2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება...

39
II კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი ნინო გოგელაშვილი საკუთრების წარმოშობა მოძრავ ნივთებზე უპირატესად ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობის ჭრილში მეორე თემატური სემინარი თემის ხელმძღვანელი: კახაბერ ურიადმყოფელი სამართლის დოქტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თბილისი 2018 წელი

Transcript of 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება...

Page 1: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

II

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტი

ნინო გოგელაშვილი

საკუთრების წარმოშობა მოძრავ ნივთებზე უპირატესად

ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობის ჭრილში

მეორე თემატური სემინარი

თემის ხელმძღვანელი:

კახაბერ ურიადმყოფელი

სამართლის დოქტორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

თბილისი

2018 წელი

Page 2: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

III

სარჩევი

შესავალი ............................................................................................................................................... 4

1. მოძრავი ნივთის ცნება ............................................................................................................... 7

2. მოძრავ ნივთებზე საკუთრების წარმოშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

მიხედვით ............................................................................................................................................... 9

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186--ე მუხლისა და გერმანიის სამოქალაქო

კოდექსის 929- ე პარაგრაფის შედარება........................................................................................ 13

4. ავტომანქანებზე საკუთრების უფლების წარმოშობის თავისებურებანი ................................ 15

4.1 ავტომანქანებზე საკუთრების უფლების წარმოშობის საჯაროსამართლებრივი

საფუძვლები და ნორმები ........................................................................................................... 20

4.2 კანონმდებლობის ცვლილების ზეგავლენა საკუთრების უფლების წარმოშობის

მომენტზე ......................................................................................................................................... 25

4.3. სასამართლო პრაქტიკა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას

საკუთრების უფლების წარმოშობასთან მიმართებით ............................................................. 26

4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით .................................. 27

დასკვნა ................................................................................................................................................ 33

ბიბლიოგრაფია .................................................................................................................................. 39

Page 3: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

4

შესავალი

საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება ითქვას, რომ

საკუთრების უფლება არსებობს ადამიანის როგორც ინდივიდის არსებობასთან

ერთად. წარმოუდგენელია ადამიანის ყოფა იმგვარად, რომ იგი არ ახორციელებდეს

ბატონობას რაიმე ნივთზე. ადამიანს საკუთრების განცდა ინსტინქტის დონეზე აქვს

განვითარებული.1 შესაბამისად, ძველი დროიდან, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან

მიმდინარეობს საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული

პროცედურების განსაზღვრისა და გარკვეულ ფარგლებში მოქცევის მცდელობა.

საკუთრების უფლების გადაცემის მოწესრიგებისათვის განსხვავებული

სამართლებრივი სისტემები არსებობს. მათი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ

ვერც ერთი მათგანი ვერ გვთავაზობს საკუთრების გადაცემის სრულყოფილ

მოწესრიგებას. ეს არის სამართლის ის ნაწილი, რომლისთვისაც, როგორც წესი,

დამახასიათებელია ზოგადი წესიდან გამონაკლისები, სადავო საკითხები, ხარვეზები,

რომლებიც ამ ინსტიტუტის სიძველის მიუხედავად დღემდე არ არის აღმოფხვრილი.

გამონაკლისი არც ქართული სამართალია.

საკუთრების უფლების გადასვლის შემთხვევებიდან საყურადღებოა, მოძრავ

ნივთებზე საკუთრების წარმოშობის საკითხი. მოძრავი ნივთები

კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტებია. მათი შემადგენლობა საკმაოდ

მრავალფეროვანია,2 რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოძრავ ნივთებთან

დაკავშირებულ სამართალ-ურთიერთობებს.

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა წესრიგდება საქართველოს

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით. საკუთრების უფლების წარმოშობისათვის

დადგენილია ორი წინაპირობა: ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა. კერძოდ,

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ

მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ

1 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 11, ველი 13. 2 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, 146.

Page 4: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

5

აღნიშნული წინაპირობების განსხვავებული ინტერპრეტაცია იწვევს დავას ქართულ

სამართალში მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის სისტემებთან დაკავშირებით.

სამეცნიერო ლიტერატურაში ქართულ სამართალში მოქმედ საკუთრების

უფლების გადაცემის პრინციპთან მიმართებით არსებობს განსხვავებული

მოსაზრებები. დავა, ძირითადად, ეხება სანივთოსამართლებრივი გარიგების

საჭიროებისა და მისი არსებობის შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი

გარიგების ნამდვილობაზე დამოკიდებულების საკითხებს.

ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმები მიანიშნებს

კაუზალურ პრინციპზე. აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს ვალდებულებითი და

სანივთო გარიგებების გამიჯვნასა და განკარგვითი გარიგების დამოკიდებულებას

ვალდებულებითი გარიგების ნამდვილობაზე. ამ ვარაუდის დასაბუთებისათვის სსკ-ის

186-ე მუხლის წინაპირობაში – ნივთის გადაცემაში – უნდა მოიაზრებოდეს შეთანხმება

ნივთის გადაცემის თაობაზე და თვითონ ნივთის გადაცემა. ხოლო ის, რომ

საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შეთანხმება ცალკე არ არის გამოყოფილი

მიიჩნევა ნორმის ხარვეზად.

საკუთრების უფლების წარმოშობის პრინციპები არ არის მოძრავ ნივთებზე

საკუთრების შეძენასთან დაკავშირებული ერთადერთი სადავო საკითხი. მოძრავ

ნივთებზე სამართალ-ურთიერთობები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც

ერთგვაროვანი მოწესრიგების საშუალებას არ იძლევა. სწორედ ასეთი, ზოგადი

წესისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას დაქვემდებარებული საკითხია საკუთრების

უფლების შეძენა ავტომობილზე.

ავტომანქანა მიეკუთვნება მოძრავი ნივთების კატეგორიას (სსკ-ის 148-ე, 149-ე

მუხლები) და მასზე საკუთრების შეძენა წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 186-197-

ე მუხლების შესაბამისად. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების

წარმოშობის მომენტს სადავოდ ხდის ადმინისტრაციული სამართლის სფეროს

მიკუთვნებული ნორმები, რომლებიც ავტომანქანაზე საკუთრების უფლების

წარმოშობის იურიდიულ ძალას უკავშირებენ საჯარო სამართლის იურიდიული

Page 5: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

6

პირის (შემდგომში – სსიპ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრაციას.

ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსი მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემისათვის არ ადგენს რაიმე სპეციალურ წესს, სსკ-ის 186-ე მუხლის

წინაპირობების შესრულება საკმარისია შემძენზე საკუთრების უფლების

გადასასვლელად.

მეორე მხრივ, სავალდებულო რეგისტრაციის დამდგენი „საავტომობილო

ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი სამოქალაქო კოდექსის ზოგად

ნორმებთან მიმართებით არის სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

გამომდინარე აქედან, შეიძლევა ვივარადოთ, რომ მოძრავ ნივთზე,

ავტომობილზე საკუთრების უფლება წარმოიშობა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ

რეგისტრაციის შემდგომ.

აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო პრაქტიკა არ უჭერს მხარს. უზენაესმა

სასამართლომ ავტომანქანაზე საკუთრების წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით

შეიმუშავა ერთგვაროვანი მიდგომა. კერძოდ, ავტომანქანა სსკ-ის 148-ე და 149-ე

მუხლების თანახმად არის მოძრავი ნივთი და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს

მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების უფლების გადაცემის

სამართლებრივი რეჟიმი. ამასთან, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასვლის

საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი სამოქალაქო კოდექსით და

ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიეკუთვნება კანონი ვერ დაადგენს ახალ

საფუძვლებს. მით უმეტეს, სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო

რეგისტრაციას აქვს საჯაროსამართლებრივი მიზნები და ეს არის არა ავტომანქანაზე

საკუთრების უფლების კონტროლი, არამედ საგზაო მოძრაობის ორგანიზება და

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია

განისაზღვროს მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის ქართულ სამართალში

Page 6: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

7

მოქმედი სისტემა. ამასთან, საინტერესოა, ავტომანქანაზე საკუთრების უფლების

წარმოშობის თავისებურებანი.

1. მოძრავი ნივთის ცნება

ნივთების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

კლასიფიკაციის მიზანია კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

სხვადასხვა ნივთი სხვადასხვა სახის სამართალ-ურთიერთობას წარმოშობს,

შესაბამისად, ნივთების დაყოფა საშუალებას იძლევა თითოეულ ნივთზე

ვრცელდებოდეს მისთვის სათანადო სამართლებრივი რეჟიმი. აღნიშნული

ემსახურება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების სიმარტივესა და

უსაფრთხოებას. მიუღებელია ნივთებთან დაკავშირებული ნორმები იყოს

ერთგვაროვანი. ეს ან შეუსაბამოდ გაართულებდა სამართალ-ურთიერთობებს ან

პირიქით, შეუსაბამოდ გაამარტივებდა მას და რისკის წინაშე დააყენებდა

ურთიერთობის მონაწილეებს.

