თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ...

29
1 თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია (სამუშაო ვარიანტი) მომზადებულია თსუ გაზეთის რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფის (ნინო კაკულია, რამაზ საყვარელიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ ჩიქოვანი, გიორგი კეკელიძე, დოდო შონავა) მიერ. 25 ოქტომბერი, 2016 წელი თბილისი

Transcript of თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ...

Page 1: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

1

თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია

(სამუშაო ვარიანტი)

მომზადებულია თსუ გაზეთის რედაქციასთან არსებული შემოქმედებითიჯგუფის (ნინო კაკულია, რამაზ საყვარელიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ

ჩიქოვანი, გიორგი კეკელიძე, დოდო შონავა) მიერ.

25 ოქტომბერი, 2016 წელი

თბილისი

Page 2: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

2

მოკლე მიმოხილვა

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის საკომუნიკაციო (PR) სტრატეგიის სამუშაო ვარიანტს,რომელიც მომზადდა თსუ განვითარების კონცეფციის (გიორგი შარვაშიძე, 2016 წ.),თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების, გაზეთ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის დებულების და თსუ-ის ბრენდის იმიჯისა დაგამოცდილების შესახებ ,,ეისითი კვლევის“ (2011 წ.) საფუძველზე, მათშიგანსაზღვრული ზოგადი სტრატეგიული და საკომუნიკაციო მიზნებიდან, ამოცანებიდან,კვლევის შედეგების ანალიზიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე (მოხდა თსუ-ისწინაშე მდგარი ზოგადი ამოცანებისა და მათი საკომუნიკაციო კომპონენტის ძირითადიმიმართულებების განსაზღვრა).

საკომუნიკაციო (PR) სტრატეგიის შექმნა განპირობებულია თსუ ხელმძღვანელობისსურვილით, გაიზარდოს თსუ-სა და მისი საკომუნიკაციო ერთეულების შედეგიანობა დამაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს საზოგადოებასთან ურთიერთობა მომდევნო 4 წლისგანმავლობაში. სტრატეგიის შექმნის ძირითადი მიზანი თსუ-ის საქმიანობის თაობაზესაზოგადოების უკეთ ინფორმირება, გამჭვირვალობის ზრდა, საზოგადოებასთანფართო დიალოგის წარმოება, მიზნობრივ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო სისტემისგაუმჯობესება და, საერთო ჯამში, თსუ-ის იმიჯისა და ცნობადობის ამაღლებაა როგორცრეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

სტრატეგიის განხორციელებასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა თსუ-ისსაკომუნიკაციო სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან შექმნილსაზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ევალება. ასეთი სტრუქტურული ერთეულითსუ-ში 2 გვაქვს: 1) თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; 2) თსუ-ისგაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია. (საზოგადოებასთან ურთიერთობისგუნდში ამ ორი სტრუქტურის წარმომადგენლებს მოვიაზრებთ).

სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვარიანტის მოსამზადებლად განხორციელდა თსუ-ისბრენდის იმიჯისა და გამოცდილების შესახებ ,,ეისითი კვლევის“ (2011 წ.) ანალიზი.აღსანიშნავია, რომ ,,ეისითის კვლევამ“ მოიცვა შემდეგი სამიზნე აუდიტორია: 1) თსუ-ისსტუდენტები; 2) თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები; 3) აბიტურიენტები და მათი

Page 3: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

3

მშობლები; 4) თსუ-ის კურსდამთავრებულები; 5) დამსაქმებლები; 6) საზოგადოებრივი,,აზრის ლიდერები“. თსუ-ის წიაღში ახალ, არსებულ და გარკვეულ დროში გაწელილ,ქრონიკულ და მოუგვარებელ პრობლემებთან (თსუ-ის მასშტაბით გამოვლენილისუსტი მხარეები კვლევამ პირწმინდად აჩვენა - იხ. დანართი 1.) ბრძოლა დაპრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფა თსუ-ის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა,მაგრამ საკითხების მოგვარების კუთხით განსაზღვრული ღონისძიებების თაობაზესაკომუნიკაციო თუ საინფორმაციო კამპანიის წარმართვა საზოგადოებასთანურთიერთობის გუნდს ევალება. ეს მისიაც (სამუშო ვარიანტის დონეზე) გაწერილიააღნიშნულ სტრატეგიაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს, ასევე, ევალებაკვლევის შედეგად დადგენილი თსუ-ის იმ დადებითი მახასიათებლებისგათვალისწინება/პოპულარიზაცია, რაც თსუ-ის იმიჯის პოზიტიურ აღქმას უკავშირდება.(მაგალითად, კვლევაში აღნიშნულია, რომ ,,თსუ ასოცირებულია ეროვნულითვითმყოფადობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასთან და ამ გაგებით მისიმნიშვნელობა შეუცვლელია. თსუ ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართულიკულტურის/ღირებულებების შენარჩუნების, განვითარების და გადაცემის კერა. თსუ-ისიმიჯი გადაჯაჭვულია მის როლთან საზოგადოების სულიერი ღირებულებების(ფასეულობების) ფორმირების მხრივ და მოქალაქის აღზრდის თვალსაზრისით. თსუდღემდე მიიჩნევა მეცნიერების მთავარ კერად“. ,,ეისითი“-ს კვლევის სამიზნე სეგმენტისხედვით, ,,უნივერსიტეტის სამომავლო არსებობისა და განვითარებისთვისსასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიზანმიმართული, კარგად გაწერილი გეგმისშესაბამისად დაუყოვნებლივ ცვლილებები/გარდაქმნის პროცესის დაწყება. თსუ არუნდა იყოს მხოლოდ წარსულით თავმომწონე, კვლევას და ფუნდამენტურმეცნიერებებს ჩამოშორებული საშუალო დონის ტრენინგ-ცენტრი. მან უნდა მოახერხოსარსებული რესურსის მობილიზება და სწორი მართვის სისტემის შედეგად მდიდარიტრადიციების მქონე, მაგრამ თანამედროვე უნივერსიტეტად ჩამოყალიბება“).

სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვარიანტში გათვალისწინებულია თსუ განვითარებისკონცეფციის (გიორგი შარვაშიძე, 2016 წ.) მიზნებისა და ამოცანებისგანხორციელებისთვის საკომუნიკაციო ხელშეწყობის გეგმა, რაც საზოგადოებასთანურთიერთობის გუნდის შესასრულებელია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისმხრიდან განსახორციელებელი ქმედებების პარალელურად დაიგეგმება თსუ-ისსაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და თსუ-ის გაზეთისსაკომუნიკაციო/საინფორმაციო კამპანიაც.

Page 4: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

4

სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვარიანტის მოსამზადებლად, ასევე, განხორციელდათსუ-ის მიმდინარე საკომუნიკაციო აქტივობების ანალიზი მათი დასახულ მიზნებთანშესაბამისობის დადგენის, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების, საჭიროსტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებების განსაზღვრის მიზნით.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები

1) იგრძნობა მაღალი დონის მენეჯმენტის მხარდაჭერა საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთის რედაქციის გუნდებისინიციატივებისა და წამოწყებებისადმი;

2) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთის რედაქციისმიერ განხორციელებული პროექტებიდან შეიძლება მრავალი წარმატებულიმაგალითის გამოყოფა (პროექტები: ,,შემოდგომის ლეგენდა“, ,,მე -უნივერსიტეტი“ ,,მისია“ და სხვ.; გადაცემა ,,სუპერ-ეგო“; გაზეთის რედაქციისმიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები და ა.შ.). ამ პროექტებისმიმდინარეობისას ნათლად წარმოჩინდა სტრატეგიული მიდგომის შემდეგიელემენტები: ა) სწორად შეირჩა სამიზნე აუდიტორია; ბ) განისაზღვრასაკომუნიკაციო გზავნილები; გ) მოხდა ზუსტი საკომუნიკაციო არხების პოვნა; დ)პროექტების მართვა ატარებდა გეგმიურ და მიზანმიმართულ ხასიათს;

3) განათლების სამინისტროსთან ერთობლივი ღონისძიებებისმაღალპროფესიულად უზრუნველყოფა (საერთაშორისო წიგნის ფესტივალი; 26მაისის გამოფენა და ა.შ.);

4) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და გაზეთი ,,თბილისისუნივერსიტეტი“ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ უნივერსიტეტის აკადემიურისაბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციისხელმძღვანელის გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველადაინტერესებული პირისთვის;

5) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, თსუ-ის გაზეთ ,,თბილისისუნივერსიტეტისა“ და ჩანართის ,,უნივერსიტეტი“ (საზოგადოებასთან

Page 5: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

5

ურთიერთობის დეპარტამენტის გაზეთი ,,კვირის პალიტრაში“) ძალისხმევასაზოგადოებისათვის სიახლეების მიწოდებისკენ;

6) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჟურნალის ,,თსუ მეცნიერება“გამოცემა და ამ ჟურნალის (მისი ვებ-გვერდის) მეშვეობით თსუ-ის სამეცნიეროპოტენციალის პოპულარიზაცია;

7) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობა თსუ-ის საიმიჯოატრიბუტიკის (მაგალითად, კალენდარი და ა.შ.) მომზადების თვალსაზრისით;

8) თსუ-ის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ უნივერსიტეტის ახალისატელევიზიო გადაცემის ,,უნი-ვერსია“ მომზადება (გადაცემა გადის საზმაუსმეორე არხზე). ამ გადაცემის მიზანია თსუ-ის საიმიჯო მახასიათებლებისპოპულარიზაცია პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ დასაგანმანათლებლო-შემეცნებით ჭრილში.

