4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

122
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ _ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ'' მმმმმმმ აააააააააა აააააააა ააააა ააააააა აა აააა ააააააა, აააააა ააააა, აააააა აააა ააააააააააა _ აააააააა ააააააააა აა აააა ააააა ააააააა ააააააა აააა ააააააა. ააააააა აააა აა ააააააა ააააააააააა _ ააააა ააააააააააა აააააააა. აააა ააააა ააააააააააა. ააააააა, აააააააა აააააა აააააა, აააა აა... აააა აააააააააა აააააააააა ააააა, ააა ააააააა, აააა ააააა აააააააა. აააააა ააააააა აააააააააააა _ აა ააააააა, ააააააააააა, აააააა აააააააააა აააააა ააააა _ აააააა ააააა აააააააა, აააააააა აააააააააა. ააა ააააააა. ააა, ააა ააა აა ააააააააააა 90 აააა აააააააა?! ააააა აააააააააააა ააა აააააააა აააააა _ ააააააააააააა აააააააა ააააააა ააააააა. ააააა, აააააააა ააააა აააა აააააააააა აააააა აა აააააააა აააააააა აააააააა აააააააააააააა. ააააა ააააააა აააააააა აააააააა ააააააააა, ააააააა აააააააა ააააა აააააააააააა... ააა ააააა ააააააააააააა, ააა ააააააა, ააააააააააააა აააააა ააა ააააააა ააააა, აააააა ააააააააააა ააააააა აააააააა აააააააააა, აააააააა ააააააა აააა ააააააა. აააა ააააა აააა აააააა, ააააა ააააა ააააააა.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „ემიგრანტის სამაჯური“. სერიიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“. წიგნი მეოთხე

Transcript of 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

Page 1: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

ემიგრანტის სამაჯური

მეოთხე დეტექტიური რომანი ციკლიდან _ ,,დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში''

ბრეტანი

ალექსანდრე გოკიელმა თვალი გაახილა და დედა დაინახა, ზუსტად ისეთი, როგორც ძველ ფოტოსურათზე _ გაქცეული წარბებითა და მონა ლიზას იდუმალი ღიმილით თხელ ტუჩებზე. ცოცხალი დედა არ უნახავს ალექსანდრეს _ მასზე მშობიარობას გადაჰყვა. მამა დედას ამსგავსებდა. ოდესღაც, შეიძლება მართლა ჰგავდა, ახლა კი... ახლა ჩვეულებრივ მომაკვდავს ჰგავს, რომ იტყვიან, ცალი ფეხით სამარეში. ოჯახის წევრები ამხნევებდნენ _ ნუ გეშინია, გამოძვრებიო, მაგრამ ალექსანდრე ზუსტად იცოდა _ რაკიღა დედამ მოაკითხა, სიკვდილი გარდუვალია. არც ეშინოდა. აბა, ცას ხომ არ გამოეკერება 90 წლის ბერიკაცი?!

დედის გამოცხადებას წინ ბიძამისი უძღოდა _ თეთრგვარდიელი გენერალი ყარამან გოკიელი. ვითომ, მდინარის გაღმა იდგა ცხენოსანთა პოლკით და რიხიანად გასცემდა საბრძოლო განკარგულებებს. მზეზე ლაპლაპი გაუდიოდა ოქროსფერ ეპოლეტებს, მედიდურ ქილვაშზე ნიავი დასთამაშებდა... ისე მხნედ გამოიყურებოდა, ისე ცოცხლად, ალექსანდრესაც მოუნდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ რამდენჯერაც შეეცადა მდინარის გადალახვას, იმდენჯერ დინებამ უკან წამოიღო.

ესეც კიდევ ერთი ნიშანი, ოღონდ უკანა რიცხვით.

სიკვდილი კი აგვიანებდა. უფრო სწორედ, სადღაც ახლომახლო ტრიალებდა და გარდაცვლილი წინაპრებით აშანტაჟებდა. არა უშავს, ოდესმე ხომ დასდევს პატივს.

ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი განვლილ ცხოვრებას, იქნებდა რამე გამორჩა...

Page 2: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

შთამომავლობის წინაშე პირნათელია. ანდერძი ჯერ კიდევ ჟულიეტის სიცოცხლეში დაწერა, მისივე ლოცვა-კურთხევით და სეიფში შეინახა. სეიფი აქვეა, საძინებელ ოთახში, ოსტატურად შენიღბული ნახატის უკან. ვრუბელის `დემონი~ ზეთში. მჯდომარე ვარიანტი. ტრაგიკულად გადაჭდობილი ხელებითა და სივრცეში მიმართული სევდიანი მზერით. ასლი. ორიგინალს ვინ მიაშავებდა? თუმცა ყარამან ბიძია პირადად იცნობდა რუსული მოდერნის მამას მიხაილ ვრუბელს. `დემონი~ ცოლის ახირება იყო. რატომ უყვარდა ჟულიეტს ეს შიშველტორსიანი მისტიკური პერსონაჟი, ალექსანდრემ არ იცოდა. მგონი ჟულიეტმაც არ იცოდა. დაინახა, შეუყვარდა, შეიძინა. ჯიუტი ქალი იყო ცხონებული, თავისნათქვამა... მაგრამ წინდახედული, ოოო, ძალზე წინდახედული. ისე არ მოკვდა, ვიდრე ქმარს ანდერძის დაწერა არ გამოსტყუა. სწორედაც მოიქცა, თორემ ალექსანდრე, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ ვერასოდეს დაადგამდა საშველს, რაც შემდგომში უთუოდ გახდებოდა შვილებს შორის განხეთქილების მიზეზი.

მაშ ასე: ბინა პარიზში, მონმარტის გორაზე უფროს ვაჟიშვილს შარლს; ვენახები ფინისტერის დეპარტამენტში ქალიშვილს _ ელენს; კერძო სახლი აღმოსავლეთ ბრეტანში, სადაც ოჯახის უფროსი ამჟამად სულს ღაფავს, საყვარელ შვილიშვილს _ კატრინს. რატომ კატრინს და არა კლოდს, ფილიპს ან ვევას? იმიტომ, რომ კატრინი ერთადერთია, რომელმაც ბაბუის ხათრით ცოტაოდენი ქართული ისწავლა. მაშინ, როცა შვილებმა ორი ღერი ქართული არ იციან. გოგოს აინტერესებს საკუთარი ფესვები!

ფესვები, ფესვები... ბოლო რამდენიმე წელი ალექსანდრე სხეულის ყველა უჯრედით გრძნობდა ამ ფესვების არსებობას. უცნაური, ფანტომური ტკივილები დასჩემდა, ალბათ ასე ტკივა ინვალიდს დიდი ხნის წინ მოჭრილი ფეხი. განა ადრე არ იცოდა, რომ ქართველია, იცოდა კიდეც და ეამაყებოდა კიდეც, მაგრამ ზერელედ, სადღეგრძელოს დონეზე. არ ჰქონდა ნოსტალგიის ფუფუნება, დროის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიდა. სხვა ქვეყანაში დამკვიდრება ემიგრანტისგან ათმაგ ძალისხმევას მოითხოვდა და ისიც თავდაუზოგავად შრომობდა, შრომობდა...

ფიქრისთვის მხოლოდ სიბერეში მოიცალა. ისიც, ლოგინს რომ მიეჯაჭვა, მაშინ. მეხსიერების შორეულ პერიფერიაზე დალექილი მოგონებები ისეთი სიცხადით შემოუტევდა ხოლმე, თითქოს გუშინ ავიდა სტამბულისკენ მიმავალ გემზე, შორს წითელი ტერორისგან, დაბნეული მთავრობისგან, ორად გახლეჩილი ბრბოსგან...

Page 3: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

`ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო...~ გულში მანტრასავით იმეორებდა, თითქოს იმქვეყნად მონატრებული სამშობლო დახვდებოდა, და არა სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ანდა რითია მისი `ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი~ მიწის ნაგლეჯი სამოთხეზე ნაკლები?!

ოთახში კატრინმა შემოიხედა. ალექსანდრეს გული გაუნათდა, საყვარელ შვილიშვილს არც ფრანგული შარმი აკლია, არც ქართული ეშხი. საშუალოზე მაღალი, შავთმიანი, დახვეწილი კიდურებით და დიდედასავით გაქცეული წარბებით.

_ შემოდი, შვილო...

_ როგორც ხარ, ბაბუა? _ კატრინმა სახე მიუახლოვა.

ალექსანდრეს სიფრიფანა ნესტოები შეუთრთოლდა. კატრინს ვანილისა და გამომცხვარი ვაშლის არომატი შემოჰყვა. რულეტს თუ აკეთებდა, ჟულიეტის რეცეპტით. კარგი გოგო. იმიტომაც უყვარს გამორჩეულად.

_ მივდივარ...

_ საით გაგიწევია?

_ ბებიაშენთან.

_ მე არ გაგიშვებ. _ კატრინმა ბალიში გაუსწორა და მისი გალეული ხელი თავისაში მოიქცია.

_ ადამიანი რომ აჩრდილს დაემსგავსება, უნდა წავიდეს... ან რა ხეირია ასეთ სიცოცხლეში, კლოზეტში ვერ შევდივარ დახმარების გარეშე. აბა, ეს ხელი ხელია? მზეზე გამომშრალი ხის ქერქი. შეხედვა მძაგს. რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე, ჩემო გოგონი, სანამ შემრჩენია თავმოყვარეობის ნასახი, მერე შეიძლება ისე გამოვთაყვანდე, ლოგინში მოვისაქმო.

_ არც კი ვიცი, რა გიპასუხო...

_ განა ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი?... ზოგჯერ, გაჩუმებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე არაფრისმთქმელ პასუხს. შენ არასოდეს გღალატობდა ტაქტი, კატრინ... თანაც მე არაფერი მიკითხავს, უბრალოდ დაგიძახე. საქმე მაქვს შენთან. _ ალექსანდრემ ოდნავ ასწია თავი და მოჭუტული მზერა კარისკენ გააპარა. _ ვინ არის შინ?

_ არავინ. მშობლები ელენის დასახვედრად წავიდნენ.

Page 4: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ კეთილი. ე.ი. მარტოები ვართ? _ გადაამოწმა ალექსანდრემ.

კატრინმა თავი დაუკრა.

_ კეთილი. როდის, თუ არა ახლა... რაღაც მინდა გადმოგცე, ჩემო გოგონი, საგვარეულო ნივთია, დედაჩემის ნაქონი...

_ სამაჯური?

_ უყურე შენ, არ გამომივიდა სიურპრიზი! _ ეწყინასავით ალექსანდრეს.

_ კაი, რა ბაბუა, მაგ სამაჯურის ამბავი მე კი არა, მთელმა სანათესავომ იცის! მინდა გითხრა, ცალკე დედაჩემი და ცალკე მამიდაჩემი კაი ხანია კბილებს ილესავენ.

_ ვითომ?

_ არც მალავენ.

_ ილესონ რამდენიც ენებოთ! _ ალექსანდრე მრისხანედ გააელვა ფოსოებში შეწეული თვალის კაკლები, თუმცა მალევე დამშვიდდა. რა დროის ენერგიის ხარჯვაა, სული კბილით უჭირავს. _ კიდევ რას ამბობენ?... თქვი, ნუ გერიდება.

_ მამამ თქვა, ბაბუაშენს ჭკუა რომ მოეკითხებოდეს, სამაჯურს დაშლიდა და შთამომავლობას თანაბრად გადაუნაწილებდაო.

_ მამაშენს ჭკუა რომ მოეკითხებოდეს, მსგავს სისულელეს არ ამოუშვებდა პირიდან. რას მიქვიან `დაშლიდა!~ ე.ი. ალმასი _ შენ, ამეთვისტო _ ელენს, ზურმუხტი _ შარლს, ლალი _ ვევას, აქატი _ კლოდს, ოქრო _ ფილიპს... ეს ხომ უნიკალური ექსპონატია, თუ დათხრი და დაჯიჯგნი, რა ფასი აქვს?! რა ფასი აქვს მე შენ გეკითხები?! სული რომ ძვრებოდა შიმშილით, მაშინ არ გაყიდა მამაჩემმა, ესენი კი... უჯიშოები! _ ხელი ჩაიქნია ალექსანდრემ.

_ კარგი რა, სიტყვას ნუ გამოეკიდები. _ კატრინი მიხვდა, რომ ზედმეტი დააყრანტალა.

_ ნუ იცავ! თორემ გადავიფიქრებ და დაგტოვებ ხახამშრალი.

_ არც მაგაზე მოვიკლავ თავს! 28 წელი მშვენივრად ვცხოვრობდი სამაჯურის გარეშე.

_ ვიცი, ვიცი... იმიტომაც მინდა შენ გადმოგცე. არ ხარ სხვებივით დაფეთებული. ადექი და ჩამოხსენი ეს `დემონი!~

_ ბაბუა, იქნებ...

Page 5: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ხმა, კრინტი! ჩამოხსენი მეთქი! _ ალექსანდრემ საჩვენებელი თითი ნახატისკენ მიმართა. _ `ჭკუა რომ მოეკითხებოდესო...~ ენა აქვს მოსაძრობი!

კატრინი ნახატთან შედგა.

_ როგორ ფიქრობ, ბაბუა, რატომ ჰქონდა ვრუბელს გართულება დემონზე? იმდენი ჰყავს დახატული, თვლა ამერია. მფრინავი, დაწოლილი, დამჯდარი... ზეთში, აკვარელში, თიხაში...

_ ვრუბელის ტვინში რა ხდებოდა, არ ვიცი, აი, ბებიაშენმა რატომ მომისაჯა ამის ყურება, დღემდე არ მესმის.

] _ რას ერჩი, ძალიანაც სიმპათიური დემონია.

_ მაგაშია საქმე. მეტისმეტად სიმპათიური, და ახალგაზრდა.

_ ეჭვიანობ?

_ კაი დროსია...

კატრინმა ნახატი ჩამოხსნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. კედლის მოთეთრო კვადრატის ფონზე სეიფის შავი კვადრატი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს პოპ არდის ნიმუშად. სხვენში ძველი ფირსაკრავი და დაჩქაპნილი ფირფიტები ეგულება. ორიგინალური რეტრო კუთხის მოწყობა შეიძლება. `დემონის~ ადგილი კი ნამდვილად სხვენშია.

_ ბაბუა, სეიფის კოდი შემახსენე, რა? _ ჩამოსძახა სკამზე შემდგარმა.

_ კოდი კი არა, კოდექსის ცოდნა მომთხოვე კიდევ ამ ხნის კაცს?! შარშანდელს აქეთია აღარ მაქვს კოდზე დაყენებული, გამოქაჩე სახელური და გაიღება.

_ მართლა?... მე არ ვიცოდი.

სეიფი უპრობლემოდ გაიღო. სამაჯურის ძებნაში კატრინმა ხელი მოაფათურა.

_ აქ მხოლოდ ქაღალდებია...

_ ქაღალდები კი არა, ანდერძის ასლი. ორიგინალი ნოტარიუსთან ინახება. ანდერძს თავი დაანებე, რაც არ უნდა იყოს, ჯერ ცოცხალი ვარ. რაც გითხარი, ის მომაწოდე. დაუჩქარე კატრინ, რაღას იქექები, არ მინდა იმ სვავებმა მოგვისწრონ, არ მაქვს მამიდაშენთან თავისმართლების ნერვები...

Page 6: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ არ არის.

_ რა `არ არის?~

_ სამაჯური.

_ ნუ მეხუმრები, კატრინ.

_ არ ვხუმრობ.

_ გობელენის შინდისფერი ქისაშია. გაიგე?

კატრინმა ყველაფერი კარგად გაიგო, მაგრამ არც ქისა ჩანდა, არც სამაჯური. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მოაფათურა ხელები. ამაოდ.

ალექსანდრე დაძაბულ თვალებს არ აშორებდა შვილიშვილს. ჯერ კიდევ იტოვებდა იმედს, რომ კატრინი უკბილოდ ხუმრობს. არ ეკადერება. მაგრამ აი, ის ჩამოხტა სკამიდან და შეწუხებული სახით შედგა საწოლთან.

_ არ არის სამაჯური, ალექსანდრე ბაბუა.

_ შენ... შენ გესმის ახლა რა თქვი?

_ სამწუხაროდ, კი.

_ ამიხსენი.

_ მგონი... მგონი მოიპარეს.

ალექსანდრემ თავი უკან გადააგდო და ბალიშზე გადაესვენა.

_ ბაბუა...

_ გადი, კატრინ. მარტო დამტოვე.

_ ბაბუა...

_ მე თვითონ დაგიძახებ... მერე.

კატრინმა შეწინააღმდეგება ვერ გაბედა.

პარიზი

საგიჟეთი. ასეთი დასკვნა გამოიტანა კატრინმა ყოველკვირეული ჟურნალის `ექსკლუზივის~ რედაქციაში შესვლისთანავე. იდგა და ელოდა, როდის შეამჩნევდნენ ერთ მაგიდასთან შექუჩული და ერთ

Page 7: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ხმაში აყაყანებული ჟურნალისტები. არადა, დიდი ამბით გამოიპრანჭა, გზაში შესავალ ტექსტს აყალიბებდა, რომ ვარსკვლავებთან ინტერვიუებით გათამამებულ ჟურნალისტებზე სათანადო შთაბეჭდილება მოეხდინა. თურმე ვის დაჰკარგვია?!

უცებ მინის კარი მოფრიალდა და კაბინეტიდან, როგორც გუგულმა საათიდან, მომცრო ტანის ახალგაზრდა კაცმა ისკუპა:

_ კმარა! _ დაიყვირა მჩხავანა ხმით. _ ბირჟზე ხომ არ გგონიათ თავი? აბა, ყველანი ადგილებზე!

ყაყანი მომენტალურად ჩაცხრა. ჟურნალისტები თავიანთ სამუშაო მაგიდებს მიუბრუნდნენ, მარტო კატრინი არ იძროდა. ცოცხალი ექსპონატივით იდგა შუა ოთახში და არ იცოდა, ვისთვის მიემართა. სწორედ ამ დროს შეამჩია `გუგულმა~.

_ რა უნდა უცხო ადამიანს რედაქციაში?

მთელმა რედაქციამ კატრინის მიმართულებით მოღრიცა კისრები. საბრალო აილეწა, თუმცა პირზე ჯერ ისევ დასთამაშებდა წინასწარ აკრული თავაზიანი ღიმილი.

_ ვინმე იცნობს ამას? _ არ ცხრებოდა `გუგული~, თანაც მესამე პირში, რაც ორმაგად შეურაცხმყოფელია, თითქოს მართლა უსულო საგანი შემოუგდეს რედაქციაში.

_ მე დიმიტრი ძნელაძეს ვეძებ. _ ძლივს ამოღერღა კატრინმა. `გუგულმა~ გამოიდარა. დაუფარავი ინტერესით შეათავალიერა

კატრინი და ტუჩები ააწკლაპუნა:

_ რა სამწუხაროა... რა სამწუხაროა, რომ მე არ მეძებთ...

აქა-იქ თავშეკავებული ფხუკუნი გაისმა. `ის დროა 180 გრადუსიანი ბრუნი გავაკეთო და კარისკენ ერთი-ორი,~ გაიფიქრა კატრინმა, მაგრამ მამაკაცი ისე სწრაფად მოუახლოვდა, მიტრიალება ვერ მოასწრო.

_ ალენ ნოგარე. _ საქმიანად ჩამოართვა ხელი, თუმცა ჩიტივით მრგვალ თვალებში უსაქმური ჭინკები დაუდიოდნენ.

_ კატრინ ბუკე.

_ რა გნებავთ?

_ სალაპარაკო მაქვს დიმიტრი ძნელაძესთან.

Page 8: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ მე მითხარით. მთავარი რედაქტორის სანქციის გარეშე მაინც ვერაფერს დაბეჭდავს.

_ არა, არა, _ თავი გააქნია კატრინმა. _ მე ჟურნალთან შეხება არ მაქვს, პირადი საქმეა.

_ პირად საქმეზე შეგიძლიათ სხვაგან დაელაპარაკოთ _ კაფეში, პარკში, სასტუმროს ნომერში... (ისევ ფხუკუნი) აქ რედაქციაა! კარზე თეთრზე შავით... არა, ოქროსფერზე შავით წერია: ყოველკვირეული ჟურნალი `ექსკლუზივი~. ზეგ ჟურნალი გამოდის, ვერ ხედავთ, ცეცხლი გვიკიდია!

_ იქნებ... იქნებ მეც ცეცხლი მიკიდია. _ ჩაილაპარაკა კატრინმა და მიხვდა. ერთი სიტყვაც და ბავშვივით აღრიალდება.

ამათაც მეტი არ უნდათ, ფხუკუნს არ დასჯერდებიან, ხმამაღლა ახარხარდებიან, უკან გადავარდილი კისრებითა და ათახთახებული მუცლებით. ახია მასზე. ჭკვიანი ქალი რომ უწიგნურ დამლაგებელს დაუჯერებს, სიცილის დაყრის კი არა, პანღურის ღირსია.

უსიტყვოდ მიტრიალდა კარისკენ.

_ მოიცათ. _ იდაყვზე წაეპოტინა ალენი.

კატრინმა ხელი აიქნია, მაგრამ ის ხელმეორედ წაეპოტინა და წიწილასავით უბიძგა კაბინეტისკენ.

კაბინეტში 35 წლამდე ასაკის ხორბლისფერთმიანი მამაკაცი დახვდა. რომელმაც მათ დანახვაზე ელიფსების გამოხაზვას თავი მიანებდა და გასაპარსი ნიკაპი მუჭში მოიმწყვდია.

_ დიმიტრი, იცნობ ამ მშვენიერ არსებას? _ კატრინზე ანიშნა ალენმა.

ხორბლისფერთმიანმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. კატრინი კი შემცბარი მიაჩერდა. ქართველი მამაკაცი შავგრემანი და რატომღაც ულვაშიანი წარმოედგინა, როგორც წინაპართა ფოტოებზე. პრინციპში, კარზე 21-ე საუკუნეა, ვიზუალიც შესაბამისად იცვლება, მაგრამ მაინც. ეს გრძელთმიანი, თაფლისფერთვალება ფრანტი სულ არ ჰგავდა მის წარმოდგენაში დახატულ ქართველს. ის ვრუბელის დემონს ჰგავდა. უბრალოდ შავი ბლეიზერი ეცვა და გამოხედვაც არ ჰქონდა მაინცდამაინც მისტიკური.

_ ეს დიმიტრია? _ კატრინმა რატომღაც ალენს მიმართა.

Page 9: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ გახლავთ. საკუთარი პერსონით. დაბნეული ჩანხართ, არ მოგეწონათ?

_ მოწონება არაფერ შუაშია... უბრალოდ საქმე მქონდა.

_ გისმენთ, მადამ. _ დიმიტრი ფეხზე წამოდგა და სკამი გამოუწია.

ფრანგ კოლეგასთან შედარებით მაღალიც იყო და სპორტულიც. თუმცა რაღაცნაირი მოთენთილი. როგორც იმდღევანდელი ამინდი. არც მზე, არც წვიმა. ცვალებადი მოღრუბლობა. სკამიც ისე უხალისოდ გამოუწია...

_ მადამ ბუკე, ნუ წელავთ დროს. _ თქვა ალენმა. _ რაც შეიძლება სწრაფად გადაეცით თქვენი სათქმელი და როგორც იტყვიან, მშვიდობიანად მიბრძანდით. დიმიტრის იმდენი საქმე აყრია თავზე, ამაღამ გათენება მოუწევს.

_ სწრაფად არ შემიძლია. სარეკლამო აგენტი კი არ ვარ?...

_ ვინ ხართ? _ ჰკითხა დიმიტრიმ. კარგი ფრანგულით მეტყველებდა, ოდნავ შესამჩნევი აქცენტით.

_ ბაბუაჩემი ქართველი იყო. ორი კვირის წინ დავასაფლავეთ.

_ ვიზიარებ.

_ თქვენი დახმარება მჭირდება. _ კატრინმა მორიდებულად გახედა ყურებდაცქვეტილ ალენს. _ მუსიე ნოგარე, შეგიძლიათ დაგვტოვოთ რამდენიმე წუთით?

ალენმა სწრაფი მზერა ესროლა დიმიტრის:

_ ბარემ დაგითმობ კაბინეტს და შენ იყავი მთავარი რედაქტორი! არა, უკეთესი. შეთავსებით კერძო დეტექტივი. დარწმუნებული ვარ მადამ ბუკეც კრიმინალური ისტორიით გეახლა. კი, კი, თვალებში ეტყობა, რომ ასეა. მართალი ვარ?

კატრინმა ტუჩი მოიკვნიტა. სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს შეხვედრა. იფიქრა, დიმიტრი რომ ბაბუამისის ქართველობას გაიგებს, თანაგრძნობით განიმსჭვალება, დახმარების ხელს გაუწვდის. მართლა და მართლა, სამძიმრის მოსასმენად ხომ არ გამოცხადდა რედაქციაში?!

თითქოს მისი ფიქრის ძაფი დაიჭირაო, დიმიტრი ალენს მიუბრუნდა:

_ წეღან კრუასანებზე ოცნებობდი, არა?

Page 10: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ალენმა ნისკარტა ცხვირი შეჭმუხნა, მაგრამ გაბრაზება გადაიფიქრა. ეტყობა მართლა შიოდა. სწრაფად ჩამოხსნა ქურთუკი და კარისკენ წავიდა:

_ ჯანდაბას თქვენი თავი! ოც წუთს გაძლევთ.

კარი გაიხურა.

_ თქვენი კოორდინატები მიამ მომცა... _ დაიწყო კატრინმა.

_ აბა, მია?

_ თქვენი და ჩემი დამლაგებელი.

დიმიტრი დაიძაბა. მართალაც, ჰყავდა ჩინელი დამლაგებელი სახელად მია, რომელიც სწრაფად ალაგებდა სახლს და კიდევ სწრაფად იხდიდა ტანსაცმელს.

_ მერე? _ ჰკითხა დაეჭვებულმა.

_ მიამ მითხრა, რომ ქართველი ხართ.

_ კიდევ რა გითხრათ? _ დიმიტრიმ მიას პატარა, უძირო პირი წარმოიდგინა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

_ მითხრა, რომ ჩემი დახმარება შეგიძლიათ.

_ როგორ?

დიმიტრის ეჭვებმა პიკს მიაღწია. მიასთან ერთჯერადი სექსის გარდა არაფერი აკავშირებდა. ნუთუ ამ მომხიბვლელ ქალიშვილს კრიალა პირისკანითა და კონიაკისფერი თვალებით ამ კუთხით სჭირდება მისი დახმარება? თუ ასეა, დელიკატური უარით გაისტუმროს თუ ღირს მოსინჯვა?... მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სექსი რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

საბედნიეროდ, საქმე ბანალურ ქურდობას ეხებოდა. ალექსანდრე გოკიელის სახლიდან გამქრალა საგვარეული სამაჯური, რამაც ასაკოვანი მოხუცის სიკვდილი დააჩქარა. დამნაშავის გამოსავლენად კატრინს დიმიტრის დახმარება სჭირდება.

დიმიტრის წეღანდელი ფიქრების შერცხვა. მაინც რა გარყვნილია მამაკაცის ფსიქიკა. ლამაზ ქალში პირველ რიგში სექსუალურ პარტნიორს ხედავს და არა ბაბუაზე მგლოვიარე შვილიშვილს.

_ სევდიანი ისტორიაა, _ თქვა ხმამაღლა. _ მაგრამ მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ კი გამომძიებელი გჭირდებათ.

Page 11: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ თქვენ ქართველი ჟურნალისტი ხართ.

_ ეს რამეს ცვლის?

_ დიახ. ქართველზე კარგად არავინ იცის მომაკვდავის სარეცელთან დადებული ფიცის ფასი. მე მას პირობა მივეცი. დამეხმარეთ, გთღოვთ... _ ბოლო სიტყვა კატრინმა ქართულად წარმოთქვა.

დიმიტრის გაეღიმა. ეტყობა, ემიგრირებული ბაბუა სიბერეში მითოლოგიაში გადავარდა და შვილიშვილიც იოლად დააჯერა ქართველი მამაკაცის ყოვლისშემძლეობაში. ვაი, რომ წინ დიდი იმედგაცრუება ელის.

_ რატომ არ გინდათ, სამართალდამცავებს მიმართოთ?

_ თუკი დამნაშავე ოჯახის წევრია?

_ მითუმეტეს, უნდა იცოდეთ.

_ მირჩევნია, მარტო მე ვიცოდე.

_ კატრინ, ოჯახის რეპუტაცია უფრო გაღელვებთ თუ ნამდვილი დამნაშავის პოვნა გნებავთ?

კატრინი ჩაფიქრა. ოჯახის რეპუტაცია რომ აღელვებდა, იმიტომაც მოვიდა დიმიტრისთან. მაგრამ თუკი ქურდობაში მისი ოჯახის წევრი ურევია, რა თავში იხლის რეპუტაციას? ეს ხომ თავის მოტყუება იქნება. მექანიკურად წაეპოტინა მაგიდის კუთხეში დადებულ მალაქიტის საფერფლეს. სუფთა იყო. გაკრიალებული. ეტყობა აქ არ ეწევიან. არადა, მოწევდა ადამიანი.

_ დამნაშავის პოვნა. _ ჩაილაპარაკა დაღმავალი ენთუზიაზმით.

_ გეთანხმებით.

_ დამეხმარებით?

_ რას მთავაზობთ, საქმე მივატოვო და ვირტუალური დამნაშავის საპოვნელად დინანში წავიდე? _ დიმიტრიმ გაკვირვება ვერ დამალა.

_ ჩემი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. დინანში სტუმრად ჩავდიოდით ხოლმე, ბაბუასთან.

_ მოდი ასე შევთანხმდეთ. დააკვირდით ოჯახის წევრებს, თუკი რამე საეჭვო შენიშნეთ, დამიკავშირდით. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. აი, ჩემი კოორდინატები. _ დიმიტრიმ მიიხედ-მოიხედა,

Page 12: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ელიფსებით აჭრელებულ ფურცელს კიდე მოახია და ტელეფონის ნომერი მიაწერა.

_ უარს მეუბნებით. ზრდილობიან უარს.

_ კატრინ, შედით ჩემ მდგომარეობაში... დღედღეზე ჟურნალი უნდა ჩავუშვათ, თავის მოსაფხანად არ გვცალია. მართლა! საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება რედაქციაში...

_ ჰო, მესმის...

კაბინეტის კარი მოფრიალდა და ალენიც გამოჩნდა. კარგ ხასიათზე ჩანდა, ეტყობა გაახარა მუცლის ჭია, კრუასანებიც ჩახეთქა და რძიანი ყავაც მიაყოლა. აბა, დიმიტრისთვის თუ გამოაყოლა ენის გასასველებელი? დილის აქეთია კაბინეტში ჰყავს დამწყვდეული და უკვე დაწერილი სტატიის კორექტირებას აძალებს, აქაოდა, ჩვენი პარტნიორის ბიზნეს-ინტერესს ეხებაო.

_ ნახევარი საათი გავიდა, ბატონები. დამაფასეთ. თუ ვერც შეატყვეთ ნაჩუქარი ათი წუთი?

_ მადლობა, მუსიე. _ კატრინი წამოდგა.

_ რატომ ჩამოგტირით სახე, მადამ, ვერ მოილაპარაკეთ?

_ ვერა. თქვენი ჟურნალისტი უარს მეუბნება დახმარებაზე.

_ არ მჯერა, ასეთმა ქალმა რომ მთხოვოს, ფანჯრიდან გადავხტები! _ არტისტულად შესძახა ალენმა და ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. თუმცა იქვე შენიშნა გადაადგილებული საფერფლე.

აი, რასაც ვერ იტანდა, ეს იყო მისი ნივთების გადაადგილება. კბილის ჯაგრისი რომ კბილის ჯაგრისია, ზუსტად იქ უნდა დახვედროდა, სადაც ჩადო. დახრის კუთხის გათვალისწინებით. ცოლიც ამ მიზეზით არ მოჰყავდა. რომელი ქალი გაუძლებს მის მანიაკალურ ახირებას, სხვა თუ არაფერი, მტვრის გადაწმენდას ხომ ვერ აუკრძალავს.

_ თხოვეთ რა, კატრინ, _ შეეხვეწა დიმიტრი _ იქნებ მართლა გადახტეს და თავი დამანებოს.

ალენმა საფერფლე თავის ადგილზე დადო, დიმიტრი კი თვალებით დაანამუსა.

Page 13: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ მუსიე რედაქტორთან მე სხვა თხოვნა მექნება... _ მორიდებულად თქვა კატრინმა. _ მათხოვეთ ცოტა ხნით თქვენი ჟურნალისტი.

ალენმა პირი დააღო და იქვე მომუწა.

_ მაშინ მომყიდეთ! _ სულ გათავხედდა კატრინი.

_ ეს უკვე სხვა ლაპარაკია, მინდა გითხრათ, ფრიად დამაინტრიგებელი. _ ალენმა ჰაერი შეისრუტა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. _ ფრიად დამაინტრიგებელი. _ გაიმეორა. _ ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. მაინც, რამდენს გადამიხდით?

კატრინი ვერ მიხვდა, ხუმრობს მუსიე ნოგარე თუ სერიოზულად დაინტერესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აჰყვეს თამაშში, მით უფრო გარკვეული თანხა მართლაც ჰქონდა ანგარიშზე. ცხადია, თუ მილიონებს არ მოსთხოვენ.

_ ჯერ თქვენი ფასი თქვით.

_ მე უკეთესი იდეა მაქვს! _ ხალისიანად აიტაცა დიმიტრიმ. _ მოდი, თანამშრომლებს დავუძახოთ და აუქციონი გავმართოთ! ვინც მეტს გადაიხდის, `საქონელიც~ იმისი იქნება.

_ ვინც არა! _ გახალისდა ალენიც.

_ ჰა, როგორია?! ჩაქუჩის მაგივრობას, აი, ეს პრეს-პაპიე გაგვიწევს. _ დიმიტრიმ ალენის პრეს-პაპიე აიტაცა და მსუბუქად დაჰკრა მაგიდას. _ აბა, სასტარტო ფასზე შევთანხმდეთ და დავიწყოთ!

