Fanebi com (3)

8

description

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ჟურნალის მესამე ნომერი.

Transcript of Fanebi com (3)

Page 1: Fanebi com (3)
Page 2: Fanebi com (3)

2

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის 2013 წლის ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა, მაგრამ

ის ახლა თავს კარგად გრძნობს და მოედანზე ძველებურად ბრწყინავს.. 16 იანვარს, ესპანეთის თასზე, „ხეტაფესთან“

გამართულ შეხვედრაში 26 წლის არგენტინელმა დუბლის გაფორმება მოახერხა. მისი ერთ-ერთი გოლი გამორჩეული

კი იმით იყო, რომ მესიმ გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა. 2013 წლის „ოქროს

ბურთის“ ერთ-ერთმა ფინალისტმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– 2013 წლის განმავლობაში, წარმატებულთან

ერთად, წარუმატებელი პერიოდებიც გქონდათ.

არგენტინის ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის

საგზური მოიპოვა, თუმცა ცუდი ისაა, რომ თქვენ ტრავმა

გქონდათ, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში

უქმობა მოგიწიათ...

– დიახ, ნამდვილად უცნაური წელი გამოდგა.

ტრავმა რამდენჯერმე მივიღე, რის გამოც ხშირად უქმობა

მიწევდა. შეიძლება ითქვას, 2013 წლიდან ყველაზე ცუდი,

რაც მახსენდება ისაა, რომ ტრავმებს ვიღებდი.

– მწვრთნელები, რომლებსაც თქვენთან უმუშავიათ,

ყოველთვის ორ რამეს ამბობენ: თქვენ ძალიან ნიჭიერი

ხართ და გძულთ ის პერიოდი, როდესაც თამაში არ

გიწევთ. როგორ უძლებთ უქმობის პერიოდს?

– გულწრფელად გეტყვით, უთამაშებლად ყოფნა

ძალიან რთულია. როდესაც ტრავმა მქონდა, უმეტესად

არგენტინაში ვიმყოფებოდი. ჩემსა და ჩემს

თანაგუნდელებს შორის მანძილი კი ძალიან დიდი იყო.

თუმცა, ოპტიმისტი ვარ და, რა თქმა უნდა, ყველაფერში

ვეძებ რაღაც დადებითს.

– თქვენ როსარიოში დაიბადეთ. ყველაზე მეტად რა

გენატრებათ მშობლიური ქალაქიდან?

– ყველაფერი. ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. ტრავმის

დროს, სამშობლოში გატარებული პერიოდი კარგად

მახსენდება.

– ახერხებდით თუ არა მშობლიური ქალაქის

ქუჩებში ისე გადაადგილებას, რომ თქვენს გარშემო ბევრი

ადამიანი არ ყოფილიყო?

– (იღიმის) ისევე, როგორც ბარსელონაში...

სიმართლე გითხრათ, ქუჩებში არ დავსეირნობდი,

მხოლოდ მეგობრების და ნათესავების სახლში მივდიოდი.

– „ბარსელონას“ მატჩების ყურება ტელევიზორის

საშუალებით გიხდებოდათ. ამ დროს ჩვეულებრივზე

უფრო მეტად ნერვიულობდით?

– რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მეტად

ვნერვიულობ, ვიდრე მოედანზე ყოფნისას.

– ცხადია, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ თქვენ

2014 წელს ტრავმა აღარ მიიღოთ, მით უფრო წელს

მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს...

– ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც თავს

მშვენივრად ვგრძნობ და არა მგონია, ტრავმებმა

შემაწუხონ.

– მსოფლიოს ჩემპიონატი ყველასათვის

განსაკუთრებული ტურნირია, ხომ ასეა?

– რასაკვირველია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე

კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ ახლა ყველა

მასზე ფიქრობს.

– არგენტინის ნაკრებში ბევრი გამოცდილი და

ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ამავდროულად,

არგენტინელები მსოფლიოს წამყვანი კლუბების ღირსებას

იცავენ. ამრიგად, თქვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს

ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

– დიახ, მართალია. ამ დროისათვის კარგ ფორმაში

ვარ და ვფიქრობ, სამართლიანიცაა, როდესაც

მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებს შორის

გვასახელებენ. შესაძლოა, შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი

ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც საჭირო იყო, თუმცა

ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავს. ცხადია, ტურნირის

მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე

დავიხარჯებით.

Page 3: Fanebi com (3)

3

– მოდით, ბრაზილიის ნაკრებზეც ვისაუბროთ.

ბრაზილიელების წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშიათ.

მათთან გამართულ რომელ შეხვედრას გამოარჩევდით?

