ლევანი ვერ გადავიდნენ.

ნოემბერში გადაცემა „სპიკერი” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა და ხარაგაულელები თავად შეაფასებენ კონკურსანტებს.

სალომე ბუხნიკაშვილი

ხარაგაულელი მოსწავლეები პროექტში “სპიკერი”

3-4 ნოემბერს ხარაგაულში დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის „ბუკების” ტრენინგი ჩატარდა. როგორც ტრენერი ნანა ედიშერაშვილი აღნიშნავს, სწავლე-ბის ელექტრონული მეთოდის დანერგვა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამით ხორციელდება, გასული სასწავლო წლიდან დაიწყო. „თანამედროვე ეპოქის მოთხოვნაა, რომ მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ ფლობდეს სრულყოფილ უნარებს. ამიტომ აქტიურად ინერგება ელექტრონუ-ლი ტექნოლოგიები პირველი კლასიდან,” - ამბობს ნანა ედიშერაშვილი.

ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებითი

კლასების მასწავლებელი მაია გელაშ-ვილი მიიჩნევს, რომ ბუკებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავ-ლეები ხალისით და თამაშ-თამაშით სწავ-ლობენ. ვფიქრობთ, უფრო უადვილდებათ

სწავლების პროცესი. მე აქტიურად ვიყენებ „ბუკს” გაკვეთილზე.”

ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავ-ლებელი ნინო გურეშიძე ამბობს, რომ დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ხატოვანია მოსწავლეთა წარმოდგენები. ბუკით შექმნილი რესურსი კი ნინო მას-წავლებელს ეხმარება მიზნის მიღწევაში. „ბავშვებს უადვილდებათ ამ მეთოდით სწავლა, ადვილად ეუფლებიან და ითვისე-ბენ კომპიუტერს. ჩემთვისაც საინტერესოა ასეთი გაკვეთილი. „ბუკით” სწავლება უფრო ეფექტურს ხდის საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლეებს უვითარდებათ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში გამოადგებათ, - ამბობს ნინო მასწავლებელი.

სალომე ბუხნიკაშვილიმარიამ მაქაძე

„მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები მომავალში გამოადგებათ”