29.06.2016-07.10 - ნგარიში/IATF Report 2016.pdf 2 . შესავალი. 2016...

Click here to load reader

  • date post

    19-Jan-2020
  • Category

    Documents

  • view

    1
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of 29.06.2016-07.10 - ნგარიში/IATF Report 2016.pdf 2 . შესავალი. 2016...

  • 1

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

    უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში

    29.06.2016-07.10.2016

  • 2

    შესავალი

    2016 წლის 29 ივნისს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-4 და მე- 5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის მინისტრის №140 ბრძანებით შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია („კომისია“) და დამტკიცდა კომისიის დებულება.

    2016 წლის 29 ივნისის №140 ბრძანების საფუძველზე კომისია საწყის ეტაპზე 13 წევრისგან (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) შედგებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ეფექტურად განხორციელების მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა და მის საქმიანობაში ორი დამატებითი უწყება ჩართო − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი. ამასთან, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, რომელიც, კომისიის საქმიანობის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაიკავა.

    კომისია, რომელიც დროებითი ორგანოა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობს დიალოგს სახელმწიფო უწყებებსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის, უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას და, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ.

    2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2015 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კომისიის საქმიანობაში კვლავ აქტიურად მოხდა პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. ასევე, მნიშვნელოვან მექანიზმად იქნა მიჩნეული 2013, 2014 და 2015 წლებში კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები. ამ მიზნით კომისიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით წინა ორი არჩევნებისას შემუშავებული რეკომენდაციები და ინსტრუქციები ხელახლა

  • 3

    გაავრცელა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, რათა მათთვის შეეხსენებინა, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე. იგივე რეკომენდაციები და ინსტრუქციები იქნა გავრცელებული, როგორც წინა ორი არჩევნებისას, საქართველოს სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში. უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 2016 წლის 13 ივლისს. მანამდე, კომისია საარჩევნო სუბიექტებთან ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მუშაობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, 7 სექტემბრამდე სხდომები იმართებოდა ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ − ყოველკვირა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში 8 სხდომა ჩატარდა, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 3 საათი იყო. კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კომისიის 15 წევრის გარდა, მოწვევა ეგზავნებოდა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტს (19 პარტიას, 6 ბლოკს), არჩევნებში სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე ადგილობრივ (სულ − 18) და საერთაშორისო ორგანიზაციებს (სულ − 9). კომისიის ცხელი ხაზი (599850011) ამოქმედდა კომისიის შექმნის დღიდან და მუშაობდა 24 საათის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში ცხელ ხაზზე რეაგირების მიზნით სულ 22 ზარი შემოვიდა. კომისიის შექმნის დღიდან ამოქმედდა კომისი