– 2005 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს

ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიელები

ანგარიშით 2:1 დავამარცხეთ. ამ მატჩში გოლის გატანა

შევძელი, საბოლოოდ კი, ტურნირი ჩვენ მოვიგეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ კარიერაში ერთ-ერთი

პირველი ტიტული მოვიგე.

– რა ხდის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ რიგით

მატჩს განსაკუთრებულს?

– მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული ნებისმიერი

მატჩი გამორჩეულია. სტადიონზე განსაკუთრებული

ატმოსფერო იქმნება. თუ ჩემპიონთა ლიგა დიდებულია,

მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებულია.

– 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის

ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინის, ირანისა

და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში...

– ბევრმა თქვა, რომ ჩვენ ძალიან იოლ ჯგუფში

მოვხვდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსოფლიოს

ჩემპიონატზე მხოლოდ ძლიერები თამაშობენ. თუ ისინი ამ

ტურნირზე მოხვდნენ, ეს დაიმსახურეს.

– დაბოლოს, დაასრულეთ წინადადება: „2014 წელს

ლიონელ მესი იქნება...“

– არ ვიცი (იცინის). იმედი ვიქონიოთ,

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებისათვის

წარმატებული წელი იქნება. ასევე, ყველა ფეხბურთელს

წარმატებას ვუსურვებ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სიტყვა „ბარდაგი“ ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი

ყველაზე პოპულარული ბარბარიზმი იყო. მაშინ თბილისის

ქუჩებში ფეხბურთის თამაში ყველას უნდოდა, მაგრამ მცირე

ტერიტორიისა და მსურველთა ჭარბი რაოდენობის გამო, ეს

ვერ ხერხდებოდა. თამაშობდნენ მხოლოდ საუკეთესოები,

უკეთეს შემთხვევაში – საუკეთესოები და ბურთის პატრონი.

მაშინ სამმხრივი ფეხბურთის აზრზე რომ ვყოფილიყავით,

ალბათ, უფრო მეტი ითამაშებდა.

სამხრივი ფეხბურთი 90-იანი წლების დასაწყისში

დანიელმა მხატვარმა ასგერ იორნმა გამოიგონა. თამაში

მიმდინარეობს ექვსკუთხა მოედანზე და ერთდროულად სამი

გუნდი მონაწილეობს. სამი კარი თითო გვერდის

გამოტოვებით დგას. მატჩი სამი 12-წუთიანი ტაიმის

განმავლობაში მიმდიანრეობს და გამარჯვებული ის გუნდია,

რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.

სპორტის ასეთი სახეობის დანერგვის მთავარ იდეად

ავტორმა ფეხბურთში არსებული ბიპოლარული

დაპირისპირების შეცვლა და მასში ფილოსოფიური ასპექტის

გაღრმავება მიიჩნია. ვარაუდობდნენ, რომ სამმხრივი

ფეხბურთი სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომუნიკაციას ხელს

შეუწყობდა. სპორტის ამ სახეობაში პირველი მატჩი 1993

წელს, გლაზგოში, ლონდონის ფსიქოგეოგრაფიულმა

ასოციაციამ მოაწყო. სამმხრივ ფეხბურთს ძირითადად

სხვადასხვა ფესტივალების დროს თამაშობენ.

განსაკუთრებით პოპულარული გახდა ინგლისში,

შოტლანდიაში, ავსტრიაში, სერბეთში, პოლონეთსა და

ბელორუსიაში.

Page 4: Fanebi com (3)

4

Page 5: Fanebi com (3)

5

Page 6: Fanebi com (3)

6

ინტერნეტ-პორტალმა teensdigest.com ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველაზე მდიდარი

ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ ვინ

რამხელა კაპიტალი კარიერის განმავლობაში დააგროვა.

X ადგილი – სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“) – 24

მილიონი ფუნტ სტერლინგი:

დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს ყოველდღიური

ჯამაგირი დაახლოებით 200 ათას ფუნტს შეადგენს.

აგუერო მადრიდის „ატლეტიკოდან“ „მანჩესტერ სიტიში“

2011 წელს გადაბარგდა. მაშინ მისი ახალი

თანაკლუბელების ნაწილი სერხიოს მაღალი საფასურის

გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა, მაგრამ მოგვიანებით

ყველა დარწმუნდა, რომ აგუერო „ქალაქელებისთვის“

თითქმის შეუფასებელი მოთამაშეა.

