სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ...

30
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო კონკურსის მეშვეობით .თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ #6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.222) განსათავსებელი ლაბორატორიის ახალი შენობის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განცხადება და ტექნიკური დავალება sakonkurso dokumentacia (CPV-71200000) წინამდებარე საკონკურსო განცხადება შედგენილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონისა და კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანების საფუძველზე . თბილისი 2015 . 1

Transcript of სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ...

Page 1: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

კონკურსის მეშვეობით ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ #6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.222) განსათავსებელი ლაბორატორიის ახალი შენობის სრული

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განცხადება და ტექნიკური დავალება

sakonkurso dokumentacia (CPV-71200000)

წინამდებარე საკონკურსო განცხადება შედგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანების საფუძველზე

ქ. თბილისი 2015 წ.

1

Page 2: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

სარჩევი 1. საკონკურსო განცხადება......................................................................................................................... 3-5

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი ......................................................... 6-9

3. დანართი N1 ტექნიკური დავალება .....................................................................................................10-12

4. დანართი N2 რეკვიზიტები....... ….......................................................................................................... 13

5. დანართი N3 მოწოდების ვადების ცხრილი.......................................................................................... 14

6. დანართი N4 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ .................................................................................. 15

7. დანართი N5 ტექნიკური დავალება (ლაბორატორიული ნაწილი) ......................................................16-33

2

Page 3: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

1. საკონკურსო განცხადება

1.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა: ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ #6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.222) განსათავსებელი ლაბორატორიის ახალი შენობის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება ტექნიკური დავალების დანართი #1-ისა და დანართი N5-ის შესაბამისად. 1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 24000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი დღგ-ს გარეშე. 1.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. 2.1.3 საკონკურსო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მათ შორის ექსპერტიზის ხარჯი) გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა. პრეტენდენტს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა არ მოეთხოვება. 2.1.4. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები. 2.2 ანგარიშსწორების პირობები:

2.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

2.2.2 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხაეებს შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) კალენდალური დღის ვადაში. 2.2.3 წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება. 2.3 მიწოდების ვადები და საგარანტიო პირობები: 2.3.1 საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა (მათ შორის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #150 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს ადმინისტრაციული შენობა. 2.3.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს, როგორც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 47-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №308/ნ ბრძანებას. აქვე მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები იქნება უნაკლო და მოხმარებისთვის ვარგისი, არ გამოავლენს ხარვეზებს და შესაბამისობაში იქნება საკონკურსო დოკუმენტაციის პირობებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის (დეფექტის), ასევე უხარისხოდ გაწეული

3

Page 4: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

სამუშაოების შედეგად, როგორც სამუშაოების გაწევის დროს, ასევე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა ან/და დანართი N1-ში სამუშაოების მაჩვენებლებთან შეუსაბამობაში მოსული სამუშაოს შეცვლა ახლით.

2.3.3 საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან და მოქმედებს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში.

2.3.4 საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები რენდერებსა და სართულის ესკიზურ გეგმებში.

2.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ.

ა) ტექნიკური დავალება დანართი #1-ის მიხედვით;

ბ) რეკვიზიტები დანართი #2 მიხედვით;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა დანართი #3 მიხედვით;

დ) ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცი(ებ)ის შედგენის მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ (აღნიშნული პროექტების სამშენებლო თანხა მინიმუმ ერთი პროექტის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400 000 ლარს), რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებ(ებ)ი და მიღება–ჩაბარების აქტებ(ებ)ი, შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია) წარმოდგენით დანართი N4-ის მიხედვით. ე) შენობის 3D ვიზუალი (რენდერები), რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს ფასადზე გამოსაყენებელი მასალის ჩამონათვალი;

ვ) ტექნიკური დავალების შესაბამისად შედგენილი ესკიზური არქიტექტურული პროექტი (გეგმარება გათვალისწინებული შენობაში განსათავსებელი თანამშრომლების საშტატო ნუსხის მიხედვით);

ზ) ტერიტორიის კეთილმოწყობის ესკიზური გენგეგმა;

2.5. საკონკურსო წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

2.5.1. ხარისხის ჯამური შეფასების კოეფიციენტი შეადგენს - 0,7 ;

2.5.2. საკონკურსო წინადადების ფასის კოეფიციენტი - 0,3 .

2.6. საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და მათი ხვედრითი წონები:

საპროექტო შენობა/ნაგებობის არქიტექტურული დიზაინი/ვიზუალიზაცია: კოეფიციენტი – 0.6

გეგმარების შედეგად საპროექტო ფართის ეფექტური ათვისება საკონკურსო დოკუმენტაციის დანართი #5-ის შესაბამისად წარმოდგენილი მონაცემის მიხედვით. – 0.3

დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა (მაქსიმუმ 60 კალენდარული დღე): კოეფიციენტი – 0.1

4

Page 5: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

შენიშვნა:

- საპროექტო შენობა/ნაგებობის არქიტექტურული დიზაინი/ვიზუალიზაციის შესფასებისას კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე აფასებს კრიტერიუმს 0–10 ქულიან დიაპაზონში, ხოლო საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით.