9) თსუ-ის გაზეთის რედაქციის პროექტი - ბროშურები/პუპლიციტიკა თსუ-ისდამფუძნებლებზე, სამეცნიერო სკოლების დამაარსებლებზე, ცნობილმეცნიერებზე და ა.შ.. ეს ბროშურები თსუ უწყვეტი განათლების ცენტრისსკოლებთან ურთიერთობის განყოფილების ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ ეგიდითმიმდინარე და პროექტ ,,თსუ-დესპანის“ (სტუდენტები მიდიან თავიანთ სკოლებშიდა აცნობენ უნივერსიტეტს) მიერ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებშითბილისისა და რეგიონების საჯარო თუ კერძო სკოლებში რიგდება;

10) ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობები;საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის წევრების უმრავლესობა მასობრივისაშუალებებიდან მოხვდნენ საკომუნიკაციო ერთეულებში და კარგად იცნობენმედია-სამზარეულოს.

11) თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის სკოლებთან ურთიერთობის განყოფილების,,საბავშვო უნივერსიტეტის“ ეგიდით თსუ-ის პროფესორებისშეხვედრების/ლექციების, პროექტ ,,თსუ-დესპანის“ (სტუდენტები მიდიან თავიანთსკოლებში და აცნობენ უნივერსიტეტს) ღონისძიებების თბილისისა დარეგიონების საჯარო თუ კერძო სკოლებში ჩატარების ხელშეწყობა;

12) სტრატეგიული გეგმის გაზიარება და გააზრება;საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის წევრებს კარგად აქვთ გააზრებულითსუ-ში მიმდინარე რეფორმების აუცილებლობა და საკუთარ თავს მიმდინარეპროცესების ნაწილად მოიაზრებენ.

Page 6: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

6

სუსტი მხარეები (ხელისშემშლელი პირობები)

1) არაეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურა თსუ-ის საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტის სახით;

2) თსუ-ის აკადემიური საბჭოს დახურული იმიჯი;აკადემიური საბჭოს საქმიანობასა და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებითწევრთა პოზიციებზე/გადაწყვეტილებებზე ინფორმაციის ნაკლებობა;

3) არასაკმარისი კომუნიკაცია საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან (სტუდენტები,პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულებისხელმძღვანელები) და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან(აბიტურიენტები და მათი მშობლები, თსუ-ის კურსდამთავრებულები,დამსაქმებლები, საზოგადოებრივი ,,აზრის ლიდერები“ და სხვ.), ანუსაზოგადოების ურთიერთობის დეპარტამენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფსშიდა და გარე კომუნიკაციას;

4) თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა (მის გაზეთს,,უნივერსიტეტი“) და თსუ-ის გაზეთს ,,თბილისის უნივერსიტეტი“ შორის ნაკლებიკომუნიკაცია;უნივერსიტეტის იმიჯს მხოლოდ წაადგება დამოუკიდებელი სარედაქციოპოლიტიკის განმსაზღვრელი უნივერსიტეტის გაზეთის, როგორც უნივერსიტეტისმემატიანეს, და ასევე, როგორც კრიტიკული აზროვნების წამახალისებელისაინფორმაციო-ანალიტიკური ორგანოს არსებობა, რაც გამიჯნული უნდა იყოსპიარის სამსახურისგან, მაგრამ ეს ფაქტორი მათ შორის აქტიურ კომუნიკაციას დაურთიერთთანამშრომლობას არ უნდა გამორიცხავდეს: ა) საზოგადოებასთანურთიერთობის სამსახურისთვის სავალდებულოც კი უნდა იყოს უნივერსიტეტისგაზეთისა და რედაქციის მიერ წარმოებული გადაცემების რეკლამირებაუნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და ფეისბუქ-გვერდის საშუალებით; ბ)საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და გაზეთს შორის ინფორმაციისგაცვლა და პიარ-სტატიების, პიარ-სიუჟეტების დაგეგმვა უნდა ხდებოდესერთობლივი მუშაობის შედეგად; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისსამსახურის მიერ გამოცემული საგაზეთო ჩანართი - ,,უნივერსიტეტი“ (გაზეთი,,კვირის პალიტრა“) უნდა კეთდებოდეს თსუ-ის გაზეთის რედაქციასთანთანამშრომლობის ნიადაგზე (ამ ჩანართზე მომუშავე ჯგუფი კონკურენტადაც კითვლის უნივერსიტეტის გაზეთს, რაც არაადეკვატურია); დ) უნივერსიტეტისგაზეთისა და გადაცემისთვის სავალდებულო უნდა იყოს საზოგადოებასთან

Page 7: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

7

ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გაწეული აქტივობებისა და პროექტებისპოპულარიზაცია; ე) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან პიარის სამსახურისყოველკვირეულ შეხვედრებს (საურველია კვირაში ერთხელ შეხვედრისდაგეგმვა თსუ-ის ხელმძღვანელ პირებთან ერთად) უნდა ესწრებოდეს თსუ-ისგაზეთის რედაქტორიც.

5) თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა თუ გაზეთისნაკლებად ინფორმირებულობა თსუ-ის ფაკულტეტებისა თუ მიმართულებების(დეკანატების), თსუ-სთან შემოერთებული ინსტიტუტების და ადმინისტრაციულიდეპარტამენტების (სტრუქტურული ერთეულების) საქმიანობის შესახებ;

6) თსუ-ის ფაკულტეტიდან გამოყოფილი (ზოგიერთ ფაკულტეტზე არც არსებობსასეთი პირი) საკომუნიკაციო პირის/პირების არაეფექტიანი მუშაობაინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით;რამდენიმე ფაკულტეტს ჰყავს ამ მიმართულებით გამოყოფილი კადრი,რომელიც ფაკულტეტზე არსებულ ელემენტარულ ინფორმაციასაც კი ვერფლობს და არ არის ქმედუნარიანი. რეკომენდირებულია, ფაკულტეტებზე დათსუ-სთან შემოერთებულ კვლევით ინსტიტუტებში შეიქმნას საზოგადოებასთანურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობა და განესაზღვროს ფუნქციები:ფლობდეს ფაკულტეტის/ინსტიტუტის საბჭოს მუშაობის, სადისერტაციო საბჭოსსაქმიანობის, ფაკულტეტზე/ინსტიტუტის ყველა რანგის პროფესორისმოღვაწეობის, მაღალი ჯიპიეის მქონე და აქტიური სტუდენტების შესახებინფორმაციებს და ა.შ; ასევე კოორდინაციაში იყოს თსუ-ის საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის გაზეთთან.

7) სახელისუფლო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან,არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ნაკლებიურთიერთობა და ერთობლივი პროექტების სიმწირე;

8) უცხოურ დონორებთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთმოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის არქონა;მათი საშუალებით აუცილებელია დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებაუნივერსიტეტის სტრატეგიის განსახორციელებლად;

9) პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმარების სპონტანური ხასიათი დაღონისძიებებში მონაწილეთა ნაკლები მობილიზება;ა) თსუ-ში და უმრავლეს ფაკულტეტებზე ხშირ შემთხვევაში არსებობს მაქსიმუმერთკვირიანი წინასწარი გეგმები ღონისძიებების შესახებ, რაც ართულებს ამ

Page 8: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

8

ღონისძიებებზე დროულ ინფორმირებას და ღონისძიებების სათანადო დონეზეჩატარებას. რეკომენდირებულია, რომ თითოეული ფაკულტეტის თუდეპარტამენტების მიერ გაიწეროს წლიური გეგმები, ამოცანები და მათიმოსალოდნელი შედეგები; ბ) საჭიროა შეიქმნას წლის განმავლობაში თსუ-სთვისმნიშვნელოვანი ღონისძიებების კალენდარი; გ) ღონისძიებებში მონაწილეობისშესახებ ინფორმაციის მიწოდება ხშირად არასაკმარისია ელექტრონულიფოსტის მეშვეობით, ამდენად ღონისძიებებისთვის საუნივერსიტეტოსაზოგადოების მობილიზება სხვა საკონტაქტო საშუალებებითაა აუცილებელი(შეხსენება ტელეფონით!).