ალენი ხელებში ეცა, პრეს-პაპიე ადგილზე დააბრუნა და სიცილით დაეხეთქა სკამზე.

კატრინი უყურებდა კაცების ტაკიმასხარაობას და თვალები ცრემლებით ევსებოდა. ის, რაც მისთვის ღირსების საქმე იყო, ამ ცინიკოსებმა აბუჩად აიგდეს. ეს კი მოვიდა და მომაკვდავის სარეცელთან დადებულ ფიცზე ელაპარაკება. აბა, რაიმე სენსაციური ინფორმაცია მოეტანა, ეთქვა, რომ მადონა და პატრიცია კაასი საყვარლები არიან, ზედაც კომპრა აეფრიალებინა. ალბათ სიხარულით დორბლს გადმოყრიდნენ, ხელებში ეცემოდნენ, ფეხებს დაუკოცნიდნენ, აქეთ გადაუხდიდნენ...

კატრინი ტყვიასავით გავარდა კაბინეტიდან. კაცებმა სიცილი შეწყვიტეს.

_ ეწყინა. _ აღნიშნა დიმიტრიმ.

Page 14: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ რა უნდოდა?

_ უჰ, გრძელი ისტორიაა.

_ შენც მოკლედ მომიყევი, ორ სიტყვაში.

_ მერე მოგიყვები. სამ სიტყვაში. თუ გინდა, ოთხში. _ დიმიტრი ჩქარი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

_ საით? _ დაადევნა ალენმა.

_ უნდა დავეწიო, სანამ შორს წასულა.

ალენმა ხელი ჩაიქნია და სამუშაო მაგიდა შეამოწმა. ყველაფერი ადგილზეა. შეუძლია მშვიდად განაგრძოს მუშაობა, მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს აზრების მობილიზებაში. ნუთუ ეს უცნაური ქალიშვილი არანაკლებ უცნაური წინადადებით?!

უცებ ქალის ხელჩანთა დაინახა. ირიბად გადაკიდებული სკამის საზურგეზე. ცხადია, მადამ ბუკეს დაავიწყდა. დიდხანს არ უფიქრია, ხელჩანთა დაითრია და ისეთი სისწრაფე განავითარა, დიმიტრის დაეწია და გაასწრო კიდეც.

დინანი

დიმიტრის ფირუზისფერი `პეჟო~ დინანის ვიწრო ქუჩებში მოძრაობდა. გვერდით ალენი ეჯდა, უკანა სალონში _ კატრინი. პატარა, საპორტო ქალაქში დღესაც დაჰკრავდა შუა საუკუნეების მსუბუქი შლეიფი.

_ არ გამიკვირდება, რომელიმე მოსახვევიდან დაშნიანმა მუშკეტერმა ისკუპოს. _ თქვა ალენმა.

_ მუშკეტერების რა გითხრათ, მაგრამ იყო დრო, როცა აქაური კორსარები შიშის ზარს სცემდნენ მტრის ხომალდებს.

_ ანუ ძარცვავდნენ. _ შეუსწორა ალენმა.

_ და მიუხედავად ამისა, ძეგლი დავუდგით. თუ დრო დაგვრჩა, დაგათვალიერებინებთ დინანის ღირსშესანიშნაობებს. მდინარის გადაღმა ბტერონელი ჰერცოგების რეზიდენციაა, მე-12 საუკუნეში აგებული ბაზილიკა...

_ ოჰო!

Page 15: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ახლა მარჯვნივ გაუხვიეთ და პირდაპირ იარეთ.... ეს კი ალექსანდრე ბაბუას აპარტამენტებია. _ კატრინმა თაღოვან ხიმინჯებზე შემდგარ ქვის სახლზე მიუთითა.

მანქანა ტროტუარზე გააჩერეს და დეკორატიული ჭიშკრის გავლით პატარა ხეხილიან ეზოში შეაბიჯეს. სახლის ფანჯრები შიგნიდან დარაბებით იყო დაგმანული, მხოლოდ სხვენის სამკუთხა ფანჯარა ირეკლავდა დღის სინათლეს. იქ ვადაგასული, მაგრამ გადასაყრელად ვერგამეტებული ნივთები ინახებოდა: ძველი სათამაშოები, ბებიას ნაქონი საკერავი მანქანა, ფირსაკრავი, საქსაფონი, გაქექილი გლობუსი... ბავშვობაში კატრინს საათობით შეეძლო იქ ჯდომა. არც ეხლა იტყოდა უარს, დრო რომ ჰქონდეს. და ხალისი.

_ ამას პატრონი არ ჰყავს? _ ალენმა ნაყოფით დახუნძლულ ვაშლის ხეზე მიუთითა.

_ მე ვარ ამის პატრონი. _ კატრინმა ხელჩანთიდან გასაღების აცმა ამოიღო და რამდენიმე საფეხური აირბინა.

დღეს სამგზავროდ იყო გამოწყობილი, შემოდგომის ფერებში. მოყვითალო დაბალყელიანი შუზები, მდოგვისფერი ჯემპრი, ჭრელი შარფი, ჯინსი... უხდებოდა. როცა გაქვს სიმაღლის შესაფერისი წონა და პროპორციული სხეული, ყველაფერი გიხდება.

_ მერე, მოსავალს აღება არ უნდა?

_ უნდა. ხომ მომეხმარებით?

_ ჩვენ? _ ალენმა მხრები აიჩეჩა და დიმიტრის შეხედა, რომელსაც ვაშლის მოწყვეტაც მოესწრო და ჩაკბეჩაც. _ მე მეგონა ქურდის გამოსავლენად მოვედით, ჰოლმსისა და უოტსონის ამბავში, ამას კი თურმე მუშახელი სჭირდება. რას იტყვი, კოლეგა?

_ თქვენ შორის ჰოლმსი რომელია? _ ცბიერად იკითხა კატრინმა.

_ აი ეს, ვაშლის მჭამელი. დარწმუნებული ვარ, გულის ჯიბეში ჩიბუხსაც მალავს, რომ მერე ბუხართან მიეცეს დედუქციურ ფიქრებს. კატრინ, ბუხარი გაქვს?

_ მაქვს. _ კატრინმა კარი გააღო და სტუმრები სახლში შეიპატიჟა. _ ბუხარიც მაქვს და ერთი ბოთლი ბურგუნდიულიც უნდა მქონდეს. ალექსანდრე ბაბუას კოლექციიდან.

_ ოჰო!

Page 16: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ქალაქის არ იყოს, ალექსანდრე გოკიელის სახლშიც იგრძნობოდა დაკონსერვებული დროის სურნელი, რომელსაც ალბათ წინაპართა ფოტოებითა და ნახატებით მოფენილი კედლები გამოსცემდა. ნახატებში მთაგორიანი პეიზაჟები ჭარბობდა.

_ საქართველოა, არა? _ მიხვდა ალენმა.

_ ჰო. კახეთი. შუამთა. _ უპასუხა დიმიტრიმ. _ ეს კი სვანეთია.

_ ოჰო, კოშკებიც გაქვთ?

_ კოშკებიც გვაქვს და ციხე-კოშკებიც.

_ მართლა ასეთი ლამაზია თუ მხატვარის ფანტაზიის ნაყოფია?

_ ერთხელ წაგიყვან და შენი თვალით ნახე.

_ მეც შემიამხანაგეთ, რა-ა?... _ ინატრა კატრინმა და სიძველისგან გამომშრალ-განაცრისფერებული ხის დარაბები გააღო. ოთახი მზის სინათლით, სუფთა ჰაერითა და მოფუთფუთე ჩრდილებით აივსო.

_ ამ სახლში თავისებური აურაა. _ ალენმა ფოტოსურათებთან გადაინაცვლა.

_ ალბათ ჩემი წინაპრები აფრქვევენ.

_ კატა შეიძლება ჩაითვალოს შენს წინაპრად?

კატრინმა ვერ გაიგო ალენის იუმორი, მაგრამ როცა მის მზერას თვალი გააყოლა, მართლაც დაინახა ჩარჩოში ჩასმული კატის კნუტი.

_ უცნაურია, ადრე აქ საოჯახო ფოტო იდო. საინტერესოა, ვინ ჩაკვეხა კატის სურათი.

_ რას ერჩი, ლამაზია, ფუმფულა... ოჰო, ეს დიდებული ქალბატონი ვინ არის?...

_ ჩემი დიდი ბებიაა ქეთევან ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ბაბუას დედა. ხელზე სწორედ ის სამაჯური უკეთია, რომელმაც ამდენი გაუგებრობა გამოიწვია.

ფოტოსურათი სიძველისგან იმდენად იყო გაცრეცილი, მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ქალის მარჯვენა ხელზე ძვირფასთვლებიან სამაჯურს.

_ მართლა ასეთი უნიკატია თუ უბრალოდ, როგორც ოჯახურ რელიქვიას აქვს ფასი?

Page 17: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ერთიც და მეორეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სამაჯური ყველაზე ცოტა ორ საუკუნეს ითვლის და მხოლოდ ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურად. დიდ ბებიას თავისი წინაპრისგან ერგო, უფრო იქით არ ვიცი. ბაბუამ იუველირთანაც გადაამოწმა. დამღა ან ავტორის ინიციალები არა ახლავს, როგორც გასული საუკუნეების ევროპულ ან რუსულ სამკაულებს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გაკეთებულია ირანში, შაჰის კარის ოქრომჭედლის მიერ. ასე რომ, ორმაგად ძვირფასია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

_ კატრინ, მოიხედეთ. _ დაუძახა დიმიტრიმ. _ შეიძლება ერთი წუთით თმა გადაიწიოთ?

_ რატომაც არა! _ კატრინმა შუბლი მოიშიშვლა და გაღიმებული შედგა. ამათ თუ ჰგონიათ, ამერიკა აღმოაჩინეს, ცდებიან. სხვებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ მისი ბებიასთან მსგავსება.

_ ალენ, ხედავ მსგავსებას? _ დიმიტრიმ ქეთევანის ფოტოზე ანიშნა.

ალენმა თავისი ახლომხედველი თვალები კატრინიდან ქეთევანზე გადაიტანა და პირიქით:

_ აი, რას ნიშნავს გენეტიკა! კატრინ, თქვენს ადგილზე ჩოლკას გადავიწევდი, დასანანია ასეთი თვალ-წარბის თმაში დამალვა. ვერ უყურებთ თქვენს წინაპარს? წარბების მოხაზულობა ტავისთავად მეტყველებს, რომ ეს უბრალო ქალი არ იყო.

_ არც იყო უბრალო, თავადის ქალი გახლდათ.

_ უყურე შენ! თავადის ქალი... და ეს ქორისთვალება გენერალი ვიღაა?

_ ბაბუაჩემის ბიძა. ყარამან გოკიელი.

_ აჰაა, მე კი გენეალოგიური ხეც არ გამაჩნია. ჩემი ცოდნა ამ საკითხის გარშემო ბებია-ბაბუაზე ჩერდება. ისიც დედის მხრიდან. მამა ხომ თვალითაც არ მინახავს... არადა, კატრინის ნათესავების შემხედვარე, მეც მომინდა მეც მყავდეს სახელოვანი წინაპარი. სამაჯურიანი, უსამაჯურო... სულერთია.

_ მომინდომა! _ ჩაიფხუკუნა ფანჯარასთან ზურგშექცევით მდგარმა დიმიტრიმ.

_ რა გაცინებს?... იცი, რას გეტყვი, კოლეგა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი წინაპარი _ ორდენოსანი კავალერი თუ პლებეი,

Page 18: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

აყვავებული ქვეყანა დამიტოვა, შენმა კი საკუთარი ქვეყნიდან გამოგაგქცია, შენც და აგერ, კატრინის ბაბუაც. აწ განსვენებული ალექსანდრე.

_ `ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო...~ _ ქართულად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.

_ რაო, რას ამბობს? _ ალენი ეჭვით დაეკითხა კატრინს. _ ხომ არ იგინება თავის ენაზე?

_ არა, არა, _ იუარა კატრინმა და სიტუაციის განმუხტვა ცადა. _ ბატონებო, მოდით, თითო ჭიქა დავლიოთ. _ ალექსანდრე ბაბუას წესად ჰქონდა სტუმრების დალოცვა. ქართველებზე ხომ პირდაპირ ჭკუა ეკეტებოდა, მათი შემხედვარე რაღაც რელიგიურ ექსტაზთან მიახლოვებული განცდა ეუფლებოდა ხოლმე. თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა წლები. მართლა, მართლა... ერთხელ ფილიპმა პარიზიდან ჩამოიყვანა ორი ქართველი... უნდა გენახათ, რა დღეში იყო. არ უშვებდა, ლამის ჩაისახლა. დამელოდეთ, ერთი წუთით.

კატრინი ღვინის მოსატანად გაიქცა, ალენი კი დიმიტრის აეტუზა:

_ ხომ არ გეწყინა?

_ მიდი, რა...

_ მოგწონს?

_ ვინ?

_ ვითომ არ იცი, კატრინი. _ ალენმა ქურდულად მიმოიხედა.

_ რატომ მეკითხები?

_ შენ ოდეტიც გეყოფა.

_ ვინ ოდეტი?

_ აბა შენ იცი, გამოიშტერე თავი, იქნებ დაგიჯერო?! ოდეტი _ ქალა-ბიჭა კორესპონდენტი ფერად-ფერადი დრედებით. გგონია ვერ ვხედავ რა თვალებით გიყურებს?

_ რა თვალებით? _ დიმიტრი დაინტერესდა.

_ მშიერი თვალებით. ეტყობა კარგად ვერ აკმაყოფილებ.

_ !

Page 19: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ სხვათა შორის, მე უარი მითხრა. მე, მთავარ რედაქტორს! _ ალენმა გულზე მჯიღი მიირტყა, ფანჯარას მოშორდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გაიარ-გამოიარა. _ იმ დრედებით უნდა მეთრია...

ქალების შესაბმელად მთავარი რედაქტორობა არ კმარა, გაიფიქრა დიმიტრიმ. სხვა საკითხია, რაში სჭირდება ალენს ერთი თავით მაღალი ოდეტი? იმასაც ვერ ხვდება, რომ კატრინთან ფეხი არ ჩაუვა. არც მას და ალბათ არც დიმიტრის. სიმართლე ითქვას, დიმიტრის თავში არ მოსვლია კატრინის შებმა. შეიძლება ერთი-ორჯერ წარმოიდგინა რაღაცები, ზერელედ, ინსტიქტის დონეზე. ნორმალურ კაცს რომ ეკადრება. ალენი კი სულ ტყუილად მისტირის ოდეტს, სექსისთვის მეტისმეტად მაღალი და მოუქნელია. თან ფრჩხილებს იკვნეტს. იმ დრედებსაც ყველაფრის სუნი აქვს თმის გარდა. ოდეტს მიაც კი ჯობს, ბუნებრივი მაინც არის.

_ რას მიედ-მოედები, ალენ, თუ მოგწონს პირდაპირ მითხარი.

_ არ მომწონს. დღეს არ მომწონს, ხვალ შეიძლება მომეწონოს. მერე კი გვიან იქნება. ლოგინში ხომ შემოგეჭრები? და საერთოდ, ვერ გავიგე, ყველგან შენ რატომ უნდა დამასწრო? _ ალენი თაროზე გამოდგმულ არწივის ფიტულთან შედგა. _ რა გჭირთ ამ ქართველებს, ასიგმატიზმი გემართებათ ქალის დანახვაზე...

_ მგონი პირიქითაა.

_ ბებიაშენისა!

_ გგავს ხო იცი...

_ რა, ეს ფიტული?

_ ეს არწივი.

_ მამშვიდებ თუ მამცირებ? _ ისევ აიჭრა ალენი.

_ ბევრს თუ გაახურებ, დავიხურავ ქუდს და წავალ. _ გაბრაზდა დიმიტრი. _ ჰოდა, დაგრჩებათ ბურთი და მოედანი შენ და... _ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, ოთახში კატრინი შემოვიდა ღვინის ბოთლით ხელში. შავ თმაზე, მარგალიტის მძივივით ეკიდა ობობას თეთრი ძაფი წვრილად ასხმული ბურთულებითურთ.

_ ესეც ჩვენი ბურგუნდიული. 1975 წლის ჩამოსხმა. _ გამოაცხადა საზეიმოდ და დამტვერილი ბოთლი მაგიდაზე შემოდო.

_ ესეც აბლაბუდა. ვერ გეტყვი, რომელი წლის ჩამოსხმისაა, მაგრამ სიმყარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კორსარების

Page 20: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

დროინდელი უნდა იყოს. _ დიმიტრი დელიკატურად დაიხარა კატრინის თავთან და ორიგინალური `მძივის~ ჩამოხსნას შეეცადა.

_ ოი! _ კატრინი შეფრთხა. _ ეტყობა სარდაფში წამოვეგე. ფუ, რა საზიზღრობაა! წავიდეთ, ხელები დავიბანოთ...

დიმიტრიმ გაფუყულ ალენს გახედა და მხრები აყარა, ვითომ, მე რა შუაში ვარო და გრძელი ნაბიჯებით დაედევნა კატრინს.

`ბარემ კუდი გაშალე, მამალი ფარშევანგივით, და სარიტუალო ცეკვაში დაბზრიალდი~, ჩაიბურტყუნა ალენმა და ბოლთის ცემა განაგრძო.

მზერა მაგიდის ქვეშ ფარჩის ფეხსადგამზე შეაჩერა. ასეთი საკომისიო მაღაზიებში უნახავს, შეიძლება მუზეუმშიც. თვითონ მაგიდაც ძველია, თეთრი მარმარილოს ზედაპირით, ალაგ-ალაგ ჩაყვითლებული, მაგრამ უხდება. ეს ადამიანს არ უხდება თეთრი თმა და ყვითელი კბილები, თორემ რარიტეტებს მხოლოდ კეთილშობილებას მატებს. ამ თემაზე კარგი სტატიის დაწერა შეიძლება, თანდართული ფოტომასალით. `ემიგრანტის პორტრეტი ინტერიერში.~ წაიპლაგიატებს, მაგრამ არც ესაა პრობლემა, ალუზიის ვარიანტში წავა.

კატრინმა ბოთლს დაქანებული გვერდები სუფთა ტილოთი გაუწმინდა, ფრთხილად მოხსნა ქაღალდი და ხრახნიანი გასახსნელი საცობში შეაცურა:

_ ალენ, ჭიქები მომაწოდეთ, გეთაყვა... აი, იქ, ბუფეტში...

ალენმა მზადყოფნით გამოაღო ბუფეტის აჟურული კარი და სიამოვნებით შეიყნოსა ამ უცნაური სახლის არომატი.

_ ესენი არა, ალენ... გვერდზე რომ დევს, ისინი. წვრილ ფეხებზე. დიახ, დიახ...

_ აქვს მნიშვნელობა?

_ ძალიან დიდი. ღვინის ჩამოსხმა ლიმონათის ჭიქებში არ შეიძლება. ისევე, როგორც უბრალო საცობის გაკეთება ძვირფას ღვინოზე.

_ ბრალიანი საცობიც არსებობს? _ გაუკვირდა დიმიტრის.

_ ეს ბრალიანია. _ კატრინმა თავმომწონედ დაანახა ორივეს ხრახნზე წამოცმული საცობი. _ განსაკუთრებული მუხის ქერქისგან მზადდება. და ეს განსაკუთრებული მუხა უნდა იყოს არა უმცირეს 30

Page 21: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

წლისა. ცხადია, თუ ყველა წესის დაცვით აპირებ ღვინის შენახვას, თორემ ისე ქიმიაც კი წავა.

_ საიდან იცი?

_ პროფესიიდან გამომდინარე. ღვინის ექსპერტი გახლავარ. ალენმა და დიმიტრიმ ერთმანეთს გადახედეს და პატივისცემის

ნიშნად თავები ააკანტურეს.

_ სომელიე? _ ჰკითხა ალენმა.

_ დიახ.

_ ქართულად, ჭაშნაგირი. _ თქვა დიმიტრიმ.

_ უი, რა რთული სიტყვაა?! _ თავი გააქნია კატრინმა. _ ღვინის მიმართ ინტერესი ბაბუაჩემმა გამიღვივა. ახალგაზრდობაში, ბაბუა მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც გაიცნო და შეუყვარდა ბებიაჩემი, ჟულიეტ ბუკე _ იმავე რესტორნის მეპატრონის ქალიშვილი. ეყოლათ ორი შვილი. მამაჩემი შარლი და მამიდაჩემი ელენი. ჩვენი ქონების დიდი ნაწილი ბებიაჩემის მზითვია. ერთადერთი, რაც ბაბუიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა ეს სახლია. აქვე ააწყო ბიზნესი. იმ პერიოდში რანსზე სატვირთო ხომალდები მიმოდიოდნენ, პლედიენიდან სენ-მალოში ხის მასალა გადაჰქონდათ. ბაბუა ერთ-ერთი ხომალდის მეპატრონე გახლდათ. ოცი წლის წინ, როცა ტვირთბრუნვა შემცირდა, ხომალდი გაყიდა და საშუალო გაბარიტების კატერი შეიძინა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს _ რანსის სანაპიროზე გასეირნების მსურველებს ემსახურება. ზაფხულობით აქ ბევრი ტურისტია. _ კატრინმა ფრთხილად ჩამოასხა წითელი ღვინო, ჭიქა ცხვირთან მიიტანა, სიამოვნებით დაყნოსა და თავი ასწია. _ მუსიე დიმიტრი, მუსიე ალენ, შეიძლება, ერთი სადღეგრძელო?

კაცებმა კიდევ ერთხელ ააკანტურეს თავები.

_ ნათელში იყოს ჩემი ბაბუა ალექსანდრე. მართალია გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ მისი სულის დასამშვიდებლად. თქვენი დახმარებით, ბატონებო. ასე არაა? _ დაამატა მორიდებულად.

დიმიტრის და ალენს ამდენი კანტურისგან კინაღამ მოსძვრათ თავები. კატრინს ჭიქები მიუჭახუნეს, რის მერეც შემართებით გაეშურნენ ალექანდრე გოკიელის საძინებელი ოთახისკენ, იქ, სადაც მოხდა დანაშაული.

კატრინმა პირველ რიგში სეიფი გამოაღო:

Page 22: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ აი, აქ ინახებოდა სამაჯური და ანდერძი. დღეის მდგომარეობით არც ერთია, არც მეორე.

_ ანდერძს რაღა მოუვიდა? _ დაინტერესდა დიმიტრი.

_ გიპასუხებთ, თუ არ დამძრახავთ... _ კატრინმა ღვინო მოსვა და შეფაკლული ლოყებით ჩამოჯდა საწოლის კიდეზე. _ შეიძლება ადრეც უნდა მეთქვა, მაგრამ შემეშინდა, მერკანტილობაში არ ჩამთვლოდა. საქმე იმაშია, რომ დამნაშავის გამოვლენამდე ანდერძი ვერ შევა ძალაში. ანუ, ვერც მამაჩემი, ვერც მამიდაჩემი ვერ იქნებიან მშობლების მიერ დატოვებული ქონების სრული განმკარგავები. იმ ინციდენტის შემდეგ ბაბუამ გული აიცრუა ოჯახის წევრებზე, ყველას ეჭვის თვალით გვიყურებდა, მათ შორის მე, რომელისთვისაც სულს არ დაიშურებდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ნოტარიუსი დაიბარა და ახალი ანდერძი შეადგენინა.

დიმიტრიმ კედელთან მიდებული ნახატი ამოაბრუნა, `დემონი~ აღნიშნა ხმამაღლა და სეიფს მიაზომა.

_ სწორედ მიხვდით, _ აღნიშნა კატრინმა. _ ბაბუას სიცოცხლეში მანდ ეკიდა.

_ რა მიხვედრა უნდა, ნახატის უკან შპალიერი ნაკლებად არის გახუნებული, ვიდრე კედლის დანაჩენ ნაწილში. ე. ი. რაღაც მართკუთხა ფორმის საგანი ეკიდა. კატრინ, პირადად თქვენ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი?

_ ნათესავებს გულისხმობ?

_ პირველ რიგში.

_ დაუშვათ, რომელიმე ოჯახის რომელიმე წევრს დაცდა ხელი და მოიპარა. მეორე ანდერძის გაცნობის შემდეგ უსათუოდ შემოაგდებდა. არ მგონია, მამაჩემისთვის სამაჯური უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პარიზის სახლი; იგივე შემიძლია ვთქვა მამიდაჩემზე, რომელსაც მშობლებისგან ერგო ვენახები ფინისტერის დეპარტამენტში.

_ რძალი, სიძე, ძმები... _ ჩამოთვალა დიმიტრიმ.

_ დედაჩემი მე ხომ არ მომპარავდა, საკუთარ შვილს?! ჩემი უფროსი ძმა, კლოდი პროფესიით ორნიტოლოგია, რამდენიმე თვეა თვალით არ გვინახავს, გადამფრენ ჩიტებზე ფილმს იღებენ და ჯგუფთან ერთად გადაადგილდება მსოფლიო მასშტაბით. კლოდს ისე სჭირდება გოკიელების საგვარეულო სამაჯური, როგორც მომაკვდავს,

Page 23: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ოყნა. კლოდს არაფერი აინტერესებს ფრინველების გარდა. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ბაბუას გასვენებაშიც ვერ ჩამოვიდა, ინდოეთში იყო.

_ კეთილი, კლოდი გამოვრიცხეთ. დანარჩენები?

_ რაც შეეხება ბიძაჩემს, მამიდაჩემის ქმარს, ორი წელიწადია დინანში ფეხი არ მოუკარებია, ბაბუაზე იყო ნაწყენი.

_ მიზეზი?

_ ამ სახლს უმიზნებდა. შარლის ქალიშვილს თუ ეკუთვნის, ჩემმა ქალიშვილმა რა დააშავაო. შარლი მამაჩემია.

_ პირველი ეჭვმიტანილიც გამოიკვეთა. _ გაუხარდა დიმიტრის, რაზეც კატრინმა ხელები აასავსავა:

_ ჩემი მამიდაშვილი? არა, არა! ვევა ნანტში მუშაობს. აქ მხოლოდ დასაფლავებაზე გამოჩნდა, სამი თვის წინ კი სამაჯური ადგილზე იყო, ბაბუა _ ლოგინში. საპირფარეშოში თუ გავიდოდა ხოლმე, თორემ ამ ოთახიდან ფეხს არ იცვლიდა.

_ ყოველ შემთხვევაში, ვინც მოიპარა, უკვე გაყიდდა. _ აღნიშნა ალენმა.

_ შავ ბაზარზე თუ გაიტანდა, თორემ ანტიკვარულ ნივთს თანდართული დოკუმენტაციის გარეშე არც ერთი პატიოსანი იუველირი არ მიიღებს.

_ იქნებ დაშალა და ისე გაყიდა, ნაწილ-ნაწილ?... ჰა, დიმიტრი, რას გკარნახობს შენი დედუქციური ალღო? ცარიელი სეიფის სანახავად ხომ არ გამოვცხენდით ამხელა გზაზე?

_ იმას, რომ ოჯახის წევრები აქ არაფერ შუაშია. _ დიმიტრიმ ღვინო დაცალა და ცარიელი ჭიქა ხელში შეათამაშა. _ კატრინ, ოჯახის წევრების გარდა, ვინმეს ნანახი ჰქონდა სამაჯური?

_ კი, როგორ არა! საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს, მაგალითად. იცით, სამაჯური ფრანგებისთვის მხოლოდ საიუველირო ღირებულებას წარმოადგენს, ქართველებისთვის კი მთელი ისტორიაა. ბაბუა ძალიან ამაყობდა თავისი წარმომავლობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან გაქცევა მოუწია, ძვირს ვერ დააცდენინებდი თავის ქვეყანაზე, პირიქით, იქიდან ჩამოსულებს დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე ყველაფერს, რა აშენდა, რა დაინგრა...

Page 24: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ სტოპ, სტოპ, სტოპ! _ ხელის აწევით გააჩერა დიმიტრიმ. _ თემას არ გადაუხვიო. გაიხსენე, ბაბუაშენთან სტუმრად ჩამოსული ქართველები. ვინ იყვნენ, როგორ მოხვდნენ აქ, ვის მოჰყვნენ... პირდაპირ ქუჩიდან ხომ არ შემოუვარდებოდნენ? ვინ-რა იცის, რომ დინანში ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს?!

კატრინი შუბლშეჭმუხნული ჩაფიქრდა. ოთახში ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდა.

_ მე მოგეხმარები. _ სიჩუმე დაარღვია დიმიტრიმ. _ წეღან შენი ძმა ახსენე, ფილიპი, რომელმაც პარიზიდან ორი ქართველი ჩამოიყვანა. ასე არაა?

_ ჰო. დაახლოებით სამი თვის წინ.

_ რას წარმოადგენდა ის ქართველები?

_ ახალგაზრდა გოგო იყო და ასე 30-35 წლის მამაკაცი. ულვაშიანი. _ კატრინმა ზედა ტუჩზე თითი გადაისვა და უცებ სახე გაუნათდა. _ გამახსებდა, გოგონა ფილიპთან ერთად სწავლობს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში.

_ დაურეკე ფილიპს. გამოჰკითხე.

_ ჰო, რასაკვირველია... მობილური ხელჩანთაშია... ხელჩანთა მისაღებში... ფიგარო იქ, ფიგარო აქ...

კატრინი აღელვებული გავარდა ოთახიდან. კაცებიც მიჰყვნენ.

ფილიპმა დას სამწუხარო ამბავი ამცნო. მისი კურსელი ქართველი გოგონა, თამუნა მილორავა, სამი კვირის წინ მოკლეს. ცხედარი უკვე გადასვენებულია საქართველოში. რაც შეეხება თანმხლებ მამაკაცს, ფილიპმა მხოლოდ სახელი იცის _ ოთარი. კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია: ბაბუას ამ წყვილისთვის სამაჯური არ უჩვენებია, მხოლოდ საოჯახო ალბომი და წინაპართა ფოტოები, რომლებიც ისედაც გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა. თუ არ ჩავთვლით კატის კნუტიან პასპარტუს.

_ გამოდის, კვალი პარიზში მიდის. _ თქვა ალენმა.

_ რომ არა ვთქვათ, თბილისში. _ ამოიოხრა დიმიტრიმ.

_ თბილისი... _ გაიმეორა კატრინმა.

Page 25: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

პარიზი

პარიზში ჩასვლისთანავე დიმიტრიმ პირადად დაურეკა ფილიპს და თამუნა მილორავას შესახებ დაჰკითხა. მან დიდი არაფერი იცოდა მოკლული ჯგუფელის შესახებ, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი რაღაც საერთაშორისო პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში. სამაგიეროდ დაჰპირდა მეორე ქართველის, ვინმე თიკას გაცნობას, რომელიც თამუნასთან ერთად ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში.

შეხვედრა ნაშუადღევს დათქვეს. სენ მარტენის არხის სიახლოვეს, იქ, სადაც იპოვეს თამუნას თავგაჩეჩქვილი გვამი.

ფილიპი აღმოჩნდა ხალისიანი ახალგაზრდა წეროს ბუდესავით აფეთქებული თმითა და ქართული ცხვირით, თიკა _ მილიტარისტულ სტილში გამოწყობილი ქალიშვილი ყბაში მოქცეული საღეჭი რეზინით. ამდენი ტყავი, ჯაჭვი, ძეწკვი, რკინა და ლატექსი ერთად დიმიტრის მეტალისტებზეც არ უნახავს.

_ ფილიპ, რამდენიმე კითხვა და თავისუფალი ხარ. სამაჯურის შესახებ თამუნასთან გქონია ლაპარაკი?

_ მგონი კი... ყოველ შემთხვევაში, იცოდა ჩემი ქართული ფესვების შესახებ და კითხვებით მატერორებდა ხოლმე. მეც რაღაცებს ვუყვებოდი, როცა ხასიათზე ვიყავი.

_ დინანში რა მიზნით წაიყვანე?

_ გაჟიმვა მინდოდა. _ ალალად უპასუხა ფილიპმა.

თიკამ ხმამაღლა გადაიხარხარა, დიმიტრიმ უხერხულად ჩაახველა:

_ რომანი გქონდათ?

_ რომანი არა ისა! _ სასაცილოდ არ ეყო ფილიპს, _ უბრალოდ გაჟიმვა მინდოდა. ამბობდნენ, ქალიშვილი არისო და მაინტერესებდა, რა...

_ თვითონ უარზე იყო?

_ ბრეტანში გასეირნებაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ რად გინდა?... ვიღაც საფრთხობელა არ მომაყენა ავტობუსის გაჩერებაზე? `ეს კაცი ოცნებობს ბაბუაშენის გაცნობაზე და წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდესო.~ ფაქტის წინაშე დამაყენა, რა... ძალიან, ძალიან უტაქტოდ მოიქცა. გავსკდი

Page 26: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

გულზე, მაგრამ მომერიდა ამოპანჩურება, ჰოდა, წავფსერდით სამივე. ჩამსხამდა მთელი დასვენება, აი, ალექსანდრემ კი გაიხარა, ქართულად ამჭერმეტყველდა საწყალი... _ სინანულით დაასრულა ფილიპმა. ეტყობა გაახსენდა, ახლახან რომ დამარხა ბაბუა.

დიმიტრიმ ფილიპო გაუშვა და თიკასთან ერთად არხის ნაპირას, ხის ძელსკალმზე ჩამოჯდა. თიკამ ფეხი ფეხზე გადაიდო და დემონსტრაციულად მოუკიდა სიგარეტს. ყველანაირად ცდილობდა თავი დამოუკიდებელ, უკომპლექსო გოგოდ გაესაღებინა. პარიზს რომ შეეფერება, ისეთი. ხედავდეს დედამისი!

_ თიკო, გაქვს რაიმე ვერსია თამუნას მკვლელობასთან დაკავშირებით?

_ არანაირი.

_ როგორი გოგო იყო, მომიყევი...

_ იცით, ცოტა მერიდება გარდაცვლილ ადამიანზე ჭორაობა. _ თიკომ `საყვარლად~ დაბერა პომადით ალაპლაპებული ტუჩები.

