ბ რ ძ ა ნ ე ბ აpoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/legal_acts/... ·...

21
საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 121 22 თებერვალი 2014 სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის #975 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად : 1. თანდართული სახით დამტკიცდეს „სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და დამტკიცების წესი“ (დანართი N1, N2, N3, N4, N5, N6). 2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. რექტორი ნუკრი გელაშვილი

Transcript of ბ რ ძ ა ნ ე ბ აpoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/legal_acts/... ·...

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს

აკადემიის რექტორის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

# 121 22 თებერვალი 2014

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და

დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის

წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის

#975 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების

თანახმად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თანდართული სახით დამტკიცდეს „სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საგანმანათლებლო

პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და დამტკიცების წესი“ (დანართი N1, N2, N3, N4, N5, N6).

2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

რექტორი ნუკრი გელაშვილი

დანართი N 1

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და დამტკიცების წესი

1. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი

1.1. საგანმანათლებლო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების მისიას.

1.2. საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში პროგრამა) უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მინიმალურ

მოთხოვნებს და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) პროგრამის სახელწოდება;

ბ) სწავლების საფეხური;

გ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია;

დ) პროგრამის ხელმძღვანელი;

ე) პროგრამის მოცულობა კრედიტებით;

ვ) სწავლების ენა;

ზ) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების

გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე;

თ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა;

ი) სწავლის შედეგი;

კ) სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები (აქტივობები).

ლ) სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა;

მ) სასწავლო გეგმა, სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით;

ნ) სწავლის შედეგების რუკა.

1.3. პროგრამას თან უნდა ახლდეს:

ა) სასწავლო კურსის სილაბუსები;

ბ) ინფორმაცია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის შესახებ;

გ) ინფორმაცია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ;

დ) პროგრამის დამტკიცების აქტი;

ე) პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის ფინანსური გეგმა;

2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია

2.1. პროგრამის სახელწოდება და მისანიჭებელი კვალიფიკაცია შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.

2.2. პირველი საფეხურის კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს - „ბაკალავრი“, შესაბამისი

მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. (რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594

ბრძანება)

3. პროგრამის მოცულობა კრედიტებით (რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება)

3.1. საბაკალავრო პროგრამის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 240 კრედიტის ოდენობით, ხოლო ქართულ

ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა 60 კრედიტით. (რექტორის 2015 წლის 27 თებერვლის N111 ბრძანება)

3.2. სამაგისტრო პროგრამის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 120 კრედიტის ოდენობით.

3.3. სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში (შემდგომში - აკადემია) შეიძლება შემუშავებულ იქნას საბაკალავრო

პროგრამა, რომლის მოცულობა აღემატება 240 კრედიტს, მაგრამ არაუმეტეს 300 კრედიტისა და სამაგისტრო

პროგრამა, რომლის მოცულობა აღემატება 120 კრედიტს, მაგრამ არაუმეტეს 150 კრედიტისა.

3.4. აკადემიაში აკადემიური წელი შედგება ორი სასწავლო სემესტრისაგან.

3.5. აკადემიური წლის განმავლობაში სტუდენტის დატვირთვა უნდა მოიცავდეს საშუალოდ 60 კრედიტს. ერთი

კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25 საათის განმავლობაში.

3.6. აკადემიაში ყველა სასწავლო კურსი არის ერთსემესტრიანი.

3.7. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტი შეიძლება იყოს:

ა) სპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსი;

ბ) სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსი;

გ) არასპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსი;

დ) არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსი;

3.8. სპეციალობის და არასპეციალობის ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსების თანაფარდობა დგინდება

შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.

3.9. პროგრამაში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის მიერ ასათვისებელი ძირითადი და არჩევითი სასწავლო

კურსების კრედიტების რაოდენობა.

3.10. პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდების

(აქტივობების) და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოფდეს ამ კომპონენტით

დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას.

4. სწავლების ენა

4.1. პროგრამაში უნდა მიეთითოს რომელ ენაზე ხორციელდება შესაბამისი პროგრამა;

4.2. უცხოურ ენაზე დასაშვებია საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული სასწავლო კომპონენტების შეთავაზება,

მისი გავლის წინაპირობად უცხოური ენის ფლობის დადგენა ან /და გამოსაყენებელი ლიტერატურის უცხოურ

ენაზე მითითება.

5. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

5.1. პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის უნარებისა და

ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების

მიღწევას.

5.2. დაშვების წინაპირობის განსაზღვრის მიზანია პირის წინასწარი კომპეტენციების იდენტიფიცირება, რათა

შესაძლებელი იყოს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა.

5.3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

სწავლის უფლების მოპოვების წინაპირობები განისაზღვრება შესაბამისი პროგრამებით. (რექტორის 2015 წლის 27 თებერვლის N111 ბრძანება)

6. სწავლის შედეგები

6.1. სწავლის შედეგებში განისაზღვრება თუ რა უნდა იცოდეს (ცოდნა და გაცნობიერება), რისი გაკეთება უნდა

შეეძლოს (ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, დასკვნის კომუნიკაციის და სწავლის უნარები) და რა

ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს პროგრამის დასრულების შემდეგ.

6.2. სწავლის შედეგებში აისახება ზოგადი (ტრანსფერული) და დარგობრივი კომპეტენციებით, უმაღლესი

განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღწერისა და კონკრეტული დარგობრივი

მახასიათებლის შესაბამისად.

7. სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები (აქტივობები)

სწავლის/სწავლების მეთოდები (აქტივობები) შესაბამისობაში უნდა იყოს პროგრამის კომპონენტების

შინაარსობრივ მხარესთან. ასევე უნდა იძლეოდეს კონკრეტული კომპონენტის სწავლის შედეგების მიღწევის

და შემოწმების საშუალებას.

8. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

აკადემიაში მოქმედებს სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც

შეესაბამება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის N3 ბრძანებით დადგენილ

მოთხოვნებს. შეფასების სისტემას არეგულირებს „სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში უმაღლეს

საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“. (რექტორის 2014 წლის 06

ოქტომბრის N594 ბრძანება)

9. სასწავლო გეგმა

9.1. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ყველა კომპონენტს, რომელშიც ხდება

კრედიტების მინიჭება.

9.2. კომპონენტის მითითებისას აღინიშნება: აკადემიის მიერ მინიჭებული კოდი, სახელწოდება, მოცულობა

კრედიტებით, სემესტრი, წინაპირობა, სტუდენტის დატვირთვის სახეები (ასტრონომიულ საათებში).

სასწავლო გეგმაში სემესტრების მითითება სტუდენტს საკუთარი პროფილის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

სასწავლო კურსების სემესტრების მიხედვით განაწილება პირობითია და მისი ერთადერთი მიზანია

სტუდენტისათვის წლიური დატვირთვის გეგმის შედგენის ხელშეწყობა.

9.3. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) შეიძლება მოიცავდეს:

ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ ან ლაბორატორიულ მეცადინეობას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო, და საწარმოო პრაქტიკას;

დ) გამოცდების ჩაბარებას; (რექტორის 2014 წლის 06 მარტის N140 ბრძანება)

ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (სამაგისტრო ან სასემინარო ნაშრომზე) მუშაობას;

ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას;

ზ) სხვა დატვირთვას რომლითაც მიიღწევა სწავლის შედეგები (დანართი N2)

9.4. სასწავლო გეგმაში მითითებული არჩევითი საგნების კრედიტების რაოდენობის ჯამი უნდა აღემატებოდეს

არჩევითი საგნებისთვის პროგრამით გათვალისწინებულ საერთო რაოდენობას.

10. სწავლის შედეგების რუკა

სწავლის შედეგების რუკა მოიცავს პროგრამის ყველა კომპონენტს და მათ ურთიერთმიმართებას პროგრამით

გათვალისწინებულ კომპეტენციებთან. (დანართი N3)

11. სასწავლო კურსის კოდი (რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება)

11.1. თითოეულ სასწავლო კურსს გააჩნია სამი/ოთხი ლათინური ასოსგან შემდგარი აბრევიატურა და სამი

ციფრისგან შემდგარი კოდი.

11.2. საბაკალავრო პროგრამაზე:

11.2.1. სპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა „LBM”, სადაც L

ნიშნავს სამართალს (Law), B ნიშნავს ბაკალავრს (Bachelor), M ნიშნავს ძირითადს (Main).

11.2.2. სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა „LBE”, სადაც L ნიშნავს

სამართალს (Law), B ნიშნავს ბაკალავრს (Bachelor), E ნიშნავს არჩევითს (Elective).