10) დაანონსებული საუნივერსიტეტო რეფორმისა და საკადრო ცვლილებებისფონზე სწორი და მიზანმიმართული საკომუნიკაციო სტრატეგიის არქონა,შესაბამისად, ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული და რეფორმების მხარდამჭერისაინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების არასაკმარისიდაგეგმარება;

11) საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთეულების თანამშრომლების ნაკლებიმონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;პროცესი მიმდინარეობს ცალმხრივად, სრულყოფილად არ არისგათვალისწინებული საკომუნიკაციო საჭიროებებისთვის აუცილებელი ხარჯები.ამ ფაქტს ხელს უწყობდა ის მომენტიც, რომ თსუ-ში არ იყო დანერგილისამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესი;

12) ვებ-გვერდის არსებობის მიუხედავად, ის ნაკლებად პასუხობს მომხმარებლისმოთხოვნებს და ნაკლებად გამოიყენება საკომუნიკაციო პროცესში;არსებული ვებ-გვერდი არ მოიცავს დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას.საიტი ფუნქციონალურად მწირია, მომხმარებლისთვის რთულად აღსაქმელი დაძნელად გასაგები სტრუქტურა გააჩნია. არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას,არ იძებნება აკადემიური პერსონალის ბიოგრაფიული მონაცემები; ხშირშემთხვევაში მოძველებული ინფორმაციაა ატვირთული, ანუ არ ხდებაინფორმაციის სწრაფი განახლება, საიტის გადახალისება და ა.შ.

13) კორპორატიული კულტურის განვითარებაზე ნაკლებად ზრუნვა;ვერ მოხერხდა საუნივერსიტეტო საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიეროპერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის საერთო საუნივერსიტეტოიდეის გარშემო გაერთიანება მათი ხედვის, პოლიტიკური თუ სხვაშეხედულებების მიუხედავად;

Page 9: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

9

14) თსუ-ის საიმიჯო მახასიათებლების (ღირსებებისა და დადებითი მხარეების)საზოგადოების შეგნებამდე დაყვანის ნაკლები მცდელობა და ამ მიმართულებითღონისძიებების სისტემის არქონა;

15) ელექტრონულ და ბეჭდვურ მედიასთან ნაკლები ურთიერთობები თსუ-ისპოპულარიზაციისთვის;საჭიროა მედია-საშუალებების შერჩევა; მედია-გეგმის შედგენა; ამბისშეფუთვა/მიწოდების გზების განსაზღვრა; გაშუქების უზრუნველყოფა/გაშუქებისმართვა. აუთვისებელია გარე ბეჭდვური მედია სარეკლამო/საინფორმაციომასალების გამოქვეყნების თვალსაზრისით;

16) შიდაკორპორაციული ელ-ფოსტის ([email protected]) არასაკმარისი პოპულარიზაციათსუ-ს თანამშრომლებში;თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და პროფესორთა უმეტესობასხვადასხვა დომეინებს იყენებს და ხშირ შემთხვევაში ვერ ეცნობაშიდაკორპორატიული ელ-ფოსტის საშუალებით დაგზავნილ საჭიროინფორმაციას.

შესაძლებლობები

1) საკომუნიკაციო (PR) სტრატეგიული გეგმის შემუშავება;სტრატეგიული გეგმა ნათლად გამოკვეთს როგორც სტრუქტურის, ასევეცალკეული თანამშრომლის კონკრეტულ გეგმას, სტრატეგიას და სამოქმედომიმართულებებს. გადაწყვეტილებების მიღება სისტემურ დაინსტიტუციონალურ ხასიათს მიიღებს. თანამშრომლების საქმიანობისშეფასება კონკრეტული დავალებების შესრულების ხარისხით მოხდება.

2) სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად ა) თსუ-ისსაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და თსუ-ის გაზეთისთანამშრომელთა; ბ) საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენელთა(ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, სტუდენტი) გამოკითხვისწარმოება (ინტერვიუს ფორმით) საკომუნიკაციო პრობლემებთანდაკავშირებით და გამოკითხვის შედეგების (საკომუნიკაციო პრობლემისგამომწვევი მიზეზები) ანალიზი;

3) თსუ-ის განვითარების კონცეფციის (გიორგი შარვაშიძე, 2016 წ.) და თსუ-ისბრენდის იმიჯისა და გამოცდილების შესახებ ,,ეისითის კვლევის“ (2011 წ.)ანალიზი;

Page 10: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

10

ა) ფაქტობრიბრივად გამოკვეთილია თსუ-ის ბრენდის იმიჯის დადებითი დაუარყოფითი მახასიათებლები, რის საფუძველზეც შესაძლებელია შესაბამისისაინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა; ბ) გამოკვეთილია უახლოესი 4 წლისმანძილზე თსუ-ის ხელმძღვანელობის მიზნები და ამოცანები, რისიგანხორციელების თანმდევი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაა საჭირო;

4) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა;თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა გაზრდის სამიზნეაუდიტორიებისათვის შეტყობინების მიწოდების ხარისხს. კომუნიკაციებისინტეგრირებულად გამოყენება დახვეწს უკუკავშირის მექანიზმებს დამეთოდებს.

5) უნივერსიტეტის მედია პროფილის გაანალიზება;6) საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში შემავალი კადრების

პროფესიული ზრდა;ტრენინგებისა და სხვა სასწავლო ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებაშესაძლებლობას მიცემს თანამშრომლებს სრულყონ საკუთარი უნარ-ჩვევებიდა ცოდნა და უფრო აქტიურად ჩაერთონ სისტემის საქმიანობაში.

საფრთხეები

1) სტუდენტური პროტესტის გაძლიერება თსუ-ში ცვლილებების გაუტარებლობისშემთხვევაში, რაც უარყოფითად აისახება თსუ-ის იმიჯზე;

2) საუნივერსიტეტო საზოგადოების (ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაც მათშორის) საპროტესტო განწყობა თსუ-ში რადიკალური ცვლილებების გატარებისპარალელურად არასწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებისშემთხვევაში;

3) არასტაბილური პოლიტიკური და სოციალური გარემო ქვეყანაში;(გარე და შიდა არასტაბილურობის ფაქტორი ხელს უწყობს გარკვეულშეფერხებებს);

4) ეკონომიკური კრიზისი;გლობალური საფინანსო და ეკონომიკური კრიზისი ხელს უშლის ახალიინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და დონორთა(ინვესტორთა) მოზიდვის პროცესს. პრობლემას ამწვავებს კრიზისთანდაკავშირებული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაც.

Page 11: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

11

ფასეულობები

თსუ-ის, როგორც სამხრეთ კავკასიის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულების, როგორც რეგიონის მასშტაბით სამეცნიერო-კვლევითი დასაგანმანათლებლო, კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების კერის იმიჯისპოპულარიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში მომუშავეადამიანებზეა დამოკიდებული, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელნი შიდა დაგარე კომუნიკაციაზე.

გამოკითხვამ, რომელიც ჩასატარებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისკუთხით მომუშავე გუნდის/გუნდების წევრებთან (საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტი, თსუ გაზეთის რედაქცია, თსუ ფაკულტეტებისმიერ ამ კუთხით გამოყოფილი კადრები), უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებსაც:

ვართ თუ არა კომუნიკაბელურები? ვართ თუ არა პროფესიონალები (რამდენად სათანადოდ ვასრულებთ

გაწერილ ფუნქციებს)? ვართ თუ არა ნოვატორები? ვართ თუ არა შედეგზე ორიენტირებულები? ვართ თუ არა პროაქტიულები? ვართ თუ არა მომხმარებლებზე ორიენტირებულები?

ხედვა

საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის ხელშეწყობით, თსუ 2020 წელსიქნება თავისი ფუნდამენტური იმიჯით გამყარებული, გამჭვირვალე,ფართო საზოგადოებასთან ღია დიალოგის მქონე (შიდა თუ გარეკომუნიკაციების/უკუკავშირის მექანიზმების უზრუნველყოფით და

Page 12: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

12

ანგარიშვალდებულების გაზრდით), მაღალი დონის მომსახურებისსასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.