_ თუ არ `ვიჭორავეთ~ მკვლელზე ვერ გავალთ. არ გაინტერესებს, ვინ მოკლა შენი მეგობარი?

_ არ ვყოფილვართ მეგობრები, თბილისში ზედაც არ ვუყურებდით ერთმანეთს, აქ, პარიზში დავუახლოვდი...

თიკას მონაყოლიდან:

თამუნა და თიკო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებასმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდნენ. თიკა ზარმაცობდა, ლექციებს აცდენდა, თამუნა პირიქით, დისციპლინით და სიბეჯითით გამოირჩეოდა. არც ნიჭი აკლდა. პარიზის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში მოხვდა როგორ კონკურსის გამარჯვებული, მაშინ, როცა თიკას სწავლა-განათლება მდიდარმა მამიკომ დაყფინანსა.

პარიზში თამუნა თითქოს გამოცვალეს. რომ იტყვიან, აიწყვიტა. კაბა დაიმოკლა, წელზე სვირინგი გაიკეთა, ჭიპზე საყურე, თავზე _ აფრიკული ნაწნავები... მოკლედ, ფრიადოსანი გოგონა იაფფასიან მეძევს დაემსგავსა. თაყვანისმცემლებიც რომ გამოუჩნდნენ, სულ გადაირია. პირადად თიკა, კლოზეტში არ შევიდოდა იმ სუნიან ალჟირელთან, ვისთანაც თამუნამ ხანმოკლე რომანი გააბა. ის სიხარულით კი მეცხრე ცაზე იყო. ცხოვრებაში პირველად მოეწონა

Page 27: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ვიღაცას. მერე იყო პოლონელი როკერი, მერე კიდევ ვიღაც... მერე თამუნა ცოტა არ იყოს დაიბნა. საქმე ისაა, რომ 2-3 პაემნის შემდეგ თაყვანისმცემლები ქრებოდნენ. მიზეზი _ ქალწულობა, რომელსაც პურიტანულ ოჯახში გაზრდილი გოგონა ვერაფრით შეელია. სიამოვნების მიღების სხვა მეთოდებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ბოლოს და ბოლოს, მასაც ეწვია ნამდვილი სიყვარული. კი გამოჩნდა ის, ვისთვისაც ყველაფერი ემეტებოდა. ყველა მეთოდით. მამაკაცი სახელად ოთარი თამუნამ აფრიკის ხალხთა მუზეუმში გაიცნო და იმდენად მოიხიბლა, რომ გულის სიღრმეში თიკას შეშურდა კიდეც _ რაღა იმ დღეს დამეზარა მუზეუმში წასვლაო, ეგებ მე გამომეკრა ხელი ქართველი ინტელექტუალისთვისო.

რაოდენ დიდი მისი იმედგაცრუება, როცა თამუნას ნაქები ინტელექტუალი ერთ ერთი უშნოდ აწოწილი, მელანქოლიური სუბიექტი აღმოჩნდა, ძველმოდურად დაყენებული ულვაშითა და საცრისხელა სევდიანი თვალებით. კი, წიგნები ჰქონდა წაკითხული, მაგრამ აშკარად განიცდიდა ტესტოსტერონის დეფიციტს.

თამილამ ახალი მეტამორფოზა განიცადა. უფრო სწორედ ძველ სტანდარტებს დაუბრუნდა. ნაწნავები შეიკრა, მინი კაბები და კოსმეტიკის ქისა თიკას გადაულოცა, ჭიპიდან რგოლი გამოიძრო... აი, სვირინგს კი ვერაფერი მოუხერხა. რა არ ცადა _ საპონი, სოდა, წყალბადის ზეჟანგი... მაგრამ იისფრად ამოტვიფრული ბიზონი მკვიდრად ჩასახლებულიყი ქალიშვილის კანში.

გოგოებმა ორკვირიანი არდადეგები თბილისში გაატარეს და ისევ პარიზს დაუბრუნდნენ. თიკოს ეგონა, თამუნას გადაუვლის ამ უცნაური სუბიექტით აღფრთოვანება, მაგრამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მან გაამხილა, რომ გათხოვებას აპირებს.

თიკამ თხრობა დაასრულა და რაღაცნაირად მოიწყინა. ყბის ჟლაჭუნიც კი შეწყვიტა. ფილიპის არ იყოს, თითქოს ხელახლა გააცნობიერა დანაკარგი.

_ ოთარი რა გვარია? _ დაინტერესდა დიმიტრი.

_ იაშვილი. არა, რა... ოთარი გამორიცხეთ. თიკოს მკვლელობის დროს ის დროს თბილისში იმყოფებოდა. თანაც არ ჰგავს მკვლელს. ბერს ჰგავს. სამოქალაქო ტანსაცმელში. მკვლელობასაც ერთი ადგილი უნდა, არა?..

_ შეიძლება. თბილისელია?

Page 28: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ჰო. თამუნაც თბილისში აპირებდა ჩასვლას, ჩემოდნებზე იჯდა საბრალო, ოთარის ზარს ელოდა. ღელავდა ძალიან.

_ მიზეზი?

_ არ ვიცი. ბოლო რამდენიმე დღე თითქოს ჩაიკეტა, შევატყვე, არ უნდა ჭორაობა და აღარ ჩავციებივარ. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა ვიღაც ჭკნობაშეპარული ტიპის სასიყვარულო ამბები.

`ტიპი კი იქნება ჩემი ასაკის,~ გაიფიქრა დიმიტრიმ, `ნეტავ მეც ჭკნობაშეპარული ვგონივარ?~

_ პარიზში რაღა მოარბენინებდა, თუკი ისევ თბილისში აპირებდა გამგზავრებას? _ იკითხა ხმამაღლა.

თიკამ მხრები აიჩეჩა.

_ ოთარი რას წარმოადგენს?

_ ისტორიკოსია. ლექციებს კითხულობს თბილისის რომელიღაც უნივერსიტეტში. ჰმ, მეცნიერებათა კანდიდატი, რომელსაც სახლში ტელეფონი არა აქვს. კომედია.

დიმიტრის გამაფრთხილებლად აეწვა ბეჭები. ეს იყო კვანძის მოსალოდნელი გახსნის პირველი სიგნილი. ვიღაცას გული უგრძნობს ხოლმე, ვიღაცას ინტუიცია კარნახობს. მას კი მგრძნობიარე ბეჭები აღმოჩნდა.

_ როგორ თუ არა აქვს? _ იკითხა სხაპასხუპით. _ რატომ?

_ მეც ეგ ვუთხარი თამუნას? გაიკითხ-გამოიკითხე, იქნებ ვინმე გაღლეტილია და გაბოლებს მეთქი. მერე რა, რომ ორი წიგნი აქვს წაკითხული... იცით, პარიზში რამდენი ნაკითხი კლოშარია? განა შეიძლება დღეს ადამიანს ქალაქის ტელეფონი არ ჰქონდეს? თამუნამ კი ისე შემომხედა, მივხვდი, კამათი უაზრობაა. მონუსხულივით იყო, თითქოს ჯადო ჰქონდა გაკეთებული.

_ მაინც სად შეიძლება ოთარის პოვნა?

_ ახლა არ ვიცი, მაგრამ ადრე რომელ სასტუმროში გაჩერდა, გეტყვით.

სასტუმრო `მარლი~ დაიმახსოვრა დიმიტრიმ, თიკოს გამოემშვიდობა და ავტოსადგომისკენ გაიქცა.

. . .

Page 29: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

სასტუმროს რესეფშენში მომუშავე ყელბაფთიანმა ყმაწვილმა მხოლოდ ჟურნალისტური აკრედიტაციის ნახვის შემდეგ იკადრა კითხვაზე პასუხის გაცემა.

_ იაშვილი ოთარი. _ ყმაწვილმა შუბლზე ჩამოყრილ თმას სული შეუბერა და მოცისფრო ელემენტის კეკლუცი მზერა ჭერში აღაპყრო. _ ვერ ვიხსენებ ასეთს.

_ არც ხართ ვალდებული გაიხსენოთ. ჟურნალში გადაამოწმეთ.

_ თვე, რიცხვი...

_ აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი.

ყმაწვილი დახლს იქით გაუჩინარდა, მაუსი ააწკაპუნა და ისევ ამოყვინთა.

_ არა, არ არის ასეთი.

_ მაღალი, გამხდარი კაცია, დიდი თვალებით... _ სხვა კუთხით მიუდგა დიმიტრი.

_ ო, მომხიბვლელი ყოფილა, ასეთს დავიმახსოვრებდი...

_ არ არის მომხიბვლელი, საფრთხობელას ჰგავსო, მითხრეს. ულვაშიც აქვს.

ჱყელბაფთიანმა პირზე ხელი მიიფარა და მოკუმული ტუჩებით ახითხითდა, პროვინციელი ქალივით.

_ მაშინ ფაქსზე ამომიბეჭდეთ დროის ამ მონაკვეთში სასტუმროში მყოფი კლიენტურის სია.

_ როგორ გეკადრებათ... _ ყმაწვილმა ხელი ჩამოიღო და გაბრაზება დააპირა, მაგრამ დიმიტრის თითებში გამკრთალმა 100 ევროიანმა კუპიურამ წამში გაუშალა ნაკვთები.

თხუთმეტიოდე წუთში `ექსკლუზივის~ წამყვანი ჟურნალისტი დიმიტრი ძნელაძე სასტუმროს ფოიეში იჯდა და თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ სიას ეცნობოდა, მაშინ როცა რედაქციაში ტონა სამუშაო ჰქონდა დასამთავრებელი. მადლობა ღმერთს, ალენი საქმის კურსშია.

მაშ ასე: იაშვილი ო. არსად ფიგურურებდა. სამაგიეროდ თვალში მოხვდა სამი ქართული გვარი: გიგაური, შიუკაშვილი, ბარათაშვილი. გიგაური სულ სამი დღე იმყოფებოდა სასტუმროში, შიუკაშვილი _ მცირეოდენი ინტერვალებით, ხოლო ბარათაშვილი _

Page 30: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ფეხმოუცვლელად. ძალიან კარგი, ბარათაშვილს დააცხრება. ვინ იცის, თავადური გვარის უკან რა მონსტრი იმალება.

დიმიტრიმ კიდევ ერთი გარბენა გააკეთა რესეფშენში და ბარათაშვილის გარეგნული მონაცემების აღწერა ითხოვა.

_ ო, რა ხართ ეს ჟურნალისტები! _ შესძახა ყელბაფთიანმა და მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით გადმოიხარა დახლზე.

დიმიტრი დაიძაბა. რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ ტიპი საკუთარ თავს შესთავაზებს, ან პაემანს დაუნიშნავს, ან ეამბორება... საბედნიეროდ, გადარჩა.

_ მუსიე ბარათაშვილი ახლახანს სასტუმროს რესტორანში შებრძანდა. _ ჩურჩულითა და თვალის პაჭუნით მოახსენა ნაზმა ყმაწვილმა.

დიმიტრის გულზე მოეშვა, ფარისევლულად გაუღიმა და ფურცლების შრიალით მოკურცხლა რესტორნისკენ.

რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა `საფრთხობელის~ ნაცვლად რესტორანში 60-65 წლის ლამაზად თმაშევერცხლილი დიდშუბლა მამაკაცში დახვდა. მაშინვე გამოარჩია სხვებში, ასეთი მედიდური გამომეტყველებით ჭამა მხოლოდ ქართველს შეუძლიათ. თითქოს სამვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში კი არა, ვერსალის სასახლეში იმყოფება, ვახშმად ლუდოვიკო ბურბონთან და ღორის ნეკნების ნაცვლად ფარშირებულ გედს მიირთმევს.

_ გამარჯობათ. _ ქართულად მიესალმა დიმიტრი.

კაცმა წარბშეკრულმა ამოხედა. არც გამარჯობა, არც თანამემამულის დანახვით გამოწვეული სიხარული. პირიქით, მზარდი გაღიზიანება შენელებული ღეჭვის ფონზე.

_ სალამი ღვთისაა, ბატონო ზურაბ.

ზურაბმა ლუკმა გადაყლაპა, ტუჩები ხელსახოცით მოიწმინდა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. გამომეტყველება არ შეუცვლია.

_ რამდენი გინდა? _ ჰკითხა აგდებულად.

_ რა?

_ ფული.

_ ჩემი ვალი გაქვთ? _ დიმიტრი დაიბნა.

Page 31: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ზურაბმა თავი გააქნია. ცოტა არ იყოს, ისიც დაიბნა. დიმიტრი მიხვდა საქმის ვითარებას. საფრანგეთში მცხოვრები დასაქმებული ქართველი ხშირად ხდება ულუკმაპუროდ დარჩენილი თანამემამულეების სამიზნე. ხელის გამართვა დიდი მადლია, მაგრამ როდესაც მადლიანი ძალადობრივ ხასიათს იძენს, თანამემამულის დანახვაზე სიხარულის ნაცვლად უმწეო ბრაზი გიპყრობს. რაღაც პერიოდი დიმიტრისაც ჰყავდა გადაკიდებული ერთი ქუთაისელი ნარკომანი. დაბარებულივით ერჭო ყოველ დილით სადარბაზოსთან და ყელგამოწიწკნილი ითხოვდა `ორიოდე გროშს.~ მოგვიანებით ძმაკაციც მოიყოლა, გატეხილცხვირიანი აგრესიული ტიპი. აი, მაშინ კი ნერვებმა უმტყუნა. ისე დაიფრინა, მთელ ქუჩას ესმოდა მისი მამაპაპური დდმ და დდშც.

_ ბატონო ზურაბ, მე თქვენი ფული არ მჭირდება, თუ რამეა, აქეთ დაგეხმარებით. _ დიმიტრიმ ჟურნალისტის აკრედიტაცია გადააწოდა.

ბატონმა ზურაბმა სათვალე დაიკოფსა, წაიკითხა და წარბი გაშალა.

_ დიმიტრი ძნელაძე. ჟურნალისტი. აგაშენა ღმერთმა! მე ვიფიქრე აქაც მომაგნეს და გავგიჟდი კაცი! ამდენი `მასესხეს~ მოსმენა აღარ შემიძლია. ნაცნობი, უცნობი, იმის ნათესავი, ამის ნათლია... ამოვიდა ყელში! დალოცვილო, სამსახურის შანსი თუ არ გაქვს, რა ჯანდაბა გინდა საფრანგეთში?... უკვე მესამე სასტუმრო გამოვიცვალე, მე ვიფიქრე თქვენც... არ გამოვიდა ლამაზად. მაპატიეთ.

_ გასაგებია, ნუ მებოდიშებით. სალაპარაკო მაქვს თქვენთან, დიდ დროს არ წაგართმევთ.

_ აბა, აბა, გისმენთ, _ მზადყოფნით თქვა ბატონმა ზურაბმა და უცებ აფორიაქდა. _ რამეს შევუკვეთავ, მართლა ისე კი არაა საქმე, რესტორანში დასაპატიჟებელი ფული არ მქონდეს. ექიმი კაცი ვარ, კონტრაქტით ვმუშაობ ერთ-ერთ კლინიკაში.

_ ნუ შეწუხდებით, სასწრაფოდ მაქვს რაღაც გასარკვევი და თქვენი მახსოვრობის იმედი მაქვს...

ბატონი ზურაბის მახსოვრობამ მოლოდინს გადააჭარბა. დიმიტრიმ ფაქტები შეაჯერა და 99 პროცენტიანი დასკვნა გამოიტანა: მურმან შიუკაშვილი და ოთარ იაშვილი ერთი და იგივე პიროვნებაა. იმ დროს, როცა უბედური თამუნა სულმოუთქმელად ელოდა საქმროდ გამოცხადებულის ზარს თბილისიდან, ეს უკანასკნელი აქ, პარიზის სასტუმროში იმალებოდა. გამოდის, ბატონი შიუკაშვილი არა მხოლოდ

Page 32: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

სხვისი სახელით მანუპულირებდა, არამედ შეხვედრას გაურბოდა. სავარაუდოდ, მისი ინკოგნიტოდ ყოფნა რაღაც გზით თამუნასთვის ცნობილი გახდა, რადგან იმ დღეებში ბატონმა ზურაბმა თვალი მოჰკრა მურმანის ნომრიდან გამოვარდნილ ატირებულ ქალიშვილს. გაუკვირდა კიდეც, როგორ შეეძლო თავაზიან, გაწონასწორებურ მურმანს ვიღაცის წყენინება.

და მთავარი: შიუკაშვილმა 28 აგვისტოს დატოვა სასტუმრო, თამუნას გვამი კი 27 აგვისტოს იპოვეს.

ეჭვმიტანილი ასე თუ ისე გამოიკვეთა. ახლა მთავარია გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი. გაასწრო საქართველოში თუ აქ არის, საფრანგეთის ტერიტორიაზე. აეროპორტის ადმინისტრაცია ჟურნალისტ დიმიტრი ძნელაძეს ინფორმაციას არ მისცეს, მაგრამ `ექსკლუზივის~ მთავარ რედაქტორს იქნებ არ დაუკავონ პასუხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ალენი უნდა ჩააყენოს საქმის კურში.

დიმიტრიმ ადგილიდან მოუცვლელად დაურეკა ალენს და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. რის მერეც სადილი შეუკვეთა და დამშვიდებულ გულზე განაგრძო ბატონ ზურაბთან ურრთიერთობა. პარიზულ ამბებს არ მიბრუნებიან. საქართველო მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ჭრილში. ეს იყო მათი საუბრის თემა.

_ _ _

ალენის ზარმა კატრინს სუპერმარკეტში მიუსწრო, როცა პროდუქტებით სავსე ურიკას სალაროსკენ მიაგორებდა.

_ მადამ ბუკე, ისტორიული სამშობლოს ნახვაზე როგორ ბრძანდებით? _ აჯახა ალენმა.

კატრინმა მეტყველების უნარი დაკარგა. დაბნეულმა გონებაში კადრებად ჩაიქროლა ბაბუამისის სახლში გამოკრულმა საქართველოს პეიზაჟებმა. შეუძლებელია...

_ კატრინ?

_ ჰო... რა?

_ ცოცხალი ხარ?

_ მგონი. ცხადია, თუ ადგილი არა აქვს სმენით ჰალუცინაციას.

Page 33: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ არა აქვს, ოღონდ ვერ მივხვდი, გეწყინა თუ გაგიხარდა?

_ გამიხარდა რომელია?! უბრალოდ დავიბენი. რატომ გადაწყვიტე ჩემი გაგზავნა, მე ხომ იქ არავის ვიცნობ...

_ რატომ მხოლოდ `შენი~? ჩვენი. მე და დიმიტრიც მოვდივართ.

კატრინმა სიხარულით შეხტა. ღიმილით მოუბოდიშა დაეჭვებულ გამვლელს და ურიკას უბიძგა. რა ოხრად უნდა ამდენი პროდუქტი, თუკი საქართველოში მიემგზავრება.

_ მართალია ჯერ დიმიტრიმ არ იცის, სიურპრიზად მოვიტოვე... _ დაასრულა ალენმა.

_ რაიმე სიახლეა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით?

_ ორი სიტყვით შემიძლია გითხრა: ეჭვმიტანილმა მოასწრო საფრანგეთის საზღვრის დატოვება, დიდი ეჭვია, ახლა თბილისში იმყოფება და გულში მოპარულ რელიქვიას იხუტებს. ცხადია, თუ უკვე არ გაასუხარა.

_ შენ ფიქრობ, რომ... _ კატრინი უცებ დაეშვა მიწაზე.

_ მე ეჭვი გამოვთქვი. _ ხაზგასმით გააწყვეტინა ალენმა. _ ადგილზე გავარკვევთ ყველაფერს. ჰოდა, იმას ვამბობდი... პრინციპში, რაზე დაგირეკე. არ გინდა შემიამხანაგდე? ერთად დავაცხრეთ ჩვენს საერთო ნაცნობს, ორმაგი სიურპრიზი მოვუწყოთ, ასე ვთქვათ. უფრო სწორედ, სამმაგი.

_ დიდი სიამოვნებით.

_ მაშინ ერთ საათში გამოგივლი.

_ დიდი სიამოვნებით. _ სულელივით გაიმეორა კატრინმა.

ამ სიტყვებს ის ხშირად გაიმეორებს. უკვე თბილისში.

თბილისი

თბილისის აეროპორტმა კატრინის რომანტიკულ განწყობას ცივი წყალი გადაასხა. თანაც ღამე იყო, ქარიანი ამინდი, ტრაპი აგვიანებდა, მგზავრები ღელავდნენ... მაგრამ აეროპორტით არ იწყება ქვეყანა. ქვეყანა ხალხია, კულტურა, ისტორია, სამზარეულო... ეს ყველაფერი

Page 34: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

და კიდევ ბევრი სხვა (რასაც კატრინი ფიქრშიც ვერ წარმოიდგენდა) წინ ელოდა.

აეროპორტის შენობიდან გამოსულები ტაქსის მძღოლების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ამდენი გაუპარსავი, შემტევი მამაკაცის დანახვაზე კატრინი დაიძაბა, მაგრამ დიმიტრიმ დაამშვიდა _ არსებული უმუშევრობის ფონზე ვინც მანქანის ტარება იცის, ყველა ტაქსაობა დაიწყოო. მათ შორის, დიპლომიანმა ინტელიგენციამ. ბოლოს ერთმა ჯირკივით ბიძამ იმარჯვა, კატრინის ჩემოდანს ხელი დასტაცა და ციმციმ წაათრია თავისი `ვოლგისკენ~. დიმიტრიმ გაპროტესტება ვერ მიასწრო, რადგან მძღოლმა თვალისდახამხამებაში ჩაატარა ორი მანიპულიაცია: ჩემოდანი საბარგულში ჩააგდო, კატრინი კი წინა სალონში დაასკუპა. დიმიტრიმ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ალენს ანიშნა, შემოგვიერთდიო. ორი ჩემოდნიანი მამაკაცის დანახვაზე მძღოლმა ყოყმანით მოიფხანა კინკრიხო. აღმოჩნდა, რომ საბარგულში სათადარიგო საბურავიც დევს და დამატებითი ჩემოდნის ადგილი არ არის.

დიმიტრიმ კატრინს გადმოსვლა უბრძანა, მაგრამ ქალიშვილს მძღოლის მიმართ სიბრალულის ბუშტი გაუსკდა _ ბევრს ნუ იპრანჭებით, თორემ ამ საწყალს ინფარქტი გლიჯავსო.

ინფარქტმა მძღოლს არა, მაგრამ ლამის დიმიტრის გლიჯა. ცალკე სირცხვილისგან, ცალკე დისკომფორტისგან. ცოცხლად დამარხულივით იჯდა უკანა სალონში, გვერდებზე აყუდებულ ჩემოდანს შორის და თავ-ბედს იწყევლიდა.

_ სასტუმრო `მეტეხი~. _ გაბრაზებულმა ესროლა მძღოლს, რომელმაც უხერხულობის შესანიღბად რადიოს ამოუწია.

ალენმა სასტიკად გააპროტესტა სასტუმროში დაბინავების ვარიანტი _ სახლი გაქვს, კარი გაქვს, სასტუმროშო რა დამრჩენიაო. დიმიტრიმ აუხსნა, რა მდგომარეობაში შეიძლება დახვდეს დიდი ხნით გამოკეტილი სახლი, მტვრითა და აბლაბუდით შეაშინა, მაგრამ ალენმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:

_ მტვერს კატრინი გადაწმენდს, მე და შენ აბლაბუდებს დავერევით.

_ აჰა, უკვე კატრინიც დაპატიჟა... იქნებ მისთვისაც გეკითხა...

_ მინდა! _ უაპელაციოდ შეჰყვირა კატრინმა. _ ნუ ნერვიულობ, დიმიტრი, მტვერსაც გადავწმენდ და საჭმელსაც გაგიკეთებთ. არ

Page 35: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

დამტოვოთ მარტო სასტუმროში, რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ, აბლაბუდებიც ჩემზე იყოს.

ასეთი არგუმენტის წინაშე დიმიტრიც უძლური აღმოჩნდა. ისღა დარჩენოდა სტუმრები თავის სახლში წაესხა, სამოთახიან ბინაში საბურთალოს ქუჩაზე. ხედით იპოდრომზე.

_ ერთი შეკითხვა მაქვს, _ თქვა ჩემოდნის გაღმა მყოფმა ალენმა. _ რადიოში რომ კაცია, ის ახლა ჩხუბობს და ჩვეულებრივად ლაპარაკობს?

_ რატომ მეკითხები? _ დიმიტრი დაიძაბა.

_ მეჩვენება, რომ ჩხუბობს.

_ გეჩვენება.

_ ეს იმიტომ, რომ ქართული ყურს ჭრის.

_ აბა, ახლა ქართველს ჰკითხე, რა ასოციაციები აქვს თქვენი აღუ-ოღუების მოსმენისას.

_ ჰო, რა რეაქცია აქვს? _ ალენი დადარაჯდა.

_ ცხვირში ლაპარაკობენ, გრიპიანებივითო.

_ რაო?! ერთი ამას უსმინეთ! ფრანგულზე მელოდიური ენაა მსოფლიოში. სიყვარულის ენა!

_ ვისაც ესმის, კი.

_ სულ ტყუილად ბობოქრობ, ალენ, _ კატრინმა დიმიტრის დაუჭირა მხარი. _ მყვირალა თანხმოვნები თავდაპირველად მეც მჭრიდა ყურს, მერე კი მევეჩვიე. ღამარჟიოპათ მეღობრებრო, კეთილიღ იღოს ჩემიი პეხიი კვენ მიცაზეე. _ ჩააქართული კატრინმა და რეაქციის მოლოდინში მძღოლს გახედა.

იმას ყურიც არ შეუბერეტყავს. ვერც შენიშნა, რომ ფრანგი მადმუაზელი ქართულად მეტყველებდა. სამაგიეროდ კატრინმა შენიშნა ფრიად უცნაური რამ: კაცს ნეკა თითზე ქალივით გრძელი ფრჩხილი გაეზარდა.

_ დიმიტრი, გრძელი ფრჩხილი ნეკზე სექსუალური ორიენტაციის მაჩვენებელია?

_ ეს უკულტურობის მაჩვენებელია, კატრინ. გაანებე მძღოლს თავი და მარჯვნივ გაიხედე. ეს მტკვარია, ის მეტეხი, ეს კი ჩვენი დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი...

Page 36: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ გორგასალი... _ ლოცვასავით გაიმეორა კატრინმა.

_ `ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა~. _ ლექსად ჩაერთო ტაქსის მძღოლი და სარკე დიმიტრიზე გაასწორა. _ უთარგმნე, ძმაო, ეგეც უთარგმნე და ისიც უთხარი გორგასალი რატო შეარქვეს. მაგათ პარიკიან ხელმწიფეებს კი არ ჰგავდა, თავზე მგლისთავიანი მუზარადი ეხურა. მააშ!

დიმიტრიმ ცივად შეხედა, მაგრამ მძღოლის გაცისკროვნებულმა სახემ გაბრაზება გადააფიქრებინა. რა ჰქნას ამანაც, გაჭირვებას გამოუგდია საშოვარზე, თუმცა ფრჩხილი მეტისმეტია. უცხოელებზე მონადირე მძღოლს ელემენტალური პრეზენტაბელურობა მოეკითხება, რომ აღარაფერი ვთქვათ გადატენილ საბარგულზე.

საღამოს 9 საათზე დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. დიმიტრიმ მძღოლს ორმოცდაათლარიანი კუპიურა გადააწოდა და ვიდრე ეს უკანასკნელი ჯიბეებში იქექებოდა (იმ იმედით, რომ ხურდას შეიტყაპუნებს), მანქანა ბარგისგან დაცალა.

მძღოლს არ გაუმართლა. გრძელთმიანმა გადაგვარებულმა ქართველმა ხურდა ჩაიჯიბა და ფრანგები ჩაბნელებული სადარბაზოსკენ მილალა.

ლიფტის წითელი ღილაკი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ინტიმურად ანათებდა სადარბაზოს, აღარ არსებობდა. მის ადგილზე იყო შავი ხვრელი საეჭვოდ გამობუჩქული სადენებითურთ.

_ ლიფტი არ მუშაობს! _ ნიშნის მოგებით შესძახა დიმიტრიმ. _ არ გინდოდათ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო?! ახლა კეთილი ინებეთ, წამოიკიდეთ თქვენ-თქვენი ჩემოდნები და ფეხით დააწექით მეექვზე სართულზე.

_ არა უშავს, არა უშავს, ვითომ ალპინისტები ვართ! _ გამამხნევებლად შესძახა კატრინმა და გორგოლაჭებიანი ჩემოდანი საფეხურზე შეასკუპა.

_ ამას მე წამოვიღებ, _ ისინდისა დიმიტრიმ და ბრახუნითა და გრიალით შეუდგა კიბეზე მსვლელობას.

მეოთხე სართულზე დიდი ბედნიერება ელოდათ _ ეულად მბჟუტავი ნათურა, რომელმაც მორიდებულად გაანათა ბაქანი და მოურიდებლად წარმოაჩინა კედლის მხატვრობა _ პენისი მუტანტი გვერდზე ამოჩორკნილი სამასოიანი განმართებითურთ.

Page 37: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ო, ლალა! _ შესძახა ალენმა. _ ამას ხვალ აუცილებლად გადავიღებ.

_ რა ჯანდაბად გინდა? _ ქოშინით ჩამოსძახა დიმიტრიმ.

_ ჟურნალისთვის ვაგროვებ. უკვე მაქვს საკმაოდ სოლიდური კოლექცია. მეტწილად ევროპის მასშტაბით, თუმცა იდეა ჰონგ-კონგში მოგზაურობამ შთამაგონა. თანდათან გამოვაქვეყნებ, მერე შეიძლება ფოტოგამოფენაც მოვაწყო. ასე რომ გქონდეს მხედველობაში, მაგარი პროექტი გამოვა. კედლის ფაქტურა, ტექსტურა, დიზაინი სოციუმის სარკეა. არ იცოდი?

_ მოვედით. _ დიმიტრიმ ჩემოდნები ბაქანზე დაყარა და გასაღები მოიმარჯვა.

რამდენიმე საფეხურით დაბლა სულმოუთქმელად იტკეპნებოდნენ ალენი და კატრინი, მაგრამ დიმიტრიმ ვერაფრით მოახერხა გასაღების საკეტში შერჭობა, რაღაც უშლიდა შიგნიდან.

_ ვინ არის? _ ბინის სიღრმიდან ქალის ნაზი ხმა გაისმა.

დიმიტრი ისე დაიბნა, შესაფერისი სიტყვის მოძებნაც კი გაუჭირდა.

_ მითხარით ვინ ხართ, თორემ პოლიციას გამოვუძახებ. _ დაემუქრნენ იქიდან.

_ ვინ გამოიძახებს პოლიციას, მაგასაც ვნახავ! მე ბინის პატრონი ვარ!

კარი მომენტალურად გაიღო და დერეფნის შუქში შეშინებული ახალგაზრდა ქალი დაილანდა. გრძელი გვირილებით მოჩითული ხალათი კოჭებს უფარავდა და მჭიდროს შეეკრა. თვითონაც გვირილას ჰგავდა _ პირმრგვალი, ხორცსავსე, ხვეულთმიანი...

_ დიმიტრი ბრძანდებით?

_ რა ვი, აქამდე ვბრძანდებოდი და... _ დიმიტრიმ აგდებულად შეათვალიერა ცოცხალ-მკვდარი ქალიშვილი, რომელიც ისტერიულად იჭერდა ისედაც შემოჭერილ გრძელყურა ქამარს.

_ შემობრძანდით შინ, ახლავე აგიხსნით ყველაფერს...

_ თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო არ ვარ. _ დიმიტრიმ ბინდბუნდიდან ამოზრდილ სტუმრებზე ანიშნა.

Page 38: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ჩემი სიკვდილი! _ ქალიშვილმა ლოყებზე ხელები შემოირტყა და სახლში შევარდა.

ოთახებში შემწვარი ხორცის მადისაღმძვრელი არომატი იდგა. თავმოყვარე მანდილოსანი ასეთ დროს პირამოკერილი უნდა იჯდეს ტელევიზორთან, დიდი-დიდი მაწონს წრუპავდეს, მაგრამ გვირილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ეტყობა არ მიეკუთვნებოდა დიეტით სასომიხდილთა კატეგორიას. ფერიც ისეთი ჰქონდა, რომ იტყვიან, რძე და ღვინო. ლაპარაკისას ვარდისფერ ლოყები ეჩხვლიტებოდა და თვალები უჟუჟუნებდა. ალენს პირდაპირ დორბლი გადმოსცვივდა, ცალკე სამზარეულოდან გამოპარული სუნებით, ცალკე თავის მართლების რეჟიმში ჩამდგარი ქალის ცქერით.

გაირკვა, რომ ქალიშვილი სახელად მარიამი ქუთაისელი ექთანია, თბილისში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იმყოფება. ბინაში დიმიტრის მამამ, `ძია გურამმა~ შემოუშვა (აბა, გასათხოვარ ქალს სასტუმროში ხომ არ გაამწესებდა?). გურამისა და მარიამის დედა გარე ბიძაშვილები ყოფილან. ქალიშვილი იმთავითვე წინააღმდეგი ყოფილა შორეული ნათესავის შეწუხების, მაგრამ დედამისმა დაიჟინა და აი, ეს კაზუსი დაემართა, რომელსაც ახლავე გამოასწორებს _ ბარგს ჩაალაგებს და წავა.

დიმიტრიმ ფრანგული მხარე საქმის კურსში ჩააყენა. კატრინმა გაგებით დააქნია თავი, ალენი გარე ბიძაშვილის ფენომენით დაინტერესდა.

_ ნუ შემიჩნდი, ალენ, მერე აგიხსნი, ჯერ... ჯერ მამაჩემი მყავს მოსაკლავი. როგორ გაბედა დაუკითხავად ბინაში ვიღაცის შეშვება! კერძო საკუთრებაა თუ კეთილშობილ ქალთა პანსიონი?!