11.2.3. არასპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა „NSBM”, სიდანაც

N არის უარყოფითის ნაწილაკი „არა“ (Non), S ნიშნავს სპეციალობას (Speciality), B ნიშნავს ბაკალავრს

(Bachelor), M ნიშნავს ძირითადს (Main).

11.2.4. არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა „NSBE”, სიდანაც N

არის უარყოფითის ნაწილაკი „არა“ (Non), S ნიშნავს სპეციალობას (Speciality), B ნიშნავს ბაკალავრს

(Bachelor), E ნიშნავს არჩევითს (Elective).

11.2.5. სპეციალობის და არასპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსების შემთხვევაში გამოიყენება სამი ციფრი,

რომელთაც ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა, პირველი ციფრი აღნიშნავს სემესტრს, შემდეგი ორი ციფრი

სასწავლო კურსის კოდია და იწყება 01-ით.

11.2.6. სპეციალობის და არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების შემთხვევაში გამოიყენება სამი ციფრი,

რომელთაც ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა, პირველ ციფრად გამოიყენება 0, რომელიც აღნიშნავს, რომ

სასწავლო კურსი არჩევითია და არ გააჩნია სემესტრთან ბმა, შემდეგი ორი ციფრი სასწავლო კურსის კოდია

და იწყება 01-ით.

11.3. სამაგისტრო პროგრამაზე:

11.3.1. სპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა “PRLM”, სადაც P

ნიშნავს საპოლიციოს (Police), R ნიშნავს რეგულირებას (Regulation), L ნიშნავს სამართალს (Law), M ნიშნავს

ძირითადს (Main).

11.3.2. სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა “PRLE”, სადაც P

ნიშნავს საპოლიციოს (Police), R ნიშნავს რეგულირებას (Regulation), L ნიშნავს სამართალს (Law), E ნიშნავს

არჩევითს (Elective).

11.3.3. არასპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა “NSM”, საიდანაც N

არის უარყოფითის ნაწილაკი „არა“ (Non), S ნიშნავს სპეციალობას (Speciality), M ნიშნავს ძირითადს (Main).

11.3.4. სპეციალობის და არასპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსების შემთხვევაში გამოიყენება სამი ციფრი,

რომელთაც ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა, პირველი ციფრი აღნიშნავს სემესტრს, შემდეგი ორი ციფრი

სასწავლო კურსის კოდია და იწყება 01-ით.

11.3.5. სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების შემთხვევაში გამოიყენება სამი ციფრი, რომელთაც ენიჭებათ

შემდეგი მნიშვნელობა, პირველ ციფრად გამოიყენება 0, რომელიც აღნიშნავს, რომ სასწავლო კურსი

არჩევითია და არ გააჩნია სემესტრთან ბმა, შემდეგი ორი ციფრი სასწავლო კურსის კოდია და იწყება 01-ით.

11.4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოიყენება კოდი “GEO” სამნიშნა რიცხვით,

სადაც პირველი „1“ აღნიშნავს სასწავლო წელს, ხოლო დანარჩენი ორი ციფრი წარმოადგენს საგნის ნომერს

და იწყება „01“-დან. (რექტორის 2015 წლის 27 თებერვლის N111 ბრძანება)

12. ადამიანური რესურსი

12.1. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია ადამიანური რესურსით რომელშიც

შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური და დამხმარე პერსონალი.

12.2. პროგრამის განხორციელებაში ჩართული თითოეული პირი თავად ფლობს შესაბამისი კომპონენტის

სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელ კომპეტენციას. აღნიშნული შეიძლება დადგინდეს ამ

პირის აკადემიური ხარისხით, ან პროფესიული ნიშნით.

12.3. პროგრამას თან უნდა დაერთოს მონაცემები შესაბამისი კომპეტენციის მქონე აკადემიური პერსონალის

შესახებ ( დანართი N4).

13. პროგრამის ხელძღვანელი

13.1. პროგრამის ხელმძღვანელია პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროგრამის მომზადებას და

განხორციელებას. იგი წარმოადგენს სტუდენტებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოსთან

ძირითად საკონტაქტო პირს პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

13.2. პროგრამის ხელმძღვანელი შეისწავლის პროგრამის განვითარების შესაძლებლობებს და გამოდის მისი

დახვეწა-სრულყოფის ინიციატივით.

