2003-2012 pol ......
date post
07-Aug-2020Category
Documents
view
0download
0
Embed Size (px)
Transcript of 2003-2012 pol ......
vis ekuTvnoda saqarTvelo
2003-2012
pol rimpli
წიგნი “ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012” მოგვითხრობს იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წილები ეკუთვნოდათ ტელემაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციების, სარეკლამო, ნავთობის იმპორტისა და დისტრიბუციის, ფარმა- ცევტულ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორებში . მასში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან .
წიგნის მომზადების პროცესში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა . 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება, რამაც ცვლილებები სხვადასხვა ბიზნესის მფლობელების სტრუქტურაშიც გამოიწვია . აღნიშნული ცვლილებები ასახულია წიგნის ბოლო თავში .
წიგნის ავტორია ჟურნალისტი პოლ რიმპლი . „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მხრიდან ნაშრომის შექმნაში მონაწილეობდა ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია .
წიგნის ილუსტრატორია გიორგი გაგლოშვილი .
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www .transparency .ge/
გამოცემა მომზადდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით .
ამ გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავენ ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ პოზიციას . შესაბამისად, ფონდი
არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე .
ვის ეკუთვნოდა საქართველო? 2003 – 2012
პოლ რიმპლი
სარჩევი
შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3
ვის ეკუთვნოდა ტელევიზია? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9
ვის ხელში იყო ტელეკომუნიკაციები? . . . . . . . . . . . . . . . . .41
ვის ხელში იყო გარე რეკლამა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .50
ბენზინის კარტელი საქართველოში . . . . . . . . . . . . . . . . . . .56
ფარმაცევტული ოლიგოპოლია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .65
ეს არის აღმშენებლობა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .82
ბრძოლა სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად . . .109
პოსტსკრიპტუმი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .122
3
შესავალი
ერთ დღეს, როცა მეგობართან ერთად ადგილობრივ სუპერმარკეტში საყიდლებზე ვიყავი შესული, გამოსასვლელთან, სალარო აპარატების სიახლოვეს, შევნიშნე საქართველოში დამზადებული შოკოლადების დახლი წარწერით „ბარამბო“ . რადგანაც ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალებად ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ყიდვა მიმაჩნია, მაშინვე შოკოლადის ორიოდე ფილას წავავლე ხელი . ამას ჩემი ქართველი მეგობრის არაორაზროვანი რემარკა მოჰყვა: „ჰმ, კეზერაშვილის შოკოლადი .“
„ვისი?“
„დათო კეზერაშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,“, − მითხრა მან . − „ეს მისი კომპანიაა . ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი მას ეკუთვნის .“
ამ სიტყვების შემდეგ შოკოლადის ფილები ინსტინქტურად თავის ადგილზე დავაბრუნე . რატომ უნდა გამოვუცხადო მხარდაჭერა ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს? მოგვიანებით სხვა მეგობარმა მითხრა, რომ ეს კეზერაშვილის კი არა, „ვანოს შოკოლადია“ . ის ვანო მერაბიშვილს გულისხმობდა, შინაგან საქმეთა ექსმინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს . სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რაოდენ ღრმად არის ჩამჯდარი პოლიტიკა ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც შოკოლადის ყიდვასაც კი პოლიტიკურ სარჩულს უძებნიან, მიუხედავად იმისა, ვინ არის სინამდვილეში ამ პროდუქტის მწარმოებელი .
საქართველო პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 4,5-მილიონიანი მოსახლეობით . აქ ჭორებს უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვა აქვს; რაც უფრო სენსაციური, დაუჯერებელი და, ერთი შეხედვით, უაზროა ჭორი, მით უფრო მტკიცედ არის ის ადამიანების ცნობიერებაში აღბეჭდილი . მაგალითად, ქვეყნის ერთ- ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის, „სილქ ტვ“-ის, ზოგიერთი მომხმარებელი პოლიტიკაზე
4
საუბრისას ტელევიზორს რთავდა ხოლმე, რადგან მიაჩნდა, რომ ამ კომპანიის მფლობელია ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ჩართული ტელევიზორიდან მათი საუბრის მოსმენა და ჩაწერა შეეძლო .
საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ადამიანებს, ჩვეულებრივ, ხელისუფლებაზე მეტად მეზობლებისა სჯერათ . საქართველოში ამ მოვლენას კიდევ უფრო გამოკვეთილი სახე აქვს, რადგან საბჭ