_ პირიქით, მამას მადლობა უნდა უთხრა, აბლაბუდების მაგივრად ასეთი სიურპრიზი დაგახვედრა სახლში!

_ ეს სიურპრიზი ახლა გავარდება აქედან!

_ გაგიჟდი?! _ აგრესიულად აჩურჩულდა ალენი, _ სახლი დალაგებულია, შეხედე, შეხედე... _ მაგიდის ზედაპირს თითი ჩამოუსვა და დიმიტრის ცხვირთან მიუტანა. _ ყველაფერი გაკრიალებულია, მტვერი გადაწმენდილი, იატაკი მოგვილი, სამზარეულოში ხორცი შიშხინებს... ო, ლალ...

ალენს სიტყვა შუაში გაუწყდა. საძინებელი ოთახიდან მარიამი გამოვიდა სპორტული ჩანთით ხელში. ეცვა თბილი ჟაკეტი,

Page 39: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

გოფრირებული ქვედაკაბა და წამახულცხვირიანი ლაკის ფეხსაცმელი. ტიპური სოფლის გოგო ავტობუსის გაჩერებაზე.

_ აი, გასაღები. დიდი ბოდიში, დიმიტრი. ძალიან ულამაზოდ გამოვიდა. დედაჩემის ბრალია, იმეტიჩრა თავისებურად. ვერ გადავაჩვიე ხალხის შეწუხებას... მეც რამ გამასულელა?!...

_ შენ რომ ამ ღამიანად ეს ქალი სახლიდან გაუშვა, სამი მუშკეტერის ხსოვნას ვფიცავ, მეც წავალ. _ ალენი თითის წვერებზე შედგა, რომ დიმიტრის ყურს შესწვდენოდა.

_ ვახშამი სამზარეულოშია, შეგიძლია მიირთვათ. მშივრები იქნებით გზიდან. _ მორჩილი სახითა და ბავშვური ხმით განაგრძო მარიამმა.

_ რაო, რა თქვა?

_ გვემშვიდობება. _ ჩაახველა დიმიტრიმ და იგრძნო, რომ ეშლება.

_ გიბრძანებ, გააჩერო. _ წაუსისინა ალენმა. _ მე შენი უფროსი ვარ.

_ რაში გჭირდება? ეს ის ვარიანტი არაა, შენ რომ გგონია, ალენ, უბრალო პროვინციელი გოგოა. შეიძლება ქალწულიც კი.

_ მერე რა? კუპიურაზე რომ ქალი ხატია, იმას ჰგავს.

_ რომელ კუპიურაზე?

_ შენ რომ ტაქსის მძღოლს მიაწოდე.

_ თამარ მეფეს?

_ დედოფალს, კოლეგა. ქალს რა უნდა მეფედ?

_ აბა, შენა ყოფილხარ... _ ჩაიცინა დიმიტრიმ და მომბალი მზერა მარიამზე გაასრიალა.

_ მერედა, რა სუნები ტრიალებს... თვითმფრინავის ხორკლიანი ქათმის მერე შინაურულად მოშუშული ხორცი მისწრებაა. _ შეახარბა ალენმა და მეტი ეფექტისთვის ენაც გააწკლაპუნა.

_ რა პრობლემაა, დარჩეს. _ დიმიტრის მიუბრუნდა აქამდე ჩუმად მდგარი კატრინი. _ ორი საძინებელი გაქვს, ერთში მე და მარიამი დავწვებით, მეორეში _ შენ და ალენი. ჩემთვისაც ხეირია, ქართულში წავივარჯიშებ. და საერთოდ, ძალიან საყვარელია.

Page 40: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ მარიამ, დარჩით. _ ჩაიბურტყუნა დიმიტრიმ.

_ არა, რას ბრძანებთ?! _ იუარა მარიამმა და ჩანთის სიმძიმისგან ცალ მხარეს გადახრილი წაბარბაცდა გასასვლელისკენ. _ ტაქსს დავიჭერ და ნათესავთან წავალ, თქვენ მაგაზე ნუ იდარდებთ, სტუმრებს მიხედეთ...

ალენი ადგილს მოსწყდა და წინ გადაეღობა. მარიამი გაკვირვებულმა უსმინა ფრანგულად მოლაპარაკე ჩიტისთვალება მამაკაცს და დიმიტრის მიუბრუნდა.

_ რაო, რა მინდაო?

_ მარიამი რომ წავიდეს, ხარაკირის გავიკეთებო. _ გაუღიმა დიმიტრიმ და მძიმე ჩანთა გამოართვა.

_ რას გავიკეთებო? _ ვერ გაიგო მარიამმა.

_ თავს მოვიკლავო, თავს...

_ ვაიმე, ჩემი სიკვდილი!

თბილისი

ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ რუსუდან მილორავა სახლიდან იშვითად გადიოდა. მხოლოდ პურზე. ისიც ინიტომ, რომ შიმშილით გული არ წასვლოდა. ჩაი და თაფლი სახლში ჰქონდა, ჯერ კიდევ თამუნას სიცოცლეში მომარაგებული. მთელი დღეები იწვა ტახტზე და შვილის გადიდებულ ფოტოსურათს ელაპარაკებოდა. ხან ხმამაღლა, ხან დისტანციურად, და ერთადერთ რიტორიკულ კითხვას სვამდა: რატომ? რატომ თამუნა და არა სხვა, რატომ მაინცდამაინც უსაფრთხო პარიზში და არა ომგამოვლილ თბილისში, სადაც კვირა არ გავა ვიღაცას დანა არ გაუყარონ... რატომ, რატომ, რატომ? ვისთვის რა უნდა დაეშავებინა მის უწყინარ გოგონას... ალბათ, ასეთი კარგი რომ იყო, იმიტომ წაიყვანა ღმერთმა. სხვებს კი არ ჰგავდა, უზრდელებს, უხამსებს, ვულგარულებს... უფროსის პატივისცემა იცოდა, სწავლაში ტოლი და სწორი არ ჰყავდა, სხვები რომ ბიჭებს ეზომებოდნენ, თამუნა წიგნებს ჩაჰკირკიტებდა... მშობელი დედის შერჩეულ ზნეკეთილ წიგნებს და არა გლამურულ ჟურნალებს ავხორცად გადაზნექილი ქალებითა და თვალებგამოციებული ჭაბუკებით. რუსუდანის სკოლა. განა ყველა დედა დადაა?... დილით კარს რომ გაიხურავენ საღამომდე არ მოეკითხებად შვილის ავან-ჩავანი. რუსუდანს კი კონტროლზე ჰყავდა აყვანილი თამუნას ყოველი

Page 41: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

წუთი, რომ დრო უქმად არ დაეკარგა, რომ სახლში არ ამოეყვანა ზნეობრივ-ესთეტიკურ დისციპლინას მოკლებული კლასელები, სიგარეტი არ მოეწია, ალკოჰოლურ სასმელი არ გაესინჯა... სამსახურიც კი დათმო, რომ თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. ქმარი საყვედურობდა _ მკაცრად ექცევი, არჩევანის საშუალება მიეცი, თითქოს რუსუდანი დესპოტი მშობელი ყოფილიყო და არა ერთადერთ ქალიშვილზე გადაფოფრილი დედა. რა სისულელეა. როცა სიყვარულია ამოსავალი წერტილი, აღზრდის ნებისმიერ მეთოდს აქვა გამართლება, მათ შორის, სიმკაცრეს. შედეგიც სახეზე იყო: თამუნა აღმოჩნდა ერთადერთი სტუდენტი, ვისაც სახელწიფომ სწავლა დაუფინანსა!

პარიზი, რომელიც უნდა გამხდარიყო თამუნას კარიერული ნახტომის ტრამპლინი, მისი სიკვდილის მომსწრე გახდა. მარტო არ უნდა გაეშვა, სახლი უნდა გაეყიდა და თან წაჰყოლოდა. ეტყობა, ცუდ წრეში ჩაითრიეს დედის ერთა, შეიტყუეს, გაკოჭეს, უმწიკვლო წელზე ეშმაკი ნიშანი ამოუსვირინგეს. ნეტავ, სულ არ დაენახა...

ამ განსჯებში იყო რუსუდანი, როდესაც კარზე დააკაკუნეს. შუშაბანდის ფანჯრიდან გაიჭყიტა. აქედან კარგად ჩანდა იტალიური ეზოს მთელი პერიმეტრი და ნებისმიერ მეზობელთან მოსული სტუმარი. მის კიბესთან ხორბლისფერსმიანი მამაკაცი და ელეგანტურად ჩაცმული ქალი იდგა. უცხოელებს ჰგავდნენ.

რუსუდანმა ნაჩქარევად გადაივარცხნა თმა და ქვედაკაბის ნაკეცები გაისწორა. მგლოვიარე დედის პირობაზე ფრიად დამაკმაყოფილებლად გამოიყურება. მისი ცრემლის მომსწრე მხოლოდ და მხოლოდ ბალიში უნდა იყოს, და არა უცხო ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს მიხვდებიან შვილმკვდარი დედის განცდებს. არც არის საჭირო ძაძებით სპეკულირება. მთავარია, თამუნამ გაუგოს. უგებს კიდეც, ამასწინათ, თითქოს თვალებით დაეთანხმა.

_ ქალბატონი რუსუდანი ბრძანდებით? _ გამართული ქართულით იკითხა მამაკაცმა.

_ გახლავარ.

_ დიმიტრი ძნელაძე. _ გაეცნო მამაკაცი. _ ეს კატრინ ბუკეა. _ ქალიც წარუდგინა. _ საფრანგეთიდან ჩამოვედით.

_ იცნობდით, ჩემს თამუნას? _ რუსუდანს დაწყობილი ნაკვთები გაექცა, თვალებში იმედი ჩაესახა, თითქოს დასტურის შემთხვევაში, მისი გოგო გაცოცხლდებოდა.

Page 42: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ სამწუხაროდ, არა.

_ ?

_ სალაპარაკო გვაქვს.

რუსუდანი სახლში შეუძღვა. ისედაც დაბალჭერიან ოთახებს კედლებზე ნოხები და ფარდაგები კიდევ უფრო ადაბლებდა. სასტუმრო ოთახში გამოსაჩენ ადგილზე თამუნას რეტუშირებული ფოტო ეკიდა. არაფერით დასამახსოვრებელი სახე. ტიპური გოგონა მასიდან.

მაგიდას მიუსხდნენ.

_ ქალბატონო რუსუდან, ვიცი, გიჭირთ შვილზე საუბარი, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს... _ დაიწყო დიმიტრიმ.

_ არა, არ მიჭირს. მე ისეთი შვილი მყავდა, მკვდარიც კი ზოგიერთ ცოცხალს სჯობია. _ რუსუდანმა მოწყალე ღიმილით გახედა კატრინს, რომელსაც მთელი არსებით ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა.

_ ოფიციალური ვერსიით თამუნას მკვლელობა გაუხსნელია. მაგრამ მე არაოფიციალურ გამოძიებას ვაწარმოებ და მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა.

_ რა გაძლევთ ეჭვის საფუძველს?

_ სწორედ ამის შესახებ მინდოდა მეკითხა. იქნებ თქვენ, მშობელმა, რაღაც ისეთი იცით თამუნას შესახებ, რაც დაეხმარება გამოძიებას.

_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიღაც ხულიგნებმა წიწილასავით დამიკლეს ერთადერთი შვილი. თუმცა მოგისმენთ, რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს გარეშე პირებთან პირადზე ლაპარაკი.

ჵ_ ცოტა შორიდან დავიწყებ, _ თქვა დიმიტრიმ. _ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ბრეტანის რაიონში საპორტო ქალაქი დინანი. იქ ცხოვრობდა და უკვე აღესრულა კატრინის ბაბუა ალექსანდრე გოკიელი...

ქალბატონი რუსუდანი გულისყურით უსმენდა. რაც უფრო მეტს იგებდა, მით უფრო შეუვალ ნიღაბს ირგებდა, თუმცა სიტყვა ერთხელაც არ გაუწყვეტინებია.

Page 43: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ჩვენი აზრით, უნიკალურ სამაჯურსა და თამუნას მკვლელობას შორის არსებობს გარკვეული კავშირი. _ დაასრულა დიმიტრიმ და შვებით ამოისუნთქა.

ამ ქალის პროტესტის ნიშნად მოკუმული ტუჩები კარგა არაფერს უქადდა ენთუზიაზმით დაწყებულ საქმეს. რა წესია, შენ ქადაგად ხარ დაცემული, მოსარჩელე მხარე კი განყენებული ფიზიოთი ზის, ვითომ მას არ ეხება.

თურმე რუსუდანი გამანადგურებელი დარწყმისთვის ემზადებოდა, როგორც ლომი პრერიებში.

_ თვითონაც არ იცით, რას, მაპატიეთ და, როშავთ! თამუნა ქურდობას გულშიც არ გაივლებდა! _ დასცხო გამკივანი ხმით და აცახცახებული თითების დამალვას შეეცადა.

_ ასეთი რამ არც გვიფიქრია, ჩემი აზრით ის შეყვარებულმა ჩაითრია ავანტიურაში. _ თავი იმართლა დიმიტრიმ და საშველად კატრინს უხმო, რომელმაც ისარგებლა მომენტით და ქართულ ენაზე ორიოდე სიტყვა ჩააკვეხა:

_ შეყვარებული ცუდი კაცი.

_ რა შეყვარებული ხალხო, როგორ გეკადრებათ?! ნუ აიგივებთ ჩემს გოგოს სხვებთან, შეყვარებული რომ ჰყოლოდა პირველ რიგში მე მეცოდინებოდა, მე, მშობელ დედას.

_ თაყვანისმცემელი. _ გამოასწორა დიმიტრიმ.

_ მე მისი ყველა თაყვანისმცემელი ზეპირად ვიცოდი. _ მფარველური ღიმილით მოუჭრა რუსუდანმა და ყელი მოიღერა, აქაოდა, რა საამაყო შვილი გამიზრდიაო.

_ შეგიძლიათ ერთი მაინც დაასახელოთ?

_ იცით, ახალგაზრდავ, არ მომწონს თქვენი ტონი. თუ ძალიან გაინტერესებთ, ჩემთვის სულერთია ვინ მოკლა თამუნა: უცნობმა ხულიგანმა თუ ნაცნობმა თაყვანისმცემელმა. ის აღარასოდეს შემოაღებს ამ სახლის კარს, აი, ეს არის მთავარი.

_ ანუ, ვიღაც ნაძირალას უნდა შერჩეს თქვენი შვილის მკვლელობა. ასეა? _ ჩაეკითხა დიმიტრი.

ქალბატონი რუსუდანი საკუთარ თავს ჩაუფიქრდა, მერე შვილის სურათს შეხედა, თითქოს ნებართვა ითხოვა და მხოლოდ გარკვეული პაუზის შემდეგ აღირსა პასუხი:

Page 44: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ არა, არ უნდა შერჩეს. ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მამაკაცი, რომელიც თქვენ აღწერეთ, არ შეიძლება ჩემი შვილის რჩეული ყოფილიყო. გამორიცხულია. გვარი შემახსენეთ, გეთაყვა...

_ მურმან შიუკაშვილი, რომელიც შესაძლოა თამუნას ოთარ იაშვილად გაეცნო.

რუსუდანს ღიმილი ჩამოერეცხა, ტიკიანივით შეუხტა ტუჩის კუთხე, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა ემოციების მოთოკვას.

კატრინმა ნაჩქარევად გახსნა ხელჩანთა და დინანში გადაღებული ფოტოსურათი გადააწოდა, სადაც თამუნას გვერდს უმშვენებდა ცრუ ოთარი და ფილიპი.

_ ბაბუაჩემთან სტუმრობის დროსაა გადაღებული. მარჯვნივ ჩემი ძმაა, ფილიპი. დიმიტრი, უთარგმნე.

_ არ არის საჭირო თარგმნა. ფრანგულის პედაგოგი გახლავარ. წარსულში. _ ცივად დაამატა და სურათს დახედა. _ რაღაც გაუგებრობაა. მსგავს ეგზემპლართან ჩემი თამუნა კლოზეტშიც არ შევიდოდა. ის შეიძლება კალმით ნახატი არ იყო, მაგრამ მარგალიტი წყალში უნდა ეძებო, ბატონები, სიღრმეში. წყლის ზედაპირზე კი მხოლოდ ასეთი სუბსტანცია დაცურავს. _ რუსუდანის თითი ცრუ ოთარის სახეზე აკაკუნდა.

_ ამბობენ, ძალიან განათლებულია, ნაკითხი, ზრდილობიანი... სრულიად შესაძლებელია ნორჩ, გამოუცდელ თამუნას რაიმე გრძნობა გასჩენოდა.

რუსუდანმა პასუხი არ აღირსა. მისი გაქვავებული მზერა სადღაც სივრცეში იყო მიმართული. რას ხედავდა იმ სივრცეში ან რას მალავდა, დიმიტრიმ არ იცოდა და ამ კლიშეებით მოაზროვნე ქალის ბუნებიდან გამომდინარე, ალბათ ვერასოდეს გაიგებდა. გოგონა აფრიკული ნაწნავებით, წელზე ამოსვირინგებული ბიზონითა და გაურკვეველი წარსულით მისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. ის არასოდეს აღიარებს თამუნას პარიზულ წარსულს. ურჩევნია დაივიწყოს. არა, წაშალოს. დელეტე-ს დააჭიროს, როგორც კომპიუტერში არასასურველ ინფორმაციას, რომ ცხოვრება გაარძელოს, ილუზიაში, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ამიტომ დაკითხვის მეორე რაუნდზე გადავიდა:

_ შეიძლება საფრანგეთიდან გამოგზავნილი ფოტოსურათები დავათვალიეროთ? იქნებ ეს კაცი მართლა არაფერ შუაშია, ჩვენ კი ტყუილად ვაბრალებთ.

Page 45: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ არავითარი სურათები კატრინს საფრანგეთიდან არ გამოუგზავნია!

_ ნუთუ ეიფელის კოშკთან ერთი ფოტო არ გადაიღო? _

ვერ მოითმინა კატრინმა. _ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზავი...

_ შეიძლება გადაიღო, მაგრამ არ მინახავს. _ მოაკეტინა რუსუდანმა.

_ არ მჯერა.

_ მადმუაზელ ბუკე, თქვენ პირველად ხართ ჩემს ოჯახში და მეტი კორექტულობა გმართებთ. თუ არ გჯერათ, შეგიძლია მიბრძანდეთ. ეს საქართველოა, ტრადიციების ქვეყანა და არა აღვირახსნილი საფრანგეთი, სადაც სოდომ-გომორის ცოდვასაც ამართლებენ. აღარაფერს ვამბობ ქალიშვილობის ინსტიტუტზე.

_ პარდონ... დიდი ბოდიში... არ მინდოდა თქვენი წყენინება...

_ კეთილი, გაპატიებთ. _ მოწყალე ღიმილით მიუგო რუსუდანმა და ძვლოვანი იდაყვი მაგიდაზე ჩამოდო. _ მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუათქვენი ჩემთვის ფრიად პატივსაცემი ქალბატონის მოგვარეა.

_ მართლა? _ გაუხარდა კატრინს. _ ვინ არის?

_ ამალია გოკიელი.

`ამალია~, გულში გაიმეორა კატრინმა. მან არ იცოდა, რა ერქვა ბაბუამისის დას, მაგრამ ყურმოკვრით იცოდა, რომ ალექსანდრე ბაბუას საქართველოში გათხოვილი და დარჩა. ეს თემა ჯერ კიდევ დიდი ბაბუის სიცოცხლეში იყო ტაბუირებული და ტრადიციას არც ალექსანდრე ღალატობდა. ერთადერთხელ წამოცდა, რომ უფროსმა დამ ოჯახი წითელ კომისარში გაცვალა და ამით საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

_ ამალია გოკიელი წარსულში საკმაოდ ცნობილი ბავშვთა პედიატრი ბრძანდებოდა. _ ქალბატონი რუსუდანი მზადყოფნით გადაერთო სხვა თემაზე. _ ნამდვილი პროფესიონალი. მახსოვს, რიგები იდგა მასთან მიღებაზე. საავადმყოფოში მუშაობდა, მაგრამ სახლშიც იღებდა პაციენტებს. ცხადია, გარკვეულ საფასურად, რაც კომუნისტების დროს კანონდარღვევად ითვლებოდა. მაგრამ ამალის ხელს ვინ ახლებდა?! მოგეხსენებათ, პარტიულ ბოსებსაც ჰყავდათ შვილები, შვილიშვილები... სხვათა შორის, ორ გვარს ატარებდა, რაც მაშინ დიდი იშვიათობა გახლდათ. არისტოკრატული ახირება, ასე

Page 46: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ვთქვათ, მაგრამ ამალიას ამასაც პატიობდნენ. ეჰ, ალბათ აღარც არის ცოცხალი, მე რომ ბავშვი ვიყავი, ის უკვე მაშინ იყო სოლიდურ ასაკში...

_ _ _

იყო დრო, როცა ამალიას ნებისმიერ თმაქოჩორა მოზარდში ემიგრაციაში გადახვეწილი ძმა ელანდებოდა. ვინ მოთვლის რამდენჯერ დასწევია ვიღაცას, რამდენჯერ მოუბრუნებია, რამდენჯერ გაწბილებულა... რას წარმოიდგენდა, რომ 97 წლის წლის ასაკში, როცა ოჯახის ყველა წევრი დამარხა და გამოიგლოვა, დიდი ხნის დავიწყებული ძმის აჩრდილი თავს შეახსენებდა.

საბედისწერო ზარი წუხელ გაისმა. უცნობმა მამაკაცმა თავაზიანად მოიკითხა და ვიზიტის უფლება ითხოვა: `პარიზიდან ჩამოვედით, თქვენი ძმის შესახებ დალაპარაკება გვინდაო~. ამალია დათანხმდა. არც უკითხავს, ვინ ჩამოვიდა, რატომ... იმ მომენტში ვერ გააცნობიერა ნათქვამის შინაარსი. მაგრამ წნევის ფონზე თეთრად გათენებულმა ღამემ დაარწმუნა _ არაფერიც არ დავიწყებია. მოგონება დაკონსერვებული ფორმით თვლემდა მეხსიერების შორეულ პერიფერიაზე და პატარა ბიძგს ელოდა გამოსაცოცხლებლად...

აი, ბათუმის პორტში ჩამომდგარი თეთრი გემი, აყაყანებულ-აფორიაქებული მგზავრები, ურიკაზე დაყრილი ბარგი, მამის გაპრიალებული ჩექმა და გალიფე შარვალი, ყარამან ბიძიას ქილვაშიანი პროფილი და ალექსანდრე, ძვირფასი ალექსანდრე, მისი პატარა ძამიკო, მეზღვაურის ფორმითა და წინაფრიანი ქუდით... უკვე გემბანზეა და ნავსადგურის მიმართულებით იცქირება, გაფაციცებული თვალებით ეძებს შერისხულ დაიკოს. ის კი, ამალია, პორტშია, მაგრამ გამოჩენა აკრძალული აქვს, აკი უთხრა მამამ: თუკი მაგ პირსისხლიან პოლშევიკთან რჩები, თვალით არ დამენახოო. სულაც არ იყო კალისტრატე რაზმაძე პირსისხლიანი ბოლშევიკი, უბრალოდ ყელში ჰქონდა ამოსული მენშევიკების უნიათობა და ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა.

მერე, როდესაც ამალიას და კალისტრატეს სიყრმის შვილი, პატარა ლექსო დიფთერიით დაიღუპა, ამალიას ეჭვი შეეპარა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. იქნებ სჯობდა კალისტრატე გადაებირებინა და ერთად წასულიყვნენ ემიგრაციაში. მაშინ ლექსოც

Page 47: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

გადარჩებოდა... თუმცა, ეს იყო სასოწარკვეთილებით გამოწვეული წამიერი სისუსტე. არსადაც არ წავიდოდა. დღესაც რომ იგივე დილემის წინაშე იდგეს, სამშობლოში დარჩენას ამჯობინებდა.

მეორე შვილი უკვე ასაკში ეყოლათ. ამალიას საკეისრო კვეთა დასჭირდა, რომ ქვეყანას ბიძინა მოვლენოდა. ეტყობა, ბედნიერება არ დადის კენტად. ვიდრე სამშობიაროში მყოფი ამალია ჭრილობას იშუშებდა, კალისტრატე გულის შეტევით გარდაიცვალა. შეიძლება სიხარულის ნიადაგზე, შეიძლება სამსახურში შეხვდა სანერვიულო, მაშინ უკვე დიდი პოსტი ეკავა, მტერს და მოშურნეს რა გამოულევდა?! ასე იყო თუ ისე, ამალიას ქვრივობაში მოუწია შვილის გაზრდა, თურმე იმიტომ, რომ უკვე მოწიფულ ასაკში მისი ერთადერთი ვაჟი ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო. ცოლთან ერთად. ვიღაცამ ენა მოუტანა: ბიძინამ იმ დღეს საჭესთან ცოლი დასვა, ვითომ მანქანის ტარებას ასწავლიდაო. რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ-სად იჯდა, როცა ამალია გოკიელი-რაზმაძის დიდსა და ნათელ ბინაში ორი შავი კუბო იდგა. მე შენ გეტყვი, შეცვლიდა რამეს თუ დროს უკან დააბრუნებდა?

დარჩა შვილიშვილი, ქეთინო, ერთადერთი იმედი. წელიწადიც არ იყო გასული, რომ ისიც მშობლებს მიეწია. ქალაქგარეთ იპოვეს გაუპატიურებული და მოკლული. მანიაკის ამბავიაო. აბა, სად არის მანიაკი, რით ვერ დაიჭირეს?... ამდენი წელი გავიდა უკვე.

ირგვლივ ჩურჩულებდნენ, ამალია ამდენს ვერ გაუძლებს, ჭკუიდან შეიშლებაო. ნეტავ ასეც ყოფილიყო. მაგრამ არ შეიშალა, საღი გონებით და ართროზიანი ფეხებით ცას გამოიკერა, თითქოს კიდევ რაღაც მისია დარჩა შესასრულებელი.

თურმე დარჩა. მაგრამ ამალიამ ჯერ არ იცოდა ამის შესახებ.

ის უკვე ერთი საათია ბეჯითად იჯდა დერეფანში და ტრილიაჟის სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებდა _ ბაცი იასამნისფერი პარიკი, ბისერებიანი ლურჯი კაბა, ბალთიანი ფეხსაცმელი, ბუნიკიანი ხელჯოხი... პირდაპირ მოჰკიდე ხელი და მადამ ტიუსოს მუზეუმში დასვი, ვითომ რეიგანის ცოლია. ნენსი. პარიკში მართლა ძალიან ჩამოჰგავდა. ისეთივე წვრილ კისერზე მოკანკალე თავი, ისეთივე თეთრკბილა პროთეზი. თუ ყველა გაპრანჭული მოხუცი ერთმანეთს ჰგავს?

ზარი ზუსტად შვიდ საათზე დაირეკა.

ამალია შეფრთხა. წკრიალი, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა, მაინც მოულოდნელად გაისმა.

Page 48: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ვინ არის? _ მაინც იკითხა, ვინიცობაა მეზობელმა მოაკითხა, უმალ გაისტუმრებს.

_ წუხელ დაგირეკეთ, ქალბატონო ამალია.

საშიში არაფერია. ამ ხმის პატრონს წუხელ ელაპარაკა.

ამალიამ სათვალე გაიკეთა და ათრთოლებული თითებით გადასწია ურდული.

კარის ზღურბლზე სამნი იდგნენ, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ამალიამ სამივე შეათვალიერა. შეაფასა ლამაზად გაბაფთული კანფეტები, რომელიც შედარებით მაღალ მამაკაცს ეჭირა, მზერა ქალზე გადაიტანა და იქ დარჩა. ქალმა გაუღიმა და ამალიამ ის იცნო...

`დედა!~ გონებაში მოკლე ჩართვასავით რაღაც განათდა და მომენტალურად აფეთქდა. ამალიას გული წაუვიდა.

გონს მოსულმა საკუთარი თავი ტახტზე აღმოაჩინა. დედად აღქმული ქალიშვილი მონდომებით უზელდა გათოშილ თითებს, ერთი მამაკაცი ცხვირთან გაზეთს უნიავებდა, მეორეს ხელში მობილური ეჭირა _ სასწრაფოში აპირებდა დარეკვას. მოსულიერებული მოხუცის დანახვაზე შეწუხებულმა აცნობა:

_ ექიმს გამოვუძახებ, ქალბატონო ამალია!

_ არც იფიქროთ. აწი რაღა მომკლავს, გაცოცხლებული დედაჩემი ვიხილე. _ ამალიამ თავი მოაბრუნა და კატრინს დააკვირდა. ფერდაკარგული თვალები დაენამა, სასაცილოდ შეუხტა ფორმადაკარგული ნესტოები, _ ღმერთო მომკალი, მარტო ცხონებულ დედაჩემს კი არა, ჩემს ქეთისაც ჰგავს ძალიან.

_ ეს კატრინია, ალექსანდრე გოკიელის შვილიშვილი. _ აუხსნა მობილურიანმა.

ამალიამ თვალები დახუჭა. ტუჩებზე ნატარი ღიმილი გადაეფინა. სტუმრები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. თითოეული მათგანი გრძნობდა, რომ რაღაც დიადისა და ამაღლებულის მომსწრეა. ზედმეტი ჰათოსი მხოლოდ გააფუჭებს საზეიმო წამს.

როგორც იქნა, ამალიამ თვალი გაახილა და მაგიდასთან დაჯდომა ითხოვა, რათა დამშვიდებულ ვითარებაში გარკვეულიყო რა ქარმა გადმოაგდო მასთან ფრანგი სტუმრები.

Page 49: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

დიმიტრიმ კიდევ ერთხელ წარუდგინა თავი და სტუმრები _ ალენ ნოგარე, კატრინ ბუკე, და საქართველოში ვიზიტის ნამდვილი მიზეზიც შეაპარა.

_ ყველამ გამასწრო, ყველამ... ჩემს ხელში გაზრდილმა ალექსანდრემაც კი. _ მწარედ ამოიოხრა ამალიამ. _ იმან მონაგარი მაინც დატოვა, მე კი... თუმცა რა... განა ალექსანდრეს შვილიშვილი ჩემი სისხლი და ხორცი არაა?

კატრინმა ნაზად გადაუსვა ხელი პიგმეტური ლაქებით დაფარულ ხელზე და თანაგრძნობით გაუღიმა. ამალიამ თვალს ვერ წყვეტდა. მლოცველს ჰგავდა, რომელსაც დღისით-მზისით საყვარელი წმინდანი გამოეცხადა.

_ გაიღიმე, ჩემო გოგონი, როცა იღიმები, გამოცხადებული დედაჩემი ხარ! შენს ასაკში იქნებოდა, ალექსანდრე რომ გააჩინა... ეჰ, სულ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ვინ იფიქრებდა?... მახსოვს, ფეხმძიმობის ბოლო თვეში თმა შეიჭრა, `ა ლა გარსონ~. მამაჩემმა ქოში ჰყარა, მაგრამ რაღას იზამდა, შეეგუა. დედა თამამი ქალი იყო, ემანსიპირებული. პირველი მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, შეკვეცილი თმა ახალი ეპოქის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა.

დიმიტრიმ ამალიას მონაყოლი ალენს უთარგმნა. კატრინიც გაფაციცებული უსმენდა _ რამე ხომ არ გამომრჩაო. მარიამის მეშვეობით ახლა გაცილებით უკეთესად ფლობდა ქართულს, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე. როგორ ახერხებდა ქუთაისელი ექთანი ალენთან ურთიერთობას, კატრინისთვის საიდუმლოდ რჩებოდა. არადა, ურთიერთობდნენ _ ჟესტებით, თვალებით, ცოტაოდენი რუსულითა და იმდენივე ინგლისურით.

_ სხვათა შორის, კატრინის ბებიასთან მსგავსება მეც შევნიშნე. _ გაახსენდა დიმიტრის. _ თქვენს ძმას საპატიო ადგილზე უკიდია დედამისის ფოტო. ავადსახსენებელი სამაჯურითურთ. _ დაამატა გულდაწყვეტილმა.

_ ვიცი ეგ ფოტო. ჩემს ქეთის უყვარდა ძალიან, დიდ ბებიას ვგავარო. გინდათ, ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ? _ ამალიას ეშმაკურად აუჟუჟუნდა თვალები.

დიმიტრიმ და კატრინმა სინქრონულად დახარეს თავები. ალენმა ვერაფერი გაიგო, თუმცა შეუერთდა. საერთოდ, ალენი სრულ დაბნეულობაში იმყოფებოდა. დიმიტრიმ ამბობდა, რომ კავკასიის მასშტაბით თბილისი დასავლური ცივილიზაციის ფორფოსტია, მაგრამ

Page 50: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ალენს არ სჯეროდა. მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენლებს ახასიათებთ თავიანთი ქვეყნის ისტორიული მნიშვნელობის გაბუქება. ეჭვი ჯერ კიდევ დინანში, ალექსანდრე გოკიელის ბინაში გაუჩნდა, ამალიასთან სტუმრობამ კი საბოლოოდ დაარწმუნა დიმიტრის სიტყვების მართებულობაში.

გასაგებია, რომ ქალბატონი გოკიელი-რაზმაძე სოლოლაკში, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში ცხოვრობდა, მე-19 საუკუნეში აშენებულ მოდერნის სტილის სახლში, მაგრამ ასეთი პომპეზური სადარბაზო ალენს პარიზშიც რომ ენახა, არანაკლებ აღფრთოვანებული დარჩებოდა. მართალია აქაურობა საფუძვლიან რესტავრაციას საჭიროებდა, მაგრამ ყოფილი დიდების კვალი ყველგან შეინიშნებოდა _ ნაკვეთი ჩუქურთმებითა და ორნამენტული ცხაურებით დამშვენებულ კარზე, მარმარილოს ჩაყვითლებულ კიბეზე, ფერად ვირტაჟებზე, გაცრეცილ ნახატებზე, პილასტრებზე, დეკორატიული როზეტით გაფორმებული ჭერზე, სადაც ადრე ჭაღი ეკიდა, ახლა კი დაგრეხილ სადენზე ჩამოკონწიალებული ნათურა ბჟუტავდა... ერთადერთი, რასაც ხელუხლებლად შერჩენოდ უწინდელი ხიბლი, იყო მოზაიკური იატაკი ლათინური წარწერით: salve. მოგესალმებით.