- მოწოდების ვადის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს.

- გეგმარების შედეგად, საპროექტო ფართის ეფექტური ათვისება - საკონკურსო დოკუმენტაციის დანართი #5-ის შესაბამისად წარმოდგენილ მონაცემს ენიჭება მაღალი ციფრობრივი მაჩვენებელი.

სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის საკუთარი სახსრები

5

Page 6: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

პროექტი

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #

ქ.თბილისი ------------ 2015 წელი 1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

ერთის მხრივ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი უფროსის --------------- სახით, და მეორეს მხრივ, ------------------- (შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი ----------------- სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

2. ხელშეკრულების საგანი

შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული კონკურსი (CNT-------) ------------------- (CPV ------) სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი ---- (-----) ლარად დღგ-ს ჩათვლით.

3. ზოგადი დებულებანი: 3.1. ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ

ნაწილს: ა) წინამდებარე ხელშეკრულება; ბ) ტექნიკური დავალება; გ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება და მასზე თანდართული ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი; დ) დაზუსტებული ან/და კორექტირებული საკონკურსო წინადადება ან/და ფასების ცხრილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საგარანტიო ვადები და პირობები; ვ) ხელშეკრულების ყველა სხვა დანართი ან/და მასში შემდგომში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება.

3.2. ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება მხარეთა შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. 3.3. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის

დადგენილ დღეს, ამ თარიღიდან რომელიც უფრო გვიან დგება. 4. ხელშეკრულების ღირებულება 4.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ----- (-----) ლარს დღგ-ს ჩათვლით. 4.2. შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი შეადგენს -------------- 4.3. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის

მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს.

6

Page 7: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

4.4. მიმწოდებელი პასუხს აგებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, მოსაკრებლისა და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს კანონმდებლობით.

4.5. ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფასის გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამასთანავე დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.

4.6. ფასების გადასინჯვის შესახებ ხელშეკრულების ინიციატორმა მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვლილებას.

5. მხარეთა უფლება-მოვალეობები 5.1. მიმწოდებელი ვალდებულია: 5.1.1. საკუთარი სახსრებით მიაწოდოს „შემსყიდველს“ შეთანხმებული ხარისხის, უფლებრივად და

ნივთობრივად ნაკლის არმქონე საქონელი დანართი N-ის შესაბამისად და უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტაცის წარდგენა;

5.1.2. დროულად განიხილოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. 5.1.3. გასცეს გარანტია მის მიერ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხსა და მოთხოვნილ პარამეტრებთან

შესაბამისობაზე, ასევე შესაბამისობაში იქნება დანართ #1-ში მოყვანილ მაჩვენებლებთან და იქნება მოხმარებისთვის ვარგისი. წინაღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია 2 (ორი) საუშაო დღის ვადაში, საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზისა (დეფექტის) და წუნდების აღმოფხვრა.

5.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

5.3. შემსყიდველი ვალდებულია: 5.3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს

მიწოდებული საქონლის ღირებულება და დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა. 5.4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს მიწოდებული პროდუქცის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი; 5.5. უფლებამოსილია, განაცხადოს უარი უხარისხო მომსახურების მიღებაზე. 6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 6.1. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მიმდინარეობის

ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებსა და მოთხოვნილ პარამეტრებზე.

6.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს უფლებამოსილი თანამშრომელი.

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი 7.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული

დღის განმავლობაში. 7.2. შესყიდვის ობიექტის (ან მისი ეტაპის) მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის

უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. 7.3. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ პირს

წარმოადგენს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს უფლებამოსილი თანამშრომელი.

7

Page 8: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

8. საგარანტიო პირობები 8.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები

იქნება უნაკლო და მოხმარებისთვის ვარგისი, არ გამოავლენს ხარვეზებს და შესაბამისობაში იქნება დანართი #1-ში მოყვანილ მაჩვენებლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის (დეფექტის), ასევე უხარისხოდ გაწეული სამუშაოების შედეგად, როგორც სამუშაოების გაწევის დროს, ასევე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა ან/და დანართი #1-ში სამუშაოების მაჩვენებლებთან შეუსაბამობაში მოსული სამუშაოს შეცვლა ახლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 8.2 საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან და მოქმედებს 1 (ერთი)

კალენდარული წლის განმავლობაში.

9. ანგარიშსწორება 9.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარებში, უნაღდო წესით მიმწოდებლის საბანკო

ანგარიშზე. 9.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო-

სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხაეებს შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

9.3. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება. 9.4. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის საკუთარი

სახსრები.