ნივთების დაყოფის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს მათი

გადაადგილებაუნარიანობა.3 სამოქალაქო სამართალი იცნობს ნივთების უძრავ და

მოძრავ ნივთებად დაყოფას. ამგვარი კლასიფიკაცია ჯერ კიდევ რომის სამართალში

გვხვდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული კატეგორიისათვის

ერთნაირი სამართლებრივი ნორმები იყო დადგენილი, რომის სამართალში

ნივთების მოძრავად და უძრავად დაყოფას ისეთი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა

როგორც თანამედროვე სამართალში.4

ნივთები შეიძლება დავყოთ არაერთი ნიშან-თვისების მიხედვით. ძირითადად,

ნივთების კლასიფიკაცია უკავშირდება მათ გადაადგილებაუნარიანობას, თუმცა

განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის მქონე ნივთები მათი ფიზიკური ნიშან-

თვისების, მოძრაობის კრიტერიუმის მიუხედავად შეიძლება, სამართლებრივი

თვალსაზრისით, მიჩნეულ იქნეს უძრავად. ქონების, ბუნებრივი თვისების,

3 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 72, ველი 86. 4 გარიშვილი, ხოფერია, რომის სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2010, 167.

Page 7: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

8

გადაადგილებაუნარიანობის მიხედვით, მოძრავ და უძრავ ნივთებად დაყოფა

დაკავშირებულია მის ეკონომიკურ მნიშვნელობასთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი ადგენს ნივთების მოძრავ

და უძრავ ნივთებად დაყოფას. სამოქალაქო კოდექსმა თავიდანვე განსაზღვრა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ნივთები. კოდექსში მოცემულია მხოლოდ უძრავი

ნივთის ცნება. სსკ-ის 149-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის

ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე

შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე. კანონმდებელმა ნივთები

დაყო ორ ნაწილად, მოძრავ და უძრავ ნივთებად. შესაბამისად, ერთი კატეგორიის

განმარტება საკმარისად მიიჩნია, რადგან თუ ნივთი არ მიეკუთვნება სსკ-ის 149-ე

მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთს ესე იგი მოძრავია.

სამოქალაქო სამართალში მოძრავ ნივთებად მიიჩნევა ნივთები რომელთა

გადაადგილებაც შესაძლებელია. მოძრავ ნივთებად მიიჩნევა ცხოველები,

პროდუქტი, ასევე ის ნივთები, რომელთაც გარდამავალი ბუნება გააჩნიათ და

მოძრავი ნივთების კატეგორიიდან ტრანსფორმირდებიან უძრავში და პირიქით.

მოძრავ და უძრავ ნივთებად დაყოფის მიზანი ყველაზე უკეთესად ვლინდება

საკუთრების შეძენის ინსტიტუტში.5 სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ

მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

კანონმდებელმა გაითვალისწინა, რომ კერძო სამართალი მიილტვის

სამართლებრივი ურთიერთობების სიმარტივისაკენ და

სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ყველაზე ხშირი ობიექტის, მოძრავი

ნივთის გასხვისებისათვის დაადგინა შედარებით მარტივი პროცედურა, ნამდვილი

უფლების არსებობა და ნივთის გადაცემა, მხარეთათვის ყოველგვარი დამატებითი

ბარიერისა და სირთულის შექმნის გარეშე. თუმცა, ასევე გათვალისწინებულ იქნა

სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფისა

და ურთიერთობის მონაწილეთა მომეტებული რისკისაგან დაცვის საჭიროება.

5 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, 144.

Page 8: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

9

ამიტომ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის დადგენილია

სავალდებულო წესები. კერძოდ, აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით

დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების

რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ის 183-ე მუხლი).

უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლის ნორმები უფრო ამომწურავია.

მაგალითად, სამოქალაქო კოდექსში მოცემულია უძრავი ნივთის ცნება. მოძრავ

ნივთებთან მიმართებით კანონმდებელს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს,

კოდექსში არ გვხვდება მოძრავი ნივთის ცნება ან მოძრავი ნივთების ჩამონათვალი.

მსგავსი მიდგომა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მოძრავი ნივთები

უმნიშვნელოა კერძო სამართლისათვის და არ საჭიროებს დეტალურ მოწესრიგებას.

პირიქით, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების დიდი ნაწილი სწორედ მოძრავ

ნივთებთან დაკავშირებული ურთიერთობებია. აღნიშნული მიდგომა

განპირობებულია მოძრავი ნივთების მრავალფეროვნებით.

სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს შეუძლიათ ურთიერთობის

ობიექტად მიიჩნიონ ნებისმიერი ბრუნვაუნარიანი მოძრავი ნივთი.

მოძრავი ნივთი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტია. მოძრავი

ნივთების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საინტერესოა მათზე საკუთრების

უფლების წარმოშობის სამართალ-ურთიერთობები. მაგალითად, შესაძლოა

პირდაპირი მნიშვნელობით მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა არ

ექვემდებარებოდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავი ნივთებისათვის განსაზღვრულ

სამართლის ნორმებს და საჭიროებდეს განსხვავებულ მოწესრიგებას.

2. მოძრავ ნივთებზე საკუთრების წარმოშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

მიხედვით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ

ნივთზე საკუთრების გადასაცემად, აუცილებელია რომ მესაკუთრემ ნამდვილი

უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნამდვილი უფლება მიემართება

მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ნივთის გადაცემა – ამ შეთანხმების სისრულეში

მოყვანას და საკუთრების უფლების წარმოშობას.

Page 9: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

10

სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემის ზოგად წესს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ნივთის

გადაცემის შემთხვევები. ნივთის გადაცემაში, პირველ რიგში, მოიაზრება ფაქტობრივ

მფლობელობაში გადაცემა. თუ ეს უკანასკნელი არ არის მიღწევადი, მაშინ

გამოიყენება სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სხვა

შემთხვევები.

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის დადგენილია ორი

წინაპირობა: ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა. შემძენზე საკუთრების

უფლების წარმოშობისათვის ნამდვილი უფლება ნებისმიერ შემთხვევაში

აუცილებელია, ეს არის უცვლელი წინაპირობა. რაც შეეხება მეორე წინაპირობას,

გამოიყოფა სამი შემთხვევა: შეძენისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში

ჩაბარება; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის

დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის

მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების

მინიჭება.

ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა სიცხადისათვის განმარტებას

საჭიროებს. პირველ რიგში, შეიძლება განისაზღვროს ნამდვილი უფლება.

აღნიშნული ტერმინი მიუთითებს ნამდვილ ვალდებულებითსამართლებრივ

გარიგებაზე. უფლებაში კი მოიაზრება როგორც ვალდებულებითი გარიგების

საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლება, ასევე

კანონის, მაგალითად, დელიქტის საფუძველზე წარმოშობილი უფლება.6 სწორედ

კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებების გათვალისწინებით არსებობს

ტერმინი „ნამდვილი უფლება“ და არა ტერმინი „ნამდვილი შეთანხმება“.7

რაც შეეხება ნივთის გადაცემას, ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის

ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში. მოძრავი ნივთების შემთხვევაში,

მფლობელობა ემსახურება საჯაროობის პრინციპის განხორციელებას, ასრულებს

6 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 389, ველი 533. 7 დანელია, გამიჯვნის პრინციპი ჩუქების ხელშეკრულების მაგალითზე, ჟურნ. „ქართული სამართლის

მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, 2008, 43-44.

Page 10: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

11

იმავე ფუნქციას, რასაც საჯარო რეესტრი უძრავი ნივთებისათვის. მფლობელობის

გადაცემა უნდა იყოს ორივე მხარის ნებაზე დაფუძნებული ნივთის იმგვარი გადაცემა,

რომ შემძენის მფლობელობა ეჭვს არ იწვევდეს. არ არის აუცილებელი სსკ-ის 186-ე

მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა,

წარმოადგენდეს ხელიდან ხელში გადაცემას. შესაძლებელია გადაცემა მესამე პირის

მეშვეობით. ასევე, მითითებით შეძენა, როდესაც გამსხვისებელი ან შემძენი

მფლობელობის გადაცემის პროცედურაში რთავს სხვა, მესამე პირს.8

სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ნივთის გადაცემის მეორე

და მესამე ალტერნატივები ტრადიციის პრინციპის გამონაკლისი შემთხვევებია,9

ნივთის შემძენისათვის გადაცემის გარეშე საკუთრების უფლება ითვლება

წარმოშობილად. როდესაც მხარეებს აქვთ ინტერესი რომ გადაცემის ნაცვლად

ნივთი დარჩეს მესაკუთრესთან, შესაძლებელია საკუთრების უფლების გადაცემა

შემძენის არაპირდაპირი მფლობელობის შესახებ შეთანხმებით. ასევე, თუ მესაკუთრე

არაპირდაპირი მფლობელია, მას შეუძლია ნივთის გასხვისებისას შემძენს დაუთმოს

მოთხოვნის უფლება, მესამე პირისგან მფლობელობის გამოთხოვის უფლება და ამ

გზით გადასცეს შემძენს საკუთრების უფლება. აღნიშნული ზოგადი წესიდან

გამონაკლისები საჭიროა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის

გამარტივებისათვის.

ნივთის გადაცემის საკითხი, ერთი შეხედვით, ამომწურავადაა

მოწესრიგებული. სამოქალაქო კოდექსი ადგენს ნივთის გადაცემას შეთანხმებამდე

და შეთანხმების შემდეგ ქონების ადგილსამყოფელის შესაძლო შემთხვევებს.

კლასიკური შემთხვევაა, როდესაც ნივთი აქვს მესაკუთრეს და პირდაპირ

მფლობელობაში გადასცემს შემძენს. შესაძლებელია, გამყიდველმა შეთანხმების

შემდეგ დაიტოვოს ნივთი პირდაპირ მფლობელობაში. ამ შემთხვევაში საკუთრების

უფლების გადაცემის უზრუნველყოფა ხდება ხელშეკრულებით არაპირდაპირი

მფლობელობის გადაცემით. თუ მესამე პირი ფლობს ნივთს, მაშინ მესაკუთრე,

გამყიდველი ანიჭებს მყიდველს მესამე პირისაგან ნივთის მფლობელობის

8 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 391-394, ველი 536-539. 9 თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 05.07.2016, მუხ. 186, ველი 17.