14. პროგრამის ფინანსურის უზრუნველყოფა

პროგრამას უნდა დაერთოს პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის

გეგმა, რომელიც წარმოადგენს აკადემიის ბიუჯეტის ნაწილს.

15. მატერიალური რესურსი

15.1. პროგრამას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია მისი განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური

რესურსის შესახებ, რომელიც იძლევა პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების

მიღწევის შესაძლებლობას.

16. პროგრამის შემუშავებისას დაინტერესებული მხარეების კვლევა

პროგრამის განხორცილების ეტაპების შეფასების და უკუკავშირის მიღების მიზნით პროგრამის განვითარების

პროცესში ჩართული უნდა იყვნენ დაინტერესებული მხარეები (პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,

პოტენციური დამსაქმებლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა.)

17. პროგრამის განხილვა

17.1. აღნიშნული წესის დაცვით შემუშავებული პროგრამა განიხილება სამართლის სკოლის საბჭოს სხდომაზე.

გადაწყვეტილება პროგრამის შემდგომ ეტაპზე წარდგენის შესახებ ფორმდება ოქმის სახით. (რექტორის 2014

წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება)

18. პროგრამის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან

18.1. სკოლის მიერ მომზადებული პროგრამა ექსპერტიზისთვის გადაეცემა ხარისხის უზრუნველყოფის

სამმართველოს, რომელიც ამოწმებს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისობას დადგენილ

სტანდარტებთან (დანართი 5), პროგრამის შესაბამისობას საქართველოს ნორმატიულ აქტებთან, აკადემიის

მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან, პროგრამაში შემავალი კომპონენტების

თანამიმდევრულობას წინაპირობების გათვალისწინებით, სწავლის შედეგების მიღწევადობას პროგრამაში

ასახული მეთოდების (აქტივობების) საშუალებით და სხვა (დანართი 6).

18.2. ამ მუხლის 18.1. პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორცილების საფუძველზე ხარისხის

უზრუნველყოფის სამმართველო ადგენს დასკვნას.

18.3. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ წერილობით წარმოდგენილი დადებითი დასკვნის

შემთხვევაში პროგრამა გადაეცემა სამართლის სკოლის უფროსს, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს

აკადემიის რექტორს პროგრამის დასამტკიცებლად. (რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება)

18.4. სამმართველოს მიერ წერილობით წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა

გადაეცემა სამართლის სკოლის საბჭოს გადამუშავებისთვის. სამართლის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით

საგანმანათლებლო პროგრამის გადამუშავებულ ან პირველად ვარიანტს სამართლის სკოლის უფროსი

წარუდგენს აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად. (რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება)

19. პროგრამის დამტკიცება

პროგრამას ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

20. პროგრამაში ცვლილების შეტანა/გაუქმება

20.1. პროგრამაში ცვლილების შეტანა/გაუქმება ხდება წინამდებარე წესის შესაბამისად.

20.2. პროგრამის გადამუშავება უნდა ხდებოდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ ყოველი სასწავლო წლის ან

სემესტრის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. (რექტორის 2016 წლის 27 იანვრის N41 ბრძანება)

დანართი N 2

სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტი (სპეციალობის ძირითადი კურსები, სპეციალობის არჩევითი კურსები

საათების განაწილება

ECTS

კრედ

იტ

სემე

სტრ

ლექ

ცი

აზე

დას

წრ

ება,

სამ

უშა

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა,

პრ

აქტ

იკუ

ლ ა

ლაბ

ორ

ატო

რი

ულ

მეც

ადი

ნეო

ბა

დამ

ოუ

კიდ

ებელ

მეც

ადი

ნეო

ბა

სასწ

ავლ

ო დ

ა სა

წარ

მოო

პრ

აქტ

იკა

გამ

ოც

დებ

ის

ჩაბა

რებ

სასწ

ავლ

ო-ს

ამეც

ნიერ

ო ნ

აშრ

ომზ

მუშ

აობ

სულ

საა

თებ

ის

ოდ

ენო

ბა

№ კოდი სასწავლო კურსის დასახელება წინაპირობა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

დანართი N3

სწავლის შედეგის რუკა

სასწავლო კურსის

დასახელება

სწავლის შედეგი ცოდნა და

გაცნობიერება

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

დასკვნის

უნარი

კომუნიკაციის

უნარი

სწავლის

უნარი

ღირებულებები

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

20.