10. ფორს-მაჟორი 10.1. ხელშეკრულების, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ განიხილება

ხელშეკრულების პირობების დარღვევად თუ შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგი;

10.2. ამ ხელშრეკრულების მიზნებისათვის ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომასა და დაუდევრობასთან და რომელსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, ეპიდემიით;

10.3. ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისათვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

11. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას 11.1. ფორს-მაჟორული გარემოებების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის

ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდით შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

11.2. იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

11.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

8

Page 9: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

12. დავა და მათი გადაწყვეტის წესი 12.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება

შესაძლებელია, გადაწყდეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე. 12.2. ასეთი მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 13.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2015 წლის ---

-----, გარდა ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტისა. 13.2. ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტი ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს საქონლის

საგარანტიო ვადის განმავლობაში.

14. დასკვნითი დებულებანი 14.1. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და/ან

არაჯეროვანი შესრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად,

რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ინახება მიმწოდებელთან და ორი ეგზემპლარი - შემსყიდველთან. 14.3. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. 14.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შედის მხოლოდ მისი

წერილობით გაფორმებისა და მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

15. მხარეთა რეკვიზიტები:

შემსყიდველი მიმწოდებელი

9

Page 10: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

დანართი N1

ტექნიკური დავალება (საპროექტო ნაწილი)

ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ #6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.222) განსათავსებელი ლაბორატორიის ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება:

2009 წლის 5 ივნისის საკრებულოს #6-17 გადაწყვეტილების – ქ. თბილისი პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა–6–ში, რომლის ქალაქმშენებლობითი პარამეტრებია:

● მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი - 0,5

● მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი - 2,5

● მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი - 0,1

ქ. თბილისის აღნიშნულ მისამართზე შენობის იერსახე (დიზაინი-ექსტერიერი) უნდა იყოს ჰარმონიაში ადგილობრივ ლანდშაფტთან (საჭიროების შემთხვევაში გამწვანებითი ღონისძიებების გატარება).

პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას დანართი #5-ის მოთხოვნები.

საპროექტო შენობის ფართი საორიენტაციოდ შეადგენდეს 540 - 560 მ2-ს, რომელიც გადანაწილებული უნდა იყოს ორ სართულსა და სარდაფზე. მიწის ნაკვეთის ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს - 2179.0 მ2, რომელზეც უნდა დამუშავდეს ტერიტორიის კეთილმოწყობის და საპროექტო შენობის მიბმის პროექტი (ნაკვეთზე განსაზღვრული საპროექტო არეალის მიხედვით 657 მ2).

შენობის კონსტრუქციული ტიპი რეკომენდირებულია მოეწყოს კომბინირებული ტიპით- მონოლითური და ლითონის მზიდი კარკასით, ფასადის მოპირკეთება სასურველია განხორციელდეს „სენდვიჩ პანელებით“.

Senobis daproeqtebisas aucilebelia, proeqtantma gaiთvaliswinos Senobis პირველი სართულის srulad aRWurva unarSეzRudul pirთaთviს. ასeve teqnologiuri naxazebis momzadeba

rogorc arqiteqturul aseve sainჟinro nawilSiც.

პროექტის მომზადებისას საპროექტო შენობაში განსათავსებელი სამსახურების არქიტექტურული და საინჟინრო ნაწილები მომზადდეს საერთო და ცალკე პუნქტების სახით, რაც შესაბამისად უნდა აისახოს სახარჯთაღრიცხვო მონაცემებშიც.

საპროექტო შენობებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალური ხარჯთაღრიცხვა (სავარაუდო თანხა 600 000 ლარი).

10

Page 11: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

თანდართული დოკუმენტაცია:

1. შენობაში განსათავსებელი თანამშრომლების საშტატო ნუსხა (იხ. დანართი N5);

2. ტერიტორიის საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო - მასალა;

შენობის პროექტირებისას მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის გეგმარებითი საპროექტო სამუშაოები დაამუშაოს დამკვეთთან (შემსყიდველთან) კონსულტაციების შედეგად და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით.

გამარჯვებული პროექტანტის მიერ წარმოსადგენი მუშა დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში:

1. საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.

2. ტოპოგრაფიული გეგმა ახალი ანაზომი 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, არსებობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით) ხელმოწერილი და დამოწმებული შესაბამისი ფორმით.

3. არქიტექტურული პროექტი (მუშა დოკუმენტაციით/გეგმები, ფასადები, ჭრილები, კვანძები, სპეციფიკაციები, ფასადებისა და ინტერიერის ფრაგმენტული რენდერები).

4. ტექნოლოგიური ნახაზები (ავეჯების განლაგების ჩვენებით).

5. ვერტიკალური გეგმარება.

6. კონსტრუქციული პროექტი.

7. ვენტილაციის პროექტი.

8. გათბობა-გაგრილების პროექტი.