Page 11: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

12

მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს და აწესრიგებს

გარიგების დადების დროს ნივთის მესაკუთრის ან მესამე პირის მიერ ფლობის

შემთხვევებს. მაგრამ სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირ არ არის

გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც გარიგების დადების დროს ნივთს უკვე

ფლობს შემძენი.

ეგრეთ წოდებული „მოკლე ხელით“ გადაცემის წესი თავს იჩენს, როდესაც

შემძენის მფლობელობა ნივთზე წარმოიშობა ვალდებულებითსამართლებრივი

გარიგების დადებამდე. ამ შემთხვევაში სსკ-ის 186-ე მუხლით დადგენილი ერთ-ერთი

წინაპირობა, ნივთზე მფლობელობის გადაცემა უკვე განხორციელებულია.

განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა გერმანიის

სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში გსკ) პირდაპირ ითვალისწინებს „მოკლე ხელით“

გადაცემის წესს. გსკ-ის § 929-ის მეორე წინადადების მიხედვით, თუ ნივთს ფლობს

შემძენი, მაშინ საკმარისია საკუთრების უფლების გადასვლაზე შეთანხმება. გერმანიის

სამოქალაქო კოდექსი ზედმეტად მიიჩნევს მფლობელობის გადაცემას, როდესაც

შემძენი ნივთის პირდაპირი მფლობელია და გამსხვისებელს ნივთთან არ აქვს

არანაირი მფლობელობითი ურთიერთობა.10

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება რომ „მოკლე ხელით“

გადაცემის წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უნდა იყოს

გათვალისწინებული. სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილში მისი მოაზრება არ არის

მართებული,11 რადგან „მოკლე ხელით“ გადაცემის დროს შემძენი ვალდებულებითი

გარიგების დადებამდე წარმოადგენს ნივთის მფლობელს და ამის გამო,

შეუძლებელია ნივთის მფლობელობაში გადაცემა.12

გამომდინარე იქიდან, რომ „მოკლე ხელით“ გადაცემის შემთხვევაში,

მფლობელობა წინ უსწრებს ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებას, იგი არ

10 კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თ. დარჯანიასა და ზ. ჭეჭელაშვილის

თარგმანი, თბილისი, 2014, § 929, ველი 10. 11 ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, 204. 12 ასათიანი, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის ძირითადი ასპექტები, ჟურნ. „სტუდენტური

სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, 51.

Page 12: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

13

არის მიჩნეული საკუთრების გადაცემის განსაკუთრებულ წესად13 და შესაძლებელია

სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მფლობელობის

გადაცემის შემთხვევებში იქნეს მოაზრებული.14

საყურადღებოა რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §929-ის მეორე

წინადადებაში საუბარია მხოლოდ საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ

შეთანხმებაზე. უშუალოდ ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება არ არის

ნახსენები. ეს განპირობებულია აბსტრაქციის პრინციპის არსიდან, კერძოდ,

საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის დამოკიდებული

ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების ნამდვილობაზე. თუმცა, ეგრეთ

წოდებული „მოკლე ხელის“ წესით საკუთრების გადასვლისათვის შემძენის მიერ

ნივთის ფლობა და სანივთოსამართლებრივი გარიგება არ იქნება საკმარისი.

სანივთო გარიგებას სჭირდება საფუძველი ანუ ვალდებულებითი გარიგება, თუნდაც

არ იყოს მის ნამდვილობაზე დამოკიდებული. შესაძლებელია, გსკ-ის §929-ის მეორე

წინადადების ჩანაწერი ხაზს უსვამს საკუთრების უფლების გადასვლაზე შეთანხმების

საჭიროებას, რათა ვალდებულებითი გარიგება და შემძენის მიერ ნივთის ფლობა არ

იქნეს საკუთრების უფლების გადასვლისათვის საკმარისად მიჩნეული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ქართულ სამართალში საკუთრების

უფლების გადაცემისათვის სანივთო გარიგება არ არის ცალკე გამოყოფილი ეგრეთ

წოდებულ „მოკლე ხელის“ წესზე სპეციალური მითითებაც არ იქნება საჭირო.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186--ე მუხლისა და გერმანიის

სამოქალაქო კოდექსის 929- ე პარაგრაფის შედარება საქართველო სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლს გერმანიის სამოქალაქო

კოდექსიდან მუხლობრივად ედრება 929-ე, 930-ე და 931-ე პარაგრაფები. გსკ-ის 929-

ე პარაგრაფი არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის მომწესრიგებელი

ძირითადი ნორმა. სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილში მოწესრიგებული ნივთის

13 MüKo/Oechsler, 6. Aufl., 2013, § 929, Rn. 82, ციტირება: თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი,

gccc.ge, 05.07.2016, მუხ. 186, ველი 16. 14 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 396, ველი 544.

Page 13: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

14

გადაცემის ალტერნატიული შემთხვევები, გარდა პირდაპირ მფლობელობაში

გადაცემისა, გათვალისწინებულია გსკ-ის 930-ე და 931-ე პარაგრაფებში.

მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის წესში გსკ-ის 929-ე პარაგრაფსა და

სსკ-ის 186-ე მუხლს შორის ძირითადი განმასხვავებელია გარიგების

სამართლებრივი ბუნება. ქართული სამართალი საკუთრების გადაცემისათვის

იყენებს ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას, ხოლო გერმანიის სამოქალაქო

კოდექსი საკუთრების უფლების გადაცემისათვის საჭიროდ თვლის შეთანხმებას

საკუთრების უფლების გადასვლაზე.

გერმანულ სამართალში საკუთრება არის ყველაზე ამომწურავი და

ყოვლისმომცველი უფლება რაც ადამიანს საგნის, ნივთის მიმართ შეიძლება

ჰქონდეს.15 გსკ-ის § 929-ის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების

გადაცემისათვის საჭიროა, მესაკუთრემ გადასცეს ნივთი შემძენს და ორივე მხარე

შეთანხმდეს საკუთრების უფლების გადასვლაზე.

საკუთრების უფლების გადაცემაზე შეთანხმება არის სანივთოსამართლებრივი

ხელშეკრულება. გსკ-ის 929-ე პარაგრაფის ფორმულირება მიუთითებს, რომ

ვალდებულებითი გარიგების ნამდვილობა არ არის არსებითი სანივთო გარიგების

ნამდვილობისა და საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. აღნიშნული

პარაგრაფი, ისევე როგორც ქართული სამართალი (სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი

ნაწილი) განკარგვის უფლებამოსილებას მიაკუთვნებს მესაკუთრეს.

სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ

უშუალოდ მესაკუთრე შეიძლება არ ახორციელებდეს ნივთის განკარგვას.

განკარგვის უფლებამოსილება შეიძლება სხვა პირსაც ჰქონდეს.16 სანივთო

სამართლებრივი გარიგება, რომლის საფუძველზეც ხდება საკუთრების უფლების

გადასვლა უნდა ეხებოდეს განსაზღვრულ ნივთს. გარიგების დადების მომენტში

დაზუსტებით უნდა დგინდებოდეს რომელი საგანი უნდა გასხვისდეს.17

15 Akkermans, The Principle of Numerus Clausus in European Property Law, Publisher Intersentia, 2008, 175. 16 ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, 199. 17 კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თ. დარჯანიასა და ზ. ჭეჭელაშვილის

თარგმანი, თბილისი, 2014, § 929, ველი 3.

Page 14: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

15

საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსები ნივთის გადაცემის

საკითხს თითქმის მსგავსად აწესრიგებენ. განსხვავებულია გსკ-ის § 929-ის მეორე

წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული „მოკლე ხელით“

გადაცემის წესს. აღნიშნული წესი ქართულ სამოქალაქო კოდექსში პირდაპირ არ

არის განსაზღვრული. გარდა ამისა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსში არ არის

მოცემული სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილში გათვალისწინებული შემძენისათვის

ნივთის პირდაპირ მფლობელობაში ჩაბარების საკითხი. აღნიშნული მოიაზრება გსკ-

ის § 929-ის პირველ წინადადებაში.

გსკ-ის 929-ე პარაგრაფის პირველ წინადადებაში მესაკუთრის მიერ

შემძენისათვის ნივთის გადაცემაში შემდეგი სამი პირობა იგულისხმება: მესაკუთრემ

უნდა მიატოვოს მფლობელობა, შემძენმა უნდა მიიღოს ნივთი და მფლობელობის

მიღება უნდა მოხდეს მესაკუთრის ინიციატივით.18 მფლობელობის მიტოვებისათვის

მთავარია მესაკუთრის სათანადო ნება, რეალურად ვინ განახორციელებს ქმედებას

არ აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, შუალობითი მფლობელი,

რომელიც მოქმედებს მესაკუთრის სურვილის მიხედვით.

მფლობელობის მიღება უკავშირდება შემძენის მიერ ნივთის პირდაპირ ან

არაპირდაპირ მფლობელობაში მიღებას. რაც შეეხება მფლობელობის მესაკუთრის

ინიციატივით მიღებას, იგი ხაზს უსვამ მესაკუთრის ნებას საკუთრების გადაცემაზე.

სსკ-ის 186-ე მუხლსა და გსკ-ის 929-ე პარაგრაფებს შორის დასახელებულ

განსხვავებას უკავშირდება ქართულ და გერმანულ სამართალში დამკვიდრებული

საკუთრების უფლების წარმოშობის განსხვავებული სისტემები.