მისია

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის მისიაა:

1. იყოს კვალიფიციური დამაკავშირებელი რგოლი თსუ-ის მენეჯმენტსა დასაუნივერსიტეტო საზოგადოებას შორის; ადმინისტრაციულ პერსონალს,სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის; საზოგადოებასა და თსუ-სშორის;

2. გაზარდოს თსუ-ის გამჭვირვალობა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხიმომსახურების ხელმისაწვდომობის ჩათვლით;

3. ხელი შეუწყოს საზოგადოების ჩართვას გადაწყვეტილების მიღებაში;4. გაზარდოს თსუ-ის ცნობადობა;

(მისიის განხორციელებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი შეადგენსსაკომუნიკაციო მატრიცას და შეიმუშავებს/დანერგავს ინფორმაციის გაცვლის ახალმიდგომებს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისწარმომადგენელთა, თსუ-ის კურსდამთავრებულთა, საზოგადოებისწარმომადგენელთა (ესაა ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია) მოთხოვნილებებისგათვალისწინებით).

საკომუნიკაციო ჩარჩო

1. თსუ-ის საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციისხელმისაწვდომობა;1.1.თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება;1.2.მედიასთან ურთიერთობის სისტემატიზაცია;1.3.საინფორმაციო მასალებისა დამზადებისა და გავრცელების ზრდა;

2. საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში;

Page 13: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

13

2.1. თსუ-ში დაანონსებული რეფორმების შესახებ დიალოგის განვითარება;2.2. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ზრდა

მოქალაქეთა ჩართულობისთვის;

3. თსუ-ის გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი მომსახურება3.1.თსუ-სა და მომხმარებელს შორის (სტუდენტი, აკადემიური პერსონალი,

დამსაქმებელი, აბიტურიენტი და მისი მშობელი, საზოგადოება) დიალოგისგანვითარება მომსახურების თაობაზე;

3.2.ინფორმაციის გავრცელების გაზრდა თსუ-ის მომსახურების შესახებ;

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი, რომელიცსრულყოფილად პასუხობს საზოგადოებისა და ხელმძღვანელობისმოთხოვნებს4.1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული დახვეწა

და სრულყოფა;4.2.საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის კვალიფიკაციის ზრდა;4.3.შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ

დონეზე.

მიზნები

1. თსუ-ის იმიჯისა და ცნობადობის ამაღლება;2. თსუ-ის საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდა და ინფორმაციის

ხელმისაწვდომობა;3. საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღებაში;4. თსუ-ის გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო მომსახურება;5. საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის შექმნა, რომელიც სრულყოფილად

პასუხობს დაწესებულებისა და საზოგადოების მოთხოვნებს.

# 1 - პირველი მიზანი

თსუ-ის იმიჯისა და ცნობადობის ამაღლება

Page 14: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

14

ამოცანები:

1.1. თსუ-ის, როგორც ბრენდის პოზიციონირება;1.2. თსუ-ის ცალკეული ინსტიტუტების პოზიციონირება;

ორგანიზაციის ყველა შემადგენელი ინსტიტუტის ბრენდირება, შემდეგში ამბრენდების გამოყენება ორგანიზაციის საერთო იმიჯის ასამაღლებლად.

1.3. თსუ-ის ფაკულტეტების წარმომადგენელი აკადემიური და სამეცნიეროპერსონალის (მათ შორის ლიდერების გამოვლენა) იმიჯის ამაღლება დაპოპულარიზაცია (გადაცემა ,,უნი-ვერსია“ ამ ამოცანას მოემსახურება);

1.4.თსუ-ის მაღალრეიტინგული/მაღალი ჯიპიეის მქონე სტუდენტების,კონფერენციებში/კონკურსებში გამოვლენილი წარმატებული სტუდენტებისპოპულარიზაცია (გადაცემა ,,უნი-ვერსია“ ამ ამოცანას მოემსახურება);

1.5.თსუ-ის წარმატებული სეგმენტის (მაგალითად სპორტისა და კულტურისმიმართულებით) პოპულარიზაცია;

1.6.ცალკეული პროექტების/ღონისძიებების/აქციების ხაზგასმული დაკავშირებათსუ-სთან(სახელისუფლო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან,არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვა);

1.7.თსუ-ის ვიზუალური იმიჯის (პირველი კორპუსი/პანთეონი) გამოყენებით პიარი;1.8.მიზნობრივი აუდიტორიის (მაგალითად, წარმატებულ კურსდამთავრებულთა)

პოპულარიზაცია (გადაცემა ,,უნი-ვერსია“ ამ ამოცანას მოემსახურება);1.9. კორპორატიული კულტურის განვითარების, საუნივერსიტეტო პატრიოტიზმის

გაღვივების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო საზოგადოების, აკადემიურიპერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის საერთო საუნივერსიტეტოიდეის, მიზნებისა და ამოცანების გარშემო გაერთიანების მიზნით;კორპორატიული კულტურა აერთიანებს: საერთო ფასეულობებს, მიზნებს,მისწრაფებებს, გამოთქმულ და გამოუთქმელ ნორმებს, რომლებსაც იზიარებსორგანიზაციის ყველა წევრი; კორპორატიული კულტურა - ეს ერთგვარისისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ერთიანობას დაწარმატებულ საქმიანობას, პერსონალის კორპორაციული იდენტიფიცირებისამაღლებას და ორგანიზაციისადმი ნდობის ფორმირებას (იმიჯი იქმნება თავადორგანიზაციის მიერ, ,,შიგნიდან“!)

Page 15: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

15

1.10. ცვალებადი ფაბლისიტის პირობებში, როცა ორგანიზაციის ფართო დადადებითი ცნობადობა შეიძლება ადვილად შეცვალოს უარყოფითისკენ,ნეგატიურისკენ მიმართულმა ინფორმაციამ, აუცილებელია მიზანმიმართულიღონისძიებების სისტემის შექმნა, რომელიც მოემსახურება საზოგადოებისშეგნებამდე თსუ-ის ღირსებებისა და დადებითი მხარეების დაყვანას(ორგანიზაციის რეპუტაცია საზოგადოების დამოუკიდებელი შეფასებებისშედეგად ,,გარეთ“ ყალიბდება!) - გადაცემა ,,უნი-ვერსია“ ამ ამოცანასმოემსახურება;

1.11. ახალი ვებ-გვერდის შექმნა და მისი მართვის გაუმჯობესება;

,,ეისითი კვლევის“ რეკომენდაცია: ,,რეკომენდირებულია თსუ-მ იმიჯში გაიძლიეროსპოზიტიური იმიჯის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიცაა,,კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები“ და ,,წარმატებულიკურსდამთავრებულები“ და წარმოაჩინოს საკომუნიკაციო კამპანიაშიკურსდამთავრებულები და გამოჩენილი პროფესორ-მასწავლებლები“.

# 2 - მეორე მიზანი

თსუ-ის საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდა და ინფორმაციისხელმისაწვდომობა

ამოცანები:

2.1. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება;ა) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით; ბ)თსუ-ის ვებ-გვერდისა და ფეისბუქ-გვერდის ყოველდღიური განახლება)

2.2. მედიასთან ურთიერთობის სისტემატიზაცია;

Page 16: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

16

ა) რექტორის ბრიფინგების ჩატარება; ბ) ოფიციალური წლიური ანგარიშიმედიისთვის რექტორის მონაწილეობით; გ) წელიწადში ორჯერ 3-დღიანი გასვლითისემინარი ჟურნალისტებისთვის;

2.3. საინფორმაციო მასალების დამზადებისა და გავრცელების ზრდა;

ა) პრეს-რელიზების კონტენტის გაუმჯებესება; ბ) გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“გაუმჯობესება, ტირაჟის გაზრდა, სახელმწიფო უწყებებისთვის მისი დაგზავნა;სკოლებში გავრცელება, გარეთ გაყიდვაზე ზრუნვა; გ) ჩანართის ,,უნივერსიტეტი“გაუმჯობესება; დ) გადაცემა ,,უნი-ვერსიაში“, რომელიც გადის საზმაუს მეორე არხზე,თსუ-ზე მეტი ინფორმაციის გავრცელება; ე) ტელე-სიუჟეტების დაგეგმვა სხვადასხვაარხზე; ვ) მედია-გეგმის შედგენა, სადაც რექტორის და წარმატებული პროფესორ-მეცნიერების წარმოჩენა დაიგეგმება; ზ) კვარტალურად საინფორმაციო ბუკლეტებისმომზადება/გავრცელება საქართველოს მასშტაბით.