IX ადგილი – იაია ტურე („მანჩესტერ სიტი) – 25 მილიონი

ფუნტ სტერლინგი:

იაია „სიტიში“ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს –

კვირაში დაახლოებით 210 ათასს. გასულ წელს ტურემ

„ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე

გაახანგრძლივა, ტრანსფერის გამოსასყიდ გრაფაში კი 45

მილიონი ფუნტი ჩაიწერა. კოტ დივუარელი

ნახევარმცველი ინგლისის ვიცე-ჩემპიონის ყველაზე

მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ეს არც არის

გასაკვირი, ის ამ დრომდე რჩება გუნდის ერთ-ერთ მთავარ

ფიგურად.

VIII ადგილი – ფერნანდო ტორესი („ჩელსი“) – 26

მილიონი ფუნტ სტერლინგი:

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტორესის

ტრანსფერში გახანრჯულ თანხას (50 მლნ. ფუნტი)

ლონდონური კლუბის მიერ უყაირათოდ მოხმარებულ

ხარჯთა შორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია,

მაგრამ ამით ყველაფერი არ შემოიფარგლება. ესპანელი

თავდამსხმელი კვირაში 210 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, ელ ნინიოს კომპანიებთან – „ადიდასთან“ და

„პეპსისთან“ ოდენ ხეირიანი სასპონსორო

ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. „პენსიონერთა“

ბევრი ქომაგისთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდება ასეთი

ხარჯიანი და არცთუ ისე სასარგებლო მოთამაშე „ჩელსის“.

VII ადგილი – რაიან გიგზი („მანჩესტერ იუნაიტედი) – 27

მილიონი ფუნტ სტერლინგი

უელსელი ფეხბურთელი ახლა გაცილებით

ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე - კარიერის პიკში, თუმცა

გიგზი ამ დრომდე რჩება პრემიერლიგის ყველაზე მდიდარ

მოთამაშეთა შორის. „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული

20-წლიანი კარიერის შემდეგ, მან საკმაოდ დიდ

კაპიტალსაც მოუყარა თავი. მართალია, გიგზის ჯამაგირი

ახალგაზრდა თანაკლუბელთა ხელფასის ფონზე

გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ 40

წლის ფეხბურთელისთვის კვირაში 75 ათასი ფუნტი ურიგო

თანხა ნამდვილად არ არის.

VI ადგილი – სტივენ ჯერარდი („ლივერპული“) – 29

მილიონი ფუნტ სტერლინგი

Page 7: Fanebi com (3)

7

სტივი ჯი „ლივერპულს“ ათ წელზე მეტია

ლიდერობს. მას სრულიად სამართლიანად უწოდებენ

კლუბის ცოცხალ ლეგენდასა და თავისი თაობის ერთ-ერთ

გამორჩეულ ფეხბურთელს. სხვა ტოპ-კლუბებისგან

ინტერესის გასანეიტრალებლად „ენფილდროუდელთა“

ხელმძღვანელობა ხშირად აფორმებდა კაპიტანთან

მისთვის მეტად მომგებიან კონტრაქტს. გასულ წელს

ჯერარდმა მერსისაიდულ კლუბთან ახალი

ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც კარიერის

დასრულებამდე ვადაში იქნება.

V ადგილი – ჯონ ტერი („ჩელსი“) – 29 მილიონი ფუნტი

სტერლინგი

შეიძლება ითქვას, რომ ტერი ჯერარდის

ლონდონური ანალოგია. „პენსიონერთა“ კაპიტანი

„სტემფორდ ბრიჯზე“ 1998 წლიდან თამაშობს და მის

თვალწინ ჩამოყალიბდა „ჩელსი“ ევროპის ერთ-ერთ

წამყვან კლუბად. ტერის კლუბთან მოქმედი

ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება,

მაგრამ ნისლიან ალბიონზე ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის

„ჩელსისთან“ კიდევ უფრო მომგებიან კონტრაქტს

გააფორმებს.

IV ადგილი – ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“) – 31 მილიონი

ფუნტი სტერლინგი

„ჩელსის“ კიდევ ერთი ვეტერანი 2013 წელს კლუბის

საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფრენკი „პენსიონერთა“

ღირსებას 2001 წლიდან იცავს და მთელი ამ ხნის

განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ ყველაზე

მაღალანაზღაურებად მოთამაშედ ითვლება, რაც

„ჩელსის“ ლამპარდის პოტენციური მყიდველების

მოგერიებაში ეხმარება. გასულ წელს ფრენკმა

ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასიც

მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

III ადგილი – რიო ფერდინანდი („მანჩესტერ იუნაიტედი“) –

37 მილიონი ფუნტი სტერლინგი

რიო „ოლდ ტრაფორდზე“ 2002 წელს გადავიდა და

მოკლე პერიოდში ინგლისის ყველაზე ძვირადღირებულ

ფეხბურთელად და ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ

მცველად იქცა. მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება

„წითელი ეშმაკების“ მიერ ბოლო ათწლეულში მიღწეულ

წარმატებებს. გარდა ყოველკვირეული ჯამაგირისა,

ფერდინანდი თავისივე გაყიდული საკლუბო

მაისურებიდან შემოსული თანხიდანაც იღებს გარკვეულ

პროცენტს.