4. ავტომანქანებზე საკუთრების უფლების წარმოშობის თავისებურებანი

ავტომანქანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე მუხლების

თანახმად, მიეკუთვნება მოძრავ ნივთებს და მასზე საკუთრების შეძენა წესრიგდება

სსკ-ის 186-197-ე მუხლებით. ავტომანქანის გასხვისებისას, საკუთრების უფლების

წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით, ხშირად იქმნება პრობლემა. კერძოდ, ერთი

18 კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თ. დარჯანიასა და ზ. ჭეჭელაშვილის

თარგმანი, თბილისი, 2014, § 929, ველი 6.

Page 15: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

16

მხრივ, სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ მოძრავ ნივთზე

საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის

ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა. მეორე მხრივ, არსებობს

ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმები, რომლებიც

ავტომანქანაზე შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობის იურიდიულ ძალას

უკავშირებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში - სსიპ) შინაგან

საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტოსატრანსპორტო საშუალების

მესაკუთრედ რეგისტრაციის მომენტს.

გამომდინარე აქედან, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სსკ-ის 186-ე

მუხლით დადგენილი ორი წინაპირობა, მესაკუთრის ნამდვილი უფლება და ნივთის

მფლობელობაში გადაცემა სახეზეა, მაგრამ მომსახურების სააგენტოში შემძენის

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტის არარსებობის

გამო, იგი არ მიიჩნევა ავტომანქანის მესაკუთრედ. აღნიშნული პრობლემური

საკითხი თავს იჩენს როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში.

ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტის დასადგენად,

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის სსიპ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტოსატრანსპორტო

საშუალების მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტზე დამოკიდებულების საჭიროება.

ამასთან, მიზანშეწონილია დადგინდეს სამოქალაქო და საჯარო სამართლებრივი

ნორმების ურთიერთშესაბამისობის საკითხი.

საკუთრების შეძენა ავტომობილზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

მიხედვით სსკ-ის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთების ცნებას არ

შეესაბამება ავტომანქანა და შესაბამისად, არის მოძრავი ნივთი. მასზე, როგორც

მოძრავ ნივთზე, ვრცელდება სსკ-ის 186-ე მუხლით დადგენილი საკუთრების

გადაცემის წესი. ქართული სამართლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემა ხორციელდება ეგრეთ წოდებული „შუალედური პრინციპის“, შეთანხმებისა

და გადაცემის გზით. ამ პრინციპების მოქმედება ვლინდება სსკ-ის 186-ე მუხლიდან,

საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების

Page 16: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

17

საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი და გადასცეს ნივთზე მფლობელობა.

ნამდვილი უფლების არსებობის მოთხოვნა მიუთითებს გადაცემის კაუზალურ

მოდელზე, საკუთრების გადაცემა შესაძლებელია ვალდებულებით-სამართლებრივი

გარიგების საფუძველზე, მისი ბათილობა კი გამორიცხავს საკუთრების უფლების

გადასვლას.19

მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით,

შეუძლია მესაკუთრეს. საკუთრების განკარგვის უფლება აქვს მესაკუთრეს, თუმცა

მესაკუთრის მიერ მინიჭებული სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში სხვა

პირსაც შეუძლია განკარგოს მოძრავი ნივთი. მთავარია, რომ მოძრავი ნივთის

განკარგვა მოხდეს მესაკუთრის ან ნივთის განკარგვის უფლებამოსილების მქონე

მესამე პირის მიერ. ამასთან, საკუთრების უფლების გადაცემა უნდა მოხდეს

ნამდვილი უფლების საფუძველზე, მაგალითად, მოძრავი ნივთის გასხვისების

გარიგება უნდა იყოს ნამდვილი.20

რაც შეეხება ნივთის მფლობელობაში გადაცემას, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი

აწესრიგებს ნივთის გადაცემის სახეებს. მფლობელობაში გადაცემაში არ

იგულისხმება მხოლოდ პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა, არამედ, როდესაც

წინა მესაკუთრე რჩება პირდაპირ მფლობელად ან მესამე პირისაგან

მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება, დათმობა. ამ ჩამონათვალში არ

არის გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც მფლობელობის გადაცემა წინ

უსწრებს მოძრავი ნივთის გასხვისების გარიგებას, ე. წ. „მოკლე ხელის“ წესი.21

მაგალითად, პირი ფლობს ნივთს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე და

მესაკუთრე ასხვისებს ნივთს მასზე, რადგან შემძენი ფაქტობრივად უკვე არის

მოძრავი ნივთის მფლობელი მფლობელობის გადაცემა აღარ მოხერხდება, თუმცა

შემძენს გადაეცემა უფლება ფლობდეს ნივთს როგორც მესაკუთრე.

მფლობელობაში გადაცემა, როგორც მოძრავი ნივთის გასხვისების ერთ-ერთი

წინაპირობა, გამომდინარეობს მოძრავი ნივთების საკუთრების თავისებურებიდან.

19 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 66, ველი 78. 20 თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 05.07.2016, მუხ. 186, ველი 14. 21 იქვე, ველი 16.

Page 17: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

18

კერძოდ, ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

გამომდინარე აქედან, მოძრავი ნივთის გასხვისება მფლობელობის გადაცემის

გარეშე აზრს მოკლებულია და შეიძლება სადავო გახდეს. მოძრავი ნივთების

ბრუნვის სტაბილურობიდან გამომდინარე, შემძენი თავისი უფლების

დასადასტურებლად უნდა ფლობდეს ნივთს. ამისათვის, პირდაპირი ფლობა

საუკეთესო შემთხვევაა, თუმცა შემძენს, როგორც მესაკუთრეს, ნივთის ფლობაზე

უფლების დასტურად შეიძლება ჰქონდეს მესაკუთრესა და შემძენს შორის

გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წინა მესაკუთრე რჩება

პირდაპირ მფლობელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 148-ე, 149-ე და 186-ე

მუხლებიდან გამომდინარე, ავტომანქანაზე როგორც მოძრავ ნივთზე საკუთრების

უფლების გადასვლა დაკავშირებულია სსკ-ის 186-ე მუხლით დადგენილი

წინაპირობების შესრულებასთან. კერძოდ, თუ მესაკუთრე ნამდვილი უფლების

საფუძველზე მფლობელობაში გადასცემს ნივთს შემძენს, საკუთრების უფლება

შემძენზე გადასულად ჩაითვლება. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ავტომანქანის

გასხვისებისას მასზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა

მარტივია და რაიმე პრობლემური, სადავო საკითხი არ წამოიჭრება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ნივთების კლასიფიკაციისას

გავითვალისწინებთ არა მხოლოდ მატერიალური, სხეულებრივი ნივთის მოძრაობის

კრიტერიუმს, ავტომანქანა შეიძლება მივაკუთვნოთ უძრავ ნივთებს. ავტომანქანა ეს

არის მოძრავი ნივთი, რომლის გადაადგილება შეიძლება ერთი ადგილიდან

მეორეზე მისი დანიშნულების მოსპობის, სუბსტანციისათვის ზიანის მიყენების

გარეშე.22 მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მოძრაობის კრიტერიუმი

უგულებელყოფილი იქნეს და ნივთის კლასიფიკაციისას ყურადღება გამახვილდეს

არსებულ გარემოებებზე.

მოძრაობის კრიტერიუმი არ არის გადამწყვეტი. მაგალითად, ძეგლი თავისი

ბუნებით უძრავი ნივთია, თუმცა მისი გადაადგილება შესაძლებელია და ეს მას

22 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 75, ველი 89.

Page 18: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

19

სამუდამოდ მოძრავ ნივთად ვერ გადააქცევს, მიწასთან მყარად მიმაგრების შემდეგ

კვლავ უძრავი ნივთი იქნება.23 უკეთესი მაგალითია ისეთი უძრავი ნივთის

გადაადგილება როგორიცაა საცხოვრებელი სახლი. ამერიკის შეერთებულ შტატებში

არსებობს არაერთი კომპანია, რომელთა საქმიანობის მთავარი სფერო არის

სახლების გადაადგილება. თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად

განვითარებულია რომ შესაძლებელია მიწასთან მყარად დაკავშირებული

საცხოვრებელი სახლის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე ისე, რომ მიწის ზემოთ

არსებული მისი თითოეული დეტალი უცვლელი დარჩეს. ამ შემთხვევაში, ნაგებობას,

რომელიც ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის განსაზღვრული, მიწასთან მყარადაა

დაკავშირებული და სპეციალური, ძვირადღირებული ტექნიკის გარეშე

გადაადგილება შეუძლებელია ვერ მივაკუთვნებთ მოძრავ ნივთს. შესაბამისად,

მიწასთან მყარი კავშირი და მოძრაობის კრიტერიუმი არ წარმოადგენს ნივთების

კლასიფიკაციისათვის საბოლოო და გადამწყვეტ კრიტერიუმებს.

ავტომანქანის მოძრავი თუ უძრავი ნივთის სტატუსის განსაზღვრა

მნიშვნელოვანია როგორც სამოქალაქო, ასევე სამართლის სხვა დარგებისათვის.

ნივთის კატეგორიის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ იმას,

რომ ნივთი თავისი ბუნებით მოძრავია, არამედ კონკრეტული კატეგორიისათვის

განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენების მიზანშეწონილებას.24

რადგან, საბოლოოდ, დაყოფა უძრავ და მოძრავ ნივთებად არსებობს ნივთის

სხვადასხვა, თითოეული ნივთისათვის მისაღებ საკანონმდებლო რეგულაციების და

წესების ფარგლებში მოსაქცევად. ამიტომ, ავტომანქანა ხელოვნურად არ უნდა

მივაკუთვნოთ მოძრავ ნივთებს, არამედ უნდა განისაზღვროს უძრავი ნივთებისათვის

დადგენილი რეგულაციები უფრო შეესაბამება მას, თუ მოძრავი ნივთისათვის

დადგენილი რეგულაციები.