# 3 - მესამე მიზანი

საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებებისმიღებაში

ამოცანები:

3.1. თსუ-ში დაგეგმილი რეფორმების თაობაზე დიალოგის განვითარებასაზოგადოებასთან;

ა) თსუ-ის ვებ-გვერდზე უნდა იყოს ინფორმაცია რეფორმების შესახებ; ბ) უნდაშეიქმნას დომეინი [email protected], მოხდეს მისი რეკლამირება საზოგადოებრივწრეებში, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას რეფორმების შემუშავებაშიმონაწილეობის შანსს მივცემთ - აღნიშნულ მეილზე ისინი გადააგზავნიან თავიანთშეხედულებებს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ.

Page 17: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

17

3.2. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ზრდამოქალაქეთა ჩართულობისთვის;(ყოველთვიური ნიუსლეთერების გავრცელება - თსუ-ის საქმიანობის შესახებდაინტერესებულ პირებს ყოველთვიურად მეილზე გაეგზავნებათ ნიუსლეთერი,რომელშიც თსუ-სა და მათი თანამშრომლების საქმიანობას ვრცლად გაეცნობიან).

# 4 - მეოთხე მიზანი

თსუ-ის გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი მომსახურების პიარი

ამოცანები:

4.1.თსუ-სა და მომხმარებელს შორის დიალოგის განვითარება მომსახურებისთაობაზე;(ამისთვის უნდა გაკეთდეს თსუ-ის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი -,,ცხელი ხაზი“. კომპეტენტური და ინფორმაციებით ,,შეირაღებული“ პირები უნდაისხდნენ სატელეფონო ,,ცხელ ხაზზე“ და ყველა კითხვას უნდა სცემდნენ პასუხსინფორმაციულად კარგად დაკვალიანების (და არა გადამისამართების) დარეკომენდაციების სახით. აუცილებელია ,,ცხელი ხაზის“ ნომრის ხშირირეკლამირება).

,,ეისითის კვლევის“ მონაწილეთა განცხადებით, მათთვის გასაგებია, რომ,,თსუ დიდიორგანიზმია და რთულია მისი მართვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროაეტაპობრივად ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპზე გადასვლა, სადაც ყველა სტუდენტს,აბიტურიენტს, მშობელს ექნება მისთვის საჭირო ინფორმაცია, მომსახურება,ინფორმაცია მომსახურების შესახებ, რაც ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევაშიდაეხმარება თსუ-ს“.

4.2. უნდა გავააქტიუროთ: www.tsu.ge/service

4. 3. უნდა გაკეთდეს: [email protected]

4.4. უნდა გაკეთდეს: F A Q - განახლება ყოველდღიური (თსუ გაზეთში გაკეთდესგამოკითხვები);

4.5. მომხმარებელთა ჯგუფებთან საჯარო შეხვედრები თვეში ერთხელ;

Page 18: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

18

თითოეული აქ ჩამოთვლილი პუნქტის შესრულება (ამუშავება) მომსახურებისხელმისაწვდომობის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სერვისი ნებისმიერიპირისათვის უნდა იყოს მარტივად გასაგები, მაგრამ თუ ვინმე ვერ ახერხებს მის აღქმას,თსუ ვალდებულია უპასუხოს მის შეკითხვას. აქ ჩამოთვლილი აქტივობები თსუ-სა დამომხმარებელს შორის დიალოგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

4.6. ინფორმაციის გავრცელების გაზრდა თსუ-ის მომსახურების შესახებ;

# 5 - მეხუთე მიზანი

საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის შექმნა, რომელიცსრულყოფილად პასუხობს დაწესებულებისა და საზოგადოებისმოთხოვნებს.

ამოცანები:

5.1.პიარ-სამსახურის სტრუქტურული დახვეწა და სრულყოფა;პიარ-სამსახურის სტრუქტურულად დახვეწა და სრულყოფა თსუ-ის წარმატებისერთ-ერთი მნიშვნელოვანი წანაპირობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია: ა) პიარ-სტრუქტურის უშუალო დაქვემდებარება რექტორთან;ბ) რეკომენდირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისსტრუქტურაში მოვიაზროთ: მთავარი სპეციალისტი - ივენთ მენეჯერი; მთავარისპეციალისტი - ელექტრონულ და ბეჭდვურ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი;მთავარი სპეციალისტი - შიდაკორპორაციული პიარის მენეჯერი; მთავარისპეციალისტი - სოციალური მედიის მენეჯერი; ,,ცხელი ხაზის“ კოორდინატორი(მომსახურების ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ,,ცხელ ხაზზე“მომუშავე პირებთან კოორდინაციაში); თსუ-ის მიზნობრივ ჯგუფებთანურთიერთობის სპეციალისტი; დიზაინერი და ა.შ. (დეპარტამენტის საჭიროებიდანგამომდინარე);ბ) უნდა შემუშავდეს სამუშაო აღწერილობა სტრუქტურულად განახლებულიპიარ-სამსახურის თანამშრომლებისთვის;გ) უნდა დაიგეგმოს ყოველკვირეული შეხვედრები თსუ-ს ხელმძღვანელებსა დაპიარ-თანამშრომლებს შორის;

Page 19: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

19

5.2. გაზეთის ,,თბილისის უნივერსიტეტი“ და ჩანართის ,,უნივერსიტეტი“ პროფილისანალიზი და რეფორმების შესაბამისად საინფორმაციო კამპანიის წარმართვა;

5.3.საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისზრდა (ჩატარდეს ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: პიარ-ტექნოლოგიებიდა ანტიკრიზისული პიარი; საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა; კვლევებისორგანიზება; საიტის მართვა; ფოტო და ვიდეო გადაღება);

5.4. შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეზე,რაც მოიცავს შემდეგ ქვეამოცანებს: ახალ მენეჯმენტსა და ადმინისტრაციულ, აკადემიურ პერსონალს თუ

სტუდენტს შორის კომუნიკაციის ხელშეწობა (საუნივერსიტეტოსაზოგადოებასთან უკუკავშირის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფსა) თანამშრომლების მხრიდან უნივერსიტეტის მიზნებთან, ამოცანებთან დასტრატეგიასთან დაკავშირებული შეკითხვების; ბ) მენეჯმენტის მისამართითწარმოქმნილი კითხვების; გ) თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის -დამუშავებასა და მიწოდებას მენეჯმენტისათვის (რექტორი, ადმინისტრაციისხელმძღვანელი); მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირების (პასუხის გაცემა,განმარტება, შენიშვნების გაზიარება და შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა)ორგანიზება; უნივერსიტეტში წარმოქმნილი პრობლემის/ნეგატიური ფაქტისშესახებ ოპერატიული ინფორმაციის/განმარტების მიწოდებათანამშრომლებისთვის; მენეჯმენტის მხრიდან სპეციალური განცხადებისგაკეთების ორგანიზება

(ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შიდა კორპორატიულიმენეჯერის ფუნქციასთან გათანაბრებული მთავარი სპეციალისტის მოვალეობა,მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი ფუნქციისა და კომუნიკაციის მქონე სპეციალისტიდღევანდელ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არ ჰყავს).

ეისითის კვლევის რეკომენდაცია: ,,თსუ-მ იმიჯში ,,პერსპექტიულის“ და ,,სიახლეზეორიენტირებულის“ მახასიათებლის ჩამოყალიბების მიზნით აქტიურად უნდამოახდინოს მომავალი ცვლილებების და გეგმების კომუნიკაცია - სწორედ ამმიმართულებით საკომუნიკაციო და ოპერატიული საინფორმაციო კამპანიისწარმართვაა აუცილებელი“.

