chemistry 25

download chemistry 25

of 3

Transcript of chemistry 25

  • 8/18/2019 chemistry 25

    1/3

    რკინ

      ქიმიური  სიმბოლო - Fe 

      მდებარეობა  ელემენტთა პერიოდულ   სისტემაში  - IV

    პერიოდის VIIIბ ჯგუფი 

      ფარდობითი ატომური მასა - Ar(Fe)=56

     

    ატომბირთვის მუხტი +26   ელექტრონული ფორმულა 1S22S22P63S23P63d64S2 

      ელექტრონულ-გრაფიკული ფორმულა 

    n=4

    n=3

    n=2

    n=1

      ჟანგვის დამახასიათებელი რიცხვი - +2, +3, იშვიათად +6. 

      არსებობს მარტივი ნივთიერების  სახით - ფორმულით Fe. 

     

    ფარდობითი მოლეკულური მასა Mr(Fe)=56.

    ფიზიკური თვისებები 

     სუფთა რკინა კომპაქტურ მდგომარეობაში მოვერცხლისფრო-თეთრი პლასტიური

    მეტალია.  პირობების მიხედვით მას  შეუძლია ოთხი ალოტროპიული მოდიფიკაციის 

     სახით  არსებობა: α -Fe, რომელიც  მდგრადია 768°C-მდე; β-Fe მდგრადია  768-906°C-ის,

    γ-Fe 906-1401°C-ის და δ-Fe 1401-1536°C-ის ინტერვალში.

    ჩვეულებრივ პირობებში რკინა არსებობს α -მოდიფიკაციის სახით, რომელიც

    მაგნიტური თვისებებით ხასიათდება. 

    ბუნებ ში გ ვრცელებ

    რკინა  ისტორიამდელ  მეტალთა  რიცხვს  მიეკუთვნება. იგი  ადამიანებისათვის 

    ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  იყო  ცნობილი. გავრცელებული  მოსაზრების  მიხედვით,

    მადნებიდან  მეტალური  რკინა  პირველად  კავკასიაში  იქნა  მიღებული  და  სიტყვა 

    რკინის  ეტიმოლოგიის   შესახებაც  არსებობს  ვარაუდი, რომ  იგი  ლაზური 

    წარმოშობისაა და  „ცას” ნიშნავს. ჩვენი წინაპრების წარმოდგენით ცა რკინისგან იყო 

    “გადახურულ-მოჭედილი”.

    მადნებიდან  რკინის  პრიმიტიული  წარმოება  ემყარებოდა  მიწის  ორმოებში  ან თიხის  ღუმელებში  მისი  მადნების  ხის  ნახშირთან  გახურებას.  რკინის  წარმოებაში 

    მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა  ხის ნახშირი კოქსმა  შეცვალა, რომელსაც 

    აღმდგენლის  გარდა   სათბობის  ფუნქციაც  დაეკისრა,  ხოლო  XIX  საუკუნეში  უკვე 

    ფოლადის წარმოების მეთოდები იქნა დამუშავებული.

    რკინა ბუნებაში  ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული  ელემენტია. ამ  მხრივ ის 

    მხოლოდ  ჟანგბადს,  სილიციუმს  და  ალუმინს  ჩამორჩება. დედამიწის  ქერქში 

     შემცველობის  მხრივ  კი რკინა მეტალებს   შორის   მხოლოდ  ალუმინს  ჩამორჩება. 

    დედამიწის  მთელი   სფეროს  მასშტაბით  რკინა  ყველაზე  გავრცელებული  ელემენტია,

    რადგან  ვარაუდობენ, რომ  დედამიწის ცენტრში  არსებობს გავარვარებული  მაგმა,  რომელიც 

    26

    Fe 

    რკინა 

    56

  • 8/18/2019 chemistry 25

    2/3

    რკინა-ნიკელის ნაერთებისაგან  შედგება. თავისუფალი  სახით რკინა ბუნებაში იშვიათად 

    არის. იგი ძირითადად მეტეორიტებში  შედის ნიკელთან  შენადნობის  სახით (5-10%  -

    Ni).