რესტავრაციას საჭიროებდა ამალიას ანტიკვარული ავეჯიც _ ფილიგრანული ოსტატობით მოხარატებული ბუფეტი; ლუდოვიკოს ეპოქის მსუბუქი, ჰაეროვანი სავარძლები; მკაცრი, ფუნქციონალური საწერი მაგიდა... ალენის საამაყო მალაქიტის პრეს პაპიე ახლოს არ მოვიდოდა ამ გაცრეცილ სილამაზესთან, რომელიც ამალიას მაგიდაზე იდო სამი მინიატურის გარემოცვაში: ქალი მძივით, ქალი ხილით, ქალი ბაფთით. ძვალზე შესრულებული აკვარელი. მათი ტყუპისცალი ალენმა დინანის სახლშიც შენიშნა. ჰო. რარიტეტი არ ექვემდებარება მოდას, თუმცა განსაზღვრავს მფლობელის სტატუსს. გასაგებია, რომ ეს დიდებული ქალბატონი წარსულში ცნობილი ექიმია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში პროფესია არაფერ შუაშია, უბრალოდ მან მოახერხა რამდენიმე კვადრატულ მეტრში შეექმნა (შეენახა, გადაერჩინა, აღედგინა...) წინაპართა მიკრო სამყარო. მანაც და მისმა ძმამაც. ძლიერი გენეტიკაა, ვერაფერს იტყვი.

_ მოგიყვებით, მაგრამ ჯერ ჩაი დავლიოთ. _ ბრძანა ამალიამ. _ სადღაც უნდა მქონდეს კაკლის მურაბა. კატრინ, დატრიალდი, ძვირფასო, ჩათვალე, რომ საკუთარ სახლში ხარ.

Page 51: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

მაგიდაზე გაჩნდა გერბიანი სამურაბე, ვერცხლის საშაქრე, ფაიფურის სიფრიფანა ჭიქები... ასეთი ჭურჭლიდან ჩაის კი არა, საწამლავს დალევდა კაცი.

_ მოკლედ, ამ სამაჯურმა თავის დროზე ძალიან მატკინა გული. _ დაიწყო ამალიამ. _ ის მემკვიდრეობით გადაეცა დედაჩემს, იქამდე ბებიაჩემს ეკუთვნოდა და ასე შემდეგ. ანუ, ქალების ხაზით გადაეცემოდა შთამომავლობას. მოგეხსენებათ, ჩემ გარდა მშობლებს ქალიშვილი არ ჰყოლიათ. წესით, საგვარეულო სამაჯური მე მეკუთვნოდა, მაგრამ განაწყენებულმა მამაჩემმა დაარღვია საუკუნოვანი ტრადიცია და სამაჯური ემიგრაციაში გაიყოლა. სამაგიერო გადამიხადა თავისი ჭკუით. მე ხომ საყვარელ ადამიანთან დარჩენა ვარჩიე მასთან წასვლას! დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამას არ დაუშვებდა. გამოგიტყდებით, იყო შურის მომენტიც...

_ როგორ თუ შურის? _ დიმიტრიმ თარგმნა შეწყვიტა და გაკვირვებულმა თვალები აახამხამა.

_ მას შეშურდა ჩემი გადაწყვეტილების. _ თავმომწონედ გამოაცხადა ამალიამ და ფართეპირიანი ჭიქიდან ჩაი მოსვა. _ დიახ, დიახ. მე სამშობლოში დავრჩი, ის კი გაიქცა. მე აქ ვიდექი, ჩემს მიწაზე, მისი გემი კი მოჩვენებასავით ლიცლიცებდა ნისლში... თვითონაც მოჩვენებას ჰგავდა, ათი წლით დაბერებული მეჩვენა, მოტეხილი, თითქოს ფეხები უკან რჩებოდა... თითქოს კი არა, ვაი რომ რჩებოდა. იცით, რას გეტყვით? თუკი მართლა ქართველმა მოიპარა სამაჯური, არის ამაში რაღაც მისტიკური. არ მეთანხმებით?

სტუმრებმა შეფარვით გადახედეს ერთმანეთს. სახეზე ეტყობოდათ მისტიკური ხაზის სრული მიუღებლობა, მაგრამ მოხუცი არ გააწბილეს, უკომენტაროდ განაგრძეს ჩაის ხვრეპა.

_ კაკლის მურაბა გასინჯე, ჩემო გოგონი, დარწმუნებული ვარ ასეთი გემრიელობა არასოდეს გიჭამია. კლავას გაკეთებულია, ჩემი შინამოსამსახურის. სად მაქვს სამაგისო კბილები, მაგრამ მაინც მომიტანა, თუმცა ორი იმდენი გაზიდა ჩემი საკუჭნაოდან.

უცებ დიმიტრიმ გამაფრთხილებლად ასწია ხელი და რაღაცას მიაყურადა. გაისმა საკეტში გასაღების ჩხაკუნი.

_ ნუ აღელდებით, ძვირფასო სტუმრებო, სიძეკაცი იქნება, ქეთის ქმარი. _ დაამშვიდა ამალიამ და ლიქიორიანი კანფეტი ჩაიში ჩააწო. _ მართალია დაქორწინება ვერ მოასწრეს, მაგრამ მე მაინც სიძედ

Page 52: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ვთვლი. ის არის ჩემი პატრონი. ძალზე უყვარდა ჩემი ქეთუნა, ამდენი წელი გავიდა მისი სიკვდილიდან და ჯერაც არ დაოჯახებულა. წუხელ დავურეკე და თქვენი ზარის შესახებ მოვახსენე, ვთხოვე სამსახურის შემდეგ გამოევლო. რა ვიცი, იქნებ მძარცველები იყავით?! ოჰ, მიყვარს ლიქიორიანი...

ოთახში მაღალი, სათვალიანი მამაკაცი შემოვიდა. 35-36 წლის. ტყავის ჯიბეებიანი პორტფელი დესაუზე დადო და თავაზიანად მიესალმა საზოგადოებას.

_ ძვირფასო, რომ იცოდე, რა სტუმრები მყავს! ბატონებო, გაიცანით ჩემი უახლოესი ადამიანი ოთარ იაშვილი. _ საზეიმოდ გამოაცხადა ამალიამ.

საზოგადოებას ენა ჩაუვარდა.

ენა ჩაუვარდა ოთარსაც, მაგრამ სხვა მიზეზით. მან კატრინი დაინახა.

_ _ _

სადარბაზოში ვანილიანი ნამცხვრის არომატი ტრიალებდა.

_ ვიღაც კექსს აცხობს. ფორთოხლის. _ აღნიშნა კიბეზე ამავალმა კატრინმა.

_ დარწმუნებული ვარ, მარიამია... _ ხვნეშით გაეპასუხა მეხუთე სართულის მოაჯირზე დაყრდნობილი ალენი. _ უხ, დავიღალე. ადი-ჩადი, ადი-ჩადი... ვერაფერს იტყვი, მთავრობა ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

_ აბა, რა! _ აჰყვა დიმიტრი. _ ფორმაში ყოფნა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამ მხრივ გაფუჭებული ლიფტი მისწრებაა. უმუშევრობა, კორუფცია, კრიმინალი დაიცდის...

_ მომკალით და არ ჰგავს ამალიას ე. წ. სიძე კრიმინალს. _ ზევიდან ჩამოსძახა კატრინმა.

_ ეგრე არც მურმანი ჰგავდა. ინტელექტუალი ბოროტმოქმედები გაცილებით კარგად ახერხებენ შენიღბვას.

_ იქნებ მურმანი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში?...

Page 53: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ანუ ოთარმა გაიკეთა მაკიაჟი, გაყალბებული პასპორტით ჩავიდა პარიზში, მოკლა თამუნა და დამშვიდებული სინდისით ჩამოვიდა თბილისში? რაც შეეხება მურმან შიუკაშვილს, მასზე უკვე გაგზავნილია მოთხოვნა სადაც ჯერ არს. დღეს-ხვალ პასუხს ველოდები.

_ უყურე ამას, რა კავშირები ჰქონია...

_ არც უმაგისობაა. _ თავმომწონედ აღიარა დიმიტრიმ.

ალენის ვარაუდი გამართლდა. მადისაღმძვრელი სურნელი სწორედად ძნელაძის სახლიდან მოიპარებოდა. შემოქმედების ავტორი, თავისთავად ცხადია, მარიამი იყო. ქართული ფენომენის კიდევ ერთი გამოვლინება. ამპარტავანი ამალიას სრული ანტიპოდი. გაუთხოვარი. მეტიც, არ ჰყავს მეგობარი მამაკაცი. ვინ იცის, მართლა ქალწულია, რაც 26 წლის ასაკში რბილად რომ ვთქათ, პათოლოგიაა. არადა, როგორი დიასახლისიაააა... ცხონებულ დედამისს არ ჩამოუვარდება. აბა, იმას უყვარდა თუ უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, ნაირ-ნაირის მირთმევა თავისი `გაჩხინკული ბიჭისთვის...~

ალენს ისეთი სინაზე მოაწვა, სახლში შესვლისთანავე მარიამს ფქვილიან ხელზე ეამბორა.

_ ხომ ვამბობდი! დამიდასტურეთ, რომ ჯერ კიდევ სადარბაზოში გამოვთქვი ვარაუდი, რომ მარიამია!

ყაყაჩოსავით გაწითლებული ქალიშვილი ხელის დასაბანად გაიქცა. ალენს კი კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. ლამაზად სერვირებული სუფრა ნაციონალური კერძებით _ ხაჭაპური, ფხალეული, ყველეული... ამალიას გერბიანი დიდებულების შემდეგ ეს პატარა, მყუდრო სუფრა ისეთი მშობლიური ეჩვენა, რომ გული აუჩუყდა.

_ ო, ლა ლა! _ ტაში შემოჰკრა კატრინმა. _ მეგობრებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მარიამმა თუ ასე გააგრძელა, თვითმფრინავში ღვედსაც ვერ შევიკრავ.

_ სამაგიეროდ, ახდება აწ განსვენებული დედაჩემის ოცნება: მისი შვილი ხორცს მოისხამს და კაცს დაემსგავსება. _ თქვა ალენმა.

_ ახლა ქალს გავხარ? _ წაუგველა დიმიტრიმ.

_ თუ კაია, ქალს შენ გავხარ! მოგიშვია ამ სიგრძე თმა, ვიკინგივით.

Page 54: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ მე მომწონს.

_ მე კი მარიამი მომწონს. _ ალენმა მიმოიხედა და ჩურჩულზე გადავიდა. _ ჰა, დიმიტრი, რამე რომ იყოს, დამიწუნებს?

_ არც იფიქრო.

_ ვითომ რატომ?

_ ჯერ ერთი, ჩემი ნათესავია.

_ `საგარეო~ ბიძაშვილი. _ ირონიულად შეახსენა ალენმა.

_ თუნდაც.

_ რომელიც კინაღამ სახლიდან გააგდე.

_ შევცდი. ვის არ მოსვლია?!

_ ვერ ხვდები, რას მიწუნებ?

_ მარიამისთანა ქალები ან თხოვდებან, ან შინაბერებად რჩებიან. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. მოტვინე?

ალენმა ჩაფიქრებულმა ჩაკბიჩა ხაჭაპურის ნაჭერი.

_ ასეთებს თუ ყოველდღე გამომიცხობს, ეგებ მოვიყვანო კიდეც ცოლად.

_ არ წამოვა საფრანგეთში საცხოვრებლად.

_ ვითომ რატომ?

სამზარეულოში ხელპირდაბანილი მარიამი შემოცქრიალდა. პირველ რიგში აერღუმელი გამოაღო და გამომცხვრი კექსი ფიცარანგზე დაასკუპა.

_ მარიამ, რამე რომ იყოს ალენს ცოლად გაჰყვები? _ ჰკითხა დიმიტრიმ.

_ რამე რომ იყოს, არა! _ გადაიკისკისა მარიამმა.

_ მითარგმნე. _ მოითხოვა ალენმა.

_ ვიდრე ქართულს არ ისწავლის, არ გავყვებიო.

_ იტყუება. _ დიმიტრი ჩაუშვა კატრინმა.

_ ასეც ვიცოდი! _ ალენმა ტუჩები ხელსახოცით მოიწმინდა და ცელქი გამომეტყველებით დაიძრა კექსის დასაჭრელი დანით

Page 55: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

შეიარაღებული მარიამისკენ. _ დამდეთ პატივი და გახდით ჩემი. _ არტისტულად წამოიძახა და უცებ მუხლი მოიყარა.

_ დამცინით? _ მარიამმა მზერა დიმტრიზე გადაიტანა.

_ ალენ, მორჩი ტაკიმასხარაობას, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. _ გააფრთხილა დიმიტრიმ.

_ არ ვმასხრობ, გულწრფელი ვარ როგორც არასდროს.

მარიამს ნიკაპი აუკანკალდა, დანა მოისროლა და სამზარეულოდან გავარდა. ალენი მამალივით გაეკიდა.

_ ახლა შეგვიძლია დამშვიდებულ გულზე ვავახშმოთ, ეგენი დიდხანს არ შემოვლენ. _ თქვა დიმიტრიმ და კატრინს ფხალი გადააწოდა.

_ _ _

დიმიტრის სულაც არ ეხატებოდა თბილისის ქუჩებში მამამისის დრომორჭმული `ჟიგულით~ მოძრაობა, მაგრამ სიტუაციამ აიძულა ამბიციები გვერდზე გადაედო და ობიექტს კუდზე დაჯდომოდა. მით უფრო, რომ ოთარ იაშვილი `ბმჭ~-თი გადაადგილდებოდა. ბატონი ოთარი ანტიკვარიატის ექსპეტრი გახლდათ, რაც ორმაგად საეჭვოს ხდიდა მის კავშირს გოკიელების სამაჯურთან და ზოგადად ამალიას სახლთან.

დიმიტრი და კატრინი უკვე ორი საათია მანქანაში ელოდნენ კულტურის სამინისტროში შესულ ექსპერტს.

_ რა მოსაბეზრებელი პროფესია ყოფილა ჯაშუშობა. _ დაიწუწუნა კარტინმა. _ მუსიკა მაინც ჩართე, გავერთობით.

დიმიტრიმ მაგნიტოფონის ღილაკს თითი მიაჭირა. გაისმა ჯო დასენის მელოდიური ხმა.

_ ოი, დასენი! _ გამხიარულდა კატრინი. _ მამაშენს უყვარს ჯო დასენი? მე მეგონა, მარტო ქალებს უყვარდათ.

_ მამაჩემის თაობის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია. რომანტიკული თაობის.

_ იმის თქმა გინდა, რომ ჩვენი თაობა არაა რომანტიკული?

Page 56: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ნაკლებად. არომანტიკული გმირები რომანებთან ერთად გადაშენდნენ. თანამედროვე ლიტერატურაში ვერ დამისახელებ დიუმას ან ტოლსტოის საპირწონე მწერალს. შექსპირზე აღარაფერს ვამბობ. და არა მხოლოდ ლიტერატურაში. მხატვრობაში, მუსიკაში, პოლიტიკაში... გენიოსების დრო წარსულს ჩაბარდა, ეპისტოლარული ჟანრი სულს ღაფავს, ესემესების თაობა მოდის, კატრინ...

_ გინდა გამოგიტყდე? დედაჩემმა სულ ძალით მომაჩეჩა `მადამ ბოვარი~ _ მისი საყვარელი წიგნი. ძლივს წავიკითხე. ბოვარი ერთი უსაქმური ქალი აღმოჩნდა, რომელმაც არარსებული სიყვარულის ძიებას ყველაფერი შეწირა. მადლობა ღმერთს, იმ დროში არ დავიბადე.

_ ჰო, თანამედროვე ქალი მუშაობას მაინც გადააყოლებდა გულს.

_ ამასობაში, მომშივდა. _ დიმიტრიმ აბუყბუყებულ კუჭს მიაყურადა. _ შენ?

_ არც უმაგისობაა.

_ აქვე, ორ ნაბიჯში `მაკდონალდსია~, გადავირბენ და რამეს მოვიტან. რას იტყვი?

_ რომ გამოვიდეს? _ შეშფოთდა კატრინი.

_ რაღა ახლა გამოვა?... ერთი ფეხი იქ, მეორე აქ...

დიმიტრი მანქანიდან გადმოვიდა, სწრაფად გადაჭრა ქუჩა და მოსახვევში გაუჩინარდა.

`ერთი ფეხი იქ, მეორე აქ~ არ გამოვიდა. `მაკდონალდსში~ ძველი ნაცნობი შეხვდა, რედაქტორი ტელევიზიიდან. ამბავი, რომელიც მან გაანდო ღირდა დაფიქრებად. თურმე ერთ ქართველ მაგნატს უყიდია ტელეკომპატია `ტვ-21~-ის აქტივები. კულუარული ინფორმაციით გენერალური დირექტორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს შორის დიმიტრი ძნელაძე მოიაზრება. დიმიტრიმ რედაქტორს კოორდინატები დაუტოვა და გაორებული გრძნობითა და ჰამბურგერებით სავსე პარკებით წამოვიდა უკან. თბილისი, ტელევიზია, ნონ სტოპის რეჟიმში ცხოვრება... უნდა, რო-ო?...

ადგილზე ისეთი სურათი დახვდა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა პარკები.

მანქანიდან გადმოსული კატრინი ტკბილად ეჭუკჭუკებოდა ძვირფასს ექსპერტს. ექპერტს ხელიდან ხელში გადაჰქონდა თავისი

Page 57: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ჯიბეებიანი პორტფელი. ღელავდა მამაძაღლი. თუმცა სახე უცინოდა. კატრინიც რა კარგი მსახიობი ყოფილა?... ისე ბუნებრივად უჭირავს თავი, თითქოს მართლა შემთხვევით მოხვდა სამინისტროს ტერიტორიაზე.

დიმიტრი პარკებიანა მანქანაში შეხტა. მანქანაში შეხტა კატრინიც, მაგრამ არა გურამ ძნელაძის დაფეხვილ `ჟიგულში~, არამედ ოთარ იაშვილის გასრიალებულ `ბმჭ~-ში. ჩაჯდომის წინ წამიერად მოიხედა, მაგრამ არ შეიმჩია თვალებად ქცეული დიმიტრი. რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშში აჰყოლოდა.

გეზი რუსთაველის გამზირისკენ აიღეს. დიმიტრიმ რამდენიმე მანქანა გაატარა და საპატიო მანძილზე გაჰყვა. წინა სავარძელში მადისაღმძვრელად სუნთქავდა თბილ-თბილი ბურგერები, არ ცხრებოდა ვნებიანი ჯო დასენი, მშიერ კუჭში გაურკვეველი წარმოშობის გაზები დანავარდობდნენ...

დიმიტრიმ ცდუნებას ვერ გაუძლო, ერთი ჰამბურგერი ამოაცოცა და ყბის ორ გაქნევაში გადასანსლა, ძაღლივით.

`ბმჭ~-მ მთაწმინდაზე აუხვია და ვიწრო აღმართზე გაჩერდა. ოთარმა ვიღაცის ეზოში შეაბიჯა, მანქანაში დარჩენილმა კატრინმა კი სარკისკენ წაიგრძელა კისერი _ `ჟიგული~ შეამოწმა და ლაღად მოუკიდა სიგარეტს.

`ამ გოგომ რისკიანი თამაში წამოიწყო. ღირსი არაა თამილასავით მოუგრიხონ კისერი?~ ბრაზით გაიფიქრა დიმიტრიმ. ახლა თავზე რომ დაადგეს, შეიძლება გაიშიფროს და ძირი გამოუთხაროს დაწყებულ ოპერაციას. შესაფერისი ამუნიცია მაინც ჰქონდეს, როგორც მაშინ, მონტე კარლოში (იხ. `სხვის ტყავში~), დაიმხობდა პარიკს და გაეძრობოდა ქალის ფორმაში. ყოველ შემთხვევაში, ღირს საბარგულის შემოწმება, იქნებ...

ევრიკა! საბარგულში პარიკი არადა, სანადირო ინვენტარი აღმოაჩნდა _ ზურგჩანთა, პატრონტაჟი, ანკესი, მათარა, ბრეზენტის კაპიუშონიანი საწვიმარი...

გაიხარე მამაჩემო!

დიმიტრის დიდხანს არ უფიქრია, გრძელ, ტალახიან საწვიმარში გაეხვია, კაპიუშონი თავზე წამოიცვა და მხრებში მოხრილი გაემართა ოთარის მანქანისკენ.

_ რას ნიშნავს თქვენი ინიციატივა, მადამ?

Page 58: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

კატრინმა თავი მოაბრუნა და შეშინებულმა შეჰკივლა.

_ უფრო ხმამაღლა, იქნებ მთელი უბანი შეჰყარო? _ აგრესიულად აჩურჩულდა დიმიტრი.

_ დიმ... დიმიტრი, შენ? _ კატრინს შუბლზე აუვიდა თვალები.

_ მიპასუხე!

_ მერე აგიხსნი ყველაფერს. ოთარი ნახატის გამოსატანადაა შესული, ექსპერტიზ უნდა ჩაუტაროს. კუდი არ შეუნიშნავს, ასე რომ ნურაფრის გეშინია...

_ მე, მე უნდა მეშინოდეს? ეს შენ უნდა თრთოდე `ვითარცა ლერწამი შიშისგან ძლეული!~

_ რა `ლერწამი~, გააფრინე?

_ ეჰ, კატრინ, კატრინ, შენ მართლა სომელიე...

_ მისმინე, დიმიტრი, რაც უფრო მალე შევალ ნდობაში, მით უფრო მეტ ინფორმაციას დავცინცლავ.

_ სექსუალურ კავშირში შესვლა რომ მოგთხოვოს, მერე სად მიდიხარ?

_ ძალიან დელიკატურად იქცევა. _ თავდაჯერებულად თქვა კატრინმა. _ ჯერჯერობით. _ დააყოლა ყოყმანით და სიგარეტი ჩააქრო.

_ ჰმ, მანქანაში ხომ არ გეცემა? რაც არ უნდა იყოს ინტელიგენტი კაცია. ექსპერტი!

_ მერე რა, მეც ექსპერტი ვარ.

_ მოკლედ, რაც გინდა მოიმეზეზე და დაემშვიდობე. მე აქვე ვიტრიალებ.

_ რა უნდა მოვიმიზეზო?

_ უთხარი რომ... რომ მუცელი გტკივა. რაღაცამ გაწყინა, კუჭი გეშლება, რა ვიცი, ქალი არ ხარ? ჩემგან არ გესწავლება.

კატრინმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

_ დიმიტრი, სად არის `დავითის~ მამა?

_ მამადავითი?

_ ჰო, ალბათ. რა მნიშვნელობა აქვს?

Page 59: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ კატრინ, გაიგე ისეთი მოყუჩებული ადგილი, როგორც მამა... _ დიმიტრიმ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, სადარბაზოდან ნახატით ხელდამშვენებული ოთარი გამოვიდა. ტილოს ნაჭრიდან მოჩანდა ჩარჩოს ბრინჯაოსფერი სამკუთხედი.

მანქანასთან აყუდებული `მათხოვრის~ დანახვაზე ჯიბეზე ხელი გაიკრა.

_ აბა, მოისვი აქედან! _ ესროლა საწვამარიან `მათხოვარს~ და ლარიანი კუპიურა ჩაუკუჭა.

`ბმჭ~ ბღუილით მოსწყდა ადგილს, გაბითურებული დიმიტრი კი ერთხანს მათხოვრის სტატუსით შემორჩა ტროტუარს. მერე თავის მანქანას დაუბრუნდა და მამადავითზე გაუტია.

_ _ _

საღამოხანს წინაპართა საფლავებზე ნახოხიალებმა და ეკალ-ბარდის მოსილიმა დიმიტრიმ სახლამდე მოაღწია. შეუღრინა აცუნცრუკებულ ალენს, გაცისკროვნებულ მარიამს, დამორცხვებულ კატრინს და სააბაზანოში შევარდა.

აიწყვეს საქმე ბიჭებმა და გოგოებმა. დაწყვილდნენ და მიდი-მოვდივარ. დიმიტრის ცხვირწინ, მისსავე სახლში! ალენის ცუნცრუკი კიდევ გასაგებია. ძლივს მიაგნო ქალს, რომლის შედარება შეიძლება მის ძვირფას დედიკოსთან. ალენი ის კატეგორიაა, ვისი გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. ამ მხრივ უპრეტენზიო, ჩუმი მარიამი მისწრებაა. არც არასდროს ჰქონია გართულება საზოგადოებაში გამოსაჩენ ქალებზე, მგონი დედამისიც ერთი უბრალო შვილზე გადადებული გლეხის ქალი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ცოლიანი შეფი სჯობს უცოლოს. სახლში მაინც გაეტევა თავის დროზე, თორემ ლამის გაათენოს თავის რედაქციაში. იგივეს ითხოვს თანამშრომლებისგან. მათაც ამოასუნთქებს და თვითონაც დამშვიდდება... თუ დააცადეს ქართველმა ნათესავებმა. მარიამის დედა ისეთი ზეაქტიური ჩანს, ნახევარ ქუთაისს მიუქსევს და მერე თვითონაც ჩაუსახლდება. ჯერ ერთი კვირით, მერე ერთი თვით, მერე კი ისე გაიდგამს ფესვებს, ტრაქტორით ვერ ამოძირკვავ.

ალენის ამბავი შორეული პერსპექტივაა, აი, კატრინი რამ გამოაშტერა? შეიძლება მთელი საღამო ეჭვმიტანილთან სიამტკბილობაში გაატარო იმ საბაბით, რომ ინფორმაციას

Page 60: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

დასცინცლავ?! ბატონი ექსპერტიც რა დღეში იყო?... ენა არ გაუჩერებია, ლამის თითოელ საფლავთან ჩაუტარა ლექცია. გამომშვიდობებისას ხელზე ეამბორა, ცისფერსისხლიანი პრინცივით.

საბოლოოდ გაბითურებული დიმიტრი კი ამ ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს და გულზე სკდებოდა.

ვითომ ეჭვიანობს? არა. შურს? ესეც არა.

გვანცა!

ყველაფრის თავი და თავი გვანცაა, ქალი, რომელსაც დღეს სხვისი ცოლი ერქვა მხოლოდ იმიტომ, რომ დიმიტრი ვერ ჩამოყალიბდა თავის გრძნობებში. კაცმა რომ თქვას, არც დღესაა ჩამოყალიბებული. უბრალოდ სიყვარულის ბაცილა ფრანგი მეგობრებისგან გარკვეულწილად მასაც გადაედო. პარიზში თვითგამორკვევისთვის არ ეცალა, თბილისში კი `სურვილის მახრა~ შეუჩნდა. პლიუს აკრძალული ხილის ფენომენი. სულ სხვაა, როცა ქალი თავისუფალია და შენგან თითის დაქნევას ელოდება, რომ ძაღლივით გამოიქცეს და თითები აგილოკოს. სულ სხვაა გათხოვილი ქალი. გათხოვილი ქალი არა მხოლოდ ზედმეტი თავის ტკივილი, არამედ დეტონატორზე მიერთებული ყუმბარაა. ერთი არასწორი მოძრაობა და შემდეგი გაჩერება კრემატორიუმი.

უცებ სიმღერის ხმა მოესმა. პირველად იფიქრა, ტელევიზორია, მაგრამ არა, მარიამი მღეროდა. გიტარაზე. რა სასიამოვნო ხმა ჰქონია ამ გოგოს, გულში ჩამწვდომი. ჯო დასენის არ იყოს, დიდი ხნის დავიწყებულ, რომანტიკულ სიმღერას მღეროდა: `კართან მოდგა შემოდგომააა, ნაადრევად მოფრენილიიი... გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით, დამეფანტნენ ფოთლებიიივიიიით...~

დიმიტრიმ იგრძნო, რომ სულელივით ეღიმება.

_ _ _

კატრინ ბუკე ლოგინში ბორგავდა. შეიძლება ღვინის ბრალი იყო, ან მარიამის სიმღერამ იმოქმედა, ან ოთართან გატარებულმა რამდენიმე საათმა... დიმიტრიმ უთხრა, ამ კაცის უნდა გეშინოდესო, მას კი რატომღაც არ ეშინოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა დიმიტრის ატორღიალებულ ლანდს. ერთადერთხელ დაიძაბა, როდესაც ოთარმა საფრანგეთში ვიზიტი ახსენა. ლაპარაკისას გაირკვა, რომ დროის ამ პერიოდში მოკლეს თამუნა

Page 61: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

მილორავა. წესით, კატრინს აფრები უნდა გაეშალა და თავპირისმტვრევით გამოქცეულიყო. მან ეს არ გააკეთა. პირიქით, ორი საათი იბორიალა წინაპართა საფლავებზე. ოთარი გატაცებით ჰყვებოდა ამ ადამიანების წვლილზე ქვეყნის ისტორიაში, კატრინი უსმენდა და თვალწინ ბაბუამისი ედგა. საწყალი ალექსანდრე, რა ბედნიერი იყო ხოლმე, თუკი ვინმეს გამოიჭერდა საქართველოზე სალაპარაკოდ, მაგრამ ოჯახის წევრებს ნაკლებად აინტერესებდათ ისტორიული სამშობლო თავისი განუმეორებელი გმირებით. ცოდვა გამხელილი სჯობს, არც კატრინი იკლავდა თავს, თუმცაღა ბაბუას ხათრს ვერ უტეხდა, უსმენდა. ეჰ, დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, გვერდიდან არ მოშორდებოდა აუდიტორიას მოწყურებულ მოხუცს. მადლობა ღმერთს, დანარჩენი შვილიშვილებისგან განსხვავებით, მოსაგონარი მაინც დარჩა.

`რა ყოფილა მოგონებააა, ლალა-ლალა-ლალა- ლალააა... სიყმაწვილის ბილიკებზე ერთი გოგო დამეკარგა, ერთი გოგო დამეკარგააა...~

კატრინს ეჩვენებოდა, რომ უპრეტენზიო სიმღერა მასზეა...

მოგონებამ უსიამოვნო ტალღად დაუარა სხეულში, მექანიკუარდ შეატყუპა მუხლისთავები, როგორც მაშინ, სიყმაწვილეში, როცა ორმა ნორჩმა არაკაცმა ერთი ნორჩი გოგო გააუპატიურა.

ეს მოხდა ლაშქრობაში, ლანიონის ყურესთან... კატრინს დაავიწყდა მათი სახეები, შეგრძნებას კი ვერაფერი მოუხერხა. მამაკაცთან სიახლოვე ჩუმ ისტერიკაში აგდებდა ხოლმე, სიამოვნების მიღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ისეთი შეშინებული შეჰყურებდა ხოლმე ტემპში აქოშინებულ პარტნიორს, თითქოს ვინმე მოკვლას უპირებდა. დაბრეული მამაკაცები ლამის ჩახდილები ტოვებდნენ მის საწოლს და სამუდამოდ იკარგებოდნენ. ფსიქოთერაპევტმა, ეს ნორმალური რეაქცია არის, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ტყუილია. ამდენი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა.

გამთენიისას ჩაეძინა.

დილით მარიამი სემინარზე წავიდა, ასე რომ საუზმის გამზადება კატრინს მოუწია. გასამზადებელიც დიდი არაფერი იყო. თადარიგიანმა მარიამმა გუშინდელი ხაჭაპური ტაფაზე დაახვედრა. ასე რომ კატრინს მხოლოდ შეცხელება და ჩაის დასხმა მოუწია.

Page 62: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ბიჭებო, ხომ არ დაგავიწყდათ, დღეს ამალიასთან ვართ დაპატიჟებულები. _ შეახსენა კატრინმა, როცა ნაბახუსევი `ბიჭები~ სამზარეულოში შემოლაგდნენ.

_ მე პას! _ იუარა ალენმა. _ ორ საათზე მარიამს უნდა დავხვდე. ძეგლთან.

_ რომელ ძეგლთან? _ ჰკითხა დიმიტრიმ.

_ ცხენიანი მხედარი გიგანტური კვერცხებით.

_ რაღაც გეშლება. ასეთი ძეგლი არ მახსენდება.

_ პარდონ, კვერცხები ცხენს ეკუთვნოდა, და არა მხედარს. აქვე დგას, პატარა მოედანზე. _ ალენმა ხელით ანიშნა.

_ გიორგი სააკაძე. _ მიხვდა დიმიტრი და შეეცადა მეხსიერებაში აღედგინა ცხენის პიკანტური ადგილები.

_ მერე კი მცხეთაში მივდივართ. მარიამმა, უძველესი ტაძრები უნდა დაგათვალიერებინოო.

_ აბა, თქვენ იცით, იქნებ ჯვარი დაიწეროთ.

_ გაგვიჭირდება. მე კათოლიკე ვარ, ის _ მართლმადიდებელი.

_ ისე გამოდის, გოკიელების სამაჯური მარტო მე დამკარგვია! _ ცალყბად ჩაიცინა დიმიტრიმ და ჩაიში შაქარი ჩაიყარა.

კატრინი მიხვდა, ვის ბოსტანში ისროლა კენჭი ქართველმა ჟურნალისტმა და საყვედურით შეხედა.

_ ნუ მიყურებ წმინდანის თვალებით. ვინ აგებდა პასუხს იმ მანიაკ ექსპერტს რომ მოეკალი. არა, მიპასუხე, ვინ აგებდა?

_ ვინ დაამტკიცა, რომ ოთარი მანიაკია?

_ არავინ, მაგრამ გვაქვს ორი გვამი, რომლებიც ციდან არ ჩამოფრენილა.

_ მეორე გვამი ვიღასია?

_ შვიდი წლის მოკლლული ქეთევან რაზმაძის, რომელიც საცოლედ ეკუთვნოდა ოთარ იაშვილს. იმის გათვალისწინებით, რომ თამუნას მკვლელობის დროს პატივცემული ექსპერტი საფრანგეთში იმყოფებოდა, დიდი ალბათობაა, რომ სწორედ მისი ხელი ურევია სამაჯურის ისტორიაში. რაღაც ბევრი დამთხვევაა, არა?