შიდა კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბება;

Page 20: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

20

ა) თსუ-ის ფაკულტეტებსა და თსუ-სთან შემოერთებულ ინსტიტუტებშისაზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობის შექმნა დაფუნქციების განსაზღვრა და მათი კოორდინირების უზრუნველყოფასაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და გაზეთთან;ბ) თსუ-ის, როგორც ერთი ბრენდის/კოორდინირებულ ორგანიზმადპოზიციონირების ხელშეწყობა თსუ-ის ადმინისტრაციულ სტრუქტურებთანერთიანი საინფორმაციო ქსელის, ერთიანი შიდა საიტის (ინტრანეტი) დასაკომუნიკაციო პროგრამა ,,ვოტსაპის“ შექმნით (ინფორმაციის გაცვლისუზრუნველყოფა);გ) შიდაკორპორაციული ელ-ფოსტის ([email protected]) აქტუალიზაცია თსუ-სმასშტაბით. კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა, სადაც ყველა თანამშრომელი

მონაწილეობს;

რეკომენდაციები

1) ინტერვიუები უნდა ჩაუტარდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობისდეპარტამენტისა და თსუ-ის გაზეთის თანამშრომლებს, აგრეთვე კომუნიკაციისპროცესზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, რათა დეტალურად შესწავლილიქნას: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთისრედაქციის არსებული სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა,გამოცდილება, ფუნქციები ბ) საქმიანობის რეგულირება - კოორდინაცია; გ)მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; დ) საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების არსებული პროცესი; ე) საქმიანობის დროს გამოყენებულისაკომუნიკაციო საშუალებები; ვ) სამართლებრივი ბაზა. (ეს ინტერვიუებიუზრუნველყოფს აუცილებელი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას როგორცმიმდინარე საკომუნიკაციო აქტივობების პრაქტიკის და მისი სასურველიმიმართულებით კორექტირების შესახებ, ასევე თსუ-ის საზოგადოებასთანურთიერთობის გუნდის წარმომადგენელთა მიერ საკომუნიკაციო სტრატეგიის,როგორც მათი საჭიროებების და ხედვის გათვალისწინებით მოსამზადებელიდოკუმენტის აღქმას);

Page 21: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

21

2) 2014 წლის თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმაში განსაზღვრული იყოთსუ-ის გაზეთის რედაქციის დაქვემდებარება თსუ-ის საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტისთვის, რაც გაუმართლებელია. თუ გაზეთსშევიყვანთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისდაქვემდებარებაში, ეს აუცილებლად აისახება გაზეთის სარედაქციოთავისუფლებასა და მასში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე. PR თავისსაქმიანობას - კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ცხადია, მრავალ წყაროზედაყრდნობით ახორციელებს, მათ შორის, ბუნებრივია, არის მედიასაშუალებებიც, მაგრამ ერთია წყაროზე დაყრდნობით კომუნიკაციის წარმოებისკომპეტენცია და მეორე - თვითონ ამ წყაროს ფუნქციების შესრულებისკომპეტენცია, რასაც PR-ის სპეციალისტის კვალიფიკაცია არ გულისხმობს.საუნივერსიტეტო გაზეთის PR-ისადმი დაქვემდებარება ისევე არაბუნებრივია,როგორც იმ ნებისმიერი სხვა საუნივერსიტეტო ორგანოს დაქვემდებარება,რომელიც, როგორც წყარო, PR-მა შეიძლება გამოიყენოს. ამასთან ეს შექმნისპრეცედენტს, რომ გაერთიანებული ერთეულის ხელმძღვანელი მხოლოდფორმალურად იქნება საუნივერსიტეტო გაზეთის ხელმძღვანელი,ხელმძღვანელის რეალურ ფუნქციას კი ამ საქმიანობის სპეციალისტი(ჟურნალისტი) შეასრულებს, რაც ადმინისტრირების თვალსაზრისით არ არისსახარბიელო - ფორმალური და რეალური უფლება-მოვალეობების გაყოფასაფრთხის შემცველია როგორც ადმინისტრირების, ისე - ჰორიზონტალურითანამშრომლობითი კომუნიკაციის დონეზე.

3) საჭიროა შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის გამოიკვეთოს ძირითადისამიზნე აუდიტორია. სამიზნე აუდიტორიასთან შიდა კომუნიკაციისჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით განისაზღვროს სამუშაო შეხვედრებისდრო, მონაწილეთა ვინაობა, ფორმატი, კონკრეტული მიზანი დამოსალოდნელი შედეგი;

4) შიდა კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელება გარკვეული სახისფორმალიზებული პროცედურების განუხრელ დაცვასთან არის დაკავშირებული.პროცედურების შინაარსიდან გამომდინარე, სასურველია მოხდეს დოკუმენტ-ბრუნვისა და სხვა საერთო წესებზე შეთანხმება, რომელიც გაწერილი იქნება ე.წ.გაიდლაინების სახით;

5) საკომუნიკაციო სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლადინტერვიუს სახით გამოიკითხონ სტუდენტური ჯგუფები, პროფესორ-

Page 22: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

22

მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები საკომუნიკაციოპრობლემების გამომწვევი მიზეზების უკეთ დასადგენად და ვითარების უკეთგასაანალიზებლად;

განსახორციელებელი ქმედებები

1) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურის დახვეწარეკომენდირებული ფუნქციების დამატების გათვალისწინებით;

2) გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“, გადაცემის ,,უნი-ვერსია“ და ჩანართის,,უნივერსიტეტი“ ახალ ამოცანებსა და გეგმებზე ორიენტირებული კონცეფციებისშექმნა;

3) გაზეთის, როგორც მედიასაშუალების განვითარება და მისი გატანა/ფართოგავრცელება უნივერსიტეტის გარეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით(გაზეთის ნაწილი შეიძლება ჩავუშვათ გაყიდვაში და დავადოთ შეღავათიანიფასი, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობის ფართო ფენებს - გაეცნოსსაუნივერსიტეტო და აკადემიური წრეების მოსაზრებებსა და ამ სივრცეშიმიმდინარე მოვლენებს. ეს კი, თავისთავადაა უნივერსიტეტის, როგორცუნიკალური ქართული ბრენდის პოზიციონირების ერთ-ერთი ყველაზეეფექტური ფორმა;

4) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გაზეთის რედაქციისმიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი პიარ-პროექტების/ღონისძიებების და თსუ-ის საიმიჯო აქციების კალენდარის შექმნა;

5) კვირაში ერთი კონკრეტული დღისა და საათის (შეხვედრის მუდმივი დრო)გამოყოფა, როცა პიარის სამსახურის უფროსი და გაზეთის რედაქტორი კვირისდაგეგმვას თსუ-ის რექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთანერთად შეძლებენ;

6) თსუ-ის ფაკულტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში საზოგადოებასთანურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობის შექმნა; მისთვის ფუნქციებისგაწერა და კოორდინაციის ფორმების განსაზღვრა საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტთან და გაზეთის რედაქციასთან;

7) თსუ-ის ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში საკონტაქტო პირის გამოყოფა,რომელიც დეპარტამენტში დაგროვილ/შემოსულ ინფორმაციას (სიახლეს)

Page 23: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

23

მიაწვდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და გაზეთისრედაქციას;

8) სახელისუფლო სტრუქტურებთან (სამინისტრო, მერია), არასამთავრობოსექტორთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივიპროექტების დაგეგმვა/განხორციელება (შედგეს სია ამ სტრუქტურების პიარ-სამსახურების (საკონტაქტო ნომრებით).

9) თსუ-ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების/ცენტრისშექმნა, რომელიც ა) წარმატებულ კურსდამთავრებულთა საკონტაქტოინფორმაციას მოაგროვებს; ბ) დაგეგმავს მათთან ერთობლივ პროექტებს; გ)კურსდამთავრებულთა ფონდის შექმნაზე იზრუნებს და ა.შ.;

10) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან უცხოელიდონორების მოძიება და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კონტაქტებისდამყარება;

11) წლის განმავლობაში თსუ-ის ფაკულტეტების და ინსტიტუტების მიერ დაგეგმილღონისძიებათა კალენდარის შექმნა;

12) რეფორმების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაგარე და შიდა მიზნობრივ აუდიტორიასთან მჭიდრო ურთიერთობისსაფუძველზე; [email protected] - დომეინის შექმნა და გააქტიურება;

13) მომავალი წლის ბიუჯეტის ფართო განხილვის ხელშეწყობა და ამ განხილვაშისაზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის მონაწილეობა;

14) მაღალპროფესიული, თსუ-ის ყველა მომხმარებელზე გათვლილი ახალი ვებ-გვერდის შექმნა; !!!!

15) პრეს-რელიზების კონტენტის გაუმჯობესება;16) კომპლექსური პაკეტის შექმნა/მედია გეგმის შედგენა საინფორმაციო

საშუალებებთან აქტიური ურთიერთობისთვის: ა) ტევიზიების და პრესისხელმძღვანელებთან (თითოეულთან ცალკე) შეხვედრების დაგეგმვა; ბ)მასმედიის წარმომადგენლებთან გასვლითი 2 დღიანი სემინარის მოწყობა; გ)მედიისთვის წლიური ანგარიშის მომზადება; დ) ეფექტური სარეკლამოპოლიტიკის გატარება ა) მედიის; ბ) სოციალური ქსელების; გ) საიტების; დ)ბლოგების და ა.შ. გამოყენებით;(როგორც „ეისითი კვლევის“ შედეგებშია აღნიშნული, თსუ-ს შესახებინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული წყაროა ტელევიზია (49%), მათშორის კი, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, ყველაზე რეიტინგული

Page 24: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

24

აღმოჩნდა „რუსთავი 2“ (51%) და ,,იმედი“ (49 %). ასევე აქტიურად ხდებაინფორმაციის მიღება ინტერნეტის (52%), კერძოდ კი საინფორმაციო ვებ-გვერდებისა (31%) და თსუ-ის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით (25%).