II ადგილი – სამუელ ეტოო („ჩელსი“) – 37 მილიონი ფუნტი

სტერლინგი

„ჩელსის“ კამერუნელმა ლეგიონერმა მახაჭკალის

„ანჟიში“ თამაშის პერიოდში მნიშვნელოვანი კაპიტალი

დააგროვა. დაღესტნის დედაქალაქის კლუბში

ასპარეზობის დროს ეტოო წელიწადში 16,5 მილიონ

ფუნტს გამოიმუშავებდა, რაც იმ დროისთვის მას პლანეტის

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს

ანიჭებდა.

Page 8: Fanebi com (3)

8

I ადგილი – უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი

რუნის შემოსავალი 2010 წლიდან მნიშვნელოვნად

გაიზარდა. გემახსოვრებათ, იმ პერიოდში ინგლისელი

ფორვარდის „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგების შესახებ

ხმა დაირხა, რამაც ალექს ფერგიუსონი საკმაოდ შეაშინა

და რუნის კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი დაუნიშნა –

250 ათასი კვირაში. გარდა ამისა, ინგლისელი

თავდამსხმელი ფულს ფეხბურთს გარეშეც შოულობს:

მომგებიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული კომპანია

„ნაიკთან“. რუნი არაერთხელ აღიარეს მისი თაობის

ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე პოპულარულ

მოთამაშედ.

Europe-Bet-ის და Fanebi.Com-ის ახალი კონკურსი

მოიგეთ ფულადი პრიზები მოგეხსენებათ, ინტერნეტ-პორტალი Fanebi.Com-ი

აქტიურად თანამშრომლობს ტოტალიზატორ Europe-Bet-

თან. ისინი ერთობლივად გთავაზობენ ახალ, საინტერესო

და, რაც მთავარია, მომგებიან კონკურსს!

Fanebi.com-ი ყოველთვის ცდილობს, თავისი

მომხმარებელი წაახალისოს და სხვა საფეხბურთო ვებ-

საიტებისგან განსხვავებით, მათზე იზრუნოს. ამიტომაც,

ცოტა ხნის წინათ შეიქმნა მომხმარებლისთვის საჩუქრად

დასარიგებელი 200-ლარიანი ფონდი.

ამჯერად კი, ინტერნეტ-პორტალმა Fanebi.com-მა

Europe-Bet-თან ერთად თავისი მომხმარებლისთვის კიდევ

ერთი შესანიშნავი პროექტი დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ ამ ტოტალიზატორმა

სპეციალურად Fanebi.com-ის მომხმარებლის

წახალისებისთვის თანხა გამოჰყო და შესაბამისად,

ყოველკვირეულად გარკვეულ მატჩებზე სპეციალური

კონკურსი ეწყობა. თქვენი ამოცანა მატჩების საბოლოო

ანგარიშის ზუსტი გამოცნობაა, გამარჯვებულებს კი Europe-

Bet-ის დეპოზიტებზე 5 ან 10 ლარი ერიცხებათ.

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ

კონკურსებში, საჭიროა, იყოთ ჩვენს ვებ-გვერდზე

რეგისტრირებული და იყოთ აქტიური მომხმარებელი,

თვალი ადევნოთ ჩვენს სიახლეებს.

პორტალ Fanebi.com-ზე სიახლის სახით ქვეყნდება

საკონკურსო მატჩი. შესაბამისად, შედიხართ აღნიშნული

მატჩის გვერდზე და კომენტარების სისტემის მეშვეობით

აღნიშნული შეხვედრის გვერდზე უშუალოდ წერთ ჯერ

Europe-bet.com-ს, ხოლო შემდეგ თქვენს ზუსტ პროგნოზს.

სავალდებულოა, რომ თქვენი Europe-Bet-ის პინი

მითითებული გქონდეთ თქვენი პროფილის ველში - „ჩემს

შესახებ“.

კონკურსის თვიური ლიმიტი 1000 ლარია, მის

ფარგლებში კი უკვე 95 ლარია გაცემული.

რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჟურნალისტები: დიტო ჭიჭინაძე, ბექა დოგრაშვილი

2014 წლის 26 იანვარი თბილისი, საქართველო (Fanebi.Com)

www.facebook.com/Fanebi.Journal