ამასთან, სამოქალაქო სამართლის გარდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს

სამართლის სხვა დარგებზეც, რადგან ზოგიერთი მოძრავი ნივთი მნიშვნელოვანია

ვთქვათ, სისხლის სამართლისათვის. მაგალითად, თუ პირი მაგიდას ყიდულობს

23 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 75, ველი 85. 24 თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 27.01.2016, მუხ. 148, ველი 3.

Page 19: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

20

გასხვისების მომწესრიგებელი ნორმები შესაძლებელია მთლიანად სამოქალაქო

სამართალთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ თუ ავტომანქანას ყიდულობს

შესაძლებელია გასხვისებისათვის საჭირო იყოს საჯარო სამართალს მიკუთვნებული

ნორმების გამოყენება.

4.1 ავტომანქანებზე საკუთრების უფლების წარმოშობის საჯაროსამართლებრივი

საფუძვლები და ნორმები

მოძრავი ნივთის, ავტომანქანის შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობის

მომენტთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ არის ერთგვაროვანი. რიგ

შემთხვევებში კანონმდებელი პირს რომელიც არ არის მომსახურების სააგენტოში

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებული ავტომანქანის

მესაკუთრედ მიიჩნევს, ხოლო რიგ შემთხვევებში საკუთრების უფლების წარმოშობას

პირდაპირ უკავშირებს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მესაკუთრედ

რეგისტრაციის ფაქტს.

მოძრავ ნივთზე, ავტომანქანაზე საკუთრების გადაცემის მომენტის

განმსაზღვრელი საჯაროსამართლებრივი ნორმატიული მასალა პერიოდულად

იცვლება. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის

საქართველოს კანონი მოქმედებდა 2013 წლის 24 დეკემბრამდე, „საგზაო

მოძრაობის შესახებ“ 2013 წლის 24 დეკემბრის საქართველოს კანონის მიღებამდე.

1999 წლის კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა

სავალდებულო რეგისტრაციას. აღნიშნულს ახორციელებდა საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტრო. ამ კანონში არ იყო უშუალო მითითება ავტომანქანის შემძენის

საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ წარმოშობის შესახებ.

ასევე, ძალადაკარგულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001

წლის 28 თებერვლის №59 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ინსტრუქცია

სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების

სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“.25 აღნიშნული ბრძანება

25 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანება „სატრანსპორტო

საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ

ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 19, 02.03.2001.

Page 20: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

21

ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის 01 თებერვლიდან, საქართველოს

შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების პირველი

მუხლით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო

რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის ამოქმედებიდან. საქართველოს შინაგან

საქმეთა მინისტრის №59 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის

მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეები, მათი შეძენის, საბაჟო

გაფორმების, მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და სხვა გარემოებების

წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების

შეცვლასთან, ვალდებულნი არიან სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში

გაატარონ 30 დღე-ღამის განმავლობაში. შესაბამისად, მე-4 მუხლიდან

ვლინდებოდა, რომ ინსტრუქცია რეგისტრაციამდე მიიჩნევდა შემძენს მესაკუთრედ.

ამასთან, იმავე №59 ბრძანების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების

რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც

დაადასტურებდა უწინდელი მესაკუთრის მიერ შემძენზე საკუთრების უფლების

გადაცემის ფაქტს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ №59 ბრძანებით

დამტკიცებული ინსტრუქცია რეგისტრაციის მომენტამდე თვლიდა შემძენს

მესაკუთრედ. რეგისტრაციას არ ჰქონდა საკუთრების უფლების იურიდიული ძალის

წარმომშობი ფუნქცია, ის უკვე უნდა არსებულიყო რეგისტრაციისათვის

დოკუმენტების წარდგენის ეტაპზე. მართალია, აღნიშნული ინსტრუქციით

მესაკუთრედ რეგისტრაცია არ იყო საკუთრების უფლების წარმოშობისათვის

გადამწყვეტი, თუმცა იგი მაინც ზღუდავდა საკუთრების უფლებას, რადგან 32-ე

მუხლის მიხედვით შემძენს უნდა წარედგინა ავტომანქანის კუთვნილების

დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში

იგი არ მიიჩნეოდა ავტომანქანის მესაკუთრედ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ 186-ე მუხლით, მოძრავი

ნივთის გასხვისებისათვის დადგენილი წესებისაგან დამოუკიდებლად შემძენისათვის

საკუთრების უფლების განხორციელებისათვის დადგენილი დამატებითი პირობები

ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. მით უფრო, რომ

Page 21: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

22

შინაგან საქმეთა მინისტრის №59 ბრძანება წარმოადგენდა არა კანონს, არამედ

კანონქვემდებარე აქტს, რაც გამორიცხავდა მის მიერ საკუთრების უფლების

შეზღუდვის შესაძლებლობას.26

რაც შეეხება მოქმედ კანონმდებლობას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 2013

წლის 24 დეკემბრის საქართველოს კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრულია

სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია. აღნიშნული მუხლის

მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების

არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური

სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე

მეტია; ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის

ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; გ) მისაბმელი,

რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; დ) სასოფლო-

სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ე) ამ პუნქტის „ა“ - „დ“

ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;

ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ

პუნქტის „ა“ - „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი

ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური

საშუალება.

ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონის მიზანია

საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, კანონის განმარტების

შედეგად დგინდება, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე

მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო

რეგისტრაციას აქვს საჯაროსამართლებრივი მიზნები, თვითონ კანონი

ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მისი მიზანი არ არის

26 ჩაჩავა, ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ჟურნ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, №1, 2004, 122.

Page 22: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

23

ავტომანქანაზე საკუთრების უფლების კონტროლი, არამედ საგზაო მოძრაობის

ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციას ეხება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №150 ბრძანების პირველი მუხლით

დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო

რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქცია.27 აღნიშნული ინსტრუქციის მე-7 მუხლის

მიხედვით, მესაკუთრეები ან მათი წარმომადგენლები (თუ ასეთი წარმომადგენლობა

დასტურდება დავალების (მინდობილობის) საფუძველზე) მექანიკური

სატრანსპორტო საშუალებათა შეძენის, შიდა ტრანზიტის მოქმედების, საბაჟო

რეგისტრაციის (საზღვრის გადაკვეთის), მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და

კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ,

რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან,

ვალდებული არიან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ამ წესის შესაბამისად

რეგისტრაციაში გაატარონ ან მოახდინონ სარეგისტრაციო ცვლილებები: ა) ქვეყნის

ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი - 10 დღე-ღამის განმავლობაში; ბ) ქვეყნის

ფარგლებს გარედან შემოყვანილი - დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის შიდა

ტრანზიტის მოქმედების ვადაში. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით

კი დადგენილია ინსტრუქციაში მოცემული მესაკუთრის ცნების განმარტება.

მესაკუთრედ ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო

საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების

დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების

მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მმართველი

პირი.

დასახელებული მუხლების მიხედვით, მოცემული ინსტრუქცია პირს

მესაკუთრედ აღიქვამს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე და მიუთითებს

მესაკუთრეზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

27 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14, 01.02.2007.

Page 23: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

24

მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება.

შესაბამისად, არც „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო

რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქცია უკავშირებს ავტომანქანაზე საკუთრების

უფლების წარმოშობის მომენტს რეგისტრაციის ფაქტს. პირიქით, ავტომანქანის

მესაკუთრეს ავალდებულებს ავტომანქანის რეგისტრაციაში გატარებას.28

განსხვავებით ზემოაღნიშნული ნორმატიული მასალისა, „საავტომობილო

ტრანსპორტის შესახებ“ 1995 წლის 04 აპრილის საქართველოს კანონი

ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს საჯარო სამართლის

იურიდიულ პირში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში

ავტომანქანის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტს. კერძოდ, აღნიშნულ კანონში 2009

წლის 17 ივლისს განხორციელდა ცვლილება, დაემატა მე-91 მუხლი, რომლის

მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების

გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების

წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი მოძრავ

ნივთზე საკუთრების შეძენის მომწესრიგებელი საქართველო სამოქალაქო კოდექსის

ზოგად ნორმებთან მიმართებით არის სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის

დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი (სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2

ნაწილი), ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტის დასადგენად

შეგვიძლია ვისარგებლოთ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს

კანონით და ავტომანქანაზე შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტად

მივიჩნიოთ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში რეგისტრაციის მომენტი.29

28 ტაკაშვილი, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი მოწესრიგება ქართული

კანონმდებლობის მიხედვით, კრებულში: პროფესორ ბესარიონ ზოიძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემა, თბილისი, 2013, 49. 29 ტაკაშვილი, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი მოწესრიგება ქართული

კანონმდებლობის მიხედვით, კრებულში: პროფესორ ბესარიონ ზოიძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემა, თბილისი, 2013, 49.