17) შიდაკორპორაციული ელ-ფოსტის ([email protected]) აქტიურ მომხმარებელთაგაზრდა: ა) ფაკულტეტების დეკანებმა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებმათავიანთ პროფესორ-მასწავლებლებს ამ დომეინით სარგებლობისმნიშვნელობაზე აქტიურად უნდა ესაუბრონ; ბ) აღნიშნული ელ-ფოსტით მისრეალურ და პოტენციურ მომხმარებლებს ყოველდღიურად უნდა მიეწოდოთსაჭირო და სიახლეების შემცველი ინფორმაცია/ნიუსლეთერები;

18) Wi-Fi-ის ქსელით უნივერსიტეტის კორპუსების უზრუნველყოფა დასაკომუნიკაციო პროგრამა ,,ვოტსაპის“ დანერგვა!!!!

19) შიდა ერთიანი საინფორმაციო ქსელის (ინტრანეტის) შექმნა ინფორმაციისგაცვლისთვის;

20) საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში შემავალი კადრების დატრენინგება;21) თსუ-ის ყველა ფაკულტეტიდან და თსუ-ის ყველა ინსტიტუტიდან (თითოდან

მაქსიმუმ 10) ექსპერტად, ,,აზრის ლიდერად“ მოაზრებული/შერჩეულიაკადემიური პერსონალის სიის მოწოდება (ვინ რა მიმართულების და თემისექსპერტად მოიაზრება?);

22) საუნივერსიტეტო „მულტიმედია-ცენტრის“, როგორც საუკეთესო სატელევიზიობაზის ამუშავება (ამჟამად ამ ცენტრის ვებ-გვერდიც კი არ ფუნქციონირებსნორმალური დატვირთვით, სადაც, წესით, სტუდენტთა პრაქტიკული პროდუქტიუნდა იყოს განთავსებული) და ამ ცენტრის მენეჯმენტის გაუმჯობესება;

23) „თსუ უწვეტი განათლების ცენტრის“ მხრიდან შრომის ბაზარზე ორიენტირებულისასერტიფიკატო კურსების კარგად ორგანიზება და კვალიფიციური(საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად პოპულარული) ტრენერების მოზიდვა. (ამმიმართულებით გასაუმჯობესებელია ცენტრის საქმიანობა).

24) თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის სკოლებთან ურთიერთობის განყოფილების,,საბავშვო უნივერსიტეტის“ და პროექტ ,,თსუ-დესპანის“ (სტუდენტები მიდიანთავიანთ სკოლებში და აცნობენ უნივერსიტეტს) მიერ რეგიონებისა დათბილისის საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის დაგეგმილიღონისძიებების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდების ხელშეწყობა;

25) ფაკულტეტებზე სტუდენტური სამეცნიერო/პოპულარული გამოცემებისხელშეწყობა;

Page 25: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

25

26) გაკეთდეს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - ,,ცხელი ხაზი“ (პირობითად)და ამ ცენტრის ასამუშავებლად გამოიყონ კვალიფიციური პირები (არსებული,,ცხელი ხაზი“ არ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მომსახურებას); ამუშავდეს ამცენტრის მონიტორინგის სისტემა;

27) გაკეთდეს [email protected], რომლის რეკლამირებაც იქნება საჭირო;28) თვეში ერთხელ დაიგეგმოს თსუ-ის მომხმარებლებთან (ჯგუფებთან) შეხვედრები

თსუ-ის მომსახურების თაობაზე;29) კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა;

PR - აქტივობები

1) შეიქმნას „მეცნიერული დისკურსის კლუბი“; ა) გამოიყოს კვირაში ერთიკონკრეტული დღე, სადაც წინასწარ დაანონსებულ თემებზე იმსჯელებენმეცნიერები; ბ) გამოიყოს დღე, სადაც მეცნიერული სიახლის შესახებ მოეწყობაპრესკონფერენცია - მედიისთვის საინტერესო გზავნილების შემცველი და არამოხსენებების სახით;

2) ჩატარდეს ყოველთვიური აქცია - ,,წიგნი(ერი)“ - გამოიყოს დღე, როცაპროფესორთა წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა ან წიგნის რეცენზიებისგანხილვები ამ წიგნზე (ამ ღონისძიებების საჭიროება გამოიკვეთა პროფესორ-მასწავლებელთა ინტერვიუს გზით გამოკითხვების შედეგად).

3) შეიქმნას „უნივერსიტეტის ექსპერტთა ბიურო“; ა) თავს მოიყრის პარლამენტისადა სამინისტროებისთვის, ხელისუფლების შტოებისათვის მეცნიერულიდასაბუთებისა და ექსპერტული ხედვების მქონე დოკუმენტები სხვადასხვასფეროებზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ და განათლების საკითხებზე; ბ) ექსპერტთა ბიუროშიწარმოდგენილნი იქნებიან ფაკულტეტებიდან არანაკლებ 5-6წარმომადგენელი, როგორც „აზრის ლიდერები“, რომელთაც მუდმივადშევთავაზებთ მედია-საშუალებებს, როგორც ექსპერტებს უნივერსიტეტიდან. გ)ექსპერტად მოაზრებული პროფესორ-მასწავლებლების შიდა პიარიუნივერსიტეტის საინფორმაციო საშუალებებითაც აუცილებელია. (ეს აქტივობაგაამყარებს უნივერსიტეტის ფართოდ ასოცირებულ იმიჯს, რომ თსუ ქვეყნისგანვითარების ფერხულშია ჩაბმული და ამ მხრივ მუდამ მოწინავე პოზიციებზე

Page 26: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

26

დგას. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ექსპერტების მედიისთვის შეთავაზებაუმოკლესი ვადის პიარ-აქციაა უნივერსიტეტის იმიჯის ასამაღლებლად).

4) „ეისითის“ კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია თსუ-ის წარმატებულკურსდამთავრებულთა კლუბის (და ბიზნესმენებისთვის შეიძლება ცალკეფონდის) შექმნა. ა) გამოიყოს ოთახი და დავარქვათ - „კურსდამთავრებულთაპლატფორმა“ (კვირაში ერთხელ მათ ჩაატარონ საინტერესო საჯარო ლექცია);ბ) გაკეთდეს ტელე- სიუჟეტები გადაცემა „უნი-ვერსიას“ ეგიდით და შემდეგიაქცენტით: ვინ არის, რას წარმოადგენს, რით განსაზღვრა თავისი როლიუნივერსიტეტისთვის დახმარების აღმოჩენაში, როგორც წარმატებულმაკურსდამთავრებულმა? გ) გაკეთდეს ბროშურა/ალბომი - „წარმატებულიკურსდამთავრებულები“ (ასეთი ალბომი პრაქტიკულად გვაქვს, მაგრამსასურველია ამ პროექტის გაგრძელება). დ) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიშეიქმნას „კურსდამთავრებულთა თარო“, სადაც განთავსდება მათი წიგნები.(კურსდამთავარებულთა ფონდიდან შემოსული თანხების ნაწილი (თუ შემოვა)მოხმარდეს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენსწავლის გაგრძელებას - ამ აქცენტის პიარიცაა საჭირო. (კვლევაშიმითითებულია, რომ თსუ-ს კურსდამთავრებულთა ფონდის შექმნის იდეასაკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა დამსაქმებელთათვის: 88% პოზიტიურადაფასებს იდეას და 79% კი მზაობას გამოთქვამს გაწევრიანდეს ამ ფონდში.საგულისხმოა, რომ ეს იდეა პოზიტიურად აღიქვეს თსუ-ისკურსდამთავრებულებმაც. თსუ-ს კურსდამთავრებულთა ფონდის სასურველძირითად მიმართულებად დასახელდა თსუ-ის სტუდენტების ხელშეწყობა დაუნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და სწავლის დონისამაღლება“. კვლევაში ასევე გამოიკვეთა შემდეგი სახის რეკომენდაცია:„ფონდს უნდა მართავდეს და მონიტორინგს უწევდეს რექტორატისგან/თსუ-სმენეჯმენტისგან დამოუკიდებელი ერთეული - პოზიტიური, სანდო იმიჯის მქონეადამიანებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო“.

5) შეიქმნას „თსუ კორპორატიული მუზეუმი“, სადაც იქნება წარმატებულკურსდამთავრებულთა კუთხე (ფოტოები, მთავარი გზავნილები, ჩანახატები,კარიკატურები და მათზე საინტერესო ცნობები) + უნივერსიტეტისთანამშრომელთა კუთხე (იგივე კონტენტის) + წარმატებული სტუდენტებისკუთხე (იგივე კონტენტით - კარიკატურული, ფრაზები, ინტერესები (და არაპორტრეტული სურათები, რათა ავცდეთ კომუნისტურ აღქმებს).