_ ჩემი აზრით, საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ამალია...

Page 63: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ჰოდა, ჩააყენე. _ გააწყვეტინა დიმიტრიმ. _ მე ქალბატონ რუსუდანთან მივდივარ.

ალენს და კატრინს ლუკმა ყელში გაეჩხირათ.

_ წუხელ დამირეკა. სალაპარაკო მაქვსო. _ განმარტა დიმიტრიმ და მადიანად ჩაკბიჩა ხაჭაპური.

_ მეც წამოვალ. _ სურვილი გამოთქვა კატრინმა. _ იქიდან ერთად წავიდეთ ამალიასთან.

_ მარტო მირჩევნია.

_ მე რა გავაკეთო?

_ ალენს შეუამხანაგდი. ანტიკვარიატთან ერთად. _ ხაზგასმული ირონიით დააყოლა დიმიტრიმ.

_ რა ლაპარაკია ეს?... გინდა მაწყენინო, არა? ჩათვალე, რომ მეწყინა. _ კატრინმა დასვრილ ჭურჭელს ხელი დაავლო და გრიხინით ჩაუძახა ნიჟარაში.

_ ნუ კამათობთ, მეგობრებო, შეხედეთ, რა მშვენიერი დღეა... _ ალენი ზანტად გადაწვა სკამის საზურგეზე, სახე მზის სხივებს მიუშვურა. _ იცით, რას დავაკვირდი? აქაური ჰავა ნარკორიკივით ჩემს ნერვულ სისტემაზე. თითქოს კაიფში ვარ, არც მუშაობა მინდა და გამოგიტყდებით, აღარც ჰოლმსობა.

_ სიყვარულს ახლავს ხოლმე გამოთაყვანების მომენტები. _ ჩაურტყა დიმიტრიმ.

_ ნუ იკბინები, თუ ძმა ხარ. _ ალენმა მთქნარებით ამოიღო პორტმანე. _ სჯობს ევრო დამიხურდავე ლარებში.

დიმიტრიმ მაგიდაზე გააცურა ლარების რამდენიმე კუპიურა.

_ თამარ მეფე! _ იცნო ალენმა.

_ ეს კი შოთა რუსთაველია.

_ მეფე?

_ არა. ნომერ პირველი პოეტი.

_ ის წვერულვაშიანი კაცი ვინ არის, ლარიანს რომ ახატია?

_ ფიროსმანი. ნომერ პირველი მხატვარი.

Page 64: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ აწი ნომერ პირველი პრეზიდენტიც დაგესკუპებინათ სადმე, როგორც ამერიკელებს. რა, ცუდად სხედან დოლარზე?

_ ჩვენ სულ ორი გვყავდა, აქედან ერთი ცოცხალია და მოქმედი, უხერხულია ცოცხალი კაცი ფულის კუპიურაზე გამოპრანჭო.

_ მაშინ ევროს მიბაძეთ, ხიდები, რუკები მიახატეთ...

_ რას გადამეკიდე, ადამიანო, ვინ მეკითხება მე ქართული ფულის დიზაინს?! _ დიმიტრი მკვეთრად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.

_ რა ბზიკმა უკბინა? _ ინერტული ხმით იკითხა ალენმა.

_ ჩემზეა ნაწყენი. _ ამოიოხრა კატრინმა.

_ მე რაღას მერჩის?

_ შენც მიგაყოლა, ქათმის ამბავში.

_ რომელი ქათმის? _ ალენი წამში გამოფხიზლდა, დაიძაბა.

_ არის ასეთი ქართული ანდაზა: ქათამმა თქვა: ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო, ძროხა დაკლეს, მე წამაკლესო, ღორი დაკლეს, მე წამაკლესო.

_ ააა... მაშინ არა უშავს.

_ _ _

2 საათზე დიმიტრიმ რუსუდან მილორავა იტალიურ ეზოში შეაბიჯა, სარეცხის თოკებით გადახაზული ეზო გადაჭრა და ნაცნობ კარზე დააკაკუნა.

არავინ გამოხმაურებია.

_ ქალბატონო რუსუდან!

მილორავების პატარა ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

ეზოში დიდმუცლა ქალი სარეცხს ფენდა. დიმიტრი მისკენ გაემართა.

_ უკაცრავად, ქალბატონი რუსუდანი ხომ არ გინახავთ?

_ არა. _ მოკლედ და ცივად უპასუხეს.

Page 65: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ 2 საათზე დამიბარა, თვითონ კი კარს არ აღებს.

_ ალბათ გადაიფიქრა, რას გაიგებ მაგისას... _ ქალი აშკარად ვერ იყო ლაპარაკის ხასიათზე.

მეორე სართულის აივანზე კიდევ მანდილოსანი გამოვიდა, შედარებით ახალგაზრდა და შეუდარებლად გამხდარი. ინტერესით შეათვალიერა გრძელთმიანი კარგად ჩაცმული მამაკაცი. მათ პატარა, ღარიბულ ეზოში ასეთი სარეკლამო ფრანტები იშვიათობას წარმოადგენდა.

_ ლამარა დეიდა, რა ხდება? _ გადმოსძახა დიდმუცლას.

_ აი, რუსუდანს კითხულობენ, დაუბარებია ადამიანი და კარს არ უღებს.

_ უი, მართლა?... ნეტავ რაშია საქმე?... აბა, ტელეფონზე დავურეკავ.

_ თუ არ შეწუხდებით... _ შეეხვეწა დიმიტრი.

ქალი ხალათის ფრიალით შევიდა სახლში. მალევე უკან გამოფრიალდა და შეწუხებულმა გააქნია თავი:

_ იცით, არ იღებს ყურმილს.

დიმიტრიმ ჩაფიქრებულმა გახედა მილორავების შუშაბანდს. უსიამოვნოდ აეწვა ბეჭები.

_ ნეტავ პურზე ხომ არ გავიდა? _ ვარაუდი გამოთქვა გამხდარმა.

_ არ გამობრძანებულა, დილის აქეთია ეზოში ვტრიალებ, აგერა, ახლაც სარეცხს ვფენ, არ დაილია ეს ოხერი... _ დიდმუცლამ ბუზღუნით გაასწორა ხშირი რეცხვისგან გალეული თეთრეული.

ადამიანს რომ ასეთი სარეცხი არ ექნება, იმისგან ზრდილობას ვერ მოითხოვ, გაიფიქრა დიმიტრიმ და კიდევ ერთხელ დააკაკუნა მილორავების კარზე.

_ ნუ იცით ასეთი ლაპარაკი, ლამარა დეიდა. ქალს თავისი გაჭირვება ეყოფა, თქვენ კი, `არ გამობრძანებულაო~. _ გამხდარმა დიდმუცლა დაანამუსა.

_ თორე ტყუილია?! ეგა კი არ დადის, დაბრძანდება თავადის ქალივით. მაგის თავადიშვილობა არ გაიშვა! ყველას ზევიდან გვიყურებს, თითქოს ზანგები ვიყოთ. მე არ ვიყავი გაჭირვებული ცეცხლზე რომ ნავსს მისხამდა? ჩემი მანანა ცოდო არ იყო სახლიდან

Page 66: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

რომ დაითხოვა _ უწიგნური მეგობრები თამუნას არ სჭირდებაო. ასწიოს ახლა ცხვირი და იაროს! ჩემი მანანა აგერა, მეორე შვილს ელოდება, მაგისი თამუნა კი მიწაშია. ამპარტავნობა ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთი სამაგიეროს უხდის!

_ კარი ხომ არ შემემტვრია... _ სასხვათაშორისოდ იკითხა დიმიტრიმ. ქალების რეაქცია შეამოწმა.

_ იქნებ ჯერ ემზარის შევატყობინოთ? _ შეწუხდა გამხდარი.

_ აბა, ემზარი?

_ რუსუდანის ქმარია. საწყალმა ვერ გაუძლო ამის ყურებას და სოფელში გადაბარგდა.

_ ნუ იტყუები, კარინა, ემზარი თამუნას სიცოცხლეშივე გადაბარგდა. ვერ გაუძლო დედა-შვილის ზეწოლას და თავი გაარიდა. _ დიდმუცლამ ცარიელი ტაშტი ამოიღლიავა და ყოყმანით გახედა მილორავების შუშაბანდს. _ არა, არ გამოსულა. _ თქვა შემრიგებლურად. _ ფეხები მტკივა, ბრმა კი არ ვარ! არ გამოსულა. უნდა შევამტვრიოთ კარი, სხვა გზა არაა. ვიდრე ემზარს შევატყობინებთ, ვიდრე ის ჩამოვა... ეგებადა ინსულტმა გლიჯა და გადაუდებელ შველას ითხოვს? შეამტვრიე, შვილო, შეამტვრიე... _ ნება დართო დიმიტრის. _ მაგ ფარღალალა კარის შემტვრევას დიდი ღონე უნდა, მიდი, მიდი, მე ვარ ატვეჩაი... თუ რამეა, ჩემ ქმარს შევაკეთებინებ.

დიმიტრიმ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და გვერდულად ეძგერა საღებავდამსკდარ კარს. მილორავების შუშაბანდის ფანჯრები შეხმატკბილებულად აზრიალდნენ, ბაქანზე ბათქაში ჩამოცვივდა, ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი ზათქითა და გრიალით გადავარდა.

ქალებმა ყურზე ხელები აიფარეს. დიმიტრიმ კარს გადააბიჯა და კისერწაგრძელებული შევიდა სახლში.

პირველად დაინახა ასიმეტრიულად გადაყრილი ფეხები. მზერა ააყოლა. რუსუდანი მისივე შარფით იყო გაგუდული. გალურჯებულ სახეზე ორბიტიდან გადმოსული თვალები იკარკლებოდა. გაკვირვებულ პირში თითქოს მოხარშული ბადრიჯანი ჩაუთხარეს, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგააყლაპეს და წვეტი დაუტოვეს. ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურებოდა თავდაჯერებული ქალბატონი რუსუდან მილორავა.

_ ვაიმე! ვაიმე! _ ზურგსუკან აქოთქოთდნენ ქალებმა.

Page 67: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ პოლიციის მოსვლამდე აქ არავინ შემოვოდეს! _ უკანმოუხედავად ესროლა დიმიტრიმ. _ დარეკეთ, რაღაც უდგახართ?

ქალები უკანა სვლით გაცვივდნენ. ქუჩაში გამავალი ფანჯრიდან დაუბერა. სავარაუდოდ, მკვლელი ფანჯრიდან გაიპარა.

სახლში სრული წესრიგი სუფევდა, თუ არ ჩავთვლით მუყაოს კოლოფს, რომლის ადგილი ნამდვილად არ იყო იატაკზე. დიმიტრის ფეხსაცმლის წვერით გადასწია თავსახური. თვალში ეცა ფერად-ფერადი ჟურნალები მყვირალა სათაურებით. ინტელექტზე თავგამოდებული ქალბატონი ჩუმჩუმად კითხულობდა ყვითელ პრესას და არანაკლები თავგამოდებით მალავდა ამ `სამარცხვინო~ ფაქტს.

_ _ _

მორიგი მკვლელობის შემდეგ დიმიტრის ამალიასთან სტუმრობის არც დრო ჰქონდა, არც ხალისი. ის ნაცნობ პოლკოვნიკთან გაეშურა დედა-შვილის მკვლელობის თავისი ვერსიის მისაწოდებლად. ასე რომ კატრინს მარტო მოუწია წასვლა.

შინაურული ვახშმის პირობაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი დახვდა. მეტწილად რევოლუციამდელი მოხუცები _ დაქიშმიშებული სახეებით, ფაიფურის კბილებით, პარიკებით, ყურში გაჩხერილი სმენის აპარატებით, ბრილიანტებით, ქლაჩებით, გამოსასვლელი კაბებით... თითქოს ეს-ესაა გამოძვრნენ თავ-თავიანთი აკლდამებიდან, საუკუნის მტვერი ჩამოიფერთხეს და პატივის მისაგებად ქვესკნელთა სამეფოს დედა-დედოფალს ეახლნენ, რომ მერე, მზეს ამოასვლამდე დატოვონ მიწიერი თავყრილობა.

სუფრის თავში მჯდარი ამალია ჰადესის ქვრივის შესაფერისი გრაციით იჯდა მაღალზურგიან სავარძელში და მუნდშტუკში გაჩხერილ საგარეტს ახრჩოლებდა, დროგამოშვებით შინამოსამსახურე კლავას სუფრის განახლებას თხოვდა.

სუფრა რბილად იყო ნათქვამი. ბევრი მონოგრამიანი ჭურჭელი და ცოტა საჭმელი. ძირითადად დესერტები. ამალია სიბერეშიც არ ღალატობდა გოკიელთა სახლის ძირძველ ტრადიციას. მამამისი ვერ იტანდა ღრეობას, გულწრფელად თვლიდა, რომ მუცლის ამოსაყორად მოსული სტუმარი მეორედ არც უნდა მიიღო. მათ სახლში არასოდეს გაშლილა მრავალსართულიანი სუფრა, ვერცხლით მოჭიქული

Page 68: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

უზარმაზარი ყანწები დეკორაციულ ელემენტად იგრიხებოდა ბუხრის თავზე. მათი ჩამოხსნა, მით უფრო დანიშნულებისამებრ მოხმარება, ევროპელობაზე პრეტენზიის მქონე ოჯახის უფროსს თავშიც არ მოსვლია.

მითოლოგიურ პერსონაჟებში მოხვედრილი კატრინი თავს უხერხულად გრძნობდა. თანაც ყველა დაუფარავი ინტერესით ათვალიერებდა, კითხვებს უსვამდნენ, მას კი გამართული პასუხის გაცემა უჭირდა. ბორძიკობდა, ფრანგულ სიტყვებს ურთავდა, ჟესტების ენას ენას იშველიებდა. მოხუცები შემწყნარებლურად უღიმოდნენ, ამალია ქათინაურებად იღვრებოდა: უსმინეთ, უსმინეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ალექსანდრეს შვილიშვილი ქართულ ენაზე მეტყველებს!

აღსანიშნავია, რომ `ბატონი~ სულ ორი იყო. იმპოზანტური ბერიკაცი კისერში ჩაფენილი ჭრელი შარფით _ მეუღლეს ახლდა, ყოფილ ბალერინას ნიკაპში გარდამავალი ღაბაბით, და ერთიც ყელბაფთიანი კომპოზიტორი, რომელმაც ყოჩაღად დაუკრა როიალზე დაუკრა ნახევრადჯაზური კომპოზიცია და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. კომპოზიციას მოჰყვა რუსული რომანსი, რომელიც არანაკლებ ყოჩაღად შეასრულა ბრჭყვიალაკაბიანმა ქალბატონმა ცხიმოვანი დეპოზიტებით წელის არეში. მონოტონურმა სიმღერამ კატრინს ძილი მოჰგვარა, სტუმრები კი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

_ ბრავო, ბრავო! _ გაისმა აქეთ-იქიდან.

პირველად თავყრილობა კლავამ დატოვა.

9 საათზე ამალიამ გამოაცხადა, რომ დაიღალა. ასე რომ, სტუმრების გაცილება და სუფრის ალაგება კატრინს მოუწია.

10 საათზე მობრძანება ინება ოთარმა.

_ რა გეჩქარებოდათ? _ ირონიულად დაეკითხა კატრინმა.

_ სპეციალურად დავაგვიანე. _ დერეფანშივე ამცნო ოთარმა და ქურდულად გაიხედა სასტუმრო ოთახისკენ, სადაც თავჩაწინდრეული თვლემდა დაღლილი ამალია. _ ვიცი მე მაგის ვახშამი `ვიწრო წრეში~, მოყრის ხოლმე რევოლუციამდელ დედაბრებს და მერე გაიძულებს სათითაოდ გააცილო.

_ რატომ არ გამაფრთხილეთ? ხომ იცოდით, რომ თქვენ გარდა ფრანგული არავინ იცის.

Page 69: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ კატრინ, ეს ვახშამი თქვენ პატივსაცემად იყო გაკეთებული, როგორ შემეძლო?! _ ოთარმა ქურთუკი გაიხადა და დამფრთხალმა ჩამოხედა სათვალის ზემოდან შეხედა. ლამაზი ფორმის წარბები ჰქონდა, წვრილი და გრძელი, როგორც ადამიანებს სპარსულ მინიატურებზე.

`რატომ უნდა ჰქონდეს მართალ კაცს ასეთი გამოხედვა? თითქოს ბოდიშს იხდის.~ გაიფიქრა კატრინმა და ოთახში შებრუნდა.

_ ოჰო, ჩემი ოთარიც მოსულა! _ გამოფხიზლდა ამალია. _ რატომ დაგაგვიანდა, ძვირფასო?

_ სამსახური, საქმეები...

_ ისე შენ რა გითხარი?... საით გაგიწევია, კატრინ?

_ სამზარეულოში. ჭურჭელი დამრჩა დასარეცხი.

_ ჭურჭელი მოიცდის, ჩემი დღეები კი დათვლილია. მომიახლოვდი, მინდა დავტკბე თქვენი ყურებით. სხვათა შორის, უხდებით ერთმანეთს. _ ამალიამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები. რეაქცია შეამოწმა.

კატრინი აილეწა. ოთარმა კეფა მოიფხანა.

_ ჰგავს, არა? _ ოთარს კატრინზე ანიშნა. _ ქეთისაც ჰგავს და ცხონებულ დედაჩემსაც. ორივე ნათელში ამყოფოს ღმერთმა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ასე არაა, ოთარ?

ოთარმა მხრები აიჩეჩა.

_ ნუ გერიდება, ჩემო ბიჭუნი, დარწმუნებული ვარ ქეთი მოიწონებდა შენს არჩევანს.

_ რომელ არჩევანს, ქალბატონო ამალია, რას ბრძანებთ?

_ ამალია ბებერი ყვავია, მაგრამ მიმინოს თვალი ჯერაც შერჩა. მე ვერაფერს გამომაპარებ, ძვირფასო.

_ სჯობს ჭურჭელს გავრეცხავ. _ კატრინი მკვეთრად მიტრიალდა და გრძელი ნაბიჯებით წავიდა სამზარეულოს მიმართულებით.

_ შენც გაყევი, ოთარ, მიეხმარე... მე დავიძინებ, აწი, ბებერ ძვლებს მოვასვენებ. _ ამალიამ ჯოხი მოიმარჯვა და ცელქი ღიმილით გაეშურა თავისი ოთახისკენ.

კატრინი აგრესუილად რეცხავდა ნიჟარაში ჩადებულ ჭურჭელს. ოთარი უკან აესვეტა.

Page 70: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ფრთხილად, არ გაგიტყდეთ გრაფინი... ვენეციური ბროლია.

_ მე კი კატრინ ბუკე ვარ, ცოცხალი ადამიანი და არა ქეთევან რაზმაძე. _ უკანმოუხედავად ესროლა კატრინმა.

_ მესმის, ძალიან კარგად მესმის თქვენი... არ უნდა გეწყინოთ, დიდი ამბავი მოხუცმა ქალმა თუ რაღაც იფანტაზიორა.

_ დაიჭირეთ, თქვენი ვენეციური ბროლი და გაამშრალეთ. მართლა არ გამიტყდეს.

_ მაპატიეთ, კატრინ, ეს შენიშვნა არაა... ეს პროფესიიდან გამომდინარე გვერდითი ეფექტია. უბრალოდ, გულგრილად ვერ ვუყურებ არტეფაგებს, სულ იმის შიში მაქვს, რამე არ დაუზიანდეს. _ ოთარმა საკიდიდან ტილო ჩამოხსნა და გრაფინი გამოართვა.

_ რასაკვირველია, გეშინიათ. არცთუ უსაფუძვლოდ. ამალიას სიკვდილის შემდეგ ყველაფერი თქვენ დაგრჩებათ. რატომ უნდა იზარალოთ?

_ რა შუაშია...

_ ტყუილია? _ გვერდულად გახედა კატრინმა.

_ რომც იყოს სიმართლე, რა არის ამაში სათაკილო? ამალიას ჩემზე ახლობელი არავინ ჰყავს. გამოგიტყდებით, არც მე.

_ არაფერი, ისე ვთქვი, სიტყვის მასალად. გაამშრალეთ, გაამშრალეთ...

_ კატრინ, თქვენ სხვანაირად გაიგეთ... საყოფაცხოვრებო ვუდუიზმი ჩემთვის უცხო ხილია. არ ვარ ის ადამიანი, დამიჯერეთ... უბრალოდ ასე აეწყო... ჩვენ საერთო უბედურებამ შეგვაკავშირა...

_ თავს ნუ იმართლებთ, ოთარ, _ კატრინმა სველი თეფშები გადააწოდა. _ ყველაფერი სწორია. უბრალოდ არ მსიამოვნებს, როცა მე მიყურებენ და სხვას ხედავენ. თავმოყვარეობის ამბავია.

_ ააა... ჰო, მესმის. _ ოთარმა პაუზა გააკეთა. _ არა, გატყუებთ, არ მესმის. განა ცუდია, როცა უახლოეს ნათესავს გავხარ? წარმოიდგინეთ, ამალიას მდგომარეობა, თითქოს საყვარელი შვილიშვილი გაუცოცხლდა!

_ რომელიც მაშინვე წარმოიდგინა თქვენ გვერდით. ეს ნორმალურია?

Page 71: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ოთარმა არაფერი უპასუხა. კატრინმა ჭურჭლის რეცხვა განაგრძო. სიჩუმეს ონკანის ბღუილი არღვევდა მხოლოდ. კატრინმა ვერ მოითმინა, მიიხედა. ოთარი მონუსხულივით უყურებდა.

_ მიპასუხეთ.

_ არ მაქვს პასუხი. უფრო სწორედ, მაქვს, მაგრამ... მაგრამ მერიდება.

_ ნუ გერიდებათ, თქვით. _ შეაგულიანა კატრინმა და მთელი ტანით მოტრიალდა.

ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. კატრინი სველი ხელებითა და მომთხოვნი გამომეტყველებით, ოთარი _ ჩაის ტილოთი და დაბნეული სახით.

_ მე თქვენ მომწონხართ. ¬_ თქვა ოთარმა.

_ ?

_ შეიძლება იმიტომ, რომ მართლა გავხართ ქეთის, შეიძლება იმიტომ, რომ ეს თქვენ ხართ... მე არ ვიცი, რატომ მოსწონს ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორე კონკრეტული ადამიანი. მგონი არც არავინ იცის. აი, ახლაც რომ გიყურებთ, მეტირება. _ ოთარმა მოკლედ, ნერვიულად გაიცინა. რაც მთავარია, თვალები აუწყლიანდა. _ ასე მემართება ხოლმე, როცა... როცა ბედნიერება მომაწვება.

_ რომელი ბედნიერება, ოთარ, ორჯერ გყავართ ნანახი.

_ მერე რა?... სულ თქვენზე მეფიქრება, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. სახლში, სამსახურში, ძილშიც კი...

_ არა უშავს, გადაგივლით.

ოთარმა თავი გააქნია. ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა. რაღაც მომენტში კატრინს შეეშინდა კიდეც, გიჟი ხომ არ არისო, რომ არაფერი ვთქვათ, რომ ნომერ პირველი ეჭვმიტანილია.

მარიამ ღვთისმშობელო, ეს კაცი ეჭვმიტანილია, კატრინი კი ეარშიყება. რა არის ეს? ჯერაც დაუდგენელი კომპლექსი თუ ალენის არ იყოს, აქაური ჰავა შეიცავს რაღაც განსაკუთრებულ, სასიყვარულო ფერამონებს.

ჴოთარმა ნაზად ჩამოუსვა თმაზე ხელი. კატრინს გააჟრიალა. აი სიტუაცია, რომელზეც ის ამდენი წელი უშედეგოდ ოცნებობდა. მის წინ, სულ რამდენიმე მილიმეტრში იდგა მამაკაცი, ვისაც სიამოვნებით,

Page 72: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

უშიშრად დანებდებოდა. აქვე, სამზარეულოში _ მაგიდაზე, იატაკზე... სულერთია სად.

_ კატრინ, შეიძლება, გაკოცოთ?

_ არა.

_ კეთილი. ბოდიში.

კატრინი გვერდზე გახტა. თვალში მოხვდა გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდანი.

_ ჩაის დალევთ? _ ჰკითხა სხაპასხუპით, რომ თემა გადაეტანა და თვითონაც განიავებულიყო.

_ ჯერ მშია.

კატრინმა მაცივრის კარი გამოაღო. შოკოლადის მუსი, ვაშლის პეროგი, ხაჭოიანი ნამცვარი...

_ მხოლოდ დესერტებია! არადა, აშკარად დარჩა ხორციანი ბლინები და ქათმის სალათა.

_ ააა, ეს კლავას ოინებია. ყველაფერს სახლში მიაცანცალებს ის წუწლი მელა. _ უბოროტოდ ჩაიცინა ოთარმა და სახე მოისრისა.

_ როგორ შეიძლება, ეს ხომ ქურდობაა?

_ ამალია პატიობს, მთავარია ფულს და ძვირფასეულობას არ იპარავსო. საჭმელი... როგორ აგიხსნათ... თითქმის ყველა ომგამოვლილი მოხუცი გაწუწკებულია საჭმელზე. კლავას კი ლენინგრადის ბლოკადა აქვს გამოვლილი. ამასწინათ, საბერძნეთიდან დაკონსერვებული ზეთისხელი ჩამოვიტანე. მთელი ყუთი. ამალიას უყვარს ძალიან. ჰოდა, ამ ჩვენმა კლავამ პატიოსნად გაყო შუაზე და ნახევარი თავის სახლში გააქანა. შენიშვნასაც ვერ გაუბედავ, მაშინვე წასვლით ემუქრება. ჩვენში დარჩეს, ამალიას კაპრიზებს ყველა ვერ გაუძლებს.

_ უი, ლორი ვიპოვე. _ გაუხარდა კატრინს. _ გინდათ, კვერცხთან ერთად შეგიწვავთ?

_ აჯიკა თუა, კვერცხი არ მინდა.

_ აჯიკა. რა არის აჯიკა?

_ თქვენის ნებართვით... _ ოთარი დელიკატურად შეეხო ოდაყვზე და გვერდზე გასწია.

Page 73: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

კატრინს ხელმეორედ გააჟრიალა. ასე, თითის მიკარებისთანავე ყოფილ პარტნიორებთან რომ აღგზნებულიყო ცხრაჯერ გათხოვდებოდა. რაღა აქ, საქართველოში განიკურნა დახავსებული ფობიებისგან? რაღა ამ კაცთან? ხომ შეიძლება დიმიტრი ყოფილიყო, ან ალენი. არა, მაინდამაინც ეჭვმიტანილი და მაინცდამაინც გარდაცვლილი ნათესავის საქმრო. ბედის ირონიაა, აბა, რა!

_ აი, აჯიკა. _ ოთარმა შორიდან დაანახა მოყავისფრო-აგურისფერი მასით სავსე ქილა, თავსახური მოხსნა და სახესთან მოუტანა. _ დაყნოსეთ.

_ ო ლალა, რა არომატია! უსათუოდ უნდა წავიღო პარიზში. მამაჩემს გავასინჯო. მაღაზიებში იყიდება?

_ ბაზარში სჯობს ყიდვა. ერთად ვიყიდოთ.

ოთარმა პურის ნაჭერს აჯიკა წაუსვა, ლორი დააფინა და დელიკატურად ჩაკბიჩა. ეს კაცი ყველაფერს დელიკატურად აკეთებდა. ნეტავ, ლოგინში როგორია? უცებ, კატრინმა გაიაზრა, რომ გაღიმებული შესცქერის ბუტერბროდის ათვისებით დაკავებულ მამაკაცს. სასწრაფოდ მომუწა პირი და ჩაიდანს ეცა.

_ ოთარ, შაქარი რამდენი ჩაგიყაროთ?

_ სამი.

_ რომელ ჭიქებში დავასხა?

_ რომელშიც გინდათ, კატრინ. აქ ყველაფერი თქვენია. ახლა, როცა ამალიას სისხლით ნათესავი გამოჩნდა, უსათუოდ შეცვლის ანდერძს...

კატრინს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. ხელიდან გამოცურებული კოვზი წკარუნით დავარდა იატაკზე. ოთარი წამოხტა, კოვზი აიღო და შეშინებულმა ჩახედა სახეში.

_ კატრინ, რა...

_ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამალიას ქონებაზე მიჭირავს თვალი? _ გამოსცრა კბილებში.

_ არა, არა! _ ხელები აიქნია ოთარმა. _ შეიძლება უტაქტოდ მომივიდა, მაგრამ მერწმუნეთ, თავშიც არ მომსვლია. უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინე.

Page 74: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ რატომ, რატომ მოახდინეთ `ფაქტის კონსტანტაცია~ ასეთი ცუდი ფორმით? რომ თავი უხერხულად მეგრძნო?

_ შთაბეჭდილების მოხდება მინდოდა. _ ჩაილაპარაკა ოთარმა და ისევ მოკლედ, ფრიად სულელურად გაიცინა.

_ მოახდინეთ კიდეც. მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება.

_ მაპატიეთ, კატრინ, ყველაზე ნაკლებად თქვენი წყენინება მინდოდა... _ ოთარმა მაჯაზე ხელი მოჰკიდა და გულთან მიიტანა.

კატრინს ხელის გამოძრობა უნდოდა, მაგრამ საკუთარი სხეული აუმხედრდა. ოთარის მკერდსა და მის ხელს შორის წარმოქმნილი მაგნიტური ძალა არ უშვებდა. გონებაში კი განუწყვეტლივ რეკდა განგაშის ზარები: `ეს კაცი ანგარებიანია. ეს კაცი პოტენციური მკვლელია. ეს კაცი ორმაგ თამაშს თამაშობს...~

_ კატრინ, კატრინ... _ ოთარი კატრინის თავთან დაიხარა და სხაპასხუპით აჩურჩულდა. _ მისმინეთ და არ გამაწყვეტინოთ... და წინასწარ მაპატიეთ, თუკი ისევ უტაქტობა წამომცდა. ასაკის მიუხედავად მაკლია ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, ალბათ იმიტომ, რომ მშობლები ადრე გარდამეცვალა, ბებია კი მკაცრად მზრდიდა, თუმცა ვუყვარდი, გიჟდებოდა ჩემ გამო... არ ვიცი, რამდენად გავამართლე მისი იმედები, მაგრამ მგონი კმაყოფილი იქნებოდა, რომ ეცოცხლა... მე მიყვარს ჩემი საქმე, ვერც წარმომიდგენია თავი სხვა პროფესიაში... ქეთის სიკვდილიც მუშაობამ გადამატანინა. და მაშინ, როცა ასე ახლოს იყო ბედნიერება, ის მოკლეს! კატრინ, იცი ამას იმიტომ გიყვები?... მინდა კარგად გაიგოთ, რა არის ჩემთვის ამალიას ოჯახი. ყველაფერი თავისთავად მოხდა, ვის უნდა აეღო ზრუნვა მარტოხელა მოხუცზე თუ არა მე? ჩვენ ხომ საერთო უბედურება გვაკავშირებდა?! არავითარი მერკანტილური ინტერესი არ მამოძრავებდა, დამიჯერეთ...

_ მჯერა.

_ თვალებში შემომხედეთ და ისე მითხარით.

კატრინმა თვალებში შეხედა და მიხვდა: წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. მოსახდენი მაინც მოხდება. სჯობა ახლა, ვიდრე არასდროს.

_ _ _

Page 75: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

დიმიტრიმ გვიან ღამით დატოვა უშიშროების პოლკოვნიკის მიხეილ ხვედელიძის კაბინეტი. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და კატრინის ცხვირთან აეფრიალებინა ოთარ იაშვილის სატელეფონო ზარების ამონაბეჭდი. მაშინაც დაუდგეს ადვოკატად თავის `ანტიკვარიატს~, თქვას: ვერ ვხედავ კავშირს თამუნა მილორავას მკვლელობასა და ოთარ იაშვილს შორისო. ახლა კარგად დაინახავს. ოთარის ნომრიდან დარეკილია თამუნა მილორავასთან. ამაშია საქმე!

რა თქმა უნდა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ `ანტიკავარიატი~ დამნაშავეა. ჯერ უნდა მოხდეს მურმან შიუკაშვილის იდენტიფიკაცია. არც ისაა გამორიცხული, რომ მურმანი და ოთარი ერთი დრაკონის ორი თავია.

საინტერესოა, რომელმა თავმა მოკლა რუსუდანი? ექსპერტიზის დასკვნით მკვლელობა დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა, ნახევარი საათით ადრე კი რუსუდანმა დიმიტრის დაურეკა. ქალი, რომელიც წინა ვიზიტზე შეურაცხყოფილ ღირსებას განასახიერებდა, უცებ ღამიანად ურეკავს და ხვალისთვის შეხვედრას თხოვს. რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი? 1. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. 2. მკვლელის გაღიზიანება.

სავარაუდოდ, დარეკვის მომენტში რუსუდანთან ვიღაც იმყოფებოდა. დიმიტრი კი ვერაფერს მიხვდა. ნასვამი იყო და იმიტომ. იქ მთავარ მოწმეს კლავდნენ, ეს კი იმერულ ხაჭაპურებს ნთქავდა და წითელ ღვინოს აყოლებდა. ხფთუი!

ვის შეიძლება გაუღოს კარი კლდემამოსილმა მანდილოსანმა ღამის საათებში? ცხადია, ნაცნობს. მკვლელობა ჩადენილია მსხვერპლის შარფით, ანუ ღამეულ სტუმარს მიზნად არ ჰქონია განზრახ მკვლლობა (წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივილურ იარაღს წაიყოლებდა: პისტოლეტს, დანას...). ის სიტუაციის დასაზვერად იყო მოსული. მკვლელობაზე რუსუდანმა გამოიწვია _ დიმიტრისთან დარეკვით, ჩაშვებით...

რუსუდანმა გამოთვალა მკვლელის ვინაობა. ამაშია საქმე!

მკვლელი თბილისელია. ეს ერთი. მან რაღაც იყნოსა. ეს ორი.