    რკინის ყველაზე ტიპური მინერალებია: Fe3O4 - მაგნიტური რკინაქვა,  შავი ფერის 

    კუბური  კრისტალები  მეტალური  ბზინვით;  Fe2O3  - ჰემატიტი  (წითელი  რკინაქვა),

    რომბული კრისტალები, ლიმონიტი Fe2O3•H2O, სიდერიტი  FeCO3, არსენოპირიტი FeAsS,

    პირიტი FeS2 და ა. შ. 

    ალქიმიკოსები რკინას უკავშირებდნენ მარსის - ომის ღმერთის  სახელს და მას პლანეტა მარსის  სიმბოლოთი აღნიშნავდნენ.

     სისხლის ჰემოგლობინი  შეიცავს Fe2+ იონს. რკინას შეიცავს  აგრეთვე ხილი.

    ქიმიური

     

    თვის ი 

     სუფთა  რკინა  ჰაერზე  მდგარადია. კოროზიას  ადვილად  განიცდის  მინარევებიანი რკინა.

    1.  ოთახის  ტემპერატურაზე  რკინა  რეაგირებს ჰაერის  ჟანგბადთან  და  ტენთან  მურა 

    წითელი ჟანგის წარმოქმნით:

    Fe + O2 + nH2O→ Fe2O3 .nH2O ხოლო მაღალ ტემპერატურაზე რკინა ჟანგბადთან წარმოქმნის რკინის (II, III) ოქსიდს:3Fe + 2O2 → Fe3O4 

    2.  ოთახის  ტემპერატურაზე  რკინა  რეაგირებს  განზავებულ  მარილმჟავასთან  რკინა(II)-ისქლორიდის წარმოქმნით:

    Fe + 2HCl→ FeCl2 + H2 ↑ 

    ცივი კონც. აზოტმჟავა და კონც. გოგირდმჟავა მას აპასიურებს. 3.  მაღალ  ტემპერატურაზე  რკინა  რეაგირებს ქლორთან  რკინა(III)-ის ქლორიდის

    წარმოქმნით:2Fe + 3Cl2 → 2FeCl3

    4.  მაღალ  ტემპერატურაზე  რკინა  რეაგირებს გოგირდთან  და წარმოქმნის რკინა(II)-ის სულფიდს:

    Fe + S→ FeS

    გ მოყენე

    რკინის   შენადნობებიდან  ყველაზე  დიდი  გამოყენება  აქვს  თუჯს  და  ფოლადს.

    თუჯი  რკინის   შენადნობია  ნახშირბადთან, გოგირდთან, ფოსფორთან,  სილიციუმთან,

    მანგანუმთან.

    რკინაზე  მეტად   სახალხო  მეურენეობაში  გამოიყენება  მისი   შენადნობები: თუჯი  და ფოლადი. რკინის  ხანა ჯერ კიდევ ჩვ.წ.ა-მდე IX-VII საუკუნეებში დაიწყო. ერთ-ერთი  ვერსიის თანახმად, თვით   სიტყვა  ქიმიის  წარმოშობაც  კი  მეტალებისა  და  მათი   შენადნობების წარმოებასთანაა დაკავშირებული.

     საქართველოს  ტერიტორიაზე  რკინა  ძველი  წელთაღრიცხვის  II ათასწლეულის  II ნახევრიდან  იწარმოებოდა( სარკინეთი, დმანისი, წედისი).  საქვეყნოდ განთქმული იყო  ხალიბური ფოლადი.

    რკინის(II,III)  ოქსიდი  Fe3O4 

     შერეული  ოქსიდია.  მას  რკინის   ხენჯს 

    უწოდებენ  და  ბუნებაში  გვხვდება  მინერალ  მაგნეტიტის  სახით.  იგი  კარგად  ატარებს  დენს, 

    ამიტომ იყენებენ ელექტროდების დასამზადებლად. 

    ამრიგად, განვიხილეთ პნიკტოგენები ს მნიშვნელოვანი წარმომადგენელი აზოტი და მისი

  • 8/18/2019 chemistry 25

    3/3

    თვისებები. შემდეგ გაკვეთილზე გავეცნობით ელემენტ ნახშირბადს.

    გისურვებთ წარმატებებს! 

    http://sites.google.com/site/wikilearningscience/the-team/7 somxuri perioduli