9. ელექტრობის პროექტი (Sida da gare qseli, gare da Sida video sistemis mowyoba, susti

denebi, saxanZro signalizaცia).

10. შიდა წყალ-კანალიზაციის პროექტი, gare kanalizaciis sistemis proeqtis da antiseptikis

mowyoba საბოლოო დაერთებით (საჭიროების შემთვევაში).

11. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.

12. ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია

13. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

14. საავტორო ზედამხედველობა.

15. ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის პროექტი.

11

Page 12: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

პრეტენდენტმა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზა უნდა მოიცავდეს:

ა. მთლიანი პროექტის ექსპერტიზას;

ბ. ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზას;

საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. (საექსპერტო მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ). საჭიროების (საპროექტო დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის წუნის გამოვლენის) შემთხვევაში განმეორებითი ექსპერტიზის ღირებულებასაც უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

ა) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე 4-ეგზემპლარად და CD - ვერსია (ელექტრონული) PDF - ფაილის სახით.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე მიმწოდებელმა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების შესაბამისობა შემდგომში ნებართვის გამცემ ორგანოებში მისაღებად. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მზა დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შესათანხმებლად. ხარვეზისა და წუნის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებული ვალდებული იქნება გაითვალისწინოს აღნიშნული და წარმოუდგინოს შემსყიდველს სრულყოფილი დოკუმენტაცია.

პრეტენდენტის ხელმოწერა -----------------------------

ბ.ა /ხელმომწერის სახელი, გვარი/

12

Page 13: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

დანართი #2

რ ე კ ვ ი ზ ი ტ ე ბ ი

პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება:

ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

პრეტენდენტის იურიდიული ან/და ფაქტიური მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი:

ელექტრონული მისამართი:

ბანკის კოდი:

ანგარიშსწორების ანგარიში:

ანგარიშის ნომერი:

პრეტენდენტის ხელმოწერა ------------------------------

ბ.ა /ხელმომწერის სახელი, გვარი/

13

Page 14: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

danarTi #3 საკონკურსო წინადადება

თარიღი: ––––––––––––––– წ.

(კოკნკურსის ჩატარების თარიღი)

ვის:

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ვისგან: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(კონკურსანტის დასახელება)

გავეცანით რა საკონკურსო დოკუმენტაციას, თანახმა ვართ საკონკურსო დოკუმენტაციის

შესაბამისად განვახორციელოთ ––––––––––––––––––––––––––––და

(შესყიდვის ობიექტის აღწერა)

ჩვენი საკონკურსო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში ვიღებთ ვალდებულებას

დავიწყოთ ––––––––––––––––– გაწევა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და

(მომსახურება)

დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (,,შემდგომ ხელშეკრულება“)

ძალაში შესვლიდან –––––––––––––––– დღის განმავლობაში.

(დღე, თვე,წელი)

წინამდებარე საკონკურსო წინადადება ძალაშია ––––––– დღის განმავლობაში დაწყებული

შემდეგი თარიღიდან: –––––––––––––.

ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილი ვართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ’’ დებულებას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 22 მაისის #7 ბრძანებას და კონკურსის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

14

Page 15: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

danarTi #4

ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ

№ მომსახურების

დასახელება

შემსყიდველის

დასახელება

CMR-ის

ნომერ/SPA-

ნომერი

ხელშეკრ

ულების

ღირებუ

ლება

ფაქტიურად

გაწეული

მომსახურების

ღირებულება.

ხელშეკრულე

ბის

გაფორმების

თარიღი

1 2 3 4 5 6 7

შენიშვნა: ა) ცხრილის მე-4 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მომსახურება გაწეულია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით და ხელშეკრულება ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ბ) პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარებების აქტები/ან სახვა სახის რაიმე დოკუმენტი.

პრეტენდენტის ხელმოწერა ------------------------------

ბ.ა /ხელმომწერის სახელი, გვარი/

15

Page 16: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

danarTi #5

ტექნიკური დავალება

(ლაბორატორიული ნაწილი)

ზოგადი ნაწილი:

1. ლაბორატორიის შენობაში დამონტაჟდეს ხანძარსაწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემა

2. ლაბორატორიის შენობაში დამონტაჟდეს დაცვისა და განგაშის ელექტრონული სისტემა

3. როზეტების და ჩამრთველების სიმაღლე იატაკიდან 1,0 მ–დან 1,2მ–მდე

4. კონდიცირების სისტემა ოთახებში ინდივიდუალურად რეგულირებადი უნდა იყოს

სარდაფი

არე N 1 - ფართობი 10,0 მ2

გამოდგება დამლაგებლის ინვენტარის დასაწყობებისთვის

1. განათებულობა - 350 ლუქსი 2. ჭერი - სპეციალური მოთხოვნები არ არის 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკი - სპეციალური მოთხოვნები არ არის, შეიძლება ბეტონი 5. ჰაერის კონდიცირება - არა 6. ვენტილაცია - არა 7. გათბობა - არა 8. ფანჯრების რაოდენობა - სარკმელი, 1 9. სველი წერტილი - 1 10. ტრაპი 11. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი.