დიმიტრიმ ვერც გააცნობიერა, როდის მიადგა სახლის კარს.ჩვეული აჟიოტაჟის ნაცვლად სამარისებული სიჩუმე დახვდა.

ნუთუ ასე ადრე ჩალოგინდნენ მისი სტუმრები?

Page 76: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ლოჯიაში, ჩამუქებული ფანჯრის ფონზე ალენის ჩიტისებური პროფილი დაიხატა. ოსირისივით იჯდა ტახტზე, მუხლებზე დაწყობილი ხელებით.

_ ალენ, მედიტაციობ?

_ ჰმ!

_ რას დამჯდარხარ სიბნელეში?

_ ჩემს გულში ბნელა.

დიმიტრიმ შუქი აანთო და სახეში ჩახედა. შეფი მგლოვიარე იყო, როგორც არასდროს.

_ გოგოები სად არიან?

_ კატრინი ამალიასთან. ვურეკავ, არ მპასუსუხობს. ალბათ დარჩა და დაიძინა.

_ მარიამი?

ალენმა ფურცელი გაუწოდა.

_ აი, ეს ვიპოვე. ქართულად წერია, წამიკითხე.

_ `დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე თქვენ არასოდეს დამავიწყდებით _ არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. მარიამი.~

_ ჩემზე არაფერი წერია? კონკრეტულად ჩემზე.

_ არა. _ თავი გააქნია დიმიტრიმ. _ იჩხუბეთ?

_ არა, რა ჩხუბი... მე ქალებს არ ვეჩხუბები. უბრალოდ ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, აღარ იყო.

_ გააბრაზე?

_ დიმიტრი, კაცურად გეუბნები, ძალა არ მიხმარია. ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მისივე თანხმობით. სიტუაციაც ისე აეწყო... კატრინი წავიდა, შენ სადღაც დაიკარე...

_ მერე? _ ხმა გაიმკაცრა დიმიტრიმ.

_ ქალწული იყო!

_ ჰმ!

_ განა ეს ანომალია არ არის? როგორ შეიძლება ბალზაკის ასაკს მიახლოებული ქალი იყოს ქალწული?

Page 77: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ მერე რა, ზოგი ქალწული კვდება.

_ დიმიტრი... _ ალენმა ვედრებით შეხედა.

_ საქართველოში შეიძლება. მით უმეტეს, იმ სოციუმში, სადაც მარიამი ტრიალებს. ქალმა ან ქმარს უნდა ჩააბაროს ქალწულობა, ან... ან მიწაში წაიღოს.

_ ღადაობ?

_ არა.

_ მე მზად ვარ ცოლადაც მოვიყვანო, მაგრამ ვინ მაცალა ხელის თხოვნა? დაჰკრა ფეხი და გაიპარა. რაღაც ერთი საათი ჩამეძინა. გავიღვიძე და აღარ არის. არც თვითონ, არც ბარგი.

დიმიტრიმ ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში გავიდა. მაგიდაზე, გახამებული ტილოს ქვეშ იდო აკურატულად იდო კატროფილის ღვეზელებით სავსე თეფში. მარიამის ნახელავი.

_ რატომ წავიდა, იქნებ არ მოეწონა? _ ვერ ისვენებდა ალენი. _ თითქოს სიმაღლეზე ვიყავი. ზედმეტი არაფერი მიკადრებია, ხომ გესმის?...

_ არ ჩაგაყენა უხერხულ მდგომარეობაში. ხომ გაგაფრთხილე, მარიამი არ არის ის კატეგორია, საყვარელი იგუოს. სხვა მენტალობაა, გაიგე!

_ რა ვქნა?

_ ღვინო დალიე, მოგეშვება. _ დიმიტრიმ ღვეზელი ჩაკბიცა, კარადიდან `მუკუზანის~ ბოთლი გადმოიღო და ღვინო ჭიქებში ჩამოასხა.

_ არ მომეშვება. იცი, როგორ ვარ?... არც დაღამება მიხარია, არც გათენება. არაფერი.

_ ვიცი. _ უპასუხა დიმიტრიმ და ჭიქა ასწია. _ დამწვარი გულებისა იყოს!

_ _ _

მოსახდენი მოხდა. კატრინი ოთარს დანებდა და ახლა მის სახლში იმყოფებოდა, მის ლოგინში, მის გვერდით. წერტილი დაესვა

Page 78: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

მრავალწლიან ირაციონალურ შიშს სექსუალური აქტის მიმართ. მან მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და თუ ინტუიცია არ ღალატობს, პარტნიორიც არ დარჩა უკმაყოფილო. ყოველ შემთხვევაში, ისე დაათენდათ თავზე დაღლა არ უგრძვნიათ.

მზის სხივებმა არა მხოლოდ ოთარის ერთოთახიანი ბინა, არამედ კატრინის გონებაც გაანათა. წუხელ არ ჰქონდა აღქმის თავი, დღეს კი თვალნათლივ დაინახა, რომ დაუდევარი ოსტატის სახელოსნოში მოხვდა და არა საცხოვრებელ ფართში. აქ გამეფებული ქაოსი მარტოხელა მამაკაცსაც კი არ ეპატიება.

გარშემო თაროები, სადაც წიგნების გარდა იდო ხელში მოხვედრილი ნებისმიერი ნივთი _ სამხატვრო ტუბებით დაწყებული გასარეცხი ყავის ჭიქებით დამთავრებული. ასეთივე მდგომარეობაში იყო სიმძიმისგან ჩაზნექილი ფანჯრის რაფები, აქა-იქ ჩაკვეხებული ქოთნის ყვავილებითურთ. ოთახის მესამედი განიერ სამუშაო მაგიდას ეკავა, რომლის ზედაპირზეც უწესრიგოდ ეყარა ფურცლები, ფაილები, ჟურნალები, ფანქრები, ფუნჯები, პოსტერები... კუთხეში მიყუჟული ახალთახალი კომპიუტერი შემთხვევით შემოხეტებულ საპატიო სტუმარს ჰგავდა.

_ ეს რომ თავზე დაგვეცეს, სულს გაგვაფრთხობინებს. _ ქოთანზე აღნიშნა კატრინმა.

_ შენი არ ვიცი, პირადად მე სიკვდილისაც აღარ მეშინია. _ ოთარმა მკლავები მოხვია და ხარბად დაყნოსა თმაზე.

ის მამაკაცების იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვინც სურნელით აღიქვამს თავის ქალს. ჯერ კიდევ როდის წერდა ნაპოლეონი ძვირფას ჟოზეფინას: `ხვალ პარიზში ვარ. არ დაიბანო!~ აფრიკის ერთ-ერთ ტომში კი დღესაც სუნის მიხედვთ არჩევენ ცოლს. ეთნოლოგები თვლიან, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს.

_ ამაში რა არის? _ კატრინმა მოზრდილ, სარეკლამო პოსტერებით აჭრელებულ ყუთზე ანიშნა.

_ უნიკალური, მაღალტექნოლოგიური აპარატია. ახლახანს ჩამომივიდა მიუნხენიდან. ამის ფასი აქ არაფერია. რკინის კარი უნდა დავაყენო, რომ არ მომპარონ.

_ რატომ არის უნიკალური?

_ სკანირებით ადგენს ნახატის წლოვანებას. ზედმეტი ანალიზის გარეშე. იცი, კატრინ, მსოფლიო ბაზარი გადავსებულია

Page 79: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ფალსიფიცირებული ხელოვნების ნიმუშებით. შესრულების ხარისხი ზოგჯერ ისეთი მაღალია, გამოცდილი ექსპერტებიც კი ტყუვდებიან. ამასწინათ, ერთმა ბატონმა მოიტანა სრულიად შესანიშნავი ტილო. აინტერესებდა: ნახატი ჰანს გოლბეინ უმცროსის მიერ არის შესრულებული თუ საარაკო ფასი ფალსიფიცირებულ საქონელში უნდა გადაიხადოს? ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელწერა გოლბეინისაა, შესრულება კი სხვისი.

_ სპეციალუარდ დააძველეს?

_ არა, მართლა ძველი იყო. მე-18 საუკუნის შუა წლები, თუ სწორედ მახსოვს... რაც იმთავითვე გამორიცხავს გოლბეინის ავტორობას.

_ ანუ, მაინც ჰქონდა ღირებულება.

_ ჰქონდა, მაგრამ ისეთი არა, როგორც გოლბეინს. ვან გოგის სტილში ხატვა დღეს ბევრს შეუძლია, მაგრამ რა ხეირი? _ ოთარმა კატრინის სახე ხელებში მოიქცია და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა. _ სულ მე რომ მალაპარაკებ, მეც მინდა ვიცოდე შენ შესახებ...

_ მეც ექსპერტი ვარ.

_ რა-ა?

_ ღვინის. _ გაიცინა კატრინმა და მობილურის ზარს მიაყურადა. _ მგონი მობილური რეკავს.

_ რეკოს.

_ რა იცი, ვინ არის?

_ ვინც არ უნდა იყოს.

_ იქნებ, ამალია გახდა შეუძლოდ?

ოთარი უხალისოდ გადმოძვრა ლოგინიდან და დედიშობილა წატანტალდა მობილურის მოსაძებნად. კატრინს ყოველთვის ეგონა, რომ სიშიშვლის ურცხვად დემონსტრირება კუნთმაგარი მაჩოების ან პატარა ბავშვების პრეროგატივაა. ოთარისთანა აწოწილი, არასპორტული აღნაგობის მამრი წესით ზეწარაფარებული კედელ-კედელ უნდა დადიოდეს, მაგრამ ეს დიდი ბავშვი არავითარ უხერხულობას არ განიცდიდა. ანტიკვარიატზე მუშაობამ თუ გახადა ასეთი ლაღი და ბუნებრივი.

Page 80: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ნეტავ ვიცოდე, სად რეკავს? _ ოთარმა ძირს დაგდებულ ტანსაცმელს გადააბიჯა და ახლომხედველი თვალები გააცეცა. _ ჰმ, აღარ რეკავს, გაჩუმდა.

_ ახლოს უნდა დაიდო ხოლმე, უცებ რომ მიაგნო. მე ყოველთვის ტუმბოზე მიდეს.

_ მე კი ყოველთვის ვკარგავ. ბოლოს პარიზში დავკარგე. გადავაბრუნე მთელი ნომერი, მაგრამდშენც არ მომიკვდე! ორი დღის მერე პიჯაკის ჯიბეში ვიპოვე. წარმოგიდგენია?

_ იქნებ ვიღაცამ მოგპარა და მერე შემოგიგდო? _ ჩაეჭიდა კატრინი. ვნება ვნებად და სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რაც არ უნდა იყოს, ეს კაცი ეჭვმიტანილია. თუმცა მის დანაშაულთან ასოცირებული სცენები კატრინის წარსახვაშიც ვერ ჯდებოდა. არასოდეს, არავისთან უგრძვნია თავი ასე მშვიდად. იოტისოდენა განგაშის გარეშე.

_ მომპარა? _ გაიმეორა ოთარმა. _ არა, არა, მე უბრალო მობილი მაქვს, ნახმარი ვიყიდე. იაფად. ქურდი ჰაი კლასის მობილურებს ეძებს, რომ მერე სარფიანად გაყიდოს. ყავას ხომ დალევ? ლოგინში მორთმევით.

კატრინმა სიამოვნებით დაუქნია თავი. ოთარმა წელზე პირსახოცი შემოირტყა და სამზარეულოში გატყაპუნდა.

_ მე გაჩუქებ ახალ მობილურს. _ გასძახა კატრინმა.

_ არააა... _ დაუყვირეს სამზარეულოდან. _ შენ გგონია ფული არ მაქვს? უბრალოდ მირჩევნია სხვა რამეში დავხარჯო.

_ მაგალითად, ამ სახლის ფასი აპარატურა გამოიწერო მიუნხენიდან.

იქიდან გულიანი სიცილით უპასუხეს.

`ცოტა დარეხვილია, მაგრამ მაინც მომწონს,~ კატრინმა ოთარის პერანგში გაუყარა მკლავები და მოთენთილი გაემართა საპირფარეშოში.

ოთახთან შედარებით სააბაზანო მოწესრიგებული იყო. მომწვანო კაფელი, სუფთა უნიტაზი, გარეცხილი პირსახოცები...ჱთუ არ ჩავთვლით საპარსი ქაფით დაშხეფილ სარკეს, სადაც კატრინმა თავისი გაწეწილი ფიზიონომია შეათვალიერა. მოეჩვენა, რომ გალამაზდა. თუ კაცის პერანგი უხდებოდა... თუ იმავე კაცის ალერსი. ჯანმრთელი სექსი რომ დადებითად აისახება ქალის გარეგნობაზე

Page 81: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. კარგია, როცა საკუთარ თავზე გამოცდი...

კატრინმა პირზე წყალი შეისხა, საჩვენებელ თითზე კბილის პასტა გამოტუმბა, კბილები გაიწმინდა და საკუთარ თავს შეჰღიმილა. უცებ სარკეში ნაცნობ ქისას მოჰკრა თვალი. ის პირსახოცების უკან პატარა ნიშაში ეგდო ქაღალდის რულონების გვერდით. კატრინი რობოტივით მოტრიალდა. აკანკალებული ხელით ჩამოიღო ქისა, იმ იმედით, რომ უბრალოდ მიამსგავსა. არა. ბაბუამისის შინდისფერი ქისა იყო. ცარიელი. საგვარეულო სამაჯურის გარეშე.

გაფითრებული ჩამოჯდა უნიტაზზე. ქისა მომუჭა. პულსმა აიწყვიტა. მოეჩვენა, რომ საკანალიზაციო მილი შეისრუტავს და ჯოჯოხეთში გააქანებს. წამოხტა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიღოს ფეხები აქედან. და არა მხოლოდ აქედან, ამ ქალაქიდან, ამ ქვეყნიდან, ამ კონტინენტიდან...

_ _ _

დიმიტრი მობილურის ზარმა გააღვიძა. ვის გაახსენდა დილის შვიდ საათზე, ხაშია?

ეკრანზე კატრინის ნომერი ეწერა.

_ კატრინ!

_ დიმიტრი, მიშველე!

_ რა ხდება?

_ მერე მოგიყვები, ჯერ აქედან უნდა გავაღწიო...

_ სად ხარ?

_ ძეგლთან.

_ რომელ ძეგლთან?

_ დიდი ძეგლია. მკაცრსახიანი კაცი. ბეჭებგანიერი. ცალი ხელი აწეული აქვს, მხარეზე მოსასხამი... მეტი რა გითხრა?

_ ცხენზე ზის?

_ არა, კვარცხლბეკზე დგას.

Page 82: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ვაჟა-ფშაველა!

_ არ ვიცი. დიმიტრი, მიშველე!

_ გამოვდივარ.

თხუთმეტიოდე წუთში გათოშილი, აკანკალებური კატრინი დიმიტრის მანქანაში შეხტა და მოყოლის მაგივრად ტირილით გული იჯერა. დიმიტრი მხარზე ხელი მოუთათუნა, დამამშვიდებელი სიტყვებიც უთხრა, მაგრამ კატრინმა ვიდრე არ ამოიღრიალა მთელი თავისი იმედგაცრუება, ვერ გაჩერდა.

ალენის არ იყოს, ამანაც შეტოპა, მიხვდა დიმიტრი და მოთმინებით აღიჭურვა.

_ ბოდიში. _ ძლივს გასაგონად წაილუკუნა კატრინმა.

_ რისთვის?

_ ცრემლისთვის. ვერ ვიტან მტირალა ქალებს. ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ვარ.

_ ძლიერი ქალებიც ტირიან. სახალხოდ თუ არა, ბალიშებში. დამიჯერე, არც ერთი კაცი არ ღირს ცრემლად. მით უფრო, ვის გამოც ახლა ნერვებს ასკდები.

კატრინმა გობელენის შინდისფერი ქისა მიაწოდა:

_ ამაში ინახავდა ბაბუაჩემი სამაჯურს. მასთან ვიპოვე. საპირფარეშოში.

_ იცის?

_ არა. გამოვიპარე.

_ ალბათ, ხვდები, რომ პოლიცია უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში.

დღეს პარიზიდან ფაქსს ველოდები, თამუნას მკვლელის სისხლის ანალიზის გადმოგზავნას დამპირდნენ. ქეთი რაზმაძის საქმეში ინახება ეჭვმიტანილის თმის ღერები. იდენტიფიკაციას მოვახდენთ და საქმეც გახსნილია. ეს ქისაც საქმეში ჩაიდება.

_ სახლში მინდა, დიმიტრი...

_ წავიდეთ, თორემ სულ გაკანკალებს...

_ ჩემს სახლში მინდა, დიმიტრი, გესმის? პარიზში, დინანში, სულერთია... _ კატრინი ისტერიკის ზღვარზე იყო.

Page 83: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ კერძო თვითმფრინავი რომ მქონდეს, დღესვე გადაგაფრენდი. სამწუხაროდ, დაცდა მოგიწევს... თუმცა დრო არ იცდის, ახლავე თუ არ აიყვანენ, საფრთხეს იყნოსავს და მოტყდება.

_ არ მოტყდება. ვერც იყნოსავს. მგონი ვერ არის სრულ ჭკუაზე. არაადექვატურია. ან ეს ქისა რამ დაადებინა გამოსაჩენ ადგილზე?...

_ რომელ ჭკუაზე მელაპარაკები, კატრინ, კაცი მამალი მანიაკია! _ აღშფოთდა დიმიტრი, _ თუმცა გარდასახვის უნარი აქვს, მიმიქარავს გრაფი კალიოსტრო.

_ მანიაკი... ღმერთო ჩემო, მე ღამე მანიაკთან მეძინა!

_ თუ მხოლოდ გეძინა, არა უშავს.

_ დიმიტრი...

_ ჰო, კაი, პირჯვარი გადაიწერე, მაგრად ხარ გადარჩენილი.

დიმიტრიმ მანქანა დაქოქა და გზიდან დაურეკა უშიშროების პოლკოვნიკს.

რამდენიმე წუთში გაოგნებულ ოთარ იაშვილს ხელბორკილს დაადებენ და არანაკლებ გაოგნებული სამეზობლოს თვალწინ პოლიციის მანქანაში უკრავენ თავს.

_ _ _

ალენი ადგილს ვერ პოულობდა. მისი დარდების მოსასმენად არავის ეცალა. კატრინმა მოსვლისთანავე ოთახში ჩაიკეტა, დიმიტრი სადღაც გაიქცა, თუმცა იქამდე დაუბარა ზედმეტად არ შეეწუხებინა ტრამვირებული კატრინი და მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება.

შესანიშნავია, თუ დამნაშავე გამოიკვეთა, მაგრამ მარიამის არყოფნის ფონზე ალენს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად ეჩვენებოდა. კატრინი ლამაზი ქალია, ოთარისთანა ექსპერტებს ბევრს გამოიცვლის, ალენმა კი ძლივს იპოვა ქალი, რომელიც თავის შეუდარებელ დედიკოს აგონებს. ერთადერთ ქალს მსოფლიოში, ვისაც ესმოდა მისი კაპრიზები და სულგრძელად პატიობდა. მთავარი ხომ გარეგნობა არაა, მთავარია არსი. ალენი დარწმუნებული იყო, რომ მარიამი არასოდეს გადაადგილებს ნივთებს მის სახლში. წიგნი თავის ადგილზე დახვდება _ ტუმბოზე, და არა, ვთქვათ, უჯრაში. სათვალე თავის ადგილზე _ ტელევიზორის გვერდით სპეციალურ ბუდეში. ერთი

Page 84: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ თუკი წვრილმანმა შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს საყვარელი ადამიანი, ხელი შეუწყვე, მამაძაღლი!

ალენმა ფეხიც კი დააბაკუნა, ისე ნათლად წარმოიდგინა არეულობის პერსპექტივა მის სკურპულოზურად დალაგებულ ბინაში. მარიამმა მეტ-ნაკლებად ჩააბარა ზნეობრივ-ესთეტიკური გამოცდის პირველი ტური. აკურატულია, უწყინარი, კეთილგანწყობილი, დაუზარელი, რაც მთავარია, ერთგული, ერთგული... 28 წლამდე თუ მოიტანა ქალწულობა, რაღა საფრანგეთში შეეყრება აღვირახსნილობის ბაცილა?! რაც შეეხება სექსუალობას, ესეც დროის ამბავია. ქალმა ცხოვრებაში პირველად დაინახა დედიშობილა მამაკაცი ერეგირებული პენისით, თანაც ფრანგი (რაც არ უნდა იყოს, სხვა მენტალობაა). ცხადია, დაიმორცხვა, `ფრანგულ~ სიყვარულზე და სხვა ეროტიკულ ფანტაზიებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! სიმართლე ითქვას, არც ალენი თვლიდა თავს სექსუალურ გიგანტად. მისთვის ყოველთვის პროფესია იდგა პირველ ადგილზე. უმამოდ გაზრდილი ბიჭის პირობაზე საკმაოდ ბევრსაც მიაღწია. არაფერში სჭირდება კარიერაზე ორიენტირებული ცოლი, საკუთარი თავიც ეყოფა.

აი, ასეთი არქაული აზრები უფუთფუთებდა გახურებულ თავში, როცა გარკვევით გაიგო კატრინის კვნესა.

ალენი საძინებლის კართან გაჩნდა. მიაკაკუნა.

კვნესა განმეორდა.

_ კატრინ! _ დაუძახა შეშინებულმა და პასუხს აღარ დაელოდა, კარი გააღო.

კატრინი ტანჯული გამომეტყველებით ბორგავდა ლოგინში. აშკარად კოშმარს ხედავდა. ალენმა შეანჯღრია.

_ კატრინ, გაიღვიძე, კატრინ...

ქალიშვილმა თვალი გაახილა და გაოგნებულმა მიმოიხედა.

_ სიზმარში კვნესოდი. მე ვიფიქრე, იქნებ ცუდად ხარ? _ მოუბოდიშა ალენმა და კატრინის შინდისფრად დაკოპლილ ყელს მზერა აარიდა.

კარგა გვარიანად უმუშავია იმ ვამპირ ექსპერტს. დახე, რა დღეშია გოგო! საინტერესოა, სხეულის სხვა ნაწილებიც ასე დაუმუშავა თუ მხოლოდ ყელზეა გამეცადინებული.

Page 85: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ კოშმარი დამესიზმრა. ამალიას შვილიშვილი...

_ რომელიც მოკლეს?

_ ჯერ გააუპატუირეს.

_ ამოიგდე თავიდან ნეკროფილური აზრები, თორემ გააფრენ.

_ უკვე ვაფრენ. ჩემს სახლში მინდა, ალენ, ჩემს საწოლში, ჩემს ფოსოსთან... ყოველდღიურობა მომენატრა, რაც აქ ჩამოვედი, სულ სტრესში ვარ, სულ... წეღან კიდევ ეს ქეთი გამომეცხადა: რას გადაეკიდე იმ სამაჯურს, ბედი კარზე მოგდგომიაო! თან ეღიმებოდა. ცალყბად. რაღაც გაუგებარი კლოუნადაა, რა... აღარც სამაჯური მინდა, აღარც ანდერძი მაინტერესებს. მე ასე არ შემიძლია. არ ვარ მიჩვეული. რა მერჩოდი, ბაბუაჩემო? _ ჭერს შესჩივლა კატრინმა და უცებ ალენს შეხედა, თითქოს იქ, ჭერში, გამოსავალი იპოვა. _ გინდა, მატარებლით წავიდეთ?

_ გამარჯობა! მატარებელი თბილისი-პარიზი ბუნებაში არ არსებობს. საერთოდ, მოსაწესრიგებელი აქვთ საგზაო კომუნიკაციები...

_ აუუუ, რამესაგზაოკომუნიკაციება, ალენ! ნუ მაბოლებ, რა! _ უხეშად გააწყვეტინა კატრინმა და ისევ ჭერს მიაჩერდა. ტირილისგან შეშუპებული ქუთუთოები ჰქონდა, აწითლებული სკლერა.

_ დამშვიდდი. რაღა დარჩა წასვლამდე. სამი დღე. სამად სამი დღე! _ ალენმა საილუსტრაციოდ სამი გაშლილი თითი აჩვენა. _ კაი, გზები და კომუნიკაციები არ გინდა. ყავა?

_ ყავა მინდა. დილით ვერ მოვასწარი. _ ჩაილაპარაკა კატრინმა და იმისი დაქანებული მხრები გაახსენდა. ნეტავ როდის აპირებდა მოკვლას, ყავის მერე თუ ლანჩამდე აცლიდა?

ალენი სიხარულით გაეშურა ყავის მოსადუღებლად. ამაზე შესაფერის სიტუაციას მარიამზე სალაპარაკოდ ვერ მონახავს. დიმიტრი სულ გადარბენაშია. დიდად არც იღწვის შეფის დასახმარებლად. თითქოს უთანაგრძნობს, მაგრამ რაღაცნაირად მდორედ და უაზარტოდ. ვერ ხედავს ალენის გვერდით მარიამს. ან პირიქით. კატრინი კი ქალია. იქნებ მან დაინახა მარიამში რაღაც ისეთი, რაც მან, ალენმა ეიფორიაში ვერ შეამჩნია.

ოთახში დარჩენილი კატრინი ხელჩანთას დასწვდა. გათიშული მობილური ჩართო და შემოსულ ზარებს თვალი გადაავლო. ორი

Page 86: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ზარის იმისგან (სახელის გაჟღერება ფიქრშიც უჭირდა) _ სანამ დაიჭერდნენ, ორიც ამალიასგან.

ამალიასთან გადარეკა.

_ კატრინ, ძვირფასო, როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ? _ ცუდად დაფარული ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ამალიამ.

_ გმადლობთ, არა უშავს. _ მშრალად მიუგო კატრინმა. არ ჰქონდა ცერემონიების ნერვები. საბრალო მოხუცმა არ იცის რა ჯიშის გველი მიითბო გულთან. ესეც არ იკმარა, შვილიშვილის მკვლელს ანდერძი გაუფორმა.

სტოპ!

ქეთევანს ვიდრე მოკლავდნენ, გააუპატიურეს. რაში სჭირდება მამაკაცს იმ ქალის გაუპატიურება, რომელიც ფაქტობრივად მისი ცოლია?

_ კატრინ, გეძინა?

_ დიახ.

_ ასეც ვიფიქრე, რომ არ გამეპასუხე...

_ დიახ.

_ ანუ წევხარ. ძალიან კარგი. ახლა ისეთი რამ უნდა გითხრა, რომ იდგე, ნაძლევს ჩამოვალ, წაიქცევი.

_ დიახ.

_ ძმისშვილმა დამირეკა საფრანგეთიდან. ხვალ უნდა მესტუმროს. _ ამალია სარკასტულად ახითხითდა.

_ ვინ... ვინ ძმისშვილმა? _ კატრინი დაიბნა. _ მამაჩემმა?

_ მამაშენმა ქართული იცის?

_ ა-არა...

_ ე. ი. არ იყო მამაშენი. მე კი სხვა ძმისშვილი არ მყავს.

_ ჰო... არა, არა, მამაჩემი არ იქნებოდა! მამას გუშინწინ ველაპარაკე, მსგავსი არაფერი...

_ რა თქმა უნდა, არა, ჩემო გოგონი, მაგრამ მე ეშმაკი ვარ, არაფერი ვაგრძნობინე. პირიქით, ვითომ ძალიანაც გამიხარდა. ჰა, ჰა... ახლა მთავარი... _ ამალიამ დამაინტრიგებლად ჩაახველა.

Page 87: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

კატრინი დაძაბული წამოჯდა ლოგინზე, ოთახში ყავის ჭიქებით შემოწკარუნებულ ალენს ხელით ანიშნა _ გაჩუმდიო და სმენა გაიმახვილა.

_ აფერისტი რომ არ გეგონოთ, ჩვენი სანათესაო კავშირის დამადასტურებელი ნივთიც თან მექნებაო, მამაჩემმა გადმომცა სიკვდილის წინო... აბა, გამოიცანი!

_ სამაჯური... _ ამოიხრიალა კატრინმა.

_ არ მესმის?...

_ სამაჯური, სამაჯური, სამა... ქალბატონო ამალია, მე თქვენ მიყვარხართ!

_ ჰოდა, თუ არ გინდა საყვარელ ბებოს თავი გაუჩეჩქვონ, მოჰკიდე ხელი იმ შენს დიმიტრის და მოდით ჩემთან. მოვილაპარაკოთ, რა და როგორ.

_ ჩათვალეთ, უკვე გზაში ვარ.

კატრინი საწოლიდან ჩამოხტა და ალენს გადაეხვია, რომელმაც ძლივს მოასწრო ქაფქაფა ჭიქების გვერდზე გაწევა.

_ ალენ, ოთარი უდანაშაულოა! _ კატრინმა გაბედა სანუკვარი სახელის ხმამაღლა თქმა. _ გესმის, უ-და-ნა-შა-ულო! რა ბედნიერებაა, რა ბედნიერება... სად არის ჩემი ხალათი... მიტრიალდი... არა, არ გახვიდე, უბრალოდ მიტრიალდი. ალეეეენ... შენ იცი, რა არის ბედნიერება?

_ მე არა, ჩინელებმა იციან, მეც ვეთანხმები.

_ რაო, რა იციან?

_ ბედნიერებაა, როცა სახლში არ გეგულება ავადმყოფი, ციხეში _ ახლობელი, როცა ცოლი ჰგავს იდეალს, ბავშვები _ შენ. როცა სამსახური ჰგავს ჰობის, სიდედრი არ ჰგავს დირექტორს, დირექტორი არ ჰგავს იდიოტს, ხელფასი არ ჰგავს მოწყალებას...

_ ორივე ხელით გეთანხმები. შეგიძლია მოიხედო.

_ რას ფაციფუცობ, დაჯექი, დამშვიდდი. გაცივდა მთელი ყავა. _ ალენი სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და საფუძვლიანი საუბრისთვის მოემზადა.

_ დიმიტრის უნდა დავურეკო, გაგიჟდება!

_ მაგას რა გააგიჟებს, დანა რომ დაარტყა სისხლი არ გამოუვა.

Page 88: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ გრცხვენოდეს, ალენ... ალო, ალო, დიმიტრი!... რა მიხარია?... ახლავე გეტყვი, რაც მიხარია...

დიმიტრიმ გაიზიარა კატრინის სიხარული, მაგრამ ნაწილობრივ. მაშინვე ალექსანდრეს ქისა გაიხსენა, რომელიც აჟიტაციაში მყოფ კატრინს თავიდან ამოუფრინდა.

_ ქისა. _ ჩაილაპარაკა ჩამქრალი ხმით.

_ ქისა, რომელიც შეიძლება შეუგდეს. _ დაამშვიდა დიმიტრიმ. _ მოკლედ. გაემზადე, ერთ საათში გამოგივლი.

კატრინმა მობილური დაკეცა და კარისკენ წავიდა.

_ საით? _ დააწია ალენმა.

_ წყალს გადავივლებ...

_ ყავა?

_ მერე, მერე...

ალენი მარტო დარჩა, ორ ჭიქა ყავასთან და თავის დარდებთან ერთად.

_ _ _

უშიშროების სამსახურთან შეთანხმებული გეგმის თანახმად ამალიას თავშეკავებულად უნდა მიეღო ძმისშვილად გამოცხადებული სუბიექტი, კარგად გამოეკითხა, დამადასტურებელი საბუთები მოეთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოემჟღავნებინა ახალგამომცხარი ნათესავის ხილვით გამოწვეული `სიხარული.~

მოხუცი ქალბატონი სრული სერიოზულობით მოეკიდა ახალ როლს. ყველაფერზე თავის კანტურით ეთანხმებოდა, ბოლოს კი თქვა, რომ დირექტივები მიღებულია და დამახსოვრებული, არ არის საჭირო ერთი და იგივეს ათჯერ გამეორება, გადამეწვა ყურსასმენი აპარატიო.

მეორე დღეს, ზუსტად 12 საათზე ამალია ნანატრი ზარიც გაისმა.

ზღურბლზე მაღალი, გამხდარი მამაკაცი იდგა. ულვაშით, ჰალსტუხით, ბინდისფერი სათვალით წამოწოლილ ცხვირზე. ხელში საგულდაგულოდ შეფუთულ მიხაკების თაიგულს აჭრაჭუნებდა.

Page 89: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ამალია მამიდა! _ შესძახა გრძნობამორეულმა.

_ მამიდა ვარ თუ ბიცოლა, მერე გამოჩნდება, გენაცვალე. სიტყვაზე რატომ უნდა გენდო? შინ შემოდი, ჯერ კარგად დაგათვალიერო, გამოგკითხო... _ ჯოხზე დაყრდნობილი ამალია სტუმარს მისაღებისკენ წაუძღვა.

_ მაგრამ ეს მე ვარ, შარლი!

_ ფანჯარასთან დადექი, შუქზე... აი, ასე. იცით, თქვენი სახე მეცნობა.

_ მამას მამსგავსებდნენ. _ დაიმორცხვა თვითმარქვია შარლმა. _ თქვენს ღვიძლ ძმას, ალექსანდრეს...

_ ჰო-ო?... რა გულისამაჩუყებელია. არც კი ვიცი, როგორი გახდა ჩემი პატარა ძამიკო.

_ გაჩვენოთ, გაჩვენებთ, სურათებიც თან მაქვს. აბა, ისე ხომ არ გეახლებოდით... არა მარტო სურათები. ერთი წუთით... ეს ყვავილები, თქვენ!

ამალიამ იგნორირება გაუკეთა საპანაშვიდე მიხაკებს და არისტოკრატული ჟესტით სკამზე მიუთითა.

ცოტა არ იყოს დაბნეულმა სტუმარმა თაიგული მაგიდაზე გააცურა და პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიყო გრძელი, დაძარღვული თითები. წვეტიან-წახნაგოვანი მოძრაობები ჰქონდა, ბურატინოსავით. თითქოს უჩინარ ხელს მოძრაობაში მოჰყავს ადამიანისხელა თოჯინა. ფართხუნა, აშკარად დიდი ზომის კოსტიუმში იმაზე გამხდარი ჩანდა, ვიდრე შეიძლება იყო სინამდვილეში.