Page 24: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

25

4.2 კანონმდებლობის ცვლილების ზეგავლენა საკუთრების უფლების წარმოშობის

მომენტზე

სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ძველი და მოქმედი

კანონმდებლობის შედარებით დგინდება, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული

კანონმდებლობა შეიცავდა საკუთრების უფლების შემზღუდველ ნორმებს. თუმცა, არ

იყო პირდაპირი მითითება ავტომანქანის შემძენის საკუთრების უფლების

წარმოშობის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტზე დამოკიდებულების შესახებ.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის

საქართველოს კანონი ადგენდა სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო

რეგისტრაციას. დღესდღეობით მოქმედი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 2013 წლის 24

დეკემბრის საქართველოს კანონის 53-ე მუხლით ასევე განსაზღვრულია

სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია. ორივე კანონი ადგენს

სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციას, თუმცა მათი

განმარტებიდან დგინდება, რომ მიზანი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების

დაცვა. არც „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის და

არც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 2013 წლის 24 დეკემბრის კანონით რაიმე

დამატებითი წინაპირობა ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის

არაა დადგენილი.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28

თებერვლის №59 და 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებებს, ორივე მათგანი

ზღუდავს საკუთრების უფლებას. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანების პირველი მუხლით

დამტკიცებული „ინსტრუქცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და

ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“, ასევე 2007

წლის 01 თებერვლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31

იანვრის №150 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მექანიკური

სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“

ინსტრუქცია ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ავტომანქანის

Page 25: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

26

კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას.

აღნიშნული წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას, რადგან ადგენს სსკ-ის

186-ე მუხლით, მოძრავი ნივთის გასხვისებისათვის დადგენილი წესებისაგან

განსხვავებულ დამატებით წინაპირობებს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება

საქართველოს კონსტიტუციას.

საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა

მოახდინა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ 1995 წლის 04 აპრილის

საქართველოს კანონში 2009 წლის 17 ივლისს განხორციელებულმა ცვლილებამ.

კანონს დაემატა მე-91 მუხლი, რომელმაც პირდაპირ დაადგინა, რომ მექანიკურ

სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ

ძალას იძენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

4.3. სასამართლო პრაქტიკა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას

საკუთრების უფლების წარმოშობასთან მიმართებით

საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით საქართველო

უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში30 აღნიშნა, რომ ავტომანქანა

სსკ-ის 148-ე, 149-ე მუხლების მიხედვით მიეკუთვნება მოძრავი ნივთების კატეგორიას

და მასზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 186-197-ე მუხლებით დადგენილი მოძრავ

ნივთზე საკუთრების შეძენის მომწესრიგებელი ნორმები. უზენაესი სასამართლოს

განმარტებით საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები სამოქალაქო

კოდექსით ამომწურავადაა დადგენილი და დამატებით მოწესრიგებას აღარ

საჭიროებს.

არსებობს მოსაზრება რომ უზენაესი სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს

მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და უნდა გაითვალისწინოს სხვა

ნორმატიული მასალაც, კერძოდ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ 1995

წლის 04 აპრილის საქართველოს კანონის მე-91 მუხლი, რომელიც ადგენს

30 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის №ას-914-

954-2011 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31

იანვრის №ას-1363-1381-2011 განჩინება.

Page 26: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

27

ავტომანქანაზე საკუთრების წარმოშობის სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებულ

წესს.31

გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული

გადაწყვეტილებებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

პალატამ, 2014 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით,32 მნიშვნელოვანი

განმარტება გააკეთა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას

საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით. აღნიშნულ, უზენაესი

სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ არის

ჩამოყალიბებული სასამართლოს დამოკიდებულება და მიდგომა ავტომანქანაზე

საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით.

4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით

უზენაესმა სასამართლომ მოძრავ ნივთზე, ავტომანქანაზე საკუთრების

წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით შეიმუშავა ერთგვაროვანი მიდგომა.

სასამართლომ პირველი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა 2011 წლის 27

ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინებით.

აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით გამყიდველსა და

მყიდველს შორის დაიდო ზეპირი გარიგება. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს

წარმოადგენდა მოძრავი ნივთი ავტომანქანა. გამყიდველმა ფაქტობრივ

მფლობელობაში გადასცა ნივთი შემძენს და მიაწოდა მასთან დაკავშირებული

საბუთები. მყიდველმა არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

საპასუხო ვალდებულება და სრულად არ გადაუხადა გამყიდველს შეთანხმებული

ფასი, რაც გახდა მხარეთა შორის დავის მიზეზი. გამყიდველი ითხოვს შემძენის

მხრიდან ვალდებულების შესრულებას, ხოლო შემძენი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ

31 ტაკაშვილი, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი მოწესრიგება ქართული

კანონმდებლობის მიხედვით, კრებულში: პროფესორ ბესარიონ ზოიძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემა, თბილისი, 2013, 51. 32 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის №ას-658-625-

2014 გადაწყვეტილება.

Page 27: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

28

საკუთრების უფლება მასზე არ გადასულა, რადგან იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოში არ არის ავტომანქანის მესაკუთრედ რეგისტრირებული.

სამივე ინსტანციის სასამართლომ დააფიქსირა ერთი და იგივე პოზიცია,

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის მესაკუთრედ

რეგისტრაციის არარსებობა არ ჩაითვალა საკუთრების უფლების მყიდველზე

გადასვლის დამაბრკოლებელ გარემოებად.

უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ავტომანქანა სსკ-ის 148-ე და 149-ე

მუხლების თანახმად არის მოძრავი ნივთი და მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავი

ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების უფლების გადაცემის სამართლებრივი

რეჟიმი. რაც შეეხება მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასვლის საფუძვლებს,

ამომწურავადაა დადგენილი სამოქალაქო კოდექსით. სამოქალაქო კოდექსი

იცნობს ნივთების უძრავ და მოძრავ ნივთებად დაყოფას, მოძრავ ნივთებზე

საკუთრების შეძენის საფუძვლები განსაზღვრულია სსკ-ის 186-197-ე მუხლებით.

აღნიშნული ნორმები არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად

სავალდებულო რეგისტრაციას ან რაიმე საგამონაკლისო შემთხვევას, რომლის

მიხედვითაც მოძრავი ნივთზე საკუთრების წარმოშობა მოხდება ზოგადი წესისაგან

განსხვავებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უზენაესმა სასამართლომ

მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის მომწესრიგებელ ნორმებად მიიჩნია სსკ-ის

186-197-ე მუხლები. მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველი, სსკ-ის 186-ე და 477-ე

მუხლების საფუძველზე, მიჩნეულ იქნა ავტომანქანის მესაკუთრედ, სასამართლომ

ხაზგასმით აღნიშნა რომ მესაკუთრის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა სსკ-ის

186-ე და 477-ე მუხლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში

შემძენის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტს მნიშვნელობა არ მიენიჭა.

სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაციის დამდგენი „საგზაო

მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი განიმარტა, როგორც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ადმინისტრაციული

Page 28: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

29

სამართლის სფეროს მიკუთვნებული კანონი, რომელის

სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას.

ავტომანქანაზე საკუთრების წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით უზენაესი

სასამართლოს მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის №ას-658-625-2014

გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით

მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის გარიგება. გამყიდველმა

ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცა ნივთი შემძენს და მიაწოდა მასთან

დაკავშირებული საბუთები. მყიდველმა, თავის მხრივ, შეასრულა ნასყიდობის

ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპასუხო ვალდებულება გადაიხადა

შეთანხმებული ფასი და მიიღო ნაყიდი ქონება. შემძენი შინაგან სქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოში მესაკუთრედ არ დარეგისტრირდა.

ნასყიდობის საგნის, ავტომანქანის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მესამე

პირი, ავტომანქანის თავდაპირველი მფლობელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული

ვალდებულებები შემოსავლების სამსახურის მიმართ. სწორედ ამ ვალდებულებების

გამო ავტომანქანის შეძენიდან ერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, შემოსავლების

სამსახურმა შემძენს ჩამოართვა მანქანა და ავტომანქანას დაედო ყადაღა.

მყიდველმა მიმართა სასამართლოს და გამყიდველისაგან მოითხოვა

ავტომანქანის ღირებულება. შემძენის მთავარი არგუმენტია ის, რომ ავტომანქანის

შეძენისას ნივთი იყო უფლებრივი ნაკლის მქონე, რის გამოც გამყიდველს უნდა

დაეკისროს შემძენის მიერ გადახდილი ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება.

ავტომანქანის გამყიდველი თვლის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების

დადების დროისათვის ნივთი როგორც ნივთობრივად, ასევე უფლებრივად უნაკლო

იყო და სადავო ვალდებულება წარმოიშვა მოგვიანებით, ავტომანქანაზე საკუთრების

უფლების შემძენზე გადასვლის შემდგომ.

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრების უფლების წარმოშობის

საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც

Page 29: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

30

ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის

სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა

მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად

ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების

შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის

შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია

მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2

ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს იმ შემთხვევებს, რომლებიც

საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის განიხილება ნივთის

გადაცემად. კერძოდ, ასეთად მიჩნეულია შემდეგი შემთხვევები: შემძენისათვის

ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის

გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს

პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან

მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

უზენაესი სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი

აღნიშნული წინაპირობების არსებობა სადავო შემთხვევაში გამორიცხავს

უფლებრივი ნაკლის არსებობას, რადგან სსკ-ის 186-ე მუხლით განსაზღვრული

წინაპირობების განხორციელებით საკუთრების უფლება გადავიდა მყიდველზე,

მოსარჩელეზე.