ა. განაწილებული უნდა იყოს 2 როზეტი.

არე N 2 - ფართობი 14,0 მ2

ქიმრეაქტივების და სახარჯი მასალების შესანახი ოთახი

1. განათებულობა - არანაკლებ 400 ლუქსი, ნათურები - დამცველი გარსით 2. ჭერი - სპეციალური მოთხოვნები არ არის 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკი - სპეციალური მოთხოვნები არ არის, შეიძლება ბეტონი 5. ჰაერის კონდიცირება - არა 6. ვენტილაცია - მაღალი ბრუნების ვენტილატორი 7. გათბობა - არა 8. ფანჯრების რაოდენობა - არა 9. სველი წერტილი - 1 10. შესასვლელ კართან კედელთან უნდა მოეწყოს სპეციალური შხაპი ზედ თვალების ამორეცხვის მოწყობილობით (ნიმუშად იხ. სურათი 1).

11. ტრაპი

16

Page 17: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

12. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი. ა. განაწილებული უნდა იყოს 2 როზეტი.

არე N 3 - ფართობი 14,0 მ2

შემოსული ნიმუშების შესანახი ოთახი

1. განათებულობა - არანაკლებ 400 ლუქსი, ნათურები - დამცველი გარსით 2. ჭერი - სპეციალური მოთხოვნები არ არის 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკი - სპეციალური მოთხოვნები არ არის, შეიძლება ბეტონი 5. ჰაერის კონდიცირება - არა 6. ვენტილაცია - მაღალი ბრუნების ვენტილატორი 7. გათბობა - არა 8. ფანჯრების რაოდენობა - არა 9. სველი წერტილი - 1 10. ტრაპი

11. ელექტრო მომხმარებლები - 15 ამპერი.

ა. განაწილებული უნდა იყოს 4 როზეტი.

I სართული

არე N 1

კიბის უჯრედი

1. ფანჯრების რაოდენობა - 1 (მეტალოპლასტმასის)

არე N 2 - ფართობი 48,3 მ2

ფოიე და დერეფანი

1. განათებულობა - 750 ლუქსი

2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. შენობაში შესასვლელი ორფრთიანი კარი 9. სველი წერტილი. კედელთან უნდა მოეწყოს სპეციალური შხაპი (ნიმუშად იხ. სურათი 1) ზედ თვალების

ამორეცხვის მოწყობილობით. 10. ელექტრო მომხმარებლები - 20 ამპერი.

ა. განაწილებული უნდა იყოს 8 ცალი როზეტი.

არე WC - ფართობი 14,0 მ2

საპირფარეშო

ხელსაბანი და კაბინები ერთმანეთისგან ტიხარით უნდა იყოს გამოყოფილი.

1 კაბინა - ქალების

17

Page 18: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

1 კაბინა - მამაკაცების

1 კაბინა - შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის, ეტლის შესვლის შესაძლებლობით.

ოთახი N 4 - ფართობი 8.9 მ2

გარდერობი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური

7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი - არა 10. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი. ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 2 ცალი როზეტი.

ოთახი N 5 - ფართობი 8,9 მ2

ნიმუშების მიღება

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. პლასტმასის ზოლოვანი (განიერი ზოლები) ჭერი.

3. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის საღებავი

4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 სარკმელი ნიმუშების მისაწოდებლად 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი. ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

მიკრობიოლოგიის განყოფილება

ოთახი N 6 - ფართობი 15 მ2

ფოიე

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის

საღებავი

3. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით

18

Page 19: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

4. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 5. ვენტილაცია - ცენტრალური 6. გათბობა - ცენტრალური 7. ფანჯრების რაოდენობა - არა 8. სველი წერტილი 9. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

ოთახი N 7 - ფართობი 6 მ2

გამოსაცვლელი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის

საღებავი 3. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 4. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 5. ვენტილაცია - ცენტრალური 6. გათბობა - ცენტრალური 7. ფანჯრების რაოდენობა - 1 8. სველი წერტილი - არა 9. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 2 ცალი როზეტი.

ოთახი N 8 - ფართობი 12 მ2

სამრეცხაო, საავტოკლავე

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის

საღებავი 3. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 4. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 5. ვენტილაცია - ცენტრალური 6. გათბობა - ცენტრალური 7. ფანჯრების რაოდენობა - არა 8. სველი წერტილი - ოთახში შემოდის 3 დამოუკიდებელი მილი (ე.წ. ”სტაიაკი”) 9. ელექტრო მომხმარებლები - 60 ამპერი. აქედან 40 ამპერი გათვალისწინებული უნდა იყოს ერთ წერტილში 3

ხელსაწყაო-დანადგარის ჩასართავად. ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 8 ცალი როზეტი.