_ აი, ინებეთ.

ამალიამ სიძველისგან გაცრეცილ ფოტოსურათს დახედა და სიფრიფანა, ნაოჭებად ასხმული ღაბაბი აუკანკალდა.

_ მამა! _ შესძახა გრძნობამორეულმა. _ როგორ მოტეხილა ჩემი ვაჟკაცი მამიკო. ჭაღარა მოსძალებია, აღარც თვალები უელავს უწინდელი ... ასე იცის ნოსტალგიამ. ვაფრთხილებდი, მაგრამ ვინ დამიჯერა? გაცილების უფლებაც კი არ მომცა _ სამშობლოს მოღალატე ბოლშევიკში გაგვცვალეო. და ამას ჩემს ერთგულ, შრომისმოყვარე კალისტრატეზე ამბობდა!

სტუმარი გაფითრდა, შუბლი ოფლით დაეცვარა, მაგრამ ამალიას არ შეუნიშნავს მისი ფერისცვალება, ფოტოს ჩაჰკირკიტებდა.

Page 90: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ ეს კი ალექსანდრეა. ჩემი მერცხლისთვალება ბიჭი. დახე, საულვაშეც ამოსვლია, მე კი პირტიტველა მახსოვს. ცოცხალია?

_ ცოცხალი გახლავთ, მაგრამ ძალიან მოხუცდა. ფაქტობრივად ლოგინიდან ვერ დგება, თორემ მერწმუნეთ, ნანატრ სამშობლოში ჩამოსვლას ვერავინ დაასწრებდა.

_ ეჭვიც არ მეპარება. სხვა ფოტოები გაქვს, ძვირფასო შარლ?

_ არა, იცით, არ წამომიღია... საოჯახო არქივი ბრეტანშია, მამაც იქ ცხოვრობს, მე კი პარიზში ვსაქმიანობ. სამაგიეროდ დედათქვენის ნაქონი სამაჯური გამომატანა. არ ვიცი, როგორ გაიმეტა, მაგრამ ფაქტია. ესო, ამალიას შთამომავლებს ეკუთვნის და შენი ხელით გადაეციო.

_ რა გულისხმიერი საქციელია მისი მხრიდან! _ ფარისევლურად ამოიოხრა ამალიამ და გამომეტყველებაც შესატყვისი მიიღო.

თვითმარქვია შარლმა კიდევ ერთხელ შეყვინთა პიჯაკის ჯიბეში და გოკიელების საგვარეული სამაჯური ამოიღო.

_ ღმერთო დიდებულო! _ ამალიას თვალთ დაუბნელდა, ოღონდ მართლა. სამაჯურის ორიგინალობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ალმასი, ლალი, ზურმუხტი... ყველაფერი ადგილზეა.

_ თქვენზე უკეთ ვინ იცის ამის ფასი...

_ სამწუხაროდ არ დამრჩა შთამომავალი, ვისაც შეიძლება გადავცე ესოდენ ძვირფასი ნივთი.

_ გყავთ! _ მხურვალედ შესძახა თვითმარქვიამ და ამალიასკენ გალეული მტევანი გულზე მიიხუტა. _ მე გყავართ, მე! თქვენი ერთადერთი ძმის ერთადერთი შთამომავალი!

_ არ ვიცოდი, კიდევ ერთი მამა თუ მყავდა. _ გვერდითა ოთახიდან კატრინი გამოვიდა და ახალგამომცხვარ მამილოს უკან დაუდგა.

ამალია უხეშად გამოგლიჯა ხელი. დაზაფრულმა `შარლმა~ ხმისკენ მიაბრუნა თავი და მომღიმარი კატრინი დაინახა.

_ არა! _ აღმოხდა.

_ შენ მოკალი ქეთი.

_ არა...

_ შენვე მოკალი თამუნა.

Page 91: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

_ არა, არა...

_ რუსუდანი.

_ არა, არა, არა!

_ რატომ?

თვითმარქვია შარლი ადგილს მოწყდა და კატრინს ყელში ეცა.

_ ლომებო, დატოვეთ ვოლიერი, მართლა არ დაახრჩოს გოგო ამ ფარჩაკმა! _ იკივლა ამალიამ.

მომიჯნავე ოთახიდან იარაღმომარჯვებული `ლომები~ გამოცვივდნენ. ზოგი ფორმიანი, ზოგიც უფორმო. მურმან შიუკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან წააგო თამაში. უკვე მერამდენედ.

_ _ _

გვიან საღამოს დრამის გმირები ამალია გოკიელი-რაზმაძის ბინაში შეიკრიბნენ. კრებას უძღვებოდა დიმიტრი ძნელაძე. თარჯიმანის ფუნქცია შეითავსა ოთარ იაშვილმა. კატრინი ღელავდა, ალენი ცქმუტავდა, მხოლოდ ამალია გამოიყურებოდა მშვიდად. გულუბრყვილო მოხუცმა ჯერ არ იცოდა, სად იღებს სათავეს მის ოჯახზე დატრიალებული ტრაგედია. არც არასოდეს გაიგებდა. დიმიტრის თხოვნით დელიკატურ მომენტებს კალისტრატე რაზმაძის ბიოგრაფიიდან თარჯიმანმა იგნორირება გაუკეთა.

მურმან შუიკაშვილის მონაყოლიდან:

დიდი და ლამაზი ბინა სოლოლაკში, სადაც დღეის მდგომარეობით ამალია გოკიელი-რაზმაძე ცხოვრობდა, თავის დროზე მურმანის მოსახელე ბაბუას, ასევე მურმან შიუკაშვილს ეკუთვნოდა. სახლი უფროს მურმანს ფაბრიკანტი წინაპრისგან ერგო. იმავე სახლში დაიბადა და გაიზარდა შოთა შიუკაშვილი _ უმცროსი მურმანის მამა და უფროსი მურმანის ვაჟი. ლაღი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა შოთას, არც სასმელ-საჭმელი აკლდა, არც მშობლების სიყვარული. ორი სართულით დაბლა, ნახევრადსარდაფში, მთავრობამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო ახალგაზრდა კომისარს კალისტრატე რაზმაძეს. ფართი დიდი იყო, მაგრამ კალისტრატეს ახალგაზრდა

Page 92: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ცოლმა ამალია გოკიელმა იუკადრისა ნახევსარდაფში ცხოვრება და ქმარს ბინა აქირავებინა.

ამასობაში კალიატრატე რაიონში მიავლინეს სამუშაოდ, ამალიც თან გაჰყვა, იქვე გააჩინა პირველი შვილი (ლექსო) და ექიმად დაიწყო მუშაობა.

ერთხელაც კალისტრატე ჩამოვიდა, თავის ნახევარსარდაფში ჩაიკეტა და ერთი კვირა გარეთ არ გამოსულა. სვამდა. როგორც გაირკვა, უბედურება მოსვლია _ შვილი დიფტერიით დაეღუპა. მურმანი შეძლებდაგვარად ცდილობდა უბედური მამის დამშვიდებას, ფულიც კი შეაძლია _ დასასვენებლად წადით, ცოტა ხნით მაინც გაარიდე ცოლი აქაურობასო. კალისტრატემ ფული არ აიღო, მაგრამ უცნაურად შეხედა, ძალზე უცნაურად...

37 წელს, დიდი რეპრესიების პერიოდში მურმანი დაიჭირეს და მოგვიანებით დახვრიტეს, მისი ცოლი-შვილი კი ბინიდან გაასახლეს. შოთა მაშინ 16 წლის იყო... შუბი ხალთაში არ დაიმალება. გაირკვა, რომ უფროსი მურმანის დაჭერის მიზეზი გახდა მეზობელთან მოყოლილი პოლიტიკური ანეგდოტი. მერე, როცა შიუკაშვილების დაცარიელებულ ბინაში კალისტრატე რაზმაძის ოჯახი შესახლდა, შოთა მიხვდა: ვინ არის დამსმენი.

გამოხდა ხანი. კალისტრატე დააწინაურეს, მისი ცოლი ცნობილი ექიმი გახდა. ამალიას მეცადინეობით ქალაქის საბჭომ ძველ სახლს (სადაც მათ გარდა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა) ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, რესტავრაცია გაუკეთდა უნიკალურ სადარბაზოს. ახალმოსახლეობას რაზმაძეები ახალი რემონტით შეხვდნენ. მოკლედ, აიწყვეს ცხოვრება. ეს მაშინ, როცა შოთას აზაზმა დედამ ნესტიან სარდაფში ცხოვრებას ვერ გაუძლი და რამდენიმე წელიწადში სანთელივით ჩაქრა.

21 წლის შოთა მარტო დარჩა _ უდედოდ, უმამოდ, უსახსროდ... ხშირად მიდიოდა ხოლმე მამისეულ სახლთან, ჩამოჯდებოდა ტროტუარზე და უმწეო ბოღმით აღვსილი დაუღალავად უყურებდა, უყურებდა, უყურებდა... იქ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ, ვინ იცის, მისი მშობლების საწოლში ეძინათ, ბებიამისის როიალზე უკრავდნენ, ბაბუამისის ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ...

წლები გავიდა. შოთა დაკაცდა, მუშაობდა დაიწყო, ცოლი მოიყვანა, ბინაც მიიღო (დაბალჭერიანი, გარეუბანში, მაგრამ მაინც

Page 93: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

საკუთარი), შვილიც ეყოლა (მურმანი)... დიდი სახლი მოზაიკურ იატაკზე დაწერილი შალვჶ –თი თანდათან მოგონების ბურუსში გაეხვია.

ერთხელაც, მურმანმა, უკვე ასპიტანტმა, სახლში ამხანაგები ამოიყვანა, მათ შორის ქეთი რაზმაძე _ ლამაზი, მხიარული ქალიშვილი გადამდები სიცილით. მშობლებმა შეატყვეს, მათი ვაჟი აშკარად შეყვარებულია, თითქოს ქალიშვილიც ეპრანჭებოდა. მელანქოლიისკენ მიდრეკილი მურმანისთვის დიახაც რომ მისწრებაა პოზიტივზე აწყობილი ცოლი.ჱთუ კარგი ოჯახიშვილია, არ ღირს ქორწილის გადადება.

გაირკვა, რომ ქეთი კალისტრატე რაზმაძისა და ამალია გოკიელის შვილიშვილია. შოთამ შუბლში ხელი იტკიცა. აი, თურმე კიდევ რას უმზადებდა ბედისწერა! მისი ოჯახის დამაქცევრის შთამომავალი რძლად უნდა მიეღო! მეორე მხრივ, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ქეთი რაზმაძეების ერთადერთი შვილიშვილია (მადლობა ღმერთს, კალისტრატე უკვე ჩაძაღლდა), ყველაფერი მას ეკუთვნის, მას და მის ქმარ-შვილს. მურმანი ავტომატურად გახდება იმ ქონების მემკვიდრე, რომელიც დაბადებით ეკუთვნოდა. პლიუს ანტიკვარიატის მოყვარული ამალის წყალობით დაგროვილი ფუფუნების საგნები.

_ აბა, შენ იცი, _ ჰმოძღვრავდა შოთა შვილს. _ აწი შენზეა დამოკიდებული ყველაფერი. სამართალი ურმით დადის, აგერ, რამდენი წელი გავიდა და ჩვენს კარზეც მოაკაკუნა. ღმერთი არ გაგიწყრეს, წინასწარ არაფერი გაამხილო, თორემ დაფრთხებიან და დარჩები ხახამშრალი.

_ მამა, მე, პირველ რიგში, ქეთი მომწონს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

_ შვილები რომ გეყოლება, სხვანაირად აჭიკჭიკდები. რატომ უნდა გაიზარდოს შენი შთამომავლობა ოროთახიან ხრუშჩობაში, როცა მათთვის წინასწარ იზრუნა შენივე წინაპარმა. მიპასუხე, რატომ?

_ ვერ გიპასუხებ. მაშინ ლექცია უნდა წაგიკითხო თემაზე: რეპრესია, როგორც რევოლუციის პროდუქტი. დრო იყო ასეთი, მამაჩემო, მარტო შენ არ შეგეხო. ქეთი არაფერ შუაშია ბაბუამისის ცოდვასთან.

_ არც ვადანაშაულებ, პირიქით, თქვენი კავშირის მომხრე ვარ. რაც მალე, მით უკეთესი.

Page 94: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

`მალე~ არ გამოვიდა. ქეთი თანდათან გაცივდა მეტისმეტად რომანტიკული თაყვანისმცემლის მიმართ, ბოლოს კი კატეგორიული უარი განუცხადა ნებისმიერ ურთიერთობაზე, მეგობრობაზეც კი. მურმანი დეპრესიაში ჩავარდა, აი, მამამისს კი ნამდვილი ისტერიკა დაემართა: `როგორ?! გამოდის, სხვას უნდა დარჩეს სახლი, რომელიც წესით შენ გაკუთვნის!~

მალე იმ `სხვის~ ვინაობაც გახდა ცნობილი. მურმანის კარის მეზობელი, უნიფხვო და უპატრონო ოთარ იაშვილი. რაც მთავარია, ქეთიმ და ოთარმა მურმანის სახლში გაიცნეს ერთმანეთი. გამოდის, ოთარმა ცხვირწინ აახია შეყვარებული! თუმცა, ქეთისთვის რომ გეკითხა, ის არასოდეს ყოფილა მურმანის შეყვარებული, უბრალოდ მურმანმა ბანალური ფლირტი სერიოზულად აღიქვა.

თავს დამნაშავედ არც ოთარი გრძნობდა. დიახ, მას დანახვისთანავე მოეწონა ქეთი, მაგრამ თავშიც არ მოსვლია წინ გადაერბინა მეზობლისთვის. მოგვიანებით სულ სხვა ვითარებაში გადაეყარნენ ერთმანეთს, ქეთიმ თვითონ უთხრა, რომ თავისუფალია და არც არასოდეს ყოფილა დაკავებული, თუ არ ჩავთვლით სტუდენტობისდროინდელ, ხანმოკლე რომანებს.

`რატომ ის და არა მე?~ ეს კითხვა მურმანს მოსვენებას არ აძლევდა. არ იყო ოთარი მასზე სიმპათიური, პირიქით, ახლომხედველობის გამო სათვალეს ატარებდა. სხვა მხრივ, ჩამოჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს. ორივე მაღალი, გამხდარი, ასთენიური. გარდა ამისა, მურმანს დღე-დღეზე საკანდიდატო დისერტაცია უნდა დაეცვა, ოთარი კი მხოლოდ სახელმძღვანელოებს ჩაჰკირკიტებდა. 3-4 უცხო ენა იცოდა, ვერ დაუკარგავდი. ამაზე თუ წავიდა, მურმანმაც კი იცოდა ფრანგული. სკოლის პერიოდში კერძო მასწავლებელიც ჰყავდა _ რუსუდან მილორავა.

აქეთ მამამისი ახელებდა: `იმ ბრუციანმა როგორ უნდა გაჯობოს, ბიჭო? მიდექი-მოდექი, კაცი ხარ თუ ცერეცო?~

ცნობას ქეთის მშობლების ავტოკატასტროფაში დაღუპვის შესახებ შოთა შიუკაშვილი ნიშნისმოგებით შეხვდა: `ღმერთი მაღლიდან ხედავს ყველაფერს! ნაძირალა კალისტრატეს ძვლები აღარ დარჩა საფლავში, მისი ცოდვებს შთამომავლობა იმკის. მეორე შვილს მარხავს კუდზეყავარგადებული ამალია. მეორეს!~

მურმანი პანაშვიდზე მიდის. ატირებული ქეთის დანახვაზე გული სასიამოვნოდ ეკუმშება, თუმცა სახეზე `მწუხარე სახის რაინდის~ ნიღაბს იკრავს. `ეგრე მოგიხდება, ეგრე მოგიხდება, ჯერ სად ხარ, ჯერ სად

Page 95: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ხარ...~ მანტრასავით იმეორებს და კმაყოფილი ბრუნდება სახლში, თუმცა ჯერ კიდევ არ იცის, რა უხარია.

ეს მერე, როცა ოთართან მისულ ქეთის დაინახავს, მურმანი ხვდება, რომ ეს იყო შესაძლო შურისძიებით გამოწვეული სიხარული. ანუ მისმა ქვეცნობიერმა ცნობიერზე ადრე იპოვა გამოსავალი და სიგნალი მისცა. შურისძიება!

აკვიატებული `ჯერ სად ხარ,~ ძილშიც ასვენებს და მუშაობაშიც ხელს უშლის. მამა აღარაფერს აძახებს, მაგრამ ისეთი თვალებით უყურებს, მურმანს თავი მართლა ცერეცო ჰგონია. მადა დაეკარგა, გახდა, თვალები ჩაუცვივდა...

ჭორი ქეთის მოსალოდნელი გათხოვების შესახებ აღმოჩნდა ბოლო წვეთი. მურმანი გადაწყვეტს კიდევ ერთხელ სცადოს ბედი და თუ ქეთის ვერაფერი შეასმინა, სიმართლეს მაინც მიახლის პირში.

ის სამსახურში აკითხავს ქეთის და დალაპარაკების მიზნით პარკში გასეირნებას სთავაზობს. ქალიშვილს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მურმანი ზედმიწევნით თავაზიანი მამაკაცია, ისეთი რა უნდა უთხრას, პასუხის გაცემა ვერ მოახერხოს.

მაგრამ იმაზე, რაც მურმანმა უთხრა, ქეთიმ არათუ პასუხის გაცემა, ხმის ამოღება ვერ მოახერხა. თურმე კალისტრატე ბაბუას ბინძური დამსმენი იყო, მეზობლის ქონებაზე გამეცადინებული ჩამშვები. ხოლო სახლი, სადაც ის ამჟამად ბებიათან ერთად ცხოვრობს, ადრე მურმანის წინაპარს ეკუთვნოდა. მურმანმა ხატოვნად აღუწერა რა პირობებში მოუწია ცხოვრება მამამისს ბაბუამისის დახვრეტის შემდეგ.

ქეთიმ იფიქრა და ერთადერთი წინადადება თქვა:

_ ეს თუ სიმართლეა, მე დაველაპარაკები ამალია ბებიას და ბინის დაცლას მოვთხოვ.

_ არც იფიქრო! _ ემოციურად შესძახა მურმანმა და ქალიშვილის წინ მუხლებზე დაემხო. _ მისმინე, ქეთი, ჩვენ შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. გამომყევი ცოლად, შენ იცი, როგორ მიყვარხარ, ის სახლი ორივესი იქნება, ჩემი და შენი, ჩვენი შვილების! ოთარს მხოლოდ მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უნდა...

მურმანმა წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო. ქეთის ხელი მის ლოყაზე დაეშვა და თითების ანაბეჭდი დაუტოვა.

Page 96: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

მერე ყველაფერი კალეიდოსკოპური სისწრაფით დატრიალდა. მურმანმა ქეთი მიწაზე გააგორა, თმებით ათრია, გააუპატიურა, დაახრჩო...

ისევ პანაშვიდი, ისევ ის სახლ და კენტად დარჩენილი ჭირისუფალი _ ამალია გოკიელი-რაზმაძე. პლიუს ოთარი, მისი უბედურების თავი და თავი. თუ ვინმე იყო მოსაკლავი, სწორედ ის, და არა ქეთი.

მურმანის შურისძიების ვექტორი ოთარზე გადაერთო. იდეაფიქსად ექცა მისი თვალთვალი. მალიმალ მიაკითხავდა ხოლმე სახელოსნოდ გადაქცეულ ბინაში, აინტერესებდა, რით სუნთქავდა, რას საქმიანობდა, რამდენად განიცდიდა საცოლის სიკვდილს...

ოთარი თავაუღებლად მუშაობდა და მალე ანტიკვარიატის ექსპერტის სახელი მოიხვეჭა. მურმანმა ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე დაიცა საკანდიდატო დისერტაცია, მუშაობაც დაიწყო, მაგრამ გული ვერაფერს დაუდო _ ქეთის აჩრდილი არ ასვენებდა. კოშმარული სიზმრები დასჩემდა, ცივ ოფლში გახვითქულს ეღვიძებოდა ხოლმე და განმეორების შიშით დილამდე ვეღარ იძინებდა.

ერთ-ერთ ასეთ უძილო ღამეს ოთარის სახლიდან ქალის სიცილი შემოესმა. მურმანი კარის ჭურჭუტანას მიეწეპა. ცოტა ხანში მეზობლის ბინიდან ვიღაც ქალი გამოფრთხიალდა და ქუსლების პაკუნით დაეშვა კიბეზე. ქეთის სიკვდილიდან ერთი წელი იყო გასული, თავად მურმანი ლამის ბერად აღიკვეცა, ოთარი უკვე ახარებდა ხორცის ჭიას.

მურმანმა ოთართან სტუმრობას მოუხშირა, იმ მელას ჰგავდა თავისი მახრჩობელა რომ შეჰყვარებია. ხან ყავას მოუდუღებდა მუშაობაში გართულ მეტოქეს, ხან რაღაც სასუსნავს შემოუტანდა. ხანაც უბრალოდ იჯდა ხოლმე, თავისთვის, კუთხეში. უცნაურია, მაგრამ ამ პატარა, საექსპერტიზო ნივთებით გადატენილ ბინაში უფრო კარგად ეფიქრებოდა.

ერთხელ სულ გათავხედდა და ოთარს ამალიას სანახავად აეკიდა.

გაქცეულს ქვა აღმართში დაეწევაო. ისე მოუვიდა მურმანსაც. იქ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო _ ამალია მთელი უძრავი ქონების ოთარზე გადაფორმებას აპირებდა.

მურმანი ცოცხლალ-მკვდარი დაბრუნდა სახლში. ამის დაშვება არ შეიძლება. რაღაც უნდა მოიფიქროს, თუკი მართლა ცერეცო არ არის.

Page 97: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

და მოიფიქრა. სცენარი თავად ამალიამ უკარნახა, როცა საფრანგეთში ემიგრირებული ნათესავების შესახებ უამბო. საგვარეულო სამაჯურის ისტორიაც გაიხსენა, დასტურად ფოტომასალაც გამოამზეურა. მურმანმა ჯეროვნად შეაფასა სამაჯური და ფინალიც გამოაცხო: ფრანგული სათვისტომის მეშვეობით ის პოულობს ამალიას ემიგრირებულ ნათესავებს, ჩადის საფრანგეთში, იპარავს სამაჯურს (ან ნებისმიერ, გოკიელების საგვარეულო სახლთან დაკავშირებულ ნივთს) და ძმისშვილის სტატუსით ჩამოდის საქართველოში. გეგმის განხორციელების შემთხვევაში ის ორ კურდღელს დაიჭერს: მოიშორებს ოთარს და გახდება ქონების ერთადერთი სამართალმემკვიდრე. ვის უფრო პრიორიტეტული იქნება გამოპრუტუნებული ამალიასთვის _ საეჭვო სტატუსის მქონე ოთარი და საკუთარი სისხლი და ხორცი? სანდო ნოტარიუსის წყალობით ფორმალობას უმოკლეს დროში მოაყომარებს და რიხინ-რიხინით გავა დამკაში. მერეც ეტყვის მამამისი, ვიღაც ბრუციანმა გაჯობაო?

გულის სიღრმეში მურმანი გრძნობს ცხელ გულზე მოფიქრებული გეგმის უტოპიას, მაგრამ ცხოვრების გასაგრძელებლად მას უსიკვდილოდ ესაჭიროებოდა რაღაც მიზანი. გამოვა-არ გამოვა, არ არის არსებითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბებიამისის ბედს გაიზიარებს, სანთელივით ჩაქრება.

ფრანგულის ენის გადასახალისებლად ის ყოფილ მასწავლებელს რუსუდან მილორავას აკითხავს. ლაპარაკისას გაირკვა, რომ რუსუდანის ქალიშვილი თამუნა პარიზში, ნატიფ ხელოვნებათა კოლეჯში სწავლობს, მისი ჯგუფელი კი ემიგრაციაში წასული გოკიელების შთამომავალი _ ფილიპ ბუკეა.

ეს იყო ნიშანი, რომლის იგნორირება მურმანს არ შეეძლო.

ის ყიდის მანქანას, მოზრდილ ნაკვეთს დედულეთში და აღებული ფულით პარიზს მიემგზავრება, სადაც რომელიღაც აუქციონზე მივლინებულია ოთარიც.

იქ `შემთხვევით~ გაიცნო თამუნა მილორავა, რომელსაც თავი ოთარ იაშვილად (რამე რომ იყოს, კვალის ასარევად) წარუდგინა, და ასევე `შემთხვევით~ გამოსტყუა ინფორმაცის ფილიპ ბუკეს ოჯახის შესახებ.

უტოპიური გეგმა თვალსა და ხელს შუა რეალურ კონტურებს იძენდა. ერთადერთი, რაც დისკომფორტს უქმნიდა, იყო თამუნას გააქტიურება სასიყვარულო კუთხით. გოგონა პირდაპირ გასაქანს არ

Page 98: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

აძლევდა. მეორე მხრივ, რომ არა თამუნას მცდელობა, მურმანი ვერასოდეს მოხვდებოდა დინანში.

ლოგინად ჩავარდნილმა ალექსანდრე გოკიელმა სიხარულით მიიღო ქართველი ახალგაზრდები. `ოთარის~ განსწავლულობით ხომ პირდაპირ მოიხიბლა. ახალგაზრდა კაცმა ზედმიწევნით იცოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის ისტორიაც. და საერთოდ, არაჩვეულებრივად ერკვეოდა გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ამალიასთან ნანახი ფოტოს ტყუპისცალი, სადაც წარმოდგენილი იყო ქეთევან ჩოლოყაშვილი, ოთარმა დინანის სახლშიც აღმოაჩინა და როგორც დრო იხელთა, სიტყვა სამაჯურზე ჩამოუგდო.

ალექსანდრე იქვე გაიშიფრა, წამიერი მზერა ესროლა ვრუბელის `დემონს~. იქ არის, მიხვდა მურმანი და როგორც კი მოხუცი საპირფარეშოში გავიდა, ნახატი ჩამოხსნა. ბედად სეიფი ყასიდად დახვდა მიხურული, ქისაში მოთავსებული სამაჯური კი თითქოს მას ელოდა. ესეც არ იკმარა, დესერტად ალექსანდრეს და მამამისის ფოტოსურათი გაიყოლა, დაცარიელებულ პასპარტუში კი კატის კნუტიანი მისალოცი ბარათი გამოპრანჭა.

პარიზში ახალი თავსატეხი ელოდა _ შეყვარებული თამუნა, რომელიც არაფრით ეწერებოდა მის სამომავლო გეგმებში. როგორმე უმტკივნეულად უნდა მოიშოროს თავიდან. ალიბის გასამყარებლად მურმანმა ოთარის მობილური ტელეფონიდან ზარი გაუშვა თამუნასთან _ თბილისში გადაუდებელი საქმე გამომიჩნდაო, თვითონ კი გადაწყვიტა დარჩენილი დრო პარიზისთვის მიეძღვნა. მე შენ გეტყვი, მეორედ მოუწევს ჩამოსვა?! თუმცა რა ვიცით, რა ვიცით...

რომელმა თამუნას ამხანაგმა გამოიჭირრა ან სად, მურმანმა არ იცოდა, ფაქტია, რომ თბილისში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე სასტუმროში თავზე დაადგა სრულიად შეურაცხადი თამუნა: `შენ მე მომატყუე, შენ მე რაღაცაში გამომიყენე, ამ სასტუმროში არ ცხოვრობს ოთარ იაშვილი, შენ ვიღაც სხვა ხარ!~

ოოო, აი ეს კი არ უნდა ეთქვა. მურმანს იმიტომ არ უწვალია, რომ ვიღაც თავქარიანმა გოგომ ჩაუშალოს ფინალამდე მისული საქმე. არადა, ჩამშლელია. დედაც კაი დაჩოჩებული ჰყავს. ვინ იცი, უკვე გაუგზავნა დინანში გადაღებული ფოტოებიც _ ეს ულვაშიანი ძიაკაცი ჩემი საქმრო არისო. წარმოსადგენია, რა ხასიათზე დადგებოდა რუსუდან მასწი, როცა ძიაკაცში თავის მოწაფეს იცნობს.

Page 99: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ჩასვლისთანავე გადაამოწმებს, მაგრამ ჯერ თამუნა ჰყავს გასანეიტრალებელი

`ნუ ყვირი, საყვარელო, მე მხოლოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ყველაფერს აგიხსნი, წამოდი, წამოდი...~ _ დაუყვავა აღელვებულ ქალიშვილს და სენ მარტენის არხისკენ გასეირნება შესთავაზა, რათა რომანტიკულ ვითარებაში ემართლებინა თავი.

ეს იყო თამუნა მილორავას ბოლო გასეირნება.

თბილისში ჩამოსული მურმანი კიდევ შტრიხს ამატებს თავის რეჟისორულ სცენარს _ ოთარს სამაჯურის ქისას მიუგდებს, დარწმუნებული იმაში, რომ გაფანტული მეზობელი ყურადღებასაც არ მიაქცევს საპირფარეშოში მიგდებულ ქისას.

ის იყო, პატარა ტაიმ-აუტი აიღო, რომ მოულოდნელად რუსუდან მილორავამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მურმანს დაცეცხლა. გამორიცხულია, ყოფილ მასწავლებელს ეჭვი აეღო. თამუნა ოთარ იაშვილს იცნობდა, მურმან შიუკაშვილზე წარმოდგენა არ ჰქონია.

უარის თქმა არ გამოდიოდა. წავიდა.

რუსუდანი ხაზგასმული თავაზიანობით შეხვდა, პარიზული ვოიაჟით დაინტერსდა და უცებ ეკითხება:

_ რატომ მოკალი ჩემი შვილი?

მურმანი დაიბნა. არ იცოდა, შეემჩნია თუ ხუმრობაში გაეტარებინა.

_ ვიცი, რომ შენ მოკალი, უბრალოდ მაინტერესებს, რა საერთო ჰქონდა ჩემს ანგელოზს შენსავით მეწვრილმანე ქურდბაცაცასთან?

საქმის ასეთ მობრუნებას მურმანი არ ელოდა. ამასობაში რუსუდანმა ყურმილი აიღო და სადღაც დარეკა _ ხვალისთვის გამომიარე, თქვენ რომ გაინტერესებდათ იმ კაცის ვინაობას გეტყვითო.

_ სიკვდილს ეთამაშებით, ქალბატონო რუსუდან. _ მიუხვდა მურმანი.

ქალმა უსიტყვოდ დაუკრა თავი.

მურმანს უკან არ დაუხევია. თუკი ვერშემდგარ სიდედრს მისი ხელით სიკვდილი სურს, მიანიჭებს სიამოვნებას. და მოკლა. რის მერეც იქაურობა მიჩხრიკ-მოჩხრიკა, ვინიცობაა სადღაც გდია არასასურველი

Page 100: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

ნივთმტკიცება. საბედნიეროდ ვერაფერი იპოვა და აუჩქარებლად გადაძვრა ფანჯრიდან, დარწმუნებული იმაში, რომ რუსუდანს არავისთვის გაუმხელია მკვლელის ვინაობა. ამ ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თამუნიას პატიოსანი სახელი. მკვლელის დაჭერის შემთხვევაში კი მისი `ბობოქარი~ წარსული ამოტივტივდებოდა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა, გადაწყვიტა მურმანმა და სახლში არ დაბრუნებულა, სასტუმროში გამაგრდა.

მატრო დარჩენილს ფიქრები მოეძალა. ვითომ რა სჭირდა საბრალო თამუნას მისი დასაწუნი? იქნებ ღირდა ცოლად მოეყვანა, შვილები გაეჩინათ, გოგო და ბიჭი. გოგოს ქეთის დაარქმევდა, ბიჭს... შოთას _ არავითარ შემთხვევაში! კალისტრატეს უფრო დაარქმევდა, ვიდრე მამამისის სახელს. სწორედ მისი ჩაწოდებით გადაიქცა ახალგაზრდა მეცნიერი სერიულ მკვლელად. არასოდეს აპატიებს.

ბოლო აკორდი ამალიასთან ვიზიტი იყო. როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი.

ადიმიტრიმ თხრობა დაასრულა, ამალია თანაბარი ფშინვის აკომპანიმენტით. ჩასძინებია მოხუცს. ეტყობა ტვინმა ავტომატურად დაბლოკა არასასურველი ინფორმაცია და დაძინების რეჟიმში გადაერთო.

წამოიშალნენ. თითოეული მათგანი თავს გაწურული ლიმონივით გრძნობდა. შენელებული აზრები, შენელებული ჟესტები, გარდუვალობის ტკბილ-მწარე განცდა...

_ მოდიხარ? _ დიმიტრიმ კატრინს შეხედა.

_ ჩვენ აქ დავრჩებით. _ კატრინის მაგივრად უპასუხა ოთარმა.

კატრინს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სადარბაზოში ციოდა, ცხაურებიანი კარიდან ქარი უქიქინებდა, ავისმომასწავლებლად ირხეოდა ჭერიდან ჩამოკონწიალებული სადენი.

_ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კინოსეანსი დამთავრდა. _ ამოიოხრა კიბეზე ჩამავალმა ალენმა.

_ შუქი კი არ აინთო. _ აჰყვა დიმიტრი.

_ და დავრჩით სიბნელეში.

Page 101: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე

იმ მომენტში ალენმა არ იცოდა, რომ `სიბნელე~ დიდხანს არ გასტანს, რომ მის ცხოვრებაშიც აინთება `შუქი,~ რომ ის იპოვის მარიამს, რომ მისი და დიმიტრის გზები დროებით გაიყრება, რომ მერე ისევ გადაიკვეთოს. ეს ყველაფერი და ბევრი სხვა ალენმა ჯერ არ იცოდა. ის მიაბიჯებდა პომპეზური სადარბაზოს მოზაიკურ იატაკზე და ფიქრობდა, რომ მის ჟურნალში უსათუოდ დაიბეჭდება სტატია სათაურით _ salve.

2003 წელი. დასასრული

Page 102: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე
Page 103: 4 ემიგრანტის სამაჯური - მაია ბურჭულაძე