ამასთან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით

განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, ამავე

კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს

სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი

არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. აღნიშნული კანონით

რაიმე დამატებითი წინაპირობა ავტომობილზე საკუთრების უფლების

Page 30: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

31

წარმოშობისათვის არ დადგენილა და შესაბამისად, იგი საჯაროსამართლებრივი

მოწესრიგების ფარგლებში უნდა იქნას განხილული.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ანალიზისას საყურადღებოა, რომ

უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 5 დეკემბრის №ას-658-625-2014

გადაწყვეტილებაში მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის შინაგან

სქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მესაკუთრედ რეგისტრაციაზე

დამოკიდებულების უარსაყოფად გამოიყენა უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27

ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინება. 2014 წლის 5 დეკემბრის

გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში

ასახული მიდგომა და ამით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და უფრო გაამყარა უზენაესი

სასამართლოს პოზიცია მოძრავ ნივთზე, ავტომანქანაზე საკუთრების

წარმოშობასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლო ცალსახად მიიჩნევს, რომ ავტომანქანაზე საკუთრების

უფლების წარმოშობის მომენტზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ადმინისტრაციულ

სამართალს მიკუთვნებული სავალდებულო რეგისტრაციის დამდგენი ნორმები.

ამდენად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტთან

დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის ერთგვაროვანი, თუმცა

უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით და განმარტებებით

დადგენილია საერთო მიდგომა.

სასამართლო აღნიშნული საკითხის განხილვისას ყურადღებას ამახვილებს

სსკ-ის 148-ე, 149-ე, 186-197-ე მუხლებზე და თვლის, რომ ავტომანქანაზე, როგორც

მოძრავ ნივთზე, საკუთრების შეძენა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსით

მოძრავი ნივთების მიმართ დადგენილი რეგულაციების მიხედვით.

სასამართლო თვლის, რომ უძრავი და მოძრავი ნივთების ბრუნვის

უზრუნველყოფისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი

რეგულაციები ამომწურავია და დამატებითი წესების დადგენას არ საჭიროებს.

განხილული გადაწყვეტილების ანალიზისას დგინდება, რომ მოძრავ ნივთზე,

ავტომანქანაზე სსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების

Page 31: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

32

შესრულებისას სასამართლო შემძენის საკუთრების უფლებას წარმოშობილად

თვლის, მიუხედავად ავტომანქანის საკუთრებასთან დაკავშირებით დადგენილი

ადმინისტრაციულ სამართალს მიკუთვნებული ნორმებისა. პრაქტიკა, გარდა

სამოქალაქო სამართლისა, ავტომანქანასთან დაკავშირებულ ნორმებს უკავშირებს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და თვლის, რომ მათ

სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობაზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინონ.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დასახელებული საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის

Nას-914-954-2011 განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის Nას-1363-1381-2011 განჩინებისა და

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5

დეკემბრის №ას-658-625-2014 გადაწყვეტილების ანალიზისას დგინდება, რომ

სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“

1995 წლის 04 აპრილის საქართველოს კანონის მე-91 მუხლზე. მიუხედავად იმისა,

რომ აღნიშნული მუხლი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების

უფლების წარმოშობას პირდაპირ უკავშირებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტს. თანაც, მე-91 მუხლი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს დაემატა 2009 წლის 17 ივლისს

განხორციელებული ცვლილების შედეგად, დასახელებული გადაწყვეტილებები კი

მიღებულ იქნა 2011, 2012 და 2014 წლებში.

ვარაუდი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს მხედველობიდან რჩება

აღნიშნული მუხლი არ არის გონივრული. სასამართლო ცდილობს ავტომანქანის

საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი

პრაქტიკის მეშვეობით მოაწესრიგოს. მას შეეძლო „საავტომობილო ტრანსპორტის

შესახებ“საქართველოს კანონის მე-91 მუხლზე მიეთითებინა, თუმცა სამოქალაქო

კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით დასაბუთებას მეტად მიზანშეწონილად მიიჩნევს,

რადგან მე-91 მუხლის გამოყენება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი, ფუძემდებლური

ნორმების უგულებელყოფას გამოიწვევს.

Page 32: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

33

დასკვნა

სამართალი იცნობს მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის რამოდენიმე

სისტემას. მათგან საყურადღებოა, ერთი მხრივ, საკუთრების წარმოშობა

ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების საფუძველზე, მეორე მხრივ,

საკუთრების წარმოშობა ვალდებულებითი და სანივთო გარიგებების კომბინაციის

შედეგად.

საბჭოთა კავშირის ბატონობის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო

კოდექსისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო კერძო საკუთრება.

სწორედ ამიტომ ქართულმა სამართალმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ

ინსტიტუტს და მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აირჩია არა

დასავლეთის განვითარებული ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი) ერთ-ერთი

სისტემა, არამედ დაამკვიდრა საკუთარი მიდგომა. კერძოდ, საკუთრების გადაცემის

ეგრეთ წოდებული „შუალედურ პრინციპი“, რომელიც მომდინარეობს რომის

სამართლიდან და ითვალისწინებს საკუთრების გადაცემას

ვალდებულებითსამართლებრივი შეთანხმებისა და გადაცემის საფუძველზე.

აღნიშნული მოსაზრება არ არის ცალსახად გაზიარებული, ქართულ

სამეცნიერო ლიტერატურაში საკუთრების უფლების გადაცემის პრინციპებთან

დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. განიხილება აბსტრაქციის პრინციპი,

რომელიც ვალდებულებითი და სანივთო გარიგებების გამიჯვნასა და სანივთო

გარიგების ვალდებულებით გარიგების ნამდვილობისაგან დამოუკიდებლობას

ითვალისწინებს. ასევე გამიჯვნის პრინციპის ფარგლებში არსებული, სანივთო

გარიგების ვალდებულებითი ხელშეკრულების ნამდვილობაზე დამოკიდებული

კაუზალური სისტემა. და ბოლოს – შეთანხმებისა და გადაცემის მოდელი, ეგრეთ

წოდებული „შუალედურ პრინციპი“.

მაგალითად, ფრანგული სამართლისათვის დამახასიათებელი ერთიანობის

პრინციპის არსებობა-არარსებობის საკითხი არ არის სადავო. სამოქალაქო

კოდექსის საკუთრების უფლების წარმომშობი ნორმები საკუთრების გადასაცემად

ითვალისწინებენ ნივთის გადაცემას, რაც ერთიანობის პრინციპის მოქმედების

Page 33: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

34

პირობებში არ არის სავალდებულო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ

კანონმდებლობაში უარია ნათქვამი ერთიანობის პრინციპზე, რომელიც

მომეტებულად ამარტივებს სამართალ-ურთიერთობებს.

ქართულ სამართალში მოქმედი საკუთრების უფლების გადაცემის პრინციპის

გამოსავლენად უნდა გაანალიზდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი.

აღნიშნული მუხლის წინაპირობების, ნამდვილი უფლებისა და ნივთის გადაცემის

განსაზღვრის შედეგად დგინდება, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების

წარმოშობისათვის საჭიროა შეთანხმება ანუ ვალდებულებითი გარიგება და ნივთის

გადაცემა.

„ნამდვილი უფლება“ მიანიშნებს ნამდვილ ვალდებულებითსამართლებრივ

გარიგებაზე. სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით, ნამდვილი ვალდებულებითი

ხელშეკრულება და ნივთის გადაცემა საკმარისია საკუთრების უფლების

გადაცემისათვის. სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შეიცავს მითითებას

საკუთრების უფლების გადაცემაზე შეთანხმების შესახებ, ამ ნორმიდან არ დგინდება

სანივთოსამართლებრივი გარიგების არსებობა. შესაბამისად, ნამდვილი უფლება

მიემართება ვალდებულებითი გარიგების ნამდვილობას.

მართალია, სსკ-ის 477-ე მუხლში, ნივთის გადაცემისაგან დამოუკიდებლად,

საუბარია საკუთრების უფლების გადაცემაზე, რაც ერთი შეხედვით არის სანივთო

გარიგების საჭიროების დასტური. თუმცა, საკუთრების გადაცემის სისტემის

გამოსავლენად მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის მომწესრიგებელი

ძირითადი ნორმის, სსკ-ის 186-ე მუხლის უგულებელყოფა და დასკვნის სსკ-ის 477-ე

მუხლის საფუძველზე გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. სსკ-ის 477-ე მუხლი არის

საკუთრების უფლების გადამცემი ყველაზე გავრცელებული, ნასყიდობის

ხელშეკრულების პირველი მუხლი. მიუხედავად ამისა, მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემის პრინციპის განსაზღვრისათვის ამოსავალი წერტილია სსკ-ის 186-ე მუხლი.

სამოქალაქო კოდექსის ნორმების ანალიზი უნდა დაიწყოს სსკ-ის 186-ე მუხლიდან

და მსჯელობს მის გარშემო უნდა განვითარდეს. მით უმეტეს, სსკ-ის 477-ე მუხლის

არის სამართალ-ურთიერთობის საფუძველი, კაუზა და შესაბამისად, იგი უნდა

Page 34: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

35

შეიცავდეს ზუსტ მითითებას გარიგების მიზანზე. კერძოდ, იმაზე, რომ ნასყიდობის

ხელშეკრულება იდება საკუთრების უფლების გადასაცემად, რაც თავის მხრივ,

შუალედური პრინციპიდან გამომდინარე, ნივთის გადაცემასაც ითვალისწინებს. სსკ-

ის 477-ე მუხლის პირველ ნაწილში საუბარია გარიგების საფუძველზე, ნივთზე

საკუთრების უფლების გადაცემაზე და შუალედური პრინციპიდან გამომდინარე

ნივთის გადაცემაზე, რათა მხარეებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს მხოლოდ

ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება საკმარისია საკუთრების უფლების

გადასაცემად. სსკ-ის 477-ე მუხლში მხოლოდ ნივთის გადაცემის შესახებ

შეთანხმებაზე რომ იყოს მითითება, ნორმა დაკარგავდა აზრს, რადგან მასში არ

იქნებოდა მოცემული გარიგების საფუძველი, მიზანი. ნივთის გადაცემა არაერთი

საფუძვლით შეიძლება განხორციელდეს, ამიტომ საკუთრების უფლების

გადასვლაზე მითითება დაკავშირებულია გარიგების საფუძველთან და არა სანივთო

გარიგების არსებობის საჭიროებასთან.