ოთახი N 9 - ფართობი 11,4 მ2

არეების მომზადება

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი

2. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის საღებავი

3. იატაკის მოპირკეთება - ვინილი. იატაკს უნდა გაუკეთდეს 10 სმ სიმაღლის პლინტუსები ვინილით

19

Page 20: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

4. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი. ოთახში უნდა იყოს უკუწნევა.

5. ვენტილაცია - ცენტრალური

6. გათბობა - ცენტრალური

7. ფანჯრების რაოდენობა - 1

8. სველი წერტილი 9. ელექტრო მომხმარებლები - 40 ამპერი

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

ოთახი N 10 - ფართობი 16 მ2

ანალიზი, წინა ბოქსი, ბოქსი (ოთახი ოთახში)

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. კედლების მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან ანტიბაქტერიული ზეთოვანი, ემალის

საღებავი 3. იატაკის მოპირკეთება - ვინილი. იატაკს უნდა გაუკეთდეს 10 სმ სიმაღლის პლინტუსები ვინილით

4. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი. ოთახში უნდა იყოს უკუწნევა.

5. ვენტილაცია - ცენტრალური

6. გათბობა - ცენტრალური

7. ფანჯრების რაოდენობა - არა

8. სველი წერტილი - არა

9. ელექტრო მომხმარებლები - 30 ამპერი

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 8 ცალი როზეტი.

დამატებითი ინფორმაცია მიკრობიოლოგიის განყოფილებისთვის:

ოთახებში ტემპერატურული დიაპაზონი უნდა შეადგენდეს - 18°c-25°c

ოთახებში ფარდობითი ტენიანობის დიაპაზონი უნდა შეადგენდეს - RH 50% - RH 60%

ოთახებს შორის გადატიხვრა - ალუმინის კარკასი და მინა ან ბეტონის/აგურის/ბლოკის კედელი 1.2 მ სიმაღლემდე და შემდეგ ჭერამდე მინის ბლოკები, ან იგივე მინის ბლოკების გარეშე. ყველა კედელი (მათ შორის ტიხრები) მოპირკეთებულია ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან შეღებილია ანტიბაქტერიული ზეთის საღებავით რომელიც უნდა იწმინდებოდეს სარეცხი საშუალებებით ისე, რომ არ აზიანებდეს ზედაპირს.

ყველა კარები და ფანჯარა უნდა იყოს ალუმინის. იკეტებოდეს ჰერმეტულად.

ფანჯრები არ უნდა იღებოდეს.

ფანჯრების და კარებების მინები უნდა იყოს ტონირებული (40%-იანი დამუქებით).

20

Page 21: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

განყოფილებაში შემავალი კარი (N 6 ოთახში) - ყრუ.

N 9 და N 10 ოთახებში შემავალი კარებები აღჭურვილი უნდა იყოს საკეტებით.

N 9 და N 10 ოთახებში შემავალი კარებებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ზღურბლი.

კარებების სიგანე (კარის ღიობი) უნდა იყოს 95 სმ

გარდა:

ა. N 6 ოთახიდან N 7 ოთახში

ბ. N 6 ოთახიდან N 10 ოთახში

შემავალი კარებებისა და

გ. N 10 ოთახში ჩადგმული ბოქსის

კარებებისა.

ესენი შეიძლება იყოს 70 სმ (კარის ღიობი)

ჭერი - ადვილად რეცხვადი. N 9 და N 10 ოთახებში ე.წ. ბარისოლოს ჭერი (გადაბმების გარეშე). დანარჩენ ოთახებში - ე.წ. პლასტმასის ზოლოვანი (განიერი ზოლები) ჭერი.

განათება - ჭერის სიბრტყის დონეზე, შვერილობების გარეშე.

გათბობის სექციები - ბრტყელი, სწორი ზედაპირით, ცხაურების გარეშე. გათბობის სექციები დაშორებული უნდა კედელს იმდენად რომ შესაძლებელი იყოს ყველა მხრიდან მათი გაწმენდა და დეზინფექცია. ანალოგიურად კედლიდან დაშორებული უნდა იყოს სექციებში შემავალი მილები.

ყველა ოთახში, გარდა N 9 და N 10 უნდა იყოს ე.წ. ”ტრაპი”.

N 6 ოთახში კედელთან უნდა მოეწყოს სპეციალური შხაპი ზედ თვალების ამორეცხვის მოწყობილობით.

კარებების თავზე მოწყობილი უნდა იყოს ბაქტერიციდული ნათურები.

ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა უნდა იყოს მომდენ-გამწოვის ტიპისა. ამასთან, სხვა ოთახებთან შედარებით N 9 და N 10 ოთახებში გაწოვის ვენტილაციის წნევა უნდა იყოს დაბალი (ანუ ჰაერის მოწოდება უნდა იყოს მეტი ვიდრე გაწოვა).