Page 27: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

27

6) გაკეთდეს „ლიტერატურული კაფე“ (ახალგაზრდული, ლიტერატურულიწიაღსვლებისთვის უნივერსიტეტს დიდი წარსული და ისტორია აქვს, რისიგამოყენებაც სასიკეთო იქნება. კაფეში ჩანახატები და პორტრეტები გაკეთდებაყოფილი ლიტერატურული წრეების უნივერსიტეტელ-სტუდენტებზე).ინიცირებაა საჭირო ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისმობილიზებისთვის.

7) დაიგეგმოს აქცია - „მოდელირებული თსუ“ ან ,,პოზიტიური უნივერსიტეტი“(როგორი გვინდა იყოს თსუ და მინი მოდელი - რა ვართ - ოღონდ საუკეთესოვარიანტი) - კვლევების კომერციალიზაციის პროექტების „გამოფენა“;სტუდენტთა სხვადასხვა დაწესებულებებში სტაჟირების და დასაქმებისფაქტების პოპულარიზაცია; დამსაქმებელთა შემოთავაზებების ანალიზისსაფუძველზე სტუდენტთა ჯგუფებთან შეხვედრების და მათთვისდასასაქმებლად რეკომენდაციების გაწევის ორგანიზება და ა.შ.

8) დაიგეგმოს უნივერსიტეტის აქცია - „დააფასე სიცოცხლეშივე! - მოეწყოსღონისძიებები საზოგადო მოღვაწეებზე, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები მათშესახებ და ღონისძიებაზე გაკეთდეს მოქალაქეების მიმართვები - რას სთხოვსსაზოგადოება მათ?

9) სახელობითი პრემიები დაწესდეს პროფესიული მიმართულებებისგათვალისწინებით და შესაძლებელია ამ პრემიების გადაცემის ღონისძიებებისორგანიზება უნივერსიტეტის იმიჯის ასამაღლებლად (მაგალითად, დაწესდესნიკო ნიკოლაძის ან სოლომონ დოდაშვილის პრემია ჟურნალისტებითვის(როგორც საბას პრემია).

10) ,,თსუ-ს დღეები“ - ასეთ აქციას გვთავაზობს ცენტრალური ეროვნულიბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა, რომელიც რეგიონებში (არაერთ ქალაქსათუ სოფელში/დაბაში) ბიბლიოთეკების გახსნის პარალელურად თსუ-ისცნობადობის ასამაღლებლად ერთობლივად დაგეგმილ საჯარო ლექციებს,სემინარებს ჩაატარებს.

P.S. ზემოთ მოყვანილი განსახორციელებელი ქმედებებისა და PR-აქტივობების გეგმა

დახვეწას და სტრატეგიული საკომუნიკაციო მიზნებისა თუ ამოცანების შესაბამისადგაფართოებას საჭიროებს. უნდა გაიწეროს ა) კონკრეტული იდეები, ინიციატივები,სამოქმედო გეგმები/პროექტები; ბ) კონკრეტული გეგმის შესრულების ინდიკატორები;

Page 28: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

28

გ) გეგმით განსაზღვრული აქტივობების ვადები; დ) რისკები; ე) ბიუჯეტი; გ)მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.

დანართი 1.

,,ეისითი კვლევის“ (2011 წ.) თანახმად გამოვლენილი თსუ-ის უარყოფითიმახასიათებლები/სუსტი მხარეები, რაც თსუ-ის იმიჯისთვის დამაზიანებელია: ა)პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების ნაკლებობა (პრაქტიკული დაპროფესიული ცოდნის დეფიციტი), რაც, ერთი მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის(სამეცნიერო ლაბორატორიები, სასწავლო ცენტრები/კლინიკები) სიმწირით, ხოლო,მეორეს მხრივ, სასწავლო პროგრამების ზედმეტად თეორიული ხასიათით აიხსნება; ბ)სტუდენტების ჭარბი რაოდენობა/აკადემიური პერსონალის სიმცირე, არასაკმარისირესურსი, რაც მოქმედებს სწავლების ხარისხზე - ერთ ლექციაზე (ძირითადადბაკალავრიატის საფეხურზე) 150-200 სტუდენტის არსებობა ფაქტობრივადშეუძლებელს ხდის სტუდენტის აკადემიურ ჩართულობას სწავლების პროცესში; გ)ადმინისტრაციული პრობლემები - ადმინისტრაციული კადრების, ზოგიერთშემთხვევაში, არაკომპეტენტურობა, სტუდენტების პრობლემებისადმი გულგრილობა,არაკოორდინირებული მუშაობა; დ) თსუ-ის ნაკლები კონტაქტები შრომის ბაზრისაქტორებთან, რაც სტუდენტებს სწავლების პროცესშივე მისცემდა რეალურადპრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობას პარტნიორ ორგანიზაციებში და მათიმომზადების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა; ე) სასწავლო ლიტერატურასთანდაკავშირებული პრობლემები - ქართულ ენაზე ნათარგმნი სამეცნიერო/პროფესიულილიტერატურის სიმწირე და ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხარისხიანობა; ვ)საკომუნიკაციო კამპანიის არ არსებობა სწავლების დონის შეფასებისგასაუმჯობესებლად; ზ) უცხო ენების საფუძვლიანად შესწავლაზე ნაკლებიორიენტირება, რაც თსუ-ის კურსდამთავრებულთათვის ასევე ხელისშემშლელიფაქტორია სამუშაოს შოვნის მიმართულებით; თ) სასწავლო პროგრამებისდასახელებების შინაარსთან შეუსაბამობა; ი) კვალიფიციური აკადემიური პერსონალისშენარჩუნების პრობლემა; კ) ნაკლები აქტიურობა იმ ორგანიზაციების მოძებნისკუთხით, სადაც შესაძლებელი იქნება თსუ-ის სტუდენტმა სტაჟირება გაიაროსსწავლების პროცესში; ლ) არათანაბარი სახელფასო პოლიტიკა ფაკულტეტებისმიხედვით, რაც ერთგვარად გაუგებრობის და უთანასწორობის განცდას ბადებსაკადემიურ პერსონალში; მ) მუდმივად საკონკურსო პირობებში ყოფნის სტრესი, რაცლატენტურად უარყოფით გავლენას ახდენს გუნდური მუშაობის და ერთმანეთისთვის

Page 29: თსუ საკომუნიკაციო (PR) სტრატეგია · 1 თსუ საკომუნიკაციო (pr)სტრატეგია (სამუშაო

29

აზრის გაზიარების თვასაზრისით; ნ) აკადემიური პერსონალის ნაკლები მოტივაცია დაპრაქტიკოსი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა; ო) ნაკლებად ორიენტირებათანამედროვე სწავლების მეთოდზე (ელექტრონული სწავლება, აქცენტირებავიზუალურ მასალაზე, ინტერაქციული სალექციო პროცესი) და დასავლურუნივერსიტეტებთან აკადემიური კონტაქტების სიმწირე; პ) მატერიალურ-ტექნიკურიბაზის პრობლემები; ჟ) ადმინისტრაციული მომსახურებისა და პროცესების, სწავლებისხარისხის უფრო მკაცრი შიდა მონიტორინგის მექანიზმის დეფიციტი; რ) კვლევისგაძლიერებისა და სამივე საფეხურის სტუდენტების კვლევაში ჩართულობისპრობლემა; ს) მართვის ხარვეზები - ზედმეტი ბიუროკრატია, ავტონომიურობის დაბალიდონე.

,,ეისითი კვლევის“ მიერ გამოვლენილ ზემოთ ჩამოთვლილ თსუ-ის უარყოფითმახასიათებლებს ემატება თსუ-ის ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ასოციაციები:სტუდენტური ჯგუფების მხრიდან აგრესიული პროტესტის ფონზე ჩამოყალიბებულივითარება - დაძაბულობა, არასტაბილურობა, არასისტემურობა, დაანონსებულირეფორმების ფონზე გაურკვევლობა.

ზემოთ მოყვანილ პრობლემათა გადაჭრისთვის სტრატეგიული გეგმა მოცემულია თსუგანვითარების კონცეფციაში (2016 წ.). სწორედ ამ კონცეფციის მიზნებისა და ამოცანებისშესრულების პარალელურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს აგრესიულისაკომუნიკაციო/საინფორმაციო კამპანია, რომლის სტრატეგიის განსაზღვრის აქტიურმცდელობას წარმოადგენს ჩვენი დოკუმენტი.