სასურველია, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისას სანივთო გარიგების

საჭიროებასთან დაკავშირებით ქართულ სამართალში დადგინდეს ერთიანი

მიდგომა. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის

ონლაინკომენტარის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის

სანივთოსამართლებრივი გარიგება არ არის საჭირო. აღნიშნულის საპირისპიროდ,

იმავე ონლაინკომენტარის 477-ე მუხლის კომენტარის შესაბამისად, საკუთრების

უფლების განკარგვა ხდება სანივთო გარიგების საფუძველზე.

გამომდინარე აქედან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი

186-ე მუხლის კომენტირებისას ცალსახად უარყოფს მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემისას სანივთო გარიგების საჭიროებასა და არსებობას, ხოლო 477-ე მუხლის

კომენტირებისას საკუთრების უფლების გადასვლის საფუძვლად მიიჩნევს სანივთო

გარიგებას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი მიდგომის დადგენის

საჭიროებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების

გადაცემასთან დაკავშირებით რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი არ იჩენს თავს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონმდებელმა გააკეთა თავისი

Page 35: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

36

არჩევანი საკუთრების უფლების გადაცემის პრინციპთან დაკავშირებით. მხოლოდ ის

ფაქტი, რომ საკითხის გარშემო არსებობს განსხვავებული შეხედულებები არ

ადასტურებს ნორმებში ხარვეზების არსებობას. განსხვავებული მოსაზრებები

დაკავშირებულია სამეცნიერო ლიტერატურაში საკუთრების წარმომშობი ნორმების

განსხვავებულ ინტერპრეტაციასთან.

რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების გადაცემას, მასზე,

როგორც მოძრავ ნივთზე, საკუთრების წარმოშობის მომენტის მომწესრიგებელ

ნორმებად უნდა განისაზღვროს სამოქალაქოსამართლებრივი ნორმები.

სასამართლო პრაქტიკაც ამ შეხედულებას ემხრობა, რადგან ნივთები საქართველოს

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დაყოფილია უძრავ და მოძრავ ნივთებად, რაიმე

მესამე კატეგორიას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს. შესაბამისად, ნივთი ან უნდა

მივაკუთვნოთ მოძრავ ნივთს და მასზე გავავრცელოთ მოძრავი ნივთების ბრუნვის

მომწესრიგებელი ნორმები ან უნდა მივაკუთვნოთ უძრავ ნივთებს და მათი ბრუნვა

დავარეგულიროთ უძრავი ნივთებისათვის დადგენილი ნორმებით.

ნივთების კლასიფიკაციისათვის მოძრაობის კრიტერიუმი არ არის

გადამწყვეტი. თუმცა, ნივთი რომ უძრავ ნივთებს მიეკუთვნებოდეს მისი მნიშვნელობა

და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სპეციალური წესით მოწესრიგების

ინტერესი უნდა იყოს განსაკუთრებული. მაგალითად, როგორც საჰაერო თუ საზღვაო

ხომალდები თავისი ბუნებით, მოძრაობის კრიტერიუმის მიხედვით, მოძრავი

ნივთებია, მაგრამ განიხილება უძრავ ნივთებად. ავტომანქანა იმდენად ჩართულია

ყოველდღიურ ცხოვრებაში და სამოქალაქო ბრუნვაში, რომ მისი, ვთქვათ,

თვითმფრინავთან გათანაბრება არ იქნება მიზანშეწონილი. მაშინ, როდესაც

ავტომანქანა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთლიანად უძრავ ნივთს ვერ

გაუთანაბრდება, სავალდებულო, საკუთრების უფლების წარმომშობი, რეგისტრაციის

შემოღება გამორიცხავს მასზე სამოქალაქო კოდექსით მოძრავი ნივთების მიმართ

დადგენილი რეგულაციების გავრცელების შესაძლებლობას. აღნიშნული კი

ერთიორად გაართულებს ავტომანქანასთან დაკავშირებულ

სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებს.

Page 36: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

37

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში

შემძენის მესაკუთრედ რეგისტრაციას არა აქვს პირდაპირი შედეგი საკუთრებასთან

დაკავშირებული ურთიერთობის წარმოშობაზე. „საავტომობილო ტრანსპორტის

შესახებ“ 1995 წლის 04 აპრილის საქართველოს კანონის მე-91 მუხლის არსებობის

მიუხედავად, მისი მიზანი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის

სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებული, ახალი წესის დადგენა.33

მოცემული მსჯელობა არ უარყოფს ავტომანქანის რეგისტრაციის ფაქტის

საჭიროებას, ადმინისტრაციულსამართლებრივი, ზოგადად, საჯაროსამართლებრივი

მიზნების სათანადოდ განხორციელებისათვის. თუმცა, ავტომანქანაზე საკუთრების

უფლების წარმოშობის წინაპირობად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის მესაკუთრედ რეგისტრაციის

დადგენა უგულებელყოფს და შეუძლებელს ხდის მთელი რიგი, სამოქალაქო

კოდექსით გათვალისწინებული, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული

სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების

გამოყენებას. დაუშვებელია, რომ ადმინისტრაციული სამართლის ნორმების

ფუნქციონირება გამორიცხავდეს სამოქალაქო სამართლით დადგენილი

ფუძემდებლური, ძირითადი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას და პირიქით.

სამართლის სხვადასხვა დარგით დადგენილი წესები ურთიერთთანხმობით უნდა

თანაარსებობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობა

მოწესრიგების ნაცვლად გართულდება.

33 ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2016, 391, ველი 535.

Page 37: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

38

Page 38: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

39

ბიბლიოგრაფია

1. ასათიანი თ., მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის ძირითადი

ასპექტები, ჟურნალში: „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, 43-52;

2. გარიშვილი მ., ხოფერია მ., რომის სამართლის საფუძვლები, გამომცემლობა

"მერიდიანი", თბილისი, 2010;

3. დანელია ე., გამიჯვნის პრინციპი ჩუქების ხელშეკრულების მაგალითზე,

ჟურნალში: „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, 2008,

31-68;

4. ზარანდია თ., სანივთო სამართლის საფუძვლები, გამომცემლობა

"საქართველოს მაცნე", თბილისი, 2016;

5. ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“,

თბილისი, 2003;

6. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა,

თბილისი, 2009;

7. კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თ.

დარჯანიასა და ზ. ჭეჭელაშვილის თარგმანი, წიგნის ბეჭდვა უზრუნველყო საიას

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა GIZ-ის დავალებით,

თბილისი, 2014;

8. მარიამიძე გ., სამოქალაქო სამართალი, პირველი ნაწილი, გამომცემლობა

„რაიზი“, თბილისი, 2011;

9. ტაკაშვილი ს., მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი მოწესრიგება ქართული კანონმდებლობის მიხედვით,

კრებულში: პროფესორ ბესარიონ ზოიძის 60 წლისადმი მიძღვნილი

საიუბილეო გამოცემა, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის

გამომცემლობა, თბილისი, 2013, 38-53;

10. ქოჩიაშვილი ქ., მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება

სამოქალაქო სამართალში, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, თბილისი, 2015;

11. ჩაჩავა ს., ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ჟურნალში: „ქართული სამართლის მიმოხილვა“, №1, 2004, 114-128;

12. ჩაჩანიძე თ., სახელმწიფო და კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები, კრებულში: სამართლის პრობლემები, პროფესორ რომან შენგელიას 70

წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, გამომცემლობა „სამართალი“,

თბილისი, 2012;

13. ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა

"სამართალი", თბილისი, 2011;

14. ჭანტურია ლ./ახვლედიანი ზ./ზოიძე ბ. (რედ.), საქართველოს სამოქალაქო

კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი,

1999;

15. ჭანტურია ლ./დარჯანია თ./ჯუღელი გ./ვაშაკიძე გ./მესხიშვილი ქ./გელაშვილი

ნ./ჭეჭელაშვილი ზ. (რედ.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

ონლაინკომენტარი, http://www.gccc.ge, (ბოლო ვიზიტის დრო: 23.06.2017);

Page 39: 2018 - openscience.ge Gogelashvili.pdf · 4 შესავალი საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება

40

16. ჭეჭელაშვილი ზ., სანივთო სამართალი, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, თბილისი, 2014;

17. Akkermans B., The Principle of Numerus Clausus in European Property Law,

Publisher Intersentia, 2008.

18. Bar C./Clive E., Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,

Oxford university press, 2010;

19. Beale H./Hartkamp A./Kotz H./Tallon D., Cases, Materials and Text on Contract

Law, Hart Publishing, Oxford and Portland, Oregon, 2002;

20. Ebke W./Finkin M., Introduction to German Law, Kluwer Law International

publishing, The Hague, London, Boston, 1996;

21. Markesinis B./Unberath H./Johnston A., The German Law of Contract, Second

Edition, Hart Publishing, Oxford and Portland, Oregon, 2006.