ასევე, N 9 და N 10 ოთახებში მომდენ-გამწოვის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს შემომავალი და გამავალი (ნამუშევარი) ჰაერის გამწმენდი фильтрами тонкой очистки

მიკროკლიმატის საჭირო პარამეტრების დასაცავად შესაძლებელია დამატებით ე.წ. ”ზამთარი-ზაფხული” სისტემების მონტაჟი (აუცილებელი პირობა - ლაბორატორიის მუშა პროცესის დროს უნდა იყოს გამორთული).

ქიმიის განყოფილება

ოთახი N 3 - ფართობი 19.4 მ2

ნიადაგის ანალიზი და გრანულომეტრია

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი

2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია

21

Page 22: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 30 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 8 ცალი როზეტი.

ოთახი N 11 - ფართობი 12,6 მ2

ატმოსფერული ჰაერი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 (გადის დერეფანში) 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 15 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

ოთახი N 12 - ფართობი 11,6 მ2

ნავთობი. ნიმუშების რეცხვა.

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 (გადის დერეფანში) 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 15 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

ოთახი N 13 - ფართობი 13,3 მ2

ნავთობი. ნიმუშების დამუშავება.

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური

22

Page 23: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 15 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

ოთახი N 14 - ფართობი 19,9 მ2

ნავთობი. ნიმუშების ანალიზი.

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 60 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 16 ცალი როზეტი.

ოთახი N 15 - ფართობი 7,2 მ2

ნავთობი. ნიმუშების ანალიზი.

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი

2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი - არა 10. ელექტრო მომხმარებლები - 20 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

ოთახი N 16 - ფართობი 10,2 მ2

ჰიდრობიოლოგია

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 20 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

23

Page 24: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

ოთახი N 17 - ფართობი 15,0 მ2

ჰიდრობიოლოგია

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 20 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

დამატებითი ინფორმაცია ქიმიის განყოფილებისთვის:

ყველა კარები და ფანჯარა მეტალოპლასტმასისაა. კარებების ზედა ნაწილი მინაპაკეტისაა. მინა ტონირებული, 25% დაბურვით. კარებების ღიობი უნდა იყოს 95 სმ.

ყველა ოთახში უნდა იყოს ე.წ. ”ტრაპი”.

N 13 ოთახში მონტაჟდება ინდივიდუალური გამწოვი სისტემა (ე.წ. ქუდი და ჰაერგამტარი, უჟანგავი მასალისგან) ხელსაწყოებისთვის. ნიმუშად იხ. სურათი 2. შენობის გარე ფასადზე მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ძრავი.

N 14 ოთახში მონტაჟდება ინდივიდუალური გამწოვი სისტემა 2 ამწოვი კარადისთვის (ჰაერგამტარი, უჟანგავი მასალისგან). ნიმუშად იხ. სურათი 3. შენობის გარე ფასადზე მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ძრავი.

II სართული

არე N 1

კიბის უჯრედი

არე N 2 - ფართობი 48,1 მ2

ფოიე და დერეფანი

1. განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, რეგულირებადი

24

Page 25: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 (მეტალოპლასტმასის) 9. ელექტრო მომხმარებლები - 15 ამპერი.

ა. განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

არე N 3 - ფართობი 16,8 მ2

ღია ვერანდა

1. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი ა. განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი (დაცული ატმოსფერული ნალექების გავლენისგან).

არე WC - ფართობი 11,4 მ2

საპირფარეშო

ხელსაბანი და კაბინები ერთმანეთისგან ტიხარით უნდა იყოს გამოყოფილი.

1 კაბინა - ქალების

1 კაბინა - მამაკაცების

ქიმიის განყოფილება

ოთახი N 4 - ფართობი 11.4 მ2

წყლის დისტილაცია. ჭურჭლის რეცხვა

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - იატაკიდან 1.7 მ კაფელის ფილები, შემდეგ ჭერამდე - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი - ოთახში შემოდის 2 დამოუკიდებელი მილი (ე.წ. ”სტაიაკი”) 10. ელექტრო მომხმარებლები - 40 ამპერი. აქედან 20 ამპერი გათვალისწინებული უნდა იყოს ერთ წერტილში 2

ხელსაწყაო-დანადგარის ჩასართავად. ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 8 ცალი როზეტი.

25

Page 26: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

ოთახი N 5 - ფართობი 10 მ2

სასწორები

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - არა 6. ვენტილაცია - არა 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - არა 9. სველი წერტილი - არა 10. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 4 ცალი როზეტი.

ოთახი N 6 - ფართობი 12 მ2

ოფისი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ლამინატი 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი - არა 10. ელექტრო მომხმარებლები - 10 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 6 ცალი როზეტი.

ოთახი N 7 - ფართობი 21,4 მ2

სამზარეულო, შეხვედრების ოთახი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ლამინატი, ხოლო სამზარეულოს კუთხეში - მეტლახით 5. საჭიროა ე.წ. ”ტრაპი” 6. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 7. ვენტილაცია - ცენტრალური 8. გათბობა - ცენტრალური 9. ფანჯრების რაოდენობა - 2 10. სველი წერტილი 11. ელექტრო მომხმარებლები - 30 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 10 ცალი როზეტი.