დანართი N4

საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პერსონალი

პროგრამის დასახელება -----------------------------------

N პროგრამის განხორციელებაში

ჩართული პერსონალის სახელი და

გვარი

დაკავებული

თანამდებობა

კვალიფიკაცია ხელშეკრულების

გაფორმების ან

თანამდებობაზე არჩევის

ვადა

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

20.

დანართი N 5

სსიპ - საქართველოს შსს აკადემია

სილაბუსის შეფასების ფორმა

სასწავლო კურსი:-----------------------------------------------------------------------------

ლექტორის გვარი, სახელი:------------------------------------------------------------------

1. სასწავლო კურსის სახელწოდება მითითებულია

ა) დიახ;

ბ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

2. სასწავლო კურსის ავტორი მითითებულია

ა) დიახ;

ბ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

3. სილაბუსში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულია

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

4. პროგრამის კომპონენტთა მიზანი მკაფიოდ არის ფორმულირებული

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

5. პროგრამის კომპონენტის შინაარსი, სწავლების მეთოდები (აქტივობები) და კრედიტების

მოცულობა უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნებისა და სწავლის

შედეგების მიღწევას

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

6. სწავლის შედეგები აღწერილია კვალიფიკაციის ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერისა

და კონკრეტული დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად (ასეთის არსებობის

შემთხვევაში)

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

7. პროგრამის კომპონენტის მიზნები შეესაბამება სწავლის შედეგებს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

8. სასწავლო კურსის ფორმატი შეესაბამება კურსის მიზნებს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

9. სასწავლო კურსში გამოყენებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები (აქტივობები)

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

10. სტუდენტის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია და შეესაბამება აკადემიის

მიერ დადგენილ მოთხოვნებს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

11. სტუდენტის შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს სილაბუსით განსაზღვრული

სწავლის შედეგების მიღწევას

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

12. პროგრამის კომპონენტის შესწავლის წინაპირობები შეესაბამება კურსის მიზანს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

13. კრედიტი ადეკვატურად ასახავს სტუდენტის დატვირთვას

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

14. თანაფარდობა სააუდიტორიო და დამოუკიდებელ მუშაობას შორის ოპტიმალურია

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

15. პროგრამის კომპონენტების შინაარსი შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და სწავლის

შედეგებს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

16. ლიტერატურა და ინფორმაციის სხვა წყაროები შეესაბამება კურსის მიზნებს

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

17. სილაბუსში წარმოდგენილია თანამედროვე ლიტერატურა

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

18. ხომ არ წარმოადგენს ეს სასწავლო კურსი სხვა კურსის დუბლირებას?

ა) არა;

ბ) დიახ (მიუთითეთ რომლის) ----------------------------------------------------------------

თუ ეს სასწავლო კურსი წარმოადგენს სხვა სასწავლო კურსის დუბლირებას

(გამომდინარე მისი შინაარსისა და სწავლის შედეგებთან), მაშინ ის უნდა დაუბრუნდეს

შესაბამის ფაკულტეტს რეაგირებისთვის.

რეკომენდაციები:

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

_________________________________________________

ხელმოწერა ________________________________________

თარიღი ________________________________________

დანართი N 6

სსიპ - საქართველოს შსს აკადემია

ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს დასკვნა

პროგრამის სახელწოდება _______________________

1. წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულე

შევსებულია ყველა პუნქტი

არ არის შევსებული შემდეგი პუნქტ(ებ)ი

ბოლომდე არ არის შევსებული შემდეგი

პუნქტ(ებ)ი

მიუთითეთ რომელი პუნქტებია შესავსები

______________________________________________________________________________

2. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისობა უმაღლესი განათლების ჩარჩოსთან

შეესაბამება

არ შეესაბამება

აღნიშნეთ, როგორი კვალიფიკაცია უნდა ყოფილიყო მითითებული

______________________________________________________________________________

3. პროგრამის მონაწილე ლექტორების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია შეესაბამება

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მიღწევას:

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

4. პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანამიმდევრობა და შემდგომ კომპონენტებზე

დაშვების წინაპირობები ლოგიკურია:

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

5. პროგრამის მიზნის ფორმულირების სიზუსტე

პროგრამის მიზანი მიმართულია სტუდენტის

კომპეტენციების გამომუშავებაზე

დიახ არა

პროგრამა ორიენტირებულია

კურსდამთავრებულის დასაქმებაზე

დიახ არა

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

6. შეესაბამება თუ არა პროგრამის მიზანი აკადემიის მისიას ?