26

Page 27: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

ოთახი N 8 - ფართობი 21,9 მ2

ოფისი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ლამინატი 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 1 9. სველი წერტილი - არა 10. ელექტრო მომხმარებლები - 30 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 10 ცალი როზეტი.

ოთახი N 9 - ფართობი 21,8 მ2

ნიმუშების მომზადება, ორგანიკა

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი - ოთახში შემოდის 2 დამოუკიდებელი მილი (ე.წ. ”სტაიაკი”) 10. ელექტრო მომხმარებლები - 60 ამპერი. აქედან 40 ამპერი გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი კედლის

გასწვრივ 4 ხელსაწყაო-დანადგარის ჩასართავად. ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 12 ცალი როზეტი.

ოთახი N 10 - ფართობი 35,2 მ2

ინსტუმენტული ანალიზი

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 60 ამპერი. განაწილებული უნდა იყოს თანაბრად კედლების გასწვრივ.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 16 ცალი როზეტი.

ოთახი N 11 - ფართობი 18,3 მ2

სველი ქიმია

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი

27

Page 28: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 40 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 10 ცალი როზეტი.

ოთახი N 12 - ფართობი 26,0 მ2

1. ოთახის განათებულობა - 750 ლუქსი 2. ჭერი - ე.წ. არმსტრონგის ჭერი 3. კედლების მოპირკეთება - წყალმედეგი ემულსია 4. იატაკის მოპირკეთება - ქიმიურად მდგრადი რეცხვადი ზედაპირით ან მეტლახით 5. ჰაერის კონდიცირება - ცენტრალური, ინდივიდუალურად რეგულირებადი 6. ვენტილაცია - ცენტრალური 7. გათბობა - ცენტრალური 8. ფანჯრების რაოდენობა - 2 9. სველი წერტილი 10. ელექტრო მომხმარებლები - 40 ამპერი.

ა. ოთახში განაწილებული უნდა იყოს 10 ცალი როზეტი.

დამატებითი ინფორმაცია ქიმიის განყოფილებისთვის:

ყველა კარები და ფანჯარა მეტალოპლასტმასისაა. კარებების ზედა ნაწილი მინაპაკეტისაა გარდა N 6 და N 7 ოთახებისა. მინა ტონირებული, 25% დაბურვით. კარებების ღიობი უნდა იყოს 95 სმ.

ყველა ოთახში გარდა N 6 და N 8 ოთახისა უნდა იყოს ე.წ. ”ტრაპი”.

N 9 ოთახში კედელთან უნდა მოეწყოს სპეციალური შხაპი ზედ თვალების ამორეცხვის მოწყობილობით (ნიმუშად იხ. სურათი 1).

N 9 ოთახში მონტაჟდება ინდივიდუალური გამწოვი სისტემა 4 ამწოვი კარადისთვის (ჰაერგამტარი, უჟანგავი მასალისგან). ნიმუშად იხ. სურათი 3. შენობის გარე ფასადზე მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ძრავი.

N 10 ოთახში მონტაჟდება ინდივიდუალური გამწოვი სისტემა (ე.წ. ქუდი 2 ც და ჰაერგამტარი, უჟანგავი მასალისგან) ხელსაწყოებისთვის. ნიმუშად იხ. სურათი 2. შენობის გარე ფასადზე მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ძრავი.

დამატებითი ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიის შენობის მიმართ:

შიდა ეზოში, შენობის დასავლეთ მხარეს საჭიროა შემდეგი სათავსოების მოწყობა:

1. სათავსო საქვაბისთვის 2. სათავსო ტექნიკური აირების ბალონებისთვის - 6 მ2. სათავსო არის ღია, მეტალის ბადით შეკრული, ასეთივე კარით.

ზევიდან გადახური და დაცული ატმოსფერული ნალექისგან. ბალონებზე დაერთდება რედუქტორები და უჟანგავი მეტალის წვრილი მილებით მიეწოდება ხელსაწყო-დანადგარებს ლაბორატორიის შენობაში როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე.

28

Page 29: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

თანამშრომლების განაწილება ლაბორატორიაში შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით მუშა პროცესში

I სართული

ოთახი N თანამშრომელთა რაოდენობა 3 2 5 1 6 - 7 - 8 1 9 1 10 1 11 2 12 1 13 2 14 3 15 1 16 1 17 1

II სართული

ოთახი N თანამშრომელთა რაოდენობა 4 1 5 1 6 1 7 - 8 5 9 6 10 8 11 3 12 4

ლაბორატორიაში ერთდროულად იმყოფება პერსონალის 15 თანამშრომელი.

29

Page 30: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო...სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. კონკურსის

დანართი

სურათები

სურ. 1

სურ. 2

სურ. 3

30