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

7. მიღწევადია თუ არა პროგრამის მიზანი ?

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

8. აღწერილია თუ არა სწავლის შედეგები კვალიფიკაციის ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის

აღმწერისა და კონკრეტული დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად (ასეთის არსებობის

შემთხვევაში)?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

9. შეესაბამება თუ არა პროგრამის მიზანი სწავლის შედეგებს ?

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

10. უზრუნველყოფს თუ არა პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა დასახული მიზნებისა

და სწავლის შედეგების მიღწევას?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

11. უზრუნველყოფს თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაში აღწერილი სწავლის შედეგების

მიღწევის მეთოდები (აქტივობები) პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას ?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

12. პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს თუ არა კურსდამთავრებულის

კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე ?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

13.გაწერილია თუ არა სასწავლო გეგმაში სტუდენტთა დატვირთვა საათების მითითებით ?

ა) დიახ;

ბ) არა.

14. არსებობს თუ არა პროგრამის საგნებს შორის დუბლირება (ცალკეული საკითხების დონეზე)

?

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

15. სწავლის შედეგების რუკა

15.1 აღწერილი არის თუ არა თითოეული სასწავლო კურსის/პრაქტიკის/მოდულის გავლის

შედეგად მიღწეული კომპეტენციები ?

ა) დიახ;

ბ) არა.

16. არჩევითი სასწავლო კურსების რაოდენობა რელევანტურია:

ა) დიახ;

ბ) არა.

17. ECTS კრედიტის სისტემა

პროგრამა სწორად არის განაწილებული

დიახ არა

სასწავლო კურსებს ადეკვატურად აქვთ

მითითებული

დიახ არა

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

18. პრაქტიკა

პროგრამა არ ითვალისწინებს პრაქტიკას, რადგან

მას არ მოეთხოვება

პროგრამა არ ითვალისწინებს პრაქტიკას, თუმცა

მას მოეთხოვება

პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, თუმცა მას

არ მოეთხოვება

პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, რაც

აუცილებელია პროგრამით დასახული მიზნების

მისაღწევად

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

19. პრაქტიკის ბაზა

პარტნიორი დაწესებულება უზრუნველყოფს თუ

არა პრაქტიკის გავლას

დიახ არა

პარტნიორ დაწესებულებასთან გაფორმებულია

თუ არა შესაბამისი აქტი

დიახ არა

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

20. მატერიალური ბაზა უზრუნველყოფს თუ არა პროგრამის განხორციელებას?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

21. პროგრამის შემუშავების პროცესი

პროგრამა საჯაროდ განხილული არ არის

(დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი,

სტუდენტები, კურსდამთავრებულები)

პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა

მხოლოდ აკადემიური პერსონალი

პროგრამის დამტკიცების აქტი წარმოდგენილია

პროგრამის დამტკიცების აქტი წარმოდგენილი არ

არის

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

22. პროგრამას თან ახლავს თუ არა ყველა სასწავლო კურსის/პრაქტიკის/მოდულის სილაბუსი ?

ა) დიახ;

ბ) არა.

კომენტარი:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

23. პროგრამის განხორციელების ფინანსური გეგმა უზრუნველყოფს თუ არა პროგრამის მიზნის

მიღწევას ?

ა) დიახ;

ბ) ნაწილობრივ;

გ) არა.

24. პროგრამის კატალოგი

შევსებულია ყველა პუნქტი

არ არის შევსებული შემდეგი პუნქტ(ებ)ი

ბოლომდე არ არის შევსებული შემდეგი

პუნქტ(ებ)ი

25. შემაჯამებელი კომენტარები/რეკომენდაციები ( გთხოვთ, მიუთითოთ შენიშვნა, კომენტარი

ან რეკომენდაცია) :

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

_________________________________________________

ხელმოწერა ________________________________________

თარიღი ________________________________________

შეტანილი ცვლილებები:

1. რექტორის 2014 წლის 06 მარტის N140 ბრძანება 2. რექტორის 2014 წლის 06 ოქტომბრის N594 ბრძანება

3. რექტორის 2015 წლის 27 თებერვლის N111 ბრძანება

4. რექტორის 2016 წლის 27 იანვრის N41 ბრძანება

5. რექტორის 2017 წლის 08 სექტემბრის N2162814 ბრძანება